


ამბორის-ყოფაჲ პირისაჲ მომეცინ მე, რამეთუ შენნი ძუძუნი ღჳნისა მჯობ არიან,



და სულნელებაჲ მიჰრონთა შენთაჲ უმეტეს ყოველთა სულნელთაჲსა. ნელსაცხელებელ არს წარმოცალიერებულ სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ,



და მიგიზიდეს თჳსად. შემდგომად შენსა ვსდევდეთ სულნელთა შენთა. შემიყვანა მე მეფემან საუნჯედ. ვიხარებდეთ და ვიშუჱბდეთ შენდა მიმართ. ძუძუნი უფროჲს ღჳნისა შევიყუარნეთ შენნი, რომელი უყუარ სიწრფოებასა.



შავ და შუენიერ, იერუსალიმისა ასულნო, ვარ მე კედრისა საყოფელებრ და სოლომონისა კარვებრ.



და ნუ მომხედავთ შავქმნილსა მზისა უგულებელს-ყოფითა. ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს, სავენაჴისა ებგურად დამადგინეს. და სავენაჴჱ ჩემი არა დავიცევ.



მითხარ, რომელი გითჳსა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუადღე? ნუსადა ვიქმნე, ვითარ გარემომცველი კოლტსა სხჳსასა.



არა თუ იცან თავი შენი, კეთილო სხუათა დედათა შორის, სამწყსოთა შენთა კუალსა განისწრაფი შენ და საყოფელსა მწყემსთასა ჰმწყსიდ თიკანთა.



ჰუნესა ჩემსა ფარაოჲს ეტლთა შორის მიგამსგავსე შენ, მახლობელქმნელო ჩემო.



რაბამ განშუჱნდეს ღაწუნი შენნი გურიტულად, დაცუმულსა მძივსა ემსგავსა ყელი შენი.



მიგამსგავსოთ შენ ოქროჲსა ქმნულებასა და ელვარესა წურილად დაცუმულსა ვეცხლსა.



ვიდრემდის ჴელნი მოასხნეს მას მეფემან, გამოსცა თჳსი მიჰრონი ნარდმან ჩემმან.



შეკრული შტახსი - ძმისწული ჩემი ჩემდა; ძუძუთა შენთა შორის განისუენა მან.



ძმისწული ჩემი ჩემდა, გამობუტკოის ტევანი შორის ვენაჴთა გადისათა.



აჰა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო. აჰა, შუენიერ ხარ, თუალნი ტრედ არიან.



აჰა, კეთილ და შუენიერ ხარ, ძმისწულო. საგრილი მტკიცე ცხედარსა ჩუენსა ზედა.



მოსელნი სახლთა ჩუენთანი - ნაძჳსანი, ხოლო მენაკნი - სურნელნი საროჲსანი'.