უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; მილხინე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი.
სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?
მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობითა შენითა,
რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ.
დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მე მარადის ღამე ცხედარი ჩემი და სარეცელი ჩემი დავალტვე ცრემლითა ჩემითა.
განმირისხნა მე გულის წყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა.
განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოებისანი, რამეთუ ესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისაჲ;
და ისმინა უფალმან ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ, უფალმან თაყუანის-ცემაჲ ჩემი შეიწირა.
ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდენ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცენ, ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად.