


შთავიდა ჩემი დისწული მტილსა თჳსსა ფიალთა მიმართ მენელსაცხებლეთასა მწყსად მტილთა შორის და შეკრებად შროშანთა.



დისწული ჩემი ჩემდა და მე - მისდამი, რომელი-იგი მწყსის შროშანთა მტილსა შორის,



შუენიერ ჩემი მახლობელი, ვითარცა სათნოებაჲ, და შუენიერ, ვითარცა-რაჲ მთაჲ სიონისაჲ, და საკჳრველ, ვითარცა განწესებული, ფრიად სჯულკეთილობით.



აქციენ თუალნი შენნი მტერთა ჩემთაგან, რაჲთა მათ შემიმზადნეს მე ფრთენი, თმანი თავისა შენისანი _ კოლტ თხათა, რომელნი-იგი აღმოჴდეს გალადით;



კბილნი - ვითარცა კოლტები მორისულთაჲ, რომელნი აწ აღმოვლენ საბანელით, მარჩბივთმსხმელ ზოგად არიან ყოველნივე და უშვილობასა ვერვინ ჰპოებს მათ თანა;



ბაგენი შენნი - საბელ ძოწეულისა, ხოლო უბნობაჲ შენი - შუენიერ რაბამ, მროწეულისა ნაქურცენსა მიმსგავსებულ შუანი შენნი გარეშე დუმილისა.



ექუსგზის სამეოც არიან დედუფალნი, ოთხმეოც - ხარჭნი, ქალწულნი - ურიცხუველ.



ერთ არს ტრედი და შუენიერი ჩემი, ერთ არს იგი მშობელისა მისისაჲ, გამორჩეული არს დედისა თჳსისაჲ, იხილეს იგი ასულთა და ჰნატრიან, და დედუფალთა და ხარჭთა აქეს იგი.



ვინ არს, რომელი აღმოიჭჳრობს, ცისკრებად და შუენიერ არს, ვითარცა-რაჲ მთოვარე, ხოლო ელვარე, ვითარცა მზე, რჩეულ, საკჳრველ, ვითარ განწესებულებანი?



შთავედ შენ მტილსა შინა ნიგზოვანთასა, რაჲთა იხილო მუნ ნაშობი ღურისაჲ, ხილვად, უკუეთუ ყუავილოის ვენაჴი, და აღყუავილნეს მას შინა ბროწეულნი. მუნ მოგცნე ჩემნი ძუძუნი წადიერად.



არამედ სულმან ჩემმან ვერ აგრძნა ესე. ამინადაბის ეტლად დამაწესა მე.