TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 51
Previous part

Chapter: 12  
თავი 12


Verse: 1   Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 199R   სიტყუად იწყო უფალმან მოსჱსა და აჰრონისა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და თქუა:
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
თთუჱ პირველი ესე იყავნ თქუენდა თავად თთუეთა, თთუჱ პირველი თთუეთა შინა წელიწადისათა.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
აწ მივედ შენ და ეტყოდე ყოველთა კრებულთა ძეთა ისრაჱლისათა: Page of ms. P: 199V   ათსა ამის თთჳსასა მოიღონ თითოეულად კრავი ერთი თესლად-თესლად და ტომად-ტომად, განიყონ, კრავი იგი სახიდ გამოიღონ.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მცირედ იყვნენ სახლსა მას და ვერ შემძლებელ იყვნენ ჭამად კრავისა მის, შეიყვანონ მეზობელი თჳსი სახლად, მსგავსად რიცხჳსა მის კაცთაჲსა მიიღონ თითოეულად, ვითარცა ეყოფოდის კრავი იგი.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვერძი მოზუერი იყავნ სრულად თქუენდა; საცხოვარისა მისგან ცხოვართაჲსა [და თხათაჲსა] მოიღონ იგი.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყოს თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე ათოთხმეტადმდე თთჳსა მის, დაკალნ იგი კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მოიღონ სისხლისა მისგან და მონიშნონ ორთავე წყირთლთა ზედა ბჭეთასა და ზღურბლთა ზედა მის სახლისათა, რომელსა შინა შეჭამონ იგი მათ.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამესა მიმწუხრი შემწუარი ცეცხლითა და უფუველი პური და ველის-ყრდელი ჭამონ.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ხოლო შეჭამონ კრავი იგი ესრე სახედ: ნუ უფუველი ჭამონ, ნუცა წყლითა მგბარი, არამედ მწუარი ცეცხლითა ჭამონ, ტფილი შეჭამონ და ადრე შეჭამონ, თავ-ფერჴი ნაწლევითურთ შეჭამონ.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ნეშტსა ნურას დაუტევებთ განთიად, ნუ განაწევნ, ძუალსა ნუ განსტეხედ. რომელი ნეშტად დაშთეს მისგანი, ცეცხლითა დაწჳთ.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჭამდენ მას ესრე სახედ: კუერთხი ჴელთა, სარტყელი წელთა, ჴამლი ფერჴთა, მალიად-მალიად სწრაფლ შეჭამედ, რამეთუ ზატიკი არს უფლისაჲ.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ მას ღამესა და ვგუემო ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა კაცითგან მიპირუტყუადმდე და ზედა ყოველ\სა Page of ms. P: 200R   ქუეყანასა ეგჳპტისასა აღვადგინო შურის-გებაჲ, [რამეთუ მე ვარ უფალი].
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშნველად ზედა სახლებსა მას. რომელსა შინა იყვნენ ძენი ისრაჱლისანი, რომელთა შინა დაშჱნებულ იყვნენ, მოვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზედა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისაჲსა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოთა მათ ეგჳპტისათა.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იყოს თქუენდა დღჱ იგი საჴსენებელად, დღესასწაულად ზატიკობად უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა, შჯული სიხარულისაჲ უკუნისამდე, თავი დღესასწაულ თაჲ მათ წელიწადეულთაჲ.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
შჳდ დღე უფუველი (!) შჭამით და პირველით დღითგან ვიდრე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველი ცომი სახლისაგან თქუენისა. ყოველმან რომელმან ჭამოს პური თბისაგან მფუველისაჲ, მოსპოლვით მოისპოს კაცი იგი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან მიდღედმდე მეშჳდედ.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დღჱ იგი პირველი წოდებულ: წმიდა უფლისა. და დღჱ იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდაჲ უფლისაჲ. ყოველივე საქმჱ ხარკით მსახურებასა მათ დღეთა შინა ნუვინ იქმთ, გარნა ერთი იგი საქმჱ, რომლისა თჳნიერ არარაჲთ განეგების ყოვლისა კაცისა საქმედ, ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ეკრძალენით მცნებასა ამას, [რამეთუ] დღესა [ამას] გამოგიყვანებ თქუენ ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა და გეპყარნ თქუენ დღჱ იგი თესლითი თესლადმდე თქუენდა შჯულად საუკუნოდ.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
იწყოთ თქუენ ათორმეტით დღითგან მის თთჳსაჲთ პირველისაჲთ ჭამად უფუველისა მწუხრითგან ვიდრე დღედმდე მეოცედ მძღურად თთჳსა მის მიმწუხრად.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 200V   და შჳდ დღე ნუ იყოფინ ცომი სახლთა თქუენთა. ყოველმან რომელმან ჭამოს ცომოვანი, მოისპოს კაცი იგი ერისაგან ძეთა ისრაჱლისათა გარეშე მოსრულთა მათ მწირთა და შვილთა ბუნთა მათ მონათაგან სოფლისა მის თქუენისათა.
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რაჲთურთით მფუველსა ნუვინ ჭამნ ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა, არამედ უფუველი ჭამეთ.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
მოუწოდა მოსე მოხუცებულთა მათ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: გუალეთ, მოიღეთ თქუენ თითოჲ კრავი ტომად-ტომად თქუენდა, დაკალნ იგი ზატიკად უფლისა.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ჳსუპი კონაჲ ერთი საპკურებელად და დააწეთ სისხლსა მას კრავისასა და აღნიშნეთ თქუენ ზედა წყირთლთა მათ ბჭეთასა და ზღურბლთა მათ, ხოლო თქუენ ნუ გამოხვალთ კაცად-კაცადი კართა ზედა სახლისა თქუენისათა მიგანთიადმდე.
Verse: 23   Link to mcat Link to sept   
რომელსა ჟამსა გარდამოჴდეს უფალი მოსპოლვად მეგჳპტელთა მათ, იხილონ სისხლი იგი სამსავე მას კერძოსა ბჭეთასა და თანაწარჰჴდეს ბჭეთა მათ თქუენთა და არა მიავლინოს მომსრველი, სიკუდილისაჲ მტარვალი შესლვად სახლებსა მას თქუენსა და მოსრვად პირმშოჲსა მის თქუენისა.
Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და დაიმარხეთ სიტყუაჲ ესე შჯულად საუკუნოდ თავისა თქუენისა უკუნისადმდე.
Verse: 25   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელი მოგცეს უფალმან ღმერთმან თქუენმან, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ დამარხვად თქუენდა მსახურებაჲ ესე ...
Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და შენ ჰრქუა მას: მსხუერპლი არს ესე პასექისა უფლისაჲ, რომელმან დაიფარნა სახლნი ძეთა ისრაჱლისათანი ეგჳპტეს შინა, რაჟამს მოსრვიდა ეგჳპტესა, რამეთუ სახლნი ჩუენნი იჴსნნა.
Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და მოდრკა ერი იგი Page of ms. P: 201R   და თაყუანის-სცეს უფალსა და წარვიდეს და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო მოსე და აჰრონ, ეგრეცა ყვეს.
Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და იყო შუაღამეს ოდენ, მოწყჳდა უფალმან ყოველი პირმშოჲ ეგჳპტისაჲ პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ჯდა საყდართა ზედა, ვიდრე პირმშოდმდე მჴევლისა, რომელი ზის ფქვილთა თანა, და ვიდრე პირმშოდმდე ყოვლისა პირუტყჳსა.
Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და აღდგა ფარაო ღამე და ყოველნი მსახურნი მისნი და ყოველნი მეგჳპტელნი; და იყო ღაღადებაჲ დიდი ყოველსა ეგჳპტესა, რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა არა იყო მკუდარი.
Verse: 31   Link to mcat Link to sept   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს ღამე და ჰრქუა მათ: აღდეგით და განვედით ერისაგან ჩემისა თქუენ და ძენი ისრაჱლისანი, ვიდოდეთ და მსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ვითარცა-იგი იტყჳთ.
Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და ცხოვარი და ზროხაჲ თქუენი განასხით და ვიდოდეთ, ვითარცა სთქუთ, არამედ მაკურთხეთ მეცა.
Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და აწუევდეს მეგჳპტელნი იგი ერსა მას სწრაფით განსხმად მათა ქუეყანით მათით, რამეთუ თქუეს: ნუუკუე მოვწყდეთ ყოველნი.
Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და მოიღო ერმან მან ცმელი იგი შესუარვადმდე თბისა მის, შეყოფილი სამოსლითა მათითა და აღიკიდეს იგი ზურგსა მათსა.
Verse: 35   Link to mcat Link to sept   
ხოლო ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა მათ მოსე. და ითხოვეს ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და სამოსელი მეგჳპტელთაგან.
Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და მოსცა უფალმან მადლი ერსა თჳსსა წინაშე მეგჳპტელთა და მოსცეს მათ, რასაცა სთხოვდეს იგინი. და გამოტყუენნეს მეგჳპტელნი იგი.
Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და წარმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი რამჱსით სოქოთად ექუსასი ათასი მამაკაცი მკჳრცხლი გარეშე ჭურჭლისა მათისა.
Verse: 38   Link to oskijer Link to exak Link to sept   
და მრავალი მწირი თანა განჰყვა მათ, და ცხოვარი და ზროხაჲ და კარაული ფრიად.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 201V   და შეიცხვეს ცმელი იგი, რომელი გამოიღეს ეგჳპტით, ყურბეულად უცომოდ, რამეთუ ვერ შესუარეს იგი, და გამოასხნეს იგინი მეგჳპტელთა მათ, რამეთუ ვერ შეუძლებდეს თავს-დებად და ვერცა იქმნეს მათ საზრდელი საგზლად.
Verse: 40   Link to mcat Link to sept   
ხოლო მწირობაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ და მამათა მათთაჲ ეგჳპტეს და ქარანს ოთხას ოც და ათ წელ.
Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და იყო, შემდგომად ოთხას ოც და ათისა წლისა გამოვიდა ერი იგი ეგჳპტით ღამე.
Verse: 42   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
პირველი საჴუმილავი არს ესე უფლისაჲ გამოყვანებაჲ მათი ქუეყანით ეგჳპტით. იგი ღამჱ არს ესე პირველი საცავი უფლისაჲ, ყოველთა შორის ძეთა ისრაჱლისათა იყოს ესე და ნათესავსა მათსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.