) ვინ არს ესე რომელი
დიდსა შაბათსა:
ამას მივსწერ
Ms. page: P149R ამას მივსწერ შენდა და ვესავ ადრე მოსლვასაცა ჩემსა:
უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისაჲ.
და აღსარებულად დიდ არს ღმრთისმსახურებისა იგი საიდუმლოჲ, რომელი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა.
) საიდუმლოსა ვნებისა შენის{ასა}.
და წარვიდა
Ms. page: P149R და წარვიდა საულ და კაცნი იგი მისნი მოძიებად დავითისა. და უთხრეს დავითს, და შთავიდა იგი კლდესა მას უდაბნოსა სასმენელსა. და ესმა საულს და დევნა-უყო უდაბნოსა მას სმენისასა კუალსა დავითისსა.
და ვიდოდა საულ და კაცნი მისნი ერთ კერძო მთასა მას ერთსა, და დავით ფარულად ვიდოდა პირისაგან საულისა. და საულ და კაცნი იგი მისნი მიუმჴრობდეს დავითს და კაცთა მათ მისთა შეპყრობაჲ მათი უნდა.
და მოციქული მოიწია საულისა და ჰრქუა: იწრაფე და მოვედ, რამეთუ უცხოთესლნი მოუტევნეს ქუეყანასა ჩუენსა.
და მოიქცა საულ არღარა დევნად შემდგომად დავითისა და წარვიდა მიგებებად უცხოთესლთა მათ; ამისთჳს ეწოდა Ms. page: P149V ადგილსა მას კლდჱ განყენებისაჲ.
და აღმოვიდა დავით მიერ და დაჯდა იგი იწროთა მათ შინა გაადისათა.
და იყო, ვითარცა მოიქცა [საულ] დევნად უცხოთესლთა მათ, უთხრეს მას და ჰრქუეს: აჰა ესერა დავით უდაბნოსა მას გაადისასა არს.
და წარიყვანნა მის თანა სამ ათასნი რჩეულნი ყოვლისაგან ისრაჱლისა და წარვიდა მოძიებად დავითისა და კაცთა მათ მისთა წინაშე სანადიროსა მას ირემთასა.
და მოვიდა კოლტსა მას სამწყსოთასა, რომელი იყო გზასა ზედა. და იყო მუნ ქუაბი, და შევიდა საულ მომზადებად; და დავით და კაცნი იგი მისნი იყვნეს შინაგანსა მას ქუაბსა და სხდეს.
და ჰრქუეს დავითს კაცთა მათ მისთა: აჰა ესერა დღჱ იგი, რომელსა გრქუა შენ უფალმან: მე მოგცე შენ მტერი შენი ჴელთა შენთა, და უყავ მას, რაჲცა-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა. და აღდგა დავით და მოჰკუეთა იდუმალ კიდე იგი ქლამინდისა საულისი.
და იყო, ამისა შემდგომად შეინანა დავით გულსა თჳსსა, რამეთუ მოჰკუეთა კიდე იგი ქლამინდისა მისისაჲ.
და ჰრქუა დავით კაცთა მათ მისთა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა მიერ, არა ვყო სიტყუაჲ ეგე უფლისა ჩემისა ზედა ცხებულსა უფლისასა მიყოფად ჴელი ჩემი მის ზედა, რამეთუ ცხებული უფლისაჲ არს იგი.
და არწმუნა კაცთა მათ მისთა დავით მით სიტყჳთა და არა უტევა მათ აღდგომად და მოკლვად საულისა და აღდგა საულ და განვიდა მიერ ქუაბით გზასა მას თჳსსა.
და გამოვიდა დავითცა შემდგომად მისა მიერ ქუაბით და ღაღად-ყო დავით საულისა მიმართ და თქუა: უფალო ჩემო მეფე! და მოიხილა საულ გარე, და მოდრკა დავით პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად და თაყუანის-სცა.
და ჰრქუა დავით საულს: რაჲსათჳს ისმენ სიტყუასა ერისასა, რომელნი გეტყჳან შენ, ვითარმედ: [დავით] ეძიებს სულსა შენსაო? Ms. page: P150R
და აჰა ესერა ამას დღესა იხილეს თუალთა შენთა, ვითარ-ესე მომცა შენ უფალმან ჴელთა ჩემთა ქუაბსა ამას შინა, და არა ვინებე მოკლვაჲ შენი და გრიდე შენ და ვთქუ: არა მივყო ჴელი ჩემი უფალსა ჩემსა ზედა, რამეთუ ცხებული უფლისაჲ არს ესე.
და აჰა ესერა კიდე ქლამინდისა შენისაჲ ჴელსა ჩემსა; მე მოგკუეთე კიდე ქლამინდისა შენისაჲ და არა მოგკალ შენ. და ცან და იხილე დღეს, რამეთუ არა არს სიცრუვე ჴელთა ჩემთა, არცა შეურაცხება, არცა უსჯულოება და არცა შე-რაჲ-გცოდე შენ და შენ შეუდეგ სულსა ჩემსა მიღებად მას.
საჯენ უფალმან შორის შენსა და შორის ჩემსა და შურ-მაგენ მე შენგან, რამეთუ ჴელი ჩემი არა იყოს შენ ზედა.
ვითარცა-იგი თქჳან იგავი პირველთა მათ, ვითარმედ: უსჯულოთაგან გამოჴდეს ცოდვაჲ. და ჴელი ჩემი არა იყოს შენ ზედა.
და აწ ვის სდევ მეფჱ ისრაჱლისაჲ? ანუ ვისა უკუანა გამოხუალ? ძაღლისა ერთისა და გრწყილისა.
იყავნ უფალი განმკითხველ და მსაჯულ შორის შენსა და ჩემსა, და იხილენ უფალმან და საჯენ სასჯელი ჩემი და გამომეცინ სამართალი ჴელთაგან შენთა.
და იყო, ვითარცა დაასრულნა დავით სიტყუანი ესე საულისა მიმართ, ჰრქუა საულ: ჴმაჲ შენი არს, შვილო დავით? და ჰრქუა დავით: მონაჲ შენი ვარ, უფალო ჩემო მეფე. და აღიმაღლა ჴმაჲ საულ, ტიროდა.
და ჰრქუა დავითს: მართალ ხარ შენ უფროჲს ჩემსა, რამეთუ შენ მომაგე მე კეთილი და მე მიგაგე შენ ბოროტი:
და შენ თჳთ მითხარ მე დღეს, რომელი მიყავ მე კეთილი, ვითარ-იგი შემაყენა უფალმან ჴელთა შენთა, და არა მომკალ მე.
და ვითარცა-იგი ვინ პოვის მტერი თჳსი ჭირსა შინა და განარინის იგი გზასა კეთილსა? და უფალმანცა მიგაგოს კეთილი, ვითარცა-ესე ჰყავ დღეს.
აჰა ესერა მე უწყი, რამეთუ ჰმეფობდე, და დაემტკიცოს მეფობაჲ ისრაჱლისაჲ ჴელსა შენსა.
და აწ მეფუცე მე უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოსრა ნათესავი ჩემი შემდგომად ჩემსა Ms. page: P150V და ნუცა განაქარვებ სახელსა ჩემსა სახლისაგან მამისა ჩემისა.
და ეფუცა დავით საულს, და საულ წარვიდა სახიდ თჳსა: და დავით და კაცნი იგი მისნი აღმოვიდეს მესერადმდე იწროსა მას.
რომელმან შეაცთუნნეს
Ms. page: P150V რომელმან შეაცთუნნეს წრფელნი გზასა ბოროტსა, განსარყუნელად მიეცეს იგიცა; ხოლო ურჩულონი თანა-წარჰჴდენ კეთილსა და ვერ შევიდენ მას.
ბრძენ ჩან თავით თჳსით მდიდარი, ხოლო გლახაკმან გონიერმან განგმოს იგი.
შეწევნითა მართლისაჲთა მრავალი იქმნის დიდებაჲ, ხოლო ადგილსა უღმრთოთასა მოისრნენ კაცნი.
რომელი იფარვიდეს ურჩულოებასა თჳსსა, არა წარემართოს; ხოლო რომელი მიუთხრობდეს და ამხილებდეს, საყუარელ იყოს.
ნეტარ არს კაცისაჲ მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთის მოშიშებით, ხოლო გულ-ფიცხელი იგი შევარდეს ძჳრსა.
ლომი მშიერი და მგელი წყურიელი, ეგრეცა რომელი მთავრობდეს მკოდოვი ნათესავსა გლახაკსა.
მეფჱ, ნაკლულევანი ფასითა, დიდის ცილის შემწამებელი, ხოლო რომელთა სძულდეს სიცრუვჱ, მრავალ-ჟამ ცხონდენ.
კაცსა რომელსა ბრალი კაცის-კლვისაჲ ზედა-ედვას და თავს-ვინმე-იდვას იგი, და იგი მეოტ იყოს და არა მტკიცე, შევარდეს იგი ბოროტსა. განსწავლე ძჱ შენი და განგისუენოს შენ და მოსცეს სამკაული სულსა შენსა და არა ერჩდეს ნათესავსა უსჯულოსა.
რომელი ვიდოდეს სამართალსა, შეწევნა სცეს მას, ხოლო რომელი გულარძნილთა გზათა ვიდოდის, შეებას მათვე.
რომელი იქმოდის ქუეყანასა თჳსსა, გაძღეს იგი პურითა, ხოლო რომელი მიუდგეს მოცალებასა, აღივსოს იგი სიგლახაკითა.
კაცი, ღირსი სარწმუნოებისაჲ, ფრიად იკურთხოს, ხოლო ბოროტის მოქმედი იგი არა უტანჯველ იყოს.
რომელსა ჰრცხუენოდის მხილებაჲ Ms. page: P151R პირსა ცრუთასა, არა კეთილ არს: ამან კოტრისა პურისათჳს განსცეს კაცი.
იწრაფინ განმდიდრებად კაცი მოშურნჱ და არა უწყინ, რამეთუ კაცმან მოწყალემან დაიპყრას იგი.
რომელი ამხილებდეს გლახაკსა გზათა მისთა, მადლი აქუნდეს უფროჲსღა, რომელი ენითა მოიმადლებნ.
რომელი განყიდდეს მამასა გინა დედასა და ჰგონებდეს, ვითარმედ არა ცოდავს, ესე ზიარ არს კაცისა უღმრთოჲსაჲ.
უძღები კაცი შჯინ ცუდად; რომელი ესვიდეს სიფიცხლესა გულისა თჳსისასა, იგი უგუნური არს, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, მოღუაწებასა შინა იყოს. რომელი ვიდოდის სიბრძნით, იგი ცხონდეს.
რომელი მისცემდეს გლახაკთა, არა ნაკლულევან იყოს; ხოლო რომელმან გარე-მიიქციოს პირი მისი გლახაკისაგან, მრავალსა უპოვრებასა შინა იყოს.
ადგილსა უღმრთოთასა სულთ-ითქუმენ გლახაკნი და მათსა მას წარწყმედასა განმრავლდენ მართალნი.
უმჯობჱს არს კაცი მამხილებელი კაცსა ქედფიცხელსა; მეყსეულად აღგზნებასა მისსა არა იყოს კურნებაჲ.
Ms. page: P151R და შენ, ძეო კაცისაო, მსტოვრად მიგეც სახლსა ისრაჱლისასა, და ისმინე სიტყუაჲ პირისაგან ჩემისა და უთქუმიდი მათ ჩემ მიერ.
რაჟამს ვჰრქუა მე ურჩულოსა მას: "სიკუდილით მოჰკუდე", და არა უთხრა მას, არცა ეტყოდი განშორებად ურჩულოსა მას, რაჲთა მოიქცეს იგი გზათაგან მისთა და ცხონდეს იგი, უსჯულოჲ იგი უსჯულოებითა თჳსითა მოკუდეს.
... და შენ სული თჳსი განირინო.
და უკუეთუ გარდაიქცეს მართალი იგი სიმართლისაგან თჳსისა და ქმნეს ცოდვაჲ, მოვსცე ტანჯვაჲ პირსა მისსა და იგი მოკუდეს, რამეთუ მოვიჴსენენ სიმართლენი მისნი, და სისსხლი მისი ჴელთაგან შენთა ვიძიო.
უკუეთუ შენ ამცნო მართალსა, რაჲთა არა ცოდოს, და მან ისმინოს და არა ცოდოს, მართალი იგი ცხორებით ცხონდეს.
უფალო შეგესემინ ლოცვისა:
მსთუად შეგესემ{ინ}.