


მე სარეცელთა ჩემთა ზედა ვეძიებდ ღამე, რომელი უყუარდა სულსა ჩემსა, ვეძიებდი მას და ვპოვე იგი, ვხადოდე მას და არასადა ჴმა-მცა მე.



აღვდგე და მოვლო ყოველი ქალაქები, სავაჭრონი და უბანნი და ვიძიო, რომლისა-იგი ტრფიალ არს სული ჩემი, ვეძიებდი ას და არა ვპოვე იგი, ვხადოდე მას და არასადა ჴმა-მცა მე.



მპოვეს მე მჴუმილთა, რომელ სცვიდეს ქალაქსა. ნუ იხილეთა სატრფიალოჲ სულისაჲ?



ვითარ კნინოდენ წარვლე მათგან, ვიდრემდის ვპოვე, რომელი უყუარდა სულსა ჩემსა. შევიპყარ იგი და არა განუტევე, ვიდრემდის სახიდ დედისა შევიყვანე და საუნჯეთა მშობლისა ჩემისათა.



გაფუცებ თქუენ აწ, იერუსალიმისა ასულნო, ძალთა მიმართ და სიმტკიცეთა აგარაკთასა, უკუეთუ აღადგინოთ და განაღჳძოთ სურვილი, ვითარ სთნდეს.



ვინ არს უდაბნოჲთ რტოებრ აღმომავალი და საკუმეველთა კუამლი? გუნდრუკთა მური ზოგად მტუერთაგან მენელსაცხებელთაჲსა?



აჰა, ესერა, სოლომონისა ცხედარი, გარემოჲს მისსა სამეოცნი ძლიერნი ძლიერთა მათგან ისრაჱლისათა.



და წუდილნი მახჳლნი უპყრიან ყოველთავე, წურთილნი ბრძოლასა, კაცი და ჴრმალი მისი შებმულად წელთა შიშნეულებისათა და განკრთომისა შიშითა ღამესა შინა.



იქმნა მეფემან სოლომონ გავალაკნი დაულპოლველთა ლიბანისა ძელთაგან.



სუეტნი ქანდაკნა ვეცხლისა წმიდისანი და კამარები მისი ოქრო დრეკილ-ყო, პორფირისფერი შეუქმნა აღსავალი, და იატაკი მისი ქვამოფენილ-ყო, სურვილი ასულთაგან სიონისათა.



გამოვედით აწ, იერუსალიმისა ასულნო, რაჲთა იხილოთ თქუენ სოლომონ მეფე, შემკული გჳრგჳნითა, რომლითა გჳრგჳნოსან-ყო იგი დედამან მისმან დღესა სიძობისა მისისა, სიხარულისა გულისა მისისასა.