TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 921
Previous part

Chapter: 12 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მრავალნი დაძინებულნი ქუეყანისა შინა მიწასა აღდგენ, რომელნი ცხონებად საუკუნოდ, და რომელნი ყუედრებად და სირცხჳლად საუკუნოდ.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და გულისხმის-მყოფელნი განბრწყინდენ, ვითარცა ბრწყინვალება სამყაროჲსა და მართალთაგანნი მრავალთანი, ვითარცა ვარსკულავნი, საუკუნეთადმი და მერმეცა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შენ, დანიელო, დაჰმარხენ სიტყუანი და დაჰბეჭდე წიგნსა ვიდრე ჟამამდე აღსასრულისა, ვიდრემდის განისწავლნენ მრავალნი და განმრავლდეს მეცნიერება.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვიხილე მე, დანიელმან, და აჰა, სხუანი ორი დადგეს: ერთი - ამიერ ბაგესა მდინარისასა და ერთი - იმიერ.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვარქუ მას კაცსა მოსილსა ბადენით, რომელი იყო ზემოჲთ წყლისა მდინარისასა: ვიდრე იყოს დასასრული, რომელნი სთქუენ საკჳრველებანი?

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მესმა კაცისა მის მოსილისა ბადენითა, რომელი იყო ზედა წყალსა მდინარისასა, და აღიმაღლა მარჯუენე თჳსი და მარცხენე ზეცად მიმართ და ფუცა ცხოველისა მიმართ საუკუნოდ, ვითარმედ ჟამისა მიმართ და ჟამთა და კერძოსა ჟამისასა, დასასრულისა შორის განბნეულებისა ჴელისა წერისა განწმედილისასა აცნობნენ ყოველნი ესენი.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მესმა, და ვერ გულისხუმა-ვყავ და ვარქუ: უფალო, რამე იყოს უკანასკნელნი ამათნი?

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუა: წარვედ, დანიელ, რამეთუ დაჴშულნი და დაბეჭდულნი არიან სიტყუანი ვიდრე დასასრულამდე ჟამამდე.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
გამოირჩინენ, და გამოსპეტაკნენ, და გამოჴურდენ, და განწმდენ მრავალნი; და უსჯულო იქმნენ უსჯულონი, და ვერ გულისხუმა-ყონ ყოველთა უთნოთა, და გონიერთა გულისხუმა-ყონ.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჟამისაგანცა ცვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოოჴრებისასა დღენი ათას ორასოთხმეოცდაათნი.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ნეტარ არს მოთმინე და მიწევნილი დღეთა მას ათას სამასოცდაათხუთმეტთა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შენ მოვედ და განისუენე, რამეთუ მერმე არიანღა დღენი აღსავსებადმდე და დასასრულისა, და განისუენო და აღსდგე ნაწილსა შენსა აღსრულებასა თანა დღეთასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.