


აჰა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო; აჰა, შუენიერ ხარ, თუალნი ტრედისანი, გარეშე დუმილისა მაგის შენისა; თხათა არვესა ებაძვნეს თმანი შენნი, რომელნი- იგი გამოჩნდეს გალადით,



და კბილნი შენნი - მორისულთა არვესა, რომელნი წიაღმოჴდეს საბანელით, მარჩბივთმშობელნი ყოველნი, უბერწონი,



ხოლო ბაგენი - საბელსა ძოწეულსა, სიტყუაჲ შუენიერ მროწეულისა ნაქურცენებრ და სიკეთენი - გარეშე დუმილისა.



დავითის გოდლებრ ამაღლდა ქედი შენი, რომელი-იგი შენ არს თალპიონს შინა. ათასი ფარი დამოჰკიდავს მას ზედა და ყოველნივე ისარნი ძლიერთანი.



ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი მრჩობლად შობილნი თიკანნი ქურციკისანი, რომელნი შორის შროშანთასა იმოთხვედ.



შერიჟუებადმდე დღისა და აღძრვად აჩრდილთა მე თჳთ მივიდე მთასა მას მურისასა და მივიწიო ბორცუსა გუნდრუკისასა,



ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არცა ერთი რაჲ არს შენ თანა.



მოვედით, ლიბანით, სძალო, და წარმოგუალე. და თავით განვლე შენ სარწმუნოებისა სანარისაცა და ერმონისა თხემით, საყოფლით ლომთაჲთ, მთებისაგან ვეფხთაჲსა.



გულად მიხუენ ჩუენ, ჵ დაო ჩუენო, სძალო, გულად მიხუენ ჩუენ თუალთა შენთა ერთითა, და ერთითავე მძივითა ყელისაჲთა.



ვითარ განშუჱნდეს ძუძუნი, დაო ჩემო, სძალო, და ვითარ განშუენდეს შენნი ღჳნისა მიერ ძუძუნი და შენთა მათ შესამოსელთა სულნელებაჲ უმეტეს სულნელებისა ყოველთა სულნელთაჲსა.



და გოლეულნი გარდმოსწთუებიან ბაგეთა შენთა, სძალო, და თაფლი და სძე ენასა შენსა ქუეშე და სული შესამოსელთა შენთაჲ, ვითარცა მიჰრონი ლიბანისაჲ.



მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული.



მოვლინებულნი შენნი - წყარო სამოთხის ნაყოფსა თანა ხეთა მწუერვალისასა, ყუავილი ნარდისა თანა,



ნარდი, ზაფრანი, კინამოჲ და ლელწამი ყოველთავე მწუერვალსა თანა ლიბანისა ხეთასა, ზმირნი და ალოჲ ზოგად ყოველთა თანა ნელსაცხებელთა უპირატესობისა.



წყაროჲ ედემთაჲ და ჯურღმული მწყურნებთა ცხოველთაჲ, ხოლო ძირგანბმული ლიბანით.



აღდეგ, ჩრდილოო, და მოგუალე, თემანო, მოჰბერეთ მტილსა ჩემსა, წთოდედ სულნელნი ჩემნი, შთავედინ დისწული ჩემი მტილსა ჩემსა და ჭამენ ნაყოფი ხისმწუერვალთაჲთ.