) ღმრთისა მიერ მოივლინა:
გარდამოჴდეს ვითარცა.
Ms. page: P15RA ღმერთო სარჩელი შენი:
) ოდეს კიდობნისა სახჱ.
ადიდებს სული ჩე{მი}.
რაჲმეთუ მოხედა სიმდაბლესა.
ნაყოფისაგან
Ms. page: P15R ნაყოფისაგან სიმართლისა აღმოსცენდეს ხჱ ცხორებისაჲ; მიეხუნენ უჟამოსა სულნი უღმრთოთანი.
უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღა იპოვნენ?!
რომელსა უყუარდეს სწავლაჲ, უყუარს მას გონიერებაჲ, ხოლო რომელსა სძულდეს მხილებაჲ, იგი უგუნური არს.
უმჯობჱს არს, რომელმან პოა მადლი უფლისა მიერ; ხოლო კაცსა უსჯულოსა დაეყოს პირი.
არა წარემართოს კაცსა უსჯულოებითა; ხოლო ძირნი მართალთანი არა აღიფხურნენ.
დედაკაცი მჴნჱ და გონიერი გჳრგჳნი არს ქმრისა თჳსისაჲ ...
Ms. page: P15R გიხაროდენ და მხიარულ იყავ, სიონ, რამეთუ მე ესერა მოვალ და დავემკჳდრო შენ შორის, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.
და შემოევედრებოდიან თესლნი მრავალნი უფალსა მას დღესა შინა, და იყვნენ იგინი მისა ერად და დაემკჳდრნენ შორის შენსა, და სცნა, რამეთუ უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან მომავლინა მე შენდა.
და დაიმკვდროს უფალმან თესლი იუდაჲსი, ნაწილი მისი ქუეყანაჲ იგი წმიდაჲ, და სათნოცა იყოს მერმე იერუსალჱმი.
ეშინოდენ ყოველსა ჴორციელსა პირისაგან უფლისა, რამეთუ აღდგომილ არს ღრუბლით გამო წმიდით მისით.
Ms. page: P15R აჰა, ესერა, გამოვავლინო ანგელოზი ჩემი, და მოიხილოს გზაჲ წინაშე პირსა ჩემსა, და მოვიდეს ტაძრად თჳსა უფალი, რომელსა თქუენ ეძიებთ, და ანგელოზი აღთქუმისაჲ, რომელი თქუენ გნებავს.
აჰა ესერა მოვალს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.
და ვინ-მე დაუთმოს დღესა მას მოსლვისა მისისასა? ნუ ვინ დაუდგეს გამოჩინებასა მისსა?
Ms. page: P15R ვითარ შუენიერ არიან Ms. page: P15V ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ კეთილსა და რომელნი ახარებენ სიცოცხლესა. რამეთუ სასმენელ ვყო ჴმაჲ მაცხოვარებისა შენისაჲ, რაჟამს ვჰრქუა მე სიონსა, ვითარმედ: სუფევდეს შენ ზედა ღმერთი შენი.
რამეთუ ჴმაჲ მცველთა შენთაჲ ამაღლდა, და მითვე ჴმითა ერთად იხარებდენ; რამეთუ პირსპირ იხილონ ჟამი იგი, რომელსა შეიწყალოს უფალმან სიონი.
მთანი ღაღადებდენ უდაბნოთა ზედა იერუსალჱმისათა სიხარულსა მათსა, რამეთუ შეიწყალა უფალმან ერი თჳსი და იჴსნა იერუსალჱმი.
და გამოაცხადოს უფალმან მკლავი წმიდაჲ თჳსი წინაშე ყოველთა წარმართთა, და იხილონ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.
Ms. page: P15V გიხაროდენ მარადის უფლისა მიმართ; მერმე გეტყჳ: გიხაროდენ.
სიმდაბლჱ ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს.
ნურას ჰზრუნავთ, არამედ ლოცვითა და ვედრებითა და მადლობითა თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ;
და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოვლითა გონებითა, განამტკიცენინ გულნი თქუენნი და გონებანი ქრისტე იესუჲს მიერ.
ამიერითგან, ძმანო ჩემნო, რაჲ-იგი არს ჭეშმარიტ, რაჲ-იგი არს მართალ, რაჲ-იგი არს სიწმიდე, რაჲ-იგი არს საყუარელ, რაჲ-იგი არს საქებელ, სათნო და ქებულ, ამას ზრახევდით.
რომელიცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, ამას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
ისმინე ასულო ვიდრე თაყუანის
და თთუჱსა
Ms. page: P15V და თთუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,
ქალწულისა, თხოვილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტო\მისა Ms. page: P16R დავითისი, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.
და შევიდა მისა ანგელოზი იგი და ჰრქუა მას: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.
ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და და შვე ძჱ და უწოდიან სახელი მისი იესუ.
ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მოსცეს მას ღმერთმან საყდარი დავითისი, მამისა თჳსისაჲ,
და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.
ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ: ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა და ძე მაღლის ეწოდოს.
და აჰა ესერა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსჱ თთუჱ არს მისა, რომელსა იგი ერქუა ბერწ.
რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა სიტყუაჲ.
ჰრქუა მას მარიამ: აჰა ესერა მჴევალი უფლისაჲ; მეყავი მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
) უცხო იყო მოკითხვაჲ {და} უც{ხოჲ}.
) საშინელი და დიდებული. და