


მე - ნათლისფერი ყუავილი ველისაჲ და ოქრომნათობი შროშანი ღელოვანთაჲ.



და ვითარ შორის ეკალთაჲსა შროშანი, ეგრეთ ქალწულთა შორის ტრფიალი ჩემი.



ვითარცა ხეთა მაღნართა შორის ვაშლი, ეგრეთ არს ჩემი ძმისწული ძეთა შორის. საგრილსა მისსა გულმან მითქუა და დავჯედ; და ტკბილ არს მისი ნაყოფი პირსა ჩემსა.



შემიყვანეთ მე სახლსა მას ღჳნისასა, და განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული,



და დამამტკიცეთ ნელსაცხებელთა მიერ, ვაშლი მომასხთ მე, წყლულსა სიყუარულითა.



მარცხენე მისი ზედა კერძო თავისა, და მარჯუენემან მისმან შემიწყნაროს მე



სიმტკიცეთა და ძალთა და აგარაკსა ლოცვით გაფუცებ, იერუსალიმისა ასულნო, აღ-თუ- სდგეთ თქუენ, და განაღჳძეთ ტრფიალი ჩემი, ვიდრემდისცა ინებოს,



ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისაჲ: აჰა, მოვალს მხლდომარე მთათა და მსრბოლი ბორცუთა ზედა.



ძმისწული ჩემი ჰგავს ქურციკსა და ნუკრსა მას ირმისასა ბეთილისა მთათა ზედა. აჰა, ესე დგას ფარვით ზღუდესა ჩუენსა, და სარკუმლით გამო შთამოიჭურობს იგი და არდაგთაჲთ გარდამოიხედავს ჩუენდა.



ძმისწული ჩემი მომიგებს და მეტყჳს მე: `აღდეგ და მოვედ აწ, მახლობელო ჩემო, განშუენებულო ჩემო და ტრედო ჩემო.



რამეთუ, აჰა, ზამთარი ჩუენგან წარჴდა, წჳმაჲ დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა.



ყუავილმან იმსთო სოფელსა შინა ჩუენსა და სხლვისა ჟამი, ესერა, მოიწია, გურიტისაჲ ისმა ჴმაჲ ქუეყანასა ჩუენსა.



გამოუტევა ლეღუმან ყუავილი თჳსი, მოსცეს ვენაჴთა ყუავილთა სულნელებაჲ, აღდეგ და მოვედ აწ, მახლობელო ჩემო, განშუენებულო ჩემო და ტრედო ჩემო.



თჳთ თავით შენით მოხუჱდი, ტრედო, კლდისა საგრილსა, მახლობელად ზღუდისა, მიჩუენე პირი და მასმინე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ჴმაჲ და შუენიერ პირი.



მიპყრენით მელნი მცირენი, რყუნილებისა მოქმედნი შორის ვენაჴთასა, რამეთუ ვენაჴნი ჩუენნი ყუავილოვან არიან.



ძმისწული ჩემი ჩემდა და მე - მისდამი, რომელი შროშანთა ჰმწყსი.



ვიდრემდის წარვიდეს დღე და მოიწივნენ აჩრდილნი, მოიქეც უკუჱ ჩემდა მომართ, ძმისწულო. ემსგავსე შენ, ძმისწულო ჩემო, ქურციკსა, ანუ შუელთა, მსპოლველსა ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთასა. მე თჳთ მივიდე მთასა მას მურისასა და დავემკჳდრო ბორცუსა გუნდრუკისასა შერიჟუებადმდე დღისა და აღძრვად აჩრდილთა. ყოველად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არცა ერთი რაჲ არს შენ თანა.