TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 18
Previous part

Chapter: 18 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი. და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა.
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარმედ: დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა სუეს ყოველთა წარმართთა, და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს. და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალისაგან სიბორგილისა მისისა განმდიდრდეს.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა და წყლულებათა მისთაგან არა მიიღოთ.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
რამეთუ მისწუდეს ცოდვანი მისნი ცადმდე, და მოიჴსენნა ღმერთმან უშჯულოებანი მისნი.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
მიაგეთ მას, ვითარცა-იგი მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი იგი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთა მისთაებრ ბარძიმსა შინა მისსა, რომელ გიწდია, უწდიეთ მას ორკეცი.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
ვითარ-იგი ადიდა თავი თჳსი და განცოფნა, ესეზომად მიეცა მას ტანჯვაჲ და ტკივილი, რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივ არა ვარ და გლოვაჲ არა ვიხილო.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და განჴურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა.
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
შორით მდგომარენი შიშისათჳს ტანჯვისა მისისა იტყოდიან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქო დიდო ბაბილონო, ქალაქო ძლიერო! რამეთუ ერთსა ჟამსა მოვიდა სასჯელი შენი.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მის ზედა, რამეთუ ტჳრთსა მათსა არღარავინ იყიდდეს.
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
არღარა იყოს ტჳრთები ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ქვისა პატიოსნისა და მარგალიტისაჲ და ბისონისა და პორფირისა და მეწამულისა და ძოწეულისაჲ და ყოველივე შეშაჲ თჳნელი და ყოველივე ჭურჭელი პილოჲს-ძულისაჲ და ყოველივე ჭურჭელი შეშისა პატიოსნისაჲ და რვალისა და რკინისა და მარმარილოჲსა
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
და კილამონისა და საკუმეველნი და მიჰრონი და გუნდრუკი და ზეთი და სიმინდი და იფქლი და ცხოვარი და ზროხაჲ და ცხენნი და ეტლნი და ჴორცნი და სულნი კაცთანი.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
და ხილი გულის-თქუმისაჲ სულისა შენისაჲ წარვიდა შენგან და ყოველი პოხილი და ბრწყინვალჱ წარჴდა შენგან და ვერღარა ჰპოვნე ესე ყოველნი.
Verse: 15  Link to gntLink to apjocomm   
ვაჭარნი ამის ყოვლისანი, რომელნი განმდიდრდეს მისგან, შორს დადგენ შიშისათჳს ტანჯვისა მისისა და ტიროდიან და იგლოვდენ
Verse: 16  Link to gntLink to apjocomm   
და იტყოდიან: ვაჲ ქალაქი იგი დიდი, შემოსილი ბისონითა და პორფირითა და ძოწეულითა და შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა! რამეთუ ერთსა ჟამსა განირყუნა ესოდენი იგი სიმდიდრჱ.
Verse: 17  Link to gntLink to apjocomm   
და ყოველივე წყალთა ზედა მავალი და მენავენი და რომელნიცა შურებიან ზღუასა ზედა, შორით დგეს
Verse: 18  Link to gntLink to apjocomm   
და ხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?!
Verse: 19  Link to gntLink to apjocomm   
და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა.
Verse: 20  Link to gntLink to apjocomm   
იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან.
Verse: 21  Link to gntLink to apjocomm   
და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაჲ, ვითარცა წისქჳლი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრჱთ შთავარდეს ბაბილონ, ქალაქი იგი დიდი და არღარა იპოვოს.
Verse: 22  Link to gntLink to apjocomm   
და ჴმაჲ მეათძალეთაჲ და მეწინწილეთაჲ და მესტჳრეთაჲ და მესაყჳრეთაჲ არღარა ისმეს შორის შენსა, და ყოველი ჴელოვანი ყოვლისა ჴელოვნებისაჲ არღარა იპოვოს შენ შორის, და ჴმაჲ წისქჳლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის.
Verse: 23  Link to gntLink to apjocomm   
და ნათელი სანთლისაჲ არღარა იხილვოს შენ შორის, და ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის, რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს მთავარნი ქუეყანისანი, რამეთუ მწამლველობითა შენითა სცთეს ყოველნი წარმართნი.
Verse: 24  Link to gntLink to apjocomm   
და შენ შორის სისხლნი წინაწარმეტყუელთანი და წმიდათანი იპოვნეს და ყოველთა მოკლულთაჲ ქუეყანასა ზედა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.