TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 229
Previous part

Chapter: 31  
თავი 31


Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 332r   ესრე იტყჳს უფალი: იხარებდინ იაკობი, გიხაროდენ და იხარებდ თავსა ზედა წარმართასა, სასმენელ-ყავთ და აქებდით, თქუთ: აცხოვნა უფალმან ერი თჳსი, ნეშტი ისრაჱლისაჲ.
Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა, ესერა, მოიყვანნე იგინი ქუეყანით ჩრდილოჲთ და შეჰკრიბნე იგინი დასასრულით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა პასექისასა და შვილ-ისხნენ ერი მრავალი მათ შორის, ბრმაჲ და მკელობელი, მიდგომილი და მშობელი, ერთბამად კრებული, და მოიქცენ აქა.
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ტირილით განვიდეს და ნუგეშინის-სცეს მათ, მოაქცინეს იგინი, იქცეოდის ჴევნებსა წყალთასა და გზასა მართალსა და არა სცთებოდიან მას ზედა, რამეთუ ვექმენ ისრაჱლსა [მამად], და ეფრემ პირმშოჲ ჩემი არს.
Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ წარმართთა და უთხართ ჭალაკთა შორიელთა, რამეთუ, რომელმან განაბნია ისრაჱლი, მანვე შეკრიბოს და დაიცვეს იგი ვითარცა მწყემსმან სამწყსოჲ.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი და განარინა იგი ჴელთაგან უძრიელჱსისა მისისათა.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოვიდენ და იხარებდენ და მხიარულ იყვნენ მთასა სიონსა და მოვიდენ კეთილითა უფლისაჲთა ქუეყანასა იფქლისასა და ღჳნისასა, ნაყოფთა საცხოვართასა და ზროხათასა. და იყო სული მათი ვითარცა ძჱ ნაყოფიერი, და არღარა შიოდის.

Verse: 13a   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
იხარებდენ ქალწულნი შესაკრებელსა და მოხუცებულნი იხარებდენ, და მოვაქციო გლოაჲ მათი მხიარულებად, და იყვნენ იგინი სახარულევან მწუხარე\ბისაგან Page of ms. P: 332v   მათისა.
Verse: 14a   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვადიდო და დავათრო სული მღდელთაჲ ძეთა ლევისთაჲ სიპოხითა და ერი ჩემი აღვავსო კეთილითა, თქუა უფალან.

Verse: 13b   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 215v   ესრე იტყჳს უფალი: მაშინ იხარებდენ ქალწულნი შორის კრებულსა ჭაბუკთასა და მოხუცებულნი მხია\რულ Page of ms. P: 216r   იყვნენ ერთბამად; და გარდავაქციო გლოაჲ მათი სიხარულად და ნუგეშინის-ცემად და ვყვნე იგინი სახარულევან და ვახარო მათ ჭუვილისაგან მათისა.
Verse: 14b   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განვადიდნე იგინი და დავათრო სული მღდელთა ძეთა ლევისთაჲ, და ერი ჩემი კეთილითა ჩემითა განძღეს, იტყჳს უფალი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი: ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა ტირილისა და გლოისა და გოდებისაჲ: რაქელ სტიროდა ძეთა თჳსთა და არა უნდა ნუგრშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი: დასცხერინ ჴმაჲ შენი ტირილისაგან და თუალნი შენნი ცრემლთაგან, რამეთუ არს სასყიდელი შენი საქმეთა შენთათჳს, თქუა უფალმან, და მოიქცენ ქუეყანით მტერთაჲთ.
Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს სასოება აღსასრულსა შინა თქუენსა, თქუა უფალმან, მოიქცენ შვილნი შენნი საზღვართა მათთა.
Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სმენით მესმა ეფრემის გოდებაჲ: განმსწავლე მე და განვისწავლო; ვითარცა სამწყული უმწყი ვერ დავიმწყე. მომაქციე მე, და მოვიქცე, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩემი ხარი.
Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემდგომად ტყუეობისა მის ჩემისა შევინანე და შემდგომად გულისხმის-ყოფისა ვკუნესოდე დღეთა ზედა სირცხჳლისა ჩემისათა, და შევიკდიმე და დაგემორჩილე და მოვიღე ყუედრებაჲ სიჭაბუკით ჩემითგან.
Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძე ხარ საყუარელი ჩემი, ეფრემ, და ყრმაჲ განცხრომისაჲ შობასა, რამეთუ, ვინაჲთგან სიტყუანი ჩემნი მის თანა არიან, ჴსენებით მოვიჴსენო მის მიერ; ამისთჳს მოვიძიე იგი და წყალობით შევიწყალო, იტყჳს უფალი.

Verse: 23a   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 16v   ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან: მერმე თქუანღა სიტყუაჲ ქუეყანასა იუდაჲსსა და ქალაქებსა მისსა, რაჟამს მოვაქციო ტყუჱ მათი: კურთხეულ არს უფალი მთასა ზედა მართალსა წმიდასა მისსა,
Verse: 24a   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დამკჳდრებული მუნ იუდა და ყოველი ქალაქები მისი ერთბამად მოქმედითურთ ქუეყანისაჲთ, და განიშუან სამწყსოჲთურთ მათით.
Verse: 25a   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ დავათრვე ყოველი სული წყურიელი და ყოველი სული მშიერი განვაძღე კეთილითა.
Verse: 26a   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს განვიღჳძე და ვიხილე და ძილი ჩემი ტკბილ-მეყო მე.
Verse: 27a   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესერა, დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და დავსთესო სახლი ისრაჱლისაჲ და სახლი იუდაჲსი თესლითა კაცთაჲთა და თესლითა საცხოვართაჲთა.
Verse: 28a   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, ვითარცა-იგი განვიღჳძე მე მათ ზედა აფ\ხურად Page of ms. P: 17r   და დარღუევად და დამჴუებად და ბოროტებად და წარწყმედად, ეგრევე განვიღჳძო მე მათ ზედა აღშჱნებად და დანერგვა[დ], იტყჳს უფალი.

Verse: 23b   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 332v   ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ თქოდიან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა იუდაჲსსა და ქალაქსა მისსა, რაჟამს მოვიქციო ტყუჱ მისი: კურთხეულ არს უფალი მთასა წმიდასა მისსა,
Verse: 24b   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დამკჳდრებულნი მუნ იუდა და ყოველი ქალაქები მისი ერთბამად მოქმედითურთ მისით, და განიშუან სამწყსოჲთურთ.
Verse: 25b   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ დავათრვე ყოველი სული წყურიელი და ყოველი სული მშიერი განვაძღე კეთილითა.
Verse: 26b   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს განვიღჳძე და ვიხილე და ძილი ჩემი ტკბილ მეყო მე.
Verse: 27b   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესერა, დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და დავსთესო სახლი იუდაჲსი და სახლი ისრაჱლისაჲ თესლითა კაცთაჲთა და თესლითა საცხოართაჲთა.
Verse: 28b   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, ვითარცა განვიღჳძე მათ ზედა აფხურად და დარღუევად, დამჴუებად და ბოროტებად და წარწყმედად, ეგრევე განვიზრახო მე მათ ზედა აღშჱნებად და დანერგვად, იტყჳს უფალი.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: _   Page of ms. L: 322V   აჰა, ესერა, დღენი მოვლენან, _ იტყჳს უფალი, _ და აღვასრულო სახლსა ზედა ისრაჱლისასა აღთქუმაჲ საუკუნოი.
Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
[არა] რომელ აღუთქუ მამათა მათთა დღესა მისებრ, რომელსა უპყარ ჴელი მათი გამოყვანებად მათა ქუეყანით ეგუიპტით, Page of ms. L: 323R   რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქუმასა ჩემსა და მე შეურაცხ-ვყვნე იგინი, _ თქუა უფალმან.
Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელ აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსსა შემდგომად დღეთა მათ, _ თქუა უფალმან, _ მივსცნე რჩეულნი ჩემნი გონებათა მათთა და გამოვწერნე იგინი [მკერდსა ზედა გულთა მათთასა], და ვიყო მე მათა ღმრთად და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.
Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არღარა ასწავებდეს კაცად-კაცადი ძმასა თუისსა და ჰრქუას: იცანთ უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან დიდამდე მათა, რამეთუ ულხინო მე სიცრუეთა მათთა და უშჯულოებანი მათნი არღარა მოვიჴსენნე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.