) ბრწყინვალე არს სახელი შენი
ვინმცა მცნა მე ფრთე. ვიდრე
ყურად იღე ღმერთო ლოცვისა ჩ[ემისა ?] Ms. page: P2RA
აღსრულებასა
Ms. page: P2R აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა წარწყმდეს სასოებაჲ მისი, ხოლო სიქადული უღმრთოთაჲ წარწყმდეს.
მართალი კაცი მონადირეთაგან განერის და მის წილ შეიპყრას უღმრთოჲ.
პირმან კაცისა უსჯულოჲსამან საფრჴჱ დაუბის მოყუასსა თჳსსა, ხოლო სიბრძნჱ კაცისა მართლისაჲ წარემართის.
სახიერებითა კაცთა მართალთაჲთა განაწესა ქალაქი, ხოლო წარწყმედასა კაცთა უღმრთოთასა იყოს სიხარული.
კურთხევითა მართალთაჲთა აღემართის ქალაქი, ხოლო პირითა უღმრთოთაჲთა დაემჴჳს.
კაცმან უგუნურმან შეურაცხ-ყვნის მოქალაქენი თჳსნი, ხოლო კაცსა ბრძენსა დუმილი ჰმატინ.
კაცმან უგუნურმან ამხილის ზრახვაჲ სასჯელსა შინა, ხოლო კაცმან ბრძენმან სულგრძელებით დაიმარხის ზრახვაჲ.
{!}
Ms. page: P2R შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფვოდი შენ მონებად უფალსა, განმზადე თავი შენი ყოვლისაგან განსაცდელისა.
და წრფელ ყავ გული შენი და ნუ მოსწრაფე ხარ ჟამსა მას, რომელსა შეგემთხჳოს შენ განსაცდელი.
მიეახლე უფალსა და ნუ განეშორები, რაჲთა აღმაღლდე აღსასრულსა მას შენსა.
ყოველივე, რაჲცა მოვიდეს შენ ზედა, დაითმინე და სალმობათაგან დამდაბლებისა შენისათა სულგრძელ იყავ.
რამეთუ ცეცხლითა გამოიცადის ოქროჲ, ეგრევე კაცი შერაცხილი საჴუმილითა მით სიმდაბლისაჲთა.
გრწმენინ იგი და შეგიწყნაროს შენ და განიგნე გზანი შენნი და ესევდ მას.
მოშიშნი უფლისანი მოელოდედ წყალობასა უფლისასა და ნუ გარდაიქცევით, Ms. page: P2V რაჲთა არა დაეცნეთ.
მოშიშთა უფლისათა ჰრწმენინ იგი, რაჲთა არა დააკლდეს სასყიდელი მათი.
მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ კეთილსა უფლისაგან და სიხარულსა და წყალობასა, რამეთუ ნიჭი უფლისაჲ საუკუნე არს და სიხარულით არს მოსაგებელი მისი.
მიხედეთ პირველთა მათ ნათესავთა და იგულეთ, ვის ჰრწმენა ღმერთი და ჰრცხუენა.
ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან დააგდო იგი?
მოწყალე და მწყალობელ არს უფალი, სულგრძელ, დიდად მოწყალე, მიუტევნის ცოდვანი და აცხოვნნის ჟამსა ჭირისასა მოსავნი მისნი.
Ms. page: P2V ... ამისთჳს მოველოდე წყალობასა უფლისასა, რამეთუ არა მომაკლდა მე, და არა დაესრულნეს მოწყალებანი მისნი.
განაახლენ იგი, ვითარცა ცისკარი განთიადისაჲ, განამრავლა სარწმუნოება შენი განთიად; მრავალ არიან სულთქუმანი ჩემნი და გულსა ჩემსა მოაკლდა.
ნაწილი ჩემი უფალი არს, თქუა სულმან ჩემმან; ამისთჳს დაუთმო მას.
სახიერ არს უფალი, რომელთა დაუთმონ მას,
სული, რომელი ეძიებდეს, კეთილად; დაუთმოს მას და დაეყუდოს მაცხოვარებასა მისსა.
კეთილ არს კაცისაჲ, რაჟამს აღიღოს უღელი მძიმჱ სიჭაბუკითგან თჳსით,
და დაჯდეს მარტოდ და დადუმნეს, რამეთუ აღიღო უღელი მძიმჱ სიჭაბუკითგან თჳსით.
მისცეს მიწასა პირი თჳსი, რამეთუ არს სასყიდელი თმენისაჲ.
მიუპყრას მცემელსა ღაწჳ თჳსი და აღივსოს ყუედრებითა,
რამეთუ არა უკუნისამდე განიშოროს იგი უფალმან.
რამეთუ რომელმან დაამდაბლოს, მანვე შეიწყალოს მრავლითა წყალობითა თჳსითა.
და რაჲღამე
Ms. page: P2V და რაჲღამე ვთქუათ? რამეთუ დამაკლებს ჩუენ ჟამი ესე მითხრობად მსაჯულთათჳს: გედეონისთჳს, ბორაკისთჳს, Ms. page: P6R საფსონისთჳს და იეფთაჲსთჳს; მეფეთა -- დავითისთჳს და სამოელისთჳს;
და წინაწარმეტყუელთა: აბრაჰამ და მსაჯულნი, რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; აბრაჰამ, მოსე, ისუ და ფინეეზ იქმოდეს სიმართლესა; აბრაჰამ, ისუ და ქალებ მიემთხჳნეს აღთქუმასა. საფსონ და დავით და დანიელ დაუყვნეს პირნი ლომთანი;
სამთა ყრმათა: ანანია, აზარია და მისაელ დაშრიტეს ალი ცეცხლისაჲ; ურია მღდელი და ელია წინაწარმერტყუელი განერნეს პირსა მახჳლისასა; დავით მეფჱ, ეზეკია, ასა მეფჱ განძლიერდეს უძრულებისაგან; გედეონ, ბარაკ, საფსონ და დავით ბანაკები აოტეს უცხოთესლთაჲ, მოიყვანნეს დედათა
სომანიტელმან მან და სარეფთელმან აღდგომილნი მკუდარნი მათნი; მაკაბელნი შჳდნი ძმანი და დედაჲ მათი და სხუანი წინაწარმეტყუელნი ძჳრ-ძჳრად ტანჯვითა აღესრულნეს და არღა მოეღო მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობჱსსა აღდგომასა ღირს იქმნენ;
რომელნიმე: ელისე, იერემია და იობ ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; იერემია და მიქეა -- ბორკილებითა და საპყრობილებითა;
იერემია და ნაბუთე ქვითა განიტჳნნეს; ესაია განიხერხა; იობ, ზორობაბელ განიცადნეს; მიქეა, ამოს, ზაქარია მღდელი სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოწყდეს; იოვანე ნათლისმცემელი, ელია, ელის იქცეოდეს ხალენებითა და თხისა ტყავებითა ნაკლულევანნი ჭირვეულნი, ძჳრხილულნი,
რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, წინაწარმეტყუელნი, რომელთა ზრდიდა აბდია, უდაბნოსა ზედა შეცთომილნი მთათა და ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა.
და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებითა და არღა მოიღეს აღნათქუემი იგი;
რამეთუ ღმერთმან უმჯობჱსი ჩუენთჳს წინაჲსწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნნენ.
ნეტარ არიან უბი{წონი}. ვიდრე გამოიძიონ იგი.
ყოველმან რომელმან
Ms. page: P6V ყოველმან რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
და რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ [მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ] მე მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.
რამეთუ მოვედ მე განყოფად კაცისა მამისაგან და ასული -- დედისაგან და ძის ცოლი -- დედამთილისაგან.
და იყვნენ მტერ მამასახლისისა სახელეულნი თჳსნი.
რომელსა უყუარდეს მამაჲ თჳსი, გინა თუ დედაჲ ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძჱ თდსი, გინა თუ ასული თჳსი ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს.
და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
რომელმან მოიპოოს თავი თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
რომელმან შეგიწყნარეს თქუენ, მან მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
რომელმან შეიწყნაროს წინაწარმეტყუელი სახელად წინაწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაწარმეტყუელისაჲ მოიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მოიღოს.
და რომელმან ასუას ამათ მცირეთაგანსა ერთსა სასუმელი წყალი გრილი სახელად მოწფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, ამისიცა სასყიდელი არავე წარწყმდეს.
) კურთხეულო მამისაო და.
) ერნი ზეცათანი.