TITUS
Text collection: VT 
Vetus Testamentum iberice

The Old Georgian texts of the Old Testament
from the Ošḳi and the Jerusalem Bible manuscripts


On the basis of the editions
C̣ignni ʒowelisa aġtkowmisani
978 c̣lis xelnac̣eris mixedvit,
. I, naḳv. 1:
Dabadebisay. Gamoslvatay,
gamosca A. Šaniʒem,
Tbilisi 1947
(Ʒveli kartuli enis ʒeglebi, 4);

Ʒveli aġtkmis aṗoḳripebis kartuli versiebi
(X-XVIII ss. xelnac̣erta mixedvit).
Ṭeksṭebi gamosacemad moamzada, c̣inasiṭq̇vaoba da leksiḳoni daurto
C. Kurciḳiʒem.
C̣igni 1,
Tbilisi 1970;

The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3),

and
Biblia. Ʒveli aġtkma
(ed.) Ilia Abulaʒe, Nargiza Goguaʒe, Vladimer Ḳeḳelia, Ciala Kurciḳiʒe et. al.,
I-II, Tbilisi 2017

electronically prepared by J. Gippert
with contributions by A. Charanauli and Z. Sarjveladze,
1986-2024;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 28.2.1998 / 14.7.1998 / 26.12.1999 / 1.6.2000 / 15.12.2002 / 19.6.2003 / 20.3.2007 / 1.12.2024



Book: Gen. 
Genesis

[წიგნი პირველი დაბადებისაჲ]



Chapter: 12 
Verse: 8  Link to mcatLink to septLink to armat   Page of ms. O: 1r  ... მას სახელ(სა ზედა უფლისასა).

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ და მოვიდა და დაიბანაკა უდაბნოსა მას.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა. და შევიდა აბრაჰამ ეგჳპტედ მწირობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მიეახლა ეგჳპტედ ჰრქუა აბრაჰამ ცოლსა თჳსსა სარას: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირშუენიერ(ი) ხარ;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს გიხილონ შენ ეგჳპტელთა მათ, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ესე, და მომკლან მე, ხოლო შენ კეთილად შეგიწყნარონ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუ, ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რაჲთა კეთილი მეყოს მე შენგან და განერეს სული ჩემი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, რაჟამს შევიდა აბრაჰამ ეგჳპტედ, იხილეს ეგჳპტელთა მათ დედაკაცი იგი, შუენიერ იყო ფრიად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილეს იგი მთავართა ფარაოჲსთა და (აქეს იგი) წინაშე ფარაოჲსსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და აბრაჰამს კეთილსა უყოფდეს მის გამო. და შეიყვანეს სარა სახლსა ფარაოჲსსა და იყო მისი ცხოვარი და ზროხაჲ და ვირი და მონაჲ და მჴევალი და ჯორი და აქლემი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტანჯა ღმერთმან ფარაო ტანჯვითა დიდითა და ბოროტითა და ყოველი სახლი მისი სარაჲსთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა ფარაო აბრაჰამს და ჰრქუა მას: რა(ჲ) ესე მიყავ მე? რად არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი შენი არს?

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს სთქუ, ვითარმედ დაჲ შენი არს, და მოვიყვანე იგი თავისა ჩემისა ცოლად? და აწ ეგერა ცოლი შენი წინაშე შენსა არს; წარიყვანე და ვიდოდე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამცნო ფარაო კაცთა თ(ჳ)სთა აბრაჰამისთჳს, რაჲთა Page of ms. O: 1v  წარგზავნონ იგი და ცოლი მისი და ყოველივე, რავდენი-რაჲ იყო მისი, და ლოტ მის თანა.

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდა აბრაჰამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველი, რაჲცა იყო მისი, და ლოტცა მის თანა უდაბნოდ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აბრაჰამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვრითა და ვეცხლითა და ოქროჲთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდა, ვინაჲცა წარსრულ იყო უდაბნოჲთ, ვიდრე ბეთელდმდე, ვიდრე ადგიდმდე, სადა-იგი იყო კარავი მისი პირველად შოვრის ბეთელსა და შოვრის ანგესა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ადგილსა მას საკურთხეველისასა, სადა-იგი ექმნა მას პირველად. და ჰხადა მუნ სახელსა უფლისა ღმრთისასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ლოტ თანა-მოსრულ იყო აბრაჰამისა, იყო საცხოვარი და ზროხაჲ და კარვები.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერ იტევდა მათ ქუეყანაჲ იგი დამკჳდრებად ერთბამად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ლალვაჲ შოვრის (მწყემსთა მათ სა)ცხოვართა აბრაჰამისთა და შოვრის მწყემსთა მათ საცხოვართა ლოტისთა. ხოლო ქანანელი იგი დამკჳდრებულ იყო მას შინა ქუეყანასა მას.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბრაჰამ ლოტს: ნუ იყოფინ ლალვაჲ შოვრის ჩემსა და შენსა და შოვრის მწყემსთა შენთა და ჩემთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა აჰა-ეგერა ყოველი ქუეყანაჲ წინაშე შენსა? განმეშორე ჩემგან. ანუ შენ მარჯუენით და მე მარცხენით, ანუ მე მარჯუენით და შენ მარცხენით.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიხილნა ლოტ თუალნი თჳსნი და იხილა ყოველი Page of ms. O: 2r  სანახები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, ვიდრე დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, იყო ვითარცა სამოთხჱ ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, ვიდრე მოსლვადმდე სეგორდ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოირჩია თჳსა ლოტ ყოველი სანახები იორდანისაჲ. და წარმოვიდა ლოტ აღმოსავალით და განეშორა კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აბრაჰამ დაემკჳდრა ქუეყანასა მას ქანაანისსა და ლოტ დაემკჳდრა ქალაქსა მას სანახეთასა და დაეშჱნა სოდომს შინა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო კაცნი იგი სოდომელნი უკეთურ და ცოდვილ იყვნეს წინაშე უფლისა ფრიად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ ჰრქა ღმერთმან აბრაჰამს შემდგომად განშორებისა მის ლოტისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე მაგიერ ადგილით, სადა-ეგე ხარ შენ აწ, ბღუარად კერძო და ჩრდილოდ, აღმოსავალად და ზღუად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველსა ქუეყანასა რომელსა შენ ჰხედავ, შენ მიგცე იგი და ნათესავსა შენსა უკუნისადმდე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვყო ნათესავი შენი ვითარცა [ქჳშაჲ] ქუეყანისაჲ. და უკუეთუ ვინმე უძლოს ქჳშაჲ ქუეყანისაჲ აღრაცხად, ნათესავიცა შენი აღრაცხოს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ და მოვლე ქუეყანაჲ, სიგრძჱ და სივრცე მისი, რამეთუ შენ მიგცე იგი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიღო კარავი თჳსი აბრაჰამ და მოვიდა და დაეშჱნა იგი მუხასა მას თანა მამბრესა, რომელ-იგი არს ქებრონს, და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი უფლისაჲ.

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მეფობასა მას ამარფალ მეფისა სენარისასა და არიოქ მეფისა სილლარისასა Page of ms. O: 2v  და ქოდოლაგომორ მეფისა მის ელამისასა და თარგალ მეფისა მის წარმართთაჲსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყვეს ბრძოლაჲ ბალაკის თანა, მეფისა სოდომელთაჲსა, და ბასაჲს თანა, მეფისა გომორელთაჲსა, და სინარ მეფისა ადამაჲსასა და სობომორ მეფისა სიბოჲმისა და მეფისა ბალაკისა: ესე-იგი არს სეგორი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ყოველნი შეითქუნეს ღელესა მას მარილოანსა, ესე-იგი არს ზღუაჲ მარილთაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ათორმეტ წელ ჰმონებდეს ქოდოლაგომორს ხოლო მეათცამეტესა წელსა განდგეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეათოთხმეტესა წელსა მოვიდა ქოდოლაგომორ და მეფენი იგი მის თანა და მოწყჳდნეს გმირნი იგი, რომელნი იყვნეს ასტაროთს შინა კარანისასა, და ნათესავნი ძლიერნი და სომმელნი იგი სავეს შინა ქალაქსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქორელნი იგი მთათა შინა სეირისათა, ვიდრე ბელეკუნადმდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოსა ზედა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაქციეს და მოვიდეს წყაროსა მას საშჯელისასა, ესე-იგი არს კადე. და მოწყჳდნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და ამორეველი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყვნეს ასასან თამარს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
განვიდა მეფჱ სოდომისაჲ და მეფჱ გომორისაჲ და მეფჱ ადამაჲსაჲ და მეფჱ სიბოიმისაჲ და მეფჱ ბალაკისაჲ, ესე-იგი არს სეგორი, და ეწყვნეს მათ ბრძოლად ჴევსა მას მარილოანსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ქოდოლაგომორს, მეფესა ელამისასა, და თარგალს, მეფესა Page of ms. O: 3r  წარმართთასა, და ამარფალს, მეფესა სალაჰარისასა -- ოთხნი ესე მეფენი ხუთთა მიმართ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ჴევი იგი მარილოანი მღჳმენი იყვნეს მალთისანი. და ივლტოდა მეფჱ სოდომელთაჲ და მეფჱ გომორელთაჲ და შეცჳვეს მას შინა. და სხუანი იგი მთად კერძო (ივლტოდეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და წა)რიღეს ყოველი ცხენები სოდომისაჲ და გომორისაჲ და ყოველი საზრდელი მათი და წარვიდეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარიყვანეს ლოტცა, ძმის წული აბრაჰამისი, და ნაყოფი მისი და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო იგი სოდომს შინა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მო-ვინმე-ვიდა განრინებულთაგანი მიერ კერძო და უთხრა აბრაჰამს, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო მუხასა მას თანა მამბრჱსსა, ოლმორს ძმისა ესქოლისსა და ძმისა ავნანისსა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ესმა აბრაჰამს, რამეთუ წარიტყუენა ლოტ, ძმის წული მისი. აღირაცხნა თჳსნი სახლისა ნაშობნი მისნი სამას ათრვამეტნი და დევნა-უყო შემდგომად მათსა ვიდრე დანდმდე.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაესხა ღამე, იგიდა მონანი, და მოსრნა იგინი. და წარიქცინა იგინი ვიდრე ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით კერძო დამასკისა,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაქცია ყოველი ცხენები სოდომისაჲ და ლოტ, ძმის წული თჳსი, მოიყვანა და ყოველი მონაგები მისი და დედანი და ერი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოვიღა მეფჱ სოდომისაჲ შემთხუევად Page of ms. O: 3v  აბრაჰამისა, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისაგან ქოდოლაგომორისა და მეფეთა მათ, რომელნი იყვნეს მის თანა ღელესა მას სავესა, ესე-იგი არს ველი მეფეთაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მელქიზედეკ, მეფემან სალემისამან, გამოართუა აბრაჰამს პური და ღჳნოჲ. ხოლო იყო ესე მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და აკურთხა აბრაჰამი და თქუა: კურთხეულ არს აბრაჰამი ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაჰამ ათეული ყოვლისაგან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან სოდომელთამან აბრაჰამს: მომცენ მე კაცნი, და ცხენები მიიღე შენდად.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბრაჰამ მეფესა სოდომელთასა: განვიპყრნე ჴელნი ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ საბლითგან ვიდრე ჴამლის ტეფადმდე -- შესასხმელთამდე -- მოვიღო ყოვლისაგან, რომელ არს შენი, რაჲთა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაჰამი,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
გარნა რომელ-რაჲ ჭამეს ჭაბუკთა ამათ, და ნაწილი კაცთა ამათ, რომელნი მოვიდეს ჩემ თანა: ესქოლ, ავნან, მამბრე, ამათ მიიღონ ნაწილი.

Chapter: 15  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ამის სიტყჳსა შემდგომად იყო სიტყუაჲ უფლისაჲ აბრაჰამისა მიმართ და თქუა: ნუ გეშინინ, აბ\\რაჰამ, Page of ms. O: 4r  მე შეგეწიო შენ და სასყიდელი შენი დიდ იყოს ფრიად.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბრაჰამ: უფალო, რაჲ მომცე მე? და მე ესერა დატევებულ ვარ უშვილოდ, ხოლო ძჱ მასეკისი, სახლის წულისა ჩემისაჲ, ესე დამასკელი ელიეზერ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა აბრაჰამ: რამეთუ არა მეც თესლი. ამან სახლის წულმან ჩემმან დამიმკჳდროს მე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე(ყსეულად ჴმაჲ იყ)ო მისა და ჰრქუა: არა დაგიმკჳდროს შენ მაგან, არამედ რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ. 5. და გამოიყვანა გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი შენნი ზეცად და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ უძლო აღრაცხაჲ მათი. და ჰრქუა: ესრე იყოს ნათესავი შენი. 6. და ჰრწმენა აბრაჰამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანე შენ სოფლისა. მისგან ქალდეველთაჲსი, რაჲთა მიგცე შენ ქუეყანაჲ ესე სამკჳდრებელად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა აბრაჰამ: უფალო, უფალო, რაჲთა უწყოდი, რამეთუ დავიმკჳდრო იგი?

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ღმერთმან: მომგუარე მე დიაკეული სამ წლისაჲ და თხაჲ სამ წლისაჲ და ვერძი სამ წლისაჲ და გურიტი და ტრედი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიღო ესე ყოველი აბრაჰამ და განახევრა იგი შოვრის და დააგო იგი წინაშე პირისპირ ურთიერთას. ხოლო მფრინველნი იგი არა განყვნა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარდამოვიდოდა მფრინველი. ჴორცსა მას ზედა განყოფილ(სა) . ხოლო აბრაჰამ თანა-ჯდა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 4v  და დასლვასა ოდენ მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაჰამის ზედა და აჰა-ესერა შიში დიდი ბნელისაჲ მოიწია მის ზედა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა აბრაჰამს: უწყებით. უწყოდე. რამეთუ მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონნენ იგინი და ბოროტსა უყოფდენ ოთხას წელ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ნათესავსა მას რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე (და ამის)ა შემდგომად გამოვიდენ აქა ჭურჭრითა მრავლითა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არღა აღსრულებულ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა იყო მზჱ დასლვასა, იყო ალი და აჰა-ესერა საჴუმილი მკუმოლვარჱ და ლამპარნი ცეცხლისანი. და განვლეს შოვრის განყოფილთა მათ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა აღუთქუა ღმერთმან აღთქუმაჲ აბრაჰამს და ჰრქუა: ნათსავსა შენსა მივსცე ქუეყანაჲ ესე მდინარითგან ეგჳპტისაჲთ ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად:

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
სინელნი და კენეზელნი და კედონელნი,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ქეტელნი და ფერეზელნი და რაფაინელნი

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და სარელნი და ქანანელნი და ეველნი და გერგესეველნი და იებოსელნი.

Chapter: 16  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სარა, ცოლი მისი, არა შობდა. და იყო მჴევალი მისი ეგჳპტელი, რომელსა სახელი ერქნა აგარ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 5r  ჰრქუა სარა აბრაჰამს ქუეყანასა მას ქანაანისასა: აჰა-ესერა დამაყენა მე ღმერთმან არა შობად. შევედ უკუე მჴევლისა ჩემისა, რაჲთა შვილიერ იქმნე მისგან. და ერჩდა აბრაჰამ ჴმასა სარაჲსსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანა სარა, ცოლმან აბრაჰამისმან, აგარ მეეგჳპტელი, მჴევალი თჳსი, შემდგომად (ათისა წლისა დამკ)ჳდრებისა აბრაჰამისა ქუეყანასა მას ქანაანისასა, და მისცა აგი აბრაჰამს, ქმარსა თჳსსა, მისა ცოლად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა მისა და მიუდგა იგი. და იხილა, რამეთუ მიდგომილ არს და შეურაცხ იქმნა დედოფალი იგი მის წინაშე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა სარა აბრაჰამს: მევნების მე შენგან. მე მიგეც მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ვითარცა იხილა, რამეთუ მიდგომილ არს, შეურაცხ ვიქმენ მის წინაშე. საჯენ უფალმან შენ შოვრის და ჩემ შოვრის.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბრაჰამ სარას: აჰა მჴევალი შენი ჴელთა შენთა შინა არს. იჴმიე, ვითარცა სათნო-არს შენდა. და ძჳრსა უყოფდა მას სარა. და ივლტოდა იგი პირისაგან მისისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
პოვა იგი ანგელოზმან უფლისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა, წყაროსა მას გზასა ზედა სორისასა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარაჲსო, ვინაჲ მოხუალ?... და მან ჰრქუა მას: პირისაგან სარაჲსა, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა და დამდაბლდი დაბლდი Page of ms. O: 5v  ქუეშე ჴელსა მისსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, რომელი ვერ აღირაცხოს სიმრავლითა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა-ესერა მიდგომილ ხარ შენ და შვე ძჱ და უწოდი სახელი მისი ისმაელ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე იყოს კაც ველურ. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე ყოველთა ძმათა მისთა დაიმკჳდროს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰხადა აგარ სახელსა უფლისასა, რომელი-იგი ეჩუენა მას: შენ ხარ ღმერთი, რომელმან მომხედენ მე. რამეთუ თქუა, ვითარმედ წინაშე პირისპირ ვიხილე, რომელი-იგი მეჩუენა მე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ეწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, სადა-იგი ვიხილე წინაშე, აჰა-ესერა შოვრის კიდესა და შოვრის ბარადსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და უშვა აგარ აბრაჰამს ძჱ და უწოდა აბრაჰამ ძესა თჳსსა, რომელი-იგი უშვა მას აგარ, ისმაელ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
აბრაჰამ იყო ოთხმეოც და ექუსის წლის, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი.

Chapter: 17  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო აბრაჰამ ოთხმეოც და ცხრამეტ წლის და ეჩუენა უფალი აბრაჰამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო-იყავ წინაშე ჩემსა და იყავ უბიწო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შოვრის ჩემსა და შოვრის შენსა და განგამრავლო შენ ფრიად.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავარდა აბრაჰამ პირსა ზ̃ა თჳსსა და ეტყოდა მას უფალი და ჰრქუა:

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე აჰა -- ესერა Page of ms. O: 6r  ვჰყოფ აღთქუმასა ჩემსა შენ თანა და იყო მამა მრავალთა [ნათესავთა].

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა გეწოდის შენ სახელი აბრაამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, და რამეთუ მამად მრავალთა ნათესავთა დაგადგინე შენ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღგარძინო შენ ფრიად და დაგადგინო შენ ნათესავად და მეფენი შენგან გამოვიდენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი შოვრის ჩემსა და შოვრის შენსა და შოვრის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ნათესავისა მათისამდე აღთქუმად საუკუნოდ, რაჲთა ვიყო შენდა ღმერთ და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
[და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა] ქუეყანაჲ ეგე, რომელსა შენ ჰმწირობ, ყოველი ქუეყანაჲ [ქანაანისაჲ] სამკჳდრებელად საუკუნოდ, და ვიყო მე მათა ღმერთ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიმარხე. შენ და ნათესავმან შენმან შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავამდე მათა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხოთ შოვრის ჩემსა და თქუენსა და შოვრის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავადმდე მათა: წინა-დასცჳთოთ თქუენ ყოველსა წულსა ნათესავსა შოვრის თქუენსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინადაცუეთილებისაჲ ... აღთქუმით შოვრის ჩემსა და შოვრის თქუენსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყრმასა რვისა დღისასა წინადასცჳთოთ ყოველსა წულსა ნათესავსა შოვრის თქუენსა, სახლისა ნაშობსა სახლისა შენისასა და ვეცხლით სყიდულმან, რომელი იყოს ნაშობი უცხო თ/ესლისაჲ, Page of ms. O: 6v  რომელ არა არს ნათესავისაგან შენისა,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
წინა-დაცუეთით წინა-დაიცჳთოს სახლის წულმან სახლისა შენისამან და ვეცხლით ფრდილმან. და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა თქუენსა აღთქუმად საუკუნოდ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და წულმან რომელმან არა დაიცჳთოს ჴორცი წინა-დაცუეთილებისა თჳსისაჲ დღესა მერვესა, მოისპოს სული მისი ნათესავისაგან თჳსისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: სარას, ცოლსა შენსა, არღარა ეწოდოს სახელი მისი სარა, არამედ სარრა იყოს სახელი მისი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე შენ მისგან შვილი და ვაკურთხო იგიცა. და იყოს ნათესავად დიდად და მეფენი ნათესავთანი შენგან გამოვიდოდიან.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინა გულსა თჳსსა და იტყოდა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას და უკუეთუ სარრა ოთხმეოც და ათისა წლისამან შვას?

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბრაჰამ ღმერთსა: ისმაელ ესე ცხონდ[ინ წინაშე] შენსა, უფალო.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, ესერა სარა გიშვეს შენ ძჱ და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი მის თანა აღთქუმად საუკუნოდ და ნათესავისა მისისა თანა შემდგომად მისა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ისმაელისთჳს აჰა -- ესერა ვისმინე შენი, და Page of ms. O: 7r  ვაკურთხო იგი და აღვაორძინო იგი და განვამრავლო იგი ფრიად, და ათორმეტი ნათესავი შვეს და მივსცე იგი ნათესავად დიდად.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღთქუმაჲ ჩემი დავამტკიცო ისაკის თანა, რომელი გიშვეს შენ სარა ამასვე ჟამსა წელიწადსა მეორესა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაასრულნა სიტყუანი ესე მისა მიმართ და (ამაღლდა ღმერთი აბრაჰა)მისგან.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანა აბრაჰამ ისმაელ, ძჱ თჳსი, და ყოველნი სახლისა ნაშობნი თჳსნი და ყოველი ვეცხლით სყიდულნი და ყოველი წული კაცთაჲ მათ სახლისა აბრაჰამისთაჲ. და წინა-დასცჳთა წინადაცუეთილებაჲ იგი მათი ჟამსა მას მის დღისასა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
აბრაჰამ იყო ოთხმეოც და ცხრა წლის, ოდეს წინა-დაიცჳთა ჴორცი წინა-დაცუეთელებისა მისისაჲ,

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ისმაელ, ძჱ მისი, ათცამეტ წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა ჴორცი წინა-დაცუეთილებისა მისისაჲ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა კაცთა სახლისა მისისათა და სახლისა ნაშობთა და ვეცხლით ფრდილთა უცხო თესლთაგან ნათესავთა წინა-დასცჳთა.

Chapter: 18  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა მას თანა მამბრჱსსა, ჯდა რაჲ იგი კართა მათ ზედა კარვისა მისისათა შუვა სამხრის.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა და აჰა სამ კაც Page of ms. O: 7v  დგეს ზედა მისა. და იხილნა იგინი და აღდგა, მირბიოდა შემთხუევად მათა კარითგან კარვისა მისისაჲთ და თაყუანის-სცა მათ ქუეყანასა ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: უფალნო, უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე თქუენსა, ნუ თანაწარმვალთ მონასა თქუენსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიღონ წყალი და დაგბანნენ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღონ პური და ჭამეთ და ამისა შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, ვინაჲთგან მოაქციეთ მონისა თქუენისა. და თქუეს: ეგრჱთ ვყოთ, ვითარცა სთქუ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ისწრაფა აბრაჰამ შესლვად კარვად სარაჲსსა და ჰრქუა მას: ადრე ყავ და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და ქმენ ყურბეული.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ზროხათა მირბიოდა აბრაჰამ და მოიბა ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა მონასა და იწრაფა შესაქმედ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო ერბოჲ და სძჱ და ჴბოჲ იგი, რომელ შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. და იგი წინაშე მათსა დგა ხესა მას ქუეშე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქნა აბრაჰამს: სადა არს სარა, ცოლი შენი? მან მიუგო და ჰრქუა: აჰა -- ეგერა სახლსა შინა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: მოვაქციო და მოვიდე შენდა ჟამსავე ამას ჟამად და ესუას სარას ძჱ...

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
აბრაჰამ და სარა მოხუცებულ იყვნეს და გარდასრულ დღეთა. მოაკლდა სარა დედათა წესსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
განიცინნა Page of ms. O: 8r  სარა გულსა თჳსსა და თქუა: არღასადა რაჲ მომეცა მე აქამომდე და აწ უფალი ჩემი მოხუცებულ არს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: რაჲსა განიცინნა სარა გულსა თჳსსა და თქუა: ჭეშმარიტად ვშვე მეა, რამეთუ მე დავბერდი?

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუუკუე შეუძლებელ არსა ღმრთისა თანა სიტყუაჲ? (ამასვე ჟამსა მო)ვიდე შენდა, რომელცა გწადოდა, და ესუას სარას ძჱ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
უვარ-ყო სარა და თქუა: არა ვიცინოდე, რამეთუ შეშინდა. და ჰრქუა: არა, არამედ იცინოდე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედეს პირს ზედა სოდომისასა და გომორისასა. ხოლო აბრაჰამ თანა-უვიდოდა მათ და წარჰგზავნიდა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა უფალმან: და-ნუ-ვმალო მეა აბრაჰამისგან, მონისა ჩემისა, რომელი მეგულების მე ყოფად?

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
აბრაჰამ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მისა მიმართ ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
უწყოდე, რამეთუ ამცნოს შვილთა მისთა და სახლსა მისსა შემდგომად მისა და იმარხვიდენ გზათა უფლისათა ყოფად სიმართლესა და მშჯავრსა, რაჲთა მოაწიოს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველივე, რავდენსაცა ეტყოდა მას.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა უფალმან: ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, Page of ms. O: 8v  რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრჱთ აღესრულებიან, რაჲთა ვცნა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიაქციეს მიერ და მივიდეს სოდომად. ხოლო აბრაჰამ დგა-ღა წინაშე უფლისა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა უფალსა: ნუ წარსწყმიდოა მართალი უღმრთოჲსა თანა და იყოს მართალი იგი ვითარცა უღმრთოჲ?

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ იყვნენ მართალნი ქალაქსა მას შინა ერგასისნი, წარ-მე-სწყმიდნეა იგინი? არა დააცადოა ყოველი იგი ადგილი ერგასისთა მათთჳს მართალთა, უკუეთუ იყვნენ მას შინა?

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუსადა არა ჰყოა ამის სიტყჳსაებრ, ვითარმცა მოჰკალ მართალი უღმრთოჲსა თანა და იყოს მართალი იგი ვითარცა უღმრთოჲ? ნუსადა, რომელი შჯი ყოველსა ქუეყანასა, არა ჰპთა საშჯელი?

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ღმერთმან: უკუეთუ იპოვნენ სოდომს შინა ერგასის მართალნი, დავაცადო ყოველივე იგი ადგილი მათთჳს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა ღმერთსა: აწ ვიწყო სიტყუად უფლისა მიმართ, რამეთუ მე ვარ მიწაჲ და ნაცარი:

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ აკლდენ ერგასისთა ხუთ მართალნი, წარ-მე-სწყმიდო ხუთთა მათთჳს ყოველივე ქალაქი? და თქუა ღმერთმან: არა წარვწყმიდო, უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოც და ხუთ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და შესძინა აბრაჰამ მერმე სიტყუად: უკუეთუ იპოვნენ მუნ ორმეოც? და თქუა უფალმან: არა წარვწყმიდო Page of ms. O: 9r  ორმეოცთა მათთჳს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა აბრაჰამ: ნუუკუე განჰრისხნე, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ ოც და ათ? და თქუა: არა წარვწყმიდო, ვპოვო თუ მუნ ოც და ათ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა აბრაჰამ: რამეთუ მაქუს-ღა სიტყუად უფლისა მიმართ: იპოვნენ თუ მუნ ოც? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთა მათთჳს.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა აბრაჰამ: ნუუკუე რაჲმე, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა ერთ გზის: იპოვნენ თუ მუნ ათ? და თქუა უფალმან: არა წარვწყმიდო ათთა მათთჳს.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამაღლდა უფალი, ვითარცა დასცხრა სიტყუად აბრაჰამისა მიმართ. და აბრაჰამ წარვიდა სახიდ თჳსა.

Chapter: 19  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდეს ორნი იგი ანგელოზნი სოდომად მიმწუხრი და ლოტ ჯდა ბჭეთა ზედა ქალაქისათა. და ვითარ იხილნა იგინი ლოტ, აღდგა შემთხუევად მათა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ სახიდ მონისა თქუენისა და დადეგით და დაიბანენით ფერჴნი თქუენნი და აღიმსთუეთ და წარვედით გზასა თკუენსა. ხოლო მათ თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა ვიყვნეთ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და აიძულა მათ და მიაქციეს მისა და შევიდეს სახლსა მისსა. და უმზადეს მათ სერი და უქმნეს მათ უცომოჲ და ჭამეს
Verse: 3_(4)   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრე დაძინებადმდე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო კაცნი იგი ქალაქისა სოდომელნი გარე მოადგეს Page of ms. O: 9v  სახლსა მას ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე და ყოველი ერი ერთბამად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოჰხადოდეს ლოტს და ეტყოდეს მას: სადა არიან კაცნი იგი, რომელ შემოვიდეს შენდა ღამე? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რაჲთა თანა-ვეყვნეთ მათ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოვიდა მათა ლოტ წინაშე კარსა და კარი შემოიწება ზურგით.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: ნუსადა ჰზამთ მაგას, ძმანო, და ნუ იქმთ ბოროტსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
არიან ორნი ასულნი ჩემნი, რომელთა არა იციან მამაკაცი. გამოგგუარნე იგინი თქუენ და იჴმიენით იგინი, ვითარცა სათნო-გიჩს თქუენ, გარნა კაცთა მათ ნურას უყოფთ ბოროტსა, ვინაჲთგან შემოვიდეს ქუეშე სართულსა სახლისა ჩემისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ ჰრქუეს მას: გარე იქი! და ჰრქუეს: შემოხუედ მწირობით, ნუ საშჯელისაცა ყოფად. აწ შენ ბოროტი გიყოთ. და ჰმძლავრობდეს კაცსა მას ლოტს ფრიად. და მიიწინეს კართა შემუსრვად.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
განყვნეს კაცთა მათ ჴელნი მათნი და შეიტაცეს ლოტ შინა სახიდ და კარნი იგი სახლისანი დაიჴშნეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო კაცნი, რომელ იყვნეს კართა ზედა, იგუემნეს იგინი სიბრმითა მცირითგან ვიდრე დიდადმდე და განიბნინეს და ეძიებდეს კაცსა წინამძღუარსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუეს კაცთა მათ ლოტს: არიან ნუ აქა ვინმე შენნი ძენი, Page of ms. O: 10r  ანუ სიძენი, ანუ ასულნი, გინა თუ სხუაჲ ვინ არს შენი ამას ქალაქსა, განიყვანე ამიერ ადგილით,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ამას ადგილსა, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მოგუავლინნა ჩუენ უფალმან შემუსრვად მაგას.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განვიდა ლოტ თხრობად სიძეთა თჳსთა, რომელ(თა) მიეყვანნეს ასულნი მისნი, და ჰრქუა მათ: აღდეგით ამიერ ადგილით, რამეთუ წარსწყმედს უფალი ქალაქსა ამას. და ბასრობა -- უჩნდა მათ ესე წინაშე მათსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს ცისკარი იყო, ასწრაფებდეს ანგელოზნი იგი ლოტს და ეტყოდეს: აღდეგ და განიყვანე ცოლი შენი და ასულნი შენნი, რომელნი არიან შენ თანა, და განვედ, რაჲთა არა წარსწყმდე უშჯულოებასა თანა ამის ქალაქისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეძრწუნდეს და უპყრეს ანგელოზნი მათ ჴელი ცოლისა მისისაჲ და ჴელნი ორთა ასულთა მისთანი რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიყვანნა იგინი გარე და ჰრქუეს: განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ, ნუცა სდგა ყოველსა ამას სანახებსა . მთად კერძო ივ1ტოდე ნუუკუე თანა-შეიპყრა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ ლოტ: გევედრები თქუენ, უფალნო ჩემნო,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ პოვა წყალობაჲ მონამან თქუენმან წინაშე თქუენსა და განადიდეთ წყალობაჲ თქუენი, რომელსა ჰყოფთ ჩემ ზედა Page of ms. O: 10v  განრინებად სულისა ჩემისა: მე ვერ ძალ-მიც განრინებად მთად კერძო, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლვად ჩემდა მუნ, არს მცირჱ და განვერე, სადა მცირჱ არს, და განერეს სული ჩემი შენ ძლით.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა თუალ-გახუენ სიტყუასა მაგას, რაჲთა არა დავაქციო ქალაქი ესე, რომლისათჳს სთქუ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
იწრაფე უკუე განრინებად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა მის, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს ეწოდა სახელი ქალაქისაჲ მის სეგორ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მზჱ მოეფინა ქალაქსა და ლოტ შევიდა სეგორდ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალმან აწჳმა სოდომს ზედა და გომორსა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და დააქცია ქალაქები იგი და ყოველი სანახები და ყოველნი დამკჳდრებულნი მის ქალაქისანი და ყოველივე მცენარჱ ქუეყანისაჲ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიხილა ცოლმან ლოთისმან მართლუკუნ და იქმნა იგი ძეგლ მარილის.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიმსთო აბრაჰამ ადგილსა მას განთიად, სადა დგა წინაშე უფლისა,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიჰხედა პირსა ზედა სოდომაჲსასა და გომორაჲსასა და პირსა ყოვლისა ქუეყანისა სანახებისასა და იხილა: და აჰა-ესერა აღვიდოდა ალი ცეცხლისაჲ ქუეყანით, ვითარცა არმური საჴუმილისაჲ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა Page of ms. O: 11r  მოეჴსენა უფალსა აბრაჰამ და გამოიყვანა ლოტ შოვრის დაქცევისა მისგან, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოტ.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
აღვიდა ლოტ სეგორით და დაჯდა მთასა ზედა და ორნი ასულნი მისნი მის თანა. რამეთუ შეეშინა სეგორს შინა დამკჳდრებაჲ. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მის თანა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და არავინ არს ქუეყანასა ზედა, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი წესი არს ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვედ და ვასუათ მამასა ჩუენსა ღჳნოჲ და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ მამისაგან თესლი.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და ასუეს მას ღჳნოჲ ღამე . და შევიდა უხუცესი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომაჲ ლოთ.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ხვალისაგან ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: აჰა-ესერა მე დავწევ გუშინ მამისა ჩუენისა თანა-ვასუათ მას ღჳნოჲ ამასცა ღამესა და შევედ და დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
ასუეს მას ღამესა მამასა მათსა ღჳნოჲ და შევიდა უმრწემესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლაჲ მისი და აღდგომაჲ.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგეს ორნივე იგი ასულნი ლოთისგან მამისა თჳსისა.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
და შვა უხუ/ცესმან Page of ms. O: 11v  მან ძჱ და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს მამაჲ მოაბელთაჲ ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
შვა უმრწემესმან მანცა ძჱ და უწოდა სახელი მისი ამან: ძჱ ნათესავისა ჩემისაჲ. ესე არს მამაჲ ამანელთაჲ ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Chapter: 20  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად ჩრდილოდ კერძო და დაეშჱნა შოვრის კადესა და შოვრის სურსა და იყოფვოდა გერარს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუა აბრაჰამ სარაჲსთჳს, ცოლისა მისისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა მისთჳს. მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერარელთამან და მიიყვანა სარრა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა-ეგერა შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და თქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და ამან მითხრა მე, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთაჲთა ვყავ ესე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ღმერთმან ჩუენებასა მას: მე უწყი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ესე და გერიდე შენ, რაჲთა არა სცოდო ჩემდა მომართ. ამისთჳსცა არა გიტევე შენ შეხებად მას.

Chapter: 21  
Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 12r  ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა. ყოველივე, რაჲცა გრქუას სარრა, ისმინე ჴმისა მისისაჲ. რამეთუ ისაკის მიერ გეწოდოს შენ ნათესავად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ძჱ იგი მჴევლისაჲ მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ შვილი შენი არს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა იგი აგარს და მან აღიკიდა მჴართა თჳსთა და ყრმაჲ იგი და განავლინა იგი. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას თანა ფიცისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაკლდა წყალიცა იგი თხიერისა მისგან და დააგდო ყრმაჲ ნერგსა ერთსა ქუეშე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდა და დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისაჲ. და დაჯდა წინაშე მისსა. ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეისმინა ღმერთმან ყრმისაჲ მის მიერ ადგილით, სადა-იგი იყო. და უწოდა ანგელოზი ღმრთისაჲ აგარს ზეცით და ჰრქუა მას: რაჲ არს, აგარ? ნუ სტირ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მაგის შენისაჲ მიერ ადგილით, სადა-იგი არს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ და მოიყვანე ყრმაჲ შენი და უპყარ მას ჴელითა შენითა. რამეთუ ნათესავად დიდად ვყო იგი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუხილნა ღმერთმან თუალნი მისნი და იხილა ჯურღმული წყლისა ცხოველისაჲ და მივიდა... და ასუა ყრმასა მას.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ღმერთი ყრმისა მის თანა. და აღორძნდა ყრმაჲ იგი და დაეშჱნა Page of ms. O: 12v  უდაბნოსა და იყო იგი მეისარ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრა იგი უდაბნოსა მას ფარანისასა, და მოჰგუარა მას დედამან მისმან ცოლი ქუეყანისა მისგან ეგჳპტისა

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
მას ჟამსა ოდენ მიუგეს აბიმელიქ და ოქოზათ, ეზოჲს მოძღუარმან მისმან, და ფიქოლ, ერის მთავარმან ერისა მისისამან, აბრაჰამს და ჰრქუეს: ღმერთი შენ თანა არს ყოველსავე, რასაცა იქმ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ მეფუცე მე, რაჲთა არა მავნო მე, არცა ნათესავსა ჩემსა, ნუცა სახლსა ჩემსა, არამედ სიმართლისაებრ ჩემისა, რომელ ვყავ შენ თანა, ყავ ჩემ თანა და ქუეყანასა მას, რომელსა დამკჳდრებულ ხარ მას ზედა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას აბრაჰამ: ნე გეფუცო.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამხილა აბრაჰამ აბიმელიქს ჯურღმულთა მათთჳს წყლისათა, რომელ-იგი მიუღეს მწყემსთა აბიმელიქისთა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: არა უწყი, ვინ ყო საქმჱ ეგე, არცა შენ მითხარ, არცა მესმა, არამედ დღეს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მოასხა აბრაჰამ ცხოვარი და ზროხაჲ და მისცა აბიმელიქს. და აღითქუეს ურთიერთას აღთქუმაჲ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაადგინნა აბრაჰამ შჳდნი ტარიგნი თჳსაგან.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲ არიან შჳდნი ესე ტარიგნი ცხოვარისანი, რომელნი დაადგინენ თჳსაგან?

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა აბრაჰამ: რამეთუ შჳდნი ესე ტარიგნი მიიბნე ჩემგან, რაჲთა იყვნენ ჩემდა საწამებელად, რამეთუ მე ვთხარე ჯურღმული ესე.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს დასდვა სახელი ადგილსა მას ჯუ\\რღმული Page of ms. O: 13r  ფიცისაჲ, რამეთუ მუნ იფიცნეს ურთიერთას.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღითქუეს აღთქუმაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. და აღდგა აბიმელიქ და ოქოზათ ეზოჲს მოძღუარი და ფიქოლ, ერისთავი იგი ერისა მისისაჲ, და წარვიდეს ქუეყანად ფილისტიმედ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასთესა აბრაჰამ ყანაჲ ჯურღმულსა მას თანა ფიცისასა და ჰხადა მუნ სახელსა უფლისა ღმრთისასა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრა აბრაჰამ ქუეყანასა მას ფილისტიმისასა დღეთა მრავალთა.

Chapter: 22  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, ღმერთმან გამოცადა აბრაჰამი და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან ჰრქუა მას: აქა ვარ, უფალო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას: მოიყვანე ძჱ შენი საყუარელი, რომელი შეიყუარე, ისაკი, და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ მსხუერპლად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა გრქუა შენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა აბრაჰამ განთიად და დაასხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკი, ძჱ თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, აღდგა და წარვიდა, და მოვიდა მას ადგილსა, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან.

Verse: 3_(4)   Link to mcatLink to septLink to armat   
მესამესა დღესა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიხილნა თუალნი აბრაჰამ და იხილა ადგილი იგი შორით.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულსა თანა და მე და ყრმაჲ ესე წარ/ვიდეთ Page of ms. O: 13v  ვიდრე იქიმდე და თაყუანის-ვსცეთ და მოვაქციოთ თქუენდავე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
წარიღო შეშაჲ იგი მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. მოიღო ცეცხლიცა და დანაკი და წარვიდეს ორნივე ზოგად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან თქუა: რაჲ არს, შვილო? და მან ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბრაჰამ: უფალმან იხილოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლისაჲ, შვილო. წარვიდეს ორნივე ზოგად.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიწინეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და უშჱნა მუნ აბრაჰამ საკურთხეველი უფალსა და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძჱ თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და განყო ჴელი მოღებად მახჳლისა და დაკლვად ძისა თჳსისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
უწოდა მას ანგელოზი უფლისაჲ ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ, აბრაჰამ. და მან ჰრქუა: აჰა, აქა ვარ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმასა მაგას ზედა, ნუცა უყოფ რას ნურარას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდებ ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა-ესერა ვერძი ერთი დამოეკიდა რქითა ნერგსა საბეკსა. და მირბიოდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად ისაკის წილ, ძი\\სა Page of ms. O: 14r  თჳსისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას უფალმან იხილა, რამეთუ ჰრქჳან დღეს მთასა მას უფალი გამოჩნდა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა ანგელოზი უფლისაჲ მეორედ აბრაჰამს.
Verse: 15_(16)   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას:

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
თავსა ჩემსა ვფუცავ, თქუა უფალმან, ვინაჲთგან ჰყავ ესე სიტყუაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს კიდისაჲ: და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთა შენთაჲ;

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს ჯურღმულად ფიცისა ერთბამად და დაეშჱნა აბრაჰამ ჯურღმულსა ზედა ფიცისასა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო შემდგომად სიტყუათა ამათ უთხრეს აბრაჰამს და ჰრქუეს: აჰა-ესერა უშვა მელქა მანცა ძეებ ნაქორს, ძმასა შენსა:

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ოქს პირმშოჲ და ბაექს, ძმაჲ მისი, და კამოელ, მამაჲ ასურთაჲ,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქაზათ და აზავ და ბალდაე და იელდაბ და ბათუელ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბათუელს ესუა რებეკა. რვანი ესე ძენი, რომელნი უსხნა მელქა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რემა, შვა მანცა ტაა და ტაბეკ და ტოქოზ და მოქა.

Chapter: 23  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო ცხორებაჲ სარრაჲსი Page of ms. O: 14v  ას ოც და შჳდ წელ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბუკასა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე-იგი არს ქებრონი ქუეყანასა ქანაანისასა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრაჲსა და გლოვად.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა თჳსისაგან და ჰრქუა [ძეთა] ქეტისთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავად თქუენ შოვრის და დავჰფლა მკუდარი ჩემი ჩემგან.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამს და ჰრქუეს:

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რად, უფალო? ისმინე ჩუენი. მეფჱ ხარ ღმრთისა მიერ. რჩეულთა საფლავთა ჩუენთა დაჰფალ მკუდარი შენი. არავინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდგა აბრაჰამ და თაყუანის-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა ძეთა ქეტისთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გნებავს გულითად, რაჲთა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა, ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა საარისსა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომეცით მე ქუაბი იგი მრჩობლი, რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერო კერძო აგარაკსა მას მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცით მე თქუენ შოვრის მონაგებად საფლავისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ეფრონ ჯდა შოვრის ძეთა ქეტისთა. მიუგო ეფრონ და ჰრქუა აბრაჰამს წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდოდეს ქალაქად და თქუა:

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჩემდა მოიხილე, უფალო, და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, Page of ms. O: 15r  შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა მიგცემ შენ დაფლვად მკუდარი შენი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ერისა მის ქუეყანისაჲსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ეფრონს ყურთა წინაშე ყოვლისა ერისა ქუეყანისათა: ჩემ კერძო ხარ, ისმინო ჩემი. ვეცხლი იგი აგარაკისაჲ მიიღე ჩემგან და დავჰფლა მკუდარი ჩემი მუნ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა:

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
არა, უფალო. რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ოთხას სასწორის არს. არამედ შენ შოვრის და ჩემ შოვრის რაჲ არს ესე? შენ დაჰფალ მკუდარი შენი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ვეცხლი იგი, რომელ თქუა წინაშე ყურთა ძეთა ქეტისთა, ოთხასი სასწორი ვეცხლი გამოცდილი სავაჭროჲთ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
... და ყოველი ხჱ, რომელი იყო მას შინა, რომელი არს საზღვართა მისთა გარემო,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ სარრა, ცოლი თჳსი, ქუაბსა მას აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრჱსა. ესე არს ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და დამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი იგი, რომელ იყო აბრაჰამისა, მონაგებად საფლვისა ძეთაგან ქეტისთა.

Chapter: 24  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აბრაჰამ იყო მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამი ყოვლითა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა Page of ms. O: 15v  თჳსისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე გაფუცო შენ უფლისა ღმრთისა ცათაჲსა და ქუეყანისა, რაჲთა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა თანა დამკჳდრებულ ვარ მე,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ქუეყანით ჩემით, ვინაჲ-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ქუეყანად ჩემდა ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას მონამან მან: უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მან მოსლვად ჩემ თანა შემდგომად ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძჱ შენი ქუეყანასა მას, ვინაჲ გამოხუედ შენ?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალმან ღმერთმან. ... გამომიყვანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელი მეტყოდა მე და მაფუცა მე და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მანვე წარავლინოს ანგელოზი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მიერ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მან მოსლვად შენ თანა ქუეყანასა ამას, შენ უბრალო იყო ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასდვა ჴელი მონამან მან წყვილთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, Page of ms. O: 16r  და ეფუცა მას სიტყჳსა მისთჳს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარიბა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოველთაგან კეთილთა უფლისა თჳსისათა და აღდგა და განვიდა შუვამდინარედ ქალაქად ნაქორისსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და დააწვინნა აქლემნი გარეშე ქალაქსა მას ჯურღმულსა თანა წყლისასა მიმწუხრად, რაჟამს გამოვლენედ მეწყლენი,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა თანა აბრაჰამისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა ვდგა მე წყალოსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრთანი მოვლენ ვსებად წყლისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ქალწულსა, რომელსა ვჰრქუა: მომიდრიკე სარწყული შენი, რაჲთა ვსუა. და მრქუას მე: სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ვიდრემდე განძღენ, ესე განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით უტყოდი, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ვიდრე აღსრულებადმდე მისა სიტყჳსა ამის გონებასა მისსა, აჰა რებეკა მოვიდოდა, რომელი-იგი ესუა ბათუელს, ძესა მელქაჲსსა, ცოლსა ნაქორისსა, ძმისა აბრაჰამისსა, და ედგა სარწყული მჴარსა მისსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ქალწული იგი შუენიერ იყო პირითა ფრიად, ქალწული იყო და მამაკაცსა არა ეცნა. შთავიდა ჯურღმულსა მას და Page of ms. O: 16v  აღავსო სარწყული იგი და აღმოჴდა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
მირბიოდა მონაჲ იგი აბრაჰამისი შემთხუევად მისა და ჰრქუა მას: მასუ მე წყალი სარწყულისაგან შენისა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან ჰრქუა: სუ, უფალო. და იწრაფა და გარდამოიღო მკლავთა თჳსთა ზედა და ასუა მას.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: აქლემთა შენთაცა ასუ, ვიდრემდე ყოველთა სუან.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული წყლის სასუმელსა მას. და მირბიოდა ჯურღმულსა მას ვსებად და აღავსო და ასუა აქლემთა მათ ყოველთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო კაცი იგი შეისწავებდა მას და დაიდუმა გამოცხადებად, წარ-ძი-უმართაა ღმერთმან გზა მისი, ანუ არა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს დასცხრეს ყოველნი აქლემნი სუმად, მოიღო კაცმან მან საყურები ოქროჲსაჲ თითო სატირი სასწორისაჲ და სალტენი ოქროჲსანი და შეასხნა ჴელთა მისთა: ათ-ათ დრაჰკან სასწორისაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ? მითხარ მე, უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩუენდა ყოფად.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას: ასული ბათოელისი ვარი მე, ძისა მელქაჲსი, რომელი უშვა მან ნაქორს.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: ბზჱ და საჭმელი დიად არს ჩუენსა და ადგილი საყოფლად შენდა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
შესთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა და თქუა:

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
კურთხეულ Page of ms. O: 17r  არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან არა დაუტევა სიმართლჱ მისი და ჭეშმარიტებაჲ მისი უფლისა ჩემისაგან და მე გზასა მომიყუანა უფალმან სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და შერბიოდა ყრმაჲ იგი სახიდ დედისა თჳსისა და უთხრა მას, მსგავსად სიტყჳსა ამის.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რებეკაჲსი ძმაჲ იყო, რომელსა სახელი ერქუა ლაბან. და გარდარბიოდა ლაბან წყაროდ.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს იხილა საყურები იგი და სალტეები ჴელთა დისა თჳსისათა და ვითარ-იგი ესმნეს სიტყუანი რებეკაჲსნი, რომელთა უთხრობდა, ვითარმედ: ესრჱთ და ესრჱთ იტყოდა კაცი იგი, და მოვიდა კაცისა მის ლაბან, ვიდრე დგა-ღა იგი წყაროსა მას ზედა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას: მოგუალე, შემოვედ. კურთხეულ არს ღმერთი! რაჲსათჳს სდგა გარე? მე განუმზადო სახლი აქლემთა შენთა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
...და მოართუა მას წყალი ფერჴთა საბანელად და მისთანათა მათ კაცთა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაუგო მათ პური ჭამად. და ჰრქუა კაცმან მან: არა ვჭამო პური ვიდრე სიტყუადმდე სიტყჳსა ჩემისა. და ჰრქუეს მას: იტყოდე.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: მონაჲ ვარი მე აბრაჰამისი.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და აღმაღლდა. და არს მისი ცხოვარი და ზროხაჲ, ვეცხლი და ოქროჲ Page of ms. O: 17v , მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირი ფრიად.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და უშვა სარრა, ცოლმან მისმან, უფალსა ჩემსა ძე ერთ სიბერესა მისსა და მისცა მას ყოველივე, რაჲცა იყო მისი.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
და მაფუცა მე უფალმან ჩემმან და მრქუა მე: არა მოჰგუარო ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა შოვრის დამკჳდრებულ ვარ ქუეყანასა მათსა,

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მიხჳდე სახლსა მამისა ჩემისასა და ნათესავისა ჩემისასა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მიერ.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ უფალსა ჩემსა: ნუუკუე არა ენებოს დედაკაცმან მან მოსვლად ჩემ თანა?

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: უფალმან ჩემმან, რომელსა სათნო-ვეყავ მე წინაშე მისსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და წარგიმართოს გზაჲ შენი და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ნათესავისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს მიხჳდე შეუ ნათესავისა ჩემისა და არა მოგცეს შენ, მაშინ უბრალო იყო შენ ფიცისაგან ჩემისა.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვედ დღეს წყაროსა ამას ზედა და ვთქუ: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ წარმიმართებ მე შენ გზასა ამას, რომელსა მე მივალ,

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ აჰა მე ვდგა წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა კაცთანი Page of ms. O: 18r  გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს დედაკაცი ქალწული, რომელსა ვჰრქუა მე: მასუ მე წყალი მცირედ სარწყულისაგან შენისა,

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან მრქუას მე: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა ჩემსა, მეყსეულად რებეკა მოვიდოდა და აქუნდა სარწყული მჴართა მისთა ზედა. და შთაჴდა წყაროსა ამას და აღმოივსო. ხოლო მე ვარქუ: მასუ მცირედ წყალი.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
და იწრა(ფა) და გარდამოიღო მისგან სარწყული იგი და მრქუა მე: შენ სუ და აქლემთაცა შენთა ასუ. და ვსუ და აქლემთაცა ჩემთა ასუა.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
ვჰკითხე მას და ვარქუ: ვისი ასული ხარ შენ? და მან თქუა: ასული ბათუელისი ვარი მე, ძისა ნაქორისი, რომელი უშვა მას მელქა. და შევასხენ მას საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემთნდა და თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა გზასა ჭეშმარიტებისასა მიყვანებად ასული ძმისა Page of ms. O: 18v  უფლისა ჩემისაჲ ძისა მისისა.

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ჰყოფთ თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა ჩემისა თანა, მითხართ მე, რაჲთა მივაქციო მარჯუენით ანუ მარცხენით.

Verse: 50   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგეს ბათუელ და ლაბან და ჰრქუეს: უფლისა მიერ გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვის ჴელ-ეწიფების შენდა სიტყჳს ტყჳს გებად კეთილისა წილ?

Verse: 51   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ... მიიყვანე და წარვედ და იყავნ ცოლად უფლისა შენისა, ვითარცა იტყოდა უფალი ღმერთი.

Verse: 52   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე მათნი მონასა მას აბრაჰამისსა თაყუანის-სცა უფალსა ქუეყანასა ზედა.

Verse: 53   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოიღო მონამან მან აბრაჰამისმან ჭურჭერი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და სამოსელი და მისცა რებეკას. და ნიჭი სცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.

Verse: 54   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჭამეს და სუეს და დაიძინეს მან და მისთანათა მათ კაცთა. და აღდგა განთიად მონაჲ იგი და ჰრქუა მათ: წარმგზავნეთ მე, რაჲთა წარვიდე უფლისა ჩემისა.

Verse: 55   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუეს მას ძმათა რებეკაჲსთა და დედამან: იყავნ-ღა ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ ათ დღე ოდენ და ამისა შემდგომად წარვედით.

Verse: 56   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფალმან წარმიმართა გზაჲ ჩემი. წარმგზავნეთ და წარვიდე მე უფლისა ჩემისა.

Verse: 57   Link to mcatLink to septLink to armat   
და მათ Page of ms. O: 19r  ჰრქუეს მას: მოუწოდეთ ყრმასა მას და ვჰკითხოთ პირსა მისსა.

Verse: 58   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან ჰრქუა: წარვიდე.

Verse: 59   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი იგი.

Verse: 60   Link to mcatLink to septLink to armat   
და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარი შენ. იყავ ათასეულად და ბევრეულად და დაიმკჳდრენ ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთაჲ.

Verse: 61   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა რებეკა და შიმონვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა და წარვიდეს კაცისა მის თანა. და წარიყვანა მონამან მან რებეკა და წარვიდა.

Verse: 62   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ისაკ იქცეოდა ველსა, ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ჩრდილოჲთ.

Verse: 63   Link to mcatLink to septLink to armat   
და განსრულ იყო ისაკ განცხრომად ველად მიმწუხრი . და აღიხილნა თუალნი და იხილნა აქლემნი მომავალნი.

Verse: 64   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ და გარდამოჴდა აქლემისა მისგან.

Verse: 65   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოვალს ველით მოგებებად ჩუენდა? ხოლო მონამან მან ჰრქუა: ესე არს უფალი ჩემი. და მოიღო სამოსელი თჳსი და შეიმოსა იგი.

Verse: 66   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ Page of ms. O: 19v  უთხრა მონამან მან ისაკს ყოველივე ესე სიტყუაჲ, რაჲცა ყო.

Verse: 67   Link to mcatLink to septLink to armat   
შევიდა ისაკ სახლსა დედისა თჳსისა და შეიყვანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს, დედისა თჳსისა.

Chapter: 25  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყვანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტორა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და უშვა მან ზამბრამ და იექსან, მადან და მადიამ და იესბოს და სულიე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იექსან შვა საბათ და თემან და დედან. ძენი დედანისნი: რაგულ და ნაბდილ და ასურიმ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ, ენოქ და აბირა და თარგა. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტორაჲსნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები თჳსი ისაკს, ძესა თჳსსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძეთა მათ ხარჭთასა სცა აბრაჰამ საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსავალად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რავდენ ცხონდა: ას სამეოც და ათხუთმეტ წელ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული და სავსე დღითა და შეეძინა ერსა თჳსსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჰფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა თჳსთა, ქუაბსა მას მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა სარისსა ქეტელისასა, Page of ms. O: 20r  რომელ არს წინაშე მამბრესა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძჱ მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულისა მის თანა ხილვისაჲსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელი უშვა აგარ. მჴევალმან სარრაჲსმან აბრაჰამს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთაჲ მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთაჲსა: პირმშოჲ ისმაელისი ნაბიოთ და კედარ, ნაბდალ და მასმან,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მასუმ და იდუმა, მასსე

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქულდად და თემან, და ისტურ, ნაფეს და კერდამა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არიან ძენი ისმაელისნი და ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და საყოფელსა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე წელნი ცხორებისა ისმაელისნი: ას ოც და ათ ჩჳდმეტ წელ. და მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეშჱნა ევილათითგან ვიდრე სურდმდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსლვადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირისპირ ყოველთა ძმათა მისთა დაეშჱნა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე შობანი არიან Page of ms. O: 20v  ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ისაკი ორმეოცის წლის, ოდეს მოიყვანა რებეკა, ასული ბათუელისი ასურისაჲ შუვამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსა ცოლად.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ევედრებოდა ისაკ რებეკაჲსთჳს, ცოლისა თჳსისა, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო რებეკა, ცოლმან მისმან.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და კრთოდეს ყრმანი იგი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳს-მე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას უფალმან: აჰა-ესერა ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღივსნეს დღენი შობისა მისისანი და მარჩბივნი იყვნეს მუცელსა მისსა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად ვითარცა ტყავი ფაჩუნიერ. და დასდვა სახელი მისი ესავ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხუეულ იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ. ისაკ იყო სამეოც წლის, რაჟამს შვნა იგინი რებეკა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
აღორძნდეს Page of ms. O: 21r  ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ კაცი მეცნიერ ნადირობად, ხოლო იაკობ კაცი უმანკო და მყოფ სახლსა შინა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
უყუარდა ისაკს ესავი და ნადირი მისი იყო მისა საზრდელად, და რებეკას უყუარდა იაკობი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
შეაგბო იაკობ გბოლვილი. მოვიდა ესავ მაშურალი ველით.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ესავ იაკობს: გემოჲ მახილვე მგბრისა მაგისგან იფქლისა, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც დღეს პირმშოებაჲ შენი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ესავ: აჰა -- ესერა მე მიახლებულ ვარ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე?

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისაჲ. ჭამა და სუა და აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი.

Chapter: 26  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელი-იგი იყო ჟამთა აბრაჰიმისთა. მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა მის ფილისტიმელთაჲსა, გერარდ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. დაემკჳდრე ქუეყანასა ამას, რომელსა Page of ms. O: 21v  გრქუა შენ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მწირობდ ქუეყანასა ამას და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ და შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა მიმართ შენისა ყოველნი ტომნი ქუეყანისანი,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ ერჩდა მამაჲ შენი ჴმასა ჩემსა და დაიმარხნა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი და მშჯავრნი ჩემნი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეშჱნა ისაკ გერარს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხეს კაცთა მის ქუეყანისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუემცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა. რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. შთაჰხედა აბიმელიქ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რაჲ რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა აბიმელიქ ისაკს და ერქუა: ცოლი სამე შენი არს რებეკა. რაჲსათჳს სთქუ, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს? Page of ms. O: 22r  ჰრქუა ისაკ: ნუუკუემცა მოვკუედ მაგის ძლით.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას აბიმელიქ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედ-ღა და წარ-მცა-იტაცა იგი ნათესავისა ჩემისაგანმან და მო-მცა-ჰჴადა ჩუენ ზედა უმეცრებაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
უბრძანა აბიმელიქ ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა ამას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
სთესა ისაკ ქუეყანასა. მას და იყო მას წელსა ასული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღამაღლა კაცი იგი. და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმჱ ფრიადი. ეშურებოდის მას ფილისტიმელნი იგი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველი ჯურღმულები, რომელ თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა მათ და აღავსნეს მიწითა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდა მიერ ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშჱნა მუნ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყლისაჲ, რომელ თხარეს მონათა მამისა მისისათა და დაყვეს იგი ფილისტიმელთა მათ და აღავსნეს მიწითა შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა. და დასდვა მათ Page of ms. O: 22v  სახელები, რაჲცა-იგი დაედვა მამასა მისსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული იგი წყლისა ცხოველისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰლალვიდეს მწყემსნი გერარელთანი მწყემსთა ისაკისთა და ეტყოდეს, ვითარმედ: ჩუენი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას ვნებაჲ, რამეთუ ავნეს მას.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
წარმოვიდა მიერ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. ეშჯოდეს იგინი მისთჳსცა და დასდვა მას ს1ახელი მტერობა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდა მიერ და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს. და დასდვა მას სახელი ფართოება და თქუა: რამეთუ აწ განგჳფართა უფალმან და აღგუაორძინნა ჩუენ ქუეყანასა ზედა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ფიცისასა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეჩუენა მას უფალი მას ღამესა და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი მამისა შენისაჲ აბრაჰამისი. ნუ გეშინინ შენ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი უფლისაჲ და ჰხადა სახელი უფლისაჲ და აღჰმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერართნისასა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და აბიმელექ მოვიდა Page of ms. O: 23r  გერარონით ისკისა და ოქოზათ, ეზოჲს მოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი იგი ძლიერებისა მისისაჲ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსა მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე?

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, რამეთუ უფალი შენ თანა არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შოვრის ჩუენსა და შენსა და აღთქუათ აღთქუმაჲ შენ თანა,

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა არა ჰყო ჩუენ თანა ბოროტი, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ და ვითარცა-იგი გიყავთ შენ კეთილად და წარგგზავნეთ მშჳდობით. და აწ კურთხეულ ხარ შენ უფლისა მიერ.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და უმზადა პური. ჭამეს და სუეს.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წ(არგზ)ავნნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს მას ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა მას ფიცის. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას ფიცის... ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყვანა ცოლი იუდინ, ასული ბერისი ქეტელისაჲ, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკაჲსა.

Chapter: 27  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად სიბერისა მის ისაკისა, დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუ/წოდა Page of ms. O: 23v  ძესა თჳსსა უხუცესსა ესავს და ჰრქუა მას: შვილო. და მან ჰრქუა: აჰა აქა ვარ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ისაკ: აჰა-ესერა მე დავბერდი და არა ვიცი დღჱ აღსრულებისა ჩემისაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ აღიღე ჭურჭერი შენი, კაბარჭი და მშჳლდი და განვედ ველად და მინადირე ნადირი,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიქმენ მე საჭმელი, ვითარ-იგი მიყუარს მე, და მომართუ მე. ვჭამო და გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისაკ ძესა თჳსსა ესავს. და განვიდა ესავ, ძმაჲ იაკობისი, ველად ნადირობად ნადირისა მამისა თჳსისა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რებეკა ჰრქუა იაკობს, ძესა თჳისა უმრწემჱსსა: აჰა ესერა მესმა მე, ვითარ ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა:

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდიდ ჩემდამდე.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ შენ, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
წარვედ ცხოვრად და მომართუენ მე ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი და უქმნნე იგინი საჭმლად მამასა შენსა, ვითარ-იგი მას უყუარს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეართუ მამასა შენსა და ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდიდმდე.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 24r  ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: ესავ, ძმაჲ ჩემი, არს ფაჩუნიერ და მე კაც წყლტუ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუუკუე ჴელი შემახოს მამამან ჩემმან და ვიქმნე წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა წყევაჲ იგი, შვილო! გარნა ისმინე მინე ჴმისა ჩემისაჲ და წარვედ და მომართუ მე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იგი წარვიდა და მოიღო და მიართუა დედასა თჳსსა. და ქმნა დედამან მისმან ჭამადი, ვითარცა უყუარდა მამისა მისსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისაჲ, კეთილი, რომელი იდვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწენესსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტყავნი იგი თიკანთანი მოჰხჳნა მკლავთა და შიშუელსა ქედსა მისსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცა საჭმელი იგი და პური იგი, რომელ ქმნა, ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეართუა იგი მამასა მისსა და ჰრქუა: მამაო. და მან ჰრქუა: აქა ვარ. ვინ ხარ, შვილო?

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირისა ჩემისაჲ, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, რამეთუ Page of ms. O: 24v  ადრე ჰპოვე, შვილო? და ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე და ჴელი შეგახო, შვილო, უკუეთუ შენ ხარ შვილი ჩემი ესავ, ანუ არა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიეახლა იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და ჴელი შეახო მას. და თქუა: ჴმაჲ ესე ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი ესე ჴელნი ესავისნი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავისნი ფაჩუნიერ. და აკურთხა იგი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: შენ ხარ ძჱ ჩემი ესავ? და მან თქუა: მე ვარ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: მომართუ მე ნადირებულისა შენისაჲ და ვჭამო, შვილო, რაჲთა გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა. და მოართუა მას ღჳნოჲ და სუა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო, შვილო.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ და აკურთხა იგი და თქუა: აჰა-ესერა სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისაჲ, რომელი აკურთხა უფალმან.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა და სიმრავლჱ იფქლისაჲ და ღჳნისაჲ;

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ მთავარნი; და იყავ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გ/ცემდენ Page of ms. O: 25r  ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ!

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისა მისგან იაკობისა, ძისა თჳსისა, და გამოვიდა იაკობ პირისაგან. ისაკისა, მამისა თჳსისა, და ესავ, ძმაჲ მისი, მოვიდა ნადირობით.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და უქმნა მამასა თჳსსა საჭმელი და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირისაგან ძისა თჳსისა, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ესავ, ძჱ შენი პირმშოჲ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
განუკჳრდა ისაკს განკჳრვებითა დიდითა ფრიად და ჰრქუა: ვინ იყო იგი, რომელმან მინადირა მე ნადირი და შემომართუა მე... ყოვლისა მისგან ვიდრე მოსლვად შენდამდე, და ვაკურთხე იგი და კურთხელ იყავნ?

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა ესმნეს ესავს სიტყუანი ესე ისაკისნი, მამისა თჳსისანი, ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და მწარითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკუვით და მიიღო კურთხევაჲ შენი.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ მიბრკუნა მე ესე მეორედ: პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ მიიღო კურთხევაჲ ჩემი. Page of ms. O: 25v  და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: არაჲ დამიშთინეა მე კურთხევაჲ, მამაო?

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინაჲთგან ვყავ მე იგი უფალ შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისა მონა, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ რაჲ გიყო შენ, შვილო?

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ესავ და ტიროდა.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ისაკ, მამამან მისმან, და ჰრქუა მას: აჰა-ესერა სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და მახჳლითა შენითა სცხონდე და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნე და განაგდო ნუღელი მისი ქედისაგან შენისა.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
და უთქუმიდა ესავ იაკობს, ძმასა თჳსსა, კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა: მოიწინენ დღენი მამისა ჩემისა სიკუდილისანი, და მე მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
უთხრნეს რებეკას სიტყუანი ესე ძისა მისისა უხუცესისანი. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: Page of ms. O: 26r  აჰა-ესერა ძმაჲ შენი გითქუამს შენ მოკლვად.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ, შვილო, ისმინე ჴმისა ჩემისაჲ: აღდეგ და წარივლტოდე ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანდ

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყავ მის თანა დღე რავდენმე,

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე გარე მიიქცეს გულის წყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისაჲ შენგან, და დაავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ. ნუუკუე უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგანვე ერთსა შინა დღესა.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტისთა. უკუეთუ მო -ღა -იყვანოს იაკობ ასულთაგან ამის, ქუეყანისათაჲ, რაჲსა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?

Chapter: 28  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო მას და ჰრქუა არა მოიყვანო ცოლი ასულთაგან ქანაანისათა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათუელისა, მამისა მის დედისა შენისა, და მოიყვანე შენდად მიერ ცოლი, ასული ლაბანისი, დედის ძმისა შენისაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ და აღგაორძინენ და განგამრავლენ შენ და იყავ კრებულად ნათესავთა;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგეცინ შენ კურთხევაჲ აბრაჰამისი, მამისა ჩემისაჲ, და შენ და ნათესავმან შენმან შემდგომად შენსა Page of ms. O: 26v  დაიმკჳდრენ ქუეყანაჲ ესე მწირობისა შენისაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან აბრაჰამს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარგზავნა ისაკ იაკობი. და აღდგა იაკობ და წარვიდა შუვამდინარედ ლაბანისა, ძისა ბათუელისა ასურისა, ძმისა რებეკაჲსა, დედისა იაკობისა და ესავისა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილა ესავ, რამეთუ აკურთხა ისაკ იაკობი და წარვიდა შუამდინარედ ასურეთისა მოყვანებად თავისა თჳსისა ცოლი და კურთხევასა მას მისსა ამცნო და ჰრქუა: არა მოიყვანო ცოლი ასულთაგან ქანანელთა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერჩდა მამა-დედათა თჳსთა და წარვიდა შუვამდინარედ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილა ესავ, რამეთუ ბოროტ არიან ასულნი ქანაანისნი წინაშე ისაკისა, მამისა თჳსისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
წარვიდა ესავ ისმაელისა, ძისა აბრაჰამისა, და მოიყვანა მაელელ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი, ცოლთა მისთა თანა ცოლად.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარანდ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიემთხჳა ადგილსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდე მზჱ. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნლად და დაწვა მას ადგილსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა-ესერა კიბენი Page of ms. O: 27r  აღმართებულ იყვნეს ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაჰამისი, მამისა შენისაჲ, და ღმერთი ისაკისი. ნუ გეშინინ! ქუეყანაჲ ეგე, რომელსა შინა ეგე გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ და განვრცნეს ზღუადმდე და ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავალად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო შენ, ვიდრემდე ვყო მე ყოველივე, რაოდენსაცა გეტყოდე შენ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან მისისა და თქუა, რამეთუ: არს ღმერთი ამას ადგილსა, და მე არა უწყოდე.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! და არა არს სხუა ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე არიან ბჭენი ცისანი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი მუნ, რომელი ედვა სასთუნლად, და აღმართა ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა მის ლოდისასა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა ადგილსა მას Page of ms. O: 27v  სახლი ღმრთისაჲ. და ულუმაუზ იყო სახელი ქალაქისაჲ მის პირველად.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ილოცა ლოცვაჲ იაკობ და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა ამას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური საჭმლად და სამოსელი შემოსად

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ნემისასა და იყოს უფალი ღმრთად ჩემდა,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ლოდი ესე, რომელ ავდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე, ათეული მიგცე შენ.

Chapter: 29  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარემართა და წარვიდა იაკობ ქუეყანად აღმოსავალად ლაბანისა ასურისა, ძისა ბათუელისა, ძმისა რებეკაჲსა, დედისა იაკობისა და ესავისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიჰხედა, იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამწყსონი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან ასჳან სამწყსოსა. და ქვაჲ ედვა დიდი პირსა ზედა მის ჯურღმულისასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსნი და გარდააგორვიან ლოდი იგი პირისაგან მის ჯურღმულისა და ასჳან საცხოვართა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა მის ჯურღმულისასა ადგილსავე თჳსსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ იაკობ: ძმანო, ვინანი ხართ თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: Page of ms. O: 28r  ქარანით ვართ ჩუენ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ იაკობ: იცითა ლაბან, ძჱ ნაქორისი? და მათ ჰრქუეს: ვიცით.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მან ჰრქუა მათ: ცოცხლებით არსა? და მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, აჰა რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა იაკობ: დღჱ დგას-ღა ფრიად და არღა არს შეკრებაჲ სამწყსოთაჲ; ასუთ ცხოვართა და წარვედით და აძოვებდით მათ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ ვიდრე შეკრებადმდე ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ჯურღმულისა და მაშინ ვასუათ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრე იგი ამას ეტყოდა-ღა მათ, აჰა-ესერა რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა, რამეთუ იგი აძოებნ ცხოვართა მამისა თჳსისათა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი, დედის ძმისა თჳსისაჲ, მოუჴდა იაკობ და გარდააგორვა ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედის ძმისა თჳსისათა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამბორს-უყო იაკობ რაქელს და ღადად-ყო ჴმითა დიდითა იაკობ და ტიროდა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და უთხრა რაქელს, რამეთუ ძჱ არს რებეკაჲსი. და შერბიოდა რაქელ და უთხრა მამასა თჳსსა მს/გავსად Page of ms. O: 28v  სიტყუათა მათ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დის წულისა თჳსისაჲ, გარბიოდა შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო მას. და შეიყვანა იგი სახიდ თჳსა და უთხრნა იაკობ ლაბანს ყოველნივე სიტყუანი ესე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა დღეთა და თუეთა მრავალთა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ და არა მმონო მეტად. მითხარ, რაჲ არს სასყიდელი შენი?

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისაჲ მის ლია და უმრწემესისაჲ რაქელ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუალნი ლიაჲსნი უძლურ იყვნეს, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
უყუარდა იაკობს რაქელ და ჰრქუა: გმონებდე შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემჱსისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ლაბან: უმჯობჱს არს ჩემდა მიცემად იგი შენდა, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა. იყოფოდე ჩემ თანა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰმონებდა იაკობ რაქელისთჳს შჳდ წელ. და იყვნეს წინაშე მისსა ვითარცა მცირედნი დღენი სიყუარულისა მისისათჳს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, Page of ms. O: 29r  რამეთუ აღესრულნეს დღენი ჩემნი დროჲსანი, რაჲთა შევიდე მისა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა. და შევიდა იაკობ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცა ლიას, ასულსა თჳსსა. ზელფა, მჴევალი თჳსი მისა მჴევლად.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო განთიადი, და აჰა-ესერა იყო იგი ლია! ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲსათჳს ჰყავ ესე? ანუ არა რაქელისთჳს გმონებდ? და რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე?

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრჱთ -- მიცემად უმრწემჱსი უწინარჱს უხუცესისა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
აღასრულენ შჳდნი-ღა წელნი სხუანი ამისნი და მიგცე შენ ესეცა საქმისა მისთჳს, რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმე შჳდ წელ სხუა-ღა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყო იაკობ ეგრჱთ და დაასრულნა შჳდნი წელნი სხუანი. და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცა რაქელს, ასულსა თჳსსა, ბალა, მჴევალი თჳსი, მას მჴევლად.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა რაქელისა და შეიყუარა რაქელ უფროჲს ლიაჲსსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილა უფალმან, რამეთუ სძულს ლია, და განუღო საშოჲ მისი, ხოლო რაქელ იყო ბერწ.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 29v  მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძჱ. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ უფალმან იხილა სიმდაბლჱ ჩემი და მომცა მე შვილი. აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერმე მიუდგა და შვა ძჱ მეორჱ და თქუა, რამეთუ: უფალმან ისმინა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე ესეცა. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერმე მიუდგა და შვა ძჱ და თქუა: ამიერითგან ჩემდა მომართ იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე. ამისთჳს უწოდა სახელი მისი ლევი.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგა მერმე და შვა ძჱ და თქუა: აწ მერმეცა აღ-ვე-უვარებ უფალსა. ამისთჳს უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობასა.

Chapter: 30  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძჱ იაკობს, ეშურებოდა რაქელ დასა თჳსსა და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე ღმერთი ვარ მეა, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისაჲ?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას რაქელ: აჰა-ეგერა ბალა, მჴევალი ჩემი. შევედ მისა და შვეს მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცა მას ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგა Page of ms. O: 30r  ბალა, მჴევალი რაქელისი, და უშვა ძჱ იაკობს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა რაქელ: მისაჯა მე უფალმან და ისმინა ჴმისა ჩემისაჲ და მომცა მე ძჱ. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგა მერმე ბალა, მჴევალი რაქელისი, და უშვა ძჱ მეორე იაკობს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა ჩემსა და შეუძლე. და უწოდა სახელი მისი ნეფთალემ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყვანა ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიაჲსი. და უშვა იაკობს ძჱ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
... და უწოდა სახელი მისი გად.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერმე მიუდგა ზელფა მჴევალი და უშვა იაკობს ძჱ მეორჱ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განვიდა რუბენ დღეთა მკისა იფქლისათა და პოვნა მან მანდრაგურნი ველსა ზედა და მიართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ ლიას, დასა თჳსსა: მომეც მე მანდრაგური ძისა შენისაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არსა შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? ნუუკუე მანდრაგურიცა ძისა ჩემისა მიმიღოა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა-ეგერა შევედინ Page of ms. O: 30v  შენდა ამას ღამესა მანდრაგურთა წილ ძისა შენისათა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგურთა წილ ძისა ჩემისათა . და შევიდა მისა მას ღამესა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ისმინა ღმერთმან ლიაჲსი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძჱ მეხუთჱ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ლია: მომცა მე უფალმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა ჩემსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძჱ მეექუსჱ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი. ამიერ ჟამითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ მას ძენი ექუსნი. და უწოდა სახელი მისი ზაბულონ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამისსა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიჴსენა ღმერთმან რაქელ და შეისმინა მისი და განუღო საშოჲ მისი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგა და უშვა იაკობს ძჱ და თქუა რაქელ: მომისპო მე ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა სახელი მისი იოსებ და თქუა: შემძინა მე ღმერთმან შვილი სხუაჲ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 31r  მომცენ მე ცოლნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რაჲთა წარვიდე, რამეთუ შენ უწყი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ლაბან: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, ... რამეთუ მაკურთხა მე უფალმან შემოსლვასა შენსა,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
განაჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მიგცე შენ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას იაკობ: შენ უწყი, რავდენ გმონე შენ და რავდენ იყო საცხოვარი შენი ჩემ თანა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მცირედ იყვნეს, რავდენ იყვნეს ჩემ წინაშე. და აღაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ფერჴსა ჩემსა. აწ უკუე ვიშენო თავისა ჩემისა სახლი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნურას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ჩემი, კუალად ვმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი თეთრი ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და თეთრი თხათაგან. ესე იყოს ჩემდა სასყიდელ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი წინაშე შენსა: ყოველი, რომელი იყოს თეთრ კრავთა შოვრის და სპეტაკ და ჭრელ თხათა შოვრის ...

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ლაბან: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და განარჩია მას დღესა შინა ვაცები ჭრელები და სპეტაკი Page of ms. O: 31v  და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველივე სპეტაკი, რომელი იყო მათ შოვრის, და ყოველი თეთრი, რომელი იყო კრავთა შოვრის, და მისცა მას ჴელითა ძეთა მისთაჲთა სამწყსოჲ თჳს-თჳსა.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და განაშორა გზასა სამისა დღისასა შოვრის მათსა და შოვრის იაკობისსა. და იაკობ მწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისაჲ და ნიგუზისაჲ და ძელქვისაჲ ნედლი და გამოხუეწა იგი იაკობ, ნაქურცენი მისი ნედლი მოსძარცუა. და აჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელი გამოეხუეწა ჭრელი.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაუსვა კუერთხები იგი ისარნებსა მას წყლის სასუმელთასა, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წინაშე კუერთხებსა მას, მოვიდენ სუმად და მიჰხედონ ცხოვართა მათ კუერთხებსა მას.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
და შობდეს ცხოვარნი იგი სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრის ფერად სხურებულსა.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შოვრის და განაშორა სამწყსოჲ მისი თჳსაგან და არა შეჰრია იგი ცხოვართა ლაბანისთა.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მას ჟამსა შინა, რაჟამს დამაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებედ, დაასხის იაკობ წინაშე ცხოვართა Page of ms. O: 32r  წყლის სასუმელსა მას, რაჲთა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს შობედ, არა დაასვის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისა, ხოლო ნიშნიანი იგი იაკობისა.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
და განმდიდრდა კაცი იგი დიდად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად და ზროხაჲ და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირი.

Chapter: 31  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთაჲ, ვითარ-იგი იტყოდეს: მიგჳღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისაჲ და მამისა ჩუენისაჲთა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძუღუანდელსა დღესა. ჰრქუა უფალმან იაკობს: მიაქციე ქუეყანად მამისა შენისა და ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისასა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძუღუან. ხოლო ღმერთი მამისა ჩემისაჲ იყო ჩემ თანა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო მე და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის ყოფად ჩემდა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ თქუას: ჭრელი იგი იყავნ სასყიდლად შენდა, შობდენ ყოველნივე იგი ცხოვარნი ჭრელსა. Page of ms. O: 32v  უკუეთუ ესრე თქუას: იყავნ სპეტაკი სასყიდლად შენდა, შობდენ ყოველნი იგი ცხოვარნი სპეტაკსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუღო ღმერთმან ყოველივე ცხოვარი მამისა თქუენისაჲ და მომცა მე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მაკნდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრის ფერად სხურებული.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. და მე ვთქუ, ვითარმედ: რაჲ არს?

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა ჭრელთა და ნაცრის ფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა მას ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ძეგლსა ჩემსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ ქუეყანად შობისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილი და სამკჳდრებელი სახლსა შინა მამისა ჩუენისასა?

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩუენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი?

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა Page of ms. O: 33r  იყოს და შვილთა ჩუენთა. აჩ რაჲ გრქუა შენ უფალმან შენმან, ეგრეცა ყავ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდგა იაკობ და წარიყვანნა ცოლნი თჳსნი და ყრმანი და აღსხნა იგინი აქლემებსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარიღო ყოველი მონაგები თჳსი და ყოველი ჭურჭერი მისი, რომელ მელ მოიგო შუვამდინარეს და ყოველივე, რაჲცა იყო მისი, და წარემართა მისლვად ისაკისა, მამისა თჳსისა, ქუეყანად ქანაანისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ლაბან მივიდოდა რისუვად ცხოვართა თჳსთა. მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ემალვოდა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა მას, ვითარმედ წარივლტის.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღმოჴდა მდინარესა და მიიმართა მთასა მას გალაადსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
უთხრეს ლაბანს ასურსა დღესა მესამესა ვითარმედ წარივლტოდა იაკობ

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარყვანნა მის თანა ყოველნი ძმანი მისნი და დევნა-უყო იაკობს გზასა შჳდისა დღისასა და ეწია მას მთასა გალაადისასა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდა ღმერთი ლაბანისა ღამე ჩუენებით და ჰრქუა მას: ეკრძალე, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ფიცხელსა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეწია ლაბან იაკობს. ხოლო იაკობს აღედგა კარავი მთასა ზედა, და ლაბან დაადგინნა ძმანი თჳსნი მთასა გალაადისასა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ლაბან იაკობს: რაჲ ჰყავ ესე? რაჲსა იდუმალ წარმოივლტოდე? დამპარე-ცა მე და წარმოიყვანენ ასულნი ჩემნი Page of ms. O: 33v  ვითარცა ტყუენი მახჳლითა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ-მცა მითხარ მე, წარმომცა-გგზავნე შენ სიხარულითა და სახიობითა, ბობღნითა და ქნარითა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის ყოფად შენდა. ხოლო ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ უკუეთუ წარმოსრულ ხარ და გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახიდ მამისა შენისა, რაისათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი?

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რამეთუ შემეშინა და ვთქუ: ნუუკუე მიმიხუნე ასულნი შენნი და ყოველივე ჩემი. იცან, რაჲ-იგი არს შენი ჩემ თანა და მიიღე. და არარაჲ იცნა მის თანა არცა ერთი რაჲ.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იაკობ და ჰრქუა: რომლისა თანა იცნნე ღმერთნი შენნი, არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩუენთა. არა უწყოდა იაკობ, რამეთუ რაქელ, ცოლმან მისმან, წარმოიპარნა იგინი.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
შევიდა ლაბან და აღიხილა ყოველივე ლიაჲსი და არაჲ პოვა. გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა და აღიხილა სახლი იაკობისი და არაჲ პოვა, და სახლნი ორთავე მჴევალთანი და არაჲ პოვა. და შევიდა სახლსა რაქელისსა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რაქელ Page of ms. O: 34r  მოიხუნა კერპნი იგი და ქუეშე შესხნა პალავანდთა აქლემთასა და დაჯდა მათ ზედა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ მძიმე-გიჩნნ, უფალო, ვერ ძალ-მიც აღდგომად, რამეთუ ჩუეულებასა დედათასა ვარ. აღიხილა ლაბან ყოველი სახლები და არა პოვნა კერპნი.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
განრისხნა იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რაჲ არს ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ, რამეთუ მდევნი მე,

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიხილე ყოველი ჭურჭერი სახლისა ჩემისაჲ? რაჲ ჰპოე ყოვლისაგან ჭურჭრისა სახლისა შენისაჲ? დადევ აქა წინაშე ყოველთა ძმათა შენთა. და ძმათა ჩემთა და გუამხილედ ჩუენ ორთავე.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ოცი წელი არს, ვინაჲთგან ვარ მე შენ თანა. ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ;

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
ნამჴეცავი არასადა მოგართუ შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისა და ღამისასა;

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
შევიწუებოდე სიცხითა დღისაჲთა და ნეფხვითა ღამისაჲთა და განყენებულ იყო ძილი თუალთა ჩემთაგან.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ოცი წელი არს, ვინაჲთგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ორთა ასულთა შენთათჳს ათოთხმეტ წელ და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ვყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
არა თუ-მცა ღმერთი მამისა Page of ms. O: 34v  ჩემისა აბრაჰამისი იყო ჩემ თანა და შიში ისაკისი, აწ ცალიერიმცა გამომავლინე. სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი იხილა ღმერთმან და გამხილა შენ გუშინ.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ლაბან იაკობს და ჰრქუა: ასულნი ესე ასულნი ჩემნი არიან და ძენი ესე ძენი ჩემნი და საცხოვარი ესე საცხოვარი ჩემი. და ყოველსა ამას რომელსა შენ ჰხედავ, ჩემი არს, და ასულთა ჩემთათჳს რაჲ ვყო დღეს ?

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შოვრის შენსა და ჩემსა. და თქუა: აჰა-ესერა არავინ არს ჩემ თანა, აჰა-ესერა უფალი არს მოწანე შოვრის ჩემსა და შენსა.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა ძეგლად.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა: შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღადგინეს ბორცჳ. და ჭამეს და სუეს ბორცუსა მას თანა.
Verse: 46_(48A)   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ლაბან: ბორცჳ ესე მოწამე არს შოვრის ჩემსა და შენსა დღეს.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა მას ლაბან ბორცჳ წამებისაჲ, ხოლო იაკობ-ბორცჳ მოწამჱ.

Verse: 48_(51)   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა-ესერა ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელ აჰმართე შოვრის შენსა და ჩემსა,
Verse: 48_(52A)   Link to mcatLink to septLink to armat   
წამებს ბორცჳ ესე და ძეგლი ესეცა წამებს.
Verse: 48_(B)   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ბორცჳ წამებისაჲ.

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხილვაჲ იგი, რომელ იხილა, იხილენ ღმერთმან შოვრის ჩემსა და შენსა, რამეთუ განეეშორებით მოყუასი მოყუასსა.

Verse: 50   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ დაამ/დაბლნე Page of ms. O: 35r  ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არავინ არს ჩუენ თანა.

Verse: 52_(B)   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მე არა წიაღმოვჴდე შენდა, ნუცა შენ წიაღმოხულ ჩემდა ბორცუსა ამას ჩემსა და ძეგლსა ამას ბოროტებით

Verse: 53   Link to mcatLink to septLink to armat   
ღმერთმან აბრაჰამისმან და ღმერთმან ნაქორისმან საჯენ შოვრის ჩუენსა.

Verse: 54   Link to mcatLink to septLink to armat   
და ფუცა იაკობ შიშსა მამისა თჳსისა ისაკისსა.

Verse: 54_(55)   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეწირა მსხუერპლი იაკობ მთასა მას თანა და ჰხადა ყოველთა ძმათა მისთა. და ჭამეს და სუეს და დაიძინეს.

Verse: 55_(32,1)   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა ლაბან განთიად და ამბორს-უყო ძეთა მისთა და აკურთხნა იგინი და მიიქცა და წარვიდა ადგილად თჳსა.

Chapter: 32  
Verse: 1_(2)   Link to mcatLink to septLink to armat   
და იაკობ წარვიდა გზასა თჳსსა მშჳდობით. და აღიხილნა იაკობ თუალნი თჳსნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი დაბანაკებულნი.

Verse: 2_(3)   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი ღმრთისაჲ არს ესე. და უწოდა ადგილსა მას სახელი ბანაკებ.

Verse: 3_(4)   Link to mcatLink to septLink to armat   
წარავლინნა იაკობ მოციქულნი წინაშე მისსა ესავისა, ძმისა მისისა, ...

Verse: 4_(5)   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონაჲ შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე აქამომდე

Verse: 5_(6)   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიგე ზროხაჲ და ვირები, ცხოვარი და მონები და მჴევლები და მოვავლინე თხრობად Page of ms. O: 35v  უფლისა ჩემისა ესავისა და რაჲთა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა.

Verse: 6_(7)   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცეს და მოვიდეს მოციქულნი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასი კაცი მის თანა.

Verse: 7_(8)   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და ზრუნვიდა და განყო ერი იგი მის თანაჲ და ცხოვარი და ზროხაჲ ორად ბანაკად.

Verse: 8_(9)   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს ესავ ბანაკსა მას ერთსა და მოსრას იგი, მეორე იგი განერეს.

Verse: 9_(10)   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო მამისა ჩემისა ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად შენდა საშოჲსა და კეთილი გეყოს შენ.

Verse: 10_(11)   Link to mcatLink to septLink to armat   
კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელ უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჴედ იორდანესა ამას. აწ ესერა ვიქმენ ორად ბანაკად.

Verse: 11_(12)   Link to mcatLink to septLink to armat   
განმარინე მე, უფალო, ჴელთაგან ძმისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან და ნუუკუე მომკლას მე და დედაჲ შვილთა ზედა.

Verse: 12_(13)   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ სთქუ: კეთილად კეთილი გეყოს და ვყო ნათესავი შენი ვითარცა. ქჳშაჲ, ზღჳსაჲ, რომელი ვერ აღირაცხების სიმრავლისაგან.

Verse: 13_(14)   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიძინა მუნ მას ღამესა. და მოიღო, რომელ-იგი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, Page of ms. O: 36r  ძმასა თჳსსა:

Verse: 14_(15)   Link to mcatLink to septLink to armat   
თხაჲ ორასი, ვაცი ოცი, ...

Verse: 15_(16)   Link to mcatLink to septLink to armat   
აქლემი ჴდალი და კიცუები მათი ოც და ათი, ზროხაჲ ორმოცი და კუროჲ ათი . ..

Verse: 16_(17)   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცა ჴელთა მონათა თჳსთა სამწყსოჲ თჳს-თჳსა და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და განაშორეთ სამწყსოჲ სამწყსოსა.

Verse: 17_(18)   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამცნო პირველსა მას და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს შენ ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისნი ხართ ანუ ვიდრე ხუალთ და ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე თქუენსა,

Verse: 18_(19)   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუთ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი მიუძღუანა უფალსა ესავს და აჰა იგი შემდგომად ჩუენსა მოვალს.

Verse: 19_(20)   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესრე ამცნო პირველსა მას და მეორესა და მესამესა და ყოველთავე რომელნი ვიდოდეს წინაშე მისსა, და ჰრქუა: ამის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ ესავს, რაჟამს გპოვნეს თქუენ მან,

Verse: 20_(21)   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუთ: აჰა მონაჲ შენი იაკობ მოვალს შემდგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო პირი მისი ძღუნითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა. და ამისა შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემემთხჳოს მე.

Verse: 21_(22)   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარუძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისსა. ხოლო მან დაიძინა მას ღამესა სავანესა მას.

Verse: 22_(23)   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა ღამე და მოიყვანნა ორნივე ცოლნი მისნი და ორნი მჴევალნი მისნი და ათერთმეტნი ყრმანი მისნი და წიაღმოჴდა ჴევსა...

Verse: 23_(24)   Link to mcatLink to septLink to armat   
... და წიაღმოკრიბა ყოველივე, Page of ms. O: 36v  რაჲცა იყო მისი.

Verse: 24_(25)   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე

Verse: 25_(26)   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა და დაუბუშა ვრცელი ბარკლისა იაკობისი ბრძოლასა მას მის თანა.

Verse: 26_(27)   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: განმიტევე. რამეთუ აღმოჰჴდა ცისკარი. ხოლო იაკობ ჰრქუა: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.

Verse: 27_(28)   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან ჰრქუა მას: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.

Verse: 28_(29)   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას: არღარა გერქუას ამიერითგან სახელი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი, რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ.

Verse: 29_(30)   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა: რაჲსა იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ.

Verse: 30_(31)   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა სახელი ადგილსა მას ხილვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ვიხილე ღმერთი პირისპირ და ცხონდა სული ჩემი.

Verse: 31_(32)   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოუჴდა მას მზჱ. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, იგი კელობდა ბარკლითა მით.

Verse: 32_(33)   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არა ჭამიან ძეთა ისრაჱლისათა ძარღჳ იგი, რომელ დაუბუშა, რომელი არს ვრცელსა ბარკლისასა, ვიდრე დღენდელად დღედმდე, რამეთუ შეახო ვრცელსა ბარკლისა იაკობისსა, რომელ დაუბუშა.

Chapter: 33  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიხილნა თუალნი თჳსნი იაკობ და იხილა ძმაჲ თჳსი ესავ მომავალი და ოთხასი კაცი მის თანა. და განუყვნა ყრმანი იაკობ ლიას და რაქელს Page of ms. O: 37r  და ორთა მათ მჴევალთა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაადგინნა ორნი იგი მჴევალნი და ძენი მათნი პირველად, და ლია და ყრმანი მისნი შემდგომად, და რაქელ და იოსებ უკუანაჲსკნელ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შჳდ გზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა მას და ამბორს-უყო მას და დასდვა პირი მისი ქედსა იაკობისსა; და ტიროდეს ორნივე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიჰხედა და იხილნა ორნი ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი შენ? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ შემიწყალა ღმერთმან მონაჲ შენი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიეახლნეს მჴევალნი იგი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიეახლა ლია და შვილნი მისნი და თაყუანის-სცეს. და ამისა შემდგომად მოვიდა რაქელ და იოსებ და თაყუანის-სცეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ესავ: შენი არსა ესე ყოველი ბანაკები, რომელ შემემთხჳა? ხოლო იაკობ ჰრქუა: რაჲთა პოოს მადლი მონამან შენმან, უფალო, შენ წინაშე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად. გეყავნ შენი შენვე!

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას იაკობ: უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ესე ჴელთაგან ჩემთა. ამისთჳს [რამეთუ] ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისაჲ [ჯერ-მიჩინე

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ], Page of ms. O: 37v  რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას იაკობ: უფალმან ჩემმან იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლნი არიან და ზროხაჲ და ცხოვარი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, გინა თუ ორ დღე, მოწყდეს ყოველი საცხოვარი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
წარვედინ უფალი ჩემი წინაშე მონისა თჳსისა და მე შეუძლო მოცალედ გზასა ზედა სლვაჲ წინაშე ჩემსა და შემდგომად ყრმათა მისლვადმდე ჩემდა უფლისა ჩემისა სეირდ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ესავ: დაუტეო ერისა ამისგანი შენ თანა, რომელ არს ჩემ თანა. ხოლო იაკობ ჰრქუა: რაჲსათჳს ესე? კმა არს, რამეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, უფალო.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიქცა ესავ მას დღესა შინა სეირდ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იაკობ წარმოვიდა კარვებად და იქმნა სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი კარვებ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდა იაკობ სალემდ, ქალაქად სიკიმელთა, რომელ არს ქუეყანასა ქანაანისასა, ოდეს-იგი მოვიდოდა შუვამდინარით ასურეთისაჲთ, და დაიბანაკა წინაშე პირისპირ ქალაქსა მას.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიგო მუნ ნაწილი იგი ველისაჲ, სადა-იგი აღდგა კარავი თჳსი, ემორისგან, მამისა სჳქემისა. ასის ტარიგის

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰმართა მუნ საკურთხეველი და ჰხადა სახელსა ღმრთისა ისრაელისასა.

Chapter: 34  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 38r  გამოვიდა დინა, ასული იგი ლიაჲსი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილა სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორელმან, მთავარმან მის ქუეყანისამან, მიიყვანა იგი და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისსა, და შეიყუარა ქალწული იგი და ეტყოდა გონებისაებრ ქალწულებისა თჳსისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო სჳქემ ემორს, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: მომგუარე ყრმაჲ ესე ცოლად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ესმა იაკობს, რამეთუ შეაგინა სჳქემ, ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი იაკობისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისი, იაკობისა სიტყუად მისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ძენი იაკობისნი მოვიდეს ველით. ვითარცა ესმა ესე, შეწუხნეს კაცნი იგი ფრიად, რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შოვრის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ჯერ-უჩნდა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: სჳქემ, ძემან ჩემმან. აღირჩია სულითა თჳსითა ასული თქუენი. მოეცით იგი მას ცოლად.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
გუემზახენით ჩუენ: ასულნი თქუენნი მოგუცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიათხოვენით ძეთა თქუენთა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრენით ჩუენ შოვრის და აჰა-ესერა ქუეყანაჲ ფართო არს თქუენ წინაშე. დაეშჱნენით, ივაჭრობდით მას შინა და მოი/გებდით Page of ms. O: 38v  მას ზედა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა სჳქემ მამასა მისსა და ძმათა მისთა: ვჰპოებმცა მადლსა წინაშე თქუენსა და რაჲ-იგი სთქუათ, მიგცე თქუენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
გინამრავლეთ საცხოვარი ფრიად და მიგცე, რაჲ-იგი მრქუათ მე, და მომეცით მე ყრმაჲ ესე ცოლად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგეს ძეთა იაკობისთა სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, და ჰრქუეს ზაკუვით, რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდეს მათ სჳმეონ და ლევი, ძმანი დინაჲსნი: ვერ ჴელ-გუეწიფების სიტყუაჲ ეგე ყოფად, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა, რამეთუ საყუედრელ არს იგი ჩუენდა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამით მსგავს ვიყვნეთ თქუენდა და დავემკჳდრნეთ თქუენ შოვრის: უკუეთუ იქმნნეთ თქუენ, ვითარცა-ესე ჩუენ ვართ, რაჲთა წინა-დაიცჳთოს ყოველმან წულმან თქუენმან,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულთა თქუენთაგანნი მოვიყვანნეთ ჩუენ. და დავემკჳდრნეთ თქუენ შოვრის და ვიყვნეთ ვითარცა ნათესავი ერთი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ისმინოთ ჩუენი, რაჲთა წინა-დაიცჳთოთ, წარვიყვანნეთ ასულნი ჩუენნი და წარვიდეთ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთნდეს სიტყუანი ესე წინაშე ემორისა და წინაშე სჳქემისა, ძისა ემორისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ მოსურვე იყო ასულისათჳს იაკობისა, რამეთუ იგი იყო უდიდებულეს სახლსა შინა მამისა მისისასა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 39r  მოვიდეს ემორ და სჳქემ ბჭეთა თანა ქალაქისა მათისათა და ეტყოდეს კაცთა მათ ქალაქისათა და ჰრქუეს:

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცნი ესე მშჳდობისანი არიან ჩუენ თანა, დაემკჳდრნედ ქუეყანასა ზედა და ივაჭრობდენ მას ზედა. და ესერა ქუეყანაჲ ფართო არს წინაშე მათსა. ასულნი მათნი მოვიყვანნეთ ჩუენდა ცოლად და ჩუენნი მივსცნეთ მათ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
გარნა ამით გუემსგავსნენ ჩუენ კაცნი ესე დამკჳდრებად ჩუენ თანა, რაჲთა ვიყვნეთ ვითარცა ერთი ერი წინა-დაცუეთითა მით ჩუენითა, ვითარცა-იგი წინა-დაცუეთილ არიან;

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და საცხოვარი მათი და მონაგები მათი და ყოველი ოთხფერჴი მათი არა ჩუენი იყოს, გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ მათ და ღაემკჳდრნენ ჩუენ თანა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ისმინეს ემორისი და სჳქემისი, ძისა მისისაჲ, ყოველთავე გამოსავალთა ბჭეთა ზედა მის ქალაქისა მათისათა და წინა-დაიცუეთდეს წინა-დაცუეთილებასა მათსა ყოველი წული.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მესამესა დღესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა, მოიღეს ძეთა იაკობისთა სჳმეონ და ლევი, ძმათა დინაჲსთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად და მოსრეს ყოველი მამაკაცი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ემორ და სჳქემ მოწყჳდნეს პირითა მახჳლისაჲთა და გამოიყვანეს დინა, Page of ms. O: 39v  დაჲ მათი, სახლისაგან სჳქემისა და გამოვიდეს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ძენი იაკობისნი შევიდეს წყლულებასა მას ზედა და აღიჭრეს ყოველივე იგი ქალაქი, ამისთჳს რამეთუ შეაგინეს დინა, დაჲ მათი.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოვარი და ზროხაჲ მათი, ვირები და ყოველი, რავდენი იყო ქალაქსა მას შინა და რავდენი-რაჲ იყო ველსა ზედა, წარმოიღეს;

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველივე დედა-წული მათი და ყოველივე ჭურჭერი მათი და ცოლნი მათნი წარმოტყუენნეს, რავდენი იყო ქალაქსა შინა, და რავდენი იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რაჲთა ვიყო მე ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა ამის ქალაქისათა, ქანანელთა შოვრის და ფერეზელთა, და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?

Chapter: 35  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ და უშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა და ყოველთავე მისთანათა: აღიხუენით კერპნი ეგე უცხოთესლთანი, რომელ არიან თქუენ შოვრის, და განიწმიდენით და შეცვალეთ სამოსელი Page of ms. O: 40r  თქუენი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა, და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდა იაკობ სიკიმაჲთ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქსა მას მათსა ზედა გარემოჲს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა მას ქანაანისასა, ესე არს ბეთელი, იგი და ყოველი ერი მის თანა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი მისი ბეთელი, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ძმისა თჳსისა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკუდა დებორა, მზარდული რებეკაჲსი, და დაეფლა ქუეშე მუხასა მას. და უწოდა სახელი მუხასა მას მუხაჲ გლოვისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდოდა შუვამდინარით ასურეთისაჲთ. აკურთხა იგი ღმერთმან

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას: სახელი შენი იაკობ არღარა გერქუას, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი Page of ms. O: 40v  შენი, აღორძნდი და განმრავლდი. ნათესავნი და შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან და მეფენი წყვილთაგან შენთა გამოვიდენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქუეყანაჲ, რომელ მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, შენდა იყოს იგი და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმაღლდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღჰმართა იაკობ ძეგლი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა მის თანა ღმერთი, ძეგლი ქვისაჲ, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა იაკობ სახელი ადგილისაჲ მის, სადა ეტყოდა მას ღმერთი, ბეთელ.

Verse: 16_(21)   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა კარავი მისი მუნ მიერ კერძო გოდოლსა მას გადერისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო, რაჟამს მიეახლა იგი ქაბრათად მისლვად ქუეყანად ევფრათად, შვა რაქელ და შობასა მისსა ძნიად შობდა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ფიცხლად შობასა მისსა ჰრქუა მას ყრმისა აღმქუმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძჱ გესუა შენ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო აღმოსლვასა სულისა მისისასა, რამეთუ მოკუდებოდა, [უწოდა] სახელი მისი ძჱ სალმობისა ჩემისაჲ. ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოკუდა რაქელ და დაეფლა გზასა ზედა ევფრათას, ესე-იგი არს ბეთლემი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლ/ავისა Page of ms. O: 41r  რაქელისი ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 21_(22)   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, რაჟამს დაემკჳდრა ისრაჱლ მას ქუეყანასა, მივიდა რუბენ და დაწვა გალაჲს თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა. ესმა ისრაჱლს ესე და ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
იყვნეს ძენი იაკობისნი ათორმეტ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი ლიაჲსნი: პირმშოჲ იაკობისი რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბილონ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი რაქელისნი: იოსებ და ბენიამენ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი ბალაჲსნი, მჴევლისა რაქელისნი: დან და ნეფთალემ. ძენი ზელფაჲსნი, მჴევლისა ლიაჲსნი: გად და ასერ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ძენი იაკობისნი, რომელ ესხნეს მას შუვამდინარეს ასურეთისა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა. ქალაქად მამბრედ ველისა, ესე-იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანაანისასა, სადა-იგი დაემკჳდრნეს აბრაჰამ და ისაკ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
იყვნეს დღენი ისაკისნი, რაოდენ ცხონდა, ას ოთხმეოც.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაკლდა ისაკ და მოკუდა და შეეძინა მამათა თჳსთა მოხუცებული და სავსჱ დღითა. და დაჰფლეს ძეთა მისთა ესავ და იაკობ.

Chapter: 36  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე შობანი არიან ესავისნი, ესე-იგი არს ედომ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანნა ცოლნი მისნი ასულთაგან ქანაანისთა: ადან, ასული ელომისი ქეტელისაჲ, და ელიბემათ, ასული ენანისი ეველისაჲ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბასემათ, ასული ისმაელისი, დაჲ Page of ms. O: 41v  ნაბეოთისი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უშვა მას ადან ელიფას და ბასემათ უშვა მას რაგუელ,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ელიბემათ უშვა მას იეულ და იეგლომ და კორე. ესე ძენი ესავისნი, რომელ ესხნეს მას ქუეყანასა ქანაანისასა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
წარიყვანნა ესავ ცოლნი თჳსნი და ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისაჲ და ყოველი მონაგები თჳსი და ყოველი საცხოვარი და ყოველი, რაჲცა მოეგო ქუეყანასა ქანაანისასა, და ყოველი, რაჲცა მოეპოვა. და წარვიდა ქუეყანით ქანაანით პირისაგან იაკობისა, ძმისა თჳსისაჲთ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ ეძლო ქუეყანასა მწირობისა მათისასა ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთაჲსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეშჱნა ესავ მთასა მას სეირსა, ესე-იგი არს ედომი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე შობანი არიან ესავისნი, მამისა ედომისნი, მთასა სეირსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე არს სახელები ძეთა ესავისთაჲ: ელიფას, ძჱ ადაჲსი, ცოლისა ესავისი, და რაგუელ, ძისა ბასემათისი, ცოლისა ესავისი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
იყვნეს ძენი ელიფასისნი: თემან, ოჰმან, სოფარ, გოთომ, კენეზ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო თამნა, ხარჭმან ელიფასისმან, ძისა ესავისმან, უშვა ელიფასს ამალეკი. ესე ძენი ადაჲსნი, ცოლისა ესავისნი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არიან ძენი რაგუელისნი: ნაგეთ, ზარეთ, Page of ms. O: 42r  ოჰმეთ, მოზე ესე იყვნეს ძენი ბასიმათისნი, ცოლისა ესავისნი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე იყვნეს ძენი ელიბემაჲსნი, ასულისა ენანისნი, ძისა სებეგორისნი, ცოლისა ესავისნი. და უშვა ესავს იეულ და იგლონ და კორე.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე იყვნეს მთავარნი, ძენი ესავისნი: ელიფას, პირმშოჲ ესავისი. ძენი ელიფასისნი, პირმშოჲსა ესავისნი: მთავარი ... გოთომ, მთავარი კენეზ,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
... მთავარი ამალეკ. ესე არიან მთავარნი ელიფასისნი ქუეყანასა იდუმიაჲსასა. ესე ძენი ადაჲსნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე ძენი რაგუელისნი, ძისა ესავისნი: მთავარი ნაქეთ, მთავარი ზარეთ, მთავარი ოჰმეთ, მთავარი ოზე. ესე მთავარნი რაგუელისნი ქუეყანასა ედომისასა. ესე ძენი ბასიმათისნი, ცოლისა ესავისნი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე ძენი ელიბემაჲსნი, ცოლისა ესავისნი: მთავარი იულ, მთავარი ეგლომ, მთავარი კორე. ესე მთავარნი ელიბემაჲსნი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე ძენი ესავისნი და ესე მთავარნი მათნი. ესე არიან ედომისნი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ესე ძენი სეირისნი ქორიზისანი, რომელი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ლოტანისასა: სობალ, სებეგონ, ანა,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
დესონ, ასარ და რისონ. ესე მთავარნი სერის ქორელისანი Page of ms. O: 42v  ქუეყანასა ედომისსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იყვნეს ძენი ლოტანისნი: ქორრი და ემან, ხოლო დაჲ ლოტანისი თამნა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე ძენი საბალისნი: გოზომ და მანაქათ, გებელ, სოფ და ონან.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე ძენი სებეგორისნი: ეე და ენან. ესე იგი არს ენან, რომელმან პოვა იამენი უდაბნოსა, ოდეს-იგი აძოვებდა მეუღლეთა სებეგორისთა, მამისა თჳსისათა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე არიან ძენი ენანისნი: დესონ და ელიბემა, ასული ენანისი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ესე ძენი დესონისნი: ამადა, აბამა, იეთრამ და ქარრამ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ძენი ასარისნი: ბალაამ და ლუკამ და იოვიკამ და უსამ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე ძენი რუსანისნი: ოს და არრან.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე მთავარნი ქორისნი: მთავარი ლოტან, მთავარი ზობალ, მთავარი სებეგორ, მთავარი ენან,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარი ასარ, მთავარი დესონ, მთავა[რი] რისონ. ესე მთავარნი ქორისნი სამთავროსა მათსა ზედა ქუეყანასა მას ედომისასა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე მეფენი, რომელნი მეფობდეს ქუეყანასა ედომისასა ვიდრე მეფისა ყოფადმდე ისრაჱლსა ზედა:

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეფობდა ედომს ბალააკ, ძჱ ბეორისი, და სახელი ქალაქისა მისისაჲ დენაბა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკუდა ბალააკ და მეფობდა მის წილ იობაბ, ძჱ ზარჱსი, ბოსორელი.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკუდა იობაბ და მის წილ მეფობდა ასონ ქუეყანისაგან თემანელთაჲსა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 43r  მოკუდა ასონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა, და სახელი ქალაქისაჲ მის გეთემ.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკუდა ადად და მეფობდა მის წილ სამალაკ, რომელი იყო მასეკკაჲთ.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკუდა სამალაკ და მეფობდა მის წილ საულ, რომელი იყო როფოთით, რომელ არს მდინარესა ზედა.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკუდა საულ და მეფობდა მის წილ ბალაენონ, ძჱ აქობორისი.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
[მოკუდა ბალაენონ] და მეფობდა მის წილ ადად, ძჱ არადისი, და სახელი ქალაქისა მისისაჲ ფოგორ. და სახელი ცოლისა მისისაჲ მატაბიელ. ასული მადრადისი, ძისა მეზოჰფისი.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე სახელები არს მთავართა მათ ესავისთაჲ და ტომთა მათთაჲ ადგიდ-ადგიდსა მათსა და სოფლებსა მათსა და ნათესავსა შოვრის მათსა: მთავარი თემნა. მთავარი გოლა, მთავარი იეთომ.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარი ელიბემა, მთავარი ელას, მთავარი ფინან,

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარი კინეზ, მთავარი თემან, მთავარი მაზარ,

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარი მიგედილ, მთავარი ზეფაიმ. ესე მთავარნი ედომისნი დაშჱნებულთა შინა . ..

Chapter: 37  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
[ხოლო დაეშჱნა იაკობ] ქუეყანასა მას, სადაცა მკჳდრ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა ქანაანისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე შობანი არიან იაკობისნი: იყო იოსებ აჩჳდმეტ წლის და Page of ms. O: 43v  მწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა. ყრმაღა იყო ძეთა თანა ბალაჲსთა და ძეთა თანა ზელფაჲსთა, ხარჭთა მამისა თჳსისათა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იაკობს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა. რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალ-ფერი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ უყუარს მამასა უფროჲს ყოველთა ძმათა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მისთჳს რაჲთურთით.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: ისმინეთ ჩუენებაჲ ესე, რომელ მეჩუენა:

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულთა შოვრის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულთა ჩემთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუეს მას ძმათა მისთა: აწ მეფობით ჰმეფობდეა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდეა ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისა ჩუენებათა მათთჳს მისთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა თჳსსა და ძმათა და ჰრქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ Page of ms. O: 44r  სხუაჲ, ვითარმედ მზჱ და მთოვარჱ და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს მე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
შეჰრისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ესე ჩუენებაჲ, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუე მოსლვით მოვიდეთა მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეშურებოდეს ძმანი მისნი. ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდეს ძმანი მისნი მწყსად ცხოვართა მამისა მათისათა სჳქემდ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: ანუ. არა ძმანი შენნი მწყსიანა სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ. ხოლო მან ჰრქუა მას: აჰა აქა ვარ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ისრაჱლ: წარვედ და იკითხენ ძმანი შენნი, ვითარ-ძი ცოცხლებით არიან, და ცხოვარნი და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისათა და შევიდა სჳქემდ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა. ჰკითხა კაცმან მან: ვის ეძიებ?

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა მას: ძმათა ჩემთა ვეძიებ; მითხარ მე: სადა აძოებენ?

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმდ. და წარვიდა იოსებ კუალსა ძმათა მისთასა და პოვნა იგინი დოთაიმს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ წინაჲსწარ იხილეს იგი მიმავალი შორით Page of ms. O: 44v  და ვიდრე მიახლებადმდე მათა განიზრახვიდეს ბოროტსა მოკლვად მისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა ჩუენების მხილველი იგი მოვალს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ ერთსა ჯურღმულსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲ-ძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელთაგან ძმათა თჳსთაჲსა და ჰრქუა მათ: არა მოვკლათ იგი მოკლვით.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: ნუ დასთხევთ სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა ამას უდაბნოჲსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის ზედა, რაჲთამცა განარინა იგი და მისცა მამასა თჳსსა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა თანა, განსძარცუეს იოსებს სამოსელი იგი ჭრელი, რომელი ემოსა,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიყვანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო და წყალი არა დგა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასხდეს იგინი ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილეს და აჰა-ესერა მოგზაურნი ისმაიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს გალაადით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა და შთახსითა და მკურის კევითა და შთავიდოდეს ეგჳპტედ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იუდა ძმათა Page of ms. O: 45r  თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვკლათ ძმაჲ ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი?

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვედით და მივჰყიდოთ იგი ისმაიტელთა ამათ, ხოლო ჴელნი ჩუენნი ნუ მიიყოფიედ მას ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდეს კაცნი იგი ვაჭარნი მადიანიტელნი, და აღმოიყვანეს იოსებ ჯურღმულისა მისგან და მიჰყიდეს იოსებ ისმაიტელთა მათ ოც დრაჰკნის და შთაიყვანეს იგი ეგჳპტედ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქცა რუბენ და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას შინა და დაიპო სამოსელი თჳსი

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიქცა ძმათა თჳსთა და ჰრქუა: ყრმაჲ იგი არა არს აქა და მე ვიდრე-მე ვიდე?

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იგი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუძღუანეს სამოსელი იგი ჭრელი და შეართუეს მამასა მისსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისაჲ არს, ანუ არა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისაჲ არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიპო იაკობ სამოსელი და შეიმოსა ძაძაჲ წელთა მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი Page of ms. O: 45v  და ასულნი მისნი და მოვიდეს ნუგეშინის-ცემად მისა. და მას არა უნდა ნუგეშინის-ცემის და თქუა, ვითარმედ: შთავიდე მე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთა. და სტიროდა მას მწარედ.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ისმაიტელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა მატაკარანსა.

Chapter: 38  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მას ჟამსა ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათაგან თჳსთა და მივიდოდა იგი კაცისა ვისსამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა იარას.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავა, მოიყვანა იგი და შეირთო.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგა და შვა ძჱ და უწოდა სახელი ჱრ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგა მერმე და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი ავნან.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
შესძინა მერმე და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა ესენი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოჰგუარა იუდა ცოლი ჱრს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჱრ, პირმშოჲ იგი იუდაჲსი, უკეთუო წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ხოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
გულისხმა-ყო ავნან, ვითარნედ არა მისა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა Page of ms. O: 46r  იგი ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმჱ ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა იგიცა უფალმან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდე განმწჳსნეს სელომ, ძჱ ჩემი, რამეთუ თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავა, ცოლი იგი იუდაჲსი, და ნუგეშინის-იცა გლოვისაგან იუდა და მივიდა მრისუველთა ცხოვართა თჳსთა თანა და იირას, მწყემსი იგი მისი ოდოლამელი, თამნად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: აჰა-ესერა მამამთილი შენი აღვალს თამნად რისუვად ცხოვართა თჳსთა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიძარცუა სამოსელი იგი საქურიოჲ და შეიმოსა სამოსელი და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა ზედა ენანისათა, რომელ არს თანა-წარსავალსა თამნაჲსასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განმწჳსნა სელომ, ძჱ მისი, და მან არა მისცა მას იგი ცოლად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილა იგი იუდა და აგონა, ვითარმედ მეძავი ვინმე არს, რამეთუ დაებურა პირი და ვერ იცნა იგი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცა იგი მისა გზისაგან და ჰრქუა მას: მიტევე და შემოვიდე Page of ms. O: 46v  შენ თანა. რამეთუ ვერ იცნა, ვითარმედ ძის ცოლი მისი არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა?

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იუდა ჰრქუა მას: მე მიგიძღუანო შენ თიკანი თხათაჲ სამწყსოჲთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუნებადმდე შენდა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იუდა ჰრქუა მას: [რაჲ] წინდი მიგცე შენ? და მან ჰრქუა: ბეჭედი შენი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან მისცა მას და შევიდა მისა და მიუდგა მისგან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და იგი აღდგა და განიძარცუა სამოსელი იგი მისგან და შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იუდა მიუძღუანა მას თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა თჳსისაჲთა რაჲთა მოიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა პოვა იგი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხა კაცთა მის ადგილისათა სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენუნს გზასა ზედა? და თქუეს: არავინ არს მეძავი აქა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიქცა მწყემსი იგი იუდაჲსა და ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს, ვითარმედ: არავინ არს აქა მეძავი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას! არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ. მე მიუძღუანე თიკანი და შენ არა ჰპოვე იგი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სამისა თჳსა შემდგომად უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ: ისიძვა თამარ Page of ms. O: 47r , სძალმან შენმან, და მიდგომილ არს სიძვით. თქუა იუდა გამოიყვანეთ და დაწჳთ იგი ცეცხლითა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა მიჰყვანდა იგი, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცისა მისგან, რომლისაჲ არს ესე წინდი, მიდგომილ ვარ; და იცან ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ ვიდრე-ღა მე, რამეთუ არა მივეც იგი სელომს, ძესა ჩემსა. და არღა შესძინა მერმე ცნობად მისა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
... ერთმან მან გამოყო ჴელი. მოიღო ამქუმელმან მან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა და თქუა: ესე პირველად გამოვიდეს.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარ შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი და ამქუმელმან მან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღონე ? და რომელი-იგი პირველად გამოვიდა, უწოდა სახელი მისი ფარეზ.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემდგომსა მას... ზარა.

Chapter: 39  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იოსებ შთაიყვანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრე, საჭურისმან ფარაოჲსმან, მზარაულთ მთავარმან, კაცმან მეეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაიტელთაჲსა, რომელთაცა შთაიყვანეს იგი მუნ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაცი მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 47v  ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ უფალი იყო მის თანა, და რავდენსა-რას იქმს, წარუმართებს მას.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და პოვა იოსებ მადლი წინაშე მისსა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე, რაჲცა იყო მისი, მისცა ჴელთა იოსებისთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა და ყოველსავე ზედა, რაჲცა იყო მისი, აკურთხა უფალმან სახლი ეგჳპტელისაჲ მის იოსებისთჳს და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა სახლსა შინა და აგარაკსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა და არარაჲ იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელი ჭამის მან. და იყო იოსებ შუენიერ ქმნულობითა და კეთილ პირითა ფრიად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო ამის სიტყჳსა შემდგომად თუალ-აგნა ცოლმან ეგჳპტელისა უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არარაჲ უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა და ყოველივე, რაჲ არს, მომცა ჴელთა ჩემთა

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და არარაჲთ ვინ მმატს სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, თჳნიერ ხოლო შენსა. რამეთუ ცოლი მისი ხარ, და აწ ვითარ ვქმნე საქმჱ ესე ბოროტი და ვცოდო Page of ms. O: 48r  წინაშე ღმრთისა ჩემისა?!

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს იტყჳნ იგი დღითიდღედ და არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და ყოფად მას,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ეგევითარი რაჲმე დღჱ და შევიდა იოსებ სახლსა საქმედ საქმესა თჳსსა. და არავინ იყო სახლსა მას შინა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და შებმა-უყო სამოსელსა იოსებისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა. ხოლო იოსებ მიუტევა სამოსელი თჳსი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, ვითარცა იხილა, რამეთუ დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა მისთა და ივლტოდა. განვიდა გარე

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდა, რომელნი იყვნეს სახლსა შინა, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა მე მონაჲ ებრაელი კიცხევად ჩემდა: შემოვიდა ჩემდა დაწოლად ჩემ თანა. მე ჴმა-ვყავ ჴმითა დიდითა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მას ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი და ღაღადვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა, ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიყენა სამოსელი მისი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი მისი სახიდ თჳსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა: შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე კიცხევად ჩემდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე, ვითარცა მესმა, აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, ღაღად-ვყავ, დაუტევა Page of ms. O: 48v  სამოსელი მისი ჩემ თანა და ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმნეს უფალსა მას მისსა სიტყუანი ესე ცოლისაგან თჳსისა, რაჲ-იგი უთხრა მას, და თქუა: ესე მიყო მეა მონამან ჩემმან? განრისხნა გულის წყრომით.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანა უფალმან მისმან იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, ადგილსა მას, სადაცა-იგი პყრობილნი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა მას წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მესაპყრობილეთ მოძღურისა მის.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცა მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან საპყრობილჱ ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რავდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
არარაჲ იცოდა თავით თჳსით საპყრობილის მთავარმან მან არცა ერთ რაჲ, რამეთუ ყოველი ჴელთა იოსებისთა იყო, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რავდენსა-რას იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.

Chapter: 40  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა მთავარმან ღჳნის მნემან მეფესა ეგჳპტელთასა და მეპურეთ მოძღუარმან.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და განურისხნა მეფჱ ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნის მნესა მას და მეპურეთ მოძღუარსა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 49r  და მისცნა იგინი საპყრობილესა მზარაულთ მოძღურისა მის, ადგილსა, სადა-იგი იოსებ პყრობილ იყო.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთ მთავარმან იოსებს და დადგა იგი წინაშე მათსა და იყვნეს იგინი საპყრობილესა მას შინა მრავალ დღე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე მათ, კაცად-კაცადმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისაჲ, ღჳნის მნემან და მეპურეთ მოძღუარმან ფარაო მეფისამან იხილეს საპყრობილესა მას შინა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, და იყვნეს იგინი შეწუხებულ

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოჲსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა: რაჲსათჳს პირნი თქუენნი შეწუხებულ არიან დღეს ?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ არავინ არს მისა. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არსა გამოთქუმაჲ იგი მათი? მითხართ იგი მე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და უთხრა ღჳნის მნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა ჩემსა ვხედევდ და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვენაჴსა მას სამნი ძირნი. და იგი აღმოსცენდა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე Page of ms. O: 49v  იყვნეს ტევანნი იგი ყურძნისანი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი იგი ჴელსა ჩემსა და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
სამნი-ღა დღენი წარჴდენ და მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ იგი შენი და კუალად დაგადგინოს შენ ღჳნის მნეობასა შენსა და მისცე სასუმელი ჴელსა ფარაოჲსსა პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა იყავ პირის მჩდე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გეყოს შენ. და ყავ ჩემთჳს წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ პარვით წარმომიპყრეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და აქაცა არარა ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიითარცა იხილა მეპურეთ მოძღუარმან მან, რამეთუ მართლ გამოუთარგმნა, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლანკლანი სამინდოჲთა მქონდეს თავსა ზედა ჩემსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ლანკლასა მას ზედაკერძოსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფჱ ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისაჲ, Page of ms. O: 50r  და მფრინველნი ცისანი შეშჭამდეს მას ლანკლისა მისგან, რომელი იყო თავსა ჩემსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ესე ლანკლანი სამნი დღენი არიან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
სამნი-ღა დღენი წარჴდენ და მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდოს შენ ძელსა. და შეჭამნენ მფრინველთა ცისათა ჴორცნი შენნი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო დღჱ შობისა ფარაოჲსი დღესა მესამესა და იყო სუმაჲ დიდი ყოველთა მონათა მისთაჲ. და მოეჴსენა პატივი ღჳნის მნისაჲ მის და პატივი მეპურეთ მოძღურისაჲ მის შოვრის მონათა მისთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და კუალად დაადგინა ღჳნის მნე იგი მთავრობასავე თჳსსა და მისცა სასუმელი ჴელსა ფარაოჲსსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მეპურეთ მოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმანა მას იოსებ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ღჳნის მნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.

Chapter: 41  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთაჲსა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა-ესერა ვითარმცა მდინარისაგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანენი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა მის კიდესა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და სხუანი შჳდნი ზროხანი Page of ms. O: 50v  აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერვე მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა მდინარის კიდესა მას.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და რჩეულნი ჴორცითა. განიღჳძა ფარაო.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეორედ ჩუენებასა იხილვიდა: და აჰა-ესერა შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ზედა ერთსა, რჩეულნი და კეთილნი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა კუალად მერმე შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათ თანა, წულილნი და ხორშაკეულნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჭამნეს შჳდთა მათ თავთა წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი რჩეულნი, სავსენი და კეთილნი განიღჳძა ფარაო და აჰა-ესერა იყო იგი ჩუენებაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარ განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი. და არავინ იყო მათგანი, რომელმანმცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდა ღჳნის მნჱ იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴ/სენო Page of ms. O: 51r  დღეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარაულთ მოძღურისასა, მე და მეპურეთ მოძღუარი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან, კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ერთი ებრაელი, მონაჲ მზარაულთ მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და მან განგჳმარტა ჩუენ

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა-იგი მან განგჳმარტა, ეგრეცა იყო და შეგუემთხჳა ჩუენ: მე კუალად მოვედ ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუვლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყვანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკუეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს სამოსელი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არავინ არს, ვინმცა განმიმარტა იგი. ხოლო მე მასმიეს შენთჳს: ვითარ თქჳან ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ მაცხოვარებასა ფარაოჲსსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა ჩემსა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარმცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს Page of ms. O: 51v  შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერმე კულად შჳდნი სხუანი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ არასადა მეხილნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
შევიდეს მუცელთა მათთა და არარაჲ გამოჩნდა, ვითარ შევიდეს მუცელთა მათთა. და პირნი მათნი ეგრევე საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ. განვიღჳძე და კუალად დავიძინე.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილევდ მერმე ჩუენებასა: და ვითარმცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერმე კუალად შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა, წულილთა და ხორშაკეულთა, შჳდნი იგი თავნი, სავსენი და კეთილნი. უთხარ ესე გამომეტყუელთა ამათ და არავინ არს, რომელმანმცა მითხრა მე.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენებაჲ ფარაოჲსი ერთ არს: რავდენი Page of ms. O: 51v  ეგულების ღმერთსა ყოფად, უჩუენა ფარაოს.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი თავნი ჴუვილისანი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსი ორივე იგი ერთ არს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან; და შჳდნი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი -- იყოს შჳდი წელი სიყმილი.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სიტყუაჲ იგი, რომელ ვარქუ ფარაოს, რავდენი ეგულების ღმერთსა, უჩუენა ფარაოს.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა შჳდნი წელნი მოვლნ ნაყოფიერებისანი დიდნი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა, დაავიწყოს ნაყოფიერებაჲ იგი მაძღრობისაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა საცნაურ იყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანასა ზედა სიყმილისაგან, რომელი იყოს შემდგომად მისა, რამეთუ სასტიკ იყოს ფრიად.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მეორედ დაქცევისა მისთჳს ჩუენებისა ფარაოჲსისა ორ გზის, რაჲთა ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი ღმრთისა მიერი და ისწრაფოს ღმერთმან ყოფად ესე.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე იხილე კაცი ბრძენი და მეცნიერი და დაადგინე იგი ყოველსა ზედა [ქუეყანასა] ეგჳპტისასა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 51v  და ყავნ ესრჱთ ფარაო და დაადგინენინ ადგილთა მთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღედ ყოვლისაგან ქუეყანისა ეგჳპტისაჲ[სა] შჳდთა ამათ წელთა ნაყოფიერებისათა

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთაჲ მომავალთა კეთილთაჲ და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოჲსსა. საზრდელი ქალაქთა შინა დამარხულ იყავნ.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყავნ საზრდელი დამარხულ ქუეყანისათჳს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანაჲ საყმილითა.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსსა და წინაშე ყოველთა მონათა მისთა.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ფარაო ყოველთა მონათა თჳსთა: ვინაჲ ვპოოთ ჩუენ კაცი სხუაჲ ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ?

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ფარაო იოსებს: რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი, არავინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმის-მყოფელეს შენსა.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა საყდრითა ხოლო გმატდე მე შენ.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა-ესერა დამიდგინებიე მე შენ დღესით დღითგან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 53r  და წარიჴადა ფარაო ბეჭედი ჴელისაგან თჳსისა და შეაცუა ჴელსა იოსებისსა და შეჰმოსა სამოსელი ბისონი და გარდააცუეს მანიაკი ოქროჲ[საჲ] ყელსა მისსა.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღსუა იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ჴმობდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ფარაო იოსებს: მე ფარაო გეტყჳ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფონთოფარნექ და მისცა მას ასენექ, ასული პატეფრესი, მღდელისა მის მზის ქალაქისაჲ, მისა ცოლად.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
იოსებ იყო ოც და ათის წლის, რაჟამს ჩარდგა წინაშე ფარაოჲსსა, მეფისა ეგჳპტელთაჲსა. განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსისა და მოვლო ყოველი ეგჳპტე.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრიბა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა საზრდელი, რომელ-იგი იყო ნაყოფი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, და დადვა საზრდელი ქალაქთა შინა, საზრდელი ველთაჲ ქალაქისა მის გარემოჲსთაჲ და დადვა მას შინა.

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ Page of ms. O: 53v  დიდად ფრიად, ვიდრემდე ვერღარა ეძლო აღრაცხად, რამეთუ არა იყო რიცხჳ.

Verse: 50   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იოსებს ესხნეს ორ ძე, ვიდრე მოწევნადმდე შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი უშვნა ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან.

Verse: 51   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწოდა იოსებ პირმშოსა მისსა მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველივე მამისა ჩემისაჲ.

Verse: 52   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეორესა მას უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა.

Verse: 53   Link to mcatLink to septLink to armat   
წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელნი იყვნეს ქუეყანასა მას ეგჳპტისასა,

Verse: 54   Link to mcatLink to septLink to armat   
და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, ხოლო ქუეყანასა ეგჳპტისასა არა იყო პური.

Verse: 55   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად -ყო ყოველმან ერმან პურისათჳს წინაშე ფარაოჲსსა. ჰრქუა ფარაო მეეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და, რაჲ გრქუას მან, იგიცა ყავთ.

Verse: 56   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. განახუნა იოსებ ყოველნი საუნჯენი იფქლისანი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა.

Verse: 57   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ...

Chapter: 42  
Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 54r  ... ფარაოჲსსა, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შესხნა იგინი საპყრობილესა სამ დღე.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ მესამესა დღესა: ესე ყავთ და სცხონდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ხართ თქუენ მშჳდობისანი, ძმაჲ ერთი თქუენი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძმაჲ იგი თქუენი მოიყვანეთ აქა ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი თქუენნი; უკუეთუ არა, მოსწყდეთ. და მათ ყვეს ეგრჱთ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისა ჩუენისათჳს, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისაჲ. ოდეს გუევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳსცა მოიწია ყოველი ესე ჭირი ჩუენ ზედა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო რუბენ და ჰრქუა მათ: არა გეტყოდეა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ძმასა მაგას ჩუენსა? და არა ისმინეთ ჩემი და აწ ესერა იძიების სისხლი მისი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის ყოველი იგი იოსებს. რამეთუ თარგმანი დგა მათ შოვრის.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიქცა გარე იოსებ მათგან და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე . და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 54v  და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭერნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადსა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა. და უყვეს მათ ეგრჱთ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს მიერ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
განჰჴსნა ერთმან ტჳრთსა, რაჲთამცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა შეკრული იგი ვეცხლი თჳსი, რამეთუ იდვა ზედა კერძო ძაძასა მისსა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ძმათა თჳსთა: კუალად მომეცა მე ვეცხლი ჩემი და აჰა იგი ვაშკარანსა ჩემსა არს. განჰკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ უფალმან?

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანაანისა და უთხრეს მას ყოველი, რომელი შეემთხჳა მათ და იტყოდეს:

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისაჲ, ფიცხლად და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, ვითარცა მსტუარნი ქუეყანისანი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ათორმეტ ვიყვენით ჩუენ ძენი ერთისა მამისანი და ერთი იგი არა შოვრის ჩუენსა არს, ხოლო ერთი იგი მამისა ჩუენისა თანა არს ქუეყანასა ქანაანისასა

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
მრქუა ჩუენ კაცმან მან, უფალმან მის ქუეყანისამან: ამით ვცნა, უკუეთუ Page of ms. O: 55r  მშჳდობისანი ხართ: ძმაჲ თქუენი ერთი ჩემ თანა დაუტევეთ და სყიდული, რომელ მიგიღებიეს, მიართჳთ ვანსა თქუენსა [!] და წარვედით

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემჱსი მოიყვანეთ ჩემდა და ვცნა, რამეთუ არა მსტუარნი ხართ, არამედ მშჳდობისანი, და ძმაჲ ესე თქუენი მიგცე თქუენ და ქუეყანასა ამას იქცეოდეთ და ვაჭრობდით.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო, ვითარცა წარმოაცალიერებდეს ძაძათა მათთა, იპოვა კაცად-კაცადისა ვეცხლი შეკრული ძაძათა მათთა. ვითარცა იხილეს შეკრულები იგი ვეცხლი მათ და, მამამან მათმან, შეშინდეს.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს... და ბენიამენ-ღა მიმიღოთ. ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი!

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოწყდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძჱ ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს. . . და შთაავლინოთ სიბერჱ ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა.

Chapter: 43  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სიყმილი განძლიერდებოდა ქუეყანასა ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, რაჟამს შეასრულეს იფქლი იგი Page of ms. O: 55v  ჭამად, რომელი მოიღეს ეგჳპტით, ჰრქუა მათ მამამან მათმან: კუალად წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემჱსი იყოს თქუენ თანა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, შთავიდეთ და გიყიდოთ შენ საზრდელი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, არა შთავიდეთ, რამეთუ კაცი იგი გუეტყოდა და გურქუა ჩუენ: არა იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ თქუენი უმრწემჱსი იყოს თქუენ თანა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ ისრაჱლ: რაჲ ესე ბოროტი მიყავთ მე? რაჲსათჳს უთხართ კაცსა მას, ვითარმედ: გჳვის ჩუენ ძმაჲ?

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ ჰრქუეს: კითხვით მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა და თქუა: უკუეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ არს, ანუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ კითხვისა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქნას ჩუენ: მოიყვანეთ ძმაჲ თქუენი?!

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რაჲთა ვცხონდეთ და არა მოვსწყდეთ ჩუენცა და შენცა და ვანიცა ჩუენი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 56r  მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთაგან ჩემთა იძიე ეგე. უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე და დავადგინო შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა!

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუმცა არა დაგუეყოვნა, აწმცა მოქცეულ ვართ სამ გზის.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ ისრაჱლ, მამამან მათმან: ვინაჲთგან ესრჱთ არს, ესე ყავთ: მიიღეთ ნაყოფისაგან ამის ქუეყანისა ჭურჭერთა თქუენთა და შთაართჳთ კაცსა მას ძღუენი: რეტინი და თაფლი, საკუმეველი და შტახსი, ბელეკონი და ნიგოზი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვეცხლი ორი წილი მიიღეთ ჴელთა თქუენთა და ვეცხლი იგი, რომელ მოიქცა ჭურჭერთა თქუენთა თანა, მიიღეთ თქუენ თანა, ნუუკუე უმეცრება რაჲმე არს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძმაჲ თქუენი წარიყვანეთ, აღდეგით და წარვედით მის კაცისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა და მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთვე უშვილო ვიქმენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი, ორი წილი მიიღეს მათ თანა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილნა იგინი იოსებ და ბენიამენ, ძმაჲ Page of ms. O: 56v  იგი თჳსი ერთისა დედისაჲ, ჰრქუა ეზოჲს მოძღუარსა მას თჳსსა: შეიყვანენ კაცნი ესე სახიდ და დაკალთ საკლველები და მზა-ყავთ, რაჲთა ჭამონ პური ჩემ თანა კაცთა მაგათ სამხრის.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყო ეგრჱთ კაცმან მან, ვითარცა უბრძანა მას იოსებ, და შეიყვანნა კაცნი იგი ვანად იოსებისა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მათ ვითარცა იხილეს, რამეთუ შეიყვანნა სახლსა იოსებისსა, თქუეს: ვეცხლისა მისთჳს, რომელი იპოვა ჭურჭერთა ჩუენთა პირველად, მისთჳს შევჰყავთ ჩუენ შეწამებად ცილისა, დადებად ბრალისა და მიყვანებად მონად და კარაულთა ჩუენთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდეს კაცისა მის, რომელი-იგი იყო სახლსა ზედა იოსებისსა ბჭეთა ზედა სახლისათა,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მას: გევედრებით, უფალო, მოვედით პირველად სყიდად საზრდელისა;

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო, ვითარცა მივედით სადგურსა და აღვაღეთ ძაძათა ჩუენთა, კაცად-კაცადისა ვეცხლი იპოვა ძაძათა ჩუენთა. ვეცხლი ჩუენი სასწორითა მოგჳღებიეს აწ ჴელთა ჩუენთა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვეცხლი სხუაჲ მოგჳღებიეს სყიდად საზრდელისა და არა ვიცით, ვინ შთადვა ვეცხლი იგი ძაძათა ჩუენთა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა, ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა Page of ms. O: 57r  თქუენთამან მოგცა საფასჱ ჭურჭერთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს. და გამოჰგუარა მათ სჳმეონ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და მისცა საჭმელი ვირთა მათთა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ მომზადეს ძღუენი მოსლვად იოსებისა სამხრად, რამეთუ ესმა, ვითარმედ ისადილებს მუნ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
შევიდა იოსებ სახიდ თჳსი და შეართუეს მას ძღუენი, რომელი აქუნდა ჴელთა მათთა, და თაყუანის-სცეს მას თავით ქუეყანასა ზედა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხა იოსებ და ჰრქუა მათ: ცოცხლებით არსა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, ცოცხალ არსა?

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ იგი შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ არს. თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ! და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს მას.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ნაშობი დედისა მისისაჲ, და თქუა: ესე არსა ძმაჲ იგი თქუენი მრწემი, რომლისაჲ სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუეს: ესე არს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ შეიწუებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულვა ტირილდ. შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიბანა პირი თჳსი Page of ms. O: 57v  და დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგებაჲ პურისაჲ.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაუგეს მას მარტოსა და მათ თჳსა და მეეგჳპტელთა მათ, რომელნი პურსა ერთნეს, თჳსაგან, რამეთუ ვერ ყელ-ეწიფების მეეგჳპტელთა მათ პურისა ჭამაჲ ებრაელთა თანა, რამეთუ საძაგელება არს მეეგჳპტელთა მათ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემჱსი უმრწემჱსად. განუკჳრდებოდა კაცთა მათ ძმისა მიმართ თჳსისა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
მიიღებდეს ბოძსა კაცად-კაცადი მისგან თავისა თჳსისა, ხოლო დიდად განდიდნა ბოძი ბენიამენისი უფროჲს მათსა. და სუეს ღჳნოჲ და დაითრვნეს მის თანა.

Chapter: 44  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა იოსებ ეზოჲს მოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: აღავსენით ძაძანი მაგათ კაცთანი საზრდელითა, რავდენ ძალ-ედვას წარღებად, და შთაუდევით ვეცხლი კაცად-კაცადისაჲ პირსა ზედა ძაძისა თჳსისასა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბარძიმი იგი ვეცხლისაჲ შთაუდგთ ძაძასა მას უმრწემჱსისასა და სასყიდელიცა იფქლისა მისისაჲ. ხოლო მათ ყვეს სიტყჳსა მისებრ იოსებისა, ვითარცა-იგი უბრძანა მათ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარ განთენა ღამჱ იგი, წარგზავნნეს კაცნი იგი და კარაულნი მათნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარ განვლეს ქალაქი და არღა გან/შორებულ Page of ms. O: 58r  იყვნეს შორად, ჰრქუა იოსებ ეზოჲს მოძღუარსა თჳსსა: აღდეგ, დევნა-უყავ კაცთა მათ, ეწიე და არქუ: რაჲსათჳს მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ? რაჲსათჳს მიმპარეთ ბარძიმი ჩემი ვეცხლისაჲ?

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ესე არსა, რომლითა სუამნ უფალი ჩემი და იგი ზმნით იზმნინ მაგით? ბოროტი აღასრულეთ, რომელ-ესე ჰყავთ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იგი ეწია და ჰრქუა სიტყჳსა მისებრ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳ უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას? ნუ სიტყჳსა მაგისებრ მონათა შენთა!

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ მონათა შენთა ჭურჭერთა ჩუენთა, მოვიღეთ შენდა ქუეყანით ქანაანისაჲთ, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ ანუ ვეცხლი?

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლისა თანაცა იპოოს მონათა შენთაგანისა ბარძიმი იგი, მოკუედინ და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა!

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
... ხოლო თქუენ უბრალო იყვნეთ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
იწრაფეს და გარდაჰჴადეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი და განჰჴსნა თითოეულმან ძაძაჲ თჳსი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან ვიდრე უმრწემჱსისა და პოვა ბარძიმი იგი ტჳრთსა შინა ბენიამენისსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი Page of ms. O: 58v  კარაულსა და მიიქცეს ქალაქად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა, ვიდრე სახლსა-ღა შინა თჳსსა იყო იოსებ, და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანასა ზედა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ იოსებ: რაჲ საქმე ჰქმენით ესე? არა იცითა, რამეთუ ზმნით იზმნინ კაცი ჩემ ვითარი?

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქნა მას იუდა: რაჲ-მე სიტყუაჲ მიგიგოთ უფალსა ჩუენსა. ანუ რასა ვიტყოდით ანუ რასა ვმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა. აჰა-ესერა ვართ ჩუენ მონანი უფლისა ჩუენისანი, ჩუენცა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა სიტყჳსაებრ მაგის! რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგიცა იყოს მონა ჩემდა, ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები, უფალო. იტყოდის მონაჲ შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შენ ხარ შემდგომ ფარაოჲსსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო, შენ ჰკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ ანუ ძმაჲ?

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარქუთ უფალსა ჩუენსა, ვითარმედ: გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძჱ სიბერისა მისისაჲ, ძმაჲ ჩუენი. ხოლო ძმაჲ მისი მოკუდა და იგი დაშთა დედასა მისსა მარტოჲ და მამამან შეიყუარა იგი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: მოიყვანეთ იგი ჩემდა და მე ვიღუაწო იგი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 59r  და ჩუენ გარქუთ უფალსა ჩუენსა: ვერ ჴელ-ეწიფების ყრმასა მაგას დატევებაჲ მამისაჲ: უკუეთუ დაუტეოს მამაჲ, მოკუდეს იგი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: უკუეთუ არა მოვიდეს ძმაჲ იგი თქუენი უმრწემჱსი, არღარა შესძინოთ ხილვად პირი ჩემი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო, ვითარცა აღვედით მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, უთხართ მას სიტყუაჲ უფლისა ჩუენისაჲ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა ჩუენ მონამან შენმან, მამამან ჩუენმან: წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არამედ [ძმა]ჲ თუ ჩუენი უმრწემჱსი შთამოავლინო ჩუენ თანა, შთავიდეთ, რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ხილვად პირი კაცისაჲ მის, უკუეთუ ძმაჲ ჩუენი უმრწემჱსი არა იყოს ჩუენ თანა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან: თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შვნა იგინი ცოლმან ჩემმან;

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერთი იგი წარწყმდა, გან-რაჲ-ვიდა ჩემგან, და სთქუთ, ვითარმედ: მჴეცმან შეჭამა იგი, და არღარა ვიხილე იგი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ესე-ღა თუ წარიყვანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა და შთაავლინოთ სიბერჱ ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა?

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ უკუეთუ აღვიდეთ მონისა Page of ms. O: 59v  შენისა, მამისა ჩუენისა, და ყრმაჲ ეგე არა იყოს ჩუენ თანა, რამეთუ სულნი მისნი გამოაბან სულსა მაგისსა,

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს იხილოს, ვითარმედ ყრმაჲ იგი არა არს ჩუენ თანა, მოკუდეს და შთავავლინოთ მონათა შენთა სიბერჱ მონისა შენისა მამისა ჩუენისაჲ, მწუხარებით ჯოჯოხეთა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მონასა შენსა თავს-მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყვანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო მამისა ყოველთა დღეთა !

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ვდგე მე მონად შენდა ყრმისა ამის წილ კირთად უფლისა ჩემისა, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემჱსი ჩუენ თანა, ვერცა მე აღვიდე მამისა და რაჲთა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან.

Chapter: 45  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერღარა ეძლო იოსებს დათმენად ყოველთა წინაშე-მდგომელთა მისთა და თქუა: განავლინეთ ყოველი კაცი ჩემგან! და არავინ დგა წინაშე იოსებისსა არცა ერთ, რაჟამს გამოეცხადებოდა იოსებ ძმათა თჳსთა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით და ესმა ყოველთა ეგჳპტელთა და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ. ცოცხალ და არსა მამა[ჲ ჩ]ემი ? და ვერ მიუგეს სიტყუაჲ Page of ms. O: 60r  ძმათა მისთა, რამეთუ ეშინოდა, და შეძრწუნდეს ფრიად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მომეახლენით მე. და იგინი მიეახლნეს. და ჰრქუა მათ: მე ვარ იოსებ, რომელი მომყიდეთ ეგჳპტედ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ ნუ სძრწით, ნუცა ფიცხელ გიჩს თქუენ, რამეთუ [!] მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი წელნი სხუანი-ღა ყოფად არიან, რომელთა არა იყოს ჴნვა, არცა ლეწვა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რაჲთა დაშთეს ნე[შტი] თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად ქუეყანასა ნეშტად დიდად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ აქა, არამედ ღმერთმან, და მყო მე ვითარცა მამაჲ ფარაოჲსი და უფალ ყოველსა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ იწრაფეთ მამისა ჩემისა და არქუთ მას: ამას იტყჳს იოსებ, ძჱ შენი: მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემისასა, რომელ არს არაბიაჲსაჲ, და იყავ მახლობელად ჩემდა, შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი, ცხოვარი და ზროხაჲ შენი და რაოდენი-რაჲ არს შენი,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე გამოგზარდო შენ მუნ. ხოლო ხუთ წელ-ღა სიყმილი ყოფად არს, Page of ms. O: 60v  რაჲთა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა თუალნი თქუენნი ჰხედვიდენ და თუალნი ბენიამენისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უთხართ მამასა ჩემსა ყოველი დიდებაჲ ჩემი ეგჳპტეს შინა და რავდენი-ესე იხილეთ. და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამაჲ ჩემი აქა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოეხჳა ქედსა ბენიამენისსა, ძმისა თჳსისასა, და ტიროდა მას ზედა და ბენიამენ ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა. ამისა შემდგომად ეტყოდეს ძმანი მისნი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიწია სიტყუაჲ ესე ყურთა ფარაოჲსთა და უთხრეს, ვითარმედ: მოსრულ არიან ძმანი იოსებისნი. განიხარა ფარაო და ყოველთა მსახურთა მისთა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ფარაო იოსებს: არქუ ძმათა შენთა, რაჲთა ესე ყონ: აღავსენით ძაძანი თქუენნი იფქლითა და წარვედით ქუეყანად ქანაანისა

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარმოიყვანეთ მამაჲ თქუენი და ყოველი მონაგები თქუენი და მოვედით ჩემდა. და მიგცე თქუენ კეთილი ეგჳპტისაჲ და შჭამდეთ თქუენ ტჳნსა ქუეყანისასა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ ამცენ ძმათა შენთა ესრჱთ, რაჲთა მიიღონ ურმები ქუეყანით ეგჳპტით ყრმათა თქუენთათჳს და ცოლთა, დ[ა წა]რმოიყვანეთ მამაჲ თქუენი Page of ms. O: 61r  და მოვედით.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნუ ჰრიდებნ თუალი თქუენი ჭურჭერსა თქუენსა, რამეთუ ყოველივე კეთილი ეგჳპტისაჲ თქუენდა იყოს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყვეს ეგრეთ ძეთა ისრაჱლისათა. და მისცა მათ იოსებ ურმები ბრძანებისაებრ მეფისა ფარაოჲსა და აუგო მათ საზრდელი გზასა ზედა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა მათ მისცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს მისცა ორასი დრაჰკანი და ხუთი წყვილი თითოფერი სამოსელი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და მამასა მიუძღუანა ეგრევე სახედ და ათი ვირი, რომელსა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა, და ათი ჯორი, რომელსა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარგზავნნა ძმანი თჳსნი და ჰრქუა მათ: ნუ გულს-იწყებთ გზასა ზედა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოვიდეს ეგჳპტით ქუეყანად ქანაანისა იაკობისა, მამისა მათისა,

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და უთხრეს, ვითარმედ: ცოცხალ არს ძჱ შენი იოსებ და იგი უფლებს ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. განკჳრდა გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენი მათი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
უთხრობდეს ყოველთა სიტყუათა იოსებისთა, რომელთა-იგი ეტყოდა მათ. და ვითარ იხილა ურმები იგი, რომელ მოუძღუანა იოსებ, რაჲთა წარიყვანოს იგი, განცხოველდა სული იაკობისი, მამისა მათისაჲ,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ისრაჱლ: დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძჱ ჩემი იოსებ ცოცხალ არს. Page of ms. O: 61v  მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა.

Chapter: 46  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
წარვიდა ისრაჱლ, იგი და ყოველივე მისი, და მოვიდა ჯურღმულსა მას თანა ფიცისასა და შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ღმერთმან ისრაჱლს ჩუენებასა ღამისასა: იაკობ, იაკობ. ხოლო მან ჰრქუა: აქა, უფალო.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
[ხოლო მან ჰრქუა:] მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ. ნუ გეშინინ შთასლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მე შთამოვიდე შენ თანა ეგჳპტედ. და აღმოგიყვანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდგა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარიყვანეს ძეთა იაკობისთა ისრაჱლ, მამაჲ მათი. აღსხეს ჭურჭერი მათი და ცოლები მათი ურმებსა, რომელ მიეძღუანა იოსებს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარიღეს ნაყოფი მათი და ყოველი მონაგები მათი, რაოდენი-რაჲ მოეგო ქანაანისა ქუეყანასა, და შთავიდეს ეგჳპტეს იაკობ და ნათესავნი მისნი მის თანა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი მისნი და ძენი ძეთა მისთანი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველი ნათესავი მისი შთაიყვანა ეგჳპტედ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი შევიდეს ეგჳპტეს იაკობის თანა, მამისა მათისა. იაკობ და ძენი მისნი: პირმშოჲ იაკობისი რუბენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი რუბენისნი: ენუქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი Page of ms. O: 62r  სჳმეონისნი: ევმოთ და იამენ, აოდ და აქინ, საარ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი ლევისნი: გეთსონ, კაათ და მერარი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი იუდაჲსნი: ჱრ და ავნან... ქუეყანასა ქანაანისასა. იყვნეს ძენი ფარეზისნი: ასრომ და იამუელ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი იზაქარისნი: თოლა, ფულა, იასობ და ზამბრამ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი ზაბილონისნი: ზედენ, ალონ და აიელ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ძენი ლიაჲსნი, რომელნი უშვნა იაკობს შუვამდინარეს ასურეთისასა, და დინა, ასული მისი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი გადისნი: საფონ, ანგის და სავნის, თასუბამ და აედის და აიელიეს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი ასერისნი: იემნა და იესუ, იეულ და ბარია და სარა, დაჲ მათი. ძენი ბარიაჲსნი: ქობორ და მელქიელ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ძენი ზელფაჲსნი, რ̃ლ მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, რომელმან უშვნა. ესენი იაკობს, სული ათექუსმეტ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი რაქელისნი, ცოლისა იაკობისნი: იოსებ და ბენიამენ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
იყვნეს ძენი იოსებისნი ეგჳპტეს, რომელნი უშვნა მას ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან, მანასე და ეფრემ. იყვნეს ძენი მანასესნი, რომელნი უშვნა მას ხარჭმან ასურმან, მაქირ. და მაქირ შვა გალაადი. ძენი ეფრემისნი: სუტალამ და ტალამ. ძენი სუტალამისნი: ედემ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი ბენიამენისნი: Page of ms. O: 62v  ბალა, ქობორ და იასბელ. იყვნეს ძენი ბალაჲსნი: გერა, ნოემან, ლაქის, როს, მამფინ. და გერა შვა არადი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ძენი რაქელისნი, რომელნი უშვნა იაკობს, ყოველი სული ათრვამეტ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი დანისნი: ასომ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი ლეფთალემისნი: ასიელ, გოვინი, ისაარ და სელიმ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ძენი ბალაჲსნი, რომელ მისცა ლაბან რაქელს, ასულსა თჳსსა, და უშვნა იაკობს, ყოველი სული შჳდ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი, რომელნი შევიდეს იაკობის თანა ეგჳპტეს, რომელნი გამოსრულ იყვნეს წყვილთაგან მისთა, გარეშე ცოლთა ძეთა იაკობისთა, ყოველი სული სამეოც და ექუს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი იოსებისნი, რომელნი ესხნეს ეგჳპტეს, სული ცხრა. ყოველი სული, რომელნი შევიდეს ეგჳპტეს იაკობის თანა, სამეოც და ათხუთმეტ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იუდა წარავლინა წინაჲსწარ მისა იოსებისა, რაჲთა მოეგებვოდის მას კათერონ ქალაქსა, ქუეყანასა რამესესსა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
აღაგნა იოსებ ეტლნი თჳსნი და აღვიდა შემთხუევად იაკობისა, მამისა თჳსისა, კათერონ ქალაქსა. და იხილა იგი და ტიროდა ტირილითა დიდითა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ ამიერითგან, ვინაჲთგან ვიხილე, იოსებ, პირი შენი, რ̃ შენ ცოცხალ-ღა ხარ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: Page of ms. O: 63r  აღვიდე და უთხრა ფარაოს და ვჰრქუა მას: ძმანი ჩემნი და სახლი მამისა ჩემისაჲ, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქანაანისასა, მოსრულ არიან ჩემდა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ საცხოვრის მზრდელ არიან. საცხოვარი მათი და ზროხაჲ და ყოველი, რაჲცა არს მათი, მოსრულ არს.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გიწოდის თქუენ ფარაო და გრქუას: რაჲ არს საქმჱ თქუენი,

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუთ, ვითარმედ: კაცნი საცხოვრის მზრდელნი ვართ მონანი შენნი სიყრმითგან ვიდრე მოაქადმდე, ჩუენ და მამანი ჩუენნი, და რაჲთა დავეშენნეთ ქუეყანასა მას გესემისასა, რამეთუ საძაგელ არს მეეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ.

Chapter: 47  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდა იოსებ, უთხრა ფარაოს და ჰრქუა: მამაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი, საცხოვარი მათი და ზროხაჲ და ყოველივე მათი მოსრულ არიან ქუეყანით ქანაანისაჲთ და არიან იგინი ქუეყანასა გესემისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძმათაგანი მისთაჲ წარმოიყვანა ხუთი კაცი და დაადგინნა წინაშე ფარაოჲსსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ფარაო ძმათა იოსებისთა: რაჲ არს საქმჱ თქუენი? ხოლო მათ ჰრქუეს: მწყემსნი ვართ ცხოვართანი მონანი შენნი ...

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მწირობად მოსრულ ვართ ქუეყანასა, რამეთუ არა არს საძოვარი საცხოვართა [მონათა] შენთაჲსა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი Page of ms. O: 63v  ქუეყანასა ქანაანისსა. აწ დავეშჱნნეთ მონანი შენნი ქუეყანასა გესემისასა.

Verse: 5_(6B)   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ფარაო იოსებს: დაემკჳდრნედ ქუეყანასა გესემისასა. უკუეთუ იცი, ვითარმედ არიან მათ შოვრის კაცნი ძლიერნი, და დაადგინენ მთავრად ჩემთა ცხოვართა. მოვიდეს ეგჳპტედ იოსებისა იაკობ და ძენი მისნი. ესმა ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა.
Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ფარაო იოსებს: მამაჲ შენი და ძმანი შენნი მოსრულ არიან შენდა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგერა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ შენ წინაშე არს; უმჯობჱსსა ქუეყანასა დაამყარე მამაჲ და ძმანი შენნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
შეიყვანნა იოსებ მამაჲ თჳსი და დედაჲ და დაადგინნა წინაშე ფარაოჲსა. აკურთხა იაკობ ფარაო.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: რავდენ არიან წელნი დღეთა ცხორებისა შენისათანი?

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იაკობ ფარაოს. წელნი დღეთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობდ, ას ოც და ათ წელ. მცირე და ბოროტ იყვნეს წელნი დღეთა ცხორებისა ჩემისათანი. ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩემთაჲსა, რავდენთა დღეთა მწირობდეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აკურთხა იაკობ ფარაო და გამოვიდა მისგან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და დააშჱნა იოსებ მამაჲ თჳსი [და ძმანი თჳსნი] და მისცა მათ სამკჳდრებელი ქუეყანასა Page of ms. O: 64r  ეგჳპტისასა, უმჯობესსა ქუეყანასა მას რამესჱსსა, ვითარცა უბრძანა ფარაო.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იფქლსა უწყვიდა საწყაულით მამასა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა, იფქლსა თავად-თავად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ და ქუეყანაჲ ქანაანისაჲ სიყმილითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრიბა იოსებ ყოველი ვეცხლი, რავდენი იპოვა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანასა ქანაანისასა, იფქლითა მით, რომელსა იყიდდეს, უწყვიდა მათ და შეიღო იოსებ ყოველი სახლსა ფარაოჲსსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაკლდა ვეცხლი ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანა[სა] ქანაანისასა. მოვიდეს ყოველნი ეგჳპტელნი იოსებისა და ეტყოდეს: მეც ჩუენ პური და რაჲსა მოვწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი?

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენი და გცე თქუენ პური საცხოვრისა წილ თქუენისა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
მოჰგუარეს საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვრისა წილ მათისა: ცხენებისა წილ და ვირებისა. ზროხებისა და ცხოვრისა. და გამოზარდნა იგინი მას წელიწადსა შინა პურითა ყოვლისა წილ საცხოვრისა მათისა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 64v  წარჴდეს წელიწადნი იგი და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: ნუუკუე მოვისრნეთ უფლისა ჩუენისაგან, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი მონაგები და საცხოვარი შენდამი უფლისა ჩუენისა და არარაჲ დამშთა ჩუენ წინაშე უფლისა ჩუენისა, გარნა თუ ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა არა მოვწყდეთ წინაშე შენსა და ქუეყანაჲ მოოჴრდეს, მიმყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყვნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა. მეც ჩუენ თესლი, რაჲთა ვსთესოთ, ვცხონდეთ და არა მოვწყდეთ. და ქუეყანაჲ მოოჴრდეს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ფარაოს, რამეთუ მისცეს ქუეყანაჲ ეგჳპტელთა ფარაოს, რამეთუ დაიპყრა იგი სიყმილმან და იყო ქუეყანაჲ იგი ფარაოჲსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერი იგი დაამონა კირთად ფარაოს კიდითგან საზღვრით ეგჳპტისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთაჲსა -- იგი ხოლო არა მოუყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ სცემდა იოსებ მღდელთა ფარაოჲსთა და ჭამდეს საცემელსა მას, რომელსა სცემდა მათ ფარაო; ამისგან არა განყიდეს ქუეყანაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა-ესერა მოგიგენ თქუენ და ქუეყანაჲ თქუენი დღესითგან ფარაოჲსად. მიიღეთ თქუენ თესლი Page of ms. O: 65r  და დასთესეთ ქუეყანაჲ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთჱ ნაწილი მისი ფარაოს. ხოლო ოთხი ნაწილი იყავნ თავისა თქუენისა. თესლად ქუეყანისა და საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და მათ ჰრქუეს: მაცხოვნენ ჩუენ, ვპოვეთ მადლი წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, და ვიყვნეთ მონა ფარაოჲსა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადვა იოსებ ესე ბრძანებაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა ვიდრე დღჱნდელად დღედმდე: მეხუთჱ ნაწილი ფარაოს, თჳნიერად ხოლო ქუეყანისა მის მღდელთაჲსა, -- არა იყო ფარაოჲსა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა გესემისასა ეგჳპტეს და დაეშჱნნეს მას ზედა, აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხომდა [?] იაკობ [ქუეყანასა ეგჳპტისასა] ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი ცხორებისა მისისანი და წელნი იაკობისნი ას ორმეოც და ჩჳდმეტ წელ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიწინეს დღენი სიკუდილისა იაკობისნი. მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა მას: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დასდევ ჴელი შენი წყვილთა ჩენთა და ჰყო ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რაჲთა არა დამფლა მე ეგჳპტეს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ დამფალ მე მამათა ჩემთა თანა, განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ მე საფლავსა მათსა. ხოლო იოსებ ჰრქუა: Page of ms. O: 65v  მე ეგრე ვყო.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე. და ეფუცა. და თაყუანის-სცა ისრაჱლ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.

Chapter: 48  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის. უთხრეს იოსებს, ვითარმედ: მამაჲ შენი უძლურ არს. და წარმოიყვანნა ორნი ძენი მისნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
უთხრეს იაკობს და ჰრქუეს: აჰა იოსებ, ძჱ შენი, მოვიდა შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და დაჯდა ცხედარსა ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იაკობ იოსებს: ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანაანისასა, და მაკურთხა მე

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა: აღგაორძინო შენ და განგამრავლო შენ და გყო შენ ნათესავად და კრებულად. და მიგცე შენ ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რონელნი გესხნეს ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შვილის შვილნი, რომელნი გესხნენ შენ შემდგომად მაგათსა, იყვნენ სახელითა ძმათა მათთაჲთა, იწოდნენ მათსა მას ნაწილსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მე რაჟამს მოვიდოდე შუვამდინარით ასურეთისაჲთ, მოკუდა რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა ქანაანისასა, ვითარ მოვიწიე მე ცხენთ სარბიელსა მას ქუეყა/ნასა Page of ms. O: 66r  ქებრათაჲსასა მისლვად ევფრათად, და დავჰფალ იგი გზასა ზედა ცხენთ სარბიელთასა, ესე-იგი არს ბეთლემი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესენი?

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე ღმერთმან აქა. და ჰრქუა იაკობ: მომგუარენ მე იგინი აქა და ვაკურთხნე იგინი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო თუალნი იაკობისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხედვად. მოიყვანნა იგინი ახლოს მისა. და ამბორს-უყთ მათ და შეიტკბნა იგინი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა -- ესერა პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა ღმერთმან თესლიცა შენი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოიყვანნა იგინი იოსებ მუცლთაგან იაკობისთა და თაყუანის-სცეს მას ქუეყანასა ზედა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიყვანნა იოსებ ძენი თჳსნი: ეფრემ მარჯუენით მარცხენედ კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიაახლნა იგინი მას.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განყო ისრაჱლ ჴელი მარჯუენჱ მისი და დასდვა თავსა ზედა ეფრემისსა, რამეთუ იყო იგი უმრწემესი და მარცხენჱ მისი თავსა ზედა მანასჱსსა და იცვალნა ჴელნი მისნი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან. რომელსა Page of ms. O: 66v  სათნო-ეყვნეს მამანი ჩემნი წინაშე მისსა, აბრაჰამ და ისააკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმითგან ჩემით ვიდრე დღჱნდელად დღედმდე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა, აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთაჲ აბრაჰამისი და ისაკისი და გამრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან მარჯუენე მისი თავსა ზედა ეფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და უპყრა იოსებ ჴელი მამასა თჳსსა აღებად თავისაგან ეფრემისა და დადებად თავსა ზედა მანასჱსსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: არა ეგრე, მამაო, რამეთუ ესე არს პირმშოჲ; დასდევ მარჯუენჱ შენი თავსა ზედა ამისსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ინება, არამედ ჰრქუა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემჱსი უფროჲს მაგისსა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავლად თესლებად.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შოვრის იკურთხეოდის ისრაჱლ და თქუან: გყავნ ღმერთმან ვითარცა ეფრემ და მანასე ! და დაადგინა ეფრემ Page of ms. O: 67r  წინა მანასჱსსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა იაკობ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა!

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთაჲსა, რომელი დაგიპყარ ჴელთაგან ამორეველთაჲსა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა.

Chapter: 49  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემომიკერბით და გითხრა თქუენ . . . უკუანაჲსკნელთა დღეთა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა ისრაჱლ მამისა თქუენისაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რუბენ, პირმშოჲ ჩემი, დასაბამი შვილთა ჩემთაჲ, ფიცხლად ხჳდოდე, ფიცხლად და თავჴედად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
აღსდუღდი, ვითარცა წყალი. ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ საწოლსა მამისა შენისასა და შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუვჱ ჴდომითა მათითა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა ნუ აჰყვებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულის წყრომითა მათითა მოწყჳდნეს კაწნი და გულის თქუმითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
წყეულ იყავნ გულის თქუმაჲ მათი, რამეთუ თავჴედებით მცბიერებაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, Page of ms. O: 67v  განვყვნე იგინი ისრაჱლსა შოვრის და განესთესნე იგინი იაკობსა შოვრის.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
იუდა, შენ გაქებენ ძმანი შენნი. ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ ძენი მამისა შენისანი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ლეკუ ლომისა იუდა, მცენარისაგან აღმოჰჴედ, შვილო ჩემო. მიწოლით მიიძინო ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ-მე აღადგინოს იგი?

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდე მოვიდეს რომლისაჲ-იგი განმზადებულ არს, და იგი არს მოლოდებაჲ წარმართთაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისასა კიცჳ ვირისა მისისაჲ. განრცხას ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისაჲთა სამკაული თჳსი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მხიარულ იყვნენ თუალნი მისნი უფროჲს ღჳნისა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.

Verse: 13_(14)   Link to mcatLink to septLink to armat   
იზაქარს კეთილის გულმან უთქუა. განისუენებდეს შოვრის ნაწილსა მისსა

Verse: 14_(15)   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანაჲ პოხილ. მისცნა მჴარნი თჳსნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ.

Verse: 15_(13)   Link to mcatLink to septLink to armat   
ზაბილონ ზღჳს კიდესა დაეშჱნოს და იგი ავლინებდეს ნავ/თა Page of ms. O: 68r  და მიიწიოს ვიდრე სიდონდმდე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
დან შჯიდეს ერსა თჳსსა ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შოვრის;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს დან გუელ გზასა ზედა, მზირად მჯდომარე ალაგთა და უკბენდეს ტერფთა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
გად განცდით განცადოს იგი და მანცა განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ასერ პოხილ პური მისი და მან მოსცეს საზრდელი მთავართა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ნეფთალემ ხჱ მცენარჱ და მოსცემდეს ნაყოფსა სიკეთითა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
იოსებ, შვილი ჩემი, აღორძინებული, საშურელი ძჱ ჩემი უმრწემჱსი, ჩემდა მოიქეც;

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლისათჳს ზრახვა-ყვეს და გაგინებდეს და ემტერნეს უფალნი იგი მშჳლდთანი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჰჴსნდეს ძარღუნი ჴელთა მკლავთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ.
Verse: 24_(25)   Link to mcatLink to septLink to armat   
ღმრთისა მიერ მამისა შენისა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეგეწეოდის შენ ღმერთი ჩემი და გაკურთხოს შენ კურთხევითა ზეცისაჲთა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისაჲთა, რომლისათჳს იქმნების ყოველი, კურთხევისათჳს Page of ms. O: 68v  ძუძუთაჲსა და საშოჲსა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
კურთხევითა მამისა შენისაჲთა განსძლიერდი უფროჲს კურთხევისა მთათა ზედა მყართაჲსა და კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყვნენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა ზედა, რომელი წინამძღუარ იყო ძმათა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ბენიამენ მგელ მტაცებელ, გინთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი ესე ძენი იაკობისნი ტომნი ათორმეტნი. ამას ეტყოდა მათ მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი, კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა აკურთხნა იგინი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: მე შევეძინები ერსა ჩემსა. დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
...რომელ არს წინაშე მამბრჱსა, ქუეყანასა ქანაანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისგან ქეტელისა საფლავად სასყიდლით.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარა და მუნ დაჰფლეს ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაჰფლეს ლია

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი Page of ms. O: 69r  ძეთაგან ქეტისთა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა მამათა თჳსთა.

Chapter: 50  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყოფდა მას.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღასრულეს მისი ორმეოცი დღჱ, რამეთუ ესრჱთ აღირაცხებიან დღენი დაფლვისანი, და ეგლოვდა მას ყოველი ეგჳპტე სამეოც და ათ დღე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა წარჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა მათ ფარაოჲსთა და ჰრქუა, უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოჲსთა და არქუთ:

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: საფლავსა მას, რომელ-იგი ვქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა მას ქანაანისასა, მუნ დამფალ მე. აწ უკუე აღვიდე და დავჰფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაჰფალ მამაჲ შენი, ვითარცა-იგი გაფუცა შენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვიდა იოსებ Page of ms. O: 69v  დაფლვად მამისა თჳსისა და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცებულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველი სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლისა მამულისა მისისა ნათესავნი. ცხოვარი და ზროხაჲ დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები. და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ატადისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერითა ფრიად. და ყო იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისაჲ შჳდ დღე.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა ქანაანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ატადისათა და თქუეს: ესე გლოვაჲ დიდი არს ეგჳპტელთაჲ. ამისთჳს ეწოდა ადგილსა მას გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და უყვეს მას ესრჱთ ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა-იგი ამცნო მათ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანაანისა და დაჰფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებით საფ/ლავად Page of ms. O: 70r  ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა, წინაშე მამბრჱსსა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი, და რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა, შემდგომად დაფლვისა მამისა მისისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს იოსებ ჩუენთჳს და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ:

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე არქუთ იოსებს: მიუტევენ სიცრუვენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ, და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთაჲ ღმრთისა მამისა შენისათაჲ. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას მათსა მისა მიმართ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენნი მონანი ვართ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისაჲ ვარი მე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუენ ჰზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რაჲთა იყოს, ვითარცა-ესე დღეს, რაჲთა გამოიზარდოს ერი მრავალი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლნი თქუენნი. და Page of ms. O: 70v  ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა გულისაებრ მათისა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველივე ყოვლითურთ სახლი მამისა მისისაჲ. ცხონდა იოსებ ას და ათ წელ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილნა იოსებ ყრმანი ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე; და ძენი მაქირისნი, ძისა მანასჱსნი, იშვნეს წიაღთა იოსებისთა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები. მოხედვით მოხედვა-ყოს თქუენ ზედა უფალმან და განგიყვანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღესრულა იოსებ ას და ათისა წლისაჲ და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა ეგჳპტეს შინა.
Page of ms. O:  



Book: Ex. 
Exodus

წიგნი მეორე გამოსლვათაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 71r  ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი შესრულ იყვნეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, კაცად კაცადი ყოვლითურთ სახლით მათით შევიდეს:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა,

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იზაქარ, ზაბილონ და ბენიამენ,

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დან და ნეფთალემ, გად და ასერ.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იოსებ იყოვე მუნ. იყო ყოველი სული იაკობისი სამეოც და ათხუთმეტ.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აღესრულა იოსებ და ყოველნი ძმანი მისნი და ყოველივე იგი ნათესავი.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ძენი ისრაჱლისანი აღორძნდეს და განმრავლდეს და ამრღუე იქმნნეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად, რამეთუ განამრავლებდა მათ ქუეყანაჲ იგი.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აღდგა სხუაჲ მეფჱ ეგჳპტეს შინა, რომელმან იცოდავე არა იოსები,

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ნათესავსა თჳსსა: აჰა-ესერა ნათესავი ესე ძეთა ისრაჱლისათაჲ დიდი სიმრავლჱ არს უფროჲს ჩუენსა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოვედით და დავიმორჩილნეთ იგინი, ნუუკუე განმრავლდენ და, ოდეს თუ სადამე შეგუემთხჳოს ჩუენ ბრძოლაჲ. შეერთნენ იგინი მტერთა ჩუენთა და გუბრძოდიან ჩუენ და ეგრჱთ განვიდენ ქუეყანით.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაადგინნა მათ ზედა ზედამდგომელნი საქმისანი, რაჲთა ძჳრსა შეამთხუევდენ მათ საქმითა და უშჱნნენ Page of ms. O: 71v  ქალაქნი ძლიერნი ფარაოს: პითონი და ჰრამესე, ორი, რომელ არს მზის ქალაქი.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და რავდენ იგინი დაამდაგლებდეს, ეგოდენ ესები უფროჲს განძლიერდებოდეს დიდად ფრიად, და საძაგელ იყვნეს ეგჳპტელნი ძეთაგან ისრაჱლისათა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
... ძლით.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აჭირებდეს სალმობით ცხორებასა მას მათსა საქმითა მით ფიცხლითა, თიჴითა და ალიზითა და ყოვლითავე საქმითა ველისაჲთა, ყოველსავე საქმესა, რომლითა დაიმორჩილებდეს მათ სასტიკად.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან ეგჳპტისამან ყრმის ამქუმელთა მათ ებრაელთასა, რომელთა სახელი ერქუა ერთსა სეფორა და ერთსა ფოა,

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: ოდეს შეხჳდეთ შვინებად ებრაელთა მათ და შობასა იყვნენ, უკუეთუ წული იყოს, მოჰკლით იგი, და უკუეთუ ქალი იყოს, განარინეთ იგი.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შეეშინა ყრმის ამქუმელთა მათ ღმრთისა და არა ყვეს, ვითარ-იგი უბრძანა მათ მეფემან მან ეგჳპტელთამან ყრმის ამქუმელთა მათ...

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
...და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ჰყავთ ესე საქმჱ და აცხოვნებთ წულსა?

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუეს ყრმის ამქუმელთა მათ ფარაოს: არა ვითარცა დედანი ეგჳპტელთანი არიან დედანი ებრაელთანი, რამეთუ შვიან ვიდრე შესლვადმდე Page of ms. O: 72r  ყრმის აღმქუმელთა და მაშინღა შემიწოდიან ჩუენ.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმის აღმქუმელთა მათ და განმრავლდა ერი იგი და განძლიერდებოდეს ფრიად,

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ეშინოდა ყრმის აღმქუმელთა მათ ღმრთისა. იშჱნეს თავისა თჳსისა სახლებ.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა ფარაო ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი წული რომელი შვენ ებრაელთა, მდინარესა შთასთხევდით და ყოველსა ქალსა აცხოვნებდით.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იყო ვინმე ტომისაგან ლევისა, რომელმან მოიყვანა ცოლი ასულთაგან ლევისთა და ესუა იგი ცოლად.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მუცლად-იღო მან და შვა წული. ვითარცა იხილეს იგი მკჳრცხედ, მალვიდეს მას სამ თუე.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვითარ ვერღარა ეძლო დამალვად, მოიღო დედამან მისმან კიდობანაკი და მოფისა იგი ნაფთითა და შთააწვინა ყრმაჲ იგი მას და დადგა იგი მდინარის კიდესა მას.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰხედვიდა დაჲ მისი შორით, რაჲთა იხილოს, რაჲ-ძი შეემთხჳოს მას.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შთავიდოდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას და შიმონვარნი მისნი უვიდოდეს იმიერ და ამიერ მდინარის კიდესა მას. და იხილა კიდობანი იგი მწყურნებსა მას, მიავლინა შიმონარი და მოიღო იგი,

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აღაღო და იხილა ყრმაჲ იგი, ტიროდა რაჲ Page of ms. O: 72v  კიდობანსა მას შინა, და განარინა იგი ასულმან ფარაოჲსმან და თქუა: ყრმათაგან ებრაელთა არს ესე.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ასულსა ფარაოჲსსა დამან მას ყრმისამან: გნებავს, თუ მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას?

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ასულმან ფარაოჲსმან ჰრქუა მას: წარვედ და მოუწოდე. და წარვიდა ქალი იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე ყრმაჲ ესე და აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი...

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შეჰგუარა ასულსა ფარაოჲსსა. და იყო იგი მისა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა; წყლისაგან გამოვიღე ეგე.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იყო დღეთა მათ მრავალთა, განმწჳსნა მოსე და განვიდა ძმათა მისთა ძეთა ისრაჱლისათა ხილვად ჭირისათჳს მათისა და იხილა კაცი ეგჳპტელი, სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა ძმათა მისთაგანსა ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მიიხილა აქა და იქი და არავინ იხილა და მოკლა მეეგჳპტელი იგი და დაჰფლა იგი ქჳშასა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
განვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, რომელნი იბრძოდეს, Page of ms. O: 73r  და ჰრქუა, რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა თჳსსა; კაცნო, ძმანი ხართ, რაჲსათჳს ავნებთ ურთიერთას?

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ მეეგჳპტელი იგი? ხოლო მოსეს შეეშინა და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ესმა ფარაოს სიტყუაჲ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსეს. და წარივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსისა და მწირობდა ქუეყანასა მადიამისასა და დაჯდა იგი ჯურღმულსა მას ზედა.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მღდელსა მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს ცხოვართა მამისა თჳსისა იოთორისთა. და ვითარცა მოვიდეს ვსებად წყალსა. ვიდრემდე აღივსნეს წყლის სასუმელები იგი, რაჲთა ასუან ცხოვართა მამისა თჳსისათა,

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოვიდეს მწყემსნი და წარასხნეს იგინი. აღდგა მოსე და განარინნა იგინი და აღმოუვსო წყალი და ასუა ცხოვართა მათთა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შევიდეს იგინი იოთორისა, მამისა მათისა. ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ისწრაფეთ შემოსლვად Page of ms. O: 73v  დღეს?

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუეს მათ: კაცმან ვინმე მეეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ მწყემსთაგან და აღმომივსო ჩუენ წყალი და ასუა ცხოვართა ჩუენთა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა ასულთა თჳსთა: სადა არს? და რაჲსა დაუტევეთ კაცი იგი? მოუწოდეთ მას, რაჲთა ჭამოს პური.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა სეფორა, ასული თჳსი. ცოლად მოსეს.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძჱ და სახელი უწოდა მას მოსე გერსამ და თქუა: რამეთუ მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა. და სახელი მეორისაჲ მის უწოდა ელიაზარ და თქუა: ღმერთი მამისა ჩემისაჲ შემეწია მე და მიჴსნა მე ჴელთაგან ფარაოჲსთა.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფჱ იგი ეგჳპტისაჲ და სულთითქუმიდეს ძენი ისრაჱლისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღაღად-ყვეს და მიიწია ღაღადებაჲ მათი ღმრთისა.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შეისმინნა ღმერთმან სულთთქუმანი იგი მათნი და მოიჴსენა ღმერთმან აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამისა მიმართ, ისაკისა და იაკობისა,

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოჰხედა ღმერთმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა, მღდელისა Page of ms. O: 74r  მადიამელისათა, და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმრთისასა ქორებს.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეჩუენა მას ანგელოზი ცეცხლითა ალისაჲთა მაყულოანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყულოანსა აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწუების.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო ხილვაჲ ესე დიდი, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილა ღმერთმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყულოანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს?

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უფალმან ჰრქუა: ნუ მოეახლები აქა, წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე ძჳრი იგი ერისა ჩემისაჲ, რომელ არს ეგჳპტეს შინა, და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწუეველთაგან, რამეთუ ვიცი ჭირი იგი მათი.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და გარდამოვჴედ განრინებად მათა ჴელთაგან ეგჳპტელთაჲსა, გამოყვანებად მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა ფრიად კეთილსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა Page of ms. O: 74v  და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესეველთასა და იებოსელთასა.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აწ ღაღადებაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიწია ჩემდა და მე ვიხილე ჭირი იგი მათი, რომელსა ეგჳპტელნი იგი აჭირვებენ მათ.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აწ მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოჲსა, მეფისა მის მეეგჳპტელთაჲსა, და გამოიყვანო ერი ჩემი, ძენი ისრჱლიანი, ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე ღმერთსა: ვინ ვარ მე, და მივიდე მე ფარაოჲსა, მეფისა მეეგჳპტელთაჲსა და გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით?

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა, ვითარმედ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რაჲთა გამოიყვანო შენ ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით. და მსახურებდენ ღმერთსა ადგილსა ამას.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა, და მკითხვიდენ, თუ რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ. და თქუა: ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ არს მომავლინა მე თქუენდა.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ღმერთმან მერმე კუალად მოსეს: ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან, ღმერთმან...

Chapter: 4  
Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 75r  ... ჴელი შენი. და გამოიღო და იყო ჴელი მისი სპეტაკ ვითარცა თოვლი.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მერმე კუალად ჰრქუა: შეყავ ჴელი შენი წიაღთა შენთა. და შეყო ჴელი მისი წიაღადვე მისა და გამოყო ჴელი თჳსი წიაღთაგან და კუალად მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ სასწაულისა მის პირველისაჲ, ჰრწმენეს შენი და ჴმისა მის სასწაულისა მეორისაჲ ისმინონ შენი.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყოს, უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი ორთაჲ მათ სასწაულთაჲ და არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყლისა მისგან მდინარისა და დასთხიო იგი ჴმელსა ზედა და იყოს წყალი იგი, რომელ მოიღო მდინარისა მისგან, სისხლ ქუეყანასა ზედა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები შენ, უფალო, ვერ. შემძლებელ ვარ გუშინდითგან და ძუღუანდითგან, არცა ვინაჲთგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმა-წულილ და ენა-მძიმე ვარ მე.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ღმერთმან მოსეს: ვინ მოსცა პირი კაცთა, ანუ ვინ შექმნა მსმენელი და ყრუჲ, ... ანუ არა მე უფალმან ღმერთმან?

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ ვიდოდე შენ და მე აღვაღო პირი შენი და გასწაო შენ, რასა იტყოდი.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე: გევედრები შენ, უფალო, გამო-ვინ-იძიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
განრისხნა Page of ms. O: 75v  უფალი გულის წყრომით მოსეს ზედა და თქუა: ანუ არა ეგერა აჰრონ, ძმაჲ შენი ლევიტელი? ვიცი, რამეთუ სიტყჳთ გეტყოდის იგი შენ. და აჰა-ეგერა იგი გამოგეგებვოდის შემთხუევად შენდა და გიხილოს შენ და განიხაროს გულსა თჳსსა.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უთხრნე მას სიტყუანი ესე და მისცნე სიტყუანი ჩემნი პირსა მისსა და მე აღვაღო [პირი შენი და] პირი მისი და გასწავო თქუენ, რაჲ ჰყოთ.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მან გატყუას შენ ერისა მიმართ და იგი იყოს პირ შენდა და შენ ეყო მას ღმრთისა მიერ.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და კუერთხი ეგე, რომელ გარდაიქცა გუელად, მიიღე ჴელითა შენითა, რომლითა ჰყოფდე მით სასწაულებსა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
წარმოვიდა მიერ მოსე და მიიქცა იოთორისა, სიმამრისა თჳსისა, და ჰრქუა მას: წარვიდე და მივიქცე მე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგჳპტეს, და ვიხილნე იგინი, ცოცხალ.ღა თუ არიანა. ჰრქუა იოთორ მოსეს: გუალე, ვიდოდე ცოცხლებით! შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფჱ იგი ეგჳპტელთაჲ.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს მადიამს შინა: გუალე და ვიდოდე ეგჳპტედ, რამეთუ მოწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
წარმოიყვანა მოსე ცოლი თჳსი და ყრმანი და ასხნა იგინი კარაულებსა და მოიქცა ეგჳპტედ...

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან Page of ms. O: 76r  მოსეს: მი-რაჲ -ხჳდოდი შენ და მიიქცე ეგჳპტედ. იხილე, ნიშები იგი ყოველი, რომელი მიგეც ჴელსა შენსა, ქმენ წინაშე ფარაოჲსსა. ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და არა გამოუტევოს ერი ჩემი.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძჱ ჩემი პირმშოჲ ისრაჱლი.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გარქუ შენ: გამოუტევე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე. უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად, იხილე, მე მოვკლა ძჱ შენი პირმშოჲ.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იყო გზასა ზედა სავანესა მას შეემთხჳა მას ანგელოზი უფლისაჲ და ეგულვა მოკლვაჲ მისი.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო სეფორა ქასრი და წინა-დასცჳთა წინა-დაცუეთილებაჲ ძისა თჳსისაჲ და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თქუა: დადგა სისხლი წინა-დაცუეთილებისა    ძისა ჩემისაჲ.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, რამეთუ თქუა: დადგა სისხლი წინა დაცუეთისაჲ ყრმისა ჩემისაჲ.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან აჰრონს: განვედ შენ და მიეგებვოდე შენ მოსეს უდაბნოდ. განვიდა და შეემთხჳა მას მთასა მას ზედა ღმრთისასა და ამბორს უყვეს ურთიერთას.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უთხრნა მოსე აჰრონს ყოველნი ესე სიტყუანი ღმრთისანი, რომელთათჳს მოვლინა, და ყოველნი ესე სამართალნი, რომელი ამცნო მას.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოვიდეს მოსე და აჰრონ და შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.

Verse: 30   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდა Page of ms. O: 76v  აჰრონ ყოველთავე მათ სიტყუათა, რომელთა ეტყოდა ღმერთი მოსეს, და ქმნნა სასწაულნი წინაშე ერისა მის.

Verse: 31   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრწმენა ერსა მას და განიხარეს, რამეთუ მოჰხედა უფალმან ერსა თჳსსა, ძეთა ისრაჱლისათა, და რამეთუ იხილა ჭირი იგი მათი. მოდრკეს ერი იგი და თაყუანის-სცეს უფალსა.

Chapter: 5  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ამისა შემდგომად შევიდეს მოსე და აჰრონ და ჰრქუეს ფარაოს: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გამოავლიბე ერი ჩემი, რაჲთა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ფარაო: ვინ არს, რომლისაჲ ვისმინო მისი, ვითარმედ განუტევნე ძენი ისრაჱლისანი? არა ვიცი უფალი და არცა განუტეო ისრაჱლი.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მას: ღმერთი ებრაელთაჲ მიწესს ჩუენ, განვიდეთ, გზასა სამისა დღისასა უდაბნოდ, რაჲთა მსხუერპლი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუუკუე შემემთხჳოს ჩუენ სიკუდილი ანუ მახჳლი.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ მეფემან ეგჳპტელთამან: რაჲსათჳს თქუენ, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა საქმისაგან მათისა? წარვედით კაცად-კაცადი თქუენი საქმესა თჳსსა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ფარაო: აჰა-ესერა აწ გამრავლებულ არს ერი ესე ქუეყანისაჲ. არღარა შეუნდო მათ საქმისა მისგან.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა ფარაო მას დღესა შინა საქმის მაწუეველთა მათ Page of ms. O: 77r  ერისათა [და] მწიგნობართა და ჰრქუა:

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ნუღარა შესძინებთ ცემად ბზესა ალიზისა საქმარად, ვითარცა გუშინ და ძუღუან, იგინი წარვიდედ და შეკრიბედ თავისა თჳსისა ბზჱ.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ბრძანებული იგი ალიზი, რომელსა იქმან დღითი-დღედ, იგივე დასდევით მათ, ნუმცა რას დააკლებენ; რამეთუ სცალს და მისთჳს ღაღადებენ. და იტყჳან: განვიდეთ და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა მსხუერპლი.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დაუმძიმდინ საქმე კაცთა მათ და ზრუნვიდენ, და ნუ ზრუნვენ სიტყუასა ცუდსა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ასწრაფებდეს მათ საქმის მაწუეველნი იგი ერისანი და მწიგნობარნი იგი და ეტყოდეს: ამას იტყჳს ფარაო: არღარა გცემ თქუენ ბზესა.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თქუენ წარვედით და შეკრიბეთ ბზჱ, სადაცა ჰპოოთ, და არარაჲ დააკლოთ თქუენ დაწესებულისა მის არცაღა ერთ.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო საქმის მაწუეველნი იგი ასწრაფებდეს მათ და ეტყოდეს: აღასრულეთ საქმჱ თქუენი დაწესებული დღითი-დღედ. ვითარცა-იგი რაჟამს ბზჱ გეცემოდა თქუენ.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იტანჯებოდეს მწიგნობარნი იგი ნათესავისა მისგან ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი.იგი დაედგინნეს მათ ზედა ზედამდგომელთა მათ ფარაოჲსთა: რაჲსათჳს არა აღასრულეთ Page of ms. O: 77v  დაწესებული ალიზისა საქმჱ თქუენი გუშინდელისა და ძუღუანდელისა დღისაჲ დღესცა ეგრევე?

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შევიდეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლისათანი წინაშე ფარაოჲსსა და ეტყოდეს: რაჲსათჳს ესრჱთ უყოფ მონათა შენთა?

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ბზესა არა გუცემ მონათა შენთა და ალიზსა მასვე გუეტყჳ საქმედ? და აჰა-ეგერა მონანი შენნი ტანჯულ არიან; ავნებ ეგრე ერსა შენსა.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ ფარაო: გცალს და მოცალე ხართ და მისთჳს იტყჳთ: განვიდეთ და ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აწ წარვედით და იქმოდეთ. ხოლო ბზჱ არა გეცეს თქუენ და დაწესებული იგი ალიზი მოსცეთ თქუენ.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილნეს თავნი თჳსნი მწიგნობართა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ ბოროტსა შინა არიან, ვითარ-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: არა დააკლოთ თქუენ გაწესებულსა მას მდღევრსა,

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შეემთხჳნეს მოსეს და აჰრონს, მი-რაჲ-ვიდოდეს მათა, ვითარ-იგი გამო-ოდენ-ვიდოდეს ფარაოჲსგან.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მათ: იხილენ ღმერთმან და საჯენ თქუენი, რამეთუ საძაგელ ჰქმენით სულნელებაჲ ჩუენი წინაშე ფარაოჲსსა და წინაშე მსახურთა მისთა მიცემად მახჳლი ჴელთა მათთა და მოკლვად ჩუენდა.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: უფალო, რაჲსათჳს განაბოროტე ერი ესე და რაჲსა მომავლინე მე?

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 78r  და ვინაჲთგან შევედ მე ფარაოჲსა სიტყუად სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფს ერსა შენსა და არა იჴსენ ერი შენი.

Chapter: 6  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილე, რაჲ-იგი უყო მე ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა გამოასხნეს იგინი ქუეყანით მისით.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი,

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთაჲ ღმერთი მე ვარ, და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყე მათ.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათ თანა მიცემად მათა ქუეყანაჲ იგი ქანანელთაჲ. ქუეყანასა მას, რომელსა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მესმნეს სულთ-თქუმანი ძეთა ისრაჱლისათანი, რომლითა ეგჳპტელნი იგი დაიმონებდეს მათ, და მოვიჴსენე აღთქუმაჲ იგი თქუენი.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მე ვარ უფალი და გამოგიყვანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთაჲსა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა და საშჯელითა დიდითა.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოგიყვანნე თქუენ ერად ჩემდა და მე ვიყო თქუენდა ღმერთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით მძლავოებისაგან ეგჳპტელთაჲსა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 78v  და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, მიგცე იგი თქუენ ნაწილად მე უფალმან.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა მოსე ესრჱთ ძეთა ისრაჱლისათა და არა ისმინეს მოსესი სულმოკლებისაგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს:

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შევედ და ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რაჲთა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იტყოდა მოსე წინაშე ღმრთისა და თქუა: აჰა-ესერა ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო, რამეთუ მე უტყუ ვარ?!

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა და უბრძანა მათ ფარაოჲსა მიმართ მეფისა ეგჳპტელთაჲსა, რაჲთა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი: ძენი რუბენისნი, პირმშოჲსა ისრაჱლისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი. ესე არიან ნათესავნი რუბენისნი.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ძენი სჳმეონისნი: იემოელ და იამინ და იუდ, იაქიმ და სარ და საულ, რომელი ესუა ზღჳს-კიდელისა მისგან. ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ესე სახელები არს ძეთა ლევისთაჲ ნათესავებისაებრ მათისა: გეთსონ, კაათ, მერარი. და წელნი ცხორებისა ლევისნი ას ოც და ჩჳდმეტ.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ესე არიან Page of ms. O: 79r  ძენი გეთსონისნი: თობელი და სელმეი, სახლისა მამულისა მათისანი.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ძენი კაათისნი: ამბრამ და ისარ, ქებრო და ოზიელ. და წელნი ცხორებისა კაათისნი ას ოც და ათ წელ.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ძენი მერარისნი: მოლი და ომოსი. ესე სახლისა მამულისა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანა ამრამ იოქაბეტ, ასული მამის ძმისა თჳსისაჲ, თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი. ხოლო წელნი ცხორებისა ამრამისნი ას ოც და თექუსმეტ წელ.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ძენი ისაარისნი: კორე და აფეკ და ზიქრი.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ძენი იოზიელისნი: მისალ, ელისაფან და სეგრი.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი, დაჲ ნაასონისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნაბად და აბიუდ, ელიაზარ და იოთარამ.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ძენი კორესნი: ასირ, ელნანა და აბიათარ. ესე შობანი კორესნი.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყვანა ასულთაგან ფოტიელისთაჲ თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევისთანი მსგავსად შობისა მათისა.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ესე არიან მოსე და აჰრონ, რომელთა-იგი ჰრქუა ღმერთმან გამოყვანებაჲ Page of ms. O: 79v  ძეთა ისრაჱლისათაჲ ეგჳპტით ძალითურთ მათით.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა. და გამოიყვანნეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით, ესე არიან აჰრონ და მოსე.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს ქუეყანასა ეგჳპტისასა

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: მე ვარ უფალი; ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რაოდენი გრქუა შენ.

Verse: 30   Link to exakLink to septLink to armat   
და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა-ესერა მე ჴმა-წულილ ვარ. ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო?

Chapter: 7  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აჰა-ეგერა მიგცე შენ ღმრთად ფარაოს, და აჰრონ, ძმაჲ შენი, იყოს შენდა წინაწარმეტყუელად.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შენ ეტყოდე მას ყოველსავე, რავდენსაცა გამცნებ შენ, და აჰრონ, ძმაჲ შენი, ეტყოდის ფარაოს, რაჲთა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და განვამრავლნე სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და არა ისმინოს თქუენი ფარაო. და მივყო ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და განვიყვანო ძალითა ჩემითა ერი ჩემი, ძენი ისრაჱლისანი, ქუეყანით ეგჳპტით შურის-გებითა დიდითა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ცნან ყოველთა ეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან მივყავ ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყვანენ ძენი ისრაჱლისანი შოვრის მათსა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყვეს მოსე და აჰრონ ეგრე, ვითარცა ამცნო მათ უფალმან, Page of ms. O: 80r  ეგრეცა ყვეს.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოსე იყო ოთხმეოც წლის, ხოლო აჰრონ ოთხმეოც და სამ წლის იყო, რაჟამს-იგი ეტყოდეს ფარაოს.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გეტყოდის თქუენ ფარაო და გრქუას: ყავთ სასწაული ანუ ნიში, და ჰრქუა აჰრონს ძმასა შენსა: მიიღე კუერთხი ეგე და მიაგდე ქუეყანასა წინაშე ფარაოჲსსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნას იგი ვეშაპ.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსსა და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოჲსსა და მსახურთა მისთა და იქმნა იგი ვეშაპ.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა ფარაო ბრძენთა მათ ეგჳპტისათა და გრძნეულთა. და ყვეს გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა ეგრევე:

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მიაგდო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი და იქმნნეს ვეშაპებ. და შთანთქნა კუერთხმან აჰრონისმან კუერთხები იგი მათი.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განიმტკიცა გული თჳსი ფარაო და არა ისმინა მათი, ვითარცა ეტყოდა მათ უფალი.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: დამძიმებულ არს გული ფარაოჲსი არა გამოვლინებად ერისა ჩემისა.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მივედ ფარაოჲსა ხვალე. აჰა-ეგერა გამოვალს მდინარესა მას წყალთასა და შეემთხჳე მას მდინარის კიდესა მას. და კუერთხი ეგე, რომელ Page of ms. O: 80v  გარდაიქცა გუელად, მიიღე ჴელითა შენითა.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მას: უფალმან ღმერთმან ებრაელთამან მომავლინა მე შენდა და თქუა: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა. და აჰა-ეგერა არა ისმინე აქამომდე.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი: ამით სცნა, რამეთუ მე ვარ უფალი: აჰა-ესერა მე ვსცე კუერთხითა ამით, რომელ არს ჴელსა ჩემსა, წყალსა ამას მდინარისასა და გარდაიქცეს სისხლად,

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და თევზნი იგი მდინარისანი მოწყდენ და დაყროლდენ მდინარენი იგი და ვერ ეფლოს მეეგჳპტელთა მათ სუმად.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ შენ აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე შენი და და [!] განირთხ წყალთა ზედა ეგჳპტისათა და მდინარეთა ზედა მათთა და გამოსადინელთა წყალთა მათთასა. და იყვნენ სისხლ, და იყოს სისხლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა ხეთა და ქვათა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყვეს მოსე და აჰრონ ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. და განიპყრა აჰრონ კუერთხი იგი მისი და სცა წყალსა მას მდინარისასა წინაშე ფარაოჲსსა და წინაშე მსახურთა მისთა, და გარდაიქცეს ყოველნი წყალნი მდინარისანი სისხლად.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და თევზნი მდინარისანი მოწყდეს და დაყროლდა მდინარჱ იგი და ვერ ეძლო ეგჳპტელთა მათ წყალი იგი მდინარისაჲ მის სუმად, და იყო სისხლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 81r  ყვეს ეგრეთვე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა. და განიფიცხა გული თჳსი ფარაო და არა გამოავლინა ერი იგი, ვითარცა ჰრქუა მას უფალმან.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მიიქცა ფარაო და შევიდა სახიდ თჳსა და არა დააყენა გონებაჲ თჳსი არცა ამას ზედა.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თხარეს ყოველთა ეგჳპტელთა გარემო მდინარესა მას, რაჲთამცა სუეს წყალი, და ვერ ეძლო სუმად წყალი მდინარისა მისგან.

Verse: 25   Link to exakLink to septLink to armat   
აღესრულნეს შჳდნი დღენი შემდგომად გუემისა მის მდინარისა უფლისა მიერ.

Chapter: 8  
Verse: 1_(7,26)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს, შევედ ფარაოჲსი და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე.

Verse: 2_(7,27)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად, აჰა-ეგერა ვგუემნე ყოველნი საზღვარნი შენნი მყურით[ა].

Verse: 3_(7,28)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გამოსცეს მდინარემან მყუარი, აღმოჴდეს და შევიდეს სახლთა თქუენთა და საუნჯეთა სასუენებელთა თქუენთასა და ცხედართა შენთა და სახლთა მსახურთა შენთასა და ერისა შენისასა და საპურესა შენსა და თორნესა შენსა,

Verse: 4_(7,29)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შენ ზედა და ერსა შენსა ზედა აღმოჴდეს მყუარი.

Verse: 5_(1)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ ჴელითა შენითა კუერთხი ეგე მდინარესა მაგას ზედა და ჴევნებსა და მწყურნებსა და აღმოიყვანე მყუარი.

Verse: 6_(2)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განირთხა აჰრონ ჴელი წყალთა მათ ზედა ეგჳპტისათა და აღმ[ო]/იყვანა Page of ms. O: 81v  მყუარი. აღმოჴდა მყუარი და დაფარა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ.

Verse: 7_(3)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
[ყ]ვეს გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა და აღმოიყვანეს მყუარი. აღმოჴდა მყუარი და დაფარა ქუეყანაჲ იგი ეგჳპტისაჲ.

Verse: 8_(4)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ და აღიღეთ ჩემგან მყუარი ესე და ერისა ჩემისაგან, და განუტეო ერი ეგე და ჰმსახურებდით უფალსა.

Verse: 9_(5)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსე ფარაოს: განაჩინე ჩემდამო, ოდეს ვილოცო შენთჳს და მსახურთა შენთათჳს და ერისა შენისათჳს, რაჲთა განქარდეს მყუარი შენგან და ერისა შენისაგან და სახლთა თქუენთაგან, [გ]არნა მდინარეთა ხოლო დაშთეს.

Verse: 10_(6)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან თქუა, ხვალე. ჰრქუა მას მოსე: ვითარცა სთქუ, რაჲთა უწყოდი, რამეთუ არავინ არს უფლისა გარეშე.

Verse: 11_(7)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოისპოს მყუარი შენგან და სახლთაგან თქუენთა და ეზოთა თქუენთა და მსახურთაგან შენთა და ერისა შენისა, გარნა მდინარეთა ხოლო დაშთეს.

Verse: 12_(8)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გამოვიდეს მოსე და აჰრონ ფარაოჲსგან. და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ განრინებისა მისთჳს დროჲსა მყურისა, ვითარცა-იგი თქუა ფარაო.

Verse: 13_(9)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყო ეგრე უფალმან, ვითარცა თქუა მოსე. და მოწყდა მყუარი იგი სახლებისაგან და ეზოთა და ველთაგან.

Verse: 14_(10)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შეკრბა იგი ზჳნად-ზჳნად და დაყროლდა ქუეყანაჲ.

Verse: 15_(11)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილა ფარაო, რამეთუ ეცა მას ლხინებას, განიფიცხა გული მისი და არა Page of ms. O: 82r  ისმინა მათი, ვითარცა ეტყოდა უფალი.

Verse: 16_(12)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ ჴელითა შენითა კუერთხი ეგე და ეც მიწასა ქუეყანისასა. და იყოს მუმლი კაცთა ზედა და ოთხფერჴთა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 17_(13)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
განირთხა აჰრონ ჴელითა კუერთხი იგი და სცა მიწასა ქუეყანისასა და იყო მუმლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 18_(14)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყვეს ეგრევე გრძნეულთაცა მათ ეგჳპტისათა, რაჲთამცა გამოიყვანეს მუმლი და ვერ შეუძლეს. და იყო მუმლი კაცთა ზედა და ოთხფერჴთა.

Verse: 19_(15)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუეს გრძნეულთა მათ ფარაოჲსთა: თითი ღმრთისაჲ არს ესე. განიფიცხა გული თჳსი ფარაო და არა ისმინა მათი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ უფალი.

Verse: 20_(16)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: აღამსთუე განთიად და დადეგ წინაშე ფარაოჲსა, რამეთუ იგი გამოვალს მდინარესა მაგას, და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მმსახურებდენ მე უდაბნოსა.

Verse: 21_(17)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა, აჰა-ეგერა მე მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ერსა შენსა ზედა ძაღლის მწერი, და აღივსნენ სახლნი ეგჳპტისანი ძაღლის მწერი თა და ქუეყანაჲ, რომელსა არიან მას ზედა.

Verse: 22_(18)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვიდიდო მე მას დღესა შინა ქუეყანასა მას გესემისასა, რომელსა ზედა არს ერი ჩემი: მას ზედა არა იყოს ძაღლის მწერი, რაჲთა უწყოდი, Page of ms. O: 82v  რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 23_(19)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვსცე განჩინებაჲ შოვრის ერსა ჩემსა და შოვრის ერისა შენისა. ხვალისა დღესა იყოს სასწაული ქუეყანასა ზედა.

Verse: 24_(20)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყო უფალმან ეგრე და მოაწია სიმრავლე ძაღლის მწერისაჲ სახლსა ფარაოჲსსა და სახლსა მსახურთა მისთასა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და მოსრა ქუეყანაჲ ძაღლის მწერმან.

Verse: 25_(21)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მონწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: წარვედით და ჰმსახურეთ ღმერთსა თქუენსა ქუეყანასა მაგასვე ზედა.

Verse: 26_(22)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას მოსე: ვერ შესაძლებელ არს ეგრჱთ ყოფად, საძაგელი ეგჳპტისაჲ არა შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა საძაგელი ეგჳპტისაჲ წინაშე მისსა, ქვითა განვიტჳნნეთ

Verse: 27_(23)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არამედ გზასა სამისა დღისა სავალსა განვიდეთ უდაბნოდ და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა-იგი მრქუა ჩუენ.

Verse: 28_(24)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ფარაო: მე განგიტევნე თქუენ და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა უდაბნოს. არამედ არა შორად განსწურთეთ უდაბნოდ განსლვად. ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ.

Verse: 29_(25)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსე: აჰა-ესერა მე განვალ შენგან და მსახურთა შენთაგან და ვილოცო ღმრთისა მიმართ და განვიდეს ძაღლის მწერი შენგან და მსახურთაგან შენთა და ერისაგან შენისა. ნუღარა შესძინებნ Page of ms. O: 83r  ფარაო ცთუნებად თავისა თჳსისა, ვითარმცა არა განუტევე ერი ესე მსხუერპლისა შეწირვად ღმრთისა.

Verse: 30_(26)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გამოვიდა მოსე ფარაოჲსგან, ილოცა ღმრთისა მიმართ.

Verse: 31_(27)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყო ეგრე უფალმან, ვითარცა თქუა მოსე. და მოისპო ძაღლის მწერი ფარაოჲსგან და მსახურთაგან მისთა და ერისაგან მისისა და არა დაშთა არცა ერთ.

Verse: 32_(28)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაიმძიმა გული ფარაო ამასცა ჟამსა შინა და არა ინება გამოვლინებაჲ ერისაჲ მის.

Chapter: 9  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: შევედ ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთა: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებაჲ ერისა ჩემისაჲ, არამედ მერმე კუალად იპყრობდე-ღა,

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა ჴელი უფლისაჲ იყოს საცხოვართა მათთა ზედა, რომელ არს ველთა გარე, ცხენთა ზედა და კარაულთა, ზროხათა და ცხოვართა სიკუდილი დიდი ფრიად.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვიდიდო მე მას ჟამსა შინა შოვრის საცხოვართა მათ ეგჳპტელთაჲსა და შოვრის საცხოვართა ძეთა ისრაჱლისათა, არა მოკუდეს საცხოვართაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არცა ერთ.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოსცა ღმერთმან განჩინებაჲ ესე და თქუა, ხვალე ყოს უფალმან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა ზედა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
.. და მოწყჳდა ყოველი საცხოვარი ეგჳპტისაჲ, ხოლო საცხოვართაგან ძეთა ისრაჱლისათა არა მოკუდა არცა ერთ.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 83v  იხილა ფარაო, რამეთუ არა მოკუდა საცხოვართაგან ძეთა ისრაჱლისათა არცა ერთ, დამძიმდა გული ფარაოჲსი და არა განუტევა ერი იგი.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: მოიღეთ თქუენ ჴელითა თქუენითა სავსჱ ნაცარი საჴუმილისაგან და აღაფქურიენ მოსე ცად წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყავნ მტუერი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და იყოს კაცთა ზედა და ყოველთა ზედა ოთხფერჴთა ფაქლი გამომტკუეფლვარჱ აღმოსხმით კაცთა ზედა და ოთხფერჴთა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოიღო მოსე მტუერი იგი საჴუმილისაჲ წინაშე ფარაოჲსა და აღაფქურია ცად. და იყო ფაქლი მტკუეფლვარჱ გამოსხმით კაცთა ზედა და ოთხფერჴთა.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვერ ეძლო გრძნეულთა მათ დადგომად წინაშე მოსესა გუემისა მისგან, რამეთუ იყო ფაქლი იგი გრძნეულთაცა ზედა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
განიფიცხა გული თჳსი ფარაო და არა ისმინა მათი, ვითარ-იგი ეტყოდა უფალი.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე განთიად და დადეგ წინაშე ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ, გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა, აწვე ამას ჟამსა შინა გამოვავლინნე ყოველნი შემთხუევანი ჩემნი გულსა შენსა და მსახურთა და ერისა შენისასა და სცნა, ვითარმედ სხუაჲ არავინ არს Page of ms. O: 84r  ჩემსა გარეშე ყოველსა ქუეყანასა;

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აწ მივავლინო ჴელი ჩემი და მოგსრა შენ და ერი შენი და მოისპო შენ ქუეყანით.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ და-ვე ამასთჳს -გმარხე შენ. რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა ზედა;

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შენ იყენებ-ღა ერსა ჩემსა არა გამოვლინებად მათა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ეგერა ვაწჳმო ჟამსა ოდენ ამას ხვალე სეტყუაჲ დიდადი ფრიად, რომელ ეგევითარი არა ყოფილ იყოს ეგჳპტეს, ვინაჲთგან დაებადა, ვიდრე აქამომდე.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აწ იწრაფე შეკრებად საცხოვარი შენი და რაოდენი-რაჲ არს ველსა ზედა შენი: ყოველივე კაცი და საცხოვარი, რაოდენი იპოოს ველსა ზედა და არა შევიდეს სახლსა, დაეცეს მას ზედა სეტყუაჲ და მოკუდეს.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რომელთა-იგი შეეშინა სიტყჳსაგან უფლისა მსახურთაგანთა ფარაოჲსთა, შეიკრიბეს საცხოვარი მათი სახლებსა.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რომელი-იგი არა ერჩდა გონებითა თჳსითა სიტყუასა უფლისასა, დაუტევეს ველსა გარე.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ცად და იყოს სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, კაცთა ზედა და ცხოვართა და ყოველსა ზედა მწუანვილსა ველისასა.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
განირთხა მოსე ჴელი თჳსი ზეცად და უფალმან მოსცა ქუხილი და სეტყაჲ და აღატყდებოდა ცეცხლი და აწჳმა უფალმან სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა კაცითგან მიპირუტყუამდე.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 84v  იყო სეტყუაჲ და ცეცხლი შემწუველი სეტყუასა მას თანა. ხოლო სეტყუაჲ იგი დიდ იყო ფრიად, რომელ ეგევითარი არა ყოფილ იყო ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა ვინაჲთგან იყო მას ზედა ნათესავი.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოსრა სეტყუამან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა კაცითგან მიპირუტყუამდე და ყოველივე მწუანვილი. რომელი იყო ველსა ზედა, მოსრა სეტყუამან და ყოველი ხჱ ველისაჲ მოსრა.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ქუეყანასა გესემისასა, რომელსა ზედა იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, არა იყო სეტყუაჲ.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს, და ჰრქუა მათ: ვცოდე აწ უფლისა მიმართ. მართალ არს უფალი და მე და ერი ჩემი უღმრთო.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ და დასცხრენ ჴმანი ესე ღმრთისანი ამიერითღან, ცეცხლი ესე და სეტყუაჲ, და განგიტევნე თქუენ.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას მოსე: ვითარცა განვიღე ქალაქით, განვიპყრნე ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ და ჴმანი ესე დასცხრენ, და სეტყუაჲ და წჳმაჲ არღარა იყოს, ... რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ ესე.

Verse: 30   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ და მსახურნი შენნი გიცნი, რამეთუ არღა გეშინის ღმრთისა.

Verse: 31   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
სელი და ქრთილი იგუემა, რამეთუ ქრთილი წარმოდგომილ იყო და სელი თესლოოდა.

Verse: 32   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იფქლი და ასლი არა იგუემა, რამეთუ მცხუედ იყო.

Verse: 33   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გამოვიდა მოსე გარე ქალაქით ფარაოჲსგან და განიპყრნა ჴელნი უფლისა მიმართ. ქუხილი იგი დასცხრა და სეტყუაჲ და წჳმაჲ არღარა დასწუეთა ქუეყანასა ზედა.

Verse: 34   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 85r  ვითარცა იხილა ფარაო, რამეთუ დასცხრეს ქუხილნი იგი, სეტყუაჲ და წჳმაჲ, შე-ღავე-სძინა ცოდვად და დაიმძიმა გული თჳსი და მსახურთა მისთა.

Verse: 35   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
განფიცხნა გული ფარაოჲსი და არა განუტევა ერი იგი, ძენი ისრაჱლისანი, ვითარ-იგი ეტყოდა უფალი მოსეს.

Chapter: 10  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მივედ შენ ფარაოჲსა, ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და მსახურთა მისთაჲ. რაჲთა შემდგომ თი-შემდგომად მოვიდენ სასწაულნი ესე მათ ზედა,

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა მიუთხრობდენ ყურთა შვილთა თქუენთასა და შვილის შვილთა თქუენთასა, რავდენ მოვკიცხნე მეეგჳპტელნი ეგე, და სასწაულნი ჩემნი, რომელ ვქმნნე მათ შორის, და სცნათ. რამეთუ მე ვარ.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შევიდეს მოსე და აჰრონ ფარაოჲსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ: არა გნებავს, რაჲთამცა შეიკდიმე ჩემგან? გამოუტევე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად ერისა ჩემისა, აჰა ესერა მე მოვავლინო ხვალე ამასვე ჟამსა ოდენ მკალი დიდძალი ფრიად ყოველთა საზღვართა შენთა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაფაროს პირი ქუეყანისაჲ და ვერ უძლო ხილვად ქუეყანისა და შეჭამოს ყოველი ნეშტი ქნეყანისაჲ, რომელი დაგიშთა თქუენ სეტყჳსაგან, და შეჭამოს ყოველი ხჱ მცენარჱ თქუენი ქუეყანასა ზედა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღივსნენ სახლნი შენნი და სახლნი მსახურთა Page of ms. O: 85v  შენთანი და ყოველი სახლები, რავდენ-რაჲ არს ქუეყანასა ეგჳპტისასა, რომელი არასადა ეხილვოს მამათა შენთა, არცა უწინარესთა მამათა მათთა, ვინაჲთგან იყვნეს ქუეყანასა ზედა ვიდრე დღეჱნდელად [!] დღედმდე. მოიქცა მოსე და გამოვიდა ფარაოჲსგან.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუეს მსახურთა ფარაოჲსთა ფარაოს: ვიდრემდე იყოს ესე ჩუენ ზედა ტანჯვაჲ? განუტევენ კაცნი ესე, რაჲთა ჰმსახურონ უფალსა ღმერთსა მათსა. ანუ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგჳპტე?

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოაქციეს მოსე და აჰრონ ფარაოჲსა. ჰრქუა მათ ფარაო: განვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა. ვინ და ვინ არიან, რომელნი განვლენ?

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას მოსე: ჭაბუკით ჩუენითურთ და მოხუცებულით განვიდეთ, ძეებითურთ და ასულებით, ცხოვრით და ზროხით, რამეთუ დღესაწაული არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ ფარაო: იყავნ ეგრჱთ! უფალი თქუენ თანა! რამეთუ განგიტევნე თქუენ, ნუუკუე ჭურჭერიცა თქუენი? იხილეთ, რამეთუ ბოროტი წინა-გიც თქუენ.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ნუ ეგრე, არამედ განვიდედ მამანი და ჰმსახურედ ღმერთსა, რამეთუ ეძიებთვე თქუენ მაგას. და გამოასხნეს იგინი პირისაგან ფარაოჲსისა.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა და აღმოჴდეს მკალი ქუეყანასა ზედა და შეჭამოს მწუანვილი ქუეყანისაჲ Page of ms. O: 86r  და ყოველი ნაყოფი ხეთაჲ, რომელი დაუშთა სეტყუასა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღიპყრა მოსე კუერთხი იგი ცად და უფალმან მოჰჴადა ქარი სამხრით ქუეყანასა ზედა დღე ყოველ. მას დღეს შინა და ღამე ყოველ. და ვითარ განთენა. ქარმან ქუეაღმომან აღმოიღო მკალი

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მიჰფინა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და დაადგრა ყოველთა ზედა საზღვართა ეგჳპტისათა დიდძალი ფრიად, რომელი უწინარჱს მისსა არა იყო მკალი და მისა შემდგომად არავე იყო ეგრჱთ.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაფარა პირი ქუეყანისაჲ და მოქამა ყოველი მწუანვილი ქუეყანისაჲ და ნაყოფი ხეთაჲ, რომელღა-იგი დაშთომილ იყო სეტყჳსაგან. არარაჲ დაშთა ნედლი არცა ერთ ხეთა შინა და ყოველსა მწუანვილსა ქუეყანისასა ყოველსა ეგჳპტესა.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ასწრაფებდა ფარაო მოწოდებად მოსესა და აჰრონისა და ჰრქუა მათ: ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენდა მიმართ.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აწ ესე ხოლო ცოდვაჲ თავსიდევით და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა და აღიღეთ ჩემგან სიკუდილი ესე.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გამოვიდა მოსე ფარაოჲსგან და ილოცა ღმრთისა მიმართ.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოსცა უფალმან ქარი ზღჳთ სასტიკი. აღიღო მკალი იგი და შთაყარა ზღუასა მას მეწამულსა და არა დაშთა მკალი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და Page of ms. O: 86v  განუფიცხა უფალმან გული ფარაოს და არა გამოუტევნა ძენი ისრაჱლისანი.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ცად და იყავნ ბნელი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, ჴელით საძიებელი ბნელი.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
განირთხა მოსე ჴელი ცად და იყო ბნელი წყუდიადი, ნისლი და არმური ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა სამ დღე.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
... და არავინ აღდგა საწოლით თჳსით სამ დღე, ხოლო ყოველთა ზედა ძეთა ისრაჱლისათა იყო ნათელი ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდეს.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: განვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროხაჲ დაუტევეთ და ჭურჭერიცა თქუენი გან-ვე-იღეთ თქუენ თანა.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსე: არამედ შენცა გუეც რაჲ ჩუენ მსხუერპლად და შესაწირავად და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და საცხოვარიცა ჩუენი განვიდეს ჩუენ თანა და არა ღაუტეოთ მისგანი ჭლაკიცა ერთი, რამეთუ მათგანი მოვიღოთ სამსახურებლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ ჩუენ არა ვიცით, რაჲ შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა ვიდრე მისლვადმდე ჩუენდა მუნ.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
განუფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი და არა ინება გამოვლინებაჲ მათი.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ფარაო მოსეს: განგუალე ჩემგან და ეკრძალე თავსა შენსა და ნუღარა შესძინებ ხილვად პირისა ჩემისა: Page of ms. O: 87r  რომელსა დღესა მეჩუენო მე, მოჰკუდე.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თქუა მოსე: არღა გეჩუენო პირსა შენსა.

Chapter: 11  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთი-ღა ტანჯვაჲ მოვჰჴადო ფარაოს ზედა და ეგჳპტესა ყოველსა და ამისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ ამიერ. და რაჟამს განგიტევნეს, ყოვლითურთ განგასხნეს თქუენ განსხმით.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდე იდუმალ ყურთა ერისათა და ითხოენ კაცად-კაცადმან მახლობელისაგან თჳსისა და დედაკაცმან მოძმისაგან თჳსისა ჭურჭერი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ და სამოსელი.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოსცა უფალმან მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა და აჴმიეს მათ. და კაცი იგი მოსე განდიდნა ფრიად წინაშე ეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოჲსსა და წინაშე მსახურთა მისთა.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსე: ამას იტყჳს უფალი: შუაღამეს ოდენ მე შევიდე შოვრის ეგჳპტესა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოწყდეს ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის საყდართა ზედა, ვიდრე პირმშოდმდე მჴევლისა, რომელი ზის ფქვილთა თანა, და ვიდრე პირმშოდმდე ყოვლისა პირუტყჳსა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ღაღადებაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, რომელ ეგევითარი... არღა შეეძინოს ყოფად.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა შოვრის ძეთა ისრაჱლისათა არა განძრას ძაღლმან ენაჲ თჳსი კაცითგან მიპირუტყუამდე, Page of ms. O: 87v  რაჲთა უწყოდი, რავდენ ადიდოს უფალმან შოვრის ეგჳპტელთა და შოვრის ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდოდიან ჩემდა ყოველნი ესე მონანი შენნი, თაყუანის მცემდენ მე და მეტყოდიან: განვედ შენ და ყოველი ერი შენი, რომელსა-ეგე შენ იტყჳ, და ამისა შემდგომად განხჳდე. გამოვიდა მოსე პირისაგან ფარაოჲსა გულის წყრომით.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ისმინოს თქუენი ფარაო, რაჲთა განვამრავლნე სასწაულნი ჩემნი და ნიშნი ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოსე და აჰრონ ქმნეს ესე ყოველი ქუეყანასა ეგჳპტისასა წინაშე ფარაოჲსსა და განუფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი. და არა ისმინა ძეთა ისრაჱლისათაჲ [განტევებად იგინი] ქუეყანით ეგჳპტით.

Chapter: 12  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს ქუეყანასა ეგჳპტისასა და ჰრქუა მათ:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ესე თუე არს თქუენდა დასაბამად თუეთა, პირველი არს ესე თქუენდა თუეთა შინა წელიწდისათა.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდე შენ ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ათსა ამის თჳსასა მოიბნ კაცად-კაცადმან ცხოვარი სახლად-სახლად ტომებისა მათისამან, თითოეულმან ცხოვარი სახლად-სახლად.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მცირედ იყვნენ სახლსა შინა და ვერ უძლებდენ ცხოვარსა შეჭმად, თანა-შეირთენ მოძმჱ მოყუასი თჳსი რიცხჳსაებრ თავადისა, კაცად-კაცადმან აღირაცხენ, რავდენნი ეყვნენ ცხოვარსა მას.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 88r  ცხოვარი სრული ვერძი წელიწდეული იყოს თქუენდა. კრავთაგან და თიკანთაგან მოიბათ.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყოს თქუენდა დამარხულ ვიდრე მეათხუთმეტედ დღედმდე თუესა ამას და დაკალნ იგი ყოველმან სიმრავლემან კრებულისა ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღოს სისხლისა მისისაგანი და სცხოს ორთავე წყირთლთა და ზღურბლსა კარისასა სახლსა შინა, რომელსა-იგი ჭამდენ მუნ.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჭამონ ჴორცი იგი მწუარი ცეცხლითა და უცომოჲ ველის ყრდელისა თანა ჭამედ.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა შჭამოთ მისგანი უგბოლველი, არცა მგბარი წყლითა, არამედ მწუარი ცეცხლითა თავი ფერჴითურთ და ნაწლევით.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა დაუტეოთ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა შეჰმუსროთ, და მისგანი რომელი დაშთეს განთიადმდე. ცეცხლითა დაწჳთ.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ესრე ჭამდით მას: წელნი თქუენნი მორტყმულ იყვნენ და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა თქუენთა... და ჭამეთ იგი სწრაფით, რამეთუ ზატიკი არს უფლისაჲ.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ მას ღამესა და მოუვწყჳდო ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა კაცითგან მიპირუტყუამდე და ყოველთა ზედა ღმერთთა ეგჳპტისათა ვყო შურისგებაჲ მე უფალმან.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სისხლი იგი იყოს თქუენდა საწამებელად: [სახლთა და] რომელსა იყვნეთ თქუენ, მუნ ვიხილო მე სისხლი იგი Page of ms. O: 88v  და დაგიფარნე თქუენ და არა იყოს თქუენდა გუემაჲ იგი შესამუსრველი, რაჟამს დავსცე მე ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყოს თქუენდა დღჱ ესე საჴსენებელად და დღესასწაულობდით მას...

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შჳდ დღე უცომოსა ჭამდით, ხოლო პირველით დღითგანვე განაქარვეთ ცომი სახლთა თქუენთა. ყოველმან რომელმან ჭამოს ცომი, მოისპოს სული იგი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან, ვიდრე მეშჳდედ დღედმდე.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და პირველსა მას დღესა ეწოდოს [წმიდა და დღჱ იგი მეშჳდჱ] წმიდა წოდებულ იყოს თქუენდა. ყოველი საქმჱ სამსახურებელი არა ჰქმნეთ მას დღესა შინა, გარნა რომელი იქმნების ყოვლისათჳს სულისა, ესე ხოლო ჰქმნეთ თქუენ.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაიმარხეთ მცნებაჲ ესე, რამეთუ ამას დღესა განვიყვანო ძალი თქუენი ქუეყანით ეგჳპტით და ჰყოფდით დღესა მას ნათესავთა შოვრის თქუენთა შჯულად საუკუნოდ.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დასაბამსა მეათოთხმეტესა დღესა თჳსა მის პირველისასა მწუხრითგან ჭამეთ უცომოჲ ვიდრე დღედმდე ოც და მეერთედ მის თჳსა ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შჳდ დღე ცომი არა იპოვოს სახლთა თქუენთა. ყოველმან რომელმან ჭამოს ცომოვანი, აღიჴოცოს სული იგი კრებულისაგან ისრაჱლისა ქუეყანის მოქმედთაგან ვიდრე ქუეყანის მთავართამდე.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყოველივე ცომოანი არა შჭამოთ, ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა Page of ms. O: 89r  შჭამდეთ უცომოსა.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა მოსე ყოველთა მათ მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: წარვედით და მოიბთ თქუენ თავისა თქუენისა ცხოვარი ნათესავად-ნათესავადმან თქუენმან და დაკალთ ზატიკად.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღეთ კონაჲ უსუპი და დააწეთ სისხლსა მას და სცხეთ წინაშე კარსა და ზღურბლსა და ორკერძოვე წყირთლთა სისხლისა მისგან, რომელ-იგი არს კარისაჲ, ხოლო თქუენ არა გამოხჳდეთ კაცად-კაცადი კართა სახლისა თჳსისათა განთიადმდე

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და გარდამოვიდეს უფალი მოწყუედად ეგჳპტელთა მათ და იხილოს სისხლი იგი ზღურბლთა მათ და წყირთლთა და თანა-წარჰჴდეს უფალი კარსა მას და არა უტეოს მომსრველი იგი შესლვად სახლსა მას თქუენსა მისრვად.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დაიმარხეთ სიტყუაჲ ესე შჯულად საუკუნოდ და შვილთა თქუენთა უკუნისადმდე

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელი მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ დამარხვად თქუენდა მსახურებაჲ ესე,

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იყოს, რაჟამს გრქუან თქუენ შვილთა თქუენთა: რაჲ არს მსახურებაჲ ესე?

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუათ მათ: მსხუერპლი არს ესე უფლისაჲ, რომელმან დაიფარნა სახლნი ძეთა ისრაჱლისათანი ეგჳპტეს შინა, რაჟამს მოსწყუედდა ეგჳპტესა, ხოლო სახლნი ჩუენნი იჴსნნა.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 89v  მოდრკა ერი იგი და თაყუანისსცეს უფალსა და წარვიდეს და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო მათ მოსე და აჰრონ, ეგრეცა ყვეს.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო შუვაღამეს ოდენ, და უფალმან მოწყჳდა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან ფარაოჲსით, [რომელი ჯდა საყდართა ზედა] ვიდრე პირმშოდმდე ტყჳსა, რომელი ჯდა ჯურღმულსა შიდა და ვიდრე პირმშოდმდე ყოვლისა პირუტყჳსა.

Verse: 30   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აღდგა ფარაო ღამე და ყოველნი მსახურნი მისნი და ყოველნი ეგჳპტელნი და იყო ღაღადებაჲ დიდი ყოველსა ეგჳპტესა, რამეთუ არა იყო სახლი, რომელსამცა შინა არა იყო მკუდარი.

Verse: 31   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ ღამე: აღდეგით და განვედით ერისაგან ჩემისა თქუენ და ძენი ისრაჱლისანი და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ვითარცა-ეგე იტყჳთ.

Verse: 32   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ცხოვარი და ზროხაჲ თქუენი განასხთ და ვიდოდეთ, ვითარცა-ეგე სთქუთ, არამედ მაკურთხეთ მეცა.

Verse: 33   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აიძულებდეს მეეგჳპტელნი იგი ძეთა ისრაჱლისათა მწრაფლ განსლვად ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ჩუენ ყოველნი მოვწყდით.

Verse: 34   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აღიღო ერმან მან ცმელი იგი ვიდრე შესუარვადმდე თბისა მათისა, შეყოფილი სამოსლითა მათითა და აღიკიდეს ზურგსა მათსა.

Verse: 35   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა მათ მოსე. ითხოვეს ჭურჭერი ოქროჲსაჲ და ვეც/ხლისაჲ Page of ms. O: 90r  და სამოსელი.

Verse: 36   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა მათ და ათხოვეს მათ. და გამოტყუენნეს ეგჳპტელნი იგი.

Verse: 37   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
წარმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი რამესით სოქოთად ექუს[ას] ათასი მამაკაცი მკჳრცხლი გარეშე ჭურჭლისა მათისა.

Verse: 38   Link to exakLink to septLink to armat   
და მწირი გამოჰყვა მათ მრავალი, ცხოვარი და ზროხაჲ და კარაული ფრიად.

Verse: 39   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შეიცვალეს ცმელოვანი იგი, რომელ გამოიღეს ეგჳპტით, ყურბეულად უცომოდ, რამეთუ ვერ შესუარეს, და გამოასხნეს იგინი ეგჳპტელთა მათ, რამეთუ ვერ უძლებდეს დათმენად, ვერცა-ღა საზრდელი იქმნეს საგზლად.

Verse: 40   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მწირობაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ, რავდენ მწირობდეს იგინი და მამანი მათნი ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანასა ქანაანისასა, ოთხ ას ოც და ათ წელ.

Verse: 41   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად ოთხ ას ოც და ათისა წლისა. გამოვიდა ყოველი ერი უფლისაჲ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 42   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
პირველი საჴუმილავი არს ესე გამოყვანებაჲ მათი ქუეყანით ეგჳპტით. იგი ღამე არს და ესე პირველი საცავი არს უფლისაჲ და ყოველთა შოვრის ძეთა ისრაჱლისათა იყოს ესე და ნათესავსა მათსა.

Verse: 43   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: ესე შჯული იყავნ ზატიკისაჲ: ყოველმან უცხო თესლმან არა ჭამოს მისგანი.

Verse: 44   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყოველმან მონამან ვისმანვე და ვეცხლით სყიდულმან წინა/-დაიცჳთოს Page of ms. O: 90v  და ეგრე ჭამოს მისგანი.

Verse: 45   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მწირმან და სასყიდლით დადბინებულმან არა ჭამოს მისგანი.

Verse: 46   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ერთსა სახლსა შინა შჭამდეთ, არა დაუტეოთ ჴორცისა მისგანი განთიადმდე და არა განიღო ჴორცისა მისგანი გარე, ძუალი არა შეჰმუსრო მისგანი.

Verse: 47   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან ყოს ესე.

Verse: 48   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე მწირი მოგიჴდეს თქუენ ყოფად ზატიკისა ამის უფლისა, წინა-დასცჳთო ყოველსავე წულსა მისსა და მაშინ-ღა მოვიდეს და იყოს იგი ვითარცა მკჳდრი ქუეყანისაჲ. ყოველმან წინა-დაუცუეთელმან არა ჭამოს მისგან.

Verse: 49   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შჯული ერთი იყოს მსოფლიოჲსაჲ და მწირისაჲ, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შოვრის.

Verse: 50   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა და ამცნო უფალმან მოსეს და აჰრონს მათა მიმართ ეგრეცა ყვეს.

Verse: 51   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო მას დღესა შინა გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით ძალითურთ მათით.

Chapter: 13  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
წმიდა-ყავ ჩემდა ყოველი პირმშოჲ პირველი შობილი, რომელმან განაღოს საშოჲ ყოველი პირველი ძეთა შოვრის ისრაჱლისათა კაცითგან ვიდრე მიპირუტყუამდე: ჩემი არს.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსე ერსა მას: გეჴსენედ დღჱ ესე, რომელსა გამოხუედით ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა Page of ms. O: 91r  გამოგიყვანნა თქუენ მიერ უფალმან, რაჲთა არა შჭამოთ ცომოვანი.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დღეს გამოხუალთ თქუენ თუესა ახალსა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იყოს, ოდეს შეგიყვანნეს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ქუეყანასა ქანანელთასა, ქეტელთასა და ეველთასა, გერგესეველთა და ამორეველთასა, ფერეზელთა და იებოსელთასა, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა თქუენთა მოცემად თქუენდა ქუეყანაჲ, რომელსა გამოდის სძჱ და თაფლი, და ჰყოთ მსახურებაჲ ესე თუესა ამას,

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ექუს დღე შჭამდეთ უცომოსა და დღჱ იგი მეშჳდე დღესასწაული არს უფლისაჲ.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უცომოსა შჭამდეთ შჳდ დღე, არა იხილოთ ცომოვანი. არცა იყოს ცომი ყოველთა საზღვართა თქუენთა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უთხრა ძესა შენსა მას დღესა შინა და ჰრქუა: ამისთჳს ყო უფალმან ღმერთმან ჩემმან, რაჟამს გამოვიდოდე ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყოს სასწაულად ჴელსა შენსა და საჴსენებელად წინაშე თუალთა შენთა, რაჲთა იყოს შჯული უფლისაჲ პირსა შენსა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დაიმარხეთ შჯული წლითი-წლად ჟამსა თჳსსა მიერ დღითგან მოდღედმდე.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყოს, ოდეს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას ქანანელთასა, ვითარცა ეფუცა მამათა შენთა, და მოგცეს შენ იგი,

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განაჩინო ყოველი, რომელმან გა/ნაღოს Page of ms. O: 91v  საშოჲ პირველად, ვერძი უფლისად... მროწეულთაგან შენთა გინა ყოვლისაგან საცხოვრისა შენისა, რაოდენი-რაჲ იყოს შენი, ყოველი ვერძი წმიდა-ჰყო უფლისა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ვერძი შესცვალო ცხოვრად. უკუეთუ არა შესცვალო, იჴსნე იგი. ყოველი პირმშოჲ ძეთა შენთაჲ იჴსნე.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გკითხვიდეს შენ ძჱ შენი მისა შემდგომად და გრქუას: რაჲ არს ესე? ჰრქუა მას, ვითარმედ: ჴელითა მტკიცითა გამოგჳყვანნა ჩუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა;

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს-იგი განფიცხნა ფარაო არა გამოვლინებად ჩუენდა, მოწყჳდა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან კაცთაჲთ ვიდრე პირმშოდმდე პირუტყუთა. ამისთჳს შევსწირავ მე უფლისა. ყოველმან რომელმან განაღოს საშოჲ წულმან, ყოველი პირმშოჲ ძეთა ჩემთაჲ ვიჴსნე.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყოს სასწაულად ჴელსა შენსა და შეურყეველ წინაშე თუალთა შენთა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვითარ გამოიყვანა უფალმან ერი თჳსი, არა წარუძღუა მათ უფალი გზასა მას ქუეყანისა ფილისტიმისასა, რამეთუ მახლობელ იყო, რამეთუ თქუა ღმერთმან: ნუუკუე შეინანოს ერმან ამან, იხილოს რაჲ ბრძოლაჲ, და მიიქცეს ეგჳპტედ.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და გარე მოავლო უფალმან ერსა თჳსსა გზაჲ უდაბნოდ ზღუასა მეწ/ამულსა. Page of ms. O: 92r  მეხუთჱ ნათესავი გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გამოიხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვით მოხედვა-ყოს თქუენდა უფალმან, განიხუენით ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღიძრნეს ძენი ისრაჱლისანი სოქოთით და დაიბანაკეს ათომს უდაბნოსა მას თანა.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ღმერთი უძღოდა მათ: დღისი სუეტითა ღრუბლისაჲთა უჩუენებდა მათ გზასა და ღამე -- სუეტითა ცეცხლისაჲთა.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა მოაკლდა მათ სუეტი იგი ღრუბლისაჲ დღისი და სუეტი იგი ცეცხლისაჲ ღამე წინაშე ყოვლისა ერისა.

Chapter: 14  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა: მიიქცედ და განეწყვნედ იგინი წინაშე ღელესა, შოვრის მაგდალოსა და შოვრის ზღუასა მას, პირისპირ ბესეფონსა, წინაშე მათსა განეწყო ზღუად კერძო;

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუას ფარაო ერსა თჳსსა: შესცთეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რამეთუ შეეყენნეს იგინი უდაბნოსა მას.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თქუა უფალმან: მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და ღევნა-უყოს კუალსა მათსა. და ვიდიდო მე ფარაოჲს ზედა და ყოველსა ერსა მისსა და გულისხმა-ყონ ეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ ღმერთი. და მათ ყვეს ეგრე.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უთხრეს მეფესა ეგჳპტისასა, ვითარმედ: ივლტოდა ერი იგი. და გარდაიქცა Page of ms. O: 92v  გული ფარაოჲსი და მსახურთა მისთაჲ ერისა მის და თქუეს: რაჲ ესე ვყავთ, რამეთუ განუტევენით ძენი ისრაჱლისანი, რაჲთა არა გუმონებდენ ჩუენ?

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აღაგო ფარაო ეტლები თჳსი და ყოველი ერი თჳსი წარიყვანა მის თანა.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აღიგო ექუსასი ეტლი რჩეული თჳსი და ყოველი ცხენები ეგჳპტისაჲ და ერისთავები ყოველსა ზედა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განაფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, მეფისა ეგჳპტელთაჲსაჲ, და მსახურთა მისთაჲ და სდევდა შემდგომად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო ძენი ისრაჱლისანი განვიდოდეს ჴელითა მტკიცითა.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დევნა-უყვეს მეეგჳპტელთა მათ შემდგომად მათსა და პოვნეს იგინი ზღუასა მას ზედა დაბანაკებულნი და ყოველი ჰუნეები და ეტლები ფარაოჲსი და მჴედრები და ყოველი ერი მისი წიაღ ღელესა მას პირისპირ ბელსეფონსა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ფარაო მოვიდოდა. აღიხილნეს თუალნი თჳსნი ძეთა ისრაჱლისათა და იხილნეს ეგჳპტელთანიანი იგი, განწყობილ იყვნეს უკუანა კერძო მათსა. და შეეშინა ფრიად და ღაღადებდეს ძენი ისრაჱლისანი უფლისა მიმართ.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მოსეს, ვითარმედ: არა იყოა ეგჳპტეს საფლავები, და გამომიყვანენ ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა? რაჲ ესე მიყავ ჩუენ და გამომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით?

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ესე სიტყუაჲ არსა, რომელსა გეტყოდეთ ჩუენ ეგჳპტეს და გარქუთ: მაცადე ჩუენ და ვჰმონე...

Chapter: 16  
Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 93r  ... იგი საზრდელად ორი წილი, მრჩობლი საწყაული ერთმან. და შევიდეს ყოველნი მთავარნი კრებულისანი და უთხრეს მოსეს.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მოსე ჰრქუა მათ: ესე სიტყუაჲ იგი არს, რომელსა იტყოდა უფალი: შაბათი განსუენებისაჲ არს უფლისაჲ წმიდაჲ ხვალე. რავდენი-რაჲ შეაცხოთ, შეაცხვეთ და რავდენი-რაჲ შეაგბოთ, შეაგბეთ; და ყოველივე ნეშტი დაუტევეთ საუნჯეთა თქუენთა განთიადმდე

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაუტევეს მისგანი ხვალისამდე, ვითარცა-იგი ამცნო მათ მოსე. და არა დაყროლდა და არცა მატლი დაესხა მას.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ მოსე: ჭამეთ დღეს, რამეთუ შაბათი არს უფლისაჲ, არა ჰპოოთ ველსა ზედა.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ექუს დღე შეკრიბეთ და მეშჳდე იგი დღჱ შაბათი არს, არა იყოს მას დღესა შინა.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იყო დღესა მას მეშჳდეს[ა] გან-ვინმე-ვიდეს ერისა მისგანნი შეკრებად და არა პოვეს.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს, ვიდრემდე არა ჰნებავს სმენად ბრძანებათა ჩემთა და შჯულისა ჩემისა?

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იხილეთ, რამეთუ უფალმან მოგცა თქუენ დღჱ ესე შაბათი. ამისთჳს თავადმან მოგცა თქუენ დღესა ამას პური ორისა დღისაჲ. დასხედით კაცად-კაცადი სახლთა შინა თქუენთა. ნუვინ განვალნ დღესა მას მეშჳდესა.

Verse: 30   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შაბათობდა ერი იგი დღესა მას მეშჳდესა.

Verse: 31   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დასდვეს სახელი მისი ძეთა ისრაჱლისათა მანანაჲ და იყო იგი ვითარცა თესლი ქინძისა[ჲ] სპეტაკ, ხოლო გემოჲ მისი ვითარცა თაფლისაჲ.

Verse: 32   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თქუა მოსე: ესე სიტყუაჲ ბრძანა Page of ms. O: 93v  უფალმან: აღავსეთ საწყაული მანანაჲთა საუნჯესა დასამარხველად ნათესავთამდე თქუენთა, რაჲთა იცოდიან პური, რომელსა შჭამდით თქუენ უდაბნოსა ზედა, რაჟამს გამოგიყვანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 33   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
[ჰ]რქუა მოსე აჰრონს: მოიღე ტაკუკი ერთი ოქროჲსაჲ და შთაასხ მას სავსებით საწყაული მანანაჲ და დასდგა იგი წინაშე უფლისა დასამარხველად ნათესავთა თქუენთა,

Verse: 34   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. და დადგა იგი აჰრონ წინაშე უფლისა საწამებელად და დასამარხველად.

Verse: 35   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ძენი ისრაჱლისანი ჭამდეს მანანასა მას ორმეოც წელ, ვიდრემდე მოვიდეს ქუეყანად სოფლებისა. [მ]ანანასა ჭამდეს, ვიდრემდე მოვიდეს ქუეყანად დანაკის კუდოვნად.

Verse: 36   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო საწყაული იგი იყო მეათჱ ნაწილი სამისა მის საწყაულისაჲ.

Chapter: 17  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღიძრა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათაჲ უდაბნოჲსაგან სინაჲსა ბანაკად-ბანაკად თითოეული მათი სიტყჳთა უფლისაჲთა, და დაიბანაკეს მათ რაფიდინს და არა იყო წყალი, რაჲთამცა სუეს ერმან მან.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აგინებდეს იგინი მოსეს და ეტყოდეს: გუეც ჩუენ წყალი, რაჲთა ვსუათ. ჰრქუა მათ მოსე: რაჲსა მაგინებთ მე, ანუ რაჲსა განსცდით უფალსა?

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შეეწყურა ერსა მას წყლითა და დრტჳნვიდა მუნ ერი იგი მოსესთჳს და იტყოდეს: რაჲსა გამომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა... წყურილითა?

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ღაღად-ყო მოსე უფლისა მი/მართ Page of ms. O: 94r  და თქუა: რაჲ უყო ერსა ამას? მცირედ-ღა და ქვაჲ დამკრიბონ.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: წინა წარვედ ერისა მაგის და წარიყვანენ შენ თანა მოხუცებულთაგან და კუერთხი ეგე, რომლითა ეც მდინარესა, მიიღე ჴელსა შენსა და წარვედ.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე ვდგე მუნ ვიდრე მოსლვად შენდამდე კლდესა მას ზედა ქორებს და სცე კლდესა მას და გამოადინო წყალი მისგან და სუას ერმან ჩემმან. და ყო მოსე ეგრე წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დასდვა სახელი ადგილსა მას განსაცდელ და საგინელ გინებისა მისთჳს ძეთა ისრაჱლისა და გამოცდისა მისთჳს, რამეთუ იტყოდეს: არს-ძია ჩუენ თანა უფალი ანუ არა?

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოვიდა ამალეკ და ჰბრძოდა ისრაჱლსა რაფიდინს.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსე ისოს: გამოირჩიენ შენდად კაცნი ძლიერნი, განვედ და ეწყვე ხვალე ამალეკსა და მე ვდგე თხემსა ზედა მის ბორცჳსასა და კუერთხი ღმრთისაჲ ჴელსა ჩემსა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყო ისო ეგრე. ვითარცა ეტყოდა მოსე... მოსე და აჰრონ და ორ აღვიდეს თხემსა ზედა მის ბორცჳსასა.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო, ვითარცა აღიპყრნის მოსე ჴელნი, განძლიერდის ისრაჱლი და რაჟამს გარდამოყვნის ჴელნი, განძლიერდის ამალეკი.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴელნი მოსესნი იყვნეს დამძიმებულ, მოიღეს ლოდი და დაუდვეს ქუეშე და დაჯდა მას ზედა. და აჰრონს და ორს განეპყრნეს ჴელნი მოსესნი: ერთ კერძოჲ ერთსა და ერთ კერძოჲ ერთსა. Page of ms. O: 94v  და იყვნეს ჴელნი მოსესნი განპყრობილ ვიდრე დასლვადმდე მზისა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ერეოდა ისო ამალეკსა და მოსრა პირითა მახჳლისაჲთა ყოველი ერი მისი.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერე ესე საჴსენებელად წიგნსა და მიეც იგი ყურთა ისუჲსთა, რამეთუ აჴოცით აღვჴოცო საჴსენებელი ამალეკისი ცასა ქუეშე.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი უფლისაჲ და დასდვა სახელი მისი: უფალი ჩემი შესავედრებელ.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴელითა დაფარულითა ჰბრძავს უფალი ამალეკსა ნათესავითი ნათესავამდე.

Chapter: 18  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ესმა იოთორს, სიმამრსა მოსესსა, ყოველი, რაჲცა უყო უფალმან ისრაჱლსა, ერსა თჳსსა, რამეთუ გამოიყვანნა უფალმან ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და წარმოიყვანნა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, სეფორა, ცოლი მოსესი, შემდგომად დატევებისა მისისა,

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ორნი ძენი მისნი: ერთისა სახელი გერსამ, რამეთუ თქუა: მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა,

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სახელი მეორისაჲ მის ელიაზარ, რამეთუ თქუა: ღმერთი მამისა ჩემისაჲ შემწე ჩემდა და განმარინა მე ჴელისაგან ფარაოჲსისა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოვიდეს მოსესა იოთორ, სიმამრი მისი, ძენი და ცოლი მისი უდაბნოდ, სადა-იგი დაებანაკა მთასა მას სინასა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უთხრეს მოსეს და ჰრქუეს: ესერა იოთორ, სიმამრი შენი, მოვალს შენდა და ცოლი შენი და ორნი ძენი შენნი მის თანა.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 95r  და განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა და თაყუანის-სცა მას და ამბორს-უყო და მოიკითხნეს ურთიერთას და შეიყვანნა იგინი კარავსა თჳსსა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უთხრა მოსე სიმამრსა თჳსსა ყოველივე. რაჲცა-იგი უყო უფალმან ფარაოს და ეგჳპტელთა ისრაჱლისთჳს და ყოველი შრომაჲ, რომელი შეემთხჳა გზასა ზედა, და ვითარ განარინნა იგინი უფალმან ჴელისაგან ფარაოჲსისა და ჴელთაგან ეგჳპტელთაჲსა.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განუკჳრდა იოთორს ყოველთა მათ კეთილთა ზედა, რავდენი უყო მათ უფალმან.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და თქუა იოთორ: კურთხეულ არს უფალი, რომელმან გიჴსნნა თქუენ ჴელთაგან ეგჳპტელთაჲსა და ჴელთაგან ფარაოჲსთა.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აწ ვცან ძალი, რამეთუ დიდ არს უფალი, უფროჲს ყოველთა ღმერთთა, ამით, რამეთუ ესვიდეს მას.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო იოთორ, სიმამრმან მოსესმან, მსხუერპლები და შესაწირავი და შეწირა ღმრთისა. მოვიდა აჰრონცა და მოხუცებულნი ისრაჱლისანი ჭამად პურისა მოსეს სიმამრისა თანა წინაშე ღმრთისა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო ხვალისაგან დაჯდა მოსე შჯად ერისა და წინაშე დგა ყოველი ერი მოსესა განთიადითგან მწუხრადმდე.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იხილა იოთორ ყოველი, რავდენსა უყოფდა ერსა მას, და ჰრქუა მას: რასა-ეგე უყოფ ერსა ამას? რაჲსათჳს შენ ჰზი მარტოჲ და ყოველი ესე ერი დგას შენ წინაშე დილითგან ვიდრე მწუხრადმდე?

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე სიმამრსა თჳსსა: რამეთუ მოვიდის Page of ms. O: 95v  ერი ესე ჩემდა გამოძიებად სამართალისა ღმრთისაგან.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს არნ მათ შოვრის ცილობაჲ, მოვიდიან ჩემდა და განვსაჯი კაცად-კაცადი და ვასწავნი მათ ბრძანებანი ღმრთისანი და შჯული მისი.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსეს სიმამრმან მისმან: არა მართლ იქმ შენ სიტყუასა მაგას.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჴრწნით განიჴრწნე შენ უთმინოებითა, შენცა და ერიცა ესე, რომელ არს შენ თანა. მძიმე არს შენდა საქმჱ ესე, ვერ შემძლებელ ხარ შენ ამას ყოფად მარტოჲ.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აწ მე გასწავო შენ და ისმინე ჩემი და იყოს ღმერთი შენ თანა. ეყავ შენ ერსა მაგას ღმრთისა მიმართ და შესწირნე სიტყუანი მათნი ღმრთისა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უწამებდ მათ ბრძანებათა ღმრთისათა და შჯულსა მისსა და უწამებდ მათ გზასა, რომელსა ვიდოდიან, და საქმესა, რომელსა იქმოდიან.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შენ თავისა თჳსისა გამოირჩიენ კაცნი ყოვლისაგან ერისა, კაცნი ძლიერნი და ღმრთის მსახურნი, კაცნი მართალნი, რომელთა სძულდეს ამპარტავანებაჲ, და დაადგინენ იგინი მათ ზედა ათასის თავად და ასის თავად და ერგასის თავად და ათის თავად და მწიგნობარნი შემომყვანებულნი ერისანი,

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შჯიდენ ყოველსა ჟამსა ერსა ამას; და ყოველი სიტყუაჲ მძიმჱ მოგართოდიან შენ და სიტყუაჲ ადვილი განსაჯოდიან მათ და აღგიმციროდიან და შეგეწეოდიან შენ.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 96r  უკუეთუ სიტყუაჲ ესე ჰყო, შეგეწიოს შენ ღმერთი შენი და შეუძლო წინაძღუანვად და ყოველი ესე ერი მოვიდოდის მშჳდობით ადგილსა თჳსსა.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ერჩდა მოსე ჴმასა სიმამრისა თჳსისასა და ყო ეგრე, რავდენი-რაჲ ჰრქუა მას.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაადგინნა იგინი მათ ზედა ათასის თავად და ასის თავად და ერგასის თავად და ათის თავად და მწიგნობარნი შემომყვანებელნი და განმყვანებელნი,

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შჯიდეს ერსა მას ყოველსა ჟამსა. ხოლო სიტყუაჲ იგი გარდამრჱ მიართჳან მოსეს და ყოველი სიტყუაჲ ადვილი განსაჯიან მათ.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და წარავლინა მოსე სიმამრი თჳსი და წარვიდა ქუეყანად თჳსა.

Chapter: 19  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თუესა მესამესა გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათაჲთ ქუეყანით ეგჳპტით, ამას თუესა მოვიდეს იგინი უდაბნოსა მას სინაჲსასა.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და წარმოიძრნეს რაფიდინით და მოვიდეს უდაბნოსა მას სინაჲსასა და დაიბანაკეს ისრაჱლთა მუნ წინაშე მთასა მას.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოსე აღვიდა მთასა მას ღმრთისასა. და უწოდა მას ღმერთმან მიერ მთით და ჰრქუა ესრე: არქუ სახლსა იაკობისსა და უთხარ ძეთა ისრაჱლისათა:

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თქუენ იხილეთ, რავდენი უყავ ეგჳპტელთა მათ და აღგისხენ თქუენ ვითარცა ორბმან ფრთეთა ზედა და მოიყვანენ თქუენ თავისა ჩემისა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აწ სმენით თუ ისმინოთ ჴმისა ჩემისაჲ და დაიმარხოთ შჯული Page of ms. O: 96v  ჩემი, იყვნეთ ერად ჩემდა მოგებულად ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანაჲ.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თქუენ იყვენით ჩემდა სამეუფოდ სამღდელოდ და ნათესავად წმიდად. ესე სიტყუაჲ არქუ ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოვიდა მოსე და მოუწოდა მოხუცებულთა ერისათა და უთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი უბრძანნა მას ღმერთმან.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ყოველმან ერმან ერთბამად და ჰრქუეს: ყოველივე, რაჲცა თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ. და შეწირა მოსე სიტყუაჲ იგი ერისაჲ მის ღმრთისა.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: აჰა-ესერა მე მოვიდე შენდა სუეტითა ღრუბლისაჲთა, რაჲთა ესმას ერსა, გეტყოდი რაჲ მე შენ, და ჰრწმენეს შენი უკუნისადმდე. უთხრა მოსე სიტყუაჲ იგი ერისაჲ ღმერთსა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: გარდაგუალე და უწამე ერსა მას და წმიდა-ყვენ იგინი დღეს და ხვალე, განირცხენ სამოსელი მათი.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ იგინი განმზადებულ მესამედ დღედმდე, რამეთუ დღესა მესამესა გარდამოჴდეს უფალი მთასა ზედა სინასა წინაშე ყოვლისა ერისა.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაადგინო ერი იგი გარემო და არქუ: ეკრძალენით თავთა თქუენთა და ნუ აღხუალთ მთასა მას შეხებად რასმე მისა: ყოველი, რომელი შეეხოს მთასა მას, სიკუდილითა აღესრულოს.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა შეახოთ მას ჴელი, რამეთუ ქვითა განიტჳნნეთ, ანუ თუ ისრითა განიდევნნეთ; გინა თუ საცხოვარი, გინა Page of ms. O: 97r  კაცი არა ცხონდეს. რაჟამს ჴმანი იგი და საყჳრი იგი და ღრუბელი წარვიდეს მთასა მისგან, მაშინ იგინი აღმოვიდენ მთად.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გარდამოვიდა მოსე მიერ მთით ერისა მის და ჰრქუა მათ ეგრჱთ და განწმიდნა იგინი. და განირცხეს სამოსელი მათი.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ერსა მას: ნუ შეეხებით ცოლთა თქუენთა და მზა-იქვენით სამ დღე.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად სამისა დღისა, ცისკარს ოდენ იყვნეს ქუხილნი და ელვანი და ღრუბელი წყუდიადი მთასა მას სინასა, ჴმაჲ იგი საყჳრისაჲ ოხრიდა დიდად და შეძრწუნდა ყოველი იგი ერი ბანაკსა მას შინა.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განიყვანა მოსე ერი იგი ბანაკით შემთხუევად ღმრთისა და წარდგეს მთასა მას ქუეშე სინასა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მთაჲ იგი სინაჲ კუმოდა ყოვლად, რამეთუ. გარდამოსრულ იყო ღმერთი მას ზედა ცეცხლითა და აღვიდოდა კუამლი ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ. და განჰკრთა ერი იგი ფრიად.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყვნეს ჴმანი იგი საყჳრისანი, რაოდენ ვიდოდეს ურთიერთას, იქმნებოდეს ფრიად. მოსე იტყოდა და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და გარდამოსრულ იყო უფალი მთასა მას სინასა თხემსა მის მთისასა ... და აღვიდა მუნ მოსე.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: გარდაგუალე და უწამე ერსა მას, ნუუკუე მოეახლნენ ღმერთსა განცდად და დაეცნენ მრავალნი მათგანნი.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მღდელნი იგი, რომელნი მიეახლებოდიან ღმერთსა, წმიდა იყვნენ, ნუუკუე მო/აკუდინოს Page of ms. O: 97v  მათგანი უფალმან.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მოსე ღმერთსა: ვერ ჴელეწიფების ერსა ამას მთასა სინასა შეახლებად, რამეთუ შენ გჳწამე ჩუენ და გუარქუ განშორებად მთასა ამას და წმიდა ყოფად.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას უფალმან: გუალე, გარდავედ და აღმოიყვანე აჰრონ შენ თანა, ხოლო სხუანი იგი მღდელნი ნუ იძრვიედ აღმოსლვად ღმრთისა, ნუუკუე წარწყმიდნეს მათგანნი უფალმან.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გარდამოჴდა მოსე ერისა მის და ჰრქუა ესრჱთ.

Chapter: 20  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იტყოდა უფალი ყოველთა მათ სიტყუათა და ჰრქუა:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა იქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცასა შინა და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა და რაოდენი-რაჲ არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანასა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა თაყუანის-სცე, არცა ჰმსახურებდე მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი მოშურნე, რომელმან მივაგი ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა ვიდრე მესამედ და მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვყვი წყალობაჲ ათასამდე ნათესავად მოყუარეთა ჩემთა და რომელთა დაიმარხნიან ბრძანებანი ჩემნი.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა მოიღო სახელი ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა, რამეთუ არა განწმიდოს იგი უფალმან, რომელმან მოიღოს სახელი უფლისაჲ ამაოსა ზედა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოიჴსენე დღჱ იგი შაბათთაჲ და წმიდა-ყავთ Page of ms. O: 98r  იგი.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ექუს დღე იქმოდე და ქმენ ყოველი საქმჱ შენი,

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო დღჱ იგი მეშჳდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ და არა ჰქმნე საქმჱ, შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმანვე საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი იყოს შენ შოვრის.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ექუსთა მათ დღეთა შექმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ, და ყოველი, რაჲ არს მას შინა, და განისუენა დღესა მას მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა ღმერთმან დღჱ იგი მეშჳდჱ და წმიდა-ყო იგი.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღე-გრძელ იყო ქუეყანასა მას კეთილსა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ.

Verse: 13_(15)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა კაც-ჰკლა.

Verse: 14_(13)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა იმრუშო.

Verse: 15_(14)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა იპარო.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა ცილი სწამო მოყუსისა შენისათჳს.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა გული გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა,... არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მჴევლისა მისისა, არცა ჴარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი რაჲ იყოს მოყუსისა შენისაჲ.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყოველი ერი ჰხედვიდა... ჴმასა მას საყჳრისასა და საჴუმილსა მას მკუმოლვარესა. შეეშინა ერსა მას ყოველსა და დგეს შორს.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მოსეს: მეტყოდე შენ და ნუ მეტყჳს ჩუენ ღმერთი, ნუუკუე მოვწყდეთ.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ მოსე: ნუ გეშინინ, Page of ms. O: 98v  რამეთუ გამოცდისა თქუენისათჳს მოვიდა ღმერთი თქუენდა, რაჲთა იყოს შიში მისი თქუენ შოვრის და რაჲთა არა სცოდოთ.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დგა ერი იგი შორს. ხოლო მოსე შევიდა წყუდიადსა, სადა-იგი იყო ღმერთი.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არქუ სახლსა იაკობისსა და უთხარ ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ იხილეთ, რამეთუ ზეცით გეტყოდე თქუენ.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა იქმნნეთ თავისა თქუენისა კერპნი ოქროჲსა და ვეცხლისანი.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
საკურთხეველი ქუეყანით მიშენოთ მე. და შეწირეთ მას ზედა მსხუერპლები თქუენი ცხორებისა თქუენისათჳს, ცხოვარი და ზროხაჲ თქუენი. ყოველსა ადგილსა რომელსა დავსდვა სახელი ჩემი მუნ, მოვიდე და გაკურთხო შენ.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ საკურთხეველი ქვათაგან მიშენო მე, არა აღაშენო იგი თლილითა, რამეთუ ჴელი შენი შეახე მას ზედა და შეგინებულ არს.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა აღჰჴდე აღსავალთა საკურთხეველისა ჩემისათა, რაჲთა არა გამოჩნდეს სარცხჳნელი შენი მას ზედა.

Chapter: 21  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ესე სამართალები არს, რომელ წინა-დაუდვა მათ:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოიგო მონაჲ ებრაელი, ექუს წელ გმონებდეს შენ, ხოლო მეშჳდესა წელსა განვიდეს შენგან თავისუფალი მეტად.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ნუუკუე იგი ხოლო შევიდა მარტოჲ, მარტოჲცა განვიდეს. უკუეთუ ცოლიცა მის თანა შევიდეს, განვიდეს ცოლიცა იგი მის თანა.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ უფალმან სცეს მას Page of ms. O: 99r  ცოლი და უშვეს ძეებ, გინა ასულებ, ცოლი იგი და ყრმანი იყვნენ უფლისა თჳსისა, ხოლო იგი მარტოჲ განვიდეს.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ თქუას მონამან მან: მიყუარს უფალი და ყრმანი, არა განვიდე თავისუფლად,

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოიყვანოს იგი უფალმან მისმან წინაშე საშჯელსა ღმრთისასა და მაშინ წარიყვანოს იგი და მიიყვანოს იგი წყირთლთა კარისათა და განუჴურიტოს უფალმან მისმან სადგისითა ყური მისი და ჰმონებდეს მას უკუნისადმდე.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე მისცეს ასული თჳსი მონასა, არა განვიდეს იგი, ვითარცა-იგი განვიდიან...

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა სათნო-ეყოს უფალსა მას თჳსსა, რომელი-იგი მან აღუთქუა მას, გამოიჴსნეს იგი, ხოლო ნათესავსა უცხოსა ვერ ჴელ-ეწიფების მისყიდად მისა, ვითარმედ შეურაცხ-ყო იგი.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ძესა აღუთქუას იგი, მსგავსად სამართლისა მის ასულთაჲსა უყოს მას.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ სხუაჲ მოიყვანოს თავისა თჳსისა, საზრდელი და სამოსელი და რაჲ აღუთქუა, არა დააკლოს.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ესე სამივე არა უყოს მას, განვიდეს თავისუფლად თჳნიერ ვეცხლისა.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე სცეს და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ნეფსით, არამედ უფალმან მისცა იგი ჴელთა მისთა, გცე შენ ადგილი, ვიდრე მივლტოდის კაცის-მკლველი იგი.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე უმზიროს მოყუასსა თჳსსა ზაკუვით და მოკლას იგი Page of ms. O: 99v  და მიივლტოდის მუნ, საკურთხეველისა ჩემისაგან გარდამოიყვანეთ და მოკალთ იგი.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რომელმან სცეს მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა, სიკუდილით მოკუედინ

Verse: 16_(17)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს, გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ.

Verse: 17_(16)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე იპაროს ყრმაჲ ძეთაგან ისრაჱლისათა და ჰმძლავროს და განვიდოს იგი და იპოოს იგი მის თანა, სიკუდილით მოკუედინ.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ილალებოდინ ორნი კაცნი და სცეს მოყუასმან მოყუასსა მჯიღითა ანუ ქვითა და არა მოკუდეს, არამედ დაწოლით დაწვეს საწოლსა ზედა

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღდგეს და განვიდეს კუერთხითა კაცი იგი გარე, უბრალო იყოს, რომელმან-იგი სცა მას, გარნა უქმებისა მისისათჳს მისცეს მას სამკურნალოჲ.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე სცეს მონასა თჳსსა, გინა მჴევალსა თჳსსა კუერთხითა და მოკუდეს ჴელსა ქუეშე მისსა, შურისგებით შური იძიენ მისგან.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ცხონდეს-ღა ერთ დღე, ანუ ორ დღე, არა შური იძიოს, რამეთუ ვეცხლისა მისისაჲ არს.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ იბრძოდიან კაცნი ორნი და სცენ დედაკაცსა მიდგომილსა და მოურყუნენ ყრმაჲ მისი არღა გამოხატული, ზღვევით იზღვიოს. რაჲცა დასდვას ქმარმან მის დედაკაცისამან, მისცეს მას ვედრობით.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გამოხატული იყოს, მისცეს მას სული Page of ms. O: 100r  სულისა წილ,

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, ჴელი ჴელისა წილ, ფერჴი ფერჴისა წილ,

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ნაწუევარი ნაწუევარისა წილ, წყლულებაჲ წყლულებისა წილ, გუემულებაჲ გუემულებისა წილ.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე სცეს თუალსა მონისა თჳსისასა, ანუ თუალსა მჴევლისა თჳსისასა და წარმოუგდოს მას, თავისუფლად განუტევნენ იგინი თუალისა მათისა წილ.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე კბილი მონისა თჳსისაჲ, გინა კბილი მჴევლისა თჳსისაჲ სცეს და აღმოჰჴუარდოს, თავისუფლად განუტევნენ იგინი კბილისა მათისა წილ.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ურქინოს კურომან მამაკაცსა ანუ დედაკაცსა და მოკუდეს, ქვითა განიტჳნოს კუროჲ იგი და ჴორცი მისი არა იჭამოს, ხოლო უფალი მისი უბრალო იყოს.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მრქენალი იყოს კუროჲ იგი გუშინდითგან და ძუღუანდითგან და იწამონ უფალი იგი მისი, არა აღიღოს იგი შოვრის და მოკლას მან მამაკაცი ანუ დედაკაცი, კუროჲ იგი ქვითა განიტჳნენ და უფალი მისი მის თანავე მოკუდეს.

Verse: 30   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ საჴსარი დასდვას, მისცეს მას საჴსარი, რაჲცა-იგი დასდვან, მას სულისა მისისა წილ, რომელცა-იგი მოკლა მან.

Verse: 31   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ძესა ანუ ასულსა ურქინოს. მსგავსად ამისსავე Page of ms. O: 100v  სამართალი უყონ მას.

Verse: 32   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მონასა ანუ მჴევალსა ურქინოს კურომან, ვეცხლი ოცდაათი სატირი მისცეს უფალსა მას მათსა და კუროჲ იგი ქვითა განიტჳნოს.

Verse: 33   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე მოაღოს ჯურღმულსა ანუ აღმოჰკუეთდეს ჯურღმულსა და არა დაარქუას მას და შთავარდეს მას ზროხაჲ ანუ ვირი,

Verse: 34   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უფალმან მის ჯურღმულისამან მისცეს ვეცხლი უფალსა მათსა, ხოლო მკუდარი იგი მისი იყოს.

Verse: 35   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვისმანმე კურომან ურქინოს კუროსა მოყუსისასა და მოკლას, განყიდონ კუროჲ იგი ცოცხალი და განიყონ ვეცხლი იგი და ეგრევე კუროჲ იგი მოკლული განიყონ.

Verse: 36   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ იცოდიან, ვითარმედ კუროჲ იგი მრქენალი იყო ძუღუანდითგან და გუშინდითგან და უწამონ უფალსა მას მათსა და არა მოსპოს კუროჲ იგი მისი, მისცეს კუროჲსა წილ კუროჲ, ხოლო მოკლული იგი მისი იყოს.

Chapter: 22  
Verse: 1_(21,37)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე იპაროს ზროხაჲ ანუ ცხოვარი და დაკლას, გინა განყიდოს, ხუთი ზროხაჲ მისცეს ერთისა ზროხისათჳს და ოთხი ცხოვარი ერთისა ცხოვრისათჳს.

Verse: 2_(1)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გუერდით თხრასა დაეპყრას მპარავი იგი და წყლას ვინმე და მოკუდეს, არა არს მისა კაცის-კლვა.

Verse: 3_(2)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ აღმოსრულ იყოს მზჱ მის თანა და მოკლას, თანა-მდებ არს იგი სიკუდილსა. არა თუ რაჲ Page of ms. O: 101r  აქუნდეს მას, რაჲმცა ზღო, განყიდენ იგი ნაპარევისა მისთჳს.

Verse: 4_(3)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ დააპყრან და იპოოს ჴელსა მისსა ნაპარევი ვირითგან ვიდრე ცხოვრადმდე ცოცხალი, ორი წილი ზღოს.

Verse: 5_(4)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გან-ვინმე-უტეოს საცხოვარი და მოაძოვოს ყანაჲ ანუ ვენაჴი,... სხუაჲ ყანაჲ, მისცეს მას ყანისა მისისაგანი მსგავსად ნაყოფიერებისა მისისა. უკუეთუ ყოველი ყანაჲ მოაძოოს, უმჯობჱსი ყანაჲ მისი ანუ უმჯობჱსი ვენაჴი მისცეს მას.

Verse: 6_(5)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გამოჴდეს ცეცხლი და პოვოს ეკალი და მოწუას კალოჲ, ანუ ყანაჲ სამკალი, ანუ ველი, ზღოს მან, რომელმან-იგი ცეცხლი აღუდვა.

Verse: 7_(6)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა თჳსსა ვეცხლი ანუ ჭურჭერი დამარხვად და მი-ვინმე-ჰპაროს სახლისაგან მის კაცისა, უკუეთუ იპოოს მპარავი, მოჰჴადოს ორი წილი.

Verse: 8_(7)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა იპოოს მპარავი იგი, მოვიდეს სახლისა მის უფალი, წინაშე ღმრთისა წარმოიღონ * საშჯელი ორთაჲვე, ვითარმედ მან არარაჲ ბოროტი ქმნა ყოვლისათჳს ვედრისა მის მოყუსისა თჳსისა,

Verse: 9_(8)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყოვლითავე სიტყჳთა სიცრუვისაჲთა ზროხითგან და კარაულით, ცხოვრით და სამოსლითგან და ყოვლისავეთჳს წარწყმედულისა, რომლისათჳს იბრალებოდის და რაჲცა Page of ms. O: 101v  იყოს, წინაშე ღმრთისა * წარმოიღონ ორთაჲვე საშჯელი და რომელი იპოოს ბრალსა მას შინა ღმრთისა მიერ, მისცეს ორი წილი მოყუასსა თჳსსა.

Verse: 10_(9)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა თჳსსა კარაული, ანუ ზროხაჲ, ანუ ცხოვარი, ანნ ყოველივე პირუტყუთაგანი დამარხვად და განუტყდეს, ანუ მოკუდეს, ანუ წარიტყუენოს და არავინ უწყოდის,

Verse: 11_(10)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ფიცი ღმრთისაჲ იყოს შოვრის მათ ორთავე, ვითარმედ მან არარაჲ ბოროტი ქმნა ყოვლისათჳს ვედრისა მოყუსისა და ესრჱთ შეიწყნაროს იგი უფალმან მის ვედრისამან და არარაჲ მიჰჴადოს მას.

Verse: 12_(11)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე მიჰპაროს მისგან, უზღოს მან უფალსა ვედრისასა.

Verse: 13_(12)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ნამჴეცავ იქმნეს, მიიყვანონ იგი ჭამულსა მას ზედა და არა მიჰჴადოს.

Verse: 14_(13)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე მისთხოვოს მოყუასსა თჳსსა საცხოვარი რაჲვე და განუტყდეს, ანნ მოკუდეს, ანუ წარიტყუენოს და უფალი იგი მისი არა მის თანა იყოს, მიჰჴადოს.

Verse: 15_(14)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მის თანა იყოს, არა უკუეთუ სასყიდლით დადგინებული იყოს, სასყიდლისა მისისა წილ იყავნ მისა.

Verse: 16_(15)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 102r  უკუეთუ ვინმე აცთუნოს ქალწული უთხოველი და დაწვეს მის თანა, მიიყვანენ იგი თავისა თჳსისა ცოლად.

Verse: 17_(16)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა სათნო-უჩნდეს, არცა ინებოს მამამან მის ქალისამან მიცემად მას იგი ცოლად, ვეცხლი მოსცეს მამასა მის ქალისასა, ვითარცა-იგი მიართჳან ქალწულთათჳს.

Verse: 18_(17)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მეწამლეთა ნუ ზურგებით.

Verse: 19_(18)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყოველი რომელი დაწვეს საცხოვრისა თანა, სიკუდილით მოკუედინ

Verse: 20_(19)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რომელმან უგოს კერპსა, სიკუდილით მოკუედინ, გარნა მხოლოსა ღმერთსა.

Verse: 21_(20)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მწირსა არა ბოროტი უყო, არცა აჭირვებდეთ მათ, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტისასა

Verse: 22_(21)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
[ყოველსა ქურივსა] და ობოლსა არა ბოროტი უყოთ,

Verse: 23_(22)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ბოროტი უყოთ და ღაღად-ყონ და ჴმობდენ ჩემდამო, სმენით ვისმინო ჴმაჲ მათი

Verse: 24_(23)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განვრისხნე გულის წყრომით და მოგწყჳდნე თქუენ მახჳლითა და იყვნენ ცოლნი თქუენნი ქურივ და შვილნი თქუენნი ობოლ.

Verse: 25_(24)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ავასხო ვეცხლი ძმასა შენსა მკოდოვსა, რომელი იყოს შენ შოვრის, არა მოჰჴდიდე მას სწრაფით, არა დასდვა მას ვახში.

Verse: 26_(25)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ იჴუთო სამოსელი მოყუსისა შენისაჲ. დასლვასა მზისასა მისცე მას,

Verse: 27_(26)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იგი ხოლო არს სამოსლად მისა და საფარველი არს შიშულობისა მისისაჲ; რაჲთა დაწვეს იგი? ღაღად-თუ-ყოს ჩემდამო, ვისმინო მისი. Page of ms. O: 102v  რამეთუ მოწყალე ვარ.

Verse: 28_(27)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ღმრთისათჳს არა სთქუა ბოროტი და მთავრისათჳს ერისა შენისა არა იტყოდი ბოროტსა.

Verse: 29_(28)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
პირველი ნაყოფი კალოჲსა შენისაჲ და საწნეხლისა შენისაჲ არა დააკლო და პირმშოჲ ძეთა შენთაჲ მომცე მე.

Verse: 30_(29)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ ჰყო ზროხაჲ შენი და ცხოვარი შენი და კარაული შენი: შჳდ დღე იყოს დედისა თანა და მერვესა დღესა მომცე მე იგი.

Verse: 31_(30)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და კაცნი წმიდა იყვენით, ჴორცი ნამჴეცავი არა. შჭამოთ, ძაღლთა მიუგდეთ იგი.

Chapter: 23  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა შეიწყნარო სასმენელი ამაოჲ, არა დაშჯერდე ცრუჲსა მის თანა ყოფად ცრუ მოწამედ.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა შეერთო მრავალთა თანა საქმედ ბოროტისა, არა შეეძინო კრებულისა სიმრავლესა განდრეკად, რაჲთა გარდააქციონ საშჯელი.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და გლახაკი არა შეიწყალო საშჯელსა შინა.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ შეემთხჳო ზროხასა მტერისა შენისასა, ანუ კარაულსა შეცთომილსა, მოაქციო იგი და მისცე უფალსა მისსა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისაჲ დავრდომილი ტჳრთსა ქუეშე, არა თანა-წარჰჴდე, არამედ აღჰწიო მის თანა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა გარდააქციო საშჯელი გლახაკისაჲ საშჯელსა შინა მისსა.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყოვლისაგან სიტყჳსა ბოროტისა განეშორე. უბრალოჲ და მართალი არა მოჰკლა და არა განამართლო უღმრთოჲ ქრთამითა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 103r  და ქრთამი არა მოიღო, რამეთუ ქრთამმან დააბრმნის თუალნი მხედველთანი და განრყუნნის სიტყუანი მართალნი.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მწირსა მას არა აჭირვებდეთ, რამეთუ თქუენ იცით სული იგი მწირისაჲ, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ექუს წელ სთესო ქუეყანაჲ შენი და შეჰკრიბო ნაყოფი მისი,

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მეშჳდესა წელსა მიტევებაჲ ჰყო, დაუტეო იგი და ჭამდენ გლახაკნი ნათესავისა შენისანი, ხოლო ნეშტი მისი იყოს მჴეცთათჳს ველისათა. ეგრჱთ ჰყო ვენაჴოვანი შენი და ლეღოვანი შენი.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ექუს დღე იქმნე საქმჱ შენი და დღესა მეშჳდესა... განისუენოს ჴარმან შენმან... და მწირმან.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყოველი, რომელი გარქუ თქუენ, დაიმარხეთ და სახელი ღმერთთა უცხოთაჲ არა მოიჴსენოთ, არცა ისმეს პირისაგან თქუენისა.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
სამ გზის წელიწადსა დღესასწაული ჰყვით ჩემი,

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დღესასწაული უცომოებისაჲ დაიმარხეთ ყოფად: შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა, ვითარცა-იგი გამცენ თქუენ ჟამსა მას ოდენ თუესა ახალთაჲსა, რამეთუ მას თუესა გამოხუედით ქუეყანით ეგჳპტით. არა მეჩუენო წინაშე პირსა ჩემსა ცალიერი.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დღესასწაული მკისაჲ პირველთა ნაყოფთა შენთაჲ ჰყო საქმეთა შენთაჲ, რაჲცა სთესო ქუეყანასა შენსა, და დღესასწაული აღსრულებისაჲ განსლვასა წელიწადისასა შეკრებასა საქმისა შენისასა.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 103v  სამ გზის წელიწადსა შინა ეჩუენოს ყოველი წული შენი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს განვასხნე წარმართნი პირისაგან შენისა და განვავრცნე საზღვარნი შენნი, არა შესწირო ცომსა თანა სისხლი მსხუერპლთა ჩემთაჲ, არცა დაადგრეს ცმელი დღესასწაულთა ჩემთაჲ განთიადმდე.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დასაბამი პირველთა ნაყოფთა შენთაჲ შესწირო ტაძრად უფლისა ღმრთისა შენისა. არა შეჰგბოლო კრავი სძითა დედისა თჳსისაჲთა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რაჲთა დაგიცვეს შენ გზასა ზედა და რაჲთა შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას, რომლისათჳს გეფუცე შენ.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი და ნუ ურჩ ექმნები მას. რამეთუ არა შეგინდოს შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ სმენით ისმინნე სიტყუანი ჩემნი და ჰყო ყოველი, რომელი გამცენ შენ, და დაიცვნე აღთქუმანი ჩემნი, იყვნეთ ერად ჩემდა მოპოვნებულად უმეტჱს ყოველთა ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანაჲ, ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა ერად სამეუფოდ, სამღდელოდ, ნათესავად წმიდად. ამათ სიტყუათა ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა: უკუეთუ სმენით ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი და ჰყოთ ყოველივე, რომელსა გეტყჳ თქუენ. ვემტერო მტერთა თქუენთა და წინა -აღუდგე წინა-აღმდგომთა თქუენთა.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წარვიდეს ანგელოზი ჩემი მძღურად შენდა და Page of ms. O: 104r  შეგიყვანოს შენ ამორეველისა მის და ქეტელისა და ფერეზელისა, ქანანელისა და გერგესეველისა და იებოსელისა და შევმუსრნე იგინი.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა თაყუანის-სცე ღმერთთა მათთა, არცა ჰმსახურებდე მათ. არა ჰქმნე საქმისა მათისაებრ, არამედ დარღუევით დაარღჳნე და შემუსრვით შეჰმუსრნე ძეგლნი იგი მათნი.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰმსახურებდეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა. და ვაკურთხო პური თქუენი და ღჳნოჲ და წყალი თქუენი და გარე-წარვაქციო სალმობაჲ შენგან.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა იყოს უშვილოჲ, არცა ბერწი ქუეყანასა თქუენსა. რიცხჳ დღეთა შენთაჲ აღვავსო

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შიში და ძრწოლაჲ წარვავლინო წინამძღურად შენდა და განვაკრთვნე ყოველნი ნათესავნი, რომელთა შეხუალ მუნ, და მოგცნე ყოველნი მტერნი შენნი მეოტად.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და წარვავლინო ბზიკი უწინარჱს შენსა და განასხნეს ამორეველნი იგი და ეველნი, ქანანელნი იგი და ქეტელნი შენგან.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
არა განვასხნე იგინი წელიწადსა ერთსა, რაჲთა არა ქუეყანაჲ მოოჴრდეს და განმრავლდეს მჴეცი ქუეყანისაჲ შენ ზედა.

Verse: 30   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მცირედ-მცირედ განვასხნე იგინი შენგან, ვიდრემდე აღორძნდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ.

Verse: 31   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დავსხნე საზღვარნი შენნი ზღჳთ მეწამულითგან ვიდრე ფილისტიმედმდე და უდაბნოჲთ ვიდრე მდინარედ დიდადმდე ევფრატად და მივსცნე ჴელთა თქუენთა მკჳდრნი იგი მის ქუეყანისანი და გავასხ/ნე Page of ms. O: 104v  იგინი შენგან, ვიდრემდე აღორძნდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ.

Verse: 32   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
[არა აღუთქუა] მათ და ღმერთთა მათთა აღთქუმაჲ.

Verse: 33   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და არცაღა სხდენ ქუეყანასა შენსა, რაჲთა არა გაცოდვონ შენ ჩემდამო. უკუეთუ ჰმონებდე შენ ღმერთთა მათთა, იგინი იყვნენ დაბრკოლება შენდა.

Chapter: 24  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოსეს ჰრქუა: აღმოვედ შენ და აჰრონ და ნაბად და აბიუდ უფლისა და სამეოც და ათნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და თაყუანის-სცენ შორით უფალსა.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შეეახლოს მოსე ხოლო ღმერთსა, ხოლო იგინი არა მიეახლნენ და ერი ნუ აღმოვალნ მათ თანა.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შევიდა მოსე და უთხრნა ერსა მას ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი და სამართალნი მისნი. მიუგო ერმან მან ჴმითა დიდითა და ჰრქუეს: ყოველთავე სიტყუათა რომელთა იტყოდა უფალი, ვყოთ და ვისმინოთ.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაწერნა მოსე ყოველნი ესე სიტყუანი უფლისანი. აღიმსთო მოსე განთიად და აღაშჱნა საკურთხეველი მთასა მას ქუეშე ათორმეტითა ქვითა მსგავსად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და წარავლინა მოსე ჭაბუკები იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ და შეწირეს მსხუერპლები და შესაწირავი იგი ცხორებისაჲ ღმრთისა ზუარაკები.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო მოსე ზოგი იგი სისხლისაჲ მის და შთაასხა ტაკუკსა, ხოლო ზოგი იგი სისხლისაჲ მის მოაპკურა გარემოჲს საკურთხეველსა შორს.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო წიგნი იგი შჯულისაჲ და აღმო/უკითხა Page of ms. O: 105r  ყურთა მიმართ ერისათა და თქუეს: ყოველივე, რომელი თქუა უფალმან, ვყოთ და ვისმინოთ.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოიღო მოსე სისხლი იგი, აპკურა ერსა მას და თქუა: ესე არს სისხლი აღთქუმისაჲ, რომელი აღუთქუა უფალმან ყოველთათჳს სიტყუათა ამათ.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღვიდა მოსე და აჰრონ და ნაბად და აბიუდ და სამეოც და ათნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იხილეს, სადა-იგი დგა მუნ ღმერთი ისრაჱლისაჲ და ქუეშე ფერჴთა მისთა ვითარცა ქმნულებაჲ ალიზისაჲ ანთრაკი საფირონი ვითარცა სამყაროჲ ცისაჲ სიწმიდით.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და რჩეულთაგანი ისრაჱლისათა არავინ მოკუდა არცა ერთი; და იხილეს ადგილი იგი ღმრთისაჲ და ჭამეს და სუეს.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღმოვედ ჩემდა მთად და იყავ მუნ და მოგცნე შენ ფიცარნი ქვისანი, შჯული და მცნებანი ჩემნი, რომელი დავწერე შჯულის დებად მათა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აღდგა მოსე და ისო წინაშე მდგომელი მისი, აღვიდეს მთასა მას ღმრთისასა.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოხუცბულთა მათ ჰრქუა: დადუმენით თქუენ მანდა, ვიდრემდე მოვიდე თქუენდა, და აჰა-ესერა აჰრონ და ორ თქუენ თანა. უკუეთუ ვისმე ედვას საშჯელი, მივედინ მათა.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღვიდეს მოსე და ისო მთასა მას და დაფარა ღრუბელმან მთაჲ იგი.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
... და უწოდა უფალი მოსეს მეშჳდესა დღესა ღრუბლით გამო.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ხილვაჲ იგი დიდებისა ღმრთისაჲ ვითარცა ცეცხლი აღატყდებოდა Page of ms. O: 105v  თხემსა ზედა მის მთისასა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა მოსე შოვრის ღრუბელსა მას და აღვიდა მთასა მას და იყო მუნ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.

Chapter: 25  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა: მომართუედ შესაწირავად ყოველთაგან, რომელთა-იგი უნდეს გულსა მათსა, მომართუედ მე პირველ ნაყოფად შესაწირავად ჩემდა.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ესე არს შესაწირავი, რომელ მოიღო მათგან:

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ოქროჲ და ვეცხლი და რვალი, იაკინთჱ და ძოწეული და მეწამული მრჩობლი და ბისონი ძახილი და თმაჲ თხისაჲ.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ტყავები ვერძებისაჲ ტარსიკონი და ტყავი სიავი და ძელი ულპოლველი.

Verse: 6_(7)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ქვაჲ სარდიონი და ანთრაკები გამოსაქანდაკებელად, სამჴართათჳს და საწჳვეთა.

Verse: 7_(8)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მიქმენით მე სიწმიდჱ და გამოგეცხადოდი თქუენ.

Verse: 8_(9)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მიქმენ შენ ყოვლისა მისებრ, ებრ, რომელი გიჩუენო შენ მთასა ზედა, სახჱ კარვისაჲ და სახჱ ყოვლისა ჭურჭერისა მისისაჲ, ეგრჱთ ჰქმნე.

Verse: 9_(10)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ქმენ კიდობანი წამებისაჲ ძელთაგან ულპოლველთა ორ წყრთა და კერძო [სიგრძჱ მისი, წყრთა და კერძო] სივრცჱ მისი და წყრთა და კერძო სიმაღლჱ მისი.

Verse: 10_(11)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოჰრჩუნო იგი ოქროჲთა წმიდითა, შინაგან და გარეშე მოჰლესო; და აქმნე მას კიდე თხზუ/ლად Page of ms. O: 106r  ოქროჲთა გარემო.

Verse: 11_(12)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უქმნნე მას ოთხნი გრკალნი ოქროჲსანი და განაცუნე იგინი ოთხთავე კიდეთა მისთა: ორნი იგი გრკალნი ერთ კერძო და ორნი იგი გრკალნი ერთ კერძო მეორესა მას კიდესა.

Verse: 12_(13)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნნე აღსაღებელნი ძელნი ულპოლველნი და შეჰმოსნე იგინი ოქროჲთა.

Verse: 13_(14)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განუთხინე აღსაღებელნი გრკალთა მათ, რომელნი იყვნენ კიდეთა მათ კიდობნისათა. რაჲთა აღიღოდის კიდობანი იგი მით.

Verse: 14_(15)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და გრკალთა მათ შინა რჩულისათა იყვნენ აღსაღებელნი იგი შეურყეველად

Verse: 15_(16)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაჰსხნე საწამებელნი, რომელ მიგცნე შენ, კიდობანსა მას შინა.

Verse: 16_(17)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნე სალხინებელი იგი მას ზედა შთასადებელად ოქროჲსაგან წმიდისა ორ წყრთა და კერძო სიგრძით და წყრთა და კერძო სივრცით.

Verse: 17_(18)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნნე ორნი ქერობინნი ოქროჲსანი ქანდაკებულად და დასდგნე იგინი ორთავე მათ კიდეთა სალხინებელისათა,

Verse: 18_(19)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რომელ-იგი ჰქმნნე ერთი ერთ კერძოსა მას კიდესა და ქერობინი იგი ერთი მეორესა მას კიდესა მის სალხინებელისასა; და ჰქმნნე ორნი ესე ქერობინნი, რაჲთა იყვნენ ორთავე მათ კიდეთა.

Verse: 19_(20)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განუპყრნე ორთავე ფრთენი ზედა-კერძო და ჰფარვიდენ ფრთითა სალხინებელსა მას და პირნი მათნი ურთიერთას მიექცინედ Page of ms. O: 106v  სალხინებელად კერძო.

Verse: 20_(21)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დასდვა სალხინებელი იგი ზედა-კერძო კიდობანსა მას, და კიდობანსა მას შთასხნე საწამებელნი იგი, რომელ მოგცნე შენ.

Verse: 21_(22)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და გამოგეცხადოდი შენ მიერ და გეტყოდი შენ ზედა-კერძო მიერ სალხინებელით შოვრის ორთა მათ ქერობინთა, რომელნი იყვნენ ზედა კიდობანსა მას საწამებელისასა, და ყოვლისა მისებრ, რომელი გამცნო შენ ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.

Verse: 22_(23)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
.. და ჰქმნე ტაბლაჲ ოქროჲსაჲ, ორ წყრთა საგრძჱ მისი და წყრთა ერთ სივრცჱ მისი და წყრთა და კერძო სიმაღლჱ მისი.

Verse: 23_(24)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აქმნნე მას კიდენი ოქროჲსანი თხზვით გარემო. და აქმნე მას გჳრგჳნი ციდით ერთით გარემო.

Verse: 24_(25)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
...

Verse: 25_(26)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნნე ოთხნი გრკალნი ოქროჲსანი და განაცუნე იგინი ოთხ კერძოთავე ფერჴთა მისთა

Verse: 26_(27)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ქუეშე-კერძო გჳრგჳნსა მას.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ გრკალნი იგი განსაცუმელად აღსაღებელთა მათ, რაჲთა აღიღოდიან მით ტაბლაჲ იგი.
Verse: 27_(28)   Link to exakLink to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნნე აღსაღებელნი იგი ძელთაგან ულპოლველთაჲსა და შეჰმოსნე იგინი ოქროჲთა წმიდითა და აღიღოდიან მით ტაბლაჲ იგი.

Verse: 28_(29)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნე პინაკები მისი და ფსიადები, ტაკუკები და ციცხუები, რომლითა შესწირვიდე მით; ოქროჲსაგან წმიდისა ჰქმნნე იგინი.

Verse: 29_(30)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დააგო იგი ტაბლასა მას ზედა წინაშე ჩემსა პური სამარადისოჲ წინაშე.

Verse: 30_(31)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნე სასანთლჱ Page of ms. O: 107r  ოქროჲსაგან წმიდისა, ქანდაკებულად ჰქმნე სასანთლჱ იგი. ჴერი იგი მისი და რტონი და ტაკუკნი და ბირთუნი და შროშანნი მისგანვე იყვნენ.

Verse: 31_(32)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ექუსნი რტონი გამოვიდოდიან ერთ კერძო: სამნი რტონი სასანთლისა მის ერთ კერძოჲსანი, და სამნი რტონი სასანთლისა მის ერთ კერძოჲსა მეორისანი.

Verse: 32_(33)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
...

Verse: 33_(34)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ... ტაკუკნი გამოსახულნი ნიგუზაკებად, ერთსა მას რტოსა ბირთუნი იგი და შროშანნი მისნი.

Verse: 34_(35)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ბირთჳ ქუეშე-კერძო რტოთა მათ ორთა მისგანვე და ბირთჳ ქუეშე-კერძო ოთხთა მათ რტოთა მისგანვე. ესრჱთ იყოს ექუსთა მათ რტოთა მის სასანთლისათა.

Verse: 35_(34)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სასანთლესა მას ოთხნი ტაკუკნი გამოსახულნი ნიგოზაკებსა.

Verse: 36   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ბირთუები იგი და რტონი მისგანვე იყვნენ, ყოვლად მყარი ერთისაგან ოქროჲსა წმიდისა.

Verse: 37   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნნე სასანთლენი მისნი შჳდ და დასდგნე სასანთლენი იგი და ჰნათობდენ ერთით კერძო პირით.

Verse: 38   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოსაყოფელი მისი და ქუე შესადგმელები მისი ოქროჲსაგან წმიდისა ჰქმნე.

Verse: 39   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ესე ჭური ერთი ქანქარი იყავნ ოქროჲსაგან წმიდისა.

Verse: 40   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
იხილე, ვითარ-ძი ჰქმნე მსგავსად მისა: რომელი გიჩუენე შენ მთასა მას ზედა.

Chapter: 26  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და კარავი იგი ჰქმნე ათეზოედად ზეზისაგან ძახილისა და იაკინთისა Page of ms. O: 107v  და ძოწეულისა და მეწამულისა გრეხილისა. ქერობინად-ქერობინად ჰქმნე იგი.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
სიგრძჱ ეზოჲსაჲ მის ერთისაჲ ოც და რვა წყრთა იყოს. . . ერთისა მის ეზოჲსაჲ: საზომი ერთი იყოს ყოველთა მათ ეზოთაჲ.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხუთი ეზოჲ იყოს ურთიერთას მახლობელად ერთი ერთისაგან და ხუთნივე იგი ეზონი იყვნენ შედგმულ მოყუასი მოყუასსა.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უქმნე მას კილოები იაკინთისაჲ დაგძილსა ეზოჲსა ერთისასა ერთ კერძო შესაკინძველად. და ესრჱთ ჰქმნე ეზოსა მას მეორესა გარეშე კერძოსა შესაკინძველად.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ერგასისი ღილები უქმნე ერთ კერძოსა მას მეორესა ეზოსა შესაკინძველად წინაშე პირისპირ მართლ ემთხჳოს ურთიერთას ერთი იგი თითოეულსა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნე კარშიკები ერგასისი ოქროჲსაჲ და შეაბრძჳნო ეზოები იგი ურთიერთას კარშიკებითა მით, და იყოს იგი ერთ კარავ.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნე გარდასაბურველი თმისაჲ საბურველად კარვისა მის; ათერთმეტი საბურველი უქმნე მას.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
საზომი ერთისაჲ მის საბურველისაჲ ოც და ათ წყრთა და ოთხ წყრთა სივრცჱ და საბურველისა მის ერთისაჲ: საზომი ეგრევე იყავნ ათერ...

Chapter: 30  
Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 108r  ... ხოლო კერძოჲ სატირისაჲ მის შესაწირავად უფლისა.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყოველი, რომელი წარმოდგებოდის ახილვასა მას ოცით წლითგანი და უზეშთაჱსი, მოსცენ შესაწირავად უფლისა.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მდიდარმან არა შესძინოს და მკოდოვმან არა დააკლოს კერძოჲსა მისგან სატირისა მიცემასა მას შესაწირავად უფლისა და სალხინებელად სულთა თქუენთათჳს.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო ვეცხლი იგი შესაწირავისაჲ ძეთაგან ისრაჱლისათა და მისცე იგი საქმარად კარავსა მას საწამებელისასა. და იყოს იგი საჴსენებლად ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა სალხინებელად სულთა თქუენთათჳს.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ქმენ ემბაზი რვალისაჲ და ხარისხნი მისნი რვალისანი, რაჲთა დაიბანოდიან ჴელნი და ფერჴნი მათნი, და დასდგა იგი შოვრის კარავსა მას საწამებელისასა... და შთაასხა მას წყალი.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაიბანოდიან აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი და ფერჴნი მათნი,

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ოდეს შევიდოდიან კარვად საწამებელისა, და დაიბანოდიან წყლითა, რაჲთა არა მოწყდენ, რაჟამს მოვიდოდიან იგინი საკურთხეველსა მას მსახურებად და შეწირვად მსხუერპლისა.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
...დაიბანოდიან წყლითა... და იყოს მათა შჯულად საუკუნოდ, მათა და ნათესავისა მათისა შემდგომად მათსა.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და Page of ms. O: 108v  ჰრქუა:

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შენ მოიღე სულნელთაგან ყუავილთა მურისაგან რჩეულისა ხუთასი სასწორი, და კინამოჲსაგან სულნელისა ზოგი მისვე სასწორისაჲ ორას ერგასისი და ლერწამი სულნელი...

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იეროსი ხუთასი წმიდაჲ სასწორი და ზეთი ზეთთაგანი საწყაული ერთი.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნე იგი ზეთად საცხებელად წმიდად ნელსაცხებელად მენელსაცხებლეთაგან ჴელოვნებისათა; ზეთი საცხებელი წმიდაჲ იყოს.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სცხო მით კარავსა მას საწამებელისასა და კიდობანსა მას

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყოველსა ჭურჭერსა მისსა და სასანთლესა მას და ყოველსა ჭურჭერსა მისსა და საკურთხეველსა მას საკუმეველისასა

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და საკურთხეველსა მას მსხუერპლთასა და ყოველსა ჭურჭერსა მისსა, ტაბლასა და ყოველსა ჭურჭერსა მისსა, ემბაზსა და ხარისხთა მისთა.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განსწმიდო იგი და იყოს წმიდაჲ წმიდათაჲ: ყოველი, რომელი შეეხოს ამათ, განწმიდნეს.

Verse: 30   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სცხო იგი აჰრონს და ძეთა მისთა და განსწმიდნე იგინი მღდელობად ჩემდა.

Verse: 31   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ: ზეთად საცხებელად ცხებულებისა წმიდად იყავნ ესე თქუენდა და ნათესავთა თქუენთა.

Verse: 32   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჴორცსა კაცისასა არა ეცხოს და მსგავსად შეზავებისა მისისა [არა] ჰქმნე ეგრევე, რამეთუ წმიდა არს და სიწმიდე იყოს Page of ms. O: 109r  თქუენდა.

Verse: 33   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რომელმან ქმნეს ეგრევე და რომელმან უქმნეს უცხო თესლსა, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა.

Verse: 34   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიღე შენ სულნელი, შტახსი და ფრცხილი და [ქალ]ბანჱ რჩეული, სწორსწორ იყოს,

Verse: 35   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰქმნნე იგინი საკუმეველად მენელსაცხებლეთა ქმნულად ნელსაცხებლის მგბოლველთაჲ აღზავებული განრჩეული წმიდაჲ.

Verse: 36   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოჰგალო ამისგან წულილად და დასდვა იგი წინაშე საწამებელთასა კარავსა მას საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადო შენ. წმიდა წმიდათა იყოს საკუმეველი იგი თქუენდა.

Verse: 37   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამის ქმნულებისაებრ არა ჰქმნეთ თავისა თქუენისა საკუმეველი: სიწმიდე იყოს ესე თქუენდა უფლისა.

Verse: 38   Link to exakLink to septLink to armat   
რომელმან ქმნეს ეგრევე, ვითარმცა იყნოსა იგი, წარწყმდეს იგი ერისაგან მისისა.

Chapter: 31  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა მიწოდებიეს სახელით ბესელჱლ, ძჱ ორისი, რომელ-იგი არს ორეანი ტომისაგან იუდაჲსისა.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღვავსო იგი სულითა საღმრთოჲთა, სიბრძნითა და მეცნიერებითა და გულისხმის-ყოფითა ყოველსა საქმესა

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
განზრახვად, ხუროთ-მოძღურებად, საქმედ ოქროჲსა მის და ვეცხლისა და რვალისა და იაკინთისა და ძოწეულისა და მეწამულისა მის Page of ms. O: 109v  სთულისა და ზეეზისა მის ძახილისა,

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
სამსახურებელსა და საქმესა მას ძელით ხუროებისასა, საქმედ ყოვლისავე საქმისაებრ ;

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე მე მას ელიაბ, ძჱ აქისამაქისი ტომისაგან დაანისა. და ყოველსა გულისხმის-მყოფელსა გულითა მივეც მეცნიერებაჲ. და ქმნენ ყოველი, რომელი გიბრძანე:

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
კარავი იგი საწამებელისაჲ და კიდობანი იგი შჯულისაჲ და სალხინებელი იგი მას ზედა და შესამზადებელი იგი კარვისაჲ,

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და საკურთხეველები და ტაბლაჲ და ყოველი ჭურჭერი მისი, ...

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ემბაზი იგი და ხარისხნი მისნი,

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სამოსელი იგი სამსახურებელი აჰრონისი და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელოდ ჩემდა,

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ზეთი იგი ცხებულებისაჲ და საკუმეველი იგი შეზავებული სიწმიდისაჲ. მსგავსად ყოვლისა, რომელი გიბრძანე შენ, ქმნენ.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
... ეკრძალენით და შაბათნი ჩემნი დაიმარხენით, რამეთუ არს იგი სასწაული ჩემდამო და თქუენ შოვრის და ნათესავისა თქუენისა. რაჲთა სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განგწმედ თქუენ.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაიმარხეთ შაბათი ჩემი, რამეთუ წმიდა არს უფლისა მიერ თქუენ შოვრის. რომელმან შეაგინოს იგი, სიკუდილით მოკუედინ. ყოველმან რომელმან ქმნეს საქმჱ მას შინა, მოისპოს სული იგი შოვრის ერსა მისსა.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ექუს დღე იქმოდე Page of ms. O: 110r  საქმესა შენსა, ხოლო დღჱ იგი მეშჳდჱ განსუენებაჲ არს წმიდაჲ უფლისაჲ. ყოველმან რომელმან ქმნეს საქმჱ დღესა მას მეშჳდესა, სიკუდილით მოკუედინ.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაიმარხედ ძეთა ისრაჱლისათა შაბათისა მის ყოფად მისა ნათესავსა შოვრის მათსა შჯულად

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
შოვრის ჩემსა და შოვრის ძეთა ისრაჱლისათა. სასწაული არს ჩემ წინაშე საუკუნოდ, რამეთუ ექუსთა დღეთა შექმნა ღმერთმან ცანი და ქუეყანაჲ და დღესა მას მეშჳდესა დააცადა და...

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოსცნა უფალმან მოსეს, რაჟამს დასცხრა სიტყუად მისა მთასა მას ზედა სინასა, ორნი ფიცარნი წამებისანი, ფიცარნი ქვისანი, დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა.

Chapter: 32  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, შეკრბა ერი იგი აჰრონის ზედა და ჰრქუეს: აღდეგ და მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა-მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით რაჲ შეემთხჳა მას.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ აჰრონ: გამოჰჴადენით საყურები ოქროჲსაჲ ყურთაგან ცოლთა თქუენთაჲსა და ასულთა თქუენთაჲსა ...

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და გამოიჴადა ყოველმან ერმან საყურები ოქროჲსაჲ ყურთაგან მათთა და მოართუეს აჰრონს.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო იგი ჴელთაგან მათთა და გამოქმნა იგი გამოწერით და შექმნა ჴბოჲ გამოდნობილად დასხმით და ჰრქუა: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელთა Page of ms. O: 110v  გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იხილა აჰრონ და უშჱნა საკურთხეველი წინაშე მისსა და ქადაგი განავლინა აჰრონ მათა და ჰრქუა: დღესასწაული არს უფლისაჲ ხვალე.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღიმსთო ხვალისაგან და შეწირა მსხუერპლები და მოიღო შესაწირავი ცხორებისაჲ და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: გარდავედ ადრე ამიერ, რამეთუ ურჩულოჲ ყო ერმან შენმან, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით;

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
გარდაჰჴდეს ადრე გზისა მისგან, რომელი ამცენ მათ: იქმნეს თავისა მათისა ჴბოჲ და თაყუანის-სცეს მას და თქუეს:

Verse: 9_(8)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელთა აღმოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აწ მიშუ და განვრისხნე გულის წყრომით მათ ზედა და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ევედრა მოსე უფალსა ღმერთსა და ჰრქუა: რაჲსათჳს განჰრისხნები ერსა შენსა ზედა გულის წყრომით, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ძალითა დიდითა და მკლავითა მადლითა?

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ნუუკუე თქუან ეგჳპტელთა მათ, ვითარმედ: ზაკუვით განიყვანნა იგინი უფალმან მოწყუედად მთათა ზედა და აჴოცად მათა ქუეყანით. დასცხერ რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა და ლხინება-ყავ უკეთურებისათჳს ამის ერისა შენისა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 111r  მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მსახურთა შენთაჲ, რომელთა-იგი ეფუცე თავისა შენისა და ეტყოდე მათ და სთქუ, ვითარმედ: განვამრავლო ნათესავი თქუენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა. და ყოველი ესე ქუეყანაჲ, რომელ სთქუ მიცემად ნათესავსა მათსა, და დაიპყრან იგი უკუნისადმდე.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ლხინება-ყო უფალმან ბოროტისა მისთჳს ერისა, რომელ თქუა ყოფად მათა.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცა მოსე და გარდამოვიდოდა მიერ მთით და ორნი იგი ფიცარნი წამებისანი ჴელთა მისთა, ფიცარნი ქვისანი, რომელნი წერილ იყვნეს ორ კერძოვე, იმიერ და ამიერ.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ფიცარნი იგი ქმნულნი ღმრთისანი იყვნეს და წერილი იგი იყო წერილი ღმრთისაჲ გამოდგმულ ფიცართა მათ.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ესმა ისოს, ძესა ნავჱსსა, ჴმაჲ იგი ერისაჲ და ჰრქუა მოსეს: ჴმაჲ ბრძოლისაჲ მესმის ბანაკსა მას.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე: არა არს ჴმაჲ ესე მთავართაგან ძლიერებისათა, არცა ჴმაჲ მთავართაგან ძლევისათა, არამედ ჴმაჲ მთავართაგან ღჳნისათა მესმის.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა მიეახლა ბანაკსა მას, იხილა ჴბოჲ იგი და მძნობრები და განრისხნა მოსე გულის წყრომით და განუტევნა ჴელთაგან თჳსთა ორნი იგი ფიცარნი და შემუსრნა იგინი მთასა მას ქუეშე.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო ჴბოჲ იგი, რომელ ქმნეს, Page of ms. O: 111v  და დაწუა იგი ცეცხლითა და დამუსრა იგი მწულილად და შთააბნია იგი წყალსა მას და ასუა ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე აჰრონს: რაჲ გიყო ერმან ამან, რამეთუ მოაწიე ამათ ზედა ცოდვაჲ დიდი?

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა აჰრონ მოსეს: ნუ განჰრისხნები, უფალო, რამეთუ შენ იცი სულვაჲ ერისაჲ ამის.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მრქუეს მე: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა-მიძღოდიან, რამეთუ მოსე, კაცი იგი, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ეგჳპტით, არა ვიცით რაჲ შეემთხჳა მას.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ მათ: ვის აქუს ოქროჲ, გამოიღენ. და მომცეს მე და შევაბნიე ცეცხლსა და გამოჴდა ჴბოჲ ესე.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა იხილა მოსე ერი იგი, რამეთუ განქარდეს და რამეთუ განაქარვნა იგინი აჰრონ მოსაცხრომელად მტერთა მათთა,

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
დადგა ბჭეთა თანა ბანაკისათა და თქუა: ვინ არს უფლისა კერძო, მოვედინ ჩემდა! და მოვიდეს მისა ყოველნი ძენი ლევისნი.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: შეიბნ კაცად-კაცადმან მახჳლი წელთა თჳსთა და განვლეთ და მოაქციეთ ბჭითი-ბჭედ ბანაკისა მაგისგან, და მოკალნ კაცად-კაცადმან ძმაჲ თჳსი და კაცად-კაცადმან მოყუასი თჳსი და კაცად-კაცადმან მახლობელი თჳსი.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყვეს ძეთა ლევისთა, ვითარცა ეტყოდა მათ Page of ms. O: 112r  მოსე. და დაეცნეს მას დღესა შინა სამ ათასნი კაცნი.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ მოსე: აღასრულეთ ჴელითა თქუენითა დღეს უფლისა მიმართ კაცად-კაცადმან ძესა ზედა თჳსსა და ძმასა მოცემად თქუენდა კურთხევისა.

Verse: 30   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო ხვალისაგან და ჰრქუა მოსე ერსა მას: თქუენ სცოდეთ ცოდვაჲ დიდი, და აწ აღვიდე მე ღმრთისა, რაჲთა გილხინოს ცოდვათა თქუენთა.

Verse: 31   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მოიქცა მოსე უფლისა და თქუა: გევედრები, უფალო: ცოდა ერმან ცოდვაჲ დიდი და იქმნნეს თავისა თჳსისა კერპნი ოქროჲსანი.

Verse: 32   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აწ მი -თუ -უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნისა მისგან, რომელსა დამწერე.

Verse: 33   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: რომელმან ცოდა, აღვჴოცო იგი წიგნისაგან ჩემისა.

Verse: 34   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ ვიდოდე და წარუძეღუ ერსა მაგას ადგილსა მას, რომელსა გარქუ შენ. აჰა-ესერა ანგელოზი ჩემი წარგიძღუეს წინაშე პირსა შენსა. რომელსა დღესა მოვჰხედო, მოვჰჴადო მათ ზედა ცოდვაჲ მათი.

Verse: 35   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოვსრა მე უფალმან ერისაგან მის ჴბოჲსა საქმისათჳს, რომელ-იგი ქმნა აჰრონ.

Chapter: 33  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე, აღვედ ამიერ შენ და ერი ეგე შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით. ქუეყანასა მას, რომელსა ვეფუცე აბრაჰამს და ისაკს და იაკობს და ვარქუ: ნათესავსა შენსა Page of ms. O: 112v  მივსცე იგი.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და თანა-მივავლინო ანგელოზი ჩემი უწინარეს შენსა და განასხნეს ქანანელნი იგი და ამორეველნი და ქეტელნი და ფერეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას, რომელსა გამოდის სძჱ და თაფლი, ხოლო მე არა აღვიდე თქუენ თანა, რამეთუ ერი ეგე ქედ-ფიცხელი არს, რაჲთა არა აღვჴოცნე იგინი გზასა ზედა.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ესმა ერსა მას სიტყუაჲ ესე ბოროტი და იგლოვდეს გლოვით.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ ერი ქედ-ფიცხელი ხართ. ეკრძალენით, ნუუკუე წყლულებაჲ სხუაჲცა მოვჰჴადო თქუენ ზედა და აღგჴოცნე თქუენ. და აწ განიძარცუეთ სამოსელი დიდებისა თქუენისაჲ და სამკაული და გიჩუენო თქუენ, რაჲ გიყო თქუენ.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განიძარცუეს ძეთა ისრაჱლისათა სამოსელი მათი და სამკაული მთასა მას ქორებს.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო მოსე კარავი იგი მისი და აღჰმართა გარეშე ბანაკსა მას, კარავი საწამებელი. და იყო, ყოველი, რომელი ეძიებდა უფალსა, განვიდოდა კარვად გარეშე ბანაკსა მას.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს მივალნ მოსე ბანაკსა მას, დგან ერი იგი და იხედავნ კაცად-კაცადი კარით კარვისა თჳსისაჲთ და ჰხედვედ, მი-რაჲ-ვალნ მოსე, ვიდრემდე შევიდის კარავსა მას.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა შევიდის მოსე კარავსა მას, Page of ms. O: 113r  გარდამოჴდის სუეტი იგი ღრუბლისაჲ და დადგის კართა თანა მის კარვისათა და ეტყჳნ უფალი მოსეს.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰხედვიდა ყოველი იგი ერი სუეტსა მას ღრუბლისასა, მდგომარესა კართა მათ ზედა მის კარვისათა, და დგან ყოველი იგი ერი და თაყუანის-სცის კაცად-კაცადმან კარით კარვისა თჳსისაჲთ.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდა მოსეს უფალი პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ჰზრახავნ თჳსსა მეგობარსა, და მოივლინის ბანაკად. ხოლო მსახური იგი მოსესი ისო ჭაბუკი არა გამოვიდის კარვით.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე უფალსა: აჰა შენ მეტყჳ აღყვანებასა მას ერისასა და შენ არა გამომიცხადებ, ვის-იგი მოავლინებ ჩემ თანა, ხოლო შენ მარქუ მე: გიცი შენ უფროჲს ყოველთასა და მადლი გაქუს ჩემ მიერ.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, გამომიცხადე მე თავი შენი და განცხადებულად გიხილო შენ, რაჲთა ვცნა მე, ვითარმედ ვპოვე მადლი წინაშე შენსა და გულისხმა-ვყო, ვითარმედ ერი შენი არს ნათესავი ესე.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან: მე თავადი წინა-წარგიძღნე და შეგიყვანო შენ.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალსა მოსე: უკუეთუ შენ არა მოხუალ ჩუენ თანა, ნუ აღმიყვანებ ამიერ.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვითარ საცნაურ იყოს ჭეშმარიტად, რამეთუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, მე და ერმან ამან შენმან? არამედ მოსლვასა მას შენსა ჩუენ თანა ვიდიდნეთ მე და ერი შენი უფროჲს ყოველთა Page of ms. O: 113v  ნათესავთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან მოსეს: ეგეცა სიტყაჲ, რომელ სთქუ, ვყოვე, რამეთუ გიპოვნიეს მადლი წინაშე ჩემსა და გიცი შენ უმეტჱს ყოველთასა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე უფალსა: მიჩუენე დიდებაჲ თავისა შენისაჲ.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა უფლისაჲთა წინაშე შენსა, შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რომელმანმცა იხილა პირი ჩემი და ცხონდა.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან: აჰა-ესერა ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს წარვიდეს დიდებაჲ ჩემი, დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგფარო ჴელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღვიღო ჴელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი არა იხილო.

Chapter: 34  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: გამოქმნენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი ქვისანი ვითარცა-იგი პირველნი და აღმოვედ ჩემდა მთასა მას, და დავწერნე ფიცართა მათ სიტყუანი იგი, რომელ იყვნეს პირველთა მათ ფიცართა, რომელნი შეჰმუსრენ.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყავ შენ განმზადებულ განთიად. და აღმოხჳდე მთასა სინასა და დადეგ მუნ მწუერვალსა მთისასა.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ნუვინ აღმოვალნ შენ თანა და ნუ...

Chapter: 38  
Verse: 3_(37,3)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 114r  ... ოქროჲსანი ოთხთავე კიდეთა მისთა: ორი ერთ კერძო და ორი ერთ კერძო,

Verse: 4_(37,4)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
სივრცისაებრ მათ განსაცუმელთაჲსა, რაჲთა აღიღოდიან იგი მით.

Verse: 5_(37,6)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ქმნა სალხინებელი იგი მას ზედა ოქროჲსაგან წმიდისა,

Verse: 6_(37,7)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ქმნნა ორნი იგი ქერობინნი ოქროჲსანი:

Verse: 7_(37,8)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ქერობინი ერთი კიდესა მას სალხინებელისა ერთისასა და ქერობინი ერთი კიდესა მას სალხინებელისა მეორისასა,

Verse: 8_(37,9)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჰფარვიდეს ფრთითა მათითა სალხინებელსა მას.

Verse: 9_(37,10)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ქმნა ლანკლაჲ იგი წინაშე ოქროჲსაგან წმიდისა

Verse: 10_(37,13)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უქმნნა მას ოთხნი კარშიკნი ოქროჲსანი: ორნი კარშიკნი ერთ კერძოსა კიდესა და ორნი კარშიკნი კიდესა მას მეორესა სივრცით, რაჲთა აღიღოდიან იგი უღლითა მით.

Verse: 11_(37,14-15)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და უღელნი იგი კიდობნისანი და ტაბლისანი ქმნნა და შემოსნა იგინი ოქროჲთა.

Verse: 12_(37,16)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ქმნა სასანოვაგე იგი ჭურჭერი ტაბლისაჲ მის: პინაკები იგი და ფიალები და ფეშხუნები და გოვზაკები, რომლითა შეწირის მით, ოქროჲ ყოველი.

Verse: 13_(37,17)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ქმნა სასანთლჱ იგი, რომელი ენთებოდის, მყარი, ოქროჲსაჲ.

Verse: 14_(37,17)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ჴერი იგი
Verse: 14_(37,18)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და რტონი ორკერძოვე გუერდთა მისთა,

Verse: 15_(37,15)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მისგანვე რტოთა მისთა გამომცენარედ გამომატებულ, სამნი იმიერ Page of ms. O: 114v  და სამნი ამიერ, განსწორებით ურთიერთას.

Verse: 16_(37,16)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სასანთლენი მათნი, რომელნი დგენ მწუერვალთა მათთანი გუელის-სახედ (!) მათგანვე და დასადგმელნი მათგანვე, რაჲთა იყვნენ სანთელნი იგი მათ ზედა; და დასადგმელი მეშჳდე წუერსა სანთლისასა თხემსა ზედა-კერძო, მყარი ყოვლად ოქროჲსაჲ;

Verse: 17_(37,23-24)   Link to exakLink to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შჳდნი სანთელნი მისნი მას ზედა ოქროჲსანი და მარწუხნი მისნი ოქროჲსანი და აღსაღებელნი მისნი ოქროჲსანი.

Verse: 18_(36,34-36)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამან შემოსნა ვეცხლითა სუეტნი იგი და დასხმით უქმნნა სუეტთა მათ კარშიკნი ოქროჲსანი და შემოსნა მოქლონნი იგი ოქროჲთა და შემოსნა სუეტნი იგი კრეტსაბმელთანი ოქროჲთა და უქმნნა აღსაწევნელნი ოქროჲსანი.

Verse: 19_(37,19)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამან ქმნნა კარშიკნი იგი ოქროჲსანი კარვისანი და კარშიკნი ეზოჲსანი და კარშიკნი რვალისანი განსამარტებელად ზედა-კერძო საბურველისა მის კარვისა.

Verse: 20_(37,20)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამან გამოადნვნა სუეტის თავნი იგი ვეცხლისანი და სუეტის თავნი იგი კარისა მის კარვისანი რვალისანი და ბჭეთა მათ ეზოჲსათა და იდაყუნი უქმნნა ვეცხლისანი სუეტთა მათ. ამან შემოსნა იგინი ვეცხლითა.

Verse: 21_(37,21)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 115r  ამან ქმნა მანები იგი კარვისაჲ და მანები ეზოჲსაჲ ყოველი რვალისაჲ.

Verse: 22_(38,1-2)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამან ქმნა საკურთხეველი იგი რვალისაჲ საცეცხურთა მათგან რვალისათა, რომელნი იყვნეს კაცთა მათ ჰომის მკრებელთა კრებულისა მის კორესისა.

Verse: 23_(38,3)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამან ქმნა ყოველივე იგი სასანოვაგე ჭურჭერი საკურთხეველისაჲ: ხარისხი მისი და საცეცხური მისი და ფიალები მისი და ფუცხუები მისი რვალისაჲ.

Verse: 24_(38,4)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამან ქმნა გარე-მოსადგმელები იგი საკურთხეველისაჲ ქმნული კანკლედად ქუეშე საცეცხურისა მის ქუემო-რე ვიდრე საშოვალადმდე მისა
Verse: 24_(38,5-6)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განასხნა მას ოთხნი გრკალნი ოთხთა მათ კიდეთა გარე-მოსადგმელისათა მის საკუთხეველისათა რვალისათა
Verse: 24_(38,7)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
სივრცედ მოქლონთა მათ, და აღიღოდიან მით საკურთხეველი იგი.

Verse: 25_(37,29)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამან ქმნა ზეთი იგი ცხებისაჲ წმიდაჲ და შეზავებული იგი საკუმეველი რჩეული ქმნული მენელსაცხებლეთ მგბოლველთაჲ.

Verse: 26_(38,8)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ამან ქმნა საბანელი იგი რვალისაჲ და ხარისხი მისი რვალისაჲ სარკეთა მათგან მმარხველთა დედათაჲსა, რომელნი იმარხვიდეს წინაშე კართა მის კარვისა მის საწამებელისათა, დღესა მას, რომელსა აღჰმართა იგი.

Verse: 27_(40,30-32)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ქმნა საბანელი იგი, Page of ms. O: 115v  რაჲთა იბანდენ მას შინა მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴელთა და ფერჴთა მათთა, შე-რაჲ-ვიდოდიან იგინი კარვად საწამებელისა ანუ ოდეს მოვიდოდიან საკურთხეველად მსახურებად მისა, დაიბანოდიან მისგან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Chapter: 39  
Verse: 1_(38,24)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყოველი ოქროჲ, რომელი შეემსახურა საქმესა მას ყოვლისა მისებრ საქმისა წმიდათაჲსა, იყო ოქროჲსა მის შესაწირავისა, ოც და ცხრა ქანქარ და შჳდას და ოც და ათ სიკლა სიკლითა მით წმიდითა.

Verse: 2_(38,25)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვეცხლი შეწირული აღრაცხილთა მათგან კაცთა კრებულისათა ას ქანქარ და ათას შჳდას და სამეოც და ათხუთმეტ სიკლა
Verse: 2_(38,26)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დრაქმე ერთი თავად-თავად ნაზოგალი სიკლისაჲ, სიკლითა მით წმიდითა.

Verse: 3_(38,25B)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ყოველი, რომელი წარმოვიდოდა ახილვასა მას ოცით წლითგანი და უზეშთაჱსი, სამეოცისა მის ბევრისაჲ და სამ ათას ხუთას ერგასისაჲ.

Verse: 4_(38,27)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო ათი იგი ქანქარი ვეცხლისაჲ გამოსადნობელად დასხმით სუეტის თავებად კარვისა მის და სუეტის თავად კრეტსაბმელისა.

Verse: 5_(38,27B)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ასი სუეტის თავები ასისა მის ქანქარისაჲ. ქანქარი ერთი იყო სუეტის თავი ერთი.

Verse: 6_(38,28)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და [ათას] შჳდას სამეოც და ათხუთმეტ სიკლაჲ Page of ms. O: 116r  ქმნეს იდაყუებად სუეტებისა მის და ოქრო-ცხებულ სუეტის თავები იგი და შეემკო იგი.

Verse: 7_(38,29)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და რვალი იგი შესაწირავისაჲ ოთხას სამეოც და ათ ქანქარ და ორ ათას ოთხას სიკლაჲ.

Verse: 8_(38,30)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ქმნა მისგან...

Verse: 9_(38,31)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
.. ხარისხები იგი ბჭეთა მათ ეზოჲსათაჲ და მანაებად კარვისა და მანაებად ეზოჲსა მის გარემო საკურთხეველისა მის.

Verse: 10_(38,31B)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
... და ყოველი ჭურჭერი საკურთხეველისაჲ და ყოველი საქმარი საკურთხეველისაჲ მის საწამებელისაჲ.

Verse: 11_(38,32)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ეგრე, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 12_(38,32B)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ნეშტი იგი ოქროჲსაჲ მის შეწირულისაჲ ქმნეს სამსახურებელად წინაშე უფლისა.

Verse: 13_(39,1)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ნეშტი იაკინთისაჲ და ძოწეულისაჲ და მეწამულისაჲ და ზეზისაჲ ქმნეს სამოსლად სამსახურებელად აჰრონისა, რაჲთა ჰმსახურებდეს მით სიწმიდესა მას შინა.

Verse: 14_(33)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღეს სამოსელი იგი მოსეს წინაშე და კარავი იგი და ყოველი ჭურჭერი მისი და მოქლონები და ხარისხები მისი და სუეტები.

Verse: 15_(35)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და კიდობანი იგი შჯულისაჲ და აღსაპყრობელნი მისნი.

Verse: 16_(38)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და საკურთხეველი და ყოველი ჭურჭერი მისი და ზეთი იგი ცხებისაჲ და საკუმეველი იგი შეზავებისაჲ
Verse: 16_(37)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სასანთლჱ იგი წმიდაჲ

Verse: 17_(37B)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სანთელნი მისნი, Page of ms. O: 116v  სანთელნი სანთებელნი და ზეთი იგი ნათლისაჲ.

Verse: 18_(38)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ტაბლაჲ იგი წინაშე დასაგებელი და ყოველივე სასანოვაგე ჭურჭერი მისი და პურნი იგი შესაწირავთანი.

Verse: 19_(41)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სამოსლები იგი სიწმიდისაჲ, რომელ არიან აჰრონისი, და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელონი.

Verse: 20_(40)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და საბურველი იგი წარმოსაყოფელი ეზოჲსაჲ, სუეტნი და ხარისხნი მისნი და კრეტსაბმელი [კარისა] კარვისაჲ მის და ბჭისაჲ მის ეზოჲსაჲ.

Verse: 21_(40)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ყოველივე ჭურჭერი კარვისაჲ და ყოველი საქმარი მისი,
Verse: 21_(34)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
მაშკები იგი ტყავებისა ვერძთაჲსაჲ ენდროჲს ფერი და ბურვილი იგი ტყავებისა მის სიავისათაჲ და სხუათა მათ სახურველები იგი,
Verse: 21_(40B)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მანები იგი და ყოველივე საქმარი საქმისაჲ მის კარვისა საწამებელისაჲ,

Verse: 22_(40)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რავდენი უბრძანა უფალმან მოსეს; ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველივე მომზადებაჲ.

Verse: 23_(43)   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იხილა მოსე ყოველი იგი ქმნული და მოჰმზადა იგი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ მოექმნა იგი. და აკურთხნა იგინი მოსე.

Chapter: 40  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
ერთსა დღესა თჳსა მის პირველისასა თჳს თავსა აღჰმართო შენ კარავი ეგე საწამებელისაჲ

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დასდგა კიდობანი იგი წამებისაჲ და Page of ms. O: 117r  დაჰბურო კიდობანი იგი საბურველითა.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შეიღო ტაბლაჲ იგი და დააგო მას ზედა დასაგებელი მისი და მიიღო სასანთლჱ იგი და დასდგნე მას ზედა სანთელნი მისნი

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დასდგა საკურთხეველი იგი ოქროჲსაჲ კუმევად საკუმეველისა წინაშე კიდობანსა მას საწამებელისასა. და დაჰბურო საბურველი იგი კრეტსაბმელისაჲ კარსა მას კარვისა საწამებელისასა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და საკურთხეველი იგი ნაყოფთაჲ დასდგა წინაშე კარსა კარვისა მის საწამებელისასა

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოადგა ეზოჲ გარემო

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო ზეთი იგი ცხებისაჲ და სცხო კარავსა მას და ყოველი რაჲ არს მას შინა და განსწმიდო იგი და ყოველი ჭურჭერი მისი, და იყოს წმიდა;

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სცხო საკურთხეველსა მას ნაყოფთასა და ყოველსა ჭურჭერსა მისსა

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განსწმიდო საკურთხეველი იგი და იყოს წმიდა წმიდათა.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანო აჰრონ და ძენი მისნი წინაშე კარსა კარვისა მის საწამებელისასა და განჰბანნე იგინი წყლითა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შემოსო აჰრონს სამოსელი იგი წმიდაჲ და სცხო მას და წმიდა იყოს იგი ჩემდა მღდელად.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ძენი მისნი მოიყვანნე და შეჰმოსო მათ სამოსელი.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და სცხო მათ, ვითარცა-იგი სცხე მამასა მათსა, და მღდელობდეს იგინი ჩემ წინაშე ...

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 117v  და ყო ეგრე მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა მას უფალმან, ეგრეცა ქმნა.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო თუესა მას პირველსა მეორესა წელსა გამოსლვასა მათსა ეგჳპტით თჳს თავსა აღემართა კარავი იგი.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აჰმართა მოსე კარავი იგი და დადგნა სუეტის თავნი მისნი და განუთხინა მოქლონნი იგი და აჰმართნა სუეტის თავნი მისნი.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და განჰმართა ეზოები იგი კარავსა მას და დაჰბურა საბურველი იგი კარვისაჲ მის მას ზედა-კერძო, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიხუნა საწამებელნი იგი და შთასხნა იგინი კიდობანსა მას და განუთხინა უღელნი იგი ქუეშე-კერძო კიდობანსა მას.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და შეიღო კიდობანი იგი შინაგან კარავსა მას და დაჰბურა საფარველი იგი კრეტსაბმელისაჲ და დაფარა კიდობანი იგი წამებისაჲ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დადგა ტაბლაჲ იგი კარავსა მას შინა საწამებელისასა ... ჩრდილოჲთ კერძო გარეშე-კერძო კრეტსაბმელსა მას კარვისა მის საწამებელისასა.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დააგო მას ზედა პური იგი შესაწირავი წინაშე უფლისა, ვითარცა [უბრძანა] უფალმან მოსეს.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დადგა სასანუვაგჱ (!) იგი კარავსა მას საწამებელისასა ადგილსა მას სამხრით კერძო.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დადგნა სანთ/ელნი Page of ms. O: 118r  იგი მისნი მას ზედა წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დადგა საკურთხეველი ოქროჲსაჲ კარავსა მას შინა საწამებელისასა წინაშე კრეტსაბმელსა მას.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აკუმია საკუმეველი იგი აღზავებული მას ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და საკურთხეველი იგი ნაყოფთაჲ დადგა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა

Verse: 33   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა ეზოჲ იგი გარემო კარავსა მას და საკურთხეველსა. და აღასრულა მოსე ყოველივე იგი საქმჱ.

Verse: 34   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და დაფარა ღრუბელმან კარავი იგი საწამებელისაჲ და აღივსო დიდებითა უფლისაჲთა კარავი იგი.

Verse: 35   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
და ვერ ჴელ-ეწიფა მოსეს შესლვად კარავსა მას საწამებელისასა, რამეთუ აგრილობდა მას ზედა ღრუბელი იგი და დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი.

Verse: 36   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს აღმაღლდის ღრუბელი იგი კარვისა მისგან, აღებნიან ძენი ისრაჱლისანი წარძრვად ვანითურთ მათით.

Verse: 37   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა აღიმაღლის ღრუბელმან მან, არა აღებნიან ძრვად მუნ დღედმდე, ვიდრემდე აღიმაღლის ღრუბელმან მან,

Verse: 38   Link to exakLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ღრუბელი იყო კარავსა მას ზედა დღისი და ცეცხლი იყო მას ზედა ღამე [წინაშე] ყოვლისა ისრაჱლისა ყოველსა მას ვანის ძრვასა მათსა.
Page of ms. O:  



Book: Lev. 
Leviticus

წიგნი მესამჱ ლევიტელთაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 118v  და უწოდა ღმერთი მოსეს და ეტყოდა მას უფალი კარვით გამო საწამებელისაჲთ:

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცი თქუენგანი უკუეთუ შემოსწირვიდეს შესაწირავსა მსხუერპლად ღმრთისა, საცხოვართაგან და ზროხათა და ცხოვართა შეწირეთ მსხუერპლი თქუენი.

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ მრგულიად დასაწუველი იყოს მსხუერპლი იგი მისი, ჴარი ჴბოჲ უბიწოჲ ზროხათაგან მოიბას, კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა ... და შეწიროს იგი სათნოდ წინაშე უფლისა.

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის შესაწირავისასა სათნოდ მისა და სალხინებელად მისთჳს.

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაკლან ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა და შეწირონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი და მოაპკურონ სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას, რომელ-იგი არს კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და განჰჴადონ მრგულიად შესაწირავი იგი და განაგონ ასოდ-ასოდ.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დადვან ძეთა აჰრონისთა მღდელთა ცეცხლი საკურთხეველსა ზედა და დაასხან შეშაჲ ცეცხლსა მას ზედა.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დააგონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა დრონეული იგი და თავი და ცმელი შეშასა მას ზედა და ცეცხლსა, Page of ms. O: 119r  რომელი იყოს საკურთხეველსა მას ზედა.

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განჰრცხნე წყლითა და დააგოს მღდელმან მან ყოველი ესე საკურთხეველსა ზედა; ნაყოფი არს ესე, შესაწირავი, სული სულნელებისაჲ უფლისა.

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ ცხოვართაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი ღმრთისა, კრავთაგან და თიკანთაგან, მრგულიად მწუარად ვერძი უბიწოჲ მოიბას იგი და დასდვან ჴელი მისი თავსა ზედა მისსა.

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაკლან იგი გუერდით კერძო საკურთხეველსა მას ბღუარით კერძო წინაშე უფლისა და მოაპკურონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და განყონ იგი ასოდ-ასოდ, თავი და ცმელი, დააგონ მღდელთა მათ შეშასა მას ზედა...

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი მისნი განრცხნენ წყლითა. შეწიროს მღდელმან მან ყოველი ესე და დადვას საკურთხეველსა მას ზედა. ნაყოფი არს შესაწირავი, სული სულნელებისა უფლისა.

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ მფრინველთაგან ნაყოფი მსხუერპლად შეწიროს ღმრთისა, და შეწიროს გურიტთაგან ანუ მართუეთაგან ტრედთაჲსა შესაწირავი მისი,

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღოს მღდელმან მან საკურთხეველსა თანა და წარჰკუეთოს მღდელმან მან თავი და დადვას საკურთხეველსა ზედა Page of ms. O: 119v  და დაწრიდოს სისხლი მისი ხარისხსა მას საკურთხეველისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და წარჰკუეთნეს შეწებულად ფრთითურთ და გამოიხუნეს იგი საკურთხეველისაგან აღმოსავალად ადგილსა მსხუერპლისასა

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოსტეხნეს იგი ფრთეთა მათგან და არა განყოს, და დადვას იგი მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას ზედა და ცეცხლსა. ნაყოფი არს, შესაწირავი, სულად სულნელებისა ღმრთისა.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ სული შესწირვიდეს ძღუნად შესაწირავად ღმრთისა, სიმინდოჲ იყოს შესაწირავი მისი და დაასხას მას ზედა ზეთი და დასდვას მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე.

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოართუას ძეთა აჰრონისთა მღდელთა და აღიღოს მისგანი სავსე მჭელი სამინდოჲსა მისგან ზეთითურთ და ყოველივე იგი გუნდრუკი მისი. და დასდვას მღდელმან მამ საკურთხეველსა მას, სულად სულნელებად ღმრთისა.

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და სხუაჲ იგი მსხუერპლისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდათა მათგან მსხუერპლთა ღმრთისათაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და უკუეთუ შესწირვიდეს ძღუენსა შესაწირავად, გამოცხობილი თორნითა, სამინდოჲსაგან პურნი უცომონი, ზეთითა შესუარულნი, და ლელანგოჲ უცომოჲ ცხებული Page of ms. O: 120r  ზეთითა.

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ შესაწირავი ტაპაკისაგან იყოს ძღუენი იგი შენი, სამინდოჲ შესუარული ზეთითა, უცომოჲ იყოს.

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაალტო იგი დამუსრვილი და დაასხა მას ზეთი: შესაწირავი არს ღმრთისა.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ შესაწირავი ლანძჳსაგან იყოს ძღუენი იგი შენი, სამინდოჲ ზეთითა შეიქმნეს.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწიროს მსხუერპლი იგი, რომელი ექმნეს ერთი ამათგანი ღმრთისა. და მოართუას იგი მღდელსა. და მიეახლოს მღდელი იგი საკურთხეველსა მას

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და აღიღოს მსხუერპლისა მისგან მოსაჴსენებელი მისი და დადვას მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფად სულად სულნელებისა ღმრთისა.

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ხოლო ნეშტი იგი შესაწირავისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდაჲ წმიდათაჲ ნაყოფთა მათგან ღმრთისათა.

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველსა მას შესაწირავსა რომელსა სა შესწირვიდეთ ღმრთისა, არა ჰყოთ ცომოვანი, რამეთუ ყოველივე ცომი და ყოველივე თაფლი არა შესწიროთ მათგანი ნაყოფად ღმრთისა

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ძღუნად პირველად შესაწირავად იგი ღმრთისა, და საკურთხეველსა ზედა არა აღვიდეს იგი სულად სულნელად ღმრთისა.

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველივე შესაწირავი მსხუერპლისა თქუენისაჲ მარილითა დაიმარილენ. არა დააცადოთ მარილი Page of ms. O: 120v  შჯულისა ღმრთისაჲ შესაწირავთაგან თქუენთა, და ყოველსა ზედა შესაწირავსა თქუენსა მარილი დაასხით.

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა პირველთა ნაყოფთაგან ღმრთისა, ახალი შეხუკვილი ნედლი ღერღილი ღმრთისა, შესწირო მსხუერპლად პირველად ნაყოფთაჲ,

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაასხა მას ზედა ზეთი და დასდვა მას ზედა გუნდრუკი: შესაწირავი არს ესე.

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწიროს მღდელმან მან საჴსენებელად მისა ეტერთა მათგან ზეთითურთ და ყოველივე გუნდრუკი მისი: შესაწირავი არს ესე ღმრთისა.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ შესაწირავი ცხორებისაჲ იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა, ანუ თუ ზროხათაგან შესწირვიდეს იგი, გინა თუ ვერძსა გინა თუ ნეზუსა, უბიწოჲ მოიბან იგი წინაშე ღმრთისა.

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაასხნენ ჴელნი თავსა ზედა მის შესაწირავისასა და დაკლან იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი საკურთხეველსა სა მას მრგულიად დასაწუველთა გარემოჲს.

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღონ შესაწირავისა მისგან ცხორებისაჲსა ნაყოფად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ,

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ორნი Page of ms. O: 121r  თირკუმელნი და ცმელი იგი, რომელ მათ ზედა არს, ... თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს.

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწირონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა საკურთხეველსა მას ზედა შესაწირავთასა შეშასა მას და ცეცხლსა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა.

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ ცხოვართაგან იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა საცხორებელად მისა, ვერძი გინა თუ ნეზჳ, უბიწოჲ მოიბას იგი.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ კრავი მოებას შესაწირავად მისა, მოართუას იგი წინაშე ღმრთისა.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაასხნეს ჴელნი მისნი თავსა მას მის შესაწირავისა მისისასა და დაკლას იგი კართა თანა კარვისა საწამებელისათა, და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწიროს შესაწირავი იგი ცხორებისაჲ მსხუერპლად ღმრთისა, ცმელი და წელნი უბიწოჲ . თეძოჲთურთ მოჰკუეთნე იგი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, სულად სულნელებისად, მსხუერპლად ღმრთისა.

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ანუ თუ თხათაგანი Page of ms. O: 121v  იყოს შესაწირავი იგი მისი, და მოჰგუაროს იგი წინაშე ღმრთისა.

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაასხნეს ჴელნი მისნი მას ზედა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწიროს მას ზედა მსხუერპლად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ, და ღჳძლის ყურნი იგი ღჳძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს.

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა, ყოველივე ცმელი ღმერთსა

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
სჯულად საუკუნოდ ნათესავსა შოვრის თქუენსა ... ყოველი ცმელი და ყოველი სისხლი არა შჭამოთ.

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცმან თუ ცოდოს წინაშე ღმრთისა არა ნეფსით ყოველთა მათგან ბრძანებათა ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ყოს ერთი რაჲმე მათგანი,

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ მღდელთ მოძღუარმან მან ცხებულმან ცოდოს ესე ერისა ცოდვაჲ და მოიბას ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ჴბოჲ ზროხათაგან უბიწოჲ ღმრთისა წინაშე ცოდვისა მისთჳს,

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და წარმო/იბას Page of ms. O: 122r  კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა წინაშე ღმრთისა და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ჴბოჲსასა წინაშე ღმრთისა და დაკლას ჴბოჲ იგი წინაშე ღმრთისა.

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღოს მღდელმან მან ცხებულმან განსრულებულმან ჴელითა მისითა სისხლი იგი ჴბოჲსაჲ მის და შეიღოს იგი კარავსა მას საწამებელისასა,

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დააწოს თითი მღდელმან მან სისხლსა მას და აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდ გზის თითითა თჳსითა წინაშე ღმრთისა კრეტსაბმელსა მას თანა წმიდასა.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და სცხოს სისხლისა მისგანი ჴბოჲსაჲ რქათა მათ საკურთხეველისათა საკუმეველისა მის აღზავებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არის კარავსა მას შინა საწამებელისასა და ყოველივე იგი სისხლი ჴბოჲსაჲ მის მოაპკუროს წინაშე ხარისხსა მას საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს წინაშე კართა მათ კარვისა საწამებელისათა.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველივე ცმელი ჴბოჲსაჲ მის ცოდვათაჲსაჲ მოჰჴადოს მისგან, ცმელი იგი . . . ნაწლევთაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთა თანა, და ძირი იგი ღჳძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰჴადოს,

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ვითარცა-იგი მოჰჴადიან ჴბოსა მას შესაწირავისა ცხორებისასა, და შე/წიროს Page of ms. O: 122v  მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფთასა .

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ტყავი ჴბოჲსაჲ მის და ყოველი ჴორცი მისი თავ-ფერჴითურთ და ნაწლევით და ფუშნიერით,

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოვლადვე ჴბოჲ იგი განიღოს გარე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა. სადა-იგი ღასთხიონ ნაცარი და დაწნან იგი შეშასა ზედა ცეცხლითა დასათხეველსა თანა ნაცრისასა, და დაიწუეს იგი.

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან უმეცრებაჲ ქმნეს არა ნეფსით და დაეფაროს სიტყუაჲ იგი თუალთაგან კრებულისათა და ყონ ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ყოფად ჯერ-იყო,

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და განცხადნეს მათი იგი ცოდვაჲ, რომელ ცოდეს მას შინა, მოიბას კრებულმან მან ჴბოჲ ზროხათაგან უბიწოჲ ცოდვისა მისთჳს და მოჰგუარონ იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა.

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაასხნენ ჴელნი მოხუცებულთა მათ ერისათა თავსა ზედა მის ჴბოჲსასა წინაშე ღმრთისა...

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეიღოს მღდელმან მან ცხებულმან სისხლისა მისგან ჴბოჲსა კარვად საწამებელისა.

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დააწოს მღდელმან მან თითი სისხლსა მას ჴბოჲსასა და აპკუროს შჳდ გზის წინაშე ღმრთისა პირისპირ კრეტსაბმელსა მას Page of ms. O: 123r  სიწმიდისასა.

Verse: 18   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მისვე სისხლისაგანი სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა საკუმეველთაჲსა წინა-დაგებულისათა წინაშე ღმრთისა,... რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველი იგი სისხლი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ კართა მათ ზედა არს კარვისა საწამებელისათა.

Verse: 19   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი ცმელი მოიღოს მისგან და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა

Verse: 20   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოს ჴბოჲ ესე, ვითარცა სახედ ყო ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ, ეგრევე ყოს ესე. და ლხინება-ყოს მათთჳს მღდელმან მან და მიეტევნენ მათ ცოდვანი მათნი.

Verse: 21   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და განიღონ ჴბოჲ იგი გარეშე ბანაკსა მას და დაწუან იგი, ვითარცა სახედ დაწუეს ჴბოჲ იგი პირველი: ცოდვისა მისთჳს კრებულისა არს ესე.

Verse: 22   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ მთავარმან ცოდოს და ქმნეს ყოველთა მათგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათაჲ არა ნეფსით, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად, და ცოდოს,

Verse: 23   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი. რომელსა შინა ცოდა, მოიბას შესაწირავად მისა თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ,

Verse: 24   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ვაცისასა და დაკლან იგი ადგილსა მას Page of ms. O: 123v  წინაშე ღმრთისა, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი ...

Verse: 25   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღოს მღდელმან მან და სცხოს მღდელმან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა მისითა რქათა მათ საკურთხეველისათა ყოვლად დასაწუეველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს კედელსა მას თანა საკურთხეველისაჲსა ყოვლად დასაწუველთაჲსა.

Verse: 26   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი იგი საკლველისა მის ცხორებისაჲ, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.

Verse: 27   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ კაცმან ერთმან ერთისა მის ქუეყანისამან ცოდოს ცოდვაჲ არა ნეფსით და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგან ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად, და ქმნეს,

Verse: 28   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელ ცოდა, მოიბან თიკანი თხათაგან, ნეზჳ უბიწოჲ, ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა,

Verse: 29   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა, რომელი-იგი არს ცოდვისათჳს, და დაკლან თიკანი იგი ცოდვისაჲ ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი.

Verse: 30   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგანი თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა Page of ms. O: 124r  და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს ხარისხთა თანა საკურთხეველისათა.

Verse: 31   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი ცმელი მისი მოჰჴადოს. ვითარცა სახედ მოჰჴადიან ცმელი შესაწირავსა, და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელად ღმრთისა, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან, და მიეტეოს მას.

Verse: 32   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ ცხოვარი შეწიროს მსხუერპლად თჳსა ცოდვისათჳს, ნეზჳ უბიწოჲ შეწირენ იგი.

Verse: 33   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა ცოდვისაჲსასა . და დაკლან იგი ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი.

Verse: 34   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველივე სისხლი მისი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

Verse: 35   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა მოჰჴადიან ცმელი ცხოვარსა მას შესაწირავისა ცხორებისასა, და სცხოს მღდელმან მან საკურთხეველსა მას მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა. და ულხინოს მღდელმან მან ცოდვაჲ იგი მისი, და მიეტეოს მას.

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ ცოდოს კაცმან და ესმეს ჴმაჲ ფიცისაჲ და ესე წამებდეს, გინა თუ იხილა, გინა თუ თანად იცის, და უკუეთუ არა უთხრა, მოიღო მან Page of ms. O: 124v  ცოდვაჲ მისი.

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
კაცი, რომელი შეეხოს ყოველსა საქმესა არაწმიდებისასა. გინა მძორსა, გინა ნამჴეცავსა არაწმიდასა, გინა მკუდარსა რომელსავე საძაგელსა არაწმიდათასა ...

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
გინა თუ შეეხოს არაწმიდებასა რასმე კაცისასა, ყოველსავე არაწმიდებასა მისსა, რომელსა შეეხოს და შეგინებულ იქმნა და დაავიწყდა და ამისა შემდგომად ცნა და ცოდა;

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და კაცმან, რომელმან ფუცოს და გან-რაჲმე-აჩინოს პირითა თჳსითა ბოროტისა ყოფაჲ, გინა კეთილისა ყოფაჲ, ყოვლისა მისებრ, რომელი აღუთქუა კაცმან ფიცით და დაავიწყდა იგი, და ესრჱთ ცნა და ცოდა ერთი რაჲმე მათგანი,

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მიუთხრას მისთჳს ცოდვაჲ იგი, რომელ ცოდა.

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწიროს ღმრთისა, რომელთათჳს ... ცოდა, ნეზჳ ცხოვართაგან ტარიგი, გინა ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს. და ლხინება-ყოს მღდელმან მან ცოდვისა მისთჳს, და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვერ ეძლოს ჴელსა მისსა ყოფად ცხოვარი, შეწიროს ღმრთისა ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი: ერთი ცოდვისათჳს, და ერთი ყოვლად დასაწუველად.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოართუნენ იგინი მღდელსა და შეწიროს იგი მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს Page of ms. O: 125r  პირველად, წარჰკუეთოს თავი მისი მღდელმან მან საქციელითგან და არა განახევროს,

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და აპკუროს სისხლისა მისგან, რომელ არს ცოდვისაჲ. კედელსა საკურთხეველისასა, ხოლო ნეშტი იგი სისხლი დაწრიდოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ხოლო მეორე იგი ყოს ყოვლად დასაწუველ, ვითარცა-იგი ჯერ-არს, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, და მიეტეოს მას.

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა პოვოს ჴელმან მისმან წყვილნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი, შეწიროს მსხუერპლად მისა ცოდვისა მისთჳს მეათჱ სამინდოჲსა სათუელი ცოდვისა მისთჳს, და არა დაასხას მას ზედა ზეთი და არა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოართუას იგი მღდელსა მას, და აღიღოს მისგანი მღდელმან სავსე მჭელი მოსაჴსენებელად მისა და დადვას იგი საკურთხეველსა ზედა მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა: ცოდვისაჲ არს.

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა ერთი რაჲმე ამათგანი, რომელ-რაჲ პოვა და შეწირა, მიეტეოს მას; ხოლო ნეშტი იგი იყოს მღდელისა მის, ვითარცა მსხუერპლი ქებისაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 125v  ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
კაცსა უკუეთუ რაჲმე დაავიწყდა დავიწყებაჲ და ცოდა არა ნეფსით სიწმიდეთა შინა ღმრთისათა, და შეწიროს ცოდვისა მისისათჳს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდელითა ვეცხლისაჲთა სასწორთაგან, სასწორითა წმიდითა, რომლისათჳს-იგი ბრალი ქმნა,

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ცოდა სიწმიდეთა შინა მისთა, ზღოს ესე და მეხუთჱ შესძინოს მას ზედა და მისცეს იგი მღდელსა მას. და მღდელმან მან ლხინება-ყოს მისთჳს ვერძითა მით ბრალისაჲთა, და მიეტეოს მას.

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და კაცმან უკუეთუ ცოდოს და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელი არა ჯერ-იყოს ყოფად, და ვერ ცნა და ბრალი ქმნა და მოიღო ცოდვაჲ იგი,

Verse: 18   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
მოჰგუაროს მღდელსა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლისა ვეცხლისაჲთა ბრალისა მისთჳს, და ლხინება-ყოს მღდელმან მან უმეცრებისა მისისათჳს, რომელ ვერ ცნა და მან არა იცოდა, [და მიეტეოს მას,

Verse: 19   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
რამეთუ ცოდა] ცოდვაჲ წინაშე ღმრთისა.

Chapter: 6  
Verse: 1_(5,20)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2_(5,21)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
კაცმან უკუეთუ ცოდოს და უგულებით უგულებელს-ყვნეს მცნებანი უფლისანი და სტყუვოს მოყუასსა ვედრისათჳს, გინა ზიარებისათჳს, გინა ტაცებისათჳს, გინა თუ ავნოს რაჲმე მოყუასსა,

Verse: 3_(5,22)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ანუ თუ Page of ms. O: 126r  პოვა წარწყმედული და ტყუვა მისთჳს და ფუცა ნაცილად ერთისა ამათგანისათჳს, რომელი ყვის კაცმან და ცოდის ამათ შინა,

Verse: 4_(5,23)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს ცოდა და ბრალი ქმნა და მისცა მონატაცები იგი, რომელ მოსტაცა, გინა ვნებისა მისთჳს, რომელ ავნო, გინა ვედრისა მისთჳს, რომელ ვედრად აქუნდა მას, გინა წარწყმედულისა მისთჳს, რომელ პოვა,

Verse: 5_(5,24)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოვლისათჳს საქმისა, რომლისაგან ფუცა ნაცილად, და მისცეს მას თავადი იგი და მეხუთჱ იგი შესძინოს მას ზედა. ვისაცა იყოს, მასვე მისცეს. რომელსაცა დღესა ემხილოს.

Verse: 6_(5,25)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ბრალისა მისთჳს შეწიროს ღმრთისა ვერძი ... უბიწოჲ სასყიდლითა, რომლისათჳს ბრალი ქმნა.

Verse: 7_(5,26)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა და მიეტეოს მას ერთისა მათგანისათჳს, რომელ ქმნა საცოდავსა მას შინა.

Verse: 8_(1)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 9_(2)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ამცენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ყოვლად დასაწუველთაჲ: ესე ყოლად დაწუვაჲ დაწუვასა მას ზედა საკურთხეველსა ზედა ღამე ყოველ განთიადმდე, და ცეცხლი იგი საკურთხეველისაჲ ეგზებოდის მას ზედა და არა დაშრტეს.

Verse: 10_(3)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეიმოსოს მღდელმან მან სამოსელი სელისაჲ Page of ms. O: 126v  და ნიფხავი შეიმოსოს სხეულთა მისთა და აღიღოს შესაწირავი იგი, რომელ განლია ცეცხლმან ყოვლად დამწუარი იგი, საკურთხეველისა მისგან, და დადვას იგი მახლობელად საკურთხეველსა მას.

Verse: 11_(4)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და განიძარცოს სამოსელი მისი და შეიმოსოს სხუაჲ და განიღოს ნაყოფად შეწირული იგი გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა.

Verse: 12_(5)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ცეცხლი ეგზებოდის საკურთხეველსა მას ზედა და არა დაშრტეს და აგზებდეს მღდელი იგი შეშასა განთიად-განთიად და დაზჳნოს მას ზედა ყოვლად დასაწუველი იგი და დასდვას ზედა ცმელი ცხორებისაჲ.

Verse: 13_(6)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ცეცხლი მარადის ეგზებოდის საკურთხეველსა ზედა და არა დაშრტეს.

Verse: 14_(7)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ესე არს შჯული შესაწირავთაჲ, რომელ მოართოდიან ძეთა აჰრონისთა წინაშე ღმრთისა პირისპირ საკურთხეველსა.

Verse: 15_(8)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და აღიღოს საკურთხეველისა მისგან სამინდოჲ მქელითა ზეთითურთ მისით გუნდრუკსა თანა მისსა, რომელ-იგი იყოს შესაწირავსა მას ზედა, და შეწიროს საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფად, სულად სულნელად, საჴსენებელი მისი უფლისა ღმრთისა.

Verse: 16_(9)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ხოლო ნეშტი იგი მისგანი შეჭამოს აჰრონ და ძეთა მისთა, უცომოჲ შეიჭამოს იგი Page of ms. O: 127r  ადგილსა წმიდასა ეზოსა კარვისა საწამებელისასა, სადა შეჭამოს იგი.

Verse: 17_(10)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
არა შეიცხოს ცომოვანი, ნაწილად მივსცე იგი მათ ნაყოფთაგან ღმრთისათაჲ: წმიდაჲ წმიდათაჲ არს, ვითარცა ცოდვისაჲ იგი და ვითარცა ბრალისაჲ იგი.

Verse: 18_(11)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველივე წული მღდელთაჲ ჭამდეს მას შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შოვრის თქუენსა ნაყოფად შესაწირავთა მათგან ღმრთისათა, ყოველი, რომელი შეეხოს მას, განწმიდნეს.

Verse: 19_(12)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 20_(13)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ესე არს შესაწირავი აჰრონისი და ძეთა მისთაჲ. რომელი შეწირონ ღმრთისა დღესა მას, რომელსა სცხო მათ მეათჱ სათუელისაჲ სამინდოჲ მსხუერპლად სამარადისოდ, ზოგი მისი განთიად და ზოგი მისი მწუხრი.

Verse: 21_(14)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ტაპაკსა ზედა ზეთითა შესუარული შექმნეს იგი, შეწიროს იგი, გულარძნილი იგი, მსხუერპლი განატეხთაჲ, შესაწირავი, სულად სულნელად ღმრთისა,

Verse: 22_(15)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
მღდელმან ცხებულმან მის წილ ძეთა მისთაგანმან ყოს იგი, შჯულად საუკუნოდ ყოლადვე საკურთხეველსა ზედა.

Verse: 23_(16)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 127v  და ყოველი მსხუერპლი მღდელისაჲ ყოვლად დამწუარი იყოს და არა იჭამოს.

Verse: 24_(17)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 25_(18)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ცოდვისაჲ: ადგილსა მას, სადა-იგი დაჰკლვიდენ ყოვლად დასაწუველთა, დაკლან ცოდვისაჲ იგი წინაშე ღმრთისა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

Verse: 26_(19)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
მღდელმან მან, რომელმან შეწიროს იგი, მანვე შეჭამოს იგი, ადგილსა წმიდასა შეჭამოს იგი, ეზოსა მას კარვისა საწამებელისასა.

Verse: 27_(20)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველი, რომელი შეეხოს ჴორცსა მას, განწმიდნეს და რომელსა ჰსხურეს სისხლისა მისისაგანი სამოსელსა და დაიბღალოს, გამოირცხენ იგი ადგილსა წმიდასა.

Verse: 28_(21)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჭურჭერი კეცისაჲ, რომლითა შეიგბოს იგი, შეიმუსრენ. უკუეთუ ჭურჭრითა რვალისაჲთა შეიგბას, მოხუეტენ იგი და გამოირცხენ წყლითა.

Verse: 29_(22)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველი წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: წმიდაჲ წმიდათაჲ არს ღმრთისაჲ.

Verse: 30_(23)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველივე, რომელი ცოდვისათჳს არს, რომელი შეიწიროს სისხლისა მათისაგანი კარავსა მას საწამებელისასა სალხინებელად სიწმიდესა შინა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწუეს იგი.

Verse: 31_(7,1)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ესე არს შჯული ვერძისაჲ მის, რომელი იყოს ცოდვისათჳს, რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

Verse: 32_(7,2)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუვ/ელები Page of ms. O: 128r  იგი, და დაკლან ვერძი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა და სისხლი მისი მოაპკურონ თანა საკურთხეველისასა.

Verse: 33_(7,3)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ცმელი მისი მოიღოს მისგან, მუცლისაჲ და ყოველივე ცმელი, გარდაბურვილი შინაგან, და ყოველივე ცმელი, რომელი არს ნაწლევთაჲ.

Verse: 34_(7,4)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ორნი იგი თირკუმელნი და ცმელი მას ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყური იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.

Verse: 35_(7,5)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

Verse: 36_(7,6)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველივე წული მღდელთაგანი ჭამდეს; ადგილსა წმიდასა ჭამდენ მას, რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

Verse: 37_(7,7)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ვითარცა-იგი ცოდვისაჲ, ეგრეცა ბრალისაჲ შჯული ერთი არს მათთჳს: მღდელისა. რომელმან ყოს ლხინებაჲ, მისა იყავნ იგი.

Verse: 38_(7,8)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
მღდელი იგი, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა მას კაცისასა, ტყავი იგი ყოვლად დასაწუველისაჲ მის, რომელი მან შეწიროს, მისაცა იყოს.

Verse: 39_(7,9)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველივე შესაწირავი, რომელი იქმნეს თორნესა, და ყოველი, რომელი იქმნეს, ლანძუსა გინა ტაპაკსა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.

Verse: 40_(7,10)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
რამეთუ ყოველივე შესაწირავი, ქმნული ზეთითა გინა უქმნელი ზეთითა, ყოველთაჲვე ძეთა აჰრონისთაჲ იყოს, Page of ms. O: 128v  კაცად-კაცადისაჲ სწორად.

Chapter: 7  
Verse: 1_(11)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ესე არს შჯული შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელი შეიწიროს ღმრთისა.

Verse: 2_(12)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ ქებისათჳს შესწირვიდეს მას, და შეწიროს მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა პურნი სამინდოჲსაგან, შესუარულნი ... ზეთითა, და სამინდოჲ აღდგინებული ზეთითა,

Verse: 3_(13)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
პურთა თანა ცომოვანთა შეწიროს შესაწირავი იგი მისი მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა.

Verse: 4_(14)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოართუას მისგანი თითოჲ ყოვლისა ამისგან შესაწირავისა მისისა ნაყოფად პირველად უფალსა ღმერთსა. მღდელმან მან რომელმან აპკუროს სისხლი იგი ცხორებისაჲ, მისა იყოს იგი და მსხუერპლი იგი.

Verse: 5_(15)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჴორცი ქებისა ცხორებისაჲ მისავე იყოს და რომელსა დღესა შეწიროს იგი, შეჭამოს, არა დაუტეოს იგი განთიადმდე.

Verse: 6_(16)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და უკუეთუ აღთქუმით გინა თუ ნეფსით შეწიროს მსხუერპლი მისი, რომელსაცა დღესა შეწიროს მსხუერპლი მისი, შეჭამონ, ხვალისაგანცა.

Verse: 7_(17)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
შესაწირავისაჲ, რომელი დაშთეს მესამედ დღედმდე, ცეცხლითა დაიწუეს.

Verse: 8_(18)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ ჭამით ჭამოს დღესა მას მესამესა ჴორცისა მისგან, არა შეიწირა იგი, ... რამეთუ შეგინება არს. ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს მისგანი, Page of ms. O: 129r  ცოდვაჲ მოიღოს თავისა თჳსისა.

Verse: 9_(19)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჴორცსა რომელმან შეახოს ყოვლისა არაწმიდისასა, არა იჭამოს ცეცხლითა დაიწჳნ; ყოველი წმიდაჲ ჭამდეს ჴორცსა.

Verse: 10_(20)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ხოლო კაცმან რომელმან ჭამოს ჴორცისაგან შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელ არს ღმრთისაჲ, არაწმიდებაჲ მისი მის ზედაცა იყოს, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა,

Verse: 11_(21)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და კაცი, რომელი შეეხოს საქმესა არაწმიდასა. არაწმიდებითგან კაცისაჲთ, გინა თუ ოთხფერჴთა არაწმიდათა გინა საძაგელსა ყოველსა არაწმიდასა და ჭამოს შესაწირავისაგან მის ჴორცისა ცხორებისა, რომელ არს უფლისაჲ, წარწყმდეს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.

Verse: 12_(22)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 13_(23)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ყოველივე ცმელი, ზროხათა და ცხოვართაჲ და თხათაჲ არა შჭამოთ.

Verse: 14_(24)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ცმელი მკუდრისა[ჲ და] ნამჴეცავისაჲ იმსახუროს ყოველსა საქმესა და ჭამით არა იჭამოს.

Verse: 15_(25)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველმან რომელმან ჭამოს ცმელისაგან ცხოვართაჲსა, რომელსა შესწირვიდეთ მსხუერპლად ღმრთისა, წარწყმდეს კაცი იგი, რომელმან ჭამოს, ერისაგან თჳსისა.

Verse: 16_(26)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველი ესე სისხლი არა შჭამოთ ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა მფრინველთაჲთგან ვიდრე საცხოვართადმდე.

Verse: 17_(27)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველმან კაცმან რომელმან ჭამოს სისხლი, წარწყმდეს Page of ms. O: 129v  სული იგი ერისაგან თჳსისა.

Verse: 18_(28)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 19_(29)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა ღმრთისა, მოართუას შესაწირავი იგი მისი ღმერთსა მსხუერპლისაგან ცხორებისა;

Verse: 20_(30)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ჴელითა თჳსითა მოართუას ნაყოფი იგი მისი ღმერთსა: ესე არს ცმელი მკრდისაჲ და ღჳძლის ყური. მოართუას იგი, რაჲთა დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.

Verse: 21_(31)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეწიროს მღდელმან ცმელი იგი საკურთხეველს ზედა და მკერდი იგი იყოს აჰრონისა და ძეთა მისთა.

Verse: 22_(32)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მჴარი იგი მარჯუენჱ მიეცით მღდელსა მას შესაწირავისათჳს შესაწირავთაგან ცხორებისა თქუენისათა.

Verse: 23_(33)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
რომელი შესწირვიდეს სისხლსა მას ცხორებისასა და ცმელსა ძეთაგანი აჰრონისთაჲ, მისა იყოს მჴარი იგი მარჯუენე ნაწილად,

Verse: 24_(34)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
რამეთუ მკერდი იგი წინადაგებისაჲ და მჴარი იგი შესაწირავისაჲ მოვიღე ძეთაგან ისრაჱლისათა მსხუერპლთაგან ცხორებისა თქუენისათა და მივეც იგი აჰრონს და ძეთა მისთა, შჯულად საუკუნოდ ძეთაგან ისრაჱლისათა.

Verse: 25_(35)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ესე არს ცხებაჲ აჰრონისი და ცხებაჲ ძეთა მისთაჲ შესაწირავთაგან ღმრთისათა დღესა მას, რომელსა მო/იყვანნა Page of ms. O: 130r  იგინი მღდელობად ღმრთისა.

Verse: 26_(36)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ვითარცა-იგი ამცნო ღმერთმან მიცემად მათდა დღესა მას, რომელსა ეცხო მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შოვრის მათსა.

Verse: 27_(37)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ესე არს შჯული ყოლად დასაწუველთაჲ მათ და შესაწირავთაჲ და რომელ ცოდვათათჳს არნ და ბრალისათჳს, დასრულებისათჳს და მსხუერპლთათჳს ცხორებისათა,

Verse: 28_(38)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს მთასა სინასა დღესა მას, რომელსა უბრძანა ძეთა ისრაჱლისათა შეწირვად მათა მსხუერპლები მათი წინაშე ღმრთისა უდაბნოსა მას სინაჲსასა.

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
მოიყვანე აჰრონ და ძენი მისნი და სამოსელი მათი და ზეთი იგი ცხებისაჲ და ზუარაკი იგი ცოდვისაჲ და ორნი იგი ვერძნი და ლანკლაჲ იგი უცომოთაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი იგი ერი შეკრიბე კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყო მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან, და მოუწოდა ყოველსა მას კრებულსა ერისასა კარად კარვისა საწამებელისა.

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე კრებულსა: ესე სიტყუაჲ არს, რომელი მამცნო ღმერთმან ყოფად.

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიყვანნა მოსე აჰრონ და ძენი მისნი და განბანნა იგინი წყლითა.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შეჰმოსა მათ სამოსელი და შეარტყა სარტყელები და შეასხა მათ ჴამლები და Page of ms. O: 130v  გარდასდვა მათ ზედა სამჴრჱ, და შეარტყა მსგავსად ქმნულებისა მისისა და შეამტკიცა იგი მით.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დასდვა სამჴართა მათ ზედა საკითხავი იგი და დაადგა საკითხავსა მას ზედა გამოცხადებაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაჰბურა ვარშამაგი თავსა მისსა და დასდვა ვარშამაგსა მას ზედა წინაშე პირისპირ პეპელი იგი ოქროჲსაჲ განწმედილი იგი წმიდაჲ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღო მოსე ზეთისაგან საცხებელისა

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და აპკურა მათ და საკურთხეველსა მას შჳდ გზის (10 Ⴁ) და სცხო საკურთხეველსა მას და განწმიდა იგი და ყოველივე ჭურჭერი მისი და ემბაზი იგი და ხარისხნი მისნი და განწმიდა იგი. და სცხო კარავსა მას და ყოველსა მას, რაჲცა იყო მას შინა, და განწმიდა იგი.

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაასხა მოსე ზეთისა მისგან ცხებისა თავსა აჰრონისსა, სცხო მას და განწმიდა იგი.

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი და შეჰმოსა მათ სამოსელი და შეარტყა მათ სარტყელები და დაჰბურა მათ ვარშამაგები, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიბა ზუარაკი იგი, რომელ არნ ცოდვისათჳს, და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა მის ზუარაკისა ცოდვისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაკლა იგი და მოიღო მოსე სისხლი/საგან Page of ms. O: 131r  მისისა და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა თითითა თა თჳსითა გარემოჲს და განწმიდა საკურთხეველი იგი და სისხლი იგი დასთხია ხარისხსა თანა საკურთხეველისასა და განწმიდა იგი ლხინების-ყოფად მას ზედა.

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღო ყოველივე ცმელი ნაწლევთაჲ და ძირი იგი ღჳძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და შეწირა მოსე საკურთხეველსა მას ზედა.

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ზუარაკი იგი და ტყავი მისი და ყოველი ჴორცი მისი და ფუშნიერი მისი დაწუეს ცეცხლითა გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

Verse: 18   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიბა მოსე ვერძი იგი ყოვლად დასაწუველი, და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა.

Verse: 19   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაკლა მოსე ვერძი იგი და მოაპკურა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

Verse: 20   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ვერძი იგი გაყო ასოდ-ასოდ და შეწირა მოსე თავი მისი და ასოები მისი და ცმელი

Verse: 21   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ნაწლევნი მისნი და ფერჴნი მისნი განრცხნა წყლითა და შეწირა მოსე ყოვლად ვერძი იგი საკურთხეველსა ზედა. მრგულიად დასაწუველი არს, სული სულნელებისაჲ, ნაყოფად შეწირული არს ღმრთისა, ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს.

Verse: 22   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოჰგუარა მოსე ვერძი იგი მეორე, ვერძი Page of ms. O: 131v  სრულებისაჲ, და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა.

Verse: 23   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაკლა იგი და მოიღო მოსე სისხლისაგან მისისა და სცხო ყურის ძირსა მარჯუენესა აჰრონისსა და მწუერვალთა თითთა ჴელისა მარჯუენისათა და მწუერვალთა თითთა ფერჴისა მარჯუენისათა.

Verse: 24   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი და სცხო მის სისხლისაგანი ყურის ძირთა მარჯუენისა მათისათა და თითთა ჴელისა მარჯუენისა მათისათა და თითთა ფერჴისა მარჯუენისა მათისათა, და მოაპკურა მოსე სისხლი იგი საკურთხეველსა მას გარემო .

Verse: 25   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღო ცმელი მუცლისაჲ და ცმელი ქუსტისაჲ და ძირი იგი ღჳძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და მჴარი იგი მარჯუენჱ.

Verse: 26   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ლანკლისა მისგან სრულებისა, რომელ-იგი იყო წინაშე ღმრთისა, პური ერთი უცომოჲ და პური ზეთითა ქმნული ერთი და ლელანგოჲ ერთი და დასდვა ცმელსა მას ზედა და მჴარსა მას ზედა მარჯუენესა.

Verse: 27   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაასხა ესე ყოველი ჴელსა ზედა აჰრონისსა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და აღიღო შესაწირავად წინაშე ღმრთისა.

Verse: 28   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღო იგი მოსე ჴელთაბან მათთა და შეწირა იგი საკურთხე/ველსა Page of ms. O: 132r  ზედა ყოვლად დასაწუველთასა სრულებისასა, სულად სულნელად: მსხუერპლი არს ესე ღმრთისაჲ.

Verse: 29   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღო მოსე მკერდი იგი და მოჰჴადა იგი შესაწირავად წინაშე ღმრთისა ვერძისა მისგან სრულებისა და იყო მოსე მონაწილედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

Verse: 30   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღო მოსე ზეთისა მისგან ცხებისა და სისხლისა მისგან საკურთხეველისა, და აპკურა აჰრონს და სამოსელსა მისსა და ძეთა მისთა და სამოსელსა მათსა, და განწმიდა აჰრონ და სამოსელი მისი და ძენი მისნი და სამოსელი მათი მათ თანა.

Verse: 31   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა: შეაგბეთ ჴორცი ეგე ეზოსა მას კარვისა საწამებელისასა, ადგილსა წმიდასა, და მუნ შეჭამეთ იგი და პურნი იგი, რომელ არიან ლანკლასა მას ზედა სრულებისასა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან და მრქუა: აჰრონ და ძენი მისნი ჭამდენ მას.

Verse: 32   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ნეშტი იგი ჴორცისაჲ მის და პურისაჲ ცეცხლითა დაწჳთ.

Verse: 33   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და კარისა მისგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ შჳდ დღე, ვიდრე დღედმდე აღსასრულისა სრულებისა თქუენისაჲსა, რამეთუ შჳდთა დღეთა სრულ იქმნენ ჴელნი თქუენნი,

Verse: 34   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ვითარცა-იგი ყო ამას დღესა შინა, რომელსა მიბრძანა მე ღმერთმან ყოფად მისა, რაჲთა ლხინება-ყოს Page of ms. O: 132v  თქუენთჳს.

Verse: 35   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და კართა ზედა კარვისა საწამებელისათა სხდეთ შჳდ დღე და ღამე, სცვიდეთ საცოსა მას ღმრთისასა, რაჲთა არა მოსწყდეთ, რამეთუ ესრე მამცნო მე ღმერთმან.

Verse: 36   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და იყვნეს აჰრონ და ძენი მისნი ყოველთა მათ სიტყუათა მყოფელ, რომელნი უბრძანნა ღმერთმან მოსეს.

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და იყო დღესა მას მერვესა მოუწოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა.

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა: მოიბ თავისა შენისა ჴბოჲ ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი იგი ყოვლად დასაწუველი უბიწოჲ და შეწირე იგი წინაშე ღმრთისა.

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოხუცებულთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ: მოიბთ ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი და ჴბოჲ და ტარიგი წელიწდეული მსხუერპლად ყოველივე უბიწოჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ზუარაკი და ვერძი შესაწირავად ცხორებისა წინაშე ღმრთისა და სამინდოჲ შესუარული ზეთითა, რამეთუ უფალი გამოჩნდეს თქუენ შოვრის.

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღეს, ვითარცა-იგი ამცნო მოსე წინაშე კართა კარვისა საწამებელისათა, და ყოველივე იგი მოვიდა კრებული და დადგეს წინაშე ღმრთისა.

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ მოსე: ესე იგი სიტყუაჲ არს, რომელ თქუა ღმერთმან, რაჲთა ჰყოთ, და გამოჩნდეს თქუენ შოვრის დიდებაჲ ღმრთისაჲ.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე აჰრონს: წარმოდეგ წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა Page of ms. O: 133r  და შეწირე ცოდვისა შენისაჲ და მსხუერპლი შენი და ლხინება-ყავ თავისა შენისა და სახლისა შენისა და შეწირე მსხუერპლი ერისაჲ და ლხინება-ყავ მათთჳს, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და წარდგა აჰრონ წინაშე საკურთხეველსა მას და დაკლა ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მას. და დააწო თითი მისი სისხლსა მას, და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა. და სისხლი იგი სხუაჲ დასთხია ხარისხსა თანა მის საკურთხეველისასა

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ცმელი და თირკუმელნი და ძირი იგი ღჳძლისაჲ, რომელ არს ცოდვათათჳს, შეწირა საკურთხეველსა ზედა, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჴორცი და ტყავი და ფუშნიერი მისი დაწუეს გარეშე ბანაკსა მას.

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაკლა მრგულიად დასაწუველი იგი და მოართუეს ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მამასა მათსა და მოაპკურა გარემო საკურთხეველსა მას.

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მრგულიად დასაწუველი იგი მოართუეს მას ასოდ-ასოდ და თავი იგი მისი, და დააგო იგი საკურთხეველსა ზედა.

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და განრცხნეს ნაწლევნი და ფერჴნი მისნი წყლითა და დააგო იგიცა საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწუველთასა.

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოიღეს შესაწირავი იგი ერისაჲ და მოჰგუარეს ვაცი იგი Page of ms. O: 133v  ცოდვისათჳს ერისა და დაკლა იგი ვითარცა პირველი.

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოართუეს ყოვლად დასაწუველი იგი და ყო იგი ეგრევე, ვითარცა ჯერ-არნ.

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოართუეს შესაწირავი და აღივსნეს ჴელნი მისგან და დააგო საკურთხეველსა ზედა თჳნიერ მსხუერპლისა მის განთიადისა.

Verse: 18   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დაკლა ჴბოჲ იგი და ვერძი შესაწირავისაჲ ცხორებისათჳს ერისა. და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მათი მამასა მათსა...

Verse: 19   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ცმელი იგი ჴბოჲსა მისგან და ვერძისა მისგან, მუცელი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი ნაწლევთაჲ, და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და ძირი იგი ღჳძლისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დასდვა ცმელი მკერდსა მას ზედა, და შეწირა ცმელები ესე საკურთხეველსა ზედა.

Verse: 21   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მკერდი იგი და მჴარი მარჯუენჱ მოჰჴადა აჰრონ აღსაღებელად წინაშე ღმრთისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 22   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და აღიპყრნა აჰრონ ჴელნი თჳსნი ერსა მას ზედა და აკურთხნა იგინი, და გარდამოჴდა შემდგომად შეწირვისა მის მსხუერპლისა, და რომელ-იგი ცოდვათათჳს არნ, და რომელ-იგი ცხორებისათჳს არნ.

Verse: 23   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და შევიდეს მოსე და აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა. და ვითარცა მიერ გამოვიდეს, აკურთხეს ერი იგი. და გამოუჩნდა დიდებაჲ ღმრთისაჲ ყოველსა მას ერსა.

Verse: 24   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 134r  და გამოჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ და შეჭამა ყოველივე, რაჲცა იყო საკურთხეველსა მას ზედა, ყოვლად დასაწუველი იგი და ცმელები. და იხილა ყოველმან ერმან და განუკჳრდა და დაეცნეს პირთა თჳსთა ზედა და თაყუანის-სცეს.

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მიიღეს ორთა მათ ძეთა აჰრონისთა ნაბად და აბიუდ კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და დადვეს მას ზედა ცეცხლი და დაასხეს საკუმეველი და მოიღეს ცეცხლი უცხოჲ წინაშე ღმრთისა, რომელი არა უბრძანა მათ ღმერთმან.

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და გამოჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ და შეწუნა იგინი და მოწყდეს წინაშე ღმრთისა.

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე აჰრონს: ესე იგი არს, რომელსა იტყოდა ღმერთი და თქუა: რომელნი მომეახლებოდინ, მათ ზედა განეწმიდნე და ყოველსა კრებულსა შოვრის ვიდიდო. და დაწუხნა აჰრონ ფრიად.

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მოუწოდა მოსე მისადეს და ელისაფანს, ძეთა ოზიელისთა, ძეთა მამის ძმისა აჰრონისთა, და ჰრქუა მათ: მოვედით და აღიხუენით ძმანი თქუენნი პირისაგან სიწმიდეთაჲსა და განიხუენით გარეშე ბანაკსა.

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და გამოვიდეს და აღიხუნეს იგინი სამოსლითა მათითა და განიხუნეს გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა უბრძანა მათ მოსე.

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მოსე აჰრონს და ელიაზარს და იათამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელნი დაშთომილ იყვნეს: Page of ms. O: 134v  თავსა თქუენსა არა აღიჴადოთ ვარშამაგი და სამოსელი თქუენი არა დაიპოთ, რაჲთა არა მოსწყდეთ. და ყოველსავე კრებულსა ზედა იყოს რისხვაჲ. ხოლო ძმანი თქუენნი, ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ ტიროდიან დაწუვასა მას, რომელ დაიწუნეს ღმრთისა მიერ.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და კარისაგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ, ... რამეთუ ზეთი იგი ცხებისაჲ ღმრთისა მიერი არს თქუენ ზედა. და მათ ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა მოსე.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი აჰრონს და ჰრქუა:

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ჰსუათ შენ და ძეთა შენთა, რაჟამს შეხჳდოდით კარავსა საწამებელისასა, ანუ თუ წარსდგებოდით წინაშე საკურთხეველსა, და არა მოსწყდეთ: შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შოვრის თქუენსა,

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
გამორჩევად შოვრის წმიდათა და შეგინებულთა და შოვრის არაწმიდათა და ღირსთა,

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
რაჲთა ასწავებდენ ძეთა ისრაჱლისათა ყოველსა მას რჩულსა, რომელსა ეტყოდა ღმერთი მათ ჴელითა მოსესითა.

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და [ჰრქუა] მოსე აჰრონს და ელიაზარს და იათამარს, ძეთა მათ ნეშტთა მისთა: მოიღეთ შესაწირავი იგი, რომელი დაშთომილ არს ნაყოფად შეწირულთაგან ღმრთისათა, და შეჭამეთ უცომოჲ იგი წინაშე საკურთხეველსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ჭამდით მას ადგიილსა წმიდასა, რამეთუ შჯულად იგი არს შენდა და შჯულად ძეთა შენთა Page of ms. O: 135r  ესე წმიდათაგან ნაყოფთა ღმრთისათა, რამეთუ ესრჱთ ბრძანებულ არს ჩემდა.

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მკერდსა მას განჩემებელსა და მჴარსა მას შესაწირავსა ჭამდით ადგილსა წმიდასა შენ და ძენი შენნი და სახლეულნი შენნი შენ თანა, რამეთუ შჯულად შენდა და შჯულად ძეთა შენთა მოგეცა შესაწირავთაგან ცხორებისათა ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
მჴარი იგი შესაწირავისაჲ და მკერდი იგი განჩემებისაჲ ნაყოფთა თანა ცმელთასა შეწიროდიან, განჩემებაჲ განჩემებული იგი წინაშე ღმრთისა, და იყოს შენდა და ძეთა შენთა და ასულთა [შენთა] შენ თანა შჯულად საუკუნოდ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე და იგი დამწუარ იყო. და განურისხნა მოსე ელიაზარს და იათამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელ დაშთომილ იყვნეს, და ჰრქუა მათ:

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს არა შეშჭამეთ ცოდვისაჲ ესე ადგილსა წმიდასა? რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს ესე, და მოგცა თქუენ ჭამად, რაჲთა მოუსპნეთ ცოდვანი ერისანი და ლხინება-ჰყოფდეთ მათთჳს წინაშე ღმრთისა.

Verse: 18   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
რამეთუ არა შევიდა სისხლისა მისისაგანი სიწმიდესა შინა, წინაშე პირისპირ ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, ვითარცა-იგი მიბრძანა მე უფალმან.

Verse: 19   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა აჰრონ მოსეს და ჰრქუა: უ/კუეთუ Page of ms. O: 135v  დღეს-ღა მოუღებიეს ცოდვისა მათისაჲ მსხუერპლები იგი წინაშე ღმრთისა და შემხუდა მე ესევითარი და ვჭამო ცოდვისაჲ ესე დღეს, ნუუკუე არა სათნო-იყოს ღმრთისა?

Verse: 20   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ესმა ესე მოსეს და სთნდა.

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუთ მათ: ესე არიან საცხოვარნი, რომელსა შჭამდეთ ყოველთაგან საცხოვართა ქუეყანისათა:

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველსა საცხოვარსა, რომლისაჲ განყოფილ იყოს ჭლაკი და ფრჩხილითა ფრჩხენდეს და აღმოიცოხნიდეს საცოხნელსა საცხოვართა შოვრის, ესე ჭამეთ.

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ხოლო მათგანი არა შჭამოთ, რომელნი აღმოიცოხნიან და რომელთაჲ არა განყოფილ არს ჭლაკი და რომელ-ნი ფრცხენენ ფრცხილითა: აქლემი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი მისი არა განპებულ არს, არაწმიდა არს ესე თქუენდა;

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყურდგელი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი მისი არა განპებულ არს, არაწმიდა არს ესე თქუენდა;

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და მაჩჳ, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი მისი არა განპებულ არს, არაწმიდა არს ესე თქუენდა;

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ღორი, რამეთუ განპებულ არს ჭლაკი მისი და ფრჩხენს ფრჩხილითა ჭლაკისაჲთა და ესე არა აღმოიცოხნის, არაწმიდა არს თქუენდა.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ჴორცი მათი არა შჭამოთ და მძორსა მათსა Page of ms. O: 136r  არა შეეხნეთ, რამეთუ არაწმიდა არიან ესენი თქუენ შოვრის.

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ამათ ჭამდით ყოველთაგან, რომელნი არიან წყალთა შინა: ყოველსა რომელსა არს მათ თანა ფრთჱ და ქეცი წყალთა შინა და ზღუასა შინა და მდინარეთა, მას ჭამდით;

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველსა რომელსა არა ესხას ფრთჱ და არცა ქეცი წყალთა შინა, გინა თუ ზღუასა შინა, გინა მდინარეთა, რომელთა გამოსცემენ წყალნი, ყოვლისაგან სულისა ცხოველისა, რომელნი არიან წყალთა შინა, საძაგელ არს,

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და საძაგელ იყავნ თქუენდა: ჴორცი მათი არა შჭამოთ და მძორი მათი გძაგდინ.

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველსა რომელსა არა არს ფრთებ და ქეც წყალთა შინა, საძაგელ არს ესე თქუენდა.

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ესე გძაგდინ მფრინველთაგან და არა შჭამოთ, რამეთუ საძაგელ არს: ორბი და ყანჩი და ძერი,

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ზარნასოვი, ძერქორი და მსგავსი მისი;

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყორანი და მსგავსი მისი;

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და სერი და ჭაჰრი და მსგავსი მისი; და ქორი და მსგავსი მისი; ბუვი

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ღამის მჴმობარი და მიმინოჲ და ძენძერუკი,

Verse: 18   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და დედამთრვალი და ვარხჳ და მღრინავი,

Verse: 19   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ტივყუავი და ბუკიოტი და მსგავსი მისი; და ოფოფი, და მღამი,

Verse: 20   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი ქუეწარმავალი მფრინველთაჲ, რომელი ვალს ოთხითა...

Verse: 21   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
... რომელსა ასხენ წჳვნი უზეშთაჱს ფერჴთა მისთა ხლდომად მით ქუეყანასა ზედა.

Verse: 22   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 136v  და ესე არს მათგანი, რომელი არა შჭამოთ: ბუზი და მსგავსი მისი, ბზიკი და მსგავსი მისი, მკალი და მსგავსი მისი, გუელის მბრძოლი და მსგავსი მისი.

Verse: 23   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი ესე ქუეწარმავალი მფრინველთაგან, რომელთა ასხენ ოთხ ფერჴ, საძაგელ არს თქუენდა და მით არა შეიგინნეთ.

Verse: 24   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველი, რომელი შეეხოს მკუდარსა მათგანსა, არაწმიდა იყოს იგი მწუხრადმდე,

Verse: 25   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი, რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, განირცხენ სამოსელი თჳსი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 26   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველთა შოვრის პირუტყუთა, რომელთა ჭლაკი განყოფილ არს და ფრჩხილითა ფრჩხენს და [არა] აღმოცოხნის, არაწმიდა იყავნ თქუენდა: ყოველი, რომელი შეეხოს მძორსა მათგანსა არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 27   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი, რომელი ვალს ჴელითა ყოველთა შოვრის მჴეცთა, რომელი ვალს ოთხითა, არაწმიდა არის იგი თქუენდა: ყოველი, რომელი შეეხოს მძორსა მისსა, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 28   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და რომელმან აღიღოს ჴელითა მკუდარი მათგანი, განირცხეს სამოსელი თჳსი და იბანნენ წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე, რამეთუ არაწმიდა არს ესე ყოველი თქუენდა.

Verse: 29   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ესეცა თქუენდა არაწმიდა არს: ქუეწარმავალთაგანი, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა: ქურცინი და თაგჳ და ხჳთქი, რომელ არს ჴმელსა ზედა,

Verse: 30   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 137r  და თაგუ-ქურცინი და მსუენ-ლომი, და მხულივი და მსუენი და მთხუნველი.

Verse: 31   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ესე ყოველი არაწმიდა არს თქუენდა ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა: ყოველი, რომელი შეეხოს მათგანსა მძორსა, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 32   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველსა რომელსა შთავარდეს მკუდარი ამათგანი, არაწმიდა იყოს: ყოველსავე ჭურჭერსა ძელისასა, გინა სამოსელსა, გინა ტყავსა. გინა ძაძასა. ყოველივე ჭურჭერი, რომლითა იქმნების საქმჱ, წყლითა განირცხეს და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე. და წმიდა იყოს.

Verse: 33   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი ჭურჭერი კეცისაჲ, რომელსა შთავარდეს მათგანი შიდა, რაოდენი-რაჲ იყოს მას შიდა, არაწმიდა არს იგი, და იგი შეიმუსრენ.

Verse: 34   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველი საჭმელი, რომელი იჭამების. რომელსა შევიდეს წყალი, არაწმიდა იყოს, და ყოველი სასუმელი, რომელი ისუმების ყოვლითა ჭურჭრითა, არაწმიდა არს იგი.

Verse: 35   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველსავე ზედა რომელსა დავარდეს მკუდარი მათგანი, არაწმიდა იყოს: თორნენი და ყუერბნი დაირღუედ, რამეთუ არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს თქუენდა,

Verse: 36   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
თჳნიერ წყაროთა წყალთასა და ჯურღმულისა და დასაკრებელსა წყალთასა; ესე ყოველი წმიდა არს; ხოლო რომელი შეეხოს მკუდარსა მათსა, არაწმიდა იყოს.

Verse: 37   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ დავარდეს მძორი იგი მათგანი ყოველსავე Page of ms. O: 137v  თესლსა სათესავსა, რომელი ითესვის, წმიდა იყოს.

Verse: 38   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ დაესხას წყალი ყოველსა მას ზედა თესლსა და დავარდეს მათგანი მძორი მას ზედა, არაწმიდა იყოს იგი თქუენდა.

Verse: 39   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოკუდეს პირუტყუთაგანი, რომელი არს მისა საჭმელ, რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 40   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და რომელმან ჭამოს მკუდარი მათგანი, განირცხეს სამოსელი თჳსი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და რომელმან აღიღოს მძორი ამათგანისაჲ, განირცხეს სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 41   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და ყოველივე ქუეწარმავალი, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისასა, საძაგელ არს ესე თქუენდა, არა იჭამოს.

Verse: 42   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
ყოველი, რომელი ვალს მუცლითა, და ყოველი, რომელი ვალს ოთხითა მარადის, რომელი მრავალ-ფერჴ არს ყოველთა შოვრის ქუეწარმავალთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, არა შჭამოთ იგი, რამეთუ საძაგელ არს.

Verse: 43   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
და არა საძაგელ იყვნეთ სულნი თქუენნი ყოველთა ამათგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა, არა შეიგინნეთ ამით და არცა არაწმიდა იყვნეთ ამით.

Verse: 44   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და განიწმიდენით და იყვენით, რამეთუ წმიდა ვარი მე უფალი თქუენი, და არა შეიგინნენ სულნი თქუენნი ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი იძრვიან ქუეყანასა ზედა.

Verse: 45   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ვარ ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყ...
Page of ms. O:  



Book: Ju. 
Iudices

[წიგნი მეშჳდე მსაჯულთაჲ]



Chapter: 19 
Verse: 16  Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
Page of ms. O: 138r  ... ხოლო კაცნი იგი მის ადგილისანი იყვნეს ძენი ბენიამენისნი.

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღიხილნა თუალნი მოხუცებულმან მან და იხილნა კაცნი იგი მოგზაურნი უბანთა ზედა ქალაქისათა და ჰრქუა მოხუცებულმან მან: ვინაჲ მოხუალთ ანუ ვიდრე ხუალთ?

Verse: 18   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა მას: მოვალთ ჩუენ ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსი, და მივალთ ვიდრე ადგილდმდე მთისა ეფრემისა, რამეთუ მე მიერ ვარ და წარსრულ ვიყავ ვიდრე ბეთლემდმდე იუდაჲსა და აწ წარვალ სახლად ჩემდა. და არავინ არს, რომელმანმცა სახლად შეგჳყვანნა და დამადგინნა.

Verse: 19   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ბზჱ და საზრდელი მაქუს ჩუენ კარაულთა ჩუენთათჳს და პური და ღჳნოჲ ჩუენთჳს და მჴევლისა შენისა და ჭაბუკისა ამისთჳს და მონათა შენთაჲ; არარაჲ არს ნაკლულევანებაჲ ყოვლისაგან საჴმრისა.

Verse: 20   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ კაცმან მან მოხუცებულმან: მშჳდობაჲ იყავნ! და ღათუ რაჲმე გაკლდეს შენ, ჩემდამო იყავნ, გარნა უბანთა ზედა ნუ იყოფი.

Verse: 21   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და შეიყვანნა იგინი სახიდ თჳსა და დაუდვა კარაულთა მათთა და დაჰბანნა ფერჴნი მათნი. და ჭამდეს და სუმიდეს.

Verse: 22   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ვითარცა გა-ოდენ-მხიარულდეს გულითა მათითა, და აჰა-ესერა კაცნი იგი მის ქალაქისანი, ძენი უშჯულოებისანი, გარე მოადგეს სახლსა მას მისსა და ჰრეკდეს კარსა მას მისსა და ეტყოდეს კაცსა მას მოხუცებულსა, უფალსა მის სახლისასა, და ჰრქუეს: გამოიყვანე კაცი ეგე, რომელ შემოვიდა სახლსა შენსა, რაჲთა ვიცნათ იგი.

Verse: 23   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და გამოვიდა Page of ms. O: 138v  კაცი იგი, უფალი მის სახლისაჲ, და ჰრქუა მათ: ნუსადა ნურას ბოროტსა იქმთ ნურაჲთ-ერთვე; შემოვიდა კაცი ესე სახლსა ჩემსა; ნუ იქმთ უგუნურებასა მაგას!

Verse: 24   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
აჰა-ესერა ასული ჩემი ქალწული და ხარჭი მისი, გამოგგუარნე იგინი თქუენ და დაამდაბლენით იგინი თქუენ და ყავთ, რაჲ-იგი სათნო-არს წინაშე თუალთა თქუენთა, ხოლო კაცსა მას ნურას უყოფთ საქმესა უგუნურებისასა.

Verse: 25   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
ხოლო მათ არა ინებეს სმენად მისი. და კაცმან მან უპყრა ჴელი ცოლსა თჳსსა და გამოჰგუარა იგი მათ გარე, და იცნეს და დაამდაბლეს იგი ღამე ყოველ ვიდრე განთიადმდე, მოკიცხეს იგი და განუტევეს იგი აღმოსლვასა ოდენ ცისკრისასა.

Verse: 26   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მოვიდა დედაკაცი იგი განთიად და დაეცა კართა ზედა მის სახლისათა, სადა იყო ქმარი იგი მისი, და სულნი წარჰჴდეს.

Verse: 27   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღდგა ქმარი იგი მისი განთიად და განახუნა კარნი სახლისანი მის და გამოვიდა გარე, რაჲთამცა წარვიდა გზასა თჳსსა. და ესერა დედაკაცი იგი, ცოლი მისი, დაცემულ იყო გზასა ზედა და ჴელნი მისნი დაესხნეს წინაშე კართა.

Verse: 28   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვიდეთ. და არარაჲ მოუგო მას სიტყუაჲ, რამეთუ მომკუდარ იყო. და აღიღო იგი და აღჰკიდა კარაულსა და წარვიდა კაცი იგი სახიდ თჳსა.

Verse: 29   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მოიღო მახჳლი და უპყრა ცოლსა თჳსსა და განყო იგი ასოდ-ასოდ ათორმეტად ნაწილად და მიუძღუანა იგი ყოველსა ტომსა ისრაჱლისასა.

Verse: 30   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
Page of ms. O: 139r  და იყო, ყოველთა რომელთა იხილეს იგი, თქუეს: არცასადა ყოფილ იყო ესეთი და არცა ეხილვა ვის ესრეთ, ვინაჲთგან გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდრე აქამომდე. და აწ ყავთ ზრახვაჲ ამისთჳს და თქუთ, რაჲ ვყოთ.

Chapter: 20  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და გამოვიდეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი და გამოკრბა კრებული, ვითარცა კაცი ერთი, დანითგან ბერსაბედმდე და ქუეყანაჲ იგი გალაადისაჲ და მოვიდეს უფლისა მასეფათს.

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და დადგეს ადგილსა ერთსა ყოველივე ერი და ყოველნივე ტომნი ისრაჱლისანი. კრებული ღმრთისაჲ, ოთხასი ათასი კაცი მკჳრცხლი მახჳლოსანი.

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ესმა ძეთა ბენიამენისთა, რამეთუ აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი მასეფათად. და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: გჳთხარ, სადა იქმნა ბოროტი ესე დიდი?

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
მიუგო კაცმან მან ლევიტელმან, ქმარმან მის დედაკაცისა მოკლულისამან და ჰრქუა: მოვედ მე და ხარჭი ჩემი გაბად ბენიამენისა დადგომად.

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღდგეს ჩემ ზედა კაცნი იგი გაბაჲსანი და გარე მომადგეს მე სახლსა მას გარემო ღამე. ჩემი უნდა მოკლვაჲ, და ცოლი ჩემი დაამდაბლეს, მოკიცხეს და მოკუდა.

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და შებმა-უყავ და განვყავ იგი ასოდ-ასოდ და მიუძღუანე იგი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა. რამეთუ ქმნეს ბოროტი ესე დიდი შოვრის ისრაჱლსა.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აჰა აწ აქა ხართ ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, ყავთ მათთჳს სიტყუა და ზრახვა.

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღდგა ყოველი იგი ერი ვითარცა კაცი ერთი და თქუეს: არა წარვიდეთ კაცი საყოფლად თჳსა და არცა მივაქციოთ კაცმან Page of ms. O: 139v  სახიდ თჳსა.

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აწ ესე სიტყუაჲ ყავთ გაბასა ზედა: მიუჴდეთ მას წილის-გდებით

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მოვიყვანოთ ათი კაცი ასმან და ასი-ათასმან და ათასი-ბევრმან, რაჲთა მოართუან საზრდელი ერსა აღსრულებად, რომელნი-იგი შევიდენ გაბად ბენიამენისა ყოვლისავე მისთჳს უგუნურებისა, რომელ ქმნეს ისრაჱლსა შოვრის.

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და შეკრბა ყოველი ერი ისრაჱლისაჲ ქალაქად, ვითარცა კაცი ერთი, რომელნი-იგი მოვიდეს ქალაქებისაგან.

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მიუვლინეს ტომთა [ისრაჱლისათა] ძეთა მიმართ ბენიამენისთა და ჰრქუეს: რაჲ არს უკეთურებაჲ ესე, რომელი იქმნა თქუენ შოვრის?

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აწ მოგუცენით ჩუენ კაცნი იგი უღმრთონი გაბაჲსანი და მოვწყჳდნეთ იგინი და აღვიღოთ უკეთურებაჲ იგი ისრაჱლსა შოვრის. და არა ინებეს ძეთა ბენიამენისთა სმენად ჴმაჲ ძმათა თჳსთაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი ქალაქთა მათთაგან გაბად განსლვად და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღიხილნეს თავნი თჳსნი ძეთა ბენიამენისთა მას დღესა შინა, რომელნი მოსრულ იყვნეს ქალაქებისაგან და იყვნეს კაცნი მახჳლოსანნი ვითარ ოც და ხუთ ათას მბრძოლნი, გარეშე მკჳდრთა გაბაჲსათა, რომელნი აღირაცხნეს, და იყვნეს შჳდას,

Verse: 16_(15)   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
კაცნი რჩეულნი
Verse: 16   Link to gelatatLink to septLink to septLink to armat   
ყოვლისაგან ერისა, ორითავე ჴელითა მარჯუენი. ყოველნივე ესე მეშურდულენი, რომელნი ესროდეს ქვითა თმასა და არა შესცთებოდეს.

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღიხილეს ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ, თჳნიერ ძეთა Page of ms. O: 140r  ბენიამენისთა, და იყვნეს ოთხას ათას კაცნი მახჳლოსანნი, ყოველნივე ესე მბრძოლნი.

Verse: 18   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღდგეს და ავიდეს ბეთელდ და იკითხეს ღმრთისა მიერ და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა და ბრძოლად ძეთა ბენიამენისთა? და ჰრქუა უფალმან იუდა აღვიდეს წინამძღურად.

Verse: 19   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღდგეს ძენი ისრაჱლისანი განთიად და დაიბანაკეს გაბასა თანა

Verse: 20   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და განვიდა კაცი ისრაჱლისაჲ ბრძოლად ბენიამენისა და ეწყო კაცი ისრაჱლისაჲ ბრძოლად გაბასა.

Verse: 21   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და გამოვიდეს ძენი ბენიამენისნი ქალაქით და მოსრეს ისრაჱლისაგანი მას დღესა შინა ოც და ორი ათასი კაცი ადგილობანს.

Verse: 22   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და განძლიერდეს ძენი ისრაჱლისანი და შესძინეს წყობად ბრძოლისა ადგილსავე მას, სადაცა-იგი ეწყვნეს დღესა მას პირველსა.

Verse: 23   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და ტიროდეს წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე. და მერმე იკითხეს ღმრთისა მიერ და თქუეს: უკუეთუ შევსძინოთ-ღა მიახლებად და ბრძოლად ბენიამენისა, ძმისა ჩუენისა? და ჰრქუა უფალმან: ავედით მისა.

Verse: 24   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი ძეთა ბენიამენისთა დღესა მეორესა.

Verse: 25   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და გამოჴდა ბენიამენი გაბაჲთ წყობად მათა დღესა მეორესა და დასცეს ერისაგანი ისრაჱლისაჲ ათრვამეტი ათასი კაცი ადგილობანს ყოველნივე, რომელთა ეჴადა მახჳლი.

Verse: 26   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და ყოველი იგი ერი და მოვიდეს ბეთელდ და ტიროდეს წინაშე უფლისა და იმარხეს მას დღესა შინა. და შე/წირეს Page of ms. O: 140v  მსხუერპლი ცხორებისაჲ.

Verse: 27   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მუნ იყო კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისაჲ მათ დღეთა შინა.

Verse: 28   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა აჰრონისი, დგა იგი წინაშე მისსა მათ დღეთა შინა. და იკითხეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიერ და თქუეს: უკუეთუ შე-ღა-ვსძინოთ მერმე ბრძოლად ბენიამენისა, ძმისა ჩუენისა, გინა თუ დავაცადოთ? და ჰრქუა უფალმან: ხვალე მოგცნე იგინი ჴელთა თქუენთა.

Verse: 29   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა მზირი გარემოჲს გაბასა.

Verse: 30   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ბენიამენისა დღესა მას მესამესა და განეწყვნეს წინაშე გაბასა, ვითარცა-იგი პირველად და მეორედ.

Verse: 31   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და გამოუჴდეს ძენი ბენიამენისნი ბრძოლად ერსა მას. და გამოაშორნეს ქალაქისა მისგან და იწყეს მოსრვად ერისა მისგანთა წყლულებითა ვითარცა პირველ და მერმე გზასა ზედა, რომელი-იგი აღვალს ერთი ბეთელდ და ერთი გაბად ველსა ზედა. და დაეცნეს ვითარ ოც და ათ ოდენ კაც ისრაჱლისაგანნი.

Verse: 32   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და თქუეს ძეთა ბენიამენისთა: დაეცნეს წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ. და ძეთა ისრაჱლისათა თქუეს: ვივლტოდით და გამოვაშორნეთ იგინი ქალაქისაგან გზათა ზედა. და ყვეს ეგრე.

Verse: 33   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ აღდგეს ადგილით მათით და ეწყვნეს ბალ-თაბარს. და მზირი იგი ისრაჱლისაჲ ჰბრძოდა ადგილობანს დასავალით კერძო გაბასა.

Verse: 34   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მოიქცეს იგინი წინაშე გაბასა ათი ათასი კაცი რჩეული ყოვლისაგან ისრაჱლისა და ბრძოლაჲ იგი დამძიმდა მათ ზედა. და მათ Page of ms. O: 141r  არა უწყოდეს, რამეთუ მოწევნულ არს ბოროტი მათ ზედა,

Verse: 35   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და დასცა უფალმან ბენიამენ წინაშე პირსა ისრაელისასა და მოსრეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენი მას დღესა შინა ოც და ხუთი ათასი და ასი კაცი, ყოველნივე ესე. რომელთა ეჴადა მახჳლი.

Verse: 36   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და იხილა ბენიამენ, რამეთუ იძლია და კაცმან ისრაჱლისამან ადგილ-სცა ბენიამენს, რამეთუ ესვიდეს იგინი მზირთა მათ, რომელნი დაედგინნეს გარემო გაბასა.

Verse: 37   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მზირთა მათ შეიმართეს და განეფინნეს გაბას შინა და შევიდეს და მოსრეს ყოველი იგი ქალაქი პირითა მახჳლისაჲთა.

Verse: 38   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და შეთქუმულ იყვნეს კაცნი ისრაჱლისანი მზირთა მათ თანა მახჳლითა აღდებად ცეცხლისა და კუამლისა ქალაქსა მას შინა.

Verse: 39   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აქცია კაცმან ისრაჱლისამან ბრძოლად ბენიამენისა და ეწყო ოდენ ბენიამენს მოსრვად კაცთა ზედა ისრაჱლისათა წყლულებითა, ვითარ ოც და ათ ოდენ კაც, რამეთუ თქუეს: სივლტოლით ივლტიან წინაშე ჩუენსა ვითარცა-იგი პირველ.

Verse: 40   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და სასწაული იგი აღვიდოდა უფროჲს ქალაქისა მისგან -- სუეტი იგი კუამლისაჲ. და ბენიამენ მოიხილა ზურგით კერძო და აჰა-ესერა აღვიდოდა არმური ქალაქისა მისგან ზეცად.

Verse: 41   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ძეთა ისრაჱლისათა მოაქციეს. და იწრაფეს და ივლტოდეს ძენი ბენიამენისნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა იხილეს, რამეთუ მოწევნულ არს მათ ზედა ბოროტი იგი,

Verse: 42   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მიაქციეს გზასა მას უდაბნოჲსასა. და მბრძოლნი იგი ეწინეს მათ და რომელნი-იგი იყვნეს ქალაქსა მას შინა, მოჰსრვიდეს მათ შოვრის მათსა.

Verse: 43   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და დასცნეს ძენი ბენიამენისნი. Page of ms. O: 141v  და დევნა-უყვეს ნოაჲთგან შემდგომად კუალსა მათსა ვიდრე წინაშე გაბასა პირისპირ მზის აღმოსავალით.

Verse: 44   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და დაეცნეს ბენიამენისგანნი ათრვამეტ ათასნი კაცნი, ყოველნივე იგი ძლიერნი.

Verse: 45   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მოიხილეს გარე ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ გარე კლდესა მას რემონისასა და მო-ღავე-სრეს მერმე გზათა ზედა ხუთ ათასი კაცი. და დევნა-უყვეს კუალსა მათსა ვიდრე გაბადმდე და მერმე მოსრეს მათგანი ორ ათასი კაცი.

Verse: 46   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და იყვნეს ყოველნი, რომელნი დაეცნეს ბენიამენისნი მას დღესა შინა, ორმოც და თხუთმეტ ათას, კაცნი მახჳლოსანნი, ყოველნივე მბრძოლნი ძლიერნი.

Verse: 47   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მიაქციეს ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას რემონისასა ... ოთხ თუე.

Verse: 48   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ძენი ისრაჱლისანი მიიქცეს ძეთა ბენიამენისთა და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისაჲთა ქალაქისაგან შემდგომად ვიდრე საცხოვრადმდე. და ყოველი, რომელი იპოვა ქალაქებსა, და ყოველივე ქალაქები, რომელ დაშთომილ იყო, დაწუეს ცეცხლითა.

Chapter: 21  
Verse: 1   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და კაცმან ისრაჱლისამან ფუცა მასეფათალ, მას დღესა შინა და თქუა: კაცმან ჩუენგანმან არა მისცეს ბენიამენს ასული თჳსი ცოლად.

Verse: 2   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და წარმოვიდა ერი იგი და მოვიდეს ბეთელდ, და დასხდა მუნ წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე. და აღიღეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს ტირილითა დიდითა

Verse: 3   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და თქუეს: რაჲსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, იქმნა ესე ისრაჱლსა შოვრის აჴოცად დღეს ისრაჱლსა შოვრის ნათესავი ერთი?

Verse: 4   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და იყო ხვალისაგან და აღიმსთო Page of ms. O: 142r  ერმან მან და აღაშჱნეს საკურთხეველი და შეწირეს მსხუერპლი იგი ცხორებისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ არა მოვიდა კრებასა ამას ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა უფლისა? რამეთუ ფიცი იყო დიდი, რომელი არა მოვიდეს უფლისა მასეფათად, და თქუეს: სიკუდილით მოკუედინ იგი!

Verse: 6   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ნუგეშინის-იცეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენისთჳს, ძმისა მათისა, და თქუეს: აღებულ არს დღეს ტომი ერთი ისრაჱლისაგან.

Verse: 7   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
რაჲ-მე უყოთ მათ, რომელნი დაშთომილ არიან უცოლოდ, რამეთუ [ჩუენ ვფუცეთ უფალსა:] არა მივსცეთ მათ ცოლად ასულთაგან ჩუენთა?

Verse: 8   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და თქუეს: ვინ-მე არს ერთი ტომი ნათესავისაგან ისრაჱლისა, რომელი არა მოსრულ არს უფლისა მასეფთად? და არა მოსრულ იყო კაცი ბანაკად იაბის გალაადისაჲ კრებულსა მას.

Verse: 9   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და აღიხილეს ერი იგი და არა იყო კაცი მკჳდრთაგანი იაბის გალაადისათაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მიავლინა მუნ ერმან მან ათორმეტი ათასი კაცი ძეთაგანი ძლიერებისათაჲ და ამცნეს მათ და ჰრქუეს: წარვედით და მოსრენით ყოველნი დამკჳდრებულნი იაბის გალაადისანი პირითა მახჳლისაჲთა, დედანი და ერი მათი.

Verse: 11   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: ყოველივე მამაკაცი და ყოველივე დედაკაცი, რომელმან იცის საწოლი მამაკაცისაჲ, შეჩუენებულ ყავთ, ხოლო ქალწულნი განარინენით. და მათ ყვეს ეგრეთ.

Verse: 12   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და პოვეს მკჳდრთაგან იაბის გალაადისათა ოთხასი ქალწული ქალი, Page of ms. O: 142v  რომელთა არა იცოდეს საწოლი მამაკაცისაჲ, და მიიყვანნეს იგინი ბანაკად სელომდ, რომელ არს ქალაქსა ქანაანისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მიავლინეს ყოველმან კრებულმან და ეტყოდეს ძეთა ბენიამენისთა, რომელნი-იგი იყვნეს კლდესა მას რემონისასა. და მოუწოდეს მათ მშჳდობად.

Verse: 14   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მოიქცა ბენიამენ ძეთა ისრაჱლისათა მას ჟამსა შინა და მისცეს მათ ცოლები, რომელნი იყვნეს დედათაგან იაბის გალაადისათანი, და სათნო-უჩნდა მათ ესრჱთ.

Verse: 15   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ერმან მან ნუგეშინის-იცა ბენიამენს ზედა. რამეთუ არა ყო უფალმან განკუეთაჲ ტომთა შოვრის ისრაჱლისათა.

Verse: 16   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და თქუეს მოხუცებულთა მის კრებულისათა: რაჲ-მე უყოთ ნეშტთა ამათ, რომელნი დაშთეს უცოლოდ, რამეთუ აღიჴოცა ბენიამენისგან დედაკაცი?

Verse: 17   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და თქუეს: სამკჳდრებელ-განრინებულ ბენიამენ და არა აღიჴოცოს ტომი ისრაჱლსა შოვრის.

Verse: 18   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების მიცემად მათა ცოლი ასულათაგან ჩუენთა, რამეთუ ვფუცეთ ძეთა ისრაჱლისათა და ვთქუთ: წყეულ იყავნ, რომელმან მისცეს ცოლი ბენიამენს!

Verse: 19   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და თქუეს: ესერა დღესასწაული არს უფლისაჲ სელომს დღეთა წელიწდისათა, რომელ არს ბღუარით კერძო მზის აღმოსავალით მებოძირთა მათ, რომელი აღვალს ბეთელით სიკიმად და სამხრით კერძო ლებონასა.

Verse: 20   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და ამცნეს ძეთა მათ ბენიამენისთა და ჰრქუეს: წარვედით და მზირ-უყავთ ვენაჴოვანსა Page of ms. O: 143r  შინა.

Verse: 21   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და იხილეთ, რაჟამს გამოვიდენ ასულნი იგი მკჳდრთა სელომისათანი მძნობრები მძნობრად, და გამოეტევენით და იტაცენ კაცად-კაცადმან თქუენმან თავისა თჳსისა ცოლი ასულთაგან სელომისათაჲ და წარიყვანეთ და წარვედით ქუეყანად ბენიამენისა.

Verse: 22   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს მოვიდენ მამანი მათნი გინა თუ ძმანი მათნი საშჯელად თქუენდა, ჰრქუათ მათ: შეიწყალენით იგინი, რამეთუ არა გამოიყვანა კაცმან ცოლი თჳსი ბრძოლასა მას შინა, არა თუ თქუენ მისცენით მათ და არცაღა ბრალი რაჲ ჰქმენით თქუენ.

Verse: 23   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და მათ ყვეს ეგრე. და მოიყვანეს ცოლები ძეთა ბენიამენისთა მსგავსად რიცხჳსა მის მათისა მძნობართა მათგან, რომელნი იტაცნეს, და წარვიდეს და მიიქცეს სამკჳდრებელსა მათსა და აღაშჱნეს ქალაქები და დაემკჳდრნეს მათ შინა.

Verse: 24   Link to mcatLink to gelatatLink to septLink to septLink to armat   
და წარმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა და მივიდა კაცად-კაცადი ნათესავსა თჳსსა და მიეგო კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა.

Verse: 25   Link to gelatatLink to septLink to septLink to armat   
მათ დღეთა შინა არა იყო მეფჱ ისრაჱლსა შოვრის და კაცად-კაცადი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე თჳსთა ჰყოფდა.
Page of ms. O:  



Book: Ru. 
Ruth

წიგნი მერვე რუთისი



Chapter: 1 
Verse: 1  Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 143v  და იყო დღეთა მათ მსაჯულთა შჯასა, იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა; და წარვიდა კაცი ბეთლემით ჰურიასტანისაჲთ, მწირობდა [Š მწირობად] სოფელსა მას მოაბასასა, იგი და ცოლი მისი და ორნი ძენი მისნი.

Verse: 2   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და სახელი მისი ელემელექ და სახელი ცოლისა მისისაჲ ნოომინ და სახელი ორთა მათ ძეთა მისთაჲ მაალონ და ქელონ ეფრათელი ბეთლემით ჰურიასტანისაჲთ. და წარვიდეს ქუეყანასა მას მოაბისასა და იყოფოდეს მუნ.

Verse: 3   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მოკუდა ელემელექ, ქმარი ნოომინისი, და დაშთა იგი და ორნი ძენი მისნი.

Verse: 4   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანნეს ძეთა მათ მისთა თავისა თჳსისა ცოლნი მოაბელნი, სახელი ერთისაჲ ურიფა და სახელი მეორისაჲ მის რუთ; და იყოფოდეს მუნ ათ წელ.

Verse: 5   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მოწყდეს ორნივე იგი ძენი მისნი, მაალონ და ქელონ, და დაშთა მარტოჲ დედაკაცი იგი ქმრისაგან და ორთაგან ძეთა მისთა.

Verse: 6   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა დედაკაცი იგი და ორნივე ძის ცოლნი მისნი და მოიქცეს იგინი ქუეყანით მოაბისაჲთ სოფლად ჰურიასტანისა, რამეთუ ესმა მათ ქუეყანასა მას მოაბისასა, ვითარმედ მოჰხედა უფალმან ერსა თჳსსა მოცემად ნაყოფისა.

Verse: 7   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდა იგი მიერ ქუეყანით და ორნი იგი ძის ცოლნი მისნი მის თანა და მოვიდეს იგინი გზასა მოქცევად ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა.

Verse: 8   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ნოომინ ორთა მათ ძის ცოლთა მისთა: წარვედით და მიიქეცით Page of ms. O: 144r  სახიდ მამისა თჳსისა და ყავნ უფალმან თქუენ თანა წყალობაჲ, ვითარცა-იგი თქუენ ჰყავთ მკუდართა მათ თანა და ჩემ თანა.

Verse: 9   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მოგაგენ უფალმან კეთილისა მაგის წილ, და ჰპოვოთ თქუენ განსუენებაჲ სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა. და ამბორს-უყო მათ და უჯმნიდა. და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს.

Verse: 10   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მას: არა ეგრე, არამედ შენ თანა მოვიდეთ ერისა შენისა.

Verse: 11   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ნოომინ: მიიქეცით, ასულნო ჩემნო, და წარვედით. რაჲსათჳს მოხუალთ თქუენ ჩემ თანა? ნუუკუე ამიერითგან შვილნი არიანა [Š არიან] მუცელსა ჩემსა და იგინი იყვნენ ქმარ თქუენდა?

Verse: 12   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
არამედ აწ წარვედით, ასულნო ჩემნო, ამისთჳს რამეთუ დავბერდი და არღარა შემძლებელ ვარ მე ქმრისა სუმად. უკუეთუმცა გარქუ თქუენ, ვითარმედ შემძლებელ ვარ-ღა და შევეყო ქმარსა და ვშვნე მე ძენი,

Verse: 13   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მათ ელოდით თქუენ, ვიდრემდე განორძნდენ და დაგიყენნე თქუენ, რაჲთა არა ისხნეთ ქმარ? ნუ ეგრე, ასულნო ჩემნო, რამეთუ განმწარდა ჩემთჳს უფროჲს თქუენსა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ გამოვიდა ჩემ ზედა.

Verse: 14   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მერმეცა ტიროდეს-ვე. და ამბორს-უყო ურიფა დედამთილსა თჳსსა და წარვიდა ერისა თჳსისა, ხოლო რუთ შეუდგა და მისდევდა [Š მისდევდა] მას.

Verse: 15   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ნოომინ რუთს: აჰა-ეგერა მიიქცა მოყუასი შენი ერისა თჳსისა და ღმერთთა თჳსთა. მიიქეც შენცა მოყუსისა შენისა თანა!

Verse: 16   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
მიუგო და ჰრქუა რუთ: ნუ Page of ms. O: 144v  შემემთხუევინ მე ეგე ყოფად, ვითარმცა დაგიტევე შენ და მივიქეც და წარვედ სახიდ ჩემდა, არამედ ვიდრეცა მიხჳდე, მივიდე და, სადაცა იყოფოდი, ვიყოფოდი მეცა შენ თანა; ერი შენი ერი ჩემი და ღმერთი შენი ღმერთი ჩემი არს;

Verse: 17   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და სადაცა მოჰკუდე, მოვკუდე მეცა და მუნ დავეფლა. ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, რამეთუ სიკუდილმან განწვალოს შენ შორის [Š შოვრის] და ჩემ შორის [Š შოვრის].

Verse: 18   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ვითარცა იხილა, რამეთუ დაამტკიცა ესრჱთ მისლვად მის თანა, დასცხრა მიერითგან სიტყუად მისა.

Verse: 19   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და წარმოვიდეს მიერ ორნივე და მოვიდეს ბეთლემდ. და იყო, ვითარცა მოიწინეს იგინი ბეთლემდ, ოხრიდა ყოველი იგი ქალაქი მათ ზედა და თქუეს: უკუეთუ ნანდჳლ ნოომინ არს ესე?

Verse: 20   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: ნუ მრქჳთ მე ნოომინ, არამედ მარქუთ მე სიმწარჱ, რამეთუ განამწარა ძლიერმან ჩემ ზედა;

Verse: 21   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე სავსე წარვედ და ცალიერი მომაქცია მე უფალმან. რაჲსათჳს მრქუათ მე ნოომინ? და უფალმან დამამდაბლა მე და ძლიერმან ბოროტი მიყო მე!

Verse: 22   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცა ნოომინ და მოვიდა და რუთ მოაბელი, ძის ცოლი მისი, მის თანა, მოვიდოდეს [Š მოვიდეს] ქუეყანით მოაბისაჲთ. და ესენი მოვიდეს ბეთლემდ დასაბამსა ოდენ მკასა ქრთილისაჲსა.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   და ნოომინის ქმრისაჲ იყო კაცი მეცნიერი, და კაცი ესე იყო ძლიერ ძალითა ნათესავისაგან ელემელექისა და სახელი მისი ბოოზ.


Verse: 2   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა რუთ მოაბელმან ნოომინს: განვიდე ველად და ვკრიბო თავი ჴუვილისაჲ [Š ჴოვილისაჲ] შემდგომად, Page of ms. O: 145r  სადაცა ვპოვო [მადლი] წინაშე თუალთა მისთა. და ჰრქუა მას ნოომინ: განვედ, ასულო.

Verse: 3   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა და მივიდა და შეკრიბა თავი ჴუვილისაჲ [Š ჴოვილისაჲ] ყანასა შინა შემდგომად მომკალთასა. და მიემთხჳა იგი მიმთხუევით ნაწილსა მას ყანასა ბოოსისსა, რომელი-იგი იყო ნათესავისაგან ელემელექისა.

Verse: 4   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და, აჰა-ესერა, ბოოს მივიდა ბეთლემით და ჰრქუა მომკალთა მათ: უფალი თქუენ თანა! და მათ ჰრქუეს: გაკურთხენ შენ უფალმან!

Verse: 5   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ბოოს მონასა მას მისსა, ზედა-მდგომელსა მას მომკალთასა: ვინ არს ჭაბუკი ესე?

Verse: 6   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
მიუგო მონამან მან, რომელი-იგი ზედაადგა [Š ზედა-აღდგა] მომკალთა მათ, და ჰრქუა ბოოსს: დედაკაცი ესე არს მოაბელი, რომელი მოვიდა ქუეყანით მოაბისაჲთ.

Verse: 7   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: ვკრიბო თავი და შევიკრიბო შორის მჭელეულსა [Š მჭელეულსა შოვრის] მომკალთა შემდგომად. და მოვიდა და დაადგრა განთიადითგან ვიდრე აქამომდე და არა განისუენა მცირედცა ყანასა ამას შინა.

Verse: 8   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ბოოს რუთს: შენ გეტყჳ, ასულო: ნუ წარხუალ კრებად სხჳსა ყანასა და ნუცა განეშორები, არამედ აქა შეეყავ მჴევალთა ჩემთა თანა.

Verse: 9   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და თუალნი შენნი ეგნენ ყანასა ამას, სადა მკიდენ, შეუდეგ მათ. აჰა-ესერა მიბრძანებიეს მონათა ჩემთა, რაჲთა არას გეტყოდიან შენ. და ოდეს გწყუროდის, მიხჳდე ჭურჭრად და ჰსუა, ვინაჲცა სუან მონათა ჩემთა.

Verse: 10   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და დავარდა რუთ Page of ms. O: 145v  პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა მან ბოოსს [Š ბოოზს]: რაჲ არს [Š om.], რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა და მიცან მე? და მე ვარ უცხოჲ.

Verse: 11   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
მიუგო მას ბოოს და ჰრქუა: თხრობით მითხრეს მე, რავდენი უყავ დედამთილსა მას შენსა შემდგომად სიკუდილისა მის ქმრისა შენისა. და დაუტევე მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ქუეყანაჲ საშოჲ შენი და მოხუედ ერისა, რომელ არა იცოდე შენ გუშინ და ძუღუან.

Verse: 12   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
მოგაგენ შენ უფალმან საქმისა წილ შენისა და იყავნ სასყიდელი შენი სავსებით უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისა, რომლისა მოხუედ სასოებად ქუეშე ფრთეთა მისთა.

Verse: 13   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა: მიპოვნიესმცა მადლი წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ ნუგეშინის-მეც მე და ეტყოდე გულსა მჴევლისა შენისასა და მე ვიყო ამიერითგან ვითარცა ერთი მჴევალთა შენთაგანი.

Verse: 14   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ბოოს: ჟამსა პურის ჭამისასა მოვედ აქა და ჭამე პური და დააწო პური შენი ძმარსა. და დაჯდა რუთ ერთ კერძო მომკალთა მათ და შეუსუარა მას ბოოს ჴალი და მისცა და ჭამა და განძღა.

Verse: 15   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა კრებად თავისა და ამცნო ბოოს მონათა თჳსთა და ჰრქუა, რაჲთა მჭელეულსაცა შორის [Š შოვრის] იკრიბოს თავი და ნუ ჰკდემთ მას,

Verse: 16   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
არამედ თავს-დებით თავს-იდევით ეგე და მისცით მას საჭმლისაგან თქუენისა და უტევეთ იგი, ჭამდეს და კრებდეს თავსა და ნუ ჰრისხავთ მაგას.

Verse: 17   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და კრიბა ყანასა მას შინა ვიდრე მწუხრადმდე Page of ms. O: 146r  და გამოწმიდა, რომელი-იგი შეეკრიბა, და იყო სათუელ ერთ ქრთილი იგი.

Verse: 18   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და აღიღო და შევიდა ქალაქად. და იხილა იგი დედამთილმან მისმან, რომელი-იგი შეეკრიბა, და გამოიღო რუთ და მისცა მას, რომელი-იგი დაუშთა ნეშტი, რომლისაგან განძღა.

Verse: 19   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა დედამთილმან მისმან: სადა ჰკრიბე შენ, ასულო, დღეს და სადა ჰყავ ესოდენი ესე? კურთხეულმცა არს, რომელმან-იგი გიცნა შენ! და უთხრა რა რუთ დედამთილსა თჳსსა, სადა-იგი კრიბა, და უთხრა სახელი კაცისაჲ მის: რომლისა თანა ვკრიბე დღეს, ჰრქჳან ბოოს.

Verse: 20   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ნოომინ ძის ცოლსა თჳსსა: კურთხეულ იყავნ კაცი იგი უფლისა მიერ, რამეთუ არა დაუტევა წყალობაჲ მისი ცოცხალთა თანა და მკუდართა თანა. და ჰრქუა ნოომინ: მახლობელ არს კაცი იგი ჩუენდა და ნათესავცა არს ჩუენდა.

Verse: 21   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: და მრქუაცა მე, ვითარმედ: შეეყავ მჴევალთა ჩემთა, ვიდრემდე დაასრულონ ყოველი სამკალი, რავდენიცა არს ჩემი.

Verse: 22   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ნოომინ რუთს, ძის ცოლსა თჳსსა: კეთილ, ასულო, რამეთუ განხუედ მჴევალთა მისთა თანა და არა მიხუედ შენ სხჳსა ყანასა.

Verse: 23   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და შეეყო რუთ მჴევალთა ბოოსისთა კრებად თავისა, ვიდრემდე დაასრულეს მკაჲ ქრთილისაჲ, და შევიდა რუთ და იყოფოდა დედამთილისა თჳსისა თანა.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   ჰრქუა ნოომინ რუთს:
Page of ms. O: 146v  ასულო, აწ არა-მე გიძიო შენ განსუენებაჲ, რაჲთა კეთილი გეყოს შენ?

Verse: 2   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ეგერა ბოოს მეცნიერი ჩუენი არს, სადა-იგი მჴევალთა მისთა თანა იყავ შენ, და იგი შეჰკრებს ქრთილსა კალოსა თჳსსა ამას ღამესა.

Verse: 3   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და შენ იბანე და იცხე და შეიმოსე სამოსელი თჳსი და აღვედ შენ კალოდ მისა და ნუ გამოეცხადები შენ კაცსა მას ვიდრე აღსრულებადმდე ჭამისა [და სუმისა?] [Š და სუმისა].

Verse: 4   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს დაწვეს იგი, დაისწავე ადგილი იგი, სადა დაწვეს იგი მუნ და მივედ მახლობელად მისა და დაწევ ფერჴთა თანა მისთა და მან გითხრას შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს ყოფად შენდა.

Verse: 5   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: ყოველივე რაჲცა მრქუა, ვყო.

Verse: 6   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და აღვიდა იგი კალოდ მისა და ყო ეგრე, ვითარცა ამცნო დედამთილმან მისმან.

Verse: 7   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჭამა ბოოს და სუა და განმხიარულდა გული მისი და მივიდა და დაწვა იგი [ა?] [Š იგა] ზჳნსა მას წერულისა მისისასა. ხოლო რუთ მივიდა მისა ფარულად და დაწვა იგი მახლობელად ფერჴთა თანა მისთა.

Verse: 8   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და იყო შუვა ღამეს ოდენ განიღჳძა და განჰკრთა კაცი იგი და შეძრწუნდა, რამეთუ დედაკაცი წვა ფერჴთა თანა მისთა.

Verse: 9   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ბოოს: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: მე ვარ რუთ, მჴევალი შენი. და გარდამომდევ სამოსელი შენი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენ ნათესავ ჩემდა ხარ.

Verse: 10   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას ბოოს: კურთხეულ Page of ms. O: 147r  იყავ შენ უფლისა მიერ, ასულო, რამეთუ კეთილი ჰქმენ წყალობაჲ ესე უკუანაჲსკნელი უფროჲს პირველისა, რამეთუ არა მიხუედ [!] შენ შემდგომად ჭაბუკთა, გინათუ [Š გინა თუ] გლახაკისა ვისამე, ანუ თუ მდიდრისა.

Verse: 11   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და აწ ნუ გეშინინ! ყოვლისავე [ყოველივე ?], რაჲცა მრქუა, ვყო შენთჳს, რამეთუ იცის ყოველმან ნათესავმან ერისა ჩემისამან, რამეთუ დედაკაცი ძლიერებისაჲ ხარ შენ.

Verse: 12   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და აწ ჭეშმარიტად ნათესავ ვარ მე; არამედ არს სხუაჲ ნათესავი უმახლობელჱსი ჩემსა.

Verse: 13   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
იყავ ამას ღამე, და იყოს ხვალისაგან: უკუეთუ გითჳსოს შენ, თჳს-გეყავნ [Š თჳს გეყავნ] შენ; უკუეთუ არა უნდეს თჳსობაჲ შენი, თჳს-გიყო [Š თჳს გიყო] მე, ცხოველ არს უფალი! [Š 14] და დაწვა იგი ვიდრე განთიადმდე.

Verse: 14   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და დაიძინა ფერჴთა თანა მისთა ვიდრე ხვალისადმდე. და აღდგა იგი უადრჱს, ვიდრემდე იცნას კაცმან მოყუასი თჳსი, და თქუა ბოოს: ნუმცა ვინ უწყის, რამეთუ მოვიდა დედაკაცი კალოსა ამას.

Verse: 15   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ბოოს: მომიპყარ მე [სამოსელი შენი აქა, რომელ გმოსიეს შენ, და განჰმარტე ეგე! ხოლო მან მიუპყრა მას. და გარდაუწყო მას ექუსი საწყაული ქრთილი და დასდვა იგი მას ზედა და შევიდა იგი ქალაქად.

Verse: 16   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა რუთ დედამთილისა თჳსისა. და ჰრქუა მას: რაჲ არს, ასულო? ხოლო მან უთხრა ყოველივე, რაჲ უყო კაცმან მან.

Verse: 17   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას: ექუსი ესე საწყაული ქრთილისაჲ მომცა მე და მრქუა მე: ნუ შეხუალ ცალიერი დედამთილისა შენისა.

Verse: 18   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა მას: დაჯედ, ასულო, ვიდრემდე გულისხმა-ჰყო შენ, Page of ms. O: 147v  ვითარ-იგი არა [Š om.] დავარდეს სიტყუაჲ, რამეთუ არა დაიდუმოს კაცმან მან, ვიდრემდე აღასრულოს სიტყუაჲ იგი დღესვე.

Chapter: 4  
Verse: 1   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   და აღვიდა ბოოს ბჭეთა ზედა და დაჯდა მუნ. და აჰა-ესერა, ნათესავი იგი წარმოვიდოდა, რომლისათჳს თქუა ბოოს. და ჰრქუა ბოოს: მოაქციე და დაჯედ აქა, საჲდუმლოჲა! [
Š აქა საჲდუმლოდ; საიდუმლოო DS]. და მოაქცია და დაჯდა მუნ.

Verse: 2   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანა ბოოს ათი კაცი მოხუცებულთაგანი ქალაქისათაჲ და ჰრქუა მათ: დასხედით! და დასხდეს.

Verse: 3   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ბოოს ნათესავსა მას: ნაწილი იგი ძმისა ჩემისა ელემელექის ქუეყანისაჲ მიეცინ ნოომინს, რომელ-იგი მოვიდა ქუეყანით მოაბისაჲთ.

Verse: 4   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მე ვთქუ, ვითარმედ: ვაუწყო ყურთა შენთა. და ჰრქუა მას: მოუგე [Š მოიგე] ამათ წინაშე, რომელნი სხენან, და მოხუცებულთა წინაშე ერისა ჩემისათა: უკუეთუ ეშვილები, ეშვილე; უკუეთუ არა ეშვილები, მითხარ მე, რაჲთა ვცნა, რამეთუ არავინ არს შენსა გარეშე ნათესავ და შენსა შემდგომად მე ვარ. ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ, ვეშვილები.

Verse: 5   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ბოოს: დღესა მას, რომელსა მოიგო ქუეყანაჲ იგი ჴელისაგან ნოომინისა და რუთისგან მოაბელისა, ძის ცოლისა მისისა, რომლისაჲ მოკუდა ქმარი, სამკჳდრებელი იგი მოიგე თავისა შენისა და იგიცა მოიყვანე თავისა შენისა, რომლისაგან აღუდგინო მკჳდრი მკუდარსა მას სამკჳდრებელსა მას მისსა ზედა.

Verse: 6   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ნათესავმან მან: ვერ ჴელმეწიფების მე თავისა ჩემისა შვილებად მისა, ნუუკუე განვრყუნე სამკჳდრებელი ჩემი. და Page of ms. O: 148r  ეშვილე შენ სამკჳდრებელსა მას ჩემსა ზედა, რამეთუ მე ვერ ძალ-მიც შვილებად.

Verse: 7   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ესე სამართალი იყო პირველად ისრაჱლსა შორის [Š შოვრის] საშვილებელსა ზედა და ცვალებასა ზედა, რაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ: განიძარცჳს კაცმან ჴამლი თჳსი და მისცის მოყუასსა თჳსსა, რომელი ეშვილებინ [?] საშვილებელსა თჳსსა ზედა. და ესე იყო საწამებელ ისრაჱლსა შორის [Š შოვრის].

Verse: 8   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ნათესავმან მან ბოოსს: მიიღე თავისა შენისა საშვილებელი იგი ჩემი! და განიძარცუა ჴამლი თჳსი და მისცა მას.

Verse: 9   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა ბოოს მოხუცებულთა მათ და ყოველსა ერსა: მოწამე ხართ თქუენ დღეს, რამეთუ მომიგებიეს ყოველივე ელემელექისი [?] ...[?] და მალოონისი ჴელისაგან ნოომინისა.

Verse: 10   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და რუთ მოაბელი [Š რუთისა მოაბელისა OED], ცოლი მალოონისი, მოვიგე თავისა ჩემისა ცოლად, აღდგინებად სახელი [Š სახელისა ED] მკუდრისაჲ მის სამკჳდრებელსა მისსა ზედა. და არა აღიჴოცოს სახელი მკუდრისაჲ მის ძმათაგან მისთა და ტომთაგან ადგილისა მისისათა, მოწამემცა ხართ თქუენ დღეს.

Verse: 11   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მიუგო ყოველმან ერმან, რომელნი სხდეს ბჭეთა ზედა, და თქუეს: მოწამე ვართ! და მოხუცებულთა მათ ჰრქუეს: მოეცინ უფალმან ცოლსა მას შენსა, რომელი შევალს სახლსა მას შენსა, ვითარცა რაქელს და ვითარცა ლიას. რომელ აღაშჱნეს ორთავე მათ სახლი ისრაჱლისაჲ და ყვეს ძალი ეფრათას და წოდებად სახელი ბეთლემს.

Verse: 12   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და იყავნ სახლი [Š სახელი OED] შენი ვითარცა სახლი [Š სახელი OED] ფარეზისი, რომელი უშვა თამარ იუდას ნათესავისაგან შენისა, და მოგეცინ შენ უფალმან მჴევლისაგან მაგის შენისა შვილი.

Verse: 13   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 148v  და მოიყვანა ბოოს რუთ და იყო მისა ცოლად. და შევიდა მისა და მოსცა მას უფალმან მიდგომილებაჲ და შვა ძჱ.

Verse: 14   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდეს დედანი იგი ნოომინს და ჰრქუეს: კურთხეულ არს უფალი, რომელმან დაგამტკიცა შენ დღეს შვილებაჲ წოდებად სახელი შენი ისრაჱლსა შორის [Š შოვრის].

Verse: 15   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და იყოს იგი შენდა მოსაქცეველ სულისა და გამომზრდელ სიბერესა შენსა, რამეთუ სძალმან შენმან შვა ძჱ, რომელ უმჯობჱს არს იგი შენდა შჳდთა ძეთა.

Verse: 16   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და მოიქუა ნოომინ ყრმაჲ იგი და დაისუა წიაღთა თჳსთა და ექმნა მას მპოხელ.

Verse: 17   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და უწოდეს მას მოძმეთა სასელი და თქუეს: ესუა ძჱ ნოომინს და უწოდეს სახელი მისი იობედ. ესე არს მამაჲ იესესი, მამისა დავითისი.

Verse: 18   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და ესე არიან შობანი ფარეზისნი: ფარეზ შვა ესრომ,

Verse: 19   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ,

Verse: 20   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
ამინადაბ შვა ნაასონ, ნაასონ შვა სალმუნ,

Verse: 21   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
სალმუნ შვა ბოოს, ბოოს შვა იობედ.

Verse: 22   Link to gelatatLink to mcatLink to septLink to armat   
და იობედ შვა იესე [?] და იესე [?] შვა დავით მეფჱ, დიდი, გამორჩეული.
Page of ms. O:  



Book: Hiob 
Hiob

წიგნი მეცხრჱ იობისი



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 149r  კაცი ვინმე იყო სოფელსა მას შინა ავსიტისსა, რომელსა სახელი ერქუა იობ. და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთის მსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისა საქმისაგან ბოროტისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნეს ძენი მისნი შჳდ და ასულნი მისნი სამ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო საცხოვარი მისი ფრიად: ცხოვარი შჳდ ათას, აქლემები სამ ათას, უღლეული ჴარი ხუთას, ვირი ჴდალი მძოვარი ხუთას და მსახურთა სიმრავლჱ ფრიად. და საქმენი მისნი დიდ იყვნეს ქუეყანასა ზედა. და იყო კაცი იგი აზნაური მზის აღმოსავალისათაგანი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრბიან ძენი მისნი ერთად ურთიერთას და ყვიან ტაძრობაჲ დღითი დღედ. და მოიყვანნიან სამნიცა იგი დანი მათნი ჭამად და სუმად მათ თანა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა აღესრულნიან დღენი იგი სუმისა მათისანი, მოავლინის იობ და განწმიდნის იგინი და აღდგის განთიად და შეწირის მათთჳს მსხუერპლი რიცხჳსაებრ მათისა და ზუარაკი ერთი ცოდვათათჳს სულთა მათთაჲსა, რამეთუ თქჳს იობ: ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოუჴდეს უფლისათჳს. ესრჱთ ყვის იობ ყოველთა დღეთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა იყო დღჱ ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე ღმრთისა, და ეშმაკიცა მოვიდა და დადგა მათ თანა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: Page of ms. O: 149v  ვინაჲ მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაჲ და განმივლიეს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას უფალმან: მიჰხედეა გონებითა შენითა მონასა ჩემსა იობს, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბრალო, ჭეშმარიტ, ღმრთის მსახურ, განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ეშმაკმან და თქუა წინაშე უფლისა: ნუუკუე მეტად ჰმსახურებსა იობ უფალსა?

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა შენ მოზღუდეა გარემო მისა და შინაგანი სახლისა მისისაჲ და გარეშჱ ყოველივე, რაჲცა არს მისი, შენ მოიცევ? საქმენი ჴელთა მისთანი აკურთხენ და საცხოვარი მისი მრავალ ჰყავ?

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ყოველსა, რავდენი-რაჲ აქუს. პირითა-ღა თუ გაკურთხევდეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ეგერა ყოველი, რაჲცა არს მისი, მიგეც ჴელთა შენთა, არამედ მას ნუ შეეხები.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო დღჱ ესევითარი და ძენი იობისნი და ასულნი მისნი სუმიდეს სახლსა შინა ძმისა მათისა უხუცესისასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა-ესერა, ღაღადისი მოვიდა იობისა და ჰრქუა: უღლეული ჴართა ჴნვიდა და რემაკი იგი ვირთა მათ ჴდალთა ძოვდა მახლობელად მათსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს მტყუენავნი და წარიტყუენვეს იგი, და მონანი იგი მოსრნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 150r  და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ცეცხლი გარდამოვარდა ზეცით და დაწუა ცხოვარი იგი ყოველი და მწყემსნი იგი შეჭამნა ეგრევე; განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: მჴედარი განიყო სამად გუნდად და გარე-მოადგეს აქლემებსა მას და წარტყუენეს იგი და მონანი იგი მოსწყჳდნეს მახჳლითა; და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ძენი შენნი და ასულნი შენნი ჭამდეს და სუმიდეს ძმისა მათისა უხუცესისა თანა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთავე კიდეთა სახლისათა. და დაეცა სახლი იგი ყრმათა შენთა ზედა და მოწყდეს. განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესრჱთ აღდგა იობ, დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: მო-ვე შიშუელი ვედ მუცლისაგან დედისა ჩემისაჲთ, შიშუელიცა მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმან მომცა და უფალმანცა მიმიღო. ვითარცა უნდა, ეგრეცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას ყოველსა ზედა, რომელი Page of ms. O: 150v  შეემთხჳა მას, არარაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა და არარაჲ თქუა უგნურებაჲ ღმრთისა მიმართ.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო დღჱ ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე უფლისა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეშმაკიცა შოვრის მათსა. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინაჲ მოხუალ შენ? მაშინ თქუა ეშმაკმან წინაშე უფლისა: გამივლიეს ცასა ქუეშე და მომივლიეს ყოვლითურთ და და აწ შენ წინაშე ვარ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მას უფალმან: იხილე სამე აწ მსახური ჩემი იობ? რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბიწო, ჭეშმარიტ, ღმრთის მსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მერმე აქუსღა-ვე უმანკოებაჲ, ხოლო შენ სთქუ მონაგები მისი ცუდად წარწყმედად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისაჲ, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა [და ჴორცთა მისთა], უკუეთუ განმარტებულად თაყუანი(ს)-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ეგერა, მოგცემ შენ მას, გარნა სულსა მისსა ერიდე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდა ეშმაკი იგი უფლისაგან და დასდვა იობს წყლულებაჲ ბოროტი ფერჴითგან ვიდრე თავადმდე, შეჭურა იგი ფაქლითა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო იობ კეცი, რაჲთა წუთხსა იხუეტდეს და დაჯდა იგი სკორეთა ზედა გარეშე ქალაქსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა Page of ms. O: 151r  ჟამი მრავალი წარჴდა, ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ:

Verse: 9a   Link to septLink to armat   
აჰა-ესერა მოველი ჟამსა მცირედ-ღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ?

Verse: 9b   Link to septLink to armat   
აჰა-ესერა წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი, მუცლისა ჩემისა ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა;

Verse: 9c   Link to septLink to armat   
და შენ ეგერა თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე;

Verse: 9d   Link to septLink to armat   
მე შეცთომილი და მსახური შენი, ადგილითი-ადგილად და სახლითი-სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათაგან ჩემთა და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იობ მიჰხედა მას: ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათაჲ იტყჳ; უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არარაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა ესმა სამთა მათ მეგობართა მისთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მოიწია მის ზედა, მოვიდეს კაცად-კაცადი სოფლისაგან თჳსისა ხილვად მისა, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. ელიფას, თემანელთა მეფჱ, ბალდას, სავქელთა მთავარი, სოფარ, მინეველთა მეფჱ, და მოვიდეს მისა ერთბამად ნუ/გეშინის-ცემად Page of ms. O: 151v  და ხილვად მისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იხილეს შორით, ვერ იცნეს იგი და ღაღად-ყვეს ჴმითა მაღლითა და ტიროდეს. და გარდაიპო კაცად-კაცადმან სამოსელი თჳსი და მიწაჲ გარდაისხეს თავსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასხდეს მის თანა შჳდ დღე [და შჳდ ღამე] და არავინ მათგანი იტყოდა არას, რამეთუ ხედვიდეს წყლულებასა მისსა ბოროტსა და დიდსა ფრიად.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამისა შემდგომად აღაღო იობ პირი თჳსი და სწყევდა დღეთა თჳსთა

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა:

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
წარწყმდინ დღჱ იგი, რომელსა მე ვიშევ, და ღამჱ იგი, რომელსა თქუეს, ვითარმედ: წული არს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ღამე იგი იყავნ ბნელ და ნუ გამოიძიოს უფალმან ზეგარდამო, ნუცა მოვალნ მას ზედა ნათელი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
დაიპყარნ იგი ბნელმან და აჩრდილმან სიკუდილისამან. ...

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
.. ნუ იყოფინ იგი დღედ წელიწადისად, ნუცა შეერაცხებინ დღეთა თუეთასა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ღამჱ იგი იყავნ სალმობით და ნუ მოვალნ მას ზედა სიხარული და ნუცა მხიარულებაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ წყევენ იგი, რომელმან წყეოს დღე იგი, რომელი-იგი ჴელთ-დებად ვალს ვეშაპსა მას დიდსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
დაბნელდედ ვარსკულავნი მის ღამისანი და ნუ დაადგრებინ, ნუცა განათლებად მოვალს და ნუ იხილავნ მთიებსა აღმომავალსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა დაჰჴშნა ბჭენი საშოჲსა დედისა ჩემისანი, და გან-მცა-მაშორა სალმობაჲ თუალთაგან ჩემთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს მუცელსავე შიდა არა მოვკუედი? Page of ms. O: 152r  საშოჲთ რაჲ გამოვედ, და არა მეყსეულად წარვწყმდი?

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ რაჲსათჳს შემემთხჳნეს მუჴლნი ამქუმელთა ჩემთანი, ანუ რაჲსათჳს ძუძუთა განმზარდეს მე?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აწმცა დაწოლილ ვარ და დაყუდებულ, და-მცა-ვიძინე, და განვისუენე

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მეფეთა თანა მზრახვალთა ქუეყანისათა, რომელნი იზახებდეს მახჳლებითა მათითა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ მთავართა, რომელთა თანა იყო ოქროჲ ფრიად, რომელთა აღავსნეს სახლნი მათნი ვეცხლითა;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ვითარცა მორყუნილი რაჲ გამოჴდის საშოჲთ, ანუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელთა არა იხილეს ნათელი;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ უღმრთოთა თანა აღაგზნეს გულისწყრომაჲ რისხვისაჲ, მუნ განისუენეს მაშურალთა ჴორცითა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ერთბამად, საუკუნეთა მათ არა ესმინ ჴმაჲ ხარკის მკრებელთაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მცირჱ და დიდი მუნ არს და მსახური ... უფლისა თჳსისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳსმე მოეცა განმწარებულთა ნათელი და ცხორებაჲ, რომელნი სალმობასა შინა არიან სულნი?

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა სწადის სიკუდილი და ვერ მიემთხჳნიან და ეძიებედ მას ვითარცა საფასესა,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მხიარულ იქმნიან, რაჟამს მიემთხჳნიან?

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს, და შეაყენნა ღმერთმან მათ ზედა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
უწინარეს საზრდელისა ჩემისა სულთქმანი მოიწევიან. ვცრემლოვი შიშითა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
[რამეთუ შიში], რომლისათჳს ვზრუნევდი, მოიწია ჩემ ზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 152v  ვერცა მშჳდობით ვიყავ, ვერცა ყუდროებით და ვერცა განვისუენებ და მოიწია ჩემ ზედა რისხვაჲ.

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუუკუე მრავალ გზის თქუმულ არიან შენდამი? შრომით მაგას სიტყუათა შენთასა ვინ დაუთმოს?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ შენ განსწავლენ მრავალნი და ჴელთა უძლურთასა ნუგეშინის-გეცა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და სნეულნი აღგედგინნეს და მუჴლთა უძლურთასა კურნებაჲ-გეცა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აწმცა მოწევნულ არს შენ ზედა სალმობაჲ და შეგეხო შენ, ხოლო შენ იწრაფე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა აწ შიში ეგე შენი არს უგუნურებით და სასოებაჲ შენი და უკეთურებაჲ გზათა შენთა?

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ მოიჴსენე: ვინ-მე წმიდა იყო და წარწყმდა, ანუ ოდეს სადა ჭეშმარიტნი ძირითურთ აღიფხურნეს?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა სახედ ვიხილენ, რომელნი-იგი უჯეროსა ჴნვიდეს, ხოლო რომელნი სთესვიდეს, სალმობაჲ მოიმკონ მათ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ბრძანებითა უფლისაჲთა წარწყმდენ და სულითა რისხვისა მისისაჲთა განირყუნენ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ძალი ლომისაჲ და ჴმაჲ ლომისა ძუვისაჲ, ზახებაჲ ვეშაპთაჲ დაშრტა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჯინჭველ-ლომი მოისპო, რამეთუ არა იყო მისა საზრდელ. ლეკუთა ლომისათა დაუტევეს ერთმან ერთი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუმცა სიტყუაჲ რაჲმე ჭეშმარიტი ყოფილ იყო თქუმულთა შინა შენთა, არამცა რაჲ Page of ms. O: 153r  ბოროტი შემთხუეულ იყო შენდა. აწ არა ნუ უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
შიშითა და ოხრითა ღამისათა დაეცის შიში კაცთა ზედა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ზარი შემემთხჳა მე და შიში და დიდად ძუალნი ჩემნი შეაძრწუნნეს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და სული პირად ჩემდა მოიწია. შეძრწუნდეს თმანი ჩემნი და ჴორცნი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვდეგ ... და არა იყო ხატი წინაშე თუალთა ჩემთა, არამედ ნიავი და ჴმაჲ ხოლო მესმოდა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ რაჲ? ნუუკუე წმიდა სამე იყოს კაცი წინაშე უფლისა, ანუ საქმეთა თჳსთაგან უბიწო იყოს კაცი?

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ მონათა თჳსთა არა-მე არწმუნოსა და ანგელოზთათჳს დრკუდ რაჲმე განიზრახა?

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო დამკჳდრებულნი იგი სახლსა შინა თიჴისასა, რომელნი-ესე მისვე თიჴისაგანნი ვართ, რავდენ დასცნა იგინი მღილის სახედ?

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და განთიადითგან მწუხრადმდე არღარა არიან, რამეთუ ვერ ეძლო მათ თავთა თჳსთა შეწევნად და წარწყმდეს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
მოჰბერა მათ ზედა და განჴმეს [წარწყმდეს], რამეთუ არა აქუნდა მათ სიბრძნე.

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხადოდე-ღა შენ, უკუეთუ ვინმე გერჩდეს, გინა თუ ანგელოზთაგანი წმიდათაჲ იხილო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და რამეთუ უგუნური იგი რისხვამან მოკლის, ხოლო შეცთომილი იგი მოაკუდინის შურმან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვიხილენ უგუნურნი, რომელთა ძირნი დაებნეს, არამედ მეყსეულად შეიჭამა როჭიკი მათი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
განეშორნეს ძირნი მათნი ცხორებისაგან და იქენჯნებოდეს Page of ms. O: 153v  იგინი კართა ზედა უნაკლულევანჱსთასა და არავინ იყოს განმრინებელ მათა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ, რაჲ-იგი მათ შეიკრიბეს, მართალთა შეჭამონ და იგინი ბოროტისაგან ვერ განერნენ, გამოიწოვენ ძალი მათი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა გამოჴდის ქუეყანით ბნელი, არცა მთათაგან აღმოსცენდის სალმობაჲ,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ კაცი იშვების სალმობად, მართუენი ყანჩისანი მაღალსა ფრინვენ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ეგრე, არამედ მე უფალსა ღმერთსა ვევედრებოდე და უფალსა ღმერთსა ყოვლისა მპყრობელსა ვხადოდი,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკლეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთაჲ არა არს რიცხჳ;

Verse: 10   Link to septLink to armat   
რომელმან მოსცის წჳმაჲ ქუეყანასა და მოავლინის წყალი ცასა ქუეშე;

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან ქმნნის მდაბალნი მაღლად და წარწყმედულნი აღმართნის,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
დააგნის ზრახვანი წარმართთანი და არა ქმნის ჴელთა მათთა ჭეშმარიტებაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წარეწიის ბრძენთა გონიერებითა და ზრახვა იგი მრავალმთხზველთა განაქარვის.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
დღისი შეემთხჳოს მათ ბნელი და შუა სამხრის ეჩქუეფებოდიან, ვითარცა შუა ღამეს

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
წარწყმდედ იგინი ბრძოლასა შინა, უძლური იგი განერეს ჴელისაგან ძლიერისა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
იყავნ უძლურისაჲ მის სასოებაჲ და ცრუისაჲ მის პირი დაიყავნ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან; სწავლასა ყოვლისა მპყრობელისასა ნუ განეშორები,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 154r  რამეთუ მან ამხილის და მერმე კუალად მოაგის; დასცა და ჴელთა მისთა განკურნეს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ექუს გზის ბოროტისაგან გიჴსნეს შენ და მეშჳდესა მას არა შეგეხოს შენ ბოროტი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
სიყმილსაგან და სიკუდილისა გიჴსნეს შენ, ბრძოლასა შინა ჴელისაგან მახჳლისა განგარინოს შენ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
გუემისაგან ენისა დაგიფაროს შენ და არა გეშინოდის შენ ბოროტისაგან მომავალისა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ცრუთა და უსჯულოთა ეკიცხევდე და მჴეცთაგან ველურთა არა გეშინოდის.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მჴეცნი ველურნი დაგიმშჳდნენ შენ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ სცნა, რამეთუ მოღუაწება არს სახლსა შენსა და წესმან სახლისა საყოფლისა შენისამან არა ცოდოს.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ სცნა, რამეთუ მრავალ არს ნათესავი შენი და შვილნი შენნი, ვითარცა ყოველი მწუანვილი ველისაჲ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიხჳდე საფლავად, ვითარცა იფქლი ჟამისაჲ ჟამსა თჳსსა მომკილი, ანუ ვითარცა ზჳნი კალოჲსაჲ ჟამად-ჟამად შეკრებული.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა ესრჱთ გამოვიკულიეთ და ესე არს, რომელი გუასმიეს, ხოლო შენ ცან თავისაჲ შენისაჲ, რაჲ შენ გიქმნიეს.

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იობ და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუმცა ვინმე წონით აღწონნა რისხვანი ჩემნი და სალმობანი ჩემნი და აღიხუნა სასწორითა ერთბამად,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ქჳშისამცა ზღჳს კიდისა უმძიმჱს იპოვნეს. არამედ, ვითარ საგონებელ არს, სიტყუანი ჩემნი ვიდრემე არიან ბოროტ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 154v  რამეთუ ისარნი უფლისანი ჴორცთა ჩემთა განწონილ არიან, რომელთა გულის წყრომაჲ მათი გამოსწოვს სისხლთა ჩემთა, რაჟამს სიტყუად ვიწყე, დამწერტედ მე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე რაჲმე არს? ცუდად-მე რას ჴმობსა ვირი ველური? არამედ საზრდელსა ეძიებნ. ანუ თუ აღუტევის ჴმაჲ ჴარმან ბაგასა ზედა, წინაშე რაჲ უცნ საზრდელი?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ იჭამოს პური მარილისა? ანუ თუ არს გემოჲ სიტყუათა შინა ცუდთა?

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების დაცხრომად სულსა ჩემსა. მყრალად ვხედავ საზრდელსა ჩემსა, ვითარცა სულ-მყრალობასა ლომისასა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მომცეს მე უფალმან, და მივიდეს თხოვაჲ ჩემი, და სასოებაჲ ჩემი მომცეს ღმერთმან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
იწყო უფალმან და მწყლა მე. და სრულიად ნუ მომკლავნ მე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
იყავნ ჩემდა ქალაქი ესე საფლავ, რომლისა ზღუდეთა ზედა ვიქცეოდე, არა ვერიდო, რამეთუ არა ვეცრუვო სიტყუათა წმიდათა ღმრთისა ჩემისათა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ-მე არს ძალი ჩემი, რამეთუ დავითმინო? ანუ რაოდენ არს ჟამი ჩემი, რამეთუ თავს-იდვას სულმან ჩემმან?

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუუკუე ძალი ლოდისაჲ არს ძალი ჩემი, ანუ ჴორცნი ჩემნი არიან რვალისანი?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ მე არა მას ვესევდ? შეწევნაჲ ჩემი მისგან არს, განმეშორა ძალი ჩემი,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განმწუართა მე წყალობაჲ მისი, მოღუაწებამან უფლისამან უგულებელს-მყო მე

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 155r  არა მომხედეს მე მახლობელთა ჩემთა, ვითარცა ჴევი ღუარისაჲ მოვაკლდი და ვითარცა ღელვაჲ წარვჴედი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა-იგი ჩემდა ეშინოდა, აწ ზედა დამესხმიან, ვითარცა თოვლი, გინა მყინვარი დაყინებული

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ დადნის სიცხისაგან და არა საცნაურ არნ, სადა-იგი იყო.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეცა მე დავშთი ყოველთა მიერ, წარვწყმდი და სახლისაგან განვვარდი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილენით გზანი თემანელთანი და ალაგნი ესებონელთანი, რომელნი მოსაზღვრე არიან.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და სირცხჳლის თანა-მდებ იყვნენ და რომელნი იგი ქალაქებსა და საფასეთა მოსავ არიან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ თქუენ ეგერა მეტად მექმნენით მე უწყალო მის წილ, რაჲთა-მცა იხილეთ წყლულებაჲ ესე ჩემი და შეგეშინა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე რაჲ? ნუ თქუენგან რასმე ვითხოვ, ანუ ძალისა თქუენისა მოქენე რას-მე ვარ?

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთამცა განმარინეთ მე ჴელთაგან მტერთასა, ანუ ჴელისაგან ძლიერთაჲსა მიჴსენით მე.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
მასწავეთ მე და მე დავდუმნე; უკუეთუ რას ცთომილ ვარ, მითხართ მე.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მსგავს არიან ამაოსა ჭეშმარიტისა სიტყუანი, არა თუ თქუენგან ძალსა რასმე ვითხოვ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
არცაღა მხილებამან სიტყუათა თქუენთამან დამაცხროს მე, არცა თქუმული ეგე სიტყუათა თქუენთაჲ თავს-ვიდვა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
გარნა ესე, რამეთუ ვითარცა ობოლსა ზედა მომივალთ და ზედადამესხმით მეგობარსა თქუენსა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 155v  აწ ესერა მივხედო პირსა თქუენსა და არა ვტყუვო.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
დასხედით და ნუ იყოფინ სიცრუვჱ და მერმე კუალად სამართალსავე შეერთენით,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა არს ენასა ჩემსა სიცრუჱ, ანუ არა სასაჲ ჩემი გულისჴმის-ყოფასა იწურთის?

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ არამე განსაცდელი არს ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა, ვითარცა მორეწისა მდღევრისა ჟამი მისი?

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ვითარცა მსახური, რომელი მოშიშ არნ უფლისა თჳსისა და ძრწინ აჩრდილისაგან მისისა, და ვითარცა მოსასყიდლჱ, რომელი მოელინ სასყიდელსა თჳსსა?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეცა მე დავითმინენ თუენი ცუდნი და ღამენი სალმობათანი მოცემულ არიან ჩემდა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდეს დავწვი, ვთქუ: ოდეს-მე განთენეს? და აღ-რა-ვდგი, კუალად ვთქუ: ოდეს-მე მწუხრი? რამეთუ აღვივსი სალმობითა მწუხრითგან ვიდრე განთიადმდე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
შესუარულ არიან ჴორცნი ჩემნი საძაგელებითა მატლთაჲთა, დავადნობ ძნუნსა ქუეყანისასა წუთხისა ხუეტითა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ცხორებაჲ ჩემი არს უსულმცირჱს თქუმისა, წარწყმდა ცუდითა სასოებითა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მო-უკუე-იჴსენეთ, რამეთუ სული არს ცხორებაჲ ესე ჩემი და არღარა მოქცევად არს თუალი ჩემი ხილვად კეთილისა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვერ განმიცდის მე თუალი ჩემი ხილვად ჩემდა; თუალნი შენნი ჩემ ზედა, და არღარა ვარ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 156r  ვითარცა ღრუბელი რაჲ გარდაწმდის ცით; უკუეთუ შთავიდეს კაცი ჯოჯოხეთა, არღარა აღმოჴდეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
არცა მოიქცეს სახლსა თჳსსა, მერმე არცაღა იცნა იგი ადგილმან თჳსმან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე არცაღა მე ვერიდო პირითა ჩემითა, არამედ ვიტყოდი, რამეთუ ურვასა შინა ვარ, აღვაღო სიმწარითა სულისა ჩემისაჲთა პირი ჩემი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე ზღუაჲ მე ვარ ანუ ვეშაპი, რამეთუ დააწესე ჩემ ზედა საცოჲ?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ვთქუ, ვითარმედ: ნუგეშინის-მცეს მე ცხედარმან ჩემმან და აღვიხუნე თავით ჩემით თჳსაგან სიტყუანი სასუენებელსა ჩემსა ზედა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინებ მე ძილსა შინა და საჩუენებელითა მწყლავ მე;

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
განმაშორებ სულისაგან ჩემისა საშუმინველსა ჩემსა და სიკუდილითა ძუალთა ჩემთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
არა უკუნისადმდე ცხოველ ყოფად ვარ, რაჲთამცა დავითმინე; განმეშორე ჩემგან, რამეთუ ცუდად არს ცხორებაჲ ჩემი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ არს კაცი, რამეთუ განადიდე იგი? ანუ ვითარ ერჩი გონებასა მისსა?

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ მოხედვაჲ მისი ჰყოა განთიადმდე და განსუენებად მოიყვანო იგი?

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე არა მიტევებ მე და არცა დამაცადებ მე? ვიდრემდე შთავთქნე ნერწყუანი ჩემნი სალმობით?

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მე ვცოდე, რაჲ-მე ძალ-მიც შენდა ყოფად, რომელმან-ეგე იცნი გონებანი კაცთანი? რაჲსათჳს მყავ მე მოქენე შენდა და ვარ შენდა Page of ms. O: 156v  ტჳრთად?

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ რად არა ჰყვენ ურჩულოებათა ჩემთა დავიწყებანი და განწმედაჲ ცოდვათა ჩემთაჲ? აწ ესერა მიწად მივიქცევი და განთიადმდე არღარა ვიყო.

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე იტყოდი მაგას სულითა მრავლის მეტყუელითა პირითა შენითა?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუუკუე უფალმან ნაწილი საჯოს, ანუ რომელმან შექმნა ყოველივე, ცვალოს სამართალი?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ძეთა შენთა ცოდეს წინაშე მისსა, მოუვლინა ჴელითა უსჯულოებისა მათისათჳს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ აღიმსთუე უფლისა მიმართ ყოვლისა მპყრობელისა ვედრებით.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ წმიდა იყო და ჭეშმარიტ, ვედრებისა შენისაჲ ისმინოს და მოგაგოს ნაყოფი სიმართლისაჲ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს პირველი იგი შენი მცირედ, ხოლო უკუანაჲსკნელი იგი შენი ურიცხუ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხეთ-ღა ნათესავსა მას პირველსა და გამოიძიე ნათესავითი-ნათესავად მამათაჲ,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ საწუთრონი ვართ და არა ვიცით, რამეთუ აჩრდილ არს ცხორებაჲ ჩუენი ქუეყანასა ზედა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ამათ გასწაონ და გითხრან შენ და გულისაგან გამოიხუნენ სიტყუანი?

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუუკუე აღმოსცენდეს ჭილი თჳნიერ წყლისა, ანუ აღმაღლდის ბანჯარი ურწყველად?

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ძირთა ზედა-ღა იყოს და ვერ მოითიბოს პირველ, ვიდრე არა მოირწყოს ყოველი მწუანვილი, განჴმეს იგი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 157r  ესრე იყოს აწ აღსასრული ყოველთაჲ, რომელთა დაჰვიწყებიეს უფალი, რამეთუ სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და უმკჳდრო იყვნენ სახლნი მათნი, დედაზარდლის ქსელ იყვნენ სახლნი მათნი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და-ღათუ-ამტკიცნენ სახლნი მათნი, ვერვე დგენ, შე-ღათუ-იკრძალონ იგი, ვერვე დაუთმოს,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ნედლ არს იგი მზისაგან და სიხენეშისაგან მისისა მორჩი მისი გამოჴდის.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
შესაკრებელსა ქვათასა დაწვეს და შორის ღჳნჭათა ცხონდეს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ შთანთქას, ადგილი იგი უვარის-ყოფად დგეს მისთჳს. არა გიხილავსა ესევითარი?

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაქცევაჲ უღმრთოთაჲ ესე არს, ხოლო ქუეყანით სხუაჲ აღმოაცენის,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ხოლო ყოველი ძღუენი უღმრთოთაჲ არა შეიწიროს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და პირნი ჭეშმარიტთანი აღავსნეს სიცილითა და ბაგენი მათნი აღსაარებითა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მტერთა მათთა შეიმოსონ სირცხვილი და ნაწილი უღმრთოთაჲ არა იყოს.

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იობ და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ ეგე ეგრე არს. ვითარ-მე უკუე იყოს კაცი მართალ წინაშე უფლისა?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ უნდეს საშჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რაჲთა არა სიტყუა-უგოს მას ერთისა წილ სიტყჳსა მისისა ათასისაგან.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ბრძენ არს გონებითა, ძლიერ არს და დიდ, ვინ-მე უკუე ფიცხელ იქმნა მის წინაშე და დაუთმო?

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი დააძუელებს მთათა Page of ms. O: 157v  და არა იციან; რომელმან დააქცინის იგინი რისხვითა;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან შეძრის ცაჲ ქუეშე საფუძველითურთ და სუეტნი მისნი იძრვიედ;

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან უბრძანის მზესა და არა აღმოჰჴდეს და ვარსკულავთა ზედა დაჰბეჭდოს;

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან გარდაართხნა ცანი მხოლომან და ვალს იგი ზღუასა ზედა ვითარცა ჴმელსა;

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან შექმნა ჴომნი და მწუხრისა ვარსკულავი და ურემ-ჴარნი და საუნჯე სამხრისაჲ;

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკულეველნი, დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთაჲ არა არს რიცხჳ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ზედა გარდამჴდეს, ვერ ვიხილო იგი; ანუ თანა-წარმჴდეს, ვერცა ეგრეთ ვცნა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გარე-მიიქცეს, ვინ მოაქციოს? ანუ ვინ ჰრქუას მას ვითარმედ: რაჲ ეგე ჰყავ?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მან თავადმან გარე მიაქციოს რისხვაჲ და მის მიერ დამდაბლდეს ვეშაპნი იგი ცასა ქუეშე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ისმინოს ჩემი უფალმან. ანუ თუ განსაჯნეს სიტყუანი ჩემნი,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიყო ღათუ მართალ, არავე ისმინოს ჩემი, სამართალთა მისთა ვევედრებოდი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვხადოდი და ისმინოს, არავე მრწმენეს, ვითარმედ ისმინა ჩემი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ წყუდიადითა შემმუსროს მე, რამეთუ მრავალი შემუსრვაჲ ყო ჩემ ზედა ცუდად.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
არა მიტევებს მე სულისა აღმოტევებად, რამეთუ აღმავსო მე სიმწარითა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და რამეთუ ძალითა ძლიერ არს, ვინ-მე უკუე განკითხვათა მისთა წინააღუდგეს?

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 158r  და ღათუ ვარ მე მართალ, პირი ჩემი უშჯულოვე არს, და ღათუ უბიწო ვარ, ეგრეთცა დრკუდვე გამოვჩნდე.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
უღმრთო თუ რაჲ ვიქმენ, არა ვიცი სულითა ჩემითა, გარნა რამეთუ მიღებულ არს ცხორებაჲ ჩემი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ვთქუ: დიდი და ძლიერი წარწყმიდის რისხვამან.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უკეთურნი იგი სიკუდილითა განსაკჳრვებელითა მოისრნენ, რამეთუ მართალნი საცინელ იქმნნეს.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
მიცემულ არიან იგინი ჴელთა უღმრთოთასა, პირი მსაჯულთა მისთაჲ დაფაროს, უკუეთუ არა იგივე თავადი არს, [ვინ არს]?

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ცხორებაჲ ჩემი უმალჱს არს მსრბოლისა, წარივლტოდეს და არა იხილეს.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არს ნავისა კუალი გზისაჲ, ანუ ორბისა მფრინვალისაჲ, რომელი ეძიებნ საჭმელსა?

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ ვიტყოდი, და-ვე-მავიწყდეს სიტყუად, დავიკიდო პირი ჩემი და სულთ-ვითქუნე,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვძრვიდე ყოველთა ასოთა ჩემთა; ვიცი, რამეთუ არა უბრალოდ განმიტეო მე.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და რამეთუ ვარ მე უღმრთოჲ, რაჲსა არა მოვკუედი?

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
გინ-ღათუ-ვიბანო თოვლითა და განვწმიდნე ჴელითა წმიდითა,

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეცა დიდად მწინკულითა შემღებე მე. მომიძაგა მე სამოსელმან ჩემმან.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა ხარ კაცი ჩემებრი, რომელსამცა სიტყუა-უგე, რაჲთა მოვიდეთ ერთბამად საშჯელად.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო ხოლო თუმცა ვინ შუვამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შოვრის ჩუენსა!

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი Page of ms. O: 158v  და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა მეშინოდის, არამედ ვიტყოდი, რამეთუ არა ეგრე შემიცნობიეს თავსა ჩემსა.

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
რავდენ-ესე დავშურები სულითა ჩემითა, იწროებით აღმოუტევნე მის ზედა სიტყუანი ჩემნი, ვიტყოდი სიმწარითა სულისა ჩემისაჲთა ურვით.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვჰრქუა უფალსა: ნუ უღმრთოებასა მასწავებ მე? და რაჲსათჳს ესრჱთ დამსაჯე მე?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ კეთილ არს შენდა, უკუეთუ შეგცოდო, რამეთუ განიშორე ქმნული ჴელთა შენთაჲ და ზრახვასა უღმრთოთასა მოჰხედე?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ვითარცა კაცი ჰხედავნ, ეგრე ჰხედავ შენ? ანუ კაცისა ხილვისაებრ იხილო შენ?

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ცხოვრებაჲ შენი კაცობრივი არს? ანუ წელნი შენნი კაცისანია?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გამოიძიენ უშჯულოებანი ჩემნი და ცოდვანი ჩემნი გამოიკულიენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიცი, რამეთუ არა უღმრთო ვიქმენ, არამედ ვინ-მე არს, რომელმან ჴელთა შენთაგან განმარინოს მე?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე, ამისა შემდგომად მიმაქციე და დამეც მე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიჴსენე, რამეთუ თიჴაჲ დამბადე მე და მიერ კუალად მიწადვე მიმაქცევ მე

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ვითარცა სძჱ მომწუელე მე და შემყავ მე, ვითარცა ხაჭოჲ?

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ტყავი და ჴორცი შემმოსე, ძუალითა და ძარღჳთა შემამაგრე მე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხორებაჲ დასდევ ჩემ ზედა, მოღუაწებაჲ შენი სცვიდა სულსა ჩემსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე მაქუს შენ მიერ და Page of ms. O: 159r  ვიცი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და უძლურებაჲ არარაჲ არს შენ თანა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ ვცოდე, და-ვე-მიცევ მე და უშჯულოებისაგან არა უბრალო მყავ მე.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ უღმრთო ვიქმენ, ვაჲ მე; და ღათუ მართალ ვიყო, ეგრეცა ვერვე ძალ-მიც ზე [?] აღხილვად, რამეთუ სავსე ვარ გინებითა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მონადირებულ ვარ ვითარცა ლომი კლვად, და მიმაქცევ და კუალად ბოროტად მტანჯავ მე.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და განაახლებ ჩემ ზედა განკითხვათა ჩემთა და რისხვითა დიდითა მრისხავ მე და მოაწიენ ჩემ ზედა განსაცდელნი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ რაჲსათჳს მუცლითვე დედისა ჩემისაჲთ გამომიყვანე მე და მუნვე არა მოვკუედი მე, თუალმანცა არა მიხილა მე?

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა არა ყოფილიმცა შევიქმენ, ანუ რაჲსათჳს საშოჲთვე საფლავად არა მივიქეც?

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა მცირედ არს ჟამი ცხორებისა ჩემისაჲ? მაცადე მე და განვისუენო მცირედ

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, ვინაჲ [არღა] მოქცევად ვარ ...

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანად ბნელისა საუკუნისა, სადა არა არს ნათელი, არცა ხილვად ცხორებაჲ კაცთაჲ.

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი მრავალსა იტყჳნ, მან კუალადცა ისმინისვე სიტყუაჲ, ანუ კეთილად მეტყუელი იგი ჰგებნ-მე, ვითარმედ მართალ იყოს?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
კურთხეულ არს ნაშობი დედათა მცირედ ცხორებული! ნუ ფრიად სიტყუასა შინა ხარ, Page of ms. O: 159v  რამეთუ არავინ არს სიტყჳს-მგებელ შენდა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ეგრე იტყჳ, ვითარმედ: წმიდა ვარი მე საქმითა და უბრალო წინაშე მისსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ვითარ-ძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი მისნი შენ თანა?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისაჲ, რამეთუ ორ წილ იყოს შენსა და გულისხმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ კუალი უფლისაჲ ჰპოვე-მე, ანუ დასასრულსა მისწუედა, რომელი-იგი ქმნა ყოვლისა მპყრობელმან?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მაღალ არიან ცანი და შენ რაჲ-მე ჰყოა? ანუ უღრმჱსი ჯოჯოხეთს შინა რაჲ იცი?

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ უგრძჱსი საზომისაჲ მის ქუეყანისაჲ, ანუ სივრცჱ ზღჳსაჲ?

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ დააქციოს ყოველი ერთბამად, ვინ ჰრქუას მას: რა-ეგე ჰყავ?

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მან იცნის საქმენი უშჯულოთანი, იხილა უჯეროებაჲ და არაჲ უგულებელს-ჰყო.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო კაცი სხუად სახედ აქცევს სიტყუასა. კაცი შობილი დედაკაცისაჲ მსგავს არს კანჯრისა მის უდაბნოჲსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ შენ წმიდა-ჰყავ გული შენი და განიპყრენ ჴელნი შენნი მისა მიმართ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ უშჯულოებაჲ რაჲმე არს ჴელთა შენთა, შორად განიშორე შენგან და სიცრუვჱ საყოფელსა შენსა ნუ იქცევინ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესრჱთ გამობრწყინდეს პირი შენი ვითარცა წყალი წმიდაჲ, განიძარცო მწინკულევანებაჲ და არა გე/შინოდის. Page of ms. O: 160r 

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და შრომანი დაივიწყნე, ვითარცა ღელვანი წარჴდენ და არა შესძრწუნდე.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ლოცვაჲ შენი ვითარცა მთიები იყოს და შუვა სამხრის გამოგიბრწყინდეს შენ ცხორებაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და გულ-პყრობილ იყო, ვითარმედ არს შენდა სასოებაჲ, გულის სიტყჳსაგან და ზრუნვისა გამოგიჩნდეს შენ მშჳდობაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
დაეყუდო და არავინ იყოს მბრძოლ შენდა, მოაქციოს და მრავალნი გევედრებიან შენ

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცხორებაჲ მათ მოაკლდეს, რამეთუ სასოებაჲ მათი წარწყმედაჲ არს, ხოლო თუალნი უღმრთოთანი დადნენ.

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იობ და თქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ თქუენცა სამე კაცნივე ხართ; ანუ თქუენ თანა აღესრულოს სიბრძნჱ?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჩემიცა გული თქუენებრვე არს და არა უუგუნურჱს ვარ თქუენსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მართალი კაცი და უბრალოჲ იქმნა საკიცხელ,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჟამად დაწესებულად განმზადებულ იყო დაცემად სხუათაგან
Verse: 5_(6)   Link to mcatLink to septLink to armat   
და სახლნი მათნი გამოტყუენვად უსჯულოთაგან.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ნუვინვე ესავნ, რომელი-იგი უკეთურ იყოს, ვითარმცა უბიწო იყო, რომელნი-იგი განარისხებენ უფალსა, ვითარმცა განკითხვაჲ მათი არა იყო.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ჰკითხე-ღა ოთხფერჴთა, უკუეთუ რაჲ მიგითხრან შენ, ანუ მფრინველთა ცისათა, უკუეთუ რაჲმე გაუწყონ შენ;

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუთხარ ქუეყანასა, უკუეთუ თქუას რაჲმე. გინა თუ გამო-რაჲ-გითხრან Page of ms. O: 160v  შენ თევზთა ზღჳსათა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ-მე არა უწყის ამათ ყოველთა შოვრის, რამეთუ ჴელმან უფლისამან შექმნა ესე ყოველი?

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
არა-მე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოველთაჲ და სული ყოვლისა კაცისაჲ?

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გონებამან სიტყუანი განიკითხნის და სასამან გემოჲ ცნის ჭამადისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მრავალ ჟამისათა სიბრძნჱ პოვიან და მრავალსა შინა ცხორებასა -- მეცნიერებაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მის მიერ არს სიბრძნჱ და ძალი, მისი არს ზრახვაჲ და გულისხმის-ყოფაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მან დაამჴუას, ვინ-მე აღაშჱნოს? ანუ დაჴშას კაცთათჳს, ვინ-მე სხუამან განაღოს?

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ დააყენოს წყალი, განაჴმოს ქნეყანაჲ; უკუეთუ მიუტეოს, ერთბამად წარწყმიდოს იგი და დააქციოს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მის მიერ არს სიმტკიცჱ და ძალი, მისი არს მეცნიერებაჲ და გულისხმის-ყოფაჲ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
წარსცნის მზრახვალნი ტყუედ და მსაჯულნი ქუეყანისანი განაკჳრნა;

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
დასხნის მეფენი საყდართა ზედა და შეარტყის სარტყელი ძლიერებისა მათისაჲ;

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
განავლინნის მღდელნი ტყუედ და ძლიერნი ქუეყანისანი დაამჴუნა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
დააგნის ბაგენი მორწმუნეთანი და გულისხმის-ყოფაჲ მოხუცებულთა იცის.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
მიჰფინის უპატიოებაჲ მთავართა და მდაბალნი განკურნნა;

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოაცხადნის სიღრმენი ბნელისაგან და გამოიყვანის ნათლად აჩრდილთაგან სიკუდილისათა;

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 161r  შეაცთუნნის წარმართნი და განუტევნის იგინი; გამოიყვანნის ძენი ნათესავთანი და წარმოუძღჳს მათ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
დააგნის გულნი მთავართა ქუეყანისათანი და შეაცთუნნა გზასა, რომელ არა იცოდეს;

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრევდედ იგინი ბნელსა და ნუ ნათელსა, შესცთედ იგინი ვითარცა მთრვალნი.

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა ესე ყოველი იხილა თუალმან ჩემმან და ესმა ყურთა ჩემთა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიცი, რავდენიცა თქუენ გიცნობიეს და არა უგულისხმო ვარ თქუენსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ხოლო ეგრე, არამედ მე უფლისა მიმართ ვიტყოდი და ვამხილო მის წინაშე, უკუეთუ ინებოს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ხ̃ თქუენ ხართვე მკურნალნი ცრუნი და მლხინებელ ბოროტ[თა] ყოველნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
იყავნ თქუენდა დუმილი და შეგერაცხოს თქუენ სიბრძნედ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინენით მხილებანი პირისა ჩემისანი და საშჯელსა ბაგეთა ჩემთასა მოჰხედევდით.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ-მე არს ესე: ანუ არა წინაშე უფლისა იტყჳთ და მის წინაშე ჰზრახავთ ზაკუვასა?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ თუ მერიდებით მე? თქუენდა თჳთ მსაჯულ იქმნებით.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
კეთილ-მე არსა, უკუეთუ გამოიკულიოს თქუენიცა? და ღათუ ყოველივე ჰყოთ და შეეძინნეთ მას,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვერაჲ ნაკლულად გამხილოს თქუენ. და თუ ფარულითა პირითა თუალ-გახუნეს თქუენ,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
არა-მეა შიშმან მისმან შეგაძრწუნნეს თქუენ? და შიში მისი დაგეცეს თქუენ ზედა?

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და Page of ms. O: 161v  გექმნეს თქუენ იგი ზრახებაჲ სწორ ნაცრისა, ხოლო ჴორცნი თქუენნი თიჴისანი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადუმენით, რაჲთა ვიტყოდი და განვისუენო გულის წყრომისაგან.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიპყრნე ჴორცნი ჩემნი კბილითა ჩემითა და სული ჩემი დავდვა ჴელთა ზედა ჩემთა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ჴელთ-მიდვას მე ძლიერმან, ვითარცა-ესე უწყიეს ანუ ვიტყოდი და ვამხილო წინაშე მისსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე მეყოს მე საცხორებელად, რამეთუ მის წინაშე ზაკუვაჲ არა შევიდეს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინენით სიტყუანი ჩემნი, ისმინენით. რამეთუ გითხრა თქუენ, ისმენდეთ თუ

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა მიახლებულ ვარ სამართალსა ჩემსა, მე ვიცი, რამეთუ მართლად გამოჩინებულ ვარ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ არს მსაჯული ჩემი, რამეთუ აწ დავდუმნე და მოვაკლდე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
დაყუდებად ჯერ არს ჩემდა და მაშინ პირისა შენისაგან არა დაგემალო.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴელი შენი ჩემგან განმაყენე და შიში შენი ნუ განმაკრთობნ მე.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მაშინ მიწოდე მე და მე ვისმინო შენი; მეტყოდი და მე მიგიგო შენ სიტყუაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რავდენ არიან ცოდვანი ჩემნი ...? მასწავე მე, ვინ არიან?

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს ჩემგან მეფარვი და შეგირაცხიე მე ვითარცა წინა-აღმდგომი შენი?

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ფურცლისა, ქარისაგან აღძრულისა, გეშინოდის-მე? Page of ms. O: 162r  ანუ თივაჲ, რომელი მოაქუნ ნიავქარსა, წინა-აღმიდგები მე?

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღსწერენ ჩემ ზედა ყოველნი ძჳრნი და გარე-მომადგინენ მე სიჭაბუკისა ჩემისა ცოდვანი;

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასხენ ფერჴნი ჩემნი დაბრკოლებასა შინა და დამიმარხენ მე ყოველნი საქმენი ჩემნი და ძირსა ფერჴთა ჩემთასა მისწუედი,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი დაძუელებად არს ვითარცა თხიერი, ანუ ვითარცა სამოსელი მატლთა დაჭმული.

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ კაცი ნაშობი დედათა მცირედ ცხორებული, სავსჱ რისხვითა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
გინა თუ ვითარცა ყუავილი-ღა ყუავინ და დასცჳვის, წარჴდა ვითარცა აჩრდილი და არღარა ჩას.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყო და შეიყვანე წინაშე საშჯელსა შენსა?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ-მე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ არავინ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა და აღრაცხილ თუენი მისნი მის მიერ, [ჟამი] დასდევ და არა გარდაჰჴდეს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
განეშორე მისგან, რაჲთა დაყუდნეს და სათნო-იყოს ცხორებაჲ თჳსი ვითარცა მორეწემან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არს ხისა სასოებაჲ: უკუეთუ მოიკუეთის, კუალად აღმოსცენდის და მორჩი მისი არა მოაკლდის.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ დაბერდეს ქუეყანასა ზედა ძირი მისი და კლდესა ზედა დაეცეს ძირი მისი,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
სულისაგან წყლისა ყუაოდისვე Page of ms. O: 162v  და ყოს ფურცელი, ვითარცა ახალნერგმან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო კაცი-ღა აღესრულა, წარჴდა; და დაეცა კაცი და არღარა იყოს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჟამით მოაკლდების ზღუასა, ხოლო მდინარე-ღა განირყუნა, განჴმა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცმან რაჲ დაიძინა, არღარა აღდგეს; ვიდრემდე ცაჲ იყოს-ღა, არა შეიმოსონ და არცა განიღჳძონ ძილისაგან მათისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ჯოჯოხეთს შინა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარვიდეს რისხვაჲ შენი და განმიჩინო მე ჟამი, ოდეს მოჴსენებაჲ ჩემი ჰყო,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი. დავითმინო, ვიდრემდე კუალად ვიშვე.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერმე მიწოდე და მე ვისმინო შენი და ქმნილსა ჴელთა შენთასა ნუ განაშორებ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღჰრაცხენ გზანი ჩემნი და არარაჲ დაგავიწყდა შენ ცოდვათა ჩემთაგანი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
დაჰბეჭდე უშჯულოებათა ჩემთა ვაშკარანსა შინა, დაისწავენ იგინი, რომელნი უნებლებით გარდაჴდეს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მთაჲ დაცემით დაეცეს და კლდჱ დაძუელდეს ადგილით თჳსით.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ლოდნი მოაწულილნეს წყალთა და წარრღუნეს წყალთა ვრცელთა მიწაჲ ქუეყანისაჲ და მოთმინებაჲ კაცისაჲ წარსწყმიდე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
აჭენე მას სრულიად და წარწყმდა; მიაქციე მას პირი შენი და განავლინე;

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
გან ღათუ მრავლდეს ძენი მისნი, არავე იცის, Page of ms. O: 163r  გინა თუ შემცირდეს, ეგრეცა არავე უწყის.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეცა ჴორცნი მისნი ელმოდეს, ხოლო სული მისი ეგლოვდა.

Chapter: 15  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე ბრძენმან სიტყუაჲ მოუგის გულისხმის-ყოფისა სულისაჲ და აღავსო სალმობითა მუცლისაჲთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამხილებ სიტყჳთა, რომელ არა ჯერ-იყო; სიტყჳთა, რომელ არა სარგებელ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
.. და აღასრულენ სიტყუანი ესევითარნი წინაშე უფლისა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
თანა-მდებ ხარ სიტყუათა პირისა შენისათა. არარაჲ განიკითხენ სიტყუანი ძლიერთანი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გამხილენ შენ პირმანვე შენმან, ნუ მე, და ბაგეთა შენთა შეგწამონ შენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე რაჲ? უწინარჱს კაცთა შენ იყავა, ანუ უწინარჱს მთათა დაებადე?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ პირველად ბრძანებაჲ უფლისაჲ შენ გესმა, ანუ შენ ზედა ხოლო მოიწია სიბრძნჱ?

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ შენ რაჲ იცი, რომელი ჩუენ არა ვიცით? ანუ შენ რაჲმე გულისხმა-გიყოფიეს, რომელ ჩუენ არა?

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოხუცებულ და უძუელჱს ჩუენსა და უმრავლჱს მამისა [მამისა] დღეთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მცირედ რავდენ-იგი სცოდე, იტანჯები, არამედ დიდძალად და გარდარეულად იტყოდე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ იკადრა გულმან შენმან? ანუ რაჲ იხილეს თუალთა შენთა?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გულის წყრომაჲ აღმოსთქუ წინაშე უფლისა და პირისაგან წარმოიხუენ ესევითარნი სიტყუანი?

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ-მე უკუე არს კაცთაგანი, Page of ms. O: 163v  რომელიმცა იყო უბრალო, ანუ ყოფილ-მე ვინ არს მართალ ნაშობი დედაკაცისაჲ?

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ წმიდათა მიმართ არა ჰრწამს, ცაჲ არაწმიდაჲ არს მის წინაშე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
აცადე საძაგელი და არაწმიდაჲ კაცი, რომელი სუამს სიცრუვესა სწორად სასუმელისა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
გითხრა შენ და ისმინე ჩემი და, რაჲ-იგი ვიხილე, გაუწყო შენ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ-იგი ბრძენთა თქჳან და არა დაუმალეს მათ მამათა მათთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
[მათ] ხოლო მოეცა ქუეყანაჲ და არა მოვიდა უცხო თესლი მას ზედა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველივე ცხორებაჲ უღმრთოთაჲ ზრუნვით, წელნი რიცხჳთ მოცემულ არიან ძლიერისა მისგან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შიში მისი ყურთა მისთა: რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ მშჳდობით არს, მაშინ-ღა მოიწიოს მის ზედა დაქცევაჲ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ჰრწამნ მას გარე-მოქცევად ბნელისაგან, რამეთუ ბრძანებულ არს მის მიერვე ჴელითა მახჳლისაჲთა მიცემად.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და განჩემებულ არს საჭმელად ორბთა და იცის თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ელის დაცემად, და დღემან ბნელისამან შეაძრწუნოს იგი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ურვამან და ჭირმან შეიპყრას იგი, ვითარცა ერისთავი მთავრად მდგომარჱ რაჲ დაეცის.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღიპყრნა ჴელნი მისნი წინაშე უფლისა და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა ქედი აღიმართა,

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და იქცეოდა წინაშე მისსა გინებით სიზრქოჲთა საჭურველისა Page of ms. O: 164r  მისისაჲთა,

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაჰფარა პირი მისი ცმელსა თჳსსა და ქმნა საყელჱ მისი ბარკალ-სხჳლით.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
იქცეოდენ იგი ქალაქთა ოჴერთა და შევედინ სახლსა უმკჳდროთასა, და რაჲ-იგი განიმზადეს, სხუათა წარიღონ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
არცა განმდიდრდეს, არცა დაადგრეს ნაყოფი მისი, არა დაადგრეს ქუეყანასა ზედა აჩრდილი მისი,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
არცა განერეს ბნელსა, მცენარე მისი დააჭნვენ ხორშაკმან და დასცჳვენ ყუავილი მისი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ჰრწამნ, ვითარმედ დათმოს, რამეთუ ცუდი ცუდად გარდაექცეს მას.

Verse: 32_(31)   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკაფული მისი
Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
უწინარჱს ჟამისა განირყუნეს და მორჩი მისი არა განედლდეს.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოისთულონ იგი, ვითარცა კაწახი უჟამოდ, დასცჳვ(ენ) ვითარცა ყუავილი ზეთისხილისაჲ,

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ საწამებელი უღმრთოთაჲ სიკუდილი არს, ხოლო ცეცხლმან დაწუნეს სახლნი მოქრთამეთანი.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და მუცლად-იღენ სალმობაჲ, შეემთხჳენ მას ცუდი ცუდსა ზედა და მუცელმან მისმან შთაიკრიბოს ზაკუვაჲ.

Chapter: 16  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იობ და ჰრქუა: 2 მასმიეს ეგევითარი მრავალი, ნუგეშინის-მცემელნო უკეთურნო ყოველნო.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ რაჲ? ნუუკუე დაწესებულებაჲ რაჲ არს სიტყუათა შინა სულისათა? ანუ რაჲ შეგაურვა თქუენ, რამეთუ სიტყუას-მიგებთ?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მეცა თქუენ ზედა ვიტყოდი. უკუეთუმცა ამას შინა იყო [სული თქუენი] სულისა ჩემისა წილ,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერე ზედა Page of ms. O: 164v  მიგიჴმ[ნ]ე თქუენ სიტყჳთა და შევყარო თქუენ ზედა თავი ჩემი.

Verse: 6_(5)   Link to mcatLink to septLink to armat   
იყავნ ძალი პირსა ჩემსა და განძრვად ბაგეთა ჩემთა არა ვერიდო.

Verse: 7_(6)   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიტყოდი ღათუ, არა მელმოდის წყლულებაჲ ჩემი, და ღათუ ვდუმნე, რაჲ-მე უმცირჱს ვიწყლა?

Verse: 8_(7)   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ შრომა-მცა მე განცჳბრებულსა და დამპალსა; შემიცევ მე ...

Verse: 9_(8)   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგეს ჩემ ზედა სიცრუვენი ჩემნი, წინაშე პირისპირ კუალად მომიგო მე.

Verse: 10_(9)   Link to mcatLink to septLink to armat   
რისხვაჲ მოაწია და დამამჴუა მე და დაიღრჭინნა ჩემ ზედა კბილნი მისნი. ისარნი განსაცდელთანი ჩემ ზედა დამსჭუალნა,

Verse: 11_(10)   Link to mcatLink to septLink to armat   
ისრის პირნი მისნი თუალთა ჩემთა განმწონნა, მახჳლი მცა მუჴლთა ჩემთა, და ერთბამად მეწინეს მე.

Verse: 12_(11)   Link to mcatLink to septLink to armat   
მიმცა მე უფალმან ჴელთა ცრუჲსათა და უღმრთოთა შემაგდო მე.

Verse: 13_(12)   Link to mcatLink to septLink to armat   
მშჳდობასა შინა განმაქარვა მე; მიპყრნა თმანი ჩემნი და დამფხურნა მე და დამადგინა მე ვითარცა მსტუარი;

Verse: 14_(13)   Link to mcatLink to septLink to armat   
გარე-მომადგეს მე ლახუროსანნი და განმწონნეს თირკუმელთა ჩემთა; ურიდად დასთხიეს ქუეყანასა ზედა ნავღელი ჩემი;

Verse: 15_(14)   Link to mcatLink to septLink to armat   
დამცეს მე დაცემაჲ დაცემასა ზედა; მოარბიეს ჩემ ზედა მძლავრთა.

Verse: 16_(15)   Link to mcatLink to septLink to armat   
ძაძაჲ შემაკერეს ტყავსა ჩემსა, ხოლო ძალი ჩემი ქუეყანასა ზედა დაშრტა.

Verse: 17_(16)   Link to mcatLink to septLink to armat   
მუცელი ჩემი შეიწუების ტირილითა და Page of ms. O: 165r  წარბთა ჩემთა ზედა აჩრდილი სიკუდილისაჲ;

Verse: 18_(17)   Link to mcatLink to septLink to armat   
სიცრუვჱ არა იყო ჴელსა ჩემსა; ლოცვაჲ ჩემი წმიდა იყო.

Verse: 19_(18)   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანაო, ნუ დამფარავ სისხლთა ზედა ჴორცთა ჩემთასა, ნუცა იყოფინ ადგილი ღაღადებისა ჩემისაჲ.

Verse: 20_(19)   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ესერა ცათა შინა არს მოწამჱ ჩემი და რომელმან იცის ჩემი -- მაღალთა შინა.

Verse: 21_(20)   Link to mcatLink to septLink to armat   
მიიჩიენ ლოცვაჲ ჩემი უფლისა და წინაშე მისსა წუთოდედ თუალნი ჩემნი.

Verse: 22_(21)   Link to mcatLink to septLink to armat   
იყავნ მამხილებელ კაცისა წინაშე უფლისა და ძჱ კაცისაჲ -- მოყუსისა თჳსისა.

Verse: 23_(22)   Link to mcatLink to septLink to armat   
წელნი რიცხუთანი მოწევნულ არიან და გზასა მას, რომელსა არღარა მოქცევად ვარ, მივალ მე.

Chapter: 17  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვისპები მე სულითა მიმოტაცებულითა; ვევედრები დაფლვად და ვერ მივემთხუევი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიურვი და დავშურები და რაჲ-მე ვყო?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მიმტაცეს მონაგები ჩემი უცხოთა. ვინ არს ესე? ჴელი მომეცინ მე!

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გული მათი დამალეს გონიერებისაგან, ამისთჳს არა აღამაღლნე იგინი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ნაწილი მიუთხრას უკეთურებისაჲ, თუალნი მისნი ძეთა მისთა ზედა დაადგნეს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
დამდევ მე სასიტყუელად თესლებსა შოვრის და საცინელ მათდა ვიქმენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
დაბრმობილ არიან რისხვისაგან თუალნი ჩემნი, მოცვულ ვარ მე დიდძალად ყოველთა მიერ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უკჳრდა ჭეშმარიტთა ამათ ზედა და მართალი Page of ms. O: 165v  უშჯულოსა ზედა აღდეგინ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აქუნდინ მორწმუნესა გზაჲ თჳსი და წმიდამან ჴელითა მოიღენ ნუგეშინის-ცემაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ეგრე, არამედ ყოველნი ჰჴდებოდეთ და მოვედით, რამეთუ არა ვჰპოებ თქუენ თანა ჭეშმარიტებასა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დღენი ჩემნი წარჴდეს მყრალობასა შინა და განსთქდა აპკაჲ გულისა ჩემისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ღამჱ იგი დღედ დავდევ; ნათელი ახლოს არს პირსა წინაშე ბნელისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და-ღათუ-ვითმინო, ჯოჯოხეთივე არს სახლ ჩემდა, და წყუდიადსა შინა დარეცილ არს სარეცელი ჩემი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
სიკუდილსა ვხადე მამად ჩემდა და დედად [და დად] -- საძაგელებასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
სადა უკუე არს სასოებაჲ ჩემი? ანუ კეთილი ჩემი ოდეს-მე ვიხილო?

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ჩემ თანა ჯოჯოხეთა შთავიდენ, გინა თუ ერთბამად მიწად დავჰჴდეთ?

Chapter: 18  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა: 2 ვიდრემდე არა დასცხრები? დადუმენ, რათა ჩუენცა ვიტყოდით.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსა ვითარცა პირუტყუნი დადუმებულ ვართ შენ წინაშე?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და გიჴმევიეს შენ რისხვაჲ. აწ რაჲ? უკუეთუ შენ მოჰკუდე, უშჱნი დაშთესა ცასა ქუეშე, ანუ დაიქცენ მთანი საფუძვლითურთ?

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნათელი უღმრთოთაჲ დაშრტეს, ანუ არა შეემთხჳოს მათ ცეცხლი?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ნათელი მათი ბნელად გარდაიქცეს საყოფელსა მათსა, ხოლო ნათელი მათი დაშრტეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ ზედა წარიღეთ უმწემჱსთა ნაყოფი მისი, ცთომილ იყუნედ ზრახვანი მათნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 166r  შევრდომილ არს ფერჴი მათი საბრჴესა და მახესა წარეგრაგნნენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდენ საბრჴენი მის ზედა, განძლიერდედ მის ზედა წყურილნი.

Verse: 10   Link to septLink to armat   
დარწყულ არს ქუეყანასა ზედა საბელი მისი და შესაწყდობელი მისი ალაგთა ზედა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
გარემოადგენ მას სალმობანი, მრავალი საბრჴე მოიწიოს მის ზედა, მიეცეს იწროსა სიყმილსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
დაცემაჲ განმზადებულ არს მას ზედა განსაკჳრვებელი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
შეიჭამნედ წყჳლნი, განლიენ შუენიერებაჲ მისი სიკუდილმან.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განეშორენ საყოფელთა მისთა განკურნებაჲ, შეემთხჳენ მას ჭირი და ბრალი სამეუფოჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
დაიმკჳდროს საყოფელსა მისსა ღამემან, დაეთესნედ შუენიერნი წუნწუბითა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქუეშე-კერძო ძირნი მისნი განჴმენ და ზედა-კერძო ნაყოფი მისი დასცჳვეს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
საჴსენებელი მისი წარწყმდინ ქუეყანით და არა იყოს სახელი მისი პირსა წინაშე სხუათაგან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ეჭენენ მას ნათლისაგან ბნელად,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა იყოს საცნაურ ერსა შოვრის მისსა და არცა განჩინებულ ცასა ქუეშე სახლი მისი, არამედ მისთა მათ შინა ცხონდებოდიან უცხონი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
მის ზედა სულთ-ითქუმიდენ უკუანაჲსკნელ[ნი], ხოლო პირველთა მათ უკჳრდეს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ესენი არიან სახლნი ცრუთანი და ესე არს ადგილი მათი, რომელთა არა იციან უფალი.

Chapter: 19  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იობ და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე დააშთობთ სულსა ჩემსა და დამჴსნით მე სიტყჳთა?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ცანთ ხოლო, რამეთუ უფალმან Page of ms. O: 166v  მიყო მე ესრჱთ. ძჳრსა მიზრახავთ მე, და არა გრცხუენის ჩემდა და დამესხმით მე ზედა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰე, ნანდჳლვე მე შეცთომილ ვარ და ჩემ წინაშე იქცევის საცთური

Verse: 4a   Link to septLink to armat   
და ვიტყოდე სიტყუათა, რომელ არა ჯერ-იყო, და სიტყუანი ჩემნი სცთებიან და არა ჟამსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აცადეთ, რამეთუ ჩემ ზედა განსდიდნებით და ზედა-მომივალთ მე ყუედრებით.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გულისხმა-ყავთ. რამეთუ უფალი არს, რამეთუ ესე ესრჱთ ყო და ძნელოვანნი მისნი ჩემ ზედა აღამაღლნა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა ვიცინი ყუედრებასა თქუენსა და არა ვიტყოდი, ვღაღადებ და არავინაჲ არს საშჯელი ჩემი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
გარე მოზღუდვილ არს ჩემსა და ვერ გარდავალ, წინაშე პირსა ჩემსა ბნელი დადვა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და დიდებაჲ ჩემი განმძარცუა ჩემგან, მიმიღო გჳრგჳნი თავისაგან ჩემისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
დამარღჳა მე გარემოჲს და წარვჴედი, მოჰკუეთა ვითარცა ხჱ სასოებაჲ ჩემი,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბოროტად ჩემ ზედა რისხვაჲ მოაწია. შეურაცხიე მე ვითარცა მტერი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ერთბამად მოიწინეს განსაცდელნი მისნი ჩემ ზედა, გზათა ჩემთა გარემომიცვეს მე მზირთა ჩემთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ძმანი ჩემნი განმეშორნეს ჩემგან, იცნეს უცხოჲ ვიდრე-ღა მე. მეგობარნი ჩემნი უწყალო მექმნეს მე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
არად შემრაცხეს მე მახლობელთა ჩემთა და რომელთა იცოდეს სახელი ჩემი, დამივიწყეს მე

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მოძმეთა სახლისა ჩემისათა, მსახურთა ჩემთა, უცხო ვიყავ მე წინაშე მათსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მსახურსა ჩემსა უწოდე და არა ისმინა ჩემი. Page of ms. O: 167r  პირი ჩემი ევედრებოდა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვექენებოდე ცოლსა ჩემსა. მოვხადე ქენებით ძეთა ხარჭთა ჩემთასა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ უკუნისამდე განმაძეს მე. რაჟამს აღვდგი, ჩემთჳს ძჳრსა ზრახვიდიან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მომიძაგეს, რომელთა მიცოდეს მე, და რომელთა ვჰყუარობდ, ჩემ ზედა აღდგომილ არიან.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ტყავსა შინა ჩემსა დალპეს ჴორცნი ჩემნი და ძუალნი ჩემნი კბილთა შინა თქუენთა გქონან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს მდევნით მე ვითარცა-იგი უფალი და ჴორცთა ჩემთაგან ვერ განსძღებით?

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ მომცნეს მე დაწერად სიტყუანი ჩემნი და დადებად იგინი წიგნთა შინა უკუნისადმდე

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
საწერელითა რკინისაჲთა და ბრპენისაჲთა, გინა თუ კლდესა შინა გამოწერად?

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიცი, რამეთუ საუკუნჱ არს, რომელსა ჴსნაჲ ჩემი ეგულების, ქუეყანით

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდგინებად ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესე, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესე ჩემ ზედა,

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი მე თჳთ თავით ჩემით მიცნობიან, რომელნი თუალმან ჩემმან იხილა და არავინ სხუამან, ყოველნივე აღსრულებულ არიან წიაღთა ჩემთა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ სთქუათ, ვითარმედ: რასა-მე ვიტყოდით წინაშე მისსა? და ძირნი სიტყუათანი ჰპოვნე მას შინა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
გეშინოდენ თქუენცა დაფარულისა მისთჳს, რამეთუ გულის წყრომაჲ უღმრთოთა ზედა მოიწიოს და მაშინ ცნან, სადა არს მათი იგი სიმართლჱ.

Chapter: 20  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 167v  მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ეგრეთ ვჰგონებდ წინა-აღდგომასა შენსა და არა გულისხმა-გიყოფიეს უფროჲს თქუენ, ვითარცა-ესე მე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
სწავლაჲ კდემულებისა ჩემისაჲ ვისმინო და სულმან გულისხმის-ყოფისაგან მიუგოს მას.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ესე გიცნობიესა ამიერითგან და მიმართ, ვინაჲთგან შეიქმნა კაცი ქუეყანასა ზედა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სიხარული უღმრთოთაჲ დაცემა განსაკჳრვებელ და მხიარულებაჲ უშჯულოთაჲ წარწყმედა არს,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ მიიწიოს ზეცად მსხუერპლი მისი და შესაწირავი მისი ღრუბელთა მიეახლოს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ დამტკიცებულ არს, მაშინ სრულიად წარწყმდეს, ხოლო რომელთა იცოდეს იგი, თქუან, ვითარმედ: აწ სადა არს იგი?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა სიზმარი განფრინებული ვერ იპოვა, აღფრინდა ვითარცა საუცარი ღამისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
თუალმან იხილა და არღარა შესძინა და არცა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
შვილნი მისნი მოსრნენ უდარჱსთა და ჴელთა მისთა ცეცხლებრ შეიკრიბონ სალმობაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ძუალნი მისნი აღივსნენ სიჭაბუკითა მისითა და მის თანა მიწასა ზედა დაისხნენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ დატკბნეს პირსა მათსა უკეთურებაჲ, დაიფაროს იგი ქუეშე ენასა მისსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ჰრიდოს და არცა დაუტეოს იგი და შეკრიბოს იგი ქუეშე სასასა მისსა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერ უძლონ შეწევნად თავისა თჳსისა. Page of ms. O: 168r  ნავღელი ასპიტისაჲ მუცელსა მისსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმდიდრჱ სიცრუვით შეკრებული წარუთხიოს, სახლისა მისისაგან გამოიღოს იგი ანგელოზმან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
გულის წყრომამან ვეშაპთამან გამოწოვენ, მოკალნ იგი ენამან გუელისამან.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ იხილოს წუელაჲ მძოვართაჲ, ნუცა ნაყოფი თაფლისაჲ და ერბოჲსაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ცუდად და ამაოდ დაშურა სიმდიდრესა, რომლისაგან გემოჲ არა იხილოს, ვითარცა ხეკერი განუცოხნელი და შთაუთქამი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მრავალთა უძლურთა სახლნი დაარღჳნა, როჭიკი მისტაცა და არა მისცა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
არა არს განრინება მონაგებთა მისთა, გულის თქუმითა თჳსითა ვერ ცხონდეს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
იგი არცა არს ნეშტ საზრდელთა მისთა, ამისთჳს არა ყუაოდის კეტილი იგი მისი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდეს-ღა ჰგონებდეს დასრულებასა, მაშინ იჭირვოდის და ყოველივე ურვაჲ მის ზედა მოიწიოს. 23 უკუეთუ ვითარ გან-ოდენ-იძღოს მუცელი თჳსი, მოივლინენ მის ზედა გულის წყრომაჲ რისხვისაჲ. სწჳმდინ მას ზედა სალმობაჲ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერ განერეს ჴელსა მახჳლისასა, წყალნ იგი მშჳლდმან რვალისამან.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
განვედინ გულსა მისსა ისარი; ვარსკულავნი საყოფელთა მისთა იქცეოდედ; მოვიდედ მის ზედა შიშნი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველი ბნელი მის ზედა იყავნ; შეჭამენ იგი ცეცხლმან უშრეტმან; ბოროტი უყავნ მწირმან სახლსა მისსა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 168v  გამოაცხადენ ცამან უშჯულოებაჲ მისი. ქუეყანაჲ აღირაცხენ მის ზედა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
მიიზიდენ წარსაწყმედელმან სახლი მისი სრულიად, დღჱ რისხვისაჲ მოვედინ მის ზედა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ და მონაგები ნაყოფთა მისთაჲ ყოველთა მხედველისაგან.

Chapter: 21  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იობ და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ, ისმინეთ სიტყუათა ჩემთა, რაჲთა [არა] იყოს ესე თქუენ მიერ ჩემდა ნუგეშინის-ცემა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მაცადეთ მე და ვიტყოდი, უკუეთუ არა მეკიცხევდეთ მე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ რაჲ? კაცისა მიერ ნუ არსა მხილებაჲ ესე ჩემი? ანუ ვითარ არა განვრისხნე?

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მხედევდით მე და გიკჳრდინ, ჴელნი დაისხენით პირსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოვიჴსენო, ვიწრაფო, ეგრე ჰქონან ჴორცთა ჩემთა სალმობანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ რაჲსათჳს უღმრთონი ცხოველ არიან და დაძუელებულ არიან სიმდიდრესა ზედა?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
თესლი მათი ნებისაებრ მათისა, შვილნი მათნი წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
სახლნი მათნი სავსე არიან, შიში არავინაჲ არს მათა. ტანჯვაჲ უფლისა მიერ არა არს მათ შოვრის.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ფურმან მათმან არა მოაგდო, განერა მაკჱ იგი მათი და არა შეეცოდა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰგიან იგინი ვითარცა ცხოვარნი საუკუნენი და ყრმანი მათნი იმღერიან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
აღუღებიეს ებანი და ქნარი და იხარებენ ჴმითა სახიობისაჲთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღასრულნეს კეთილსა შინა Page of ms. O: 169r  დღენი მათნი და განსასუენებელსა ჯოჯოხეთისასა დაიძინეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქჳს უფალსა: გარე იქი ჩუენგან! გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ სარგებელ, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? ანუ რაჲ შესაძინელ, რამეთუ მივეგებვოდით მას?

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴელთა შინა მათთა იყო კეთილი იგი მათი და საქმეთა უღმრთოთასა იგი არა ჰხედავს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ხოლო ეგრე, არამედ უღმრთოთაცა სანთელი და-ვე-შრტეს და მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ და სალმობამან შეიპყრნეს იგინი რისხვისაგან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ იგინი ვითარცა ბზენი წინაშე ქარსა, ანუ ვითარცა მტუერი, რომელი აღიღის ნიავქარმან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაკლდეს ძეთა მისთა ნაყოფი მისი, მიაგოს მათ და ცნას.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილეს თუალთა მისთა კლვაჲ თჳსი და ღმრთისა მიერ ნუ განერებინ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ნებაჲ მისი სახლსა შინა მისსა იყო მის თანა და რიცხუნი დღეთა მისთანი განიყვნენ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ უკუე აწ არა-მე უფალი არსა, რომელმან ასწავის გულისხმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ? და იგი თავადი კაცი(ს)-მკლველთა განიკითხავს.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე მოკუდეს სიმტკიცითა უგნურებისა თჳსისაჲთა, რამეთუ ყოვლადვე ფუფუნეულ და წარმომართებულ იყო,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნაწლევნი მისნი სავსე იყვნეს ცრემლითა, ტჳნი მისი განფენილ იყო.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ესე აღესრულა სიმწარითა სულისაჲთა, არარაჲ ჭამა არცა ერთ რაჲ კეთილი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 169v  და ერთბამად მიწასა ზედა დაიძინეს და მყრალობამან იგინი დაფარნა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ-ესე გიცნი თქუენ, კადნიერად ზედა მომივალთ მე.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარმედ სთქუათ სამე, ვითარმედ: სადა არს სახლი იგი მთავრისა და სადა არს საყოფელი იგი უღმრთოთაჲ?

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხე-ღა თანა-წარმავალთა გზისათა და სასწაული იგი მათი არა უცხო იყოს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დღედ წარწყმედისა მიეცემის უკეთური იგი. დღედ რისხვისა მისისა მიიყვანენ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ-მე [მიუთხრას] წინაშე პირსა მისსა გზაჲ მისი და [რომელი] მან ქმნა, და ვინ-მე კუალად მოაგოს მას?

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და იგი თავადი საფლავად მიეცა და სამარესა შინა იღჳძებდა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
დასტკბნეს მას ღჳნჭანი ჴევისანი და შემდგომად მისა ყოველი კაცი მივიდეს და უწინარჱს მისსა ურიცხუნი.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ ნუგეშის-მცემთ მე ცუდსა ნუგეშინის-ცემასა? ხოლო დაცხრომაჲ თქუენგან არა არს.

Chapter: 22  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ არა-მე უფალი არს, რომელმან ასწავის გულისხმის-ყოფაჲ [და მეცნიერებაჲ]?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ-მე უკუე ხარკ უფლისა, შენ თუ იყავ საქმითა შენითა უბიწო? ანუ რაჲ სარგებელ, რამეთუ წრფელ იყავ გზათა შენთა?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ სიტყუაჲ-მე ყოს შენდა მიმართ და გამხილოს შენ და შენ თანა შევიდეს საშჯელად?

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ არა-მეა უკეთურებანი შენნი მრავალ არიან და ურიცხუ არიან ცოდვანი შენნი?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მო-სამე-იჴუთევდ ძმათა შენთა ცუდად, Page of ms. O: 170r  სამოსელი შიშუელთა მოუღე;

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
არცა წყალი წყურიელთა ასუ, არამედ მშიერთა მოუღე პური;

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
თუალთ-ვიეთმე-აღებდ პირთა მათთა და მსხემ ჰქმნენ ქუეყანისანი;

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ქურივნი განავლინენ ცალიერნი და ობოლთა ბოროტსა უყოფდ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე გარე-მოგადგეს შენ საბრჴენი და მოიწია შენ ზედა ბრძოლაჲ განსაკჳრვებელი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ნათელი შენი ბნელად გარდაგექცა და ძილსა შინა შენსა წყალმან დაგფარა შენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა, რომელი-იგი მაღალთა მსტოვარ არს, იგი ჰხედავს, და რომელნი-იგი გინებით იქცევიან, დაამდაბლნა?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
[და სთქუ]: რაჲ-მე ცნა ძლიერმან, ანუ წყუდიადითა სჯიდეს?

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ღრუბელი არს საფარველ მისა და ვერ იხილა ვინ, გარემოჲს ცათა ვიდოდის.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ალაგნი საუკუნენი დაიცვნე, რომელსა-იგი ვიდოდეს კაცნი მართალნი?

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელ-იგი შეიპყრნეს უჟამოდ? მდინარე-მოდინებულ საფუძველნი მათნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა თქუან: უფალმან რაჲ მიყოს ჩუენ? ანუ რაჲ მოაწიოს ჩუენ ზედა ყოვლისა მპყრობელმან?

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან აღავსნა სახლნი მათნი კეთილითა, ზრახვანი უღმრთოთანი შორს არიან მისგან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილეს მართალთა და განიცინნეს, ხოლო უბიწომან შეურაცხ-ყო,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განირყუნა ძალი მათი და ნეშტი მათი შეჭამა ცეცხლმან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
იქმენ-ღა ფიცხელ, უკუეთუ და-ვითარ-უთმო, გინა თუ Page of ms. O: 170v  ნაყოფი შენი იყოს კეთილთა შინა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოიხუენ პირისაგან მისისა სიტყუანი და დაიკრიბენ სიტყუანი მისნი გულსა შენსა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოიქცე და დაიმდაბლო თავი შენი წინაშე უფლისა, მაშინ განიშორენ საყოფელთაგან შენთა სიცრუვენი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
დაემტკიცე მიწასა ზედა კლდესა შინა, ვითარცა ჴევსა სოფირისასა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს შენდა შემწე ყოვლისა მპყრობელი მტერთაგან შენთა და წმიდაჲ მოგაგოს შენ ვეცხლი გამოჴურვებული.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და მაშინ განცხადებულებაჲ ჰპოვო წინაშე უფლისა და აღიხილნე თუალნი ზეცად მხიარულებით.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ილოცვიდე შენ რაჲ მისა მიმართ, ისმინოს შენი და მოგცნეს შენ კუალად-გებად ლოცვანი შენნი.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგაგოს შენ საყოფელი სიმართლისაჲ და გზათა შენთა შენ თანა იყოს ნათელი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაამდაბლე თავი და სთქუა: ამპარტავანებდა და მდაბალი იგი თუალითა აცხოვნოს,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
იჴსნას უბიწოჲ იგი და განერეს წმიდითა ჴელითა შენითა.

Chapter: 23  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იობ და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ესერა მე თჳთ უწყი, რამეთუ ჴელთა ჩემთაგან არს მხილებაჲ ჩემი. და ჴელი მისი მძიმე იქმნა ჩემ ზედა სულთ-თქუმით.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ-მე უკუე ცნას, ვითარმედ ვპოვო იგი და მოვიდე სრულიად?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ...

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
.. მითხრას მე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრავლითა ძალითა ზედა-მომიჴდეს მე და მერმე თქუმითა არა მიჴმიოს მე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მხილებაჲ Page of ms. O: 171r  მის მიერ არს, და გამოიღოს სრულიად საშჯელი ჩემი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მძღურად წარვიდე და არღარა ვარ, ხ̃ უკუანაჲსკნელი მისი ვინ იცის?

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მარცხენჱ მისი მოყო და ვერ დავემტკიცე, შემახოს მარჯუენჱ და ვერ ვიხილო.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იცნის მან გზანი ჩემნი და გამომარჩია მე ვითარცა ოქროჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდე მე მცნებითა მისითა, რამეთუ გზანი მისნი დავიმარხენ და არა გარდავაქციო,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ბრძანებათა მისთა არა გარდავჰჴდე, რამეთუ წიაღთა ჩემთა დავიფარენ სიტყუანი მისნი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მან თავადმან ესრჱთ საჯა, ვინ არს სიტყჳს-მგებელ მისა? და რაჲცა-იგი მას უნდა და ქმნა.

Verse: 14_(15)   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მისა მიმართ ვიწრაფე და სწავლასა შინა მისსა ვიზრუნე მისთჳს.

Verse: 15_(14)   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას ზედა პირისა მისისაგან [მოწრაფე] ვიყო, განვიცადო და შევზრუნდე მისგან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალმან მოაჩჩო გული ჩემი და ყოვლისა მპყრობელმან მოწრაფებაჲ მცა მე.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვჰგონებდ, ვითარმედ მომიჴდეს მე ბნელი და წინაშე პირსა ჩემსა დაფარა წყუდიადმან.

Chapter: 24  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს-მე უფალი დაავიწყდა ჟამთა?

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და უღმრთონი საზღვართა გარდაჰჴდეს, სამწყსოჲ მწყემსითურთ წარიტაცეს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და კარაული ობლისაჲ წარიბეს და ჴარი ქურივისაჲ დაიჴუთეს?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდადრიკნეს უძლურნი გზისაგან სიმართლისა და ერთბამად დაეფარნეს მშჳდნი ქუეყანისანი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იქმნნეს Page of ms. O: 171v  იგინი ვითარცა კანჯარი ველსა. ჩემთჳს გამოვიდეს მათნი იგი საქმენი. დასტკბნა მას პური ჭაბუკთა მიმართ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ყანაჲ უწინარჱს ჟამისა, რომელ არა მათი იყო, მოიმკეს. [უძლურნი] უღმრთოთა მათ ვენაჴსა უსასყიდლოდ იქმოდეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრავალნი შიშუელნი დააწვინნეს თჳნიერ სამოსლისა და საფარველი გუამისა მათისაჲ მოუღეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ცუარისაგან მთათასა დაილტვნენ და, რამეთუ არაჲ აქუნდა მათ საფარველად, კლდეთა შინა დაეყუდნეს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
წარიტაცნეს ობოლნი ძუძუთაგან და დავრდომილნი დაამდაბლნეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
შიშუელნი დააწვინნეს იგინი სიცრუვით, მშიერთა პური მოუღეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
იწროთა შინა უმზირდეს სიცრუით და გზაჲ [მართალთაჲ] არა იცოდეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი ქალაქთაგან და სახლთაგან გამოასხნეს, სულთა ყრმათა ჩჩჳლთამან სულთ-ითქუნეს დიდად

Verse: 13_(12)   Link to mcatLink to septLink to armat   
და თავადმან რაჲსათჳს ამათი მოხედვაჲ არა ყო?
Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანასა ვიდრე იყვნეს იგინი, [არა გულისხმა-ყვეს] და არა იცნნეს გზანი სიმართლისანი, არცა ალაგთა მისთა ვიდოდეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
იცნოდა საქმენი მათნი და მისცნა იგინი ბნელსა. და ღამე იყოს ვითარცა მპარავი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუალთა მრუშეთამან იხილოს ბნელი, თქუეს: არა მიხილოს მე თუალმან, რამეთუ საფარველი პირისაჲ დადვა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
დათხარა ღამე გუერდი სახლისა, დღისი დაჰბეჭდნეს თავთა თჳსთა, ვერ გულისჴმა-ყვეს [ნათელი],

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 172r  რამეთუ ერთბამად განთია(დ) მათ ზედა მოიწია აჩრდილი სიკუდილისაჲ ...

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
სულმცირჱ არს იგი წინაშე პირსა წყლისასა. წყეულ იყავნ ნაწილი მათი ქუეყანასა ზედა, გამოჩნდინ ნერგი მათი

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანასა ზედა განჴმელი, რამეთუ მჭელეული ობლისაჲ მისტაცეს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მოიჴსნნეს ცოდვანი მათნი და ვითარცა არმური ქარისაჲ უჩინო იქმნნეს. მოეგენ მათ, რაჲცა ქმნეს, შეიმუსრენ ყოველი ცრუჲ, ვითარცა ხჱ უკურნებელად,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ბერწსა მას არა კეთილი უყვეს და უცოლოჲ იგი არა შეიწყალეს.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
გულის წყრომით დაამჴუნა უძლურნი იგი, აღ-თუ-ღა-დგეს, ნუვე ჰრწამნ ცხოვრებაჲ თჳსი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და-რაჲ-სნეულდეს, ნუ ესავნ სიცოცხლესა, არამედ დაეცნეს სენითა,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მრავალთა ბოროტი უყო სიმაღლემან მისმან, და დაჭნა, ვითარცა მოლოქი სიცხესა და ვითარცა თავი ჴოვილისაჲ წუელისაგან, რომელი თჳთ დავარდის.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ [არა] ვინ-მე არს, რომელმან ჰრქუას, ვითარმედ: ნაცილად ვიტყოდე მე ამას, და დასხნეს ცუდად სიტყუანი ჩემნი?

Chapter: 25  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ-მე უკუე აწ წინაჲსწარ იგავ ანუ შიში მის მიერ სამე, რომელმან ქმნა ყოვლითურთ ყოველი მაღალთა შინა?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ვინ-მე ჰგონებნ, ვითარმედ დროება რაჲმე არს განსაცდელთაჲ? ვიეთ-ზედა-მე არა მოიწევის მზირი ეგევითარი მის მიერ?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 172v  ვითარმე უკუე-მე იყოს მართალ კაცი წინაშე უფლისა, ანუ ვინ-მე განიწმიდოს თავი თჳსი ნაშობმან დედათამან?

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მთოვარესა უბრძანოს და არა გამობრწყინდეს, ვარსკულავნი არავე წმიდა არიან მის წინაშე,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აცადე თუ კაცი ხენეში და ძჱ კაცისაჲ მატლი.

Chapter: 26  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო იობ და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვის კერძო ხარ, ანუ ვისა შეწევნაჲ გეგულების? არა-მეა, [რომელი] მრავლითა ძალითა და მკლავითა ძლიერ არს?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ვის აზრახო? არა-მეა რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნჱ? ანუ ვის-მე შეუდგე? არა-მეა რომლისა მიერ არს სიდიდჱ ძლიერებისაჲ?

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვის მიუთხრნე სიტყუანი? სული ეგე ვისი არს, რომელი გამოვალს შენგან?

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გმირთა მაჭენონ მე ქუეშე-კერძო წყალთა და მოძმეთა მისთა?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
შიშუელ არს ჯოჯოხეთი წინაშე მისსა და არა არს საფარველ წარსაწყმედელისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
განჰმარტის ბღუარი არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ არა-ვე-რასა ზედა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა და ვერ განსთქდეს ღრუბელნი ქუეშე მისსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელსა უპყრიეს პირი საყდრისაჲ და გარდაართხნის მას ზედა ღრუბელნი მისნი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ბრძანებითა მოამრგუალოს წინაშე პირსა წყლისასა აღსრულებადმდე ნათელი ბნელსა თანა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 173r  და სუეტნი ცათანი აღფრინდეს და განჰკრთეს შერისხვითა მისითა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ძალითა დააცხრვო ზღუაჲ და მეცნიერებითა მისითა დარეცილ არიან ღელვანი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და კლიტეთა ცისათა ეშინის მისა; ბრძანებითა მოაკუდინა ვეშაპი იგი განდგომილი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა ესე არს ნაწილი გზათა მისთაჲ და მერმე კუალად სიღრმჱ სიტყუათაჲ ვისმინო მას შინა, და ძალი იგი ქუხილისა მისისაჲ ვინ იცის, ოდეს სადა-მე ყოს?

Chapter: 27  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მერმე შესძინა იობ იგავით და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოველ არს უფალი, რომელმან ესრჱთ დამსაჯა, და ყოვლისა მპყრობელი, რომელმან განამწარა სული ჩემი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე საშუმინველი ესე ჩემ თანა-ღა იყოს და სული საღმრთოჲ, რომელ არს ცხჳრთა შინა ჩემთა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ იტყჳედ ბაგენი ჩემნი უშჯულოებასა, არცა სული ჩემი იტყოდის სიცრუვესა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ იყოფინ, ვითარმცა მართლად გამოგაჩინენ თქუენ ვიდრე სიკუდილიდმდე ჩემდა, რამეთუ არა განვიშორო უმანკოებაჲ ჩემი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმართლესა ვერჩდე და არა გარდავაქციო, რამეთუ არა შემიცნობიეს თავსა ჩემსა უშჯულოებაჲ საქმედ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ეგრე, არამედ დაღათუმცა იყვნეს მტერნი ჩემნი ვითარცა დაქცევაჲ უღმრთოთაჲ, და რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ვითარცა წარწყმედაჲ უშჯულოთაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჲ-მე არს სასოებაჲ უღმრთოთაჲ, რამეთუ გულ-/პყრობილ Page of ms. O: 173v  არს? ესვიდეს თუ უფალსა, გან-მე-ერესა?

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ვედრებაჲ მისი ისმინოს უფალმან? ანუ მო-ღა-უჴდეს მას ურვაჲ,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აქუნდესმე რაჲ კადრებაჲ წინაშე მისსა, გინა თუ ხადოდის რაჲ მას, ისმინოს მისი?

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ აწ გითხრა თქუენ, რაჲ-იგი ჴელსა შინა უფლისასა, და რაჲ-იგი არს ყოვლისა მპყრობელისა თანა, არა ვტყუვო.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა-ესერა ყოველთა იცით, რამეთუ ცუდად და ამაოდ ზედა-დამესხმით მე

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ და მოსაგებელი ძლიერთაჲ მოიწიოს ყოვლისა მპყრობელისა მიერ მათ ზედა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ განმრავლდენ ძენი მათნი, საკლავადვე მიეცნენ, გინა თუ განმწჳსნენ, პურის მთხოველვე იქმნნენ; ხოლო, რომელნი ცოცხალ-ღა იყვნენ, იგინი სიკუდილითა მოესრულნენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ქურივი მათი არავინ შეიწყალოს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ შეიკრიბოს ვითარცა მიწაჲ ვეცხლი და ვითარცა თიჴაჲ შეიკრიბოს ოქროჲ,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ყოველი მართალთა შეიკრიბონ და ფასი იგი მათი ჭეშმარიტთა დაიპყრან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იქმნა სახლი მისი ვითარცა მღილი და ვითარცა დედაზარდლი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მდიდარმან დაიძინა და არღარა შესძინოს, თუალნი მისნი აღიხილნა და არღარა არს,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შეემთხჳნეს ვითარცა წყალნი სალმობანი და ღამე წარიღო იგი არმურმან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიღოს იგი სიცხემან და წარიღოს Page of ms. O: 174r  და განაბნიოს იგი ადგილით თჳსით.

Verse: 22   Link to septLink to armat   
და დაესხას მათ ზედა და არა ერიდოს ჴელისაგან მისისა, სივლტოლით ივლტოდის.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიტყუელნეს მის ზედა ჴელნი მისნი და წარიღოს იგი ადგილით მისით.

Chapter: 28  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არს ადგილი ვეცხლისაჲ, ვინაჲ იქმნების იგი, და ადგილი ოქროჲსაჲ, ვინაჲ გამოვალს,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ რკინაჲ ქუეყანით იქმნების და რვალი ვითარცა ქვაჲ გამოიკუერვის.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
წესი დაუდვა ბნელსა და ყოველი დასასრული მან გამოიკითხოს: ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
განკუეთაჲ ჴევისაჲ მტუერისაგან, ხოლო რომელთა დაივიწყნეს გზანი მართალნი, მოუძლურდეს კაცთაგან.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანისაგან გამოვიდეს პური, ქუეშე მისსა იქცევის ვითარცა ცეცხლი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ადგილი საფირონისაჲ ქვანი მისნი და მიწად ოქროჲ მისი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ალაგნი მისნი არა იცნის მფრინველმან და არა იხილა იგი თუალმან ორბისამან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
არა დათრგუნეს იგი ძეთა ლაღთა, არა წარვლო ლომმან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
კლდისა მწუერვალთა ზედა განიპყრნა ჴელნი მისნი, დააქცინა საფუძველითგან მთანი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ძნელნი მდინარეთანი განხეთქნა, ყოველი პატიოსანი იხილა თუალმან მისმან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიღრმენი მდინარეთანი გამოაჩინნა და გამოაცხადა ძალი თჳსი ნათლად.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სიბრძნჱ ვინაჲ იპოვა, ანუ რომელი ადგილი არს Page of ms. O: 174v  მეცნიერებისაჲ?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
არა იცის კაცმან გზაჲ მისი, არცა იპოების კაცთა შოვრის.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
უფსკრულმან თქუა: არა არს ჩემ შოვრის; და ზღუამან თქუა: არა არს ჩემ თანა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
არა სცეს შეყენება მის წილ, ვერცა ესწორების მას ვეცხლი ნაცვალად მისა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ვერცა ესწორების მას ოქროჲ ოფაზისაჲ: ფრცხილი, ანთრაკი და საფირონი,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ვერცა ესწორების მას ოქროჲ და მანი და ნაცვალად მისა ჭურჭერი ოქროჲსაჲ,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
განსაცხრომელი და მდაბალი არა მოიჴსენოს, და მოიჴსენე სიბრძნე უფროჲს შინაგანისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ესწოროს მას ტპაზიონი ჰინდოეთისაჲ, ოქროჲსა თანა წმიდისა ვერ შეესწოროს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სიბრძნჱ ვინაჲ იპოვა, ანუ რაჲ ადგილი არს გულისხმის-ყოფისაჲ?

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
დაავიწყდა ყოველსა კაცსა და მფრინველთაგან ცისათა დაეფარა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
წარსაწყმედელმან და სიკუდილმან თქუეს, ვითარმედ: გუასმიეს მისი სიკეთჱ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალმან კეთილად დაამტკიცა გზაჲ მისი და მან თავადმან იცის ადგილი მისი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იგი ყოველსავე, რაჲ არს ცასა ქუეშე. ჰხედავს და იცის ყოველივე, რაოდენი ქმნა ქუეყანასა ზედა:

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ქართა სასწორი და წყალთა წყევი ოდეს ქმნა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრჱთ იხილა და განრაცხნა და გზაჲ განმარტებით ჴმითა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ იხილა და გამოთქუა იგი, განჰმზადა, გამოიკულია იგი და ჰრქუა კაცსა: Page of ms. O: 175r  აჰა-ესერა ღმრთის მსახურებაჲ არს სიბრძნჱ, ხოლო განშორებაჲ ბოროტისაგან არს მეცნიერებაჲ.

Chapter: 29  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მერმე კუალად შესძინა იობ და თქუა იგავით:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ-მე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა და დღეთა მათ, რომელთა მცვიდა უფალი?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდეს-იგი ბრწყინვიდა ნათელი მისი ზედა თავსა ჩემსა; ოდეს-იგი ნათლითა მისითა ვიდოდე ბნელსა შინა;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდეს-იგი ვიყავ დიდად შუებულ გზათა, ოდეს-იგი უფალი მოღუაწებასა ჰყოფდა სახლისა ჩემისასა;

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდეს-იგი ვიყავ სიმართლითა დიდად ფრიად და გარემოჲს ჩემსა მონანი ჩემნი;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდეს-იგი გამოდიოდა გზათა ჩემთა ერბოჲ და მთათა ჩემთა გამოეცემოდა სძჱ;

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს-იგი განვიდი ქალაქსა მსთუად, უბანთა ზედა დაიდგმოდეს სავარძელნი ჩემნი;

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მიხილეს მე ჭაბუკთა და დამემალნეს; მოხუცებულნი ყოველნი ზე აღმიდგიან;

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარნი დადუმნეს სიტყჳსაგან და ჴელი დაიდვეს პირთა მათთა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რომელთა ესმოდა ჩემი, მნატრიდეს მე და ენაჲ მათი სასათა მათსა აღექუა;

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ყურსა რომელსა ესმა, მნატრა, და თუალმან, რომელმან მიხილა, მიმრიდა;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განვარინე გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა და ობოლსა, რომელსა არა აქუნდა მწჱ, შევეწიე;

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
კურთხევაჲ წარწყმედულისაჲ ჩემ ზედა მოვიდოდა და პირი ქურივისაჲ Page of ms. O: 175v  მაკურთხევდა მე;

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმართლჱ შემემოსა და შევიმკვე სამართალი ვითარცა სამოსელი;

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
თუალი ვიყავ ბრმათაჲ და ფერჴი მკელობელთაჲ;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვიყავ მამაჲ უძლურთაჲ; საშჯელი, რომელი არა ვიცოდე, გამოვიძიე;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
შევმუსრენ შუვანი ცრუთანი და შოვრის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე;

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ვთქუ, ვითარმედ: ჰასაკი ჩემი დაბერდეს, ვითარცა ხჱ დანაკისკუდისაჲ მრავალ ჟამ ვცხონდე,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ძირნი განვირთხნე წყალთა ზედა და ცუარი იქცეოდის სამკალსა ჩემსა ზედა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
დიდებაჲ ჩემი ცუდ იქმნა ჩემ თანა და მშჳლდი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჩემი ესმოდა და მერჩდეს და დადუმნეს ზრახვასა ჩემსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიტყუათა ჩემთა ზედა არღარა შესძინეს და მხიარულ იქმნნიან, უკუეთუ სადამე ვეტყოდე მათ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი, რომელი მოელინ წჳმასა, ეგრეცა ესენი სიტყუათა ჩემთა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ განვიცინნი მათდა მიმართ, არა ჰრწამნ და ნათელი პირისა ჩემისაჲ არა დავარდებოდა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოვიძიენ გზანი მათნი და დავჯედ მთავრად და დამკჳდრებულ ვიყავ, ვითარცა მეფჱ შოვრის ახოვანთა, ვითარცა ვნებულთა ნუგეშინის-ვსცემდ.

Chapter: 30  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ესერა მეცინიან. უნაკლულევანესნი, აწ ესერა მასწავებენ ზოგს რასმე, რომელთანი შეურაცხ-მეყვნეს Page of ms. O: 176r  მამანი მათნი, რომელნი არა შემერაცხნეს სწორად ძაღლთა მძოვართა ჩემთაჲსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძალი იგი ჴელთა მათთა რავდენ არს ჩემდა? მათ ზედა წარწყმდა აღსასრული.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ნაკლულევანებასა და სიყმილსა შინა იყვნეს, რომელნი ივლტოდეს გუშინ ურწყულსა იწროებისაგან და უბადრუკებისა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი მდელოსა კრებდეს მთათა შინა, რომელთაჲ მხალი იყო საზრდელად მათა; უპატიონი და განქარვებულნი, ნაკლულევანნი ყოვლისაგან კეთილისა, რომელნი ძირსაცა ხეთასა იცოხნიდეს სიყმილისაგან დიდისა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ჩემ ზედა აღდგომილ არიან მპარავნი,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა(და) სახლნი მათნი იყვნეს ჴურელნი კლდეთანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
შოვრის საოხრელთა ღაღადებდეს, რომელნი ქარქუეტითა ველისაჲთა იზარდებოდეს;

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უგუნურთა შვილნი და უპატიოთა სახელი და რჩილებაჲ დაშრეტილი ქუეყანით.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ესერა ქნარი მათი მე ვარ, და მე სასიტყუელად ვაქუ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მომიძაგეს მე და განდგეს ჩემგან შორად და პ(ირ)სა წინაშე ჩემსა არა მერიდნეს ნერწყუვად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
აღახუნა კაბარჭთა მისთა და განმაბოროტა მე, და აღჳრნი ამასხნა პირსა ჩემსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მარჯუენით მცენარესა აღდგომილ არიან. ფერჴი მისი განირთხა და გზა-უყო ჩემდამო ალაგთა წარსაწყმედელთა მისთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
შეიმუსრნეს Page of ms. O: 176v  ალაგნი ჩემნი, განმძუარცა სამოსელი ჩემი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ისარნი მისნი დამასრინა მე და მიზამს მე, რაჲცა უნებს, სალმობათა შინა შებღალულ ვარ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
კუალად მომექცევიან მე სალმობანი ჩემნი. წარჴდა სასოებაჲ ჩემი ვითარცა ქარი და ვითარცა ღრუბელი ცხორებაჲ ჩემი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ჩემგან განვიდეს სული ჩემი. მოცემულ არიან ჩემდა დღენი სალმობისანი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ღამე ძუალნი ჩემნი შეიწუვიან და ძარღუნი ჩემნი დაჴსნილ არიან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
დიდითა ძალითა შებმა-უყო სამოსელსა ჩემსა; ვითარცა საყელჱ კუართისა ჩემისაჲ გარე-მომადგეს მე.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
შემრაცხეს მე სწორად თიჴისა, მიწასა თანა და ნაცარსა დადვა ნაწილი ჩემი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ვღაღადებ შენდამი და არა ისმენ ჩემსა. დადგეს და განმიცადეს მე

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ზედა-მომიჴდეს მე უწყალოდ; ჴელითა მტკიცითა მტანჯავ მე.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და განაწესენ ჩემ ზედა სალმობანი და განმაგდე მე ცხორებისაგან.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიცი, რამეთუ სიკუდილმან შემმუსროს მე, რამეთუ სახლ ყოვლისა მოკუდავისა მიწაჲ არს.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუმცა ვითარ ძალ-მედვა თავსა ჩემსა ჴელისა მიყოფაჲ გინა თუმცა ვის ვევედრე სხუასა და მიყო ესე!

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილე რაჲ კაცი ურვასა შინა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
მოველოდე კეთილსა და აჰა-ესერა შემემთხჳნეს მე დღენი ბოროტნი ...
Page of ms. O:  



Book: Reg.I_(Sam.I) 
წიგნი პირველი მეფეთაჲ

Chapter: 1 
თავი I


Verse: 1  Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო კაცი ერთი სოფელსა მას არმათემს სიფაჲსასა, მთათაგან ეფრემისთა და სახელი მისი ელკანა, ძჱ იერემელისი, ძისა ელისი, ძისა თოკჱსი, საზღვართა მათ ეფრემისთა.

Verse: 2  Link to mcat Link to septLink to armat   
და ესხნეს მას ორ ცოლ და სახელი ერქუა ერთსა მას ანნა და მეორესა მას - ფენნა. და ესხნეს ფენნას ყრმებ, ხოლო ანნას არა ესუა.

Verse: 3  Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიდის კაცი იგი წესთა მათ მსახურებისა მისისათა ქალაქით თჳსით არმათემით თაყუანის-ცემად ღმრთისა და მსხუერპლისა შეწირვად სელომს შინა. და მუნ იყო ელი და ორნი იგი ძენი მისნი, ოფნი და Page of ms. O: 1rb  ფინეს, მღდელნი იგი უფლისანი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მოვიდა ჟამი და დღჱ შეწირვისა მათისაჲ, შეწირა ელკანა და სცა ფენნას ნაწილებ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ანნას მისცა ერთი ნაწილი, რამეთუ არა ესუა მას შვილი; რამეთუ უყუარდა ელკანას ანნა უფროჲს ფენნაჲსა ამისთჳს, რამეთუ ბრძანა უფალმან დაჴშვაჲ საშოჲსა მისისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა ესუა მას შვილი და გულისსიტყჳთა გულისა მისისაჲთა იურვოდა ამისთჳს, რამეთუ ბრძანა უფალმან დაჴშვაჲ საშოჲსა მისისაჲ და არა მისცა მას შვილი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრჱთ ყვის წლითი წლად აღსლვასა მისსა ტაძარსა მას უფლისასა: წუხნ და ტირნ და არა ჭამნ პურსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ელკანა, ქმარმან მისმან: ანნა! და მან ჰრქუა: აქა, უფალო! ჰრქუა მას ელკანა: რაჲ, რამეთუ სტირ და არა ჰშჭამ და განმარისხებ? მე არა უმჯობეჱს ვარა შენდა ათისა შვილისა?

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ანნა შემდგომად პურისჭამისა მათისა სელომს შინა და წარდგა წინაშე უფლისა. და ელი, მღდელი უფლისაჲ, ჯდა საყდართა ზღურბლთა ზედა ტაძრისა მის უფლისათა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ანნა ურვითა გულისა მისისაჲთა ილოცვიდა უფლისა მიმართ ტირილით და იტყოდა:

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო ღმერთო, უკუეთუ ხილვით მომხედო მჴევალსა შენსა და მცე მკჳდრი მამაკაცი, განგიკუთნო იგი შენ წინაშე მსახურად აღთქუმისად დღედმდე სიკუდილისა მისისა, ღჳნოჲ და მთრვალობისაჲ გემოჲვე არა იხილოს და მახჳლი ვარსმირთაჲ არა აღვიდეს თავსა მისსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს განაგრძვო ანნა თაყუანის-ცემაჲ იგი Page of ms. O: 1vb  წინაშე უფლისა, და ელი მღდელი არა უტევებდა მას სიტყუად.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო იტყოდა იგი გულსა თჳსსა და ბაგენი მისნი ოდენ იძრვოდეს, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა. და შეესმა მისი უფალსა და ელის მთრვალობა ეგონა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ყრმამან ერთმან ელისმან: ვიდრემდე გთროდის? ხოლო წარვედ და მიჰრიდე პირისაგან უფლისა და განიქარვე ღვნოჲ ეგე შენგან!

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ანნა და ჰრქუა: არა ეგრჱთ არს, უფალო, არამედ მე დედაკაცი ვარ ურვილი გულითა, რამეთუ ღჳნისა და მთრვალობისა გემოჲვე არა მიხილავს, არამედ განვჰფენ წინაშე უფლისა ლოცვათა ჩემთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ ნუ ეგრე გგონიეს მჴევალი შენი, ვითარცა დედაკაცი ერთი ასულთაგანი სურსუტთაჲ (!), რამეთუ სიმრავლითა Page of ms. O: 2ra  ურვათა ჩემთაჲთა ვიტყოდი აქამომდე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ელი და ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე მშჳდობით და ღმერთმან ისრაჱლისამან მოგეცინ შენ ყოველი თხოვაჲ გულისა შენისაჲ, რაჲ ითხოვე მისგან.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ანნა: აწღა ვპოვე მადლი წინაშე შენსა მჴევალმან შენმან! და წარვიდა ანნა გზასა თჳსსა სიხარულით, ჭამა და სუა ქმრისა თჳსისა თანა, პირი მისი არღარა მწუხარე იყო.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
აღიმსთუეს განთიად თავყუანის-ცემად უფლისა და შეუდგეს გზასა თჳსსა არმათემს. და შევიდა ელკანა ცოლისა თჳსისა ანნაჲსა, რამეთუ მოიჴსენა იგი უფალმან.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სამოველ, რამეთუ თქუა: უფლისაგან ღმრთისა ძალთაჲსა ვითხოვე ესე.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიდა კაცი იგი ელკანა და ყოველი სახლი მისი შეწირვად მსხუერპლისა სელომს შინა წესთა მათ ჩუეულებისა მათისათა აღნათქუემთა თჳსთა და ყოველთა ათეულთა ქუეყანისა მისისათა შეწირვად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ანნა არა აღვიდა მის თანა, რამეთუ ჰრქუა ქმარსა თჳსსა, ვითარმედ: მე არა აღვიდე შენ თანა, ვიდრე განყენებადმდე ყრმისა ამის ძუძუჲსაგან და მაშინ წარვადგინო იგი წინაშე უფლისა და ჯდეს უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ელკანა: ეგრე ყავ, რაჲცა სათნო-გიჩს, ვიდრემდე განგეყენოს ეგე ძუძუსა, ხოლო აღასრულენ უფალმან ყოველივე თხოვაჲ შენი. და Page of ms. O: 2va  ჯდა დედაკაცი იგი და პოხდა ყრმასა მას, ვიდრე განყენებადმდე ძუძუჲსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მისა აღვიდა იგი სელომდ და თანა წარიბა მან ზუარაკი ერთი სმნიერი და პური და გრივი ერთი სამინდოჲ და მივიდეს ტაძარსა მას უფლისასა სელომდ და ყრმაჲცა იგი სამოველ მათ თანა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანეს წინაშე უფლისა და დაკლა მამამან მისმან ზუარაკი იგი და შეწირეს მსხუერპლი წესისაებრ პირველისა, რომელ შეწირიან წინაშე უფლისა, და წარუდგინეს ყრმაჲ იგი უფალსა, და რამეთუ დაკლა მამამან მისმან ზუარაკი იგი საჴსრად ყრმისა მისთჳს. და მიიყვანა დედამან მისმან ყრმაჲ იგი ელი მღდელისა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: გევედრები, უფალო, სულითა ცხოველო, მე ვარ დედაკაცი იგი, რომელი წარმოდგომილ ვიყავ შენ წინაშე შეწი\რვად Page of ms. O: 2vb  ლოცვათა ჩემთა წინაშე უფლისა

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ყრმისა ამისთჳს. და მომცა მე უფალმან თხოვაჲ იგი ჩემი, რომელი ვითხოვე მისგან.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და, აჰა, ესერა, დგეს წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა მსახურებად უფლისა, თაყუანის-ცემად უფალსა.



Chapter: 2  
თავი II


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ანნა: "განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიერ და აღმაღლდა რქაჲ ჩემი ღმრთისა მიერ ჩემისა, განავრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა!

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არაჲ ვინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო, და არაჲ ვინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, და არაჲ ვინ არს მართალ ღმრთისებრ!

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იქადით, ნუცა იტყჳთ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა! რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათაჲ უფალი და ღმერთმან განჰმზადნეს საქმენი თჳსნი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 3ra  მშჳლდები ძლიერთაჲ მოუძლურდა და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
შუებულთა პური მოაკლდა და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანაჲ, რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალმან მოაკუდინის და აცხოვნის; შთააგდის ჯოჯოხეთსა და აღმოიყვანის.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალმან დააგლახაკის, განამდიდრის, დაამდაბლის და აღამაღლის.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რაჲთა დასუას იგი ძლიერთა თანა, ძლიერთა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მოანიჭის თხოვაჲ მთხოველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი, რამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერებაჲ კაცისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალმან უძლურ ყვნის მჴდომნი თჳსნი, უფალი წმიდა არს! ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა, არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის გულისჴმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა ყოფად საშჯელი სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა. უფალი აღმაღლდა ცათა შინა და იქუხნა, თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა, მოსცეს ძალი მეფესა (!) ჩუენსა და აღამაღლოს უფალმან რქაჲ ცხებულისა თჳსისაჲ".

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაუტევეს ყრმაჲ იგი სამოველ სელომს წინაშე უფლისა და თაყუანის-სცეს უფალსა Page of ms. O: 3va  და წარვიდეს სახით თჳსა არმათემს, და ყრმაჲ იგი სამოველ აღორძნდებოდა და ჰმსახურებდა უფალსა წინაშე ელი მღდელისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი ელისნი, ნაშობნი უძღებნი და უშჯულონი, რომელთა არა გულისხმა-ყვეს შიში ღმრთისაჲ,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და არცა წესი იგი მღდელობისაჲ, წესი იგი შესაწირავთაჲ მათ ერისაჲ მღდელისაგან იყო შეწირვად. მაშინ მოვიდა ყრმაჲ ერთი მღდელისაჲ აღმოღებად ჴორცისა მის და ჴელთა აქუნდა ფუცხჳ სამპირი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჩაყვის იგი სიავსა, გინა ქოთანსა, გინა ქუაბსა და პირველად რაჲცა მიემთხჳის ფუცხუსა მას, იგიცა წარიღის მღდელისა მის. ესრე სახედ უყოფდეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მოვიდიან შეწირვად Page of ms. O: 3vb  მსხუერპლისა უფლისა მიმართ სელომდ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე არა უკუმევიედ ცმელი იგი წინაშე უფლისა, მოვიდის მსახური იგი მღდელისაჲ და ჰრქჳს კაცსა მას შემწირველსა, ვითარმედ: მომეც მე ჴორცი შესაწუავად მღდელისათჳს და არა მოვიღო მგბარი ქუაბთაგან.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქჳს კაცმან მან, რომელი მოსრულ არნ შეწირვად მსხუერპლისა: პირველად შე-ღა-ვწიროთ საკუმეველი და მსხუერპლი უფლისაჲ და მერმეღა მიიღე, რომელი გენებოს ყოველთაგან შესაწირავთა. ხოლო მან ჰრქჳს: არა, არამედ აწ მომეც მე, თუ არა, მოვიღო, რომელიცა მინდეს მე!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და განმრავლდა ცოდვაჲ იგი მსხუერპლთაჲ მათ წინაშე უფლისა Page of ms. O: 4ra  დიდად ფრიად, რამეთუ შეურაცხ-ჰყოფდეს მსხუერპლთა მათ უფლისათა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამოველ დგა წინაშე უფლისა და მოებლარდნა მას ევფუდი იგი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და დედამან მისმან უქსოვის მას ფრთეაკი მცირჱ სამისოჲ და მოართჳს იგი წლითი წლად, რაჟამს მოვიდიან იგინი ქმრითურთ სელომდ შეწირვად მსხუერპლისა დღესასწაულთა ჩუეულებისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აკურთხა ელი ელკანა და ცოლი მისი ანნაჲ და ჰრქუა მას: აღგიდგინენ შენ უფალმან ნათესავი სხუაჲ ცოლისაგან შენისა თანანადებთა წილ, რომელი მიეც შენ უფალსა! და წარვიდა ელკანა სახიდ თჳსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოხედა უფალმან ანნას და შვნა მან სხუაჲ სამ ძჱ და სამ ასულ. და ყრმაჲ იგი სამოელ აღორძინდებოდა და განბრძნდებოდა წინაშე უფლისა ფრიად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ელი მოხუცებულ იყო და ესმინ მას, რასა-იგი უყოფდეს ძენი მისნი ძეთა ისრაჱლისათა, [და რამეთუ წვებოდესცა ძენი იგი მისნი დედათა მათ თანა, რომელნი-იგი შემოვედრებულ იყვნეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა.]

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყჳნ მათ ელი: რაჲ არიან საქმენი ეგე თქუენნი, რომელი ესე მესმის მე დრტჳნვაჲ თქუენთჳს ერისა მისგან უფლისა?

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შვილნო! ნუ იქმთ მაგას, რამეთუ არა კეთილ არს სმენაჲ ესე, რომელი მესმის თქუენთჳს, რამეთუ განაგრილებთ გონებასა ამის ერისასა არა მსახურებად უფლისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
შეცოდებით თუ შესცოდოს კაცმან კაცსა, ლოცვით ილოცოს მისთჳს უფლისა ღმრთისა მიმართ, უკუეთუ უფალსა ღმერთსა შესცოდოს კაცმან, ვისა მიმართ ილოცონ მისთჳს? და იგინი არა ერჩდეს Page of ms. O: 4va  ჴამასა მამისა მათისასა, რამეთუ ნებით ენება უფალსა წარწყმედაჲ მათი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამოელ ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა წინაშე უფლისა და კაცთა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოივლინა კაცი ერთი ელისა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: განცხადებით განვეცხადე სახლსა მას მამისა შენისასა, ვიდრე იყვნესღა იგინი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, სახლსა მას ფარაოჲსსა, უღელსა მას ქუეშე მონებისასა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისაჲ ყოველთა მათგან ნათესავთა ისრაჱლისათა მღდელობად ჩემდა და აღსლვად საკურთხეველსა ჩემსა კუმევად საკუმეველთა და აღებად სამსახურებელთა ჩემთა წინაშე ჩემსა. და მივეც მე სახლსა მამისა შენისასა ყოველი შესაწირავი იგი ცეცხ\-ლისაჲ Page of ms. O: 4vb  მსხუერპლისაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათა საჭმლად.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ რად მიჰხედე საკურთხეველთა მათ ჩემთა და მსხუერპლთა ჩემთა ურიდითა თუალითა და ადიდენ ძენი შენნი უფროჲს ჩემსა დიდებად მათა ნაყოფითა მით მსხუერპლთა ჩემთაჲთა, რომელთა შემოსწირვიდეს ჩემდა ძენი ისრაჱლისანი?

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: მე ესრე ვთქუ, ვითარმედ: სახლი შენი და სახლი მამისა შენისაჲ ეგოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე. და აწ ესერა იტყჳს უფალი: ნუ იყოფინ, არა ეგრჱთ არს. არასადა ვყო ეგე, არამედ მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე და შეურაცხის-მყოფელნი ჩემნი შეურაცხ-ვყვნე.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა, ესერა, დღენი მოვლენან და მოვსპო ნათესავი შენი და ნათესავი იგი Page of ms. O: 5ra  სახლისა მამისა შენისაჲ ტაძრისაგან ჩემისა ყოველთაგან დღეთა ცხორებისა ჩემისათა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავადგინო მოღუაწებაჲ ძლიერი, რომელ ყოვლითურთ კეთილსა უყოფდეს სახლსა მას ისრაჱლისასა, და არღარა იყოს მოხუცებული შენი სახლსა შინა ჩემსა ყოველთა დღეთა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
არა მოვაკლო კაცი საკურთხეველისაგან ჩემისა თუალთ საჴდელად შენდა და განსაკაფელად თავისა შენისა და ყოველნი იგი ნეშტნი სახლისა მამისა შენისანი დაეცნენ მახჳლითა მტერთაჲთა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე სასწაული იყოს შენდა და ორთა მაგათ ძეთა ოფნის და ფინეზს ზედა, რამეთუ ერთსა დღესა შინა დაეცნენ პირითა მახჳლისაჲთა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვადგინო თავისა ჩემისა მღდელი სარწმუნოჲ, რომელმან აღასრულოს ყოველი ნებაჲ Page of ms. O: 5rb  გულისა ჩემისაჲ და აღუშენო მას ტაძარი სარწმუნოჲ და ვიდოდის იგი წინაშე ცხებულისა ჩემისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნი ნეშტნი სახლისა შენისანი მოვიდენ და თაყუანის-სცენ მას დანგისა ერთისა ვეცხლისათჳს და ჴუეზისა პურისა, ევედრებოდიან მას და ეტყოდიან: შემაგდე მე ადგილსა მღდელობისასა, რაჲთა შევჭამო პური სახლსა უფლისასა.



Chapter: 3  
თავი III


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
... რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ საძიებელ იყო მათ დღეთა შინა...

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მათ დღეთა შინა, ეძინა ელის ადგილსა ერთსა და იწყეს თუალთა მისთა დამძიმებად და ვერ ჰხედვიდა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და სანთელი იგი ღმრთისაჲ მუნმდე არა აღნთებულ იყო, და სამოელს ეძინა ტაძარსა მას უფლისასა, სადა-იგი დგა კიდობანი შჯულისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და უწოდა უფალმან სამოელს და ჰრქუა: Page of ms. O: 5va  სამოველ, სამოველ! და მიუგო სამოველ და ჰრქუა: აქა, უფალო.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მირბიოდა სამოელ ელისა და ჰრქუა: რაჲსათჳს მიწოდი მე? ჰრქუა მას ელი: არას გიწოდე შენ, მივედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და მივიდა და დაიძინა სამოელ ადგილსავე თჳსსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესძინა უფალმან წოდებად ყრმისა მის მეორედ და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! და განჰკრთა სამოველ და მირბიოდა ელისა და ჰრქუა: რაჲსათჳს მიწოდი მე? და ჰრქუა მას ელი: არას გიწოდი შენ, შვილო, მივედ დაიძინე ადგილსავე თჳსსა

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამოელ არა უწყოდა, ვითარმედ უფლისა რაჲმე განცხადებაჲ არს მისა მიმართ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესძინა უფალმან წოდებად სამოელისა მესამედ. და აღდგა სამოელ და მირბიოდა ელისა და ჰრქუა: აქა ვარ, Page of ms. O: 5vb  რაჲსა მიწოდე მე? და გულისხმა-ყო ელი, ვითარმედ უფალი უწოდის მას.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას: მივედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და უკუეთუ შესძინოს წოდებად შენდა, არქუ მას, ვითარმედ: ისმენს მონაჲ შენი, იტყოდე, უფალო. და წარვიდა სამოელ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა უფალი და დაადგა მას ზედა და ჰრქუა, ვითარცა-იგი პირველ: სამოელ, სამოელ! მიუგო სამოელ და ჰრქუა: იტყოდენ უფალი, რამეთუ ესმის მონასა შენსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან სამოელს: აჰა, ესერა, მე აღვასრულებ ყოველთა სიტყუათა ჩემთა ისრაჱლსა ზედა, ყოველთა, რომელთა ესმეს, უოხრიდენ ორნივე ყურნი მისნი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
დღესა მას, რომელსა აღვადგინო ელის ზედა ყოველი, რასაცა ვიტყოდი, და ყოველსა სახლსა მისსა ზედა დავდვა, და აღვას\რულო. Page of ms. O: 6ra 

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრა მას უშჯულოვებათათჳს ძეთა მისთაჲსა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს ძენი მისნი და არა განისწავლნა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მე არა ესრე აღუთქუ, ვითარმედ ულხინო უშჯულოვებათა სახლისა მის ელისთა მსხუერპლითა მით და საკუმეველითა უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა სამოელ მუნვე ვიდრე ცისკრადმდე და აღიმსთო განთიად და განახუნა კარნი იგი ტაძრისანი. და ვერ იკადრა სამოელ თხრობად ელისა ჩუენებაჲ იგი, რამეთუ ეშინოდა მისთჳს, რომელი იხილა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ელი სამოელს და ჰრქუა: შვილო! ხოლო მან ჰრქუა: აქა ვარ

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ელი: მითხარ მე სიტყუაჲ იგი, რომელი იყო შენდა მომართ ამას ღამესა და ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა! Page of ms. O: 6rb  ესე რაჲმე გიყავნ უფალმან და ესე დაგირთენ, უკუეთუ დამიმალო ერთიცა სიტყუაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ უთხრა მას ყოველი სამოელ, რომელსა ეტყოდა უფალი, და არაჲ დაუმალა არცა ერთი სიტყუაჲ. და თქუა ელი: აღასრულენ უფალმან ყოველივე, რაჲცა სათნო არს, რამეთუ იგი მხოლოჲ უფალ არს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და განძლიერდა სამოელ, და უფალი იყო მის თანა; და არა დავარდებოდა ქუეყანასა ზედა ყოველთაგან სიტყუათა მისთა არცა ერთი სიტყუაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან დანითგან ბერსაბედმდე, ვითარმედ სარწმუნო არს სამოელ წინაწარმეტყუელად უფლისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
აუწყა უფალმან სამოელს სელომს შინა, ოდეს გამოეცხადა უფალი სიტყჳსაებრ უფლისა. და სარწმუნო იყო სამოელ ყოველსა ზედა ისრაჱლსა კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა. და ელი მოხუცებული იყო ფრიად, და ძენი მისნი ვიდოდეს გზასა უშჯულოვებისასა წინაშე უფლისა.



Chapter: 4  
თავი IV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მათ დღეთა შინა, და შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაჱლისა და ისრაიტ Page of ms. O: 6va  ელნი განემზადნეს ბრძოლად, მოვიდეს და დაიბანაკეს აბენეზერს და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს აბეკს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიქმნა ბრძოლაჲ დიდი მათ შორის და ძლევასა მიეცა ისრაჱლი. და დასცეს ბრძოლასა შინა უცხოთესლთა მათ ვითარ ოთხას ოდენ მამაკაც.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და სხუაჲ ერი ისრაჱლისაჲ მეოტ იქმნა და შემოვიდეს ბანაკსა თჳსსა. და ზრახვა ყვეს ურთიერთას მოხუცებულთა ისრაჱლისათა: რაჲსთჳსმე განგუწირნა უფალმან დღეს უცხოთესლთა თანა? აწ მოვედით და მოვიღოთ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ სელომით და წარვიძღუანოთ იგი და ვსძლიოთ მტერთა ჩუენთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ წარმოიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ და რამეთუ დგეს კიდობანსა მას თანა ქერაბინნი; და ორნი Page of ms. O: 6vb  იგი ძენი ელისნი, ოფნი და ფინეზ, დამოვიდეს კიდობანსა მას თანა შჯულისასა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა შემოიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ ბანაკად, იხილეს ისრაიტელთა მათ, ღაღად-ყვეს ჴმითა დიდითა და ოხრიდა ქუეყანაჲ იგი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა რაჲ ესე უცხოთესლთა მათ, შეძრწუნდეს და იტყოდეს ურთიერთას: რაჲმე არს ჴმაჲ ესე ღაღადებისაჲ ბანაკსა მას ებრაელთასა? და ცნეს ყოველთა, ვითარმედ კიდობანი იგი შჯულისაჲ მოსრულ არს ბანაკად მათა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეეშინა ფრიად და იტყოდეს ურთიერთას: ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ღმერთი იგი მათი მოსრულ არს შემწედ მათა! და იტყოდეს: უფალო, განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მათა, რამეთუ არა იყო მათ შორის გუშინ და ძუღუან ჴმაჲ ესე საშინელი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ვაჲ ჩუენდა! ვინ განმარინნეს ჩუენ ჴელთაგან ღმრთისა ძლი\ Page of ms. O: 7ra  ერისათა? ესე იგი ღმერთი არს, რომელმან დასცა ქუეყანაჲ იგი ეგჳპტისაჲ, გუემა და უდაბნოჲ იგი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე იწყეს ნუგეშინისცემად ურთიერთას და თქუეს: განძლიერდით უცხოთესლნი ეგე და არა დავემორჩილნეთ ებრაელთა, ვითარცა იგინი ჩუენ გუმონებდეს, მჴნე იყვენით და ჰბრძოდეთ! და ნუგეშინის-იცეს უცხოთესლთა მათ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბრძოლა-ყვეს და სძლეს და ძლვასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათგან და ივლტოდა ისრაჱლი ბანაკად თჳსა; დაცემაჲ იგი იყო დიდ, დაეცა ისრაჱლისაგან ოცდაათიათასი კაცი განწყობილი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ, და ორნივე იგი ძენი ელისნი დაეცნეს მახჳლითა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ივლტოდა კაცი ერთი იემენელი წყო\ბისა Page of ms. O: 7rb  მისგან ბრძოლისა და მოვიდა სელომდ კუართდაპებული და მიწაგარდასხმული.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ელი მღდელი ჯდა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა და იხედვიდა გზად მიმართ, რამეთუ იურვოდა კიდობნისათჳს ღმრთისა. და კაცი იგი მო-ხოლო-იწია თხრობად ქალაქისა მის ჰამბავისა და უთხრობდა მოქალაქეთა მათ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა ელის ჴმაჲ იგი, ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: რაჲსა არს ჴმაჲ ეგე? და ამას ოდენ სიტყუასა მო-ხოლო-იწია მებავთე და უთხრა ყოველი, რაჲცა იქმნა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ელი მოხუცებულ იყო, რამეთუ იყო იგი ოთხმეოცდაათრვამეტის წლის და თუალნი მისნი დადგომილ იყვნეს და ვერ ჰხედვიდა. ჰკითხვიდა ელი კაცთა მათ და ჰრქუა: რაჲ არს ჴმაჲ ესე ამბოხისა ამის?

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას კაცმან მან: მე ვარ, რომელი მოსრულ ვარ Page of ms. O: 7va  ბანაკით ისრაიტელთაჲთ ოტებული. მიუგო ელი და ჰრქუა მას: და რაჲ იქმნა, შვილო?

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მან უთხრა მას და თქუა: ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათგან და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მბრძოლი და დაეცა სიკუდილითა მახჳლისაჲთა, და ორნივე ძენი შენნი მოკლნეს, და კიდობანი იგი შჯულისა სიწმიდისაჲ წარიღეს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ესმა ესე ელის კიდობნისა მის წარღებაჲ, ზეუკუნ იჭრა სავარძელთაგან და დაეცა ზღურბლთა ზედა მართლუკუნ და განიტეხა ზურგი და მოკუდა, მოხუცებულ იყო და დაბერებულ. და იგი იღუწიდა ისრაჱლსა ორმეოც წელ ოდენ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძის ცოლი მისი, ცოლი ფინეზისი, მიდგომილ იყო. ვითარცა ესმა Page of ms. O: 7vb  ჰამბავი ესე, ვითარმედ: კიდობანი წარიტყუენა და ქმარი მისი და მამამთილი მისი მომკუდარ იყვნეს, იწყო ტირილად და ტყებად და მყის აღუდგა მას შობაჲ, შვა და მოკუდა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს მას დედათა მათ, რომელნი თანა უდგეს: ნუ გეშინინ, რამეთუ შვილ ჰშევ!და მან არაჲ მიუგო, რამეთუ დასნეულებულ იყო.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და უწოდეს ყრმასა მას სახელი ვაჲბარიაქიბელ: კიდობანსა მას ზედა შჯულისასა და მამამთილსა და ქმარსა მისსა ზედა, რამეთუ მომკუდარ იყვნეს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყეს სიტყუად და თქუეს: მიღებულ არს ჩუენდა დიდებაჲ უფლისაგან.



Chapter: 5  
თავი V


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ წარიღეს კიდობანი იგი შჯულისა ღმრთისაჲ უცხოთესლთა მათ აბინეზერით აზოტდ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიღეს სახლსა მას დაგონისსა და დადგეს იგი მახლობელად დაგონსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიმსთუე\ს Page of ms. O: 8ra  აზოტელთა მათ და შევიდეს დაგონისა და იხილეს დაგონი, რამეთუ დაცემულ იყო პირდაქცევით ქუეყანასა ზედა წინაშე კიდობნისა მის უფლისა და აღადგინეს დაგონი და დადგეს ადგილსავე თჳსსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე ხვალისაგან იხილეს დაგონი დაცემული პირდაქცევით წინაშე კიდობნისა მის ღმრთისაჲსა და თავი დაგონისი და ორნივე ჴელნი და ბრჭალნი მისნი მორდომილ იყვნეს, გარნა გუამი ხოლო მისი დაშთომილ იყო ზღურბლთა ზედა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს მღდელთა მათ დაგონისთა და ყოველმან შემავალმან სახლსა მას დაგონისსა აზოტს შინა არა დადგის ფერჴი ზღურბლთა ზედა, არამედ ბიჯებით გარდააბიჯიან ვიდრე მოაქაჟამადმდე.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 8rb  და დამძიმდა ჴელი უფლისაჲ აზოტელთა მათ ზედა და გუემნა იგინი სენითა საგურკველისაჲთა და განამრავლა მათ ზედა თაგჳ და აღივსო სარწყულები მათი, ყანობირი მათი და უბანნი მათნი თაგჳთა და განმრავლდა სიკუდილი ქალაქსა მათსა ზედა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილეს რაჲ აზოტელთა მათ, რამეთუ ესე დღენი ედგნეს, იტყოდეს ურთიერთას და თქუეს: არა ჯერ არს ჩუენ შორის ყოფაჲ კიდობნისა ამის ღმრთისაჲ, რამეთუ განრისხნა ჩუენ ზედა და ღმერთსა ჩუენსა ზედა დაგონსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდეს მთავარსა მას უცხოთესლთასა აზოტელთა მათ და ჰრქუეს: რაჲმე ვყოთ კიდობანი ესე ღმრთისა მის ისრაჱლისაჲ? მიუგეს გეთელთა მათ და ჰრქუეს: მოგუეცით ჩუენ! და წარიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ გეთდ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა წარიღეს კიდობანი იგი გეთდ, იყო ჴელი უფლისაჲ ქალაქსა Page of ms. O: 8va  გეთელთა და განმრავლდა სიკუდილი მათ ზედა და გუემნა იგინი გუემითა მით სამჴედროვანებისაჲთა მცირითგან ვიდრე დიდადმდე მათა. და იქმნეს გეთელთა მათ თავისა მათისა საგურკველები ოქროჲსაჲ, რამეთუ განმრავლდა მათ ზედა თაგჳ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიღეს კიდობანი იგი ღმრთისა ისრაჱლისაჲ ასკალონდ და ვითარცა მიიღეს კიდობანი იგი, იტყოდეს ასკალონელნი იგი: რაჲსათჳს მოიღეთ კიდობანი იგი აქავე მოსასრველად ჩუენდა?



Chapter: 6  
თავი VI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგა კიდობანი იგი ღმრთისაჲ ქუეყანასა მას უცხოთესლთასა შჳდ თუე ოდენ და განმრავლდა ქუეყანასა მათსა თაგჳ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინეს უცხოთესლთა მათ და მოუწოდეს ქურუმთა და მისანთა და ჰრქუეს: რაჲმე ვყოთ კიდობანი ესე ღმრთისაჲ? მითხართ ჩუენ, რაჲთა მივიღოთ ეგე ადგილსავე თჳსსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მათ ჰრქუეს: უკუეთუ წარავლინებთ კიდობანსა მაგას უფლისა, ნუ წარიღებთ ეგრეთ, არამედ წარიღეთ მის თანა გუემისა თქუენისათჳს ნიჭად მისა და გილხინოს თქუენ. უკუეთუ არა აღიღოს ჴელი მისი დამძიმებული თქუენ ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 9ra  მიუგეს და ჰრქუეს: და რაჲ მივსცეთ კურნებისა ჩუენისათჳს? ხოლო მათ ჰრქუეს: შექმენით მსგავსად რიცხჳსა თქუენისა ხუთ-ხუთი საგურკველი ოქროჲსაჲ, რამეთუ ცოდვაჲ არს თქუენ თანა და შორის ერსა ამას თქუენსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ხუთი თაგჳ ოქროჲსაჲ მსგავსად თაგუთა მათ, რომელი განჰრყუნიდა ქუეყანასა თქუენსა და მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ისრაჱლისასა, რაჲთა განგაშოროს თქუენგან გუემაჲ იგი და აღიღოს ჴელი მისი ძლიერი თქუენ ზედა და ღმერთთა თქუენთა და ქუეყანისა თქუენისაგან.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲსათჳს განჰფიცხნებით, ვითარცა-იგი ეგჳპტელნი და ფარაო განფიცხნეს? და გუემნა იგინი გუემითა ამით სასტიკითა, და მაშინღა გამოუტევეს ერი იგი და წარვიდეს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 9rb  ხოლო აწ თქუენ ქმენით ურემი ახალი და შეაბენით ორნი დიაკეულნი პირმშონი და უმწყნი და ჴბონი მათნი დაიყენენით.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ დადგით ურემსა მას ზედა და ჭურჭელი იგი ოქროჲსაჲ თანაწარეცით და შთადევით იგი ტილოსა და დადევით გუერდით კერძო მისა და წარვიდეს და თქუენ უკუანა შეუდეგით.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილეთ, უკუეთუ წარვიდეს საზღვართა მისთა ბეთსამით კერძო, მაშა სცანთ, რამეთუ მას მოუვლინებიეს გუემაჲ ესე; უკუეთუ არა წარვიდეს, უწყოდეთ, რამეთუ ჴელი მისი არა გუავნებს ჩუენ, არამედ შემთხუევით რაჲმე შეგუემთხჳა ჩუენ სენი ესე.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ეგრე უცხოთესლთა მათ. და მოიბნეს დიაკეულნი იგი პირმშონი და უმწყნი და შეაბნეს Page of ms. O: 9va  იგინი ურემსა მას და ჴბონი მათნი შინა დააყენნეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადვეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ ურემსა მას ზედა და თაგუნი იგი ოქროჲსანი და საგურკველნი იგი და შთასხნეს იგინი ტილოსა და დადვეს გუერდით მისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდეს დიაკეულნი იგი გზასა მას ბეთსამით კერძო, მართლ გზასა მივიდოდეს და არა გარდააქციეს არცა მარჯულ, არცა მარცხლ, და მთავარნი იგი უცხოთესლთანი შეუდგეს უკუანა საზღვრადმდე ბეთსამისა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს ვინმე მუნ ბეთსამას, ვითარცა იხილეს მომკალთა მათ კიდობანი იგი ღმრთისაჲ, განიხარეს ფრიად და წინამიეგებვოდეს მას.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა ურემი იგი და დადგა ლოდსა მას თანა დიდსა და ურემი იგი დაკოდეს და დიაკეულნი დაკლნეს და Page of ms. O: 9vb  შეწირნეს მსხუერპლად უფლისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელთა მათ აღიღეს კიდობანი იგი უფლისაჲ და ტილოჲ იგი ჩაჴჳ და ჭურჭერი იგი ოქროჲსაჲ და დადგეს იგი ლოდსა მას ზედა დიდსა. და რომელნი ბეთსამის იყვნეს, შეწირეს მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მას დღესა შინა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ხუთნივე იგი მთავარნი უცხოთესლთანი ჰხედვიდეს და წარვიდეს ასკალონდ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და საგურკველნი იგი ოქროჲსანი, რომელ ექმნნეს უცხოთესლთა მათ ლხინებისა მათისათჳს უფლისა: ერთი აზოტელთა, ერთი გაზელთა, ერთი ასკალონელთა, ერთი აკარონელთა, ერთი გეთელთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა თაგუნი იგი ოქროჲსანი, მსგავსად რიცხჳსა მის ქალა\ქთაჲსა Page of ms. O: 10ra  _ ხუთთა მთავართა ქალაქთა განმარინებელთა (სიც), დაბადმდე ფერეზისა და ვიდრე ლოდადმდე დიდად, რომელსა ზედა დადგეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა, რომელი დადგა ყანასა მას ოსჱ ბეთსამელისასა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა ერთნეს ძენი იექონისნი კაცთა მათ ბეთსამელთა, რაჟამს იხილეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ. და დასცნა მათგანნი ღმერთმან ერგასის ათას სამეოცდაათი კაცი. და იწყეს გლოვად ერმან მან, რამეთუ დასცნა იგინი უფალმან გუემითა დიდითა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუეს კაცთა მათ ბეთსამელთა: ვინმე შემძლებელ არს დადგომად წინაშე პირსა უფლისასა, წმიდისა? ანუ ვისა მიიქცეს კიდობანი ესე უფლისაჲ?

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინნეს მოციქულნი კარი(

Verse: 10rb)atimd   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიჰრქუეს მათა სიტყუაჲ, ვითარმედ: აქავე მოიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ უცხოთესლთა მათ. აწ მოვედით და წარიღეთ თქუენდა.



Chapter: 7  
თავი VII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიღეს კარიათიმელთა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და შეიღეს იგი სახლსა მას ამინადაბისსა, რომელი შჱნებულ იყო ბორცუსა მას ზედა. და გამოირჩიეს ძჱ მისი, ელიაზარ, და დაადგინეს მცველად კიდობანსა მას უფლისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვინაჲთგან შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ კარიათიმდ, განმრავლდეს ჟამნი და დაყო ვითარ ოცი წელი და მოიქცა ისრაჱლი უფლისა მას დღესა შინა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა სამოელ ყოველსა ისრაჱლსა: უკუეთუ მოიქცეთ უფლისა ყოვლითა გულითა თქუენითა და განიშოროთ კერპთმსახურებაჲ და ჰმონებდეთ უფალსა ღმერთსა, მან გიჴსნნეს თქუენ Page of ms. O: 10va  ჴელთაგან უცხოთესლთაჲსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისმინეს სიტყუაჲ იგი ძეთა ისრაჱლისათა და განაგდეს ბალიმი და სერტყები და კერპი იგი ასტაროთისაჲ და ჰმონებდეს უფალსა ღმერთსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ სამოელ: შეკერბინ ყოველი ერი ისრაჱლისაჲ მასეფათდ და ვილოცოთ თქუენთჳს უფლისა მიმართ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემოკრბეს ყოველი ერი მასეფათდ და მოიღეს წყალი და მოაპკურეს ქუეყანასა წინაშე უფლისა და იმარხეს მას დღესა შინა და თქუეს: ვცოდეთ წინაშე უფლისა, რამეთუ შჯიდა სამოელ მასეფათს ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა უცხოთესლთა მათ, რამეთუ შეკრბეს მასეფათს ძენი ისრაჱლისანი და შეკრბეს უცხოთესლნიცა იგი და მოვიდეს Page of ms. O: 10va  ისრაჱლისა. ესმა ესე ძეთა მათ ისრაჱლისათა, შეეშინა ფრიად.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს სამოელს: ნუ დასცხრები ლოცვასა უფლისა მიმართ ჩუენთჳს, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ ჴელთაგან უცხოთესლთაჲსა. და თქუა სამოელ: არა დავსცხრები ლოცვასა უფლისა მიმართ თქუენთჳს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიქუა სამოელ კრავი ერთი მწოვარი და შეწირა მსხუერპლად წინაშე უფლისა ყოვლისათჳს ერისა ისრაჱლისა. და ისმინა Page of ms. O: 4r  უფალმან თხოვაჲ იგი სამოელისი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე შესწირვიდა სამოელ მსხუერპლსა მას, უცხოთესლნი იგი მო-ხოლო-ვიდეს განმზადებულნი ბრძოლად ისრაჱლისა. და ქუხდა უფალი უცხოთ(

Verse: 11ra)eslta   Link to mcat Link to septLink to armat   
მათ ზედა ჴმითა კრჩხიალებისაჲთა. და შეძრწუნდეს და ძლევასა მიეცნეს წინაშე ისრაიტელთა მათ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ისრაიტელნი იგი მასეფათით და დევნა-უყვეს და ეწინეს და მოსრნეს უცხოთესლნი იგი და ნეშტი იგი მეოტად წარიქციეს ბეთოროდმდე.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო სამოელ ლოდი ერთი და აღმართა იგი შორის მასეფათსა და შორის განსაწყობელსა მას და უწოდა სახელი აბენეზერ, რომელ არს თარგმანებით ლოდი შეწევნისაჲ, რამეთუ თქუა, ვითარმედ: აქამდე შეგუეწია ჩუენ უფალი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაამდაბლნა უცხოთესლნი იგი და არღარა შესძინეს ზედამისლვად Page of ms. O: 11rb  ისრაჱლისა. და იყო ჴელი უფლისაჲ უცხოთესლთა მათ ზედა ყოველთა დღეთა სამოელისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუმოიღეს ქალაქები იგი, რომელ დაეყარა უცხოთესლთა მათ ძეთაგან ისრაჱლისათა - ასკალონითგან ვიდრე გეთადმდე, და დაიპყრეს საზღვარი იგი ისრაჱლისაჲ ჴელთაგან უცხოთესლთაჲსა. და იყო მშჳდობაჲ შორის ისრაჱლსა და ამორეველთა მათ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და შჯიდა სამოელ ისრაჱლსა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდის სამოელ წლითი-წლად და გარემოადგის ბეთელსა და გალგალასა და მასეფათსა და შჯიდა სამოელ ყოველთა ადგილთა წმიდათა ისრაჱლისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდის იგი არმათემდვე, რამეთუ საყოფელი მისი მუნ იყო და მუნ Page of ms. O: 11va  განიკითხავნ ისრაჱლსა. და აღაშენა მუნ სამოელ საკურთხეველი უფლისა ღმრთისაჲ.



Chapter: 8  
თავი VIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რაჟამს დაბერდა სამოელ, დაადგინნა ძენი მისნი მსაჯულად ისრაჱლსა ზედა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე სახელები არს ძეთა მისთაჲ: პირმშოჲ მისი - იოელ, შემდგომი მისი - აბირონ, მსაჯულნი ბერსაბჱსნი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ვიდოდეს ძენი იგი მისნი გზათა მისთა, არამედ შეუდგეს იგინი ანგაჰრებასა, მიიღებდეს ქრთამსა და სამართალი არა ყვიან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი და მოვიდეს სამოელისა არმათემდ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს მას: შენ ესერა დაბერებულ ხარ და ძენი შენნი არა ვლენან გზათა Page of ms. O: 11vb  შენთა. აწ მომეც ჩუენ მეფჱ, რაჲთა შჯიდეს სამართალსა, ვითარცა სხუათა ნათესავთაჲ არს

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეუძნდა სიტყუაჲ ესე სამოელს, რამეთუ ჰრქუეს მას, ვითარმედ: მოგუეც მეფეჱ, რომელი წინაგჳძღოდის. და ილოცვიდა სამოელ უფლისა მიმართ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და უფალმან ჰრქუა მას: ისმინე სიტყუაჲ ერისა მაგის, რამეთუ შენ რაჲმე არა შეურაცხ-გყვეს, ოდეს იყავ მათ ზედა მეფედ,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა ზედა საქმეთა თჳსთა, ვინაჲთგან მოვიყვანენით იგინი ეგჳპტით ვიდრე დღენდელად დღედმდე; რამეთუ დამიტევეს მე და ჰმსახურებდეს კერპთა უცხოთა, ეგრეცა შენ გიყვეს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ შენ ისმინე მათი და აღთქუმაჲ Page of ms. O: 12ra  დადევ მათ შორის და უთხარ წესი და სამართალი სამეფოჲ, რომელი მეფობდეს მაგათ ზედა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრა სამოელ ყოველი იგი სიტყუაჲ ღმრთისაჲ ერსა მას, რომელნი ითხოვდეს მისგან მეფესა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: ესე წესი არს მეფისაჲ, რომელი მეფობდეს მათ ზედა: მიგითხოვნეს შვილნი თქუენნი და ყვნეს მჴედრებად და დრომელნიმე მეეტლედ და წინამცორვალად,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნიმე დაადგინნეს ათასისთავად, მჴნველად და მომკალად, ვენაჴისმოქმედად და მეზუარედ. და ყვნეს მათგანნი რომელნიმე ჯაჭჳსმოქმედად და საჭურველის.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ასულნი თქუენნი მი\გიხუნეს Page of ms. O: 12rb  და ყვნეს საცხებელისმგბოლველ და მექოთნედ და მეპურედ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიგიღოს ყანები და ვენაჴები თქუენი და ზეთისხილები კეთილ-კეთილი და ნაყოფიერი, და მისცეს იგი მონათა თჳსთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნაყოფისაგანი ყანათა და ვენაჴთა თქუენთაჲ ათეული მიიღოს მისთა საჭურისთათჳს და მონათა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მონანი და მჴევალნი, მროწეულნი და კაჰრაულნი და ჴარნი თქუენნი მიგიხუნეს და დაადგინნეს საქმესა მას სამეფოსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და საცხოვართა თქუენთა ათეული მიიღოს და იყვნეთ თქუენ მისა მონად და მსახურად.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰღაღადებდეთ მეფისა მის და არა ისმინოს თქუენი უფალმან, რამეთუ თქუენ თჳთ გამო\ირჩიეთ Page of ms. O: 12va  მეფე.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა უნდა ერსა მას სმენად სიტყუაჲ იგი სამოელისი. მაშინ ჰრქუეს მას: არა ეგრჱთ არს, არამედ დაადგინე ჩუენ ზედა მეფჱ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მორჩილ ვიყვნეთ მისა, ვითარცა სხუანი ნათესავნი, და განგჳკითხვიდეს ჩუენ და ჰბრძოდის მტერთა ჩუენთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ისმინა სამოელ სიტყუაჲ იგი მათი და უთხრა ყოველი უფალსა ღმერთსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან სამოელს: ისმინე მათი და დაადგინე მათ ზედა მეფჱ, მეფობდეს მათ ზედა. და გამოვიდა სამოელ და უბრძანა ერსა მას: წარვედით თქუენ თჳსა ქალაქად.



Chapter: 9  
თავი IX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მუნ კაცი ერთი ნათესავისაგან ბენიამენისა და სახელი მისი კისი, ძე აქიელისი, ძისა საბიგასი, ძისა ბაქესი, ძისა აფეკისი, კაცისა იემენელისი. და იყო კაცი იგი ძლიერი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესვა მას ძე, სახელი მისი საულ, და იყო იგი ჰასაკითა დიდ და ქმნულკეთილი. და არავინ იყო უმაღლეს მისა ასაკითა ისრაჱლსა შორის, რამეთუ მჴრითგან უმაღლეს იყო ყოველსა კაცსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარუწყმდეს მამასა მისსა კარაულნი და ჰრქუა კისი ძესა თჳსსა საულს: წარიყვანე შენ თანა ყრმა ერთი, წარვედით და მოიძიენით კარაულნი იგი! და წარვიდეს და გარდავლეს მთა ეფრემისი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვლეს მთანი საირისნი და ვერა პოვნეს, და მოვლეს ყოველი ქუეყანა სალიმისნი და არა პოვნეს; და მოვიდეს ქუეყანასა იემინელთასა და არცა მუნ პოვეს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ მოვიდეს სიფასა, ჰრქუა საულ ყრმასა მას: გვალე და მივიქცეთ ჩუენდავე მამისა ჩუენისა, ნუუკუე დაეტეოს ზრუნვა ვირთა მათ და იურვოდის იგი ჩუენთჳს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ყრმამან მან და ჰრქუა: მესმა მე, ვითარმედ კაცი არს აქა ღმრთისა, ქალაქსა მას, პატიოსანი და დიდებული, და რაჲცა თქჳს, ყოველივე აღესრულის. აწ მივიდეთ მისა,რაჲთა ვკითხოთ, თუ რომელსა კერძოსა უმჯობეს არს, და წარვიდეთ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულ ყრმასა მას და ჰრქუა: მისლვით მივიდეთ, გარნა რაჲ მივართუათ კაცსა მას ღმრთისასა? რამეთუ პურიცა მოკლებულ არს საგზლისაგან ჩუენისა და ამისა უფროს არა გუაქუს, რასა-ეგე ხედავ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეორედ ყრმამან მან და ჰრქუა საულს: არს აქა ჩემ თანა მეოთხე ნაწილი სასწორი ვეცხლისა, იგი მიიღე და მიეც კაცსა მას ღმრთისასა, რათა გჳთხრას ჩუენ გზა იგი ჩუენი, რომელსა ვიდოდით.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ (7) წინათ ქუეყანასა მას ისრაჱლისასა ესრეთ იტყჳედ კაცისა მისთჳს ღმრთისასა, რომელნი შევიდიან კითხვად მისა უფლისა მიერ: მივედით კაცისა მის, რომელი მხილველი არს, რამეთუ წინასწარმეტყუელსა მათ ჟამთა მხილველ უწოდიან.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა საულ ყრმასა მას: კეთილ, გვალე, მივიდეთ! და მივიდოდეს ქალაქსა მას, სადა-იგი იყო კაცი ღმრთისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მიიწინეს იგინი შესავალსა ქალაქისასა, შეემთხჳა მათ ქალები, რომელი შეემთხჳა მათ ქალები, რომელი გამოვიდოდა ვსებად წყლისა, და ჰრქუეს მათ: აქამე არსა მხილველი იგი?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგეს ქალთა მათ და ჰრქუეს: აწღა თქუენსა წინა შემოვიდა ქალაქად, რამეთუ შეწირვად მოსრული არს მსხუერპლისა ბამას.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ოდეს შეხჳდეთ ქალაქად, ჰპოვოთ იგი ესრჱთ და ერი კრებულად, რამეთუ მას ელიან და არა ჭამონ პური, ვიდრე არა მან შეწირნეს მსხუერპლნი იგი უფლისა, და მაშინღა ჭამონ პური. და აწ თქუენ ადრე აღვედით და ჰპოვოთ იგი Page of ms. O: 13vb  ქალაქსა მას შინა, რამეთუ დღეს ამისათჳს მოსრულ არს მსხუერპლისა შეწირვად.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა შევიდეს იგინი შაშუვალ ქალაქსა მას, შეემთხჳა მათ სამოელ, რამეთუ შევიდოდა იგი ბამად.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გამოუცხადა ღმერთმან სამოელს დღით ერთით წინა, ვიდრე საულ არღა შემთხუეულ იყო, და ჰრქუა მას უფალმან:

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ხვალე ამას ჟამსა მოვავლინო შენდა კაცი ქუეყანისა მისგან ბენიამენისა და სცხე მას მეფედ ერსა მას ჩემსა ზედა ისრაჱლსა და მან იჴსნეს ერი იგი ჩემი ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთაჲსა, რამეთუ მოვხედო სიმდაბლესა ზედა ერისა ჩემისასა, რამეთუ მოვიდა ჩემდა ღაღადებაჲ იგი Page of ms. O: 14ra  მათი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამოელ ვითარცა იხილა საული, ჰრქუა მას უფალმან: ესე არს კაცი იგი, რომლისათჳს გარქუ შენ, ესე მეფობდეს ერსა ჩემსა ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ სამოელს: მითხარ მე სახელი მხილველისაჲ მის.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სამოელ და ჰრქუა: მე თავადი ვარ, არამედ აღვედ შენ ჩემსა წინა ბამად და ჭამე ჩემ თანა დღეს პური და ხვალე წარგავლინო შენ და გითხრა ყოველივე ნებაჲ გულისა შენისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ვირთა მათთჳს ნურას იურვი, რამეთუ დღეს სამი დღე არს, ვინაჲთგან უპოვნიან ვირნი იგი. ამიერითგან კეთილსა ზრახევდ, რამეთუ ვისამე არს სიხარული Page of ms. O: 14rb  დღეს ისრაჱლსა შორის, ვითარ შენდა და სახლისათჳს მამისა შენისა? აწ აღვედ ჩემ წინა ბამად.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულ და ჰრქუა: არა მე ძჱ კაცისა იემენელისაჲ ვარა, უმრწემჱსი ნათესავთა შორის ისრაჱლისათა, და ტოჰმი იგი ჩემი უმცირჱს ყოველსა შორის ტოჰმსა ბენიამენისსა? აწ რად მარქუ მე, უფალო, სიტყუაჲ ეგე?

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანა საულ სამოელ და ყრმაჲ იგი, რომელი იყო მის თანა, შეიყვანნა იგინი ვანად თჳსა და უბრძანა მას დაჯდომაჲ სამეოცდაათისა მეინაჴისა ზემო კერძო.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მზარაულსა მას: მომართუ მე ნაწილი იგი, რომელ მიგეც დამარხვად

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მზარაულმან მან მოართუა ბარკალი ერთი კუთითურთ Page of ms. O: 14va  და ჰრქუა სამოელ საულს: აჰა, ესერა, ესე საწამებელ არს შენდა წინაშე ყოვლისა ერისა მაგის! და მოიღო იგი საულ და შეჭამა სამოელითურთ მას დღესა შინა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარდამოვიდეს ბამაჲთ ქალაქად ბენიამენისა და დაუდგეს სარეცელი ერდოსა ზედა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწვა. და ვითარ ცისკარი განეღებოდა, გარდამოუწოდა სამოელ საულს მიერ ერდოჲთ და ჰრქუა: აღდეგ და გარდამოჴედ და წარგავლინო შენ! და აღდგა საულ და გამოვიდეს ორნივე გარეშე ქალაქსა მას.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს დასასრულსა ქალაქისასა, ჰრქუა სამოელ საულს: არქუ ჭაბუკსა მაგას და წარგჳძღუეს ჩუენ წინა და შენ ფერჴი Page of ms. O: 14vb  დაიპყარ და ისმინე ბრძანებაჲ უფლისაჲ. და ჰრქუა საულ ყრმასა მას: წარვედ შენ წინა!



Chapter: 10  
თავი X


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა წარვიდა ყრმაჲ იგი, მოიღო სამოელ რქაჲ იგი საცხებელისაჲ და დაასხა თავსა ზედა მისსა და ამბორს-უყო მას და ჰრქუა: გცხო შენ უფალმან მეფედ ერსა მას თჳსსა ზედა ისრაჱლსა და შენ უძღოდე ერსა მას უფლისასა და იჴსნნე იგინი ჴელთაგან მტერთა მათთაჲსა! და ესე სასწაული იყოს შენდა, რამეთუ გცხო შენ უფალმან ღმერთმან შენმან და დაგადგინა შენ სამკჳდრებელსა თჳსსა ზედა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე სასწაული იყოს შენდა: ვითარცა წარხჳდე დღეს ჩემგან, შეგემთხჳნენ მუნ ორნი კაცნი საფლავსა მას თანა \რაქელისსა, Page of ms. O: 15ra  საზღვართა მათ თანა ბენიამენისთა, სამხრის ოდენ, და იწყონ ვლდომად შენ წინაშე და გითხრან, ვითარმედ: ვპოვენით ვირნი იგი, რომელთა შენ ეძიებდი, და მამასა შენსა დაჰვიწყებიეს ზრუნვაჲ იგი ვირთაჲ მათ და თქუენთჳს იურვის, ვითარმედ: ვიდრემე რაჲ ჴდა შვილი იგი ჩემი?

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ წარხჳდე მცირედ მახლობელად მუხასა მას თანა შუენიერსა, და შეგემთხჳნენ მუნ სამნი კაცნი აღმავალნი ბეთელდ: ერთსა ჰქონდენ სამნი თიკანნი და ერთსა ჰქონდის ტიკითა ღჳნოჲ და ერთსა ჰქონდის კიშტჱ სავსჱ პურითა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოგიკით\- Page of ms. O: 15rb  ხონ შენ მშჳდობით და მოგიპყრან და გრქუან შენ, ვითარმედ: ნაწილ-იპყარ ამისგან და ნაწილ-იღო შენ ყოვლისა ამისგან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამისა შემდგომად აღხჳდე შენ ბორცუსა მას ღმრთისასა, სადა-იგი არს შესაწირავი უცხოთესლთაჲ, და მუნ შეგემთხჳოს ასი უცხოთესლი. და რაჟამს შეხჳდე შენ ქალაქად, შეგემთხჳოს შენ დასი წინაწარმეტყუელთაჲ გარდამომავალი ბამაჲთ და წინაშე მათსა პარით მემღერნი და ქნარით, ნესტჳ და ბობღანი, და წინაწარმეტყუელებდენ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს შენ ზედა სული ღმრთისაჲ და შენცა ჰსწინაწარმეტყუელებდე მათ თანა და გარდაიცვალო შენ ახლად კაცად.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს აღესრულოს ესე ყოველი შენ ზედა Page of ms. O: 15va  სასწაული, ჰქმნე ყოველი, რაჲცა გინდეს, რამეთუ ღმერთი შენ თანა არს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ წარმიძეღუ მე გალგალად, და მოვიდე მუნ შეწირვად მსხუერპლთა საკურთხეველისათა და შესაწირავთა მშჳდობისათა. და მელოდე მე შჳდ დღე, ვიდრემდე მე მოვიდე შენდა და გაუწყო შენ, რაჲ-იგი ჯერ-იყოს ყოფად შენდა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა გარემოიქცა და ზურგი შეაქცია, ვითარმცა წარ-ოდენ-ვიდა სამოელისგან, გარდაცვალა გული მისი ღმერთმან და განაახლა. და მოიწია ყოველი ესე სასწაული მის ზედა, რომელ-რაჲცა ჰრქუა მას სამოელ ერთსა მას დღესა შინა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა იგი ბამად ბორცუსა მას, და მიეგებვოდეს მას დასნი იგი წინაწარმეტყუელთანი, და მოეფინა Page of ms. O: 15vb  მას ზედა სული იგი ღმრთისაჲ, და იწყო მანცა წინაწარმეტყუელებად მათ შორის.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს იხილეს, რამეთუ წინა გუშინ და ძუღუანცა ეხილვა, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებდა წინაწარმეტყუელთა შორის...* და ესეღა სამე ელოდა ძესა კისისსა? აწ საულცა წინაწარმეტყუელთა თანავე?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მი-ვინმე-უგო მათგანმან და ჰრქუა: და ვინმე იყოს მამაჲ იგი მისი? ამის ჯერისათჳს იგავად იყო სიტყუაჲ ესე, ვითარცა: ან საულ წინაწარმეტყუელთა თანავე?

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდოდა იგი ბამად, ბორცუსა მას ოდენ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მამისძმამან მისმან ყრმასა მას: ვიდრე ოდენ სრუ\ლ Page of ms. O: 16ra  იყვენით? ხოლო მან ჰრქუა მას: ვირთა ძებნასა, და არასადა ვპოვენით და მოვედით სამოელისა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან გჳთხრა ჩუენ პოვნაჲ ვირთაჲ. ხოლო მეფისათჳს არაჲ უმხილა, რომელი-იგი ჰრქუა მას სამოელ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრიბა სამოელ ყოველი იგი ერი მასეფათდ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ძეთა მათ ისრაჱლისათა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი: მე გამოვიყვანენ ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით და გიჴსნენ თქუენ ჴელთაგან ფარაოჲსთა, რომელი-იგი გაჭირვებდა თქუენ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო თქუენ დღეს შეურაცხ-ჰყავთ ღმერთი იგი თქუენი, რომელი იყო მჴსნელი თქუენი ყოვლისაგან ჭირისა და ძჳრთაჲსა და სთქუთ, Page of ms. O: 16rb  ვითარმედ მეფჱ დაადგინე ჩუენ ზედა. და აწ წარმოდეგით წინაშე უფლისა ნათესავად-ნათესავადი თქუენი ათასეულებითა მით თქუენითა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრიბა სამოელ ყოველი იგი ნათესავი ისრაჱლისაჲ და განაწილა და აღმოუჴდა წილი იგი ბენიამენს.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრიბა ტომები ბენიამენისი და განაწილა და აღმოუჴდა წილი მატტარისი და შეკრიბა ტომი იგი მატტარისი კაცად-კაცადი და განაწილა და აღმოუჴდა წილი საულისი, ძისა მის კისისი, და ეძიებდეს მას და არა პოვეს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და იკითხა სამოელ უფლისა მიერ და თქუა: იპოვოსმე სადამეა კაცი იგი ჩუენ შორის? და ჰრქუა უფალმან სამოელს: აჰა ეგერა დამალულ არს Page of ms. O: 16va  იგი ჭურჭელსა შორის.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიირბინა სამოელ და გამოიყვანა საული მიერ და წარმოუდგინა შორის მათსა და უმაღლჱს იყო იგი ყოვლისა მის ერისა ბეჭითგან აღმართ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა სამოელ ყოველსა მას ერსა: იხილეთღა, რამეთუ არავინ არს თქუენ შორის მსგავსი ამისი რაჲთურთით. და იხილეს ყოველმან ერმან და თქუეს: უკუნისამდე ცხონდინ მეფე!

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყოდა სამოელ ყოველსა მას ერსა მისსა და განაგო ყოველივე წესი საშარავანდოჲ და დაწერა წიგნი და დადვა წინაშე უფლისა. და განუჯმნა ყოველსა ერსა და წარვიდეს თითოეულად ადგილდ თჳსა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და საულ წარვიდა სახიდ თჳსა, რომელი იყო ბო\რცუსა Page of ms. O: 16vb  მას. და წარმო-ვინმე-დგეს შვილნი მდიდართანი, რომელთანი განარისხნა გულნი მათნი უფალმან საულის მიმართ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილნი უშჯულოებისანი შეურაცხ-ჰყოფდეს საულს და თქუეს: რაჲმე უკუე მაცხოვნნეს ჩუენ საულ? და არასადა მიართუეს მას ძღუენი, ხოლო იგი დუმნა და არას იტყოდა.



Chapter: 11  
თავი XI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო თთუესა ერთსა მათ დღეთასა და მოვიდა ნაან ამანიტელი და მოიცვა ერითა თჳსითა იაბისი. და ჰრქუეს კაცთა მათ იაბისელთა ნაანს ამანიტელსა: აღთქუმაჲ აღგჳთქჳ და პაემანი დადევ ჩუენ შორის, გმონებდეთ შენ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ნაან ამანიტელმან და ჰრქუა: რაჲ Page of ms. O: 17ra  აღთქუმაჲ აღგითქუა თქუენ, გარნა თუ ესე აღმოღებაჲ თუალისა მარჯუენისაჲ და იგი იყოს აღთქუმად თქუენ შორის და საყუედრელად იყოს იგი ისრაჱლსა ზედა უკუნისამდე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს კაცთა მათ იაბისელთა: დრო-გუეც ჩუენ შჳდ დღე ოდენ და მივავლინნეთ მოციქულნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა და თუ არავინ იყოს შემწედ ჩუენდა, გამოვიდეთ თქუენდა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდეს მოციქულნი იაბისელნი ბორცუსა მას, სადა-იგი იყო საულ, და უთხრეს სიტყუაჲ ესე ყოველსა ერსა და ტიროდა და იურვოდა ყოველი იგი ერი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ხვალისაგან, ცისკარს ოდენ, მოიწია საულ Page of ms. O: 17rb  და მოესხნეს მას ჴარნი აგარაკით და თქუა: რაჲ არს, ანუ რაჲსა სტირთ? მაშინ უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ იაბისელთაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა სული ღმრთისაჲ საულის ზედა და განრისხნა ფრიად სიტყუათა მათთჳს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიბნა ორნი იგი ჴარნი და დაკლნა და განყვნა ასოვეულად და მიმოდაუძღუანა ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა ჴელითა მოციქულთაჲთა და თქუა: ღუაწლი ბრძოლისაჲ მოწევნულ არს ჩუენ ზედა, აწ ყოველი კაცი, რომელი არა გამოვიდეს საულისა და სამოელისა ბრძოლად, შემდგომად საქმისა, მის ამის მსგავსად დაჭრად არს ზროხაჲ და ცხოვარი მისი. და დაეცა შიში დიდი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ და დაიზახა Page of ms. O: 17va  ყოველმან ერმან, ვითარცა ერთითა პირითა, და მოკრბეს საულისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ახილვა-ყო საულ ერისა მის ანდერძობით და რომელნი-იგი მოვიდეს ჟამსა მას ანდერძობისასა, იყვნეს ვითარ ექუს ათას კაც სახლისა მისგან ისრაჱლისა, ხოლო სახლისა მის იუდაჲსნი იყვნეს ვითარ სამეოცდაათი ათასი კაცი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ მოციქულთა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს: ესრჱთ უთხართ კაცთა მათ იაბის გალაადისათა, ვითარმედ: "ხვალე ყოფად არს ცხორებაჲ თქუენი მოფენასა ოდენ მზისასა". და მივიდეს მოციქულნი იგი იაბის გალადისათა და უთხრეს სიტყუაჲ იგი ყოველსა კაცსა ქალაქისასა, და Page of ms. O: 17vb  მათ განიხარეს ფრიად.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს ნაანს იაბისელთა მათ: ხვალე გამოვიდეთ თქუენდა და მიყავ ჩუენ, რაჲცა სათნო-გიჩნდეს

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ხვალისაგან მოვიდა საულ და განყო ერი იგი სამად გუნდად და დაესხა ბანაკსა მას ძეთა ამონისთასა ჟამსა ოდენ ცისკრისასა და მოსრეს ყოველი ბანაკი ძეთა ამონისთაჲ ვიდრე მოფენადმდე მზისა; და ნეშტნი იგი მეოტად წარიქცინეს თითოეულად, და არა დაშთა არცა ორი ერთად.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა ერმან მან სამოელს: ვინ იყვნეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: ნუ მეფობნ საულ ჩუენ ზედა? მოგუცენით ჩუენ კაცნი იგი და აწვე მოვსწყჳდნეთ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 18ra  მიუგო საულ და ჰრქუა: არავინ მოკუდეს აქა დღეს არცა ერთი კაცი, რამეთუ დღეს ყო უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი ისრაჱლსა შორის.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად სამოელ ერისა მიმართ და ჰრქუა: მოგუალეთ, შევიდეთ ჩუენ გალგალად და განვაახლოთ შარავანდედობაჲ ეგე მაგისი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა ყოველი იგი ერი შეკრებული გალგალად, და მუნ სცხო სამოელ საულს მეფედ წინაშე უფლისა გალგალას. და შეწირეს მუნ მსხუერპლი დასამშჳდებლად უფლისა და იხარებდეს სამოელ და საულ და ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ.



Chapter: 12  
თავი XII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა სამოელ ერსა მას: აჰა, ესერა, Page of ms. O: 18rb  მე ვისმინე თქუენი და დავადგინე თქუენ ზედა მეფჱ, ვითარცა-იგი თქუენ ითხოვეთ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ეგერა მეფჱ თქუენი თქუენ წინაშე არს! და მე დაბერებულ ვარ და ძენი ჩემნი თქუენ შორის არიან სიყრმით მათითგან; და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ მე თქუენ წინაშე დამაშურალ ვარ სიყრმითგან ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ შემწამეთ მე წინაშე უფლისა და წინაშე ცხებულისა მისისა: და თუ მო-რაჲ-ვისდა-მეღოს ჴბოჲ ანუ კაჰრაული ერთი, ანუ მო-რაჲმე-მეხუეჭოს თქუენგანისა ვისიმე, ანუ თუ ვაჭირვე ვის რაჲ, ანუ თუ ჴელთა ვის რაჲ გამოვსტაცე, ანუ თუ სამოსელი, ანუ თუ საჴამლჱ, გინა თუ თუალნი სადამე განუტევენ თქუენ ზედა, - შემწამეთ მე Page of ms. O: 18va  წინაშე უფლისა და ყოველივე მიგაგო თქუენ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: არასადა რაჲ ვის ჩუენგანსა აჭირვე, არცა მი-რაჲ-გუხუეჭე და არცა მი-რაჲ-ვის-გჳღე ჴელთაგან ჩუენთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სამოელ ერსა მას და ჰრქუა: მოწამე იყავნ უფალი თქუენ შორის და მოწამე იყავნ ცხებული მისი, რამეთუ არარაჲ ჰპოვეთ ბოროტი ჩემ თანა. მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: ჰჱ, მოწამე იყავნ!

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა სამოელ: მოწამე იყავნ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რომელმან შექმნა მოსე და აჰრონ, რომელმან გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი, მამანი ჩუენნი, ქუეყანისა მისგან მეგთპტელთაჲსა, იგი თჳთ მოწამე არს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ წარმომიდეგით და სამართალი ვაჩუენო Page of ms. O: 18vb  თქუენთჳს წინაშე უფლისა და გითხრა თქუენ სამართალი უფლისაჲ და ყოველი, რაჲ მიყო ჩუენ და მამათა ჩუენთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ჟამსა მას, რომელსა შევიდოდა იაკობ და ძენი მისნი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და ვითარ-იგი აჭირვებდეს მათ მეგჳპტელნი იგი, და მამანი ჩუენნი ღაღადებდეს უფლისა მიმართ, და მიავლინა უფალმან ღმერთმან მოსე და აჰრონ და გამოიყვანნა მამანი ჩუენნი ქუეყანით ეგჳპტით და დაამკჳდრნა იგინი ადგილსა ამას.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მათ დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი და მისცნა იგინი ჴელთა სისარაჲსთა, მეფისა მის ასურთაჲსა, და ჴელთა მეფისა მის მოაბელთაჲსა, და იგინი ავნებდეს მათ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ და თქუეს: Page of ms. O: 19ra  ვცოდეთ შენ წინაშე, უფალო, რამეთუ დაგიტევეთ შენ, უფალი ღმერთი ჩუენი, და ვჰმონებდით ჩუენ ბაალიმს და სერტყთა მათ ასტაროთისათა. აწ მიჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა და გმონებდეთ შენ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუვლინა უფალმან ღმერთმან იორობოამი და ბარაკ და იეფთაე და სამუელ და გიჴსნნა თქუენ უფალმან ჴელთაგან მტერთა თქუენთაჲსა, რომელნი გარემოჲს იყვნეს თქუენსა, და დაგამკჳდრნა თქუენ მშჳდობით და სასოვებით.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო აწ ვითარცა იხილეთ თქუენ, ვითარმედ ნაან, მეფჱ ძეთა მათ ამონისთაჲ, ზედა მოგივიდოდა, მარქუთ მე, ვითარმედ: დაადგინე მეფჱ ჩუენ ზედა! არამედ ღმერთი ჩუენი არს მეუფჱ ჩუენდა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, აჰა ეგერა, არს შა\რავანდედი Page of ms. O: 19rb  ეგე თქუენი, რომელ გამოირჩიეთ და მოითხოვეთ, რომელი მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუეთუ გეშინოდის უფლისა და ჰმონებდეთ მას და დაემორჩილნეთ ბრძანებათა მისთა და არა მჴდომად აღუდგეთ სიტყუათა მისთა და იყვნეთ თქუენ და მეფჱ თქუენი მორჩილ მცნებათა მისთა, და იგი იყოს მცველ თქუენდა

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ არა ისმინოთ ბრძანებაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და მჴდომად აღუდგეთ მცნებათა მისთა, იყოს ჴელი უფლისაჲ თქუენ ზედა და მეფესა თქუენსა ზედა და მოგსპნეს თქუენ უფალმან.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო აწ უფროჲსღა დაემორჩილენით და დაეწყნარენით დიდთა ამათ სიტყუათა უფლისათა, რომელ ყოს უფალმან წინაშე თუალთა Page of ms. O: 19va  თქუენთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
არამეა აწ იფქლი სამკალ არსა? და თუ გნებავს, ვითხოვო უფლისაგან და მოგცეს თქუენ წჳმაჲ მძაფრი, სავსჱ ქუხილითა და გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ განძლიერდეს უკეთურებანი თქუენნი წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვდით თქუენ მეფესა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ითხოვა სამოელ უფლისაგან, და მოსცა მას უფალმან წჳმაჲ მძაფრი, სავსჱ ქუხილითა საშინელითა. და შეეშინა ყოველსა ისრაჱლსა უფლისაგან ფრიად და სამოელისა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ყოველმან ერმან სამოელს: ილოცე უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მონათა ამათ შენთათჳს, რაჲთა არა მოვსწყდეთ დღეს, რამეთუ გარდავჰმატეთ ჩუენ ცოდვათა ჩუენთა თხოვად თავისა ჩუენისა მეფჱ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 19vb  მიუგო სამოელ ერსა მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ თქუენგანღა თუ იყოს უკეთურებაჲ ეგე, ხოლო თქუენ ნუვე გარდააქცევთ გზათა მათგან უფლისათა, არამედ ჰმონებდით უფალსა ყოვლითა გულითა თქუენითა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ შეუდგებით უნდოთა, რომელნი არა სარგებელ-გეყვნენ თქუენ და არცა გიჴსნენ თქუენ, რამეთუ იგინი უნდო არიან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო უფალმან არა განიშოროს ერი თჳსი სახელისა მისისათჳს დიდისა, რამეთუ შეგიწყნარნა თქუენ უფალმან და გამოგირჩივნა თქუენ ერად საზეპუროდ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ შეცოდებად უფლისა ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა და უწყებად თქუენდა გზაჲ Page of ms. O: 20ra  იგი სიმართლისაჲ და სიწრფოვებისაჲ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო თქუენ გეშინოდენვე უფლისა და ჰმონებდით მას ჭეშმარიტებით და ყოვლითა გულითა თქუენითა, რამეთუ გიხილავს, ვითარ-იგი განადიდა უფალმან ყოფაჲ მისი თქუენ თანა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ბოროტსა იტყოდით თქუენ და შარავანდედნი თქუენნი, წარსწყმდეთ თქუენ ურჩულოვებითა თქუენითა.



Chapter: 13  
თავი XIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილი იყო საულ წელიწდისა ერთისაჲ, ვინაჲთგან დაჯდა იგი მეფედ, და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა ისრაჱლსა ზედა

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოირჩია საულ თავისა თჳსისათჳს სამ ათასი მამაკაცი ძეთა ისრაჱლისათაჲ: და ორ ათასი იგი საულის თანა იყო მაქმასს, Page of ms. O: 20rb  ხოლო ათასი იგი იონათანის თანა მთასა მას ბეთელისასა, ბორცუსა მას გაბაონს ბენიამენისსა. და სხუასა მას განუჯმნა თითოვეულად სოფლად თჳსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამისა შემდგომად მოწყჳდნა იონათან ერი იგი განდგომილი ფილისტიმელთაჲ, რომელი იყო ბორცუსა მას. და ესე მიესმა უცხოთესლთა მათ, და უბრძანა საულ ნესტჳსა დაცემაჲ ყოვლისა მიმართ სოფლისა და თქუა: უწყოდეთ ყოველმან სოფელმან ებრაელთამან, ვითარმედ განდგეს მონანი იგი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ მოსრა და მოწყჳდა საულ ერი იგი უცხოთესლთაჲ და დაიწუნნეს ისრაიტელთა მათ უცხოთესლნი იგი და მიუკრბა ყოველი იგი ერი საულს გალგალად.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 20va  და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და ბრძოლად მივიდეს ისრაჱლისა სამ ათასითა ეტლითა და ექუს ათასითა მჴედრითა, ხოლო სხუაჲ ერი ურიცხჳ იყო, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს კიდისაჲ, და აღვიდეს და დაიბანაკეს მაქმასს, ზურგით კერძო ბეთორსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა იხილეს, რამეთუ შემოაჭირებდეს მათ უცხოთესლნი იგი, მოჰრიდეს და დაემალნეს ქუაბებსა და ნაპრალებსა კლდეთასა, ორმოებსა და ჯურღმულებსა წყლისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნიმე წიაღვიდოდეს ქუეყანად გადისა და გალაადისა და ყოველი იგი ერი განჳვა მისგან, და საულ დაშთა მარტოჲ გალგალს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
დგა და ელო Page of ms. O: 20vb  და იგი შჳდ დღე წამებასა მას ზედა სამოელისსა, და სამოელ არღა მოსრულ იყო გალგალდ. იწყო სიტყუად საულ და თქუა: სამოელ არა მოვიდა გალგალდ, და ერი ესე განიბნია ჩემგან.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ მომგუარენით მე საკუერთხთაგან და შევწირო მსხუერპლი დასამშჳდებლლისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა შე-ოდენ-ეწირა მსხუერპლი იგი, სამოელ მო-ხოლო-ვიდა და საულ გამოვიდა შემთხუევად სამოელისა, რაჲთამცა აკურთხა იგი სამოელ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა სამოელ საულს: რაჲ ჰყავ ეგე? მიუგო საულ და ჰრქუა: რაჟამს ვიხილე, ერი იგი განიბნია ჩემგან Page of ms. O: 21ra  და შენ დაჰყოვნე და არა მოხუედ აღთქუმისა მისებრ, რომელ სთქუ ჩემ თანა, და უცხოთესლნი იგი მოსრულ იყვნეს მაქმასს,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე ვთქუ-მეთქი: ჩამო-ნუ-მიჴდენ მე უცხოთესლნი იგი გალგალდ და უფალი არაჲ ვაშრომე, არამედ განვიწმიდე თავი ჩემი და შევწირე მსხუერპლი ესე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა სამოელ საულს: ცუდად იყო მსხუერპლი ეგე შენი, რამეთუ არა დაიცვენ მცნებანი უფლისანი, რაჲთამცა განმტკიცნა მეფობაჲ შენი ისრაჱლსა ზედა უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო აწ მეფობაჲ ეგე შენი არა დაადგრეს შენთანა, არამედ მოიძიოს უფალმან კაცი სათნოი Page of ms. O: 21rb  გულისა მისისაჲ და დაადგინოს იგი მთავრად ერსა თჳსსა ზედა, რამეთუ არა იმარხე მცნებაჲ, რომელ გამცნო შენ უფალმან.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა სამოელ გალგალით გზასა თჳსსა, და ნეშტნი იგი ერისანი აღვიდეს საულის თანა შემთხუევად ერისა მის განწყობილისა. და ვითარცა მოვიდეს გაბად, ბორცუსა მას ბენიამენისსა, ახილვა-ყო საულ ერისა მის თჳსისა, რომელ-იგი მის თანა იყო და იპოვა მუნ ვითარ ექუსასი კაცი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და საულ და იონათან, ძჱ მისი, და ერი იგი, რომელ მის თანა იყო, გაბაონს ბენიამენისსა, დასხდეს და ტიროდეს. და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს მაქმასს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მჭკუერველი, რომელი გა\მოვიდოდა Page of ms. O: 21va  უცხოთესლთაჲ მათ, სამად გუნდად განიყოფვოდა: ერთი იგი გუნდი მიეტევებოდა გოფორით კერძო გზასა მას წყაროჲსასა სოგალიმით.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერთი იგი გუნდი წარმართებულ იყო გზასა მას ბეთორისასა და მესამჱ იგი გუნდი მივიდოდა გაბაონს, რომელი შთაიყვანების გეაად საბაჲსასა, რომელ არს უდაბნოჲთ კერძოჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მჭედელი რკინისაჲ მებრვე არა იპოვებოდა მათ ჟამთა ქუეყანასა მას ისრაჱლისასა, რამეთუ ესრე თქჳან უცხოთესლთა მათ: ნუ უკუე იქმოდიან ებრაელნი იგი ჰოროლსა, ჴრმალსა და ჯაჭუსა და ყოველსა\ Page of ms. O: 21vb  ვე საჭურველსა და ურიდად მოვიდოდიან ქუეყანასა ჩუენსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ შთავიდიან ისრაიტელნი იგი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა ჭედად თითოვეული მათი საქმარსა თჳსსა სალაშქროსა: საჴნისისა, მანგლისა, ცელისა, ცულისა და სასხლევისა და ქმნიან იგი რეწვით სასყიდლით.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ოდეს მკაჲ გარდაჴდის, მაშინღა სასყიდელი მისციან: სამი სასწორი საჴნისისათჳს, ცულისა, ცელისა, მანგლისა, სასხლევისა და დეზიღა ზედა მოურთიან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღეთა მათ შინა წყობისათა მაქმასს ყოვლადვე არა იყო მახჳლი, არცა ჴრმალი, Page of ms. O: 22ra  არცა ჰოროლი ჴელთა შინა მის ერისათა, რომელ-იგი იყუნეს (!) საულის თანა და იონათანის თანა, გარნა საულის თანა და იონათანის თანა, ხოლო იპოვა მახჳლი და იგიცა უცხოთესლთაგან დანაყარი.



Chapter: 14  
თავი XIV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, დღესა ერთსა ჰრქუა იონათან, ძემან საულისმან, მონასა მას თჳსსა, რომელსა აქუნდა მშჳლდ-კაბარჭი მისი: მოგუალე, წიაღვჴდეთ ბანაკსა მას წინადაუცუეთელთასა, რომელ არს პირისპირ ჩუენსა. და მამამან მისმან საულ არა უწყოდა ზედამისლვაჲ იგი უცხოთესლთაჲ მათ იონათანისი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა, ხესა ქუეშე მროწეულსა, მაგდოსს, და ექუსასი Page of ms. O: 22rb  ოდენ კაცი მის თანა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და აქია, ძჱ აქიტობელისი, ძმისა იოაბელისი, ძჱ ფინეზისი, ძისა ელისი, მღდელთმოძღურისა მის სელომისი, რომელსა აქუნდა სამკაული სამღდელოდ. და არცა ერმან მან უწყოდა წიაღსლვაჲ იგი იონათანისი მტერთა მიმართ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგი წიაღსრულ იყო და უმზირდა დასხმად შესავალ-გამოსავალსა მას მტერთასა. და იყვნეს მუნ ორნი კონცხნი კლდისანი, ერთი იმიერ და ერთი ამიერ: და სახელი ერთისა მის კონცხისაჲ ბაზჱთ და მეორისაჲ მის - სენაჰარ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ერთი იგი კონცხი იყო ჩრდილოჲთ მაქმასით და ერთი კონცხი იგი იყო სამხრით Page of ms. O: 22va  გაბაონით.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იონათან მონასა მას თჳსსა, რომელსა აქუნდა საჭურველი მისი: მოგუალე, წიაღვჴდეთ ბანაკსა მას წინადაუცუეთელთასა შეწევნითა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რამეთუ ადვილ არს წინაშე ღმრთისა ჴსნაჲ ჩუენი მტერთაგან ჩუენთა მცირითა გინათუ დიდითა ერითა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მონამან მან, რომელსა აქუნდა საჭურველი მისი: ჰაბა, მალე ყავ, რაჲცა გნებავს. აჰა, ესერა, მე შენ თანა, ვითარცა შენი გული არს, ეგრეცა ჩემი, მიგუალე შენ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა იონათან: აჰა, ესერა, ჩუენ წიაღვჴდეთ და შევეპარებოდით მათ,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
გურქუას თუ ვინმე ჩუენ მათ\განმან: Page of ms. O: 22vb  დადეგით წუთ მანდა და გიხილნე, რაჲ-ძი ვინ ხართ თქუენ, მაშა ფერჴი დავიპყრათ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ესრეთ თქუან, ვითარმედ: წარმოგუალეთ, ჴსნილად მივიდეთ მათ ზედა; უწყოდეთ, რამეთუ უფალსა განუწირვან იგინი ჴელთა მომართ ჩუენთა. და ესე სასწაული იყავნ ჩუენდა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდეს ორნივე იგი ბანაკსა მას უცხოთესლთასა, იწყეს სიტყუად უცხოთესლთა მათ და თქუეს: ჰხედავთა ებრაელთა იმათ, ვითარ გამოვლენ ჴურელებით მათით, სადა-იგი დამალულ იყვნეს ჩუენგან?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს მიერ მომართ უცხოთესლთა მათ იონათანს: Page of ms. O: 23ra  მოგუალეთ და წარმოიმართეთ და გიჩუენო თქუენ, რაჲ-იგი ჯერ იყოს თქუენდა უწყებად ჩუენგან. მაშინ ჰრქუა იონათან კაცსა მას, რომელსა აქუნდა საჭურველი მისი: შემომიდეგ მე! აწ უწყი, რამეთუ უფალსა ღმერთსა განუწირვან იგინი ჴელთა მომართ ჩუენთა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღემართა იონათან ჴელთაგან და ფერჴთა მისთა და ყრმაჲ იგი მის თანა და მიეტევნეს მათ ზედა. ვითარცა იხილეს უცხოთესლთა მათ იონათან ზედამომავალი მათა, ატყდეს და მოეგებვოდეს მას.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო პირველსა მას შერევასა ადგილუბანს მოწყჳდა იონათან ოცი სპარაზენი და რომელსა-იგი აქუნდა საჭურველი მისი, ჰმარჯუებდა მახჳლსა მისსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიმუსრნეს, რომელნი წინააღუდგებოდეს მას, და ბანაკი იგი და რომელნი ეტევებოდეს გარემოჲს, ყოველნი ერთბამად შეიმუსრვოდეს. და კაცსა გული ბრძოლად ვერ შეუვიდოდა და შეშინდა ყოველი ქუეყანაჲ და მოვიდა მათ ზედა შეძრწუნებაჲ უფლისა მიერ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილეს გუშაგთა მათ საულისთა, რომელნი იყვნეს გაბას ბენიამენისსა, აღტეხაჲ იგი ბანაკისაჲ მის უცხოთესლთაჲსაჲ და ცნა ესე საულცა მეფემან, რამეთუ იგიცა მაღალსავე ზედა ჯდა და ჰხედვიდა აღტეხასა მას მათსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად საულ და ჰრქუა ერსა მას, რომელ\-იგი Page of ms. O: 23va  მის თანა იყო: ძიებაღა ყავთ და იხილეთ, ნუუკუე ჩუენგანი ვინ წიაღსრულ არს მუნ. და ვითარცა იხილეს, არა პოვეს იონათან და მემშჳლდკაპარჭჱ იგი მისი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ აქიას მღდელთმოძღუარსა მას: განიპყარ ევფუდი ეგე და იკითხე უფლისა მიერ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვიდრე ეტყოდაღა საულ მღდელთმოძღუარსა მას, ამბოხი იგი უცხოთესლთაჲ მათ უფროჲს განძლიერდებოდა. და ჰრქუა საულ აქიას მღდელთმოძღუარსა: შემოიკრიბენ ჴელნი შენნი და დააცადე კითხვაჲ ევფუდისა მაგის.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიმჴედრა საულ და ყოველი ერი მის თანა და მივიდეს ადგილსა მას განსაწყობელსა და უცხოთესლნი იგი შეკრებულ იყვნეს ურთიერთას და კაცად-კაცადისა ჴრმალი თავსა ზედა მოყუსისასა იყო და შეიქმნა შემუსრვაჲ ფრიად დიდი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მონანი იგი საულისნი, რომელ გაქცეულ იყვნეს უცხოთესლთაგან, მოვიდეს და შეერთნეს მუნვე ერსა მას ისრაიტელთასა საულის თანა და იონათანის თანა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნი, რომელნი დამალულ იყვნეს მთასა მას ეფრემისასა, მოვიდეს და ჴელი შეყვეს საქმესა ბრძოლისასა მეოტთა მათ ზედა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და იჴსნა ისრაჱლი უფალმან მას დღესა შინა ჴელთაგან უცხოთ\თესლთაჲსა. Page of ms. O: 24ra  და ბრძოლაჲ იგი იყო მაქმასითგან ბეთოროდმდე და ისრაჱლი იყო საულის თანა ვითარ ათი ათასი კაცი, ხოლო ღუაწლი იგი ბრძოლისაჲ მიმოდაფენილ იყო ყოველსა მას ქალაქსა, მთათა მათ ეფრემისთა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა უგუნურად ყო საულ, უმეცრებითა დიდითა, რამეთუ ფერჴი დაიპყრა და შეწყევა ერი იგი და თქუა: წყეულ იყავნ ყოველი კაცი, რომელმან ჭამოს პური ვიდრე მწუხრადმდე, ვიდრემდის არა სრულიად ვიძიო შური მტერთა ჩემთაჲ. და არავინ ჭამა პური მას დღესა შინა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი ქუეყანაჲ სადილსა შინა იშუებდა. და იყო მუნ მაღნარი ერთი Page of ms. O: 24rb  და ფუტკარი ფრიად იყო.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა მას ყოველი ერი და ვერვინ იკადრა ჭამად თაფლისა მის, რამეთუ ეშინოდა წყევისაგან.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და იონათან არა იცოდა წყევაჲ იგი მამისა თჳსისაჲ. ვითარცა მოვიდა იონათან ადგილსა მას თაფლოვანსა, მიყო ბუნი ჰორლისა თჳსისაჲ, დააწო გოლსა მას თაფლისასა და შესუა პირსა თჳსსა, აღეხუნეს თუალნი მისნი და განძლიერდა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მი-ვინმე-უგო ერთმან ერისაგანმან და ჰრქუა მას: ფიცით აფუცა მამამან შენმან ერი იგი და ჰრქუა, ვითარმედ: წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან ჭამოს დღეს პური მწუხრადმდე, Page of ms. O: 24va  და აწ დაჴსნილ არს ყოველი კაცი.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა იონათანს სიტყუაჲ ესე, შეუძნდა და თქუა: წარწყმიდა მამამან ჩემმან ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ მცირედ გემოჲ ვიხილე თაფლისაჲ მის და აღმეხილნეს თუალნი ჩემნი და განვძლიერდი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ უკუე ერსა ამას თუმცა ეჭამა ნატყუენავისა მისგან მტერთაჲსა, უმეტესიმცა ვნებაჲ შეამთხჳეს მტერთა მათ და უფროჲსიმცა ვნებაჲ შეიქმნა დღეს უცხოთესლთა მათ შორის ვიდრე მაქმასისაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ესერა ყოველნი დაჴსნილ არიან. მაშინღა ვითარცა ჯეკმა დაშურა ერი იგი და შეეურვა შიმშილითა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
შეეტევა ყოველი იგი ერი Page of ms. O: 24vb  ნატყუენავსა მას და აღჭრიდეს ცხოვარსა, ზროხასა, დასწყუედდეს და ჭამდეს აღრეულად ჴორცსა სისხლითურთ.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ აუწყეს მეფესა, ვითარმედ: შესცოდა ერმან მან უფალსა, რამეთუ ჭამეს ჴორცი სისხლითურთ. ვითარცა ესმა ესე საულს, შესჰრისხნა ერსა მას და ჰრქუა: უშჯულო იქმნენით და სცოდეთ! აწ მოაგორვეთ ჩემდა ლოდი ერთი დიდი და აღჰმართეთ იგი.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრა ყოველსა ერსა, რაჲთა მოაძოს კაცად-კაცადმან ზროხაჲ თჳსი და ცხოვარი და დაკალთ ლოდსა ამას ზედა და შეწირეთ ღმრთისა და ეგრეთ ჭამეთ, რაჲთა არღა შესცოდოთ Page of ms. O: 25ra  უფალსა ღმერთსა თქუენსა და სისხლი ჴორცსა თანა ჰშჭამოთ, არამედ ჴორცი ხოლო! და ყვეს ეგრჱთ ერმან მან, ვითარცა უბრძანა მათ მეფემან.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშჱნა მუნ საულ საკურთხეველი უფლისა ღმრთისა თჳსისაჲ.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულ ერსა მას და ჰრქუა: მოგუალეთ, გარდავჰჴდეთ უცხოთესლთა მათ ამას ღამესა და აღვიჭრნეთ იგინი ვიდრე განთენებადმდე და მოვსრნეთ იგინი სრულიად. მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ყავ, რაჲცა სათნო-გიჩს წინაშე შენსა! მიუგო მღდელთმოძღუარმან მან და ჰრქუა: პირველად ვიკითხოთღა უფლისაგან Page of ms. O: 25rb  და ესრჱთ გარდაუჴდეთ.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარდგა საულ კითხვად უფლისაგან და თქუა: მო-თუ-მცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და არაჲ მიუგო მას უფალმან.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა საულ ყოვლისა ერისა შემოკრებაჲ წინაშე მისა და ჰრქუა მათ: იკითხეთღა და მოიძიეთ ვისგან-ძი იყოს შეცოდებაჲ ესე დღეს,

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ცხოველ არს უფალი, რომელმან იჴსნა ისრაჱლი, იონათანისგანღა თუ იყოს, ძისა ჩემისა, შეცოდებაჲ ესე, სიკუდილითვე მოვაკუდინო იგი! და ვერვინ იკადრა სიტყჳს მიგებად მისა.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: აჰა, ესერა, ჩუენ ყოველნი ერთ ვართ. აწ თქუენ ყოველნი ერთ კერძო დადეგით და მე და იონათან, ძე ჩემი, ერთ კერძო და წილ ვიგდოთ, ვისაცა იყოს, ვცნათ. მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: რაჲცა სათნო არს წინაშე შენსა, იგიცა ყავ

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად საულ უფლისა და თქუა: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო! რაჲსაგან არს, რამეთუ არარაჲ მოუგე მონასა შენსა დღე სიტყუაჲ? ჩემგან ანუ იონათანისგან, ძისა ჩემისა, უშჯულოვებაჲ ესე, მაუწყე მე, უფალო, შენ მიერ. უკუეთუ ერისაგან არს, ლხინება-ყავ.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და წილ იგდეს საულ და იონათან და ერმან მან და აღმოჴდა წილი იონათანისი. მიუგო ერმან მან და ჰრქუა საულს: ნუ იყოფინ ეგე, ვითარმცა მოკუდა იონათან! ხოლო საულ არა ერჩდა სიტყუათა მათ ერისათა.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულ იონათანს და ჰრქუა: მწრაფლ მითხარ მე, რაჲ საქმე ჰქმენ! მიუგო იონათან საულს და ჰრქუა: გემოჲ ვიხილე ბუნითა ჰორლისაჲთა, რომელ არს ჴელსა ჩემსა, თაფლისა მისგან გოლისა, რამეთუ არა უწყოდე წყევაჲ იგი შენი. და აწ, ესერა, მოვკუდები.

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულ და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე უფალმან, არა თუ მოგაკუდინო შენ!

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა ერმან მან საულს: ნუ იყოფინ ეგე, უფალო, ვითარმცა მოკუდა დღეს იონათან, რამეთუ მისგან იქმნა ცხორებაჲ შორის ისრაჱლსა. შენდობა Page of ms. O: 26ra  იყავნ, ცხოველ არს უფალი, არა დავარდეს თმაჲ ერთი იონათანისი ქუეყანასა ზედა! ილოცა ერმან მან იონათანისათჳს მას დღესა შინა, და განერა იონათან სიკუდილისაგან.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ აღიმჴედრნეს და აღიჭურნეს და დევნა-უყვეს უკუანა უცხოთესლთა მათ და შეაწყუდინეს იგინი თჳთოვეულად ადგილსა თჳსსა.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაემტკიცა მეფობაჲ იგი საულისი ისრაჱლსა ზედა და ჰბრძოდა ყოველთა მტერთა მისთა: მოაბსა და ძეთა მათ ამონისთა და იდუმელთა მათ და ბეთორელთა და მეფეთა მათ სუბაჲსათა და ყოველთა უცხოთესლთა, ვიდრეცა მივიდოდეს, Page of ms. O: 26rb  და ყვეს ცხორებაჲ და ძალი დიდი.

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსრა მასვე ჟამსა შინა ამალეკი და იჴსნა ისრაჱლი ჴელთაგან მტერთა მათთაჲსა.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი საულისნი: იონათან და იესიუ და მელქისედეკ და იეზბალ. და სახელი ორთა მათ ასულთა მისთაჲ ესე არს: უხუცესისაჲ მის - ნერობ და უმრწემესისაჲ მის - მელქოლ.

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცოლისა მისისაჲ - აქია, ასული აქიმასისი, და სახელი სპაჲპეტისა მისისაჲ - აბენერ, ძჱ ნერისი, მონისა საულისი.

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
და მამისა მისისა კისისი და ნერ, ძჱ იაბენისი, ძისა აბიელისი.

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
და განძლიერებულ იყო ღუაწლი ბრძოლისაჲ დიდად ფრიად უცხოთესლთა მიმართ ყოველთა დღეთა Page of ms. O: 26va  საულისთა და უბრძანა ყოველსა კაცსა ძლიერსა და ქველსა მის წინაშე ყოფაჲ.



Chapter: 15  
თავი XV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მოვიდა სამოელ საულისა და ჰრქუა მას: მე მომავლინა უფალმან ღმერთმან შენმან ცხებად შენდა მეფედ ისრაჱლსა ზედა, ერსა მისსა! აწ შენ ისმინე ბრძანებაჲ უფლისაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი: აჰა, ესერა, მე ვიძიო შური ამალეკსა ზედა ამისთჳს, რამეთუ ბოროტი უყვეს ერსა მას ჩემსა, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ აღდეგ და წარვედ და მივედ მათ ზედა და მოსარ ამალეკი და ყოველი, რაჲცა იყოს მათი: კაცი და დედაკაცი, ყრმაჲ და ძუძუჲსმწოვარი,: ზროხაჲ\ Page of ms. O: 26vb  და ცხოვარი, აქლემი და კაჰრაული, ყოველი მოსრა და მოსწყჳდო და ნურას დაუტევებ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა საულ ყოველისა ერისა მოწოდებაჲ და ანდერძობა ყო გალგალს და ახილვასა მას მათსა იპოვა მუნ ისრაჱლისაგანი ერი ვითარ ოთხასი ათასი კაცი და იუდაჲსი - სამასი ათასი კაცი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა საულ ერითურთ და მივიდა ქალაქთა ამალეკისათა და დაიმალა ჴევთა მათ ნაღუარევისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ კინეველსა მას: წარვედ შენ ამალეკისაგან და ნუღა მიეახლები მას ამისთჳს, რამეთუ კეთილი უყავ შენ\ Page of ms. O: 27ra  ძეთა ისრაჱლისათა, რაჟამს გამოვიდოდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით და არა მნებავს, რაჲთამცა ბოროტი შეგემთხჳა. და ვითარცა განეშორა კინეველი ამალეკისაგან,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
დაესხა საულ ამალეკსა და მოსრა ამალეკი ევილათითგან მისუდმდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიპყრა აგაგ, მეფჱ ამალეკისაჲ, ცოცხალი და არა ეგრე ყო საულ, ვითარ-იგი უბრძანა მას უფალმან, არამედ დანაყარი ოდენ მოწყჳდა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო კაცი ჭაბუკროვანი და კეთილ-კეთილი ტყუედ წარმოიყვანა და საცხოვარი რჩეულ-რჩეული წარმოასხა და ყოველი კეთილი მის ქუეყანისაჲ, ხოლო Page of ms. O: 27rb  შეურაცხი ოდენ მოწყჳდა მათ შორის და პყრობილი მოჰყვანდა აგაგ მეფჱ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ პყრობილი მოჰყვანდა აგაგ მეფჱ, იყო ბრძანებაჲ უფლისაჲ სამოელის ზედა და ჰრქუა მას:

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
შემინანებიეს მე, რამეთუ დავადგინე საულ მეფედ და რამეთუ გარდაჰჴდა იგი ბრძანებასა ჩემსა და არა ქმნა, რომელი ვამცენ მას: აწ მივედ და არქუ შენ საულს, ვითარმედ: განხეთქა უფალმან მეფობაჲ შენი ქუეყანასა ზედა! და შეუძნდა სამოელს სიტყუაჲ იგი და გოდებდა ღმრთისა მიმართ ღამე ყოველ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიმსთო განთიად სამოელ და მიეგებვოდა ისრაჱლსა ცისკრისა ჟამსა. და უთხრეს სამოელს, ვითარმედ: მოვიდა საულ კარმელდ, და\ Page of ms. O: 27va  მიყო სამოელ ჴელი მისი და გარემოაქცინა ეტლნი მისნი და შთავიდა იგი მუნვე გალგალდ. და მოვიდა სამოელ საულისა და იხილა საული, რამეთუ შესწირვიდა მსხუერპლსა უფლისა ნატყუენავისა მისგან, რომელი მოეღო ამალეკთაგან.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მოვიდა სამოელ საულისა, ჰრქუა მას საულ: კურთხეულო უფლისაო, აჰა, ესერა, აღვასრულე ყოველი ბრძანებაჲ უფლისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სამოელ და ჰრქუა: და რაჲ არს ჴმაჲ ესე საცხოვარისაჲ, რომელ მესმის ყურთა ჩემთა?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულ და ჰრქუა: ეგე რჩეულ-რჩეული შესაწირავად უფლისა, რომელი განარინა ერ\მან Page of ms. O: 27vb  ამან, ზროხაჲ და ცხოვარი, ხოლო სხუაჲ იგი მოსრნეს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სამოელ საულს და ჰრქუა: აწ შენ ისმენდ და გითხრა ბრძანებაჲ უფლისაჲ, რომელსა მეტყოდა მე უფალი ამას ღამესა. და ჰრქუა მას საულ: იტყოდე

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა სამოელ: არა შენ უმრწემეს იყავა ნათესავსა შორის ბენიამენისსა და გცხო შენ უფალმან მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა?

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარგავლინა შენ გზასა ერთსა და გრქუა, ვითარმედ: მივედ და მოსარ, მოწყჳდე ამალეკი, შეცოდებული ჩემდა მომართ მისრულიადმდე.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ არა ჰყავ ბრძანებაჲ უფლისაჲ, არამედ განუტევენ თუალნი Page of ms. O: 28ra  შენნი ნატყუენავსა ზედა და ჰყავ შენ ბოროტი წინაშე უფლისა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ სამოელს: ამისთჳს, რამეთუ ვისმინე ჴმაჲ ერისა ამის და მივედ გზასა მას, რომელსა მიმავლინა მე და მოვიყვანე აგაგ, მეფჱ ამალეკთაჲ, ცოცხალი პყრობილად და ერი იგი ამალეკთაჲ მოვსარ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და რჩეულ-რჩეული იგი ზროხაჲ და ცხოვარი მოვასხ შესაწირავად უფლისა ღმრთისა გალგალდ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სამოელ საულს და ჰრქუა: არა უჴმან უფალსა საკუერთხნი მსხუერპლად, არამედ აღსაარებად ბრძანებაჲ მისი! რამეთუ ფრიად უმჯობჱს არს მსხუერპლთა დამორჩილებაჲ Page of ms. O: 28ra  და სმენად ბრძანებაჲ უფლისაჲ, უფროჲს ცმელისა ვერძთაჲსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ზმნაჲ ზმნათაჲ ცოდვა არს და განრისხებაჲ ცუდადი უშჯულოება არს და ფუფუნებამან სენი და სალმობაჲ შეიძინის. აწ, რამეთუ შეურაცხ-ჰყავ შენ ბრძანებაჲ იგი უფლისაჲ, შეურაცხ-გყოს შენცა უფალმან, რაჲთა არღარა ჰმეფობდე შენ ისრაჱლსა ზედა

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა საულ სამოელს: ვცოდე წინაშე უფლისა, რამეთუ გარდავჰჴედ ბრძანებასა მას უფლისასა და სიტყუასა მას შენსა, შემეშინა ერისა მისგან და მივერჩდი მათ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მომიტევე მე შეცოდებაჲ ესე ჩემი და მოვედ ჩემ თანა და Page of ms. O: 28rb  მივიდეთ და თაყუანის-ვსცეთ უფალსა ღმერთსა შენსა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სამოელ საულს და ჰრქუა: არა მივიდე მე შენ თანა, რამეთუ შეურაცხ-ჰყავ შენ ბრძანებაჲ უფლისაჲ, და აწ შეურაცხ-გყოს შენ უფალმან, რაჲთა არღარა ჰმეფობდე ისრაჱლსა ზედა!

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარემოიქცა სამოელ წარსლვად მისგან და საულ შებმა-უყო სამოსელსა მისსა, რაჲთამცა დააყენა იგი მის თანა, და მოხეთქა კიდე ერთი სამოსლისა მისისაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მას სამოელ: და განხეთქოს უფალმან მეფობაჲ შენი ქუეყანასა ზედა და სახლსა მას ისრაჱლისასა დღეს დღჱ და მისცეს იგი მოყუასსავე შენსა, რომელი უმჯობეს იყოს შენსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და განხეთქოს ისრაჱლი ორგან და არღარა მოიქცეს და არცა შეინანოს წმიდამან ისრაელისამან, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს იგი, ვითარმცა შეინანა რისხვაჲ იგი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ სამოელს: ვცოდე, არამედ ნუღარა მაგინებ მე წინაშე მოხუცებულთა ერისა ჩემისათა და წინაშე ისრაჱლისა, არამედ მოიქეც შენ ჩემდა და თაყუანის-ვცეთ უფალსა ღმერთსა შენსა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა სამოელ საულისა და თავყუანის-სცეს უფალსა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა სამოელ: მომგუარეთ მე აგაგ, მეფჱ ამალეკისაჲ! და მოჰგუარეს მას აგაგ ანათოთით და ძრწოლაჲ შეედვა მას და თქუა: უკუეთუ ესრე მწარე არს სიკუდილი?

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას სამოელ: ვითარ-იგი უშვილო ქმნნა დედანი იგი მახჳლმან შენმან, ეგრე უშვილო იქმნეს [დედაჲ შენი] დედათა შორის შვილთა მათ შორის ასერისთა! და სცა და მოკლა აგაგ მეფჱ წინაშე უფლისა გალგალს.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა სამოელ არმათემდ და საულ წარვიდა სახიდ თჳსა მუნვე ბორცუად.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და არღარა შესძინა სამოელ ხილვად საულისა ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა, რამეთუ ეგლოვდა სამოელ საულს. და უფალმანცა შეინანა, რამეთუ დაადგინა იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა.



Chapter: 16  
თავი XVI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან სამოელს: ვიდრე ეგლოვდე შენ საულს, რამეთუ მეცა განმიშორებიეს იგი, რაჲთა არღარა მეფობდეს ისრაჱლსა ზედა. მერმე ჰრქუა უფალმან სამოელს: აღავსე რქაჲ ეგე შენი ზეთითა და წარგავლინო შენ ბეთლემდ იესჱსსა, რამეთუ გამოვირჩიე ჩემდად მეფედ ძეთაგან იესჱსთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სამოელ უფალსა და ჰრქუა: ვითარ მივიდე მე? ნუ უკუე ცნას საულ და მომკლას მე. ჰრქუა უფალმან სამოელს: წარიბ შენ თანა დიაკეული ერთი მროწეულისაგან და თქუ ესრეთ, ვითარმედ: შეწირვად მოსრულ ვარ მსხუერპლთა უფლისათა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდი იესეს და ძეთა მისთა შესაწირავსა მას თანა Page of ms. O: 29va  და გაუწყო შენ, რაჲ-იგი ჯერ არს შენდა ყოფად. და სცხე მას ჩემდად, რომლისაჲ გიბრძანო შენ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო სამოელ ყოველი, რაჲცა უბრძანა მას უფალმან; და მოვიდა იგი ბეთლემდ, და განიკჳრვეს მოხუცებულთა მათ ქალაქისათა შესლვაჲ იგი მისი და ჰრქუეს მას: მშჳდობით არსა შემოსლვაჲ ეგე შენი ჩუენდა, მხილველო?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა: მშჳდობით არს, რამეთუ მსხუერპლისა შეწირვად მოსრულვარ უფლისა ღმრთისა; აწ განიწმიდენით თავნი თქუენნი და ჩემ თანა ინაჴით დასხედით დღეს მსხუერპლსა ამას ჟამსა! და განწმიდა მან იესე და ძენი მისნი, და მიუწ\ოდა Page of ms. O: 29vb  მათ მსხუერპლსა მას ზედა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს იგინი მის წინაშე და ვითარცა იხილა მან ელიაბ, თქუა: წინაშე უფლისა ესე იყოს ნუ ცხებული უფლისაჲ?

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან სამოელს: ნუ ჰხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მისისასა, რამეთუ შეურაცხ-მიყოფიეს იგი, რამეთუ არა ვითარცა კაცი ჰხედავნ და იხილის ეგრე ღმერთმან: რამეთუ კაცი პირსა ოდენ ჰხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერ არს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა იესე ამინადაბს და წარმოუდგინა იგი სამოელის წინაშე და თქუა: არცა ესე გამოირჩია ღმერთმან!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე წარმოუდგინა მას სამაა და Page of ms. O: 30ra  თქუა სამოელ: არცა ეგე გამოირჩია ღმერთმან!

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარმოუდგინნა იჱსე შჳდნივე ძენი მისნი წინაშე სამოელისა. და ჰრქუა სამოელ იესეს: არა გამოირჩია უფალმან ამათგანი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე ჰრქუა სამოელ იესეს: ეგოდენ არიანა ძენი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: არსღა ერთი სხუაჲ უმცირჱსი სამწყსოსა გარე ცხოვართასა. და ჰრქუა სამოელ იესეს: წარავლინე მწრაფლ და მოიყვანე იგი აქა, რამეთუ ვერ ეგების ჩუენდა ინაჴით დასხდომაჲ, ვიდრე არა მოვიდეს იგი აქა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა იესე და მოიყვანეს იგი წინაშე სამოელისა. და იყო Page of ms. O: 30rb  იგი მწითურ პირითა, მხიარულ, გრემან თუალითა, ქმნულკეთილ ხილვითა. მაშინღა ჰრქუა უფალმან სამოელს: აღდეგ ადრე და სცხე მაგას, რამეთუ ეგე გამოვირჩიე!

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო სამოელ რქაჲ იგი საცხებელისაჲ და სცხო მას წინაშე ძმათა მისთა; და მოვიდა სული უფლისაჲ დავითის ზედა მიერ დღითგან მყოვარ ჟამ, და წარვიდა სამოელ არმათემდვე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და სული უფლისაჲ განეშორა საულისგან და შეუჴდა მას სული უკეთური ბრძანებითა უფლისაჲთა და აჭირვებდა მას.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგეს მონათა საულისთა და ჰრქუეს: ესერა სული უკეთური შეგაშთობს შენ უფლისა მიერ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 30va  აწ ისმინე სიტყუაჲ მონათა შენთაჲ და უძიოთ უფალსა ჩუენსა კაცი ერთი, რომელმან იცოდის სახიობაჲ გალობათა უფლისათაჲ ქნარითა, და რაჟამს მოიწეოდის შენ ზედა სული უკეთური უფლისა მიერი, იტყოდის იგი გალობასა მას უფლისასა ქნარითა, და კეთილ იყოს იგი შენდა და განისუენოდი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა საულ მონათა თჳსთა: წარვედით და მიძიეთ მე კაცი ერთი, რომელი კეთილად გალობდეს გალობასა უფლისასა და მოიყვანეთ იგი ჩემდა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მი-ვინმე-უგო ერთმან მონათა მისთაგანმან და ჰრქუა: ვიხილე მე ძეთა შორის იჱსესთა ბეთლემს, რომელი კეთილად გალობდა სახიო\ბასა Page of ms. O: 30vb  უფლისასა მეცნიერებით, და კაცი ბრძენი, და ძალითა ძლიერი, და მჴნჱ, და ბჭევრ სიტყჳთა, და შუენიერ ხილვითა, და უფალი არს მის თანა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა საულ მოციქულნი იესჱსა და ჰრქუა: მომივლინე მე დავით, ძჱ შენი, რომელ არს სამწყსოსა ცხოვართასა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აჰკიდა იესე კაჰრაულსა ჰაკი ერთი პური, და თხიერი ერთი ღჳნოჲ, და თიკანი ერთი, და მიუძღუანა იგი დავითის მიერ ძისა მისისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემოვიდა დავით, დადგა მის წინაშე, და შეიყუარა იგი საულ ფრიად. და იყო დავით მომრთუმელ სამსახურებელსა მისსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავ\ლინა Page of ms. O: 31ra  საულ კაცი ერთი იჱსესა და ჰრქუა: რაჲთა დგეს დავით ჩემ წინაშე მარადის, რამეთუ პოვა მადლი წინაშე თუალთა ჩემთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მოიწიის სული უკეთური უფლისა მიერ საულისა, მიიღის დავით ქნარი იგი და გალობნ მის წინაშე და განუსუენის საულს და სათნო-უჩნნ მას Page of ms. O: 28r  და განეყენის მისგან სული იგი უკეთური.



Chapter: 17  
თავი XVII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა შეკრბეს უცხოთესლნი იგი და მოვიდეს და დაიბანაკეს წყობად შორის სოქოთსა და შორის აზაკესა აფერმინისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
საულ და ერი იგი ისრაჱლისა შეკრბა და მოვიდა და დაიბანაკეს ღელესა მას მაღნარისასა პირისპირ მათსა, და განეწყვნენ ურთიერთსა ამიერ და იმიერ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო უცხოთესლნი იგი იდგენ მიერ კერძო მთისა და ისრაჱლნი ამიერ კერძო მთისა, და ღელე იყო საშუალ მათსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა კაცი ერთი ერისა მისგან უცხოთესლთასა, კაცი მჴნე და გეთელთაჲსა. და სახელი მისი გოლიად, სიმაღლჱ მისი ოთხ წყრთა და მტკაველ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
აზნაურად ჭურვილი ჯაჭჳთ ჩაბალახითურთ, და იყო სასწორი საჭურველისა მისისაჲ ხუთ ათას სიკლა რკინით სპილენძითურთ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ფარი სპილენძისაჲ ჴელთა მისთა,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ბუნი ჰორლისა მისისაჲ, ვითარცა ლვილი ქსელთაჲ, პირი ჰორლისა მისისაჲ ექუსასის სასწორის და სპასიაკი ერთი Page of ms. O: 31va  წინაშე მისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა და დადგა განმზადებული წინაშე ისრაიტელთა მათ და თქუა: რად ერთბამად განწყობილხართ ბრძოლად ჩუენდა? აჰა, ესერა, მე ერთი უცხოთესლთაგანი ვარ და თქუენ ებრაელნი საულისნი ხართ. აწ გამოირჩიეთ ერთი კაცი, რომელი მოვიდეს და ბრძოლა-ყოს ჩემ თანა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუეთუ მაჯობოს და მომკლას მე, ვიყვნეთ ჩუენ მორჩილ თქუენდა; და უკუეთუ მე ვერეოდი და მოვკლა იგი, თქუენ დაგუემორჩილენით.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და კუალად თქუა უცხოთესლმან მან: აჰა, ესერა, მე გაყუედრებ განწყობილსა მაგას ისრაჱლისასა დღეს დღჱ. გამოვედინ კაცი ერთი თქუენ\განი Page of ms. O: 31vb  და განვიდეთ ახოვანად ურთიერთას მარტოდ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ესმა ესე საულს და ისრაიტელთა მათ სიტყუაჲ იგი უცხოთესლისაჲ მის, ზარი განჰჴდა, რამეთუ შეშინდეს ფრიად.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით იყო ძჱ კაცისა ერთისა ეფრათელისაჲ, ქალაქით ბეთლემით, ნათესავისა მისგან იუდაჲსისა, და სახელი მისი იესე, და ესხნეს მას რვანი ძენი, და იყო კაცი იგი მოხუცებულ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარ\ვიდეს Page of ms. O: 29r  ძენი იგი მისნი სამნი უმრწემესნი საულის თანა ღუაწლსა მას ბრძოლისასა. ესე სახელები არს სამთა მათ ძეთა იესჱსთაჲ: ელიაბ, ამინა\დაბ, Page of ms. O: 32ra  სამაა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით უმრწემესი მათსა და ესე სამნი მივიდეს საულისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო დავით წარვიდა ბეთლემდ მწყსად ცხოვართა მამისა მისისათა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და უცხოთესლმან მან აღიმსთჳს და წარმოუდგის დილეულითგან ვიდრე მწუხრადმდე, ვითარცა ძეგლი წინაშე ისრაიტელთა მათ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა ოდენ ჰრქუა იესე დავითს, ძესა თჳსსა: მიიღე შენ თანა გრივი ერთი ჴალი და ათი ჴუეზაჲ პური და მიისწრაფე ბანაკად და მიართუ ძმათა შენთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ათი ესე ნუში მიუპყარ ერისთავსა მას და ცან სიცოცხლე ძმათა Page of ms. O: 32rb  შენთაჲ და მითხარ მე სიცოცხლჱ იგი მათი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და საულ და ყოველი ერი იგი მათი განწყობილად დგა მუხასა მას ქუეშე, რომელი იყო უბჱსა მას ბრძოლისასა წინაშე უცხოთესლთა მათ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით აღიმსთო განთიად და შეჰვედრნა საცხოვარნი იგი მწყემსთა და ყო, რაჲცა-იგი უბრძანა Page of ms. O: 29v  მას იესე, და მოვიდა ადგილსა მას ბრძოლისასა, და იყივლეს და აღიზახეს ერმან მან ისრაჱლისამან.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდეს და დადგეს თითოვეული ადგილსა თჳსსა განმზადებულნი ბრძოლად. ეგრეცა უცხოთესლნი იგი მოვიდეს და დადგეს წინაშე ისრაიტელთა მათ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით მოიღო ჭურჭ\ელი Page of ms. O: 32va  თჳსი და დაჰვედრა ვანის მცველსა მას და იგი წარვიდა ერისა მის თანა ბრძოლად და იკითხვიდა ძმათა თჳსთა მშჳდობასა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა, ესერა, გამოჴდა კაცი იგი, რომელსა ერქუა გოლიად, უცხოთესლი, გეთელი; და ესმა დავითს და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, რამეთუ იტყოდა იგი სიტყუასა ამპარტავსა სილაღით.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილეს რაჲ კაცი იგი, შეშინდეს ფრიად და სივლტოლად მიაქციეს პირისაგან მისისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ვინმე კაცმან ერთმან ისრაიტელმან მოყუასსა თჳსსა: მე უწყი, ვითარღა ყუედრებად გამოსრულ არს კაცი ესე ისრაჱლისა, ხოლო რომელმან მოკლას იგი, მე ვიცი, რამეთუ მეფემან განამდიდროს იგი და ასული თჳსი მისცეს მას ცოლად და სახლი მამისა მისისაჲ განათავისუფლოს ისრაჱლსა შორის.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა რაჲ ესე დავითს, ჰრქუა კაცთა მათ, რომელნი გარემოჲს იყვნეს მისა: რაჲმემცა კეთილი უყვეს კაცსა მას, რომელმან მოკლას იგი, რომელი აყუედრებს ერსა ისრაჱლისასა? ანუ რაჲ ვინ არს წინადაუცუეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ღმრთისა ცხოველისასა?

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მო-ვინმე-უგო მიერ განწყობილისა მის\განმან Page of ms. O: 33ra  სიტყუასა მას ოდენ და ჰრქუა: მსგავსად აღთქუმისა მის მისცეს მას, რომელმანცა მოკლას იგი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე დავითისი ელიაბს, ძმასა მისსა, რომელსა ეტყოდა კაცთა მათ, განრისხნა ფრიად დავითისთჳს და ჰრქუა: და შენ მო-ვე-რაჲსა-ხუედ აქა, ანუ ვის დაჰვედრენ უბადრუკნი იგი საცხოვარნი. მე უწყი ამპარტავანებაჲ ეგე შენი და სიბოროტჱ, რამეთუ სილაღითა მაგით შენითა Page of ms. O: 30v  მოხუედ აქა ხილვად ღუაწლსა ბრძოლისასა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: და აწ მე რაჲ გიყავ? სიტყუაჲ სამე ერთი Page of ms. O: 33rb  ვთქუ ანუ მო-რაჲმე-გიღე შენ?

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა დავით სხუასა ადგილსა და მასვე სიტყუასა იტყოდა, და მიერ ერისაგანთა მოუგეს პირველისაებრვე სიტყჳსა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყუაჲ იგი დავითისი უთხრეს საულს და მიიყვანეს დავით და წარ-ხოლო-უდგინეს საულსა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად დავით წინაშე საულისა და თქუა: ნუ შესძრწუნდები, უფალო ჩემო მეფჱ, რამეთუ მე, მონაჲ შენი, განვიდე და ბრძოლა ვყო უცხოთესლისა მის თანა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: შენ ყრმაჲ ხარ და იგი განძლიერებული კაცი არს და მბრძოლი სიჭაბუკითგან თჳსით, ვერ შემძლებელ ხარ წინა-დადგომად მისა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად დავით საულისა და ჰრქუა: ოდეს ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა უდაბნოსა ზედა, მოვიდის ლომი ანუ დათჳ და წარიღის ვერძი ანუ ვაცი,

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ვეწიი და პირისა მისისაგან მოუღი; და თუ ზედა მომიჴდის, მე მკლავნი მოვხჳნი და შევმუსრი და Page of ms. O: 31r  მოვკლი იგი.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ შერაცხილ იყავნ უცხოთესლი ისი წინადაუცუეთელი ვითარცა ერთი მჴეცთა ბოროტთაგანი; ვითარ არა მივიდე და მოვკლა იგი და აღვჴოცო ყუედრებაჲ ისრაჱლსა შორის დღეს, რამეთუ რაჲ ვინ არს წინადაუცუეთელი ესე?

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ თქუა დავით: თავ\ადმან Page of ms. O: 33vb  უფალმან, რომელმან მიჴსნა მე პირისაგან ლომისა და მკლავთაგან დათჳსათა, მან მიჴსნეს მე ჴელთაგან იმის წინადაუცუეთელისა და უცხოთესლთა! მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: გუალე, განვედ და უფალი იყავნ შენ თანა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთააცუა საულ დავითს ჯაჭჳ და ჯაჭუსა მას ზედა იალმაგი და ჩაფხუტი პილენძისაჲ დაადგა თავსა მისსა.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴრმალი თჳსი შეარტყა წელთა მისთა, და განსლვასა მისსა კელობად იწყო დავით და ბრკოლად, რამეთუ უმეცარ იყო. მიუგო დავით საულს და ჰრქუა: ვერ განუჴდე ამით, რამეთუ შეუზმნელ* და უცებ ვარ ამისა. ფერჴი დაიპყრა დავით და განიძარცუა საჭურველი იგი მისგან.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო არგანი იგი Page of ms. O: 31vF  მისი და გამოირჩივნა მან ხუთნი ქვანი რიყისანი და შთასხნა იგინი ვაშკარანსა მას სამწყემსოსა და შურდულნი თჳსნი მოიხუნა ჴელთა თჳსთა და განვიდა უცხოთესლისა მის გმირისა.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიერ წარმოემართა უცხოთესლი იგი და მოუვიდოდა დავითს, და ვითარცა მიეახლა მას, ფერჴი დაიპყრა და მეფარე ერთი წინა უფარებდა მას.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა იხილა უცხოთესლმან მან გოლიად დავით ჭაბუკი შუენიერი, მწითური და გრემანი, შეურაცხ-ყო იგი.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
აღიზახნა და თქუა: ძაღლი ნუ ვარა მე, წათითა და ქვითა ზედა მომივალ? და შეაჩუენებდა უცხოთესლი იგი დავითს კერპთა მიმართ თჳსთა.

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: მოგუალე, გამომიჴედ მე და დავსხნე ჴორცნი შენნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: მოგუალე, შენ ეგერა ზედა მომივალ მე ჯაჭჳთა, ჰორლითა და ფარითა. ხოლო მე მიგივალ შენ სახელითა უფლისა ღმრთისა ნებისმყოფელისაჲთა და ერისა ამისგან ისრაელისა, რომელსა იგი შენ ჰყუედრებდ Page of ms. O: 32rF  დღეს ამპარტავანებითა შენითა.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შემოგაწყჳდა დღეს უფალმან ღმერთმან ჴელთა ჩემთა და მოგკლა შენ ადგილობანსა; მახჳლითავე შენითა მოგკუეთო თავი შენი და დავსხნე ჴორცნი შენნი და ჴორცნი ერისა მაგის უცხოთესლთასანი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა და ცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, ვითარმედ არს ღმერთი ისრაელისა.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცნას ყოველმან ერმან, რამეთუ არა მახჳლითა, არცა ჰოროლითა და ჯაჭჳთა იჴსნის უფალმან, არამედ უფლისა მიერ არს ძლევაჲ ბრძოლასა შინა. და განგწირნეს თქუენ უფალმან ჴელთა მომართ ჩემთა.

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდგა უცხოთესლი იგი და ზედამოვიდოდა მას და ვითარცა მოეახლა დავითს, მიისწრაფდა მისა.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთაყო ჴელი თჳსი დავით ვაშკარანსა მას და აღმოიტაცა ქვაჲ ერთი და შთაუდვა იგი შურდულთა მათ მისთა და გატსყორცა და მიამთხჳა შუბლსა უცხოთესლსა მას და ჩაფხუტითურთ შუბლი ჩასტეხა და ტჳნად ჩააგდო და პირდაქუე ქ\უეყანასა Page of ms. O: 32vF  ზედა დასცა.

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
და განძლიერდა დავით უფროჲს უცხოთესლთა მათ ზედა მას დღესა შინა, რამეთუ შურდულითა ქვითა მოკლა უცხოთესლი იგი და მახჳლი, საჭურველი და ჰოროლი არა აქუნდა მას.

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
ფერჴნი განუტევნა დავით და მოვიდა უცხოთესლისა მის, მუჴლი ყელსა დაადგა და აღმოჴადა ჴრმალი მისი და თავი ჩაფხუტითურთ მოკუეთა. ვითარცა იხილეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ მოკლა ძლიერი იგი მათი, მეოტ იქმნნეს.

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
ამიერმან მან ისრაელისამან და იუდაისმან აღიზახნეს და მიეტევნეს მათ ზედა და აღჴოცდეს მეოტთა მათ უცხოთესლთა და თანის-თანა მძორად დასდებდეს ვიდრე გეთადმდე და ვიდრე ბჭედმდე ასკალონისა. და დაეცნეს წყლულნი მრავალნი უცხოთესლნი იგი.

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ასკალონელნი იგი და დაესხნეს ნატყუენავსა და დანაყარსა ბანაკისა მათისასა და სძარცუვიდეს მძორებსა მათსა.

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიღო დავით თავი იგი უცხოთესლისაჲ მის იერუსალემად და ჯაჭჳ და საჭურველი მისი მოიღო საყოფლად თჳსა.

Verse: 55   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს იხილა საულ ზედა მისლვაჲ დავითისი უცხო\თესლისა Page of ms. O: 33rF  მის, ჰრქუა აბენერს, სპასპედსა თჳსსა: ვისი-მე რაჲ შვილი არს ჭაბუკი ისი? მიუგო აბენერ, ჰრქუა: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო, მეფე, არა უწყი?

Verse: 57   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მოვიდა დავით ახოვნებისა მისგან, რამეთუ მოეკლა უცხოთესლი იგი, უპყრა ჴელი აბენერ და შეიყვანა იგი წინაშე საულისა. და თავი იგი ახოვანისაჲ მის ჴელთა შინა დავითისთა.

Verse: 58   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულ და ჰრქუა მას: ვისი შვილი ხარ, ჭაბუკო? მიუგო დავით და ჰრქუა: ძე ვარი მე მონისა შენისა იესესი, ბეთლემელისაჲ.



Chapter: 18  
თავი XVIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა უთხრა დავით სიტყუაჲ ესე მეფესა მას, შეიყუარა იგი იონათან, ძემან მეფისამან, სიყუარულითა დიდითა, ვითარცა თავი თჳსი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიყენა საულ დავითი მიერ დღითგან და არღარა განუტევის სახედ მამისა თჳსისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღთქუმა-ყო იონათან დავითის თანა, რამეთუ შეიყუარა იგი სწორად თავისა თჳსისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიძარცუა იონათან ვარმი მისი და ჯაჭჳ და ჴრმალი და მშჳლდ-კაბარჭი და ყოველი საჭურველი მისი მისარტყლამდე მისცა დავითს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 33vF  და დაადგინა იგი საულ კაცთა მათ ზედა მოღუაწეთა მის ერისათა, და შემომავალ-გამომავალ იყო დავით მეცნიერებით წინაშე უფლისა და მბრძანებელ მის წინაშე და სათნო იყო იგი საულისა წინაშე ყოვლითა საქმითა მისითა [და] წინაშე ყოვლისა ერისა საულისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მოვიდოდეს მოწყუედისა მისგან უცხოთესლთაჲსა, და გამოეგებვოდა მათ მძნობარი შემთხუევად დავითისა და საულისა ყოველთაგან ქალაქთა ისრაელისა მემღერად მათ წინაშე პარით, ნესტჳთა და ქნარითა, ბობღნითა და წინწილითა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
პირი აღეღო და მიეგებვოდეს მათ, ახიობდეს, აქებდეს და იტყოდეს: საულ მოსწყჳდა ათასები, ხოლო დავით დასცა ბევრები.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
განრისხნა საულ, რამეთუ, შეუძნდა სიტყუაჲ იგი და თქუა: ვითარ მისცეს დავითს მოწყუედა ბევრეულთა და მე ათასეულთა? აწ სხუაჲ რაღა აკლს მას, გარნა შარავანდთა ხოლო ამათ ჩემთა?

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიერ ჟამითგან ქუეგახედვიდა დავითს მი-აღსასრულამდე.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ხვალისაგან, ვითარცა მოვიდა სული უკეთური Page of ms. O: 34rF  უფლისა მიერი საულის ზედა, და იგუემებოდა სახლსა შინა თჳსსა, და დავით ახიობდა სახიობასა მას კურთხევისასა, ვითარცა მარადის ჩუეულ იყო, და საულს აქუნდა ჴელთა მისთა ჰოროლი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეგულებოდა განგუმერაჲ დავითისი და შემშჭუალვაჲ კედელსა ლახურითა მით. და დავით მოჰრიდა პირისაგან მახჳლისა ორჯერ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეშინოდა საულს დავითისაგან, რამეთუ დაეტევა იგი უფალსა და დავითის თანა იყო.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიშორა საულმან დავითი და დაადგინა იგი ერისთავად ერსა მას თჳსსა ზედა, და შევიდოდა დავით და გამოვიდოდა წინაშე საულისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო დავით მცნობელ ყოველთა გზათა მისთა, რამეთუ უფალი ყოვლისამპყრობელი იყო მის თანა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ხედვიდა საულ სიბრძნესა მას დავითისსა და ეშინოდა ფრიად.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი ისრაჱლი ჰყუარობდა დავითს, რამეთუ შინაგანმავალ იყო იგი საულისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუად იწყო საულ დავითისა და თქუა: აჰა, ესერა, ასული ჩემი მერობ მიმიცემიეს ცოლად შენდა და იყავ შენ ჩემდა შვილ და ძალ, და მბრძოლ მტერთა Page of ms. O: 34vF  მიმართ უფლისათა; რამეთუ ესრე გულსედვა საულს, ვითარმედ: მებრვე რაჲსა შევახებ ჴელსა ჩემსა, არამედ ჴელი უცხოთესლთაჲ იყავნ მის ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულს დავით და ჰრქუა: ვინ ვარ მე, ანუ რაჲ ვარი მე, ანუ რაჲ არს ნათესავი მამისა ჩემისაჲ შორის ისრაელსა, ვითარმცა ღირსვიქმენ მე სიძედ შენდა, მეფე?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო შემდგომად რავდენისამე ჟამისა, რაჟამს მითხოვილ იყო მერობ, ასული იგი საულისი, ცოლად დავითისა, არა ინება ქალმან მან ცოლებად დავითისა, რამეთუ თხოვილ იყო იგი ელი მაულელისა ცოლად.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიყუარა დავით მელქოლ, ასულმან საუალისმან, და ვითარ ცნა საულ სიტყუაჲ იგი, სათნო-უჩნდა ფრიად წინაშე თუალთა მისთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა საულ: მივსცე იგი ცოლად და იყოს იგი მისა საცთურ და ჴელი უცხოთესლთაჲ იყოს მის ზედა. და ჰრქუა საულ დავითს: შორის ერსა მას სიძე გერქჳნ შენ ჩემდა დღესდღითგან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო საულ მონათა თჳსთა Page of ms. O: 35rF  და ჰრქუა: მივედით და არქუთ დავითს იდუმალ: აჰა, ესერა, მეფესა ჰნებავს სიძე-ყოფაჲ შენი მისა და ყოველნი მონანი მისნი გყუარობენ, აწ ჯერ-იჩინე შენ სიძებაჲ მეფისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს, ჰრქუეს დავითს მონათა მათ, ვითარცა უბრძანა მათ მეფემან. მიუგო დავით და ჰრქუა: მცირე ნუ რაჲ გიჩნდეს წინაშე თუალთა თქუენთა სიძე-ყოფად მეფისა, რამეთუ მე კაცი მკოდოვი ვარ და არცაღა დიდისა პატიოსნისა ნათესავისა ვარ მე.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს მათ საულს ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ მონათა მათ თჳსთა: ესრე არქუთ დავითს: არა თუ სათხოველისა რაჲ სიტყუაჲ არს აქა, ძნელღა თუ რაჲმე გიჩს, უჴმდესღა თუ რაჲმე მას, გარნა თუ ესე მორთუმად მისა ასი სხეული მამაკაცისაჲ ერთბამად მტერთა მათგან მეფისათა, რამეთუ ესრე განეზრახა საულს, ვითარმცა: შე-ვითარ-რაჲთა-აგდო დავით ჴელთა უცხოთესლთასა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდეს Page of ms. O: 35vb  და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ საულისი და სათნო-უჩნდა დავითს სიძეყოფაჲ მეფისა და მორთუმაჲ, რასაცა იგი სთხოვდა მას.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე არღარა მცირედნი ჟამნი წარსრულ იყვნეს, წარვიდა დავით რაოდენითამე კაცითა და დასცნა უცხოთესლნი იგი ვითარ ასი ოდენ კაცი და მოართუა ასისა მის კაცისაჲ, რასა სთხოვდა მას მეფე. და მიერითგან ესიძა იგი მეფესა და მოსცა მას საულ ასული მისი, მელქოლ, ცოლად.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს ცნა საულ, რამეთუ უფალი ღმერთი დავითის თანა იყო და მელქოლა, ასული მისი, და ყოველი ისრაელი ჰყუარობს მას,

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
უფროჲს ეჭუდა საულ დავითს და უფროჲს ემტერებოდა საულ დავითს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოვიდეს მთავარნი იგი უცხოთესლთანი უჟამოდ, და დავით უფროჲს შერაცხილ იყო ყოველთა მონათა საულისთა და დიდებულ.



Chapter: 19  
თავი XIX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისა შემდგომად ზრახვა-ყო საულ იონათანის თანა, ძისა თჳსისა, და ყოველთა თანა მონათა მისთა, რაჲთამცა მოკლეს დავით; Page of ms. O: 36rF  და იონათანს, ძესა საულისსა, უყუარდა დავით ფრიად.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნთქუესვე უმხილა დავითს და ჰრქუა, ვითარმედ: მამაჲ ჩემი გიმზირს შენ მოკლვად, აწ ეკრძალე თავსა შენსა და ხვალე განთიად მივედ და დაი\მალე Page of ms. O: 34ra  ადგილსა ერთსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე შევიდე თავით ჩემით მამისა და გამოვჰკითხო, რაჲ გულს ედვას, და გაუწყო შენ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა იონათან საულის თანა მამისა თჳსისა კეთილის თხოვად დავითისთჳს და ჰრქუა მას: ნუ უყოფ ბოროტსა, მეფე, დავითს, რამეთუ არაჲ შეუცოდებიეს შენდა, არამედ ყოველნი საქმენი მისნი შენდა მომართ კეთილ არიან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სულნი თჳსნი გამსახურნა შენ და თავი თჳსი მისცა ჴელთა მტერთასა და მოკლა უცხოთესლი იგი შენ წინაშე, და შეიქმნა ცხორებაჲ დიდი ჴელითა მისითა ისრაჱლსა ზედა, და იხილა ყოველმან Page of ms. O: 34rb  ისრაჱლმან და განიხარა; და აწ რაჲსა სცოდავ შენ და დასთხევ სისხლსა მართლისასა და მოაკუდინებ მას უბრალოდ?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა რაჲ სიტყუაჲ ესე იონათანისი საულს, ფიცა და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, ვითარმედ არა მოკუდეს დავით.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ მოუწოდა იონათან დავითს და თქუა, რასა-იგი იტყოდა საულ დავითისთჳს, და შეიყვანა იონათან დავით წინაშე საულისა და იყო იგი მის წინაშე ვითარცა გუშინ და ძუღუან.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე შე-ვე-სძინა ღუაწლი ბრძოლისაჲ უცხოთესლთა მიმართ და დავით უფროჲს განძლიერდებოდა და მოსწყუედდა უცხოთესლთა მათ და ნეშტთა მათ მეოტად წარიქცევდა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიწია სული იგი Page of ms. O: 34va  უკეთური უფლისა მიერი საულის ზედა, და ჯდა იგი სახლსა შინა თჳსსა და ლახუარი ჴელთა მისთა აქუნდა. და დავით წინაშე მისა განსცხრებოდა ნელადაით.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და საულ ემარჯუებოდა განგუმერად დავითისა და შესტყორცა ლახუარი იგი დავითს და ვერ მიამთხჳა, რამეთუ დავით მიჰრიდა და ლახუარი იგი შეჰმშჭუალა კედელსა. და დავით გამოვიდა და წარვიდა მისგან.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მასვე ღამესა წარავლინა საულ ერი რჩეული სახიდ დავითისა, რაჲთა დაიცვენ იგი სახლსა შინა თჳსსა და განთიად მოკლან იგი. და უთხრა სიტყუაჲ იგი მელქულ, ცოლმან მისმან, დავითს და Page of ms. O: 34vb  ჰრქუა: არა თუ წარხჳდე შენ ამას ღამესა და არა იცხოვნო თავი შენი, ხვალე სიკუდიდ ხარ!

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარდამოსუა იგი მელქულ სარკუმლით და წარვიდა სივლტოლით და განერა საულს სიკუდილისაგან.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შექმნა მელქულ ცხედარსა მისსა ზედა სამარის მსგავსად ჰასაკის სახედ და ბირთჳ ერთი თმაჲ სთუნლით დაუდვა და დაბურა იგი სამოსლითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე მიავლინა კუალად საულ შეპყრობად დავითისა. და ჰრქუა მელქოლ მოციქულთა მათ: იგი მოჭირნე ძეს ცხედარსა ზედა და სულთა ჰბრძავს. და უთხრეს ესე საულს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და კუალად მიავლინნა მოციქულნი საულ დავითისა და ჰრქუა: მითვე ცხედრითა მომართუთ მე იგი აქა, რაჲთა მოვკლა იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს მოციქულნი იგი და იხილეს ცხედარი იგი სამარის მსგავსად შემკული, და მივიდეს და უთხრეს საულს საქმჱ ესე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ მელქულს: რაჲსათჳს გამარიალე მე და წარავლინე მტერი ჩემი და განმერა? მიუგო მელქულ საულს და ჰრქუა: მან ესრე Page of ms. O: 37v  მრქუა: უკუეთუ არა წარმგზავნო, მოგკლა შენ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ივლტოდა დავით და განერა და მივიდა სამოელისა არმათემდ და უთხრა ყოველი, რაჲცა უყო მას საულ; და წარვიდეს დავით და სამოელ ნავათდ ჰრამაჲსასა და მუნ იყოფვოდეს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს საულს და ჰრქუეს: ვითარმედ: აჰა, ესერა, არს დავით ნავათს ჰრამაჲსასა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა საულ მოციქულნი შეპყრობად დავითისა და ვითარცა მივიდეს, იხილეს კრებული წინაწარმეტყუელთაჲ, რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს და სამოელ მათ თანა. და მოიწია ერსა მას ზედა საულისსა სული ღმრთისაჲ და იგინიცა წინაწარმეტყუელებდეს.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა ესე საულს, მიავლინა სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყუელებდესვე. და შესძინა საულ მივლინებად სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყუელებდეს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა საულ გულისწყრომითა დიდითა და აღდგა და მივიდოდა იგი თჳთ არმათემდ და მოვიდა იგი ადგილსა მას ოდენ მარილოვანსა სეფინას, იკითხვიდა საულ და თქუა: სადა-მე არიან სამოელ და დავით? მიუგეს და ჰრქუეს მას: ესერა ნავათს ჰრამაჲსასა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდოდა საულ ნავეთ ჰრამაჲსასა და მოიწია მის ზედა სული ღმრთისაჲ და იგიცა წინაწარმეტყუელებდა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიძარცუა სამოსელი თჳსი წინაშე სამოელისა და წინაწარმეტყუელებდა და მივარდა შიშუელი ღამე ყოველ. ამისთჳს სიტყჳს ჯერად თქჳან: აწ საულცა წინაწარმეტყუელთა თანავე?



Chapter: 20  
თავი XX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარმო\ვიდა Page of ms. O: 35vb  დავით ნავეთ ჰრამაჲსით და შეემთხჳა იონათანს და ჰრქუა: რაჲ შევსცოდე ანუ რაჲ ბოროტი ვყავ მამისა შენისა მიმართ, რამეთუ მეძიებს მე მოკლვად?

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: ნუ იყოფინ, რამეთუ არა მოჰკუდე! რამეთუ არა იყოს სიტყუაჲ მამისა ჩემისაჲ, რომელიმცა არა ვცან, კეთილი გინა თუ ბოროტი და ყოველივე გაუწყო შენ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით იონათანს და ჰრქუა: რამეთუ უწყის მამამან შენმან, ვითარღა მიპოვნიეს მადლი წინაშე შენსა და ესრე ჰნებავს, ვითარმედ ნუმცა უწყის იონათან სიტყუაჲ ესე, რაჲთა არა უთხრას მას; Page of ms. O: 36ra  ხოლო ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, რამეთუ ჭეშმარიტად განმზადებულ არს სიკუდილი [ჩემი] წინაშე მამისა შენისა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იონათან დავითს: რაჲ გნებავს, თქუ და იგიცავე ვიცოდი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით იონათანს: აჰა, ესერა, ხვალე დღესასწაული არს და ჩემდა ჯერ არს პურის რთვაჲ მეფისაჲ, და შენ გამომავლინე მე და მივიდე და დავემალო ველსა გარე.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ მიკითხვიდეს მე მამაჲ შენი, ესრე არქუ მას, ვითარმედ: იჯმნა დავით ჩემგან და მივიდა ბეთლემდ, ქალაქად თჳსა, რამეთუ დღესასწაული არს მსხუერპლთა Page of ms. O: 36rb  შეწირვისაჲ ნათესავ-ტომითურთ მისით.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ თქუას მამამან შენმან: რამეთუ კეთილ არს, მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს მონისა შენისა; უკუეთუ ფიცხლად რაჲმე მოგიგოს შენ, უწყოდე, რამეთუ ყოვლად ბოროტი ჰნებავს ჩემთჳს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ წყალობა ყავ ჩემთჳს, მონისა შენისა, რამეთუ აღთქუმით წინაშე ღმრთისა მომიყვანე მე დღეს, და უკუეთუ შეცოდებაჲ რაჲმე ჰპოვო ჩემთანა, მონისა შენისა, შენ მომკალ და ნუ შემიყვანებ წინაშე მამისა შენისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იონათან და ჰრქუა: ნუ იყოფინ ეგე!უკუეთუ ვცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად განრისხებულ არს Page of ms. O: 36va  მამაჲ ჩემი შენთჳს, მოვიდე და გაუწყო შენ და მეოტ იქმენ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა დავით იონათანს: და აწ ვინმე მოვიდეს და მითხრას მე, ფიცხლად თუ სამე მოგიგოს შენ მამამან შენმან ჩემთჳს?

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: მოგუალე და განვიდეთ ველად, და განვიდეს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იონათან დავითს: უფალმან ღმერთმან უწყის, გამოვჰკითხო მამასა ჩემსა შენთჳს, რაჟამს მარჯუე იყოს, ორგზის და სამგზის; უკუეთუ კეთილი რაჲმე თქუას შენთჳს, გამოგივლინო შენ კაცი და გაუწყო შენ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ბოროტი თქუას, ესე და ესე უყავნ უფალმან იონათანს, უკუეთუ Page of ms. O: 36vb  ყოველი ადრე არა გაუწყო შენ და წარაგავლინო შენ ჩემგან მშჳდობით.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცოცხალ-ღა თუ სადამე ვიყო, ყავ ჩემ თანა წყალობაჲ იგი უფლისაჲ,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ მოვკუდე, ნუვე დააყენებ წყალობასა სახლისა ჩემისათჳს უკუნისამდე ჟამთა და ოდეს აღჴოცნეს უფალმან მტერნი შენნი,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ მე, იონათანცა, აღმჴოცოს სახლითურთ საულისით, იძიენ უფალმან ჴელთაგან მტერთა დავითისთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და შე-ღა-ვე-სძინა იონათან ფიცად დავითის მიმართ, რამეთუ უყუარდა იგი ფრიად.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას იონათან: ხვალე დღესასწაული არს თჳს თავისაჲ. და ოდეს იხილოს საჯდომელი შენი,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ სამგზის მოხჳდე და იხილო ადგილი იგი, სადაცა დამალულ იყო, და შჯდე ლოდსა მას ზედა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე მოვიდე და განვსტყორცნე სამნი ისარნი უტევნად.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივავლინო ყრმაჲ ჩემი და ვჰრქუა ყრმასა მას, ვითარმედ: მომართუენ მე ისარნი ჩემნი, რომელნი განვსტყორცენ; და ესრე ვჰრქუა ყრმასა მას, ვითარმედ: ეგერა ისარნი იგი შენ კერძო მომართ-რე ჰპოვნე, - მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს შენდა და ბოროტი სიტყუაჲ არა არს, ცხოველ არს უფალი

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ესრე ვჰრქუა ყრმასა მას, ვითარმედ: შენითგან მიმართ მი-რე-იძიე, აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ წარგგზავნა შენ უფალმან მშჳდობით.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო სიტყჳსა მისთჳს, რომელსა ვიტყოდეთ შენ და მე, მოწამე არს ჩემდა და შენ შორის უფალი, და ნათესავისა ჩემისა შორის და ნათესავისა შენისა უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა დავით და დაიმალა ველსა მას შინა, რომელი ასწავა იონათან. და იყო დღესასწაული იგი თჳს თავისაჲ, და მოვიდა მეფჱ იგი ტაძრად პურის ჭამად.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაჯდა საინაჴესა თჳსსა მეფჱ და შემდგომად მისა დაჯდა იონათან, და მოვიდა აბენერ და დაჯდა მგუარდლ საულისა, ხოლო ადგილი იგი დავითისი ცალიერად დაშთომილ იყო.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და საულ არაჲ ჰრქუა მას დღესა შინა, რამეთუ ესრე ჰგონებდა, ვითარმედ: ნუთუ ზრუნვასა რასმე შინა იყოს და არა განწმედილ იყოს.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ხვალისაგან, მეორესა დღესა მის თჳსასა, მიჰხედა საულ და იხილა ადგილი იგი დავითისი ცალიერი და ჰრქუა იონათანს, ძესა თჳსსა: რადმე არა შემოვიდა ძჱ იესჱსი გუშინ ანუ დღეს პურის ჭამად?

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იონათან და ჰრქუა: იჯმნა ჩემგან მისლვად ბეთლემდ, ქალაქად თჳსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ესრე მრქუა, ვითარმედ: განმიტევე მე, რამეთუ შესაწირავი უყოფიეს ნათესავთა ჩემთაო. და კაცი მოუვლინებიეს ძმათა ჩემთაო, Page of ms. O: 37vb  რაჲთა მივიდეო; აწ თუ მიპოვნიეს მადლი წინაშე შენსა, მივიდეო და ვიხილნე ძმანი ჩემნიო. და რამეთუ არა აქა არს და მის გამო არა შემოვიდა პურის ჭამად შენ წინაშე.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა საულ ფრიად იონათანის ზედა და ჰრქუა: ნაშობო ქალო, გულდედალო, მდედრ განზრდილო! მე არა ნუ ვიცია, რამეთუ შენ ერთგულ ხარ ძისა იესჱსისა, სირცხჳლად შენდა და საგინელად გამოჩინებისა სარცხჳნელისა დედისა შენისაჲსა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველთა დღეთა, ვიდრე ცოცხალღა იყოს ძჱ იესჱსი ქუეყანასა ზედა, არა განგემარჯოს მეფობაჲ შენი! აწ წარავლინე ადრე Page of ms. O: 38ra  და შეპყრობად-ეც იგი და მოყვანებად, რამეთუ შვილი სიკუდილისაჲ არს იგი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იონათან და ჰრქუა საულს: რაჲსათჳს მოკუდების იგი, რაჲ შეუცოდებიეს?

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიტაცა საულ ლახუარი იგი, რაჲთამცა მოკლა იონათან, და ცნა იონათან, ვითარმედ განაღაობით ჰნებავს მამასა მისსა სიკუდილი დავითისი.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
აღ-თავის-იქცია იონათან ტაბლისა მისგან გულისწყებით განრისხებული, გამოვიდა და არა ჭამა პური, რამეთუ განტყდა გული მისი დავითისთჳს, რამეთუ განიზრახა მოკლვაჲ დავითისი მამამან მისმან.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ხვალისაგან, Page of ms. O: 38rb  გამოვიდა იონათან ველად პაემნისა მისთჳს, რომელ დაედვა დავითის თანა, და ყრმაჲ ერთი მცირჱ მის თანა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა იონათან ყრმასა მას: გუალე, მომართუენ ისარნი ჩემნი, რომელ განვსტყორცენ.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და მირბიოდა ყრმაჲ იგი სწრაფით ადგილსა მას ისართასა, რომელ სტყორცნა იო ნათან.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და უჴმო ყრმასა მას და ჰრქუა: მიისწრაფე ადრე შენსა მიმართ-რე! და აკრიბნა ყრმამან მან საისრელნი იგი და მოართუნა უფალსა თჳსსა.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ყრმამან მან არა იცოდა ზრახვაჲ იგი მათი, გარნა იონათან და დავით.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და აჰკიდნა იონათან მშჳლდი და ისარნი მისნი ყრმასა მას და ჰრქუა: გუალე ადრე, Page of ms. O: 38va  მიისწრაფე ქალაქად!

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა დავით მიერ სამალავით და თავყუანის-სცა იონათანს სამგზის და პირს იკოცნნეს ურთიერთას და ტიროდეს განყენებისა მათისათჳს მყოვარ ჟამ.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იონათან დავითს: აწ გუალე, ვიდოდე შენ მშჳდობით და ვითარცა ვფუცეთ ურთიერთას სახელსა მას უფლისასა და ვთქუთ, ვითარმედ: მოწამე არს უფალი შორის შენსა და ჩემსა და შორის ნათესავისა ჩემისა და შორის ნათესავისა შენისა.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა დავით და წარვიდა. და იონათან შევიდა ქალაქად თჳსა.



Chapter: 21  
თავი XXI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა დავით ნომბად აბიმელექ მღდელისა და განუკჳრ\და Page of ms. O: 38vb  აბიმელიქს მღდელსა მისლვაჲ იგი დავითისი და ჰრქუა: რად ეგრე, უფალო? რაჲსათჳს მარტოჲ მოხუალ და არავინ არს შენ თანა?

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: სიტყუაჲ ერთი მიბრძანა მეფემან და მრქუა: ნუმცა ვინ სცნობს სიტყუასა მაგას, რომლისათჳს მიგავლინებ შენ. და მე მონანი წარვავლინენ ადგილსა ერთსა, რაჲთა მელოდიან მუნ, რომელ ჰრქჳან სარწმუნო.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს თუ პური შენ თანა ხუთი ოდენ ჴუეზაჲ, მომეც მე, და თუ სხუაჲცა რა არს, მომეც მე.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მღდელთმოძღუარმან მან და ჰრქუა: Page of ms. O: 39ra  არა არს აქა პური შერუეული ჴელთა შინა ჩემთა, გარნა პურნი იგი შესაწირავისანი. აწ წმიდა თუ არიან ყრმანი შენნი დედათაგან, მიიღეთ და ჭამეთ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: დედათაგან წმიდა ვართ; ვინაჲთგან გამოვედით გზასა ამას, წმიდა ვართ, და გზაჲღა თუ ესე საეჭუელ არს, რამეთუ დღეს წმიდა ვიყვნეთ ჭურჭრისა ამისთჳს ჩემისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო პური იგი აბიმელიქ, მისცა მას პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ სხუაჲ პური შერეული არა იდვა, გარნა პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ვინმე მუნ კაცი მონათაგანი საულისთაჲ, კაცი ერთი სულითა სნეული, შეკრული წინაშე უფლისა, და სახელი მის დოეკ იდუმიელი, მეჯორჱ საულისი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით აბიმელიქს: იხილე შენ, თუ არს სადა შენ თანა ჰოროლი ანუ ჴრმალი, ანუ ლახუარი, რამეთუ ჴრმალი ჩემი არა მოვიღე ჩემ თანა, რამეთუ ბრძანებაჲ იგი მეფისაჲ მწრაფლ იყო.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მღდელთმოძღუარმან მან და ჰრქუა: აჰა, ეგერა, ჴრმალი იგი გოლიადისაჲ უცხოთესლისაჲ მის, რომელ შენ მოჰკალ ღელესა მას ელიასსა, წარგრაგნილი სამოსლითა ძეს იგი; თუ მიგაქუს, მიიღე, ხოლო სხუაჲ Page of ms. O: 39va  მახჳლი არა არს ჩემ თანა თჳნიერ მისა. მიუგო დავით და ჰრქუა: მომეც მე იგი, რამეთუ არა არს მისა უმჯობჱსი. და მოიღო აბიმელიქ ჴრმალი იგი და მისცა დავითს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა დავით სწრაფით და ივლტოდა საულისგან და მივიდა იგი ანქუშისა მეფისა მის გეთელთაჲსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუეს ანქუშს მონათა მათ მისთა: არა ესე არსა დავით, მეფჱ იგი მის ქუეყანისაჲ? არა ამას გამოეგებვოდესა მაქებელნი იგი, რომელნი იტყოდეს: საულ მოსრა ათასები, ხოლო დავით დასცნა ბევრეულნი?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ესმა დავითს სიტყუაჲ ესე, შეეშინა ფრიად ანქუშისა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიმრუდა პირი მისი წინაშე მათსა და მოიცოფა Page of ms. O: 39vb  თავი თჳსი, როკავნ და იქცევინ იგი კარითი კარად მიბჭედმდე ქალაქისა; მერმე იწყო ოთხითავე სლვად, გორვად და პეროვად და აღავსებნ პერითა მით წუერთა მისთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ანქუშ მონათა თჳსთა: სადა ჰპოვეთ კაცი ესე სულითა სნეული, რამეთუ მოიყვანეთ იგი ჩემ წინაშე?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაკლულ ნუ რაჲ ვიყვენითა ჩუენ ესევითარითა სნეულითა? აწ ნუღარა შემოვალნ იგი სახლსა ჩემსა.



Chapter: 22  
თავი XXII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა დავით მუნით და განერა და მოვიდა ქუაბთა მათ ოდოლონისათა; ესმა რაჲ უკუე ძმათა მისთა და ყოველსა Page of ms. O: 40ra  სახლსა მამისა მისისა, მოვიდეს მუნ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემოუკრბებოდეს მას ყოველნი ჭირვეულნი, და იყო იგი მათა ერისთავ, და იყვნეს იგინი ვითარ ოთხას ოდენ კაც.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა იგი მასეფად მოაბელთა. და ჰრქუა დავით მეფესა მას მოაბისასა: იყვნედ მამაჲ და დედაჲ ჩემი შენ თანა, ვიდრემდის ვცნა, თუ რაჲ ყოს ჩემთჳს ღმერთმან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეაჯერა მეფესა მას მოაბელთასა და იყვნეს მის თანა, ვიდრე იყო დავით ჭირსა მას შინა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავითს გად წინაწარმეტყუელმან: ნუ ჰზი შენ ქალაქსა ამას, არამედ წარვედ ქალაქად იუდაჲსა! და წარ\ Page of ms. O: 40rb  ვიდა დავით მიერ და მოვიდა და დაემკჳდრა ქალაქსა მას სარიქსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა საულს, ვითარმედ დავით გამოჩნდა და კაცებიცა იგი, რომელ იყო მის თანა. და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა საჴნავთასა და ჰოროლი ჴელთა აქუნდა მას, და მონანი იგი მისნი დგეს წინაშე მისა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: ისმინეთ, ნაშობნო ბენიამენისნო! უკუეთუ ნანდჳლვე ძემან იჱსჱსმან მოგცეს თქუენ დაბნები და აგარაკები, გინა ზუარები ვენაჴთაჲ, ანუ თუ დაგადგინნეს თქუენ სპასალარად და ათასისთავად?

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველნი სდგათ და არავინ იპოვა კაცი ერთი თქუენგანი, რომელმანცა მიმხი\ლა Page of ms. O: 40va  მე, რაჟამს-იგი შეიყოფვოდეს ძჱ იგი ჩემი იონათან ძისა თანა იესჱსა; და არავინ იყო თქუენგანი, რომელსამცა ელმოდა გული ჩემთჳს და მიმხილა მე, რაჟამს აღადგინებდა ძჱ იგი ჩემი მონასა ჩემსა მტერად ჩემდა, ვითარცა ესე დღეს დღჱ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დოეკ იდუმელმან, მეჯორემან საულისმან, და ჰრქუა: ვიხილე მე ძჱ იესჱსი, რაჟამს მოსრულ იყო ნომბად აბიმელექისა, ძისა აქიტობისა, მღდელისა მის.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
იკითხვიდა იგი მის მიერ უფლისაგან და საგზალი მისცა მას და ჴრმალი იგი გოლიადისაჲ მისცა მას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა საულ აბიმელიქ მღდელისა მოწოდებად, ძისა აქიტო\ბისა Page of ms. O: 40vb  და ყოველთა შვილთა მამისა მისისათა, მღდელთა მათ, რომელნი იყვნეს ნომბას; და მოკრბეს ყოველნი საულისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას საულ: შენ გეტყჳ, აბიმელექ, ძეო აქიტობისო!

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲსათჳს შეეზრახე შენ ძესა მას იესჱსსა ჩემთჳს და მიეც საგზალი და ჴრმალი იგი გოლიადისაჲ და იკითხევდღა მისთჳს უფლისაგან აღდგომად მისა ჩემ ზედა მტერად, ვითარცა ესე დღეს დღჱ?

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო აბიმელექ და ჰრქუა: და ვინ სარწმუნო იქმნა მონათა შენთაგანი, ვითარ დავით? არამედ სიძჱცა გეყო იგი მეფესა და ჴელმწიფე და განმგებელ ყოველსა გასა\გებელსა Page of ms. O: 41ra  სამეფოსა, მბრძანებელ და უფალ ყოველსა ზედა სახლსა სამეუფოსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღეს რაჲ ძალ-მიც მე კითხვად მისთჳს უფლისაგან? ნუ იყოფინ, მეფე, და ნუ დაჰკრებ მონასა შენსა ზედა ბოროტსა, ნუცა სახლსა ზედა მამისა ჩემისასა, რამეთუ არაჲ ვიცი მე ზაკუვაჲ მაგას შინა დიდი სიტყუაჲ ანუ მცირჱ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას მეფემან საულ: სიკუდილით მოჰკუდე შენ, აბიმელიქ, და ყოველი სახლი მამისა შენისაჲ!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ მსახურთა მათ მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისა: წარიყვანენით მღდელნი ეგე უფლისანი და მოწყჳდენით ყოველნი, Page of ms. O: 41rb  რამეთუ ჴელი მაგათი დავითის თანა არს და უწყოდეს მაგათ სივლტოლაჲ იგი მისი და არა მაუწყეს მე; ხოლო მათ არა ჯერ-იჩინეს მოკლვაჲ მღდელთა მათ უფლისათაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ დოეკს იდუმიელსა: მივედ და მოწყჳდენ მღდელნი იგი უფლისანი მახჳლითა! და მივიდა დოეკ იდუმიელი და მოწყჳდნა მღდელნი იგი უფლისანი მახჳლითა. და მოსრნა მან მას დღესა შინა სამას ერგასისნი კაცი, რომელ-იგი წარდგებოდეს მსახურებასა მას უფლისასა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუმბაჲ, ქალაქი იგი მღდელთაჲ, მოსრა მახჳლითა მამაკაცითგან მიდედაკაცადმდე, ყრმაჲ და ძუძუჲსმწოვარი, Page of ms. O: 41va  ზროხაჲ და ცხოვარი, მოსრა ყოველი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და განერა მუნ ძჱ ერთი აბიმელიქისი, ძისა აქიტობისი, რომლისა სახელი აბიათარ, ივლტოდა და მივიდა დავითისა და იყო მის თანა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრა მას მოწყუედაჲ იგი მღდელთაჲ მათ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით აბიათარს: ვცან მასვე დღესა, რაჟამს ვიხილე მე დოეკ იდუმიელი, მწიკული იგი მეჯორჱ საულისი, და ვთქუ-მეთქი: მიუთხრას ესე ყოველი საულს. აწ მე თანამდებ ვარ სისხლთა მათთა და ყოვლისათჳს სახლისა მამისა შენისაჲსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ იყავ შენ ჩემ თანა და ნუ გეშინინ, რამეთუ ვიძიო შური შენი, Page of ms. O: 41vb  ვითარცა თავისა ჩემისაჲ, ხოლო შენ განრინებულ ხარ და იყავ შენ ჩემ თანა!



Chapter: 23  
თავი XXIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აჰა, ესერა, უცხოთესლნი იგი მოდგომილ არიან და ჰბრძვანან კეილასა და გარემოჲს არბევენ, მოსტყუენვენ საცხოვარსა და შეშჭამენ ჴუვილსა და დასტკებნიან ყანებსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იკითხა დავით უფლისაგან და თქუა: მიბრძანო თუ მივიდე და მოვსრნე უცხოთესლნი იგი და განვარინო სიკელაჲ? და უფალმან დავითს მიუგო: მივედ და მოსრენ უცხოთესლნი იგი და განარინე სეკელა!

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავითს Page of ms. O: 42ra  ერმან მან და ჰრქუა: ჩუენ თჳთ განძებულ ვართ და შეშინებულ; ვითარ მივიდეთ ღელესა მას უცხოთესლთასა?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე შე-ღა-ვე-ჰსძინა დავით კითხვად უფლისაგან და ჰრქუა უფალმან დავითს: გუალე, მოვედ შენ ადრე, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა დავით კაცითურთ, რომელნი იყვნეს მის თანა სიკელას, და ბრძოლა-ყო უცხოთესლთა მათ თანა, და ერეოდა დავით, და მეოტ იქმნნეს იგინი პირისაგან მათისა, და მოსრნა იგინი წყლულებითა დიდითა, და დაჰყარა ნატყუენავი იგი ერსა მას და განარინა Page of ms. O: 42rb  ქალაქი იგი სიკელა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო რაჟამს ივლტოდა აბიათარ, ძჱ აბიმელექისი, და მოვიდა დავითისა და აქუნდა ევფუდი იგი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ უთხრეს საულს, ვითარმედ: ესერა მოვიდა დავით სეკელად! და თქუა: აწ უწყი, რამეთუ განწირა იგი უფალმან ჴელთა მომართ ჩუენდა, რამეთუ შევიდა იგი ქალაქსა მოზღუდვილსა და განკრძალულსა ბჭითა და მოქლონითა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა საულ ყოველსა ერსა მოსლვად მის თანა, რაჲთა შთავიდეს და ჰბრძოდის კეილასა შეცვად დავითისა და ერისა მის, რომელ მის თანა იყო.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და აგრძნა დავით ზედა მისლვაჲ იგი საულისი, რამეთუ არღა დაევიწყა საულს Page of ms. O: 42va  უკეთურებაჲ იგი, რომელი იზრახა დავითისთჳს. ჰრქუა დავით აბიათარს მღდელსა: განიპყარ ევფუდი ეგე წინაშე უფლისა!

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა დავით: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, სმენით მესმა მონასა შენსა, რამეთუ ზედა მომივალს საულ სეკილად მოსრვად ქალაქისა ამის ჩემ გამო.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ შთამო-თუ-ვიდეს აქა საულ და მოიცვეს Page of ms. O: 46v  ქალაქი ესე? მაუწყე მე, უფალო, მონასა შენსა. ჰრქუა უფალმან ღმერთმან: შეიცვენ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა დავით: მი-მე-მცნეა კეილელთა და ერი ესე ჩემი ჴელთა საულისთა? და ჰრქუა უფალმან: მიგცენ შენ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა დავით სწრაფით და წარვიდა და ერი იგი, რომელ მის თანა იყო, ვითარ ოთხას ოდენ კაც, Page of ms. O: 42vb  ვიდრეცა ვიდოდეს. და უთხრეს საულს, ვითარმედ: განერა დავით. და გამოვიდა სიკელით და ადგილ-უბანს ფერჴი დაიპყრა საულ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა დავით და დაადგრა უდაბნოსა მას მესერამს, ძნელოვანსა მას რუბაჲსასა, მთასა მას არმუროვანსა; და ეძიებდა საულ დავითს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა და არა მისცა იგი უფალმან ჴელთა მისთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს ცნა დავით, ვითარმედ ეძიებს მას საულ, და დავით ჯდა მთასა მას არმუროვანსა ზეფელთასა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა იონათან, ძჱ საულისი, და მივიდა დავითისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი უფლისა Page of ms. O: 43ra  მიმართ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: ნუ გეშინინ შენ, დავით! რამეთუ არა გპოვოს შენ მამამან ჩემმან და ჰმეფობდე ისრაჱლსა ზედა, და მე ვიყო შემდგომად შენსა, და საულცა, მამამან ჩემმან, უწყის ესე, რამეთუ ესრჱთ არს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღთქუმაჲ აღითქუეს და წამებაჲ დადვეს წინაშე უფლისა; და დავით დაადგრა მუნვე ახალთა მათ და იონათან წარვიდა სახიდ თჳსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს ზეფელნი იგი საულისა ბორცუად და თქუეს: აჰა, ესერა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის მესერამს, ძნელოვანსა მას, ახალთა მათ ოდენ, ბორცუსა მას ქელას, რომელ არს Page of ms. O: 43rb  მარჯულ კერძო ესემონსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღესრულა ყოველი თხოვაჲ გულისა შენისაჲ, მეფე, რამეთუ შემოყენებულ არს იგი ჴელთა შენთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად საულ ერისა მიმართ და თქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რამეთუ გელმოდა თქუენ ჩემთჳს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ მივედით და მზა იყვენით და მოიხილეთ ადგილი იგი და ჭეშმარიტად მაუწყეთ მე, ნუუკუე მო-რაჲმე-გვერაგოს თქუენ ზაკულებითა თჳსითა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ჭეშმარიტად დაისწავეთ ადგილი იგი, სადა დამალულ იყოს, და მოვედით და მითხრათ მე და ჩუენ მივიდეთ განმზადებულნი და მოვიძიოთ იგი, Page of ms. O: 43va  სადაცა დამალულ იყოს ათასითა ამით ერითა იუდაჲსითა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდეს ზეფელნი იგი საულისგან, და დავით ჯდა მარჯულ კერძო ესემონისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა საულ ერითურთ ძიებად დავითისა. და უთხრეს დავითს გუშაგთა მათ მისთა, ვითარმედ: აჰა ეგერა, საულ ერითურთ მისით გეძიებს შენ. ვითარცა ესმა ესე დავითს, შთავიდა კლდესა მას, რომელი-იგი იყო უდაბნოსა მას მასმანით კერძო, და საულ დევნა-უყო დავითს უდაბნოსა მაანისასა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და საულ მივიდოდა ერითურთ მისით მიერ კერძო მთასა მას და დავით გარდაფარულ Page of ms. O: 43vb  იყო სივლტოლასა მას პირისაგან საულისა; და საულ და ერმან მისმან შეიცვეს დავით და ერი მისი, რომელ მის თანა იყო; და ვითარ შე-ოდენმცა-იპყრნეს იგინი,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მეყსეულად მოციქული მო-ხოლო-ვიდა სოფლით საულისა და ჰრქუა: მოიქეც ადრე, რამეთუ აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოეტევნეს სოფელსა ჩუენსა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნთქუსვე მო-ხოლო-იქცა სა\ულ Page of ms. O: 48r  და დაუტევა დევნაჲ იგი დავითისი, და მოვიდა შემთხუევად უცხოთესლთაჲ მათ; ამის გამო ერქუმის ადგილსა მას "კლდჱ განსაყენებელი".



Chapter: 24  
თავი XXIV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა დავით და დაადგრა ძ\ნელოვანთა Page of ms. O: 44ra  მათ გადესთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა მოიქცა საულ უცხოთესლთა მათგან, უთხრეს მას, ვითარმედ: აჰა, ესერა, დავით მოსრულ არს უდაბნოსა მას გადესსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანა მან მის თანა ათასი კაცი რჩეული და მივიდა ძიებად დავითისა; და დავით დაბანაკებულ იყო წინაშე ადაემს.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა იგი ადგილსა მას მწყემსთასა და იყო მუნ ქუაბი ერთი; და შევიდა მუნ საულ განსუენებად მას შინა, და დავით ერითურთ მისით დამალულ იყო.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუეს კაცთა მათ დავითს, რომელ მის თანა იყვნეს: ესე დღჱ მათთაგანი არს, რომელსა დღესა აღგითქუა ღმერთმან მიცემაჲ მტერთა შენთაჲ ჴელთა შენთა; აწ ყავ, რომელი კეთილ არს წინაშე შენსა! და მოვიდა დავით მწრაფლ საულისა და მოჰკუეთა ფრთჱ ერთი სამოსლისა თჳსისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეინანა დავით გ\ულსა Page of ms. O: 48v  შინა თჳსსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ერსა მას: ნუ იყოფინ ჩემდა ეგე უფლისა მიერ, ვითარმცა მივყავ ჴელი ჩემი ცხებულსა ზედა ღმრთისასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეაჯერნა დავით სიტყჳთა ამით ერსა მას მისსა და არავის უტევა მოკლვაჲ საულისი. და გამოვიდა საულ ქუაბისა მისგან და წარვიდა გზასა თჳსსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
შემდგომად მისა Page of ms. O: 44va  გამოვიდა დავითცა და უჴმობდა მიმართ და თქუა: უფალო ჩემო, მეფე! და გარეუკუნიხილა საულ, და დავარდა დავით, დამხედ თაყუანის-სცა მას.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით მეფესა: რად ისმენ სიტყუასა მონათა შენთასა, რომელ გითხრობენ შენ, ვითარმედ დავით გიმზირის მოკლვად?

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა, ესერა, იხილეს თუალთა შენთა, რამეთუ განგწირა უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა და მე არა მოგკალ შენ, რამეთუ ვთქუ-მეთქი: არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, არამედ დაგრიდე შენ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო ჩემო, იხილე, რამეთუ ფრთე ერთი სამოსლისა შენისაჲ ჴელთა შინა ჩემთა არს, რომელი მოვჰკუეთე ჩოდ\კეცსა Page of ms. O: 44vb  შენსა და შენ არა მოგკალ. და აწ გულისხმაყავ, რამეთუ არა არს უკეთურებაჲ ჩემ თანა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ საჯენ უფალმან შენ შორის და ჩემ შორის და სამართალი გამომეცინ მე უფალმან შენგან, რამეთუ ჴელმან ჩემმან არაჲ გავნო შენ,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იგი თქჳან პირველთა მათ სიტყჳს ჯერად, ვითარმედ: ჴელთაგან უშჯულოჲსათა გამოჴდეს ცოდვაჲ; აწ, ესერა, ჴელნი ჩემნი შენდა მიმართ არა შეიგინნეს

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ვის შეუდგ და სდევნი მეფჱ ეგე ისრაჱლისაჲ? ძაღლსა ერთსა მკუდარსა უკუანა შეუდგ და სდევნი ანუ თუ გრწყილსა ერთსა უდაბნოსა ზედა?

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 45ra  საშჯელი ყავნ უფალმან შენ შორის და ჩემ შორის და სამართალი გამომეცინ ჴელთაგან შენთა!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა დაასრულნა სიტყუანი ესე დავით, ჰრქუა საულ: ესე შენი ჴმაჲ არს, შვილო ჩემო, დავით! და ტიროდა საულ ჴმითა მაღლითა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: ყოველი სამართალი შენი უფროჲს არს, ვიდრე ჩემი, შვილო! რამეთუ შენ მომაგე კეთილი და მე მიგაგე შენ ბოროტი კეთილისა წილ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღესცა შენვე მომაგე კეთილი, ვითარცა-იგი შენ მითხარ, რამეთუ შემომაწყუდია უფალმან დღეს ჴელთა შენთა და არა მომკალ მე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვინ-მე არს, Page of ms. O: 45rb  რომელმანმცა პოვა მტერი იწროებასა შინა და არა მოკლა იგი, არამედ განუტევა იგი გზასა თჳსსა კეთილად? უფალმან მიაგოს მას კეთილი, ვითარცა ესე დღეს შენ ჰყავ ჩემთჳს.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ეშმარიტად უწყოდე, რამეთუ მეფობით ჰმეფობდე შენ და მიიწიოს უფლებაჲ შენი ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოვედ და მეფუცე მე უფალსა, რაჲთა არა აღჰჴოცო შემდგომად ჩემსა ნათესავი ჩემი და არა წარჰსწყმიდო ნათესავი სახლისა ჩემისაჲ სახლისაგან მამისა ჩემისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეფუცა დავით საულს. და წარვიდა საულ სახიდ თჳსა, და დავით და მისთანანი იგი აღ\ვიდეს Page of ms. O: 45va  მასეფად იწროსა მას.



Chapter: 25  
თავი XXV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მოკუდა სამოელ. და შეკრბა ყოველი ისრაჱლი და დაიტყებეს იგი და დაჰფლეს საფლავსა თჳსსა არმათემს, და დავით შთავიდოდა უდაბნოსა მას მაანისსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მუნ კაცი ერთი მაანს და არვჱ მისი კარმელს, და კაცი იგი მდიდარი იყო ფრიად, და ედგა მას სამ ათასი ცხოვარი და ათასი თხაჲ და რისუვიდა იგი ცხოვარსა მას მისსა კარმელს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და სახელი კაცისაჲ მის ნაბალ და ცოლისა მისისაჲ Page of ms. O: 50r  აბიგეა და ცოლი იგი მისი იყო სახიერ გონებითა და კეთილ ხილვითა, ხოლო ქმარი იგი მისი - ფიცხელ Page of ms. O: 45vb  და ბოროტ და ბილწ გზათა მისთა და უფირს გონებითა თჳსითა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა დავითს, ვითარმედ რისუავს ნაბალ კარმელს საცხოვართა თჳსთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა დავით მონანი თჳსნი ათნი და ჰრქუა მათ: მივედით თქუენ ნაბალისა და არქუთ მას კითხვაჲ მშჳდობისაჲ ჩუენ მიერ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და არქუთ მას, ვითარმედ ესრე თქუა დავით: მშჳდობაჲ და სიცოცხლე თქუენ თანა იყავნ და სახლისა შენისა და ყოველი რაჲ იყოს შენი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ გუესმა ჩუენ, ვითარმედ რისუვაჲ არს მწყემსთა მათ შენთაჲ საცხოვრისა მის შენისაჲ, რომელნი იყვნესვე ჩუენ თანა მთასა Page of ms. O: 46ra  მას კარმელსა და ჩუენ არაჲ ვავნეთ მას ყოველთა დღეთა, ვიდრე იყვნეს იგინი მთასა მას კარმელსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენცა ჰკითხე მწყემსთა მაგათ და გითხრან შენ და აწ პოვედ მონათა მაგათ ჩემთა მადლი წინაშე შენსა, რამეთუ ჟამსა და დღესა კეთილსა მომთხუეულ ვართ; აწ მო-რაჲ-ეც შვილსა ამას შენსა, რაჲცა გეპოვოს ჴელსა შენსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდეს მონანი იგი დავითისნი ნაბალისა და უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და განჰკრთა ნაბალ, აღ-თავ-იქცია და ჰრქუა მონათა მათ დავითისთა: ვინ არს დავით ანუ ვინ არს Page of ms. O: 46rb  ძჱ იჱსესი? აწ დღეს გან-რაჲმე-მრავლებულ არიან და დაუტევებიან თითოვეულად თჳსნი უფალნი და განძებულ არიან თჳსთაგან უფალთა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიღო პური ჩემი და ღჳნოჲ ჩემი და პატრუჭაკი ჩემი, რომელ დაუკალ მრისუველთა ჩემთა, და მივსცე კაცთა მათ, რომელ არა ვიცი ვინაჲ ვინ არიან?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდეს მონანი იგი ცალიერნი და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ ნაბალისი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით კაცთა მათ, რომელ მის თანა იყვნეს: ჰაბა, აღიღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან მახჳლი თჳსი! და აღიღეს თითოეულად მახჳლი თჳსი და დავითცა შეირტყა მახჳლი თჳსი; და წარვიდეს დავითის თანა ვითარ ოთხასი კაცი და ორასნი შინა დადგეს ვანის მცველად.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნთქუესვე მივიდა ყრმაჲ ერთი აბიგეაჲსა, ცოლისა მის ნაბალისა, და უთხრა ყოველი, რაჲცა იგი ჰრქუა ნაბალ მონათა მათ დავითისთა, და ჰრქუა: მე ვცან, ვითარმედ მოუვლინნა დავით უდაბნოჲთ მოციქულნი ქმარსა შენსა და მან არად შეჰრაცხნა იგინი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცნი იგი კეთილ იყვნეს ჩუენთჳს ფრიად და არას გუავნებდეს ჩუენ, არცა გა-რას-მიკითხვიდეს ჩუენ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა დღეთა, ვიდრე-იგი მათ თანა ვიყვენით მთასა მას, შეგუეწეოდეს დღით და ღამით, ვიდრე-იგი ვმწყსიდით საცხოვარსა ამას.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ განიზრახე გონებასა შენსა, რაჲ ჰყო, რამეთუ მოწევნად არს ბოროტი სახლსა ზედა ნაბალისსა, რამეთუ იგი კაცი ჯერკუალი არს და არა აგო სიტყჳსგებად მისა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
განჰკრთა აბგეა და აღდგა მწრაფლ და მოიღო მან ორასი ჴუეზაჲ პური და ორი საწყაული ღჳნოჲ და ხუთი ცხოვარი მომზადებული და ხუთი ხჳმირი ჴალი და ჴჳმირი ერთი სკიჭი, ორასი ლეღჳს კუერი და აჰკიდა კარაულთა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარსცა იგი წინა მონათა მისთა და ჰრქუა: ვიდოდეთ თქუენ და მე გეწიო უკუანა \! Page of ms. O: 47ra  და ქმარსა თჳსსა არა უთხრა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა აღჯდა იგი კაჰრაულსა თჳსსა და შთამოვიდოდა ჩამოღმართსა მას მთისასა, და დავით ერითურთ აღმოვიდოდა მათა და შეიმ\თხჳნეს Page of ms. O: 51v  გზასა ზედა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად დავით მიერვე და ჰრქუა: ცუდად ვიდრემე ვსცევდ ყოველსა მას საცხოვარსა ნაბალისსა უდაბნოსა მას ზედა და არავის უტევე დაჭირვებაჲ მათი; და აწ მან მომაგო მე ბოროტი კეთილისა წილ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე რაჲმე უყავნ ღმერთმან დავითს და ესე შესძინენ, უკუეთუ დაუტეო მე სახლისა მისგან ნაბალისა ვიდრე Page of ms. O: 47rb  განთენებადმდე ყრმაჲცა ერთი, რომელიმცა მიექცა კედელსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იხილა აბიგეა დავით, გარდაჰჴდა სწრაფით კაჰრაულსა მას თჳსსა და დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე დავითისა და თავყუანის-სცა მას.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: ჩემდამო არს, უფალო, შეცოდებაჲ ესე! აწ იტყოდის მჴევალი ესე შენდა მიმართ და ისმინე მჴევლისა შენისაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ ჰყოფ ბოროტსა უფალი ჩემი კაცისა მისთჳს ბილწისა, რამეთუ შემსგავსებულად სახელისა მისისა არს სახჱცა მისი, რამეთუ ბალ სახელი უწესოებაჲ და უგუნურებაჲ იგი მისი არს, ხოლო მე, მჴევალმან შენმან, არა ვიხილენ მონანი Page of ms. O: 47va  შენნი, რომელ აღმოგევლინნეს მუნ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და უფალო Page of ms. O: 52r  ჩემო, ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, რამეთუ დაგაყენა შენ უფალმან, რაჲთამცა არა მოვიდა შენ ზედა სისხლი უბრალოჲ და დაიცვა ჴელი შენი შენ თანა. აწ ნაბალისებრ შეიქმნედ ყოველნი მტერნი უფლისა მაგის ჩემისანი, რომელთა უნდა ბოროტი უფლისა მაგის ჩემისაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მიიღე კურთხევაჲ იგი, რომელ მიგიპყრა მჴევალმან შენმან უფალსა ჩემსა და მიეც მონათა მაგათ შენთა, რომელნი დგანან შენ წინაშე.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუტევე შეცოდებაჲ მჴევალსა შენსა და ყოს უფალმან უფლისა ჩემისა სახლი Page of ms. O: 47vb  სარწმუნოჲ და ღუაწლი იგი უფლისა ჩემისაჲ უფალმან ღმერთმან მოიღუაწოს და ბოროტი არა სადა შეგემთხჳოს.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
აღ-თუ-ვინმე-დგეს და ეძიებდეს სულსა შენსა და იყოს უფლისა ჩემისაჲ სული შეკრულ კრულებითა ცხორებისაჲთა და თავი მტერთა შენთაჲ შეჰმუსრო შურდულითა შენითა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოს უფალმან უფლისა ჩემისათჳს კეთილი, რომელიცა იგი აღგითქუა შენ, და დაგამტკიცოს შენ უფალმან მთავრად და წინამძღურად ისრაჱლსა ზედა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ შეგემთხუევინ შენ ესე ბილწებაჲ და საცთური უფალსა ჩემსა Page of ms. O: 48ra  დათხევად სისხლი უბრალოჲ მართალთაჲ, და დაიცვეს უფალმან ჴელი უფლისა ჩემისაჲ თჳსთა თანა. და ახაროს უფალმან უფალსა ჩემსა, და მოიჴსენო შენ მჴევალი შენი და კეთილი უყო მას.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად დავით აბიგეაჲსა და ჰრქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რომელმან მოგავლინა შენ დღეს აქა შემთხუევად ჩემდა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და კურთხეულ ხარ შენ და სახჱცა შენი და კურთხეულ იყავ შენ, რამეთუ დამაყენე მე დღეს დღჱ, რაჲთა არა მივიდე მე დათხევად სისხლისა უბრალოჲსა ჴელითა ჩემითა! Page of ms. O: 48rb 

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ცხოველ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რომელმან დააყენა ჴელი ჩემი ბოროტის ყოფად თქუენდა მიმართ, და თუმცა არა მოსრულ იყავ შემთხუევად ჩემდა, არამცა დამეტევა განთენებადმდე ნაბალისი, რომელმანცა შეაფსა კედელსა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო დავით ყოველი, რაჲცა მოერთუა აბიგეას, და ჰრქუა მას დავით: წარვედ მშჳდობით სახიდ შენდა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ვისმინე შენი და თუალ-გახუენ შენ.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა აბიგეა მუნვე ნაბალისა, და რამეთუ სუმაჲ ეყო მას და იშუებდა იგი, ვითარცა ტაძრობასა მას სამეუფოსა, და გული ნაბალისი მხიარულ Page of ms. O: 48va  და ხარტიელ იყო ფრიად. და მას დღესა არაჲ უთხრა აბიგეა სიტყუაჲ არცა დიდი, არცა მცირჱ.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა განთენა და ღჳნოჲ გამოჰქარდა ნაბალს, უთხრა ცოლმან მისმან ყოველი იგი სიტყუაჲ; და მუნთქვესვე მოკუდა გული ნაბალისი და შეიქმნა ვითარცა ქვაჲ.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისა შემდგომად, ვითარცა ათი ოდენ დღჱ წარჴდა, და მოაკუდინა უფალმან ნაბალ.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა ესე დავითს სიკუდილი ნაბალისი, თქუა: კურთხეულ იყავნ უფალი ღმერთი, რომელმან საჯა საშჯელი გინებისა ჩემისაჲ ჴელთაგან ნაბალისთა და მონაჲ მისი ბოროტის-ყოფისაგან დაიცვა და უკეთუ\რებაჲ Page of ms. O: 48vb  იგი ნაბალისი დაჰკრიბა თავსა მისსა. და მიავლინა დავით აბიგეაჲსა მოყვანებად იგი მისა ცოლად.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მოვიდეს მოციქულნი იგი აბიგეაჲსა კარმელდ და ჰრქუეს მას, ვითარმედ: დავით მოგუავლინნა ჩუენ შენდა მიყვანებად ცოლად მისა.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა აბიგეას, დამხედ თავყუანის-სცა და ჰრქუა მათ: მჴევლებად ღირს ვარ მე, და ბანად ფერჴთა მონათა უფლისა Page of ms. O: 53v  ჩემისათა.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა აბიგეა სწრაფით და აღჯდა კარაულსა თჳსსა და თანაწარიყვანნა ხუთნი მჴევალნი, და აღეკაზმა და წარვიდა მოციქულთა Page of ms. O: 49ra  მათ თანა დავითისთა და ცოლ-ეყო დავითს.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე აქინამ ისრაიტელი მოიყვანა დავით დაიყვნეს ორნივე იგი ცოლად დავითისა.

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და საულ მისცა ასული თჳსი მელქულ, ცოლი დავითისი, ფალტიას, ძესა ამონისსა.



Chapter: 26  
თავი XXVI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მოვიდეს ზეფელნი იგი საულისა და ჰრქუეს: აჰა, ესერა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის ბორცუსა მას ქელას, რომელი-იგი არს წინაშე პირსა ესემონისსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა საულ უდაბნოსა მას არმუროვანსა და მის თანა სამ ათასი კაცი რჩეული ისრაჱლისაჲ მოძიებად დავითისა უდაბნოსა მას ზეფისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა Page of ms. O: 49rb  და დაიბანაკა ბორცუსა მას თანა ექელას, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა, მახლობელად გზასა მას, და დავით ჯდა გზასა მას უდაბნოჲსასა. და ვითარცა ესმა ესე დავითს, ვითარმედ საულ მოსრულ არს ძიებად მისა,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
გუშაგნი წარავლინნა დავით ხილვად, თუ ჭეშმარიტად მოსრულ არს-ძი საულ ძიებად სიკელად.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
წარვიდა დავით ფარულად და მივიდა საულისა და მას ეძინა, და აბენერს, ძესა ნერისსა, ერისთავსა მას მისსა, და სანთელი ენთებოდა წინაშე მისსა და ერი იგი ყოველი წვა გარემოჲსა მისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა აბიმელექს ქეტელსა და აბესას, ძესა შაროელისსა, Page of ms. O: 49va  ძმასა მას იოაბისსა: ვინ შემოვიდეს ჩემ თანა ბანაკად საულისა? ჰრქუა აბესა დავითს: შევიდე მე შენ თანა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდეს დავით და აბესა შორის ბანაკსა მას საულისსა ღამჱ, და საულს ეძინა, და სანთელი და ჰოროლი დგა წინაშე მისა, და აბენერს და ყოველსა ერსა ეძინა გარემოჲს მისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო აბესა დავითს: დღეს შემოაწყუდია უფალმან მტერი შენი ჴელთა შენთა, ვსცე და მოვკლა იგი ჰორლითავე მისითა და დავჰსჭუალო იგი ქუეყანასა ზედა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა აბესას: ნუ იყოფინ, ვითარმცა მოკალ ცხებული უფლისაჲ და განმართლდი შენ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და Page of ms. O: 49vb  თქუა დავით: ცხოველ არს უფალი ჩემი, არა თუ უფალმან მოაკუდინოს იგი, გინა თუ დაეცეს ბრძოლასა შინა,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მე არა მივყო ჴელი ცხებულსა Page of ms. O: 54r  ზედა უფლისასა; ხოლო აწ აღიღე ჰოროლი ეგე და გოვზაკი სთუნლით მაგისა და წარვიდეთ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღო მან ჰოროლი იგი და გოვზაკი და წარვიდეს, და არავინ ცნა საქმე იგი და არცა გან-ვინ-იღჳძა, რამეთუ ყოველნი დასულებულ იყვნეს ძილისა მისგან, რამეთუ თლემულებაჲ ძილისაჲ დადებულ იყო მათ ზედა უფლისა მიერ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და წიაღჴდა დავით ჴევსა მას განშორებულადრე პირისპირ წინაშე მათსა Page of ms. O: 50ra  და დადგა იგი თხემსა ზედა მთისასა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და უჴმობდა დავით მიმართ ერსა მას საულისსა და თქუა: აბენერ, აბენერ! შენ გეტყჳ, არას მომიგება? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ, რომელი-ეგე მიჴმობ მე?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: არა შენ აბენერ ხარა, რომელი-ეგე კაცი რჩეული ხარ ისრაჱლსა შორის? და რაჲსათჳს არა დაიცევ უფალი შენი მეფჱ, რამეთუ შევიდა კაცი ერთი ბანაკსა მაგას მოკლვად უფლისა შენისა, მეფესა მაგას.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
არა რაჲმე კეთილ არს საქმჱ ეგე თქუენი, ხოლო ცხოველ არს უფალი ჩემი, რამეთუ სიკუდილისა თანამდებ ხართ მცველნი ეგე Page of ms. O: 50rb  უფლისა მეფისა თქუენისანი! აწ აღდეგით და იხილეთ თქუენ ჰოროლი იგი და გოვზაკი მეფისაჲ, რომელი იყო სთუნლით კერძო მისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იცნა საულ ჴმაჲ იგი დავითისი და თქუა: ეგე ჴმაჲ შენი არს, შვილო ჩემო, დავით? და ჰრქუა დავით: აქა ვარ მონაჲ შენი, მეფე!

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და კუალად თქუა დავით: რაჲსათჳს მდევნი მონასა ამას შენსა, მეფე? რაჲ შეგცოდე შენ ანუ რაჲ იპოვა ჩემ თანა ბრალი?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ისმინე, უფალო ჩემო მეფე, სიტყუაჲ მონისა შენისაჲ! უკუეთუ ღმერთსა აღუდგენი ხარ შენ მდევრად ჩემ ზედა, იყავნ ნებაჲ ღმრთისაჲ; უკუეთუ კაცთა მიერ არს, წყეულ იყვნედ იგინი წინაშე Page of ms. O: 50va  უფლისა, რამეთუ დღეს გამომჴადეს მე მაგათ, რაჲთა არა დავემტკიცო მე სამკჳდრებელსა ჩემსა. და თქუეს: უტევეთ და მივიდეს და ჰმონოს კერპსა მას უცხოსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ნუ დავარდების სისხლი ჩემი წინაშე უფლისა, რამეთუ გამოსრულ არს მეფჱ ისრაჱლისაჲ ძიებად ჩემდა, ვითარცა ვინ ეძიებნ გრწყილსა ერთსა ანუ თუ მღამიობსა ერთსა უდაბნოსა ზედა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა საულ დავითს: ვცოდე, შვილო ჩემო, დავით! აწ მოიქეც, შვილო ჩემო, დავით, და არაჲ გავნო შენ, სადა ესრეთ გეშინის შენ ჩემდა, ყოველი შეცოდებაჲ ჩემი არს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: Page of ms. O: 50vb  აჰა, ესერა, დამიც ჰოროლი იგი მეფისაჲ ველსა ამას ზედა, აწ მოვედინ მონათა შენთაგანი და წარიღენ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და უფალმან მიაგენ თითოვეულად სამართალი სიმართლისა თჳსისაებრ. ვითარცა განგწირა შენ უფალმან ჴელთა მომართ ჩემთა და მე არა მოგკალ, რამეთუ ცხებული უფლისაჲ ხარ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ვითარცა დიდებულ და ჰაეროვან ხარ წინაშე თუალთა ჩემთა, ეგრე მხიარულ იპოვენ სული ჩემი წინაშე უფლისა, და მფარველ მეყავნ, და მიჴსენინ მე და განმარინენ ყოვლისაგან ჭირისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ დავითს: კურთხეულ ხარ შენ, შვილო\ Page of ms. O: 51ra  დავით! და ყავნ უფალმან წყალობაჲ მისი შენ ზედა და განგარინენ შენ! და წარვიდა დავით გზასა თჳსსა და საულ მიიქცა ადგილსა თჳსსა.



Chapter: 27  
თავი XXVII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ განიზრახა დავით და თქუა: ნუ უკუე შე-სამე-ვვარდე ჴელთა საულისთა და არა კეთილ იყოს იგი ჩემდა; აწ წარვიდე მე ქუეყანასა მას უცხოთესლთასა და თუ\ Page of ms. O: 56r  მეძიებდეს მე საულ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა, ხოლო მე განვერე.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა დავით ექუს ასითა მით კაცითა და მივიდა იგი ანქუშისა, ძისა მის აქინამისა, მეფისა Page of ms. O: 51rb  მის გეთელთაჲსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგრა დავით ანქუშის თანა მეფისა გეთს შინა, იგი თავადი და ერი მისი და ყოველი სახლი მისი და ორნივე ცოლნი მისნი: აქინამ ისრაიტელი და აბიგეა, ცოლი ნაბალი კარმელისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს საულს, ვითარმედ: წარვიდა დავით სივლტოლით გეთდ, ქუეყანასა მას უცხოთესლთასა, და არღარა შესძინა დავითს ძიებად საულ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით ანშუქს: უკუეთუ მიპოვნიეს მადლი მონასა შენსა წინაშე შენსა, მიბოძე მე ადგილი ქალაქსა ერთსა და მუნ დავჯდე; და რაჲსა ვზი მე, მონაჲ შენი, ქალაქსა სამკჳდრებელსა Page of ms. O: 51va  სამეუფოსა შენსა?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა მას ანქუშ მეფემან მას დღესა შინა სეკელაჲ, რამეთუ იყო სეკელაჲ მო-აქა-ჟამადმდე მეფისა მის ჰურიასტანელთაჲსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაყო მუნ დავით, აგარაკსა მას უცხოთესლთასა, ოთხი თუჱ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს დავით და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყვნეს, და დაესხნეს Page of ms. O: 56v  მახლობელსა მას სოფელსა გესირასა და ამალეკსა და ყოველსა ქუეყანასა, რომელ-იგი მკჳდრ იყვნეს მშჳდობით გესურითგან ვიდრე ქუეყანადმდე ეგჳპტისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსრვიდა ქუეყანასა მათსა და არა აცხოვნებდა მამაკაცსა, არცა დედაკაცსა და წარმოსტყუენვიდეს Page of ms. O: 51vb  ცხოვარსა და მროწეულსა მათსა და რემაკებსა და აქლემთა და ვირთა და სამოსელსა და მოვიდეს ანქუშისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს ანქუშს: ვიდრე კერძო მივეტევნეთ დღეს? და ჰრქუა დავითს: სამხრით კერძო ჰურიასტანისა და სამხრით რემონისა, კენეზელთა კერძო.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსრვიდა დავით მამაკაცსა და დედაკაცსა ერთბამად და არა შეუტევებდა მთხრობსა გეთდ, რამეთუ ესრე თქჳს: ნუ უკუე უთხრან გეთელთა, ვითარმედ დავით ამას იქმსო; და ესე საქმე იყო დავითისი ყოველთა დღეთა, ვიდრე იგი დამკჳდ\რებულ Page of ms. O: 52ra  იყო ქუეყანასა მას უცხოთესლთასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და სარწმუნო ეყო დავით ანშუქს ფრიად, და თქუა ანქუშ: სირცხჳლ-უჩნდეს აწ დავითს მისლვად ერისა მის ისრაჱლისა, არამედ იყოს ესე ჩემდა მონა უკუნისამდე ჟამთა.



Chapter: 28  
თავი XXVIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, მათ დღეთა შინა Page of ms. O: 57r  შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაიტელთა მათ. და ჰრქუა ანქუშ დავითს: უწყოდე, რამეთუ დღეს ჩემ თანა ხარ წყობად ისრაჱლისა ერითურთ შენით!

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით: აქა ვარ! აწ სცნა, რასა იქმოდის მონაჲ შენი წინაშე შენსა! ჰრქუა ანქუშ დავითს: მაგას ზედა დაემტკიცე და ჴელმწიფე გყო შენ და უფალ სახლსა Page of ms. O: 52rb  ჩემსა ზედა ყოველთა დღეთა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკუდა სამოელ და დაიტყება ყოველმან ისრაჱლმან და დაჰფლეს იგი არმათემს ქალაქსავე თჳსსა. და საულ მოსრა ყოველი მისანი და გრძნეული და ულუკი სოფლისაგან თჳსისა ქუეყანასა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და მოვიდეს და დაიბანაკეს სომანს. მას ჟამსა ერის კრება-ყო საულცა, და შეკრბა ყოველი ერი ისრაჱლისაჲ და დაიბანაკეს გელბუეს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს იხილა საულ ბანაკი იგი უცხოთესლთაჲ, შეეშინა ფრიად და განვარდა გული მისი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და იწყო კითხვად უფლისაგან და არაჲ მიუგო მას უფალმან. და იკითხვიდა ჩუენებათაგან და წინაწარმეტყუელთა და არა\ვინაჲთ Page of ms. O: 52va  იყო მისა სიტყჳს გებაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა საულ მონათა თჳსთა: მიძიეთ მე დედაკაცი ერთი ულუკი და მივიდე და ვიკითხო მისგან სიტყუაჲ. და ჰრქუეს მონათა მისთა: აჰა, ესერა, არს დედაკაცი Page of ms. O: 57v  ერთი ულუკი აენდორს შინა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიმოსა საულ სხუაჲ სამოსელი და ვერღარა საცნაურ იყო იგი მეფედ, და დაიბურა თავი თჳსი და თანაწარიყვანნა ორნი მონანი; და მივიდა იგი დედაკაცისა მის ღამე და ჰრქუა მას: მიმისნე ულუკებითა შენითა და აღმოიყვანე ჩემ წინაშე კაცი, რომელსა ვეძიებ მე!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა დედაკაცმან: შენ თჳთ უწყი, რაჲ ყო Page of ms. O: 52vb  საულ, რამეთუ მოსრნა მან ყოველნი მეცნიერნი და მისანნი და ულუკნი და ქუეყანით მეტყუელნი; აწ შენ რად მოინადირებ სულსა ჩემსა, რაჲთამცა მომაკუდინე მე?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ეფუცა საულ ღმრთისა მიერ და ჰრქუა მას: ცხოველ არს უფალი ჩემი, არა შეგემთხჳოს შენ ბოროტი სიტყუასა ამას ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დედაკაცმან მან: ვინ აღმოვიყვანო შენდა? ჰრქუა მას საულ: სამოელ აღმომგუარე მე!

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილა დედაკაცმან მან სიკრულასა მას შინა თჳსსა პირველად საულ და ჴმა-ყო დედაკაცმან მან და ჰრქუა საულს: რაჲსათჳს შემიტყუვე და შემწჳ მე, ვითარცა ცეცხლითა. რამეთუ შენ Page of ms. O: 53ra  თავადი თჳთ საულ ხარ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო საულ მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: გარქუ შენ პირველვე, ვითარმედ ნუ გეშინინ, არამედ რაჲ იხილო, მითხარ მე! და ჰრქუა დედაკაცმან მან საულს: ვხედავ მე კერპთა მრავალთა აღმომავალთა ქუეყანით.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ: და რაჲ გულისხმა-ჰყავ? ჰრქუა დედაკაცმან მან: ვხედავ მე კაცსა ერთსა მაღალსა აღმომავალსა ქუეყანით და ორკეცი სამოსელი მოუბლარდნიეს მას; და გულისხმაყო საულ, ვითარმედ სამოელ იყო იგი, დადრკა ქუეყანასა და თაყუანის-სცა მას. Page of ms. O: 53rb 

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სამოელ და ჰრქუა საულს: რაჲსა შემაურვე მე და აღმომიყვანე მე შენდა? მიუგო საულ და ჰრქუა: ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი მბრძვანან მე, და ღმერთმან განმაგდო მე ჴელთაგან მისთა, და არა ისმინა ჩემი, ვიკითხეღა თუ ჩუენებათა მიერ და წინაწარმეტყუელთა და უწყებათა მიერ და არავე ისმინა ჩემი; ამისთჳს აღმოგიწოდე შენ, რაჲთა მაუწყო, რაჲ ვყო.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა სამოელ: რაჲ გიჴმს შენ კითხვად ჩემდა, რამეთუ დაგიტევა შენ უფალმან ჴელთაგან Page of ms. O: 53v  მისთა და მოყუსისა შენისა თანა არს იგი?

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და გიყო შენ, ვითარცა-იგი გეტყოდა ჩემ მიერ, და განხეთქოს უფალმან ღმერთმან მეფობაჲ შენი და მისცეს მო\ყუასსა Page of ms. O: 53va  შენსა დავითს!

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა ისმინე შენ ბრძანებაჲ იგი უფლისაჲ და არა დააცხრვე გულისწყრომაჲ შენი ამალეკსა ზედა; ამისთჳს ყო იგი უფალმან შენ ზედა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცეს უფალმან ისრაჱლი შენითურთ ჴელთა უცხოთესლთასა, ხვალე ამის ჟამისა წინა შენ და ძენი შენნი დაცემულნი ისხნეთ პირითა მახჳლისაჲთა და ერი იგი ისრაჱლისაჲ მოისრას მახჳლითა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მწრაფლ დაეცა საულ ქუეყანასა ზედა პირდაქცევით, რამეთუ ზარი გაჰჴდა სიტყუათა მათგან სამოელისთა და ძალი არღა იყო მის თანა, რამეთუ არცა ეჭამა რაჲ მას დღესა, არცა ესუა რაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და დედაკაცმან(

Verse: 53vb)   Link to mcat Link to septLink to armat   
მან იხილა საულ, რამეთუ შეურვებულ იყო ფრიად, და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ისმინა მჴევალმან შენმან ჴმისა შენისაჲ და მე ვიპყრენ სულნი იგი ჴელთა შინა ჩემთა და ვისმინენ სიტყუანი შენნი!

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე აწ შენცა მჴევლისა შენისაჲ: დაგიგო პური და ჭამე, რამეთუ მოგზაურ ხარ შენ და უსუსურ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მან არა ინება. და აწუევდეს მას მონანიცა იგი თჳსნი და დედაკაციცა იგი და იგი არა ისმენდა მათსა; მაშინღა აღდგა იგი და დაჯდა სავარძელთა ზედა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაკლა დედაკაცმან მან ჴბოჲ ერთი მწოვარი და შექმნა პური Page of ms. O: 54ra  უფუველად ტფილად.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაუგო იგი წინაშე მათსა, ჭამეს იგი და წარვიდეს გზასა თჳსსა ღამჱ ყოველ.



Chapter: 29  
თავი XXIX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბეს უცხოთელსნი იგი, მოვიდეს და დაიბანაკეს აფეკს და ისრაჱლმა დაიბანაკა აენდომსა, რომელ-იგი არს იეზრაელით კერძო.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მთავარნი იგი უცხოთესლთანი წარმოვიდოდეს ათასნი ათასებითა და ბევრნი ბევრეულითა და [დავით] გუნდითურთ მოვიდოდა ანქუშის თანა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუეს მთავართა მათ უცხოთესლთა: ვინ არიან ესე, რომელნი მჴრით ვლენან გუნდსა ამას ჩუენსა? Page of ms. O: 54rb  მიუგო ანქუშ და ჰრქუა მათ: არა ესე თჳთ დავით არსა, მონაჲ საულისი, მეფისა მის ისრაჱლისაჲ? და ესე ორი წელი არს, ვინაჲთგან ჩემ თანა არს და არაჲ ვპოვე მაგის თანა ზაკუვაჲ არცა ერთ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა რაჲ ესე უცხოთესლთა მათ, შეუძნდა ფრიად Page of ms. O: 59v  და ჰრქუეს: უკუნაქციე ეგე და მივიდეს ადგილსა თჳსსა, სადაცა დაგიდგინებიეს, და ნუ მოვალნ ჩუენ თანა ღუაწლსა ამას, რაჲთა არა შინაგანმცემელ ეყოს ერსა ამას ჩუენსა და ბოროტი დიდი შეგუამთხჳოს ჩუენ! და აწ დაეგოს უფალსა ამას თჳსსა თავებითა ამათ კაცთაჲთა, რომელ-ესე ჩუენ თანა არიან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 54va  ანუ არა ესე იგი დავით არსა, რომელსა-იგი გამოეგებვოდეს მაქებელნი და იტყოდეს, ვითარმედ: საულ დასცნა ათასეულნი და დავით - ბევრეულნი?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა ანქუშ დავითს და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი, რამეთუ წრფელ და კეთილ-მიჩ წინაშე ჩემსა მშჳდობასა და ღუაწლსაცა და არაჲ ვპოვე შენთანა საქმჱ უკეთური ჩემდა მომართ და ამათ მთავართა კეთილვე-უჩ შენ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო აწ შენ უკუნ იქეც მშჳდობით, რაჲთა არა გეჭუდენ შენ უცხოთელსნი ესე.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: რაჲ შეგცოდე შენ ანუ რაჲ ჰპოვე ბოროტი ჩემ თანა, Page of ms. O: 54vb  ვინაჲთგან მოვედ მე შენ წინაშე, რამეთუ არა მიტევებ მე მისლვად შენ თანა მოსრვად მტერთა მათ უფლისა ჩემისა მეფისათა?

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ანქუშ დავითს და ჰრქუა: მე თჳთ უწყი, რამეთუ სათნო ხარ ჩემდა მომართ, ხოლო მთავარნი ესე უცხოთესლთანი ესრე იტყჳან, ვითარმედ: ნუ მოვალნ დავით ჩუენთანა ღუაწლსა ამას ბრძოლისასა!

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ აღმისთუე განთიად და მივედ ადგილსა მას, რომელსაცა დაგადგინე ერითურთ შენით, და სიტყუასა ბოროტსა გულსა შენსა ნუ დაიდებ, რამეთუ სათნო-მიჩ მე წინაშე თუალთა ჩემთა ყოვლით კერძოვე, ვითარცა მოციქული ღმრთისაჲ\, Page of ms. O: 55ra  აწ აღიმსთუე და წარვედ და გზასამცა გაგითენდების.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა დავით ერითურთ, ვითარცა უბრძანა მას ანქუშ მეფემან.



Chapter: 30  
თავი XXX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა შევიდა დავით სეკილად მესამესა დღესა, და ამალეკი მოსრულ იყო სეკილად.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ტყუედ წარეღო დედაწული და საცხოვარი და ქალაქი იგი მოეწუა ცეცხლითა, გარნა კაცი არა მოესრა და წარეღო და წარსრულ იყვნეს გზასა თჳსსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იხილა დავით, რამეთუ მომწუარ იყო ქალაქი იგი მათი და ცოლნი და Page of ms. O: 60v  შვილნი მათნი წარსრულ იყვნეს,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
აღიღო ჴმაჲ დავით და კაცთა მათ, რომელ მის თანა Page of ms. O: 55rb  იყვნეს და ტიროდეს ფრიად, ვიდრე მოაკლდა ძალი მათი და ვერღარა შემძლებელ იყვნეს ტირილად.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორნივე ცოლნი მისნი წარტყუენულ იყვნეს: აქინამ ისრაიტელი და აბიგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მწუხარე იყო დავით ფრიად, რამეთუ შეიზრახა ერი იგი, რაჲთამცა ქვაჲ დაჰკრიბეს დავითს, რამეთუ განრისხებულ იყო ერი იგი ცოლთა მათათჳს. და განძლიერდა დავით უფლისა მიერ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა აბიათარს მღდელსა, ძესა აბიმელიქისსა: წარმოიპყარ ევფუდი იგი

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და იკითხე უფლისაგან, თუ ვეწიო ვითარ ერსა მას? ჰრქუა უფალმან: დევნა-უყავ, რამეთუ ეწიო და მოუღო ნატყუენავი იგი!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და დევ\ნა-უყო Page of ms. O: 55va  დავით ექუსასითა მით ერითა და ვითარცა მოვიდა იგი ნაღუარევსა მას ბოსორისასა, დაუტევა ორასი კაცი მცველად ვანისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ოთხასითა მით სდევდა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და პოვეს მუნ კაცი ერთი მეგჳპტელი, ველსა მას, და შეიპყრეს იგი და მოიყვანეს დავითისა; და სცეს მას პური და წყალი, ჭამა და სუა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და სცეს მას ლეღჳსკუერი და სკიჭი და მოუდგნეს მას სულნი, რამეთუ სამ დღე და სამ ღამე პური არა ეჭამა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰკითხა დავით და ჰრქუა: ვინ ხარ ანუ ვიდრე ხუალ? ხოლო მან ჰრქუა: მონაჲ ვარი მე კაცისა ერთისა ამალეკისაჲ; და დამაგდო მე უფალმან ჩემმან, რამეთუ შემყმა მე შიმშილითა, რამეთუ ესე სამი Page of ms. O: 55vb  დღე არს,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივედით სამხრით კერძო ჰურიასტანად და ქელობით და სეკელად და მოვწჳთ სეკელაჲ ცეცხლითა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას დავით: და აწ შენ შე-ვითარ-რაჲ-მიყვანოა ბანაკსა მათსა? ხოლო მან ჰრქუა დავითს: მეფუცო თუ უფალსა ღმერთსა შენსა და არა მომკლა მე და არცა მიმცე ჴელთა უფლისა ჩემისათა, შეგიყვანო ბანაკსა მათსა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეფუცა დავით უფალსა, და შეიყვანა იგი ბანაკსა მათსა; და იხილა დავით, რამეთუ განბნეულ იყვნეს ყოველსა მას ქუეყანასა, ჭამდეს და სუმიდეს და იხარებდეს დიდძალსა მას ზედა ნატყუენავსა, რომელ მოეღო ქუეყანისა მისგან უცხოთესლთაჲსა და ჰურიასტანისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა დავით და დაესხა მათ ზედა და მოსრნა იგინი ცისკრითგან მწუხრადმდე Page of ms. O: 61v  და ხვალისაგანცა მოწყჳდნა იგინი და არა განერა მათგანი, გარნა ოთხას ოდენ ყრმა, რომელნი აღსხდეს ტაიჭთა და ივლტოდეს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაჰყარა დავით ნატყუენავი იგი და ორნი იგი ცოლნი მისნი,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი ნატყუენავი მოუღო დიდი და მცირჱ,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მოუღო მროწეული და არჳჱ მათი წარიქცია წინა დავით და წარვიდა. და ერქუა მას მიერითგან ნატყუენავ დავითისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა დავით ორასთა მათ თანა კაცთა, რომელნი ვანის მცველად და\ Page of ms. O: 56rb  ედგინნეს, და იგინი მიეგებვოდეს დავითს და ერსა მას. და ჰკითხვიდა მათ დავით მშჳდობით სიცოცხლესა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუეს კაცთა მათ უცებთა და უღირსთა, რომელ იყვნეს ღუაწლსა მას დავითის თანა, ვითარმედ: არა მიიღონ ნაწილი კაცთა მათ, რომელნი აქა დადგეს, გარნა ცოლნი და შვილნი მათნი მიიყვანნედ და სხუასა ნატყუენავსა განგუეყენნედ ჩუენგან.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: არა ეგრე არს, არამედ ესრე ვყოთ: ოდესღა უფალმან ღმერთმან მოგუცნა მტერნი ჩუენნი ჴელთა ჩუენთა, ვერ ეგების ეგე სიტყუაჲ ყოფად,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ სწორად მიიღონ ყოველთა - ვანისმცველმან და მტყუენავმან.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 56va  და ყვეს ეგრე და დაიდვა შჯულად მიერითგან ბრძანებისაებრ და სამართალისა უფლისა შორის ისრაჱლისა ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა დავით სიკელად და წარავლინნა მოციქულნი და მიუძღუანა ნაწილი ყოვლისა მისგან ნატყუენავისა მოხუცებულთა იუდაჲსთა და ყოველსა გარემოჲსსა მისსა და თქუა: ესე ნაწილი იყავნ თქუენდა ნატყუენავისა ამისგან მტერთა უფლისათაჲსა,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი-იგი ბეთორს იყვნეს და რომელნი-იგი რამათს იყვნეს სამხრით კერძო და რომელნი-იგი იეთერს იყვნეს,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი არისკენს იყვნეს და რომელნი-იგი სიფიუთს იყვნეს და რომელნი-იგი ნოოომს იყვნეს,

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი-იგი კარმელს იყვნეს და რომელნი-იგი ქალაქთა მათ ისრაჱლისათა იყვნეს და რომელნი ქალაქთა მათ კეზელთასა იყვნეს,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი-იგი ბერსაბეს იყვნეს და რომელნი - ნაგებს,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქებრონს და ყოველთა მათ ქალაქთა, რომელთა მისრულ იყო დავით და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყვნეს.



Chapter: 31  
თავი XXXI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და უცხოთესლნი იგი ებრძოლნეს ისრაიტელთა მათ. და ძლევასა მიეცა ისრაჱლი და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მბრძოლი ისრაჱლისაჲ პირისაგან უცხოთესლთაჲსა და დაეცნეს წყლულნი Page of ms. O: 57ra  მთასა მას ზედა გელბუესა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიწინეს უცხოთესლნი იგი საულის ზედა და მოკლეს იონათან და ამინადაბ და მელიქსაბ, ძენი საულისნი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და დამძიმდა ღუაწლი იგი საულის ზედა. და პოვეს იგი კაცთა მოისართა და წყლეს იგი ძნიად, რამეთუ სცეს მას ეზოთა და შთააგდეს მას ნესტუთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა საულ მენიჯოგესა თჳსსა: იჴადე მახჳლი და მომკალ მე! ნუუკუე მოვიდენ წინადაუცუეთელნი და მომკლან მე და სულთა აღმოსლვასა კიცხევით დამწერტდენ მე; და არა უნდა მემშჳლდკაპარჭესა მას მიყოფად ჴელი მისი საულისა Page of ms. O: 57rb  რამეთუ ეშინოდა ფრიად. და აღმოიჴადა საულ ჴრმალი თჳსი და დაეცუა მას ზედა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილა რაჲ მეშჳლდკაბარჭემან მან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, იჴადა მახჳლი თჳსი, დაეცუა და მოკუდა იგიცა მის თანა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკუდა საულ და ძენი მისნი და მეშჳლდკაბარჭე იგი მისი მის თანა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რომელ-იგი მიერ იყვნეს ღელესა მას და რომელნი-იგი წიაღ იყვნეს იორდანესა, რამეთუ ივლტოდა კაცი ისრაჱლისაჲ, დაუტევეს ქალაქები იგი მათი და ივლტოდეს; და მოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაემკჳდრნეს მათ შინა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ხვალისაგან მოიქცეს უცხოთესლნი იგი დაძარცუვად Page of ms. O: 57va  მძორებისა მის, და პოვეს საულ და სამნივე ძენი მისნი მთასა მას ზედა გელბუესა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოჰკუეთეს თავი მისი და წარიღეს საჭურველი მისი და წარავლინეს მახარობელი კერპთა მიმართ მათთა და ერისა მიმართ მათისა და ყოველსა ქუეყანასა მათსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიღეს საჭურველი მათი და დადვეს ბაგინსა მას კერპთა მათთასა და გუამი მისი ჯუარს აცუეს ზღუდეთა ზედა ბეთსანისასა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა ესე მკჳდრთა მათ იაბის გალადისათა, რაჲ-იგი უყვეს საულს,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდგეს ყოველნი კაცნი ძლიერნი, წარვიდეს და წარმოიღეს გუამი იგი საულისი და იონათანისი, ძისა მისისაჲ, და აღიხ\უნეს Page of ms. O: 57vb  იგინი იაბის გალაადისა და დაწუნეს ჴორცნი მათნი ცეცხლითა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ძუალნი იგი მათნი დაჰფლნეს ყანასა მას იაბისსა და იმარხჳდეს შჳდ დღე.
Page of ms. O:  



Book: Reg.II_(Sam.II) 
წიგნი მეორჱ მეფეთაჲ

Chapter: 1 
თავი I


Verse: 1  Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო რაჟამს მოკუდა საულ, მოიქცა დავით მოწყუედისა მისგან ამალეკთაჲსა და დადგა იგი სეკელას ორ დღე ოდენ.

Verse: 2  Link to mcat Link to septLink to armat   
და მესამესა დღესა მოვიდა კაცი ერთი წყობისა მისგან საულისა, რომელსა კუართი დაეპო და მიწაჲ გარდაესხა თავსა მისსა; და ვითარცა შევიდა იგი Page of ms. O: 58ra  წინაშე დავითისა, დავარდა ქუეყანასა ზედა და თავყუანის-სცა მას.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას დავით: ვინაჲ მოხუალ შენ? და მან ჰრქუა: ერისა მისგან ისრაჱლისა, განრინებული მოწყუედისა მისგან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას დავით: და რაჲ იქმნა? მითხარღა მე! ხოლო მან უთხრა მას: მეოტ იქმნა ერი იგი ბრძოლისა მისგან და დასცნეს ერნი მრავალნი და მოწყჳდნეს საულ და ძენი მისნი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა კაცსა მას: წარმო-ღა-რაჲ-დეგ და მითხარ მე, ვითარ იცი სიკუდილი საულისი და იონათანისი, ძისა მისისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრობდა კაცი იგი და ჰრქუა: გუნდი ერთი მრავალი მიეტევა გუნდსა Page of ms. O: 58rb  მას საულისსა და იკუეთნეს ურთიერთას მთას მას ზედა გელბუესა, მიჰჴადეს საულ და ვიხილე მე, რამეთუ დაყრდნობილ იყო იგი ჰოროლსა ზედა თჳსსა. ვითარცა მიაქციეს მთავართა და ეტლოსანთა მისგან,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მომხედა მე და მიწოდა საულ, და ვარქუ: აქა ვარ!

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრქუა მე: ვინაჲ ხარ შენ? და ვარქუ მას, ვითარმედ: ამალეკელი ვარ მე!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრქუა მე: ჰაბა, მომკალ მე, რამეთუ არმური ბნელისა დახუეულ არს თუალთა ჩემთა და სული ჩემი იარების გუამსა ჩემსა!

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე მოვკალ იგი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ არა განრინებად იყო იგი. და შემდგომად დაცემისა აღვჰჴადე თავსა Page of ms. O: 58va  მისსა შარავანდი და სავლტჱ მკლავსა მისსა და მოგართუ უფალსა ჩემსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა ესე დავითს, ჴელი მიყო საყელესა და მოიპო სამოსელი თჳსი, ეგრეცა ყოველმან მან კაცმან, რომელ მისთანა იყო.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ტიროდეს და ეტყებდეს და იმარხეს მარხვაჲ მწუხრადმდე საულისთჳს და იონათანისთჳს, ძისა მისისა, და ერისა მისთჳს იუდაჲსისა და სახლისა მისთჳს ისრაჱლისა, რამეთუ დაეცნეს პირითა მახჳლისაჲთა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი-იგი უთხრობდა მას სიტყუათა მათ: ვინაჲ ხარ შენ? მიუგო მან და ჰრქუა: შვილი ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელისაჲ, მწირად შემოსრულისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 58vb  ჰრქუა მას დავით: და ვითარ არა შეიშინე შენ მიყოფად ჴელისა შენისა და მოკლვად ცხებულისა მის უფლისა?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა დავით კაცსა ერისაგანსა და ჰრქუა: ჰაბა, მოსპე ეგე! და მივიდა ადრე-ადრე, სცა და მოკლა იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას დავით: სისხლი შენი თავსა შენსა ზედა იყავნ, რამეთუ პირი შენი წამებდა თავისა შენისათჳს, რამეთუ სთქუ, ვითარმედ: მე მოვკალ ცხებული უფლისაჲ!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და გოდებდა და შესახმიდა დავით საულს და იონათანს, ძესა მისსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა ესე დასწავებად ძეთა ისრაჱლისათა და იუდაჲსთა, დაიწერა ესე წიგნთა წმიდათა და თქუა:

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ჭეშმარიტად უწყოდი, Page of ms. O: 59ra  ისრაჱლ, დაცემულთა მათ შენთათჳს წყლულებითა, ვითარ-იგი დაეცნეს ძლიერნი წყლულებითა მით ბრძოლასა!

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მიუთხრობთ მაგას გეთდ, ნუცა მიუთხრობთ გზათა მათ ასკალონისათა, რაჲთა არა ისმინონ და იხარებდენ და მხიარულ იყვნენ ასულნი იგი უცხოთესლთანი, ნუცა იზახებენ ასულნი იგი წინადაუცუეთელთანი!

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მთათა მაგათ გელბუისათა! ნუ დამოვალნ თქუენ ზედა ცუარი ცისკრისაჲ და ნუცა გარდამოვალნ წჳმაჲ ნელი ღრუბელთაგან. მთანი ეგე, მთანი სიკუდილისანი, რამეთუ მათ ზედა დაეცნეს შესავედრე\ბელნი Page of ms. O: 59rb  იგი ძლიერთანი, შესავედრებელსა მას საულისსა არა ეცხო საცხებელითა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ეცხო მას სისხლითა მით მბრძოლთაჲთა და ცმელითა ახოვანთაჲთა; ისარნი იგი იონათანისნი არა გარემოქცეულ იყვნეს ცუდად და მახჳლი იგი საულისი არა მიქცეულ იყო ცუდად ცალიერი ქარქაშსა თჳსსა!

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
საულ და იონათან საყუარელნი და შუენიერნი, რომელნი-იგი არა განიყვნეს ურთიერთას ცხორებასა მათსა, არცაღა სიკუდილსა განიყვნეს - უმაღლესნი ორბთანი და უმჴნესნი ლომთანი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ასულნი ეგე ისრაჱლისანი! სტიროდეთ საულს, რომელი-იგი შეგამკობდა თქუენ მეწამულსა სამოსლად და სამკაულსა ოქროჲსასა შესამკობლად თქუენდა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარ დაეცნეს ძლიერნი იგი ბრძოლასა წყლულებითა! იონათან საკუდინელად ჩემდა იწყალ!

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მელმის, მელმის შენთჳს, იონათან, ძმაო ჩემო, ქმულკეთილობაჲ ეგე ხილვად, რომელ საყუარელ იყავ ჩემდა, რომელ-ეგე უმეტჱს და უმჯობჱს იყავ უფროჲს სიყუარულისა მის ქმნულკეთილობისა დედათაჲსა!

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარმე დაეცნეს ძლიერნი იგი ბრძოლასა, ანუ ვითარ წარწყმდა მეყსეულად ჭური იგი გულისსათქუმელი!



Chapter: 2  
თავი II


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ამისა შემდგომად იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: ეგების Page of ms. O: 59vb  თუ რაჲმე ჩემდა აღსლვად ერთსა ქალაქთაგანსა ჰურიასტანისასა? ჰრქუა უფალმან: აღვედ. და ჰრქუა დავით: ვიდრე ვიდე? ჰრქუა მას უფალმან: ქებრონდ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიდა დავით ქებრონდ და ორნივე იგი ცოლნი მისნი მის თანა: აქინამ ისრაიტელი და აბიგეა, ცოლი იგი ნაბალისი, კარმელისაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცები იგი, რომელ მის თანა იყო, თითოვეულად სახლეულებითურთ მივიდეს და დაემკჳდრნეს ქებრონს შინა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს და მოკრბეს მისა კაცნი იგი იუდაჲსნი და სცხეს დავითს მუნ მეფედ იუდასა ზედა. და უთხრეს დავითს და ჰრქუეს, ვითარმედ: მოვიდეს კაცნი იგი ია\ბის Page of ms. O: 60ra  გალაადისანი და წარიღეს და დაჰფლეს საულ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა მოციქულნი დავით მთავართა მიმართ იაბის გალაადისათა და ჰრქუა მათ: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რამეთუ ჰქმენით თქუენ საქმჱ კეთილი და მოიჴსენეთ სიყუარული საულისი, უფლისა მის თქუენისაჲ, და წყალობა-ჰყავთ მისთჳს და დაჰფალთ იგი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ყავნ უფალმან წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ თქუენ თანა! და მეცა ვყო კეთილი თქუენდა მიმართ, რამეთუ აღასრულეთ სიტყუაჲ იგი თქუმული.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ განძლიერდედ ჴელნი თქუენნი და იქმნენით Page of ms. O: 60rb  თქუენ ნაშობ ძლიერებისა, რამეთუ დაღაცათუ მოკუდა საულ, უფალი იგი თქუენი, და აწ, ესერა, მცხო მე სახლმან იუდაჲსმან მეფედ მათ ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბენერ, ძემან ნერისმან, სპაიპეტმან საულისმან, მოიყვანა მემფილბოსთი, ძჱ იგი საულისი, და განიყვანა იგი შორის ბანაკსა მას.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგინა იგი მეფედ გალაადსა ზედა და იეზრასა ზედა და ისრაჱლსა ზედა და ეფრემსა ზედა და მანასჱს ზედა და ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მემფილბოსთი, ძჱ იგი საულისი, ორმეოცის წლის, რაჟამს დადგა მეფედ ისრაჱლსა ზედა, და ორ წელ მეფობდა მათ ზედა; ხოლო სახლისა მისგანნი იუდაჲსნი რომელ იყვნეს, შეუდგეს დავითს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 60va  და იყო რიცხჳ იგი დღეთა მათ დავითისთაჲ, რაოდენ მეფობდა ქებრონს, შჳდ წელ და ექუს თუე.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა აბენერ, ძე იგი ნერისი, და მონანი იგი მემფილბოსთესნი, ძისა მის საულისნი, მის თანა ბანაკისა მისგან ბორცჳსაჲსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოაბ, ძჱ შაროველისი, გამოვიდა ქებრონით და მონანი იგი დავითისნი მის თანა, და შეიმთხჳნეს ურთიერთას ავაზანთა მათ ზედა გაბაონელთასა და დასხდეს ესენი ამიერ და იგინი იმიერ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად აბინერ იოაბისა და ჰრქუა მას: აღდგედ და იმღერედ ყრმანი ეგე ჩუენ შორის ურთიერთას წინაშე ჩუენსა! და ჰრქუა იოაბ: აღდგედ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 60vb  და აღდგეს და წარმოდგეს რიცხჳთ ათორმეტნი ძეთა მათგან ბენიამენისთანი, მონანი მემფილბოსთესნი, ძისა მის საულისნი, და - ათორმეტნი მონათა მათგან დავითისთანი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბრძოლა ჰყოფდა ერთი-ერთისა მიმართ მსგავსი სწორისა, რამეთუ მარცხენითა ჴელითა უპყრობდა თმათა და მარჯუენითა ჴელითა მახჳლსა შთააგდებდა გუერდსა მოყუსისასა და მუნთქუესვე დაამჴობდა; და ედვა სახელი ადგილსა მას "ნაწილი არდაბაგების", რომელ არს გაბაონს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და განძლიერდა ბრძოლაჲ იგი სიფიცხლით მას დღესა შინა და ძლევასა მიეცა აბენერ და მეოტ იქმნა წინაშე მონათა დავითისთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს მუნ სამნი ძენი შარუელისნი: იოაბ და აბესა და ასაელ. და ასაელ მალე იყო ფერჴითა, ვითარცა ქურციკი ველისაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
წარექცია ასაელს აბენერ და სდევდა მას და არა აუფლებდა (!) მას მიქცევად მარჯულ გინა მარცხლ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
უკმოჰხედა აბენერ ასაელს და ჰრქუა: შენ ხარა ასაელ? და ჰრქუა მას: მე Page of ms. O: 45v  ვარ, რომელი გეწევი შენ ესერა!

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო აბენერ: განმეყენე ჩემგან მარჯულ, გინა მარცხლ და მოკალ ერთი მონათა ამათგანი, რომელიცა გნებავს, და მიიღე ნაძუარცევი მისი! და არა ისმინა ასაელ გარემიქცევად მისგან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას მეორედ აბენერ: გარემიდეგ, ნუ უკუე მოგკლა შენ, და ვითარღა მივხედნე იოაბს, ძმასა შენსა?

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა უკმოდგა, ასაელ და შემოექცა აბენერ და სცა უბესა მისსა ჰოროლი და განაწონა (!) ზურგით და მოკუდა. და მდევარნი იგი რაჟამს მოიწინიან და იხილიან ასაელ მკუდარი, დაადგრიან მუნ და არღარა სდევნიდიან.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ დევნა-უყვეს იოაბ და აბესა აბენერს ვიდრე მზის დასლვადმდე; ვითარცა მზე დაჰჴდა და მინელდა, მოვიდეს ძირსა ემათისასა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბებოდეს ძენი იგი ბენიამენისნი და შეიქმნნეს დიდად გუნდად და აღჴდეს ბორცუსა ერთსა დიდსა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიერ ბორცჳთ ჴმა-უყო იოაბს აბენერ და ჰრქუა \: Page of ms. O: 46r  დაუპყრობელად ჯერ-არს მახჳლისა მაგის განტევებაჲ ანუ არა უწყია, რამეთუ აღსასრულსა მაგის საქმისასა სიმწარე მოაქუს? ვიდრე არა გნებავს უკუნქცევად ერი ეგე მოსრვისაგან ძმათა მათთაჲსა?

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იოაბ: ცხოველ არს უფალი, არა თუმცა გეთქუა სიტყუაჲ ეგე, იხილემცა ჴელი ყოვლისა ერისა ჩემისა თითოეულად ძმასა თჳსსა ზედა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
უბრძანა იოაბ შებერვაჲ ნესტჳსაჲ და დადგა ყოველი ერი და არღარა სდევნიდეს ისრაჱლთა და არცაღა ებრძოლნეს.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბენერ და ერი იგი მისი წარვიდეს დასავალად კერძო ღამე ყოველ და მივიდეს კიდესა იორდანისასა, წიაღ-ჴდეს და დაეფინნეს ყოველსა მდინარის კიდესა ვიდრე მისლვადმდე ბანაკსა მადიამელთასა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოაბ მოიქცა და შეკრიბა ყოველი ერი დავითისი და აღიხილა და იპოვნეს მოკლულნი ათცხრამეტნი კაცნი, და ასაელ მათ თანა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და მონათა მათ დავითისთა, რომელ მოწყჳდნეს ძეთა მათგანი ბანიამენისთაჲ ერისა მისგან აბინერისა, სამას სამეოც კაც.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიქუეს ასაელ და დაჰფლეს საფლავსა მამისა მისისასა ბეთლემს; და აღდგეს და წარმოვიდეს ღამე ყოველ იოაბ და ერი იგი, რომელ მის თანა იყო, და განსთენა მათ ქებრონს.



Chapter: 3  
თავი III


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და განსასტიკნა ღუაწლი იგი ბრძოლისაჲ შორის სახლსა მას საულისსა და შორის სახლსა მას დავითისსა, Page of ms. O: 62va  და სახლი იგი დავითისი ჟამითი ჟამად აღემატებოდა და განძლიერდებოდა და სახლი იგი საულისი მოაკლდებოდა და შემცირდებოდა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესხნეს დავითს ქებრონს ძენი ექუსნი და იყო პირმშოჲ მისი ამონ აქინამისგან ისრაიტელისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეორჱ იგი მისი-დალულია აბიგეაჲსგან კარმელისა, მესამჱ იგი _ აბესალომ, ძჱ მაქაჲსი, ასულისა თოლმეაჲსი, მეფისა მის გესირელისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეოთხჱ იგი - ორნია, ძჱ აგითაჲსი, და მეხუთჱ იგი - საფატია, აბიტალისგანი,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეექუსჱ იგი-იოროაბ, გალაჲსგან, ცოლისა მის დავითისა. ესენი ესხნეს დავითს ქებრონს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და განძლიერდებოდა ღუაწლი იგი ბრძოლისაჲ შორის სახლსა მას საულისსა და შორის სახლსა მას დავითისსა და აბენერ იყო მფლობელ და ჴელმწიფე სახლსა მას ზედა საულისსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და საულისა სუმულ იყო ხარჭი ერთი და სახელი ერქუა, რესფა, ასული სიბაჲსი. იწყო სიტყუად მემფილბოსთე, ძემან საულისმან, აბინერისა და ჰრქუა:რაჲსათჳს შეირთე შენ ხარჭი იგი მამისა ჩემისაჲ?

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა აბინერ ფრიად მემფილბოსთეს ზედა სიტყჳსა მისთჳს და ჰრქუა მას, ვითარმედ: ძაღლი სადამე ვინ ვარი მე? ჰაცადე, თავით თჳსით ვყავ ესე ყოველი, და წყალობა ვყავ მე სახლსა ზედა მამისა შენისასა, ძმა\თა Page of ms. O: 63ra  მათთჳს და თესლ-ტომისა მისისათჳს და არა მივაქციე, და მივედ სახიდ დავითისა; და აწ აღდგომილ ხარ შურისმეძიებლად ქალისა ერთისა ჯერკუალისათჳს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე რაჲმე მიყავნ მე უფალმან და ესე დამირთენ, არა თუ ეგრე ვყო დავითისთჳს, ვითარცა ეფუცა მას უფალი!

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დღეს დღე მიუღო უფალმან მეფობაჲ იგი სახლსა მას საულისსა და აღმართა საყდარი დავითისი ისრაჱლსა ზედა და სახლსა მას ზედა იუდაჲსსა დანითგან ბერსაბედმდე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეეშინა მემფილბოსთეს ამის სიტყჳსათჳს და ვერაჲ მიუგო აბინერს შიშისა მის გამო ვერცა ერთი სიტყუაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 63rb  და წარავლინნა აბინერ მოციქულნი დავითისა ქებრონდ და ჰრქუა მას: აღთქუმაჲ აღმითქუ მე და ჴელი მიგცე შენ და ყოველი ისრაჱლი მოვაქციო შენდა მონებად.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით: ჰე, კეთილ არს, ეგრე ვყო: აღთქუმაჲ აღუთქუა და დავამტკიცო მის თანა; ხოლო სიტყუასა ერთსა გეტყჳ შენ: არა შესძინო შენ წინაჲსწარ ხილვად პირსა ჩემსა, არა თუ მოიყვანო შენ თანა მელქულ, ასული იგი საულისი, რაჟამს მოხჳდოდი შემთხუევად ჩემდა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა დავით მოციქულნი მემფილბოსთესსა, ძისა მის საულისა, და ჰრქუა: მომეც მე ცოლი ჩემი მელქულ, რომელი მოვიპოვე მე ასეულითა მით Page of ms. O: 63va  წინადაუცუეთელითა უცხოთესლთაჲთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა მემფილბოსთე და მოუღო იგი ქმარსა მას თჳსსა ფალწიას (!), ძესა სელმიაჲსსა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსდევდა ქმარი იგი ცოლსა თჳსსა და ტიროდა და მოჰყვა იგი ვიდრე ბარაკიდმდე. მაშინ ჰრქუა მას აბინერ: ვიდრემდე თანა-ხოლო-უვიდოდი, მიიქეც და წარვედ! და მუნთქუესვე უკუნიქცა იგი სიტქყჳთა მით აბინერისითა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ აბინერისი მოხუცებულთა მიმართ ისრაჱლისათა და ჰრქუა: გუშინ და ძუღუან ეძიებდით დავითს და გწადოდა იგი მეფედ თქუენ ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ აღასრულეთ ნებაჲ იგი თქუენი და მოვედით და წარ\უდეგით Page of ms. O: 63vb  მას, რამეთუ უფალი თჳთ ეტყოდა დავითისთჳს და თქუა: "ხელითა დავითის, მონისა ჩემისაჲთა ვიჴსნე ერი ჩემი ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთაჲსა და ჴელთაგან მტერთა მათთაჲსა!"

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდა ამას აბინერ ყოველთა მათ ძეთა ბენიამენისთა. და მოვიდა აბინერ თხრობად დავითისა ქებრონდ ყოვლისა მისთჳს, რაჲცა სათნო-უჩნდა წინაშე თუალთა ისრაჱლისათა და თუალთა ძეთა მათ ბენიამენისთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა აბინერ თხრობად დავითისა ქებრონდ და მის თანა ოც ოდენ კაც, და ყო დავით აბინერისთჳს და კაცთა მათთჳს, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს, Page of ms. O: 64ra  შუება დიდ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო აბინერ და ჰრქუა დავითს: განმიტევე მე და მივიდე და შემოუკრიბო უფალსა ჩემსა ყოველი ისრაჱლი და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შენდა მიმართ და ჰმეფობდე შენ ყოველთა ზედა, რომელთაჲ ენებოს სულსა შენსა! და უჯმნა დავით აბინერს და წარვიდა მშჳდობით.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნთქუესვე მონანი იგი დავითისნი და იოაბ მოვიდეს და მოიწინეს ბანაკისა მისგან დიდძალითა ნატყუენავითა, რომელი იგი აქუნდა მათ თანა. და აბინერ არა იყო დავითის თანა ქებრონს, რამეთუ წარუჯმნა მას დავით და წარავლინა მშჳდობით.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოაბს Page of ms. O: 64rb  და ყოველსა მას ერსა, რომელი იგი იყო მის თანა, - ვითარცა ესმა, - უთხრეს იოაბს, ვითარმედ: მოვიდა აბინერ, ძჱ ნერისი, დავითისა და უჯმნა მას და წარავლინა იგი მშჳდობით,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნთქუესვე შევიდა იოაბ მეფისა და ჰრქუა მას:რაჲ საქმჱ ჰქმენ ეგე, რამეთუ მოვიდა შენდა აბინერ, ძჱ იგი ნერისი, და შენ განუტევე იგი და წარვიდა მშჳდობით?

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ანუ არა უწყია უკეთურებაჲ იგი აბინერისი, ძისა მის ნერისი. რამეთუ შეტყუილდ შენდა შემოვიდა იგი და განცდად შესავალ-გამოსავალისა მის შენისა და გულისხმისყოფად, რასა შენ იქმ?

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა იოაბ დავითისგან და წარსწინნა Page of ms. O: 64va  მოციქულნი აბინერს და მოაქციეს იგი გუამისა მისგან სარაჲსა და დავით არა უწყოდა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცა აბინერ ქებრონდვე, მოეგებვოდა მას იოაბ და მიაქცია იგი მგუარდლ კერძო ბჭეთა მათ და ჰზრახვიდა მას ზაკუვით და უგუმირა გუერდსა მისსა და მუნთქუესვე მოკლა იგი და მოკუდა აბინერ ვატად სისხლისა ძმისა მისისა ასაელისა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისა შემდგომად ვითარცა ესმა დავითს და თქუა: უბრალო ვარ მე და მეუფებაჲ ესე ჩემი უფლისა მიერ სისხლისა მისგან უკუნითი უკუნისამდე.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო სისხლი აბინერისი, ძისა ნერისი, თავსა მას ზედა იოაბისსა იყავნ და ყოველსა Page of ms. O: 64vb  ზედა სახლსა მას მამისა მისისასა. და ნუ მოაკლდებინ სახლსა მას იოაბისსა უბითა ხაშმი და კეთროვანი და პურისმკრებელი და მახჳლითა და სიყმილითა მომკუდარი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბესა და იოაბ უმზირდეს მარადის აბინერს მოკლვად ვატად სისხლისა მის ასაელისა, ძმისა მათისა, რომელი-იგი მოიკლა ღუაწლსა მას გაბაონს.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით იოაბს და ყოველსა მას ერსა, რომელ მის თანა იყო: ჴელი მიყავთ საყელესა და დაიპეთ სამკაული თქუენი და შთაიცჳთ ძაძაჲ და ეტყებდით აბინერს. და თავადიცა მეფჱ დავით წინა უძღოდა საქუმელთა მათ აბინერისთა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 65ra  და დაჰფლეს იგი ქებრონს. და აღიღო ჴმაჲ მეფემან დავით სამარეთა მათ ზედა აბინერისთა და ატირებდა ყოველსა მას ერსა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
შეასხმიდა ჴმითა, გოდებდა და იტყოდა: "მსგავსად სიკუდილისა მის ნაბალისა მოკუდა აბინერ.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელნი მისნი არა შეიკრნეს და არცა ფერჴნი მისნი ბორკილითა, არამედ, ვითარცა ნაბალ, წინაშე ნაშობთა მათ უშჯულოებისათა დაეცა".

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემოკრბა ყოველი იგი ერი ნუგეშინის ცემად დავითისა იძულებით პურის ჭამად ვიდრე დღისაჲ დგაღა. იწყო ფიცად დავით და თქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთმან, რამეთუ ვიდრე არა დაჰჴდეს მზჱ, არა ვიხი\ლო Page of ms. O: 65rb  მე გემოჲ პურისაჲ და არცა სხჳსა რაჲს ჭამადისაჲ.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა ესე ყოველსა მას ერსა, სათნო-უჩნდა მათ ყოველი იგი, რაჲცა ყო დავით წინაშე ყოვლისა ერისა.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და გულისხმა-ყვეს მას დღესა შინა, რამეთუ არა ბრძანებითა მეფისაჲთა იყო სიკუდილი აბინერისი, ძისა ნერისი.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად მეფემან ერისა მიმართ და თქუა: არა უწყითა, რამეთუ მთავარი ერთი დიდი მოკუდა დღეს ისრაჱლსა შორის?

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
ანუ არა უწყითა დღეს, რამეთუ ნათესავი და მეგობარი და მფლობელი დიდი დაემჴუა? ხოლო კაცნი ესე, ძენი შაროველისნი, გულფიცხელ არიან სასტიკებით უფროჲს ჩემსა; მიაგენ უფალმან მოქმედთა მათ Page of ms. O: 65va  ბოროტისათა უკეთურებაჲ იგი მათი.



Chapter: 4  
თავი IV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა ესე მემფილბოსთეს, ძესა მას საულისსა, ვითარმედ მოკუდა აბინერ ქებრონს, დაჰჴსნდეს ძარღუნი ჴელთა მისთანი და ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ შეძრწუნდა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნთქუესვე ორნი კაცნი, მთავარნი ერისანი, მემფილბოსთეს ძისა საულისნი - ბანეა და ჰრექაბ, ძენი ჰრემოთესნი, ბერეანისანი, ძეთა მათგანნივე ბენიამენისთა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გარემძებ იყვნეს ბეროთეანელნი გეთემს და დაემკჳდრნეს მუნ მოაქადღედმდე.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იონათანისი, ძისა მის საულისი, დაშთომილ იყო ძჱ ერთი შეხაშმებული ფერჴითა. Page of ms. O: 65vb  და იყო იგი ხუთის წლის, რამეთუ ჟამსა მას, რომელსა მოიწია ბავთი იგი საულისი და იონათანისი, ძისა მისისაჲ, იერუსალჱმით, აღიქუა და წარიტაცა იგი მაწოვნებელმან მისმან. და იყო, სივლტოლასა მას მისსა და სწრაფასა, დაეცა იგი ფერჴთა ზედა მის ყრმისათა და აღაკელობა იგი; და სახელი ერქუა მას მემფიბალ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს ძენი ჰრემოთისნი ბეროთიანისანი, ჰრექაბ და ბანეა, ძმაჲ იგი მისი, და მივიდეს სახით მემფილბოსთესსა. და ეძინა მას სასუენებელსა შინა თჳსსა სიცხისა ჟამსა დღესაშუვალს ოდენ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეკარე იგი მისი, რომელ სცვიდა Page of ms. O: 66ra  კართა, მირულებულ იყო მასცა და ეძინა კართა ზედა. და ჰრექაბ და ბანია, ძმანი იგი ორნივე, შევიდეს იდუმალ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე ეძინა მემფილბოსთეს სასუენებელსა შინა თჳსსა, სცეს და მუნთქუესვე მოკლეს იგი და მოჰკუეთეს თავი მისი და წარიღეს გზასა მას დასავლით კერძო ღამე ყოველ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოართუეს თავი იგი მემფილბოსთესი დავითს ქებრონდ და ჰრქუეს მეფესა მას: აჰა ესერა, თავი მემფილბოსთესი, ძისა საულისი, მტერისა მის შენისაჲ, რომელი ეძიებდა მოკლვად თავსა შენსა, რომელი მოსცა უფალმან უფალსა ჩუენსა მეფესა შურისგებაჲ მტერთა მისთაჲ - Page of ms. O: 66rb  საულისი, მტერისა მისისაჲ, და ყოვლისა ნათესავისა მისისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით ჰრექაბს და ბანეას, ძმასა მისსა, ძეთა მათ ჰრემოთისთა, და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან იჴსნა სული ჩემი ყოველთაგან ჭირთა!

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა, რომელმან იგი მითხრა მე სიკუდილი საულისი და იონათანისი და მას ეგრე ეგონა, ვითარცა რეცა სახარებასა რას მახარებდა, და შეიპყრეს იგი მუნვე სიკელას და მოკლეს, რომლისაჲ, ვინ უწყის, ჯერ იყო ჩემდა სახარებელ რაჲმე მიცემად,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა აწ კაცთა მაგათ უკეთურთა, მივიდეს და მოკლეს კაცი ერთი მართალი სასუენებელსა შინა თჳსსა. მისვე სახისა მსგავსად ვიძიო შური სისხლისა მისი\საჲ Page of ms. O: 66va  ჴელთაგან მაგათთა და მოვსპნე ეგენი ქუეყანით!

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა დავით მონათა მათ თჳსთა და მუნთქუესვე მოწყჳდნეს იგინი და მოჰკუეთნეს ჴელნი და ფერჴნი და დამოჰკიდნეს იგინი ქებრონს გოდოლსა მას და თავი იგი მემფილბოსთესი მიიღეს და დაჰფლეს საფლავსა მას აბინერისსა ქებრონს შინა.



Chapter: 5  
თავი V


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი ტომნი ისრაჱლისანი დავითისა ქებრონს და ჰრქუეს მას: აჰა ესერა, ჩუენ ძუალნი ძუალთა შენთაგანნი ვართ და ჴორცნი ჴორცთა შენთაგანნი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ პირველად, გუშინ და ძუღუანცა, წარსრულთა მათ ჟამთა, ვიდრე საულ მეფჱ ცოცხალღა იყო, Page of ms. O: 66vb  შენვე იყავ წინამძღუარ და მბრძანებელ ისრაჱლისა, რამეთუ შენ გრქუა უფალმან, ვითარმედ: შენ დაჰმწყსო ერი ჩემი ისრაჱლი!

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი მოხუცებულნი დავითისა ქებრონდ და დადვა აღთქუმაჲ მათა მიმართ დავით მეფემან ქებრონს წინაშე უფლისა. და სცხეს დავითს მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ოცდაათ წლის იყო დავით, რაჟამს იგი სცხეს მას მეფედ, და ორმეოც წელ მეფობდა იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მეფობდა იგი ქებრონს იუდასა ზედა შჳდ წელ და ექუს თუჱ და ისრაჱლსა ზედა მეფობდა ოცდაათორმეტ წელ, და ექუს თუე ყოველსა ზედა ისრაჱლსა და იუდასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა მეფჱ დავით და ყოველი იგი მისი მის თანა Page of ms. O: 67ra  იერუსალჱმდ იებოსელისა მის, რომელი-იგი დამკჳდრებულ იყო ყოველსა მას ქუეყანასა; და ეუწყა დავითს, რამეთუ იტყოდეს იებოსელნი იგი, ვითარმედ: არა შემოვიდეს დავით აქა, რამეთუ მჴდომად აღუდგეს ბრმანი იგი და მკელობელნი და იტყოდეს მებრვე: ნუ დამოვალნ აქა დავით!

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიპყრა ციხისციხჱ იგი სიონისაჲ და თქუა: ესე არს ქალაქი დავითისი!

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა დავით მას დღესა შინა და თქუა: ყოველმან, რომელმან დასცნეს იებოსელი, მახჳლი აღიღენ ბრმათა მათ ზედა და მკელობელთა და მოსრნენ იგინი, რომელთა სძულდა სული დავითისი. რამეთუ ამის გამო თქუან სიტყჳს ჯერად, ვითარმედ: ბრმანი და მკელობელნი ნუ შევლენედ ტაძრად უფლისა!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაემკჳდრა დავით ციხისციხესა მას, და ერქუა ქალაქ დავითის, და აღაშენა ქალაქი იგი გარე ბორცუსა მას და მას შინა აღიქმნა ტაძარი იგი თჳსი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდოდა დავით სლვით და განდიდნებოდა, უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუვლინნა მოციქულნი ქირამ, მეფემან ტჳრესამან, და მოუძღუანა მას ძელი ნაძჳსაჲ და ფიჭჳსაჲ და მოუვლინნა მას ხურონი ძელისანი და მოქმედნი ქვისანი და უშენეს მუნ ტაძარი დავითს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ განუმარჯუდა და წარუმართა უფალმან მეფობაჲ ისრაჱლსა ზედა და ცნა, რამეთუ აღამაღლა მეუ\ფებაჲ Page of ms. O: 67va  იგი მისი ყოველსა მას ზედა ერსა ისრაჱლისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისხნავეღა დავით მერმე ცოლ და ხარჭ იერუსალჱმს შემდგომად მოსლვისა მისისა ქებრონით და ისხნავეღა დავით ძეებ და ასულებ იერუსალჱმს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე სახელები არს შვილთა მისთაჲ, რომელნი-იგი იშვნეს ათცამეტ შვილ: სამაა, იესებან, ნათან, სოლომონ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
იებაარ, ელისუე, ელფადატ, ნაგეთ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაფეთ, მინათ, სამის, ბალიდათ, ელიფათ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და აგრძნეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედა; და აღდგეს და გამოვიდეს უცხოთელსნი იგი მოძიებად დავითისა და ვითარცა აგრძნა დავით, ვითარმედ ეძიებენ უცხოთესლნი, Page of ms. O: 67vb  გამოუჴდა და მოვიდა ძნელოვნად კერძო.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და უცხოთელსნი იგი მოვიდეს და განეფინნეს უბესა მას ტიტანელთასა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა, ვითარმედ: ჯერ-თუ-არს ჩემი ზედამისლვაჲ უცხოთესლთაჲ მათ, ანუთუ მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა უფალმან დავითს: მიგუალე, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა და დაესხა მათ ზედა დავით კილოსა მას ზედა მოსაწყუედელსა და მოსრნა იგინი და თქუა დავით: მოსრნა უფალმან მტერნი იგი ჩემნი უცხოთესლნი წინაშე ჩემსა, ვითარცა განიყვნიან და განიჭრნიან წყალნი მრავალნი; ამის გამო ერქუმის ადგი\ლსა Page of ms. O: 68ra  მას კილოჲ მოსრვისაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასთხინეს უცხოთესლთა მათ სივლტოლასა მათსა კერპნი იგი თჳსნი. და აღიხუნა იგინი ერმან მან დავითისმან და ჰრქუა დავით: დაწუენით ეგენი მანდავე ადგილუბანს ცეცხლითა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე შე-ღა-ვე-სძინეს უცხოთესლთა მათ გამოსლვაჲ ზუფად კრებულად უბესა მას ველისა მის ტიტანელთაჲსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და იკითხა დავით უფლისა მიერ, და ჰრქუა მას უფალმან: ნუ განხუალ მათა, არამედ გარემოიქეც და მახლობელად მათსა დაემალე ღელესა მას გლოვისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს გესმეს ჴმაჲ ძრვისაჲ ადგილ\სა Page of ms. O: 68rb  მას გლოისასა, მაშინღა გამოუჴდე შენ მათ ღუაწიდ ბრძოლისა, რამეთუ მაშინ გამოვიდეს უფალი წინაშე შენსა დაცემად უცხოთესლთა მათ ღუაწლსა მას შინა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო დავით ეგრე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან, და დასცნა უცხოთესლნი იგი გაბაონითგან ვიდრე გაზერადმდე.



Chapter: 6  
თავი VI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერის კრება ყო დავით, შეკრიბა ყოველი ერი რჩეული სახლისა მისგან ისრაჱლისა ვითარ სამეოცდაათი ათას კაც.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა დავით და ყოველი ერი მის თანა; და მდიდარნი იგი და მთავარნი სახლისა მის იუდაჲსნი აღსლვად ბორცუსა მას ზედა, წარმოღებად მიერ კიდობნისა მის შჯულისაჲსა, რომელსა ზედა წოდებულ იყო სახელი Page of ms. O: 68va  უფლისა ძალთაჲსაჲ და რომელსა გარდამოსრულ და დადგრომილ იყო ქერაბინი იგი მას ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგეს კიდობანი იგი შჯულისაჲ ურემსა ზედა ახალსა და წარმოიღეს იგი სახლისა მისგან ამინადაბისა, რომელი-იგი იყო ბორცუსა მას ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ოზიას და ძმათა მისთა, ძეთა მათ ამინადაბისთა, მოაქუნდა ურემი იგი კიდობნითურთ ღმრთისაჲთ, და ოზია და ძმანი იგი მისნი ვიდოდეს გარემოჲს კიდობნისა მის წინა და უკუანა და მგუარდლ კიდობნისა მის ღმრთისაჲსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით და ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ იმღერდეს წინაშე კიდობანსა მას შჯულისასა ნესტჳთა, ქნარითა, ბობღნითა და ლინითა და წინწილაჲთა და პირად-პირადითა სიღოდითა მემღერთაჲთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს და მოიწინეს ვიდრე კალოდმდე ორნია იებოსელისა; მას ჟამსა მიყო ჴელი ოზია კიდობანსა მას შჯულისა ღმრთისასა, რაჲთამცა დაამტკიცა იგი, რამეთუ შეყარა იგი ზუარაკმან მან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ოზიაჲს ზედა და განგალა იგი მუნთქუესვე ურიდებითა კადნიერებისა მისისათჳს და მოკუდა მუნთქუესვე კიდობანსა მას თანა უფლისასა წინაშე უფლისა, რამეთუ იკადრა მან ფართოდ მიყოფად ჴელისა თჳსისაჲ კიდობანსა მას შჯულისა ღმრთისასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეუძნდა დავითს შემუსრვაჲ იგი, რომელი იყო Page of ms. O: 69ra  ოზიაჲს ზედა, და ეწოდა ადგილსა მას სახელი "შესამუსრველი ოზიაჲსი" ვიდრე მოაქაჟამადმდე.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეეშინა დავითს უფლისაგან მას დღესა შინა და თქუა: ვითარ შევიღო სახიდ ჩემდა კიდობანი ესე შჯულისა უფლისა ღმრთისაჲ?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიწია კიდობანი იგი ღმრთისაჲ და არა უნდა დავითს მიქცევად მისა კიდობნისა მის შჯულისა უფლისაჲსა, არამედ მიაქცია იგი დავით სახიდ ამინადაბისა გეთელისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და აკურთხა უფალმან სახლი იგი ამინადაბისი და Page of ms. O: 69rb  ყოველი, რაჲცა იყო მისი, კიდობნისა მისთჳს ღმრთისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს დავითს და ჰრქუეს: ვითარმედ: აკურთხა ღმერთმან სახლი იგი ამინადაბისი და ყოველი, რაჲცა იყო მისი კიდობნისა მისთჳს ღმრთისაჲსა; იწყო სიტყუად დავით და თქუა: მივიდე და მოვაქციო კურთხევაჲ იგი უფლისაჲ სახიდ ჩემდა. და წარვიდა დავით და აღმოიღო კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲ სახლისა მისგან აბედადისა ქალაქად დავითისა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს მის თანა, რომელთა მოაქუნდა კიდობანი იგი უფლისაჲ, შჳდ დას მემღერთაჲ, და საკლველები ზუარაკთა და კრავთაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით როკვიდა წინაშე კიდობნისა მის პარით, შორის მსტჳრთა მათ მბობღნართა, წინაშე უფლისა მკული სამკაულითა ძოწეულითა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და თავადსა დავითს და ყოველსა ისრაჱლსა მოაქუნდა კიდობანი იგი უფლისაჲ ქალაქად დავითისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და Page of ms. O: 69va  მელქოლ, ასული იგი საულისი, იჭჳრობდა სარკუმლით გამო, იხილა რაჲ მეფჱ დავით სიმღერით, სიხარულით და როკვით ჴმითა ნესტჳსაჲთა წინაშე კიდობანსა მას უფლისასა, და განგმო იგი გულსა შინა თჳსსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემოიღეს კიდობანი იგი უფლისაჲ და დადგეს ადგილსა მას, რომელი-იგი აღჰმართა დავით მისთჳს და შეწირა დავით წინაშე უფლისა საკუერთხი მშჳდობისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს აღასრულა დავით შეწირვაჲ იგი საკუერთხთაჲ მათ, მსხუერპლთა მშჳდობისათაჲ, აკურთხა დავით ერი იგი წინაშე უფლისა ყოვლისა მპყრობელისა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და განუყოფდა ყოველსა მას ერსა ნაწილად-ნაწილად და მიმოდასცემდა დანი\თგან Page of ms. O: 69vb  ბერსაბედმდე სწორად ყოველსა მას ისრაჱლსა თითოვეულად მამებითგან დედებადმდე კუერსა ერთსა პურსა და დრონსა ერთსა ჴორცსა და მანდარსა ერთსა ტაბაკისაგან. და წარვიდოდა ყოველი იგი ერი თითოვეული სახიდ თჳსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით მოიქცა კურთხევით ვანად თჳსა და მოეგებვოდა მელქულ, ასული იგი საულისი, შემთხუევად დავითისა, აკურთხა იგი და თქუა: რაბამადღა ჰაეროვან და დიდებულ იყავ რაჲმე შენ დღეს, რაჟამს განკუართული მოხჳდოდე წინაშე მონათა და მჴევალთა მათ შენთა ვითარცა ვინ Page of ms. O: 70ra  განეკუართის როკვასა თჳსსა, ეგრე რაჲმე განკუართულ იყავ შენ დღეს.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით მელქულს და ჰრქუა: წინაშე უფლისა ჩემისა ვიხარებდი და ვროკევდი. ხოლო ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან გამომირჩია მე უფროჲს მამისა შენისა და უფროჲს ყოვლისა მის სახლისა მისისა, რამეთუ დამამტკიცა მე მთავრად ყოველსა ამას ზედა ერთსა თჳსსა ისრაჱლსა, ვიხარებდე და ვიშუებდე და ვროკვიდე წინაშე უფლისა და განვიკუართო წინაშე უფლისა სიხარულით უფროჲს და უფროჲს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ შეურაცხად გამოვჩნდი წინაშე თუალთა შენთა და თუალთა მათ მხევალთა შენთაჲსა, რომელთა-იგი წინაშე მარქუ მე, ვითარმედ: დიდებულ რაჲმე შჩნდი შენ!

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მელქულს, ასულსა საულისსა, არა ესუა შვილი ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა.



Chapter: 7  
თავი VII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა, დააცხრვნა უფალმან გარემოჲს მისა ყოველნი მტერნი მისნი;

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან ნათანს წინაწარმეტყუელსა და ჰრქუა: მე ესერა დამკჳდრებულ ვარ სახლთა ნაძჳსათა და კიდობანი იგი უფლისაჲ დგას კარავსა მას შინა უფლისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ნათან წინაწარმეტყუელმან მეფესა მას და ჰრქუა: სადა ღმერთმან განგიმარჯუა შენ, ყოველივე, რაჲცა გიც გულსა შენსა, ყავ, რამეთუ უფალი ღმერთი შენი შენ Page of ms. O: 70va  თანა არს.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მას დღესა შინა ბრძანებაჲ უფლისაჲ ნათან წინაწარმეტყუელისა მიმართ და თქუა:

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მივედ და არქუ მონასა ჩემსა დავითს, ვითარმედ ესერა იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო მე სახლი, რაჲთა დავიმკჳდრო მე მას შინა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა სადა დამკჳდრებულ ვარ მე საყოფელთა შინა დღითგან და ჟამით, რომელსა გამოვიყვანენ ძენი ისრაჱლისანი ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა ვიდრე აქა ჟამადმდე, არამედ ვიდოდე მათ თანა საბანაკეთა მათ მათთა კარვით

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა ვიდოდე მე ძეთა მათ თანა ისრაჱლისათა და არა თუ სიტყჳთ სადამე ვის ვეტყოდე Page of ms. O: 70vb  ერთსა ვისმე ნათესავთაგანსა ძეთა მათ ისრაჱლისათასა, რომელთა-იგი ვამცენ მწყსად ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ძელთაგან ნაძჳსათა ოთხკედლად გამოთლილი, ფიცრით დაწებული?

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ესრე არქუ შენ მონასა ჩემსა დავითს, ვითარმედ: ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ბოსლისა მისგან სამწყსოთა მათგან ცხოვართაჲსა და გყავ შენ წინამძღუარ ერისა მის ჩემისა ისრაჱლისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიყავ შენ თანა ყოველთა მათ გზათა შენთა, რომელთაცა ხჳდოდე შენ Page of ms. O: 71ra  და მოვსრენ მტერნი შენნი წინაშე პირსა შენსა და მიგეც შენ სახელი დიდი მსგავსად სახელთა მათ დიდთა, რომელნი წინავე შენსა იყვნეს პირსა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა, დავჰნერგნე იგინი და დავამტკიცნე და დავამკჳდრნე თავისთავ, და არღარას ზრუნვიდენ და არღარა შესძინოს ძემან უშჯულოვებისამან ვნებად მათა, ვითარცა-იგი წინაჲთ,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
დღითგან ჟამსა მას, რომელსა დავამტკიცენ მსაჯულნი ერსა მას ჩემსა ზედა ისრაჱლსა. და აწ მე განგისუენო შენ ყოველთაგან მტერთა შენთა და გაუწყოს შენ უფალმან, ვითარ-იგი Page of ms. O: 71rb  ჯერ-იყოს მისა შენებაჲ ტაძრისაჲ მის.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს აღესრულნენ დღენი იგი შენნი და შეეძინო შენ მამათა შენთა თანა, და აღვადგინო მე ნათესავისა შენისაგან, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა, და განუმზადო მას დამტკიცებად მეუფებაჲ იგი მისი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მან აღაშენოს ტაძარი სახელად ჩემდა და აღვჰმართო საყდარი მისი უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიყო მე მისა მამა და იგი იყოს ჩემდა ძჱ. და იყოს გამო-თუ-რაჲ-ჩნდეს უშჯულოვებაჲ იგი მისი წინაშე ჩემსა, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთაჲთა და სწავლითა წყალობისაჲთა განვსწავლო იგი ძეთა კაცთაჲსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო წყალობაჲ Page of ms. O: 71va  ჩემი არავე დავაყენო მისგან, ვითარცა-იგი ვყავ, რომელთათჳს-იგი ვყავ პირისაგან ჩემისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავამტკიცო მეფობაჲ იგი მისი და სლვაჲ [!] მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებულ იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მსგავსად სიტყუათა მათ და მსგავსად ჩუენებათა მათ ეტყოდა ნათან დავითს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა დავით მეფჱ და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარ მე, უფალო ჩემო, ანუ რაჲ არს სახელი ჩემი, რამეთუ ესოდენ შემიყუარე მე?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უნდო და არარაჲ არს ესე შენ წინაშე, უფალო, უფალო ჩემო! და იტყოდე შენ ესოდენ გრძიად სახლისა მისთჳს მონისა შენისაჲსა და ესე შჯული არს მონისა შენისაჲ შენდა მიმართ, უფალო, უფალო ჩემო!

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჲღამე შესძინოს დავით სიტყუად წინაშე შენსა? და აწ შენ იცი, უფალო, მონაჲ შენი და ერი იგი შენი!

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ შენ გულით შენით ჰყავ ესე ყოველი დიდებულებაჲ, რაჲთა გულისხმა-უყო მონასა შენსა სიმდიდრჱ იგი შენი, უფალო, უფალო ჩემო!

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არავინ არს მსგავს შენდა და არავინ არს ღმერთ შენსა გარეშე ყოვლითურთ, რაოდენი გუესმა ყურთა ჩუენთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ანუ ვინ არს, ვითარცა ერი იგი შენი ისრაჱლი, რომელსა-იგი უძღოდე ქუეყანასა ზედა, ღმერთო, რაჲთამცა მოიპოვე იგი ერად შენდა და ადიდე სახელი შენი დიდებულებითა მით დიდითა, რაჟამს გა\მოგყვანდა Page of ms. O: 72ra  შენ ერი იგი შენი, რომელ იჴსენ ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა, ერი იგი და სამკჳდრებელ[ი].

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
განჰმზადე თავისა შენისა ერი იგი შენი ისრაჱლი ერად საუკუნოდ და შენ, უფალი, იყავ მათდა ღმერთ!

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწცა, უფალო, ღმერთო ჩემო, სიტყუასა ამას, რომელსა იტყოდე შენ მონისა შენისათჳს, დაემტკიცენ უკუნითი უკუნისამდე და ვითარცა იტყოდე ეგრეცა ყავ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ აღმაღლდინ სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე, უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო ისრაჱლისაო, და სახლი იგი დავითის, ონისა შენისაჲ, აღმაღლებულ იყავნ წინაშე შენსა!

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შენ, უფალო, ყოვლისამპყრობელო, ღმერთო ისრაელისაო, Page of ms. O: 72rb  განაღე ყური მონისა შენისაჲ და არქუ, ვითარმედ: "აღაშჱნო შენ"! ამისთჳს პოვა მონამან შენმან გულჴსნილობაჲ ღმრთისა მიერ ლოცვად შენდა თხოვაჲ ესე. და ვილოცე მე შენ წინაშე;

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ ხარ ღმერთი და სიტყუანი შენნი ეგნენ ჭეშმარიტებით, ვითარცა იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილთა მათ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ იწყე და აკურთხე სახლი იგი მონისა შენისაჲ, რაჲთა ეგოს უკუნისამდე წინაშე შენსა; რამეთუ შენ, უფალი, იტყოდე და კურთხევითა შენითა იკურთხენ სახლი მონისა შენისაჲ უკუნისამდე.



Chapter: 8  
თავი VIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ამის ყოვლისა შემდგომად მოჰსრვიდა დავით უცხოთესლთა მათ და დაიმორჩილებდა მათ და მოუღებდა დავით განყენებულსა მას ჴელთაგან Page of ms. O: 72va  უცხოთესლთაჲსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსრვიდა დავით მოაბსა და ბადისპირითა განჰმართებდა ქუეყანასა მათსა, რამეთუ დააძინა მათ ქუეყანასა ზედა, და აღმოჰჴდეს ორნი წილნი სიკუდილისანი, ხოლო მესამჱ იგი ნაწილი ცოცხალი დაიპყრა. და იყვნეს ნეშტნი იგი მოაბისანი მონად დავითისა და მოართუმიდეს მას ძღუენსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე მოსრა დავით ადრაზარი,ძჱ იგი რააფისი, მეფისა მის ზობელისაჲ, რამეთუ ერი შეეკრიბა და მოვიდოდა დასხმად ჴელთა მისთა მდინარის კიდესა მას ეფრათისასა; მოსრა, მოწყჳდა იგი დავით.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარმოიღო მისი ტყუედ ათასი ეტლი და შჳდასი ათასი მჴედარი და ოცი ათასი მკჳრცხლი Page of ms. O: 72vb  ფაროსანი და დაჰჴსნა ყოველივე იგი ეტლები და გამოარჩია ასი ეტლი ოქროცხებული და დაიყენა იგი სამსახურებელად სამეუფოდ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მოიწია ასურასტანელი იგი ზურგად ადრაზარ მეფისა მის სუბელისა; მერმე მოწყჳდა დავით ასურასტანელისაჲ მის ოცდაორი ათასი კაცი სპარაზენი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჰდვა დავით პაჰრაკი ადგილდ-ადგილდ სოფლებსა მას ასურასტანით კერძოსა და დამასკეთ კერძოსა და სოფელი იგი ასურასტანელთაჲ მონებად დაიმორჩილა და მოართუმიდეს მას მარადის ძღუენსა და ხარკსა. და შეეწეოდა უფალი დავითს Page of ms. O: 73ra  ყოველთა შინა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუხუნა დავით სავლტენი იგი ოქროჲსანი, რომელნი-იგი ესხნეს ადრაზარს მეფესა მას სუბისასა; და ყოველი იგი ნატყუენავი, ჯაჭჳ იგი ოქროცხებული და ჰოროლი იგი ოქროვანი, და აღიღო იგი ყოველი იერუსალჱმდ, რომელი-იგი წარიღო სოსაკიმ, მეფემან მეგჳპტელთამან, ჟამსა მას, რომელსა შეიცვა იერუსალჱმი, დღეთა მათ რობოამისთა, ძისა სოლომონისთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მატებაკით და სხუათა მათგან Page of ms. O: 73rb  რჩეულთა ქალაქთა ადრაზარისთა წარმოიღო დავით მეფემან პილენძი დიდძალი, რამეთუ მისგან ქმნა სოლომონ მეფემან ტაძარი იგი პილენძისაჲ და სუეტნი იგი პილენძისანი და ემბაზნი იგი რვალისანი და ყოველი იგი კალი ჭურჭლისაჲ მის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა ელიაბს, მეფესა ემათელთასა, რამეთუ მოსრნა და მოწყჳდნა დავით ყოველნი იგი ძლიერებანი ადრაზარისნი,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუვლინა მან იედურან, ძჱ იგი თჳსი, ემათით დავითს მეფესა კითხვად მისგან მშჳდობისათჳს, რამეთუ მოესრნეს მას ყოველნი იგი ძლიერებანი ადრაზარისნი და აკურთხა იგი, რამეთუ მჴდომი იყო ადრაზარ მარადის მისა მიმართ; და მოვიდა იედურან, ძჱ იგი ელიაბისი, მეფისა მის ემათელთაჲსა დავითისა დიდითა ძღუნითა ოქროჲთა და ვეცხლითა და მრავლითა ჭურჭრითა სპი\ლენძისაჲთა Page of ms. O: 73va  (!).

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიღო იგი დავით მეფემან და წინა-უყო უფალსა ოქროჲთ-ვეცხლითურთ და ყოვლით ჭურჭლითურთ, რომელი-იგი მოეღო ქალაქთა მათგან, რომელი-იგი მოეღო მძლავრობითა დიდითა:

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ედომელთა მათგან და მოაბელთა და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთა მათგან და ერისა მისგან ამალეკელთაჲსა და ნატყუენავისა მისგან ადრაზარ მეფისა მის სობაჲსისა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღო დავით სახელი ყოველსა მას სოფელსა და მერმე, შემდგომად მოქცევისა მისა,მოსრნა იდუმელნი იგი და ენგემელექი ოთხმეოცი ათასი სპარაზენი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და სოფლები Page of ms. O: 73vb  იგი მოხარკედ დაადგინა და აღაშჱნა დავით ქუეყანასა მას იდუმელთასა ციხები და მოქმედები მოჰჴადა და ძეგლები აჰმართა და იყვნეს იგი მკჳდრნი იდუმიაჲსანი მონად დავითისა. და შეეწეოდა უფალი დავითს ყოველთა მათ გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეუფებდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და ჰყოფდა დავით სამართალსა და მშჯავრსა ყოველსა ზედა ერსა მისსა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოაბ, ძჱ შაროველისი, ერისთავი იყო ყოველსა მას ზედა ერსა ისრაჱლისასა და იოსაფატ, ძჱ აქინამისი, იყო მწიგნობარ საჴსენებელთა მათ;

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და სადუკ, ძჱ აქიტობელისი, და აბიმელექ, ძჱ აბიათარისი, Page of ms. O: 74ra  იყვნეს მღდელად მისა და შარია-მწიგნობართმოძღუარი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბანეა, ძჱ იოადჱსი თანამზრახვალ და ოფილტი და ოქერეთი, ძენი დავითისნი, ეზოჲსმოძღუარ იყვნეს მისა.



Chapter: 9  
თავი IX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ სიტყუად იწყო დავით და თქუა: და-მე-ვინ-სადა-შთომილ არსა სახლისა მისგან საულისისაჲ, რაჲთამცა ვყავ მისთჳს წყალობაჲ იონათანის გამო საყუარელისა ჩემისა?

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და სახლისა მისგან საულისა დაშთომილ იყო კაც ერთ და სახელი ერქუა მას სიბა, და მოუწოდეს მას წინაშე დავითისა. იწყო სიტყუად მან მეფემან მისა და ჰრქუა: Page of ms. O: 74rb  შენ ხარა ყრმაჲ იგი სიბა? მან მიუგო და ჰრქუა: მე ვარ, მონაჲ შენი!

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას მეფემან: და-მე-სადა-ვინ-შთომილ არსა მკჳდრი სახლისა მისგან საულისისაჲ, რაჲთამცა ვყავ მე მისა მიმართ წყალობაჲ. მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: არს ძჱ ერთი იონათანისი შეხაშმებული ფერჴითა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით: სადა არს იგი? და ჰრქუა სიბა: სახლსა მაქირისსა, ძისა ამიელისა, ლადაბარს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
წარავლინა მეფემან დავით და წარმოიყვანა იგი სახლისა მისგან მაქირისა, ძისა ამიელისა, ლადაბარით.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოჰგუარეს მემფილბალ, ძჱ იგი იონათანისი, ძისა საულისისაჲ მეფისა.\ Page of ms. O: 74va  და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თავყუანის-სცა მას; და ჰრქუა მას მემფილბალ: აქა ვარ მონაჲ შენი!

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას დავით: ნუ გეშინინ, რამეთუ ყოფით ვყო შენ ზედა წყალობაჲ იონათანისთჳს მამისა შენისა და მიგცე შენ ყოველი იგი სამკჳდრებელი საულისი, მამისმამისა შენისაჲ და შენ პურისმტჱ იყო ტაბლასა ჩემსა მარადის!

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მან თავყუანის-სცა მას და ჰრქუა: და რაჲ ვარი მე, მონაჲ ესე შენი, რამეთუ მომხედე მე ძაღლსა ამას ერთსა მკუდარსა?

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა დავით მეფემან სიბას, მონასა მას საულისსა, და ჰრქუა: ყოველი იგი, რაჲ იყო მონაგები საულისი და ყოველი იგი ნატყუენავი, მიმიცემი Page of ms. O: 74vb  ეს მე ძესა უფლისა შენისასა!

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
იქმოდე შენ ქუეყანასა ძითურთ შენით და მონითურთ, და დაუკრიბე უფალსა შენსა ნაყოფი და უქმოდე უნჯსა და ჭამდეს და მემფიბალ, ძე იგი უფლისა შენისაჲ, ჭამდეს მარადის პურსა ტაბლასა ჩემსა ზედა; და სიბას ესხა ათხუთმეტ ძე და ოც მონა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: ყოველივე რაჲ მიბრძანოს უფალმან ჩემმან მონასა თჳსსა, იგიცა ვყო! და მემფიბალ მარადის ჭამდა ტაბლასა მეფისასა, ვითარცა ერთი შვილთა მისთაგანი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მემფიბალს ესუა ძჱ ერთი მცირეაკ და სახელი ერქუა მას Page of ms. O: 75ra  მიქა; და ყოველი სამკჳდრებელი სახლისა მის სიბაჲსი ჰმონებდა მემფიბალს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მემფიბალ დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს, რამეთუ ბრძანებაჲ მოეღო მემფიბალს მარადის პურის რთვაჲ მეფისაჲ, და იგი თავადი იყო მკელობელ ორითავე ფერჴითა.



Chapter: 10  
თავი X


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, შემდგომად მისა მოკუდა მეფჱ იგი ძეთა მათ ამონისთაჲ და დადგა ანან ძჱ იგი მისი მეფედ მამისა მისისა წილ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად დავით და თქუა: ვყო წყალობაჲ ანანის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა-იგი ყო მამამან მისმან ჩემთჳს. და მიუვლინნა დავით ნუგეშინის-მცემელად მონანი მისნი Page of ms. O: 75rb  მამისა მისთჳს მისისა, და მივიდეს და მიიწინეს მონანი იგი დავითისნი ქუეყანასა მას ძეთა მათ ამონისთასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგეს და ჰრქუეს მთავართა მათ ამონისთა ანანს, უფალსა მას თჳსსა: არა თუ დიდებით რაჲმე სადიდებელად მოავლინნა დავით მამისა შენისა ნუგეშინის-მცემელნი ესე, არამედ მსტურად მოავლინნა შესავალ-გამოსავალისა ქალაქისა ამის შენისა, რაჲთა გამოიხილონ შინაგანი და გარეშე ამისი, ამისთჳს მოსრულ არიან მონანი ესე დავითისნი შენდა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა ესე ანანს, შეიპყრნა მონანი იგი დავითისნი და უბრძანა დაყჳნვად ნახევარი თმისა და წუერისა მათისაჲ და მოჰ\კუეთნა Page of ms. O: 75va  კალთაკნი კუართისა მათისანი და განუტევნა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა დავითს კაცთაჲ მათ, მოაგებნა კაცნი და იხილეს, რამეთუ გინებულ იყვნეს ფრიად და ჰრქუა: დადეგით მანდავე იერიქოს, ვიდრემდე გამოგიორძნდეს თმაჲ და წუერი თქუენი და მაშინღა მოვედით!

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს იხილეს ძეთა მათ ამონისთა, რამეთუ იგინნეს და სირცხჳლეულ იქმნნეს მონანი იგი დავითისნი, წარავლინეს ძეთა მათ ამონისთა და მოიყიდეს ერი იგი ასური და ბეთრამი და ასურნი იგი სობაჲსანი ოცი ათასი მკჳრცხლი და მეფჱ იგი მაქია-ათასითა ერითა და ზესტობი ორ ათასითა ერითა. Page of ms. O: 75vb 

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ესმა მეფესა დავითს, წარავლინა იოაბ, სპაიპეტი იგი თჳსი, და ყოველი [ერი] მისი მის თანა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ძენი იგი ამონისნი, განემზადნეს და განეწყვნეს წინაშე ბჭეთა მათ მის ქალაქისათა და ასურასტანელნი იგი და ბეთრამ და ზესტობ და მაქია თჳსაგან ველსა განეწყვნეს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იხილნა იგინი იოაბ, რამეთუ განწყობილ-განმზადებულ იყვნეს პირისპირ განსაწყობელსა მას წინა კერძო და უკუანა კერძო მისსა, წარაჩინა ყოველი იგი ერი ჭაბუკროვანი ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ და მოვიდა და განაწყო პირისპირ ასურთა მათ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 76ra  და სხუაჲ იგი ერი ყოველი მისცა აბესას, ძმასა მას თჳსსა, და მოიყვანნა იგინი და განაწყვნა პირისპირ ძეთა მათ ამონისთა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იოაბ აბესას, ძმასა მას თჳსსა: უკუეთუ გან-რაჲმე-ძლიერდეს ასური იგი და მომძლევდეს მე, შენ მომეძალე მე; უკუეთუ ძენი იგი ამონისნი მოგძლევდენ შენ, მაშინ მე მივიწიო ძალად შენდა!

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მჴნე იყავ, განძლიერდი, ჰბრძოდეთ ერსა ამას ჩუენ ზედა ქალაქთა მათთჳს ღმრთისა ჩუენისათა და უფალმან ღმერთმან ყავნ კეთილი ჩუენ ზედა წინაშე თუალთა მისთა!

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესეოდენ სიტყუაჲ თქუა იოაბ, შეიკრიბა ზუფად ყოველი იგი ერი, დიდითა ძლიერებითა ღუაწლისაჲთა ზედამიუჴდა ასურთა მათ და მუნთქუესვე მეოტად წარქცეულნი ქალაქად შესთხინა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იხილნეს ძეთა მათ ამონისთა მეოტად წარქცეულნი ასურასტანელნი იგი, მეოტ იქმნნეს იგინიცა პირისაგან აბესაჲსა და შეცჳვეს ქალაქად; ვითარცა იხილეს იოაბ, რამეთუ მეოტად შესთხინა ქალაქად, გარემოიქცა და წარვიდა იგი იერუსალჱმად.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იხილეს ძეთა მათ ამონისთა, ვითარმედ ასურნი იგი მეოტ იქმნნეს წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა, შეკრბეს ერთბამად.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა ადრაზარ და გამოჴადა ასურასტანელი იგი, რომელ წიაღ მდი\ნარესა Page of ms. O: 76va  იყო ქალმას და მოვიდეს ხუჟიკნი იგი, ელამ და სუბა და საბეთ-ერისთავნი იგი ადრაზარისნი წინამძღუარ მათა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა აგრძნა ესე დავით, უბრძანა შეკრებად ყოვლისა მის ერისა ძეთა მათ ისრაჱლისათა და წიაღჴდეს იორდანისა მდინარესა, და მოვიდეს და მოიწინეს ლალმად და განეწყო ასური იგი წინაშე პირისპირ დავითისა და ბრძოლა-უყვეს მას.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეოტ იქმნა ასურასტანელი იგი პირისაგან ისრაჱლისა და მოწყჳდა დავით ერისა მისგან ასურთაჲსა შჳდასი მჴედარი ერი სპარაზენი და ორმეოც ათასი მკჳრცხლი ფაროსანი და მოკლეს ერისთავი იგი მათი საბეთ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს იხილეს ყოველთა მათ Page of ms. O: 76vb  მეფეთა, რომელნი ძალად მოსრულ იყვნეს ადრაზარისა, რამეთუ ძლევასა მიეცა წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა, აღთქუმაჲ აღითქუეს, ყუნი (!) დაისუეს, მონად დაემორჩილნეს ძეთა ისრაჱლისათა; და შეიშინეს ასურთა მათ და არღარა მოვიდეს ძალად ძეთა მათ ამონისთა.



Chapter: 11  
თავი XI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მერმესა მას წელსა, ჟამსა მას გამოსლვასა მეფეთასა; წარავლინა დავით იოაბ და ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ და მოსრნა ყოველნი ძენი ამონისნი და გარემოადგა და შეიცვა ქალაქი იგი ჰრაბათისაჲ; და დავით დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღესა ერთსა გამოსრულ იყო დავით მიმწუხრი მის დღისასა; Page of ms. O: 77ra  და გამოვიდა დავით სასუენებელით თჳსით და იქცეოდა ზედა ერდოსა მას ტაძრისა მის სამეუფოჲსასა; იხილა მან მიერ ერდოჲთ დედაკაცი ერთი, იბანებოდა რაჲ სამოთხესა შინა თჳსსა; და იყო დედაკაცი იგი ქმნულ-კეთილ ფრიად.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა დავით, მოძიებად-სცა დედაკაცი იგი, და სახელი ერქუა მას ბერსაბჱ, ასული იყო ელიაჲსი, ცოლი ურიაჲსი ქეტელისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინნა დავით მოციქულნი და მოიყვანა დედაკაცი იგი და შევიდა მისა, დაისუენა მის თანა და მუნთქუეს ოდენ განბანილ იყო არაწმიდებისაგან მისისა და წარვიდა სახიდ თჳსა

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მიდგომილი Page of ms. O: 77rb  მისგან. და მიავლინა დავითისა და ჰრქუა: უწყოდე, რამეთუ მიდგომილ ვარ შენგან!

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა წარავლინა დავით იოაბისა და ჰრქუა მას: ადრე მომივლინე მე ურია ქეტელი! და იოაბ ადრე წარმოავლინა იგი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა ურია დავითისა. იწყო კითხვად დავით ურიაჲსა და ჰრქუა: ცოცხლებით არსა იოაბ? და მან ჰრქუა: ცოცხლებით! მერმე მიუგო და ჰრქუა: ცოცხლებით არსა ერი იგი? და მან ჰრქუა: ცოცხლებით არს!

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით ურიას: გუალე, მივედ სახიდ შენდა, დაიბანენ ფერჴნი შენნი და განისუენე! და გამოვიდა ურია პირისაგან მეფისაჲსა და მოვიდა მსახურთა მათ თანა მეფისათა

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაისუენა მათ თანა ბჭეთა მათ Page of ms. O: 77va  ზედა ტაძრისა მის მეფისათა, მონათა მათ თანა უფლისა თჳსისა. და სახიდ თჳსა არა მივიდა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს დავითს მეფესა, ვითარმედ: ურია არა მივიდა სახიდ თჳსა. მიუგო დავით ურიას და ჰრქუა: არა გზით მოსრულ იყავა შენ, რად არა შეხუედ სახიდ შენდა?

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ურია დავითს და ჰრქუა: უკუეთუ კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ და იუდაჲსი დამკჳდრებულ არიან გარე კარვებითა და უფალი ჩემი იოაბ და ყოველი იგი ერი მისი ველსა გარე, მე ვითარით რაჲ შევიდე სახიდ ჩემდა ჭამად და სუმად ცოლისა ჩემისა თანა? მზესა შენსა ვფუცავ და სიყუარულსა Page of ms. O: 77vb  თავისა შენისასა, რამეთუ არა ვყო ეგე საქმჱ!

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით ურიას: დაადგერ შენ დღეს აქა და ხვალე წარგავლინო შენ! და დაადგრა ურია იერუსალჱმს მას დღესა და ხვალისაგან

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
შეუწოდა დავით და პურის ირთო იგი, ჭამა და სუა წინაშე მეფისა, იხარებდა და დაითრო და ვითარცა დამწუხრდა, გამოვიდა და დაწვა იგი მჴუმელთა თანა ბჭეთასა, მსახურთა თანა უფლისა თჳსისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ხვალისაგან, ვითარ ცისკარს ოდენ იყო, დაწერა დავით წიგნი და მიუძღუანა იოაბს ჴელითა ურიაჲსითა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და წიგნი მას ესრეთ მიწერა, ვითარმედ: მიჰმარჯუე ურია საბრძოლსა დიდსა და თქუენ ნუ მიეწევით და უტევეთ, რაჲთა მოკლან.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს გარემოადგა იოაბ ქალაქსა მას, მიჰმარჯუა ადგილსა ერთსა, სადა-იგი მწარე ადგილი საბრძოლი იყო, რომელსა-იგი მჴნენი მბრძოლნი მის ქალაქისანი იყვნეს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოუჴდეს კაცნი ძლიერნი მის ქალაქისანი და ჰბრძოდეს იოაბს. და დაეცნეს ერისა მისგანნი მრავალნი შერევასა მას სიტყჳთა დავითისითა და მოკლეს ურიაცა ქეტელი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა იოაბ მოციქულნი დავითისსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო კაცსა ესრეთ, ვითარმედ: რაჟამს მიუთხრობდე მეფესა, თავ სიტყჳსა ესე ყავ სისასტიკე იგი ბრძოლისაჲ მის.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ განრისხნეს მოწყუედისათჳს ერისა და გრქუას, ვითარმედ: "რად მიეახლენით ზღუდესა? არა უწყოდეთ, რამეთუ ზეგარდმო უწესოჲ მოსრვაჲ შეემთხუევის ერსა?

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ მოკლა აბიმელექ, ძე იერობოალისი? არა დედაკაცმან მან ერთმან გარდამოსტყორცა ნატეხი საფქველისაჲ და სცა და მოკლა თამიშს?" და იგი ამას რაჲ იტყოდეს, მიუგეთ, ვითარმედ: განძლიერდა ბრძოლაჲ ჩუენ ზედა და გუნდი გამოჴდა ქალაქით და ჩუენ მეოტად წარვიქციენით და შევსთხიენით ქალაქად\ Page of ms. O: 62v  და ზეით, ვითარცა თოვლსა, ისარსა ყრიდეს [ჩუენ] ზედა და მოსწყჳდეს მონანი შენნი ვითარ ათრვამეტ [კაც,] და მონაჲ შენი ურიაცა მოიკლა მათ თანა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიწია მოციქული იოაბისი იერუსალჱმდ წინაშე მეფისა და მიუთხრა დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ ბრძოლისაჲ. და განრისხნა დავით გულისწყრომით იოაბის ზედა და ჰრქუა მოციქულსა მას ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელი ეთქუა პირველადვე ურიდად მახლობელად შეუჴედით ბრძოლად ზღუდესა მას მის ქალაქისასა? ანუ თქუენ არა უწყოდეთა, რამეთუ დიდიმცა ვნებაჲ გავნეს ზღუდით გარდამო მათ? ვინ მოკლა აბიმელიქ, ძე იორობოალისი, ძისა ნერისი? არა Page of ms. O: 79ra  დედაკაცმან ერთმან ნატეხი საფქვილისაჲ გარდამოსტყორცა ზღუდით გარდამო და მოკლა იგი მუნვე თამეშს? აწ რაჲსათჳს ეგოდენ შეეახლენთი ზღუდესა მის ქალაქისასა? ""

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მოციქულმან მან და ჰრქუა დავითს: განძლიერდა, განბოროტნა ღუაწლი იგი ბრძოლისაჲ ჩუენ ზედა, რამეთუ კაცნი ძლიერნი გამოეტევნეს მიერ ქალაქით და გუნდი ერთი ძლიერად შეკრებული გამოგჳჴდა ჩუენ ველად და ჩუენ მიერ მეოტად წარქცეულნი შევსთხიენით ბჭეთა მათ ქალაქისათა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და დამძიმდეს ისარნი იგი ზღუდით გარდამო მო\ნათა Page of ms. O: 79rb  შენთა ზედა და მოწყდეს მონათა მათგანნი მეფისათა ვითარ ათრვამეტ ოდენ კაც, და მონაჲცა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა მათ თანა მასვე ადგილსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით მოციქულსა მას და ჰრქუა: ესრე არქუ იოაბს: ნუ მძიმე რაჲ გიჩნ თუალთა შენთა საქმჱ იგი, რომელი იქმნა, რამეთუ ყოველივე ღუაწლი ბრძოლისაჲ სადამე ეგრე არნ და სადამე ესრე; აწ შენ განამტკიცე ღუაწლი ეგე ბრძოლისაჲ ქალაქსა მაგას ზედა და დააქციე ეგე!

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა ცოლსა მას ურიაჲსსა, ვითარმედ მოკუდა ურია, ქმარი იგი მისი ღუაწლსა შინა, ტყებაჲ დიდი ყო და ეგლოვდა ქმარსა მას თჳსსა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა წარჴდის დღენი იგი გლოვისანი, მიავლინა დავით ბერსაბესა და მოიყვანა იგი სახიდ თჳსა და იყო იგი მისა ცოლად და უშვა მას ძე და არა სათნო უჩნდა უფალსა საქმჱ იგი დავითისი, რომელ ქმნა წინაშე მისა.



Chapter: 12  
თავი XII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოავლინა უფალმან ნათან წინაწარმეტყუელი დავითისა. და მოვიდა ნათან დავითისა და ჰრქუა: საშჯელსა ერთსა გკითხავ შენ და მითხარ მე: კაც ორ იყვნეს ქალაქსა ერთსა, ერთი იგი მდიდარი იყო და ერთი იგი-გლახაკ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მდიდრისაჲ იყო არვჱ და მროწეული ფრიად,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო გლაკახისაჲ მის არვჱ არა იყო, გარნა ტარიგი ერთი მცირჱ, რომელი-იგი მოეგო და განეზარდა შვილთა თჳსთა თანა, რომელი ტაბლისა მისისაგან ჭამდა და სასუმლისა მისისაგან სუმიდა და უბეთა და მკერდსა მისსა ზედა განისუენებნ. და იყო იგი მისა, ვითარცა ასული თჳსი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს კაცი ერთი მოუჴდა მდიდარსა მას სტუმრად, შეიწყალა მან არვისა მისგან და მროწეულისა თჳსისაჲ მობმად და მომზადებად მის მოგზაურისა პურად, არამედ მოუღო ტარიგი იგი კაცისაჲ მის გლახაკისაჲ, დაკლა და მოუმზადა სტუმარსა მას თჳსსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე დავითს, განრისხნა ფრიად და ჰრქუა ნათანს: "ცხოველ არს უფალი, სიკუდილისა თანამდებ არს კაცი იგი, რომელმან-იგი Page of ms. O: 80ra  ესევითარი ქმნა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ტარიგი ოთხად წილად აღზღვევად, რომელმან ეგე საქმჱ ქმნა და არა შეიწყალა იგი."

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ნათან დავითს და ჰრქუა: შენ თავადი ხარ, რომელმან ჰყავ ეგე! აწ ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: მე გცხე შენ მეფედ ისრაჱლისა და გიჴსენ ჴელთაგან საულისთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიგეც შენ ყოველივე იგი მონაგები უფლისა შენისაჲ და მიგცენ ცოლნი მისნი უბეთა შენთა და მიგეც ყოველი იგი სახლი ისრაჱლისაჲ და იუდაჲსი ჴელთა შენთა და კნინღა თუ გიჩნდა იგი, შე-ვეღამცა-გძინე შენ!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ რად შეურაცხ-ჰყავ შენ და განჰრყუენ ბრძანებაჲ უფლისა შენისაჲ და ჰქმენ საქმჱ ესე ბოროტი წინაშე მისა: ურია ქეტელი მოჰკალ მახჳლითა და ცოლი მისი მოიყვანე ცოლად Page of ms. O: 80rb  შენდა და იგი მოჰკალ მახჳლითა ძეთა მათ ამონისთაჲთა?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ნუ განეშორებინ მახჳლი სახლსა შენსა უკუნისამდე ჟამთა, რამეთუ შეურაცხ-მყავ მე და მიიყვანე ცოლი ურიაჲსი ქეტელისაჲ ცოლად შენდა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ამას იტყჳს უფალი: აჰა ესერა, მე აღვადგინო ძჳრი შენ ზედა შინაგან სახლით შენით გამო და მიგიხუნე ცოლნი შენი და მივსცნე წინაშე თუალთა შენთა სხუასა და შევიდეს იგი, დაისუენოს ცოლთა შენთა თანა ცხადად წინაშე მზესა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ, ვინ უწყის, ესრე ჰგონებდ, ვითარმედ ფარულად Page of ms. O: 80va  ნუ ჰყავ, ხოლო განცხადებულად ვყო წინაშე ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა და წინაშე მზისა მაგის.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით ნათანს წინაწარმეტყველსა და ჰრქუა: ვცოდე წინაშე უფლისა. მიუგო ნათან დავითს და ჰრქუა: და უფალმანცა მოგიტევნა ცოდვანი შენნი,რაჲთა არა მოჰკუდე!

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რამეთუ განრისხებით განარისხე უფალი ღმერთი შენი და განაღჳძენ მტერნი შენნი შენ ზედა სიტყჳთა ამით, აწ შვილი იგი, რომელ შობად არს მისგან, იგი სიკუდილით მოკუედინ!

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა წარასრულნა ნათან სიტყუანი ესე, წარვიდა იგი სახიდ თჳსა და დასცა უფალმან სენითა ყრმაჲ იგი, რომელ უშვა ცოლმან ურიაჲსმან დავითს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და იდვა იგი მოჭირნე და ილოცვიდა დავით ღმრთი\სა Page of ms. O: 80vb  მიმართ ყრმისა მისთჳს და იმარხვიდა მარხვასა და შესრულიყო იგი და იდვა ქუეყანასა ზედა შემოსილი ძაძითა

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბეს მისა მოხუცებულნი ერისა მისისანი და იძულებდეს მას აღდგინებად ქუეყანისა მისგან, ხოლო იგი არა ერჩდა აღდგომად და რაჲთურთით არცაღა პურად დაჯდა მათ თანა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, მეშჳდისა დღისა შემდგომად მოკუდა ყრმაჲ იგი. და ეშინოდა მონათა მათ დავითისთა თხრობად მისა, ვითარმედ მოკუდა ყრმაჲ იგი და ზრახვიდეს ურთიერთას, ვითარმედ: ვიდრე ცოცხალღა იყო ყრმაჲ იგი, აღვადგინებდით მას ქუეყანისა მისგან, არა გუერჩდა და არცა ის\მინა Page of ms. O: 81ra  ჴმაჲ ჩუენი, აწ ვითარ ვიკადროთ თხრობად მისა სიკუდილი ყრმისაჲ მის? არა თუ ბოროტი რაჲმე მოჰჴადოს თავსა თჳსსა?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილა რაჲ დავით, რამეთუ ჩურჩუნიდეს რასმე ურთიერთას მონანი იგი დავითისნი, გულისხმა-ყო დავით, ვითარმედ მოკუდა ყრმაჲ იგი. და ჰრქუა დავით მონათა მათ თჳსთა: მოკუდაა ყრმაჲ იგი? მათ მიუგეს და ჰრქუეს: მოკუდა!

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა დავით ქუეყანისა მისგან, იბანა და იცხო, შევიდა და შეიმკო ტაძარსა მას ღმრთისასა, და თავყუანის-სცა უფალსა, და შევიდა სახიდ თჳსა, და დაჯდა პურის ჭამად, და სუა და იხარებდა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს მას მონათა მათ თჳსთა: Page of ms. O: 81rb  რაჲ არს ესე საქმჱ, რომელ ესე შენ ჰყავ? რამეთუ ვიდრე სნეულ-ღა იყო ყრმაჲ იგი, იმარხევდ, იღჳძებდ და სტიროდე, და ვითარცა მოკუდა ყრმაჲ იგი, აღსდეგ, განსცხერ განჰმხიარულდი შჭამე და ჰსუ!

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: ვცოდე, ვიდრე ცოცხალ-ღა იყო ყრმაჲ იგი, ვწუხდ და ვტიროდე-მეთქი, გინც ხოლო წყალობა ყოს უფალმან და ცხონდეს ყრმაჲ იგი;

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
სადა მოკუდა, რაჲსა ვწუხ, აქავე ნუ შემძლებელ ვარა მოქცევად მისა? მე მისლვად ვარ მისა, არა თუ იგი ჩემდა მოქცევად არს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა დავით ბერსაბეს ცოლსა თჳსსა და ნუგეშინის-სცა მას და შევიდა მისა და მიუდგა და უშვა ძჱ და უწოდა მას სახელი სოლომონ, და უფალმან შეიყუარა იგი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა ნათან წინაწარმეტყუელი და უწოდა მას სახელი იედია, სიტყჳთა უფლისაჲთა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისა შემდგომად ჰბრძოდა იოაბ ჰრაბათს, ძეთა მათ ამონისთა, და სძლო და დაიპყრა ქალაქი იგი მეფისაჲ მის მათისაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა იოაბ მოციქული დავითისა და ჰრქუა: მოვსარ, მოვწყვდე ყოველი კაცი მბრძოლი ქალაქისა მის ჰრაბათისაჲ და დავიპყარ წყლით კერძოჲ იგი!

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ შეიკრიბე ნეშტი იგი ერისაჲ მაგის და მოიწიე ესრეთ ქალაქსა ამას და დაიპყარ ესე, რაჲთა არა სახელი ჩემი იყოს დაპყრობისაჲ მის, არამედ შენი. Page of ms. O: 81vb 

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
წარმოვიდა და მოუჴდა ქალაქსა მას ჰრაბათელთასა, ჰბრძოდა და დაიპყრა იგი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და თჳთ მოჰჴადა მეფესა მას მათსა გჳრგჳნი თავსა მისსა და იყო სასწორი მისი ქანქარი ერთი ოქროჲ და ანთრაკი პატიოსანი და დაიდგა იგი თავსა თჳსსა და ნატყუენავი იგი ქალაქისაჲ მის გამოიღო დიდად ფრიად.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტი იგი ერისაჲ მის გამოიყვანა ქალაქისა მისგან და განხერხნა იგინი ხერხითა და მოწყჳდნა ტაპარაკითა და ვაზრითა რკინისაჲთა და მოიყვანნა იგინი მადიბადს, რომელ არს ალიზის მოქმედთაჲ, და ესრე Page of ms. O: 82ra  შექმნა ყოველი იგი ქალაქი ძეთა მათ ამონისთაჲ. და მოიქცა დავით ერითურთ იერუსალჱმს.



Chapter: 13  
თავი XIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ამის ყოვლისა შემდგომად ესუა აბესალომს, დაჲ ერთ, ძესა მას დავითისსა, ქმნულკეთილ შუენიერებით ფრიად და სახელი ერქუა მას თამარ და შეიყუარა იგი ამნონ, ძემან დავითისმან.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იჭირვოდა მისთჳს, დაცემულ იყო და იდვა სნეული მოჭირნჱ თამარისთჳს, დისა მის მისისა, და ღონეს ვერას ჰპოვებდა, ვითარმცა უყო რაჲ მას.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ამნონისი მოყუას ერთ და სახელი ერქუა იონათან, ძჱ იყო იგი სამაჲსი, ძმისა მის დავითისისაჲ. იო\ნათან Page of ms. O: 82rb  იყო კაცი ბრძენი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუად იწყო ამნონისა და ჰრქუა: რად ეგრე, რაჲსათჳს განიკაფები დღითი დღედ, ძეო მეფისაო, და არა მითხრობ ჩუენ? მიუგო ამნონ და ჰრქუა მას: თამარ: დაჲ იგი აბესალომისი ძმისა ჩემისაჲ, მიყუარს მე!

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას იონათან: მიწევ შენ ცხედარსა და მიზეზ-იდგ სნეულებაჲ. და რაჟამს მამაჲ შენი მოვიდეს ხილვად შენდა, მოითხოვე იგი მისგან, ესრე არქუ მას: მოავლინე თამარ, დაჲ იგი ჩემი, და ზედამადგეს და მახურეტდეს მე და იქმოდის ჩემ წინაშე სახურეტელსა, რაჲთა ვხედვიდე და ვჭამო მე მისგან.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიწვა ამნონ ცხედართა თჳსთა Page of ms. O: 82va  და მიზეზ-იდგა სნეულებაჲ. და ვითარცა შევიდა მეფჱ ხილვად მისა, ჰრქუა ამნონ მეფესა: უბრძანე თამარს, დასა ჩემსა, რაჲთა შემოვიდეს ჩემდა და მიქმოდის მე ჭამადსა და ვჭამო ჴელთაგან მისთა!

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა ადრეადრე დავით მეფემან სახიდ თამარისა და ჰრქუა მას: მივედ შენ ამნონისა, ძმისა შენისა, და უქმოდე მას ჭამადსა!

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა თამარ სახიდ ამნონისა, ძმისა თჳსისა, და იგი მივრდომილ იდვა ცხედართა თჳსთა ზედა. და მოიღო თამარ სამინდოჲ და შესუარა იგი ერბოჲთა და მოიღო ტაბაკი და შექმნა იგი წინაშე მისი ლელანგოდ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღმოაგო იგი გუ\არდაკთა Page of ms. O: 82vb  და მიუპყრა მას, და მას არა უნდა ჭამის; და ამნონ თქუა: გარდაადგინეთ ყოველი კაცი! და ვითარცა გარდამოადგინეს კაცები იგი,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა ამნონ თამარს: შემომართუ მე ჭამადი ეგე სასუენებელად და ვჭამო ეგე მუნ ჴელთაგან შენთა; და აღიღო თამარ ჭამადი იგი, რომელ უქმნა ძმასა თჳსსა, ამნონს, და შეართუა სასუენებელად.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუპყრა, და შეიპყრა იგი ამნონ, ძმამან მისმან, და აიძულებდა მას დაწანებად.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას, დამან მისმან, თამარ: ნუ ჯერ-გიჩნ ეგე, უფალო, ნუ იყოფინ ეგე გინებაჲ, რამეთუ არასადა ყოფილ არს ეგე ისრაჱლსა შორის, Page of ms. O: 83ra  ნუ იქმ ბილწებასა მაგას საქიქელებისასა!

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ რაჲ ადგილი იყოს, რომელსა არა მიიწიოს სირცხჳლი ეგე ყუედრებისა ჩემისაჲ და შენცა ეგრევე გამოშჩნდე ისრაჱლსა შორის, ვითარცა ერთი უგუნურთაგანი! და აწცა ეგრეთ თუ რაჲმე გნებავს, მომითხოვე შენ უფლისა ჩემისა მეფისაგან და უწყი, რამეთუ არაჲ უნებელი გიყოს შენ!

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა უნდა ამნონს სმენად ჴმისა მისისაჲ, და შეიპყრა და დაამდაბლა იგი, და აგინა იგი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიძულა იგი ამნონ სიძულილითა დიდითა ფრიად; რამეთუ უფროჲს იყო სიძულვილი იგი სიყუარულისა მის მისისა;\ Page of ms. O: 83rb  იწყო სიტყუად მისა ამნონ და ჰრქუა: აღდეგ და განჴედ ამიერ!

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ეგრე ჰზამ, ძმაო, რამეთუ უდიდეს არს ურჩულოებაჲ ეგე უკუანაჲსკნელი უფროჲს პირველისა მის საქმისა, რომელ ჰყავ ჩემთჳს, ვითარმცა განმაძე მე დღეს შენგან! და არა უნდა ამნონს სმენად ჴმისა მისისაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაშინღა მოუწოდა ამნონ ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: განავლინე ეგე ჩემგან და დაუჴაშ მაგას კარი ეგე წინაშე მაგისსა!

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და თამარს ესხა სამოსელი ვარსკულავედი, რამეთუ ეგევითარითა მოსილ არიედ ასულნი შარავანდედთანი ქალწულებასა შინა თჳსსა; და გამოაძეს იგი მსახურთა მათ ამნონისთა Page of ms. O: 83va  და დაუჴშეს მას კარი იგი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო თამარ ნაცარი და გარდაისახა თავსა თჳსსა და სამოსელი იგი ვარსკულავედი დაიპო, ჴელნი თავსა დაიხსნა, ჴმობდა დიდითა ჴმითა ღაღადებისაჲთა, ვიდოდა და ტიროდა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მოეგებვოდა მას აბესალომ ძმაჲ იგი მისი და ჰრქუა მას: რაჲ ჰყავ, რაჲსა ჰსტირ? ნუმცა ამნონ, ძმამან ჩემმან, უნებელი რაჲმე გიყო შენ? და აწ დადუმენ შენ, რამეთუ ძმაჲ შენი იყო და მებრვე ნურას შეიღებ გულად სიტყუასა მაგას! და ეგრეთ ჯდა თამარ ქურივობით და მწუხარედ სახლსა მას ძმისა თჳსისა აბესალომისსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს უკუე ესმა მეფე\სა Page of ms. O: 83vb  დავითს ყოველი ესე სიტყუაჲ, დაწუხნა იგი ფრიად. ხოლო არა უნდა შეწუხების სულისა ამნონის, ძისა თჳსისა, რამეთუ პირმშოჲ მისი იყო და უყუარდა იგი ფრიად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მიერ ჟამითგან მოიძულა აბესალომმან ამნონი, ძმაჲ იგი თჳსი, უკეთურებისა მისთჳს გინებისა დისა მისისაჲსა; და არა მიუგის მას სიტყუაჲ აბესალომ რაჲთურთით არცა ბოროტი, არცა კეთილი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო შემდგომად ორისა წლისა ჟამთა, რისუვაჲ იყო აბესალომისი, ბასელასურს, რომელ არს მახლობელად გოფერსა. და მიიწანნა მან ყოველნი იგი ძენი მეფისანი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა აბესალომ მე\ფისა Page of ms. O: 84ra  და ჰრქუა მას: აჰა ესერა, რისუვაჲ არს მონისა შენისაჲ, აწ მოვედინ მეფჱ ვანსა მონისა თჳსისასა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას მეფემან: მაცადე, შვილო, ნუ უკუე მოვიდეთ და და-რაჲმე-გიმძიმდეთ შენ! და აიძულებდა მას აბესალომ, ხოლო მეფემან არა ჯერ-იჩინა მისლვად, არამედ აკურთხა და განუტევა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე ჰრქუა აბესალომ: ჰაბა, მოავლინე ამნონ, ძმაჲ ჩემი, ჩემ თანა! ჰრქუა მას მეფემან: რაჲსა გიჴმს, რაჲსა მოვიდეს შენ თანა? გუალე, ვიდოდე საქმესა შენსა!

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და იძულა მას აბესალომ და მიავლინა მან ამნონ და ყოველნი Page of ms. O: 84rb  ძენი მისნი მის თანა. და ყო აბესალომ შუება დიდ მსგავსად ტაძრობისა მის სამეუფოჲსა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო აბესალომ მონათა თჳსთა და ჰრქუა: იგულეთ, რაჟამს კეთილად შეიღჳნოს გული ამნონისი ყშირიად, და გრქუა თქუენ, ვითარმედ: მალე ყავთ. მუნთქუესვე ეცით და მოკალთ იგი! ნუ რას ჰრიდებთ, რამეთუ მე გიბრძანებ თქუენ, განძლიერდით და იყვნენით ვითარცა კაცნი მჴნენი მბრძოლნი!

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს მონათა მათ აბესალომისთა ამნონისთჳს მსგავსად ბრძანებისა მის უფლისა მათისაჲსა და აღესხნეს ყოველნი ძენი მეფისანი, აღექუნეს საჴედარსა თჳსსა და ივლტოდეს და მოვიდეს თითოვეულად Page of ms. O: 84va  გზასა თჳსსა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე იგინი მგზავრ მეოტად მოვიდოდეს, ღაღადისი მოიწია მეფისა და ჰრქუა, ვითარმედ: მოწყჳდნა აბესალომ ყოველნი იგი ძენი მეფისანი და არა განერა მათგანი არცა ერთი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდგა ადრე-ადრე დავით და დაიპო სამოსელი თჳსი და დაჯდა ქუეყანასა ზედა და ყოველნი იგი მონანი მისნი, რომელნი დგეს გარემოჲს მისა, დაიპეს სამოსელი მათი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად იონათან, ძემან სამაჲსმან, ძმისა დავითისმან, და თქუა: ნუ ეგრე გულსა მოუვალნ უფალსა ჩემსა მეფესა, ვითარმედ: მოწყდეს ყოველნი იგი ძენი მეფისანი, არამედ ამნონ ხოლო მოიკლა, რამეთუ ვატი გულსა ედვა აბესალომს ამნონისთჳს მიერ დღით\გან, Page of ms. O: 84vb  ვინაჲთგან აგინა დაჲ იგი მისი თამარ.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ნუ გულსა მოგივალნ მეფჱ, ვითარმედ ყოველნი იგი ყრმანი შენნი მომწყდარ არიან, არამედ ამნონ ხოლო მოუკლავს.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ივლტოდა აბესალომი და, აღდგა ებგური იგი მსტოვრად და ვითარცა ახილნა თუალნი თჳსნი და იხილა გუნდი ერთი დიდი მომავალი გზასა მას სორემით მთით კერძო დამომართსა მას; და შემოვიდა ებგური იგი და უთხრა მეფესა და ჰრქუა: ხილვით ვიხილე გზასა მას სორემისასა მთით კერძო, რამეთუ გუნდი ერთი შთამოვიდოდა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იონათან მეფესა: აჰა ესერა, ძენი იგი მე\ფისანი Page of ms. O: 85ra  მოვლენან მსგავსად სიტყჳსა მის მონისა შენისაჲსა, ვითარცა-იგი გარქუ შენ.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მეყსეულად მოიწინეს ძენი იგი მეფისანი ჴმითა ღაღადებისაჲთა, გოდებდეს და ტიროდეს და შევიდეს წინაშე მეფისა. და თავადიცა იგი მეფჱ ტიროდა და ატირებდა ყოველსა მას ერსა ტირილითა დიდითა ფრიად.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბესალომ მეოტ იქმნა პირისაგან მეფისაჲსა და მიუჴდა თოლმის, ძესა ამიუდისა, მეფესა გეზირისასა, ქუეყანად ქალმაჲსა; და ეგლოვდა მეფჱ იგი ძესა მას თჳსსა ყოველთა დღეთა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბე\სალომ Page of ms. O: 85rb  მიივლტოდა და მივიდა გესირდ და იყო მუნ სამ წელ ოდენ.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასცხრა გული მეფისა დავითისი ზედამისლვისა მისგან აბესალომისა, რამეთუ ნუგეშინის-იცა თავსა თჳსსა ამნონისთჳს, ძისა თჳსისა მომკუდარისა.



Chapter: 14  
თავი XIV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისხმა-ყო იოაბ, ძემან შაროელისმან, რამეთუ მოლბა გული მისი აბესალომისთჳს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა თეკუედ და მოიყვანა მიერ დედაკაცი ერთი ბრძენი და ჰრქუა: მგლოვარედ იპყარ თავი შენი და შეისხ სამოსელი საგლოველი, ნუ განჰმხიარულდები, ნუ იცხებ საცხებელსა, არამედ იქმენ შენ ვითარცა დედაკაცი ერთი მრავლით ჟამით მგლოვარე მკუდარსა ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 85va  და შემოვედ შენ წინაშე მეფისა და იტყოდე შენ მსგავსად სიტყჳსა ამის და გულისხმა-უყვნა იოაბ სიტყუანი იგი, რომელ თქუმად იყვნეს პირით მისით.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა დედაკაცი იგი თეკუელი წინაშე მეფისა და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თავყუანის-სცა ქუეყანასა ზედა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: განმარინე მეფე, განმარინე მე!

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას მეფემან: რაჲ არს, რაჲ ჰყავ? იწყო სიტყუად დედაკაცმან მან და ჰრქუა: ნანდჳლვე ქურივი იგი დედაკაცი მე ვარ, რამეთუ მოკუდა ქმარი ჩემი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაჰშთეს მჴევალსა ამას შენსა ორ ძჱ და იბრძოდეს ურთიერთას ველსა ერთსა Page of ms. O: 85vb  უდაბნოსა, ვითარ არავინ იყო ვინმცა განაშუელნა, სცა ერთმან მან ძმამან ძმასა მას თჳსსა და მოკლა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ აღდგომილ არს ყოველი თესლ-ტომი მისი ერთბამად ჩემ ზედა და მეტყჳან მე: მომეც ჩუენ ძმაჲ იგი მისი და მოვკლათ მოკლვისა მის წილ ძმისა მისისა; აწ მოსპოლვაჲ ეგულების და დაშრეტაჲ ნაბერწყალისა მის დაშთომილისაჲ, რაჲთამცა არა დაშთა საჴსენებელი მკჳდრობისაჲ ქმრისა მის ჩემისაჲ ქუეყანასა ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა მშჳდობით და მე ვბრძანო შენთჳს!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დედაკაცმან მან Page of ms. O: 86ra  თეკუელმან მეფესა: უფალო ჩემო მეფჱ, ჩემ ზედა იყავნ ცოდვაჲ იგი და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და მეფჱ და საყდარი მისი უბრალო იყვნედ!

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან და ჰრქუა: რომელი იგი გეტყოდა შენ სიტყუასა მაგას, მოიყვანე იგი ჩემ წინაშე და არღარა შესძინოს შეხებად შენდა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მოიყსენე, მეფე, უფალი ღმერთი შენი, ნუ უკუე განმრავლებით განმრავლდენ მახლობელნი იგი შურისმეძიებელად სისხლისა მის და შენ მოსპო ძე იგი ჩემი! მიუგო მეფემან და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი და-ღა-თუ-ვა\რდეს Page of ms. O: 86rb  თმაჲ ერთი თავისაგან ძისა შენისაჲსა!

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დედაკაცმან მან თეკუელმან და ჰრქუა: ბრძანე, რაჲთა თქუას მჴევალმან შენმან სიტყუაჲ ერთი წინაშე მეფისა უფლისა ჩემისა! და ჰრქუა მეფემან: იტყოდი!

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: რაჲმე უკუე იზრახა ზრახვაჲ ესევითარი ერსა მას ზედა უფლისასა და თანაწარჰჴდა სიტყუაჲ ესე მეფესა დამტკიცებად შენდა მეფისა, რაჲთა არღარა მოიქცეს განშორებული იგი შენგან?

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოკუდა ძე იგი შენი და ვითარცა წყალი რაჲ დაითხიოს ქუეყანასა და ვერღარა შეიკრიბის და არღარა არნ სასო, ვითარმცა მიიქცა მუნვე თავად მისა სული მისი; \და Page of ms. O: 86va  იზრახა მეფემან აწ განშორებად მისგან განშორებულისაჲ მის.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ რომლისათჳს ესე მოსრულ ვარ სიტყუად მეფისა სიტყჳსა ამის, მიხილენ მე ერმან ამან და მარქუნ მჴევალსა შენსა, ვითარმედ: იტყოდენ მჴევალი შენი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა, რაჲთა ყოს მეფემან სიტყუაჲ მჴევლისა თჳსისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა ისმინოს მეფემან და იჴსნეს მჴევალი თჳსი ჴელთაგან მათ კაცთაჲსა, რომელნი ეძიებენ მოსპოლვად თავისა ჩემისა ერთბამად სამკჳდრებელისა მისგან უფლისაჲსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მჴევალმან შენმან, ვითარმედ: იყავნ სიტყუაჲ უფლისა შენისა Page of ms. O: 86vb  მეფისაჲ, ვითარცა შესაწირავი მსხუერპლთაჲ, რამეთუ ვითარცა ანგელოზი უფლისაჲ, ეგრეცა-უფალი ჩემი მეფჱ სმენად კეთილისა და ბოროტისა! და იყავნ უფალი ღმერთი შენი შენ თანა!

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა, რომელსა გკითხვიდე შენ! და ჰრქუა დედაკაცმან: იტყოდენ, უფალი ჩემი მეფჱ!

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას მეფემან: ნუმცა იოაბისი სიტყუაჲ რაჲ არს შენ თანა, ნუ ჴელცემულ რაჲ არს შენდა ყოველთა მიმართ სიტყუათა მათ, რომელთა იტყოდე შენ? მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე, მარჯულ\ღა Page of ms. O: 87ra  თუ არს ანუ თუ მარცხლ ყოველთა მიმართ სიტყუათა, რომელთა ვიტყოდე, უფალო ჩემო მეფე, რამეთუ მონამან შენმან იოაბ მასწავა მე და მან შემასხნა მე სიტყუანი ესე პირსა ჩემსა შემრგუალებად სიტყუათა ამათ წინაშე შენსა!

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ, უფალი ჩემი მეფჱ, თჳთ მეცნიერ ხარ და ბრძენ მსგავსად მეცნიერებისა მის ანგელოზთა მათ ღმრთისათაჲსა უწყებად ყოველსავე, რომელ რაჲ არს ქუეყანასა ზედა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად მეფემან მან იოაბისა და ჰრქუა: ეგერა, ნება-გიყავ შენ სიტყუაჲ ესე, რომელ მარქუ მე; მივედ, მოაქციე ყრ\მაჲ Page of ms. O: 87rb  იგი აბესალომ!

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავარდა იოაბ პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა ზედა და თავყუანის-სცა მას და აკურთხა მეფჱ იგი და ჰრქუა იოაბ: დღეს უწყი მონამან ამან შენმან, რამეთუ მიპოვნიეს მადლი წინაშე თუალთა შენთა, რამეთუ ყო მეფემან სიტყუაჲ მონისა თჳსისაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა იოაბ და წარვიდა გესირდ და მოიყვანა აბესალომ იერუსალჱმდ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან: მივედინ და იყავნ სახლსა თჳსსა და პირსა ჩემსა ნუ იხილავნ! და მიიქცა სახედ თჳსა და არა იხილა პირი მეფისაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და მსგავს აბესალომისა არა იყო კაც ქმნულკეთილობით ისრაჱლსა შორის ქებულ, ბრჭალითგან ფერჴისაჲთ ვიდრე თავადმდე მისა არა იყო მის თანა ბიწ რაჲთურთით.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეხებასა თავისა მისისასა, რამეთუ დასაბამსა წელიწადისასა მი-მუნ-ჟამადმდე არა შეიხის თმაჲ თჳსი, რამეთუ დაუმძიმდის თმაჲ თჳსი, და რაჟამს შეიხის თმაჲ თავისა თჳსისაჲ, არნ იგი ასის სიკლის სასწორითა მით სამეუფოჲთა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესხნეს აბესალომს სამ ძე და ერთ ასულ და სახელი ასულისაჲ მის მაქა, და იყო იგი ქმნულკეთილ ფრიად, და ირთო იგი რობოამ, ძემან სოლომონისმან, ცოლად და უშვა მან აბია.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჯდა აბესალომ იერუსალჱმს ორ წელ ოდენ და პირი მეფისაჲ არა იხილა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 87vb  მოუწოდა აბესალომ იოაბს თჳს თანა, რაჲთამცა შეავლინა იგი მეფისა, და იოაბ არა ინება მისლვად მისა; მერმე მიავლინა მეორედ და მან არა ინება მოსლვად მისა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა აბესალომ მონათა მათ თჳსთა: გუალეთღა, იხილეთ: არა ნაწილი იგი იოაბისი მახლობელად აგარაკსა ჩუენსა არსა? და არს მუნ სკორვილი ქრთილად თესული მსთოდ. მივედითღა და იხილეთ და მოწუენით იგი! და წარვიდეს მონანი იგი აბესალომისნი და მოწუეს ნაწილი იგი იოაბისი. და მოვიდეს მონანი იგი იოაბისნი კუართდაპებულნი Page of ms. O: 88ra  და ჰრქუეს მათ: მოწუეს მონათა მათ აბესალომისთა ნაწილი იგი ყანობირისა ჩუენისაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა იოაბ ადრე-ადრე და მივიდა აბესალომისა და ჰრქუა: რაჲსათჳს მომიწუეს მონათა შენთა ნაწილი აგარაკისა მის ჩემისაჲ ცეცხლითა?

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა აბესალომ იოაბს: მივავლინე შენდა ერთგზის და ვთქუ: მოვედ ჩემდა. და შეგავლინო შენ მეფისა, რაჲთამცა არქუ მას, ვითარმედ: რაჲსათჳს წარმოვედ გესერით და მოსრულ ვარ და ვზი აქა? უმჯობეს იყო ჩემდა მუნ ყოფაჲ, ვიდრე მოსლვასა და ჯდომასა აქა და არა ვიხი\ლავ Page of ms. O: 88rb  მე პირსა მეფისასა. არს თუ რაჲმე ჩემთანა უკეთურება, მომაკუდინე მე სიკუდილით!

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა იოაბ მეფისა და უთხრა მას ყოველი იგი სიტყუაჲ. და უბრძანა მეფემან მოყვანებად აბესალომისა. და შევიდა იგი წინაშე მეფისა და თავყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა; და მიუწოდა მეფემან აბესალომს, შეიტკბო და პირსა აკოცა.



Chapter: 15  
თავი XV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, შემდგომად ამისა იწყო აბესალომ მოგებად თავისა თჳსისა ეტლთა და საჴედართა და ერგასისი კაცი წინამცორვალად ეტლთა მისთა და ჰუნეთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიმსთჳს აბესალომ განთიად და მოვიდის და დადგის გზასა ზედა ბჭეთა მათ წინაშე და ყოველი კაცი, რომელსა საშჯელი Page of ms. O: 88va  რაჲ უცნ მოყუსისა თანა და მოვალნ მეფისა საშჯელად, მიუწესნ მისა აბესალომ და ჰკითხავნ მას: "ვინაჲ ხუალ შენ ანუ რომლისა ქალაქისაჲ ხარ?" და უთხრის კაცმან მან, რომლისა თესლისაგანი არს: "ნათესავთაგან ისრაჱლისათაჲ მიერ ვარ მონაჲ შენი",

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგის აბესალომ და ჰრქჳს მას: ეგერა სიტყუანი, შენნი კეთილ არიან და მარჯუჱ, რომელიმცა ჯერ-გიჩნდა შენ მეფისა წინაშე, იგი არავინ გესუას.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე ესრეთ თქჳს აბესალომ: ვინმცა დამადგინა მე მთავრად და მსაჯულად ისრაჱლს (სიც) ზედა, ყოველივე კაცი, რომელიმცა მოვიდოდა ჩემდა საშჯელად, სიმართლისა საშ\ჯელითამცა Page of ms. O: 88vb  განვიკითხე იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა მიეახლის ყოველი კაცი თავყუანის-ცემად მისა, მიყვის ჴელი მისი, მოიყვანის და აკოცის პირსა მისსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრჱთ ყვის აბესალომ ყოველთა დღეთა ყოვლისა მიმართ კაცისა ისრაიტელისა, რომელნი-იგი მოვლენედ საშჯელად წინაშე მეფისა. და ესრეთ შეიყოფდა აბესალომ გულთა ყოველთა კაცთა ისრაიტელთასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, შემდგომად მეოთხისა წლისა სიტყუად იწყო აბესალომ მეფისა და ჰრქუა: მივიდე და აღვასრულო აღნათქუემი ჩემი, რომელ აღუთქუ უფალსა ღმერთსა ქებრონს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ აღნათქუემი აღუთქუ Page of ms. O: 89ra  მონამან შენმან, ვიდრე ვიყავ გესირს ასურეთისასა, და ვთქუ: მი-თუ-მაქციოს მე უფალმან მიქცევით იერუსალჱმდ, მივიდე და ვჰმსახურო მსახურებაჲ უფალსა ქებრონდ!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან: მივედი შენ ცოცხლებით და მშჳდობით! აღდგა და წარმოვიდა აბესალომ ქებრონდ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა აბესალომ მაუწყებელნი ყოველთა მათ მიმართ ნათესავთა ისრაჱლისათა, ამცნებდა მათ და ჰრქუა: რაჟამს გესმეს ჴმაჲ იგი ნესტჳსაჲ, თქუთ ყოველთა ერთად, ვითარმედ: მეუფჱ არს აბესალომ ქებრონს შინა!

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდეს აბესალომის თანა იერუსალჱმით ვითარ ორას Page of ms. O: 89rb  ოდენ კაც რჩეულნი სათუალავნი, რამეთუ მივიდოდეს წადიერებით და არაჲ უწყოდეს ზრახვაჲ იგი არცაღა ერთი სიტყუაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა აბესალომ და მოუწოდა აქიტობელს გელმონელსა, თანამზრახვალსა მას დავითისსა, ქალაქით თჳსით მეტალადით. და რაჟამს წარდგომილ იყო და შესწირიდა (!) იგი მსუხერპლთა მათ და ზრახვაჲ იგი დამტკიცნებოდა და განძლიერდებოდა და ერი იგი შეკრბებოდა აბესალომისა და განმრავლდებოდა;

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიწია კაცი ერთი ღაღადისი [დავითისა] და ჰრქუა მას: გული ყოვლისა კაცისა ისრაჱლისაჲ აბესალომის თანა არს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად დავით Page of ms. O: 89va  და ჰრქუა მონათა მათ თჳსთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალჱმს: აღდეგით და წარვიდეთ პირისაგან აბესალომისა; ისწრაფეთ და განვედით, რამეთუ არა არს ჩუენდა ცხორება პირისაგან მისისა; ისწრაფეთ და მოჰრიდეთ, ნუ უკუე გუეწიოს და მოსრას ქალაქი ესე ჩუენ გამო პირითა მახჳლისა მისისაჲთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგეს მონათა დავითისთა და ჰრქუეს: აქა ვართ, მეფე! ყოველი, რაჲცა გნებავს, იგიცა ვყოთ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა თავადი მეფჱ და ყოველი იგი სახლი მისი მკჳრცხლ. და დაუტევა მუნ მეფემან ათი დედაკაცი ხარჭთა მისთაგანი მცველად სახლისა თჳსისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა მეფჱ და ყოველი იგი ერი, რომელ Page of ms. O: 89vb  მის თანა იყო, მკჳრცხლ და მოვიდეს და დადგეს სახლსა ერთსა განშორებულად.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკრბეს ყოველნი მონანი მისნი, რომელნი იყვნეს ჴელსა ქუეშე მისსა, და წარვიდოდეს მის თანა და ყოველნი იგი ქეტელნი და ყოველნი იგი ფეტელნი მოკრბეს და მოიწინეს და დადგეს ზეთისხილსა მას ქუეშე უდაბნოჲთ კერძო და ყოველი იგი ერი მის თანა და ყოველი იგი მდიდრები, რომელ იყო გარემოჲს მისა, და ყოველნი იგი რჩეულნი მბრძოლნი მეფისანი ექუსას ოდენ კაც, რომელნი იგი მისრულ იყვნეს გეთით, მივიდოდეს წინაშე მეფისა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუად იწყო მეფე\მან Page of ms. O: 90ra  ლეთისა გეთელისა და ჰრქუა მას: შენღა კაცი ერთი უცხოჲ და მწირი შორის ჩუენსა მყოფ იყავ, შენღა ვიდრე ხუალ ჩუენ თანა დევნულებად? მიიქეც შენ მუნვე და იყავ შენ მეფისა თანა, რამეთუ კაცი ერთი მწირობით შემოვედრებულ იყავ ჩუენდა;

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გუშინ და ძუღუან შემოგუევედრე ჩუენ; არა ეგების, ვითარმცა დღეს აღგძართ და წარგიყვანეთ შენ თანა, ხოლო მე ვიდე, ვიდრე ვიდე; შენ მიიქეც მუნვე და ძმანიცა შენნი შენ თანა მიიქცენ და უფალმან ყავნ შენ თანა წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ლეთი მეფესა და ჰრქუა: Page of ms. O: 90rb  ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! რამეთუ, რომელსაცა ადგილსა უფალი ჩემი მეფჱ მივიდეს გინათუ სიკუდილით, გინა თუ ცხორებად, მუნ მივიდეს მონაჲცა შენი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან ლეთის გეთელსა: წარმოგუალე და მოვედ ჩემ თანა! აღდგა და წარმოვიდა ლეთი გეთელი და ყოველნი იგი მონანი დავითისნი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფჱ დავით და ყოველი იგი ერი, რომელ მის თანა იყო, და ყოველი იგი ქუეყანაჲ ჴმითა მაღლითა აკურთხევდეს და ტიროდეს; და ყოველი იგი ერი წიაღვიდეს და მეფჱ ნაღუარელსა მას კედრონისასა და ყოველი იგი ერი წიაღვიდოდა წინაშე მისა გზასა მას ზეთისხილისასა, რომელ არს უდ\აბნოჲთ Page of ms. O: 90va  კერძო.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და სადუკს და ყოველთა მათ ლევიტელთა მის თანა აღეღო და მოაქუნდა კიდობანი იგი შჯულისა მის ღმრთისაჲ ბეთრად. და დადგეს კიდობანი იგი შჯულისა მის ღმრთისაჲ, ვიდრემდე გამოესრულა ყოველი ერი გამომავალი ქალაქით.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად მეფემან დავით სადუკისა და ჰრქუა: მიაქციე მუნვე ქალაქად კიდობანი ეგე შჯულისა მის ღმრთისაჲ და დაადგრეს ადგილსავე თჳსსა; უკუეთუ პოვნით ვპოვო მე მადლი წინაშე უფლისა და მომაქციოს მე ადგილად თჳსა, ვიხილო მე დიდად შუენიერებაჲ იგი მაგისი დიდებითა მით ჩემითა;

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ მრქუას მე: არა სათნო ხარ ჩემდა,\ Page of ms. O: 90vb  აქა ვარ მე! ყავნ ჩემთჳს, რაჲცა სათნო-უჩნდეს წინაშე მისა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან სადუკს მღდელთმოძღუარსა მას: იხილე, ეკრძალე და მიიქეც მუნვე ქალაქად შენდა მშჳდობით და, ეგერა, აქიმას, ძჱ შენი, და იონათან, ძჱ აბიათარისი, ორნივე ძენი თქუენნი თქუენ თანა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე, ესერა, დავდგე და გელოდი თქუენ ზეთისხილსა მას თანა უდაბნოჲსასა, ვიდრემდე მომიჴდეს მე სიტყუაჲ თქუენგან და მითხრას მე.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიაქციეს მუნვე სადუკ და აბიათარ კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲ იერუსალჱმდ და დადგეს მუნ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით აღვიდოდა აღმარ\თსა Page of ms. O: 91ra  მას ზეთისხილისასა და ტიროდა და თავი მისი დაებურა; და აღვიდოდა იგი უჴამური და ყოველი იგი ერი, რომელ მის თანა იყო, თავდაკიდებულად მივიდოდეს, ვიდოდეს და ტიროდეს.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს და უთხრეს დავითს და ჰრქუეს, ვითარმედ აქიტობელცა თანამზრახვალ და შემწე არს აბესალომისა. და თქუა დავით. უფალმან ღმერთმან ჩემმან განაქარვენ ზრახვაჲ იგი აქიტობელისი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მოვიდა დავით ჰროსეკდმდე თავყუანისცემად უფლისა, მოეგებვოდა ქუში შემთხუევად დავითისა, თანამზრახვალი იგი მისი, დაეპო სამოსელი იგი მისი და მიწაჲ Page of ms. O: 91rb  თავსა გარდაესხა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად მისა დავით და ჰრქუა: მოხჳდე ჩემ თანა, უწყი, რამეთუ მუნ ტჳრთღა მეყავ.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ქალაქად მუნვე მიიქცე, ესრე სიტყუაჲ თუ ჰრქუა აბესალომს, ვითარმედ: "წარვიდეს ძმანი იგი შენნი და მეფჱ, მამაჲ შენი. მწადოდა მოქცევად შენდა. აწ, მეფე, მე მონაჲ შენი ვარ, მაცადე და ვცხონდებოდი შენ წინაშე; მაშინ მონაჲ მამისა შენისაჲ ვიყავ და აწ მონაჲ შენი ვიყო", და გან-ვითარ-რაჲ-აქარვე ზრახვაჲ იგი აქიტობელისი.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ თანა სადუკ და აბიათარ მღდელთმოძღუარნი იგი, და ყოველი იგი ზრახვაჲ, რაჲცა გესმეს მეფისაგან, უთხარ შენ სადუკს და Page of ms. O: 91va  აბიათარს მღდელთა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორნი იგი ძენი მათნი მათ თანა არიან, - აქიმას და იონათან, და მაუწყეთ მათ მიერ ყოველი სიტყუაჲ, რასაცა იტყოდის მეფჱ იგი. და ესრე არქუთ აბესალომს, ვითარმედ: წარვიდეს ძმანი იგი შენნი ჩუენგან და მამაჲცა შენი წარვიდა, ხოლო მე მამაჲ შენი დაუტევე და მოვიქეც და აწ მონაჲ შენი ვარ.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა შევიდა ქუში, თანამზრახვალი იგი დავითისი, ქალაქად იერუსალჱმდ, და აქიტობელცა მის თანა.



Chapter: 16  
თავი XVI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით მცირედ ოდენ თანაწარ\სრულ Page of ms. O: 91vb  იყო ჰროსა. და მუნთქუეს ოდენ სიბა, მონაჲ იგი მემფილბალისი, მოეგებვოდა შემთხუევად მისა და ორი კაჰრაული აღგებული მის თანა, რამეთუ იდვა მუნ ორას ჴუეზა პურის, ჴჳმირ ერთ სკიჭ, ორას ლეღჳსკუერ და მარ ერთ ღჳნო.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან და ჰრქუა: რაჲ არიან კაჰრაულნი ეგე აღსაგებელითურთ თჳსით? სიბა ჰრქუა: სამსახურებელად მეფისა - პური იგი და ლეღჳსკუერი და სკიჭი საჭმლად მონათა შენთა და ღჳნოჲ ეგე სასუმლად მაშურალთა მათ წყურილითა უდაბნოსა ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან: სადა არს ძჱ იგი უფლისა შენისაჲ? და ჰრქუა სიბა მეფესა: მუნვე ზის იერუსალჱმს და თქუა, ვითარმედ: "დღეს თუ ხვალე, მო\აქციოს Page of ms. O: 92ra  სახლმან ისრაჱლისამან მეფობაჲ იგი მამისა ჩემისაჲთიერთას

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან სიბას: გუალე შენ და გეყავნ ყოველივე, რაჲცა არს მემფილბაალისი. და ჰრქუა სიბა: თავყუანის შენდა, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, უფლისა ჩემისა მეფისა!

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფჱ დავით ქორამდ მოვიდა. და მუნ გამოვიდა კაცი ერთი ნათესავისაგან საულისისა და სახელი ერქუა მას სემიე, ძე გერაჲსი; გამოსლვით გამოვიდოდა ძჳრისმეტყუელად და სწყევდა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქვითა ესროდა დავითს და ყოველთა მათ მონათა მისთა, რომელ მის თა\ნა Page of ms. O: 92rb  იყვნეს, და ყოველი იგი გუნდი მბრძოლთაჲ მათ კაცთაჲ მარჯულ და მარცხლ ვიდოდეს მეფისა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და სემიე ესრეთ იტყოდა წყევასა მას მისსა: განგუალე, განგუალე, კაცი ეგე მოსისხლე, სავსჱ უშჯულოებითა!

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ, ეგერა, მოაქცია უფალმან ღმერთმან შენ ზედა ყოველი იგი სისხლი სახლისაჲ მის საულისისაჲ, რამეთუ ჰმეფობდ შენ მის წილ და მიიტაცა უფალმან მეფობაჲ იგი შენი ჴელთა აბესალომის ძისა შენისათა და აღასრულა შენ ზედა ყოველივე იგი უკეთურებაჲ შენი, რამეთუ კაცი მოსისხლჱ და უშჯულო ხარ შენ!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუად იწყო აბესა, ძემან შარუელისმან, მეფისა და თქუა: რაჲ ვინ არს ესე ძაღლი ერთი Page of ms. O: 92va  შეურაცხი, რომელი აგინებს უფალსა ჩემსა მეფესა? მიბრძანეღა მე, მივიდე და წარვჰკუეთო თავი მისი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან და ჰრქუა: რაჲ ძეს ჩემი და შენი აბესა, ძეო შაროელისო, დღეს? ნუ აყენებ მას, აცადე: მგმობს და მწყევდეს; ვინ უწყის, უფალსა ურქუამს, ვითარმედ ძჳრისმეტყუელად აღუდეგ დავითს და ვინ არს, რომელმან ესრე ჰრქუას მას, ვითარმედ: რად ესრე ჰყავ?

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყუად იწყო დავით იოაბისა, ერისთავისა მის მისისა, და ყოველისა მის ერისა და ჰრქუა: აჰა ესერა, ძჱღა თუ ჩემი, რომელი გამოჴდა მუცლისაგან ჩემისა, ეძიებს სულსა ჩემსა, აწ ძჱცა ესე იემენე\ლისაჲ Page of ms. O: 92vb  მოსრულ არს და მეკიცხევს მე; აცადე, მწყევს მე; ვინ უწყის, თუ უფალმან მრქუა მაგის მიერ,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა იხილოს დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდოდა დავით და ყოველი იგი ერი გზასა მას და სემიე მგუარდლ მის მთისა მახლობელად მათსა ვიდოდეს და სწყევდა და ქვითა ესროდა და მტუერსა გარდაასხმიდა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვიდა და მოიწია მეფჱ და ყოველი ერი, რომელ მის თანა იყო, მაშურალნი და დაჴსნილნი, კიდესა იორდანისასა და განისუენეს მუნ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბესალომ და ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ მოვიდეს და შევიდეს იერუსალჱმდ და აქიტობელ\ცა Page of ms. O: 93ra  მათ თანა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა მოვიდა ქუში, მეგობარი იგი დავითისი, ქალაქად აბესალომისა და თავყუანის-სცა მას ქუში და ჰრქუა: უკუნისამდე ცხონდინ მეფე აბესალომ!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო აბესალომ ქუშის და ჰრქუა: ეგრე სიყუარული იყო მეგობრისაჲ მის და შენი, რად არა მისდევდ მეგობარსა მას შენსა?

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ქუში და ჰრქუა მეფესა: მე შეუდეგ მას, რომელი-იგი უფალმან გამოირჩია და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან. მისიცა ვიყო, მისთანაცა დავადგრე!

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე, ვისი ვარ მონაჲ? არა თუ თავყუანის-ვსცე ძესა მისსა? და ვითარცა ვჰმსახურე მა\მასა Page of ms. O: 93rb  შენსა, ეგრეცა შენ წინაშე ვიყო.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე სიტყუად იწყო აბესალომ აქიტობელისა და ჰრქუა: ზრახვა-ყავთ და იგულეთ, რაჲ ვყოთ, რომლითა შემძლებელ ვიყვნეთ სოფლებისა ამის დაპყრობად?

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო აქიტობელ აბესალომს და ჰრქუა: პირველად შე-ღა-ვედ შენ ხარჭთა მამისა შენისათა, რომელ-იგი დაუტევებიან მცველად სახლისა თჳსისა და აგრძნეს ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არცხჳნე მამასა შენსა, რაჲთა მტკიცე იყვნენ ჴელნი შენნი და ერისანი მის, რომელ-იგი შენ თანა არიან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღუდგეს კარავი აბესალომს ერდოსა ზედა და შევიდა ყოველთა ამათ ხარჭთა მამისა Page of ms. O: 93va  მისისათა განცხადებულად წინაშე ყოვლისა ისრაჱლისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ზრახვაჲ იგი აქიტობელისი, რომელსა ზრახავნ პირველთა მათ დღეთა, ვითარცა ვინ იკითხის ღმრთისაგან და დაამტკიცის, ეგრე შერაცხილ იყვნეს ზრახვანი იგი აქიტობელისნი დავითისა და აბესალომისა.



Chapter: 17  
თავი XVII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად აქიტობელ აბესალომისა და ჰრქუა: გამოვირჩიო ჩემდად ათი ათასი ერი და შთაუჴდე დავითს ღამე,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავესხა მათ ზედა და მე უწყი, რამეთუ იგი მაშურალ იყოს და დაჴსნილ იყვნენ ჴელნი მისნი; შეშინდეს და ივლტოდეს ყოველი იგი ერი, და მე ვეწიო და მოვკლა მეფჱ ხოლო.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცეს ყოველი იგი [ერი] შენდა, ვითარცა იგი მიიქცის სძალი\ Page of ms. O: 93vb  სიძისა, გარნა მას თავადსა შეუდგეთ და ყოვლისა მის ერისა მშჳდობა იყოს.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე მისა მეფესა და ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო აბესალომ და ჰრქუა: თქუენ ქუშისცაღა რაქიანსა მოუწოდეთ და მისგანცა ვისმინოთ, რაჲძი თქუას?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემოვიდა ქუში წინაშე მეფისა აბესალომისა. და მიუთხრა აბესალომ ქუშის ყოველი იგი სიტყუაჲ აქიტობელისი და ჰრქუა: აწ ვყოთა სიტყუაჲ ესე აქიტობელისი ანუ არა, შენ რაჲ სთქუ?

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ქუში აბესალომს და ჰრქუა: არა კეთილ არს ზრა\ხვაჲ Page of ms. O: 94ra  იგი, რომელ ზრახა აქიტობელ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
შესძინა ქუში სიტყუად მეფისა და ჰრქუა: შენ თჳთ უწყი, მეფე, სიმჴნე იგი მამისა შენისაჲ და ერისაჲ მის, რომელ-იგი მის თანა არს, რამეთუ კაცნი მჴნენი და მბრძოლნი არიან და განმწარებულ და განრისხებულ არიან გულითა, ვითარცა მჴეცნი განძჳნებულნი ველსა გარე. და მჴნე კაც არს მამაჲ შენი და რჩეულ, არა დასცხრეს და არცა განუტეოს ერი იგი ჴელთაგან თჳსთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ და-სადმე-მალულ იყოს და დადარანებულ ჴევსა ერთსა ანუთუ რომელსავე ადგილსა ერთსა და რაჟამს დაესხნეთ, განი\ღჳძოს Page of ms. O: 94rb  და აღდგეს და მოწყჳდოს ერისა მაგისაგან შენისაჲ მოსრვითა დიდითა. და იყოს, რომელსა ესმეს, თქუას, ვითარმედ: შეიქმნა მოსრვაჲ დიდი ერსა მას შორის, რომელი შეუდგა აბესალომს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ იყოს ღათუ ვისიმე გული მჴნე ღუაწლსა შინა, ვითარცა ლომისაჲ? გული ერისა მაგის შენისაჲ განტეხით განტყდეს და დაჴსნით დაჰჴსნდეს, და აგრძნეს ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ განძლიერდა მამაჲ შენი შენ ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მე ესრე გაზრახებ: რაჟამს შემოკრებით შემოგიკრბეს შენ ყოველი იგი სახლი ისრაჱლისაჲ დანითგან ბერსაბედმდე, რაჟამს იყვნენ იგინი შეკრებულ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ სიმრავლითა, და შენ შორის მათსა იყო,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 94va  მაშინ მივიწინეთ მათ ზედა, სადაცა ვპონეთ იგინი, მუნ დავესხნეთ მეყსეულად მათ ზედა, ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ რაჲ მიეფინოს პირსა ზედა ქუეყანისასა, და არა განუტევოთ მათგანი კაცი არცაღა ერთი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ შევარდეს იგი ერთსა ქალაქთაგანსა, წილით განიწილონ იგი, გარემოადგენ, შეიცვან და მოსრან ერთბამად ქალაქი იგი და იგინი ნაღუარევსა ერთსა შეიხთინენ, რაჲთა არღარა ეპოვოს მათ სხუა ადგილ შესაკრებელ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო აბესალომ და ყოველმან ისრაჱლმან და ჰრქუა: კეთილ არს ზრახვაჲ ესე ქუშისაჲ რაქეანისაჲ ვიდრე ზრახვასა მას აქიტობელისსა. რამეთუ უფალმან თჳთ ბრძა\ნა Page of ms. O: 94vb  განქარვებად ზრახვაჲ იგი აქიტობელისი და ზრახვაჲ იგი აბესალომისი, რაჲთა მოაწიოს უფალმან ყოველი იგი ძჳრი აბესალომის ზედა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყუად იწყო ქუში სადუკისა და აბიათარისა მღდელთა მათ და ჰრქუა: ამას ზრახვასა აზრახებდა აქიტობელ აბესალომს და ყოველთა მათ მოხუცებულთა ისრაჱლისათა, ხოლო მე ესრე ვაზრახე.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ყავთ ადრე, მიავლინეთ და მიაუწყეთ ესე მეფესა, რაჲთა არა წარვიდეს იგი დასავალად კერძო ღამე ყოველ უდაბნოჲსა მის, არამედ წიაღსლვით წიაღჴდენ იგინი მდინარეთა მათ და მუნ უზრუნველად დაიბანაკედ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 95ra  და იონათან და აქიმას დგეს წყალსა მას ზედა როგელისასა. და მოვიდა მჴევალი ერთი და უთხრა მათ ესე, რაჲთამცა მათ მივიდეს და მიაუწყეს სიტყუაჲ ესე მეფესა დავითს, რამეთუ ვერ ეგებოდა მათა ცხადად შესლვად ქალაქად და სმენად სიტყჳსა მის.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილა ვინმე ერთმან ყრმათაგანმან და შევიდა და მიუთხრა ესე ყოველი აბესალომს; და იგინი წარვიდეს ადრე-ადრე და შეცჳვეს კაცისა ვისამე ერთისა ბეთქორონდ, და იყო მის კაცისაჲ ორმოჲ ერთი ეზოსა შინა და შთასხდეს მუნ ორნივე.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო დედაკაცმან ერთმან სარქუელი და დაარქუა Page of ms. O: 95rb  ორმოსა მას და მას ზედა გარდაჰფინა საფანელი და აჴმობდა ლეღჳსკუერთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მასვე ჟამსა მოიწინეს და შეჴდეს მონანი აბესალომისნი დედაკაცისა მის და ჰრქუეს მას: სადა არიან აქიმას და იონათან? და ჰრქუა მათ დედაკაცმან მან: შემოვიდეს მწრაფლ და განვიდეს და არა უწყი, ვიდრე ვიდეს! და ეძიებდეს მათ და არა პოვნეს და მიიქცეს მუნვე იერუსალჱმდ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა განვიდეს კაცნი იგი მათგან, აღმოჴდეს იგინი ორმოჲსა მისგან და მივიდეს და მიუთხრეს ესე ყოველი მეფესა დავითს და ჰრქუეს მას: აღდეგ ადრე-ადრე და წიაღჴედით მდინარეთა მაგათ, რამეთუ ამას ზრახვასა თქუენთჳს აქიტობელ ჰყოფს!

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 95va  და აღდგა ადრე-ადრე დავით და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყვნეს, და წიაღჴდეს ღამე ყოველ იორდანესა, რაჲთა არა სიტყუაჲ იგი მათი განცხადნეს.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და აქიტობელ, რაჟამს იხილა, რამეთუ განქარდა და არა დაემტკიცა ზრახვაჲ იგი მისი, დაისხნა კაჰრაულსა თჳსსა ადრე-ადრე და წარვიდა სახიდ თჳსა ქალაქსა და ბრძანებაჲ მისცა სახლეულთა თჳსთა და მივიდა, შიშთვილ-იბა, და მოკუდა და დაჰფლეს იგი სახლსა მამისა თჳსისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით მივიდა და მიიწია საბანაკესა თჳსსა და აბესალომ წიაღ-ჴდა იორდანესა მდინარესა, იგი თავადი და ყოველი ისრაჱლი მის თანა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამესა დაადგინა აბესალომ ერისთავად Page of ms. O: 95vb  იოაბის წილ ერსა თჳსსა ზედა, ხოლო ამესა იყო ძჱ იეთერის ისრაიტელისაჲ, რომელ-იგი მოვიდა აბიგეაჲსთჳს, ასულისა მის იესჱსისა, დისა შაროელისი, დედის დისა მის იოაბისა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა და დაიბანაკა აბესალომ ქუეყანასა მას გალადისასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა მოიწია საბანაკესა მას თჳსსა დავით, და მოუჴდა მას სეფიე, ძჱ ნასისი, რობუთით, ძეთაგან ამონისთა და მაქირ, ძჱ სამიელისი, რომელი იყო ლადბარით, და ბერზელი გალაადელი, რომელი იგი ჰრაკაბინით იყო.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოართუეს მას ათი ტაბასტი, ათი ტერი და ათი ქუაბი, სიავი და ათი კეცისჭური, და იფქლი და ქრთილი ფქვილი და ჴალი ოსპნი და ჴნდური.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
თაფლი და ერბოჲ, ცხოვარი და მწუარი ჴბოები და შეართუეს იგი ყო\ველი Page of ms. O: 96ra  დავითს და ერსა მას მისსა საჭმლად, რამეთუ ესრე თქუეს: ვითარმედ მშიერ-წყურიელ არიან, დაჴსნილ და დათხეულ უდაბნოსა ზედა.



Chapter: 18  
თავი XVIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა შინა ადერზ-ყო დავით და აღიხილა ერი იგი თჳსი და დაადგინა მათ ზედა ერისთავები და ათასისთავები და ასისთავები და ყოველი იგი ერი სამად გუნდად განყო.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ერთი იგი ნაწილი გუნდისაჲ მისცა ჴელთა იოაბისთა და მეორე იგი გუნდი მისცა აბესას, ძმასა იოაბისსა, ძესა შაროელისსა, და მესამე იგი გუნდი მისცა ლეთის გეთელსა. და ჰრქუა მეფემან დავით ერსა მას: განვიდე მეცა თქუენ Page of ms. O: 96rb  თანა!

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ერმან მან და ჰრქუა: არა გამოხჳდე შენ ჩუენ თანა, რამეთუ სივლტოლით თუ მეოტ ვიქმნეთ, არავინ იყოს კაც, რომელმან გული შეგუაპყრას. და თუ ზოგის ზოგიღა ჩუენი მოისრას, არავინ იყოს, რომელმანმცა ნუგეშინის- მცა ჩუენ, რამეთუ მიერითგან მიღებულ იყოს ჩუენგან ზოგი ქუეყანისაჲ ამის ათასითა ამით ერითა; ხოლო უმჯობჱს და უკეთჱს ჩუენ ზედა იგი არს, შენ თუ ქალაქსა შინა იყო ზურგად შეწევნისა ჩუენისა, და გჳზახებდ ჩუენ!

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან მან და ჰრქუა: კეთილ არს; რაჲცა თქუენდა სათნო არს, იგიცა ყავთ. Page of ms. O: 96va  და მოვიდა და დადგა მეფჱ ერთ კერძო ბჭეთა მათ და გამოვიდოდა ერი იგი ასეულები და ათასეულები.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნებდა მეფჱ იგი იოაბს და აბესას და ლეთის გეთელსა, ერისთავთა მათ თჳსთა და ჰრქუა: იგულეთ, ეკრძალენით, ჰრიდეთ ყრმასა მას ჩემსა აბესალომს! და ყოველსა მას ერსა ესმოდა მცნებაჲ იგი მეფისაჲ ერისთავთა მათ მიმართ აბესალომისთჳს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა ყოველი იგი ერი და განეწყო ველსა მას, პირისპირ წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა; და იყო ღუაწლი ბრძოლისაჲ მაღნარსა მას თანა მაენისსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძლევასა მიეცა ერი იგი ისრაჱლისაჲ წინაშე მონათა მათ დავითისთა და შეიქმნა მუსრვაჲ დიდი ერისა მას შორის Page of ms. O: 96vb  მას დღესა შინა და დაეცნეს ერისა მისგან ისრაჱლისა ოც ათას კაც.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიბნია ერი იგი ისრაჱლისაჲ ყოველსა მას მაღნარსა და შეიქმნა მოსრვაჲ ერისა მის ისრაჱლისაჲ უფროჲსღა მაღნარისა მისგან, ვიდრეღა რა პირისაგან მახჳლისაჲსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და დიდ ჩნდა აბესალომ წინაშე ერისა მის. და ზეჯდა იგი საჴედარსა თჳსსა და ვიდრე განვიდოდა იგი ნერგსა ერთსა ქუეშე ხისასა სივლტოლასა მას, დამოეტევნეს რტონი მის ხისანი თავსა მისსა და დამოეკიდა ხესა მას შორის ცასა და ქუეყანასა და საჴედარი იგი გამოუჴდა ქუეშე წყვილთა მისთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილა კაცმან ერთმან Page of ms. O: 97ra  და მოიდა (!) და უთხრა იოაბს და ჰრქუა: ესერა ვიხილე აბესალომ დამოკიდებული ხესა ერთსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იოაბ კაცსა მას, რომელი იგი უთხრობდა მას: ნანდჳლ იხილე შენ იგი დამოკიდებული ხესა და რად არა მოჰკალ და დაჰმშჭუალე იგი მუნვე ქუეყანასა? და მი-მცა-გეც მე შენ დღესვე ერგასისი სიკლი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო კაცმან მან იოაბს და ჰრქუა: მო-ღა-თუმცა-მეც მე ათასი სასწორი ვეცხლისაჲ, არავემცა მივყვენ ჴელნი ჩემნი ძესა მას ზედა მეფისასა, რამეთუ ყურთა ჩუენთა გუესმოდა, რაჟამს-იგი გამცნებდა შენ და აბესას Page of ms. O: 97rb  და ლეთის და გეტყოდა: იგულეთ, გვედრიან ყრმაჲ იგი ჩემი აბესალომ!

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ვითარმცა ვყავ სიტყუაჲ ეგე ანუ თუ ურჩულოებაჲ ეგე მოვიკრიბე თავსა ჩემსა? მე უწყი, ვითარმედ სიტყუაჲმცა იგი არა დაიფარა მეფისაგან და არცა შენ დასტურად წარმო-მცა-რაჲ-მიდეგ მის წინაშე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას იოაბ: მაგის სიტყჳსათჳს აწვე გიჩუენო წინაშე თუალთა შენთა! და მოიღო იოაბ სამი ლიბანდაკი ჴელითა მისითა და განსწონა იგინი გულსა აბესალომისსა, ვიდრე ცოცხალღა იყო და დამოკიდებულ ხესა მას.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გარემოადგეს მას მეყსეულად მონანი, თანამცორვალნი იოაბისნი, Page of ms. O: 97va  ჰსცეს და დაჰმჭუალეს აბესალომი ქუეყანასა და მოკლეს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნთქუესვე დაჰბერეს ნესტუსა და უკუმოიკრიბეს ერი იგი, რაჲთამცა არღარავინ სდევდა ისრაიტელთა მათ, რამეთუ შეეწყალა იოაბს ერი იგი ისრაჱლი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღქუმად-სცა იოაბ აბესალომი და შთაგდებად-სცა ნაპრალსა ქუეყანისასა, მაღნარსა მას შინა, მთხრებლსა დიდსა და აღაშჱნა მას ზედა ღუერფი დიდი ქვისაჲ. და ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ მეოტად წარვიდა თითოეულად ადგიდ თჳსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბესალომ, ვიდრე ცოცხალღა იყო, მოიღო ძეგლი ერთი და აღჰმართა თავისა თჳსისა უბესა ერთსა სამეფოსა, Page of ms. O: 97vb  რამეთუ ესრე თქუა: სადა არა მივის მე შვილი, რომელიმცა მაჴსენებელ იყო ჩემდა, ერქჳნ ამას სახელი ჴელ აბესალომის; და მიერითგან ეწოდა ჴელ აბესალომის მოაქაჟამადმდე დღეთა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და აქიმას, ძემან სადუკისმან, ჰრქუა იოაბს: ვრბიოდი, მივიდე და ვახარო მეფესა, რამეთუ ყო უფალმან საშჯელი შურისგებისაჲ ჴელთაგან მტერთა მისთაჲსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას იოაბ: არა ხარ შენ კაცი სახარებისაჲ დღენდელსა ამას დღესა და არცაღა მიუთხრა შენ სიტყუაჲ ესე მეფესა, რამეთუ ძჱ მეფისაჲ მოკლულ არს. და ახარებდე-ღა თუ რასმე, სხუასავე დღესა ახარე!

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 98ra  ჰრქუა იოაბ ქუშის: მივედ და უთხარ მეფესა: რაჲცა-ესე იხილე! და თავყუანის-სცა ქუში იოაბს და წარრბიოდა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე შე-ღა-სძინა აქიმას, ძემან სადუკისმან, სიტყუად იოაბისა და ჰრქუა მას: რაჲ იყოს, მი-თუ-ვრბიოდი ქუშის შემდგომად? და ჰრქუა მას იოაბ: რაჲსა გიჴმს შენ, შვილო, სრბაჲ? არა თუ სარგებელად რაჲმე შენდა ყოფად არს სახარებაჲ ესე და მიჰრბიოდი შენ!

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას აქიმას: და რაჲ ვყო, მი-თუ-ვრბიოდი? მაშინ ჰრქუა მას: გუალე! და წარრბიოდა აქიმას შინაგანით გზით კერძო ქუშის.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 98rb  და დავით ჯდა შორის ორთა მათ ბჭეთა. და აღჴდა ყრმაჲ იგი ებგური ფეტნით (!) მის ბჭისაჲთ გოდლად, აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა: კაცი ერთი მორბიოდა წინაშე თუალთა მისთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴმა-ყო ებგურმან მან და თქუა: კაცი ერთი მწრაფლ მორბის საწყობელით კერძო! ჰრქუა მას მეფემან: უკუეთუ მარტოჲ არს, სახარებაჲ არს პირსა მისსა! მოსლვით მოვიდოდა და მოეახლებოდა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე იხილა ებგურმან მან კაც ერთ მორბიოდა; უჴმო ებგურმან მან და თქუა: ესერა, კაც ერთ სხუა მორბის, იგიცა მახარებელივე არს!

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუად იწყო ებგურმან მან და თქუა: ვხედავ პირველისა მის სრბასა, რამეთუ ჰგავს სრბასა აქიმას\ Page of ms. O: 98va  ძისა სადუკისსა! და თქუა მეფემან: კაცი კეთილი არს და სახარებაჲცა კეთილი მოაქუნდეს!

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიწია აქიმას წინაშე მეფისა და თქუა: სიცოცხლჱ და მშჳდობაჲ! და თავყუანის-სცა მას პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა ზედა და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რომელმან დასცნა კაცნი იგი, რომელთა აღიხუნეს თავნი თჳსნი მტერობით უფლისა ჩემისა ზედა მეფისა!

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუად იწყო მეფემან და ჰრქუა: ცოცხლებით არსა ყრმაჲ იგი ჩემი აბესალომ? მიუგო აქიმას და ჰრქუა: მესმა მე ჴმაჲ ღაღადებისაჲ წარმოსლვისა შემდგომად, რაჟამს წარმომავლინა მე იოაბ, და არა უწყი, რაჲ იქმნა მუნ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან: წარმოდეგ-რე! და წარჴდა და Page of ms. O: 98rb  დადგა ზურგით კერძო მისა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნთქუესვე მო-ხოლო-იწია ქუში და ჰრქუა: გიხაროდენ, უფალო ჩემო მეფე, რამეთუ საჯა უფალმან დღეს შურისგებით ჴელთაგან ყოველთა მტერთა შენთაჲსა!

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან ქუშის: ცოცხლებით არსა ყრმაჲ იგი აბესალომ? მიუგო ქუში და ჰრქუა: შეიქმნედ ყოველნი მტერნი შენნი, ვითარცა ყრმაჲ იგი, და ყოველნი, რომელნი აღდგომილ იყვნეს შენ ზედა ბოროტებით!

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცრემლოოდა მეფჱ და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა და ტიროდა ფრიად და ესრე იტყოდა ტირილსა მას შინა თჳსსა: შვილო ჩემო აბესალომ, Page of ms. O: 99ra  შვილო ჩემო! ვინმე-მცა მომაკუდინა მე სიკუდილისა მაგის შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ!



Chapter: 19  
თავი XIX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უთხრეს იოაბს და ჰრქუეს: უწყია, რამეთუ მეფჱ ტირს და იგლოვს აბესალომისთჳს?

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიქმნა მაცხოვარებაჲ იგი მის დღისაჲ გლოვად ყოვლისა მის ერისა, რაჟამს ესმა ერსა მას დღესა შინა, რამეთუ ტირს და იგლოვს მეფჱ ძისა თჳსისა აბესალომისთჳს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიკდიმა ერმან მან შესლვაჲ ქალაქად, ვითარცა ერი, რომელი იძლიის და მეოტ იქმნის ღუაწლსა შინა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფჱ იგი თავდამოკიდებული და დაბურვილი ჯდა, ჴმითა მაღლითა ტიროდა Page of ms. O: 99rb  და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო!

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა იოაბ მეფისა და ჰრქუა: რაჲსათჳს სირცხჳლეულ-ჰყავ პირი მონათა ამათ შენთაჲ, რომელთა განარინეს თავი შენი და თავნი ძეთა და ასულთა შენთანი, და ცოლთა და ხარჭთა შენთანი?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღეს ერი გამოაჩინე, ვითარმედ რეცა თუ ჰყუარობენ მოძულეთა შენთა და სძულობენ მოყუარეთა შენთა და ესრე გამოაჩინე შენ დღეს, რეცა თუ არა გისხენ შენ მთავარ, არცაღა მონა; ხოლო ესე უწყოდე თავით შენით, რამეთუ უბოროტჱს ყოფად არს თუმცა აბესალომ ცოცხალ იყო, ჩუენმცა ყოველნი Page of ms. O: 99va  მომწყდარ ვიყვენით შენ წინაშე, რამეთუ იგი სათნო-გიჩნდა შენ წინაშე თუალთა შენთა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ აწ აღდეგ და ეტყოდე გულსა მონათა ამათ შენთასა, რამეთუ ფიცით უფიცავს ამათ უფლისა, თუ შენ არა განხჳდე შემთხუევად ერისა მის, არავინ დაიძინოს შენ თანა ამას ღამესა; ხოლო ესე უწყოდე თავით შენით, რამეთუ უბოროტჱს ყოფილ არს ესე შენდა უფროჲს ყოველთა მათ ჭირთა, რომელ წარგჴდეს შენ სიყრმითგან შენით ვიდრე აქამომდე.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა მეფჱ იგი, შეისხა და გამოვიდა და დაჯდა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა. ესმა ყოველსა მას ერსა, ვითარმედ მეფჱ გამოჯდომილ Page of ms. O: 99vb  არს ბჭეთა ზედა. და მოვიდა ყოველი იგი ერი შემთხუევად მეფისა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა, ხოლო ისრაიტელნი იგი წარივლტოდეს თითოვეულად ადგილდ თჳსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
დრტჳნვიდეს ყოველნი იგი ნათესავნი ისრაჱლისანი და იტყოდეს ურთიერთას: მეფემან დავით განგუარინნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა, ამან მიჴსნნა ჩუენ ჴელთაგან უცხოთესლთაჲსა და აწ მეოტ ვართ ქუეყანისა მისისაგან და მეფობისა მისისაგან აბესალომისთჳს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბესალომ, რომელსა იგი ვსცხეთ მეფედ ჩუენ ზედა, იგი მოიკლა ღუაწლსა შინა. და აწ თქუენ რად სდუ\მით Page of ms. O: 100ra  და ჰსხედთ და არა მიიქცევით უფლისა თქუენისა მეფისა? და სიტყუაჲ ესე ყოველთა მათ ისრაიტელთაჲ მიიწია მეფისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან დავით მიავლინა სადუკისა და აბიათარისა მღდელთმოძღუართა მათ და ჰრქუა: ეტყოდეთ მოხუცებულთა მაგათ ერისათა: რად დაიყოვნებთ მოქცევად უფლისა თქუენისა მეფისა?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ძმანი ჩემნი ხართა თქუენ, ჴორცნი ჴორცთა ჩემთაგანნი ხართ და ძუალნი ძუალთა ჩემთაგანნი, რად დაიყოვნებთ მოქცევად სახიდ მეფისა?

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამესას ესრე არქუთ: არა Page of ms. O: 100rb  ძუალი და ჴორცი ჩემი ხარა? ესე რაჲმე მიყავნ მე ღმერთმან და ესე დამირთენ, არა თუ შენ ერისთავი იყო ერისაჲ მის ჩემისაჲ იოაბის წილ ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა!

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოაქცია ამესა გული ყოველთა მათ კაცთაჲ იუდაჲსთაჲ მორჩილებად, ვითარცა კაცისა ერთისაჲ და მიავლინეს მეფისა და ჰრქუეს: მოიქეც ჩუენდა ყოვლითურთ მონით შენით!

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცა მათა მეფჱ და მოვიდა იგი ვიდრე კიდედმდე იორდანისა მდინარისა და ყოველი იგი ერი იუდაჲსი მოეგებვოდა გალგალადმდე შემთხუევად მეფისა, რაჲთამცა წიაღმოიყვანეს იგი მდინარესა მას.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 100va  და ისწრაფა და მოვიდა სემიე, ძჱ გერაჲსი, ძისა იემენისი ქორანელისაჲ და მოვიდოდა კაცთა მათ თანა იუდაჲსთა შემთხუევად დავითისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ათასი კაცი სხუაჲ მის თანა სახლისა მისგან ბენიამენისა და სიბა, ყრმაჲ იგი სახლისა მის საულისისაჲ, ათხუთმეტით ძითურთ და ცოლით (?!) და მონით და მჴევლით და შთაავლინნეს იგინი მეფისა იორდანედ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მსახურებად მისა და წიაღმოყვანებად მეფისა მის მდინარესა მას და ყოფად სათნოებისა წინაშე თუალთა მისთა; და სემიე, ძჱ გერაჲსი, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე მეფისა ვიდრე წიაღმო-\ Page of ms. O: 100vb  ოდენ-ვიდოდა იორდანესა მდინარესა,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფესა: ნუ გულსა დაიდებნ უფალი ჩემი მეფჱ უშჯულოებასა მას, რომელი შეგცოდა მონამან შენმან. რომელი შეგცოდა დღესა მას, რომელსა გამოსრულ იყო უფალი ჩემი მეფჱ იერუსალჱმით.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მე თჳთ უწყი, რამეთუ შეგცოდა მონამან შენმან და აწ მოსრულ ვარ მე უწინარჱ (!) ყოვლისა მის სახლისა იოსეფისა წარდგომად წინაშე მეფისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად აბესა, ძემან შაროელისმან, და თქუა: სხუაღა თუმცა არა იყო, ამისთჳს სიკუდილისა თანამდებვე არს, რამეთუ იკადრა სემიე წყევად ცხებულისა მის უფლისაჲსა!

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და Page of ms. O: 101ra  ჰრქუა: რაჲ ძეს ჩემი და თქუენი, ძენო შაროელისნო, რამეთუ დღეს ძჳრის მზრახვალ მექმნებით მე მტერობით? ნუ იყოფინ ჩემდა, ვითარმცა მო-ვინმე-კუდა ისრაჱლსა შორის! ანუ თქუენ არა უწყით, რამეთუ დღეს მეფჱ ვარ ისრაჱლსა ზედა?

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან სემიეს: ნუ გეშინინ, რამეთუ არა მოჰკუდე შენ! და ეფუცა მეფჱ სემიეს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მემფიბალ, ძჱ იონათანისი, ძისა საულისი, შთამოვიდა შემთხუევად მეფისა; არა განეწმიდნეს ფერჴნი და არცა მოეყვნეს ფრცხილნი მისნი და არცა გამოეწმიდნეს ცხჳრნი მისნი და არცა განერცხა სამოსელი მისი, Page of ms. O: 101rb  რომლით დღით გამოსრულ იყო მეფჱ სახლით თჳსით მი-მუნ-დღედმდე, რომელსა დღესა შემოვიდა იგი მშჳდობით იერუსალჱმდ შემთხუევად.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას მეფემან: რაჲ არს, რამეთუ არა წარმოხუედ ჩუენ თანა, მემფიბალ?

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მემფიბალ: უფალო ჩემო მეფე, მონამან ჩემმან დამაგდო მე, რაჟამს ვარქუ მე, ვითარმედ: დამისხ მე კაჰრაულსა მას ჩემსა და წარვიდე მეფისა თანა, რამეთუ ვერ ეგებოდა ჩემდა უკაჰრაულოდ მისლვად შენ თანა, რამეთუ მკელობელ არს მონაჲ შენი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ იგი მასმენდაცა მე უფლისა ჩემისა წინაშე მეფისა, ხოლო უფალმან ჩემმან მეფემან, ვითარცა ანგელოზმან უფლისამან, კეთილად ჰყავ წინაშე ღმრთისა,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა Page of ms. O: 101va  სხუა რაჲმე იყო სახლი იგი მამისა ჩემისაჲ, არამედ ყოველნივე სიკუდილისა თანამდებ იყვნეს უფლისა ჩუენისა მეფისა წინაშე, არამედ შემრთე მონაჲ შენი მათ თანა, რომელნი ჭამენ ტაბლასა მეფისასა. და აწ ვის მიერ იყო ესე ჩემდა სამართალი, არა თუ შენ მიერ? და ღაღადებით იტყოდა ამას წინაშე მეფისა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან: რასა ხოლო განამრავლებ სიტყუასა შენსა, ეგ რა გითქუამს? აწ მივედ, ნაწილ-იპყარ აგარაკისა მის შენისაჲ?

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მემფიბალ და ჰრქუა მეფესა: სადა ვიხილე მეფე მშჳდობით მოქცეული სახიდ თჳსა, ყოველივე მისა ნახუევ, იყავნ მისა!

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 101vb  და ბერზელი გალადიტელი შთამოვიდა ჰრაკაბინით და წიაღმოჴდა მეფისა თანა იორდანესა მდინარესა წარგზავნებად მისა იორდანით.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბერზელი, კაცი მოხუცებულ იყო დღითა ვითარ ოთხმეოცის წლის, რამეთუ მსახურებულ იყო იგი მეფისა, რაჟამს დაბანაკებულ იყო იგი უდაბნოსა მას, რამეთუ მდიდარ იყო იგი ფრიად.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან ბერზელის და ჰრქუა: ჯერ-თუ-გიჩს შენ, მოგუალე ჩემ თანა და თავყოფით იყოს სიბერე შენი იერუსალჱმს.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ბერზელი მეფესა: რაოდენმეღა იყვნენ დღენი ცხორებისა ჩემისანი და აღვიდე მეფისა თანა Page of ms. O: 101ra  იერუსალჱმს?

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ კაცი ოთხმეოცის წლის ვარ მე და არავეღა უწყი დღესცა გამორჩევაჲ კეთილისაჲ და ბოროტისაჲ, ანუ მებრვე გემოჲს-ხილვაჲ ვიცი ჭამადთაჲ ანუ თუ სასუმელთაჲ, ანუ ჴმისა სმენაჲ სხუა თუ ვიცი მეღოდართაჲ; აწ რაჲსათჳს ტჳრთ-გყო მონაჲ შენი უფალსა ჩემსა მეფესა?

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
მცირედ ოდენ წიაღგყვე წყალთა მათ მონაჲ ესე შენი, მეფე! აწ რაჲსათჳს შრომასა მახუედრებ მსახურებისა მის ჩემისა წილ?

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
მიაქციე მონაჲ შენი ადგიდ თჳსა და მივიდე და მოვკუდე Page of ms. O: 102rb  მუნვე ქალაქსა ჩემსა და დავეფლა საფლავსა მამისა ჩემისასა; ეგრეცა ძჱ ჩემი აქინამ მივიდეს უფლისა ჩემისა თანა მეფისა და ეც მას, რაჲცა სათნო იყოს წინაშე თუალთა შენთა!

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მას მეფემან და ჰრქუა: ეგრე იყავნ, მოვედინ ჩემ თანა აქინამ, ძე შენი, და მე ვყო მისთჳს, რაჲცა სათნო-მიჩნდეს წინაშე თუალთა ჩემთა და ყოველი, რაჲცა მრქუა, ვყო მისთჳს.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერი იგი ყოველი წიაღ მოკრბა იორდანესა და მეფჱცა წიაღ მოსრულ იყო და დგა კიდესა მდინარისასა. და პირსა აკოცა მეფემან ბერზელის და აკურთხა იგი და მიიქცა ბერზელი ვანად თჳსა.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 102va  და წიაღმოჴდა მეფჱ იორდანესა და მივიდა გალგალდ და აქინამცა წიაღმოჴდა მის თანა და ყოველი იგი ერი იუდაჲსი მოვიდა მის თანა და ზოგი ერისა მის ისრაჱლისაჲ.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკრბა ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ და ჰრქუეს მას: რაჲ არს ეგე, რამეთუ მოგიპარეს შენ რეცა თუ პარვით ძმათა მაგათ შენთა, კაცთა მაგათ იუდაჲსთა, და წიაღმოგიყვანეს შენ იორდანესა მდინარესა, შენ და სახლი იგი შენი და ყოველი ერი შენი?

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგეს კაცთა იუდაჲსთა და ისრაჱლისათა: ამის გამო, რამეთუ მახლობელ არს ჩუენვდა მეფჱ, ხოლო მებრვე რაჲსათჳს შეგიძნდა და დასწუხენით თქუენ ამის Page of ms. O: 102vb  სიტყჳსათჳს? შე-სხუა-ნუ რაჲ-ვჭამეთ ანუ შევსუთ ჩუენ მეფისაჲ? ანუ ნიჭ ნურაჲ მოვიღოთ მისგან, ანუ მისაღებელ რაჲ მიიღო მან ჩუენგან?

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგეს კაცთა მათ ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ათწილ ჩუენ უმახლობელჱს ვართ მეფისა, ვიდრე თქუენ და ჩუენ უპირმშოეს ვართ მისა, ვიდრე თქუენ და უმახლობელჱსცა ვართ ჩუენ თქუენსა; და აწ რაჲსათთს შეურაცხ-მყვენით ჩუენ? და არა თქუენდა იყო მოქცევაჲ მეფისაჲ, არამედ ჩუენდა? და განფიცხნა სიტყუაჲ იგი კაცთა მათ იუდაჲსთაჲ უფროჲს სიტყჳსა კაცთა მათ ისრაიტელთაჲსა.



Chapter: 20  
თავი XX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნ მოსრულ იყო Page of ms. O: 103ra  კაცი ერთი ნაშობი უშჯულოებისაჲ, რომელსა სახელი ერქუა საბიე, ძჱ ბედადისი, ჰრაქიანისაჲ. ნესტუსა დაჰბერა და თქუა: არა არს ჩუენი ნაწილი დავითის თანა, არცა ჩუენი სამკჳდრებელი დავითის თანა, ძისა იჱსესისა თანა! მიმოდაეგენ ყოველნი კაცნი ისრაჱლისანი თითოვეულად საყოფელთა თჳსსა!

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდეს ყოველნი იგი ისრაჱლნი, რომელნი იყვნეს მეფისა თანა, და მისდევდეს საბიეს, ძესა ბედადისსა; ხოლო კაცნი იგი იუდაჲსნი მოვიდეს მეფისა თანა იორდანითგან იერუსალჱმდმდე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა და შევიდა დავით სახედ თჳსა Page of ms. O: 103rb  იერუსალჱმდ და მოიყვანნა მეფემან დავით ათნივე იგი ხარჭნი თჳსნი, რომელნი-იგი დაეტევნეს სახლისა მცველად, და მისცნა იგი დამარჴვად (სიც) სახლსა ერთსა და როჭიკსა სცემდა მათ, ხოლო იგი თავადი არა შევიდის მათა. და იყვნეს იგინი ცვულ და შეშჭამდეს როჭიკსა მას ქურივობისასა ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მათისა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან ამესას: დრო-ეც შენ ყოველსა მაგას ერსა იუდაჲსსა სამად დღედ და შენ აქავე დადეგ!

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა ამესა დროჲს-ცემად და არაჲ დაყოვნა (სიც) დროსა მას, რომელ უბრძანა მას დავით.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო სიტყუად დავით ამესაჲსა და ჰრქუა: ნუუკუე ბოროტის-ყოფით Page of ms. O: 103va  რაჲმე ბოროტი გჳყო ჩუენ სამიე, ძემან ბედადისმან, უფროჲს აბესალომისა? აწ წარიყვანე შენ თანა ერი უფლისა შენისაჲ და ეწიე მას! ნუ უკუე პოვნეს მან ქალაქნი ძნელნი და შეევედროს მათ ჩუენგან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო დავით, რაჲთა მივიდეს ყოველი იგი ერი აბესაჲს თანა და იოაბ და ოფელტი და ოქერეთი და ყოველნი იგი მდიდარნი ისრაჱლისანი და დევნა-უყვეს საბიეს, ძესა ბედადისსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგინი მოსრულ და დაბანაკებულ იყვნეს ლოდსა მას დიდსა თანა, რომელ იყო ბორცუსა მას; და ამესა მოვიდა და დადგა პირისპირ მათსა და იოაბს შთაეცუა ჯაჭჳ და Page of ms. O: 103vb  შეება მას ზედა ჴრმალი პოლოტიკი ორპირი, და აღმო-რე-შორებულ იყო ქარქაშისაგან მისისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსდვა იოაბ ამესას ჴელი ქედსა მისსა მიზეზად ამბორებისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამესა არა განეაკრძალა, რაჲთამცა დაიცვა თავი თჳსი მახჳლისა მისგან იოაბისისა და ჰსცა იოაბ უბესა ზეშთა ამესას და გარდამოუყარა ნაწლევი მისი და არღარა დააქცია. რამეთუ მუნთქუესვე წარჰჴდეს სულნი მისნი. და იოაბ და ამესა სდევნიდეს საბიეს, ძესა ბედადისსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცი ერთი მოვიდოდა და დადგა ამესას ზედა, მონათა მათგანი Page of ms. O: 104ra  იოაბისთაჲ, და ჰრქუა: რაჲმე მიუგოთ თქუენ დავითს?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ, ესერა, ამესა მომკუდარ არს და შესუარული სისხლითა ძეს შორის გზასა და ყოველივე კაცი, რომელი მოვალნ გზასა მას, მივიდის ამესაჲს ზედა. რაჟამს ესმა სიტყუაჲ ესე, აღიღეს ამესა და გარდა-რე-დვეს გზისა მისგან და დაჰბურეს მას სამოსელი, რამეთუ ყოველი, რომელი მოვიდოდა გზასა მას, დადგებოდა მას ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა განაშორეს იგი გზასა მას, შეუდგა მიერითგან ყოველი იგი ერი კუალსა მას იოაბისსა მდევრად საბეისა, ძისა ბედადისსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს ყოველთა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა და Page of ms. O: 104rb  საბეთ და ბეთმაკოთ; და ყოველნი იგი ქალაქნი შეკრბეს და მოვიდეს მდევრად მისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს და გარემოადგეს მას ბელასა-ბეთმაკოს და აღაქმნეს ქალაქსა მას ზღუდის ზღუდჱ და ყოველი იგი ერი იოაბისი გარემოადგა და შეიცვა იგი და მიაწიეს ქალაქი იგი გამოსაღებელად.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴმა-ყო დედაკაცმან ერთმან ბრძენმან ზღუდით გარდამო და თქუა: ისმინეთ, ისმინეთ ჩემი, რომელ გარემოადგთ ქალაქსა ამას და არქუთ იოაბს, რაჲთა მო-რე-დგეს და ვეტყოდი მას!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მო-რე-დგა იოაბ მახლობელად ზღუდესა მას, სიტყუად იწყო დედაკაც\მან Page of ms. O: 104va  მან იოაბისა და ჰრქუა: შენ ხარა იოაბ? და მან ჰრქუა: მე ვარ! ჰრქუა დედაკაცმან მან: ისმინე სიტყუანი ესე მჴევლისა შენისანი! ჰრქუა მას იოაბ: მესმის, იტყოდე!

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას: იტყოდენ მჴევალი შენი: სიტყჳსჯერად თქუმულ არს პირველთა მათგან, ვითარმედ: კითხვით ჰკითხონ იაბელს და მოაკლდენ დანს, რომელ-იგი სარწმუნოთა მათ ისრაჱლისათა დადვეს და თქუეს: ვითარმედ კითხვით იკითხონ იაბელს, ეგრევე მოაკლდენ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ მე ვარ მშჳდობაჲ და დამტკიცებაჲ ისრაიტელთაჲ, აწ შენ მოსრულ ხარ მოსრვად ქალაქისა ერთისა, რომელ დედაჲ ქალაქთ\აჲ Page of ms. O: 104vb  არს ისრაჱლისაჲ. აწ რაჲსათჳს შთაჰსთქმათ სამკჳდრებელსა მას უფლისასაჲ?

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იოაბ და ჰრქუა: ნუ იყოფინ ჩემდა, ვითარმცა შთავნთქი ანუ განრყუნილებაჲ რაჲმე მივაქციე!

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ეგრე არს, ვითარ-ეგე შენ იტყჳ, არამედ კაცი ერთი მეოტად შემოვარდა მანდა მთისა ეფრემისი, საბიჱ, ძჱ ბედადისი, რომელმან-იგი აღიხუნა ჴელნი თჳსნი და მჴდომად აღუდგა მეფესა დავითს; იგი ხოლო მარტოჲ გამომეცით და წარვიდე მე ქალაქისა მაგისგან. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქაა: აწ, ესერა, ვიდრე მანდა სდგა, გარდამოგიგდონ თა\ვი Page of ms. O: 105ra  მისი ზღუდით.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა დედაკაცი იგი მუნვე ქალაქად და ეტყოდა ერსა მას და მოქალაქეთა მათ სიტყუათა მათ გონიერებისათა. და მოჰკუეთეს თავი საბიეს, ძესა ბედადისსა, და გარდამოუგდეს იოაბს. და უბრძანა იოაბ დაბერვაჲ ნესტჳსაჲ და დაცადებად-სცა ბრძოლაჲ ქალაქისაჲ მის. და განიბნია ყოველი-იგი ერი თითოვეულად ადგილსა თჳსსა და იოაბ მოიქცა მეფისა მუნვე იერუსალჱმდ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოაბ იყო ყოველსა მას ზედა ერსა ისრაჱლისასა და ბანეა, ძჱ იოდანჱსი, თიჴისმოქმედსა ზედა იყო და ჴელმწიფეთა მათ ზედა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეზ\ედრან Page of ms. O: 105rb  ხარკისმომჴდელ იყო და საფან, ძე აქიტალისი, საჴსენებელთმწიგნობარ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და სოსაკ მწიგნობართმოძღუარ და სადუკ და აბიათარ მღდელნი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოდაე და ეთერან - მღდელად წინაშემდგომელად დავითისა.



Chapter: 21  
თავი XXI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიყმილი დიდი დღეთა მათ დავითისთა სამ წელ ზედაჲსზედა. და იკითხა დავით უფლისა მიერ და ჰრქუა უფალმან დავითს: საულისთჳს არს სიყმილი ეგე და უშჯულოებაჲ და სახლისა მისისათჳს, რამეთუ მოსწყუედდა იგი გაბაონელთა მათ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა დავით მეფემან გაბაონელთა მათ და ჰრქუა მათ: რამეთუ გაბაონელნი იგი არა ძეთა მათგან ისრაჱლისათა იყვნეს, არამედ ნეშტთა Page of ms. O: 105va  მათგან ამორეველთანი იყვნეს და ძენი იგი ისრაჱლისანი ფიცებულ იყვნეს არა მოწყუედად მათა, ხოლო საულ დადვა გულსა მოსრვაჲ მათი შურისა მისთჳს ისრაიტელთაჲსა და იუდაჲსისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დავით: რაჲ გიყო თქუენ, ანუ რაჲთა ლხინება-ვყო წყევისა მისთჳს და თქუენ მაკურთხოთ მე და სამკჳდრებელი უფლისაჲ?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს გაბაონელთა მათ: არა გჳჴმს ჩუენ ოქროჲ, არცა ვეცხლი და არცა სიკუდილისა თანამდებ არიან ძენი იგი ისრაჱლისანი, არამედ საქმჱ ჩუენი სახლისა მიმართ საულისისა არს. ჰრქუა მათ დავით: რაჲ გნებავს, რაჲ გიყო თქუენ?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუეს მათ დავითს: კაცმან, Page of ms. O: 105vb  რომელმან მოგუსრნა და შეურაცხ-გუყვნა ჩუენ, მოვსრათ იგი და წარვწყმიდოთ, რაჲთა არა დაშთეს იგი პატნეზად თუალთა ჩუენთა საზღვართა მათ ისრაჱლისათა!

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოგუცნედ ჩუენ შჳდნი კაცნი ძეთა მისთაგანნი და ლხინება-ვყოთ ჩუენ მათ მიერ უფლისა მიმართ ბორცუსა მას ზედა საულისსა შესაწირავად უფლისა. და ჰრქუა მეფემან: მიგცნე!

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
დაშურებოდა მეფჱ დავით განრინებასა მემფილბალისსა, ძისა მის იონათანისსა, ძისა საულისსა, ფიცისა მისთჳს უფლისა, რომელ-იგი ფიცებაჲ იყო დავითის შორის და იონათანის.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუხუნა მეფემან ორნი იგი ძენი ჰრეფას, ასულსა მას აჲაჲსსა, Page of ms. O: 106ra  რომელმან-იგი უშვა საულს აქი, და მემფილბოსთე და ხუთნი ძენი მირუბისნი, ასულისა მის საულისნი, რომელ-იგი ესხნეს იეზრაჲსგან, ძისა ბერზელისა, მაათელისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცნა იგინი ჴელთა გაბაონელთასა და მიიყვანნეს და დაზორნეს იგინი წინაშე უფლისა, დაეცნეს მუნ, მთასა მას, შჳდნი იგი ძენი მისნი და მოწყდეს ასლობათა დასაბამსა, დღეთა მათ ქრთილისმკისათა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და რეფა, ასულმან აიაჲსმან, ხარჭმან საულისმან, მოიღო ძაძაჲ და ნაცარი და დაირეცა იგი კლდესა მას ზედა დღეთა მათ ქრთილის მკისათა, ვიდრე გარდამო\ტევებადმდე Page of ms. O: 106rb  წჳმისა ცით ღმრთისა მიერ. და ჰსცვიდა მათ და არა შეეხო მფრინველი ცისაჲ-დღისა და არცა მჴეცი ქუეყანისაჲ-ღამე და დაჰჴსნდეს და დაირღუეს იგინი მუნვე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიწია მათ ზედა დან, ძჱ იგი იოასისი, რომელ-იგი იყო ნაშობთაგანი გმირთაჲსა. და უთხრეს დავითს ყოველივე საქმჱ, რაჲცა ყო რეფა, ასულმან მან აიაჲსმან, ხარჭმან საულისმან.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა დავით და წარმოიხუნა ძუალნი იგი საულისნი და იონათანისნი, ძისა მისისანი, კაცთა მათ იაბის გალაადისათა, რომელ-იგი გარდამოიპარეს ზღუდესა მას ბეთსანისასა, რამეთუ დამოეკიდნეს იგინი მუნ უცხოთესლთა მათ დღესა მას, რომელსა მოს\რნეს, Page of ms. O: 106va  მოსწყუდნეს საული და ყოველი მისი ერი გელბუეს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარმოიხუნა მიერ დავით ძუალნი იგი საულისნი და იონათანისნი, ძისა მისისანი, და შეკრიბნა კუალად ძუალნი იგი დაზორვილთანი მათ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაჰფლნა ძუალნი იგი საულისნი და ძუალნი იგი მათნი ქუეყანასა მას ბენიამენისსა, მახლობელად საფლავსა მას კისის, მამისა მისისასა, და ყვეს ყოველი მსგავსად ბრძანებისა მის მეფისაჲსა და მაშინღა ულხინა ღმერთმან ქუეყანასა მას წყევისა მისგან მათისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ამის ყოვლისა შემდგომად იყო წყობაჲ იგი მარადის უცხოთესლთაჲ მათ ისრაიტელთა მიმართ. და მოვიდა დავით ერი\თურთ Page of ms. O: 106vb  ღუაწლსა მას ბრძოლისასა უცხოთესლთა მიმართ. და ვითარცა იხილა დავით დადუე, ძჱ იოასისი, ახოვნებასა მას, დაჰჴსნდა,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დადუე იგი იყო ნათესავისა მისგან გმირთაჲსა და სასწორი ჰორლისპირისა მისისაჲ იყო სამასის სიკლის პილენძის და ჴრმალი მისი წელთა მისთა და ეგულვა მას ზედამისლვად და მოკლვად დავითისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მუნთქუესვე შუვა შევარდა აბესა, ძჱ შაროველისი, სცა და მოკლა უცხოთესლი იგი და განარინა იგი. და შეკრბა ერთბამად ერი იგი დავითისი, აღთქუმაყვეს და დაწყევეს, Page of ms. O: 107ra  რაჲთა არღარა გამოვიდეს დავით მათ თანა ღუაწიდ და რაჲთა არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ამისა შემდგომად მერმე წყობაჲ უცხოთესლთა მათ მიმართ გაზეს. მაშინ მოწყჳდნა ბოკო ქიტელმან გუნდნი იგი უცხოთესლთანი, რომელ-იგი შეკრებულ იყვნეს და ზედამოსრულ იყვნეს მათა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე კუალად წყობაჲ იყო უცხოთესლთაჲ მათ ჰოროთს და მოკლა ელნან, ძემან იალდინისმან, ძისა ელემიესმან, გოლნან (!) გეთელი და ბუნი ჰორლისა მისისაჲ იყო ვითარცა ლვილი ქსლისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე კუალად იყო\ვეღა Page of ms. O: 107rb  ღუაწლი იგი ბრძოლისაჲ და ბრძოლისაჲ უცხოთესლთა მათ მიმართ და იყო მუნ კაც ერთ რაზჱთ და თითნი ჴელთა მისთანი და ფერჴთა მისთანი ექუს-ექუს, რიცხჳთ ოცდაოთხ, და იგიცა იყო ნათესავი გმირთაჲვე.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოჴდა და დადგა იგი შორის ორთავე მათ განწყობილთა და აყუედრებდა ერსა მას ისრჱლისასა. განუჴდა მას

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ოთხნივე შობილ იყვნეს ნათესავისა მისგან გმირთაჲსა, რომელ-იგი იყვნეს გეთს, სახლისა მისგან ჰრაფაჲსისა; და მოწყჳდნა იგინი დავით ერითა თჳსითა.



Chapter: 22  
თავი XXII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაშინ წართქუა Page of ms. O: 107va  დავით სიტყუაჲ ესე გალობისაჲ წინაშე უფლისა დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთაჲსა და ჴელთაგან საულისთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო! უფალი განმაძრიელებელი (!) ჩემი ჭირისაგან ჩემისა და განმარინოს მე

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ღმერთმან შემოქმედმან ჩემმან და დავიფარო მის გამო, რამეთუ იგი არს ჯაჭჳ ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისაჲ და იგი მხოლოჲ არს შესავედრებელი ჩემი და მჴსნელი ჩემი და უშჯულოთაგან მიჴსნეს მე.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განმარინოს მე!

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
გარემომადგეს მე შესაძრწუნებელი წყალთანი და მძლავრებათა Page of ms. O: 107vb  ღუართა შემიცვეს მე!

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
გარემომადგეს მე საკრველნი ჯოჯოხეთისანი და მახენი სიკუდილისანი მომეწიფნეს მე!

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ჭირსა შინა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ, შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისაჲ! ღაღადებაჲ ჩემი მიიწია ყურთა მისთა!

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მან მოიხილა, შეიძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეირყინეს, ღაღად-ყვეს, რამეთუ შეჰრისხნა მათ ღმერთმან!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
აღჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდა და ნაბერწყალნი მოეთ\ხეოდეს Page of ms. O: 108ra  მისგან!

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა, ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა!

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდგა ქერაბინთა, აღფრინდა, აღიმაღლა იგი ფრთეთა ზედა ქართაჲსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
დადვა ბნელი საფარველად მისა გარემოჲს მისა, საყოფელი მისი და სართუავნი ღრუბელთანი, წყალთა ზედა ღრუბელნი ქართანი!

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრწყინვალებითურთ მის წინაშე წარვიდეს სეტყჳთა და ნაბერწყალითა ცეცხლისაჲთა!

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი!

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიავლინნა შურდლის ქვანი და განაბნინა იგინი და გამოაბრწყინვა სეტყუაგანრე\ეულად Page of ms. O: 108rb  ელვანი მისნი და შესულიბნა იგინი!

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
შეშინდეს იგინი განფენასა მას ზღჳსასა; გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი რისხვითა უფლისაჲთა და სულითა მით გულისწყრომისა მისისაჲთა!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე წყალთაგან!

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მიჴსნა მძლავრებისაგან მტერთა ჩემთაჲსა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ უძლიერჱს იყვნეს ჩემსა!

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მომეწიფნეს მე დღესა წარწყმედისა ჩემისასა და იყო უფალი შემწჱ ჩემდა!

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამომიყვანა მე ფართოდ, განმარინა მე, რამეთუ უნდი მე.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და უბიწოვებითა ჴელთაჲთა დიდებაჲ ჩემი Page of ms. O: 108va  წინაშე თუალთა მისთა!

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწყალისა თანა მოწყალჱ იყო და კაცისა წმიდისა თანა წმიდა იყო და უბიწოჲსა თანა უბიწოჲ იყო!

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუჲსა თანა დრკუჲ იყო!

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე, უფალო, და თუალნი მაღალთანი დაამდაბლნე!

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, უფალო ჩემო, და განმინათლო ბნელი ჩემი!

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ მიერ ვრბიოდი მე ჭურვილი და ღმრთისა ჩემისა მიერ ვლდი მე, ვითარცა ზუარაკი!

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ღმერთი წმიდა არს, და უბიწო არს გზაჲ მისი! ბრძანებაჲ უფლისაჲ მტკიცე არს და გამოჴურვებულ და შესავედრებელ არს თჳთ მოშიშთა მისთა!

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვინ [არს] ღმერთ უფლი\სა Page of ms. O: 108vb  გარეშე? ანუ ვინ არს შემოქმედ გარნა ღმრთისა ჩუენისა?

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ღმერთი, რომელმან შემჭურა მე ძალითა და აღავსნა სიმართლითა გზანი ჩემნი!

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
დაამტკიცნე ფერჴნი ჩემნი და მაღალთა ზედა დამადგინო მე!

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და არა მოუძლურდა მშჳლდი ჩემი მკლავთაგან ჩემთა!

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
შემჭურე მე საჭურველითა მაცხოვარებისაჲთა და განამრავლე ჩემ თანა სიმდაბლჱ და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე, სწავლამან შენმან აღმმართა მე!

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
ფართო-ყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდი ალაგთაგან ჩემთა! Page of ms. O: 109ra  ნაკლულევანებათა დამაკჳრვეს მე და ვერ წინააღმიდგეს მე მჴდომნი იგი ჩემნი!

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
მივეტევე მე მტერთა ჩემთა ზედა და მოვსრენ იგინი და არა მოვაქციე მათგან ვიდრემდე მოაკლდეს და მოვასრულნე იგინი გზით!

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
დავგალნე იგინი და არღარა აღემართნენ და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
შთამაცუა მე ძალი და სიხარული ბრძოლად მათა და შევჰმუსრენ, რომელ-იგი აღდგომილ იყვნეს ჩემ ზედა!

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და მტერნი ჩემნი მომცენ ჴელთა ჩემთა, ქედნი მტერთა ჩემთანი დავთრგუნენ!

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
ღაღად-ყვეს, და Page of ms. O: 109rb  არავინ იყო, რომელმან იჴსნნა იგინი უფლისა ღმრთისა [მიერ] - და არაჲ ისმინა მათი.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
განვაბნინე იგინი ვითარცა მტუერნი წინაშე ქარსა და ვითარცა თიჴაჲ უბნისაჲ დავზილნე იგინი!

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
მიჴსნა მე მძლავრებისაგან ერისაჲსა; ნათლად წარმართთადა დამადგინა მე, ერი, რომელ არა ვიცოდე, მემონა მე.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
სმენითა ყურისაჲთა დამემორჩილა მე, მეცრუვნეს მე შვილნი.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და უცხოთა განმარინეს მე და მიჴსნეს მე კრულებათაგან.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს დამბადებელი ჩემი და აღმაღლდინ ღმერთი მაცხოვარი ჩემი!

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან იძია შური ჩემი და დაამდაბლნა ერნი ჩემ ქუეშე.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
განმარინა მე გულისწყრომისაგან Page of ms. O: 109va  მტერთაჲსა, ადგილისაგან ჩემისა აღმამაღლა მე, კაცთა უშჯულოთაგან დამიცვა მე!

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს აგიარო (!) შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელი უფლისაჲ მოვიჴსენო!

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
განადიდე ცხორებაჲ მეუფისა მისისაჲ, ჰყავ წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა ნათესავითი ნათესავად და ნათესავისა მისისა თანა უკუნითი უკუნისამდე!



Chapter: 23  
თავი XXIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე სიტყუანი დავითისნი აღსასრულისანი, და სარწმუნო არს დავით, ძჱ იესჱსი. და სარწმუნო არს კაცი იგი, რომელ აღადგინა ღმერთმან, - ცხებული იგი იაკობისი; და შუენიერ არს გალობაჲ ესე ისრაჱლისაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სული უფლისაჲ იტყოდა ამას და სიტყუანი პირისა მი\სისანი Page of ms. O: 109vb  ენასა ჩემსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ღმერთმან იაკობისმან: ჩემთჳს იტყოდა შემოქმედი იგი ისრაჱლისაჲ: მთავრად დამადგინა მე კაცთა, სამართალითა და შიშითა ღმრთისაჲთა ფლობად მათ ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ცისკარი განთიადისაჲ, ვითარცა მზჱ რაჲ აღმობრწყინდის მაღლით განთიად და არა დაბნელდის ნათელი იგი მისი, ვითარცა წჳმამან რაჲ აღმოაცენის მწუანჱ ქუეყანით,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რეცა არამცა ვითარ ესრე იყო? რამეთუ აღთქუმაჲ საუკუნოჲ დადვა ჩემდა, ჴსნად და განრინებად ჩემდა ვიდრე აქა ჟამადმდე, რამეთუ ყოველი მჴდომი ჩემი არა სათნო არს მისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველნი, რომელნი აღმოსცენდენ, ვითარცა ეკალნი Page of ms. O: 110ra  და სხუანი, ვითარცა მონაფრეწნი სანთლისანი ყოველნი, რამეთუ არა ჴელი ვინ შეახის და გამოჰფრიწის,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ რკინამან და ძელმან. და ყოველნივე ცეცხლითა შეიწუნენ და დაშრტენ სირცხჳლითა მათითა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე სახელები არს მთავართაჲ მათ და ერისთავთა დავითისთაჲ: იეზბალ, ძჱ თეკემენაჲსი, მთავარი პირველი სამთაჲ მათ; ესე აღამკობდა სანოვაგესა მას ზედა ცხრაასთა მათ წყლულთა ერთბამად.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისა შემდგომად ელიაზარ, ძჱ დუდეაჲსი, სამთა მათ შორის ერისთავთა; ესე იყო დავითის თანა მესერანს, Page of ms. O: 110rb  და უცხოთესლნი იგი მოკრებულ იყვნეს მუნ წყობად.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამას ადგილსა ადრეადრე მოიწინეს ისრაიტელნი იგი მათ შორის და იგი განუჴდა და შეემთხჳა პირის-პირ მათსა და მოწყჳდნა უცხოთესლნი იგი ვიდრე დაშრომადმდე ჴელისა მისისა და დაექუა ვადაჲ ჴრმლისა მისისაჲ ჴელსა მისსა ზედა; და შექმნა ცხორებაჲ დიდი უფალმან მას დღესა შინა ერსა მას ზედა. და ყოველი ერი მოექცა ნატყუენავსა და ნაძარცუევსა მტერთასა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისა შემდგომად სამეა, ძჱ ელაჲსი, რაქეანისაჲ და შეკრბეს უცხოთესლნი იგი ღუაწლსა მას, და იყო მუნ ყანაჲ თესული ოსპნისაჲ და ერი იგი მეოტ იქმნა უცხოთესლ\თა Page of ms. O: 110va  მათგან.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემოვიდეს იგინი შორის ოსპნსა მას ჴნულსა და ესენი განუჴდეს, სცეს, მოწყჳდნეს უცხოთესლნი იგი და შექმნა უფალმან მაცხოვარებაჲ დიდი ერსა მას შორის მას დღესა შინა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს სამნი, სამთა მათ გუნდთაგან დავითისა, ქუაბსა მას კლდისა მის ოდოლომისასა და მძჳნვარენი იგი უცხოთელსნი მოსრულ იყვნეს და განწყობილ უბესა მას ტიტამელთასა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით დგა კლდის პირსა მას თანა და გუნდნი იგი უცხოთესლთანი იყვნეს მას ჟამსა ოდენ ბეთლემს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
წადილ-უჴდა დავითს და თქუა: ვინმცა მასუა მე წყალი წყაროჲსა Page of ms. O: 110vb  მისგან ბეთლემისაჲსა, რომელ არს ბჭეთა მათ თანა? და გუნდსა მას უცხოთესლთასა მას ჟამსა ოდენ შეეცვა ბეთლემი,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცნი იგი სამნი, რომელ დამოვიდეს გუნდთა მათგან დავითისა, განაპეს ბანაკი იგი უცხოთესლთაჲ და მოართუეს წყალი წყაროჲსა მისგან ბეთლემისაჲსა, რომელ იყო ბჭეთა მათ თანა. და დავითს არა ენება სუმად წყალი იგი, არამედ მოიღო და დააპკურა წინაშე უფლისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა მიერ ყოფად ეგე, ვითარმცა სისხლი კაცთა ამათ და სულნი მათნი შევსუენ წყალსა ამას თანა! და არა უნდა წყლისა მის Page of ms. O: 111ra  სუმაჲ. ესე ყვეს სამთა მათ ახოვანთა კაცთა წინაშე დავითისა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბესა, ძმაჲ იოაბისი, მთავარი იგი სამთაჲ მათგანი, წარდგომილ იყო ახოვნებად წინაშე დავითისა და ერთსა მას შერევასა მისსა ექუსასი ახოვანი წინაშე დავითისა მიჰჴადა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ესოდენ უმჯობეს იყო ერთი სამთა მათგანი ორთა მათ და უდიდებულჱს, და იყო მათა მთავარ, ხოლო მათ სამთა ვერ ესწორებოდა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბანეა, ძემან იოადისმან, ძისა იესჱესმან, მრავალი საქმე ქმნა უფროჲს გაბარაელისსა, რამეთუ მან მოწყჳდნა ორნი იგი ძენი არიელ მოაბისანი; და ესე გარდაჴდა და მოკლა ლო\მი Page of ms. O: 111rb  იგი გუბსა მას შინა დღეთა მათ ზამთრისათა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამან მოკლა მეგჳპტელი იგი, კაცი საშინელი და მჴნჱ, ვერ შესაძლებელი, რამეთუ ჴელთა აქუნდა მეგჳპტელსა მას ჰოროლი და ბუნი ჰორლისა მისისაჲ იყო, ვითარცა დჳრჱ ჴიდისაჲ; და მით ჰორლითა გამოუჴდა მას მეგჳპტელი იგი და ესე მიეგებვოდა წინა; მოუღო ჰოროლი მეგჳპტელსა მას და მისითავე ჰორლითა განგუმირა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე ყო ბანეა, ძემან იოადისმან, და ამისი სახელი უმჯობჱს იყო შორის სამთა მათ ახოვანთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და უდიდებულჱს მათა, ხოლო სამთა მათ ვერ ესწორებოდა. და დაადგინა იგი დავით ყოველთა ზედა მჴუმილთა. Page of ms. O: 111va  და ესე სახელები არს კაცთა მათ მჴნეთა დავითისთაჲ:

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ასაელ, ძმაჲ იოაბისი, ოცდაათთა მათ შორის, ელნან, ძჱ დოდისი, ბეთლემ ქალაქისაჲ,

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
სამიე დარალეანი, ქალეს მფალმუნელი,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
იდაე, ძჱ ეკეაჲსი, თეკჳანი,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
აბიეზერ ანათოთელი, საბეენი ქეტელი,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ელიმან აკაქენი, მალნან ფელტელსი,

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ალან, ძჱ აბაანისი, ონე, ძჱ ფათისი, ლეთი, ძჱ ერიბაჲსი, რომელ-იგი ბორცჳსაგან ბენიამენისა იყო.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ადე, რომელ ექაბით იყო.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ტალსაბე სარებათელი, აზელმონ აქირნელი

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ალდად სალამინელი, იასეს გჳგჳნაელი, იონათან, ძჱ სამაჲსი, არაქი, ძჱ საქარუაჲსი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
არერიმა, ძჱ ფელეტისი, ძისა ოზიაჲსი,

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
მარ\კათი Page of ms. O: 111vb  ათალამელი, აქიტობელ გალაადელი,

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
მიესირილი კარმალი, აფარიანი,

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
იოველ, ძმაჲ ნათანისი, სამაბა, ძჱ აგერისი,

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
სალააად ანამისი, არეა ბერათისი, რომელსა აქუნდა ჯაჭუ-ჭური იოაბისი,

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოათ, იეთერ, გამერ, იესთერ,

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და ურია ქეტელი. ესე ყოველნი ათშჳდმეტ კაც.



Chapter: 24  
თავი XXIV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესძინა უფალმან გულისწყრომასა განრისხებად ისრაჱლსა ზედა და აღაზრზინა მათ ზედა დავით და თქუა: წარვედი და აღმირაცხე ყოველი ისრაჱლი და იუდაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იოაბს მეფემან და მთავარმა მათ ერისათა, რომელ-იგი მის თანა იყვნეს იერუსალჱმს: წარვედით და მოვლეთ ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ Page of ms. O: 112ra  და იუდაჲსი დანითგან ბერსაბედმდე; აღრაცხეთ, აღთუალეთ ყოველი ერი და აღწერილი მომართუთ მე ყოვლისა მის ერისაჲ, რაჲთა უწყოდი რიცხჳ იგი ერისაჲ მის ერთბამად ყოვლისაჲ რაჲოდენი რაჲ არს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იოაბ მეფესა და ჰრქუა: შესძინენ უფალმან ღმერთმან მათმან ერსა მას რაოდენ რაჲ იგი არს ასი წილი, და თჳთ უფალმან ჩემმან მეფემან იხილენ! და ვითარ-რაჲ-იდვა გულსა უფალმან ჩემმან მეფემან ესე ზრახვაჲ ყოფად სიტყჳსა ამის?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და განძლიერდა ბრძანებაჲ იგი მეფისაჲ უფროჲს სიტყჳსა მის იოაბისა და უფროჲს ყოველთა მათ მთავართა ძლიერებისა მისისათა; Page of ms. O: 112rb  და მოვიდა იოაბ და ყოველნი მთავარნი პირისაგან მეფისაჲსა აღხილვად და აღწერად ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს და წიაღჴდეს იორდანესა და იწყეს არუელ ქალაქით, რომელ-იგი შორის ნაღუარევთა არს გადის და იეზრისსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიწინეს გალაადდ და ქუეყანასა მას ქეტემისასა და კადესასა და მოვიდეს დანდმდე და მოეახლნეს სიდონიასა ყოველსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს ბოსორდ და ტჳრედ და ყოველთა მათ ქალაქთა ეველთასა და ქანანელთასა და მიიქცეს სამხრით კერძო იუდაჲს ბერსაბედ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვლეს ყოველი ქუეყანაჲ და მოიწინეს მეცხრესა თთუესა და ოცსა დღესა Page of ms. O: 112va  იერუსალჱმდ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო იოაბ წიგნი იგი აღწერილი სოფლისაჲ სავსჱ რიცხჳთა და დაუდვა წინაშე მეფესა; და იყო რიცხჳ იგი ერისაჲ მის ისრაჱლისაჲ ვითარ ცხრაას ათას კაც სპარაზენ და იუდაჲსი რჩეული კაცი სპარაზენი ოთხას ათას კაც სპარაზენ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეჭუვდა გული დავითისი აღწერისა მისთჳს ერისაჲსა. იწყო სიტყუად დავით უფლისა და თქუა: ვცოდე ფრიად წინაშე უფლისა, რამეთუ ვყავ ესე სიტყუაჲ; და აწ, უფალო, მოუტევე შეცოდებაჲ ესე მონასა შენსა, რამეთუ ცუდად უმოგუმოდ ვზრახე ზრახვაჲ ესე!

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა აღდგა დავით განთიად, და იყო ბრძანებაჲ უფლისაჲ დავითისა გადის Page of ms. O: 112vb  წინაწარმეტყუელისა მიერ და ჰრქუა:

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი: სამსა ამას მოვავლინებ შენ ზედა, ხოლო შენ გამოირჩიე თავისა შენისაჲ ერთი რაჲმე მათგანი, რაჲთა ვყო შენთჳს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: გამოირჩიე თავისა შენისა ერთი რაჲმე ამათგანი, რომელსა ესე მოვავლინებ შენ ზედა, რაჲთა ვყო შენთჳს. თქუა უფალმან: ანუ სამ წელ სიყმილი პირსა ზედა ქუეყანისასა, ანუ სამ თუე მეოტად წარქცევაჲ შენი პირისაგან მტერთა შენთაჲსა და იგინი გდევნიდენ სულშეუქცეველად, ანუ სამ დღე წყუდაჲ კაცთაჲ ქუეყანასა შენსა. აწ განიგულე, გულისხმა-ყავ და მომიგე, Page of ms. O: 113ra  რაჲ მიუგო მომავლინებელსა ჩემსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით გადს და ჰრქუა: იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძოვე ფრიად სამივე იგი; ხოლო უმჯობეს არს მივრდომაჲ ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არს შეწყნარებაჲ წყალობისა მისისაჲ და ნუმცა შევვარდები მე ჴელთა კაცთასა!

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოირჩია დავით სიკუდილი კაცისაჲ. და იყვნეს დღენი იგი იფქლის მკისანი. და ბრძანა უფალმან კაცის სიკუდილი ისრაჱლსა ზედა, ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამადმდე, მოიწია მოსრვაჲ იგი ერსა მას ზედა და დაეცნეს ერისა მისგანნი დანითგან ბერსაბედმდე სამოცდაათშჳდმეტ ათას კაც.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიყო ჴელი თჳსი ანგელოზმან მან სიკუდილის მომღებელმან და მომსრველმან ისრაჱლსა ზედა, რაჲთამცა მოკლა იგი. და შეინანა უფალმან ბოროტისყოფაჲ იგი მათი და ჰრქუა ანგელოზსა მას, რომელი იგი მოსრვიდა ერსა მას: კმა არს, დააყენე ჴელი შენი ამიერითგან! და ანგელოზი იგი დგა კიდესა მას კალოჲსა ორნეა იებოსელისისასა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუად იწყო დავით უფლისა, რამეთუ იხილა ანგელოზი იგი, რომელი გარდამოსრულ იყო და მოსრვიდა ერსა მას ისრაჱლისასა, და თქუა: აქა ვარ, უფალო, მწყემსი ესე, რომელმან ვცოდე და ბოროტი ვქმენ, ხოლო მაგათ საცხოვართა რაჲ ცოდეს? იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა და სახლსა მამისა ჩემისასა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა გად წინაწარმეტყუელი დავითისა და Page of ms. O: 113va  ჰრქუა: განგუალე ადრე და აღჰმართე საკურთხეველი კალოსა მას ზედა ორნია იებოსელისასა!

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა დავით ბრძანებითა მით წინაწარმეტყუელისაჲთა, ვითარცა უბრძანა მას უფალმან.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა იხილა ორნია, რამეთუ მოემართა და მოვიდოდა მეფჱ მისა კერძო და გუნდი იგი ყოველი ზურგით კერძო მისა, და გამოეგებვოდა ორნია და თავყუანის-სცა მეფესა პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა ზედა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: რაჲ არს უფალო, რაჲ არს მეფე, რაჲსა მოხუალ მონისა შენისა? და ჰრქუა მას დავით. მოგებად მოვედ შენდა კალოჲსა ამის და აღშჱნებად ზედა საკურთხეველისა უფლისა ღმრთისა, რაჲთა დასცხრეს მოსრვაჲ ესე ერი\- Page of ms. O: 113vb  სა ამისგან!

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ორნია დავითს და ჰრქუა: მიიღენ უფალმან ჩემმან მეფემან და ყავნ ბრძანებისა მისებრ უფლისა ღმრთისაჲსა, ვითარცა სათნო-უჩს მას! აჰა, ეგერა, არიან ჴარნი ეგე მსხუერპლად, და უღელი, და საჴნველი და ყოველივე კალოჲს ჭური შეშად მრგულიადდასაწუველთა მათთჳს!

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიწირენ უფალმან სათნოებით ჴელთაგან შენთა!

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან და ჰრქუა: არა ეგრე, ვითარმცა მედად მოვიღე, არამედ ნაცვალ-გცნე და შევწირნე საკუერთხნი ესე უფლისა ღმრთისა და არათუ მედად მოვიღო! და მოიპყრა დავით კალოჲ იგი ცვალებით და ჴარნი იგი სასყიდლითა Page of ms. O: 114ra  ერგასითა სასწორითა ვეცხლისაჲთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშენა მუნ დავით საკურთხეველი უფლისა და შეწირნა საკუერთხნი იგი მსხუერპლთანი უფლისა ღმრთისა მშჳდობით. მერმე შეღა-სძინა სოლომონ და განადიდა საკურთხეველი იგი, რამეთუ პირველად მცირჱ იყო და დააგო უფალი ქუეყანასა მას და დასცხრეს გუემანი იგი ისრაჱლისაგან.
Page of ms. O:  



Book: Reg.III_(Reg.I) 
წიგნი მესამჱ მეფეთაჲ

Chapter: 1 
თავი I


Verse: 1  Link to mcat Link to septLink to armat   
და დავით მეფჱ დაბერდა და მიიწია წესსა მას ჟამთა თჳსთასა, და შემოსიან იგი სამოსლითა და ვერ განტფის.

Verse: 2  Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს მას მონათა მათ მისთა: მოჰგუარონ უფალსა ჩუენსა მეფესა ქალწული ერთი მცირჱ, და დგეს იგი მეფისა წინაშე მსახურად და იყოს იგი მისა მოღუაწ, და განტფებოდის მეფჱ მარადის.

Verse: 3  Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიძიეს ქალი ერთი ქმნულკეთილი ფრიად მცირჱ ყოველსა შორის ისრაჱლსა, და პოვეს აბესაკ სომანიტელი და შეჰგუარეს იგი მეფესა.

Verse: 4  Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო იგი ყრმაჲ ქმნულკეთილ ფრიად და იყო იგი მეფისა თანამწოლ და მსახურ, ხოლო მეფემან არა იცოდა იგი.

Verse: 5  Link to mcat Link to septLink to armat   
და ორნია, ძემან დავითისმან, აღიღო თავი თჳსი მეფედ დავითის წილ და მოიგო თავისა თჳსისა ეტლებ და საჴედრებ და წინამცორვალებ ერგასის ოდენ.

Verse: 6  Link to mcat Link to septLink to armat   
და მამამან არასადა რაჲ შეჰრისხნა, ვითარმედ: რად ეგრე, ანუ რად იქმ მაგას? და იყო იგი ქმნულკეთილ პირითა, Page of ms. O: 114va  რამეთუ აბესალომის შემდგომად შობილ იყო იგი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ზრახვაჲ მისი იყო იოაბის თანა, და აბიათარ ზურგ იყო მისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და სადუკ მღდელი და ბანეა, ძჱ იოადისი, და ნათან წინაწარმეტყუელი და სამიე მოყუსითურთ თჳსით, რომელ იყო რჩეული იგი ერი დავითისი, არა ორნიაჲს თანა იყვნეს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო წანა დიდ ორნეა და დაწყჳდა ზროხაჲ და საცხოვარი ლოდსა მას თანა სელათისასა, რომელ-იგი არს მახლობელად ჰროგელსა, და მოუწოდა ყოველთა მათ ძმათა მისთა, ძეთა მეფისათა, და ყოველთა მათ კაცთა მეფისათა იუდაჲსთა, მსახურთა მათ დავითისთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნათანს და ბანეას, თანა-მზრახველთა მათ მე\ფისათა, Page of ms. O: 114vb  და სოლომონს არა ჰხადა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა ნათან ბერსაბჱსა, დედისა მის სოლომონისა, და ჰრქუა: არა გასმიეს ესე შენ, რამეთუ მეფედ დადგა ორნეა, ძჱ აგითაჲსი, და უფალმან ჩუენმან დავით არა უწყის?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოვედ შენ და გაზრახო საქმჱ ერთი, რომლითა იცხოვნო თავი შენი და თავი ძისა შენისა სოლომონისი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ მივედ და შევედ შენ მეფისა დავითისა და ესრე არქუ მას: არა შენ, უფალი ჩემი მეფჱ, ეფუცეა მჴევალსა შენსა უფლისა ღმრთისა და სთქუ, ვითარმედ: ძჱ შენი, სოლომონ, მეფობდეს ჩემსა შემდგომად და იგი დაჯდეს საყდართა ჩემთა? და აწ ვითარ Page of ms. O: 115ra  არს ესე, რამეთუ მეფე იქმნა ორნია?

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე შენ მაგას ეტყოდი ოდენ მეფესა, და მე შემოვიდე შენ თანა და დავამტკიცნე სიტყუანი იგი შენნი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ბერსაბჱ სასუენებელად მეფისა. და მეფჱ მოხუცებულ და გარდასრულ იყო ჟამთა, ჯდა, და აბესაქ სომანიტელი დგა წინაშე მეფისა მსახურებად.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ბერსაბჱ და დამხედ თავყუანის-სცა მეფესა. და ჰრქუა მას მეფემან: რაჲ გიჴმს შენ?

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ბერსაბჱ და ჰრქუა: უფალო ჩემო მეფე, შენ ჰფუცე უფლისა ღმრთისა და სთქუ, ვითარმედ: ძჱ შენი, სოლომონ იგი, მეფობდეს ჩემსა შემდგომად და იგი დაჯდეს საყდართა Page of ms. O: 115rb  მათ ჩემთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ეგერა ორნია მეფედ დადგა და შენ, უფალმან ჩემმან მეფემან, არა უწყი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწყჳდა მან ზროხაჲ და საცხოვარი დიდძალი, და მოუწოდა ყოველთა მათ ძეთა მეფისათა, და აბიათარს მღდელსა და იოაბს სპაიპეტსა. და თჳნიერ უფლისა ჩემისა მეფისა ყო ესე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ შენ მიერ თუ არს სიტყუაჲ ეგე და შენ, უფალსა მეფესა, ჯერ-გიჩს, განცხადებულ იყავნ წინაშე ყოვლისა ამის ერისა, ვინ დაჯდეს საყდართა მათ უფლისა ჩემისა მეფისათა შემდგომად მისა?

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს შეისუენოს უფალმან ჩემმან მეფემან წესსა მას მამათა თჳსთასა, ვიპოვნეთ მე და სოლომონ შეცოდებულ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე იგი იტყოდაღა, მო(ვა)ვიდა მუნთქუესოდენ ნათან წინაწარმეტყუელი, მო-ხოლო-იწია კართა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს მეფესა, ვითარმედ: ნათან წინაწარმეტყუელი კართა დგას. და ვითარცა შევიდა ნათან წინაშე მეფისა, თავყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: შენ, მეფემან, ჰბრძანე და სთქუ, ვითარმედ: ჩემსა შემდგომად სოლომონ მეფობდინ და იგი დაჯედინ საყდართა ჩემთა?

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ შთასრულ არს დღეს და დაუწყუდიეს ზროხაჲ და ცხოვარი და დიდძალი კრავები, და მიუწანებიან ყოველნი ძენი მეფისანი ორნიას, და იოაბ, სპაიპეტი შენი, და აბიათარ მღდელთ-მოძღუარი და მთავარნი იგი ძლიერებისა შენისანი, და იშუებენ და იხარებენ წინაშე მისა და იტყჳან, ვითარმედ: ცხონდინ მეფე ორნია!

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე, მონაჲ შენი, და სადუკ მღდელთ-მოძღუარი და ბანეა, ძჱ იოადისი, და სოლომონ, ძჱ შენი, არა მიწოდებულ ვართ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ მიერ თუ იყო, უფლისა ჩუენისა მეფისაგან, სიტყუაჲ ესე, ჩუენ რად არა მაუწყე, მონათა შენთა, ვინ დაჯდეს საყდართა მათ უფლისა ჩუენისათა შემდგომად შენსა?

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო დავით და ჰრქუა: შემოუწოდეთ აქა ბერსაბეს! და შემოვიდა ბერსაბე წინაშე მეფისა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ფიცად იწყო მეფემან და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან მიჴსნა მე ყოველთაგან ჭირთა ჩემთა,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა პირველადვე Page of ms. O: 116ra  გეფუცე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარმედ: სოლომონ, ძჱ ჩემი, მეფობდეს ჩემსა შემდგომად და იგი დაჯდეს საყდართა ჩემთა ჩემ წილ, ეგრეცა ვყო დღეს-დღჱ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და დამხედ თავყუანის-სცა ბერსაბე პირსა ზედა თჳსსა მეფესა და თქუა: უკუნისამდე ცხონდინ მეფე დავით!

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა მეფემან სადუკს მღდელსა და ნათანს წინაწარმეტყუელსა და ბანეას, ძესა იოადისსა, და შევიდეს იგინი წინაშე მეფისა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ მეფემან დავით: წარიყვანენით თქუენ თანა მონანი იგი უფლისა თქუენისანი და აღსჳთ სოლომონ, ძე ჩემი, საჴედარსა მას ჩემსა და შთაიყვანეთ იგი გეონდ.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და სცხედ მას სადუკ მღდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან ყოველსა ზედა ისრაჱლსა და იუდასა, და ნესტუსა დაჰბერედ წინაშე მისა და თქუედ: უკუნისამდე ცხონდინ მეფე სოლომონ!

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღმოვედინ იგი აქავე, და თქუენ მის თანა; და შემოვიდეს და დაჯდეს იგი საყდართა ჩემთა და იგი მეფობდეს ჩემ წილ. და მივსცე მას ბრძანებაჲ, რაჲთა მეფობდეს იგი ყოველსა ზედა იუდასა და ისრაჱლსა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუად იწყო ბანეა, ძემან იოადისმან, მეფისა და ჰრქუა: იყავნ ეგრე და დაამტკიცენ უფალმან სიტყუაჲ უფლისა ჩემისა მეფისაჲ: ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან შენმან, ეგრეცა ყავნ უფალმან ჩემმან მეფემან,

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა იყო უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა თანა მეფისა, Page of ms. O: 116va  ეგრეცა იყავნ სოლომონის თანა და დაამტკიცენ საყდარი მისი, ვითარცა დაამტკიცა საყდარი უფლისა ჩემისა დავითისი.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთავიდეს სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ბანეა, ძჱ იოადისი, და ოქეა და ოფელტი, და აღსუეს სოლომონ საჴედარსა მას მეფისა დავითისსა და შთაჰყვეს მას გეონდ.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღო სადუკ მღდელთმოძღუარმან რქაჲ იგი ზეთისაჲ კარვისა მისგან და ჰსცხო სოლომონს. და დაჰბერეს ნესტუსა და თქუა ყოველმან ერმან: უკუნისამდე ცხონდინ მეფე სოლომონ!

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეუდგა მას ყოველი ერი, და მსახურნი იგი მეფისანი როკვიდეს და ძნობდეს მის წინაშე და იხარებდეს სიხარულითა Page of ms. O: 116vb  დიდითა და ოხრიდა ქუეყანაჲ ჴმითა მით ღაღადებისაჲთა.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა ორნიას და ყოველთა, რომელნი-იგი მის თანა იყვნეს პურსა მას მისსა ჭამად და სუმად, და ალხუეს (!) შუებაჲ იგი მათი. და ვითარცა ესმა იოაბს ჴმაჲ იგი ოხრისაჲ და თქუა: რაჲ არს ჴმაჲ ოხრისა მის დიდისაჲ?

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მუნთქუესვე მოიწია იონათან, ძე (!) აბიათარისი, მღდელთ-მოძღუარისაჲ, და ჰრქუა მას ორნია: შევედ შინა, რამეთუ კაცი ძლიერ ხარ შენ და სახარებაჲ კეთილი გაქუნდეს შენ თანა.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იონათან ორნიას და ჰრქუა: უფალმან ჩუენმან, დავით მეფემან, მეფედ დაადგინა სოლომონი (!)

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და Page of ms. O: 117ra  მიავლინა მის თანა სადუკ მღდელთმოძღუარი და ნათან წინაწარმეტყუელი და ბანეა, ძჱ იოადისი, და ოქერი და ოფელტი, და აღსუეს იგი საჴედარსა მას მეფისასა.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
და სცხეს მას მეფედ სადუკ მღდელთმოძღუარმან და ნათან წინაწარმეტყუელმან და აღიყვანეს იგი მეფისა სიხარულით, და ოხრის ყოველი ქუეყანაჲ ჴმასა მათსა; ესე იგი ჴმაჲ არს, რომელი გესმოდა თქუენ.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაჯდა სოლომონ საყდარსა მას მეფისასა.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა ყოველი იგი ერი და აკურთხევდა უფალსა ჩუენსა დავითს და შევიდეს მის წინაშე მარტოდ და ჰრქუეს: დიდებულ ყავნ უფალმან სახელი ძისა შენისა სოლომონისი უფროჲს Page of ms. O: 117rb  სახელისა შენისა და აღამაღლენ საყდარი მისი უფროჲს საყდრისა მაგის შენისა. ვითარცა ესმა ესე მეფესა, თავყუანის-სცა ცხედარსა ზედა თჳსსა.

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრე თქუა: კურთხეულ იყავნ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რომელმან მომცა მე ნაშობი მუცლისა ჩემისაჲ დაჯდომად საყდართა ჩემთა და მიჩუენა მე თუალთა მხილვარეთა.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა მათ, განჰკრთეს და აღდგეს ყოველნი, რომელნი პურისრთულ იყვნეს ორნიას და წარვიდეს თითოეულად გზასა თჳსსა.

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორნია შეიშინა პირისაგან სოლომონისა და შევარდა კარსა მას უფლისასა და მობმა-უყო საკურთხეველსა მას უფლისა[სა] და თქუა: მეფუცენ მე დღეს სოლომონ მეფჱ, რაჲთა არა მო\მაკუდინოს Page of ms. O: 117va  მე, მონაჲ ესე მისი, მახჳლითა.

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს, ვითარმედ: შეეშინა ორნიას მეფისაგან სოლომონისა და მობმა-უყო საკურთხეველსა მას ღმრთისასა და იტყჳს: მეფუცენ მე დღეს მეფჱ სოლომონ, რაჲთა არა მომაკუდინოს მახჳლითა მონაჲ ესე თჳსი.

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სოლომონ და ჰრქუა: უკუეთუ ძლიერ იყოს იგი სიბრძნითა და სიმართლითა, არა დავარდეს თმაჲ ერთი მისი ქუეყანასა ზედა; უკუეთუ ძჳრის-საქმჱ რაჲმე დაიპყრას მას შინავე, მოკუდეს.

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა სოლომონ და გარდამოიყვანეს იგი საკურთხეველისა მისგან.



Chapter: 2  
თავი II


Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და სოლომონ დაჯდა საყდართა დავითისთა, მამისა თჳსისათა, ათორმეტისა წლისაჲ და წარემართა მეფობაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ორნია, ძჱ აგითისი, ბერსაბჱსა, დედისა მის სოლომონისა, და თავყუანის-სცა მას. და მან ჰრქუა: მშჳდობა არსა შემოსლვაჲ ეგე შენი? და თქუა: მშჳდობით.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: სიტყუა არს ჩემი შენდა. და ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: შენ თჳთ უწყი, რამეთუ ჩემი იყო მეფობაჲ და ჩემ ზედა დადვა Page of ms. O: 118r  ყოველმან ისრაჱლმან პირი მათი მეფობად. და მიიქცა მეფობაჲ და იქმნა ძმისა ჩემისა, რამეთუ უფლისა მიერ იყო მისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ორნია: არქუ ძესა შენსა, სოლომონს მეფესა, რამეთუ არა გარე-მიიქციოს პირი მისი შენგან და მომცეს მე აბისაკ სომანიტელი ცოლად.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ბერსაბე: კეთილ, მე ვეტყოდი შენთჳს მეფესა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ბერსაბე სოლომონ მეფისა სიტყუად ორნიაჲსთჳს. და ზე აღდგა სოლომონ მეფჱ, მიეგებვოდა და ამბორს-უყო მას და დაჯდა საყდარსავე თჳსსა. და დაუდგეს სავარძელი დედასა მეფისასა და დაჯდა მარჯულ მისა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას: თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. ჰრქუა მას მეფემან: ითხოვე, დედაო ჩემო, რამეთუ არა გარემივიქციო პირი ჩემი შენგან.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: იყავნ აბისაკ სომანიტელი ორნეაჲს, ძმისა შენისა, ცოლად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო სოლომონ მეფემან დედასა თჳსსა: და რაჲსა მიუთხოვ აბისაკს სომანიტელსა ორნიას ცოლად? არამედ მიუთხოვე მეფობაჲ ესე, რამეთუ ძმაჲ უხუცესი არს იგი ჩემსა, რამეთუ მისი არს აბიათარ მღდელი Page of ms. O: 118v  და იოაბ, ძჱ შაროველისი, სპაჲპეტი და მეგობარი მისი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ფუცა მეფემან სოლომონ ღმრთისა და თქუა: ესე მიყავნ მე და ესე შემძინენ, რამეთუ სავნებელად თავისა თჳსისა თქუა ორნია სიტყუაჲ ეგე.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ცხოველ არს უფალი, რომელმან განმიმზადა მე და დამსუა მე საყდარსა ზედა დავითის, მამისა ჩემისასა, და ვითარ ყო სახელი* ჩემი, ვითარცა მეტყოდა მე უფალი, რამეთუ დღეს სიკუდილით მოსიკუდიდ არს ორნია.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა სოლომონ მეფემან ჴელითა ბანეა, ძისა იოადისითა, და მოკლა ორნეა. და მოკუდა ორნია მას დღესა შინა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და აბიათარს მღდელსა ჰრქუა მეფემან სოლომონ: წარვედ ანათოთდ, აგარაკსა მას შენსა, სახიდ შენდა, რამეთუ კაცი მოსაკლავი ხარ შენ დღეს; და არა მოგაკუდინო შენ, რამეთუ იტყჳრთე კიდობანი იგი შჯულისა მის ღმრთისაჲ წინაშე მამისა ჩემისა, და რამეთუ იჭირვოდე ყოველსავე, სადაცა შურებოდა მამაჲ იგი ჩემი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაძო სოლომონ მეფემან, რაჲთა არღარა იყოს მღდელ უფლისა აღსრულებად სიტყჳსა მის უფლისა, რომელ თქუა სახლსა მას ზედა ელისსა სელომს შინა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიესმა იოაბს, ძესა შაროელისსა, რამეთუ იოაბ მიდრეკილ იყო კუალსა ორნეაჲსსა და არა კუალსა სოლომონისსა. Page of ms. O: 119r  და შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და მობმა-უყო რქათა მათ საკურთხეველისათა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და მობმა-უყოფიეს რქათა მათ საკურთხეველისათა. და წარავლინა სოლომონ იოაბისა და ჰრქუა: რაჲ გიქმნიეს, რამეთუ შეივლტოდე შენ საკურთხეველსა მაგას? და ჰრქუა იოაბ: რამეთუ შემეშინა პირისაგან შენისა და მივივლტოდე უფლისა. და წარავლინა სოლომონ მეფემან ბანეა, ძჱ იოადისი, და ჰრქუა: მივედ და მოკალ იგი და დაჰფალ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ბანეა, ძჱ იოადისი, კარავსა მას უფლისასა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს მეფჱ: "გამოვედ". და ჰრქუა იოაბ: არა განვიდე ამიერ, არამედ აქა მოვკუდე. და მიიქცა ბანეა, ძჱ იოადისი, უთხრა მეფესა და ჰრქუა: ესრე თქუა იოაბ და ესრე მომიგო.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას მეფემან: მივედ და უყავ მას, ვითარცა-იგი თქუა და მოკალ და დაჰფალ იგი. და აღჰჴოცო სისხლი, რომელსა დასთხევდა მედად ჩემგან და სახლისაგან მამისა ჩემისა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
მოაქცია ღმერთმან სისხლი იგი უსამართლოდ თავსავე ზედა მისსა, ვითარცა შეამთხჳა ორთა მათ კაცთა მართალთა და უსახნიერესთა მისთა და მოწყჳდნა იგინი მახჳლითა. და მამამან Page of ms. O: 119v  ჩემმან არა უწყოდა სისხლი იგი აბინერისი, ძისა ნერისი, ერისთვისა მის ისრაჱლისაჲ, და ამესა, ძჱ იეთერისი, ერისთავი იუდაჲსი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაჰკრბედ სისხლნი მათნი თავსა მაგისსა და თავსა ნათესავისა მაგისისასა უკუნისამდე, და დავითისა და ნათესავისა მისისა და სახლისა მისისა და საყდრისა მისისა იყავნ მშჳდობა უკუნისამდე უფლისა მიერ.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ბანეა, ძჱ იოადისი, და შეემთხჳა და მოკლა იგი და დაჰფლა იგი საფლავსა მას უდაბნოჲსასა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა მეფემან სოლომონ ბანეა, ძჱ იოადისი, იოაბის წილ ერსა მას ზედა და მეფობაჲ იგი მისი წარემართებოდა იერუსალჱმს და სადუკ მღდელი მისცა მეფემან სოლომონს მღდელად და მთავრად აბიათარის წილ. სიბრძნისათჳს და მეცნიერებისა სოლომონისა

Verse: 35a   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა უფალმან მეცნიერებაჲ სოლომონს და სიბრძნჱ დიდად ფრიად და სივრცე გულისაჲ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს კიდისაჲ.

Verse: 35b   Link to mcat Link to septLink to armat   
და განმრავლდა მეცნიერებაჲ სოლომონისი უფროჲს სიბრძნისა ნაშობთა მათ პირველთაჲსა და უმეტეს სიბრძნისა მეგჳპტელთაჲსა.

Verse: 35c   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოლისა მოყვანებისათჳს. და მოიყვანა სოლომონ ასული ფარაოჲსი ცოლად თჳსა და შეიყვანა იგი ქალაქსა დავითისსა აღსრულებადმდე და საქ\მედ Page of ms. O: 120r  სახლისა მის თჳსისა და პირველ სახლისა მის უფლისა და ზღუდჱ იგი იერუსალჱმისაჲ გარემო შჳდ წელ ქმნა და აღასრულა.

Verse: 35d   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს სოლომონისნი სამეოცათას მეტჳრთჱ და ოთხმეოცათას ქვის მჴდელნი მთათა.

Verse: 35e   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა სოლომონ ზღუაჲ იგი და სამჴარნი და ავაზანნი იგი დიდნი და სუეტნი იგი დიდ-დიდნი და წყალთგარდმოსაქანელნი იგი ეზოჲსანი. და აღასრულა სიმაღლჱ იგი შებრძჳნვით და განწვალა ქალაქი იგი დავითისი.

Verse: 35f   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაშინ განვიდა ასული იგი ფარაოჲსი ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელ-იგი უშენა მას და მაშინღა აღასრულა თავად.

Verse: 35g   Link to mcat Link to septLink to armat   
და სოლომონ შესწირავნ წელიწადსა სამგზის თავსნიერთა საკუერთხთა საკურთხეველსა მას, რომელი-იგი უშენა უფალსა. და უკუმევნ საკუმეველთა წინაშე უფლისა და აღასრულა ტაძარი იგი.

Verse: 35h   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არიან მთავარნი ზედამდგომელნი საქმისა სოლომონ მეფისანი: სამათას და შჳდას საქმისმაწუეველნი ერსა მას ზედა, რომელნი იქმოდეს საქმესა მას.

Verse: 35i   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშჱნა ასუდი და მაგდოჲ და გაზერი და ბეთორონი და ანოჲ და ბელდადი.

Verse: 35k   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ესე შემდგომად სახლისა მის უფლისა და ზღუდისა მის იერუსალჱმისა აღაშენნა გარემო ქალაქნი Page of ms. O: 120v  ესე.

Verse: 35l   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცხორებასავე თჳსსა ამცნო დავით სოლომონს და ჰრქუა: აჰა, შენთანა არს სემიე, ძჱ გერაჲსი, ძისა იემენისი, გაბათით.

Verse: 35m   Link to mcat Link to septLink to armat   
მან მწყევა წყევაჲ სალმობიერი დღესა მას, რომელსა განვიდოდე ბანაკთა.

Verse: 35n   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგი გამოვიდა შემთხუევად ჩემდა იორდანესა ზედა, და ვეფუცე უფლისა და ვთქუ, ვითარმედ: არა მოგკლა შენ მახჳლითა.

Verse: 35o   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ შენ ნუ უბრალო ჰყოფ მას, რამეთუ კაცი ბრძენ[ი] ხარ შენ და გულისხმა-ყავ, რაჲ უყო მას, და შთაავლინო სიბერე მისი სისხლითა ჯოჯოხეთა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა მეფემან და მოუწოდა სემიეს, ძესა გერაჲსსა, და ჰრქუა მას: იქმენ შენდად სახლი იერუსალჱმს და დაეშენე მუნ და ნუ ვიდრე განხუალ.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს, დღესა მას გამოსლვისა შენისასა და თუ წიაღ-ჰჴდე ნაღუარევსა მას კედროვნისასა, უწყებულ იყავნ უწყებით, რამეთუ მოჰკუდე და სისხლი შენი იყავნ თავსა შენსა ზედა. და აფუცა იგი მეფემან მას დღესა შინა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა სემიე მეფესა: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ, უფალო ჩემო, მეფე; ეგრე ყოს მონამან შენმან. და დაჯდა სემიე იერუსალჱმსა შინა სამ წელ.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, შემდგომად სამისა წლისა ივლტოდეს ორნი მონანი სემიესნი და შევიდეს ანქუშისა, ძისა მაკქაჲსა, მეფისა Page of ms. O: 121ra  გეთელთაჲსა. და მიუთხრეს სემიეს და ჰრქუეს: აჰა, ორნი იგი მონანი შენნი გეთს არიან.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა სემიე და დაისხნა კარაულსა თჳსსა და მივიდა გეთდ ანქუშისა თხოვად მონათა მათ მისთა. და მივიდა სემიე და მოიყვანნა მონანი იგი მისნი გეთით.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: მივიდა სემიე გეთდ და მოიყვანნა მონანი იგი თჳსნი.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა მეფემან და მოუწოდა სემიეს და ჰრქუა: არა გაფუცეა შენ უფლისა და დავდევ შენ ზედა აღთქუმაჲ და ვთქუ: დღესა, რომელსა განხჳდე იერუსალჱმით და მიხჳდე მარჯულ ანუ მარცხლ, უწყებით უწყოდე, რამეთუ სიკუდილით მოჰკუდე შენ? და შენ მარქუ მე: კეთილ არს სიტყუაჲ ესე, რომელ მესმა.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ რად არა დაიმარხე ფიცი იგი უფლისაჲ და მცნებაჲ იგი, რომელ გამცენ შენ?

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან სემიეს: შენ თჳთ იცი ყოველი სიბოროტჱ შენი, რომელი უწყის გულმან შენმან, რაოდენი რაჲ უყავ მამასა ჩემსა დავითს, და მიგაგო უფალმან უკეთურებაჲ იგი თავსა შენსა.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფჱ სოლომონ კურთხეულ არს და საყდარი დავითისი წინაშე უფლისა უკუნისამდე ჰგიეს.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა მეფემან სოლომონ ბანეას, ძესა იოადისსა, და გამოვიდა და მოკლა იგი. და მოკუდა სემიე.



Chapter: 3  
თავი III


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
დამტკიცებასა მას მეფობისა მის სოლომონისსა Page of ms. O: 121v  მზახობაჲ-ყო სოლომონ ფარაოჲსა მიმართ, მეფისა მის მეგჳპტელთაჲსა, და მოითხოვა ასული მისი და მოიყვანა ქალაქად დავითისა, ვიდრე აღშენებადმდე სახლისა მის მისისა და ტაძრისა მის უფლისა და ზღუდისა მის გარემო იერუსალჱმსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუმევდა ერი იგი საკუმეველთა ზედა მაღალთა მათ, რამეთუ არღა აღშჱნებულ იყო ტაძარი იგი სახელისა მის უფლისაჲ მი-მუნ-დღედმდე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიყუარა უფალი სოლომონ სლვად მცნებათა მათ დავითის მამისა მისისათა, ხოლო მაღალთა მათ ზედა იგიცა შესწირვიდა მსხუერპლთა და უკმევდის საკუმეველთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა და წარვიდა მეფჱ გაბაონდ შეწირვად მუნ, რამეთუ იგი უმაღლეს არს და უდიდეს. ათასი მსხუერპლი შეწირა ზედა საკურთხეველსა მას გაბაონს. ჩუენებისათჳს უფლისა ძილსა შინა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეჩუენა უფალი სოლომონს ძილსა შინა ღამე და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ითხოვე რაჲ თხოვაჲ თავისა შენისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა სოლომონ: შენ ჰყავ მონისა შენისა თანა, დავითის, მამისა ჩემისა თანა, წყალობაჲ დიდი, ვითარცა ვიდოდა შენ წინაშე ჭეშმარიტებით და სიმართლით და სიწრფოებითა გულისაჲთა შენდამი, და დაუმარხე მას წყალობაჲ ესე დიდი მიცემად ძესა მისსა Page of ms. O: 122ra  დასუმად საყდართა მისთა, ვითარცა-ესე დღეს დღე.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო ჩემო, შენ მიმეც მონაჲ შენი დავითის წილ, მამისა ჩემისა, და მე ვარ ყრმაჲ მცირჱ და არა ვიცი შესლვაჲ ჩემი და გამოსლვაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მონაჲ შენი შოვრის ერსა შენსა არს, რომელი გამოირჩიე სიმრავლითა ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ ურიცხჳ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიეც მონასა შენსა გული გულისხმის-ყოფისაჲ სმენად და შჯად ერისა შენისა სიმართლითა, გულისხმის-ყოფაჲ კეთილისაჲ და ბოროტისაჲ, რამეთუ ვინ არს შემძლებელ შჯად ერისა შენისა მძიმისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და სათნო უჩნდა სიტყუაჲ იგი უფალსა, რამეთუ ითხოვა სოლომონ სიტყუაჲ ესე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას უფალმან: ამისთჳს, რამეთუ ითხოვე ჩემგან სიტყუაჲ ეგე და არა ითხოვე შენდად დღეგრძელებაჲ და არცა სიმდიდრჱ და არცა თავნი მტერთანი, არამედ ითხოვე შენდად სიბრძნე ცნობად სიმართლისა საშჯელისა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აჰა, ვყავ მსგავსად სიტყჳსა შენისა და მიგცე შენ გული სიბრძნისაჲ და მეცნიერებისაჲ და შენებრ წინანდელთაგანი არავინ ყოფილ არს და შემდგომად შენსა არავინ იყოს მსგავს შენსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელი-იგი არა ითხოვე, მო-ვე-ქცე (!) - სიმდიდრე და დიდება, ვითარმედ არავინ ყოფილ არს მსგავს შენდა მეფეთაგანი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ ხჳდოდი Page of ms. O: 122rv  გზათა ჩემთა დაცვად მცნებათა ჩემთა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამაჲ შენი, განვაგრძვნე დღენი შენნი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიღჳძა სოლომონ და, აჰა, ჩუენებაჲ იყო. და აღდგა და შევიდა იერუსალჱმს და დადგა წინაშე საკურთხეველისა მის, პირის-პირ კიდობნისა მის სიონსა. და შეწირნა მსხუერპლნი თავსნიერნი და სამშჳდებელნი და ყო სიხარული დიდი თავისა თჳსისაჲ და ყოველთა მონათა მისთაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა წარდგეს ორნი დედანი როსკიპნი წინაშე სოლომონ მეფისა და დადგეს წინაშე მისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ერთმან მან დედაკაცმან: ჩემდამო, უფალო! მე და ესე დედაკაცი მყოფ ვიყვენით ერთსა სახლსა და ვშევ სახლსა მას შინა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, სამისა დღისა შემდგომად შვა ამანცა დედაკაცმან. და ვიყვენით სახლსა მას შინა ჩუენ ხოლო და სხუაჲ არავინ იყო სახლსა მას შინა ჩუენ თანა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყრმაჲ ამის დედაკაცისაჲ მოკუდა, რამეთუ დააწვა ზედა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა შოვა ღამეს ოდენ, მომპარა ყრმაჲ იგი ჩემი მჴართაგან ჩემთა და მჴევალსა შენსა მეძინა. და დააძინა უბეთა თჳსთა და ყრმაჲ იგი თჳსი მომკუდარი შემოაწვინა უბეთა ჩემთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვდეგ, რაჲთამცა ვაწოვე ყრმასა მას ჩემსა, და იგი იყო მომკუდარ. და ვიხილე განთიად და არა იყო ყრმაჲ იგი, Page of ms. O: 123ra  რომელ ვშევ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ერთმან მან დედაკაცმან: არა, არამედ შვილი შენი მომკუდარი იგი არს და ჩემი შვილი ცოცხალი არს. და ერთმან მან თქუა: არა, არამედ მომკუდარი იგი შენი არს და ცოცხალი იგი ჩემი არს. და ესე წარმოთქუეს წინაშე მეფისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან: შენ იტყჳ, ვითარმედ: შვილი ჩემი ცოცხალი არს და შვილი მაგისი მომკუდარი იგი არს. და იგი იტყჳს, არამედ შვილი შენი მომკუდარი იგი არს და ჩემი შვილი ცოცხალი ესე არს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მეფემან: მომართჳთ მე მახჳლი! და მოიღეს მახჳლი წინაშე მეფისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მეფემან: განკუეთეთ ყრმაჲ ეგე მწოვარი ცოცხალი ორგან და მიეცით ზოგი მისი მას და ზოგი მისი მას.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუგო დედაკაცმან მან, რომლისაჲ იყო ყრმაჲ იგი ცოცხალი, და ჰრქუა მეფესა, რამეთუ შეელმა მუცელი მისი ზედა შვილსა თჳსსა და თქუა: ჩემდამო, მეფე! მიეცით მაგას ყრმაჲ ეგე ცოცხალი და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ. და ერთი იგი იტყოდა: ნუცამცა ჩემდა არს, ნუცამცა - მაგისა, განკუეთეთ ორგან.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან და ჰრქუა: მიეცით მაგას დედაკაცსა ყრმაჲ ეგე ცოცხალი, რომელმან თქუა, ვითარმედ: "მიეცით ეგე მაგას და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ", რამეთუ ეგე არს დედაჲ მაგისი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა ყოველსა ისრაჱლსა Page of ms. O: 123rv  საშჯელი ესე, რომელ საჯა მეფემან, და შეეშინა ერსა მას პირისაგან მეფისაჲსა, რამეთუ იხილეს, ვითარმედ: სიბრძნჱ ღმრთისაჲ არს მის თანა ყოფად სამართალისა.



Chapter: 4  
თავი IV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სოლომონ მეფჱ მეფედ ისრაჱლსა ზედა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არიან მთავარნი მისნი: აზარია, ძჱ სადუკისი, მღდელი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ელიაბ და აქია, ძენი საფატისნი, მწიგნობარნი, და იოსაფატ, ძე აგითაჲსი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბანეა, ძჱ იოადისი, სპაიპეტი, სადუკ და აბიათარ მღდელნი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორნია, ძჱ ნათანისი, ზედა საქმისმაწუეველთა, და ზაქორ, ძჱ ნათანისი, მღდელი, მოყუარჱ მეფისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და აქიელ მოღუაწჱ და ელიაბ, ძჱ იოადისი, ერსა მას ზედა და ადონირამ, ძჱ ედრამესი, ხარკსა ზედა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაედგინნეს სოლომონს ათორმეტნი მბრძანებელნი ისრაჱლსა ზედა მოღუაწად და წინამძღურად და როჭიკის მიმცემელად სახლსა მას სამეუფოსა, რომელთა ხუდის წელიწადსა შინა როჭიკისა მიცემაჲ თითო თუჱ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არს სახელები მათი: ბეორ, ძჱ ორაჲსი, მთასა მას ეფრემისსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ რექაბისი მაქმასს და სალამენს და ბეთსამენს და ედომს ვიდრე ბეთნადმდე.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მაქირ, ძჱ ექორებისი, ბეთნამს და ლოზას და ამიქას და ფარაქინს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ანდაბს და მანთამს და ფატის კაცი ერთი, რომლისა ტაბაათ ასული სოლო...



Chapter: 5  
თავი V

Chapter: 6  
თავი VI

Chapter: 7  
თავი VII


Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
... Page of ms. O: 125r  მართ და მექონოთთა და სიმაღლე ურმისთუალთაჲ მათ წყრთა და კერძო.

Verse: 33_(19)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნულებაჲ ურმისთუალთაჲ მათ, ვითარცა ურმისთუალთა საეტლეთაჲ, და ჴელნი მათნი და ქედნი მათნი და ბეჭნი მათნი და ყოველი ქმნულებაჲ მათი - დასხმითი რვალისაჲ.

Verse: 34_(20)   Link to mcat Link to septLink to armat   
ოთხნი მჴარნი ზედა მათვე ოთხთა კიდეთა მიქონოთისათა, მუნვე შემართ მექეონოთად ბეჭნი მათნი.

Verse: 35_(21)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ზედა თავსა მის მექონოთისასა წყრთის ერთის კერძო, სიდიდით მრგულიად გარემო ზედა თავსა მის მექონოთისასა, და ჴელნი მისნი გამოდგმითნი მისგანვე.

Verse: 36_(22)   Link to mcat Link to septLink to armat   
და განეღებოდეს შედგმულსა ზედა ჴელთა მისთასა და ხორშთა მისთა ქერაბინნი, და ლომნი, და დანაკისკუდნი გამოქმნულნი მისგან პირისპირ ურთიერთას შინაგან და გარეშე.

Verse: 37_(23)   Link to mcat Link to septLink to armat   
და მის სახედვე ქმნა ყოველი იგი ქმნულებაჲ ათთა მათ მიქონოთთაჲ, ერთი ზომი და ერთი სწორებაჲ და ერთი სახჱ იყო ყოველთაჲ მათ.

Verse: 38_(24)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნნა ათნი ქოთნისსახენი ქუაბნი პილენძისანი და შთაისხის ერთმან მან ქუაბმან ორმეოც მარ. და იყო ოთხ წყრთა საზომი ქუაბთაჲ მათ და ქუაბი ერთი თითოვეულად ათთა მათ მიქონოთთა ზედა.

Verse: 39_(25)   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგნა მიქონოთნი იგი ხუთნი მჴრით კერძო ტაძრისა მის მარჯუენით და ხუთნი - მჴრით ტაძრისა მის მარცხენით და Page of ms. O: 125v  ზღუაჲ იგი დადგა მჴრით მარჯუენით კერძო მზის აღმოსავალით და ბღუარით.

Verse: 40_(26)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ქირამ სიავ-ქუაბნი განმატფობელად და ტასტები იგი. და აღასრულა ქირამ ყოველი იგი საქმჱ, რომელი უქმნა მეფესა სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა.

Verse: 41_(27)   Link to mcat Link to septLink to armat   
და სუეტნი ორნი გარემოდგმით ქანდაკებულ ზედა ორთა მათ სუეტის-თავთა და ორ-ორი მოტიხრული დასაფარველად გარემო ქანდაკებულთა მათ, ქმნულთა ზედა სუეტის-თავთა მათ.

Verse: 42_(28)   Link to mcat Link to septLink to armat   
და მროწლისსახენი ოთხასნი ორთა მათ სატიხართა და მროწლისსახედ ორნაკეცლად მოდგმულ ერთსა მას სატიხარსა, დასაფარველად გარემო ორთა მათვე საქციელთა მიქონოთისათა, ზედა ორთა მათვე სუეტთა.

Verse: 43_(29)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქოთნისსახენი იგი ქუაბნი ათნივე ზედა მიქონოთთა მათ.

Verse: 44_(30)   Link to mcat Link to septLink to armat   
ზღუაჲ იგი ერთი და ათორმეტნი იგი კურონი ქუეშე ზღუასა მას.

Verse: 45_(31)   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიავნი იგი განმატფობელნი სამნი, ტასტები იგი და ჭურჭელი იგი, რომელი უქმნა ქირამ მეფესა სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა - სუეტები ორმეოცდარვაჲ ტაძარსა მას უფლისასა და ტაძარსა მეფისასა. და ყოველი იგი საქმჱ, რომელ ქმნა ქირამ პილენძისაგან ხოლო.

Verse: 46_(32)   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა იყო სწორ პილენძისაჲ მის, რომლისაგან ქმნა ყოველი იგი საქმჱ მრავალი დიდ-დიდი, და არა იყო სწორ ბრწყინვალებისა მის პილენძისა.

Verse: 47_(33)   Link to mcat Link to septLink to armat   
და კიდესა იორდანჱსასა ოდენ უქმ\ნა Page of ms. O: 126r  მეფესა დასხმითი იგი პილენძისაჲ, სიზრქესა მას მიწისასა, შაშუვალ სოკქოთსა მას და სართანსა.

Verse: 48_(34)   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა მეფემან სოლომონ ყოველივე იგი, რამეთუ დიდად იყო ფრიად სიმრავლითა, და არა იყო რიცხჳ პილენძისაჲ მის. და ქმნა სოლომონ ყოველი იგი სამსახურებელი ტაძარსა მას უფლისასა და საზორველნი იგი ოქროჲსანი და ტაბლაჲ იგი, რომელსა ზედა პური იგი შესაწირავისაჲ მის დაეგებოდა, იყო ოქროჲსაჲ.

Verse: 49_(35)   Link to mcat Link to septLink to armat   
და სანთელნი ხუთნი მარჯუენით და ხუთნი მარცხენით, პირისპირ დაბირისა, რჩეულისა ოქროჲსანი, და ლამპარნი იგი და სანთელნი და მოსაწმედელნი იგი ოქროჲსანი.

Verse: 50_(36)   Link to mcat Link to septLink to armat   
და წირთხლები იგი და სამშჭულები, და ტასტები, და პინაკები იგი, და საგლელნი ოქროჲსაგან რჩეულისა და კარშიკები იგი სახლისა მის შინაგანისაჲ წმიდასა მას წმიდათასა, და კარები იგი ტაძრისაჲ მის ოქროჲთ რჩუნვილ.

Verse: 51_(37)   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღასრულა ყოველი საქმჱ, რომელ ქმნა მეფემან სოლომონ ტაძარსა მას უფლისასა. და შეიღო სოლომონ სიწმიდჱ იგი დავითის, მამისა თჳსისაჲ, და ყოველი იგი სიწმიდჱ სოლომონისი, - ვეცხლი და ოქროჲ, და ყოველივე იგი ჭურჭერი მისცა საფასედ ტაძარსა მას უფლისასა.



Chapter: 8  
თავი VIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა შეკრიბნა სოლომონ მეფემან ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ყოვლითურთ მთავრით, მსგავსად განწესებისა მის მამათაჲსა, ძეთა მათ ისრაჱლისათა, Page of ms. O: 126v  მოღებად სიონდ კიდობნისა მის უფლისა ქალაქით დავითისით.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკრბეს სოლომონ მეფისა ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თთუესა მას ანთანიმსა, რომელ არს თთუჱ მეშჳდჱ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი, და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი უფლისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და კარავი იგი საწამებელი და ყოველი იგი სამსახურებელი სიწმიდისაჲ, რომელი-იგი იყო კარავსა მას შინა საწამებელსა, და აღიღეს მღდელთა მათ და ლევიტელთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფჱ სოლომონ და ყოველი იგი ერი ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ მოკრებულ იყვნეს მისა მითურთით წინაშე კიდობნისა მის და დასწყუდიდეს (!) ზროხასა და ცხოვარსა ურიცხუსა სიმრავლითა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიღეს შინა მღდელთა მათ კიდობანი იგი აღთქუმისაჲ ადგილსა თჳსსა დაბირსა, სახლსა მას წმიდასა წმიდათასა, ფრთეთა ქუეშე ქერაფინთა (!) მათ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
განიმარტნეს ფრთენი ზედა ადგილსა მას დასადგმელსა კიდობნისასა და დაფარეს ქერაბინთა მათ კიდობანი იგი და სიწმიდენი მისნი ზეჟთამო.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგეს ზედა სიწმიდეთა მათ და ჰხედვიდეს თავნი განწმედილთანი მათ სიწმიდესა მას პირისპირ დაბირსა და გამომართ არა გამოჩნდეს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და არარაჲ იდვა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ფიცარნი აღთქუმისანი, რომელ დასხნა მას შინა მოსე ქორებს, Page of ms. O: 127r  რომელ აღუთქუა უფალმან შემდგომად გამოსლვისა მათისა ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან, და ღრუბლითა აღივსო ტაძარი იგი ღმრთისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვერ დგეს მღდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისაჲთა აღივსო ტაძარი იგი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და თქუა: უფალმან თქუა მფარველ ყოფად ნისლითა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღუშენე მას ტაძარი სამკჳდრებელად და დასამტკიცებელად საყდრისა მისისა უკუნისამდე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიქცა მეფჱ და აკურთხა ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ, რომელ დგა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა სოლომონ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ დღეს, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითისთჳს, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა. და თქუა:

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რომლით დღითგან გამოვიყვანე ერი ჩემი ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით, არასადა გამოვირჩიე ქალაქთაგანსა ერთსა, ნაწილსა ისრაჱლისასა, შჱნებად სახლისა ჩემისა, და გამოვირჩიე დავით წინამძღურად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო გულსა დავით მამისა ჩემისასა, ვითარმცა უშჱნა ტაძარი სახელად უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა: ამისთჳს, რამეთუ მოჰჴდა გულსა მისსა შჱნებად ტაძარი სახელისა ჩემისაჲ, კეთილ არს, რამეთუ მოჰჴდა გულსა შენსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ არა ჰქმნე ტაძარი, არამედ შვილმან შენმან, Page of ms. O: 127v  რომელი გამოსლვად არს წყვილთაგან შენთა, მან მიქმნეს სახლი სახელისა ჩემისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარჰმართა უფალმან სიტყუაჲ, რომელსა იტყოდა, და აღმმართა მე უფალმან დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დამსუა მე საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა თქუა უფალმან, და აღვაშჱნე სახლი სახელისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და განუმზადე მუნ ადგილი დასადგმელი კიდობნისა მის შჯულისა უფლისა, რომელ აღუთქუა უფალმან მამათა ჩუენთა გამოყვანებასა მათსა ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგა სოლომონ პირისპირ წინაშე საკურთხეველისა მის უფლისა და წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცა[დ].

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, არავინ არს ღმერთი შენებრ ცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, რომელმან დაუმარხე აღთქუმაჲ მონასა შენსა, რომელი ვიდოდა წინაშე შენსა ყოვლითა გულითა თჳსითა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელ დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელ ეტყოდე მას და სთქუ პირითა შენითა, და ჴელითა შენითა აღასრულე, ვითარცა-ესე დღეს-დღე.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს შენგან კაცი წინაშე პირსა ჩემსა, რომელი ჯდეს საყდარსა ისრაჱლისასა, გარნა ეკრძალნედ შვილნი შენნი გზათა თჳსთა სლვად წინაშე ჩემსა, ვითარცა შენ ხჳდოდე Page of ms. O: 128r  წინაშე ჩემსა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იყავნ სიტყუაჲ შენი, რომელსა ეტყოდე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა შორის ქუეყანასა ზედა, და უკუეთუ ცანი და ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე, რომელ მე აღვაშენე სახელისა შენისა, იყოს საყოფელად შენდა?

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოჰხედე ლოცვასა მონისა შენისასა და ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სმენად ლოცვისა მონისა შენისაჲსა, რომელი დგას წინაშე შენსა შენ თანა დღეს.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
იყვნედ თუალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომლისაჲ სთქუ, ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი სმენად ლოცვისა, რომლისა გევედრების მონაჲ შენი ადგილსა მას დღე და ღამე.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისმინო ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ და ერისა შენისა ისრაჱლისაჲ, რომელნი თავყუანის-გცემენ ადგილსა ამას. და შენ ისმინო ადგილსა მკჳდრობისა შენისასა ცათა შინა და შენ ჰყო მიტევებაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲცა ვინ შეცოდებულ იყოს კაცი მოყუსისა მიმართ, და თუ ვინმე აღიღოს წყევად ვისამე და აღიაროს წინაშე საკურთხეველსა ტაძრისა ამის,

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ ისმინო ზეცით და ჰყო და ჰშჯიდე ერსა შენსა ისრაჱლსა, უშჯულოებასა უშჯულოჲსა, მიგებად მსგავსად გზათა მისთა მისაგებელი თავსა მისსა Page of ms. O: 128v  და განმართლებასა მართლისასა, მიგებად მსგავსად სამართლისა თჳსისა,

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
მოუძლურებასა ერისა შენისა ისრაჱლისასა წინაშე მტერთა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ; და მოიქცენ შენდა და აღუვარონ სახელსა შენსა და ილოცვიდენ და გევედრებოდიან შენ ტაძარსა მას შინა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ ისმინო ზეცით და მიუტევნე ცოდვანი ერსა შენსა ისრაჱლსა და მოაქცინე იგინი ქუეყანასა მათსა, რომელ მიეც მამათა მათთა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
დაყენებასა წჳმისასა არა-ყოფად წჳმისა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ, და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აღუვარონ სახელსა შენსა და მოიქცენ ცოდვათაგან თჳსთა, რაჟამს მოაუძლურნე იგინი.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისმინო ზეცით და მოუტევნე ცოდვანი მათნი ერსა შენსა ისრაჱლსა და გამოუცხადნე მას გზანი კეთილნი სლვად მათ შინა და მოსცე წჳმაჲ ქუეყანასა შენსა, რომელ მიეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინათუ სიკუდილი, ანუთუ ცეცხლით მოწუვაჲ, ანუთუ მგრაგნალი, გინათუ მკალი, ანუთუ გესლი, ანუ აჭირვებდეს მას მტერი ერთსა ქალაქთაგანსა თჳსსა, და ყოველი შესამთხუეველი და ყოველი სალმობაჲ,

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი თხოვაჲ და თხოვაჲ ლოცვით, რომელი იყოს ყოვლისა კაცისაჲ და ყოვლისა ერისაჲ ისრაჱლისაჲ, ვითარ რაჲ ცნან კაცად-კაცადმან სალმობაჲ გული\სა Page of ms. O: 129r  თჳსისაჲ, და აღიპყრნენ ჴელნი ტაძარსა ამას.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ ისმინო ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, და მიუტეო და განამართლო მსგავსად გზათა მისთა, ვითარცა სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა კაცთანი.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეშინოდის შენგან ყოველთა დღეთა, რაოდენ ცხონდენ პირსა ზედა ქუეყანისასა, რომელ მიეც მამათა ჩუენთა.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და უცხოჲ იგი, რომელ არა იყოს ერისაგან ისრაჱლისა, და იგი მოსრულ იყოს ქუეყანით შორიელით,

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
სადაცა მისმენილ იყოს სახელი შენი დიდი და ჴელისა შენისა ძლიერისაჲ და მკლავისა შენისა განრთხმულისაჲ, და მოვიდეს და თავყუანის-გცეს ადგილსა ამას.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ ისმინო ზეცით, სამკჳდრებელით შენით განმზადებულით, და ჰყო მსგავსად ყოვლისავე, რასაცა ილოცვიდეს შენდა მიმართ უცხოთესლი იგი, რაჲთა ცნან ყოველთავე ნათესავთა ქუეყანისათა სახელი შენი და ეშინოდის შენგან ერსა შენსა ისრაჱლსა და ცნან, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს ზედა ტაძარსა მას, რომელ აღვაშენე.

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა თჳსთა გზასა, რომელსა მივავლინნე იგინი, და ილოცვიდენ სახელისა მიმართ უფლისა გზასა მას ქალაქისასა, რომელ გამოირჩიე, და ტაძარსა მას, რომელი მე აღვაშჱნე სახელისა შენისა,

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ისმინო ზეცით ლოცვისა Page of ms. O: 129v  და თხოვისა მათისაჲ და ჰყო მათა მიმართ სამართალი და მშჳდობაჲ,

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს შეგცოდონ შენ, რამეთუ არავინ არს კაცი, რომელმან არა შეგცოდოს შენ, და თუ მოავლინო მათ ზედა და მისცნე იგინი წინაშე მტერთა, და წარტყუენნენ იგინი წარმტყუენველთა თჳსთა ქუეყანად მტერთა შორიელთა, გინა მახლობელთა.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოაქცინენ გულნი თქუენნი ქუეყანად, რომელთა მიეტყუენნენ, და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქუეყანასა მას ტყუვეობისასა და თქუან: ვცოდეთ, უშჯულოჲ ვყავთ, უწესოჲ ვყავთ.

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცენ ყოვლითა გულითა თჳსითა და ყოვლითა ძალითა თჳსითა ქუეყანასა მას მტერთასა, რომელსა მიეტყუენნეს იგინი, და ილოცვიდენ შენდა მიმართ კუალადგებისათჳს ქუეყანადვე თჳსა, რომელი მიეც მამათა მათთა, და ქალაქისა მისთჳს, რომელი მე აღვაშენე სახელისა შენისათჳს.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისმინო ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათა სამართალი.

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუტევნე უკეთურებანი მათნი, რომელ ცოდეს შენდა მიმართ, და ყოველი იგი შეურაცხებაჲ, რომელ შეურაცხ-გყვეს, და შეიწყალნე იგინი წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა და ჰყო მათთჳს წყალობაჲ,

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ერი შენი და სამკჳდრებელი შენი არს, რომელნი გამოიყვანენ ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა, Page of ms. O: 130r  შოვა ბრძმეთისა მისგან რკინისა განმადნობელისა.

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნედ თუალნი შენნი და ყურნი შენნი მორჩილ ლოცვასა მონისა შენისასა და ლოცვასა ერისა შენისა ისრაჱლისასა სმენად მსგავსად ყოვლისა ვედრებისა ჩუენისა,

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შენ გამოირჩიე შენდა სამკჳდრებელად ყოვლისაგან ერისა ქუეყანისაჲსა, ვითარცა ეტყოდე მოსეს, მონასა შენსა, გამოყვანებასა მამათა ჩუენთასა ეგჳპტით, უფალო, უფალო!

Verse: 53a   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და თქუა ტაძრისა მისთჳს, ვითარცა აღასრულა: მზჱ დაადგინა ცათა შინა უფალმან, და თქუა დამკჳდრებად ნისლისა, მიშჱნე მე სახლი შუენიერი დამკჳდრებად მას შინა განახლებით. არა ესერა ესე ყოველი წერილ არსა წიგნთა მათ შემასხმელთასა?

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ უფლისა მიმართ ყოველი იგი ლოცვაჲ, აღდგა წინაშე საკურთხეველსა მას უფლისასა, სადა-იგი მუჴლ-დადგმით დგა ზედა მუჴლთა თჳსთა და ჴელნი თჳსნი ზეცად აღეპყრნეს.

Verse: 55   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა და მიექცა ერსა მას და აკურთხა ყოველი ისრაჱლი ჴმითა მაღლითა და თქუა:

Verse: 56   Link to mcat Link to septLink to armat   
კურთხეულ არს უფალი ღმერთი დღეს, რომელმან მოსცა განსუენებად ერსა მას თჳსსა ისრაჱლსა მსგავსად ყოვლისა მის სიტყჳსა მისისა, რომელსა იტყოდა, და არა გარეწარჰჴდა სიტყუაჲ ერთი ყოველთაგან სიტყუათა კეთილთა მათთაჲ, რომელსა Page of ms. O: 130v  ეტყოდა მოსეს, მონასა თჳსსა.

Verse: 57   Link to mcat Link to septLink to armat   
იყავნ უფალი ჩუენ თანა, ვითარცა მამათა ჩუენთა, და ნუ დამაგდებნ

Verse: 58   Link to mcat Link to septLink to armat   
განდრეკასა გულთასა მისგან სლვად ყოველთა გზათა მისთა და დაცვად ყოველთა მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა, რომელ ამცნო მამათა ჩუენთა.

Verse: 59   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნედ სიტყუანი ესე ჩემნი, რომელთა ვილოცევდ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა, შეწირულ დღე და ღამე ყოფად სამართალი ჩემი მონისა ამის შენისაჲ და ყოფად სამართალი ერისა შენისა ისრაჱლისაჲ დღითი-დღედ,

Verse: 60   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა ცნას ყოველმან ერმან ქუეყანისამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და არავინ არს შენსა გარეშე.

Verse: 61   Link to mcat Link to septLink to armat   
იყვნედ გონებანი ჩუენნი განსრულებულ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა უბიწოვებით სლვად მსგავსად ბრძანებათა მათ მისთა და დაცვად სამართალთა მისთა, ვითარცა-ესე დღეს-დღე.

Verse: 62   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფჱ და ყოველი ისრაჱლი მის თანა შესწირვიდეს შესაწირავსა წინაშე უფლისა.

Verse: 63   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეწირა მეფემან სოლომონ შესაწირავი დასამშჳდებელთაჲ, რომელ შეწირა უფლისა: ზროხაჲ ოცდაორ ათას და ცხოვარი ასდა ოც ათას და ყო სატფური სახლისაჲ მის უფლისაჲ მეფემან და ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა

Verse: 64   Link to mcat Link to septLink to armat   
მას დღესა შინა, და განწმიდა ეზოჲ იგი მეფემან, რომელი იყო პირის-პირ ტაძარსა მას უფლისასა, რამეთუ მუნ ყვნა მრგულიადდასაწუველნი იგი და შესაწირავნი იგი და ცმელი იგი დასამშჳდებელთაჲ, Page of ms. O: 131r  რამეთუ ტაბლაჲ იგი, რომელ დგა წინაშე უფლისა, მცირჱ იყო, რამეთუ ვერ დაიტინა მრგულიადდასაწუველნი დასამშჳდებელთანი.

Verse: 65   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო სოლომონ მას დღესა შინა ღდესასწაული და ყოველმან ისრაჱლმან მის თანა კრება დიდ გამოსავალითგან ემათისაჲთ ვიდრე მდინარედმდე ეგჳპტისა, წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ჭამდეს და სუმიდეს და იხარებდეს ტაძარსა მას შინა, რომელ აღაშენა წინაშე უფლისა ღმრთისა, შჳდ დღე და შჳდ ღამე - ათოთხმეტ დღე.

Verse: 66   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღესა მერვესა გამოუტევა ერი იგი და აკურთხეს მეფჱ და წარვიდეს თითოვეული სამკჳდრებელსა თჳსსა სიხარულითა გულისაჲთა, განმხიარულებულნი ყოველთა მათ კეთილთა ზედა, რომელ ყო უფალმან დავითისთჳს, მონისა თჳსისა, და ერისათჳს ისრაჱლისა.



Chapter: 9  
თავი IX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ შენებაჲ ტაძრისა მის უფლისაჲ და ტაძრისა მის მეფისაჲ და ყოვლისა ქმნულებისაჲ, რომელი ინება სოლომონ საქმედ,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოეცხადა უფალი სოლომონს მეორედ, ვითარცა გამოეცხადა მას გაბაონს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას უფალმან: ვისმინე ჴმისა შენისაჲ და ლოცვათა შენთაჲ და თხოვათა შენთაჲ, რომელი ითხოვე წინაშე ჩემსა; ვყავ შენთჳს მსგავსად ლოცვისა შენისა: განვწმიდე ტაძარი ეგე, რომელ აღაშჱნე დადებად სახელი ჩემი მას ზედა უკუნისამდე. და იყვნენ თუალნი ჩემნი და გული ჩემი მას შინა Page of ms. O: 131v  ყოველთა დღეთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ თუ ჰხჳდოდი წინაშე ჩემსა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამაჲ შენი, სიწმიდითა გულისაჲთა სიწრფოებით ყოფად ყოველივე, რაჲცა ვამცენ მათ, და ბრძანებანი ჩემნი თუ და მცნებანი ჩემნი დაიმარხნე შენ, -

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
აღვჰმართო საყდარი სუფევისა შენისაჲ ზედა იერუსალჱმსა უკუნისამდ, ვითარცა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა, და ვთქუ: არა მოაკლდეს შენგან კაცი წინამძღურად ისრაჱლსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ უკუნიქცეთ თქუენ და შვილნი თქუენნი ჩემგან და არა დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი, რომელ მოგცა (სიც) მოსე წინაშე თქუენსა, და მიხჳდეთ და ჰმსახუროთ ღმერთთა უცხოთა და თავყუანის-სცეთ მათ,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
აღვიღო ისრაჱლი ქუეყანისაგან, რომელ მივეც მათ, და სახლი ეგე, რომელ განსწმიდე სახელისა ჩემისათჳს, განვაგდო პირისაგან ჩემისა. და იყოს ისრაჱლი განსარყუნელ და სასიტყუელ ყოველთა ერთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ტაძარსა მაგას მაღლად ქმნულსა ყოველნი რომელნი თანაწარვიდოდიან, დაუკჳრდეს, ისტჳნონ და თქუან: რაჲსამე ეგრე უყო უფალმან ამას ქუეყანასა და ტაძარსა ამას?

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუან: მისთჳს, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მათი, რომელმან გამოიყვანნა მამანი მათნი ეგჳპტით, სახლისა მისგან კირთებისაჲსა, და შეუდგეს ღმერთთა უცხოთა და თავყუანის-სცეს მათ და ჰმონეს მათ, ამისთჳს მოავლინა მათ ზედა ყოველი ესე ძჳრი. Page of ms. O: 132r  მას ჟამსა გამოიყვანა სოლომონ ასული იგი ფარაოჲსი ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი აღუშჱნა თავისა თჳსი[სა].

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მათ დღეთა შინა,ოცსა წელსა აღაშჱნნა სოლომონ ორნი ტაძარნი ტაძარი იგი უფლისაჲ და ტაძარი მეფისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქირამ, მეფჱ ტჳროსისაჲ, შეეწეოდა სოლომონს ძელითა ფიჭჳთა და ნაძჳთა და ოქროჲთა და ყოვლითავე, რაჲცა ნება იყო მისა. მას ჟამსა ჰსცა მეფემან სოლომონ ქირამს ოცი ქალაქი გალილეას.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა ქირამ ტჳროსით გალილეად ხილვად ქალაქთა მათ, რომელ მისცნა მას სოლომონ, და არა სთნდეს მას.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას: რაჲ არიან ქალაქნი ესე, რომელ მომცენ მე, ძმაო? და უწოდა მათ საზღვარ მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოართუა ქირამ სოლომონს ას და ორი სასწორი ოქროჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არს ხარკი, რომელსა მოჰჴდიდა მეფჱ საშენებელად ტაძრისა მის უფლისასა და ტაძრისა მის მეფისაჲსა და მილონისა და მაღალთა მათ. და აღაგნა ზღუდენი იგი დარღუეულნი ქალაქისა მის დავითისნი და ასურნი და მაჲდანი და ზღუდჱ იგი იერუსალჱმისაჲ და ესერი და მაგედონი და გაზერი

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფისა მის მეგჳპტელთაჲსა, რამეთუ გამოვიდა და წარტყუენა გაზერი და მო\წუა Page of ms. O: 132v  იგი ცეცხლითა და ქანანელი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო ქალაქსა მას, მოსრა და მისცა იგი ზითვად ასულსა თჳსსა, ცოლსა მას სოლომონისსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშჱნა სოლომონ გაზერი და ბეთორონი ქუენაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბალათი და თერმოთი უდაბნოჲ იგიცა დად შჱნიცა,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველნი იგი ქალაქნი სამკჳდრებელად, რომელ იყვნეს სოლომონისა, და ქალაქნი მეეტლეთანი და ყოველნი ქალაქნი საჴედართანი. და ყოველი იგი საქმჱ, რომელ ქმნა იერუსალჱმს და ლიბანეს და ყოველსა მას ქუეყანასა, ჰრიდა

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსა მას ნათესავსა დაშთომილსა ამორეველთასა და ქეტელისა და ფერეზელისა და ქანანელისასა, ეველისა და იაბოსელისა და გერგესეველისა, რომელნი არა იყვნეს ძეთა მათგან ისრაჱლისათა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყვნეს ქუეყანასა მას, რომელთა ვერ შეუძლეს ძეთა მათ ისრაჱლისათა მოსრვად მათა, და შეადგინნა იგინი სოლომონ ხარკსა მონებისასა მუნდღენდელად დღედმდე.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი იგი ისრაჱლისანი არა შეადგინნა სოლომონ ხარკსა მძიმესა, რამეთუ კაცი მოღუაწნი იყვნეს და მონა მისა და წინამძღუარ ძენი მათნი და ჭურვილნი და მჴედარნი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე იყვნეს მთავარნი, რომელნი დაედგინნეს ზედა საქმესა მას სოლომონს, ხუთას და ერგასისნი ერსა Page of ms. O: 133r  მას ზედა, რომელნი-იგი იქმოდეს საქმესა მას.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ასული იგი ფარაოჲსი განვიდა ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი უშჱნა, მას ჟამსა აღაშჱნა მილონი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეწირის (!) სოლომონ სამგზის წელიწადსა მრგულიად-დასაწუველნი და სამშჳდებელნი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ-იგი უშჱნა უფალსა, და უკუმევნ საკუმეველსა წინაშე უფლისა და აღასრულა საქმჱ ტაძრისაჲ მის.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა მეფემან სოლომონ ნავი გასიონ გაბერს, რომელი იყო მახლობელად ევილათსა, კიდესა შემდგომისა მის ზღჳსასა, ქუეყანასა მას ედომისასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა ქირამ ნავსა მას თანა და მონათა თჳსთაგანნი, მენავენი ჴელოვანნი, ნავისა-მხედვარნი (!), ზღუასა შინა მონათა თანა სოლომონისთა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდეს სოფერად და წარმოიღეს მიერ ოქროჲ ოთხას და ოცი ტალანტი და მოართუეს სოლომონს მეფესა.



Chapter: 10  
თავი X


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და [ესმა] დედუფალსა მას საბაჲსასა სახელი სოლომონისი და სახელი უფლისაჲ და [წარმოვიდა] გამოცდად მისა იგავით.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა იერუსალჱმს ძალითა დიდითა და აქლემებითა, რომელთა ეკიდა აქლემებთა მათ საკუმეველი და ოქროჲ დიდად ფრიად და თუალები პატიოსანი. და შევიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსა მას, რაჲცა იყო გულსა მისსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და განუმარტნა მას Page of ms. O: 133v  [სოლომონ] ყოველნი სიტყუ[ანი მისნი] და არა იყო [სიტყუ]აჲ დამალული მეფისაგან, რომელი არა განუმარტა მას.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილა დედუფალმან მან საბაჲსამან ყოველი იგი სიბრძნჱ სოლომონისი და ტაძარი იგი, რომელ აღაშჱნა,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და სანოვაგჱ იგი სოლომონისი, და სასხდომელები იგი მონათა მისთაჲ, და წესი მსახურთა მისთაჲ, და სამკაული მისი, და მწდენი მისნი, და საჭურისნი მისნი, და შესაწირავნი მისნი, რომელსა შესწირავნ მეფჱ სახლსა მას უფლისასა, - და დაუკჳრდა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფესა სოლომონს: ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი, რომელი მესმა მე ქუეყანასა მას ჩემსა

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუათა მათ შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს და არა მრწმენა მთხრობელთაჲ მათ, ვიდრემდე თჳთ მოვედ და ვიხილე თუალითა ჩემითა. და აჰა, ზოგსცა არა იყო, რომელ მითხრობდეს მე სიბრძნისა მაგის შენისათჳს, შევსძინე კეთილი ყოველსა მას სმენილსა, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩემსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
სანატრელ არიან ცოლნი შენნი, სანატრელ არიან მონანი შენნი, რომელნი დგანან შენ წინაშე, და მარადის ესმის სიბრძნჱ შენი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელსა სათნო უჩნდი შენ მიცემად საყდარსა ისრაჱლისა, რამეთუ შეიყუარა უფალმან სამკჳდრებელი ისრაჱლი უკუნისამდე და დაგადგინა შენ მეფ\ედ Page of ms. O: 134r  მათ ზედა ყოფად საშჯელისა და სამართალისა მათ ზედა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუპყრა სოლომონს ას და ოცი ტალანტი ოქროჲსაჲ და საკუმეველი დიდად ფრიად და თუალები პატიოსანი, რამეთუ არავინაჲ მოღებულ იყო მუნ საკუმეველი სულნელი უფროჲს მისა, რომელი მოართუა დედუფალმან მან საბაჲსამან მეფესა სოლომონს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნავი იგი ქირამისი, რომელსა მოაქუნდა ოქროჲ სოფირით, მოიღო ძელიცა უთლელი და თუალიცა პატიოსანი ფრიად.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და შექმნა მეფემან სოლომონ ძელი იგი უთლელი სამყაროდ ტაძრისა მისთჳს უფლისაჲსა და ტაძრისა მისთჳს მეფისაჲსა და ნესტუად და ქნარად შემასხმელთათჳს. და არავინაჲ მოღებულ იყო ეგევითარი ძელი უთლელი ქუეყანასა მას მუნდღენდელად დღედმდე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან სოლომონ სცა დედუფალსა მას საბაჲსასა ყოვლისაგან, რაჲცა უნდა და სთხოვა, გარნა მისგანი, რომელ მოართუა მან მეფესა სოლომონს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სასწორი ოქროჲსაჲ მის ძღუენთაჲ, რომელ მოართუეს სოლომონს წელიწადსა მას ერთსა შინა, ექუსას სამეოცდაექუსი სასწორი ოქროჲსაჲ

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნა ხარკთაჲ მათ, რომელნი განეწესნეს, და ვაჭართაჲ მათ, რომელსა აქცევდეს, და მეფეთაჲ მათ წიაღ მდინარეთაჲ და მთავართაჲ მათ მის ქუეყანისათაჲ. Page of ms. O: 134v 

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა მეფემან სოლომონ სამასი ჰოროლი ოქროჲსაჲ ჭედილი და სამას-სამასი დრაჰკანი ზედა თითოეულად ჰორლებსა მას.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამასი ფარი ქმნა ჭედით და სამნაკეცად გარე-მოწმასნვითი ოქროჲ თითოვეულად ფარებსა მას, და მისცა იგი მეფემან სახლსა მას მაღნარისასა ლიბანედ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა მეფემან სოლომონ საყდარი პილოჲს ძუალისაჲ დიდი და შემოსა იგი ოქროჲთა რჩეულითა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ექუს მენაკ აღსავალი მისი და თავნი კუროთანი ზედა საყდარსა მას ზურგით კერძო მისა და ჴელნი იმიერ და ამიერ ზედა საყდარსა მას და ორნი ლომნი იმიერ და ამიერ ჴელთა მათ თანა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ათორმეტი ლომი დგა ზედა აღსავალთა მათ მენაკთა იმიერ და ამიერ და არა იპოვა ესევითარი სახჱ ყოველთა მეფეთა თანა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი კალი და სამსახურებელი იყო ოქროჲსაგანი ქმნული და ავაზანნი იგი ოქროჲსანი და ყოველი იგი ჭურჭელი სახლისაჲ მის ლიბანისაჲ ოქროჲთა შემოსილ, და არა იყო ვეცხლი, რამეთუ არად შერაცხილ იყო დღეთა სოლომონისთა ვეცხლი, ვითარმედ არს რაჲმე.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ნავი მეფისაჲ თარშისაჲ იყო ზღუასა შინა ნავთა თანა ქირამისთა, და მესამესა წელსა მოიწიის მეფისა ნავი თარშით და მოართჳს ოქროჲ და ვეცხლი და ანთრაკი Page of ms. O: 135r  წახნაგებული და უთლელი და შუვაჲ პილოჲსაჲ და ქიაჲ და ფარშამაგები.

Verse: 23_(26)   Link to mcat Link to septLink to armat   
და განდიდნა სოლომონ უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა სიმდიდრითა და სიბრძნითა.

Verse: 24_(27)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს ხილვად პირსა სოლომონისსა, სმენად მისგან სიბრძნისა მისისა, რომელ მოსცა ღმერთმან გულსა მისსა.

Verse: 25_(28)   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგინი მოართუმიდეს თითოეულად ძღუენსა - ჭურჭელსა ოქროჲსასა და ვეცხლისასა, სამოსელსა და შტახსსა, საკუმეველსა, და ცხენთა და ჯორთა წლითი წლად.

Verse: 26_(29)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა სოლომონ ეტლები და განაწესა მჴედრები, და იყო სოლომონისი ორმეოცი ათასი ჴდალი მეზუები საეტლედ და ათორმეტ ათას მჴედართაჲ. და განაწესნა იგინი ქალაქთა საეტლოთა (სიც) და მეფისა თანაცა იერუსალჱმს. (30) და იყო ჴელმწიფჱ ყოველთა ჴელმწიფეთა და მეფეთა ზედა მდინარითგან ვიდრე უცხოთესლთამდე და ვიდრე საზღვარადმდე ეგჳპტისა.

Verse: 27_(31)   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადვა მეფემან სოლომონ ოქროჲ და ვეცხლი იერუსალჱმს, ვითარცა ქვაჲ, და ფიჭჳ, ვითარცა თჳთმავალი ლეღოვანი ველსა სიმრავლითა.

Verse: 28_(32)   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსავალნი საჴედართა სოლომონისთანი ეგჳპტით და თეკუაჲთ და დამასკჱთ, რომელთა მოჰგურიდეს ვაჭარნი მეფისანი სასყიდლით. Page of ms. O: 135v 

Verse: 29_(33)   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდოდა ეტლები ეგჳპტით: ეტლი ერთი ასის სასწორის ვეცხლის და ცხენი ერთი ერგასის სასწორის ვეცხლის, ეგრეცა ყოველთა მათ მეფეთაჲ და ქეტელისაჲ და მეფეთა ასურასტანისათაჲ ზღჳთ კერძო აღმოსავალისათაჲ.



Chapter: 11  
თავი XI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფჱ სოლომონ იყო დედათმოყუარჱ და მოიყვანნა ცოლნი უცხოთესლთაგან მრავალნი: და ასული იგი ფარაოჲსი და მოაბელთაჲ და [ა]მანიტელთაჲ და იდუმიელთაჲ და ასურასტანით და ქეტელთაჲ და ამორეველთაჲ,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნათესავთაჲ მათ, რომელთაჲ ამცნო უფალმან ძეთა მათ ისრაჱლისათა არა შესლვად მათა და არცა მოყვანებად მათგან ცოლი, ნუუკუე განდრიკნენ გულნი თქუენნი შედგომად კუალსა კერპთა თჳსთასა, მათა მიდრკა სოლომონ და შეიყუარნა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს მისნი ცოლნი შჳდას და ხარჭნი - სამას, და განდრიკეს ცოლთა მისთა გული მისი.

Verse: 4_(3)   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ჟამსა სიბერისა სოლომონისსა, და ცოლთა მისთა განდრიკეს გული მისი კუალსა ღმერთთა უცხოთასა. და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ თჳსისა, ვითარცა გული დავითის, მამისა თჳსისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეუდგა სოლომონ კუალსა ასტართაჲსა, საძაგელისა სიდონელთაჲსა, და კუალსა მოლოქისსა, საძაგელისა ძეთა ამონისთაჲსა. Page of ms. O: 136r 

Verse: 6_(8)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა სოლომონ ბოროტი წინაშე უფლისა და არა შეუდგა უფალსა, ვითარცა დავით, მამაჲ მისი.

Verse: 7_(5)   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა აღაშჱნა სოლომონ მაღალი იგი ქამოსისი, კერპისაჲ მის მოაბელთაჲსაჲ, მთასა მას პირისპირ იერუსალჱმსა, და მოლოქს, კერპსა მას ძეთა ამონისთასა, (6) და ასტრატსა, საძაგელსა მას სიდონელთასა.

Verse: 8_(7)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრესახედ უქმნა ყოველთა მათ ცოლთა თჳსთა უცხოთესლთაგანსა და უკუმევდა საკუმეველსა და უზორვიდის კერპთა მათ თჳსთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა უფალი სოლომონის ზედა, რამეთუ განდრიკა გული უფლისაგან ღმრთისა ისრაჱლისა, რომელი ეჩუენა ორგზის.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო მას სიტყჳსა მისთჳს ყოვლადვე არა შედგომად კუალსა ღმერთთა უცხოთასა, დამარხვად და ყოფად, რომელ ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან სოლომონს: მაგისთჳს, რამეთუ იქმნა ეგე შენ თანა და არა დაიმარხენ ბრძანებანი შენ ჩემნი, და მცნებანი ჩემნი, რომელ გამცნენ შენ, შეურაცხ-ჰყვენ, - განხეთქით განვხეთქო მეფობაჲ შენი ჴელისაგან შენისა და მივსცე იგი მონასა შენსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო დღეთა შენთა არა ვყო ესე დავითისთჳს, მამისა შენისა, და ჴელისაგან ძისა შენისა მოვიღო იგი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო არათუ ყოველი ეგე მეფობაჲ აღვიღო, არამედ ნაწილი ერთი მივსცე ძესა შენსა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისთჳს, ქა\ლაქისა Page of ms. O: 136v  ჩემისა, რომელი გამოვირჩიე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღუდგინა უფალმან მჴდომი სოლომონს, ადერ იდუმიელი, რომელი-იგი ნათესავისაგან მეფეთა იდუმიელთაჲსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო რაჟამს მოსრვიდა დავით იდუმიასა, მისლვასა მას იოაბისსა, ერისთვისა მისისასა, მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმიაჲსაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ექუს თთუე გარემოადგა იოაბ და ყოველი ისრაჱლი იდუმიასა, ვიდრემდე მოსრეს ყოველივე მამაკაცი იდუმიას შინა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ივლტოდა ადერ და ყოველნი მონანი მამისა მისისანი მის თანა და შთავიდეს ეგჳპტედ; და ადერ ყრმაჲ მცირჱ იყო.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგეს კაცნი იგი და მივიდეს ფარანდ და თანაწარიყვანნეს კაცნი ფარანით და შთავიდეს ფარანით ეგჳპტედ ფარაო მეფისა მის მეგჳპტელთაჲსა. და შეემთხჳა ადერ ფარაოს და სცა მას ფარაო სახლი და განუწესა როჭიკი და სცა მას ქუეყანაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და პოვა ადერ მადლი წინაშე ფარაოჲსა და მისცა მას ცოლად ცოლისდაჲ თჳსი, დაჲ თეკემენაჲსი, უხუცესი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და უშვა დამან თეკემენაჲსმან ადერს განებათ, ძჱ, და განზარდა იგი თეკემენა ძეთა თანა ფარაოჲსთა. და იყო განებათ სახლსა ფარაოჲსსა, შოვრის ძეთა მათ ფარაოჲსთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა ადერს, ვითარმედ: დაიძინა დავით მამათა მისთა თანა და იოაბ ერისთავმან ერისა მისისამან. და ჰრქუა ფარაოს ადერ: განმიტევე მე და მი\ვიდე Page of ms. O: 137r  ქუეყანასავე ჩემსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ფარაო ადერს: რაჲ ნაკლულევანებაჲ არს შენდა ჩემ თანა, რამეთუ ეძიებ მისლვად ქუეყანასა შენსა? და ჰრქუა მას ადერ: განტევებით განმიტევე მე! და მოიქცა ადერ ქუეყანასავე თჳსსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღუდგინა უფალმან მჴდომად სოლომონს ადერ იდუმიელი და ზარონ (!), ძჱ ელიადითისი, რომელი-იგი ივლტოდა ადრაზარ მეფისა მისგან სუბელთაჲსა უფლისა თჳსისა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბეს მათ ზედა კაცნი მთავარნი ერად ნეშტთა მათგანნი, რომელნი მოწყჳდნა დავით, და მივიდეს დამასკედ. და დადგა ადერ დამასკეს მეფედ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მჴდომ ისრაჱლისა ყოველთა დღეთა სოლომონისთა. ესე არს ძჳრი სოლომონისი, რომელ ქმნა ადერ, რამეთუ განადიდა გულისწყრომაჲ ისრაჱლსა შოვრის და მეფობდა ქუეყანასა მას იდუმიელთასა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და იორობოამ, ძჱ ნაბატისი ეფრათელისაჲ, სამარიაჲთ, სახელი დედისა მისისაჲ სარუა, და დედაკაცი ქურივი. და იყო დედაკაცისა მის ქურივისა ძჱ, მონაჲ სოლომონისი, და აღიღო ჴელი თჳსი სოლომონის ზედა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრჱ სახჱ იყო, რომლითა-იგი აღიღო ჴელი თჳსი სოლომონ მეფისა ზედა: აღაშჱნნა მაღალნი იგი და აღაგნა ზღუდენი იგი დარღუეულნი დავითის, მამისა თჳსისანი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცი იორობოამ ძლიერი იყო ძალითა. ვითარცა იხილა სოლომონ, რამეთუ კაცი საქმისაჲ არს, დაადგინა იგი Page of ms. O: 137v  მეტჳრთეთა ზედა სახლსა მას იოსებისსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, მას ჟამსა შინა განვიდოდა იორობოამ იერუსალჱმით და იხილა იგი აქია წინაწარმეტყუელმან სილონიტელმან და გან-რე-იყვანა იგი გზისა მისგან. და აქია მოსილ იყო სამოსლითა ახლითა და იგი[ნი] ხოლო ორნი იყვნეს მას ადგილსა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიყო ჴელი აქია სამოსელსა მას თჳსსა ახალსა, და დაიპო იგი ათორმეტად ნახევად.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იორობოამს: მიიღე შენდად ათი ესე ნახევი, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: აჰა, მე განვხეთქო მეფობაჲ ჴელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორი იგი ნაწილი იყავნ მისი დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს, ქალაქისა ჩემისა, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ დამიტევა მე და თავყუანის-ჰსცა ასტარტის, საძაგელსა მას სიდონელთასა, და ქამოსს, კერპსა მას მოაბისასა, და მოლოქს, საძაგელსა მას ძეთა ამონისთასა. და არა შეუდგა გზათა ჩემთა ყოფად სამართალისა წინაშე ჩემსა, ჭეშმარიტებისა და სიწრფოებისა, ვითარცა დავით, მამაჲ მისი.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა აღვიღო მეფობაჲ მისი ყოვლადვე ჴელისაგან მისისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, რომელი-იგი გამოვირჩიე მე, რომელმან დაიცვნა მცნებანი ჩემნი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი. და ჴდომით\ Page of ms. O: 138r  მჴდომ ვექმნე სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიღო მეფობაჲ იგი ჴელისაგან მისისა და მიგცე შენ ნაწილი ათი.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორი იგი ნაწილი მივსცე ძესა მისსა, რაჲთა ეგოს სანთელი მონისა ჩემისა დავითისი წინაშე ჩემსა ყოველთა დღეთა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოვირჩიე სამკჳდრებელად სახელისა ჩემისა.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ აღგიღო და ჰმეფობდე, რომელთა ზედა გული უთქუამს სულსა შენსა, და შენ იყო მეფჱ ისრაჱლსა ზედა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს უკუეთუ დაიმარხნე მცნებანი ჩემნი, რაოდენთა გამცნებ შენ და ჰხჳდოდი გზათა ჩემთა და ჰყოფდე სიწრფოებასა წინაშე ჩემსა დამარხვად ყოველთა ბრძანებათა ჩემთა და მცნებათა ჩემთა, ვითარცა ვიდოდა დავით, მონაჲ ჩემი, ვიყო მე შენ თანა და გიშჱნო შენ სახლი სარწმუნოჲ, ვითარცა უშენე დავითს, და მიგცე შენ ისრაჱლი.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
*და ბოროტსა უყოფდე თესლსა დავითისსა ამისთჳს, ხოლო არა ყოველთა დღეთა.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეძიებდა სოლომონ იორობოამს. და აღდგა იორობოამ და წარივლტოდა ეგჳპტედ სუსაკიმისა, მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და იყო იგი ეგჳპტეს, ვიდრემდე მოკუდა სოლომონ.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი იგი სიტყუანი სოლომონისნი ყოველნი, რაოდენნი ქმნა, და ყოველნი სიბრძნენი მისნი, ანუ არა ესერა წერილი არიანა წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა სოლო\მონისთასა? Page of ms. O: 138v 

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღენი, რაოდენთა მეფობდა სოლომონ იერუსალჱმს და ყოველსა ზედა ისრაჱლსა, ორმეოც წელ.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაჰფლეს იგი ქალაქსა დავითისსა, მამისა მისისასა. [და იყო ვითარცა ესმა იორობოამს, ძესა ნაბატისსა, - ვიდრე იყოღა იგი ეგჳპტეს, ვითარ-იგი ვლტოლვილ იყო პირისაგან სოლომონისა და იყო ეგჳპტეს, - და ვითარცა ესმა, რამეთუ მოკუდა სოლომონ, და წარმოვიდა და მოვიდა ქალაქად თჳსა სამარიად, რომელი არს მთასა ეფრემისსა]* და მეფე სოლომონ შეეძინა მამათა მისთა თანა და მეფობდა ძჱ მისი რობოამ მის წილ.



Chapter: 12  
თავი XII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა მეფჱ რობოამ სიკიმად, რამეთუ სიკიმად მივიდოდა ყოველი ისრაჱლი მეფობად მისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   


Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყოდა ერი იგი მეფესა რობოამს და ჰრქუეს:

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მამამან შენმან განაფიცხა უღელი ესეა ჩუენ ზედა და აწ შენ აღგჳმცირე მონებისაგან მამისა შენისა ფიცხლისა და უღლისა მისგან მძიმისა, რომელი დამდვა ჩუენ ზედა, და გმონებდეთ ჩენ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მათ მეფემან: წარვედით მესამედ დღედმდე და მოვედით ჩემდა. და წარვიდეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრა მეფემან მოხუცებულთა მათ წინაშემდგომელთა სოლომონისთა, ვიდრე ცოცხალღა იყო იგი, და ჰრქუა მათ: ვითარ გნებავს თქუენ, რაჲ მიუგო ერსა მას სიტყუაჲ?

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგინი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: უკუეთუ ამას დღესა შინა ექმნე ერსა ამას მონა და Page of ms. O: 139r  ჰმონო მათ და ეტყოდი მათ სიტყუასა კეთილსა, იყვნენ შენდა მონა ყოველთა დღეთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
დაუტევა რობოამ ზრახვაჲ იგი მოხუცებულთა მათ, რომელ-იგი აზრახეს მათ, და ზრახა ყრმათა თანა, რომელნი-იგი მის თანააღზრდილ იყვნეს, რომელნი დგეს წინაშე მისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: თქუენ ვითარ მაზრახეთ და რაჲ მიუგო ერსა მას, რომელნი მეტყჳან მე და თქუეს: აღმიმცირე ჩუენ უღლისა მისგან, რომელი დამდვა ჩუენ მამამან შენმან?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ეტყოდეს მას ყრმანი იგი მის თანა აღზრდილნი, რომელნი დგეს წინაშე პირსა მისსა, და ჰრქუეს: ესრე არქუ ერსა მას, რომელნი გეტყჳან შენ და გრქუეს: მამამან შენმან დაგჳმძიმა უღელი მისი ჩუენ ზედა და აწ შენ აღგჳმცირე ჩუენგან, - ესრე არქუ მათ: ნეკი ჩემი უმსხო არს წელთა მამისა ჩემისათა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და რამეთუ მამაჲ ჩემი გიბრძანებდა თქუენ უღლითა მძიმითა და მე შეგძინო უღელსა თქუენსა; მამაჲ ჩემი გსწავლიდა თქუენ ტანჯვითა, ხოლო მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ მეფისა რობოამისა მესამესა დღესა, ვითარცა ეტყოდა მათ მეფჱ, და ჰრქუა, ვითარმედ: მოვედით ჩემდა დღესა მესამესა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუგო მეფემან ერსა მას ფიცხლად, და დაუტევა რობოამ ზრახვაჲ იგი მოხუცებულთაჲ, რომელი-იგი აზრახეს,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყოდა მათ მსგავსად ზრახვისა მის ყრმათაჲსა და ჰრქუა: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენი Page of ms. O: 139v  და მე დაგძინო უღელსა ზედა თქუენსა; მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა, ხოლო მე გსწავლნე ღრიაკალითა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ უფლისა მიერ იყო გარდაქცევაჲ, რაჲთა დაამტკიცოს უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა ჴელითა აქია წინაწარმეტყუელისაჲთა, რომელი იყო სელონელი, იერობოამისა მიმართ, ძისა ნაბატისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილა ყოველმან ერმან, რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან, და მიუგო ერმან მან მეფესა და ჰრქუეს: არა არს ნაწილი დავითისი ჩუენ თანა ამიერითგან და არცა სამკჳდრებელი ძისა თანა იესჱსა! წარვედინ კაცად-კაცადი საყოფელად თჳსა, ისრაჱლი (!), აწ მწყსიდ სახლსა შენსა დავით და შჯიდ! და წარვიდა ისრაჱლი სამკჳდრებელად თჳსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი იუდაჲსნი და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი მკჳდრ იყვნეს იერუსალემს და ქალაქებსა იუდაჲსსა, ამათ დაიდგინეს თავისა თჳსისა მეფედ რობოამ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა მეფემან რობოამ ოდონირამ, რომელი იყო ხა[რ]კთა ზედა, და ქვაჲ დაჰკრიბეს მას ყოველმან ისრაჱლმან და მოკუდა. და მეფემან რობოამ აღუსწრო აღსლვად ეტლსა თჳსსა და ივლტოდა იერუსალჱმდ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეურაცხ-ყო ისრაჱლმან სახელი დავითისი ვიდრე აქადღედმდე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმა ყოველსა ისრაჱლსა, რამეთუ მოიქცა იერობოამ ეგჳპტით, მიავლინეს და მოიყვანეს იგი კრებულსა მას და დაადგინეს Page of ms. O: 140r  იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა. და არა იყო შემდგომ სახლსა დავითისსა თჳნიერ ტომისა იუდაჲსსა და ბენიამენისსა მარტოდ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა რობოამ იერუსალჱმდ და შეიკრიბა ყოველი ერი იუდაჲსი ას ოცი ათასი ჭაბუკი, რომელი იყო მოქმედი ღუაწლისაჲ ბრძოლად სახლისა ისრაჱლისაჲ, მოქცევად მეფობაჲ რობოამისი, ძისა სოლომონისი, მისა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეაჲსა მიმართ, კაცისა მის ღმრთისა, და ჰრქუა:

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
არქუ რობოამს, ძესა სოლომონისსა, მეფესა იუდაჲსსა და ყოველსა იუდაჲსა და ბენიამენისსა და სხუასა მას ერსა:

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი: არა აღხჳდეთ, არცა ჰბრძოდით ძმათა თქუენთა, ძეთა ისრაჱლისათა, მიიქეცინ კაცად-კაცადი ადგიდ თჳსა, რამეთუ ჩემგან იყო სიტყუაჲ ესე. და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და დააცადეს მსგავსად სიტყუათა უფლისათა აღძრვაჲ იგი.

Verse: 24a   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფე სოლომონ შეეძინა მამათა მისთა თანა ქალაქსა დავითისსა, და მეფობდა რობოამ ძჱ მისი მის წილ იერუსალჱმს. ძჱ ორმეოცდაერთისა წლისაჲ იყო რობოამ მეფობასა მისსა და ათშჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს; და სახელი დედისა მისისაჲ ნაანა, ასული ანანისი, ძისა ნაასისი, მეფისა ძეთა ამონისთაჲსა. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა ვიდოდა რობოამ გზასა დავითის მამისა თჳსისასა.

Verse: 24b   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო კაცი მთისაგან ეფრემისი, მონაჲ სოლომონისი, და სახელი მისი იერობოამ Page of ms. O: 140v  და სახელი დედისა მისისაჲ, იერობოამისი, სარირა, დედაკაცი მეძავი. და დაადგინა იგი სოლომონ მთავრად ტომისა, ხარკსა ზედა სახლისა იოსებისსა. და უშჱნა სოლომონს იერობოამ სარირაჲ მთასა ეფრემისსა, და იყო ამისი საჴედარი სამასი ცხენთაჲ; ამან აღაშჱნა საკიდური იგი სახარკოჲთა, სახელითა ეფრემისითა; ამან მოზღუდა ქალაქი დავითისი და იყო ამაღლებულ მეფობასა ზედა.

Verse: 24c   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეძიებდა სოლომონ მოკლვად იერობოამს. და შეეშინა იერობოამს და წარივლტოდა სოსაკიმისა, მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და იყო მუნ ვიდრემდე მოკუდა სოლომონ.

Verse: 24d   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა იერობოამს ეგჳპტეს, ვითარმედ მოკუდა სოლომონ. ეტყოდა ყურთა მიმართ სოსაკიმისთა, მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და ჰრქუა: წარმავლინე მე და წარვიდე ქუეყანად ჩემდა. ჰრქუა სოსაკიმ: ითხოვე რაჲ სათხოველი და მიგცე შენ.

Verse: 24e   Link to mcat Link to septLink to armat   
და სოსაკიმ მისცა მას ცოლად ანო, დაჲ თეკემენაჲსი, უხუცესი ცოლისდაჲ თჳსი, და იგი იყო უფროჲსი შოვრის ასულთა მეფისათა. და უშვა მან იერობოამს აბია, ძჱ მისი.

Verse: 24f   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა იერობოამ სოსაკიმს: ნანდჳლვე განმიტევე მე და წარვიდე. და წარმოავლინა იგი სოსაკიმ და გამოვიდა იერობოამ ეგჳპტით და მოვიდა სამარიად, მთასა ეფრემისსა, და შეკრბა მუნ ყოველი ტომი ეფრემისი იერობოამისა. და აღაშჱნა მუნ იერობოამ Page of ms. O: 141r  ლაშქარი.

Verse: 24n   Link to mcat Link to septLink to armat   
* და მივიდა სიკიმად, რომელ არს მთასა ეფრემისსა, და შეკრიბა მუნ ყოველი ტომები ისრაჱლისაჲ. და აღვიდა რობოამ, ძჱ სოლომონისი.

Verse: 24o   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყუაჲ უფლისაჲ იყო სამეაჲსა მიმართ სელონელისა და ჰრქუა: მიიღე შენ სამოსელი ახალი, რომელი არა შესრულ იყოს წყალსა, და განხიე იგი ათორმეტად ნახევად ვიდრე შემოსადმდე შენდა და მიეც იერობოამს ათი იგი ნახევი შემოსად. და მიიღო იორობოამ და ჰრქუა მას სამეა: ამას იტყჳს უფალი: ათსა მას ზედა ტომსა ისრაჱლისასა ჰმეფობდე.

Verse: 24p   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ერმან მან რობოამს, ძესა სოლომონისსა: მამამან შენმან დაამძიმა უღელი მისი ჩუენ ზედა და განადიდა საზრდელი ტაბლისა მისისაჲ, და აწ შენ აღგჳმცირე ჩუენ და გმონებდეთ შენ. ჰრქუა რობოამ ერსა მას: სამღა დღჱ მგებდით და მე მიგიგო თქუენ სიტყუაჲ.

Verse: 24q   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა რობოამ: შემოიყვანენით ჩემდა მოხუცებულნი და ვაზრახო მათ, რაჲ მიუგო მათ სიტყუაჲ შემდგომად სამისა დღისა. ეტყოდა რობოამ ყურთა მიმართ ერისათა, ვითარცა-იგი მოავლინა ერმან მან მისა, და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ ერისათა: ესრე ეტყოდე ერსა მას კეთილად.

Verse: 24r   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაქარვა რობოამ მზრახვაჲ იგი მათი და არა სთნდა მას იგი წინაშე მისა. მიავლინა და შეიპყრნა და შეიყვანნა მის წინაშე თანაზრდილნი მისნი და ეტყოდა მასვე და ჰრქუა: ამის სიტყჳსა მომავლინა მე ერმან. და ჰრქუეს მას Page of ms. O: 141v  მის თანაზრდილთა მათ: ესრე ეტყოდე ერსა მას და არქუ: ნეკი ჩემი უმსხჳლეს არს წელთა მამისა ჩემისათა; მამაჲ ჩემი გტანჯვიდა კუერთხითა, ხოლო მე გმთავრობდე ღრიაკალითა.

Verse: 24s   Link to mcat Link to septLink to armat   
და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე რობოამისა, და მიუგო ერსა მას სიტყუაჲ, ვითარცა-იგი აზრახეს მის თანაზრდილთა მათ ყრმათა.

Verse: 24t   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ყოველმან ერმან, ვითარცა კაცმან ერთმან, კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა, და ღაღად-ყო ყოველმან ერმან და თქუეს: არა არს ჩუენი ნაწილი დავითის თანა, არცა მკჳდრობაჲ ძისა თანა იესჱსა, კაცად-კაცადი მოვედინ საყოფელთა თჳსსა, ისრაჱლ.

Verse: 24u   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა ყოველი იგი ერი სიკიმაჲთ და მივიდა კაცად-კაცადი საყოფელად თჳსა. და დაიპყრა რობოამ და წარვიდა და აღჯდა იგი ეტლთა თჳსთა და შევიდა იერუსალჱმდ და შეუდგა მას ყოველი ერი იუდაჲსი და ბენიამენისი.

Verse: 24x   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მოწევნასა მეორისა მის წლისასა, შეიკრიბა რობოამ ყოველი ერი იუდაჲსი და ბენიამენისი და აღვიდა ბრძოლად იერობოამისა სიკიმად.

Verse: 24y   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამიაჲსა მიმართ, კაცისა მის ღმრთისა, და ჰრქუა: არქუ შენ რობოამს, მეფესა იუდაჲსსა, და ყოველსა სახლსა იუდაჲსსა და ბენიამენისსა და ნეშტსა მას ერისასა: არა აღხჳდეთ, არცა ჰბრძოდით ძმათა თქუენთა, ძეთა ისრაჱლისათა; მიაქციენ კაცად-კაცადმან საყოფელსა თჳსსა, რამეთუ ჩემ მიერ იყო სიტყუაჲ ესე.

Verse: 24z   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და დააც\ადეს Page of ms. O: 142r  აღსლვად სიტყჳსა მისებრ უფლისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშჱნა იერობოამ სიკიმაჲ, რომელ არს მთასა ეფრემისასა, და დაემკჳდრა სიკიმას შინა. და განვიდა მიერ და აღაშჱნა ფანუელი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა იერობოამ გულსა თჳსსა: აწ მიიქცეს მეფობაჲ სახლსა დავითისსა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ აღვიდოდის ერი ესე შეწირვად მსხუერპლისა მათისა ტაძრად უფლისა იერუსალჱმდ და მიიქცეს გული ერისაჲ უფლისა მათისა რობოამისა, მეფისა იუდაჲსა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიზრახა იორობოამ და წარვიდა და ქმნა ორი დიაკეული ოქროჲსაჲ და ჰრქუა იერობოამ ერსა მას: კმა იყავნ თქუენდა აღსლვაჲ იერუსალჱმდ; აჰა, ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელთა აღმოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგა ერთი იგი ბეთელს და ერთი იგი მისცა დანდ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ექმნა სიტყუაჲ ესე ცოდვად იერუსალჱმსა. და მივიდოდა ერი იგი ერთისა მის ვიდრე დანდმდე და წინაშე პირსა ერთისა - ბეთელდ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა იერობოამ ტაძრები მაღალთა ზედა და დაადგინა იერობოამ მღდელნი რაოდენნიმე, რომელნი არა იყვნეს ძეთაგან ლევისთა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო იერობოამ დღესასწაული თთუესა მას მერვესა, მეათხუთმეტესა დღესა მის თჳსასა, დღესასწაულისა მისებრ იუდაჲსა. და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელი ქმნა ბეთელს გებად დიაკეულთა მათ, რომელნი ქმნნა. და დაადგინა ბეთელს Page of ms. O: 142v  ქურუმნი მაღალთანი, რომელნი ქმნნა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჴდა იერობოამ საკურთხეველსა მას, რომელი აღაშჱნა მეათხუთმეტესა მას დღესა თთჳსა მის მერვისასა, დღესასწაულსა მას, რომელი ქმნა გულით თჳსით. და იყო დღესასწაული ძეთა ისრაჱლისათა და აღჴდა საკურთხეველსა მას ზორვად.



Chapter: 13  
თავი XIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და აჰა, კაცი ღმრთისაჲ მოიწია იუდაჲთ სიტყჳთა უფლისაჲთა ბეთელდ, და იერობოამ დგა საკურთხეველსა ზედა ზორვად.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴმობდა საკურთხეველად მიმართ კაცი ღმრთისაჲ სიტყჳთა უფლისაჲთა და თქუა: საკურთხეველო, საკურთხეველო! ამას იტყჳს უფალი: აჰა ესერა, ძჱ შობად არს სახლსა დავითისსა, იოსია სახელი მისი. და დაკლნეს შენ ზედა ქურუმნი ეგე მაღალთანი და შემწირველნი ეგე შენ ზედა, და ძუალნი კაცთანი დაწუნენ შენ ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსცეს მას დღესა ნიში და თქუა: ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი: აჰა ეგერა, საკურთხეველი ეგე განსთქდეს და დაითხიოს სიპოხჱ იგი, რომელი იყო მას ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ესმეს (!) სიტყუანი ესე მეფესა, - კაცისა მის ღმრთისანი, რომელი-იგი უწოდა საკურთხეველსა მას, რომელი-იგი იყო ბეთელს, - და განირთხა მეფემან ჴელი თჳსი საკურთხეველით და თქუა: შეიპყართ ეგე! და განჴმა ჴელი იგი, რომელ განირთხა მის ზედა, და ვერ უძლო კუალად შეყოფად მისა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და საკურთხეველი იგი განსთქდა და დაითხია სიპ\ოხჱ Page of ms. O: 143r  მისი საკურთხეველისა მისგან სასწაულისა მისებრ, რომელი მოსცა კაცმან მან ღმრთისამან სიტყჳთა უფლისაჲთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქუა: ევედრე შენ პირსა უფლისა ღმრთისა შენისასა და ილოცე ჩემთჳს და მომეგენ ჴელი ჩემი ჩემდა. და ევედრა კაცი იგი ღმრთისაჲ პირსა უფლისასა და მოეგო ჴელი იგი მეფისაჲ და იქმნა ვითარცა პირველ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდა მეფჱ კაცსა მას ღმრთისასა და თქუა: შემოვედ ჩემ თანა სახიდ ჩემდა და ჭამე პური ჩემ თანა და მიგცე შენ ნიჭი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან მეფესა: დაღათუ მომცე მე ზოგი სახლისა შენისაჲ, არა შემოვიდე შენ თანა და არა ვჭამო პური, არცა ვსუა წყალი ადგილსა მაგას.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრე მამცნო მე უფალმან სიტყჳთ და მრქუა: არა ჰშჭამო პური, არცა ჰსუა წყალი, არცა წარხჳდე მიერ გზით, ვინაჲ-იგი მოხუედ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა იგი გზასა სხუასა და არა წარვიდა იგი მიერ გზით, ვინაჲ-იგი მოსრულ იყო ბეთელდ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელი ერთი სხუაჲ მკჳდრ იყო ბეთელს, მოხუცებული. და მოვიდეს ძენი მისნი და უთხრეს მას ყოველი საქმჱ, რომელი ქმნა კაცმან მან ღმრთისამან მას დღესა შინა ბეთელს, სიტყუათა მათ, რომელთა ეტყოდა მეფესა. და მოაქციეს პირი მამისა მათისაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყოდა მათ მამაჲ მათი და ჰრქუა: რომლით გზით წარვიდა? და უჩუენეს მას ძეთა მისთა გზაჲ იგი, Page of ms. O: 143v  ვინაჲ წარვიდა კაცი იგი ღმრთისაჲ, რომელი მოსრულ იყო ქუეყანით იუდაჲსით.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ძეთა თჳსთა: დამისხენით მე კარაულსა! და დაუსხნეს მას კარაულსა და დაჯდა მას ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა კუალსა შედგომად კაცისა მის ღმრთისასა და პოვა კაცი იგი ღმრთისაჲ მჯდომარჱ მუხასა ქუეშე და ჰრქუა მას: შენ ხარა კაცი იგი ღმრთისაჲ, რომელი მოსრულ იყავ ქუეყანით იუდაჲსით? და მან ჰრქუა: მე ვარ!

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: მოვედ ჩემ თანა და ჭამე პური!

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას: ვერ ხელმეწიფების მისლვად შენ თანა, არცა ვჭამო პური, არცა ვსუა წყალი ამას ადგილსა,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ მამცნო მე სიტყჳთა უფალმან და მრქუა მე: ნუ ჰშჭამ პურსა მუნ, ნუცა ჰსუამ წყალსა, ნუცა მოხუალ მიერ გზით, ვინაჲ მიხჳდე.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მან ჰრქუა მას: მეცა წინაწარმეტყუელი ვარ, ვითარცა-ეგე შენ, და ანგელოზი მეტყოდა მე სიტყჳთა უფლისაჲთა და მრქუა: მოიყვანე იგი შენ თანა სახიდ შენდა და ჭამენ პური და სუნ წყალი, და შეიტყუვა იგი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოაქცია და ჭამა პური და სუა წყალი სახლსა შიან მისსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, სხდომასა მას მათსა ტაბლასა ზედა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ კაცისა მის მომართ, რომელმან მოაქცია იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა კაცსა მას ღმრთისასა, რომელი მოსრულ იყო ქუეყანით იუდაჲსით, და ჰრქუა: ამას იტყჳს უფალი: ამისთჳს, - რამეთუ განამწარენ სიტყუანი უფლისანი და არა დაიმარხენ მცნებანი, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოხუედ, ჰჭამე პური Page of ms. O: 144r  და ჰსუ წყალი ადგილსა ამას, რომელსა გეტყოდა შენ უფალი და გრქუა: ნუ ჰჭამ პურსა და ნუცა ჰსუამ წყალსა, - ამისთჳს არა შევიდეს გუამი შენი საფლავსა მამათა შენთასა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო შემდგომად პურის ჭამისა და წყლისა სუმისა, დაიხსნა კარაულსა თჳსსა, მიიქცა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა, პოვა იგი ლომმან გზასა ზედა და მოკლა იგი. და იყო გუამი მისი დავრდომილ გზასა ზედა, და ვირი იგი დგა მას ზედა, და ლომი იგი დგა მახლობელად გუამსა მას თანა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცნი წარჰვიდოდეს და იხილეს მძორი იგი დავრდომილი გზასა ზედა, და ლომი იგი დგა მახლობელად მძორსა მას. და მივიდეს კაცნი იგი და უთხრეს ქალაქსა მას შინა, სადა-იგი წინაწარმეტყუელი მოხუცებული მყოფ იყო.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა მას, რომელმან-იგი მოაქცია გზისა მისგან, და თქუა: ესე არს კაცი ღმრთისაჲ, რომელმან განამწარნა სიტყუანი უფლისანი, და მისცა იგი უფალმან ლომსა და შემუსრა და მოკლა იგი სიტყჳსა მისებრ უფლისა, ვითარცა ეტყოდა მას.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდა იგი ძეთა თჳსთა და ჰრქუა: დამისხენით მე კაჰრაულსა. და დაუსხნეს.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა და პოვა გუამი მისი მდებარე გზასა ზედა, და ვირი იგი და ლომი დგეს მძორსა მას თანა. და არა შეჭამა ლომმან მან მძორი იგი და არცა ვირი იგი შემუსრა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღო წინაწარმეტყუელმან მან მოხუცებულმან გუამი იგი კაცისა მის ღმრთისაჲ და დადვა იგი ვირსა მას ზედა და მიიღო იგი ქალაქად Page of ms. O: 144v 

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადვა გუამი მისი საფლავსა თჳსსა და ეტყებდა მას და თქუა: ვაჲ, ძმაო!

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, შემდგომად დაფლვისა მისისა ეტყოდა ძეთა თჳსთა და თქუა: მო-რაჲ-ვკუდე, დამფალთ მე საფლავსა მას, სადაცა კაცი იგი ღმრთისაჲ დაფლულ არს მას შინა და ძუალთა მისთა თანა დამდევით მე, რაჲთა განერნენ ძუალნი ჩემნი ძუალთა მაგისთა თანა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოფით იყოს სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყოდა სიტყჳთა უფლისაჲთა საკურთხეველისა მისთჳს, რომელ არს ბეთელს, და სახლთა მათთჳს მაღალთა, რომელნი არიან სამარიას.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყჳსა ამის შემდგომად არავე მოიქცა იორობოამ უკეთურებისაგან თჳსისა, და მიაქცინა და ყვნა ზოგნი ერისა მისგანნი მღდელად მაღალთა, და, რომელსა უნებნ, აღავსის ჴელი მეფისაჲ და იქმნის იგი მღდელად მაღალთა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ ესე ცოდვა სახლსა იერობოამისსა და მოსასრველ და განსარყუნელ პირისაგან ქუეყანისა.



Chapter: 14  
თავი XIV selomd. da ḳaci iq̇o seloms da saxeli misi akia da ese iq̇o ʒē sameocisa c̣lisay, da iq̇o siṭq̇uay uplisay mis tana. da ševida dedaḳaci igi saxlsa akiayssa da ḳaci igi moxucebul iq̇o xilvita da brq̇wl tualita siberisagan twsisa.


Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და უფალმან ჰრქუა აქიას: აჰა ეგერა, ცოლი იერობოამისი მოვალს შენდა გამოძიებად სიტყჳსა შენგან ძისა მისისათჳს, რამეთუ სნეულ არს იგი, ესრეთ ეტყოდე მას. და იყო შემოსლვასა მისსა აქიაჲსა სელონელისა ქალაქად და იგი იმალვიდა თავსა თჳსსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა აქია ყრმასა ერთსა: განვედ შენ და მიეგებვოდე ანოს, ცოლსა იერობოამისსა, და არქუ მას: შემოვედ და რაჲსა სდგა გარე, რამეთუ ამას იტყჳს უფალი: ფიცხელი საქმჱ მოვავლინო შენ ზედა. და მივიდა ანო კაცისა მის ღმრთისა. ვითარცა ესმა აქიას ჴმაჲ ბგერისაჲ ფერჴთა მისთაჲ შესლვასა მას მისსა, განღებასა კარისასა, ჰრქუა მას: შემოვედ ცოლი ეგე იერობოამისი, რაჲსათჳს შენ მემალვი? Page of ms. O: 144v  და მე ვარ მოციქული ფიცხელი შენდა და რაჲსა მომართუ მე პური და სკიჭი და კუერები და ლაგჳნითა თაფლი?

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
წარვედ და არქუ იერობოამს: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ შოვრის ერსა და მიგეც შენ მთავრად ერსა ჩემსა ისრაჱლსა,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიღე მეფობაჲ სახლისაგან დავითისა და მიგეც შენ იგი და არა ჰქმენ (სიც) ეგრე, ვითარცა-იგი დავით, მონაჲ ჩემი, რამეთუ დაიმარხნა მცნებანი ჩემნი და ვიდოდა შემოდგომად ჩემდა ყოვლითა გულითა მისითა ყოფად სიწრფოებისა წინაშე თუალთა ჩემთა,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ ბოროტი ჰქმენ უფროჲს ყოველთა, რაოდენნი იყვნეს უწინარეს შენსა, და მიიქეც და იქმენ თავისა შენისა ღმერთნი სხუანი გამოდნობილნი განსარისხებელად ჩემდა, დამიტევე მე, ზურგით მიქცი (!) მე,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს, აჰა ესერა, მოვავლინო მე სახლსა ზედა იერობოამისსა ბოროტი და მოვსრა იერობოამისი მფსმელიცა კედელსა, დაყენებული და დაშთომილი ისრაჱლსა შოვრის. და გამოვარჩიო შემდგომად სახლსა იერობოამისსა, ვითარცა-იგი მოიმარგლის მტილი, ვიდრემდე მოისრულის იგი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მომკუდარი იერობოამისი ქალაქსა შინა შეჭამონ ძაღლთა და მომკუდარი მისი ველსა ზედა შეჭამონ მფრინველთა ცისათა, რამეთუ უფალი იტყოდა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ აღდეგ და წარვედ სახიდ შენდა, რამეთუ ამას იტყჳს უფალი: აჰა ესერა, შენ Page of ms. O: 146r  წარხჳდე ჩემგან და იყოს შესლვასა ოდენ შენსა ქალაქად, მოკუდეს ყრმაჲ იგი და მჴევალნი შენნი მოგეგებვოდიან შემთხუევად შენდა და გრქუან შენ: მოკუდა ყრმაჲ იგი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყებდეს მას ყოველი ისრაჱლი და დაჰფლან იგი, რამეთუ ესე ხოლო შევიდეს საფლავად იერობოამისი, რამეთუ იპოვა მის თანა სიტყუაჲ კეთილი უფლისა მიმართ ღმრთისა ისრაჱლისა სახლსა შოვრის იერობოამისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღადგინოს უფალმან თავისა თჳსისა მეფჱ ისრაჱლსა ზედა, რომელმან წყლას სახლი იერობოამისი მას დღესა შინა, მერმეცა და აწვე

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
წყლას უფალმან ისრაჱლი და შეარყიოს, ვითარცა-იგი ირყევინ ლერწამი წყალსა შინა, და აღიფხურეს ისრაჱლი ქუეყანისა მისგან კეთილისა, რომელი მოსცა მამათა მათთა, და განანქრინეს იგინი წიაღკერძო მდინარესა მას, ამისთჳს რამეთუ იქმნნეს თავისა მათისა სერტყები განრისხებად უფლისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცეს უფალმან ისრაჱლი ჴელთა მტერთასა ცოდვათათჳს იერობოამისთა, რომელმან ცოდა და აცოდვა ისრაჱლი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ცოლი იერობოამისი და წარვიდა, ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე, და მივიდა სამარიად. და იყო ვითარცა შევიდოდა იგი ბჭეთა მათ ტაძრისათა, და მოკუდა ყრმაჲ იგი, ღაღადებაჲ მოიწია მიგებად ყურთა მისთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაჰფლეს იგი და ეტყებდეს მას ყოველი ისრაჱლი სიტყჳსა მისებრ უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა Page of ms. O: 146v  თჳსისა აქია წინაწარმეტყუელისაჲთა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყუათა მათთჳს იერობოამისთა, რაოდენ-იგი ჰბრძოდა, რაოდენ-იგი მეფობდა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღენი, რაოდენთა მეფობდა იერობოამ, ოცდაორ წელ. და დაიძინა იერობოამ მამათა მისთა თანა და მეფობდა ნაბატ, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და რობოამ, ძჱ სოლომონისი, მეფობდა იუდასა ზედა და ბენიამენსა. ძჱ ორმეოცდაერთისა წლისაჲ რობოამ მეფობასა მისსა და ათშჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს ქლაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან ღმერთმან დადებად სახელი მისი მუნ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა; და სახელი დედისა მისისაჲ ნაანა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა რობოამ ბოროტი წინაშე უფლისა და აღიშურა ყოფად ყოველივე, რაჲცა ქმნეს მამათა მისთა და მსგავსად ცოდვათა მათთა, რომელ ცოდეს,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელ-იგი აღაშენნეს მაღალნი და ძეგლნი და სერტყები ყოველთა ზედა ბორცუთა მაღალთა და ყოველთა ქუეშე ხეთა ჩრდილოთა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ზმნაჲ იყო ქუეყანასა მათსა და იქმოდა ყოველთაგან საძაგელებათა წარმართთასა, რომელნი აღჴოცნა უფალმან ღმერთმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო წელსა მეხუთესა, მეფობასა რობოამისსა, აღმოვიდა სოსაკიმ, მეფჱ ეგჳპტისაჲ, იერუსალჱმდ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარმოიღო ყოველი საფასჱ სახლისა უფლისაჲ და საუნჯჱ სახლისა მეფისაჲ, და ლახურები Page of ms. O: 147r  იგი ოქროჲსაჲ და სალტები, რომელ მოიხუნა დავით ხელთაგან მონათა ადრაზარისთა, მეფისა საბაჲსათა, და შეიღო იგი იერუსალჱმდ, ყოველივე წარიღო სოსაკიმ. და საჭურველები იგი ოქროჲსაჲ, რაოდენი ქმნა სოლომონ, ყოველივე წარიღო.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა მეფემან რობოამ საჭურველები რვალისაჲ მის წილ, და აღიღიან მთავართა მათ წინამცორვალთა, რომელნი სცვიდეს ბჭეთა სახლითა უფლისათა,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიღიან იგი თანაწარმცორვალთა მათ და დასთხიიან თეკუას თანა-წარმცორვალთასა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუანი რობოამისნი და ყოველი რაოდენი ქმნა, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნსა სიტყუათასა დღეთა მეფეთა იუდაჲსთა?

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბრძოლაჲ იყო შოვრის რობოამისა და შოვრის იერობოამისა ყოველთა დღეთა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა რობოამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა მისთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აბია, ძჱ მისი, მის წილ.



Chapter: 15  
თავი XV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მეათრვამეტესა წელსა მეფობასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისსა, მეფობდა აბია, ძჱ რობოამისი, იუდასა ზედა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ექუს წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისაჲ მააქა, ასული აბესალომისი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდოდა იგი ცოდვათა სახლისა მამისა თჳსისათა, რომელთა იქმოდა უწინარჱს მისა, არა იყო გული მისი სრულ უფლისა თანა ღმრთისა მისისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დავითს Page of ms. O: 147v  მოსცა უფალმან ნიში იერუსალჱმს, რაჲთა დაადგინნეს შვილნი მისნი შემდგომად მისა და დაამტკიცოს იერუსალჱმი,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა-იგი დავით ჰყოფდა სიწრფოებასა წინაშე უფლისა და არა გარდააქცია ყოველთაგან, რაოდენი ამცნო უფალმან ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, თჳნიერ ხოლო სიტყჳსა მის ურია ქეტელისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბრძოლაჲ იყო შოვრის აბიაჲსა და შოვრის იერობოამისა ყოველთა დღეთა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი იგი სიტყუათა აბიაჲსთანი და ყოველი, რაოდენი ქმნა, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა მეფეთა იუდაჲსთასა?

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა აბია მამათა მისთა თანა ქალაქსა დავითისსა. მეოცესა წელსა იერობოამისსა მეფობდა ასა ისრაჱლსა ზედა, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა ოცდამეერთესა მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა ასა იუდასა ზედა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორმეოცდაერთ წელ მეფობდა ასა ისრაჱლსა ზედა, და სახელი დედისა მისისაჲ ანნა, ასული აბესალომისი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ასა სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა, ვითარცა დავით, მამამან მისმან.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღო ძეგლები იგი ქუეყანით და მოსპნა ყოველნი იგი მოპოვნებანი მამათა მისთანი, რომელნი იქმნეს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ანნა, დედაჲ მისი, გარდაადგინა, რაჲთა არღარა იყოს წინამძღუარ, რამეთუ ჰყოფდა იგი კრებასა სერტყთასა. და მოკაფა იგი ასა და ყოველნი შთასავალნი სამსახურებელთა მისთანი და დაწუა იგი ცე\ცხლითა Page of ms. O: 148r  ჴევსა მას შინა ნაძუთასა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მაღალნი იგი არა აღიხუნა, გარნა გული ასაჲსი არა სრულ იყო უფლისა თანა ღმრთისა მისისა ყოველთა დღეთა მისთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიხუნა ასა ტაძრად უფლისა სუეტნი იგი მამისა მისისანი და სუეტნი იგი მისნი ვეცხლისანი და ოქროჲსანი, და შეიღო სახლსა უფლისასა ვეცხლი და ოქროჲ და ჭურჭერი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბრძოლაჲ იყო შოვრის ასაჲსა და შოვრის ბასაჲსა, მეფისა ისრაჱლისა, ყოველთა დღეთა იუდასა ზედა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშჱნა რამაჲ, რაჲთა არა იყოს გამომავალი და შემავალი ასა მეფისა იუდაჲსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო ასა ვეცხლი და ოქროჲ, რაოდენი პოვა საუნჯეთა სახლისა მეფისათა, და მისცა იგი ჴელთა მონათა მისთასა და მიუძღუანა იგი ასა მეფემან ძესა ადერისსა, ძისა ტაბერმანისსა, ძისა აზიბისსა, მეფისა ასურეთისასა, რომელი დამკჳდრებულ იყო დამასკეს, და ჰრქუა:

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
აღთქუმაჲ იყავნ შოვრის შენსა და ჩემსა და შოვრის მამისა ჩემისა და მამისა შენისა. აჰა ეგერა, მიგიძღუანე შენ ძღუენი - ოქროჲ და ვეცხლი. მოვედ და განაქარვე აღთქუმაჲ შენი ბასაჲს თანა, მეფისა ისრაჱლისა, რაჲთა წარვიდეს იგი ჩემგან.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინა ადერ, ძემან აზებისმან, მეფისა ასაჲსი და მოავლინნა მთავარნი ძლიერებისა მისისანი ქალაქებსა ისრაჱლისასა და მოსრა ნაინი და დანი და აბელმაჲ და ყოველი ქუეყანაჲ ქენერეთისაჲ და ყოვლისა ქუეყანისამდე (სიც) ნეფთალემისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ვითარცა ესმა ესე ბასას, მეფესა ისრაჱლისასა, დააცადა შჱნებაჲ იგი რამაჲსაჲ და მიიქცა იგი თერსად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან ასა ამცნო ყოველსა იუდასა მისლვად ანაკიმდ, და წარმოიღეს ლოდები იგი რამაჲსაჲ და ძელები იგი მისი, რომელი ეშენა (!) ბაასას. და აღაშჱნა მით ასა ბორცჳ ბენიამენისი და სამსტროჲ იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუანი ასაჲსნი და ყოველნი ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნნა, და ქალაქნი, რომელ აღაშჱნნა, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა მეფეთა იუდაჲსათა? გარნა ჟამსა სიბერისა მისისასა ქმნა ასა ბოროტი წინაშე უფლისა და ელმოდეს ფერჴნი მისნი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა ასა მამათა მისთა თანა და დაეფლა მამათა მისთა თანა, და მეფობდა იოსაფატ, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნაბატ, ძჱ იერობოამისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა წელსა მესამესა ასა მეფისა იუდაჲსსა. მეფობდა ნაბატ ისრაჱლსა ზედა ორ წელ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა მამისა თჳსისათა და ცოდვათა მისთა, რომლითა-იგი აცოდვა ისრაჱლი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
გარემოადგა მას ბაასა, ძჱ აქიაჲსი, სახლსა ბედამაჲსსა, რომელ არს იზაქარისი, და გარემოადგა მას ლაშქარი გაბათონს უცხოთესლთასა, და ნაბატს და ყოველთა კაცთა ისრაჱლისათა გარემოადგა Page of ms. O: 149r  გაბათონს.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკლა იგი ბაასა წელსა მეოთხესა, ასა მეფისა იუდაჲსსა, და მეფობდა ბაასა ისრაჱლსა ზედა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა დადგა იგი მეფედ, მოსრა ყოველი სახლი იერობოამისი და არა დაუტევა სული კაცისა იერობოამისი, ვიდრე მოსრნა იგინი სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა მონისა თჳსისა აქია სილონელისაჲთა, -

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოდვათათჳს იერობოამისთა, რომელმან-იგი აცოდვა ისრაჱლი განრისხებითა მით მისითა, რომლითა განარისხეს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა ნაბატისთანი და ყოველნი, რაოდენნი ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?
Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა ოცდამეხუთესა ასა მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა ბასა, ძჱ აქიაჲსი, ისრაჱლსა ზედა თჳრსას (!) შინა, ოცდაოთხ წელ.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბაასა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა იგი გზასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისსა, და ცოდვათა მისთა, რომლითა-იგი აცოდვა ისრაჱლი.



Chapter: 16  
თავი XVI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოაჲსა მიმართ, ძისა ანანიაჲსა, ბაასაჲსა, მეფისა ისრაჱლისა, და თქუა:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ ქუეყანით და მიგეც შენ მთავრობაჲ ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, და მიხუედ შენ გზასა იერობოამისსა და აცოდვე ერი ჩემი ისრაჱლი განრისხებად ჩემდა ამაოთა ზედა, -

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა ესერა, აღვადგინო მე შემდგომად ბასაჲსა და შემდგომად სახლისა მისისა ბოროტი და მივსცე სახლი მისი, ვითარცა სახლი იერობოამისი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მომკუდარნი ბასაჲსნი ქალაქსა შინა შე\ჭამნენ Page of ms. O: 149v  ძაღლთა და მომწყდარნი მისნი ველსა ზედა შეჭამნენ მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა ბასაჲსთანი და ყოველი, რაოდენი ქმნა, და ძლიერებანი მისნი, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა ბაასა მამათა მისთა თანა და დაეფლა იგი თერსას, და მეფობდა ჱლა, ძჱ მისი, მის წილ ოცდამეცხრესა წელსა, ასა მეფისა იუდაჲსასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდა უფალი ჴელითა იოჲსითა, ძისა ანანიაჲსითა, ბაასაჲსთჳს და სახლსა თჳსსა ზედა და ყოველსა ზედა უკეთურებასა მისსა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა გარისხებად (!) იგი საქმითა ჴელთა მისთაჲთა, რაჲთა იყოს იგი ვითარცა სახლი იერობოამისი მოსრვისათჳს ასაჲს ერისა, მეფისა იუდაჲსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ელა, ძჱ იგი ბაასაჲსი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა თერსას შინა ორ წელ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიკრიბა მის ზედა ერი ზამბრი, მთავარმან მან ზოგი (!) საეტლეთამან, და იგი სუმიდა და სთროდა სახლსა შინა ოსა მნისასა, რომელი იყო თერსას.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ზამბრი და სცა მას და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
იყო მეფობასა ზამბრისსა, რაჟამს-იგი დაჯდა საყდარსა მისსა, მოსრა სახლი ბაასაჲსი

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყჳსა მისებრ, რომელსა იტყოდა უფალი სახლსა ზედა ბაასაჲსა ჴელითა იოჲსითა, ძისა ანანიაჲსითა, წინაწარმეტყუელისაჲთა,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა მათთჳს ცოდვათა ბასაჲსთა და ელა ძისა მისისათა, რომელმან აცოდ\ვა Page of ms. O: 150r  ისრაჱლი განრისხებად იგი ამაოთა მათ ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა ელაჲსნი და ყოველი, რაოდენი ქმნა, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა ოცდამეთერთმეტესა (!), მეფობასა ასაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა ზამბრი თერსას შჳდ დღე, და ბანაკი ისრაჱლისაჲ იყო გაბათონს უცხოთესლთასა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა ერსა მას და იტყოდეს: შეიკრიბა ზამბრი და მოკლა ჱლა მეფჱ, და მეფე ყო ერმან ზამბრი, მთავარი იგი ერისაჲ, ისრაჱლსა ზედა მას დღესა შინა ბანაკსა მას.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღმოვიდა ზამბრი გაბათონით და ყოველი ისრაჱლი მის თანა და გარე-მოადგა თერსასა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა იხილა ზამბრი, რამეთუ დაიპყრა ქალაქი მისი, შევიდა იგი სასუნებელსა სახლისა მეფისასა და აღუდვა ცეცხლი სახლსა მეფისასა და დაიწუა იგი თავსა თჳსსა ზედა ცეცხლითა და მოკუდა იგი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოდვათა თჳსთათჳს, რომელ ქმნა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა იერობოამისთა, ძისა ნაბატისთა, და ცოდვათა მისთა, რომელმან-იგი აცოდვა ისრაჱლი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა ზა[მ]ბრისნი და ბრძოლანი მისნი, რომელთა ჰბრძოდა, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ განიყო ერი ისრაჱლისაჲ და ზოგი იგი იყო შემდგომად თაბენისა, ძისა Page of ms. O: 150v  გონოთისსა, მეფობად მისა, და ზოგი იყო შემდგომად ზამბრისა მეფობად მისა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და იძლია ერი იგი, რომელ იყო შემდგომად თაბენისა, ძისა გონოთისა; მას ჟამსა ოდენ მოკუდა თაბენი და იორა[მ], ძმაჲ მისი; მას ჟამსა მეფობდა ამბრი შემდგომად თაბენისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ოცდამეათერთმეტესა წელსა მეფობასა ასაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა ამბრი ისრაჱლსა ზედა ათორმეტ წელ, თერსას მეფობდა ექუს წელ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიგო ამბრი მთაჲ იგი სომორონი სემერისგან, უფლისა მის მთისაჲსა, ორის ტალანტის ვეცხლის; და აღაშჱნა მთაჲ იგი და უწოდა სახელი მთისაჲ მის, რომელი-იგი აღაშჱნა სახელითა სემერისითა, უფლისა მის მთისაჲთა(სიც), სომორონ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ამრი (!) ბოროტი წინაშე უფლისა და უძჳრჱსი ქმნა უფროჲს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარჱს მისა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდოდა იგი ყოველთა გზათა იერობოამისთა, ძისა ნაბატისთა, და ცოდვათა მისთა, რომელ ქმნნა, რომლითა-იგი აცოდვა ისრაჱლი განრისხებად იგი ამაოებათა მისთა ზედა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი იგი სიტყუანი ამბრისნი და ყოველი რაოდენი ქმნა, და ძლიერებანი მისნი, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა მამათა მისთა თანა და დაეფლა სამარიას. და მეფობდა აქაბ, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 28a   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეათორმეტესა წელსა მეფობასა ამბრისსა მეფობდა იოსაფატ,, Page of ms. O: 151r  ძჱ ასაჲსი, იუდასა ზედა. ძჱ ათხუთმეტისა წლისა იყო იოსაფატ მეფობასა მისსა და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს, და ოცდახუთისა წლისა შევიდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისაჲ გაზობა, ასული სელლისი.

Verse: 28b   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდოდა იოსაფატ გზასა მამისა თჳსისა ასაჲსსა, არა გარდააქცია მისგან ყოფად სიწრფოებისა წინაშე უფლისა, გარნა მაღალნი იგი არა აღიხუნა იოსაფატ, რამეთუ უკლვიდა ერი იგი მთათა ზედა და უკუმევდეს.

Verse: 28c   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღთქუმაჲ ყო იოსაფატ აქაბის თანა, მეფისა ისრაჱლისა. და ნეშტნი იგი სიტყუათა იოსაფატისნი და ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნნა, და ბრძოლანი, რომლითა ჰბრძოდა, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდაჲსთა?

Verse: 28d   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი იგი სიტყუანი და ბრძოლანი, რომელ იყვნეს დღეთა ასაჲსთა, მამისა მისისათა, რომელნი-იგი ჰბრძოდეს მას, აღიხუნა ქუეყანით.

Verse: 28e   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფჱ არა იყო ასურეთს ნასიბს, და მეფემან

Verse: 28f   Link to mcat Link to septLink to armat   
იოსაფატ ქმნა ნავი მისლვად თარშით, სოფირით კერძო, ოქროჲსათჳს, და ვერ წარვიდა, რამეთუ შეიმუსრა ნავი იგი გასიონ გაბერს.

Verse: 28g   Link to mcat Link to septLink to armat   
* მაშინ ჰრქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, იოსაფატს: წარვავლინნე მონანი ჩემნი მონათა შენთა თანა. და არა ინება იოსაფატ. ბოროტი წინაშე უფლისა და უბოროტესი ქმნა უფროჲს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს [მისა].

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
მისლვად შემდგომად ცოდვათა იერობოამისთა, ძისა ნაბატისთა. და მოიყვანა ცოლად იაზაბელ, ასული იეთმაელისი, მეფისა სიდონელთაჲსაჲ. და წარვიდა აქაბ და ჰმონებდა ბაალსა და თავყუანის-სცემდა მას.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჰმართა ბომონი ბაალისი სახლსა შინა საძაგელებისა მისისასა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა აქაბ სერტყები, განამრავლნა აქაბ განრისხებანი განრისხებად უფლისა, რაჲთა ყოს სული თჳსი მოსასრველ, ამისთჳს, რამეთუ ბოროტი ქმნა უფროჲს ყოველთა მეფეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს უწინარეს მისა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
დღეთა მისთა აღაშჱნა აქიელ ბეთელიელმან იერიქოჲ და აბირონ პირმშოჲთა თჳსითა დააფუძნა იგი, და სეგულ უმწემესითა თჳსითა შეაბნა ბჭენი თჳსნი სიტყჳსა მისებრ უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ისუ, ძისა ნავჱსითა.



Chapter: 17  
თავი XVII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ელია თეძბელმან, რომელი იყო თესლისაგან გალაადისაჲ: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, რომლისა წარვდეგ წინაშე მისა, უკუეთუ იყოს ამათ წელთა ცუარი, ანუ წჳმაჲ, არამედ გარნა თუ სიტყჳთა პირისა ჩემისაჲთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ელიაჲსა მიმართ:

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
წარვედ ამიერ აღმოსავალად კერძო და დაემა\ლე Page of ms. O: 152r  მუნ ჴევსა მას ქორათისასა, წინაშე პირსა იორდანისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და სუემდ წყალსა ჴევისა მისგან, და ყორანთა უბრძანო გამოზრდაჲ შენი მუნ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა ელია სიტყჳსა მისებრ უფლისა და დაჯდა ჴევსა ქორათისასა, რომელ არს წინაშე იორდანესა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყორანნი მოართუმიდეს მას პურსა განთიად და ჴორცსა - მიმწუხრი, და ჴევისაგან სუმიდა წყალსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო შემდგომად ღდეთა მათ და განჴმა ჴევი იგი, რამეთუ არა იყო წჳმაჲ ქუეყანასა ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ელიაჲსა მომართ და ჰრქუა:

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიაჲსა და დაჯედ მუნ. და აჰა, მიბრძანებიეს მუნ დედაკაცსა ქურივსა გამოზრდაჲ შენი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ელია და წარვიდა სარეფთად სიდონიაჲსა და დადგა ბჭეთა ზედა ქალაქისათა. და, აჰა ესერა, დედაკაცი ქურივი შეჰკრებდა შეშასა; და ჴმა-უყო ელია და ჰრქუა: მომართუ მე მცირედ წყალი ჭურჭლითა და ვსუა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
წარვიდა იგი მოღებად, შემდგომად მისა ჴმა-უყო მას, ჰრქუა მას ელია: მომართუ მცირედ შესაჭმელ ერთ პურისაჲ ჴელითა შენითა და ვჭამო.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც მე ჴუეზა ერთ, გარნა მჭელ ერთ ფქვილი სარქუანსა შინა; აჰა ესერა, შევკრებ Page of ms. O: 152v  შეშასა და შევიდე და შევქმნე იგი თავისა ჩემისათჳს და შვილთა ჩემთათჳს და შევჭამოთ და მოვწყდეთ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ელია: ნუ გეშინინ, შევედ და შექმენ სიტყჳსაებრ შენისა და მიქმენ მე მისგან მცირედ ყურბეულად პირველ და გამომართჳ მე, და თავისა შენისაჲ და შვილთა შენთაჲ ჰქმნე უკუანაჲსკნელ,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: სარქუანსა მას საფქვილესა არა მოაკლდეს და რქასა მას საზეთესა არა დააკლდეს, ვიდრე დღედმდე მოცემისა უფლისა მიერ წჳმაჲ ქუეყანასა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
წარვიდა დედაკაცი იგი და ყო ეგრე სიტყჳსა მისებრ ელიაჲსა. და ჭამდა იგი და დედაკაცი იგი და შვილნი მისნი. და მიერ ჟამითგან

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ჭურჭელსა მას საფქვილესა არა მოაკლდა და რქასა მას საზეთესა არა დააკლდა სიტყჳსა მისებრ უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ელიაჲსითა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ამისა შემდგომად, დასნეულდა ძჱ დედაკაცისაჲ მის, დედუფლისაჲ მის სახლისაჲ. და იყო სნეულებაჲ მისი ძლიერ ფრიად, ვიდრემდე არა დაშთა სული ცხორებისაჲ მის თანა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა დედაკაცმან მან ელიას: რაჲ ძეს ჩემი და შენი, კაცო ღმრთისაო? შემოხუედ მოჴსენებად ცოდვათა ჩემთა და მოსიკუდიდ ძისა ჩემისათჳს?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელია დედაკაცსა მას: მომეც მე ძჱ შენი აქა! და მიიყვანა იგი წიაღითაგან მისთა და შეიყვანა იგი ქორსა მას, რომელსა Page of ms. O: 153r  იყოფვოდა იგი მუნ, და დააწვინა იგი ცხედარსა ზედა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ღაღად-ყო ელია და თქუა: ვაჲმე, უფალო ჩემო, მოწამეო ამის ქურივისაო, რომლისა თანა მე დამკჳდრებულ ვარ! შენ ჰგუემე ძჱ მაგისი სიკუდილითა?

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთაჰბერა ყრმასა მას სამგზის და ჰხადოდა უფალსა და თქუა: უფალო, ღმერთო ჩემო! მოიქეცინ სული ამის ყრმისაჲ ამისავე.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეყსეულად განცოცხლდა და ღაღად-ყო ყრმამან მან.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარდამოიყვანა იგი მიერ ქორით სახიდ და მისცა იგი დედასა თჳსსა და ჰრქუა მას ელია: იხილე, რამეთუ ცოცხალ არს ძჱ შენი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დედაკაცმან მან: აჰა ესერა, მე ამით ვცან, რამეთუ კაცი ღმრთისაჲ ხარ შენ და სიტყუაჲ უფლისაჲ ჭეშმარიტ არს პირსა შენსა.



Chapter: 18  
თავი XVIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა, და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ელიაჲსა მიმართ, წელსა მესამესა, და ჰრქუა: მივედ და ეჩუენე შენ აქაბს და მოვსცე წჳმაჲ პირსა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა ელია ჩუენებად აქაბისა, იყო სიყმილი ძლიერი სამარიას.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა აქაბ აბდიუსს, მნესა, და აბდიუს იყო მოშიშ უფლისა ფრიად.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მოსრვიდა იაზაბელ წინაწარმეტყუელთა უფლისათა, მოიყვანა აბდიუ ასი კაცი წინაწარმეტყუელთაგანი და დამალნა იგი[ნი] ერგასის-ერგასისი თითოსა ქუაბსა და ზრდიდა მათ პურითა და წყლითა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა აქაბ აბდიუსს: მოვედ და განვიდეთ ველად წყაროსა წყალთასა და ჴევნებსა, ვპ\ოვოთ Page of ms. O: 153v  თუ ხოლო მწუანვილი და გამოვზარდნეთ ცხენნი და ჯორნი და არა მოისრას ჩუენგან საცხოვარი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიყვეს მათ გზები იგი განსავალად მიერ, და აქაბ განვიდა გზასა ერთსა და აბდიუს წარვიდა გზასა სხუასა მარტოჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო აბდიუ გზასა ზედა მარტოჲ, და, აჰა ესერა, ელია შეემთხჳა მას. და იწრაფა აბდიუ და გარდამოჴდა და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თქუა აბდიუ: უკუეთუ შენ ხარ უფალი იგი ჩემი, ელია?

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელია: მე ვარ, წარვედ და არქუ უფალსა შენსა: აჰა ელია.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა აბდიუ: რაჲ შეგცოდე შენ, რამეთუ მისცემ მონასა შენსა ჴელთა აქაბისთა მოკლვად ჩემდა?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, უკუეთუ სადამე არს სამეფოჲ და ნათესავი, ვიდრე არა მიავლინა ძიებად შენდა და თქუეს, ვითარმედ: არასადა არს. და მოწუა სამეფოჲ და სოფლები მისი, რამეთუ არა გპოვა შენ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ შენ მეტყჳ მე: წარვედ და უთხარ უფალსა შენსა: აჰა ელია.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს, წარვიდე მე შენგან, სულმან უფლისამან წარგიღოს შენ ქუეყანად, რომელი მე არა ვიცი. და წარვიდე თხრობად აქაბისა და მან არა გპოვოს შენ და მომკლას მე. და მონაჲ შენი მოშიში უფლისაჲ არს სიყრმითგან თჳსით.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა-მე მიგეთხრა უფალსა ჩემსა, რაჲ-იგი ვყავ მე, რაჟამს მოჰკლვიდა იაზაბელ წინაწარმეტყუელთა Page of ms. O: 154r  უფლისათა, და მოვიყვანენ წინაწარმეტყუელთაგანნი უფლისათაჲ ასი კაცი და დავმალენ იგინი ერგასის-ერგასისნი ორსა ქუაბსა და ვზრდიდი მათ პურითა და წყლითა?

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ შენ მეტყჳ: წარვედ და არქუ უფალსა შენსა: აჰა ელია, და მომკლას მე.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
... ცხოველ არს უფალი ძალთაჲ, რომლისა წინაშე ვდგა მე, ვითარმედ დღეს ვეჩუენო მე აქაბს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა აბდიუ შემთხუევად აქაბისა და უთხრა მას. და განარბია აქაბ და წარვიდა და მიეგებვოდა ილიას (!).

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა იხილა აქაბ ელია, ჰრქუა მას: შენ იგი ხარა მარღჳ ისრაჱლისაჲ, რომელი გარდააქცევ ისრაჱლსა?

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელია აქაბს: არა გარდავაქცევ მე ისრაჱლსა, არამედ - შენ და სახლი მამისა შენისაჲ, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და მიხუედით თქუენ შედგომად ბაალიმისა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ წარავლინე და შემომიკრიბე მე ყოველი ისრაჱლი მთასა კარმელსა და წინაწარმეტყუელნი სიცრუვისანი ოთხასერგასისნი კაცნი, და წინაწარმეტყუელნი სერტყთანი ოთხასნი, რომელნი ჭამენ ტაბლასა იაზაბელისსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა აქაბ ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა და შეკრიბნა ყოველნი წინაწარმეტყუელნი სირცხვილისანი მთასა მას კარმელსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუჴდა ელია ყოველსა მას ერსა და ჰრქუა მათ: ვიდრემდე თქუენ ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მოვედით და შეუდეგით კუალსა მისსა, უკუეთუ Page of ms. O: 154v  ბაალი არს, ვიდოდეთ კუალსა მისსა შემდგომად. და არარაჲ მიუგო ერმან მან სიტყუაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ელია ერსა მას: მე დაშთომილ ვარ წინაწარმეტყუელი უფლისაჲ წინაწარმეტყუელად მარტოჲ და წინაწარმეტყუელნი ბაალისნი ოთხას-ერგასისნი კაცნი არიან და წინაწარმეტყუელნი სერტყთანი ოთხასნი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მომცენით ჩუენ აქა ორნი ზროხანი და გამოირჩიედ მათ თავისა თჳსისად ერთი და ასუეულად განყვედ და დააგედ შეშასა მაგას ზედა და ცეცხლსა ნუ დასდებედ. და მე განვყო ზროხაჲ იგი ერთი და დავაგო იგი შეშასა მას ზედა და ცეცხლი არა დავდვა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუენ ღაღადებდით სახელითა ღმერთთა თქუენთაჲთა და მე ვხადოდი სახელითა უფლისა ღმრთისა ჩემისაჲთა, და იყოს, რომლისაჲ ისმინოს დღეს ცეცხლითა, ესე არს ღმერთი. მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა იტყოდე.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელთა მათ სიცრუვისათა: გამოირჩიეთ თქუენ ზროხაჲ ეგე ერთი, რამეთუ თქუენ მრავალ ხართ, და ყავთ პირველად და ხადოდეთ სახელებითა ღმერთთა თქუენთაჲთა და ცეცხლსა ნუ დასდებთ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიბეს ზროხაჲ იგი ერთი, რომელი მისცა მათ, და ყვეს ეგრე და ჰხადოდეს სახელითა ბაალისითა განთიადითგან ვიდრე შუვასამხრადმდე და იტყოდეს: შეისმინე ჩუენი, ბაალ, შეისმინე ჩუენი! და არა იყო ჴმა, არცა სმენა და რბიოდეს გარემო საკურთ\ხეველსა Page of ms. O: 155r  მას, რომელი ქმნეს.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სამხარი, ეკიცხევდა მათ ელია და ჰრქუა: ჰხადეთ ჴმითა ერთბამად ყოველთა, ნუუკუე გულს რასმე იტყჳან, ანუ ბრძანებასა რასმე ბრძანებენ, გინა, უკეთუ ეძინოს, და განიღჳძოს და აღდგეს.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ღაღადებდეს ჴმითა მაღლითა და დაიჭრებოდეს მსგავსად ჩუეულებისა მათისა ჴრმლებითა და ლახურებითა ვიდრე დათხევადმდე სისხლისა მათ ზედა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელებდეს ვიდრე გარდაჴდა სამხარი. და იყო ჟამი ოდენ მსხუერპლისა შეწირვისაჲ, და არა იყო ჴმა, არცა სმენა. ეტყოდა ელია წინაწარმეტყუელთა მათ მოსაწყინელთასა და ჰრქუა: გარდადეგით თქუენ აწ და ვყო მეცა მსხუერპლი ჩემი. და გარდადგეს და წარვიდეს.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ელია ერსა მას: მოვედით ჩემდა! და მოუჴდა მას ყოველი იგი ერი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო ელია ათორმეტი ლოდი მსგავსად რიცხჳსა მის ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა, ვითარცა ეტყოდა მას უფალი, და ჰრქუა: ისრაჱლ, იყოს სახელი შენი!

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშჱნნა ლოდნი იგი და განკურნა საკურთხეველი იგი უფლისაჲ დარღუეული და ქმნა გარემოჲს ზღუაჲ საკურთხეველსა მას, რომელმანმცა დაიტია ორი საწყაული თესლისაჲ გარემო საკურთხეველსა მას.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაასხა შეშაჲ იგი საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა, და დაჰზჳნა მას ზედა და განყო ასოეულად მსხუერპლი იგი და დააგო საკურთხეველსა მას ზედა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელია: მომართუთ მე Page of ms. O: 155v  ორი საწყაული სავსჱ წყლითა და დაასხთ საკურთხეველსა ზედა, და მსხუერპლსა და შეშასა. და თქუა მეორედ: დაასხთ! და დაასხეს მეორედ. და თქუა მესამედ: დაასხთ! და დაასხეს მესამედ.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
დამოსდიოდა წყალი იგი გარემო საკურთხეველსა მას და ტბაჲ იგი აღივსო წყლითა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო აღსლვასა ოდენ მსხუერპლისასა, ღაღად-ყო ელია ზეცად და თქუა: უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, და ისაკისო, და ისრაჱლისო! ისმინე ჩემი, უფალო, ისმინე ჩემი დღეს ცეცხლითა და ცნან ყოველმან ამან ერმან, რამეთუ შენ ხარ მხოლოჲ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ და მე მონაჲ შენი, შენთჳს ვყავ საქმჱ ესე ყოველი.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ მოაქციე გული ამის ერისაჲ შედგომად შენდა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარდამოვარდა ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით და შეჭამა მსხუერპლი იგი, და შეშაჲ, და წყალი, და რაჲცა იყო მას ზედა. და წყალი იგი ტბისაჲ მის, და ქვები იგი, და მიწაჲ აღწბა ცეცხლმან მან.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაეცა ყოველი იგი ერი პირსა ზედა თჳსსა და თქუეს: ჭეშმარიტად ესე არს უფალი ღმერთი!

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელია ერსა მას: შეიპყრენით წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი და ნუვინ განგერებინ მათგანი! და შეიპყრნეს და შთაიყვანნა იგინი ელია ჴევსა მას კიშოვრისასა და მოწყჳდნა იგინი მუნ.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ელია აქაბს: აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ჴმაჲ ფერჴთა წჳმისათაჲ ისმის.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა აქაბ ჭამად და სუმად, და ელია აღჴდა მთასა მას კარმელსა, მოდრკა იგი ქუეყანასა Page of ms. O: 156r  ზედა და დადვა პირი მისი შოვრის ორთა მუჴლთა მისთა.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ყრმასა მას მისსა: აღდეგ და მიჰხედე გზასა მას ზღჳთ კერძო. და იხილა ყრმამან მან და თქუა: არარაჲ არს! ჰრქუა მას ელია: მიიქეც და მიჰხედე შჳდგზის! და მიჰხედა ყრმამან მან შჳდგზის.

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მეშჳდესა მას [ჯერსა], და აჰა მცირჱ ღრუბელი, ვითარცა ნები კაცისაჲ, რომელსა აღმოაქუნდა წყალი ზღჳთ. ჰრქუა ყრმასა მას: აღვედ და არქუ აქაბს: აღაგენ ეტლნი შენნი და გარდაგუალე, ნუუკუე გეწიოს შენ წჳმაჲ.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვიდრე აქა და იქი, და ცაჲ დაბნელდა ღრუბლითა და ქარითა და იყო წჳმაჲ დიდი. და ტიროდა აქაბ და შევიდოდა იეზრაელდ.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴელი უფლისაჲ იყო ელიაჲს ზედა. და მოიმტკიცნა წელნი თჳსნი და მირბიოდა წინა აქაბისა ვიდრე შესლვადმდე მისა იეზრაელდ.



Chapter: 19  
თავი XIX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრა აქაბ იაზაბელს ყოველი იგი, რაჲცა ქმნა ელია, და ვითარ-იგი მოწყჳდნა წინაწარმეტყუელნი ბაალისნი მახჳლითა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინნა მოციქულნი იაზაბელ ელიაჲსა და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ელია და მე იაზაბელ, ესე და ესე მიყვედ მე ღმერთთა და ესე დამირთედ, რამეთუ ამასვე ჟამსა, ხვალე, დავდვა თავი შენი, ვითარცა თავი ერთისა მათგანისაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეეშინა ელიას და აღდგა და ივლტოდა სულისა თჳსისათჳს და მივიდა იგი ბერსაბედ, რომელ არს იუდაჲსი, და დაუტევა ყრმაჲ იგი მისი მუნ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგი წარვიდა უდაბნოჲთ გზასა Page of ms. O: 156v  დღისა ერთისასა და დაჯდა იგი ქუეშე ხესა დანაკისკუდისასა და თქუა: კმა იყავნ აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მე მამათა ჩემთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწვა იგი მუნ და დაიძინა ქუეშე ნერგსა მას. და აჰა, შე-ვინმე-ახო მას ჴელი და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მიხედა და იხილა თავით კერძო მისა ჴუეზაჲ ერთი ასლისაჲ და სტამნითა წყალი. და აღდგა ელია, ჭამა და სუა და მიიქცა და დაიძინა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიქცა მეორედ ანგელოზი იგი და ჴელი შეახო მას და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე და სუ, რამეთუ ფრიად არს სიგრძჱ გზისაჲ შენგან.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა, ჭამა და სუა და წარვიდა ძალითა მის საზრდელისაჲთა ორმეოც დღე და ორმეოც ღამჱ ვიდრე მთადმდე ქორებდ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა მუნ ქუაბსა და იყოფვოდა მუნ. და აჰა ესერა იყო ჴმაჲ უფლისაჲ მისა და ჰრქუა: რაჲ არს შენდა, ელია, აქა?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ელია: შური შემშურდა უფლისა ღმრთისა ყოვლისამპყრობელისაჲ, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს, წინაწარმეტყუელნი შენნი მოწყჳდნეს მახჳლითა, მე მარტოჲ დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას უფალმან: გამოხჳდე ხვალე და დასდგე წინაშე უფლისა მთასა მაგას. და აჰა, უფალი წარმოვიდეს და ქარი დიდი და ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შეჰმუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა, და არა ქარსა მას შინა უფალი; შემდგომად ქარისა ძრვაჲ, Page of ms. O: 157r  და არა ძრვასა მას შინა უფალი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად ძრვისა - ცეცხლი, და არა ცეცხლსა მას შინა უფალი; და შემდგომად ცეცხლისა - ჴმაჲ ნიავისა წულილისაჲ, და მას შინა უფალი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა და განვიდა და დადგა ქუაბსა მას თანა, და იყო მისა მიმართ ჴმაჲ და თქუა: რაჲ არს შენი აქა, ელია?

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ელია: შური შემშურდა მე უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისაჲ, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს, წინაწარმეტყუელნი შენნი მოწყჳდნეს მახჳლითა, მე მარტოჲ დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას უფალმან: წარვედ და მიიქეც გზასა შენსა და მიხჳდე გზასა უდაბნოჲსა[სა] დამასკედ და სცხე აზაელს მეფედ ასურეთს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და იუს, ძესა ნამისისსა (სიც), ჰსცხე მეფედ ისრაჱლსა ზედა, და ელისეს, ძესა საფატისსა, ჰსცხე წინაწარმეტყუელად შენ წილ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს განრინებული მახჳლისაგან აზაელისა, მოკლას იუ, და განრინებული მახჳლისაგან იუჲსა, მოკლას აზაელ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაუტეოს ისრაჱლისაგანი შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა მიმართ, და ყოველი პირი, რომელმან არა თავყუანის-სცა მას.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა მიერ ელია და პოვა ელისე, ძჱ საფატისი, და იგი ჴნვიდა ათორმეტითა უღლითა ჴარითა წინაშე მისა და იგი ზედა ადგა ათორმეტთა მათ. Page of ms. O: 157v  და მოუჴდა ელია ელისეს და მიაგდო ელია ხალენი თჳსი ელისეს ზედა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისდევდა ელისე შემდგომად ელიაჲსა და ჰრქუა მას: ამბორს-უყო მამასა ჩემსა, დედასა ჩემსა და მიგდევდე შენ. და ჰრქუა ელია: უკუნ იქეც, რამეთუ გეყავნ შენ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიქცა ელისე მისგან და მოიბა უღლეული იგი ზროხათაჲ, დაწყჳდა და შეაგბო იგი ჭურჭრითა მით ზროხათაჲთა და მისცა იგი ერსა, და შეჭამეს. და აღდგა ელისე, წარვიდა და შეუდგა ელიას და ჰმსახურებდა მას.



Chapter: 20  
თავი XX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიკრიბა ძემან ადერისმან, მეფემან ასურეთისამან, ყოველი ერი თჳსი და მოვიდა და გარემოადგა სამარიასა, და ოცდაათორმეტნი მეფენი მის თანა, ცხენები და ეტლები და აღმოვიდეს და გარემოადგეს და ჰბრძოდეს მას.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუვლინა ძემან ადერისმან, მეფემან ასურეთისამან, აქაბს, მეფესა ისრაჱლისასა,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: ამას იტყჳს ძჱ ადერისი: ვეცხლი შენი და ოქროჲ ჩემი არს და ცოლნი შენნი და შვილნი უმჯობესნი ჩემნი არიან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან ისრაჱლისამან და ჰრქუა: ვითარცა-იგი იტყოდე, უფალო მეფე, მე და ყოველი ჩემი შენი არს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე კუალად მო-ვე-იქცეს მოციქულნი იგი და ჰრქუეს: ამას იტყჳს ძჱ ადერისი: მე მივავლინენ შენდა და ვარქუ: ვეცხლი შენი და ოქროჲ შენი და ცოლნი შენნი მომცენ მე,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ხვალე, ჟამსავე ოდენ ამას, მივავლინნე მონანი ჩემნი შენდა და მოიხილნენ სახლნი შენნი და სახლნი მონათა შენთანი. და იყოს ყოველი გულის-სათქუმელი თუალთა მათთაჲ, რომელსა დასდვან ჴელი მათი, წარიღონ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მოუწოდა აქაბ ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: ცანთ აწ და იხილეთ, რამეთუ ბოროტსა ეძიებს ესე, რამეთუ მოავლინა ჩემდა ცოლთა ჩემთათჳს და შჳ\ლთა Page of ms. O: 160r  ჩემთათჳს, და ვეცხლი ჩემი და ოქროჲ ჩემი არა დავაყენე.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ და ყოველმან ერმან: ნუ ისმენ, ნუცა ინებებ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მოციქულთა მათ ძეითა ადერისთა: ესრე არქუთ უფალსა თქუენსა მეფესა: ყოვლისავე მისთჳს, რომლისა მოავლინე პირველ მონისა შენისა, ვყავ, ხოლო სიტყუაჲ ეგე ვერ ვყო. და წარვიდეს მოციქულნი იგი და უთხრეს სიტყუაჲ ესე.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე მიავლინა ძემან ადერისმან და თქუა: ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე დამირთედ, უკუეთუ ეყოს მიწაჲ სამარიისაჲ მჭელთა ყოვლისა ერისა მკჳრცხლთა ჩემთაჲსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მეფემან ისრაჱლისამან და ჰრქუა: კმა იყავნ შენდა, ნუ იქადინ ზურგითა ბღუნარჱ, ვითარცა ზურგმართალი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ვითარცა მიუგო სიტყუაჲ ესე, და ძჱ ადერისი სუმიდა და ყოველნი მის თანა კარვებსა შინა. ჰრქუა მონათა თჳსთა: აშენეთ ლაშქარი, და მოადგეს გარეშე ქალაქსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და, აჰა ესერა, წინაწარმეტყუელი ერთი მოუჴდა მეფესა ისრაჱლისასა და ჰრქუა: ამას იტყჳს უფალი: უკუეთუ იხილე ყოველი ოხრაჲ ესე დიდი? აჰა ეგერა, მოვცე ეგე დღეს ჴელთა შენთა და ჰსცნა, რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას აქაბ: რაჲთა? და მან თქუა: ამას იტყჳს უფალი ყრმათა მიერ მთავართაგანთა სოფლებისათა. და ჰრქუა აქაბ: ვინ იყოს მბრძოლად? და მან ჰრქუა: შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღირაცხა აქაბ ყრმები იგი Page of ms. O: 160v  მთავართაჲ მათ განწყობილთაჲ და იყვნეს ორას ოცდაათორმეტნი, და მეფჱ იეზერ მის თანა. ამისა შემდგომად ახილვა-ყო ყოვლისა ერისა, რომელ იყვნეს ძენი ძლიერებისანი სამეოცდაათი ათასი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა მეფჱ მათ თანა შუვა სამხრის, და ძჱ ადერისი სუ[მი]და და სთროდა სოქოთს შინა იგი და ოცდაათორმეტნი მეფენი მის თანა ნადნი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს მთავარნი იგი და ყრმანი მთავართა მათ სოფლებისანი პირველად; და მიავლინეს და უთხრეს მეფესა ასურეთისასა და ჰრქუეს: კაცნი გამოვიდეს სამარიაჲთ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ მეფემან ასურეთისამან: მშჳდობად თუ გამოვლენ, შეიპყრენით ცოცხალნი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ყრმანი იგი მთავართა მათ სოფლებისათანი და გამოკრბეს ქალაქით და ერი იგი შემდგომად მათსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰსცა კაცად-კაცადმან, რომელი მოემთხჳა, და მეორედ დაურთო წინაუკუნსა მას. და ივლტოდეს ასურნი და სდევდა მათ ისრაჱლი და განერა ძჱ ადერისი, მეფჱ ასურეთისაჲ, დამჴედრებული.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა მეფჱ ისრაელისაჲ და წარმოასხა ცხენები და ეტლები და მოსრა წყლულებითა დიდითა ასურეთი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა წინაწარმეტყუელი ერთი მეფისა ისრაჱლისა და ჰრქუა: განძრიელდი და უწყოდე და იხილე, რაჲ ჰყო, რამეთუ Page of ms. O: 161r  მოქცევასა მას წელიწადისასა ძჱ ადერისი, მეფე ასურეთისაჲ, აღმოვიდეს შენ ზედა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მონათა მეფისა ასურეთისათა ჰრქუეს უფალსა მათსა: ღმერთი მთათაჲ არს ღმერთი ისრაჱლისაჲ და არა ღმერთი ღელეთაჲ და მისთჳს განძლიერდეს უფროჲს ჩუენსა; უკუეთუ ვჰბრძოთ მათ წინაშე მართლ, ჩუენ განვძლიერდეთ უფროჲს მათსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრე ყავ სიტყჳსა ამისებრ ჩუენისა: წარავლინენ მეფენი ესე კაცად-კაცადი თჳსსა ადგილსა და დაადგინენ მათ წილ ერისთავნი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეცვალე ერი, რომელი-იგი დაეცა შენგან, და ცხენები ცხენებისა მისებრ და ეტლები ეტლებისა მისებრ და ვჰბრძოთ მათ წინაშე მართლ და განვძლიერდეთ უფროჲს მათსა. და ისმინა ჴმისა მათისაჲ და ყო ეგრე.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მოქცევასა მას წელიწადისასა, და აღიხილნა ძემან ადერისმან ერი ასურთაჲ, და შეიკრიბა იგი და აღვიდა აფეკად ბრძოლად ისრაჱლისა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი ისრაჱლისანი აღირაცხნეს, აღეგნეს და წარემართნეს და მივიდეს მიგებებად მათა. და დაიბანაკა ისრაჱლმან წინაშე მათსა, ვითარცა ორმან სამწყსომან თხათამან, და ასურეთმან აღავსო ქუეყანაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა კაცი ღმრთისაჲ და ჰრქუა მეფესა ისრაჱლისასა: ამას იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ თქუა ასურეთმან, ვითარმედ: მთათაჲ არს ღმერთი ისრაჱლისაჲ და არა ღმერთი ღელეთაჲ არს იგი, აწ მოვსცე ერი იგი დიდი ჴელთა შენთა და სცნა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ. Page of ms. O: 161v 

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა მათ წინაშე შჳდ დღე. და იყო შემდგომად შჳდისა დღისა, და ეწყვნეს ბრძოლად და მოსრა ისრაჱლმან ასურთაჲ ას ოცი ათასი მკჳრცხლი კაცი ერთსა შინა დღესა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი იგი ივლტოდეს აფეკად ქალაქად და დაეცა ზღუდჱ ოცდაშჳდსა ათასსა ზედა ნეშტთა მათ კაცთასა და მოსრა. და ძჱ ადერისი ივლტოდა და შევიდა სახლსა სასუენებელსა საუნჯედ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მონათა თჳსთა: ვიცი, რამეთუ მეფენი ისრაჱლისანი მოწყალენი მეფენი არიან; შთავიცუათ ძაძაჲ და საბელი თავთა ჩუენთაჲ და განვიდეთ მეფისა ისრაჱლისა, გან-ხოლო თუ-აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთაიცუეს ძაძაჲ წელთა მათთა და მოიბეს საბელი თავთა მათთა და განვიდეს და ჰრქუეს მეფესა ისრაჱლისასა: მონაჲ შენი, ძჱ ადერისი, იტყჳს: განარინე სული ჩემი. და ჰრქუა მათ აქაბ: უკუეთუ ცოცხალღა არსა? ძმაჲ ჩემი არს.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცთა მათ იზმნეს და იწრაფეს და გამოარჩინეს სიტყუანი პირისა მისისაგან და ჰრქუეს: ძმაჲ შენი, ძჱ ადერისი. და ჰრქუა მათ აქაბ: გამოიყვანეთ იგი. და გამოვიდა ძჱ ადერისი და აღსუეს იგი ეტლსა მის თანა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან ასურეთისამან აქაბს: ქალაქნი, რომელნი მოუხუნა მამამან ჩემმან მამასა შენსა, მე მიგცნე შენ და ხარკი დასდვა თავისა შენისაჲ დამასკესა, ვითარცა დასდვა მამამან ჩემმან Page of ms. O: 162r  სამარიასა, და მე აღთქუმით განგავლინო შენ. და აღუთქუა მას აღთქუმაჲ და განუტევა იგი სახლით მისით და წარვიდა მისგან.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცმან ერთმან, ძეთაგან წინაწარმეტყუელთამან, ჰრქუა მოყუასსა თჳსსა სიტყჳთა უფლისაჲთა: მიხეთქენ მე! და არა ინება კაცმან მან ხეთქნებად მისა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას წინაწარმეტყუელმან მან: ამისთჳს, რამეთუ არა ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, აჰა ესერა, წარხჳდე შენ ჩემგან და მოგკლას შენ ლომმან. და წარვიდა იგი მისგან და პოვა იგი ლომმან და მოკლა.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოემთხჳა წინაწარმეტყუელსა მას სხუაჲ კაცი და ჰრქუა მას: მიხეთქენ მე! და უხეთქნა მას კაცმან მან და უხეთქნა რაჲ, შემუსრა იგი.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა წინაწარმეტყუელი და დაუდგა მეფესა ისრაჱლისასა გზასა ზედა და მოხჳა ვარშამაგი იგი თუალთა მისთა.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა მეფჱ წარმო-ოდენ-ვიდოდა, და იგი ღაღადებდა მეფისა მიმართ და თქუა: მონაჲ შენი გამოსრულ იყო საგარსა თჳსსა ბრძოლად და კაცმან ერთმან მომგუარა მე კაცი და მრქუა მე: დამიმარხე ესე. და იყოს უკუეთუ განგერეს და წარვიდეს, სული შენი იყოს სულისა მისისა წილ, ანუ ტალანტი ვეცხლი მომეც მე.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარ მონაჲ შენი ჰხედვიდა აქა და იქი, და იგი არასადა იპოვა. და ჰრქუა მას მეფემან ისრაჱლისამან: აჰა ეგერა, კუალად შენცა მოსაჯულივე ჩემ წინაშე, მო-სამე-ჰკალ.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისწრაფა და აღიძარცუა ვარშამაგი იგი თუალთაგან მისთა, და იცნა იგი მეფემან, Page of ms. O: 162v  რამეთუ წინაწარმეტყუელთაგანი არს ესე.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მან აქაბს: ამას იტყჳს უფალი: რამეთუ განუტევე შენ კაცი მოსაკლავი ჴელისაგან შენისა, აჰა ესერა, სული შენი სულისა მისისა წილ და ერი შენი ერისა მისისა წილ.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა მეფჱ ისრაჱლისაჲ სახიდ თჳსა შეურვებული, დაჴსნილი ტირილითა და შევიდა სამარიას.



Chapter: 21  
თავი XXI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ამათ სიტყუათა შემდგომად, და ვენაჴი ერთი იყო ნაბუთჱსი იეზრაელისაჲ, სახლსა თანა აქაბისსა, მეფისა სამარიაჲსასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყოდა აქაბ ნაბუთეს და ჰრქუა: მომეც ვენაჴი შენი მე და იყოს ჩემდა მტილად სამხლედ, რამეთუ მახლობელ არს ესე სახლსა ჩემსა, და მიგცე შენ ვენაჴი სხუაჲ; უკუეთუ სათნო არს წინაშე შენსა, მიგცე შენ ვეცხლი ნაცვალად ვენაჴისა შენისა წილ და იყოს ჩემდა მტილად მხლისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ნაბუთე აქაბს: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა მიერ ღმრთისა ჩემისა მიცემად სამკჳდრებელი მამათა ჩემთაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა აქაბ სახიდ თჳსა შეურვებული და დაჴსნილი სიტყჳსა მისთჳს, რომელსა იტყოდა ნაბუთე იეზრაიტელი, რამეთუ თქუა: არა მიგცე სამკჳდრებელი მამათა ჩემთაჲ. და იყო სული აქაბისი შეურვებულ ამის სიტყჳსათჳს, დაწვა იგი ცხედარსა ზედა და დაიბურა პირი თჳსი და არა ჭამა პური.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა მისა იაზაბელ, ცო\ლი Page of ms. O: 158r  მისი, და ჰრქუა მას: რაჲსა შეურვებულ არს სული შენი და არა ჰშჭამ პურსა?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას აქაბ: რამეთუ ვეტყოდე ნაბუთეს იეზრაიტელსა და ვარქუ: მომეც ვენაჴი შენი სასყიდლით ვეცხლად, უკუეთუ არა გნებავს, მიგცე ვენაჴი სხუაჲ მის წილ. და მრქუა მე: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას იაზაბელ, ცოლმან მისმან: აწ შენ ესრე ჰყო მეფობაჲ ისრაჱლსა ზედა? აღდეგ და ჭამე პური და თავსა თჳსსა იყავ და მიგცე შენ ვენაჴი იგი ნაბუთჱსი იეზრაიტელისაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწერა წიგნი სახელითა აქაბისითა და დაბეჭდა ბეჭდითა თჳსითა და მიუძღუანა წიგნი იგი მოხუცებულთა და აზნაურთა დამკჳდრებულთა ნაბუთეს თანა,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრე წერილ იყო წიგნსა მას და თქუა: იმარხეთ მარხვაჲ და დასჳთ ნაბუთე მთავრად ერისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასხენით ორნი ძენი ურჩულოთანი წინაშე მისა და შესწამედ მას და თქუედ: აკურთხა! ნაბუთე ღმერთი და მეფჱ, და გამოიყვანეთ იგი გარეშე ქალაქსა და მოკუედინ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ეგრე კაცთა მის ქალაქისათა - მოხუცებულთა და აზნაურთა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ქალაქსა მისსა, ვითარცა-იგი მიუვლინა მათ მოციქული იაზაბელ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწჳეს მარხვაჲ და დასუეს ნაბუთჱ მთავრად ერისა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
წარმოდგეს ორნი იგი კაცნი, ძენი უშჯულოებისანი, დასხდეს წინაშე მისა და შესწამეს და იტყოდეს: აკურთხე (!) შენ ღმერთი და მეფჱ. და Page of ms. O: 158v  განიყვანეს იგი გარეშე ქალაქსა და ქვაჲ დაჰკრიბეს და მოკუდა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინეს იაზაბელისა და ჰრქუეს: ქვაჲ დაკრებულ არს ნაბუთეს და მოკუდა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იაზაბელ აქაბს: აღდეგ აწ და დაიმკჳდრე ვენაჴი ნაბუთჱსი იეზრაიტელისაჲ, რომელმან-იგი არა მოგცა შენ ვეცხლად; და არა არს ნაბუთე ცოცხალ, არამედ მოკუდა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ვითარცა ესმა აქაბს, ვითარმედ მოკუდა ნაბუთჱ, დაიპო სამოსელი თჳსი და შეიმოსა ძაძაჲ. და მისა შემდგომად აღდგა აქაბ და შთავიდა ვენაჴსა ნაბუთჱსსა იეზრაიტელისასა დამკჳდრებად მისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან ელიას თეძბელსა:

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდეგ და გარდაგუალე შემთხუევად აქაბისა, მეფისა ისრაჱლისა, რომელ არს სამარიას, რამეთუ, აჰა ეგერა, ვენაჴი იგი ნაბუთჱსი დაიპყრა და შთასრულ არს დამკჳდრებად მისა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: რამეთუ მოჰკალ ნაბუთჱ და დაიმკჳდრე ვენაჴი მისი, ამისთჳს ამას იტყჳს უფალი: ადგილსა მას, სადა ლოშნიდეს ღორნი და ძაღლნი სისხლსა ნაბუთესსა, მუნ ლოშნიდენ ღორნი და ძაღლნი სისხლსა შენსა, და მეძავნი იბანებოდიან სისხლითა შენითა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა ელია აქაბისა, და ჰრქუა აქაბ ელიას: უკუეთუ მპოვე მე, მტერო ჩემო? და თქუა ელია: გპოვე, რამეთუ განფრდილ ხარ ამაოდ ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და განრისხებად იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი: აჰა ესერა, მოვავლინო Page of ms. O: 159r  ბოროტი შენ ზედა და აღვაგზნე შენსა შემდგომად ცეცხლი და მოვსრა აქაბისი მფსმელი კედელსა და შეპყრობილი და დაშთომილი ისრაჱლსა შოვრის.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივსცე სახლი შენი, ვითარცა სახლი იერობოამისი, ძისა ნაბატისი, და ვითარცა სახლი ბასაჲსი, ძისა აქიაჲსი, ყოველთათჳს განრისხებათა, რომლითა განმარისხე და აცოდვე ისრაჱლი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და იაზაბელისთჳს იტყჳს უფალი: ძაღლთა შეჭამონ იგი ზღუდესა მას თანა იეზრაელისსა,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მომკუდარი აქაბისი ქალაქსა შინა შეჭამონ ძაღლთა და მკუდარი მისი ველსა ზედა შეჭამონ იგი მფრინველთა ცისათა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არავინ იყო ეგრეთ, ვითარ-იგი აქაბ, რომელი განიფრდო ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა, ვითარ-იგი გარდააქცია იაზაბელ, ცოლმან მისმან.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და საძაგელ იქმნა ფრიად მისლვად და შედგომად კუალსა მას საძაგელთასა ყოველთა მათებრ, რომელ ქმნეს ამორეველთა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ სიტყჳსა მისთჳს, ვითარ-იგი შეიკდიმა აქაბ წინაშე პირისაგან უფლისა; და ვიდოდა ტირილით და დაიპო სამოსელი თჳსი და შეიმოსა ძაძაჲ ჴორცთა მისთა და იმარხვიდა. და ძაძაჲ შეემოსა დღესა მას, რომელსა მოკლა იაზაბელ ნაბუთე იეზრაიტელი და ძჱ მისი. და ვიდოდა იგი დაღონებული.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ელიაჲსა მიმართ აქაბისთჳს და თქუა უფალმან:

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილეა, ვითარ-იგი შეინანა აქაბ პირისაგან ჩემისა? Page of ms. O: 159v  არა მოვავლინო ბოროტი დღეთა მისთა, არამედ დღეთა ძისა მისისათა მოვავლინო ბოროტი.



Chapter: 22  
თავი XXII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაყო მუნ სამი წელი. და არა იყო ბრძოლაჲ შოვრის ასურთა და შოვრის ისრაჱლისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო წელსა მას მესამესა, და მოვიდა იოსაფატ, მეფჱ იუდაჲსი, აქაბ მეფისა ისრაჱლისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მონათა თჳსთა: უწყითა სამე, რამეთუ ჩუენი არს რემოთი გალაადისაჲ და ჩუენ ვდუმით მოღებად მისა ჴელთაგან მეფისა ასურთაჲსა?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდაჲსსა: მოხჳდეა ჩემ თანა რემოთს გალაადისასა ბრძოლად? ჰრქუა იოსაფატ: ვითარცა შენ, ეგრეცა მე, და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი, და ვითარცა ცხენები შენი, ეგრეცა ცხენები ჩემი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდაჲსმან, აქაბს, მეფესა ისრაჱლისასა: ვიკითხოთ უფლისაგანცა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრიბნა მეფემან ისრაჱლისამან ყოველნი წინაწარმეტყუელნი, ვითარ ოთხას ოდენ კაც, და ჰრქუა მათ: უკუეთუ აღვიდე რემოთს გალაადისასა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და მათ ჰრქუეს: აღვედ, რამეთუ მოცემით მოსცეს უფალმან ჴელთა მეფისათა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: არავინ არს აქა წინაწარმეტყუელი უფლისაჲ და ვჰკითხოთ უფალსა მის მიერ?

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან Page of ms. O: 163r  იოსაფატს: არს აქა კაცი ერთი კითხვად უფლისა მიერ და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა იტყჳს ჩემთჳს კეთილსა, არამედ - ბოროტსა, - მიქეა, ნამალის ძჱ. ჰრქუა მას იოსაფატ, მეფემან იუდაჲსმან: ნუ იტყჳ ეგრე, მეფე!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა მას: ადრე მოიყვანე მიქეა, ძჱ ნამალისი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოსაფატ, მეფჱ იუდაჲსაჲ, და აქაბ, მეფჱ ისრაჱლისაჲ, სხდეს კაცად-კაცადი საყდარსა თჳსსა ზედა, ჭურვილნი გზასა ზედა ბჭისა სამარიაჲსასა, და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს წინაშე მათსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ქმნა თავისა თჳსისა სედეკია, ძემან ქანანისმან, რქაჲ რკინისაჲ და თქუა: ამას იტყჳს უფალი: ამით ურქენდე ასურეთსა, ვიდრემდე მოასრულნე.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელნი ყოველნი წინაწარმეტყუელებდეს და იტყოდეს ესრეთ: აღვედ რემოთდ გალაადისა და წარგიმართოს შენ უფალმან და მოგცეს ჴელთა შენთა მეფჱ ასურეთისაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოციქული, რომელ წარვიდა წოდებად მიქეაჲსა, ეტყოდა მას ესრეთ: აჰა ესერა, ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებენ და იტყჳან ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს; იყავ შენცა სიტყჳთა შენითა სიტყჳსაებრ ერთისა მათგანისა, იტყოდე შენცა კეთილსა მეფისათჳს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მიქეა: ცხოველ არს უფალი, რამეთუ, ვითარცა მრქუას უფალმან, მასცა ვიტყოდი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა მიქეა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: უკუეთუ აღვიდე რემოთდ გალაადისასა ბრძოლად, ანუ დავაცადო? ჰრქუა მას მიქეა: აღვედ და წარუმარ\თენ Page of ms. O: 163v  უფალმან ჴელთა მეფისათა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას მეფემან: მერმეცა რაოდენ გზის გაფუცე შენ, რაჲთა იტყოდი ჭეშმარიტსა ჩემთჳს სახელითა უფლისაჲთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას მიქეა: არა ეგრჱთ ვიხილე ყოველი ისრაჱლი განბნეული მთათა ზედა, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა უვინ მწყემსი. და თქუა უფალმან: უკუეთუ მტკიცე არიან ესენი ღმრთისა მიმართ, მიიქეცინ კაცად-კაცადი თჳსა ადგილსა მშჳდობით.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან იოსაფატს, მეფესა იუდაჲსსა: არა გარქუა შენ, ვითარმედ: არა წინაწარმეტყუელებს ესე ჩემთჳს კეთილსა, არამედ ბოროტსა?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მიქეა: არა ეგრჱთ, არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, არა ეგრეთ. ვიხილე უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ მჯდომარჱ საყდართა ზედა თჳსთა და ყოველნი ერნი ცათანი დგეს გარემოჲს მისა, მარჯუენით და მარცხენით მისა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა უფალმან: ვინ აცთუნოს აქაბი (!), მეფჱ ისრაჱლისაჲ, და აღვიდეს რემოთს გალაადისასა და დაეცეს მუნ? და თქუეს ვინმე ესრე და ვინმე ეგრე. და თქუა უფალმან: ვერ უძლო. და მან ჰრქუა: შენდამი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა სული და დადგა წინაშე უფლისა და თქუა: მე ვაცთუნო იგი. და ჰრქუა მას უფალმან: რაჲთა?

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მან ჰრქუა: განვიდე და ვექმნე სულ ტყუვილის პირსა ყოველთა წინაწარმეტყუელთა მისთასა და ვაცთუნო იგი. ჰრქუა მას უფალმან: უძლოა, განვედ და ეგრე ყავ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოსცა უფალმან სული ტყუვილისაჲ პირსა ამათ ყოველთა წინაწარმეტყუელთა შენთასა და უფალი იტყოდა შენთჳს ბოროტსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუჴდა სედეკია, ძჱ Page of ms. O: 164r  ქანანისი, და ჰსცა მიქეას ყურიმალსა და ჰრქუა: რომელი სული უფლისაჲ განმეშორა ჩემგან და გეტყოდა შენ?

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მიქეა: აჰა ესერა, შენ იხილო მას დღესა შინა, რაჟამს შეხჳდოდი საუნჯითი საუნჯედ დამალვად.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან: შეიპყართ მიქეა და მიეცით ეგე სემიერს, მთავარსა მას ქალაქისასა, და იოას, ძესა მეფისასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და არქჳთ: შესუთ ეგე საპყრობილესა და ჭამდინ პურსა ჭირისასა და სუემდინ წყალსა ჭირისასა, ვიდრე მოქცევადმდე ჩემდა მშჳდობით.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას მიქეა: უკუეთუ მოიქცე შენ მშჳდობით, არა მეტყოდა მე უფალი.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიდა მეფჱ ისრაჱლისაჲ და იოსაფატ, მეფჱ იუდაჲსაჲ, მის თანა რემოთდ გალაადისასა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდაჲსსა: შემმოსე მე და შევიდე ბრძოლად, და შენ შეიმოსე სამოსელი ჩემი. და დაიფარა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ბრძოლად.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან ასურეთისამან ამცნო მთავართა მათ მეეტლეთა თჳსთა ოცდაათორმეტთა და ჰრქუა: ნუ შეემთხუევით ბრძოლად მცირესა და დიდსა, არამედ მეფესა ხოლო ისრაჱლისასა მარტოდ.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ვითარცა იხილეს მთავართა მათ მეეტლეთა მისთა იოსაფატ, თქუეს: ჩას, რამეთუ ესე იყოს მეფჱ ისრაჱლისაჲ, და გარემოადგეს მას ბრძოლად, და ღაღატ-ყო (!) იოსაფატ და უფალმან იჴსნა იგი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა იხილეს მთავართა Page of ms. O: 164v  მათ მეეტლეთა, რამეთუ არა არს ესე მეფჱ ისრაჱლისაჲ, გარემიიქცეს მისგან.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და მო-ვინმე-ირთხა ერთმან მეისართაგანმან და ჰსცა აქაბს, მეფესა ისრაჱლისასა, შოვრის ნესტუ-ფერდსა და მკერდსა. და ჰრქუა მეფემან მეეტლესა მას თჳსსა: მიაქციენ ჴელითა შენითა ეტლნი ეგე და განმიყვანე მე ბრძოლისაგან, რამეთუ ვიწყალ.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და განძლიერდა ბრძოლაჲ იგი მას დღესა შინა და მეფჱ აქაბ დგა ეტლთა, წინაშე ასურთა, განთიადითგან ვიდრე მწუხრადმდე. და გარდამოვიდოდა სისხლი წყლულსა მას მისსა უბესა მას ეტლისასა და მოკუდა მეფჱ მწუხრად.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდა (სიც) ერისა ქადაგი დასლვასა ოდენ მზისასა და თქუა: კაცად-კაცადი თჳსად ქალაქად და თჳსად სამკჳდრებელად წარვედინ,

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოკუდა მეფჱ. და მოვიდეს სამარიად და დაჰფლეს აქაბ მეფჱ სამარიას.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაბანეს სისხლი იგი ეტლისაჲ მის მდინარესა მას სამარიაჲსასა და ლოშდეს ძაღლნი სისხლსა მას და როსპიკნი იბანნეს სისხლსა მას მისსა სიტყჳსა მისებრ უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ელია წინაწარმეტყუელისაჲთა.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი იგი სიტყუათა აქაბისთანი და ყოველი, რაოდენი ქმნა, და ტაძარი იგი პილოჲს ძუალედი, რომელ აღაშჱნა, და ყოველი ქალაქები, რომელ ქმნა, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას სიტყუათასა, დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა აქაბ მამათა მისთა თანა Page of ms. O: 165r  და მეფობდა ოზია, ძჱ მისი, მის წილ.
Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფობდა ოქოზია, ძჱ აქაბისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას ორ წელ, წელსა მას ოცდამეოთხესა, მეფობასა იოსაფატისსა, მეფისა იუდაჲსსა.

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ოქოზია ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა იგი გზათა აქაბისთა, მამისა მისისათა, და იაზაბელ დედისა თჳსისათა და ცოდვათა იერობოამისთა, ძისა ნაბატისთა, რომელმან აცოდვა ისრაჱლი.

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
და თაყუანის-სცა ბაალსა და ჰმონებდა მას და განარისხა უფალი უფროჲს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარჱს მისა.

Verse: 54a   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისა შემდგომად ეზიარა იოსაფატ ოზიაჲს თანა, მეფისა ისრაჱლისა, და მანცა უშჯულოვებაჲ ქმნა და მისლვაჲ და მის თანა ყოფაჲ და ეზიარა მას საქმედ ნავებისა და წარავლინებდა თარშით (სიც) და ქმნა ნავები იგი გასიონ გაბერს.

Verse: 54b   Link to mcat Link to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელებდა ელიეზერ, ძჱ დოდისი, რომელი იყო მარესაჲთ, იოსაფატის ზედა და თქუა: რამეთუ დაეგე შენ ოქოზიას და ეზიარე მას, განკუეთა უფალმან საქმჱ შენი და შეიმუსრა ნავები შენი და ვერ უძლეს წარსლვად თარშით (სიც).

Verse: 54c   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა იოსაფატ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა, და მეფობდა იორამ, ძჱ მისი, მის წილ.
Page of ms. O:  



Book: Reg.IV_(Reg.II) 
წიგნი მეოთხჱ მეფეთაჲ

Chapter: 1 
თავი I


Verse: 1  Link to mcat Link to septLink to armat   
და შეურაცხ-ყო მოაბმან ისრაჱლი შემდგომად სიკუდი\ლისა Page of ms. O: 165v  მის აქაბისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიდა ოქოზია კანკელსა მას ქორსა მისსა, რომელი იყო სამარიას, და გარდამოვარდა და დასნეულდა. და მიავლინნა მოციქულნი აკარონს და ჰრქუა მათ: წარვედით და მიკითხეთ ბაალის მიერ მწერისა მოსაწყინებელისა ღმრთისა აკარონელთაჲსა: უკუეთუ ვცხონდე სნეულებისა ამისგან ჩემისა? და წარვიდეს იგინი კითხვად.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ელიას და ჰრქუა: აღდეგ და მიეგებვოდე მოციქულთა ოქოზია მეფისა ისრაჱლისათა, რომელი არს სამარიას, ეტყოდე მათ და არქუ: ამისთჳს, რამეთუ არა ნუ არსა ღმერთი ანუ წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შოვრის, თქუენ მიხუალთ კითხვად ბაალის მიერ მწერისა მოსაწყინებელისა ღმრთისა აკარონისა?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ეგრე, ამისთჳს ამას იტყჳს უფალი: ცხედარსა, რომელსა-ეგე აჰჴედ, არა გარდამოჰჴდე მაგისგან, არამედ მაგას ზედა სიკუდილით მოჰკუდე. და წარვიდა ელია და ჰრქუა მათ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიქცეს მოციქულნი იგი ოქოზიაჲსა, და მან ჰრქუა მათ: რაჲ არს, რამეთუ უკუმოიქეცით?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ ჰრქუეს მას: კაცი ვინმე აღმოვიდოდა და შეგუემთხჳა ჩუენ და მრქუა: მივედით და მიიქეცით მეფისა მის მიმავლინებელისა თქუენისა და არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ არა ნუ არსა ღმერთი გინა წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შოვრის, შენ მიმავლინებ გამოძიებად ბაალიმის მიერ, მწერისა მოსაწყინელისა ღმრთისა აკარონელთაჲსა? არა ეგ\რე, Page of ms. O: 166r  ამისთჳს ამას იტყჳს უფალი: ცხედარსა, რომელსა აჰჴედ, არა გარდამოჰჴდე მისგან, არამედ სიკუდილით მოჰკუდე, რამეთუ ჰქმენ ბოროტი წინაშე ჩემსა განრისხებად ჩემდა. აჰა ესერა, მე მოვავლინო ბოროტი სახლსა ზედა აქაბისსა და აღვაგზნა ცეცხლი შემდგომად მისა და მოვსრა აქაბისი კედლის მფსმელიცა შეპყრობილი და დაშთომილი ისრაჱლსა შოვრის.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მათ მეფემან: რაჲ არს ხატი კაცისაჲ მის, რომელი აღმოვიდოდა შემთხუევად თქუენდა და გეტყოდა თქუენ სიტყუათა ამათ?

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ ჰრქუეს: კაცი მატყიერი და სარტყელი ტყავისაჲ ერტყა წელთა მისთა. და თქუა ოქოზია: ელია არს ესე თეზბელი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა ოქოზია ელიაჲსა ერგასისთავი და ერგასისნი იგი კაცნი მის თანა და წარვიდეს მისა, ხოლო იგი ჯდა თხემსა ზედა მთისასა. და აღვიდა მის თანა ერგასისთავი იგი და ერგასისნი იგი მისნი მის თანა და მოვიდეს ვიდრე კაცისა მის ღმრთისა. ეტყოდა მას ერგასისთავი იგი და ჰრქუა: კაცო ღმრთისაო, ამას იტყჳს მეფჱ: ადრე გარდამოვედ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ელია ერგასისთავსა მას და ჰრქუა: უკუეთუ კაცი ღმრთისაჲ ვარი მე, გარდამოჴედინ ცეცხლი ზეცით და შეგჭამოს შენ და ერგასისნი შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამა იგი და ერგასისნი მისნი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესძინა მერმე მეფემან მივლინებად მისა ერგასის\თავი Page of ms. O: 166v  სხუაჲ და ერგასისნი მისნი. და აღვიდეს მისა, ეტყოდა ერგასისთავი იგი და ჰრქუა: კაცო ღმრთისაო, ამას იტყჳს მეფჱ: გარდამოვედ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო ელია და ჰრქუა: უკუეთუ ვარ მე კაცი ღმრთისაჲ, გარდამოჴდეს ცეცხლი ზეცით და შეგჭამოს შენ და ერგასისნი შენნი შენ თანა. და გარდამოჴდა ცეცხლი და შეჭამა იგი და ერგასისნი მისნი მის თანა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესძინა მერმეცა მეფემან და მიავლინა ერგასისთავი მესამჱ და მოდრკა მუჴლთა თჳსთა ზედა წინაშე ელიაჲსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა და ჰრქუა: კაცო ღმრთისაო, პატივცემულ იქმენინ სული ჩემი და სულნი ამათ ერგასისთა მონათა შენთანი წინაშე თუალთა შენთა,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ესერა გარდამოჴდა ზეცით ცეცხლი და შეჭამნა ორნი იგი ერგასისთავნი და თითოეულისა მათგანისა ერგასისნი. და აწ პატიოსან იყავნ სული მონათა შენთაჲ წინაშე თუალთა შენთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდა ანგელოზი უფლისაჲ ელიას და ჰრქუა: გარდავედ მაგათ თანა და ნუ გეშინინ პირისაგან მათისა. და აღდგა და გარდავიდა ელია და წარვიდა მათ თანა მეფისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდა ელია მეფესა და ჰრქუა: ამას იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ მიავლინნა მოციქულნი კითხვად ბაალიმის მიერ მწერისა ღმრთისა აკარონელთაჲსა, არამე იყო ღმერთი ანუ წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შოვრის კითხვად სიტყჳსა, - ამისთჳს ცხედარსა, რომელსა აჰჴედ, არა გარდამოჰჴდე მაგისგან, არამედ მაგას ზედა სიკუდილით მოჰკუდე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 167r  და მოკუდა ოქოზია სიტყჳსა მისებ[რ] უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ელიაჲსითა. და მეფობდა იორამ, ძმაჲ ოქოზიაჲსი, მის წილ, რამეთუ არა ესუა მას ძჱ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუანი ოქოზიაჲსნი და ყოველი, რაოდენი ქმნა, ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 18a   Link to mcat Link to septLink to armat   
და იორამ, ძჱ აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას ათორმეტ წელ; პირველსა წელსა იორამისსა, ძისა იოსაფატისსა, მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა იორამ, ძჱ აქაბისი, სამარიას.

Verse: 18b   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა იორამ, ძემან აქაბისმან, ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მამამან მისმან და ძმათა მისთა და დედამან მისმან.

Verse: 18c   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიშორა ძეგლები იგი, რომელ ქმნა მამამან მისმან, და შემუსრნა იგინი, გარნა ცოდვათა იერობოამისთა, ძისა ნაბატისთა, რომელ აცოდვა ყოველი ისრაჱლი, მას შეეყო და არა განეშორა მათგან.

Verse: 18d   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა გულისწყრომით უფალი მის ზედა და სახლსა ზედა აქაბისსა.



Chapter: 2  
თავი II

Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო აღყვანებასა მას ელიაჲსა ძრვით ვითარცა ზეცად, და წარვიდეს ელია და ელისე გალგალით.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელია ელისეს: დაჯედ შენ აქა, რამეთუ მე უფალსა მიუვლინებიე ვიდრე ბეთლედმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, არა დაგიტეო შენ, და მოვიდეს ბეთელდ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელნი იყვნეს ბეთელს შემთხუევად მისა, და ჰრქუეს ელისეს: Page of ms. O: 167v  უკუეთუ უწყია, რამეთუ დღეს მიყვანებს უფალი უფალსა შენსა თავისაგან შენისა? ჰრქუა მათ ელისე: უწყი მეცა, დუმენით.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელია ელისეს: დაჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე მე იერიქოდ. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, არა დაგიტეო შენ, და მოვიდეს იერიქოდ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუჴდეს იერიქოს ძენი წინაწარმეტყუელთანი ელისეს და ჰრქუეს მას: უკუეთუ უწყია, რამეთუ დღეს უფალი უფალსა შენსა მიიყვანებს თავისაგან შენისა? ჰრქუა მათ ელისე: მეცა უწყი, დუმენით.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელია ელისეს: დაჯედ შენ აქა, რამეთუ მე უფალსა მიუვლინებიე იორდანედმდე. და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, არა დაგიტეო შენ; და წარვიდეს ორნივე.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერგასისნი კაცნი, ძენი წინაწარმეტყუელთანი, მოვიდეს და დადგეს წინაშე მათსა შორს, და ორნი იგი დგეს იორდანესა ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო ელია ხალენი თჳსი და შეგრაგნა იგი და სცა მით წყალთა მათ. და განიყო წყალი იგი იმიერ და ამიერ და განვიდეს ორნივე იგი ჴმელად.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა განვიდეს, ჰრქუა ელია ელისეს: ითხოვე, რაჲ გიყო შენ პირველ აღმაღლებადმდე ჩემდა შენგან. და ჰრქუა ელისე: იყავნ სული ეგე, რომელ არს შენ ზედა, მრჩობლ ჩემ ზედა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ელია: განაფიცხე თხოვად; გარნა თუ მიხილო მე აღმაღლებული შენგან, იყოს შენდა ეგრე; უკუეთუ არა მიხილო, Page of ms. O: 168r  არა იყოს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სლვასა მათსა და ზრახვასა, და, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი და განაშორნა იგინი ურთიერთას; და აღმაღლდა ელია ძრვით ვითარცა ზეცად.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ელისე ჰხედვიდა და იგი თავადი ღაღადებდა და თქუა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! და ვერღარა ჰხედვიდა მას. და შებმა-უყო ელისე სამოსელსა მისსა და განაპო იგი ორგან.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღო ხალენი იგი ელიაჲსი ელისე, რომელი დაეცა მის ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰსცა მით წყალთა მათ და არა განიპო. და თქუა ელისე: სადა არს უფალი იგი ელიაჲსი, ოფფო? და ესრეთ სცა წყალთა მათ მეორედ და განიყვნეს წყალნი იგი, და განვიდა ჴმელად.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილეს ელისე ძეთა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იყვნეს იერიქოს წინაშე მათსა, იქცეოდა რაჲ იგი, და თქუეს: განსუენებულ არს სული ელიაჲსი ელისეს ზედა. და მოვიდეს შემთხუევად მისა და თავყუანის-სცეს მას ქუეყანასა ზედა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს: აჰა ესერა, არიან მონათა შენთა თანა ერგასისნი კაცნი, ძენი ძლიერებისანი; წარვიდენ და მოიძიონ უფალი შენი, ნუუკუე აღიღო იგი სულმან უფლისამან და დააგდო იგი ერთსა ზედა მთათაგანსა ანუ ერთსა ბორცუთაგანსა. ჰრქუა მათ ელისე: ნუ წარავლინებთ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
*და იძულეს მას ვიდრემდე ჰრცხუენაცა, და ჰრქუა: წარავლინენით. და წარავლინეს ერგასისი კაცი და ეძიებდეს Page of ms. O: 168v  სამ დღე და არა პოვეს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცეს და მოვიდეს მისა, და ელისე ჯდა იერიქოს. ჰრქუა მათ ელისე: არა გარქუა თქუენ, ვითარმედ: ნუ წარხუალთ?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს კაცთა მათ ქალაქისათა ელისეს: აჰა ესერა, საყოფელი ქალაქისაჲ ამის კეთილ არს, ვითარცა შენ თვთ, უფალი, ჰხედავ, და წყალნი ესე ბოროტ და შვილთ მომსრველ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მათ ელისე: მომართუთ მე სარწყული ახალი და შთაასხით მას მარილი. და მოართუეს მას.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა გამოსავალსა მას წყალთასა და შთაასხა მუნ მარილი იგი და თქუა: ამას იტყჳს უფალი: განვჰკურნებ წყალთა ამათ და არღარა იყოს მაკუდინებელი და ნუღარა შვილთა სრავ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიკურნნეს წყალნი ვიდრე აქა დღედმდე სიტყჳსა მისებრ ელისესისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა მიერ ელისე და მივიდოდა ბეთელდ. და აღსლვასა მას მისსა გზასა ზედა, ყრმები მცირჱ გამოვიდა ქალაქით, ესროდეს მას ქვითა და ეკიცხევდეს და ეტყოდეს: აღგუალე, მტიერო, აღგუალე!

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარემოიქცა, იხილნა იგინი და სწყევა მათ სახელითა უფლისაჲთა. და გამოჴდეს ორნი დათუნი და განხეთქნეს მათგანნი ორმეოცდაორნი ყრმანი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა მიერ მთასა მას კარმელსა და მოიქცა მიერ სამარიად.



Chapter: 3  
თავი III


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იორამ, ძჱ აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ათორმეტ წელ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მამამან Page of ms. O: 169r  და დედამან მისმან. და განიშორა ძეგლები იგი, რომელნი აჰმართნა მამამან მისმან.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცოდვათა იერობოამისთა, ძისა ნაბატისთა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და [ა]მოსცა, მეფჱ მოაბისაჲ, იყო ნეკედს, და მოსცემდა ხარკსა მეფესა მას ისრაჱლისასა - და ას ათასსა კრავსა და ას ათასსა ვერძსა ურისუველსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისა განადგა მეფჱ იგი მოაბისაჲ მეფესა ისრაჱლისასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა იორამ, მეფჱ იგი ისრაჱლისაჲ, სამარიაჲთ მას დღესა შინა და ანდერზობა-ყო და აღიხილა ისრაჱლი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა იორამ, მეფემან ისრაჱლისამან, მოციქული იოსაფატისა, მეფისა იუდაჲსა, და ჰრქუა: მეფჱ მოაბისაჲ მეცრუვა მე. აწ გამოხჳდეა ჩემ თანა ბრძოლად მოაბისა? და თქუა: განვიდე, რამეთუ ვითარცა შენ, ეგრეცა მე; და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი; და ვითარცა საჴედარნი შენნი, ეგრეცა საჴედარნი ჩემნი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: მითხარ, რომელსა გზასა მივიმართო? და ჰრქუა იორამ: გზასა მას უდაბნოჲსასა ედომით კერძო.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიდარნეს შჳდ დღე გზასა მას და არა ეპოვა წყალი ბანაკსა მას და არცა საცხოვარსა მათსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან: , რამეთუ განგუწირნა უფალმან სამნი ესე მეფენი მიცემად ჴელთა მეფისა მოაბელთაჲსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა იოსაფატ, მეფემან იუდაჲსამან: არამე არსა აქა Page of ms. O: 169v  წინაწარმეტყუელი უფლისაჲ, და იკითხამცა უფლისა მიერ ჩუენთჳს? და თქუა ერთმან ვინმე მონათაგანმან მეფისა ისრაჱლისამან: არს აქა ელისე, ძჱ საფატისი, რომელი სცემდა ჴელთსაბანელსა ილიას (სიც).

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მეფემან იუდაჲსამან: არს სიტყუაჲ მის თანა. და მივიდეს მისა სამნივე იგი მეფენი: მეფჱ იგი ისრაჱლისაჲ და მეფჱ იუდაჲსი და მეფჱ ედომისაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: რაჲ ძეს ჩემი და შენი? მივედ წინაწარმეტყუელთა მამისა შენისათა და წინაწარმეტყუელთა დედისა შენისათა. ჰრქუა მას მეფემან ისრაჱლისამან: და აწ მომიყვანნა უფალმან სამნი მეფენი მიცემად ჴელთა მოაბელთასა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომელმან განმაძლიერა მე წინაშე მისა, უკუეთუმცა არა თუალ-ვახუენ იოსაფატს, მეფესა იუდაჲსსა, არცაღა თუმცა მიგხედენ და გიხილე შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მომგუარეთ მე მაქებელი. და მოჰგუარეს მას ერთი მაქებელი, და იყო ქებაჲ იგი, და, აჰა, იყო მის ზედა ჴელი უფლისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: ესრე იტყჳს უფალი: აღმოქმენით ნაღუარევსა მას გუბები,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი: არა იხილოთ ქარი, არცა იხილოთ წჳმაჲ და ნაღუარევი იგი აღივსოს წყლითა და ჰსუათ თქუენ და ბანაკმან თქუენმან.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მცირე არს ესე ყოფად წინაშე თუალთა უფლისათა, და მოგცეს უფალმან ჴელთა თქუენთა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასცნეთ ყოველნი ქალაქნი Page of ms. O: 170r  რჩეულნი და ძლიერნი და ყოველი ხჱ შუენიერი დასცეთ და ყოველი წყაროები აღმოავსოთ და ყოველი ადგილი შუენიერი განჰრყუნეთ თქუენ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო განთიადსა მას ოდენ, შეწირვასა მსხუერპლისასა, და, აჰა, წყალნი დამოვიდოდეს გამოსავალთა უდაბნოჲსათა [ა]სუდიაჲსათა ედომით და აღივსო ქუეყანაჲ იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველსა მოაბსა ესმა, ვითარმედ: მიუვლენ ესე მეფენი წყობად მათა, და აწჳეს ყოველსა სარტყლის შემრტყმელსა და მახჳლოსანსა მათა მიმართ. და აღიმსთუეს განთიადსა მას და და[დ]გეს საზღვართა მათთა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოეფინა მზე წყალთა მათ ზედა, იხილა მობმან პირის-პირ წყალი, რამეთუ ჩნდა მეწამულ ვითარცა სისხლი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუეს: სისხლი ისი მახჳლისაჲ არს. ჴდომით ვიდრემე ჴდებოდეს ურთიერთას სამნი იგი მეფენი და დაეცნეს ურთიერთას; და აწ მალე იყავ ტყუენვად, მოაბ!

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიმართეს (სიც) ბანაკსა მას ისრაჱლისასა, და აღდგეს ისრაჱლნი იგი და დასცეს მოაბი, და ივლტოდეს პირისაგან მათისა; და შეუდგეს და მოსრვიდეს მოაბსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ქალაქნი მათნი დაამჴუნეს და ყოველი ნაწილი კეთილი კაცად-კაცადმან ქვითა აღმოავსო და ყოველივე თავი წყაროთაჲ აღმოავსეს ქვითა და ყოველი ხჱ შუენიერი დასცეს და არა დაუტევეს ქვაჲ ქვასა ზედა ზღუდეთა მათთაჲ, და გარემოადგეს მას მშჳლდოსანნი და დასცეს იგი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილა მეფემან მოა\ბისამან, Page of ms. O: 170v  რამეთუ განძლიერდა მის ზედა ღუაწლი იგი, და მიიმართა შჳდასითა კაცითა მახჳლოსანითა მიწევნად მეფესა მას ედომისასა, და ვერ შეუძლო.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიყვანა ძჱ იგი თჳსი პირმშოჲ მეფემან, რომელ დაედგინა მეფედ თავისა თჳსისა წილ, და შეწირა იგი მსხუერპლად ზღუდესა მას ზედა. და იყო სინანულ დიდ ისრაჱლსა შოვრის, და წარმოიძრნეს მიერ და მივიდეს თჳსა ქალაქად.



Chapter: 4  
თავი IV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და დედაკაცი ერთი ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთაჲ ღაღადებდა ელისეს მიმართ და თქუა: მონაჲ შენი, ქმარი ჩემი, მოკუდა; და შენ თჳთ იცოდე, რამეთუ მონაჲ მოშიში უფლისაჲ იყო. და, აჰა, მავასხებელი იგი მოვიდა და მიიყვანნა ორნივე იგი ყრმანი მონად თჳსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ელისე: რაჲ გიყო შენ? მითხარ მე, რაჲ გიც სახლსა შენსა? და მან ჰრქუა: არარაჲ არს სახლსა შინა მჴევლისა შენისასა, გარნა ჭურჭერი ერთი, რომელი დგას ზეთი საცხებელად ჩემდა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ელისე: მივედ და ითხოვე შენდად ჭურჭერი მოცალე ყოველთაგან გარემოჲსთა შენთა; და დიდად და ნუ მცირედ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
[და] შეხჳდე შენ და შვილნი შენნი და გამოჰჴშა კარი და ასხმიდე ყოველსა მას ჭურჭელსა და მას არა მოაკლდეს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა მისგან დედაკაცი იგი და ყო ეგრე: და დაჰჴშეს კარი მან და შვილთა მისთა და შვილნი იგი მიუპყრობდეს და იგი ასხმიდა ზეთსა მას ვიდრე აღვსებადმდე ჭურჭერთა მათ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა შვილთა მათ თჳსთა: მომიპყართ სხუაჲ Page of ms. O: 171r  ჭურჭერი. და ჰრქუეს: არა არს სხუაჲ. და დადგა ზეთი იგი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა დედაკაცი იგი და უთხრა ესე ყოველი კაცსა მას ღმრთისასა. და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: მივედ და მიეც ზეთი იგი და გარდაიჴადე სესხი იგი შენი და შენ და შვილნი შენნი გამოიზარდენით ნეშტითა მით.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო დღჱ ერთი, და მივიდა ელისე სომნად; და მუნ იყო დედაკაცი ერთი მდიდარი და იძულა მას ჭამად პური. და არნ მრავალჟამ მისლვასა მისსა, მუნ შევიდის ჭამად და სუმად.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დედაკაცმან მან ქმარსა თჳსსა: აჰა, უწყი, რამეთუ კაცი ესე ღმრთისაჲ წმიდა არს და მარადის ამერ მავალ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
უქმნეთ მაგას ქორი მცირჱ და დაუდგათ მუნ ცხედარი და ტაბლაჲ და სავარძელი; და იყოს, მოსლვასა მას მისსა შევიდეს მუნ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო დღჱ ერთი და მივიდა მუნ ელისე და შევიდა ქორსა მას და დაიძინა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა განიღჳძა, ჰრქუა გეზის, მსახურსა მას თჳსსა: მოუწოდე სომანიტელსა მას დედაკაცსა! და მოუწოდა მას გეზი, მივიდა და დადგა წინაშე მისსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ელისე მსახურსა მას თჳსსა: არქუ მაგას დედაკაცსა: აჰა, ესერა, დაგჳმზადე ჩუენ ყოველი საშუებელი, აწ რაჲ ვყოთ შენთჳს? არს რაჲა სიტყუაჲ შენი მეფისა მიმართ, ანუ მთავართა მიმართ ერისათა? და მან თქუა: არარაჲ მიჴმს, არამედ შოვრის ერისა ჩემისა დამკჳდრებულ ვარ მე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ელისე გეზის: რაჲ წეს არს ყოფად Page of ms. O: 171v  მაგისა? და ჰრქუა გეზი, მსახურმან მისმან: ესე უწყი, რამეთუ შვილი არა უვის მაგას და ქმარი მაგისი მოხუცებულ არს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ელისე: მოუწოდე მას! და მოუწოდა დედაკაცსა მას, და მოვიდა და დადგა კართა თანა მის სახლისათა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: ჟამსა ამათ დღეთასავე ცოცხალ იყო შენ, და იყოს ყრმაჲ მჴართა შენთა. და თქუა დედაკაცმან მან: ნუ უფალო კაცო ღმრთისაო, ნუ მბასრობ მჴევალსა შენსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძჱ ჟამსა ოდენ მას, ვიდრე ცოცხალ იყო, ვითარცა ეტყოდა მას ელისე.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და განამტკიცნა ყრმაჲ იგი. და იყო დღეთა მათ ოდენ მკისათა, და მივიდა ყრმაჲ იგი მამისა თჳსისა თანა მომკალთა მათ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მამასა თჳსსა: თავი ჩემი მელმის! და უბრძანა მონათაგანსა ერთსა და ჰრქუა: მიიღე ყრმაჲ დედისა თჳსისა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
აღიქუა იგი და მიჰგუარა დედასა თჳსსა. და დაისუა იგი დედამან თჳსმან მუჴლთა თჳსთა ზედა სამხრადმდე, და მოკუდა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიქუა იგი და დადვა ცხედარსა მას ზედა კაცისა მის ღმრთისასა და გამოიჴშა კარი და გამოვიდა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და უჴმო ქმარსა თვსსა და ჰრქუა: მო-ვინ ნუ-ავლინე ერთი მონათა მათგანი და ვირი ერთი ვირთაგანი და მივისწრაფო კაცისა მის ღმრთისა და მოვიქცე.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ქმარმან მისმან: რაჲ არს, რაჲსა მიხუალ Page of ms. O: 172r  შენ დღეს, რამეთუ არცა თჳსთავი არს, არცა შაბათი? და თქუა მან დედაკაცმან: დუმენ, მშჳდობაჲ არს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაასხნეს ვირსა მას, და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: წარიქციე და ვიდოდე და ნუ მელი მე აღსუმად მაგას ზედა, ვიდრემდი გრქუა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიისწრაფე კაცისა მის ღმრთისა მთასა მას კარმელსა. და იყო, ვითარცა იხილა ელისე დედაკაცი იგი მიმავალი მისა, ჰრქუა გეზის, მსახურსა თჳსსა: აჰა ეგერა, მოვალს სომანიტელი იგი დედაკაცი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მიეგებვოდე მას და არქუ: მშჳდობაჲ არსა ქმრისა შენისა, მშჳდობით არსა ყრმაჲ იგი? და მან ჰრქუა: მშჳდობით არს.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიმართა ელისჱსა მთასა მას და შებმა-უყო ფერჴთა მისთა. და მივიდა გეეზი, რაჲთამცა უკუმოაყენა იგი. ჰრქუა ელისე: აცადე, ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს, და უფალმან დამალა ჩემგან და არა მითხრა მე.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა დედაკაცმან მან: ვითხოვე ნუა შვილი უფლისაგან ჩემისა? ანუ არა გარქუ შენ, ვითარმედ: ნუ მიტყუვი მე?

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელისე გეზის: შეირტყ სარტყელი წელთა შენთა და მიიღე კუერთხი ესე ჩემი ჴელთა შენთა და წარვედ; და თუ ვინმე შეგემთხჳოს, ნუ აკურთხევ მას; და თუ ვინმე გაკურთხევდეს, ნუ მიუგებ მას სიტყუასა; და დასდვა კუერთხი ეგე პირსა ზედა მის ყრმისასა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა დედამან მის ყრმისამან: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, Page of ms. O: 172v  უკუეთუ დაგიტეო შენ! და აღდგა ელისე და შეუდგა მას.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და გეეზი წარვიდა წინა მათსა და დასდვა კუერთხი იგი პირსა ზედა მის ყრმისასა. და არა იყო ჴმაჲ, არცა სმენაჲ. და მიეგებვოდა გეეზი და უთხრა ელისეს და ჰრქუა: არა აღდგა ყრმაჲ იგი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ელისე სახლსა მას, და, აჰა, ყრმაჲ იგი იდვა ცხედარსა მას მისსა ზედა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ელისე სახლსა მას და გამოიჴშა კარი და თავყუანის-სცა უფალსა და ილოცვიდა უფლისა მიმართ.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჴდა და დააწვა ყრმასა მას და დასდვა პირი მისი ზედა პირსა მისსა და თუალნი მისნი - ზედა თუალთა მისთა და ჴელნი მისნი - ზედა ჴელთა მის- თა და შეიქუნძა მის ზედა. და განტფეს ჴორცნი მის ყრმისანი.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ელისე და მიმოვლო სახლსა მის იმიერ და ამიერ, და აღჴდა და დააწვა ყრმას მას ზედა, შჳდგზის დაჰბერა მას და განძლიერდა მის ზედა. და შეიძრა ყრმაჲ იგი და აღიხილნა თუალნი თჳსნი.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴმა-უყო ელისე გეეზის და ჰრქუა: მოუწოდე აქა სომანიტელსა მას დედაკაცსა! და მოუწოდა მას გეეზი. და შევიდა მისა, და ჰრქუა მას ელისე: მიიქუ ყრმაჲ ეგე შენი!

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა დედაკაცი იგი და დავარდა ფერჴთა მისთა თანა და თავყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა და მიიქუა შვილი იგი თჳსი და გამოვიდა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და ელისე მიიქცა გალგალად. Page of ms. O: 173r  და იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა, და ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი სხდეს წინაშე მისა. და ჰრქუა ელისე მსახურსა მას თჳსსა: შეადგ შენ ქუაბი ეგე დიდი და უგბე ნუ რაჲ საგბოლველი ძეთა მაგა[თ] წინაწარმეტყუელთასა.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა ველად კრებად არიოთისა, და პოვა ვენაჴი დატევებული და კრიბა მას შინა ნოჭი (სიც) სავსჱ წინამოჲთა. და მოიღო და შთაადგა ქუაბსა მას საგბოლველსა და არა იცოდა რაჲ იყო.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაუგო კაცებსა მას ჭამად და ვითარცა იწყეს ჭამად, ღაღად-ყვეს და თქუეს: სიკუდილი არს ქუაბსა ამას, კაცო ღმრთისაო! და ვერ ჭამდეს.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ელისე: მოიღეთ ფქვილი და შთაასხთ ქუაბსა ამას! და შთაასხეს. და ჰრქუა ელისე გეზის, მსახურსა თჳსსა: დაუგე ერსა მას და ჭამონ! და არარაჲ იქმნა ვნებაჲ ქუაბისა მისგან.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა კაცი ერთი ბეთსაიდაჲთ და მოართუა კაცსა მას ღმრთისასა პური პირველთა ნაყოფთაჲ, ოცი ჴუეზაჲ ქრთილისაჲ, და ეტერი ფიჩჳთა. და თქუა ელისე: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ!

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მსახურმან მისმან: რაჲ ვისმე ეყოს ესე წინაშე ასსა მაგას კაცსა? და ჰრქუა ელისე: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ, რამეთუ ამას იტყჳს უფალი: ჭამონ და დაშთეს ნეშტი.

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაუგო წინაშე მათსა, ჭამეს და დაუშთა ნეშტი მსგავსად სიტყჳსა მისებრ უფლისა.



Chapter: 5  
თავი V


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნემან, ერისთავი მეფისაჲ მის ასურასტანისაჲ, იყო კაცი დიდ წინაშე უფლისა Page of ms. O: 173v  თჳსისა და საკჳრველ პირითა, რამეთუ მის გამო სცა უფალმან ჴსნაჲ ასურასტანსა. და კაცი იგი ძლიერ იყო ძალითა და იყო იგი კეთროვან.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ასურასტანით კაცნი უჭურველნი და წარტყუენეს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა ქალი ერთი მცირჱ, და იყო ცოლისა მის თანა ნემანისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა დედუფალსა მას თჳსსა: რაჲ არს, თუმცა მივიდა უფალი ჩემი წინაწარმეტყუელისა მის ღმრთისა სამარიად და ევედრა მას და მუნთქუესვემცა განწმიდნა ეგე კეთროვნებისა მაგისგან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა და უთხრა უფალსა მას თჳსსა და ჰრქუა: ესრე და ესრე იტყოდა ქალი იგი, რომელი-იგი არს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს ესრეთ მეფესა. და ჰრქუა მეფემან ასურასტანისამან: მივედ და მივწერო მეფესა მას ისრაჱლისა. და წარიღო ნემან ათი სასწორი ვეცხლი და ექუსი სასწორი ოქროჲ და ათი ქმნული სამოსელი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიღო წიგნი იგი მეფისა ისრაჱლისა, რომელსა წერილ იყო ესრეთ: აწ ვითარცა მიიწიოს წიგნი ეგე შენდა, იხილე და, აჰა, მივავლინე შენდა ნემან, მონაჲ ჩემი, და განწმიდე იგი კეთროვნებისაგან თჳსისა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ვითარცა აღმოიკითხა წიგნი იგი მეფემან მან ისრაჱლისამან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ღმერთი ნუ ვარა მე, ვითარმცა მოვაკუდინე და ვაცხოვნე, რამეთუ მოავლინა ჩემდა კაცი იგი განწმედად კეთროვანებისაგან თჳსი\სა? Page of ms. O: 174r  ხოლო უწყოდეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მიზეზების რასმე.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმა ელისეს, კაცსა მას ღმრთისასა, ვითარმედ: დაიპო მეფემან ისრაჱლისამან სამოსელი თჳსი, მიავლინა მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: რაჲსათჳს დაიპე სამოსელი შენი? მოვედინ ჩემდა ნემან და უწყოდენ, ვითარმედ არს წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შოვრის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა თჳსითა და დადგა კართა ზედა სახლისა მის ელისესთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა მისა ელისე მოციქული და ჰრქუა: მივედ და იბანე იორდანესა და მოიქცეს სხეული შენდა და განსწმიდნე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა ნემან და წარვიდა და თქუა: მე ვჰგონებდი, ვითარმედ: გამოვიდეს ჩემდა და ჰხა- დოს სახელსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდვას ჴელი თჳსი კეთროვანებასა ამას და განმწმიდოს მე კეთროვანებისაგან ჩემისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
არა-მე უმჯობეს არიანა არბანაჲ და ფარფათაჲ, მდინარენი იგი დამასკოჲსანი, ვიდრე იორდანესა და ყოველთა წყალთა ისრაჱლისათა? და რად არა მივიდე და ვიბანო მათ შინა და განვწმიდნე? და მიიქცა და წარვიდა გულისწყრომითა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარდგეს მონანი მისნი და ეტყოდეს მას: უფალო, დიდი თუმცა რაჲმე სიტყუაჲ გრქუა წინაწარმეტყუელმან, არა-მე-მცა წეს იყოა ყოფად შენდა? ...აცა თუ რომელი გრქუა: იბანე და განსწმიდნე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთაჴდა ნემან და Page of ms. O: 174v  იბანა იორდანესა შჳდგზის მსგავსად სიტყჳსა მის ელისჱსა. და მოიქცეს და იქმნნეს ჴორცნი მისნი ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი და განწმიდნა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცა ნემან ელისესა იგი თავადი და ყოველი ბანაკი მისი. და მოვიდა და დადგა მახლობელად მისა და თქუა: აჰა, აწ უწყი, რამეთუ არა არს ღმერთი ქუეყანასა, გარნა ისრაჱლსა შოვრის; და აწ მიიღე კურთხევაჲ მონისა შენისაგან.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ელისე: ცხოუელ არს უფალი, რომლისაცა წინაშე დავდეგი (სიც), უკუეთუ მო-რაჲმე-ვიღო! და აწუევდა მას მიღებად, და მან არა თავს-იდვა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ნემან: ვინაჲთგან არა ინებე მოღებად, მიბრძანე და აღუკიდო ზოგთა ამათ ჯორთაგანთა მიწაჲ ამის ქუეყანისაჲ, რამეთუ არა ყვნეს მონამან შენმან შესაწირავნი და საზორველნი ღმერთთა მიმართ უცხოთა, გარნა მხოლოსა უფალსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყჳსა ამისთჳს მოტევებაჲ ყავნ უფალმან მონისა ამის შენისა შესლვასა მას უფლისა ჩემისასა სახლსა მას ჰრემანისსა თავყუანის-ცემად მისა, რამეთუ დამდვის ჴელი მისი ჩემ ზედა. და მისლვასა მისსა სახლსა ჰრემანისსა და დადრეკასა მისსა და თავყუანის-ცემასა, მე თავყუანის-ვსცე უფალსა ღმერთსა ჩემსა და მოტევებაჲ-ყავნ უფალმან მონისა შენისა სიტყჳსა ამისთჳს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელისე ნემანს: ვიდოდე მშჳდობით. და წარვიდა მისგან ქუეყანისა მისგან ისრაჱლისაჲსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა გეეზი, მსახურმან მისმან: აჰა, შეეწყალა უფალსა ჩემსა ნე\მან Page of ms. O: 175r  ასური და არაჲ მოიღო მისგან, რომელ მოართუა მას. ცხოველ არს უფალი, აღვირბინო და ვეწიო და მო-ნუ-რაჲ-ვიღო მისგან.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეწეოდა გეზი ნემანს; და ვითარცა იხილა ნემან გეზი, რამეთუ სდევდა მას, გარდამოვარდა ეტლით თჳსით, მიეგებვოდა მას და თქუა: მშჳდობაჲ არსა?

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა გეეზი: მშჳდობაჲ არს, და უფალმან ჩემმან მომავლინა შენდა და თქუა: აჰა ესერა, მოვიდეს ჩემდა ორნი ყრმანი მთით ეფრემით. მოეც ამათთჳს სასწორი ერთი ვეცხლი და ორი სამოსელი ქმნული.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
თქუა ნემან: უკუეთუ ეგრეთ არს, მიიღე სასწორი ვეცხლისაჲ. და იძულა და მისცა მას სამი სასწორი ვეცხლისაჲ, ხოლო მან შეკრა და შთადვა იგი ორთა გუდათა, და ორი სამოსელი ქმნული; და მისცა ორთა მონათა თჳსთა და აღიკიდეს წინაშე მისა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს ბნელისასა მას და მიიღო ჴელთაგან მათთა, დადვა სახლსა მას. და განუტევნა კაცნი იგი და წარვიდეს.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგი შევიდა და დადგა წინაშე უფლისა თჳსისა. ჰრქუა მას ელისე: ვინაჲ მოხუალ, გეეზი? და ჰრქუა გეეზი: არა ვიდრე სრულ ვარ მონაჲ შენი იმიერ გინათუ ამიერ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ელისე: არა გული ჩემი შენთანა იყოა, რაჟამს მოიქცა კაცი იგი ეტლთა მათგან და მოგეგებვოდა შენ? და, აჰა, ვეცხლი იგი მოიღე და სამოსელი და მოიგო მით მტილი და ზეთისხილები და ვენაჴი, Page of ms. O: 175v  ზროხაჲ და ცხოვარი, მონაჲ და მჴევალი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და კეთროვნებაჲცა იგი ნემანისი დაგედევინ შენ ზედა და ნათესავსა შენსა უკუნისამდე. და გამოვიდა პირისაგან მისისა განკეთროვნებული, ვითარცა თოვლი.



Chapter: 6  
თავი VI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა ელისეს: აჰა ესერა, ადგილი ესე, რომელსა დამკჳდრებულ ვართ ჩუენ, იწრო არს ჩუენდა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მივიდეთ იორდანედ და ვიკაფოთ კაცად-კაცადმან თითოჲ მოსელი და ვიშჱნოთ მუნ საყოფელი. და თქუა ელისე: მივედით.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ერთმან ვინმე მათგანმან: მოვედ შენცა ჩუენ თანა ნელადით, მონათა შენთა თანა. და თქუა: მივიდე.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა მათ თანა და მივიდეს იორდანედ და კაფდეს ძელსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და, აჰა, ერთი ვინმე მათგანი ვიდრე მოჰკუეთდა მოსელსა, რკინაჲ ტარსა წარჰვარდა და შთავარდა წყალსა მას. ღაღად-ყო კაცამან მან და თქუა: შემიწყალე მე, უფალო, რამეთუ იგიცა ნათხოვივე იყო.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა კაცმან მან ღმრთისამან: სადა ოდენ შთავარდა? და უჩუენა ადგილი იგი. და მოსტეხა ელისე რტოჲ ერთი და შთაყო მუნთქუეს ოდენ და აღმოჩნდა რკინაჲ იგი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფჱ იგი ასურასტანისაჲ გამოვიდოდა წყობად ისრაჱლისა და ზრახვა-ყო მონათა მისთა თანა და თქუა: ადგილსა ერთსა, ფელმონს, დავიდარნოთ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა ელისე მეფისა ისრაჱლისა და თქუა: ეკრძალე, ნუუკუე მოხჳ\დოდი Page of ms. O: 176r  მათ ადგილთა, რამეთუ მუნ ასურნი დადარნებულ არიან.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა მეფემან ისრაჱლისამან ადგილსა მას, რომლისაჲ ჰრქუა მას ელისე, და მოხილვა[დ]-სცა იგი და ერიდებოდა მას ადგილსა არა ერთჯერ და ორჯერ, არამედ ყოველსა ჟამსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა გული მეფისაჲ მის ასურთაჲსაჲ სიტყჳსა ამისთჳს. და მოუწოდა მონათა თჳსთა და ჰრქუა: მითხართ მე, ვინ მოსცემს (!) მე მეფესა მას ისრაჱლისასა?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ერთმან ვინმე მონათაგანმან: არავინ, უფალო ჩემო მეფე, არამედ ელისე, წინაწარმეტყუელი ისრაჱლისაჲ, და იგი უთხრობს მეფესა მას ისრაჱლისასა ყოველთა მათ სიტყუათა შენთა, რომელთაცა იტყჳ სენაკთა შინა სასუენებელთა შენთაჲსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მეფემან: მივედით და იხილეთ, სადა იყოფვინ იგი. და უთხრეს მას და ჰრქუეს: აჰა ეგერა, დოთაიმს არს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა მეფემან ასურასტანისამან ჰუნეები და ეტლები და ერი ძლიერი და მივიდეს ღამე და მოიცვეს ქალაქი იგი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიმსთო განთიად მსახურმან მან ელისესმან, და ერი ძლიერი მოხუეულ იყო გარემო ქალაქსა მას, და ჰუნეები და ეტლები. და ჰრქუა მას ყრმამან მან: უფალო, რაჲ ვყოთ?

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მან: ნუ გეშინინ, ჩუენ თანა უმრავლჱს არიან, ვიდრე მათ თანა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ილოცვიდა ელისე, თავყუანის-სცა და თქუა უფლისა მიმართ: უფალო, განახუენ თუალნი ყრმისანი Page of ms. O: 176v  ამის და იხილოს! და განახუნა უფალმან თუალნი ყრმისანი მის. იხილა რაჲ ყრმამან მან, და, აჰა, მთაჲ იგი სავსჱ იყო ეტლებითა და ჰუნეებითა ცეცხლისაჲთა გარემოჲს ელისჱსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარდამოჴდეს მისა, და ილოცვიდა ელისე უფლისა მიმართ და თქუა: გუემე ნათესავი ეგე სიბრმითა! და გუემნა იგინი სიბრმითა მსგავსად სიტყჳსა მის ელისესა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ელისე: არა ესე არს გზაჲ და არცა ესე ქალაქი, მომდევდით მე და მე მიგიყვანნე კაცისა მის, რომელსა თქუენ ეძიებთ. და წარუძღუა მათ და მიიყვანნა იგინი სამარიად.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა შევიდეს იგინი სამარიად, თქუა ელისე: აღუხილენ, უფალო, თუალნი ამათნი და ხედვიდენ! და აღუხილნა უფალმან თუალნი მათნი და იხილეს, და, აჰა, იყვნეს შოვრის სამარიასა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იხილნა იგინი მეფემან მან ისრაჱლისამან, ჰრქუა ელისეს: მოსრვით მოვსრნე იგინი, მამაო!

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: ნუ მოსრავ, რომელნი არა იტყუენენ მახჳლითა შენითა, და აწ მოუწყუედიან (!)? არამედ დაუგე პური და წყალი, და ჭამონ და წარვიდენ უფლისა თჳსისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაუგო მათ პური, და ჭამეს და სუეს. და განუტევნა იგინი და წარვიდეს უფლისა თჳსისა და არღარა შესძინეს მოსლვად ასურთა მათ ქუეყანასა ისრაჱლისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
იყო ამისა შემდგომად, და კრებაჲ ყო ძემან ადერისმან, მეფემან ასურასტანისამან, ყოვლი\სა Page of ms. O: 177r  მის ბანაკისა მისისაჲ და მოვიდა და მოიცვა სამარიაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიყმილი დიდი სამარიას, და სხდეს მას გარემო, ვიდრე იპოვებოდა თავი ვირისაჲ ერგასის სასწორის ვეცხლის და ოთხი კაბიწი ნაჯდომი ტრედისაჲ ხუთის სასწორის ვეცხლის.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და იორამ, მეფჱ ისრაჱლისაჲ, იქცეოდა ზედა ზღუდესა მას; და დედაკაცი ერთი ღაღადებდა მისა მიმართ და თქუა: მიჴსენ მე, უფალო, მეფე!

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: ნუ გიჴსნეს შენ უფალმან, ვინაჲ გიჴსნა შენ? კალოჲსაგან ანუ საწნეხლისაგან?

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას მეფემან: რაჲ არს შენდა? დედაკაცმან მან მიუგო მეფესა: ამან დედაკაცმან მრქუა: მოედ და შვილი შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე ჩემი შევჭამოთ ხვალე.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევაგბეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ. და ვარქუ მას დღესა მეორესა: მოიყვანე აწ შენიცა იგი შვილი და შევჭამოთ. და დამალა შვილი იგი თჳსი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუაჲ იგი მის დედაკაცისაჲ, დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცუა ძაძაჲ და იქცეოდა ზღუდეთა მათ ზედა. ვითარცა იხილა ერმან მან ძაძაჲ იგი შთაცუმული ჴორცთა მისთა,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე შემძინენ, უკუეთუ დგეს თავი ელისჱსი, ძისა საფატისი, მის ზედა დღეს.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ელისე ჯდა სახლსა თჳსსა, და მოხუცე\ბულნი Page of ms. O: 177v  იგი სხდეს მის თანა. წარავლინა კაცი მეფემან მისა და, ვიდრე არღა მიწევნულ იყო მოციქული იგი მისა, ჰრქუა ელისე მოხუცებულთა მათ: უწყითმეა, რამეთუ წარმოავლინა შვილმან მან მესისხლისამან მოკუეთად თავი ჩემი? იხილეთ და ვითარცა შემოვიდოდის, დააპყართ კართა და დაჭყლიმეთ, რამეთუ, აჰა ეგერა, ბგერაჲ ფერჴთა უფლისა მისისათაჲ შემდგომად მისა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე იგი ეტყოდაღა მათ, მოციქული იგი მიიწია მათა და ჰრქუა: აჰა ესერა ძჳრი უფლისა მიერ არს, რაჲსაღა ვევედრებოდით უფალსა?



Chapter: 7  
თავი VII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ელისე: ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, ესრე იტყჳს უფალი: ხვალე ამას ჟამსა ოდენ გრივი ერთი სამინდოჲსაჲ სასწორის ერთის ბჭეთა თანა სამარიაჲსათა იპოვოს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მოციქულმან მან, რომლისა ჴელთა მიევედრის მეფჱ, და ჰრქუა ელისეს: დაღათუ ყოს უფალმან გარდამოსაქანელნი ცათაგან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? და ჰრქუა მას ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგანი შენ არა ჰშჭამო.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს კაცნი ოთხნი კეთროვანნი, გარეშე ბჭეთა მის ქალაქისათა, ჰრქუა ერთმან მოყუასსა თჳსსა: რაჲსა ვსხდეთ აქა და მოვკუდეთ?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
დაღათუ შევიდეთ ქალაქსა ამას, მოვკუდეთ, რამეთუ სიყმილი არს მას შინა. აწ მივიდეთ და მივიმართოთ ბანაკსა მას Page of ms. O: 178r  ასურთასა და თუ გუაცხოვნენ ჩუენ, ვცხონდეთ; და თუ მოგუაკუდინნენ ჩუენ, მოვკუდეთ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგეს რიჟურაჟუს ოდენ განთიად და მიიწინეს ბანაკსა მას ასურთასა და შეჰჴდეს ერთკერძო ბანაკსა მათსა, და არა იყო მუნ კაცი,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ღმერთმან ასმინა ბანაკსა მას ასურთასა ჟერად ეტლთაჲ, ბგერად ჰუნეთაჲ და ჴმაჲ ერისა ძლიერისაჲ. და ჰრქუა კაცმან ძმასა თჳსსა: აჰა ესერა, მო-სამეინადნა ჩუენ ზედა მეფემან ისრაჱლისამან ორნი იგი მეფენი - მეფჱ იგი მეგჳპტელთაჲ...

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ივლტოდეს ღამე და დაუტევეს კარვები მათი და საჴედარნი მათნი და ვირები მათი ბანაკსა მას და იგი[ნი] აღდგეს და ივლტოდეს განრინებად თავსა თჳსთა ხოლო.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდეს განბოროტებულნი (სიც) იგი შიმშილისაგან კარავსა ერთსა, ჭამეს და სუეს და აღიღეს ვეცხლი მიერ და ოქროჲ და სამოსელი და წარ[ვი]დეს და დამალეს. და მოიქცეს და შევიდეს სხუასა კარავსა და გამოიღეს მიერცა და დამალეს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს კეთროვანთა მათ ურთიერთას: არა ეგრე არს, რასა-ეგე ჩუენ ვიქმთ, არამედ ესე დღჱ სახარებისაჲ არს და ჩუენ ვდუმით და ველით ნათელსა განთიადისასა, და ვიპოვნეთ ჩუენ უშჯულოვებასა შინა. ხოლო აწ მივიდეთ და მიუთხრათ ეგე სახლსა მეფისასა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდეს და ღაღადებად დგეს ბჭეთა თანა მის ქალაქისათა, უთხრეს და თქუეს: შევედით ბანაკსა მას ასურთასა და არავინ იყო მუნ კაცი და არცა ჴმაჲ კაცისაჲ, გარნა ცხენნი ხოლო დაბმულნი და ვირნი და Page of ms. O: 178v  კარავნი მათნი დატევებულნი და აღმართებულნი დგანან.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ღაღადად-დგეს მეკარეთა მათ და აუწყეს სახლთა მეფისასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა მეფჱ და მოუწოდა მონათა მისთა და ჰრქუა მათ: გითხრა თქუენ, რაჲ გჳყვეს ჩუენ ასურთა მათ: უწყოდეს, რამეთუ მოვყმებით, და განვიდეს ბანაკით და დაგუემალნეს გარე და თქუეს: ვინ უწყის, გამოვიდენ ქალაქით და ჴელთ-ვისხნეთ ცოცხალნი და შევიდეთ ქალაქსა და გამოვიღოთ იგი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მო-ვინმე-უგო ერთმან მონათაგანმა და ჰრქუა: მოიბენით ხუთნი ცხენნი ყოვლისა მისგან სიმრავლისა ისრაჱლისა, რომელი დაშთეს, და მივავლინნეთ მუნ და იხილონ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინნეს ორნი ცხენნი საჴედრად. და წარავლინნა მეფემან ისრაჱლისამან კაცნი კუალსა მეფისა მის ასურასტანელთაჲსა და ჰრქუა: მივედით და იხილეთ!

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიბნეს და წარვიდეს კაცნი იგი კ[უ]ალსა მათსა ვიდრე იორდანედმდე. და, აჰა, ყოველნი იგი გზანი სავსჱ იყვნეს სამოსლითა და ჭურჭრითა, რომელი დაებნია ასურთა მათ აღტეხასა მას მათსა. და მოიქცეს მოციქულნი იგი და უთხრეს მეფესა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა ერი იგი ქალაქით და იავარ-ყვეს ბანაკი ასურთაჲ. და იყო გრივი ერთი სამინდოჲსაჲ სასწორის ერთის ვეცხლის მსგავსად სიტყჳსა უფლისა, რომელსა ეტყოდა ელისეს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან დაადგინა მოციქული იგი ჭურვილთაგანი მცველად ბჭეთა ზედა, რომლისა ჴელთა მიევედრის მეფჱ. და დატკებნეს იგი ტენებასა მას ბჭეთა თანა Page of ms. O: 179r  და მოკუდა, ვითარცა ეტყოდა მას კაცი იგი ღმრთისაჲ მისლვასა მას მისსა მოციქულად მისა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ეგრე, ვითარცა ეტყოდა ელისე მოციქულსა მას, ვითარმედ: ორი გრივი ქრთილი სასწორის ერთის იპოვოს და გრივი ერთი სამინდოჲ სასწორის ერთის, და იყოს ხვალე ამასვე ჟამსა ბჭეთა თანა სამარიაჲსათა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მოციქულმან მან კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქუა: დაღათუმცა განახუნა უფალმან გარდამოსაქანელნი ცისანი, იყოღამემცა სიტყუაჲ იგი? ჰრქუა ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგანი არა ჰშჭამო.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ეგრე, და დატკებნა იგი ერმან ტენებასა მას ბჭეთა მათ თანა და მოკუდა.



Chapter: 8  
თავი VIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდა ელისე დედაკაცსა მას, რომლისაჲ განაცოცხლა ძჱ იგი მისი, და ჰრქუა: აღდეგ და წარვედ შენ და სახლი შენი და მწირობდ, სადაცა განგემარჯოს, რამეთუ მოუწოდა უფალმან სიყმილსა ამას ქუეყანასა ზედა, და იყოს სიყმილი ზედა ქუეყანასა ამას შჳდ წელ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა დედაკაცი იგი და ყოველი სახლი მისი და ყო სიტყჳსა მისებრ ელისესისა. და წარვიდა და მწირობდა ქუეყანასა მას უცხოთესლთასა შჳდ წელ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
იყო, შემდგომად შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოიქცა დედაკაცი იგი ქუეყანით უცხოთესლთაჲთ და მივიდა ღაღადებად წინაშე მეფისა სახლისა თჳსისათჳს და ქუეყანისა თჳსისათჳს.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფჱ ეტყოდა გეეზის, მსახურსა მას ელისესსა, კაცისა მის ღმრთისასა, და ჰრქუა: მითხარ მე შენ ყოველი იგი დიდი, რომელი ქმნა ელისე.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარ უთხრობდა იგი მეფესა, Page of ms. O: 179v  ვითარ განაცოცხლა ძჱ იგი მის დედაკაცისაჲ მკუდარი, და, აჰა, დედაკაცი იგი, რომლისაჲ განაცოცხლა ძჱ მისი ელისე, ღაღადებდა მეფისა მიმართ სახლისა მისისათჳს და ქუეყანისა მისისათჳს. და ჰრქუა გეეზი მეფესა მას: უფალო მეფე, ესე დედაკაცი არს და ესე ძჱ მაგისი, რომელი განაცოცხლა ელისე.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰკითხა მეფემან დედაკაცსა მას, და მან უთხრა მას ყოველი. და მისცა მეფემან საჭურისი ერთი და ჰრქუა: უკუმოაგეთ მაგას ყოველივე მაგისი და ყოველი ნაყოფი მაგისისა ქუეყანისაჲ, ვინაჲთგანცა დაეტევა ქუეყანაჲ თჳსი ვიდრე აქაჟამადმდე.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა ელისე დამასკედ. და ძჱ ადერისი, მეფჱ ასურეთისაჲ, სნეულ იყო. და უთხრეს მას და ჰრქუეს: მოვიდა აქა კაცი ღმრთისაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან აზაელ[ს]: მიიღე ჴელთა შენთა მანნა და მიეგებვოდე კაცსა მას ღმრთისასა და ჰკითხე მის მიერ უფალსა და არქუ, ვითარმედ: აღმე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა აზაელ წინამიგებებად ელისჱსსა და წარიღო ძღუენი ჴელითა თჳსითა და ყოველი კეთილი დამასკედ აქლემებითა ორმეოცითა. და მივიდა და დადგა წინაშე მისსა და ჰრქუა: მამაო ელისე! შვილმან შენმან, ძემან ადერისმან, მეფემან ასურასტანისამან, მომავლინა მე შენდა და თქუა, ვითარმედ: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ელისე: მივედ და არქუ მას: ცხორებით ჰსცხონდე. და მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ სიკუდილით Page of ms. O: 180r  მოკუდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
დადგა აზაელ წინაშე პირსა ელისესსა კრძალვით და შეწირა ძღუენი იგი. და ტიროდა კაცი იგი ღმრთისაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა აზაელ: რაჲსა ჰსტირ, უფალო ჩემო? და ჰრქუა ელისე: უწყოდე, რაოდენი რაჲ უყო შენ ძეთა ისრაჱლისათა: ძნელოვანნი მათნი ცეცხლითა მოსწუნე და რჩეულნი მათნი მახჳლითა მოსწყჳდნე და მაკენი მათნი განაპნე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა აზაელ: ვინ არს მონაჲ ესე შენი, ძაღლი ერთი მომკუდარი, ვითარმცა ქმნა მსგავსად სიტყჳსა მაგის შენისა დიდისა? და ჰრქუა ელისე: მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ ჰქმნე ესე და ჰმეფობდე შენ ასურასტანსა ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
წარვიდა აზაელ ელისესგან და მივიდა უფლისა მის თჳსისა. და ჰრქუა მას უფალმან მან მისმან: რაჲ თქუა ელისე? და თქუა აზაელ: მრქუა მე, ვითარმედ: ცხოვნდეს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ხვალისაგან მოიღო მაქმაჲ და დაავლტო წყალსა და დაიბურა პირსა თჳსსა და მოკუდა. და დადგა მეფედ აზაელ ასურასტანსა ზედა,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მეხუთესა იორამისსა, ძისა აქაბისა, მეფისა ისრაჱლისა, და მეფობდა იორამ, ძჱ იოსაფატისი, იუდასა ზედა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ოცდაათორმეტ წლის დაჯდომასა მას მისსა მეფედ და ორმეოც წელ მეფობდა იერუსალჱმსა ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდოდა გზათა მეფეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ქმნა სახლმან აქაბისმან, რამეთუ ასული აქაბისი იყო ცოლად მისა. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა უნდა უფალსა Page of ms. O: 180v  განრყუნად იუდაჲსა დავითისთჳს, მონისა თჳსისა, ვითარცა ეტყოდა მას მიცემად მისა სანთელი და ძესა მისსა ყოველთა დღეთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო დღეთა მათ იორამისთა, და ეცრუვა ედომი ქუეშე ჴელსა იუდაჲსსა და დაიდგინეს მათ ზედა მეფჱ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა იორამ სიონით და ყოველი ეტლები მისი მის თანა. და იყო მსთუად განთიადსა მას, ვიდრე ღამისაჲ დგაღა, და დასცეს ედომი და გარემოზღუდვილნი მისნი და მთავარნი ეტლთა მისთანი. და ივლტოდა ერი იგი თითოვეული კარვად თჳსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და განდგა ედომი ჴელსა იუდაჲსსა მოდღენდელად დღედმდე, მას ჟამსა განდგა ლობნაჲცა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა იორამისთანი და ყოველივე, რაჲცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას დღეთა მეფისა მის იუდაჲსსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა იორამ მამათა მისთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა ოქოზია, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მას მეათორმეტესა იორამისსა, ძისა აქაბისსა, მეფისა მის ისრაჱლისასა, და მეფობდა ოქოზია, ძჱ იორამისი, მეფჱ იუდაჲსი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ოცდაორ წლის იყო ოქოზია დადგომასა მას მისსა მეფედ და წელიწად ერთ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისაჲ გოთოლია, ასული აქაბისი, მეფისა მის ისრაჱლისა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდოდა გზათა აქაბისთა და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ სიძჱ იყო სახლსა მას აქაბისსა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 181r  და წარვიდა ოქოზია იორამის თანა, ძისა აქაბისა, წყობად აზაელისა, მეფისა მის ასურასტანელთაჲსა, ჰრამოთდ გალაადად; და დასცეს ასურთა მათ იორამი.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცა იორამ მეფე კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელი-იგი წყლეს ასურთა მათ ჰრამოთს გალაადისასა, წყობასა მას მისსა აზაელისა მიმართ, მეფისა მის ასურთაჲსა. და ოქოზია, ძჱ იორამისი, გარდავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, რამეთუ სნეულ იყო იგი იეზრაელს შინა.



Chapter: 9  
თავი IX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ელისე წინაწარმეტყუელმან მოუწოდა ერთსა ძეთა მათ წინაწარმეტყუელთასა და ჰრქუა მას: მოიმტკიცენ წელნი შენნი და წარიღე რქაჲ ეგე საცხებელისაჲ ჴელთა შენთა და მივედ რამოთდ გალაადდ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეხჳდე მუნ და იხილო მუნ იუ, ძჱ ნამესაჲსი, ძისა იოსაფათისი, და აღადგინო იგი შოვრის ძმათა მათ მისთა და შეიყვანო იგი სენაკითი-სენაკად.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიღო რქაჲ იგი საზეთჱ და დაასხა თავსა მისსა ზედა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა. და განაღო კარი და ივლტოდი და ნუღარა დასდგები.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა წული იგი წინაწარმეტყუელი რამოთდ გალაად[დ]

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა მუნ და, აჰა, მთავარნი ერისანი მის სხდეს. და თქუა წინაწარმეტყუელმან მან: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა, მთავარო! და ჰრქუა იუ: ვისა ანუ ყოველთა მათ ჩუენგანისაჲ? და ჰრქუა: არა, Page of ms. O: 181v  არამედ შენდა ხოლო მთავრისა მაგის.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა იუ და შევიდეს სენაკად და დაასხა საცხებელი იგი თავსა მისსა და ჰრქუა მას წინაწარმეტყუელმან მან: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გცხე შენ მეფედ ერსა მაგას უფლისასა ზედა ისრაჱლსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასცე სახლი აქაბისი, უფლისა შენისაჲ, პირისაგან შენისა და და იძიო შური სისხლისაჲ მონათა მათ უფლისათაჲ ჴელთაგან იაზაბელისთა

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოვლისაგან სახლისა მისისა. და მოსრა სახლისა მის აქაბისა ყოველი, რომელი მიექცეს და აფსმიდეს კედელსა, და დათრგუნვილი იგი დაუტეო ისრაჱლსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მიცემად სახლი იგი აქაბისი, ვითარცა სახლი იგი იერობოამისი, ძისა ნაბატისი, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიაჲსი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იაზაბელ შეჭამონ ძაღლთა ნაწილსა მას იეზრაელისსა და არავინ იყოს, რომელმან დაჰფლას. ვითარცა-ესე თქუა, განაღო კარი წინაწარმეტყუელმან მან და ივლტოდა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა იუ მონათა მათ უფლისა თჳსისათა და ჰრქუეს მას: მშჳდობაჲ არსა? და ჰრქუა მათ იუ: მშჳდობაჲ არს. და ჰრქუეს მას: რაჲსა მოვიდა შენდა მოკრაული იგი? ჰრქუა მათ იუ: თქვენ თჳთ უწყით კაცი იგი და მოკრაულებაჲ მისი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს მას: უწესობა არს ეგე შენდა, უკუეთუ არა გჳთხრა ჩუენ. და ჰრქუა მათ იუ: ესრე და ესრე მეტყოდა მე და მრქუა: ესრე იტყჳს უფალი: აჰა, გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმა ესე, ისწრაფეს და მო\იღეს Page of ms. O: 182r  თითოვეულად ფიჩჳ თჳსი და დაუდვეს იუს ერთსა მას აღსავალთაგანსა და დაჰბ[ერ]ეს ნესტუსა რქისასა ყოველთა და თქუეს: დადგა იუ მეფედ!

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერის კრება-ყო იუ, ძემან ნამენისმან, ძისა იოსაფატისმან, ზედა იორამისა. და იორამ განკრძალულ იყო ჰრამოჲთ გალადის შინა, იგი თავადი და ყოველი ისრაჱლი პირისაგან აზაელისა, მეფისა მისგან ასურასტანელთაჲსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცა იორამ მეფჱ კურნებისა მისგან წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ იზრაელს შინა ღუაწლსა მას აზაელისსა მიმართ, მეფისა მის ასურთაჲსა. და თქუა იუ: უკუეთუ არს სული თქუენი ჩემ თანა, ნუ განვალნ მეოტი ქალაქისა ამისგან მისლვად და თხრობად იეზრაელს შინა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარემართა იუ და შთავიდა იეზრაელდ. და მეფჱ იორამ ისრაჱლისაჲ იკურნებოდა იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ჰრამოთს გალაადს, ღუაწლსა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთაჲსა, რამეთუ იყო კაცი იგი მჴნე და ძლიერ. და ოქოზია, მეფჱ იუდაჲსი, შთასრულ იყო ხილვად იორამისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ებგური იგი აღჴდა ზედა გოდოლსა მას იეზრაელისსა და იხილა მან მტუერი მოსლვასა მას იუჲსა და თქუა: მტუერსა რასმე ვხედავ. და თქუა იორამ: მოიყვანეთ მჴედარი ერთი და წარავლინეთ წინა მათსა Page of ms. O: 182v  და თქუნ: მშჳდობაჲ არსა?

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა მჴედარი იგი წინა მათსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს მეფჱ ისრაჱლისაჲ: მშჳდობაჲ არსა? და თქუა იუ: რაჲ ძეს შენი და მშჳდობისაჲ? უკუმოდეგ აქა. და დადგა მჴედარი იგი მათ თანა. და თქუა ებგურმან მან: მიიწია მოციქული იგი მათ თანა და არა მოიქცა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა მეორედ სხუაჲ მჴედარი და მიიწია მათა და ჰრქუა: ესრე იტყჳს მეფჱ: მშჳდობაჲ არსა? და ჰრქუა იუ: რაჲ ძეს შენი და მშჳდობისაჲ? უკუმოდეგ აქა. და დადგა იგიცა მათ თანა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრობდა ებგური იგი და თქუა: აჰა, მიიწია მოციქული იგი მათ თანა და არა მოიქცა. და რომელსა-იგი მიჰყვანდა იუ, მიიწია ხოლო, რამეთუ მრისხანედ მიჰყვანდა იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა იორამ: აუბენით ეტლნი ეგე! და აუბნეს და აღსხდეს ეტლთა მათ ორნივე იგი მეფენი - იორამ, მეფჱ ისრაჱლისაჲ, და ოქოზია, მეფჱ იუდაჲსი, და განვიდეს წინამიგებებად იუსა და შეემთხჳნეს მას ნაწილსა მას თანა ნაბუთჱსსა იეზრაიტელისასა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა იხილა იორამ იუ, ჰრქუა მას: მშჳდობაჲ არსა, იუ? და ჰრქუა მას იუ: რაჲ მშჳდობაჲ? აჰა, განმრავლდეს სიძვანი იგი იაზაბელისნი, დედისა შენისანი, და გრძნებანი მისნი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარემიიქცა იორამ და ივლტოდა და ჰრქუა ოქოზიას: ზაკუვაჲ არს, ოქოზია!

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოირთხა იუ და ჰსცა იორამს შაშუვალ ბეჭთა და განსწონა ზურგსა მისსა და დაიღულარჭნა ზედა მუჴლთა მისთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იუ დებე[კ]ს, Page of ms. O: 183r  მესამესა მას თჳსსა: აღიღე და შთააგდე ეგე ნაწილსა მას აგარაკისა მის ნაბუთესსა იეზრაიტელისასა; მოვიჴსენე მე, ოდეს-იგი ამჴედრებულ ვიყვენით ჩუენ ორნი და ვსდევდით აქაბს, მამასა მაგისსა. და უფალმან დადვა მაგას ზედა შესამთხუეველი ეგე,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარმედ: ვიძიო სისხლი იგი ნაბუთესი და სისხლი ძეთა მისთაჲ, რომელი ვიხილე გუშინ, ვითარცა თქუა უფალმან. და მივაგო მაგას ნაწილსა მას ნაბუთესსა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ოქოზია მეფემან, ვითარცა იხილა, ივლტოდა გზასა მას ბეთრონისასა. და შეუდგა იუ კუალსა მათსა და თქუა: იგულეთ ეგეცა! და ჰსცა მასცა ეტლთა მათ შინა, ვიდრე აღვიდოდა იგი აღმართსა მას ბერაისასა, რომელ არს იობელსა მას, და მიივლტოდა მაგედოდ და მუნ მოკუდა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიღეს იგი მონათა მისთა იერუსალჱმდ და დაჰფლეს იგი საფლავსა თჳსსა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და წელსა მას მეათერთმეტესა იორამის, მეფისა მის ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია იუდასა ზედა და ერთ წელ მეფობდა ისრაჱლსა (!) ზედა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა იუ იეზრაელდ. და იაზაბელს ვითარცა ესმა, მოიგრემანნა წარბნი თჳსნი და შეიმკო თავი და გარდამოხედვიდა სარკუმლით.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და იუ შევიდა ქალაქსა მას და თქუა: ცოცხლებით არსა ზამბრი, მკლველი იგი უფლისა თჳსისაჲ?

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიხილნა თუალნი თჳსნი იუ და მიჰხედა სარკუმელთა მათ Page of ms. O: 183v  და ჰრქუა: ვინ ხარ შენ? გარდამოჴედ ჩემდა. და გარდამოეჩუენნეს მისნი ორნი საჭურისნი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ იუ: გარდამოაგდეთ იგი მიერ ქუეყანად. და გარდამოაგდეს იგი მიერ ქუეყანად, მისხურა სისხლი მისი კედელთა მათ და საჴედართა მათთა დათრგუნეს იგი.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგი შევიდა, ჭამა და სუა და თქუა: იხილეთ წყეული იგი და დაჰფალთ იგი, რამეთუ ასული შარავანდედთაჲ არს იგი.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდეს დაფლვად მისა და არა პოვეს მისგანი, გარნა თხემი ხოლო და ფერჴნი და ნებნი ჴელთა მისთანი.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს ესე იუს. და თქუა იუ: სიტყუაჲ არს უფლისაჲ ეგე, რომელსა იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელია თეძბელისაჲთა, და თქუა: ნაწილსა იეზრაელისსა შეჭამნენ ჴორცნი იგი იაზაბელისნი ძაღლთა.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს მძორი იგი იაზაბელისი, ვითარცა სკორჱ ნაწილსა მას აგარაკისა ნაბუთესსა, რაჲთა არავინ თქუას მათგანმან, ვითარმედ: ესე იაზაბელ არს, და არავინ თქუას მისთჳს ვაჲ.



Chapter: 10  
თავი X


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს აქაბისნი სამეოცდაათნი ძენი სამარიას. და მიწერა იუ სამარიად მთავართა მათ სამარიაჲსთა და მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა მათ აქაბისთა და თქუა:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მიიწიოს წიგნი ეგე თქუენდა, იხილეთ, რამეთუ, აჰა ეგერა, თქუენ თანა არიან ძენი უფლისა თქუენისანი და თქუენ თანა არიან ეტლნი მისნი და საჴედარნი და ქალაქნი ძნელნი და ჯაჭუჭური მისი, -

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილეთ და გამოირჩიეთ ძეთა მათგანი უფლისა თქუენისათაჲ, დაამტკიცეთ Page of ms. O: 184r  ზედა საყდართა მამისა თჳსისათა და ეცით ბრძოლაჲ სახლსა ზედა უფლისა თქუენისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
შეეშინა მათ დიდად და თქუეს: აჰა, ორნი ესე მეფენი ვერ დამდგომ იქმნნეს წინაშე მისსა და ჩუენ ვითარმე დაუდგეთ მის წინაშე?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინეს სახლისა მისგან და ქალაქისაგან მოხუცებულთა მათ მამამძუძეთა და ჰრქუეს იუს: მონანი შენნი ვართ და, რაჲ გურქუა შენ, ჩუენ ვყოთ, და არავინ დავადგინოთ ჩუენ ზედა მეფჱ, არამედ რაი-იგი სათნო იყოს შენ წინაშე, იგიცა ვყოთ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიწერა მათა მეორედ და ჰრქუა: უკუეთუ ჩემნი ხართ თქუენ, ჴმისა ჩემისაჲ ისმინეთ: მოჰკუეთენით თავნი ძეთა მაგათ უფლისა თქუენისათანი და მომართუენით ხვალე ამასვე ჟამსა იეზრაელდ. და ძენი იგი მეფისანი იყვნეს სამეოცდაათ, და ჴელმწიფენი იგი ქალაქისანი ზრდიდეს მათ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა მიიწია წიგნი იგი მათა, შეიპყრნეს ძენი იგი მეფისანი და მოსრნეს სამეოცდაათნივე და შთასხეს თავები მათი გოდრებსა და მიუძღუანეს მას იეზრაელდ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
შევიდეს და უთხრეს და ჰრქუეს: მოიხუნეს თავნი ძეთა მაგათ მეფისათანი. და ჰრქუა: დასხენით ორად ბორცუად გარეშე ბჭეთა ქალაქისათა ვიდრე ცისკრადმდე.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, განთიადსა მას გამოვიდა იუ და დადგა ბჭეთა მათ თანა ქალაქისათა [და ჰრქუა] ყოველსა მას ერსა: მართალ ხართ თქუენ! აჰა, Page of ms. O: 184v  მე ესერა აღვდეგ უფლისა ჩემისა ზედა და მოვკალ იგი. იხილენით ესენი, აფფო, ვინ მოსრნა?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა დავარდა სიტყჳსა მისგანი უფლისაჲ ქუეყანასა ზედა, რომელსა იტყოდა უფალი ზედა სახლსა მას აქაბისსა. და აღასრულა უფალმან ყოველივე, რასაცა იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელიაჲსითა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსრა იუ ყოველი ნეშტი სახლისა მის აქაბისი იეზრაელს და ყოველნი მთავარნი მისნი და მეგობარნი მისნი და ქურუმნი მისნი და არა დაუტევა ნეშტი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა და წარვიდა იუ სამარიად. და ვიდრე იგი მივიდოდა ბეთაკადს ოდენ გზასა მას სამწყსოთასა,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
პოვნა იუ ძმანი ოქოზიაჲს, მეფისა იუდაჲსნი, და ჰრქუა იუ: ვინ ხართ თქუენ? და მათ ჰრქუეს: ძმანი ოქოზიაჲსნი ვართ ჩუენ და გარდამოვჴედით შემთხუევად ძეთა მეფისათა და ძეთა მის განძლიერებულისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა იუ: შეიპყრენით ეგენი ცოცხალნი და მოსრენით! და მოსრნეს იგინი ბეთაკადს ორმეოცდაორი კაცი და არა დაშთა მათგანი არცა ერთი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა მიერ იუ და პოვა იონადაბი, ძჱ რექაბისი, და აკურთხა იგი და ჰრქუა მას იუ: უკუეთუ არს გული შენი წრფელ, ვითარცა გული ჩემი შენდა მიმართ? და თქუა იონადაბ: არს! და თქუა იუ: უკუეთუ არს, მომეც მე ჴელი თჳსი. და აღისუა იგი ეტლთა მათ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა და იხილო შურისგებაჲ ჩემი უფლისათჳს. და აღისუა იგი ეტლთა მათ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა სამარიად Page of ms. O: 185r  და მოსრა ყოველი ნეშტი აქაბისი სამარიას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელიას.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
შეკრიბა იუ ყოველი იგი [ერი] და ჰრქუა მათ: აქაბ ჰმონა ბაალსა მცირედ და მე ვჰმონო დიდად.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მომგუარენით მე ყოველნი წინაწარმეტყუელნი ბაალისნი და ყოველნი მონანი მისნი და ყოველნი ქურუმნი მისნი და ერთიცა მათგანი ნუ დამაკლდების, რამეთუ შესაწირავი დიდი არს ბაალისი და, რომელი კაცი დამაკლდეს, მოკუდეს. და იუ ყო ესე შეტყუვილით, რაჲთა მოსრნეს მონანი იგი ბაალისნი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა იუ: განმზადეთ შესაწირავი იგი ბაალისი. და ქადაგი ჴმობდა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
წარავლინა იუ ყოვლისა ისრაჱლისა; და მოკრიბნეს ყოველნი მონანი ბაალისნი და არა დააკლდა არცა ერთი. და შევიდეს სახლსა მას ბაალისსა და აღივსო სახლი იგი ბაალისი კიდით კიდედმდე.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა იუ სახლისა მცველთა მათ: მომართჳთ სამკაული იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა იუ და იონადაბ, ძჱ ჰრექაბისი, სახლსა მას ბაალისსა და ჰრქუა მონათა მათ ბაალისთა: გამოიხილეთ, ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ თანა მონათაგანი უფლისათაჲ, გარნა თქუენ ხოლომცა ხართ მონანი ეგე ბაალისნი? და ჰრქუეს მათ: არავინ არს, არამედ მონანი ხოლო ბაალისნი ვართ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა იუ რეცა თუ შეწირვად და კუმევად საკუმეველისა. და დაადგინა იუ სამას ოთხმეოცი კაცი გარეშე და ჰრქუა: კაცი, რომელი განერეს კაცთა მაგათგანი, რომელთა მიგცემ ჴელთა თქუენთა, თავი Page of ms. O: 185v  მისი თავისა მისისა წილ იყოს.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა აღასრულეს შესაწირავი იგი, ჰრქუა იუ წინამცორვალთა მათ თჳსთა და ჭურვილთა: შევედით და მოსრენით იგი[ნი] და ერთიცა ნუ განგერებინ მათგანი. და შევიდეს და მოსრნეს იგინი მახჳლითა და დასთხიეს მუნ და შევიდეს სახლსა მას ბაალისსა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოიღეს ძეგლები იგი სახლისა მის ბაალისნი და დაწუეს იგი ცეცხლითა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაამჴუნეს ყოველნი ძეგლნი ბაალისნი და დაარღჳეს სახლი იგი ბაალისი და ყვეს ადგილი იგი სახლად სარცხჳნელად მუნდღენდელად დღედმდე.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრყუნა იუ ბაალი და სახლი მისი ისრაჱლისაგან.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ცოდვასა მას იერობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არა განეშორა იუ მათგან, და დიაკეულთა მათგანცა ოქროჲსათა, რომელნი იყვნეს ბეთელს და დანს.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან იუს: ამისთჳს, რამეთუ ჰმჴნდი შენ წინაშე ჩემსა ყოფად სიწრფოებისა და ნებად გულისა ჩემისა უყავ სახლსა აქაბისსა, ამისთჳს ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდართა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და იუ არა ეკრძალა სლვად შჯულსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა ყოვლითა გულითა თჳსითა და არა განეშორა ცოდვასა იერობოამისსა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ამათ დღეთა შინა იწყო უფალმან მოსრვაჲ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა. და მოსრვი- და Page of ms. O: 186r  აზაელ ყოველთა მათ საზღვართა ისრაელისათა,

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
იორდანითგან და მზისა აღმოსავალით კერძო და ყოველი ქუეყანაჲ გალაადისაჲ და გადისი და რუბენისი და მანასჱსი, არუველითგან, რომელ არს კიდესა მას ნაღუარევსა არნონისსა, და გალაადი და ბასაანი.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი იგი სიტყუათა იუსთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ყოველი ძლიერებაჲ მისი და მოწყუედაჲ რომელ მოწყჳდა, აჰა ესე, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა იუ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას. და მეფობდა იოაქაზ, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღენი, რაოდენ მეფობდა, იუსნი ზედა ისრაჱლსა და ზედა სამარიასა, ორმეოცდარვა წელ.



Chapter: 11  
თავი XI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და გოთოლია, დედამან ოქოზიაჲსმან, ვითარცა იხილა, რამეთუ მოწყდეს შვილნი მისნი, წარწყმიდა ყოველი ნათესავი მეფეთაჲ მათ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიქუა იოსაბიე, ასულმან მეფისა იორამისმან, დამან ოქოზიაჲსმან, იოას, ძჱ ოქოზიაჲსი, ძმისა თჳსისაჲ, და მიიპარა იგი შოვრის ძეთა მათგან მეფისათა, რომელ მოსრნეს. და დამალა იგი და დედამძუძჱ თჳსი სენაკსა სასუენებელისასა პირისაგან გოთოლიაჲსისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მის თანა სახლსა მას უფლისასა ექუს წელ, და გოთოლია მეფობდა მას ქუეყანასა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და წელსა მას მეშჳდესა წარავლინა იოდაე მღდელმან და მოიყვანნა ერისთავნი იგი [ქ]ორი და რასიმ და შეიყვანნა იგინი სახლსა მას Page of ms. O: 186v  უფლისასა და აღთქუმა-ყო მათ თანა და აფუცნა იგინი სახელითა უფლისაჲთა და უჩუენა მათ იუდაე, ძჱ იგი მეფისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ამცნო მათ და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ არს, რომელ ჰყოთ: სამგან განიწილნეთ და ერთმან მან ნაწილმან დაიცვეს ცვაჲ სახლისა მის სამეუფოჲსაჲ კართა თანა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეორემან მან ნაწილმან დაიცვეს ბჭეთა მათგან შესავალთაჲ და მესამემან ნაწილმან ბჭეთა თანა შემდგომად წინამცორვალთა მათ, და დაიცვეთ ცვაჲ სახლისაჲ მის.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴელნი თქუენნი განმზადებულად იპყრენით, ყოველი, რომელი შევიდოდის განწილებულთა მათ ცვად სახლსა მას უფლისასა, ეკრძალენით ცვასა სახლისა მის უფლისასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
გარემოადეგით მეფესა კაცი და აღიღეთ ჭურჭერი ჴელთა თჳსთა და, რომელი შევიდოდის სადაროთად, მოკუედინ! და იგი თავადი იყო მეფისა თანა შესლვასა მისსა და გამოსლვასა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ასისთავთა მათ ყოველი, რაჲცა ამცნო მათ იუდაე მღდელმან. და შევლან კაცი იგი განწილებული მცველად შემდგომითი შემდგომად.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
შევიდა იუდაე მღდელი და მისცა ასისთავთა მათ ჰორლები იგი და ჯაჭუ-ჭური დავითის მეფისაჲ, რომელი იყო სახლსა მას მეფისასა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მიიღეს ასისთავთა მათ ჯაჭუ-ჭური იგი ჴელთა მათთა და გარემოადგეს მარჯუენით Page of ms. O: 187r  მჴრით ტაძრისაჲ მის, ვიდრე მარცხენედ მჴრადმდე ტაძრისა მის და საკურთხეველისა და სახლისა მის სამეუფოჲსა, გარემო.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრიბა იუდაე მღდელმან ყოველი იგი ერი სახლსა მას სამეუფოსა და წარმოუდგინა მათ ძჱ იგი მეფისაჲ და მისცა მას ზედა იეზერი იგი და წამებაჲ და სცხო მას და დაადგინა მეფედ. და აღიტყუელნა ერმან მან და თქუეს: ცხონდინ მეფე!

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა გოთოლიას ჴმაჲ ბგერისაჲ ერისაჲ მის და შევიდეს შოვრის ერსა მას, სახლსა მას უფლისასა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილა და, აჰა, დგა მეფჱ ვითარცა სუეტსა მას მსგავსად სახისა მის, და მთავარნი იგი და შემასხმელნი და მსტუვარნი დგეს გარემოჲს მისა, და ყოველსა მას ქუეყანასა უხაროდა და სტჳნვიდეს ნესტჳთა. და დაიპო სამოსელი თჳსი გოთოლია, ღაღატ-ყო და თქუა: განდგა, განდგა!

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო იუდაე მღდელმან ათასისთავთა მათ, და რომელნი დაედგინნეს ზედა ერსა მას, და ჰრქუა მათ: განიყვანეთ ეგე სადეროთით და მიიყვანეთ ეგე უკანაწარ სახლსა მას ერისთავთასა და მოკალთ ეგე მახჳლითა! და ნუ მოჰკლავთ მაგას სახლსა მას უფლისასა, და ყოველი, რომელი მისდევდეს მაგას, მოკუედინ მახჳლითა!

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიყვეს ჴელი მისა და შეიპყრეს და შეიყვანეს იგი გზასა მას საჴედართასა, სახლისა მის სამეუფოჲსათა, და მუნ მოკლეს იგი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღთქუმაჲ-ყო იუდაე მღდელმან შოვრის Page of ms. O: 187v  უფლისა და შოვრის მეფისა და შოვრის ერისა ყოფად ერად უფლისა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ყოველი ერი სახლსა მას ბაალიმისსა და დაამჴუეს იგი და საკურთხეველნი მისნი და ხატნი მისნი დამსუსრნეს წულილად და მატთან ქურუმი და ყოველნი იგი ქურუმნი ბაალისნი მოისრნეს წინაშე შესაწირავისა მის და დაადგინნა მღდელმან მან მგულებელნი სახლსა მას უფლისასა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოიყვანნა იუდაე მღდელმან ასისთავნი იგი ქორრი და რასიმ და ყოველი იგი ერი მის ქუეყანისაჲ. და გარდამოიყვანეს მეფე სახლისა მისგან უფლისა და შეიყვანეს გზასა ბჭისასა, სახლისა მის სამეუფოჲსასა, და დასუეს იგი საყდართა სამეუფოთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და უხაროდა ყოველსა მას ერსა მის ქუეყანისასა, და ქალაქი იგი დაამშჳდნა, და გოთოლია მოკლეს სახლსა მეფისასა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ შჳდ წლისაჲ იყო იოას დადგომასა მას მისსა მეფედ.



Chapter: 12  
თავი XII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მეშჳდისა მის წლისა იოაჲსა მეფობდა იოას, ძჱ ოქოზიაჲსი, ორმეოც წელ იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისაჲ საბია ბერსაბჱთ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა იოას სამართალი წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა, რომელთა განანათლა იგი იუდაე მღდელმან.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მაღალთა მათგან არავე განეშორა, და მუნ უზორვიდეს ერი იგი და უკუმევდეს საკუმეველთა მაღალთა მათ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა იოას მღდელთა მათ: ყოველი ვეცხლი, რომელი შე\წირულ Page of ms. O: 188r  არს ტაძარსა მაგას უფლისასა სიწმიდეთა მაგათ, ვეცხლი თითოვეულად კაცად-კაცადი- საჲ აღსრულებულისაჲ შერაცხილი სულთათჳს, ყოველი ვეცხლი, რაოდენი მოუჴდეს გულსა კაცისასა შეღებად სახლსა მაგას უფლისა[სა], _

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მიიღედ მღდელთა მაგათ კაცად-კაცადმან მოფარდულთაგან თჳსთა და მათ აღაგონ ბედეკი სახლისაჲ მის უფლისაჲ ყოველსა შინა, სადაცა იპოვოს მუნ ბედეკი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო წელსა მას ოცდამესამესა იოვასის მეფისასა, არა აღაგეს მღდელთა მათ ბედეკი სახლსა მას უფლისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მოუწოდა მეფემან იოას იუდაეს მღდელსა და ყოველთა მათ მღდელთა და ჰრქუა მათ: რაჲსა არა აღაგეთ ბედეკი სახლისაჲ მის უფლისაჲ? და აწ ნუღარა მიიღებთ ვეცხლსა ყოველთაგან მოფარდულთა თქუენთა, არამედ ბედეკისა მისთჳს სახლისა უფლისა მიეცით იგი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღუთქუეს მღდელთა მათ არა მიღებად ვეცხლი ერისა მისგან და არცა აღგებად ბედეკი ტაძრისა მის უფლისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო იუდაე კიდობანი ერთი და ჴურელ-სდვა მას ზეშთა და დადგა იგი საკურთხეველსა მას თანა უფლისასა. და მისცეს იგი მღდელთა მათ, რომელნი-იგი სცვიდეს კართა მათ, ყოველი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილეს, რამეთუ ფრიად არს კიდობანსა მას შინა. და აღვიდა მწიგნობართ-მოძღუარი იგი და მღდ\ელი Page of ms. O: 188v  იგი დიდი და აღრაცხეს ვეცხლი იგი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცეს ვეცხლი იგი ჴელთა მოქმედთა საქმისა ჭურჭლისასა სახლსა მას უფლისასა, და მისცეს ხუროთა მათ ძელთაჲსა, მაშენებელთა მათ სახლისა მის უფლისათა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამომქანდაკებელთა მათ და გამომკუერველთა ქვისათა სასყიდელად ძელისა და ქვათა გამოკუერულთა, აღსაგებელად ბედეკისა სახლისა მის უფლისა. და მისცეს ყოველი იგი ვეცხლი საჴმრად ტაძრისა მის.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჲთა არა ქმნენ მისგანი სახლსა მას უფლისასა კარი ვეცხლისაჲ და სამშჭულები და ტაშტები და ნესტუები და ყოველი ჭურჭელი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ მის შეწირულისაჲ სახლსა მას უფლისასა,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ მოქმედთა მათ საქმისათა მისცეს იგი აღსაგებელად სახლისა მის უფლისაჲსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა იყო რიცხჳ ვეცხლისაჲ მის, რომელთა ჴელთა შინა იყო მიცემად მოქმედთა მათ, რამეთუ ერთგულ იყვნეს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვეცხლი იგი შეწირული ცოდვათათჳს არა შევიდოდა ტაძარსა მას უფლისასა, არამედ მღდელთა მათ ხოლო იყო.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა განვიდა აზაელ, მეფჱ ასურასტანისაჲ, და ეწყო გეთსა და გამოიღო იგი. და მიიმართა აზაელ მისლვად იერუსალჱმსა ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიხუნა იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ყოველნი იგი სიწმიდენი, რომელნი განწმიდნა იოსაფატ და Page of ms. O: 189r  იორამ და ოქოზია მამათა მათ მისთა, მეფეთა იუდაჲსთა, და თჳსნი იგიცა სიწმიდენი და ყოველი იგი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას საფასესა უფლისასა და სახლსა მას მეფისასა, და მიუძღუანა აზაელ მეფესა მას ასურთასა. და წარვიდა აზაელ იერუსალჱმით.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა იოასისთანი, ყოველივე, რაჲცა ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდაჲსთა?

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგეს მონანი მისნი მას ზედა და ზაკუეს მას და დასცეს იგი სახლსა მას მაღონისსა (!), საყოფელთა მათ შინა გალაადისათა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოზაქარ, ძჱ იემოთჱსი, და იეზებოთ, ძჱ მისი, შერაცხილნი მონათა მისთაგანნი, ჰსცეს და მოკლეს იგი და დაჰფლეს იგი მამათა მისთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა ამესა, ძჱ მისი, მის წილ.



Chapter: 13  
თავი XIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა ოცდამესამესა იოვასისსა, ძისა ოქოზიაჲსისა, მეფისა იუდაჲსა, მეფობდა იოაქაზ, ძჱ იუსი, ზედა ისრაჱლსა და სამარიასა ათშჳდმეტ წელ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და მიუდგა ცოდვასა მას იერობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, და არა განეშორა მათგან.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
განრისხნა [უფალი] გულისწყრომით ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა აზაელ მეფისა ასურთაჲსა და ჴელთა ძისა ადერისთა, ძისა აზაელისა, ყოველთა დღეთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ევედრა იოაქაზ პირსა უფლისასა, და ისმინა Page of ms. O: 189v  მისი უფალმან და იხილა ურვაჲ იგი ისრაჱლისაჲ, რასა- იგი აჭირვებდა მეფჱ ასურთაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და განერნეს ჴელთა მათგან ასურთაჲსა. და დაემკჳდრნეს ძენი იგი ისრაჱლისანი საყოფელთა თჳსთა, ვითარცა გუშინ და ძუღუან.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო არაჲვე განეშორნეს ცოდვასა მას იერობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მათ შინა შევიდოდეს, და მაღნართაცა მათ მიმართ სამარიაჲსათა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
არა დაშთა იოაქაზისი ერი, არამედ მჴედარი ხოლო ვითარ ერგასის ოდენ და ეტლნი ათნი და ათასი მკჳრცხლი. და წარწყმიდნა იგინი მეფემან მან ასურეთისამან და დასცნა იგინი ვითარცა მიწაჲ დასატკებნელად.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა იოაქაზისთაჲ და ყოველივე, რაჲცა ქმნა, და ყოველი ძალი მისი, არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა?

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა იოაქაზ მამათა თჳსთა თანა და დაჰფლეს იგი მამათა მისთა თანა სამარიას. და მეფობდა ძჱ მისი მის წილ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მას მეათშჳდმეტესა, სუფევასა იოასისსა, მეფისა იუდაჲსა, მეფობდა იოას, ძჱ იოაქაზისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას, ათორმეტ წელ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მას შინა ვიდოდა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა იოასისთანი, ყოველი რაჲცა ქ\მნა, Page of ms. O: 190r  და ყოველნი ძლიერებანი მისნი და რაჲ-იგი უყო მეფესა მას იუდაჲს[ს]ა, არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა?

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა იოას მამათა თჳსთა თანა, და იერობოამ დაჯდა საყდარსა მისსა. და დაჰფლეს იოას სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ელისე დასნეულდა სნეულებითა, რომლითა მო-ცა-კუდა. და მოვიდა მეფჱ ისრაჱლისაჲ, იოას, და ტიროდა პირსა მისსა ზედა და თქუა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო!

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ელისე: მოიღე მშჳლდი შენი და ისარნი შენნი! და მოიღო მშჳლდი და ისარნი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: მოირთხ მშჳლდი ეგე ჴელითა შენითა! და მოირთხა მშჳლდი იგი ჴელითა თჳსითა. და დასდვა ელისე ჴელი თჳსი ზედა ჴელთა მეფისათა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: განახუენით სარკუმელნი ეგე, რომელ არიან მზის აღმოსავალით კერძო! და განახუნეს. და ჰრქუა ელისე: სტყორცე! და სტყორცა. ჰრქუა ელისე: ისარი ჴსნისაჲ უფლისა მიერ და ისარი ჴსნისაჲ წინაშე პირთა ასურთასა, და დასცნე ასურნი აფეკს და მოასრულნე.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ელისე: მოიხუენ ისარნი! და მოიხუნა. და ჰრქუა მეფესა მას ისრაჱლისასა: სტყორცე და ეც ქუეყანასა! და სცა მეფემან მან სამგზის და დააცადა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწუხნა მას ზედა კაცი იგი ღმრთისაჲ და ჰრქუა \: Page of ms. O: 190v  უკუეთუმცა ეც ხუთგზის, მაშინმცა სძლე ასურთა მათ და მოასრულენ; ხოლო აწ სამგზის დასცნე ასურნი იგი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკუდა ელისე და დაჰფლეს. და მტეობარნი მოაბისანი გამოვიდეს ქუეყანასა მას დასრულებასა ოდენ მის წელიწადისა[სა].

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, და-ოდენ-ჰფლვიდეს კაცსა ერთსა, და, აჰა, იხილნეს მტეობარნი იგი და, ვითარ მო-ოდენ-ეწეოდეს, დააგდეს მკუდარი იგი ზედა სამარესა მას ელისეს ძუალთა თანა. და განცოცხლდა და აღდგა ზედა ფერჴთა თჳსთა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და აზაელ, მეფჱ ასურთაჲ, აჭირვებდა ისრაჱლსა ყოველთა დღეთა იოაქაზისთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეეწყალნეს იგინი უფალსა და წყალობა ყო მათ ზედა აღთქუმისათჳს აბრაჰამისა* და ისაკისა* და იაკობისა*. და არა უნდა უფალსა განრყუნაჲ მათი და არა განსთხინა იგინი პირისაგან თვსისა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკუდა აზაელ, მეფჱ იგი ასურთაჲ, და მეფობდა ადერ, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდა იოას, ძე იოაქაზისი, და უკუმოიპყრნა ქუეყანანი იგი ჴელთაგან ადერისთა, [ძისა აზაელისთა, რომელ მიუღო ჴელთაგან იოაქაზისთა], მამისა თჳსისათა, ბრძოლასა მას შინა. და სამგზის დასცა იოას ადერი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მოაქცინა ქალაქნი ისრაჱლისანი და ყოველი, რაჲცა მიეღო.



Chapter: 14  
თავი XIV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მეორესა, სუფევასა იოასისსა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ამასია, ძჱ იოასისი, მეფჱ იუდაჲსი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ოცდახუთისა წლისაჲ იყო ამასია Page of ms. O: 191r  დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისაჲ იოადიმ იერუსალჱმით.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტისა წილ სიმართლჱ წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარცა დავით, მამამან მისმან, არამედ მსგავსად ყოვლისა მის, რაჲცა ქმნა მამამან მისმან იოას, ქმნა მანცა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მაღალნი იგი არა მოსრნა, და ერი იგი შესწირვიდა და უკუმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა დამტკიცნა მეფობაჲ მისი ჴელსა მისსა, და მოსრნა მონანი იგი მისნი, რომელთა მოკლეს მეფჱ, მამაჲ მისი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შვილნი იგი მომსრველთანი მათ არა მოსრნა, ვითარცა წერილ არს წიგნსა შჯულსა მას მოსჱსსა, ვითარცა სახედ ამცნო უფალმან და თქუა: ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილთათჳს, ნუცა - შვილნი მამათათჳს, არამედ თითოეული ცოდვასა თჳსსა მოკუედინ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ამან, ამასია, დასცა ედომი გემელექს წყობასა ათორმეტი ათასი და გამოიპყრა კლდჱ იგი ბრძოლით და უწოდა სახელი მისი კათუელ მუნდღენდელად დღედმდე.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა წარავლინა ამასია მოციქული იოასისა, ძისა იოაქაზისა, ძისა იუისა, მეფისა ისრაჱლისა, და ჰრქუა: მოვედ და შევიმთხჳნეთ ურთიერთას პირის-პირ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ამესიას, მეფესა იუდაჲსსა, და ჰრქუა: ძეძუმან ლიბანით მიუვლინა ფიჭუსა ლიბანისასა და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა Page of ms. O: 191v  ცოლად. და წარჴდეს მას ზედა მჴეცნი მაღნარისანი, რომელნი იყვნეს [ლიბანეს] და დატკებნეს ძეძჳ იგი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მოსრვით მოსარ ედომი და აწ აღილაღე გულითა შენითა, აჰა, თავი ჰყავ (!) და ჯედ სახლსა შენსა, რაჲსა გაზრზენს შენ უკეთურებაჲ შენი? დაეცე შენ და იუდაჲ შენ თანა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა მიერჩდა ამესია, და განვიდა იოას, მეფჱ ისრაჱლისაჲ, და შეიმთხჳნეს პირის-პირ იგი თავადი და ამესია, მეფჱ იუდაჲსი, ბეთსამს ჰურიასტანისასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და იძლია იუდა წინაშე ისრაჱლისა და ივლტოდეს თითოეულად სამკჳდრებელად თჳსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამესია, მეფჱ იუდაჲსი, ძჱ იოსიაჲსი, ძისა ოქოზიაჲსი, შეიპყრა იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამოსს და მოვიდა იერუსალჱმს და დაარღჳა ზღუდჱ იგი იერუსალჱმისაჲ ბჭითგან ეფრემისით ვიდრე ბჭედმდე კიდისათა ოთხას წყრთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიღო ოქროჲ და ვეცხლი და ყოველი ჭურჭერი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა, საფასისა სახლისა მის მეფისასა, და წარაიყვანნა შვილნი იგი უცხოთესლთანი და მიიქცა სამარიად.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა იოასისთანი, რომელ რაჲ ქმნა ძლიერებითა თჳსითა, და წყობაჲ იგი, რომელ ეწყო ამესიას, მეფესა მას იუდაჲსსა, არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა იოას მამათა მისთა თანა Page of ms. O: 192r  და დაეფლა სამარიას მეფეთა თანა ისრაჱლისათა. და მეფობდა იორობოამ, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცხოვნდა ამესია, ძჱ იოასისი, მეფჱ იუდაჲსი, შემდგომად სიკუდილისა მის იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა ამესიაჲსთანი არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდაჲსთასა?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბეს მას ზედა გუნდნი იერუსალჱმს და იგი მიივლტოდა ლაქისდ. და იგინი შეუდგეს კუალსა მისსა ლაქისდმდე და მოკლეს იგი მუნ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადვეს იგი ზედა საჴედარსა თჳსსა და წარმოიღეს იგი და დაჰფლეს იერუსალჱმს მამათა მათ თვსთა თანა ქალაქსა დავითისსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიყვანეს ყოველმან ერმან იუდაჲსმან აზარია, ძჱ მისი, და იყო იგი ვითარ ათერთმეტის წლის ოდენ, და დაადგინეს იგი მეფედ მათ ზედა მამისა მისისა წილ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მან აღაშჱნა ედომი და კუალად აგო იუდაჲ შემდგომად სიკუდილისა მის მამისა თჳსისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მას მეათხუთმეტესა ამესიაჲსა, მეფისა მის იუდაჲსა, მეფობდა იორობოამ, ძჱ იოასისი, მეფჱ ისრაჱლისაჲ, ზედა ისრაჱლსა სამარიას, ორმეოცდაერთ წელ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიპყრა საზღვარი ისრაჱლისაჲ შთასავალთა მათგან ემათისთა ვიდრე ზღუადმდე არაბიაჲსა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა Page of ms. O: 192v  ღმრთისა ისრაჱლისა, რომელთა ეტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა იონა წინაწარმეტყუელისაჲთა, ძისა ამათისითა გეთელისაჲთა,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ იხილა უფალმან ურვაჲ იგი ისრაჱლისაჲ დიდი სიმწარისაჲ და შემცირებულნი და ჭირვეულნი და ნაკლულევანნი და ჴუებულნი, და არავინ იყო შემწჱ ისრაჱლისაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა უნდა უფალსა აღჴოცად მათი, ნათესავი ისრაჱლისაჲ, ქუეშე ცასა და იჴსნნა იგინი ჴელთაგან იერობოამისთა, ძისა იოასისთა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა იერობოამისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ყოველნი ძალნი მისნი, რომლითა ჰბრძოდა, და ვითარ-იგი დაიპყრა დამასკჱ და ემათი ისრაჱლისაგან, არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა იორობოამ მამათა თჳსთა თანა, მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა, და მეფობდა აზარია, ძჱ ამესისი, მამისა თჳსისა წილ.



Chapter: 15  
თავი XV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა ოცდამეშჳდესა იერობოამისსა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა აზარია, ძჱ ამესიაჲსი, მეფისა იუდაჲსი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ათექუსმეტისა წლისაჲ იყო დადგომასა მას მისსა მეფედ და ერგასის და ორ წელ მეფობდა იერუსალჱმსა, და სახელი დედისა მისისაჲ იექელია იერუსალჱმით.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა კეთილი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, რაჲცა ქმნა ამესია, მამამან მისმან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მაღალნი იგი არავე მოსრნა, და ერი იგი უზორვიდავე და უკუმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიყო უფალმან ჴელი მეფისა მის Page of ms. O: 193r  და გარდაასხა მას ზედა კეთროვნებაჲ, ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა, და დაჯდა სახლსა აფფოჲთ. და იოათამ, ძჱ მეფისაჲ, იყო სახლსა მას და ჰშჯიდა ერსა მას მის ქუეყანისასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა აზარიაჲსთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნსა მას სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდაჲსთა?

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა აზარია მამათა თჳსთა თანა და დაჰფლეს იგი ქალაქსა მას დავითისსა. და მეფობდა იოათამ, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მეათშჳდმეტესა აზარია, მეფისა მის იუდაჲსსა, მეფობდა აზარია, ძე იერობოამისი, სამარიას ექუს თუე.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნეს მამათა მათ მისთა, და არა განეშორა ცოდვასა მას იერობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიეტევნეს მას ზედა სელემ და კედებაამ, ძენი იაბისნი, და სცეს წინაშე ერისა მის და მოკლეს იგი, და მეფობდა სელემ მის წილ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა აზარიაჲსთანი, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე არს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელსა-იგი ეტყოდა იუს, და ჰრქუა, ვითარმედ: ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდართა ისრაჱლისათა. და იყო ეგრე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და სელომ (სიც), ძჱ იაბისი, მეფობდა სამარიას თუე ერთ წელსა მას ოცდამეცხრესა, აზარია მეფისა იუდაჲსსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა მანაელ, ძჱ გადისი, თერსით და შევიდა სამარიად და Page of ms. O: 193v  სცა სელემს, ძესა იაბისსა, და მოკლა იგი, და მეფობდა იგი მის წილ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა სელომისთანი და კრებანი მისნი, რომელთაჲ კრება-ყო, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა დასცა მანაელ თერსაჲ და ყოველი, რაჲ იყო მას შინა და ყოველი საზღვარი თერსისაჲ, რამეთუ არა განუღეს მას კარი. და მოსრნა იგინი და მაკენი მათნი განაპნა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა ოცდამეათცამეტჱსა, აზარია მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა მანაელ, ძჱ გადისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას, ათ წელ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი ცოდვითა თჳსითა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა მეფჱ ასურასტანისაჲ ქუეყანასა მას ზედა, და მანაელ მისცა ფასი ათასი სასწორი ვეცხლისაჲ, რაჲთა იყოს იგი ჴელცემულ მისა და დამტკიცნეს მეფობაჲ მისი ჴელითა მისითა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოიღო მანაელ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყოველთაგან ჴელმწიფეთა, რომელთა ძალ-ედვა მიცემად. და მისცა მეფესა მას ასურასტანისასა ერგასისი სასწორი ვეცხლისაჲ და თითოვეულად კაცად-კაცადსა. და კუალად იქცა მეფჱ იგი ასურასტანისაჲ და არა დადგა ქუეყანასა მას.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა მანაელისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა სიტყუათა მეფეთა მათ ისრაჱლისათა?

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა მანაელ მამათა მისთა Page of ms. O: 194r  თანა, და მეფობდა ფაკიე, ძე მისი, მის წილ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მას ოცდამეათესა, აზარია მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა ფაკეა ზედა ისრაჱლსა სამარიას, ათ წელ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ცოდვასა მას იერობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუჴდა მას ზედა ფაკეა (!), ძჱ ჰრომელისი, მესამჱ იგი თჳსი და დასცა იგი სამარიას წინაშე უფლისა, სახლსა მას სამეუფოსა. და მის თანა იყვნეს არგეობ და არია და ერგასისნი კაცნი ოთხასთა მათგანნი. და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა ფაკეაჲსთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მას ერგასისსა და მეორესა, აზარია მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა ფაკეა, ძჱ ჰრომელისაჲ, ზედა ისრაჱლსა სამარიას, ოც წელ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღეთა ფაკეა მეფისა მის ისრაჱლისათა მოვიდა [თ]ეგლაჲთფარსარ, მეფჱ იგი ასურასტანისაჲ, და წარიღო ნაენი და კაბელი და ბეთმაქაჲ და ანოექი და კენეეზი და ასური და გალაადი და გალილეაჲ და ყოველი ქუეყანაჲ ნეფთალემისი და წარტყუენნა იგინი ასურასტანად.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარარჩია გუნდი იოსიე, ძემან ელაჲსმან, და მოუჴდა ზედა ფაკეას, ძესა ჰრომელაჲსსა, და სცა და მოკლა იგი და მის წილ მეფობ\და Page of ms. O: 194v  იგი წელსა მეოცესა იოათამისსა, ძისა ოზიაჲსსა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა ფაკეაჲსთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მეორესა ფაკეაჲს, ძისა ჰრომელისასა (სიც), მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა იოთამ, ძჱ ოზია მეფისა იუდაჲსი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ოცდაათხუთმეტისაჲ წლის[აჲ] იყო დადგომასა მის[ს]ა მეფედ, ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისაჲ იეროს, ასული სადუკისი.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, რომელი ქმნა ოზია, მამამან მისმან.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნა მაღალნი იგი არა მოსრნა, და ერი იგი უკუმევდავე და უზორვიდეს მაღალთა მათ. და მან აღაშენნა ბჭენი იგი სახლისა მის უფლისა მაღლისანი.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა იოათამისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მათ მეფეთა იუდაჲსთა.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა შინა მოავლინა უფალმან იუდასა ზედა რაასონ, მეფჱ იგი ასურასტანისაჲ, და ფაკიე, ძჱ ჰრომელისაჲ.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა იოათამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისსა. და მეფობდა აქაზ, ძჱ მისი, მის წილ.



Chapter: 16  
თავი XVI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მას მეათშჳდმეტესა, სუფევასა ფაკეაჲსსა, ძისა ჰრომელიაჲსსა, მეფობდა აქაზ, ძჱ იოათამისი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ოც წლისაჲ იყო აქაზ დადგომასა მისსა მეფედ და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და არა ქმნა სამართალი წინაშე უფლისა ღმრთისა, Page of ms. O: 195r  ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდოდა გზათა იერობოამისთა, ძისა ნაბატისთა, მეფისა ისრაჱლისასა, რამეთუ მან შვილნი თჳსნიცა გარეშეჴადნა ალსა ცეცხლისასა მსგავსად საძაგელებისა ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და უზორვიდა და უკუმევდა მაღალთა მათ ზედა ბორცუთა და ქუეშე ყოველთა ხეთა მაგრილობელთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა გამოვიდა რაასონ, მეფჱ ასურასტანისაჲ, და ფაკეა, ძჱ ჰრომელისაჲ, მეფჱ ისრაჱლისაჲ, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად. და მოიცვეს იგი და ვერ შეუძლეს იგი გამოყპრობად იერუსალჱმსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა დაიპყრა რაასონ, მეფემან ასურასტანისამან, აილათი და განიყვანნა ჰურიანი აილათით. და მოვიდეს ედომელნი და დაემკჳდრნეს აილათს მუნდღენდელად დღედმდე.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა აქაზ მეფემან მოციქულნი თეგლადფარსარ მეფისა მის ასურთაჲსა და ჰრქუა მას: მონაჲ შენი და შვილი შენი ვარი მე! გამოვედ და მიჴსენ მე ჴელთაგან მეფისა ასურთაჲსა და ჴელთაგან მეფისა ისრაჱლისათა, რამეთუ აღდგომილ არიან ჩემ ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო ოქროჲ და ვეცხლი, რომელი ეპოვა საფასესა სახლისა მის უფლისასა და სახლსა მას სამეუფოსა, და მოუძღუანა მეფესა მას ასურთასა ძღუნად.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისმინა მისი მეფემან მან ასურასტანისამან და გამოვიდა მეფჱ იგი ასურასტანისაჲ ზედა დამაშკესა (!) და გამოიპყრა იგი და წარტ\ყუენა Page of ms. O: 195v  იგი, და კურენ და რაასონ მოსრნეს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა აქაზ მეფჱ და მიეგებოდა თეგლაჲთფარსარს, მეფესა მას ასურთასა, დამაშკედ. და იხილა აქაზ საკურთხეველი იგი, რომელი იყო დამაშკეს, და წარავლინა მეფემან აქაზ ურია მღდელისა და მიუძღუანა ზომი და მოასწავა მსგავსებაჲ ქმნულებისა მისისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ურია მღდელმან საკურთხეველი იგი...

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჴდა მეფჱ საკურთხეველსა მას ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეწირნა შესაწირავნი თჳსნი და მსხუერპლნი სათნონი და დასთხია სისხლი დასამშჳდებელთა თჳსთაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და საკურთხეველი იგი პილენძისაჲ, რომელი დგა წინაშე უფლისა, ცვალა იგი ადგილით თჳსით, დადგა ერთ-კერძო საკურთხეველისა მის ჩრდილოჲთ კერძო.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო მეფემან აქაზ ურია მღდელსა და ჰრქუა: ზედა დიდსა მაგას საკურთხეველსა შესწირნე შესაწირავნი ცისკრისანი და შესაწირავნი მწუხრისანი და შესაწირავნი მეფისანი და მსხუერპლნი მისნი და შესაწირავნი ერისა მაგის მის ქუეყანისაჲ და ზორვილნი მათნი და ყოველი იგი სისხლი მსხუერპლთაჲ მათ და ზორვილთაჲ მათ დაასხა მათ ზედა, და საკურთხეველი იგი პილენძისაჲ იყოს ჩემდა აღსამსთობელად.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო ურია მღდელმან მსგავსად ყოვლისა მისებრ მცნებისა, ვითარცა ამცნო მას მეფემან აქაზ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაჭრა მეფემან აქაზ კარშიკები მიქონოთთაჲ მათ და ცვალნა მათგან ავაზანნი იგი Page of ms. O: 196r  და ზღუაჲ იგი გარდამოიღო კუროთა მათგან ათორმეტთა პილენძისათა, რომელნი იყვნეს ქუეშე მისა, და დეგი (სიც) ზედა ქვისა ხარისხთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
საძირკუელი იგი საყდრისაჲ მის აღაშჱნა სახლსა მას უფლისასა, და მშჳდობით იყო შესლვაჲ და გამოსლვაჲ მეფისაჲ სახლსა მას უფლისასა პირისაგან მეფისა ასურასტანელთაჲსა.
Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა აქაზისთანი და რომელი რაჲ ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდაჲსთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა აქაზ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა მისთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა ეზეკია, ძჱ მისი, მის წილ.



Chapter: 17  
თავი XVII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მეათორმეტესა აქაზის, მეფისა იუდაჲსისა, მეფობდა იოსე, ძჱ ელაჲსი, ზედა ისრაჱლსა სამარიას, ცხრა წელ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მეფეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს წინა მისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მას ზედა მოუჴდა სამონასარ, მეფჱ ასურასტანისაჲ, და ემონა მას ოსე და უძღუნებნ მას მანანასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და პოვა მეფემან ასურასტანისამან ზაკუვაჲ ოსეს თანა, რამეთუ წარავლინნა მოციქულნი ადრამელიქ მეფისა მის მეგჳპტელთაჲსა, და არა მისცა მანანაჲ მეფესა მას ასურთასა მას წელსა. და მოიცვა იგი მეფემან მან ასურასტანისამან და შეაყენა იგი სახლსა მას საპყრობილისასა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა მეფჱ იგი ასურასტანისაჲ ყოველსა მას ქუეყანასა და მივიდა სამარიადცა და გარემოადგა მას სამ წელ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მას მეცხრესა ოსესსა გამოიპყრა მეფემან ასურას\ტანისამან Page of ms. O: 196v  სამრიაჲ და წარტყუენა ისრაჱლი ასურასტანად და დააშენნა იგინი იალათს და იაბორს, მდინარეთა მათ გოვიზანისათა, და მთათა მათ მიდონელთასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო რისხვაჲ უფლისაჲ ისრაჱლსა ზედა, რამეთუ შესცოდეს ძეთა მათ ისრაჱლისათა უფალსა ღმერთსა თჳსსა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა (!) ჴელთაგან ფარაოჲსსა, და ეშინოდა მათ ღმერთთა მათგან უცხოთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის მათ ნათესავთაჲსა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა და მეფეთა ისრაჱლისათა, რაოდენ რაჲ ქმნეს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაოდენ შეამკვნეს ძეთა ისრაჱლისათა სიტყუანი არა უფლისა ღმრთისა თჳსისათჳს, და იშენნეს მაღალნი ყოველთა მათ ქალაქთა თჳსთა გოდლითგან საებგუროჲთ ვიდრე ქალაქთამდე მათ ძნელთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და აჰმართნეს ძეგლნი სამსახურებელნი ყოველთა ბორცუთა მაღალთა და ყოველსა ხესა ქუეშე ბორობანსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუმევდეს საკუმეველსა ყოველთა მათ მაღალთა, ვითარცა-იგი ყვის ყოველმან ნათესავმან, რომელნი-იგი მოსპნა უფალმან პირისაგან მათისა. და ეზიარნე[ს] და შეიქმნნეს (სიც) განსარისხებელად უფლისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰმსახურებდეს კერპთა, რომელთაჲ ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: ნუ ჰყოფთ სიტყუასა მაგას უფლისათჳს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადვა უფალმან წამებაჲ ძეთა მათ თანა ისრაჱლისათა, ზედა იუდასა ჴელითა ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲთა და ყოველთა მათ მხილველთა მიერ და ჰრქუა მათ: Page of ms. O: 197r  მოიქეცით გზათა მათგან თქუენთა უკეთურთა და დაიმარხენით მცნებანი ჩემნი და სამართალნი და ყოველი იგი შჯული, რომელი ვამცენ მამათა მათ თქუენთა, რომელნი მივავლინენ თქუენდა ჴელითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთაჲთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ არა ისმინეს მათი და განაფიცხნეს ზურგნი მათნი უფროჲს მამათა მათთა და არა ჰრწმენა მათ უფლისა ღმრთისა თჳსისაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიშორეს აღთქუმაჲ მისი და ყოველი, რაოდენი დადვა მამათა მათთა თანა, და წამებაჲ მისი, რომელ ამცნო მათ, არა დაიცვეს. და ვიდოდეს კუალსა უნდოთასა და უჴმარ იქმნნეს კუალსა ნათესავთა მათთასა და რომელ გარემოჲს იყვნეს მათსა, რომელთაჲ ამცნო უფალმან არა ყოფაჲ მსგავსად ხატისა მის მათისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაუტევნეს ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და იქმნნეს თავისა თჳსისა დასხმითნი ორნი დიაკეულნი და თავყუანის-ჰსცეს ძალთა ცისათა და ჰმსახურებდეს ბაალსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარეშეჴადნეს ძენი და ასულნი მათნი ცეცხლსა და მისნობდეს მისნობასა და იზმნიდეს ზმნასა და შესძინეს ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა განსარისხებელად მისა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა უფალი ისრაჱლსა ზედა და განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა და არავინ დაშთა, გარნა ნათესავი ხოლო იუდაჲსი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და იუდამანცა არავე დაიცვნა მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის ისრაჱლისა, რომელ ქმნეს. Page of ms. O: 197v 

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიშორეს უფალი ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან და აღძრნა იგინი და მისცნა ჴელთა წარმტყუენველთა მათთაჲსა, ვიდრე განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და განეშორა ისრაჱლი სახლსა დავითისსა და დაიდგინეს მეფედ მათ ზედა იერობოამ, ძჱ ნაბატისი. და განდრიკა იერობოამ ისრაჱლი უფლისაგან და აცოდვნა იგინი ცოდვითა დიდითა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის ცოდვისა იერობოამისა, რომელ ქმნა, და არა განეშორნეს მათგან.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცვალა უფალმან ისრაჱლი პირისაგან თჳსისა, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა ყოველთა მათ მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთაჲთა. და წარტყუენა ისრაჱლი ქუეყანისაგან თჳსისა ასურასტანს მუნდღენდელად დღედმდე.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასხდეს იგინი სამარიას და დაიმკჳდრნეს ქალაქნი მისნი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, დასაბამსა მას მკჳდრობისა მათისასა მუნ არა შეეშინა მათ უფლისაგან. და მოავლინნა უფალმან ლომნი და მოსრვიდეს მათ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდეს მეფესა მას ასურასტანისასა და ჰრქუეს: ნათესავნი იგი, რომელ მისცვალენ და დასხენ ქალაქთა, არა იციან მათ წესი ღმრთისაჲ მის ქუეყანისაჲ. და მიუვლინებიან მათ ზედა უფალსა ლომნი და მოსრვენ მათ, რამეთუ არა იციან წესი ღმრთისაჲ მის ქუეყანისაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა მეფემან ასურასტანისამან და ჰრქუა: მიიყვანეთ ერთი მღდელთაგანი წარტყუენულთაჲ მაგათ, რაჲთა მივიდეს და დაემკჳდროს მუნ და უჩუენოს მათ წესი უფლისაჲ და გა\ნანათლნეს Page of ms. O: 198r  იგინი სამართლითა ღმრთისა მის ქუეყანისაჲთა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანეს ერთი მღდელთა მათგანი, რომელნი წარტყუენულ იყვნეს სამარიაჲთ, და დაჯდა ბეთელს და განანათლებდა მათ, რაჲთა ეშინოდის მათ უფლისაგან.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და იქმნეს ნათესავად-ნათესავად ღმერთნი თჳსა და დასხნეს სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიტელთა მათ თჳთოეულად ნათესავთა მათ ქალაქთა თჳსთა, რომელთა შინა დამკჳდრებულ იყვნეს.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცთა მათ ბაბილოვნელთა ქმნეს სოკქოთბანუთი, და კაცთა ქოთისათა ქმნეს ნერეგელი, და კაცთა იმათისთა ქმნეს სენათი,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ინაელთა ქმნეს აბლაზერი და ნებასი და თართაკი და სიპფარომი, სადა-იგი დასწუვიდეს ძეთა თჳსთა ცეცხლითა, ადრამელექსა და ამელექსა ღმერთთა ზეფარომისთა (!).

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეშინოდა უფლისაგან და დაემკჳდრნეს საძაგელნი იგი თჳსნი სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიას თითოეულად ნათესავთა მათ, რომელსა დამკჳდრებულ იყვნეს. და ეშინოდა უფლისაგან და დაიდგინნეს ქურუმნი მაღალთა მათ.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეშინოდა უფლისაგან და ჰმსახურებდეს ღმერთთა თჳსთა მსგავსად წესისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა ღმერთმან.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე დღენდელად დღედმდე ჰყოფენ იგინი მსგავსად წესისა მის მათისა და ეშინის უფლისაგან და ჰყოფენ მსგავსად სახისა მის მათისა Page of ms. O: 198v  და სამართალისა და შჯულისა და მცნებისა მის, რომელ ამცნო უფალმან ძეთა მათ იაკობისთა, რომელთა დასდვა სახელი ისრაჱლ.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღუთქუა უფალმან აღთქუმაჲ და ამცნო მათ და ჰრქუა: ნუ შეიშინებთ ღმერთთა მათგან უცხოთა და ნუ თავყუანის-ჰსცემთ მათ, ნუცა ჰმსახურებთ მათ და ნუცა შესწირავთ მათა,

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ უფალსა ღმერთსა, რომელმან გამოგიყვანნა თქუენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა (!) დიდითა ძალითა და მაღლითა მკლავითა, მისგან გეშინოდენ და მას თავყუანის-ჰსცემდით და მისა შესწირევდით

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
სამართალსა და მშჯავრთა და შჯულთა და მცნებათა მათ, რომელნი მოგცნა თქუენ, მას ეკრძალენით ყოფად და ნუ შეიშინებთ ღმერთთა მათთა უცხოთაგან.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღთქუმაჲ იგი, რომელ დადვა თქუენ თანა, ნუ განაქარვებთ და ნუ გეშინინ ღმერთთა მათგან უცხოთა,

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ უფლისა ღმრთისა გეშინოდენ, და მან გიჴსნნეს თქუენ ჴელთაგან მტერთა თქუენთაჲსა.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ მორჩილ იქმნებით სახესა მათსა, რომელსა-იგი ჰყოფენ.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეშინოდა ნათესავთა უფლისაგან და გამოხატულთა თჳსთა ჰმონებდეს. და შვილნი მათნი და შვილნი შვილთა მათთანი, ვითარცა ყვეს მამათა მათთა, ჰყოფდეს ეგრევე ვიდრე დღენდელად დღედმდე.



Chapter: 18  
თავი XVIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, წელსა მას მეორესა ოსესსა, ძისა ელიაჲსსა, მეფისა ისრაჱლისასა, Page of ms. O: 199r  მეფობდა ეზეკია, ძჱ აქაზისი, მეფისა იუდაჲსი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ოცდახუთისა წლისაჲ იყო დადგომასა მას მისსა მეფედ იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისაჲ აბუთ, ასული ზაქარიაჲსი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა სამართალი ეზეკია წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, ვითარ ქმნა დავით, მამამან მისმან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მან მოსპნა მაღალნი იგი და მოსრნა ყოველნი იგი ძეგლნი და მოკაფნა მაღნარნი იგი და მოსპნა გუელნი პილენძისანი, რომელ ქმნა მოსე, რამეთუ მუნდღენდელად დღედმდე უზორვიდეს მას ძენი იგი ისრაჱლისანი, და უწოდეს მას სახელი იესთანა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა ესვიდა ეზეკია და შემდგომად მისა არავინ იყო მსგავს მისა ყოველთა მათგან მეფეთა იუდაჲსთა და ყოველთა მათგან, რომელნი იყვნეს წინა მისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეუდგა უფალსა და არა განეშორა მისგან და დაიმარხნა მცნებანი მისნი, რომელ ამცნო მოსეს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო უფალი მის თანა; ყოველსა შინა, რასაცა იქმოდა, ყოველივე წარემართებოდა მას. და შეურაცხ-ყო ეზეკია მეფჱ იგი ასურასტანელთაჲ და არა ჰმონა მას.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მან დასცნა უცხოთესლნი იგი ვიდრე გაზადმდე და ვიდრე ზღუადმდე მათა, გოდლითგან საებგუროჲთ ვიდრე ქალაქთა მათამდე (სიც) ძნელთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, წელსა მას მეოთხესა ეზეკია მეფისასა, - იგი არს წელი მეშჳდჱ ოსესი, ძისა ელაჲსი, მეფისა ისრაჱლისა, გამოვიდა სალმანასარ, მეფჱ ასურასტანისაჲ, ზედა სამარიასა Page of ms. O: 199v  და მოიცვა იგი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოიპყრა იგი წელსა მას მესამესა; წელსა მეექუსესა ეზეკიაჲსა, - იგი წელი მეცხრჱ იყო ოსჱსი, ძისა ელაჲსი, მეფისა ისრაჱლისაჲ, - რაჟამს გამოიღეს სამარიაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარტყუენა მეფემან ასურასტანისამან სამარიაჲ ასურასტანად და დააშჱნნა იგინი იელათს და აბოთს და მდინარეთა მათ გოიზანისათა და მათ მთათა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა ისმინეს ჴმაჲ უფლისა ღმრთისა მათისაჲ და გარდაჰჴდეს აღთქუმასა მისსა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ ამცნო მათ მოსე, მონამან უფლისამან, - არა ისმინეს და არცა ყვეს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მეათორმეტჱსა, სუფევასა ეზეკიაჲს მეფისასა, გამოვიდა სენაქერიმ, მეფჱ ასურასტანისაჲ, ზედა ძნელთა მათ ქალაქთა იუდაჲსთა და გამოიხუნა იგინი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა მეფემან იუდაჲსმან მოციქულნი მეფისა მის ასურასტანელთაჲსა ლაქისდ და ჰრქუა: ვცოდე, მიიქეც ჩემგან და რაჲ-იგი დამდვა ჩემ ზედა, მე აღვიკიდო. და აღსდვა მეფემან ასურასტანისმან ეზეკიას, მეფესა იუდაჲსსა, სამასი სასწორი ვეცხლისაჲ და ოცდაათი სასწორი ოქროჲსაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა ეზეკია ყოველი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა და საფასესა სახლსა მას მეფისასა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა დაჭრნა ეზეკია ბჭენი ტაძრისა მის უფლისანი და ზღურბლნი, რომელ განრჩუნნა ოქროჲთა ეზეკია, მეფემან იუდაჲსმან, და (200რ) მისცა იგი მეფესა მას ასურთასა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა მეფემან ასურასტანისამან თარათა და რაფსაის და რაფსაკ ლაქისით ეზეკია მეფისა ერითა ძლიერითა ზედა იერუსალჱმსა. და გამოვიდეს და ავიდეს და მივიდეს იერუსალჱმდ და დადგეს ჯურღმულსა ზედა ავაზანისასა, რომელ არს გზასა აგარაკისა მის მურკვალთაჲსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴმა-ყვეს ეზეკიაჲსა, და მივიდეს მისა ელიაკიმ, ძჱ ქელკიაჲსი, ეზოჲს-მოძღუარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძჱ ასაფისი, საჴსენებელთმოძღუარი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ რაფსაკ: არქუთ ეზეკიას: ესრე იტყჳს დიდი მეფჱ ასურასტანისაჲ: რაჲმე არს სასოებაჲ ეგე, რომელსა ესავს(სიც)?

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნათუ თქუა: არამედ სიტყუანი ბაგეთანი და ზრახვაჲ და ძალი საჴმარ არს ღუაწლსა! აწ ვის ესავ და მე შეურაცხ-მყავ?

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა, ესავ შენ არგანსა მას ლერწმისასა დაჩხერილსა ეგჳპტესა, რომელსა მი-თუ-ეყრდნეს კაცი, აღესვის ჴელსა და წყლის იგი. ეგრეცა ფარაო, მეფჱ იგი ეგჳპტელთაჲ, ყოველთა მოსავთა მისთა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და რამეთუ მარქუ მე, ვითარმედ: უფლისა ღმრთისა ჩემისა მოსავ ვარ! არა ეგე იგი ეზეკია არსა, რომელმან მოსპნა მაღალნი იგი და დაარღჳნა საკურთხეველნი მისნი, და ჰრქუა იუდასა და იერუსალემსა: წინაშე საკურთხეველისა მის თავყუანის-ეცით იერუსალჱმსა?

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ მო-ღა-შეერთენ უფლისა ჩემისა, მეფისა ასურასტანისასა, და მიგცე Page of ms. O: 199v  თქუენ ორათასი საჴედარი, უპოვოთმეა კაცი ამჴედრებად მას ზედა?

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ შეუძლო წინადადგომად ერთისა ერისთავისა უკუანაგანისა მონათა ამათ უფლისა ჩემისათა? და რაჲსა ესავ ეგჳპტესა და ეტლთა მათ და საჴედართა?

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ თჳნიერ უფლისა ჩემისა ნუ მოსრულ ვართ აქა, ადგილსა ამას, განრყუნად ამისა? არამედ უფალმან მრქუა მე: აღვედით ქუეყანასა მას და განრყუენით იგი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ელიაკიმ, ძემან ქელკიაჲსმან, და სომნა და იოაქაზ ჰრაფაკს: მეტყოდე მონათა შენთა ასურებრ და ნუ მეტყჳ (!) ჰურიაებრ ყურთა მაგათ ერისათა, რომელნი დგანან ზღუდესა მაგას ზედა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მათ ჰრაფაკ: უფლისა მაგის თქუენისა ანუ თქუენდა ნუ მომავლინა მეა სიტყუად სიტყუათა ამათ? არამედ კაცთა მაგათ, რომელნი სხენან ზედა ზღუდეთა, შეჭმად მაგათა სკორე თჳსი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდგა ჰრაფაკ და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა ჰურიაებრ და ეტყოდა მათ და ჰრქუა: ისმინეთ სიტყუაჲ მეფისაჲ მის დიდისაჲ ასურთაჲსა[ჲ].

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრე იტყჳს მეფჱ: ნუ გაზრზენნ მეფჱ თქუენი, რამეთუ ვერ შეუძლოს განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ ნუგეშინის-გცემნ თქუენ ეზეკია უფლისა მიერ და გეტყჳნ, ვითარმედ: ჴსნით გჳჴსნ[ნ]ეს ჩუენ უფალმან და არა მისცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა მის ასურასტანისათა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა ესერა, ნუ ისმენთ ეზეკიაჲსსა, რამეთუ ესრჱთ იტყჳს მეფჱ იგი ასურასტანისაჲ: ყავთ ჩემდა (201რ) მომართ სათნოებაჲ და გამოვედით ჩემდა, და ჭამოს კაცმან თითოვეულად ვენაჴი თჳსი და ლეღოვანი თჳსი და სუას წყალი ჯურღმულისაგან თჳსისა,

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ და მიგიყვანნე ქუეყანასა მას, რომელ არს ვითარცა-ესე თქუენი: ქუეყანაჲ იფქლისაჲ და ღჳნისაჲ, ვენაჴისაჲ და პურისაჲ, ქუეყანაჲ ზეთისაჲ, ერბოჲსაჲ და თაფლისაჲ, და ჰსცხონდეთ და არა მოჰკუდეთ. და ნუ ისმენთ ეზეკიაჲსსა, რამეთუ გეტყჳნ თქუენ და გეტყჳს, ვითარმედ: გჳჴსნნეს ჩუენ უფალმან.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და იჴსნეს ნუ ღმერთთა მათ ნათესავთა თითოვეულად სოფლები თჳსი ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანისათა?

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
სადა არიან ღმერთნი იგი ემათაჲსნი და არფათაჲსნი? და სადა არიან ღმერთნი იგი ეპფარომა ქალაქისანი - ანნა და იჳა? იჴსნეს ნუ სამარიაჲ ჴელთაგან ჩემთა?

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ არს ღმერთთა მათგანი მის სოფლისათაჲ, რომელთა იჴსნეს ქუეყანაჲ ჴელთაგან ჩემთა? და იჴსნეს ნუა უფალმან იერუსალჱმი ჴელთაგან ჩემთა?

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და არაჲ მიუგეს მას სიტყუაჲ, რამეთუ ემცნო მეფესა, ვითარმედ: ნუ მიუგებთ მას სიტყუასა.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ელიაკიმ, ძჱ ქელკიაჲსი, ეზოჲსმოძღუარი, და სომნა, მწიგნობართმოძღუარი, და იოაქაზ, ძჱ ასაფისი, საჴსენებელთმწიგნობარი, ეზეკიაჲსა სამოსელდაპებულნი და უთხრეს მას სიტყუაჲ იგი რაფსაკისი.



Chapter: 19  
თავი XIX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმა ეზეკია მეფესა, დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცუა ძაძაჲ და შევიდა სახლსა მას Page of ms. O: 199v  უფლისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა ელიაკიმ, ეზოჲსმოძღუარი, და სომნა, მწიგნობართმოძღუარი, და მოხუცებულნი მღდელთა მათ და მოხუცებულნი ჰურიათანი ძაძაშთაცუმულნი ესაია წინაწარმეტყუელისა, ძისა ამოსისა

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს ეზეკია: დღჱ ჭირისაჲ და ურვისაჲ, იწროვებისაჲ და სულთქუმისაჲ არს დღჱ ესე, რამეთუ მოწევნულ არიან სალმობანი მუცელქუმულთანი და ვერ შობენ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინოს ხოლო თუ ღმერთმან შენმან სიტყუაჲ იგი რაფსაკისი, რომელნი-იგი მოავლინნა მეფემან ასურასტანისამან, უფალმან მისმან, შეურაცხებად ღმრთისა ცხოველისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელ ესმა უფალსა ღმერთსა შენსა; და ლოცვა-ყავ ნეშტთა ამათთჳს, რომელ დაშთომილ არიან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდეს მონანი იგი ეზეკია მეფისანი ესაიაჲსა და უთხრეს მას ესე.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მათ ესაია: ესრეთ არქუთ უფალსა მას თქუენსა: ესრე იტყჳს უფალი: ნუ გეშინინ პირისაგან სიტყუათა მათ, რომელ გესმეს, რომლითა მაყუედრებდეს მე მონანი მეფისა მის ასურასტანელთაჲსანი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა, მივავლინო მისა სული უკეთური და ესმეს ბავთი და მოიქცეს ქუეყანად თჳსა, და დავსცე იგი მახჳლითა ქუეყანასა თჳსსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიქცა რაფსაკ და პოვა მეფჱ ასურასტანისაჲ, რამეთუ ჰბრძოდა ლობნასა; და ესმა, ვითარმედ იძრა ლაქისით.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა თართას (სიც) მეფისაჲ მის ეთიოპელთაჲსაჲ, ვითარმედ: აჰა ესერა, გამოსრულ არს ბრძოლად შენდა. და წარვიდა სოფლად თჳსა (202რ) და მიავლინნა მოციქულნი ეზეკიაჲსა და ჰრქუა:

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრე არქუთ ეზეკიას, მეფესა იუდაჲსსა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი იგი შენი, რომელსა შენ ესავ, ვითარმედ: არა მიეცეს იერუსალჱმი ჴელთა მეფისა ასურასტანელთაჲსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა, შენ თჳთ გასმიეს ყოველი, რაჲ უყვეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ყოველსა მას სოფლებსა, ვითარ წარტყუენნეს იგინი, და აწ შენ განრინებას ჰგონებ?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
იჴსნეს ნუა ღმერთთა მათ ნათესავთაჲთა, რომელ-იგი განრყუნეს მამათა ჩემთა, გოიზანი და ქარანი და რაფათი და ძენი იგი ედომისანი (სიც) ზღჳს კიდესა მას?

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
სადა არს ღმერთი იგი ემათისი, სადა არს მეფჱ იგი აფრათისი და მეფჱ ქალაქისაჲ მის საფაროებაჲსანი, ენაა და არა?

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო ეზეკია ჰროარდაკი იგი ჴელთაგან მათ მოციქულთაჲსა და წარიკითხა იგი და შევიდა სახლსა უფლისასა და განჰმარტა იგი ეზეკია წინაშე უფლისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და თავყუანის-სცა ეზეკია წინაშე უფლისა და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, რომელი ჰზი ქერაბინთა! შენ მხოლოჲ ხარ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე! აღახუენ, უფალო, თუალნი შენნი და იხილე, და ისმინენ სიტყუანი იგი სენექერემისნი, რომელ მოავლინა ყუედრებად ღმრთისა ცხოველისა,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ნანდჳლვე, , წარწყმიდნეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ნათესავნი იგი და ქუეყანაჲ მათი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცნეს Page of ms. O: 199v  ღმერთნი იგი მათნი ცეცხლსა, რამეთუ იყვნესვე არა ღმერთ, არამედ ქმნულნი ჴელთა კაცთანი - ძელისანი და ქვისანი - და წარწყმიდეს იგინი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მისთა, რაჲთა ცნან ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მხოლოჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა ესაია, ძჱ ამოსისი, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ: რომელი-იგი ილოცე ჩემდა მომართ სენექერემისთჳს, ვისმინე.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი ამისთჳს: შეურაცხ-გყო და განგბასრა შენ ქალწულმან, ასულმან სიონისამან, თავი შეხარა შენ ზედა ასულმან იერუსალჱმისამან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ აგინე და შეურაცხ-ჰყავ? არა ნუ ვის ზედა აღიმაღლე ჴმაჲ შენი ყუედრებად და აღიხილენ თუალნი შენნი? წმიდისა მიმართ ისრაჱლისა!

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მოციქულთა შენთა მიერ აყუედრე უფალსა და სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთაჲთა აღვჴედ სიმაღლესა მთათა მათ ლიბანისათა და მოვკაფე სიმაღლე საროთაჲ და რჩეულ-რჩეულები ფიჭუთაჲ და მიუწიე დასასრულსა მაღნარისა მის კარმელისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მე ვსუ წყალი ზღჳსაჲ, და განვაჴმენ და დავტკებნენ ბრჭალითა ფერჴთა ჩემთაჲთა ყოველნი მდინარენი სასტიკნი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
არამე გასმიესა ეგე შორით, რომელ ვყავ ნათესავთათჳს პირველთა? დაუბადე ეგე დასაბამითგან დღეთაჲთ და განვასრულე ეგე: და იქმნნეს წარსატყუენველად მბრძოლთა ქალაქნი ძნელნი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი დამ(203რ)კჳდრებულ იყვნეს მათ შინა, მოუძლურდეს ჴელითა, და შეძრწუნდეს და ჰრცხუენა და იქმნნეს ვითარცა თივაჲ ველისაჲ და ვითარცა მწუანვილი თივისაჲ ერდოსა ზედა დასატკებნელად წინაშე მოწევნულთა მაგის ზედა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ჯდომაჲ შენი და გამოსლვაჲ და შესლვაჲ შენი უწყი, და გულისწყრომაჲ შენი,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელ განჰრისხენ ჩემ ზედა, და აღმღერაჲ ეგე შენი მოიწია ყურთა ჩემთა და აწ განვაცუა ხრატუკი ცხჳრთა შენთა და დანდალი - ყბათა შენთა და უკუნ-გაქციო შენ გზასა მას, რომელსაცა მოხუედ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენდა ესე სასწაული იყავნ: ამას წელსა შეშჭამო დაკრებული შენი და მეორესა წელსა სთესოთ და ჰშჭამო[თ] გერი მისი და მესამესა წელსა ჰსთესოთ და მოიმკოთ და დაჰნერგოთ ვენაჴები და ჰჭამოთ (!) ნაყოფისა მათისაჲ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს სახლსა მაგას იუდაჲსსა, და რომელი დაშთომილ იყოს, დაიბნეს ძირნი მართლ და გამოსცეს ნაყოფი,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ იერუსალჱმით გამოჴდეს დაშთომილი და სიონით მთით - განრინებული; რამეთუ შურმან უფლისა ძალთაჲსამან ყო[ს] ესე.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი მეფისა მისთჳს ასურასტანელთაჲსა: არა შევიდეს იგი ქალაქსა მაგას და არა შესტყორცნეს მაგას ისარნი და არა გარემოადგეს მაგას ფარებითა და არა მიაქციოს მაგას ზედა მიწაჲ.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და გზასა, რომელსაცა მოვიდა, მასცა მიიქცეს და ქალაქსა მაგას არა შევიდეს, თქუა უფალმან.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ზედამდგომელ Page of ms. O: 199v  ვიქმნე ქალაქსა მაგას ჴსნად მაგისა, ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, მას ღამესა გამოვიდა ანგელოზი უფლისაჲ მიერ და მოსრა ბანაკისა მისგან ასურთაჲსა ას ოთხმეოცდახცუთი ათასი კაცი. და აღიმ[ს]თუეს განთიადასა მას, და, აჰა, იხილეს ეგოდენი იგი გუამი მომკუდარი.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და იტრა და წარვიდა მეფჱ იგი ასურასტანისაჲ და დაემკჳდრა ნინევეს.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვიდრე თავყუანის-სცემდა სახლსა მას ასრაქისსა, ღმერთთა თჳსთა და ადრამელიქ და სარასა, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლითა და იგინი მეოტად წარვიდეს ქუეყანად არარათისა. და მეფობდა ნახორდან, ძჱ მისი, მის წილ.



Chapter: 20  
თავი XX


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია სიკუდილისა სენითა. და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი, ძჱ ამოსისი, და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: ბრძანე სახლისა შენისაჲ, რამეთუ მოჰკუდე შენ და არა განერე.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიქცია ეზეკია პირი თჳსი კედლად და ილოცვიდა უფლისა მიმართ და თქუა:

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
, უფალო, მოიჴსენე, რამეთუ ვიდოდე შენ წინაშე ჭეშმარიტებით და გულითა სრულითა, სათნოვებათა ვჰყოფდ შენდა მიმართ. და ტიროდა ეზეკია ტირილითა დიდითა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ესაია ეზოსა მას დიდსა, და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ მისა და ჰრქუა:

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მიიქეც მუნვე და არქუ ეზეკიას, წინამძღუარსა მას ერისა ჩემისასა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი დავითისი, მამისა შენისაჲ: ვისმინე ლოცვისა შენისაჲ და ვიხილენ ცრემლნი ეგე (204რ) შენნი; აჰა, მე განგკურნო შენ და დღესა მას მესამესა აღხჳდე შენ სახლსა მას უფლისასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევსძინო დღეთა შენთა ათხუთმეტ წელ და გიჴსნე შენ ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთაჲსა; და ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა ამას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ესაია: მოიღე ლეღჳ და ზეთი და დასდევ ზედა წყლულებასა მას, და განეგოს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეზეკია ჰრქუა ესაიას: რაჲ სასწაული იყოს, ვითარმედ განმკურნოს მე უფალმან, და თუ აღვიდე სახლსა უფლისასა დღესა მესამესა?

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ესაია: ესე სასწაული იყოს უფლისა მიერ, რამეთუ ყოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა: და შთავლოს აჩრდილმან მან ათსა მენაკსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ეზეკია: ადვილ არს აჩრდილისაჲ მის ათსა მენაკსა შთასლვაჲ. ხოლო არა ეგრე, არამედ უკუნიქცენ მუნვე ათსა მენაკსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ღაღად-ყო ესაია წინაწარმეტცუელმან უფლისა მიმართ, და უკუნიქცა აჩრდილი ათსავე მას მენაკსა, ვინაჲცა მოსრულ იყო ტაძართა მათ აქაზისთა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მიავლინნა მაროდაქბალდან, ძემან ბალადანისმან, მოციქულნი ჰროატაკებითა და ძღუნითა ეზეკიაჲსა, რამეთუ ესმა, ვითარმედ დასნეულდა ეზეკია. და აღდგა

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიხარა ეზეკია მოსლვაჲ იგი მათი და უჩუენა მათ ყოველი იგი სახლები ნაქუთაჲსი, ვეცხლი და ოქროჲ და საკუმეველნი და ნელსაცხებელნი და სახლნი საჭურჭლენი და რაჲცა იპოვა Page of ms. O: 199v  საფასესა მისსა. და არა იყო სახლსა მისსა, რომელ არა უჩუენა მას ეზეკია ყოვლისა მის ჴელმწიფებისა თჳსისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ესაია წინაწარმეტყუელი და ჰრქუა მას: რასა გეტყოდეს შენ კაცნი იგი, ანუ ვინაჲ მოვიდეს შენდა? და ჰრქუა ეზეკია: ქუეყანით შორით მოვიდეს ჩემდა, ბაბილოვნით.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: რაჲ იხილეს სახლსა შენსა? ჰრქუა ეზეკია: ყოველი, რაჲცა იყო სახლსა ჩემსა, იხილეს. და არარაჲ იყო, რომელი არა უჩუენე მათ, და საფასენიცა ჩემნი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ესაია ეზეკიას: ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა, დღენი მოვლენან, - თქუა უფალმან, - და წარიღონ ყოველი, რაჲცა იყოს სახლსა შენსა; და რომელი დაკრიბეს მამათა შენთა მოდღენდელად დღედმდე, წარიღონ ბაბილონად და არა დაუტეონ, რამეთუ ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნაშობთა შენთაგანნიცა წარიყვანნენ და ყვნენ საჭურის სახლსა მას მეფისა მის ბაბილოვნელთაჲსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ეზეკია ესაიას: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ: იყავნ მშჳდობაჲ და ჭეშმარიტებაჲ დღეთა ჩემთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა ეზეკიაჲსთანი და ყოველნი ძლიერებანი მისნი და წყლისა გარდამოსადინელნი იგი და ჯურღმულები, რომელ ქმნა, და წყალნი იგი, რომელ შეადინნა ქალაქსა მას, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდაჲსთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა ეზეკია მამათა თჳსთა თანა და მეფობდა მანასე, ძჱ (205რ) მისი, მის წილ.



Chapter: 21  
თავი XXI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ათორმეტისა წლისაჲ იყო მანასე დადგომასა მას მისსა მეფედ და ერგასის და ცხრამეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისაჲ ეფსიბა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა მანასე ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშჱნნა მაღალნი იგი, რომელნი დაამჴუნა ეზეკია, მამამან მისმან; და აღაშენნა (!) ბაგინნი იგი ბაალისნი და განაწესნა მაღნარნი იგი, ვითარსახედ განაწესნა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, და თავყუანის-სცა ყოველთა ძალთა ცისათა და ჰმონა მათ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშჱნა საკურთხეველი სახლსა მას უფლისასა, ვითარცა თქუა უფალმან: იერუსალჱმს დავიდგნე საყდარნი ჩემნი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და უქმნნა სამსახურებელნი ყოველთა ძალთა ცისათა, ყოველთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარეშეჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა, და იზმნიდა და იკითხვიდა, და ყვნა ულუკნი და განამრავლნა მცნობელნი, და შესძინა ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა განსარისხებელად მისა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქანდაკებულნი იგი მაღნართანი მათ დადგნა სახლსა მას უფლისასა, რომლისაჲ ჰრქუა უფალმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა, ვითარმედ: სახლსა ამას და იერუსალჱმსა, რომელი გამოვირჩიე ყოველთა ნათესავთაგან ისრაჱლისათა, დავდვა სახელი ჩემი უკუნისამდე.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა შევსძინო შერყევად ფერჴთა ისრაჱლისათა ქუეყანისა მაგისგან, რომელ მივეც მამათა მათთა, Page of ms. O: 199v  რაჲთამცა ეკრძალნეს ყოფად ყოვლისა მის, რაჲცა ვამცენ მათ მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, რომელი ამცნო მათ მოსე, მონამნ ჩემმან.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა ისმინეს, და საძაგელ იქმნა მანასე დიდად ფრიად და აცთუნნა იგინი საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა უფროჲს ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი განრყუნნა უფალმან წინაშე პირსა ძეთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდა უფალი ჴელითა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთაჲთა:

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამისთჳს თქუა, რამეთუ ქმნა მანასე, მეფემან იუდაჲსმან, საძაგელი ეგე და უკეთურებაჲ უფროჲს ამორეველისა მის წინაშე ჩემსა და შესცთა იუდაჲ კერპებითა თჳსითა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი, მაგისთჳს, ღმერთი ისრაჱლისაჲ: აჰა, მე მოვავლინო ძჳრი ზედა იერუსალჱმსა და ზედა იუდასა, რაჲთა ყოველთა, რომელთა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივაწიო ზედა იერუსალჱმსა მსგავსად საზომისა მის სამარიაჲსასა და მსგავსად სასწორისა მის სახლისა მის აქაბისა და მოსპო იერუსალჱმი, ვითარცა ნიჟარი ერთი დათხეული ზედა პირსა თჳსსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვჴოცო ნეშტი სამკჳდრებელისა ჩემისაჲ და მივსცნე იგინი ჴელთა მტერთა მათთაჲსა და იყვნენ წარსატაცებელ და იავარ ყოველთა მტერთა თჳსთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს, რამეთუ განითხინეს იგინი პირისაგან ჩემისა და ქმნეს ბოროტი წინაშე თუალთა ჩემთა და განმარისხეს მე, რომლით დღითგან გამოვიყვანენ იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მუნდღენდელად დღედმდე.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და სისხლიცა უბრალოჲ დასთხია მანასე დიდად ფრიად, ვიდრემდე აღავსო იერუსალჱმი კიდით-კიდედ, და ცოდვაჲცა იგი თჳსი, რომლი(206რ)თა აცთუნა იუდაჲ საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა მანასაჱსთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ცოდვაჲ, რომელ ცოდა, აჰა ესერა წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდაჲსთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა მანასე მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა თჳსსა, მტილსა მას ოზიაჲსსა, და მეფობდა ამონ, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ოცდაორისა წლისაჲ იყო ამონ დადგომასა მისსა მეფედ და ორ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისაჲ მასთალამ, ასული არუაჲსი, ტაბათით.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი ამონ წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მანასე, მამამან მისმან.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდოდა ყოველთა მათ გზათა, რომელთა ვიდოდა მამაჲ მისი, და ჰმსახურა კერპთა მათ, რომელთა ჰმსახურებდა მამაჲ მისი, და თავყუანის-ჰსცა მათ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაუტევა ღმერთი მამათა თჳსთაჲ და არა ვიდოდა გზათა უფლისათა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგეს მონანი მის ზედა და მოკლეს იგი სახლსა შინა თჳსსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოწყჳდნეს მკლველნი იგი ამონისნი ერმან მან და დაიდგინეს ერმან მის ქუეყანისამან მეფედ იოსია, ძჱ მისი, მის წილ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა ამონისთანი და ყოველი, რომელი ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდაჲსთა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა ამონ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა მისთა თანა მტილსა მას ოზიაჲსსა. და მეფობდა იოსია, ძჱ მისი, მის წილ.



Chapter: 22  
თავი XXII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ რვა წლისაჲ იყო იოსია დადგომასა მას მისსა მეფედ და მეფობდა ოლცდაათრვამეტ [წ]ელ იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისაჲ იედიდა, ასული ოზიაჲსი, ბასუროთით. Page of ms. O: 199v 

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა იოსია სამართალი წინაშე უფლისა და ვიდოდა ყოველთა გზათა დავითის, მამისა თჳსისათა, და არა მიაქცია არცა მარჯულ, არცა მარცხლ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, წელსა მას მეათრვამეტესა, იოსია მეფისა იუდაჲსსა, თთუესა მას მეშჳდესა, წარავლინა მეფემან საფან, ძჱ ესელიაჲსი და ძჱ მესელომაჲსი, მწიგნობარი სახლისა მის უფლისაჲ, და ჰრქუა:

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მივედ ქელკიაჲსა, მღდელისა მის დიდისა, და არქუ, რაჲთა შებერონ ერთად ვეცხლი იგი, რომელ შეწირულ არს სახლსა მას უფლისასა, რომელი შეკრიბეს სასწორით მცველთა მათ ერისა მისგა[ნ].

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა საქმისათა, ზედამდგომელთა მათ სახლისა მის უფლისათა. და მისცეს მოქმედთა მათ სახლისა მის უფლისათა, რაჲთა განაძლიერონ ბედეკი სახლისა მის უფლისაჲ,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ხუროთა მათ და მაშჱნებელთა, ჴელოვანთა სყიდად ძელისა და ქვათა, განსაგებელად ბედეკისა მისთჳს სახლისა მის უფლისა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა მიუწონდეს ვეცხლსა მას, რომელსა მისცემდეს მოქმედთა მათ, რამეთუ ერთგულად იქმოდეს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ქელკია, მღდელმან მან დიდმან, საფანს მწიგნობართმოძღუარსა: მატიანი შჯულისაჲ ვპოვე სახლსა მას უფლისასა. და მისცა ქელკია საფანს...

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
...და წარიკითხა იგი საფან წინაშე მეფისა მის.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა რაჲ სიტყუაჲ იგი მატიანისაჲ მის მეფესა, დაიპო სამოსელი თჳსი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო მეფემან ქელკიას მღდელსა და აქიკამს, ძესა საფანისსა, და ქობორს, ძესა მიქეაჲსსა, და საფანს, მწიგნობართმოძ(207რ)ღუარსა, და აზარიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა:

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვედით და ითხოვეთ უფლისა მიერ ჩემთჳს და ყოვლისა ამის ერისათჳს და ყოვლისა იუდაჲსათჳს და სიტყუათა მაგათთჳს მატიანისათა, რომელ იპოვა; რამეთუ დიდი რისხვაჲ უფლისაჲ აღტყინებულ არს ჩუენ ზედა ამისთჳს, რამეთუ არა ისმინეს მამათა ჩუენთა და არა ერჩდეს სიტყუათა მაგის მატიანისათა მსგავსად ყოვლისა მაგის დაწერილისა ჩუენთჳს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა ქელკია მღდელი და აქიკამ და საფან და ქობორ და აზარია ოლდა წინაწარმეტყუელისა, ცოლისა სელომაჲსისა, ძისა ადრაჲსა, მესამოსლისა. და იგი დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს, მასენას შინა. ეტყოდეს მას.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: ჰრქუათ (!) კაცსა მას, რომელმან-იგი მოგავლინნა თქუენ ჩემდა:

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი: აჰა, მოვავლინო ძჳრი ზედა ადგილსა მას და ზედა მკჳდრთა მაგისთა მსგავსად ყოველთა მაგათ სიტყუათა მაგის მატიანისათა, რომელ წარიკითხა მეფემან მან იუდაჲსმან.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს, რამეთუ დამიტევეს მე და უკუმევდეს საკუმეველთა ღმერთთა მათ უცხოთა, რაჲთამცა განმარისხეს მე საქმითა ჴელთა მათთაჲთა, და აღადყდეს (სიც) გულისწყრომაჲ ჩემი ზედა ადგილსა მაგას და არა დასცხრეს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მიიქეცით მუნვე მეფისა იუდაჲსისა, რომელმან-იგი მოგავლინნა თქუენ გამოძიებად უფლისა, და ესრე არქუთ მას: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: სიტყუანი იგი, რომელ გესმეს,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე არიან მათთჳს, რამეთუ მოლბა გული შენი და ეკრძალე პირსა უფლისა, ვითარცა გესმა, რაჲ-იგი თქუმულ არს ზედა ადგილსა მაგას და ზედა მკჳდრთა მაგისთა ყოფად განსარყუნელად და საწყეველად, და დაიპე Page of ms. O: 199v  სამოსელი შენი და ტიროდე წინაშე ჩემსა. და მე ვისმინო შენი, თქუა უფალმან;

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა ეგრე, არამედ შეგძინო მამათა შენთა თანა, და მიხჳდე საფლავსა შენსა მშჳდობით იერუსალჱმს. და არა იხილონ თუალთა შენთა ყოველი იგი ძჳრი, რომელ მოვავლინო ზედა ადგილსა მაგას და მკჳდრთა მაგისთა.



Chapter: 23  
თავი XXIII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუთხრეს მეფესა სიტყუაჲ ესე. და შეკრიბნა მეფემან ყოველნი იგი მოხუცებულნი იუდაჲსნი და იერუსალჱმისანი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიდა მეფჱ სახლსა მას უფლისასა, და ყოველი კაცი იუდაჲსი და ყოველნი მკჳდრნი იერუსალჱმისა მის თანა, და მღდელნი იგი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი და ყოველი იგი ერი მის თანა კნინითგან მიდიდადმდე. და წარუკითხა ყურთა მათთა ყოველი იგი სიტყუაჲ მატიანისაჲ მის აღთქუმისაჲ, რომელი იპოვა სახლსა მას შინა უფლისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგა მეფჱ ზედა სუეტსა მას და აღთქუმაჲ-ყო წინაშე უფლისა შედგომად კუალსა უფლისასა და დაცვად მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა ყოვლითა გულითა ყოფად სიტყჳსა ამის აღთქუმისაჲსა, რომელი იპოვა მატიანსა მას შინა. და დაადგრა ყოველი იგი ერი აღთქუმასა მას.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო მეფემან ქელკიას, მღდელსა მას დიდსა, და მღდელთა მათ შემდგომთა და მცველთა მათ სასწორი[სა]თა გამოღებად სახლისა მისგან უფლისა ყოველი იგი ჭურჭელი ქმნული ბაალისთჳს და სერტყთა მათთჳს და ძალთა ცისათა. და დაწუა იგი გარეშე იერუსალჱმსა, სადეროჲთ (!) კე[დ]რონისასა, და მიჰფინა ნაცარი მათი ბეთელს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწუნა ქურუმნიცა იგი, რომელ მიეცნეს მეფეთა მათ იუდაჲსთა, რომელ უკუმევ(208რ)დეს საკუმეველთა მაღალთა მათ და ქალაქთა იუდაჲსთა და გარემო იერუსალჱმსა, და რომელნი-იგი უკუმევდეს ბაალსა და მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა და ყოველთა ძალთა ცისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოიღო სერტყთაჲ იგი ზადეროთით (სიც) სახლისა მისგან უფლისა და გარეშე იერუსალჱმსა ნაღუარევსა მას კედროვნისასა და დაწუნა იგინი ცეცხლითა ნაღუარევსა მას შინა კედრონისასა და დააწულილა ვითარცა მტუერი და მიჰფინა ნაცარი მათი საფლავსა ძეთა მათ მის ერისათა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაარღჳა სახლი იგი კადესიმაისთაჲ მათ, რომელ იყო სახლსა მას თანა უფლისასა, რომელსა შინა დედანი იგი ქსოვდეს სამოსელსა სერტყთასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და განჴადნა ყოველნი იგი ქურუმნი ქალაქთაგან იუდაჲსთა და განრყუნნა მაღალნი იგი, სადა უკუმევდეს საკუმეველსა ქურუმნი იგი გაბაჲთგან ვიდრე ბერსაბედმდე, და დაარღჳა სახლები იგი ბჭეთა მათ თანა ელისთა, მთავრისა მის მის ქალაქისაჲსა, მარცხენით კერძო ბჭეთა მათა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო არა აღვიდიან ქურუმნი იგი მაღალთა[ჲ] მათ საკურთხეველსა მას იერუსალჱმს, ვიდრე ჭამადმდე ბალარჯისა შოვრის ძმათა თჳსთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინღა შეაგინა თუბუთური ჴევსა მას ძისა ენუმაჲსსა, რამეთუ არა გარეშეჴადნა კაცად-კაცადმან ძენი და ასულნი თჳსნი ცეცხლსა მას მელქომასა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწუნეს ცხენნი იგი, რომელნი შეწირნა მეფემან იუდაჲსმან სახელად მზისა შესავალსა მას სახლისა მის უფლისასა, საფასესა მას ნათანაჲსსა, საჭურისისა მისთჳს, Page of ms. O: 199v  რომელი-იგი იყო ფარუ[რ]იმს, ეტლნი იგი სახელად მზისანი დაწუნა ცეცხლითა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და საკურთხეველნი იგი, რომელ იყვნეს ზედა ქორსა მას, რომელ-იგი ქმნეს მეფეთა მათ იუდაჲსთა, და ბაგინნი იგი, რომელ ქმნნა მანასე ორთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა, დაარღჳნა იგინი მეფემან და დაამჴუნა და შთასთხია მიწაჲ მათი ნაღუარევსა მას კედრონისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და სახლი იგიცა, რომელ იყო პირის-პირ იერუსალჱმსა, მარჯუენით კერძო მთისა მის მოსოთაჲსაჲსა, რომელ უშენა სოლომონ, მეფემან ისრაჱლისამან, ასტრათას, საძაგელსა მას სიდონელთასა, და ქამონს, საძაგელსა მას მოაბელთასა, და მოლოქს, საზარელსა მას ძეთა ამონისთასა, და განრყუნნა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და დამუსრნა მეფემან ძეგლნი იგი და მოკაფნა მაღნარნი იგი და აღავსნო ადგილნი იგი ძუალებითა კაცთაჲთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბაგინნი იგი მაღალნი, რომელ იყვნეს ბეთელს, რომელ ქმნნა იერობოამ, ძემან ნაბატისმან, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, და იგიცა - საკურთხეველი მაღალი - დაამჴუა და დამუსრნა ქვანი მისნი და დააწულილნა ვითარცა მტუერნი და მოწუა მაღნარი იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიხედა იოსია და იხილნა სამარენი იგი, რომელნი იყვნეს ქალაქსა მას, და მოავლინნა და მოღებად-სცნა ძუალნი იგი სამარებისა მისგან და დაწუნა იგინი ზედა ბაგინთა მათ და შეაბილწნა იგინი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა ეტყოდა კაცი იგი ღმრთისაჲ, ვიდრე ცოცხალღა იყო, იერობოამს, შეწირვასა მას ზედა საკურთხეველსა მას. მიხედა საფლავსა მას (209რ) კაცისა მის ღმრთისასა, რომელი-იგი ეტყოდა სიტყუასა მას

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: რაჲ არს ადგილი ისი, რომელ ჩას? ჰრქუეს კაცთა მათ მის ადგილისათა: იგი საფლავი არს კაცისა მის ღმრთისაჲ, რომელი მოვიდა იუდაჲთ და ღაღადებდა სიტყუათა მათ ზედა საკურთხეველსა მას ბეთელს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა იოსია: აცადეთ და ნუ შეარყევთ ძუალთა მისთა! და განერნეს ძუალნი წინაწარმეტყუელისანი მის მოხუცებულისანი, რომელ დამკჳდრებულ იყო ბეთელს ძუალთა თანა კაცისა მის ღმრთისათა, რომელ მოსრულ იყო იუდაჲთ; ეტყოდა იგი ყოველთა მათ სიტყუათა, რომელ ქმნა იოსია.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნი იგი სახლნი მაღალთანი მათ ქალაქთა მათ სამარიაჲსათა, რომელ ქმნეს (!) მეფეთა მათ ისრაჱლისათა განსარისხებელად უფლისა, დაარღჳია იოსია, მეფემან იუდაჲსმან, და ქმნა მსგავსად ყოვლისა მის საქმისა, რომელ ქმნეს ბეთელს.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოწყჳდნა ყოველნი იგი ქურუმნი მაღალთანი მათ ზედა საკურთხეველთა მათ და დაწუნა ძუალნი მათნი მათ ზედა, და მიიქცა იერუსალჱმს.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო მეფემან და ჰრქუა: ყავთ დღესასწაული უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, ვითარცა წერილ არს მატიანსა მას აღთქუმისასა!

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ეგრე, და არა იყო დღესასწაული მსგავსად მის დღესასწაულისა დღეთა მათ მსაჯულთაჲსა, რომელნი ჰშჯიდეს ისრაჱლსა, და დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისა და იუდაჲსთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეათრვამეტესა წელსა მეფისა იოსიაჲსა იყო ზატიკი უფლისაჲ იერუსალჱმს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ულუკნი იგი და მცნობელნი და თერაფინნი და კერპნი და Page of ms. O: 199v  ყოველნი საძაგელნი, რომელნი იყვნეს იუდას და იერუსალჱმს, მოსპნა იგინი მეფემან იოსია, რაჲთა დაამტკიცნეს სიტყუანი იგი შჯულისანი, რომელ წერილ იყვნეს მატიანსა მას, რომელი პოვა ქელკია მღდელმან სახლსა მას უფლისასა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მსგავს მისა არავინ იყო წინანდელთა მათ მეფეთაგანი, რომელიმცა მოიქცა ყოვლითა გულითა თჳსითა და ყოვლითა სულითა თჳსითა და ყოვლითა ძალითა თჳსითა მსგავსად ყოვლისა შჯულისა მოსესისა, და შემდგომად მისა არავინ იყო მსგავს მისა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო არავე მოაქცია უფალი გულისწყრომისაგან და რისხვისა თჳსისა დიდისა, რომელ განრისხნა რისხვით ზედა იუდასა განრისხებითა მით, რომელ განარისხა მანასე.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა უფალმან: იუდაჲცა განვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი. და განვიშორო ქალაქი იგი იერუსალჱმი, რომელი გამოვირჩიე, და ტაძარიცა იგი, რმოლისაჲ ვთქუ, ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი მაგის ზედა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუანი იოაქაზისთანი(!?) და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდაჲსთასა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
მათ დღეთა შინა გამოჴდა ფარაო ნექაო, მეფჱ იგი ეგჳპტელთაჲ, ზედა მეფესა მას ასურასტანელთასა ევფრადადმდე (სიც) მდინარედ. და მიეგებვოდა იოსია მეფჱ, და მოკლა იგი ფარაო მაგდონს შემთხუევასა მას მისსა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღეს იგი მონათა თჳსთა მაგდოჲთ და მოიქცეს იერუსალჱმდ და დაჰფლეს იგი საფლავსა თჳსსა, ქალაქსა მას დავითისსა. (210რ) და მოიყვანეს ერმან მან მის ქუეყანისამან იოაქაზ, ძჱ იოსიაჲსი, და დაადგინეს იგი მეფედ მათ ზედა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ოცდასამისა წლისაჲ იყო იოაქაზ დადგომასა მას მისსა მეფედ და სამ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისაჲ ამიტალ, ასული იერემიაჲსი, ლობნაჲთ.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა იოაქაზ ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, რაჲცა ქმნეს მამათა მისთა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცვალა იგი ნიქაო ფარაო, მეფემან ეგჳპტელთამან, დებლათით ქუეყანად ემათდ, რაჲთა არღარა მეფობდეს იგი იერუსალჱმს, და აღუდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლი და ათი ტალანტი ოქროჲ.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგინა მათ ზედა მეფედ ფარაო ნიქაო ილიაკიმ (სიც), ძჱ იოსიაჲსი, მეფედ იუდასა ზედა, იოსიაჲს წილ, მამისა თჳსისა, და დასდვა მას სახელი იოვაკიმ, და იოაქაზ წარიყვანა ეგჳპტედ, და მუნ მოკუდა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვეცხლი იგი და ოქროჲ მისცა იოვაკიმ ფარაოს, ხოლო შეიწრებულად აღწერეს ქუეყანაჲ იგი მიცემად ვეცხლი ფარაოს, კაცად-კაცადისაგან ვეცხლი და ოქროჲ ერისაჲ მის ქუეყანისაჲ ფარაოს ნიქაოს.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძჱ ოცდახუთისა წლისაჲ იყო იოვაკიმ დადგომასა მას მისსა მეფედ და ათორმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისაჲ ელდაფ, ასული იედალაჲსი, ჰრომით.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე მის, ვითარცა ქმნეს მამათა მისთა.



Chapter: 24  
თავი XXIV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღეთა მისთა გამოჴდა ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, და Page of ms. O: 199v  ჰმონა მას იოვაკიმ სამ წელ, და მერმე მიაქცია და ეცრუვა მას.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოავლინნა უფალმან იოვაკიმის ზედა მტეობარნი ქალდიაჲთ და მტეობარნი ასურასტანით და მტეობარნი მოაბით და მტეობარნი ძეთა მათ ამონისთანი, და მოავლინნა იგინი ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა მოსრვად მათა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ჴელითა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთაჲთა,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ რისხვაჲ უფლისაჲ იყო ზედა იუდასა განშორებად მათა პირისაგან თჳსისა ცოდვათა მათთჳს მანასჱსთა, რომელ ქმნა,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და სისხლთა მათთჳს უბრალოთა, რომელ დასთხიეს და აღავსეს იერუსალჱმი უბრალოჲთა მით სისხლითა; და არა უნდა უფალსა ლხინებაჲ მათი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი სიტყუათა იოვაკიმისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდაჲსთასა?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა იოვაკიმ მამათა თჳსთა თანა; და მეფობდა იოვაქიმ მის წილ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და არღარა შესძინა მეფემან ეგჳპტისამან გამოსლვად ქუეყანით თჳსით, რამეთუ მოიპყრა მეფემან ბაბილოვნისამან ნაღუარევთა მათგან ეგჳპტელთაჲსა ვიდრე მდინარედმდე ევფრატად და ყოველი, რაჲცა იყო მეფისა მის ეგჳპტელთაჲსაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ათორმეტისა წლისაჲ იყო იოვაქიმ დადგომასა მას მისსა მეფედ და სამ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისაჲ ესთა, ასული იელამათაჲსა, იერუსალჱმით.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე მის (211რ), რომელი ქმნეს მამათა მისთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა გამოვიდა მეფჱ იგი ბაბილოვნისაჲ იერუსალჱმდ და მოიცვა ქალაქი იგი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა მეფჱ იგი ბაბილოვნელთაჲ ქალაქსა მას, და მონანი მისნი გარემოდგომილნი ჰსცვიდეს მას.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა იოვაქიმ, მეფჱ იუდაჲსი, მეფესა მას ზედა ბაბილოვნისასა, იგი თავადი და ყოველნი მონანი მისნი და დედაჲ მისი და მთავარნი მისნი და საჭურის- ნი მისნი. და წარიყვანნა იგინი მეფემან ბაბილოვნისამან წელსა მას მერვესა მეფობისა მისისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოიღო ყოველი იგი ფასი სახლისა მისგან უფლისა და ფასი სახლისა მის სამეუფოჲსა, და დაჭრა ყოველი იგი ჭურჭერი ოქროჲსაჲ, რომელი ქმნა სოლომონ, მეფემან ისრაჱლისამან, ტაძარსა მას შინა უფლისასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარძრა ყოველი იერუსალჱმი და ყოველნი იგი მთავარნი და ყოველნი იგი ძლიერნი ძლიერებითა თჳსითა და ტყუედ ათასი ტყუჱ და ყოველნი იგი ხურონი და ყოველნი იგი მცველნი: და არავინ დაშთა მუნ, გარნა გლახაკნი მის ქუეყანისანი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარძრა იოვაქიმ ბაბილოვნად და დედაჲ მეფისაჲ და ცოლნი მისნი და საჭურისნი მისნი და ძლიერნი მის ქუეყანისანი, და წარემართა ტყუედ იერუსალჱმით ბაბილონდ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნი კაცნი ძლიერებისანი, კაცნი შჳდ ათასნი, და ხურონი იგი და მტარვალნი - ათასი კაცი ყოველნი ძლიერნი და მოღუაწენი, და წარიყვანნა იგინი ტყუედ მეფემან ბაბილოვნელთამან ბაბილონდ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგინა მეფემან ბაბილოვნისამან მეფედ მეტთანია, ძჱ მისი, მის წილ და დასდვა Page of ms. O: 199v  მას სახელი სედეკია.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
... დადგომასა მისსა მეფედ და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისაჲ ამტალ, ასული იერემიაჲსი, ლობნაჲთ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე მის, ვითარცა ქმნა იოვაქიმ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ იყო ზედა იუდასა და ზედა იერუსალჱმსა, ვიდრემდის განსთხინა პირისაგან თჳსისა. და განადგა სედეკია მეფესა მას ბაბილოვნისასა.



Chapter: 25  
თავი XXV


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო წელსა მას მეცხრესა მეფობასა მისსა და თთუესა მეცხრესა, ათსა მის თთჳსასა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისაჲ, ყოვლითა ერითა თჳსითა ზედა იერუსალჱმსა, დაიბანაკა ზედა იერუსალჱმსა და მოაქმნა მას გარემო ზღუდის-ზღუდჱ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიცვა ქალაქი იგი ვიდრე ათერთმეტ წლადმდე სედეკია მეფისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე მეცხრედ თთუედმდე, და განძლიერდა სიყმილი ქალაქსა მას და არა აქუნდა საზრდელი ერსა მას მის ქალაქისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ღონეცემულ იქმნა ქალაქი იგი, და გამოჴდა მეფჱ იგი და ყოველი ერი ღამე გზასა მას ბჭეთა მათ თანა ზღუდისა მის, მტილისა მის სამეუფოჲსა. და ქალდეველნი იგი გარემოდგომილ იყვნეს ქალაქსა მას და წარვიდეს გზასა მას არაბიაჲსასა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და დევნა-უყო ყოველმან ერმან ქალდეველთამან მეფესა მას და ეწინეს მას არამოთს იერიქოჲსასა, და ყოველი იგი ერი განიბნია მისგან.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიპყრეს მეფჱ იგი და მოიყვანეს იგი წინაშე მეფისა მის ბაბილოვნელთაჲსა დებლათას, ეტყოდა მას მშჯავრ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი იგი სედეკიაჲსნი მოწყჳდნა წინაშე მისა (212რ) და თუალნი სედეკიაჲსნი აღმოსწუნა და შეკრა იგი საკრველითა და წარიყვანა იგი ბაბილონდ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და თთუესა მას მეხუთესა, ხუთსა მის თთჳსასა, წელსა მას მეათცხრამეტესა ნაბუქოდონოსორ მეფისა მის ბაბილოვნელთაჲსა, მოვიდა ნაბუზარდან მზარაულთ-მოძღუარი, წინაშემდგომელი მეფისაჲ მის ბაბილოვნელთაჲსაჲ, იერუსალჱმდ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოწუა სახლი იგი უფლისაჲ და სახლი სამეუფოჲ და ყოველი იგი სახლები იერუსალჱმისაჲ დაწუა ცეცხლითა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ზღუდენი იგი იერუსალჱმისანი დაარღჳნეს და ყოველმან ერმან ქალდეველთამან, რომელ იყვნეს მზარაულთ-მოძღურისა მის თანა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძლიერნი ერისა მისგან, რომელ დაშთომილ იყვნეს ქალაქსა მას, რომელნი მიადგეს მეფესა მას ბაბილოვნელთასა, და ნეშტი სიმრავლისა მის ერისაჲ, წარტყუენა ნაბუზარდან მზარაულმან.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და გლეხნი (!) მის ქუეყანისანი დაუტევნა ნაბუზარდან ვენაჴისა მოქმედად და მეუნჯედ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და სუეტნი იგი პილენძისანი ორნივე, რომელ იყვნეს სახლსა მას უფლისასა, და ხარისხნი იგი და მიქონოდნი (სიც) იგი და ზღუაჲ იგი პილენძისაჲ, რომელი იყო სახლსა მას უფლისასა, დამუსრნეს ქალდეველთა მათ და წარიღეს პილენძი იგი ბაბილონდ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიავქუაბნი იგი და ფუცხუნი და ავაზანნი იგი და ტაშტები იგი და საგლელნი იგი და ყოველი იგი ჭურჭერი სამსახურებელისაჲ, და წარიღო.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ბორვალები იგიცა და წედები იგი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ წარიღო ნაბუზარდან.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და სუეტნი იგი ორნივე და ზღუაჲ იგი ერთი და მიქონოთნი Page of ms. O: 199v  იგი, რომელ ქმნა სოლომონ სახლსა მას უფლისასა; და არა იყო სწორ პილენძისაჲ მის და ყოვლისა მის ჭურჭლისა, რომელი წარიღო ნაბუზარდან.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ათრვამეტ წყრთა სიმაღლჱ ერთისაჲ მის სუეტისაჲ და ქოთარ (!) პილ[ენ]ძისაჲ მას ზედა, და სიმაღლჱ ერთისაჲ მის ქუთორაჲსაჲ (sic!) სამით წყრთით და საბაქთა მროწლის სახენი ზედა ქოთარსა მას გარემო ყოველივე პილენძისაჲ, და აგრევე სახედ მეორისაჲ მის სუეტის თავისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანა ნაბუზარდან სარეა მღდელი მთავარი, და სოფონია, შემდგომი მღდელი, და სამნი იგი მცველნი სასწორისანი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანა ქალაქისა მისგან საჭურისი ერთი, ზედამდგომელი მოღუაწეთა მათ კაცთაჲ, და ხუთნი კაცნი წინაშემდგომელნი მეფისანი, რომელნი იპოვნეს ქალაქსა მას, და მწიგნობართ-მოძღუარი მთავრისა მის ერისაჲ, და განმწესებელი ერისა მის ქუეყანისაჲ, და სამეოცნი კაცნი ერისა მის ქუეყანისაჲ, რომელ იპოვნეს ქალაქსა მას.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანნა იგინი ნაბუზარდან მზარაულთ-მოძღუარმან და მიჰგუარნა იგინი მეფესა მას ბაბილოვნელთასა დებლათად.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოწყჳდნა იგი[ნი] მეფემან მან ბაბილოვნელთამან დებლათას, ქუეყანასა მას ემათაჲსასა, და წარტყუენა იუდაჲ ქუეყანით თჳსით.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერი იგი, რომელ დაშთა იუდაჲსი, დაუტევნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან, და დაადგინა მათ ზედა გოთოლია, ძჱ აქიკამისი, ძისა საფანისი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 213r  და ესმა ყოველთა მათ მთავართა მის ქუეყანისათა, ვითარმედ: დაუდგინა მათ ზედა მეფემან ბაბილოვნისამან გოთოლია მასეფტას ... და ისმაელ, ძჱ ნათანისი, და იონან, ძჱ კარესი, და სარეა, ძჱ ნათანისი, წოფანელისაჲ (!), და იეზონია, ძჱ მაქთაჲსაჲ, იგი თავადი და კაცნი მათნი მათ თანა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეფუცნეს გოთოლიას იგი თავადნი და კაცნი მათნი მათ თანა. და ჰრქუა გოთოლია: ნუ გეშინინ მტევებრისაგან ქალდეველთაჲსა, დასხედით ქუეყანასა მას და ჰმონებდით მეფესა მას ბაბილოვნელთასა და კეთილი გეყოს თქუენ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, თთუესა მას მერვესა მოვიდა ისმაელ, ძჱ ნათანიაჲსი, ნათესავისა მისგან მეფეთაჲსა, და ათი კაცი მის თანა. და ჰსცეს გოთოლიას და მოკლეს იგი, და ჰურიანიცა და ქალდეველნი, რომელნი იყვნეს მის თანა მასეფასტას.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ყოველი იგი ერი კნინითგან ვიდრე დიდადმდე, და მთავრნიცა იგი ერისანი და შთავიდეს ეგჳპტედ, რამეთუ შეეშინა პირისა მისგან ქალდეველთაჲსა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, წელსა მას მეათშჳდმეტესა, შემდგომად წარტყუენვისა მის იოაქიმ მეფისა იუდაჲსისა, თთუესა მას მეათორმეტესა, ოცდაშჳდსა მის თთჳსასა, წელსა მას პირველსა, სუფევასა მარუდაქისსა, და განადიდა მარუდაქ, მეფემან ბაბილოვნისამან, თავი იოვაქიმ მეფისა იუდაჲსი. და გამოიყვანა იგი სახლისა მისგან საპყრობილისა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყოდა მას სიტყუასა კეთილსა Page of ms. O: 213v  და დაუდგა საყდარი მისი ზეჟთა ყოველთა მათ მოსაყდრეთა მეფისათა, რომელნი იყვნეს მის თანა ბაბილოვნს.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და განსძარცუა მას სამოსელი პყრობილებისაჲ მის და ჭამდა პურსა წინაშე მისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და როჭიკი მარადის მიეცემოდა მას სახლისაგან სამეუფოჲსა დღითი-დღედ ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
Page of ms. O:  



Book: Esr.I_(Esr.III) 

წიგნი ეზრა ზორობაბელისი

Chapter: 1 


Verse: 1  Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 428r  და ყო იოსია მეფემან ზატიკი უფლისაჲ იერუსალემს და შეწირა შესაწირავი იგი უფლისაჲ მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაწესნა და დაადგინნა მღდელნი იგი სახლსა Page of ms. J: 138v  მას უფლისასა მსგავსად ყოვლისა მის რიცხჳსა დღეთაჲსა, და შთააცუა მათ კუართი იგი სამღდელოჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ლევიტელთა მათ მსახურთა: განიწმიდენით თავნი თქუენნი და განემზადენით სიწმიდისა მისებრ კიდობნისა შჯულისა უფლისა ტაძარსა მას, რომელი-იგი აღაშჱნა სოლომონ მეფემან, ძემან დავითისმან. და ნუმცა იპოვების თქუენ თანა წიდოვნებაჲ და ბილწებაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ჰმსახურებდით სამსახურებელსა უფლისა, ღმრთისა ჩუენისასა, და შემოკრიბეთ და განჰმზადეთ ყოველი Page of ms. O: 428v   იგი ნათესავი ისრაელისაჲ და განაწესენით იგინი განწესებისა მისებრ მამათმთავართაჲსა და ტომთა თჳსთაჲსა, ვითარცა განაწესა და დაწერა დავით, მეფემან ისრაელისამან, და ძემან მისმან, დიდმან სოლომონ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგეს ტაძარსა მას შინა ლევიტელნი იგი განწესებისაებრ თითოეულად მამათა თჳსთაჲსა წინაშე ძმათა თჳსთა, ძეთა ისრაელისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მსგავსად წინანდელისა მის წესისა შეწირეთ ზატიკი იგი, და განჰმზადეთ შესაწირავი იგი და ყავთ ზატიკი იგი მსგავსად ბრძანებისა მის უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა, ჴელითა მოსესითა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიჰმადლა და მისცა იოსია ერსა მას კრავები და თიკანნი ოცდაათ ათას და ჴბოები სამ ათას; ესე ყოველი მისცა მსგავსად ბრძანებისა მის მეფისაჲსა ერსა მას და მღდელთა მათ და ლევიტელთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე მისცა ქელკიას და ზაქარიას, მღდელთმოძღუართა მათ და წინამძღუართა ერისათა და მღდელთა მათ ცხოვარი ორ ათას და ექუსას და ჴბოები ექუსას.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იექონია და სამეა და ნათანაელ ძმაჲ და საბეა და ოდელ და იორამ ათასისთავთა მათ მისცეს ლევიტელთა მათ ზატიკისა მისთჳს ცხოვარი ხუთ ათას და ჴბოები ხუთას.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიღეს ესე ყოველი მღდელთა მათ დიდ-დიდითა დიდებითა და ყოლადვე შუენიე/რებითა Page of ms. J: 139r  განჰმზადეს ზატიკი იგი ბალარჯობათაჲ,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მსგავსად ტომთა Page of ms. O: 429r   თჳსთაჲსა და წესთა მათებრ და დასთა მათთაჲსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
განწესებულად დგეს მღდელნი იგი წინაშე კრებულისა მის და შესწირვიდეს უფლისა შესაწირავსა მას, ვითარცა წერილ არს წიგნსა მოსესსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრჱთ ცისკარსა მას შემწუარი ცეცხლითა განჰმზადეს ზატიკი იგი, და სხუაჲ იგი შესაწირავი სულნელებითურთ შეაგბეს სიავ-ქუაბთა შინა და შეწირეს ყოვლისა მისთჳს ერისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად ამისა მღდელთმოძღუარნი იგი განემზადნეს თჳთ და ძმანი მათნი, ძენი იგი აჰრონისნი, რამეთუ მღდელნი იგი შესწირვიდეს ცმელსა მას ცეცხლისა მის დასაწუველსა, და ლევიტელნი იგი განემზადნეს თჳთ და ძმანი თჳსნი, მღდელნი, ძენი იგი აჰრონისნი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი იგი ასაფისნი, შემასხმელნი და მგალობელნი, განემზადნეს თჳთ, ვითარცა განაწესა დავით მეფემან, ასაფი და ზაქარიაჲ და ელდინოს. და მეკარენი იგი თითოეულად კართა მათ იყვნეს განკრძალულ, თითოეულად წესთა მათებრ დღეთაჲსა, რამეთუ ძმათა მათთაცა ლევიტელთა განიმზადნეს თავნი თჳსნი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთა ერთბამად აღასრულეს ზატიკი უფლისაჲ მის დღესა შინა და შეწირეს შესაწირავი იგი უფლისაჲ საკურთხეველსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის იოსია მეფისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ძეთა ისრაელისათა, რომელნი იპოვნეს მას ჟამსა შინა, ზატიკი უფლისაჲ და დღესასწაული იგი Page of ms. O: 429v   ბალარჯობათაჲ შჳდ დღჱ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და არასადა ყოფილ იყო ესრჱთ ზატიკი შორის ისრაელსა, რამეთუ არავინ ყო ზატიკი ჟამთა მათგან სამოელ წინაწარმეტყუელისათა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
არცაღა ყოველთა მეფეთა ისრაელისათა ყვეს ზატიკი ესევითარი, ვითარ-იგი ყო იოსია მეფემან და მღდელთა მათ და ლევიტელთა და ჰურიათა და ყოველმან ისრაელმან, რომელნი-იგი იყვნეს დამკჳდრებულ Page of ms. J: 139v  მას ჟამსა იერუსალემს შინა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მეათრვამეტესა წელსა მეფობასა იოსიაჲსსა და იყო ზატიკი ესე.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს მართალ საქმენი იოსიაჲსნი წინაშე უფლისა თჳსისა. და ჰმონებდა უფალსა ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და სხუანიცა მეფენი იყვნეს უწინარჱს მისა, რომელთათჳსცა წერილ არს, რომელთა-იგი შესცოდეს და ურჩულო იქმნნეს ყოველთა შინა ნათესავთა, შეაწუხეს უფალი და მჴდომად აღუდგეს სიტყუათა მისთა შორის ისრაელსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად ყოველთა მათ სიმართლეთა იოსიაჲსთა მოვიდა ფარაო, მეფჱ მეგჳპტელთაჲ, ბრძოლად კარქამონდ, ევფრატით კერძო. და განვიდა ბრძოლად იოსია.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მიავლინა მისა მეფემან მან მეგჳპტელთამან და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და ჩემი, მეფეო ჰურიასტანისაო?

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
არა თუ შენდა მომავლინა უფალმან ღმერთმან, და ევფრატით კერძო მივალ მე ბრძოლად. და აწ უფალი ჩემ თანა არს და ნუ წინა-აღუდგები უფალსა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა გარე-მიაქცინა იოსია ეტლნი თჳსნი, არამედ ბრძოლად მისა ჴელი შეყო. და არა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისაჲთა,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 430r   არამედ შეიკრიბა და ზედა მიუჴდა ფარაოს ველსა მას ედდასა. და მოუჴდეს მთავარნი იგი მეფესა იოსიას.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იოსია მეფემან მონათა თჳსთა: განმიყვანეთ მე ღუაწლისა ამისგან, რამეთუ მოუძლურდი ფრიად. და მეყსეულად გამოიყვანეს იგი მონათა თჳსთა ბრძოლისა მისგან.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჴდა იგი ეტლთა მათ მეორეთა თჳსთა. და აღიყვანეს იგი იერუსალემდ. და მოკუდა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი ჰურიასტანი გოდებდა და იგლოვდა იოსიაჲს ზედა. და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან გოდებაჲ ესე იოსიაჲს ზედა. და დაჯდა იგი დედათა თანა და გოდებნ გოდებასა მას იერემიაჲსსა მოდღენდელად დღედმდე. და მისცეს ბრძანებაჲ მარადის ნათესავთა თჳსთა გოდებად შორის ისრაელსა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ყოველი წერილ არს წიგნსა მატი*ანთასა მეფეთა ისრაელისათა: და საქმენი, რომელ ქმნნა იოსია და სიმჴნენი იგი, რომლითა მჴნდა, და დიდისა მის სიმართლისა და დიდებისა მისისა და სიბრძნე იგი კრძალულებისა მისისაჲ, რომელ-იგი აქუნდა შჯულისა მიერ უფლისა. _ ამას ყოველსა მოაქამდე უთხრობენ წიგნნი მეფეთა ისრაელისათანი და იუდაჲსნი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფე ყვეს ნათესავისა მისგან იექონია, ძე იოსიაჲსი. და მეფობდა იექონია მამისა თჳსისა იოსიაჲს წილ. და იყო ოცდასამ წლის, რაჟამს დადგა იგი მეფედ.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფობდა ჰურიასტანსა და იერუსალემსა ზედა სამ თუჱ. და აყენებდა მეფჱ იგი მეგჳპტელთაჲ, რაჲთამცა არავინ მეფობდა მათ ზედა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 430v   და მოჰჴადა მათ ასი ტალანტი ვეცხლი და ერთი ოქროჲ.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგინა მათ ზედა მეფემან მეგჳპტელთამან მეფედ იოვაკიმ, ძმაჲ იგი იექონიაჲსი, და მეფობდა იოვაკიმ ჰურიასტანსა ზედა და იერუსალემსა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრა იოვაკიმ დიდ-დიდნი იგი და მთავარნი სახლისა ისრაელისანი. და ზარა, ძმაჲ მისი, გამოიყვანა ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ოცდახუთის წლის იოვაკიმ, რაჟამს მეფე-ყვეს ჰურიასტანსა და იერუსალემსა ზედა; და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
დღეთა მისთა გამოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილონისაჲ, და შეკრა იგი საკრველითა სპილენძისაჲთა და წარიყვანა იგი ბაბილონდ.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამსახურებელი სახლისა უფლისაჲ გამოიღო ნაბუქოდონოსორ, წარიღო და დადვა სახლსა კერპთა მისთასა.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ყოველი მისთჳს და უშჯულოებისა მისისა და სიბილწისა მისისათჳს დაწერილ არს წიგნსა დღეთა მეფეთასა.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფობდა მის წილ იოვაკიმ, ძჱ მისი, და იყო ათრვამეტ წლის,

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფობდა სამ თუე და ათ დღჱ იერუსალემს. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად წლისა ერთისა მოავლინა ნაბუქოდონოსორ მეფემან და წარიყვანა იგი ბაბილონდ ფასითურთ სახლისა მის უფლისა;

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგინა სედეკია მეფედ ჰურიასტანსა და იერუსალემსა, და იყო სედეკია ოცდაათ წლის, და მეფობდა ათერთმეტ წელ.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა. და არა მოიქცა უკეთურებისაგან თჳსისა, Page of ms. O: 431r   არცა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისაჲთა,

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და ფიცი იგი, რომლითა ეფუცა ნაბუქოდონოსორს მეფესა სახელითა უფლისაჲთა, და არა დაადგრა ფიცსა მას, არამედ ეცრუვა და განეშორა ნაბუქოდონოსორს. და განიფიცხა გული თჳსი და ქედი და გარდაჰჴდა შჯულსა უფლისა, ღმრთისა ისრაელისასა.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
და მთავართა მათ ერისათა და მღდელთა მრავალი უღმრთოებაჲ ყვეს და უშჯულო იქმნნეს და განამრავლეს ბილწებაჲ თჳსი უფროჲს ყოველთა წარმართთასა, და შეაგინეს ტაძარი იგი სიწმიდისა ღმრთისა ისრაელისაჲ.

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუვლინა ღმერთმან მამათა მათთა მოციქულად წინაწარმეტყუელი, რაჲთამცა მოიქცეს, რამეთუ ჰრიდებდა მათ და ტაძარსა მას სიწმიდისა მისისასა.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეურაცხ-ყვნეს მოციქულნი იგი მისნი. და დღესა მას, რომელსა ეტყჳნ მას უფალი, და იგინი ეკიცხევდეს წინაწარმეტყუელთა მისთა. და განრისხნა უფალი ზედა ნათესავსა მას უღმრთოებისა მათისათჳს, და მოავლინნა მათ ზედა მეფენი იგი ქალდეველთანი.

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ მოსრნეს ჭაბუკნი იგი მათნი მახჳლითა და დასთხიეს სისხლი მათი გარემოჲს ტაძარსა მას სიწმიდისასა. და არა ჰრიდა ყრმათა და ქალწულთა და მოხუცებულთა და ჭაბუკთა მათთა, არამედ ყოველივე მისცა ჴელთა მათთა.

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი იგი სამსახურებელი უფლისაჲ, დიდი და კნინი, და ჭურჭერი სამსახურებელი კიდობნისა მის უფლისაჲ, და ყოველი ფასი მეფეთა ისრაელისათაჲ აღიღეს და წარიღეს ბაბილონდ.

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცეცხლითა მოწუეს ტაძარი იგი უფლისაჲ და დაჰჴსნნეს და აღა/ოჴრნეს Page of ms. O: 431v   ზღუდენი იერუსალემისანი და გოდლები მისი მოწუეს ცეცხლითა.

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო აღსრულებაჲ ყოვლისა დიდებისა მათისაჲ.* Page of ms. J: 140r  და ნეშტნი იგი წინა წარიქცინეს და წარტყუენნეს ბაბილონს.

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაემონნეს მათ და შვილთა მათთა ვიდრე მეფეთამდე სპარსთასა, აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისაჲთა:

Verse: 55   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრემდი[ს] სთნდეს უფალსა ქუეყანაჲ იგი და ცალიერად შაბათ ყო იგი ყოველთა მათ ჟამთა, რავდენ ჟამ იყო უდაბნოს, შეერაცხა მათ შაბათობად, ვიდრემდის აღესრულა სამეოცდაათი წელი.



Chapter: 2  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფობასა კჳროსისსა სპარსთა ზედა, წელსა მას პირველსა, აღესრულა სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისაჲთა, და განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, სპარსთა მეფისაჲ, და უბრძანა კჳროს ყოველთა, რომელნი იყვნეს მეფობასა მისსა და მიწერა და თქუა:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
"ესრე იტყჳს კჳროს, მეფჱ სპარსთაჲ: გამომიცხადა მე მეუფემან ყოველთა ცისკიდეთამან, უფალმან, ღმერთმან ისრაელისამან, უფალმან ჭეშმარიტად გამომიცხადა მე აღშჱნებად ტაძრისა მისისა იერუსალემისაჲ ჰურიასტანისასა. პირველსა წელსა მეფობასა კჳროსისსა, სამეოცდაათსა წელსა ტყუეობითგან, აღასრულა იუდამან და ბენიამენ. და ყოვლითურთ მეფობდა კჳროს შჳდ წელ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ვინცა იყოს, რომელსა თანა იყოს ნათესავთაგანი ჰურიათაჲ, და უფალი, ღმერთი ისრაელისაჲ, იყოს მის თანა, და აღვი/დენ Page of ms. O: 432r   იერუსალემდ ჰურიათა მათ თანა და აღაშჱნონ ტაძარი იგი უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲ, რამეთუ ესე არს უფალი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალემს.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნივე, რომელნი-იგი თითოეულად თჳსთა ადგილთა დამკჳდრებულ იყვნეს, შეეწინედ მათ ოქროჲთა და ვეცხლითა, ცხენებითა და ყოვლითა საცხოვარითა და ყოვლითა განმზადებულებითა თჳსითა შეწირედ ტაძარსა ღმრთისა იერუსალემსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგედ მთავარნი იგი ნათესავთა და მამათმთავართაებრ ნათესავისაებრ იუდაჲსისა, ტომისაგან ბენიამენისი, და მღდელთაჲ და ლევიტელთაჲ Page of ms. J: 140v  და ყოველთაჲ, რომელთაჲ განაღჳძა უფალმან სული მათი მისლვად და აღშჱნებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალემს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი გარემოჲს მათსა იყვნენ, შეეწინენ ოქროჲთა და ვეცხლითა და ცხენებითა და საცხოვარითა და აღუთქუედ უფალსა, რავდენი-რაჲ შთაუვრდეს გონებასა".

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან კჳროს მოღებად სცა სამსახურებელი იგი წმიდაჲ უფლისაჲ, რომელი-იგი წარეღო ნაბუქოდონოსორს მეფესა იერუსალემით და დაედვა სახლსა მას კერპთა თჳსთასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მოღებად სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, და უბრძანა მიცემად სამსახურებელი იგი მითრდატს, მეფასეთმთავარსა თჳსსა, და მიუთუალა მითრდატ და მისცა სამნასარს, მთავარსა იუდაჲსსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე იყო რიცხჳ სამსახურებელისა ჭურჭრისა მის უფლისაჲ: სამსახურებელი ოქროჲსაჲ ათას და სამსახურებელი Page of ms. O: 432v   ვეცხლისაჲ ათას, გუარდაკები ვეცხლისაჲ ოცდაცხრა

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და საფასეები ოქროჲსაჲ ოცდაათ და ვეცხლისაჲ ორ ათას ოთხას და ოც, ესე არს კამბივსეს, რომელ მეფობდა ათ წელ, რომლისაჲ რომელთამე თქჳან არტაშჱს მოკლიკი. და სხუაჲ ჭურჭერი ათას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ყოველი იგი ჭურჭერი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რომელი მოიღეს _ ხუთ ათას ოთხას სამეოცდაცხრა. და მისცეს ესე ყოველი ჴელთა სამნასარისთა. და გამოიღეს ყოვლით ნატყუენავითურთ ბაბილონით და აღიღეს იერუსალემდ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ჟამთა მეფობისა არტაშჱსთა, სპარსთა მეფისა, ოცდაორსა არტაქსურქუ, მიწერეს მისა, რომელნი-იგი დამკჳრებულ იყვნეს გარემოჲს ჰურიასტანსა და იერუსალემს: ბალასამე და მითრდატ და ბელიე, და ჰრათი და ბელტეთმე და სამაელიე მწერალი და სხუანიცა მრავალნი მათ თანა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ზღჳს/კიდესა: Page of ms. J: 141r  ქანანელნი და ტჳრელნი, ამონელნი და მოაბელნი და სამარიტელნი და სხუანი მრავალნი, ადგილისამპყრობელნი; მიწერეს წიგნი სახჱ ესრჱთ:

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
"მეფესა არტაშჱს, უფალსა ჩუენსა, მონანი შენნი _ ჰრათიმე, რომელი თაყუანის-გცემს შენ, და სამელიე მწერალი და ყოველნივე თანამზრახვალნი ჩუენნი, გიკითხავთ, და მსაჯულნი ასურთანი და ქანანელთანი:

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
აწმცა უწყებულ ხარ, უფალი ჩუენი და მეფჱ, ჰურიათა მათთჳს, რომელნი გამოვიდოდეს თქუენგან და მოვიდოდეს ჩუენდა, Page of ms. O: 433r   მისრულ არიან იერუსალემდ, ქალაქსა განდგომილთასა და განმამწარებელთასა, და აღაშჱნებენ მას და დაბნებსა მისსა და ზღუდეთა მისთაჲ ეგულების გამაგრებაჲ და ტაძრისაჲ მის ჰნებავს აღშჱნებაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ, უკუეთუ ქალაქი ესე აღაშჱნონ და ზღუდენი ამისნი აღასრულნენ, ხარკსა არავის უხარკებდენ, არამდ მეფეთაცა მჴდომად აღუდგენ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ იქადიან და ესვენ ტაძარსა მას თჳსსა. აწ კეთილ მიჩნდა ჩუენ, ვითარმცა იზრუნა ამის საქმისათჳს უფალმან ჩუენმან მეფემან, და გამოიძიე და იხილე, რომელი-იგი დაწერეს მამათა შენთა პირველთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰპოო წერილი საჴსენებელთაჲ და სცნა, რამეთუ ქალაქი ესე განდგომილთაჲ არს და მეფენი ამისნი ჰურიანი განდგომილნი არიან და ცილ-ფიც მკჳდრნი იგი ამისნი უკუნისამდე, რომლისათჳსცა ქალაქი ესე აოჴრდა და უდაბნო იქმნა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ გაუწყებთ უფალსა ჩუენსა შარავანდედსა, უკუეთუ ქალაქი ესე აიშჱნოს და ზღუდენი ამისნი აღემართნენ, შენი ჴელმწიფებაჲ და გზაჲ ასურასტანით კერძო და ქანანით არა იყოს".

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მიწერა არტაშჱს მეფემან ჰრათიმისა და ბელტემჱსა და სამეელისა მწერალისა და სხუათაცა ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სამარიაჲთ კერძო და ასურასტანით და ქანაანით, რომელთა-იგი მიწერეს მისა:

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. J: 141v  "აღმოვიკითხე წიგნი იგი თქუენი, რომელი მოსწერეთ ჩემდა,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანე ხილვად მატ/იანთა Page of ms. O: 433v   საჴსენებელთასა, და იპოვა ქალაქი ეგე დასაბამითგან უკუნისამდე მჴდომ ყოველთა მეფეთა და ქუეყანა ულმო. იღუაწე ყოვლითა კერძო, რომელნი დამკჳდრებულ არიან მას ზედა,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფენი, ძლიერნი და ფიცხელნი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს იერუსალემს, უფლებდეს და ხარკსა მოჰჴდიდეს ასურეთით და ქანაანით კერძოთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ეგერა მიბრძანებიეს კაცთა მაგათ, რაჲთა არა აღაშჱნებდენ ქალაქსა მაგას.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუენ გულს-იდგინეთ, რაჲთა არა უფროჲს აღემატოს უკეთურებაჲ მაგათი, და მჴდომად აღუდგენ და შრომაჲ შეამთხჳონ მეფობასა ამას ჩუენსა".

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და მას ჟამსა აღმოიკითხეს წიგნი იგი მეფისა არტაშჱსი ჰრათიმე და სამეელ მწერალმან, და სხუანიცა მრავალნი მათ თანა. და აღვიდეს იერუსალემდ მწრაფლ ჰუნეებითა და ერითურთ და არა აუფლეს ჰურიათა მათ შჱნებად.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაეყენა შჱნებაჲ ტაძრისა უფლისაჲ იერუსალემს ვიდრე მეორედ წლადმდე შარავანდედებისა დარელ სპარსთა მეფისა.



Chapter: 3  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და დარელ მეფემან ყო სიხარული დიდი, და მოუწოდა ყოველსა მთავრებსა თჳსსა და შვილთა თჳსთა და ყოველთა დიდ-დიდთა მიდთასა და სპარსთასა და ქალდეველთასა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველსა უფლებსა და ერისთავთა და სოფლისმპყრობელთა მათ თანა. ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპედმდე იყვნეს მთავრები იგი ას ოცდაშჳდ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჭამეს და სუეს და განძღეს და მხიარულ Page of ms. O: 434r   იქმნნეს. და რაჟამს ოხჭანი იყო, დარელ მეფჱ შევიდა სასუენებელად თჳსა და აღჴდა Page of ms. J: 142r  საგებელსა თჳსსა და დაიძინა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა სამნი იგი სენაკაპანნი მისნი, ვიდრე მეფესა ეძინა და იგინი სასუენებელსა მას შინა ეკრძალებოდეს და ჴუმილვიდეს, სიტყუად იწყეს ურთიერთას და თქუეს:

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვედით და თითოეულად ვთქუათ სიტყუაჲ ერთი. და რომელმან უბრძნეს და უძლიერჱს თქუას მოყუასთა თჳსთა უფროჲს, მისცეს მას დარელ მეფემან ნიჭი დიდი, კჳროს ოცდაათ წელ და სხუაჲ წელი თორმეტ, კაისისი _ ცხრა, მოგუთაჲ მათ _ ერთ, დარიელისი _ ორ წელ. ესენი არიან წელნი შჱნებისა მისგან სახლისანი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და განადიდოს და სახელოვან ყოს იგი უფროჲს ყოველთასა: ძოწეული შთააცუას მას და ოქროჲსა სამსახურებელითა ჭამდეს და სუმიდეს და ზედა ოქრო-საგებელთა დაწვეს და დაიძინოს, და აღსუან იგი საჴედარსა ოქრო-აღჳრედსა და ხოირი ზეზისაჲ დაადგან და შარავანდი შეაბან და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა მისსა,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეორესა საყდარსა დარელისსა დაჯდეს სიბრძნისა მისისათჳს და ნათესავად დარელისა სახელ-ედვას.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაშინ თითოეულად დაწერნეს სიტყუანი თჳსნი, შეჰბეჭდეს და დადვეს სასთუნლით კერძო დარელ მეფისა და თქუეს:

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს აღდგეს, მიუპყრათ დაწერილი ესე და იკითხოს მეფემან და მთავართა სპარსეთისათა, და Page of ms. O: 434v   რომლისაჲ იპოვოს სიტყუაჲ უბრძნჱს, მას მისცედ ძლევისა იგი პატივი. და ყო პური დიდი დარელ მეფემან პირველსა წელსა მეფობისა მისისასა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწერა პირველმან მან და თქუა: "ძლიერ არს და მძლე უფროჲს ყოვლისა ღჳნოჲ!"

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწერა მეორემან მან და თქუა: "მძლე არს და უძლი/ერჱს Page of ms. J: 142v  უფროჲს ყოვლისა შარავანდედი!"

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მესამემან დაწერა და თქუა: "მძლე არიან და უძლიერჱს უფროჲს ყოვლისა დედანი, და ყოველსა სძლიის ჭეშმარიტებამან!"

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს განიღჳძა მეფემან, მოიღეს წერილი იგი და მისცეს მეფესა და აღმოიკითხა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა და მოუწოდა ყოველთა მთავართა სპარსეთისათა და უფლებსა და სპაჲპეტებსა და სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა. და დაჯდა ადგილსა, სადაცა შეემთხუევიედ მას ყოველნი, და აღმოიკითხეს წიგნი იგი ყოველთა წინაშე.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მეფემან: მოუწოდეთ აქა სენაკაპანთა მათ და მათ განგჳმარტნენ სიტყუანი თჳსნი. და ვითარცა მოუწოდეს, და შეიყვანნეს წინაშე მეფეთაჲსა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყოდეს მათ: ყოველივე გჳთხართღა ჩუენ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იწყო სიტყუად პირველმან მან, რომელმან-იგი თქუა ძლიერებისათჳს ღჳნისაჲსა, და თქუა ესრჱთ:

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნოჲ, რამეთუ ყოველთა კაცთა, რავდენთა სჳან, შესულიბნის გონებანი,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფეთაჲ და გლახაკთაჲ ერთ ყვის გონებაჲ, Page of ms. O: 435r   ეგრეცა უფლისაჲ და მონისაჲ, მდიდრისაჲ და მკოდვისაჲ,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთა გონებაჲ დრიკის და გარდააქციის სიხარულად, და არა მოიჴსენიან მწუხარებაჲ და სალმობაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთაჲვე გონებაჲ აღავსის მხიარულებითა და სიმდიდრითა. და არა მოიჴსენნის მეფენი და მთავარნი და ატყუებნ დიდ-დიდთა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს დაითრვის, არა მოიჴსენნის მეგობარნი და ძმანი და მტერნი და მრავალჯერ მახჳლიცა იჴადის.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს განჰქარდის, არა აჴსოვნ, რაჲ უქმნიედ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნოჲ, რომელმან ამას ყოველსა აიძულის საქმედ? და ესე ყოველი თქუა და დადუმნა.



Chapter: 4  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იწყო სიტყუად მეორემან, რომელმან თქუა ძლიერებისათჳს მეფეთაჲსა:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნო, ანუ არა განძლიერებულ არიანა კაცნი და უპყრიეს ზღუაჲ და ჴმელი და ყოველივე, რაჲ არს მას შინა?

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. J: 143r  ხოლო მეფენი ძლიერებით უფლებენ ყოველსა ქუეყანასა ზედა. და თქჳს და ბრძანის, და ადრე-ადრე ყვიან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ უბრძანის ბრძოლად მოყუასსა მოყუსისა თჳსისა, ვერ გარდაჰჴდის ბრძანებასა; და თუ წარავლინის ღუაწლსა მტერთა მიმართ, და წარვიდიან ადრე-ადრე და ქმნიან მანქანანი მათნი და ზღუდენი და გოდოლნი დაამჴუნიან,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკლნიან და მოიკლნიან, და ბრძანებასა მეფისასა ვერ გარდაჰჴდიან, და თუ ერევიედ, ყოველივე კეთილი მოართუედ მეფესა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 435v   და არა ხოლო თუ ერისაგანნი მოღუაწენი, არამედ მუშაკნიცა, რომელნი ქუეყანასა იქმედ, რაჟამს დასთესიან და მკიან, ნაყოფი იგი თჳსი მოართჳან მეფესა. და მერმე ხარკისმიმჴდელთა ჰმძლავრიან სოფელსა და მოჰჴადიან ხარკი სამეუფოჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეუფჱ მხოლოჲ განძლიერებული უფლებნ მას ზედა, და თუ უბრძანის მოკლვაჲ, მოკლიან, და თუ ცხორებად - აცხოვნიან,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ აშენებად _ აშჱნიან,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ დარღუევად _ დაარღჳიან, და თუ დანერგვად - დაჰნერგიან.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი სოფელი მეფისა ძლიერებისა ბრძანებასა ისმენნ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ მეფესა რაჲცა უნებნ, ქმნის: და განსუენებულად ზინ საინაჴესა და ჭამნ და სუამნ და იძინის. და სხუანი ყოველნი გარემოჲს ჴუმილვედ მას და ბრძანებასა მისსა ელიედ. და არა უფლიედ ნებასა მისლვად და საქმედ და ვერცა იკადრიან და გარდაჰჴდიან ბრძანებასა მეფისასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ, კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს მეფჱ, რომლისა სიტყუაჲ ბრძანებისა თჳსისაჲ ესრჱთ განძლიერებული უფლებს ყოველთა ზედა? ესე ვითარცა თქუა, და დადუმნა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მესამემან მან თქუა ძლიერებისათჳს დედათაჲსა და ჭეშმარიტებისათჳს _ ესე არს ზორობაბელი. - იწყო სიტყუად და თქუა:

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნო, უკუეთუ დიდ არს მეფჱ, ანუ სხუანი მრავალნი Page of ms. J: 143v  კაცნი, და თუ ძლიერ არს ღჳნოჲ, ვინ არს, რომელსა უძლევიეს და უპყრიეს და უფლებს ყოველთა ზედა, არა-მე დედანია?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 436r   რამეთუ დედანი არიან, რომელთა შვნეს მეფენი და ყოველნი კაცნი, რომელნი უფლებენ ზღუასა ზედა და ჴმელსა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მათგან იშვნეს და განზარდნეს დედათა მუშაკნი, რომელთა დაასხეს ვენაჴი, ვინაჲ იყოფის ღჳნოჲ;

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
იგი არიან, რომელთა უქმნიან სამოსელი მამათა, და მათ გამო შეიმკვებიან და იდიდებიან კაცნი; და ვერ ეგების თჳნიერ მათსა ყოფაჲ კაცთაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ შეიკრიბიან ოქროჲ და ვეცხლი და ყოველი სიმრავლჱ და იხილიან დედაკაცი ქმნულკეთილი, მიიქციან მისა და აღუმტკმიედ პირი და შეჰხედვედ მას.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოვლითა ნებითა მათითა ჰყუარობედ მას უფროჲს ოქროჲსა და უფროჲს ვეცხლისა და უფროჲს ყოვლისა საშუებლისა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაუტევიან მამაჲ და დედაჲ თჳსი, რომელთა შვნეს და განზარდნეს იგინი, და სოფელი, და მისდევდეს კუალსა ცოლისა თჳსისასა და ესრჱთ შეეყვნეს მას,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერთსულ იქმნნიან მის თანა. და არა მოიჴსენიან მამაჲ თჳსი და არცა დედაჲ თჳსი და არცა სოფელი თჳსი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისგან წეს არს თქუენდა ცნობად, ვითარმედ უფლებედ თქუენ ზედა ცოლნი თქუენნი, რამეთუ ყოველსავე, რასაცა იქმთ და ჰშურებით, მიიღით და მისცით ცოლთა თქუენთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიბის კაცმან მახჳლი თჳსი და წარვიდის იგი შორსა გზასა, და თუ რაჲ შეიძინის, ანუ მოიავაზაკის ანუ ზღუასა შინა, გინა მდინარეთა,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
გინა მჴეცთა Page of ms. O: 436v   შეემთხჳის, გინა თუ ბნელსა შინა ვალნ, და რაჟამს იპარის და მოიტაცის და ყოველსა ჭირსა განვლის, მიართჳს ყოველი იგი ნაშრომი ცოლსა თჳსსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უფროჲს უყუარს კაცსა ცოლი თჳსი, ვიდრე მამა-დედაჲ თჳსი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავალნი შესულბეს გონები/თა Page of ms. J: 144r  თჳსითა და ცოლთა თჳსთათჳს შევარდეს მონებასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავალნი მიეცნეს წარსაწყმედელად, მოწყდეს და მოწყჳდნეს, შესცთეს და შევარდეს დიდსა ცოდვასა დედათაგან.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწცა არა გრწამს ჩემი? არცაღა დიდსა მაგას შარავანდედსა თავსა თჳსსა უფლიეს. და ყოველსა კაცსა არა უფლიეს მიახლებად მაგისა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვხედავ მე ასულსა ხარჭისა მის მეფისასა, რამეთუ ჯდა მარჯუენით მეფისა

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჰჴადა შარავანდი თავსა მაგისსა და დაიდგა თავსა თჳსსა და სცა ყურიმალსა მეფისასა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამისთჳს გული არა განუწყრა მეფესა, არამედ პირი აემტკმო და შეჰხედვიდა მას, და თუ იცინინ, იგიცა მის თანა იცინინ და თუ მწუხარე არნ, მეფჱ ექენებინ, ვიდრემდის განამხიარულის იგი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, კაცნო, ვითარ არა ძლიერ არიან დედანი, რომელნი ამას ყოველსა იქმან?

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და მას ჟამსა მეფჱ იგი და დიდ-დიდნი, რომელნი მის თანა იყვნეს, იწყეს ხედვად კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და იწყო სიტყუად ზორობაბელ ჭეშმარიტებისათჳს და თქუა: კაცნო, არა-მე ძლიერ არიანა დედანი? დიდ არს Page of ms. O: 437r   ქუეყანაჲ, მაღალ არიან ცანი, მალედ რბის მზისთუალი, რამეთუ აქუს მას სრბაჲ კამარის მსგავსსა მას კარავსა ცისასა, და მერმე მეყსეულად განფრინდის და მიიწიის ადგილსა თჳსსა ერთსა დღესა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ანუ არა-მე დიდ არს იგი, რომელმან ესე ყოველი შექმნა? ნანდჳლვე ჭეშმარიტებაჲ დიდ არს და ძლიერ უფროჲს ყოვლისა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი ქუეყანაჲ შეევედრების ჭეშმარიტებასა და ცანი აკურთხევენ ჭეშმარიტებასა და ყოველნი საქმენი იძრვიან და ძრწიან მის წინაშე, და არა არს ჭეშმარიტებასა თანა სიცრუვე არცა ერთ.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
უწესო არს ღჳნოჲ, უწესო არს მეფჱ, უწესო არიან დედანი, უწესო არიან ყოველნი ძენი კაცთანი, უწესო არიან ყოველნი საქმენი მათნი, და არცა არს მათ თანა ჭეშმარიტებაჲ და უწესოებითა მათითა წარწყმდიან.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ჭეშმარიტებაჲ დგას და ჰგიეს და ძ/ლიერ Page of ms. J: 144v  არს უკუნისამდე და ცხოველ არს და უპყრიეს ჴელმწიფებაჲ მისი უკუნითი უკუნისამდე.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა არს მის თანა თუალთხუმაჲ და არასადა იცვალების, არამედ იქმს სიმართლესა, განშორებულ არს მისგან უშჯულოებაჲ და უკეთურებაჲ. და ყოველნი საქმენი ჭეშმარიტებისანი სათნო არიან ყოვლითავე, და არა იპოვების საშჯელსა მისსა სიცრუვჱ.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არს ძლიერება მეფეთა Page of ms. O: 437v   და ჴელმწიფება და სიმდიდრე, და არს კურთხეულ უფალი ღმერთი ჭეშმარიტებისაჲ! და ესე თქუა და დადუმნა სიტყჳსაგან.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველმან კრებულმან მას ჟამსა ჴმითა დიდითა ღაღად-ყვეს და თქუეს: დიდ არს ჭეშმარიტებაჲ და მძლე არს და ძლიერ!

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მეფემან მან ჰრქუა: ითხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ უფროჲს დაწერილისა მაგის, რამეთუ იპოვე ბრძენ უფროჲს ყოვლისა. და შემდგომსა საყდარსა ჩემსა დაშჯდე და ნათესავად ჩემდა სახელ-გედვას!

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა ზორობაბელ მეფესა მას: მოიჴსენე, აღთქუმაჲ იგი, რომელ აღუთქუ აღშჱნებისათჳს იერუსალემისა დღესა მას, რომელსა მოიღე შარავანდედობაჲ ეგე შენი,

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და სთქუ, ვითარმედ: ყოველი ჭურჭერი და სამსახურებელი იერუსალემისაჲ მუნვე მივაქციო, რომელი-იგი განაშოვრა და გამოარჩია კჳროს, რაჟამს დასცა ბაბილონი; და აღუთქუა მან სამსახურებელი იგი უფლისაჲ კუალადგებად.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა შენ, მეფჱ, აღუთქუ აღშჱნებად ტაძრისა მის უფლისა, რომელ-იგი მოწუეს ედომელთა, რაჟამს უდაბნო-ყვეს ჰურიასტანი ქალდეველთა.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ გევედრები შენ, უფალო ჩემო, მეფჱ, და ვითხოვ შენგან, რაჲთა ესე დიდი ნიჭი მომმადლო მე. და ამისთჳს გევედრები შენ, აღასრულე აღთქუმაჲ იგი, რომელ აღუთქუ მეუფესა მას ზეცისასა და ყავ ეგრე სახედ, ვითარცა აღმოჴდა პირსა შენსა.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. J: 145r  მას ჟამსა აღდგა დარელ მეფჱ და ამბორს/-უყო Page of ms. O: 438r   ზორობაბელს და დაუწერა მას წიგნები ყოველთა მიმართ სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა და ერისთავთა და უფლებსა, რაჲთა წარგზავნონ იგი და რომელნი მის თანა იყვნეს, აღსლვად და აღშჱნებად იერუსალემი.

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთა მფლობელთა ასურასტანით კერძო და ფინიკიაჲთ, რომელნი არიან ლიბანით კერძო, მიწერა მათა წიგნი, რაჲთა გარდამოიღონ ნაძჳსა ძელი ლიბანით იერუსალემდ და აღაშჱნონ ზორობაბელითურთ ქალაქი იგი.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიწერა ყოველთა მიმართ ჰურიათა, რომელნი-იგი განსრულ იყვნეს მეუფებასა მისსა, და განათავისუფლნა იგინი ხარკისაგან. და ჰრქუა ყოველთა მათ ძლიერთა და უფლებსა და მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა: "ნუმცა ვინ ხარკისათჳს მიადგების კართა მათთა.

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი ადგილი, რავდენიცა უპყრიეს, უხარკოდ, თავისუფალმცა არს. და ყოველთა იდუმელთა უკუნ-სცედ სოფლები და ადგილები, რომელ ეპყრა ჰურიათაჲ.

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
აღსაშჱნებელად ტაძრისა მისთჳს მისცედ სამეუფოჲთა წელიწადსა ოცი ტალანტი, ვიდრემდის აღაშჱნონ ტაძარი იგი.

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
და საკურთხეველისათჳს საკუერთხთაჲსა მისცედ ყოველთა დღეთა, ვითარცა წერილ არს შჯულსა, შჳდეული და ათეული დაუბრკოლებელად შეწირვად, და სხუაჲცა ათი ტალანტი წელიწადსა.

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნი, რომელნი აღვიდენ იერუსალემდ, აღაშჱნედ ქალაქი იგი. და არიანმცა თავისუფალ და უხარკო თჳთ Page of ms. O: 438v   და ნათესავნი მათნი და ყოველნი მღდელნი".

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა დაწერად და მიცემად ყოველი საღუაწი და კუართები მღდელთაჲ მათ, რომელნი აღასრულებდეს მსახურებასა უფლისასა.

Verse: 55   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელთა მათ დაუწერა როჭიკი მი-მუნ-დღედმდე, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი იგი უფლისაჲ და იერუსალემი აღიშჱნოს.

Verse: 56   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთა, რომელნი Page of ms. J: 145v  სცვიდეს ქალაქსა მას, მიწერა მიცემად მათა სამკჳდრებელი ქუეყანისაჲ მის და როჭიკი მათი.

Verse: 57   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარუძღუანა ყოველი იგი ჭურჭერი და სამსახურებელი ტაძრისაჲ მის, რომელი-იგი გამოიღო კჳროს ბაბილონით. და ყოველი, რაჲცა თქუა კჳროს და რაჲ ყო, აღასრულა და მიუძღუანა ყოველი იგი სამსახურებელი უფლისაჲ იერუსალემდ.

Verse: 58   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს გარე გამოვიდა მეფისა მისგან ზორობაბელ, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად იერუსალემდ კერძო და აკურთხა უფალი, მეუფჱ ცისაჲ, და თქუა:

Verse: 59   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ მიერ არს სიბრძნჱ და შენ მიერ არს ძლიერებაჲ და შენდა შუენის დიდებაჲ, და მე მონაჲ შენი ვარ!

Verse: 60   Link to mcat Link to septLink to armat   
და გაკურთხევ შენ, რომელმან მომეც მე სიბრძნე, და გმადლობ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო!

Verse: 61   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო წიგნები იგი და წარვიდა. და მოვიდა და შევიდა ბაბილონდ და უთხრა ძმათა თჳსთა.

Verse: 62   Link to mcat Link to septLink to armat   
და აკურთხევდეს ღმერთსა მამათა თჳსთასა, რამეთუ მოჰმადლა მათ ფართოებაჲ და განტევებაჲ მათთჳს,

Verse: 63   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა მივიდენ და აღაშჱნონ იერუსალემი და ტაძარი იგი უფლისაჲ, რომელსა ეწოდა სახელი მისი მას ზედა. და ყვეს Page of ms. O: 439r   სიხარული დიდი ყოვლით მენოაგითურთ შჳდ დღჱ.



Chapter: 5  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად ამის ყოვლისა გამოირჩინეს ნახპეტნი და წინამძღუარნი სახლთა ნათესავთანი აღსლვად იერუსალემდ ცოლებით და ძეებით და ასულებით, მონებით და ყოვლითა ჭურჭრითა და საგებელითურთ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და დარელ მისცა მათ თანა ცხენები ათას, ვიდრემდის მივიდენ და მიიწინენ იერუსალემდ მშჳდობით. მენოაგითურთ, ბობღნითა და ნესტჳთა,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და პარითა და როკვითა და ყოვლითა სიხარულითა განუტევნა იგინი იერუსალემდ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე სახელები არს კაცთაჲ მათ, რომელნი აღვიდეს იერუსალემდ, მსგავსად სახელებისა მამათა მათთაჲსა, ნათესავისაებრ ტომთა თჳსთაჲსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მღდელთა მათგანნი იყვნეს ძენი ფინეზისნი, ძისა Page of ms. J: 146r  აჰრონისნი: ისუ იოსედეკეანი და იოაკიმ, რომელ იყო ზორობაბელ სალათიელეანი, თესლისა მისგან დავითისა, ტომისაგან ფარეზისა, ნათესავისა მისგან იუდაჲსი,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელიცა იტყოდა წინაშე დარელ მეფისა სიტყუათა მათ სიბრძნისათა მეორესა წელსა სუფევისა მისისასა, თუესა მას ნისანსა, თუესა მას პირველსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს ესე ყოველნი ჰურიანი, რომელ განეტევნეს ტყუეობისაგან და აღვიდეს იერუსალემდ, რომელნი წარტყუენულ იყვნეს ნაბუქოდონოსორისგან, მეფისა ბაბილონელთაჲსა,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიდეს იერუსალემდ და დაემკჳდრნეს ჰურიასტანს, Page of ms. O: 439v   თითოეულად ქალაქსა თჳსსა; და იყვნეს წინამძღუარნი მათნი ზორობაბელ და ისუ იოსედეკეანი. და იყვნეს ნათესავისა მისგან მღდელთაჲსა: ნეემი, სარელ, ერესე, ანანია, მურთქჱ, ბეელასარ, ასფარაელ, ზოროველ, ჰოროიმ, გააზა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არს რიცხჳ ნახპეტთა და ნათესავთაჲ და მთავართა მათთაჲ: ძენი ფარეზისნი ორ ათას სამეოცდათორმეტ;

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ფატისნი ოთხას სამეოცდათორმეტ; ძენი ასერისნი შჳდას სამეოცდაექუს;

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ნეფთალემისნი მოაბელისანი და ძეთა ისუჲსთაჲ და ჰროაბისთაჲ ორ ათას რვაას ათორმეტ;

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ელამისნი ორ ათას ორას ერგასის და ოთხ; ძენი ზატუნისნი ცხრაას ორმეოცდახუთ; ძენი ქორბაჲსნი შჳდას და ერგასის; ძენი ბადიაჲსნი ექუსას ორმეოცდარვა;

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბეგეაჲსნი ექუსას ოცდასამ; ძენი არგეაჲსნი სამ ათას სამას ოცდაორ;

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ადონიკამისნი ექუსას სამეოცდაათჩჳდმეტ; ძენი ბოსორესნი ორ ათას ექუსას და ექუს; ძენი ადინაჲსნი ოთხას ერგასის და ოთხ;

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ეზირ ეზეკიაჲსნი ოთხმეოცდაათორმეტ; ძენი ელანისნი და აზატჱსნი სამეოცდაშჳდ; Page of ms. J: 146v  ძენი აზარისნი ოთხას ოცდათორმეტ; ძენი გედალისნი ექუსას ოცდათორმეტ;

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ანანიაჲსნი ას და ოც; Page of ms. O: 440r   ძენი არომისნი სამას ოცდასამ; ძენი არსიფურისნი ას და თოთხმეტ;

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბეტერეაჲსნი სამ ათას ოთხმეოცდაათოთხმეტ; ძენი ბეთლომიაჲსნი ას ოცდასამ;

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ნატობობისგან ერგასის და ხუთ; ნატთაჲსგან ას ერგასის და რვა; გეთამონისგან ორმეოცდაორ;

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
კარიათიმისგან ოცდახუთ; ქაფირისგან და თერონისგან შჳდას ორმეოცდარვა;

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ქადიაჲსგან და ამიდიაჲსგან ოთხას ოცდაორ; კეიმარისგან და კაბესისგან ექუსას ოცდაერთ;

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მაკალონისგან ას ოცდაორ; ბეტოლიამისგან ერგასის და ორ; ძენი ნიფისისნი ას ერგასის და ექუს;

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი კალამოლაჲსნი და ორნიაჲსნი შჳდას ოცდახუთ; ძენი ერექეაჲსნი სამას ორმეოცდახუთ;

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი სანაჲსნი სამ ათას სამას ოცდაათერთმეტ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი იგი მღდელთანი: ძენი ედდუტაჲსნი, ძისა იოსიაჲსნი, ცხრაას ოცდაათორმეტ; ძენი ემმერაჲსნი ათას ერგასის და ორ;

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ფასურისნი ათას ორას ორმეოცდაშჳდ; ძენი ქარმისნი ათას და აჩჳდმეტ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ლევიტელთა ძენი: ისუისნი ერთ და კოდუელისნი და ბანეაჲსნი და სუდუაჲსნი სამეოცდათოთხმეტ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი იყვნეს ნათესავისა მისგან მღდელთაჲსა მგალობელნი: Page of ms. O: 440v   ძენი ასაფისნი ას ორმეოცდარვა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეკარენი იგი: ძენი სალომესნი, ძენი ატერარაჲსნი, ძენი ტოლმიაჲსნი, ძენი კუბიაჲსნი, ძენი ატეტაჲსნი, ძენი საბეაჲსნი _ და ყოველნი ესე ას ოცდაცხრამეტ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და მონანი იგი მღდელთანი: ძენი ასიფაჲსნი, ძენი ტაბალაჲსნი, ძენი კერრაჲსნი, ძენი სუფიაჲსნი, ძენი ფალეაჲსნი, ძენი ლაბანისნი, ძენი აგებაჲსნი,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. J: 147r  ძენი აკუდისნი, ძენი უტისნი, ძენი კედაბისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სუბაჲმისნი, ძენი ამმანისნი, ძენი კათუვაჲსნი, ძენი გედდურისნი,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი არუვაჲსნი, ძენი დესანისნი, ძენი ნობაჲსნი, ძენი ასაბისნი, ძენი გაზერისნი, ძენი აოზიაჲსნი, ძენი ფანეაჲსნი, ძენი ასსანისნი, ძენი მაანისნი, ძენი ნაფისნი, ძენი აკუმისნი, ძენი აქაფისნი, ძენი ასურისნი, ძენი ფაკისნი, ძენი ბასალთისნი,

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი დედანისნი, ძენი კუთისნი, ძენი ქარესისნი, ძენი ბარქუსისნი, ძენი სისარაჲსნი, ძენი თომიაჲსნი, ძენი ნასაისნი, ძენი ქატეფისნი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი მონათა მათ სოლომონისთანი: ძენი საფიოპისნი, ძენი ფარედისნი, ძენი იელევისნი, ძენი ლოზონისნი, ძენი სალიასნი, ძენი საფუვაჲსნი,

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი აგიაჲსნი, Page of ms. O: 441r   ძენი ფაქერისნი, ძენი საბიაჲსნი, ძენი საროთისნი, ძენი მასესნი, ძენი გასესნი, ძენი არდუისნი, ძენი სუბაჲსნი, ძენი აფუფერისნი, ძენი ბარუდისნი, ძენი ფარტისნი, ძენი ალანისნი,

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველნივე მონანი მღდელთანი მათ და მონანი სოლომონისნი სამას სამეოცდაათორმეტ.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ესენი იყვნეს, რომელნი გამოსრულ იყვნეს ბაბილონით და თელმალეთ და თელეასიას: მთავარნი მათნი და ქართალან და ალლარ.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და სხუათა ვერვინ შეუძლო აღრაცხად, ვერცა მამათა, ვერცა ნათესავთა, რომელნი იყვნეს ისრაელისაგან: ძენი დალუკჱსნი, ძენი სატუბენაჲსნი, ძენი ნეკედონისნი _ ექუსას ერგასის და ორ.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
მღდელთა მათგანნი, რომელნი ჰმსახურებდეს მღდელობასა, არა იპოვნეს: ძენი ნობდიაჲსნი, ძენი იაკობისნი, ძენი იუდაჲსნი, რომელთა ისხნეს ცოლნი ასულთა მათგან ბელზელისთაჲ და სახელ-ედვა მათ სახელად.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეძიებდეს მათ და არა პოვნეს წიგნთა ნათესავთა რიცხჳსა, ადგილსა განაწილებულსა; და ვითარცა არა იპოვნეს იგინი რიცხუსა ნათესავთასა, განაშორნეს იგინი და არა მიაახლნეს მღდელობასა.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს მათ ნეემი და ატარი: ნუ Page of ms. J: 147v  მიეახლებით სიწმიდესა მას, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი, რომელსა შთაეცუას განცხადებულებაჲ და ჭეშმარიტებაჲ.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 441v   და იყო ყოველი ისრაელი ათორმეტ წლისაჲთგან მიმართ, გარნა მონათა და მჴევალთა, ოთხ ბევრ სამ ათას სამას სამეოც; მონანი და მჴევალნი მათნი შჳდ ათას სამას ოცდააჩჳდმეტ; მგალობელნი და მსახურნი ორას ორმეოცდახუთ.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
აქლემები ოთხას ოცდაათხუთმეტ და ცხენები შჳდ ათას ორმეოცდაექუს და ჯორები ორას ორმეოცდახუთ და ვირები ხუთ ათას ხუთას ოცდახუთ.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და მამათმთავარნი, მსგავსად მამათმთავართა მათთაჲსა, მოვიდეს და შევიდეს ადგილსა მას ტაძრისა ღმრთისასა, რომელ იყო იერუსალემს, და აღუთქუეს აღთქუმაჲ, რაჲთა აღემართოს ტაძარი იგი ადგილსავე თჳსსა წესისაებრ თჳსისა.

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასდებდეს საფასესა ტაძრისა მის შესაწევნელად საქმარისა მისთჳს: ოქროჲ ათას ქანქარ, და ვეცხლი სამ-ხუთ ათას ქანქარ, კუართები სამღდელო ას.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაემკჳდრნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი და ერი იგი იერუსალემს და ადგილთა მისთა, და მგალობელნი იგი და მსახურნი, მეკარენი იგი და ყოველი ისრაელი _ დაბნებსა და აგარაკებსა თჳსსა.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგეს მეშჳდესა მას თუესა ყოველნი იგი ძენი ისრაელისანი, თითოეული ადგილთაგან თჳსთა, და შეკრბეს ერთბამად ფართოსა ადგილსა, ბჭესა მას პირველსა, მზისაღმოსავალით კერძო.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
და განეწყვნეს ისუ იოსედეკეანი და ძმანი Page of ms. O: 442r   მისნი და ყოველი იგი სიმრავლჱ მღდელთაჲ მათ, და ზორობაბელ სალათიელეანი და ძმანი მისნი, და განჰმზადეს საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაელისაჲ,

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთამცა შეწირეს მას ზედა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა, კაცისა მის ღმრთისასა.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბეს იგინი Page of ms. J: 148r  და განეშოვრნეს სხუათა მათ წარმართთაგან მის ქუეყანისათა და აღჰმართეს საკურთხეველი შესაწირავთაჲ ადგილსა თჳსსა, დაღათუ იყვნეს მათა მტერ წარმართნი იგი, არამედ შემწევე ეყოფოდეს მათ ყოველნი იგი ნათესავნი მის ქუეყანისანი და მოართუმიდეს ძღუენსა შესაწირავსა საკურთხეველად უფლისა ჟამად-ჟამად განთიად და მწუხრი.

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს დღესასწაული იგი ტალავრობისაჲ, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, და შესწირვიდეს მსხუერპლსა მარადღჱ, ვითარცა ბრძანებულ იყო.

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამისა შემდგომად შესწირვიდეს საკუერთხთა მათ ჟამად-ჟამად შაბათთა და თჳსთავთა და ყოველთა მათ წმიდათა დღესასწაულთა განაწესებდეს და აღასრულებდეს.

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელსა-იგი ერთვე აღუთქუმიდეს აღნათქუემსა ღმერთსა, თჳსთავისაგან მეშჳდისა თჳსაჲთ იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა, და ტაძარი იგი უფლისა ღმრთისაჲ არღარა აღშჱნებულ იყო.

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცეს სასყიდელი გალატოზთა Page of ms. O: 442v   და ხუროთა, და როჭიკი მათი ეგრეცა სიდონელთა და ტჳრელთა, რაჲთა გარდამოიღონ მათ ძელი ნაძჳსაჲ. და მოიღეს ნავითა ნავთსადგურთა მათ იოპეტისათა, ვითარცა უბრძანა და განუწესა მათ წინაჲსწარ კჳროს, მეფემან სპარსთამან.

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
წელსა მას მეორესა აღსლვისა თჳსისასა იერუსალემდ, თუესა მას მეორესა, იწყეს შჱნებად ტაძრისა მის ზორობაბელ სალათიელეანმან და ისუ იოსედეკეანმან და ძმათა მათთა და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა და ყოველნივე, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან იერუსალემდ.

Verse: 55   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადვეს საფუძველი სახლისა მის უფლისა ღმრთისაჲ თჳსთავსა მას მეორისა თჳსასა, მეორესა წელსა აღსლვისა მათისასა ჰურიასტანად და იერუსალემდ,

Verse: 56   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაწესნეს ლევიტელნი ოც წლითგანნი და მიმართნი საქმესა მას მსახურებისა უფლისასა: Page of ms. J: 148v  და განიწესნეს ისუ და ძენი და ძმანი მისნი, და კადმიელ, ძმაჲ მისი, და ძენი ისუჲსნი - ლემა და ბუს, და ძენი იოვიდაჲსნი ელეადეანისანი ძმათა თჳსთა თანა, ყოველნი იგი ლევიტელნი ერთბამად იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა.

Verse: 57   Link to mcat Link to septLink to armat   
და გალატოზთა მათ მაშჱნებელთა აღაშჱნეს სახლი იგი უფლისაჲ და განეწესნეს მღდელთმოძღუარნი იგი; და ეცუა მათ ბრჭლადმდისი იგი, ნოვაგითა და ნესტჳთურთ. და Page of ms. O: 443r   ლევიტელთა მათ, ძეთა ასაფისთა, აქუნდეს წინწილანი და შეასხმიდეს, უგალობდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ვითარცა განაწესა შესხმაჲ ნოვაგთაჲ დავით, მეფემან ისრაელისამან.

Verse: 58   Link to mcat Link to septLink to armat   
და დიდითა ჴმითა აკურთხევდეს და ჰმადლობდეს უფალსა ღმერთსა, რამეთუ ქველისსაქმჱ ღმრთისაჲ და დიდებულებაჲ უკუნისამდე არს ისრაელსა ზედა.

Verse: 59   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდითა ჴმითა ყოველი იგი ერი ჰბერვიდეს ნესტუებსა თჳსსა და ოხრიდეს ჴმითა დიდითა და აკურთხევდეს ღმერთსა, რომელმან აღჰმართა ტაძარი იგი თჳსი წმიდაჲ.

Verse: 60   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს და შევიდეს მღდელთმოძღუარნი იგი და ლევიტელნი, რომელნი-იგი იყვნეს მთავარ და წინამძღუარნი მთავრობისა მისებრ მამათა თჳსთაჲსა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უწინარჱს ამის შჱნებისა, დიდითა ტირილითა

Verse: 61   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავლითა ნესტუებითა და სიხარულითა დიდითა.

Verse: 62   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა ესმოდა სიმრავლესა მას ჴმაჲ იგი ნესტჳსაჲ ჴმითა მით ტირილისა მისგან ერისაჲსა; დაღათუ მრავალ იყვნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუებსა მას, მიიწეოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.

Verse: 63   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა ჴმაჲ იგი მტერთა მათ ნათესავისა მის იუდაჲსთა და ბენიამენისთა. და მოვიდეს ხილვად და გულისხმისყოფად, ვითარმედ რაჲ-მე არს ჴმაჲ იგი ნესტჳსაჲ მის?

Verse: 64   Link to mcat Link to septLink to armat   
და გულისხმა-ყვეს, ვითარმედ გამოსრულნი იგი ბაბილონით ტყუეობისაგან აშჱნებენ ტაძარსა მას უფლისა, Page of ms. O: 443v   ღმრთისა ისრაელისასა.

Verse: 65   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუჴდეს ზორობაბელს და ისუს იოსედეკეანსა და სხუათა მათ მამათმთავართა და ჰრქუეს მათ: Page of ms. J: 149r  ვაშჱნებდეთ ჩუენ ტაძარსა უფლისასა.

Verse: 66   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა თქუენ, ეგრეცა ჩუენ სამარიტელეანნი იგი, რომელ მოიყვანნეს მართაგან და ქალდეველთა და დაამკჳდრნეს გალილეაჲსა ადგილთა მათ ტომთა ისრაელისათა, ესენი იყვნეს მტერ ნათესავსა მას იუდაჲსსა და ბენიამენისსა. ვისმინოთ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, რამეთუ ჩუენცა გუწადოდა გამოსლვაჲ ეგე თქუენი მიერ დღითგან, ვინაჲთგან წარგუტყუენნა ჩუენ სალმანასარ, მეფემან ასურასტანისამან, და მოგჳყვანნა და დაგუამკჳდრნა ჩუენ აქა.

Verse: 67   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს მათ ზორობაბელ და ისუ იოსედეკეანმან და სხუათა მათ მამათმთავართა ისრაელისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა შჱნებად სახლი უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲ;

Verse: 68   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩუენ აღვაშენოთ ტაძარი უფლისა ღმრთისაჲ, ვითარცა მიბრძანა ჩუენ კჳროს, მეფემან სპარსთამან.

Verse: 69   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ესე ნათესავნი იყვნეს, რომელნი ზიარ იყვნეს მტერთა მათ იუდაჲსთა, რომელნი-იგი აყენებდეს შჱნებად ჟამთა მათ კჳროს მეფისათა,

Verse: 70   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უბრძანა მათ შჱნებაჲ ტაძრისაჲ მის ცხორებასა თჳსსა.

Verse: 71   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად სიკუდილისა მისისა და-ღა-აყენეს ათორმეტ წელ ვიდრე მეორედ წლადმდე დარელისა.



Chapter: 6  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 444r   და მეორესა წელსა დარელის მეფისასა წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია, და წინაწარმეტყუელებდეს ჰურიასტანს და იერუსალემს სახელითა უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა ზორობაბელ სალათიელეანმან და ისუ იოსედეკეანმან იწყეს შჱნებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალემს წინაწარმეტყუელითურთ უფლისაჲთ და რომელნი-იგი შემწე იყვნეს მათა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მოვიდეს მათა სისინე, მთავარი ასურასტანელთაჲ და ფინიკელთაჲ, და სართაბუზან და სხუანიცა მათ თანა მოყუასნი და ჰრქუეს მათ:

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ვისითა ბრძანებითა აშჱნებთ ტაძარსა მაგას და ეზოთა მაგისთა? ანუ ვინმე არიან იგინი, რომელთა ჰნებავს აღშენებაჲ მაგისი და აღსრულებაჲ?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და იქმნა მადლი მოძიებისაჲ უფლისა მიერ მღდელთა მათ ზედა და ჰურიასტანსა,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა დააყენნეს იგინი შჱნებისაგან Page of ms. J: 149v  ვიდრე მიწერადმდე დარელ მეფისა, და რაჲთა მოიღონ ბრძანებაჲ მისგან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
წიგნი, რომელ მიწერეს და მიუძღუანეს დარელ მეფესა: "სისინე, მთავარი ასურასტანელთაჲ და ფინიკელთაჲ, და სათარბუზანდ და, რომელნი არიან მათ თანა, ასურასტანელთა და ფინიკელთა კარანნი და მთავარნი

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
დარელ მეფესა გიკითხავთ. უწყებულმცა არს შენდა, უფალო ჩუენო, მეფჱ, რამეთუ მივედით და მივიწიენით ჩუენ ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა და შევედით ქალაქსა იერუსალემსა Page of ms. O: 444v   და ვპოვენით მუნ განსრულნი იგი ტყუეობისაგან და მღდელთმოძღუარნი მათნი ქალაქსა იერუსალემს, და ვიხილეთ, რამეთუ აშჱნებდეს ტაძარსა უფლისასა, დიდ-დიდსა და საკჳრველსა, ქვათა გამოთლილთა, დიდ-დიდთა და ძელისა სათხეპელთა უპყრობდეს ზღუდეთა მისთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო საქმჱ იგი დიდითა სწრაფითა წარმართებულ ჴელთა შინა მათთა, და დიდითა დიდებითა ენება მეყსეულად აღშჱნებაჲ მისი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა ვჰკითხეთ ჩუენ მოხუცებულთა მათ და ვარქუთ: ვისითა ბრძანებითა აშჱნებთ სახლსა მაგას? ანუ ვისითა სიტყჳთა დასდევით საფუძველი მისი?

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვჰკითხეთ მათ, რაჲთამცა გაუწყეთ შენ და გიჩუენენითმცა შენ კაცნი იგი წინამძღუარნი მათნი და და-მცა-ვწერენით სახელნი მათნი, რომელნი იყვნეს მთავარ საქმისა მის მათისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ მოგჳგეს და გურქუეს ჩუენ: ჩუენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისანი, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო აღშჱნებულ ტაძარი ესე უპირადეს მრავლისა ჟამისა ჴელითა დიდისა მის და ძლიერისა მეფისა ისრაელისაჲთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რაჟამს მამათა ჩუენთა განამწარეს და შესცოდეს უფალსა, ღმერთსა ისრაელისასა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ, მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისათა, რომელ-იგი იყო მეფჱ ქალდეველთაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
პირველსა წელსა მეფობასა კჳროსისსა ბაბილონს, Page of ms. O: 445r   მოწერა მეფემან კჳროს და ბრძანა აღშჱნებაჲ ტაძრისაჲ მის.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი ჭურჭერი Page of ms. J: 150r  და სამსახურებელი ტაძრისაჲ მის, ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან სახლისაგან უფლისა იერუსალემით და დადვა სახლსა კერპთა თჳსთასა, და მერმე კჳროს გამოიღო სახლისა მისგან კერპთა ბაბილონელთაჲსა და მისცა ზორობაბელს და სამნასარს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა მათ მოღებად და დადებად ჭურჭერისაჲ მის და სამსახურებელისაჲ მის ტაძარსა მას უფლისასა იერუსალემს. და ტაძრისაჲ მის ბრძანა აღშჱნებაჲ ადგილსა თჳსსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა სამნასარ აღვიდა იერუსალემდ და დადვა საფუძველი ტაძრისაჲ მის. მიერ ჟამითგან ვიდრე აქამომდე ვაშჱნებთ და არღა აღსრულებულ არს.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო ჩუენო, დარელ მეფჱ, ძიება ყავ და იხილე სახლსა მატიანთასა, სადა ძეს წიგნები საჴსენებელთაჲ დამარხულად მეფისა კჳროსისი,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ იპოოს, ბრძანებითა კჳროს მეფისაჲთა და სიტყჳთა მისითა აღაშჱნონ ტაძარი უფლისაჲ იერუსალემს, და ზედა-მიიწიე ბრძანებასა კჳროს მეფისასა, და გუაუწყე ჩუენ ამის ყოვლისა საქმისათჳს!"

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა დარელ მეფემან უბრძანა ძიებად სახლსა მატიანთასა სამეუფოთასა, რომელი-იგი იდვა ბაბილონს, და იპოვა ბტანს ბარიტენისსა, მართა სოფელსა, ადგილსა, სადა იდვა წიგნი Page of ms. O: 445v   საჴსენებელთაჲ, რომელსა წერილ იყო ესრჱთ:

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
"წელსა მას პირველსა შარავანდედობასა კჳროსისსა მეფემან კჳროს ბრძანა აღშჱნებად სახლი იგი უფლისაჲ იერუსალემს, სადა შესწირვიდენ საკუერთხთა მათ განცხადებულად ჴელითა ცეცხლისაჲთა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა ესე საზომისა სახჱ აღშჱნებად: სიმაღლჱ მისი სამეოც წყრთა და სივრცჱ მისი სამეოც წყრთა, და მოსხმად სამჯერ ქვაჲ თლილი და ჯერი ერთი ძელთაგანი Page of ms. J: 150v  ახალთაჲ, და საჴმარი ყოველი ებრძანა მიცემად სამეუფოჲთ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჭურჭერი სამსახურებელი სახლისა უფლისაჲ, ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რომელი-იგი მოეღო ნაბუქოდონოსორს ბაბილონდ ტაძრისა მისგან უფლისა, რომელ იყო იერუსალემს, უბრძანა მიღებად კჳროს მეფემან სახიდ უფლისა, რომელი-იგი იყო იერუსალემს, რაჲთა დადვან მუნ, ვითარცა-იგი იყო პირველ".

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და შე-ვეღა-სძინა მას ბრძანებასა დარელ მეფემან და ჰრქუა: სისინი, მთავარი ასურთაჲ და ფინიკელთაჲ, და სათრაბუზან და სხუანი მოდგამნი თქუენნი, რომელ განწესებულ ხართ საქმეთა ასურასტანელთასა და ფინიკელთასა, განეშორენით ადგილისა მაგისგან და ნუ მიეახლებით მონასა მაგას უფლისასა, ზორობაბელს, რომელი-იგი არს მთავარი ჰურიათაჲ, და ნუცა მღდელთმოძღუართა მათ ჰურიათასა, რომელნი-იგი ერთვე აშჱნებენ სახლსა მას ადგილსა თჳსსა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მე ვბრძანე, რაჲთა ყოლადვე სრულიად აღიშჱნოს; და ვეყო შემწე ჰურიათა მაგათ, რომელნი Page of ms. O: 446r   აღვიდოდეს იერუსალემდ, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი ეგე უფლისა, ღმრთისა თჳსისაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ხარკთაგან ასურეთით კერძოჲთ და ფინიკელთაჲ მცნებით მიბრძანებიეს, რაჲთა მისცენ კაცთა მაგათ შესაწირავისათჳს საკუერთხთა უფლისათა. და მოიბნ ზორობაბელ მთავარმან ზუარაკები და ვაცები და კრავები,

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
მისვე სახისაებრ, იფქლი და მარილი, ღჳნოჲ და ზეთი, და იყავნ ეგე ყოველი განწესებულ წლითი-წლად; რავდენ ჟამცა მღდელთა იერუსალემს ბრძანონ სამსახურებელად უფლისა, დღითი-დღედ დაუბრკოლებელად მისცედ,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა შეწირონ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მათისა და ლოცვა ყონ ცხორებისათჳს მეფისა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა: უკუეთუ ვინმე უდებ ყოს, ანუ გარდა/ჰჴდეს Page of ms. J: 151r  ბრძანებასა ჩემსა, რომელ-ესე მივწერე, პატიჟეულიმცა ზღავს ყოველსა ამას თავით თჳსით და აღკიდებულიმცა იგუემების, და ყოველსამცა მონაგებსა მისსა სამეუფოდ მიიღებენ.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სადაცა წოდებულ არს სახელი უფლისაჲ, მუნ ბრძანებულ იყო ყოველივე საღუაწი სამეუფოჲ და ნათესავთაჲ, და მან იკადრა ჴელის განდგმად და დაყენებად და იზრახა ბოროტი ტაძრისა მისთჳს, რომელ არს იერუსალემს.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
მე, დარელ მეფემან, დიდითა კრძალულებითა ვბრძანე ყოფად და აღსრულებად ამის ყოვლისა.



Chapter: 7  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ სისინე, მთავარმან მან დიდმან, Page of ms. O: 446v   რომელი-იგი იყო ასურეთით კერძო და ფინიკიაჲთ, და სათრაბუზან და სხუანი მოყუასნი მათნი, რომელ აყენებდეს საქმესა მას ტაძრისასა, რაჟამს მოიღეს ბრძანებაჲ დარელ მეფისაგან,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყეს ზედადგომად და ზრუნვიდეს საქმისა მისთჳს და ექმნნეს საქმისმოდგამ მოხუცებულთა მათ ჰურიათასა და მღდელთმოძღუართასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და განემარჯუებოდა საქმჱ იგი ტაძრისაჲ მის, და რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღასრულეს ტაძარი იგი ბრძანებისა მისებრ უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲსა,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბრძანებისა მისებრ და ნებისა კჳროსისა და დარელისა წელსა მას მეექუსესა დარელ მეფისა. აღესრულა ტაძარი იგი წმიდაჲ მირაკნისასა მეოცესა, მესამისა ადარ თჳსასა, მეექუსესა წელსა შარავანდედებასა დარელისსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ძეთა მათ ისრაელისათა და მღდელთა და ლევიტელთა და ყოველთა მათ გამოსრულთა ტყუეობისაგან, აღესრულა წმიდაჲ იგი ტაძარი თუესა მიჰრაკნისასა, ოცდახუთსა თჳსასა. და იყო შჱნებაჲ მისი ორმეოცდაექუს წელ: ოცდაათი წელი _ კჳროსისი, კაისესი ცხრაჲ, არტაშჱსი ერთი წელი, მოგუთაჲ მათ ექუსი წელი, დარელითურთ ორმეოცდა ექუს წელ. Page of ms. J: 151v  ვითარცა განწესებულ და ბრძანებულ იყო წიგნთა შჯულისა მოსესთა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეწირეს სატფური იგი სახლისა უფლისაჲ: ზუარაკები ას და ვაცები ორას და კრავები ოთხას,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და წელიწადეულნი ცოდვა/თათჳს Page of ms. O: 447r   ყოვლისა ისრაელისათა ათორმეტ - რიცხჳსა მისებრ ტომთამთავართა მათ ისრაელისათა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და განეწყვნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი ნათესავთა მათებრ, და ეცუა მათ ბრჭალამდისი იგი წინაშე უფლისა, ღმრთისა ისრაელისა, ვითარცა ბრძანებულ არს წიგნთა მოსესთა. და მეკარენი იგი თითოეულად კართა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ძეთა მათ ისრაელისათა, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან, ზატიკი იგი უფლისაჲ მეათხუთმეტესა დღესა თჳსა მის პირველისასა, რამეთუ განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი ყოვლითურთ ერთბამად,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან. და ვითარცა განწმიდნეს ლევიტელნი იგი,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ყვეს ზატიკი იგი უფლისაჲ ყოველთა მათ ძეთა ისრაელისათა, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან, ძმათა თჳსთა და თჳთ მღდელთა მათ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჭამეს ძეთა მათ ისრაელისათა, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან მათისა, ყოველნივე, რომელნი განეშორნეს ბილწებისა მისგან წარმართთაჲსა და რომელთა გამოიძიეს უფალი ღმერთი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ზატიკი იგი ბალარჯობისაჲ შჳდ დღჱ, და იხარებდეს წინაშე უფლისა,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გარემოაქცია ღმერთმან ზრახვაჲ მეფისა მის ასურთაჲსაჲ მათა მომართ და განაძლიერნა ჴელნი მათნი საქმესა უფლისა, ღმრთისა ისრაელისასა.



Chapter: 8  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს იყო, დაესრულა ესე ყოველი, შარავანდნი შეიბნა არტაშჱს მეფემან სპარსთა ზედა, რომლისაცა მივიდა ეზრა, ძჱ აზარიაჲსი, რომელი იყო იეზერიაჲსგან, რომელი ქელკიანესგან, რომელი სალემისგან,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ადუკისგან, რომელი იაქიტობისგან, რომელი იამართესგან. Page of ms. O: 447v   ესე არს არტაშჱს ჴელგრძელი, რომელი შეეწია და განადიდა ეზრა Page of ms. J: 152r  ყოველსა წესსა და საჴმარსა გამოსლვასა მას ჰურიათასა. რომელი იოზეკისგან, რომელი მარეროთისგან, რომელი ზარეაჲსგან, რომელი სეუსჱსგან, რომელი ბუკკიესგან, რომელი იაბესჱსგან, რომელი ელიაზარისგან, რომელი აჰრონისგან, პირველისა მის მღდელისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ეზრა, რომელი განვიდა ბაბილონით, რომელი-იგი იყო მწერალ მარჯუე შჯულსა მას მოსესსა, მოცემულსა ღმრთისა მიერ ისრაელისა,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა მას მეფემან დიდებაჲ, და პოვა მადლი მის წინაშე და განადიდა იგი დიდითა პატივითა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათ ისრაელისათაჲ და მღდელთა მათგანი და ლევიტელთაჲ და მსახურთა მათგანი, მეფსალმუნეთაჲ და მეკარეთა მათგანნი და მონათა მათგანნი მღდელთანი იერუსალემდ, წელსა მეშჳდესა შარავანდედებასა არტაშჱს მეფისასა, თუესა მეხუთესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისაჲ მის.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ბაბილონით თჳსთავსა მას პირველისა მის თჳსასა, და თჳსთავსა მეხუთისა მის თჳსასა შევიდეს იერუსალემდ, ვითარცა-იგი განუმარჯუა მათ უფალმან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სავსე იყო ეზრა ყოვლითა სიბრძნითა და არარაჲ დაკლებულ იყო მისგან ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, და მსგავსად შჯულისა ასწავებდა ისრაელსა განკითხვათა და სიმართლეთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიწია წიგნი ბრძა/ნებისაჲ Page of ms. O: 448r   მეფისა არტაშჱსი ეზრა მღდელისა, რომელ უთხრობდა შჯულსა უფლისასა. და მიწერა ესრე სახედ:

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
"მეფჱ არტაშჱს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა შჯულისასა გიკითხავ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლითავე კაცთმოყუარებისა ნებითა აღმიწონიეს მე, და უბრძანებ ყოველთა ნათესავთა ჰურიათასა, რომელთა ენებოს აღსლვად იერუსალემდ, და მღდელთმოძღუართა და ლევიტელთა, კადნიერებითმცა მივლენან შენ თანა იერუსალემდ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ სურის წადიერებით მისლვად ჰურიასტანდ და იერუსალემდ, უბრძანეთ მე და შჳდთა თანამზრახვალთა ჩემთა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა Page of ms. J: 152v  მივიდენ მსგავსად შჯულისა და აღასრულონ ყოველივე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეწირედ შესაწირავი უფლისა, ღმრთისა ისრაელისა, ვითარცა აღუთქუთ მე და მოყუარეთა ჩემთა იერუსალემს; და ყოველივე ოქროჲ და ვეცხლი, რავდენიცა იპოვოს ქუეყანასა მას ბაბილონელთასა, უფლისა ღმრთისა შეწირედ მსხუერპლი იერუსალემს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიღეთ საწევნელი ქუეყანისა მისგან ბაბილონელთაჲსა: მღდელთა მათ უფლისა ღმრთისა მიართუედ იერუსალემდ ოქროჲ და ვეცხლი, ზუარაკები და ვერძები და კრავები.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და სხუაჲ იგი ყოველი საკუერთხი მსხუერპლთაჲ შეწირედ უფლისა ღმრთისა იერუსალემს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველივე, რაჲცა გენებოს ძმებითურთ შენით, იგი ყავ: ოქროჲსა და ვეცხლისათჳს ხარკთაჲსა ნებისაებრ უფლისა, ღმრთისა შენისა, აღასრულე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამღდელოჲ იგი ჭურჭერი და სამსახურებელი მიიღე Page of ms. O: 448v   იერუსალემდ და იყავნ, ვითარცა საჴმარ იყოს ტაძრისა მის უფლისა ღმრთისა, და დადევ ყოველი წინაშე უფლისა, ღმრთისა შენისა, იერუსალემს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და სხუაჲ იგი ნამეტავი და ნეშტი, რომელი-იგი იყოს საჴმრისაგან ტაძრისაჲსა, და დადევ იგი სახლსა საფასისა მეფეთაჲსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე, არტაშჱს მეფემან, უბრძანე მეფასეთა, რომელნი არიან ასურასტანს და ქანანელთა კერძო, რავდენცა უნდეს მიღებად ეზრა მღდელსა და მთხრობელსა შჯულისა უფლისა, ღმრთისა მაღლისასა, დაუბრკოლებელადმცა მოეცემის ვეცხლი ასი ტალანტი,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მისვე სახისაებრ იფქლი ასი საწყაული, ეგოდენცა ღჳნოჲ და ზეთი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველივე მსგავსად შჯულისა მის მიიღედ და მიუსრულედ უფალსა, ღმერთსა მაღალსა, რაჲთა არა იყოს შერისხვაჲ უფლისაჲ ზედა შარავანდედებასა ჩემსა და ძისა ჩემისასა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიბრძანებიეს თქუენ, მღდელთათჳს და ლევიტელთა, მეფსალმუნეთა მათ მსახურთა და მეკარეთა და მონათა მღდელთაჲსა და მსახურთა სახლისა უფლისათა: ნუ/ცა Page of ms. J: 153r  ხარკი, ნუცა სხუაჲ რაჲ ყოვლითურთ ჴელ-ეწიფებინ მაგათგან მოღებად.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ, ეზრა, სიბრძნისა შენისაებრ, რომელ მოცემულ არს შენდა ღმრთისა მიერ, დაადგინენ ზედამდგომელნი და მსაჯულნი, რომელნი შჯიდენ ასურასტანით კერძო და ფინიკიაჲთ; და ყოველთა, რომელთა ესწავოს შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, და რომელთა არა ესწავოს, ასწავე.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნივე რომელნი გარდაჰჴდენ შჯულსა უფლი/სა Page of ms. O: 449r   ღმრთისა შენისასა და შჯულსა ჩუენ მეფეთასა, მიმიცემიეს შენდა ჴელმწიფებაჲ პატიჟის ყოფად და გუემად, და თუ სიკუდილისა თანამდებ იყვნენ, მოკლვად, გინათუ საპატიჟებელ იყვნენ, პატიჟის ყოფად და ზღვაჲ მოჴდად"

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ეზრა, მწერალმან შჯულისა უფლისამან: "კურთხეულ არს უფალი, ღმერთი მამათა ჩუენთაჲ, რომელმან მოსცა ესე ყოველი გულსა მეფისასა დიდებულ ყოფად ტაძრისა ამის უფლისა, რომელ არს იერუსალემს.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე დიდებულ და პატიოსან მყო წინაშე შარავანდედისა მის, წინაშე ყოველთა თანამზრახვალთა მისთა და მოყუარეთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მხიარულ ვიქმენ მე ფრიად შეწევნითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა". და შეკრიბნა ყოველნი კაცნი იგი ისრაელისანი, რომელნი აღსრულ იყვნეს მის თანა იერუსალემდ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არიან მთავარნი ნახპეტთა მათებრ მამათა თჳსთაჲსა და განწილვისა მისებრ მამათა და ნათესავთა თჳსთაჲსა, რომელნი გამოვიდეს ეზრაჲს თანა ბაბილონით შარავანდედებასა არტაშჱს მეფისასა:

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ფინეზისთაჲ _ გერსონ, ძეთა მათგან თამარისთაჲ - გამაელ; ძეთა მათგან დავითისთა _ ფარეზ;

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ფურუსისთაჲ _ ზაქარია და რომელნი-იგი მის თანა წერილ იყვნეს, კაცნი ას ერგასის;

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ფათამოაბ _ ელიაონია ზარეასთაჲ და მის თანა ორასი კაცი;

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 449v   ძეთა მათგან ზათუჱსთაჲ _ იეზონია იეთერიაჲსი და მის თანა კაცნი სამასნი; ძეთა მათგან ადინობესთაჲ Page of ms. J: 153v  _ იონათან და მის თანა კაცნი სამას ერგასისნი;

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ელამისთაჲ _ გოთოლისა და მის თანა კაცნი სამეოცდაათ;

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან საფატისთაჲ _ ზაქარია მიქაელეანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათნი;

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ოაბისთაჲ _ აბდია ეზელიანი და მის თანა კაცნი ორას და თორმეტ;

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ბანესთაჲ - ასალიმოთ საფეანი და მის თანა კაცნი ას სამეოც;

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ბერისთაჲ _ ზაქარია აბიბჱსი და მის თანა კაცნი ოცდარვა;

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ასტთისთაჲ _ იოჰანე კატაისი და მის თანა კაცნი ას და ათ;

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ადომიკამისთაჲ და ესფატისთაჲ და ესე სახელები მათი არს: ელიფატ, გელუველ და სამეას და მათ თანა კაცნი სამეოცდაათ;

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ბენჱსთაჲ - უთიას ტაკურიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრიბნა იგინი კიდესა მის მდინარისასა, რომელსა სახელ-ედების თერა, და დაიდვეს მუნ სავანჱ სამ დღჱ ოდენ და ყვეს ახილვაჲ ყოველთა ძეთაჲ.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან მღდელთაჲ და ძეთა მათ ლევიტელთაჲ არავინ იპოვა მათ თანა,

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივავლინე ელიაზარისა, და მოვიდეს ჩემდა სამეა და ორიბონ და ნათან, ენნატარ და ზაქარია Page of ms. O: 450r   და მოსოლობონ. ესე არიან მთავარნი და მოძღუარნი შჯულისანი,

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მათ, რაჲთამცა მივიდეს ლოდეონ მთავრისა თანა მეფასეთაჲსა.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვამცენ მათ, რაჲთა ჰრქუან ლოდეონს და ძმათა მისთა და რომელნი-იგი ერთვე არიან ადგილსა მას მეფასებისასა, რაჲთამცა მოავლინნეს ჩუენდა მღდელთა მათგანნი სახლისა უფლისა.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიყვანნეს ჩუენდა კაცნი, რომელნი იყვნეს ძლიერ, მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მეცნიერ შჯულსა უფლისასა: ძისა მოუოლისაჲ, რომელი-იგი ლევისგან და ისრაელისაგან, ასერევიან და ძენი მისნი Page of ms. J: 154r  და ძმანი ათორმეტ;

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
და ასებიან და აუნონ და ოსეტან და ძმაჲ ძეთა მათგან ქანუზისთაჲ, და ძენი მისნი ოც კაც;

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
და მონათა მათგან მღდელთაჲსა, რომელნი მოსცნა დავით მთავარმან საქმედ სამსახურებელთა ლევიტელთაჲსა, რომელთაჲ დაიწერნეს სახელნი სახელოვანთაჲ მათ ოც.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვქადაგეთ მუნ მარხვაჲ და ვილოცევდით წინაშე უფლისა, ღმრთისა ჩუენისა,

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითხოვდით ადვილსა და განმარჯუებასა ჩუენდა და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისავეთჳს, რაჲ-იგი იყო ჩუენ თანა.

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მძიმე გჳჩნდა თხოვაჲ მეფისა მისგან მკჳრცხებისა და მჴედრებისა, რაჲთამცა გზად მყვეს ჩუენ შემწეობისათჳს მათგან, რომელნი-იგი წინა-აღგჳდგეს;

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვარქუთ ჩუენ მეფესა ესრჱთ, ვითარმედ: ძლიე/რებაჲ Page of ms. O: 450v   უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲ, არს ჩუენ თანა და ყოველთა თანა, რომელნი ეძიებენ მას.

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
და მის ყოვლისათჳს ვქადაგებდით მარხვასა და ვილოცევდით, რაჲთამცა უფალმან დაგჳცვნა ჩუენ და წარგჳმართა ჩუენ გზათა მშჳდობისათა.

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვირჩიენ მთავარნი ნათესავთა მათგან და მღდელთანი და ესებიან და ესემიან და მათ თანა ძმათაგანი მათთაჲ ათ კაც.

Verse: 55   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვწონეთ და მივეცით მათ ოქროჲ და ვეცხლი, და სამსახურებელი სამღდელოჲ, და ჭურჭერი სახლისა უფლისაჲ, რომელი-იგი მოგუანიჭა ჩუენ მეფემან და თანამზრახვალთა მისთა და მთავართა და ყოველმან კრებულმან მათმან.

Verse: 56   Link to mcat Link to septLink to armat   
აღვწონე და მივეც ვეცხლი იგი ექუსას ერგასისი ტალანტი და სამსახურებელი ვეცხლისაჲ ასი ტალანტი და ასი ტალანტი ოქროჲსაჲ; და სხუაჲ ჭურჭერი ოქროჲსაჲ ოც და ჭურჭერი სპილენძისაჲ, წმიდაჲ, რჩეული, ოქროჲსფერი თორმეტ,

Verse: 57   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მათ: თქუენ განწმედილ ხართ უფლისა მიერ და ყოველი სამსახურებელი წმიდაჲ უფლისაჲ არს ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ. ილოცეთ უფლისა მიმართ და უფალმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან, დაგჳცვნეს და მოგუა/წინეს Page of ms. J: 154v  ჩუენ მშჳდობით ადგილსა ამას სიწმიდისა მისისასა.

Verse: 58   Link to mcat Link to septLink to armat   
მღჳძარედ დეგით და ეკრძალენით, ვიდრემდის მიიყვანნეთ და მიაწინეთ იგინი მთავართა მიმართ მღდელთაჲსა და ლევიტელთაჲსა და მფლობელთა მათ მთავართა ისრაელისათა, Page of ms. O: 451r   რომელნი არიან იერუსალემს,

Verse: 59   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელ მოიღეს მცველთა მათ ტაძრისა უფლისათა და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა ვეცხლი და ოქროჲ და ჭურჭერი სამსახურებელისაჲ, რაჲთა მიიღონ ტაძრად უფლისა, რომელ-იგი არს იერუსალემს.

Verse: 60   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვდეგით და წარვედით თერა მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტ იყო თჳსა მის პირველისაჲ, და მოვედით და მოვიწიენით იერუსალემდ თუესა იგრიკისასა, დაცვულნი ამაღლებულითა მით და ძლიერითა მკლავითა ღმრთისაჲთა. და მიჴსნნა ჩუენ უფალმან, ღმერთმან ჩუენმან, ყოველთაგან მტერთა ჩუენთა, და მივიწიენით ცოცხლებით და მშჳდობით იერუსალემდ.

Verse: 61   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს განვისუენეთ სამ დღჱ ოდენ იერუსალემს, დღესა მას მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი იგი და ოქროჲ სახლად უფლისა მღდელსა მას მარმუთი ჰურიათაგანსა

Verse: 62   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი-იგი მის თანა იყვნეს _ ელიაზარ ფინეზეანი და იოსაბდოს ისუეანი და მთურ საბენეანი და სხუანი ლევიტელნი, რომელთა მივეცით სასწორით და რიცხჳთ; და იპოვა სასწორი რიცხჳსაჲ მის მას დღესა შინა.

Verse: 63   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ჩუენ თანა ტყუეობისა მისგან ბაბილონელთაჲსა, შეწირეს მსხუერპლი უფლისა, ღმრთისა ისრაელისა: ზუარაკი ათორმეტ ყოვლისავეთჳს ისრაელისა, ვერძები ოთხმეოცდაათ და კრავები სამეოცდაათხუთმეტ, ვაცები მაცხოვარებისათჳს ათორმეტ _ ესე ყოველი შესაწირავი შეწირეს წინაშე უფლისა ღმრთისა.

Verse: 64   Link to mcat Link to septLink to armat   
და Page of ms. O: 451v   მისცეს წიგნი ბრძანებისა მის მეფისაჲ კარანთა მათ მეფისათა და მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა ასურეთისა და ფინიკიისათა. და დიდითა პატივითა იდიდა ნათესავი ჩუენი და ტაძარი იგი უფლისაჲ.

Verse: 65   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, მოვი/დეს ჩემ Page of ms. J: 155r  წინაშე ნახპეტნი იგი და მთავარნი ძეთა ისრაელისათანი და თქუეს:

Verse: 66   Link to mcat Link to septLink to armat   
ურიდ იქმნა ყოველი ნათესავი ძეთა ისრაელისათაჲ, და მთავარნი მათნი და მღდელნი და ლევიტელნი აღერინეს წარმართთა და უცხოთესლთა და სიბილწესა ყოველთა უცხოთესლთასა: ქანანელთა და ქეტელთა და ფერეზელთა და იებოსელთა და მოაბელთა და ამორეველთა და მეგჳპტელთა და იდუმელთა;

Verse: 67   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შეიბილწნეს ასულთა მათთა თანა, იგინი და ძენი მათნი; და შეერია თესლი სიწმიდისა მათისაჲ უცხოთესლთა და წარმართთა მის ქუეყანისათა. და უშჯულო იქმნნეს მთავარნი და დიდ-დიდნი თითოეულად თავით თჳსით, რამეთუ იგინი იქმნნეს წინამძღუარ ბოროტისა მის შერეულებისათჳს.

Verse: 68   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მესმა მე სიტყუაჲ ესე, დავიპე სამოსელი ჩემი და ვგოდებდი და ვიფხურიდი თმათა თავისა ჩემისათა და წუერთა ჩემთა, და ვჯედ მგლოვარედ, დიდად მწუხარედ.

Verse: 69   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკრბეს ჩემდა ყოველნი, ვითარცა ესმა გოდებაჲ იგი ჩემი, რომელ იყო უფლისათჳს, ღმრთისა ისრაელისა. და მიხილეს მე, რასა ვიქმოდე ზედა უშჯულოებათა მათთათჳს, რამეთუ ვჯედ ეგრეთ მწუხარედვე Page of ms. O: 452r   ვიდრე მწუხრადმდე და მოწევნადმდე შესაწირავისა მის სამწუხროჲსა.

Verse: 70   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვდეგ მე გლოვისა მისგან, და ეგრევე დაპებულ იყო სამოსელი ჩემი, და დაღონებულ ვიყავ გლოვითა დიდითა. და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩემისა, ღაღად-ვყავ და ვთქუ:

Verse: 71   Link to mcat Link to septLink to armat   
"უფალო, გურცხუენის და ვძრწით წინაშე პირსა შენსა,

Verse: 72   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ცოდვანი ჩუენნი განმრავლდეს უფროჲს თმათა თავისა ჩუენისათა და უშჯულოებანი ჩუენნი აღმაღლდეს უზეშთაეს ცათასა

Verse: 73   Link to mcat Link to septLink to armat   
წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთაჲსა და ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდთა მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 74   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცოდვათა ჩუენთათჳს და მამათა ჩუენთაჲსა მივეცენით ტყუეობასა ჩუენ და ძმანი ჩუენნი და მეფენი ჩუენნი და მღდელთმოძღუარნი ჩუენნი; და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა შეგჳცვნეს ჩუენ, მახჳლითა ჴრმლებისაჲთა წარგუტყუენნეს ჩუენ და აღაოჴრნეს ადგილნი იგი ჩუენნი, და ვიქმნენით სირცხჳლეულ მოდღენდელად დღედმდე და ჟამთა მათ.

Verse: 75   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. J: 155v  და აწ რავდენ იქმნა წყალობაჲ შენი, უფალო, დატევებად ძირი და ნათესავი ადგილსა მას სიწმიდისა შენისასა,

Verse: 76   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოაბრწყინვე ნათელი ტაძარსა უფლისა, ღმრთისა ჩუენისასა, და მომეც ჩუენ საზრდელი ჟამსა მონებისა ჩუენისასა

Verse: 77   Link to mcat Link to septLink to armat   
და ტყუეობასა მას შინა და არა დაგუთხიენ ჩუენ ჴელთაგან შენთა, არამედ გუექმენ ჩუენ შენ, უფალი, შემწე და გუეც ჩუენ პოვნად მადლი წინაშე მეფისა მის Page of ms. O: 452v   სპარსთაჲსა; და პატიოსან გუყვენ ჩუენ და გჳღუაწენ ჩუენ ყოვლითა განმზადებულებითა,

Verse: 78   Link to mcat Link to septLink to armat   
და დიდებულ ყო ტაძარი იგი უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲ, და აღჰმართა და აღაშჱნა უდაბნოჲ იგი სიონი, და დაგუამკჳდრნა ჩუენ ჰურიასტანს შინა და იერუსალემს.

Verse: 79   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ რაჲ-მე ვთქუა წინაშე შენსა, უფალო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჰჴედით შჯულსა და ბრძანებათა შენთა, უფალო, რომელ-იგი მოგუეც ჩუენ ჴელითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲთა, და სთქუ ესრე:

Verse: 80   Link to mcat Link to septLink to armat   
ქუეყანასა მას რომელსა შეხჳდეთ დამკჳდრებად მას ზედა, არს ქუეყანაჲ იგი შეგინებულ სიბილწითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა, და შეგინებითა მათითა აღავსეს იგი.

Verse: 81   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგან ცოლად ძესა შენსა და ასულთა შენთაგან ნუ მისცემ ცოლად ძეთა მათთა;

Verse: 82   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუცა ჰყოფ მშჳდობასა მათ თანა ყოველთა ჟამთა, და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა. და დაიმკჳდრედ ძეთა შენთა ქუეყანაჲ იგი უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 83   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჲ-ესე წარგუჴდა ჩუენ... და უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთაჲსა.

Verse: 84   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ შენ, უფალო, მრავალგზის მოგჳტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და მოგუეც ჩუენ ესევითარი ნათესავი და ძირი. და ჩუენ მერმე გარდავაქციეთ და გარდავჰჴედით შჯულსა შენსა და აღვერიენით ბილწებასა ნათესავისა მის ქუე/ყანისასა. Page of ms. O: 453r  

Verse: 85   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა განჰრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმედელად ჩუენდა ვიდრე აქამომდე, უკუეთუ არა დაშთეს ძირი და თესლი და სახელი ჩუენი?

Verse: 86   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ მართალ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, და ჭეშმარიტ. და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი, არამედ დავშთით ძირი და თესლი Page of ms. J: 156r  მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 87   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, აჰა ესერა, ვართ დღეს წინაშე შენსა უშჯულოებათა შინა ჩუენთა, და ვერ შემძლებელ ვართ დადგომად წინა პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უშჯულოებანი და უკეთურებანი ჩუენნი უმეტჱს თმათა ჩუენთა".

Verse: 88   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს ილოცვიდა ეზრა მით აღსაარებითურთ და გოდებითა დიდითა, დავრდომილი იდვა პირსა ზედა ქუეყანისასა, წინაშე ტაძარსა მას უფლისასა. შეკრბეს მისა ყოველნივე, რომელნი იყვნეს იერუსალემს, ერი მრავალი, მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, რამეთუ გოდებაჲ დიდი იყო სიმრავლისა მის ერისაჲ.

Verse: 89   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაწესა იექონია ძეთა მათგან ისრაელისათა, და თქუა: ეზრა, ვცოდეთ უფლისა, ღმრთისა ჩუენისა, და ვისხენით ჩუენ ცოლნი უცხოთესლთაგან მის ქუეყანისათა, და აწ არიან დღეს უშჯულოებანი ჩუენ შორის.

Verse: 90   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოვედით ყოველნივე და დავდვათ ფიცი წინაშე უფლისა და განვიყენნეთ ჩუენგან ცოლნი ჩუენნი, რომელ ვისხენით უცხოთესლთაგან, შვილითურთ მათით, ვითარცა ბრძანებს შჯულსა უფლისა, ღმრთისა ჩუენისასა.

Verse: 91   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდეგ მეყსეულად და Page of ms. O: 453v   აღასრულე, რამეთუ შენდა მიმართ არიან ყოველნი საქმენი ჩუენნი, და ჩუენ შენ თანა ვართ. რაჲცა ჰბრძანო, და ვყოთ!

Verse: 92   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ეზრა და აფუცნა მთავარნი იგი ტომთა მათ მღდელთანი და ლევიტელთანი და ყოველი ისრაელი ყოფად მსგავსად ამის სახისა, და ფუცეს.



Chapter: 9  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ეზრა ეზოჲსა მისგან ტაძრისა უფლისა და მივიდა სახლსა იოჰანესსა და ელისაბეანისსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნ დაადგრა, პური არა ჭამა და წყალი არა სუა, და გოდებდა ზედა უშჯულოებათა მათ და დიდთა მათ ცოდვათა სიმრავლესა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქადაგი ჴმობდა ყოველსა ჰურიასტანსა და იერუსალემსა. და ყოველნი იგი, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან, მოვიდეს და მოკრბეს იერუსალემდ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად ორისა და სამისა დღისა, რომელნი-იგი ვერ მიეწიფნეს მუნ, განსჯილნი წინამძღუართა მათგან და მოხუცებულთა, და იავარ-/ყვეს Page of ms. J: 156v  მონაგები მათი და იგი უცხოქმნულნი გარე-განჴადნეს სიმრავლესა მას ერისა მის ნატყუენავისასა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბეს ყოველნი, რომელნი იყვნეს ნათესავისა მისგან იუდაჲსნი და ბენიამენისნი, ვიდრე მესამედ დღედმდე იერუსალემდ, თუესა მას მეცხრესა, მეოცესა დღესა მის თჳსასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასხდეს მის თანა ყოველი იგი სიმრავლჱ სივრცესა მას ეზოჲსა მის სახლისა უფლისაჲსა, და განყინვებულნი ძრწოდეს სიფიცხ/ლისა Page of ms. O: 454r   მისგან ზამთრისაჲსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ეზრა და თქუა: თქუენ ხართ, რომელთა-იგი სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასულთა მათგან უცხოთესლთაჲსა და შესძინეთ უშჯულოებასა და ცოდვასა ზედა ისრაელსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მიეცით აღსაარებაჲ უფალსა, ღმერთსა მამათა ჩუენთასა,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყავთ ნებაჲ მისი, და განეყენენით ყოველთა წარმართთაგან ქუეყანისათა და ცოლთა მათგან უცხოთესლთაჲსა, რომელნი-იგი ისხენით.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერთბამად ყოველი იგი სიმრავლჱ ღაღადებდა დიდითა ჴმითა და იტყოდა: ეგრჱთ ვყოთ, ვითარცა-ეგე სთქუ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ჟამი ესე ზამთარი არს, და ჩუენ მრავალ ვართ ფრიად და ვერ შეუძლოთ ესრეთ დათმენად ზამთრისა ამის იწროებასა. და საქმჱ ესე არა თუ ერთ დღჱ არს, ანუ ორ დღჱ, რამეთუ დიდად ფრიად შევსცოდეთ ჩუენ ამით საქმითა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ დადგედ მთავარნი და წინამძღუარნი ზედა სიმრავლესა ამას და ყოვლისავე, რომლისა იყოს სახლსა თჳსსა დედაკაცი უცხოთესლი, მივიდენ და მოჰჴადონ მას ჟამი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და თითოეულად ადგილსა დადგედ მოხუცებულნი იგი და მსაჯულნი და ლხინება ყვედ და დააცხრვედ ჩუენგან რისხვაჲ უფლისაჲ დიდ-დიდთა მათ უკეთურებათათჳს, რომელნი ჩუენ ვქმნენით.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
იონათან აზაელეანი და ეზეკია თოკეანი თავს-იდვეს ყოფად ამისა, მოსოლამიოს და ლევი და საბატეოს, რომელნი-იგი ერთსიტყუა იყვნეს მათ თანა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი Page of ms. J: 157r  უბრძანეს, Page of ms. O: 454v   რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოირჩინა ეზრა კაცნი მღდელნი და მფლობელნი და მამათმთავარნი, მსგავსად სახელისა მათისა. და დასხდეს თჳსთავსა მას, თუესა მას მეათესა, რაჲთა აღასრულონ საქმჱ იგი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკრიბნეს და მოიყვანნეს მამანი და დედანი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ვიდრე თუედმდე პირველად.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და იპოვნეს მღდელთაგანნი, რომელნი შეკრებულ იყვნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთანი და იყვნეს შერეულ უღმრთოთა:

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ისუჲსთა იოსედეკეანისაჲ და ძმისა მისისა მათელაჲსა _ და ელიაზარ და იორბოს და იოვადა,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და იწყეს განშორებად ცოლთა მათ თჳსთა უცხოთესლთა და შეწირეს თითოეულად ვერძები მოსატევებელად ცოდვათათჳს უმეცრებისათა;

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ემორისთაჲ _ ანანია და ბადდიოს და მანნეს და სამმეას და იერიელ და აზარია;

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ფასურისთაჲ _ ელიანა და მასსიას, ისმაელ და ნათანაელ, უკეთლედოს და სალთოს;

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ლევიტელთაჲ _ იაზაპტოს და სემის და კონიოს, ესე არს სალვიტას, და ფათეოს, რომელი-იგიცა იყო იუდა, და იონას;

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფსალმუნეთა მათ მსახურთაგანნი _ ელიასიბოს და ბაქოროს;

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მეკარეთა მათგანნი _ სალომიოს და ტოლბანეს;

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისრაელისაგანნი ძეთა მათგან ფუროსისთაჲ _ Page of ms. O: 455r   და იერამოს და იედდიოს და მელქიას და მალეს და ელიაზაროს და საბიას და ბანეას;

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ელიაკიმისთაჲ _ მატთანიას, ზაქარიას, იეზორიელიელს, იობადიოს და იერიმოთს და იედიოს;

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ზათუმისთაჲ _ ელიადას და ელისიმოს, ოთონიოს, არიმოთს და საბათოს და ზარდე;

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ბებაისთაჲ _ Page of ms. J: 157v  იოანნეს და ანანიას და იოზაბოს და ევმაოზს;

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ემანისთაჲ _ ევლამოს, მამუმოს, იედეოს, იასობოს, იასაელოს და იარემოთს;

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ადდისთაჲ - ნათოს და მოოსიას, ლაკუნოს, ნაიდას და ტათიას და სესთეს და ბალუნოს და მანასეს;

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ანანიაჲსთაჲ _ ელიონას და ასეას და მელქიას და საბეოს და სიმონოს და ქოსამეოს;

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ასომატისთაჲ _ ანნესოს და მატათიას და ბანეოს და ელიფატალს და მანასეს და სემეის;

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ბალამისთაჲ _ ერემიას, მომდისის, მაეროს და იუელს, მამბდეს და პერდიას და ანოს, რაბასიონს და ანასიბოს და მამნეტანემოს, ელიასის და სჳმეის და სელემიაჲს და ნათანიას; და ძეთა მათგან ეზორაჲსთაჲ _ ესის, ეზრიელ, აზილ, სამატონს და ზამბრის, იოსებს;

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ნაუმისთაჲ - ზაზიკიას, ზაბადიას, ედესიოელს, ბენესიას

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
_ ესე ყოველნი იყვნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან; და Page of ms. O: 455v   განიშორნეს ცოლები იგი თჳსი და შვილნი თჳსნი.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიმკჳდრეს მღდელთა მათ და ლევიტელთა და ისრაელმან იერუსალემს, დაბნებსა მას, თთჳსათავსა მას, თთუესა მას მეშჳდესა, და ძეთა მათ ისრაელისათა დაიმკჳდრეს სამკჳდრებელთა თჳსთა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბა ყოველი იგი სიმრავლჱ ერთბამად ფართოსა ადგილსა, მზის-აღმოსავალით კერძო, წინაშე ბჭესა მას ტაძრისასა,

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს ეზრას, მღდელთმოძღუარსა და მთხრობელსა შჯულისასა, რაჲთა მიიღოს შჯული იგი მოსესი, მოცემული უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲ.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და შუა წარმოიღო ეზრა შჯული იგი წინაშე ყოველთა მათ მამათა და დედათა და წინაშე ყოველთა მათ მღდელთა, და ისმინეს შჯული იგი უფლისაჲ თთჳსთავსა მას მეშჳდისა მის თთჳსასა,

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და იკითხვიდა წიგნსა მას ბჭესა Page of ms. J: 158r  ტაძრისასა, ფართოსა მას, ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამადმდე წინაშე ყოველთა მამათა და დედათა, და ისმენდეს და გულისხმა-ჰყოფდეს ყოველი იგი სიმრავლე შჯულსა მას უფლისა ღმრთისასა.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგა ეზრა, მღდელი და მთხრობელი შჯულისა უფლისაჲ, ზედა ძელისა ბემონსა, რომელსა-იგი განემზადა.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
დადგეს მახლობელად მისა: მარჯუენით კერძო _ მატათია, სამუს, ანანია, აზარია, ჰურიას, ეზეკიაოს, ბალსამოს,

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
და მარცხენით კერძო _ ფალფეოს და მისაელ, მელქიას, ლოვთასუბუს, ნაბორიას, ზაქარიას.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო ჴელითა ეზრა წიგნი იგი შჯულისაჲ, რამეთუ ჯდა იგი დიდითა დიდებითა წინაშე ყოველთასა, და ყოველი იგი სიმრავლე სხდა წინაშე მისა.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს განყვნნა წიგნნი იგი შჯულისანი, ზე აღდგა ყოველი იგი სიმრავლე, და აკურთხა ეზრა უფალი, ღმერთი მაღალი, ღმერთი საბაოთ და ყოვლისამპყრობელი.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერთბამად ყოველმან სიმრავლემან თქუა: "ამენ". და აღიპყრნეს ჴელნი თჳსნი ზეცად და დავარდეს ქუეყანასა ზედა, პირსა ზედა თჳსსა, და თაყუანისსცემდეს უფალსა ღმერთსა.

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისუ და ავნნოს და სარაბიას, იადინოს, იაკობოს, საბატეოს, სავბეას, მაანნას და კალჳტას, აზარიას და იოზაბდოს და ანანიას, ფილათას _ ესე იყვნეს ლევიტელთა იგი, რომელნი ასწავებდეს ერსა მას შჯულსა უფლისასა და გულისჴმა-უყოფდეს მათ და აუვარებდეს შჯულითა უფლისა ღმრთისაჲთა.

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ატტარატელრას ეზრა მღდელსა და მთხრობელსა შჯულსა უფლისასა, და ლევიტელთა, რომელნი ასწავებდეს სიმრავლესა მას, ჰრქუა მათ წინაშე ყოვლისა:

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
დღჱ ესე არს დღჱ სიწმიდისა უფლისაჲ და ყოველნი დაჴსნილ არიან სმენითა შჯულისა მის უფლისაჲთა.

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
წარვედით, ჭამეთ სიპოხჱ და სუთ სიტკბოებაჲ და მიუძღუანეთ მათ წიგნი, რომელთა-იგი არარაჲ აქუნდეს,

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ წმიდა არს დღჱ ესე უფლისაჲ, და ნუ შეაწუხებთ მათ, რამეთუ უფალი ღმერთი არს, რომელმან დიდებულ გუყვნა ჩუენ.

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელთა მათ ყოველთა უბრძანეს ყოველსა სიმრავლესა Page of ms. J: 158v  მას და ჰრქუეს: დღე ესე წმიდა არს და ნუ შეაწუხებთ მათ.

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს სიმრავლესა მას: რომელსა აქუნდეს, ჭამენ და სუნ და მხიარულ იყავნ; და ეცინ მათ, რომელთა-იგი არა აქუნდეს. და იყვნეს ყოველნი მხიარულ მას დღესა ფრიად.

Verse: 55   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ აღვივსენით და გულისჴმა-ვყვენით სიტყუანი უფლისა, ღმრთისა ჩუენისანი, შჯულისა უფლისა ღმრთისანი, რომელსა თქუენ შეჰკერბით და ჩუენ გუასწავეთ.



Book: Esr.II_(Esr.)  

წიგნი ეზრა ზორობაბელისი

Chapter: 1  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 455v   Page of ms. J: 157v  პირველსა მას წელსა კჳროს მეფისა სპარსთაჲსა, აღსრულებასა სიტყჳსა უფლისაჲსა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისაჲთა განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, მეფისა სპარსთაჲსაჲ, და მისცა ბრძანებაჲ მცნებისაჲ ყოველსა საშარავანდედოსა თჳსსა და მიწერა ყოველთა მიმართ სახე ესე:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ესრე იტყჳს კჳროს, მეფჱ სპარსთაჲ: ყოველი შარავანდედებაჲ ქუეყანისაჲ მომცა მე უფალმან, ღმერთმან ზეცისამან, და მან მიბრძანა მე მოძიებად, რაჲთა უშჱნო მას ტაძარი იერუსალემს ჰურიასტანისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
თუ ვინმე იყოს თქუენგანი, ყოველსა მაგას ერსა უფლისასა, რომელსა თანა იყოს ღმერთი მისი, მის თანა აღვედინ იერუსალემს ჰურიასტანისასა და აღაშჱნენ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ისრაელისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და თავადი ღმერთი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალემს, იყავნ მის თანა; და ყოველი განმზადებულებაჲ მის თანა წარიღენ ადგილსა მას, სადა-იგი თჳთ დამკჳდრებულ არს. და თანა-წარიღენ ყოველივე აღსაგებელი თჳსი, რომელ-რაჲ იყოს ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ. სხუაჲ ჭურჭერი და საცხოვარი მოყუასთა თჳსთა თანა წარიღენ განსაგებელად ტაძრისა მის ღმრთისა იერუსალემდ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგეს მფლობელნი იგი მამათმთავართაჲ მათ იუდ/აჲსთაჲ Page of ms. O: 456r   და ბენიამენისთაჲ და მღდელნი იგი და ლევიტელნი და ყოველნივე, რომელთაჲ განაღჳძა უფალმან ღმერთმან სული მათი აღსლვად და აღშჱნებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალემდ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნი იგი, რომელნი იყვნეს გარემოჲს მათსა, შემწე ეყოფოდეს და განაძლიერ/ებდეს, Page of ms. J: 158r  ჴელთა მათთა მისცემდეს ოქროსა და ვეცხლსა და ჭურჭერსა და საცხოვარსა და ძღუნითა და შესაწირავითა აღავსებდეს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან კჳროს მღებად სცა ყოველი იგი სამსახურებელი სახლისა მის უფლისაჲ, რომელ გამოიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან იერუსალემით და მისცა დამარხვად სახლსა ღმრთისა თჳსისასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მოღებად სცა ყოველი იგი კჳროს, მეფემან სპარსთამან, ჴელითა მითრდატ მეფასისაჲთა და მიუთუალა და მისცა სამნასარს, მთავარსა იუდაჲსსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არს რიცხჳ აღთუალვისაჲ მის: საზორველნი იგი ოქროჲსანი ოცდაათ და საზორველნი სამსახურებელთა მათ ვეცხლისათანი ათას ოცდაცხრა

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და პინაკები ოქროჲსაჲ ოცდაათ და ვეცხლისანი მერმე ათას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი ჭურჭერი ოქროჲსაჲ და ვეცხლსაჲ ხუთ ათას ოთხას ყოვლითურთ, რომელნი გამოვიდოდეს სამნასარის თანა ბაბილონით იერუსალემდ.



Chapter: 2  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არიან ძენი თითოეულად ადგილთაგან თჳსთა, რომელნი გამოვიდოდეს ტყუეობისა მისგან, რომელნი წარტყუენნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ბაბილონდ, რომელნი მიაქცინა კჳროს ბაბილონით იერუსალემდ ჰურიასტანდ, კაცი თითოეულად ქალაქსა თჳსსა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 456v   რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ზორობაბელის თანა: ისუ, ნეემია, სარეა, ზრიელია, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა, _ ესე არს რიცხჳ კრებულისაჲ მის ისრაელისაჲ:

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ფურსისნი ორ ათას ას სამეოცდათორმეტ,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი საფატისნი ოთხას სამეოცდაათორმეტ,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი არისისნი შჳდას სამეოცდაათექუსმეტ,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ლეფთალემისნი მოაბელისანი და ძეთა ისუისთაჲ და ჰროაბისთაჲ ორ ათას რვაას და ათორმეტ,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ელამისნი ორ ათას ორას ერგასის და ოთხ,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ზატუნაჲსნი ცხრაას ოცდახუთ,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ქობერისნი შჳდას ერგასის,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. J: 158v  ძენი ბანეაჲსნი ექუსას ორმეოცდარვა,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბებჱსნი ექუსას ოცდასამ,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი არგჱსნი სამ ათას სამას ოცდაორ,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ადონიკამისნი ექუსას სამეოცდაშჳდ,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბასორისნი ორ ათას ექუსას და ექუს,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ადდინაჲსნი ოთხას ერგასის და ოთხ,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი აზარ ეზეკიაჲსნი ოთხმეოცდაათორმეტ,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბესეაჲსნი სამას ოცდასამ,

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი იაროვაჲსნი ას ოცდათორმეტ,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ასუმისნი ორას ოცდასამ,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი გაბერისნი ოთხმეოცდათოთხმეტ,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბეთლემისნი ას ოცდაორ,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ნოტოფისნი ერგასის და ექუს,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ანთუთისნი ას Page of ms. O: 457r   ოცდარვა,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ასემოთისნი ორმეოცდაორ,

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი კარიათირიმისნი _ ქაფირა და ბეროთ შჳდას ორმეოცდასამ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ზარამისნი და გებაისნი ექუსას ოცდაერთ,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი იმაქამაჲსნი ას ოცდაორ,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბეთელისნი და იედეაჲსნი ოთხას ოცდასამ,

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ნაბუისნი ას ერგასის და ორ,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი მაგებისნი ას ერგასის და ექუს,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ელამარისნი ათას ორას ერგასის და ოთხ,

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი არამისნი სამას და ოც,

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ლიდდონისნი _ ლოვ და დიდ და ონა შჳდას ოცდახუთ,

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი იერიქოვისნი სამას ორმეოცდახუთ,

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი სენნაჲსნი სამ ათას ექუსას ოცდაათ,

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი მღდელთანი მათ ძენი ედდოაჲსნი, სახლისა იუდაჲსნი იესე დეკეანისანი ცხრაას სამეოცდაცამეტ,

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ემერისნი ათას ერგასის და ორ,

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ფასურისნი ათას ორას ორმეოცდაშჳდ,

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ერემისნი ათას შჳდას.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელნი იგი ძენი ისუისნი და კადმიელ ძისა იუდიაჲსი სამეოცდაათოთხმეტ.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი-იგი იყვნეს მეფსალმუნენი და შემასხმელნი - და ძენი იგი ასაფისნი ას ოცდარვა.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი მეკარეთანი მათ: ძენი ელომისნი, ძენი ელუმიაჲსნი, ძენი ატტარისნი, ძენი ტელმონისნი, ძენი აკკუბისნი, ძენი ქატიტაისნი, ძენი სობაჲსნი _ ყოველნივე ას ოცდარვა.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. J: 159r  და ნათანისითგან Page of ms. O: 457v   თესლნი: ძენი სუვალისნი, ძენი ასუფაჲსნი, ძენი ტაბაოთისნი,

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი კერაოსისნი, ძენი სეაჲსნი, ძენი ფადოვნისნი,

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ლაბანისნი, ძენი გაბანისნი, ძენი იაკობისნი,

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი აბაბისნი, ძენი სელამისნი, ძენი ანანისნი,

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ეგდადესნი, ძენი გაარისნი, ძენი ჰერადისნი,

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ჰერასუნისნი, ძენი გაზაამისნი, ძენი ნიკოვდანისნი,

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ასაისნი, ძენი ფასესნი, ძენი ბაასისნი,

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ასაისნი, ძენი მონიმისნი, ძენი ნეფუსიმისნი,

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი გასუთისნი, ძენი აკუფაჲსნი, ძენი არურაჲსნი,

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბავლუთისნი, ძენი მიდაჲსნი, ძენი არისაჲსნი,

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბაკურისნი, ძენი სისარაჲსნი, ძენი მაანისნი,

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ნესოვაჲსნი, ძენი ატტოფაჲსნი,

Verse: 55   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი მონათა მათ სოლომონისთანი, ძენი სოტჳაჲსნი, ძენი ასუფერატისნი, ძენი ფადდურაჲსნი,

Verse: 56   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი იჱლაჲსნი, ძენი კერდოვნისნი, ძენი კედდიელისნი,

Verse: 57   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი საფატიაჲსნი, ძენი ატტილისნი, ძენი ფაქერათა-საბუმისნი, ძენი იემეისნი.

Verse: 58   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველნი იგი ძენი ნათანისნი და ძენი მონათაჲ მათ სოლომონისთანი სამას ოთხმეოცდაათორმეტ.

Verse: 59   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არიან გამოსრულნი თელმელექდ, ლარესად, ქერობდ, ედარჱ, მეჰერდ, და ვერ შეუძლეს თხრობად სახელთა მამათა თჳსთასა, უკუეთუ არს ნათესავი მათი ისრაელისაგან.

Verse: 60   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 458r   ძენი დაზაჲსნი, ძენი ტობიაჲსნი, ძენი ნეკოდაჲსნი ექუსას ერგასის და ორ.

Verse: 61   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან მღდელთაჲსა: ძენი აბაისნი, ძენი აკოსისნი, ძენი ბერზელჱსნი, ვითარცა მოიყვანნა ასულთა მათგან ბერზელოჲსთა გაალადიტელისაჲ თჳსა ცოლად, იყო დავიწყება სახელთა მათთა.

Verse: 62   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეძიებდეს ნათესავთა რიცხუსა წიგნსა მათსა და არა იპოვა, და განაშორნეს იგინი მღდელთაგან. ათას შჳდას ორმეოცდაათ წინაწარმეტყუელი (!)

Verse: 63   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ნათესავთა მათ: არა Page of ms. J: 159v  წეს არს თქუენდა ჭამად სიწმიდისა მისგან წმიდათაჲსა, ვიდრემდის ადგეს მღდელთმოძღუარი და განცხადებულად უჩუენოს და მის მიერ განათლდენ ყოველნი სრულიად.

Verse: 64   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ყოველი იგი კრებული ერთბამად ოთხ ბევრ ორ ათას სამას სამეოც,

Verse: 65   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნა მონათა და მჴევალთა მათთა. და მწყემსნი მათნი შჳდ ათას სამეოცდაათშჳდმეტ, და შემასხმელნი _ მეფსალმუნენი მათნი _ მამანი და დედანი ორას.

Verse: 66   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხენები მათი შჳდას ოცდათექუსმეტ და ჯორები მათი ორასორმეოცდახუთ

Verse: 67   Link to mcat Link to septLink to armat   
და აქლემები მათი ოთხას ოცდაათხუთმეტ და ვირები მათი ექუს ათას შჳდას და ოც.

Verse: 68   Link to mcat Link to septLink to armat   
და მფლობელნი იგი მამათმთავარნი, რომელნი მოვიდეს სახლსა უფლისასა იერუსალემდ, შეწირეს სახლსა ღმრთისასა განმზადებულებაჲ საშჱნებელად მისა,

Verse: 69   Link to mcat Link to septLink to armat   
რავდენცა იყო ძალი მათი Page of ms. O: 458v   სახლად აღსაგებელად საფასესა საჴმრისა მის: ოქროჲ ექუსი ბევრი და ათათასი დრამაჲ და ვეცხლი ხუთათასი ქანქარი და კუართები სამღდელოჲ ას ერგასის.

Verse: 70   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასხდეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი და ერისა მისგანნი და შემასხმელნი იგი და მეკარენი იგი და ნათანიელნი იგი ქალაქთა თჳსთა.



Chapter: 3  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვიდა და მოიწია ერთიღა იგი შჳდეული, და იყვნეს ძენი იგი ისრაელისანი თითოეულად თჳსსა ქალაქსა, და შეკრბა ყოველი იგი ერი ერთბამად, ვითარცა ერთი კაცი, იერუსალემდ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ისუ იოსედეკეანი და ძმანი მისნი, მღდელნი იგი, და ზორობაბელ, ძჱ სალათიელისი, და ძმანი მისნი, და აღაშჱნეს საკურთხეველი საკუერთხთაჲ უფლისა ღმრთისა ისრაელისაჲ შეწირვად მას ზედა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, კაცისა მის ღმრთისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და განჰმზადნეს საზორველნი და განმზადებულებისა მისებრ თჳსისაჲსა, რამეთუ ეშინოდა ნა/თესავთაგან Page of ms. J: 160r  მის ქუეყანისათა. და შეწირეს მას ზედა საკუერთხი მეყსეულად უფლისა ღმრთისა თჳსისა _ ერთი ცისკარს და ერთი მწუხრი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს დღესასწაული ტაძრობისაჲ, ვითარცა წერილ არს, და საკუერთხი დღითი-დღედ ერთ რიცხუად, ვითარცა ამცნო მათ უფალმან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესწირვიდეს სხუათაცა საკუერთხთა თთჳსთავთა და შაბათთა და ყოველთა დღესას/წაულთა Page of ms. O: 459r   წელიწადეულთა უფლისა სიწმიდეთა და ყოველთა მათ უვნებელთა, რომელთა შესცოდეს უფალსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და პირველისა მის თთჳსა მეშჳდესა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა. და სახლისაჲ მის უფლისაჲ არღარა დადებულ იყო საფუძველი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა ვეცხლი ქვისმჴდელთა და ხუროთა და საჭმელი და სასუმელი და ზეთი. სიდონელთა და ტჳრელთა დამოაქუნდა ნაძჳსა ძელი ლიბანით, ზღჳთ იოპეთ, ვითარცა უბრძანა კჳროს, მეფემან სპარსთამან.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეორესა წელსა გამოსლვისა მათისასა, რაჟამს მოვიდეს ტაძარსა მას უფლისასა იერუსალემდ, თთუესა მას მეორესა იწყეს ზორობაბელ სალათიელეანმან და ისუ იოსედეკეანმან და ძმათა მათთა და მღდელთა მათ და ლევიტელთა და ყოველთაჲ მათ მოსლვაჲ ტყუეობისა მისგან იერუსალემდ. დაადგინებდეს ლევიტელთა მათ, ოც წლითგან და მიმართსა, ზედამდგომელად ზედა საქმესა მას სახლისა უფლისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისუ და ძენი მისნი და ძმანი მისნი, კარდიელ და ძმანი მისნი და ძენი იუდაჲსნი, ზედამდგომელნი ზედა საქმესა სახლისა მის უფლისასა, ძენი ენადისნი, ძენი და ძმანი მისნი ლევიტელნი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადვეს საფუძველი და იწყეს შენებად სახლსა მას უფლისასა. დგეს მღდელნი იგი და შთაეცუა მათ კუართები მათი და ჰბერვიდეს ნესტუებსა თჳსსა. და ლევიტელნი იგი და ძენი ასაფისნი წინწილაჲთა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა, ვითარცა განაწესა დავით, მეფემან ისრაელისამან.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა კაცმან ზჳსსა* თჳსსა: Page of ms. J: 160v  აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი ისრაელსა ზედა. და ყოველი იგი კრებული დიდითა ჴმითა აკურთხევდეს უფალსა, რამეთუ დაიდვა საფუძველი სახლისა უფლისაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავალნი მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და მფლობელთა მათ მამათმთავართა და მოხუცებულთა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უფლისაჲ და აწ იხილეს თუალითა თჳსითა საფუძველი მისი, ტიროდეს დიდითა ჴმითა. და ყოველი იგი ერი სასწაულსა ჰყოფდა სიხარულისასა და აამაღლებდეს ჴმასა მათსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და არავინ იყო კრებულისა მისგან, რომელმანმცა შეუძლო ცნობად და სმენად ჴმაჲ იგი სიხარულისაჲ მის მათისაჲ ჴმითა მით ტირილისა მისგან სიმრავლისაჲსა, რამეთუ ერი იგი ღაღადებდა დიდითა ჴმითა და მიესმოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.



Chapter: 4  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა, რომელნი-იგი აჭირვებდეს იუდასა და ბენიამენსა, ვითარმედ ძენი იგი ისრაელისანი მოქცეულ არიან ტყუეობისაგან, აშენებენ სახლსა უფლისასა, ღმრთისა ისრაელისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიეახლნეს ზორობაბელს და მფლობელთა მათ მამათმთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენ თქუენ თანა, ვითარცა თქუენ, ვითხოვთ უფლისაგან, ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენ ეგრე შევსწირავთ შესაწირავსა დღით მიერითგან. ვინა[ჲ]თგან ასარდან, მეფემან ასურასტანისამან, მოგჳყვანნა ჩუენ აქა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ზორობაბელ და ისუ იოსედეკეანმან და ნეშტთა მათ მფლობელთა, მამათმთავართა ისრაელისათა: არა წეს-არს ჩუენდა და თქუენდა ერთბამად აღშენებად სახლისა უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲ. ჩუენ თჳთ აღვაშენოთ სახლი უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲ, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ კჳროს, მეფემან სპარსთამან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერი იგი მის ქუეყანისაჲ დააშთინებდა ჴელთა კრებულისა მის ჰურიასტანისათა და დააბრკოლებდეს შენებისა მისგან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიდგინნეს მორეწენი და ზრახვიდეს, ვითარმცა დააბრკოლნეს იგინი ყოველთა დღეთა კჳროს მეფისა სპარსთაჲსა, ვიდრე დღედ/მდე Page of ms. J: 161r  დარელ მეფისა სპარსთაჲსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
შარავანდედებასა ასარსურაისსა სპარსთა ზედა, დასაბამსა შარავანდედებისა მისისასა, მიწერეს წიგნი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ჰურიასტანს შინა და იერუსალემს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
დღეთა არტასესთ მეფისა სპარსთაჲსა მიწერა ხარკისმომჴდელმან მან წიგნი ასურებრი, და იყო იგი გამოთარგმნებულ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ერეუმ, ბაალტემ და სამსაი მწერალმან მიწერა წიგნი ერთი იერუსალემისათჳს ართასათ მეფისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე გამოირჩიეს ერეუმ, ბაალტამ და სამსაი მწერალმან და სხუათა მონათა და მოდგამთა ჩუენთა: დენეე, აფასათაქაიე, ტარფალიე, ალფარსიე, აქუვე, ბაბილვნიე, სუსაან, ქეედა, უეღე,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და სხუანი იგი დაშთომილნი ნათესავნი, რომელნი-იგი დაამკჳდრნა სჳნაფარ დიდმან და პატიოსანმან და დაამკჳდრნა ქუეყანასა, ქალაქსა სომორონს, ესე არს სამარიაჲ, და ნეშტნი იგი წიაღ მდინარესა მას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე არიან სიტყუანი მის წიგნისანი, რომელნი-იგი მიუძღუანნეს მათ: "ართასასთ მეფესა, მონანი შენნი, კაცნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან წიაღ მდინარესა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფისა, რამეთუ ჰურიანი ესე, რომელ მოვიდეს აქა შენგან ჩუენდა, შევიდეს ქალაქსა იერუსალემსა, განდგომილსა და განმამწარებელსა, რომელსა აწცა აშენებენ და ზღუდეთა მისთა აღმართებაჲ ჰნებავს და საფუძველთა მისთა აღამაღლებენ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფე, უკუეთუ ქალაქი ესე აეშენოს და ზღუდენი მისნი აღემაღლნენ, ხარკი შენ არავინ მოგცეს და მჴდომ ექმნენ მეფეთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრეთ წარმდებად და მჴდომად აღუდგენ მეფეთა და ჩუენ არა გუნებავს ხილვად. და ამის ყოვლისათჳს მივწერეთ შენდა, მეფე,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა იხილო და ძიება ჰყო მატიანთა საჴსენებელსა მამათა შენთასა და ჰპოვო და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთაჲ არს და ყოველსა ჟამსა წინა-აღუდგების Page of ms. J: 161v  მეფეთა, და შესავედრებელ არიან ყოველთა მეოტთათჳს ყოველთა ჟამთა უკუნისამდე, და ამისთჳსცა ქალაქი ესე აღიოჴრა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ გაუწყებთ თქუენ, მეფესა, უკუეთუ ქალაქი ესე აღეშენოს და ზღუდენი ამისნი აღემართნენ, არა იყოს შენდა მშჳდობა."

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიწერა მეფემან ჰრეუმ ბალტემისა და სამასაი მწერალისა და სხუათა მონათა და მოდგამთა მათთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სამარიას, და ნეშტთა მათ წიაღ მდინარისათა: "მშჳდობაჲ თქუენ თანა". და ჰრქუა:

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
"ხარკისმომჴდელნი ესე, რომელ მოავლინენით ჩემდა, მოვიდეს ჩემ წინაშე

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და გულისჴმა-მიყვეს მე ყოველივე, და მივიწიე და ვპოვე, რამეთუ ქალაქი ეგე საუკუნითგან ჟამთა განდგომილ არს და მჴდომ მეფეთა ყოველთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფენი ძლიერნი და ფიცხელნი და დადგრომილ იერუსალემს, და განძლიერდეს და დაიპყრეს ყოველი ქუეყანაჲ მზის დასავალით კერძო, წიაღ ევფრატსა მდინარესა. აწ დასდევით მათ ზედა ხარკი და ზუერი, რაჲთა არა მერმეცა თავსმოთნებით განლაღნენ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ გაუწყებ თქუენ: მივედით და დააყენენით იგინი და დააბრკოლეთ საქმე იგი მათი, რაჲთა არა აღიშენონ ქალაქი იგი მათი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შეუნდობთ მათ, ნუცა მიუტეობთ, არამედ გულსა დაიდევით და მოჰჴადეთ ყოველი ხარკი მათი და ზუერი, რაჲთა არა განმრავლდენ და განძლიერდენ და აღუდგენ მჴდომად მეფეთა დიდთა."

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა ხარკისმომჴდელმან მან ართასასთ მეფისამან (ესე რომელ არს არტახშესისი), მოიღო და აღმოიკითხა წიგნი იგი წინაშე ჰრეუმის და საის მწერლისა და მონათა და მოდგამთა მათთა. და აღვიდეს მსწრაფლ იერუსალემდ და ჰურიასტანდ დიდითა ძლიერებითა და მჴედრებითა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და დააყენნეს და დააბრკოლნეს ერნი იგი შენებისა მისგან, მას ჟამსა დაბრკოლებულ, მოცალე იქმნა საქმე იგი ტაძრისა ღმრთისაჲ იერუსალემს. და Page of ms. J: 162r  იყო მოცალებულ ვიდრე მეორედ წლადმდე დარელ მეფისა სპარსთაჲსა.



Chapter: 5  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია ადდოვიაჲ, წინაწარმეტყუელებდეს ზედა ჰურიასტანსა და იერუსალემსა, სახლსა ღმრთისა ისრაელისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა აღდგეს ზორობაბელ სალათიელეანი და ისუ იოსედეკეანი, იწყეს შენებად სახლისაჲ მის უფლისა ღმრთისა იერუსალემს, და ერთსიტყუა იყვნეს მათ თანა, წინაწარმეტყუელნი იგი ღმრთისანი შეეწეოდეს მათ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მოვიდა მათა თათანი, მთავარი იგი, ევფრატით მდინარით კერძოჲ და საფრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი, და ჰრქუეს მათ: ვინ გიბრძანა შენებაჲ სახლისაჲ მაგის თქუენ, ანუ ვისითა სიტყჳთა აღჰმართენით თქუენ გოდოლნი მაგისნი?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ანუ რაჲ ჰრქჳან სახელი კაცთა მაგათ, რომელნი წინამძღუარ არიან შენებისათჳს ამის ქალაქისაჲსა?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს თუალნი უფლისანი ზედა ჰურიათა, მოქცეულთა მათ ტყუეობისაგან, და არა დააყენნეს იგინი, ვიდრემდის აუწყონ დარელს მეფესა. და მაშინ წარავლინეს ხარკისამომჴდელი იგი ამის საქმისათჳს,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა მეცნიერ იქმნენ წიგნთა, რომელ-იგი წარავლინეს თათანაელ, მთავარმან მან მდინარით კერძომან, და სათრაბუზმან და მოდგამთა მათთა და აფარასაქეე მდინარით კერძოჲ, დარელ მეფისა,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რეისიმ* მიავლინნა მისა და ესრეთ წერილ იყო დარელ მეფისა: "მშჳდობაჲ მრავალი თქუენდა!

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
უწყებულ იყავნ მეფისა, რამეთუ მივედით ჩუენ ქუეყანად ჰურიასტანისად, ქალაქად იერუსალემდ, და ვიხილეთ ტაძარი უფლისა ღმრთისა დიდისაჲ, რამეთუ აშენებდეს რჩეულითა ქვითა და ძელთა სათხეპელად უპყრობდეს კედელთა მისთა. და საქმე იგი იყო წარმართებულ და განმარჯუებულ ჴელთა შინა მათთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ვჰკითხეთ მოხუცებულთა მათთა და ვარქუთ მათ: ვინ გიბრძანა თქუენ ამის სახლისა შენებაჲ, ანუ ვისითა სიტყჳთა დაამტკიცეთ ეგე?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვჰკითხეთ სახელი კაცთაჲ მათ წინამძღუართაჲ, რაჲთამცა გაუწყეთ შენ Page of ms. J: 162v  ესე, და მი-მცა-ვწერენით სახელნი კაცთაჲ მათ და მთავართა მათთაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე მომიგეს ჩუენ ჰურიათა მათ და მრქუეს ჩუენ: ჩუენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისა ცისა და ქუეყანისანი, და ვაშენებთ სახლსა მას, ვითარცა შენებულ იყო უწინარეს მრავლისა წლისა, რომელი-იგი აღაშენა მეფემან ისრაელისამან დიდმან მან სოლომონ, მსგავსად მის სახლისაებრ ჩუენცა დავამტკიცოთ ესე.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მამათა ჩუენთა განარისხეს ღმერთი ცისაჲ და ქუეყნისაჲ და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონელთაჲსა და ქალდეველთაჲსა და სახლი ესე აღაოჴრა და ერი იგი ჰმსახურებდა ბაბილონს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და პირველსა წელსა კჳროს მეფისა ბაბილოვნელთაჲსა კჳროს მეფემან ბრძანა შენებაჲ სახლისა ამის უფლისა ღმრთისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჭურჭელი იგი სახლისა მის უფლისა ღმრთისაჲ, ვეცხლისაჲ და ოქროჲსაჲ, რომელ-იგი წარიღო ნაბუქოდონოსორ იერუსალემით, და მოვიდა და მოიღო სახლთა ღმერთთა თჳსთასა, გამოიღო იგი კჳროს მეფემან სახლით სამეუფოჲთ და მისცა სამნასარს მეფასესა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას: ყოველივე სამსახურებელი ჭურჭერი აღიღე და მიიღე სახლსა უფლისა ღმრთისასა, რომელ-იგი არს იერუსალემს, და მიიღე ჭურჭერი ეგე ადგილსა თჳსსა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა სამნასარ მოვიდა და დადვა საფუძველი სახლისა მის უფლისა ღმრთისაჲ იერუსალემს, და მიერითგან ვაშენებთ და არღა აღგჳსრულებიეს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, ძიება ყავ და იხილე სახლთა და სამარხველთა წიგნთა საჴსენებელთა მეფეთა ბაბილონისთაჲსა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, უკუეთუ ნანდჳლვე კჳროს მეფემან ბრძანა შენებაჲ სახლისაჲ მის უფლისაჲ ჰურიასტანს და იერუსალემს და მეცნიერ იქმენ შენ, მეფჱ, ამის საქმისათჳს, მოწერე ჩუენდა."



Chapter: 6  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა დარელ მეფემან ძიება ყო და პოვა სახლსა მატიანთასა, საჴსენებელთა ბაბილონელთასა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და პოვა იამათიას, ქალაქსა ბატანაიელთასა Page of ms. J: 163r  თავი ერთი წიგნი ტომარი, და ესრე წერილ იყო წიგნსა მას საჴსენებელთასა:

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
"წელსა პირველსა კჳროს მეფისასა კჳროს მეფემან უბრძანა სახლისა უფლისაჲ, რომელ არს იერუსალემს, და თქუა: აღიშენენ ტაძარი უფლისაჲ და ადგილი, სადა შეწირონ შესაწირავი უფლისაჲ. და მისცა ზომი სიმაღლისაჲ სამეოც წყრთა და სივრცისაჲ სამეოც წყრთა,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამი ჯერი ქვათაგან ძლიერთაჲ და ჯერი ერთი ძელი. და ესრეთ აღიშენენ და დაირთუენ ყოველი იგი ტაძარი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჭურჭერი იგი სახლისა უფლისაჲ, ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რომელი-იგი წარმოიღო ნაბუქოდონოსორ სახლისა მისგან უფლისა იერუსალემით და დადვა ბაბილონს, აწ მიეცით და მიიღეთ ადგილად ტაძრად უფლისა იერუსალემდ, და მივედით და მიიღეთ ადგილად თჳსად, სახლსა ღმრთისასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ მიეცით წიგნი ბრძანებისაჲ მთავრისაჲ მის მდინარით კერძოჲსა სათრაბუზანს და მონათმოდგამთა თჳსთა აფარსაქეეს მდინარით კერძოსა და უფროჲსღა შორიელთა ადგილთა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ამიერითგან მიუშჳთ შენებაჲ სახლისა მის ღმრთისაჲ მთავართა მათ და ჰურიათა და მოხუცებულთა მათ ისრაელისათა და აღაშენეთ სახლი იგი ღმრთისაჲ ადგილსავე თჳსსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე მიბრძანებიეს, რაჲთა არღარავინ აყენებდეს მოხუცებულთა ჰურიასტანისანისათა აღშენებად სახლისა უფლისა, ღმრთისა თჳსისასა, და ჴელმწიფებისაგან სუფევისა ჩემისაჲსა, რომელ არიან ხარკისმომჴდელნი მდინარით კერძონი, ყოვლითა კრძალულებითა მისცედ საჴმარი კაცთა მაგათ და ნუმცა დააბრკოლებენ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილნი კუროთანი და ვერძთანი, წელიწადეულნი საკუერთხად უფლისა ღმრთისა ზეცათაჲსა; იფქლი და მარილი და ღჳნოჲ და ზეთი, ვითარცა გიბრძანონ მღდელთმოძღუართა მათ იერუსალემისთა, იყავნ დაუბრკოლებელად Page of ms. J: 163v  მიცემულ დღითი დღედ, ვითარცა იგინი მიიღებდენ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეწირეთ მსხუერპლი სულნელი უფლისა, ღმრთისა ზეცათაჲსა, და ლოცვა-ყვედ ცხორებისათჳს მეფისაჲსა და ძისა მისისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჩემგან განვიდა ბრძანებაჲ ესე, და ყოველი კაცი, რომელი წინა-აღუდგეს ბრძანებასა ჩემსა, დაარღჳეთ სახლი მისი და მიიღეთ ძელი სახლისაგან მისისა და აჰმართეთ ძელი იგი და დაჰმშჭუალეთ კაცი იგი მას ზედა, რომელი წინა-აღუდგეს ბრძანებასა ჩემსა. და იყავნ მისა საყუედრელად საუკუნოდ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ღმერთმან, რომლისაჲ დამკჳდრებულ არს სახელი მისი მას ზედა, განჴრწენინ და დაარღჳენ მეუფებაჲ და ერი, რომელი წარმდებ იქმნა და აღყო ჴელი თჳსი დაყენებად და განრყუნად სახლისა მის უფლისა ღმრთისა, რომელ-იგი არს იერუსალემს. მე, დარელ მეფემან, დავდევ ბრძანებაჲ ესე და ნუვის უფლიეს გარდასლვად."

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მთავარი იგი მდინარით კერძოჲ და სათრაბუზმან და მონათმოდგამნი მათნი, რომელ-იგი მიწერა დარელ მეფემან, მსწრაფლ აღასრულეს ბრძანებაჲ იგი მისი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოხუცებულნი ჰურიათანი აშენებდეს და ლევიტელნი იგი, ჟამთა მათ წინაწარმეტყუელებისათა ანგეაჲსთა და ზაქარიაჲსთა, ძისა ადდოვეაჲსისა, აღაშენეს და დაამტკიცეს ბრძანებისა მისებრ უფლისა, ღმრთისა ისრაელისა, ვითარცა უბრძანა კჳროს მეფემან და დარელ და ჟამთა ართასასისთა, მეფისა სპარსთაჲსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა დღესა სამ იყო ადარ თთჳსაჲ, წელსა მას მეექუსესა შარავანდედებასა დარელისსა, მეჰრაკნისა თთუესა აღესრულა ტაძარი იგი ღმრთისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ძეთა ისრაელისათა, მღდელთა მათ და ლევიტელთა და რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან, სატფური სახლისა უფლისაჲ დიდითა სიხარულითა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
შეწირეს სატფურსა მას სახლისა Page of ms. J: 164r  უფლისასა ზუარაკი ასი, ვერძი ორასი, კრავები ოთხასი და წელიწადეული თხათაგან ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაელისათჳს ათორმეტ, მსგავსად რიცხჳსა მისებრ ნათესავთა ისრაელისათა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგინნეს მღდელნი იგი თითოეულად ადგილთა თჳსთა და ლევიტელნი იგი განწილვისა მისებრ განყოფისა მათისაჲსა მსახურებასა მას უფლისა ღმრთისასა იერუსალემს, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ძეთა ისრაელისათა, გამოსრულთა მათ ტყუეობისაგან, ზატიკი იგი უფლისაჲ მეათოთხმეტესა თთუესა მის პირველისასა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი, და იყვნეს ყოველნი წმიდა და შეწირეს ზატიკი იგი უფლისაჲ ყოველთა, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან ძმათა მათთა და მღდელთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეჭამეს ძეთა ისრაელისათა ზატიკი იგი, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან და ყოველნივე, რომელნი განშორებულ იყვნეს სიბილწისა მისგან ნათესავთაგან მის ქუეყანისათა, და რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს მათა გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაელისა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს დღესასწაული ბალარჯობისაჲ შჳდ დღჱ და განმხიარულდეს ფრიად, რამეთუ მხიარულ ყვნა იგინი უფალმან და მოაქცია გული მეფისაჲ მის ასურთაჲ მათა მომართ, რაჲთა შეეწიოს და განაძლიერნეს ჴელნი მათნი საქმედ ტაძრისა მის უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲსა.



Chapter: 7  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მათ სიტყუათა შარავანდედებასა არტაშესის, მეფისა სპარსთაჲსა, გამოვიდა ეზრა, ძჱ სარუველისი, ძჱ აზარიაჲსი, ძჱ ქელკიაჲსი,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ სალუმაჲსი, ძჱ სუდაკისი, ძჱ აქიტობისი,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ სამარიაჲსი, ძჱ ეზრაჲსი, ძჱ სათიოლისი,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ ზარეაჲსი, ძჱ ოზიაჲსი, ძჱ ბუკეიისი,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ძჱ აბისუმაჲსი, ძჱ ფენესესი, ძჱ ელეაზარისი, ძჱ აჰრონისი, პირველისა მის მღდელისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ეზრა, რომელი გამოვიდა ბაბილონით, და ესე იყო მწერალი მალედ შჯულისა მის მოსესისაჲ, რომელი მისცა უფალმან, ღმერთმან ისრაელისამან, და Page of ms. J: 164v  მისცა მას მეფემან ყოველივე, რაჲცა უნდა და ითხოვოს, რამეთუ ჴელი უფლისა, ღმრთისა თჳსისაჲ, იყო მის თანა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათგან ისრაელისათა და მღდელთა მათგანნი და ლევიტელთაჲ და შემასხმელთა მათგანნი, მსახურთაჲ და მეკარეთა მათგანნი და ნათანაელთა მათგანნი იერუსალემდ. თჳსთავსა პირველისა მის თჳსასა გამოვიდა ეზრა ბაბილონით და თთჳსთავსა თხუთმეტეულისასა შევიდა იერუსალემდ წელსა მეშჳდესა არტახშესის მეფისასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოვიდა იერუსალემდ თთუესა მას მეხუთესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისაჲ მის,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და თთჳსთავსა მის მეხუთისა თთჳსასა მოვიდა ეზრა იერუსალემდ, რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისაჲ აღმაღლებულ იყო მის თანა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიდვა ეზრა გულსა თჳსსა მოძიებად შჯულისა მის უფლისა და აღწერად მისა და სწავლად ისრაელისა ბრძანებანი მისნი და განკითხვანი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არს წელი ბრძანებისაჲ, რომელი-იგი მისცა არტახშეს მეფემან ეზრას, მღდელსა და მწერალსა წიგნთასა, და სიტყუათა უფლისათა და ბრძანებათა მათ, რომელი იყო ზედა იერუსალემსა:

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
"არტახშეს, მეფჱ მეფეთაჲ, ეზრას, მწერალსა შჯულისა უფლისა, ღმრთისასა ზეცათაჲსა, ყოვლითა სიმტკიცითა

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მივეც მე ბრძანებაჲ ყოველთა ზედა, რომელნი არიან სუფევასა ჩემსა ერისა მისგან ისრაელთაჲსა, მღდელთა მათგან და ლევიტელთა, რაჲთა აღვიდენ ყოველნი იერუსალემდ შენ თანა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
პირისაგან მეფისაჲსა და შჳდთა თანამზრახვალთა მიწერა წიგნი მოძიებაჲ ჰურიათაჲ წინამძღურებითა ეზრაჲსითა, რომლისაჲ იყო შჯული ღმრთისაჲ ჴელთა შინა მისთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა მეფემან სახლსა უფლისასა ვეცხლი და ოქროჲ თანამზრახვალითურთ თჳსით იერუსალემდ დადებად ტაძარსა მას შინა წინაშე უფლისა, ღმრთისა ისრაელისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველივე რავდენიცა იპოვოს ვეცხლი და ოქროჲ, რომელნი მიიტყუენნეს ჰურიანი მსხემობით ბაბილონდ Page of ms. J: 165r  ერმან მან და მღდელთა მათ თანა წარიღედ და მიიღედ სახლსა მას ღმრთისასა იერუსალემდ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთავე, რომელნი განვიდენ, იგინი განმზადენთ ესრე სახედ, ვითარცა მივწერეთ: ზუარაკები, ვერძები და კრავები და საკუერთხნი და შესაწირავნი მათნი, და შეწირეთ ზედა საკურთხეველსა უფლისა, ღმრთისა თჳსისასა, იერუსალემდ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და უფროჲს და უმეტეს შენთჳს და ძმათა შენთათჳს ვყავ ქველისსაქმჱ და დაუტევე ოქროჲ და ვეცხლი, და ვითარცა შეაშუს უფალსა თქუენსა, ეგრეცა ყავთ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჭურჭერი იგი მიგეცეს შენ სამსახურებელად სახლისა უფლისა, წარიღე შენ თანა და მიეც სახლსა უფლისასა იერუსალემს.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტი იგი მიეც დამარხვად საფასესა სახლსა სამეუფოსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მე, არტაშეს მეფემან, მივეც ბრძანებაჲ ყოველთა მეფასეთა, რომელნი იყვნეს მიერ კერძო მდინარით ევფრატით, ყოველსავე, რასაცა ითხოვდეს თქუენგან ეზრა, მღდელი და მწერალი შჯულისა უფლისაჲ, ღმრთისა ზეცათაჲსაჲ,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მზა უყავთ ვეცხლი ასი ტალანტი და იფქლი ასი საწყაული და ღჳნოჲ ეგრეთვე და ზეთი იგივე ზომი, და ნუმცა ვინ წინა-აღუდგების ბრძანებასა მეფისასა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე, რაჲცა ვბრძანე სახლისა უფლისა, ღმრთისა ცათაჲსა, ეგრეცა იყავნ. და ნუ ვინ ჴელსა მიჰყოფნ დაბრკოლებად სახლისაგან უფლისა, ღმრთისა ისრაელისაჲსა, რაჲთა არა იყოს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზედა მეფობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და გაუწყებთ თქუენ, რაჲთა ყოველი, რომელი იყოს მღდელთა მაგათგანი და ლევიტელთაჲ და ფსალმუნთშემასხმელთაჲ და მეკარეთაჲ და ნათანიელთაჲ, რომელნი-იგი იყვნეს მსახურნი სახლისა უფლისანი, ნუმცა მისცემენ ხარკსა და ნუმცა ვის უფლიეს დამონებაჲ მათი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ, ეზრა, რომლისაჲ სიბრძნე ღმრთისა შენისაჲ ჴელთა შინა შენთა არს, დაადგინენ მწერალნი და მსაჯულნი მათ ზედა, რომლითა Page of ms. J: 165v  შჯიდენ ყოველსა მას ერსა, რომელნი არიან მდინარესა მას მიერ კერძო და ასწავებდენ ყოველთა შჯულსა უფლისა შენისასა, რომელთა-იგი არა იცოდიან.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთავე, რომელთა არა ყონ მსგავსად შჯულისა მის უფლისა და ბრძანებისა მისებრ მეფისაჲსა, მი-მცა-ეცემიან საშჯელსა საქმეთა მათთაებრ, გინათუ სიკუდილსა, გინათუ სატანჯველსა, გინათუ ზღვად, გინათუ პყრობილებად." მას ჟამსა თქუა ესრეთ ეზრა:

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი მამათა ჩუენთაჲ, რომელმან შთაუგდო გულსა მეფისასა. და დიდებულ ყავნ სახლი იგი უფლისა ღმრთისაჲ, რომელ არს იერუსალემს,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო ჩემ თანა წყალობაჲ და პატიოსან მყო მე წინაშე მეფისა და თანამზრახვალთა მისთა და წინაშე ყოველთა მთავართა მეფისათა. და მე განვძლიერდი, რამეთუ იყო ჴელი უფლისაჲ ყოვლითურთ აღმაღლებული ჩემ თანა, და შევკრიბენ ყოველნი მთავარნი ისრაელისანი, რომელნი გამოსრულ იყვნეს ჩემ თანა.



Chapter: 8  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე არიან მფლობელნი მამათმთავართანი, რომელნი გამოსრულ იყვნეს ჩემ თანა შარავანდედებასა არტახშეს მეფისასა და მეფისა მის ბაბილონელთაჲსა:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთაგან ფინეეზისთაჲ გერსონ; და ძეთა მათგან ითამარისთაჲ დანიელ; და ძეთა მათგან დავითისთაჲ ატუუს;

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ზაქარიაჲსთა და ძეთა მათგან ფოროსისთაჲ ზაქარია და მის თანა ასერგასის კაც;

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ფაათმოაბ ელიანა, ძე ზარეაჲსი, და მის თანა ორასი კაცთა მათგანი;

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ზათუველ სექენია, ძჱ აზილისი, და მათ თანა სამასი კაცთა მათგანი;

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ადეაჲსთაჲ ობენ, ძე იონათანისი, და მის თანა ერგასის კაცთა მათგანი;

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ელამისთაჲ ესაია, ძე ათალიაჲსი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან საფატისთაჲ ზამბდია, ძე მიქაელისი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი;

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან იოა/ბადია, Page of ms. J: 166r  ძჱ იეელისი, და მის თანა ორას და თორმეტ კაცთა მათგანი;

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ბაანისთაჲ სელიმიუთ, ძჱ იოსეფიაჲსი, და მის თანა ას სამეოცი კაცთა მათგანი;

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ბაბეისთაჲ ზაქარია, ძჱ ბებესი, და მის თანა ოცდარვაჲ კაცთა მათგანი;

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ადონიკამისთაჲ და აზგადისთაჲ იოენან, ძჱ ზაკატანისი, და მის თანა ას და ათი კაცთა მათგანი;

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ადონიკამისთაჲ ესქატი. და ესე არს სახელები ამათ ყოველთაჲ: ელიფალათ, იეიელ და სამეაჲ, და მის თანა სამეოცი კაცთა მათგანი;

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ბაგუისთაჲ უთაია და ზაბუთ, და მის თანა სამეოცნი კაცთა მათგანნი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევკრიბენ იგინი კიდესა მდინარისასა, რომელი ვალს იევის, და დავდევით მუნ სავანე სამ დღჱ, და სიმრავლე იგი ერისაჲ მის და ძეთა მათგან მღდელთაჲ და ძეთა მათგან ლევიტელთაჲ არავინ ვპვენ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივავლინენ ელიაზარისა და არიელისა და სემისა აონაამ და ზარიბ და ზეპანათან და ზაქარია და მესოლამ და იოარიბ და ელმათან,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და გულისხმა-უყავ და მოვიყვანენ იგინი წინაშე მთავართა მათ, რომელნი-იგი იყვნეს ადგილსა მეფასეთასა, და მივსცენ სიტყუანი პირსა მათსა, რაჲთა ეტყოდიან ძმათა თჳსთა თანა, ნათანიმ, რომელ-იგი არს ადგილსა მეფასეთასა, რომელნი-იგი მოიყვანნეს ჩუენდა, რომელნი-იგი შეასხმიდეს სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, ტაძარსა მას შინა უფლისასა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს ჩუენდა, რამეთუ იყო ჴელი ღმრთისა ჩუენისაჲ აღსამაღლებელად ჩუენ თანა მარადის ძეთა მათგან ლევიტელთაჲ და ძეთა მათგან ისრაელისათაჲ; და პირველად მოვიდეს ჩუენდა ძენი მისნი და ძმანი მისნი ათრვამეტ;

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ასებია და იესეა ძეთა მათგან მერარისთაჲ და ძმანი მისნი და ძენი მისნი ოც კაც.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნათანისგანნი, რომელნი-იგი მისცნა დავითმან და Page of ms. J: 166v  მთავართა მათ მონებად განცდად ლევიტელთა მათ და ნათანიმ ორას და ოც. და ყოველნივე შეკრბეს მსგავსად სახელისა მათისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივაწჳეთ მუნ მარხვაჲ კიდესა მის მდინარისასა ავუთაისსა, და ვილოცევდით წინაშე უფლისა, ღმრთისა ჩუენისა, და ვითხოვდით მისგან გზასა სიწრფოებისასა ჩუენთჳს და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისათჳს, რომელი იყო ჩუენ თანა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შევირცხჳნეთ თხოვად მეფისაგან შემწეობისათჳს მჴედრებისა, რაჲთამცა განმარინნეს ჩუენ მტერთა ჩუენთაგან გზასა მას. ვარქუთ ჩუენ მეფესა მას ესრეთ, ვითარმედ: ჴელი უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲ, შემწე არს ყოველთა, რომელნი ეძიებენ მას კეთილსა შინა, და ძლიერებაჲ მისი და რისხვაჲ მისი ყოველთა ზედა არს, რომელთა დაუტევეს იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიმარხევდით და ვითხოვდით ღმრთისაგან ჩუენისა ამის ყოვლისათჳს. და ისმინა ჩუენი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვავლინეთ მთავართა მათგანნი მღდელთაჲსა ათორმეტნი: სარაბიაჲ და ასაბიაჲ, და მათ თანა ძმათა მათგანნი ათნი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვწონეთ და მივეცით მათ ვეცხლი და ოქროჲ, სამსახურებელი პირველთაჲ მათ ღმრთისა ჩუენისაჲ, რომლითა აღგუამაღლნა ჩუენ მეფემან მან და თანამზრახვალთა მისთა და ყოველმან ისრაელმან, რომელნი-იგი ერთვე იყვნეს მუნ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვწონე და მივეც მათ: ვეცხლი ექუსას და ერგასისი ტალანტი და ჭურჭერი ვეცხლისაჲ ასი და ოქროჲსაჲ ასი ტალანტი

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჭურჭერი ოქროჲსაჲ ოცდასამი და ჭურჭერი სპილენძისაჲ წმიდაჲ, რჩეული, ოქროცხებული.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მათ: თქუენცა განწმედილ ხართ უფლისა ღმრთისა მიერ და ყოველი ჭურჭერი წმიდაჲ უფლისაჲ არს ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ წარრჩეულითა უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთაჲსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
მღჳძარედ დეგით და ჴუმილევდით, ვიდრემდის აღსწონოთ ეგე წინაშე Page of ms. J: 167r  მთავართა მათ, მღდელთა და ლევიტელთა და მფლობელთა მათ მამათმთავართა ისრაელისათა, რომელნი არიან იერუსალემს, კარავთა შინა სახლისა უფლისათა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღეს მღდელთა მათ და ლევიტელთა რიცხჳ იგი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ და ჭურჭრისაჲ და მიიღეს იერუსალემდ, სახლსა შინა ღმრთისა ჩუენისასა,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვდეგით და წარვიძრენით აოს მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტ იყო თთუჱ და თთჳსაჲ, და მოვედით და მოვიწიენით იერუსალემდ; ჴელითა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომელი იყო ჩუენ თანა, და მიჴსნნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა და მბრძოლთა ჩუენთაგან, რომელნი იყვნეს გზასა მას.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვედით იერუსალემდ და განვისუენეთ მუნ სამ დღჱ ოდენ.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღესა მას მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი იგი და ოქროჲ და ჭურჭერი სახლსა მას ღმრთისა ჩუენისასა ჴელთა მერევმოთისთაჲსა, ძისა ჰურიაჲს მღდელისათა და რომელ-იგი იყო მის თანა ელიაზარ, ძე ფინეზისი, და იოზაბად, ძჱ ისუჲსი, და ნოადია, ძჱ ბანეაჲსი, და სხუანი ლევიტელნი.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო აღთუალვაჲ რიცხჳსაჲ მის ყოვლისაჲ. და დაიწერა ყოველი იგი სწორად რიცხჳსა მის სრულისაჲ.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და მას ჟამსა შინა, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან, შვილნი მსხემობისანი, შეწირეს საკუერთხი უფლისა ღმრთისა ისრაელისა: ზუარაკები ათორმეტ ყოვლისათჳს ისრაელისა, ვერძები ოთხმეოცდაათექუსმეტ, კრავები სამეოცდაათშჳდმეტ და წელიწადეულნი ცოდვათათჳს ათორმეტ - და ესე ყოველი საკუერთხები შეწირეს უფლისა ღმრთისა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცეს აღწერილი იგი წიგნი ჭურჭრისაჲ მის, რომელ-იგი ებრძანა მეფესა მას ნახპეტთა მათ მისთა, რომელნი-იგი იყვნეს მეფისანი, და მთავართა მათ მდინარით კერძოთა Page of ms. J: 167v  ევფრატისათა. და დიდებულ ყვეს ერი იგი და ტაძარი იგი ღმრთისაჲ.



Chapter: 9  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღსრულებასა მას ამის ყოვლისასა მოვიდეს ჩემდა მთავარნი და მრქუეს: არა განეშოვრა ერი იგი ისრაელსაჲ და მღდელნი იგი და ლევიტელნი ერისა მისგან და ქუეყანისა, რომელ განშოვრებულ არიან მათგან: ქანანელნი იგი და ქეტელნი იგი და ფერეზელნი და იებუსელნი იგი და ამორეველნი იგი და მოაბელნი იგი და მეგჳპტელნი იგი და მოვსიურელნი იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისხნეს მათ ცოლნი ასულთა მათთაგანნი - შვილნი და შვილთა მათთა შეერია და შეიბილწა თესლი სიწმიდისა მათისაჲ ერსა მის ქუეყანისასა, და იქმნა დასაბამი უშჯულოებისაჲ მის მთავართა მათგან.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავიპე სამოსელი ჩემი და დავიფხურენ თმანი და წუერნი ჩემნი და დავჯედ მგლოვარედ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკრბეს ჩემდა ყოველნი, რომელთა ეშინოდა ღმრთისაგან ისრაელისა, რომელნი-იგი იყვნეს შეკრებულ, გამოსრულნი იგი მწირობისაგან. და მე ვჯედ ეგრეთვე მგლოვარედ ვიდრე მოწევნადმდე შესაწირავისა მის სამწუხროჲსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეწირვასა მას მწუხრისასა აღვდეგ ურვისაგან ჩემისა და დაპებულითა მით სამოსლითა ჩემითა დაღონებულ ვიყავ და დადრეკილ ზედა მუჴლთა ჩემთა. და განვჰმარტენ და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩემისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვთქუ: უფალო ჩემო და ღმერთო, გურცხუენის და გუეშინის ჩუენ შენგან, აღამაღლე, ღმერთო ჩემო, პირი ჩემი შენდა მიმართ, რამეთუ უშჯულოებანი ჩუენნი განმრავლდეს ზედა თავთა ჩუენთა და ცოდვანი ჩუენნი განდიდნეს და აღმაღლდეს ვიდრე ცადმდე.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთაჲსა და ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდთა მოდღენდელად დღედმდე, და ცოდვათა ჩუენთათჳს მიგუცენ ჩუენ და მეფენი ჩუენნი და შვილნი ჩუენნი ჴელთა მეფეთა Page of ms. J: 168r  წარმართთაჲსა და მახჳლსა და ტყუეობასა და წარსატაცებელად და სირცხჳლსა პირისა ჩუენისასა ვართ მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოწყალებანი შენნი იყვნენ ჩუენ ზედა, უფალო, ღმერთო ჩუენო, და მოგუმადლე ჩუენ ცხორებაჲ და დაგუამტკიცენ ჩუენ ადგილსა სიწმიდისა შენისასა და განანათლენ თუალნი გულისა ჩუენისანი, უფალო, ღმერთო ჩუენო, და მოგუეც მაცხოვარებაჲ შენი ჩუენ, ცოდვილთა ამათ, და კაცად-კაცადი მონებასა შინა ჩუენსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დამონებულ ვიყვენით ჩუენ და მონებასა შინა ჩუენსა არა დაგუთხიენ ჩუენ, უფალო, ღმერთო ჩუენო, და მოსდრიკენ ჩუენდა წყალობანი შენნი წინაშე მეფისა მის სპარსთაჲსა მოცემად ჩუენდა მაცხოვარებაჲ შენი და აღმაღლებად და აღშენებად მოოჴრებულისა ამის უდაბნოჲსა და მოზღუდვად სიძნელე იუდაჲსი და იერუსალემისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ რაჲ-მე მიგიგოთ შენ წინაშე შენსა, უფალო, ღმერთო ჩუენო, ამის ყოვლისათჳს, რამეთუ გარდავჰჴედით შჯულსა შენსა, უფალო, ღმერთო ჩუენო, და ბრძანებასა შენსა,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი მოგუეც ჩუენ ჴელითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲთა, და სთქუ ესრე, ვითარმედ: ქუეყანასა მას, რომელსა შეხჳდეთ თქუენ დამკჳდრებად მას ზედა, არს ქუეყანაჲ იგი შეგინებული შეგინებითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა და ბილწებითა თჳსითა აღავსეს ქუეყანაჲ იგი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგანსა ცოლად ძესა შენსა და ასულთა თქუენთა ნუ მისცემთ ცოლად ძეთა მათთა, და ნუცა ეძიებ ყოფად მშჳდობისა მათ თანა ყოველთავე ჟამთა. და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა, და დაიმკჳდრედ შვილთა შენთა ქუეყანაჲ იგი უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჲ-იგი წარგჳჴდა ჩუენ საქმეთა ჩუენთათჳს და უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთაჲსა, არამედ შენ, უფალო ღმერთო, მრავალჯერ მოგჳტევენ ცოდვანი ჩუენნი და მოგუეც ჩუენ ესევითარი თესლი და ძირი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე მივსდერკით და გარდავაქციეთ შჯულსა Page of ms. J: 168v  შენსა და აღვერიენით სიბილწესა მწიკულევანსა ნათესავთა მის ქუეყანისათა, და არა განჰრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმედელად ჩუენდა მოაქამდე, ვიდრემდის არა დაშთეს ძლიერი და ნათესავი ჩუენი, და სასტიკებაჲ და სახელი შენი ჩუენ ზედა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო, ღმერთო ისრაელისაო, შენ მართალ ხარ და ჭეშმარიტ, და ჩუენ შეცოდებულ შენდამი, და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი ქუეყანისაგან, არამედ დაშთა ძირი და თესლი ერისა ჩუენისაჲ მოდღენდელად დღედმდე. აწ, აჰა ესერა, ვართ დღეს წინაშე შენსა, უფალო, უშჯულოებათა შინა ჩუენთა და ვერღარა შემძლებელ ვართ დადგომად წინაშე პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უშჯულოებანი ჩუენნი და უკეთურებანი ჩუენნი უფროჲს თმათა თავისა ჩუენისათა.



Chapter: 10  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 459v   *და რაჟამს თაყუანის-სცა ეზრა აღსაარებითურთ ამით და გოდებითა დიდითა დავრდომილი იდვა ზედა პირსა ქუეყანისასა, წინაშე ტაძარსა მას უფლისასა. შეკრბეს მისა ყოველნი, რომელნი იყვნეს იერუსალემს, ერი მრავალი: მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი; და გოდებდა ერი იგი და აღამაღლეს ჴმაჲ ტირილისა მათისაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუგო იექონია, ძემან ელიაჲსმან, ძეთა მათგან ელამისთაჲ, და ჰრქუა ეზრას: ჩუენ ვცოდეთ უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, და ვისხენით ცოლნი უცხოთესლთაგან მის ქუეყანისათა. და აწ არიან დღეს უშჯულოებანი შორის ისრაელსა და ცოდვაჲ დიდი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ აღვთქუათ აღთქუმაჲ წინაშე ღმრთისა ჩუენისა განჴდად ყოვლისა დედაკაცისა და ნათესავისა მათგანისა; და აწ, ვითარცა გნებავს, აღდეგ და შეაშინე მათ შჯულითა უფლისა, ღმრთისა ჩუენისაჲთა, ვითარცა მცნებაჲ ბრძანებს.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდეგ და ვისმინოთ პირისაგან შენისა და ჩუენ შენ თანა ვართ, განძლიერდი და ყავ, ვითარცა ბრძანებულ არს უფლისა მიერ, ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ეზრა და აფუცნა მამათმთავარნი იგი ტომთა მათ მღდელთანი და ყოველი ისრაელი Page of ms. J: 169r  ყოფად ამის სახისაებრ, და ფუცეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ეზრა პირისაგან სახლისა უფლისა და მივიდა სახლსა საფასისა იოჰანესსა, ძისა Page of ms. J: 459v  ელისუბისსა; პური არა ჭამა და წყალი არა სუა, და გოდებდა ზედა უშჯულოებათა მათთა და დიდთა მათ ცოდვათა სიმრავლესა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქადაგი იგი ჴმობდა იერუსალემს და ჰურიასტანს, და თქუა:

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე, რომელი არა მოვიდეს ვიდრე მესამედ დღედმდე მთავართა მათგან და მოხუცებულთა, იყავნ შეჩუენებულ ყოვლითურთ მონაგებით მისით, და იგი თავადი განჴედინ კრებულისა მისგან ერისა ისრაელისაჲსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბა ყოველი კაცი იუდაჲსი და ბენიამენისი იერუსალემდ ვიდრე მესამედ დღედმდე მეცხრესა მას თთუესა, რომელსა დღესა ოცი იყო თთჳსაჲ მის, და დასხდა ყოველი იგი ერი ურაკპარაკსა სახლისა უფლისასა, და იყვნეს შეძრწუნებულ ყოველნი სიტყუათაგან მისთა და ყინელისა მისგან ზამთრისაჲსა

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა ეზრა და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასულთაგან უცხოთესლთაჲსა და შესძინეთ უშჯულოებაჲ და ცოდვაჲ ზედა ისრაელსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მიეცით დიდებაჲ უფალსა, ღმერთსა მამათა ჩუენთასა, და ყავთ სათნოებაჲ წინაშე მისა, და განეყენენით და განეშორენით ყოველ-თაგან წარმართთა მის ქუეყანისათა და ცოლთაგან უცხოთესლთაჲსა, რომელნი ისხენთ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუგო ყოველმან მან კრებულმან და ჰრქუა: დიდ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ შენ ჩუენ ზედა,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ერი მრავალი ვართ ჩუენ და ჟამი არს ზამთრისაჲ და ვერ ვდგეთ გარეშე; და საქმჱ ეგე არა არს ერთ დღჱ, ანუ Page of ms. O: 460r   თუ ორ დღჱ, რამეთუ ფრიად შევსცოდეთ ჩუენ ამით საქმითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
დადგედ მთავარნი ყოველთა ადგილთა და ქალაქთა, და რომელთა ესხნენ ცოლნი უცხოთესლთანი, მოვიდედ ჟამსა მას, რომელ-იგი მოხუცებულთა მათ და მამათმთავართა განაწესეს ქალაქად-ქალაქად და დაისაჯნედ და განუქარვედ ცოდვაჲ Page of ms. J: 169v  იგი ჩუენგან, და გარე-წარაქციედ რისხვაჲ იგი ღმრთისაჲ ჩუენგან ამის სიტყჳსათჳს

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და იონათან, ძე აზელისა და იოვასია, ძე თეკუასი, დაადგინეს საქმესა ამას ზედა, და მეზოლამ და საბათი ლევიტელნი შეეწეოდეს მათ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ეგრე, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან, და გამოირჩინა ეზრა მღდელმან კაცნი იგი მთავარნი მამათმთავართა მათგან სახლისა თჳსისათა, კაცნი სახელოვანნი, და მოვლეს თთჳსთავსა მას მეათისა მის თჳსასა და განაგეს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაშორეს ყოველი კაცი, რომელსა ესუა ცოლი უცხოთესლი ვიდრე თთჳსთავადმდე თთჳსა მის პირველისა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და იპოვნეს ძეთა მათგან მღდელთანი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან: ძეთა მათგან ისუის იოსედეკეანისათაჲ და ძმათა მისთა მასეა და ელიეზერ, და იარებდ და გადალიმ,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და იწყეს განყენებად ცოლთა მათთა უცხოთესლთა მათგან. და შეწირეს თითოულად ვერძები ცოდვათათჳს უმეცრებისა თჳსისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ემერისა: ანანია და ზებედია;

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ერამისთაჲ: მასია, სელია, სამიელა, იჱლ და ოზია;

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ფასურისთაჲ: ელიანას, მასია, ისმაელ, ნათანაელ, იოსაფათ და ელასა;

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ლევიტელთაჲსა: იოზაბათ, სამ, კოვლია (ესე აკოვლიტას) და აფერთიას და იუდას და ელიეზერ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფსალმუნეთა და შემასხმელთაგანნი: ელისაბ; და მეკარეთა მათგანნი: სულემ, ტელესე და ჰურია;

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისრაელისაგანნი ძეთა მათ ფუროსისთაჲ: ჰრამიასელ, იაზია, მელქია, ეამიმ, ელიაზარ, ასაბია, ნიბანაია;

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ელამისთაჲ: ნატთონია, ზაქარია, იაიელ, ბაბდია, ერიმოოთ და ელია;

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ზათუვაჲსთაჲ: ელიონე, ელისუმ, მატთანა, იარმოოთ, ზაბაათ, ნაზიაჲ;

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ბაბისთაჲ: იოთანან, ანანია და ზაბუ, ოთალი;

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ბაბინესთაჲ: მოსულამ, მალუქს, ადაიას, იასობნ, საალ, ჰრემოთ;

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ფაათ Page of ms. J: 170r  მოაბისათაჲ: ადნე, ქაელ, ბანაიია, მასეა, მათანია, ბესეილ, ბანუვილ, მანასე;

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ერამისთაჲ: ელიეზერ, ესსია, მექია, სამერიას, სემეონ,

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ბენიამენ, მალუქ, სამარია;

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ასემისთაჲ: მათანაი, მათათა, ლაბაბათ, ელიფალეთ, იერემია, მანასე, სემეის;

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ბანისთაჲ: მოოდია, ამრამ, უველ,

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ბანია, ბადაია, ქელია,

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
უვინია, მარიმუთ, ელიმასიბ,

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
მათანია, მათანაიი,

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ძეთა მათ ბანუისთა და ძეთა სემეისთა

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
სელმიას და ნათან, ადაიას,

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
მაქნან, გადუ, ზესი, არუ,

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
ეზრიელ, სელიმიეს, სამარიას,

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
სელუმ, ამარიას, იოსებ;

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა მათგან ნაბუისთაჲ: იეიელ, მათათიეს, ზაბათ, ზებინნას, იადაიი, იადაელ, იოველ, ბანაია,

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 460v   *ესე ყოველნი იყვნეს, რომელთა ესხა ცოლები უცხოთესლები, და შობდეს მათგან ძეებსა და ასულებსა.



Book: Esr.II_(Neh.)  

სიტყუანი ნაუმისნი, ძისა აქაბისნი

Chapter: 1  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 460v   და იყო, თუესა მას ქასლევსა, წელსა მას მეოცესა არტაშჱს მეფისასა მე ვიყავ შუშს დედაქალაქთა მათ აბირაჲსთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა ერთი ძმათა ჩემთაგანი და კაცნი იუდაჲსნი. და ვჰკითხე მათ ჴსნილთა მათთჳს და განრინებულთა ტყუეობისა მისგან და იერუსალემისათჳს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრქუა მე: განრინებულნი იგი ტყუეობისაგან მათისა მუნ არიან, სოფელსა თჳსსა, დიდსა ჭირსა და ყუედრებასა. და ზღუდენი იერუსალემისანი ეგრევე დაჴსნილნი და დარღუეულნი და ბჭენი მისნი მომწუარ არიან ცეცხლითა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავჯედ და ვტიროდე და ვიგლოვდი მრავალ დღჱ, და ვიმარხევდ და თაყუანის-ვსცემდ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა ზეცათაჲსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვთქუ: უფალო ღმერთო ცათა და ქუეყანისაო, რომელი-ეგე ძლიერ ხარ და დიდ და საშინელ, დაუმარხე აღთქუმაჲ შენი და წყალობაჲ მოყუარეთა შენთა და რომელთა დაიცვეს შჯული შენი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
იყვნედ ყურნი შენნი სმენად და თუალნი შენნი ხედვად. და აწ ისმინე და იხილე ლოცვაჲ მონისაჲ შენისაჲ, რომელსა დღეს შევწირავთ შენ წინაშე ძეთა მათთჳს ისრაელისათა, მონათა შენთა, რომელნი მიეცნეს ჭირსა ცოდვ/ათა Page of ms. O: 461r   ჩუენთათჳს, რომელ-იგი შეგცოდეთ, მე და სახლმან მამისა ჩემისამან ვცოდეთ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარდასლვით გარდავჰჴედით და არა დავიმარხეთ შჯული შენი და ბრძანებანი და განკითხვანი შენნი, რომელნი გუამცენ ჩუენ ჴელითა მონისა შენისა მოსესითა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენე, უფალო, სიტყუაჲ, რომელი ამცენ მოსეს, მონასა შენსა: უკუეთუ თქუენ არა დაიმარხოთ შჯული ჩემი, მე განგაბნინე თქუენ წარმართთა შორის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ მოიქცეთ და დაიმარხოთ შჯული ჩემი და ჰყვნეთ იგინი, და თუ იყვნეთ განბნეულ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა და მიერცა შე-ვე-გკრიბნე თქუენ და მოგიყვანნე თქუენ ადგილსა მას, რომელი-იგი გამოვირჩიე და სადა დამკჳდრებულ არს სახელი ჩემი მას ზედა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, ესერა, მონანი შენნი და ერი შენი, რომელი იჴსენ ძლიერებითა შენითა და დიდითა ძალითა შენითა და მკლავითა შენითა მაღლითა,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დაგუთხევ ჩუენ ჴელთაგან შენთაჲსა, არამედ იყვნედ ყურნი შენნი მოხედვად ლოცვასა მონისა შენისასა და ისმინე ვედრებაჲ მათი, რომელთა ეშინის სახელისაგან შენისა, უფალო. და წარჰმართე თხოვაჲ ესე მონათა შენთაჲ დღეს შენ წინაშე. და მეც მე პოვნად წყალობისა წინაშე ამის კაცისა. და ვიყავ მე ღჳნის მნჱ მეფისა მის.



Chapter: 2  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, თთუესა ნისანსა, მეოცესა წელსა არტაშჱს მეფისასა, მიითხოვა ჩემგან ღჳნოჲ. და მოვიღე Page of ms. O: 461v   ღჳნოჲ და ვასუ მეფესა. და იყო მეფჱ იგი მარტოჲ, რაჟამს შესუა ღჳნოჲ იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მრქუა მე მეფემან: რად მწუხარე არს პირი შენი და რაჲ არს მისთჳს მიზეზი, გარნა უკეთურებაჲ. და შემეშინა მე ფრიად.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მეფესა მას: მეფჱ, უკუნისამდე ცხონდი, რაჲსათჳს არა იყოს მჭმუნვარჱ და მწუხარჱ პირი ჩემი, რამეთუ ქალაქი იგი და სახლი მამათა ჩუენთაჲ უდაბნო არს და ბჭენი მისნი განრყუნილ არიან ურიდად ცეცხლითა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრქუა მე მეფემან მან: რომლისა საქმისათჳს ეძიებ ამას? და ვილოცევდ უფლისა მიმართ ღმრთისა ზეცათაჲსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მე მეფესა მას: იყავნ ზედა მეფობასა შენსა კეთილი! და თუ ვპოვე მონამან შენმან მადლი წინაშე პირსა შენსა და გნებავს მივლინებაჲ ჩემი ჰურიასტანდ, ქალაქსა საჴსენებელსა მას მამათა ჩუენთასა, და მე სიტყჳთა შენითა აღვაშჱნო ქალაქი იგი ღმრთისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრქუა მე მეფემან და ხარჭმან მისმან, რომელი ჯდა მის თანა: რაჟამს ოდენ მიგცალდეს შენ, ანუ ოდეს მოიქცე შენ მუნით? და ყო კეთილი ჩემდა მომართ მეფემან მან და განმიტევა მე, და დაუდევ დროჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მეფესა მას: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მეც მე წიგნი მთავართა მათ მიმართ მიერ კერძო მდინარისა მის. და მიმიყვანონ მე, ვიდრემდის მივიდე ჰურიასტანდ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და წიგნი ერთი ასაფისა, Page of ms. O: 462r   რომელ-იგი არს მცველ ბოსტნისა მის სამეუფოჲსა, რაჲთა მცეს მე ძელი განსაგებელად ბჭეთა მათთჳს და ზღუდეთა და მის ქალაქისათჳს და სახლისა მისთჳს, რომელსა შევიდე მე მუნ. და მომცა მე მეფემან, რამეთუ ჴელი ღმრთისა ჩემისაჲ იყო ჩემ თანა კეთილობით.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვედ მთავართა მათ მდინარით კერძოთა, მივეც წიგნები იგი მეფისაჲ. და წარმაყვანნა მე მეფემან წინამძღუარნი ძლიერნი და წიგნები და ცხენები.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა სანაბალანტს მთავარსა და ტობიას, მონასა ამონისსა, და ბოროტ-უჩნდა წინაშე მათსა, რამეთუ ვითხოვენ მე კაცნი კეთილობით საჴმრად ისრაელისათჳს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვედით იერუსალემდ და ვიყვენით მუნ სამ დღე ოდენ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვდეგ ღამჱ მე და მცირედნი კაცნი ჩემ თანა იყვნეს. და არა უთხარ მე კაცთა მათ, ვითარმედ რაჲ შთამიგდო მე ღმერთმან გულსა ჩემსა ყოფად ისრაელისათჳს. და კარაული არა იყო ჩემ თანა, გარნა მარტოჲ იგი კარაული, რომელსა ზედა ვჯედი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვედ მე ბჭესა მას ნაღუარევისასა პირსა ზედა ქუეყანისა მის ლეღოვანისასა და ვიდრე ბჭედმდე წყაროთასა. და შეურვებულ ვიყავ იწროებითა მით წარსავალისაჲთა ზღუდესა თანა იერუსალემისასა, რომელი-იგი მათ განეწმიდა. და ბჭენი მისნი განრყუნილ იყვნეს ცეცხლითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვლე მე ბჭესა მას წყაროჲსასა წყალთა გარდამოსაქანელთა თანა. Page of ms. O: 462v   ესე არიან ამონიტელნი და მოაბელნი და სამარიტელნი მეფისათა, და არა იყო მუნ ადგილი კარაულისათჳს ჩემისა, ვითარმცა განვლე იგი ადგილი მჴედრ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვჴედ ზედა ზღუდესა მას ნაღუარევით კერძოსა ღამჱ და ვიყავ იწროებითა მით შეურვებულ ზღუდესა მას ზედა. და ვიყავ ბჭესა მას თანა ჴევისასა და მოვიქეც.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა აგრძნეს მჴუმილთა მათ, ვიდრე რაჲ მისრულ ვიყავ ანუ რასა ვიქმოდე. და ჰურიათა მათ და მღდელთა და პატიოსანთა და ერისთავთა და სხუათაცა, რომელნი აღასრულებდეს ღუაწლსა მას საქმისასა, ვიდრე აქა ოდენ არა მეთხრა მათა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მათ: თქუენ იხილეთ უკეთურებაჲ ესე, რომელსა შინა ვართ აწ, და ვითარ არს იერუსალემი უდაბნო და ბჭენი ამისნი ცეცხლითა მომწუარ. მოვედით და აღვაშჱნნეთ ზღუდენი იერუსალემისანი და არღარა იყვნეთ საყუედრელ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხარ მათ, ვითარმედ ჴელი უფლისაჲ იყო ჩემ ზედა კეთილობით და სიტყუანი იგი მეფისანი, რომელ მრქუნა მე. და ვარქუ მათ: აწ მოვედით და აღვდგეთ და ვიქმოდით და აღვაშჱნოთ ადგილი ესე ღმრთისაჲ. განძლიერდეს ჴელნი მათნი კეთილობად.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა სანაბალატს, აჰრონის და ტობის, მონათა ამონისთა, და გესამს არაბიელსა, და გუეკიცხევდეს ჩუენ, და მოვიდეს ჩუენდა და მრქუეს ჩუენ: რაჲ არს საქმჱ ეგე, რომელსა თქუენ იქმთ Page of ms. O: 463r   და გნებავს მეფისაგან განდგომაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუგე და ვარქუ მათ: ღმერთმან ცათამან წარგჳმართა და ჩუენ მონანი მისნი ვართ წმიდანი. და აღვაშჱნოთ ქალაქი ესე ღმრთისაჲ. და თქუენ არა გიც ნაწილი და საჴსენებელი და სამართალი იერუსალემს.



Chapter: 3  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდგა ელიასობ მღდელი იგი დიდი და ძმანი მისნი მღდელნი და აღაშჱნეს ბჭჱ იგი ავაზანთა მათ ჯურღმულისათა, და გაწმიდეს იგი, და აღჰმართნეს ბჭენი ჯურღმულისანი და განაგეს იგი ვიდრე გოდლადმდე ანამელისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴელთა კაცთა მათ იერიქოჲსათა და ჴელთა ძეთა მათ ზაქორისთა, ძეთა მათ ამარისთა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბჭჱ იგი იქეთურეანი აღაშჱნეს ძეთა ასანისთა და მათ გარდაჰრთეს და განაგეს იგი კლიტენი და მოქლონნი მისნი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელითა ამათითა ეპყრა ჰრომოთს და ძეთა ქორეისთა აკოვთისთა. და ჴელითა მათითა ეპყრა მოსოლას, ძესა ბარუქისსა, ძესა იჱსესსა, ზებელს. და ჴელითა მათითა ეპყრა სადუკს, ძესა ბანეაჲსსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴელისაგან მათისა ეპყრა თეკუიმ და ადურევ და არა მისცნეს ქედნი მათნი მათა მონებად.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბჭჱ იგი ძუელი ეპყრა ოდიას, ძესა ფალებისსა, და მესულამს, ძესა ბანჱაჲსსა. და ამათ განაგეს იგი და აღჰმართნეს ბჭენი მისნი და კართ-საჴშველნი და მოქლონნი მისნი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 463v   და შემდგომად მისა მათისა მის განწესებისა დაიპყრა ანანია, ძემან ჰროოკისმან, და დაუტევა იერუსალემელთა ვიდრე ზღუდედმდე ურაკპარაკთაჲსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მათისა დაიპყრა ჰრაფია მთავარმან ადგილთა მათ იერუსალემისათამან.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴელისაგან მისისა დაიპყრა იედაიე, ძემან ეროსაფისმან. და სახლით კერძო თჳსით. და ჴელითა თჳსითა დაიპყრა ატტოს, ძემან ასბანისმან.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეორედ დაიპყრა მელქიას, ძემან არამისმან, და ასობ, ძემან ფაათ მოაბისმან, ვიდრე გოდლადმდე თანურიმდ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴელისაგან მისისა დაიპყრა ალუმ, ძემან ალულჱსმან, მთავარმან ზოგისა იერუსალემით კერძომან, და ასულთა მისთა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბჭჱ იგი ჴევისაჲ დაიპყრეს ანუნ და რომელნი დამკჳდრებულ არიან ზანუნს, მათ აღაშჱნეს იგი და აღჰმართნეს ბჭენი მისნი და კართ-საჴშველნი და მოქლონნი. და ათასი წყრთაჲ აღაშჱნეს ზღუდისა მისგანი ვიდრე ბჭედმდე სანაცრისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ბჭჱ იგი სანაცრისაჲ დაიპყრა მელქი, ძემან ჰრექაბისმან, მთავარმან მან ადგილთა მათ ბეთაქარიმისთამან. თჳთ ადგილთა მისთა გარდაჰრთეს იგი და აღჰმართნეს ბჭენი მისნი და კლიტენი და მოქლონნი მისნი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ზღუდჱ იგი წყალთსადინელთაჲ მათ წყაროთაჲ დაიპყრა ორდიონ Page of ms. O: 464r   მთავარმან მან მეფისამან ვიდრე აღსავალადმდე, რომელი შთამოვალს ქალაქით დავითისით.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისა შემდგომად დაიპყრა ნეემი, ძემან აზბუქისმან, მთავარმან ბეთსორისმან, ვიდრე მტილადმდე დავითისად წყალთ გარდმოსაქანელთა მათმდე განგებულთა და ვიდრე ბეთაგარიდმდე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
შემდგომად მისა დაიპყრეს ლევიტელთა ჰორაონ, ძემან ბანეაჲსმან, და ჴელისაგან მისისა დაიპყრა ასაბია მთავარმან კეილარით კერძომან.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამისა შემდგომად დაიპყრეს ძეთა მისთა ბენაია, ძემან ადადისმან, მთავარმან მან კელაით კერძომან.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისა შემდგომად დაიპყრა ასურ, ძემან იაკუჲსმან, მთავარმან მასფეაჲსამან, ზოგი მეორისა მის ზღუდისაჲ. რომელი-იგი აღვიდა შემდგომად კიდესა მას გოდლისასა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მისა დაიპყრა ბარუქ, ძემან ზაბუნისმან, საზომი მეორისა მისგან კიდისა ვიდრე ბჭედმდე ბეთელოვასობისა, სადა დგან მღდელი იგი დიდი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მისა დაიპყრა მორამოთ, ძემან ჰურიაჲსმან, ძემან აქსისმან, საზომი მეორით ბჭითგან გეთელიასობით ვიდრე დასასრულადმდე მისა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
* და შემდგომად მისა დაიპყრეს მღდელთა მათ კაცთა აქჱქამისთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მისა დაიპყრა ბენიამენ და ასუბ წინაშე სახლთა თჳსთა. და შემდგომად მისა დაიპყრა აზარია, ძემან მასუისმან, ძემან ანანიაჲსმან, მახლობელად სახლისა თჳსისა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მისა დაიპყრა ბანია, ძემან ენდადადისმან, საზომი მეორითგან ბეთაზარით ვიდრე საკიდურადმდე და მოსაქცეველი იგი მოსავალისაჲ მის ადგილისაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
დაიპყრა ფალაქ, ძემან ოზიაჲსმან, პირისპირ სადგურისა მის და გოდოლი იგი, რომელი იყო გარე კერძო ტაძართა მათ სამეუფოთა უზეშთაეს ეზოჲსა მის საპყრობილესა, და შემდგომად მისა დაიპყრა ფადაია, ძემან ფოროსისმან.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნათაიმელნი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყვნეს ოფელეოს მტილისა გზასა ბჭესა წყაროთა მათ კერძოთასა მზის აღმოსავალით, და გოდოლი იგი გარჱ კერძოჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მისა დაიპყრეს თეკუელთა საზომი მეორჱ პირისპირ გოდლისა მის დიდისა, რომელი-იგი იყო გარეშე ვიდრე ზღუდედმდე სოფლადისა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და უზეშთაეს ბჭესა მას ცხენთასა დაიპყრეს მღდელთა მათ, კაცმან თითოეულად პირისპირ სახლსა თჳსსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მისა დაიპყრა სადუკ, ძემან ემერისმან, პირისპირ სახლსა თჳსსა. და შემდგომად მისა დაიპყრა სამეა, ძემან სექენისმან, რომელი-იგი იყო ჴუმილ ბჭეთა მათ მზის აღმოსავალისათა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მისა დაიპყრა, ანანია ძემან სელემიაჲსმან, და ანონ, ძემან სელეფოლისმან, საზომი მეორჱ. და შემდგომად მისა დაიპყრა მესულამ, ძემან ბარაქისმან, პირისპირ სახლსა მას საფასისა თჳსისა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომად მისა დაიპყრა მელქია, ძემან სარეფისმან, ვიდრე ბეთანათამიმდე, და სხუათა მათ მდიდართა ქალაქისათა და პირისპირ ბჭესა მას მაიფკადისასა ვიდრე გამოსავალადმდე მოსაქცეველისა მის.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და საშოვალ ბჭესა მას წყალთა გარდამოსაქანელთა დაიპყრეს ქელკიანი და მდიდართა მათ ქალაქისათა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
** და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს, ვითარმედ ჩუენ ვაშენებთ ზღუდეთა მათ და აღვჰმართებთ ზღუდეთა მისთა, შეუძნდა მის წინაშე და განრისხებულ იყო ძლიერად და ეკიცხევდა ჰურიასტანსა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა წინაშე ძმათა მათ თჳსთა: ესე არს ძლიერებაჲ იგი თქუენი, , სომორელნო, და ვითარ ჰურიანი იგი აღაშენებენ და განაძნელებენ ქალაქთა მათთა?

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და ტობის ამანიტელი მოსრულ იყო მათა და ეტყოდა: ნუთუ შე-ვითარ-უძლონ აღშენებად და ანუ შეწირვად საკუერთხთა, ანუ ჭამად შესაწირავთა მათგან და ადგილსა მას მათსა, და არა მიერ მოჴდენა მელნი და დაირღჳნენ ქვანი ზღუდეთა მისთანი?

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე ჩუენი, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საკიცხელ და შეურაცხ. და მიაგე ყუედრებაჲ მათი თავთა მათთა და მისცენ იგინი საკიცხელად წინაშე წარმტყუენველთა მათთა.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ დაეფარნენ უშჯულოებანი მათნი.



Chapter: 4  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს ესმა სანაბალატს და ტობიას არაბიელთა და ამონიელთაჲ, ვითარმედ მარჯუჱ იქმნა შენებაჲ ზღუდეთა იერუსალემისათაჲ, და ვიწყეთ თითოეულად ადგილთა საქმისა მის გამოჩინებად, ბოროტ-უჩნდა წინაშე მათსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბეს ყოველნი ერთბამად მოსლვად და ბრძოლად იერუსალემისა

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვილოცევდით უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა და დავადგინენით ჴუმილნი ჩუენ ზედა დღისი და ღამჱ პირისაგან მტერთაჲსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუეს კაცთა ჰურიასტანისათა: ვერ შეუძლოთ ესრეთ ბრძოლად და შენებად, არამედ ზოგნი მზად დგენ ჭურვილად და ზოგნი აშენებდენ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუეს, რომელნი-იგი მაჭირვებდეს ჩუენ, არა ვაცნობოთ მათ, ვიდრე აღდგომადმდე თითოეულად ადგილთაგან თჳსთა და მოვიდეთ შორის მათსა და მოვწყჳდნეთ იგინი და დავაყუდნოთ საქმჱ იგი მათი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს მოვიდეს ჰურიანი იგი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ადგილდ-ადგილდ, და მეტყოდეს ჩუენ: ნუუკუე გამოჴდენ ყოველთა ადგილთაგან ჩუენ ზედა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და დავადგინნეთ ქუეაღრე ადგილთა მათ უკუანა ზღუდესა მას სართულსა ქუეშჱ და დავადგინენ კაცნი ჭურვილნი: ლახუროსანნი და მშჳლდოსანნი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე აღვდეგი და ვეტყოდე კაცთა მათ, რომელნი განმზადებულნი და განკრძალულნი დგეს, და ერისთავთა მათ მათთა და მათცა, რომელნი-იგი ადგიდ-ადგიდ ჴუმილვიდეს: ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, მოიჴსენეთ უფალი ღმერთი ჩუენი, დიდი და საშინელი, და ჰბრძვეთ ძმათა თქუენთათჳს და ძეთა თქუენთათჳს და ცოლთა თქუენთათჳს და სახლთა თქუენთათჳს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისხმა-ვყავთ და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად მათა, განაქარვა ღმერთმან ზრახვაჲ იგი მათი. და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის, კაცად-კაცადი თითოეულად ადგილსა თჳსსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, მიერ დღითგან ზოგნი იგი განწესებულ იყვნეს საქმესა და ზოგნი იგი ჭურვილნი იყვნეს წინაშე პირსა მტერთასა, და ლახუარი და ფარი და მშჳლდი ჴელთა შინა მათთა, და დგან განმზადებულნი კაცი თითოეულად ზურგად-ზურგად ძმისა თჳსისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი-იგი აშენებნ ზღუდესა მას და არნ ჟამი, შეეწევინ ძმასა თჳსსა. და აქუნ ერთითა ჴელითა საჭურველი თჳსი და ერთითა ჴელითა მისცემნ ძმასა თჳსსა ქვასა ანუ თიჴასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი-იგი აშენებდეს, შეუბამნ კაცად-კაცადსა ჴრმალი თჳსი წელთა თჳსთა და საბარკალი ბარკალსა თჳსსა და ეგრეთ აშენებდეს ზღუდეთა მათ იერუსალემისათა. და რომელნი-იგი ჰბერვიდეს ნესტუსა რქისასა, დგეს მახლობელად მათსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ კაცთა მათ, რომელნი-იგი იყვნეს ჭურვილად განმზადებულ, და მთავართა მათთა: საქმჱ ესე დიდ არს და ფართო, და ჩუენ განბნეულ ვართ შენებასა ამის ზღუდისასა და შორს ვართ კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ დავადგინნეთ ადგილდ-ადგილდ კაცნი, რომელნი ჰბერვიდენ ნესტუებსა. და რაჟამს გესმეს ჴმაჲ ნესტჳსა მის რქისაჲ და მუნ მოკრბენ ყოველნი. და ღმერთი ჩუენი ჰბრძოდის ყოველთა მტერთა ჩუენთა ჩუენ წილ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მარადის ზოგნი-იგი იქმოდეს და ზოგთა მათ აქუნდა ჭური თჳსი განმზადებული გამობრწყინვებითგან ცისკრისაჲთ ვიდრე აღმოსლვადმდე ვარსკულავთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მარადის ზოგნი იქმოდეს და ზოგთა ჰქონდა ჭური თჳსი ცისკრით ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ კაცთა მათ ერისათა: მოვედით და დავიმკჳდროთ შორის ქალაქსა მას იერუსალემსა, და ღამჱ მჴუმილნი დავადგინნეთ გარემო ჩუენსა და დღისი ვიქმოდით.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვდგით მე და კაცნი იგი, რომელნი გარემო ჩემსა მცვიდეს მე და არავინ ჩუენგანი განიძარცჳს და არცა საჭურველი განიყენის.



Chapter: 5  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ღაღადებაჲ ერისა მის და ცოლებისა მათისაჲ, კაცისაჲ ძმისა მიმართ თჳსისა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუეს ძეთა ჩუენთათჳს და ასულთა ჩუენთათჳს, რომელთა მოაკლდა საზრდელი, მივიდეთ და ვიყიდოთ და ვჭამოთ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნიმე იტყოდეს: ყანაჲ ჩუენი და ვენაჴი ჩუენი და სახლნი ჩუენნი დაუხსნეთ წინდად და მოვიღოთ იფქლი და ვჭამოთ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს, რომელნიმე იტყოდეს: მივსცეთ მონაგები ჩუენი და მოვიღოთ ოქროჲ და ვეცხლი და მივსცეთ ხარკად მეფესა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ვითარცა ჴორცნი ძმათა ჩუენთანი არიან ჴორცნი ჩუენნი და ვითარცა შვილნი მათნი _ შვილნი ჩუენნი. და აწ რაჲსა მივსცენით ჩუენ ძენი ჩუენნი და ასულნი ჩუენნი წარვიდეს მძლავრებით. და არა არს ჴელთა შინა ჩუენთა ძალი, რომლითამცა ვიჴსნენით იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ჴორცნი ჩუენნი ვითარცა ჴორცნი ძმათა ჩუენთანი არიან და შვილნი ჩუენნი _ ვითარცა შვილნი მათნი. და აწ რაჲსა მივსცენით ძენი ჩუენნი მონებად და ასულნი ჩუენნი. წარვიდეს მძლავრებით. და არა არს ჴელთა შინა ჩუენთა ძალი, რომლითამცა ვიჴსნენით იგი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევწუხენ მე ფრიად, რაჟამს მესმა ღაღადებაჲ იგი მათი და სიტყუაჲ იგი მათი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
განვიზრახევდ გონებასა ჩემსა და ვიწყე ლალვად პატიოსანთა მათ მიმართ და მთავართა მათთა და ვარქუ მათ: თქუენ ხართ, რომელნი მოჰჴდით ხარკსა ძმათაგან თქუენთა, და უბრძანე მათ ყოფად კრებულად დიდად.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვეტყოდე მათ: ჩუენ ვიჴსნნეთ ძმანი ჩუენნი ჰურიანი, რომელნი-იგი განიყიდნეს წარმართთა შორის, რომელი-იგი ჩუენ ვერ გულისჴმა-ვყავთ. და თქუენ განჰყიდენით იგინი. და დადუმნეს იგინი და ვერარაჲ მომიგეს მე.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვთქუ: არა კეთილ არს საქმჱ ეგე, რომელსა-ეგე თქუენ იქმთ, რამეთუ არა გეშინის თქუენ ღმრთისა და მისთჳს ვერ განვერენით ჩუენ ყუედრებისაგან წარმართთა და მტერთა ჩუენთაჲსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მე ძმათა ჩემთა და მეცნიერთა, თქუენცა გეტყჳ: მივსცეთ ვეცხლი და ნაყოფი ჩუენი საჴსრად, რომელსა ითხოვენ ხარკისმომჴდელნი იგი,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიჴსნნეთ დღეს არენი და ვენაჴნი და ზეთისხილოვანნი და სახლები მაგათი ვეცხლითა ჩუენითა. და იყიდონ იფქლი და ღჳნოჲ და ზეთი და მოართუან მაგათ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუეს მთავართა მათ და სხუათა მათცა დიდ-დიდთა: მივაქციოთ მუნვე და მაგათგან არაჲ მოვიღოთ. და ეგრეთ ვყოთ, ვითარცა-იგი შენ გჳბრძანე. და მოუწოდე მღდელთა მათ და ვაფიცენ იგინი ამის სიტყჳსათჳს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუეს მთავართა მათ: ვყოთ, ვითარცა შენ გჳბრძანე. და მოუწოდე მღდელთა მათ და ვაფიცენ იგი ამის სიტყჳსათჳს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და საბლარდნელი იგი ჩემი განვყარე მაგრიად და ვთქუ: ესრეთ დაყარენ ღმერთმან ყოველი კაცი, რომელმან არა აღასრულნეს სიტყუანი ესე, ცხორებისაგან თჳსისა, და ადგილისაგან თჳსისა. ესრეთ დაყრილ და დაცჳვნებულ იყავნ ცხორებისაგან თჳსისა. და თქუა ყოველმან ერმან კრებულისამან: ამენ. და აკურთხეს ღმერთი. და ყვეს და აღასრულეს ყოველმან კრებულმან სიტყუაჲ ესე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიერ დღითგან, ვინაჲთგან უბრძანე, რაჲთა არა იყვნენ იგინი მთავრად იუდასა ზედა მეოცით წლითგან ვიდრე მეოცდაათედმდე წლად, მეორედ არტაშეს მეფისა ათორმეტ წელ მე და ძმანი ჩემნი ვიყვენით მთავრად, მძლავრობით ჩუენ არავისი ვჭამეთ და არცაღა ვსუთ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი-იგი ჰმძლავრობდეს პირველად და დაამძიმეს მათ და მოუღეს პური და ღჳნოჲ და სხუაჲ ყოველი, ვეცხლი დიდრაქმაჲ მივეც უფალთა თჳსთა და განვაყენენ იგინი მთავრობისა მისგან ერისაჲსა. და მე არა ვიყავ მათებრ შიშისა მისთჳს უფლისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და განმარჯუებული იყო საქმჱ იგი ზღუდისაჲ მის და არავის ვჰმძლავრე და მოუღე რაჲ: ანუ ვენაჴი, გინათუ სხუაჲ რაჲ. და ყოველნივე იყვნეს დაუყდუნებელ საქმესა მას ზღუდისასა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ას ოდენ კაც ჰურიათა მათგანი და სხუანი, რომელნი-იგი მოვიდოდეს წარმართთაგანნი ჩუენდა, რომელნი იყვნეს გარემოჲს ჩუენსა, მე მოვიყვანნი და ვრთნი პურსა ჩემსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეყვის დღესა ერთ ჟოჟარაკი და ექუსი ცხოვარი რჩეული და ერთი წელიწადეული კრავი. ესე იყო დღისაჲ ჩემი როჭიკი. და შუა ვყვი ათი დღე და ურიდად ვასუმიდი ღჳნოსა, და არავისი მოვიღე მძლავრებით პური ანუ ღჳნოჲ ყოველთაგან, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ მძიმე იყო საქმჱ იგი ერისაჲ მის.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მომიჴსენენ მე, უფალო, კეთილსა შინა, ვითარცა-იგი ვყავ მე ყოვლისა მის ერისათჳს.



Chapter: 6  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 464r   და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს და ტობიას და ქუეყანასა მას არაბიელთასა და სხუათა მრავალთა მტერთა ჩუენთა, ვითარმედ აღვაშჱნნეთ ზღუდენი იგი, არა დაშთა მათ თანა ძალი მათი და მუნ ოდენ ბჭეები არა განგებულ იყო.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოავლინეს სანაბალატ და გესამ და მრქუეს: Page of ms. O: 464v   მოვედ** და შევკრბეთ ერთად დაბნებსა მას ველისა მის ონაჲსსა. და მათ ეგულებოდა ძჳრისზრახვაჲ ჩემ ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუვლინენ მათ მოციქულნი და ვარქუ მათ: საქმესა ამას, რომელსა ვიქმ მე, საქმჱ დიდი არს; და არა მცალს შთასლვად თქუენდა, რაჲთა არა შუვა გამოჴდეს საქმჱ ესე. და რაჟამს აღვასრულო საქმჱ ესე, მაშინ შთავიდე თქუენდა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოავლინეს ჩემდა მრავალგზის და მე იგივე სიტყუაჲ მიუგე მათ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოავლინა ჩემდა სანაბალატ ყრმაჲ თჳსი და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი უბეჭდველი,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა წერილ იყო ესრჱთ: ყოველთა წარმართთა მიესმა, ვითარმედ შენ და ჰურიათა გეგულების განდგომად მეფისაგან და მისთჳს აშჱნებთ ზღუდეთა მაგათ და განაძლიერებთ გოდოლთა მაგათ, რამეთუ გეგულების შენ მეფობად.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამისთჳს დაგადგინენ შენ და წინაწარმეტყუელნი, რამეთუ გეგულების დაჯდომად იერუსალემს და მეფობად ჰურიასტანსა ზედა. აწ ნუუკუე მიუთხრან სიტყუაჲ ესე მეფესა, მოვედ და ამისთჳს ორთავე ვიზრახოთ ერთად.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივავლინენ მისა და ვარქუ: არავინაჲ არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა შენ იტყჳ. არამედ შენ თჳთ გულისაგან შენისა სტყუვი მაგას.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველნივე გუაშინებედ ჩუენ და იტყჳან: დაშთომილ იყვნედ ჴელნი მათნი და აღასრულონ საქმჱ მათი. და აწ განვაძლიერენ ჴელნი ჩემნი, ვიდრემდის აღეს/რულოს Page of ms. O: 465r   საქმჱ ესე სრულიად.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე შევედ სახლსა სემეაჲსსა, ძისა ადალისსა, ძისა მატაბელისასა, და იგი იყო დადუმებულ სახლსა შინა თჳსსა და მრქუა მე: შევკრბეთ სახლსა შინა უფლისასა და შევევედრნეთ მას შინა და დავჰკრძალნეთ ბჭენი მისნი, ნუუკუე მოვიდენ მტერნი ჩუენნი ღამჱ და მოგკლან შენ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვთქუ მე: ვინ არს იგი კაცი, რომლისაგან ვივლტოდი მე, ანუ ვინ არს კაცი ჩემებრი, რომელი შევიდეს სახლსა უფლისასა და განერეს იგი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და გულისხმა-ვყავ, რამეთუ არა იყო ღმრთისაგან მოვლინებულ, არცა იყო სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ ჩემთჳს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ტობიას და სანაბალატს მოენადა სასყიდლით ერი მრავალი ჩემთჳს, რაჲთამცა შევიშინე. და შევედ სახლსა უფლისასა. და ვიცოდე, რაჲთამცა დამდვეს ჩემ ზედა სახელი ბოროტი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მომიჴსენოს მე უფალმან ზაკჳსათჳს ტობისა და სანაბალატისა, რომელთა ზრახეს ჩემთჳს ძჳრი და აწუევდეს სიცრუვით წინაწარმეტყუელებად, რაჲთა შემაშინოს და შემაძრწუნოს მე.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღესრულა ზღუდჱ იგი ოცდამეხუთესა თჳსა მის ელუაჲსასა და ერგასის და ორ დღჱ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმა ესე ყოველთა მათ მტერთა ჩუენთა, შეძრწუნდეს ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემოჲს იყვნეს ჩუენსა; და დაეცა მათ ზედა ზარი და შიში ფრიადი. და გულისხმა-ყვეს, რამეთუ ღმრთისაგან იყო აღსრულებაჲ საქმისა მის ჩუენისაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მათ დღეთა შინა დიდითა პატივითა მიუძღუანეს ჰურიათა მათ წიგნი ტობის, და ტობი მოვიდა მათა. Page of ms. O: 465v  

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ იყვნეს მეცნიერ ურთიერთას, და იყო იგი სიძჱ სენექჱნიაჲსა, ძისა იერაჲსი. და იონათან, ძემან მისმან, შეირთო ცოლად ასული მესულამისი, ძისა ბარაქიაჲსი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუანი მისნი იყვნეს, რომელთა მოიღიან ჩემდა. და ჩემი სიტყუაჲ მიუთხრიან მას და წიგნი მრავალი მოწერის, რაჲთამცა შემაშინა მე.



Chapter: 7  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს აღიშჱნა ზღუდჱ იგი და აღვჰმართენ ბჭენი მისნი და დადგეს მეკარენი იგი, შემასხმელნი ფსალმუნითა, და ლევიტელნი იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვამცენ ანანიას და ძმათა ჩემთა. და ანანია მთავარი ზედა იერუსალემსა, რამეთუ იგი იყო კაცი ჭეშმარიტი და მოშიში ღმრთისაჲ მრავალთა უფროჲს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მას: ნუ განაღებ ადრე-ადრე ბჭეთა იერუსალემისათა ვიდრე აღმოსლვადმდე მზისა და ყოველთა ეღჳძოს-ღა, დაჰჴშევდ ბჭეთა მათ და კლიტითა დაჰკრძალევდ და დადგედ მჴუმილნი მკჳდრთა იერუსალემისათაჲ და კაცნი საჴუმილავსა თჳსსა და კაცნი თითოეულად სახლსა თჳსსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ქალაქი ესე დიდ არს და ფართო და ერი მცირედ არს მას შინა. და არღა ყოველი ტაძრები აღშჱნებულ არს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთააგდო ღმერთმან გულსა ჩემსა, და შევკრიბენ პატიოსანნი იგი მთავარნი და ერი ყოველი შესაკრებელსა ერთსა. და ვპოვე წიგნი ერთი ნათესავთა რიცხჳ, რომელნი გამოსრულ იყვნეს პირველ ტყუეობისაგან. და იყო მას შინა წერილი ესრჱთ:

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე Page of ms. O: 466r   არიან შვილნი, რომელნი გამოვიდეს ტყუეობისაგან, რომელნი მსხემ ყვნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან, და მოიქცეს იერუსალემდ და ჰურიასტანდ კაცი ქალაქად თჳსად,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი მოვიდეს ზორობაბელის თანა, და ისოჲს თანა, და ნეამის თანა აზარეანისა, და ელმია, ნეემეანი, მარდუქჱ, ბალლასან, მარასფარათ, ეზრა ბაგუიე, ნაუმ, ბაანა, მაფარ _ კაცნი ერისა ისრაელისანი:

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ფორონისნი ორ ათას სამეოცდათორმეტ,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი საფატისნი სამას სამეოცდათორმეტ,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ერასისნი ექუსას ერგასის და ორ,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ფათამოაბისნი ძეთა მათ ისუჲსთაჲ, იოაბისთაჲ ორ ათას ორას ათრვამეტ,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ელამისნი ათას ორას ერგასის და თორმეტ,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ზათურისნი რვაას ორმეოცდახუთ,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ზაქარიაჲსნი შჳდას სამეოც,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბანოვაჲსნი ექუსას ორმეოცდარვა,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბებეაჲსნი ექუსას ორმეოცდარვა,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი აზიაჲსნი ორ ათას სამეოცდაორ,

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ადონიკარისნი ექუსას ორმეოცდაოთხ,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ატერ ეზეკიაჲსნი ოთხმეოცდაათრვამეტ,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი სამეისნი სამას ოცდარვა,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბენიაზისნი სამას ოცდასამ,

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი გაბაონისნი ას და თორმეტ,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბელალეიმისნი ას ოცდასამ, Page of ms. O: 466v   ძენი ვატოფაჲსნი ერგასის და სამ,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ათათონისნი ას ოცდარვა,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნი ბეთაზმაჲსნი ორმეოცდაორ,

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ რვაას ორმეოცდასამ,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნი ბემაქერამაისანი ას ოცდაორ,

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნი იგი ბეთელისნი და არაჲსანი ას ოცდასამ,

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნი ნაბიაჲსანი ას ერგასის და ორ, კაცნი მაკებოისისნი ას ერგასის და ექუს,

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნი ელამისნი ათას ორას ერგასის და ექუს,

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ერამისნი სამას ოც,

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი იერიქოჲსანი სამას ორმეოცდახუთ,

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ლუდისნი, ადიდ და ორნონ შჳდას ორმეოცდასამ,

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ანანიაჲსნი სამ ათას ცხრაას ოცდაათ,

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და მღდელნი იგი, ძენი იუდაჲსნი სახლისა მის იესუვისთაჲ, ცხრაას სამეოცდაცხრა,

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი იემერისნი ათას ერგასის და ორ,

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ფასეორისნი ათას ორას ორმეოცდაშჳდ,

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი იერამისნი ათას და აჩჳდმეტ,

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელნი იგი, ძენი ისუჲსნი, კადმიელ, ძეთა მათგან უდიოდისთაჲ სამეოცდაათორმეტ,

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
შემასხმელნი იგი ფსალმუნთანი ძენი ასაფისნი ას ორმეოცდარვა,

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
მეკარენი იგი, ძენი ლომაჲსნი, ძენი ატერისნი, ძენი ტიმოენისნი, ძენი აკაბისნი, ძენი ატიტაჲსნი, ძენი საბეაჲსნი ას ოცდათორმეტ, Page of ms. O: 467r  

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნათესავნი მაელისნი, ძენი სილაჲსნი, ძენი ასაფისნი, ძენი ტაბაოთისნი,

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი კერასისნი, ძენი სიაჲსნი, ძენი ფარონისნი,

Verse: 48   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ლაბანისნი, ძენი აგაბიაისნი, ძენი აკუდისნი, ძენი ოტაისნი, ძენი კეტარისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სელემისნი,

Verse: 49   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ანანისნი, ძენი გადერისნი, ძენი გაარისნი,

Verse: 50   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი რეისნი, ძენი ჰრაასონისნი, ძენი ნესოდაისნი,

Verse: 51   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბეისამისნი, ძენი ოზისნი, ძენი ვესოვისნი,

Verse: 52   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი გესევისნი, ძენი მეინომისნი, ძენი ფოამისნი,

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბაბუკისნი, ძენი აქეფაჲსნი, ძენი არორისნი,

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბასალოთისნი, ძენი მეიდაჲსნი, ძენი ადასალისნი,

Verse: 53   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბაბუკისნი, ძენი აქეფაჲსნი, ძენი არორისნი,

Verse: 54   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბასალოთისნი, ძენი მეიდაჲსნი, ძენი ადასალისნი,

Verse: 56   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი სოვეაჲსნი, ძენი ატუფაისნი,

Verse: 57   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი მონათა მათ სოლომონისთანი, ძენი სუტისნი, ძენი საფარათისნი, ძენი ფერადაჲსნი,

Verse: 58   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი იჱალჱსნი, ძენი დორკონისნი, ძენი გადიელლისნი,

Verse: 59   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი საფატიაჲსნი, ძენი ეტემიისნი, ძენი ფაქარატისნი, ძენი საბაიამისნი, ძენი ლიიმისნი,

Verse: 60   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ნათაიმელნი, ძენი მონათა მათ სოლომონისთანი სამას ოთხმეოცდაათორმეტ.

Verse: 61   Link to mcat Link to septLink to armat   
ესენი იყვნეს, რომელნი გამოვიდეს თელმელექით: თელარა, ქერობ, რუნ, ემერ; და ვერ უძლეს Page of ms. O: 467v   თხრობად სახელი მამათა მათთაჲ და ვერცაღა ნათესავისა თჳსისათჳს, ისრაელისაგანნი იყვნეს;

Verse: 62   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი დალაჲაჲსნი, ძენი ბუვაჲსნი, ძენი ტობიაჲსნი, ძენი კოდაჲსნი ექუსას ორმეოცდაორ,

Verse: 63   Link to mcat Link to septLink to armat   
და მღდელთა მათგანნი ძენი აბეაჲსნი, ძენი აკუსისნი, ძენი ბერზელიაჲსნი, რამეთუ მოიყვანა ცოლი ასულთა მათგან ბერზელის გალაადელისათაჲ და სახელ-ედვა სახელისაებრ მისისა.

Verse: 64   Link to mcat Link to septLink to armat   
ამათ მოიძიეს რიცხჳ ნათესავისა მათისაჲ და არა პოვეს და განეყენნეს მღდელთა მათგან.

Verse: 65   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მათ: ნუ ჭამედ იგინი სიწმიდისა მისგან წმიდათაჲსა, ვიდრემდის აღდგეს მღდელი და განანათლნეს იგინი განცხადებულად.

Verse: 66   Link to mcat Link to septLink to armat   
იყო ყოველი იგი ერი კრებულისაჲ მის ათოთხმეტ ბევრ ოთხ ათას სამას და სამეოც,

Verse: 67   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნა მონანი და მჴევალნი მათნი, რომელნი იყვნეს შჳდ ათას სამას და ოცდაჩჳმეტ, და რომელნი იყვნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი, მამანი და დედანი, ორას ორმეოცდახუთ,

Verse: 68   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცხენები შჳდას ოცდაათექუსმეტ და ჯორები მათი ორას ორმეოცდახუთ,

Verse: 69   Link to mcat Link to septLink to armat   
აქლემები მათი ოთხას ოცდათოთხმეტ, და ვირები მათი ოთხ ათას შჳდას ოც.

Verse: 70   Link to mcat Link to septLink to armat   
და მფლობელთა მათ მამადმთავართაებრ მათ მისცეს საქმესა მას, და ართასასთა მისცა ფასი ოქროჲსაჲ ათას ოდენ, პინაკები ერგასის და კუართი სამღდელოჲ ოცდაათ.

Verse: 71   Link to mcat Link to septLink to armat   
მფლობელთა მათ მამადმთავართა მისცეს ფასი საქმარად ოქროჲ ორი ბევრი, ვეცხლი ბევრი, ქანქარი ორ ათას ორასი.

Verse: 72   Link to mcat Link to septLink to armat   
და სხუამან მან ერმან მისცეს Page of ms. O: 468r   ორი ბევრი დრაჰკანი და ჭურჭერი ვეცხლისაჲ ორ ათას ოდენ, და კუართები სამღდელოჲ სამ ათას და შჳდი.

Verse: 73   Link to mcat Link to septLink to armat   
დასხდეს მღდელთმოძღუარნი იგი და ლევიტელნი, მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ერისაგანნი იგი და ნათანიმელნი და ყოველი ისრაელი ქალაქებსა თჳსსა.



Chapter: 8  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა და მოიწია თთუჱ იგი მეშჳდე და იყვნეს ძენი ისრაელისანი ქალაქსა თჳსსა. შეკრბა ყოველი იგი ერი, ვითარცა ერთი კაცი, ურაკპარაკსა მას წინაშე ბჭესა მას წყალთასა, და ჰრქუეს ეზრას მწერალსა მას შჯულისასა, რაჲთამცა მოიღო შჯული იგი მოსესი, რომელ-იგი ბრძანა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო ეზრა მღდელმან მან შჯული იგი წინაშე კრებულისა მის, სადა-იგი შეკრებულ იყვნეს მამანი და დედანი, და ყოველთავე, რომელთა უნდა სმენის თჳსთავსა მას მეშჳდისა თჳსასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო და უკითხვიდა მათ ცისკრითგან, რაჟამს აღმობრწყინდა მზჱ, ვიდრე ექუს ჟამადმდე წინაშე მამათა და დედათა, და გულისხმა-ჰყოფდეს ყოველნი და ყური მიუპყრა ყოველმან ერმან სმენად წიგნსა მას შჯულისა უფლისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და დგა ეზრა მღდელი და მწერალი ზედა ბემონსა ძელისასა და დგეს მის თანა ესე მატათია და სამეა, ანანია და ჰურია, ქელკია და მაასია; და მარცხენით მისა _ ფადაჲა და მისაელ, მელქიაზ და ოსიამ და საბნა, ზაქარია და მოესულამ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჟამს განყვნა ეზრა წიგნნი იგი წინაშე ყოვლისა კრე/ Page of ms. O: 468v   ბულისა მის, რამეთუ იყო იგი ზედამდგომელ ყოვლისა მის ერისა. და იყო, ვითარცა განყვნა წიგნნი იგი და დადგა ერი იგი მის წინაშე,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
აკურთხა ეზრა უფალი ღმერთი დიდი და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ! და აღიპყრნეს ჴელნი მათნი ზეცად და დამხედ თაყუანის-სცეს უფალსა ღმერთსა ქუეყანასა პირსა ზედა თჳსსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ისუ და ბანეას და სარაბია გულისხმა-უყოფდეს ერსა მას შჯულსა და ერი იგი დგა მსგავსად წესისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და წიგნი შჯულისა ღმრთისა განმარტებით და საჩინოდ აღმოიკითხეს, რაჲთა გულისხმა-ყონ სიტყუაჲ იგი და სცნან.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ნეემი, რომელ არს ათერსათა, და ეზრა მღდელმან და მწერალმან შჯულისამან, და ლევიტელნი იგი, რომელნი გულისხმა-უყოფდეს ერსა მას ყოველსა: დღჱ ესე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. ნუ იგლოვთ, ნუცა სტირთ. რამეთუ ტიროდა ერი იგი, რაჟამს ესმოდა სიტყუაჲ იგი შჯულისა უფლისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუეს მათ: წარვედით, ჭამეთ და სუთ სიპოხჱ თქუენი და სიტკბოებაჲ თქუენთა საუნჯეთაგან, და უღუაწეთ ნაწილი, რომელთა არა აქუს. რამეთუ დღჱ ესე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა. აწ განძლიერდით და ნუ შეაწუხებთ მათ, რომელთა-იგი აკლდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელნი იგი დაადუმებდეს ერსა მას და ეტყოდეს: დუმენით და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ დღჱ ესე წმიდა არს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა ერი იგი ჭამად და სუმად, და მიუძღუანეს, რომელთა-იგი არაჲ აქუნდა ნაწილი მათი. და ყვეს სიხარული დიდი, რამეთუ გულისხმა-ყვნეს სიტყუანი იგი შჯულისანი, რომელ აღმოუკითხა მათ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღესა მას მეორესა Page of ms. O: 469r   შეკრბეს მფლობელნი იგი და მამადმთავარნი ყოვლისა მის ერისაჲ, მღდელნი იგი და ლევიტელნი ეზრა მწერალისა შჯულისაჲსა, რაჲთა მეცნიერ იქმნენ და ისწაონ მისგან ყოველი იგი სიტყუაჲ შჯულისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და პოვეს დაწერილი იგი შჯულსა მას შინა, რამეთუ იყო ბრძანებულ უფლისა ღმრთისა მიერ მოსესა, ვითარ წეს არს დამკჳდრებად ძეთა მათ ისრაელისათაჲ მეშჳდისა მის თთჳსასა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარ სახედცა მოასწავებდეს ნესტჳ იგი ყოველთა მათ ქალაქთა და იერუსალემსა შინა. და ჰრქუა ეზრა: აღვედით მთად და მოიღეთ ფურცელი ზეთისხილისაჲ და ფურცელი ხისა ძელქვისაჲ და ფურცელი მურტისაჲ საკუმეველთაჲ და ფურცელი ფინიკთაჲ და ფურცელი ბორობანთაჲ. და იქმენით თქუენ ტალავრები მსგავსად წერილისა მაგის.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა ერი იგი და მოიღეს და იქმნეს კაცად-კაცადმან ტალავრები ერდოებსა თჳსსა ზედა და კაცად-კაცადმან ეზოსა სახლისა ღმრთისა თჳსისასა და ურაკპარაკთა ქალაქისათა, ვიდრე ბჭედმდე ეფრემისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და იქმნეს ტალავრები ყოველმან ერმან კრებულისამან, რომელნი მოქცეულ იყვნეს ტყუეობისაგან მათისა. და დასხდეს ტალავართა მათ შინა ყოველნივე იგი, რამეთუ არასადა ყვეს ძეთა ისრაელისათა ვიდრე მუნ დღედმდე. და იყო სიხარული დიდი ფრიად.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და იკითხავნ იგი წიგნებსა ძუელისა შჯულისასა დღითი დღედ დღ/ით Page of ms. O: 469v   პირველითგან ვიდრე დღედმდე მეშჳდისა მის, ყვეს დღესასწაული იგი შჳდ დღე. და დღესა მეშჳდესა დაასრულის მსგავსად შჯულისა.



Chapter: 9  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ოცდამეოთხესა მის თჳსასა შეკრბეს ძენი ისრაელისანი და იწყეს მარხვად და შთაიცუეს ძაძაჲ და გარდაისხეს ნაცარი თავთა თჳსთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და განეშორნეს ძენი ისრაელისანი ყოველთა ძეთა მათგან უცხოთესლთაჲსა და ლხინება-ყვეს ცოდვათა მათთათჳს და ცოდვათა მამათა მათთაჲსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და დგეს ზედა წესთა თჳსთა და იკითხვიდა ეზრა წიგნთა შჯულისა უფლისა ღმრთისათა და თაყუანის-სცა ყოველმან ერმან უფალსა ღმერთსა თჳსსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და დგეს ადგილსა მაღალსა ლევიტელნი იგი და ისო იოსედეკეანი და ძენი იგი კადმელისნი, საქანია, ძჱ სარაბიაჲსი, და ძენი ასანიაჲსნი და ღაღად-ყვეს ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუეს ლევიტელთა მათ და ისო და კადმიელ: აღდეგით და აქეთ უფალი ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. და იყავნ ქებულ დიდებაჲ უფლისაჲ და აღმაღლდინ ქებაჲ მისი და დიდებაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
იწყო ეზრა კითხვად და თქუა: შენ ხარ თავადი იგივე მხოლოჲ უფალი. შენ შეჰქმენ ცაჲ და ცანი ცათანი და ყოველივე წესი მათი, და ქუეყანაჲ, და ყოველივე, რაჲ არს მას ზედა, და ზღუაჲ და ყოველივე, რაჲ არს მას შინა. შენ აცხოვნებ ყოველთა, შენ თაყუანის-გცემენ ერნი ზეცათანი, შენ გაქებენ ცანი ცათანი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი. შენ გამოირჩიე Page of ms. O: 470r   აბრაჰამ და გამოიყვანე იგი ქუეყანისა მისგან ქალდეველთაჲსა და უწოდე მას სახელი აბრაჰამ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰპოვე გული მისი რწმუნებულ შენ წინაშე. და დასდევ შენ მის თანა აღთქუმაჲ მიცემად მისა ქუეყანაჲ იგი ქანანელთაჲ და ქეტელთაჲ და ფერეზელთაჲ და იებოსელთაჲ და გერგესეველთაჲ და ამორეველთაჲ და ნათესავისაჲ მის, რომელთაჲ მიეც უკუნისამდე. დაამტკიცენ უკუნისამდე სიტყუანი შენნი, რამეთუ მართალ ხარ შენ, უფალო ღმერთო.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილე ჭირი იგი მამათა მათ ჩუენთაჲ ეგჳპტეს შინა და შეგესმა ჴმაჲ ღაღადებისა მათისაჲ ზედა ზღუასა მეწამულსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰყავ მათ თანა სასწაული ეგჳპტეს ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ერსა მის ქუეყანისასა. და გულისხმა-ჰყავ იგი, ვითარმედ განღალნა ერსა შენსა ზედა. და განადიდე სახელი შენი მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ზღუაჲ იგი მეწამული განაპე წინაშე მათსა, და განვლეს შორის ზღუასა, ვითარცა ჴმელსა. და მტერნი და მდევარნი მათნი დაანთქენ უფსკრულთა შინა, ვითარცა ლოდნი წყალთა შინა მრავალთა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და სუეტითა ღრუბლისაჲთა უძღოდე მათ დღისი და ღამჱ - სუეტითა ცეცხლისაჲთა, რომელი განანათლებდა გზათა მათთა, რომელსაცა ვიდოდეს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მთასა მას სინასა გარდამოჰჴედ და ეტყოდე მათ ზეცით. და მოსცენ მათ განკითხვანი სიმართლისა შენისანი და შჯული ჭეშმარიტი, Page of ms. O: 470v   ბრძანებანი და მცნებანი კეთილნი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და შაბათნი წმიდანი შენნი აცნობენ მათ. და მცნებანი და ბრძანებანი და შჯული მოეც მათ ჴელითა მონისა შენისა მოსჱსითა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და პური ზეცით გარდამოეც მათ საზრდელად; და წყალი გარდამოუდინე კლდისა მისგან და ასუ მათ. და არქუ მათ შესლვად და დამკჳდრებად ქუეყანისა მის, რომლისათჳს აღიღე ჴელი შენი მიცემად.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და თჳთ მამანი ჩუენნი უშჯულო იქმნნეს და განლაღნეს და განფიცხნეს ქედნი მათნი. და არა მიჰხედეს შჯულსა შენსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა მოიჴსენნეს საკჳრველებანი შენნი, რომელ ჰყვენ შენ მათ თანა. არამედ განიფიცხნეს ქედნი მათნი და ზურგი მათი გარეშეგაქციეს და ინებეს მუნვე მიქცევად და მონებად მუნვე ეგჳპტეს შინა. არამედ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, მოწყალე ხარ და შემწყნარებელ და დიდად მოწყალჱ ხარ, უფალო ღმერთო ჩუენო, ქველისმოქმედო უფალო, არა სრულიად განიშორენ იგინი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე იქმნეს თავისა მათისა ჴბოჲ იგი გამობერვითი და თქუეს: ესე არიან ღმერთნი, რომელთა გამოგჳყვანნეს ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით. და ყვეს დიდ-დიდი რისხვაჲ

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ მრავლითა წყალობითა და მოწყალებითა, უფალო, არა დაუტევენ, არცა განაბნიენ იგინი უდაბნოსა მას შინა. და სუეტი იგი ღრუბლისაჲ არა განაშორე* მათგან, რომელი-იგი უძღოდა მათ დღისი, და სუეტი იგი ცეცხლისაჲ, რომელი განანათლებდა მათ ღამჱ/ Page of ms. O: 471r   გზათა მათთა, რომელთა ვიდოდეს.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და სული შენი წმიდაჲ, სახიერი მიეც მათ, რაჲთამცა გულისხმა-ყვეს შჯული შენი. და მანანაჲ არა განაშოვრე პირისაგან მათისა; და ასუ მათ წყალი წყურილსა შინა მათსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორმეოც წელ ავლინენ იგინი უდაბნოსა მას ზედა. სამოსელი მათი არა დაძუელდა და ჴამლი მათი არა განკფდა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასცენ წინაშე მათსა მეფენი და ერნი, და განიყვეს ქუეყანაჲ იგი სეონ მეფისა ესებონელთაჲსაჲ და ქუეყანაჲ იგი ოგისი მეფისა ბასანელთაჲსაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი მათნი განამრავლენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი. და მოიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა, და დაიმკჳდრეს იგი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეჰმუსრენ მათ წინაშე მკჳდრნი იგი ქუეყანისა მის ქანანისანი. და მისცენ იგინი ჴელთა მათთა და მეფენი იგი მათნი და ერნი მის ქუეყანისანი. და ყვეს მათ, რაჲ-იგი უნდა მსგავსად ნებისა მათისა და წადიერებისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიხუნეს ქალაქნი მათნი მაღალნი და პოხილნი, და დაიმკჳდრნეს სახლნი ყოვლითა კეთილითა სავსენი: ჯურღმულები აღმოკუეთილები და ვენაჴები განგებულები, და ზეთისხილოვანები და ყოველი ხჱ კეთილი და ნაყოფიერი საჭმლად და განსაძღებელად მათა. და ჭამეს და განძღეს და განსუქნეს და ფუფუნეულ იქმნნეს საშუებელთა შინა მათთა, რომელ შენ მიეც მათ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და განგეშორნეს შენგან Page of ms. O: 471v   და უკუნ დგეს შჯულისა შენისაგან, წინაწარმეტყუელნი შენნი მოწყჳდნეს, რომელნი უქადაგებდეს მათ მოქცევად შენდა მომართ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ყვეს გულისწყრომაჲ დიდი შენ წინაშე. და მისცენ იგინი ჴელთა მაჭირებელთა მათთაჲსა და აჭირებდეს მათ დიდად. მაშინ ღაღად-ყვეს შენდა მომართ ჟამსა მას ჭირისა მათისასა; და შენ ზეცით გესმა მათი. და მრავლითა წყალობითა შენითა იჴსნენ იგინი და გამოიყვანენ იგინი ჴელთაგან მდევართა მათთაჲსა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს განისუენეს, მერმჱ ყვესვე შენ წინაშე უკეთურებაჲ. და მისცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთაჲსა და ძჳრსა შეაჩუენებდეს მათ. და მერმეცა ღაღადებდეს და შენ ზეცას გესმა მათი და იჴსნენ იგინი მრავლითა წყალობითა შენითა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმჱ დასდევ წამებაჲ მათ თანა, რაჲთამცა მოიქცეს შჯულსა შენსა. ხოლო იგინი უგულისხმო იქმნნეს და განლაღნეს და არა ისმინეს შჯულისა შენისაჲ, და ბრძანებათა შენთაჲ. და მცნებათა შენთაჲ არავე ისმინეს, რომელი-იგი შენ ამცენ და უბრძანენ მათ მცნებანი და სიტყუანი შენნი, რამეთუ რომელმან ყვნეს სიტყუანი ბრძანებათა შენთანი კაცმან, ცხონდეს მითვე. ხოლო მათ ზურგი მათი შეგაქციეს და იქმნნეს ქედფიცხელ და არა ისმინნეს სიტყუანი შენნი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ სულგრძელ იქმენ მათ ზედა და მიავლინენ საწამებელად წინაწარმეტყუელნი სულითა წმიდითა. და ესრეცა არავე ისმინეს Page of ms. O: 472r   და მისცენ იგინი ერისა მის უცხოჲსა ქუეყანასა, რომელთა დააგლახაკნეს იგინი ფრიად.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა არა დასთხიენ იგინი სრულიად და არა განიშორენ, არცა განიყენენ იგინი შენგან. ხოლო შენ ძლიერ ხარ და მოწყალჱ, სულგრძელ და მრავალმოწყალჱ, უფალო ღმერთო ჩუენო.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, ღმერთო ჩუენო ძლიერო და დიდო და ყოვლისა მპყრობელო და საშინელო, მართალ ხარ, ჭეშმარიტო ღმერთო ჩუენო. დაჰმარხე აღთქუმაჲ შენი და წყალობაჲ შენი და მოჰხედე სიგლახაკესა და ჭირსა ჩუენსა და მეფეთა ჩუენთასა და მთავართა ჩუენთასა და მღდელთა ჩუენთა და წინაწარმეტყუელთა ჩუენთასა და მამათასა და ერისა შენისასა, რომელ დაგლახაკნა. და გუმძლავრობდა ჩუენ ზედა და მეფეთა მათგან ასურასტანისათა მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ მართალ ხარ ყოვლისათჳს, რაჲ-იგი მოავლინე ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს, სამართლად ჰყავ, რამეთუ შეგცოდეთ ჩუენ,

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფეთა ჩუენთა და მღდელთა ჩუენთა და მამათა ჩუენთა, და არა ვყავთ მცნებაჲ შენი, რომელ გუამცენ ჩუენ. და არცა მივხედეთ შჯულსა შენსა და წამებაჲ შენი, რომელ დასდევ ჩუენ თანა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფობაჲ შენი და კეთილნი შენნი მრავალნი, რომელ მოგუცენ ჩუენ, და ქუეყანაჲ ესე ფართოჲ და ვრცელი Page of ms. O: 472v   და პოხილი და მიმყვანებელი დიდებასა, რომელი მომეც ჩუენ. და ჩუენ ვერ ვაგეთ შენდა მონებად მას ზედა, არამედ გარემივაქციეთ გული ჩუენი შჯულისა შენისაგან, უფალო, და მიგუცენ ჩუენ ტყუეობასა* ცოდვათა ჩუენთათჳს.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და აჰა, ესერა, ვართ დღეს მონებასა შინა და ქუეყანაჲ ესე, რომელ მიეც მამათა ჩუენთა ჭამად სიპოხჱ და საშუებელი ამისი თავისუფლებით,

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ დღეს უცხონი მეფენი უფლებენ ჩუენ ზედა და შეშჭამენ ამას ცოდვათა ჩუენთათჳს. და შევრდომილ ვართ მონებასა შინა, უფალო ღმერთო ჩუენო, გჳმსახურებენ ჩუენ და პირუტყუთა ჩუენთა და უხარკობთ მათ მონებით, ვითარცა მათ ჰნებავნ. და ვართ ჩუენ იწროებასა შინა და ჭირსა დღეს ცოდვათა ჩუენთათჳს.



Chapter: 10  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ამას ყოველსა ზედა ჩუენ დავსდებთ აღთქუმასა და სარწმუნოებასა; და გურწამს და ვყოთ იგი და რაჲ-იგი წერილ არს მათ შინა. და ესე სიტყუანი წიგნითა დავამტკიცოთ და დავჰბეჭდოთ ჩუენ და მთავართა ჩუენთა და ლევიტელთა ჩუენთა და მღდელთა ჩუენთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და არიან, რომელთა დაჰბეჭდონ წიგნი ესე სარწმუნოებისაჲ შენდა მიმართ: ნოემია, ძემან ქალიაჲსმან,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სედეკია, ძემან სარეაჲსმან, და აზარია და იერემია,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ფასორ, ამარია, მელქია,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ატოს, საბანი, მალუქ, Page of ms. O: 473r  

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ემეთე, მარემოთ, აბადია,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
დანიელ, კანათონ, ბარუქ,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მისულამი, აბია, მიამინ,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მადია, ბელგენ, სამაია. ესე ყოველნი არიან მღდელნი,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელნი: ისო, ძჱ ანანიაჲსი, ბანია, ძეთა მათგან ენოდადისთა, კადმიელ

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძმანი მისნი: ზებია, ოდოლია, კალიტან, ფელია, ამაან,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მიქაან, როობ, ასეიბია,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ზაქორ, ზარაბია, სეიბანია,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ლოდოია, ძენი ბანუნეაჲსნი;

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მთავარნი ერისანი: ფაროს, ფათმოაბ, ელამ, ზათოია;

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ძენი ბანეაჲსნი: აზაიათ, აბებაია,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ადონია, აბაგოლია, ედინნა,

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ატერია, ეზეკია, აზორ,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ოდოლია, ასამია, ბესემია,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
არიფ, ანოთოთ, ნობა,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მაგაფიელ, მესულამ, ეზერ,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მესოსზებელ, სადუკ, ედუქ,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ფალტია, ანაან, აზანია,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ასია, ანანიას, ასუფ,

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ალოეს, პილა, სოფეკ,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრაუმ, ესებანაან, მალსია,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
აჲაჲნ, ენაან, უნაან,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მალუმ, ჰრეუმ, ბაანა,

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
სხუანიცა ნეშტნი ერისანი: მღდელნი, ლევიტელნი, მეკარენი, მგალობელნი, ნათანიელნი და ყოველი ესე ერი ჩუენი, რომელთა გუესმის შჯული უფლისა ჩუენისა ღმრთისაჲ, დავსდებთ წამებასა დღჱს შენ წინაშე, უფალო, მამანი და დედანი, ძენი და ასულნი, რომელნი-იგი ერთვე გარდაჰჴდეს შჯულსა შენსა, ღმერთო ჩუენო,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ფიცით დავამტკიცეთ დღეს შენ წინაშე: იყავნ იგი შეჩუენებულ და წყეულ, რომელთა არა დაიმარხონ შჯული შენი, რომელ-იგი მოგუეც ჴელითა მონისა შენისა მოსჱსითა, Page of ms. O: 473v   არამედ ყოვლითა ნებითა ჩუენითა დავიმარხოთ და ვყოთ ყოველივე ნებაჲ უფლისაჲ და განკითხვანი მისნი და ბრძანებანი მისნი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა მივსცნეთ ასულნი ჩუენნი ერსა უცხოსა და ასულნი წარმართთანი არა მოვჰგუარნეთ ძეთა ჩუენთა უკუნისამდე.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერმან მის ქუეყანისამან არა მოიღოს ჩუენდა სავაჭროჲ დღესა შაბათსა და წმიდად დავიმარხოთ ყოველი იგი შჳდეული.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივსცეთ ქველისსაქმარი მეშჳდისაჲ მის დრაქმისაჲ წლითი წლად ხარკი სახლსა ღმრთისასა,

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და პური იგი პირველი შესაწირავი ჟამად-ჟამად საკუერთხი ყოველთა დღესასწაულთა წელიწადისათა და შაბათთა და ყოველთა თჳს თავთა და სატფურებასა და სიწმიდეთა და ცოდვათათჳს, რომელ-იგი არს სალხინებელად ისრაელისაჲ მარადის.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და წილ-ვიგდოთ მკჳდრობისათჳს ძელისა მისთჳს, რომელ მიუვლინა მღდელთა მათ და ლევიტელთა. და ერმან მან მოიღენ სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა და სახლთა მამათა ჩუენთასა ჟამად-ჟამად და წლითი წლად, რომელი-იგი წეს იყოს საგზებელად ზედა საკურთხეველსა შესაწირავთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა;

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივსცეთ ნაყოფისაგან პირველთაჲ ქუეყანისა ჩუენისაჲ და ნაყოფი ხეთაგან ჩუენთა წლითი წლად სახლსა ღმრთისა ჩუენისასა.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და დიდრაქმაჲ პირმშოთა შვილთა ჩუენთაჲ Page of ms. O: 474r   და პირმშოები საცხოვართა ჩუენთაჲ, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსჱსსა. და პირმშოები ზროხათა ჩუენთაჲ და არვეთა ჩუენთაჲ მოვიღოთ სახლსა ღმრთისა ჩუენისასა მღდელთა ჩუენთა და ლევიტელთა, რომელნი დგანან მსახურებასა უფლისა ღმრთისასა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და პირველი იფქლისაჲ და ნაყოფი ხეთაჲ, ვენაჴისაჲ და ზეთისხილისაჲ მივართუათ მღდელთა მათ სახლსა საფასისა ღმრთისა ჩუენისასა; და ათეული ქუეყანისა ჩუენისაჲ ლევიტელნი იგი მივიდენ და მოიღონ ყოველი ერთბამად.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყავნ მღდელი ძეთა მათგან აჰრონისთაჲ, რომელმან მოიათეულნეს ლევიტელნი იგი; და ლევიტელთა მათ ათეულისა მისგან ჩუენისა მისცედ ათეული მღდელსა მას დიდსა სახლსა ღმრთისა ჩუენისასა ადგილსა მას საფასისა, რომელ არს ტაძარსა მას უფლისასა.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ იდვა საფასედ და საუნჯედ ძეთა მათთჳს ლევიტელთაჲსა მსახურთა მათ ადგილსა მას, სადა არს ჭურჭერი იგი სიწმიდისაჲ. და იყავნ მღდელთა მათ, ლევიტელთა, მეკარეთა და მეფსალმუნეთა, და ნუ სადამცა მოაკლდების მათ როჭიკი სახლისაგან უფლისა ღმრთისა ჩუენისა უკუნისამდე და ნუცამცა იგინი დააყენებენ მსახურებასა უფლისასა.



Chapter: 11  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასხდეს მთავარნი იგი ერისანი იერუსალემს და წილ-იგდეს, რაჲთა ერთსა ათისაგანსა ვის ხუდეს Page of ms. O: 474v   წილი, დაჯდეს იერუსალემსა ქალაქსა სიწმიდისასა, და ცხრანი იგი ქალაქსა თჳსსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აკურთხნეს ერმან მან ესე კაცნი, რომელნი განეყენნეს და დასხდეს იერუსალემს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე არიან მთავარნი მის ქუეყანისანი და მღდელნი და ლევიტელნი და ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისთანი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი სხდეს იერუსალემს, იყვნეს ნათესავისა მისგანნი იუდაჲსნი და ბენიამენისნი. ესე არიან ძეთა მათგანნი იუდაჲსთანი: ათერ, ძჱ ზაქოჲაჲსი, ძჱ სამარიაჲსი, ძჱ საფატიაჲსი, ძჱ მაელელისი, ძეთაგან ფარეზისთაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთაგან მალესისთა: ძჱ ბარუქისი, ძჱ ქაზაესი, ძჱ ოზიაჲსი, ძჱ ადაჲსი, ძჱ იორიბისი, ძჱ ზაქარიაჲსი, ძჱ ელონისი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველნი ძენი ფარეზისნი, რომელნი დასხდეს იერუსალემს ოთხას სამეოცდაშჳდ კაცნი ძლიერნი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე არიან ძენი ბენიამენისნი: სეონ, ძჱ მესულამისი, ძჱ იოვადისი, ძჱ ფადაჲსი, ძჱ კუვლეაჲსი, ძჱ მაასისი, ძჱ ეთიელისი, ძჱ იჱსესი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
შემდგომად მისა: გებეია, სელია, ცხრაას ოცდარვა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოველ, ძჱ ზიქრისი, მეძიებელ და ზედამდგომელ იყო მათ ზედა, და იუდა ძჱ ასანიაჲსი, რომელი-იგი იყო მეორისა მისგან ქალაქისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მღდელთა მათ: დიდ, ძჱ იოარაბისი, ეაქინ,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
სარეა, ძჱ მელქიაჲსი, ძჱ მესულამისი, ძჱ სადუკისი, ძჱ მარაუთითისი, ძჱ ეტუბისი. და იყო სახლები მათი მახლობელად ტაძარსა მას უფლისასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძმანი მისნი, რომელნი იქმოდეს /მსახურებასა Page of ms. O: 475r   მას უფლისასა სახლსა მას უფლისასა, იყვნეს რვაას ოცდაორ. და ადაია, ძჱ ემორისი, ძისა ფალაჲსისი, ძისა იამესისაჲ, ძჱ ზაქარიაჲსი, ძჱ ფასეურისი, ძჱ მელქისი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძმანი მისნი მფლობელნი მამადმთავართანი მათ ორას ორმეოცდაორ;* და მაასია, ძჱ ეზრიელისი;

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძმანი მისნი ძლიერნი ყოვლითურთ ოცდარვა, და მოღუაწენი და ზედამდგომელნი მათნი: მექრიელ, რომელი-იგი იყო დიდთა მათ მთავართაგანი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელთაგანი: სამეჰა, ძჱ ასუბისი, ძჱ ესრომისი

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნათანიმელნი, ძენი მიქეაჲსნი: იობებ, ძჱ სამუისი

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ორას სამეოცდათორმეტ

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეკარენი: იგი აკობ, ტელამენ და ძმანი მისნი ორას სამეოცდაათორმეტ. იერუსალემს ლევიტელნი: აზარებონისი, ძჱ ასაბიაჲსი, ძჱ მატთანისი, ძჱ მიქეაჲსი ძეთა მათგანი ასაფისთაჲ, შემასხმელნი მახლობელად სახლსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ბრძანებაჲ მეფისაჲ იყო მათა მიმართ ყოფად მუნ დაუცხრომელად მსახურებად.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ფაათია მესიაჲსი, ზაბიელ, აზარიელ, ძჱ იუდაჲსი, რომელსა ჴელისაგან მეფისა აქუნდა ყოველივე განსაგებელი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და დამკჳდრებულ იყო აგარაკსა თჳსსა; და ძეთა მათგანი იუდაჲსთაჲ, რომელნი დასხდეს კარიათარბას,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისო,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბერსაბჱს,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამკჳდ/რებელი Page of ms. O: 475v   მათი, ლაქისი და აგარაკები მისი, რომელთა ეპყრა ბერსაბჱ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი ბენიამენისნი: გაბაას და მაქმაას.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელნი იგი და ნაწილი იუდაჲსი და ბენიამენისი.



Chapter: 12  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე არიან მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი გამოვიდეს ზორობაბელის თანა სალათიელეანისა და ისუჲს იოსედეკიანისა: სარაია, იერემია, ეზრა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ამარია, მალუქ, ატოს,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სექენია.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ესენი არიან მთავარნი იგი მღდელთანი და ძმანი მათნი დღეთა ისოჲსთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელნი იგი: ისუ, ბანუვი, კადმიელ, სარაბია, იუდა, მათანია და ძმანი მათნი, რომელნი-იგი განწესებულ იყვნეს დღითი დღედ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისუეს ძჱ ესუა იოვაკიმ, იოვაკიმს _ ელიასიფუ და ელიასიფს _ იუდა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და იუდაეს _ იონათან, იონათანს _ ადაო.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღეთა იოვაკიმისთა ძმანი მისნი იყვნეს მღდელად და მფლობელნი მამადმთავართანი: სარაბია, ემარია, ანანია, იერემია,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ეზრა, მესულამ, ამარია, იონან,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მალოქ,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელნი იგი დღეთა იასიბისთა: იოვადა, იოვანან, იუდა, შერაცხილნი იგი მფლობელნი მამადმთავართანი. ესე ყოველნი მღდელნი იყვნეს შარავანდედებასა მას დარელ მეფისასა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი ლევისნი მფლობელნი მამადმთავართანი აღწერილნი წიგნთა სიტყუათა დღეთა რიცხუთასა დღეთა ვიდრე დღედმდე იონან Page of ms. O: 476r   ძისა იასობისა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და მთავარნი იგი ლევიტელთანი: ასაბია და სარაბია, ისო და ძენი კადმიელისნი და ძმანი მისნი მახლობელად მისა აკურთხევდეს და უგალობდეს, ვითარცა-იგი ბრძანა დავით, კაცმან ღმრთისამან, დღითი დღედ და ყოველთა დღეთა

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ერსა მათსა შინა მეკარეთა მათ თანა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ესენი იყვნეს დღეთა იოვაკიმისთა, ძისა ისუვისთა, ძისა იოსედეკისა დღეთა ნეემისთა და ეზრა მღდელისა, მწერლისა შჯულისა უფლისა;

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და სატფურებასა მას ზღუდისა მის იერუსალემისასა მოიძინეს ლევიტელნი იგი ადგილსა მათსა და მოყვანებად მათა იერუსალემდ ყოფად სატფურებასა მას სიხარულითა და მადლობითა და შესხმითა, ნოვაგითა და წინწილითა და ბობღნითა და ფსალმუნითა, ქებითა და ჴმითა ნესტჳსა რქისაჲთა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
შეკრბეს ყოველნივე, რომელნი შეასხმიდეს და უგალობდეს გარემო იერუსალემსა და ქალაქთაგანთა,

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაბნებისა და სამკჳდრებელთა მათთაგან მოსლვად კრძალულებასა მას მსახურებისასა იერუსალემდ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
განწმიდნეს ყოველნი იგი მღდელნი და ლევიტელნი, და განწმიდეს ერი იგი და მეკარენი იგი დიდისა მის ზღუდისა ბჭისანი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღავლინნეს მთავარნი იგი იუდაჲსნი ზედა ზღუდესა მას და შეუდგეს კუალსა მათსა შესხმითა ნოვაგთაჲთა ორ-ორი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
იოსია და აზარია, ზოგნი იგი მთავართა მათ Page of ms. O: 476v   იუდაჲსთანი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
აზარიას, ეზრა, მოსულამ,

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
იუდა, ბენიამენ და სალმია, იერემია,

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან მღდელთანი იყვნეს, რომელ ჰბერვიდეს ნესტუსა მას, ზაქარია, ძჱ იონათანისი, ძჱ სამეაჲსი, ძჱ მათთანიაჲსი, ძჱ მიქჱაჲსი, ძჱ იზაქორისი, ძჱ ასაფისი.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძმათაგანი: სამარიელ, ეზრიელ აკურთხევდეს და შეასხმიდეს გალობითა მით დავითისითა, კაცისა მის ღმრთისაჲთა, რომელ-იგი განეგო. და ეზრა მწერალი წინა უძღოდა მათ ზედა ბჭეთა მათ.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელნი-იგი შეასხმიდეს, მივიდოდეს პირისპირ მისა და აღჴდეს აღსავალსა მას ქალაქსა დავითისსა და აღსავალსა მას ზღუდისასა ზემო კერძო ტაძართა მათ დავითისთა ვიდრე ბჭედმდე წყალთა ეფრემისთა მზის აღმოსავალით კერძო.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბჭჱ იგი იბუთურეანი და გოდლამდე ამეელისა და ბჭედმდე წყალთა გარდამოსაქანელთასა მას.

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიისმა ჴმაჲ იგი შესხმისაჲ ყოველთა ადგილთა, რამეთუ უბრძანა ეზრა ადგომად ყოველთა ზედა ბჭეთა შესხმად და ქებად უფლისა.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეწირეს მას დღესა შინა საკუერთხები დიდ-დიდები და განმხიარულდეს, რამეთუ ღმერთმან მხიარულ-ყვნა იგინი სიხარულითა დიდითა. და ცოლები მათი და ძენი მათნი და ასულნი მხიარულ იყვნეს. და განისმა სიხარული იგი იერუსალემისაჲ შორიელთა ადგილთა.

Verse: 44   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 477r   და დაადგინეს მას დღესა შინა კაცი ზედა ფასსა მას საფასესა და პირველთაჲ მათ ათეულთაჲ, რომელ-იგი ერთვე შეკრბებოდა მუნ მთავართა მათგან ქალაქისათა, ვითარცა ბრძანებულ იყო შჯულსა მოსჱსსა მღდელთა მათ და ლევიტელთა.

Verse: 45   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეკრძალნეს სიწმიდეთა მათ ღმრთისათა და დაიმარხეს სიწმიდჱ იგი ღმრთისაჲ, რომელ-იგი იყვნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი და მეკარენი იგი, ვითარცა-იგი განაწესა დავით და ძემან მისმან სოლომონ.

Verse: 46   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დღეთა დავითისთა ასაფ იყო წინამძღურად და მთავრად შესხმასა მას და გალობასა, რომელნი-იგი ნოაგითა შეასხმიდეს და ადიდებდეს ღმერთსა.

Verse: 47   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი ისრაელი დღეთა მათ ზორობაბელისთა და დღეთა მათ ნოემისისთა მისცემდეს ნაწილსა და განაყოფსა შემასხმელთა მათ და მეკარეთა. და განიწესა დღითი დღედ და წმიდა-ჰყოფდეს ლევიტელთა მათ. და ლევიტელნი იგი განსწმედდეს ძეთა მათ აჰრონისთა.

Chapter: 13  

Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
დღესა მას შინა აღმოიკითხეს წიგნი მოსჱსი სასმენელთა მათ ერისათა და იყო მას დღესა შინა წერილი ესრჱთ, ვითარმედ: ნუმცა შევალს ამონიტელი და მოაბელი ეკლესიასა ღმრთისასა უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა მიეგებვოდეს ძეთა ისრაელისათა პურითა და წყლითა, არამედ მოიყვანეს სასყიდლით ბალაამ მისანი, Page of ms. O: 477v   რაჲთამცა წყევნა იგინი. და გარდააქცია ღმერთმან წყევაჲ იგი კურთხევად.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს ესმა შჯულისა მისგან, განიშორნეს და განიყენნეს იგინი* ყოველნი, რომელნი აღრეულ იყვნეს ისრაელთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და უწინარჱს ამისა ელიასობ მღდელმან საფასჱსა სახლისა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა სცა ადგილი ტობიას.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და იშჱნა მან სახლი თავისა თჳსისაჲ, საფასჱ დიდი და მუნ იყო. პირველადცა სცემდეს მანანასა მას და ლიბანონსა და ჭურჭერსა სიწმიდისასა და ათეულსა იფქლისა და ღჳნისასა და ზეთისასა, და როჭიკსა ლევიტელთასა და შემასხმელთა და მეკარეთა და პირველთა მღდელთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე ესე ყოველი საქმჱ იქმნა, მე არა იერუსალემს ვიყავ, რამეთუ წელსა მეოცდაათესა და მეორესა არტაშჱს მეფისა ბაბილონელთაჲსა შევედ მე წინაშე მეფისა და შემდგომად მრავლისა ჟამისა ვითხოვე მეფისაგან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვედ იერუსალემდ და გულისხმა-ვყავ ყოველი უკეთურებაჲ, რომელი ქმნა ელიასობ ტობისთჳს, რამეთუ საქმედ სცა მას სახლი საფასჱ ეზოსა სახლისა უფლისასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა სათნო-მიჩნდა საქმჱ ესე ჩემ წინაშე ფრიად და განუბნიე ყოველი ჭურჭერი ტობიაჲსი სახლისა მისგან საფასისაჲსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანე განწმედად სახლი იგი საფასისა უფლისაჲ. და მივაქციე მუნვე ჭურჭერი სამსახურებელი უფლისაჲ და ყოველი ლიბანონი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და გულისხმა-ვყავ და ვცან, ვითარმედ ნაწილი ლევიტელთა Page of ms. O: 478r   არა უცემიეს. და იგინი წარსრულ იყვნეს აგარაკებად თჳსად. და ლევიტელნი იგი და შემასხმელნი იგი იქმოდეს საქმესა მუშაკობისა მათისასა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვჰლალევდ მთავართა მათ და ვარქუ: რაჲსა მოაკლდა როჭიკი სახლისაგან უფლისა? და შევკრიბენ ყოველნი იგი მსახურნი და დავადგინენ ადგილსა თჳსსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთა ჰურიათა მოიღეს ათეული იფქლისა და ღჳნისა და ზეთისაჲ საფასედ სახლსა უფლისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანე მიცემად ჴელთა ელემია მღდელისათა და სადუკ მწერალისათა და ფადაჲსთა, რომელი-იგი იყო ლევიტელთა მათგანი; და ჴელისაგან მათისა _ ანაან, ძისა ზაქორისა, ძისა მათანაჲსა, რამეთუ სარწმუნო-უჩნდეს იგინი, რომელნი განუყოფდეს და მისცემდეს ყოველთა ძმათა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მომიჴსენენ მე ღმერთმან ამას ყოველსა შინა და ნუ განმაშორებნ წყალობასა მისსა ჩემგან, რამეთუ ვყავ ესე ყოველი სახლსა უფლისა ღმრთისა ისრაელისასა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მათ დღეთა შინა ვიხილე ჰურიასტანს, რამეთუ წრეტდეს საწნეხელსა შაბათსა და შემოაქუნდა მჭელეულები ბჭეთა იერუსალემისათა. და აღეკიდა კარაულებსა ღჳნოჲ, ყურძენი და ლეღჳ. და აღიკიდეს ტჳრთი მძიმჱ და მოაქუნდა იერუსალემდ. და ესე ვიხილე ყოველი დღესა შაბათსა, დავადგინენ სამნი მოწამენი, რამეთუ ფრდიდეს დღესა შაბათსა

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და სხდეს ადგილსა ვაჭართა მათ იუდაჲსთა; Page of ms. O: 478v   რომელთა შემოაქუნდა თევზი სავაჭროდ, და ყოველი საფარდული და ღჳნოჲ და ყოველი სავაჭროჲ დღესა შაბათსა ჰურიათა მათ იერუსალემდ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვჰლალევდ ძეთა მათგან ჰურიათაჲსა, რომელნი იყვნეს იერუსალემს, და მთავართა მათ იუდაჲსთა, და ვარქუ მათ: რაჲ არს უშჯულოებაჲ ესე თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა, რომელსა-ესე თქუენ იქმთ, და შეაგინებთ დღესა მას წმიდასა შაბათისასა განრყუნად?

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ესრჱვე ყვესა მამათა მათ თქუენთა? და მოავლინა მათ ზედა ღმერთმან ძჳრი და ბოროტი ესე ყოველი ზედა ქალაქსა ამას იერუსალემსა თქუენთჳს. და აწ თქუენ რაჲსა შესძინებთ რისხვასა ზედა იერუსალემსა და შეაგინებთ დღესა შაბათსა?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, რაჟამს ავჰმართენ ბჭენი იერუსალემისანი უწინარჱს შაბათისა მის, უბრძანე დაჴშვაჲ ბჭეთაჲ მათ, და არა ვაუფლენ განღებად ვიდრე გარდასლვადმდე შაბათისა მის. და მერმჱ დავადგინენ მჴუმილნი კაცნი, რაჲთა არავის უფლონ შესლვად ტჳრთოსანსა დღესა შაბათსა ბჭეთა იერუსალემისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგრიან ყოველნივე, რომელნი-იგი ვაჭრობდეს გარემო იერუსალემსა ერთჯერ და ორჯერ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ მათ: რაჲსათჳს თქუენ დაადგრებით გარეშჱ ზღუდესა? უკუეთუ მერმჱ ვიხილო-ღა უშჯულოებაჲ თქუენი, რომელნი-ეგე ხართ-ღა, უბრძანო ესრეთ, რაჲთა არა შემოხჳდეთ თქუენ შაბათსა ჩუენსა და ქალაქსა ჩუენსა თანა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვარქუ ლევიტელთა მათ, რომელნი იყვნეს Page of ms. O: 479r   განწმედილნი და მოვიდიან, ჴუმილვედ ბჭეთა მათ. და განწმიდიან იგი დღესა მას შაბათსა. მიერითგან არა შეაგინეს შაბათი იგი. და ამას ყოველსა შინა მომიჴსენა მე უფალმან ღმერთმან და მილხინა მე მრავლითა წყალობითა თჳსითა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მათ დღეთა შინა ვიხილენ ჰურიანი და რამეთუ სხდეს დედანი აზოტელნი იგი და ამონიტელნი,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და შვილნი მათნი და რომელნიმე დედებისა მისგანნი იტყოდეს აზოტელებრ და არა იცოდეს ჰურიაებრ სიტყუაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვჰრისხევდ მათ და შეჩუენებულ-ვყვენ იგინი. და ვგუემენ მათგანნი კაცნი მრავალნი. და ვაფუცე მათ ყოველთა სახელსა ღმრთისასა, რაჲთა არა მისცნენ ასულნი იგი მათნი ძეთა თჳსთა და არცა მოჰგუარნენ ასულნი მათნი ძეთა თჳსთა, და ვარქუ მათ:

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ამით ყოვლითა ცოდაა სოლომონ მეფემან ისრაელისამან? და ვინ იყო ბრძენ მისებრ ყოველთა შორის მეფეთა ჩუენთა? და საყუარელ იყო იგი ღმრთისა ჩუენისა და დაადგინა იგი ღმერთმან მეფედ ყოველსა ზედა ისრაელსა. და ეგევითარი იგი საყუარელი ღმრთისაჲ და ბრძენი და დიდი იგი მეფჱ გარდააქციეს და აცოდვეს ცოლთა მათ უცხოთესლთა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ნუმცა მასმიეს ესე, ვითარმედ თუ ვინმე ქმნეს ესევითარი საქმჱ დიდი და უკეთურებაჲ და ცოდოს ღმრთისა მიმართ თჳსისა და ისუას ცოლი უცხოთესლი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა მათგან ელიადაჲსთა და ელისობისთაჲ დიდისა მის მღდელისაჲ მესმა, ვითარმედ ცოლი მისი იყო ასული ანაბალატისი, და განვიშორე და განვიყენე იგი ჩემგან.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიჴსენინ იგი ღმერთმან სამკჳდრებელსა და აღთქუმასა მღდელობისასა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ლევიტელნი იგი განვწმიდენ ყოველთა მათგან უცხოთესლთა და განწესებულად განვჰმზადენ იგინი დღითი დღედ, მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი და დავადგინენ Page of ms. O: 479v   კაცნი თითოეულად საქმესა თჳსსა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოღებად ვეც განკრძალულად და განმზადებულად ყოველივე იგი შეშაჲ საკურთხეველთაჲ თითოეულად ჟამსა თჳსსა და პირველი ნაყოფთა თჳსთაჲ. და აწ მომიჴსენენ ჩუენ ღმერთმან ყოველსა შინა კეთილსა სიმართლისასა.



Book: Esr.IV  
Esra Salatiel

წიგნი ეზრა სუთიელი



Chapter: 1  
Verse: 1  Link to septLink to armat   
Page of ms. O: 479v   Page of ms. J: 193v  შემდგომად სამისა წლისა დაცემითგან ქალაქისაჲთ ვიყავ ბაბილონს მე, სუთიელ, რომელ არს ეზრა. დასულებული ვიდევ სარეცელსა ჩემსა ზედა, და ზე აღმეხილნეს თუალნი და გულის-სიტყუანი მომივიდოდეს გულსა ჩემსა,

Verse: 2  Link to septLink to armat   
რამეთუ ვიხილე მოოჴრებაჲ სიონისაჲ და შენებაჲ მკჳდრთა ბაბილონისათაჲ.

Verse: 3  Link to septLink to armat   
და გულს-მიგდებდა სული ჩემი ფრიად, და ვიწყე სიტყუად მაღლისა მიმართ სიტყჳთა საშინელითა,

Verse: 4  Link to septLink to armat   
და ვთქუ: უფალო! დასაბამითგან, ოდეს შეჰქმენ ქუეყანაჲ მხოლომან, და უბრძანე მას,

Verse: 5  Link to septLink to armat   
და გამოსცა ადამის გუამი მკუდარი, და იგიცა ქმნ/ული Page of ms. O: 480r   ჴელთა შენთაჲ, და შთაჰბერე მას სული ცხოველი, და ცხოველ იყო წინაშე შენსა;

Verse: 6  Link to septLink to armat   
და შეიყვანე იგი სამოთხედ, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან; ვიდრე განგებადმდე ქუეყანისა;

Verse: 7  Link to septLink to armat   
და ამცენ მას ჭეშმარიტებაჲ შენი. ხოლო იგი გარდაგიჴდა და მეყსეულად დასდევ მის ზედა სიკუდილი, და ყოველსავე ზედა ნათესავსა მისსა, Page of ms. J: 194r  და გამოჴდეს მისგან თესლები და ტომები, ერნი და ნათესავნი, რომელთაჲ არა არს რიცხჳ.

Verse: 8  Link to septLink to armat   
და ვიდოდეს თითოეულად ნათესავნი იგი ნებასა თავისა მათისასა, და უღმრთოებდეს წინაშე შენსა და უვარ-გყვეს შენ, ხოლო შენ არა დააყენენ იგინი.

Verse: 9  Link to septLink to armat   
და მერმე ჟამი წყლით-რღუნისაჲ მოავლინე ქუეყანასა ზედა და მკჳდრთა ზედა ქუეყანისათა და წარსწყმიდენ იგინი.

Verse: 10  Link to septLink to armat   
და იყო მათ ყოველთა ზედა მოსპოლვაჲ ვითარცა ადამისთჳს სიკუდილი, ეგრეცა მათ ზედა წყლით-რღუნაჲ.

Verse: 11  Link to septLink to armat   
და განარინე ერთი მათგანი სახლითურთ მისით და მისგანნი მრავალნი მართალნი.

Verse: 12  Link to septLink to armat   
და იყო ოდეს იწყეს განმრავლებად ქუეყანასა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა; და განმრავლდეს ფრიად ნაშობნი და ერნი და თესლები, და იწყეს უღმრთოებად უფროჲს პირველთა მათ.

Verse: 13  Link to septLink to armat   
და იყო ოდეს უღმრთოებდეს წინაშე შენსა, და გამოირჩიე ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აბრაჰამ,

Verse: 14  Link to septLink to armat   
და შეიყუარე იგი და აუწყე მას Page of ms. O: 480v   ხოლო მარტოსა,

Verse: 15  Link to septLink to armat   
და დასდევ მის თანა აღთქუმაჲ საუკუნოჲ, და სთქუ: არა დავაგდო ნათესავი შენი ...

Verse: 17  Link to septLink to armat   
და ეგჳპტით გამოიყვანე ნათესავი მისი მთად სინად.

Verse: 18  Link to septLink to armat   
და მოსდრიკენ ცანი, და შესძარ ქუეყანაჲ, და შეარყიენ კიდენი ქუეყანისანი; ზარ-ჰჴდა უფსკრულთა და შეაძრწუნე სოფელი.

Verse: 19  Link to septLink to armat   
და განჴდა დიდებაჲ შენი ოთხთა ბჭეთა ცისათა ... და ძრვასა, სულსა ნიავ-ქარისასა და მყინვარსა, რაჲთა მოსცე ნათესავსა იაკობისსა შჯული და ტომსა Page of ms. J: 194v  ისრაელისასა -- ჭეშმარიტებაჲ.

Verse: 20  Link to septLink to armat   
ხოლო გული უკეთური არავე მოუღე მათგან; რაჲთამცა მოიღო შჯულმან შენმან მათგან ნაყოფი

Verse: 21  Link to septLink to armat   
რამეთუ გული უკეთური პირველად შთაეცუა ადამს, იგი იძლია, და მის თანა ყოველნი ნაშობნი მისნი.

Verse: 22  Link to septLink to armat   
და დაადგრა უძლურებაჲ იგი მათი და შჯული გულსა ერისასა ძირითურთ უკეთურებისაჲთ; და მიაქცია მათგან კეთილმან და დაადგრა ბოროტი.

Verse: 23  Link to septLink to armat   
და წარჴდეს მრავალნი დღენი და აღესრულნეს ჟამნი; და აღადგინე შენდად მონაჲ შენი დავით

Verse: 24  Link to septLink to armat   
და სთქუ აღშჱნებაჲ ქალაქისაჲ სახელისა შენისად და შეწირვად მას შინა შესაწირავი შენი.

Verse: 25  Link to septLink to armat   
და იყო ოდეს აღესრულნეს მრავალნი წელნი, შეგცოდეს მკჳდრთა მათ ქალაქისათა.

Verse: 26  Link to septLink to armat   
არარაჲ უახლჱს ყვეს, არამედ, ვითარცა ადამმან ყო, ეგრეცა ყოველთა ნაშობთა მისთა, რამეთუ მათცა შთაეცუა Page of ms. O: 481r   გული იგივე უკეთურებისაჲ.

Verse: 27  Link to septLink to armat   
და მიეც ქალაქი იგი ჴელთა მტერთა შენთასა.

Verse: 28  Link to septLink to armat   
და ვთქუ მე მაშინ გულსა შინა ჩემსა: ვინ უწყის, უკეთჱს რასმე იქმან მკჳდრნი იგი ბაბილონისანი და მისთჳს მიეცა მათ ქალაქი სიონი?

Verse: 29  Link to septLink to armat   
და იყო ოდეს მოვედ მე ბაბილონდ, ვიხილე უღმრთოებაჲ, რომლისაჲ არა არს რიცხჳ, და შეურაცხის-მყოფელნი მრავალნი იხილნა სულმან ჩემმან ესე სამი წელი არს, და დამიკჳ/რდა Page of ms. J: 195r  გულსა ჩემსა

Verse: 30  Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარ თავს-იდებ ცოდვილთასა და ულხენ უღმრთოთა? და წარსწყმიდე ერი შენი და დაიცვენ მტერნი შენნი, და არავის აუწყე, რაჲსათჳს დავარდეს გზანი იგი მათნი.

Verse: 31  Link to septLink to armat   
ანუ უმჯობჱს ნუ რაჲ ქმნა ბაბილონმან სიონისა, ანუ სხუამან ნათესავმან? 32 ანუ გიცნა ვინ უფროჲს ისრაელისა? ანუ რომელსა თესლსა ჰრწმენა აღთქუმაჲ შენი, ვითარ იაკობსა?

Verse: 33  Link to septLink to armat   
რომლისა სასყიდელი არა გამოჩნდა და არცა ნაშრომმან ნაყოფი გამოიღო, განსლვით განმივლიან წარმართნი და ვიხილენ იგინი განგებულნი, და მათ არა მოუჴსენებიან მცნებანი შენნი.

Verse: 34  Link to septLink to armat   
ხოლო აწ აღვწონენ სასწორითა უშჯულოებანი ჩუენნი და უშჯულოებანი სოფლისა მათისანი, და დაჰწონა უღელმან სასწორისა მათისამან.

Verse: 35  Link to septLink to armat   
ანუ ოდეს-მე არა შეგცოდეს მკჳდრთა ქუეყანისათა? ანუ რომელმან ტომმან დაიმარხნა მცნებანი შენნი?

Verse: 36  Link to septLink to armat   
კაცნი სახელით ჰპოვნე, რომელთა დაიცვნეს მცნებანი შენნი, ხოლო ნათესავი არა ჰპოო.

Chapter: 2  
Verse: 1  Link to septLink to armat   
Page of ms. O: 481v   და მომიგო მე ანგელოზმან მან, რომელი მოივლინა ჩემდა, რომელსა სახელი ერქუა ურიელ,

Verse: 2  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: დაკჳრვებით დაკჳრვებულ არს გული შენი და გნებავს წარწევნად დიდებასა მაღლისასა.

Verse: 3  Link to septLink to armat   
და ვარქუ: ჰე, უფალო! მომიგო და მრქუა მე: სამთა გზათათჳს მოვლინებულ ვარ შენდა ჩუენებად Page of ms. J: 195v  და სამთა გზათა დადებად წინაშე შენსა.

Verse: 4  Link to septLink to armat   
ვითარ რაჲ მათგანი შენ მაუწყო, მეცა გაუწყო შენ გზაჲ, რომლისაჲ გულმან გითქუას ხილვად და გითხრა შენ, რომლისაგან არს გული უკეთური.

Verse: 5  Link to septLink to armat   
და ვთქუ: იტყოდე, უფალი ჩემო! და მრქუა მე: მივედ და აღწონე ალი ცეცხლისაჲ სასწორითა ერთითა, ანუ აღწყენ საწყაულითა ქარნი, ანუ მოუწოდე და წარმომიდგინე მე წარსრული ერთი დღჱ.

Verse: 6  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: ვინ არს ნაშობთაგანი, რომელმანმცა უძლო ესე ყოფად, და მკითხავ მაგას?

Verse: 7  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: უკუეთუმცა გკითხე შენ და ვთქუე: "რავდენ არიან საუნჯენი გულთა შიდა ზღჳსათა? ანუ რავდენ არიან დასაბამითგან გამოსავალნი უფსკრულთანი? ანუ რავდენ არიან ალაგნი ზესკნელს სამყაროთანი? ანუ რაბამ არიან გამოსავალნი ჯოჯოხეთისანი? ანუ ვითარ არიან შესავალნი სასუფეველისანი?

Verse: 8  Link to septLink to armat   
მო-მცა-მიგე და მარქუ: "უფსკრულად არა შთასრულ ვარ და ჯოჯოხეთა არა შთამივლიეს და ცად არა Page of ms. O: 482r   აღსრულ ვარ, არცა სამოთხჱ მიხილავს...

Verse: 9  Link to septLink to armat   
Page of ms. J: 196r  ხოლო აწ არარაჲ გკითხე შენ პირველად, გარნა ცეცხლისაჲ და ქარისაჲ და დღისა წარსრულისაჲ, რომელი შენ განგივლიეს, და რომლისა თჳნიერ ავერ უძლო ყოფად, და ვერ მომიგე მისთჳს მე.

Verse: 10  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: ვერ უძლო მე მაგისა გულისხმის-ყოფად. და მრქუა მე: შენ თანა რომელ აღმოცენებულ არს, ვერ უძლე ცნობად,

Verse: 11  Link to septLink to armat   
და ვითარ-მე უძლოს თავმან შენმან დატევნად გზათა მათ მაღლისათა? მიუწდომელად დაებადნეს გზანი იგი მაღლისანი და ვერ უძლოს განჴრწნადმან გულისხმის-ყოფად უჴრწნადისა გზათა.

Verse: 12  Link to septLink to armat   
და ოდეს ესე მესმა, დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და ვთქუ: უმჯობჱს იყო ჩუენი არაყოფაჲ ვიდრე ყოფასა ამას და უღმრთოებით ცხორებასა, ვნებასა და ვერგულისხმის-ყოფასა, რაჲსათჳს მევნების.

Verse: 13  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: მისლვით მივიდეს მაღნარნი იგი ხენი ველისანი, იზრახეს ზრახვაჲ

Verse: 14  Link to septLink to armat   
და თქუეს: "მოვედით და მივიდეთ და ვჰბრძოთ ზღუასა. რაჲთა უკუნ-დგეს ჩუენგან, და ვყოთ მუნ ჩუენდად სხუაჲცა მაღნარი".

Verse: 15  Link to septLink to armat   
და ეგრეცა ღელვათა ზღჳსათა იზრახეს ზრახვაჲ და თქუეს: "მოვედით და აღვდგეთ მაღნართა ზედა ველისათა და ვჰბრძოთ, Page of ms. J: 196v  რაჲთა იგიცა ადგილადვე ჩუენდა შევიძინოთ".

Verse: 16  Link to septLink to armat   
და იყო ზრახვაჲ იგი მაღნარისაჲ ცუდ, რამეთუ მოვიდა Page of ms. O: 482v   ცეცხლი და შეწუნა იგინი;

Verse: 17  Link to septLink to armat   
ეგრეცა ზრახვაჲ იგი ღელვათა ზღჳსათაჲ, რამეთუ წინა აღუდგა მათ მქჳშაჲ და დააყენნა იგინი.

Verse: 18  Link to septLink to armat   
უკუეთუმცა იყავ შენ მსაჯულ, რომელიმცა ამათგანი განამართლე, ანუ რომელიმცა განაცრუვე?

Verse: 19  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: ორთავე ცუდი ზრახვაჲ იზრახეს, რამეთუ ქუეყანაჲ მიეცა მაღნარისა; და ზღუასა ადგილი მიეცა, რომლითა იტჳრთნეს ღელვანი მისნი.

Verse: 20  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: კეთილად ჰსაჯე და თავისა შენისა რად ვერ განჰსაჯე?

Verse: 21  Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა ქუეყანაჲ მაღნარსა მიცემულ არს და ზღუაჲ -- ღელვათა თჳსთა, ეგრეცა მკჳდრთა ქუეყანისათა ქუეყანისაჲ ხოლო უძლონ გულისხმის-ყოფად და ზეცისა მკჳდრთა -- ზეცისაჲ.

Verse: 22  Link to septLink to armat   
ხოლო მიუგე და ვარქუ: გევედრები, ღმერთო, რად მე მომეც გონებაჲ ზრახვად მაგისა?

Verse: 23  Link to septLink to armat   
რამეთუ არა მინდა კითხვაჲ ზესკნელთა გზათაჲ, არამედ მომავალისაჲ მის ჩუენ ზედა ჭირისაჲ მარადის, რომელ მიცემულ არს ისრაელი წარმართთა, და ერი, რომელ შეიყუარე, მიეც უღმრთოთა ნათესავთა და შჯული მამათა ჩუენთაჲ განქარდა და აღთქუმანი წერილისანი არა ჩანან.

Verse: 24  Link to septLink to armat   
და წარვალთ სოფლისა ამისგან; ვითარცა მკალნი, და ცხორებაჲ ჩუენი, ვითარცა კუამლი, Page of ms. J: 197r  და არა ღირს ვართ პოვნად წყალობისა.

Verse: 25  Link to septLink to armat   
არამედ რად მეყოს ჩუენ სახელი მისი დიდი, რომელ წოდებულ არს ჩუენ ზედა? ამისთჳს გკითხავ.

Verse: 26  Link to septLink to armat   
მომიგო მე და ერქუა: უკუეთუ Page of ms. O: 483r   იყო-ღა, იხილო, და თუ სცხონდე, სრულიად გულისხმა-ჰყო, იწრაფის სოფელი ესე წარსლვად.

Verse: 27  Link to septLink to armat   
რამეთუ ვერ უძლებს დატევნად და ტჳრთვად აღნათქუემსა ამას მრავალთასა და რამეთუ დატევებულ არს სალმობითა სოფელი ესე და სავსჱ არს ურვითა

Verse: 28  Link to septLink to armat   
რამეთუ დაეთესა უკეთურებაჲ მას ზედა, ხოლო რომლისათჳს-ეგე მკითხე, არღარა მოწევნულ არს მკაჲ მისი.

Verse: 29  Link to septLink to armat   
უკუეთუ არა პირველად მოიმკოს და გამოეშოვროს ადგილი იგი, სადა დაეთესა უკეთურებაჲ, ვერ მოიწიოს ადგილი იგი, რომელსა დაეთესა კეთილი.

Verse: 30  Link to septLink to armat   
რამეთუ მარცუალი იგი თესლისაჲ მის უკეთურისაჲ დაეთესა გულსა ადამისსა დასაბამითგან, და რაოდენნი იგი ნაყოფნი ყვნა უღმრთოებისანი აქა ოდენ, და რავდენღა ყვნეს ვიდრე მოწევნადმდე კალოჲსა, განწონე თავით შენით!

Verse: 31  Link to septLink to armat   
რამეთუ მარცუალმან ერთმან, უკეთურებისა თესლმან, ეგოდენნი ნაყოფნი უკეთურებისანი გამოიხუენა.

Verse: 32  Link to septLink to armat   
ხოლო რაჟამს დაეთესნენ თავნი იგი კეთილთა მათ თესლთანი, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, რავდენღა უფროჲს ყოფად არს ნაყოფი კალოჲსაჲ?

Verse: 33  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: ვიდრე ოდენ, უფალო, ანუ ოდეს ყოფად არს ესე? რამეთუ მცირე და უკეთურ არიან წელნი ჩუენნი?

Verse: 34  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: Page of ms. O: 483v   არა იწრაფი შენ უფროჲს მაღლისა; რამეთუ შენ იწრაფი თავისა შენისათჳს, ხოლო მაღალი -- მრავალთათჳს.

Verse: 35  Link to septLink to armat   
ამისთჳს რაჲ ჰკითხეს სულთა მართლისათა საუნჯეთა მათთჳს და თქუეს: "ვიდრე ოდენ აქა ყოფად ვართ, Page of ms. J: 197v  ანუ ოდეს მოიწიოს კალოჲ ნაშრომისა ჩუენისაჲ "?

Verse: 36  Link to septLink to armat   
მიუგო მათ ურიელ ანგელოზმან და ჰრქუა: "ოდეს აღესრულოს რიცხჳ იგი მსგავსებისაჲ, რამეთუ სასწორითა აღუწონიეს სოფელი ესე,

Verse: 37  Link to septLink to armat   
და საზომითა განუზომიან ჟამნი, და არა დადუმნეს, არცა განიღჳძოს, ვიდრემდე აღესრულოს აღთქუმული იგი ზომთაჲ".

Verse: 38  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: ჰჱ, უფალო, და აწ ესერა ჩუენ ყოველნი სავსე ვართ უღმრთოებითა.

Verse: 39  Link to septLink to armat   
და ნუუკუე ჩუენ გამო დაეყენოს მართალთა კალოჲ, ანუ ცოდვათათჳს მკჳდრთა ქუეყანისათა.

Verse: 40  Link to septLink to armat   
მიმიგო და მრქუა მე: მივედ და ჰკითხე მუცელქმნულსა, უკუეთუ, ოდეს აღასრულნის ცხრანი იგი თთუენი, უძლის-ღა-მე ვითარ საშომან მისმან დაპყრობად გამოსავალთა მისთა?

Verse: 41  Link to septLink to armat   
და ვთქუ: ვერ უძლის, უფალო! და მრქუა მე: ჯოჯოხეთი და საუნჯენი სულთანი საშოსა ემსგავსნეს.

Verse: 42  Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა იწრაფინ საშოჲ იგი ურვისა მისგან შობადისა, ეგრეცა იწრაფდეს ქუეყანაჲ მოცემად, რომელ-იგი მოვედრებულ Page of ms. O: 484r   არს დასაბამითგან

Verse: 43  Link to septLink to armat   
და მაშინ გაუწყო შენ ხილვაჲ, რომელი გულმან გითქუას.

Verse: 44  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა, და თუ ჯერ-გიჩნდეს, შემძლებელ ვარ.

Verse: 45  Link to septLink to armat   
მაუწყე მეცა: რომელ წარსრულ არიან ჟამნი, იგი უფროჲს არიანა, ანუ Page of ms. J: 198r  რომელ წარსლვად არიან?

Verse: 46  Link to septLink to armat   
-- რამეთუ წარსრული უწყი, ხოლო წარსლვადი არა უწყი.

Verse: 47  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: დადეგ მარჯუენით ჩემსა და გაუწყო შენ გამოცხადებაჲ იგავისაჲ.

Verse: 48  Link to septLink to armat   
და ესე ვიხილე: საჴუმილი იწუებოდა წინაშე ჩემსა, და იყო ოდეს წარჴდა ალი იგი, ვიხილე და დაშთა მისგან კუამლი.

Verse: 49  Link to septLink to armat   
ხოლო შემდგომად მისა წარჴდა წინაშე ჩემსა ღრუბელი, სავსჱ წჳმითა, და მოუტევა წჳმაჲ მძაფრი ფრიად, და ოდეს წარჴდა წჳმაჲ იგი მსხეპრი, და დაშთა მისგანი ცუარი ხოლო.

Verse: 50  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: განწონე შენ თჳთ: ვითარცა-იგი უფროჲს არს ცჳმაჲ ცუარისა მაგის და ცეცხლი -- კუამლისა, ეგრეცა უმეტჱს არიან წარსრულნი ჟამნი; და დგანან-ღა ვითარცა კუამლი ეგე და ცუარი.

Verse: 51  Link to septLink to armat   
მიუგე ვედრებით და ვარქუ: უფალო. ცხოველღა-მე ყოფად ვარა ვიდრე მუნ დღედმდე, ანუ რაჲ-მე ყოფად არს მათ დღეთა?

Verse: 52  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: სასწაულისათჳს, რომელ მკითხე მე, თითოეულად გითხრა, Page of ms. O: 484v   ხოლო ცხორებისა შენისათჳს არა მოვლინებულ ვარ უწყებად შენდა; არცაღა თუ უწყი.

Chapter: 3  
Verse: 1  Link to septLink to armat   
ხოლო სასწაულისა მისთჳს: ესერა მოვლენან დღენი და შეიპყრნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ზარმან დიდმან; და მაშინ დაეფაროს ნაწილი ჭეშმარიტებისაჲ, და ბერწ იყოს ადგილი სარწმუნოებისაჲ

Verse: 2  Link to septLink to armat   
განმრავლდეს სიცრუე და იყოს უდაბნო ოჴერ, რომელთა-ესე აწ ჰხედავ სამეუფოთა Page of ms. J: 198v  სოფელთა,

Verse: 3  Link to septLink to armat   
და იხილონ ქუეყანად უდაბნოდ.

Verse: 4  Link to septLink to armat   
უკუეთუ მოგცეს შენ მაღალმან ცხორებაჲ, იხილო შემდგომად სამისა დღისა ამბოხებაჲ, და მეყსეულად გამობრწყინდეს მზჱ ღამესა და მთოვარჱ -- დღესა.

Verse: 5  Link to septLink to armat   
და ძელისაგან სისხლი გამოსწუთეს, და ქვამან გამოსცეს ჴმაჲ თჳსი, და ერნი იძრვოდიან -- და აერნი იცვალნენ.

Verse: 6  Link to septLink to armat   
და სუფევდეს, რომლისაჲ-იგი არა ჰრწმენა,

Verse: 7  Link to septLink to armat   
და ყოველთა ჴმაჲ მისი ისმინონ.

Verse: 8  Link to septLink to armat   
და განსთქდენ ადგილნი მრავალნი, და ცეცხლი ზედაჲს-ზედა მოივლინოს მათ ზედა. და მჴეცნი ველისანი განეშოვრნენ ქუეყანით მათით, და სასწაულნი დედათაგან იქმნებოდიან.

Verse: 9  Link to septLink to armat   
და ტკბილნი წყალნი ბიცად გარდაიქცენ და მეგობარნი ურთიერთას იბრძოდიან; და დაეფაროს მაშინ მათგან სიბრძნჱ, და მეცნიერებაჲ განეშოროს საუნჯედ თჳსა.

Verse: 10  Link to septLink to armat   
და ეძიებდენ მრავალთა თანა და ვერ პოვონ, და განმრავლდეს ცოდვაჲ და Page of ms. O: 485r   უკეთურებაჲ ქუეყანასა ზედა.

Verse: 11  Link to septLink to armat   
და ჰკითხვიდეს სოფელი სოფელსა და მახლობელი მახლობელსა და ჰრქუას: "ნუმცა იმიერ წარჴდა სიმართლჱ ანუ განმამართლებელი"? ხოლო მან უვარ-ყოს და ჰრქუას: "არა უწყი".

Verse: 12  Link to septLink to armat   
და იყოს მას ჟამსა ესვიდენ კაცნი პოვნად და ვერ შეემთხჳნენ, იქორწინნენ Page of ms. J: 199r  და არა სათნო-იყონ სახლთა შინა მათთა და არა წარემართოს შრომაჲ მათი.

Verse: 13  Link to septLink to armat   
ესე სასწაული მეფლო თხრობად შენდა და თუ ილოცვიდე და სტიროდი მერმეცა, ვითარ-ეგე აწ, და თუ იმარხო შჳდ დღჱღა, გესმეს უფროჲსი სასწაული.

Verse: 14  Link to septLink to armat   
და ვითარცა განვიღჳძე, ჴორცნი ჩემნი ძრწოლეს ფრიად და სული ჩემი მოაკლდებოდა შრომითა.

Verse: 15  Link to septLink to armat   
და შემახო მე ანგელოზმან მან, რომელიცა მოვიდა ჩემდა, და მეტყოდა მე, და განმაძლიერა მე და დამადგინა მე ფერჴთა ჩემთა ზედა.

Verse: 16  Link to septLink to armat   
და იყო მეორესა მას ღამესა მოვიდა ჩემდა ფალტიელ, წინამძღუარი ერისაჲ, და მრქუა მე: სადა იყავ, ანუ რად მწუხარე არს პირი შენი?

Verse: 17  Link to septLink to armat   
არა უწყია, რამეთუ რწმუნებულ ხარ ისრაელსა ზედა ქუეყანასა მას მწირობისასა?

Verse: 18  Link to septLink to armat   
აღდეგ აწ, პირ-იჴსენ და ჭამე რაჲ ჭამადი, რაჲთა არა დამთხინე ჩუენ, ვითარცა მწყემსმან სამწყსონი ჴელთა შინა მგლისა უკეთურისათა.

Verse: 19  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: წარვედ და ვიდრე შჳდად დღედმდე ნუ მოხუალ. და მერმეღა მოვედ ჩემდა, რაჲთა გაუწყო შენ სიტყუაჲ. და წარვიდა ჩემგან.

Verse: 20  Link to septLink to armat   
Page of ms. O: 485v   ხოლო მე ვიმარხევდ შჳდ დღჱ, ეგოდებდ და ვტიროდე, ვითარცა მამცნო მე ურიელ ანგელოზმან.

Verse: 21  Link to septLink to armat   
და იყო შჳდთა მათ დღეთა შემდგომად მოვიდეს გულის-სიტყუანი გულისა ჩემისანი და გულს-მიგდებდეს მე ფრიად.

Verse: 22  Link to septLink to armat   
Page of ms. J: 199v  და შთაიცუა გულმან ჩემმან სული მეცნიერებისაჲ, და ვიწყე სიტყუად მერმეცა წინაშე მაღლისა,

Verse: 23  Link to septLink to armat   
და ვთქუ: უფალო ღმერთო, ყოველთაგან მაღნართა ქუეყანისათა და ხეთა მისთაგან გამოირჩიე შენდად ვენაჴი,

Verse: 24  Link to septLink to armat   
და ყოველთაგან ადგილთა სოფლისათა გამოირჩიე შენდად იატაკი ერთი; და ყოველთაგან ყუავილთა -- შროშანი;

Verse: 25  Link to septLink to armat   
და ყოველთაგან უფსკრულთა ქუეყანისათა და ზღუათა განადიდე შენდად ერთი მდინარჱ -- იორდანე; და ყოველთაგან შჱნებულთა ქალაქთა წმიდა ჰყავ შენდად სიონი;

Verse: 26  Link to septLink to armat   
და ყოველთაგან დაბადებულთა მფრინველთა ცისათა სახელ-სდევ შენდად ტრედსა ერთსა; და ყოველთაგან დაბადებულთა შენთა საცხოვართა სათნო იყავ შენდად ერთი ცხოვარი;

Verse: 27  Link to septLink to armat   
და ყოველთაგან შექმნულთა შენთა ერთა საზეპურო ჰყავ ერი ერთი ისრაელი; და ყოველთაგან გამოცდილთა ნათესავთა შჯული მოჰმადლე ერსა, რომელცა შეიყუარე.

Verse: 28  Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, რად მიგიცემიეს ერთი იგი წინაშე მრავალთა? რამეთუ აგინე ერთი იგი ძირი უფროჲს ყოველთა ძირთა და განაბნიე მხოლოდ-შობილი შენი ყოველთა თანა.

Verse: 29  Link to septLink to armat   
და დასთრგუნენ მაცილობელნი შჯულისა შენისანი და მორწმუნეთა შჯუ/ლისა Page of ms. O: 486r   შენისათა. ...

Verse: 30  Link to septLink to armat   
უკუეთუ სიძულილით მოიძულე ერი შენი, შენთა ჴელთა შინა ჯერ-არს სწავლაჲ.

Verse: 31  Link to septLink to armat   
და იყო ოდეს ვიტყოდე ოდენ ამათ სიტყუათა, მოივლინა მერმე იგივე ანგელოზი, Page of ms. J: 200r  რომელი მოვიდა ჩემდა პირველსა მას ღამესა,

Verse: 32  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: ისმინე ჩემი და გითხრა შენ, მერჩდი მე და შეგძინო შენ სიტყუაჲ.

Verse: 33  Link to septLink to armat   
და ვარქუ: იტყოდე, უფალო! მომიგო და მრქუა მე, ვითარმედ: დაგიკჳრდების ისრაელისათჳს, ანუ შენ-მე უფროჲს შეგიყუარებიეს იგი, უფროჲს დამბადებელისა თჳსისა?

Verse: 34  Link to septLink to armat   
და ვთქუ: არა, უფალო, არამედ მელმის მისთჳს და ვიტყჳ, რამეთუ: თირკუმელნი ჩემნი განმიკითხვენ მე ყოველსა ჟამსა და მნებავს წარწევნად გზათა მაღლისათა და გამოძიებად საშჯელისა მისისა.

Verse: 35  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: ვერ უძლო. და ვარქუ: რად ვერ უძლო, უფალო? უკუე რაჲსაღა შევიქმენ, ანუ რად-მე არა საშოჲ იგი დედისა ჩემისაჲ მექმნა მე სამარჱ, რაჲთამცა არა ვიხილე შრომაჲ იაკობისი და ჭირი ნათესავისა ისრაელისაჲ?

Verse: 36  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: აღმირაცხენ მე ჟამნი, რომელ არღა მოსრულ არიან, და შეკრიბენ განბნეულნი ცჳმისა წუეთნი, და განაახლე ფერი დამჭნარისა ყუავილისაჲ,

Verse: 37  Link to septLink to armat   
და განმიხუენ მე დაჴსულნი ბჭენი საუნჯეთანი, და წარმომიდგინენ მე მიერ შეყენებულნი სულნი, და მიჩუენე მე Page of ms. O: 486v   პირი, Page of ms. J: 200v  romel arġa gixilavs, anu mičuene me peri qmisay, da mašinġa gauc̣q̇o šen šromisa mistws, romelsaca ǯers-mičineb txrobad šenda.

Verse: 38  Link to septLink to armat   
და ვთქუ: უფალო, ვინ შემძლებელ არს მაგისა ხილვად, გარნა თუ რომლისაჲ მკჳდრობაჲ კაცთა თანა არა არს?

Verse: 39  Link to septLink to armat   
ხოლო მე უგუნურ და გლახაკ ვარ, ვითარ-მე უძლო თხრობად მაგისა, რომელსა-ეგე მკითხავ მე?

Verse: 40  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: ვითარცა მაგის თქუმულისაგანი ერთიცა ვერ უძლე ყოფად, ეგრეცა საშჯელისა ჩემისა ვერ უძლო ყოფად და წარწევნად, ვერცა სიყუარულსა მას აღსასრულისასა. რომელ დამიმარხავს ერისა ჩემისათჳს.

Verse: 41  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: ჰე, უფალო, იგი დაგიმარხავს სრულთათჳს. ხოლო რაჲ ყონ მათ; რომელნი-იგი ჩუენსა წინა წარჴდეს, ანუ ჩუენ, ანუ შემდგომთა ჩუენთა?

Verse: 42  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: გჳრგჳნსა ვამსგავსო საშჯელი ჩემი; არცა უკუანაჲსკნელ მცხუედთათჳს ხოლო და არცა პირველ მსთუათათჳს ხოლო.

Verse: 43  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: უფალო, ვერ მემცა უძლეა ყოფილთაჲ მათ, რომელ არიან და რომელ ყოფად არიან; ერთბამად წრაფით საშჯელი Page of ms. J: 201r  შენი ჩუენებად?

Verse: 44  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: ვერმცა იმსთო საშჯელმან უფროჲს დამბადებელისა, ვერცამცა იტჳრთა ამან სოფელმან მას ზედა დაბადებული დაბადებად ერთბამად.

Verse: 45  Link to septLink to armat   
Page of ms. O: 487r   მიუგე და ვარქუ: სთქუ რაჲმე მონისა შენისა თანა, ვითარმედ აღდგომით აღადგინო შენ მიერ დაბადებული ბუნითგან ერთად, უკუეთუ ცხოვრებით აცხოვნო ერთბამად, დაუთმოს დაბადებულმან, აწცამცა შეუძლო დათმენად, რომელ-ესე არიან ერთბამად.

Verse: 46  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: ჰკითხე საშოსა დედაკაცისასა და არქუ: "უკუეთუ ათი შობად არს შენდა, რად ჟამითი-ჟამად შობ"? ჰლოცევდ მას, რაჲთა ათივე იგი ერთად შვეს.

Verse: 47  Link to septLink to armat   
-- არამედ ვერ უძლოს ეგრე, არა თუ ჟამითი-ჟამად შვეს.

Verse: 48  Link to septLink to armat   
-- რამეთუ ქუეყანაჲ, ვითარცა საშოჲ, მიმიცემიეს, რომელნი გამოვლენ მისგან.

Verse: 49  Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა ყრმაჲ, რომელ არღარა იშვის, ვერ დაბერდის, ეგრეცა მე განმიგიეს ჩემ მიერ დაბადებული სოფელი ესე.

Verse: 50  Link to septLink to armat   
მიუგე და ვჰკითხე: უფალო, სადა გზა-მიყავ მე თხრობად, ვიწყო სიტყუად შენ წინაშე: დედაჲ ჩუენი ჭაბუკღა არსა; რომლისაჲ-ეგე სთქუ, ანუ სიბერედ ახს?

Verse: 51  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: ჰკითხე მშობელსა

Verse: 52  Link to septLink to armat   
და არქუ: "რომელ-ეგე Page of ms. J: 201v  გიშობიან აწ, რად არა სწორ არიან პირველთა მათ, არამედ უმცირეს არიან ჰასაკითა"?

Verse: 53  Link to septLink to armat   
მოგიგოს მანცა და გრქუას: "სხუა ძალ არს მათი, რომელნი შობილ არიან საჭაბუკესა და სხუა ძალ არს სიბერისაჲ".

Verse: 54  Link to septLink to armat   
ეგრეცა შენ გულისხმა-ყავ, რამეთუ უნაკლულევანეს იყოს ძალითა პირველთა უფროჲს აწინდელი,

Verse: 55  Link to septLink to armat   
და უნაკლულევანეს იყოს თქუენსა შემდგომი თქუენი, ვითარცა აწინდელი ეგე ცხორებაჲ და სიჭაბუკისაჲ მის სხუაჲ არს.

Verse: 56  Link to septLink to armat   
და ვთქუ: გევედრები, უფალო, უკუეთუ მიპოვნიეს მადლი წინაშე თუალთა შენთა, რაჲთა მაუწყო მე, მონასა შენსა, ვისთჳს გეგულების საშჯელი შენი?

Chapter: 4  
Verse: 1  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: დასაბამი კაცისათჳს, ხოლო აღსასრული ჩემთჳს, რამეთუ ვითარცა პირველად ვიდრე შესაქმედმდე მიწისა ქუეყანისაჲსა; და ვიდრე დამტკიცებადმდე გამოსავალთა ამის სოფლისათა; და ვიდრე გამოსავალადმდე სასწორისა ქართაჲსა;

Verse: 2  Link to septLink to armat   
და ვიდრე ოხრადმდე ქუხილისა; და ვიდრე გამობრწყინებადმდე ვარსკულავთა; და ვიდრე დამყარებადმდე საფუძველისა სამოთხისაჲ;

Verse: 3  Link to septLink to armat   
და ვიდრე აღმოცენებადმდე შუენიერებაჲ ყუავილთაჲ; Page of ms. J: 202r  და ვიდრე განძლიერებადმდე სიმტკიცჱ ძალთაჲ; და ვიდრე განრჩევადმდე ურიცხუთა მათ ერთა ანგელოზთასა;

Verse: 4  Link to septLink to armat   
და ვიდრე აღმაღლებადმდე სიმაღლესა აერთასა; და ვიდრე სახელის-დებადმდე საზომისა სამყაროჲსა; და ვიდრე დადებადმდე საფუძველი სიონისაჲ;

Verse: 5  Link to septLink to armat   
და ვიდრე გამოძიებადმდე წელიწადთა ამის სოფლისათა; და ვიდრე შესაქმედმდე ცოდვილთა გზანი; და ვიდრე აღბეჭდვადმდე საფასეთა მათ, რომელნი დაუნჯებულ არიან მორწმუნეთათჳს.

Verse: 6  Link to septLink to armat   
მაშინვე ვიზრახე და გულს-მომიჴდა მე ხოლო ჩემთჳს და არა სხჳსათჳს.

Verse: 7  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: და რაჲ სასწაული იყოს მათ ჟამთა, ანუ რაბამ იყოს მოახლებაჲ აღს/ასრულისაჲ, Page of ms. O: 487v   ანუ ვითარ იყოს დასაბამი მეორისა მის სოფლისაჲ?

Verse: 8  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: ადამისითგან ვიდრე აბრაჰამისამდე, რამეთუ მისგან იშვა იაკობი და ესავი ...

Verse: 9  Link to septLink to armat   
... დასაბამი მომავალისა სოფლისაჲ -- იაკობი

Verse: 10  Link to septLink to armat   
რამეთუ დასასრული კაცისაჲ ბრჭალი არს და დასაბამი კაცისაჲ არს ჴელი; და შორის ბრჭალსა და ჴელსა ნუ რას ეძიებ, ეზრა!

Verse: 11  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: უფალო ღმერთო, უკუეთუ მიპოვნიეს მადლი წინაშე თუალთა შენთა,

Verse: 12  Link to septLink to armat   
მაუწყე აღსასრულისა მის სასწაული, რომელ პირველსა Page of ms. J: 202v  მას ღამესა ცხადად მაუწყე მე.

Verse: 13  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა და გესმეს ჴმაჲ, სავსჱ სრულებითა.

Verse: 14  Link to septLink to armat   
და იყოს უკუე ძრვით იძრას ადგილი, რომელსა ზედა შენ სდგა,

Verse: 15  Link to septLink to armat   
და სიტყუასა მას ოდენ შენსა ნუ დაეცემი, რამეთუ აღსასრულისათჳს არს სიტყუაჲ იგი, და საფუძველმან ქუეყანისამან გულისხმა-ყოს.

Verse: 16  Link to septLink to armat   
რამეთუ მისთჳს არს თქუმული იგი, ძრწოდის და იძრას და ცნას, რამეთუ გარდაცვალებად არს აღსასრულსა.

Verse: 17  Link to septLink to armat   
რამეთუ იყო ვითარცა მესმა ოდენ, აღვდეგ ფერჴთა ჩემთა ზედა და ესერა მესმა ჴმაჲ სიტყჳსაჲ და ოხრაჲ წყალთა მრავალთაჲ.

Verse: 18  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: აჰა ესერა დღენი მოვლენან, და იყოს ოდეს მეგულებოდის მოახლებაჲ და მოხილვაჲ მკჳდრთა ზედა ქუეყანისათა,

Verse: 19  Link to septLink to armat   
და ოდეს მიგებად მეგულებოდის ვნებულთა ვნებაჲ მავნებელთა მათთაჲ და ოდეს დაესრულოს გლახაკებაჲ სიონისაჲ,

Verse: 20  Link to septLink to armat   
და ოდეს მომავალი იგი სოფელი Page of ms. O: 488r   აღიბეჭდოს, ესე სასწაული ვყო: წიგნნი განემარტნენ წინაშე პირსა სამყაროჲსასა და ყოველთა ერთბამად იხილონ;

Verse: 21  Link to septLink to armat   
და წელიწადისა ყრმანი იტყოდიან ჴმათა მათთა და მიდგომელთა Page of ms. J: 203r  უსრულნი ყრმანი შვნენ: სამ თთჳსანი და ოთხ თთჳსანი, და ცხოვნდენ და ვლდებოდიან;

Verse: 22  Link to septLink to armat   
და ყანანი იპოვნენ მეყსეულად დათესულ და აღორძინებულ, და სავსენი საუნჯენი დაცუდნენ;

Verse: 23  Link to septLink to armat   
და საყჳრსა დაეცეს დიდითა ჴმითა, და ყოველთა რომელთა ესმეს, დაეცნენ.

Verse: 24  Link to septLink to armat   
და იყოს მათ ჟამთა შინა მეგობარნი იბრძოდიან ურთიერთას, ვითარცა მტერნი, და დასულბეს ქუეყანაჲ მკჳდრითურთ თჳსით, და გამოსავალნი წყალთანი დაიყვნენ და არა დიოდიან ვიდრე სამად ჟამად ოდენ.

Verse: 25  Link to septLink to armat   
და იყოს ყოველი რომელი ამისა უკუანა დაშთეს, რომელი პირველ სთქუ შენ, იგი ცხონდეს და იხილოს მაცხოვარებაჲ ჩემი და აღსასრული სოფლისა ამის ჩემისაჲ.

Verse: 26  Link to septLink to armat   
და მაშინ იხილნენ ზეცად აღმავალნი კაცნი, რომელთა სიკუდილი არა იხილონ შობით მათითგან, და იცვალოს გული მკჳდრთა ქუეყანისათა, და გარდაიქცეს გული გონებად სხუად.

Verse: 27  Link to septLink to armat   
რამეთუ მოისპოს ბოროტი და დაშრტეს ზაკუვაჲ,

Verse: 28  Link to septLink to armat   
და ყუაოდის სარწმუნოებაჲ და იძლიოს ჴრწნილებაჲ, და გამოჩნდეს ჭეშმარიტებაჲ, რომელ-იგი უნაყოფო იყო აქამომდე.

Verse: 29  Link to septLink to armat   
და იყო ვითარ მეტყოდა ოდენ ამას, იწყო ძრვად ქუეყანამან, რომელსა ზედა ვდეგ.

Verse: 30  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: ამისა Page of ms. O: 488v   მოვედ თხრობად შენდა, რომელ-იგი წარჴდა ღამჱ.

Verse: 31  Link to septLink to armat   
უკუეთუ მერმეცა ილოცვიდე, Page of ms. J: 203v  და იმარხო შჳდ დღჱ, გითხრა მერმეცა უფროჲს ამისა.

Verse: 32  Link to septLink to armat   
რამეთუ სმენით ისმა ჴმაჲ შენი წინაშე მაღლისა; და რამეთუ იხილა ძლიერმან სიწრფოებაჲ შენი, რომელ გაქუს სიყრმით შენითგან,

Verse: 33  Link to septLink to armat   
და მისთჳს მომავლინა მე უწყებად შენდა ამის ყოვლისათჳს და მრქუა მე: განძლიერდი და ნუ გეშინინ,

Verse: 34  Link to septLink to armat   
და ნუ იწრაფი პირველთა მათ ჟამთათჳს გულისხმის-ყოფად ბოროტისა, რაჲთა არა შესძრწუნდე უკუანაჲსკნელთა მათ ჟამთა.

Verse: 35  Link to septLink to armat   
და იყო შემდგომად ამისა ვტიროდე ეგრევე, ვითარცა პირველად და ვიმარხევდ შჳდ დღჱ, რაჲთა აღვასრულნე, ვითარცა პირველად მიბრძანა მე შჳდთაჲ მათ.

Verse: 36  Link to septLink to armat   
და იყო მას ღამესა გული ჩემი კუალად შეძრწუნდა ჩემ თანა, და ვიწყე სიტყუად წინაშე მაღლისა,

Verse: 37  Link to septLink to armat   
რამეთუ დაიწუებოდა სული ჩემი ფრიად და გული ჩემი დასულბებოდა,

Verse: 38  Link to septLink to armat   
და ვთქუ: უფალო ღმერთო, სიტყჳთ იტყოდე დაბადებითგან წინაჲთ პირველსა მას დღესა, და სთქუ: "იყავნ ცაჲ და ქუეყანაჲ", და სიტყუამან შენმან საქმენი განაგნა.

Verse: 39  Link to septLink to armat   
რამეთუ სული მაშინ ფრინვიდა, და ბნელი იქცეოდა მდუმრიად: და ჴმაჲ კაცისაჲ არღა სმენილ იყო.

Verse: 40  Link to septLink to armat   
მაშინ სთქუ შენთა საუნჯეთაგან გამოვლინებაჲ ნათლისაჲ, რაჲთა განანათლნეს ქმნულნი შენნი.

Verse: 41  Link to septLink to armat   
და მეორესა დღესა მერმე დაჰაბდე სული სამყაროთაჲ და უბრძანე მას განწვალებაჲ შორის წყალთა, რაჲთა რომელნიმე წყალნი Page of ms. O: 489r   ზე დადგენ და რომელნიმე ქუეშე დაშთენ.

Verse: 42  Link to septLink to armat   
Page of ms. J: 204r  და მესამესა დღესა უბრძანე წყალთა შეკრებად მეშჳდესა ნაწილსა ქუეყანისასა, ხოლო ექუსი ნაწილი ჴმელად დასდევ წინაშე შენსა სამსახურებელად და სათესველად და სამკალად.

Verse: 43  Link to septLink to armat   
რამეთუ სიტყუაჲ შენი გამო-ოდენ-ვიდოდა; და მეყსეულად საქმჱ შენი იქმნა:

Verse: 44  Link to septLink to armat   
და განემზადა და აღმოსცენდა სიმრავლჱ ნაყოფთაჲ ურიცხჳ, და გემოჲს-სახილველნი ჭამადნი პირად-პირადნი, და ფერი ყუავილთაჲ უმსგავსებელი, ხჱ შუენიერი და ურიცხჳ, სული სულნელებათაჲ გამოუძიებელი -- ესე ყოველი დღესა მესამესა შეჰქმენ.

Verse: 45  Link to septLink to armat   
ხოლო მეოთხესა დღესა ჰბრძანე მზისა გამობრწყინებაჲ და მთოვარისა ნათობაჲ და ვარსკულავთა ცვალებაჲ.

Verse: 46  Link to septLink to armat   
და უბრძანე მათ მსახურებად, რომელ გეზრახა შესაქმედ, კაცისა.

Verse: 47  Link to septLink to armat   
ხოლო მეხუთესა დღესა უბრძანე მეშჳდესა მას ნაწილსა, სადა იყვნეს წყალნი, რომელსა ჰრქჳან ნაგებ, გამოცენებად საცხოვართა. მფრინველთა და თევზთა.

Verse: 48  Link to septLink to armat   
და იქმნა წყალი იგი, უსულოჲ და უტყჳ, სულიერის გამომღებელ, რაჲთა ამის გამო ნათესავნი საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ.

Verse: 49  Link to septLink to armat   
და მაშინ დაიმარხნენ მათ დაბადებულთაგან ორნი საცხოვარნი: სახელი უწოდე ერთსა მას ბემოთ, და სახელი უწოდე მეორესა მას ველთარა.

Verse: 50  Link to septLink to armat   
და განაშორენ იგინი ურთიერთას, რამეთუ ვერ უძლო მეშჳდემან ნაწ/ილმან, Page of ms. O: 489v   ნაგებმან, სადა დგეს წყალნი, დატევნად Page of ms. J: 204v  mata.

Verse: 51  Link to septLink to armat   
და მიეც ბემოთსა ერთი ნაწილი ჴმელისაგანი, და მესამესა დღესა რაჲთამცა დაემკჳდრა მას ზედა, რომელსა არიან ოთხნი მთანი.

Verse: 52  Link to septLink to armat   
ხოლო ველთარას მიეც მეშჳდჱ ნაწილი ზღჳსაჲ და დაჰმარხენ იგინი, რაჲთა მისცნე იგინი საჭმლად, რომელთათჳსცა გინდეს.

Verse: 53  Link to septLink to armat   
ხოლო მეექუსესა დღესა უბრძანე ქუეყანასა გამოცემად შენ წინაშე პირუტყუთაჲ, მჴეცთაჲ და მფრინველთაჲ.

Verse: 54  Link to septLink to armat   
და დაადგინე მათ ზედა ადამი მთავრად, ყოველთა მათ ზედა, რომელ პირველ დაჰბადენ ქმნულნი. და მისგან შემდგომად ჩუენ დაბადებულ ვართ, ერი, რომელ გამოირჩიე.

Verse: 55  Link to septLink to armat   
ესე ვიკადრე წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ სთქუ, ვითარმედ თქუენთჳს შევქმენ სოფელი ესე.

Verse: 56  Link to septLink to armat   
ხოლო სხუანი ნათესავნი, ადამისით შობილნი, არად შერაცხილ არიან, არამედ ვითარცა ხოლო ნერწყუვაჲ პირისაჲ შეირაცხნეს და ვითარცა ნაწუეთი კასრისაჲ, სიმდიდრჱ იგი მათი.

Verse: 57  Link to septLink to armat   
და აწ აჰა ესერა, უფალო, ნათესავი შეურაცხი მძლავრობს ჩუენ ზედა და მთავრობს და დამთრგუნავს.

Verse: 58  Link to septLink to armat   
ხოლო ჩუენ, ერი შენი, რომელსა უწოდე პირმშო და მხოლოდშობილ, საზეპურო და საყუარელ, და აწ მიცემულ ვართ ჴელთა მათთა.

Verse: 59  Link to septLink to armat   
უკუეთუ ჩუენთჳს შეჰქმენ სოფელი ესე, რად არა დაგჳმკჳდრებიეს სოფელი ჩუენ? ანუ ვიდრე ოდენ?

Chapter: 5  
Verse: 1  Link to septLink to armat   
და იყო ოდეს აღვასრულენ სიტყუანი ესე, გამომეცხადა მე ანგელოზი იგი, რომელი მოივლინა ჩემდა პირველსა მას ღამესა,

Verse: 2  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: აღდეგ, ეზრა, და ისმინენ სიტყუანი, Page of ms. O: 490r   რომლისა/თჳს Page of ms. J: 205r  mosrul var siṭq̇uad šenda.

Verse: 3  Link to septLink to armat   
და ვთქუ: იტყოდე, უფალო ჩემო. მომიგო და მრქუა მე: უკუეთუ ზღუაჲ იდვას ვრცელსა ადგილსა, და იყოს იგი ვრცელ და დიდ;

Verse: 4  Link to septLink to armat   
და შესავალი იწროსა ადგილსა იყოს, ვიდრე მდინარისა ოდენ,

Verse: 5  Link to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე ზრახვით იზრახოს შესლვად ზღუასა მას და ხილვად მისა, ანუ თუ უფლებად მისა, უკუეთუ არა განვლოს იწროჲ იგი, ფართოდ ვერ უძლონ შესლვად?

Verse: 6  Link to septLink to armat   
ანუ თუ ქალაქი შენებულ იყოს; და დგეს ადგილსა ველსა და სავსე იყოს ყოვლითა კეთილითა;

Verse: 7  Link to septLink to armat   
ხოლო შესავალი მის ქალაქისაჲ იწრო და მყაფარ იყოს, და იყოს მარჯუენით კერძო მისსა ცეცხლი და მარცხენით -- წყალი ღრმაჲ.

Verse: 8  Link to septLink to armat   
და მათ ორთავე შორის ცეცხლსა და წყალსა გზაჲ ერთი იყოს, ვერ დასატევნელ ალაგთა, გარნა ფერჴისა დასადგმელ ოდენ კაცისა.

Verse: 9  Link to septLink to armat   
და თუ მოცემით მოეცეს ქალაქი იგი სამკჳდრებელად ვისმე კაცსა, უკუეთუ არა მკჳდრმან მან პირველად განვლოს იწროჲ იგი და საშინელი, ვითარ-მე დაიპყრას სამკჳდრებელი იგი?

Verse: 10  Link to septLink to armat   
და ვთქუ: ეგრე არს, უფალო. და მრქუა მე: ეგრეცა ისრაელისა თანა ნაწილი არს.

Verse: 11  Link to septLink to armat   
ნანდჳლ მათთჳს შევქმენ სოფელი ესე: და ოდეს გარდაჰჴდა ადამი მცნებათა ჩემთა, განისწავლა ქმნული იგი.

Verse: 12  Link to septLink to armat   
Page of ms. J: 205v  და იქმნნეს შემოსავალნი ამის სოფლისანი სალმობა და შრომა; ბოროტ, მცირე და მრავლითა ურვითა სავსე და ჭირითა დიდითა განმრავლებულ და შრომითა დატენილ.

Verse: 13  Link to septLink to armat   
ხოლო მერმისა მის სოფლისა შემოსავალნი უზრუნველ და და ფართო და ნაყოფისა უზრუნველისა გამომღებელ.

Verse: 14  Link to septLink to armat   
უკუეთუ არა განვლონ ცხოველთა იწროჲ იგი და ჭირი, ვერ უძლონ მიღებად, რომელ-იგი წინა-უც კეთილი.

Verse: 15  Link to septLink to armat   
ხოლო აწ შენ, რად შეძრწუნებელ ხარ, მოკუდაო?

Verse: 16  Link to septLink to armat   
ანუ რად არა გულსა მოგიჴდა ცხოვრებისაჲ მის მერმისაჲ მის სოფლისაჲ?

Verse: 17  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: უფალო ღმერთო, სთქუ რაჲმე შჯულსა შინა, ვითარმედ მართალთა დაიმკჳდრონ ესე, ხოლო უღმრთონი წარწყმდენ.

Verse: 18  Link to septLink to armat   
რამეთუ მართალთა კეთილად დაუთმონ ჭირსა და ესვიდენ ლხინებასა, ხოლო უღმრთოთა იწროებასა ვერ დაუთმონ და ვერცა ფართოდ მიიწინენ.

Verse: 19  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: შენ არა მსაჯულ ხარ მის მხოლოჲსა გარეშე, არცაღა უმეცნიერეს ხარ უფროჲს მაღლისა.

Verse: 20  Link to septLink to armat   
წარწყმდედ მრავალნი ამის სოფლისანი, რამეთუ შეურაცხ-ყვეს შჯული ღმრთისაჲ.

Verse: 21  Link to septLink to armat   
რამეთუ მცნებით ამცნო ღმერთმან მამათა მათ წინაშე მისა, რაჲთამცა ყვეს და ცხონდეს, ანუ რაჲთამცა დაიცვეს და არა ისაჯნეს.

Verse: 22  Link to septLink to armat   
ხოლო იგინი ურწმუნო იქმნნეს Page of ms. J: 206r  და მაცილობელ, და მოიპოვნეს თავით თჳსით გულის-სიტყუანი უკეთურნი.

Verse: 23  Link to septLink to armat   
და მოიძინეს მეცნიერებანი ცოდვათანი, და ამას ყოველსა ზედა მაღალი ვერ იცნეს, და გზათა მისთა გარდააქციეს,

Verse: 24  Link to septLink to armat   
და შჯული მისი უგულებელს-ყვეს, და მცნებანი მისნი შეურაცხ-ყვნეს, და შჯულსა მისსა არა ერწმუნნეს, და საქმენი მისნი დაამცირნეს.

Verse: 25  Link to septLink to armat   
და ამისთჳს ცუდი-ცუდთა და სავსე-სავსეთა.

Verse: 26  Link to septLink to armat   
და აჰა ესერა ჟამი მოვალს, და ოდეს გამოჩნდეს სასწაული იგი, რომელ პირველად გარქუ შენ, და გამოცხადნეს, რომელ-ეგე აწ ჩანს ქალაქი, და გამოჩნდეს, რომელ-ეგე განზომილ არს იატაკი.

Verse: 27  Link to septLink to armat   
და ყოველნი რომელნი იჴსენნეს პირველთა მათგან საქმეთა უკეთურებისათა, მან იხილნეს საკჳრველებანი ჩემნი.

Verse: 28  Link to septLink to armat   
რამეთუ გამოცხადებად არს რჩეული ცხებული ჩემი და მისთანანი, და ახაროს განრინებულთა მათ ნეშტთა ოთხას წელ.

Verse: 29  Link to septLink to armat   
და შემდგომად მათ წელთა აღესრულოს რჩეული ცხებული ჩემი და ყოველნი სულიერნი კაცნი.

Verse: 30  Link to septLink to armat   
და მიეცეს სოფელი ესე დასაბამსა მასვე დუმილსა შჳდ დღე, ვითარცა პირველთა მათ დასაბამთა, ვიდრე ოდენ არარაჲ დაშთეს.

Verse: 31  Link to septLink to armat   
და იყოს შჳდთა მათ დღეთა შემდგომად განიღჳძოს მან სოფელმან, რომელი აქა ოდენ არა განღჳძებულ არს, წარჴდეს ჴრწნილებაჲ.

Verse: 32  Link to septLink to armat   
და გამოსცეს, რომელნი დაძინებულ არიან მას ზედა, ერნი, Page of ms. J: 206v  რომელნი დაყუდებულ არიან მას ზედა, და შემდგომად ამისა მოსცნეს სულნი იგი მივედრებულნი მათ ზედა.

Verse: 33  Link to septLink to armat   
და გამოცხადნეს მაღალი საყდართა ზედა დიდებისათა, და წყალობაჲ წარჴდეს, და მოწყალებათა მიაქციონ, და სულგრძელებაჲ შეკრბეს.

Verse: 34  Link to septLink to armat   
საშჯელი ხოლო დაშთეს მის წინაშე, და ჭეშმარიტებაჲ მის თანა წარმოდგეს, სარწმუნოებაჲ აღმოსცენდეს.

Verse: 35  Link to septLink to armat   
და თითოეულად საქმენი მისდევდენ, და მისაგებელი სასყიდლისა გამოჩნდეს, და სამართალთა განიღჳძონ, და უშჯულოებათა არა დაიძინონ.

Verse: 35-01  Link to septLink to armat   
და განეღოს მღჳმე საშჯელისაჲ და ესე წინაშე ადგილსა მას განსასუენებელისასა. და გამოჩნდეს საჴუმილი იგი გეჰენიაჲსაჲ და ესე წინაშე სამოთხესა მას ფუფუნებისასა.

Verse: 35-02  Link to septLink to armat   
და ჰრქუას მაშინ მაღალმან განღჳძებულთა მათ ნათესავთა: იხილეთ და იცანთ, რომელი-იგი უვარ-ჰყავთ, ანუ რომელსა-იგი არა ჰმონეთ, ანუ რომლისაჲ მცნებანი ჭეშმარიტნი შეურაცხ-ჰყვენით.

Verse: 35-03  Link to septLink to armat   
იხილეთ: წინაშე თქუენსა ამიერ -- ფუფუნებაჲ და განსასუენებელი და მიერ -- ცეცხლი და სატანჯველი. ამას ეტყოდის მათ დღესა მას საშჯელისასა.

Verse: 35-04  Link to septLink to armat   
ხოლო დღე იგი საშჯელისაჲ ესე არს: არცა მზე იყოს, არცა მთოვარე,

Verse: 35-05  Link to septLink to armat   
არცა ვარსკულავნი, არცა ღრუბელნი,

Verse: 35-06  Link to septLink to armat   
არცა ელვაჲ, Page of ms. J: 207r  არცა ქუხილი, არცა ქარნი, არცა წყალნი, არცა აერნი,

Verse: 35-07  Link to septLink to armat   
არცა ბნელი, არცა მწუხრი, არცა დილაჲ,

Verse: 35-08  Link to septLink to armat   
არცა ზაფხულ, არცა სთუელ, არცა ზამთარ, არცა არე,

Verse: 35-09  Link to septLink to armat   
არცა ცხელ, არცა მყინვარ, არცა ყინელ,

Verse: 35-10  Link to septLink to armat   
არცა სეტყუა,

Verse: 35-11  Link to septLink to armat   
..

Verse: 35-12  Link to septLink to armat   
არცა წჳმა, არცა ცუარ,

Verse: 35-13  Link to septLink to armat   
არცა დღჱ, არცა ღამე, არცა განთიად, არცა სამხარ,

Verse: 35-14  Link to septLink to armat   
არცა ბრწყინვალებაჲ, არცა ნათელი,

Verse: 35-15  Link to septLink to armat   
..

Verse: 35-16  Link to septLink to armat   
არამედ ბრწყინვალებანი იგი ხოლო დიდებისა მაღლისანი, და რაჲთა ყოველნი ხედვიდენ წინაშე მათსა, და განიგრძოს მოსლვაჲ ვიდრე შჳდად წლად ოდენ, რომელ არს შჳდი დარი.

Verse: 35-17  Link to septLink to armat   
ესე არს საშჯელი ჩემი და განკითხვანი მისნი, არამედ შენ ხოლო გაუწყე ესე.

Verse: 35-18  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: უფალო, აწცა ვთქუა-ვე, ნეტარ არიან ამის სოფლისანი, რომელთა დაიმარხეს შჯული შენი.

Verse: 35-19  Link to septLink to armat   
არამედ რომლისათჳს არს ლოცვაჲ ჩემი: ვინ-მე არს ამას სთუელსა, რომელმანმცა არა შეგცოდა, ანუ ვინ-მე შობილ არს, რომელიმცა არა გარდაჰჴდა შჯულსა შენსა?

Verse: 35-20  Link to septLink to armat   
ხოლო აწ ვითარ ვხედავ, მცირედთათჳს ყოფად არს სიხარული იგი მის სოფლისაჲ და მრავალთათჳს -- სასჯელი

Verse: 35-21  Link to septLink to armat   
რამეთუ დაიდვა ჩუენ შორის გული უკეთური, რომელმან მაცთუნნა წუენ და მიმიძღუა განსაჴრწნელად და გზანი სიკუდილისანი და წარსაწყმედელისანი გჳჩუენნა

Verse: 35-22  Link to septLink to armat   
და განმაშორნა Page of ms. J: 207v  ჩუენ ცხორებისაგან.

Verse: 35-23  Link to septLink to armat   
და ესე არა თუ მცირედნი, არამედ ეგრე რაჲმე, ვითარცა ყოველნივე შემქმნნა.

Verse: 35-24  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: ისმინე ჩემი და გითხრა, და მაშინღა გულისხმა-ჰყო შენ:

Verse: 35-25  Link to septLink to armat   
ამისთჳს არა შექმნა მაღალმან ერთი ხოლო ესე სოფელი, არამედ ორი: და რამეთუ შენ სთქუ, ვითარმედ არამრავალ ყოფად არიან მართალნი, არამედ მცირედ უფროჲს სხუათა.

Verse: 35-26  Link to septLink to armat   
შე-ღა-ზავე კეცი და ბრპენი ჭურჭრად.

Verse: 35-27  Link to septLink to armat   
და ვთქუ: ეგე ვერ უძლო, უფალო.

Verse: 35-28  Link to septLink to armat   
და მრქუა მე: არა თუ ეგე ხოლო. არამედ ჰკითხე ქუეყანასა და გითხრას შენ; ზრახევდ მას და გაუწყოს შენ. ჰრქუა მას, ვითარმედ: ოქროჲ ჰშვი და ვეცხლი და რვალი და რკინაჲ და ბრპენი და კეცი

Verse: 35-29  Link to septLink to armat   
..

Verse: 35-30  Link to septLink to armat   
რამეთუ უმრავლეს არს ვეცხლისა რკინაჲ,

Verse: 35-31  Link to septLink to armat   
და უმრავლეს რვალისა -- ბრპენი და უმრავლეს რკინისა -- კეცი.

Verse: 35-32  Link to septLink to armat   
განწონე შენ, რომელი უპატიოსნეს და საწადელ არს: უმრავლესი იგი, ანუ რომელი იაჰრავად იპოვების?

Verse: 35-33  Link to septLink to armat   
და ვთქუ: უფალო, რომელი-იგი უფროჲს იპოვის, უადვილად იყიდებინ, ხოლო რომელი-იგი იაჰრავად იპოვის, იგი დიდის პატივის არნ.

Verse: 35-34  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: შენ თჳთ აღწონე, რამეთუ, რომელ-ეგე გულისხმა-ჰყავ, რამეთუ რომელ-იგი იაჰრავად იპოვის, უფროჲს უხარინ, რომელსა-იგი უცნ ფრიად.

Verse: 35-35  Link to septLink to armat   
ეგრეცა ჩემმიერი აღთქუმული დაბადებული, რამეთუ უფროჲს ...

Verse: 35-36  Link to septLink to armat   
...

Verse: 35-50  Link to septLink to armat   
... გაუწყო შენ ესეცა. ხოლო შენ ნუ შეჰრაცხ თავსა შენსა მათ თანა, რომელთა შეურაცხ-მყვეს მე ნუცა შეირაცხები მათ თანა, რომელნი ტანჯვად არიან, რამეთუ იპოების ფასი საქმეთა შენთაჲ წინაშე მაღლისა და გამოგიცხადნეს შენ იგი უკუანაჲსკნელსა მას ჟამსა

Verse: 35-51  Link to septLink to armat   
ხოლო სიკუდილსათჳს, ესე არს სიტყუაჲ: ოდეს გამოვიდეს მაღლისაგან ბრძანებაჲ იგი ჟამთაჲ ... სიკუდილი კაცისაჲ და მოსპოლვაჲ ჴორცთაჲ სულისაგან, რაჲთა მიქცეს სული იგი მომავლინებელისა

Verse: 35-52  Link to septLink to armat   
თაყუანის-ცემად დიდებასა მაღლისასა.

Verse: 35-53  Link to septLink to armat   
უკუეთუ იყოს მათგანი, რომელთა შეურაცხ-მყვეს მე და გზანი მაღლისანი არა დაიცვნეს და შჯული მისი შეურაცხ-ყვეს და შიშთა მისთა არა ემსგავსნეს,

Verse: 35-54  Link to septLink to armat   
იგი და სულნი მათნი საუნჯედ არა შევიდენ:

Verse: 35-55  Link to septLink to armat   
არამედ სუმიდენ ამიერითვე ტანჯვასა ურვიელნი და ჭუვნიერნი შჳდთა გზათათჳს.

Verse: 35-56  Link to septLink to armat   
პირველი გზაჲ: რამეთუ შეურაცხ-ყვნეს გზანი მაღლისანი.

Verse: 35-57  Link to septLink to armat   
მეორჱ: რამეთუ ვერღარა უძლეს მაქცევად და კეთილისა საქმედ, რაჲთა ცხონდენ.

Verse: 35-58  Link to septLink to armat   
მესამჱ გზაჲ: რამეთუ ჰხედვიდენ მათ წინაშე მოსაგებელსა მას კეთილსა, რამეთუ ერწმუნნეს აღთქუმათა მათ მაღლისათა.

Verse: 35-59  Link to septLink to armat   
მეოთხჱ გზაჲ: რომელ ჰხედვიდენ საუკუნეთა მათ სატანჯველთა მათთა. Page of ms. O: 490ვ  

Verse: 35-60  Link to septLink to armat   
მეხუთჱ გზაჲ: რომელ ჰხედვიდენ სხუათა მათ სულთა, ანგელოზთა მიერ დაცვულთა.

Verse: 35-61  Link to septLink to armat   
მეექუსჱ გზაჲ: რომელ ჰხედვიდენ აწვე მომავალსა მას სატანჯველსა.

Verse: 35-62  Link to septLink to armat   
მეშჳდჱ გზაჲ, რომელ არს უფროჲს ყოველთა მათ თქუმულთა გზათა: რამეთუ დადნებოდიან სირცხჳლითა და განკფდებოდიან კდემითა და დადნებოდიან შიშითა, რამეთუ ჰხედვიდენ დიდებასა მაღლისასა წინაშე აწვე ცხორებასა მაასა შესცოდეს და რომლისა წინაშე უკუანაჲსკნელსა მას ჟამსა დაშჯად არიან.

Verse: 35-63  Link to septLink to armat   
ხოლო რომელთა დაიცვნეს გზანი მაღლისანი, ესე არს განახლებაჲ, განწესებად არიან ჭურთა მათგან ჴრწნილებისათა, რამეთუ რაოდენ ჟამ დაადგრენ ამას სოფელსა, ჰმონებდეს მაღალსა. შრომით ყოველსა ჟამსა ღუაწლსა დაუთმეს, რაჲთა დაიცვენ მომცემელისა მათისა შჯული.

Verse: 35-64  Link to septLink to armat   
ამისთჳს ესე არს სიტყუაჲ მასაგებელისა მათისაჲ შჳდთა დაწესებათა მათ:

Verse: 35-65  Link to septLink to armat   
პირველი წესი მათი ესე არს: რამეთუ შრომითა მათითა იღუაწეს, რაჲთა სძლონ, რომელნი-იგი მათ თანა შექმნულ არიან გულის-სიტყუანი ბოროტნი, რაჲთა აცთუნნენ იგინი ცხორებისაგან სიკუდიდ.

Verse: 35-66  Link to septLink to armat   
მეორჱ წესი ესე: რამეთუ ხედვიდენ სამართლესა მას სულთა უღმრთოთასა და სამყაროსა მას -- სატანჯველსა მათსა.

Verse: 35-67  Link to septLink to armat   
მესამჱ წესი მათი: რამეთუ ესმოდის წამებაჲ შემოქმედისა მათისაჲ, რამეთუ ცხორებასა მათსა დაიმარხეს შჯული, Page of ms. O: 491r   რომელსა ერწმუნნეს.

Verse: 35-68  Link to septLink to armat   
მეოთხჱ წესი: რაჲთა გულისხმა-ყონ განსასუენებელი, რომელ-იგი აწ საუნჯ/ეთა Page of ms. J: 208r  მათთა შეკრებულ არიან და განისუენებდენ ყუდროებითა დიდითა, ანგელოზთა მიერ დაცვულნი, და უკუანაჲსკნელსა მას მას დიდებასა ელოდიან.

Verse: 35-69  Link to septLink to armat   
მეხუთჱ წესი: უხაროდის, რაჲთამცა ჴრწნილებისა მისგან წინანდელისა განერნეს და უჴრწნელი რაჲთამცა დაიმკჳდრეს,

Verse: 35-70  Link to septLink to armat   
რამეთუ ჰხედვიდეს იწროებასა მას და სავსებასა ღრთმისა მათისსა, რამეთუ იწროჲსა მისგან განთავისუფლებად არიან და ფართოებისა მის სიხარული მიიღონ და იყვნენ უკუდავ.

Verse: 35-71  Link to septLink to armat   
მეექუსჱ წესი: ოდეს ეჩუენოს მათ, ვითარ გამობრწყინვებად არიან პირნი მათნი, ვითარცა მზჱ და ვითარ ვარსკულავთა მსგავსებად არს ნათელი მათი უჴრწნელებისა.

Verse: 35-72  Link to septLink to armat   
მეშჳდე წესი, რომელ არს უფროჲს ყოველთა თქუმულთა; რამეთუ იქადოდიან განცხადებულად და ნუგეშინისცემულ იყვნენ ულმობელობითა და იხარებდენ უკდემელებითა, რამეთუ იწრაფდენ ხილვად პირსა მისსა, რომელსაცა ჰმონეს ცხორებასა მათსა, რომლისა მიერ იდიდნენ და სასყიდელი მოიღონ.

Verse: 35-73  Link to septLink to armat   
ესე არიან დაწესებანი სულთა მართალთანი, რომელთა აწვე ხარებულ არს,

Verse: 35-74  Link to septLink to armat   
ხოლო პირველისა მის გზისანი იგუემებოდიან და ივნებოდიან, რომელთა შეურაცხ-ყვეს სამართალი.

Verse: 35-75  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: უკუეთუ მიცემულ არიან Page of ms. J: 208v  ჟამნი სულთა, რომელ-იგი Page of ms. O: 491v   გამოვლენან ჴორცთაგან, იხილონ ესე ყოველი, რომელ სთქუ?

Verse: 35-76  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა: შჳდ დღჱ თავისუფალ არიან, რაჲთა იხილონ შჳდთა მათ დღეთა პირველ-თქუმულნი იგი სიტყუანი, და მაშინღა შეკრბენ საუნჯეთა მათთა.

Verse: 35-77  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა, მაუწყე ესეცა მონასა შენსა: დღესა მას საშჯელისასა მართალთა უძლონ-მეა ვითარ ოხად უღმრთოთა მათთჳს წინაშე მაღლისა, ანუ თუ მამათა შვილთათჳს, ანუ თუ შვილთა მამა-დედათათჳს, ანუ თუ ძმათა ძმათათჳს, ანუ თუ მახლობელთა მახლობელთათჳს, ანუ თუ მეცნიერთა საყუარელთათჳს?

Verse: 35-78  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: რამეთუ ჰპოე მადლი წინაშე თუალთა ჩემთა, და ესეცა გაუწყო შენ: დღჱ იგი საშჯელისაჲ მკუეთრ არს და ბეჭედი ჭეშმარიტებისაჲ უჩუენოს.

Verse: 35-79  Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა-ესე აწ სახჱ არს: ვერ წარავლინოს მამამან შვილი,

Verse: 35-80  Link to septLink to armat   
ანუ შვილმან მამაჲ, ანუ უფალმან მონაჲ, ანუ მეგობარმან საყუარელი, რაჲთამცა მის წილ ელმოდა, ანუმცა მოკუდა, ანუმცა ჭამა, ანუმცა მის წილ იდიდა,

Verse: 35-81  Link to septLink to armat   
ეგრეცა მერმე მისთჳს ვერვინ ევედროს,

Verse: 35-82  Link to septLink to armat   
არცაღა ვინ ავნოს,

Verse: 35-83  Link to septLink to armat   
რამეთუ მაშინ თითოეულად თჳსი სამართალი ზე აქუნდეს.

Verse: 36  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: და ვითარ იპოვნიეს წერილი, რამეთუ ევედრა პირველად აბრაჰამი სოდომელთათჳს; და მოსე -- ერისათჳს, რომელ Page of ms. O: 492r   შესცოდეს უდაბნოსა ზედა;

Verse: 37  Link to septLink to armat   
და ისო ნავჱსი -- ისრაელისთჳს; და სამოელ საულის (!) დღეთა მათ ზედა;

Verse: 38  Link to septLink to armat   
დავით -- წყუედისა მისთჳს ერისაჲსა; და სოლომონი -- სიწმიდისათჳს;

Verse: 39  Link to septLink to armat   
და ელია -- წჳმისათჳს და მკუდრისა აღდგინებისათჳს;

Verse: 40  Link to septLink to armat   
და ეზეკია -- ქალაქისათჳს და ერისა დღეთა მათ სენაქერიმისთა; და მრავალნი მრავალთათჳს ევედრნეს.

Verse: 41  Link to septLink to armat   
უკუე აწ ოდეს ჴრწნილებაჲ ესე აღმოსცენდების, ევედრნეს მართალნი უღმრთოთათჳს, რადმე არა მერმეცა იყოს ეგრევე?

Verse: 42  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: რამეთუ სოფლისა ამისთჳს აღსასრული არღა არს, არცაღა საუკუნოჲ დიდებაჲ ღმრთისაჲ წარმოდგომილ არს, მისთჳს ევედრნეს ძლიერნი უღმრთოთათჳს.

Verse: 43  Link to septLink to armat   
ხოლო დღესა მას საშჯელისასა რამეთუ აღსასრული არს ჟამთაჲ ამათ და დასაბამი მერმისა მის სოფლისაჲ -- უკუდავებისაჲ ჟამთაჲ, რომლისაგან წარჴდა ჴრწნილებაჲ,

Verse: 44  Link to septLink to armat   
და დაირღუა ცოდვაჲ და განქარდა სიცრუვჱ, განცხადნა სიმართლჱ და აღმოსცენდა ჭეშმარიტებაჲ. Page of ms. J: 209r  და ჩუენი პირი უფროჲს ბნელისა დაშავნეს.

Verse: 56  Link to septLink to armat   
და რაჲ სარგებელ არს ცხორებაჲ ესე ჩუენი, რამეთუ ვცოდეთ და არა უწყით, რაჲ ვნებად არს ჩუენდა.

Verse: 57  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: ეგე არიან გულის-სიტყუანი ამის სოფლისანი, რამეთუ მარადის იღუაწოს, რომელ შობილ არს ქუეყანასა ზედა.

Verse: 58  Link to septLink to armat   
და თუ იძლიოს, ევნოს, რომელიცა ვთქუ: უკუეთუ სძლოს, მიიღოს, რომელცა აღუთქუ.

Verse: 59  Link to septLink to armat   
რამეთუ ესე იგი გზაჲ არს, რომლისაჲ მოსჱ ასწავა, ვიდრე ცხოველღა იყო, და ჰრქუა ერსა: "გამოირჩიეთ ცხოვრებაჲ, რაჲთა სცხოვნდეთ".

Verse: 60  Link to septLink to armat   
ხოლო იგინი ურწმუნო ექმნნეს მას, შემდგომად მისა წინაწარმეტყუელთა და მომავლინებელსა წინაწარმეტყუელთასა;

Verse: 61  Link to septLink to armat   
ამისთჳს არა შეჭუვნეს წარწყმედასა მათსა, ვითარცა იხარებდეს ცხოვრებასა მას ზედა მორწმუნეთა თჳსთასა.

Verse: 62  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: უწყი, უფალო, რამეთუ მა...ვე მოწყალედ წოდებულ არს მათ თანა, რომელნი-იგი საუკუნითგან მოი... ...სრულ არიან სოფლად,

Verse: 63  Link to septLink to armat   
და მწყალობელ შეწყალებად მათთჳს, რომელთა მოაქციონ შჯულსა მისსა.

Verse: 64  Link to septLink to armat   
და სულგრძელებად შეცოდებულთა მათ ზედა, ვითარცა თჳსთა საქმეთა მიმმადლებელ.

Verse: 65  Link to septLink to armat   
რამეთუ მიტევებაჲ ეგულების პირველთა მათ საქმეთა,

Verse: 66  Link to septLink to armat   
და დიდად მოწყალე, რამეთუ უფროჲს განამრავლნეს წყალობანი მისნი სოფელსა მასვე ზედა, და მათთჳსცა, რომელნი ურჩ ექმნნეს Page of ms. J: 209v  და მათ ზედაცა, რომელნი ჰმადლობდენ.

Verse: 67  Link to septLink to armat   
უკუეთუმცა არა განამრავლნა წყალობანი მისნი, არა[მცა] ცხომდა ს[ოფელი] და მკჳდრნი .....სნი.

Verse: 68  Link to septLink to armat   
დამიმნიჭებელ არს; უკუეთუმცა არა მიანიჭა თჳსითა ქველის-საქმითა და არამცა აღუმცირნა უშჯულოებისა მოქმედთა უშჯულოებანი მათნი, ვიდრემცა უძლო ბევრმან ნათესავმან კაცთამან ცხოვრებად.

Verse: 69  Link to septLink to armat   
და მართლის-მსაჯულ არს, უკუეთუმცა იგი არა ულხენდა დაბადებულთა სიტყჳთა მისითა, და აღ-მცა-ჰჴოცდა სიმრავლესა ამას უძლურებასა ცოდვილთასა,

Verse: 70  Link to septLink to armat   
არამცა დაშთა ურიცხუთა მათ სიმრავლეთაგანი არცა ერთი.

Chapter: 6  
Verse: 1  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: ესე სოფელი შექმნა მრავალთათჳს მაღალმან მან, ხოლო მერმე იგი -- მცირედთათჳს.

Verse: 2  Link to septLink to armat   
განგიმარტო შენ წინაშე იგავი ესე, ეზრა, რაჲთა ჰკითხო ქუეყანასა და გითხრას შენ, ვითარმედ უმრავლე არს ქუეყანაჲ, სადა იპოვის კაცი და ადგილი ჩან, რომლისა მიწისაგან გამოვალს ოქროჲ, ეგრეცა საქმენი ამის სოფლისანი.

Verse: 3  Link to septLink to armat   
დაებადნეს მრავალნი, ხოლო მცირედნი ცხომდენ.

Verse: 4  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ; განმხიარულდინ აწ სული ჩემი გონებითა და განპოხნედ ყურნი ჩემნი მეცნიერებითა.

Verse: 5  Link to septLink to armat   
გონებაო, მოხუედ სმენად, გესმა, Page of ms. J: 210r  დასცხერ და ნურაჲ გინებნ აწ უფროჲს, არცაღათუ მოცემულ არს შენდა, არამედ მოცემულ არს ჩუენდა მცირედი ცნობაჲ.

Verse: 6  Link to septLink to armat   
უფალო, უკუეთუმცა უბრძანე მონასა შენსა და მომცა, მეც ჩუენ თესლისა გამომღებელი გული და მუშაკებაჲ გონებისაჲ, რომლისაგან ნაყოფიმცა იპოვა, რაჲთა უძლონ ცხორებაჲ ყოველმან განჴრწნადმან და პოონ ცხორებაჲ კაცისაჲ.

Verse: 7  Link to septLink to armat   
რამეთუ ერთბამად და ერთად ჴელთა შენთა შექმნულნი ვართ ჩუენ ყოველნი, ვითარცა ვთქუ.

Verse: 8  Link to septLink to armat   
რამეთუ განაცხოველი აწვე, ოდეს შეჰქმნილ საშოსა შინა გუამი და მოსცნი ასონი, და დაიცვი სიცხოჲსაგან და წყლისა შენი იგი შექმნული, და ცხრა თთუჱ იტჳრთის იგი შენგანვე შექმნულმან და დაბადებულმან შენმან რომელ-იგი შეჰქმენ.

Verse: 9  Link to septLink to armat   
...და .. მითურთით [სიტყუამან შენმან] დაიცვის და მერმე მოსცის საშოსა მის თანა ნამა[რხევი იგი].

Verse: 10  Link to septLink to armat   
და უბრძანი ასოთაგან ძუძუსა განპოხად სძითა,

Verse: 11  Link to septLink to armat   
მერმე ძუძუჲთგან განპოხე შენ შექმნული შენი ვიდრე მრავალ ჟამადმდე, და შენითა განგებითა განსრულებული იგი ას[ოჲ] გეწყალინ.

Verse: 12  Link to septLink to armat   
რამეთუ გან[ჰზა]რდი იგი შენითა სიმართლითა, და განსწავლი იგი შენითა შჯულითა, და გულისხმა-უყვი მას შენითა მეცნიერებითა

Verse: 13  Link to septLink to armat   
Page of ms. J: 210v  და მოაკუდინი იგი, ვითარცა შენი დაბადებული, და აცხოვნი იგი, ვითარცა შენი შექმნული.

Verse: 14  Link to septLink to armat   
აწ უკუე წარ-მე-სწყმიდოა კაცი, ესოდენითა შრომითა შექმნული იგი შენი და ბრძანებული, და ძნიად შრომითა განწესებული იგი შენი, უკუეთუ შე-ვე-რაჲსა-ჰქმენ კაცი იგი?

Verse: 15  Link to septLink to armat   
ხოლო აწ [ვთქუა] ყოვლისათჳსვე უფროჲს-ღა, რომელ შენ მიბრძანე, და ერისა შენისათჳს, რომლისაჲ მელმის,

Verse: 16  Link to septLink to armat   
და სამკჳდრებელისა, რომლისათჳს ვჭუვი, და [ნათესავისა] იაკობისისა, რომლისა ... შეძრწუნებულ ვარ.

Verse: 17  Link to septLink to armat   
[ამისთჳს] ვიწყო ლოცვად წინაშე შენსა ჩემთჳს და მათთჳს, რამეთუ ვხედავ მე ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა ბრკუმასა.

Verse: 18  Link to septLink to armat   
არამედ მესმა მე შჯულისაგანცა დაბადებისაჲ, რომლისაჲ ყოფად არს.

Verse: 19  Link to septLink to armat   
ამისთჳს ისმინე ჴმისა ჩემისაჲ და ყური მოყავ სიტყუათა პირისა ჩემისათა, რომელსა ვიტყოდე.

Verse: 20  Link to septLink to armat   
და თქუა: უფალო, რომელი დამკჳდრებულ ხარ საუკუნითგან უკუნისამდე, რომელი სიმაღლეთა ზედა მაღალთა იქცევი, რომლისა საყოფელი -- ზესკნელს აერთა შინა,

Verse: 21  Link to septLink to armat   
რომლისაჲ საყდარი -- უძლეველ და დიდებაჲ -- მიუწდომელ, რომლისა წინაშე დგანან ერნი ანგელოზთანი შიშით, რომლისაჲ-ეგე სიტყუანი სულად და ცეცხლად გარ/დაიქცევიან, Page of ms. O: 492v   რომლისაჲ სიტყუაჲ -- დამყარებულ Page of ms. J: 211r  da tkumuli hgies uḳunisamde,

Verse: 22  Link to septLink to armat   
რომლისაჲ განგებაჲ -- მტკიცე და ბრძანებაჲ -- საშინელ, რომლისა მოხილვამან განაჴმნის უფსკრულნი, და მრისხანებამან დაადნვნის მთანი, და ჭეშმარიტებაჲ წამებულ არს!

Verse: 23  Link to septLink to armat   
ისმინე. უფალო, ჴმაჲ მონისა შენისაჲ, და ყური მოყავ თქუმულთა შენთასა, და მოხედე სიტყუათა ჩემთა.

Verse: 24  Link to septLink to armat   
რამეთუ ვიდრე ვარდა ცხოვრებასა ამას, ვიტყოდი; და ვიდრე ვდგა გონებასა ამას, გლოცვიდე ნუ მიჰხედავ ცოდვათა ამათ ერისა შენისათა, არამედ მოჰხედე მსახურებათა ერისა შენისათა.

Verse: 25  Link to septLink to armat   
და ნუ მოიხილავ საქმეთა მათ უშჯულოთასა, არამედ მოიხილე მათ ზედა, ყოველნი ვნებით შენთა მათ აღთქუმათა დაიმარხვენ.

Verse: 26  Link to septLink to armat   
ნუცა მოიჴსენებ მათსა, რომელნი უკეთურებით იქცევიან წინაშე შენსა, არამედ მოიჴსენე მათი, რომელნი სახიერებით შენსა შიშსა ერწმუნებიან.

Verse: 27  Link to septLink to armat   
ნუცა ჯერ-გიჩნ წარწყმედაჲ მათი, რომელთა სახენი პირუტყუთა მსგავს არიან; არამედ მოიხილე მათ ზედა, რომელნი ბრწყინვალებით შჯულისა შენისაჲთა სწავლულ არიან.

Verse: 28  Link to septLink to armat   
ნუცა განჰრისხნები მათ ზედა, რომელნი ბოროტთა მჴეცთა სახჱ არიან,

Verse: 29  Link to septLink to armat   
არამედ მოიჴსენე სიყუარული მათი, რომელნი მარადის დიდებასა შენსა ესვენ.

Verse: 30  Link to septLink to armat   
რამეთუ ჩუენცა და ჩუენსა პირველნიცა ჴრწნილებისა სახესა დავადგერით;

Verse: 31  Link to septLink to armat   
ხოლო შენ ჩუენ ცოდვილთათჳს მოწყალე ხარ.

Verse: 32  Link to septLink to armat   
უკუეთუ რომელთა-ესე საქმჱ არა გუაქუს, და გინდეს შეწყალებაჲ ჩუენი / Page of ms. J: 211v  სრულიად, მაშინ Page of ms. O: 493r   მოწყალე იყოს სახელი შენი.

Verse: 33  Link to septLink to armat   
რამეთუ მართალნი, რომელთანი საქმენი წინაშე შენსა არიან, თჳსთა საქმეთაგან მიიღონ მოსაგებელი.

Verse: 34  Link to septLink to armat   
ანუ რაჲ-მე არს კაცი, რომლისა ზედამცა არა განჰრისხენ, ანუ რაჲ-მე არს ნათესავი განჴრწნადი, ვითარმცა განჰმწარდი მათთჳს?

Verse: 35  Link to septLink to armat   
ჭეშმარიტად, არავინ არს ნაშობი კაცთაგანი, რომელმანმცა არა შეგცოდა.

Verse: 36  Link to septLink to armat   
ამით განცხადებულ იყოს ქველის-საქმჱ შენი, ოდეს შეიწყალნე, რომელთა-იგი არა აქუს ძალი საქმეთა კეთილთაჲ.

Verse: 37  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: მართლიად სთქუ ყოველივე, და მსგავსად სიტყუათა მაგათ შენთაებრ ყოფად არს.

Verse: 38  Link to septLink to armat   
და ნანდჳლ არა მოვიჴსენნე საქმენი იგი ცოდვილთანი, არცა სიკუდილი მათი, არცა საშჯელი წყმედისა მათისაჲ ;

Verse: 39  Link to septLink to armat   
არამედ ვიხარებდე მე მართალთა მათ ზედა საქმესა, რამეთუ ეგრეთ არს აღდგომაჲ მათი და მოსაგებელი.

Verse: 40  Link to septLink to armat   
ვითარცა სთქუ, ეგრეცა არს.

Verse: 41  Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა მუშაკმან სთესის მრავალი თესლი, და ნერგი მრავალი დაჰნერგის, ხოლო ჟამსა მას აღმოცენებისასა არა ყოველი თესლი აღმოსცენდის, არცა ყოველი ნერგი განიგის, ეგრეცა, რომელნი არიან ამას სოფელსა, და ყოველნი ცხონდენ არა.

Verse: 42  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, ვიტყოდი.

Verse: 43  Link to septLink to armat   
Page of ms. J: 212r  თესლი თუ მუშაკისაჲ არა აღმოჴდის, რამეთუ არა მოვიღის წჳმაჲ მას ზედა და განირყუნის.

Verse: 44  Link to septLink to armat   
ხოლო კაცი ჴელთა შინა შენთა შეიქმნა და შენსა ხატსა ემსგავსა, რამეთუ ემსგავსა თესლი მუშაკსა.

Verse: 45  Link to septLink to armat   
Page of ms. O: 493v   ნუ წარსწყმედ, უფალო, არამედ ულხინე ერსა შენსა და შეიწყალე სამკჳდრებელი შენი, რამეთუ შენი დაბადებული გეწყალინ.

Verse: 46  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: ამის სოფლისაჲ ამის სოფლისა თანა ...

Verse: 47  Link to septLink to armat   
რამეთუ ფრიადღა გაკლს შენ, ვითარმცა უძლე შენ შეყუარებად დაბადებულისა ჩემისა უფროჲს ჩემსა; ხოლო შენ ეგერა თავიცა შენი მრავალჯერ შეჰრაცხე უღმრთოთა თანა, არამედ ნუ იყოფინ.

Verse: 48  Link to septLink to armat   
რამეთუ ამისთჳსცა საკჳრველ იყო წინაშე მაღლისა,

Verse: 49  Link to septLink to armat   
რამეთუ დაიმდაბლე თავი შენი, რამეთუ შენთჳს თავი შენი არად შეჰრაცხე მრავალთა თანა, რაჲთა უფროჲს იდიდოს.

Verse: 50  Link to septLink to armat   
ხოლო აწ მრავლითა უბადრუკებითა დაგლახაკნეს მკჳდრნი ამის სოფლისანი, ამისთჳს რამეთუ მრავალნი ამპარტავანებითა ვიდოდეს.

Verse: 51  Link to septLink to armat   
ხოლო შენთჳს გულისხმა-ყავ და მსგავსთა შენთათჳს ეძიებდ დიდებასა.

Verse: 52  Link to septLink to armat   
რამეთუ თქუენთჳს განღებულ არს სამოთხე, და დანერგულ არს ხჱ იგი ცხორებისაჲ, და განმზადებულ არს მომავალი სასუფეველი, განმზადებულ არს ფუფუნებაჲ; და აღშჱნებულ არს და განმზადებულ არს განსასუენებელი, და განგებულ არს საშუებელი დასაბამითგან, და აღმოცენებულ არს ძელი იგი სიბრძნისაჲ.

Verse: 53  Link to septLink to armat   
აღბეჭდულ არს თქუენგან სალმობაჲ, დაშრეტილ არს Page of ms. J: 212v  თქუენგან სიკუდილი, დამალულ არს ჯოჯოხეთი, ვლტოლილ არს ჴრწნილებაჲ.

Verse: 54  Link to septLink to armat   
წარჴდეს და დაივიწყნეს სალმობანი, გამოაცხადნა სრული Page of ms. O: 494r   იგი ფასი უკუდავებისაჲ

Verse: 55  Link to septLink to armat   
ნუღარა შესძინებთ კითხვად მრავალთა მათთჳს წარსაწყმედელთა,

Verse: 56  Link to septLink to armat   
რამეთუ მათცა მიიღეს აზნაურებაჲ: და შეურაცხ-ყვეს მაღალი, და შჯული მისი დააკნინეს, და გზანი მისნი განაქარვნეს,

Verse: 57  Link to septLink to armat   
უფროჲსღა ღირსნი მისნი დათრგუნნეს,

Verse: 58  Link to septLink to armat   
თქუეს გულსა შინა მათსა: "არა არს ღმერთი", ამისთჳსცა უწყიან სიკუდილი მათი.

Verse: 59  Link to septLink to armat   
ვითარცა თქუენ გელის თქუმული იგი კეთილი, ეგრეცა მათთჳს სწყურის სატანჯველსა, რამეთუ განმზადებულ არს. და არა თუ მაღალსა უნდა მოსპოლვაჲ კაცთაჲ,

Verse: 60  Link to septLink to armat   
არამედ ესე, რომელ დაებეჭდნეს, შეაგინეს სახელი შემოქმედისა მათისაჲ, და არა ჰმადლობდეს მას, რომელმან განუმზადა მათ კეთილი.

Verse: 61  Link to septLink to armat   
ხოლო აწ ამისთჳს საშჯელი ჩემი მოახლებულ არს,

Verse: 62  Link to septLink to armat   
რომელ არა მრავალთა უწყებულ არს, არამედ შენ ხოლო და მსგავსთა შენთათჳს მცირედთა.

Verse: 63  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: ... მრავალი სასწაული ... გეგულების ყოფად, უკუანაჲსკნელსა ... არა მაუწყე, რომელსა ჟამსა იყოს.

Chapter: 7  
Verse: 1  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: ზომით განზომე შენ თჳთ Page of ms. J: 213r  და იყოს ოდეს იხილო, ვითარმედ წარჴდა სასწაული იგი სასწაულთაჲ, ...

Verse: 2  Link to septLink to armat   
მაშინ გულისხმა-უყო, რამეთუ იგი არს ჟამი, რომელსა ... ... დაბადებულსა ... .... ....

Verse: 3  Link to septLink to armat   
და ოდეს იხი... სოფელსა ამას ძრვაჲ ადგილთაჲ, ნათესავთა ძჳრის-ზრახვაჲ, წინამძღუართა დაუმტკიცებელობაჲ, მთავართა შეძრწუნებაჲ,

Verse: 4  Link to septLink to armat   
და მაშინ გულისხმა-ყავ ესე, რომელსა მაღალი იტყოდა დღეთა მათ პირველთა.

Verse: 5  Link to septLink to armat   
[მაშინ] ყოველივე ყოფადი ... დასაბამი ...

Verse: 6  Link to septLink to armat   
........... ... დასაბამი უწყებელ არს ნიშებითა და ძალითა, და აღსასრული -- საქმეთა და სასწაულებითა.

Verse: 9  Link to septLink to armat   
და მაშინ დაუკჳრდებოდეს, რომელთა აწ ესე შეურა...

Verse: 11  Link to septLink to armat   
Page of ms. J: 213v  იყო, სულგრძელებისა გზაჲ არა გულისხმა-ყვეს.

Verse: 13  Link to septLink to armat   
და რომელთათჳს არს სოფელი ესე.

Verse: 14  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ:

Verse: 17  Link to septLink to armat   
...........ანიცა თესლი მისი და რაბამიცა ყუავილი, ეგრეცა თესლი მისი; და რაბამნიცა საქმენი იყვნენ, ეგრეცა საშჯელი; და ... მუშაკი ... ...ლოჲ მისი; ... ჟამნი იყვნეს ...ლისა ამის წინავე.

Verse: 18  Link to septLink to armat   
ოდეს ვზრახევდ ვიდრე შესაქმედმდე ...სა ამის, რომელსა ზედა დამკჳდრებულ არიან, და არავინ მახილა მე.

Verse: 19  Link to septLink to armat   
და მაშინ არავინ იყო და ეგერა შეიქმნნეს ...სა ზედა სოფელსა და ...სა ზედა მოუკლე ... ... და შჯულსა ...

Verse: 20  Link to septLink to armat   
და ვიხილე სოფელი ჩემი, და აჰა ესერა წარწყმედულ იყო.

Chapter: 12  
Verse: 18  Link to septLink to armat   
მიუგე და ვარქუ: ვიტყოდი წინაშე შენსა, უფალო.

Verse: 19  Link to septLink to armat   
აჰა ესერა წარვიდე, ვითარცა მიბრძანე მე, და გულისხმა-უყო, რომელ-ეგე აწ არს ერი. და მერმე რომელნი შობად არიან, ვინ გულისხმა-უყოს მათ?

Verse: 20  Link to septLink to armat   
რამეთუ სოფელი ესე ბნელსა შინა არს, და მკჳდრნი მისნი უნათლო არიან;

Verse: 21  Link to septLink to armat   
რამეთუ შჯული შენი დაიწუა და მის გამო არა უწყის, რომელნი აქამომდე ქმნულ არიან, ანუ მერმე საქმედ არიან.

Verse: 22  Link to septLink to armat   
უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, შთასაცუმელი სული წმიდაჲ, და დავწერო ყოველი, რომელი ყოფილ არს Page of ms. O: 494v   სოფელსა ამას დასაბამითგან, რაჲ წერილ იყო შჯულსა შენსა, რაჲთა უძლონ კაცთა პოვნად ალაგთა შენთა, და რომელთა უნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, გამოიძინენ გზანი შენნი.

Verse: 23  Link to septLink to armat   
მომიგო და მრქუა მე: მივედ და შეკრიბე ერი და ამცენ მათ, რაჲთა არა გეძიებდენ შენ ორმეოც დღჱ.

Verse: 24  Link to septLink to armat   
და შენ განჰმზადე ფიცრები მრავალი ამას ჟამსა და იწყე წერად ...

Verse: 27  Link to septLink to armat   
და წარვედ, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან, და შევკრიბე ყოველი ერი და ვარქუ:

Verse: 28  Link to septLink to armat   
ისმინენ, ისრაელ, სიტყუანი ესე:

Verse: 29  Link to septLink to armat   
მწირობით მწირ იყვნეს მამანი ჩუენნი ეგჳპტეს შინა, და იჴსნნეს იგინი მიერ.

Verse: 30  Link to septLink to armat   
და მოიღეს შჯული ცხოვრებისაჲ, რომელი ვერ დაიცვეს, რომლითა თქუენცა შემდგომად მათსა გარდა-ვე-ჰჴედით.

Verse: 31  Link to septLink to armat   
და მოგეცა თქუენ სამკჳდრებელად სიონი, არამედ თქუენ და მამათა თქუენთა უშჯულოებაჲ ჰყავთ, და არა დაიმარხენით გზანი მისნი, რომელ გამცნო თქუენ.

Verse: 32  Link to septLink to armat   
რამეთუ მაღალი მსაჯული სიმართლისაჲ არს; აღიღო თქუენგან ჟამი იგი მომაღლებული.

Verse: 33  Link to septLink to armat   
და თქუენ ეგერა აქა ხართ, და ძმანი ჩუენნი, რომელნი შინა არიან.

Verse: 34  Link to septLink to armat   
უკუეთუ იჯმნეთ გონებათა თქუენთაგან უკეთურთა, და თუ განსწავლნენ გულნი თქუენნი, და ცხოველნი დაიცვნეთ და მკუდარნი შეიწყალნეთ. 35 რამეთუ საშჯელი სიკუდილისაჲ უკუანა მოიწიოს, ოდეს მეორედ განსცხოველდეთ; და სიმართლისა სახელი გამოჩნდეს და უღმრთოთა ემხილოს.

Verse: 36  Link to septLink to armat   
ხოლო ჩუენდა ნუ ვინ მოვალნ, ნუ/ცა Page of ms. O: 495r   მეძიებნ ვინ ორმეოც დღჱ.

Verse: 37  Link to septLink to armat   
და წარვიყვანენ მე ხუთნი კაცნი, ვითარცა მამცნო მე, და წარვედით ველად და დავადგერით მუნ.

Verse: 38  Link to septLink to armat   
და იყო შემდგომად ხვალისა აჰა ესერა ჴმაჲ, მიწოდა მე და მრქუა: ეზრა, აღაღე პირი შენი და შესუ, რომელი შეგასუა შენ.

Verse: 39  Link to septLink to armat   
და აღვაღე პირი ჩემი, და აჰა ესერა სასუმელი სავსჱ მომცა მე; და იყო იგი სავსჱ წყლითა. ხოლო ფერი მისი ცეცხლის სახჱ მსგავსებითა.

Verse: 40  Link to septLink to armat   
და მოვიღე და შევსუ, და გამოსცენდებოდა გულისა ჩემისაგან მეცნიერებაჲ. და მკერდსა ჩემსა განეფინებოდა სიბრძნჱ, ხოლო სული ჩემი მოიჴსენებდა და იწრაფდა.

Verse: 41  Link to septLink to armat   
და აღეღო პირი ჩემი და არღარა დაიყო.

Verse: 42  Link to septLink to armat   
ხოლო მაღალმან მოსცა მეცნიერებაჲ ხუთთა მათ კაცთა, და წერდეს თქუმულთა მათ ერთი ერთისა შემდგომად სასწაულისა, რომელ არა იცოდეს.

Verse: 43  Link to septLink to armat   
და ვიყავ მუნ ორმეოც დღჱ, ხოლო იგინი დღისი წერედ და ღამჱ ჭამვდ პურსა, ხოლო მე დღჱ ყოველ ვიტყოდი და ღამჱ არა დავდუმნი.

Verse: 44  Link to septLink to armat   
და დავწერე ორმეოცსა მას დღესა წიგნები ესე ოთხმეოცდაათოთხმეტნი.

Verse: 45  Link to septLink to armat   
და იყო ოდეს აღესრულნეს ორმეოცნი იგი დღენი; მეტყოდა მე მაღალი და მრქუა:

Verse: 46  Link to septLink to armat   
ოცდაოთხი, რომელი პირველად დასწერეთ, განცხადებულად დასდვათ და უკითხეთ იგი ღირსთა,

Verse: 47  Link to septLink to armat   
ხოლო სამეოცდაათი დაჰმარხოთ, რაჲთა მისცე იგი ბრძენთა ერისა შენისათა.

Verse: 48  Link to septLink to armat   
Page of ms. O: 495v   რამეთუ მას შინა არს ცეცხლი გონებისაჲ და წყაროჲ სიბრძნისაჲ და მდინარჱ მეცნიერებისაჲ. დავყავთ ეგრეთ წელიწადთა მათ შჳდთა შინა. მეხუთესა მას წელსა დაბადებითგან, რომელ არს ხუთ ათასი, ოცდამეხუთესა დღესა, თუესა მესამესა, ამაღლდა ეზრა და მიიყვანა სასუფეველსა მსგავსთა მისთა თანა.
Page of ms. O:   



Book: Esth.  

წიგნი ესთერისი

Chapter: 1  


Verse: 1a   Link to mcat Link to septLink to armat   
*/ Page of ms. O: 495v   წელსა მეორესა მეფობასა ასუერ დიდისასა, პირველსა მას დღესა, თუესა ადარ და ნესასა (რომელ არს იგრიკაჲ და ვარდობაჲ), ჩუენებაჲ იხილა მარდოქე, ძემან იარისმან, ძისწულმან სემეისმან, რომელ იყო შვილი კესჱსი, ტომისაგან ბენიამენისი,

Verse: 1b   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი იგი დიდ ტყუეობასაცა,

Verse: 1c   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელ-იგი წარსტყუენა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან იოვაკიმის თანა, მეფისა ჰურიასტანელთაჲსა.

Verse: 1d   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესე იყო ჩუენებაჲ მისი: მუნქ/უეს Page of ms. O: 496r   ოდენ ჴმაჲ და ღაღადებაჲ ამბოხისაჲ და ქუხილისაჲ და ძრვაჲ და შეძრწუნებაჲ ქუეყანასა ზედა.

Verse: 1e   Link to mcat Link to septLink to armat   
მუნქუეს ოდენ მას შინა ორნი ვეშაპნი შეჴდეს, ორნივე _ ბრძოლად.

Verse: 1f   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარ იყო ჴმაჲ მათი, შეძრწუნდა ყოველივე ჴმასა მას ღაღადებისა მათისასა და წამებდა ყოველი ერი.

Verse: 1g   Link to mcat Link to septLink to armat   
დღჱ ბნელისაჲ და წყუდიადისაჲ, შეძრწუნებისაჲ და ბრძოლისაჲ.

Verse: 1h   Link to mcat Link to septLink to armat   
და განემზადებოდეს ყოველი თესლები ბრძოლად, და ევედრებოდეს უფალსა.

Verse: 1i   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴმასა მას ღაღადებისა მათისასა და შეიქმნა წყაროჲსაგან მცირისა წყაროჲ მდინარჱ დი[დი].

Verse: 1k   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნათელი და მზჱ გამობრწყინდა. და მდინარენი იგი აღმაღლდეს, და დაინთქნეს პატიოსანნი იგი მათნი.

Verse: 1l   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ აღდგა მარდოქე ძილისაგან, ზრუნვიდა, ვითარმედ: რაჲ-მე იყოს ჩუენებაჲ იგი, ანუ რასა-მე ჴელმწიფჱ უფალი განჰმზადებს ყოფად? და ჩუენებაჲ იგი მისი დაფარულ იყო გულსა მისსა და ყოველსა ჟამსა გამოეძიებნ მას გულსა თჳსსა, რაჲთამცა განმარტებაჲ მისი გამოუცხადნა მას ვიდრე დღედმდე.

Verse: 1m   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს დაესუენა მარდოქეს გარეშე ეზოსა მეფისასა ასტაჲს და თედევტჱს თანა, რომელნი იყვნეს ორნი საჭურისნი მეფისანი,

Verse: 1n   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმოდა მარდოქეს ზრახვაჲ მათი და უკეთურებაჲ მათი, ვითარ ურთიერთას შეითქუმოდეს ასუერ მეფისათჳს, ვითარმცა მოკლეს იგი. ამას ზედა სიბრძნედ დგა მარდოქე და ამხილა ზრახვაჲ იგი მათი.

Verse: 1o   Link to mcat Link to septLink to armat   
და ოდეს შეატყუნა მეფემან ორნივე იგი საჭურისნი, იპოვა მარდოქე მართლად, და ვითარ აღიარეს საჭურისთა მათ, მოწყჳდნა იგინი.

Verse: 1p   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწერად სცა ასუერ Page of ms. O: 496v   მეფემან მათი ესე სიტყუაჲ და შთაწერეს მარდოქეცა წიგნსა სამეუფოსა მას მოსაჴსენებელად სიტყუათა მათ მისთათჳს.

Verse: 1q   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბრძანა მეფემან პატივისცემაჲ მარდოქჱსი ეზოსა მეფისასა და ჴელმწიფე-ყო იგი ყოველთა ზედა კართა სამეუფოთა დაცვად.

Verse: 1r   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემდგომ ყო იგი ეზოჲსმოძღურისა ჰამანისა, ძისა ამადათომისა მაკედონელისა, წინაშე პირსა მეფისასა. მიერითგან ეძიებდა ჟამსა ჰამანი, რაჲთამცა ძჳრი შეამთხჳა მარდოქეს და ყოველსა ერსა მისსა მის სიტყჳსათჳს, რამეთუ უთხრა მეფესა საჭურისთაჲ მათ, რამეთუ მისგანად მოწყდეს.

Verse: 1s   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ამის სიტყჳსა შემდგომად დღეთა ასუერ მეფისა დიდისათა, და დაემორჩილა მას ყოველი ჰინდოეთითგან ეთიოპედმდე ას ოცდაშჳდ საკარანო სოფლებისაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და განმტკიცნა ასურ საყდართა ზედა მეფობისა მისისათა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო მეფემან სუმაჲ შობისაჲ მთავართა თანა ეზოჲსა მისისათა და შორის სპარსთა და არშაკთა და კარანები იგი სოფლებისაჲ სხდა წინაშე პირსა მისსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰხედვიდეს სიმდიდრესა მას და დიდებულებასა მას მეფისასა და პატივსა ქებისა მისისასა ას ოთხმეოც დღე.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრემდის აღესრულებოდეს დღენი იგი, რომელ ყო მეფემან ყოველთა მიმართ, რაოდენნიცა იყვნეს სუსეს ქალაქსა შინა დიდითგან მცირედმდე, სუმასა მას ზედა შჳდ დღე შინაგან ტაძა/რსა Page of ms. O: 497r   სამეუფოსა ყვის საცხორებელად თავისა თჳსისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაასხა მას საცხორებელად თავისა თჳსისა იქცევისი ზეზი და ჭიჭნაუხი ძოწეული, მეწამული ქსოვილივე ყუავილოვანი გამოქსოვილი. და კარავი აღემართა, რომელსა საბლად იყვნეს ძოწეული და ზეზი; და ქობინად მისა იყო ვეცხლი; და სუეტები _ ლესული ოქროჲთა. და ცხედარი ოქროჲსაჲ ანთრაკითა და სმარაგდინოჲთა მოქმნული.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და სასუმელები ოქროჲსაჲ, რომელი ჟამად-ჟამად მოღებად სცის და ღჳნოჲ სამეუფოჲ, რომელსაცა მეფჱ სუამნ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და სუმაჲ ეგრე, ვითარცა წეს არნ, ეგრეთ ბრძანა მეფემან ნებისა აღსრულებაჲ ყოველთა კაცთაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და უვასტინე დედოფალმან ყო სიხარულით შუებაჲ დიდი ყოველთა მიმართ დედათა ტაძარსა სამეფოსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მეშჳდესა დღესა, რაჟამს მხიარულ-იქმნა მეფჱ ღჳნოსა ზედა, უბრძანა მეფემან

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მონათა თჳსთა შეყვანებაჲ უვასტინეს დედოფლისაჲ, რაჲთამცა შევიდა და მიადგა მეფესა ზედა სუმასა მას ოდენ იგიცა შარავანდითურთ წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა ინება უვასტინე, ვითარმცა ყო ნებაჲ მეფისაჲ ჴელთაგან საჭურისთა. და ვითარ აგრძნა მეფემან, რამეთუ შეურაცხ-ყო უვასტინე ნებაჲ მისი, დაწუხნა მეფჱ ფრიად და რისხვითა და გულისწყრომითა აღატყდა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 497v   მაშინ ჰრქუა მეფემან ყოველთა ბრძენთა, რომელთა იცოდეს შჯული და სიმართლისა საშჯელი: აწ რაჲ-მე შეემთხჳოს დედოფალსა ამისთჳს, რამეთუ არა ჯერ-იჩინა მან, რაჲთამცა ყო ნებაჲ მეფისაჲ?

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგეს მის წინაშე ყოველნი იგი ჴელმწიფენი სპარსთანი და არშაკთანი, რომელნი სხდეს წინაშე პირსა მეფისასა, და რომელნი სხდეს ტაძარსა მას სამეუფოსა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ვედრებად დგა ბუგეონ და თქუა: არა ხოლო თუ მეფესა შეგცოდა უვასტინე დედოფალმან, არამედ ყოველთა ჴელმწიფეთა სპარსთა და არშაკთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოვლისა მიმართ ერისა სიცრუვჱ მისი განითქუა, რამეთუ შეურაცხ-ყო ბრძანებაჲ შენ, მეფისაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ჯერ-გიჩნდეს უფალსა ჩუენსა, და სათნო-იყოს წინაშე სიბრძნისა შენისა, მიუწერე ყოველსა სოფლებსა და აუწყე: რომელმან შეურაცხ-ყო სიტყუაჲ შენი, მეფისაჲ, უვასტინეს დედოფალსა განუჯმენ და დასუ მისა უმჯობჱსი, რომელმან აჩინოს სიტყჳსა მორჩილებაჲ შენ, მეფისაჲ, და კეთილი შეემთხუეოდის ყოველთა მეფეთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიერითგან ყოველნი დედანი პატივ-სცემდენ და ადიდებდენ ქმართა თჳსთა გლეხითგან ვიდრე მდიდრადმდე.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასჯერდა მეფჱ გულითა სიტყუასა ამას და განაჩინა საქმჱ იგი, ვითარცა-იგი აზრახა მას.



Chapter: 2  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრჱთ დაამტკიცეს საჴსენებელად უვასტინესთჳს, ვითარ-იგი უყო ასუერ მეფესა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაშინღა აზრახეს მონათა მეფესა: ვიძინეთ ქალწულნი ქმნულკეთილნი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 498r   და მიუთუალნეთ იგინი ზედამდგომელსა საჭურისსა, რომელ არს მცველი დედათაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათგანნი კაცნი, რომელ გთნდენ შენ, მეფესა, დაადგინე იგი უვასტინეს წილ. და ეგრეცა ყვეს, ვითარცა-იგი აღუთქუეს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
იყო კაცი ვინმე ჰურიაჲ სუს ქალაქსა, რომელსა ერქუა სახელი მარდოქე, ძჱ იარისი, ძისწული სემიაჲსი, რომელი იყო ძჱ კესაჲსი, ტომისაგან ბენიამენისი

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მას განეზარდა სარწმუნოებასა ზედა ესთერი, რამეთუ ასული იყო იგი მამისძმისა მისისაჲ, და ყრმაჲ იგი კეთილ იყო ქმნულებითა ფრიად და შუენიერ პირითა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიპყრეს და შეიყვანეს იგი ტაძარსა მას მეფისასა. და ვითარ იხილა იგი გეგეოს საჭურისმან, მცველმან დედათამან, ქალი იგი დასჯერდა უფროჲს სხუათა დედათაჲსა. და პოვა ესთერ მადლი და წყალობაჲ წინაშე მისსა, და იღუაწა მისი უფროჲს სხუათა მათ დედათაჲსა და შეუდგინნა მას შჳდნი ქალწულნი მსახურად.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ შეიყვანეს ესთერ წინაშე მეფისა და შესთნდა იგი მას ფრიად. მწუხრი შეიყვანიან და დილეულ გამოუტევიან. და რაჟამს განიცადნა მეფემან ყოველნი იგი ქალწულნი, უკეთჱს გამოუჩნდა ესთერი და პოვა მის წინაშე მადლი და წყალობაჲ და დაადგინა შარავანდნი სადედოფლონი თავსა მისსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო მეფემან ქორწილი ესთერისი განცხადებულად, ხოლო სხუათა მათ ბრძანა განტევებაჲ სოფლად თჳსა.



Chapter: 3  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 498v   და იყო ამის სიტყჳსა შემდგომად განადიდა ასურ მეფემან ჰამანი, ამადათომის ძჱ ბოგეანი და აღხუმად სცნა და დასხმად სასთაულნი მისთჳს უფროჲს ზეშთა ყოველთა მეგობართა მისთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოდრკებოდეს ყოველნი და თაყუანის-სცემდეს ქუეყანასა და ვითარ ყოველნი თაყუანისსცემდეს მას ბრძანებითა მეფისაჲთა, ხოლო მარდოქე არასადა თაყუანის-სცა მას.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ იხილეს მონათა მეფისათა, რამეთუ მარდოქე არა თაყუანის-სცა ჰამანსა, ჰრქუეს მონათა მეფისათა მარდოქეს: რად ურჩ ხარ შენ მეფისა და არა თაყუანის-ეცი ჰამანსა?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მან და ჰრქუა, ვითარმედ: მოღმრთე ვარ. და უთხრეს ეგრეთ მისი ჰამანსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ აგრძნა მისი ჰამანმან, განრისხნა მარდოქესთჳს და რისხვით აღატყდა მისთჳს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჟამსა ეძიებდა, რაჲთამცა მოკლა მარდოქე და ყოველი ერი მისი ერთსა დღესა. ეშურებოდა ჰამანი და უთქუმიდა მას გულისწყრომითა, რამეთუ წუხნ და ეკდემებინ, რაჟამს იქცევინ იგი წინაშე თუალთა მისთა, და გულითა ზაკულითა აზრახებდა მეფესა ძჳრსა ისრაჱლისათჳს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრე ეტყოდა ჰამანი მეფესა: რამეთუ აღრეულ არს ერი ესე ყოველსა ადგილსა სამეუფოსა, ერი მჴდომი და ურჩი არს და სხუაჲ შჯული აქუს, ხოლო შჯულსა შენსა, მეფე, არა ერჩიან. უწყებულ არს ყოველსა თესლებსა უკეთურებაჲ მათი და ბრძანებაჲ შენი შეურაცხ-უყოფიეს და დამცირება არს Page of ms. O: 499r   ესე შენისა დიდებისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, და გთნდეს სამართალი ესე გულსა შენსა, მომეც ჴელთა ჩემთა ერი ესე წარსაწყმედელად, და მე დაგიწერო და შევსძინო საფასესა შენსა ბევრი ფასი ჩემი*.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიჴადა მეფემან ბეჭედი ჴელისა თჳსისაგან და მისცა ჰამანსა და ჰრქუა: მიწერე ყოველსა ქალაქსა და სოფლებსა, და დაჰბეჭდე ბეჭდითა ამით სამეუფოჲთა და არავინ არს, რომელმან გარე-მოაქციოს ბეჭედი ეგე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მას მეფემან: ფასი შენი შენ გეყავნ, ხოლო ნათესავი ეგე წააგე, ვითარცა შენ გინებს. (11) და შევიდა ჰამანი კერპთა მისთა, რაჲთამცა კერპთაგან ცნა დღჱ იგი სიკუდილისა მათისაჲ. და აღმოუჴდა წილი მეათცამეტესა დღესა თუესა იგრიკისასა და ვარდობისასა მოსრვაჲ ყოველთა ჰურიათაჲ წულითგან ვიდრე ქალადმდე და ყრმანი მათნი მიმოდატაცებად.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
იწრაფა და მიმოგანსცა დიასპანებითა, რომელ დაეწერა წიგნები იგი ბრძანებული: მეფჱ დიდი ასუეროს ყოველთა ჰინდოეთითგან ეთიოპედმდე ას ოცდაშჳდთა ჴელმწიფეთა მთავართა და ჴრმლოსანთა, რომელ-ესე მივწერე:

Verse: 13b   Link to mcat Link to septLink to armat   
ფრიად განძლიერებულ არს ნათესავი ესე და ყოვლად დაუპყრიეს ქუეყანაჲ. ხოლო მე გან-რაჲ-ვიზრახე არა ამბოხებით ჴელმწიფებაჲ იგი განცხადებაჲ, არამედ დაყუდებით და ნელად. და ეგრეთ Page of ms. O: 499v   აღასრულეთ ბრძანებული ესე განუმხილებელად ყოლადვე, და მაშინ განგებულად სცხონდებოდით და მშჳდობით იყოს სოფელი ჩუენი, და შესაძინელიცა ჩუენი ჩანდეს და მისაცემელიცა სრულიად, და განეგოს ცხორებაჲ კაცთაჲ და სასურველ იყოს მშჳდობაჲ.

Verse: 13c   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ვჰკითხე მზრახვალთა მათ ჩემთა, ესე ესრეთ განეგებოდა და ვითარ-იგი მოცემულ არს ჩუენდა სიბრძნე და გონიერებაჲ გარდაუცვალებელი და მტკიცედ სარწმუნოებაჲ და მეორედ უფლებისა ჩუენისა ყოფაჲ განგრძობილად,

Verse: 13d   Link to mcat Link to septLink to armat   
გჳჩუენა ჩუენ ჰამანმან და მწირობაჲ მაგის ტომისაჲ ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ შერეულ არს საძაგელი და ბილწი ეგე ერი, და შჯულსა ზედაცა მჴდომ არიან ყოვლისა თესლებისა. მაგის გამოცა-მე ვითა მიმოდასაყოფელ იქმნნეს მარადის და საბრძანებელ და ამის გამოცა მეფესა ვერვის დაემორჩილნეს და განიბნია მიმო და ნათესავი ესე.

Verse: 13e   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მჴდომ არიან მარადის და ოდესვე შჯულითა მათითა მბრძოლ არიან კაცთა და უცხოქმნულ არიან, და ვერ ცნიან ჩუენი იგი ბრძანებაჲ და მარადის იქმან ძჳრსა, და არასადა ნებასა მორჩილ არიან ჩუენსა ჴელმწიფებასა.

Verse: 13f   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ გჳბრძანებიეს თქუენდა მომართ ესე უწყებაჲ და მოგჳწერია წიგნი ჰამანისაგან, რომელ განვამტკიცე წი/გნითა Page of ms. O: 500r   მეორე მამაჲ ჩუენი ჰამანი ყოლად აფხურად და წარწყმედაჲ მათი ცოლით, შვილითურთ მახჳლითა მტერისაჲთა განჩინებულად და უგრძნულად მეათურამეტესა დღესა თუე ადარი, რომელ ითქუმის იგრიკისად,

Verse: 13g   Link to mcat Link to septLink to armat   
მოსრვად ყოველთა ჰურიათა და წარმართთა და მოტაცებაჲ ყრმათა მათთა, რომელ-იგი არიან ძუელით უჯერონი, არამედ დღეს ერთად შევიდენ ჯოჯოხეთა. მიერითგან კეთილად განეგოს და არა შეგუემთხჳოს ჩუენ ღუაწლი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესერა სუს შინა დაიდვა ეგეთივე ბრძანებაჲ. მარდოქე ცნა ყოველი ესე საქმჱ, და თჳთ ქალაქიცა სუსე შეძრწუნდა საქმისა მისთჳს. და იყო ჰურიათა ტირილი დიდი და განმწარებაჲ ყოველსა ქუეყანასა.



Chapter: 4  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა მარდოქე სახლსა თჳსსა, განიძარცუა სამოსელი და შეიმოსა ძაძაჲ და ნაცარი გარდაისხა

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა გარეშესა ეზოსა და დადგა, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფა ძაძითა მით შესლვად სამეუფოსა ტაძარსა. და გამოჰხადა ერთსა საჭურისსა და შეავლინა ესთერისა და აუწყა მას.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა დედოფალმან: განიძარცუენ ძაძაჲ და შემოვედინ. ხოლო მან არა ინება.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ჰრქუა: ესრჱთ არქუთ მას: ნუ გეწიწებინ შემოსლვად წინაშე მეფისა და ქენება-უყავ პირსა მისსა ჩემთჳსცა და ერისა მისთჳს. მოიჴსენენ დღენი იგი Page of ms. O: 500v   სიმდაბლისა შენისანი, რაჟამს იზარდებოდე ჴელთა ჩემთა, რამეთუ ჰამანს ლერკოლოტსა წარუთქუამს და განუჩინებიეს წინაშე მეფისა ჩუენ ყოველთა სიკუდილი. აწ ევედრე შენცა ღმერთსა, და ევედრე და ეტყოდე ჩუენთჳს მეფესა, და მიჴსნნეს ჩუენ სიკუდილისაგან.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ აუწყა ჭირი იგი და ურვაჲ ისრაჱლისაჲ,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოუვლინა მას და ესრე ჰრქუა:

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ თჳთ უწყი უფროჲს ყოველთასა, თუ ვინმე შევიდეს მეფისა უწოდებელად, და რომელსა არა მიუპყრის კუერთხი იგი ოქროჲსაჲ, სიკუდილისა თანამდებ არნ. და მე არასადა შემიწოდა ესე ოცდაათ დღე არს, და აწ ვითარ შევიდე უწოდებელად?

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
შეუვლინა მას მარდოქე და ჰრქუა:

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
დაღათუ შენ უგულებელს-ჰყო ნათესავი შენი და არა შეეწიო მათ, არამედ ღმერთი შე-ვე-ეწიოს და აცხოვნნეს იგინი, ხოლო შენ და სახლი მამისა შენისაჲ წარწყმედად ხართ. და ვინ უწყოდა, ვითარმედ ამათ ჟამთა დედოფალ იქმნე?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოავლინა დედოფალმან და ჰრქუა:

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
აწუართე ერსა მას ლოცვაჲ და ვედრებაჲ უფლისა მიმართ ერთითა გულითა, და მეცა და მსახურთა ჩემთა ეგრევე ვყოთ. და მაშინ შევიდე მე მეფისა უწყებად, უკუეთუ ეგრე რაჲმე არს, აცადე და მოვკუდე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო ეგრე მარდოქე ბრძანებაჲ ესთერისი.

Verse: 17a   Link to mcat Link to septLink to armat   
და მარდოქე თჳთცა ევედრებოდა უფალსა და Page of ms. O: 501r   მოაჴსენებდა საქმეთა თჳსთა და თქუა:

Verse: 17b   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელსა გაქუს ყოვლისა ჴელმწიფებაჲ, და არა არს ცვალებაჲ შენი და ცხორებაჲ სახლისა ისრაჱლისაჲ.

Verse: 17c   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შენ შეჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი საკჳრველებანი, რომელნი არიან ცასა ქუეშე და ყოველთა ზედა შენ უფლებ.

Verse: 17d   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველივე შენ იცი და ნათესავი ისრაჱლისაჲ შენ უწყი. და არა თუ გინებით და არცა თავმოთნებით ვყავ არა თაყუანისცემაჲ იგი წინადაუცუეთელისაჲ მის ჰამანისი; და მათ ეგრე უნდა, ვითარმცა ამბოვრ-უყავ მე ბრჭალთა ფერჴისა მისისათა დასამდაბლებელად ისრაჱლისათჳს.

Verse: 17e   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენთჳს ეგრე ვყავ, რაჲთა არღარავინ აღვირჩიო უდიდებულჱს შენსა, უფალო, და არცა თუ ვის თაყუანის-ვსცე შენსა გარეშე, ჭეშმარიტო, არცაღა თუ ვჰყოფ მას განცდით.

Verse: 17f   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, რომელმან დასდევ აღთქუმაჲ აბრაჰამის თანა, ულხინე ერსა შენსა, რამეთუ შეთქუმულ არიან ჩუენთჳს წარწყმედად და უნებს ჩუენი აღჴოცაჲ და მოსპოლვაჲ დასაბამი მშჳდობისა შენისაჲ.

Verse: 17g   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ უგულებელს-ჰყოფ ერსა შენსა, რომელი იჴსენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 17h   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე ლოცვისა ჩუენისაჲ და ულხინე სამკჳდრებელსა შენსა და გარდააქციე გლოვაჲ ჩუენი სიხარულად, რაჲთა ვცხონდეთ და გაქებდეთ შენ და ნუ დაადუმებ პირსა მგალობელთა შენთასა.

Verse: 17k   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ესთერცა დედოფალი შეუვრდებოდა უფალსა, Page of ms. O: 501v   ურვილი და სიკუდილისათჳს შეშინებული. და განიძარცუა სამოსელი იგი პატიოსანი მისგან და ყოველი სამკაული თავისა მისისაჲ. და შეიმოსა მან სამოსელი საგლოველი და საზუაობელისა მის სულნელისა წილ ნაცრითა და სკორითა აღივსო თავი მისი და ჴორცნი მისნი დაამდაბლნა ფრიად, და ყოველი სამკაული იგი სიხარულისა მისისაჲ აღიღო. და მდაბალი ილოცვიდა უფლისა მიმართ და თქუა:

Verse: 17l   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო, მეუფეო მხოლოო, შენ ხარ შემწე, შემეწიე მე მდაბალსა ამას, რომელსა არა მაქუს შემწე შენსა გარეშე. რამეთუ ურვაჲ ჩემი ჴელთა შენთა შინა არს.

Verse: 17m   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მე მასმიეს მამულთა ჩემთაგან წიგნთა, რამეთუ იჴსენ ისრაჱლი ყოველთაგან წარმართთა და მამანი მათნი მამათა მათთაგან და დასდევ სახელი მათი ისრაჱლ სამკჳდრებელად საუკუნოდ და ყავ მათთჳს, ვითარცა-იგი ეტყოდე მათ და მოეც მათ, რასა იგი გთხოვდეს.

Verse: 17n   Link to mcat Link to septLink to armat   
ვცოდეთ წინაშე შენსა და მიგუცენ ჩუენ ჴელთა მტერთა ჩუენთასა. და თუ ვადიდენით სადა კერპნი მათნი, მართალვე ხარ, უფალო!

Verse: 17o   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა არს რიცხჳ სიმრავლესა ამას კირთებისა ჩუენისასა, არამედ დაუსხმან ჴელნი მათნი ჴელთა კერპთა მათთასა მოსპოლვად ბრძანებული პირისა შენისაჲ და აჴოცად სამკჳდრებელი შენი და დადუმებად პირისა მაქებელთა შენთაჲსა და დაცადებად დიდებასა სახელისა შენისასა/ Page of ms. O: 502r   და საკურთხეველისა შენისა

Verse: 17p   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღღებად პირისა მტერთაჲსა ქებად ამაოებისა მათისა და თუალხუმად მეუფებისა ჴორციელისა ხოლო უკუნისამდე.

Verse: 17q   Link to mcat Link to septLink to armat   
[ნუ] მისცემ, უფალო, სამკჳდრებელსა შენსა მოძულეთა მტერთა შენთა და ნუცა იხარებედ დაცემასა ჩუენსა. [მ]იაქციე ზრახვაჲ მათ[ი] მათავე და, რომელთა უწყიეს ჩუენთჳს ძჳრის-ყოფაჲ, არცხჳნე.

Verse: 17r   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოგჳჩნდი ჩუენ, უფალო, და გამოგუეცხადე ჩუენ ჟამსა ჭირისა ჩუენისასა და ნუ მოგუსრავ ჩუენ.

Verse: 17s   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოეც სიტყუაჲ განგებული პირსა ჩემსა და მხიარულ-ყვენ სიტყუანი ჩემნი წინაშე ლომისა და გარდააქციე გული მისი მოძულებად მბრძოლისა ჩუენისა აღსასრულად მისა და მისთათჳს.

Verse: 17t   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ჩუენ მიჴსნენ ჴელითა შენითა მტკიცითა და შემეწიე მე.

Verse: 17u   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ ჴელთა შენთა შინა არს. და შენ უწყი, რამეთუ მეძაგების თანაშეხებაჲ წინადაუცუეთელისაჲ, და მძულს დიდებაჲ უშჯულოებისაჲ.

Verse: 17w   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ, უფალო, უწყი ჭირი ჩემი, რამეთუ მეძაგების სამკაული ესე ამპარტავანებისაჲ, რომელ არს თავსა ჩემსა, და არა შევიმოსე იგი, გარნა დღესა შემთხუევისა ჩემისასა, და მძაგს იგი, ვითარცა ძონძი გარეშემჯდომელისაჲ.

Verse: 17x   Link to mcat Link to septLink to armat   
და არასადა ჭამა მჴევალმან შენმან ტაბლასა მათსა თანა, და არცა ღათუ ვიდიდებოდე შუებასა მას მეფისასა თანა და არცაღა სადა ვსუ ღჳნოჲ ტოზიკობით.

Verse: 17y   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 502v   და არა იხარებდა მჴევალი შენი დღეთა შუებისა ჩემისათა გარდა შენდა მიმართ, უფალო.

Verse: 17z   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, ჴელმწიფე ხარ ყოველსა ზედა, ისმინე ჴმაჲ უგინცოჲსაჲ და მიჴსნენ ჩუენ ჴელთაგან ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲსა და განმარინე მე ჴელისაგან საშინელისა ჩემისა.



Chapter: 5  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მესამესა დღესა, ვითარ დააცადა ესთერ ლოცვაჲ იგი მისი, განიძარცუა სამოსელი საგლოველი და შეიმოსა სამკაული პატიოსანი და განიშუენა თავი თჳსი.

Verse: 1a   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰლოცვიდა ღმერთსა, ყოვლისა მეცნიერსა და მაცხოვარსა, და თანა-წარიყვანნა ორნი შიმონვარნი. ერთი წინა _ ჰფარვიდა ქმნულებასა მისსა და ერთი შეუდგა მას, რომელსა ეპყრნეს კიდენი სამკა[უ]ლთა მისთანი და იგიცა თჳთ იფარვიდა სიკეთესა მას.

Verse: 1b   Link to mcat Link to septLink to armat   
პირი მისი მხიარულ-იქმნა შემთხუევასა, ხოლო გული მისი ურვიელ იყო.

Verse: 1c   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ შევიდა ყოველთა კართა და შევიდა მეფისა და მეფჱ იგი ჯდა საყდართა დიდებისა თჳსისათა და სამკაული პატიოსანი შეესხა მას ყოლადვე ოქროჲ და ანთრაკი პატიოსანი იყო თავსა მისსა

Verse: 1d   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო საშინელ ფრიად და ვითარ მოიხილა, ცეცხლ იყო პირი მისი სამკაულითა მით და მიჰხედა მას, ვითარცა ზუარაკმან შუენიერმან და მძჳნვარემან, შეეშინა და დაჰჴსნა პირი მისი შიშითა და მიეფარა შიმონვარსა, რომელიცა Page of ms. O: 503r   წინა-უძღოდა მას.

Verse: 1e   Link to mcat Link to septLink to armat   
მოაქცია ღმერთმან გული მეფისაჲ მის, და გარდაიქცა გულისწყრომაჲ მისი მშჳდობად, დგა მეფჱ შრომად და გარდამოჴდა საყდრისაგან თჳსისა და შეიწყნარა ჴელთა მისთა, შეიწყნარა იგი და ჰრქუა:

Verse: 1f   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲ არს ესთერ? რამეთუ მე ვარ ძმაჲ შენი, ნუ გეშინინ! არა მოჰკუდე, რამეთუ ზოგადი არს საქმჱ ჩუენი, და არღარა იყოს შენდა მომართ გულისწყრომაჲ. და აჰა ესერა, არს კუერთხი იგი ოქროჲსაჲ,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეახო ქედსა მისსა და ამბორს-უყო მას, და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲ არს?

Verse: 2a   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა: გიხილე შენ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, და დამიდნა გული ჩემი დიდებისაგან და გულისწყრომისა შენისა, უფალო.

Verse: 2b   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ პირსა მისსა გარდამოსცჳოდა ოფლი. და შეძრწუნდა მეფჱცა და ყოველნი მონანი მისნი და ნუგეშინის-სცემდეს მას.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მეფემან: რაჲ არს, ესთერ? _ მითხარ მე და ნება-გიყო შენ, დაღათუ ითხოვო ზოგი მეფობისა ჩემისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ესთერ იწყო სიტყუად: დღჱ დიდებული არს ჩემი ხვალე. და თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, მოვედ შენ და ჰამანი, მეგობარი შენი, შუებად, რომელი მზა-გიყო ხვალე.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ბრძანა მეფემან: აუწყეთ ჰამანსა, რაჲთა ნება-უყოთ ესთერს. და მივიდეს ორნივე პურსა მას, რომელი მზა-უყო ესთერ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო შუებაჲ დიდი. და ჰრქუა მეფემან ესთერს სუმასა ღჳნისასა: რაჲ არს, ესთერ დედოფალო, რაჲ გინებს შენ, ანუ Page of ms. O: 503v   რაჲსა მევედრები? და თუ ზოგი სამეფოჲსა ჩემისაჲ ითხოვო, ნება-გიყო შენ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა ესთერ: თხოვაჲ ჩემი და ვედრებაჲ ჩემი ესე არს _

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
თუ მიპოვნიეს მადლი წინაშე შენსა, მეფე, და თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, მომეც თხოვაჲ ჩემი, და თუ ნება-მიყო ვედრებაჲ ჩემი, მოვედით შენ და ჰამანი პურსა, რომელ მზა-ვყო ხვალე. რამეთუ ხვალეცა ესრევე ვყო. ჰრქუა მას მეფემან: ყავ, ვითარცა გნებავს შენ. და უთხრეს ჰამანსა ესე ყოველი და დაუკჳრდა მას. და მეფჱ შევიდა და დაესუენა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ჰამანი წარვიდა სახიდ თჳსა და შეიკრიბნა მეგობარნი თჳსნი და ძენი თჳსნი და ზოსარ, ცოლი თჳსი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და იქადოდა და იტყოდა: არავის ჰხადა სხუასა დედოფალმან დღეს შუებასა მისსა, გარნა მეფესა და მე ხოლო და ხვალეცა ჩინებულ ვარ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნა ესე ჭუვილ არს ჩემდა, რაჟამს ვიხილი მარდოქე ეზოსა მეფისა და არა თაყუანის-მცის მე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მას ზოსარ, ცოლმან მისმან: ნათესავი რაჲმე ჰურიათაჲ არს, და ეგრე მოუცემიეს შენდა მეფესა ჴელმწიფებაჲ მოსრვად ჰურიათა და მოგმადლეს შენ კერპთა შურისგებაჲ მათი დღესა მას წარწყმედისა მათისასა. მოკუეთად ეც ხჱ ერგასისი წყრთაჲ და მზა-ყავ იგი. და მას ხესა დამოჰკიდე იგი და აღიმსთუე და აუწყე მისი მეფესა. ხოლო აწ მივედ და იშუებდ მეფისა თანა. და შე/სთნდა Page of ms. O: 504r   ჰამანსა სიტყუაჲ იგი და ყო ეგრე.



Chapter: 6  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა ჴელმწიფემან ღმერთმან განაყენა ძილი მეფისაგან მას ღამესა და მღჳძარე იქმნა, და მოუწოდეს წიგნისმკითხველთა და წიგნთა მოსაჴსენებელთასა უკითხვიდეს მას.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იპოვა მუნ საჭურისთაჲ მათ ძჳრისზრახვაჲ იგი, რომელი-იგი მარდოქე ყო ქველისსაქმჱ მეფისათჳს, და მიუპყრა მეფემან გონებაჲ თჳსი და თქუა: სარწმუნო არს კაცი მარდოქე და მისანდობელ არს იგი მცველად თავისა ჩემისა, რამეთუ მისგან ცოცხალ ვარ მე აქამომდე. და ვზი მე დღეს საყდართა ჩემთა და არარა მიმიგიეს მისა და არა სამართალი მიყოფიეს ესე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მეფემან მონათა თჳსთა: რაჲ-მე უყოთ მარდოქეს, მაცხოვარსა ჩემსა ამის საქმისათჳს? და ვითარ გულისმა-ყვეს მსახურთა მათ, შურ-იღეს მისთჳს, რამეთუ ეჴსენა შიში ჰამანისი გულსა მათსა და განუმცნა მეფემანცა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ იყო ცისკარი, იკითხა მეფემან: ვინ დგას გარეშე?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და იპოვა ჰამანი, რამეთუ აღემსთო თხრობად მეფისა, რაჲთამცა დამოჰკიდა ზე მარდოქე. და ბრძანა მეფემან შეწოდებაჲ ჰამანისი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ შევიდა, ჰრქუა მას მეფემან: რაჲ-მე-მცა უყავთ მას კაცსა, რომელმანმცა მეფჱ დიდებულ-ყო, რომლისაჲცა მეფესა უნდეს ფრიად დიდებაჲ მისი? და გულისხმა-ყო ჰამანმან გულსა თჳსსა: ვი/სი-მე-მცა Page of ms. O: 504v   უნდა მეფესა დიდებაჲ გარნა ჩემსა?

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ აზრახა ჰამანმან მეფესა კაცისაჲ მის, რომლისაჲ ინებოს მეფემან დიდებაჲ:

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიღონ მისთჳს სამკაული სამეუფოჲ და ცხენი საშარავანდედოჲ, რომელსაცა მეფჱ აღჯდის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერთმან პატივცემულმან მეფისამან მოიღოს იგი და შეასხას მას და აღსუას იგი ცხენსა მას და მოავლოს მან ქალაქი. და წინაშე მისა ვიდოდიან ქადაგნი და ჴმობდენ: ესემცა შეემთხუევის, რომელმან პატივ-სცეს მეფესა და რომლისაჲ ენებოს მეფესა დიდებაჲ, ესრეთ ეყოს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა მეფემან: მალე განვედ, და მოიბ შენ ცხენი და სამკაული, ვითარცა სთქუ, და მივედ და ეგრე ყავ მარდოქესთჳს ჰურიაჲსა, რომელი სცავს კართა ამათ სამეუფოთა. და ნუმცა რაჲ დააკლდების მას მაგათ თქუმულთაგანი. და ვითარ ცნა ჰამანმან, რამეთუ არა თჳთ იდიდებოდა, არამედ მარდოქე, შეიმუსრა გული მისი ფრიად, და მომედგრდა სული მისი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო ჰამან სამკაული და მოიბა ცხენი და ეკდიმებოდა ფრიად თავი მარდოქესთჳს, რამეთუ პაემანი მის დღისაჲ იყო ზე დამოკიდებისა მარდოქესი. და ჰრქუა მარდოქეს: განიძარცუე ძაძაჲ ეგე. და შეძრწუნდა მარდოქე, ეგონა თუ სიკუდიდ წარჰმართებენ მას. და განიძარცუვიდა ტირილით ძაძასა მას და შეიმოსა სამკაული დიდებისაჲ. ხოლო მარდოქეს საუცარ-ღა-უჩნ და შიშითა განლიგებულ იყო და გული Page of ms. O: 505r   მისი იყო ვედრებად უფლისა. და იწრაფა ჰამანმან აღსუმაჲ მისი ცხენსა და წინა-უძღოდა ჰამანი და ქადაგებდა: ესრე ეყავნ კაცსა მას, რომელმანცა მეფესა პატივ-სცეს, რომლისაჲ მეფემან ინებოს დიდებაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ წარვიდა ჰამანი დაწუხებული სახიდ თჳსა, და მარდოქე წარვიდა სახიდ თჳსა განმხიარულებული.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰამან უთხრა ცოლსა თჳსსა ყოველი იგი საქმჱ. ჰრქუა მას ცოლმან მისმან თანამზრახვალთა მისთა წინა: ვინაჲ-იგი ძჳრსა განიზრახევდი, იგი შენ შეგემთხჳა. აწ დუმენ შენ, რამეთუ ღმერთი სამართალსა ჰყოფს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ ამას ოდენ ზრახვიდა, მოიწია მწოდებელი და ასწრაფებდა მას პურად მეფისა თანა. მაშინ განმხიარულდა და მივიდა პურსა მას ზედა და დაჯდა მათ თანა.



Chapter: 7  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ პურის ოდენ ოხჭანი იყო,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მეფემან ესთერს: რაჲსაგან არს ურვაჲ შენი, ანუ რასა ითხოვ შენ? და ნება-გიყო მიცემად ვიდრე ზოგადმდე სამეუფოჲსა ჩემისა. და ზრუნვად დგა ესთერი თხრობად მისა მისთჳს, რამეთუ მტერი მისი წინაშე თუალთა მისთა იყო და ღმერთმან აზრახა წინაშე მისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ესთერ: და თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, და კეთილი სამართალი გულსა შენსა, მახუეიშნე ერი ჩემი თხოვასა ამას ჩემსა და ნათესავი იგი ნება-მიყავ სულსა ჩემსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ განვიწირენით მე და ნათესავი ჩემი საკიცხელად Page of ms. O: 505v   და ყრმანი მათნი წარსატაცებელად. და აქამდე არა ვინებე თხრობად შენდა, რაჲთამცა არა შეგაწუხე უფალი ჩემი, რამეთუ, ე[სე]რა ზის კაცი იგი, ძჳრისმზრახი ჩუენი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა მუნქუესვე მეფჱ და თქუა: ვინ არს იგი, რომელმან იკადროს დამდაბლებაჲ სამკაულისა სამეუფოჲსაჲ და რომელმანმცა შეურაცხ-ყო შიში შენი? და ვითარ იხილა დედოფალმან, რამეთუ ფრიად განრისხნა მეფჱ და სიძულილით განურისხნა, მაშინ ჰრქუა: ნუ გული გიწყრებინ, უფალო; ჩემდა იგიცა კმა არს, რამეთუ ვპოვე ლხინებაჲ შენგან. იშუებდ, მეფე, და ხვალე გითხრა სიტყუაჲ შენ მეფესა. და აფუცა მეფემან, რაჲთამცა უთხრა მას, ვინ არს, რომელმან იკადრა ამპარტავანებაჲ და საქმჱ მისი. და მეფემან ფიცით აღუთქუა ნებისა მისისა ყოფაჲ, რაჲცა ინებოს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინღა მიენდო ესთერ და უთხრა ჰამანისი, ვითარმედ: ცრუჲ მეგობარი არს იგი შენი და ყოლადვე კაცი იგი ბოროტი არს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ფრიად განუწყრა გული მეფესა, ზე აღემართა და მიმოდაიხედვიდა, ხოლო ჰამანი შეძრწუნდა და შეუვრდა ფერჴთა ესთერის დედოფლისათა, ვიდრე საგებელს თჳსსა ზედა ჯდა იგი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან გარე-მიიხილა მას სუმასა შინა, და ვითარ იხილა იგი, ჰრქუა: ვერღარა კმა-იყო-ა შენდა შეცოდებაჲ იგი ჩემდა მომართ და აწ ცოლსა ჩემსა შე-ვე-იპყრობ ჩემ წინაშე? Page of ms. O: 506r   მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: მოკალთ ჰამანი და ნუღარამცა ცოცხალ არს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნქუესვე გამოიყვანეს და ერთმან მონათაგანმან ჰრქუა მეფესა: ესერა, ძეს ხე ერთი ეზოსა მისსა, რომელი-იგი მას მოემზადა ერგასისი წყრთაჲ, რაჲთამცა მას ზედა დამოჰკიდა მარდოქე, რომელმან კეთილი იზრახა შენ, მეფისათჳს. აწ შენ, მეფე, ბრძანე მისი მას ზედა დამოკიდებაჲ. და თქუა მეფემან: დამოჰკიდეთ იგი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიჴადა მეფემან ბეჭედი ჴელისაგან და ჰრქუა: ამით დაჰბეჭდეთ სახლსა მისსა.



Chapter: 8  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესთერს და მარდოქეს ჰრქუა: უნდა დამოკიდებაჲ მისი, რომელმან მიჴსნა მე ჴელთაგან საჭურისთაჲსა. არამე უწყოდა-ა, რამეთუ მამასა მისსაებრ ნათესავ ეყვის ესთერ?

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან მოუწოდა მარდოქეს და მისცა მას ყოველი სახლი ჰამანისი და ჰრქუა: რაჲ გინებს? და გიყო შენ. ხოლო მარდოქე ჰრქუა: რაჲთა უკ-მოიღო მიმოდაწარძღუანებულები იგი წიგნები ჰამანისი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბრძანა მეფემან უკმოღებად ყოველი და ჰრქუა ესთერ მეფესა: ხვალისა დღე მომცენ მტერნი ჩემნი, რაჲთა მოვსრნე იგინი მახჳლითა. და ეტყოდა ესთერ დედოფალი შვილთათჳს ჰამანისთა მეფესა, რაჲთამცა მოწყდეს იგინი დედისა მათისა თანა. ხოლო მეფემან ჰრქუა: იყავნ ეგრე. და მოსრნეს მტერნი მრავალნი, და სუსეს ქალაქსა შინა განუჩინა დედოფალსა მეფემან მოს/რვაჲ Page of ms. O: 506v   კაცთაჲ მათ: და ესერა, მიმიცემიან იგინი, და ჴელმწიფებაჲ გაქუს ზედამოკიდებად მათა. და ყვეს ეგრე.

Verse: 12a   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მიმოდაწერა ბრძანებაჲ ესრეთ:

Verse: 12b   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდი მეფჱ ასუეროს ჰინდოეთითგან ეთიოპიადმდე ას ოცდაშჳდთა საკარანოთა მთავართა და ჴელმწიფეთა ჩუენდა მომართთა

Verse: 12c   Link to mcat Link to septLink to armat   
გიკითხავ მრავალგზის მარადისკეთილისმოქმედთა და ტკბილთა. ფრიად მივაწიეთ მისთჳს პატივი, რაჲთამცა უფროჲს ბრძენ-იქმნნეს. არა ხოლო თუ ჩუენდა დამორჩილებულთა საძიებელ არს ბოროტისმოქმედთაჲ, არამედ უძლურთაგანცა ვერშესაძლებელ არს, რომელნი-იგი თავისა თჳსისათჳს ხოლო იმარჯუებედ კეთილსა და იღუწიედ მანქანებით ძჳრსა,

Verse: 12d   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარმცა მადლი პოვეს, არა ხოლო თუ კაცნი მოწყდებოდეს, არამედ კეთილისა საქმჱ იგი, რომელთა ვერ აგეს, იგიცა შუებასა თანა-წარჰჴდეს, რომელნი სხუათა ჰმძლავრობდეს, სამართალი საშჯელი მიეგო და რომელთა სიძულილით უკეთურებაჲ უზრახეს, იგი საშჯელსა განერნეს.

Verse: 12e   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავალგზის რომელნი ჴელმწიფობით ბრძანებდეს უმორწმუნესთა ზედა ერთგულთა, იგი საქმითცა იკადრებდეს და ბრალეულ-ჰყოფდეს უბრალოთა და სისხლთაცა დასთხევდეს.

Verse: 12f   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაემტკიცა და განეჩი[ნა] სიკუდილი სხუათაჲ ძჳრისსაქმითა და სიცრუვითა და არა შეე/რაცხა Page of ms. O: 507r   ჴელმწიფებაჲ, რომელი უბიწოდ გონებაჲ გუეპყრა.

Verse: 12g   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ კრძალვაჲ ეგების, რომელ-იგი მოცემულ არს ჩუენდა სიტყუაჲ და რაოდენთა სლვასა ვხედავთ ღირსებით და ჴელმწიფებით, და შჯულსა დამორჩილებაჲ მერმეთა შემდგომთა ჩუენთათჳს,

Verse: 12h   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა მეფობაჲ იგი შეურყეველ იყოს და ყოველი თესლები მშჳდობით ცხონდებოდის

Verse: 12i   Link to mcat Link to septLink to armat   
და არავინ ძმაცვით ძჳრისმეტყუელ იქმნნეს, არამედ შემთხუევითა პირისაჲთა ყუდროებით იყოფოდიან.

Verse: 12k   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უჯეროსა გუაქმნევდა ჩუენ ჰამანი ამადათომის ძჱ ბუგეანი, ჭეშმარიტებისაგანცა უცხო იქმნა და სპარსთა გონებასაცა განეშორა,

Verse: 12l   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩუენითა სიტკბოებითა აღგუემაღლა იგი და ჩუენგამოვე კაცთა საყუარელად შერაცხილ იყო ესოდენ, ვითარ თუ სახელიცა დაგუედვა მას მამად ჩუენდა; და თაყუანის-სცემდეს მას ყოველნი და საჯდომელსა სალერკოლოტოსა ჯდა იგი.

Verse: 12m   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვერ დაითმინა ამპარტავანებითა, გუმოძღურებდა ჩუენ მრავლით ჟამითგან და სულთა ბრალთა შეგუამთხუევდა.

Verse: 12n   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ჩუენსა მაცხოვარსა მარადის მარდოქეს და შეუცოდებელსა მისსა ნათესავსა ესთერს მათით ნათესავითურთ მრავლითა ძმაცვითა ჰზაკუვიდა და განითხოვა წარსაწყმედელად.

Verse: 12o   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამით სახითა შექმნა მან ჯერკუალი ჩუენდა მომართცა, ოჴრებით განგუაშორებდა Page of ms. O: 507v   სპარსთა სიმტკიცესა ქუეშე და ვიდრე მაკედონიადმდე მიწევნად.

Verse: 12p   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე სამგზისცა სიკუდილსა მიცემულნი ჰურიანი თქუენდა და არა იპოვა მათთანა ძმაცვულება, არამედ მართლად ცხორებაჲ მათი შჯულსა ქუეშე მათსა,

Verse: 12q   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ნაშობნი მხოლოჲსა ჭეშმარიტისა ღმრთისანი, რომელმანცა წარგჳმართის ჩუენი მეფობაჲ და ვიდრე აქამომდე კეთილ არს მათი საქმჱ.

Verse: 12r   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ კეთილად ყავთ ესე, და ნუ იქმთ პირველ მოწერილისა თქუენდა ჰამანისაგან წიგნებისა ბრძანებასა. ეგევითარისა საქმისათჳს სუსია ქალაქსა გარეშე ჯუარს-ეცუა, და მიეგო მას საშჯელი საქმითა მისითა, რომელი-იგი უმჯობჱს სხუათა იყო.

Verse: 12s   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ეგერა მიძღუანებულ არს წიგნი ეგე სამოციქულოჲ. ყოველსა ადგილსა ჴელმწიფე-ყვენით ჰურიანი თჳსსა მას შჯულსა. და გან-მცა-ძლიერებულ არიან იგინი, რაჲთა ჟამსა ჭირისასა საჴმარ-იყვნენ იგინი შურის საგებელად, და განცხადებულ-იყვნენ ყოველსა საშარავანდოსა ჰურიანი დღესასწაულისა ყოფად მეათორმეტესა თუესა ადარსა, რომელ არს თუე იგრიკისაჲ.

Verse: 12t   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეათხუთმეტჱცა მისი ადიდეთ, რამეთუ მათ დღეთა ყოვლისა მპყრობელმან ყო მათთჳს ცხორებაჲ და სიხარული. და აწცა და მერმეცა, რაჲთა ცხორებაჲ კეთილი ეყოს სპარსთაცა, ხოლო ძჳრისმზრახვალნი იგი, Page of ms. O: 508r   რომელნი იჴსენებიან, წარწყმედაჲ შეემთხჳა მათ.

Verse: 12x   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ქალაქთა და სოფელთა, რომელთა ესე ბრძანებაჲ არა ყონ რიცხჳთ, ცოცხალნი ცეცხლსა მიეცნენ და ნუ ხოლომცა კაცთაგან ოჴერ არიან, არამედ მჴეცთა და მფრინველთაგანცა. განმტკიცნა

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიდვა სიტყუაჲ ესე სუსეს ქალაქსა შინა, ვითარცა მანდა მიმიცემიეს სიტყუაჲ ბრძანებისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მეფემან ჴელმწიფე-ყო მარდოქეცა მიმოდაწერად, რაჲცა უნდეს. და მისცა მარდოქე წიგნები და დაჰბეჭდა მეფისა ჴელისა ბეჭდითა: მტკიცედ დგომაჲ ნათესავისა მისისაჲ სოფლად-სოფლად იგინი და დღესა მას მსახურებად ღმრთისა მიმართ. ხოლო წიგნი იგი სამოციქულოჲ, რომელ მისცა მარდოქე, იყო ესრეთ: ჰამან, ეგერა, მიგიძღუანა თქუენ წიგნები და ესრე თქუა, ვითარმედ ნათესავი ჰურიათაჲ ურჩ არის. იწრაფეთ და შეკრიბეთ, მომიძღუანეთ მე და წარვწყმიდნე იგინი. ხოლო მე, მარდოქე, გაუწყებ თქუენ, რომელმან ეგე ზრახვაჲ ქმნა, ესერა სუსესა ქალაქსა ბჭეთა ზედა დამოკიდებულ არს იგი. და სახლი მისი მონიჭებულ არს ჩემდა, რამეთუ მას უნდა წარწყმედაჲ ჩუენი მეათცამეტესა თუესა ადარსა, რომელ არს იგრიკაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მარდოქე გამოვიდა, შემკული სამეუფოჲთა სამკაულითა Page of ms. O: 508v   და გჳრგჳნი ედგა ოქროჲსაჲ და შარავანდად იყო ზეზისაჲ და ძოწეულისაჲ. და ვითარ იხილა სუსიამან ქალაქმან, ყოველმან განიხარა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰურიათა შორის იყო ნათელ, სუმა და სიხარულ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავალნი ჰურიათაგანნი წინა-დაიცუეთდეს და არღარავინ ემტერა მიერითგან, რამეთუ ეშინოდა მათთჳს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილეს მყოფთა სუსანსა შინა ებრაელთა, განიხარეს,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მათდა განათლება და შუება.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქალაქთა შორის და სოფლებთა, სადაცა უკუეთუ დაიდვა ბრძანებაჲ მეფისა, სიხარული და შუება და სუმა იყო. და მრავალთა წარმართთაგან წინა-დაიცჳთეს და ებრაელობასა ჰყოფდეს შიშისათჳს ებრაელთასა.



Chapter: 9  


Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიერითგანნი მთავარნი და ჴელმწიფენი, კარანნი და სეფეწულნი და ყოველნი მწიგნობარნი პატივ-სცემდეს ჰურიათა, რამეთუ შიში მარდოქჱსი დაცემულ იყო მათ ზედა. რამეთუ შეცოდებულ იყო სუსეს ქალაქსა სახლი ჰამანისი და მტერობაჲ იგი მისი მიმო-და-განითქუა ყოველსა საშარავანდოსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოწყჳდნეს ჰურიათა სუსეს ქალაქსა კაცნი ვითარ შჳდას ოდენ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ფარსანცა და ძმაჲ მისი და ფარნასარ

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და გაბა და ფარდათა

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მარმესიმ და იზადუთ - და ათნი ძენი ჰამანისნი, მტერნი ჰურიათანი

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიჭრეს ყოველი ნაყოფი მათი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მეფემან ესთერს: ვითარ გნებავს შენ აქათაჲ, ანუ სოფლებსა რაჲ უყონ?

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ესთერ: მიეც ჴელმწიფებაჲ ჰურიათა და რომელთაჲ უნდეს, მოსრან და რაჲ პოონ, წარმოიღონ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიანება მას.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარწყმიდეს შჳდ ბევრ და ას კაც.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაწერა მარდოქე სიტყუაჲ ესე წიგნსა და მიუძღუანა ჰურიათა, რომელნი იყვნეს ასუერ მეფისა ზე ბრძანებელსა შორიელთა Page of ms. O: 509r   და მახლობელთა

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაამტკიცეს დღჱ იგი საგალობელად და საშუებელად გლოვისა და ტირილისა მის წილ მეათორმეტჱ იგი და მეათხუთმეტჱ მის თჳსაჲ

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიმოდაუძღუანეს ქველისსაქმარი გლახაკთა და მიიღეს მათ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს სახელი დასდვეს მათ დღეთა ფარაია მის წილისათჳს, რომელ-იგი აღმოუჴდა მათ დღეთა საჴსენებელად იგი.



Chapter: 10  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და წიგნწერით შეუთუალა მეფემან ხარკი მოსაჴსენებელისაჲ, ქუეყანისა და ზღჳსა ძალი

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიმდიდრე მისი და პატიოსან-იქმნა მარდოქე და დაწერა წიგნსა სპარსთა და არშაკთასა საჴსენებელად.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მარდოქე ბრძანებდა ასუერ მეფისა შემდგომად და დიდ-იქმნა საშარავანდოსა ზედა და საყუარელ იყო ყოველთაგან ჰურიათა და შერაცხილ მათგან და დიდებულ და ტომთა მისთა ნუგეშინისმცემელ.

Verse: 3a   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მარდოქე: ღმრთისა მიერ იყო ესე ყოველი.

Verse: 3b   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოეჴსენა ჩუენებაჲცა იგი, რომელ ეხილვა, საქმით აღესრულა.

Verse: 3c   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა: მცირჱ იგი წყარო ესთერ არს.

Verse: 3d   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორნი იგი ვეშაპნი მე ვარ და ჰამან.

Verse: 3e   Link to mcat Link to septLink to armat   
და მდინარჱ იგი არიან წარმართნი, რომელნი შეკრბეს ჰურიათათჳს წარწყმედად. მზჱ იგი და ნათელი, რომელცა იყო ჰურიათა ზედა _ ღმრთისა ესე შეწევნაჲ. და ესე არს განმარტებაჲ მისი.

Verse: 3f   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო ღმერთმან სასწაული და ნიში ესე, რომელ არაქმნულ-იყო წარმართთა შორის.

Verse: 3g   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 509v   და განყო ორად ნაწილად: ერთი _ ერად ღმრთისად და ერთი - წარმართთად

Verse: 3h   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოფოდეს ორნი ესე ნაწილნი ჟამად და დღედ საბრძანებელად საუკუნოდ ყოველთა წარმართთა შორის. მოიჴსენა უფალმან ერი თჳსი და განამართლა სამკჳდრებელი თჳსი.

Verse: 3i   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველმან ერმან ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მოიჴსენე აღთქუმაჲ მამათა ჩუენთაჲ, ამენ!

Verse: 3k   Link to mcat Link to septLink to armat   
იყვნედ მათა დღენი ესე თჳსა მის ადარისა მეთორმეტესა დღესა მეათოთხმეტისა მის თჳსასა შესაკრებელად და სიხარულად და საშუებელად წინაშე ღმრთისა ნათესავისა მის საუკუნოდ ერისა ისრაჱლისა, ამენ!



Book: Jud.  

წიგნი ივდითისი

Chapter: 1  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 509v   წელსა მეათორმეტესა მეფობასა ნაბუქოდონოსორისსა, რომელი მეფობდა ასურასტანს, ქალაქსა დიდსა ნინევეს, დღეთა არფაქსადისთა, რომელი მეფობდა ხოჟასტანელთა ზედა ეგბატანს,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოადგა გარემო მისა ზღუდჱ ლოდთაგან თლილთა, სიგრძჱ სამ წყრთა და სივრცჱ ექუს წყრთა. და იყო სიმაღლჱ ზღუდისაჲ მის წყრთითა სამეოცდაათ და სივრცჱ მისი _ ერგასის წყრთა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და გოდოლნი მისნი აღჰმართნა ბჭეთა მისთა ზედა ას წყრთა და სივრცჱ მისი დააფუძნა სამეოცსა წყრთასა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 510r   და ქმნნა ბჭენი მისნი ბჭენი აღმართებულნი, სიმაღლჱ სამეოც და ათ წყრთა და სივრცჱ მისი ორმეოც წყრთა გამოსავალად ერისა ძლიერთა მისთათჳს და ეტლებისა და განწესებულთა მკჳრცხლთა მისთათჳს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო ბრძოლაჲ მათ დღეთა შინა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანელთამან, მეფისა თანა არფაქსადისა ველსა მას ზედა, ესე იგი არს საზღვართა რაგავისთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეემთხჳნეს მას ბრძოლად ყოველნი მკჳდრნი ევფრატისანი და ტიგრისისანი და ჳდასპესანი და ველისა არეოქისანი, რომელნი არიან მეფისა ელჳმელთაჲსაჲ, და შეკრბა თესლები მრავალი განწყობად ძეთა ქელეოდისთა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ყოველთა მიმართ მკჳდრთა სპარსეთისათა და ყოველთა მკჳდრთა მზის დასავალისათა და მკჳდრთა კილიკიაჲსათა და დამასკისათა და ლიბანისათა და ყოველთა დამკჳდრებულთა წინაშე პირსა ზღჳსკიდისასა,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და თესლებსა კარმელისათა და ზენა გალილეაჲსა და დიდისა ველისა ისდრიმისაჲ,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მკჳდრთა სამარიაჲსათა და ქალაქთა მისთა წიაღ იორდანესა და ვიდრე იერუსალჱმადმდე და ბეტანედ და მდინარედ ეგჳპტისად და ტაფნად და ჰრამისედ,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველსა ქუეყანასა გესემისასა ვიდრე მოსლვადმდე ზემო ტანეოსსა და მემფიოსსა და ყოველთა მკჳდრთა ეგჳპტისათა ვიდრე მოსლვადმდე Page of ms. O: 510v   საზღვართა ეთიოპისათა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაქარვეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა სიტყუაჲ ნაბუქოდონოსორ, მეფისაჲ ასურასტანისაჲ, და არა შეერთნეს მას ბრძოლასა მას, რამეთუ არა ეშინოდა მისა, არამედ იყო იგი წინაშე მათსა, ვითარცა ერთი კაცი სწორი და გარეწარაქცინეს მოციქულნი მისნი ცალიერნი გინებითა წინაშე პირსა მისსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა ნაბუქოდონოსორ ყოველსა მას ქუეყანასა ზედა ფრიად და ფუცა საყდარსა და სუფევასა თჳსსა; უკუეთუ არა შური ვიძიო ყოველთა საზღვართა კილიკიაჲსათა და დამასკისა და ასურეთისა მოწყუედად მახჳლითა მისითა და ყოველთა მკჳდრთა მოაბისათა და ძეთა ამონისთა და ყოველსა იუდასა და ყოველთა ეგჳპტისათა ვიდრე მოსლვადმდე საზღვართა ორთა ზღუათასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეწყო თჳსითა ერითა მეფესა არფაქსადს, მეფესა ხუჟიკეთისასა, წელსა მეათჩჳდმეტესა და განძლიერდა ბრძოლასა მისსა და მოიქცია ყოველი არფაქსადისი ერი და ყოველი ცხენები მისი და ყოველი ეტლები მისი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეუფლა ქალაქებსა მისსა და მიიწია ვიდრე ეგბატანადმდე; სადა დაიპყრა გოდოლი იგი მისი და წარმოტყუენნა უბანნი მისნი და სამკაული მისი დადვა საყუედრელად მისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარმოიყვანა არფაქსად და ჰოროლსა აღაცუა იგი მთათა ზედა რაგავისთა, და ლახურებითა თჳსითა მოსრა ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცა იგი Page of ms. O: 511r   [მ]ათ თანა ნინევედ და ყოველი განწყობილი მისი და ყოველი ნადი მისი და სიმრავლჱ ერისა მბრძოლისაჲ დიდძალი ფრიად და იყო მუნ უზრუნველ იგი და ყოველი ერი მისი ას ოც დღე.



Chapter: 2  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და წელსა მეათრვამეტესა, ოცდაორსა პირველისა მის თჳსასა იყო სიტყუაჲ სახლსა შინა ნაბუქოდონოსორისსა შურისგებად ყოვლისა ქუეყანისა, ვითარცა-იგი იტყოდა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა ყოველთა მსახურთა მისთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა და დადვა მათ თანა საიდუმლოჲ ზრახვისა მისისაჲ. და იყო, ვითარცა აღასრულა ყოველი უკეთურებისა ზრახვაჲ პირისაგან მისისა მის ქუეყანისათჳს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ განაწესეს მოწყუედად ყოვლისა ქუეყანისა, რომელნი არა ერჩდეს სიტყუათა პირისა მისისათა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა აღასრულნა ზრახვანი მისნი, სიტყჳთ მოუწოდა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ოლომფორნეს, ერისთავსა ძლიერებისა მისისასა, რომელი შემდგომი იყო მისი, და ჰრქუა მას:

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ამას იტყჳს მეფჱ დიდი, ყოვლისა ქუეყანისაჲ უფალი: აჰა ესერა, შენ განხჳდე პირისაგან ჩემისა და განიყვანნე კაცნი, მოსავნი ძალისა მათისანი, და მკჳრცხლთაჲ ას ოცი ათასი კაცი და სიმრავლჱ ჰუნეთა და მჴედართაჲ - თორმეტი ბევრი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვედ შენ წყობად ყოველსა ქუეყანასა მზის დასავალისასა, რამეთუ ურჩ ექმნნეს სიტყუათა პირისა ჩემისათა;

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხარ მათ, რაჲთა განმიმზადონ მე ქუეყანაჲ და წყალი, რამეთუ Page of ms. O: 511v   განვალ მე გულისწყრომითა ჩემითა მათ ზედა. და დავფარო მე პირი ყოვლისა ქუეყანისაჲ ფერჴითა ერისა ჩემისაჲთა და მივსცნე იგინი მათ აღსაჭრელად.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და წყლულებითა მათითა აღივსნენ ღელენი მათნი და ყოველი ჴევნები მათი, და მდინარენი წარჰრღუნიდენ მკუდართა მათთა და აღივსნენ იგინი,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარმოვიღო ტყუე მათი კიდეთა ქუეყანისათა,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ განვედ და წინაჲსწარ დამიპყრენ ყოველნი საზღვარნი მათნი და მოგცნედ შენ თავნი მათნი, და დამიმარხენ მე იგინი დღედმდე მხილებისა მათისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რომელნი არა გერჩდენ, ნუ ერიდებინ თუალი შენი მიცემად მათა სიკუდილსა და აღჭრასა ყოვლისა ქუეყანისასა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ცხოველ ვარ მე და ძალი სუფევისა ჩემისაჲ. ვითარცა ვიტყოდე, ეგრეცა ვ[ყო] ესე ყოველი ჴელითა ჩემითა,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ არა გარდაჰჴდე ერთსაცა სიტყუასა უფლისა შენისასა, არამედ აღსრულებით აღასრულნე, ვითარცა გიბრძანე შენ, და ნუ ჰყოვნი ყოფად მისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა ოლომფორნე პირისაგან უფლისა თჳსისა, და მოუწოდა ყოველთა ძლიერთა და წინამძღუართა და მთავრებსა და ზედამდგომელთა ერისა ასურეთისათა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღრაცხა რჩეული კაცი მბრძოლად, ვითარცა უბრძანა მას უფალმან მისმან, ათორმეტი ბევრი მჴედარი და მოისარი ორი ბევრი და ორ ათასი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაწესნა იგინი ვითარცა სახედ სიმრავლჱ მბრძოლისაჲ და განაწყვის.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოასხა აქლემები და ჯორები Page of ms. O: 512r   და ვირები, ჭურჭერთა მათთათჳს სიმრავლჱ ფრიადი, და ზროხაჲ და ცხოვარი და თხაჲ საზრდელად მათა, რომლისაჲ არა იყო რიცხჳ;

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და საგზალი ყოველსა კაცსა სიმრავლედ, ოქროჲ და ვეცხლი სახლისაგან სამეუფოჲსა მრავალი ფრიად.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა ნინევით იგი და ყოველი ძალი მისი სლვად და წინაგანსლვად მეფისა ნაბუქოდონოსორისა დაფარვად ყოველი პირი ქუეყანისაჲ მზის დასავალით კერძო ეტლებითა და მჴედრებითა და მკჳრცხლითა რჩეულითა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავალი ნართავი ერი თანა გამოერთო მათ სიმრავლითა, ვითარცა მკალი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ სიმრავლჱ მათი, რამეთუ არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდეს ნინევით გზასა სამისა დღისასა პირსა წინაშე ველისა მის ბეკთილათისასა მახლობელად მთასა მას ზენა კერძო კილიკიასა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანა ყოველი ერი მისი მკჳრცხლი და მჴედარი და ეტლები და წარვიდა მიერ მთად კერძო.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსრნა ფოდელნი და ლუდიელნი; და წარმოტყუენნა ყოველნი ძენი ჰრაასისნი და ძენი ისმაელისნი, რომელნი მკჳდრ იყვნეს წინაშე პირსა უდაბნოჲსასა სამხრით კერძო ქუეყანისა მის ქელონისსა და ქალდეველთაჲსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვლო ეფრატი და განვლო შუვამდინარჱ და დაარღჳნა ქალაქნი მაღალნი ჴევით კერძო აბრონესა ვიდრე მოსლვადმდე ზღუად დიდად.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიპყრნა საზღვარნი კილიკიაჲსანი/ Page of ms. O: 512v   და მოსრა ყოველი, რომელი წინა-აღუდგა მას, და მიიწია ვიდრე საზღვრადმდე იაფეთისა სამხრით წინაშე პირსა არაბიაჲსასა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიცვნა ყოველნი ძენი მადიამისანი და მოწუა ყოველი კარვები მათი და წარმოიღო ნატყუენავი მათი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემოვიდა ველად დამასკისა დღეთა იფქლის მკისათა და მოწუა ყოველი ყანები მათი და ველები მათი განრყუნა და ჰანგრავანები მათი და სამწყსოჲ და მროწეული მისცა განსარყუნელად და ქალაქნი მათნი წარმოტყუენნა და ყანობირი მათი განაბნია და მოსრა ყოველი ჭაბუკი მათი პირითა მახჳლისაჲთა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაეცა შიში და ძრწოლაჲ მისი მკჳდრთა ზღჳსკიდისათა, რომელნი იყვნეს სიდონს და ტჳროსს და მკჳდრთა სურისათა და მიერ კერძო მისა და მკჳდრთა იამნიაჲსათა და მკჳდრთა აზოტისათა და გაზათა, ასკალონისათა, და შეეშინა ფრიად.



Chapter: 3  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინნეს მისა მოციქულნი სიტყჳთა მშჳდობისაჲთა და ჰრქუეს:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა ესერა, ჩუენ, მონანი ნაბუქოდონოსორისნი, მეფისა დიდისანი, წინაშე შენსა ვართ, მიმსახურენ ჩუენ, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა ესერა, საყოფელნი ჩუენნი და მკჳდრნი მათ შინა მონანი შენნი არიან და ყოველნი ველნი საიფქლენი და სამწყსონი ჩუენნი და მროწეულნი და ყოველნი ბანაკნი ანგროვანთა ჩუენთანი წინაშე შენსა არიან და იჴმიე იგი, ვითარცა სათნო არს შენდა,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვედ და დაიპყრენ იგინი, ვითარცა გნებავს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდეს კაცნი იგი ოლომფორნესა და უთხრნეს Page of ms. O: 513r   მას სიტყუანი ესე.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარდამოვიდა ზღჳსკიდედ იგი და ყოველი ერი მისი და მოიცვნა ქალაქნი მათნი. და წარმოიყვანნა მათგან კაცნი ძლიერნი ბრძოლად.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ შეიწყნარეს იგი და ყოველი სოფლები მათი გჳრგჳნებითა და მძნობრებითა და ბობღნებითა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაარღჳნეს ყოველნი საზღვარნი მათნი და მოკაფეს ყოველი სერტყები მათი. რამეთუ მოცემულ იყო მისა ბრძანებაჲ მოსრვად ყოველთა კერპთა ქუეყანისათა, რაჲთა მას ხოლო, ნაბუქოდონოსორს, ჰმსახურებდენ ყოველნი ნათესავნი და ყოველნი ენანი, და ტომები მათი ჰხადოდიან მას ღმერთად უმსახურებელობითა მათითა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა წინაშე პირსა ეზრიქოჲსასა მახლობელად დოთიასა, რომელ არს წინაშე პრიონსა დიდსა იდუსეაჲსასა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიბანაკეს შორის გებესა და სკუთოპოლისსა, რომელ არს გებანა, და იყო მუნ თუე ერთ, რაჲთა შეიკრიბოს მუნ ყოველი გუნდი ძლიერებისა მისისაჲ.

Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ჰურიასტანს, ყოველი, რომელი ქმნა ოლომფორნე ნათესავთა მიმართ ქუეყანისათა და ერისთავმან მან ნაბუქოდონოსორისმან, მეფისა ასურასტანისამან, და ვითარ სახედ წარმოტყუენა ყოველი ბაგინები მათი და მისცნა იგინი განსარყუნელად.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეეშინა ფრიად პირისა მისისაგან და იერუსალჱმისათჳს, ტაძრისა უფლისა ღმრთისა მათისა, შეძრწუნებულ იყვნეს,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მაშინ ოდენ აღმოსრულ იყვნეს ტყუეობისაგან და ჭურჭელი და საკურთხეველი და ტაძარი იგი შეგინებულებისაგან მაშინ ოდენ განწმედილ იყო.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 513v   და წარავლინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა საზღვართა სამარიაჲსათა და კონაჲსათა და ბეროჲსათა და ბელმენისათა და იერიქოჲსათა და ქობაჲსათა და ეორად და ღელეთა იერუსალემისათა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიპყრნეს ყოველნი თავნი მთათანი მაღალთანი და მოზღუდეს დაბნები მათი და დაიდვეს საზრდელი მათ შინა განმზადებად ბრძოლისა, რამეთუ ახლოდ-ღა მომკილ იყო ყანები მათი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიწერა იოვაკიმ მღდელმან დიდმან, რომელი იყო მათ დღეთა შინა იერუსალჱმს, მკჳდრთა ბეტოლაჲსათა და ბეტომის თემისათა (რომელ არს წინაშე ესრექონსა, პირისპირ ველსა მას, რომელ არს წინაშე დოთაიმსა მასადანითგან წინაშე პირსა ბრიონისასა),

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა: შეიპყრენით აღსავალნი მთათანი, რამეთუ მიერ იყო შესავალი ჰურიასტანდ და ადვილ იყო დაყენებაჲ მათი მოსლვად, რამეთუ იწრო იყო აღმოსავალი იგი ვითარ ორისა კაცისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა მათ იოვაკიმ მღდელმან დიდმან და მოხუცებულთა ყოველთა ერისა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ღაღად-ყო ყოველმან ისრაჱლმან ღმრთისა მიმართ გულსმოდგინებითა დიდითა და დაიმდაბლნეს მარხვითა სულნი მათნი

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მათ და დედათა მათთა (9) და ჩჩჳლთა მათთა და საცხოვარამდე მათა. და ყოველმან მწირმან და სასყიდლით დადგინებულმან და ვეცხლით მოფარდულმან მათმან მოირტყეს ძაძაჲ წელთა მათთა,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველმან მამაკაცმან და დედაკაცმან და ყრმათა, რომელნი მკჳდრ იყვნეს Page of ms. O: 514r   იერუსალჱმს, დაცჳვეს წინაშე ტაძრისა მის და ნაცარი გარდაისხეს თავთა მათთა და განიპყრნეს ძაძანი მათნი წინაშე უფლისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და საკურთხეველსა ძაძაჲ შეჰმოსეს (10) და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ ისრაჱლისა ერთბამად ყოვლითა გულითა, რაჲთა არა მიეცნენ ჩჩჳლნი მათნი მისატაცებელად და ცოლნი მათნი წარსატყუენველად, ქალაქნი სამკჳდრებელისა მათისანი - განსარყუნელად და სიწმიდე _ შეგინებად და საყუედრელად და მოსაცხრომელად წარმართთა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეისმინა უფალმან ჴმისა მათისაჲ და იხილა ჭირი მათი, და იმარხვიდა ერი იგი ყოველსა ჰურიასტანსა მრავალთა დღეთა და იერუსალჱმს წინაშე სიწმიდეთა უფლისა ყოვლისა მპყრობელისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და იოვაკიმ მღდელი დიდი და ყოველნი, რომელნი დგეს წინაშე უფლისა, მღდელნი და მსახურნი უფლისანი, (17) ძაძითა შემოსილნი წელთა მათთა, და შესწირვიდეს მსხუერპლთა მათთა ზედაჲსზედა და ლოცვასა და ნეფსით მისაცემელთა ერისათა,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნაცარი გარდაესხა ვარშამაგთა მათთა. (16) და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ყოვლითა გულითა მათითა და ყოვლითა ძალითა კეთილად მოხედვისათვის უფლისა მიერ ყოველსა ზედა სახლსა ისრაჱლისასა.



Chapter: 4  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრნეს ოლომფორნეს, ერისთავსა მას ძლიერებისა ასურასტანელთაჲსა, ვითარმედ ძენი ისრაჱლთანი განმზადებულ არიან ბრძოლად და გამოსავალნი მთათანი დაჰჴშნეს და მოზღუდნეს ყოველნი თხემნი მთათა მაღალთანი და დაუგიან ველთა ზედა დასაბრკოლებელნი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა გულისწყრომით ფრიად და მოუწოდა ყოველთა Page of ms. O: 514v   მთავართა მოაბისათა და ერისთავთა ამონისათა და ყოველთა ნახპეტთა ზღჳსკიდისათა

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: მითხარით მე, ძენო ქანაანისნო, ვინ არს ერი ესე, რომელი სხედს მთასა მას? და ვინ არიან დამკჳდრებულნი ქალაქთა მათთა? და რაჲ არს სიმრავლჱ ძალისა მათისაჲ? და რაჲ არს სიმაგრჱ მათი და სიმტკიცე? და ვინ აღდგომილ არს მათ ზედა მეფჱ წინამძღურად ერისა მათისა?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჲსათჳს არა ისმინეს ჩემი, რაჲთამცა მოვიდეს და მომეგებვოდეს მე, ვითარცა-იგი ყოველნი მკჳდრნი მზის დასავალისანი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუგო მას და ჰრქუა აქიორ, მთავარმან ძეთა ამონისთამან: ისმინენ უფალმან ჩემმან სიტყუაჲ პირისაგან მონისა შენისა და გითხრა შენ ჭეშმარიტი ერისა მისთჳს, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა ამას მახლობელად შენსა, და არა გამოვიდეს ნაცილი პირისაგან მონისა შენისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ერნი ესე არიან ნაშობნი ქალდეველთანი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მწირობდეს პირველად შუვამდინარეს, რამეთუ არა ინებეს შედგომად ღმერთთა მამათა მათთასა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქალდეველთასა დიდებულ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს გზათაგან ნათესავთა მათთაჲსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა ცათასა, ღმერთი, რომელი იცნეს და გამოიყვანნა იგინი პირისაგან ღმერთთა მათთაჲსა და ივლტოდეს შუვამდინარეს და მწირობდეს მუნ დღეთა მრავალთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ღმერთმან გამოსლვაჲ მწირობისაგან მათისა და მოსლვად ქუეყანად ქანაანისა, და მკჳდრობდეს მუნ ორას და ათხუთმეტ წელ და Page of ms. O: 515r   განმრავლდეს ოქროჲთა და ვეცხლითა და საცხოვრითა ფრიად.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთავიდეს ეგჳპტედ, რამეთუ დაფარა პირი ყოვლისა ქუეყანისაჲ სიყმილმან, და მწირობდეს კუალად მუნ ორას და ათხუთმეტ წელ, ვიდრემდე გამოიზარდნეს და იქმნნეს მუნ სიმრავლედ დიდად; და არა იყო რიცხჳ სიმრავლისა ნათესავისა მათისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა მათ ზედა მეფჱ ეგჳპტისაჲ და აჭირვობდა მათ შრომითა და ალიზისა საქმითა და დაამდაბლეს სიმრავლჱ მათი და დაიმონნა იგინი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ მათისა, და გუემნა ღმერთმან მათმან ეგჳპტჱ მათითა ტანჯვითა. და მოსრა ყოველი ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ წყლულებითა, რომლისაჲ არა იყო კურნებაჲ და გამოასხნეს იგინი ეგჳპტით პირისაგან მათისა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაჴმო ღმერთმან ზღუაჲ მეწამული წინაშე მათსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიყვანნა იგინი მთასა სინაჲსასა და გზასა კადჱს ბარნესასა, და გამოასხნეს ყოველნი მკჳდრნი უდაბნოჲსანი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაეშჱნნეს ქუეყანასა ამორეველთასა და ყოველნი ესებონელნი მოსრნეს ძალითა მათითა და წიაღ-ჴდეს იორდანესა და დაიმკჳდრეს ყოველი ესე მთაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და განასხნეს ქანანელნი იგი პირისაგან მათისა და ეგრევე ფერეზელნი და იაბოსელნი და სჳქემი და გერგესეველნი და დაემკჳდრნეს მათ შინა დღეთა მრავალთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრემდე არღა ეცოდა წინაშე ღმრთისა მათისა, იყო კეთილი მათი, რამეთუ ღმერთი, მოძულჱ სიცრუვისაჲ, არს მათ თანა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რაჟამს განდგეს გზისაგან, რომელი დაუდვა მათ შჯული, მოისრნეს მრავლითა მბრძოლითა მრავალჟამ ფრიად და წარი/ Page of ms. O: 515v   ტყუენნეს ქუეყანასა უცხოსა და ტაძარი ღმრთისა მათისაჲ ოჴერ იქმნა და ქალაქნი მათნი დაიპყრნეს მტერთა მათთა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოიქცეს ღმრთისა მათისა და აღმოსრულ არიან განბნეულებისაგან მათისა და იგინი იყვნეს განთესულ, და კუალად დაიპყრეს იერუსალჱმი, სადა-იგი არს სიწმიდე მათი, და დაემკჳდრნეს მთასა მას შინა, რამეთუ იყო მოოჴრებულ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, ჴელმწიფეო უფალო, უკუეთუ არს რაჲმე უმეცრებაჲ ერსა მას შორის და ცოდვენ ღმრთისა მიმართ მათისა, და ვიხილოთ, რამეთუ არს ესე საცთურ მათა და აღვიდეთ და ვჰბრძოდით მათ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ არა არს უშჯულოებაჲ მათ შორის და ნათესავსა მათსა, თანაწარჰჴედინ უფალი ჩემი, ნუუკუე შეეწიოს მათ უფალი ღმერთი მათი და ვიქმნნეთ ჩუენ საყუედრელ წინაშე ყოვლისა ქუეყანისა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა დასცხრა აქიორ სიტყუად სიტყუათა მათ, დრტჳნვიდა ყოველი იგი ერი, რომელი იყო გარემო კარავსა მას ოლომფორნესსა და გარემოადგეს. (22) და ჰრქუეს მთავართა მათ ოლომფორნესთა და ყოველთა მკჳდრთა ზღჳსკიდისათა შემუსრვად იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა გუეშინის ძეთაგან ისრაჱლისათა. აჰა ერი, რომლისა თანა არა არს ძალი, არცა სიმტკიცჱ წყობად ძალი ძლიერი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ უკუე აღვიდეთ მთათა, და იყვნენ ჩუენდა შესაჭმელ და ყოვლისა ერისა შენისა, უფალო ოლომფორნე!



Chapter: 6  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა დასცხრა შფოთი იგი კაცთაჲ მათ, ჰრქუა მათ ოლომფორნე ერისთავმან მან აქიორს სამარიტელსა წინაშე ყოვლისა მის ერისა უცხოთესლთაჲსა:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 516r   და ვინ ხარ შენ, აქიორ? და ყოველთა მიმართ ძეთა ამონისთა და სასყიდლით მორეწეთა ეფრემისთა, რამეთუ სწინაწარმეტყუელებდ ჩუენ შორის, ვითარცა-ესე დღეს, და სთქუ ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათა არა ბრძოლაჲ, რამეთუ ღმერთი მათი შეეწევის მათ. და ვინ არს ღმერთი, არა თუ ნაბუქოდონოსორ? ამან მოავლინოს ძალი თჳსი და მოსრნეს იგინი, ვითარცა ერთი კაცი, პირისაგან ქუეყანისა და ვერ იჴსნნეს იგინი ღმერთმან მათმან,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ჩუენ, მონათა მისთა, მოვწყჳდნეთ იგინი, ვითარცა კაცი ერთი, და ვერ დაუდგენ სიმრავლესა ცხენთა ჩუენთასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ წარვიხუნეთ ჩუენ იგინი მით, და საზღვარნი მათნი დაითრვნენ სისხლითა მათითა, და ველნი მათნი აღივსნენ მძორითა მათითა, და ვერ წინააღგჳდგეს კუალი ფერჴთა მათთაჲ წინაშე პირსა ჩუენსა, არამედ წარწყმედით წარწყმდენ, იტყჳს ნაბუქოდონოსორ მეფჱ, უფალი ყოვლისა ქუეყანისაჲ, რამეთუ თქუა და არა განქარდენ სიტყუანი პირისა მისისანი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ, აქიორ, მორეწეო ამონისო, რომელი იტყოდე სიტყუათა მაგათ დღესა სიცრუვისა შენისასა, არღარა იხილო პირი ჩემი ამიერ დღითგან, ვიდრე შური ვიძიო ერისა მისგან და ნათესავისა მისისა, ეგჳპტით გამოსრულისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაშინ განვიდეს მახჳლი მსახურთა ჩემთაჲ გუერდთა შენთა. (6) და დაეცე შენ წყლულებითა მათ თანა, რაჟამს მოვაქციო.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და კუალად მოგაგონ შენ მონათა ჩემთა მას დღესა შინა მთად კერძო და დაგდვან შენ ერთსა ქალაქთაგანსა /აღსავალთასა. Page of ms. O: 516v  

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილო ყოველი და მაშინღა მათ თანა მოისპო.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუეთუ ესავ გულითა შენითა, ვითარმედ ვერ დავიპყრობ, ნუ შეწუხნებინ პირი შენი. ვიტყოდე და არარაჲ დავარდენ სიტყუანი ესე ჩემნი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა ოლომფორნე მონათა თჳსთა, რომელნი დგეს წინაშე კარავსა მის, შეპყრობაჲ აქიორისი და მიყვანებად იგი ბეტოლად* ჴელთა ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიპყრეს იგი მონათა მისთა და განიყვანეს იგი გარეშე ბანაკისა მის და წარიყვანეს მიერ მთად კერძო და მოვიდეს წყაროებსა მას ზედა, რომელნი არიან ქუემოკერძო ბეტოლასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა იხილნეს იგინი კაცთა მათ ქალაქისათა თხემსა მას მთისასა, აღიღეს საჭურველი მათი და გამოვიდეს გარეშე ქალაქისა მის მთისასა, და ყოველმან კაცმან მეშურდლემან დაიპყრეს აღსავალი მათი და ესროდეს ქვითა მათ ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიფარნეს ქუეშე მთასა მას და გამოეშორნეს და შეკრეს აქიორ და დაუტევეს იგი მდებარჱ და წიაღ-ვიდეს უფლისა თჳსისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარდამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი, და განჰჴსნეს იგი და შეიყვანეს ბეტოლად და წარუდგინეს იგი მთავართა მათ ქალაქისათა,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი იყვნეს მათ დღეთა შინა. იყო მაშინ ოზია, ძჱ მიქეაჲსი, ტომისაგან სჳმეონისა და ქაფრი, ძჱ ქოთონიელისი, და ქარმი, ძჱ მელქიელისი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდეს ყოველთა მოხუცებულთა ქალაქისათა და შეკრბეს ყოველნი ჭა/ბუკნი Page of ms. O: 517r   მათნი და დედანი მათნი და ყრმანი შესაკრებელსა მათსა და ჰკითხვიდა მას ოზია, რაჲ-იგი შეემთხჳა მას.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრა მათ აქიორ სიტყუაჲ იგი კრებულისაჲ მის ოლომფორნესი და ყოველი სიტყუაჲ მთავართაჲ მათ ძეთა ასურთაჲ, რავდენსა იტყოდეს და ვითარ დიდსა სიტყუასა იტყოდა ოლომფორნე სახლსა ზედა ისრაჱლისასა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაცჳვა ერი იგი და თაყუანის-სცეს ღმერთსა და ღაღად-ყვეს და თქუეს:

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო ღმერთო ცათაო და ქუეყანისაო, გარდამოიხილე ამპარტავანებასა მათსა ზედა და შეიწყალე სიმდაბლჱ ნათესავისა ჩუენისაჲ და მოჰხედე პირსა განწმედილთასა შენდად ამას დღესა!

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუგეშინის-სცეს აქიორს და აქებდეს მას ფრიად და ჰრქუეს: რაჲცა სთნდეს ღმერთსა, და შენდაცა იყოს კეთილი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანა იგი ოზია კრებულისა მისგან სახიდ თჳსა (20) და ყო სუმაჲ მოხუცებულთა თანა და ხადოდეს უფალსა მას ღამე ყოველ:



Chapter: 7  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ხვალისა დღე უბრძანა ოლომფორნე ყოველსა ერსა მისსა და ყოველსა ახოვანსა, რომელნი მოსრულ იყვნეს შემწედ მისა, აღსლვად ბეტოლად და შეპყრობად აღსავალსა მთათასა და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიჭურა ყოველი კაცი ძლიერი მას დღესა შინა და კაცნი ძლიერნი ყოველნი მბრძოლნი მკჳრცხლი ას ოცი ათასი და მჴედარი ოცდაორი ათასი თჳნიერ ჭურჭლისა მათისა და კაცთა მათ მკჳრცხლთა, რომელნი იყვნეს მათ შორის სიმრავლჱ ფრიადი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიბანაკეს ღელესა მას Page of ms. O: 517v   მახლობელად ბეტოლაჲსა წყაროსა ზედა და განეფინნეს სივრცედ თოთაემდ. კერძო ვიდრე ბალმანმდე და სიგრძედ ბეტოლაჲთ ვიდრე კუემონდმდე, რომელ არს წინაშე ეზრექონსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა იხილეს სიმრავლჱ იგი მათი, შეშფოთნეს ფრიად და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა: აწ აღჴოცონ ამათ პირი ქუეყანისაჲ, არცა მთანი მაღალნი, არცა ბორცუნი, არცა ჴევნები დაუდგეს ამათსა ამას დიდსა სიმრავლესა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღო კაცად-კაცადმან ჭურჭელი საბრძოლი თჳსი და აღაგზნეს ცეცხლი გოდლებსა ზღუდეთა მათთასა, დადგეს და სცვიდეს ზღუდეთა მათ ღამესა მას.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეორესა დღესა გამოიყვანა ოლომფორნე ყოველი მჴედარი თჳსი წინაშე პირსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს ბეტოლას,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიხილა აღსავალნი იგი მის მთისანი და ქალაქისა მათისანი, და წყარონი წყალთანი მოვლნეს, და დაიპყრნეს იგინი და დაადგინეს მათ ზედა ბანაკები კაცთა მბრძოლთაჲ, და თჳთ იგიცა აღემჴედრა ერსა თჳსსა ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუჴდეს მას ყოველნი იგი მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი და ყოველნი წინამძღუარნი ერისა მოაბისანი და ერისთავნი ზღჳსკიდისანი და ჰრქუეს:

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინენ სიტყუაჲ ჩუენი უფალმან ჩუენმან, რაჲთა არა იყოს საცთურ ერისა შენისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ერი ესე ძეთა ისრაჱლისათაჲ არა ესვენ ლახურებსა მათსა, არამედ სიმაღლესა მთათასა, რომელთა ზედა დამკჳდრებულ არიან, მათ ესვენ, რამეთუ ფრიად ძნელ არს აღსლვად მათ ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, ნუ ჰბრძავ მათ, ვიდრემდის-იგი არს წყობაჲ ბრძოლისაჲ, და არა დაეცეს კაცი ერისა შენისაჲ Page of ms. O: 518r   არცა ერთი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ელოდე და ჰგებდ ბანაკსა შენსა და სცევდ ყოველსა კაცსა ბანაკისაგან ძლიერებისა შენისასა და დაიპყრნედ მონათა შენთა წყარონი წყალთანი, რომელნი გამოვლენ ძირისაგან მთისაჲსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მიერ ივსებენ წყალსა ყოველნი მკჳდრნი ბეტოლაჲსანი, და მოსრნეს იგინი წყურილმან და გამოგჳცენ ქალაქი მათი; და ჩუენ და ერი შენი აღვიდეთ მახლობელად თხემსა მთათასა და დავიბანაკოთ მათ შინა და ვსცვიდეთ მათ, რაჲთა ვერ გამოვიდეს ქალაქით მათით კაცი ერთიცა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოწყდენ სიყმილითა იგინი და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი და ვიდრე მოსრვამდე მათა მახჳლითა დაეცნენ უბანთა ზედა საყოფელთა მათთასა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიაგოს მათ მისაგებელი ბოროტი ამისთჳს, რამეთუ განდგეს და არა მოგეგებვოდეს პირსა შენსა მშჳდობით.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მათნი წინაშე ოლომფორნესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა და განაწესეს ყოფად, ვითარცა-იგი ეტყოდეს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიძრა ბანაკი ძეთა ამონისთაჲ და მათ თანა ხუთ ათასი ძეთა ასურთაჲ მკჳრცხლი და დაიბანაკეს ღელესა შინა და დაიპყრნეს ყოველნი წყალნი და წყარონი წყალთანი ძეთა ისრაჱ-ლისათანი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიდეს ძენი ესავისნი და ძენი მოაბისნი და დაიბანაკეს მთასა ზედა წინაშე დოთაიმსა და წარიყვანნეს მათ იგინი სამხრით კერძო და მზის აღმოსავალით წინაშე შესაკრებელსა, რომელ არს მახლობელად ქუშსა, რომელ არს ჴევსა ზედა ბოქორისასა. და სხუაჲ იგი ერი ასურთაჲ განეფინა და დაიბანაკეს ველსა ზედა და დაფარეს პირი ყოვლისა ქუეყანისაჲ კედარისაჲ და კარვებმან მათმან და Page of ms. O: 518v   სავანეთა მათთა დაიბანაკეს ერითა მრავლითა, რამეთუ იყვნეს სიმრავლითა დიდ ფრიად.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა ისრაჱლისათა ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა, რამეთუ შემოკლდა სული მათი, რამეთუ მოიცვნეს იგინი ყოვლით კერძოვე მტერთა მათთა და არაჲ ვინაჲ იყო სივლტოლაჲ შორის მათსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გარემოადგეს მათ და ეპყრა ყოველი ადგილი მათი და დაადგრა ყოველი ბანაკი ასურთაჲ და ეტლები მათი და მჴედრები მათი ოცდაათორმეტ დღე და მოაკლდა მკჳდრთაგან ბეტოლაჲსათა ყოველი სარწყული წყალთაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჯურღმულნი მათნი მოცალიერდებოდეს. და არა აქუნდა სასუმლად მაძღრივ წყალი მრავალთა დღეთა, რამეთუ საწყაულით მიეცემოდა მათ სუმად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და სულმოკლე იქმნა ერი იგი და ჩჩჳლნი მათნი და ცოლნი მათნი და ჭაბუკნი მათნი და მოაკლდეს წყურილითა და დაცჳვეს უბ[ან]თა ზედა ქალაქისა მათისათა და განსავალთა ბჭეთასა და არა იყო ძალი მათ თანა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბა ყოველი ერი ოზიაჲსა და მთავართა მათ ქალაქისათა; ჭაბუკნი და დედანი და ყრმანი და ღაღადებდეს ჴმითა დიდითა წინაშე ყოველთა მოხუცებულთა და თქუეს:

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
საჯენ ღმერთმან შორის ჩუენსა და თქუენსა, რამეთუ ჰყავთ ჩუენთჳს უსამართლოჲ დიდი, რამეთუ არა ეტყოდეთ მშჳდობით ძეთა მიმართ ასურთაჲსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და არავინ არს მწე ჩუენდა, არამედ მიგუცნა ჩუენ ღმერთმან ჴელთა მათთა დაცემად ჩუენდა წინაშე მათსა წყურილითა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოუვლინეთ მათ და მოხადენით იგინი და განეცით მათ ყოველი ესე ქალაქი ტყუედ ერსა ოლომფორნესსა და ყოველსა ძალსა მისსა,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, Page of ms. O: 519r   რაჲთა ვიქმნნეთ მათა აღსაჭრელ, ვიდრე ესრეთ წარსაწყმედელსა და ვიყვნეთ მათა მონა და მჴევალ, და ცხონდენ სულნი ჩუენნი, და არა ვიხილოთ სიკუდილი ჩჩჳლთა ჩუენთაჲ წინაშე თუალთა ჩუენთა და* ცოლთაჲ და შვილთა ჩუენთაჲ მოკლებაჲ სულთა მათთაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
გიწამებთ თქუენ ცასა და ქუეყანასა და ღმერთსა ჩუენსა და უფალსა მამათა ჩუენთასა, რომელმან შური იძიოს ცოდვათა ჩუენთათჳს და სიცრუვეთაებრ მამათა ჩუენთაჲსა, რაჲთა არა ყოს სიტყუათა მათთაებრ დღენდელსა ამას დღესა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ტირილი დიდი შორის კრებულსა მას ყოველთაჲ ერთბამად და ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, ჴმითა დიდითა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ოზია: ნუ გეშინინ, ძმანო, და-ღა-ვითმინოთ მერმე ხუთ დღე ოდენ, ვიდრემდე მოგუცეს ჩუენ უფალმან ღმერთმან წყალობაჲ მისი ჩუენ ზედა, რამეთუ არა დაგჳტევნეს ჩუენ სრულიად.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ წარჴდენ დღენი ესე და არავინაჲ იყოს ჩუენდა შეწევნაჲ, მაშინ ვყოთ სიტყუათა თქუენთაებრ.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიბნია ერი იგი თჳსა ბანაკად, კაცად-კაცადი ზღუდეთა გოდლებსა ქალაქისასა წარსლვად, ცოლნი და შვილნი მათნი წარავლინნა სახლთა მათთა და იყვნეს სიმდაბლესა შინა დიდსა ქალაქსა შინა.



Chapter: 8  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა მათ დღეთა შინა ივდითს, ასულსა მიჰრარითისსა, ძისა ოქოზიაჲსა, ძისა იოსებისსა, ძისა ოზიელისსა, ძისა ქელკიაჲსსა, ძისა ანანიაჲსსა, ძისა გედეონისსა, ძისა რაფაინისსა, ძისა აქიტობისსა, ძისა ელიაჲსსა, ძისა ქელკიაჲსსა, ძისა ენაბისსა, ძისა ნათანაელისსა, ძისა სალამელისსა, ძისა სარადისსა, ძისა სჳმიონისსა, ძისა Page of ms. O: 519v   ისრაჱლისსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმარი მისი მანასე მის ტომისაჲ და მისვე მამულისაჲ და მოკუდა მანასე მკასა ოდენ ქრთილისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ზედაადგა იგი მომკალთა მჭელეულსა ველსა ზედა, და სიცხემან დააცხო თავსა მისსა ზედა, და დაწვა იგი ცხედარსა თჳსსა და მოკუდა ბეტულას, ქალაქსა თჳსსა და დაჰფლეს იგი ქალაქსა თჳსსა მამათა თჳსთა თანა ველსა მას ზედა, შორის დოთაიმსა და ბალამოსსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ივდით სახლსა შინა თჳსსა ქურივად სამ წელ და ექუს თუე.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა კარავი ერდოთა ზედა სახლისა თჳსისათა და შეიმოსა წელთა მისთა ძაძაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ემოსა მას სამოსელი ქურიობისაჲ და იმარხვიდა იგი დღე ყოველ ქურიობასა თჳსსა თჳნიერ ხოლო შაბათისა და თჳსთავთა და დღესასწაულთა და დღეთა სიხარულისათა და საჴსენებელთა სახლისა ისრაელისათა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა ფრიად და ბრძენ გულითა და სახიერ გონებითა და მდიდარ ფრიად, რამეთუ დაუტევა მას მანასე, ქმარმან მისმან, ოქროჲ და ვეცხლი და მონები და მჴევლები და საცხოვარი და აგარაკები, და იყო მათ ზედა დადგრომილ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და არავის ესმინა მისთჳს სიტყუაჲ ბოროტი, რამეთუ მოშიშ ღმრთისა იყო ფრიად.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმნეს სიტყუანი ესევითარნი ბოროტნი ერისანი მთავართა მიმართ, რამეთუ სულმოკლე იქმნნეს წყლისა ნაკლულევანებითა. და ესმნეს ივდითს ყოველნი ესე სიტყუანი, რომელთა იტყოდა ოზია ერისა მიმართ. და ვითარ-იგი ეფუცა მათ, ვითარმედ განსცენ ქალაქი შემდგომად ხუთისა დღისა ასურასტანელთა მათ,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა შიმონვარი თჳსი, რომელი ზედამდგომელ იყო და მოღუაწე ყოველთა მონაგებთა მისთა და Page of ms. O: 520r   მოუწოდა ოზიას მღდელსა და ქაბრის და ქარმის მოხუცებულთა ქალაქისა თჳსისათა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს მისა და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი მთავართა მაგათ დამკჳდრებულთა ბეტოლაჲსათა, რამეთუ არა სამართალ არს სიტყუაჲ ეგე თქუენი, რომელსა იტყოდეთ წინაშე ერისა ამას დღესა და დაამტკიცეთ ფიცით, რომელსა-იგი იტყოდეთ შორის ღმრთისა და თქუენსა, და სთქუთ განცემაჲ ქალაქისა ღმრთისა ჩუენისაჲ მტერთა ჩუენთა, უკუეთუ არა, ამათ შინა მოაქციოს თქუენდა ღმერთმან შეწევნაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ვინ ხართ თქუენ, ვითარმცა განსცადეთ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ დღესა ამას დღენდელსა, რამეთუ დაამტკიცეთ სიტყუაჲ ღმრთისათჳს შორის ძეთა კაცთასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ უფალსა ყოვლისა მპყრობელსა გამოსცდით, და არაჲ სცნათ ვიდრე უკუნისამდე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სიღრმჱ გულისა კაცისაჲ ვერ სცნით და სიტყუასა გონებისა მისისასა ვერ ეწიენით; და ვითარ ღმრთისა გონებათა მისწუდეთ, რომელმან შექმნა ესე ყოველი, მან იცის თავით თჳსით, რაჲ-იგი უზრახავს თქუენთჳს და გონებაჲ მისი სცნათ და ზრახვანი მისნი გამოიცადნეთ. ნუსადა, ძმანო, ნუსადა განარისხებთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ არა უნდეს ხუთთა ამათ დღეთა შეწევნად ჩუენდა, ამას ჴელ-ეწიფების ნეფსით თჳსით, დაღათუ-მიფარნეს ჩუენ, რომელთა შინა უნდეს დღეთა, მან იცის, და-ღათუ-მოგუწყჳდნეს წინაშე მტერთა ჩუენთა და მასვე აქუს ჴელმწიფებაჲ და ვინ-მე ჰრქუას მას: რაჲ ესე ჰყავ?

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ თქუენ* ნუ განსცდით ზრახვასა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს ღმერთი, ვითარმცა აბრალა ვინ, Page of ms. O: 520v   არცა ვითარცა ძჱ კაცისაჲ ვითარმცა შეურაცხ-ვინმე-ყო იგი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს მოელოდეთ მის მიერ ცხორებასა, ვხადოდით მას შემწედ ჩუენდა, და ისმინოს ჴმისა ჩუენისაჲ, უკუეთუ სათნო არს მისა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა აღდგომილ არს ნათესავთა ჩუენთა შორის, არცა არს დღენდელსა ამას დღესა არცა ტომი, არცა მამული, არცა კრებული, არცა ქალაქი ჩუენგანი, რომელიმცა თაყუანის-სცემდა კერპთა ჴელით ქმნულთა, ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ პირველთა,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რომლისა ბრალისათჳს მიეცნეს მამანი ჩუენნი ბაბილონელთა მახჳლსა და მიმოტაცებასა სამეოცდაათ წელ და დაეცნეს დაცემითა დიდითა წინაშე მტერთა მათთა,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ჩუენ ღმერთი სხუაჲ არა ვიცით მისსა გარეშე, რომელსა ვესავთ, ვითარმედ არა უგულებელს-მყვნეს ჩუენ, არცა განმაშოროს მაცხოვარებაჲ მისი და წყალობაჲ მისი ჩუენგან და ნათესავისა ჩუენისაგან.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოქცევასა ჩუენდა ეგრეთვე ეგოს იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და ყოველი ქუეყანაჲ, დამტკიცნეს და წარმოჩნდეს სიწმიდე ჩუენი და გამოიძიოს ღმერთმან შეგინებისათჳს ჩუენისა სისხლისაგან მათისა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოწყუედისათჳს ძმათა ჩუენთაჲსა და ტყუენვისათჳს ქუეყანისა ჩუენისა და მოოჴრებისათჳს სამკჳდრებელისა და მოაქციოს ჩუენდავე წარმართთა შორის, სადა-იგი ვჰმონებდით მათ და ვიყვენით ჩუენ შებრკოლებულ და საყუედრელ წინაშე ყოველთა წარმტყუენელთა ჩუენთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა წარემართოს მონებაჲ ჩუენი მადლად, არამედ გინებულად და დადვას იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, ძმანო, უჩუენოთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ ჩუენდა გამოკიდებულ არიან სულნი მათნი, Page of ms. O: 521r   სიწმიდჱ და ტაძარი სამლოცველი დამტკეცილ არს ჩუენ შორის.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ამის ყოვლისათჳს მადლი მივსცეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რომელი გამოგუცდის ჩუენ, ვითარცა-იგი მამათა ჩუენთა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენეთ, რავდენი უყო აბრაჰამსა და ვითარ-იგი გამოცადა ისაკი და რავდენი შეემთხჳა იაკობს შუვამდინარეს ასურეთისასა, მწყსიდა რაჲ ცხოვართა ლაბანისთა, დედისძმისა თჳსისათა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა-იგი გამოაჴურვნა გამოსაცდელად გულისა მათისა, ხოლო ჩუენ არა შურისგებით, არამედ სასწავლელად გუტანჯავს უფალი მახლობელთა მისთა, რომელი-იგი არს კურთხეულ და ქებულ ყოველსა ჟამსა საუკუნოდ, ამენ!

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ოზია: ყოველი, რომელი სთქუ, გულითა სახიერითა იტყოდე, და არავინ არს, რომელი წინააღუდგეს სიტყუასა შენსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა ხოლო დღეს სიბრძნჱ შენი ცხად არს, არამედ პირველით დღითგან იცის ყოველმან ერმან გულისხმისყოფაჲ შენი, რამეთუ კეთილ არს ქმნული გულისა შენისაჲ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ერსა ამას შეეწყურა ფრიად და გუაიძულეს სიტყუად, ვითარცა-იგი ვეტყოდეთ მათ და მოაწიეს ჩუენ ზედა ფიცი, რომელსა ვერ გარდავჴდეთ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ევედრე უფალსა ჩუენთჳს, რამეთუ დედაკაცი ღმრთისმსახური ხარ, და მოავლინოს უფალმან წჳმაჲ, რაჲთა აღივსნენ ჯურღმულნი ჩუენნი და არღარა მოაკლდეს.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ივდით: ისმინეთ ჩემი და ვყოთ საქმჱ სიბრძნისაჲ, რომელი მიეთხრობვოდის თესლითი თესლამდე ძეთა ნათესავისა ჩუენისათა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
თქუენ სდგეთ ბჭეთა ზედა ამას დღესა და ღამესა და განვიდე მე შიმონვარისა ჩემისა თანა და შემდგომად დღეთა მათ, რომელთა სთქუთ მიცემად Page of ms. O: 521v   ქალაქი ესე მტერთა, მოხედვა-ყოს ღმერთმან ისრაჱლსა ზედა ჴელითა ჩემითა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო თქუენ ნუ გამოიკითხავთ საქმეთა ჩემთა, რამეთუ არა გითხრა თქუენ, ვიდრემდე არა იქმნას და აღესრულოს, რომელი-იგი მე ვყო.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ოზია და მთავართა მათ: ვიდოდე მშჳდობით, და უფალი ღმერთი შენ თანა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიქცეს კარვისა მისისაგან და წარვიდეს კაცად-კაცადი განწესებულსა ადგილსა თჳსსა.



Chapter: 9  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ივდით დავარდა პირსა ზედა თჳსსა და გარდაისხა ნაცარი თავსა მისსა და განიძარცუა ძაძაჲ, რომელი ემოსა გუამსა მისსა, და იყო მაშინ ოდენ შეწირულ იყო იერუსალჱმს სახლსა უფლისასა საკუმეველი მწუხრისაჲ და ღაღად-ყო ივდით ჴმითა დიდითა და თქუა უფლისა მიმართ ღმრთისა:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო ღმერთო მამისა ჩემისა სჳმეონისო, რომელმან მიეც მახჳლი ჴელსა მისსა შურისსაგებელად უცხოთესლთა, (3) რომელთა განჰჴსნეს საშოჲ ქალწულისაჲ შეგინებად და განაშიშულნეს ჴორცნი შეგინებად და სარცხჳნელად და საყუედრელად, რამეთუ სთქუ: არა ეგრეთ იყოს ამისთჳს, რამეთუ უშჯულოჲ ქმნეს სისხლისა მიმართ ქალწულისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსცენ მთავარნი მათნი კლვად და სარეცელი მათი, რომელსა ზედა ქმნეს საცთური მათი, რომელ სცთეს სისხლად, და მოისრნეს მონანი ძლიერთაგან და ძლიერნი _ საყდართა მათთა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსცნეს ცოლნი მათნი ტყუედ და ასულნი მათნი წარსატაცებლად და ყოველი ნაყოფი მათი აღსაჭრელად ძეთა შეყუარებულთა შენ მიერ, Page of ms. J: F444v  * რომელთა შეიშურეს შური შენი, მოიძაგეს შეგინებაჲ სისხლისა მათისა და შენ გხადოდეს შემწედ; ღმერთო მამისა ჩემისა სჳმეონისო, ლევისო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკისო და იაკობისო, ღმერთო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემი ქური-ვისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შენ ჰყავ პირველი მათი და შემდგომი და აწინდელი და მომავალი განიზრახე და იქმნნეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უწოდე და წარმოგიდგეს შენ, რომელი ზრახე. (5) და თქუეს: აჰა, აქა ვართ, რამეთუ ყოველნი გზანი შენნი მზა არიან და განკითხვანი წინაჲსწარ ცნობა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ, აჰა ესერა, ასურასტანელნი განმრავლდეს ძალითა მათითა და აღმაღლდეს ცხენებითა და მჴედრებითა და იზახებენ მკლავითა მკჳრცხლთაჲთა, ესვენ ჰორლებსა და დრაუჟებსა, და მშჳლდსა და შურდულსა გული შეუპყრიეს. და არა ცნეს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან შეჰმუსრნი ბრძოლანი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალ არს სახელი შენი, შენ დაამჴუე სიმრავლე მათი ძალითა შენითა და დაეც სიმტკიცე მათი გულისწყრომითა შენითა, რამეთუ Page of ms. J: F445  უზრახავს შეგინებად სიწმიდე შენი და შებილწებად საყოფელი სახელისა შენისაჲ და განსასუენებელი დიდებისა შენისა და დამჴობად რქა საკურთხეველისა შენისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილე ამპარტავანებაჲ მათი და მოუვლინე რისხვაჲ შენი თავთა მათთა, მოეც ჴელსა ჩემსა ქურივსა ამას ძალი, რომელი განმიზრახავს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
დაეც მონაჲ ბაგეთაგან ცთუნებათა ჩემთასა მთავარსა ზედა და მთავარი მსახურსა ზედა მისსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მოსარ ამათი აღმდგომი ჴელითა ქალისათა, რაჲთა ცნან ყოველთა მეუფებათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რამეთუ სიმრავლითა არა არს ძალი შენი და სიმტკიცე შენი, არცა მოცემანი შენნი განაძლიერებენ, რამეთუ მდაბალთა შენ ხარ ღმერთი, მოკლებულთა ხარ შემწე და ჴელისამპყრობელი უძლურთა: განწირულთა მფარველი, უსუსურთა ცხორება, მამა ობოლთა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰე უფალო მამისა ჩემისა სჳმეონისო და ღმერთო სამკჳდრებელისა ისრაჱლისაო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღუათა და ყოველთა წყალთაო, მეუფეო ყოველთა ქმნულთა შენთაო, რომელმან შეისმინე ვედრებაჲ ჩემი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოეც ზაკუვაჲ და ცთუნებაჲ წყლულებად მტერთა და საგუემელად მათა, რომელნი-იგი შენისა შჯულისა მტერნი არიან და სახლისა სიწმიდისა შენისანი, და თხემისა სიონისნი და ტაძრისა სამკჳდრებელისა ძეთა შენთასა, იზრახეს ფიცხელი საქმე ყოფად ყოველთა ზედა ნათესავთა შენთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთა ზედა ტომთა შენთა მოხედე ფიცსა მას ჭეშმარიტსა, რომელი ეფუცე აბრაამს, რაჲთა გიცოდის შენ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, ღმერთი ძლიერებისა და სიმტკიცისა, და არავინ არს სხუაჲ შემწე ისრაელისა შენსა გარეშე.



Chapter: 10  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა დასცხრა ღაღადებისაგან უფლისა მიმართ, ღმრთისა ისრაელისა და აღასრულნა ყოველნი სიტყუანი ესე,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა თაყუანისცემისაგან თჳსისა და მოუწოდა შიმუნვარსა თჳსსა და განვიდა სახიდ თჳსა, რომელსა შინა იყოფინ დღეთა შაბათთასა და დღესასწაულთა მისთა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
*განიძარცუა ძაძა იგი, რომელ ჰმოსიენ და განიძარცუა სამოსელი თჳსი ქურიობისა მისისაჲ Page of ms. O: 522r   და** დაიბანა ტანი თჳსი წყლითა და იცხო ნელსაცხებელი ყშირი და განითხზა სამკაულად თმაჲ თავისა მისისაჲ და დაიდგა ხოირი თავსა მისსა, და შეიმოსა სამოსელი სიხარულისა მისისაჲ, რომლითა შეიმოსის ცხორებასა მანასესსა, ქმრისა თჳსისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეისხნა ჴამლნი ფერჴთა მისთა და შეისხნა სამკლავენი და სალტენი და ბეჭდები და საყურნი და ყოველი სამკაული მისი, და შეიმკო თავი თჳსი ფრიად საცთუნებელად მამაკაცისა და თუალთა, რომელთა იხილონ იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჰკიდა შიმონვარსა თჳსსა თხიერაკითა ღჳნოჲ და კოკითა ზეთი და მახალი აღავსო ჴალითა და ლეღჳსკუერითა და პურითა წმიდითა და ყველითა და შეიგულა ყოველი ჭურჭერი თჳსი, და აღჰკიდა მას.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდეს ორნივე ბჭეთა ქალაქისა ბეტოლაჲსათა და პოვნეს მათ ზედამდგომელად ოზია და მოხუცებულნი ქალაქისანი: ქაფრი და ქარმი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა იხილეს იგი, იყო პირი მისი ცვალებულ და სამოსელი მისი იქცევის, და დაუკჳრდა სიკეთჱ მისი ფრიად და ჰრქუეს მას:

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
განვედ მშჳდობით, და უფალი ღმერთი იყავნ შენ თანა წინაშე შენსა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა! ღმერთმან მამათა ჩუენთამან მოგეცინ შენ მადლი, და აღასრულენ ზრახვაჲ შენი სიქადულად ძეთა ისრაჱლისათა და აღსამაღლებელად იერუსალჱმისა!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ივდით თაყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა ღმერთსა და ჰრქუა მათ: ყავნ აწ უფალმან ღმერთმან სიტყუათა თქუენთაებრ და პოვენ მადლი მჴევალმან მისმან წინაშე თუალთა მისთა. აწ უკუე მიბრძანეთ მე განხუმად ბჭეთა ქალაქისათა და განვიდე აღსრულებად სიტ/ყუათა, Page of ms. O: 522v   რომელთა იტყოდეთ ჩემ თანა. და უბრძანეს ჭაბუკთა მათ, რაჲთა განუხუნენ მას ბჭენი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა ივდით იგი და მჴევალი მისი მის თანა ქალაქით და ჰხედვიდეს მას კაცნი იგი ქალაქისანი, ვიდრე გარდავიდოდეს მთასა მას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე განვიდა ღელესა მას მართლ და მოეგებვოდეს მას მჴუმილნი იგი ასურასტანელთანი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიპყრეს იგი და ჰკითხვიდეს მას: ვინაჲთ ხარ და ვინაჲ მოხუალ და ვიდრე ხუალ. და ჰრქუა მათ ივდით: ასული ვარი მე ებრაელთაჲ, და ვივლტი, რამეთუ მოცემულ არიან იგინი ჴელთა თქუენთა შესაჭმელად.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე მოვალ წინაშე ოლომფორნესა, ერისთავისა მის ძლიერებისა თქუენისასა თხრობად მისა სიტყუათა ჭეშმარიტებისათა და უჩუენო მას გზაჲ, ვინაჲ შევიდეს და ეუფლოს ამას ყოველსა მთით კერძოსა და არა განერეს კაცთაჲ მათ ჴორციელი ერთი, არცა სული ცხორებად.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე კაცთა მათ, განიცდიდეს პირსა მისსა, და იყო სიკეთჱ იგი მისი წინაშე მათსა საკჳრველ ფრიად და ჰრქუეს მას:

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
განირინე სული შენი კეთილად, რამეთუ ისწრაფე გარდამოსლვად და შემთხუევად პირსა უფლისა ჩუენისასა, და აწ მოუჴედ მას კარვად მისა და ჩუენგანთა მიგიყვანონ შენ, ვიდრე მიგცენ ჴელთა მისთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარ-ღა-სდგე წინაშე მისსა, ნუ შეშინდებინ გული შენი, არამედ უთხარ ყოველი სიტყუათა მაგათ შენთაებრ და გეყოს შენ კეთილი!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოირჩიეს მათგანი ასი კაცი და შეჰვედრეს იგი და შიმონვარი მისი და მიიყვანნეს იგინი კარვად ოლომფორნესა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მორბიოდეს ყოველნი მის ბანაკისანი, Page of ms. O: 523r   რამეთუ მიესმა ყოველსა კრებულსა ჰამბავი მოსლვისა მისისაჲ. და მოვიდეს და ჰხედვიდეს იგინი მას და გარემოადგეს მას, ვიდრე დგაღა გარეშე კარავსა ოლომფორნესსა, და უთხრეს მას მისთჳს

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და აკჳრვებდეს სიკეთესა მისსა. და შეიყვანეს და შეიწყნარებდეს სიტყუათა მისთა, რამეთუ იყვნეს კეთილ ფრიად და დაუკჳრდეს ძენი ისრაჱლისანი მის გამო. და ეტყოდა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა: ვის ჴელ-ეწიფების შეურაცხისყოფად ერისა ამის, რომელსა უსხენ ცოლნი ესევითარნი? რამეთუ არა ჯერ-არს დატევებად მათგანი არცა ერთი, რომელნიცა დაშთენ, შემძლებელ არიან მოკიცხებად ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ყოველნი მცველნი ოლომფორნესნი და მსახურნი მისნი და შეიყვანეს იგი კარვად მისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიწოლილ იყო ოლომფორნე ცხედარსა თჳსსა ზედა და განისუენებდა ქუეშე სამუმლესა მას, რომელი ქმნულ იყო ძოწეულისაგან და ოქროჲთა და ზმარაგდონითა და ანთრაკითა პატიოსნითა ქსოვილ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს ყოველი მისთჳს და გამოვიდა ეზოსა მას კარვისასა ოლომფორნე და ლამპარნი ვეცხლისანი წინაუძღოდეს მას.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მოვიდა ივდით წინაშე პირსა მისსა და მსახურთა მისთა, უკჳრდა სიკეთჱ იგი პირისა მისისაჲ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა მას და აღადგინეს იგი მონათა მისთა.



Chapter: 11  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ოლომფორნე: ნუ გეშინინ, დედაკაცო, კადნიერ იყავ გულითა შენითა, რამეთუ მე არავის ბოროტი უყავ კაცსა, რომელმან ინება მონებად ნაბუქოდონოსორისა, მეფისა Page of ms. O: 523v   ყოვლისა ქუეყანისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ ერმან შენმან, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა შინა, შეურაცხ-მყო მე, არა აღვიღე ჰოროლი მათ ზედა, არამედ მათ ყვეს თავით თჳსით ესე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ მითხარ მე, რაჲსათჳს ივლტოდე მათგან და მოხუედ ჩუენდა? რამეთუ მოსრულ ხარ ცხოვრებად, ნუ გეშინინ, ამას ღამესა სცხონდე და ამიერითგან

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ვერავინ გავნოს შენ, არამედ კეთილი გეყოს შენ, ვითარცა კეთილი ეყვის მონათა უფლისა ჩემისა ნაბუქოდონოსორისთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მას ივდით: ისმინე მჴევლისა შენისაჲ, და იტყოდის მსახური შენი და არა გითხრას ნაცილი უფალსა ჩემსა ამას ღამესა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუეთუ შეუდგე სიტყუათა მჴევლისა შენისათა, სრული საქმჱ ქმნეს ღმერთმან შენ თანა. და სრულ-ყოს ღმერთმან ჴელითა შენითა საქმჱ დიდი და არა შესცთეს უფალი ჩემი სლვათაგან თჳსთა, ვიდრე ცოცხალ იყო.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ცხოველ არს ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ყოვლისა ქუეყანისაჲ, და ცხოველ არს ძალი მისი, რომელმან მოგავლინა შენ განგებად სულისა ყოვლისა, რამეთუ არა ხოლო კაცი შენ ძლით ჰმონებდეს მას, არამედ მჴეცნიცა ველისანი და საცხოვარნი და მფრინველნი ცისანი სიმჴნითა შენითა ცხონდებოდიან, და ცნას ნაბუქოდონოსორ და ყოველმან ეზომან მისმან,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გუასმიეს სიბრძნჱ შენი და განზრახვაჲ გულისა შენისაჲ, რამეთუ მიეთხრა ყოველსა ქუეყანასა, ვითარმედ შენ ხოლო მარტოჲ უმჯობჱს ხარ ყოველსა სამეუფოსა მისსა და ძლიერ მეცნიერებითა და საკჳრველ ერისთავობასა ბრძოლისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, სიტყუასა მას, რომელსა Page of ms. O: 524r   იტყოდა აქიორ ერსა შორის შენსა, გუესმნეს სიტყუანი იგი მისნი, რამეთუ შეიწყნარეს იგი კაცთა მათ ბეტოლაჲსათა და უთხრა მათ, რომელი ეთქუა შენ წინაშე, და სიტყუანიცა შენნი, რომელთა იტყოდე.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს, ჴელმწიფეო, უფალო, ნუ თანაწარჰვალ სიტყუათა მისთა, არამედ დაიდევ იგი გულსა შენსა, რამეთუ ჭეშმარიტ არს, და ვერვისგან შურ-იგებვის ნათესავი ჩუენი, არცა ერევის მათ მახჳლი, უკუეთუ არა ცოდონ ღმრთისა მიმართ მათისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ რაჲთა არა იყოს უფალი ღმერთი ჩემი გარეშე და უქმ საქმესა ამას, არამედ დაეცეს სიკუდილი მათ ზედა, რამეთუ წევნულ არს მათა ცოდვაჲ დიდი, რომლითა განარისხონ ღმერთი მათი, რომელი ქმნენ უშჯულოებაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოაკლდა საზრდელი და მოლიეს მათ სუმად ყოველი წყალი მათი და უწყიეს ჴელის შეყოფადცა საცხოვართა და ყოველი, რავდენი ბრძანა ღმერთმან შჯულსა მისსა არაჭამად, მათ გულს-უც ჭამად.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესაწირავსა იფქლისასა და ათეულსა ღჳნისასა და ზეთისასა, რომელი დაემარხა და წმიდაეყო მღდელთათჳს, რომელნი წინაშე დგანან იერუსალჱმსა წინაშე პირსა ღმრთისა ჩუენისასა, უზრახავს იგი შეჭმად, რომელთა არცა ჴელის შეხებაჲ ჯერ-არს არცა ერთისა მათგანისაჲ თჳნიერ მღდელისა ხოლო.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა მიუძღუნებიეს იერუსალჱმდ არცა ერთი რაჲ, და ამისთჳსცა მუნთა მათ დამკჳდრებულთა აგრძნეს ესე, რომელთა-იგი დააშჱნეს მუნ მიტევებაჲ მოხუცებულთა მიერ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს-იგი მიეთხრას მათ და არა ყონ, მოეცნენ იგინი ჴელთა შენთა მოსასრველად Page of ms. O: 524v   იტყოდე.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს, ჴელმწიფეო, უფალო, ნუ თანაწარჰვალ სიტყუათა მისთა, არამედ დაიდევ იგი გულსა შენსა, რამეთუ ჭეშმარიტ არს, და ვერვისგან შურ-იგებვის ნათესავი ჩუენი, არცა ერევის მათ მახჳლი, უკუეთუ არა ცოდონ ღმრთისა მიმართ მათისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ რაჲთა არა იყოს უფალი ღმერთი ჩემი გარეშე და უქმ საქმესა ამას, არამედ დაეცეს სიკუდილი მათ ზედა, რამეთუ წევნულ არს მათა ცოდვაჲ დიდი, რომლითა განარისხონ ღმერთი მათი, რომელი ქმნენ უშჯულოებაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოაკლდა საზრდელი და მოლიეს მათ სუმად ყოველი წყალი მათი და უწყიეს ჴელის შეყოფადცა საცხოვართა და ყოველი, რავდენი ბრძანა ღმერთმან შჯულსა მისსა არაჭამად, მათ გულს-უც ჭამად.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესაწირავსა იფქლისასა და ათეულსა ღჳნისასა და ზეთისასა, რომელი დაემარხა და წმიდა-ეყო მღდელთათჳს, რომელნი წინაშე დგანან იერუსალჱმსა წინაშე პირსა ღმრთისა ჩუენისასა, უზრახავს იგი შეჭმად, რომელთა არცა ჴელის შეხებაჲ ჯერ-არს არცა ერთისა მათგანისაჲ თჳნიერ მღდელისა ხოლო.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა მიუძღუნებიეს იერუსალჱმდ არცა ერთი რაჲ, და ამისთჳსცა მუნთა მათ დამკჳდრებულთა აგრძნეს ესე, რომელთა-იგი დააშჱნეს მუნ მიტევებაჲ მოხუცებულთა მიერ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს, რაჟამს-იგი მიეთხრას მათ და არა ყონ, მოეცნენ იგინი ჴელთა შენთა მოსასრველად Page of ms. O: 524v   თხრობად შენდა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და სათნოუჩნდეს სიტყუანი ესე მისნი წინაშე ოლომფორნესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა, დაუკჳრდა სიბრძნე იგი მისი და იტყოდეს:

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
არა არს ესევითარი დედაკაცი კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდემდე მისა სიკეთითა პირისაჲთა და გულისხმისყოფითა სიტყუათაჲთა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ოლომფორნე: კეთილად ყო ღმერთმან, რამეთუ მოგავლინა შენ წინაშე ერისა, რაჲთა იქმნეს ჴელითა ჩემითა ძალი, ხოლო შეურაცხმყოფელთა უფლისა ჩემისათა წარწყმედაჲ,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ სას*/ტიკ Page of ms. J: F450v  ხარ შენ ხილვითა შენითა და კეთილ სიტყჳთა შენითა. უკუეთუ ეგრე ჰყო, ვითარცა-ეგე იტყოდე, ღმერთი შენი იყოს ჩემდა ღმერთ. და შენ სახლსა შინა ნაბუქოდონოსორის მეფისასა შჯდე და იყო შენ სახელოვან უმეტეს ყოველსა ქუეყანასა.



Chapter: 12  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა შეყვანება მისი, სადა-იგი დაიდებოდა ვეცხლი მისი და ამცნო დარეცაჲ მისი მუნ და მისცედ მას სანოვაგეთაგან მისთა და ღჳნისა მისისაგან სუმაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ივდით: არა ვჭამო მათგანი, არცა ვსუა, რაჲთა არა მექმნეს მე საცთურ, არამედ, რომელ-ესე მომიღებიეს, Page of ms. J: F450v  მეყოფის მე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ჰოლომფორნე: უკუეთუ მოგაკლდეს, რომელ-ეგე გაქუს შენ, ვინათ გცეთ შენ მსგავსი მათი, რამეთუ არავინ არს ჩუენ თანა კაცი ნათესავისაგან შენისა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ივდით: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო, რამეთუ არა დაასრულოს მჴევალმან შენმან, რომელი მაქუს ჩემ თანა, ვიდრემდე ყოს ღმერთმან ჴელითა ჩემითა, რომელი-იგი ზრახა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიყვანეს იგი მსახურთა ჰოლომფორნესთა კარავად, და დაიძინა, ვიდრე შუადღედმდე და აღდგა განთიადსა ოდენ საჴუმილავსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიავლინა ჰოლომფორნესა და თქუა: უბრძანენ უფალმან ჩემმან მჴევალსა თჳსსა განსლვად.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა ჰოლომფორნე მცველთა მათ თჳსთა არა-ყენებად მისა და იყოფოდა ბანაკსა შინა სამ დღე და განვიდის ღამედ-ღამედ ჴევსა მას ბეტულასასა და იბანებინ წყაროსა მას წყალისასა, რომელი იყო ბანაკსა მას თანა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა აღმოვიდის ბანით, ევედრებინ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რაჲთა Page of ms. J: F450v  წარემართოს მას გზა მისი აღსამაღლებელად ძეთა ერისა მისისა ისრაჱლისათა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდინ და იყოფინ კარავსა მას შინა, ვიდრე მიიღის საზრდელი მისი მწუხრი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო დღესა მას მეოთხესა და ყო ჰოლომფორნე სუმა მონათა თჳსთა თანა, ხოლო არავის უწოდა წოდებისა მისებრ, ვითარ-იგი ჴმდა,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ბაგუას, საჭურისსა თჳსსა, რომელი იყო ზედამდგომელი ყოველთა მონათა მისთა: მივედ და არწმუნე დედაკაცსა მას ებრაელსა, რომელ არს შენ თანა, რაჲთა მოვიდეს ჩუენ თანა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა ესერა, საკიცხელ არს პირისა ჩუენისა, უკუეთუ ესევითარი დედაკაცი ეგრეთ განუტეოთ; ვაცადოთ და არა ვეზრახნეთ მას, უკეთუ არა მოვაქციოთ იგი ჩუენდა, განმკიცხნეს ჩუენ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა ბაგუა პირისაგან ჰოლომფორნესა და შევიდა მისა და ჰრქუა: ნუუკუე გცონინ მჴევალსა მაგას კეთილსა მოსლვად უფლისა ჩემისა, რაჲთა იდიდო მის წინაშე და სუა ჩუენ თანა სიხარულით ღუინოჲ და იქმნე ჩუენ თანა, ვითარცა ასული ასურასტანელთა Page of ms. J: F452  დღესა ამას ერთსა, რომელნი წინაშე დგანან სახლსა ნაბუქოდონოსორისსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ივდით: და ვინ ვარ მე, სიტყჳსმგებელ უფლისა ჩემისა. რამეთუ ყოველი, რომელი სათნო არს წინაშე თუალთა მისთა, სწრაფით ვყო, და იყოს ესე ჩემდა სიხარულ ვიდრე დღედმდე,* სიკუდილისა ჩემისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა და შეიმოსა სამოსელი მისი და ყოველი* Page of ms. O: 525r   სამკაული დედათაჲ. და წარუძღუა მჴევალი იგი თჳსი და დაუგო მას წინაშე ოლომფორნესა ქუეყანასა ტყავი იგი ცხოვრისაჲ, რომელი შეეღო ბაგუაჲსგან განჩემებულად მისა, რომელსა ზედა დაჯდის პურისჭამასა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა და დაჯდა ივდით (16) და განჰკრთა გული ოლომფორნესი მის ზედა და აღიძრა სული მისი და გული უთქუმიდა მას ფრიად თანაყოფად მისა და ემარჯუებოდა ჟამსა რომელსამე, რაჲთამცა აცთუნა იგი, ვინაჲთ დღითგან იხილა იგი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ოლომფორნე: სუ და იქმენ ჩუენ თანა მხიარულ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ივდით: ვსუა აწ, უფალო ჩემო, რამეთუ განდიდნა ცხორებაჲ ჩემი ჩემ თანა უფროჲს ყოველთა დღეთა შობისა ჩემისათა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიღო და ჭამა და სუა მის წინაშე, რომელი-იგი მოუმზადა მჴევალმან მისმან.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მხიარულ იქმნა ოლომფორნე მის ზედა და სუა ღჳნოჲ დიდად ფრიად, რომელ არასადა ესუა ერთსა დღესა ეგოდენი ცხორებასა მისსა.



Chapter: 13  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა შემწუხრდა, ისწრაფეს მონათა მათ წარსლვად ადგილსა თჳსსა და ბაგოა შეჰჴშა კარი იგი გარეშე და წარავლინნა წინაშემდგომელნი იგი პირისაგან უფლისა თჳსისა. და წარვიდეს ყოველნი კარვებსა თჳსსა, რამეთუ იყვნეს ყოველნი მაშურალ და დამთრვალ ამისგან, რამეთუ მყოვარ იყო სუმაჲ იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაშთა ივდით ხოლო მარტოჲ კარავსა შინა, (4) ხოლო ოლომფორნე დავრდომილი იდვა ცხედარსა ზედა თჳსსა, რამეთუ გარდარეულ იყო მისა ღჳნოჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ივდით მჴევალსა თჳსსა, რაჲთა დადგეს Page of ms. O: 525v   იგი გარეშე სასუენებელსა მას თჳსსა და სცვიდეს გამოსავალსა მისსა, რაჲთა ნუ-ვინმე-იყოს შორის მისსა, ვითარცა-იგი დღითი დღედ, რამეთუ განსლვაჲ თქუა ლოცვასა მისსა და ბაგოას ეტყოდა სიტყუათა მათვე.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდეს ყოველნი და არავინ დაშთა სასუნებელსა მას შინა მცირითგან დიდადმდე, და დადგა ივდით ცხედარსა მისსა თანა და თქუა გულსა თჳსსა: უფალო, ღმერთო ყოვლისა ძლიერებისაო, მოიხილე ჟამსა ამას საქმესა ჴელთა ჩემთასა აღსამაღლებელად იერუსალჱმისა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ აწ არს ჟამი შეწევნისაჲ სამკჳდრებელისა შენისაჲ და საქმედ განზრახვისა ჩემისა მოსასრველად მტერთა ჩუენთა, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. განმამტკიცე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა!

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუჴდა ფიცარსა ცხედრისასა თავით კერძო ოლომფორნესა* და აღმოჰჴადა საბარკალი მისი მისგან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიეახლა ცხედარსა მას და უპყრნა თმანი თავისა მისისანი და თქუა: განმამტკიცე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა!

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და სცა ორგზის ყელსა მისსა ძალითა თჳსითა და მოჰკუეთა თავი მისი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და გარდააგორვა გუამი მისი სარეცელისაგან და გარდამოიღო სამუმლე იგი სუეტთა მათგან. და ამისა შემდგომად მცირედრე გამოვიდა და მისცა თავი ოლომფორნესი შიმონვარსა თჳსსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მან შთადვა იგი მახალსა მას სასაგზლესა. და გამოვიდეს ორნივე ზოგად, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა ლოცვისათჳს. და განვლეს ბანაკი იგი Page of ms. O: 526r   და გარემოვლეს ყოველი იგი ჴევი და აღვიდეს მთასა მას ბეტოლაჲსა და მიიწინეს ბჭეთა მათ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ივდით შორით მჴუმილთა მათ ბჭისათა: განმიხუენით მე, განმიხუენით მე ბჭენი, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი ჩუენი ყოფად ძალისა მერმეცა ისრაჱლსა შორის და სიმტკიცისა მტერთა ზედა, ვითარცა-ესე დღეს ყო.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმა კაცთა მათ ქალაქისათა ჴმაჲ მისი, იწრაფეს გარდამოსლვად ბჭეთა ქალაქისათა და მოუწოდეს მოხუცებულთა მათ ქალაქისათა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მორბიოდეს ყოველნი მცირითგან დიდადმდე, რამეთუ საკჳრველ-უჩნდა მათ მოსლვაჲ იგი მისი, და განუხუნეს მათ ბჭენი და შეიყვანნეს იგინი, და აღაგზნეს ცეცხლი სანთლად და გარემოადგეს მათ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა მათ: აქებდით უფალსა, აქებდით, აქებდით ღმერთსა, რომელმან არა განაშორა წყალობაჲ მისი სახლისაგან ისრაჱლისა, არამედ მოსრნა მტერნი ჩუენნი ჴელითა ჩემითა ამას ღამესა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღმოიღო თავი იგი ოლომფორნესი მახალისა მისგან, უჩუენა და ჰრქუა მათ: აჰა ესერა, თავი ოლომფორნესი, ერისთვისაჲ ერისა ასურთაჲსაჲ, და სამოსელი მისი, რომელსა ქუეშე წვა მთრვალი. და მოკლა იგი უფალმან ჴელითა დედაკაცისაჲთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ცხოველ არს უფალი ღმერთი, რომელმან დამიცვა მე გზასა ჩემსა, რომელსა წარსრულ ვიყავ მე წინაშე დიდებისა მისისა, რომელმან მოსცა იგი ჴელსა დედაკაცისასა, ჰოლომფორნე მდიდრად მეტყუელი, რამეთუ აცთუნა იგი პირმან ჩემმან წარსაწყმედელად მისა და აზმნობდა ჩემ თანა ცოდვად Page of ms. O: 526v   და შეგინებად ჩემდა სირცხჳლ ბილწებისა. ხოლო მე ვესევდი უფალსა გულითა ჩემითა სრულითა და სულისა ნებითა. და უფალმან, რომელმან დაიცვა სარა გულისთქუმისაგან ფარაოჲსისა, და რებეკა აბიმელიქისგან იჴსნა, მანვე განმარინა მე, მჴევალი მისი, ჴელისაგან ასურთაჲსა და მთავრისაგან მათისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და განუკჳრდა ფრიად ყოველსა მას ერსა და მოიდრიკნეს მუჴლნი. და თაყუანის-სცეს ღმერთსა და თქუეს ერთბამად ყოველთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელმან შეურაცხ-ჰყვენ დღენდელსა ამას დღესა მტერნი ერისა შენისანი ჴელითა ქალისაჲთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მას ოზია: კურთხეულ იყავ, ასულო, ღმრთისა მიერ მაღლისა უფროჲს ყოველთა დედათა ქუეყანისათა. და კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ, რომელმან წარგიმართა შენ წყლვად თავისა მთავრისა მის მტერისა ჩუენისა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა დაივიწყოს ქებაჲ შენი გულთაგან კაცთაჲსა და მოიჴსენებდენ ძალსა ღმრთისასა ვიდრე უკუნისამდე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყავნ იგი ღმერთმან შენდა სიმაღლედ საუკუნოდ, მოხედვად შენდა კეთილითა ამისთჳს, რამეთუ არა ერიდე სულსაცა შენსა სიმდაბლისათჳს ნათესავისა ჩუენისა, არამედ განხუედ დაცემისათჳს ჩუენისა, სიწრფოებით ხჳდოდე წინაშე ღმრთისა ჩუენისა. და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ!



Chapter: 14  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ივდით: ისმინეთ ჩემი, ძმანო, და მიიღეთ თავი ესე და დამოჰკიდეთ არდაბაგსა ზღუდისა თქუენისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს, ოდეს განთენეს ცისკარი, და გამოვიდეს ქუეყანად მზჱ, Page of ms. O: 527r   აღიღენ კაცად-კაცადმან საჭურველი საბრძოლი თჳსი და განვედით ყოველი კაცი ძლიერი გარეშე ქალაქსა და დაადგინეთ ერისთავი მათ ზედა, რეცა თუ გარდახუალთ ველად მჴუმილთა მათ ძეთა ასურთასა და ნუ გარდახუალთ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღონ საჭურველი თჳსი და მივიდოდიან ბანაკად მათა და აღადგინებდენ ერისთავთა ძლიერებისა ასურთაჲსა და მირბიოდიან კარვად ოლომფორნესა და არა პოვონ იგი. და დაეცეს მათ ზედა შიში დიდი და ივლტოდიან პირისაგან თქუენისა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
(5) და შეუდეგით თქუენ და ყოველნი მკჳდრნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათანი და დარეცენით იგინი გზათა ზედა მათთა!

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე ყოფადმდე ამისა მოუწოდეთ თქუენ აქიორს აქა ამანიტელსა, რაჲთა იხილოს და იცნას, რომელმან შეურაცხ-ყო სახელი ისრაჱლისაჲ და იგი, ვითარცა სასიკუდინე, მოავლინა ჩუენდა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიყვანეს აქიორ სახლისაგან ოზიაჲსა. და ვითარცა მოვიდა და იხილა თავი ოლომფორნესი ჴელთა კაცისა ერთისათა შორის კრებულისა მის ერისა, დავარდა პირსა ზედა თჳსსა და დაითხია სული მისი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა აღადგინეს იგი, შეუვრდა ფერჴთა ივდითისთა და თაყუანის-სცა პირსა ზედა წინაშე მისა და ჰრქუა მას: კურთხეულ ხარ შენ ყოველთა შორის ნათესავთა ეფრემისთა, რამეთუ რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სირცხჳლმან შეიპყრნეს იგინი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო აწ გჳთხარ, რავდენი ჰყავ დღეთა ამათ შინა? და უთხრა მას Page of ms. O: 527v   ივდით შორის ერისა მის ყოველი, რაჲ-იგი ქმნა, ვინაჲთ დღითგან განვიდა, უთხრობდა მათ ყოველსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა დასცხრა სიტყუათა მათგან, ღაღად-ყო ერმან მან ჴმითა დიდითა და ყვეს ჴმაჲ სიხარულისაჲ ქალაქსა მათსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
(6) და ვითარცა იხილა აქიორ ყოველი, რავდენი უყო ღმერთმან ისრაჱლსა, ჰრწმენა ღმერთი და წინადაიცჳთა ჴორცი წინადაცუეთილებისა მისისაჲ და შესძინა სახლსა ისრაჱლისასა ვიდრე აქა დღედმდე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ცისკარი აღმო-ოდენ-ვიდოდა, დამოჰკიდეს თავი ოლომფორნესი ზღუდესა ზედა და აღიღო ყოველმან კაცმან საჭურველი თჳსი და აღვიდეს გუნდად-გუნდად აღსავალსა მას მთისასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ძეთა ასურთასა ვითარცა იხილნეს იგინი, მიმოდაავლინეს მთავართა მათთა და ერისთავთა და ათასისთავთა და ყოველთა მთავართა მათთა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მივიდეს კარვად ოლომფორნესა და ჰრქუეს ბაგოას, რომელი იყო ზედა ყოველსა ეზოსა მისსა: აღადგინე უფალი ჩუენი, რამეთუ იკადრეს მონათა გარდამოსლვად და ბრძოლად ჩუენდა, რაჲთა მოისრნენ სრულიად.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა ბაგოა და ირეკა ეზოსა კარვისასა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ ეძინოს-ღა ივდითს თანა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ არაჲ მიუგო, და-რე-ყოვნა და შევიდა სასუენებლად და პოვა იგი მდებარჱ ცხედარსა ქუეშე მკუდარი და თავი მისი მოკუეთილ იყო მისგან.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ღაღად-ყო ტირილით, ჴმითა დიდითა და გოდებითა ძლიერად და დაიპო სამოსელი თჳსი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა კარავსა მას, სადა იყოფინ ივდით* სადგურსა Page of ms. J: F456v  და არა პოვა იგი, გამორბიოდა და ერსა წინაშე, ღაღადებდა და იტყოდა:

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
შეურაცხ-ყვეს მონათა მისთა და ქმნეს სარცხჳნელი. ერთმან დედაკაცმან ებრაელმან სახლსა ნაბუქოდონოსორისსა ქმნა ძლევაჲ. აჰა ესერა, ჰოლომფორნე ძეს ქუეყანასა, და თავი მისი არა არს მის თანა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე მთავართა მათ ერისა მის ძლიერებისა ასურთასა, დაიპეს სამოსელი მათი და შეძრწუნდა სული მათი ფრიად. და იყო ღაღადება მათი (18) და გოდებაჲ შორის ერსა მათსა ფრიად.

Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ესმა ბანაკსა მას, რომელნი იყვნეს კარვებსა, დაუკჳრდა საქმესა მას ზედა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაეცა მათ ზედა შიში და ძრწოლაჲ და არავინ იყო კაცი მდგომ წინაშე პირსა მოყუსისასა, არამედ განიბნივნეს ერთბამად. Page of ms. J: F457  და ივლტოდეს ყოველსა მას გზებსა ველისასა და მთასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი დაბანაკებულ იყვნეს მთასა მას გარემო ბეტულასსა, აღიძრნეს სივლტოლად. და მაშინ ძენი ისრაელისანი ყოველი კაცი მებრძოლი მათგანი განეფინნეს მათ ზედა დევნად.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა, ოზია მოციქულნი ბეტომათემად და აბელმაემდ და ქობად და კოლად, და ყოველთა საზღვართა ისრაელისათა, რაჲთა უთხრან ყოველი, რომელი იქმნა, რაჲთა ყოველნი გამოეფინნენ მტერთა მათთა ზედა მოსრვად მათა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, გამოეფინნეს მათ ზედა ყოველნი ერთბამად და დაჰგვიდეს მათ მოსრვითა დიდითა ფრიად სოფლებსა მას ვიდრე ქუაბადმდე და მათ თანა იერუსალემელნი მოიწივნეს და ყოველთა მათგან მიერ კერძოთა მთათა, რამეთუ მიუთხრეს მათ, რაჲ-იგი იქმნა ბანაკსა მტერთა მათთასა. და რომელნი იყვნეს გალაადს, უმეტეს განძლიერდებოდეს მათ ზედა და, რომელნი იყვნეს გალილიას, დევნა-უყვეს მათ. და იყო ასურასტანელთა მათ ზედა წყლულებაჲ დიდი ვიდრე Page of ms. J: F457v  თანაწარჰჴდეს დამასკესა და საზღვართა მისთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო სხუანი იგი დამკჳდრებულნი ბეტულიაჲსანი, დაესხნეს ბანაკსა მას ასურთასა და წარმოტყუენნეს იგინი და განმდიდრდეს დიდად ფრიად.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა ისრაელისათა მოაქციეს მოწყუედისაგან მათისა და ერეოდეს ყოველთა მათ ნეშტთა და ქალაქები იგი და დაბნები მთისა მის და ყოველთა ვაკეთა გარდამოჴდეს და აღიჭრნეს მრავალნი ნატყუენავი, რამეთუ იყო სიმრავლე დიდ ფრიად.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდა იოვაკიმ მღდელი იგი დიდი და მოხუცებულნი ძეთა ისრაელისათანი, რომელნი მკჳდრ იყვნეს იერუსალემს, ყოველნივე მოიწივნეს ხილვად კეთილთა მათ, რომელი უყო უფალმან ისრაელსა და ხილვად ივდითისა და სიტყუად მის თანა მშჳდობისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მოვიდეს მისა, აკურთხეს იგი ყოველთა ერთბამად და ჰრქუეს მას: შენ ხარ სიმაღლე იერუსალჱმისა, შენ ხარ სიხარული ისრაჱლისა, შენ ხარ სიქადული დიდი ნათესავისა ჩუენისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან ჰქმენ ესე ყოველი ჴელითა შენითა და ჰყავ კეთილი ისრაჱლისა თანა და Page of ms. J: F458  სათნო-იყო ღმერთმან მათ ზედა. კურთხეულ იყავ შენ ყოვლისა მპყრობელისა მიერ უფლისა უკუნისამდე ჟამთა. (12) და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ!

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და არვად აღჭრიდა ერი იგი ბანაკსა მას Page of ms. O: 528r   ასურთასა ოც და ათ დღე და მისცეს ივდითს კარავი იგი ოლომფორნესი და ყოველი ვეცხლი და ცხედრები და საგებელი მისი, და სამოსელი მისი. და მოიღო მან იგი და აღჰკიდა ჯორებსა თჳსსა და აღაგო იგი ურმებსა თჳსსა და მოიღო იგი ყოველი მათგან.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისწრაფდეს ყოველნი დედანი ისრაჱლისანი ხილვად მისა და კურთხევად მისა ჰყვა მათ თანა მძნობრები მისთჳს და მოიღეს მორჩი ხეთაჲ და მისცეს იგი ჴელთა მისთა და მისცეს მისთანათაცა მათ დედათა გჳრგჳნები ზეთისხილისაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და უპირობდა ყოველსა ერსა ძნობით წინამძღურად ყოველთა დედათა. (15) და შეუდგა მათ ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ, შეჭურვილნი და გჳრგჳნოსანნი გალობდეს პირითა მათითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და უპირობდა ივდით Page of ms. O: 528v   აღსაარებითა მით ყოველსა ერსა და მიუგებდა ყოველი ერი ქებასა ამას.



Chapter: 16  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და იტყოდა ივდით: აქებდით ღმერთსა ჩემსა ბობღნითა და უგალობდით უფალსა ჴმითა წინწილისაჲთა, აღრთულითა ფსალმუნითა ახლითა უგალობდით მას და აღამაღლებდით და ჰხადოდეთ სახელსა მისსა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ იგი არს, რომელმან შემუსრნის ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი, ღმერთმან, რომელმან დასცა ბანაკი მათი შორის ერსა თჳსსა და მიჴსნა მე ჴელთაგან მდევართა ჩემთაჲსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოვიდა ასური მთათაგან ჩრდილოჲსათა, მოვიდა ბევრეულითა ერითა მისითა, რომლისა სიმრავლემან დაჰჴშნა ჴევნი და განაჴმნა წყალნი, და ცხენებმან მათმან დაფარნა ბორცუნი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა მოწუვაჲ საზღვართა ჩემთაჲ და ჭაბუკთა ჩემთა მოსრვაჲ მახჳლითა, და Page of ms. O: 528v   მწოვართა ჩემთა დახეთქაჲ ქუეყანასა და ჩჩჳლთა ჩემთა მიცემად იავარსა და ქალწულთა ჩემთა წარსატყუენველად.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, შეურაცხ-ყვნა იგინი ჴელითა ქალისაჲთა და სირცხჳლეულ-ყვნა იგინი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა დაეცა ძლიერი იგი მათი ჭაბუკთაგან, არცა ტიტანელთაგან მოიკლა იგი, არცა ჰასაკგრძელთა გმირთა დასცეს იგი, არამედ ივდით, ასულმან მიჰრარისმან, სიკეთითა პირისა მისისაჲთა დაჰჴსნნა იგინი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ განიძარცუა სამოსელი ქურიობისა მისისაჲ, აღსამაღლებელად შრომათა ისრაჱლისათა იცხო პირსა მისსა ნელსაცხებელი,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეითხზნა თმანი მისნი საბურველითა და მოიღო სამოსელი სელისაჲ საცთურად მისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
სანდალთა მისთა მისტაცნეს თუალნი მისნი, და სიკეთემან მისმან წარტყუენა სული მისი, და განვიდა საბარკალი მისი ქედსა მისსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
შეძრწუნდეს სპარსნი კადნიერებასა მისსა და უჟიკნი სიხუესტესა მისსა, შეძრწუნდა ყოველი ბანაკი ასურასტანელთაჲ და დაეცნეს იგინი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ღაღად-ყვეს მდაბალთა ჩემთა, და შეეშინა უძლურთა ჭირსა ჩემსა, და შეშფოთნეს და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი, და მართლუკუნიქცეს მტერნი ჩემნი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ძეთა ქალთა განგუმირნეს იგინი და, ვითარცა ყრმათა მეოტთა, მოსწყუდიდეს მათ და წარწყმდეს წყალობისაგან უფლისა ჩემისა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. J: F459v  უგალობდე ღმერთსა ჩემსა გალობითა ახლითა: უფალო, უფალო, დიდ ხარ ძალითა და დიდებულ საკჳრველებითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ გმონებდედ ყოველნი დაბადებულნი შენნი, რამეთუ სთქუ და იქმნნეს ესრეთ, მოავლინე სიტყუაჲ შენი, და აღეშენნეს, და არავინ არს, რომელი წინააღუდგეს ჴმასა შენსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მთანი საფუძველითგან წყალთა თანა შეიძრნენ, და კლდენი წინაშე პირსა შენსა ვითარცა ცჳლი დადნენ, მერმე კუალად მოშიშთა შენთა შენვე ულხინო,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მცირე არს ყოველი მსხუერპლი საყნოსელად სულნელებისა, და უმრწემეს არს ყოველი ცმელი შესაწირავად შენდა. ხოლო მოშიში უფლისაჲ დიდ არს მარადის.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ვაჲ თესლთა მათ, რომელნი ადგენ ნათესავთა ჩემთა ზედა, უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, დღესა სასჯელისასა შური იძიოს მათთჳს და მოხედვა-ყოს მათ ზედა; და მოსცეს ცეცხლი და მატლი ჴორცთა მათთა და ტიროდიან ტკივილითა მათითა მარადის და უკუნისამდე.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მოვიდეს იერუს/ალემდ Page of ms. J: F460  და თაყუანი-სცეს ღმერთსა, რაჟამს განწმიდნა ერი იგი არაწმიდებისაგან მათისა, მაშინ შეწირეს მსხუერპლები მათი უფლისა და აღნათქუემნი მათნი და ნეფსით შესაწირავნი მათნი და ნიჭნი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა ივდით ყოველი ჭურჭერი ჰოლომფორნესი, რაოდენი მისცა ერმან მან, და სამუმლე იგი, რომელი მოიღო მან საწოლისაგან მისისა, შესაწირავად უფლისა მისცა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხარებდა ერი იგი უფლისა მიმართ იერუსალემს წინაშე სიწმიდეთა მათ სამ თთუე. და ივდით მათ თანა დაადგრა მონაგებითურთ მისით.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ დღეთა შემდგომად აღიძრა და წარვიდა კაცად-კაცადი სამკჳდრებელად თჳსა. ხოლო ივდით წარვიდა ბეტულად და იყოფვოდა მონაგებთა თჳსთა ზედა. და იყო ჟამთა თჳსთა დიდებულ ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მამაკაცმან არა იხილა იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, ვინაჲთ დღითგან მოკუდა მანასე, ქმარი მისი, და შეეძინა ერსა თჳსსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარჩინებად მიიწეოდა და დიდად იქმნებოდა ფრიად და დაბერდა სახლსა შინა ქმრისა Page of ms. J: F460v  თჳსისასა და ცხოვნდა ას და ხუთ წელ. და განუტევა შიმუნვარი იგი თავისუფლად და მისცა ნაწილი მონაგებთაგან თჳსთა. და მოკუდა იგი ბეტულას და დაჰფლეს იგი საფლავსა მანასესსა, ქმრისა მისისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეგლოვდა მას ყოველი სახლი ისრაელისა შჳდ დღე. და განუყო მონაგები მისი პირველ სიკუდილისა მისისა ყოველთა მახლობელთა მანასესთა, ქმრისა თჳსისათა და მახლობელთა მათ ნათესავთა თჳსთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და არღარავინ იყო მაშინებელ ძეთა ისრაელისათა დღეთა ივდითისთა და შემდგომად სიკუდილისა მისისა დღეთა მრავალთა.




Book: Tob.  
Tobias

წიგნი ტობისი



Chapter: 1  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: 95v  წიგნი სიტყუათა ტობისნი ტობიელისნი, ძისა ანანიელისნი, ძისა გაბაელისნი, ძისა ანაველისნი, ნათესავისაგან ასერისი, ტომისაგან ნეფთალემისი,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი წარიტყუენა დღეთა ენემესარისთა, მეფისა ასურასტანისათა, თეზბეთ, რომელ არს მარჯუენით კედეოზსა, რომელ არს ნეფთალემისი, გალილეას, ზემო კერძო ასერსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მე, ტობი, გზათა ჭეშმარიტებისათა ვიდოდე და სიმართლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა; და მოწყალებანი და ქველის-საქმენი მრავალნი ვყვენ ძმათა მიმართ ჩემთა და ნათესავთა ჩემთა, რომელნი თანა-მივიდოდეს მე, მი-რაჲ-ვიდოდეთ ჩუენ სოფლად ასურასტანელთა, ნინევედ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს ვიყავ სოფელსა ჩემსა, ქუეყანასა ისრაელისასა, სიჭაბუკესა ჩემსა, ყოველი ტომი ნეფთალემისი, მამისა Page of ms. J: 96r  ჩემისაჲ, განდგა სახლისაგან დავითისა იერუსალემით, რომელი გამორჩეულ იყო ყოვლისაგან ტომისა ისრაელისა მსხუერპლის შეწირვად ყოვლისა ტომისა. და განწმიდა ტაძარი იგი სამკჳდრებელისა მაღლისაჲ და აღაშენა ყოველთა მიმართ ნათესავთათჳს საუკუნეთაჲსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ყოველნი ტომნი, რომელნი თანა-განდგეს და სახლი ნეფთალემისი, მამისა ჩემისაჲ, უზორვიდეს დანს შინა ჴბოსა მას ოქროჲსასა, რომელი ქმნა იორობოამ, მეფემან ისრაელისამან, და მაღალთა ზედა ყოველთა მთათა გალილიაჲსათა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე ხოლო მარტოჲ მივიდი მრავალგზის იერუსალემდ დღესასწაულთა, ვითარცა წერილ არს ყოვლისათჳს ისრაელისა ბრძანებითა საუკუნეთა, პირველთა ნაყოფთასა და ათეულთა ნაყოფისათა და პირველ-ნარისუავი ცხოვართაჲ მივიდი და მივსცი იგი მღდელთა, ძეთა ჰარონისთა, საკურთხეველსა

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა ნაყოფთა ათეულსა მივსცემდ ძეთა ლევისთა, რომელნი ჰმსახურებდეს იერუსალემს.
Verse: 7B   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეორე ათეული დავყიდი და მივიდი, შევამსახური იერუსალემს თითოეულსა წელიწადსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მესამე ათეული მივსცი ვიეთა-იგი ჯერ-არნ, ვითარცა-იგი მამცნო მე დებორა, მამის დედამან ჩემმან, რამეთუ ობოლი დავშთი მამისაგან ჩემისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს ვიქმენ მამაკაც, მოვიყვანე ანნა ცოლად ნათესავისაგან მამისა ჩემისა, და მესუა მისგან ტობია.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს წარვიტყუენე ნინევად, ყოველნი ძმანი ჩემნი და ნათესავისა ჩემისაგანნი ჭამდეს პურსა წარმართთასა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე დავიცევ სული ჩემი ჭამისაგან,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მეჴსენა მე ღმერთი ყოვლითა გულითა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომცა მე ღმერთმან მადლი და ხატი წინაშე ენემესარ მეფისა, და ვიყავ მისა ვაჭარ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივიდოდე ხუჟიკეთა და დავვედრე გაბაელს, ძმასა გაბრიაჲსსა, ჰრაგას შინა ხუჟიკეთისასა ვეცხლისაჲ ათი ტალანტი (რომელ არს ათი ქანქარი).

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს მოკუდა ენემესარ, მეფობდა სენაქერიმ, ძე მისი, მის წილ; და გზანი მისნი შფოთ იყუნეს, და ვერღარა ვიკადრე მისლვად ხუჟიკეთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და დღეთა ენემესარისთა მოწყალებასა მრავალსა ვჰყოფდი ძმათა ჩემთათჳს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
პურსა ჩემსა ვსცემდ მშიერთა და სამოსელსა -- შიშუელთა. და უკუეთუ სადა ვინ ვიხილი ნათესავისა ჩუენისაგანი, მომკუდარი და განგდებული უკუანა კერძო ზღუდესა ნინევისასა, დავჰფლევდ მათ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაოდენთა მოსწყუედდა სენაქერიმ მეფე, მო-რაჲ-ვიდა სივლტოლით ჰურიასტანით, დავჰფლევდ მათ პარვით, რამეთუ მრავალნი მოსრნა გულისწყრომით; და ეძიებდა მეფე გუამებსა მათსა და არა პოვა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მი-ვინმე-ვიდა ნინეველი და უთხრა ჩემთჳს მეფესა, ვითარმედ მე დავჰფლევდ მკუდრებსა მას. და დავემალე, რამეთუ ვაგრძენ, ვითარმედ მეძიებენ მე მოკლვად, შემეშინა და ვივლტოდე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიჭრეს ყოველი ნაყოფი ჩემი და არარაჲ დამშთა მე თჳნიერ ხოლო ანნაჲსა, ცოლისა ჩემისა, და ტობიაჲსა, ძისა ჩემისა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღა წარსრულ იყუნეს ერგასისნი დღენი, მოკლეს იგი ორთა ძეთა მისთა. და წარივლტოდეს იგინი და წარვიდეს მთათა არატით კერძო. და მეფობდა საკერდონ, ძე მისი, მის წილ. და დაადგინა მან აქიაქაროს, ძე ა/ნაელისი, Page of ms. J: 96v  ძმისწული ჩემი, ყოველთა ზედა რჩეულთა სამეუფოჲსა მისისათა და ყოველთა ზედა განსაგებელთა მისთა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ევედრა აქიაქაროს ჩემთჳს მეფესა. და მოვედ ნინევედ, რამეთუ აქიქაროს იყო ღჳნის-მნე, და ბეჭედსა ზედა და განმგებელ და სიტყჳს-მყოფელ, სამწიგნობრესა მწერალ. და დაადგინა იგი საკერდონსორ შემდგომად თჳსა. ხოლო იყო იგი ძმისწული ჩემი.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს მოვედ სახიდ ჩემდა, და მომეცა მე ანა, ცოლი ჩემი, და ტობია, ძე ჩემი. და იყო ერგასისთაჲ მათ დღესასწაული, რომელ არს წმიდაჲ შჳდთა მათ შაბათთაჲ. მიმიზდეს მე პური ჩემი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავჯედ ჭამად, და ვიხილე სანოვაგე მრავალი და ვარქუ ძესა ჩემსა: წარვედ და მოიყვანე, ვინცა ჰპოო ძმათაგანი ჩუენთაჲ ნაკლულევანი; რომელსა ეჴსენოს უფალი; და აჰა ესერა გელი შენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდა და მრქუა მე: მამაო, ერთი ვინმე ნათესავისა ჩუენისაჲ შეგულარძნილი დაგდებულ არს უბანსა ზედა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე ვიდრე პურის ჭამამდე აღვდეგ და აღვიღე იგი და შევიდე სახლსა, ვიდრემდე დაჰჴდა მზე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიქეც, დავიბანე და ვჭამე პური ჩემი მწუხარებით.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომეჴსენა წინაწარმეტყუელებაჲ ამოსისი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: გარდაიქცენ დღესასწაულნი თქუენნი გლოვად და ყოველნი სიხარულნი თქუენნი გოდებად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მო-რა-ვიჴსენე ესე, ვტიროდე. და ოდეს დაჰჴდა მზე, წარვედ და დავჰფალ იგი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოძმენი მეკიცხევდეს მე და იტყოდეს: არღარა ეშინის ამას მოკლვისაგან, ამის საქმისათჳს ივლტოდა და კუალად მკუდართავე დაჰფლავს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მასვე ღამესა დავჰფალ იგი, და მოვედ და დავწევ შეგინებული კედელსა თანა ეზოჲსასა და პირსა არა დამებურა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ვიცოდე, რამეთუ სირები იყო კედელსა მას, და თუალნი ჩემნი მეხილნეს. და დამაჯუეს თუალთა ჩემთა ტფილი სირთა მათ, და მიმექცა თეთრი თუალთა ჩემთა. და მივედ მკურნალთა და არაჲ მარგეს. ხოლო აქიაქაროს მზრდიდა მე ვიდრე წარსლვამდე ელჳამაჲდად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ცოლი ჩემი ანა ნადობდა სადედოსა. და მიუძღუანებენ უფალსა მათსა და მოიღებენ სასყიდელსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეშჳდესა თუესა ამის იგრიკისასა მოჰკუეთნა ქსელნი და მიუძღუანნა იგინი უფალთა მისთა. და მოსცეს მას სასყიდელი და დაურთეს მას ზედა თიკანი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ვითარცა შემოვიდა ჩემდა, იწყო ბარიდ თიკანმან მან. და ვარქუ მას: ვინაჲ მოიყვანე თიკანი ესე? ნუუკუე მპარავი (!) არს? მიეც უფალთა თჳსთა, ვისიცა არს, რამეთუ არა ჯერ-არს ნაპარევი ჭამად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან თქუა: ნიჭად მომცეს ეგე სასყიდელსა ზედა. და არა მრწმენა მისი. ვეტყოდე, რაჲთამცა მისცა უფალთა მისთა, და ვჰრისხევდი მას. ხოლო მან მომიგო და მრქუა: სადა არიან მოწყალებანი შენნი და სიმართლენი შენნი? აჰა ესერა განცხადნა ყოველი შენ ზედა.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევწუხენ და ვტიროდე და ვილოცევდ ურვით და ვიტყოდე:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მართალ ხარ, შენ, უფალო, და ყოველნი საქმენი შენნი და ყოველნი გზანი შენნი მოწყალება არიან და ჭეშმარიტება, და სასჯელსა სიმართლისა და ჭეშმარიტებისასა შჯი უკუნისამდე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მომიჴსენე მე და მოიხილე ჩემ ზედა, და ნუ შურსა ეძიებ ცოდვათა ჩემთასა და უმეცრებასა მამათა ჩემთასა, რომელთა შეგცოდეს შენ წინაშე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არ ისმინნეს მცნებანი შენნი და მიმცენ ჩუენ მიმოსატაცებელად და ტყუეობად და სიკუდიდ და იგავად და საყუედრელად ყოველთა წარმართთა, რომელთა შორის განბნეულ ვართ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ ყოველნი მსჯავრნი შენნი ჭეშმარიტ არიან Page of ms. J: 97r  ყოფად ჩემგან ცოდვათა ჩემთათჳს, რამეთუ არა ვყვენთ მცნებანი შენნი, რამეთუ არა ვიდოდეთ ჭეშმარიტებით წინაშე შენსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ სათნოებისაებრ ნებისა შენისა ყავ წინაშე შენსა ჩემ თანა და ბრძანე მიღებაჲ სულისა ჩემისაჲ, რაჲთა განვეტეო და ვიქმნე მე მიწა; რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრე ცხორებასა, რამეთუ ყუედრებაჲ ნაცილი მესმა და მწუხარებაჲ დიდი არს ჩემ თანა. ბრძანე განტევებაჲ ჩემი ურვილებისა ამისგან აწვე საუკუნესა მას ადგილსა და ნუ გარე-მიიქცევ, უფალო, პირსა შენსა ჩემგან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა შეჰხუდა სარას, ასულსა ჰრაგუელისსა, ეკბატანს ხუჟიკეთისასა ყუედრებაჲ მჴევალთაგან მამისა მისისათა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მიცემულ იყო იგი შჳდთა ქმართა, და ასმოდეოსი, ბოროტი ეშმაკი, მოსრვიდა მათ ვიდრე შესლვამდე მათა მის თანა, ვითარცა არს წესი დედათაჲ. და ჰრქუეს მათ: არა გიცნობიესა, რომელსა დაგიშდობიან ქმარნი, რამეთუ შჳდი ქმარი გესუა და ერთისაცა მათგანისა არა სახელ-გედვა შენ ცოლად.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს უკუე მტანჯავ ჩუენ? უკუეთუ იგინი მოსწყდეს, ვიდოდე შენცა მათ თანა, ნუმცა გჳხილავს შენი ძე, გინა ასული უკუნისამდე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ვითარცა ესმა, შეწუხნა ფრიად ვიდრე მოშთობადმდე თავისაცა და თქუა: მარტოჲ ვარ მე მამისა ჩემისაჲ, უკუეთუ ვყო ესე, საყუედრელ არს მისა, და სიბერე მისი შთავჴადო სალმობით ჯოჯოხეთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ევედრებოდა უფალსა სარკუმლით გამო, და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, და კურთხეულ არს სახელი შენი, წმიდაჲ და პატიოსანი, უკუნისამდე, გაკურთხევდედ შენ ყოველნი საქმენი უკუნისამდე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ, უფალო, თუალნი ჩემნი და პირი ჩემი შენდამი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ვთქუ განტევებაჲ ჩემი ქუეყანით, რაჲთა არღარა მესმეს ყუედრებაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ უწყი, რამეთუ წმიდა ვარ მე ყოვლისაგან ცოდვისა და მამაკაცისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა შევაგინე სახელი ჩემი და არცა სახელი მამისა ჩემისაჲ ქუეყანასა ამას ტყუეობისა ჩემისასა. მარტოჲ შობილ ვარ მამისა ჩემისაგან, და არა უვის მას სხუაჲ შვილი, რომელმანმცა დაიმკჳდრა იგი. არცა ძმაჲ ახლოს, არცა ძე ძმისაგან არს, რაჲთამცა დაუმარხე მას თავი ჩემი ცოლად. აჰა ესერა წარმიწყმდეს მე შჳდნი ქმარნი. ამიერითგან რაჲსაღა არს ცხორებაჲ ჩემი? უკუეთუ არა ჯერ-გიჩს სიკუდილი ჩემი, ბრძანე მოხედვაჲ ჩემ ზედა. და შემიწყალე მე, რაჲთა არა მესმეს ყუედრებაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეისმნეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოივლინა რაფაელ ანგელოზი განკურნებად ორთავე: ტობის გარდაჴდად თეთრი თუალთაგან; და სარა, ასული ჰრაგუელისი, მიცემად ტობიას, ძესა ტობისსა, ცოლად; და შეკრვად ასმოდეოსი, ბოროტი ეშმაკი, რაჲთა ტობია იხუედროს დამკჳდრებად იგი. მას ჟამსა ოდენ მოიქცა ტობი და შევიდა სახიდ თჳსა; და სარა, ასული ჰრაგუელისი, გარდამოვიდა ქორთაგან თჳსთა.

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მას ჟამსა შინა მოიჴსენა ტობი ვეცხლი იგი, რომელი ვედრად მიეცა გაბაელს ჰრაგას ხუჟიკეთისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა გულსა თჳსსა: მე ვითხოვ სიკუდილი, რაჲსა არა მოუწოდე ტობიას, ძესა ჩემსა, რაჲთა ვაუწყო მას ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდა მას და ჰრქუა: ყრმაო, მო-რაჲ-ვკუდე, დამფალ მე და ნუ უგულებელს-ჰყოფ დედასა შენსა, პატიოსნად იპყარ იგი ყოველთა დღ/ეთა Page of ms. J: 97v  ცხორებისა შენისათა და ჰყოფდი სათნოებასა მისსა და ნუ შეაწუხებ მას.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიჴსენე, ყრმაო, რამეთუ მრავალნი ჭირნი იხილნა შენ ზედა მუცელსა მისსა, და ოდეს მოკუდეს, დაჰფალ იგიცა ჩემ თანა საფლავსა ერთსა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთა დღეთა, შვილო, უფალი, ღმერთი ჩუენი, გეჴსენენ შენ და ნუ ინებებ ცოდვად და გარდასლვად მცნებათა მისთა. სიმართლესა იქმოდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა და ნუ მიხუალ გზათა სიცრუვისათა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იქმოდი რაჲ შენ ჭეშმარიტებასა, წარმართებულ იყუნენ საქმენი შენნი,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი რომელნი იქმოდიან სიმართლესა. ნაყოფთაგან შენთა ჰყოფდი წყალობასა და ნუ გეშურობნ თუალი შენი ყოფად მოწყალებისა შენისა, და ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ყოვლისაგან გლახაკისა და არა გარე-მიგექცეს შენ პირი ღმრთისაჲ

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა გაქუნდეს შენ, სიმრავლისაებრ ჰყოფდ მათგან მოწყალებასა. უკუეთუ მცირედი გაქუნდეს, მცირედისაებრ ჰყოფდ, ნუ გეშინინ ყოფად მოწყალებისა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უნჯი კეთილი დაიუნჯო თავისა შენისა დღესა მას ჭირისასა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოწყალებამან სიკუდილისაგან იჴსნის და არა უტევის შესლვად ბნელსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ნიჭი კეთილი არს მოწყალებაჲ ყოველთა, რომელთა ყონ იგი წინაშე მაღლისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ეკრძალე, ყრმაო, ყოვლისაგან სიძვისა, და ცოლი პირველად მოიყვანე ნათესავისაგან მამათა შენთაჲსა. ნუ მოიყვანებ ცოლად უცხოთესლსა, რომელი არა იყოს ტომისაგან მამათა შენთაჲსა, რამეთუ ძენი წინაწარმეტყუელთანი ვართ: ნოესი, აბრაამისი, ისაკისი, იაკობისი. მამანი ჩუენნი საუკუნითგან მოიჴსენე, შვილო, რამეთუ ამათ ყოველთა მოიყვანნეს ცოლნი ძმათაგან თჳსთა და იკურთხნეს შვილთა შორის მათთა. და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუეყანაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ, ყრმაო, გიყუარდედ ძმანი და ნუ ამპარტავანებნ გული შენი ძმათა ზედა შენთა და ძეთა და ასულთა ერისა შენისათა მოყვანებად თავისა შენისა ცოლი მათგან; რამეთუ ამპარტავანებით არს წარწყმედაჲ და შფოთი მრავალი და უჴმარებითა -- დაკლებაჲ და ნაკლულევანებაჲ დიდი. რამეთუ უჴმარებაჲ არს დედაჲ სიყმილისაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
სასყიდელი ყოვლისა კაცისაჲ, რომელი გიქმოდის შენ, ნუ დადგებინ შენ თანა, არამედ მიეც მას მეყსეულად; და ჰმონებდე თუ უფალსა, მოგეგოს შენ კეთილი. ეკრძალე, შვილო, ყოველთა შინა საქმეთა შენთა და იყავ სწავლულ ყოველთა შინა სლვათა შენთა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელი შენ გძულს, სხუასა ნუვის უყოფ, ღჳნოსა მთრვალობით ნუ სუამ, და ნუ იქცევინ შენ თანა მთრვალობაჲ ყოველთა შინა გზათა შენთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
პურისა შენისაგანი სცი მშიერსა და სამოსლისა შენისაგანი -- შიშუელსა. ყოვლისაგან ნამეტნავისა შენისა ჰყოფდი მოწყალებასა და ნუ გშურობნ თუალი შენი ყოფად მოწყალებისა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
მიჰფინე პური შენი საფლავსა ზედა მართალთასა და ნუ სცემ ცოდვილთა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ზრახებასა ყოველთაგან გონიერთა ეძიებდ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ყოველსა ზრახებასა საჴმარსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველსა ჟამსა აკურთხევდი უფალსა შენსა და მისგან ითხოვდ, რაჲთა ყოველნი გზანი შენნი წარმართებულ იყვნენ და ყოველნი ალაგნი და ზრახვანი შენნი წარემართნენ, რამეთუ ყოველთა წარმართთა აქუს ზრახვაჲ, არამედ თავადმან უფალმან მოსცეს ყოველი კეთილი; და რომელი უნებნ, დაამდაბლის, ვითარცა უნებნ. და აწ, ყრმაო, გეჴსენედ მცნებანი ჩემნი და ნუ აღიჴოცებიედ გულისაგან შენისა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ გაუწყო შენ, რამეთუ ათი ტალანტი დამივედრებიეს Page of ms. J: 98r  ვეცხლისაჲ გაბაელს (რომელ არს ათი ქანქარი), ძესა გაბრიაჲსსა, ჰრაგას ხუჟიკეთისასა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ, ყრმაო, რამეთუ დავგლახაკენით, გაქუს ფრიად. უკუეთუ გეშინოდის ღმრთისა და განეშორო ყოვლისაგან ცოდვისა და ჰყოფდე სათნოებასა წინაშე მისსა.

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ტობია და ჰრქუა მას: მამაო, ყოველსა, რომელსა Page of ms. O: 529r   მამცნებ მე, ყოფით ვყო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ვეცხლისა მისთჳს, რომელ სთქუ დავედრებად გაბაელის თანა, ვითარ ჴელ-ვიწიფო მოღებად მისგან, რამეთუ მე არა ვიცი იგი და არცა მან მიცის მე? რაჲ სასწაული მივსცე მას, რაჲთა იცნას და ჰრწმენეს ჩემი და მომცეს ვეცხლი იგი? და არცაღა გზაჲ ხუჟიკეთისაჲ ვიცი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ტობი და ჰრქუა მას: ჴელით-წერილი მომცა მე და წარმოვიდე. და ერთი იგი გავყავთ ორად: ერთი იგი წარმოვიღე და ერთი დავდევ ვეცხლსა მას თანა. აჰა ესერა ესე ოცდაექუსი წელი არს, ვინაჲთგან დავჰვედრე ვეცხლი იგი. და მისცა მას ჴელით-წერილი იგი. და ჰრქუა მას: აწ, შვილო, იძიე ვინ კაცი სარწმუნოჲ, რომელი მოვიდეს შენ თანა, და მივსცეთ მას სასყიდელი, და წარვედ, და მოიღე ვეცხლი იგი, ვიდრე ცოცხალ-ღა ვარ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა ტობია ძიებად კაცისა, რომელი წარვიდეს მის თანა ხუჟიკეთა, მეცნიერი გზისაჲ. და პოვა რაფაელ, მდგომარე წინაშე მისა. და არა იცოდა, რამეთუ ანგელოზი ღმრთისაჲ არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობია: ვინაჲ ხარ, ჭაბუკო? ხოლო მან ჰრქუა: ძეთაგან ისრაელისა ერისათა, ერთი ძმათაგანი შენთაჲ. მოსრულ ვარ აქა საქმედ და მოდგინედ მუშაკობისა. ჰრქუა მას ტობია: იცია მისლვად ხუჟიკეთა?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან ჰრქუა: ფრიად ვიცი და მეცნიერ ვარ გზათა ყოველთა მისთა, ხუჟიკეთა სრულ ვარ მრავალგზის, და დავდგი გაბაელის თანა, ძმისა ჩუენისა, რომელი მყოფ არს ჰრაგას ხუჟიკეთისასა, და შორავს ეკბატანსა გზაჲ ორისა დღისაჲ განწესებული. ჰრაგაჲ არს მთასა ზედა, ხოლო ეკბატანი შორის ველსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობია: მგებდ მე აქა, ჭაბუკო; ვიდრემდე ვაუწყო მამასა ჩემსა, რამეთუ მიჴმს მე, რაჲთა მოხჳდე ჩემ თანა და მიგცე შენ სასყიდელი შენი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: აჰა, გელი შენ, არამედ ნუ ჰყოვნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა ტობია და უთხრა ტობის, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: აჰა ესერა ვპოე კაცი, ძმათა ჩუენთაგანი, რომელი წარვიდეს ჩემ თანა. და ჰრქუა მას: მომიწოდე მე აქა, რაჲთა უწყოდი, რომლისა ტომისაჲ არს; უკუეთუ სარწმუნო არს, რაჲთა წარვიდეს შენ თანა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა ტობია და მოუწოდა მას. და მოვიდა მისა და მოიკითხა იგი ტობი პირველად. და თქუა ანგელოზმან მან: მშჳდობაჲ შენ ზედა. და თქუა ტობი: რაჲ მშჳდობაჲ ჩემ ზედა? და მე კაცი მდაბალი ვარ და უძლური თუალითა, და ნათელსა ცისასა არა ვხედავ. ჴმაჲ კაცისაჲ მესმის და იგი ვერ ვიხილი, რამედ ვძე მე ბნელსა შინა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ადვილ არს უფლისა განკურნებაჲ შენი, ნუ გეშინინ. ჰრქუა მას ტობი: ტობიას, ძესა ჩემსა, ჰნებავს წარსლვაჲ ხუჟიკეთა, ძალ-გიცა მის თანა მისლვად? და მიგცე სასყიდელი შენი. და თქუა ანგელოზმან: ძალ-მიც, რამეთუ მრავალგზის ხუჟიკეთა სრულ ვარ, და გზანი მისნი ვიცნი და ყოველნი ველნი მისნი განმივლიან და ყოველთა მთათა მისთა მეცნიერ ვარ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობი: რომლისა ტომისაჲ ხარ და რომელთა მამათაჲ, ძმაო?.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ტომსა და მა/მულსა Page of ms. J: 98v  ეძიებ, ანუ სასყიდლით-მოდგინესა, რომელი წარვალს ძისა შენისა თანა? და ჰრქუა მას ტობი: ძმაო, ჭეშმარიტად მინებს ცნობად სახელი შენი და რომლისა ნათესავისაჲ ხარი შენ?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ანგელოზმან მან: მე ვარ აზარია ანანიაჲსი, სახლისაგან სედემის დიდისა, ძმათაგანი შენთაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობი: ცოცხლებით მოხუედ და ცხორებული, ძმაო, და ნუ განმირისხნები მე, რამეთუ მინებს ცნობად ჭეშმარიტად მამული შენი. და აჰა ესერა ძმაჲ ჩემი ხარი შენ და ნათესავისა კეთილისა და სახიერისაჲ, ვიცოდენ ანანია და ნათანაელ, ორნი ძენი სედემისნი, დიდისანი, რამეთუ იგინი ჩემ თანა მივიდიან იერუსალემდ და თაყუანის-სციან მათ მუნ ჩემ თანა. და არა შესცთეს კაცნი ესე, ძმანი ჩემნი, ცთომასა მას თანა ძეთა ისრაელისათასა. ძირისაგან კეთილისა ხარი შენ, ძმაო, მშჳდობით მოხუედ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე მიგცე შენ სასყიდელი დღისაჲ, და საზრდელი შენი იყოს მსგავსად ძისა ჩემისა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვედ ძისა ჩემისა თანა და მერმე გირთო-ვეღა სასყიდელსა შენსა ზედა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მე წარვიდე ძისა შენისა თანა, და მოვიდეთ და მოვიქცეთ მშჳდობით.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდა ტობი ძესა თჳსსა და ჰრქუა მას: შვილო, მზა იყავ და განვედ ძმისა შენისა თანა, ხოლო ღმერთმან, რომელი არს ცათა შინა, მიგიყვანენ თქუენ მშჳდობით და მოგაქციენინ თქუენ ცოცხლებით. და ანგელოზი მისი თანა-გივიდოდეს თქუენ. და მზა ყვეს საგზალი და წარემართნეს განსლვად და ამბორს-უყო მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა. და ჰრქუა მას ტობი: წარვედ ცოცხლებით.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტიროდა დედაჲ მისი. ჰრქუა ტობის: რაჲსა წარავლინე ყრმაჲ ესე? ანუ არა არს კუერთხი ჴელისა ჩუენისაჲ? და ესე Page of ms. O: 529v   განვალს და შემოვალს ჩუენ ზედა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველი ვეცხლი ვეცხლსა ნუ ეწიოს, არამედ ნასხურ იყავნ ძისა ჩემისა,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მოცემულ არს ჩუენდა ცხორებად უფლისა მიერ, ეგრეცა ვცხონდეთ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობი: ნუ გეშინინ, ცოცხლებით მივიდეს და ცოცხლებით მოვიდეს ჩუენდა, ნუ გეშინინ, დაო!

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ანგელოზი სახიერი თანა-უვიდოდის მას და წარემართოს გზაჲ მისი, და მოიქცეს ცოცხლებით.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ დასცხრა ტირილისაგან დედაჲ მისი.

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა ყრმაჲ იგი და ანგელოზი იგი და წარემართნეს, და ძაღლი იგი მათ თანა. და მოვიდეს ვიდრე ტიგრისამდე მდინარისა. და დაადგრეს განსუენებად მუნ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შთავიდა ყრმაჲ იგი მდინარესა დაბანად პირისა. და მოეხჳა თევზი ფერჴთა მისთა. და ჴმა-ყო ყრმამან მან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: შებმა უყავ და შეიპყარ ეგე. შეიკრძალა ყრმამან მან თევზი იგი. და აღმოიღო იგი ჴმელად ქუეყანად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ანგელოზმან მან ყრმასა მას: განაპე ეგე და გამოუღე გული, ნავღელი და ტყირბი და დადევ ეგე კრძალულად, რამეთუ საჴმარ არს ეგე წამლად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყო ეგრე ყრმამან მან. ხოლო თევზი იგი შეწუეს და შეჭამეს და ნეშტი იგი დაჰმარხეს საგზლად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდეს ორნივე იგი და მოვიდეს ვიდრე ხუჟიკეთამდე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ტობია ანგელოზსა მასნ რაჲ წამალ არს გული, ტყირბი და ნავღელი?

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა მას: გული და ტყირბი კუმევად წინაშე კაცისა, რომლისაჲ არნ შემთხუევაჲ ეშმაკისაჲ, გინა სულისა ბოროტისაჲ; და ივლტინ მისგან

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნავღელი ცხებად თუალთა, რომელსა არნ თეთრი, შთაბერვად მას, და განიკურნიან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიწივნეს ეკბატანად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ანგელოზმან მან ყრმასა მას: ჰრაგუელისსა ჯერ-არს ჩუენდა განსუენებაჲ დღეს, რამეთუ კაცი იგი ნათესავი შენი არს, და ასული ერთი უვის მას ხილვითა კეთილი Page of ms. J: 99r  ფრიად, სამართალ არს მისა დამკჳდრებად მამაჲ მისი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენდა სამართალ არს მოყვანებად იგი, რამეთუ შენდა მახლობელ არს იგი უმეტეს ყოველთა, და იგი მჴნე არს და გონიერ ფრიად. და მამასა მისსა უყუარს იგი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ისმინე ჩემი და ვეტყოდი მისთჳს და მოგითხოო იგი დღეს. და ოდეს მოვიქცეთ ჰრაგავით, მაშინ ვყოთ ქორწილი მისი; და ვიცი, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფოს ჰრაგუელს სიტყჳს-გებად შენდა, რამეთუ შენდა არს თჳსობაჲ მისი უფროჲს ყოველთა კაცთა, რამეთუ იცის, უკუეთუ მისცეს იგი სხუასა ქმარსა, თანა-მდებ არს სიკუდილისა სამართლისაებრ წიგნისა მოსესისა. და მოვიყვანოთ იგი და მივიყვანოთ მამისა შენისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: მასმიეს, ძმაო, მისთჳს, რამეთუ მიცემულ არს იგი ქმართა, და მოსწყჳდნა იგინი სასძლოსა შინა მათსა ღამე, რაჲ შევიდიან მისა. და მესმა, იტყოდეს ვინმე, ვითარმედ ეშმაკმან მოსრნის იგინი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ მეშინის მე ეშმაკისა მის, რამეთუ ჰყუარობნ იგი მას, და მას არაჲ ავნის, არამედ, უკუეთუ ვის ჰნვბავნ მიახლებად მისა, მოკლის იგი. ნუუკუე მოვკუდე და შთავჴადო სიბერეჲ მამისა და დედისა ჩემისაჲ სალმობით საფლავად; რამეთუ იამავრი ვარი მე, და ძეჲ სხუაჲ, გინა ასული არა უვის მათ, რაჲთა, ოდეს მოსწყდენ, ვინ დაჰფლნეს იგინი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: არა გაჴსოვსა მცნებაჲ მამისა შენისაჲ, რამეთუ გრქუა შენ მოყვანებაჲ ცოლისაჲ სახლისაგან მამათა შენთაჲსა? და აწ ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვიცი, ვითარმედ მიგცეს შენ და ნურაჲ ზრუნვაჲ გიცნ ეშმაკისა მისთჳს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს მოიყვანო იგი და შეხჳდე მისა სასძლოსა, დადევ გული იგი და ტყირბი თევზისაჲ მის სიცხესა ზედა საკუმეველთასა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მას აღდგომაჲ პირველად და დადგრომაჲ ფერჴთა თჳსთი ზედა. და ილოცევდით ორნივე და ევედრენით უფალსა და მოსცეს კურნებაჲ მას. კურნებაჲ და წყალობაჲ იყოს თქუენდა. და შეხჳდე მისა და გესხნენ ამისგან შვილნი, რამეთუ შენდა არს სამართალ მოყვანებად იგი საუკუნითგან.

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა მოვიდეს იგინი ეკბატანად და მოიწინეს ჰრაგუელისსა, პოეს იგი მჯდომარე კართა წინაშე ეზოჲსათა და მოიკითხეს იგი, და მანცა მოიკითხნა იგინი. და ჰრქუა მათ: ძმანო, მშჳდობით შემოხუედით სახლსა ძმისა თქუენისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა შევიდეს სახიდ, და ჰრქუა ჰრაგუელ ედნას, ცოლსა თჳსსა: ვითარ ესე ჭაბუკი ჰგავს ტობის, ძმასა ჩემსა?

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხვიდა მათ ედნა და ჰრქუა: ვინანი ხართ თქუენ, ძმანო? ხოლო მათ ჰრქუეს: ნინევით; ნატყუენავისაგანნი ძეთაგან ნეფთალემისთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ედნა ჰრქუა მათ: იცითა ტობი, ძმაჲ ჩუენი? ხოლო მათ თქუეს: ვიცით.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა: ცოცხლებით არსა? და უთხრა ტობია, ვითარმედ: მამაჲ ჩემი არს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა ჰრაგუელ და ამბორს-უყო მას, ტიროდა და Page of ms. O: 531r   ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ, შვილო კაცისა კეთილისა და სახიერისაო. დიდთა ბოროტთა, რამეთუ დაბრმა კაცი მა/რთალი Page of ms. J: 99v,  romeli ikmoda moc̣q̇alebasa. da šeiṭḳbo ṭobia, ʒe ʒmisa twsisay; da ṭiroda kedsa missa zeda,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამბორს-უყოფდა მას. და ედნა, ცოლი მისი, და სარა, ასული მისი, ტიროდეს და შეიწყნარნეს იგინი გულს-მოდგინედ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაკლეს ვერძი, და დაიბანნეს და დასხდეს სერობად.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ტობია რაფაელს, ანგელოზსა მას: აზარია, ძმაო, ეტყოდე ჰრაგუელს ასულისა მისისათჳს; რაჲთა მომცეს მე იგი ცოლად.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ესმა ესე ჰრაგუელს და ჰრქუა ტობიას: შვილო, ჭამე, სუ და განმხიარულდი ამას ღამესა. ვიცი, რამეთუ არა ჯერ-არს სხუასა მიცემად ასული ჩემი, არამედ შენ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო გითხრა შენ ჭეშმარიტი, შვილო, რამეთუ მივეც ეგე შჳდთა ქმართა და ყოველნი მოსწყდეს ღამე, ვითარცა შევიდიან მისა. და აწ ჭამე და სუ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ტობია: არა ვჭამო და არცა ვსუა, ვიდრე დაამტკიცო სიტყუაჲ ჩემთჳს. და თქუა ჰრაგუელ: რაჲ ჴელ-მეწიფების ყოფად? და იგი შენდა არს მიცემად შჯულისაგან ნათესაობით სამართლისაებრ ცოლად. უფალმან ცათამან წარგიმართენ თქუენ ამას ღამესა და ყავნ თქუენ თანა წყალობაჲ და მშჳდობაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდა დედასა მისსა და ჰრქუა გამოღებაჲ წიგნისა. და დაწერა წიგნი შერთვისაჲ, რაჲთა მისცეს მას იგი ცოლად სამართლისაებრ წიგნისა მოსესისა. და მოიღო დედამან მისმან, და დაწერა და დაჰბეჭდა

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მაშინღა ჭამეს და სუეს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ჰრაგუელ ედნას, ცოლსა თჳსსა: მზა ყავ საუნჯეჲ სხუაჲ და შეიყვანე ასული ჩუენი მუნ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან ყო ეგრე, და შეიყვანა იგი სასუენებელსა მას და შეიტკბო იგი. და ტიროდა და თქუა:

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ, ასულო, ყავნ ღმერთმან ცათამან ამას ღამესა წყალობაჲ და მოგხედენ შენ და მოგეცინ შენ სიხარული მწუხარებისა მის წილ შენისა პირველისა.

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ვითარცა აღასრულეს განცხრომაჲ იგი სიხარულისაჲ, აღდგეს დაწოლად და შეიყვანეს ტობია სასუენებელად.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოეჴსენა ტობიას სიტყუაჲ იგი რაფაელისი: და მოიღო გული იგი თევზისაჲ მის და ტყირბი და დაასხა იგი ნაკუერცხალსა მას საკუმეველთასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და სულმან მან თევზისამან გამოაძო ეშმაკი იგი ქალისა მისგან და განეშორა. და ივლტოდა იგი ზენა კერძო ეგჳპტისა ადგილთა. და რაფაელ შეკრა იგი მუნ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტობია ჰრქუა სარას: დაო, აღდეგ და განიწმიდენ. და ვილოცოთ და ვევედრნეთ პირსა უფლისასა, რაჲთა ყოს ჩუენ ზედა წყალობაჲ და ცხორებაჲ ამას ღამესა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ტობია: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ შენი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნეთა. გაკურთხევდენ შენ ცანი და ყოველნი დაბადებულნი შენნი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ შეჰქმენ კაცი ადამ და მიეც მას შემწედ ცოლი; მსგავსი მისი; და ორთა მათგან იქმნა ნათესავი კაცთაჲ. და შენ სთქუ, ვითარმედ: არა კეთილ არს ყოფაჲ კაცისა მარტ/ოჲსაჲ; Page of ms. J: 100r  არამედ უქმნეთ მას შემწე, მსგავსი მისი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ, უფალო, შენ უწყი, რამეთუ არა სიძვით მოვიყვანებ დასა ამას ჩემსა, არამედ სამართალითა შჯულისაჲთა, რაჲთა შევიწყალნეთ ჩუენ, უფალო, მე და ესე; და რაჲთა თანად დავბერდეთ, ჩუენ ურთიერთას მშჳდობით. და მომცენ ჩუენ შვილნი კურთხევად

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ზოგად თქუეს ამენი,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიძინეს ზოგად მას ღამესა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ჰრაგუელ მონათა თჳსთა მოთხრაჲ საფლავისაჲ ღამე: უკუეთუ მომკუდარ იყოს, დავჰფლა იგი ღამე, რაჲთა არავინ აგრძნეს და რაჲთა არა ვიქმნე საყუედრელ და საცინელ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ვითარცა განვიდეს მონანი იგი მოთხრად საფლავისა, მოუწოდა ჰრაგუელ ედნას, ცოლსა თჳსსა:

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მიავლინე ერთი მჴევალთაგანი სასუენებელად და იხილენ, უკუეთუ მშჳდობით არიან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინა ედნა მჴევალი; და სანთელი აქუნდა ჴელსა მისსა, და განაღო კარი სასუენებელისაჲ და იხილა, რამეთუ ეძინა მათ ერთად მშჳდობით.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოვიდა და უთხრა. და მიავლინა იგი ქმრისა თჳსისა და ჰრქუა, ვითარმედ: მშჳდობით არიან.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და აკურთხეს ღმერთი და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო ცათა და ქუეყანისაო, ყოვლითა კურთხევითა სრულითა და წმიდითა. და გაკურთხევდედ შენ ყოველნი ანგელოზნი შენნი და ყოველნი დაბადებულნი შენნი, გაკურთხევდედ შენ ყოველნი რჩეულნი შენნი, გაკურთხევდედ შენ ყოველთა მიმართ საუკუნეთა. შენ ხარ, რომელმან ჰგუემი და ჰკურნი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ მახარე ჩუენ და არა მეყო ჩუენ ეგრეთ, ვითარ-იგი ვჰგონებდით, არამედ მრავლისაებრ წყალობისა შენისა ჰყავ ჩუენ თანა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
კურთხეულ ხარ შენ, რომელმან აკურთხენ Page of ms. O: 530r   ორნი იამავრნი და მშობელნი მათნი. მოეც მათ წყალობაჲ და ცხორებაჲ და სრულ ჰყავ ცხორებაჲ მათი წყალობასა თანა სიხარულით.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს მონანი იგი და ჰრქუეს მათ, რაჲთა მიასხან საფლავსა მას ვიდრე განთიადმდე, რაჲთა არავინ აგრძნეს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ედნას, ცოლსა თჳსსა, ჰრქუა, რაჲთა მზა-ყოს პური დიდი, და მროწლად მირბიოდა იგი. და მოიბნა ორნი ზუარაკნი და ოთხნი ვერძნი და ბრძანა მომზადებაჲ მათი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდა ტობიას და ეფუცა მას და ჰრქუა: არა განხჳდე სახლით ჩემით ვიდრე მეათოთხმეტე დღედმდე, რაჲთა ახარო სულსა ასულისა ჩემისასა სალმობიერსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ზოგი მონაგებისა ჩემისაჲ მიიღე მეყსეულად და წარვედ მშჳდობით მამისა შენისა. და ნეშტი, რაჲცა იყოს სხუაჲ, ოდეს მოვსწყდეთ მე და ცოლი ჩემი, თქუენი არს. ნუ გეშინინ, შვილო, მე მამაჲ შენი ვარ და ედნა დედაჲ შენი არს.

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ მოჰხადა ტობია რაფაელს და ჰრქუა მას:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძმაო აზარია, წარიბენ ამერ ორნი აქლემნი და ოთნნი მონანი და წარვედ ჰრაგად გაბაელისა, და მიეც მას ჴელით-წერილი ესე და მოიღე მისგან ვეცხლი იგი, და მოიყვანე იგიცა შენ თანა ქორწილსა ამას.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ იცი,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ რაცხდეს მამაჲ ჩემი დღეთა, და უკუეთუ დავაყოვნოთ და დავაკლოთ დღე ერთ ოდენ, შეწუხნეს მამაჲ ჩემი. და ჰრაგუელ ფუცა არაგანტევ/ებაჲ Page of ms. J: 100v  ჩემი ათოთხმეტ დღე, რაჲთა ვიყოფოდი მე მათ თანა და ვერ ჴელ-მეწიფების შეურაცხ-ყოფად ფიცი მისი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ წარემართა რაფაელ და მონანი იგი მის თანა ჰრაგად და მივიდეს გაბაელისა და დაადგრეს მუნ. და მისცა რაფაელ ჴელით-წერილი იგი გაბაელს და მოუღო მას ვეცხლი იგი ყოველი. და აუწყა მას ტობიაჲსთჳს, ვითარმედ მოიყვანა მან ცოლად ასული ჰრაგუელისი და არს იგი მუნ. და ჰხადეს მასცა ქორწილსა მას. და აღდგა გაბაელ და მოიხუნა იგი და უჩუენნა ბეჭედნი. და აღრაცხეს ვეცხლი იგი და აჰკიდეს აქლემთა მათ და აღიმსთუეს განთიად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს ზოგად ქორწილსა მას ჰრაგუელისსა და პოეს ტობია ინაჴით-მჯდომარე. და აღ-თავ-იქცია ტობია და ამბორს-უყო გაბაელს. და მოიკითხა რაფაელცა. და თქუა გაბაელ: კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგცა შენ მშჳდობაჲ, რამეთუ ძეჲ კაცისა სახიერისაჲ და კეთილისაჲ და ქველის-მოქმედისაჲ ხარი შენ. კურთხეულ იყავ შენ, და მამაჲ შენი და დედაჲ შენი; და კურთხეულ იყავნ ცოლი შენი, და მამაჲ მისი და დედაჲ მისი.

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ტობი რაცხდა დღეთა, ვინაჲთ დღითგან განვიდა ტობია, ძე მისი. და ოდეს გარდაჴდეს დღენი იგი, შეწუხნა ტობი

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: მო-სამე-კუდა გაბაელ და არავინ მოსცა ვეცხლი იგი ძესა ჩემსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ანა: წარწყმდა ძეჲ ჩემი და არღარა არს იგი ცოცხალ, და გოდებდა მისთჳს

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყოდა: ვაჲმე, შვილო, ნათელო თუალთა ჩემთაო, რაჲსა-მე განგიტევე შენ წარსლვად ჩემგან?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ტობი ნუგეშინის-სცემდა მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ, დაო, მოვიდეს, ძე ჩუენი ცოცხლებით, დაბრკოლებაჲ რაჲმე ეყო მას და მით ჰყოვნის. ნუ სწუხ, რაეეთუ რომელი წარსრულ არს მის თანა, სარწმუნო არს ძმათა ჩუენთაგანი, ნურას დაიდებ გულსა შენსა ბოროტსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ანა: წარმიწყმდა შვილი ჩემი და განვიდის და გზათა მიმრიმსტრობნ, უკუეთუ მოვალს ძეჲ მისი; ვიდრე მზისა დასლვადმდე. და შევიდის სახლად თჳსა და არარაჲსა გემოჲ იხილის, არცა დაიძინის. და ვითარცა აღივსნეს დღენი იგი ქორწილისანი ათოთხმეტნი, ვითარცა-იგი ფუცა ჰრაგუელ, ჰრქუა მას ტობია: წარმავლინე მე, მე უწყი, რამეთუ მამაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი ღუაწლსა შინა არიან, რამეთუ არა ჰგონებენ იგინი, ვითარმედ იხილონ პირი ჩემი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ჰრაგუელ: მე წარვავლინნე მოციქულნი ტობისა, მამისა შენისა, და ვაუწყო შენთჳს, ხოლო შენ იყავ მცირედ დღე ჩემ თანა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტობია ჰრქუა მას: ნუსადა, მამაო ჩემო, გლოცავ შენ; წარმგზავნე მე, რაჲთა არა მწუხარე იყოს მამაჲ ჩემი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა ჰრაგუელ და მოიყვანა სარა, ასული თჳსი, და მისცა იგი ტობიას. და მისცა მას ყოველთაგან მონაგე/ბთა Page of ms. J: 101r  თჳსთა ზოგი მონები და მჴევლები, ზროხაჲ და ცხოვარი, ვირები და აქლემები; ოქროჲ და ვეცხლი და სამოსელი დიდძალი ფრიად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარავლინნა იგინი, ამბორს-უყო მათ ჰრაგუელ და ჰრქუა: წარვედით, შვილნო, ცოცხლებით Page of ms. O: 530v   და ღმერთმან ცათამან წარგიმართენ თქუენ, და მიხილვანმცა შვილნი თქუენნი პირველ სიკუდილისა ჩემისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამბორს-უყო ტობიას და სარას, ასულსა თჳსსა, და ჰრქუა მას: ასულო, პატივ-ეც მამამთილსა შენსა და დედამთილსა შენსა, რამეთუ ამიერითგან იგინი არიან მამა-დედა შენდა, ვითარცა ჩუენ ვიყვენით შენდა. ვიდოდე, ასულო, ცოცხლებით. და ჰრქუა ედნა ტობიას: წინაშე უფლისა მიგცემ შენ ასულსა ჩემსა, რაჲთა არა შეაწუხო ეგე ყოველთა დღეთა. და აჰა ესერა მე დედაჲ შენი და სარა დაჲ შენი და ამბორს-უყო ორთავე.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა და წარვიდა ტობია სიხარულით, და აკურთხევდა ღმერთს, ცისა და ქუეყანისასა, და ილოცვიდა და თქუა: მეყავნ მე პატივის-ცემაჲ სიმამრისა ჩემისაჲ და სიდედრისა ჩემისაჲ, ვითარცა მამა-დედათა ჩემთაჲ, ყოველთა დღეთა ცხორებასა მათისათა.

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიღეს გზათა მათსა და მოვიდეს კესარიას, რომელ არს წინაშე ნინევისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა რაფაელ ტობიას: შენ იცი, ვითარ დაუტევეთ მამაჲ შენი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ წარუსწროთ და მზავყოთ სახლი, ხოლო ცოლი შენი მოვიდეს მოცალედ შემდგომად ჩუენსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდეს ორნივე. ხოლო ძაღლი იგი რბიოდა უწინარეს მათსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა რაფაელ ტობიას: მიიღე ნავღელი თევზისაჲ მის ჴელსა შენსა. და იყოს ვითარცა მიეახლო მამასა შენსა, იგი მოგიჴდეს შენ ამბორის-ყოფად, და თუალნი მისნი აღებულ იყვნენ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ აცცჳე ნავღელი იგი თუალთა მისთა, და შესტკივეს წამალი იგი და მოჰჴადოს ზედა თეთრი იგი. და აღიხილნეს თუალნი მამამან შენმან და იხილოს ნათელი.

Verse: 7   Link to septLink to armat   
და ანა, დედაჲ მისი, დგა გარე და ხედვიდა გზასა, და იხილა ძაღლი იგი, წინა რაჲ ურბიოდა მათ.

Verse: 8   Link to septLink to armat   
და შერბიოდა შინა და ჰრქუა ტობის: აჰა ძე შენი მოვალს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და კუალად განვიდა ანა მიგებებად ძისა თჳსისა. და მოეხჳა მას და დავარდა ქედსა მისსა ზედა. და თქუა: ვინაჲთგან გიხილე შენ, შვილო, აწ თუ მოვკუდე, არღარა ვწუხ მე, რამეთუ ვიხილე პირი შენი. და მოვიდა ტობისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იგი დგა კართა ზედა, და ოდეს ესმა ჴმაჲ ძისა თჳსისაჲ, უნდა მიგებებაჲ მისი და ეჩქუეფებოდა აქა და იქი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მორბიოდა ტობია მამისა თჳსისა. და მიყო ტობი პირი თჳსი ამბორის-ყოფად ძისა თჳსისა, და ორნივე თუალნი განხუმულ იყვნეს, და შთააცცჳა ნავღელი იგი თევზისაჲ თუალთა მისთა, და დაიწუხნა ტობი თუალნი თჳსნი, რამეთუ შესტკივეს და თქუა ტობი: რაჲსა ჰყავ ესე, შვილო? და ჰრქუა ტობია: დაითმინე, მამაო, რამეთუ წამალი მიტევებისაჲ არს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეახო მამასა თჳსსა. და მოჰჴადა წამალმან მან თეთრი იგი თუალთაგან მისთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიხილნა და იხილა ნათელი, და აკურთხევდა Page of ms. J: 101v  ღმერთსა. და მიჰხედა ძესა თჳსსა და ამბორს-უყოფდა მას და ჰრქუა: აწ გიხილე შენ, შვილო.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ვიხილე ძეჲ ჩემი. და აჰა ესერა ვხედავ ძესა ჩემსა. კურთხეულ არს სახელი უფლისაჲ, საკჳრველთ-მოქმედისაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდეს ტობი და ანა, ცოლი მისი, სახიდ. და უხაროდა მათ და აკურთხევდეს ღმერთსა ყოვლისა მისთჳს, რაოდენი იქმნა მათთჳს. და უთხრა ტობია მამასა თჳსსა, ვითარ-იგი წარემართა გზაჲ მისი. და მოიყვანა სარა, ასული ჰრაგუელისი, ცოლად და მოიღო ვეცხლი იგი. და აჰა ესერა არს მახლობელად ბჭეთა მოვალს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიხარეს ტობი და ანა და განვიდეს მიგებებად სძლისა მის, ძის-ცოლისა მათისა. და იხილეს ნათესავთა მათთა და ყოველთა, რომელნი შეემთხუეოდეს და უკჳრდა, რამეთუ ვიდოდა ტობი ყოვლითა ძალითა თჳთ და არავინ წინა უპყრობდა მას, და აკურთხევდა მაღლითა ჴმითა ტობი ღმერთსა და შეიწყალა იგი ღმერთმან და აღუხილნა თუალნი მისნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს მიეახლა ტობი სარას, ძის-ცოლსა თჳსსა, აკურთხა იგი და ჰრქუა: მოგუალე, რამეთუ ცოცხლებით მოხუედ, ასულო. კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგიყვანა შენ ჩემდა, კურთხეულ მამაჲ შენი და კურთხეულ დედაჲ შენი და კურთხეულ ტობია, ძეჲ ჩემი, და კურთხეულ იყავ შენ, ასულო.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიხარული დიდი მას დღესა შინა ყოველთა ჰურიათაჲ, რომელნი იყვნეს ნინევს შინა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს მისა აქიაკაროს და ნაბალ, ძმათა შვილნი მისნი, და უხაროდა ტობის თანა. და ყვეს ქორწილი ყოვლითა სიხარულითა.

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს აღასრულეს ქორწილი იგი, ჰრქუა ტობი ძესა თჳსსა ტობიას: მივსცეთ სასყიდელი კაცსა მას, რომელი წარვიდა შენ თანა. და მერმე შე-ვეღა-ვსძინოთ სასყიდელსა ზედა მისსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ტობია მამასა თჳსსა: მამაო, რაოდენიცა მივსცეთ მას სასყიდელი, არა დამჭირდეს. დაღათუ ზოგი მივსცეთ ყოვლისა მისგანი, რომელი მოვიღეთ ჩუენ თანა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მე მან დამიცვა გზასა ზედა და ცოლი ჩემი განკურნა არა მევნების, რაოდენი-რაჲ მივსცეთ მას.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ტობი თქუა: სამართლად ჯერ-არს მიცემად მას ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი გაქუნდა; და მოვიდა შენ თანა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიხადა ანგელოზი იგი და ჰრქუა მას: მიიღე ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი მოიღე და მოხუედ ცოცხლებით სასყიდლად შენდა და წარვედ ცოცხლებით თჳსა ადგილად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ მოუწოდა რაფაელ ორთა მათ თჳსაგან და ჰრქუა მათ: ღმერთსა აკურთხევდით და ადიდებდით წინაშე ყოველთა კაცთა, რომელი ქმნა თქუენ თანა, კეთილ არს კურთხევაჲ ღმრთისაჲ და ამაღლებაჲ სახელისა მისისაჲ; სიტყუათა ღმრთისათა მიუთხრობდით პატიოსნად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
საიდუმლოჲ მეუფისაჲ კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი -- მითხრობად. პატიოსნად იქმოდეთ კეთილსა და ბოროტმან არა გპოვნეს თქუენ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
კეთილ არს ლოცვაჲ მარხვასა თანა და მოწყალებაჲ -- სიმართლესა თანა. უფროჲს ამათ ორთსავე უმჯობეს არს მოწყალებაჲ ვიდრე დაუნჯებასა ოქროჲსასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: 102r  რამეთუ მოწყალებაჲ სიკუდილისაგან იჴსნის და განწმიდის ყოვლისაგან ცოდვისა; რომელი ჰყოფდეს მოწყალებასა, განძღეს ცხორებითა;

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რომელნი იქმან ცოდვასა და სიცრუესა, იგინი მბრძოლნი არიან თჳსისა ცხორებისანი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ გითხრა თქუენ ყოველივე ჭეშმარიტი და დავფარო თქუენგან სიტყუაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდეს-იგი ილოცევდით შენ და სარა, სძალი შენი, შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა, და საცნაურ იქმნნეს საქმენი შენნი და მოწყალებანი შენნი, რომელთა იქმოდე მკუდართა მათ ზედა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს-იგი აღსდეგ ტაბლისაგან და შეჰმოსე მკუდარი, და მოიწია შენ ზედა განსაცდელი,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ მომავლინა მე ღმერთმან განკურნებად შენდა და სარაჲსა, სძლისა შენისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ რაფაელ, ერთი შჳდთაგანი წმიდათა ანგელოზთაჲ, რომელნი შესწირვენ ლოცვასა წმიდათასა და შევლენან წინაშე დიდებასა წმიდისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეძრწუნდეს ორნივე იგი და დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა, რამეთუ შეეშინა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ რაფაელ: ნუ გეშინინ, მშჳდობაჲ იყოს თქუენდა, ხოლო ღმერთსა აკურთხევდით უკუნისამდე.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ჩემითა მადლითა, არამედ ნებითა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რამეთუ აკურთხევდით მას უკუნისამდე,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ, და არა ვჭამდ, არცა ვსუემდ, არამედ ხილვით ხოლო ხედვიდეთ თქუენ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ აუარებდით ღმერთსა, რამეთუ აღვალ მომავლინებელისა ჩემისა უფლისა. და დაწერეთ წიგნსა ყოველი ესე, რაჲცა შეგემთხჳა თქუენ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღ-რაჲ-დგეს, არღარა იხილეს იგი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუარებდეს იგინი საქმეთა მათთა დიდ-დიდთა და საკჳრველებათა მისთა, და ვითარ-იგი ეჩუენა მათ ანგელოზი ღმრთისაჲ.

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტობი დაწერა ლოცვაჲ მათა მიმართ სიხარულად და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი, რომელი ცხოველ არს საუკუნეთა, და სუფევაჲ მისი ჰგიეს უკუნისამდე.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მან ტანჯის და შეიწყალის, შთაიყვანის ჯოჯოხეთა. და აღმოიყვანის. და არავინ არს, რომელი განერეს ჴელსა მისსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
აუარებდით მას ძენი ისრაელისანი წინაშე წარმართთა, რამეთუ მან მიმოგთესნა თქუენ მათ შორის.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ უჩუენეთ დიდებულებაჲ მისი, აღამაღლებდით მას წინაშე ყოვლისა ცხოველისა, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ჩუენი და ღმერთი, და იგი თავადი არს მამაჲ ჩუენი ყოველთა მიმართ საუკუნეთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მტანჯის ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს და კუალად შეგჳწყალნის და შეგუკრიბნის ჩუენ ყოველთაგან თესლთა, სადაცა განვიბნიენით მათ შორის.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოიქცეთ მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა ყოფად წინაშე მისა ჭეშმარიტებისა, მაშინ მოიქცეს იგი თქუენდა და არა გარე-მიიქციოს პირი მისი თქუენგან. და იხილოთ, რაჲ-იგი ყოს თქუენ თანა. და აუარებდით მას ყოვლითა პირითა თქუენითა, და აკურთხევდით უფალსა სიმართლისასა და აღამაღლებდით მეუფესა საუკუნეთასა. მე ქუეყანასა ამას ტყუეობისასა აღუვარებ მას და ვაჩუენო ძალი სიმდიდრისა მისისაჲ. ნა/თესავნი Page of ms. J: 102v  ცოდვილთანი მოიქეცით მისა და ყავთ სიმართლე წინაშე მისა. ვინ უწყის, გინებოს ხოლო თქუენდა, ყოს მოწყალებაჲ თქუენ თანა

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ღმერთსა ჩემსა აღვამაღლებ და სული ჩემი მეუფესა ცათასა უგალობდეს დიდებულებასა მისსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
იტყოდეთ ყოველნი და აუარებდით მას იერუსალემს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
იერუსალემი, ქალაქი წმიდისაჲ, გტანჯოს საქმეთათჳს ძეთა შენთაჲსა, და კუალად შეიწყალნეს ძენი მართალთანი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აუარებდ უფალსა კეაილად და აკურთხევდ მეუფესა საუკუნეთასა, რაჲთა კუალად კარავი მისი აღეშენოს შენ შორის სიხარულით. იხარე შენ შორის ტყუეთა და შეიყუარენ შენ შორის უბადრუკნი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნეთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ნათესავნი მრავალნი მოვიდოდიან სახელისათჳს უფლისა ღმრთისა, ძღუენი ჴელითა მოაქუნდეს, ძღუენი მეუფისა ცათაჲსა, ნათესავმან ნათესავთამან მოსცეს სიხარული.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
წყეულ არიან ყოველნი მოძულენი შენნი, კურთხეულ არიან ყოველნი მოყუარენი შენნი უკუნისამდე.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
გიხაროდენ და მხიარულ იყავ ძეთა ზედა მართალთასა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ნეტარ მოყუარენი მისნი და უხაროდენ მშჳდობასა შენსა ყოვლისა შემდგომად ტანჯვისა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხარებდეს სული ჩემი უკუნისამდე, აკურთხევდეს ღმერთსა, მეუფესა ჩუენსა დიდსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღაშენოს იერუსალემი საფირონითა და ზმარაგდონითა, და ქვითა პატიოსნითა ზღუდენი მისნი, და გოდოლნი და არდაბაგნი მისნი ოქროჲთა წმიდითა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბანნი იერუსალემისნი ლიგჳრონითა და ანთრაკითა და ქვითა სოფერითგამოჲთა მოფენილ იყოს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყოდიან ყოველთა უბანთა მისთა: "ალელუა". აქებდენ და იტყოდიან: კურთხეულ არს უფალი, რომელი ნათელ არს ყოველთათჳს უკუნისამდე.

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასცხრა აღსარებისაგან ტობი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
იყო ორმეოცდაათექუსმეტის, ოდეს წარწყმიდნა თუალნი და შემდგომად რვისა წლისა აღიხილნა და იქმოდა ქველის-საქმესა, და შესძინა შიში უფლისა ღმრთისა და აუარებდა მას.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ფრიად დაბერდა და მოუწოდა ძესა თჳსსა ტობიას და ექუსთა ძის-წულთა თჳსთა და ჰრქუა მათ; წარიყვანენ ძენი შენნი, რამეთუ განსლვასა ცხორებისასა ზედა ვდგა მე,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვედ ხუჟიკეთა შვილითურთ; მრწამს მე, რამეთუ რაოდენსა იტყოდა იონა წინაწარმეტყუელი ნინევისათჳს: იყოს დაქცევად არს; ხოლო ხუჟიკეთს იყოს მშჳდობაჲ ვიდრე ჟამად რაოდენადმდე. რამეთუ ძმანი ჩუენნი ყოველსა ქუეყანასა განიბნინენ ქუეყანისა მისგან კეთილისა. და იერუსალემი იყოს ოჴერ, და სახლი ღმრთისაჲ, რომელ არს მუნ შინა, დაიწუეს და ოჴერ იყოს ვიდრე ჟამ რაოდენმე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და კუალად შეიწყალნეს იგინი ღმერთმან და მოიქცინეს ქუეყანასა მათსა, და აღაშენონ სახლი იგი; არამედ არა ვითარ პირველ, ვიდრემდე აღივსნენ ჟამნი საუკუნენი. და ამისა შემდგომად მოიქცენ ტყუეობისაბან და აღაშენონ იერუსალემი პატიოსნად. და სახლი ღმრთისაჲ მას შინა აღეშენოს ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნეთა შენებულითა დიდებულითა; ვითარცა იტყოდეს მისთჳს წინაწარმეტყუელნი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი წარმართნი მოიქცენ ჭეშმარიტად და ეშინოდის უფლისა ღმრთისა. და დაჰფლნე კერპნი მათნი ქუეყანასა. და აკურთხევდეს ყოველი თესლები უფალსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერი მათი აკურთხევდეს ღმერთსა და აღამაღლოს უფალმან ერი Page of ms. J: 103r  თჳსი და უხაროდის ყოველთა მოყუარეთა უფლისა ღმრთისათა ჭეშმარიტებით და სიმართლით, და ჰყოფდენ წყალობასა ძმათა ჩუენთასა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ, შვილო, წარვედ ნინევით და ნანდჳლვე იყოს, რომელსა იტყოდა წინაწარმეტყუელი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ დაიმარხენ სჯულნი და ბრძანებანი, და შენ, შვილო, იყავ მოწყალების-მოყუარე და მართალ, რაჲთა კეთილი გეყოს შენ. დამფალ მე და დედაშენი კეთილად და ნუღარა იყოფი ნინევს შინა,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
შვილო, უწყი, რაჲ-იგი უყო ადამ აქიაკაროსს, მპოხელსა თჳსსა, ვითარ-იგი ნათლისაგან შეიყვანა ბნელად; და ვითარ-იგი მიაგო მას უფალმან -- და აქიაკაროს განარინა, ხოლო მას მისაგებელი მიაგო და შთაჴდა იგი ბნელსა. მანასე იქმოდა ქველის-საქმესა და განერა იგი საბრჴისაგან სიკუდილისა, რომელი დაარწყუა მან თავისა თჳსისა; ხოლო ადამ შევარდა საბრჴესა და წარწყმდა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ, შვილო, იხილე მოწყალებაჲ რასა იქმს, და ვითარ-იგი სიმართლე იჴსნის. ხოლო ვითარ იგი ამას იტყოდა, მოაკლდა სული მისი ცხედარსა ზედა. და იყო იგი ას ორმეოცდაათექუსმეტის წლის. და დაჰფლეს იგი პატიოსნად.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს მოკუდა ანა, დედამისი, დაჰფლა იგი მამისა თჳსისა თანა. ხოლო ტობია წარვიდა სარაჲს თანა, ცოლისა თჳსისა, და ძეთა მისთა თანა ეკბატანად ჰრაგუელისა, სიმამრისა თჳსისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაბერდა პატიოსნად და დაჰფლა სიმამრი და სიდედრი თჳსი დიდებულად და დაიმკჳდრა ნაყოფი მათი და ტობისი, მამისა თჳსისაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოკუდა იგი ას ოცდაშჳდისა წლისაჲ ეკბატანს ხუჟიკეთისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა უწინარეს სიკუდილისა მისისა წარწყმედაჲ ნინევისაჲ, რამეთუ წარტყუენა იგი ნაბუქოდონოსორ და ასუიეროს. და განიხარა ვიდრე სიკუდიდმდე მისა.
Page of ms. O:   
Page of ms. J:  



Book: Prov. 

იგავნი სოლომონისნი

Chapter: 1 


Verse: 1  Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 215r  იგავნი სოლომონისნი, ძისა დავითისნი, რომელი მეფობდა ისრაჱლსა ზედა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ცნობად სიბრძნისა და სწავლულებისა და ცნობად სიტყუათა გონიერებისათა,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
შეწყნარებად ქცევითთა სიტყუათა და ცნობად სიმართლისა და ჭეშმარიტებისა და საშჯელისა განმართლებად.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა მიჰსცეს უმანკოთა მეცნიერებაჲ და ყრმათა ჩჩჳლთა ცნობაჲ და გულისხმისყოფაჲ;

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა-იგი ესმეს ბრძენთა და უბრძნჱს იყოს, ხოლო მეცნიერმან მოღუაწებაჲ მოიპოვოს,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ, თქუმული ბრძენთაჲ და უწყებანი მათნი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ გულისხმა კეთილ ყოველთა, რომელთა ყონ იგი, ხოლო მსახურებაჲ ღმრთისა მიმართ - დასაბამ ცნობის. სიბრძნჱ და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ და ნუ განიშოვრებ შჯულსა დედისა შენისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გჳრგჳნი მადლისაჲ დაიდგა თავსა შენსა და მანიაკი ოქროჲსაჲ - ყელსა შენსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, ნუსადა გაცთუნებენ შენ კაცნი უღმრთონი, ნუცა ინებებ სლვად მათ თანა, გლოცვიდენ-ღათუ და გეტყოდიან:

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვედ ჩუენ თანა და მეზიარე სისხლსა და ვარწყათ ქუეყანად კაცი მართალი სიცრუვით,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთავნთქათ იგი, ვითარცა ჯოჯოხეთმან - ცხოველი, და აღვიღოთ ქუეყანით საჴსენებელი მისი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მონაგები მისი მრავალ/ნაყოფიერი Page of ms. O: 215v  დავიპყრათ და აღვავსნეთ სახლნი ჩუენნი ნატყუ[ე]ნავითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაწილი შენი შემოჰრთე ჩუენ თანა და ზოგად პაჲვასიკი მოვიგოთ ყოველთა და ვაშკარანი ერთი იყავნ ჩუენი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, ნუ ხუალ გზასა მათ თანა. მოაქციენ ფერჴნი შენნი ალაგთაგან მათთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა ცუდად დაურწყიან მახჱ მ[ფ]რინველსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ იგინი, რომელნი კაცისკლვასა თანამდებ არიან, იუნჯებენ თავისა თჳსისა ძჳრსა, ხოლო დაქცევაჲ კაცთა უშჯულოთაჲ ბოროტ არს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე გზანი არიან ყოველთანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რამეთუ სულნი თჳსნი წარიწყმიდნიან.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნჱ გამოსავალთა იქების და უბანთა ზედა განცხადებულად იქცევის,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ზედა წუერთა ზღუდისათა იქადაგების, ბჭეთა ზედა ძლიერთასა დაადგრების, ბჭეთა ზედა ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ:

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რავდენ ჟამ უმანკონი იყვნენ, სიმართლესა შინა არა ჰრცხუენოდის, ხოლო უგუნურნი იგი გინებისა არიან გულისმთქუმელ, უღმრთო იქმნნეს და მოიძულეს მეცნიერებაჲ და თანამდებ იქმნნეს მეცნიერებისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა ესერა, მე წინაგიყოფ თქუენ სულისა ჩემისა თქუმულთა და გასწავნე თქუენ სიტყუანი ჩემნი,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გიწოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი, განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი და არა მერჩდით მე,

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ შეურაცხ-ჰყვენით ზრახვანი ჩემნი და მხილებათა ჩემთა არა მომხედეთ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 216r  აწ უკუე წარწყმედასა თქუენსა მეცა გეცინოდი და მომცხრებოდის, რაჟამს მოვალს თქუენ ზედა ჭირი და გარემოქცევაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ოდეს-იგი მოვიდეს თქუენ ზედა მეყსეულად შფოთი, ხოლო დაქცევაჲ მსგავსად ნიავქარისა მოვიდეს, ანუ რაჟამს მოგიჴდეს თქუენ მოსრვაჲ,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ იყოს, ოდეს მხადოდით მე და არა ვისმინო თქუენი. მეძიებდენ მე უკეთურნი და არა მპოვონ,

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოიძულეს სიბრძნჱ და შიში უფლისაჲ არა გამოიძიეს.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
არცა ინებეს ჩემთა ზრახვათა კრძალვაჲ და შეურაცხ-ყვნეს მხილებანი ჩემნი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ამიერითგან ჭამდენ თავისა თჳსისა გზისა ნაყოფსა და უღმრთოებითა თჳსითა განძღენ;

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს, რამეთუ ავნებდეს ჩჩჳლთა და მოწყუედდეს, და განკითხვამან უღმრთონი მოსრნეს.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რომელმან ისმინოს ჩემი, დაემკჳდროს სასოებით და დაადგრეს უშიშად ყოვლისაგან ბოროტისა.



Chapter: 2  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, უკუეთუ შეიწყნარნე სულისა ჩემისა თქუმულნი მცნებანი და დაიფარნე შენ თანა

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერჩდეს სიბრძნესა ყური შენი და წინაუყვნე იგინი სასწაულად ძესა შენსა და მისცე გული შენი გულისხმისყოფასა;

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ჰხადო, სიბრძნესა და გულისხმისყოფასა მიჰცე ჴმაჲ შენი,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუეთუ გამოეძიებდე მას, ვითარცა ვეცხლსა, და, ვითარცა საფასესა, გამოიკულევდე მას,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ გულისხმა-ჰყო შიში უფლისაჲ და მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ ჰპოვო.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უფალმან მოსცის სიბრძნჱ და პირისა მისისაგან მეცნიერებაჲ Page of ms. O: 216v  და გულისხმისყოფაჲ,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და დააუნჯის ცხოვრებაჲ; რომელთა წარიმართიან, მიეწევის სლვასა მათსა

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
დაცვად გზათა სიმართლისათა და გზაჲ მოშიშთა მისთაჲ დაიცვის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ გულისხმა-ჰყო სიმართლჱ და მშჯავრი და წარიმართნენ ყოველნი ალაგნი კეთილისანი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ მოვიდეს სიბრძნჱ გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილისყოფაჲ გთნდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ზრახვამან კეთილმან დაგიცვეს შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისაგან, რომელი იტყოდის არასარწმუნოსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ვაჲ, რომელთა დაუტევნეს გზანი წრფელნი და ვიდოდეს გზათა ბნელისათა,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი იხარებენ უკეთურებასა ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა გზანი მათნი, დრკუ არიან და გულარძნილ - ალაგნი მათნი,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა განგაშორონ შენ გზისაგან წრფელისა და უცხო-გყონ სიმართლისაგან გონებისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, ნუ გეწევინ ზრახვაჲ ბოროტი, რომელმან-იგი დაუტევის მოძღურებაჲ სიჭაპუკისაჲ და შჯული საღმრთოჲ დაივიწყის.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დაუდგინა სიკუდილსა თანა სახლი თჳსი და ჯოჯოხეთს შიდა ნაშობთა თანა ქუეყანისათა ალაგნი მისნი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველნი, რომელნი ვლენან მას შინა, არა მოიქცენ, არამედ ინანდენ და ვერ ეწინენ ალაგთა სიწრფოებისათა, რამეთუ ვერ ეწიფოს მათ წელიწადი ცხოვრებისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუმცა სრულ იყვნეს იგინი ალაგთა კეთილისათა, ეპოვნესმცა გზანი სიმართლისანი წრფელნი,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 217r  რამეთუ წრფელთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და წმიდანი დაშთენ მას ზედა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო გზანი უღმრთოთანი ქუეყანით მოისპნენ და უშჯულონი განვიდენ მისგან.



Chapter: 3  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, შჯულსა ჩემსა ნუ დაივიწყებ და სიტყუანი ჩემნი დაიმარხენინ გულმან შენმან,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სიგრძჱ ჟამთაჲ და წელიწადნი ცხოვრებისანი შეგეძინნენ შენ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიედ შენ, შეიბენ იგინი ყელსა შენსა და ჰპოვო მადლი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
წინაჲსწარ განიზრახევდ კეთილსა წინაშე ღმრთისა და კაცთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა ღმრთისა და სიბრძნესა შენსა ნუ აღჰყვები.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა გზათა შენთა იცან იგი, რაჲთა წარჰმართნეს გზანი შენნი და ფერჴი შენი არა წარჰკუეთო.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
გეშინოდენ უფლისა და მოიქეც ყოვლისაგან ბოროტისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ კურნება იყოს ჴორცთა შენთა და მოღუაწება - ძუალთა შენთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
პატივ-ეც უფალსა ნაშრომთაგან შენთა სიმართლისათა და შეწირე მისა პირველთაგან ნაყოფთა შენთა სამართალთა,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა აღივსო სიმაძღრითა იფქლისაჲთა და ღჳნისაჲთა საწნეხელნი შენნი გარდაეცემოდიან.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნჱ და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვეცხლისა საუნჯეთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
უპატიოსნჱს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არარაჲ უჴდების მას არცა ერთი ბოროტი. Page of ms. O: 217v  კუალად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას. ყოველივე პატიოსანი ვერ ესწორების მას,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სიგრძჱ ჟამთაჲ და წელნი ცხოვრებისანი - მარჯუენით მისსა, და მარცხენით მისსა - დიდებაჲ და სიმდიდრჱ.

Verse: 16a   Link to mcat Link to septLink to armat   
პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლჱ, შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
გზანი მისნი - გზა კეთილ და ყოველნი ალაგნი მისნი - მშჳდობით.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ხე ცხორების არს ყოველთა, რომელნი შეიწყნარებენ მას და რომელნი შევედრებულ არიან, ვითარცა უფლისა მიმართ უცთომელ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ღმერთმან სიბრძნითა თჳსითა დააფუძნა სოფელი და განჰმზადნა ცანი გონებითა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მეცნიერებით უფსკრულნი გამოეცნეს და ღრუბელნი ადინებდეს ცუარსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, ნუ მოჰმედგრდები, დაიცვენ ზრახვანი ჩემნი და მცნებანი,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა ცხონდეს სული შენი და მადლი იყოს თავსა შენსა;

Verse: 22a   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს კურნება ჴორცთა შენთა და მოღუაწება ძუალთა შენთა,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა ხჳდოდი სასოებით მშჳდობით ყოველთა გზათა შენთა და ფერჴი შენი არა წარჰსცე.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ჰშჯდე, უშიშად შჯდე და უკუეთუ გეძინოს, განსუენებით გეძინოს.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა გეშინოდის შენ შეძრწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედამოსლვასა უღმრთოთა მოწევნულისა,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უფალი იყოს ყოველთა გზათა შენთა და დაამტკიცნეს ფერჴნი შენნი, რაჲთა არა შეიძრა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დააყენებ კეთილისყოფასა ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ჴელსა შენსა შეწევნაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ეტყჳ: წარვედ აწ და ხვალე გცე, მოვედ, ძალ-თუ-გედვას Page of ms. O: 218r  კეთილისა ყოფად.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ჰზრახავ მეგობრისა შენისათჳს ძჳრსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყოს შენდა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ მტერ-მოყუარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუუკუე გექმნეს რაჲმე ბოროტი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მოიგებ კაცთა ბოროტთა მაყუედრებელად, ნუცა ჰბაძავ გზათა მათთა,

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე უშჯულოჲ და მართალთა თანა არა დაადგრეს იგი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
წყევაჲ უფლისაჲ _ სახლთა შინა უღმრთოთასა და საყოფელნი მართალთანი იკურთხნენ უფლისა მიერ.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოჰსცის მადლი.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღამაღლეს გინებაჲ.



Chapter: 4  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინეთ ყრმათა სწავლაჲ მამისაჲ და ერჩდით ცნობად გულისხმისყოფასა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ნიჭსა კეთილსა მიგანიჭებ თქუენ, შჯულსა ჩემსა ნუ დაუტევებთ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შვილი ვიყავ მეცა მამისაჲ მორჩილი და საყუარელ წინაშე პირსა დედისასა,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი მასწავებდეს მე და მეტყოდეს: დასჯერდინ სიტყუაჲ ჩემი გულსა შენსა;

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
დაიცვენ მცნებანი და ნუ დაივიწყებ და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყუათა პირისა ჩემისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუცა გარდააქცევ თქუმულთაგან პირისა ჩემისათა და ნუცა დაუტევებ მას და შეგეწიოს შენ, ეტრფიალე მას და დაგიცვეს შენ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
[*დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ.]

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
გარემოზღუდე იგი და აგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რაჲთა შეგიტკბოს შენ,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებლისაჲთა შეგეწიოს შენ. Page of ms. O: 218v 

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინეთ, შვილნო, და შეიწყნარენით სიტყუანი ჩემნი და განმრავლდენ წელნი ცხოვრებისა შენისანი, რაჲთა იყვნენ შენდა მრავალ გზა ცხოვრების.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გზანი სიბრძნისანი გასწავნე შენ და ალაგნი მართალთანი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ხჳდოდი, არა დაიჴსნენ სლვანი შენნი და ჰრბიოდი-თუ, არა დაიშურე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
შეეკრძალე სწავლასა ჩემსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაიმარხე თავისა შენისა ცხოვრებად იგი შენდა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
გზასა უღმრთოთასა ნუ მიხუალ, ნუცა ჰბაძავ გზათა უშჯულოჲსათა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა ადგილსა განეწყვებოდიან, ნუ მიხუალ მას; მიაქციენ მისგან ფერჴნი შენნი და დაუტევე იგი,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან; მიღებულ არს ძალი მათგან და არა დაიძინიან,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი იზარდებიან საჭმლითა უღმრთოებისაჲთა და ღჳნითა უშჯულოებისაჲთა დაითრვნიან.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო გზანი მართალნი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ, წინაუძღოდიან და განანათლებდენ, ვიდრე წარმოემართოს დღჱ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო გზანი უღმრთოთანი ბნელ არიან, არა იციან, სადა წარხეთქიან ფერჴი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, თქუმულთა ჩემთა ეკრძალე და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა არა მოაკლდენ წყარონი შენნი, დაიმარხენ იგინი გულსა შენსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ცხოვრება არს, რომელთა პოვონ იგი და ყოვლისა ჴორციელისა ლხინება.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველი საცოჲ დაიმარხენ გულმან შენმან, რამეთუ ამათგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მოისპე შენგან პირი ზაკული და ცრუნი ბაგენი შორად განიშორენ შენგან.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალნი შენნი მართლ ჰხედვიდენ და წამწამნი შენნი სიმართლესა Page of ms. O: 219r  წამებედ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მართლ-ყვენ ალაგნი ფერჴთა შენთანი და გზანი შენნი წარიმართენ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მიაქცევ ნუცა მარჯუენით, ნუცა მარცხენით, მოაქციენ ფერჴნი შენნი გზისაგან ბოროტისა.

Verse: 27a   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო გზანი იგი მარჯუენითნი იცნის უფალმან, ხოლო გულარძნილ არიან გზანი იგი მარცხენითნი.

Verse: 27b   Link to mcat Link to septLink to armat   
მან მართლ-ყვნეს ალაგნი შენნი და სლვანი შენნი მშჳდობით წარჰმართნეს.



Chapter: 5  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, სიბრძნესა ჩემსა ერჩდი და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა დაიცვე გონიერებაჲ კეთილი და მეცნიერებასა ბაგეთა ჩემთასა გამცნებ შენ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ჰხედავ დედაკაცსა ბოროტსა, რამეთუ თაფლი გარდამოსწუთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარჱს ნავღლისა ჰპოვო და უმახჳლჱს მახჳლისა ორპირისა,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უგუნურებისა ფერჴთა შთაიყვანიან, რომელნი იჴუმევედ მას, შემდგომად სიკუდილისა ჯოჯოხეთად შთაცჳვიან და კუალნი მისნი არამტკიცე არიან,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გზასა ცხოვრებისასა იგი არა მივიდეს, ცთომილ არიედ ალაგნი მისნი და არა საცნაურ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს-ჰყოფ თქუმულთა ჩემთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
შორს-ყვენ მისგან გზანი შენნი და ნუ მიეახლები კართა სახლისა მისისათა,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა არა წინაუყო უცხოთა ცხოვრებაჲ შენი და მონაგები შენი უწყალოთა,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა არა აღივსნენ უცხონი ძალითა შენითა და ნაშრომი შენი შევიდეს სახლსა სხუათასა

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ინანდე უკუანაჲსკნელ, რაჟამს განკფდენ ჴორცნი ძუალთა შენთანი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და სთქუა, ვითარმედ: რად მოვიძულე სწავლულებაჲ და მხილებასა Page of ms. O: 219v  მიჰრიდა გულმან ჩემმან?

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
არა მესმოდა ჴმაჲ მასწავლელისა ჩემისაჲ და მოძღურებისა ჩემისად არცა მივყავ ყური ჩემი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მცირედღა და ვიპოვემცა ვიდრემდე ყოველსა შინა ბოროტსა, შორის კრებულსა და შესაკრებელსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
სუ წყალი შენთაგან ჭურჭერთა და ჯურღმულთაგან შენთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
აღმოგიდიოდენ წყალი შენთაგან წყაროთა და შენთა უბანთა დიოდედ წყალნი შენნი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად, თანად იხარებდ სიჭაპუკესა შენსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ, ხოლო სიყუარული იგი შეგერაცხენ შენ და შენ თანა იყავნ ყოველსა ჟამსა, რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი და მრავალ იყო.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დაჰყოვნი უცხოჲსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოიხუ[ე]ვ მკლავთა მისთა, რომელი არა შენი იყოს,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ თუალთა წინაშე ღმრთისათა არიან გზანი კაცისანი და ყოველთა ალაგთა მისთა ჰხედავს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
უშჯულოებამან მოინადირის კაცი და საბლითა ცოდვისა თჳსისაჲთა კაცად-კაცადი შეიკრვის.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ესევითარი აღესრულოს უსწავლელთა თანა უსწავლელობითა თჳსითა და სიმრავლისაგან სიპოხისა თჳსისა განვარდა და წარწყმდა უგუნურებითა თჳსითა.



Chapter: 6  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, უკუეთუ თავს-იდვა მეგობარი შენი, მიჰსცე ჴელი შენი მტერსა შენსა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ საფრჴე ძლიერ არის კაცისა თჳსნი ბაგენი და შეიპყრობვის ბაგითა პირისა თჳსისაჲთა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 220r  ჰყოფდ, შვილო, რომელსა მე გამცნებ შენ და ჰსცხონდე, რამეთუ შეჰვარდე ჴელთა ბოროტისათა მეგობრისა შენისათჳს, იყავ შენ განკრძალულ და ნუ დაჰჴსნი, განჰმზადე მეგობარიცა იგი შენი, რომელი თავს-იდევ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ სცემ ძილსა თუალთა შენთა, ნუცა ჰრულის წამსა შენსა,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა განერე, ვითარცა ქურციკი, საბრჴესა და ვითარცა მფრინველი - მახესა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა და იქმენ უბრძნჱს მისსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მას ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი უვის და არცა უფლისა ვის ქუეშე არს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან განიმზადის საზრდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი შეიკრიბოს კალოთა ზედა;

Verse: 8a   Link to mcat Link to septLink to armat   
ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის,

Verse: 8b   Link to mcat Link to septLink to armat   
რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. სასურველ არს ყოველთა და დიდებულ,

Verse: 8c   Link to mcat Link to septLink to armat   
დაღათუ არის ძალითა უძლურ, სიბრძნესა პატივ-სცა და წარმოჴდა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე სწვე, მცონარო, ანუ ოდეს ძილისაგან განიღჳძო?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მცირედ შჯდე, მცირედ გრულოდის, მცირედ-ღა და დაისხნე ჴელნი მკერდსა ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ მოიწიოს შენ ზედა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე და ნაკლულევანება, ვითარცა კეთილი მსრბოლი.

Verse: 11a   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ უცონ იყო, მოვიდეს, ვითარცა წყაროჲ, ნაყოფი შენი, ხოლო ნაკლულევანებაჲ, ვითარცა ბოროტი კაცი, გევლტოდის.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი უგუნური და უშჯულოჲ ვალნ გზასა გულარძნილსა

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეგევითარი ეგე წამს-უყოფნ Page of ms. O: 220v  თუალითა და აუწყებნ ფერჴითა და მოასწავებნ ხრითა თითთაჲთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა, ესევითარი იგი შფოთსა იქმნ ქალაქსა შინა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს მოიწიის მეყსეულად წარსაწყმედელი მისი განკუეთაჲ და შემუსრვაჲ უკურნებელი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უხარინ ყოველსა ზედა, რომელი ჰსძულს ღმერთსა და შეიმუსრვის არაწმიდებითა სულისა თჳსისაჲთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალნი მაგინებელნი და ენაჲ ცრუჲ, ჴელნი, რომელნი დასთხევენ სისხლსა მართლისასა,

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და გული, რომელი ზრახავნ გულისსიტყუათა ბოროტთა და ფერჴნი, რომელნი იწურთიან ბოროტსა ყოფად, მოისრნენ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან და მოავლინის საშჯელი შოვრის ძმათა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიდგენ იგინი თხემსა შენსა მარადის და შეიბენ ყელსა შენსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი და შენ თანა იყავნ. და რაჟამს გეძინოს, გცვიდენ შენ, რაჲთა ოდეს აღსდგე, თანაგზრახვიდეს შენ;

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ნათელ არს მცნება შჯულისაჲ და ნათელ გზათა ცხოვრებისათა მამხილებელ და სწავლა,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, ნუ გერევინ სიკეთჱ გულისთქუმისაჲ, ნუცა მოინადირები თუალთაგან მისთა, ნუცა შესცთები წამთაგან მისთა,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სასყიდელი მეძვისაჲ, ვითარცა ერთის ჴუეზის პურის, ხოლო დედაკაცმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
გამო-მევის-ეკრის ცეცხლი წიაღთა და არა დაწჳსა სამოსელი მისი?

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 221r  ანუ ვალნ-მე ვინ ნაკურცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერჴი მისი არა მოიწჳს?

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა; ეგრევე არა უბრალო იყოს, რომელი შეეხოს მას.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა; იპარავნ, რაჲთა განიძღოს სული მშიერი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ დაეპყრას, შჳდის წილის შემდგომად ზღოს და ყოველი ნაყოფი მისცეს და იჴსნას თავი თჳსი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მომრუშემან ნაკლულევანებითა გონებისაჲთა წარწყმედაჲ თავსა თჳსსა მოატყჳს,

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
სალმობაჲ და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი, არა ერიდოს დღესა საშჯელისასა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა.



Chapter: 7  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიფარენ შენ თანა.

Verse: 1a   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, პატივ-ეც უფალსა და განსძლიერდე და მისსა გარეშე ნუვისა გეშინის სხჳსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
დაიცვენ მცნებანი ჩემნი და ჰსცხონდე, და სიტყუანი ჩემნი, ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
შეისხენ იგინი თითთა შენთა და გამოიწერენ იგინი სივრცესა გულისა შენისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
არქუ სიბრძნესა შენ დად და გონიერებასა მეგობრად მოიგე თავისა შენისა,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა დაგიცვეს შენ დედაკაცისაგან უცხოჲსა და ბოროტისა, უკუეთუ შენ სიტყჳთა მიზეზით მოგზრახვიდეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარმედ სარკუმლით სახლისა მისისაჲთ უბანთა გარდამოიჭჳრობნ,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იხილის შვილი Page of ms. O: 221v  უგუნურთაჲ ნაკლულევანი გონებითა,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
თანაწარმავალი ყორესა განსავალი სახლისა მისისაჲ,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგი ზრახვიდეს ბნელსა შინა მიმწუხრი, რაჟამს დაყუდება არნ ღამჱ და წყუდიადი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო დედაკაცი იგი შეემთხჳა, ხატი ემოსა სიძვისაჲ, რაჟამს ყვის ჭაპუკი აღფრენილ გულითა,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
აღტაცებულ არნ იგი და არაწმიდა. სახლსა შინა ვერ დათმიან ფერჴთა მისთა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ჟამ რავდენმე გარე გუძიობნ, ჟამ რავდენმე - უბანთა ზედა, ყოველსა ყორესა უმზირის.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მერმე შეემთხჳა და აკოცა მას ურცხჳნოჲთა პირითა და ჰრქუა მას:

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მსხუერპლი მშჳდობისაჲ არს ჩემდა. დღეს აღვასრულნე აღთქუმანი ჩემნი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს მოვედ შემთხუევად შენდა, მსუროდა პირისა შენისა და გპოვე შენ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ხეულითა დამიმტკიციეს სარეცელი ჩემი, სამოსლითა დამირეციეს ეგჳპტისაჲთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მომიპკურებიეს სარეცელი ჩემი კროკონითა და სახლი ჩემი - კინამოჲთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვედ და ვიხაროთ სიყუარული განთიადმდე, მოვედ და ვგორვიდეთ ტრფიალებითა,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა შინა არს ქმარი ჩემი სახლსა, წარსრულ არს იგი გზასა შორსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
კრული ვეცხლი წარიღო ჴელითა მისითა, მოვიდეს იგი მრავალთა დღეთა სახიდ თჳსად.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
აცთუნა იგი მრავლითა ზრახვითა და საბრჴითა ბაგეთა მისთაჲთა გარდადრიკა იგი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო იგი მისდევდა მას დასულებული; ვითარცა ჴარი, ბაგად მიჰყვანდა და ვითარცა ძაღლი - დაბმად,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ანუ ვითარცა ირემი, რომელსა ცემულ არნ Page of ms. O: 222r  ისარი ტყირბსა და იწრაფინ, და ვითარცა მფრინველი - მახესა. არა იცის, რამეთუ სულისა თჳსისათჳს ძჳრსა რბის და ეძიებს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ეკრძალე სიტყუათა პირისა ჩემისათა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მიაქცევნ გზათა მისთა გული შენი,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მრავალნი წყლნა და დაამჴუნა და ურიცხუნი არიან, რომელნი მოუსრვან

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
გზა ჯოჯოხეთს საყოფელი მისი და შთაჰყავს საუნჯეთა სიკუდილისათა.



Chapter: 8  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ამისთჳს შენ სიბრძნესა ქადაგებდ, რაჲთა გონიერებაჲ გერჩდეს შენ,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მაღალთა ზედა მწუერვალთა დგას და შოვრის ალაგთა იპოვების.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ბჭეთა თანა ძლიერთაჲსა დადგრომილ არს და შესავალთა გზათასა იქების.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
თქუენ გლოცავ, შვილნო, და წინაგიყოფ ჴმასა ჩემსა ძეთა კაცთასა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ცანთ უმანკოთა მეცნიერებაჲ და უსწავლელთა დაიდევით გულსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი, რამეთუ კეთილსა გეტყჳ და აღვაღებ ბაგეთა ჩემთა მართლ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ჭეშმარიტსა იწურთის პირი ჩემი, საძაგელ არიან წინაშე ჩემსა ბაგენი მტყუვარნი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმართლით არიან ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და არარაჲ არს მათ შინა გულარძნილ, არცა დრკუ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლადვე წრფელ არს იგი, რომელთა უცნობიეს იგი, და მართლ, რომელთა უპოვნიეს მეცნიერებაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მიიღეთ სწავლაჲ და ნუ ვეცხლი, და მეცნიერებაჲ - უფროჲს ოქროჲსა რჩეულისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობჱს არს სიბრძნჱ უფროჲს ანთრაკთა პატიოსანთა, Page of ms. O: 222v  ყოველივე პატიოსანი ვერ არს ღირს მისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მე, სიბრძნემან, დავიმკჳდრე მეცნიერებაჲ ზრახვისაჲ და გონიერებისაჲ და ცნობასა მოვხადე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
შიშსა უფლისასა სძულს უკეთურებაჲ, გინებაჲ და ამპარტავანებაჲ და გზაჲ უკეთურთაჲ და გულარძნილნი ალაგნი. და პირი ურწმუნოჲ მე მოვიძულენ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩემი არს ზრახვაჲ, ჩემი არს შურისგებაჲ, ჩემი არს ძალი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩემ მიერ მეფენი მეფობენ და ძლიერნი წერენ სიმართლესა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩემ გამო დიდ-დიდნი განდიდნებიან და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და რომელნი მეძიებენ მე, მპოვონ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმდიდრჱ და დიდებაჲ ჩემი არს და მონაგები მრავალი და სიმართლჱ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
შეწირვად ჩემდა უმჯობეს არს ოქროჲსა და ანთრაკისა პატიოსნისა, ხოლო სიტყუანი ჩემნი - უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა რჩეულისა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
გზათა სიმართლისათა ვალ და შოვრის ალაგთა სამართალთასა ვიქცევი,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა განუყო მოყუარეთა ჩემთა ნაყოფი და საუნჯენი მათნი აღვავსნე კეთილითა.

Verse: 21a   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ გითხრობდე თქუენ დღითი დღედ, რავდენნი იქმნებიან, მოვიჴსენო საუკუნითგან აღრაცხად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა, საქმეთა შინა მისთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
უწინარჱს საუკუნეთა დამამტკიცა მე დასაბამსა,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
უწინარჱს ქუეყანისა შესაქმისა და უწინარჱს უფსკრულთა ყოფისა ვიდრე მოსლვადმდე წყალთაჲსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე მთათა დაფუძნებადმდე, უწინარჱს ყოველთა ბორცუთა მშვა მე.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალმან შექმნა სოფელი და უშენი და კიდენი სოფლისანი, Page of ms. O: 223r  რომელნი არიან ცასა ქუ[ე]შე.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს განჰმზადებდა ცათა, მე მის თანა ვიყავ და ოდეს განაჩინებდა საყდართა თჳსთა ქართა ზედა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
[და ოდეს განაძლიერებდა ზესკნელთა ღრუბელთა ზე და ვითარ-იგი კრძალულად დასდებდა წყაროთა ცასა ქუეშე.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ოდეს-იგი დაუდვა ზღუასა წესი მისი, რაჲთა არა გარდაჴდენ წყალნი ზედა პირსა მისსა,] და ოდეს დაამტკიცებდა საფუძველთა ქუეყანისათა,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიყავ მის წინაშე. მე ვიყავ, რომლისა თანა უხაროდა უფალსა. დღითი დღე ვიხარებდ მის წინაშე პირსა მისსა ყოველსა ჟამსა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
იხარებდა, ოდეს-იგი სოფელი აღასრულა შესაქმედ, უხაროდა ძეთა ზედა კაცთაჲსა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ, შვილო, ისმინე ჩემი: ნეტარ არს კაცი, რომელმან გზანი ჩემნი დაიმარხნეს და იღჳძებდეს.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
კართა ჩემთა ზედა, დღითი დღედ სცვიდეს შესავალთა ზღრუბლთა ჩემთასა,

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გამოსავალნი ჩემნი - გამოსავალ ცხოვრების და განემზადების ნებაჲ უფლისა მიერ.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რომელნი ცოდვენ ჩემდამო, უღმრთოებენ თავისა თჳსისა სულთა და რომელნი მე მძულობენ, უყუარს მათ სიკუდილი.



Chapter: 9  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაკლა თჳსი იგი საკლველი და განზავა ტაკუკთა თჳსი იგი ღჳნოჲ და განჰმზადა თჳსი ტაბლაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინნა თჳსნი მონანი მაღლითა ჴმითა ქადაგებითა ტაკოკთა მათ ზედა და თქუა:

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი არს უგუნურთაგანი, მოაქციენ ჩემდა. და ნაკლულევანთა გონებითა ჰრქუა:

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვედით, ჭამეთ პური ჩემი და სუთ ღჳნოჲ, რომელ განგიზავე თქუენ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
დაუტევეთ უგუნურებაჲ, რაჲთა სცხომნდეთ და ცხოველ იყვნეთ და წარიმართეთ მეცნიერებით გულისხმისყოფაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ასწავებდეს უკეთურთა, მოიღოს თავისა თჳსისა გინებაჲ და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, შეიბილწოს თავი თჳსი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ამხილებ უღმრთოსა, რაჲთა არა მოგიძულოს შენ. ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ, ამხილე უგუნურსა და შესძინოს შენდა სიძულილი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძნეს იყოს. აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ,

Verse: 10a   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ცნობაჲ შჯულისაჲ გონიერებისაგან არს კეთილისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ამით სახითა მრავალჟამ სცხონდე და შეგეძინნენ წელნი ცხოვრებისანი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, უკუეთუ ბრძენ იყო, თავისა შენისა ბრძენ იყო და მოყუსისაცა. უკუეთუ ბოროტ იყო, თავისა შენისა აღმოივსო ძჳრი მარტოდ.

Verse: 12a   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ჰჴდებოდის ტყუვილსა, ესევითარი ჰმწყსინ ქართა და იგი ჰხედავს მფრინველსა.

Verse: 12b   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დაუტევნა გზანი თჳსნი ვენაჴისანი და ალაგთა თჳსისა ქუეყანისა საქმისათა შეჰსცთა.

Verse: 12c   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვალს იგი ურწყულსა უდაბნოსა და ქუეყანასა განჩემებულსა წყურიელსა და შეიკრებს ჴელითა თჳსითა უნაყოფოებასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
დედაკაცი უგუნური და ცხარი ნაკლულევან იყოს პურითა, რომელმან არა იცის სირცხჳლი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დაჯდა იგი კართა ზედა სახლისა თჳსისათა სავარძელთა ზედა განცხადებულად უბანთა ზედა

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწესნ თანაწარმავალთა, რომელთა წარუმარ/თებიეს Page of ms. O: 224r  გზასა თჳსსა:

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელ არს უგონურთაგანი და ნაკლულევანი გონებითა, უბრძანებ და ვეტყჳ:

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
პური ფარული ჯეროვნად ჭამეთ და წყალი ფარული ტკბილი სუთ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მან არა იცის, რამეთუ ქუეყანისა ნაშობნი მის მიერ მოისრვიან და ფსკერსა ჯოჯოხეთისასა მიიწევიან.

Verse: 18a   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ევლტოდე და ნუ ჰყოვნი ადგილსა მას, ნუცა მიადგამ თუალთა შენთა მას.

Verse: 18b   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრჱთ თანაწარჰვლო ჴევი უცხოჲ და წიაღჰჴდე მდინარესა სხუასა.

Verse: 18c   Link to mcat Link to septLink to armat   
წყლისაგან უცხოჲსა განეშორე და წყაროჲსაგან სხჳსაჲსა ნუ ჰსუამ,

Verse: 18d   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა მრავალჟამ ჰსცხომნდე და შეგეძინნენ წელნი ცხოვრებისა შენისანი.



Chapter: 10  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო უგუნური - მწუხარება დედისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ვერ სარგებელ იყვნენ საუნჯენი უშჯულოთა, ხოლო სიმართლემან სიკუდილისაგან იჴსნას.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
არა მოაკუდინის სიყმილითა უფალმან სული მართალი, ხოლო ცხოვრებაჲ უღმრთოთაჲ დაემჴჳს.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
სიგლახაკემან კაცი დაამდაბლის, ხოლო ჴელთა მჴნეთა განამდიდრიან.

Verse: 4a   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილი სწავლული ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური, ვითარცა მონაჲ, იმსახუროს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
განერა სიცხისაგან შვილი გონიერი, ხოლო ხორშაკეულ იქმნას კალოთა ზედა შვილი უშჯულოჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
კურთხევაჲ უფლისაჲ - თავსა ზედა მართალთასა, ხოლო პირი Page of ms. O: 224v  უღმრთოთაჲ დაფაროს გლოვამან უჟამომან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴსენებაჲ მართალთაჲ ქებით იყოს, ხოლო სახლი უღმრთოთაჲ დაემჴუას.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძენმან გულითა შეიწყნარნის მცნებანი, უთმინოსა ბაგითა ბრკუმით შეუბრკუმეს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით, ხოლო რომელი განსდრეკდეს გზათა თჳსთა, იგი საცნაურ იყოს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი წამს-უყოფნ თუალითა, იგი შეუკრებნ კაცთა მწუხარებასა; ხოლო რომელი ამხილებნ განცხადებულად, იგი მშჳდობასა ჰყოფნ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
წყაროჲ ცხოვრებისაჲ სულსა შინა მართალთასა, ხოლო პირი უღმრთოთაჲ დაფაროს წარსაწყმედელმან.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
სიძულილმან აღადგინის ძლევაჲ და ყოველნი, რომელ არა მაცილობელ არიან, დაფარნეს სიყუარულმან.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ბაგეთაგან წარმოიღებნ სიბრძნესა, კუერთხითა ჰგუემნ კაცსა უგუნურსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძენთა დაიფარიან მეცნიერებაჲ,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შემუსრვა უძლურთა - სიგლახაკჱ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
საქმემან მართალმან ცხოვრებაჲ ყვის, ხოლო ნაყოფ უღმრთოთა - ცოდვაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
გზათა ამათ ჟამთასა სცავს სიბრძნჱ, ხოლო გზათა ცხოვრებისათა სცავს ღმერთი და სწავლულებაჲ უმხილებელი სცთების.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მტერობაჲ დაფარიან ბაგეთა მართალთა, ხოლო რომელნი წარმოიღებენ გინებასა, იგინი უგუნურ არიან.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავლის სიტყჳსაგან ვერ განერე ცოდვასა, ერიდებოდი რაჲ ბაგითა, გონიერ იყო.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ვეცხლი არს გამოჴურვებული ენაჲ მართალი, ხოლო გულთა უღმრთოთასა მოაკლდეს.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ბაგეთა მართალთა იციან სიმართლჱ, Page of ms. O: 225r  ხოლო უგუნურნი ნაკლულევანებასა შინა აღესრულნენ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
კურთხევაჲ თავსა ზედა მართალთასა და მან განამართლოს და არა დაერთოს მწუხარებაჲ გულსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
სიცილით იქმნ უგუნური ბოროტსა, ხოლო სიბრძნემან უშვის კაცსა გონიერებაჲ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
წარსაწყმედელსა შინა უღმრთოჲ იგი მოიტაცების, ხოლო გულისთქუმაჲ მართლისაჲ - შეწყნარებულ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
თანაწარსლვასა ნიავქარისასა განირყუენენ (!) უღმრთოჲ, ხოლო მართალმან მიჰრიდოს და ცხონდეს უკუნისადმდე.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა კაწახი - კბილთა მავნებელ და კუამლი - თუალთა, ეგრეცა უშჯულოებაჲ - მოქმედთა მისთა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
შიშმან უფლისამან შესძინის დღეთა, ხოლო წელნი უღმრთოთანი შემცირდენ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვნის მართალთა ზედა სიხარულმან, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ზღუდე მართალთა - შიში უფლისაჲ, ხოლო შემუსრვაჲ - მოქმედთა ზედა ძჳრისათა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
მართალმან უკუნისამდე არა ცოდოს, ხოლო უღმრთოთა ვერ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
პირსა მართლისასა გამოვალნ სიბრძნჱ, ხოლო ენაჲ ცრჳ მოისპოს.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ბაგეთა კაცთა მართალთასა გამოვალნ მადლი, ხოლო პირი უღმრთოთაჲ დაიქცეს.



Chapter: 11  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უღელნი ზაკულნი საძაგელ არიან წინაშე უფლისა, ხოლო სასწორი მართალი სათნო არს მისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
სადაცა შევიდის გინებაჲ, მუნცა - უპატიოებაჲ, ხოლო პირმან მდაბალმან იწურთის სიბრძნჱ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მოკუდა მართალი და დაუშთა სინანული ჴელთ/დება Page of ms. O: 225v  და მოსაცხრომელ უღმრთოთა წარწყმედაჲ

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმართლემან უბიწოჲსამან წარიმართნის გზანი, ხოლო უღმრთოებაჲ დაეცეს ცრუთა ზედა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმართლემან კაცთა მართალთამან იჴსნნეს იგინი, უგუნურებითა უშჯულონი მოისრვიან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოებაჲ, ხოლო სიქადული უღმრთოთაჲ მოისპოს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მართალი მჴეცისაგან განერეს და მის წილ მიეცეს უღმრთოჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
პირსა უშჯულოთასა - საბრჴჱ მოქალაქეთაჲ,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ცნობამან მართლისამან განაგის ქალაქი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
კურთხევითა წრფელითა აღემართოს ქალაქი, ხოლო პირითა უღმრთოთაჲთა დაირღჳს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შეურაცხ-ყვნის მოქალაქენი ნაკლულევანმან გონებითა, ხოლო კაცი გონიერი ყუდროებით იქცევინ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცმან ორენამან გამოაცხადნეს ზრახვანი კრებულსა შოვრის, ხოლო საწრმუნოჲ სულითა ჰფარავნ საქმეთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა თანა არა არს მოღუაწება, დაცჳვიან, ვითარცა ფურცელნი; ხოლო ცხოვრებაჲ არს მრავალთა შინა ზრახვათა

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
უკეთურმან ბოროტი ქმნის, რაჟამს შეერიის მართალთა და ჰსძულს ოხრაჲ კრძალულებისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
დედაკაცმან მადლისმცემელმან აღჰმართის დიდებითა, ხოლო საყდარი არს გინებისაჲ დედაკაცი, რომელსა სძულს სამართალი. სიმდიდრისაგან მცონარნი ნაკლულევან იქმნიან, ხოლო მჴნენი განმტკიცნიან სიმდიდრითა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
სულსა თჳსსა კეთილი უყვის კაცმან მოწყალემან, Page of ms. O: 226r  ხოლო განიხრწნის ჴორცნი თჳსნი უწყალომან.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
უღმრთომან ქმნის საქმჱ სიცრუვისაჲ და თესლი მართალთაჲ - სასყიდელი ჭეშმარიტებისაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილი მართალი იშვის ცხოვრებად, ხოლო დევნულებაჲ უღმრთოთაჲ - ვიდრე სიკუდიდმდე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
საძაგელ უფლისა გულარძნილნი გზანი, შეწყნარებულ მისა არიან ყოველნი უბიწონი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან ჴელი ჴელსა მისცის სიცრუით, არა უტანჯველ იყოს; ხოლო რომელი სთესვიდეს სიმართლესა, მოიღოს სასყიდელი სარწმუნოჲ,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა საყური ნიკელსა ღორისასა, ეგრეცა დედაკაცსა სახებოროტსა - სიკეთჱ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისთქუმაჲ მართალთაჲ ყოველივე კეთილ, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
არიან, რომელნი თჳსსა სთესვენ და უფროჲსი შეიკრიბიან და არიან, რომელნი შეიკრებენ სხუათასა და მოაკლდების.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
სული კურთხეული ყოველივე წრფელი, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ არს.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან შეიკრძალოს იფქლი, დაუშთის წარმართთა; რომელნი ძნიად ფრდიდენ იფქლსა - ერის წყეულ, ხოლო კურთხევაჲ - თავსა ზედა უხუთასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იქმოდის კეთილსა, იგი ეძიებს მადლსა კეთილისასა; რომელი გამოეძიებდეს ბოროტსა, ეწიოს მასვე.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ესვიდეს სიმდიდრესა, იგი დაეცეს; ხოლო რომელნი შეეწეოდიან მართალსა, იგინი გამობრწყინდენ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი არა თანაშეეზავებოდის სახლსა თჳსსა, მან დაიმკჳდრნეს ქარნი და ჰმონებდეს უგუნური ბრძენსა. Page of ms. O: 226v 

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაყოფისაგან სიმართლისა აღმოსცენდეს ხჱ ცხოვრებისაჲ, ხოლო მიეხნენ უჟამოდ სულნი უშჯულოთანი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ მართალი იგი ძნიად განერეს ცოდვილი და უღმრთოჲ სადაღა-მე იპოოს?



Chapter: 12  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა უყუარდეს სწავლაჲ, უყუარს მას ბრძნულებაჲ, ხოლო რომელსა სძულს მხილებაჲ, უგუნური არს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს, რომელმან პოვა სიბრძნჱ უფლისა მიერ, ხოლო კაცი უშჯულოჲ დაიდუმოს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ვერ წარემართოს კაცსა უშჯულოებისაგან, ხოლო ძირნი უღმრთოთანი აღიფხურნე[ნ].

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
დედაკაცი გონიერი გჳრგჳნი არს ქმრისა თჳსისა და ვითარცა ძელსა მღილი, ეგრეცა ქმარი წარწყმიდის დედაკაცმან ბოროტისმოქმედმან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისსიტყუანი მართალნი უმჯობეს არიან, ხოლო უღმრთონი იღუწიდენ ზაკუვასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუანი უშჯულოთანი ზაკვენ სისხლთა სისხლვად, ხოლო პირმან მართალმან იჴსნეს იგინი;

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრეცა მიიქცეს უღმრთოჲ, განიხრწნეს, ხოლო სახლნი მართალთანი დაადგრენ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
პირი გონიერებისაჲ იქებოდის კაცისაგან, ხოლო გულსნეული იგი შეურაცხ-იქმნეს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს კაცი, რომელი შეურაცხებასა შინა ჰმონებდეს თავსა თჳსსა, ვიდრე რომელი პატივსა ეძიებდეს და ნაკლულევან იყოს პურითა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰწყალობნ მართალი სულსა საცხოვართა თჳსთასა, ხოლო ნაწლევნი უღმრთოთანი - უწყალო.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იქმოდის თჳსსა ქუეყანასა, განძღეს პურითა, Page of ms. O: 227r  ხოლო რომელნი შეუდგენ ამაოებასა, უგუნურ არიან.

Verse: 11a   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა ქცევაჲ საყოფელთა შინა თჳსთა დაუტეონ საყუედრელი,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისთქუმანი უღმრთოთანი ბოროტ არიან, ხოლო ძირნი ღმრთისმსახურთანი - ძლიერებათა შინა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოდვისაგან ბაგეთაჲსა შევარდეს საბრჴესა ცოდვილი, ხოლო მართალი განერეს მისგან.

Verse: 13a   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იხედვიდეს სიწრფოებით, შეიწყალოს; ხოლო რომელი შეემთხჳის ბჭეთა ზედა, მან აჭირის კაცთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაყოფისაგან პირისა სული კაცისაჲ განძღეს კეთილითა და მოსაგებელი ბაგეთაჲ მოეცეს მას.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გზანი უგუნურთანი მართლ ჩანედ წინაშე მათსა, ხოლო ერჩინ ზრახვასა ბრძენი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
უგუნური იგი დღითი დღედ მიუთხრობნ რისხვასა თჳსსა, ხოლო იფარავნ უპატიოებასა გონიერი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
საჩინოჲ სარწმუნოებაჲ მიუთხრის მართალმან, ხოლო მოწამჱ ცრუთა - ზაკულ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
არიედ, რომელნი იტყჳედ განმკუეთელ, ვითარცა მახჳლი; ხოლო ენამან ბრძენთამან განკურნის.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ბაგეთა მართალთა წარჰმართიან წამებაჲ, ხოლო მოწამესა მოწრაფესა აქუს ენაჲ ცრუჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ზაკუვაჲ გულსა შიდა - მოქმედსა ძჳრისასა, ხოლო რომელთა ჰნებავს მშჳდობისა ყოფაჲ, იხარებდენ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
არა სთნავს მართალსა არარაჲ ცრუჲ, ხოლო უღმრთონი განძღენ ბოროტითა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
საძაგელ უფლისა - ბაგენი მზაკუვარნი, ხოლო რომელმან ყვის სარწმუნოებაჲ - შეწყნარებულ მისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი გულისხმისმყოფელი საყდარი არს მეცნიერებისაჲ, ხოლო გული უგუნურთაჲ Page of ms. O: 227v  შეემთხჳოს წყევასა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელმან რჩეულთამან დაიპყრას ადვილად, ხოლო ზაკულნი იგი იყვნენ წარტყუენულ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუამან საშინელმან შეაძრწუნის გული კაცისა მართლისაჲ, სახარებამან კეთილმან ახარის მას.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისხმისმყოფელ არნ მართალი თჳსისა მეგობრისა; ხოლო რომელი ცოდვიდეს, მას ეწიოს ძჳრი, გზათა უღმრთოთასა შეაცთუნეს იგი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ვერ მიემთხჳოს ზაკული ნადირსა, ხოლო მონაგებ პატიოსან არს კაცი წმიდაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
გზათა შინა სიმართლისათა ცხოვრებაჲ არს, ხოლო გზანი ძჳრისმოჴსენეთანი - სასიკუდინჱ.



Chapter: 13  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილი გონიერი მორჩილ არნ მამისა, ხოლო შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაყოფისაგან სიმართლისა ჭამდეს გონიერი იგი, ხოლო სულნი უღმრთოთანი მოისრნენ უჟამოსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ეკრძალებოდის პირსა თჳსსა, დაიცვეს სული თჳსი; ხოლო წარმდებმან შეაძრწუნოს თავი თჳსი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისთქუმათა შინა არს ყოველი უქმი, ხოლო ჴელნი მჴნეთანი - მოღუაწებასა შინა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუაჲ ცილისაჲ სძულს მართალსა, ხოლო უღმრთოსა ჰრცხუენეს და არა ეცეს კადნიერება.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმართლემან დაიცვნის უმანკონი, ხოლო უღმრთონი განაქარვნის ცოდვამან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
არიედ, რომელნი მდიდრად გამოაჩინებედ თავთა თჳსთა და არარაჲ აქუნ; და არიან, რომელთა დაიმდაბლნიან თჳსნი თავნი მრავალსა შინა სიმდიდრესა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
საჴსარ სულისა კაცისა - თჳსი სიმდიდრჱ, ხოლო გლახაკმან ვერ დაუთმოს რისხვასა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 228r  ნათელი მართლისაჲ მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთაჲ დაშრტეს.

Verse: 9a   Link to mcat Link to septLink to armat   
გულნი მზაკუვარნი შესცთეს ცოდვასა შინა, ხოლო მართალთა ეწყალინ და სწყალობნ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
უკეთური იგი გინებით იქმნ ბოროტსა, ხოლო თავით თჳსით მცნობელნი ბრძენ იყვნენ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მონაგები, სწრაფით შეკრებული, უშჯულოებითა მოაკლდეს; ხოლო რომელი შეიკრებდეს თავისა თჳსისა ღმრთისმსახურებით, განმრავლდის.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს, რომელმან იწყოს შეწევნაჲ გულითა, ვიდრე რომელი აღუთქუმიდეს. მართალსა ეწყალინ და ავასხის, რამეთუ ცხოვრების არს გულისთქუმაჲ კეთილი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან შეურაცხ-ყოს საქმჱ, განირყუნეს მისგან; ხოლო, რომელთა ეშინოდის მცნებათა ესე, ცოცხალ არს.

Verse: 13a   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილსა მზაკუვარსა არარაჲ ეყოს კეთილი, ხოლო მონასა ბრძენსა წარემართნენ საქმენი და განემარჯოს გზაჲ მისი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯული ბრძნისაჲ - წყაროჲ ცხოვრებისაჲ, ხოლო უგუნური იგი შეიპყრას საბრჴისაგან და მოკუდეს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისხმისყოფამან კეთილისამან მოსცის მადლი, ხოლო ცნობაჲ შჯულისაჲ გონებისაჲ არს კეთილისაჲ და გზანი შეურაცხისმყოფელისანი - წარსაწყმედელსა შინა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე ბრძენი იქმნ მეცნიერებით, ხოლო უგუნურმან გამოაცხადის თჳსი იგი უკეთურებაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფჱ გულმწყრალი შევარდეს ბოროტსა, ხოლო მოწამემან სარწმუნოებისამან ულხინოს მას.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
სიგლახაკე და უპატი/ოებაჲ Page of ms. O: 228v  მოუსპოს სწავლულებამან, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა, იგი იდიდოს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისთქუმანი ღმრთისმსახურთანი დაატკბობენ სულსა, ხოლო საქმენი უღმრთოთანი შორს არიან მეცნიერებისაგან.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუ[ე]თუ თანაუვიდოდი ბრძენთა, ბრძენ იყო; ხოლო რომელი თანაგურიობდეს უგუნურთა, საცნაურ იყოს.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი ცოდვიდენ, ეწიოს მათ ძჳრი; ხოლო მართალთა ეწიოს კეთილი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
სახიერმან კაცმან დაიმკჳდრნეს შვილისშვილნი და დაეუნჯოს მართალთა სიმდიდრჱ უღმრთოთაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მართალთა დაეყვნენ სიმდიდრესა შინა წელნი მრავალნი, ხოლო ცრუნი იგი მწრაფლ წარწყმდენ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ერიდებოდის არგნითა ძესა თჳსსა, სძულს იგი; ხოლო რომელსა უყუარდეს, გულისმოდგინედ სწავლინ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მართალი ჭამდეს და განიძღოს სული თჳსი, ხოლო სულნი უღმრთოთანი ნაკლულევან იყვნენ.



Chapter: 14  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
დედათა ბრძენთა აღაშჱნნეს სახლნი, ხოლო რომელი უგუნურ იქმნა, დაარღჳა ჴელითა თჳსითა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ვიდოდის მართლ, ეშინის უფლისა; ხოლო რომელი გარდაგულარძნიდეს გზათა, უპატიოვო იქმნეს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
პირისაგან უგუნურთაჲსა - კუერთხი გინებისაჲ, ხოლო ბაგეთა მართალთამან დაიცვეს იგინი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
სადა არა არიან ჴარნი, მუნ ბაგანი წმიდა არიან; ხოლო სადა ნაყოფი ფრიად, ცხად არს ჴარისა ძალი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწამჱ სარწმუნოჲ არა ტყუვინ, ხოლო აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ეძიებდე სიბრძნესა უკეთურთა ზედა, არა ჰპოვო, ცნობაჲ გონიერთა თანა ადვილ არს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 229r  ყოველივე წინააღმდგომ-უჩნ კაცსა უგუნურსა, ხოლო საჭურველ მეცნიერების არიან ბაგენი ბრძენთანი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნჱ მეცნიერთაჲ საცნაურ იყოს გზათა მათთა, ხოლო უგულისხმოებაჲ უგუნურთაჲ - საცთურსა შინა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
სახლნი უშჯულოთანი თანამდებ არიან დარღუევასა, ხოლო სახლნი მართალთანი - შეწყნარებულ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისა მცნობელისაჲ მწუხარე არნ სული და ოდეს უხარინ, არა შეერთის გინებასა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
სახლნი უღმრთოთანი განირყუნენ, ხოლო სახლნი მართალთანი დაემტკიცნენ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
არიან გზანი, რომელნი საგონებელ არიან კაცთა მიერ მართალ, ხოლო უკუანაჲსკნელი მათი მიიწიის ფსკერსა ჯოჯოხეთისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
სიხარულსა არა ერევის მწუხარებაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელი სიხარული გლოვად გარდაიქცეს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
გზათაგან თჳსთა განძღეს გულფიცხელი იგი, ხოლო განზრახვათაგან თჳსთა - კაცი სახიერი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
უმანკოსა მას ჰრწამნ ყოველი სიტყუაჲ, ხოლო გონიერი იგი მოიქცეს სინანულად.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძენსა მას შეეშინა და მიაქცია ბოროტისაგან, ხოლო უგუნური აღერია მოსავად.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
გულმწყრალი იგი იქმნ განუზრახველად, ხოლო კაცი გონიერი ფრიად მოითმენნ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
განიყონ უგუნურთა ბოროტი, ხოლო ბრძენთა დაიპყრნენ კარნი მართალთანი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
უბრკუმეს უკეთურთა წინაშე კეთილი (sic!) და უღმრთონი ჰმსახურებდენ კართა მართალთასა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობართა მოიძულიან მეგობარი გლახაკი, ხოლო მეგობარნი მდიდართანი - ფრიად.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, Page of ms. O: 229v  იგი ცოდავს, ხოლო რომელი სწყალობდეს გლახაკთა, იგი სანატრელ იყოს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
შეცთომილნი იგი იქმედ ბოროტსა, ხოლო წყალობასა და ჭეშმარიტებასა იქმედ სახიერნი. არა იციედ წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ მოქმედთა ბოროტისათა, ხოლო მოწყალებაჲ და სარწმუნოებაჲ _ მოქმედთა კეთილისათა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსა შინა ზრუნვასა ერთი არს მეტი, ხოლო ტკბილი იგი და ულმობელი ნაკლულებასა იყოს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
გჳრგჳნ ბრძენთა - სიმდიდრჱ, ხოლო სლვაჲ უგუნურთაჲ ბოროტ არს.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
იჴსნის სული ბოროტისაგან მოწამემან სარწმუნომან, ხოლო აღადგინის ტყუვილი მზაკუვარმან.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
შიშსა უფლისასა არს სასოებაჲ ძლიერი და შვილთა თჳსთა დაუტევის შური სიმართლისაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძანებაჲ უფლისაჲ - წყაროჲ ცხოვრებისაჲ და ყვის განრინებაჲ საბრჴისაგან სიკუდილისა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალთა შოვრის თესლთა - დიდებაჲ მეუფისაჲ, ხოლო მოკლებასა ერისასა - შემუსრვაჲ ძლიერთაჲ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლჱ - ძლიერად უგუნურ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
მშჳდი კაცი გულისა მკურნალი არს, ხოლო კურნება ძუალთა - გული მეცნიერებისაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ცილსა შესწამებდეს გლახაკსა, განარისხებს შემოქმედსა თჳსსა, ხოლო რომელი პატივს-სცემდეს უფალსა, სწყალობდეს გლახაკსა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
უკეთურებითა თჳსითა განვარდა უღმრთოჲ, ხოლო რომელი ესვიდეს თჳსსა სიწმიდესა, იგი მართალ არს.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
გულსა კაცისა კეთილისასა შევიდეს სიბრძნჱ, ხოლო გულსა უგუნურთასა Page of ms. O: 230r  ვერ საცნაურ იყოს.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმართლემან აღჰმართნის ნათესავნი, ხოლო მოაკლდიან სულნი ცოდვითა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
სათნო მეფისა - მსახური გონიერი, თჳსითა მით კეთილად ქცევითა მოისპის შეურაცხებაჲ.



Chapter: 15  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რისხვამან წარწყმიდნის ბრძენნიცა. უკუეთუ სიტყჳსგებაჲ შუვა შევარდეს, გარეწარაქციის გულისწყრომაჲ. სიტყუამან მწუხარებისამან აღადგინის რისხვაჲ,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ენამან ბრძენთამან კეთილი იცის, ხოლო პირმან უგუნურთამან მიუთხრას ძჳრი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსა ადგილსა თუალნი უფლისანი ჰხედვენ კეთილთა და ბოროტთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
კურნებაჲ ენისაჲ - ხჱ ცხოვრებისაჲ, ხოლო რომელმან დაიმარხოს იგი, განძღეს სულითა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
უგუნურმან შეურაცხ-ყვის სწავლაჲ მამისაჲ, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უბრძნჱს იყოს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
განმართლებასა სიმართლისასა არს ფრიადი ძლიერებაჲ, ხოლო უღმრთონი ყოვლად ძირითურთ წარწყმდენ ქუეყანით; ხოლო სახლსა მართალთასა ძალი მრავალი და ნაყოფნი უღმრთოთანი წარწყმდენ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ბაგეთა მეცნიერთა ჰმოსიეს მეცნიერებაჲ, ხოლო გული უგუნურთაჲ - არა კრძალულ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მსხუერპლნი უღმრთოთანი - საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი მართალთანი _ შეწირულ უფლისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
საძაგელ მის წინაშე - გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ჰხედვენ სიმართლესა, იგინი უყუარან.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
სწავლულებაჲ იგი უმანკოთაჲ საცნაურ იყოს Page of ms. O: 230v  თანაწარმავალთაგან, ხოლო რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა, რავდენ უფროჲს _ გულნი კაცთანი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ვერ შეიყუარნეს უსწავლელმან მასწავლელნი თჳსნი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისა მხიარულისაჲ პირიცა მხიარულ არნ, ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა იყვნენ, მათი მწუხარე არნ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
გული მართალი ეძიებნ ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელთამან ცნას ბოროტი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურთანი მოელიედ ბოროტსა, ხოლო სახიერნი იგი დაეყუდნიან მარადის.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰსჯობს მცირედი ნაწილი შიშითა უფლისაჲთა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშებით.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰსჯობს სტუმრობაჲ მხლითა, მიყუარობით და მადლით, ვიდრე ზუარაკთა, დაკლულთა ბაგათაგან, მტერობით.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი გულმწყრალი განემზადებინ ლალვად, ხოლო

Verse: 18a   Link to mcat Link to septLink to armat   
სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან აღადგინის უფროჲს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
გზანი უქმთანი დაფენილ არიედ ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყრტუ არიედ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო შვილმან ურჩმან შეურაცხ-ყვის დედაჲ თჳსი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
უცნობელი იგი ნაკლულევან იქმნეს გულითა, ხოლო კაცი გონიერი განმართლებულად ვალნ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
დროებედ გულისსიტყუათა, რომელნი არა პატივ-ჰსცემენ კრებულსა, Page of ms. O: 231r  ხოლო გულთა მზაკუვართასა დაადგრეს ზრახვაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ერჩდეს მას უკეთური, არცა თქუას სრულ რაჲმე და შუენიერ ზოგადი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
გზა ცხოვრების - განზრახვაჲ გონიერებისაჲ, რაჲთა მიაქციოს ჯოჯოხეთისაგან და ცხომნდეს.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
სახლნი მაგინებელთანი დაამჴუნეს უფალმან, ხოლო დაამტკიცნა საზღვარნი ობლისა და ქურივისანი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
საძაგელ უფლისა გულის-სიტყუანი ცრუნი, რამეთუ წმიდა და ღირს არიან სიტყუანი უფლისანი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
წარწყმიდის თავი თჳსი, რომელმან მიიღის ქრთამი, ხოლო რომელსა სძულდეს ქრთამი, იგი ცხომნდეს.

Verse: 27a   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო შიშითა ღმრთისაჲთა მოაქციის ყოველმან ბოროტისაგან.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და გულნი მართალთანი იწურთიედ სარწმუნოებასა, ხოლო პირმან უღმრთოთამან მიუგოს ბოროტი.

Verse: 28a   Link to mcat Link to septLink to armat   
შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ მტერნიცა მიყუარ იქმნიან.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
შორად განშორებულ არს უფალი უღმრთოთაგან, ხოლო ლოცვაჲ მართალთაჲ ისმინის.

Verse: 29a   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობჱს არს მცირედი მისაღებელი სიმართლით, ვიდრე ფრიადი ნაყოფი - სიცრუვით.

Verse: 29b   Link to mcat Link to septLink to armat   
გული კაცისაჲ ზრახევდინ სიმართლესა, რაჲთა ღმრთისა მიერ წარემართნენ სლვანი მისნი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰხედავნ რაჲ თუალი კეთილსა, ახარის გულსა და ჰამბავმან კეთილმან დააპოხნის ძუალნი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან ისმინოს მხილებაჲ ცხოვრებისაჲ, შოვრის ბრძენთასა განისუჱნოს მან.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი განიშოვრებდეს სწავლასა, ჰსძულს მას თავი თჳსი, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა, Page of ms. O: 231v  მან მოიგოს სიბრძნჱ.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
შიში უფლისაჲ - სწავლულება და სიბრძნჱ და მთავრობაჲ დიდებისაჲ მოიგოს მან.



Chapter: 16  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცისა მიერ - წარმართებაჲ გულისა, ხოლო უფლისა მიერ - მოგებაჲ ენისაჲ (რაოდენცა დიდ იყო, ესოდენ დაიმდაბლე თავი თჳსი და წინაშე უფლისა ღმრთისა ჰპოო მადლი).

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველნი საქმენი მდაბლისანი ცხად არიან წინაშე უფლისა, ხოლო უღმრთონი დღესა ბოროტსა მოისრნენ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიაგორვენ და მიაქციენ უფლისა მიმართ საქმენი შენნი, რაჲთა დაემტკიცნენ გულისსიტყუანი შენნი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველი ქმნა უფალმან თავით თჳსით, ხოლო უღმრთონი დღესა ბოროტსა წარწყმდენ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა და რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, იგი ბრალეულ იყოს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
დასაბამი გზისა კეთილისაჲ საქმჱ სიმართლით სათნო არს წინაშე უფლისა უფროჲს, ვიდრე შეწირვაჲ მსხუერპლთაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რომელი ეძიებდეს ღმერთსა, პოოს მეცნიერებაჲ სიმართლისა თანა და რომელი მართლ ეძიებდეს მას, პოოს მშჳდობაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველნი საქმენი ღმრთისანი სიმართლით არიან, ხოლო დაემარხის უღმრთოჲ დღედ ბოროტისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მისნობაჲ არს ბაგეთა მეფისათა და საშჯელსა შინა არა სცთეს პირი მისი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
წამი სასწორი სიმართლისაჲ - უფლისა მიერ, რამეთუ საქმენი მისნი - სასწორ სიმართლის.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
საძაგელ მეფისა - მოქმედებაჲ ბოროტისაჲ, რამეთუ სიმართლით განემზადების საყდარი მთავრობისაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
სათნო არიან მეფისა ბაგენი მართალნი და სიტყუანი მართალნი უყუარან.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისწყრომაჲ მეფისაჲ - ანგელოზი მაკუდინებელი, ხოლო კაცმან გონიერმან ულხინოს მას.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ნათელსა შინა ცხოვრებისასა - ძჱ მეფისაჲ, Page of ms. O: 232r  ხოლო რომელნი სათნო არიან მისა, ვითარცა ღრუბელი მცხუედი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მართუენი სიბრძნისანი - უმჯობჱს ოქროჲსა, ხოლო მართუენი გონიერებისანი - ურჩჱულეს უფროჲს ვეცხლისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ალაგთა ცხოვრებისათა მიაქცინიან ბოროტისაგან, ხოლო სიგრძჱ ჟამთა - გზანი სიმართლისანი. რომელმან შეიწყნაროს სწავლაჲ, კეთილსა შინა იყოს და რომელმან დაიმარხოს მხილებაჲ, იგი განბრძნდეს; რომელმან დაიმარხნეს გზანი უფლისანი, მან დაიცვას სული თჳსი, და რომელსა უყუარდეს ცხოვრებაჲ, იგი ერიდებოდის პირსა თჳსსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
უწინარეს შემუსრვისა ძღჳნ გინებაჲ და უწინარეს დაცემისა _ სახჱ ბოროტებაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს მშჳდი გონებითა სიმდაბლესა თანა, ვიდრე რომელი განიყოფდეს ნატყუენავსა მაგინებელთა თანა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისხმისმყოფელი საქმეთა შინა კეთილთაჲ მპოებელი არს, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, სანატრელ იყოს იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძენთა და გონიერთა გულისხმისმყოფელ ჰრქჳან, ხოლო ტკბილნი იგი სიტყუათა უმეტეს სასმენელ იყვნენ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
წყაროჲ ცხოვრებისაი (sic!) - გონიერებაჲ, რომელთა მოუგიეს იგი, ხოლო სწავლაჲ უგუნურთაჲ - ბოროტ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
გულმან ბრძნისამან ცნის თჳსისაგან პირისა და ბაგეთა ჰმოსიეს მეცნიერებაჲ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
გოლი თაფლისაჲ - სიტყუანი კეთილნი, Page of ms. O: 232v  ხოლო სიტკბოებაჲ მისი - კურნება სულისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
არიედ გზანი, რომელნი მართლ საგონებელ არიან წინაშე კაცთა, ხოლო უკუანაჲსკნელი მათი ჰხედავს ფსკერსა ჯოჯოხეთისასა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი სალმობათა შინა შურებინ თავით თჳსით და იიძულებნ წარწყმედასა თჳსსა, ხოლო გულარძნილსა მას პირსა თჳსსა ჰმოსიედ წარსაწყმედელი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცმან უგუნურმან მოითხარის თავისა თჳსისა ძჳრი და ბაგეთაგან თჳსთა ცეცხლი დაიუნჯის.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი გულარძნილი გამოიტყჳნ ბოროტსა და ნაბერწყალი ზაკუვისაჲ ცეცხლებრ შეუდვის უკეთურთა და განაშოვრნის მეგობარნი.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი უშჯულოჲ გამოცდილ იქმნის მეგობართაგან და მიიყვანნის იგინი გზასა არაკეთილსა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი განიმტკიცებნ თუალთა თჳსთა, განიზრახავნ გულარძნილებასა და მოიახლის ბაგეთა თჳსთა ყოველი ბოროტი ესე, რამეთუ საჴუმილი არს უკეთურებისაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
გჳრგჳნ სიქადულის - სიბრძნჱ, ხოლო გზათა შინა სიმართლისათა იპოების.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს კაცი სულგრძელი ძლიერისასა, ხოლო რომელმან დაითმინოს გულისწყრომაჲ, უფროჲს მისსა არს, რომელმანცა დაიპყრა ქალაქი ძნელი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
წიაღადვე თჳსა მოუჴდეს ყოველივე ცრუთა მათ, ხოლო უფლისა მიერ - ყოველივე სამართლად.



Chapter: 17  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობჱს არს მცირედი პური გემოჲთ და მშჳდობით, ვიდრე სახლი სავსჱ ყოვლითა კეთილითა Page of ms. O: 233r  და სიცრუვისა საკლველთა ლალვით.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მონამან გონიერმან დაიპყრას უფალთა უგუნურთაჲ და ძმათა შოვრის განიპოს ნაწილი თჳსი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა გამოიცადების ბრძმედსა შინა ვეცხლი და ოქროჲ, ეგრეცა გამოარჩევს გულთა ღმერთი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
უკეთური ერჩინ ენასა ურჩულოთასა, ხოლო მართალი არა ჰხედავს ბაგეთა მტყუვართა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ეკიცხევდეს გლახაკსა, გ[ა]ნარისხებს შემოქმედსა თჳსსა, ხოლო რომელსა მოსცხრებოდის წარწყმედული, არა უბრალო იყოს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
გჳრგჳნ მოხუცებულისა - შვილისშვილი, ხოლო სიქადულ შვილთა - მამანი მათნი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
არა შეჰგვანან უგუნურთა ბაგენი სარწმუნონი, არცა მართალთა - ბაგენი მტყუვარნი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
სასყიდელი მადლისაჲ არს სწავლაჲ, რომელთა იჴუმიონ იგი; ვითარცა მიიქცეს, წარემართოს მას.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი მალვიდეს სიცრუვესა, იგი ეძიებს მიყუარობასა, ხოლო რომელსა სძულს დაფარვაჲ მისი, განაშოვრნეს მეგობარნი და სახლეულნი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
შემუსრის თქუმამან გული გონი[ე]რისაჲ, ხოლო უგუნური იტანჯოსღა, ვერ აგრძნეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყჳსგებაჲ აღადგინის ყოველმან უკეთურმან, ხოლო უფალმან ანგელოზი უწყალოჲ მოუვლინოს მას.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შთაუვრდეს ზრუნვაჲ კაცსა მცნობელსა, ხოლო უგუნური განიზრახვიდეს ბოროტსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი მიაგებდეს კეთილისა წილ ბოროტსა, არა შეიძრას ბოროტი სახლისაგან მისისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელმწიფებაჲ მისციან Page of ms. O: 233v  დასაბამთა სიმართლისათა, ხოლო წინაუძღჳს ნაკლულევანებასა შფოთი და ლალვაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან განამართლოს ცრუჲ და მართალი ცრუ-ყოს, ორივე ესე საძაგელ არს წინაშე უფლისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲსათჳსმე მოსცა მონაგები უგუნურსა, რამეთუ მოპოვნებად სიბრძნისა უგუნურსა მას ვერ ჴელ-ეწიფების.

Verse: 16a   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან აღამაღლოს სახლი თჳსი, ეძიებს იგი შემუსრვასა, ხოლო რომელი გულარძნილებდეს სწავლად, შეიბორკილოს ბოროტითა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსა ჟამსა მეგობარი გესჳნ შენ, ხოლო ძმანი ჭირსა შინა საჴმარ არიან, რამეთუ ამისთჳსცა იშვნიან.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი უგუნური ტყუელავნ და მოსცხრებინ თავისა თჳსისა, რომელი თავს-იდებნ თავსდებასა თჳსთა მეგობართასა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოდვისმოყუარესა უხარინ ლალვაჲ,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო გულფიცხელი იგი ვერ მიემთხჳოს კეთილსა; კაცი, რომელი გარდაიქცეს ენითა თჳსითა, მეყს შევარდეს იგი ძჳრსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
გული უგუნურთაჲ სალმობა არს მომგებელისა თჳსისა. არა იხარებნ მამაჲ ძესა ზედა უსწავლელსა,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო გულმან მხიარულმან კეთილი და ბრწყინვალე იქმნის და კაცისა მწუხარისანი განჴმებიან ძუალნი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი მიიღებდეს ქრთამსა წიაღთა სიცრუვით, არა წარემართნენ მას გზანი; უღმრთომან მოაქციის გზისაგან სიმართლისა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 234r  პირი კაცისა გულისხმისმყოფელისაჲ - ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურისანი - კიდეთა ქუეყანისათა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რისხვა მამისა - შვილი უგუნური და სალმობა მშობელისა თჳსისა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ზღვევაჲ კაცისა მართლისაჲ არა კეთილ არს, არცა ძჳრისზრახვაჲ ძლიერთა მართალთაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ერიდებოდის სიტყუასა ფიცხელსა წარმოღებად, იგი გონიერი არს და სულგრძელი კაცი - ბრძენ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰკითხეს რაჲმე უგუნურსა, სიბრძნედ შერაცხილ არს, გონიერებაშეკრებულად მოკჳრნედ თავი თჳსი ყო და აგონა, ვითარმედ ბრძენ არს.



Chapter: 18  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მიზეზსა ეძიებნ კაცი, რომელსა ეგულებინ განშოვრებაჲ მეგობართაგან თჳსთა, ხოლო ყოველსა ჟამსა საყუედრელ იყოს იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
არარაჲ უჴმს სიბრძნჱ ნაკლულევანსა გონებითა, უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს-ღა მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხ-ყვის, ხოლო მოუჴდეს შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, მდინარჱ გამოეცემის და წყაროჲ ცხოვრებისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალთღებაჲ უღმრთოჲსა კაცისაჲ - არა კეთილ, არცა ღირს - განდრეკად სამართალი საშჯელსა შინა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ბაგეთა უგუნურთა მიიყვანიან იგინივე ბოროტსა, ხოლო პირი მისი ხუესტი სიკუდილსა მოუწესნ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 234v  პირი უგუნურისაჲ შემუსრვა არნ მისდავე, ხოლო ბაგენი მისნი - საბრჴჱ მისდავე სულისა თჳსისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მცონარი იგი დაამჴჳს შიშმან, ხოლო სულთა ქმრისცოლის მავალთასა ჰშიოდის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ჰკურნებდეს მას საქმითა თჳსითა, ძმაჲ არს განმრყუნელისა მისისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდისაგან ძლიერებისა სახელი ღმრთისაჲ: მას მოუჴდენ მართალნი და აღმაღლდენ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მონაგები კაცისა მდიდრისაჲ, ვითარცა ქალაქი მოზღუდვილი, ხოლო დიდებაჲ მისი ფრიად ჰფარავნ მას.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
უწინარჱს დამდაბლებისა აღმაღლდის გული კაცისაჲ და უწინარეს დიდებისა დამდაბლდეს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი მოუგებდეს სიტყუასა ვიდრე სმენადმდე, უგუნურება არს მისა და საყუედრელ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისწყრომაჲ კაცისაჲ დაამშჳდის მსახურმან გონიერმან, ხოლო სულმოკლესა კაცსა ვინ-მე დაუთმოს?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გულმან გონიერმან მოიპოვის ცნობაჲ და ბრძნისა ყურნი ეძიებენ გულისხმისყოფასა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
საცემელმან კაცისამან განავრცის იგი და ძლიერთა თანა დასჳს იგი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის პირველსავე სიტყუასა, ვითარცა რაჲ დასდვას მოსაჯულმან, ემხილოს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყჳსგებაჲ დააცხრვის მდუმარემან და ძლიერთა თანა განაწესის იგი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ძმაჲ ძმისა შემწჱ, ვითარცა ქალაქი ძლიერი და Page of ms. O: 235r  მაღალი; და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოჲ მოზღუდვილი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაყოფისაგან პირისა კაცმან განიძღოს მუცელი თჳსი და ნაყოფისაგან ბაგეთა თჳსთაჲსა განძღეს იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
სიკუდილი და ცხოვრებაჲ _ ჴელთა შინა ენისათა, ხოლო რომელთა შეიკრძალონ იგი, ჭამდენ იგინი ნაყოფსა მისსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან პოვა ცოლი სახიერი, პოვა მადლი და მოიღო ღმრთისაგან მხიარულებაჲ.

Verse: 22a   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან განაძოს ცოლი სახიერი, განჴადა მან კეთილი, ხოლო რომელმან დაიყენოს მომრუშჱ, უგუნურად უღმრთო არს.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
... გლახაკი ითხოვნ ვედრებით, ხოლო მდიდარი მიუგებნ ყბედებრ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი, მოყვარული მოყვრისა, უფროსად საყუარელ იყოს, ვიდრეღა ძმაჲ.



Chapter: 19  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს უმეცარი, რომელი ვლიდეს ერთგულად, ვიდრეღა ორგულებით ბაგეთა ხრიდეს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
უმეცრება სულისა თვისისა არა კეთილ, ხოლო დაუდგრომელობა ფერჴთა ცოდვათა შეიმთხვევს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
უგუნურებაჲ კაცისაჲ განჰრყუნის გზათა მისთა და ღმერთსა აბრალებნ გულითა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმდიდრემან შესძინნის მეგობარნი მრავალნი, ხოლო გლახაკსა მას რომელღა უვინ მეგობარი, გან-ვე-ეშორის.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწამჱ მტყუვარი არა უტანჯველ იყოს, ხოლო რომელი აბრალებდეს ნაცილად, იგი არა განერეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალნი ჰმსახურებენ პირსა მეფეთასა, ხოლო ყოველივე იგი უკეთურ იქმნის მიცემასა მისსა და მაყუედრებელ კაცისა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსა, რომელსა ჰძულდეს ძმაჲ გლახაკი, ესევითარი სიყუარულისაგანცა შორს იყოს. განზრახვაჲ კეთილი, რომელთა იციან იგი, მათა მამხილებელ არს, ხოლო კაცმან ბრძენმან პოვა იგი. რომელი მრავალსა ბოროტსა იქმნ, უხარკობს უკეთურებასა და რომელი აზრზენდეს სიტყუასა, Page of ms. O: 235v  იგი ვერ ცხონდეს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან მოიპოვა გონებაჲ, მას უყუარს თავი თჳსი და რომელმან დაიმარხოს სიბრძნჱ, მან პოოს კეთილი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწამჱ ცრუჲ არა უტანჯველ იყოს და აღუგზნის ბოროტი მოქალაქეთა. და რომელმან აღაგზნეს ბოროტი, იგი წარწყმდეს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
არა შეჰგავს უგუნურისა შუებაჲ, ეგრეთვე, უკუეთუ მონაჲ ჰმსთავრობდეს უფალთა თჳსთა გინებით.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწყალჱ კაცი სულგრძელ არნ, სიქადული მისი მიუჴდის უშჯულოთა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფისა თქუმაჲ მსგავს არს ბრდღუენასა ლომისასა და, ვითარცა ცუარი მწუანვილსა ზედა, ეგრეცა - მხიარულებაჲ მისი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
სირცხჳლ მამისა - შვილი უგუნური და არაწმიდა არიან ლოცვანი სასყიდლისაგან უცხოჲსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
სახლი და მონაგები განუყვიან მამათა შვილთა, ხოლო უფლისა მიერ შეემთხჳოს ცოლი ქმარსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
შიშსა შეუპყრიენ მომრუშეთა გული და სულსა უქმთასა ჰმშიოდის.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იმარხვიდეს მცნებათა, დაიცვეს სული თჳსი, ხოლო რომელი უდებ იყოს გზათა თჳსთა, იგი წარწყმდეს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკსა, და მისაგებელისაებრ მისისა მიაგოს მას.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
განსწავლე ძჱ შენი და ესრეთ იყოს სასო კეთილ და გინებასა ნუ აღაყვანებ სულსა შენსა. უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს, Page of ms. O: 236r  ხოლო სული მისი სიკუდილისაგან იჴსნეს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
სახებოროტებითა კაცი ფრიად იზღვიოს, უკუეთუ უშჯულოებდეს-ღა, სულიცა თჳსი და-ვე-ჰრთოს.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ, რაჲთა ბრძენ იყო უკუანაჲსკნელ შენსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალნი ზრახვანი არიან გულსა კაცისასა, ხოლო ზრახვაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაყოფ კაცისა მოწყალებაჲ არს და ჰშჯობს გლახაკი მართალი მდიდარსა კაცსა და მტყუვარსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
შიში უფლისაჲ - კაცისა საცხოვრებელად, ხოლო უშიში იგი შეცთომილად ბჭეთა ზედა იქცეოდის ადგილთა მათ, სადა-იგი არა ჰხედავს მეცნიერებაჲ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან დაიმალნეს წიაღთა ჴელნი სიცრუვით, ვერცაღა პირად მიყვნეს იგინი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
უშჯულოჲსა ტანჯვასა უგუნური უვერაგეს იქმნეს. უკუეთუ ამხილო კაცსა გონიერსა გულისხმა-ყოს მეცნიერებაჲ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი შვილი შეურაცხ-ჰყოფდეს მამასა და განიშოვრებდეს დედასა თჳსსა, სარცხჳნელ და საყუედრელ იქმნეს.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილმან, რომელმან დაუტეოს დამარხვად სწავლაჲ მამისაჲ, ისწავნეს მან სიტყუანი ბოროტნი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან თავს-იდვას მონაჲ უგუნური, აგინებს იგი სამართალსა, ხოლო პირმან უღმრთოთამან შთანთქას საშჯელი.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
განემზადებიან არაწმიდათათჳს სატანჯველნი და გუემანი ეგრევე _ უგუნურთათჳს.



Chapter: 20  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
არაწმიდება არს, რომელთა იჴმიონ Page of ms. O: 236v  ღუინოჲ ფრიად და საგინელ - მთრვალობაჲ და ყოველი, რომელი აღერიოს ამათ, ვერ იყოს ბრძენ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
არარაჲ დააკლოს თქუმაჲ მეფისაჲ გულისწყრომასა ლომისასა, ხოლო რომელმან განარისხოს იგი, ცოდავს თავისა თჳსისათჳს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდება არს კაცისა, რომელმან მოჰრიდა გინებასა, ხოლო ყოველი უგუნური ესევითარსა შეერიის.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
აყუედრებედ მცონარსა და არა ჰრცხუენინ, ეგრეცა, რომელი ივასხებდეს იფქლსა კალოთა ზედა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
წყალი ღრმაჲ - გულისზრახვაჲ კაცისაჲ, ხოლო კაცმან გონიერმან აღმოივსოს იგი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდ არს კაცი და პატიოსან მამაკაცი მოწყალჱ, ხოლო კაცი სარწმუნოჲ ძნიად იპოვოს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იქცეოდის უბიწოდ სიმართლესა შინა, ნეტარებაჲ შვილთა თჳსთა დაუტეოს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს მეუფჱ მართალი დაჯდეს საყდართა ზედა, არარაჲ ჴდომად აღუდგეს წინაშე თუალთა მისთა ყოველივე ბოროტი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ-მე იქადოს, ვითარმედ წმიდაჲ გული აქუნდეს? ანუ ვინ-მე იკადროს და თქუას, ვითარმედ: წმიდაჲ ვარ ცოდვათაგან?

Verse: 9a   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ძჳრსა იტყოდის მამისა და დედისათჳს, მისი დაშრტეს სანთელი.

Verse: 9b   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაწილი წრაფით მოგებული პირველად, უკუანაჲსკნელ არა იკურთხოს იგი.

Verse: 9c   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იტყჳ, ვითარმედ: მივაგო მტერთა, არამედ ითმინჱ, რაჲთა უფალი შეგეწიოს შენ

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
სასწორი დიდი და მცირჱ და საწყაული მრჩობლი არაწმიდა არს წინაშე უფლისა ორივე ესე,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და საქმეთა შინა მისთა შეიკრას იგი ჭაპუკი ღირსისა თანა Page of ms. O: 237r  და წრფელ არიან გზანი მისნი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ყურსა ესმის და თუალითა ხედავს და უფლისა ქმნული არს ორივე ესე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
*ნუ გიყუარნ ძჳრისსიტყუაჲ, რაჲთა არა აღიფხურჱ აღიხილენ თუალნი შენნი და განძეღ პურითა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
საძაგელ უფლისა მრჩობლი სასწორი და ზაკული უღელი არა კეთილ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
უფლისა მიერ წარემართების გზაჲ კაცისაჲ, ხოლო მოკუდავმან ვითარ-მე ცნნეს გზანი თჳსნი?

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
საბრჴჱ კაცისაჲ ადრე თუ რაჲმე აღუთქუას თჳსი, რამეთუ შემდგომად აღთქუმისა შენანებაჲცა არნ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
განმაბნეველ უღმრთოთა - მეფჱ მართალი, დადვის მათ ზედა უღელი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ნათელი უფლისაჲ - სულნი კაცთანი, რომელი გამოეძიებდეს საუნჯეთა გულისათა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ მცველ არიან მეფისა და გარემოადგენ საყდართა მისთა სიმართლით.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
სამკაულ ჭაპუკთა - სიბრძნჱ, ხოლო დიდება მოხუცებულთა - მჴცოვანებაჲ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
შეკრძალვაჲ და შემუსრვაჲ შეემთხჳოს უკეთურსა და წყლულებაჲ - საუნჯეთა მუცლისათა.



Chapter: 21  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა სიმძაფრჱ წყლისაჲ, გული მეფისაჲ ჴელსა ღმრთისასა: ვიდრეცა წამ-უყვნა, მიდრკა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე კაცი თავით თჳსით ჩანნ მართალი, ხოლო წარუმართის გულსა უფალმან.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
საქმჱ სიმართლისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ Page of ms. O: 237v  სათნო არიან უფლისა, ვიდრეღა მსხუერპლნი სისხლთანი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
გონება დიდი გინებასა შინა გულფიცხელ, ხოლო ბრწყინვალება დიდ - უღმრთოთა ცოდვაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ზრახუა მოკლედ სიწრფოებაჲ არს, ხოლო ყოველი დაუდგრომელი მომედგრდეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი შეიკრებდეს საუნჯეთა ენითა ტყუვილისაჲთა, ამაო არს და მისდევს იგი საბრჴეთა სიკუდილისათა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მოსრვაჲ უღმრთოთა ზედა მოიწიოს, რამეთუ არა ჰნებავს საქმედ სამართლისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
გულარძნილთა მათ გულარძნილნი გზანი მოუვლინნის ღმერთმან, რამეთუ წმიდა და მართალ საქმენი მისნი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს ყორესა ყოფაჲ ჰაერსა ქუეშე, ვიდრე მოპეტალებულთა სიცრუვით სახლთა შინა ზოგადსა შეგინებულსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
სული უღმრთოჲსაჲ არა შეიწყალოს არავისგან, რომელი ჰხედვიდეს მას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ზღვევასა ბილწისასა უგონიერჱს იქმნის უმანკოჲ, ხოლო გულისხმა-ყოს ბრძენმან და შეიწყნაროს მეცნიერებაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და გულისხმა-ყვნეს მართალმან გზანი უღმრთოთანი, განირყუნიან უღმრთონი ბოროტსა შინა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან დაიყვნეს ყურნი სმენად უძლურისა, იგიცა ხადოდის უფალსა და არა ისმინოს მისი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მისაცემელმან იდუმალმან გარჱწარაქციის რისხვაჲ, ხოლო რომელი ქრთამსა ძჳრობნ გულისწყრომაჲ აღაგზნის ძლიერად.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მხიარულება მართალთა - საქმჱ სიმართლისაჲ, Page of ms. O: 238r  ხოლო ესე არაწმიდა არს უკეთურთა წინაშე.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი, რომელი შეცთომილ იყოს გზათა სიმართლისათა, შესაკრებელსა გმირთასა განისუენოს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცსა ნაკლულევანსა უყუარნ საშუებელი მეგობართაჲ, ღჳნოჲ და ზეთი - სიმდიდრედ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ნარჩევ მართლისა - უშჯულოჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობჱს არს ყოფაჲ ქუეყანასა უდაბნოსა, ვიდრე დედაკაცისა თანა მოლალისა და ენოვნისა და გულმწყრალისა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
საუნჯე გულისსათქუმელი განისუენებდეს პირსა ბრძენთასა, ხოლო კაცთა უგუნურთა შთანთქან იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
გზათა სიმართლისათა და წყალობისათა პოვონ ცხოვრებაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ქალაქთა ძლიერთა მოუჴდა ბრძენი და დაარღჳნა ძნელოვანნი მისნი, რომელსა-იგი ესვიდეს.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან დაიცვეს პირი თჳსი და ენაჲ, დაიმარხოს ჭირისაგან სული თჳსი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ფიცხელსა და ლაღსა ბილწ ჰრქჳან, ხოლო რომელი ძჳრსა იჴსენებდეს, მას _ უშჯულო.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისთქუმათა მოაკუდინიან მცონარი, რამეთუ არარაჲ უნებნ საქმედ რაჲსამე ჴელთა მისთა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
უღმრთოსა მას გული უთქუამნ ყოველთა დღეთა გულისთქუმასა ბოროტსა, ხოლო მართალსა მას ეწყალინ და სწყალობნ ურიდად.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, რამეთუ უშჯულოებით შესწირავნ მას.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწამჱ Page of ms. O: 238v  მტყუარი წარწყმდეს, ხოლო კაცი მორჩილი კრძალულად იტყჳნ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი უღმრთოჲ ურცხჳნოდ წინააღუდგის პირსა, ხოლო წრფელმან მან გულისხმა-ყვნეს გზანი მისნი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
არა არს კაცისა სიბრძნჱ, არა არს კაცისა სიმჴნჱ, არა არს ზრახვაჲ ღმრთისა თანა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხენი განემზადებინ დღედ ბრძოლისა, ხოლო უფლისა მიერ არს შეწევნაჲ.



Chapter: 22  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობჱს არს სახელი კეთილი, ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა და ანთრაკსა - მადლი კეთილი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მდიდარი და გლახაკი შეიმთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნნა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ვერაგმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად ისწავების იგი. ხოლო უგუნურნი იგი თანაწარჰჴდეს და იზღვინეს.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
შობაჲ სიბრძნისაჲ _ შიში უფლისაჲ, სიმდიდრჱ - დიდება და ცხოვრება.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ალაგნი და საბრჴენი გზათა დრკუთა, ხოლო რომელი იცვიდეს თავსა თჳსსა, განერეს მათგან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მდიდართა გლახაკნი ჰმძლავრობენ და თჳსნი მონანი უფალთა ავასხებდენ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი სთესვიდეს ხენეშსა, მოიმკოს ბოროტი და წყლულებაჲ საქმეთა მისთაჲ აღესრულოს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგიცა გამო-ვე-იზარდოს, რამეთუ თჳსისაგან პურისა სცა გლახაკსა.

Verse: 9a   Link to mcat Link to septLink to armat   
ძლევაჲ და პატივი მოიპოვა, რომელმან მისცა ქრთამი, Page of ms. O: 239r  არამედ სული მიმღებელისაჲ მის წარწყმდეს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
განჴადე კრებულისაგან ბილწი და მის თანა განვიდეს ძლევაჲ. ოდეს დაჯდეს იგი კრებულსა შოვრის, ყოველნი შეურაცხ-ყვნის.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
უყუარან უფალსა გულითა წმიდანი და შეწყნარებულ მისა _ ყოველნი უბიწონი; ბაგითა მწყსინ მეფჱ ბრძენი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო თუალნი უფლისან[ი] ჰსცვენ მეცნიერებასა და განაქარვნის სიტყუანი უსჯულომან.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მიზეზობნ მცონარი და თქჳს: ლომი გზათა ზედა და უბანთა ზედა - კაცისმკლველნი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ჯურღუმული ღრმაჲ - პირი უშჯულოჲსაჲ, ხოლო რომელი სძულდეს უფალსა, შთავარდეს მას.

Verse: 14a   Link to mcat Link to septLink to armat   
არიან გზანი ბოროტნი წინაშე კაცისა და არა სთნავს მოქცევაჲ მათგან. ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს გზისაგან დრკჳსა და ბოროტისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
უგუნურებითა აღგზებულ არს გული ჭაპუკისაჲ, რამეთუ კუერთხი და სწავლაჲ შორს არს მისგან.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ცილსა შესწამებდეს გლახაკსა, ფრიად-ჰყოფს თავისა თჳსისა ბოროტსა და მიეცეს სიმდიდრჱ მისი ნაკლულევანსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუასა ბრძენსა შეყავ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი ჩემნი და გული შენი დაამტკიცე, რაჲთა ჰსცნა, რამეთუ კეთილ არიან.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუეთუ შეიკრიბნე იგინი გულსა შენსა, გახარონ შენ ერთბამად ბაგეთა შენთა,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა იყოს უფლისა მიმართ სასოებაჲ შენი და გაუწყოს შენ გზაჲ შენი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ გამოწერენ Page of ms. O: 239v  იგი გულსა შენსა სამწილად ზრუნვად და ცნობად სივრცესა სულისა შენისასა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
გასწაო უკუე შენ ჭეშმარიტი სიტყუაჲ და მეცნიერებისა კეთილისა მორჩილებაჲ მიგებად სიტყუასა ჭეშმარიტებისასა, რომელთა ყონ შენდა მიმართ სიტყუაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს, და ნუ შეურაცხ-ჰყოფ დავრდომილსა ბჭეთა ზედა,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უფალმან საჯოს საშჯელი მისი და იჴსნე უზრუნველად სული შენი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ექმნები მოყუარე კაცსა გულმწყრალსა და მეგობარ მრისხანესა ნუ თანაექცევი,

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუუკუ[ე] ისწავნე გზანი მისნი და მოიღო მახჱ სულისა შენისაჲ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მისცემ თავსდებად თავსა შენსა სირცხჳლითა პირისაჲთა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ არარაჲ აქუნდეს, რაჲ მისცეს, განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელ დადვეს მამათა შენთა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
შუენიერი კაცი და მალჱ საქმითა თჳსითა წინაშე მეფეთა ღირს დგომად და არა წინაშე დგომად იგი კაცთა გულსნეულთა.



Chapter: 23  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ დაშჯდე სერობად ტაბლასა ძლიერისასა, ცნობით ცან წინადაგებული შენი

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეგრეთ მიყავ ჴელი შენი. უწყოდე, რამეთუ ესრჱთ გიღირს განმზადებად.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ უძღებ იყო, ნუ გული გითქუამნ საჭმელთა მისთა, რამეთუ ესენი ჰქონან ცხო/ვრებად Page of ms. O: 240r  ყოვლისა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ წარსწუთები მდიდარსა, გლახაკი თუ ხარ, და გონებითა შენითა განეშოვრე.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ მიადგნე თუალნი შენნი მას, არა ჩნდეს იგი, რამეთუ განმზადებულ არიან მისა ფრთენი, ვითარცა ორბისანი, და მიიქცეს სახიდ ზედა მაგინებელისა თჳსისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ჰშჭამ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული გითქუამნ საჭმელთა მისთა,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა იგი, ვინ შთასნთქამნ თმასა, ეგრეთ ჭამდეს და სუმიდეს შენ თანა მას.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუცა შენ მოიყვანებ მას და ჰშჭამ მის თანა პურსა, რამეთუ წარმოსთხიოს იგი და ჰგმობდეს სიტყუათა შენთა კეთილთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ყურთა მიმართ უგუნურთაჲსა ნურას იტყჳ, ნუუკუე შეურაცხ-ყვნეს სიტყუანი შენნი გონიერნი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გარდასცვალებ საზღვართა საუკუნეთა და მონაგებსა ობოლთასა ნუ შეხუალ,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მჴსნელი მათი უფალი არს ძლიერი და საჯოს საშჯელი მათი შენგან.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მიეც სწავლასა გული შენი და სასმენელნი შენნი სიტყუათა მეცნიერებისათათჳს განჰმზადენ (!).

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ განაყენებ ჩჩჳლსა ყრმასა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ სამე სცე მას კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 240v  და უკუეთუ ევნენ ბაგეთა ჩემთა სიტყუანი პირისა შენისანი,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ჰბაძავნ ცოდვილთა გულითა შენითა, არამედ შიშსა შინა იყავ ყოველთა დღეთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ დაიმარხნე იგინი, გექმნენ შენ ნაშობ და სასოებაჲ შენი არა განგეშოვროს შენგან.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე, შვილო, და ბრძენ იქმენ და წარიმართე გონიერებაჲ გულსა შენსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იყოფვი მეღჳნჱ და ნუცა ჰხედავ ზიარებასა სხუათასა და ჴორცის სყიდასა,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველი მომთრვალჱ და მეძავი დაგლახაკნეს და შეიმოსის სამოსელი დაპებული ყოველმან მოძილმან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე, შვილო, მამისაჲ, რომელმან გშვა შენ, და ნუ შეურაცხ-ჰყოფ, რამეთუ დაბერდა დედაჲ შენი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილად განზარდნის შვილნი მამამან მართალმან და ძესა ზედა ბრძენსა იხა_ რებნ გულითა

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი შენ ზედა და მხიარულ-ყვენ მშობელნი შენნი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მომეც მე, შვილო, გული შენი და თუალნი შენნი გზათა ჩემთა სცვიდედ!

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი და ჯურღუმული იწროჲ უცხოჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მეყს დაადგრეს, წარწყმდეს და ყოველი უშჯულოჲ მოიჴოცოს.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ვისსა ვაჲ? ვისსა შფოთი? ვისსა საშჯელი და ჭირი? ვისსა ურვანი? ვისსა შემუსრვანი ცუდნი? ვისნი ლბილ არიან თუალნი?

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ანუ არა მათ, რომელთა დაყოვნდიან ღჳნოსა ზედა? Page of ms. O: 241r  რომელნი-იგი იკითხვენ, სადა-ძი სუმანი არიან?

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ზრახევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთას სლვასა შინა. უკუეთუ ფიალებსა და სასუმლებსა მისცნეთ თუალნი თქუენნი, უკუანაჲსკნელ ხჳდოდით უშიშულესნი საცეხულისა თავისა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო დასასრულსა, ვითარცა გუელისა ნაცემი, განეზავოს და, ვითარცა რქოსნისა გუელისაჲ, განეწონოს მას.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალთა შენთა რაჟამს იხილონ დედაკაცი უცხოჲ, მაშინ პირი შენი იტყოდის გულარძნილსა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და შთაჰვარდე, ვითარცა გულსა ზღჳსასა და ვითარცა ნავის მავლინებელი მრავალთა შინა ღელვათა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაშინ თქუა: მცეს მე და არა მტკიოდა, და მეკიცხევდეს მე და არა ვცან, ოდესმე ცისკარი იყოს, რაჲთა განვიდე და ვიძიო, რომელთა თანა ვიდოდი.



Chapter: 24  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, ნუ ჰბაძავ კაცთა უკეთურთა, ნუცა გული გითქუამნ ყოფად მათ თანა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სიცრუვესა იწურთის ენაჲ მისი და სალმობასა ბაგენი მათნი იტყუიან.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნით იშენების სახლი, გულისხმისყოფით აღემართების.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მეცნიერებით აღივსებიან საუნჯენი, სავსჱ ყოვლითა სიმდიდრითა პატიოსნითა კეთილითა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობჱს არს ბრძენი ძლიერისა და კაცი, რომელსა გონიერებაჲ აქუნდეს ქუეყანისსაქმრისა დიდისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
განგებულებით იქმნების ბრძოლაჲ, ხოლო შეწევნაჲ Page of ms. O: 241v  _ გულისაგან განმზრახველისა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნჱ და გონიერებაჲ კეთილი - ბჭეთა ზედა ბრძენთასა, ბრძენთა არა გარდააქციონ პირისაგან ღმრთისაჲსა,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ზრახევდ კრებულსა შოვრის: უსწავლელთა შეემთხჳოს სიკუდილი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოკუდეს უგუნური ცოდვასა შინა, არაწმიდებითა კაცი ბილწებით შეიგინოს

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
დღესა ბოროტსა და დღესა ბრძოლისასა მოუკლებელად;

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
იჴსენ სიკუდილდ, რომელ მიცემულ იყვნენ. ნუ სწყალობ,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: არა ვიცნი ესე, არამედ იცნის უფალმან გულნი ყოველთანი. და რომელმან დაჰბადნა სულნი, მან იცის ყოველი, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ჭამე თაფლი, შვილო, რამეთუ კეთილ არს გოლი, რაჲთა დატკბნეს სასაჲ შენი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეგრჱთ სცნა სიბრძნჱ სულისა შენისა; უკუეთუ ჰპოვო, იყოს კეთილ აღსასრული შენი და სასოებამან არა დაგიტეოს შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მოიყვანებ უღმრთოსა საყოფლად მართლისა, ნუცა სცთები მაძღრობითა მუცლისაჲთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
შჳდგზის-ღა-თუ დაეცეს მართალი, აღ-ვე-დგეს, ხოლო უღმრთონი მოუძლურდენ ბოროტსა შინა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ, დაბრკოლებასა მისსა ნუ აღმაღლდები.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუუკუე იხილოს იგი უფალმან და არა სთნდეს და გარეწარაქციოს გულისწყრომაჲ თჳსი მისგან.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 242r  ნუ გიხარინ ბოროტისა მოქმედთა ზედა, ნუცა ჰბაძავ ცოდვილთა,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა ესუას ნაშობი უკეთურსა და ბრწყინვალებაჲ უღმრთოჲ დაშრტეს.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
გეშინოდენ, შვილო, ღმრთისა და მეფისა და ნუ ურჩ ექმნები ორთავე ამათ,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მეყსეულად იჴმინიან უღმრთონი, ხოლო ტანჯვაჲ ორთაჲვე ამათ ვინ-მე ცნას?

Verse: 22a   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი შვილი სიტყუასა ეკრძალებოდის, წარწყმედასა განერეს, შეწყნარებით შეიწყნარა იგი

Verse: 22b   Link to mcat Link to septLink to armat   
და არარაჲ ტყუვილი პირისა მისისაგან გამოვიდეს.

Verse: 22c   Link to mcat Link to septLink to armat   
მახჳლი არს ენაჲ მეუფისაჲ და არა ჴორციელი, ვინცა მისცეს კაცთაგანი ძარღჳთურთ, განილიოს.

Verse: 22e   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძუალნი კაცთანი შეჭამნეს და შეწუნეს, ვითარცა ალმან, ვითარმედ უჭმ იყვნენ იგინი, ვითარცა მართუენი ორბისანი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამას გეტყჳ თქუენ, ბრძენთა, რაჲთა გულისხმა-ჰყოთ: სირცხჳლი პირისაჲ საშჯელსა შინა არა კეთილ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან თქუას უღმრთოჲსაჲ: "მართალ არს", წყეულ იყოს ერისა და საძულელ ნათესავთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 243r  ხოლო რომელნი ამხილებდენ, უმჯობესად გამოჩნდენ და მათ ზედა მოიწიოს კურთხევაჲ კეთილი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ბაგითა ამბორს-უყოფენ მიგებასა კეთილთა სიტყუათა, ხოლო რომელი ორგულებდეს სიტყუათა, პირისპირ განჰმზადებს სიტყუათა მისთა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
აერთა ქუეშჱ განჰმზადენ განსავალად საქმენი შენნი და აღემზადჱ ველად და ვიდოდჱ შემდგომად ჩემსა და აღეშენოს სახლი შენი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იყოფჳ ცრუ მოწამჱ მოქალაქისა შენისათჳს, ნუცა განვრცნები ბაგითა შენითა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იტყჳ, ვითარცა მიყო მე, უყო მას მეცა; მივაგო, რავდენი მავნო მე.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ქუეყანაჲ საქმარი, არს კაცი უგუნური და ვითარცა ვენაჴი - კაცი, ნაკლულევანი გონებითა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ დაუტეო იგი, მოოჴრდეს და თივა ცჱნებულ იქმნეს ყოვლად და მოაკლდეს და ზღუდენი ქვათა მისთანი დაირღუენ.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუანაჲსკნელ მე შევინანჱ და მოვიხილჱ გამორჩევად სწავლულებისა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
მცირედ მრულოოდის, მცირედ დავიძინო და მცირედ დავისხნე ჴელნი მკერდსა ზედა.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ესე ჰყო, მოიწიოს შენ ზედა, ვითარცა წინამორბედი, სიგლახაკჱ შენი და ნაკლულევანებაჲ შენი, ვითარცა კეთილი მსრბოლი.



Chapter: 25  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე არიან სწავლანი სოლომონისნი განუკითხველნი, რომელნი აღწერნეს მეგობართა ეზეკიაჲსთა, მეფისა ჰურიასტანისათა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდებაჲ ღმრთისაჲ ჰფარავს სიტყუათა, ხოლო დიდებაჲ მეუფისაჲ პატივ-სცემს საქმეთა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ცაჲ მაღალ არს და ქუეყანაჲ - ღრმა, ხოლო გული მეუფისაჲ - გამოუკულეველ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
განჭედჱ გამოუცდელი ვეცხლი და განწმიდნეს წმიდად ყოვლად.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მოისპნედ წარმართნი პირისაგან მეუფისა და წარმოემართოს სიმართლით საყდარი თჳსი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ლაღად იქცევი წინაშე მეუფისა, ნუცა ადგილსა ძლიერთასა Page of ms. O: 245r  დასდგები.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს შენდა, რაჲთა გრქუან: აღმო-რე-ვედ ჩემდა, ვიდრე დამდაბლებასა შენსა წინაშე ძლიერთასა. რაჲ-იგი იხილეს თუალთა შენთა, თქუ:

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ წარმდებ იქმნები ლალვად, რაჲთა არა ინანდჱ უკუანაჲსკნელ, რაჟამს გაყუედროს შენ მეგობარმან.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
გარემიიქეც მისგან და ნუ შეურაცხ-ჰყოფ,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუუკუე გაყუედროს შენ მეგობარმან და ლალვაჲ და მტერობაჲ შენ არა განგეშოროს, არამედ იყოს შენდა სიკუდილისა სწორ.

Verse: 10a   Link to mcat Link to septLink to armat   
მადლი და მეგობრებაჲ განააზნაურებს. დაიმარხჱ თავისა შენისა, რომლისა არა საყუედრელ იქმნჱ, არამედ დაიმარხენ გზანი შენნი კეთილად.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ბირთჳ ოქროჲსაჲ მძივსა სარდიონსა თქუმად სიტყუაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
საყურსა ოქროჲსასა და ანთრაკსა პატიოსანსა შემკულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ ყურთა მორჩილთასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა გამოსლვაჲ თოვლისაჲ მთასა ზედა სიცხჱსა სარგებელ, ეგრჱცა - მოციქული სარწმუნოჲ, რომელთა წარავლინონ იგი, რამეთუ გულთა, რომელთა იჴმიონ იგი, სარგებელ არს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ქარნი და ღრუბელი და წჳმანი სასტიკნი, ეგრეცა საცემელსა რომელნი იქადიედ ტყუვილით.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
სულ-გრძელებაჲ გზათა მეფისათა წარმართებად, ხოლო ენამან ლბილმან შემუსრნის ძუალნი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
თაფლი ჰპოვე? ჭამე, Page of ms. O: 245v  რავდენ წეს არს, ნუუკუე განსძღე და წარმოსთხიო.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
იშჳთ შედგი ფერჴი შენი მეგობრისა, ნუუკ[უ]ე მოეწყინო და მოგიძულოს შენ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ვაზრი და მახჳლი და ისარი პირედი, ეგრეცა კაცი, რომელი შესწამებდეს მეგობარსა თჳსსა წამებასა ცილსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
გზაჲ უკეთურისაჲ და ფერჴი უშჯულოჲსაჲ მოისპოს დღესა ბოროტსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ძმარი ცხჳრთა მტკივან, ეგრეცა ვნებაჲ, რომელი შეეხის ჴორცთა, გული შეაწუხის.

Verse: 20a   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მღილი სამოსელსა და მატლი ძელსა, ეგრეცა მწუხარებამან კაცისამან ავნის გულსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ჰშიოდის მტერსა შენსა, გამოზარდე იგი, უკუეთუ ჰსწყუროდის, ასუ მას.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა, ხოლო უფალმან მოგაგოს შენ კეთილი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ქარმან ზეშთამომან აღადგინის ღრუბელი და პირმან ურცხჳნომან ენაჲ აღიბაძვის (sic!).

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს ყოფაჲ ყორესა ერდოჲსასა, ვიდრეღა დედაკაცისა მაგინებელისა სახლსა შინა ზოგადსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა წყალი სულსა წყურიელსა, ეგრეცა სახარებაჲ კეთილი ქუეყანით შორით.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იგი, ვინ წყაროჲ დაყო და გამოსავალი წყლისაჲ განრყუნა, ეგრე შეუგვანებელ არს მართალი დაცემად წინაშე უღმრთოჲსასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 246r  ჭამად თაფლი ფრიად არა კეთილ არს, ხოლო პატივისცემაჲ სიტყუ[ა]თა დიდებულთაჲ - ღირს.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ქალაქი ზღუდედარღუეული და უზღუდოჲ, ეგრეცა კაცი, რომელი არა ზრახვით რასმე იქმნ.



Chapter: 26  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ცუარი ლეწვასა და წჳმაჲ მკასა, ეგრეცა არა არს უგუნურისა პატივი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მფრინველი რაჲ აღფრინდის და სირი, ეგრეცა წყევაჲ ამავოჲ არავის მიუჴდეს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ტანჯვაჲ ცხენსა და დეზი ვირსა, ხოლო კუერთხი ნათესავსა უგუნურსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მიუგებ უგუნურსა მისისაებრ უგუნურებისა, რაჲთა არა მსგავს მისა შჱნდე.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მიუგებ უგუნურსა მისისაებრ უგუნურებისა, რაჲთა არა ეგონოს ბრძენ თავი თჳსი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
გზათაგან თჳსთა საყუედრელ იქმნის, რომელმან მიავლინის უგუნური მოციქულად სიტყჳსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მოსპე სლვაჲ ფერჴთაჲ და იგავნი პირისაგან უგუნურისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იგი, ვინ შთადვის ქვაჲ შურდულსა, ეგრევე მსგავს არს, რომელმან მიჰსცეს დიდებაჲ უგუნურსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ეკალი ცენდებინ ჴელსა მომთრვალეთასა, ხოლო მონებაჲ - ჴელთა უგუნურთასა,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
...... რამეთუ შეიმუსრის განკჳრვებაჲ მათი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ძაღლი, რაჲ მიიქცის ნათხევსა თჳსსა და საძულელ იქმნის, Page of ms. O: 246v  ეგრეცა უგუნური - თჳსითა უკეთურებითა მი-რაჲ-იქცეს ცოდვასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიხილე კაცი, რომელსა ეგონა თავი თჳსი ბრძენ, ხოლო სასოებაჲ აქუნდა... უგუნურსა, ვიდრე მას.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
თქჳს მცონარმან, წარ-რაჲ-ავლინებედ გზად: ლომი - გზათა ზედა და კაცისმკლველები - უბანთა ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა კარი, რაჲ იქცევინ კორტიმლსა ზედა, ეგრეცა მცონარი - ცხედარსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
დაიმალნა ჴელნი მცონარმან წიაღთა შიდა და პირად ვერ უძლავს მიყოფად.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
უბრძნჱს უჩნნ თავი თჳსი მცონარსა, ვიდრე იგი, რომელსა მაძღრივ მიაქუნ ხარებაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იგი, ვინ უპყრის ძაღლსა კუდი, ეგრეცა, რომელი წარუდგეს სხჳსა საშჯელსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იგი, რომელნი-იგი ულხინებედ, წარმოიხუნიან სიტყუანი წინაშე კაცთა, ხოლო რომელმან მიაგოს სიტყუაჲ, პირველადვე უბრკუმეს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა, რომელნი უმზირიედ მეგობართა თჳსთა, რაჟამს ემხილის, თქჳან, ვითარმედ: სიმღერით ვქმენით ესე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალსა ზედა შეშასა აღატყდებინ ცეცხლი და სადა არნ გულმწყრალი, არა დაშრტის ლალვაჲ; ხოლო სადა არა არნ გულმწ[ყ]რალი, დაყუდებულ არნ ლალვაჲ მარადის.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ლანძჳ ნაკუერცხალსა და შეშაჲ ცეცხლსა და კაცი მაგინებელი შფოთებად და ლალვად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტ[ყ]უა კუდკუეთილ ჩუკენი, ესენი ჰგუემედ საუნჯეთა მუცლი/სათა. Page of ms. O: 247r 

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ვეცხლი, ზაკუვით მიცემული, ვითარცა კეცი, შერაცხილ არს და ბაგეთა წრფელთა გულისა მწუხარებაჲ დაფარიან.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ბაგითა წამს-უყოფნ ყოველთა ტირილით მტერი, ხოლო გულსა თჳსსა ზაკუავნ სიტყუათა ბოროტთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რავდენვე გევედრებოდის მტერი ქენებით დიდითა ჴმითა, ნუ გრწამნ მისი, რამეთუ შჳდნი უკეთურებანი არიან გულსა მისსა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იმალვიდეს მტერობასა, შეჰკრებს იგი ზაკუვასა; დაიფარნის ცოდვანი თჳსნი განცხადებულად კრებულსა შორის.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი უთხრიდეს მღჳმესა მოყუასსა, იგივე შთავარდეს მას. და რომელი აგორვებდეს ლოდსა, თავსა ზედა თჳსსა აგორვებს.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ენასა მტყუვარსა ჰძულს ჭეშმარიტებაჲ, ხოლო პირმან უთმინოჲსამან აღადგინის შფოთი.



Chapter: 27  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იქადი ხვალისა, რამეთუ არაჲ უწყი, რაჲ შვეს მომავალმან.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
გაქებდინ შენ მოყუასი შენი და ნუ - პირი შენი, უცხონი და ნუ - ბაგენი შენნი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მძიმე არს ქვაჲ და ძნიად სატჳრთველ - ქჳშაჲ, ხოლო რისხვაჲ უგუნურისაჲ უმძიმე არს ორთავე.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
უწყალო არს გულისწყრომაჲ და მახჳლ - რისხვაჲ, არამედ არარაჲ უუშუ[ე]რჱს არს მათსა შური.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობჱს არიან მხილებანი გამოცხადებულნი, ვიდრე სიყუარულისა დაფარულისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უღირსჱ[ს] სარწმუნო Page of ms. O: 247v  წყლვანი მეგობრისანი, ვიდრე ნეფსით ამბორისყოფასა მტერისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
სული მაძღარი გოლსა ემღერინ, ხოლო სულსა ნაკლულევანსა მწარჱცა იგი ტკბილვე ჰგონიენ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მფრინველი, რაჲ აღფრინდის ბუდეთაგან, ეგრეცა კაცი, რაჟამს უცხო იქმნის თჳსთაგან ადგილთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მონა არს ნელსაცხებელთა და ღჳნოთა და საკუმეველთა, იშუებნ გული, ხოლო დაეცემის შემთხუ[ე]ვათაგან სული.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობარსა შენსა და მეგობარსა მამათა შენთასა ნუ დაუტეობ და სახლსა ძმისა შენისასა ნუ შეხუალ უკითხავად. უმჯობჱს არს მეგობარი ახლოს, ვიდრეღა-რა ძმაჲ, რომელი შორს მყოფ იყოს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძენ იყავ, შვილო, რაჲთა იხარებდეს გული შენი და გარეწარაქციენ შენგან საყუედრელნი სიტყუანი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
გონიერი იგი მოწევნასა ბოროტისასა დაეფარა, ხოლო უგუნურნი ზედა მიუჴდენ და იზღვინენ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მოუღე სამოსელი მისი, რამეთუ წარვიდა მაგინებელი მისი, რომელი უცხოჲსასა განჰრყუნის.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი აკურთხევდეს მეგობარსა განთიად დიდითა ჴმითა, მწყევარსა არარაჲთ დააკ[ლ]დეს იგი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაწუელთა გამოაძიან კაცი დღეთა ზამთრისათა, ეგრეთვე დედაკაცმან მაგინებელმან - თჳსისაგან სახლისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ზეშთამოსა ქარსა ფიცხელსა სახელი მარჯუენით ჰრქჳან.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რკინამან რკინაჲ Page of ms. O: 248r  აღმახჳს და კაცმან განარისხის პირი მოყუსისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან დაჰნერგოს ლეღჳ, ჭამოს მან ნაყოფი მისი; რომელი ჰსცვიდეს უფალსა თჳსსა, პოვოს მან პატივი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იგი არა მსგავს არს პირი პირსა, ეგრეცა გულნი არა მსგავს არიან გულთა კაცთასა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ვერ აღივსებიან, ეგრეცა თუალნი კაცთანი ვერ აღივსებიან.

Verse: 20a   Link to mcat Link to septLink to armat   
საძაგელ უფლისა, რომელმან განიმტკიცნეს თუალნი მისნი და უსწავლელნი უთმინო ენითა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოცდაჲ ვეცხლისაჲ და ოქროჲსაჲ - გამოჴურვებაჲ, ხოლო კაცი გამოიცადების პირითა მაქებელისა თჳსისაჲთა.

Verse: 21a   Link to mcat Link to septLink to armat   
გული უშჯულოჲსაჲ გამოეძიებნ ბოროტსა, ხოლო გული წრფელისაჲ გამოეძიებნ მეცნიერებასა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ჰსაჯო უგუნური შოვრის კრებულსა და აყუედრებდე მას, ვერ-ვე მოუსპო უგუნურებაჲ მისი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ცნობით იცნნე სულნი სამწყსოჲსა შენისანი და მიჰსცე გული შენი არვეზთა შენთა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა საუკუნე არს კაცისა სიმტკიცჱ და ძალი და არცა ეცემის ნათესავითი ნათესავად.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
იღუწიდ ველსა ზედა მწუანვილსა და სთიბო მდელოჲ და შეკრიბე თივაჲ მწუანვილისაჲ,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა გედგას ცხოვარი სამოსლად. პატივ-ეც ველსა, რაჲთა გედგნენ შენ კრავნი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, გქონან შენ ჩემ მიერ სიტყუანი ძლიერნი Page of ms. O: 248v  ცხოვრებასა შენსა და ცხოვრებასა მსახურთა შენთასა.



Chapter: 28  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ივლტინ უღმრთოჲ თჳნიერ დევნისა, ხოლო მართალი, ვითარცა ლომი ესავნ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოდვითა უღმრთოთაჲთა აღდგიან... ხოლო კაცმან გონიერმან დაშრიტოს იგი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი უღმრთოებით შესწამებნ ცილსა გლახაკსა, ვითარცა წჳმაჲ სასტიკი და ურგები.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა დაუტევიან შჯული და აქებედ უღმრთოსა, ხოლო რომელთა უყუარდეს შჯული, მოიდვან იგი თავისა თჳსისა ზღუდედ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცთა უკეთურთა ვერ ცნიან სამართალი, ხოლო რომელნი ეძიებდენ უფალსა, პოვონ იგი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა შინა შჯობს გლახაკი, რომელი ჭეშმარიტებით ვიდოდის, ვიდრე მდიდარი მტყუვარი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
დაიმარხის შჯული შვილმან გონიერმან, ხოლო რომელი ჰმწყსიდეს არაწმიდებასა, უპატივო-ყოს მამაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი განამრავლებდეს სიმდიდრესა თჳსსა ვახშითა და აღნადგინებითა, მოწყალესა გლახაკთასა შეუკრებს მას.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან გარეწარყოს სასმენელი არასმენად შჯულისა, მისიცა ლოცვაჲ საძაგელ იყოს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან აცთუნნეს წრფელნი გზასა ბოროტსა, განსარყუნელსა მიეცეს იგიცა; ხოლო უშჯულონი თანაწარჰჴდენ კეთილსა და ვერ შევიდენ მას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძენ ჩანნ თავით თჳსით მდიდარი, ხოლო გლახაკმან გონიერმან განგმოს იგი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შეწევნითა მართალთაჲთა მრავალი იქმნის Page of ms. O: 249r  დიდებაჲ, ხოლო უღმრთოთა ადგილთა მოისრნენ კაცნი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ჰფარვიდეს უღმრთოებასა თჳსსა, არა წარემართოს, ხოლო რომელი მიუთხრობდეს, იგი საყუარელ იყოს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინოდის ყოველთათჳს ღმრთისმოშიშებით, ხოლო გულფიცხელი იგი შევარდეს ძჳრსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ლომი მშიერი და მგელი წყურიელი, ეგრეცა, რომელი ჰმსთავრობდეს მკოდოვი ნათესავსა გლახაკთასა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფჱ ნაკლულევანი ფასითა - დიდად ცილისა შემწამებელ, ხოლო რომელსა ჰსძულდეს სიცრუვჱ, მრავალჟამ ცხომნდეს კაცი იგი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა ბრალი კაცისმკლველობისაჲ ზედა ედვას, იგი მეოტ იყოს და არა მტკიცჱ.

Verse: 17a   Link to mcat Link to septLink to armat   
განსწავლჱ ძჱ შენი და განგისუენოს შენ და მოსცეს სამკაული სულსა შენსა და არა ერჩდეს ნათესავსა უშჯულოსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ვიდოდის სამართლად, შეწევნა ეცეს; ხოლო რომელი გულარძნილთა გზათა ვიდოდის, შეებას მასვე.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იქმოდის ქუეყანასა თჳსსა, განძღეს პურითა, ხოლო რომელი შეუდგეს მოცალეობასა, აღივსოს იგი სიგლახაკითა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი ღირსი და სარწმუნოებისა მოქმედი ფრიად იკურთხოს, ხოლო ბოროტისა მოქმედი იგი არა უტანჯველ იყოს.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა ჰრცხუენოდის მხილებად პირთა ცრუთასა, არა კეთილ არს; ამან კოტრისა პურისათჳს განსცეს კაცი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 249v  იწრაფინ განმდიდრებად კაცი მოშურნჱ და არა უწყის, რამეთუ მოწყალემან კაცმან დაიპყრას იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ამხილებდეს კაცსა გზათა მისთა, მადლი აქუნდეს უფროჲს, ვიდრეღა არა რომელი ენითა მოიმადლებნ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ჰმძლავრობდეს მამასა, გინა დედასა, და ჰგონებდეს, ვითარცა არა ცოდავს, ესე ზიარ არს კაცისა უღმრთოჲსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
უძღები კაცი ჰშჯინ ცუდად.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ესვიდეს სიფიცხლესა გულისა თჳსისასა, იგი უგუნურ არს, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, მოღუაწებასა შინა იყოს. და რომელი ვიდოდის სიბრძნით, იგი ცხომნდეს.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი მისცემდეს გლახაკსა, არა ნაკლულევან იყოს, ხოლო რომელმან გარემიიქციოს პირი მისი გლახაკისაგან, მრავალსა უპოვარებასა შინა იყოს იგი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ადგილსა უღმრთოთასა სულთ-ითქუმედ მართალნი და მათსა მას წარწყმედასა განმრავლდენ მართალნი.



Chapter: 29  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობჱს არს კაცი, მამხილებელი კაცისა ქედფიცხლისა, მეყსეულად აღგზებასა მისსა არა იყოს კურნება.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ქებასა მართალთასა იხარებდენ ერნი, ხოლო მთავრობასა უღმრთოთასა კუნესიედ კაცნი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცსა, რომელსა უყუარდეს სიბრძნჱ, იხარებდეს მამაჲ მისი; და რომელი ჰმწყსიდეს მეძავთა, წარწყმიდის სიმდიდრჱ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფემან მარ/თალმან Page of ms. O: 250r  აღჰმართის სოფელი, ხოლო კაცმან უშჯულომან დაამჴჳს იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი განემზადებოდის ლალვად წინაშე პირსა მეგობრისასა, მახჱ განჰმზადის ფერჴთა თჳსთაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოდვაჲ კაცისა დიდი საბრჴე არს, ხოლო მართალი სიხარულსა და მხიარულებასა შინა იყოს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
იცის მართალმან საშჯელი გლახაკისაჲ, ხოლო უღმრთომან არა ცნის მეცნიერებაჲ და გლახაკსა არა აქუს გონებაჲ მეცნიერებისაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცთა უშჯულოთა აღუდვეს ცეცხლი ქალაქსა, ხოლო ბრძენთა გარეწარაქციეს რისხვაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცმან მართალმან განსაჯნის ნათესავნი, ხოლო კაცსა უგუნურსა განრისხებასა შინა ეკიცხევედ და არა შეიკდიმის.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცთა მოსისხლეთა ჰსძულნ კაცი წმიდაჲ, ხოლო წრფელნი გამოეძიებდენ სულსა მისსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველი გულისწყრომაჲ თჳსი გამოიცადის უგუნურმან, ხოლო ბრძენი იგი იუნჯებნ ჟამად-ჟამად.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფჱ, რომელი ერჩდეს სიტყუათა ცრუთა, ყოველნივე მის წინაშენი - ცრუ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მასესხებელი და მოსესხჱ ურთიერთარს შეიმთხჳნეს, მოხედვაჲ მათ ორთაჲვე ყოს უფალმან.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მეფჱ მართალი, რომელი ჭეშმარიტებით შჯიდეს გლახაკთა, საყდარი მისი საწამებელად აღემართოს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გუემათა და მხილებათა მოჰსციან სიბრძნჱ, Page of ms. O: 250v  ხოლო შვილმან შეცთომილმან არცხჳნის მამა-დედათა თჳსთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალ თუ იყვნენ უღმრთონი, მრავალნი იქმნნენ ცოდვანი, ხოლო მართალნი დაცემასა მათსა შიშნეულ იქმნიან.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
განსწავლე ძჱ შენი და განგისუენოს შენ და მოჰსცეს სამკაული სულსა შენსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა იყოს იგი მიმთხრობელ ნათესავსა უშჯულოსა, ხოლო რომელი ეკრძალებოდის უშჯულოსა სანატრელ იყოს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყჳთა ვერ განისწავლო[ს] მონაჲ ფიცხელი დაღათუ ცნას, არავე ერჩდეს.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ იხილო კაცი მოწრაფჱ სიტყჳთა, უწყოდე, რამეთუ სასოებაჲ აქუს უგუნურსა უფროს, ვიდრე მას.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იშუებდეს სიყრმითგან, მონა იქმნეს და უკუანაჲსკნელ ჰგოდებდეს თავსა ზედა თჳსსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცმან გულმწყრალმან თჳთ აღმოითხარის ძლევაჲ, ხოლო კაცმან მრისხანემან აღმოითხარის ცოდვაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
გინებაჲ კაცსა დაამდაბლებს, ხოლო მდაბალნი იგი დაამტკიცნის დიდებითა უფალმან.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი თანაგანეყოფვოდის მპარავსა, სძულს მას სული თჳსი. უკუეთუ ფიცი შუვა წარმოიღონ და არა უთხრან,

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა ეშინოდის და არა ჰრცხუენოდის კაცთათჳს, და უბრკუმეს. ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი იხარებდეს. უღმრთოებამან შეამთხჳის კაცსა საცთური, Page of ms. O: 251r  ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი ცხოვნდეს.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალნი ჰმსახურებდენ პირსა წინაშე მთავართა, ხოლო უფლისა მიერვე არნ სამართალი კაცისაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
საძაგელ არს კაცი მართალი კაცისა ცოდვილისა და საძაგელ უშჯულოთა, რომელთა წარუმართებიენ გზასა.



Chapter: 30  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუათა ჩემთათჳს, შვილო, გეშინოდენ და შეიკრძალენ იგინი და ინანდი. ამას ეტყჳს კაცი მორწმუნეთა ღმრთისათა: და დავდუმნჱ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
უუგუნურეს ვარ ყოველთა კაცთა და გონებაჲ კაცთაჲ არა არს ჩემ თანა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ღმერთმან მასწავა მე სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ წმიდათაჲ ვცან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ აჴდა ზეცად და გარდამოჴდა? ანუ ვინ შეკრიბნა ქარნი წიაღთა? ანუ ვინ შეკრიბნა წყალნი სამოსელსა? ვინ შეიპყრნა კიდენი ქუეყანისანი? რაჲ არს სახელი მისი? ანუ რაჲ არს სახელი ძისა მისისაჲ?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველნი სიტყუ[ა]ნი [ღმრთისანი] Page of ms. O: 242v  გამოხურვებულ არიან და შეეწიოს იგი მოშიშთა მისთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შესძინებ სიტყუათა ზედა მისთა, რაჲთა არა გამხილოს შენ და მტყუვრად გამოშჩნდე.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს ვითხოვ შენგან: ნუ მიმიღებ ჩემგან ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ამაოჲ სიტყუაჲ და ტყუვილი შორს-ყავ ჩემგან. სიმდიდრესა და სიგლახაკესა ნუ მომცემ მე, არამედ განმიჩინე მე ჯეროვნად უნაკლულოდ,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა არა განვძღე და მტყუვარ ვიქმნე და ვთქუა: "ვინ მხედავს მე?" ანუ დავგლახაკნე და ვიპარო და ვფუცო სახელსა ღმრთისა ჩემისასა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მისცემ მონასა ჴელთა უფლისა თჳსისათა, ნუუკუე გწყევდეს შენ და განირყუნე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაშობი ბოროტი მამასა სწყევნ და დედასა არა აკურთხევნ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაშობი ბოროტი თავსა იმართლებნ და გამოსავალი[თ] თჳსი[თ] არა განიფრთხვის.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაშობსა ბოროტსა თუალნი ასხენ და წარბითა თჳსითა ამაღლდებინ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაშობსა ბოროტსა კბილნი ასხენ მახჳლნი და შუანი მკუეთელნი განლევად და შეჭმად მდაბალთა ქუეყანით და გლახაკთა მისთა კაცთაგან.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
წურბელსა სამ ასულ ესხნეს სიყუარულით საყუარელნი. სამთა მათ ვერ განაძღეს იგი და მეოთხესა მას ვერ ეყო თქუმად, ვითარმედ: კმა არს

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ჯოჯოხეთი Page of ms. O: 243v  და ტრფიალებაჲ დედათაჲ და ტარტაროზი, ქუეყანაჲ ვერ გამაძღარა (NB!) წყლითა და წყალმან და ცეცხლმან ვერ თქუან: კმა არს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალნი, რომელნი ეკიცხევდენ მამასა და შეურაცხ-ჰყოფდენ სიბერესა დედისასა, აღმოჰჴადნედ იგინი ყორანთა ჴევისათა და შეჭამედ იგი მართუეთა ორბისათა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
სამი არს შეუძლებელ ჩემდა ცნობად და მეოთხე იგი ვერ გულისხმა-ვყავ:

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
კუალი ორბისაჲ მფრინვალისაჲ და გზაჲ გუელისაჲ კლდესა ზედა და ალაგი ნავისა დანთქმულისაჲ და გზანი კაცისანი სიჭაპუკესა შინა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ესევითარი გზაჲ არს დედაკაცისა მომრუშისაჲ, რომელმან-იგი, რაჟამს ქმნეს, ეგრე თქჳს, ვითარმედ: არარაჲ უჯეროჲ ვქმენო.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
სამისაგან იძრვის ქუეყანაჲ და მეოთხესა მას ვერშემძლებელ არს დათმენად:

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ მონაჲ მეფობდეს და უგუნური განძღეს პურითა;

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მჴევალმან თუ გამოაძოს თჳსი დედუფალი და საძულელი ცოლი უკუეთუ შეემთხჳოს ქმარსა კეთილსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ოთხი არს უმცირეს ქუეყანასა ზედა და იგი არს უბრძნეს ბრძჱნთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ჯინჭველთა თანა, რომელთა არა არს ძალ და განჰმზადიან ზაფხულის საზრდელი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაჩჳ, Page of ms. O: 244r  ნათესავი უძლური, რომელთა იქმნიან კლდესა შინა ბუდენი თჳსნი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
უმეფო არს მკალი და განისწავლის ერთისაგან ბრძანებისა წესიერად.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და მხულივი ჴელითა ემტკიცებინ კლდესა, დაღათუ ადვილად შესაპყრობელ არს, არამედ დამკჳდრებულ არს ტაძართა სამეუფოთა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
სამი არს, რომელი კეთილად ვალს და მეოთხჱ, რომელი კეთილად თანაწარჰვალს:

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ლეკჳ ლომისაჲ, უძლიერესი მჴეცთაჲ, რომელი არა გარემიიქცევის, არცა შეძრწუნდების ნადირისაგან.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და მამალი, რომელი იქცევინ დედალთა შოვრის განუშოვრებელად და განუსუენებელად; და ვაცი, წინამძღუარი სამწყსოთაჲ; და მეფჱ, რომელი იზახებნ თესლთა ზედა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ მიჰსცე თავი შენი შუებასა და მიჰყო ჴელი შენი ლალვით პირსა შენსა, შეურაცხ იქმნე.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწუელის სძჱ და იქმნა ერბო, უკუეთუ გამოჰზიდვიდეთ დრტყილისა, გამოჴდეს სისხლი, უკუეთუ გამოჰზიდვიდე სიტყუათა, გამოჴდენ ლალვანი და საშჯელნი.



Chapter: 31  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუანი ჩემნი თქუმულ არიან ღმრთისა მიერ; მეუფისა ბრძანებაჲ, რომელი განსწავლა დედამან თჳსმან.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲ არს, შვილო, დამარხვაჲ ღმრთისაჲ? ყოვლისა პირველად გეტყჳ შენ, შვილო: რაჲ არს, შვილო მუცლისა ჩემისაო? რაჲ არს, შვილო ლოცვათა ჩემთაო?

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 244v  ნუ მისცემ დედათა სიმდიდრესა შენსა და გონებასა შენსა და ცხოვრებასა ნაკლულევანსა ზრახვასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ზრახვით ყოველსა იქმოდჱ და ზრახვით ღჳნოსა სუემდ; ძლიერნი გულმწყრალ არიან, ღჳნოსა ნუ სუმედ,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა არა სუან და დაავიწყდეს სიბრძნჱ და მართლ შჯად ვერ უძლონ უძლურთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მიეცემის მთრვალობაჲ მწუხარეთა და ღჳნოჲ სუმად ლმობიერთა,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა დაავიწყდეს გლახაკობაჲ და სალმობაჲ არღარა მოეჴსენოს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და ჰშჯიდ ყოველთა ცოცხლად.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
აღაღე პირი შენი და ჰშჯიდ სიმართლით, განსაჯე გლახაკი და უძლური.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 251r  დედაკაცი მჴნჱ ვინ-მე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა დიდად პატიოსანთა ეგევითარი იგი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მოსავ არნ მის ზედა გული ქმრისა მისისაჲ. ესევითარი ნატყუენავსა არარაჲ დააკლდეს,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შეეწევინ ქმარსა თჳსსა კეთილსა ყოველსა ცხოვრებასა მის[ს]ა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საჴმარი ჴელითა თჳსითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და იქმნა იგი, ვითარცა ნავი, მომავალი შორით. შეიკრიბის მან ყოველივე საცხოვრებელად.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგის ღამე და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა და მუშაკთა და მჴევალთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილა ქუეყანაჲ საქმარი და მოიყიდა. ნაყოფთაგან ჴელთა მისთაჲსა დაჰნერგა ფუძჱ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა (sic!) მკლავნი მისნი საქმედ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და იხილა გემოჲ, რამეთუ კეთილ არს საქმჱ, არა დაშრტებინ ღამჱ ყოველ სანთელი მისი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელნი მისნი მიყვნა ტარსა და მკლავნი მისნი განირთხნა უმჯობესსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და მკლავი მისი მიყო დავრდომილსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
არას ზრუნავნ ქმარი მისი სახლსა შინა, უკუეთუ Page of ms. O: 251v  და-სადა-ყოვნის, ყოველნივე მისთანანი შემოსილ არიედ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მრჩობლი ქლამინდი უქმნა ქმარსა თჳსსა, ბისონისაგან და ძოწეულისა - თავისა თჳსისა სამოსელი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაჯდის კრებულსა შოვრის მოხუცებულთასა მკჳდრთა ქუეყანისათა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, და სარტყლები - ქანანელთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
პირი მისი აღიღო სიბრძნით და წესი განუჩინა ენასა მისსა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ძალი და შუენიერებაჲ შეიმოსა და იხარა უკუანაჲსკნელთა დღეთა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, საზრდელი სიცონილისაჲ არა ჭამა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
პირი მისი აღაღის ბრძნად და შჯულიერად, აღდგეს შვილნი მისნი და აქეს იგი და ქმარმანცა მისმან აქო იგი:

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალთა დედათა მოიგეს სიმდიდრჱ და მრავალთა ქმნეს ძლიერებაჲ, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროჲს ყოველთასა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ტყუვილით სათნოებანი და ამაოებით სიკეთჱ დედათაჲ არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი გონიერი და კეთილად მსახური იკურთხოს. მოშიშნი უფლისანი აქებენ მას.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
მიაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთაჲსა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რამეთუ გზანი კაცისანი წინაუძღოდიან მას და წარემართნეს უკუნითი უკუნისამდე.
Page of ms. O:  



Book: Eccl. 
Ecclesiastes

ეკლესიასტე


Chapter: 1 
თავი I


Verse: 1  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
სიტყუანი ეკლესიასტესნი, ძისა დავითისნი, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალჱმს.

Verse: 2  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ამაოებაჲ ამაოთაჲ, -- თქუა ეკლესიასტე, -- ამაოებაჲ ამაოთაჲ, ყოველივე ამაო.

Verse: 3  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რაჲმე უმეტეს არს კაცისა ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურების მზესა მას ქუეშე.

Verse: 4  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს და ქუეყანაჲ ჰგიეს.

Verse: 5  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და აღმოვალს მზჱ და დაჰვალს მზჱ და ადგილსა თჳსსა მივალს

Verse: 6  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
აღმოვალს იგი და მუნვე მივალს სამხრით და მოჰვლის ჩრდილოდ, გარემოვალს სული და სიმრგულესა თჳსსა მოიქცევის სული.

Verse: 7  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ყოველივე ჴევნები შესდინ ზღუასა ზღუასა და ზღუაჲ იგი განძღების. ადგილსა მას, სადა-იგი ჴევნები მივალს, მუნვე კუალად მიიქცევიან იგინი მისლვად.

Verse: 8  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ყოველნივე სიტყუანი შრომით, ვერშემძლებელ არს კაცი სიტყუად, და ვერცა თუალი განძღეს ხილვად, და არცა აღივსოს ყური სმენითა.

Verse: 9  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რაჲ არს ქმნული იგი, თავადი ყოფადისაჲ მის და არარაჲ არს ყოველივე ახლად მზესა ამას ქუეშე.

Verse: 10  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რომლისათჳს იტყოდის და თქუას, ვითარმედ ესე ახალი არს, მიერითგანვე ქმნულ არს საუკუნეთა მათ ყოფილთა უწინარჱს ჩუენსა.

Verse: 11  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
არა არს ჴსენებაჲ პირველთაჲ მათ და უკუანასკნელთაჲ, რომელნი ყოფილ არიან უწინარჱს ჩუენსა, არა არს მათი ჴსენებაჲ ქმნულთა მათ თანა უკუანაჲსკნელთაჲ.

Verse: 12  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
მე, ეკლესიასტჱ, ვიყავ მეფჱ ისრაელსა ზედა იერუსალჱმს.

Verse: 13  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და მივეც გული ჩემი გამოძიებად და განზრახვად სიბრძნისა ყოვლისავეთჳს, რომელნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე, რამეთუ მიმოტაცებაჲ შრომისაჲ მოსცა ძეთა კაცთასა, რაჲთა მიმოიტაცებოდიან მას შინა.

Verse: 14  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ვიხილენ ყოვლითურთ, რომელნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე, და, აჰა, ესერა, ყოველი ამაო და გამორჩევაჲ სულის.

Verse: 15  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
გარდაქცეული იგი ვერ ჴელ-ეწიფების შემკობად და დაკლებულსა მას ვერ უძლავს აღრაცხად.

Verse: 16  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ვიტყოდე მე გულსა ჩემსა და ვთქუ: აჰა, ესერა, მე განვდიდენ უფროჲს მათსა, რომელნი იყვნეს უწინარჱს ჩემსა იერუსალჱმს, და შევსძინე სიბრძნჱ ყოველსა ზედა, რაოდენნი იყვნეს უწინარჱს ჩემსა იერუსალჱმს, და გულმან ჩემმან იხილა მრავალი სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ.

Verse: 17  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
იგავნი და ზედამიწევნანი ვიცნენ მე, რამეთუ ესეცა სულისაჲვე გამორჩევაჲ არს.

Verse: 18  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისასა* სიმრავლჱ მეცნიერებისაჲ არს. და რომელმან შესძინოს ცნობად, შესძინოს სალმობაჲ.



Verse: 2V Link to septLink to armat   
ეკლესიასტჱ O.
Verse: 4V Link to septLink to armat   
მივალს + იგი SS1.
Verse: 5V Link to septLink to armat   
აღმოვალს იგი -- SS1.
Verse: 6V Link to septLink to armat   
გარემოვალს ] გარემო SS1.
Verse: 7V Link to septLink to armat   
ყოველი SS1. შესდინ SS1. იგი -- SS1. არა ] ვერ SS1. მიიქცევინ SS1. მისლვად ] განსლვად SS1.
Verse: 8V Link to septLink to armat   
ვერცა ] ვერ SS1. განძღეს თუალი SS1. ხილვად ] ხედვად SS1. არცა ] არა SS1.
Verse: 9V Link to septLink to armat   
და + რაჲ არს, რომელმან ქმნა იგი, რომელი ჰყოფს SS1. ახლად -- SS1.
Verse: 10V Link to septLink to armat   
იტყჳს SS1.
Verse: 11V Link to septLink to armat   
არა არს -- SS1.
Verse: 11V Link to septLink to armat   
სიბრძნესა SS1. რომელ SS1. ამას -- SS1. ქუეშჱ O. მოსცა + ღმერთმან SS1.
Verse: 14V Link to septLink to armat   
ქმნილ SS1. ამას -- SS1. ყოველივე SS1. სულისა SS1.
Verse: 15V Link to septLink to armat   
და გარდაქცეული SS1. აღრაცხვად SS1. * აქ იწყება J (Ⴢერ.-113)
Verse: 16V Link to septLink to armat   
შევსძინე + მე SS1. ზედა + მივეც გულსა ჩემსა ცნობა სიბრძნისა და მეცნიერებისა და SS1. რავდენნი O.
Verse: 17V Link to septLink to armat   
სულისა SS1.
Verse: 18V Link to septLink to armat   
სიბრძნისა SS1. ცნობაჲ JSS1.





Chapter: 2 
თავი II


Verse: 1  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ვთქუ მე გულსა ჩემსა: "მოვედ აწ და გამოგცადო შენ სიხარულითა და იხილე კეთილსა შინა". და ესეცა ამაოვე.

Verse: 2  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
სიცილსა ვარქუ: "მიმოგანყოფილ", სიხარულსა -- "რასა ეგე ჰზამ?"

Verse: 3  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და განვიზრახე გულსა ჩემსა მოზიდვად, ვითარცა ღჳნოჲ, გული ჩემი და გული ჩემი მიძღოდა სიბრძნესა და დაპყრობად მხიარულებასა ზედა, ვიდრე ვიხილო, რომელძი კეთილ არს ძეთათჳს კაცთაჲსა, რომელი-იგი ყონ მზესა ამას ქუეშე რიცხჳ ცხოვრებისაჲ დღეთა მათთაჲ.

Verse: 4  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
განვადიდენ საქმენი ჩემნი, ვიშენე მე სახლებ და დავჰნერგენ მე სავენაჴენი.

Verse: 5  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ვიქმენ მე მტილები და სამოთხები, და დავჰნერგენ მას შინა ხენი ყოველნი ნაყოფიერნი.

Verse: 6  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვქმენ მე საბანელნი წყალთანი რწყვად მათგან მაღნარნი მცენარეთანი.

Verse: 7  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
მოვიგე მონები და მჴევლები და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე და მონაგები მროწეულთაჲ და სამწყსოთაჲ ფრიად იყო ჩემი, უფროჲს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმს.

Verse: 8  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
შევკრიბე მე ოქროჲცა და ვეცხლიცა და ძალი მეფეთაჲ და სოფელთაჲ და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებლად ძეთათჳს კაცთაჲსა, მწდენი მამანი და დედანი.

Verse: 9  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და განვდიდენ და შევსძინე უფროჲს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარჱს ჩემსა იერუსალჱმს, და სიბრძნჱ დამადგრა მე.

Verse: 10  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ყოველი, რომელი ითხოვს თუალთა ჩემთა, არა დავაყენე მათგან, არა დავაყენე გული ჩემი ყოვლისაგან სიხარულისა, რამეთუ გულმან ჩემმან იხარა ყოველსა ზედა შრომასა ჩემსა, და ესე მეყო მე ნაწილ ჩემდა ყოვლისაგან ნაშრომისა ჩემისა,

Verse: 11  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და მივიხილე ყოველსა ზედა, ქმნულსა ჩემსა, რომელნი ქმნნეს ჴელთა ჩემთა, და რუდუნებულსა მას ჩემსა, რავდენი ვრუდუნე ყოფად. და, აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და ჴდომა სულისა, და არარაჲ უმეტეს მზესა ქუეშე.

Verse: 12  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და მოვხედენ მე სიბრძნისა და განცხრომისა და სიხარულისა, და ვინმე იყოს კაცი, რომელი მოვიდეს შემდგომად კუალსა ზრახვისა თჳსისასა, ყოველი, რომელი-იგი ქმნა.

Verse: 13  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვიხილე მე, რამეთუ არს უმეტჱს სიბრძნჱ უფროჲს უგუნურებისა, ვითარცა უმეტეს არს ნათელი ბნელისა.

Verse: 14  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ბრძნისა თუალნი თავსა მისსა და უგუნური ბნელსა შინა ვალს. და ვცან ესეცა, რამეთუ შემთხუევაჲ ერთი შეემთხუევის მათ ყოველთა.

Verse: 15  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვთქუ მე გულსა ჩემსა: "ვითარცა-იგი შემთხუევაჲ* უგუნურისაჲ, მეცა იგივე შემთხუევაჲ შემემთხჳოსა და რაჲსათჳს უმეტეს განვბრძნდი?" ვიტყოდე მე გულსა ჩემსა ფრიად: "ესეცა ამავოა", რამეთუ უგუნური ნამეტავისაგან გულისა იტყჳნ.

Verse: 16  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ არა არს ჴსენებაჲ ბრძნისაჲ უგუნურისა თანა უკუნისამდე, რამეთუ მიერვე დღეთა მათ მომავალთა ყოველივე დაავიწყდა და ვითარმე მოკუდეს ბრძენი უგუნურისა თანა?

Verse: 17  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და მოვიძულე ყოვლითურთ ცხოვრებაჲ ჩემი, რამეთუ ბოროტ არს ჩემ ზედა ქმნული იგი, რომელი იქმნების მზესა ამას ქუეშე, რამეთუ ყოველივე ამაო და გამორჩევა სულის.

Verse: 18  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და მოვიძულე ყოვლითურთ რუდუნებაჲ ჩემი, რომელსა ვშურები მზესა ამას ქუეშე, რამეთუ დაუტეო იგი კაცსა, რომელი იყოს ჩემდა შემდგომად.

Verse: 19  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვინ იცის, გინა ბრძენ იყოს, გინა უგუნურ და ჴელმწიფებდეს ყოველსა ზედა ნაშრომსა ჩემსა, რავდენსა ვშუერ და რავდენსა განვბრძნდი მზესა ამას ქუეშე, და ესეცა ამაო.

Verse: 20  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და მოვიქეც ჯმნად გულითა ჩემითა ყოვლისა მისგან შრომისა ჩემისა, რავდენსა ვშურებოდე მზესა ამას ქუეშე.

Verse: 21  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ არს კაცი, და შრომაჲ მისი სიბრძნით და მეცნიერებით და სიმჴნით და კაცი, რომელი არა შურა მას შინა, მოსცეს მას ნაწილი მისი, და ესეცა ამაო და სიბოროტე დიდ.

Verse: 22  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ რაჲ ეყვინ ესე კაცსა ყოველსა შინა შრომასა მისსა და გამორჩევითა გულისა მისისაჲთა, რომელსა-იგი შურების მზესა ამას ქუეშე?

Verse: 23  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ ყოველნი დღენი მისნი სალმობით და გულისწყრომით, ზრუნვითა მიმოტაცებისაჲთა და ღამჱცა არა დაიძინის გულმან მისმან, და ესეცა ამაოვე არს.

Verse: 24  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
არა რაჲ არს კაცისაჲ კეთილ ყოველსა შინა შრომასა მისსა,

Verse: 25  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
გარნა რაჲ-იგი ჭამოს და სუას და უჩუენოს კეთილი სულსა თჳსსა, კეთილი შრომასა თჳსსა, და ესეცა ვიხილე, რამეთუ ჴელისაგან ღმრთისა არს, -- ვინმე უკუე ჭამოს და სუას თჳნიერ მისა?

Verse: 26  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ კაცსა წინაშე პირსა მოსცა სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ, და ცოდვილსა მას მოსცა მიმოტაცებაჲ შეძინებად და მიცემად კეთილსა მას წინაშე პირსა ღმრთისასა, და რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულის.



Verse: 1V Link to septLink to armat   
ვიხილე SS1.
Verse: 2V Link to septLink to armat   
ზამ JSS1.
Verse: 3V Link to septLink to armat   
განვიზრახევდ JSS1. და (2) -- JSS1. სიბრძნისასა JSS1. და (3) -- JSS1. ვიდრემდე JSS1. რომელი JSS1. ძეთა კაცთათჳს JSS1. რომელი-იგი ყონ -- JSS1. ქუეშეთ SS1.
Verse: 5V Link to septLink to armat   
და ... ნაყოფიერნი -- JO.
Verse: 6V Link to septLink to armat   
ვიქმენ JSS1. მე + ავაზანნი SS1.
Verse: 7V Link to septLink to armat   
მონაგები + ველთანი და SS1. და სამწყსოთაჲ -- SS1. ფრიადი SS1. რომელნი ] რაოდენი JSS1.
Verse: 8V Link to septLink to armat   
და ძალი ] დიდძალი უფროს SS1. ძეთა თანა JSS1. კაცთაჲსა + და ვყვენ ჩემდა SS1.
Verse: 9V Link to septLink to armat   
უწინარეს JSS1. სიბრძნე JSS1.
Verse: 10V Link to septLink to armat   
დავაყენ (1) O; ჩემმან -- O. * აქ წყდება J.
Verse: 11V Link to septLink to armat   
ვიხილე SS1. და ... ჩემსა -- O. ყოფა SS1. სულის JSS1.
Verse: 12V Link to septLink to armat   
მოვხედენ ] მოვხადე O. სიბრძნესა O; გულისზრახვისა SS1. ქმნას SS1.
Verse: 13V Link to septLink to armat   
ვიხილე -- S1. მე -- SS1.
Verse: 15V Link to septLink to armat   
ფრიად ] ვითარმედ SS1. ამავოა ] ამაოვე არს SS1. ნამეტნავისაგან SS1.
Verse: 16V Link to septLink to armat   
ყოველი SS1.
Verse: 17V Link to septLink to armat   
ცხორებაჲ SS1. რამეთუ ] და SS1. ამას -- SS1 სულისა S.
Verse: 18V Link to septLink to armat   
და + და SS1. ვშურები ] ვრუდუნებდი SS1. ამას -- SS1. დაოტეო O. ჩემსა SS1.
Verse: 19V Link to septLink to armat   
რაოდენ SS1. არაოდენ SS1.
Verse: 20V Link to septLink to armat   
სიმართლითა და სიბრძნით SS1. სიბოროტჱ O; დიდად SS1.
Verse: 22V Link to septLink to armat   
რაჲ -- O. რაჲ სარგებელ SS1. შრომასა + შინა SS1.
Verse: 23V Link to septLink to armat   
ღამეცა SS1.
Verse: 24Ⴅ Link to septLink to armat   კეთილი კაცისა
SS1.
Verse: 25Ⴅ Link to septLink to armat   ჰშჭამოს
S. და უჩუენოს .... სუას -- O. უჩუჱნოს SS1. უკუჱ SS1. 26. მოჰსცა OS1. სულისა S.





Chapter: 3 
თავი III


Verse: 1  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ყოველთათჳს ჟამი არს და ჟამი არს ყოვლისა საქმისაჲ ცასა ქუეშე.

Verse: 2  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ჟამი არს შობისაჲ და ჟამი არს სიკუდილისაჲ, ჟამი არს დანერგვისაჲ და ჟამი აღმოფხურად დანერგულისაჲ მის;

Verse: 3  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ჟამი არს მოკლვისაჲ და ჟამი განკურნებისაჲ, ჟამი არს დარღუევისაჲ და ჟამი აღშენებისაჲ.

Verse: 4  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
*ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ.

Verse: 5  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ჟამი არს დადებად ქვაჲ და ჟამი შეკრებად ქვისა, ჟამი არს გარემოპყრობისაჲდა ჟამი განშორებად გარემოცვულისა მისგან.

Verse: 6  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ჟამი არს ძიებისაჲ და ჟამი წარწყმედისაჲ, ჟამი არს დამარხვისაჲ და ჟამი განგდებისაჲ;

Verse: 7  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ჟამი არს განპებისაჲ და ჟამი შეკერვისაჲ, ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ;

Verse: 8  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ჟამი არს სიყუარულისაჲ და ჟამი სიძულილისაჲ, ჟამი არს ბრძოლისაჲ და ჟამი მშჳდობისაჲ.

Verse: 9  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რაჲმე უმეტეს არს მოქმედისაჲ მის, რომელსა შურების?

Verse: 10  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ვიხილე ყოვლითურთ მიმოტაცებით, რომელი მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რაჲთა მიმოიტაცნეს მას შინა.

Verse: 11  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ყოველივე ქმნა კეთილი ჟამსა თჳსსა ყოველსა თანა საუკუნესა მისცა გულსა მათსა, რაჲთა არა პოოს კაცმან ქმნული ღმრთისაჲ, რომელი ქმნა ღმერთმან დასაბამითგან ვიდრე აღსასრულადმდე.

Verse: 12  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
გულისხმა-ვყავ მე, რამეთუ არა არს კეთილთა მათ შინა, გარნა რომელი იხაროს და ყოს კეთილი ცხორებასა თჳსსა.

Verse: 13  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს და სუას და იხილოს კეთილი ყოველსა შინა შრომასა მისსა, ესე მოცემული ღმრთისაჲ.

Verse: 14  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ვცან მე ყოველი, რაოდენი ქმნა ღმერთმან, უკუნისამდე ეგოს მას ზედა, არა არს შეძინება და მისგან არა არს გამოჴუება, და ღმერთმან შექმნა, რაჲთა ეშინოდის პირისაგან მისისა.

Verse: 15  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ყოფილი იგი მიერითგანვე არს და, რაოდენი იყო, ყოფად არს, ქმნულ ხოლო არს, და ღმერთმან მოიძიოს დევნული იგი.

Verse: 16  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და მერმე კუალად ვიხილე მზესა ამას ქუეშე ადგილი საშჯელისაჲ და მუნ იყო უღმრთოჲ და ადგილი მართლისაჲ, და მუნ იყო მოღმრთჱ.

Verse: 17  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვთქუ მე გულსა ჩემსა: "მართლისა თანა და უღმრთოჲსა საჯოსმეა ღმერთმან? რამეთუ ჟამი არს ყოვლისა საქმისაჲ და ყოველთა ზედა ქმნულთა".

Verse: 18  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
მუნ ვთქუ მე გულსა ჩემსა სიტყჳსათჳს ძეთა კაცთაჲსა: "ვითარმედ განიკითხნეს იგინი ღმერთმან და აჩუენოს, რამეთუ იგინი პირუტყუნი არიან.

Verse: 19  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და რამეთუ მათცა შემთხუევაჲ ძეთა კაცთაჲვე, ვითარცა შემთხუევაჲ პირუტყჳსაჲ, შემთხუევაჲ ერთ არს მათი, ვითარცა მისი სიკუდილი, ეგრეცა ამისი სიკუდილი და სული მათ ყოველთა შინა. და რაჲთამე ჰმატს კაცი პირუტყუსა? არარაჲთ, რამეთუ ყოველივე ამაო.

Verse: 20  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ყოველივე ერთსა ადგილსა მივალს; ყოველივე შეიქმნა მიწისაგან და ყოველივე მიიქცევის მიწადვე.

Verse: 21  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვინ იცის, სული ძეთა კაცთაჲ, უკუეთუ აღვალს იგი ზე, სული პირუტყუთაჲ, უკუეთუ შთავალს იგი ქუეყანად.

Verse: 22  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვიხილე, რამეთუ არა არს კეთილ, გარნა რომელი იხაროს კაცმან ყოველთა შინა ქმნულთა მისთა, რამეთუ იგი არს ნაწილი მისი. და ანუ ვინმე მოიყვანოს იგი ხილვად, რაჲ-იგი იყოს მისსა შემდგომად?



Verse: 1V Link to septLink to armat   
ყოვლისათჳს O. არს ] ჩანს SS1. არს -- SS1. არს -- SS1. * აქედან J გრძელდება.
Verse: 5V Link to septLink to armat   
ჟამი + არს SS1. გარემოპყრობისაჲ ] გარემოცვისაჲ JSS1. ჟამი არს SS1. მის JSS1.
Verse: 6V Link to septLink to armat   
მარხჳსაჲ SS1.
Verse: 7V Link to septLink to armat   
შეკრვისაჲ J. მიმოიტაცნე S1.
Verse: 11V Link to septLink to armat   
ყოველთა JSS1. იპოოს SS1. ქმნილი SS1. ღმრთისაჲ -- SS1. დასაბამითგან + და JSS1. აღსასრულადმდჱ O; აღსასრულამდე JSS1.
Verse: 12V Link to septLink to armat   
გულისხმა-ყავ SS1. მე -- JSS1. კეთილ JSS1. მას JSS1.
Verse: 13V Link to septLink to armat   
ყოველმან -- JSS1. ღმრთისაჲ არს SS1.
Verse: 14V Link to septLink to armat   
რავდენ O; რავდენი J. ღმერთმან + იგი JSS1. ეგოს უკუნისამდე JSS1.
Verse: 15V Link to septLink to armat   
რაოდენ SS1. იყო -- O. არნ O.
Verse: 16V Link to septLink to armat   
მზჱსა O. მოღმრთე J ] მოლალე SS1.
Verse: 17V Link to septLink to armat   
უღმრთოჲსა + თანა JSS1. ქმნულთა + ჟამი არს და ჟამიერობა SS1.
Verse: 18V Link to septLink to armat   
გულსა + შინა JSS1.
Verse: 19V Link to septLink to armat   
პირუტყუთაჲ JSS1. ამის SS1.
Verse: 20V Link to septLink to armat   
მიწად JSS1. ზე ] მზე SS1. ქუეყანად + ქუჱ SS1. რამეთუ -- O. იყო O. თ̃ჲ O.





Chapter: 4 
თავი IV


Verse: 1  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და მოვაქციე მე და ვიხილენ მე ყოველნივე ცილის-წამებანი, რომელნი იქმნებიან მზესა ამას ქუეშე. და, აჰა, ესერა, ცრემლნი ცილისშემწამებელთანი, და არა ვინ არს მათდა ნუგეშინისმცემელ, ჴელისაგან ცილისშემწამებელთა ძალ, და არა ვინ არს მათდა ნუგეშინისმცემელ.

Verse: 2  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვაქენ მკუდარნი, რომელნი მომწყდარ არიან უფროჲს ცხოველთასა, რომელნი ცოცხალ არიან აქამოდმდე.

Verse: 3  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და უმჯობეს არს ამათ ორთავე, რომელი არღარა იყოს, რომელმან არა იხილა ყოვლითურთ ქმნული ესე ბოროტი, რომელნი იქმნებიან ცასა ქუეშე.

Verse: 4  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვიხილე მე ყოველი ბოროტი შრომაჲ მჴნექმნულისაჲ, რამეთუ შური კაცისაჲ მოყუსისაგან თჳსისა, და ესეცა ამაო და ჴდომა სულის.

Verse: 5  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
უგუნურმან მოისხნა ჴელნი მისნი და შეიჭამნა ჴორცნი მისნი.

Verse: 6  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
უმჯობეს არს მჭელი სავსე განსუენებით უფროჲს სავსეთა ორთა მჭელთასა შრომითა და ჴდომითა სულისაჲთა.

Verse: 7  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და მოვიქეც მე და ვიხილე ამაოებაჲ მზესა ამას ქუეშე.

Verse: 8  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
არს ერთი და არა არს მეორე, და ძჱ და ძმაჲ არა არს მისი. და არა არს დასასრულ ყოვლისა შრომისა მისისა, და თუალნი მისნი ვერ განძღებიან სიმდიდრითა. და ვისთჳსმე ვშურები და დავაკლებ სულსა ჩემსა კეთილისაგან. და ყოველივე ამაო და მიმოტაცება ბოროტ არს.

Verse: 9  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
უმჯობეს არიან ორნი ერთისა, რომელთა არს მათა სასყიდელი კეთილი, არს შრომასა შინა მისსა.

Verse: 10  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
უკუეთუ დაეცნენ, ერთმან აღადგინოს მოყუასი თჳსი, და ვაჲ ერთისაჲ, უკუეთუ დაეცეს და არა ვინ იყოს მეორჱ, რომელმან აღადგინოს იგი.

Verse: 11  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და უკუეთუ დაწვენ ორნი, განტფენ იგინი, და ერთი იგი ვითარმე განტფეს?

Verse: 12  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
და უკუეთუ განძლიერდეს ერთი იგი, ორნი ესე დადგენ წინაშე მისა, და საბელისმოდებული არა ადრე განსთქდეს.

Verse: 13  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
უმჯობეს არს* მონაჲ გლახაკი და ბრძენი უფროჲსღა მეფისა მოხუცებულისა და უგუნურისა, რომელმან არა ცნა კრძალულებაჲ.

Verse: 14  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ სახლისაგან საპყრობილისა გამოვიდეს მეფობად, და რამეთუ მეფობასა შინა მისსა იქმნა გლახაკ.

Verse: 15  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ვიხილენ ყოველნივე ცხოველნი, რომელნი ვლენან მზესა ქუეშე ჭაპუკისა მის თანა მეორისა, რომელი დადგეს მის წილ.

Verse: 16  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
არა არს დასრულება ყოვლისა ერისა, ყოველთავე, რომელნი იყვნეს უწინარეს მათსა და უკუანაჲსკნელ არავე იხარებდენ მის ზედა, რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულის.

Verse: 17  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
დაიცევ ფერჴი შენი, ვიდრე ხუალ სახლსა შინა ღმრთისასა და მიეახლე სმენად უფროჲს საცემელისა უგუნურისა მსხუერპლისა, რამეთუ არა მეცნიერ არიან ყოფად კეთილისა.



Verse: 1V Link to septLink to armat   
ყოველნი O. მზჱსა O. ამას -- JS. ქუჱშე O. ცილისშემწამებელისა JSS1. და არა ვინ არს მათდა ნუგეშინისმცემელ (2) -- SS1.
Verse: 2V Link to septLink to armat   
ცოცხალ ] ცხოველ JSS1. აქამომდე JSS1.
Verse: 3V Link to septLink to armat   
ორთასავე JSS1. არღა J. არა ] არღა SS1. ქმნილი SS1. ცისა O. ქუეშჱ O.
Verse: 4V Link to septLink to armat   
მე -- JSS1. სულისა S.
Verse: 5V Link to septLink to armat   
უგუნორმან O.
Verse: 6V Link to septLink to armat   
განსუჱნებითა S.
Verse: 8V Link to septLink to armat   
არა არს მეორე ] არს ორი JO. ძე JSS1. ყოველივე ] ესეცა SS1. მოტაცება JSS1.
Verse: 9V Link to septLink to armat   
რომელ SS1. მათდა JSS1. მისა O. * აქ წყდება J.
Verse: 10V Link to septLink to armat   
არაჲ O.
Verse: 11V Link to septLink to armat   
უკეთუ SS1. დაწვნენ SS1.
Verse: 12V Link to septLink to armat   
დადგეს O. მისსა JSS1. განსქდეს JSS1.
Verse: 13V Link to septLink to armat   
უფროსღა SS1 -- O.
Verse: 14V Link to septLink to armat   
მისა O.
Verse: 15V Link to septLink to armat   
მზჱსა
Verse: 16V Link to septLink to armat   
დასასრულება O. მის ] მათ SS1. სულისა OS1.
Verse: 17V Link to septLink to armat   
ვიდრემდე SS1. და ] რამეთუ SS1. მიეახლჱ O ] მიახლებულ იყო S. უფროჲს ... მსხუერპლისა ] უმჯობეს არს მორჩილება ვიდრემდე საცემელთა უგუნურთასა SS1. თ̃ჲ O.






Chapter: 5 
თავი V


Verse: 1  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
ნუ იწრაფი პირითა შენითა და გული შენი ნუ იწრაფინ გამოღებად სიტყჳსა წინაშე ღმრთისა, რამეთუ ღმერთი ცათა შინა არს და შენ ქუეყანასა ზედა. ამისთჳს იყვნედ სიტყუანი შენნი მცირედ,

Verse: 2  Link to mcatLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ მოიწიოს ჩუენებაჲ სიმრავლითა განმცდელისაჲთა და ჴმაჲ უგუნურისაჲ სიმრავლითა* სიტყუათაჲთა**.

Verse: 3  Link to bakaratLink to septLink to armat   
ვითარცა აღუთქუა ღმერთსა, ნუ ჰყოვნი მიცემად მას, არა არს ნებაჲ უგუნურთა შორის, რამეთუ რავდენ აღუთქუ მიცემად, მიეც.

Verse: 4  Link to bakaratLink to septLink to armat   
უმჯობეს არს შენდა არააღთქუმაჲ, ვიდრე აღთქუმასა და არამიცემასა.

Verse: 5  Link to bakaratLink to septLink to armat   
ნუ სცემ პირითა შენითა ცოდვად ჴორცთა შენთა და სთქუა წინაშე პირსა ღმრთისასა, ვითარმედ "უმეცრება არს", რაჲთა არა განრისხნეს ღმერთი ჴმასა შენსა და განრყუნეს ქმნულნი ჴელთა შენთანი,

Verse: 6  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ მრავლითა საჩუენებლითა და ამაოებათაჲთა და სიტყუათა მრავალთა, ხოლო შენ ღმრთისა გეშინოდენ.

Verse: 7  Link to bakaratLink to septLink to armat   
უკუეთუ ცილის-შეწამებაჲ გლახაკისაჲ და ტაცებაჲ საშჯელისაჲ და სიმართლისაჲ იხილო სოფელსა, ნუ გიკჳრნ საქმესა ამას ზედა, მაღალი მაღალსა ზედა დაიცვის და მაღალნი მას ზედა.

Verse: 8  Link to bakaratLink to septLink to armat   
და უმეტჱსი ქუეყანისა ყოველსა ზედა, იგი თავადი არს მეუფჱ აგარაკისაჲ მის შენისაჲ, და იყავ შენ სარწმუნო ყოველსა შინა, არს იგი მძიმჱ მიმოტაცებულისა მის.

Verse: 9  Link to bakaratLink to septLink to armat   
რომელსა უყუარდეს ვეცხლი, ვერ განძღეს ვეცხლითა, ვინმე შეიყუარა სიმრთელითა ნაყოფი? და ესეცა ამაოვე არს.

Verse: 10  Link to bakaratLink to septLink to armat   
სიმრავლითა სიკეთისაჲთა განმრავლდეს მჭამელნი მისნი და მერმე კუალად სიმჴნჱ მის თანა, რამეთუ დასაბამი ხილვად თუალთა მისთა.

Verse: 11  Link to bakaratLink to septLink to armat   
ტკბილ არს ძილი მონისა, გინა თუ მცირედ, გინა თუ დიდ ჭამოს განძღებად და განმდიდრებად. არა ვინ არს, ვინმცა უტევა იგი დაძინებად.

Verse: 12  Link to bakaratLink to septLink to armat   
არს სნეულებაჲ, რომელი ვიხილე მზესა ამას ქუეშე, სიმდიდრჱ დამარხული მის თანა ძჳრად მისა.

Verse: 13  Link to bakaratLink to septLink to armat   
და წარწყმდეს სიმდიდრჱ იგი მიმოტაცებითა ბოროტისაჲთა; შვა მან ძჱ და არა რაჲ არს ჴელთა შინა მისთა არცა ერთ.

Verse: 14  Link to bakaratLink to septLink to armat   
ვითარცა გამოვიდა იგი მუცლისაგან დედისა თჳსისა შიშუელი, მიიქცა იგი მისლვად მუნვე მიწად, ვითარცა მოვიდა, და არა რაჲ წარიღოს შრომისაგან მისისა წარსლვასა მას ჴელითა მისითა.

Verse: 15  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ესეცა სნეულებაჲ არს ბოროტი: ვითარცა მოვიდა, ეგრეცა წარვიდეს, და მეტად არს, რომელსა-იგი შურების ცუდად.

Verse: 16  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ყოველნი დღენი მისნი ბნელსა და გლოვასა შინა და გულისწყრომასა მრავალსა და სნეულებასა და ნავღელსა.

Verse: 17  Link to bakaratLink to septLink to armat   
აჰა, ესერა, ვიხილე მე ერთი, რომელ არს კეთილ: ჭამაჲ და სუმაჲ და ხილვაჲ კეთილისაჲ ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურებოდის მზესა ამას ქუეშე რიცხუთა ამათ დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რომელი მოჰსცა მას ღმერთმან, რამეთუ იგი არს ნაწილი მისი.

Verse: 18  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ყოველსა კაცსა, რომელსა მოჰსცა მას ღმერთმან სიმდიდრჱ, მონაგები და ჴელმწიფე-ყო იგი მოღებად და ჭამად მისგანი ნაწილი მისი, ესე ნიჭი ღმრთისაჲ არს,

Verse: 19  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ არამრავალნი იჴსენნენ დღენი ცხოვრებისა მისისანი, რამეთუ ღმერთმან უცალო-ყო იგი სიხარულისაგან გულისა მისისა.



Verse: 1V Link to septLink to armat   
მცირე SS1.
Verse: 2V Link to septLink to armat   
მოიწიის O. ჩუჱნება SS1 ] ჩუეულებაჲ O. სიმრავლისათა SS1. * აქ წყდება S ** აქ წყდება S1.
Verse: 3V Link to septLink to armat   
მიეც -- O.
Verse: 9V Link to septLink to armat   
სიმრთელითა ] სიმართლითა O. რომელი ვიხილე -- O.
Verse: 14V Link to septLink to armat   
მიქცა O. წარიღო O.
Verse: 15V Link to septLink to armat   
მოვიდეს O.
Verse: 18V Link to septLink to armat   
ჴელმწიფჱ-ყო O.





Chapter: 6 
თავი VI


Verse: 1  Link to bakaratLink to septLink to armat   
არს ბოროტი, რომელი ვიხილე მზესა ამას ქუეშე და ფრიად არს კაცთა შორის.

Verse: 2  Link to bakaratLink to septLink to armat   
კაცსა, რომელსა მოჰსცეს მას ღმერთმან სიმდიდრჱ და ნაყოფი და დიდებაჲ, და არა რაჲ არს ნაკლულევანებაჲ სულსა მისსა ყოვლისა მისგან, რომელსა გული უთქუმიდა, და არა ჴელმწიფე-ყო იგი ღმერთმან ჭამად მისგანი, რამეთუ კაცმან სხუამან შეჭამოს იგი. და ესე ამაოებაჲ და სნეულებაჲ ბოროტი არს.

Verse: 3  Link to bakaratLink to septLink to armat   
უკუეთუ შვეს კაცმან ას შვილ და მრავალთა წელთა ცხომდეს და მრავალ იყვნენ წელნი ცხოვრებისა მისისანი, და სული მისი არა განძღეს კეთილითა, და დაფლვაცა ვერ ეცა მას. და ვთქუ: "უმჯობჱს არს მისა მორყუნილი,

Verse: 4  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ ამაოებით მოვიდა და ბნელმან დაფაროს სახელი მისი.

Verse: 5  Link to bakaratLink to septLink to armat   
და მზჱ არა იხილა და არცა ცნა განსუენებაჲ ესე უფროჲს მისსა.

Verse: 6  Link to bakaratLink to septLink to armat   
დაღათუმცა ცხომდა ათასთა წელთა მრავალგზის და კეთილი არა იხილა, ანუ არცა ერთსა ადგილსა შევლენ ყოველნი?

Verse: 7  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ყოველი რუდუნებაჲ კაცისაჲ პირსა მისსა, და სული ვერ განძღების.

Verse: 8  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ უმეტჱს არს ბრძენი უგუნურისა, რამეთუ იცის გლახაკმან სლვაჲ წინაშე ცხოვრებასა მისსა.

Verse: 9  Link to bakaratLink to septLink to armat   
უმჯობჱს არს ხილვაჲ თუალთაჲ, ვიდრე წარმავალისა სულისა, და ესეცა ამაოვე და ჴდომა სულის.

Verse: 10  Link to bakaratLink to septLink to armat   
რავდენნი-იგი ქმნულ არიან, მიერითგანვე წოდებულ არს სახელი მათი და უწყებულ არს კაცთა, რავდენ-იგი-რაჲ რაჲ არს, და ვერ უძლავს საშჯელად უძლიერესისა მის თანა.

Verse: 11  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ არიან სიტყუანი მრავალნი, რომელნი განაძლიერებენ ამაოებასა, არამედ რაჲ არს ნამეტნავ კაცისა?

Verse: 12  Link to bakaratLink to septLink to armat   
ანუ ვინ იცის, რაჲ-იგი არს კეთილი ცხოვრებასა მისსა რიცხჳ ცხოვრებისა ამაოებისა მისისაჲ? და ყვნა იგინი აჩრდილსა შინა. და ვინ უთხრას კაცსა, რაჲ-იგი იყოს შემდგომად მისა მზესა ამას ქუეშე?



Verse: 3V Link to septLink to armat   
ცხომნდეს O. და დაფლვაცა ] თაფლცა O. მისსა O.
Verse: 6V Link to septLink to armat   
ყოველნი -- O.
Verse: 12V Link to septLink to armat   
კეთილი -- O.





Chapter: 7 
თავი VII


Verse: 1  Link to bakaratLink to septLink to armat   
უმჯობეს სახლი უფროჲს წყალობისა კეთილისა და დღჱ სიკუდილისაჲ უფროჲს დღისა მის შობისა.

Verse: 2  Link to bakaratLink to septLink to armat   
უმჯობჱს არს მისლვად სახლსა გლოვისასა ვიდრეღა მისლვად სახლსა შუებისასა, რამეთუ ესე არს დასასრული ყოვლისავე კაცისაჲ, და, რომელი ცხოველ არს, მოჰსცეს კეთილი გულსა თჳსსა.

Verse: 3  Link to bakaratLink to septLink to armat   
უკეთე არს გულისწყრომაჲ უფროჲს სიცილისა, რამეთუ განბოროტებითა პირისაჲთა განმხიარულდეს გული.

Verse: 4  Link to bakaratLink to septLink to armat   
გული ბრძენთაჲ სახლსა გლოვისასა და გული უგუნურისაჲ სახლსა სიხარულისასა.

Verse: 5  Link to bakaratLink to septLink to armat   
უმჯობჱს არს შერისხვაჲ ბრძნისაჲ სმენად უფროჲს კაცისა, რომელსა ესმოდის სახიობაჲ უგუნურთაჲ.

Verse: 6  Link to bakaratLink to septLink to armat   
ვითარცა ჴმაჲ ეკალთაჲ ქუეშე სიავთა, ეგრეცა სიცილი უგუნურთაჲ, და ესეცა ამაოვე.

Verse: 7  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ ცილისა შეწამებამან შეარყიის ბრძენი და წარწყმიდის გული სიმტკიცისა მისისაჲ.

Verse: 8  Link to bakaratLink to septLink to armat   
უმჯობჱს არს უკუანაჲსკნელი სიტყუაჲ უფროჲს დასაბამისა მის, უმჯობჱს არს სულგრძელი უფროჲს სულისა მაღლისა.

Verse: 9  Link to bakaratLink to septLink to armat   
ნუ იწრაფი სულითა შენითა განრისხებასა, რამეთუ გულისწყრომაჲ წიაღთა უგუნურთასა განისუენებდეს.

Verse: 10  Link to bakaratLink to septLink to armat   
ნუ იტყჳ, რამეთუ: "რაჲ იყო, რამეთუ პირველნი იგი დღენი იყვნეს კეთილ მათსა?" რამეთუ არა სიბრძნით იკითხე.

Verse: 11  Link to bakaratLink to septLink to armat   
ამისთჳს კეთილ არს სიბრძნჱ სამკჳდრებელსა თანა და უმეტესობა მათდა, რომელნი ხედვენ მზესა.

Verse: 12  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ აჩრდილი მისი სიბრძნესა ქუეშე, ვითარცა აჩრდილი ვეცხლისაჲ, და ნამეტავი სიბრძნისაჲ განაცხოველებს მის მიერ.

Verse: 13  Link to bakaratLink to septLink to armat   
იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვინ შემძლებელ არს შემკობად მათ, რომელნი-იგი ღმერთმან გარდააქციოს?

Verse: 14  Link to bakaratLink to septLink to armat   
დღეთა კეთილისათა ცხომდი კეთილად და იხილე დღესა ბოროტსა, და იხილე ესეცა შეტყუებულად მათ თანა: ესე ყო ღმერთმან სიტყჳსათჳს, რაჲთა არა პოვოს კაცმან შემდგომად მისა არარაჲ.

Verse: 15  Link to bakaratLink to septLink to armat   
ყოველივე ვიხილე დღეთა ამაოებისა ჩემისათა; არა არს მართალი წარწყმედულ სიმართლესა შინა მისსა და არს უღმრთოჲ, რომელი ჰგიეს და დგას უკეთურებასა ზედა თჳსსა.

Verse: 16  Link to bakaratLink to septLink to armat   
ნუ იქმნები მართალი ფრიად და ნუცა ჰბრძნობ უმეტჱს, რაჲთა არა მისდრკე.

Verse: 17  Link to bakaratLink to septLink to armat   
ნუ უღმრთოებ ფრიად და ნუცა იქმნები ფიცხელ, რაჲთა ნუუკუე მოჰკუდე არა ჟამსა შენსა.

Verse: 18  Link to bakaratLink to septLink to armat   
კეთილ არს შენდა თავს-დებაჲ შენი, ამას შინა, და მისგან ნუ შეაგინებ ჴელსა შენსა, რამეთუ მოშიშმან ღმრთისამან განვლოს ესე ყოველი.

Verse: 19  Link to bakaratLink to septLink to armat   
სიბრძნჱ შეეწევის კაცსა უფროჲს ათისა ჴელმწიფისა, რომელნი იყვნეს ქალაქსა შინა.

Verse: 20  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ კაცი არა არს მართალ ქუეყანასა ზედა, რომელმანცა კეთილი ქმნა და არა ცოდა.

Verse: 21  Link to bakaratLink to septLink to armat   
ყოველთა სიტყუათა, რომელთა იტყოდიან უღმრთონი, ნუ დაიდებ გულსა შენსა, რაჲთა არა გესმას მონისაგან შენისა წყევაჲ შენი.

Verse: 22  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ მრავალგზის უკეთურებდეს შენდამი და მრავალგზის განაბოროტოს სული შენი, რამეთუ ვითარცა-იგი შენ სწყევდი სხუათა.

Verse: 23  Link to bakaratLink to septLink to armat   
ესე ყოველი გამოვიცადე სიბრძნითა და ვთქუ, ვითარმედ: "განვბრძნდი".

Verse: 24  Link to bakaratLink to septLink to armat   
და იგი შორად განმეშორა ჩემგან უფროჲს პირველისა მის და სიღრმჱ ღრმისაჲ, ვინმე პოვოს იგი?

Verse: 25  Link to bakaratLink to septLink to armat   
მოვლე, და გულმან ჩემმან ცნობად და განგულებად და ცნებად სიბრძნისა და რიცხჳსა და გულისხმის-ყოფად უღმრთოთა უგუნურებაჲ, შფოთებაჲ და მიმოტაცებაჲ.

Verse: 26  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ვპოვე იგი და ვთქუ: "უმწარჱს სიკუდილისა დედაკაცისა თანა, რომელ-იგი არს მომნადირებელი და მახჱ გული მისი და ბორკილ ჴელნი მისნი". კეთილი იგი წინაშე ღმრთისა განერეს მისგან და ცოდვილი იგი შეიპყრა მითა.

Verse: 27  Link to bakaratLink to septLink to armat   
"აჰა, ესერა, ვპოვე, -- თქუა ეკლესიასტჱ, -- ერთიერთისა პოვნად გულისსიტყუათა,

Verse: 28  Link to bakaratLink to septLink to armat   
რომელთა ეძიებდა სული ჩემი და არა ვპოვე; და მამაკაცი ერთი ათასისაგან ვპოვე და დედაკაცი ამას ყოველსა შორის არა ვპოვე.

Verse: 29  Link to bakaratLink to septLink to armat   
აჰა, ეგერა, ვპოვე, რომელი ქმნა ღმერთმან კაცისა თანა სიწრფოებაჲ. და მათ გამოიძინეს გულისსიტყუანი მრავალნი".



Verse: 3V Link to septLink to armat   
უკუეთუ O; გული -- O.
Verse: 10V Link to septLink to armat   
ვყო O. რამეთუ (2) -- O. 21. ესმას O. 26. განერჱს O.





Chapter: 8 
თავი VIII


Verse: 1  Link to bakaratLink to septLink to armat   
ვინმე იცნნეს ბრძენნი? და ვინ იცნის განჴსნანი სიტყუათანი? სიბრძნჱ კაცისაჲ განანათლებს პირსა მისსა და ურცხჳნოჲ პირითა საძულელ იყოს.

Verse: 2  Link to bakaratLink to septLink to armat   
დაიცევ პირი მეუფისაჲ და სიტყჳსათჳს ფიცისა ღმრთისაჲსა ნუ ისწრაფი,

Verse: 3  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ წინაშე პირსა ხუალ, ნუ დაადგრები სიტყუასა ზედა ბოროტსა, რამეთუ ყოველი, რომელი უნდეს, იყოს.

Verse: 4  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ მეუფჱ არს, ჴელმწიფჱ და ვინმე ჰრქუას მას: "რასა-ეგე იქმ?"

Verse: 5  Link to bakaratLink to septLink to armat   
რომელმან დაიმარხნეს მცნებანი, მან არა ცნას სიტყუაჲ ბოროტი და ჟამი ცნობისაჲ იცის გულმან ბრძნისამან.

Verse: 6  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ ყოველსა საქმესა ზედა არს ჟამი და განკითხვაჲ, რამეთუ ცნობაჲ კაცისაჲ დიდ არს მის ზედა.

Verse: 7  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ არა იცის, რაჲ-იგი ყოფადი არს, და, ვითარ-იგი იყოს, ვინმე უთხრას მას?

Verse: 8  Link to bakaratLink to septLink to armat   
არა არს კაცი ჴელმწიფჱ სულითა დაყენებად სულსა თანა და არა არს ჴელმწიფებაჲ დღესა სიკუდილისასა და არა არს მოციქულობაჲ დღესა ბრძოლისასა, და ვერ განარინის უღმრთომან მისმიერი იგი.

Verse: 9  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ესე ყოველი ვიხილე და მივეც გული ჩემი ყოველსა ქმნულსა, რავდენნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე, რავდენსა ზედა ჴელ-აწიფა კაცი კაცისა განბოროტებად მისა.

Verse: 10  Link to bakaratLink to septLink to armat   
მაშინ ვიხილენ უღმრთონი, შემავალნი საფლავად, და წმიდათაგანნიცა. და წარვიდეს და იქნეს იგინი ქალაქსა შინა. და რამეთუ ესრე ყვეს და ესეცა ამაოვე.

Verse: 11  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ არა არს ყოფილი იგი სიტყჳს-გებაჲ, რომელთა ყონ ბოროტი მსწრაფლ. ამისთჳს გულპყრობილ იქმნა გული ძეთა კაცთაჲ მას შინა საქმედ ბოროტისა.

Verse: 12  Link to bakaratLink to septLink to armat   
რომელმან-იგი ცოდა, ქმნა ბოროტი მაშინდითგან და უშორესითგან მათით. და მე ვიცი ესე, რომელი ყოს კეთილი მოშიშთათჳს ღმრთისათა, რაჲთა ეშინოდის პირისაგან მათისა.

Verse: 13  Link to bakaratLink to septLink to armat   
ხოლო უღმრთოსა არა ეყოს კეთილი, და ვერ განგრძელდენ დღენი მისნი აჩრდილსა შინა, რომელსა-იგი არა ეშინოდის პირისაგან ღმრთისაჲსა.

Verse: 14  Link to bakaratLink to septLink to armat   
არს ამაოებაჲ, რომელ ქმნულ არს ქუეყანასა ზედა: რამეთუ არიან მართალნი და მოიწიის მათ ზედა, ვითარცა საქმჱ მართალთაჲ, და ვთქუ მე, ვითარმედ: "ესეცა ამაოვე არს".

Verse: 15  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ვაქე მე სიხარული, ვითარმედ არა რაჲ არს კეთილ კაცისა მზესა ამას ქუეშე, გარნა ჭამაჲ და სუმაჲ და მხიარულებაჲ. და ესე თანაიყოს მას შრომათა მისთა შინა დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რავდენნი მოსცნა მას ღმერთმან მზესა ამას ქუეშე,

Verse: 16  Link to bakaratLink to septLink to armat   
რომელთა შინა მივეც გული ჩემი ცნობად სიბრძნისა და ხილვად მიმოტაცებისა და ზრუნვისა, რომელი ქმნულ არს ქუეყანასა ზედა, რამეთუ დღჱ და ღამჱ ძილი არა იხილის თუალმან მისმან.

Verse: 17  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ვიხილე ყოვლითურთ ქმნული ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა პოვნად ქმნული იგი, რომელნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე. რავდენმე დაშურეს კაცი ძიებად და არა პოვოს. და რავდენიცა თქუას ბრძენმან ცნობად, ვერ შემძლებელ არს პოვნად.



Verse: 9V Link to septLink to armat   
ქუშე O.
Verse: 10V Link to septLink to armat   
იქმნნეს O. იგი O.
Verse: 14V Link to septLink to armat   
არს (1) ] არიან O.





Chapter: 9 
თავი I


Verse: 1  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ ესე ყოველი დავდევ გულსა ჩემსა, და გულმან ჩემმან იხილა ყოველი ესე, რავდენნი არიან მართალნი და ბრძენნი, და საქმჱ მათი ჴელსა შინა ღმრთისასა და სიყუარულსაცა არს მეცნიერ კაცი ყოველივე წინაშე პირსა მათსა,

Verse: 2  Link to bakaratLink to septLink to armat   
ამაოებაჲ ყოველსა შინა, შემთხუევაჲ ერთი არს მართლისა და უღმრთოჲსაჲ, სახიერისაჲ და ბოროტისაჲ, წმიდისაჲ და არაწმიდისაჲ, შემწირველისაჲ და უწირველისაჲ; ვითარცა იგი კეთილი, ეგრეცა ცოდვილი. ვითარცა იგი ცილ-ფიცი, ეგრეცა რომელსა ფიცისა ეშინინ.

Verse: 3  Link to bakaratLink to septLink to armat   
ესე არს ბოროტი ყოველთა შინა ქმნულთა მზესა ამას ქუეშე, რამეთუ შემთხუევაჲ ერთ არს ყოველთაჲ, და რამეთუ გული ძეთა კაცთაჲ აღივსო ბოროტითა და მიმოტაცებაჲ გულსა მათსა, ცხოვრებასა შინა მათსა და შემდგომად მათსა მკუდართა თანა.

Verse: 4  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ვინმე იყოს, რომელი ეზიაროს, ყოველთა ცხოველთა არს სასოებაჲ, რამეთუ ძაღლი ცოცხალი უმჯობჱს არს ლომისა მკუდრისა.

Verse: 5  Link to bakaratLink to septLink to armat   

Verse: 6  Link to bakaratLink to septLink to armat   
და სიყუარული და სიძულილიცა მათი წარწყმდა და ნაწილი მათი არღარა არს უკუნისამდე ყოველთა ქმნულთა მზესა ამას ქუეშე.

Verse: 7  Link to bakaratLink to septLink to armat   
მოვედ, ჭამე სიყუარულით პური შენი და სუ გულითა მხიარულითა ღჳნოჲ შენი, რამეთუ სათნო-იყვნა უფალმან ქმნულნი შენნი.

Verse: 8  Link to bakaratLink to septLink to armat   
ყოველსა ჟამსა იყავნ სამოსელი შენი სპეტაკ და ზეთი თავსა შენსა ნუ მოაკლდებინ.

Verse: 9  Link to bakaratLink to septLink to armat   
და იხილე ცხოვრებაჲ ცოლისა თანა, რომელი შეიყუარე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა, რომელნი მოცემულ არიან შენდა მზესა ამას ქუეშე ყოველნი დღენი რიცხუთა შენთანი, რამეთუ ესე არს ნაწილი შენი ცხოვრებასა შენსა და შრომათა შინა შენთა, რომელსა ჰშურები მზესა ამას ქუეშე.

Verse: 10  Link to bakaratLink to septLink to armat   
ყოველივე, რაჲცა პოვოს ჴელმან შენმან ყოფად, რავდენ ძალი შენი არს, ქმენ. რამეთუ არა არს საქმჱ და განზრახვაჲ და სიბრძნჱ ჯოჯოხეთს შინა, ვიდრე-იგი შენ მიხუალ, მუნ.

Verse: 11  Link to bakaratLink to septLink to armat   
მოვაქციე და ვიხილე მზესა ამას ქუეშე, რამეთუ არა მალე არს სრბაჲ, არცა ძლიერთაჲ არს ბრძოლაჲ და არცა ბრძნისაჲ არს პური, არცა გულისხმისმყოფელთაჲ არს სიმდიდრჱ, არცა მცნობელთაჲ არს მადლი, რამეთუ ჟამი და შემთხუევაჲ შეემთხუევის მათ ყოველთა.

Verse: 12  Link to bakaratLink to septLink to armat   
და რამეთუ კაცმან არა იცის ჟამი თჳსი და, ვითარცა თევზნი მონადირებულნი არიან სათხევლითა ბოროტითა და, ვითარცა მფრინველნი მახითა შეიპყრობვიან, ეგრეცა ძენი კაცთანი მოინადირებიან ჟამსა ბოროტსა, რაჟამს დაეცეს მათ ზედა მეყსეულად.

Verse: 13  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ესეცა ვიხილე: სიბრძნჱ მზესა ამას ქუეშე, და დიდ არს ჩემდა მომართ.

Verse: 14  Link to bakaratLink to septLink to armat   
ქალაქი მცირჱ და კაცნი მას შინა მცირედ. მოუჴდეს მას ზედა მეფჱ დიდი და მოიცვას იგი და აღუშჱნოს მას გარემო ზღუდჱ დიდი.

Verse: 15  Link to bakaratLink to septLink to armat   
და იპოვოს მას შინა კაცი გლახაკი და ბრძენი და განარინოს მან ქალაქი იგი სიბრძნითა თჳსითა, და კაცსა არა მოეჴსენა კაცისაჲ მის გლახაკისაჲ.

Verse: 16  Link to bakaratLink to septLink to armat   
და მე ვთქუ: "უმჯობეს არს სიბრძნჱ ძალისა უფროჲს და სიბრძნჱ გლახაკისაჲ შეურაცხ არს და სიტყუანი მისნი არა სასმენელ".

Verse: 17  Link to bakaratLink to septLink to armat   
სიტყუანი ბრძენთანი სასმენელით ისმენ უფროჲს ღაღადებისა ჴელმწიფისა უგუნურებით.

Verse: 18  Link to bakaratLink to septLink to armat   
უკეთეს არს სიბრძნჱ უფროჲს ჭურისა საბრძოლისა, და შეცოდებითა ერთითა წარწყმდის სიკეთე მრავალი.



Verse: 8V Link to septLink to armat   
იყვნედ O.
Verse: 14V Link to septLink to armat   
მოიცვეს O.





Chapter: 10 
თავი X


Verse: 1  Link to bakaratLink to septLink to armat   
მწერთა მომწყდართა განრყუნიან ქმნულებაჲ ზეთისა სულნელისაჲ, პატიოსან არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ უფროჲს დიდებისა მის უგუნურისა.

Verse: 2  Link to bakaratLink to septLink to armat   
გული ბრძნისაჲ მარჯუენით მისა და გული უგუნურისაჲ მარცხენით მისა.

Verse: 3  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ოდეს უგუნური ვალნ გზასა, გული მისი ნაკლულევან არნ და რასა-იგი ზრახავნ, ყოველივე უკეთურება არს.

Verse: 4  Link to bakaratLink to septLink to armat   
უკუეთუ სული ჴელმწიფებისაჲ მოვიდეს შენ ზედა, ადგილ-ნუ-ჰსცემ, რამეთუ ლხინებამან დააცხრვნის ცოდვანი დიდ-დიდნი.

Verse: 5  Link to bakaratLink to septLink to armat   
არს უკეთურებაჲ, რომელი იხილე მზესა ამას ქუეშე, რომელი არა ნეფსით გამოჴდა პირისაგან ჴელმწიფისა.

Verse: 6  Link to bakaratLink to septLink to armat   
მიეცა, მიეცა უგუნური სიმაღლეთა დიდ-დიდთა, და მდიდარნი სიმდაბლესა დასხდენ.

Verse: 7  Link to bakaratLink to septLink to armat   
ვიხილენ მონანი ცხენთა ზედა, და მთავარნი მკჳრცხლმავალნი ქუეყანასა, ვითარცა მონანი.

Verse: 8  Link to bakaratLink to septLink to armat   
რომელი თხრიდეს მღჳმესა, იგივე შთავარდეს მას, და, რომელი დაარღუევდეს ზღუდესა, უკბინოს მას გუელმან.

Verse: 9  Link to bakaratLink to septLink to armat   
რომელი გამოიღებდეს ლოდსა, ელმოდის მას ზედა, და რომელი კოდდეს შეშასა, იჭირვოდის მას ზედა.

Verse: 10  Link to bakaratLink to septLink to armat   
უკუეთუ წარვარდეს რკინაჲ, მანმცა პირი შეაძრწუნა და ძალნი განაძლიერნეს, და უმეტესი კაცისაჲ ანუ არამე სიბრძნე არს?

Verse: 11  Link to bakaratLink to septLink to armat   
უკუეთუ სცეს გუელმან არა ჩურჩურებით, და არა არს ნამეტავ მსახრვალისა.

Verse: 12  Link to bakaratLink to septLink to armat   
სიტყუანი პირისა ბრძნისანი მადლითა და ბაგეთა უგუნურისათა დაანთქან იგი.

Verse: 13  Link to bakaratLink to septLink to armat   
დასაბამი სიტყუაჲ პირისა მისისაჲ უგუნურება არს და უკუანაჲსკნელი მისი -- მიმორევა ბოროტ.

Verse: 14  Link to bakaratLink to septLink to armat   
და უგუნურმან განამრავლნის სიტყუანი. არა იცის კაცმან, რაჲ არს ყოფილი იგი, ანუ რაჲ არს ქმნული იგი, და რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად მისა, ვინ უთხრას მას?

Verse: 15  Link to bakaratLink to septLink to armat   
შრომამან უგუნურთამან განაბოროტოს იგი, რომელმან ვერ იცნა შესლვად ქალაქად.

Verse: 16  Link to bakaratLink to septLink to armat   
ვაჲ შენ, ქალაქო, რამეთუ მეფჱ შენი ჭაპუკი არს და მთავარნი შენნი განთიად ჭამენ.

Verse: 17  Link to bakaratLink to septLink to armat   
ნეტარ ხარ შენ, ქუეყანაო, რომლისა მეფჱ შენი ძჱ აზნაურისაჲ, და მთავარნი ჟამსა ჭამენ.

Verse: 18  Link to bakaratLink to septLink to armat   
სიცონილითა დამდაბლდენ სართულნი და უქმებითა ჴელთაჲთა წუთოდის სახლი.

Verse: 19  Link to bakaratLink to septLink to armat   
საცინელ იქმნიან პური და ღჳნოჲ და ზეთი სიხარულად ცხოველ, და ვეცხლსა ერჩდეს ყოველი.

Verse: 20  Link to bakaratLink to septLink to armat   
ხოლო გონებითა შენითა ნუ სწყევ მეფესა და საუნჯეთა შინა სასუენებელთა შენთასა ნუ ჰსწყევ მდიდარსა, რამეთუ მფრინველმან მიართუას ჴმაჲ შენი და, რომელსა ასხენ ფრთენი, უთხრნეს სიტყუანი შენნი.



Verse: 3V Link to septLink to armat   
რაჲსა-იგი O.
Verse: 10V Link to septLink to armat   
მანცა O.
Verse: 15V Link to septLink to armat   
უგურთამან O.
Verse: 18V Link to septLink to armat   
წოთოდის O.





Chapter: 11 
თავი XI


Verse: 1  Link to bakaratLink to septLink to armat   
წარავლინე პური შენი წინაშე წყალსა სიმრავლესა დღეთასა ჰპოვო იგი.

Verse: 2  Link to bakaratLink to septLink to armat   
ეც ნაწილი შჳდთაცა და რვათაცა, რამეთუ არა უწყი, რაჲ იყოს ბოროტი ქუეყანასა ზედა.

Verse: 3  Link to bakaratLink to septLink to armat   
უკუეთუ აღივსნენ ღრუბელნი წჳმითა ქუეყანასა ზედა და დაასხას იგი, დაღათუ დაეცეს ხჱ სამხრით, გინა თუ ჩრდილოჲთ კერძო, ადგილსა, სადაცა დაეცეს ხჱ იგი, მუნვე იყოს.

Verse: 4  Link to bakaratLink to septLink to armat   
რომელი ჰსცავნ წჳმასა, არა სთესის, და, რომელი ჰხედავნ ღრუბელთა, არა მკინ.

Verse: 5  Link to bakaratLink to septLink to armat   
რომელსა-იგი არა მეცნიერ არს, ვითარ არს გზაჲ იგი სულისაჲ, ვითარცა ძუალი მუცელსა მიდგომილსა, ეგრჱთ ვერ ცნნეს ქმნულნი ღმრთისანი, რავდენნი ქმნნეს ყოველსა თანა.

Verse: 6  Link to bakaratLink to septLink to armat   
განთიად სთესე თესლი შენი და მწუხრი ნუ დაუტევებნ ჴელი შენი, რამეთუ არა უწყი, რომელი დაადგრეს, ანუ იგი, ანუ ესე, და უკუეთუ ორივე ერთბამად კეთილ.

Verse: 7  Link to bakaratLink to septLink to armat   
და ტკბილ არს ნათელი და კეთილ ხილვად თუალთა მზისათა.

Verse: 8  Link to bakaratLink to septLink to armat   
დაღათუ მრავალ წელ ცხომდეს კაცი და მათ ყოველთა შინა იხარებდეს და მოიჴსენნეს დღენი იგი ბნელისანი, რამეთუ მრავალ იყვნენ ყოველნი მომავალ ამაოჲსა.

Verse: 9  Link to bakaratLink to septLink to armat   
იხარებდ, ჭაპუკო, სიჭაპუკესა შენსა და განგახარენ შენ გულმან შენმან დღეთა სიჭაპუკისა შენისათა და ვიდოდე გზათა შენთა უბიწოდ და ნუ ხილვითა თუალთა შენთაჲთა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ამას ყოველსა ზედა მოგიყვანოს შენ ღმერთმან საშჯელად.

Verse: 10  Link to bakaratLink to septLink to armat   
და განიშორე გულისწყრომაჲ გულისაგან შენისა და თანაწარიცთუნე უკეთურებაჲ ჴორცთაგან შენთა, რამეთუ სიჭაპუკე და უგუნურებაჲ ამაო არს.



Verse: 5V Link to septLink to armat   
მოცელსა O.
Verse: 6V Link to septLink to armat   
მწოხრი O. დაადგრჱს O.
Verse: 8V Link to septLink to armat   
ყოველი O. ამაოჲსა ] ამასა O.





Chapter: 12 
თავი XII


Verse: 1  Link to bakaratLink to septLink to armat   
და მოიჴსენე შემოქმედი შენი დღეთა სიჭაპუკისა შენისათა ვიდრე მოსლვადმდე დღეთა მათ სიბოროტისათა და მოიწინენ წელნი, რომელთა შინა სთქუა, ვითარმედ: "არა არს ნებაჲ ჩემი მათ შინა".

Verse: 2  Link to bakaratLink to septLink to armat   
ოდეს-იგი დაბნელდეს მზჱ და ნათელი და მთოვარე და ვარსკულავნი, და უკუნიქცენ ღრუბელნი შემდგომად წჳმისა.

Verse: 3  Link to bakaratLink to septLink to armat   
დღესა მას, რომელსა შეიძრნენ მჴუმილნი სახლისანი და გარდაიქცენ კაცნი ძლიერებისანი და უკუმოიყვანენ მფქველნი, რამეთუ შემცირდეს და დაბნელდეს მხედველნი იგი ჴურელებსა.

Verse: 4  Link to bakaratLink to septLink to armat   
და დაჰჴშან კარები უბნებსა ზედა უძლურებისაგან ჴმისა მფქველისაჲსა, და აღდგეს ჴმასა სირისასა და დამდაბლდენ ასულნი იგი სახიობისანი.

Verse: 5  Link to bakaratLink to septLink to armat   
და მაღლით გამო იხილონ და დასულებანი იყვნენ გზასა ზედა და ყუავოდის ნუში, განსხუნეს მკალი და განქარდეს კაპარი, რამეთუ კაცი წარვიდა სახლსა საუკუნესა თჳსსა და მოიცვნენ უბანნი მეტყებელთა.

Verse: 6  Link to bakaratLink to septLink to armat   
ვიდრე არა მართლუკუნიქცეს საბელი იგი ვეცხლისაჲ და შეიმუსროს ფერი იგი ოქროჲსაჲ და განტყდეს სარწყული წყაროსა ზედა და შეიმუსროს ურმისთუალი ჯურღმულსა ზედა.

Verse: 7  Link to bakaratLink to septLink to armat   
და მიიქცეს მიწაჲ ქუეყანად, ვითარცა იყო, და სული მიექცეს ღმრთისა, რომელმანცა მოსცა იგი.

Verse: 8  Link to bakaratLink to septLink to armat   
ამაოებაჲ ამაოთაჲ, -- თქუა ეკლესიასტე, -- ყოველივე ამაო.

Verse: 9  Link to bakaratLink to septLink to armat   
და უმეტე, რამეთუ ეკლესიასტჱ იყო ბრძენ და ასწავებდა კაცთა მეცნიერებასა, და რავდენ-იგი გამოიძინა სამკაულნი იგავთანი.

Verse: 10  Link to bakaratLink to septLink to armat   
ფრიად ეძიებდა ეკლესიასტჱ პოვნად სიტყუათა ნებისათა და დაწერილთა სიწრფოებისათა.

Verse: 11  Link to bakaratLink to septLink to armat   
სიტყუანი ბრძენთანი, ვითარცა დეზი ჴარსა, და ვითარცა სამშჭუალნი განჴურვებულნი, რომელნი მიეცნენ მწყემსობისაგან ერთისა და უმეტესი მათგანი.

Verse: 12  Link to bakaratLink to septLink to armat   
შვილო, განეკრძალე მოგებად წიგნთა მრავალთა, და არა არს წურთაჲ და სრულებაჲ, მრავალი შრომაჲ ჴორცთაჲ დასასრული სიტყჳსაჲ.

Verse: 13  Link to bakaratLink to septLink to armat   
ესე ყოველი ისმინე, ღმრთისა გეშინოდენ და მცნებანი დაიმარხენ, და ესე ყოველმანვე კაცმან,

Verse: 14  Link to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ ყოველსა თანა ქმნულსა წარმოადგინოს ღმერთმან საშჯელსა, ყოველივე უგულებელი, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი.




Book: Cant. 
Song of Songs

ქებაჲ ქებათაჲ


Chapter: 1 
1


Verse: 2  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისაჲთა, რამეთუ უმჯობჱს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა,

Verse: 3  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
და სულნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთაჲ უფროჲს ყოველთა სულნელებათა. ნელსაცხელებელ წარმოცალიერებულ სახელი შენი, ამისთჳს ქალწულთა შეგიყუარეს შენ,

Verse: 4  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მიგიზიდეს შენ, შემდგომად შენსა სულნელად ნელსაცხებელისა შენისა ვრბიოდეთ. ქალწულთა სძალი უთხრობს, რაჲ-იგი მიანიჭა მას დედამან: "შემიყვანა მე მეფემან საუნჯესა თჳსსა, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი". სძალი უთხრობს ქალწულთა და ჰრქუეს: "შევიყუარენ ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა. სიწრფოებამან შეგიყუარა შენ", -- ქალწულნი სიძესა უჴმობენ სახელსა.

Verse: 5  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
შავ ვარ და შუენიერ, ასულნო იერუსალჱმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი.

Verse: 6  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ, რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან, ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე, დამადგინეს მე მცველად ვენაჴოვნისა, სავენაჴჱ ჩემი არა დავიცევ".

Verse: 7  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სძალი სიძესა ეტყჳს: "მითხარ მე, რომელი შეგიყუარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუასამხრის? ნუუკუე იქმნე შენ, ვითარცა ვინ მოიცავნ კოლტსა სხუათასა?

Verse: 8  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
უკუეთუ არა იცნა თავი შენი, კეთილო დედათა შორის, განვედ შენ კუალსა სამწყსოთა შენთასა, დამწყსენ თიკანნი შენნი საყოფელსა მწყემსთასა.

Verse: 9  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
საჴედარსა ჩემსა ეტლთა შინა ფარაოჲსთა გამსგავსე, მახლობელო ჩემო.

Verse: 10  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
განშუენდეს ღაწუნი შენნი, ვითარცა გურიტისანი, ყელი შენი, ვითარცა მძივი დაცუმული.

Verse: 11  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ქმნულებასა ოქროჲსასა გამსგავსოთ შენ და წულილად დაცუმულსა ვეცხლსა.

Verse: 12  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
და მოგასხნეს ჴელნი მეუფემან. სძალი თავისათჳს და სიძისათჳს იტყჳს: "ნარდიონმან ჩემმან გამოსცეს სულნელებაჲ თჳსი.

Verse: 13  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
შეკრული შტახში -- ძმისწულაკი ჩემი ჩემდა; შორის სასძეურთა ჩემთა განისუენოს.

Verse: 14  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ტევანი გამობუტკოვის, ძმისწული ჩემი ჩემდა, შორის ვენაჴოვანსა გადისასა".

Verse: 15  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სიძჱ სძლისა მიმართ იტყჳს: "აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, თუალნი შენნი შუენიერ, ვითარცა ტრედისანი.

Verse: 16  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
აჰა, ესერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, ცხედარსა ჩემსა ზედა საგრილი.

Verse: 17  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მოსელნი სახლისა ჩემისანი -- ნაძჳსანი და მენანი -- საროჲსანი".




Verse: 2V Link to septLink to armat   
-მიყავ O.
Verse: 13V Link to septLink to armat   
განისუენეს O.





Chapter: 2 
2


Verse: 1  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სიძჱ თავისათჳს და სძლისათჳს იტყჳს: "მე -- ყუავილი ველისაჲ, შროშანი ღელეთაჲ.

Verse: 2  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვითარცა შროშანი შორის ეკალთა, ესრეთ არს მახლობელი ჩემი შორის ასულთა;

Verse: 3  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვითარცა ვაშლი შორის ხეთა ნარისათა, ესრეთ არს ძმისწული ჩემი შორის ძეთა. საგრილსა ქუეშე მისსა გულმან მითქუა და დავჯედ; და ნაყოფი მისი ტკბილ არს სასასა ჩემსა".

Verse: 4  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ქალწულთა სძალი ეტყჳს: "შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა, განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული,

Verse: 5  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
დამამტკიცეთ მე სულნელებითა საცხებელთაჲთა, გარემომასხთ მე ვაშლი, რამეთუ დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა".

Verse: 6  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სიძჱ სძალსა ეტყჳს: "მარცხენჱ მისი თავსა ჩემსა ქუეშე და მარჯუენემან მისმან შემიწყნაროს მე

Verse: 7  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალჱმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, რაჟამს აღდგეს, განაღჳძეთ სიყუარული, რაჟამსცა უნდეს.

Verse: 8  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისაჲ: "აჰა, ესერა, მოვალს ხლდომით მთათა ზედა და მორბის ბორცუთა ზედა.

Verse: 9  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მსგავს არს ძმისწული ჩემი ქურციკსა და ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ბეთელისათა". სძალი ქალწულთა სიძისათჳს აუწყებს: "აჰა, ეგერა, ესე შინაგან ზღუდესა ჩუენსა, და იხედავს სარკუმლით გამო შინაგან არდაგთა".

Verse: 10  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყჳს: "აღდეგ, მოვედ, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო.

Verse: 11  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ, აჰა, ზამთარი წარჴდა, წჳმაჲ დასცხრა, წარვიდა.

Verse: 12  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა, ჟამი სხლვისაჲ მოიწია, ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩუენსა.

Verse: 13  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ლეღუმან გამოუტევა ყუავილი თჳსი, ვენაჴნი ჩუენნი ყუავიან, მოჰსცეს სულნელებაჲ თჳსი". სიძჱ სძალსა ეტყჳს: "აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო".

Verse: 14  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
საგრილსა მას ქუეშე კლდისასა, მახლობელად ზღუდესა მას, მიჩუენე მე პირი შენი და მასმინე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ჴმაჲ შენი სმენად და პირი შენი შუენიერ ხილვად".

Verse: 15  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ქალწულთა სიძჱ ეტყჳს: "მიპყართ ჩუენ მელები მცირჱ, განმრყუნელი ვენაჴთაჲ, ვენაჴნი ჩუენნი ყუავიან.

Verse: 16  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ძმისწული ჩემი ჩემდა და მე -- მისდა, რომელი ჰმწყსი შროშანთა შოვრის.

Verse: 17  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვიდრემდე წარჴდეს დღჱ და მოვიდეს აჩრდილი, მოიქეც და ემსგავსე შენ, ძმისწულო ჩემო, ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა სულნელთა.



Verse: 9V Link to septLink to armat   
ნოკრსა O.





Chapter: 3 
3


Verse: 1  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სარეცელთა ჩემთა ზედა ღამე ვეძიებდ, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან,

Verse: 2  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვხადოდე მას და არა ჴმა-მცა მე, ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი.

Verse: 3  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მპოვეს მე მცველთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა. ნუთუ ჰპოვეთ, რომელი უყუარს სულსა ჩემსა?

Verse: 4  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვითარცა კნინ წარვლე მათგან, ვპოვე იგი, რომელი უყუარს სულსა ჩემსა". პოვა სძალმან სიძჱ და თქუა: "შევიპყარ იგი და არა განუტეო, ვიდრემდის შევიყვანო იგი სახიდ დედისა ჩემისა და საუნჯეთა მშობელისა ჩემისათა.

Verse: 5  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალჱმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ აღადგინოთ და განაღჳძოთ, რაჟამსცა უნდეს".

Verse: 6  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სიძჱ სძალსა ჰკითხავს: "ვინ არს ესე, მომავალი უდაბნოჲთ, აღმაღლებული, ვითარცა კუამლი საკუმეველთაჲ? ზმური და გუნდრუკი და ყოველი შეზავებული ნელსაცხებლისმოქმედთაჲ."

Verse: 7  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ქალწულთა ესე თქუეს: "აჰა, ესერა, ცხედარი სოლომონისი და სამეოცნი ძლიერნი გარემო მისა ძლიერთაგან ისრაჱლისათა.

Verse: 8  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ყოველთა მახჳლი ჴელთა, წურთილნი ღუაწლსა, კაცად-კაცადსა ბარკალთა თანა შიშისათჳს ღამისაჲსა.

Verse: 9  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
გავალაკნი ქმნნა სოლომონ მეფემან ძელთაგან ლიბანისათა.

Verse: 10  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სუეტნი შექმნნა ვეცხლისანი, კამარად დრეკილი მისი -- ოქროჲსაჲ, საჯდომელი მისი -- ძოწეულისაჲ, იატაკი მისი -- ანთრაკ ლესულ სიყუარულისაგან ასულთა იერუსალჱმისათა.

Verse: 11  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
განვედით და იხილეთ მეფჱ სოლომონ, მიჰხედეთ გჳრგჳნსა მას მისსა, რომელი-იგი დაადგა მას დედამან მისმან დღესა სიძობისა მისისასა და დღესა სიხარულისა მისისასა".



Verse: 9V Link to septLink to armat   
ლიბანისათაჲ O.





Chapter: 4 
4


Verse: 1  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სიძემან ეგრე თქუა: "აჰა, ეგერა, სდგა, მახლობელო ჩემო; აჰა, ეგერა, სდგა, შუენიერო ჩემო, თუალნი შენნი ტრედისანი, გარეშე დუმილისა მაგის შენისა; თმაჲ შენი -- ვითარცა არვე თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს ედომით,

Verse: 2  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
კბილნი შენნი -- ვითარცა არვჱ მორისულთაჲ, აღმომავალი საბანელით, ყოველნი ორთმსხმელნი და ბერწი არა არს მათ შოვრის.

Verse: 3  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მეწამულ ბაგენი შენნი, ვითარცა ძოწით ღებულნი, გარდანაღები ერთი ქსლისაჲ და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი მრეწეულისაჲ, საკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა;

Verse: 4  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვითარცა გოდოლი დავითისი -- ყელი შენი, ათასი ფარი დამოკიდებული მას ზედა და ყოველი ისარი ძლიერთაჲ.

Verse: 5  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა თიკანნი მარჩბივნი ქურციკისანი, რომელნი ძოვედ შოვრის შროშანთა.

Verse: 6  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვიდრე დღისა შერიჟუებადმდე და აჩრდილთა შეძრვად მე თჳთ მივიდე მთასა მურისასა და ბორცუსა ლიბანისასა.

Verse: 7  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა.

Verse: 8  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მოვედ, სძალო, ლიბანით აქა, მოვედ გუნდრუკოვნით და მოხჳდე, წარმოჰვლო თავსა ზედა არვეთასა, თხემსა ზედა სანირისსა და ერმონისსა საყოფელთაგან ლომთაჲსა და მთათაგან ვეფხთაჲსა.

Verse: 9  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
გუასურვე ჩუენ, დაო ჩუენო, სძალო, გული. გუალმე ჩუენ ერთითა ყელისსაბმელითა მძივისა შენისაჲთა.

Verse: 10  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
განშუენდეს ძუძუნი შენნი, დაო ჩემო, სძალო. რავდენ შუენიერ არიან ძუძუნი შენნი ღჳნისაგან და სული სამოსლისა შენისაჲ უმეტჱს საკუმეველთა ყოველთა.

Verse: 11  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
თაფლი დამოსწუთის ბაგეთა შენთა, დაო ჩემო, სძალო, თაფლი და სძჱ ქუეშე ენასა შენსა და სული სამოსლისა შენისაჲ, ვითარცა სული გუნდრუკისაჲ.

Verse: 12  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მოკრძალულ არს დაჲ ჩემი, სძალი, მტილი მოკრძალული, წყაროჲ დაბეჭდული.

Verse: 13  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მოციქულებაჲ შენი -- სამოთხე ნაყოფიერ, ხე ხილოვან, კჳპრი ნარდიონითურთ.

Verse: 14  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ნარდიონი და ქურქუმაჲ, საკუმეველი, ლერწამი და კინამოჲ ყოვლით ხითურთ ლიბანისაჲთ, ზმური და ალოჲ ყოვლითურთ პატიოსნით საკუმეველით.

Verse: 15  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
წყარო სამოთხის და თავ წყარო ცხოველის, გამომავალი ლიბანით.

Verse: 16  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
განიღჳძე, სამხარო, და მოვედ, ბღუარო, მოჰბერე მტილსა ჩემსა და გამოუტევე სულნელებაჲ საკუმეველთა ჩემთაჲ. შთაჴედინ ძმისწული ჩემი მტილსა თჳსსა და ჭამენ ნაყოფთაგან თჳსთა.



Chapter: 5 
5


Verse: 1  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
შევედ მტილსა ჩემსა, დაო ჩემო, სძალო! მოვწილე ზმური საკუმეველითურთ ჩემით, ვჭამე პური ჩემი თაფლითა ჩემითა და ვსუ მე ღჳნოჲ ჩემი სძითა ჩემითა". მოყუასთა მათ სიძჱ ეტყჳს: "ჭამეთ, მოყუასნო, და სუთ და დაითრვენით, ძმისწულნო ჩემნო.

Verse: 2  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მე მძინავს, და სულსა ჩემსა ჰღჳძავს". სძალი აგრძნობს სიძისა რეკასა კარისასა და იტყჳს: "ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისაჲ ჰრეკს კარსა, განაღე, ძმისწულო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო! თავი ჩემი აღივსო ცუარითა ღამისაჲთა.

Verse: 3  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვითარმე შევიმოსო იგი? დავიბანენ ფერჴნი ჩემნი, ვითარაჲ შევაგინნე იგინი?

Verse: 4  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ძმისწულაკმან ჩემმან მოყო ჴელი სარკუმლით გამო და მუცელი ჩემი აღიძრა მას ზედა.

Verse: 5  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
აღვდეგ მე განღებად კარისა ძმისწულისა ჩემისა, ჴელთა ჩემთა დასწუთა ზმური, თითთა ჩემთა ზმური სავსე ჴელთა ზედა საჴსველისათა.

Verse: 6  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
განუღე მე ძმისწულსა ჩემსა, დისწული ჩემი წარვიდა ჩემგან და სული ჩემი განვიდა სიტყუასა მისსა. ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი, ვხადოდე მას და არა მომიგო მე.

Verse: 7  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მპოვეს მე მცველთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა, მცეს მე და მწყლეს მე, მიმიღეს სამოსელი ჩემი ჩემგან მცველთა ზღუდისათა.

Verse: 8  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალჱმისანო, ძალთა და ძლიერებათა ველისათა, უკუეთუ ვპოვოთ დისწული ჩემი, რაჲ უთხრათ მას? რამეთუ დაწყლული სიყუარულისაჲ ვარი მე.

Verse: 9  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
რაჲ არს დისწული შენი დისწულისაგან, კეთილო დედათა შორის? რაჲ არს დისწული შენი დისწულისაგან, რამეთუ ესრჱთ მაფუცებ ჩუენ?"

Verse: 10  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სძალი ეტყჳს: "დისწული ჩემი მწყაზარ და მწითურ, გამორჩეულ შობითგან ბევრეულთა;

Verse: 11  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
თავი მისი -- ოქროჲსა ოფაზისაჲ, კოწოლნი მისნი, ვითარცა ხჱ დანაკისკუდისაჲ, შავ, ვითარცა ყორანი;

Verse: 12  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
თუალნი მისნი, ვითარცა ტრედისანი, სავსებასა ზედა წყალთასა;

Verse: 13  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ღაწუნი მისნი, ვითარცა ფიალნი სულნელთანი, რომელნი აღმოაცენებენ ნელსაცხებელსა გბოლვილსა; ბაგენი მისნი, ვითარცა შროშანნი, წუთოდიან სანელსაცხებლეთა საგბოლველთა;

Verse: 14  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ჴელნი მისნი -- ოქროჲსანი, წახნაგებულ, სავსე ოქროჲთა თარშისაჲთა; მუცელი მისი, ვითარცა პილოჲსძულისაჲ, ლესულ თუალთაგან საფიროვნისათა;

Verse: 15  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
წჳვნი მისნი მარმარინოჲსანი, დამტკიცებულ ზედა სადგომელთა ოქროჲსათა; ხილვაჲ მისი, ვითარცა ლიბანჱ და ვითარცა ნაძჳ რჩეული;

Verse: 16  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ჴორჴი მისი -- სავსჱ სიტკბოებითა და ყოვლად საწადელ. ესე არს ძმისწული ჩემი, ასულნო იერუსალჱმისანო".

Verse: 17  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ასულნი ჰკითხვენ: "ვიდრე ვიდა ძმისწული შენი, შუენიერო დედათა შორის? ვიდრე მიიმართა ძმისწულმან? და ვიძიოთ იგი შორის შენსა".



Verse: 3V Link to septLink to armat   
იგინი ] იგი O.
Verse: 5V Link to septLink to armat   
დასუწუთა O.





Chapter: 6 
6


Verse: 1  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მიუგებს სძალი: "ძმისწული ჩემი შთავიდა მტილსა თჳსსა წედთა მათ საკუმეველთასა მწყსად შორის მტილსა და დაკრებად შროშნისა.

Verse: 2  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მე ძმისწულისა ჩემისა და ძმისწულაკი ჩემი ჩემდა, რომელი ჰმწყსის შორის შროშანთა.

Verse: 3  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
კეთილ ხარ, მახლობელო ჩემო, ვითარცა სათნოჲ, შუენიერ, ვითარცა იერუსალჱმი, საკჳრველ, ვითარცა დაწესებულნი.

Verse: 4  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მარიდენ თუალნი შენნი წინაშე ჩემსა, რამეთუ მაგათ აღმაფრინეს მე. თმაჲ შენი, ვითარცა სამწყსოჲ თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით;

Verse: 5  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
კბილნი შენნი, ვითარცა არვჱ მორისულთაჲ, აღმომავალი საბანელით, ყოველნი ორთმსხმელ და ბერწი არა არს მათ თანა;

Verse: 6  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მეწამულ ბაგენი შენნი, ვითარცა ძეწჳთ ღებულნი, გარდანაღები ერთი ქსლისაჲ და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი მრეწეულისაჲ, სიკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა.

Verse: 7  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სამეოცნი არიან დედუფალნი და ორმეოცნი ხარჭნი.

Verse: 8  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ერთ არს ტრედი ჩემი, სძალი ჩემი, ერთ არს დედისა თჳსისაჲ. იხილეს იგი ქალწულთა და ჰნატრიდეს მას და დედუფალთა და ხარჭთა აქეს იგი.

Verse: 9  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვინ არს ესე, რომელი აღმოვალს, ვითარცა ცისკარი, შუენიერ, და, ვითარცა მთოვარჱ, რჩეულ, ვითარცა მზისთუალი, საკჳრველად განწესებულ?"

Verse: 10  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სიძემან თქუა: "მტილსა ნიგუზოვანსა შთავჴედ მიხედვად ნაყოფთა წყაროთასა ხილვად, თუ ყუავიან მროწეულნი, ანუ თუ წარმოუტევებიეს ნაძუსა". სძალი სიძესა ეტყჳს: "მუნ მიგცნე შენ ძუძუნი ჩემნი.

Verse: 11  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
და დამდვა მე, ვითარცა ეტლი ამინადაბისი. არა ცნა სულმან ჩემმან".



Chapter: 7 
7


Verse: 1  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ქალწულთა და დედუფალთა ეტყჳს სიძჱ: "რაჲ იხილოთ უდულამელის თანა, რომელი მოვალს, ვითარცა გუნდი ბანაკთაჲ?"

Verse: 2  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სიძჱ სძალსა ეტყჳს: "ვითარ შუენიერ არს სლვაჲ შენი, ასულო [ამი] ნადაბისო? ჟამიერად ქმნული მუჴლთა შენთაჲ მსგავს არს მძივთა დაცუმულთა, საქმჱ ჴელოვნისაჲ;

Verse: 3  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
უპე შენი -- ტაკუკ წახნაგებულ, მოუკლებელ, ზავებულ; მუცელი შენი, ვითარცა ხუავი იფქლისაჲ, გარემოცვული შროშნითა;

Verse: 4  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი თიკანნი მარჩბივნი ქურციკისანი;

Verse: 5  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ყელი შენი, ვითარცა გოდოლი პილოჲსძუალისაჲ; თუალნი შენნი, ვითარცა ტბანი ესებონისანი, ბჭეთა ასულთა შორის მრავალთა; ცხჳრნი შენნი, ვითარცა გოდოლი ლიბანისაჲ პირისპირ დამასკისა;

Verse: 6  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
თავი შენი შენ ზედა, ვითარცა კარმელი; თხზული თავისა შენისაჲ, ვითარცა ძოწეული, ვითარცა მეფჱ შარავანდდადგმულ ასპარეზსა.

Verse: 7  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
რავდენ შუენიერ ხარ და რავდენ დასტკბნი, სიყუარულო, ფუფუნებასა შინა!

Verse: 8  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ემსგავსა სიმაღლჱ შენი ფინიკსა და სასძეურნი შენნი ტევანთა მისთა.

Verse: 9  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
და ვთქუ: "აღვჴდე ფინიკსა ამას და შებმა-უყო სიმაღლესა მისსა, იყვნედ ძუძუნი შენნი, ვითარცა ტევანნი ვენაჴსა, და სული ღრძილთა შენთაჲ, ვითარცა ვაშლი;

Verse: 10  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
და სასაჲ შენი, ვითარცა ღჳნოჲ სულნელი". სძალი ეტყჳს: "მიხუალ კუალსა ძმისწულისა ჩემისასა სიწრფოებით, მყოფ არს ბაგეთა ჩემთა და კბილთა.

Verse: 11  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მე ძმისწულისა ჩემისა და ჩემდა მოქცევაჲ მისი.

Verse: 12  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მოვედ, ძმისწულო ჩემო, და განვიდეთ აგარაკად, ვიყოფვოდით დაბნებსა;

Verse: 13  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
აღვიმსთოთ ვენაჴებად, ვიხილოთ, თუ ყუავიან ვენაჴნი, ანუ თუ წარმოეტეოს ნაძუსა, ანუ თუ ყუავოდის მროწეული. მუნ მიგცნე ძუძუნი ჩემნი შენ.

Verse: 14  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
გამოსცეს სულნელებაჲ თჳსი მანდრაგორთა და კართა ჩუენთა თანა ყოველთა ხეთა ხილოვანთა ახალი ძუელისა თანა რომელი მომცა მე დედამან ჩემმან, ძმისწულო ჩემო, დაგიმარხო შენ.



Verse: 8V Link to septLink to armat   
სიმაღლჱ ] სიმალჱ O.





Chapter: 8 
8


Verse: 1  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვინ მოჰსცნა ძმისწულსა ჩემსა წოვნად ძუძუნი დედისა ჩემისანი, გპოვე შენ გარე, შეგიყუარე შენ და არა ვინ მგმოს მე.

Verse: 2  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
შეგიპყრა და შეგიყვანო შენ სახიდ დედისა ჩემისა და საუნჯეთა მშობელისა ჩემისათა. გასუა შენ ღჳნოჲ ნელსაცხებლისმგბოლველთაჲ, მიგიპყრა შენ კაწახი მროწეულთა ჩემთაჲ.

Verse: 3  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
მარცხენჱ მისი თავსა ჩემსა ქუეშე და მარჯუენჱ მისი შემემთხჳოს მე.

Verse: 4  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალჱმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, რაჟამს აღსდგეთ, განაღჳძეთ სიყუარული, რაჟამს უნდეს".

Verse: 5  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ასულთა და დედოფალთა სიძესა ჰრქუეს: "ვაშლსა ქუეშე განგაღჳძე შენ. ვითარცა სიკუდილი, სიყუარული. ფიცხელ არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, შური; ფრთენი მისნი -- ფრთენი ცეცხლისანი, ალისა მისისანი. მუნ ელმოდა შენთჳს მშობელსა შენსა,

Verse: 6  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
რამეთუ მძლავრ არს,

Verse: 7  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
წყალნი მრავალნი ვერშემძლებელ არიან დაშრეტად სიყუარულისა და მდინარეთა ვერ წარღუნენ იგი. უკუეთუ მოჰსცეს კაცმან ყოველივე ცხოვრებაჲ თჳსი სიყუარულსა, შეურაცხებით შეურაცხ-ყონ იგი"

Verse: 8  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ასულნი იერუსალჱმისანი ამას იტყჳან: "დაჲ ჩუენი მცირე არს და ძუძუნი არა ასხენ, რაჲმე უყოთ დასა ჩუენსა დღესა მას, რომელსა ჰრქუას მას სიტყუაჲ?

Verse: 9  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
უკუეთუმცა ზღუდჱ იყო, გამო-მცა-ვხატეთ ფიცრითა ნაძჳსაჲთა".

Verse: 10  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სძალი განცხადებულად იტყჳს: "უშჱნენითმცა არდაბაგნი ვეცხლისანი, ანუ თუ კარი იყო, მე ზღუდე ვარ და ძუძუნი ჩემნი, ვითარცა გოდოლნი. მე ვიყავ წინაშე თუალთა მისთა, რომელი ვჰპოვებდი მშჳდობასა.

Verse: 11  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვენაჴი იყო სოლომონისი ბელამონს და მოჰსცა ვენაჴი იგი მცველთა. კაცმან მან მოართუას ნაყოფითა თჳსითა ათასი ვეცხლისაჲ.

Verse: 12  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ვენაჴი ჩემი არს წინაშე ჩემსა. ათასეული სოლომონს და ორასი მცველთა ნაყოფისა მისისათა".

Verse: 13  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
სძალი იტყჳს: "რომელი ჰზი მტილებსა შინა, მოყუასნი გელიან, ჴმაჲ შენი მასმინე.

Verse: 14  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to septLink to armat   
ივლტოდე, დჭისწულო ჩემო, და ემსგავსე ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირემთასა მთათა ზედა სულნელთასა".




Verse: 2V Link to septLink to armat   
საონჯეთა O.
Verse: 3V Link to septLink to armat   
ქუშე O; მონ O.
Verse: 9V Link to septLink to armat   
იყო (2) ] იყუ O.
Verse: 11V Link to septLink to armat   
მუართუას O.
Verse: 14V Link to septLink to armat   
ემსგავსჱ O.






Book: Sap.Sal. 
Wisdom of Salomon

სიბრძნჱ სოლომონისი პანარეტოსი



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 271v  შეიყუარეთ სიმართლჱ Page of ms. O: 272r  მსაჯულთა ქუეყანისათა, ზახევდით უფლისათჳს სახიერებით და განმარტებულითა გულითა ეძიებდით მას.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ეპოების მათ, რომელნი არა გამოსცდიან მას; და გამოუჩნდების მათ, რომელნი არა ურწმუნო არიან მისა მიმართ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დრკუთა გულის-ზრახვათა განაშოვრიან ღმრთისაგან, და გამო-რაჲ-იცადებინ ძალი, ამხილის უგუნურთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ბოროტისა მოქმედსა სულსა არა შევიდის სიბრძნჱ, და არცა დაიმკჳდრის ჴორცთა შინა, განკაფულთა ცოდვითა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სული წმიდაჲ სწავლისაჲ ევლტის ზაკუვასა, და განეშორების გულის-სიტყუათაგან უგულისხმოთა, და ემხილოს, მო-რაჲ-იწიოს მათ ზედა სიცრუვჱ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ კაცთ-მოყუარე არს სული სიბრძნისაჲ, და არა უბრალო ყვის მგმობარი იგი ბაგეთაგან მისთა; რამეთუ თირკუმელთა მისთა მოწამე არს ღმერთი და გულისა მსტუვარ ჭეშმარიტ და ენისა მსმენელ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი; და, რომელსა უპყრიეს ყოველი, ცნობაჲ იცის ჴმისაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳსცა, რომელი იტყოდის ცრუსა, არავინ დაავიწყდეს, არცა თანა-წარჰჴდეს მას მამხილებელი საშჯელი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ზრახვათათჳს უღმრთოთაჲსა განკითხვაჲ იყოს, რამეთუ სიტყუანი მისნი არა ნეფსით უფლისა მივიდენ მამხილებელად უშჯულოებათა მისთა;

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ყური მოშურნებისაჲ Page of ms. O: 272v  ისმენს ყოველსა, და იდუმალი დრტჳნვაჲ არა დაეფარების.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ეკრძალენით უკუე დრტჳნვასა ურგებსა და ძჳრის-სიტყუასა ერიდენით ენითა. რამეთუ თქუმული იდუმალი ცუდად არა წარვიდეს, და პირი, რომელი ტყუოდის. მოკლას სული.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ჰბაძავთ სიკუდილსა ცხოვრებასა შინა საცთურისა თქუენისასა, ნუცა მოიტაცებთ მოსრვასა საქმითა ჴელთა თქუენთაჲთა:

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ღმერთმან სიკუდილი არა დაჰბადა და არცა ჰნებავს წარწყმედაჲ ცხოველთაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაჰბადა ყოფად ყოველთა და ცხოვრებად შესაქმჱ სოფლისაჲ, და არა არს მათ შინა წამალი მომსრველი, არცა ჯოჯოხეთისა სუფევაჲ ქუეყანასა ზედა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სიმართლჱ უკუდავ არს,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უღმრთოთა ჴელითა და სიტყჳთა მოიხადეს იგი; მეგობრად შეჰრაცხეს იგი და დაადნვეს და ნაძლევი დაიდვეს მის თანა, რამეთუ ღირს არიან ნაწილად მისა ყოფად.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართლ: "მცირე არს და მწუხარჱ ცხოვრებაჲ ჩუენი, და არა არს კურნებაჲ ჩუენი აღსასრულსა კაცისასა, და არასადა ვინ იცის, რომელიმცა მოიქცა ჯოჯოხეთით.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ თჳთ-ჴელმწიფედ შევიქმნენით და ამისა შემდგომად ვიქმნენით ვითარცა არაყოფილნი, რამეთუ კუამლ არს სული ცხჳრთა შინა ჩუენთა და სიტყუაჲ-ნაბერწყალ Page of ms. O: 273r  ძრვასა გულისა ჩუენისასა

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი დაშრტეს, და ნაცარ იქმნეს ჴორცნი, და სული დაჰჴსნდეს და მოჰლპეს აერი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და სახელი ჩუენი დაივიწყოს ჟამად-ჟამად, და არავინ მოიჴსენნეს საქმენი ჩუენნი*; და წარჴდეს ცხოვრებაჲ ჩუენი, ვითარცა კუალი ღრუბლისაჲ, და ვითარცა ნისლი განქარდეს, და წარ-რაჲ-იდევნის გამოტევებითა მზის-თუალისაჲთა, და სიცხისაგან მისისა დამძიმდის.

Verse: 5   Link to septLink to armat   
რამეთუ, ვითარცა აჩრდილი, წარმავალი არს ცხოვრებაჲ ჩუენი, და არა არს და კუალად-მოქცევაჲ აღსრულებასა ჩუენსა, რამეთუ დაებეჭდა და არავინ მოიქცეს.

Verse: 6   Link to septLink to armat   
მოვედით და ვიხაროთ ყოფილთა ამათგან კეთილთა, და ვამსახუროთ დაბადებული, ვითარცა სიჭაპუკესა.

Verse: 7   Link to septLink to armat   
ღჳნითა მრავალფერითა და ნელსაცხებლითა აღვივსნეთ, და ნუ თანა-წარგუვალნ ჩუენ ყუავილი ზაფხულისაჲ.

Verse: 8   Link to septLink to armat   
გჳრგჳნი დავიდგათ ვარდისა რტოთაჲ ვიდრე დაჭნობადმდე

Verse: 9   Link to septLink to armat   
და ნუმცა ვინ ჩუენგანი დაკლებულ არს ჩუენისა ამისგან სიხარულისა; ყოველსა ადგილსა დაუტეოთ განცხრომაჲ ესე სიხარულისა ჩუენისაჲ, რამეთუ ესე არს ჩუენდა ხუედრებული ნაწილი იგი.

Verse: 10   Link to septLink to armat   
ვჰმძლავრობდეთ გლახაკსა და მართალსა, არა ვერიდნეთ ქურივსა და არცა მოხუცებულისაგან შევიკდიმოთ, მჴცეთა მრავლისა ჟამისათა.

Verse: 11   Link to septLink to armat   
იყავნ ჩუენდა ძალი შჯულად სიმართლისა, რამეთუ უძლურებასა უჴმარად Page of ms. O: 273v  ემხილების.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
დავაპრკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს და წინა-აღმიდგების საქმეთა ჩუენთა, და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა შჯულისათა, და მიმომდებს ჩუენ ცოდვათათჳს სწავლისა ჩუენისათა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიარებს, ვითარმედ ცნობაჲ აქუს ღმრთისაჲ, და ძედ ღმრთისადად თავსა თჳსსა იტყჳს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მძიმე არს ჩუენდა ხილვაჲცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრებაჲ მისი, და ცვალებელ -- ალაგნი მისნი

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
საძაგელად შეურაცხიეთ მას, და განშოვრებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა, ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად ღმერთსა იტყჳს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ, და გამოვცადოთ, რაჲ-ძი იყოს უკუანაჲსკნელი მისი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არს მართალი იგი ძჱ ღმრთისაჲ, შეეწიენ მას, და იჴსენინ იგი ჴელთაგან წინააღმდგომთაჲსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
გინებითა და ტანჯვითა განვიკითხოთ იგი, რაჲთა ვცნათ სახიერებაჲ მისი და გამოვცადოთ თავს-დებაჲ განბოროტებისა მისისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
სიკუდილითა სარცხჳნებითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყოს მოხედვაჲ მისი სიტყუთაგან მისთა."

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ დააბრმნა იგინი უკეთურებამან მათმან.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერ ცნეს საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არცა სასყიდელსა ესვიდეს სიწმიდისასა და არცა გამოიკითხეს Page of ms. O: 274r  პატივი სულთა უბიწოთაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათჳს და ხატად თჳსა თჳსობისა შექმნა იგი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და შურითა ეშმაკისაჲთა სიკუდილი სოფლად შემოჴდა, და განსცდიან მას, რომელნი არიან ნაწილისა მისისანი.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ. და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჩუენგან განსლვაჲ -- შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მცირედ ღათუ ისწავლნენ. დიდძალად ქველის-მყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვითარცა ყოვლად-ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვითარცა ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
დაჰშჯინენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი ესვენ მას, გულისხმა-ყონ ჭეშმარიტი, და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ -- რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი -- ღირსთა მისთა.

Verse: 10   Link to septLink to armat   
ხოლო უგუნურთა, ვითარცა ეგონა, მიიღონ, რომელთა უდებ-ყვეს სიმართლჱ და უფლისაგან Page of ms. O: 274v  განდგენ.

Verse: 11   Link to septLink to armat   
რომელმან სიბრძნჱ და სწავლულებაჲ შეურაცხ-ყოს, იგი უბადრუკი არს, და ცუდ არს სასოებაჲ მისი, და შრომანი -- ურგებ; და უჴმარ -- საქმენი მათნი.

Verse: 12   Link to septLink to armat   
ცოლნი მათნი -- უგუნურ, და უკეთურ -- შვილნი.

Verse: 13   Link to septLink to armat   
წყეულ იყავნ შობაჲ მათი. ხოლო ნეტარ არს ბერწი, ყოლად-შეუგინებელი, რომელმან არა იცნა საწოლი შეცოდებით, რამეთუ აქუნდეს ნაყოფი მოხედვასა სულთასა.

Verse: 14   Link to septLink to armat   
და საჭურისმან, რომელმან არა ქმნა ჴელითა უშჯულოებაჲ, და არცა გულსა მოიღო უფლისა თჳსისა ბოროტი, მოეცეს მას სარწმუნოებისა მადლი რჩეული, ნაწილი ტაძარსა ღმრთისასა უგულმოდგინჱ.

Verse: 15   Link to septLink to armat   
რამეთუ კეთილთა შრომათა სასყიდელი -- კეთილ და ჩინებულ, და დაუცოდებელ -- ძირი გონიერებისაჲ.

Verse: 16   Link to septLink to armat   
ხოლო შვილნი მომრუშეთანი უსრულ იყვნენ, და უშჯულოებისაგან საწოლისა თესლი განირყუნეს.

Verse: 17   Link to septLink to armat   
დაღათუ დღეგრძელ იყვნენ, არავე შეირაცხნენ, და უპატივო იყოს უკუანაჲსკნელი სიბერჱ მათი.

Verse: 18   Link to septLink to armat   
უკუეთუ მეყსეულად აღესრულნენ, არა აქუნდეს სასოებაჲ და არცა დღესა მას გამოცნობისასა -- ნუგეშინის-ცემაჲ,

Verse: 19   Link to septLink to armat   
რამეთუ ნათესავისა ცრუჲსაჲ იყოს აღსასრული.

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
უმჯობჱს არს უშვილოებაჲ სათნოებით, რამეთუ უკუდავება არს ჴსენებაჲ მისი, რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არს და კაცთა მიერცა.

Verse: 2   Link to septLink to armat   
აწინდელსა ჟამსა -- საბაძველ იგი Page of ms. O: 275r  და წარსრული -- სასურველ, და საუკუნესა მას გჳრგჳნოსნებით წარჩინებულ იყოს, შეუცოდებელთა თანა ღუაწლსა მას სძლო.

Verse: 3   Link to septLink to armat   
მრავალნაშობი იგი სიმრავლჱ უღმრთოთაჲ -- არად საჴმარ; და მრუშეთაგანმან ნაშობმან არა დაიბნეს სიღრმედ ძირნი, და არცა კრძალული სლვაჲ ფერჴთაჲ დაემტკიცოს.

Verse: 4   Link to septLink to armat   
დაღათუ რტოჲთა ჟამ ერთ აღმოსცენდენ, საბრკოლებელსავე ვალს, ქარისაგან შეირყიის, და სასტიკისაგან ქარისა ძირით აღიფხურის.

Verse: 5   Link to septLink to armat   
და მოემუსრნენ რტონი უსრულნი, და ნაყოფი მათი უჴმრად, და უჟამოდ საჭმლად არარად მარჯუჱ.

Verse: 6   Link to septLink to armat   
რამეთუ უშჯულოებისაგან ძილისა შვილნი შობილნი მოწამჱ არიან მამა-დედათა განკითხვასა მათსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მართალი თუ აღესრულოს. განსუენებასა იყოს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ;

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მჴცოვნებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ჰასაკ სიბერის -- ცხოვრებაჲ უბიწოჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სათნო ღმრთისა იყო, და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა.

Verse: 11   Link to septLink to armat   
და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისხმის-ყოფაჲ მისი, ანუ ზაკუვამან აცთუნოს სული მისი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შური სიხენეშისაჲ Page of ms. O: 275v  დააბნელებს კეთილსა, და გურიობამან გულის-თქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი, ამისთჳს იწრაფა განსლვაჲ შორის უკეთურებისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს, და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ -- რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი -- ღირსთა მისთა.

Verse: 16   Link to septLink to armat   
და სჯოს მართალმან, რომელი დაშურა, ცოცხალნი უღმრთონი და ჭაპუკი, რომელი აღესრულა ადრე, მრავალწლისანი ბერნი ცრუნი;

Verse: 17   Link to septLink to armat   
რამეთუ იხილონ აღსასრული ბრძნისაჲ და ვერ ცნან, რაჲ იზრახა მისთჳს და რაჲსათჳს შეიკრძალა იგი უფალმან.

Verse: 18   Link to septLink to armat   
იხილონ და შეურაცხ-ყვნენ იგი, ხოლო უფალი ეცინოდის მათ; და იყვნენ ამისა შემდგომად დასაცემელ უპატივო და საგინებელ მკუდართა შორის საუკუნოდ;

Verse: 19   Link to septLink to armat   
რამეთუ განხეთქნეს უჴმონი ხერხვით და შეძრნეს იგინი საფუძველითგან დასასრულადმდე, მოოჴრდენ და იყვნენ იგინი სალმობასა შინა; და საჴსენებელი მათი წარწყმდეს.

Verse: 20   Link to septLink to armat   
და მოვიდენ განზრახვასა ცოდვათა მათთასა შიშით, და ამხილოს პირისპირ უშჯულოებამან მათმან.

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ დადგეს მართალი დიდითა განცხადებულებითა წინაშე პირსა Page of ms. O: 276r  მაჭირებელისა მისისასა და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მისნი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულსა მას ცხოვრებასა მისსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყოდიან გულთა თჳსთა სინანულითა და იწროებითა სულისაჲთა სულთ-ითქუმიდენ: "ესე არს იგი, რომელი ოდესმე გუაქუნდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა ჩუენ უგუნურთა

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცხოვრებაჲ მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი -- უპატიოდ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ შეირაცხა ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის არს ნაწილი მისი?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
შე-მე-ვსცეთითა გზისაგან ჭეშმარიტისა? და სიმართლისა იგი ნათელი არა გამოგჳბრწყინდა ჩუენ,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
უშჯულოებისა გზითა აღვივსენით და წარწყმედისაჲთა, და ვიდოდეთ უდაბნოთა უგზოთა, ხოლო გზაჲ უფლისაჲ არა ვცანთ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ მარგო ჩუენ ამპარტავანებამან ჩუენმან? და რაჲ შემეწია ჩუენ სიმდიდრჱ იგი სილაღისაჲ?

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
წარჴდა იგი ყოველი, ვითარცა აჩრდილი, და ვითარცა ამბავი, რომელი ადრე განქარდის.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა ნავი, ღელვასა ზღჳსასა რომელი წარვიდის, და კუალი არღარა იპოვის და არცა ალაგი სლვისა მისისაჲ ღელვათა ზედა;

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
გინა ვითარცა მფრინველი რაჲ განფრინდის ჰაერსა და არა იპოვის სახჱ სლვისაჲ; გუემითა ნაწევართა Page of ms. O: 276v  ფრთეთაჲთა იტანჯებინ და ქარსა სულმცირესა აპებნ ძლით, მძლაფრიად ძრავნ ფრთეთა და განვლის, და ამისა შემდგომად არა იპოვის სასწაული განსლვისა მისისაჲ;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ვითარცა ისარი, განტყორცებული განსა; განაპის აერი და მეყსეულად მუნვე შეირწყჳს, და ვერ საცნაურ იქმნის განსლვაჲ მისი;

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეცა ჩუენ ვიქმნენით და მოვაკლდით; და სათნოებისა სასწაული არა გუაქუს, რაჲმცა ვაჩუენეთ, რამეთუ უკეთურებათა შინა ჩუენთა განვლიენით".

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სასოებაჲ უღმრთოთაჲ, ვითარცა მტუერი, ქარისაგან მოღებული, და ვითარცა ნეფხვაჲ მწულილი, არმურისაგან წარიდევნა, და ვითარცა კუამლი, ქარისაგან განიბნია, და ვითარცა ჴსენებაჲ მდგურისაჲ ერთ დღისაჲ, წარვიდა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მართალნი საუკუნოდმი ცხონდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს -- მაღლისა მიერ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფლისა; რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღოს ყოველი -- საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა;

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუთად საშჯელი Page of ms. O: 277r  შეუორგულებელი,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიღოს თორნჱ უძლეველი -- სიწმიდჱ,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვითარცა კეთილი -- სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და კლდისაგან -- საისრითა გულისწყრომითა სავსჱ დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინა-აღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვითარცა არმურნი -- განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის-საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი.

Chapter: 6  
Verse: 1   Link to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისხმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა!

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა!

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უფლისა მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ -- მაღლისა მიერ,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან განიკითხნეს საქმენი თქუენნი და ზრახვანი გამოიძინეს.

Verse: 5   Link to septLink to armat   
რამეთუ მსახურნი იყვენით მისისა სამეუფოჲსანი და არა ჰშჯიდით მართლ; არცა დაიმარხეთ შჯული და არცა ნებისაებრ ღმრთისა ხჳდოდეთ.

Verse: 6   Link to septLink to armat   
შეძრწუნებით და მწრაფლ მოგადგეს თქუენ, Page of ms. O: 277v  რამეთუ საშჯელი უწყალოჲ მთავართა ზედა მოვიდეს.

Verse: 7   Link to septLink to armat   
რამეთუ უმრწამესი იგი შესანდობელ არნ წყალობად, ხოლო ძლიერნი იგი ძლიერად განიკითხნენ

Verse: 8   Link to septLink to armat   
რამეთუ არა ერიღოს პირსა ყოველთა-უფალი და არცა შეიკდიმოს დიდთათჳს; რამეთუ მცირჱ და დიდი მან შექმნა; ეგრეთვე წინაჲსწარ უზრუნავს ყოველთა;

Verse: 9   Link to septLink to armat   
ძლიერთა მათდა ძლიერი ეწიოს გამოძიებაჲ.

Verse: 10   Link to septLink to armat   
თქუენდა მიმართ არიან, მძლავრნო, სიტყუანი ჩემნი. რაჲთა ისწავოთ სიბრძნჱ და არა თანა-წარჰჴდეთ.

Verse: 11   Link to septLink to armat   
რომელთა ღირსად დაიცვან სიღირსჱ, ღირსად ღირს იყვნენ, რომელმან ისწავლნეს, მან პოვოს სიტყჳს-გებაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
გული გითქუემდინ თქუენ სიტყუათა ჩემთათჳს, გსუროდენ მათთჳს და განისწავლნეთ.

Verse: 13   Link to septLink to armat   
ბრწყინვალე და უჭნობელ არს სიბრძნჱ და ადვილად იხილვების მოყუარეთა მისთაგან;

Verse: 14   Link to septLink to armat   
მიიწიის მათდა, რომელთა გული უთქუამს მისთჳს წინაჲსწარ ცნობად.

Verse: 15   Link to septLink to armat   
და რომელმან აღიმსთოს მისი, არა დაშურეს, რამეთუ დადგრომილად პოვოს იგი წინაშე ბჭეთა მისთა.

Verse: 16   Link to septLink to armat   
რამეთუ გულსა -- მოსლვაჲ, მისთჳს გონიერებისაჲ არს სრულისაჲ და რომელი იღჳძებდეს მისა ადრე, უზრუნველ იქმნეს.

Verse: 17   Link to septLink to armat   
რამეთუ ღირსთა მისთა თჳთ იგი მიმოვალს და ეძიებს, და ალაგთა მათთა ეოცების მათ მხიარულებად, და ყოველთა განზრახვათა შეემთხუევის მათ.

Verse: 18   Link to septLink to armat   
Page of ms. O: 278r  რამეთუ დასაბამი მისი სწავლულებისა გულის-თქუმაჲ არს ჭეშმარიტი, და სწავლულებისა ზრუნვაჲ სიყუარული არს,

Verse: 19   Link to septLink to armat   
... -- დამარხვაჲ შჯულისა მისისაჲ ხოლო კრძალვაჲ შჯულისაჲ -- სიმტკიცჱ უჴრწნელებისაჲ,

Verse: 20   Link to septLink to armat   
ხოლო უხრწნელებამან მახლობელ ყვის ღმრთისა:

Verse: 21   Link to septLink to armat   
რამეთუ გულის-თქუმამან სიბრძნისამან აღიყვანის სასუფეველსა

Verse: 22   Link to septLink to armat   
უკუეთუ გნებავს საყდართა და ტომთა ზედა, მთავარნო ერისანო, პატივ-ეცით სიბრძნესა, რაჲთა საუკუნოდ ჰმეფობდეთ.

Verse: 23   Link to septLink to armat   
ხოლო რაჲ არს სიბრძნჱ და ვითარ იყო, გითხრა თქუენ, არა დაგიმალო თქუენ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არამედ დასაბამითგან ყოფისაჲთ გამოვიკულიო და დავდვა განცხადებულად ცნობაჲ მისი. და არა თანა-წარვჰჴდე ჭეშმარიტებასა,

Verse: 24   Link to septLink to armat   
და არცა შურსა დადნობილსა თანა-უვიდოდე, რამეთუ ესევითარი არა ეზიარის სიბრძნესა.

Verse: 25   Link to septLink to armat   
ხოლო სიმრავრლჱ ბრძენთაჲ -- ცხოვრებაჲ სოფლისაჲ, და მეფჱ გონიერი -- დაწყნარება ერისა.

Verse: 26   Link to septLink to armat   
რაჲთა განისწავლნეთ სიტყჳთა ჩემითა და სარგებელ გეყოს თქუენ.

Chapter: 7  
Verse: 1   Link to septLink to armat   
რამეთუ მეცა კაცი ვარ მოკუდავი, სწორი ყოველთაჲ და ქუეყანით შექმნულისაჲ, ნაშობი პირველ-დაბადებულისაჲ.

Verse: 2   Link to septLink to armat   
მუცელსა დედისასა გამოვითალე ჴორცი და ათისა თთჳსა ჟამთა, დავჰყინდი სისხლისაგან Page of ms. O: 278v  მამაკაცისა და გულის თქუმითა ძილისა მოსლვითა.

Verse: 3   Link to septLink to armat   
მე რაჲ ვიშევ, მოვიღე ზოგადი აერი; და მსგავსსა ვნებასა კუალად განვვარდი ქუეყანად, პირველი ჴმაჲ, მსგავსი ყოველთაჲ, სწორი აღუტევე ტირილი.

Verse: 4   Link to septLink to armat   
სახუეველითა აღვიზარდე და ზრუნვითა.

Verse: 5   Link to septLink to armat   
რამეთუ არავის მეფეთაგანსა სხუაჲ აქუნდა შობისა დასაბამი.

Verse: 6   Link to septLink to armat   
ერთი არს ყოველთაჲ შემოსლვაჲ სოფლად და განსლვაჲცა სწორი.

Verse: 7   Link to septLink to armat   
ამისთჳს ვილოცე და სიბრძნჱ მომეცა მე, ეხადე და მოვიდა ჩემდა სული სიბრძნისაჲ.

Verse: 8   Link to septLink to armat   
უფროჲს აღვირჩიე იგი ჴელმწიფებისა და საყდართა, და სიმდიდრჱ არად შევჰრაცხე სწორებად მისა;

Verse: 9   Link to septLink to armat   
და არცა ვამსგავსე იგი ანთრაკთა პატიოსანთა, რამეთუ ყოველი ოქროჲ წინაშე მისსა -- ვითარცა მქჳშაჲ მცირედი, და ვითარცა მიწაჲ, შერაცხილ არს ვეცხლი წინაშე მისსა.

Verse: 10   Link to septLink to armat   
უფროჲს სიცოცხლისა და ხატკეთილობისა შევიყუარე იგი, რაჲთა მაქუნდეს ნათლის წილ, რამეთუ დაუძინებელ არს ამისგან ნათელი.

Verse: 11   Link to septLink to armat   
და მოვიდა ჩემდა ყოველი კეთილი მის თანა და ურიცხჳ სიმდიღრჱ ჴელთა შინა მისთა.

Verse: 12   Link to septLink to armat   
და განვიხარე ყოველთა ზედა, რამეთუ იგი შერაცხილ არს სიბრძნედ, უმეცარ ვიყავ მისა, ვითარმედ ქმნული არს იგი ამათი.

Verse: 13   Link to septLink to armat   
და უზაკუველად ვისწავე Page of ms. O: 279r  და უშურველად მივსცე სიმდიდრჱ მისი და არა დაუმალო,

Verse: 14   Link to septLink to armat   
რამეთუ უნაკლულოჲ საუნჯჱ არს კაცთა შორის; რომელთა იმსახურეს იგი, ღმრთისა მიმართ მიავლინეს სწავლაჲ, რამეთუ სწავლისაგან ნიჭისა განმტკიცნეს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე მომეცინ ღმერთმან სიტყუად ნებისაებრ და განზრახვად ღირსად თქუმულთა მათ, რამეთუ იგი თავადი სიბრძნისა წინამძღუარი არს და ბრძენთა განმგებელ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴელსა შინა მისსა ჩუენცა და სიტყუანიცა ჩუენნი; ყოველი გონიერებაჲ და საქმეთა მეცნიერებაჲ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მან მომცა მე ყოფილთაჲ მათ ცნობაჲ უტყუველი, ცნობად შესაქმჱ სოფლისაჲ და შეწევნანი წესთანი,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
დასაბამი და დასასრული და განზოგებაჲ ჟამთაჲ, სახეთა ცვალებანი და ქცეულებაჲ ჟამთაჲ,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
წელიწადისა სრბაჲ და ვარსკულავთა დგომაჲ,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბუნებანი საცხოვართანი და გულის-წყრომაჲ მჴეცთაჲ, სულთა სიმძაფრჱ და გულისზრახვანი კაცთანი, თითო-სახენი ნერგთანი და ძალნი ძირთანი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და რავდენი-რაჲ არს დაფარული და გამოჩინებული, ვცან მე, რამეთუ ყოველთა-ხურომან მასწავა მე სიბრძნჱ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არს მას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისაჲ, მრავალ-კერძო მწულილ და ვინაჲ-კერძო კეთილად იძრვის, წარჩინებულ და შეუგინებელ, უბიწო, Page of ms. O: 279v  განცხადებულ, კეთილის-მოყუარე, მალე, დაუყენებელ, ქველის-მოქმედ და კაცთ-მოყუარე;

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მტკიცე, კრძალულ, უზრუნველ და ყოვლად-ძლიერ და ყოვლისა-მსტუარ, და ყოველთა მიერ დაეტევის სულთა მეცნიერთა, წმიდათა, მწულილთა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ყოვლისავე ძრვისა და წამისა უმალჱს არს სიბრძნჱ, მისწუდების და დაეტევის ყოველთა მიერ სიწმიდით

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ორთქლი არს იგი ღმრთისა ძლიერებისაჲ და ნაწრედი ყოვლისა-მპყრობელისაჲ, დიდებისა ჭეშმარიტებისაჲ; ამისთჳსცა არარაჲ შეირევის

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გამობრწყინვებული არს ნათლისა ამის სამარადიოჲსა და სარკჱ უბიწოჲ ღმრთისა შეწევნისაჲ და ხატი სახიერებისა მისისაჲ

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ერთი არს და ყოველივე ძალ-უც, და ჰგიეს მას შინა და ყოველსა განაახლებს, და ნათესავითი-ნათესავად სულთა ღირსთა მიეცემის, მეგობართა ღმრთისათა და წინაწარმეტყუელთა განჰმზადებს.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
არარაჲ ეგრჱთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელ სიბრძნესა შეყოფილ არიან.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არს იგი უშუენიერჱს მზისა და უფროჲს ყოველთა ვარსკულავთა დგომასა; ნათელსა შეტყუებულად იპოვოს უწინარჱს:

Verse: 30   Link to septLink to armat   
რამეთუ ამას ესხურების ღამჱ; ხოლო სიბრძნესა ვერ ჰმს/ძლავრობს Page of ms. O: 280r  ბოროტი.

Chapter: 8  
Verse: 1   Link to septLink to armat   
და მისწუდების კიდითი კიდედმდე ვრცელად და განაგებს ყოველსა სიტკბოებით.

Verse: 2   Link to septLink to armat   
ესე შევიყუარე და ვეძიებდი სიჭაპუკით ჩემითგან, და ვეძიებდ სძლად მოყვანებად ჩემდა, და ვეტრფიალე სიკეთესა მისსა

Verse: 3   Link to septLink to armat   
აზნაურებამან ადიდის მის თანა ცხოვრებული, რომელი ღმრთისა მიმართ ილოცავნ; და ყოველთა-მფლობელმანცა შეიყუაროს იგი;

Verse: 4   Link to septLink to armat   
რამეთუ საიდუმლოჲ არს იგი ღმრთის მეცნიერებისაჲ და მომპოვნებელი საქმეთა მისთაჲ

Verse: 5   Link to septLink to armat   
უკუეთუ სიმდიდრჱ გულის-სათქუმელ არს მიგებად ცხოვრებასა ამას, რაჲ-მე არს სიბრძნისა უმდიდრჱს, რომელი ყოველსა იქმს?

Verse: 6   Link to septLink to armat   
უკუეთუ სიბრძნჱ იქმს, ვინ არს უფროჲს ყოფილთაგანი მისა უჴელოვნეს?

Verse: 7   Link to septLink to armat   
და უკუეთუ ვისმე სიმართლჱ უყუარს, შრომანი მისნი არიან სათნოებანი, რამეთუ სიწმიდესა და გონიერებასა ასწავებს, და სიმართლესა და სიმჴნესა, რომელი (!) უსაჴმარეს არარაჲ არს ცხოვრებასა ამას შინა კაცთათჳს.

Verse: 8   Link to septLink to armat   
უკუეთუ ვისმე გამოცდილებაჲ სწადის, იცის დასაბამისაჲ და მერმე იგი შეამსგავსის, იცის ქცეულებაჲ სიტყუათაჲ და განჴსნაჲ იგავთაჲ; სასწაულნი და ნიშნი წინაჲსწარ იცნის, განსლვაჲ ჟამთა და წელიწადთაჲ

Verse: 9   Link to septLink to armat   
აღვირჩიე Page of ms. O: 280v  უკუე ესე აწ მოყვანებად და თანა-ყოფად ჩემდა; ვიცი, რამეთუ მექმნეს მე თანამზრახვალ კეთილისა და ნუგეშინის-მცემელ ზრუნვათაგან და მწუხარებათა.

Verse: 10   Link to septLink to armat   
მაქუნდეს მის მიერ დიდებაჲ ერსა შორის და პატივი მოხუცებულთა თანა მე ჭაპუკსა.

Verse: 11   Link to septLink to armat   
და მახჳლ ვიპოვო მე საშჯელსა შინა, და წინაშე პირსა ძლიერთასა საკჳრველ ვიყო.

Verse: 12   Link to septLink to armat   
და დუმილსა ჩემსა მელოდიან და სიტყუასა მერჩდენ, და ვიტყოდი რაჲ მრავალსა, ჴელი დაიდვან პირსა მათსა.

Verse: 13   Link to septLink to armat   
მაქუნდეს მის მიერ უკუდავებაჲ; და საჴსენებელი საუკუნოჲ შემდგომთა ჩემთა დაუტეო.

Verse: 14   Link to septLink to armat   
განვიკითხნე ერნი და თესლები დამემორჩილოს;

Verse: 15   Link to septLink to armat   
და ეშინოდის ჩემდა, ესმეს რაჲ მძლავრთა მეძრწუნებულთა, სიმრავლესა შორის ვჩნდე სახიერ და ბრძოლასა შინა -- მჴნჱ.

Verse: 16   Link to septLink to armat   
და შე-რაჲ-ვიდე სახიდ ჩემდა, განვისუენო მას ზედა, რამეთუ არარაჲ აქუს სიმწარჱ თანა-ქცევასა მისსა, და არცა სალმობაჲ მის თანა ცხოვრებასა, არამედ შუებაჲ და სიხარული

Verse: 17   Link to septLink to armat   
ესე განვიზრახე თავსა ჩემსა და ვიზრუნე გულსა ჩემსა, რამეთუ უკუდავება არს ნათესავობაჲ სიბრძნისაჲ,

Verse: 18   Link to septLink to armat   
და მეგობრებასა მისსა -- სიხარული კეთილი, და შრომასა მისსა -- სიმდიდრჱ უნაკლულოჲ, და თანა-წურთასა ზრუნვისა მისისასა -- გონიერებაჲ და რჩეულ-/კეთილობის Page of ms. O: 281r  ზიარობასა სიტყჳსა მისისასა მოვიდოდე, ვეძიებდ მას, რაჲთა მოვიყვანო იგი თავისა ჩემისა.

Verse: 19   Link to septLink to armat   
ყრმაჲ ვიყავ ნანარი და სული მხუედა კეთილი;

Verse: 20   Link to septLink to armat   
უფროჲსღა იგი კეთილი იყო და მოვიდა გუამსა შეგინებულსა.

Verse: 21   Link to septLink to armat   
ხოლო მე გულისხმა-ვყავ, ვითარმედ არა სხჳთ რაჲთმე შევიკრძალო იგი, უკუეთუ უფალმან მომცეს იგი, -- და ესე გონიერისაჲ არს სრულისაჲ ცნობაჲ ესე, ვისი არს მადლი იგი, -- შევემთხჳე უფალსა და ვევედრე მას, და ვთქუ ყოვლითა გულითა ჩემითა:

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ღმერთო მამათა ჩუენთაო და უფალო წყალობათაო; რომელმან შეჰქმენ ყოველი სიტყჳთა შენითა

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რაჲთა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა;

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით, და სიწრფოებითა გულისაჲთა საშჯელსა შჯიდეს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მომეც მე, უფალო, საყდართა წინაშე-მდგომი სიბრძნჱ, და ნუ განმაგდებ მე მონათაგან შენთა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე მონაჲ შენი და ძჱ მჴევლისა შენისაჲ; კაცი უძლური და მცირედისა ჟამისაჲ, და ნაკლულევანი გულისხმის-ყოფითა საშჯელისა და შჯულისათჳს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
დაღათუ ვინმე იყოს სრულ ძეთა შორის კაცთაჲსა, სიბრძნისა შენისა თჳნიერ არა შერაცხილ არს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ გამომიძიე მე მეფედ Page of ms. O: 281v  ერისა შენისა და მსაჯულად ძეთა შენთა და ასულთა შენთა;

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუ შენებად ტაძარი მთასა წმიდასა შენსა და ქალაქსა მკჳდრობისა შენისასა -- საკურთხეველი მსგავსად კარვისა წმიდისა, რომელი პირველვე განჰმზადე დასაბამითგან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ თანა სიბრძნჱ, რომელმან იცნის საქმენი შენნი, და მუნ იყო, ოდეს შეიქმოდე სოფელსა, და იცის, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა და რაჲ სიწრფოება არს მცნებათა შენთაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოავლინე იგი წმიდათაგან ცათა შენთა და საყდრისაგან დიდებასა შენისა მოავლინე იგი, რაჲთა ჩემ თანა იყოს და შურებოდის, და ვცნა, რა-იგი არს სათნო წინაშე შენსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იცის მან ყოველი და გულისხმა-ჰყოფს, და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმიდით, და დამიცვეს მე დიდებითა თჳსითა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ შეწყნარებულ საქმენი ჩემნი, და განვიკითხვიდე ერსა შენსა სიმართლით, და ვიყო მე ღირს საყდართა მამისა ჩემისათა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ-მე კაცთაგანმან ცნას ზრახვაჲ ღმრთისაჲ? ანუ ვის გულსა-მოუჴდეს, რაჲ-იგი ჰნებავს უფალსა?

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გულის-სიტყუანი მოკუდავთანი -- მოშიშ და საცთომელ -- განზრახვანნი ჩუენნი,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განხრწნადმან ჴორცმან დაამძიმის სული, და შესულიბის მიწოანმან საყოფელმან გონებაჲ მრავალ-მზრუნველი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძნიად Page of ms. O: 282რ  ვსცნობთ ქუეყანისასა, და ფერჴთა ქუეშე მდებარესა ძნიად ვჰპოებთ, ხოლო ცათაშინაჲ ვინ გამოიკულიოს?

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ზრახვაჲ შენი ვინ-მე გულისხმა-ყოს, უკუეთუმცა შენ არა მოეც სიბრძნჱ, და მოივლინე სული წმიდაჲ შენი მაღლით?

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეგრჱთ განემართნეს ალაგნი ქუეყანისანი, და სათნოებათა განისწავლნეს კაცნი და სიბრძნითა ცხონდეს.

Chapter: 10  
Verse: 1   Link to septLink to armat   
მანვე პირველ-დაბადებული იგი მამაჲ სოფლისაჲ, მარტოჲ დაბადებული, დაიცვა და განარინა იგი შეცოდებისაგან თჳსისა.

Verse: 2   Link to septLink to armat   
და მოსცა მას ძალი პყრობად ყოველთა.

Verse: 3   Link to septLink to armat   
ხოლო განდგა იგი მისგან უსამართლოდ რისხვითა მისითა, ძმათ-მკლველთა თანა წარწყმდა გულის-წყრომითა.

Verse: 4   Link to septLink to armat   
რომლისათჳს და რღუნისაგან ქუეყანაჲ კუალად იჴსნა სიბრძნემან, შეურაცხითა ძელითა მართალი განარინა.

Verse: 5   Link to septLink to armat   
მანვე ერთობით ზრახვისა უკეთურებითა შეკრებულთა ნათესავთაჲსა იცნა მართალი იგი და დაუმარხა უბიწოდ ღმერთსა, და შვილთა ზედა მოწყალებით და ძლიერებით დაიცვა იგი.

Verse: 6   Link to septLink to armat   
მანვე მართალი იგი წარწყმედულთაგან უღმრთოთა იჴსნა, ოტებული სამეუფოჲსა ცეცხლისა ... ხუთქალაქისათა,

Verse: 7   Link to septLink to armat   
რომელი აწცა საწამებელად უკეთურებისა მკუმოლვარჱ ჰგიეს ოჴერი, ნაყოფად მოიხუნა ნერგნი ურწმუნოჲსა სულისაჲ Page of ms. O: 282v  და საჴსენებელად დგას ძეგლად მარილისა.

Verse: 8   Link to septLink to armat   
რამეთუ სიბრძნესა რაჲ თანა-წარჰჴდეს, არა თუ ხოლო ესე ევნო, რამეთუ ვერ ცნეს კეთილი, უგუნურებისაჲცა საჴსენებელი დაუტევეს სოფელსა ამას, რაჲთა რომელსა შინა შესცთეს, დავიწყებადცა ვერ უძლონ.

Verse: 9   Link to septLink to armat   
ხოლო სიბრძნემან მოყუარენი თჳსნი სალმობისაგან იჴსნნა,

Verse: 10   Link to septLink to armat   
მანვე მეოტი რისხვისაგან ძმისა მართალი წარმოუძღუა და მოიყვანა გზასა წრფელსა, და აჩუენა მას სასუფეველი ღმრთისაჲ, და გულისხმა-ყო ცნობაჲ წმიდათაჲ, და განამრავლნა შრომანი მისნი.

Verse: 11   Link to septLink to armat   
რომელნი-იგი ანგაჰრობით ჰმსძლავრობდეს მას, თანა-დაუდგა და განამდიდრა იგი,

Verse: 12   Link to septLink to armat   
და დაიცვა იგი მტერთაგან, და რომელნი უმზირდეს მას, შეიკრძალა იგი მათგან, და ღუაწლი ძლიერი დაუწინდა მას. რაჲთა ცნას, რამეთუ ყოვლისა უძლიერჱს არს სიბრძნჱ.

Verse: 13   Link to septLink to armat   
მანვე განსყიდული მართალი არა დაუტევა, არამედ ცოდვისაგან იჴსნა იგი.

Verse: 14   Link to septLink to armat   
და მის თანა შთავიდა ჯურღმულსა, და კრულებათა შინა არა უტევა იგი, ვიდრემდე მოართუა მას პატივი მეფობისაჲ და ჴელმწიფებაჲ მათ ზედა, რომელნი ჰმსთავრობდეს მას, და მტყუვრად გამოაჩინნა, რომელთა-იგი ბრალი დასდვეს მას, და მოსცა მას დიდებაჲ საუკუნოჲ.

Verse: 15   Link to septLink to armat   
მანვე ერი წმიდაჲ იჴსნა თესლისაგან მაჭირებელისა.

Verse: 16   Link to septLink to armat   
Page of ms. O: 283r  შევიდა სულსა მსახურისა უფლისასა და წინა-აღუდგა მეფეთა მრავალთა ნიშებითა და სასწაულებითა.

Verse: 17   Link to septLink to armat   
და მოსცა წმიდათა სასყიდელი შრომისა მათისაჲ. და უძღოდა მათ გზასა საკჳრველსა, და ეყო მათ საფარველ დღისი და ნათელ ვარსკულავთა -- ღამჱ

Verse: 18   Link to septLink to armat   
და წიაღ-მოიყვანნა იგინი ზღუასა მას მეწამულსა, და მოიყვანნა იგინი წყალთაგან მრავალთა.

Verse: 19   Link to septLink to armat   
ხოლო მტერნი იგი მათნი დაანთქნა; და სიღრმისაგან უფსკრულისა გამოსთხინა იგინი.

Verse: 20   Link to septLink to armat   
ამისთჳს მართალთა გამოტყუენეს უღმრთონი, და აქებდეს, უფალო, სახელსა შენსა წმიდასა; და უფროჲსღა მბრძოლსა ჴელსა შენსა აქებდეს ერთობით;

Verse: 21   Link to septLink to armat   
რამეთუ სიბრძნემან აღახუნა პირნი ყრმათანი... ... დასხნა მეტყუელად.

Chapter: 11  
Verse: 1   Link to septLink to armat   
და წარმართა საქმჱ მათი ჴელითა წინაწარმეტყუელთაჲთა.

Verse: 2   Link to septLink to armat   
და განვლეს უდაბნოჲ უშჱნი, და უვალთა ადგილთა აღჰმართეს კარვები.

Verse: 3   Link to septLink to armat   
წინა-აღუდგეს მბრძოლთა და მტერთა ერეოდეს.

Verse: 4   Link to septLink to armat   
სწყუროდა და გხადოდეს შენ, და მოეც მათ კლდისაგან მწარისა წყალი, და კურნებაჲ წყურიელისაჲ -- ლომისაგან ფიცხლისა.

Verse: 5   Link to septLink to armat   
რომლითაცა იტანჯნეს მტერნი მათნი, მითვე უპოვარებასა შინა კეთილი ეყოფვოდა მათ.

Verse: 6   Link to septLink to armat   
და წყაროჲსა წილ, მარადის მდინარისა, სისხლითა Page of ms. O: 283v  მძლაფრითა შეძრწუნდეს.

Verse: 7   Link to septLink to armat   
მამხილებელად ჩჩჳლთა მოწყუედისა ბრძანებისათჳს და მოეც (!) მათ უხუად წყალი თჳნიერ სასოებისა.

Verse: 8   Link to septLink to armat   
უჩუენე ამისთჳს წყურილითა მაშინ, ვითარ-იგი მტერნი სტანჯენ.

Verse: 9   Link to septLink to armat   
ოდეს-იგი გამოიცადეს და წყალობითაღა ისწავებოდეს, გულისხმა-ყვეს, ვითარ-იგი რისხვით ისაჯებოდეს და იტანჯებოდეს უღმრთონი.

Verse: 10   Link to septLink to armat   
რომელთამე, ვითარცა მამაჲ, ასწავებდ და გამოსცდიდ, ხოლო მათ, ვითარცა სასტიკი მეუფჱ, დასჯიდ და განიკითხევდ.

Verse: 11   Link to septLink to armat   
და შორიელნი და მახლობელნი ეგრე გოდებდეს:

Verse: 12   Link to septLink to armat   
რამეთუ მრჩობლმან შეიპყრნა იგინი მწუხარებამან და სულ-თქუმამან მოჴსენებისა მის წარსრულთამან.

Verse: 13   Link to septLink to armat   
რამეთუ ოდეს ესმა თჳსთაგან ტანჯვათა ქველის-ყოფასა მათსა აგრძნობდეს უფლისასა

Verse: 14   Link to septLink to armat   
რამეთუ რომელ-იგი ბოროტი მაშინ დაეცა მათ ზედა, განწირეს და ჰბასრობდეს, და უკუანაჲსკნელ მოწევნაჲ საქმეთაჲ მათ უკჳრდა, არა მსგავსად მართალთა მათ სწყუროდა.

Verse: 15   Link to septLink to armat   
ზრახვათა მათთჳს უგულისხმოთა სიცრუვისა მათისათა, რომელსა შესცთეს და ჰმსახურებდეს პირუტყუთა, ქუეწარმავალთა და მფრინველთა შეურაცხთა, მოუვლინა მათ სიმრავლჱ პირუტყუთა მჴეცთაჲ შურის-მგებელად,

Verse: 16   Link to septLink to armat   
Page of ms. O: 284r  რაჲთა ცნან, რამეთუ რომლითა ვინცა-ვინ ცოდის, მითაცა ისაჯებინ.

Verse: 17   Link to septLink to armat   
რამეთუ არა უპოვარ იყო ყოლად-ძლიერი ჴელი შენი, რომელმან დაჰბადე სოფელი უსახოჲსაგან ნივთისა, მოვლინებად მათ ზედა სიმრავლჱ დათუთაჲ და მძჳნვარჱ ლომი,

Verse: 18   Link to septLink to armat   
გინა ახლად-დაბადებული და გულის-წყრომითა სავსენი მჴეცნი უცნაურნი, გინა ცეცხლისა დანქრევაჲ და მობერვაჲ ხორშაკისაჲ, ანუ მყრალობაჲ განბნეული კუამლისაჲ, ანუ ბოროტი თუალთაგან ნაბერწყალთა ელვანი,

Verse: 19   Link to septLink to armat   
რომელთაჲ არა ხოლო ვნებაჲ შემძლებელ იყო მათდა შემუსრვად, არამედ ხილვაჲცა პირისაჲ, რომელი აშინებდა მოსლვად მათდა.

Verse: 20   Link to septLink to armat   
და თჳნიერ ამათსა ერთითა მობერვითი სულისაჲთა შემძლებელ იყო დაცემად, და საშჯელისაგან იდევნნეს, და განიბნინეს სულისაგან ძლიერებისა შენისა; არამედ ყოველი ზომით და რიცხჳთ და საწყაულით განაწესე.

Verse: 21   Link to septLink to armat   
რამეთუ დიდად ძლიერებაჲ შენი შენ თანა არს მარადის, და სიმტკიცესა მკლავისა შენისასა ვინ წინა-აღუდგეს?

Verse: 22   Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა წამი სასწორისაჲ, არას ყოველი სოფელი შენ წინაშე, უფალო, და ვითარცა ნაწუეთი ცუარისა ცისკრისაჲ, რომელი გარდამოვალნ ქუეყანად.

Verse: 23   Link to septLink to armat   
ხოლო სწყალობ ყოველთა; რამეთუ ყოველივე ძალ-გიც, და უგულებელს-ჰყოფ Page of ms. O: 284v  ცოდვათა კაცთასა სინანულისათჳს.

Verse: 24   Link to septLink to armat   
რამეთუ გიყუარს ყოველი, რომელი არს, და არარაჲ გძაგს, რომელი შეჰქმენ, რამეთუ არარაჲ საძულველი ჰქმენ.

Verse: 25   Link to septLink to armat   
ვითარმცა უკუე დაადგრეს, შენ თუმცა არა გინდა? და ანუ თუ არაწოდებული შენ მიერ ვითარმცა დაიმარხა?

Verse: 26   Link to septLink to armat   
ჰრიდებ ყოველსა, რამეთუ შენი არს ყოველი, უფალო სულთ-მოყუარეო.

Chapter: 12  
Verse: 1   Link to septLink to armat   
რამეთუ უჴრწნელი სული არს ყოველსა შინა.

Verse: 2   Link to septLink to armat   
ამისთჳსცა შეცოდებულთა მცირედ-მცირედ ამხილებ, და რომელთა შინა ცოდვენ, მოაჴსენებ და სწავლი, რაჲთა განთავისუფლდენ ბოროტისაგან და ჰრწმენეს შენდამი, უფალო.

Verse: 3   Link to septLink to armat   
რამეთუ პირველთა მათ მკჳდრთა წმიდისა ქუეყანისა შენისათა; რომელნი მოიძულენ

Verse: 4   Link to septLink to armat   
საძაგელთა საქმეთათჳს და საქმეთა გრძნებისათა და კერპობათა არაწმიდებისათა,

Verse: 5   Link to septLink to armat   
შვილთა მოსრვისა უწყალოებისათჳს და ნაწლევთ-მჭამელთა კაცთათჳს ... სისხლისა მტკნარისასა შორის საიდუმლოთა საღმრთოთა შენთა,

Verse: 6   Link to septLink to armat   
და თავჴედთა მკლველთა სულთა შეუწევნელთასა -- ჰზრახე წარწყმედაჲ მათი ჴელითა მამათა ჩუენთაჲთა,

Verse: 7   Link to septLink to armat   
რაჲთა ღირსი მკჳდრობაჲ მოიღოს ღმრთისა მონათაჲ, რომელი შენ წინაშე უპატიოსნჱს არს ყოვლისა ქუეყანისა.

Verse: 8   Link to septLink to armat   
არამედ ამათცა, რამეთუ კაცნივე იყვნეს, ერიდე, და წარავლინენ წინა/მორბედნი Page of ms. O: 285r  შენნი ბზიკნი, რაჲთა იგინი მცირედ-მცირედ მოსრნენ.

Verse: 9   Link to septLink to armat   
არა შემძლებელ იყო განწყობით უღმრთოთაჲ მართალთა ჴელთა მიცემად, გინა სიტყჳთა უწყალოჲთა ერთსა შინა ჟამსა შემუსრვად,

Verse: 10   Link to septLink to armat   
არამედ ჰშჯიდ და ჟამად-ჟამად ჰსცემდ ადგილსა სინანულისასა; არა უმეცარ იყავ, ვითარმედ ბორიოტ არს მყოფებაჲ მათი. და დანერგულ უკეთურებაჲ მათი, და რამეთუ არა იცვალნენ გულის-ზრახვანი მათნი. რამეთუ თესლი იყო დაწყეული დასაბამითგან, და არცა გეშინოდა ვისა, რომელსა ცოდვიდეს და მისთჳს შენ შეენდობასა ჰსცემდ.

Verse: 12   Link to septLink to armat   
ვინ-მე გრქუას შენ, ვითარმედ: "რაჲ-ესე ჰყავ შენ"? ანუ ვინ-მე წინა-აღუდგეს საშჯელსა შენსა? ანუ ვინ გაბრალოს შენ ნათესავთა წარწყმედისათჳს, რომელი შენ ჰყავ? ანუ ვინ საშჯელად წარმოგიდგეს შენ შურის-მეძიებელი ცრუთა კაცთათჳს?

Verse: 13   Link to septLink to armat   
არცაღა არს სხუაჲ ღმერთი, რომელსამცა ზრუნვაჲ რაჲმე ედვა ყოველთათჳს, რაჲთა აჩუენო; ვითარმედ არა ნაცილად დასაჯენ.

Verse: 14   Link to septLink to armat   
არცა მეფემან, არცა სხუამან მძლავრმან თუალთ-მიდგმად უძლოს შენდა, რომელთათჳს სტანჯენ იგინი.

Verse: 15   Link to septLink to armat   
რამეთუ მართალ ხარ და სიმართლით განაგებ მას; რომელი არა ღირს ტანჯვად და დაშჯად Page of ms. O: 285v  უცხოჲ იგი შენისაგან ძლიერებისა

Verse: 16   Link to septLink to armat   
რამეთუ ძლიერებაჲ შენი -- სიმართლისა დასაბამ, და ყოველთა ზედა უფლებაჲ შენი ყოველთა რიდებას გცემს შენ.

Verse: 17   Link to septLink to armat   
რამეთუ ძალსა აჩუენებენ, რომელი ვერ სარწმუნო არს ძალსა ზედა სრულებისასა, და მათ შორის, რომელთა იციან, სასტიკად ამხილებ.

Verse: 18   Link to septLink to armat   
ხოლო შენ უფლებ ძლიერებით და სახიერებით განიკითხავ, და მრავლითა შენდობითა განგჳგებ ჩუენ საცხორებელსა ჩუენსა, რამეთუ შენ თანა არს შეძლებაჲ, ოდეს ინებო.

Verse: 19   Link to septLink to armat   
რამეთუ შენ ასწავე ერსა შენსა ესევითართაგან საქმეთა, რამეთუ ჯერ-არს მართლისა, რაჲთა კაცთ-მოყუარე იყოს, და სასო-კეთილ ყვენ ძენი შენნი, რამეთუ ჰსცემდ ცოდვათათჳს სინანულსა.

Verse: 20   Link to septLink to armat   
უკუეთუ მტერთა მონათა შენთასა და თანა-მდებთა სიკუდილისათა ესევითარითა სტანჯევდ კრძალვითა და ვედრებით, მოჰსცემდ ჟამსა მარჯუესა; რაჲთა განერნენ ბოროტისაგან,

Verse: 21   Link to septLink to armat   
რავდენ უფროჲს სამართლითა განიკითხნე ძენი შენნი; რომელთა მამათა ფიცისათჳს და აღთქუმისა მოჰსცენ კეთილთა ანათქუემნი?

Verse: 22   Link to septLink to armat   
ჩუენ გუასწავლიდ, ხოლო მტერთა ჩუენთა ბევრ წილ სტანჯევდ, რაჲთა სახიერებასა შენსა ვზრუნვიდეთ განკითხვით, გან-რაჲ-ვიკითხნეთ, და მოველოდით წყალობასა

Verse: 23   Link to septLink to armat   
რომლისათჳს უგუნურებით Page of ms. O: 286r  ცხოვრებულნი იგი ცრუნი თჳსთა განსაგებელთა სტანჯევდ:

Verse: 24   Link to septLink to armat   
რამეთუ საცთურისა მათ გზათა უშორესად შესცთეს. ღმრთად ჰგონებდეს მათცა, რომელნი-იგი საცხოვართა შორის არიან მტერთანი შეურაცხნი, და ჩჩჳლთა უგუნურთა შეიტყუვნეს.

Verse: 25   Link to septLink to armat   
ამისთჳს, ვითარცა ყრმათა შეურაცხთა, საშჯელი სიმღერით მიუვლინე მათ. 26 ხოლო იგინი, რომელნი სიმღერით შერისხვასა მას ვერ განერნეს, ღირსი ღმრთისა საშჯელი გამოიცადონ.

Verse: 27   Link to septLink to armat   
რომელთა-იგი ზედა მათ ევნებოდა და განრისხნებოდეს, ამისთჳს, რომელთა-იგი ჰგონებდეს ღმრთად, მათ შინა იტანჯებოდეს, იხილეს, რომელსა-იგი პირველ უვარებდეს ცნობად ღმერთსა, იცნეს ჭეშმარიტი, ამისთჳს რამეთუ აღსასრული დასჯისაჲ მათ ზედა მოიწია.

Chapter: 13  
Verse: 1   Link to septLink to armat   
რამეთუ ამაო არიან ყოველნი კაცნი, რომელთა თანა არა არს ღმრთისა სიბრძნჱ, და ხილულთაგან კეთილთა ვერ უძლეს ცნობად არსი იგი, არცაღა, რამეთუ ქმნულთა მათ არა ჰხედვიდეს, იხილეს ხუროჲ იგი.

Verse: 2   Link to septLink to armat   
არამედ ცეცხლი, გინა ქარი, ანუ მწრაფლი აერი, ანუ მწყობრებაჲ ვარსკულავთაჲ, ანუ სიმძაფრჱ წყლისაჲ, ანუ მნათობთა ცისათა, საწუნელთა სოფლისათა, ღმრთად ჰგონებდეს

Verse: 3   Link to septLink to armat   
Page of ms. O: 286v  რომელნი-იგი სიკეთესა მათსა განსცხრებიდეს და ღმერთ ეგონნეს, ცნედ, რავდენ უფროჲს ღმერთი მათი უმჯობჱს არს, რამეთუ კეთილისა საქმითა მთავარმან დაჰბადნა იგინი.

Verse: 4   Link to septLink to armat   
უკუეთუ ძალსა ზედა და ქმნულებასა განჰკრთეს, ცნედ მათგან, ვითარ-იგი რომელმან შექმნნა, უფროჲს გულისხმის-საყოფელ არს.

Verse: 5   Link to septLink to armat   
რამეთუ სამდიდრისაგან სიკეთისა დაბადებულთაჲთა შემსგავსებულად შექმნულთა მოქმედი იგი მათი იხილვების.

Verse: 6   Link to septLink to armat   
არამედ ეგრევე ამათ ზედა არს ბრალი მცირედი, და რამეთუ ესენი, ვინ უწყის, ცთებოდეს, და ღმერთსა ეძიებდეს და უნდა პოვნად:

Verse: 7   Link to septLink to armat   
რამეთუ ქმნულთა შინა მისთა იქცევიან და ეძიებენ, და ჰრწამს პირისა ხილვითა, ვითარმედ კეთილ არს ხილული ესე.

Verse: 8   Link to septLink to armat   
და არცა ესენი კუალად შენდობისა ღირს არიან,

Verse: 9   Link to septLink to armat   
ვინაჲთგან ესოდენ შეუძლეს ცნობად, რაჲთა უძლონ შემსგავსებად საუკუნოჲ ესე, ამათი იგი უფალი ვითარ არა უდარჱს პოვეს?

Verse: 10   Link to septLink to armat   
უბადრუკთა რომელთაჲ სასოებაჲ მათი მკუდართა თანა არს, და რომელთა ჰრქუეს ღმერთ ქმნულსა ჴელთა კაცთასა, ოქროჲ და ვეცხლი, ხუროებისა სწავლაჲ და მიმსგავსებაჲ საცხოვართაჲ და ქვასა უჴმარსა, ჴელით-ქმნულსა დასაბამისასა.

Verse: 11   Link to septLink to armat   
და უკუეთუ Page of ms. O: 287r  ვინმე ტყის-მკათელმან კეთილად მეორძი ნერგი განხერხა, და მოთალა სწავლულად ნაქურცენი მისი, და ჴელოვნებით შექმნა იგი შუენიერად საჴმარად ჭურჭრად, სამსახურებელად ცხოვრებისა,

Verse: 12   Link to septLink to armat   
ხოლო ნეშტი იგი საქმრისაჲ მის -- მოსამზადებელად საშნებელისა, შეჭამა და განძღა;

Verse: 13   Link to septLink to armat   
ხოლო მეტი იგი მისი მათგანი -- არარაჲ საჴმარ, ძელი, დრკუ და რტოჲთა შეტენილი, მოიღო და გამოჭრა იგი მოღუაწებითა უქმებისა მისისაჲთა, და მეცნიერებითა მოცალებისაჲთა გამოსახა იგი,

Verse: 14   Link to septLink to armat   
და მოწერა იგი წარნაქითა, და ძოწითა მეწამულ ქმნა ფერი მისი, და ყოველი ნაბრძჳრი მისი მას შინა მოგოზა თიჴითა,

Verse: 15   Link to septLink to armat   
და უქმნა მას ღირსი საყოფელი, კედელსა თანა დადგა იგი და დაემტკიცა იგი რკინითა.

Verse: 16   Link to septLink to armat   
რაჲთა არ დაეცეს იგი, წინაჲსწარ უზრუნა მას, უწყის, რამეთუ ვერ ძალ-უც თავსა თჳსსა შეწევნად, რამეთუ არს იგი ხატი და უჴმს მას შეწევნაჲ.

Verse: 17   Link to septLink to armat   
და მონაგებთა მისთათჳს და ქუეყანისა და შვილთა მისთათჳს ილოცავს, და არა ჰრცხუენის, რამეთუ უსულოსა ეტყჳს,

Verse: 18   Link to septLink to armat   
და სიცოცხლისათჳს უძლურსა ჰხადის, და ცხოვრებისათჳს მკუდარსა ევედრების, და გზისა სლვისათჳს -- მას, რომელსა ფერჴისა წარდგმადცა ვერ ძალ-უც.

Verse: 19   Link to septLink to armat   
და რეწვისათჳს Page of ms. O: 287v  და საქმისა და ჴელთა განმარჯუებისა მედგრისაგან ჴელთა სიმჴნესა ითხოვს.

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
კუალად სიმდიდრისათჳს წარსრულისა (!) და განძჳნებულთა ღელვათა ზედა ვალს, რომელსა ძელსა იგი მიაქუს, მისსა უფატრჱსსა ძელსა უღაღადებს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იგი გულის-თქუმამან რეწვისამან მოიპოვა, არამედ ხუროებამანვე, სიბრძნისამან ქმნა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენი, მამაო, წინაჲსწარ განზრახვაჲ იღუეწის მას, რამეთუ მოეც ზღუასა ზედა გზაჲ და ღელვათა ზედა ალაგნი კრძალულნი აჩუენენ,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ძალ-გიც ყოვლით კერძოვე ცხორებად, რაჲთა დაღათუ თჳნიერ ვინმე ხუროებისა შევიდეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გნებავს, რაჲთა არა უქმად იყოს სიბრძნისა შენისა საქმჱ; ამისთჳსცა მცირესა ძელსა არწმუნიან კაცთა სულნი, და განვლნიან ღელვანი და ძელითა განვიდიან.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დასაბამსაცა წარწყმედასა მას ამპარტავანთასა სასოებაჲ სოფლისაჲ ძელსა შეევედრა, და დაუტევა საუკუნესა მას თესლი ნათესაობისაჲ, რომელი ჴელითა შენითა ცხონდა და განერა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ კურთხეულ არს ძელი, რომლისაგან იქმნა სიმართლჱ.

Verse: 8   Link to septLink to armat   
ხოლო ჴელით-ქმნული იგი -- წყეული, და მოქმედი მისი, რამეთუ რომელმან იგი ქმნა და მკუდავსა მას ღმრთად სახელ-სდვა.

Verse: 9   Link to septLink to armat   
რამეთუ სწორად საძულელ არიან ღმრთისა, რომელმან Page of ms. O: 288r  უღმრთოებაჲ ყო და უღმრთოებაჲ მისი;

Verse: 10   Link to septLink to armat   
რამეთუ ქმნული იგი მოქმედისა თანა იტანჯოს.

Verse: 11   Link to septLink to armat   
ამისთჳს კერპთა შორის წარმართთაჲსა მოხედვაჲ იყოს, რამეთუ დაბადებულთა შინა საძაგელ იქმნა, და საცთურ -- სულთათჳს კაცთაჲსა და საბრჴჱ -- ფერჴთა უგუნურთა.

Verse: 12   Link to septLink to armat   
რამეთუ დასაბამი განდგომისაჲ -- მოგებაჲ კერპთაჲ, და პოვნაჲ მათი -- განხრწნაჲ ცხორებისაჲ.

Verse: 13   Link to septLink to armat   
და არცა იყო სადა დასაბამითგან და არცა იყოს

Verse: 14   Link to septLink to armat   
რამეთუ უცნებაჲ კაცთაჲ შემოჴდა სოფლად, მის გამოცა მწრაფლი აღსასრული მათ ზედა მოივლინა.

Verse: 15   Link to septLink to armat   
რამეთუ უჟამოსა გლოვასა ზედა გოდებდა მამაჲ ადრე მიღებისათჳს შვილისა; ხატი შეექმნა, ოდესმე მკუდარსა კაცსა აწ, ვითარცა ღმერთსა, პატივ-სცემს, და მიჰსცა მის ქუეშე მყოფთა მათ საიდუმლოჲ და მსახურებაჲ.

Verse: 16   Link to septLink to armat   
და მერმე ჟამად-ჟამად დამტკიცნა უღმრთოებაჲ იგი, და ჩუეულებაჲ ესრჱთი, ვითარცა შჯული, დაიდვა, და მძლავრთა ბრძანებითა იმსახურებოდეს კერპნი.

Verse: 17   Link to septLink to armat   
რომელთა პირისპირ ვერ უძლეს პატივის-ცემად კაცთა შორის-ყოფითა, შორისა იგი პირი გამოსახეს; და ქმნეს გამოჩინებული ხატი მეფისაჲ, რაჲთა, ვითარცა მუნ მყოფთა, შორიელსა მას ექენებოდიან წრაფითა მით.

Verse: 18   Link to septLink to armat   
ბრძანებად შჯულისა ვითარცა უმეცართა Page of ms. O: 288v  ამისა შემდგომად ხუროჲსა პატივის-მოყუარებამან მოიყვანნა.

Verse: 19   Link to septLink to armat   
რომელსამე, ვინ უწყის, მთავრისაჲ მის უნდა სათნო-ყოფაჲ და იარებოდა ხუროებით მსგავსებისა უმჯობჱსად;

Verse: 20   Link to septLink to armat   
რაჲთა სიმრავლჱ იგი მოიზიდოს უკეთჱსითა მით საქმისაჲთა; უწინარჱს მცირედისა ჟამისა პატივ-ცემული კაცი სამსახურებელად შეერაცხა.

Verse: 21   Link to septLink to armat   
და ესე იქმნა სოფლისა ამის საცთურ, რამეთუ გინა ბოროტსა რასმე, გინა მძლავრობასა ჰმონებდენ კაცნი, უზიარებელი სახელი ქვათა და ძელთა დასდვეს.

Verse: 22   Link to septLink to armat   
მერმე კუალად ვერ კმა-ეყო საცთური ესე ღმრთისა თანა და მისა მიმართ უმეცრებისაჲ, არამედ დიდსა შინა ცხონდებოდეს უმეცრებსა ბრძოლასა, და ესოდენსა ბოროტსა მშჳდობა ჰრქჳან.

Verse: 23   Link to septLink to armat   
ანუ შვილთა კლვასა კერპთათჳს, ანუ ფარულსა საიდუმლოსა, ანუ სიცბილსა ცვალებულთა შჯულთა კრება-ჰყოფდეს.

Verse: 24   Link to septLink to armat   
არცა ცხოვრებასა, არცა ქორწილსა წმიდასა იმარხვენ, მერმე მოყუასი მოყუასსა ანუ შობასა მოჰკლავს, ანუ მრუშებით ელმის.

Verse: 25   Link to septLink to armat   
ყოველი აღრეულად აქუს: სისხლი, კაცის-კლვაჲ, პარვაჲ და ზაკუვაჲ, ჴრწნილებაჲ და უჴრწნელებაჲ, ცრუ ფიცებაჲ, შფოთი,

Verse: 26   Link to septLink to armat   
კეთილთა Page of ms. O: 289r  არა მოჴსენებაჲ, სულთა შეგინებაჲ; შესაქმისა ცვალებაჲ, ქორწილთა უწესოებაჲ, მრუშებაჲ და სიბილწჱ

Verse: 27   Link to septLink to armat   
რამეთუ უსახელოთა კერპთა მსახურებაჲ ყოვლისა ბოროტისა დასაბამი, ბრალი და დასასრული არს;

Verse: 28   Link to septLink to armat   
ანუ იხარებედ რაჲ, ცბიედ, ანუ წინაწარმეტყუელებედ ნაცილსა. ანუ ცხონდებიედ სიცრუვით. ანუ ცილსა ფუცვედ ზედაჲსზედა.

Verse: 29   Link to septLink to armat   
რამეთუ უსულოთა ესვენ კერპთა. ბოროტად ფუცვენ და ვნებასა არა მოელიედ.

Verse: 30   Link to septLink to armat   
ხოლო ორთავე მათ ერთბამად მოუჴდეს სამართალი: რამეთუ ბოროტად იზრახეს ღმრთისათჳს, ჰხედვიდეს რაჲ კერპთა, და ნაცილად ფუცვიდეს ზაკუვით და შეურაცხ-ყვეს სიღირსისა იგი მადლი.

Verse: 31   Link to septLink to armat   
რამეთუ არა რომელთა მიმართ ფუცვიდეს მათი ძალი, არამედ რომელნი ცოდვიდეს, საშჯელი მოუვალს მარადის ცრუთა მათ საშჯელისა გარდასლვისათჳს.

Chapter: 15  
Verse: 1   Link to septLink to armat   
ხოლო შენ, უფალო ჩუენო, ტკბილ ხარ და ჭეშმარიტ, სულგრძელ და წყალობით განაგებ ყოველსა.

Verse: 2   Link to septLink to armat   
დაღათუ ეცოდოთ, შენნივე ვართ და ვიცით ძალი შენი; ხოლო არა ვცოდოთ, ვიცით, რამეთუ შენდა შერაცხილ ვართ.

Verse: 3   Link to septLink to armat   
რამეთუ ცნობაჲ შენი ყოლად სიმართლჱ არს. და უწყებაჲ შენი ძირი არს უკუდავებისაჲ.

Verse: 4   Link to septLink to armat   
რამეთუ არცა მაცთუნნა ჩუენ კაცთა ბოროტისა მანქანებისა მოპოვნებამან და არცა აჩრდილის-მწერალთა Page of ms. O: 289v  შრომამან უნაყოფომან, ძეგლმან ღებულმან, ფერითა ცვალებულმან,

Verse: 5   Link to septLink to armat   
რომელთაჲ პირი უგუნურთაჲ გულის-თქუმად მოვიდის, გუსურის მკუდართა ხატი ხილვად უსულოჲ.

Verse: 6   Link to septLink to armat   
ბოროტთა ტრფიალნო, ღირსნო ეგევითარისა სასოებისანო, და რომელნი იქმთ და გსურის და რომელთა ჰმსახურებთ.

Verse: 7   Link to septLink to armat   
რამეთუ მეკეცემან ჩჩჳლი შეზილის მიწაჲ, რუდუნებნ და შექმნის ჭურჭერი სამსახურებელად ჩუენდა თითო-სახჱ, არამედ მისგანვე თიჴისა შექმნა წმიდათა სამსახურებელი ჭურჭერი, და კუალად წინააღმდგომი ყოველი ეგრევე მსგავსად; ამათი სხუაჲ რაჲმე არს ჴუმევაჲ, და მსაჯულ არს თიჴის-მოქმედი.

Verse: 8   Link to septLink to armat   
და ბოროტსა რუდუნებს, ღმერთი ამაოჲ მისვე თიჴისაგან შეიქმნა, რამეთუ მცირედ უწინარჱს მიწისაგან იშვა, და მცირისა ჟამისა შემდგომად წარვალს, ვინაჲცა მოიღო, და სულისაჲ იგი მიეჴადოს თანა-ნადები.

Verse: 9   Link to septLink to armat   
არამედ არს მისი ზრუნვაჲ, არა თუ რაჲთა დაშურეს, და არცა რამეთუ მოკლჱ-დასასრული ცხოვრებაჲ აქუს, არამედ გული შეუპყრიეს ოქროჲს-მჭედელთა და ვეცხლის-მოქმედთა, ჰბაძავს, და დიდებად შეურაცხიეს, რამეთუ უნდოსა იქმს.

Verse: 10   Link to septLink to armat   
ნაცარ არს გული მისი, და მიწისა უუჴმარჱს -- სასოებაჲ მისი. და თიჴისა უფროჲს (290 ) უპატივო -- ცხოვრებაჲ მისი.

Verse: 11   Link to septLink to armat   
რამეთუ ვერ იცნა შემოქმედი თჳსი და რომელმან შთაჰბერა მას სული შემწჱ და მოჰსცა მას სული ცხოვრებისაჲ

Verse: 12   Link to septLink to armat   
არამედ შეჰრაცხა სამღერელად ცხოვრებაჲ ჩუენი და სოფელი ესე -- სავაჭრო შესაძინელ, რამეთუ ჯერ-არს ბოროტისაგან ვინაჲთვე მორეწვაჲ.

Verse: 13   Link to septLink to armat   
რამეთუ ამან უფროჲს ყოველთასა იცის, რამეთუ ცოდავს, ნივთისაგან მიწოვნისა ადვილად შესამუსრველი ჭურჭერი და გამოქანდაკებულსა იქმს.

Verse: 14   Link to septLink to armat   
ესე ყოველნი უუგუნურჱს და უუბადრუკჱს უფროჲს სულისა ყრმისა ჩჩჳლისა, მტერნი ერისა შენისანი ჰმსძლავრობდეს მას.

Verse: 15   Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველნი კერპნი წარმართთანი შეერაცხნეს ღმრთად, რომელთა არცა თუალნი საჴმარ ხედვად და არცა ცხჳრნი უკუნ-საღებელად აერისა და არცა ყურნი სმენად და არცა თითნი ჴელთანი საქმედ. და ფერჴნი მათნი უქმ სლვისათჳს

Verse: 16   Link to septLink to armat   
რამეთუ კაცმან შექმნა იგი, და რომელსა სული ვასხებული აქუს მას, დაჰბადნა იგინი, რამეთუ არავინ მისა მსგავს შეუძლოს კაცმან შესაქმედ ღმერთი.

Verse: 17   Link to septLink to armat   
რამეთუ მკუდავი არს და მკუდარი შექმნა ჴელითა უშჯულოჲთა რამეთუ უმჯობჱს არს იგი სამსახურებელთა მათ მისთა, რამეთუ ესე ოდესმე ცოცხალ იყო, ხოლო იგი არასადა.

Verse: 18   Link to septLink to armat   
და საცხოვართაცა საძაგელთა ჰმსახურებენ, რამეთუ უგუნურებასა შეტყუებული Page of ms. O: 289v  სხუათა არს უუძლურჱს.

Verse: 19   Link to septLink to armat   
და არცა ეგოდენ სასურველ, ვითარცა-იგი პირი საცხოვართაჲ, უკეთჱს არს, რამეთუ განერა ღმრთისაცა ქებასა და კურთხევასაცა მისსა.

Chapter: 16  
Verse: 1   Link to septLink to armat   
ამისთჳსცა მსგამსად იტანჯნეს, ვითარცა ღირდეს, სიმრავლეთა მფრინველთა იგუემნეს.

Verse: 2   Link to septLink to armat   
რომელ ტანჯვისა წილ კეთილი უყავ ერსა შენსა, გულის-სათქუმელად ნებისა უცხოჲ გემოჲ საზრდელი . ..

Verse: 3   Link to septLink to armat   
რაჲთა მათ გული-უთქუმიდეს საზრდელისა მისთჳს, რომელი-იგი უჩუენა მათ მოსრული, და უსაქმარჱსსა მას ნებასა გარე-მოიქცენ; ხოლო ესენი ნაკლულევან იყვნეს მცირედსა, რაჲთა უცხოჲსა გემოჲსა ჭამონ.

Verse: 4   Link to septLink to armat   
რამეთუ ჯერ-იყო მათდა განურინებელი ნაკლულევანებაჲ მოწევნად მათ ზედა, რომელნი-იგი ჰმსძლავრობდეს მათ, ამათ რაჲთა უჩუენოს ხოლო, ვითარ-იგი მტერნი მათნი იტანჯებოდეს.

Verse: 5   Link to septLink to armat   
და რაჟამს-იგი მოუჴდა მათ ბოროტი მჴეცთა გულის-წყრომაჲ, კბენითა გულარძნილთა გუელთაჲთა განირყუნებოდეს; არავე სრულიად დაადგრა რისხვაჲ იგი.

Verse: 6   Link to septLink to armat   
სწავლისა მისთჳს მცირედ ჟამ შეძრწუნდეს, და თანა-შემწედ აქუნდა იგი ცხოვრებისა, მოსაჴსენებელად მცნებისა შჯულისა შენისა.

Verse: 7   Link to septLink to armat   
რომელ-იგი მოქცის, არა ხილულისა მისგან ცხონდებოდა, არამედ შენ მიერ, ყოველთაგან Page of ms. O: 291r  მაცხოვრისა.

Verse: 8   Link to septLink to armat   
და ამით ჯერითაცა აცნობევე მტერთა ჩუენთა, ვითარმედ შენ ხარ მჴსნელი ყოვლისაგან ბოროტისა:

Verse: 9   Link to septLink to armat   
რამეთუ მათ მკალთაჲ და მწერთაჲ მოჰსრვიდა კბენაჲ, და ვერ იპოვა კურნებაჲ სულთა მათთაჲ, რამეთუ ღირდეს-ვე ეგევითართა ტანჯვად.

Verse: 10   Link to septLink to armat   
ხოლო ძეთა შენთა არცა დევთა გესლოვანთანი ერეოდეს კბილნი, რამეთუ წყალობაჲ შენი თანა იყო და ულხინებდა მათ.

Verse: 11   Link to septLink to armat   
რამეთუ მოსაჴსენებელად სიტყუათა შენთა ეწერტებოდა, და მეყსეულად გან-ხოლო-იკურნებოდეს, რაჲთა არა სიღრმესა შეცჳვენ დავიწყებისასა, და განშოვრებულ იყვნენ შენისაგან ქველის-საქმისა.

Verse: 12   Link to septLink to armat   
რამეთუ არცა მწუანეთაგან, არცა სალბუნი ჰკურნებდა მათ, არამედ სიტყუაჲ შენი, უფალო, რომელი ყოველთა მკურნალი არს.

Verse: 13   Link to septLink to armat   
რამეთუ შენ ცხოვრებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ გაქუს: და შთაიყვანებ ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და აღმოიყვანი.

Verse: 14   Link to septLink to armat   
რამეთუ კაცი მოკუდების უკეთურებითა თჳსითა, და გამოვიდის სული, და არა კუალად-იქცის, და არცა მოიქცეს სული რომელი წარვიდის.

Verse: 15   Link to septLink to armat   
რამეთუ ჴელისა შენისაგან სივლტოლად ვერ ჴელ-ეწიფების:

Verse: 16   Link to septLink to armat   
რამეთუ უვარ-გყოფენ შენ უღმრთონი, ძლიერებითა მკლავისაჲთა ... და უცხოჲთა წჳმითა და რღუნითა იდევნნეს განური/ნებელითა, Page of ms. O: 291v  და ცეცხლითა განლეულნი იტანჯებოდეს.

Verse: 17   Link to septLink to armat   
რამეთუ განსაკჳრვებელი იგი ყოველთაჲ -- დამშრეტელსა შინა წყალსა უფროჲსად განძლიერდებოდა ცეცხლი, რამეთუ შემწე არს სოფელი მართალთა.

Verse: 18   Link to septLink to armat   
ოდესმე დამშჳდნებოდა ალი იგი, რაჲთა არა შეწუნეს უღმრთოთა ზედა მომავალნი მჴეცნი, და რაჲთა იგინი ცხადად ჰხედვიდენ, ვითარმედ ღმრთისა საშჯელითა იდევნებიან.

Verse: 19   Link to septLink to armat   
და ოდესმე წყალსა თანა უფროჲს ცეცხლისა ძალისა შესწუავნ, რაჲთა სიცრუვისა ქუეყანისა ნაყოფი განრყუნეს.

Verse: 20   Link to septLink to armat   
რომელთა წილ ანგელოზთა საზრდელი აჭამე ერსა შენსა; და მზაჲ პური ზეცით მოეც მათ უშრომელად; რომელსა ყოველი გემოჲსა ძალი აქუნდა და ყოვლისა მიმართ ნაწევრისა გემოჲსა.

Verse: 21   Link to septLink to armat   
რამეთუ ძალი შენი სიტკბოებასა შვილთა შენთასა აჩუენებდა, და მოწევნულსა მას გულისთქუმასა მათსა ჰმსახურებდა, არა დაცვის უნდა, ეგრეცა გემო ექმნებოდა.

Verse: 22   Link to septLink to armat   
თოვლი და მყინვარი დაუთმობდა ცეცხლსა და არა დადნებოდა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ მტერთა ნაყოფსა განჰრყუნიდა ცეცხლი იგი, რომელ აღატყდებოდა. სეტყუასა თანა და ცჳმათა შინა ელვიდეს.

Verse: 23   Link to septLink to armat   
ესე კუალად რაჲთა იზარდებოდიან მართალნი Page of ms. O: 292r  და თჳსი იგი ძალი დაავიწყდეს.

Verse: 24   Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველი დაბადებული შენ შემოქმედსა, გმსახურებენ, და მისწუდების სატანჯველად ცრუთა, და დასცხრების ქველის-ყოფად შენთა მოსავთათჳს.

Verse: 25   Link to septLink to armat   
ამისთჳსცა ყოფად კერძო მიიცვალებოდა და ყოლად სახელსა შენსა ნიჭსა ჰმსახურებდა მვედრებელთა შენთაებრ ნებისა,

Verse: 26   Link to septLink to armat   
რაჲთა ისწავონ ძეთა შენთა, რომელნი შეიყუარენ, უფალო, რამეთუ არა ყოფანი ნაყოფთანი ზრდიან კაცსა, არამედ სიტყუაჲ შენი, რომელთა შენდამი ჰრწამს; მათ დაიცავს.

Verse: 27   Link to septLink to armat   
რომელ-იგი ცეცხლითა ვერ განჴურდებოდა, მცირითა მზის-თუალითა დადნებოდა.

Verse: 28   Link to septLink to armat   
რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ოდეს ჯერ-არს მზისა მოწევნაჲ სამადლობელად შენდა და აღმოსავალად ნათლისა შემთხუევად შენდა.

Verse: 29   Link to septLink to armat   
ხოლო უმადლოჲსა სასოებაჲ, ვითარცა ზამთრისა თრთჳლნი, დადნეს, და დიოდეს ვითარცა წყალი უჴმარი.

Chapter: 17  
Verse: 1   Link to septLink to armat   
რამეთუ დიდ არიან განკითხვანი შენნი და ძნიად მისათხრობელ, ამისთჳს უსწავლელნი სულნი შესცთეს.

Verse: 2   Link to septLink to armat   
რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ ჰმძლავრონ ერსა წმიდასა უშჯულოთა მათ, კრულნი ბნელითა და გრძელითა შეპყრობილ იყვნეს ღამითა, და შეყენებულ იყვნეს სახლებსა, ვლტოლვილნი საუკუნოჲსაგან; წინაჲსწარ ცნობისა დაცემულნი ისხნეს.

Verse: 3   Link to septLink to armat   
Page of ms. O: 292v  და დავიწყებასა ჰგონებდეს დაფარულთათჳს ცოდვათა უჩინოჲთა დავიწყებისა დაფარვითა, და განიბნინეს დასულებულნი ბოროტად და ჰამბავითა შეძრწუნებულ იყვნეს

Verse: 4   Link to septLink to armat   
და არცად, რომელსა შეეპყრნეს იგინი წყუდიადსა, უშიშად ჰსცვიდა, ოხრანი დაეცემოდეს მათ და გარე-მოიცვა, და საუცრებანი განუღიმებელნი მწუხარითა პირებითა გამოუჩნდებოდა მათ.

Verse: 5   Link to septLink to armat   
და ცეცხლისა მძლაფრისაჲ არცა ერთი შემძლებელ იყო განლევად, და არცა ცეცხლის-დებანი იგი განაბრწყინებდეს, მოტყინარენი დაუთმობდეს წყუდიადსა მას ღამისასა.

Verse: 6   Link to septLink to armat   
და ეჩუენებოდა მათ გარნა თჳთ იგი ცეცხლი, შიშითა სავსჱ, და გამოცებულნი ვერხილულისა მისგან პირისა შეერაცხა იგი უძჳრჱს ხილულისა მის.

Verse: 7   Link to septLink to armat   
ხოლო გრძნებისაჲ იგი სიმღერისა ჴელოვნებაჲ დაცემულ იყო ქუეყანად, და გონებისა იგი სილაღისა მამხილებელი საგინებელად იყო.

Verse: 8   Link to septLink to armat   
რომელნი-იგი უთქუმიდეს რისხვასა და შეძრწუნებასა წარქცევად სულსა სნეულისასა, საკიცხელითა შიშითა დასნეულდეს.

Verse: 9   Link to septLink to armat   
და შეურაცხიცა ნიში აშინებდა მათ, მფრინველთა თანა-წარსლვითა და ქუეწარმავალთა სტუენითა მოისრვოდეს Page of ms. O: 293r  ძრწოლით, და ვერ-ვინაჲ-განსარინებელსა მას აერსა თუალთა-მიდგმად უვარებდეს.

Verse: 10   Link to septLink to armat   
რამეთუ შიში თჳსი არს უკეთურებისაჲ, თჳსითა მოწამებითა დაისაჯების, მარადის მოიპოვებნ ბოროტსა და შეიწრებულ არნ იგი იჭჳთა თჳსითა.

Verse: 11   Link to septLink to armat   
არა არს შიში განცემითა და გულის-სიტყუათა შეწევნითა.

Verse: 12   Link to septLink to armat   
რამეთუ შინაგან არს მოუძლურებისა იგი მოლოდებაჲ, და უმრავლესსა განიზრახავნ უმეცრებასა ამის ტანჯვისა მიზეზითა.

Verse: 13   Link to septLink to armat   
ხოლო იგინი განუხრწნელითა მით, რომელ იყო ღამჱ, და წარუვალითა მით, რომელ ჯოჯოხეთისა სიღრმისაგან მოუჴდა, მითვე ძილითა ეგჳპტელთა მათ ეძინა,

Verse: 14   Link to septLink to armat   
და ნიშებისა მის საუცრებითა იდევნებოდეს, ხოლო სულისა იგი სასოებაჲ დაჰჴსნებოდა, რამეთუ მეყსეული და მოულოდებელი შიში დაეცა მათ ზედა.

Verse: 15   Link to septLink to armat   
და ესრჱთ, ვინცა იყო მუნ, დაეცემოდა, მოცეულ იყო თჳნიერ ჯაჭჳსა რკინისაჲსა და საპყრობილესა შეწყდომილ.

Verse: 16   Link to septLink to armat   
დაღათუ ქუეყანის-მოქმედი ვინ იყო, გინა მწყემსი, გინა უდაბნოს-მუშაკი -- რუდუნებასა შე-ვე-ეპყრა, განუჴსნელითა მით ჭირითა დაიპყრა, რამეთუ ერთითა ჯაჭჳთა ბნელისაჲთა შეკრულ იყვნეს იგინი.

Verse: 17   Link to septLink to armat   
გინა ქარი ანქრევდა, გინა შემოსილითა ფრთითა კაკაჩებაჲ მფრინველთაჲ და ოხრისა Page of ms. O: 293v  სახიობაჲ, გინა დინებაჲ წყალთაჲ, რომელი ვალნ სასტიკად,

Verse: 18   Link to septLink to armat   
გინა ბგერაჲ განმაკრთობელი და დაზულევაჲ კლდეთაჲ; გინა ხლდომაჲ საცხოვართაჲ უხილავი, გინა ყჳრილი და მძჳნვარეთა მჴეცთა ჴმაჲ და კუალად-მოქცეულნი ღელოვანთაგან მთათა ოხრანი დაჰჴსნიდა მათ შიშითა.

Verse: 19   Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველი სოფელი ცეცხლისა ნათლითა ბრწყინვიდა, და დაუბრკოლებელთა შეპყრობილ იყო საქმეთა მათ ზედა;

Verse: 20   Link to septLink to armat   
ხოლო გარდართხმულ იყო მძიმჱ იგი ღამჱ, ხატი იყო იგი მერმისაჲ მის ბნელისაჲ, რომლითა დაპყრობად არიან იგინი.

Chapter: 18  
Verse: 1   Link to septLink to armat   
ხოლო წმიდათა შენთაჲ დიდი იყო ნათელი, რომელთაჲ ჴმაჲ ესმოდა, ხოლო ხატსა არა ჰხედვიდეს, რამეთუ მათცა ევნებოდავე და ჰნატრიდეს,

Verse: 2   Link to septLink to armat   
ვითარმედ არა ავნებენ, ვინაჲსწარღა იგი ევედრებოდა, ჰმადლობდეს ღმერთსა. და თანა-წარსლვისათჳს სიხარულით ევედრებოდეს.

Verse: 3   Link to septLink to armat   
და ცეცხლითა შეწუვისა წილ სუეტი ცეცხლისაჲ მოსცა მათ მძღურად გზასა, რომელ არა იცოდეს, და მზჱ უვნებელად და პატივისა-მოყუარედ უცხოებასა მას შინა მათსა მოჰსცა მათ.

Verse: 4   Link to septLink to armat   
რამეთუ ღირდეს-ვე იგინი მოკლებისა მის ნათლისა, და რაჲთა შეყენებულ იყვნენ ბნელსა, რომელთა-იგი პყრობილად ეპყრნეს ძენი შენნი, რომელთა მიერ მოცემად იყო შჯული უხრწნელი Page of ms. O: 294r  და ნათელი სოფელსა მოწევნად.

Verse: 5   Link to septLink to armat   
ხოლო მათ ეზრახა წმიდათა მათ ჩჩჳლნი მოწყუედად, ხოლო ერთისა, რომელ განაგდეს შვილი, განერა; მამხილებელად მათა მათისა მისთჳს სიმრავლის-უყუარულებისა შვილთაჲსა ერთბამად წარწყმიდენ იგინი სიმრავლესა შინა წყალთასა.

Verse: 6   Link to septLink to armat   
იგი ღამჱ წინაჲსწარ ეუწყა მამათა ჩუენთა, რაჲთა გულითად იცოდიან, რომელთაჲ ფიცი ჰრწმენა და გული იტყოდის.

Verse: 7   Link to septLink to armat   
შეიწირა ერისაგან შენისა ცხოვრებაჲ მართალთაჲ, მტერთა წარწყმედაჲ;

Verse: 8   Link to septLink to armat   
ხოლო ვითარცა-იგი სტანჯენ მტერნი, ესრევე ჩუენ გჳწოდე და გუადიდენ.

Verse: 9   Link to septLink to armat   
რამეთუ ფარულად შესწირვიდეს წმიდანი შვილნი სახიერთანი, და სიწმიდისა იგი შჯული ერთობით დაიდვეს; ეგრევე მსგავსადცა კეთილთაჲ მათ და პატიჟი მიღებად წმიდათა, მიერითგანვე უწინარჱს მამასა უგალობდეს ქებით.

Verse: 10   Link to septLink to armat   
ხოლო თანა-უოხრიდა შეუთქუმელად მტერთა იგი ღაღადებაჲ, და საწყალობელი მიმოოხრიდა ჴმაჲ გოდებისაჲ მის ყრმათა მათთჳს.

Verse: 11   Link to septLink to armat   
მსგავსი საშჯელი იყო, რამეთუ მონაჲ უფლისა თანა იტანჯებოდა და გლეხსა და მეფესა იგივე ვნებაჲ ევნებოდა.

Verse: 12   Link to septLink to armat   
ერთბამად ყოველნი ერთითა სახელითა სიკუდილისაჲთა ურიცხუნი წინაშე მათსა ისხნეს მკუდარნი, Page of ms. O: 294v  ვერცაღა დაფლვად შემძლებელ იყვნეს ცოცხალნი ერთსა შინა წამსა, რამეთუ უპატიოსნჱსი ნაშობი მათი განრყუნილ იყო.

Verse: 13   Link to septLink to armat   
ყოველსავე ურწმუნო იყვნეს გრძნებითა მათითა; და მოსრვასა მას პირმშოთასა აღიარეს, ვითარმედ: ერი ღმრთისაჲ არს ესე.

Verse: 14   Link to septLink to armat   
რამეთუ ყუდროჲთა დუმილითა მოცეულ იყო ყოველი, და ღამისა სახჱ იგი მსწრაფლ განიზოგებოდა.

Verse: 15   Link to septLink to armat   
ყოლად ძლიერი სიტყუაჲ შენი ზეცით საყდართაგან სუფევისათა, თუალუხუავი მბრძოლი, შოვრის მოსრვისა მოიწია ქუეყანად,

Verse: 16   Link to septLink to armat   
მახჳლი მალჱ და შეუორგულებელი ბრძანებაჲ შენი მოაკუდენდა, დადგა და აღესრულა ყოველი სიკუდილითა: და ცად აღებულ იყო და მოწევნულ იყო ქუეყანად

Verse: 17   Link to septLink to armat   
მაშინ მეყსეულად უცნებაჲ ჩუენებათაჲ ბოროტი შეაძრწუნებდა მათ, და შიშნი მოიწინეს მათ ზედა მოუგონებელნი.

Verse: 18   Link to septLink to armat   
და სხუაჲ სხუასა ადგილსა დაცემულ იყო, ზოგი მომკუდარი, და რომლისათჳს ბრალისა მოკუდებოდა, უჩუენებდა.

Verse: 19   Link to septLink to armat   
რამეთუ ჩუენებანი აღაშფოთებდეს მათ და ამას წინაჲსწარ აუწყებდი, რაჲთა არა უმეცარ იყვნენ, რომლისათჳს-იგი ბოროტად ევნების და წარწყმდებიან.

Verse: 20   Link to septLink to armat   
შეეხო მართალთაცა გამოცდაჲ სიკუდილისაჲ, და იყო მოსრვაჲ Page of ms. O: 295r  სიმრავლისაჲ უდაბნოსა ზედა, არამედ არა ფრიად განგრძნა რისხვაჲ იგი,

Verse: 21   Link to septLink to armat   
რამეთუ იწრაფა კაცმან უბრალომან და ჰბრძო; თჳსისა მის სამსახურებელისა საჭურველითა -- ლოცვისა და საკუმეველისა -- ლხინებაჲ მოიღო და წინა-დაუდგა გულის-წყრომასა, დასასრული დადვა, და ბოროტსა ამას აჩუენა ამით, ვითარმედ შენი მსახური არის.

Verse: 22   Link to septLink to armat   
და ჰსძლო ერსა, და არა ძალითა ჴორციელითა და არცა საჭურველისა შეწევნითა, არამედ სიტყჳთა მომსრველი იგი დაიმორჩილა, ფიცნი მამათანი და აღთქუმანი მოაჴსენნა.

Verse: 23   Link to septLink to armat   
ზჳნი მეყსეულად იდვა ერთი-ერთსა ზედა მკუდარი, შოვრის დადგა და დააყენა ზედა-მოსლვაჲ იგი, და განყო ცოცხალთა შორის გზაჲ.

Verse: 24   Link to septLink to armat   
რამეთუ ფერჴთა-შესასხმელისა სამოსელსა იყო ყოველი სოფელი, და მამათა დიდებანი -- ოთხ-კარგთა მათ ანთრაკთა გამოქანდაკებულ, და დიდებაჲ შენი -- შარავანდსა თავისა მისისასა

Verse: 25   Link to septLink to armat   
ესე დაიჯერა მომსრველმან მან და ამათ შეიშინეს, რამეთუ იყო რისხვისა მის გამოცდაჲ ხოლო კმა.

Chapter: 19  
Verse: 1   Link to septLink to armat   
ხოლო უღმრთოთა მათ სრულიად უწყალოჲ გულის-წყრომაჲ ეწია მათ, რამეთუ იცოდა მათი პირველვე მერმეჲცა იგი,

Verse: 2   Link to septLink to armat   
ვითარმედ მათ მოაქციონ კუალად და ზედა-მიუჴდენ. და მწრაფლ წარგზავნნენ იგინი, Page of ms. O: 295v  და შეინანონ და დევნა უყონ მათ.

Verse: 3   Link to septLink to armat   
რამეთუ გლოვაჲ იგი გულსაღა მათსა იყო, და ჰგონებდეს საფლავთა მკუდართასა, და მერმე სხუაჲ განიზრახეს გულის-სიტყუაჲ უგუნური; და რომელნი-იგი ვედრებით განასხნეს ამათ, კუალად, ვითარცა მეოტთა, სდევდეს.

Verse: 4   Link to septLink to armat   
რამეთუ მიჰჴდიდა მათ ღირსად აღსასრული იგი უნებელი, და რომელი-იგი პირველ შემთხუეულ იყო მათდა, დაავიწყდა, რაჲთა, რომელი-იგი და-ღა-კლებულ იყო გუემისაგანი, ღირსი აღასრულონ ტანჯვაჲ.

Verse: 5   Link to septLink to armat   
და ერმან შენმან დიდებული გზასა-სლვაჲ გამოიცადოს. ხოლო მათ უცხოჲ სიკუდილი პოონ.

Verse: 6   Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველი დაბადებული ერთითა სახითა ყოფად კუალად ზემოჲთვე გამოისახვებოდა და ჰმსახურებდა შენსა ბრძანებასა, რაჲთა მონანი შენნი დაიცვნენ უვნებელნი მისგან.

Verse: 7   Link to septLink to armat   
რომელი-იგი ბანაკსა მას აგრილობდა ღრუბელი, და პირველ რომელსა-იგი აქუნდა წყალი ზღუასა მას, ჴმელად გამოჩინებული ქუეყანად ხილვითა, და მეწამულისაგან ზღჳსა -- გზაჲ დაუბრკოლებელი, და მდელოვნად ველად -- ღელვათაგან სასტიკად;

Verse: 8   Link to septLink to armat   
რომელსა ყოველი ნათესავი განვიდა დაფარვითა ჴელისა შენისაჲთა, და ჰხედვიდეს საკჳრველებსა ნიშებსა.

Verse: 9   Link to septLink to armat   
რამეთუ ... ცხენნი ძოვდეს, და ვითარცა კრავნი, ხლდებოდეს, Page of ms. O: 296r  და გაქებდეს შენ, უფალო, რომელმან იჴსნენ იგინი;

Verse: 10   Link to septLink to armat   
რამეთუ ეჴსენა-ღა იგი მწირობისა მათისა. ვითარ-იგი შობადთა წილ საცხოვართა გამოჰსცა ქუეყანამან ბზიკი, და წყლისა თევზთა წილ გამოჰსცა სიმძაფრჱ მყურისაჲ მდინარემან მან.

Verse: 11   Link to septLink to armat   
და უკუანაჲსკნელ იხილეს ახალი საქმჱ მფრინველთაჲ, ოდეს-იგი გულის-თქუმასა შეცჳვეს, ... საზრდელი საშუებლისაჲ;

Verse: 12   Link to septLink to armat   
რამეთუ ნუგეშინის-საცემელად ზღუასა გამოეცა მწყერ-მარჴილი.

Verse: 13   Link to septLink to armat   
ხოლო ცოდვილთა მათ ტანჯვანი მოეცნეს არა თჳნიერ ყოფილთა მათ სასწაულთა სასტიკთა, ესე სამართლად ევნებოდა მათ თჳსითა უკეთურებითა, რამეთუ ბოროტი უცხოთა სიძულილი მოიპოვეს.

Verse: 14   Link to septLink to armat   
რომელნიმე უმეცართა მოსრულთა არა შეიწყნარებდეს, და ესენი ქველის-მოქმედთა უცხოთა დაიმონებდეს.

Verse: 15   Link to septLink to armat   
და არა იგი ხოლო, არამედ სხუაჲცა რაჲმე მოხედვაჲ იყო მათა, რამეთუ ძლით შეიპყრნეს უცხონი იგი;

Verse: 16   Link to septLink to armat   
ხოლო ესენი დღესასწაულობით შეიწყნარებდეს, რომელნი-იგი მათსავე მართალთასა მიუღებდეს და ძნელითა შრომითა ბოროტსა უყოფდეს.

Verse: 17   Link to septLink to armat   
ხოლო იტანჯნეს იგინი უხილავებითა, და ვითარცა იგინი, რომელნი მართლისა მის კართა, ოდეს-იგი უზომოსა Page of ms. O: 296v  შეცჳვეს ბნელსა, კაცად-კაცადი თჳსისა სახლისა კართა ეძიებდეს

Verse: 18   Link to septLink to armat   
რამეთუ მათთჳს წესნი იგი იცვალებოდეს, ვითარცა საფსალმუნესა თქუეულნი იგი მუჴლისა მის სახელსა უქცეველად ყოველი ჰგებნ ოხრასა, რომელსა შემსგავსებად ყოფილთა მათ პირისა ჭეშმარიტად.

Verse: 19   Link to septLink to armat   
რამეთუ ჴმელისანი წყლისად გარდაიქცეოდეს, და მცორვალნი გამოვიდოდეს ქუეყანად.

Verse: 20   Link to septLink to armat   
ცეცხლი სძლევდა წყალსა თჳსისაგან ძალისა. და წყალსა დამშრეტელი იგი ძალი დავიწყებულ იყო;

Verse: 21   Link to septLink to armat   
კუალად ალი იგი, რომელი აღატყდებოდა ადვილად-შესაწუველთა საცხოვართა, არა განჰრყუნიდა ჴორცთა, რომელნიმე მოიქცეოდეს, და არცა დაადნობდა მყინვრის-სახესა ადვილად-დასადნობელსა თესლსა, ზეცისა საზრდელსა.

Verse: 22   Link to septLink to armat   
რამეთუ ყოვლითავე განადიდე, უფალო, ერი შენი და ადიდე და არა უგულებელს-ჰყავ, ყოველსა ჟამსა და ადგილსა თანა-ეყავ მათ, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ. დიდებაჲ ღმერთსა, დაესრულა სიბრძნჱ სოლომონისი, თავი .
Page of ms. O:  



Book: Sir. 

სიბრძნჱ ისუ ზირაქისი

Chapter: 1 


Verse: 1  Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 296v  ყოველი სიბრძნჱ უფლისა მიერ არს და მის თანა არს უკუნისამდე. Page of ms. O: 297r 

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მქჳშაჲ ზღჳსაჲ და წუეთი წყლისაჲ და დღენი იგი საუკუნენი ვინ აღრაცხოს?

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმრავლჱ ცისაჲ და სივრცჱ ქუეყანისაჲ და უფსკრულნი იგი სიბრძნისანი ვინ გამოიკულინეს?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მძღუარ ამის ყოვლისა დაებადა სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ გონიერებისაჲ საუკუნითგან.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ძირი სიბრძნისაჲ ვის გამოეცხადა და სიბრძნჱ მეცნიერებისა მისისაჲ ვინ გულისჴმა-ყო?

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ერთ არს ბრძენ და საშინელ ფრიად, რომელი-იგი ზის საყდართა ზედა დიდებისა მისისათა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალმან დაჰბადა იგი, იხილა და განრაცხა იგი და მიჰფინა იგი ყოველთა მათ საქმეთა მისთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლისა თანა ჴორციელისა ნიჭითა თჳსითა განუყო იგი მოყუარეთა თჳსთა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
შიში უფლისაჲ დიდებაჲ არს და სიქადულ და გჳრგჳნ სიხარულის და მხიარულების.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შიშმან უფლისამან განაცხრვის გული და მიჰსცის სიხარული და მადლი და განგრძობაჲ დღეთაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა ეშინოდის უფლისა, კეთილი ეყოს მას და შემდგომად დღეთა აღსასრულისა მისისათა იკურთხოს იგი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასაბამი სიბრძნისაჲ შიში უფლისაჲ და მორწმუნეთა თანა საშოჲთგანვე დაებადა მათ თანა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცთა თანა საფუძველსა საუკუნესა დაიბუდებდა და ნათესავსა მათსა ზედა სარწმუნო იქმნა წყალობაჲ. Page of ms. O: 297v 

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
პოხაჲ სიბრძნისაჲ შიში უფლისაჲ და დაათრვნის ნაყოფითა თჳსითა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი სახლი მისი აღავსის გულისსათქუმელითა მისითა და საუნჯენი - ნაყოფითა თჳსითა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
გჳრგჳნი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ და აღმოუყუავილის მხიარულებაჲ სიცოცხლისაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲჟამს იხილა და განრაცხა იგი, წყალობაჲ და მეცნიერებაჲ გონიერებისაჲ გამოუწჳმა მას და დიდებაჲ მცნებისმოყუარეთა მისთა აღუმა[ღ]ლა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ძირი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ და რტონი მისნი განაგრძობენ დღეთა ცხოვრებისათა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა ცუდად გულმწყრალსა განმართლებაჲ, რამეთუ სასწორი იგი გულისწყრომისა...

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ჟამამდე თმენაჲ ჴამს სულგრძელისა კაცისაჲ და აღსასრულსა მიჰსცის სიხარული.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ჟამ ერთ გულსა შინა მათსა დაუმარხავნ სიტყუაჲ იგი მისი და მრავალთა ბაგეთა განთქჳან ქებაჲ მეცნიერებისა მისისაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
საფასეთა სიბრძნისათა არიან იგავნი მეცნიერებისანი, ხოლო შეურაცხ-უჩნ თუალთა წინაშე უღმრთოთასა ღმრთისმსახურებაჲ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ გულმან გითქუა სიბრძნესა, დაიცვენ მცნებანი, და უფალმან მოგცეს შენ იგი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სიბრძნჱ და სწავლულებაჲ არს შიში უფლისაჲ და სათნოებაჲ მისი არს Page of ms. O: 298r  სარწმუნოება და სიმშჳდჱ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, ნუ ურჩ-ეყოფვი შიშსა უფლისასა და ნუ მიუვალ მას ორგულებით.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ შეორგულდები შენ წინაშე პირსა კაცთასა, და ბაგეთა შენთაცა ეკრძალევე.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ აიმაღლებ თავსა შენსა, რაჲთა არა დაეცე; და ნუცა შეიმთხუევ თავსა შენსა გინებასა; და გამოგიცხადოს შენ უფალმან დაფარული იგი შენი, და შოვრის კრებულსა განგაოტოს შენ, რამეთუ არა შეეყავ შენ შიშსა უფლისასა და გული შენი სავსჱ არს ზაკუვითა.



Chapter: 2  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფვოდი მონებად უფლისა, განჰმზადე თავი შენი ყოვლისათჳს განსაცდელისა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და წრფელ იყავნ გული შენი და დაითმინე და ნუ მოწრაფჱ ხარ ჟამსა მას, რომელსა შეგემთხუეოდის შენ განსაცდელი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მიეახლე უფალსა და ნუ განეშოვრები მას, რაჲთა აღჰმაღლდე აღსასრულსა მას შენსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე, რაჲცა მოვიდეს შენ ზედა, დაითმინე და სალმობათა დამდაბლებისა შენისათა სულგრძელ იყავ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ცეცხლითა გამოიცადების ოქროჲ, ეგრეცა კაცნი შერაცხილნი _ საჴუმილითა სიმდაბლისაჲთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
გრწმენინ იგი და შეგიწყნაროს შენ; და განიგნე გზანი შენნი და ესევდი მას.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ წყალობათა მისთა და ნუ გარდააქცევთ, რაჲთა არა დაეცნეთ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მოშიშთა უფლისათა გრწმენინ Page of ms. O: 298v  იგი, რაჲთა არაჲ მოგაკლდეს სასყიდელი თქუენი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ კეთილსა და წყალობასა და სიხარულსა, რამეთუ ნიჭი უფლისაჲ საუკუნე არს და სიხარულით არს მოსაგებელი მისი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
მიჰხედეთ პირველთა მათ ნათესავთა და იგულეთ, ვის ჰრწმენა ღმერთი და ჰცხუენა, ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან განაგდო იგი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოწყალე და მწყალობელ არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე, მიუტევნის ცოდვანი და აცხოვნნის ჟამსა ჭირისასა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ვაჲ გულთა მედგართა და ჴელთა დაჴსნილთა კაცისა ცოდვილისა, რომელი ვიდოდის ორსა გზასა!

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ვაჲ გულთა მათ შესულებულთა, რამეთუ არა ჰრწმენა მისთჳს, ვერ წარემართოს მათ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ვაჲ თქუენდა, რომელთა წარგიწყმედიეს მოთმინებაჲ, და რაჲმე უკუე ჰყოთ, რაჟამს გამოეძიებდეთ უფალსა?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მოშიშნი უფლისანი დაემორჩილენით სიტყუათა მისთა და მოყუარეთა მისთა დაიცვენით გზანი მისნი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მოშიშთა უფლისათა გამოიძიეთ სათნოებაჲ მისი და მოყუარენი მისნი აღივსენით შჯულითა მისითა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მოშიშთა უფლისათა განჰმზადენით გზანი თქუენნი და მის წინაშე დაიმდაბლენით სულნი თქუენნი, და თქუთ:

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
შევვარდით ჩუენ ჴელთა Page of ms. O: 299r  უფლისათა, რამეთუ ვითარცა არს სიმდიდრჱ მისი, ეგრეცა წყალობაჲ მისი.



Chapter: 3  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩემი, მამისაჲ, ისმინეთ, შვილნო, და ეგრჱთცა ყავთ, რაჲთა ჰსცხომდეთ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უფალმან დიდებულ-ყო მამაჲ შვილთა ზედა და სამართალი დედისაჲ დაამტკიცა ძეთა ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან თავ-უყოს მამასა; მან პოვოს მოტევებაჲ ცოდვათაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ფასსა დაიუნჯებდეს, რომელმან ადიდოს დედაჲ თჳსი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და თავ-უყოს მამასა, იგი იხარებდეს შვილთა მიერ და დღესა ლოცვისა მისისასა შეესმეს მისი უფალსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან ადიდოს მამაჲ, დღეგრძელ იყოს ცხოვრებასა მისსა. და მორჩილმან უფლისამან განუსუენოს დედასა თჳსსა,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა უფალსა, ჰმსახუროს მამასა და დედასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყჳთ და საქმით თავ-უყავ მამასა შენსა და მოვიდეს კურთხევაჲ იგი მისი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ კურთხევამან მამისამან დაამტკიცნეს სახლნი შვილთა ზედა, ხოლო წყევამან დედისამან აღჰფხურის საძირკუველითურთ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ თავ-გეყოფვინ გინებულებაჲ მამისა შენისაჲ, რამეთუ არა არს იგი შენდა გინება, რაოდენ დიდება.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დიდება კაცისა თავ-ყოფაჲ მამისაჲ თჳსისაჲ, და საყუედრელ არს შვილთა მამაჲ უდიდებელი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, შეეწიე სიბერესა მამისა შენისასა და ნუ შეაწუხებ მას ცხოვრებასა მისსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და Page of ms. O: 299v  თუ მოაკლოს გონებასა მისსა, შენ შეუნდვე და ნუ უპატივო-ჰყოფ მას ყოვლითა ძალითა შენითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მოწყალებაჲ მამისაჲ ნუ დაგავიწყდებინ, შვილო, რაჲთა ცოდვისა წილ აღგეშენოს შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღესა ჭირისა შენისასა მოგეჴსენოს შენ. ვითარცა ღრუბლით ტფილმანღა განადნვის მყინვარი, ეგრე განდნენ ცოდვანი შენნი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ საგმობელ არს, რომელმან დააგდოს მამაჲ თჳსი, და წყეულ არს უფლისა მიერ, რომელმან განაწყოს გული დედასა თჳსსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, საქმენი შენნი ყუდროებით აღასრულენ და კაცისა მიერ შერაცხილისა საყუარელ იყო.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რავდენვე დიდ იყო, დაიმდაბლე თავი შენი, რაჲთა წინაშე უფლისა ჰპოვო მადლი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მრავალნი არიან ამაღლებულნი დამდაბლებულ, ხოლო ყუდროთა გამოუცხადნის დაფარულნი,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დიდ არს ძალი უფლისაჲ. უფალი მდაბალთა მიერ იდიდების.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
უღრმჱსსა მას შენსა ნუ გამოეძიებ და უძლიერჱსსა მას შენსა ნუ გამოიკითხავ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რავდენი ბრძანებულ არს შენდა, იგი განიზრახე, რამეთუ არა გიჴმან შენ დაფარულნი ზრახვათანი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მეტნობასა საქმეთასა, რომელ არაჲ საჴმარ იყოს, ნუ გამოეძიებ, რამეთუ უფროჲსი გონებისა კაცთაჲსა ჩუენებულ არს შენდა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მრავალნი შეაცთუნნა იჭუმან მათმან და იჭუმან ბოროტმან განაცთუნნა ზრახვანი Page of ms. O: 300r  მეცნიერთანი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა უყუარდეს ბოროტი, მას შინავე წარწყმდეს.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
გული უკეთური შებოროტნეს უკუანაჲსკნელ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და გული ფიცხელი დამძიმდეს სალმობითა და ცოდვილმან დაჰზჳნოს ცოდვაჲ ცოდვასა ზედა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
გულსა ამპრტავანისასა არა იყოს ლხინება, რამეთუ ნებასა უკეთურებისასა ძირი დაუბამს მათ თანა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
გულმან გონიერმან გულისხმა-ყვის იგავი და ყუდრომან მორჩილმან _ გულისთქუმაჲ სიბრძნისაჲ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ცეცხლი მოტყინარჱ დაშრიტის წყალმან, და მოწყალებამან მიუტევნის ცოდვანი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა მიაგოს მადლი, მოეგებვოდის მერმეთა მათ ჟამთა და დღესა მას დაცემისა მისისასა პოვის მან ჴელისამპყრობელი.



Chapter: 4  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, ცხორებასა გლახაკისასა ნუ მოუღებ და ნუცა დააშრობ სტუანვითა თუალთა ნაკლულევანთასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
სულსა მშიერსა ნუ შეაჭუვნებ და ნუ განარისხებ კაცსა უპოვარებასა შინა მისსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
გულსა ურვილსა ნუ შეაძრწუნებ და ნუ დრო-უყოფ მისაცემელსა ნაკლულევანისათჳს.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მსახურსა, რომელსა ჰშჭირდეს, ნუ უგულებელს-ჰყოფ და ნუ გარემიიქცევ პირსა გლახაკისაგან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი გთხოვდეს შენ, ნუ მიჰრიდებ თუალსა შენსა და ნუ ჰსცემ ადგილსა საწყეველად შენდა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 300v  რაჟამს გწყევდეს შენ განმწარებულითა გულითა მისითა, ლოცვისა მისისაჲთა მსთუად შეესმას შემოქმედსა მისსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
შეაყუარე თავი შენი კრებულსა და წინაშე მთავართა დაიმდაბლე თავი შენი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუპყარ გლახაკსა ყური შენი და მიუგე მას სიტყუაჲ მშჳდობისაჲ და ყუდროებისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
განარინე ვნებული ჴელთაგან მავნებელთასა და ნუ გეწყინებინ სულსა შენსა განკითხვაჲ იგი მისი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ექმენ შენ ობოლთა, ვითარცა მამაჲ და ქმრისა წილ _ დედასა მათსა, და იყო შენ, ვითარცა ძჱ მაღლისაჲ, და შეგიყუაროს შენ უფროჲს დედისა შენისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნემან ნაშობნი თჳსნი აღამაღლნა და ჴელისამპყრობელ არს მათდა, რომელნი ეძიებენ მას.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა უყუარდეს იგი, უყუარს მას ცხოვრებაჲ. და რომელთა აიმსთონ მისა, აღივსნენ ყოვლითა კეთილითა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან შეიკრძალოს იგი, მან შეიკრძალოს დიდებაჲ, და ვიდრე შევიდეს, აკურთხოს იგი უფალმან.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი ჰმსახურებენ მას, ჰმსახურებენ იგი წმიდათა. და მოყუარენი მისნი უყუარან უფალსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან ისმინოს მისი, მან საჯნეს წარმართნი. და რომელი ეკრძალებოდის მას, დაეშენოს იგი სასოებით.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ჰრწმენეს იგი, დაიმკჳდროს სასოებით და სამკჳდრებელ ექმნენ მას ნაშობნი მისნი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ვინმე დრკჳთა გულითა Page of ms. O: 301r  მიეგებვოდის მას, დასაბამსავე შინა ამხილოს მას, შიში და შეძრწუნებაჲ მიავლინოს მის ზედა და შეჭყლიმოს იგი მოძღურებითა თჳსითა, გამოცადოს იგი სამართალთა შინა მისთა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე მოექცეს წყალობითა თჳსითა და ახაროს მას და გამოუცხადნეს მას დაფარულნი იგი თჳსნი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ შესცთეს, დაუტეოს იგი და მიჰსცეს იგი ჴელთა დაცემისა მისისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
დაიმარხენ მცნებანი მისნი და ეკრძალე ბოროტისაგან და სულისა შენისათჳსმცა ნუ გრცხუენის.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არს სირცხჳლი, რომელმან შეამთხჳ[ი]ს ცოდვაჲ და არს სირცხჳლი, რომელმან შეამთხჳის დიდებაჲ და სიხარული.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ თუალთ-აღებ სულისა შენისათჳს, რაჲთა არა იკდიმო დაცემასა მას შინა შენსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ აყენებ სიტყუასა ჟამსა ცხოვრებისასა,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სიტყჳთა საცნაურ არს სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ გონიერებისაჲ სიტყჳთა ენისაჲთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ აცილობ ჭეშმარიტებასა ნურარაჲთ საქმით და უსწავლელებისა შენისათჳს არა კდემულ იყო.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გრცხუენინ შენ აღსაარებად ცოდვათა შენთა და ნუ აღმართ ჰბრძავ მძლაფრსა წყალსა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუცაღა დაურეც კაცსა ცოფსა თავსა შენსა და ნუ თუალთაღებ ძლიერსა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე სიკუდიდმდე ჰბრძოდე ჭეშმარიტებისათჳს და უფალი ღმერთი Page of ms. O: 301v  ჰბრძოდის შენ წილ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ უმოწრაფე ხარ შენ ენითა შენითა და გულსნეულ და დაშთომილ საქმითა შენითა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იყოფვი ვითარცა ლომი სახლსა შენსა და ნუ მოზეზ სახლეულთა მათ შენთა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იყოფინ ჴელი შენი მოღებად ხოლო განრთხმულ და მიცემად _ შეღრეკილ.



Chapter: 5  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გულსა შეაპყრობ ფასსა შენსა და ნუ დამძიმებულ ხარ მას ზედა. და ნუ იტყჳ, ვითარმედ: კმა არს ესე ჩემდა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მისდევ ძალსა შენსა, ვითარმცა ხჳდოდე გულისთქუმასა გულისა შენისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ თავისმოთნჱ ხარ ფასითა შენითა და ნუ ესავ თავსა შენსა. და ნუცა იტყჳ, ვითარმედ: ვინ შემიძლოს მე, რამეთუ უფალმან ძიებით შური იძიოს შენგან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იტყჳ, ვითარმედ: ვცოდე და აწ რაჲღამე ვყო, რამეთუ უფალი სულგრძელ არს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მომტევებელებისა მისისათჳს ნუ უშიშ იყოფვით შეძინებად ცოდვაჲ ცოდვასა ზედა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ესრე იტყჳ, ვითარმედ: წყალობაჲ მისი ფრიად არს. მრავალ თუ იყვნენ ცოდვანი ჩემნი, მო-ვე-მისპნეს, რამეთუ მის მიერ არს წყალობაჲ და ცოდვილთა ზედა დააცხრვის გულისწყრომაჲ მისი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დაჰყოვნი მოქცევად უფლისა და ნუ სდროებ დღითი დღედ მიახლებად მისა, რაჲთა არა გამოვიდეს მყის რისხვაჲ იგი უფლისაჲ და ვიდრე სდროებდე, შეგმუსროს შენ Page of ms. O: 302r  და ჟამსა მას შურისგებისასა წარგწყმიდოს შენ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ესავ ფასსა მას სიცრუვისასა, რამეთუ არა სარგებელ გეყოს შენ დღესა მას რისხვისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ანქრევ ყოვლითა ქარითა და ნუ ხუალ ყოველთა ალაგთა სიცრუვისათა, ვითარცა ცოდვილი იგი და ორენაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
იყავ დამტკიცებულ ენითა შენითა და ზრახვითა. და ერთ იყავნ ზრახვაჲ შენი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
იყავ მოწრაფჱ მორჩილებად და სულგრძელ მიგებად სიტყჳსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
იყოს თუ შენ თანა გონებაჲ, მიუგე მოყუასსა მას შენსა, უკუეთუ არა, ჴელი შენი იყავნ პირსა შენსა ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დიდებაჲ და გინებაჲ სიტყუასა უფლიეს და ენაჲ კაცისაჲ არს დასაცემელ მისდა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუმცა სადა სახელ-გედების შენ ცუნდრუკ და ენითა შენითა ნუ დაჰპრკოლდები, რამეთუ მპარავისა სირცხჳლ არნ, ხოლო კდემა დიდ არნ ორენისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდსა და კნინსა ნუ უმეცარ ხარ და სიყუარულისა წილ ნუ იყოფვი მტერ, რამეთუ სახელბოროტმან სირცხჳლი და კდემაჲ დაიმკჳდრის, ეგრეცა კაცმან ცოდვილმან და ორენამან.



Chapter: 6  


Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ თავისმოთნჱ ხარ ზრახვითა სულისა შენისაჲთა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუუკუე ფურცელნი შენნი შეშჭამნე და ნაყოფი შენი განჰრყუნე და დაუტევო თავი შენი, ვითარცა შეშაჲ ჴმელი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
სულმან უკეთურმან წარწყმიდოს მომგებელი თჳსი და მოსაცხრობელ მტერთა ყვის თავი თჳსი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴმამან ტკბილად Page of ms. O: 302v  მეტყუელმან განამრავლის მიცემაჲ ქებისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობარნიმცაშენნი მრავალ არიან, ხოლო თანამზრახვალი შენი ერთი ათასისაგან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მო-თუ-იპოვებდე მეგობარსა შენსა ჟამსა ჭირისასა, შეიმთხჳე იგი და ნუ მეყსეულად გრწამნ მისი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არნ მეგობარი ჟამისათჳს, ხოლო და-რაჲ-გადგრეს შენ ჟამსა ჭირისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს მეგობარი, რომელი გარდაიქცის მტერად და ლალვასა საყუედრელი შენი გამოგიცხადოს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს მეგობარი ზიარ ტაბლისა ოდენ და არა დაგადგრეს შენ ჟამსა ჭირისა შენისასა,

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილსა მას შენსა თანა მოთაულ გექმნეს შენ და მონათა შენთა შენსა უფროჲს იგი სასტიკებდეს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ჭირი შეგემთხუეოდის, იყოს იგი შენდა ანტაკრად და პირსა შენსა გეფარვოდის.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მტერთა შენთა განეშოვრე და მეგობართა ეკრძალევე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობარი სარწმუნოჲ გოდოლი არს ძლიერი, ხოლო რომელმან პოვოს იგი, მან პოვა ფასი დიდი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობარსა მას სარწმუნოსა არა აბს სასყიდელი, არცა არს სწორება შუენიერებისა მისისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობარი სარწმუნოჲ წამალი არს ცხოვრებისაჲ და მოშიშთა უფლისათა პოვონ იგი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მოშიშსა უფლისასა განემარჯოს მეგობრობაჲ, რამეთუ ვითარცა იგი არნ, ეგრეცა მეგობარი იგი მისი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, სიყრმით შენითგან აღირჩიე სწ/ავლულებაჲ Page of ms. O: 303r  და სიბერედმდე ჰპოვო სიბრძნჱ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა კაცი ერთი აღმსთობილი მჴნველი და მთერძველი, ეგრჱთ მიუჴედ მას და მოელოდე კეთილთა ნაყოფთა მისთა, რაჲთა საქმესა მას მისსა კნინ ჰშრუე და მსთუად იშუებდე ნაყოფთა მისთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ძნელ რაჲმე უჩნნ ესე უსწავლელთა და ვერ დაადგრეს მას ზედა გულნი მედგარნი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ლოდი სამძალისაჲ დამტკიცებულ იყოს მას ზედა და არა ყოვნოს განგდებაჲ მისგან,

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სიბრძნჱ თავისაჲ არს და არამრავალთა განცხადებულ არს იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე, შვილო ჩემო, და შეიკრძალე მოძღურებაჲ ჩემი და ნუ განეყენები სწავლასა მას ჩემსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
განჰმზადენ ფერჴნი შენნი ბორკილსა მისსა;

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მიყვენ ბეჭნი შენნი და იტჳრთე იგი და ნუ გეწყინებიედ შენ კრებულებანი იგი მისნი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლითა გულითა შენითა მიუჴედ მას და ყოვლითა ძალითა შენითა დაიცვენ გზანი მისნი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოიძიე, გამოიკულიე და გამოგემეცნოს შენ და რაჟამს შეიკრძალო იგი, ნუ განუტეობ მას;

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა უკუანაჲსკნელ ჰპოვო განსასუენებელი იგი მისი. და გარდაგექცეს შენ სიხარულად.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და გეყვნენ შენ საკრველნი მისნი საფარველად მტკიცედ და ჯაჭჳ იგი მისი _ სამკაულად ოქროჲსად; სამოსლად დიდებისად შეიმოსო იგი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სამკაული იგი ოქროჲსაჲ არს მას შინა და საკრველნი იგი მისნი სამკაულ Page of ms. O: 303v  სინდისის და ზეზის.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
სამკაულად დიდებისად შეიმოსო იგი და გჳრგჳნად გალობისად დაიდგა თავსა შენსა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
გინდეს თუ, შვილო, მოძღურებაჲ სიბრძნისაჲ, ჰპოვო იგი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუ გიყუარდეს მორჩილებაჲ, შეიყუარო იგი. უკუეთუ მიუყო ყური შენი, ბრძენ იყო.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
შორის სიბრძნესა მოხუცებულთასა დადეგ შენ და უბრძნესსა მას მათსა შეეყავ შენ.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე სიტყუაჲ საღმრთოჲ გინდინ სმენად და იგავნი მეცნიერებისანი ნუ შეგცთებიან შენ.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილო თუ ვინმე გონიერი, აღიმსთუვე მისა მიმართ და ზღურბლნი კარისა მისისანი დათრგუნენინ ფერჴმან შენმან.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისხმა-ყვენ შენ ბრძანებანი იგი უფლისანი და მცნებათა მისთა ზრახევდ მარადის. და მან დაამტკიცოს გული შენი და გულისთქუმაჲ სიბრძნისაჲ მოგცეს შენ.



Chapter: 7  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იქმ ბოროტსა, რაჲთა არა გეწიოს ძჳრი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
განეშორე სიცრუვისაგან და იგი განგეშოროს შენგან.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, ნუ სთესავ ურნატთა მათ სიცრუვისათა, რაჲთა არა მოიმკო შჳდ წილად ძჳრი მისგან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ითხოვ უფლისაგან საკარნოსა, ნუცა მეუფისაგან საყდართა დიდებულთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მართლ-გიჩნ თავი შენი წინაშე მეუფისა და შარავნდედისა წინაშე ნუ აუცნებ სიბრძნესა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ითხოვ მსაჯულებასა, ნუუკუე ვერ უძლო განრჩევად ცრუჲსა მის Page of ms. O: 304r  და მართლისაჲ. ნუუკუე შეგეშინოს შენ პირსა წინაშე მდიდრისასა, რაჲთა არა დაუდვა საცთური განგებულებასა მას შენსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შესცოდებ სიმრავლესა მას ქალაქისასა და ნუ შეაგდებ თავსა შენსა ამბოხსა მას მათსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შეერევი ორთა ცოდვილთა, რამეთუ ერთისაცა მათგანისა ვერ განჰმართლდე.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ესრე იტყჳი, ვითარმედ: მრავლითა ძღუნითა ჩემითა მომხედოს მე, რაჟამს შევსწირვიდე მე ღმრთისა მაღლისა, მან შეიწიროს ჩემი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ სულმოკლე ხარ თავყუანისცემასა მას შენსა და წყალობისა ყოფასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ეცინი კაცსა ლმობილსა და განმწარებულსა გულითა, რამეთუ უფალმან დაამდაბლის და იგივე არს აღმამაღლებელი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იქმ სიცრუვესა ძმისა შენისათჳს, ნუცაღა მეგობრისათჳს მსგავსად იქმ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გნებავნ ტყუვილად ყოველი ტყუვილი, რამეთუ აღმსთობაჲ იგი მისი არა კეთილ არს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ხუესტობ მრავალთა შორის მოხუცებულთა და ნუ დააცუდებ სიტყუათა აღნათქუემთა შენთა ზედა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გშურნ შური საქმისაჲ და ქუეყანისა საქმჱ, რომელ ღმერთმან დაჰბადა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შეჰრთავ თავსა შენსა მრავალთა თანა ცოდვილთა. მოიჴსენე, რამეთუ რისხვამან არა ყოვნის და ჯოჯოხეთმან დრო არავის უყვის.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
დაიმდაბლე თავი შენი, რამეთუ შურისსაგებელად ცოდვილთა არს ცეცხლი და მატლი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ განჰსცვალებ მეგობარსა შენსა ქრთამად, Page of ms. O: 304v  ნუცა ძმასა ჭეშმარიტსა _ ოქროდ სოფირისად.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ განეშოვრები დედაკაცსა ბრძენსა და სახნიერსა, რამეთუ მადლი მისი უმჯობჱს არს ოქროჲსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ განაბოროტებ მსახურსა, რომელი შურებოდის სიმართლით; და ნუცა შეჰსუარავ მორეწესა, რომელმან მოგცა თავი თჳსი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მსახური გონიერი უყუარდინ სულსა შენსა და ნუ აჴუებ მას თავისუფლებასა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
საცხოვარ თუ გედგნენ, ჰღუწოდე მათ. იყვნენ თუ შენდა საჴმარ, დაიდგრინენ იგინი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილ თუ გესხნენ, განისწავლენ იგინი და მოდრიკე სიყრმითგანვე ქედი მათი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ასულ თუ გესხნენ, ეკრძალე მათ და ნუ ჰფუფუნებ მათ და ნუცაღა მხიარულ-ჰყოფ მათა მიმართ პირსა შენსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
განქორწინე ასული შენი და იპოვო შენ აღმასრულებელ საქმის დიდის, და ქმარსა გონიერსა მიეც იგი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოლ თუ გესუას შემსგავსებულად სულისა შენისა, ნუ განჰჴდი მას, და თუ ჰსძულდე, ნუ არწმუნებ თავსა შენსა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლითა გულითა ადიდე მამაჲ შენი და სალმობათა დედისა შენისათა ნუ დაივიწყებ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენე, რამეთუ მათ ძლით იშევ შენ და მათსა თჳნიერმცა ვერ იყავ. მიაგე მათ, რაჲ-იგი მათ მოგაგეს შენ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლითა გულითა შენითა გეშინოდენ უფლისა და მღდელნი მისნი ადიდენ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლითა ძალითა შენითა შეიყუარე შემოქმედი შენი და მსახურთა მისთა ნუ შეურაცხ-ჰყოფ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
გეშინოდენ უფლისა და ადიდე მღდელი და Page of ms. O: 305r  მიეც შენ ნაწილი მისი, ვითარცა მცნებულ არს შენდა, სავსისაჲ და სინანულისათჳს შესაწირავი და მსხუერპლი სიწმიდეთაჲ.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და გლახაკსა მიუყავ ჴელი შენი, რაჲთა სრულ იყოს კურთხევაჲ შენი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
მადლი ნიჭისა შენისაჲ იყავნ ყოველთა ჴორციელთა წინაშე; და მკუდარსა ზედაცა ნუ დააკლებ მადლსა,

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ჴუებულ-ჰყოფ მას ცრემლთაგან შენთა და მგლოვარეთა თანა იგლოვდი.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გცონინ მიხედვად სნეულთა, რაჲთა ამით სახითა საყუარელ იყო.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლითა საქმითა შენითა მოიჴსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა ჰსცოდო.



Chapter: 8  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ უჴდები კაცსა მას ძლიერსა, ნუუკუე შე-სადამე-ჰვარდე ჴელსა მისსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ აადგები უმტკიცესსა მას შენსა, ნუუკუე გაწონოს შენ ოქროჲ, რამეთუ მრავალნი წარწყმიდნა ოქრომან და მი-მეუფისამდეცა გული უქციისვე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ჰლალავ კაცსა ენოვანსა და ნუ დაჰკრებ ცეცხლსა მისსა ზედა შეშასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ემღერი უგუნურსა, რაჲთა არა იგინნე წინანი შენსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ აყუედრებ კაცსა, რომელი მოქცეულ იყოს ცოდვათაგან. მოიჴსენე, რამეთუ ყოველნი რისხვასა შინა ვართ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ აგინებ კაცსა სიბერესა მისსა, რამეთუ შენცა და-ვე-ჰბერდები.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მოგცხრებინ მკუდარი, რამეთუ შენცა მო-ვე-ჰკუდე.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შეურაცხ-ჰყოფ სიტყუასა ბრძენთასა და იგავთა მათთა, აღიმსთუენ სულმან შენმან, რამეთუ მათგან ისწავო შენ გონიერებაჲ Page of ms. O: 305v  და მსახურებაჲ მდიდართაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შეეცადები შენ სწავლასა მას მოხუცებულთასა, რამეთუ მათცა ისწავეს მამათა მათ წმიდათა იგავი. და მათგან ისწავო შენ გონებაჲ და ჟამსა მას აღფხურისა _ მიგებაჲ სიტყჳსაჲ,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა არა შეიწუა შენ ალითა ცეცხლისა მისისაჲთა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ წინააღუდგები პირსა მაგინებელისასა, რაჲთა არა დაგშჯიდეს დასაპრკოლებელად წინაშე პირსა შენსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ავასხებ უძლიერჱსსა შენსა. უკუეთუ ავასხო, ვითარცა წყმედული შეჰრაცხე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დაუდგები თავსდებად უმტკიცესსა შენსა. უკუეთუ დაუდგე, მუნქუესვე ზღუევად განეკრძალე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ავალებ მსაჯულსა, ნუუკუე დიდებულობასა მისსა მიგსაჯოს შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
კადნიერისა თანა ნუ ხუალ გზასა, რამეთუ არა დაამძიმოს შენ ზედა ყოველი ძჳრი. იგი ნებასა თჳსსა იქმოდის და შენცა უგუნურებითა მისითა წარგწყმიდოს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
გულმწყრალისა თანა ნუ შეიქმ ლალვასა და ნუ ხუალ მის თანა უდაბნოსა, რამეთუ მცირჱ უჩნნ თუალთა წინაშე მისთა სისხლი და სადა არა იყოს შემწჱ, მუნ დაგცეს შენ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
უგუნურისა თანა ნუ ჰზარახავ, რამეთუ ვერ დაიკრძალოს სიტყუაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
წინაშე უცხოთა ნუ იქმ საიდუმლოსა, რამეთუ არა უწყი, რაჲ იყოს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსა კაცსა ნუ განუმარტებ გულსა შენსა და ნუმცა ვინ გმადლობნ შენ ცუდად.



Chapter: 9  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 306r  ნუ აშორე ცოლსა მკერდსა შენსა, რაჲთა არა ასწავო მას შენ მიერ გონებაჲ დრკუჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მიჰსცემ დედათა თავსა შენსა, მიწევნად მათდა ყოველსა ზედა ძალსა შენსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ განიცდი პირსა დედაკაცისა მეძვისასა, რაჲთა არა შეჰვარდე მახეთა მათ მისთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მახიობელისა მიმართ ნუ აღიმსთობ, რაჲთა არა შეიპყრა შენ ტყუვილითა მისითა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
სიკეთესა ქალწულისასა ნუ განიცდი, რაჲთა არა საცთურ-გეყოს შენ ქმნულკეთილობაჲ იგი მისი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მიჰსცემ მეძავთა თავსა შენსა, რაჲთა არა წარსწყმიდო სამკჳდრებელი შენი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მიმოდახედავ უბნებსა მას ქალაქისასა და ფერჴთა მათთაებრ ნუ შესცთები შენ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მოჰრიდე თუალი შენი დედაკაცისაგან შუენიერისა და ნუ განიცდი სიკეთესა მას სხჳსასა, რამეთუ სიკეთესა დედათასა მრავალნი შესცთე[ს] და მათგან სიყუარული ვითარცა ცეცხლი აღატყდა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა და-ვე ნუ-ჰშჯდები რაჲთურთით და ნუცაღა ანკანაკებ მის თანა ღჳნისა სუმად, ნუუკუე მიდრკეს მისა მიმართ გული შენი და თავით შენით ჰსცთე წარსაწყმედელსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დაუტევებ მეგობარსა ძუელსა, ნუუკუე ახალი იგი არა ესწოროს მას. ღჳნოჲ ახალი არს მეგობარი ახალი. ხოლო რაჲჟამს დაძუელდეს, ჴსნილად სუან იგი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გშურნ დიდებულებაჲ იგი Page of ms. O: 306v  ცოდვილთაჲ, რამეთუ არა უწყი აღსასრული იგი დაქცევისა მათისაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შეეყოფვი სათნოებასა უღმრთოთასა. მოიჴსენე, რამეთუ ჯოჯოხეთადმდე ვერ განჰმართლდე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
განეშოვრე კაცსა, რომელსა ფლობაჲ აქუნდეს კაცისკლვისაჲ, და არა ეჭუდე შენ შიშსა მას სიკუდილისასა. და შე-ღათუ-ეახლო, ნუ შესცოდებ მას, რაჲთა არა მიგეღოს ცხოვრებაჲ იგი შენი. ესე უწყოდე, რამეთუ შოვრის მახეთა ხუალ და გრძილთა ზედა არდაბაგისა ქალაქისათა განხუალ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
აღიწონე ძალი შენი და რავდენ ძალ-გედვას, შეისწორე მოყუასი შენი. ბრძენთა თანა იყავნ ზრახვაჲ შენი,

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და გონიერთა თანა _ სიტყუაჲ შენი, და ყოველი თხრობაჲ შენი _ შჯულითა მით მაღლისაჲთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნი მართალნი იყვნენ პურისმტედ შენდა და შჯულითა უფლისაჲთა იყავნ სიქადული შენი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელითა ჴელოვნისაჲთა ქმნული იქის, ეგრეცა წინამძღუარი იგი ერისაჲ, რომელი-იგი ბრძენ იყოს, _ სიტყჳთა თჳსითა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
საშინელ ჩანნ მოყუასთა შორის კაცი ენოვანი და მოწრაფჱ ენითა საძულელ იქმნის.



Chapter: 10  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მსაჯულმან ბრძენმან განისწავლის ერი თჳსი და საკარნონი გონიერთანი განგებულ და განმტკიცებულ არიედ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა მსაჯული ერისაჲ არნ, ეგრეცა მსახურნი მისნი, და ვითარცა _ წინამძღუარი იგი ქალაქისაჲ, ეგრეცა _ დაშჱნებულნი იგი მისნი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 307r  მეფემან უსწავლელმან წარწყმიდის ერი თჳსი, და ქალაქნი აღიშენნიან გონიერებითა მდიდართაჲთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელთა შინა უფლისათა არს ფლობილებაჲ ქუეყანისაჲ და საჴმარი იგი აღადგინის ჟამსა თჳსსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელთა შინა უფლისათა არს წარმართებაჲ და პირსა მისსა წიგნ-წერით დადვის დიდებულებაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლისათჳს შეცოდებისა ნუ მანკიერ ხარ მოყუსისათჳს და ნუ იქმ საქმესა, რომელი-იგი სიძულილით იყოს,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ საძულელ არს წინაშე უფლისა კაცთა ამპარტავანებაჲ, ორთაგანვე შეცოდებული პოვის სიცრუვითა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მეუფებაჲ თესლითი თესლად იცვალების თავისმოთნებითა და ანგაჰრებითა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რასამე ანპარტავნობნ მიწაჲ იგი და ნაცარი, რამეთუ ცხოვრებასავე მისსა ნაწლევი მისი მატლითა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
სენი წრტიალი შეამოკლის მკურნალმან, ხოლო მეუფჱ დღეს არს და ხვალჱ მოკუდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
სიკუდილსა კაცისასა ჴორცნი მისნი დაიმკჳდრნიან ქუეწარმავალთა, მჴეცთა და მატლთა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
დასაბამი ამპარტავნობისაჲ არს კაცისაჲ განდგომაჲ ღმრთისაგან და შემოქმედისა მისისაგან განდრკა გული მისი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო დასაბამი ცოდვისაჲ არს ამპარტავანებაჲ, ხოლო რომელი ეკრძალებოდის მას, განეშოროს საძაგელებაჲ. ამისთჳს განაძლიერნა უფალმან რისხვანი იგი მისნი და დააქცინა იგინი სრულიად.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
საყდარნი იგი მთავართა ამპარტავანთანი დაამჴუნა და მათ წილ დასხნა მშჳდნი. Page of ms. O: 307v 

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ძირნი წარმართთანი აღფხურნა უფალმან და მათ წილ დაჰნერგნა მდაბალნი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
სოფლები იგი წარმართთაჲ დააქცია უფალმან და მოსპნა იგინი საფუძველადმდე ქუეყანისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
აჴოცნა და წარწყმიდნა იგინი და დააცადა ქუეყანით საჴსენებელი მათი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
არა დაებადა კაცისა თანა ამპარტავანებაჲ და არცა გულისწყრომაჲ რისხვისაჲ ნაშობთა თანა დედათაჲსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ნათესავ პატიოსან კაცთაჲ, რომელი ნათესავი პატიოსან, ნათესავი მოშიშთა მათ უფლისათაჲ. ნათესავი გინებულ, რომელი ნათესავი გინებულ, ნათესავი გინებულ კაცთაჲ, რომელნი გარდაჰვლენან მცნებათა უფლისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
შორის ძმათა წინამძღუარი მათი უპატიოსნჱსი მათი ერთი არნ. ეგრეცა მოშიშნი უფლისანი წინაშე თუალთა მისთა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო სიქადული მათი არს შიში უფლისაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ჯერ-არს გინებად გლახაკი გონიერი და არცა ჰშუენის თავისყოფაჲ კაცისაჲ მის ცოდვილისაჲ და მდიდრისაჲ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მდიდარი და ძლიერი და მთავარი იდიდნიან და მათგანიცა არავინ არს უფროჲს მოშიშისა მის უფლისაჲსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მონასა გონიერსა აზნაურნი და უფლისა მის თჳსისა თჳსნი უხარკებედ და კაცი გონიერი არა დრტჳნავნ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გცონინ საქმესა მას შინა შენსა და ნუ თავისმოთნე ხარ ჟამსა მას იწროებისასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შჯობს, რომელი იქმნ ჴელითა თჳსითა და უნაკლულო არნ იგი ყოვლითა, ვიდრეღა არა რომელმან დიდებულ ყვის თავი თჳსი და ჴუებულ არნ იგი პურითა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 308r  შვილო ჩემო, ყუდროებით იდიდე თავი შენი და ეც მას პატივ, რაოდენცა გიღირდეს მისა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან შესცოდოს თავსა თჳსსა, ვინმე განამართლოს იგი, ანუ ვინ ადიდოს, რომელმან აგინოს ცხოვრებაჲ იგი თჳსი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
გლახაკი იდიდის გონიერებითა თჳსითა და მდიდარი _ სიმდიდრითა თჳსითა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი დიდებულ არნ გლახაკებითა თჳსითა, მრავალ წილ უმდიდრჱს არნ იგი მდიდრისა მის. და რომელი-იგი ვნებულ არნ სიმდიდრესა მას თჳსსა, მრავალ წილ უდარჱს არნ იგი გლახაკისა მის.



Chapter: 11  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნემან მდაბლისამან აღუმაღლის თავი თჳსი და შორის მდიდართა დასჳს იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ აქებ კაცსა ქმნულკეთილობითა მისითა, ნუცა სძაგებ კაცსა ხილვითა მისითა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მცირჱ არნ მფრინველთა შორის ფუტკარი და დასაბამ სიტკბოებისა არნ ნაყოფი იგი მისი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იქადი შუენიერებითა მით სამკაულისაჲთა და დღესა მას დიდებისა შენისასა ნუ ჰმაღლოვი, რამეთუ საკჳრველ არიან საქმენი უფლისანი და დაფარულ არიან საქმენი მისნი კაცთაგან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალნი ჴელმწიფენი მიიწინეს ქუეყანად და არასაგონებელმან შეიბნა შარავანდედნი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალნი ძლიერნი იგინნეს ფრიად და დიდებულნი მიეცნეს ჴელთა სხუათასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
განკითხვადმდე ნუ აბრალებ კაცსა. გულისხმა-ყავ პირველად და მაშინღა ჰრისხევდ. Page of ms. O: 308v 

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე არა მოგესმინოს, ნუ მიუგებ სიტყუასა და შურისა სიტყუასა ნუ შეერევი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
საქმჱ, რომელი არა გეყოს, ნუ აცილობ და საშჯელსა მას უღმრთოთასა ნუ აღიმსთობ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, ნუ მრავალთა შეჰვარდები საქმეთა შენთა, გან-თუ-ამრავლო, არასადა განსწმიდნე. და თუ ჰსდევდე, ვერ ეწიო, და თუ მიჰრიდო, ვერ განერე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
არს, რომელი შურებინ და იჭირვინ და იწრაფინ და უმეტესადღა ჴუებულ არნ იგი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს უძლურ და სნეულ, ჴელისამპყრობელისაგან ჴუებულ; და ნაკლულევან არნ იგი უპოვარებითა და სავსჱ არნ იგი გლახაკებითა. და მეყსეულად თუალმან უფლისამან მიჰხედნა მას სახიერებითა მისითა და აღამაღლა იგი სიმდაბლისა მისისაგან.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღუმაღლა თავი მისი და განსაკჳრვებელ იქმნა მრავალთა შორის.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილი და ბოროტი, ცხოვრებაჲ და სიკუდილი ღმრთისა მიერ არს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ნიჭი უფლისაჲ დაადგრის მართალთა ზედა და სათნოებანი იგი მისნი უკუნისამდე წარმართებულ იყვნენ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
არნ, რომელი განმდიდრდებინ კრძალულებითა სიმტკიცისა მისისაჲთა. და ესე არს ნაწილი სასყიდლისა მისისაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს თქუას მან: ვპოვე განსუენებაჲ და აწ ვჭამო და ვიშუა კეთილისა მის ჩემისაჲ. და არა უწყინ, რაჲ ჟამი შეემთხჳის მას. იგი მოკუდის, დაუტევის იგი სხუათა. Page of ms. O: 309r 

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგე, შვილო, აღთქუმასა მას შენსა და აღიმსთოვე მას შინა და საქმეთა შენთა ეკრძალე.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გიყუარნ შენ საქმჱ იგი უღმრთოჲ, არამედ ესევდ უფალსა და დაადგერ საქმეთა მათ შენთა, რამეთუ ადვილ და განმარტებულ არს წინაშე თუალთა უფლისათა განმდიდრებაჲ გლახაკისაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
კურთხევაჲ უფლისაჲ სასყიდელად მსახურთა მისთა, და ჟამსა მსთუასა გარდაათხიის, ვითარცა ყუავილი, კურთხევაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ეგრე იტყჳ: აწ რაჲ მიჴმს მე, ანუ ამიერითგან რაჲღა კეთილი მეყოს მე?

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იტყჳ: ესე კმა არს ჩემდა და ამიერითგან რაჲსაღა ვიჭირვოდი?

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
დღეთა მათ კეთილთა მოიჴსენენ დღენი იგი ბოროტნი, და დღეთა მათ ბოროტთა არა დაგავიწყდენ შენ კეთილნი იგი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე არა უწყია, რამეთუ ყოველივე ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისათა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყვნენ საქმენი მათნი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ჟამმან ერთმან ჭირისამან დაავიწყის შუებაჲ და აღსასრულსა კაცისასა გამოჩინებაჲ საქმეთა მისთაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
აღსასრულადმდე ნუ ჰნატრი კაცსა, რამეთუ ნაშობთაგანცა გულისხმა-ყავ კაცისაჲ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ყოველსა კაცსა შეიყვანებ სახიდ შენდა, რამეთუ მრავალ სადარნე არს ეშმაკისაჲ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა კაკაბი მძევალი განმზადებულ არნ გაჲლაკთა შიგან, ეგრეცა გული ამპარტავანისაჲ განმზადებულ არნ ზაკუვად, და ვითარცა ებგური ერთი ებგურობნ დაცემასა,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ კეთილსა მას შენსა ბოროტად გარდაქცევად მზირინ Page of ms. O: 309v  და სათნოებასა მას შენსა ზედა დადვას ბიწი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაბერწყლისაგან ცეცხლისა განმრავლდიან ნაკუერცხალნი და კაცი ცოდვილი სისხლსა მზირინ.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ეკრძალე უკეთურისა მისგან, რამეთუ იგი ძჳრსა ნივთებნ, ნუუკუე საყუედრელად საუკუნოდ მიგცეს შენ.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
შიგან თუ ივლებდე უცხოსა, განგდრიკოს შენ დღესა მას განკრთომისასა და უცხო-გქმნეს შენ სახლეულთაგან შენთა.



Chapter: 12  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ქველს თუ იქმოდი, უწყიმცა, ვისთჳს-იგი ქველს იქმ, რაჲთა იპოვონ მადლი ქველისსაქმისა მის შენისაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილი უყავ შენ ღმრთისმსახურსა და ჰპოვო მისაგებელი, და არა თუ მისგან, არამედ ღმრთისა მიერ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
არასადა პოვოს კეთილი, რომელი მოსწრაფე იყოს ძჳრსა. და რომელმან განყოს ჴელი თჳსი მიცემად საწყალობელისათჳს,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ეც კეთილისმოქმედსა მას და ნუ ჴელსა აღუპყრობ ცოდვილსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილი უყავ მდაბალსა და ნუ ჰსცემ უღმრთოსა. დაპრკოლებულ იყავნ პური შენი და ნუ ჰსცემ მას, რაჲთა არა მრჩობლი ძჳრი ჰპოვო ყოვლისა მის წილ კეთილისა, რაჲ-იგი უყო მას.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მაღალმანცა მოიძულნა ცოდვილნი და უღმრთოთა მიაგის მისაგებელი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ თუალ-აღებ ცოდვილთა,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა საცნაურ არნ კეთილსა შინა მეგობარი და არცაღა დაეფარის ბოროტსა შინა მტერი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილისა კაცისანი მწუხარე არიან მტერნი მისნი და ჭირსა შინა მისსა Page of ms. O: 310r  მეგობარნიცა მისნი გან-ვე-ეშორნიან.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გრწამნ მტერი უკუნისამდე, რამეთუ ვითარცა რვალი დაგესლდის, ეგრეცა უკეთურებაჲ იგი მისი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და-ღა თუ-ბერდეს და მღუნარედ ვიდოდის, ეკრძალევე, დაიცევ თავი შენი მისგან და ექმნე მას, ვითარცა კაცი ერთი, რომელი განჰყჳნავნ სარკესა, და გულისხმა-ჰყო, რამეთუ არა უკუნისამდე დაგესლდეს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ განამტკიცებ მას შენ ზედა. ნუუკუე სადამე მოაქციოს მან და დაიპყრას სამკჳდრებელი შენი. ნუ დაისუამ მას მარჯულ შენსა, რაჲთა არა მიგთხოვოს საჯდომელი შენი ჭეშმარიტი. და უკუანაჲსკნელ მოიჴსენნე სიტყუანი ესე ჩემნი და მცნებათა ჩემთა ზედა ინანდე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინმე შეიწყალოს მსახ[რ]ვალი, გუელმან თუ სცეს მას, ანუ თუ ყოველთა, რომელთა ჴელნი მიყვნიან და შეახიან პირსა მჴეცისასა,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა რომელი შეეხოს ცოდვილსა კაცსა, თანა შეესუაროს ცოდვათა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგევითარი ჟამ ერთ შენ თანა დაბრკოლდეს და თუ მიჰრიდო, ვერ დაითმინოს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ბაგითა დაგიტკბნებოდის მტერი და გულითა თჳსითა ზრახვიდის შთაგდებასა შენსა ჴნარცუად. თუალთა მისთა აიძულებდეს მტერი ცრემლთა და თუ იპოვოს ჟამი, არა განძღებოდის სისხლითა შენითა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ჭირი თუ რაჲმე შეგემთხჳოს შენ, პირველადვე იგი მუნ ჰპოვო და მიზეზად შეწევნისად დაგიდებდეს შენ საცთურსა Page of ms. O: 310v  ტყუვილისასა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
თავსა მისსა ყრიდეს და ჴელთა მისთა იტყუელვიდეს და მრავალსა ცუნდრუკებდეს და მიმოიქცევდეს პირსა მისსა.



Chapter: 13  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი შეეხოს ფისსა, შეიგოზნენ ჴელნი მისნი, და რომელი შეეყოს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
უმძიმჱსსა მას შენსა ნურას აღღებ და უმდიდრჱსსა მას შენსა და უძლიერჱსსა ნუ ეზიარები. რაჲმემცა ესწორა ქოთანი სიავსა? იგიცა ეკუეთის და იგიცა შეიმუსრის მისგან.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მდიდარი ავნებნ და იგიცა უთქუამნ, ხოლო გლახაკი იგი ვნებულ არნ მდიდრისა მისგან და იგივე ევედრებინ მას.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ საჴმარ რაჲმე ეყო მას, შეგრაცხოს შენ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
გაქუნდეს თუ რაჲმე, ცხორების ზიარ-გეყოს შენ. უკუეთუ დააკლო, დაგიტეოს შენ. რაჟამს უწყოდის, ვითარმედ აწ დავაცუდე იგი, მაშინღა განგეშოროს შენ და მას არაჲ შჭირდეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უნდა და შეგიცთუნა შენ, გეცინოდის შენ და ნუგეშინის-გცემდეს და გეტყოდის შენ კეთილად და გრქუას: რაჲ გინებს?

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
გაცთუნებდეს შენ და გარცხუენდეს ჭამადითა მისითა, ვიდრეჷ̄ჷ́არა წარმოგასრულოს შენ ორგზის, გინათუ სამგზის. უკუანაჲსკნელ გეკიცხევდეს შენ. ხოლო მერმჱ გიხილოს შენ, მაშინ დაგაგდოს შენ და თავსა მისსა ყრიდის შენ ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ეკრძალე, ნუ შესცთები მას, რაჲთა არა დაჰმედგრდე უგუნურებითა შენითა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჟამს გიწოდდეს ძლიერი იგი, მი-რე-ღა-ჰრიდე მას. რავდენვე გხადოდის შენ, Page of ms. O: 311r  უფროჲს განეშორე მას.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ თავით შენით შეჰვარდები, რაჲთა არა განგიშოროს შენ. და ნუცა შორად განდგები, რაჲთა არა დაგივიწყოს შენ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გრწამნ მრავალი იგი თქუმული მისი, რამეთუ მრავალთა მით სიტყჳთა მისითა განგცადოს შენ და სიცილით გეტყოდის შენ და გამოგკითხვიდეს შენ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
უწყალო არს, რომელმან არა დაიცვნეს სიტყუანი მეგობრისანი და არა ჰრიდოს ჭირთა მათ კრულებისა მისისათა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მტკიცჱ იყავ და ეკრძალე ფრიად, რამეთუ დაცემასა მას შენსა განხუ[ა]ლ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსა პირუტყუსა უყუარნ მსგავსი თჳსი და ყოველსავე კაცსა უყუარნ სწორი თჳსი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე ჴორციელი თესლად-თესლად შეკრბის და კაცი თჳსსავე მსგავსსა შეეყვის.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲმე ზიარებაჲ არს მგლისაჲ და კრავისაჲ? ეგრეცა ცოდვილისაჲ ღმრთისმსახურისა თანა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲ მშჳდობაჲ არს აფთრისაჲ ძაღლისა თანა? ეგრეცა რაჲ მშჳდობაჲ არს მდიდართაჲ გლახაკთა თანა?

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ნადირი ლომთაჲ არს კანჯარი უდაბნოს, ეგრეცა შესაჭმელ არიან მდიდართა გლახაკნი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
სძაგნ ამპარტავანსა მდაბალი იგი, ეგრეცა სძაგნ მდიდარსა გლახაკი იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მდიდარი რაჟამს აღიძრის, დაემტკიცის იგი. გლახაკი რაჟამს აღიძრის, მიმოდასაგდებელ იქმნის იგი მეცნიერთა მისთაგან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მდიდარი ოდეს სცთის, მრავალნი შეეწევიედ მას; უწესოსაღა თუ იტყჳნ, გან-ვე-ამართლიან იგი; Page of ms. O: 311v  გლახაკი ოდეს შესცთის, ყოველთავე რისხვით განკაფიან იგი. გონიერებასაღა თუ რასმე იტყჳნ, არავე აუფლიან მას სიტყუად.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მდიდარი იგი იტყჳნ და ყოველნივე დადუმნიან და სიტყუაჲ მისი აღამაღლიან ღრუბლადმდე. გლახაკი იგი იტყჳნ და ყოველთა განკიცხიან; უკუეთუ შესცთის, და-ხოლო-ამჴჳან იგი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილ არს სიმდიდრე თჳსითა ძალითა და ბოროტ არს გლახაკებაჲ პირსა წინაშე უღმრთოთასა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
გულმან კაცისამან უქციის ფერი კაცისაჲ პირისა გინათუ კეთილისა მიმართ, გინათუ ბოროტისა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
კუალი არს გულისა კეთილისაჲ პირი მხიარული და გამოცხადებაჲ იგავთაჲ არს ზრახვაჲ შრომითი.



Chapter: 14  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ნეტარ არს კაცი, რომელსა არა უბრკუმა ენითა თჳსითა და არა იკდიმა იგი იჭჳთა მით ცოდვისაჲთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ნეტარ არს კაცი, რომელსა არა სთნდეს თავი თჳსი და რომელი არა განვარდეს სასოებისაგან თჳსისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცისა სულმოკლისაჲ არა შუენის სიმდიდრე და კაცსა მოშურნესა რადმე უცნ ფასი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი დაჰკრებდეს თავისა თჳსისა ნაწილსა, იგი შეუკრებს სხუათა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი თავისა თჳსისათჳს ბოროტ იყოს, მან სხუასა ვითარ კეთილი უყოს? და ვერსადა იშუებდეს ნაყოფისაგან თჳსისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
არაჲ უძჳრჱს არს მისსა, რომელი შურობდეს თავსა თჳსსა და ესე არს ნაწილი უკეთურებისა მისისაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილიღა თუ რაჲმე ყვის, იგიცა დავიწყებითვე ყვის, და აღსასრულსა გამოაჩინის უკეთურებაჲ იგი თჳსი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ბოროტ არს, რომელმან თუალ-უყვნეს Page of ms. O: 312r  შურით, მან ცოდოს თუალითა და გარემოაქციოს სულები.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალი ანგაჰრი არა განძღის ნაწილითა და სიცრუვემან უკეთურებისამან განაჴმნის სულნი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალი ძჳრი მოძნე არნ ტაბლასა ზედა და ჴუებულ იქმნის იგი განრისხებული ტაბლათა ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, ვიდრე ჴელ-გეწიფოს, კეთილი უყავ თავსა შენსა და უფლისა მსხუერპლნი ღირსნი შეწირენ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენე, რამეთუ სიკუდილმან არა ყოვნის და ჯოჯოხეთმან დრო არა უყვის.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე სიკუდიდმდე კეთილსა უყოფდ მეგობარსა შენსა და, რავდენ ძალ-გედვას, შეეწიე მას ჴელითა შენითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დააკლდები დღეთა შენთა კეთილსა და ნაწილნი იგი გულისსათქუმელთა შენთანი ნუ შეგცთებიედ შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა არა უცხოთა დაუტეო ნაშრომი შენი და არცა ნაწილი შენი განყოფად წილით.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
სიკუდილის შენის წინა იქმოდე სიმართლესა, მიეც, მოიღე და წმიდად დაიმარხე სული შენი, რამეთუ არა არს ჯოჯოხეთს შინა ძიებაჲ ფუფუნებისაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე ჴორციელი, ვითარცა სამოსელი, განკფდეს. რამეთუ აღთქუმაჲ იგი დასაბამითგან სიკუდილით მოკუდეს.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ფურცელი გამოცენებული ხესა ზედა ვარჯოვანსა რომელიმე დამოსცჳვის და რომელიმე გამოესხის, ეგრე არს ნათესავი ყოველთა ჴორციელთაჲ: რომელიმე იშვეს და რომელიმე მოკუდეს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსავე საქმესა დალპოლვადსა მოაკლდეს და მოქმედიცა იგი თანავე Page of ms. O: 312v  წარწყმდეს.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ნეტარ არს კაცი, რომელი სიბრძნესა ზრახვიდეს და ზრახვითა მეცნიერებისაჲთა იტყოდის.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ზრახვიდეს ზრახვათა მისთა გულსა შინა თჳსსა, დაფარულნი იგი მისნი გულისხმა-ყვნეს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
განვედ და შეუდეგ მას, ვითარცა მეკუალე, და უმზირდი გზათა მისთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი აღიწუდებინ და იჭჳრობნ სარკუმლით მისით და კართა მისთა მორჩილ ექმნის.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი გარდაჰჴდეს მახლობელად კარავსა მისსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგრეს სავანესა მას კეთილსა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მიაწყვნეს ნაშობნი თჳსნი საგრილსა მისსა და რტოთა მისთა ქუეშჱ დაიმკჳდროს.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
იგრილობდეს იგი საფარველსა მისსა ქუეშჱ სიცხისაგან, დიდებულებასა მისსა ქუეშჱ მყოფ იყოს.



Chapter: 15  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა ეშინოდის უფლისა, ყონ ესე, და რომელნი წარწევნულ იყვნენ შჯულსა მისსა, მათ შეიკრძალონ იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მოეგებვოდის მათ, ვითარცა დედაჲ, და ვითარცა ცოლმან სახნიერმან შეიწყნაროს იგი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
აჭამა მას პური იგი სიბრძნისაჲ და ასუა მას ღჳნოჲ გონიერებისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
დაემტკიცოს მას ზედა და არა მიდრკეს; ესვიდეს მას და არა ჰრცხუენოდის.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
აღამაღლოს იგი უფროჲს მახლობელთა მისთა და შორის ერსა აღუღოს პირი მისი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
აღავსოს იგი სულითა მით ზრახვისაჲთა და შთააცუას მას სამკაული იგი დიდებისაჲ და დაადგას გჳრგჳნი იგი სიბრძნისაჲ და სიხარულისაჲ თავსა მისსა. და სახელი საუკუნოჲ დაუმკჳდრის მას.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
არასადა შე/ეწინენ Page of ms. O: 313r  მას კაცნი უგუნურნი და კაცთა უშჯულოთა ვერ იხილონ იგი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
განაშორონ იგი ამპარტავანებისაგან და კაცნი ცრუნი არა მოჴსენებულ იყვნენ მისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
არა შუენიერ არს ქებაჲ პირსა ცოდვილისასა, რამეთუ არა უფლისა მიერ მოვლინებულ არნ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ სიბრძნესა შინა დაიმკჳდრის ქებამან და უფალმან თავადმან განუმარჯჳს მას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იტყჳ, ვითარმედ: უფლისაგან განვდგე. რამეთუ რაჲ-იგი მან მოიძულა, მე არა ვქმენ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუცა ეგრე იტყჳ, ვითარმედ: მან მაცთუნა მე. რამეთუ არა უჴმან მას კაცნი ცოდვილნი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველი საძაგელებაჲ მოიძულა უფალმან და არა არს სიყუარული მათი მოშიშთა მისთა თანა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
თავადმან დასაბამითგან შექმნა კაცი და მიუტევა იგი ჴელთა ნებისა მისისათა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გინდეს თუ დაიცვნე მცნებანი მისნი და სარწმუნოებაჲ ჰქმნე სათნოთა თანა,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
დაგიდგა შენ წინაშე ცეცხლი და წყალი და, რომელსაცა გინდეს, მიჰყო ჴელი შენი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
წინაშე კაცისა არს სიკუდილი და ცხორებაჲ. რაჲცა ვინ შეიყუაროს, მიეცეს მას.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მრავალ არს ძალი უფლისაჲ, ძლიერ არს ძალითა და ჰხედავს ყოველთა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და თუალნი მისნი მოშიშთა მისთა ზედა, და თავადმან უწყნის საქმენი კაცთანი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და არავის ამცნო უღმრთოებაჲ და არცაღა ვინ ფლობილ-ყო ცოდვად.



Chapter: 16  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გული გითქუამნ უჴმართა ნაშობთა განმრავლებად და ნუ იხარებ შვილთა ზედა უღმრთოთასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
გან-ღა თუ-მრავლდენ, ნუ Page of ms. O: 313v  გიხარინ მათ ზედა, უფრო ხოლო თუ არა იყოს შიში უფლისაჲ მათ თანა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გრწამნ ცხორებაჲ იგი მათი და ნუ ესავთ ადგილსა მათსა, რამეთუ კუნესოდის გლოვითა უჟამოჲთა. შჯობს ერთი მართალი, რომელი ჰყოფდეს ნებასა ღმრთისასა, ვიდრეღა-არა ბევრთა უშჯულოთა. და უშვილოჲსაცა სიკუდილი უმჯობესად შეჰრაცხე, ვიდრეღა ჷ̄ჷ́არა შვილთა ღმრთისა უმსახურებელთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ერთისაგან გონიერისა ქალაქნი აღეშჱნნიან და ნათესავნი უღმრთოთანი აღოჴრდიან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალი ესე იხილა თუალმან ჩემმან და უფროჲს არს, რომელი ისმინა ყურმან ჩემმან.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
შესაკრებელსა მას ცოდვილთასა აღატყდა ცეცხლი და ნათესავსა მას უშჯულოსა აღჴდა რისხვაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა ულხინა ნათესავსა მას ძუალთა გმირთასა, რომელნი-იგი განდგომილ იყვნეს მძლავრებითა მათითა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ერიდა დასამწირებელსა ლოთისსა, რომელნი-იგი საძაგელად შექმნნა ამპარტავანებისა მათისათჳს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ჰრიდა წარწყმედისაგან ნათესავსა მას ქანანელთასა, რომელნი-იგი მოსრნა ცოდვითა მათითა. ესე ყოველი უყო ცოდვითა მათითა ნათესავსა მას ქედფიცხელსა და სიმრავლესა მას წმიდათასა არა აოტა. რამეთუ არა დაიმარხნეს მათ მცნებანი იგი მისნი უდაბნოსა მას ზედა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა კრებული იგი სამეოცდაათ ბევრისაჲ, რომელნი შემუსრნა გულფიცხელობითა მათითა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ერთღა თუ სადამე იპოოს ქედფიცხელი, Page of ms. O: 314r  საკჳრველვე იყოს განრინებაჲ მისი. რამეთუ წყალობაჲ და რისხვაჲ მის მიერ არს: ძლიერ არს ლხინებითა და მერმე დათხევად რისხვისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რავდენ არს წყალობაჲ მისი, ეგრეცა მრავალ წილ მისწუდის ლხინებაჲ მისი. კაცი საქმეთა თჳსთა ზედა განიკითხოს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
არა განერეს ცოდვილი ტაცებითა თჳსითა და არცა ეჴუებოდის ცოდვილსა მოთმინებითა თჳსითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველმან წყალობით ადგილი იპყრას და კაცად-კაცადი საქმითა თჳსითა იპოოს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ესრე იტყჳ: უფლისაგან დავემალო და მაღალთაგან მო-ვინმე-მიჴსენოს, ანუ ესოდენსა მას შორის ერსა ვინ მიცნას მე, ანუ რაჲ ეგოდენი არს თავი ჩემი ეგოდენსა შორის ერსა და განუზომელსა დაბადებულსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
აჰა ესერა, ცანი ცათანი და ყოველნი უფსკრულნი გამოძიებასა მისსა. შეირყინენ ერთბამად მთანი მაღალნი და საფუძველნი ქუეყანისანი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მიხედვასა მისსა შეძრწუნებულნი იძრვოდიან.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ ზედა არავინ რაჲ ზრახოს გულითა მათითა და გზათა მისთა არავინ აგოს განგულებად განგებითა თჳსითა. და რასა-იგი იქმოდის, ვითარ ვინ აგოს ხილვაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მრავალ არიან საქმენი მისნი, რომელ-იგი ფარულად იქმნებიან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
საქმენი იგი სიმართლისა მისისანი ვინ განთქუნეს და ვინ შეუძლოს, რამეთუ გრძელ არს აღთქუმაჲ მის თანა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაკლულევანმან გულითა ვითარ უძლოს გულისხმისყოფად, რამეთუ კაცი უგუნური და შეცთომილი გონებითა Page of ms. O: 314v  ზრახავნ სიცრუვესა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, ისმინე და ისწავე მოძღურებაჲ ჩემი და სიტყუათა ჩემთა ერჩდინ ყური შენი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოვაცხადო სასწორით სწავლულებაჲ დაბადებისა უფლისაჲ და საქმეთაჲ დასაბამითგანთაჲ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
დაბადებით მათით განუჩინა ნაწილი მათი კაცად-კაცადსა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
განაშუენნა სოფელსა შინა საქმენი იგი მისნი და ფლობაჲ მისი თესლითი თესლადმდე მათა. არა შეემშია და არცა მოუძლურდა და არცა მოაკლის კაცად-კაცადმან შრომისაგან თჳსისა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცმან მოყუასსა თჳსსა არა აჭირა და უკუნისამდე არა წარჴდენ ბრძანებანი იგი სიტყუათა მისთანი.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაშინ უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა და აღავსნა იგინი კეთილითა თჳსითა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
სულითა ყოველთა პირუტყუთაჲთა აღავსო პირი მათი და მუნვე მისა მიმართ ყო მისაქცეველი მათი.



Chapter: 17  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალმან შექმნა კაცი ქუეყანისაგან და მერმე მუნვე მიაქცია.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რიცხჳ დღეთაჲ და საზომი ჟამთაჲ მისცა მათ და ფლობილ-ყვნა იგინი მათ ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რაოდენცა ძალ-ედვა მათ, ეგოდენცა შთააცუა მათ ძლიერებაჲ და მსგავსად თჳსა შექმნა იგი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
სასტი და შიში დასდვა ყოველსა ზედა ჴორციელსა, უფლებაჲ მჴეცთა ზედა და მფრინველთა;

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
გული მეცნიერებისაჲ, თუალნი და ყურნი მისცნა მათ,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნითა და მეცნიერებითა აღავსნა იგინი, კეთილი და ბოროტი უჩუენა მათ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
დასხნა თუალნი გულსა შინა მათსა, რაჲთამცა უჩუენა მათ სიმ/დიდრჱ Page of ms. O: 315r  იგი საქმეთა მისთაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და სახელსა მას სიწმიდისა მისისასა უგალობდენ, რაჲთა მიუთხრობდენ სიმდიდრესა საქმეთა მისთასა და სახელითა სიწმიდისა მისისაჲთა აქებდენ მას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
შესძინა მათ მოძღურებაჲ მეცნიერებისა თჳსისაჲ და შჯული ცხორებისა მისისაჲ დაუმკჳდრა მათ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღთქუმაჲ საუკუნოჲ დაადგინა მათ თანა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
საკჳრველებაჲ დიდებისა მისისაჲ იხილეს თუალთა მათთა და დიდებაჲ ჴმისა მისისაჲ ესმა ყურთა მათთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მათ: ეკრძალენით ყოვლისაგან უკეთურებისა. და ამცნო მათ კაცად-კაცადსა მოყუსისათჳს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გზანი მათნი მის წინაშე არიან მარადის და არა დაემალნიან პირისაგან მისისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
თითოეულად წესსა მათსა ზედა დაადგინნა მათ ზედა წინაწარმეტყუელნი, ხოლო თჳსა ნაწილად გამოირჩია ისრაელი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველნი საქმენი მისნი ვითარცა მზჱ წინაშე მისსა და თუალნი მისნი ჰხედვენ ყოველთა გზათა მისთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
არა დაეფარნეს სიცრუვენი მათი მისგან და ყოველნი ცოდვანი მათნი წინაშე მისსა არიან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
წყალობაჲ კაცისაჲ ვითარცა ბეჭედი არს მის თანა და მადლი კაცისაჲ ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ დაიცვის.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისა შემდგომად განაღჳძოს და მიაგოს მათ მისაგებელი, თავთა მათთა მიაგოს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მონანულთა ფართო-უყო მოქცევაჲ სინანულისა მათისაჲ და ნუგეშინის-სცა ნაკლულევანთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიქეცით უფლისა და დაუტევეთ ცოდვაჲ. ილოცევდ მის წინაშე და განკაფე ცოდვაჲ Page of ms. O: 315v  შენი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ყავ მოსაჴსენებელი შენი მაღლისა და გარემოაქციე სიცრუვისაგან. ფრიად მოიძულე საძაგელებაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მაღალსა ვინმე აქებდეს ჯოჯოხეთს შინა ცხოველთა წილ, რომელნი აღუვარებენ მას;

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მკუდრისაგან ვითარცა არაყოფილისაგან წარწყმდა აღსაარებაჲ. ცხოველნი და ცოცხალნი აქებენ უფალსა;

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დიდ არს წყალობაჲ უფლისაჲ. რომელთა მოაქციონ, მოტე[ვე]ბაჲ პოონ სინანულითა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვერ ეგების, ვითარმცა ყოველივე სარგებელ-ეყო კაცთა, რამეთუ არა უკუდავ არს ნაშობი კაცთაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲმე უნათლჱს არს მზისა? და იგიცა ნაკლულევანვე არს. და უკეთურ არიან ზრახვანი სისხლისა და ჴორცთანი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ძალი სიმაღლისა ცათაჲსაჲ მან ხოლო უწყის განზომად, ხოლო კაცნი ყოველნი მიწანი და ნაცარნი არიან.



Chapter: 18  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ცხოველ არს უკუნისამდე, შექმნა ყოველი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და უფალი მხოლოჲ განმართლდ[ეს] ყოველსა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
არავის განუადვილა მითხრობაჲ საქმეთა მისთაჲ, ანუ ვინმე გამოიძინეს საქმენი მისნი?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძლიერებასა საქმეთა მისთასა ვინმე შეუძლოს განრაცხად? ანუ ვინ ჴელ-იწიფოს მითხრობად წყალობისა მისისა?

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა არს დაკლება და შემატება და ვერცა გამო-ვინ-იკულინის საკჳრველებანი მისნი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ რაჟამს დაშურეს კაცი მითხრობითა საკჳრველებათა მისთაჲთა და რაჟამს დაუტეოს, მაშინ დაუკჳრდეს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲ არს კაცი, ანუ არჲ არს საჴმარი მისი? რაჲ არს კეთილი მისი, ანუ რაჲ არს ბოროტი იგი მისი?

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რიცხჳ დღეთა კაცისათაჲ Page of ms. O: 316r  დიდად თუ იყოს ას წელ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესეცა, ვითარცა წუეთი ზღჳსაჲ და ვითარცა ღჳნჭაჲ ერთი ქჳშისაჲ, ესოდენ არს იგი წელიწადთა მათ რიცხუთა საუკუნეთასა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს სულგრძელ იქმნა უფალი მათ ზედა და მიჰფინნა მათ ზედა წყალობანი იგი მისნი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილა და ცნა დაქცევაჲ იგი მათი, რამეთუ ბოროტ არს. ამისთჳს განამრავლნა მიტევებანი იგი მისნი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ წყალობაჲ კაცისაჲ მოყუსისა მიმართ თჳსისა; ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ ყოველსა ზედა ჴორციელსა. ამხილის, სწავლის და ჰმოძღურინ და მოაქცევნ, ვითარცა მწყემსი სამწყსოსა თჳსსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა დაუთმონ მოძღურებასა მისსა, იგინი შეიწყალნეს და რომელთა აღიმსთონ სამართალთა მისთა, რამეთუ მისი არს საშჯელი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, კეთილთა მათ შენთა ნუ შეამთხუევ გმობასა და ნუცა ყოველსა საცემელსა მწუხარებასა სიტყუათასა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
არა-მე სიცხჱ განაქარვისა ცუარმან? ეგრეცა სიტყუამან უფროჲს მხიარულ ყვის, უფროჲს, ვიდრე საცემელმან.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
არა-მე ესერა უმჯობჱს არსა სიტყუაჲ კეთილი ნიჭისა კეთილისა? და ესეცა ორნი იპოებიან კაცისა თანა მადლიერისა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
უგუნურმან უმადლოჲ აყუედრის და საცემელმან მოშურნეთამან განადნვის თუალნი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუადმდევე ისწავე და ვიდრე სნეულებადმდევე განკრძალულად შეიმთხჳე კურნებაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
წინა წარდგომადმდევე საყდართა მათ მსაჯულთასა განიკითხე თავი შენი და ჟამსა გამოძიებისა შენისასა ჰპოვო ლხინებაჲ. Page of ms. O: 316v 

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე ჭირი არღა წევნულ იყოს შენდა, დაიმდაბლე თავი შენი, და ჟამსა შეცოდებისა შენისასა მოიქეც სინანულად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დაჰბრკოლდები გარდაჴდად აღნათქუემთა შენთა ჟამსა თჳსსა და ნუ სდროებ გარდაჴდად ჟამადმდე სიკუდილისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
აღთქუმადმდევე განეკრძალე გარდაჴდად და ნუ იყოფი, ვითარცა კაცი, რომელი გამოსცდინ ღმერთსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენე გულისწყრომაჲ დღესა მას რისხვისასა და ჟამი იგი შურისგებისა მისისაჲ გარემოქცევასა პირისასა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენე ჟამი იგი სიყმილისაჲ ჟამსა მაძღრობისასა, გლახაკებაჲ და ნაკლულევანებაჲ _ ჟამთა სიმდიდრისათა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
დღითგან მწუხრადმდე იცვალის ჟამი და ყოველივე მწრაფლ არს წინაშე თუალთა უფლისათა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი ბრძენი ყოვლითავე დამორჩილებულ არნ და დღეთა მათ შეცოდებისა მისისათა ეკრძალის ცოდვისაგან.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველმან გონიერმან გულისხმა-ყვის სიბრძნჱ და რომელმან პოვის იგი, სცის მას აღსაარებაჲ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
მეცნიერნი სიტყუათა მთავართანი განბრძნდენ და განამრავლნენ იგავნი ჭეშმარიტებისანი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
კუალსა გულისთქუმათა შენთასა ნუ მისდევ და ზრახვისაგან ამაოჲსა დააყენე ენაჲ შენი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ განუყო სულისა შენისა სათნოებაჲ გულისთქუმათაჲ, იყოს თავი შენი მოსაცხრომელ მტერთა შენთა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გიხარინ მრავალსა ზედა ფუფუნებასა და ნუ შეიკრვი შენ ზრახვითა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დაჰვარდები თავით თჳსით ანკანაკებითა და ვასხებითა, Page of ms. O: 317r  და თუ რაჲმე გედვას ვაშკარანსა შენსა.



Chapter: 19  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მუშაკი მომთრვალჱ ვერ წარეწიის სიმდიდრესა. რომელმანცა შეურაცხ-ყოს გლახაკი, მასცა მოაკლდეს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ღჳნომან და დედათა განაყენნიან გონიერნი გონებათა. და რომელი შეეხის მეძავთა, იგი ურიდად ვალნ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მღილთა და მატლთა შეჭამონ იგი და სულნი იგი ურიდთანი მოისპნენ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა მეყსეულად ჰრწამნ, მცირე არნ იგი გულითა. და რომელი ცოდავნ, მან სულსა თჳსსა ავნის.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იხარებდეს უკეთურებასა თჳსსა, იგი საგმობელ იქმნეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელსა სძულდეს ძჳრისსიტყუაჲ, მოაკლოს მან უკეთურებასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მყოვარ ნუ გიყუარნ ორი სიტყუაჲ და არასადა მოგაკლდეს შენ კეთილი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობრისა და მტერისა ნუ გნებავნ დაცადებაჲ სიტყჳსაჲ, დაღაცათუ ცოდვაჲ არა იყოს შენ თანა, მყუარ ნუ განაცხადებ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ესმა შენი და გეკრძალებოდის შენ და მას ჟამსა შინა მოგიძულოს შენ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
გესმა თუ რაჲმე სიტყუაჲ, მოკუედინ შენ თანა. ნუ გეშინინ, რამეთუ არა განგაპოს შენ და განჴდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
უწინარჱს სიტყჳსა კუნესინ უგუნური, ვითარცა წინაშე ყრმისა ელმინ დედაკაცსა შობითა თჳსითა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა ისარიღა ცემულ არნ ასოსა კაცისასა, ეგრე არს სიტყუაჲ გულსა შინა სულისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
შეატყუ მოყუასი შენი, ნუთუ არა ეყოს და ეყოსღა თუ, რაჲთა არღარა დაჰრთოს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
შეატყუ მოყუასი შენი, არა ხოლო თუ ეთქუას და თუ ეთქუას, რაჲთა არა ხოლო დააქციოს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
შეატყუ, რამეთუ Page of ms. O: 317v  მრავალ არს ენისა ყოფაჲ და შენცა ნუ ყოველი სიტყუაჲ გრწამნ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არს ბრკუმა და არა თჳსით გონებით. და ვინ არს, რომელმან არა ცოდა ენითა თჳსითა?

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
შეატყუ მოყუასი შენი, ვიდრე არღა რისხულ იყოს და ეც ადგილ შჯულსა მაღლისასა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველი სიბრძნჱ არს შიში უფლისაჲ და ყოვლითა სიბრძნითა არს საქმჱ შჯულისაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
არა არს სიბრძნჱ ძჳრის მსწავლელ და არცაღა ზრახვანი ცოდვილთანი სიბრძნით არიან.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
არა არს სიბოროტჱ, რომელ საძაგელ არს მათ შორის, და არიან უგუნურ და ნაკლულევან სიბრძნისაგან.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობჱს არს გონებითა ნაკლულევანი და მოშიში უფლისაჲ, ვიდრეღა-არა სავსე განგებითა და გარდამავალი შჯულისაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
არს მეცნიერება ჭეშმარიტ და სავსჱ არს იგი სიმძლავრებითა და სიცრუვითა. და არს, რომელმან წარწყმიდის მადლი, რაჲთამცა გამოაცხადა საშჯელი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
არს მანკიერებაჲ მღონარედ მავალ და ნაწლევი მისი სავსჱ არს მანკიერებითა. არს თავდაკიდებულ სიშავითა და შინაგანი მისი სავსე არს ზაკუვითა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
იფარავნ პირსა და ემსგავსის ყრუსა, და სადა არა ჰგონებდე, მუნ აღმოგიცენდეს.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და უძლურებითა ღათუ ძალისა მისისაჲთა დაყენებულ იყოს ცოდვად. პოვოს თუ ჟამი სიბოროტისა თჳსისაჲ, იწრაფოს დაპყრობაჲ შენი კილოსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალით ჩანნ კაცი და შემთხუევასა პირისასა საცნაურ არნ გონებული.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
სამკაული კაცისაჲ Page of ms. O: 318r  და სიცილი ბაგეთაჲ და წარდგმაჲ ფერჴისაჲ უთხრობნ მას.



Chapter: 20  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
არს შეტყუება, რომელ არა არს კეთილ, და არს დუმილ, რომელ-იგი თჳთ იპოვის ბრძენ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ დიდად უმჯობჱს არს შეტყუებაჲ, ვიდრეღა-არა გულისწყომასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და რომელმან აღუვარის იგი, დაყენებულ არნ ნაკლულევანებისაგან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისთქუმაჲ საჭურისისაჲ არს დამდაბლებაჲ ქალწულთაჲ ქალწულებისაგან. ეგრე არს, რომელმან საჯოს საშჯელი მძლავრებით.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
არს, რომელი დუმილითა მით მისითა იპოვის ბრძენ. და ესე არს, რომელი საძულელ იქმნეს მრავლითა მით სიტყჳთა მისითა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს დუმილ, რომელი რეცა თუ არა არს პირსა შინა მისსა სიტყუაჲ, და არიან მდუმარ, რომელთა უწყიან ჟამი სიტყჳსაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი ბრძენი დუმინ ჟამადმდე, ხოლო უღმრთოჲ წარჰჴდინ ჟამსა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან განამრავლის სიტყუაჲ, იგი საძულელ იქმნის. და რომელი გარდარეულად სასტიკობნ, იგი შეურაცხ იქმნის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
არს განმარჯუება უკეთურებასა ზედა კაცისასა და არს პოვნა და ნაკლულევანება.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს ნიჭ, რომელ არა სარგებელ არს შენდა. და არს ნიჭი კუალად, რომელი სარგებელ არს ორ წილ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს ნაკლულევანება დიდებისათჳს; და არიან, რომელთა სიმდაბლისაგან აღიმაღლნიან თავნი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
არიან, რომელთა მოიყიდიან დიდი კნინად, მიუზღიან იგი შჳდ წილ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ბრძენ არნ სიტყჳთა, თავი თჳსი საყუარელ იქმნის და მადლსა ცოფთასა ჰრცხუენოდის.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნიჭი უგუნურთაჲ Page of ms. O: 318v  არად სარგებელ არს, რამეთუ თუალნი მისნი ერთისა წილ მრავალსა ელიედ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მცირედ მისცის და მრავალი აყუედრის, და აღაღის პირი მისი, ვითარცა ქადაგმან; დღეს ავასხის და ხვალე გამოჰჴდინ. საძულელ იქმნის კაცი ეგევითარი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოფი ეგრე იტყჳნ: მე არავინ მივის მეგობარი და არა არს მადლ კეთილთა მათ ჩემთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი ჭამენ პურსა ჩემსა, მაგინებელ არიან ენითა მათითა. რავდენ გზისმე რავდენთა საცინელ-ყონ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯობს ბრკუმაჲ ფერჴითა, ვიდრეღა-არა ენითა, ეგრეცა დაცემაჲ უკეთურთაჲ მსთუად მოიწიოს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი უმადლოჲ ვითარცა ზღაპარი უჟამოჲსაჲ. ორმანვე ამან პირსა უსწავლელისასა აღიმსთჳს.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
პირისაგან უგუნურისა შეურაცხ იქმნიან იგავნი, რამეთუ არა თქუან იგი ჟამსა თჳსსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
არს, რომელი დაყენებულ არნ ცოდვისაგან უძლურებითა და განსუენებასა მისსა არა ინანის.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს, რომელმან წარწყმიდის თავი თჳსი სირცხჳლითა და თუალთ-ღებითა მისითა წარწყმდის იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
არს, რომელმან სირცხჳლისათჳს თავს-რაჲმე-იდვის მეგობრისაგან და მოიპოვის იგი მტერად ცუდად.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ბიწ ბოროტ არს კაცისათჳს ცილისა სიტყუაჲ, ხოლო პირსა უსწავლელთასა აღიმსთჳს.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მოსცის მპარავი, ვიდრეღა-არა რომელსა ემაწოს ტყუვილი. ხოლო ორთავე წარსაწყმედელი დაიმკჳდრონ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
სახჱ კაცისა ცრუჲსაჲ გინება არს თავისა Page of ms. O: 319r  თჳსისა და სირცხჳლმან მისმან მისა მიმართვე აღიმსთოს. სიტყუანი იგავთანი:

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ბრძენ არნ, სიტყჳთა წარიჩინის თავი თჳსი. და კაცი გონიერი სათნო-ეყვის მდიდარსა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი იქმოდის ქუეყანასა, აღამაღლოს ზჳნები თჳსი; და რომელი სათნო-ეყვის მდიდარსა, მოტევებაჲ პოვის შეცოდებათაჲ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ძღუენმან და ქრთამმან დაუბრმნის თუალნი ბრძენთანი და, ვითარცა გესლის-ყოფამან პირისამან, კუალად-აქცინის სიტყუანი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნჱ დაფარული და ფასი გამოუჩინებელი. აწ რაჲ სარგებელ არს ორთაგანვე?

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯობს კაცისა, რომელმან დაიფარის სიცოფჱ თჳსი, ვიდრეღა არა კაცისა, რომელმან დაიფაროს სიბრძნჱ თჳსი.



Chapter: 21  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, სცოდო თუ, ნუღარა დაჰრთავ, არამედ წარსრულთა მათ ცოდვათა უფროჲს ილოცევდი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა პირსა გუელისასა, ეგრე ევლტოდე ცოდვასა. უკუეთუ შეეახლო, გცეს შენ. ვითარცა შუვანი ლომისანი არიან შუვანი ცოდვისანი: ეწინიან, სციან, მოწყჳდნიან სულნი კაცთანი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მახჳლი ორპირი არს ყოველი უშჯულოებაჲ და წყლულებისა მისისაჲ არა არს კურნებაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
თქუმამან და გინებამან მოაოჴრიან სიმდიდრჱ, ეგრეცა სახლნი ამპარტავანთანი მოოჴრდენ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ლოცვაჲ გლახაკისაჲ მახლობელ არს ღმრთისა ეგოდენ, რაოდენცა ყურნი პირსა, და სამართალი მისი მწრაფლ გამოჴდის. Page of ms. O: 319v 

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
სიძული[ლი] შეტყუებისაჲ გზასა ცოდვილთასა იპოების. და რომელსა ეშინოდის უფლისა, მოაქციოს გულითა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
საცნაურ არნ შორითვე ძლიერი ენითა; ხოლო რომელი გონიერ არნ ენითა, წინაჲსწარ უწყინ შეცოდებაჲ თჳსი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი აშჱნებდეს სახლსა თჳსსა ფასითა უცხოთაჲთა, ეგრე არს, ვითარმცა ვინ შეკრიბა ქვაჲ ხუავად.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაძეძი შეკრებული არს შესაკრებელი უშჯულოთაჲ, აღსასრული მათი _ ვითარცა ალი ცეცხლისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
გზანი ცოდვილთანი განვაკებულ და ქვაგარდაკრებულ არიან, ხოლო აღსასრული მათი ჴნარცუ ჯოჯოხეთის.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან დაიცვეს შჯული იგი, ეწიოს გონებასა მისსა და აღსასრულსა. არს შიში უფლისაჲ სიბრძნჱ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
არა განისწავლოს კაცი, რომელი არა იყოს ბრძენ. ხოლო არა არს მეცნიერება, რომელმან განამრავლის სიმწარჱ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
გონებაჲ ბრძენთაჲ ვითარცა ნაღუარევი მძაფრი და ზრახვანი მეცნიერებისანი ვითარცა მდინარჱ წყაროჲსაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
გონებაჲ სულელისაჲ ვითარცა კეცის ჭური შემუსრვილი და ყოველი მეცნიერებაჲ ვერ შეიკრძალის.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუაჲ სიბრძნისაჲ ისმინის გონიერმან, აქის იგი და მანვე შეიძინის იგი. ისმინის საყჳრისაჲ კაცმან და არაჲ სთნავნ მას, გარემიიქციის პირი და ზურგით იგდის იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
თხრობაჲ სიტყჳსაჲ ცოფისა კაცისაჲ, ვითარცა ტჳრთი რაჲმე, რომელი გზასა ზედა ძენ. ხოლო ბაგეთა ბრძენთასა იპოვის მადლი. Page of ms. O: 320r 

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
პირი ბრძენისაჲ შერაცხილ იყოს კრებულსა შორის და სიტყუანი მისნი გულისხმა-ყვნიან გულითა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა სახლი დარღუეული არს ცოფისა თანა სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ სულისაჲ, გამოუძიებელი სიტყუაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ბორკილნი ჴელთა, ეგრე არს უგუნურისა თანა სწავლულებაჲ და ვითარცა ჴელთბორკილნი ჴელსა მარჯუენესა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
უგუნურმან სიცილსა აღიმაღლის ჴმაჲ თჳსი, ხოლო რომელი-იგი მეცნიერ არნ, ნიად და მშჳდად განიღიმის.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა სამკაული ოქროჲსაჲ არს გონიერისა თანა სწავლულებაჲ, ვითარცა ჴელსა მარჯუენესა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ტერფი ცოფისაჲ მოწრაფჱ არნ სახიდ შემართ, ხოლო კაცსა გამოცდილსა ჰრცხუენინ პირისაგან.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი უგუნური შეწუხდებინ და იჭჳრობნ სახიდ შემართ, ხოლო სწავლული გარეშჱ დადგის და ელინ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
უგუნურება არს კაცისა ჭჳრობაჲ კარით. ხოლო რომელი-იგი გონიერ არნ, მძიმჱ უჩნ გინებაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბაგენი უცხოთანი განწონილად დგენ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
პირსა შინა სულისასა არს გუემაჲ მათი, ხოლო ბრძენთაჲ პირი მათი გულ არს.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რადმე სწყევნ უღმრთოჲ ეშმაკსა; ესე არა უწყინ, რამეთუ თავსა თჳსსა სწყევნ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიგინის თავი თჳსი ცუნდრუკმან და ყოველსა სამკჳდრბელსა თჳსსა საძულელ იქმნის.



Chapter: 22  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ქვითა შებღალულითა დაცემულ არს მედგარი, ყოველმანვე დაისტჳნის და დაუკჳრდის გინებაჲ იგი მისი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ფუნითა შებღალულ არს მედგარი, ყოველმანვე, რომელმან შებმა-უყოს მას, განყარნეს ჴელნი. Page of ms. O: 320v 

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სარცხჳნელ არიედ მამისა შვილნი უსწავლელნი და სული ნაშობი ნაკლულვანადი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ასული ნაშობი გონიერი მკჳდრობა არს ქმრისა თჳსისა, ხოლო საზრუნველი იგი სარცხჳნელ არნ მამა-დედათა თჳსთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მამასა და ქმარსა არცხჳნის დედაკაცმან ცხარმან და ორთაგანვე საძულელ იქმნის.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
სახიობაჲ გლოვასა ვითარცა სიტყჳს თხრობაჲ უჟამოჲსაჲ, ხოლო სწავლაჲ და მოძღურებაჲ ყოველსა ჟამსა სიბრძნე არს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ვინ განჰკერავნ კეცსა, ეგრე არს, რომელი ასწავებდეს უგუნურსა. და ვითრცა ვინ აღადგინებნ მძინარესა ყშირისაგან ძილისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრობნ იგი მრულალთა, რომელი უთხრობნ ცოფსა, და დასასრულსა სადამე თქჳს, რასა იტყოდე.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
სტიროდე მკუდარსა, რამეთუ მოაკლდა ნათელი, და ცოფსა სტიროდე, რამეთუ მოაკლდა გონებისაგან. მცირედ სტიროდე მკუდარსა, რამეთუ შეისუენა, ხოლო უგუნურისაჲ მის ცხორებაჲ უძჳრჱს არს სიკუდილისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
გლოვაჲ მკუდარსა ზედა შჳდ დღჱ არს, ხოლო ცოფისაჲ მის და უგუნურისაჲ საგლოველ არიან ყოველნი დღენი ცხორებისა მისისანი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცისა უგუნურისა თანა ნუ განამრავლებ სიტყუასა და მის თანა გზასა ნუ ხუალ. ეკრძალე მისგან, რაჲთა არა დაგაშროს შენ და არა შეგაგინოს შენ. რაჟამს განიყაროს იგი, მიაქციე მისგან და ჰპოვო განსუენებაჲ, და არა საწყინელ გექმნეს შენ ურცხჳნოებაჲ იგი მისი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძენისა ოდენ რაჲმე Page of ms. O: 321r  დამძიმდის ანუ რაჲმე სახელ-აც მას, არამედ ცოფ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მარილი და ქჳშაჲ და შანთეული რკინისაჲ უადვილჱს არს ტჳრთვად, ვიდრეღა ჷ̄ჷ́არა კაცი უგუნური.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა-იგი შენებული სახლი სათხჳპლოვანი ჟამსა ძრვისასა არა დაირღჳს, ეგრეცა გული დამტკიცებული ზრახვასა ზედა გონებისასა ჟამსა არა დაჰჴსნდეს აღტეხისა მისისასა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
გული დამტკიცებული ზრახვასა ზედა სიბრძნისასა ვითარცა სამკაული პირად-პირადი მძივგანდგმული კედელსა ლესულსა;

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა სარნი რაჲმე მაღალსა ზედა დგანედ და ქარითა იძრვიედ, ეგრეცა გული მედგარი ზრახვათა ზედა სიცოფისათა ყოველსა შიშსა ვერ დაუთმის.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
შე-თუ რაჲმე ვინ-სცეს თუალსა, გარდამოითხიის ცრემლი. და რომელმან განარისხის გული და გამოაჩინის სახჱ თჳსი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ესრინ მფრინველთა, წარასხნის იგი; და რომელი აყუედრებნ მეგობარსა, განარღჳის მეგობრობაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობარსა ზედა მახჳლიღა თუ აღმოიმზადო, ნუვე წარჰკუეთ სასოებასა, რამეთუ არს მუნვე მისაქცეველ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეგობარსა ზედა აღ-ღათუ-აღო პირი, ნუ შეიგინებ, რამეთუ არს დაგებაჲცა, გარნა აყუედრებ ხოლო ნუ მას, ნუღაცა ამპარტავანებ მის ზედა, ნუცა ზრახვასა მისსა განუმარტებ, ნუცა სწყლავ ზაკუვით. ესე არიან, რომელთა განეყენნიან მეგობარნი ურთიერთას.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
სარწმუნო-ეყავ Page of ms. O: 321v  უპოვარებასა მეგობარსა შენსა, რაჲთა კეთილთა მისთა იხარებდე მის თანა. ჟამსა ჭირისასა დაუთმე და ერწმუნე მას, რაჲთა სამკჳდრებელთა მისთა თანა მკჳდრ იყო.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ცეცხლისა წინა ალი და საჴუმილისა წინა კუამლი, ეგრეცა სისხლისა წინა ლალვაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და გინებაჲ და მარხვაჲ ჩემ თანა მეგობრისაჲ არა სირცხჳლ-მიჩნდეს და პირისაგან მისისა მე არა დავემალო.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჭირი თუ რაჲმე მხუდეს მე მისთჳს, იგიცა არავე სირცხჳლ-მიჩნდეს მე მისთჳს. რამეთუ ყოველსა, რომელსა ესმეს მისი, ეკრძალებოდის მისგან.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ მცეს მე საცოჲ პირსა ჩემსა და ბაგეთა ჩემთა ბეჭედი სარწმუნოჲ, რაჲთა არა დავეცე მისგან და ენამან ჩემმან არა დამამჴუას მე.



Chapter: 23  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო ჩემო და მამაო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, ნუ მიტევებ მე ზრახვათა მათთა და ნუ დამიტევებ მე დაცემად მათ მიერ.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინმე დაადგინოს ზრახვათა ჩემთა ზედა სწავლაჲ სასტიკებისაჲ და გულსა ჩემსა ზედა მოძღურებაჲ სიბრძნისაჲ? რაჲთა უცბებასა ჩემსა არა მერიდნენ და შეცოდებასა ჩემსა არა მიმიტეონ მე;

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა არა განმრავლდენ უმეცრებანი იგი ჩემნი და ცოდვანი ჩემ ზედა განმრავლდენ. და ფერჴთა შევრდომილ ვიპოო მოძულეთა ჩემთა და მტერნი ჩემნი ჩემ ზედა ნუსადამცა ფერჴ-მიცემენ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო და მამაო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, ნუ მიმიტევებ მე ზრახვათა მათთა და შესულებასა თუალთა ჩემთასა მე ნუ მიმცემ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 322r  და გულისთქუმაჲ გარემიაქციე ჩემგან.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნებანი იგი მუცლისა ჩემისანი და გულისთქუმანი ბილწებისანი ნუ მერევიედ მე; და სიტყუათა სულისა ურიდისათა ნუ დამიმზადებ მე.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
სწავლაჲ ესე სიბრძნისაჲ ისმინეთ, შვილნო, და რომელმან დაიცვნეს იგინი, არასადა სცთეს სიტყჳთა თჳსითა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ თავისმოთნჱ იგი და მგმობარი და ცოდვილი დაემჴუნენ მას შინა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ფიცსა ნუ დააჩუევ პირსა შენსა. და სახელისდებასა წმიდათასა ნუ დაეჩუევი ფიცად.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარმცა მონასა ზედაჲსზედა განიკითხევდ და გუემაჲ არა აკლნ, ეგრეცა რომელი ზედაჲსზედა ფუცავნ და სახელ-სდებნ, ცოდვისაგან არა განთავისუფლდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი ფრიად მფუცველი აღივსოს უშჯულოებითა და სახლსა მისსა გუემაჲ არა მოაკლდეს. უკუეთუ შესცოდოს ცოდვანი მის თანა და თუ უდებ-ყოს, ცოდა მეორედ. და ცუდადღა თუ ფუცოს, არავე განმართლდეს, რამეთუ სახლი მისი აღივსო ზღვისდებითა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
არიან სიტყუანი, რომელნი ესწორებიან სიკუდილსა. ნუ იპოებიედ იგინი სამკჳდრებელსა მას იაკობისსა, რამეთუ მართალთაგან ესე ყოველი გამართ განივლტინ და ცოდვათაგან არა შეიბილწნენ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
უსწავლელებითა ცოდვასა უშჯულოებისასა ნუ დაიჩუევ პირსა შენსა, რამეთუ შეაბს მას სიტყუაჲ ცოდვისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენე მამაჲ შენი და დედაჲ შენი, რამეთუ შორის მდიდართა დაშჱნებულ ხარ. ნუუკუე შეგავიწყდეს შენ Page of ms. O: 322v  მათ წინაშე და ჩუეულებითა შენითა განსცავნე, ინატრიდე და სთქუა: მყის ნუ-ძიმცა ვიყავ. და დღესა მას შობისა შენისასა სწყევდე.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცმან, რომელმან დაიჩჳოს სიტყუაჲ ყუედრებისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, არა განისწავლოს იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ორი ჯერი არს, რომლითა განმრავლდების ცოდვაჲ და მესამემან მოავლინის რისხვაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
სული განჴურვებული ვითარცა ცეცხლი რაჲ ეგზებინ და არა დასცხრის, ვიდრე შთა-არარაჲ-თქის. კაცი მეძავი გუამითა ჴორცთა მისთაჲთა არა დასცხრის ვიდრე სიკუდიდმდე.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი, რომელი გარდაჴდის ცხედრით თჳსით და თქჳს გულსა თჳსსა: აწ ვინ მხედავს მე, ბნელი გარემომადგს მე და კედელნი ჩემნი მფარვენ მე, არავინ მხედავს. აწ ვისა მეშინის მე? და ცოდვაჲ ჩემი მაღალმან არა მოიჴსენოს.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და შიში მისი არნ წინაშე თუალთა კაცთასა და მან არა უწყინ, რამეთუ თუალნი უფლისანი ბევრ წილ არიან უფროჲს ნათლისა მის ბრწყინვალისა და ჰხედვენ ყოველსა ჟამსა სლვასა კაცთასა და იხილნიან ყოველნი იგი დაფარულნი საიდუმლოთანი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვიდრე არღა დაბადებულ იყო ყოველი, მან უწყნოდა იგინი და აღსასრული მათი უცნობიეს მას.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგევითარი იგი შორის ქალაქთა დაისაჯოს და, სადა არა ჰგონებდეს, მუნქუეს დაეპყრას. Page of ms. O: 323r 

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა დედაკაცი, რომელმან დაუტეოს ქმარი თჳსი და მკჳდრი უცხოჲსაგან წარმოაჩინოს,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
პირველად, სჯული ღმრთისაჲ შეურაცხ-ყო, მეორედ, თჳსსა ქმარსა შესცოდა, მესამედ, მრუშებით ისიძვა და უცხოჲსაგან მამაკაცისა შვილნი აღადგინნა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგევითარი იგი საყდართა მათ მსაჯულისათა წარადგინონ და ნაშობითურთ დაშჯით განიკითხოს.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და შვილთა მისთა ძირნი არა დაიბნენ და რტოთა მისთა არა გამოიღონ ნაყოფი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
საჴსენებელი მისი ქუეყანით წარწყმდეს და ყუედრებაჲ მისი უკუნისამდე არა აღიჴოცოს.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა გულისხმა-ყონ ნეშტთა მათ, რამეთუ არარაჲ შჯობს შიშსა უფლისასა და არაჲ უტკბილჱს არს უფროჲს. ჰხედავთა ამათ მცნებათა მისთა.



Chapter: 24  
ქებაჲ სიბრძნისაჲ


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნჱ იქებს თავსა თჳსსა და შორის ერსა თჳსსა იქადოდის.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ეკლესიათა შინა აღაღოს პირი თჳსი და წინაშე ერსა თჳსსა იქადოდის ქრისტჱს შობასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მე პირისაგან მაღლისაჲსა გამოვედ და ვითარცა ნისლმან დავფარე ქუეყანაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მე მაღალთა შინა დავემკჳდრე და საყდარი ჩემი სუეტსა მას ზედა ღრუბლისასა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიქცეოდე ცისკიდეთა ქუეყანისათა მარტოჲ და სიღრმენი იგი უფსკრულთანი დავთრგუნენ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ღელვათა ზედა ზღჳსათა ვიქცეოდე მე და ყოველსა ქუეყანასა, და ყოველნი ნათესავნი შევიძინენ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ამის ყოვლისა შემდგომად განსასუენებელი ვითხოვე. Page of ms. O: 323v  აწ ვისსამე სამკჳდრებელსა განვისუენო?

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა მამცნო მე შემოქმედმან მან ყოვლისამან, და რომელმან დამბადა მე, განსასუენებელ მცა მე კარავსა მისსა და მრქუა მე: შორის იაკობსა დაეშჱნე და ისრაელი იყავნ საბრძანებელად შენდა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
წინაშე საუკუნეთასა დასაბამითგანვე დამბადა მე და მიუკუნისამდე არა მოაკლდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
კარავსა მისსა მის წინაშე ვჰმსახურებდე მას და ისრაელი არს საბრძანებელად ჩემდა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
დავემკჳდრო ერსა შორის დიდებულსა და ნაწილსა მკჳდრობისა ჩემისასა. მთასა უფლისასა დავემტკიცე ბზობასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ და ვითარცა საროჲ მთათა ერმონისათა,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა დანაკისკუდი ლიგარდს და ვითარცა ნერგი ვარდისაჲ იერიქოს, ვითარცა ზეთისხილი შუენიერი ველსა ზედა; ავმაღლდი, ვითარცა ძელქვაჲ წარსავალთა წყლისათა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა კინამოჲ და ჭამბაკი შეზავებული და ვითარცა მურმან რჩეულმან მივჰფინე სულნელებაჲ ჩემი. და ვითარცა საკუმეველმან ლერწამმან და ქალბანამან და შტახსმან და ფრცხილმან და ვითარცა გუნდრუკი საკუმეველი კარავსა შინა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მე, ვითარცა ბელეკონმან, განვირთხენ რტონი და რტონი ჩემნი არიან დიდებისა და მადლისანი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მე, ვითარცა ვენაჴმან შუენიერმან, გამოვიღე მადლი და ყუავილნი ჩემნი არიან ნაყოფ დიდების და სიმდიდრის. ჩემდა სასოებაჲ ყოველთა ცხოველთაჲ ძლიერებითა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
შემომეახლენით მე, რომელთა Page of ms. O: 324r  გულმან გითქუას, და ხილითა მით ნაყოფისა ჩემისაჲთა აღივსენით თქუენ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ საჴსენებელი ჩემი ტკბილ არს უფროჲს თაფლისა გოლისაჲსა, სახელი ჩემი უკუნისამდე და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა ჭამონ ჩემგან, მერმეცა უნდეს; და რომელთა სუან ჩემგან, მუნვე მიჰსუროდის.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელთა ისმინონ ჩემი, არასადა ჰრცხუენოდეს, და რომელნი მყუარობდენ მე, მათ არასადა ცოდონ. რომელთა მახარონ მე, ცხონდენ უკუნისამდე.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ყოველი წიგნი არს მცნებათა უფლისათაჲ, მეცნიერებაჲ ჭეშმარიტებისაჲ ჩუენ ზედა, შჯული, რომელი ამცნო მოსჱ სამკჳდრებელად ერსა მას იაკობისსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან პირისპირ აღავსის ვითარცა ფისონი სიბრძნე და ვითარცა დალღათი დღეთა მათ ზაფხულისათა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან აღავსის სიბრძნითა, ვითარცა ევფრატი, და გონიერებითა აღავსის, ვითარცა იორდანჱ დღეთა მკისათა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან გამოაცხადის, ვითარცა ნათელი სწავლულებაჲ და ვითარცა გეონი დღეთა მათ სთულისათა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
არა პირველთა მათ დასაბამსა მეცნიერებისასა შეუძლონ წევნად, ვერცა უკუანაჲსკნელთა მათ გამოიძიონ მისი.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ზღჳსაგან განმრავლდა გონებაჲ მისი და ზრახვანი მისნი უფსკრულთაგან მრავალთა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე, ვითარცა ჯურღმული ერთი მდინარისაგან და ვითარცა ნაკადული ერთი, რაჟამს მქანრ დინ სამოთხედ მიმართ,

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ვთქუ: მოვრწყო მტილები Page of ms. O: 324v  ჩემი და დავათრო ყუერბები ჩემი. და ესერა, მექმნა მე ნაკადული იგი მდინარჱ დიდ და მდინარჱ ჩემი შემექმნა ზღუად.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ აღვიმსთო და განვანათლო მოძღურებაჲ ჩემი, ვითარცა ცისკარი, რაჲთა მიბრწყინვიდეს მიშორადმდე.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
უფროჲს განვჰფინო მოძღურებაჲ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ. განუყო იგი ნათესავთა უკუნისამდე.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ იხილეთ, რამეთუ არა ჩემთჳს ხოლო ვშუერ, არამედ ყოველთათჳს, რომელნი ეძიებენ მას.



Chapter: 25  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
სამითა ამით ჯერითა შევიმკვე და სამითა ამით განვშუენდი: ერთობითა ძმათაჲთა და სიყუარულითა მოყუსისაჲთა, ცოლისა და ქმრისა ურთიერთას ერთობითა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
სამი ესე ჯერი არს, რომელ მოიძულა სულმან ჩემმან და ფრიად მოვიძაგე ცხორებაჲ იგი მათი: გლახაკი მზუაობარი და გლახაკი მტყუვარი, მდიდარი მტყუვარი, ბერი სულელი და ნაკლულევანი გონებითა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ სიყრმესა მას შინა არა მოიპოვე შენ გონებაჲ, აწ სიბერესა ვინ მოგცეს შენ გონებაჲ?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარღა შუენიერ არიან მჴცოვანთა თანა სამართალნი და მოხუცებულთაჲ მათ და გულისხმისყოფაჲ მეცნიერებისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შუენიერ არს მოხუცებულთა თანა სიბრძნჱ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიქადული მათი არს შიში უფლისაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხრაჲ ესე ზრახვაჲ ვერ გულისხმისსაყოფელ არს. ვინატრე გულითა ჩემითა და მეათესა ამას ვიტყჳ ენითა ჩემითა: Page of ms. O: 325r  კაცი, რომელი იხარებდეს შვილთა ზედა და ცხორებასავე მისსა იხილოს დაცემაჲ იგი მტერისაჲ,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგი ნეტარ არს, რომელი ცხოველ არს ცოლისა თანა გონიერისა და რომელი არა სცთა ენითა თჳსითა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ნეტარ არს, რომელმან პოვა სიბრძნჱ და რომელი უთხრობდეს მას ყურთა მორჩილთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდ დიდება არს, რომელმან პოვა სიბრძნჱ, ხოლო ეგოდენ არავე არს, ვითარ მოშიში უფლისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
შიშმან უფლისამან ყოველსა გარდაჰმატა. რომელმან მოიგოს, რასა მიემსგავსოს იგი?

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივემცა გუემაჲ არს და ნუმცა არს გუემაჲ იგი გუელისაჲ, ყოველივემცა სიბრძნჱ არს და ნუმცა არს სიბოროტჱ იგი დედაკაცისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველიმცა ზედამისლვაჲ არს და ნუმცა არს ზედამისლვაჲ მოძულეთაჲ. ყოველიმცა შურისგებაჲ არს და ნუმცა არს შურისგებაჲ იგი მტერისაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
არა არს თავ სხუა უფროჲს თავისა მის გუელისა და არა არს სხუა გულისწყრომა უფროჲს გულისწყრომისა მის მტერისა, და არა არს სხუა სიბოროტჱ უფროჲს სიბოროტჱსა მას დედაკაცისასა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯობს სახლეულობაჲ ლომისაჲ და ვეშაპისაჲ, ვიდრეღა-არა სახლეულებაჲ დედაკაცისა თანა ბოროტისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბოროტემან დედაკაცისამან ფერი პირისაჲ უფერულ ქმნის ქმარსა თჳსსა, უფროჲს რაჟამს მრუდ იპყრის პირი და შეჰბრდჳნავნ, ვითარცა დათჳ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
არნ ღათუ ქმარი იგი მისი ინაჴით მჯდომარჱ მოყუასთა Page of ms. O: 325v  თჳსთა თანა, რაჟამს ჴსენებაჲ რაჲმე არნ, ქმარმან მისმან სულთ-ითქუნის.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე სიბოროტჱ უმცირჱს არნ სიბოროტესა მას დედაკაცისასა, ნაწილად ცოლისა ჰხუედინ იგი და სამკჳდრებელსა უღმრთოთასა შევედინ იგი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა აღმართი მქჳშროვანი ფერჴთა მოხუცებულისათა, ეგრეცა დედაკაცი ცხარი ქმრისა მშჳდისა თანა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ შეიტყუვები სიკეთესა დედაკაცისასა, ნუცა მოჰლბები მყოვარ ხედვასა მას მისსა და ნუ გული-გითქუამნ დედაკაცისა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ რისხვაჲ და ურიდებაჲ და სირცხჳლი დიდი არს, დედაკაცი რაჟამს უბრძანებნ ქმარსა თჳსსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
გულის შემუსრვა და თავის დაკიდება და წყლულება გულის დედაკაც, დევი სახლსა შინა; ჴელნი დათხეულ და მუჴლნი დაჴსნილ დედაკაცმან, რომელმან არა ნეტარ ჰრქუა ქმარსა თჳსსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
დედაკაცისაგან იყო დასაბამი ცოდვისაჲ და მის ძლით მას ყოველნი მოსწყდებიან.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ უტეობ განსლვად და განფენად წყალსა და ნუცა დედაკაცსა ბოროტსა _ კადნიერებას.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ არა მოგესწავლოს ჴელსა შენსა, ჴორცთა შენთაგან მოიკუეთე და განაგდე.



Chapter: 26  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
დედაკაცისა სახნიერისაჲ ნეტარ არს ქმარი მისი და რიცხუნი დღეთა ცხორებისა მისისათანი ორ წილ შეურაცხიედ გონებასა მისსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
დედაკაცმან გონიერმან ახარის ქმარსა თჳსსა და Page of ms. O: 326r  წელიწადნი ცხორებისა მისისანი აღავსნის მშჳდობითა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
დედაკაცი სახნიერი ნაწილი არს კეთილი და ნაწილად მოშიშსა უფლისასა მიეცეს იგი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
გინათუ მდიდარი იყოს, გინათუ გლახაკ, გულიმცა მისი უხუ არს და ყოველსა ჟამსა პირი მისი მხიარულად ეგოს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ამით სამითა სახითა შეწუხნა გული ჩემი და მეოთხესა ამას პირსა ზედა ვილოცე: ენის ყოფაჲ ქალაქსა შინა ერისა მიმართ მრავლისა და ცუნდრუკებაჲ ცუდადი უძჳრჱს არს სიკუდილისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
სალმობა გულის და გლოვა გონების დედაკაცი მაცილობელი კაცისა მიმართ გონიერისა, გუემაჲ იგი ენისაჲ ყოველთავე კმა-ეყვის.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ჴარსაღა უღელი ერყევინ, ეგრესახედ არს დედაკაცი უკეთური, და რომელი შეეხოს მას, ვითარმცა ვინ აღი-ღო ღრიაკალი ჴელითა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რისხვაჲ დიდი არს დედაკაცი მომთრვალჱ და სარცხჳნელიცა თჳსი ვერ დაიფარის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
სიძვაჲ დედაკაცისაჲ განლიგებითა თუალთა მისთაჲთა და წამწამებაჲ თუალთა მისთაჲ ამხილებნ მას.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ასულსა ზედა ურცხჳნოსა განამრავლე კრძალულებაჲ შენი, რაჲთა არა პოვოს განსუენებაჲ და წარტევებულ იყოს თავით თჳსით.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალგანტევებულისა მისგან ეკრძალებოდე და ნუ გიკჳრნ შე-თუ რაჲმე-გცოდოს შენ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მოგზაურმან წყურიელმან პირი თჳსი აღაღის და ყოვლისა მისგან მახლობელისა Page of ms. O: 326v  წყლისა შერეულად სუამნ, და ყოველსა მანასა დამოეკიდებინ და ყოველსა ისარსა განუმზადის კაპარჭი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მადლმან დედაკაცისამან მხიარულ-ყვის ქმარი თჳსი და ძუალნი მისნი განპოხნის გონიერებითა თჳსითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ნიჭი უფლისა მიერ არს დედაკაცი მშჳდი და არა აბს სასყიდელ სწავლულსა მას ასულსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მადლი მადლსა ზედა არს დედაკაცი მორცხუჱ და არა ესწორების სარწმუნოსა მას ასულსა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მზჱ აღმობრწყინდის მაღლით უფლისაჲთ, ეგრეცა სამკაულ არს სიკეთე დედაკაცისა კეთილისაჲ სახლსა შინა თჳსსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
სანთელი განმანათლებელი არს ზედა სასანთლესა წმიდასა, ეგრეცა ქმნულკეთილობაჲ პირისაჲ ზედა დამტკიცებულსა მას ლანკლასა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა სუეტნი ოქროჲსანი ზედა ხარისხსა ვეცხლისასა, ეგრეცა ფერჴნი შუენიერნი დაწყობილნი ბჭეთა ზედა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ორსა ამას ზედა შეზრუნდა გული ჩემი და მესამესა ზედა გულისწყრომაჲ დიდი შემემთხჳა: კაცი მჴნჱ რაჟამს მოუძლურებულ არნ უპოვარებითა, და კაცნი გონიერნი რად შეურაცხ იქმნიან უგუნურთაგან, და კაცმან მართალმან თუ მიაქციოს მათვე ცოდვათა შემდგომად მრავალთა შრომათა. უფალმან მისცა ერი თჳსი მახჳლსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
არა განარინოს ვაჭარმან თავი თჳსი ცოდვასა, არცაღა იჴსნეს მოფარდულმან თავი თჳსი Page of ms. O: 327r  ურჩულოებისაგან.



Chapter: 27  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უდებებისათჳს მრავალთა ცოდეს და რომელთა უნებნ განმრავლების ცოდვათა, გარემიიქცინის თუალნი მისნი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაწევარსა კლდისასა დაესვის მანაჲ და შორის მიცემასა და მოღებასა ფრდისასა ღერძ ტეხილ იქმნის ცოდვაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა თუ შიშსა უფლისასა შებმა-უყონ მსთუად, ადრე დაეცნენ სახლნი მათნი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ყრასა ცხრილისასა დაშთის ნაცხრენი, ეგრეცა გამოიცხრილნიან კაცნი გონებითა თჳსითა ჟამთა მათ ზრახვისათა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჭურჭერი მეკეცისაჲ გამოცადის საჴუმილმან, ეგრეცა გამოცდაჲ ენისაჲ ზრახვითა თჳსითა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ხჱ მოსხამი ჩანნ ხილითა თჳსითა, ეგრეცა სიტყუანი ზრახვისანი _ გულსა კაცისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ზრახვადმდე ნუ აქებ კაცსა, რამეთუ ესე იგი არს გამოცდაჲ კაცისაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
შე-თუ-უდგე შენ სიმართლესა, მსთუად ეწიო მას და შთაიცუა იგი, ვითარცა სამკაული დიდებისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველი მფრინველი მსგავსსა თჳსსა თანა დაადგრის, ჭეშმარიტებამან მოქმედთავე თჳსთა მიაქციოს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ლომი ნადირსა უმზირინ, ეგრეცა ცოდვაჲ უმზირინ მოქმედსა მას უშჯულოებისასა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუაჲ მართალთაჲ ყოველსავე ჟამსა სიბრძნჱ არს, ხოლო უგუნური, ვითარცა მთოვარჱ, იცვალის.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შორის უგუნურთა ელოდე ჟამთა, ხოლო შორის მზრახვალთა აღიმსთვე. Page of ms. O: 327v 

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყჳსა თხრობაჲ ცოფისაჲ საწყინელ არს და სიცილი იგი მათი ფუფუნება არს ცოდვის.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყუათა დიდად მფუცველისათა განუქიტნიან თმანი და ლაღობაჲ იგი მათი ყურთა ჴელის-შესასხმელ არნ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
დათხევაჲ სისხლისაჲ არნ ლალვასა ამპარტავანისასა და გინებაჲ მათი _ სმენად საწყინელ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან ამხილოს ზრახვაჲ, მან წარიწყმიდოს სარწმუნოებაჲ და არა პოვოს მეგობარი შემსგავსებულად თჳსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
შეიყუარე მეგობარი და ერწმუნე მას. უკუეთუ განაცხადნე ზრახვანი მისნი, ნუღარა უკუანა ჰხედავ მას.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა წარწყმიდის კაცმან მტერი თჳსი, ეგრე წარსწყმიდე შენ მეგობრობაჲ იგი მოყუსისა შენისაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მფრინველი ჴელთა შენთა განუტევე და ვერ მოიქციო იგი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ სდევ მას, რამეთუ განგეშორა იგი შენგან და განგეშორა, ვითარცა ქურციკი საფრჴესა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ წყლულებისაჲ არს შეხუევაჲ და გინებისაჲ არს დაგებაჲ. ხოლო რომელმან ამხილოს ზრახვაჲ, მას წარუკუეთიეს სასოებაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი წამწამებნ თუალითა, იგი ნივთებნ ძჳრსა; და რომელი ჰხედავნ, განეშორის მისგან.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
წინაშე თუალთა დაგიტკბოს პირი მისი მტერმან და სიტყჳთა თჳსითა განგაკჳრვოს შენ. და უკუანაჲსკნელ პირი თჳსი განიმრუდოს და სიტყუათა შენთა გიზუელვიდეს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 328r  მრავალი შეცოდებაჲ არს, რომელი მოვიძულე და არა ვამსგავსე ამას, და უფალმანცა მოიძულნა იგინი.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან აღსტყორცოს ქვაჲ აღმართ, თავსავე თჳსსა ზედა დამოჴდეს, და წყლულებამან ზაკუვითმან განამრავლნის ბრძჳრნი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან უთხაროს მოყუასსა ჴნარცჳ, იგივე შთავარდეს მას; და რომელმან დაუგოს მახჱ, მასვე შინა შეიპყრას.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი დაჰკრებდეს მოყუასსა თჳსსა ძჳრსა, მასვე შეეგორვოდის, და არა უწყოდის, ვინაჲ მოიწიოს მის ზედა ძჳრი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
სიცილი და ყუედრებაჲ ბასრობისაჲ ამპარტავანთაჲ არს და შურისგებაჲ იგი ვითარცა ლომი უმზირდეს მათ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
მახითა შეიპყრნენ, რომელთა უხაროდის დაცემაჲ მართალთაჲ, და სალმობამან განკაფნეს იგინი სიკუდიდ მათდამდევე.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
მტერობაჲ და გულისწყრომაჲ და ესეცა არს დიდ სიბილწე და კაცნი ცოდვილნი წარწევნულ იყვნენ ამით.



Chapter: 28  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ეძიებნ სამართალსა, ღმრთისა მიერ ეწიოს, და ცოდვანი თჳსნი განკაფით განიკაფნეს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუტევე შეცოდებაჲ მოყუასსა შენსა. მაშინ თუ ილოცვიდე, მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცსა თუ კაცისათჳს ემარხოს მანკიერებაჲ, უფლისა მიერ ვითარღა ითხოვს წყალობასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცსა მას თუ მსგავსსა თჳსსა ზედა არა აქუნდეს წყალობაჲ, ცოდვათა თჳსთათჳს ვითარღა ითხოვდეს იგი მოტევებასა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
იგი თავადი ჴორციელვე არს Page of ms. O: 328v  და იცის დამარხვაჲ მტერობისაჲ, სხუამან ვინ ულხინოს ცოდვათა თჳსთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენე ჟამი აღსასრულისაჲ და კმა-ყავ მტერობაჲ, განიზრახე სიკუდილი და მოსწრაფედ დაეგე მცნებათა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენენ მცნებანი და ნუ ჰმტერობ მოყუასსა შენსა. განიზრახე აღთქუმაჲ მაღლისაჲ და განიშორე უკეთურებაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიშორე შენგან ლალვაჲ და შემცირდენ ცოდვანი შენნი, რამეთუ გულისწყრომამან გულმწყრალისამან აღადგინის ლალვაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცმან ცოდვილმან შეაძრწუნნის მეგობარნი და შორის მამშჳდებელთა შეჰრიის ენისყოფაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რავდენცა მისწუდებინ ცეცხლი, ეგოდენცა აღატყდებინ; და რავდენცა განმრავლდებინ ლალვაჲ, ეგოდენცა განემზადებინ ბრძოლაჲ. რავდენცა ძალ-უც კაცსა, ეგოდენცა ორძინ გულისწყრომაჲ. და რავდენცა არნ სიმდიდრჱ მისი, ამაღლდეს რისხვაჲ იგი მისი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴდომამან სწრაფითმან დასთხიის სისხლი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰბერო თუ ნაკუერცხალსა, აღაგზნე ცეცხლი, და დაჰნერწყო თუ, დაჰშრიტო იგი. და ესე ორივე პირისა შენისაგან გამოვალს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ცუნდრუკთა და ორენათა ერთბამად სწყევდით, რამეთუ მრავალნი მამშჳდებელნი წარწყმიდნა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ენამან სმუნვილმან მრავალნი შეარყინნა და დევნულ ქმნნა იგინი თესლითი თესლადმდე. და ქალაქნი ძლიერნი დაამჴუნა Page of ms. O: 329r  და ტაძრები მდიდართაჲ დააქცია.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ენამან ორის მეტყუელმან დედანი ნანარნი განჴადნა და უცხო-ქმნნა იგინი ნაშრომისაგან მათისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა ეგევითარი ენაჲ უყუარდეს, არა პოვოს მან განსუენებაჲ და ვერცა დაემკჳდროს იგი მშჳდობით.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ცემამან გუელისამან ყვის წყლულებაჲ, ხოლო გუემამან ენისამან შემუსრის ძუალები.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალ არიან დაცემულ პირითა მახჳლისაჲთა, ხოლო არა ეგოდენ, რავდენნი დაცემულ არიან პირითა ენისაჲთა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
სიხარულ არს, რომელი განერა მას და რომელი არა შეუდგა გულისწყრომასა თჳსსა და რომელმან არა ჰზიდა უღელსა მისსა და აპაურთა მისთა არა შეება.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უღელი მისი არს უღელი რკინისაჲ და აპაურნი რვალისანი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
სიკუდილ ბოროტ არს, სიკუდილი იგი მისი და უმჯობჱს არს მისა ჯოჯოხეთიცა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ერეოდის იგი ღმრთისმსახურთა და ცეცხლითა მისითა იგი არა შეიწუას.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რომელთა დაუტეონ უფალი, იგი შევარდენ ჴელთა მისთა და მათ ზედა აღატყდებოდის ცეცხლი და არა დაშრტეს. მოივლინოს მათ ზედა ვითარცა ლომი და ვითარცა ვეფხმან განრყუნნეს იგინი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ეკრძალე და მტკიცედ დეგ, მოიზღუდე ქუეყანაჲ შენი ეკლითა, ვეცხლი შენი და ოქროჲ შენი შეკარ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყუათა შენთა უქმენ საზომ და სასწორ და პირსა შენსა შეაბ ბჭეებ და კლიტეებ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და Page of ms. O: 329v  ეკრძალე, რამეთუ არა გიბრკუმეს და დაეცე შენ წინაშე მათსა, რომელნი-იგი გიმზირდენ შენ. რომელმან მიაგოს მადლი მერმჱ და ჟამსა დაცემისა მისისასა პოოს მან გამოჴსნაჲ.



Chapter: 29  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან ყვის წყალობაჲ, მან ავასხის მოყუასსა თჳსსა, და რომელი განჰფენდეს ჴელთა თჳსთა სარწმუნოებით, იგი იმარხავს მცნებათა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ავასხე შენ მოყუასსა ჟამსა საჴმრისასა და მერმჱ მიეც მოყუასსა ჟამსა თჳსსა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
განამტკიცე სიტყუაჲ და ერწმუნე მას. ყოველსა ჟამსა იპოოს საჴმარი იგი შენი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალნი არიან, რომელ შეჰრაცხეს სესხი, ვითარცა პოვნაჲ, და შრომა ახუედრეს მავასხებელთა თჳსთა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მი-ღა-იღებნ, აკოცებნ ჴელთა და მერმეღა სხჳსა მის ჭურჭრისა ზედა პირად-პირადსა ჴმა-იქცევნ. და ჟამსა მიცემისასა განუგრძვის ჟამი და სიტყუათაღა საწყინელთა ასმენნ მას და ჟამსა მას ვაჲთ ჰხადინ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ჯეკმა დაშურის, ძნიად ჴელთ-იდვის ზოგი ოდენ და მან ეგოდენ შეჰრაცხის, ვითარცა პოვნაჲ. უკუეთუ ვერ ჴელთ-იდვის, მაშინღა არნ, ვითარმცა სრულიად მიჰხუეჭა, და მოიპოვის იგი მტერად ცუდად. წყევაჲ და გინებაჲ დაჰკრიბის მას და დიდებისა წილ შეამთხჳის მას გინებაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალთა არა თუ სიბოროტისათჳს არა ავასხეს, არამედ ცუდ ყენებისაგან ეშინოდა. Page of ms. O: 330r 

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ მდაბლისა მის ზედა სულგრძელ იქმენ და წყალობისა ყოფასა ნუ განიგრძობ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მცნებათა მათთჳს ჴელისამპყრობელ ექმენ შენ გლახაკსა და შეაგუვე ნაკლულევანებასა მისსა და ნუ წარავლინებ მას ჴელცალიერად.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
წარწყმიდე ვეცხლი შენი ძმისა და მეგობრისათჳს შენისა და ნუ დაგესლდებინ იგი ქვათა თანა წარსაწყმედელად.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ დასდებდ შენ ფასსა შენსა, ვითარცა-იგი გამცნო შენ მაღალმან, და სარგებელ-გეყოს შენ უფროჲს ოქროჲსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შეიკრიბე შენ წყალობაჲ საუნჯესა შენსა და მან გიჴსნეს შენ ყოვლისაგან ბოროტისა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
უფროჲს ფარისა მის ძლიერისა და უფროჲს ჰორლისა მის ქველისა მფარველ-გეყოს შენ პირისაგან მტერისაჲსა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი ქველისმოქმედი თავსმდებ ექმნის მოყუასსა თჳსსა, ხოლო რომელსა წარუწყმედიენ სირცხჳლი, შუვა დაადგინის იგი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მადლსა მას თავსდებისასა ნუ დაივიწყებ, რამეთუ მან მისცა თავი თჳსი ნაცვალად შენდა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილისყოფაჲ იგი თავსმდებისაჲ დაამჴჳს ცოდვილმან და რომელ-იგი უმადლო არნ გონებითა, მზღველად დაუტევის თავსმდები იგი თჳსი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
თავსმდებებამან მრავალნი წარწყმიდნა კეთილთაგან და შეადგინნა რორინებასა ვითარცა ღელვანი ზღჳსანი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნი აღჰფხურნა ადგილობნით და შეაცთუნნა იგი ნათესავთა შორის უცხოთა. Page of ms. O: 330v 

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ცოდვილი კაცი შევარდეს თავსდებად და რომელი შეუდგნ ფასისქცევასა, შეუდგნ საშჯელსა მისსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
შეეწიე მოყუასსა შენსა, რავდენცა ძალ-გედვას, და თავსა შენსა ეკრძალევე, რაჲთა არა დაეცე.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
დასაბამი ცხორებისაჲ არს პური და წყალი და სამოსელი და სახლი, რომელმან დაუფარის სარცხჳნელი თჳსი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯობს ცხორებაჲ გლეხისაჲ სართულთა ქუეშჱ ძელისათა, ვიდრეღა-არა ჭამადსა პირად-პირადსა უცხოჲსაგან ტაბლისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდსა და კნინსა თუალით ნუ განჰზომ,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მწარედ ცხორებაჲ არს სახლითი სახლად სლვაჲ და სადაცა ჰმწირობდე, ვერ ჰპოვო კადნიერებაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰშურებოდი თუ და ჰრუდუნებდე ცუდად და ზედაღა მას ყოველსა გესმოდის ძჳრი,

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
გრქუას შენ: წარჴედ და განმიმზადე ტაბლაჲ, მწირო, და ჴელითა შენითა მაჭამებდ მე.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდეგ, მწირო, და გამოვედ, მომიჩუენე სახლი, რამეთუ სტუმრად მომივალს ძმაჲ ჩემი და სახლი იგი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მძიმე არს ესე კაცისა, რომლისა თანა იყოს გონებაჲ, წინვაჲ სახლისაჲ, ყუედრებაჲ სესხებისაჲ.



Chapter: 30  
შვილთათჳს


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა უყუარდეს შვილი თჳსი, გულს-იდგინოს გუემაჲ მისი, რაჲთა იხარებდეს სრულებასა მისსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან განისწავლოს შვილი თჳსი, შეიძინოს იგი და შორის მეგობართა თჳსთა იქადოდის.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მო-ღათუ-კუდეს მამაჲ მისი, რეცა თუ არა მოკუდეს, რამეთუ დაუტევა მან Page of ms. O: 331r  თჳსი მსგავსი სოფელსა შინა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხორებასა შინა მისსა ჰხედვიდა და იხარებდა და აღსასრულსა მისსა არა შეიჭუვნა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
შორის მტერთა დაუტევა მან შურისმგებელი და მეგობართა მისთა მომგებელი მადლისაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ჰფუფუნებდეს შვილსა თჳსსა, შეუხუევს წყლულებათა მისთა, და ყოველსავე ჴმასა შეუძრწუნდის ნაწლევი მისი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხენი უმწყი გამოჴდის ფიცხლად და შვილი აღტევებულად პოხილი გამოჴდის უსწავლელად.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰფუფუნებდე თუ შვილსა, დაგაკჳრვოს შენ, და ჰლაღობდე თუ, შეგაჭუვნოს შენ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ეცინი მას, რაჲთა არა გელმოდის თანა და უკუანაჲსკნელ იღრჭენდე კბილთა შენთა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ სცემ მას ჴელმწიფებასა სიჭაბუკესა მისსა და ნუცა უგულებელს-ჰყოფ უნასთა უკეთურებისა მისისათა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შეკეცენ გუერდნი მისნი, ვიდრე იყოსღა ყრმა. ნუუკუე განფიცხნეს და ურჩ გექმნეს და გულს სალმობელ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
განსწავლე შვილი შენი და შუენიერ იყო მის თანა, რაჲთა არა გინებულებითა მით მისითა შენცა სცთე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
უმჯობეს არს გლეხი ცოცხალი, რომელი ერეოდის სახესა თჳსსა, ვიდრეღა-არა მდიდარი ძჳრ-ძჳრად გუემული გუამითა თჳსითა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
სიცოცხლჱ და სახეკეთილობაჲ უმჯობჱს არს ყოვლისა კეთილისა ოქროჲსა და სიცოცხლე ჴორცთაჲ, ვიდრეღა არა სიმდიდრესა გარდარეულსა. Page of ms. O: 331v 


ჭამადთათჳს


Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
არა სიმდიდრჱ უმჯობეს არს სიცოცხლესა ჴორცთასა და არცა სხუაჲ სიხარული უფროჲს არს სიხარულსა გულისასა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯობს სიკუდილი ცხორებასა მწარესა და განსუენებაჲ მსთუადი სენსა მას განგრძობილსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილი თუ დაზჳნულ იყოს წინაშე პირსა დაჴშულსა, განმზადებაჲ ჭამადთაჲ სამარესა ზედა

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ესოდენ სარგებელი არს, ვითარ-იგი საკუერთხი დაგებული კერპთაჲ, რამეთუ არცა ჭამის და არცა იყნოსის. და მიიღის მან მსახურმან სასყიდელი უშჯულოებისაჲ, ეგრეცა რომელი იდევნოს უფლისა მიერ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰხედვიდეს თუალითა თჳსითა და სულთ-ითქუმიდეს, ვითარცა საჭურისმანღა შეიტკბის ქალწული და კუნესინ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მისცემ ზრუნვად სულსა შენსა, ნუცა აჭირებ ზრახვითა თავსა შენსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
სიხარული გულისაჲ არს ცხოვრებაჲ კაცისაჲ და დღეგრძელებაჲ კაცისაჲ არს მხიარულებაჲ ცხორებისა მისისაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
შეიტყუევდ თავსა შენსა და ნუგეშინის-ეც გულსა შენსა და გულისსიტყუაჲ განიშორე შენგან. რამეთუ მრავალნი არიან, რომელნი მოუწყუედიან ზრახვასა და არაჲ სარგებელ არს მისგან.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
შურმან და გულისწყრომამან მოუკლიან დღეთა და ჟამის წინა ზრუნვამან შეამთხჳის სიბერე. Page of ms. O: 335r  მხიარულმან გულმან და უხუმან იცინ ღუწოლაჲ ჭამადთაჲ.



Chapter: 31  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უძილებამან სიმდიდრისამან განადნვის ძუალნი და ზრუნვამან მისმან განაყენის ძილი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისსიტყუამან უძილებისამან მიუღის რული, სნეულებამან მძიმემან განაღჳძის ძილი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
დაშურა მდიდარი იგი შეკრებითა მით ფასისაჲთა და განსუენებასა მისსა განძღა იგი ფუფუნებითა მისითა. Page of ms. O: 335v 

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
დაშურა უპოვარებითა გლახაკი იგი ცხორებისა თჳსისაჲთა და განსუენებასა მისსა ჴუებულ იქმნა იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა უყუარდეს ოქროჲ, არა განმართლდეს, და რომელი მიუდგეს განსაჴრწნელსა, მითვე განძღეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალნი მიეცნეს დაცემად ოქროჲსა ძლით და შეიქმნა წარსაწყმედელი მათი წინაშე პირსა მათსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ხჱ საცთურისაჲ არს მათ თანა, რომელნი კერპობენ მას ქუეშჱ; და ყოველივე უგუნური შეიმუსროს მას შინა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ნეტარ არს მდიდარი, რომელი იპოვა უბიწოდ და კუალსა ოქროჲსასა არა შესცთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინმე არს იგი? დავნატროთ მას, რამეთუ ყო საკჳრველი შორის ერსა მისსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ არს, რომელი გამოიცადა მას შინა და სრულ იპოვა იგი? და იყოს იგი ჩუენდა სიქადულ; ვის უნდა თანაწარსლვაჲ მისი და არა წარჰჴდა და საქმჱ ცოდვისაჲ არა ქმნა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
დამტკიცებულ იყვნენ კეთილნი იგი მისნი მის თანა და წყალობასა მისსა უთხრობდეს ერი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ ტაბლასა ზედა მდიდარსა დაჯდომილ ხარ, ნუ აღაღებ პირსა შენსა ნაყროვანებად და ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ მრავალ ძეს მას ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენე, ვითარ ბოროტ არს თუალი უკეთური. თუალისა უბოროტჱს რაჲმე არს დაბადებულთა შინა ღმრთისათა? ამისთჳსცა ყოველთა პირთა უპირატჱს ცრემლოვინ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს რასა მიჰხედოს მაგან, შენ ნუ გუ/ლი Page of ms. O: 336r  აღგიცხრებინ მის თანა მიყოფად პინაკსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გულისხმა-ყავ მოყუასი შენი თავით შენით, ყოვლითა ჯერითა განიზრახე შენ

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მაშინ ვითარცა კაცმან რაჲ-იგი დაგიგოს, შენ ჭამე და ნუ ორითა იცოხნი, რაჲთა არა საძულელ იქმნე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
პირველად შენ დააცადე სწავლულებისათჳს და ნუ იანგაჰრებ, რაჲთა არა სცთე.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ წარჰყოფ ჴელსა შენსა პირველად მათსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარღა კეთილ არს კაცისა სწავლულისა მცირედი იგი და ცხედართა მისთა ზედა ძენ და ექუნ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ძილი სიცოცხლისაჲ მუცელსა ზედა მცირესა აღდგა განთიად და გონებაჲ მისი მის თანა. სალმობაჲ უძილებისაჲ და რისხვაჲ დაუდნობელობისაჲ და წერტაჲ წელთაჲ კაცისა თანა უძღებისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ იიძულე ჭამადთა მათ შინა შენთა, აღდეგ და განისუენე.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე, შვილო ჩემო, და ნუ შეურაცხ-მყოფ მე და აღსასრულსა ჰპოვნე სიტყუანი ესე ჩემნი: ყოველთა საქმეთა შენთა იყავ მკჳრცხჱ და ყოველი სნეულებაჲ შენ არა შეგეხოს.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
პურად უხჳ აკურთხონ ბაგეთა და წამებაჲ სიკეთისაჲ არნ სარწმუნო.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
პურად ძჳრსა უდრტჳნავნ ქალაქი და წამებაჲ სიბოროტისა მისისაჲ არნ გულითად.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ღჳნოსა ზედა ნუ ჰმამაკაცობ, რამეთუ მრავალნი წარწყმიდნა ღჳნომან.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძმედთა გამოცადნიან Page of ms. O: 336v  პირნი მახჳლთანი წდობითა, ეგრეცა ღჳნომან გულნი ამპარტავანთანი ლალვასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
სწორ ცხორების არს ღჳნოჲ კაცთაჲ, სუმიდეს თუ ვინმე წესიერად. რაჲ ცხორებაჲ არს ნაკლულევანთა ღჳნითა, რამეთუ იგი დაბადებული არს სიხარულად კაცთა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
მხიარულად გულისა და სიხარულად სულისა, რომელმან სუას ღჳნოჲ საზომით.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმწარჱ სულისა არს, რომელმან გარდარეულად სუას ბაძვითა და ჴდომითა,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
განმრავლდის მთრვალობაჲ უგუნურთაგან, მოაკლდის ძალი და დაჰკრიბის წყლულებაჲ წყლულებასა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ღჳნისა სუმასა შინა ღჳნითა ნუ აყუედრებ მოყუასსა შენსა, ნუცა საკიცხელ-ჰყოფ მას საშუებლითა შენითა, სიტყუასა ყუედრებისასა ნუ ეტყჳ მას და ნუცა აჭირვებ მას სესხის მოჴდასა შენსა.



Chapter: 32  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
წინამძღურად თუ დაგადგინებდენ, ნუ განჰლაღნები, არამედ იქმენ შენ მათ თანა, ვითარცა ერთი მათგანი. განიზრახე პირველად მათთჳს და მაშინღა დაჯედ პურად.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველი საჴმარი შენი აღესრულოს. მაშინღა ინაჴ-იდგ და მადლითა შუენიერებისაჲთა მოიღო გჳრგჳნი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
იტყოდე, მოხუცებულო, რამეთუ შეგაშუს შენ განმტკიცებულითა გონებითა, ნუ ლაღობითა სიღოდისაჲთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
სადა სმენისა ჟამი იყოს, მუნ ნუ განაგრძობ რისხვასა და ცუდად ნუ ჰჴელოვნებ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალი კარქიდონისაჲ Page of ms. O: 337r  სამკაულსა ოქროჲსასა შთასასუმელი, გამორჩევაჲ მემღერთაჲ შუენიერი ღჳნის სუმასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ოქროჲთა ლესულსა შთასასუმელი თუალი ზმარაგდონი, ჴმაჲ იგი ტკბილი სუმასა ღჳნისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ეტყოდე: ჭაბუკო, საჴმარსა მას შენსა, რაჟამს ორგზის გინათუ სამგზის გკითხოს შენ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
თავ-უყავ სიტყუაჲ იგი შენი მცირედი და მრავალთა სიტყუათა ზედა იყავ შენ ფრიად მეცნიერი და მუნქუეს ოდენ მდუმარი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
შორის მდიდართა ნუ ესწორები და სადა მოხუცებულნი იტყოდიან, მუნ ნუსადა ჰზრახავ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ქუხილის წინა ისწრაფის ელვამან და მორცხუესა წინა უძღჳნ მადლი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ჟამსა განიღჳძე და ნუ დაიმცხუედებ. მიიწრაფე სახიდ შენდა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ უდებ-ჰყოფ. მუნ იმღერდი და ყავ ნებაჲ შენი და ნუ ცოდვით და ნუცა სიტყჳთა ამპარტავანებისაჲთა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველსავე ჯერსა აკურთხევდ შემოქმედსა შენსა და რომელმან დაგათრვოს შენ კეთილთაგან მისთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა ეშინოდის უფლისა, ერჩდეს სწავლულებასა, და რომელთა აიმსთონ მისა, პოვონ მათ სათნოებაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი ეძიებდენ შჯულსა, აღივსნენ მით და რომელნი ძმაცვულობდენ, შესცთენ მას.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მოშიშთა უფლისათა პოონ სამართალი და სიმართლენი მათნი ვითარცა სანთელნი გამობრწყინდენ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი ცოდვილი ერიდებინ შეტყუებასა და ნეფსით თჳსით პოვის განკითხვაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცმან განმგულებელმან Page of ms. O: 337v  არა შეურაცხ-ყვის ზრახვაჲ უცხოქმნული იგი და ამპარტავანი არა ზრახავნ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
განუზრახველად ნურას იქმ, რაჲთა საქმისა მის შემდგომად არა ინანდე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
გზასა მას საცთურისასა ნუ ხუალ და არა დაჰბრკოლდე ქვოანსა მას უგზოსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ გრწამნ გზაჲ იგი წრფელი

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და შვილთა შენთაგანცა ეკრძალევე.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა შინა საქმეთა შენთა სარწმუნო-ეყავ სულსა შენსა. რამეთუ ესე იგი არს დამარხვაჲ მცნებათაჲ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი სარწმუნო არნ შჯულსა, ეკრძალებინ მცნებათა, და რომელი ესვიდეს უფალსა, არასადა მოაკლდეს კეთილი.



Chapter: 33  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მოშიშთა უფლისათა არა შეემთხჳოს ბოროტი და შე-ღათუ-ვარდეს განსაცდელსა, გან-ვე-არინოს იგი უფალმან.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცმან ბრძენმან არა მოიძულოს შჯული, ხოლო მზაკუვარი მას თანა, ვითარცა ნიავქარსა შინა ნავი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცსა გონიერსა ჰრწამნ შჯული და შჯული იგი მას სარწმუნო ექმნის.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
განჰმზადე სიტყუაჲ და ეგრეცა სასმენელ იყოს, განაწყვე გონებაჲ და მაშინღა მიუგე სიტყუაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ურმის თუალი არს ნაწლევი ცოფისაჲ და ვითარცა ურმის ღერძი, იქცევის ზრახვაჲ იგი მისი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ცხენი მტრიობალი არს მეგობარი მბასრვალი ყოველსავე ზედამჯდომელსა უჴჳვინ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲსათჳს დღჱ დღესა მოშჯობნ და ყოველი ნათელი წელიწადთაჲ მზისაგან არს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მეცნიერებითა უფლისაჲთა განისწავლნეს და Page of ms. O: 338r  აქცინა ჟამნი დღესასწაულნი. ღამჱ დღესა განაშოვრა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათგანნი აღამაღლნა, ადიდნა და განწმიდნა და მათგანნივე დასხნა რიცხუად დღეთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცი ქუეყანისაგან შექმნა და მიწისაგან დაებადა ადამი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავლითა სწავლითა განსწავლა იგი ღმერთმან და გარე-მოაქცინა გზანი მათნი

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათგანნი აკურთხნა და აღამაღლნა და მათგანნი განწმიდნა, და თჳისა თავისა მახლობელ ყვნა და მოაქცივნა იგინი სადგურით მათით. მათგანნი წყევნა და დაამდაბლნა იგინი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა თიჴაჲ მეკეცისაჲ ჴელთა მისთა არნ საქმედ მისა, ეგრეცა კაცი ჴელთა ღმრთისა შემოქმედისა თჳსისათა მიგებად მათა მსგავსად შჯულისა მის თჳსისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მჴდომად ბოროტისა კეთილი და მჴდომად სიკუდილისა ცხორებაჲ, ეგრეცა მჴდომ არს ღმრთისმსახურთა ცოდვილი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრე მიჰხედე შენ ყოველთა საქმეთა მაღლისათა. ორ-ორი ერთი-ერთისა მჴდომ არს.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე უკუანაჲსკნელ განვიღჳძე და დავიმკჳდრენ იგინი, ვითარცა და[სა]ბამითგან.* Page of ms. O: 331v  მე ვითარცა მეკუფხლჱ შე/მდგომად Page of ms. O: 332r  მსთულებელთა,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
კურთხევასა უფლისასა მივიწიფე და ვითარცა მესთულემან აღვავსე საწნეხელი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
განიგულეთ, რამეთუ არა ჩემთჳს ვშუერ, არამედ ყოველთა, რომელნი ეძიებენ სიბრძნესა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი მთავართა მაგათ ერისათა და წინამძღუარნი ეგე თესლებისანი მერჩდით მე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილსა და ცოლსა, ძმასა და მეგობარსა ნუ სცემ ფლობასა შენ ზედა ცხორებასა შენსა და ნუ მისცემ უცხოთა ფასსა შენსა, რაჲთა არა ინანდე და უკუანაჲსკნელ მიექცე მათვე, ექენებოდი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრე ცოცხალღა ხარ და სულნი შიდა გიდგან, ნუ ასხურებ თავსა შენსა ყოველსა ჴორციელსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უმჯობჱს არს შენდა შვილი თუ გილოცვიდენ, ვიდრეღა არა შე-თუ-ჰხედვიდე ჴელთა შვილთა შენთასა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა საქმეთა შენთა იყავ გარდამმატებელ და ნუ შეამთხუევ ბიწსა დიდებულებასა შენსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
დღეთა მათ აღსასრულისა შენისათა, დღეთა ცხორებისა შენისათა მიმოდაუყავ სამკჳდრებელი შენი:

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
საჭმელი და კუერთხი, ტჳრთი _ ვირსა, პური და სწავლაჲ და საქმჱ _ მონასა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰპოვო განსუენებაჲ. მი-თუ-უშუა ჴელთა მისთა, მუნქუესვე გთხოვდეს იგი თავისუფლებასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
უღელმან და ღუედმან ქედნი ამპარტავანთანი მოდრიკნიან და მონასა ძჳრისმოქმედსა _ კრულებამან და Page of ms. O: 332v  გუემამან.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
შეადგინის იგი საქმესა, ვითარცა აშუნდეს, რაჲთა არა ცალიერად დგეს. რამეთუ მრავალნი არიან უკეთურებანი იგი, რომელ ასწავნა ცალიერებამან.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაადგინე იგი საქმესა, ვითარცა აშუნდის მას. უკუეთუ არა გერჩდეს, განამრავლენ ტანჯვანი მისნი, რაჲთა არა უდებ იყოს იგი ჴორცთა მისთა ძლით.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და სამართლისა გარეშჱ ნურას ჰყოფ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ერთ თუ მონა გესუას, ყავ შენ იგი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ სისხლითა შენითა მოგიგიეს იგი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
მონაჲ თუ გესუას, იპყარ იგი, ვითარცა ძმაჲ, და თავი შენი ჴუებულ არს მისგან.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ აჭირვებდე შენ მას, აღდგეს და წარგივიდეს, რომელსა გზასა ვერ მოიძიო იგი.



Chapter: 34  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ამაო არს სარწმუნოებაჲ და ცრუ კაცისა უგუნურისაჲ, და სიზმართა აღაფრინნიან უგუნურნი.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცამცა ვინ შეიპყრობდა აჩრდილსა და სდევდა ქართა, ეგრეთ არს, რომელი შეუდგეს სიზმართა და თქუას: ესე რაჲმე არს და იგი რაჲმე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩუენებანი სიზმართანი არიან, ვითარცა უჩუენებნ პირსა პირისა მსგავსსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲ არს, რომელი განწმიდნების არაწმიდებისაგან ანუ ტყუვილისაგან რაჲმე სიმართლჱ არს?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მისნობანი და სიზმარნი ამაო არიან და ვითარცა სალმობათა დედაკაცისა შობადისათა სხუად და სხუად ეოცებინ გონებასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ არა უფლისა მიერ მოვ/ლინებულ Page of ms. O: 333r  იყოს მოხილვაჲ, შენ ნუ მისცემ მას გულსა შენსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მრავალნი არიან, რომელნი შეიტყუვნა სიზმარმან და დაეცნეს იგინი სასოებისაგან მათისა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
უტყუველად აღესრულების შჯული და სიბრძნე პირითა მეცნიერთაჲთა აღესრულის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცმან განზმნულმან გულისხმა-ყვის ყოველი და რომელი მრავლითა მით გამოცდილ არნ, იგი უთხრობნ გონებასა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაჲმე უწყინ. რამეთუ რომელი-იგი განზმნულ არნ, განამრავლის მეცნიერებაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალი ვიხილე მე ცხორებასა ჩემსა შინა და უმრავლჱს არიან ჩემ თანა სიტყუანი ამათ გონებათანი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალგზის სიკუდიდმდე ვიჭირვოდე და განვერი ამათ ჯერთაგან.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
სულნი მოშიშთა მათ უფლისათანი ცხონდენ, რამეთუ სასოებაჲ მათი არს მაცხოვრისა მიმართ მათისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა ეშინოდის უფლისა, სხჳსა არაჲს ეშინოდის და არა მომედგრდეს, რამეთუ უფალი თავადი არს სასო მისა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელსა ეშინოდის უფლისა, ნეტარ იყოს სულისა მისისა, სხუასა ვერ ჰხედავს ანუ ვინ არს მისა დამამტკიცებელ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა მფარველ არს სიმტკიცის დამამტკიცებელ ძლიერად, საგრილ არს სიცხისაგან და საფარველ დღჱ საშოვალსა, სასო არს საცთურისაგან და შეწევნად დაცემისაგან.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
აღუმაღლნის სულნი და Page of ms. O: 333v  განუნათლნის თუალნი, მისცის კურნებაჲ, ცხორებაჲ და კურთხევაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მსხუერპლნი იგი სიცრუვისანი შესაწირავად სარგებელ არიან და ძღუენი უშჯულოჲ არა შეიწიროს უფალმან.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
არა სათნო-იყვნეს მაღალმან მსხუერპლნი იგი უღმრთოთანი, არცა მრავლითა შესაწირავითა მათითა მიუტევნეს ცოდვანი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ვინმე დაუკლვიდა ძესა მამასა თჳსსა, ეგრე არს, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ფასითა გლახაკთაჲთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
პურითა ჴუებულებისაჲთა არს ცხორებაჲ იგი გლეხთაჲ და რომელი მოჰხუეჭდეს მათ, იგი არს კაცი მოსისხლჱ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მკლველ არს მოყუსისა, რომელმან განჭრნეს ცოლ-ქმარნი; და მოსისხლეთა თანა შერაცხილ არს იგი, რომელმან მოჰკუეთოს სასყიდელი მორეწესა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ერთი თუ აშჱნებდეს და ერთი დაარღუევდეს, რაჲმე სარგებელ არს, არამედ უფროჲს შრომა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ერთი თუ აკურთხევდეს და ერთი სწყევდეს თუ, აწ უკუე ვისიმე ჴმაჲ ისმინოს მაღალმან?

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი განიბანოს მკუდრისაგან და მერმე მასვე შეეხოს, რაჲმე სარგებელ-ეყოს განბანაჲ იგი მისგან?

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა კაცი, რომელი იმარხვიდეს ცოდვათა მისთა ზედა და მერმე მივიდეს და მასვე იქმოდის, ლოცვაჲ იგი მისი ვინმე შეისმინოს ანუ რაჲმე სარგებელ არს და/მდაბლებაჲ Page of ms. O: 334r  იგი მისი?



Chapter: 35  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან დაიცვეს შჯული, მან განამრავლოს მსხუერპლი და შესწირავს მსხუერპლსა ცხორებისასა, რომელი ეკრძალებოდის მცნებათა;

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი მიაგებს მადლსა, იგი შესწირავს სამინდოსა, და რომელი ჰყოფს წყალობასა, იგი შესწირავს მსხუერპლსა ქებისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სათნო არს უფლისა განშორებაჲ ბოროტისაჲ, და მიტევება არს ცოდვათა განშორებაჲ სიცრუვისაგან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ეჩუენები პირსა უფლისასა ჴელცუდად, რამეთუ ესე ყოველი მცნებათა მათთათჳს არს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მსხუერპლმან მართლისამან განაპოხის შესაწირავი და სული იგი სულნელებისაჲ აღჴდის წინაშე მაღლისა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მსხუერპლი მართლისა კაცისაჲ შეწირულ იყოს და საჴსენებელი მსხუერპლისა მისისაჲ არა დაივიწყოს.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
თუალითა უხუებისაჲთა ადიდე უფალი და ნუ შეურაცხ-ჰყოფ პირველსა მას ჴელთა შენთასა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველსა საცემელსა ზედა მხიარულ იყავნ პირი შენი და სიხარულით ამსახურე მეათჱ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მიაგე მაღალსა ნიჭისა მისთჳს და თუალითა მხიარულითა მიეც, რაჲცა გეპოოს ჴელსა შენსა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მიმგებელ არს და შჳდ წილად მოგაგოს შენ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ჰქრთამობ და შესწირავ, რამეთუ არა შეიწიროს, და ნუ გულსა შეაპყრობ მსხუერპლსა სიცრუვისასა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უფალი მსაჯულ არს და არა არს თუალთხუმაჲ მის წინაშე დიდებასა კაცთასა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
არავის თუალ-ახუნის Page of ms. O: 334v  გლახაკსა და ლოცვაჲ ვნებულისაჲ ადრე შეისმინის.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
არა უგულებელს-ყოს ლოცვაჲ იგი ობლისაჲ და არცა ქურივისაჲ, რაჟამს განჰფინნის ლოცვანი წინაშე მისსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
არა ცრემლნი იგი ქურივისანი დამოსდიედ ნიკაფსა მისსა და დამოდინებაჲ შესთქრეს დამომადინებელთა მისთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ჰმსახურებდეს სათნოებით, შეწირულ იყოს და ლოცვაჲ მისი ღრუბლადმდე მიიწიოს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ლოცვამან მდაბლისამან ღრუბელნი განვლნა და ვიდრე მიწევნადმდე არა დაცხრეს

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა გარე-მოიქცეს, ვიდრემდის იძიოს მაღალმან და საჯოს სიმართლით და ყოს სამართალი თავადმან უფალმან.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა ყოვნოს და არცა მიუტევოს მათ მაღალმან,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრემდის შემუსრნეს ქედნი უწყალოთანი და შორის წარმართთა მიაგოს შურისგებაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრემდის აღიჴოცოს შურისგებაჲ სიმრავლჱ იგი ამპარტავანთაჲ და კუერთხი იგი ჴელმწიფებისაჲ უკეთურთაჲ შემუსროს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრემდის მიაგოს კაცად-კაცადსა მსგავსად საქმეთა თჳსთა და საქმეთაებრ კაცთა და ზრახვათა მათთაებრ მიაგოს.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიდრემდის მიახოს შჯული ერისა თჳსისაჲ და ახაროს მათ წყალობითა თჳსითა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შუენიერ არს წყალობაჲ ჟამსა ჭირისასა, ვითარცა ღრუბელი წჳმისაჲ ჟამსა გუალვისასა.



Chapter: 36  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მიწყალენ ჩუენ, უფალო ღმერთო ყოველთაო, და მომხედენ ჩუენ, Page of ms. O: 335r  მოჰფინე შიში შენი ყოველთა ზედა წარმართთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღე ჴელი შენი ყოველთა ზედა უცხოთესლთა და იხილონ ძლიერებაჲ შენი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მათ წინაშე იდიდე ჩუენ ზედა, ეგრეცა ჩუენ წინაშე განძლიერდი მათ ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და გიცნან შენ მათ, ვითარცა ჩუენ გიცანთ შენ, რამეთუ არა არს ღმერთ შენსა გარეშჱ, უფალო.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
განაახლენ საკჳრველებანი და მოაქციე სასწაულები, ადიდე ჴელი შენი და მკლავი მარჯუენაჲ შენი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
განაღჳძე გულისწყრომაჲ და დასთხიე რისხვაჲ, მოსპე მტერი იგი და აღჴოცე მჴდომი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ისწრაფე ჟამი და მოიჴსენე დღჱ იგი საშჯელისაჲ და მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა სიმდიდრისა შენისათა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რისხვითა მით ცეცხლისა მისისაჲთა შემუსროს არაგანსარინებელი იგი მტერი; და რომელნი-იგი აჭირვებდენ ერსა მას შენსა, პოვონ წარსაწყმედელი განრყუნისა მათისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
შემუსრე თავები მტერთაჲ, რომელნი იტყოდეს: არავინ არს ჩუენსა გარეშჱ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
შეკრიბე ყოველი ნათესავი იაკობისი.* Page of ms. O: 338r 

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო, შეიწყალე ერი შენი, რომელ ჩინებულ არს სახელისა შენისა, ისრაელი, რომელ პირმშოსა მას ამსგავსე.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შეიწყალე ქალაქი სიწმიდისა შენისაჲ იერუსალემი და ადგილი განსასუენებელისა მის შენისაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
აღავსე სიონი აღებად სიტყუათა მათ შენთა,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღადგინენ წინაწარმეტყუელნი სახელისა შენისათჳს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიეც Page of ms. O: 338v  სასყიდელი, რომელთა დაგითმონ შენ და წინაწარმეტყუელნი სარწმუნო იყვნენ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
შეგესემინ, უფალო, ლოცვაჲ მსახურთა შენთაჲ კურთხევისა მისებრ აჰრონისა ერისა თჳსისა,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა გულისხმა-ყონ ყოველთა, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ხარ უკუნისამდე.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველი ჭამადი დაადნვის მუცელმან და არნ ჭამადი უმჯობჱს ჭამადისა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
სასამან გამოიცადის გემოჲ ჭამადისაჲ ნადირთაჲ, ეგრეცა გულმან გონიერმან სიტყუანი გონიერებისანი და ჭეშმარიტებისანი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
გულმან გულარძნილმან შეამთხჳის ჭუვილი. კაცმან გამოცდილმან მიაგოს მას.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველმან მამაკაცმან შეიმთხჳის დედაკაცი და დედაკაცი დედაკაცსა უმჯობჱს არნ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
სიკეთემან დედაკაცისამან მხიარულ-ყვის პირი და ყოველსა გულისსათქუმელსა კაცთასა ჰმატს.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
იყოს-ღათუ ენასა მისსა წყალობა და მშჳდობა, არა არს ქმარი მისი მსგავს ძეთა კაცთა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან მოიპოვა დედაკაცი გონიერი, უწყიეს მას მოგებაჲ ცხორებისაჲ შემწედ მისა და სუ[ე]ტად განსასუენებელად.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
სადა არა ახნ ზღუდჱ, მუნ მიმოდაიტაცის ნაყოფი, და სადა არა არნ დედაკაცი, მუნ კუნესიედ ვითარცა ცთომილნი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ვის ჰრწამნ მარტოჲ ავაზაკი, რომელი იცვალებინ ქალაქითი ქალაქად?

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა კაცი, რომლისა არა იყოს თჳსი ბუდჱ და დადგრომილ, სადაცა დაუღამნის.



Chapter: 37  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველმან მეგობარმან თქუას: Page of ms. O: 339r  მეცა ვმეგობრებ. ხოლო არს მეგობარი, რომელი სახელად ხოლო მეგობარ არს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა არს ჭუვილი მისი სიკუდიდმდე, მოყუასი და მეგობარი, რომელნი გარდაიქციან მტერად.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
უკეთურო ზრახვაო, ვინაჲ შემოჰგორევდი დაფარვად ჴმევისა ზაკუვით.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობარი მეგობარსა თანა იშუებნ და ჟამსა მას ჭირისასა აღუდგის მჴდომად.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს მეგობარი, რომელი იჭვინ მუცლისათჳს და დღესა მას ბრძოლისასა არა აღიღის ფარი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ დაივიწყებ მეგობარსა თავით შენით და ნუ უჴსენებელ-ჰყოფ მას ფასთა შინა შენთა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველმან მზრახვალმან გამოიღის ზრახვაჲ, ხოლო არნ მზრახვალი, რომელი თავისა თჳსისათჳს ხოლო ზრახავნ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მზაკუვართაგან მზრახვალისა დაიცევ თავი შენი და პირველად გულისხმა-ყავ, რაჲ-იგი უჴმს, რამეთუ თავით თჳსით ზრახავს. ნუუკუე შეგაცთუნოს შენ ალაგთა

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და გეტყოდის: კეთილ არს გზაჲ ეგე შენი. და დაგიდგეს შენ წინა ხილვაჲ, რაჲ-ძი ძჳრი წარგჴდეს შენ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ ჰზრახავ ქუეგანხედვარისა შენისა თანა და მოშურნეთა შენთათჳს დაფარე ზრახვაჲ შენი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ აზრახებ კაცსა უღმრთოსა ღმრთისმსახურებისათჳს, ნუცა ცრუსა სიმართლისათჳს, ნუცა კაცსა გულმედგარსა ღუაწლისათჳს, ნუცა კაცსა შორიელსა Page of ms. O: 339v  გარდაქცევისა საფარდულისათჳს, ნუცა კაცსა მომფრდელსა განსყიდისათჳს, ნუცა კაცსა თუალბოროტსა მადლიერებისათჳს, ნუცა კაცსა უწყალოსა სახეტკბილობისათჳს, ნუცა კაცსა მცონარსა საქმისათჳს, ნუცა კაცსა მორეწესა სასყიდლისათჳს მიცემისა, ნუცა მონასა მედგარსა მრავლისა საქმისა ბრძანებისათჳს. ამას ყოველსა ნუ გულსა შეაპყრობ ყოვლისათჳს ზრახვისა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ყოვლისათჳს კაცისა მიმართ ღმრთისა იმაწენ ზრახვაჲ შენი უფროჲს, რომლისა გულითად უწყოდი, ვითარმედ იმარხნეს მცნებანი, რომლისა გონებაჲ შემსგავსებულ იყოს გონებასა შენსა. და-თუ-ეცემოდი, ელმოდის შენ წილ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ზრახვაჲ გულისა შენისაჲ იყავნ მის თანა, რამეთუ არავინ გივის შენ უსარწმუნოეს მისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გონებაჲ კაცისაჲ უმახლობელჱს არს, ვიდრე შჳდი ებგური, რომელნი სხენ მაღალთა ზედა ებგურად.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამას ყოველსა ზედა ევედრებოდე მაღალსა, რაჲთა განგიგნეს ჭეშმარიტებით გზანი შენნი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
დასაბამ ყოველთა საქმეთა სიტყუაჲ არს და მძღუარ ყოვლისა საქმისა ზრახვაჲ არს,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ალაგნი იგავთანი _ გული. რამეთუ ოთხი ჯერი აღმოსცენდების მისგან:

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
კეთილი და ბოროტი, ცხორებაჲ და სიკუდილი, და ჴელმწიფჱ მათ ზედა ენაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
არს კაცი ღრმად მეცნიერი მრავალთა მასწავლელ და თავისა თჳსისა უჴმარ არს იგი. Page of ms. O: 340r 

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და არს კაცი სიტყუაჴელოვნებითა, საძულელ იქმნის ესე ყოვლისაგან და სიბრძნისაგან ნაკლულევან არს;

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა მოცემულ არს მისა მადლი უფლისა მიერ და ყოვლისაგან გონებისა ნაკლულევან არს.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
არს ბრძენ, რომელი თავისა თჳსისათჳს არნ და ნაყოფი გონიერებისა მისისაჲ პირისა მისისაგან არნ სარწმუნო.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი გონიერი აღივსოს კურთხევითა და ჰნატრიდენ მას ყოველნი, რომელნი ჰხედვიდენ მას.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხორებაჲ კაცისაჲ რიცხჳთ არს და დღენი უფლისანი ურიცხუ არიან.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი ბრძენ არს, ერსა შორის თჳსსა დაიმკჳდრის მან დიდებაჲ და სახელი მისი ეგოს უკუნისამდე.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, ცხორებასა შენსა გამოიცადე თავი შენი და იგულე, რაჲ არს ბოროტი იგი მისი, და ნუ შეამთხუევ მას,

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ არა ყოველი ყოვლისა სარგებელ არს და არცა ვის ყოველი ყოვლითა სათნო ეყვის.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ იანგაჰრებ შენ ყოველსა შინა ფუფუნებასა და ნუ გარდაიქცევი შენ პირად-პირადითა საჭმლითა,

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მრავალსა ჭამადსა შეჰყვის სალმობაჲ და უძღებაბამან აღუძრის მალასი.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ანგაჰრებითა მრავლითა მრავალნი მოსწყდეს, და რომელი ეკრძალოს მას, შესძინოს ცხორებასა.



Chapter: 38  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
თავ-უყავ მკურნალსა საჴმარებისა მისისათჳს, რამეთუ იგიცა უფალმანვე დაჰბადა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ კურნებაჲ მაღლისა მიერ არს და მეფეთაგან მიიღის მან ნიჭი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სიჴელოვნემან მკურნალისამან Page of ms. O: 340v  აღუმაღლის სახელი და წინაშე მდიდართასა იდიდის.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ღმერთმან დაჰბადა წამალი ქუეყანისაგან კურნებისაჲ და კაცსა გონიერსა არა ეწყინებინ იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ძელისა მისგან რაჲ დაემტკიცნეს წყალნი, რაჲთა საცნაურ იყოს ძლიერებაჲ მისი,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და თავადმან კაცთა მისცა მეცნიერებაჲ, რაჲთა იდიდოს საკჳრველებითა თჳსითა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მით განკურნა და მოსპო სალმობაჲ. საცხებელი მგბოლველთაჲ მათ ამითვე შეიზავნიან საცხებელნი მათნი,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამათსა გარეშჱ ვერღარა ესრულის საქმჱ იგი და მშჳდობაჲ მის მიერ არს ქუეყანასა ზედა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, სნეულებასა შენსა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ ევედრებოდე უფალსა და მან განგკურნოს შენ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
განიშორე შენგან შეცოდებაჲ და განგემარჯოს ჴელთა შენთა და ყოვლისაგან შეცოდებისა განიწმიდე თავი შენი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მიეც სულნელებაჲ საკუმეველისაჲ და სამინდოჲ საჴსრად შენდა, განაპოხე მსხუერპლი შენი სულნელად.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მკურნალსაცა ეც ადგილ, რამეთუ იგიცა ღმერთმანვე შექმნა. და ნუ განგეშორებინ შენ იგი, რამეთუ საჴმარ არს იგი შენდა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს ჟამი, ოდეს ჴელითა მისითა განგემარჯოს,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ იგიცა უფალსა ევედრებიედ, რაჲთა წარემართოს მათ განსუენებაჲ და მკურნალებაჲ ცხორებისა მათისაჲ. Page of ms. O: 341r 

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან შესცოდოს შემოქმედსა თჳსსა, იგი შევარდეს ჴელთა მკურნალისათა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, მკუდარსა ზედა დამოადინენ ცრემლნი და ვითარცა ფრიად ტკივნეულმან ისწრაფე გოდებად და შემსგავსებულად ბრძანებულისა მის შემოსენ ჴორცნი მისნი და ნუ შეურაცხ-ჰყოფ დასამარხველსა მას მისსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
განიცხრვე ტირილდ და განამრავლე ტყებაჲ და გლოვა-ყავ, რავდენცა გიღირდეს მისა, ერთ დღე ანუ ორ დღე გმობისათჳს და მუნქუესვე ნუგეშინის-ეც გულსა შენსა,

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ჭუვილსა გამოვალს სიკუდილი და გული სიტყუამან გულისამან შეღრიკის ძალისაგან.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
მეყსეულად მოსრვაჲ და ზრუნვაჲ და ცხორებაჲ იგი უპოვარებისაჲ შთაუწთვის გულსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ მისცემ ზრუნვასა თავსა შენსა, არამედ განეშორე მას. მოიჴსენე უკუანაჲსკნელი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნუ დაივიწყებ, რამეთუ არა არს შეცთომა, მასცა არაჲ არგო და თავიცა შენი განიბოროტო.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენენ ბრძანებანი იგი მისნი, რამეთუ შენდაცა ეგრე ყოფად არს, ჩემდა გუშინ და შენდა დღეს.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
შესუენებასა მკუდრისასა აღესრულის საჴსენებელი მისი და ნუგეშინისმცემელ ეყავ აღმოსლვასა სულთა მისთასა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნჱ მწიგნობრებისაჲ თავისუფლებასა ცალიერებისასა არს და გონებანაკლულევანი ამით ვერვე განბრძნდის. Page of ms. O: 341v 

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთამე განბრძნდეს კაცი, რომელსა ეპყრას ერქუანი და იქადოდის დეზისა ცემასა ჴართა ზახებითა და მისვე საქმისა მიმართ აღმსთობითა. და ზრახვაჲ მისი არნ ნაშობთა მიმართ კუროთასა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და გული მისი შერეულ არნ განმარტებად ურნატთა და უძილებაჲ იგი მისი არნ კუებვასა სამწყსოთასა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა ხუროჲ, ხუროთმოძღუარი, რომელნი-იგი ღამჱ, ვითარცა დღისი, იქცევიან. და რომელი გამოსწერნ და გამოჰქანდაკებნ წერილთა მათ ბეჭდისთუალებისა ხატად და უძილებათა მათთა განწვალეს პირად-პირადი იგი ქმნულებაჲ. გული მისცის მსგავსებასა გამოწერისასა და უძილებამან მათმან აღასრულის საქმჱ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა მჭედელმან მახლობელად ბრძმედთა და განიცდინ შანთთა რკინისათა. მწუარი ცეცხლისაჲ დაუდნობნ ჴორცთა მისთა და სიცხესა მას ალისასა ჰბრძავნ. ჴმაჲ კუერისაჲ დაუყოფნ ყურთა მისთა და მსგავსებასა მას საქმეთა მისთასა არიედ თუალნი მისნი. გული მისი მისცის აღსრულებასა საქმისასა და უძილებაჲ მისი განაშუენებნ საქმესა მას.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა მეკეცჱ ზინ საქმესა ზედა თჳსსა და ფერჴითა თჳსითა იქცევნ მორგუთა. რომელი-იგი ზრუნვით მას Page of ms. O: 342r  ზედა-ადგს საქმესა მას თჳსსა, შერაცხილ არიან ყოველნივე იგი საქმენი მისნი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
მკლავითა თჳსითა გამოასხის თიჴაჲ იგი და წინაშე ფერჴთა მისთა შედრიკის ძალი მისი. გული მისი მისცის სრულიად გლორწნასა და უძილებაჲ იგი მისი გამოდნობასა და გამოწმედასა საჴუმილისასა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველნივე ესე ჴელთა მათთა ესვიდეს და კაცად-კაცადი საქმითა თჳსითა განბრძნდის.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ თჳნიერ ვერ იშჱნის ქალაქი და არცა დაეშჱნნენ და იმოთხვიდენ მათ შინა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ზრახვასა მას ერისასა არა იძინენ და კრებული იგი მათ ზედა გარდაჰჴდეს. საყდართა მათ მსაჯულთასა არა დასხდენ და შჯული იგი საშჯელისაჲ ვერ გულისხმა-ყონ,

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვერცა გამოაცხადონ სწავლულებაჲ და სამართალი და იგავსა შინა არა იპოვნენ. არამედ საქმენი იგი კეთილნი დაამტკიცნენ და ლოცვაჲ მათი არნ საქმესა მას თჳსსა ჴელოვნებისასა.



Chapter: 39  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნა რომელმან მისცის თავი თჳსი ჴელთა ღმრთისათა და ზრახვასა მისსა ზრახვიდეს შჯულსა შინა ღმრთისასა, სიბრძნე ყოვლისა წინა გამოიძიოს და წინაწარმეტყუელებათა მათ მიმართ უცალო იყოს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მოძღურებაჲ კაცთაჲ მათ სახელოანთაჲ და იგავთა მათ სახეთაჲ შინა ვიდოდის.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
დაფარულნი იგი იგავთანი გამოიძინეს და გარ/დაქცეულთა Page of ms. O: 342v  მათ იგავთა შინა იქცეოდის.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და წინაშე ერისთავთა საცნაურ იყოს, ქუეყანასა მას უცხოთასა და წარმათთასა მიიწიოს, რამეთუ კეთილი და ბოროტი გამოიცადა კაცმან.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
გული მისცა აღმსთობად უფლისა მიმართ, შემოქმედისა თჳსისა, და წინაშე მაღლისა ევედრებოდის და აღაღოს პირი თჳსი და ცოდვათათჳს ილოცვიდეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ უფალსა ღმერთსა უნდეს, სულითა წმიდითა აღავსოს იგი, რამეთუ თავადმან გამოუწჳმოს მას სიტყუაჲ იგი სიბრძნისაჲ და თაყუანისცემით აღუვარებდეს უფალსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და თავადმან განუმარჯოს მას ზრახვაჲ იგი მისი და სწავლულებაჲ და დაფარულნი მისნი გულისხმა-ყვნეს.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოუჩინოს მას სწავლულებაჲ მოძღურებისა მისისაჲ და შჯულითა მით აღთქუმისა მაღლისაჲთა იქცეოდის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
გონიერებასა მისსა აქებდეს ყოველი და მი-უკუნისამდე არა აღიჴოცოს და არცაღა განქარდეს საჴსენებელი მისი, და სახელი მისი ცხონდეს თესლითი თესლადმდე.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიბრძნესა მისსა მიუთხრობდენ ნათესავნი და ქებულებაჲ მისი განთქუას ყოველმან ერმან.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ დაადგრეს, სახელოვნებაჲ დაუტეოს და შე-ღათუ-ისუენოს, წინანდელსა უმჯობჱსვე იყოს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმჱ განვიზრახო და გითხრობდე, რამეთუ აღივსო ვითარცა მთოვარჱ Page of ms. O: 343r  დაკლებული.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი, წმიდანო შვილნო, და აღმოსცენდებოდენ ვითარცა ვარდი, რამეთუ დანერგულ არნ თანაწარსადინელსა წყალთასა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა გუნდრუკმან სულნელმან გამოეცინ სულნელებაჲ, გამოაყუავნეთ ყუავილი იგი თქუენი, ვითარცა შროშანი, გამოეცით სულნელებაჲ თქუენი. აქებდით გალობითა და აკურთხევდით უფალსა და ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიეცით მას დიდად შუენიერებაჲ და აღუვარებდით ქებულებასა მისსა გალობითა და ჴმითა ქებისაჲთა აქებდით ღმერთსა და ესრჱთ იტყოდეთ, რაჟამს აღუვარებდეთ:

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ საქმენი უფლისანი კეთილ არიან ფრიად და ყოველი იგი ბრძანებაჲ ჟამსა თჳსსა იყოს. არა არს თქუმად: რაჲ არს ესე ანუ რაჲსათჳს? რამეთუ ყოველივე ჟამსა თჳსსა მოიძიოს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძანებითა მისითა დადგეს, ვითარცა ზჳნეულნი წყალნი და სიტყჳთა პირისა მისისაჲთა საუნჯენი წყალთანი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძანებითა მისითა ყოველივე ნებაჲ მისი, რამეთუ არავინ არს, რომელმანმცა შეამცირა იგი და მაცხოვარებაჲ მისი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
საქმენი ყოველთა ჴორციელთანი მის წინაშე არიან და არარაჲ არს დაფარულ წინაშე თუალთა მისთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
არა არს დამცირება და არცა აღდიდება მის თანა, და არა არს რიცხჳ მაცხოვარებისა მისისაჲ საუკუნითაგან და უკუნისამდე. მოიხილა და არა არს Page of ms. O: 343v  საკჳრველ წინაშე თუალთა მისთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა სათქუმელ: არს: რაჲ არს ესე? არცა სათქუმელ არს, ვითარმედ ესე მისა უძჳრეს არს. არამედ ყოველი საჴმართა მათ თჳსთა დაბადებულ არს და განმტკიცებულად დგას.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
კურთხევაჲ იგი მისი ვითარცა მდინარე განჰფინა და ვითარცა ჴმელითა ნაღუარევისაჲთა დაეთრვო,

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა რისხვამან მისმან წარმართნი დაიმკჳდრნეს, რომელნი არა ეძიებენ მას, ვითარ-იგი გარდააქცინა წყალნი მათნი ფერად.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
გზანი მისნი წმიდათათჳს წრფელ არიან, ეგრეცა უშჯულოთათჳს საცთურად მათა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ კეთილისათჳს კეთილი განმზადებულ არს დასაბამითგან, ეგრეცა ცოდვილსა მას კეთილი იგი ბოროტად გარდაექცის.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
დასაბამი ცხორებისა კაცთაჲ წყალი, ცეცხლი, რკინაჲ, მარილი და სამინდოჲ იფქლისაჲ, სძჱ და თაფლი, სისხლი ყურძნისაჲ, სამოსელი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ყოველი ქველისმოქმედთა მათთჳს განმზადებულ არს, ეგრეცა ძჳრისმოქმედთათჳს ბოროტად.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ქარნი სამარადისონი განმზადებულ არიან შურისსაგებელად. და რისხვითა მისითა განმტკიცნეს გუემანი მათნი. ჟამსა მას აღსასრულისა მათისასა ძალი მათი განჰფინონ და გულისწყრომაჲ შემოქმედისა მათისაჲ დააცხრვონ.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
ცეცხლი და სიკუდილი ესე ყოველი განმზადებულ არნ Page of ms. O: 344r  შურისსაგებელად მათა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
შუვანი ლომთანი, ღრიაკალნი, იქედნენი, მახჳლი შურისმგებელად და მომსრველად უღმრთოთა.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
მცნებითა მისითა იხარებდენ და ქუეყანასა ზედა საჴმართა შინა განემზადნენ და ჟამსა მას თჳსსა არა გარდაჰჴდენ სიტყუასა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს დასაბამითაგან განემტკიცენ და განვიზრახო გონებითა და წიგნებითა ვყავ ესე ყოველი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
საქმენი ღმრთისანი ყოველნი კეთილ არიან და ყოველნი საჴმარნი მისნი ჟამსა თჳსსა განემზადებიან.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა არს სათქუმელ, რამეთუ ესე უბოროტჱს არს მისა, რამეთუ ყოველივე ჟამსა თჳსსა შეაგუვოს.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ყოვლითა გულითა და პირითა აკურთხევდეთ სახელსა უფლისასა.



Chapter: 40  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
უცალოებაჲ დიდ დაებადა კაცთათჳს და უღელი მძიმჱ ნაშობთა ზედა ადამისთა დღითგან გამოსლვით საშოჲთ დედისა მათისაჲთ, ვიდრე მიქცევადმდე მუნვე დედისა მიმართ ყოველთაჲსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ზრახვანი მათნი და ნებაჲ გულისაჲ მათისაჲ, ზრახვანი იგი იჭჳსა მის მათისანი დღედმდე აღსასრულისა მათისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდებულითგან, რომელი-იგი ზის საყდართა მათ უფლებისათა, მი-გლახაკისამდე, რომელი-იგი გორავნ მიწასა და ნაცარსა ზედა,

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მისითგან, რომელი-იგი იმკვებინ სინდისითა და რომელსა-იგი ადგეს გჳრგჳნი ოქროჲსაჲ, მისამდე, რომელი იმოსების ქირშითა, Page of ms. O: 344v  ჴდომაჲ, შური, განკრთომაჲ, შეძრწუნებაჲ და შიში სიკუდილისაჲ, მტერობაჲ, ზრზენაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჟამსა მას შინა გამოძიებისა მისისასა ძილმან ღამისამან განუცვალის გონებაჲ მისი,

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მცირედ, ვითარცა არარაჲ, განუსუენოს და მის მიერ ჩუენებასა მას შინა ვითარცა დღისა ხილვასა განკრთომილ იყოს გული მისი. ვითარცა ვინ ევლტინ პირსა ბრძოლისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჟამსა მას ბრძოლისა მისისასა განიღჳძოს და დაუკჳრდეს არარაჲ უშიშად.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთა ჴორციელთა თანა კაცითგან მი-პირუტყუადმდე, და ცოდვილთა მათ ზედა შჳდ წილ უმეტჱს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
სიკუდილი და ჴდომაჲ, სისხლი და მახჳლი, ტყუეობაჲ და სიყმილი, შემუსრვაჲ და გუემაჲ -

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
უშჯულოთა ზედა განმზადებულ არს ესე ყოველი და ამათ[თ]ჳს იყო წყლითრღუნაჲ სოფელსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველი, რავდენი არს ქუეყანისაჲ, ქუეყანასვე მიექცეს; და ყოველი, რავდენი წყალთაგან არს, მუნვე ზღუად მიიქცეს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე ქრთამი უკეთურებისაჲ აღიჴოცოს და სარწმუნოებაჲ უკუნისამდე ეგოს.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ფასი უკეთურთაჲ, ვითარცა ნაღუარევი, განჴმეს და ვითარცა ქუხილი ჴმამძიმჱ წჳმად გარდაიქცეს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴსნილებითა მით ჴელთა მისთაჲთა იხარებდეს, ხოლო რომელნი გარდაჰჴდენ მცნებათა, ეგრეცა აღსასრულსა მას მოაკლდეს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაშობთა მათ უღმრთოთა არა განიმრავლნენ რტონი მათნი Page of ms. O: 345r  და ძირნი იგი არაწმიდათანი ზედა გრილთა კლდისათა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მცურვლები ყოველსა წყალსა თანა და კიდეთა მდინარისათა აღმოსცენდის და ყოვლისა თავისა წინა მოიწილის.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
წყალობითა ეგოს უკუნისამდე. ცხორებაჲ ნუყიერთაჲ საქმითა ჴელთა მისთაჲთა დამტკიცნეს და შჯობს ორთავე, ვითარმცა ვინ პოვა ფასი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
ნაშობთა დაშჱნებამან ქალაქსა განუმტკიციან სახელი და უფროჲს ამათ ორთასავე უფროჲს დედაკაცი უბიწოჲ შერაცხილ არს.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ღჳნომან და სახიობამან ახარიან გულსა და ამათ ორთასავე უფროჲს არს სიყუარული სიბრძნისაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ნესტუმან და ლინმან მოატკბიან ჴმაჲ და მათ ორთასავე უმეტჱს არს ენაჲ ტკბილი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მადლისა და სიკეთისა გულმან უთქუას თუალსა და მათ ორთასავე უშუენიერჱს არს განმწუანებაჲ იგი დათესულისაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობარი და მოყუასი ჟამსა შეიმთხჳნიან და უფროჲს მათსა დედაკაცისა შემთხუევაჲ ქმრისა თჳსისაჲ.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ძმანი და შეწევნაჲ ჟამსა ჭირისასა და მათ ორთასავე უფროჲს საცემელმან და წყალობამან იჴსნიან ჭირისაგან.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ოქრომან და ვეცხლმან აღამაღლიან ფრიად, ხოლო მათ ორთასავე უფროჲს ზრახვამან კეთილმან სათნო-ყვის კაცი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
ფასმან და ძალმან აღამაღლიან გული და მათ ორთასავე შიშმან Page of ms. O: 345v  უფლისამან უფროჲს აღამაღლის კაცი. არა არს მოშიშთა თანა უფლისათა ნაკლულევანებაჲ და არა არს მათ ზედა საძიებელ შეწევნისა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
შიში უფლისაჲ ვითარცა სამოთხჱ კურთხევისაჲ და ყოვლისა უფროჲს დიდებისა იგი ჰფარავს.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, თხოვით ცხორებასა ნუ დაიჩუევ, რამეთუ შჯობს სიკუდილი, ვიდრეღა-არა თხოვასა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი, რომელი ჰხედვიდეს სხჳსა ტაბლასა, არა შერაცხილ არს ცხორებაჲ იგი მისი რიცხუთა ცხორებისათა, გულსმოდგინედ ღათუ ჰხედვიდეს გან[ძ]ღომადმდე უცხოჲსა მისგან ჭამადისა. კაცი გონიერი და სწავლული ეკრძალის ამას.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო პირსა ურცხჳნოსა დასტკბნის თხოვაჲ და მუცელსა მისსა აღატყდის, ვითარცა ცეცხლი.



Chapter: 41  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
სიკუდილო, რაბამ მწარე არს შენი საჴსენებელი კაცისათჳს, რომელი მშჳდობით იყოს ნაყოფთა თჳსთა ზედა, კაცისათჳს უზრუნველისა და წარმართებულისა, და-ღათუ-ედვას შეწყნარებად შუებისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
სიკუდილო, კეთილ არს შენი საშჯელი კაცისა ჴუებულისათჳს და ძალითა ნაკლულევანისათჳს, სიბერესა გარდაცთომილისა და ურჩისა მოძღურებისა მისგან, და რომელსა წარეწყმიდოს მოთმინებაჲ,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ამას ნუ ჰრიდებ, სიკუდილო. მოიჴსენენ წინანი შენნი და შემდგომნი, რამეთუ შენ თანავე არიან.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე საშ/ჯელი Page of ms. O: 346r  უფლისა მიერ არს ყოვლისავე ჴორციელისა. აწ უკუე რაჲსა სდროებ ნებასა მას ღმრთისასა გინათუ ათ, გინათუ ას, გინათუ ათას წელ ჯოჯოხეთს შინა რიცხჳსათჳს ცხორებისა კაცთაჲსა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო ჩემო, საძაგელ და ბილწ არიან ნაშობნი იგი ცოდვილნი და შესუარულ არიან მასვე ცხორებასა უღმრთოსა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
წარუწყმედიეს მოთმინებაჲ და ნათესავისა მათისა თანა აღიმსთოს ყუედრებამან.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცსა უღმრთოსა შვილნი თჳსნი აყუედრებედ, რამეთუ მის გამო ყუედრებაჲ მოიღიან.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ვაჲ თქუენდა, კაცნო უღმრთონო, რომელ დაგიტევებიეს შჯული ღმრთისა მაღლისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ისხნეთ ღათუ შვილ, ნაშობნი იგი თქუენნი ნაკლულევანვე იყვნენ. და თუ მოსწყდეთ, წყევამან განგიყვანნეს თქუენ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველივე, რაჲ არს ქუეყანისაჲ, ქუეყანადვე მიიქცეს, ეგრეცა უღმრთონი წყევით წარსაწყმედელსა მივიდენ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
გლოვაჲ კაცისაჲ გუამსა შინა მისსა, ხოლო სახელი უღმრთოთაჲ უკეთურებითა აღიჴოცოს.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
იღუაწე სახელისათჳს, რამეთუ ესე წარგყვეს შენ ვიდრეღა ჷ̄ჷ́არა ათასეულნი იგი ფასნი ოქროჲსანი დიდძალნი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხორებისა კეთილისა დღენი ჟამთანი აღ-ვე-ირაცხიან, ხოლო სახელი იგი კეთილი უკუნისამდე დაშთის.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მოძღურებაჲ მშჳდობისაჲ დაიცევით, შვილნო: Page of ms. O: 346v  სიბრძნჱ დაფარული და ფასი გამოუჩინებელი, რაჲმე სარგებელ არს ორთავე ამათგან?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯობს კაცი, რომელმან დაიფაროს სიცოფჱ იგი თჳსი, ვიდრეღა-არა კაცისა, რომელმან დაიფაროს სიბრძნჱ თჳსი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ უკუე შეიკდიმეთ სიტყუათა ამათ ჩემთა ზედა, რამეთუ არა კეთილ არს ყოველი სირცხჳლი დამარხვად და არცა ყოველი ყოვლითა სარწმუნოებასა შინა სათნო არს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
სირცხჳლი ჯერ-არს მამისაგან და დედისათჳს სიძვისაგან; მთავრისა მისგან და ძლიერისა ცილის სიტყჳსათჳს,

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
მოსაჯულისაგან და მოფარდულისაგან შეცოდებისათჳს,

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
გუნდისა მისგან და ერისა უშჯულოებისათჳს; ადგილისა მისთჳს, რომელსა დაშჱნებულ ხარ, პარვისათჳს;

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ჭეშმარიტებისაგან ღმრთისა და მცნებათათჳს და ჴელისა გარდართხმისა ტაბლასა ზედა,

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ყუედრებისაგან მოთხოვისათჳს და მიცემისა ჟამსა თჳსსა და მომკითხველთა მათგან დუმილისათჳს;

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
განცდისაგან დედაკაცისა; სხჳსაგან გარემიქცევისა პირისა ნათესავისაგან თჳსისა;

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მოღებისაგან ნაწილისა და მიცემისა; პირისა ხედვისაგან დედაკაცისაგან ქმრისცოლისა;

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
მიზეზობისაგან გულისთქუმისა თჳსისა მჴევალისაჲსა და ნუცაღა Page of ms. O: 347r  მიადგები სარეცელთა მისთა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
მეგობართაგან სიტყუათათჳს ყუედრებისაგან და მიცემისა შემდგომად არაყუედრებისა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მორჩილებისაგან სიტყჳს სმენისა და მხილებისაგან სიტყუათა საიდუმლოთა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
ამას ყოველსა ზედა იყავ მორცხუჱ ჭეშმარიტებით და ჰპოვო შენ მადლი ყოველთაგან კაცთა.



Chapter: 42  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
შვილო, ამათ ზედა ნუ გრცხუენინ და ნუცა თუალთღებით სცოდავ:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯულისა მისთჳს მაღლისაჲსა და მცნებათა მათ მისთა და საშჯელისა განმართლებად ცოდვილისა;

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყჳსათჳს შეყოფისათჳს და გზისა ზიარისა და საცემელისა მისთჳს სხუათა მკჳდრობისა;

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჭეშმარიტებისათჳს საწყალობელისა და სასწორისათჳს, მოღებისათჳს მრავლისა მცირითა;

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მიცემისა და მოღებისათჳს ვაჭართაჲსა და განსწავლისათჳს შვილთა ფრიადისა და მონისა უკეთურისაგან გუერდნი მოსისხლებად.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და დედაკაცისა უკეთურისა კეთილ არს ბეჭდვაჲ და კრძალვაჲ, და სადა ჴელი მართალი არა იყოს, და-ცა-ჰკლიტე,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და რაჲ მისცე, რიცხჳთ მიეც და მოიღე ყოველი წიგნით.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
სწავლისათჳს უგუნურისა და ცოფისა და მჴცოვნისა გარდასრულისა, რომელი თანამდებ იყოს საშჯელისათჳს სიძვისაჲსა, და იყო შენ მოძღურეულ ჭეშმარიტად და Page of ms. O: 347v  გამოცდილ და რჩეულ იპოვო შენ ყოვლისა ცხოველისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ასული მამისა თჳსისა დაფარული უძილებაჲ არს და გულისსიტყუათა მათ მისთა განაშორიან ძილი მისი, სიყრმესა მას მისსა ზრუნავნ: ქალწულებასა ნუთუ გარდაჰჴდეს. ქმრისცოლებასა ზრუნავნ: ნუთუ უშვილო იყოს და საძულელ,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქალწულებასა ნუუკუე საგმობელ იქმნეს და საქმროსღა იყოს, ნუუკუე სცთეს.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ასულსა ზედა ურიდსა განჰმზადე საცოჲ, ნუუკუე ღონე პოვოს და თავით თჳსით ვიდოდის, და იყო შენ ფერჴის საცემელ მტერთა შენთა და სასიტყუელ ქალაქსა შინა და კრებულსა ერისასა, და გარცხჳნოს შენ მრავალთა შორის.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოვლისა კაცისა სიკეთესა ნუ განიცდი და შორის დედათა ნუ გმაწავნ,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მისვე სამოსლისაგან გამოჴდის მღილი და მისვე დედაკაცისაგან გამოჴდის უკეთურებაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯობს სიბოროტჱ იგი მამაკაცისაჲ, ვიდრეღა-არა სიბოროტესა დედაკაცისასა. დედაკაცმან, რომელმან არცხჳნოს საგმობელად.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიჴსენენ საქმენი უფლისანი, რაჲ-იგი ვიხილე, გითხრობდე სიტყჳთა მით ბრძანებისა მისისაჲთა, საქმენი მისნი და ყოველი ნებაჲ მისი სიმართლით.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მზჱ აღმომავალი ყოველთა ზედა ერთბამად გამობრწყინდის და დიდებულებითა მით უფლისაჲთა Page of ms. O: 348r  სავსე არიან საქმენი მოხარკებისა მისისანი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
არაჲ ჰზაკუა უფალმან წმიდათა მისთა. მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მათ მისთა, რაჲ-იგი დაჰბადა უფალმან, მერთისა მპყრობელმან, დამტკიცებად დიდებითა მით მისითა ყოველნი იგი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
უფსკრულნი ღრმათანი და სიჴშოჲ იგი ძმაცვულებისაჲ განიზრახა. გულისხმა-ყო უფალმან მაღალმან ყოველივე იგი გონებაჲ მათი და მიჰხედა მან სასწაულითა მით საუკუნოჲთა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
თხრობად ყოველი, რომელი ყოფად არნ და განცხადებად კუალი იგი დაფარულთა საჲდუმლოთაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
არაჲ თანაწარჰჴდა მას და არცა რაჲ დაეფარა მისგან, ყოვლისა მისგან ზრახვისა არცაღა ერთი სიტყუაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმდიდრემან სიბრძნისა მისისამან შეამკო იგი, ვითარცა არს უკუნითი უკუნისამდე. არცა შეეძინოს, არცა გამოეჴუას და არცა ჴუებულ იყო იგი სხუათა ზრახვათაგან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ყოველნი საქმენი მისნი გულისსათქუმელ არიან, ვიდრე ნაკუერცხალადმდე ხილვად.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ესე ყოველი დგას და ელის უკუნისამდე ყოველსა მას საჴმარსა, ყოვლითავე დამორჩილებულ არს.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველი მრჩობლი ერთი ერთსა შესატყუებელად არარაჲ შექმნა ნაკლულევანებით.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ განძღა ხილვითა მით დიდებისა მისისაჲთა?



Chapter: 43  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ზრახებაჲ იგი მაღლისაჲ სამყაროჲსა წმიდისაჲ, ხილვაჲ ცათაჲ განცდად Page of ms. O: 348v  დიდებულებისა მისისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მზჱ განცდილად უთხრობს გამოსლვასა, ჭური იგი მადლისაჲ განსაკჳრვებელი ქმნული მაღლისაჲ,

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სამხრით კერძო განაჴმო ქუეყანაჲ, წინაშე სიცხესა მისსა ვინმე დაუდგეს?

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძმედნი იგი ქუეშჱ საბერველთა საქმჱ სიცხისაჲ სამ წილ მისა. მზემან განაჴურვნის მთანი, ცეცხლითა აღრეულითა მოჰბერის სული სასტიკებისაჲ და გამობრწყინვებამან მისმან დაუბრყჳლნის თუალნი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდ არს უფალი, შემოქმედი მისი, და სიტყჳთა მისითა დააცხრვნა სლვანი იგი მისნი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მთოვარჱ ყოველსა შინა ჟამსა მისსა გამოჩინებად ჟამთა მათ საუკუნეთა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მთოვარისაგან არს სასწაული წელიწადისაჲ. ნათელი, რომელი განკფდის აღსასრულსა მისსა,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ წელიწადისა მის გამო სახელ-ედების, ორძინ საკჳრველად განკაფულებასა მისსა. ჭური განწყობილთა შინა სამყაროსა შინა ცისასა გამობრწყინდეს.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
სამკაული ცათაჲ, დიდებაჲ ვარსკულავთაჲ, სოფელი განანათლეს უფლისა მიერ მაღლით გამო.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყჳთა მით წმიდისაჲთა დგენ იგინი საშჯელსა შინა და არა განეტევნენ იგინი საპყრობილით მათით.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილე მშჳლდი და აკურთხე შემოქმედი იგი მისი, ვითარ იგი შუენიერ არს დიდებულებითა მით გამობრწყინვებისა მისისაჲთა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
შედგნა ცანი სამყაროჲთა მით დიდებისა მისისაჲთა, Page of ms. O: 349r  ჴელთა მაღლისათა გარდაართხნეს იგინი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ბრძანებითა მით მისითა განეფინა თოვლი და აურვებნ ელვათა მათ განმზადებულებითა მით მისითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს განეხუნეს საუნჯენი და ფრინვიდეს ღრუბელნი, ვითარცა ფრთით მფრინველნი.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
სიმდიდრითა მით მისითა მისცა ძალი ღრუბელთა და შეიმუსრნეს ლოდნი იგი სეტყჳსანი, ჴმაჲ იგი ქუხილისაჲ დაშჯის ქუეყანასა,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიხედვითა მისითა შეიძრნიან მთანი. ნებითა მისითა ქრინ ბღუარი,

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნიავქარმან ჩრდილოჲსამან შეძრნის ქარნი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ფრთოვანნი მფრინველნი, ეგრე დადვის თოვლი და ვითარცა მკალმან ბინიკი დაიდვის. გარდამოსლვამან მისმან ქუეყანად, სიკეთემან სისპეტაკისა მისისამან მოაგრგინის თუალთა და წჳმაჲ იგი მისი დაუკჳრდის გულსა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და თრთჳლი, ვითარცა მარილი, დააცჳის ქუეყანასა ზედა და ღა ჰყინის, იქმნის იგი, ვითარცა ჰორლის პირები.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
ყინელსა სულსა ჩრდილოსა ქარი ქრინ და შეჰყინდის წყალთა ზედა მყინვარი და ყოველთა დაიბანაკეს; და ვითარცა თორნე შთაიცუან იგი წყალთა ყოველთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
შეჭამნის მთანი და უდაბნონი დაზრნის და დააჭნვნის მწუანენი, ვითარცა ცეცხლმან.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და მერმე მანვე იესუ დაჰნერგოს განკურნებითა ყოველი წრაფით, დაფაროს ნისლმან და ვითარცა ცუარმან განამხიარულის სიცხჱ.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ზრახვითა მით მისითა დაფარნა უფსკრულნი,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელ შთაჴდიან ზღუასა. Page of ms. O: 349v  და ჩუენ სმენითა ყურთა ჩუენთაჲთა დაგჳკჳრდის.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და მუნ არიან სადიდებელნი და პირად-პირადნი იგი საკჳრველნი საქმენი მისნი და პირად-პირადი იგი ქმნულებაჲ ვეშაპთაჲ მათ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
მისთჳს განმარჯუებულ არს აღსასრული მისი, ბრძანებითა მისითა განმტკიცებულ არს და დგას ყოველი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალსა ღათუ რასმე ვიტყოდით, ვერვე მიმწდომელ ვართ და ყოვლისავე შემდგომად სიტყუათაჲ ჴამს დასასრული ყოვლითავე, იგი არს თავადი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ვადიდებდეთ შე-თუ რაჲმე-უძლოთ. რამეთუ თავადი დიდ არს ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
საშინელ არს უფალი დიდად და საკჳრველ არს ძალი მისი.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდებასა უფლისასა აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, რავდენცა ძალ-გედვას. რამეთუ იგი ამაღლებულ არს ყოვლისა უფროჲს. აღმაღლებაჲ მისი განამრავლეთ ძლიერად, ნუ გეწყინებინ შრომაჲ, რამეთუ ვერ ჴელგეწიფებინ მიწდომად.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინმე იხილა იგი და თხრობად უძლოს, ანუ ვინმე ადიდოს იგი, ვითარცა ღირს მისა?

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
უმრავლესნი დაფარულ არიან საკჳრველნი საქმეთა მისთანი უფროჲს ამათსა, რამეთუ მცირედ თუ რაჲ მიხილავს ჩუენ საქმეთა მათ მისთაგანი.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველი შექმნა უფალმან და მსახურთა მათ მისთა მისცა სიბრძნჱ.



Chapter: 44  
სიბრძნე ყოვლითა სათნოებითა ზირაქისი ქებაჲ ყოველთა მამათაჲ Page of ms. O: 350r 


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვედით და ვაქებდეთ კაცთა მათ დიდებულთა, მამათა მათ ჩუენთა ნათესავსა შინა ჩუენსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
მრავალ არიან დიდებულებანი იგი, რომელ შექმნნა უფალმან; და სიმდიდრე იგი მათი დღეთა მათთა დასაბამითგან უკუნითი უკუნისამდე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელნი-იგი უფლებენ ქუეყანასა ზედა, ზრახვენ სუფევითა მით მათითა ზრახვათა მათ სიბრძნისათა გულითა მათითა და უთხრობენ წინაწარმეტყუელებათა მათთა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
უძღჳან ერსა მას სიბრძნითა მით მათითა და მეცნიერებითა მით მწიგნობრებისა მათისაჲთა კუალს ადგინებენ ერსა სიბრძნჱ იგი სიტყუათაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მოძღურებაჲ განცხრომათა მათთაჲ, განკითხვაჲ სიტკბოებისაჲ ჴმასა მას მარხვათა მათთასა თხრობად წესისა მის წიგნითა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცნი იგი მდიდარნი, მსახურნი ძალითა, მშჳდობისა მყოფნი სამკჳდრებელთა მათთა,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველნივე ნათესავსა შინა მათსა იდიდნეს და დღეთა მათ თჳსთა არს სიქადული იგი მათი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და არიან მათგანნი, რომელთა დაუტევეს სოფელსა მითხრობად ქებულებაჲ იგი მათი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და არიან ვინმე, რომელთაჲ არა არს საჴსენებელი, და წარწყმდეს იგინი, ვითარცა არაყოფილნი, და შეიქმნნეს იგინი, ვითარცა არაარსნი, და ნაშობნიცა იგი მათნი მათსა შემდგომად.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
იგინი მოვიდეს კაცნი წყალობისანი, რომელთანი იგი სიმართლენი არა დაივიწყნენ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნათესავისა მის მათისა დგას და ელის Page of ms. O: 350v  აღსასრულადმდე.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნაშობნი იგი მათგანნი მათ გამო.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუკუნისამდე ეგოს ნათესავი იგი მათი და დიდებულებაჲ იგი მათი არა აღიჴოცოს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
გუამნი იგი მათნი მშჳდობით დაემარხნეს და სახელი მათი ეგოს უკუნისამდე.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
სიბრძნესა მათსა მიუთხრობდეს ერნი და ქებულებასა მათსა იტყოდიან ეკლესიანი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ენუქ სათნო-ეყო უფალსა და აღიმაღლა ცხოვლივ, სახედ მიეცა ნათესავთა მათ მრავალთა მით.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ნოვჱ მართალი იპოვა სრულიად, ჟამსა მას რისხვისასა იქმნა იგი მსტოვრად სოფლისა, ამისთჳს მოვიდა წყლითრღუნაჲ იგი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღთქუმაჲ იგი საუკუნოჲ აღითქუა მის თანა, რაჲთა არა წარრღუნნეს წყლითრღუნამან მან ყოველი ჴორციელი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
აბრაჰამ დიდი მამა ექმნა მრავალთა მათ ნათესავთა. არავინ იპოვა მსგავს მისა დიდებითა,

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან დაიმარხა აღთქუმაჲ იგი და შჯული მაღლისაჲ და იქმნა ჴელცემულ მის თანა და ჟამსა მას გამოცდისასა იპოვა იგი სარწმუნო.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს ფიცით განამტკიცა იგი კურთხევად წარმართთა ნათესავისა მისისა თანა, განმრავლებად ნათესავისა მის თჳსისა, განორძინებად ნათესავისა მისისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, დამკჳდრებად მათა ზღჳთი ზღუადმდე და მდინარითგან ვიდრე კი/დედმდე Page of ms. O: 351r  ქუეყანისა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴელითაცა ისაკისითა ეგრევე განამტკიცა აბრაჰამისთჳს, მამისა თჳსისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
კურთხევისა მიცემად ყოველთა კაცთა, დიდებაჲ და აღთქუმაჲ იგი შჯულისა მათისაჲ. და აღასრულა თავსა ზედა იაკობისსა, იცნა იგი კურთხევითა და მისცა მას მკჳდრობაჲ და ათორმეტად ნათესავად განყო იგი მისგან.



Chapter: 45  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
კაცი იგი წყალობისაჲ, რომელი ჰპოებდა მადლსა წინაშე ყოველთა ჴორციელთა, საყუარელი ღმრთისაჲ და ყოველთა ჴორციელთაჲ, მოსე, რომლისა საჴსენებელი კურთხევათაჲ თანა არს.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ამსგავსა იგი დიდებათა მათ დიდებისა მისისათა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
სიტყჳთა მით მისითა და სასწაულებითა და საკჳრველებითა მით განამრავლა იგი და დიდებულ-ყო იგი წინაშე მეფეთა მათ. მისცნა მცნებანი იგი ერსა თჳსსა და უჩუენა მათ დიდებაჲ იგი თჳსი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
სარწმუნოებითა მით მშჳდობისაჲთა და სიმდაბლისაჲთა გამოირჩია იგი ყოვლისაგან ჴორციელისა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ასმინნა მათ სიტყუანი თჳსნი და მიიზიდა შინა ღრუბელსა მას მისსა. და მისცნა მათ პირისპირ მცნებანი იგი მისნი, შჯული ცხორებისაჲ სასწაულითა მით სიბრძნისაჲთა სწავლად იაკობისა, შჯული მისი და სამართალნი მისნი ძეთა მათ ისრაელისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
აღმაღლებად აჰრონისა წმიდისა მის მსგავსისავე მის მისისა და მამაჲვე იგი მისი ნათესავისა მისგან ლევიტელთაჲსა. Page of ms. O: 351v 

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
განუმტკიცა მას აღთქუმაჲ იგი საუკუნოჲ და მისცა მღდელობაჲ ერისაჲ, სანატრელ-ყო სამკაულითა მისითა და შთააცუა მას კუართი იგი დიდებისაჲ და შეარტყა მას სარტყელი იგი სრულებისაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაძლიერნა იგინი საჭურველითა მით ძლიერებისაჲთა, ბრჭალად მდენითა მით ქომენჯაკითა და ბეჭთა ნიშებითა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
შეამკო იგი გარემო მროწლის სახითა მით ეჟუნებითა ოქროჲსაჲთა მრავლითა. შეასხნა მას ჟერაჲ იგი ოქროჲსა მისისაჲ მაღალი და ფერჴისა წარდგმასა მას მისსა სასმენელ იყო ოხრაჲ იგი მისი დიდსა მას ტაძარსა შინა საჴსენებელად ნათესავთა მათ ერისა მისისათა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
კუართი იგი სიწმიდისაჲ ოქროქსოვილი იაკინთესა შინა ქმნულებაჲ გონებითა გამოჭრელებული ფიცარსა მას ზედა საშჯელისასა შესატყუებელად ჭეშმარიტებისა მის მეწამულისაგან სთულისა საქმითა ჴელოვნებისაჲთა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
საქმჱ ანთრაკებითა მით პატიოსნებითა, საქმითა მით გამოძერწილებისაჲთა, საქმითა ოქროჲსა ლესულისაჲთა, დიდსასყიდლისაჲთა ქვითა დიდებულითა საჴსენებელად საუკუნოდ წერილითა მით გამოსახულითა მსგავსად რიცხუთა მათ ნათესავთა ისრაელისათა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
გჳრგჳნითა მით ოქროჲსაჲთა ზედა სამკაულსა მას Page of ms. O: 352r  ოხრისასა მსგავსად ხატისა მის ბეჭდისა წმიდისაჲსა სადიდებელად სიქადულისა საქმითა ძლიერებისაჲთა, ხილვად საკჳრველად ქმნულკეთილობაჲ იგი მისი მის წინაშე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
არა იყო ესე დასაბამითგან სოფლისაჲთ და არცა შთაიცუა იგი უცხოჲსა ნაშობმან, გარნა შვილთა მათ ხოლო და შვილისშვილთა მარადის.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
საკურთხეველთა მათთა ზედა შეწირონ იგი ყოველთა მათ დღეთა ორგზის ზედაჲსზედა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
აღივსნა მოსჱ ჴელნი მისნი და სცხო მას საცხებელი იგი სიწმიდისაჲ მას და მისსა ნათესავსა მიდღეთა მათმდე ცისათა მსახურებად მისა მღდელობითა ერთბამად და კურთხევად ერისა მის თჳსისა სახელითა მით წმიდითა მისითა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
გამორჩევით გამოირჩია იგი ყოვლისა მისგან ცხორებისა შეწირვად მსხუერპლისა მის წინაშე მერთისა მპყრობელისა და საკუმეველითა მით სულნელითა საუკუნოდ სასჴენებელად, მისატევებელად ცოდვათა მათ საზეპუროჲსა მის ერისათა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მისცა მას მცნებაჲ სიწმიდისა მისისაჲ, ჴელმწიფებაჲ შჯულისაჲ და განკითხვაჲ სიმართლისაჲ სწავლად იაკობისა წამებათა მისთა და საშჯელსა მას მისსა წოდებად ისრაელსა ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
აღდგეს მის ზედა უცხოქმნულნი იგი და ეშურებოდეს მას უდაბნოსა ზედა კაცნი, ვითარცა დათან და ვითარცა აბირონ და ვითარცა კრ/ებული Page of ms. O: 352v  იგი ბანაკისა მის კორჱსი გულისწყრომასა მას რისხვისასა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილა უფალმან და არა უნდა და დაესრულნეს დღენი იგი რისხვითა გულისწყრომისა მისისაჲთა. ყო მათ ზედა სასწაული იგი და საკჳრველი და განკაფნა იგინი ალითა ცეცხლისაჲთა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესძინა აჰრონ დიდებასა თჳსსა და მისცა მათ სამკჳდრებელი და ნაყოფი პირმშოთაჲ ნაწილ-უყო მას და პირველი იგი ნაყოფი განუმზადა მას სასოებით.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მსხუერპლსა მას უფლისასა ჭამდენ, რომელი-იგი მისცა მას და ნათესავსა მას მისსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნა ქუეყანაჲ იგი ერისა მისისა თანა არა დაიმკჳდროს და ნაწილი იგი არა იყოს მისი ერსა მას შორის; რამეთუ იგი თავადი არს მისა ნაწილად და სამკჳდრებელად და უფალი თავადი არს შორის ისრაელისა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ფინეეზ ძჱ იგი ელიაზარისი, მესამჱ დიდებულებითა, მოშურნებაჲ იგი მისი შიშისა მისგან უფლისაჲსა და განმტკიცებასა მას მისსა ძლევად ერისა მის სიქველითა მით გულისა მისისაჲთა, ყო მოტევებაჲ იგი ისრაელსა ზედა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳსცა განმტკიცნა აღთქუმაჲ იგი მისი წინამძღურად წმიდათა და ერისა მის თჳსისა მღდელობაჲ იგი სიმდიდრისაჲ უკუნისამდე.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღთქუმაჲ იგი, რომელ ყო დავითის თანა, ძისა იესესისა, ნათესავისა მისისა, სამკჳდრებელად ერისა მეუფისა მის ძისა მხოლოდშობილისა, Page of ms. O: 353r  სამკჳდრებელად აჰრონისა და ნათესავისა მისისა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ აკურთხევდით უფალსა უხუსა მას და ქველისმოქმედსა, რაჲთა მოგცეს თქუენ გონებაჲ გულთა თქუენთა და განიკითხოს ერი იგი თჳსი სიმართლით, რაჲთა არა უჴმარ იქმნეს კეთილი იგი მათი და დიდებაჲ იგი მათი ნათესავსა შინა მათსა.



Chapter: 46  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ძლიერი იგი და მბრძოლი ისუ, ძჱ ნავესი, შემდგომად მოსესა წინაწარმეტყუელებათა მათ, რომელი-იგი იქმნა მსგავსად სახელისა მისისა დიდი ჴსნითა, რჩეული სიმჴნითა მით ძიებად შურისა აღდგომილისა ერისა მის, რაჲთა დაუმკჳდროს ისრაელსა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა, იგი იდიდა მიყოფად ჴელთა მისთა ზედა ქალაქებთა მათ.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ არს, რომელი წინააღუდგა სადა მისებრ, რამეთუ იგი დაჰმწყსიდა ყოველსავე მას მბრძოლსა უფლისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ჴელითა რაჲმე მისითა კუალად-იქცა მზჱ და ერთი იგი დღჱ ორის წილ შეიქმნა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰხადა მან ღმერთსა მაღალსა და ძლიერსა ჟამსა მას, ვითარცა აჭირვებდა და მოჰსრვიდა იგი გარემოჲს მტერთა მათ მისთა. ისმინის მისი ღმერთმან ლოდითა მით სეტყუაგანრეულითა ძლიერებითა მით ძლიერისა მის

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
დაცემად ზედა ნათესავსა მას მტერთასა, დაბადებასა მას მისსა შეჰმუსრვიდა ნათესავთა მათ მჴდომთასა, რაჲთა გულისხმა-ყონ წარმართთა შემუსრვაჲ იგი თავისა თჳსისაჲ, Page of ms. O: 353v  რამეთუ პირსა წინაშე უფლისასა იყო ბრძოლაჲ იგი მათი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შე-ხოლო-უდგა ყოვლად ძლიერი ღმერთი, რომელმან დღეთა მათცა მოსჱსთა ყო წყალობაჲ მან თავადმან და ქალებ, ძემან იჱფონესმან, წარდგომასა მას პირისა შემთხუევასა და დაყენებასა მას ერისა მის ცოდვათა მათთაგან განმზადებულთა შემოკრებად ზრუნვისა მისთჳს დრტჳნვისაჲსა უკეთურებისა მათისაჲთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგინი ორნი განერნეს ეგოდენისა მისგან ერისა მიყვანებად მათა ქუეყანასა მას სამკჳდრებელსა აღთქუმისასა, რომელსა-იგი გამოსდიოდა სძჱ და თაფლი.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა უფალმან ძალი ქალებს და დაადგრა მის თანა მიმჴცოვანებადმდე შესლვად და აღწევნად მისა სიმაღლესა ქუეყანისასა. და ნათესავმან მათმან დაიპყრას სამკჳდრებელი იგი.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა იხილონ ყოველთა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ უმჯობჱს არს კუალსა უფლისასა შედგომაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მსაჯულთა მათ უწყოდიან, რამეთუ შჯობს მისლვად კუალსა სახელისა მისისასა, რომელთანი-იგი ისიძვიდეს გულნი მათნი, რომელნი არა უკუნ-იქცეს უფლისაგან, იყოს საჴსენებელი მისი კურთხეულ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძუალნი იგი მათნი ყუაოდიან ადგილობნით მათით და სახელნი მათნი განახლდენ ზედა დიდებულებასა მას ნაშობთა ნათესავისა მათისათა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
შეყუარებული უფლისა მიერ სამოელ წინაწარმეტყუელი უფლისაჲ, რომელი სცხებდა მეფეთა მათ Page of ms. O: 354r  და მთავართა და დაადგინებდა ერსა მას ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
შჯულითა მით უფლისაჲთა შჯიდა ერსა მას და გამოძიება-ყო უფალმან იაკობის ზედა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
სარწმუნოებითა მისითა განაჭეშმარიტნა წინაწარმეტყუელნი და სიტყჳთა მით მისითა განაჭეშმარიტნა სარწმუნოებაჲ ჩუენებათაჲ მათ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰხადოდა უფალსა ყოველთა დღეთა და ყოველსა ჟამსა ჭირისაგან მტერთა მისთაჲსა მსხუერპლითა მით საკუერთხისაჲთა კრავისა მის მწურისაჲთა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
დაიქუხნა უფალმან ცით გარდამო, დიდებულითა მით ჴმითა საშინელითა ასმინა ჴმაჲ იგი მისი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემუსრა ერისთავები იგი ტჳრჱსაჲ და ყოველნი იგი მთავარნი ფილისტიმისანი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და წინაჲსწარ შესუენებისასა მას აღსასრულსა ჟამთა მისთასა წამებაჲ დადვა მან წინაშე უფლისა და ცხებულისა ფასისათჳს თქუა: მი-ჴამლადმდე არარაჲ მოვიღე ყოვლისაგან ჴორციელისა და არავინ უდრტჳნვიდა მას ყოველი ჴორციელი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და შესუენებისა მის შემდგომად თჳსა წინაწარმეტყუელებდა და აუწყა მან მეფესა მას აღსასრული იგი მისი და აღიმაღლა მან ქუეყანით ჴმაჲ თჳსი წინაწარმეტყუელებით აღჴოცად უსჯულოებათა ერისაგან თჳსისა.



Chapter: 47  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისა შემდგომად აღადგინა მან ნათან წინაწარმეტყუელებად დღეთა მათ დავითისთა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა პოხილი მსხუერპლთა გამორჩეული საკუერთხთა მათგან მიტევებისათაჲ, ეგრეცა დავით შორის ძეთა მათ Page of ms. O: 354v  ისრაელისათა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და შორის ლომთა ეგრე იქცევინ, ვითარცა თიკანთა შორის დამკჳდრებულ იყო.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
არამეა სიყრმესა მას თჳსსა მოკლა მან გმირი იგი და მოსპო მან ყუედრებაჲ იგი შორის ერსა მას განტყორცებასა მას მისსა ჴელთა მათგან თჳსთა ქვისა მის მცირისა შურდულთაგან და დამჴობაჲ იგი ზახებისაჲ მის გოლიადისი?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ჰხადა მან უფალსა მაღალსა და მისცა მას ძალი დაცემად კაცისა მის მბრძოლისა შორის ორთა მათ განწყობილთა. აღამაღლა მან რქაჲ იგი ერისა თჳსისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს ბევრთა ზედა ადიდებდეს მას დედანი და აქებდეს მას გალობითა მით უფლისაჲთა, ვიდრემდის ღირს იქმნა მოღებად შარავანდისა მის დიდებისაჲსა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოსრნა მან მტერნი იგი თჳსნი გარემოჲს თჳსა და წარწყმიდნა ფილისტიმელნი იგი მჴდომნი მუნ დღენდელად დღედმდე. და მოსრნა იგინი ბუნითურთ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა ზედა საქმეთა მისცა მათ აღსაარებაჲ წმიდისა მის მაღლისაჲ, მცნებაჲ იგი დიდებისაჲ. ყოვლითა გულითა მისითა აქებდა მას და შეიყუარა შემოქმედი თჳსი და ყოველსა დღესა აღიმსთუვის ქებად გალობითა მისითა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
მუნ დაადგინნის მან მაქებელნი იგი საკურთხეველსა მას ღმრთისასა, რომელთა-იგი ჴმითა მით ტკბილითა საფსალმუნისაჲთა შეანელიან გულთა მათ ერისათა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცა მან დღესასწაულთაჲ მათ განშუენებაჲ და შეამკვნა Page of ms. O: 355r  ჟამნი იგი აღსასრულადმდე ქებასა მისსა და განთიად ოხრად სიწმიდესა მას მისსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და უფალმან მოსპნა ცოდვანი იგი მისნი მისგან და აღამაღლა უფალმან რქაჲ მისი უკუნისამდე და მისცა მას აღთქუმაჲ იგი მეუფისაჲ და საყდარნი იგი დიდებისანი შორის ისრაელსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისა შემდგომად აღადგინა ძჱვე თჳსი სავსე ყოვლითა სიბრძნითა და მის გამო დაეშჱნა იგი ფართოებით.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
სოლომონი სუფევდა დღეთა მათ მშჳდობისათა და უფალმან დაუმშჳდა მას გარემო მისა, რაჲთა აღაშჱნოს ტაძარი იგი სახელისა მისისაჲ და განუმზადოს იგი სიწმიდედ უკუნისამდე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარღა განჰბრძნდი შენ, სიყრმითაგან შენით აღივსე შენ მეცნიერებითა შენითა, ვითარცა მდინარჱ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღივსნეს იგავნი სახეთანი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიიწია ჭალაკთა მათ შორიელთა სახელი შენი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ქებათა მათ იგავთასა და სახეთასა გამოთარგმანებათა მათ მწიგნობრებისათა დაკჳრვებად შენთჳს თესლებსა მას.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
სახელითა უფლისა ღმრთისაჲთა, რომელსა სახელი ჰრქჳან ღმერთი ისრაელისაჲ, შეჰკრიბე შენ ოქროჲ, ვითარცა ხუავი, და ვითარცა ბრპენი განამრავლე შენ ვეცხლი.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჴელმწიფჱ იქმენ შენ ჴორცთა შენთა ზედა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეაგინე შენ ნათესავი იგი შენი მოვლინებად რისხვისა მის ნაშობთა მათ შენთა ზედა სინანულად უგუნურებასა მას შენსა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ორთაგან Page of ms. O: 355v  განხეთქად უფლებაჲ ეგე შენი დაუმორჩილებელი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ღმერთმან არავე დაუტეოს წყალობაჲ იგი თჳსი და არცა ნაკლულევან-ყოს გულწრფელობაჲ იგი მისი, და არა აღიჴოცოს ნათესავი საყუდელისა მის თჳსისაჲ და ნაშობნი იგი მოყუარეთა მისთანი არა მოისრნენ, და იაკობსა დაუტევა ნეშტი და დავითს _ ძირნი თჳსნი.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეისუენა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაშთა მისა შემდგომად ნათესავისა მისგან, რომელმან განამრავლა უგუნურებაჲ იგი მისი და ნაკლულევან იპოვა სიბრძნისა მისგან რობოამ, რომელმან მართლ უკუნ-აქცია ერი იგი თჳსი ზრახვითა მით თჳსითა ვიდრე აღდგომადმდე მისა, რომლისაჲ-იგი არა იყო საჴსენებელი.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
იერობოამ, ძჱ ნაბატისი, რომელმან-იგი აცთუნა ისრაელი და პოვნად სცა ისრაელსა გზაჲ იგი ცოდვისაჲ. და განმრავლდა ცოდვაჲ მათი ფრიად და განშორებად მათა ქუეყანისა მისგან მათისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველნი იგი უკეთურებანი მათნი კითხვად, ვიდრემდის მოვიდეს შურისგებაჲ იგი მათ ზედა.



Chapter: 48  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისა შემდგომად აღდგა ელია წინაწარმეტყუელი, ვითარცა ცეცხლი, და სიტყუაჲ იგი მისი, ვითარცა ალი აღატყდებოდა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან-იგი მოაწია მათ ზედა სიყმილი იგი პურისაჲ და შურითა მისითა შეამცირნა იგინი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყჳთა თჳსითა დააყენა წჳმაჲ და გარდამოჴდა სამგზის ცეცხლი იგი. Page of ms. O: 356r 

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარღა იდიდე საკჳრველებითა შენითა, ელია. აწ ვინ არს მსგავს შენდა, რომელმან იქადოს.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ვინ აღადგინნეს მკუდარნი მიწით და უფსკრულთა მათ ჯოჯოხეთისათა სიტყჳთა მაღლისაჲთა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან დაჴადნა მეფენი წარსაწყმედელად და პატიოსანნი იგი ცხედრით მათით.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა სინას სიტყჳსმოგებაჲ იგი და ქორებს შჯული სიტყჳსგებათაჲ მათ.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან მისცნის მეფეთა მათ მისაგებელად, წინაწარმეტყუელნი მისა შემდგომად ასხურნა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელმან აღიმაღლა ნიავქარითა მით ცეცხლისაჲთა, ეტლითა მით და საჴედრებითა ცეცხლისაჲთა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელი დაიწერა ჟამთა მათ მხილებისაგან შემოკლებისა რისხვისა მისგან წინა მოქცევად გულთა მამათაჲსა შვილთა მიმართ, დამტკიცებად ნათესავთა მათ იაკობისთა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ნეტარ მათა, რომელთა გიციან შენ და რომელნი სიყუარულითა მით ღმრთისაჲთა შემკულ არიან, რაჲთა ჩუენცა მითვე ცხორებითა ვცხონდეთ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ელია, რომელი-იგი არმურითა მით ცეცხლისაჲთა აღმაღლდა, და ელისჱ, რომელი აღივსო სულითა წმიდითა დღეთა მათ შინა მისთა, არა შეძრწუნდა იგი მთავართა მათგან და არცაღა ჰმძლავრობდა მას ჴორციელი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველმან სიტყუამან არა გარდაჰმატა მას და შესუენებასა მას მისსა წინაწარმეტყუელ იქმნნეს ჴორცნი მისნი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ცხორებასა მას მისსა ქმნა Page of ms. O: 356v  სასწაულები და ნიშები და სიკუდილსა მას მისსა საკჳრველ იყვნეს საქმენი მისნი.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
ეზეკია განაძლიერა ქალაქი იგი თჳსი და შეადგინა წყალი შინა ქალაქსა მას და აღმოჰკუეთა მან რკინითა კლდე იგი და აღაშჱნნა მან საბანელნი იგი წყალთანი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
დღეთა მათ შინა მისთა გამოვიდა სენაქერიმ და მოავლინა რაფსაკ. მოვიდა, მიყვნა ჴელნი მისნი სიონსა და მდიდრად იტყოდა ამპარტავანებითა მით თჳსითა.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და მას ჟამსა შეუძრწუნდა მას გული მისი და ჴელნი მისნი და სალმობამან, ვითარცა შობადისამან, შეიპყრნა იგინი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰხადეს ღმერთსა მოწყალესა და აღიპყრნეს ჴელნი მათნი მისა და წმიდამან მსთუად შეისმინა მათი და განარინნა იგინი ჴელითა მით ესაჲასითა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და დასცა მან ბანაკი იგი ამორეველთაჲ მათ და შემუსრნა იგინი ანგელოზმან მან ზეგარდამო.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ყო ეზეკია სათნოებაჲ ღმრთისაჲ და განძლიერდა იგი გზათა მათ დავითის, მამისა თჳსისათა, რომელ-იგი ამცნო ესაჲა წინაწარმეტყუელმან დიდმან და სარწმუნომან ჩუენებათა მისთა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
დღეთა მათ მისთა კუალად-იქცა მზჱ და შესძინა დღეთა მათ მეფისათა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
სულითა მით დიდითა იხილა მან აღსასრული იგი და ნუგეშინის-სცა მგლოვარეთა მათ სიონისათა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრა მათ, რაჲ-იგი ყოფად იყო, და ზრახვანი იგი დაფარულნი, Page of ms. O: 357r  ვიდრე არღა მოწევნულ იყვნეს საკჳრველებანი იგი.



Chapter: 49  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
საჴსენებელი იგი იოსიაჲსი განმზადებულსა მას საკჳრველსა და საქმესა განმზადებულსა მას ნელსაცხებელთასა ყოველსა პირსა, ვითარცა თაფლი, დასტკბნის, ვითარცა სახიობაჲ იგი მემღერთაჲ ჟამსა მას შუებისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
ანაპაკსა ზედა თავადი იგი განემზადა სინანულსა მას თჳსსა და აჴოცა იგი შუვა ყოველი კერპისმსახურები.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიმართა უფლისა მიმართ გული მისი და დღეთა მათ უშჯულოთასა განაძლიერა მსახურებაჲ იგი სიწმიდეთაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნა დავითისა და ეზეკიაჲსა და იოსიაჲსა, ხოლო სხუათა მათ ყოველთა შეცოდებით შესცოდეს, რამეთუ დაუტევეს შჯული იგი უფლისაჲ მეფეთა მათ ჰურიასტანისათა,

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და მისცეს ცხებულებაჲ იგი მათი უცხოთესლთა მათ და დიდებაჲ იგი მათი _ ნათესავსა სხუასა.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
მოავლინეს ცეცხლი და მოწუეს ქალაქები იგი რჩეული სიწმიდისაჲ, დაარღჳნეს გზანი იგი მისნი

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
იერემიაჲს გამო, რამეთუ იგიცა გან-ვე-აბოროტეს. ხოლო იგი თავადი იერემია წინაწარმეტყუელად დაადგინა ღმერთმან და ჴელმწიფედ აღფხურად და განბოროტებად და წარწყმედად, ეგრეცა შჱნებად და დანერგვად.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ეზეკია, რომელმან-იგი იხილა ჩუენებაჲ იგი დიდებისაჲ, რომელი-იგი უჩუენა ეტლთა მათ ზედა ქერობინთასა,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მოიჴსენნა მან მტერნი იგი მისნი ჴმითა მით ქუხილისაჲთა, კეთილისყოფაჲ და განმარჯუებაჲ გზათაჲ

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 357v  და ათორმეტთაჲ მათცა წინაწარმეტყუელთაჲ ხარებად ძალთა მათთა ადგილით მათით, რამეთუ ნუგეშინის-სცეს მათ იაკობსა და ამხილის მათ სარწმუნოებად და სათნოებად.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარმე ადიდებდეთ ზორაბაბელს, რამეთუ იგი თავადი ვითარცა მჭედელი ბეჭდისაჲ ჴელსა მარჯუენესა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ეგრეცა ისო, ძჱ იგი იოსედეკისი, რომელთა-იგი დღეთა მათთა აღაშჱნეს სახლი იგი და აღჰმართეს ტაძარი იგი სიწმიდისა უფლისაჲ განმზადებად დიდებისა მის უკუნისამდე.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნემანისიცა მჴნისაჲ მის კეთილსავე შინა იყავნ საჴსენებელი მისი, რომელმან-იგი აღჰმართნა ზღუდენი ჩუენნი და აღჰმართნა ბჭენი ჩუენნი და დაამტკიცნა მოქლონნი მისნი, აღჰმართნა და აღაშჱნნა გოდოლნი იგი ჩუენნი დამჴობილნი.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
არავინ დაებადა ქუეყანასა ზედა მსგავსად ენუქისებრ, ვითარ-იგი გარდაიცვალა ქუეყანით ზეცად.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო იოსებისებრ მყარვე არავინ იყო ქუეყანასა ზედა, უძღოდა ძმათა მათ თჳსთა განსამტკიცებელად ერისა მის და ღირს იქმნნეს მოძიებად ძუალნიცა მისნი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
სემ და სეთ შორის კაცთა იდიდნეს და უფროჲს დაბადებულთა მათ ნაშობთა კაცთაჲსა.



Chapter: 50  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
სჳმონ, ძჱ იგი ჰონეაჲსი, მღდელი იგი დიდი, რომელმან-იგი ცხორებასავე მისსა აღაგო სახლი იგი დღეთა მათ თჳსთა და განამტკიცა ტაძარი იგი,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მის გამო დაემტკიცნეს საფუძველნი Page of ms. O: 358r  იგი სიმაღლისანი მეორედ აღმაღლებადმდე ეზოთა მათ ტაძრისა მის.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
დღეთა მათ მისთა აღიშჱნნეს საუნჯენი იგი წყალთანი საზომისაცა ზღჳსა მის რვალისაჲ, ვითარცა სახედ ზღჳსა მის.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
რომელ-იგი გულს ეტყოდა ერისა მისთჳს, რაჲთამცა არა დაეცნეს. რომელი-იგი განაძლიერებდა ქალაქებსა მას თჳსსა თავისა თჳსისა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა იდიდა იგი, იქცეოდა რაჲ იგი შორის ერსა მას აღმაღლებასა მას ეზოჲსა მის გამოსლვასა ტაძრით.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ვარსკულავი განთიადისაჲ, რომელი-იგი გამოვალნ შორის ღრუბელთა მათ, და ვითარცა მთოვარჱ სავსებითი დღეთა მათ წესისა თჳსისათა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა მზჱ რაჲ მოეფინის ტაძარსა მაღლისასა, ვითარცა მშჳლდი იგი დიდებული უფლისაჲ, რაჟამს მისწუდების ბრწყინვალებაჲ იგი მისი ღრუბელთა,

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ყუავილი ვარდისაჲ დღეთა მათ ახლისათა, ვითარცა ყუავინ შროშანი წარსავალსა წყალთასა, ვითარცა ახალნერგი ლიბანისაჲ დღეთა მათ არისათა;

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა საკუმეველი ცეცხლსა ზედა მბერველთა მათ, ვითარცა ჭურჭერი ჭედილი ოქროჲსა მყარისაჲ აღმკული და შთასხმული ანთრაკები იგი პატიოსნები;

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ზეთისხილი იგი განშუენებული, სავსჱ ხილითა, ვითარცა ძელქვაჲ აღმაღლებული ღრუბლადმდე ცისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღმკვასა მას მისსა სამოსლითა მით დიდებულითა, შთაცუმასა მას მის სამკაულისასა სრულიად სიქადულისა, Page of ms. O: 358v  ჟამსა მას მიახლებისასა საკურთხეველსა მას წმიდათასა იდიდა სამკაულითა მით სიწმიდისაჲთა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მიღებისა მის ჴელთაგან ძმათაჲსა, რაჟამს თჳთ განმზადებულად დგან საკურთხეველსა მას წინაშე მსხუერპლთაჲსა. ვითარცა ახალნერგი იგი ნაძჳსაჲ მთასა მას ლიბანისასა, გარემოადგეს და შეიცვეს იგი, ვითარცა ხეთა მათ დანაკისკუდისათა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ყოველთა მათ ძეთა აჰრონისთა დიდებულებითა მით და მსხუერპლი იგი უფლისაჲ ჴელთა შინა მათთა წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაელისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და სრული იგი მსახურებაჲ, სხურებული ზედა საკუერთხეველსა მას, განშუენებაჲ და მსხუერპლისა მის მაღლისა მერთისა მპყრობელისაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
მიყოფასა მას ჴელისა მისისასა საკურთხეველსა მას განწონილსა შესაწირავთასა მას, პკურებასა მას სისხლისასა და მისხურებად საფუძველთა მათ საკურთხეველისათა სულად სულნელად მეუფისა მის მაღლისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჴმითა მით მაღლითა ღაღადებდენ მღდელნი იგი, ძენი აჰრონისნი და ჴმითა მით ნესტჳსა ჭედილისაჲთა ღაღადებედ და ასმენედ ჴმასა მას ჴმითა დიდითა საჴსენებელად მაღლისა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა ერთბამად ერნი იგი ზედა პირთა მათთა დაეცნეს და თაყუანის-სცეს უფალსა ღმერთსა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აქებდეს უფალსა ღმერთსა მაღალსა და უგალ/ობდენ მაქებელნი Page of ms. O: 359r  იგიცა უფროჲს ჴმითა მით მაღლითა და სიმრავლითა მით ერისაჲთა ჴმაჲ იგი დატკბებინ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ევედრებინ ერი იგი უფალსა ღმერთსა მაღალსა და ლოცვაჲ იგი შეიწირვოდა წინაშე მოწყალისა მის ვიდრე აღსასრულადმდე, სამკაულისა მის მსახურებისა მის აღსასრულადმდე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
შთასლვასა მას და აღპყრობასა ჴელთა მისთასა ერსა მას ზედა ისრაელისასა. მიცემად ქებაჲ უფალსა ბაგითა თჳსითა სახელითა მისითა სიქადულად.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
შუენებად, ახილვად ქებულებასა მას მაღლისასა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ აქებდით ყოველნი უფალსა საკჳრველთმოქმედსა მას ყოვლისა ქუეყანისასა, რომელმან აღამაღლნა დღენი ჩუენნი საშოჲთგან ყოს ჩუენთჳს წყალობითა თჳსითა

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
მოცემად გულთა ჩუენთა ყოფად მშჳდობისა დღეთა მათ ჩუენთა ისრაელსა ზედა მსგავსად დღეთა მათ საუკუნეთა,

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
სარწმუნო ყოფად ჩუენდა წყალობისა მისისა და დღეთა მათ შინა მისთა ჴსნად ჩუენდა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
ორი ესე ნათესავი მოიძულა სულმან ჩემმან და მესამჱ იგი მიყუარად არავე შემირაცხიეს;

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
თესლთა, რომელნი დაშჱნებულ არიან მთათა ზედა სამარიაჲსათა, ფილისტიმელნი იგი და ერი ცოფი, რომელ-იგი დაშჱნებულ არს სიკიმას.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
მოძღურებაჲ ესე სიბრძნისაჲ დავწერე წიგნსა ამას ისო, ძემან ზირაქისმან, ძისა ელიაზარისმან Page of ms. O: 359v  ოსოლჳმელმან, რომელი გამოადინებდა სიბრძნესა მას გულისაგან თჳსისა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
ნეტარ იყოს, რომელი ამათ შინა იქცეოდის, და რომელმან დაისხნეს ესენი გულსა თჳსსა, განბრძნდეს.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და უკუეთუ ვინმე ყოს ესე, ყოვლითავე ფრიად განბრძნდეს, რამეთუ შიშითა უფლისაჲთა არიან ალაგნი მისნი.



Chapter: 51  
ლოცვაჲ ისოჲსი, ძისა ზირაქისი


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   
აღგიარო შენ, მეუფეო ჩემო, და აღუვარო სახელსა შენსა,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მექმენ მე შესავედრებელ ჩემდა და შემწე, და იჴსენ სული ჩემი წარსაწყმედელისაგან და მახისაგან, ენისა ცუნდრუკებისაგან და ბაგეთა, რომელნი მომადგეს მე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
შემიწყალე და მიჴსენ მე მრავლითა წყალობითა შენითა ზახებისაგან, რომელნი განმზადებულ იყვნეს შემუსრვად, და ჴელთაგან, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, სიმრავლისაგან ჭირთა, რომელნი გარემომადგეს მე;

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩუენებისაგან გარემო ცეცხლისა და შორის ცეცხლისა, რომელი-იგი მე არა აღმეგზნა;

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
სიღრმისაგან უფსკრულთა ჯოჯოხეთისათა და ენისაგან ბილწისა ცილის სიტყჳსა

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ენისაგან ცუნდრუკისა და ცილის სიტყჳსა. წინაშე მეუფისა მიიწია სიკუდიდმდე სული ჩემი და ცხორებაჲ ჩემი ჯოჯოხეთა მიეახლა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
გარემომადგეს მე და არავინ იყო მწე ჩემდა. ვხედევდ შეწევნასა კაცთასა და არა მეპოებოდა მე.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მოვიჴსენე წყალობაჲ შენი, უფალო, და საქმენი ჴელთა შენთანი უკუნისამდე, Page of ms. O: 360r  რამეთუ იჴსნი, რომელთა დაგითმონ შენ, და განარინნე იგინი ჴელთაგან წარმართთაჲსა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღამაღლნა უფალმან ქუეყანით ლოცვანი იგი ჩემნი და ჴსნისათჳს სიკუდილისა ვიცევდ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვხადე უფალსა მამასა ჩემსა უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა: ნუ დამაგდებ მე, უფალო, დღეთა ჭირისა ჩემისათა ჟამსა შინა ამპარტავანთასა უძლურთათჳს შეწევნასა და გაქებდენ შენ აღსაარებითა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ისმინა ჴმისა ჩემისაჲ და მიჴსნა მე წარწყმედისაგან და განმარინა მე ჟამსა ბოროტსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳსცა აღგიარო და გაქებდე შენ და უგალობდე სახელსა შენსა უკუნითი უკუნისამდე, უფალო.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
აქამდე არიან სიტყუანი ისოჲსნი, ძისა ელიაზარისაჲ, ძისა ზირაქისაჲ. ვიდრე საცთური არღა წევნულ იყო ჩემდა, ვითხოვე სიბრძნჱ ცხადად ლოცვითა ჩემითა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
წინაშე ტაძარსა მას დავრდომილ ვიყავ და ვილოცევდი მისთჳს და მი-აღსასრულადმდე ვეძიებდ მას.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ჟამსა ყურძნის ჭრელოვასა ფერჴი ჩემი დადგა განგებულად სიმტკიცესა და სიყრმითგან ჩემით მოვიძიე იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
მიუდრიკე ყური ჩემი და ვერვე გამომიღებიეს იგი. მრავალი ვპოვე მეცნიერებაჲ მას შინა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარმემართა მე; რომელმან-იგი მომცა მე სიბრძნე, მივსცე მას დიდებაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
ვიზრახე მისი ყოფაჲ და აღვიშურვე მე კეთილისათჳს და არა მრცხუენოდის.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ჰბაძვიდა მას სული ჩემი Page of ms. O: 360v  და საქმითა ჩემითა განვამტკიცე იგი. ჴელნი ჩემნი აღვიხუენ სიმაღლესა, სიბრძნე ჩემი განვიზრახე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
სული ჩემი წარვიმართე მისა და გონებაჲ ჩემი დავდევ მისა მიმართ და სიწმიდით ვპოვე იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს არა იპოვა ნაწილი ჩემი დაშრომილ მოუძლურებასა მას მისსა, მისთჳს მოვიგე სიწმიდისა მოსაგებელი.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
მომცა მე უფალმან სასყიდლად ენაჲ, ამით აქებდით.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩემ თანა უმეცარნი და განისუენეთ სახლსა მოძღურებისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲ არს, რომლითა დააკლდებით თქუენ და სულთა თქუენთა სწყუროდის ფრიად.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
აღვაღე პირი ჩემი და ვიტყოდე: აწ მიიღეთ თქუენ უვეცხლოდ.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუდრიკეთ ქედი თქუენი უღელსა და მიიღეთ თქუენ სწავლაჲ, რამეთუ ახლოს არს პოვნად იგი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილეთ თუალითა თქუენითა, რამეთუ მცირედ ვშუერ და ვპოვე განსუენებაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
დაიმკჳდრეთ მეცნიერებაჲ უფროჲს ვეცხლისა და უფროჲს ოქროჲსა მოიპოვეთ იგი.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
უხაროდენ სულთა თქუენთა წყალობითა მისითა და ნუმცა გრცხუენის თქუენ ქებისა მისთჳს.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
იქმოდეთ თქუენ ქველისსაქმესა თქუენსა ჟამის წინა და მან მოგცეს თქუენ მოუკლებელი იგი სასყიდელი ჟამსა თჳსსა.
Page of ms. O:  



Book: Hos. 
Hosea

წინაჲსწარმეტყუელებაჲ ჵსესი



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. O: 367r  სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო ჵსესა მიმართ ძისა ბერჱსა, დღეთა აქაზისთა და ეზეკიაჲსთა, დღეთა ოზიაჲსთა და იოათამისთა მეფეთა იუდაჲსთა, და დღეთა იორობოამისთა მეფისა ისრაჱლისათა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
დასაბამი სიტყჳსა უფლისაჲ ჵსესა მიმართ, და ჰრქუა უფალმან ჵსეს, წარვედ და მოიყვანე თავისა შენისა დედაკაცი სიძვისაჲ და შვილნი სიძვისანი, რამეთუ სიძვით ისიძვიდეს ქუეყანაჲ უკუანაგან უფლისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდა და მოიყვანა გომერ ასული დობელა<ი>მისი მიუდგა და შვა ძჱ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას უფალმან უწოდე სახელი მაგისი იეზრაელ, ამისთჳს, რამეთუ მცირედ და აწ, და შური ვიძიო სისხლისა იეზრაელისა სახლსა ზედა იუდაჲსსა, და დავაცხრეთ მეფობაჲ სახლისა ისრაჱლისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა შევმუსრო მშჳლდი ისრაჰლისი ღელესა მას იეზრაელისსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუდგა მერმე, და შვა ასული; და ჰრქუა მას უფალმან; უწოდე სახელი Page of ms. O: 367v  მისი არა შეწყალებულ, რამეთუ არღა შევსძინო მერმე შეწყალებად მერმე/ სახლსა მას ზედა ისრაჱლისასა, არამედ წინა-აღდგომით წინააღუდგე მათ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ძენი იუდაჲსნი შევიწყალნა, და ვიჴსნნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა, არა ვიჴსნნე იგინი მშჳლდითა არცა მახჳლითა არცა მბრძოლითა არცა მჴედრებითა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და განეყენა სძესა არა შეწყალებული იგი, და მიუდგა მერმე, და შვა ძჱ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწდა არა ერი ჩემი, რამეთუ თქუენ არა ერი ჩემი, და მე არა ვარ თქუენი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ღათუ რიცხჳ ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხოს, ნაშტი ოდენ ცხონდეს. და იყოს ადგილსა მას, სადა იგი [!] ეწოდა მათ არა ერი ჩემი, ეწდოს მათ ძჱ ღმრთისა ცხოველისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრბენ ძენი ისრაჱლისანი და ძენი იუდაჲსნი ერთად, და დაიდგინონ თავისა მათისა მთავარი ერთი, და აღმოვიდენ ქუეყანისა მისგან, რამეთუ დიდ არს დღჱ იგი იეზრაელისაჲ.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუთ ძმასა თქუენსა ერი ჩემი, და დასა თქუენსა შეწყალებული.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესაჯენით დედასა თქუენსა, ესაჯენით, რამეთუ იგი არა ცოლი ჩემი, და მე არა ქმარი მისი, და აღვიხუნე სიძვანი მისნი პირისაგან ჩემისა, და მრუშებანი მისნი შორის ძუძუთა მისთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა განვძარცო იგი შიშუ<ე>ლად, და კუალად ვადგინა იგი ვითარცა დღესა მას შობისა მისისასა, და დავდვა იგი ვითარცა Page of ms. O: 368r  ოჴერი, და დავაწესო იგი ვითარცა/ ქუეყანაჲ ურწყული; და მოვაკუდინო იგი წყურილითა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შვილნი მისნი არა შევიწყალნა ამისთჳს, რამეთუ ნაშობნი სიძვისანი არიან.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ისიძვიდა დედაჲ მათი, და ჰრცხუენა მშობელსა მათსა, რამეთუ თქუა; მივიდე შემდგომად ტრფიალთა ჩემთა, რომელნი პურსა ჩემსა მცემდენ, და წყალსა ჩემსა, და სამოსელსა ჩემსა, და ტილოსა ჩემსა, და ზეთსა ჩემსა და ყოველი რავდენი ჩემდა ღირდეს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე ამისთჳს დაუჴსნნე გზანი მისნი ეკლითა, და აღვყორო გზაჲ მისი, და ვერ პოვნეს ალაგნი მისნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და სდევდეს ტრფიალთა, და <ვერ> ეწიოს მათ; <, , ,> ვერცა პოვნეს იგინი, და თქუას, წარვიდე და მივიქცე ქმრისა ჩემისა პირველისა. უმჯობჱს იყო ჩემდა მაშინ ვიდრე აწ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან ვერ ცნა, რამეთუ მე მივეც მას იფქლი ღჳნოჲ და ზეთი, და ვეცხლი განუმრავლე მას, ხოლო მან ვეცხლი და ოქროჲ უქმნა ბაალსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მოვაქციო, და მოვიღო იფქლი ჩემი ჟამსა თჳსსა, და ღჳნოჲ ჩემი ჟამსა მისსა, და მოუღო სამოსელი ჩემი და ტილოჲ ჩემი, რაჲთა არა დაიფაროს სარცხჳნელი თჳსი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ გამოვაცხადო არა-წმიდებაჲ მისი წინაშე ტრფიალთა მისთა, და არა ვინ განარინოს იგი ჴელთაგან ჩემთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარე-მოვაქცინე ყოველნი სიხარულნი მისნი დღესასწაულნი, და Page of ms. O: 368v  თჳს-თავნი მისნი, და შაბათნი მისნი, და ყოველნი კრებანი მისნი./

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვრყუნნე სავენაჴენი მისნი, და ლეღოვანნი მისნი რავდენი თქუა ვითარმედ სასყიდელი არს ჩემი ესე რომელი მომცეს მე ტრფიალთა ჩემთა, და დავსხნე იგინი საწამებელად; და შეჭამნენ იგინი მჴეცთა ველისათა და მფრინველთა ცისათა და ქუე-წარმავალთა ქუეყანისათა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და შური ვიძიო მის ზედა დღეთა მათ ბაალიმისთა, რომელთა უზორვიდა მათ, და შეისხმიდა საყურებსა მათსა, და მეჰევანდებსა მათსა, და მივიდოდა შედგომად ტრფიალთა მისთა, ხოლო მე დამივიწყა, იტყჳს უფალი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა მე შევაცთუნო იგი, და განვაწესო იგი ოჴრად, და ვეტყოდი მას გულსა მისსა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე მას მონაგებნი მისნი მიერ, და ღელე იგი აქორისაჲ განღებად გულის-ხმის-ყოფისა მისისა, და დამდაბლდეს მუნ მსგავსად დღეთა მათ გამოსლვისა მისისათა ეგჳპტით.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მათ დღეთა შინა, იტყჳს უფალი, მხადოს მე მან ქმარი ჩემი, და არღარა ჰხადოს ბაალიმს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვიღო სახ<ე>ლები ბაალიმისი პირისაგან მისისა, და არღარა მოიჴსენას მერმე სახელები მათი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ მათ დღეთა შინა მჴეცთა თანა ველისათა და მფრინველთა ცისათა და ქუე-წარმავალთა თანა ქუეყანისათა, და მშჳლდი და მახჳლი და ბრძოლაჲ შევმუსრო ქუეყანით, და დაგამკჳდრო შენ სასოებით.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგითხოვო შენ Page of ms. O: 369r  თავისა/ ჩემისა საუკუნოდ სიმართლედ, და განკითხვით და წყალობით და შეწყნარებით.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგითხოვო შენ თავისა ჩემისა სარწმუნოებით, და იცნა უფალი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, ვისმინო მე ცისაჲ, და ცამან ისმინოს ქუეყანისა<ჲ>,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქუეყანამან ისმინოს იფქლისაჲ და ღჳნისაჲ და ზეთისაჲ, და ამათ ისმინონ იეზრაელისაჲ.

Verse: 23   Link to septLink to armat   
და ვსთესო იგი თავისა ჩემისა ქუეყანასა ზედა, და შევიწყალო არა შეწყალებული იგი, და ვჰრქუა არა ერსჩემსა, ერი ჩემი ხარი შენ, და მან მრქუას, უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.:

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან მერმეცა; წარვედ და შეიყუარე დედაკაცი მოყუარე ბოროტისაჲ და მომრუშჱ; ვითარცა უყუარან ღმერთსა ძენი ისრაჱლისანი. და იგი<ნი> ჰხედვენ კერპთა მიმართ უცხოთა, და უყუარს ცხობილი სკიჭისაჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიყიდე თავისა ჩემისა ათოთხმეტი ვეცხლი, და ოც და ათი საწყაული ქრთილი, და სამი მარი ღჳნოჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ მას, დღეთა მრავალთა შჯდე შენ ჩემ თანა, და არა ისიძვო არცა იყო სხჳსა ქმრისა და მე შენდამი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს დღეთა მრავალთა სხდენ ძენი ისრაჱლისანი, და არა იყოს მეფჱ, არცა მთავარი, არცა იყოს შესაწირავი, არცა საკურთხეველი, არცა მღდელობაჲ, არცა გამოცხადებაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამისა შემდგომად მოიქცენ ძენი ისრაჱლისანი, და ეძიებდენ Page of ms. O: 369v  უფალსა ღმერთსა მათსა,/ და დავითს მეფესა მათსა, და განკჳრდენ უფლისა მიმართ და კეთილთა მისთა მიმართ უკუანაჲსკნელთა დღეთა.:

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ საშჯელი უფლისაჲ მკჳდრთა ზედა ქუეყანისათა, რამეთუ არა არს წყალობაჲ არცა ჭეშმა რიტებაჲ არცა ცნობაჲ უფლისაჲ ქუეყანასა ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
წყევაჲ და ტყუვილი, შური და კაცის-კლვაჲ, და პარვაჲ და მრუშებაჲ მიფენილ არს ქუეყანასა ზედა; და სისხლსა სისხლთა ზედა დაჰრთვენ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს იგლოვდეს ქუეყანაჲ, და შემცირდეს ყოვლითურთ დამკჳდრებულით მისით, მჴეცითურთ ქუეყანისაჲთ და ქუე-წარმავალით, და მფრინველით ცისაჲთ და თევზით ზღჳსაჲთ მოაკლდენ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა არა ვინ იშჯოდის, არცა ამხილებდეს, ხოლო ერი ჩემი, ვითარცა სიტყჳს-მგებელი მღდელი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუძლურდეს დღისი და წინაწარმეტყუელიცა მოუძლურდეს შენ თანა ღამესა; ვამ<ს>გავსე დედაჲ შენი;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ემსგავსა ერი ჩემი, რომელსა არა აქუნდა მეცნიერებაჲ, რამეთუ შენ მეცნიერებაჲ განიშორე. განგიშორო შენ მეცა მღდელობად ჩემდა, და დაივიწყე შჯული ღმრთისა შენისაჲ, და დავივიწყნე მეცა შვილნი შენნი,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმრავლისა-ებრ შენისა, ეგრევე შემცოდეს მე. ამისთჳს იგლოვდეს ქუეყანაჲ, და შემცირდეს ყოვლითურთ დამკჳდრებულით მისით, მჴეცითურთ ქუეყანისაჲთ და Page of ms. O: 370r  ქუე-წარმავალით./ ამისთჳს დიდებაჲ მათი უპატიოდ დავდვა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ცოდვასა ერისა ჩემისასა ჭამდენ, და სიცრუვეთა მათთა შინა მოიბნენ სულნი მათნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ვითარცა ერი, ეგრეცა მღდელი იგი, და შური ვიძიო მის ზედა, და გზათა მისთა-ებრ მივაგო მას.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჭამდენ, და ვერ განძღებოდიან, ისიძვიდენ, და ვერ წარემართონ, რამეთუ უფალი დაუტევეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შეუდგენ სიძვასა, და ღჳნაჲ და მთრვალობაჲ მიიღო გულმან ერისა ჩემისამან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
შეყოფითა ურთიერთასითა იკითხვიდეს, და კუერთხებითა მით მისითა მიუთხრობდეს მას,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
თხემთა ზედა მთათასა უზორვიდეს, და ბორცუთა ზედა უკლვიდეს მუხასა და ვერხუსა ქუეშჱ და ხეთა საგრილთა, რამეთუ კეთილ არს საფარველი. ამისთჳს ისიძვიდენ ასულნი თქუენნი, და სძალნი თქუენნი იმრუშებდენ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა მივჰხედო ასულთა თქუენთა ოდეს ისიძვიდენ, და სძალთა თქუენთა ოდეს იმრუშებდენ, რამეთუ იგინი მეძავთა თანა შესუარულ იყვნეს, და კერპთ-მსახურთა თანა უზორვიდეს, და ერი იგი რყებითურთ შერეულ იყო მეძავთა თანა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ ისრაჱლ, ნუმცა უმეცარ ხარ, და შენ იუდა, ნუ შეხუალთ გალგალად, და ნუ აღხუალთ სახლსა მას ონისასა, და ნუ ჰფუცავთ ცხოველსა უფალსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა სამწყული მტრიობარი შესტრიობდა ისრაჱლი, აწ აძოვნეს Page of ms. O: 370v  იგინი უფალმან ფართოსა ადგილსა ვითარცა კრავნი./

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
შემყოფი კერპთაჲ ეფრემ, და იდვა თავისა თჳსისა საცთური;

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
სათნო იყვნა ქანანელნი, სიძვით ისიძვიდეს, შეიყუარეს უპატიოებაჲ კრებულისაგან მისისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკრული სულისაჲ შენ ხარ ფრთეთა მისთა, და ჰრცხუენოდის ბომონთა მისთა.:

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ მღდელთა, და ერჩდით სახლი ეგე ისრაჱლისაჲ, და სახლმან ეფრემისმან ყურად-იღენ, რამეთუ თქუენდა მიმართ არს საშჯელი, საბრჴე ექმნენით სამსტუროსა, და ვითარცა მახჱ განმარტებული ოლეთა ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი იგი მონადირეთა მათ ნადირისათა დაარწყჳან, ხოლო მე მსწავლელი თქუენი ვარ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიცან ეფრემ, და ისრაჱლი არა შორს არს ჩემგან, რამეთუ აწ ისიძვა ეფრემ; და შეიბილწა ისრაჱლი,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
არა მოსცნეს ზრახვანი მათნი ცნობად ღმრთისა მათისა, ხოლო სული სიძვისაჲ მათ შორის არს, და უფალი არა იცნეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და დამდაბლდეს გინებაჲ ისრაჱლისაჲ წინაშე პირსა მისსა, და ისრაჱლი და ეფრემ მოუძლურდენ სიცრუვითა მათითა, და მოუძლურდეს მათ თანა იუდა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოვართა თანა და ზროხათა ვიდოდიან გამოძიებად უფლისა, და არა პოვონ იგი; მიაქცია მათგან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უფალი დაუტევეს, რამეთუ შვილნი უცხონი ეშვნას მათ. აწ შეჭამნეს იგინი ბუზმან, და ნაწილნიცა მათნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
დაჰბეროთ ნესტუსა ბორცუთა ზედა, ოხრიდით მაღალთა ზედა; ქადაგებდით სახლსა ზედა ონისსა. განჰკრთა ბენიამენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ეფრემ განსარყუნელად შეიქმნა დღეთა Page of ms. O: 371r  მხილებისათა;/ ტომთა შორის ისრაჱლისათა ვაჩუენო სარწმუნოებაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
იქმნნეს მთავარნი იუდაჲსნი ვითარცა გარდამცვალებელნი საზღვრისანი, მათ ზედა მივჰფინო ვითარცა წყალი ზედა-მისლვაჲ ჩემი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰმძლავრა ეფრემ მოსაჯულსა მისსა, და დათრგუნა სამართალი რამეთუ იწყო მისლვად და შედგომად ამაოთა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე ვითარცა შეძრწუნებაჲ ეფრემისი, და ვითარცა საწერტელი სახლსა ზედა იუდაჲსსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ დღეთა იხილა ეფრემ სენი თჳსი, და იუდაჲ სალმობაჲ თჳსი; და წარვიდა ეფრემ ასურასტანელთა მათ, და მიუვლინნა მოციქულნი მეფესა იორამისასა, და მან ვერ უძლოს ჴსნად თქუენდა, და არა დასცხრეს თქუენგან სალმობაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ვარ ვითარცა ვეფხი სახლსა ზედა ეფრემისსა, და ვითარცა ლომი სახლსა იუდაჲსსა, წარვიდე და მოვიღო, და არა ვინ იყოს განმარინებელ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
წარვიდე და მოვიქცე ადგილსა ვე ჩემსა, ვიდრემდე განირყუნნენ და ეძიებდენ პირსა ჩემსა.:

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ჭირსა შინა მათსა და აღიმსთონ ჩემდა მომართ, და იტყოდიან, მოვედით და მოვიქცეთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ მან მიყო, და განმკურნნას ჩუენ, მწყლნეს და მილხინოს ჩუენ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
განმაცხოველნეს შემდგომად ორისა დღისა, მესამესა დღესა აღვდგეთ, და ვცხონდეთ წინაშე მისსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვცნათ, და Page of ms. O: 371v  ვსდევდეთ ცნობად უფალსა და ვითარცა ცისკარი,/ მზაჲ ვპოვოთ იგი, და მოგჳჴდეს ჩუენ ვითარცა წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი ქუეყანასა ზედა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ გიყო შენ ეფრემ, ანუ რაჲ გიყო შენ იუდა, ხოლო წყალობაჲ თქუენი ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მოვმკენ წინაწარმეტყუელნი თქუენნი, და მოვწყჳდენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისაჲთა, და საშჯელი შენი ვითარცა ნათელი გამოვიდეს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, და ცნობაჲ ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად-დასაწუველნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იგინი არიან ვითარცა კაცი გარდამავალი შჯულისაჲ;

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ შეურაცხ-ვყო მე გალაად ქალაქი მოქმედი ამაოჲსაჲ, აღმარღუეველი წყლისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძალი შენი კაცისა განმცდელისაჲ; დამალეს მღდელთა გზაჲ; მოსრეს სიკიმაჲ, რამეთუ უშჯულოებაჲ ქმნეს,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სახლსა ისრაჱლისასა ვიხილე მუნ შესაძრწუნებელი სიძვაჲ ეფრემისი, შეიგინა ისრაჱლი და იუდა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
იწყე სთულებად თავისა შენისა მოქცევასა ჩემსა ტყუესა ერისა ჩემისასა.:

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს განვკურნო მე ისრაჱლი, და გამოცხადნეს უკეთურებაჲ ეფრემისი, და უკეთურებაჲ სამარიაჲსაჲ, რამეთუ ქმნეს სიცრუვჱ, და მპარავი შევიდეს განძარცუვად; ავაზაკი გზასა მისსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა თანა სახიობდენ ვითარცა მაქებელნი გულთა მათთა; ყოველნი უკეთურებანი მათნი მოვიჴსენნე, აწ მოიცვალნეს Page of ms. O: 372r  იგინი/ ზრახვათა მათთა; წინაშე პირსა ჩემსა იყვნეს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
უკეთურებათა შინა მათთა ახარეს მეფეთა, და ტყუვილითა მათითა მთავართა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი იმრუშებდეს, ვითარცა თორნე შთაგზებული, ცხობად სიცხესა შინა ალისაგან, შესუარული ცმელითა, ვიდრემდე შეფუვეს იგი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
დღენა მეფეთა თქუენთანი, იწყეს მთავართა გულის-წყრომად ღჳნისა გან; განირთხა ჴელი მისი უშჯულოთა თანა .

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღატყდა ვითარცა თორნე გულნი მათნი, და ხეთქასა მათსა, ღამჱ ყოველ ძილითა განძღო ეფრემ; განთიად აღატყდა ვითარცა ცეცხლი საჴუმილი,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნივე განჴურდეს ვითარცა თორნე, და შეჭამნა მსაჯულნი მათნი, და ყოველნი მეფენი მათნი დაეცნეს, და არა ვინ იყო მათ შორის, რომელმანმცა მხადა მე.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ეფრემ ერსა შორის მისსა აღრეულ იყო; ეფრემ იყო ვითარცა ყურბეული ვერ გარდაქცეული.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჭამეს უცხოთა ძალი მისი; და მჴიენი გამოუჴდეს მას, და მან ვერ ცნა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და დამდაბლდეს გინებაჲ ისრაჱლისაჲ წინაშე პირსა მისსა, და არა მოიქცეს უფლისა ღმრთისა მათისა, და არა გამოიძიეს იგი ამას ყოველსა შინა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ეფრემ ვითარცა ტრედი უგულისხმოჲ, რომელსა არა უცნ გული. ეგჳპტესა ჰხადოდა, და ასურასტანელთა შევიდიან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდავჰბურო მათ ბადჱ ჩემი, და ვითარცა მფრინველნი ცისანი გარდამოვსთხინე იგინი. განვსწავლნე Page of ms. O: 372v  იგინი ჰამბავითა ჭირისა მათისაჲთა./

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ მათა, რამეთუ განმწუართეს ჩემგან. უბადრუკ არიან, რამეთუ უსახურ იქმნნეს ჩემდა; მე ვიჴსნნე იგინი, ხოლო იგინა ძჳრსა ზრახვიდეს ჩემთჳს ნაცილად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ღაღადებდეს ჩემდამო გულნი მათნი, არამედ ვალალაებდეს საწოლთა მათთა ზედა; იფქლისათჳს და ღჳნისა დაიჭრებოდეს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
განისწავლნეს ჩემდამო, და მე განვამტკიცენ მკლავნი მათნი, და ჩემდამო ზრახეს ბოროტი,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდაიქცეს არა რად, იქმნნეს ვითარცა მშჳლდი გარდაცუმული; დაეცნენ მახჳლითა მთავარნი მათნი უსწავლელებითა ენისა მათისაჲთა. ესე არს განქარვებულებაჲ მათი ქუეყანასა ეგჳპტისასა.:

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
წიაღთა მათთა ვითარცა ქუეყანასა, ვითარცა ორბი სახლსა უფლისასა ამისთჳს, რამეთუ გარდაჰჴდეს აღთქუმასა ჩემსა, და შჯულსა ჩემსა შესცოდეს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ჩემდა ღაღადებდენ; ღმერთო გიცანთ შენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ისრაჱლი გარე-წარვაქციე კეთილსა მტერთასა, სდევდეს თავით თჳსით, და არა ჩემ მიერ მეფობდეს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავრობდეს, და არა მაუწყეს მე; ვეცხლი და ოქროჲ მათი იქმნეს თავისა მათისა კერპად, რაჲთა მოისრნენ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
განიშორე ჴბოჲ ეგე შენი სამარია; განრისხნა გულის-წყრომაჲ ჩემი მათ ზედა, ვიდრემდე ვერ უძლავს განწმედად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ისრაჱლსა შორის, და იგი ხურომან შექმნა, და არა ღმერთი არს, რამეთუ საცთური არს ჴბოჲ ეგე შენი სამარია.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ქარსა განმრყუნელსა სთესეს, Page of ms. O: 373r  და დაქცევაჲ/ მათი ელის მათ; მჭელეულსა არა აქუს ძალი ყოფად იფქლისა; უკუეთუ ყოს, უცხოთა შეჭამონ იგი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
დაითქა ისრაჱლი, აწ იყვნენ წარმართთა შორის ვითარცა ჭურჭვრი უჴმარი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იგინი აღვიდეს ასურასტანელთა მათ; აღმოსცენდა თჳსაგან ეფრემ, ძღუენი შეიყუარეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მიეცნენ წარმართთა შორის, აწ შევიწყნარნე იგინი, და დასცხრენ მცირედ ცხობად მეფისა და მთავრისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განამრავლნა ეფრემ საკურთხეველნი; ცოდვა ექმნნეს მას საკურთხეველნი შეყუარებულნი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვწერნე იგინი სიმართლედ, და შჯულიერებანი მისნი უცხოდ შეირაცხნენ საკურთხეველნი შეყუარებულნი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს უკუეთუ დაკლან საკლველი, და ჭამონ ჴორცი, უფალმან არა შეიწიროს იგი, აწ მოიჴსენნეს სიცრუვენი მათნი, და შურ-იგოს ვშჯულოებათა მათთათჳს, და იგინი ეგჳპტედ მიიქცეს, და ასურასტანს არა-წმიდასა ჭამდეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
დაივიწყა ისრაჱლმან შემთმმედი თჳსი, და იშჱნა ბაგინები, და იუდა განიმრავლა ქალაქები ზღუდოვანი. და მოვავლინო ცეცხლი ქალაქებსა მათსა, და შეჭამნეს საფუძველნი მათნი.:

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გიხარინ ისრაჱლ, ნუცა განსცხრები ვითარცა იგი ერნი, რამეთუ ისიძვე და განსდეგ ღმრთისა შენისაგან. შეიყუარენ მოსაცემელნი ყოველსა ზედა Page of ms. O: 373v  კალოსა იფქლისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
კალომან და საწნეხელმან/ არა იცნას იგი, და ღჳნ<ომან> უტყუვა მათ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
არა დაიმკჳდრეს ქუეყანასა უფლისასა, და დაიმკჳდრა ეფრემ ეგჳპტეს, და ასურასტანს არა-წმიდასა ჭამდეს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
არა შეიწიროს ღჳნოჲ, და არა სთნდენ მას მსხუერპლნი მათნი, ვითარცა პური გლოვისაჲ მათ, და ყოველნი რომელნი ჭამდენ მას, შეიგინნენ, რამეთუ პურნი მათნი გულად მათდა არა შევიდენ სახლსა უფლისასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ მე ჰყოთ დღეთა კრებისათა დღეთა დღესასწაულისა უფლისათა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა ვიდოდიან უბადრუკებისაგან ეგჳპტისა, და ელოდის მათ მემფისი, და დაჰფლნეს იგინი მაქმოს. ვეცხლი მათი მოსრვამან დაიმკჳდროს, და ეკალნი საყოფელთა მათთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვლენან დღენი შურის-გებისანი, მოვლენან დღენი კუალად-გებისა შენისანი, და განბოროტნეს ისრაჱლი ვითარცა წინაწარმეტყუელი განკრთომილი კაცი სულ-შემოსილი, სიმრავლითგან სიცრუვეთა შენთა განმრავლდა სიცბილი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მსტოვარი ეფრემ ღმრთისა თანა, წინაწარმეტყუელი საბრჴე დრკუჲ ყოველთა გზათა მისთა; სიბორგილე სახლსა ღმრთისასა დადგეს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
განირყუნეს დღისა მის-ებრ ბორცუსა, მოიჴსენოს სიცრუვჱ მისი, შურ-იგოს ცოდვისა მისისათჳს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ყურძენი უდაბნოსა ვპოვე ისრაჱლი, და ვითარცა მსტოვარი ლეღჳსა მსთუაჲ ვიხილენ მამანი მათნი, Page of ms. O: 374r  და იგინი შევიდეს ბელბეგორისა, და შეიგინნენ. სარცჳნელად იქმნნეს,/ ვითარცა შეყუარებულნი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ეფრემ ვითარცა მფრინველი განფრინდა, დიდებანი მათნი შობათაგან და სალმობათა და მიდგომილებათა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს დაღათუ განზარდნეს შვილნი მათნი, უშვილოვე იქმნნეს კაცთაგან, რამეთუ ამისთჳს ვაჲ მათდა არს, რამეთუ ჴორცნი ჩემნი მათგან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ეფრემ ვითარცა სახედ ვიხილე, ნადირად წარმოუდგა შვილთა მათთა, და ეფრემ განყვანებად და განგუმერად შვილთა მისთა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიაგე მათ უფალო; რაჲ მიაგო მათ; მიეც მათ საშოჲ უშვილოებისაჲ და ძუძუნი ჴმელნი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი უკეთურებანი მათნი გალგალას, რამეთუ მუნ მოვიძულენ იგინი უკეთურთა საქმეთა მათთათჳს; სახლით ჩემით გამოვასხნე იგინი, და არღარა შევსძინო შეყუარებად მათა. ყოველნი მთავარნი მათნი ურჩ არიან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ელმოდეს ეფრემს, ძირნი მისნი განჴმა, ნაყოფი არღარა <გა>მოიღოს; ამისთჳს, დაღათუ შვნენ, მო-ვე-ვწყჳდნე იგინი გულის-სათქუმელნი მუცლისა მათისანი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
განიშორნეს იგინი ღმერთმან, რამეთუ არა ისმინეს მისი, და იყვნენ იგინი შეცთომილ წარმართთა შორის.:

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვენაჴი რქა შუენიერი ისრაჱლი, ნაყოფი წარმომართებული მისი, სიმრავლისა-ებრ ნაყოფისა მისისა განამრავლნა საკურთხეველნი, და სიმრავლისა-ებრ კეთილთა მისთა ქუეყანისა მისისა განამრავლა ძეგლები.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
განივთნეს Page of ms. O: 374v  გულნი მათნი,/ აწ განირყუნენ იგინი, თავადმან დაარღჳნეს საკურთხეველნი მათნი, უბადრუკ იქმნნენ ძეგლნი მათნი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აწ თქუან; არა არს მეფჱ ჩუენდა, რამეთუ არა გუეშინოდა უფლისა, ხოლო მეფემან რაჲ მიყოს ჩუენ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
იტყოდის სიტყუათა მიზეზით ტყუვილისაჲთა; აღ<თ>ქუას აღთქუმაჲ; აღმოს, ცენდეს ვითარცა კლერტი საშჯელი ოჴერსა ველსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴბოსა სახლისა ონისსა მწირ იქმნნენ მკჳდრნი სამარიაჲსანი, რამეთუ იგლოვდა ერი მისი მის ზედა, და ვითარფა განამწარეს იგი, იხარებდეს დიდებასა მისსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მიიცვალა იგი მისგან ასურასტ<ა>ნად, შეკრეს და მიჰგუარეს ძღუნად მეფესა იარამისასა მისაცემელად; ეფრემ მიიღოს, ჰრცხუენოდის ისრაჱლსა ზრახვითა თჳსითა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
განაგდო სამარიამან მეფჱ თჳსი ვითარცა ქარქუეტი წინაშე პირსა წყლისასა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიხუნენ ბომონნი ონისანი ცოდვაჲ ისრაჱლისაჲ; ეკალნი და კუროჲს-თავნი აღმოსცენდენ ბომონთა მათთა თანა, და ეტყოდიან მთათა; დამფარენით ჩუენ, და ბორცუთა; დამეცენით ჩუენ ზედა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინაჲთგანცა შესცოდა ისრაჱლმან, მუნ დაადგინნეს. ვერ ეწიოს მათ ბორცუსა მას ბრძოლაჲ შვილთა სიცრუვისათა; ზედა-მოუჴდა

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სწავლად მათა, და შეკრბენ მათ ზედა ერნი სწავლასა მას მათსა ორთა მათ სიცრუვეთა მათთჳს. Page of ms. O: 375რ 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ეფრემ სამწყული/ წურთილი; უყუარს ძლევაჲ, ხოლო მე ზედა-მიუჴდე უკეთესსა ქედსა მისსა, ზედა-მიუჴდეს ეფრემს, დავიდუმო იუდაჲ; განვაძლიერო ისრაჱლი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ითესეთ თავისა თქუენისა სიმართლედ, მოისთულეთ ნაყოფად ცხორებისა; განინათლეთ თავისა თქუენისა ნათელი მეცნიერებისაჲ; გამოიძიეთ უფალი, ვიდრემდის მოვიდეს ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს დაიდუმეთ უკეთურებაჲ, და სიცრუვე მოისთულეთ, რამეთუ შჭამეთ ნაყოფი ტყუვილისაჲ, და ესევდი ეტლებსა შენსა სიმრავლითა ძალისა შენისაჲთა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგეს წარწყმედაჲ ერსა შენსა ზედა, და ყოველნი მოზღუდვილნი შენნი წარჴდენ, ვითარცა მთავარი სალამან სახლისაგან იერობოამისსა, დღეთა ბრძოლისათა დედაჲ შვილთა ზედა ქუე დახეთქეს

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ გიყო შენ, სახლო ისრაჱლისაო, პირისაგან უკეთურებისა თქუენისა.:

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ცისკარსა განტივენ, განვარდა მეფჱ ისრაჱლისაჲ, რამეთუ ჩჩჳლ იყო ყრმა ისრაჱლი, და მე შევიყუარე იგი, და ეგჳპტით მოუწოდე შვილთა მისთა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მოუწოდე მათ, ეგრეთვე წარვიდოდა პირისაგან ჩემისა, ხოლო იგინი ბაალიმს უგებდეს, და გამოქანდაკებულთა უკუმევდეს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მე შევაბრკოლე ეფრემ; აღვიღე იგი მკლავთა ჩემთა, და არა ცნეს, რამეთუ მე განვჰკურნებ მათ. Page of ms. O: 375ვ 

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
განრყუნილებასა კაცთასა/ განვჰმარტენ იგინი საკრველითა სიყუარულისაჲთა, და ვეყო მათ ვითარცა კაცი, რომელი სცემნ ღაწუსა მათსა, და მივხედო მას.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
დაეშჱნა ეფრემ ეგჳპტეს, და ასური იგი მეფჱ მისი, რამეთუ არა ინება მოქცევად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუძლუ<რ>და მახჳლი ქარქაშთა მისთაჲ, და ღასცხრა ჴელთა შინა მისთა, და ჭამდინ ზრახვათაგან მათთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერი მისი დამოკიდებულ სამკჳდრებელისაგან მისისა, და ღმერთი პატივსა მისსა ზედა განრისხნა, და არა აღმაღლოს იგი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ მე აღგითქუა შენ ეფრემ, შეგეწიო შენ ისრაჱლ, რაჲ აღგითქუა შენ,აჲითარცა ადამაჲ დაგდვა შენ, და ვითარცა ზებოიმი; გარდაიქცა გული ჩემი ერთბამად, შემიძრწუნდა სინანული ჩემი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვყო რისხვისა-ებრ გულის-წყრომისა ჩემისა; არა უტევო მე აღჴოცად ეფრემი, რამეთუ ღმერთი ვარი მე და არა კაცი შენ შორის, და არა შევიდე ქალაქად.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
შემდგომად უფლისა ვიდოდი, ვითარცა ლომი იზახებდეს, რამეთუ იგი იმრუშებდეს, და განჰკრთენ ნაშობნი წყალთანი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
<, , ,> ვითარცა მფრინველნი ეგჳპტით, და ვითარცა ტრედნი ქუეყანით ასურასტანით, და კუალად მოვაგნე იგინი სახლთა მათთა; იტყჳს უფალი.:

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მომიცვა მე ტყუვილით ეფრემ, და უღმრთოებით სახლმან იუდაჲსმან. Page of ms. O: 376r  აწ იცნნა იგინი ღმერთმან, და ერი წმიდაჲ/ ღმრთისაჲ ეწოდოს მათ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ეფრემ სულსა ბოროტსა სდევდა სიცხესა, ყოველსა დღესა ცუდი, და ამაოჲ განიმრავლა, და აღთქუმაჲ ასურასტანელთა თანა აღუთქუა, და წყალობად შევიდოდა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და საშჯელი უფლისაჲ იუდასა ზედა შურის-გებაჲ იაკობისგან გზა<თა>-ებრ მისთა, და სლვათა-ებრ მისთა მიაგოს მათ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მუცელსა შიდა უბრკუმა ძმასა თჳსსა, და შრომითა თჳსითა განძლიერდა ღმრთისა მიმართ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და განძლიერდა ანგელოზისა თანა, და შეუძლო; ტიროდეს და მევედრებოდეს მე; სახლსა შინა ჩემსა მპოვეს მე, და მუნ ითქუა მისა მიმართ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უფალი ღმერთი ყოვლისა-მჴყრობელი იყოს საჴსენებელსა მისსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ ღმრთისა შენისა მოიქეც წყალობაჲ, და სამართალი დაიმარხე, და მიეახლე ღმერთსა შენსა მარადის.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ქანან ჴელსა მისსა {უღელ}ი სიცრუვისაჲ; {მთავრ}ობაჲ შეიყუა{რა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
თ}ქუა ეფრემ, ა{წ განვმდიდ}რდი, ვპოვე {განსუენ-}ებაჲ თავისა {ჩემისაჲ; და} შრომანი {მისნი ვ}ერ ეპოვნნეს {მას, სიცრუ}ვით შესცო{და.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მე უფალი ღმერთი შენი}, და გა{მოგიყვანე შენ} ქუეყანით {ეგჳპტით, და მერ}მე და-ვე-{ღა-გამკჳდრო შ}ენ კა{რვებსა შინა}, ვითარცა დღესა დღესასწაულისასა,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
{და ვიტყოდი} წინაწარმეტყუელთა {მიმართ, და ხილვანი} განვამრავლენ და {ჴელთა წინაწარმეტყუელთა}სა მი{ვემსგავსე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გალაად Page of ms. O: 376v  არს,/ ტყუვილ მე იყვნესა გალგალას მთავარნი შესწირვიდეს, და საკურთხეველები მათი ვითარცა კუვები} ოჴერსა ქუეყანასა, და აგარაკსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიშორა იაკობ ველად ასურეთისა, და ჰმონებდა ისრაჱლი დედაკაცისათჳს, და დედაკაცითა დაიცვა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელითა აღმოიყვანა უფალმან ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით, და წინაწარმეტყუელითა დაიცვა.

Verse: 15   Link to septLink to armat   
გული განაწყო ეფრემ, და განარისხა, და სისხლი მისი მასვე გარდაესხას და ყუედრებაჲ მისი მიაგოს მას უფალმან.:

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყჳსა-ებრ ეფრემისა სამართალიცა მისი მიეღო ისრაჱლსა შორის, და დაუდვა {ბ<ა>ა}ლს, და მოკუდა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
{და} შ{ეს}ძინა ცოდვად, {და იქმნ}ეს თავისა მათისა კე{რპი ვე}ცხლისაგან მათი{სა გამო}დნობით {ხატად} კერპი{სა, ქმნული} ხუროჲ{საჲ, აღსრუ}ლებუ{ლი მათა. და} მათ თქუან; დაუკლნეთ კაცნი, რამეთუ ჴორცნი მოაკლდეს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს იყვნენ იგინი ვითარცა ღრუბელნი განთიადისანი, და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი, და ვითარცა მტუერი კალოჲსაჲ, და ვითარცა ორთქლი ცრემლთაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მე უფალი ღმერთი შენი, რომელმან დავამყარე ცაჲ, და დავჰბადე ქუეყანაჲ, რომლისა ჴელთა შექმნნეს ყოველნი ერნი ცათანი, და არა გიჩუენენ იგინი შენ მისლვად და შედგომად მათა, და მე აღმ{ოგ}იყვანე შენ ქუეყანი{თ ეგ}ჳპტით; და ღმერთი {თჳნ}იერ ჩემსა არა/ Page of ms. O: 377r  {იცნა}, და {არა} არს ჩემსა {გარეშჱ} მაცხოვარი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მე გმწყსი{დ შენ ქუეყანასა მას უშჱნ}სა {უდაბნ}ოსა მას ზედა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
{მსგავსად საძო}ვარ{თა მათთა და გან}ძღეს მაძღრივ, და აღმაღლდეს გუ{ლნი მ}ათნი, და ამისთჳს და {მივიწყეს} მე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვექ{მნე მათ} ვითარცა ავაზანი {და ვითარცა ვ}ეფხი გზ{ას}ა ზედ{ა ასურასტანელთასა}.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
{შევ}ემთხჳ{ო მათ ვითარცა დათჳ} განკრთო{მილი, და გან}ვხეთქო {შეჴსული} გულისა {მათისაჲ}; და {შეჭ}ამნენ ი{გინი ლეკ}უთა {მაღნარისათა} მუნ, და მჴეც{თა ველურთა} განხე{თქნენ იგინი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
განჴ}რწნილე{ბასა შინა} ისრჱლი ვინ შეგ{ეწიოს;

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სადა} არს მეფჱ იგი {შენი; განგარინენ} შენ {ყოველთა ქალაქთა შენთა}; გშჯი{დენ შენ რომელისაჲ სთქუ; მომეც მე მეფჱ და მთავარი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიგცე შენ მეფჱ რისხვითა ჩემითა, და მაქუნდა გულის-წყრომასა ჩემსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკრებული სიცრუვისაჲ ეფრემ; დაფარული ცოდვაჲ მისი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
სალმობანი ვითარცა შობადისანი მოუჴდენ მას. ესე არს შვილი შენი გონიერი, რამეთუ ვერ შეუდგეს შემუსრვასა შვილთასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴელისაგან ჯოჯოხეთისა ვიჴსნნე იგინი, <სიკუდილისაგან განგარინნე იგინი. აწ> სადა არს საშჯელი შენი სიკუდილო; სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო. ნუგეშინის-ცემაჲ დაფარულ არს თუალთაგან ჩემთა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მან ძმათა შორის განწვალოს; მოავლინოს ქარი სიცხისაჲ მათ ზედა უფალმან უდაბნოჲთ, და განაჴმნეს გ}ამოსადინ{ელნი Page of ms. O: 377v  მათნი, დ}ა განრყუნ{ნეს წყარო}ნი მისნი./ ამ{ან განაჴმოს} ქუეყანაჲ {მისი, და ყოველი ჭურჭერი გულის-სათქუმელი <მისი>.:

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
უჩინო იქმნეს სამარიაჲ, რამეთუ წინა}-აღუდგა ღმერთსა თჳსსა, მახჳლითა დაეცნენ მრუშებანი მათნი, ქუე დაეხეთქნენ, მუცელ-ქუმულნი მათნი წარაპნენ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქეც ისრაჱლ უფლისა ღმრთისა შენისა, რამეთუ მოუძლურდი სიცრუვეთა შინა შენთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიხუნეთ თქუენ თანა სიტყუანი, და მოიქეცით უფლისა ღმრთისა თქუენისა. არქუთ მას, ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა, რაჲთა არა მიიღოთ სიცრუვჱ; და მიიღოთ კეთილი და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ასურ ვერ მიჴსნნეს ჩუენ, ცხენთა არღარა აღვსხდეთ, არცა ვჰრქუათ; ღმერთნი ჩუენნი ქმნულნი ჴელთა კაცთანი, რომელი არს შენ შორის ობოლი შეიწყალოს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
განვკურნა საყოფელი მათი; შევიყუარნე იგინი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვეყო მე ვითარცა ცუარი ისრაჱლსა, ყუაოდის ვითარცა შროშანი, და დაიბნეს ძირნი მისნი ვითარცა ლიბანემან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
განვიდენ რტონი მისნი, და იყოს ვითარცა ზეთის-ხილი ნაყოფიერი; და საყნოსელი მისი ვითარცა გუნდრუკისაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქცენ და დასხდენ ქუეშჱ საფარველსა მისსა, ცხონდენ იფქლითა, განმტკიცნენ და ყუაოდიან. ვითარცა ვენაჴი საჴსენებელი მისი, და ვითარცა ღჳნოჲ ლიბანისაჲ

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ეფრემისი. რაჲ არს მისი მერმე, და კერპთაჲ; მე დავამდაბლო Page of ms. O: 378r  იგი; და მე განვაძლიერო იგი. მე ვითარცა ნაძჳ ბორობანი, ჩემ გან/ ნაყოფი შენი პოვნებულ არს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ არს ბრძენ და გულის-ხმა-ყოს ესე, და გონიერ და ცნას იგი, რამეთუ წრფელ არიან გზანი უფლისანი, და მართალნი ვიდოდიან მათ ზედა, ხოლო უღმრთონი მოუძლურდენ მათ ზედა.:
Page of ms. O:  



Book: Joel 
Joel

იოველ წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B2v  სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელ იყო იოველის მიმართ ძისა ბათუჱლისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ესე მოხუცებულთა, და ყურად-იღეთ ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა. უკუეთუ იქმნა ესე-ვითარი დღეთა თქუენთა, ანუ დღეთა მამათა თქუენთასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
[მათთჳს] შვილთა თქუენთა უთხრობდით, და შვილნი თქუენნი Page of ms. J: B3r  შვილთა მათთა, და შვილნი მათნი ნათესავსა სხუასა./

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ნეშტი იგი ჭიისაჲ შეჭამა მკალმან, და ნეშტი იგი მკლისაჲ შეჭამა ბუზუმან, და ნეშტი იგი ბუზჳსაჲ შეჭამა გესლმან.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
განიფრთხვედ რომელთა ეგე გთრავს ღჳნითა თჳსითა, და ტიროდეთ. გოდებდით ყოველნი, რომელნი სუამთ ღჳნოსა სიმთრვალედ, რამეთუ მოღებულ არს პირისაგან თქუენისა შუებაჲ და მხიარულებაჲ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ნათესავი აღმოჴდა ქუეყანასა ჩუენსა, ძლიერი და ურიცხჳ. კბილნი მათნი, კბილნი ლომთანი, და შუანი მათნი ლეკუთა მათთანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
დადვა სავენაჴე ჩემი განსარყუნელად, და ლეღუვანი ჩემი შესამუსრველად; გამოძიებით გამოიძია იგი, <და> განაგდო და განა[სპეტაკნა] რტონი მი[სნი].

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
გო[დებედ] ჩემდამო [სძლისათჳს] შემოსილისა [ძაძითა] ქმარსა ზედა თჳსსა ქ[ა]ლწულებითგანსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აღებულ არს სახლისაგან უფლისა შესაწირავი და მსხუერპლი. იგლოვდით მღდელნი მსახურნი საკურთხეველისანი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უბადრუკ იქმნნეს ველნი, იგლოვდინ ქუეყანაჲ, რამეთუ უბადრუკ იქმნა იფქლი, განჴმა ღჳნოჲ, შემცირდა ზეთი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
განჴმეს ქუეყანის-მოქმედნი, გოდებდით აგარაკნი იფქლისათჳს და ქრთილისა, რამეთუ წარწყმდა სასთულებელი ველთაგან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვენაჴი განჴმა, Page of ms. J: B3v  და ლეღოვანი შე/მცირდა; ბროწეული [და დანაკის-კუ]დი და ვა[შლი და ყოველი] ხჱ ველი[საჲ განჴმა,] რამეთუ არცხჳნეს სიხა]რულსა ძეთა კაცთასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მოირტყენ<ი>თ და იტყებდით მღდელნი. გოდებდით მსახურნი საკურთხეველისანი. შევედით და დაიძინეთ ძაძითა, მსახურთა მაგათ ღმრთისათა, რამეთუ დაესრულა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შესაწირავი და მსხუერპლი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
წმიდა ყავთ მარხვაჲ, ქადაგებდით კურნებასა; შეკრიბენ<ი>თ მოხუცებულნი ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი სახლსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა. და ღაღადებდით უფლისა მიმართ ერთბამად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ მე, ვაჲ მე, ვაჲ მე, მას დღესა, რამეთუ ახლოს არს დღჱ იგი უფლისაჲ და ვითარცა უბადრუკებაჲ უბადრუკებისაგან მოიწიოს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაშე თუალთა თქუენთა საზრდელი მოაკლდა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შუებაჲ და სიხარული.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ხლდებოდეს დიაკეულნი ბაგათა მათთა ზედა; განირყუნნეს საუნჯენი, დაირღუეს საწნეხელნი, რამეთუ განჴმა იფქლი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ მე დავიუნჯოთ თავისა ჩუენისა. ტიროდეს მროწეულნი ზროხათანი, რამეთუ არა იყო საძოვარ მათა, და სამწყსონი ცხოვართანი განირყუნნეს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
შენდამი უფალო ვღაღადებდე, რამეთუ ცეცხლმან განლია შუენიერებაჲ უდაბნოჲსაჲ, Page of ms. J: B4r  და ალი აღატყდა ყოველთა ხეთა ველისათა./

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და საცხოვართა ველისათა აღიხილნეს შენდა, რამეთუ განჴმეს გამოსატევებელნი წყალთანი და ცეცხლმან შეჭამა შუენიერებაჲ უდაბნოჲსაჲ.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
დაჰბერეთ ნესტუსა სიონს შინა. ქადაგებდით მთასა წმიდასა ჩემსა, და შეკრბედ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი, რამეთუ მოწევნულ არს დღჱ იგი უფლისაჲ, რამეთუ ახლოს არს

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
დღჱ ბნელისაჲ და წყუდიადისაჲ, დღჱ ღრუბლისაჲ და ნისლისაჲ, ვითარცა ცისკარი მოეფინოს მთათა ზედა ერი მრავალი და ძლიერი, მსგავსი მისი არა იყო საუკუნითგან, და მისა შემდგომად არა შეეძინოს. ვიდრე წლადმდე თესლითი თესლად.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაშე მისა ცეცხლ განმლეველ, და უკუანა კერძო მისა აღატყდეს ალი, ვითარცა სამოთხჱ [საშუე]ბლისაჲ ქუეყანაჲ [წინაშე პი]რსა მისსა, და შე[მდგომად მისა] ველ განრყუნილ[ების], და განრინებული არა იყოს მისგან.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ხილვაჲ ჰუნეთაჲ ხილვაჲ მათი, და ვითარცა მჴედარნი ეგრე სდევნიდენ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ჴმაჲ ეტლებისაჲ თხემთა ზედა მთათასა ხლდებოდიან, და ვითარცა ჴმაჲ ალისა ცეცხლისაჲ, რომელი შეშჭამნ ლერწამსა, და ვითარცა ერი მრავალი <და> ძლიერი განწყობილი ბრძოლად .

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაშე პირსა მისსა შეიმუსრნან ერნი. ყოველი პირი ვითარცა ქოთნასაჲ სიცხითა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა მბრძოლნი რბიოდიან, და ვითარცა კაცნი მბრძოლნი აღჴდენ ზღუდესა, და <აწ> კაცად-კაცადი გზასა თჳსსა წარვიდეს, და არა მიაქცი/ონ Page of ms. J: B4v  ალაგთა მათთა [გან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და] კაცად-კაცადი ძმისა [გან თჳსის]ა და მოყუსი[სა] არა განეშ[ოროს. დ]ამძიმებულ[ნი საჭუ]რველითა მათითა ვიდოდიან, და ისრებითა მათითა დაეცნენ, და არა მოესრულნენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ქალაქსა შეევედრნან, და ზღედეთა ზედა რბიოდიან, სახლებსა ზედა აღვიდენ, და სარკუმლებით შევიდენ ვითარცა მპარავნი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაშე პირსა მისსა დაეპშას ქუეყანაჲ, და შეიძრას ცაჲ, მზჱ და მთოვარჱ დაბნელდენ, და ვარსკულავთა დაიფარონ ნათელი თჳსი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალმან მოსცეს ჴმაჲ თჳსი წინაშე პირსა ძლიერებისა მისისასა, რამეთუ დიდ არს ფრიად ბანაკი მისი, რამეთუ ძლიერ არს საქმჱ სიტყუათა მისთაჲ, რამეთუ დიდ არს დღჱ იგი უფლისაჲ. დიდ არს, და გამოჩინებულ ფრიად, და ვინ მე იყოს შემძლებელ მისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ იტყჳს უფალი ღმერთი თქუენი, მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა, და მარხვითა, და ტირილითა, და ტყებითა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიჴენით გულნი თქუენნი, და ნუ სამოსელნი <თქუენნი>, და მოიქეცით უფლისა ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოწყალე და შემწყნარებელ არს, სულ-გრძელ და დიდად მოწყალე; და შეინანის ბოროტის-ყოფისათჳს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ უწყის, უკუეთუ მოიქცეს, და შეინანოს, და დაუტეოს შემდგომად მისა კურთხევაჲ მსხუერპლი, და შესაწირავი უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
დაჰბერეთ Page of ms. O: 380r   ნესტუსა სიონს შინა, წმიდა ყავთ/ [მარხვაჲ; ქადაგებდით მსახურებასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკრიბეთ ერი, წმიდა ყავთ ეკლესიაჲ; გამოირჩიენით მოხუცებულნი, და შემოკრიბენით ჩჩჳლნი მწოვარნი ძუძუთანი; გამოვედინ სიძჱ სასუენებელით თჳსით, და სძალი სასძლოჲთ თჳსით.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შორის ხარისხსა საკურთხეველისასა ტიროდენ მღდელნი, რომელნი ჰმსახურებენ უფალსა; და იტყოდედ; ულხინე უფალო, ერსა შენსა, და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა შენსა საყუედრელად, რაჲთა არა ჰმთავრობდენ წარმართნი, რაჲთა ნუ უკუე თქუან წარმართთა, სადა არს ღმერთი იგი მათი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიშურა უფალმან ქუეყანისა მისთჳს, და ჰრ<ი>და ერსა თჳსსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგო უფალმან ერსა თჳსსა, და ჰრქუა მას; აჰა ესერა მე გამოგივლინო თქუენ იფქლი და ღჳნოჲ და ზეთი, და განსძღეთ მითა, და არღარა მიგცნე თქუენ საყუედრელად წარმართთა შორის.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჩრდილოჲსანი იგი განვდევნნე თქუენგან, და განვჴადნე იგი ურწყულსა, და განვრყუნე პირი მისი ზღუასა მას პირველსა, და შემდგომი მისი ზღუა<სა> მას უკუანაჲსკნელსა, და Page of ms. J: B4v  აღვიდოდის სიხენეშჱ მისი, და აღვიდოდის მყრალობაჲ მისი,/ რამეთუ განდიდნეს საქმენი მისნი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ ქუეყანაო; გიხაროდენ და მხიარულ იყავ, რამეთუ განადიდა უფალმან ყოფაჲ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ საცხოვართა ველისათა, რამეთუ მწუანჱ გამოიღეს ველთა უდაბნოჲსათა, და ხემან გამოიღო ნაყოფი თჳსი, ლეღუმან და ვენაჴმან მოსცეს ძალი თჳსი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და შვილთა სიონისათა გიხაროდენ და მხიარულ იყვენით უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოგცა თქუენ საზრდელი სიმართლედ, და გიწჳმოს თქუენ წჳმაჲ მსთუა და მცხუედი, ვითარცა იგი პირველ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღივსნენ კალონი იფქლითა, და გარდაეცვმოდიან საწნეხელნი ღჳნითა და ზეთითა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგაგოს თქუენ მათ წელთა წილ რომელი შეჭამა მკალმან და ბუზმან და მგრაგნალმან და ჭიამან, ძალმან ჩემმან დიდმან რომელი გამოვავლინე თქუენდა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და შჭამდეთ ჭამით და განსძღეთ, და აქებდეთ სახ<ე>ლსა უფლისა ღმრთისა თქუენისასა, რომელი ყო თქუენ თანა საკჳრველი, და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა უკუნისამდე.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცნათ რამეთუ ისრაჱლსა შორის მე ვარ და მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი და არა ვინ არს სხუაჲ ჩემსა გარეშჱ, და არღარა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა უკუნისამდე.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ამისა შემდგომად, იტყჳს უფალი ღმერთი; მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა, და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, და მოხუცებულნი თქუენნი Page of ms. O: 381r   საჩუენებლით იხილვიდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვით ჰხედვიდენ./

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვსცე ნიშებ ცათა შინა, და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
მზჱ გარდაიქცეს ბნელად, და მთოვარჱ სისხლად ვიდრე მოსლვადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა ცხონდეს, რამეთუ მთასა წმიდასა ჩემსა სიონსა და იჱრუსალემს იყოს განრინებული იგი ვითარცა თქუა უფალმან და მახლობელთა რომელთა მოუწოდის უფალი ჩუენი.:

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე მათ დღეთა შინა და მათ ჟამთა შინა, რაჟამს მოვაქციო ტყუჱ იუდაჲსი და იჱრუსალემისაჲ,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევკრიბნე ყოველნი ნათესავნი, და შთავიყვანნე ღელესა მას იოსაფატისასა, და ვეშჯოდი მათ მუნ ერისა ჩემისათჳს და სამკჳდრებელისა ისრაჱლისა, რომელნი განბნეულ არიან წარმართთა შორის, რამეთუ ქუეყანაჲ ჩემი განიყვეს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი, და მისცნეს ყრმანი მეძავთა, და ქალებსა განჰყიდდეს ღჳნოდ, და სუმიდეს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჲ მე თქუენცა ჩემდა ვე, ტჳროს და სიდონ, ნუ მოსაგებელსა რას მომაგებთ მე, ანუ ძჳრსა იჴსენებთ თქუენ ჩემ ზედა. მწრაფლ და ადრე მიგაგო მისაგებელი თქუენი თავთა თქუენთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ ვეცხლი ჩემი და ოქროჲ ჩემი წარიღეთ, და რჩეული ჩემი და უკეთესი ჩემი მიიღეთ ტაძართა თქუენათ. Page of ms. O: 381ვ  

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძენი/ იუდაჲსნი და ძენი ისრაჱლისანი მიჰყიდენით ძეთა იონთასა, რაჲთა განაშორნენ იგინი საზღვართაგან მათთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე აღვადგინნე იგინი მიერ ადგილით, ვიდრე იგინი მიჰყიდენით მუნ, და მიგაგო თქუენ მისაგებელი თქუენი თავთა თქუენთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი ჴელთა ძეთა იუდაჲსთა, და განყიდნენ იგინი ნათესავთა შორიელთა, რამეთუ უფალი იტყოდა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ქადაგებდით ამას წარმართთა შორის, წმიდა ყავთ ბრძოლაჲ; აღადგინენით მბრძოლნი, მოვედით და აღვედით ყოველნი კაცნი მბრძოლნი,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჭრენით საჴნისნი თქუენნი ჴრმლად, და მანგლები თქუენი ლახურებად; უძლური იგი იქადოდენ; ვითარმედ ძალ-მიც.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკერბით და შევედით ყოველი თესლები გარემო, და შემკერბით მუნ. მშჳდი იგი იყავნ მოლალე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდგედ და აღვიდედ ყოველი თესლები ჴევსა მას იოსაფატისასა, რამეთუ მუნ დავჯდე საშჯელად ყოველთა ნათესავთა გარემოჲს. Page of ms. J: B5r 

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
განავლინანით მანგა]/ლნი, რამეთუ მოწევნულ არს სასთულებელი; შევედით, წნეხდით, რამეთუ სავსჱ არს საწნეხელი, და გარდაეცემიან ტაგარნი, რამეთუ განმრავლდა ბოროტი მათი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ოხრით ოხრიდეს ღელესა მას საშჯელისასა, რამეთუ ახლოს არს დღჱ იგი უფლისაჲ ღელესა მას საშჯელისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მზჱ და მთოვარჱ დაბნალდენ, და ვარსკულავთა დაიფარონ ნათელი მათი;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უფალმან სიონით ღაღად-ყოს, და იჱრუსალემით მოსცეს ჴმაჲ თჳსი. და შეიძრას ცაჲ და ქუეყანაჲ; ხოლო უფალო ერიდოს ერსა თჳსსა, და განაძლიერნეს უფალმან ძენი ისრაჱლისანი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელი დამკჳდრებულ ვარ სიონს მთასა წმიდასა ჩემსა, და იყოს იჱრუსალემი წმიდა, და უცხოთესლი არღარა განვიდეს მიერ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, გამოადინებდენ მთანი სიტკბოებასა, და ბორცუნი ადინებდენ სძესა, და ყოველთა ნაკადულთა იუდაჲსთა დიოდიან წყალნი, და წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს, და მოჰრწყვიდეს ჴევსა მას საბელთასა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგჳპტჱ განსარყუნელად იყოს, და იდუმიაჲ ველად განრყუნის სიცრუვეთათჳს ძეთა იუდაჲსთა. ამისთჳს რამეთუ დასთხიეს სისხლი უბრალოჲ ქუეყანასა მათსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ჰურიასტანი უკუნისამდე დაემკჳდროს, და იჱრუსალემი თესლითი თესლადმდე.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიძიო სასხლი მათი, და არა უბრალო ვყვნე იგინი, და უფალმან დაიმკჳდროს სიონს შინა.:
Page of ms. O:   
Page of ms. J:  



Book: Am. 
Amos

ამოს წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B5v  სიტყუანი ამოსისნი, რომელ იყვნეს აკარიმს თეკუაჲსით, რომელ<ნი> იხილ<ნ>ა იჱრუსალემისათჳს დღეთა ოზიაჲსთა მეფისა ჰურიასტანისათა, და დღეთა იერობოამისთა ძისა იოასისთა მეფისა ისრაჱლისა, უწინარჱს ორისა წლისა ძრვისა მის დიდისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა; უფალი სიონით იტყოდა, და იჱრუსალემით მოსცა ჴმაჲ თჳსი, და იგლოვდეს საძოვარნი სამწყსოთანი, და განჴმა თხემი კარმელისაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა უფალმან; სამთა მათ ზედა უღმრთოებათა დამასკჱსათა/ Page of ms. J: B5v  და ოთხთა არა გარე-მოვექცე მას, ამისთჳს რამეთუ განხერხვიდეს ხერხითა რკინისაჲთა მუცელ-ქმნულთა მათ გალაადს შინა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვავლინო ცეცხლი სახლსა ზედა აზაელისსა, და შეჭამნეს საფუძველნი ძისა ადერისნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევმუსრნე მოქლონნი დამასკისანი, და მოვსრნე მკჳდრნი იგი ველისა მისგან ჵნისისანი, და მოვსწყჳდნე ტომნი კაცთაგან ქანაანისათანი, და წარმოიტყუენოს ერი მსურეთისაჲ რჩეული, იტყჳს უფალი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, სამთა <მათ> ზედა უღმრთოებათა გაზაჲსათა და ოთხთა, არა გარე-მოვექცე მათ, წარტყუენვისა მისთჳს ტყჳსა სალომონისა, და შეყვანებისა მისთჳს იდუმიას.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვავლინო ცეცხლი ზღუდეთა ზედა გაზაჲსათა, და შეჭამნეს საფუძველნი მისნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვსრნე დამკჳდრებულნი აზოტისანი, და აღვიღო ტომი ასკალონით, და მივაწიო ჴელი ჩემი აკარონსა ზედა, და წარწყმდენ ნეშტნი იგი უცხოთესლთანი, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, სამთა მათ ზედა უღმრთოებათა ტჳროსისათა და ოთხთა, არა გარე-მოვექცე მას, ამისთჳს რამეთუ შეიყენეს ტყუჱ სალომონისი იდომეას, და არა მოიჴსენეს აღთქუმაჲ ძმათაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვავლინო ცეცხლი ზღუდეთა ტჳროსისთა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, სამთა მათ ზედა უღმრთოებათა იდუმიაჲსათა და ოთხთა, არა გარე-მოვექცე მათ დევნისა მისთჳს მახჳლითა ძმათა მათთაჲსა, და განრყუნა დედაჲ ქუეყანასა ზედა, და მოიტაცა საწამებელად <და> შესაძრწუნებელად მისა, და ზედა-მისლვაჲ დაიმარხა ძლევად;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვავლინო ცეცხლი თემანსა ზედა; და შეჭამნეს საფუძველნი ზღუდეთა მისთანი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი; სამთა მათ ზედა უღმრთოებათა ძეთა ამონისთა და ოთხთა, არა გარე-მოვექცე Page of ms. J: B6r  მათ, ამისთჳს რამეთუ განაჴებდეს მუცელ-ქუმულთა მათ/ გალადელთასა, რაჲთა განავრცნენ საზღვარნი მათნი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვაგზნე ცეცხლი ზღუდეთა ზედა რაბათისათა, და შეჭამნეს საფუძველნი მისნი ღაღადებით დღესა ბრძოლისასა, და შეიძრას დღესა აღსასრულისა მისისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდენ მეფენი მისნი ტყუედ, და მღდელნი მათნი და მთავარნი მათნი ერთბამად, იტყჳს უფალი.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, სამთა მათ ზედა და ოთხთა უღმრთოებათა მოაბისათა, არა გარე-მოვექცე მას, ამისთჳს რამეთუ დაწუნეს ძუალნი მეფისა იდუმიაჲსანი მტუერად.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვავლინო ცეცხლი მოაბსა ზედა, და შეჭამნეს საფუძველნი ქალაქებისა მისისანი, და მოკუდეს უძლურებათა შინა მოაბი ღაღადებითა და ჴმითა ნესტჳსაჲთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვსრა მსაჯული მისგან, და ყოველნი მთავარნი მისნი მოვსწყჳდნე მათ თანა, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, სამთა <მათ> ზედა უღმრთოებათა ძეთა იუდაჲსთა და ოთხთა, არა გარე-მოვექცე მათ, განშორებისა მისთჳს შჯულისა უფლისაჲსა, და რამეთუ ბრძანებანი მისნი არა დაიმარხნეს, და შეაცთუნნა იგინი ამაოთა მათთა, რომელნი ქმნნეს, რომელთაცა შეუდგეს მამანი მათნი შემდგომად მათა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვავლინო ცეცხლი იუდასა ზედა, და შეჭამნას საფუძველნი იჱრუსალემისანი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, სამთა მათ ზედა უღმრთოებათა ისრაჱლისათა და ოთხთა, არა გარე-მოვექცე მას, ამისთჳს რამეთუ განყიდეს მართალი ვეცხლად, და გლახაკი ფერჴთ-შესასხმელად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი დასთრგუნავნ მიწასა ქუეყანისასა, Page of ms. J: B6v  და დაჰპუერთნიდეს თავსა დავ/რდომილთასა, და გზაჲ მდაბალთაჲ გარდადრიკეს, და ძჱ და მამაჲ შევიდოდეს მისვე მჴევლისა თჳსისა, რაჲთა შეაგინონ სახელი ღმრთისა მათისაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამოსელსა მათსა გა<ნ>აბმიდეს საბლებითა დასაფარველად საკურთხევლისა თანა, და ღჳნოსა ცილის-შეწამებით სუმიდეს სახლსა შინა ღმრთისა მათისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე აღვიღე ამორეველი იგი პირისაგან მათისა, რომლისაჲ იყო ვითარცა სიმაღლჱ ნაძჳსაჲ სიმაღლჱ მისი, და იყო იგი მტკიცჱ ვითარცა მუხაჲ, და აღვიღე ნაყოფი მისი ზედა კერძო, და ძირი მისი ქუეშჱ კერძო.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე აღმოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით, და გარე-მოგიყვანენ თქუენ უდაბნოსა ორმეოც წელ, რაჲთა დაიმკჳდროთ თქუენ ქუეყანაჲ ამორეველთაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიყვანენ ძეთაგან თქუენთა წინაწარმეტყუელად, და ჭაბუკთა თქუენთაგანნი სიწმიდედ, ნუ არა ესრე არს ესე, ძენო ისრაჱლისანო, იტყჳს უფალი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ასუემდით განწმედილთა მათ ღჳნოსა, და წინაწარმეტყუელთა მათ ამცნებდით, და ეტყოდეთ. ნუ წინაწარმეტყუელებთ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა მე ვაგორვო ქუეშჱ თქუენსა, ვითარცა გორავნ ურემი სავსე ლერწმითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარწყმდეს სივლტოლაჲ მსრბოლისაგან, და ძლიერმან ვერ დაიპყრას ძალი თჳსი, და მბრძოლთა მათ ვერ განირინონ თავი თჳსი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეისარი ვერ დაუდგეს, და მალჱ ფერჴითა ვერ განერეს, და მჴედარმან ვერ განირინოს თავი თჳსი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იპოა გული მისი ძლიერებასა; შიშუელი სდევნიდეს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი.:

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინენ<ი>თ სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ,/ Page of ms. J: B7r  სახლო ისრაჱლისაო, და ყოვლისა მიმართ ნათესავისა, რომელი აღმოვიყვანა ქუეყანით ეგჳპტით, და ვთქუ

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარმედ თქუენ ხოლო გიცნან ყოველთაგან ნათესავთა ქუეყანისათა, ამისთჳს შური ვიძიო თქუენგან ყოველთათჳს უკეთურებათა თქუენთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვიდოდიან ორნი ერთად ყოვლად ვე, უკუეთუ არა იცოდნიან თავნი თჳსნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ იზახის ლომმან მაღნარით გამო მისით, რომელსა ნადირი არა აქუნ; უკუეთუ მოსცის ლეკუმან ლომისამამ ჴმაჲ თჳსი ბუდით გამო მისით ყოვლად ვე, უკუეთუ რაჲ მე იტაცოს არა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
გინა თუ დავარდის მფრინველი ქუეყანასა თჳნიერ მემახურისა, გინა თუ დაერწყუმის მახჱ ქუეყანასა თჳნიერ შეპყრობისა რაჲს მე,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ თუ ჴმა სცეს საყჳრმან ქალაქთა შინა, და ერი არა შეძრწუნდეს, გინა თუ იყოს ბოროტი ქალაქსა შინა, რომელი უფალმან არა ყო.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა რაჲ ყოს; უფალმან ღმერთმან საქმჱ, უკუეთუ არა გამოუცხადოს სწავლაჲ მისი მონათა მიმართ თჳსთა წინაწარმეტყუელთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ლომმან იზახა, და ვის არა შეეშინა; უფალი ღმერთი იტყოდა, და ვინ არა წინაწარმეტყუელებდეს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუთხართ სოფლებსა ასურასტანს შინა, და სოფლებსა ქუეყანისა ეგჳპტისასა, და არქუთ მათ; შეკერბით მთასა სამარიაჲსასა, და იხილეთ საკჳრველი მრავალი შორის მისსა, და მძლავრებაჲ მას შინა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა სცნა რაჲ იყოს წინაშე მისსა, იტყჳს უფალი; რომელნი დაიუნჯებენ სიცრუვესა და უბადრუკებასა სოფელსა მათსა. Page of ms. J: B7v 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს/ უფალი ღმერთი; ტჳროს გარემო ქუეყანაჲ შენა მოოჴრდეს, და დაეცეს შენგან ძალი შენი, და მიმოსატაცებელ იყოს სოფლები შენი,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იყტჳს უფალი, ვითარცა სახედ გამოსტაცნის მწყემსმან პირისაგან ლომისა ორნი კირნი, ანუ ყურისა ძირნი, ეგრეთ გამოიტაცნენ ძენი ისრაჱლისანი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარის წინაშე ტომთა, და დამასკეს შინა, მღდელთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ და უწამეთ სახლსა იაკობისსა, იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მას დღესა შინა, რომელსა შური ვიძიო უღმრთოებისათჳს ისრაჱლისა მის ზედა, და შური ვიძიო საკურთუეველებსა მას ზედა ბეთელისასა, და დაირღუენ რქანი იგი საკურთხეველისანი, და დაეცნენ ქუეყანასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევმუსრო სახლი იგი გარემო-ფრთეედი სახლსა ზედა საზაფხულოსა, და წარწ<ყ>მდენ სახლნი იგი პილოჲს-ძუალედნი, და შეიძინნენ სახლნი მრავალნი სხუანი, იტყჳს უფალი.:

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, ისმინენ<ი>თ სიტყუანი ესე დიაკეულთა ბასანისათა, რომელნი ხართ მთასა სამარიაჲსასა, რომელნი ჰმძლავრობთ გლახაკთა, და დასთრგუნავთ დავრდომილთა, რომელნი იტყჳედ უფალთა მათთა; მომეცით ჩუენ ღჳნოჲ, რაჲთა ვსუათ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ფუცავს უფალი უფალი წმიდათა მისთა, რამეთუ ესერა დღენი მოვლენან თქუენ ზედა, და მოგიყვანნე თქუენ საჭურველებითა, და თქუენთანანი იგი სიავებად ქუეშე შესაგზებელად დაასხნენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეგიყვანნენ Page of ms. J: B8r  თქუენ შიშუელნი წინაშე ერთი ერთისა, და განსცჳვეთ თქუენ/ მთასა მას რემანისასა, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შეხუედით ბეთელდ, და უშჯულოჲ ჰქმენით, და გალგალას განამრავლეთ უღმრთოებაჲ, და მოიღეთ განთიად მსხუერპლი თქუენი მესამესა დღესა ათეული თქუენი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოიკითხეს გარეშე შჯული, და აუწ<ყ>ოდეს აღსაარებასა; მიუთხართ, რამეთუ ესე შეიყუარეს ძეთა ისრაჱლისათა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე მოგცე თქუენ მოლბობაჲ კბილთაჲ ყოველთა შინა ქალაქთა თქუენთა, და ნაკლულევანებაჲ პურისაჲ და ყოველთა ადგილთა თქუენთა, და არა მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე დავაყენე თქუენგან წჳმაჲ უწინარჱს სამისა თჳსა სდულისაჲსა, და ვაწჳმო ერთსა ზედა ქალაქსა, და ერთსა ზედა ქალაქსა არა ვაწჳმო. ნაწილი ერთი დილტოდის, და ნაწილსა ზედა, რომელსა <არა> ვაწჳმო, განჴმეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრბენ ორნი და სამნი ერთსა ქალაქსა სუმად წყლისა, და ვერ განძღენ, და არა მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
დაგც<ნ>ე თქუენ მჴურვალებითა და გუინითა. განამრავლეთ მტილები თქუენი და ვენაჴები თქუენი, და ლეღოვანი თქუენი და ზეთის-ხილოვანი თქუენი შეჭამა ჭიამან, და არცა ესრეთ მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვავლინე თქუენდა სიკუდილი გზასა მას ეგჳპტისასა, მოვსრენ მახჳლითა ჭაბუკნი თქუენნი, ტყუენვით ცხენები თქუენი, და აღმოვიყვანე ცეცხლითა ბანაკი თქუენი რისხვითა თქუენითა, და არცა ესრჱთ მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორაჲ, და იქმნენით ვითარცა მუგუზნი გამოტაცებულნი ცეცხლისაგან, და არცა ესრეთ მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრეთ გიყო შენ ისრაჱლ, გარნა Page of ms. J: B8v  რამეთუ ესრეთ გიყო შენ; განემზადე ხადიდ/ ღმრთისა შენისა ისრაჱლ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ესერა განვამტკიცო ქუხილი, და დავჰბადო სული, და მიუთხრა კაცთა ცხებული მისი. შევქმენ ცისკარი და ნისლი და შევიდე სიმაღლესა ქუეყანისასა, უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი სახელი მისი.:

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინათ სიტყუაჲ უფლისაჲ ესე, რომელი მომაქუს თქუენ ზედა გოდებაჲ, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
დაეცა; არღარა შესძინოს აღდგომად ქალწულმან ასულმან ისრაჱლისამან. შესცოდა ქუეყანასა მისსა, არა ვინ არს ორმელმან აღადგინოს იგი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი უფალი; ქალაქსა მას, რომლისაგან გამოვიდოდეს ათასნი, დაშთენ ასნი ოდენ, და რომლისაგან გამოვიდოდეს ასნი, დაშთენ ათნი სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას ეტყჳს უფალი სახლსა ისრაჱლისასა, გამომიძიეთ მე და სცხონდეთ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნუ ეძიებთ ბეთელსა, და გალგალად ნუ განხუალთ, და ჯურღმულსა მას ფიცისასა ნუ წიაღ-ხუალთ, რამეთუ გალგალაჲ წარტყუე<ნ>ვით წარიტყუენოს, და ბეთელი იქმნეს ვითარცა არა ყოფილი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოიძიეთ უფალი და ცხონდით, რაჲთა არა აღატყდეს ვითარცა ცეცხლი სახლი იოსებისი, და შეჭამოს იგი, და არა ვინ იყოს დამშრეტელ სახლსა ზედა ისრაჱლისასა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი იქმს სიმაღლედ საშჯელსა, და სიმართლჱ ქუეყანასა ზედა დაემტკიცა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი იქმს ყოველსა, და გარდასცვალებს, და გარდააქცევს განთიად აჩრდილსა სიკუდილისასა, და დღჱ ღამედ დააბნელოს, რომელი მოუწესს წყალთა ზღჳსათა, და მიჰფინის იგი პირსა ზედა ქუეყანისასა, უფალ არს სახელი მისი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი განუყოფს შემუსრვასა ძალსა ზედა, და უბადრუკებაჲ ძნელოვანსა ზედა მოაწიის.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიძულეს ბჭეთა ზედა მამხილებელი, და სიტყუაჲ წმიდაჲ მოიძაგეს. Page of ms. J: B9r 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს/ რამეთუ დაჰქენჯნიდეს გლახაკსა, და ძღუენსა რჩეულსა მიიღებდით მათ გან; სახლებსა თლილსა იშჱნებდით, და არა დაიმკჳდროთ მათ შინა, ვენაჴი გულის-სათქუმელი დაასხთ, და არა სუათ ღჳნოჲ მისგან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვცან მრავალი უღმრთოებაჲ თქუენი, და ძლიერ არიან ცოდვანი თქუენნი. დასთრგუნავთ მართალსა, და მოიღებთ ნაცვალსა, და გლახაკთა ბჭეთაგან განაშორებთ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რომელმან გულის-ჴმა-ყოს მას ჟამსა შინა, დადუმნას, რამეთუ ჟამი ბოროტი არს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოიძიეთ კეთილი და ნუ ბოროტი, რაჲთა სცხოვნდეთ, და იყოს ესრჱთ თქუენდა უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი, ვითარცა ეგე სთქუთ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიძულეთ ბოროტი, და შევიყუარეთ კეთილი, და კუალად მოაგეთ ბჭეთა ზედა სამართალი, რაჲთა შეიწყალოს უფალმან ღმერთმან ყოვლისა-მპყრობელმან ნეშტი იგი იოსებისი .

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი. ყოველთა უბანთა ტყებაჲ და ყოველთა გზათა ითქუმოდის ვაჲ ვაჲ; მოუწდიან ქუეყანის-მოქმედსა გლოვად და ტყებად, და მეცნიერთა გოდებად.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა გზათა ტყება<ჲ>, რამეთუ განვლო შორის შენსა, თქუა უფალმან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელთა გული-უთქუამს დღისა მისთჳს უფლისა, რაჲსათჳს ესე თქუენდა დღჱ უფლისაჲ; და ესე არს ბნელ, და არა ნათელ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იგი სახედ ივლტინ კაცი პირისაგან ლომისა, და ემთხჳის მას დათჳ, და შევარდის იგი სახლსა, და შეადგნის ჴელნი მისნი კედელსა, და სცის მას გუელმან.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
არა მე ბნელ არსა დღჱ იგი უფლისაჲ, და არა არს ნათელი მას შინა, და წყუდიად<ი>, და არა აქუს მას ნითელი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიძულენ განმიშორებიან დღესასწაულნი თქუენნი, და არა ვიყნასო კრებათა შინა თქუენთა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
დაღათუ მომართუმიდეთ მე მრგულიად-დასაწუველთა, Page of ms. J: B9v  და მსხუერპლთა თქუენთა./ არა შევიწირო, და ცხორებისა მის თქუენისა გამოჩინებასა არა მივხედო.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
განმაშორენ ჩემგან ოხრანი გალობათა შენთანი, და ფსალმუნი საგალობელთა შენთაჲ არა ვისმინო.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
წარმოეცეს ვითარცა წყალი საშჯელი, და სიმართლჱ ვითარცა მდინარჱ წიაღ-უვალი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ საკლველებსა და მ<ს>ხუერპლებსა შემოსწირევდით ჩემდა ორმეოც წელ უდაბნოსა ზედა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი, და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი ხატნი იგი, რომელნი ჰქმნენით თავისა თქუენისა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო დამასკესა, იტყჳს უფალი; ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი სახელი მისი.:

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელთა შეურაცხ-ყონ სიონი, და რომელნი ესვენ მთასა მას სამარიაჲსასა, <მოისთულეს დასაბამი წარმართთა, და შევიდეს თავით თჳსით, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და> წიაღ-ჴედით ყოველნი, და იხილეთ, და წიაღ-ჴედით მიერ ემათდ, და რაბათდ, და შთავედით გეთდ უცხოთესლთასა უმტკიცესთა მათ მეფეთაგანისათა, უკუეთუ უმრავლჱს არიან საზღვარნი მათნი თქუენთა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი მოვლენ დღედ ბოროტად; რომელნი შეეახლებიან და შეეხებიან შაბათთა ნაცილთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა სძინავს ცხედართა ზედა პილოჲს-ძუალედთა, და იშუებენ სარეცელთა მათთა ზედა, და ჭამენ თიკანთა სამწყსოთაგან, და ჴბოებსა შორის მროწეულთა მწოვართა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი თანა-უტყუელავთ ჴმასა ებნისასა, ვითარცა მდგომარეთა შეურაცხიან თავნი, და არა ვითარცა მეოტთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი სუმენ წურვილსა ღჳნოსა, და რჩეულსა ნელსაცხებელსა იცხებენ, და არაჲ ევნებოდა შემუსრვისათჳს იოსეფისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აწ ტყუე იქმნენ დასაბამსა ძლიერთასა, და მოისპოს კიმანებაჲ ცხენებისაჲ ეფრემისგან. / Page of ms. J: B10r 

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ფუცა უფალმან უფალმან თავისა თჳსისა, იტყჳს უფალი ღმერთი ძალთაჲ, რამეთუ მძაგს მე ყოველი გინებაჲ იაკობისი, და სოფელი მისი მოვიძულე, და აღვიღო ქალაქი დამკჳდრებულითურთ მისით.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს უკუეთუ დაშთენ ათნი კაცნი სახლსა შინა ერთსა, მოსწყდენ, და დაშთენ ნეშტნი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიხუნენ სახლეულთა მათთა, და ვიძულებოდის განღებაჲ ძუალთა მათთაჲ სახლისაგან, და ჰრქუას წინამძღუართა მათ სახლისათა, უკუეთუ არს და შენ თანა, და თქუას; არღარა, და <ჰ>რქუას, დუმენ სახელის-დებისათჳს სახელსა უფლისასა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა უფალმან ამცნოს, და დასცეს სახლი იგი დიდი წყლვითა, და ხახლი მცირე განხეთქითა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ სდევნიდენ კლდეთა ზედა ცხენნი, ანუ თუ დაიდუმონ ჴდალთა მიმართ, რამეთუ გარდასდრიკეთ გულის-წყრომად საშჯელი, და ნაყოფი სიმართლისაჲ სიმწარედ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი იხარებთ არა რასა ზედა სიტყუასა, რომელნი იტყჳთ, არა ჩუენითა ძალითა გუაქუნდესა რქანი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა მე აღვადგინო თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან, და გაჭირვებდენ თქუენ, რაჲთა არა შეხჳდეთ ემათდ და ვიდრე ჴევადმდე დასავალთაჲსა.:

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ მიჩუენა მე უფალმან ღმერთმან, და აჰა ესერა ნაშობი მკალთაჲ მომავალი ცისკრისაჲ, და აჰა ესერა ბუზჳ ისგუგ მეფჱ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ოდეს მოასრულოს მოჭამად თივაჲ ქუეყანისაჲ, და ვთქუ; უფალო უფალო, ლხინება ყავ; ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
შეინანე უფალო ამას ზედა. და ესე არა იყოს, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრჱთ მიჩუენა მე უფალმან უფალმან; და აჰა ესერა მოუწოდა საშჯელსა ცეცხლითა უფალმან ღმერთმან, და შეჭამნა Page of ms. J: B10v  უფსკრულნი მრავალნი, და შეჭამა ნაწილი./

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ; უფალო უფალო დააცხრვე, აწ ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
შეინანე უფალო ამისთჳს. და ესე არა იყოს, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრჱთ მიჩუენა მე უფალმან, და აჰა ესერა მდგომარჱ ზღუდეთა ზედა ანდამანტიონისათა, და ჴელსა მისსა ადამაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; რასა ხედავ შენ, ამოს. და ვარქუ, ადამასა. და თქუა უფალმან; აჰა ესერა მე დავასვე ადამაჲ შორის ერისა ისრაჱლისა, არღარა შევსძინო თანა-წარსლვად მისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და განირყუნ<ნ>ენ ბომონნი იგი სიცილისანი და საკერპონი ისრაჱლისანი მოოჴრდენ და აღვდგე სახლსა ზედა იერობოამისსა მახჳლითა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და განავლინნა ამასია მღდელმან ბეთელისამან იერობოამისა მეფისა ისრაჱლისა და ჰრქუა მას, ერის-კრებასა ჰყოფს შენ ზედა ამოს შორის სახლსა ისრაჱლისასა. ვერ შემძლებელ არს ქუეყანაჲ დათმენად ყოველთა სიტყუათა მისთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს ამოს, მახჳლითა/ აღესრულოს იერობოამ, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიყვანოს ქუეყანით თჳსით.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ამასია ამოსს, მხილველო ვიდოდე განეშორე ამიერ, და წარვედ ქუეყანად იუდაჲსა, და მუნ აიძულებდ, და მუნ წინაწარმეტყუელებდ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ბეთელსა არღარა სწინაწარმეტყუელებდე, რამეთუ სიწმიდე მეფისაჲ არს, და სახლი მეფისაჲ არს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ამოს და ჰრქუა ამასიას, არა ვიყავ მე წინაწარმეტყუელ, არცა ძჱ წინაწარმეტყუელისაჲ, არამედ მწყემსი ვიყავ, და ვსხეპდ ლეღუსულელსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამომიყვანა მე უფალმან ცხოვართაგან, და მრქუა მე უფალმან; მივედ და წინაწარმეტყუელებდ ერსა ზედა ჩემსა ისრაჱლსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ. შენ მეტყჳ; ნუ სწინაწარმეტყუელებ ისრაჱლსა ზედა, და ნუ ერის-კრებასა ჰყოფ სახლსა ზედა იაკობისსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ამის/თჳს Page of ms. J: B11r  ამას იტყჳს უფალი, ცოლი შენი ქალაქსა შინა ისიძვიდეს, და ძენი/ შენნი და ასულნი <შენნი> მახჳლითა დაეცნენ, და ქუეყანაჲ შენი საბლითა განიზომოს, და შენ ქუეყანასა არა წმიდასა აღესრულო, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიყვანოს ქუეყანით მისით.:

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრჱთ მიჩუენა მე უფალმან უფალმან; და აჰა ესერა ჭურჭერი მემახურისაჲ. და მრქუა მე უფალმან; რასა ხედავ შენ, ამოს, და ვთქუ; ჭურჭერსა მემახურისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; მოწევნელ არს აღსასრული ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, არღარა შევსძინო თანა-წარსლვად მისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღაღადებდენ სართულნი ტაძრისანი მას დღესა შინა, იტყჳს უფალი. მრავალ არიან დაცემულნი ყოველსა ადგილსა, და მივაწიო მათ ზედა დუმილი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ესე რომელნი შეჰმუსრავთ განთიად გლახაკთა, და ჰმძლავრობთ დავრდომილთა ქუეყანასა ზედა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყჳთ; ოდეს გარდაჴდეს თთუჱ ესე, და განვყიდოთ, და შაბათი, და განვახუნეთ საუნჯენი, რაჲთა ღყოთ საწყაული მცირა, და სასწორი განვადიდოთ, და ვქმნეთ საწონელი ცრუჲ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა მოვიყიდნეთ დავრდომილნი ვეცხლითა, და გლახაკნი ფერჴთ-შესასხმელთა წილ, და ყოვლისაგან სასყიდლისა ვვაჭრობდეთ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ფუცავს უფალი ამპარტავანებასა იაკობისსა, უკუეთუ აღივსნენ ძლევად ყოველნი საქმენი თქუენნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამათ ზედა არა შეძრწუნდეს ქუეყანაჲ, და იგლოვდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მას ზედა, და აღმოვიდეს ვითარცა მდინარჱ აღსა<ს>რული, და წარმოეცეს ვითარცა მდინარჱ ეგჳპტისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი უფალი, დაჰჴდეს მზჱ შუვა სამხრის, და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა დღესა შინა ნათალი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოვად, Page of ms. J: B11v  და ყოველნი გალობანი თქუენნი გოდებად, და შევჰმოსო ყოველთა/ წელთა ძაძაჲ, და ყოველთა თავთა სიმტიერე. და დავდვა იგი ვითარცა გლოვაჲ საყუარელისაჲ, და მისთანანი იგი ვითარცა დღჱ სალმობისაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი უფალი, და გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა <ზედა>, არა სიყმილი პურისაჲ და არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ სიყმილი სმენად სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიძრნენ წყალნი ვიდრე ზღუადმდე და ჩრდილოჲთგან ვიდრე მზისა აღმოსავალადმდე მიმორბიოდიან, ეძიებდენ სიტყუასა უფლისასა, და არა პოონ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა მოაკლდენ ქალწულნი კეთილნი, და ჭაბუკნი წყურილითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი ფუცვენ სალხინებელსა სამარიაჲსასა, და რომელნი იტყჳან, ცხოველ არს ღმერთი შენი დან, და ცხოველ არს ღმერთი შენი ბერსაბჱ, და დაეცნენ და ვერ აღდგენ მერმე.:

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიხილე მე უფალი მდგომარჱ საკურთხეველსა ზედა, და თქუა; დაეცსაკურთხეველსა <ზედა>, და შეიძრას ბჭეთა წინაშე, და განკუეთე თავსა ზედა ყოველთასა, და ნეშტნი იგი მათნი მახჳლითა მოვსწყჳდნე, არა მოაკლდეს მათგანი მეოტი, და არა განერეს მათგანი განრინებული.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
დაღათუ დაეფარნენ ჯოჯოხეთს, მიერ ჴელმან ჩემმან აღმოიტაცნეს იგინი, დაღათუ აღჴდენ ცად, მიერ გარდამოვსთხინე იგინი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ დაეფარნენ თხემსა კარმელისასა, მიერ გამოვიძინე, და მოვიყვანნე იგინი, და უკუეთუ შთაჴდენ თუალთაგან ჩემთა სიღრმესა ზღჳსასა, მუნ უბრძანო ვეშაპსა, და უკბენდეს მათ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ წარვიდენ ტყუედ პირსა წინაშე მტერთა მათთისა მუნ უბრძანო მახჳლსა, და Page of ms. J: B12r  მოვსწყჳდნე იგინი, და ვიგნე/ თუალნი ჩემნი მათ ზედა ბოროტად და არა კეთილად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალი ღმერთი არს, რომელი შეახებს ქუეყანასა, და შესძრავს მას, და იგლოვდენ ყოველნი მკჳდრნი მისნი, და აღმოვიდეს; ვითარცა მდინარე აღსასრული მისი, და წარმოეცეს ვითარცა მდინარჱ ეგჳპტისაჲ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი აშენებს ზეცად აღსლვასა თჳსსა, და აღთქუმასა ქუეყანასა ზედა დააფუძნებს, რომელი მოუწესს წყალსა ზღჳსასა, და მიჰფინის პირსა ქუეყანისასა, უფალ ყოვლისა-მპყრობელ სახელი მისი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდამო, ძენო ისრაჱლისანო, იტყჳს უფალი, ანუ არა ისრაჱლი აღმოვიყვანე ქუეყანით ეგჳპტით, და უცხოთესლნი კაბადუკიაჲთ, და ასურნი მღჳმით.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა თუალნი უფლისა ღმრთისანი მეფობასა ზედა ცოდვილთასა, და აღვიღო იგი პირისაგან ქუეყანისა, ხოლო არა სრულიად აღვიღო სახლი იაკობისი, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე ვამცნო, და განვაბნიო ყოველთა შორის თესლთა სახლი ისრაჱლისაჲ; ვითარცა იგი განიქრიის სანქრეველითა, და არა დავარდის განსამუსრველი ქუეყანასა ზედა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მახჳლითა ა<ღ>ესრულნენ ყოველნი ცოდვილნი ერისა ჩემისანი, რომელნი იტყჳან, არა მოგუეახლოს, არცა მოიწიოს ჩუენ ზედა ბოროტი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა აღვჰმართო კარავი დავითისი დაცემული, და აღვაშჱნო დარღუეული მისი, ვითარცა დღენი საუკუნენი,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა ღმერთი, და ყოველთა თესლთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი, იტყჳს უფალი, რომელმან ქმნა ესე ყოველი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და მიიწიოს ლეწვაჲ სდულებად, და ლწიფოოდის ყურძენი თესლსა შინა, და გამოადინებდენ მთანი სიტკბოებასა, და ყოველნი ბორცუნი Page of ms. J: B12v  ნერგოვან იყვნენ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვაქციო ტყუჱ ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ,/ და აღაშჱნნენ ქალაქნი განრყუნილნი, და ემკჳდრნენ მათ შინა, და დაასხან ვენაჴები, და სუმიდენ ღჳნოსა მათსა; და იქმნენ მტილები, და ჭამდენ ნაყოფსა მათსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა მათსა, და არღარა ა<ღ>იფხურნენ ქუეყანით მათით, რომელი მივეც მათ, იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი.: .: .:
Page of ms. O:   
Page of ms. J:  



Book: Jon. 
Jonas

იონა წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲსა მიმართ ძისა ამათისა, და ჰრქუა;

Verse: 2  Link to septLink to armat   
აღდეგ და წარვედ შენ ნინევედ ქალაქად დიდად, და ქადაგებდ მას შინა, რამეთუ აღმაღლდა და მოიწევის ღაღადებაჲ უკეთურებისა მისისაჲ ჩემდამო.

Verse: 3  Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა იონა სივლტოლად და წარსლვად თარშიდ პირისაგან უფლისა. და შთავიდა იოპედ, და პოვა ნავი მიმავალი თარშიდ, და მისცა სანავჱ მისი, და შევიდა იგი მას წარსლვად მათ თანა თარშიდ პირისაგან უფლისა.

Verse: 4  Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალმან აღადგინა ქარი დიდი ზღუასა ზედა, და იყო ღელვაჲ დიდი ზღუასა შინა, და ნავი Page of ms. J: A2r  იგი მიახლებულ იყო შემუსრვად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეეშინა მე/ნავეთა მათ, და ღაღადებდა კაცად-კაცადი ღმრთისა მიმართ თჳსისა, და გარდაღურიდეს ჭურჭელსა ნავით ზღუად, რაჲთა აღუმცირონ მათ <გან>, ხოლო იონა შთავიდა უბესა მის ნავისასა, და ეძინა, და ხურინვიდა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
<და> მოუჴდა <მას> ნავის-მხერვალი იგი და ჰრქუა მას; რაჲსა ხურინავ შენ, აღდეგ და ხადოდე ღმერთსა შენსა, გჳჴსნნეს ხოლო თუ ღმერთმან, და არა წარვწყმდეთ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა კაცად-კაცაღმან მოყუასსა თჳსსა, მოვედით და განვიგდოთ წილი, და ვცნათ რაჲსათჳს არს ბოროტი ესე ჩუენ ზედა, და განაგდეს წილი, და აღმოუჴდა წილი იგი იონაჲს

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მას, მითხარ ჩუენ, რაჲ არს საქმჱ შენი, და ვინაჲ მოხუალ შენ, ანა რომლისა სოფლისაჲ <ანუ რომლისა ერისაჲ> ხარი შენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ იონა, მონაჲ უფლისაჲ ვარი მე, და უფლისა ღმრთისა ცათაჲსა მე მეშინის და ვჰმსახურებ, რომელმან შექმნნა ზღუაჲ და ჴმელი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეეშინა კაცთა მათ შიშითა დიდითა ფრიად, და ჰრქუეს მას, რაჲ ესე ჰყავ, რამეთუ გულის-ჴმა-ყვეს კაცთა მათ, რამეთუ პირისაგან უფლისა ივლტოდა იგი, რამეთუ უთხრა მათ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მას, რაჲ გიყოთ შენ, და დასცხრეს ზღუაჲ ესე ჩუენ ზედა, რამეთუ ზღუაჲ იგი აღდგებოდა, და აღადგინებდა უფროჲს და ღელვასა;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ იონა; აღმიღეთ მე და შთამაგდეთ ზღუასა, და დასცხრეს ზღუაჲ თქუენ ზედა, რამეთუ მიცნობიეს მე ვითარმედ ჩემთჳს არს ღელვაჲ ესე დიდი თქუენ ზედა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აძლევდეს კაცნი იგი ნავსა მას მოქცევად ქუეყანად კერძო, და ვერ Page of ms. J: A2v  უძლეს, რამეთუ ზღუაჲ იგი მოვიდოდა, და აღდგებოდა/ უფროჲს მათ ზედა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ და თქუეს; ნუ სადა უფალო ნუმცა წარვწყმდებით სულისათჳს ამის კაცისა, და ნუ გუცემ ჩუენ ზედა სისხლსა მართალსა, რამეთუ შენ უფალო ვითარცა გინდა და ჰყავ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიღეს იონა, და შთააგდეს ზღუასა, და დასცხრა ზღუაჲ ძრვისაგან თჳსისა.

Verse: 16   Link to septLink to armat   
და შეეშინა კაცთა მათ შიშითა დიდითა ფრიად უფლისა <გან>, და შეწირეს მსხუერპლი ღმრთისა და აღუთქუეს აღთქუმაჲ.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმაჲ იონაჲსი, და იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღჱ და სამ ღამჱ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ილოცვიდა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცელსა შიდა ვეშაპისასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა; ღაღად-ვყავ ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა, და ისმინა ჩემი მუცლით გამო ჯოჯოხეთისაჲთ, ღაღადებისა ჩემისაჲ გესმა ჴმაჲ ჩემი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
შთამაგდე <მე> სიღრმესა გულსა ზღჳსასა, და მდინარენი გარე-მომადგეს მე. ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედა გარდამჴდეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე ვთქუ; გან-მე-გდებულ ვარა პირისაგან თუალთა შენთაჲსა; შე-მე-ღა-ვსძინოა მიხედვად ტაძარსა წმიდასა შენსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გარღამეცნეს წყალნი ვიდრე სულაღ ჩემდამდე, და უფსკრულმან მომიცვა მე დასასრულისამან. შთაჴდა თავი ჩემი ნაჴრალსა მთათასა;

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
შთავჴედი მე ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი ვითარცა კლიტენი საუკუნენი, და გამოვედინ განრყუნისაგან ცხორებაჲ ჩემი შენდამი, უფალო ღმერთო ჩემო.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მო/კლებასა Page of ms. J: A3r  ჩემგან სულისა ჩემისასა უფალი მოვიჴსენე, და შევედინ შენ წინაშე ლოცვაჲ ჩემი ტაძრად წმიდად შენდა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მცველთა მათ უშჯულოებისათა და სიცრუისათა წყალობაჲ მათი დაუტევეს,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე ჴმითა ქებისაჲთა და აღსაარებისაჲთა მსხუერპლი შევწირო შენდა, რაოდენი აღვთქუ, მიგცე შენ საცხორებელად ჩემდა უფალო

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა უფალმან ვეშაპსა მას, და გამოაგდო იონა ჴმელად.:

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲსა მიმართ მეორედ, და ჰრქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ და წარვედ შენ ნინევედ ქალაქსა მას დიდსა, და ქადაგებდ მას შინა ქადაგებისა მის-ებრ პირველისა, რომელსა მე გეტყოდე შენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა იონა და წარვიდა ნინევდ ვითარცა იგი ეტყოდა მას უფალი. ხოლო ნინევი იყო ქალაქი დიდი ღმრთისაჲ ვითარმედ სავალი იყო იგი სამისა დღისა გზა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იწყო იონა შესლვად ქალაქად ვითარ დღისა ერთისა ოდენ გზა, და იწყო ქადაგებად და თქუა; სამ და დღჱ და ნინევი დაქცევად არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრწმენა კაცთა მათ ნინევისათა ღმერთი, და ქადაგეს მარხვაჲ და შეიმოსეს ძაძაჲ მცირითგან ვიდრე დიდადმდე მათა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიწია სიტყუაჲ ესე მეფისა მის ნინეველთაჲსა, და აღდგა საყდრისაგან თჳსისა, და განიძარცუა სამოსელი მისი მისგან, და შეიმოსა ძაძაჲ, და დაჯდა იგი ნაცარსა ზედა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იქადაგა და ითქუა ნინევს შინა მეფისა მიერ და მთავართა მისთა მიერ, და თქუეს; კაცნი და საცხოვარნი, ზროხაჲ და ცხოვარი, Page of ms. J: A3v  ნუ რას გემოსა იხილვედ, ნუცა ძოვედ ნუცა წყალსა/ სუმედ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძაძაჲ შეიმოსეს კაცთა და საცხოვართა, და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ ერთბამად, და მოაქცია კაცად-კაცადმან გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და სიცრუვისაგან ჴელთა მათთაჲსა, და იტყოდეს;

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ უწყის, შეინანოს ღმერთმან, და მოაქციოს რისხვისაგან გულის-წყრომისა მისისა, და არა წარვ<წ>ყმდეთ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილნა ღმერთმან საქმენი მათნი, რამეთუ მოიქცეს საქმეთა მათთაგან ბოროტთა, და შეინანა ღმერთმან ბოროტის-ყოფისათჳს, რომელსა იტყოდა ყოფად მათთჳს, და არა ყო.:

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეწუხნა იონა მწუხარებითა დიდითა, და შეშფოთნა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ილოცვიდა უფლისა მიმართ და თქუა; უფალო, არა ესე სიტყუანი არიანა ჩემნი ვიდრე ვიყავ და მე ქუეყანასა ჩემსა; ამისთჳს ვისწრაფე სივლტოლად თარშიდ, რამეთუ ვიცი ვითარმედ შენ მოწყალე ხარ და მწყალობელ, სულ-გრძელ და დიდად მოწყალე; და შეინანი ბოროტის-ყოფაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ უფალო მიიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ უმჯობჱს არს სიკუდილი ჩემი ვიდრე ცხორებასა ჩემსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან იონას, უკუეთუ ფრიად შეწუხებულ ხარი შენ, და თქუა იონა; ფრიად შეწუხებულ ვარ მე ვიდრე სიკუდიდმდე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა იონა ქალაქით, და დაჯდა წინაშე ქალაქსა მას, და იქმნა თავისა თჳსისა მუნ კარავი, და დაჯდა მას ქუეშჱ აჩრდილსა, ვიდრემდე იხილოს რაჲ ძი ეყოს ქალაქსა მას. Page of ms. J: A4r 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა უფალმან ღმერთმან აყიროსა, და აღმოჴდა/ თავსა თანა იონაჲსსა, რაჲთა იყოს საგრილად თავსა ზედა იონაჲსსა, რაჲთა აგრილობდეს მას სიცხისა მისგან ბოროტისა, და განიხარა იონა აყიროსა მას ზედა სიხარულითა დიდითა ფრიად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა ღმერთმან მატლსა განთიადისასა ხვალისაგან, და სცა აყიროსა მას, და განჴმა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო აღმოსლვასა მზისასა, და უბრძანა ღმერთმან ქარსა ცხელსა შემწუველსა, და დააცხო მზემან იონას თავსა მისსა, და სულ-მოკლე იქმნა, და აღმოჰვიდოდა სული მისი, და თქუა; უმჯობჱს არს ჩემდა სიკუდილი ვიდრე არა ცხორებასა ამას ჩემსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან იონას, უკუეთუ ფრიად შეწუხებულ ხარ შენ აყიროჲსა მაგისთჳს, და თქუა იონა, ფრიად შეწუხებულ ვარ მე ვიდრე სიკუდიდმდე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან იონას, შენ ერიდები აყიროსა და სწყალობ, რომლისათჳს არა დაჰშუერ მის ზედა, არცა განჰზარდე იგი, რომელი აღმოჴდა ღამესა, და ღამეცა წარწყმდა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მე არა ვერიდოა ნინევსა ქალაქსა ამას დიდსა, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან უმრავლჱს ათორმეტისა ბევრისა კაცნი, რომელთა არა უცნობიეს მარჯუენე მათი და მარცხენე მათი, და საცხოვარი ფრიად.: .: .:
Page of ms. O:   
Page of ms. J:  




Book: Abd. 
Abdias

აბდია წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B11r  ხილვაჲ აბდიაჲსი. ამას იტყჳს უფალი ღმერთი იდუმეასა; ჰამბავი გესმა უფლისა მიერ, და გარემოცვაჲ წარმართთა ზედა გამოავლინა. აღდეგით და ვდგეთ მის ზედა ბრძოლად.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მცირედი რიცხჳთა მიგეც შენ წარმართთა შორის, შეურაცხ ხარ შენ ფრიად.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამპარტავანებამან გულსა შენისამან აღგამაღლა შენ დამკჳდრებულთა ზედა ჴურელთა კლდისათა; აღამაღლებს საყოფელსა თჳსსა, და იტყჳს გულსნ თჳსსა, ვინ გარდამიყვანოს მე ქუეყანად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
დაღათუ აღჰმაღლდე ვითარცა ორბი, გინა თუ დაიდგნე შორის ვარსკულავთა ბუდენი შენნი, მიერ გარდამოგაგდო შენ, იტყჳს უფალი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუმცა მპარავნი შევიდეს შენდა, ანუ ავაზაკნი ღამჱ, სადამცა გა<ნ>ჰვარდი, არამცა იპარესა ფრიად თავისა თჳს<ი>ა, და უკუეთუმცა მსთულებელნი შევიდეს შენდა, არამცა დაუტევეს სამყნელი კჳრტი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ გამოიკულია ესავ, და შეიპყრა დამალული მისი;

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრე საზღვრადმდე განგავლინეს შენ, ყოველთა კაცთა აღთქუმისა შენისათა წინა-აღგიდგეს შენ, და შეგიძლეს შენ კაცთა მშჳდობისა შენისათა, და გიდვეს დასაბრკოლებელი ქუეშჱ შენსა, არა არს გულის-ჴმის-ყოფა მას შინა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა წარვწყმიდნე ბრძენნი იდუმეაჲთ, და გულის-ჴმის-ყოფაჲ მთისაგან ესავისა, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეძრწუნდენ მბრძოლნი იგი ახოვანნა შენნი თემანელნი, Page of ms. J: B1r  რაჲთა აღიჴოცოს კაცი მთისაგან ესავისა,/

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
კლვისა მისთჳს და შეცოდებისა ძმისა შენისა იაკობისა. დაგფაროს შენ სირცხჳლმან, და აღიჴოცო უკუნისამდე.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინაჲთ დღითგან წინა-აღუდეგ წინაშე მტერად, დღესა მას წარტყუენაისა<სა> უცხოთესლთაგან ერი მისი, და უცხონი შევიდეს ბჭეთა მისთა, და იჱრუსალემსა ზედა განაგდეს წილი, და თქუენ ხართ ვითარცა ერთი მათგანი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნუ დაივიწყებ დღესა ძმისა შენისასა დღესა მას უცხოთესლთასა, და ნუ მოგცხრებინ ძეთა ზედა იუდაჲსთა დღესა წარწყმედისა მათისასა, და ნა დიდსა იტყჳ დღესა ჭირისასა,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუცა შეხუალ ბჭეთა ერისათა დღესა სალმობისა მათისასა, და ნუ მიხედავ შენ შესაკრებელსა მათსა დღესა მოწყუედისა მათისასა, და ნუცა დაშჯერდები ძალსა მათსა ზედა დღესა წარწყმედისა მათისასა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუცა მიადგები განსავალსა მათსა მოსრვად განრინებულთა მათთა, ნაცა შეაყენებ მეოტთა მათთა დღესა ჭირისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ახლოს არს დღჱ უფლისაჲ ყოველთა ზედა თესლთა, ვითარცა იგი ჰყავ, ეგრევე გეყოს შენ, მისაგებელი შენა მიგეგოს შენ თავსა შენსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა იგი სუემდ მთასა წმიდასა ჩემსა, <ეგრე> სუმიდენ ყოველნი ნათესავნი ღჳნასა, სუმიდენ, და დაეცნენ იგინი, და იქმნნენ ვითარცა არა-ყოფილნი,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მთასა სიონსა იყოს მაცხოვარებაჲ, და იყოს იგი წმიდა, და დაიმკჳდრნეს სახლმან იაკობისმან, რომელთა დაიმკჳდრნეს იგინი. Page of ms. J: B1v 

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს სახლი იაკობისი ცეცხლ, და სახლი იოსებისი ალ ცეცხლის,/ ხოლო სახლი ესავისი ლერწამ, და აღ<ა>ტყდენ ვითარცა ლერწამნი მათ ზედა, და შეჭამნას იგინი; და არა იყოს უცეცხლო სახლი ესავისი, რამეთუ უფალი იტყოდა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიმკჳდრონ რომელნი არიან ნაგებს შინა მთაჲ იგი ესავისი, და რომელნი არიან სეფელას შინა უცხოთესლნი იგი და დაიმკჳდრონ მთაჲ იგი ეფრემისი, და ველი იგი სამარიაჲსაჲ და ბენიამენი და გალაადი;

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მწირობისა იგი დასაბამი ესე არს ძეთა ისრაჱლისათჲ; ქუეყანაჲ ქანანელთაჲ ვიდრე სარეფთადმდე, და სამკჳდრებელი ისრაჱლისაჲ ვიდრე ეფრეთადმდე დაიმკჳდრონ ქალაქები გეთისაჲ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდენ განრინებულნი მთისაგან სიონისა შურის-ძიებად მთასა ესავისსა, და იყოს უფლისა მეუფებაჲ.: .: .:
Page of ms. O:   
Page of ms. J:  



Book: Mich. 
Micha

მიქია წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A4r  და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ მიქეაჲსა მიმართ მორასთიანისა, დღეთა იოათამისთა და აქაზისთა და ეზეკიაჲსთა მეფეთა იუდაჲსთა, რომელთათჳს იხილა Page of ms. J: A4v  სამარიაჲსათჳს და იჱრუსალემისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინენ ერმან/ ყოველმან, და მერჩდინ ქუეყანაჲ, და ყოველნი რომელნი არიან მას ზედა, და იყოს უფალი ღმერთი მოწამჱ თქუენ შორის საწამებელად უფლისა სახლისაგან წმიდისა მისისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა უფალი გამოვალს ადგილით მისით, და გარდამოჴდეს, და აღვიდეს სიმაღლესა ქუეყანისასა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიძრნენ მთანი ქუეშჱ ფერჴთა მისთა, და ღელენი დადნენ ვითარცა ცჳლნი წინაშე პირსა ცეცხლისასა, და ვითარცა წყალი გარდამომავალი გარდამოსაქანელსა მისსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უღმრთოებისათჳს იაკობისა ესე ყოველი იყოს და ცოდვისათჳს სახლისა იუდაჲსა. ვინ არს უღმრთოებაჲ იაკობისი, ანუ არა სამარიაჲ; და ვინ არს ცოდვაჲ სახლისა იუდაჲსი, ანუ არა იჱრუსალემი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და და<ვ>დვა სამარიაჲ ხილის-საცავად ველისა, და დასანერგავად ვენაჴისა, და დავსცნე სიღრმესა ლოდნი მისნი, და საფუძველნი მისნი გამოვაჩინნე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი გამოქანდაკებულნი მისნი დაკოდნენ, და ყოველნი განსასყიდელნი მისნი დაწუნენ ცეცხლითა, და ყოველნი კერპნი მისნი დალეწნენ განსარყუნელად, რამეთუ სასყიდლისაგან სიძვისა შეიკრიბნა, და სასყიდელთაგან სიძვისა მოიქცა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს იტყებდეს, და იგლოვდეს, და ვიდოდის იგი შიშუელი და უჴამური, და ყოს ტყებაჲ ვითარცა დევთაჲ, და გლოვაჲ ვითარცა ასულთა ურჩხულთაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შეიპყრა წყლულებამან მისმან, რამეთუ მოვიდა ვიდრე იუდაჲსამდე, და მიეახლა ვიდრე ბჭეთამდე ერისა ჩემისათა ვიდრე Page of ms. J: A5r  იჱრუსალემდმდე;/

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ რომელნი ხართ გეთს შინა, ნუ განსდიდნებით, და რომელნი ენაკიმს ხართ, ნუ აღეშჱნებით. სახლისაგან საკიცხელისა მიწაჲ გარდაისხთ საკიცხელად თქუენდა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დამკჳდრებული ეგე კეთილად ქალაქთა მისთა, არა გამოვიდა დამკჳდრებული სენაარს. ეტყებდით სახლსა მახლობელსა მისსა, მოიღოს თქუენგან წყლულებაჲ სალმობიერი;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ იწყო კეთილად დამკჳდრებულმან სალმობათა შინა, რამეთუ გარდამოჴდა ძჳრი უფლისა მიერ ბჭეთა იჱრუსალემისათა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ბგერაჲ ეტლებისაჲ და მჴედართაჲ, დამკჳდრებული ლაქისს წინამძღუარი ცოდვისა მისისაჲ, ესე არს ასულისა სიონისაჲ, რამეთუ შენ შორის იპოვნეს უღმრთოებანი ისრაჱლისანი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მოსცნეს განალინებულნი ვიდრე სამკჳდრებელისამდე გეთელთაჲსა; სახლთა ამაოთა ცუდად იყვნეს მეფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე მკჳდრნი მოიყვანნენ დამკჳდრებულმან ლაქისს სამკჳდრებელი ვიდრე ოდოლადმდე, მოიწიოს დიდებაჲ ასულისა ისრაჱლისაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ დაიყჳნე და აღიპარსე შვილთა შენთა ზედა ფუფუნეულთა; განავრცე დაყჳნვაჲ ქურიობისა შენისაჲ, ვითარცა ორბმან, რამეთუ წარიტყ[უე]ნნე[ს] შენგან.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
იქმნნეს შერაცხილ შრომათა, და მოქმედ ბოროტის საწოლთა მათთა ზედა, და ერთბამად დღისი აღასრულებდეს მას, რამეთუ არა აღიპყრნეს ღმრთისა Page of ms. J: A5v  მიმართ ჴელნი მათნი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და გული-უთქუმიდეს აგარაკთათჳს, და მო/იტაცებდეს ობოლთა, და სახლებსა მძლავრობდეს, და მოიტაცებდეს კაცებსა და სახლთა მათთა, კაცსა და სამკჳდრებელსა მისსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე განვიზრახე ბოროტი ნათესავსა ამას ზედა, რომლითა ვერ ა<ღ>იპყრნეთ ქედნი თქუენნი, და ვერ ხჳდოდით მართლ მეყსეულად, რამეთუ ჟამი ბოროტი არს, და მოიწიოს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა მოიღოს იგავი ესე თქუენ ზედა და გგოდებდენ თქუენ გოდებასა შესხმით, და თქუან <უბადრუკებით> უბადრუკ ვიქმნენით. ნაწილი ერისა ჩემისაჲ განიზომა საბლითა, და არა ვინ იყო მაყენებელ მისა, მოქცევად აგარაკნი ჩუენნი განიზომნეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არა ვინ იყოს შენდა მომდებელ საბლისა ნაწილსა ზედა ეკლესიასა შინა უფლისასა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ სტირთ ცრემლით, ნუცა ცრემლოიედ ამათ ზედა, რამეთუ არა განეშოროს ყუედრებაჲ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელ თქუას; სახლმან იაკობისმან განარისხა სული უფლისა<ჲ>, უკუეთუ საქმენი <მისნი> ესე არიან, ანა არა სიტყუანი მისნი არიან კეთილ მის თანა და მართლ ვლენან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინაშე ერი ჩემი აღუდგა მტერად წინაშე მშჳდობისა მისისა, ტყავი მისი განჰპადეს მიღებად სასოებისა შემუსრვად ბრძოლისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
წინამძღუარნი ერისა ჩემისანი განცჳვენ სახლთაგან საშუებელისა მათისათა; უკეთურებისათჳს საქმეთა მათთაჲსა განვარდეს. მიეახლენით Page of ms. J: A6r  მთა/თა საუკუნეთა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ არა არს ესე შენდა განსუენება, არა-წმიდებისათჳს, განიხრწნენით განჴრწნით.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
იდევნებოდეთ თჳნიერ მდევნელისა, სული დამტკიცა ტყუვილისაჲ; გწოდა შენ ღჳნოდ მთრვალობისა, და იყოს ნაწუეთისა მისგან ერისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკრებით შეკრებეს იაკობი ყოველითურთ; <მო>ლოდებით მოველოდი ნეშტთა მათ ისრაჱლისათა, ერთბამად დავსხნე გარე-მიქცევანი მათნი ვითარცა ცხოვარნი ჭირსა შინა, ვითარცა სამწყსოჲ შორის საწოლსა მათსა, და განხლდენ კაცთაგან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
განკუეთილებისაგან წინაშე პირსა მათსა განკუეთეს, და განვლეს ბჭჱ, და განვიდეს მისგან, და განვიდა მეფჱ მათი წინაშე პირსა მათსა; ხოლო აწ უფალი უძღოდის მათ.:

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუას; ისმინეთ აწ მთავართა სახლისა იაკობისთა და ნეშტთა სახლისა ისრაჱლისათა; არა თქუენი არს ცნობად სამართალისა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა გძულს კეთილი და გიყუარს ბოროტი, მოჰჴდით ტყავსა მათსა მათგან და ჴორცსა მათსა ძუალთაგან მათთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა შეჭამნეს ჴორცნი ერისა ჩემისანი და ტყავი მათი მათგან განსძარცუეს და ძუალნი მათნი შემუსრნეს და ასოეულად განაგდეს ვითარცა ჴორცი სიავსა შიდა და ვითარცა დრონეული ქოთანსა შინა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეთ ღაღადებდენ უფლისა მიმართ და არა ისმინოს მათი და გარე-მიაქციოს პირი მისი Page of ms. J: A6v  მათგან მას ჟამსა შინა ვითარცა/ იგი ბოროტი ყვეს საქმითა მათითა მათ ზედა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთა მათთჳს რომელნი აცთუნებენ ერსა ჩემსა, რომელნი უკბენენ კბილითა მათითა და რომელნი უქადაგებენ მათ მშჳდობისა და არა მოეცა პირსა მათსა, აღადგინა მათ ზედა ბრძოლაჲ; [!]

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ღამე იყოს თქუენდა ხილვისაგან და ბნელი იყოს თქუენდა მისნობისაგან და დაჰჴდეს მზჱ წინაწარმეტყუელთა ზედა და დაბნელდეს მათ ზედა დღჱ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრცხუენოდის რომელნი ხედვიდეს ჩუენებასა და საკიცხელ იყვნან მისანნი და ძჳრსა იტყოდიან მათთჳს ყოველნივე იგი, რამეთუ არა ზყოს რომელმანმცა ისმინა მათი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მე არა აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და სამართალითა და ძლიერებითა მითხრობად იაკობისა უღმრთოებანი მისნი და ისრაჱლსა ცოდვანი მისნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ესე წინამძღუარნო სახლისა იაკობისნო და ნეშტთა მაგათ სახლისა ისრაჱლისათა, რომელთა ეგე გძაგს სამართალი და ყოველსავე მართალსა გარდაჰგულარძნით.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი აშენებთ სიონსა სისხლითა და იჱრუსალემსა სიცრუვითა;

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
წინამძღუარნი მისნი ქრთამით შჯიდეს და მღღელნი მისნი სასყიდლით სიტყუასა მიუგებდეს და წინაწარმეტყუელნი მისნი ვეცხლითა უმისნიდეს და უფლისა ზედა განისუენებდეს და იტყოდეს; ანუ არა უფალი ჩუენ თანა არს, არა მოვიდეს ჩუენ ზედა ბოროტი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს თქუენ ძლით სიონი ვითარცა ყანაჲ Page of ms. J: A7r  მოი/ჴნას და იჱრუსალემი ვითარცა ხილის-საცავი იქმნეს და მთაჲ იგი სახლისა უფლისაჲ ვითარცა სერტყი მაღნარისაჲ.:

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა გამოჩინებულ მთაჲ უფლისაჲ და განმზადებულ თხემსა ზედა მთათასა და აღმაღლდეს უფროჲს ყოველთა ბორცუთა და მოისწრაფდენ მუნ ერნი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდოდიან თესლნი მრავალნი, და იტყოდიან, მოვედით და აღვედით მთასა უფლისასა და სახლსა ღმრთისა იაკობისსა, და მიჩუენოს ჩუენ გზაჲ მისი, და ვიდოდით ალაგთა მისთა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული, და სიტყუაჲ უფლისაჲ იჱრუსალემით.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შჯიდეს შორის ერსა მრავალსა, და ამხილებდეს ნათესავთა ძლიერთა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ ჴრმლებსა მათსა საჴნისებად, და ლახურებსა მათსა მანგლებად, და არღარა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი, და არღარა ისწრაფებდენ ბრძოლასა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განისუენებდეს კაცად-კაცადი ქუეშჱ ვენაჴსა თჳსსა, და კაცად-კაცადი ქუეშჱ ლეღუსა თჳსსა, და არა ვინ იყოს მაშინებელ, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ იტყოდა ამას.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ყოველი ერი კაცად-კაცადი ვიდოდის გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა უკუნისამდე და მერმეცა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა იტყჳს უფალი; შევკრიბნე შემუსრვილნი იგი, და განძებულნი იგი შევიწყნარნე, და რომელნი იგი განვიშორენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავსხნე შემუსრ/ვილნი Page of ms. J: A7v  იგი ნეშტად, და განშორებულნი იგი ნათესავად დიდად და ძლიერად; და მეუფებდეს უფალი მათ ზედა სიონს შინა ამიერითგან და მი-უკუნისამდე.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ გოდოლო სამწყსოჲსაო, მაღალო ასულო სიონისაო, შენ ზედა მოიწიოს, და შევიდეს დასაბამი პირველი მეფისა ბაბილონისაჲ ასულისა იჱრუსალემისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ რაჲსათჳს სცან ბოროტი, ნუ უკუჱ მეუფჱ არა გესუაა შენ, ზრახვაჲ შენი წარწყმდა, რამეთუ შეგიპყრეს შენ სალმობათა ვითარცა შობადისათა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
გელმოდენ და მჴნე იყავ, და მიეახლე ასული სიონისაჲ ვითარცა შობადი, რამეთუ აწ განხჳდე ქალაქით, და დაემკჳდრო ველსა ზედა, და შეხჳდე ვიდრე ბაბილონდმდე. მიერ განგარინოს შენ, და მიერ გიჴსნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთაგან მტერთა შენთასა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ შეკრბა შენ ზედა ნათესავი არავალი, რომელნი იტყჳან, მოგუცხრების და იხილონ თუალთა ჩუენთა სიონი,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მათ ვერ ცნეს ზრახვაჲ უფლისაჲ, და არა გულის-ხმა-ყვნეს ნებანი მისნი, რამეთუ შეკრიბნეს იგინი ვითარცა მჭელეულები კალოჲსაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ და ლეწევდი მათ, ასულო სიონისაო, რამეთუ რქანი შეგასხნე შენ რკინისანი, და ჭლიკნი შენნი შეგადგნე რვალისანი, და დაამწულილნე ერნი მრავალნი, და დაამჴუნე მით წარმართნი, და შეჩუენებულ ჰყო უფლისა სიმრავლე მათი, და ძალი მათი უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.: Page of ms. J: A8r 

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ შეეყენოს/ ასული შეყენებით; შეყენებაჲ განაწესა თქუენ ზედა, კუერთხითა სცემდენ ღაწუსა ტომსა ისრაჱლისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ ბეთლემ, სახლი ეგე ეფრათაჲსი, მცირედ ხარ ათასეულთა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდა მთავარი ისრაჱლსა ზედა, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი, და გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთა საუკუნეთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მოსცეს მათ ჟამადმდე შობისა; შვეს და ნეშტნი იგი ძმათა მისთანი მიიქცენ ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადგეს, და იხილოს, და მწყსიდეს სამწყსოსა თჳსსა ძლიერებით უფალი, და დიდებითა <სახელისა> უფლისა ღმრთისა მათისაჲთა იყვნენ, რამეთუ აწ განდიდნენ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ესე მშჳდობაჲ; ასურასტანალი იგი, რაჟამს მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, და რაჟამს მოიწიოს სოფელსა თქუენსა, და აღდგენ მის ზედა შჳდნი მწყემსნი და რვანი წყლულებანი კაცთანი .

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მწყსიდენ ასურსა მას მახჳლითა, და ქუეყანაჲ იგი ნებროდისაჲ პატნეზსა მისსა, და გიჴსნეს შენ ასურისა მისგან, ოდეს მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, და რაჟამს <შე>მოვიდეს საზღვართა თქუენთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ნეშტი იგი იაკობისი წარმართთა შორის, და შორის ერსა მრავალსა, ვითარცა ცუარი უფლისა მიერ გარდამომავალი, და ვითარცა კრავნი მწუანვილსა ზედა, რაჲთა ნა ვინ შეკრბენ, Page of ms. J: A8v  ნუცა დადგენ ძეთა შორის კაცთასა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ნეშტი იგი/ იაკობისი წარმართთა შორის, და ერსა შორის მრავალსა, ვითარცა ლომნა საცხოვართა შორის მაღნარსა შინა, და ვითარცა ლეკუნი ლომისანი შორის სამწყსოსა ცხოვართასა, ვითარცა სახედ რაჟამს შევარდის, და განაბნიის, და აღიტაცის, და არა ვინ არნ განმარინებელ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აღმაღლდეს ჴელი შენი მაჭირვებელთა შენთა ზედა, და ყოველნი მტერნი შენნი მოისრნენ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, მოვსრა ცხენები შორის შენსა, და წარვწყმიდო ეტლები შენი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვსრა ქალაქები ქუეყანისა შენისაჲ, და აღვიღო ყოველი ძნელოვანა შენი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვჴოცო წამლობაჲ შენი ჴელისაგან შენისა, და გამომეტყუელნი არა იყვნენ შენდა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვსრნე ყოველნი გამოქანდაკებულნი შენნი, და ძეგლები შენი შორის შენსა, და არღარა თაყუანის-სცემდე ქმნულსა ჴელთა შენთასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვჰკაფო სერტყები იგი შორის შენსა და განვრყუნნე ქალაქნი შენნი.

Verse: 15   Link to septLink to armat   
და ვყო რისხვით და გულის-წყრომით შურის-გებაჲ წარმართთა შმრის ამისთჳს, რამეთუ არა ისმინას.: .: .:

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ესე, რასა უფალი იტყოდა. უფალმან თქუა, აღდეგ და ეშჯოდე მთათა, და ისმინედ ბორცუთა ჴმაჲ შენი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ბორცუნო საშჯელი უფლისაჲ, და ჴევთა საფუძველთა ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელი უფლისაჲ ერისა მიმართ თჳსისა, და ისრაჱლისა თანა შეეტყუას.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა შეგაურვე შენ; მომიგე მე სიტყუაჲ./ Page of ms. J: A9r 

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით, და სახლისაგან კირთებისა გიჴსენ შენ, და გამოვავლინე წინაშე პირსა შენსა მოსჱ და აჰრონ და მარიამ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ერო ჩემო, მოიჴსენე რაჲ იგი იზრახა შენ ზედა ბალაკ მეფემან მოაბისამან, და რაჲ იგი მიუგო მას ბალამ ძემან ბეორისმან საბელთაგან ნაწილთასა ვიდრე გალგალადმდე, რაჲთა საცნაურ იყოს სიმართლჱ უფლისაჲ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა მე წარვეწიო უფალსა, და შემწე ვეყო მე ღმერთსა ჩემსა მაღალსა. უკუეთუ ვეწიო მას მსხუერპლებითა ანუ ზუარაკებითა წელიწადეულითა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ შეიწიროს უფალმან ათასეული ვერძთაჲ, ანუ ბევრეული ვაცთა მართებულთაჲ; უკუეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უღმრთოებისათჳს, და ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მე გითხრა შენ, კაცო, რაჲ იგი არს კეთილ, ანუ რასა ეძიებს უფალი შენგან, არამედ ყოფად სიმართლესა, და რაჲთა გიყუარდეს წყალობაჲ, და განმზადებულ იყო ყოფად, რაჲთა ხჳდოდი ღმრთისა შენისა თანა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ეწოდოს, და აცხოვნნეს მოშიშნა სახელისა მისისანი, ისმინეთ ტომთა, ვინ შეამკოს ქალაქი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ნა უკუჱ ცეცხლმან და სახლი უშჯულოჲსაჲ, რომელი იუნჯებდეს საუნჯეთა უშჯულოთა, და გინებით სიცრუესა. Page of ms. J: A9v 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ განმართლდეს უღლითა უშჯულოჲ იგი, და პა/ვასიკითა და სასწორითა ზაკულითა,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთაგან სიმდიდრჱ მათი უღმრთოებით აღავსეს, და რომელნი მკჳდრ არიან მას შინა. იტყოდეს სიცრუესა, და ენაჲ მათი აღმაღლდა პირსა მათსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეცა გტანჯე შენ განქარვებითა ცოდვისათჳს შენისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ შჭამდე, და ვერ განსძღე, და განგაძო შენ, და გეწიოს, და შენ ვერ განერე, და რაოდენნი განერნენ, მახჳლსა მიეცნენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ სთესო, და ვერ განჰლეწო; შენ გამოსწურო ზეთი, და არა იცხო ზეთი, და დასწნიხო ღჳნოჲ, და არა სუა ღჳნოჲ; და განირყუნეს შჯულიერებაჲ ერისა ჩემისაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველი საქმჱ სახლისა აქაბისი, და ხჳდოდეთ თქუენ ზრახვათა მათთა-ებრ, რაჲთა მიგცე შენ განსარყუნელად, <და> რომელ დამკჳდრებულ არიან მას შინა სასტჳნველად, და ყუედრებაჲ ერთაჲ მოიღოთ.: .:

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ მე, რამეთუ ვიქმენ მე ვითარცა იგი რომელი შეჰკრებნ წუელსა ლეწვასა, და ვითარცა კუფხალსა სდულებასა შინა, ოდეს იგი არა არნ ტევანი ჭამად, პირველი ნაყოფი. ვაჲ მე სულო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წარწყმდა მოშიში ქუეყანით, და რომელმანმცა წარიმართა კაცთა შორის, არა იპოების; ყოველნი სისხლად მიიშჯიან, კაცად-კაცადი მოყუასსა აჭირვებს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბოროტისა მიმართ განჰმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი იგი მიიღებს, და მსაჯული იგი სიტყუათა მშჳდობისათა იტყოდა, რომელი ნება სულისა მისისა არს, და გამოუღო სიმდიდრჱ Page of ms. J: A10r  მათი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იგი მღილმან შეჭამის, და/ ვიდოდის განწესებულად დღესა მსტურობისასა, ვაჲ ვაჲ; შურის-გებანი შენნი მოიწევიან; აწ იყვნენ ტირილნი მათნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ჰრწმუნებთ მეგობართა, ნუცა ესავთ მთავართა. თანა-მწოლისაგან შენისა ეკრძალე თხრობად რაჲ მე მას.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ძჱ შეურაცხ-ჰყოფს მამასა, და ასული აღდგეს დედასა თჳსსა ზედა, სძალი დედამთილსა ზედა, და მტერ იყვნენ კაცისა კაცნი სახლისა მისისანი,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე უფალსა ვხედვიდე, და დაუთმო ღმერთსა მაცხოვარსა ჩემსა, და შეისმინოს ჩემი ღმერთმან ჩემმან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ მოგცხრებინ ჩემი, მტერო ჩემო, რამეთუ დავეცი; და აღვდგე მე, დაღათუ ვიდოდი ბნელსა, უფალი არს ნათელ ჩემდა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რისხვასა უფლისასა დაუთმო, რამეთუ შევსცოდე მას ვიდრე განამართლოს საშჯელი ჩემი, ყოს სამართალი ჩემი, და გამომიყვანოს მე ნათლად, და იხილოს სიმართლჱ ჩემი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიხილოს მე მტერმან ჩემმან, და დაფაროს იგი სირცხჳლმან, რომელი მეტყოდა მე; სადა არს უფალი ღმერთი შენი, თუალთა ჩემთა იხილონ იგი. აწ იყოს იგი დასათრგუნველ, ვითარცა თიჴაჲ გზათა ზედა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დღისი აღჴოცით ალიზისა-ებრ აღგჴოცოს შენ მას დღესა შინა, და განიშოროს შჯული შენი დღემან მან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქალაქნი შენნი მიიწინენ შეყენებად და განსაყოფელად ასურასტანელთა, და ქალაქნი შენნი მოზღუდვილნი აღსაჭრელად ტჳროსითგან ვიდრე მდინარედმდე და ზღჳთგან ვიდრე ზღუადმდე, და მთითგან ვიდრე მთადმდე.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ქუეყანაჲ განსარყუნელად დამკჳდრებულითურთ Page of ms. J: A10v  მისით ნაყოფთათჳს/ საქმეთა მათთასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მწყსიდ ერსა შენსა კუერთხითა შენითა ცხოვართა სამკჳდრებელისა შენასათა დამკჳდრებულთა თჳსაგან, მაღნარსა შინა შორის კარმელსა, ძოვდენ ბასაანელთასა და გალაადელთასა დღეთა მათ-ებრ საუკუნათა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
დღეთა მათ-ებრ გამოსლვისა შენისათა ეგჳპტით, უჩუენო მათ საკჳრველი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილონ წარმართთა, და ჰრცხუენადის ყოვლისაგან ძალისა მათისა, და დაიდვან ჴელი პირსა მათსა; ყურნი მათნი დაუყრუდენ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ლოშდენ მიწასა ვითარცა გუელნი, და ძურებოდიან ქუეყანასა, შეძრწუნდენ შეყენებასა მას მათსა, უფლისა ღმრთისა ჩუენისა მიმართ განკჳრდენ, და ეშინოდის შენგან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ არს ღმერთ ვითარ ეგე შენ; ა<ღ>ჰჴოც უშჯულოებათა, და თანა-წარხუალ სიცრუვეთა ნეშტთა მათ სამკჳდრებელისა მისისათა, და არა დაიმარხა საწამებელად რისხვაჲ მისი, რამეთუ ჯერის-მჩინაბელი წყალობისაჲ არს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქცეს და შემიწყალნას ჩუენ, და დაფარნეს ცოდვანი ჩუენნი, და შთაცჳვენ სიღრმესა ზღჳსასა ყოველნი ცოდვანი ჩუენნი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
მოსცეს ჭეშმარიტებაჲ იაკობსა, და წყალობაჲ აბრაჰამსა, რამეთუ ეფუცა მამათა ჩუენთა დღეთა მათ-ებრ პირველთა.: .: .:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Book: Nah. 
Nahum

ნაუმისი წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A10v  სიტყუაჲ ნინევისათჳს, წიგნი ხილვისაჲ ნაუმისი ელკესელისაჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ღმერთი მოშურნეა და შურის-მგებელი უფალი გულის-წყრომით, შური იძიოს უფალმან მტერთა მისთაჲ, და აღიხუნეს მან მტერნი მისნი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალი სულ-გრძელ, Page of ms. J: A11r  და დიდ არს ძალი მისი,/ და უბრალოებით არა უბრალო ყვის უფალმან; აღსრულებით და ძრვით გზაჲ მისი, და ღრუბელი მტუერისაჲ ფერჴთა მისთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უთქუმიდეს ზღუასა, და განაჴმოს იგი, და ყოველნი მდინარენი მოაოჴრნეს, შემცირდა ბასაანელი იგი და კარმელი, და ყუავილოანნი ლიბანისანი მოაკლდენ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მთანი შეიძრნეს მისგან, და ბორცუნი შეირყინეს, და შეიპყრა ქუეყანაჲ ყოველი პირისაგან მისისა, და ყოველნი დამკჳდრებულნი მას ზედა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
პირისაგან რისხვისა მისისა ვინ მე დაუდგეს, ანუ ვინ წინა-აღუდგეს რისხვასა გულის-წყრომისა მისისასა. გულის-წყრომაჲ მისი დაადნობს მთათა და კლდენი შეიმუსრნეს მისგან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ტკბილ არს უფალი მოთმინეთა მისთათჳს ჟამსა ჭირისასა, და იცვნის მოშიშნი მისნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და წყლით-რღუნითა სლვისა მისისაჲთა აღსასრული ყოს, და რომელნი აღდგომილ იყვნენ; და მტერთა მისთა სდევნიდეს ბნელი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რასა ჰგონებთ უფლისა მიმართ, აღსასრული მან ყოს, და არა შური იძიის ერთბამად ორგზის ჭირსა შინა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვიდრე საფუძველადმდე მისა მოოჴრდეს, და ვითარცა ბრწამლ<ი> მოხუეული შეიჭამოს, და ვითარცა ლერწმოანი სიჴმელითა სავსჱ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლისაგან გამოვიდის გულის-სიტყუაჲ უფლისათჳს, ბოროტსა ზრახვიდა წინა-აღ<მ>დგომსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, რომელი ჰმთავრობს წყალთა მრავალთა, და ესრეთ გამოერჩინენ, და ჰამბავი შენი არა ისმეს მერმე. Page of ms. J: A11v 

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ შევმუსრო კუერთხი მისი შენგან,/ და საკრველნი შენნი განვხეთქნე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამცნოს შენთჳს უფალმან, არა ითესოს სახელითა შენითა მერმე; სახლისაგან ღმრთისა შენისა მოვსპო კერპები, და გამოდნობილნი დავდვა საფლავი შენი, რამეთუ მწრაფლ არს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მთათა ზედა ფერჴნი მახარებელისანი, და რომელი აღუთქუამს მშჳდობასა; დღესასწაულობდ იუდა დღესასწაულთა შენთა; მისცენ ლოცვანი შენნი, რამეთუ არღარა შესძინონ მერმე განსლვად და საძუელებელად.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აღსრულებულ არს, განლეულ არს,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აღმოჴდა აღმობერვაჲ პირსა შენსა განრინებად ჭირისა გან; სტუანევდ გზასა, შეიპყრენ წელნი, განმჴნდი ძალითა ფრიად,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გარე-წარაქცია უფალმან გინებაჲ იაკობისი, ვითარცა გინებაჲ ისრაჱლისაჲ, რამეთუ განყრით განყარნეს იგინი, და მონაგებნი მათნი განრყუნეს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
საჭურველი ძლიერებისა მისისაჲ კაცთაგან კაცთა ძლიერთა, მეკიცხ<ევ>ელნი ცეცხლითა; საწაფელნი ეტლთა მათთანი დღესა განმზადებისა მისისასა, და მჴედარნი შფოთ<ით> იყვნენ

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
გზასა ზედა, და შეკრბეს ეტლები, და აღერინენ უბანთა ზედა; ხილვაჲ მათი ვითარცა ლამპარნი ცეცხლისანი, და ვითარცა ელვანი რაჲ მიმორბიედ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მოეჴსენნენ დიდდიდთა მათთა, და ივლტოდიან დღისი, და მოუძლურდენ სლვითა მათითა, და იწრაფონ ზღუდედ კერძო, და განმზადნენ ჴუმილნი მათნი, Page of ms. J: A12r 

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ბჭენი ქალაქთანი განეხუნეს,/ და სამეუფონი დაეცნეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძალი განცხადნა, და იგი აღვიდოდა; და მჴევალნი მისნი მოჰყვანდეს ვითარცა ტრედნი მჴმობარენი გულთა შინა მათთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნინევი ვითარცა საბანელი წყლისაჲ წყალნი მისნი, და იგინი ივლტოდეს, და არა დადგეს, და არა ვინ იყო რომელმანმცა გარემოიხილა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიტაცებდეს ვეცხლსა და ოქროსა, და არა იყო დასასრულ სამკაულისა მისისა, დამძიმებულ არს უფროჲს ყოველთა ჭურჭელთა გულის-სათქუმელთა მათთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
განყრაჲ და აღყრაჲ, და გამოსხმაჲ და გულისა შეძრწუნებაჲ, და მუჴლთა დაჴსნაჲ, და სალმობანი ყოველთა წელთანი, და პირნი ყოველთანი ვითარცა ცხელსა წინაშე ქოთნისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
სადა არს საყოფელი ლომთაჲ, და საძოვარი რომელ არნ ლეკუთაჲ; ვიდრე ვიდა ლომი შესლვად, მუნ ლეკჳ ლომისაჲ და არა ვინ იყო მაშინებელ;

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ლომმან უტაცა ფრიად ლეკუთა მისთა, და დაუშდვნა ძუვალთა მისთა, და აღავსო ნადირითა ბუდჱ მისი, და საყოფელი მისი ნატაცებითა.

Verse: 14   Link to septLink to armat   
აჰა ესერა მე შენ ზედა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და აღვაგზნე კუამლითა სიმრავლჱ შენი, და ლომნი შენნი შეჭამნეს მახჳლმან, და მოვსრა ქუეყანით ნადირი შენი, და არღარა ისმნენ მერმე საქმენი შენნი.:

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ქალაქო მოსისხლეო, ყოვლად მტყუვარო, სიცრუვითა სავსეო, არა Page of ms. J: A12v  შეეხოს ჴელი ნადირსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ ტანჯვათაჲ,/ და ჴმაჲ ძრვისაჲ ეტლის-თუალთაჲ, და ცხენებისა დევნაჲ, და ეტლებისა ბგერაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მჴედრებისა აღმჴედრებაჲ, და ბრკიალებაჲ მახჳლისაჲ, და ელვაჲ საჭურველთაჲ, და სიმრავლისა წყლულთაჲ, და სიმძიმისა დაცემულთაჲ, და არა არს რიცხჳ წყლულებისა მისისაჲ, და მოუძლურდენ ჴორცებითა მათითა, სიმრავლითა სიძვისაჲთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მეძავი კეთილი და მოხარული, წინამძღუარი მეწამლეთაჲ რომელი განჰფრდინ ნათესავთა სიძვისა მისისაჲთა, და ტომებსა გრძნეულთა მისთაჲთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი, და გამოვაცხადო უკუანაწარი შენი წინაშე პირსა შენსა, და უჩუენო თესლებსა სარცხჳნელი შენა, და მეფეთა გინებულებაჲ შენი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვაწიო შენ ზედა საძაგებულებაჲ არა-წმიდებათა შენთა-ებრ, და დაგდვა შენ განსაოტებელად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ყოველმან, რომელმან გიხილოს შენ, გარდამოვიდეს შენგან, და თქუას; საგლახობელ ნინევი, ვინ მე სულთ-ითქუნეს მისთჳს, ვინაჲ უძიო მათ ნუგეშინის-ცემაჲ მას.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აღითუალენინ ნაწილი მქჳშისაჲ, რომელ დამკჳდრებულ ხარ მდინარეთა, წყალნი გარემო მისა, რომლისა დასაბამ ზღუაჲ, და წყალნი ზღუდე მისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ეთიოპიაჲ და ეგჳპტჱ ძალ მისა, და არა არს დასასრულ სივლტოლისა მისისა, და ლიბჳელნი იყვნეს შემწედ Page of ms. J: A13r  მისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იგი მწირობად წარვიდეს ტყუედ, და ჩჩჳლნი მათნი ქუჱ/ დაეხეთქნენ დასაბამსა გზათა მისთასა, და ყოველსა ზედა დიდებულსა მისსა განიგდონ წილი, და ყოველნი დიდებულნი მათნი შეიკრნენ ჴელ-ბორკილითა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ დაითრო, და იყო უგულებელ, და შენ ეძიებდე თავისა შენისა დგომასა მტერთაგან,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთა ძნელოვანთა შენთა ლეღჳსა <მ>სტოვარ ჰქონდენ, უკუეთუ შეიძრნენ, შთაცჳვენ პირსა მჭამელისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ერი შენი ვითარცა დედანი შენ შორის, მტერთა შენთა განღებით განეხუნენ ბჭენი ქუეყანისა მის შენისანი, და შეჭამნეს ცეცხლმან მოქლონნი შენნი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
წყალი გარემოიდინე თავისა შენისა, დაიპყრენ ყოველნი ძნელოვანნი შენნი, შევედ თიჴასა და თანა-დაეთრგუნე ბზესა, და ეპყარ უფროჲს ალიზისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ შეგჭამოს შენ ცეცხლმან, მოგსრას შენ მახჳლმან, და შეგჭამოს შენ ვითარცა მკალმან, და დაჰმძიმდე ვითარცა ბუზჳ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
განიმრავლე სავაჭროჲ შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი. ბუზჳ გამოჴდა და განფრინდა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
განვიდეს ვითარცა ბოცომკალნი ნადნი შენნი, ვითარცა მკალი, რომელი აღვიდის ყორესა დღესა ნეფხვისასა. მზჱ აღმოჴდა და იგინი განფრინდეს და ვერ საცნაურ იქმნა ადგილი მისი, ვაჲ მათა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაჰრულა მწყემსთა შენთა; მეფემან ასურასტანისამან დააძინა ძლიერთა შენთა; აღიძრა ერი შენი მთად კერძო, და არა არს ვინმცა გელოდა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა არს კურნება შემუსრვილებისა შენისა, განსივნა წყლულებაჲ შენი, ყოველთა რომელთა Page of ms. J: A13v  ესმეს ჰამბავი შენი დაიტყუელნენ ჴელნი შენ ზედა/ ამისთჳს, რამეთუ ვის ზედა <არა> მიიწია უკეთურებაჲ შენი მარადის.:.:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Book: Hab. 
Habakkuk

ამბაკუმ წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A13v  სიტყუაჲ, რომელი იხილა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე უფალო ვღაღადებდე, და არა ისმენ, ვჴმობ შენდამი დაჭირვებული, და არა მიჴსნი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს მიჩუენენ მე შრომანი და სალმობანი ხილვად უბადრუკებასა და უღმრთოებასა; წინაშე ჩემსა იქმნა საშჯელი, და მსაჯული იგი მიიღებს ქრთამსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს განქარვებულ არს შჯული, და არა გამოვალს სრულიად სამართალი, რამეთუ უღმრთოჲ ჰმძლავრობს მართალსა. ამისთჳს გამოვალს საშჯელი გულარძნილი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ, და მიხედეთ; და გიკჳრდინ საკჳრველი, და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, რომელი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინ მე გითხრობდეს თქუენ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ესერა აღვადგინნა ქალდეველნი, ნათესავი მწარჱ და მოსწრაფჱ, რომელი ვალს სივრცესა ქუეყანისასა დამკჳდრებად საყოფელთა არა თჳსთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
საშინელ და წარჩინებულ არს, მის განვე საშჯელი მისი იყოს, და სიტყუაჲ მისი მის განვე გამოვიდეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხლდებოდიან უფროჲს ვეფხისა ცხენნი მისნი, და უმალეს უფროჲს მგელთა არაბიაჲსათა, და აღემჴედრნენ მჴედარნი მისნი, და მოიმართონ შორით, და ფრინვიდენ ვითარცა ორბნი გულს-მოდგინედ ჭამად.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აღსასრული უღმრთოთა ზედა მოიწიოს წინა-აღმდგომნი Page of ms. J: A14r  პირთა მათთა წინაშე,/ და შეკრიბოს ვითარცა მქჳშაჲ ნატყუენავი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იგი მეფეთა შორის იშუებდეს, და მძლავრნი სამღერელ მისა, და იგი ყოველსა ძნელოვანსა ემღერდეს, და მოსდვას მიწაჲ, და დაიპყრას იგი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ გარდაიქციოს სული, და განვლოს, და ულხინოს მას ძალი ღმრთისა ჩემისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
არა შენ უფალი ღმერთი ხარა პირველითგან წმიდაჲ ჩემი, და არა მოვწყდეთ. უფალო საშჯელად განაწესე იგი; და დამბადა მე მხილებად სწავლისა მისისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
წმიდა არს თუალი შენი არა ხილვად ბოროტისა, და მიხედვად სალმობასა ვერ უძლო. რაჲსათჳს ხედავ შეურაცხის-მყოფელთა და დაიდუმებ შთათქმასა მართლისასა უღმრთოჲსაგან უმცირჱსისა მისისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰყოფ კაცთა ვითარცა თევზთა ზღჳსათა, და ვითარცა ქუე-წარმავალთა, რომელთა არა აქუნ წინამძღუარი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
აღსასრულად სამჭედურითა აღმოიტაცა, და მოიზიდა იგი სათხევლითა, და შეიკრიბა იგი სათრომელსა თჳსსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მხიარულ იყოს, და უხაროდის გულსა მისსა, ამისთჳს დაწყჳდოს სათრომელითა თჳსითა, <და აკუმიოს სათხეველითა თჳსითა>, რამეთუ მათ შინა განაპოხა ნაწილი თჳსი, და საჭმელნი მისნი რჩეულნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს უთხინეს სათხეველნი მისნი, და მარადის მოწყუ<ე>დად წარმართთა არა ერიდების.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
საცოსა ჩემსა ზედა დავდგე, და აღვჴდე კლდესა ზედა, და მიმოვიმსტრო ხილვად, რასა ძი იტყოდის ჩემდამო, და რაჲ მიუგო მამხილებელსა ჩემსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომიგო მე უფალმან და მრქუა, დაწერე ხილვაჲ გამოჩინებულად ფიცარსა, Page of ms. J: A14v  რაჲთა მისდევდეს რომელი იკით/ხვიდეს მას.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ხილვაჲ ჟამადმდე, და აღმოსცენდეს სრულიად და არა ცუდად; უკუეთუ დააკლოს, დაუთმე მას, რამეთუ მომავალი იგი მოვიდეს, და არა ყოვნოს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოჰრიდოთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა, ხოლო მართალი სარწმუნოებითა ჩემითა ცხოვნდეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და თავის-მოთნჱ იგი და შეურაცხის-მყოფელი კაცი ლაღი არს, არა რაჲ სრულიად ქმნეს, რომელმან განივრცო ვითარცა ჯოჯოხეთმან სული თჳსი, და ესე ვითარცა სიკუდილი ვერ განძღა, და შეიკრიბოს მის ზედა ყოველი თესლები, და შეიწყნარნეს მისა ყოველნი ერნი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ყოველნი ესე იგავად მოიხუნენ მის ზედა, და სიტყჳს-დადგმად სათ<ხ>რობელად მისთჳს, და თქუან, ვაჲ რომელი განიმრავლებდეს თავისა თჳსისა, რომელი არა იყოს თჳსი, ვიდრემდე დაამძიმებდეს საჴივსა მისსა მაგრიად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მეყსეულად აღდგენ მკბენელნი მისნი, და განიფრთხონ ძჳრის-მზრახვალთა შენთა, და იყო აღსაჭრელ მათა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წარმო<ს>ტყუენნენ ნათესავნი მრავალნი; წარგტყუენონ შენცა ყოველთა დაშთომილთა მათ შენგან ერთა, სისხლთათჳს კაცთასა, და უღმრთოებისათჳს ქუეყანისა, და ქალაქისა და ყოველთა დამკჳდრებულთა მისთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი ანგაჰრობდეს ანგაჰრობასა ბოროტსა სახლისა თჳსისასა დაწესებად სიმაღლესა ზედა ბუდენი თჳსნი, გამოტაცებად ჴელისაგან უკეთურთაჲსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰზრახე სირცხჳლი სახლისა შენისათჳს; თანა-განხუედ ერთა მრავალთა, და ცოდა სულმან შენმან. Page of ms. J: A15r 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ლოდი კედლისაგან ღაღადებ<დე>ს, და ჭიამან ძელი/საგან თქუას იგი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელი აშჱნებდეს ქალაქსა სისხლითა, და განჰმზადებდეს ქალაქსა სიცრუვითა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ესე არს უფლისა მიერ ყოვლისა-მპყრობელისა, და მოაკლდეს ერნი მრავალნი ცეცხლითა, და ნათესავნი მრავალნი სულ-მოკლე იქმნ<ნ>ეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ მეცნი<ერ>ებითა დიდებისა უფლისაჲთა, და ვითარცა წყალმან დაფაროს იგი ზღუად მიმართ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი ასუმიდეს მოყუასსა თჳსსა ა<ღ>თქუეფილსა მრღუესა, და დაათრობს, რაჲთა ხედვიდეს ქუაბებად მიმართ მათა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმაძღრჱ გინებისაჲ დიდებისაგან სუ შენცა; და შეირყიე და შეიძარ; გარემოგადგა შენ სასუმელი მარჯუენისა უფლისაჲ, და შეკრბნა უპატიოებაჲ დიდებასა შენსა ზედა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს უღმრთოებამან ლიბანასამან დაგფაროს შენ, და უბადრუკებამან მჴეცთამან შეგაძრწუნოს შენ სისხლისათჳს კაცთაჲსა. და უღმრთოებისათჳს ქუეყანისა, და ქალაქისა და ყოველთა მკჳდრთა მისთაჲსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ სარგებელ არს გამოქანდაკებულთაჲ, რამეთუ გამოთალნეს იგინი, შექმნნეს იგინი გამოდნობილად საუცრად ტყუვილი, რამეთუ ესვიდა შემოქმედი ქმნულსა თჳსსა საქმედ კერპსა ყრუსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელმან ჰრქუას ძელსა, განიფრთხვე, განიღჳძე; და ქვასა, აღმაღლდი, და იგი არს საუცარი, რამეთუ ესე არს ჭედილი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, და ყოველი სული არა არს მას შინა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, ეშინოდენ პირისაგან მისისა ყოველსა ქუეყანასა.:

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ლოცვაჲ ამბაკუმისი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო მესმა სმენაჲ შენი, და შემეშინა, უფალო; განვიცადენ საქმენა შენნი, Page of ms. J: A15v  და დამიკჳრდა, შორის ორთა მათ ცხოველთასა;/ გამოსცხადნე, მოახლებასა წელთასა საცნაურ იყო; მოწევნასა ჟამთასა გამოშჩნდე, შეძრწუნებასა სულისა ჩემისასა, რისხვასა შინა, წყალობაჲ მოიჴსენო შენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ღმერთი თემანით მოვიდეს, და წმიდაჲ იგი მთისაგან ჩრდილოჲთ მაღნარით. განსუენებაჲ. დაფარნა ცანა შუენიერებამან მისმან, და ქებითა მისითა აღივსო ქუეყანაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბრწყინვალებაჲ მისი ვითარცა ნათელი იყოს, და რქანი ჴელთა შინა მისთა, და დადვა სიყუარული მტკიცჱ ძლიერებისა მისისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაშე პირსა მისსა ვიდოდის სიტყუაჲ, და განვიდეს ველად კუალსა მისსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
დადგა, და შეიძრა ქუეყანაჲ; მიხედა, და დადნას წარმართნა, შეიმუსრნეს მთანი სასტიკებითა მისითა; დადნას ბორცუნი საუკუნენი სლვანა საუკუნანი მისნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
შრომის წილ ვიხილენ საყოფელნი ეთიოპელთანი; შეძრწუნდენ და კარვები ქუეყანისა მის მადიამისაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ მდინარეთა ზედა განჰრისხნები უფალო, გინა მდინარეთა ზედა გულის-წყრომაჲ შენა, გინა ზღუასა ზედა სლვაჲ შენა, რამეთუ აჰჴედ შენ ცხენთა შენთა, და მჴედრობაჲ შენი ცხორება არს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მორთხმით მოირთხამ მშჳლდსა შენსა თესლთა ზედა, იტყჳს უფალი. განსუენებაჲ. მდინარეთაჲ განსქდეს ქუეყანაჲ,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
გიხილონ შენ, და ელმოდის ერთა, განაბნევდეს სლვასა წყალთასა; მოსცა უფსკრულმან ჴმაჲ თჳსი სიმაღლითა საკჳრველებათა მისთაჲთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ა<ღ>მაღლდა მზჱ, და მთოვარჱ დადგა წესსა ზედა თჳსსა, ისარნი შენნი ნათლად ვიდოდიან, და ბრწყინვალებად ელვისა საჭურველი შენი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუმით Page of ms. J: A16r  შეამცირო ქუეყანაჲ, და გულის/-წყრომით დასცნე წარმართნა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოხუედ მაცხოვარად ერისა შენისა ცხორებად ცხებულთა შენთა; მოჰჴადე თავთა ზედა უშჯულოთასა სიკუდილი, აღადგინან საკრველნი ვიდრე ქედად მათამდე სრულიად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
შეჰმუსრენ განკჳრვებითა თავნი ძლიერთანი, შეიძრნენ მას შინა, აღახუნან ღაწუნი მათნი, ვითარცა ჭამნ რაჲ გლახაკი იდუმალ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ივლინან ზღუასა ზედა ჰუნენი შენნა აღძრვად წყალთა მრავალთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
დავიცევ და შემიძრწუნდა გული ჩემი ჴმისაგან ლოცვისა ბაგეთა ჩემთაჲსა, და შეედვა ზრზოლაჲ ძუალთა ჩემთა; და ჩემ თანა შემიძრწუნდა გუამი ჩემი; განაისუენო მე დღესა ჭირისა ჩემისასა აღსლვასა მას ჩემსა ერისა მის მწირობისა ჩემისასა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ლეღუმან არა გამოიღოს ნაყოფი თჳსი, და ვენაჴისა გამონაღები არა იპოოს; ეცრუოს საქმჱ ზეთისაჲ, და ველთა არა ყონ საჭმელი. მოაკლდეს საჭმელთაგან ცხოვარნი, და ჴარნი არა არიან ბაგათა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე, და მხიარულ ვიყო მე ღმრთისა მიმართ მაცხოვარისა ჩემისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალი ღმერთი ძალ ჩემდა, და დაადგინნას ფერჴნი ჩემნი სრულიად მაღალთა ზედა; აღმიყვანა მე ძლევად გალობითა მისითა.: .:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Book: Soph._(Zeph.) 
Zephaniah

სოფონია წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A16r  სიტყუაჲ უფლისაჲ რომელი იყო სოფონიაჲსა მიმართ ქუსიანისა ძისა გოდოლიაჲსა, ამარიანისა, ეზეკიანისა, დღეთა იოსიაჲსთა ძისა ამონისა მეფისა იუდაჲსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკლებით მოაკლდინ პირისაგან ქუეყანისა, იტყჳს უფალი. Page of ms. J: A16v 

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაკლდინ კაცი და პირუტყჳ, მოაკლდედ მფრი/ნველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, და მოუძლურდენ უღმრთონი. და აღვიხუნა უშჯულონი პირისაგან ქუეყანისა, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვირთხა ჴელი ჩემი იუდასა ზედა, და ყოველთა ზედა მკჳდრთა იჱრუსალემისათა. და აღვიღო ამის ადგილისაგან სახელები ბაალისი და სახელები მღდელთაჲ,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელნი თაყუანის-სცემენ ერდოებსა ზედა ერთა ცისათა, და რომელნი ფუცვენ უფლისა, და რომელნი ფუცვენ მეფესა მათსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელნი განდგომილ არიან უფლისაგან, და რომელნი არა ეძიებენ უფალსა; და რუმელნი არა თავს-იდებენ უფლისაჲსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
გეშინადეს პირისაგან უფლისა ღმრთისა, რამეთუ ახლოს არს დღჱ უფლისაჲ. განჰმზადა უფალმან მსხუერპლი თჳსი, განწმიდნა ჩინებულნი მისნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს დღესა მას მსხუერპლისა უფლისასა, შური ვიძიო მთავართა ზედა და სახლსა ზედა მეფისასა, და ყოველთა ზედა რომელთა ჰმოსიეს სამოსელი სხჳსაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და შური ვიძიო ყოველთა ზედა განცხადებულად წინაშე ბჭეთა მას დღესა შინა, რომელნი აღავსებენ სახლსა ღმრთისა მათისასა უღმრთოებითა და ზაკუვითა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, ჴმაჲ ღაღადებისაჲ ბჭეთაგან განგუმერილთასა, და ყივილებაჲ მეორისაგან და შემუსრვაჲ დიდი ბორცუთაგან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
გოდებდით, რომელნი დამკჳდრებულ ხართ დაჭრილთასა, რამეთუ ემსგავსა ყოველი ერი ქანაანსა, მოისრნეს ყოველნი აღმაღლებულნი ვეცხლითა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა გამოვიხილო იჱრუსალემი სანთლითა, და შური ვიძიო კაცთაჲ მათ, რომელთა შეურაცხ-უყოფიან საცონი მათნი, რომელნი Page of ms. J: A17r  იტყჳან გულთა შიდა/ მათთა. არცა კეთილი ქმნეს უფალმან არცა ბოროტი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ძალი მათი აღსაჭრელ, და სახლნი მათნი განსარყუნელ, და აშჱნებდენ სახლებსა და არა დაიმკჳდრონ მათ შინა, და დაასხმიდენ ვენაჴსა და არა სუან ღჳნოჲ მათი;

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ახლოს არს დღჱ უფლისაჲ, მახლობელ და მწრაფლ ფრიად, ჴმაჲ დღისა მის უფლისაჲ მწარე და ფიცხელ; დაწესებულ არს ძლიერი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
დღჱ რისხვისაჲ დღჱ იგი; დღჱ ჭირისაჲ და ურვისაჲ, დღჱ უბადრუკებისაჲ და განრყუნისაჲ, დღჱ წყუდიადისაჲ და ბნელისაჲ; დღჱ ღრუბლისაჲ და ნისლისაჲ,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
დღჱ ნესტჳსაჲ და ღაღადებისაჲ ქალაქთა ზედა ძლიერთა, და საკიდურთა ზედა მაღალთა;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვაჭირო კაცთა და ვიდოდიან ვითარცა ბრმანი, რამეთუ უფალსა შესცოდეს, და დასთხიოს სისხლი მათი ვითარცა მიწაჲ, და დასთხიოს სისხლი მათი ქუეყანასა, და ჴორცნი მათნი ვითარცა სკორჱ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვეცხლმან მათმან და ოქრომან მათმან ვერ უძლოს განრინებად მათა დღესა რისხვისა უფლისასა. და ცეცხლითა შურისა მისისაჲთა შეიჭამოს დოველი ქუეყანაჲ; რამეთუ აღსასრული და წრაფაჲ ყოს ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა . ,

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკერბით და შეიკრენით ნათესავი ეგე უსწავლელი ვიდრე ყოფადმდე თქუენდა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ყუავილნი წარმავალნი დღენი თქუენნი, ვიდრე მოწევადმდე თქუენ ზედა რისხვაჲ უფლისაჲ, ვიდრე მოსლვადმდე თქუენ ზედა დღისა მის რი<ს>ხვისა გულის-წყრომისა უფლისაჲსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვძიეგდით უფალსა ყოველნი მდაბალნი ქუეყანისანი, სამართალსა იქმოდეთ, და სიმართლესა ეძიებდით, და იტყოდეთ მართლ, რაჲთა დაიფარნეთ დღესა მას რისხვისა უფლისასა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გაზაჲ მიმოსატაცებელ იყოს, და ასკალონი განსარყუნელ, და აზოტჱ შუვა Page of ms. J: A17v  სამხრის განვარდეს, და აკარონი ძირით აღიფხურეს./

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელნი დამკჳდრებულ არიან ნაწილებსა ზღჳსასა. მწირნი კრეტესანი, სიტყუაჲ უფლისაჲ თქუენ ზედა, ქანაან ქუეყანაო უცხოთესლთაო, და წარგწყმიდნა თქუენ სამკჳდრებელისაგან თქუენისა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს კრეტე საძოვარ სამწყსოთა, და სადგურ ცხოვართა;

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ნაწილები იგი ზღჳსაჲ ნეშტთა მათ სახლისა იუდაჲსთა. მას ზედა ძოვდენ სახლთა შინა ასკალონისათა, მიმწუხრი დაემალნენ პირისაგან ძეთა იუდაჲსთა, რამეთუ მოხედვა ყოს მათ ზედა უფალმან ღმერთმან, და მოაქციოს ტყუჱ მათი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მესმნას ყუედრებანი მოაბისანი, და დაქენჯნანი ძეთა ამონისთანი, რომლითა აყუედრებდეს ერსა ჩემსა, და განდიდნებოდეს საზღვართა ზედა ჩემთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, ცხოველ ვარ მე, თქუა უფალმან ძალთამან ღმერთმან ისრაჱლისამან, ვითარმედ მოაბი ვითარცა სოდომაჲ იყოს, და ძენი ამონისნი ვითარცა გომორაჲ. და დამასკჱ მოკლებულ ვითარცა ზჳნი კალოჲსაჲ, და განირყუნეს უკუნისამდე. და ნეშტნი ერისა ჩემისანი აღიჭრიდენ მათ, და ნეშტთა ერისა ჩემისათა დაიმკჳდრნენ იგინი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ეყოს მათ გინებისა მათისა წილ; რამეთუ აყუედრებდეს და განდიდნებოდეს უფლისა ზედა ყოვლისა-მპყრობელისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოჩნდეს უფალი მათ ზედა, და მოსჴნეს ყოველნი ღმერთნი ნათესავთა მათ ქუეყანისათანი, და თაყუანის-სცემდენ მას მხოლოსა კაცად-კაცადი ადგილით თჳსით ყოველნი ჭალაკნი თესლებისანი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუენ ეთიოპელნი წყლულებითა მახჳლი<სა ჩემისაჲ>თა იყვნეთ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და განითხრას ჴელი მისი ჩრდილოდ, და წარწყმიდოს ასურასტანელი იგი, და დადვას ნინევჱ განსარყუნელად Page of ms. J: A18r  ურწყულად ვითარცა ოჴერი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძოვდენ შორის მისსა სამწყსონი,/ და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი, და მსუენ-ლომნი და გრძღაბნი სართულთა მისთა დაადგრენ, და მჴეცნი ღაღადებდენ ჴევნებსა მათსა, და ყორანნი ბჭეებსა მისსა. რამეთუ ვითარცა ნაძჳ აღდგომაჲ მისი.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არს იგი ქალაქი განქარვებული დამკჳდრებული სასოებით, რომელი იტყოდა გულსა თჳსსა, მე ვარ და არღა ვინ არს ჩემსა შემდგომად. ვითარ მე იქმნა განსარყუნელ, საძოვარი მჴეცთაჲ; ყოველი რომელი განვიდოდის მას შინა დაისტჳნოს, და განყარნას ჴელნი მისნი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
წარჩინებული და გამოჴსნილი ქალაქი ტრედი. არა ისმინა ჴმაჲ არცა მიიღო სწავლაჲ, და უფალსა არა ესვიდა, და ღმერთსა თჳსსა არა მიეახლა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარნი მისნი მას შინა, ვითარცა ლომნი მყჳრალენი. მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსანი, არაჲ დაუშთა განთიადმდე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელნი მისნი სულ-შემოსილნი კაცნი შეურაცხის-მყოფელნი. მღდელნი მისნი შეაგინებენ სიწმიდესა, და უმსახურებელ შჯულისა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უფალი მართალი შორის მისა, და არა ყოს სიცრუე; განთიად მოსცეს სამართალი მისი ნათლად, და არა დაეფაროს, და არა ცნა სიცრუვჱ შემთხუევასა, და არა ძლევად ყო სიცრუვე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
განხრწნილებასა შინა დავამჴუენ ამპარტავანნი, განირყუნეს საკიდურნი მათნი. მოაოჴრნა გზანი მათნი ყოვლად ვე, რაჲთა არა ვიდოდის კაცი; მოაკლდეს ქალაქნი მათნი ამისთჳს, რამეთუ არა ვინ არს რომელმანმცა დაიმკჳდრა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვთქუ; გარნა გეშინოდენ ჩემგან, და მიიღეთ სწავლაჲ, და არა მოისრას თუალთაგან მისთა იგი ყოველი რომელი შურ-ვიგე მისგან, განემზადე, აღიმსთუვე, რამეთუ განრყუნილ არს ყოველი საყურძენი მათი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს დამითმე, Page of ms. J: A18v  იტყჳს უფალი, დღედ აღდგომისა ჩემისა საწამებელად, რამეთუ სა/შჯელი ჩემი შესაკრებელსა წარმართთასა შემოყვანებად მეფეთა, მიფენად მათ ზედა რისხვაჲ ჩემი, ყოველივე რისხვაჲ გულის-წყრომისა ჩემისაჲ. რამეთუ ცეცხლითა შურისა ჩემისაჲთა შეიჭამოს ყოველი ქუეყანაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მაშინ მივაქცინნე ერთა მიმართ ენანი ნათესავსა მათსა, რაჲთა ხადოდიან ყოველნი სახელსა უფლისასა მონებად მისა უღელსა ქუეშჱ ერთსა,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
კიდითგან მდინარისა ჰინდოეთისაჲთ შევიწყნარნე განთესულთა შორის ჩემთა, მომართუმიდენ მსხუერპლთა ჩემთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა არა გრცხუენეს ყოველთაგან საქმეთა შენთა, რომელი უღმრთოებაჲ ჰქმენ ჩემდა მომართ, რამეთუ მაშინ მოგისპო შენ სიცრუვჱ გინებისა შენისაჲ, და არღარა შესძინო ქედ მაღლოვად მთასა ზედა წმიდასა ჩემსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაუტეო შენ შორის, ერი მშჳდი და მდაბალი და ეშინოდის სახელისათჳს უფლისა

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ნეშტთა მათ ისრაჱლისათა. და არა ქმნენ სიცრუვე, და არა იტყოდიან ამაოსა, და არცა იპოოს პირსა მათსა ენაჲ მზაკუვარი; რამეთუ იგინი ძოვდენ და დაიძინებოდიან. არა ვინ იყოს მაშინებელ მათა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
გიხაროდენ ასულო სიონისაო, ქადაგებდ იჱრუსალემ; იხარებდ და განსცხრებოდე ყოვლითა გულითა შენითა, ასულო იჱრუსალემისაო;

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოგისჴნა უფალმან სიცრუვენი შენნი. გიჴსნა შენ ჴელთაგან მტერთა შენთასა. მეუფჱ ისრაჱლისაჲ უფალი შორის შენსა, არა იხილო ბოროტი ამიერითგან არღარა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მას ჟამსა შინა ჰრქუას უფალმან იჱრუსალემსა; ნუ გეშინინ სიონ, ნა დაჰჴსნებიედ ჴელნი შენნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალი ღმერთი შენი შენ შორის. ძლიერი გიჴსნეს შენ, მოაწიოს შენ ზედა მხიარულებაჲ, და განგაახლოს შენ სიყუარულითა Page of ms. J: A19r  მისითა, და იხარებდეს შენდამი მხიარულებით/, ვითარცა დღესა დღესასწაულისასა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევკრიბნე შემუსრვილნი იგი, ვაჲ რომელმან მოიღო მას ზედა ყუედრებაჲ;

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა მე ვყო შენ შორის შენთჳს მას ჟამსა შინა. და ვაცხოვნო გამოწურვილი იგი და განშორებული იგი შევიწყნარო, და დავსხნე იგინი სიქადულად და სახელოვანად ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრცხუენოდის მათ მას ჟამსა შინა, რაჟამს კეთილი გყო თქუენ, და ჟამსა მას ოდეს შეგიწყნარნე თქუენ, რამეთუ მიგცნე თქუენ სახელოვანად და სიქადულად ყოველთა შორის ერთა ქუეყანისათა, ოდეს მოვაქციო მე წინაშე თქუენსა ტყუჱ თქუენი, იტყჳს უფალი .: .: .:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Book: Agg. 
Haggai

ანგეა წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A19r  მეორესა წელსა დარიოზ მეფისასა, თთუესა მეექუსესა, ერთსა თჳსასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჴელითა ანგეაჲსითა წინაწარმეტყუელისაჲთა, და თქუა; არქუ ზორობაბელს სალათიელისსა ტომისა იუდაჲსსა, და იესუს იოსედეკისსა მღდელსა მას დიდსა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი და თქუა; ერი ესე იტყჳს, არღა მოწევნულ არს ჟამი შჱნებად სახლისა უფლისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ <უფლისაჲ> ჴელითა ანგეს წინაწარმეტყუელისაჲთა, და თქუა;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ თქუენი ჟამი არს ყოფად სახლებსა სართულედსა, ხოლო ყრობელი, განაწესენით გულნი თქუენნი გზათა თქუენთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
სთესეთ ფრიად, და შეიღეთ მცირედ; შჭამეთ და არა მაძღრივ; სუთ და არა სიმთრვალედ, შეიმოსეთ და ვერ განსტეფით, და რომელი სასყიდელსა შეიკრებდა, შეიკრიბა ტჳრთსა შინა განჴურეტილსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; ღაისხენით გულნი თქუენნი გზათა თქუენთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აღვედით მთად, და მოკაფეთ ძელი, და აღაშჱნეთ სახლი ჩემი, და სათნო ვიყო მას შინა, და ვი/დიდო Page of ms. J: A19v  მე, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიხედეთ ფრიადსა, და იქმნა მცირედ; და შეიღეთ სახლთა თქუენთა, და გამოვაქრიე იგი მიერ; ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, ამისთჳს რამეთუ სახლი ჩემი ოჴერ არს, ხოლო თქუენ შეხჳდეთ კაცად-კაცადი სახლსა თჳსსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აღიპყრას ცამან ცუარი, და ქუეყანამან დააყენოს გამომცენარჱ მისი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვჰჴადო მახჳლი ქუეყანასა ზედა და მთათა ზედა და იფქლსა და ღჳნოსა და ზეთსა, და რავდენი რაჲ გამოაქუს ქუეყანასა, და კაცთა ზედა და საცხოვართა, და ყოველსა ზედა ნაშრომსა ჴელთა მათთასა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა ზორობაბელს სალათიელისსა ნათესავისაგან იუდაჲსა, და იესუს იოსედეკისსა მღდელსა მას დიდსა, და ყოყელსა მას ნეშტსა ერისასა ჴმაჲ უფლისა ღმრთისა მათისაჲ, და სიტყუანი ესე ანგეს წინაწარმეტყუელისანი, რამეთუ გამოავლინა იგი უფალმან ღმერთმან მათმან მათდა, და შეეშინა ერსა მას პირისაგან უფლისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ანგეოს ანგელოზი უფლისაჲ ანგელოზთა შორის უფლისათა ერისა მიმართ, მე ვარ თქუენ თანა, იტყჳს უფალი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღადგინა უფალმან სული ზორობაბელისი ტომისაგან იუდაჲსი სალათიელეანისაჲ, და სული იესუისი ძისა იოსედეკისი მღდელისა მის დიდისაჲ, და სული ყოვლისა მის ნეშტისა ერისაჲ, და შევიდეს და იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა ყოვლისა-მპყრობელისა ღმრთისა მათისასა.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ოც და ოთხსა თჳსა მის მეექუსისასა, მეორესა წელსა დარიოზ მეფისასა, მეშჳდესა თუესა, ოც და ერთსა თჳსასა, იტყოდა უფალი ჴელითა ანგეს წინაწარმეტყუელისაჲთა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუ ზორობაბელს სალათიელისსა ტომისაგან Page of ms. J: A20r  იუდაჲსა, და იესუს იოსედეკისსა მღდელსა მას/ დიდსა, და ყოველსა მას ნეშტსა ერისასა, და არქუ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ არს თქუენგანი, რომელსა ეხილვა სახლი ესე დიდებითა თჳსითა პირველად, და ვითარ ხედავთ აწ მას ვითარცა არა ყოფილსა თქუენ წინაშე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ განძლიერდი ზორობაბელ, იტყჳს უფალი, და განძლიერდი იესუ იოსედეკისო მღდელი ეგე დიდი, და განძლიერდინ ყოველი იგი ერი ქუეყანისაჲ, იტყჳს უფალი, და იქმოდეთ, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი აღგითქუ თქუენ გამოსლვასა თქუენსა ეგჳპტით, და სული ჩემი დადგრომილ არს თქუენ შორის. ნუ გეშინინ თქუენ,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, რამეთუ ერთგზის და შევძრა მე ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ჴმელი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევძრნე ყოველნი ნათესავნი, და მოვიდენ რჩეულნი ყოველთა თესლთანი, და აღვავსო სახლი ესე დიდებითა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჩემი არს ვეცხლი, და ჩემი არს ოქროჲ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დიდ იყოს დიდებაჲ სახლისაჲ ამის უკუანაჲსკნელი უფროჲს პირველისა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და ადგილსა ამას მოვსცე მშჳდობაჲ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და მშჳდობაჲ სულისაჲ შესაწევნელად ყოველთა, რომელნი აშჱნებდეს აღმართებად ტაძარსა ამას.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ოც და ოთხსა მეცხრისა მის თთჳსასა, მეორესა წელსა დარიოზ მეფისასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ანგეაჲსა მიმართ წინაწარმეტყუელისა, და თქუა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, ჰკითხე შენ მღდელთა მათ შჯული, და არქუ;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოიღოს კაცმან ჴორცი წმიდაჲ კიდესა სამოსლისა თჳსისასა და შეეხოს წუერსა სამოსლისა მისისასა პურისათანი, ანუ წუენისაჲ, Page of ms. J: A20v  გინა ღჳნისაჲ, გინა ზეთისაჲ;/ გინა თუ ყოვლისავე საჭმლისაჲ, უკუეთუ განწმიდნეს. და მიუგეს მღდელთა მათ, და ჰრქუეს, არა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ანგეოს; უკუეთუ შეეხოს შეგინებული სულითა ამის ყოვლისაგანსა, უკუეთუ შეიგინოს. და მიუგეს მღდელთა მათ, და ჰრქუეს, შეიგინოს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ანგეოზ და ჰრქუა; ეგრეთცა ესე ერი, და ეგრეთცა ესე ნათესავი წინაშე ჩემსა, იტყჳს უფალი. ეგრეთცა საქმენი ჴელთა მათთანი, და რომელი შეეხოს მათ, შეიგინოს სიტყუათა მათთათჳს განთიადისათა; ელმოდის წინაშე პირსა უკეთურებისა მათისასა, და გძულდა ბჭეთა ზედა მამხილებელი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ დაიდევ<ი>თ გულთა თქუენთა ამიერ დღითგან და მერმეცა, ვიდრე დადეგადმდე ლოდი ლოდსა ზედა ტაძარსა უფლისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ იყვენით, ოდეს იგი დასდევით საუნჯესა ოცი სათუელი, და იქმნა ათ სათუელ ქრთილი, და შთაჰჴედით საწნეხელსა აღმოვსებად ერგასისისა საწყაულისა, და იყო იგი ოც,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
დაგეც თქუენ უნაყოფოებითა და ხორშაკითა და სეტყჳთა ყოველსა ზედა საქმესა ჴელთა თქუენთასა, და არა მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
დააწესენით აწ გულნი თქუენნი ამიერ დღითგან, და მიმდემი, ოც და ოთხითგან მეცხრისა თთჳსაჲთ, და ამიერ დღითგან ვინაჲთგან დაეფუძნა ტაძარი უფლისაჲ, დაიდევით გულთა თქუენთა,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ საცნაურ იყოს კალოსა მერმე და ვენაჴსა და ლეღუსა და მროწეულსა და ხესა ზეთის-ხილისასა რომელსა არა მოაქუნდა ნაყოფი, ამიერ დღითგან ვაკურთხო.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ანგეს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეორედ ოც და ოთხსა თთჳსასა/, Page of ms. J: A21r  და თქუა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუ ზორობაბელსა სალათიელისსა ტომისაგან იუდაჲსსა, ვითარმედ მე შევძრა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ჴმელი;

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავამჴუნე საყდარნი მეფეთანი, და მოვსრა ძალი მეფეთა ყოველთა თესლთაჲ, და დავსცე ეტლები და მჴედრები, და დაეცეს ცხენები <და მჴედრები>, და აღმჴედრებულნი მათ ზედა კაცად-კაცადი მახჳლითა ძმისა მიმართ თჳსისა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; მოგიყვანო შენ ზორობაბელ სალათიელსო მონაო ჩემო, იტყჳს უფალი, და დაგადგა შენ <ვითარცა> ბეჭედი, რამეთუ შენ სათნო გიყავ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.: .: .:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Book: Zach. 
Zechariah

ზაქარია წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A21r  მერვესა თუესა წელსა მეორესა დარიოს მეფისასა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ზაქარიაჲსა მიმართ ბარაქიანისა ძისა ადოაჲსა წინაწარმეტყუელისა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
განრისხნა უფალი მამათა თქუენთა ზედა რისხვითა დიდითა, და ჰრქუა მათ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი ძალთაჲ, და მოვიქცე თქუენდა, იტყჳს უფალი ძალთაჲ;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნუ იქმნებით ვითარცა მამანი თქუენნი, რომელთა იგი აბრალებდეს წინაწარმეტყუელნი პირველნი და იტყოდეს; ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; მოიქეცით აწ გზათაგან თქუენთა ბოროტთა, და საქმეთაგან თქუენთა არა კეთილთა; და არა ისმინეს ჩემი და არა მერჩდეს სმენად ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
სადა არიან მამანი თქუენნი და წინაწარმეტყუელნი, ნუ უკუნისამდე ცხოველ იყვნენ,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ სიტყუანი ჩემნი და შჯული ჩემი შეიწყნარეთ, რაოდენი მე ვამცნო მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა, რომელნი მიეწიფნეს მამათა თქუენთა, და მიუგეს და ჰრქუეს, ვითარცა განწყობილ არს უფალი ყოვლისა-მპყრობელი ყოფად ჩუენდა გზათა-ებრ ჩუენთა, და სლვათა-ებრ ჩუენთა, ეგრეთ მიყო Page of ms. J: A21v  ჩუენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ოც და ოთხსა თჳსა მის მეათერთმეტისასა, ესე/ იგი არს თუჱ საბატი, მეორესა წელსა დარიოს მეფისასა იყო სიტყუაჲ ყფლისაჲ ზაქარიაჲსა მიმართ ბარაქიანისა ძისა ადოჲსა წინაწარმეტყუელისა, და თქუა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიხილე ჩუენებასა ღამისასა, და აჰა ესერა კაცი აღმჴედრებული ცხენსა ზედა წითელსა; და ესე დგა შორის ორთა მთათა ჩრდილოჲსათა, და შემდგომად მისა ცხენნი წითელ-ჭრელნი და სპეტაკნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ; რაჲ არიან ესე უფალო. და მრქუა მე ანგელოზმან მან, რომელი მეტყოდა მე; მე გიჩუენო შენ რაჲ არიან ესე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომიგო მე კაცმან მან, რომელი იგი დგა შორის ორთა მათ მთათა, და მრქუა მე; ესენი არიან რომელნი გამოავლინნა უფალმან მიმოსლვად ქუეყანისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგეს ანგელოზსა მას უფლისასა, რომელი იგი დგა შორის ორთა მათ მთათა, და ჰრქუეს, მოვლეთ ყოველი ქუეყანაჲ. და აჰა ესერა ყოველი ქუეყანაჲ დაშჱნებულ არს და დაყუდებულ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგო ანგელოზმან უფლისამან, და ჰრქუა; უფალო ყოვლისა-მპყრობელო ვიდრემდე არა შეიწყალო იჱრუსალემი და ქალაქები იუდაჲსი, რომელნი უგულებელს გიყოფიან; ესე სამეოც და ათი წელი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუგო უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან ანგელოზსა მას, რომელი მეტყოდა მე, სიტყუანი კეთილნი და სიტყუანი ნუგეშინის-ცემისანი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე ანგელოზმან მან რომელი მეტყოდა მე; ღაღად-ყავ და თქუ; ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, შევიშურე იჱრუსალემისათჳს და სიონისათჳს შური დიდი,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და რისხვითა დიდითა მე განვრისხენ ნათესავთა მათ ზედა, რომელნი აღდგეს მათ ზედა, ამისთჳს რამეთუ მე განვრისხენ მცირედ, ხოლო იგინი შეკრბეს მათ ზედა ბოროტად.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, მოვაქციო იჱრუსალემსა ზედა მოწყალებით; სახლი ჩემი აღეშენოს მას შინა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და მერმე საზომი გან-ვე-ღა-ემარტოს იჱრუსალემსა ზედა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე Page of ms. J: A22r  ანგელოზმან, რომელი მეტყ/ოდა მე; ღაღად-ყავ და თქუ; ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მერმეცა გან-ვე-ეფინ<ნ>ენ ქალაქნი კეთილთა შინა, და შე-ვე-იწყალოს უფალმან სიონი, და სათნო იყოს მერმე იჱრუსალემი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვიხილენ თუალნი ჩემნი, და ვიხილენ ოთხნი რქანი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ ანგელოზსა მას, რომელი მეტყოდა მე; რაჲ არიან ესე უფალო; და მრქუა მე; ესე რქანი არიან რომელთა განაბნიეს იუდაჲ და იჱრუსალემი და ისრაჱლი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიჩუვნნა მე უფალმან ოთხნი ხურონი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ მას, რასა საქმედ მოვლენ ესენი, და თქუა; ესე რქანი არიან რომელთა დამუსრნეს იგინი, და არა ვინ მათგანმან აღიპყრა თავი; და გამოვიდეს ესენი აღმახუვად მათდა ჴელთა შინა მათთა. ოთხნი ესე რქანი ნათესავნი იგი არიან, რომელთა აღიმაღლნეს ქუეყანასა მას ზედა უფლისასა რქანი მათნი განბნევად მისა.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვიხილენ თუალნი ჩემნი, და ვიხილე, და აჰა ესერა კაცი, და ჴელსა მისსა აქუნდა საბელი ქუეყანის-საზომელი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ მას, ვიდრე ხუალ შენ. და მრქუა მე; განზომად იჱრუსალემისა, და ხილვად რავედ არს სივრცჱ მისი, და რაოდენ არს სიგრძჱ მისი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ანგელოზი იგი, რომელი მეტყოდა მე დგა; და ანგელოზი სხუაჲ მოვიდოდა შემთხუევად მისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგო მას და ჰრქუა; აღირბინე და არქუ ჭაბუკსა იმას, ნაყოფიერად დაიმკჳდროს იჱრუსალემი სიმრავლისაგან კაცთაჲსა და საცხოვართა შორის მისა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე ვეყო მას ზღუდე ცეცხლის გარემო, და დიდება ვეყო მას შორის მისსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ივლტოდე<თ> ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა, იტყჳს უფალი, რამეთუ ოთხთაგან ქართა ცისათა შეგკრიბნე თქუენ, იტყჳს უფალი,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
სიონდ განერენით, რომელნი დამკჳდრებულ ხართ ასულისა ბაბილოვნისანი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას Page of ms. J: A22v  იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, შემდგომად დიდებისა მომავლინა/ მე წარმართთა, რომელთა წარგტყუენნეს, რამეთუ რომელმან შეგახოს თქუენ ვითარცა რომელმან შეახის გუგასა თუალისა მისისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა მოვჰჴადო ჴელი ჩემი მათ ზედა, და იყვნენ ტყუჱ მათდა, რომელთა იგინი ჰმონებდეს მათ, და სცნათ რამეთუ უფალმან მომავლინა მე ყოვლისა-მპყრობელმან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
გიხაროდენ და მხიარულ იყავ სიონ, რამეთუ მე ესერა მოვალ, და დავემკჳდრო შორის შენსა, იტყჳს უფალი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემოევედრებოდიან თესლნი მრავალნი უფალსა მას დღესა შინა, და იყვნენ მისა ერად, და დაემკჳდრნენ შორის შენსა, და სცნა რამეთუ უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან მომავლინა მე შენდა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიმკჳდროს უფალმან იუდაჲ ნაწილი იგი მისი ქუეყანაჲ წმიდაჲ, და სათნო იყოს მერმეცა იჱრუსალემი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეშინოდენ ყოველსა ჴორციელსა პირისაგან უფლისა, რამეთუ აღდგომილ არს ღრუბლით გამო წმიდით მისით.:

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიჩუენა მე უფალმან იესუ მღდელი იგი დიდი მდგომარჱ წინაშე ანგელოზისა მის უფლისაჲსა, და ეშმაკი დგა მარჯუენით მისა მჴდომად მისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას, შეგრისხენინ შენ უფალმან ეშმაკო, და შეგრისხენინ შენ უფალმან, რომელმან იგი გამოირჩია იჱრუსალემი; ანუ არა აჰა ესერა ესე ვითარცა მუგუზი გამოტაცებული ცეცხლისაგან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იესუს ემოსა სამოსელი მწიკულევანი, და დგა წინაშე პირსა ანგელოზისა მის.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგო და ჰრქუა მდგომარეთა მათ მის წინაშე, განსძარცუეთ სამოსელი ეგე მწიკულევანი მაგისგან, და ჰრქუა მას; აჰა ეგერა მოგისჴან შენგან უშჯულოებანი შენნი, და თქუა, შეჰმოსეთ მაგას პოდერჱ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჰბურეთ ვარშამაგი წმიდაჲ თავსა მისსა, და შეჰმოსეს მას სამოსელი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და უწამებდა ანგელოზი იგი უფლისაჲ იესუს, და ჰრქუა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; უკუეთუ გზათა ჩემთა ხჳდოდი, და ბრძანებათა Page of ms. J: A23r  ჩემთა იმარხვიდე შენ, განიკით/ხვიდე სახლსა ჩემსა; და უკუეთუ სცვიდე ეზოსა ჩემსა, მოგცე შენ სლვაჲ შორის მდგომარეთა ამათ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინე აწ იესუ მღდელმან მაგან დიდმან, შენ და მოყუასთა შენთა, რომელნი სხენან წინაშე პირსა შენსა, რამეთუ კაცნი ნიშის-მსტუარნი არიან, რამეთუ მე აჰა ესერა მოვიყვანო მონაჲ ჩემი, აღმოსავალ სახელი მისი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ლოდი იგი რომელი მოვეც წინაშე პირსა იესუჲსსა, ერთსა მას ლოდსა შჳდნი თუალნი ასხენ, აჰა ესერა მე მოვთხარო მღჳმჱ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და ჴელი შევახო ყოველსა სიცრუვესა მის ქუეყანისასა ერთსა დღესა შინა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მოუწოდენ კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა, და ქუეშჱ ვენაჴსა თჳსსა, და ქუეშჱ ლეღოვანსა თჳსსა.

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაქცია ანგელოზმან მან, რომელი მეტყოდა მე, და განმაღჳძა მე, ვითარცა იგი სახედ რაჟამს განიღჳძის კაცმან ძილისაგან თჳსისა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; რასა <ჰ>ხედავ შენ. და ვთქუ; აჰა ესერა ვიხილე სასანთლჱ ოქროჲსაჲ ყოვლად მყარი, და სანთელი მას ზედა, და შჳდნი პირნი სანთელსა მას, რომელ არიან ზედა კერძო მისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ორნი ზეთის-ხილნი მას ზედა, ერთი მარჯუენით სანთელსა მას მისსა, და ერთი მარცხენით.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვჰკითხე ანგელოზსა მას, რომელი იგი მეტყოდა მე, <და ვთქუ; რაჲ არიან ესენი უფალო.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომიგო და მრქუა მე ანგელოზმან მან, რომელი იგი მეტყოდა მე>, და მრქუა, არა იცია, რაჲ არიან ესე. და ვთქუ; არა უფალო.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომიგო და მრქუა მე; ესე სიტყუაჲ არს ზორობაბელის მიმართ უფლისა მიერ, და თქუა; არა ძალითა მრავლითა, არცა ძლიერებითა, არამედ სულითა ჩემითა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ ხარ შენ, მთაჲ Page of ms. J: A23v  ეგე დიდი, წინაშე პირსა ზორობაბელისსა წარმართებად, და/ გამოვიღო ლოდი იგი სამკჳდრებელისაჲ; სწორად მადლისა მადლი მისი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴელთა ზორობაბელისთა დააფუძნეს სახლი ესე, და ჴელთა მისთა აღასრულონ იგი, და სცნა რამეთუ უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან მომავლინა მე შენდა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვინ შეურაცხ-ყო მცირედთა დღეთა, და განიხარონ, და იხილონ ლოდი იგი ტყჳვისაჲ ჴელსა ზორობაბელისსა. შჳდნი თუალნი უფლისანი არიან, რომელნი ხედვენ ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგე და ვარქუ მას, რაჲ არიან ორნი ესე ზეთის-ხილნი, მარჯუენით სასანთლესა მას და მარცხენით.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვჰკითხე კუალად მეორედ და ვარქუ მას, რაჲ არიან ორნი ესე რტონი ზეთის-ხილისანი, რომელნი არიან ჴელთა შინა ამათ მოსაყოფელთა ოქროჲსათა, რომელნი შთაასხმენ და აღმოჰყოფენ სანთლის პირთა მათ ოქროჲსათა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეტყოდა და მრქუა მე; არა იცია, რაჲ არიან ესე. და ვთქუ; არა უფალო.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა; ესე ორნი არიან ძენი სიპოხისანი, რომელნი დგანან წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.:

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიქეც, და აღვიხილენ თუალნი ჩემნი, და ვიხილე; <და> აჰა ესერა ცელი ა<ღ>ფრინებული.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; რასა <ჰ>ხედავ შენ, და ვთქუ; ვხედავ მე ცელსა მფრინვალესა, სიგრძით ოც წყრთასა, და სივრცით ათ წყრთასა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ესე არს წყევაჲ, რომელი გამოვალს პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, რამეთუ ყოველი მპარავი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შური იძიოს, და <ყოველივე> ცილის-მფუცველი ამის განვე შური იძიოს ვიდრე სიკუდილდმდე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვავლინო იგი, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი და შევიდეს სახლსა Page of ms. J: A24r  მპარავისასა,/ და სახლსა რომელი ფუცვიდეს სახელსა ჩემსა ნაცილად, და დაადგრეს შორის სახლსა მისსა, და აღასრულოს ძელი მისი და ქვანი მისნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდა ანგელოზი იგი, რომელი მეტყოდა მე, და მრქუა; აღიხილენ თუალნი შენნი, და იხილე რომელი ეგე გამოვალს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ; რაჲ არს უფალო საზომი ესე რომელი გამოვალს; და თქუა; ესე არს სიცრუჱ მათი ყოველსა ქუეყანასა, და ვიხილე;

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ტალანტი ერთი ბრპენისაჲ გამოიღო, და მერმე აჰა დედაკაცი ერთი ჯდა შორის საზომელსა მას.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა, ესე არს უშჯულოებაჲ, და შთააგდო იგი შორის საზომელსა მას, და შთააგდო შანთი იგი ბრპენისაჲ პირსა მისსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვიხილენ თუალნი, და ვიხილენ ორნი დედანი, გამოვიდოდეს და შეიქმნებოდეს ფრთოვნად, და სული იყო ფრთეთა მათთა, და ფრთეები იგი მათი იყო ვითარცა ფრთეები ოფოფისაჲ. და აღიღეს საზომი იგი შორის ცასა და შორის ქუეყანასა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ ანგელოზსა მას, რომელი იგი მეტყოდა მე; ვიდრე მიაქუს ამათ საზომი ესე.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; შენებად მათა სახლები ქუეყანასა ბაბილონისასა, და მომზადებად, და დადვან იგი მუნ განმზადებულსა მას მისსა.:

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიქეც, და აღვიხილენ თუალნი ჩემნი, და ვიხილე; და აჰა ესერა ოთხი ეტლები გამოვიდოდა შორის ორთა მთათა, და მთანი იგი იყვნას მთანი რვალისანი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეტლსა მას პირველსა ცხენნი ხსედნი, და ეტლსა მას მეორესა ცხენნი შავნი,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეტლსა მესამესა ცხენნი სპეტაკნი, და ეტლსა მას მეოთხესა ჭრელ-ფრანნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგე და ვარქუ ანგელოზსა მას, რომელი იგი მეტყოდა Page of ms. J: A24v  მე; რაჲ არიან ესენი უფალო.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომიგო და მრქუა მე/ ანგელოზმან მან, ესე არიან ოთხნი ქარნი ცისანი, რომელნი გამოვლენ წარდგომად წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისაჲსა;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელსა იგი იყვნეს ცხენნი შავნი, განვიდოდეს ქუეყანად ჩრდილოდ, და სპეტაკნი იგი გამოვიდოდეს შემდგომად მათსა, და ჭრელნი იგი გამოვიდოდეს ქუეყანად სამხრით.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხსედნი იგი გამოვიდოდეს <და> მიმოიმსტ<ოვ>რობდეს მიმოსლვად ქუეყანისა, და ჰრქუა; მოვლეთ ქუეყანაჲ, და მოვლეს ქუეყანაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღაღად-ყო და მეტყოდა მე და თქუა; აჰა ეგერა რომელნი იგი ვლენან ქუეყანად ჩრდილოდ განუსუენეს გულის-წყრომასა ჩემსა ჩრდილოჲთ კერძო.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიღე ნატყუენავისაგან მთავართაგან, და უსაჴმარესთა მისთაგან, რომელთა იცოდიან იგი; და შეხჳდე შენ მას დღესა შინა სახლსა იოსიაჲსსა სოფონიანისა, რომელი მოსრულ არს ბაბილოვნით,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო ვეცხლი და ოქროჲ, და უქმნე გჳრგჳნები, და დაადგა თავსა იესუჲსა ძისა იოსედეკისსა მღდელსა მას დიდსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას; ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, აჰა ესერა კაცი, და აღმოსავალ სახელი მისი, და ქუეშე მისსა აღმოჴდეს, და მან აღაშჱნოს სახლი უფლისაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან თავადმან მოიღოს სათნოებაჲ, და დაჯდეს, და მთავრობდეს საყდარსა თჳსსა, და იყოს მღდელი იგი მარჯუენით მისა, და ზრახვაჲ მშჳდობისაჲ იყოს მათ შორის ურთიერთას.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო გჳრგჳნი იყოს მოთმინეთაჲ მათ და საჴმართა მისთაჲ, და რომელთა იცოდიან იგი, და მადლად ძისა სოფონიაჲსა და საგალობელად სახლსა უფლისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და შორიელნი იგი მათგან მოვიდენ, და აშჱნებდენ სახლსა უფლისასა, და სცნათ რამეთუ უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან მომავლინა / Page of ms. J: A25r  მე თქუენდა. და იყოს ესრე, უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ.

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მეოთხესა წელსა დარიოს მეფისასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ზაქარიაჲსა მიმართ მეოთხესა თჳსა მის მეცხრისასა, რომელ არს ქასელევი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინა ბეთელდ არასარ და არბოსარგირ მეფემან, და კაცთა მათ მისთა, ლხინებისა-ყოფად მათთჳს უფლისა წინაშე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მღდელთა მათ სახლსა შინა ღმრთისა ყოვლისა-მპყრობელისასა და წინაწარმეტყუელთა, და თქუეს, უკუეთუ შემოსრულ არს აქა თუესა მას მეხუთესა შესაწირავი სიწმიდისაჲ, ვითარცა იგი ჰყოფდეს მაშინ დ<ღ>ითგან მრავალ წელ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისა ძალთაჲსაჲ ჩემდა მომართ და თქუა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუ ყოველსა მას ერსა ქუეყანისასა და მღდელთა; უკუეთუ იმარხვიდეთ, გინა თუ იტყებდეთ მეხუთესა მას, ანუ მეშჳდესა, აჰა ესერა სამეოცი და ათი წელი ნა უკუჱ მარხვაჲ იმარხეთ ჩემთჳს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ შჭამეთ გინა სუთ, თქუენვე სამე შჭამეთ და თქუენვე სუთ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ესე სიტყუანი არიან, რომელთა იტყოდა უფალი ჴელითა წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა, რომელნი იყვნეს პირველ, ოდეს იგი იჱრუსალემი მკჳდრ და იყო და შჱნ, და ქალაქნი მისნი გარემო და მთისანი და ველისანი დამკჳდრებულ და იყვნეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ზაქარიაჲსა მიმართ და ჰრქუა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი და თქუა; საშჯელი სამართალი საჯეთ, და წყალობასა და მოწყალებასა ჰყოფდით კაცად-კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქურივსა და ობოლსა და მწირსა და გლახაკსა ნუ ჰმძლავრობთ, და ბოროტსა კაცად-კაცადი ძმისა თჳსისათჳს ნუ მოიჴსენებნ გულითა თჳსითა. Page of ms. J: A25v 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იგინი ურჩ იქმნნეს/ კრძალვად, და შეაქციეს ზურგი მათი შეურაცხებით, და ყურნი მათნი დაიმძ<ი>მნეს არა სმენად.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და გულნი მათნი დააწესნეს ურჩნი არა სმენად შჯულისა ჩემისა და სიტყჳსა ჩემისა, რომლისათჳს მოავლინა უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან სულითა თჳსითა და ჴელითა წინაწარმეტყუელთაჲთა, რომელნი იყვნეს უწინარესნი, და იყო რისხვაჲ დიდი უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ვითარცა იგი თქუა, და არა ისმინეს მისი, ეგრეთვე იგინიცა ღაღადებდენ ჩემდამო, და არა ვისმინო მათი, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაგნინე იგინი ყოველთა შორის წარმართ<თ>ა, რომელნი არა იცოდნიან, და ქუეყანაჲ ესე განირყუნეს შემდგომად მათსა ზედა-<მი>მავალთაგან მისთა, და რომელნი იქცევიან მას ზედა, <და> დააწესეს ქუეყანაჲ რჩეული განსარყუნელად. ;

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ ჩემდა მომართ და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, შევიშურე იჱრუსალემისათჳს და სიონისათჳს შური დიდი, და გულის-წყრომითა დიდითა შევიშურე მისთჳს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, მოვაქციო სიონდ და დავემკჳდრო შორის იჱრუსალემსა, <და> ერქუას იჱრუსალემსა ქალაქი ჭეშმარიტი, და მთასა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა მთა წმიდა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მერმე და-ვე-ღა-სხდენ მოხუცებულნი მამანი და დედანი უბანთა ზედა იჱრუსალემისათა; კაცად-კაცადსა კუერთხი თჳსი აქუნდეს ჴელსა თჳსსა სიმრავლისაგან დღეთაჲსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა წულებითა და ქალებითა მემღერითა უბანთა მისთა ზედა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; უკუეთუ შეუძლებელ არს წინაშე ნეშტისა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუ უკუე ჩემ წინაშეცა შეუძლებელ არსა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი Page of ms. J: A26r  ყოვლისა-მჴყრობელი,/ აჰა ესერა მე ვიჴსნე ერი ჩემი ქუეყანით მზისა აღმომ სავალით, და ქუეყანით მზის-დასავალით.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიყვანნა იგინი, და დავამკჳდრნე შორის იჱრუსალემსა, და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად ჭეშმარიტებით და სიმართლით.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, განძლიერდედ ჴელნი თქუენნი, რომელთა ეგე გესმიან თქუენ ამათ დღეთა, სიტყუანი ესე პირისაგან წინაწარმეტყუელთაჲსა, ვინაჲთ დღითგან დაფუძნებულ არს სახლი ესე უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ, და ტაძარი, ვინაჲთგან შჱნებულ არს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დღეთაჲ მათ პირველთაჲ სასყიდელი იგი კაცთაჲ არა იყოს სარგებელად, და სასყიდელი საცხოვართაჲ არა იყოს, და გამომავალთა და შემავალთა არა იყოს მშჳდობა ჭირისაგან, და გამოუვლინო ყოველი კაცი თითოეული მოყუასსა თჳსსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწვე ვყო <არა> პირველი მათ-ებრ დღეთა ნეშტთა ამათთჳს ერისა ჩემისათა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ვაჩუენო მშჳდობაჲ, ვენაჴმან მოსცეს ნაყოფი თჳსი, და ქუეყანამან გამოსცეს თესლი თჳსი, და ცამან მოსცეს ცუარი თჳსი, და დაუმკჳდრო ნეშტთა მათ ერისა ჩემისათა ესე ყოველი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ვითარცა იგი იყვენით წყევასა ქუეშე წარმართთა შორის, სახლი იუდაჲსი და სახლი ისრაჱლისაჲ, ეგრევე განგარინნე თქუენ და იყვნეთ კურთხევასა შინა. ნუ გეშინინ და განძლიერდით ჴელითა თქუენითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; ვითარცა იგი განვიზრახე ბოროტის-ყოფად თქუენდა განრისხებისა მისთჳს ჩემისა მამათა თქუენთაგან, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და არა შევინანე,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრევე განმზადებულ ვარ, და ვზრახავ [დღე]თა ამათ ყოფად კეთილისა იჱრუსალემისათჳს, და Page of ms. J: A26v  სახლისათჳს იუდაჲსა,/ ნუ გეშინინ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე სიტყუანი არიან, რომელნი ჰყვნეთ. იტყოდეთ ჭეშმარიშსა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, და საშჯელი მშჳდობისაჲ საჯეთ ბჭეთა თქუენთა ზედა;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და კაცად-კაცადი ბოროტსა ნუ შეურაცხნ მოყუასსა თჳსსა გულითა თქუენითა, და ფიცი ცრუჲ ნუ გიყუარნ, რამეთუ ესე ყოველი მოვიძულე, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ ჩემდა მომართ და თქუა,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მარხვაჲ იგი მეოთხჱ, და მარხვაჲ იგი მეხუთე, და მარხვაჲ იგი მეშჳდე, და მარხვაჲ იგი მეათჱ, იყვნენ სახლსა იუდაჲსსა სიხარულად დმ მხიარულებად და დღესასწაულად კეთილად, და იხარებდით, და მშჳდობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიყუარეთ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მერმე მო-ვე-ღა-ვიდენ ერნი მრავალნი, და დაემკჳდრნენ ქალაქთა მრავალთა;

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრბენ ერთი-ერთად ერთსა ქალაქსა, და იტყოდიან; მივიდეთ და ვევედრნეთ პირსა უფლისასა, და ვეძიებდეთ პირსა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა, და სხუამან თქუას, მოვიდე მეცა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდოდიან სხუანი მრავალნი ნათესავნი გამოძიებად პირსა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა იჱრუსალემს, და ლხინებისა თხოვად პირისაგან უფლისა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; მათ დღეთა შინა უკუეთუ შებმა უყონ ათთა კაცთა ყოველთაგან ენათა წარმართთა, და შეუპყრან ფესჳ კაცისა ჰურიაჲსაჲ, და ჰრქუან, მოვიდეთ შენ თანა, რამათუ გუესმა ვითარმედ ღმერთი თქუენ თანა არს.:

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუმული სიტყჳსა უფლისაჲ ქუეყანასა სედრაკისასა, და დამასკისასა მსხუერპლი მისი, რამეთუ უფალი ხედავს კაცთა და ყოველთა ტომთა ისრაჱლისათა, Page of ms. J: A27r 

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ემათს/ და საზღვართა მისთა, ტჳროსს და სიდონს, რამეთუ განიზრახეს ფრიად.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ა<ღა>შჱნნა ტჳროსმან ზღუდენი თჳსნი, და დაიუნჯა ვეცხლი ვითარცა მიწაჲ, და ოქროჲ ვითარცა თიჴაჲ გზათაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს უფალმან დაიმკჳდრნეს იგინი, და მოსრას ზღუასა შინა ძალი მისი, და თავადი იგი ცეცხლითა განილიოს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილოს ასკალონმან და შეეშინოს, და გაზასა ელმოდის ფრიად, აკარონსაცა რამეთუ ჰრცხუენა შეცოდებითა თჳსითა, და წარწყმდეს მეფე გაზაჲთ, და ასკალონი არა დაეშენოს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეშჱნნენ უცხოთესლნი აზოტეს შინა, და დავარღჳო გინებაჲ უცხოთესლთაჲ;

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვიღო სისხლი მათი პირისაგან მათისა, და საძაგელებაჲ მათი შორის კბილთა მათთა, და დაუშთენ ესენიცა ღმერთსა ჩუენსა, და იყვნენ ვითარცა ათასის-თავნი იუდასა შორის, და აკარონი ვითარცა იებოსელი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუდგინო სახლსა ჩემსა ზედა-მდგომელი, რაჲთა არა განვიდეს და არცა მო-ვინ-აქციოს, და არა ვინ მოვიღეს მათ ზედა წარმტყუენველი მიერითგან არღარა, რამეთუ აწ ვიხილე თუალითა ჩემითა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო; ქადაგებდ ასულო იჱრუსალემისაო. აჰა მეუფჱ შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, და მან გიჴსნეს შენ. იგი თავადი არს მშჳდ, და ზე ზის კარაულსა და კიცუსა ახალსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოსრას ეტლები ეფრემისგან, და ცხენები იჱრუსალემით, და მოისპოს მშჳლდი საბრძოლი და სიმრავლჱ და მშჳდობაჲ წარმართ<თ>აგან, და მთავრობდეს წყალთა ვიდრე ზღუადმდე, და მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ სისხლითა აღთქუმისაჲთა განუტევენ კრულნი შენნი მღჳმისაგან, რომელსა არა აქუნდა წყალი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
სხდეთ საპყრობილესა შინა კრულნი Page of ms. J: A27v  კრებულისანი, და დღისა წილ ერთისა/ მწირობისა შენისა მრჩობლი მიგაგო შენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოგირთხ შენ იუდა თავისა ჩემისა მშჳლდად, და ვწყალ ეფრემ, და აღვადგინნე შვილნი შენნი, სიონ, შვილთა ზედა იონთასა, და შეგახო შენ ვითარცა მახჳლი ბრძოლისაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალი იყოს მათ ზედა, და გამოვიდეს ვითარცა ელვაჲ საისრელი, და უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან საყჳრითა დაჰბეროს, და ვიდოდის ძრვითა თქუმისა მისისაჲთა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალი ყოვლისა-მპყრობელი შეეწიოს მათ, და განლინენ იგინი, <და დაჰფლნენ> ქვითა შურდულისაჲთა. და გამოწოონ სისხლი მათი ვითარცა ღჳნოჲ, და აღავსონ ფიალები ვითარცა საკურთხეველი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იჴსნნეს იგინი უფალმან ღმერთმან მას დღესა შინა ვითარცა ცხოვარი ერი თჳსი, რამეთუ ლოდნი წმიდანი გორვიდენ ქუეყანასა მისსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ რაჲ იგი კეთილი მისი არს, და რაჲ იგი უმჯობჱსი მისი არს, საზრდელი ჭაბუკთა, და ღჳნოჲ სულნელებისაჲ ქალწულთა.:

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ითხოვდით უფლისაგან წჳმასა ჟამსა თჳსსა მსთუასა და მცხუედსა; უფალმან ყო საუცარი, და წჳმაჲ ზამთრისაჲ მოსცეს მათ თითოეულსა მწუანვილი ველსა ზედა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გამომეტყუელნი იგი იტყოდეს შრომასა, და მისანნი ხილვასა ტყუვილისასა, <და> საჩუენებელსა ნაცილსა იტყოდეს, და ამაოსა ნუგეშინის-სცემდეს; ამისთჳს განჴმეს, რამეთუ არა იყოს კურნება.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მწყემსთა ზედა განრისხნა გულის-წყრომაჲ ჩემი, და ტარიგთა მათ მივხედო, და მოხედვა ყოს უფალმან ღმერთმან ყოვლისა-მპყრობელმან სამწყსოსა თჳსსა სახლსა იუდაჲსსა, და დააწესნეს იგინი ვითარცა ცხენნი შუენიერნი მისნი ბრძოლ<ა>სა შინა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მისგან მოიხილა, და მისგან დააწესა, და მისგან მშჳლდი გულის-წყრომისაჲ; მისგან გამოვიდეს ყოველი გამომხილველი მასვე ზედა./ Page of ms. J: A28r 

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ ვითარცა მბრძოლნი რომელნი დასთრგუნვედ თიჴასა გზასა ზედა ბრძოლასა შინა, და განეწყვნენ, რამეთუ უფალი მათ თანა არს, და ჰრცხუენეს აღმჴედრებულთა ჰუნეთა ზედა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაძლიერო სახლი იუდაჲსი, და სახლი იოსებისი ვიჴსნე, და დავაშჱნნე იგინი, რამეთუ შევიყუარენ იგინი, და იყვნენ ეგრე ვითარცა სახედ არა გარე-მივექეც მათ <გან>, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, და ვისმინო მათი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ ვითარცა მბრძოლნი ეფრემისნი, და უხაროდის გულთა მათთა ვითარცა ღჳნითა, და შვილთა მათთა იხილონ, და იხარებდენ, და უხაროდის გულთა მათთა უფლისა მიმართ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაუწყო მათ, და შევიწყნარნე იგინი, რამეთუ ვიჴსნნე იგინი, და განმრავლდენ ვითარცა იგი იყვნეს მრავალ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვსთესნე იგინი ერსა შორის, და შორიელთა მომიჴსენონ მე. განზარდნენ შვილნი მათნი, და მოიქცენ;

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვაქცინე იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ასურეთით შევიწყნარნე იგინი, და გალაადელთა და ლიბანედ შევიყვანნე იგინი, და არა ვინ დაშთეს მათგანი არცა ერთი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდენ ზღუასა მას იწროსა, და განაჴნენ ზღუასა ზედა ღელვანი, და განჴმენ ყოველნი სიღრმენი მდინარეთანი, და მოეღოს მათ <გან> გინებაჲ ასურასტანელთაჲ, და კუერთხი ეგჳპტისაჲ მოესპოს მათ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაძლიერნე იგინი უფლითა ღმრთითა მათითა, და სახელითა მისითა იქადოდიან. ამას იტყჳს უფალი.:

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
განუხუენ ლიბანემან კარნი შენნი, და შეჭამენინ <ცეცხლმან> ნაძუნი შენნი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღადებდედ ფიჭუნი, რამეთუ დაეცნეს ნაძუნი, რამეთუ დიდ-ძალად დიდღიდნი უბადრუკ იქმნნეს, და ღაღადებდით მუხანი ბასა<ანისა>ნი, რამეთუ დაეცა მაღნარი იგი ჴშირი ნერგი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ გოდებისაჲ მწყემსთაჲ, რამეთუ Page of ms. J: A28v  დაგლახაკნა დიდებულებაჲ მათი; ჴმაჲ ზახებისაჲ ლომთაჲ, რამეთუ და/გლახაკნა კრებულებაჲ იგი იორდანისაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; დამწყსენით ცხოვარნი იგი კლვადნი,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა მომგებელნი მათნი დაწყუდიდეს და არა ინანდეს. და რომელნი განჰყიდდეს მათ იტყოდეს; კურთხეულ არს უფალი, და განვმდიდრდით, და მწყემსთა მათთა არა რაჲ ევნებოდა მათთჳს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არღარა ვერიდო დამკჳდრებულთა ქუეყანისათა, იტყჳს უფალი; და აჰა ესერა მე მივსცემ კაცთა თითოეულსა ჴელთა მოყუსისათა და ჴელთა მეფისა თჳსისათა, და მოსრან ქუეყანაჲ, და არა განვარინნე იგინი ჴელთაგან მათთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
<და> დავმწყსნე ცხოვარნი იგი კლვადნი ქანანელთასა, და მოვიხუნე თავისა ჩემისა ორნი კუერთხნი, ერთსა უწოდე სიკეთჱ, და ერთსა უწოდე ნაწილებ, და დავმწყსნე ცხოვარნი ჩემნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვიხუნე სამნი მწყემსნი ერთსა შინა თუესა, და დამძიმდეს სული ჩემი მათ ზედა, რამეთუ სულიცა მათი იმუღრობდა ჩემდამო.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ; არა გმწყსიდე თქუენ, მოსიკუდიდი იგი მოკუედინ, და მოკლებული იგი მოაკლდინ, და ნეშტთა მათ შეჭამედ კაცად-კაცადმან ჴორცი მოყუსისა თჳსისაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიღო კუერთხი იგი ჩემი კეთილი, და განვაგდო კუერთხი იგი სხუაჲ განქარვებად აღთქუმაჲ ჩემი, რომელ იგი აღუთქუ ყოველსა მას ერსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და განქარდეს მას დღესა შინა, და იცნნენ ქანანელთა ცხოვარნი, რომელნი დამარხულ არიან ჩემდა, რამეთუ სიტყუაჲ უფლისა მიერ არს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ მათ; უკუეთუ კეთილ არს თქუენ წინაშე, მომეცით სასყიდელი ჩუენი, გინა განაწესეთ; და მომიწონეს მე სასყიდელი ჩემი ოც და ათი ვეცხლი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და Page of ms. J: A29r  მრქუა მე უფალმან, დადევ ეგე ბრძმედსა შინა, და განიხილე/ უკუეთუ გამოცდილ არს, ვითარცა სახედ მე გამოვიცადე მათთჳს. და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, და დავდევ იგი სახლსა შინა უფლისასა ბრძმედთა მათ საჴუმილისათა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაგდე კუერთხი იგი მეორე ნაწილისაჲ განქარვებად აღთქუმაჲ იგი შორის იუდაჲსა და შორის ისრაჱლ<ი>სა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; მერმე მოვიღე ჭურჭელი სასამწყსუჱ მწყემსისა უცებისაჲ;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა აღვადგინო მწყემსი ქუეყანასა ზედა, მოკლებულსა მას უძლურსა არა მიხედოს, და განგნეული იგი არა მოიძიოს, და განტეხილი იგი არაჲ განკურნოს, და ცოცხალი იგი არა იღუაწოს, და ჴორცი იგი რჩეულთაჲ მათ შეჭამოს, და კოჭნი მათნი განუმრუდნეს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი ეგე ჰმწყსით ამაოებასა, და დაგიტევებიან ცხოვარნი მახჳლი მკლავსა მათსა, და თუალსა მარჯუენესა მისსა, და მკლავი მისი განჴმობით განჴმეს, და თუალი მარჯუენე მისი დაბრმობით დაბრმეს.:

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუმული სიტყჳსა უფლისაჲ ისრაჱლსა ზედა. იტყჳს უფალი, რომელმან გარდაართხნა ცანი, და დააფუძნა ქუეყანაჲ, და დაჰგადებს სულსა კაცისასა მას შინა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე დავსდებ იჱრუსალემსა ვითარცა კარსესა შერყეულსა ყოველთა ერთა გარემოთა მისთა ჰურიასტანსა, და იყოს გარემოცეულ იჱრუსალემი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა და დავდვა იჱრუსალემი ვითარცა ლოდი დათრგუნვილი ყოველთა მიერ წარმართთა, ყოველი რომელი დასთრგუნვიდეს მას სიმღერით ემღერდეს, და შეკრბენ მის ზედა ყოველნი თესლნი ქუეყანისანი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მოვსრა ყოველი ცხენები განკჳრვებითა, და მჴედარი შეურაცხებითა, ხოლო სახლსა ზედა იუდაჲსსა Page of ms. J: A29v  განვახუნე თუალნი/ ჩემნი, და ყოველთა ცხენთა ერთასა დავსცე სიბრმითა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუან ათასის-თავთა იუდაჲსთა გულთა შინა მათთა, ვპოვნეთ თავისა ჩუენისა მკჳდრნი იჱრუსალემისანი უფლისა მიერ ყოვლისა-მპყრობელისა ღმრთისა მათისა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა დავსხნე ათასის-თავნი იუდაჲსნი ვითარცა მუგუზნი ცეცხლისანი შეშათა შინა, და ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ ლერწამსა შინა, და შეშჭამდენ მარჯუენით და მარცხენით ყოველთა ერთა გარემო, და დაემკჳდროს იჱრუსალემი მერმეცა თჳსაგან იჱრუსალემს შინა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იჴსნეს უფალმან საყოფელი იუდაჲსი ვითარცა იგი დასაბამსა, რაჲთა არა განდიდნეს სიქადული სახლისა დავითისი, და აღმაღლებაჲ ამპარტავანებისაჲ მკჳდრთაჲ იჱრუსალემისთაჲ იუდასა ზედა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა შეწევნაჲ ყოს უფალმან დამკჳდრებულთათჳს იჱრუსალემისთა, და იყოს უძლური იგი მათ შორის მას დღესა შინა ვითარცა დავით, და სახლი დავითისი ვითარცა სახლი ღმრთისაჲ, და ვითარცა ანგელოზი უფლისაჲ წინაშე მათსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა მოვიძიო აჴოცად ყოველთა წარმართთა, რომელნი ზედა-მოუვლენ იჱრუსალემსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივჰფინო სახლსა დავითისსა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა სული მადლისაჲ, და მოწყალებისაჲ, და მოიხილონ ჩემდა ვითარცა იგი მემღერდეს მე, და ეტყებდენ თავთა თჳსთა ტყებით ვითარცა საყუარელსა ზედა, და ელმოდის სალმობაჲ ვითარცა პირმშოსა ზედა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა განდიდნეს ტყებაჲ იჱრუსალემს, ვითარცა ტყებაჲ როონისისაჲ ველსა განკუეთილისასა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყებდეს ქუეყანაჲ ტომად ტომად; ტომი სახლისა დავითისა თჳსაგან, და ცოლნი მათნი თჳსაგან. ტომი სახლისა ნათანისი თჳსაგან;

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტომი სახლისა ლევისი თჳსაგან, და ცოლნი მათნი Page of ms. J: A30r  თჳსაგან; ტომი სახლისა სჳმეონისი თჳსაგან,/ და ცოლნი მათნი თჳსაგან;

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნივე ნეშტნი ტომთანი თჳსაგან.:

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა იყოს ყოველი ადგილი განღებულ სახლსა დავითისა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა მიმოსარყეველად და საპკურებელად;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი საბაოთ, მოვსპო სახ<ე>ლები კერპთაჲ ქუეყანით, და არღარა იყოს მერმე საჴსენებელი მათი; და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და სული არა-წმიდაჲ აღვჴოცო ქუეყანით.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს უკუეთუ წინაწარმეტყუელებდეს კაცი მერმე, ჰრქუან მამამან მისმან და დედამან მისმან, რომელთა შვეს იგი; ვერ სცხონდე, რამეთუ ნაცილსა იტყოდე სახელითა უფლისაჲთა; და შეკრან იგი მამამან მისმან და დედამან, რომელთა შვეს იგი წინაწარმეტყუელებასა მას შინა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა ჰრცხუენეს წინაწარმეტყუელთა კაცად-კაცადსა ხილვისაგან მისისა წინაწარმეტყუელებასა მას მათსა, და შეიმოსონ ტყავი თხისაჲ ამისთჳს, რამეთუ ტყუოდეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუას რამეთუ არა ვარ წინაწარმეტყუელი მე, რამეთუ კაცი ქუეყანის-მოქმედი ვარი მე; რამეთუ კაცმან მშვა მე სიყრმით ჩემითგან.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუან მას, რაჲ არიან წყლულნი ეგე შორის ჴელთა შენთა, და თქუას, რომელ ვიწყალ სახლსა შინა საყუარელისა ჩემისასა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ მახჳლი ეგე აღდეგ მწყემსთა ზედა, და კაცსა ზედა მოქალაქისა მისისასა. იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; დავსცე მწყემსსა, და განიბნინად ცხოვარნი, და მოვაქციო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, ორი წილი მას შინა მოისრას და მოაკლდეს, და მესამე იგი დაშთეს მას შინა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიყვანო მესამე იგი ნაწილი ცეცხლისაგან, და გამოვაჴურვო იგი ვითარცა გამოიჴურვის ვეცხლი, და გამოვცადნე იგინი ვითარცა გამოიცადის ოქროჲ. მან მხადოს მე სახელი ჩემი, და მე ვისმინო მისი, და ვჰრქუა; ერი ჩემი ესე არს. და მან მრქუას, უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.: Page of ms. J: A30v 

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, თქუა უფალმან,/ და განიყოს ტყუჱ შენი შენ შორის,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევკრიბნე ყოველნი თესლნი იჱრუსალემსა ზედა ბრძოლად, და იპყრან ქალაქი, და აღიჭრან სახლები და დედანი შეიგინნენ, და განვიდეს ზოგი ქალაქისაჲ ტყუედ, ხოლო ნეშტნი ერისა ჩემისანი არა მოისრნენ ქალაქით.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდეს უფალი, და ეწყოს ვითარცა დღეთა მათ წყობისა მათისათა წარმართთა დღესა მას ბრძოლისა<სა>.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადგენ ფერჴნი მისნი მას დღესა შინა მთასა მას ზეთის-ხილთასა წინაშე იჱრუსალემსა მზის-აღმოსავალით, და განიჴოს მთაჲ იგი ზეთის-ხილთაჲ, ზოგი მისი მზისა აღმოსავალად და ზღუად, და ნახეთქი დიდი ფრიად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და განაახლოს ზოგი იგი მთისაჲ მის ჩრდილოდ კერძო, და ზოგი მისი სამხრად კერძო, და დაეჴშას ღელე იგი მთათა მათ ჩემთაჲ, და შეიყოს ჴევი მთათაჲ ვიდრე სასაჱლდმდე, და დაეჴშას ვითარცა დაიჴშა პირისაგან ძრვისა დღეთა მათ ოზია მეფისა იუდაჲსთა. და მოვიდეს უფალი ღმერთი ჩემი და ყოველნა წმიდანი მის თანა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა ესრე, არა იყოს ნათელი, და ყინელი და ნეფხვაჲ

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
იყოს ერთსა მას დღესა, და დღჱ იგი საცნაური უფლისაჲ, და არცა დღჱ, და არცა ღამჱ, და მიმწუხრი იყოს ნათელი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მას დღესა შინა გამოვიდეს წყალი ცხოველი იჱრუსალემით; ზოგი მისი ზღუასა მას პირველსა, და ზოგი მისი ზღუასა მას უკუანაჲსკნელსა, ზაფხულის და ზამთრის იყოს ესრე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს უფალი მეუფჱ ყოველსა ქუეყანასა, მას დღესა შინა იყოს უფალი მხოლოჲ ერთ, და სახელი მისი ერთ,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
გარემო ყოველსა ქუეყანასა, და უდაბნოჲ გაბჱთგან ვიდრე რემონდმდე ზურგით კერძო იჱრუსალემსა, ხოლო Page of ms. J: A31r  რამაჲ/ ადგილობანს ეგოს ბჭითგან ბენიამენისით ვიდრე ადგილადმდე <ბჭისა მის პირველისა ბჭედმდე> საკიდურისა, და ვიდრე გოდლადმდე ანამელისა ვიდრე სასაწნეხლემდე მეფისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დაიმკჳდრონ მას შინა, და შეჩუენება არღარა იყოს მერმე, და დაიმკჳდროს იჱრუსალემმან სასოებით.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე იყოს დაცემაჲ; რომელნი განკუეთნეს უფალმან ყოველნი ერნი, რომელნი განწყობილ იყვნეს იჱრუსალემსა, დადნენ ჴორცნი მათნი დგომასა მათსა ფერჴთა ზედა მათთა, და თუალნი მათნი წარმოსცჳვენ ბუდეთაგან მათთა, და ენანი მათნი დადნენ პირსა შინა მათსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა განკჳრვება უფლისა-მიერი დიდი მათ ზედა, და უპყრას კაცად-კაცადმან ჴელი მოყუსისა თჳსისაჲ, და მოხჳოს ჴელი მისი ყელსა მოყუსისა თჳსისასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და იუდაჲ განეწყოს იჱრუსალემსა ზედა, და შეკრიბოს ძალი ყოველთა ერთაჲ გარემო, ოქროჲ და ვეცხლი და სამოსელი მრავლად ფრიად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე იყოს დაცემაჲ ცხენთაჲ და ჯორთაჲ და აქლემთაჲ, და ვირებისაჲ და ყოველთა საცხოვართაჲ, რომელნი იყვნენ ბანაკსა მას დაცემისა-ებრ ვე ამისა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ რავდენნი დაშთენ მათ ნათესავთაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნენ იჱრუსალემდ, და ა<ღ>ვიდოდიან წელიწადითი წელიწადად თაყუანის-ცემად მეუფისა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისა, და დღესასწაულობად დღეც სასწაულსა მას კარვობისასა,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს უკუეთუ არა აღმოვიდენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა იჱრუსალემდ თაყუანის-ცემად მეუფისა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისა, და ესენი მათვე დაერთნენ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ტომი ეგჳპტისაჲ არა აღმოვიდეს, არცა მოვიდეს, და ამათცა ზედა იყოს დაცემაჲ, რომელნი Page of ms. J: A31v  მოსრნეს უფალმან ყოველნი ნათესავნი, რომელნი არა აღმო/ვიდენ დღესასწაულობად დღესასწაულსა მას კარვობისასა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე იყოს ცოდვა ეგჳპტისა, და ცოდვა ყოველთა ნათესავთა, რომელნი არა აღმოვიდენ დღესასწაულობად დღესასწაულსა მას კარვობისასა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, რომელი იყოს ღაწუთა შინა ცხენისათა წმიდა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისა, და იყვნენ ავაზანნი სახლსა შინა უფლისასა ვითარცა ფიალნი წინაშე პირსა საკურთხეველისასა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ყოველი ავაზანი იჱრუსალემს შინა და იუდასა წმიდა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისა, და მოვიდოდიან ყოველნი შმეწირველნი, და მოიღონ მათგანთა, და შეუდგენ მათ შორის, და არა იყოს ქანანელი მერმე სახლსა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა მას დღესა შინა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.:.:
Page of ms. J:  



Book: Mal. 
Malachi

მალაქია წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A31v  ბრძანებაჲ სიტყჳსა უფლისაჲ ისრაჱლისა მიმართ ჴელითა ანგელოზისა მისისაჲთა; დაისხენ<ი>თ ესე გულთა თქუენთა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
შეგიყუარენ თქუენ, იტყჳს უფალი, და სთქუათ; რაჲთა შემიყუარენ ჩუენ, არა ძმაჲ იყოა ესავ იაკობისი, იტყჳს უფალი, და შევიყუარე იაკობი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ესავი მოვიძულე და განვაწესენ საზღვარნი მისნი განსარყუნელად, და სამკჳდრებელი მისი მისაცემელად ოჴრებისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ თქუას; იდუმეაჲ დაქცეულ არს და მოვიქცეთ, და აღვაშჱნოთ მოოჴრებული იგი. ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, იგინი აშჱნებდენ, და მე დავარღუევდე, <და> ეწოდოს მათ საზღვარი უშჯულოებისაჲ, და ერი რომელსა ზედა განწყობილ არს უფალი ვიდრე უკუნისამდე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუალთა თქუენთა იხილონ, და თქუენ სთქუათ, განდიდნა უფალი ზედა უფროჲს საზღვართა ისრაჱლისათა. Page of ms. J: A32r 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ძემან ადიდის მამაჲ,/ და მონამან უფალი თჳსი, და უკუეთუ მამაჲ ვარი მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი. და უკუეთუ უფალი ვარი მე, სადა არს შიში ჩემი, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი. აწ თქუენ მღდელნი ეგე, რომელნი განაქარვებთ სახ<ე>ლსა ჩემსა, და სთქუთ, რაჲთა განვაქარვებთ სახ<ე>ლსა შენსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოგაქუს საკურთხეველსა ჩემსა, და შემოსწირავთ პურთა შეგინებულთა, და სთქუათ; რაჲთა შევაგინათ იგი. ამისთჳს რამეთუ სთქუთ; ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხი არს, და მას ზედა დაგებული იგი შეურაცხ-ჰყავთ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ შემოსწიროთ საკურთხეველსა ჩემსა ბრმაჲ, არა ბოროტ, და უკუეთუ შემოსწიროთ მკელობელი გინა სნეული, არა ბოროტ, მო-ღა-ჰგუარე იგი მთავარსა შენსა, უკუეთუ მიიღოს, გინა თუ თუალ გახუნეს შენ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ევედრენით წინაშე პირსა ღმრთისა თქუენისასა, და ლხინება ყოს თქუენთჳს, ჴელითა თქუენითა იქმნა ესე, უკუეთუ თუალ გახუნე თქუენგანსა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ თქუენ შორისცა დაეჴშნენ კარნი, და არა აღანთოთ საკურთხეველსა ჩემსა ცუდად, არა არს ნებაჲ ჩემი თქუენ შორის, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და მსხუერპლი არა შევიწირო ჴელთაგან თქუენთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე დიდებულ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა, და მსხუერპლი წმიდაჲ, რამეთუ დიდ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო თქუენ შეაგინებთ მას, რამეთუ სთქუთ თქუენ, ტაბლაჲ უფლისაჲ შეგინებულ არს, და ზედა დაგებული მისი შეურაცხ არს საზრდელი მას ზედა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუთ; ესე ძჳრის-ხილვისა/გან Page of ms. J: A32v  არს, და განანქრიეთ იგი, იტყჳს უფალი/ ყოვლისა-მპყრობელი, და შემოგაქუნდა ჩემდა ნატაცები და მკელობელი და ხაშმი, და შემოსწირევდით მსხუერპლად. არა შევიწირო იგი ჴელთაგან თქუენთა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელსა ძალ ედვას, და ედგას სამწყსოსა მისსა ვერძი, და აღთქუმაჲ მისი მის ზედა იყოს, და შეწიროს მან განრყუნილი უფლისა. რამეთუ მეუფჱ დიდი ვარი მე, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და სახელი ჩემი გამოჩინებულ არს წარმართთა შორის.:

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელნო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ისმინოთ, და უკუეთუ არა დაიდვათ გულთა თქუენთა მოცემად დიდებაჲ სახელსა ჩემსა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევაჲ, და ვწყეო კურთხევაჲ თქუენი, და დავწყეო იგი, და განვაქარვო კურთხევაჲ თქუენი, და დავწყევო იგი, და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არა დაიდევ<ი>თ გულთა თქუენთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე განგიჩემო თქუენ მჴარი, და განვაბნიო საჴნჱ წინაშე პირსა თქუენსა, საჴსნჱ დღესასწაულთა თქუენთაჲ, და მოგიყვანნე თქუენ მასვე ზედა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცნათ რამეთუ მე გამოგავლინე თქუენდა მცნებაჲ ესე, რაჲთა იყოს აღთქუმაჲ ჩემი ლევიტელთა მიმართ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი იყოს მის თანა ცხოვრებისაჲ და მშჳდობისაჲ, და მივსცე მას შიში, რაჲთა ეშინოდის ჩემდა და პირისაგან სახელისა ჩემისა კრძალვად დიდად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ რჩული ჭეშმარიტებისაჲ იყო პირსა შინა მისსა, და სიცრუვჱ არა იპოვა ბაგეთა მისთა; მშჳდობით წარმართებულად ვიდოდიან იგინი ჩემ თანა, და მრავალნი მოაქცინა გზისაგან სიცრუისაჲსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ბაგეთა მღდელისათა Page of ms. J: A33r  დაიმარხიან გონიერებაჲ, და/ შჯულსა ეძიებედ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ არს იგი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო თქუენ გარდააქციეთ გზისაგან, და მოაუძლურენით მრავალნი შჯულისაგან, და განაქარვეთ აღთქუმაჲ იგი ლევისი, თქუა უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ მე მიგცნე თქუენ დატეობილად და შეურაცხად ყოველთა შორის წარმართთა, მის წილ რამეთუ არა დაიცვენით გზანი ჩემნი, არამედ თუალთ-აღებდით პირთა შჯულსა შინა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ არა მე ერთ არსა მამაჲ თქუენ<ი> ყოველთაჲ, ანუ არა მე ერთ არსა ღმერთი, რომელმან დაგბადნა თქუენ. რაჲსათჳს დაუტევეთ კაცად-კაცადმან ძმაჲ თჳსი შეგინებად აღთქუმისა მის შჯულისა მამათა თქუენთაჲსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დაშთა იუდაჲ, და საძაგელ იქმნა ისრაჱლსა შორის, და იჱრუსალემსა, რამეთუ შეაგინა იუდა სიწმიდჱ უფლისაჲ, რომლითა შეიყუარა, და მოიპოვა ღმერთთა მიმართ უცხოთა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
აღჴოცოს უფალმან კაცი იგი, რომელმან ყო ესე, ვიდრემდე დამდაბლდეს საყოფელთაგან იაკობისთა, და მათგან რომელნი მოართუმენ უფალსა ყოვლისა-მპყრობელსა შესაწირავთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე რომელი მძულდა მას იქმოდეთ, და ალტობდით ცრემლითა საკურთხეველსა უფლისასა, და ტირილითა და სულ-თქუმითა განიკუეთა, მერმე ღირსა მიხედვად მსხუერპლსა, გინა მოღებად შესაწირავი სათნოდ ჴელთაგან თქუენთა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუათ; რაჲსათჳს რამეთუ <უფალი> გიწამებდა შორის შენსა და შორის ცოლსა სიჭაბუკისა შენისაჲსა, რომელ დაუტევე; და ეგე ზიარი შენი, და ცოლი აღთქუმისა შენისაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა სხუამან ეგრე ყო, და ნეშტმან სულისა მისისამან, და სთქუთ, სხუაჲ რაჲ არამედ გარნა თესლსა ეძიებს ღმერთი, და დაიცევ<ი>თ სულითა თქუენითა, და ცოლსა სიჭაბუკისა შენისასა ნუ დაუტეობ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ მოიძულო და განაძო, იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, Page of ms. J: A33v  და დაფარნეს უღმრთოებამან გან/ზრახვათა შენთა ზედა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და დაიცევით სულითა თქუენითა, და არა დაუტეოთ

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი განარისხებთ ღმერთსა სიტყჳთა თქუენითა, და იტყჳთ; რაჲთა განგარისხეთ შენ, რამეთუ სთქუთ თქუენ; ყოველმან რომელმან ქმნეს ბოროტი იგი კეთილ არს წინაშე უფლისა, და ამათ შინა მან სათნა იყო, <და> სადა არს ღმერთი სიმართლისაჲ.:

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა გამოვავლინა ანგელოზი ჩემი, და მოიხილოს გზაჲ წინაშე პირსა ჩემსა, და მეყსეულად მოვიდეს ტაძრად თჳსა უფალი რომელსა თქუენ ეძიებთ, და ანგელოზი აღთქუმისაჲ რომელი თქუენ გნებავს, აჰა ეგერა მოვალს, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვინ მე დაუთმოს დღესა მას შემოსლვისა მისისასა, ანუ ვინ მე დაუდგეს გამოჩინებასა მისსა, რამეთუ იგი თავადი შემოვალს ვითარცა ცეცხლი გრძმედისაჲ და ვითარცა მდელოჲ მრცხელთაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჯდეს და გამოადნებდეს და განსწმედდეს, ვითარცა ვეცხლსა და ოქროსა, და განწმიდნეს ძენი ლევისნი, და გამოადნვნეს იგინი ვითარცა ოქროჲ და ვეცხლი, და იყვნენ იგინი შემწირველ უფლისა მსხუერპლისა სიმართლით.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და სათნო ეყოს უფალსა მსხუერპლი იუდაჲსი, და იჱრუსალემი იყოს ვითარცა დღენი საუკუნენი, და ვითარცა წელნი იგი პირველნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდე თქუენდა საშჯელით, და ვიყო მე მოწამე მწრაფლ მეწამლეთა მათ ზედა, და მემრუშეთა და რომელნი ფუცვენ სახელითა ჩემითა ნაცილად, და რომელნი დააკლებენ სასყიდელსა მორეწისასა, რომელნი ჰმძლავრობენ ქურივთა, და ჰქენჯენ ობოლთა, და რომელთა განდრიკიან საშჯელი მწირისაჲ, და რომელთა არა ეშინის ჩემდა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა ვიცვალე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და Page of ms. J: A34r  თქუენ ძენა იაკობისნო არა განშორებულ ხართ ცოდვათაგან მამათა/ თქუენთასა, გარდააქციეთ შჯული ჩემი, და არა დაიმარხეთ. მოიქეცით ჩემდა, და მე მოვიქცე თქუენდა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და სთქუთ; რაჲთა მოვიქცეთ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ უბრკუმოს კაცმან ღმერთსა, რამეთუ თქუენ მიბრკუმობთ მე, და სთქუთ, რაჲთა გიბრკუმობთ შენ, რამეთუ ათეულნი და პირველ<ნი> ნაყოფნი თქუენ თანა არიან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქუე-განხედევდით თქუენ ქუჱ; განმხედავთ მე, და თქუენ მე მიბრკუმობთ. წელიწადი დაესრულა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიღეთ ყოველი ნაყოფი საუნჯეთა, და იყოს ტაცებაჲ სახლთა შინა თქუენთა; მოიქეცით ამისგან, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, რაჲთა განგიხუნე თქუენ გარდამოსაქანელნი ცისანი, და მოვჰფინო თქუენ ზედა კურთხევაჲ ჩემი, ვიდრემდე კმა ეყოს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და გიბრძანო თქუენ საზრდელად, და არა განვრყუნე ნაყოფი ქუეყანისა თქუენისაჲ, და არა მოუძლურდეს ვენაჴი აგარაკისა თქუენისაჲ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და გნატრიდეს თქუენ ყოველი თესლები, რამეთუ იყვნეთ თქუენ ქუეყანა ნებიერ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
დაამძიმენით ჩემ ზედა სიტყუანი თქუენნი, იტყჳს უფალი, და სთქუთ; რაჲთა ძჳრსა ვიტყოდეთ შენთჳს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იტყოდეთ; ამაო არს რომელი ჰმონებდეს ღმერთსა, და რაჲ უმეტჱს, რამეთუ დავიცვნეთ საცავნი მისნი, და რამეთუ ვიდოდეთ ვედრებით წინაშე პირსა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ჩუენ ვჰნატრით უცხოთა, და აღეშჱნებიან ყოველნი რომელნი იქმან უშჯულოებასა, და წინა-აღუდგეს ღმერთსა, და ცხოველ არიან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას ძჳრსა იტყოდეს მოშიშნი უფლისანი კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, და მოხედა უფალმან და შეისმინა, და დაწერა წიგნი საჴსენებელისაჲ წინაშე მისსა მოშიშთათჳს უფლისათა, და რომელნი ჰმსახურებენ სახელსა / Page of ms. J: A34v  უფლისასა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ იგინი ჩემდა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, დღესა, რომელსა ვყო მე შესაწევნელად, და სათნო ვიყვნე იგინი, ვითარცა სათნო იყვის მამაკაცმან ძჱ თჳსი, რომელი ჰმონებნ მას.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქეცით, და იხილოთ შორის მართლისა მის და უშჯულოჲსა, და შორის რომელი ჰმონებს ღმერთსა, და რომელი არა ჰმონებს.:

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესერა დღჱ მოვალს აღგზებული ვითარცა თორნე, და შეწუნას იგინი, და იყვნენ ყოველნი უცხოთესლნი და ყოველნი რომელნი იქმან უშჯულოებასა ვითარცა ლერწამნი, და დაწუნეს იგინი დღემან მან მომავალმან, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და არა დაუშთეს მას ძირი არცა რტოჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოგიბრწყინდეს თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა მზჱ სიმართლისაჲ, და კურნებაჲ ქუეშჱ ფრთეთა მისთა, და გამოხჳდეთ და ხლდებოდით ვითარცა ჴბონი ბაგათაგან განტევებულნი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასთრგუნვიდეთ უშჯულოთა, და იყვნენ იგინი ნაცარ ქუეშე ფერჴთა თქუენთა დღესა მას, რომელსა ვყო მე, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
[!] მოიჴსენეთ შჯული მოსესი მონისა ჩემისაჲ, ვითარცა იგი ვამცენ მას ქორებს ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა ბრძანებანი და სამართალნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ ელია თეზბიტელი ვიდრე მოსლვადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან მოაქციოს გული მამისაჲ ძისა, და გული კაცისაჲ მოყუსისა თჳსისა, ნუ უკუე მოვიდე და მოვსრა ქუეყანაჲ ერთბამად.: .:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Book: Is. 
Isaiah

<წინაწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი>



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A34v  ხილვაჲ რომელი იხილა ესაია ძემან ამოსისმან, რომელ იხი/ლა ჰურიასტანისათჳს და იჱრუსალემისათჳს, მეფობასა ოზიაჲსსა იოათამი<ს>სა აქაზისსა და ეზეკიაჲსსა, რომელნი მეფობდეს ჰურიასტანს,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინე ცაო, და ყურად-იღე ქუეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: შვილ ვისხენ და აღვზარდენ, და მათ შეურაცხ-მყვეს მე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი, და ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ, ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან მე არა გულის-ჴმა-მყო.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა: ერი რომელ სავსე არს ცოდვითა, ნათესავნი ბოროტნი ძენი უშჯულოებისანი. დაუტევეს უფალი და განარისხეს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსა და იწყლვით და შეიძინებთ უშჯულოებასა: ყოველი თავი სალმობად და ყოველი გუამი მწუხარებად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ფერჴთაგან ვიდრე თავადმდე, არა არს მას შინა სიცოცხლჱ, არა წყლულ არცა ნაგუემ არცა ბრძჳრი განსივებულ. არა არს სალბუნი დასადებელ არცა ზეთი არცა შესახუეველ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანაჲ თქუენი ოჴერ არს, ქალაქნი თქუენნი ცეცხლით მომწუარ: საყოფელსა თქუენსა თქუენ წინაშე უცხონი შეშჭამდენ, და მოოჴრებულ არს და დაქცეულ ერისაგან უცხოთესლთაჲსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაშთეს ასული სიონისაჲ ვითარცა კარავი ვენაჴსა შინა, და ვითარცა ხილის-საცავი ნესოვანსა, და ვითარცა ქალაქი მოცვული.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუმცა არა უფალმან საბაოთ დაგჳტევა ჩუენ ნათესავი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით, და გომორელთამცა მივემსგავსენით.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მთავართა სოდომისათა: ერჩდით შჯულსა ღმრთისასა ერი ეგე გომორისაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს ჩემდა სიმრავლჱ მსხუერპლთა თქუენთაჲ: იტყჳს უფალი, რამეთუ სავსე ვარ მე მრგულიად-მწუართაგან ვერძთა და ცმელითა კრავთაჲთა:/ Page of ms. J: A35r  და სისხლი ზუარაკთაჲ და ვაცთაჲ არა მნებავს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
არცა მო-ღათუ-ხჳდეთ ჩემ წინაშე ჩუენებად: ვინ ეძიებდა ამას ჴელთაგან თქუენთა შემოსლვადვე ეზოსა ჩემსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
არღარა შესძინოთ, უკუეთუ მომართუათ მე სამინდოჲ ამაო არს და საკუმეველი საძაგელ არს ჩემდა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
თთჳს-თავნი თქუენნი და შაბათნი და დღჱ იგი დიდი არა სათნო ვიყავ: მარხვაჲ და უქმებაჲ და დღესასწაულნი თქუენნი სძულან სულსა ჩემსა, რამეთუ მექმნენით მე სიმაძღრჱ, არღარა მიგიტევნე ცოდვანი თქუენნი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს განიპყრნეთ ჴელნი თქუენნი ჩემდამო, გარე-მოვაქციო პირი ჩემი თქუენგან, და თუ განამრავლეთ ვედრებანი თქუენნი, არა ვისმინო თქუენი, რამეთუ ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
განიბანენით, განიწმიდენით, განიშორეთ უკეთურებაჲ თქუენი სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა: დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ისწავეთ კეთილისა საქმჱ, გამოირჩიეთ სამართალი, იჴსნიდით დაწუნებულთა, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი:

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვედით და შევიტყუნეთ, იტყჳს უფალი. და უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი ვითარცა ღებილნი ვითარცა თოვლი განვასპეტაკო: დაღათუ იყვნენ ვითარცა მეწამულნი ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ გინდეს და ისმინოთ ჩემი კეთილსა ქუეყანისასა შჭამდეთ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ინებოთ, და არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქუენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამას.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ იქმნა მეძავ სიონი ქალაქი სარწმუნოჲ, სავსჱ სამართალითა, Page of ms. J: A36r  რომელსა შინა სიმართლემან განისუენა მუნ./ ხოლო აწ აღივსო კაცის-კლვითა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ვეცხლი თქუენი მრღუე არს, ღჳნის-მოფარდულნი თქუენნი განზავებენ ღჳნოსა წყლითა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარნი შენნი ურჩ არიან და ზიარ მპარავთა: უყუარს ქრთამი, შეუდგან შურის-ღებასა: ობოლსა არა უშჯიან, და სამართალსა ქურივთასა არა მიხედიან.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი საბაოთ ძლიერი ისრჲლისაჲ [!?!], რამეთუ არა დასცხრეს გულის-წყრომაჲ ჩემი წინა-აღმდგომთა ზედა, და საშჯელი ვყო მტერთა ჩემთაჲ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და გამოგაჴურვო შენ წმიდად, ხოლო ურჩნი იგი წარუწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულოებანი შენგან, და ყოველნი ამპარტავანნი დავამდაბლნე.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და მზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა. და ამისა შემდგომად გეწოდოს შენ ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ სიონი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სამართ<ა>ლითა განერეს ტყუჱ მისი, და მოწყალებით.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთად, და რომელთა დაუტევეს უფალი მოისრნან,

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჰრცხუენეს კერპთა მათთა ზედა, რომელთაჲ იგი მათ ინებეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელი მათ ქმნნეს. და ჰრცხუენოდის მტილებსა მათსა ზედა: რომელთათჳს გული უთქუმიდა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იყვნენ [!] იგინი ვითარცა ბელეკონნი ფურცელ-დაყრილნი, და ვითარცა სამოთხე რომელსა არა აქუნ წყალი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ძალი მათი ვითარცა ნაძეძი სელისაჲ, და საქმენი მათნი ვითარცა ნაბერწყალნი ცეცხლისანი, და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთად, და არა ვინ იყოს დამშრეტელ.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო ესაიაჲსა მიმართ ძისა ამოსისა ჰურიასტანისათჳს Page of ms. J: A36v  და იჱრუსალემისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა/ გამოჩინებულ მთაჲ უფლისაჲ, და სახლი ღმრთისაჲ წუერსა ზედა მთათასა: და აღმაღლდეს უფროჲს ყოველთა ზედა ბორცუთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდოდიან მუნ ყოველნი ნათესავნი, და მოვიდოდიან მრავალნი თესლნი, და იტყოდიან: მოვედით და აღვიდეთ მთასა უფლისასა, და სახლსა ღმრთისა იაკობისა, და მითხრას ჩუენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას ზედა. რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული, და სიტყუაჲ უფლისაჲ იჱრუსალემით.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შჯიდეს შორის თესლებსა, და ამხილებდეს ერსა მრავალსა: და შჭრიდენ მახჳლებსა მათსა საჴნისად, და ლახურებსა მათსა მანგლად, და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი, და არღარა ისწავებდენ მერმე ბრძოლთასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ შენ სახლო იაკობისო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაუტევა ერი თჳსი სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო ვითარცა დასაბამსა სოფელი მათი მისნობითა ვითარცა იგი უცხოთესლთაჲ, და შვილნი მრავალნი უცხოთესლთანი ეშვნეს მათ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღივსო სოფელი მათი ვეცხლითა და ოქროჲთა, და არა არს რიცხჳ საუნჯეთა მათთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღივსო ქუეყანაჲ მათი ცხენებითა, და არა არს რიცხუ ეტლებისა მათისაჲ. და აღივსო ქუეყანაჲ მათი საძაგელებითა საქმითა ჴელთა მათთაჲთა. და თაყუანის-სცეს მათ რომელ ქმნას თითითა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოდრკა კაცი, და დამდაბლდა მამაკაცი, და არღარა ულხინო მათ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ შევედით კლდეთა და ემალენით ქუეყანასა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს აღდგეს მოსრვად ქუეყანისა .

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ თუალნი უფლისანი მაღალ არიან, ხოლო კაცი მდაბალ, და დამდაბლდა სიმაღლე კაცისაჲ და ამაღლდა ღმერთი მხოლოჲ მას დღესა შინა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დღჱ უფლისა საბაოთისი მოიწიოს ყოველთა ზედა მაგინებელთა / Page of ms. J: A37r  და ამპარტავანთა, და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა:

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველსა ზედა ნაძუსა ლიბანისასა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველსა ზედა ზღუდესა მაღალსა, და ყოველსა ზედა გოდოლსა მაღალსა:

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველსა ზედა ნავსა ზღჳსასა, და ყოველსა ზედა ხილვასა სიკეთისა ნავთასა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
დამდაბლდეს ყოველი კაცი, და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა ჴელით-ქმნულთა დაჰმალვიდენ:

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეაქუნდეს ქუაბებსა და ნაპრალებსა კლდეთასა და ჴურელთა ქუეყანისათა პირისაგან შიშისა უფლისა, და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მას დღესა შინა გამოაგდოს კაცმან ჴელით-ქმნული თჳსი ვეცხლისაჲ და ოქროჲსაჲ, რომელნი ქმნნეს თაყუანის-საცემელად თჳსა, და ამაოთა და მღამიობისათა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
შესლვად ჴურელებსა მყარისა კლდისასა და ნაპრალებსა კლდეთასა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს აღდგეს შეძრწუნებად ქუეყანისა.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მფლობელი უფალი საბაოთ მოსპოლავს ჰურიასტანით და იჱრუსალემით ძლიერსა მამაკაცსა და შემძლესა დედაკაცსა ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
გმირსა და ძლიერსა და კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა და წინაწარმეტყუელსა და განმაწესებელსა და მოხუცებულსა

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერგასის-თავსა და საკჳრველსა მზრახვალსა და ბრძენსა და ხუროთ-მოძღუარსა და გულის-ჴმის-მყოფელსა მსმენელსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავადგინნე ყრმანი მათ ზედა მთავრად, და მემღერნი უფლებდენ მათ ზედა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეცეს ერი კაცი კაცსა ზედა და კაცი მოყუასსა თჳსსა ზედა. ეკუეთოს ყრმაჲ მოხუცებულსა და უპატიოჲ პატიოსანსა, Page of ms. J: A37v 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შეიპყრას კაცმან/ ძმაჲ თჳსი ანუ სახლეული მამისა თჳსისაჲ და ჰრქუას, სამოსელი გაქუს: წინამძღურად ჩუენდა იყავ, და საზრდელი ჩუენი შენ ქუეშჱ იყოს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგოს მან მას დღესა შინა და ჰრქუას, არა ვიყო მე წინამძღუარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური არცა სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღუარ ერისა ამის.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაეტეოს იჱრუსალემი და ჰურიასტანი დაეცეს და ენანი მათნი ურჩულოებით უფლისა მიმართ ურჩ არიან, რომლისათჳს აწ დამდაბლდა დიდებაჲ მათი,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და სირცხჳლი პირისა მათისაჲ წინა-აღუდგა მათ, და ცოდვაჲ მათი ვითარცა სოდომელთაჲ მიუთხრეს და გამოაჩინეს. ვაჲ სულისა მათისა რამეთუ ზრახეს ზრახვაჲ ბოროტი თავისა თჳსისაჲ,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუეს: შევკრათ მართალი იგი რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს, აწ უკუჱ ნაყოფსა საქმეთა მათთასა ჭამდენ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ უშჯულოსა მას, ბოროტი შეემთხჳოს მას საქმითა ჴელთა მისთაჲთა,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ერო ჩემო ხარკის-მომჴდელნი თქუენნი მოგკუფხლვენ თქუენ, და რომელნი იგი მოგჴდიან თქუენ იგინივე უფლებენ თქუენ ზედა, ერო ჩემო რომელნი განატრიან თქუენ იგინი გაცთუნებენ თქუენ და კუალსა ფერჴთა თქუენთასა შეგირყევენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ დადგეს საშჯელად უფალი და წარმოიდგინოს საშჯელად ერი თჳსი,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და თავადი უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა მისთა, თქუენ რაჲსათჳს მოსწუთ ვენაჴი ჩემი, და ნატაცები გლახაკისაჲ სახლსა შინა თქუენსა იპოვა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუენ რაჲსათჳს ავნებთ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკსა არცხუენდით.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს იტყჳს უფალი, რამეთუ ამაღლდეს ასულნი სიონისანი, და Page of ms. J: A38r  ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თუალთაჲთა,/ და სლვითა ფერჴთაჲთა ითრევდეს ერთბამად სამოსელსა, და ფერჴითა ერთბამად იმღერდეს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაამდაბლნეს ღმერთმან მთავარნი ასულნი სიონისანი, და უფალმან გამოაცხადოს ხატი მათი

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა, და მოუღოს ღმერთმან დიდებაჲ სამოსლისა მათისაჲ, და სამკაული მათი და განსათხზველნი მათნი და საკუხები და ფარღულები:

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და საცხინველები და სამკაული პირისა მათისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასაკრებელი სამკაულისაჲ დიდებისა მათისაჲ. და სამკლავები და სავლტეები და განთხზულები კოწლები, და ბეჭდები და მელევანდები მათი და საყურები.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძოწეულები და ზარაურთები, და წარჩინებული ლაკონიაჲსაჲ:

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუაჲ,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბისონისაჲ და იაკინთჱსაჲ და მეწამულისაჲ, და ზელეზი ოქროსა თანა და იაკინთესა თანა შექსოილი და ბიალონები იქცევისი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს საყნოსელისა წილ სულნელისა მტუერი, და ზოსტერისა წილ საბელი შეირტყა, და სამკაულისა წილ თავისა სიმტიერე მოგიჴდეს საქმეთა შენთა-ებრ, და სამოსლისა წილ შოვა-ძოწეულისა მოირტყა ძაძაჲ. ესე იყოს შენდა მომკაულებისა შენისათჳს.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძჱ იგი შენი უკეთესი რომელი შენ გიყუარდეს, მახჳლითა დაეცეს და ძლიერნი თქუენნი მახჳლითა მოსწყდენ და დამდაბლდენ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და იგლოვდენ მოთხენი სამკაუ<ლ>თა თქუენთანი,

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაშთე მარტოჲ და ქუეყანად დაჰმდაბლდე. და მოუჴდენ შჳდნი დედანი კაცსა ერთსა და ეტყოდიან. პური ჩუენი ვჭამოთ, და სამოსელი ჩუენი შევიმოსოთ, გარნა სახელი შენი წოდებულ იყავნ ჩუენ ზედა, და მომისპე ყუედრებაჲ ჩუენი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა გამოაბრწყინოს ღმერთმან ზრახვათა დიდებით Page of ms. J: A38v  ქუეყანასა ზედა/ აღმაღლებად და დიდებად ნეშტი იგი ისრაჱლისაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ნეშტი იგი ისრაჱლისაჲ სიონს შინა, და ნეშტი იჱრუსალემს წმიდა ეწოდოს, რომელნი დაწერილ არიან ცხორებად იჱრუსალემს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გამოჰრცხას უფალმან მწინკული იგი ძეთა და ასულთა სიონისთაჲ, და სისხლი იჱრუსალემისაჲ განწმიდოს შორის მისსა სულითა საშჯელისაჲთა და სულითა შემწუველითა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს და იყოს, ყოველი ადგილი მთისა სიონისაჲ და ყოველი ადგილი გარემო მისა. და აგრილობდეს ღრუბელი დღისი, და ვითარცა კუამლი ცეცხლისაჲ და ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ღამჱ, და ყოვლითა დიდებითა აგრილობდეს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს საგრილი სიცხისაგან დასაფარველ, და საყუდელ სიცხისაგან და წჳმისა.

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაქებდე საყუარელსა ქებითა საყუარელისა ჩემისაჲთა საყურძნესა ჩემსა. სავენაჴჱ იყო შეყუარებულისაჲ პატიოსანსა ადგილსა პოხილსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ზღუდე გარე-მოვსდევ, და სარითა განვაგე, და დავასხ ვენაჴი სორექი, და აღვაშენე გოდოლი მას შინა, და სასაწნეხლე მოვთხარე მის შორის, და ველოდე ვითარმედ ყოს ყურძენი და მან ყო ეკალი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ კაცმან იუდაჲსმან და რომელნი მკჳდრ ხართ იჱრუსალემს, საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ-ღა-მცა უყავ სავენაჴესა მას ჩემსა, და არა უყავ მას, რამეთუ ველოდე რაჲთამცა ყო ყურძენი, ხოლო მან ყო ეკალი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ გითხრა თქუენ რაჲ უყო სავენაჴესა ჩემსა: მოვარღჳო ზღუდე მისი, და იყოს მიმოსატაცებელ, და დავარღჳო კედელი მისი, და იყოს დასათრგუნველ,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაუტეო ვენაჴი ჩემი, და არა განისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდეს მას ვითარცა ოჴერსა ეკალი. და ღრუბელთა უბრძანო და არა Page of ms. J: A39r  წჳმონ მის ზედა წჳმაჲ:/

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სავენაჴჱ უფლისა საბაოთისა სახლი ისრაჱლისაჲ არს, და კაცი იგი იუდაჲსი ახალ-ნერგი შეყუარებული: ველოდე რაჲთამცა სამართალი ყო, ხოლო მან ყო უშჯულოებაჲ, და არა სიმართლე არამედ ღაღადებაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელთა შევახლიან სახლი სახლსა, და აგარაკი აგარაკსა შეჰრიიან, რაჲთა მოყუსისაჲ მო-ვითარ-რაჲ-იხუეჭონ. ნუ უკუჱ მარტონი მკჳდრ ყოფად ხართ ქუეყანასა ზედა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გრძნობა იყო ესე ყურთა უფლისა საბაოთისთა. დაღათუ იყვნენ სახლნი მრავალნი ოჴრად გარდაიქცენ, და თუ დიდდიდ და შუენიერ იყვნენ იგინი, არა იპოვნენ რომელთამცა დაიმკჳდრეს მას შინა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სადა იგი იქმოდის ათი უღელი ჴართაჲ, ყოს მან ლაგჳნ ერთ, და რომელმან სთესოს სამ სათუელ: ყოს მან სამ საწყაულ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ მათა რომელნი აღდგიან განთიადითგან და მთრვალობასა შეუდგიან და დაადგრიან მწუხრადმდე, და ღამჱ უოხ<ჭ>ნო ყვიან, რამეთუ მან ღჳნომან შეწუხნეს იგი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ებნითა და ქნარითა და ბობღნითა და ნესტჳთა ღჳნოსა მას სუმედ, და საქმეთა უფლისათა არა ხედვენ, და საქმეთა ჴელთა მისთასა არა განიცდიან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუჱ ტყუჱ იქმნა ერი ჩემი ამისთჳს, რამეთუ არა იცოდეს უფალი, და განმრავლდა მძორები მათი სიყმილითა და წყურილითა წყლისაჲთა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განივრცო ჯოჯოხეთმან გუამი თჳსი: აღაღო პირი თჳსი რაჲთა არა აკლდეს, და შთავიდოდიან მას დიდებულნი და დიდდიდნი და მდიდარნი და ბილწნი მისნი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
დამდაბლდეს კაცი, და შეურაცხ-იყოს მამაკაცი, და თუალნი განმცხრომელნი დამდაბლდენ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმაღლდეს უფალი საბაოთ სამართალითა, და ღმერთი წმიდაჲ იდიდოს სიმართლით.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძოვდენ მიმოტაცებულნი იგი ვითარცა ზუარაკნი Page of ms. J: A39v  და უდაბნოსა მას განწირულთასა/ კრავნი ძოვდენ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელნი მოიზიდვენ ცოდვასა მათსა ვითარცა საბლითა გრძელითა და ვითარცა უღლისა ევნითა დიაკეულისაჲთა უშჯულოებასა მათსა,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი იტყჳან, ადრჱ მოიწიენ რასა იქს ღმერთი რაჲთა ვიხილოთ, და მოვედინ ზრახვაჲ წმიდისა ისრაჱლისაჲ რაჲთა ვცნათ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელთა თქჳან ბოროტი კეთილად და კეთილი ბოროტად, რომელთა დადვიან ნათელი ბნელად და ბნელი ნათლად, და ყვიან მწარე ტკბილად და ტკბილი მწარედ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ მათა რომელთა თავნი თჳსნი ბრძნად შეერაცხნენ და წინაშე თუალთა თჳსთა მზრახვალ უჩნდენ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ ძლიერთა მაგათ თქუენთა რომელნი ღჳნოსა სუმენ, და მძლავრნი იგი თქუენნი <რომელნი> იწდევენ თაფლუჭსა,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელნი განამართლებენ ცრუსა ქრთამისათჳს და სამართალსა მართლისასა განაქარვებენ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ვითარცა ატყდებინ ლერწამსა ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ, და მის თანა დაიწუას ალისაგან აგზებულისა ძირი მათი, ვითარცა მიწაჲ იყოს და ყუავილი მათი ვითარცა მტუერი აღვიდოდის, რამეთუ არა ინებეს შჯული უფლისა საბაოთისი ყოფად არამედ სიტყუანი წმიდისანი განარისხნეს.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და განრისხნა გულის-წყრომით უფალი საბაოთ ერსა თჳ<ს>სა ზედა და დადვა ჴელი მისი მათ ზედა და მოსრნა იგინი და განრისხნა მთათა ზედა და იქმნნეს მკურდარნი მათნი ვითარცა სკორჱ შორის გზასა, და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ არს.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუჱ აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ შორიელთა და წარმოიყვანნეს იგინი კიდითგან ქუეყანისაჲთ და აჰა ესერა მალედ ადრე მოვლენ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ჰშიოდის არცა დაშურენ არცა ჰრულოდის არცა დაიძინონ არცა Page of ms. J: A40r  განიჴსნან სარტყელნი წელთა მათთა გან/ არცა განთქდენ საბელნი ფერჴთა მათთანი,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთანა ისარნი მათნი მალე არიან და მშჳლდნი მათნი მორთხმულ, ფერჴნი ცხენთა მათთანი ვითარცა მყარი კლდჱ შერაცხილ არიან, ეტლის-თუალნი ეტლებისა მათისანი ვითარცა ნიავქარნი,

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიწინენ ვითარცა ლომნი, და წარმოდგენ ვითარცა ლეკუნი ლომთანი, და შეიპყრას და იზახოს ვითარცა მჴეცმან, და განიღოს, და არა ვინ იყოს მჴსნელ მათა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღაღადებაჲ იყოს მათი მას დღესა შინა ვითარცა ოხრაჲ ზღჳსაჲ მღელვარისაჲ. და აღიხილნენ თუალნი ზეცად, და ქუეყანად დამართ. და აჰა ესერა ბნელი ფიცხელი, და ბნელი განკჳრვებასა მათსა.

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო წელსა მას რომელსა მოკუდა ოზია მეფჱ, ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა, და სავსე იყო ტაძარი იგი დიდებითა უფლისაჲთა:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და სერაბინნი დგეს გარემო მისა. ექუსნი ფრთენი ედგნეს ერთსა, და ექუსნი ერთსა. და ორითა იფარვიდეს პირთა მათთა. და ორითა იფარვიდეს ფერჴთა მათთა. და ორითა ფრინვიდეს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღადებდეს ერთი ერთისა მიმართ და ეტყოდეს. წმიდა არს. წმიდა არს. წმიდა არს. უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმაღლდა ბჭეთა ზედაჲ იგი ჴმისა მისგან რომელსა ღაღადებდეს. და ტაძარი იგი აღივსო საკუმეველითა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ. ვაჲ მე უბადრუკსა, რამეთუ შეწუხებულ ვარ რამეთუ კაცი ვარ, და არა-წმიდანი ბაგენი მქონან. და შორის ერისა, რომელსა არა-წმიდანი ბაგენი ასხენ მე დამკჳდრებულ ვარ. და მეუფჱ უფალი საბაოთ მე თუალითა ჩემითა ვიხილე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოივლინა ჩემდა ერთი სერაბინი, და ჴელსა მისსა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემახო პირსა ჩემსა, და თქუა: აჰა ესერა შეგახო ესე ბაგეთა შენთა და მოგისპნე<ს> უშჯულოებანი/ Page of ms. J: A40v  შენნი და ცოდვანი შენნი განწმიდნეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მესმა სიტყუაჲ უფლისაჲ, და ჰრქუა: ვინ მივავლინო, ანუ ვინ მივიდეს ერისა მის, და ვთქუ: აჰა ესერა ვარ: მიმავლინე მე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: მივედ და არქუ ერსა მაგას: სმენით გესმოდის, და არა გულის-ჴმა-ჰყოთ. და ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განზრქა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს ნუუკუჱ იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ, და გულითა გულის-ჴმა-ყონ, და მოიქცენ და განვკურნნე იგინი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ: ვიდრემდე უფალო, და თქუა: ვიდრემდე მოოჴრდენ ქალაქნი არა დამკჳდრებად და სახლნი, რაჲთა არა იყვნენ კაცნი მას შინა, და ქუეყანაჲ დაშთეს ოჴრად:

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამისა შემდგომად განაგრძნვნეს ღმერთმან კაცნი, და განმრავლდენ რომელნი დაშთომილ იყვნენ ქუეყანასა ზედა,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერმე მის ზედა იყოსვე ათეული და კუალად იყვნენ წარტყუენულ ვითარცა ბელეკონნა და რკოჲ რაჟამს გამოვარდის ბუდისაგან.

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო დღეთა აქაზისთა ძისა იოათამისთა ძისა ოზიაჲსა მეფისა იუდაჲსსა აღმოვიდა რაასინ მეფჱ არამისაჲ, და ფაკეჱ ძჱ რომელისა მეფისა ისრაჱლისაჲსა იჱრუსალემდ ბრძოლად მისა. და ვერ უძლეს გარე-მოდგომად მისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და უთხრეს სახლსა დავითისსა, და ჰრქუეს, შეითქუნეს არამ, და ეფრემ თანად. და განკრთა სული მისი, <და სული ერისა მისისაჲ>, ვითარცა იგი შეიძრის მაღნარსა შინა ხჱ ქარისაგან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა უფალმან ესაიას, განვედ შენ შემთხუევად აქაზისა მეფისა იუდაჲსა, შენ და ნეშტი იგი იასობ ძჱ შენი საბანელსა მას ზემო კერძო გზისასა აგარაკისა მის მურკნველისაჲსა:

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მას, ეკრძალე დადუმებად, და ნუ გეშინინ, და ნუცა გული შენი მოუძლურდებინ ორთა ამათგან შეშათა მუგუზთა, რომელნი იგი კუმანან, რამეთუ ოდეს რისხვაჲ გულის-წყრომისა Page of ms. J: A41r  ჩემისაჲ იყოს კუალად ლხინება ვყო./

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძემან რომელისმან, და ძემან არამისმან იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი შენთჳს და თქუეს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აღვიდეთ ჰურიასტანდ და ვეტყოდით მათ <თანა> და მოვაქცინნეთ იგინი ჩუენდა, და მეფჱ ვყოთ მის ზედა ძჱ ტაბეელისი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგეს ზრახვაჲ ეგე, არცა იყოს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ თავ არამისსა დამასკჱ, და თავ დამასკესა რაასინ, და მერმე სამეოც და ხუთისა წლისა შემდგომად მოაკლდეს მეფობაჲ იგი ეფრემისგან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და თავი ეფრემისი სომორონ <და თავ სომორონ> ძჱ რომელისი. და უკუეთუ არა გრწმენეს, არცა გულის-ჴმა-ჰყოთ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
შესძინა უფალმან სიტყუად აქაზისა და ჰრქუა:

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ ანუ სიმაღლედ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა აქაზ: არა ვითხოო არცა განვცადო უფალი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ესაია, ისმინეთ აწ სახლო დავითისო, ნუ მცირე არს თქუენდა ღუაწლისა შემთხუევად კაცთა, და ვითარ ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მოგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული. აჰა ესერა ქალწულმან მუცლად-იღოს, და შვეს ძჱ, და უწოდოს სახელი მისი ენმანოელ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ვიდრე ცნობადმდე მისა, გინა გამორჩევადმდე მისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი. და დაშთეს ქუეყანაჲ რომლისათჳს შენ გეშინის წინაშე ორთა მათ მეფეთა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მოაწიოს შენ ზედა, და ერსა შენსა ზედა, და სახლსა ზედა მამისა შენისასა, დღენი რომელ არღა მოსრულ არიან, ვინაჲ<თ> დღითგან მოუღოს ეფრემ იუდაჲსგან მეფჱ იგი ასურასტანელთაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო<ს> მას დღესა შინა, გამოავლინოს უფალმან მწერი, რომელნი უფლებდენ ზოგსა მდინარესა ეგჳპტისასა. და ფუტკარი რომელ არს სოფელსა Page of ms. J: A41v  ასურასტანისასა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მო/ვიდენ და განისუენონ ყოველსა ჴევნებსა სოფლებისასა, და ჴურელებსა კლდეთასა და ქუაბებსა და ყოველსა ნაპრალებსა, და ყოველთა ხეთა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა დაჰყჳნოს უფალმან საყჳნაელითა მით დამთრვალითა წიაღ მდინარესა მას. მეფისა ასურასტანელთაჲსა თავი და თმაჲ ფერჴთაჲ და წუერი დაჰყჳნოს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა განზარდოს კაცმან დიაკეული ზროხათაჲ და ორნი ცხოვარნი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მრავლად ყოფისა მისგან სძისა, ერბოსა ჭამდენ ყოველნი დაშთომილნი ქუეყანასა ზედა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა ყოველი ადგილი, სადა იგი იყვნენ ათასნი ვენაჴნი ათასისა სიკლისაჲ, ოჴერ იყვნენ და ეკალ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ისრითა და მშჳლდითა შევიდენ მუნ, რამეთუ ოჴერ და ეკალ იყოს ყოველი ქუეყანაჲ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველი მთაჲ ჴნვით მოიჴნას, და არა მოვიდეს მუნ შიში, რამეთუ იყოს ოჴრებისაგან, და ეკლისა საძოვარ ცხოვართა, და დასათრგუნველ ზროხათა.

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან: აღმოიღე თავისა შენისა ქარტაჲ გრაგნილი ახალი დიდი, და დაწერე მას საწერელითა კაცისაჲთა, რაჲთა მალე წარმოღებაჲ ყოს ნატყუენავისაჲ, რამეთუ მოწევნულ არს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოწამჱ მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი, ჰურია მღდელი და ზაქარია ძჱ ბარუქისი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუჴდა წინაწარმეტყუელსა მას ქალწულსა, და მუცლად-იღო, და შვა ძჱ. და მრქუა მე უფალმან: უწოდე სახელი მისი. ადრე წარმოტყუენე მსწრაფლ წარმოიღე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის ხადად სახელისა მამისა გინა დედისა. განძლიერდეს და წარმოიღოს ძალი დამასკესაჲ და ნატყუენავი სამარიაჲსაჲ წინაშე მეფეთა ასურასტანისათა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და შესძინა უფალმან სიტყუად ჩემდა მერმე, და თქუა: Page of ms. J: A42r 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ არა/ ჰნებავს ერსა ამას წყალი იგი სილოამისაჲ, რომელი ვალს მშჳდობით. არამედ გნებავს რაასინ და ძჱ რომელისი მეფედ თქუენ ზედა:

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა აღმოიყვანოს უფალმან თქუენ ზედა წყალი იგი მდინარისაჲ, ძლიერი და ფრიადი, მეფჱ [!] იგი ასურასტანისაჲ და ყოველი დიდებაჲ მისი. და აღმოვიდეს ყოველსა ჴევნებასა მაგას თქუენსა, და იმოთხვიდეს ყოველთა ზედა ზღუდეთა თქუენთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიღოს ჰურიასტანით კაცი რომელი შემძლებელ იყოს აღპყრობად თავისა, გინა შემძლებელი აღსრულებად რაჲსა მე: და იყოს ბანაკი მისი ესრე, ვითარცა აღავსოს სივრცე სოფლისა შენისაჲ. ჩუენ თანა ღმერთი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ცანთ წარმართთა და იძლიენით, ისმინეთ დასასრულადმდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი ეგე იძლიენით. უკუეთუ კუალად განსძლიერდეთ, მერმეცა იძლიენითვე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელი ზრახოთ ზრახვაჲ, გან-ვე-აქარვოს უფალმან: და სიტყუასა რომელსა იტყოდით, არა დაადგრეს თქუენ თანა, რამეთუ ჩუენ თანა ღმერთი არს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ჴელითა ძლიერითა ურჩთა მათთჳს, და სლვითა გზისა ერისა ამის და იტყჳან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ იტყჳთ ფიცხელსა, რამეთუ ყოველი რომელი თქუას ერმან ამან ფიცხელ არს, შიშისა მათისათჳს არა გეშინოდის, არცა შესძრწუნდეთ მათგან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალი თავადი წმიდა ყავთ, და იგი იყოს შიშ თქუენდა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ მისა მოსავ იყო, იყოს შენდა სიწმიდე. და არცა ვითარცა ლოდსა დაბრკოლებისასა შეემთხჳნეთ, და არცა ვითარცა კლდესა საცთურისასა, ხოლო სახლი იაკობისი საფრჴითა და საცთურითა სხენან იჱრუსალემს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს უძლურ იქმნნენ მრავალნი: დაეცნენ და შეიმუსრნენ, და მიიახლნენ და შეიპყრნენ კაცნი კრძალულებით. Page of ms. J: A42v 

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ ცხად იყვნენ/ აღბეჭდულნი იგი შჯულსა არა სწავლად.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუა, უგებდე ღმერთსა რომელმან გარე-მიაქცია პირი მისი სახლისაგან იაკობისა, და ვიყო მე მოსავ მისი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე და ყრმანი რომელნი მომცნა მე ღმერთმან. და იყოს სასწაულებად და ნიშებად სახლსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ საბაოთისა, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა სიონსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ გრქუან თქუენ, ეძიებდით მუცლით-მეზღაპრეთა ქუეყანით-მჴმობელთა, რომელნი მუცლით ჴმობენ, არა ერი არს ღმრთისა მიმართ მათისა, რამეთუ გამოეძიებენ ცხოველთათჳს მკუდართა გან:

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შჯული შესაწევნელად მოეცა, რაჲთა არა თქუან ვითარცა სიტყუაჲ ესე, რომლისათჳს არა არს ქრთამის ცემა მისთჳს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიწიოს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი, და იყოს გმშიოდის, შესწუხნეთ, და ბოროტსა იტყოდით მთავრისათჳს, და მსოფლელთა, და აღიხილ<ნ>ენ თუალნი ზეცად აღმართ,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქუეყანად დაღმართ. და აჰა ესერა უპურებაჲ იწროჲ და ბნელი, ჭირი და იწროებაჲ, და წყუდიადი ვიდრე ვერ ხედვად, და არა წარიწიროს რომელი იწროებასა იყოს ვიდრე ჟამადმდე.

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე პირველად იყოს ადრე. სოფელი ზაბულონისი ქუეყანაჲ ნეფთალემისი, და სხუანი რომელნი ზღჳს-კიდესა არიან, და წიაღ იორდანესა ადგილი გალილეაჲსაჲ წარმართთაჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ერი რომელი ვიდოდა ბნელსა იხილა ნათელი დიდი: რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სოფელსა აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამობრწყინდა თქუენ ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
უმრავლესი ერისაჲ რომელი შთაიყვანენ სიხარულითა შენითა, და იხარებდენ წინაშე შენსა, ვითარცა რომელნი იგი იხარებდეს სალეწავსა ზედა, და ვითარცა რომელნი განიყოფედ ნატყუენავსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოღებულ არს უღელი, რომელი დადებულ იყო მათ ზედა, და კუერთხი Page of ms. J: A43r  რომელი იყო ქედსა ზედა/ მათსა. რამეთუ კუერთხი იგი ურჩთაჲ განაქარვა, ვითარცა დღე იგი მადიამისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ყოველი სამოსელი ზაკუვით შეკრებული და სამკაული ცვალებით მიუზღონ, და ინებონ უკუეთუმცა იყვნეს ცეცხლითა შემწუარ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა ძჱ, და მოგუეცა რომლისა მთავრობაჲ იყო მჴართა მისთა. და ჰრქჳან სახელი მისი დიდისა ზრახვისა ანგელოზ. საკჳრველ თანა-მზრახვალ, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფჱ, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმისა საუკუნისაჲ, რამეთუ მოვაწიო მშჳდობაჲ მთავართა ზედა მშჳდობაჲ და სიცოცხლჱ მისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
დიდ არს მთავრობაჲ მისი, და მშჳდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა მას დავითისსა დაჯდეს, და სუფევაჲ მისი განუმარჯოს მას, და განაძლიეროს იგი სიმართლითა, და ჯეროვანებითა ამიერითგან და მი-უკუნისამდე. შურმან უფლისა საბაოთისმან ყო ესე ყოველი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
სიკუდილი მიავლინა უფალმან იაკობისსა ზედა. და მიიწია ისრაჱლსა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნას ყოველმან ერმან ეფრამისმან, და რომელნი სხენან სამარიას, გინებით და მაღლითა გულითა იტყჳან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ალიზნი დაცემულ არიან, არამედ მოვედით და გამოვჰკუეთოთ ქვები და მოვჰკაფოთ ლეღუსულელი და ნაძჳ და ვიშჱნოთ თავისა ჩუენისა გოდოლი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასცნეს ღმერთმან რომელნი აღდგომილ არიან მთასა ზედა, სიონსა და იჱრუსალემს, და მტერნი იუდაჲსნი განაქარვნეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ასურნი მზის-აღმოსავალით და იონნი მზის-დასავალით, რომელნი შეშჭამენ ერსა ჩემსა ყოვლითა პირითა, ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალვე არს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერი იგი არავე მოიქცა ვიდრემდე იწყლა: და უფალი არა გამოიძიეს,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუსპო უფალმან ისრაჱლისაგან თავი და Page of ms. J: A43v  ბოლოჲ. დიდი და მცირე ერთსა შინა დღესა, მოხუცებული და /თუალ-საგებელი. ესე არს დასაბამი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელი, რომელი ასწავებს უშჯულოებასა, ესე არს ბოლოჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ რომელნი ჰნატრიდენ ერსა ამას სცთებოდიან, და აცთუნებდენ რაჲთა შთანთქნენ იგინი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ჭაბუკთა მათთა ზედა არა იხარებდეს ღმერთი. და ობოლნი მათნი არა შეიწყალნეს, რამეთუ ყოველნი უშჯულო და უკეთურ არიან. ყოველი პირი იტყჳს სიცრუვესა. ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალვე არს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეგზებოდის ვითარცა ცეცხლი უშჯულოებაჲ, და ვითარცა კლერტი ჴმელი შეიჭამოს ცეცხლისა გან: და აღატყდებოდის მაღნარსა შინა ტყეთასა, და თანად შეჭამოს გარემო ბორცუთა ყოველი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
გულის-წყრომითა რისხვისა უფლისაჲთა თანა-დაიწუეს ქუეყანაჲ ყოველი. და იყოს ერი ვითარცა ცეცხლითა შემწუარ, კაცმან ძმაჲ თჳსი არა შეიწყალოს,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მიაქციოს მარჯუენით, რამეთუ ჰმშიოდის და შეშჭამდეს მარცხენითთაგან, და ვერ განძღეს კაცი ჭამითა ჴორცისა მკლავისა თჳსისაჲთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჭამდეს ეფრემ მანასესსა, და მანასე ეფრემისსა, რამეთუ ერთბამად მოიცვენ იუდაჲ.

Verse: 22   Link to septLink to armat   
ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალვე არს.

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელნი წერენ უკეთურებასა, რამეთუ წერენ და უკეთურებასა წერენ,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდააქცევენ საშჯელსა დავრდომილისასა, და მოიტაცებენ განკითხვასა გლახაკთა ერისა ჩემისათა, რაჲთამცა იყვნეს მათა ქურივნი მისატაცებელ, და ობოლნი წარსატყუენველ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჲ მე ყონ დღესა მას მოხედვისასა. რამეთუ ჭირი თქუენი შორით მოიწიოს, და ვისა მიივლტოდით რაჲთა შეწევნაჲ Page of ms. J: A44r  ჰპოოთ. და სადა დაუტეოთ დიდებაჲ თქუენი, რაჲთა არა შესცჳვეთ წარმყვა/ნებელთა, და ქუეშჱ მოკლულთა დაეცნენ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალვე არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ ასურასტანელთა კუერთხსა გულის-წყრომისა ჩემისასა, და რისხვაჲ არს ჴელთა მათთა .

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რისხვაჲ ჩემი ნათესავსა ზედა უშჯულოსა მივავლინა, და ერსა ჩემსა ზედა უბრძანო ტყუენვაჲ და ავრობაჲ, და დათრგუნვაჲ ქალაქთაჲ, და დასხმად იგინი მტუერად გზათა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მას არა ესრეთ გულსა მოუჴდა, სულითა თჳსითა არა ესრეთ განიზრახა, არამედ განიშორა გონებითა თჳსითა თესლებსა მოსრვად არა მცირედსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ ჰრქუან მას, არა შენ ხოლო ხარ მთავარ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქჳს, არა დავიპყარ სოფელი ზემო კერძო ბაბილონსა, და ქალანესა სადა იგი გოდოლი შენებულ იყო. და დავიპყარ არაბიაჲ, და დამასკჱ, და სამარიაჲ:

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ესე დავიპყარ, ეგრეცა ყოველი სოფელი დავიპყრა, ღაღადებ<დ>ით გამოქანდაკებულნი იჱრუსალემს, და სამარიას,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
<. . .> და ჴელით-ქმნულნი [

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
] რაჟამს აღასრულოს უფალმან ყოფად ესე ყოველი, მთასა ზედა <სიონსა> და იჱრუსალემს, მოავლინოს გონებასა მას ზედა დიდსა, და მთავარსა მას ზედა ასურასტანელთასა, და სიმაღლესა მას დიდებისა თუალთა მისთასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ თქუა: ძალითა ჩემითა ვყო, და სიბრძნითა გულის-ჴმის-ყოფისა ჩემისაჲთა მოვიპყრნე საზღვარნი თესლებისანი, და ძალი მათი წარმოვიღო.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი, და სოფელი ყოველი დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა მართუენი და ვითარცა დაშთომილნი კუერცხნი აღვიხუნე, და არა ვინ იყოს რომელი განმერეს მე, ანუ სიტყუა მი<უ>გოს მე. Page of ms. J: A44v 

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუჱ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა, ანუ/ აღმაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა. ეგრეთვე ვითარცა იგი ვინ აღიღის კუერთხი, ანუ წათი, და არა ეგრე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მოავ<ლ>ინოს უფალმან საბაოთ. შენსა მას პატიოსნებასა ზედა უპატიოებაჲ, და დიდებასა შენსა ზედა ცეცხლი აღგზებული აღატყდებოდის.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ნათელი ისრაჱლისაჲ ვითარცა ალითა აღგზებულ: და წმიდა ყოს იგი და შეწუას: და შეშჭამდეს ვითარცა თივასა ტყესა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეშჭამდეს სულითგან ჴორცადმდე: და იყოს რომელი იგი ივლტოდის ვითარცა იგი ვინ ივლტინ ალისაგან აგზებულისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელნი დაშთენ მათგან, იყვნენ რიცხჳთ, და ყრმამან მცირემან დაწერნეს იგინი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა არღარა შეეძინოს ნეშტი ისრაჱლისაჲ. და ცხორებულნი იაკობისნი არღარა მოსავ იყვნენ მავნებელთა მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმრთისა წმიდისა ისრაჱლისა ჭეშმარიტებით,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაქციოს ნეშტმან იაკობისმან ძლიერისა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
დაღათუ იყოს ერი შენი ისრაჱლ ვითარცა მქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი მათი ოდენ ცხონდეს.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლით <რამეთუ სიტყუაჲ შემოკლებული>. ყოს უფალმან ყოველსა ზედა სოფელსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი საბაოთ: ნუ გეშინინ ერო ჩემო, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სიონს, ასურასტანელთათჳს, რამეთუ კუერთხითა დაგცე<ს> შენ. რამეთუ გუემაჲ მოვაწიო შენ ზედა ხილვად შენდა გზაჲ ეგჳპტისაჲ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
მერმე და მცირედ, და დასცხრეს რისხვაჲ ჩემი შენთჳს, ხოლო გულის-წყრომაჲ ჩემი ზრახვასა მათსა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღადგინოს ღმერთმან ტანჯვაჲ მათ ზედა წყლულებისა მის-ებრ მადიამისა ადგილსა ჭირისასა, ხოლო გულის-წყრომაჲ მისი გზასა მას ზღჳთ Page of ms. J: A45r  კერძო ეგჳპტედ მიმართ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, მოგეღოს უღელი მისი/ ქედისაგან შენისა, და შიში მისი შენგან. და განირყუნეს უღელი მისი მჴართაგან თქუენთა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოიწიოს ქალაქად ანგედ,

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და თანა-წარვლოს მაგედონი: და მაქმას დადვას საჭურველი თჳსი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვლოს ჴევი იგი, და მიიწიოს გაბაონდ და იქცეოდის. შიშმან შეიპყრას ჰრამაჲ ქალაქი იგი საულისი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და ივლტოდის ასული გალიმისი: ესმეს ლაისსა, ესმეს ანათოთსა,

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
განკრთა მედებებაჲ, და მკჳდრნი გაბირისანი.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰლოცვიდენ დღეს გზასა დადგრომად, ევედრებოდიან ჴელითა მთაჲ ასულისა სიონისაჲ, და ბორცუნი რომელნი იყვნეს იჱრუსალემს და იუდას. აჰა ესერა უფალი საბაოთ შეაძრწუნებს დიდებულთა ძლიერებითურთ.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და მაღალნი იგი გინებით შეიმუსრნენ, და განსაცხრომელნი იგი დამდაბლდენ, და დაეცნენ მაღალნი იგი მახჳლითა, ხოლო ლიბანი სიმაღლითურთ დაეცეს.

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესისა, და ყუავილი ძირისა მისისაგან აღმოჴდეს,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და განისუენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისამან, და გულის-ჴმის-ყოფისამან, სულმან ზრახვისამან, და ძლიერებისამან, სულმან მეცნიერებისამან და ღმრთის-მსახურებისამან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და სულმან შიშისა ღმერთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისა-ებრ შჯიდეს, არცა სიტყჳსა-ებრ ამხილებდეს,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ შჯიდეს სიმართლისა საშჯელსა: და ამხილებდეს დიდებულთა ქუეყანისათა, და მოსრას ქუეყანაჲ სიტყჳთა პირისა მისისაჲთა, და სულითა ბაგეთაჲთა აჴოცოს უღმრთოჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი, და ჭეშმარიტებითა შეხუეულ გუერდნი მისნი. Page of ms. J: A45v 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი განისუენებდეს/ თიკანთა თანა, და ჴბოჲ და ლომი და ზუარაკი ერთად ძოვდენ: და ყრმამან ნინველმან შემოკრიბნეს იგინი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴარი და დათჳ ზობად ძოვდენ, და მართუენი მათნი აღრეულად იქცეოდიან: და ლომი ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს:

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყრმამან მცირემან ჴურელსა ასპიტისასა, და საწოლსა ნაშობთა ასპიტთასა ჴელი დასდვას და არა რაჲ ავნონ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და არცა უძლონ წარწყმედად არა ვის მთასა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანაჲ მეცნიერებითა უფლისაჲთა, ვითარცა წყალმან მრავალმან დაფარის ზღუაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და რომელი იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ, და იყოს განსუენებაჲ მისი პატივით.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დ<ღ>ესა შინა შესძინოს უფალმან ჩუენებად ჴელი მისი, შურობად და მოძიებად დაშთომილისა მის ნეშტისა ერისა, რომელი იგი დაუშთეს ასურასტანელთა მათ, და ეგჳპტით და ბაბილონით, და ეთიოპიაჲთ, და ელამიტელთა და მზისა აღმოსავალით, და არაბიაჲთ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ, და შეკრიბნეს წარწყმედულნი იგი ისრაჱლისანი, და განთესულნი იგი იუდაჲსნი შეკრიბნეს ოთხთაგან ფრთეთა ქუეყანისათა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოეღოს შური ეფრემისი, და მტერნი იუდაჲსნი წარწყმდენ. ეფრემ არღარა ეშურობდეს იუდას, და იუდა არღარა ეშურობდეს ეფრემს,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ფრინვიდენ ნავებითა უცხოთაჲთა, ზღუასა ერთბამად წარმოსტყუენვიდენ მზის-აღმოსავალისათა და იდუმეაჲ: მოაბსა ზედა პირველად ჴელნი დაასხნეს, ხოლო ძენი ედომისნი პირველვე ერჩდეს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაოჴროს უფალმან ზღუაჲ იგი ეგჳპტისაჲ, და დასდვას Page of ms. J: A46r  ჴელი მისი მდინარესა ზედა, ქარითა სასტიკითა, და განყოს იგი/ შჳდად ჴევად, რაჲთა წიაღ-სავალი იყოს ჴამიერისაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს იგი განსავალ ნაშტისა მის ერისა ჩემისა ეგჳპტეს შინა, და იყოს ისრაჱლისა ვითარცა დღესა მას, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით.

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და <ს>თქუა მას დღესა შინა, გაკურთხოს შენ უფალმან, რამეთუ განმირისხენ მე. და გარე-წარიქციე გულის-წყრომაჲ შენი და შემიწყალე მე.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ღმერთი ჩემი, მაცხოვარი ჩემი უფალი, და მოსავ ვიყო მისა, და ვცხოვნდე მის მიერ, და არა მეშინოდის მე, რამეთუ დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი, და მეყო მე მაცხოვარ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოივსოს წყალი სიხარულით წყაროთაგან ცხორებისათა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუა მას დღესა შინა, უგალობდით უფალსა: ღაღადებდით სახელითა მისითა. მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი. მოიჴსენეთ რამეთუ აღმაღლდა სახელი მისი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უგალობდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მაღალი იყო: მიუთხართ ესე ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
იხარებდით და მხიარულ იყვენით რომელნი დამკჳდრებულ ხართ სიონს, რამეთუ ამაღლდა წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ შორის მისსა.

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხილვაჲ ბაბილონისათჳს, რომელი იხილა ესაია ძემან ამოსისმან.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მთათა ზედა ველოვანთა აღიღეთ სასწაული: აღიმაღლეთ ჴმაჲ მთათა მიმართ. ნუგეშინის-ეცით ჴელითა. განახუენით მთავარნო.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მე უბრძანო, განწმედილნი არიან, და მე მოვიყვანნე იგინი. გმირნი მოვლენ დაცხრომად გულის-წყრომისა ჩემისა. უხაროდის თანად, და აგინებდენ,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ ნათესავთა მრავალთაჲ მთასა ზედა, მსგავსი ნათესავთა მრავალთაჲ. ჴმაჲ მეფეთა წარმართთაჲ შეკრებულთაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალი საბაოთ უბრძანებს ნათესავსა ჭურვილსა მბრძოლსა მოსლვად შორით კიდითგან საფუძველით ცისაჲთ. უფალი და ჭურვილ-მბრძოლნი მისნი, განრყუნად სოფელსა. Page of ms. J: A46v 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღადებდით, რამეთუ ახლოს არს დღჱ უფლისაჲ/ და შემუსრვაჲ ღმრთისა მიერ მოიწიოს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ყოველნი ჴელნი დაჰჴსნდენ, და ყოველსა სულსა კაცისასა ეშინოდის,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეძრწუნდენ მოციქულნი, და სალმობამან შეიპყრნეს [!] იგინი ვითარცა დედაკაცისა შობადისამან, და თანად ძჳრი შეხუდეს მოყუასსა მოყუსისა თანა, და განკრთენ და პირი მათი ვითარცა ალისაგან იცვალოს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა დღჱ უფლისაჲ მოვალს უკურნებელი გულის-წყრომითა და რისხვითა, დადებად ყოველი სოფელი ოჴრად და ცოდვილნი წარწყმედად მისგან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვარსკულავნი ცისანი და ორიონნი, და ყოველმან სამკაულმან ცისამან ნათელი მათი არა მოსცენ. და დაბნელდეს მზისა აღმოსავალი, და მთოვარემან არა მოსცეს ნათელი თჳსი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვამცნო ყოვლისა სოფლისათჳს ბოროტი და უღმრთოთა ცოდვანი მათნი. და წარ<ვ>აწყმიდო გინებაჲ უშჯულოთაჲ, და გინებაჲ ამპარტავანთაჲ დავამდაბლო.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ დაშთომილნი იგი პატიოსან უფროჲს ვიდრე ოქროჲ გამოუჴურვებელი: და კაცი უპატიოსნეს იყოს უფროჲს ვიდრე ანთრაკი სოფირით.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ცაჲ განრისხნეს, და ქუეყანაჲ შეი<ძ>რას საფუძველითურთ თჳსით გულის-წყრომითა რისხვისა უფლისა საბაოთისითა, დღესა მას ოდეს მოიწიოს გულის-წყრომაჲ მისი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ ნეშტნი იგი ვითარცა ქურციკნი მეოტნი, და ვითარცა ცხოვარნი შეცთომილნი. და არა ვინ იყოს შემკრებელ: ვითარცა კაცი მიიქცეს ერისა თჳსისა, და კაცი სოფლად თჳსა მიიქცეს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელი დაეპყრას განიგუმიროს, და რომელნი შეკრებულ იყვნენ, მახჳლითა დაეცნენ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და შვილნი მათნი წინაშე მათსა დაითქნენ, და ცოლნი მათნი მიიყვანნენ, და სახლნი მათნი გამოტყუენნენ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა აღვადგინნე თქუენ ზედა Page of ms. J: A47r  უჟიკნი, რომელთა არა შე/ურაცხიეს ვეცხლი, არცა უჴმს ოქროჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მშჳლდები ჭაბუკთაჲ შემუსრონ, და შვილნი თქუენნი არა შეიწყალნენ, არცა ნაშობთა თქუენთა ერიდნენ თუალითა მათითა,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ბაბილონი რომელ ჰრქჳან პატიოსან მეფეთა მიერ ქალდეველთა, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორაჲ,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
არა დაემკჳდროს უკუნისამდე ჟამთა: არცა შევიდენ მუნ მრავალითგან ნათესავით: არა განვიდენ მიერ არაბიელნი არცა მწყემსნი განისუენებდენ მას შინა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ განისუენებდენ მუნ მჴეცნი, და აღივსნენ სახლნი მათნი ოხრითა, და მუნ განისუენებდენ ურჩხულნი, და ეშმაკნი როკვიდენ მუნ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვირდევნი მუნ დაემკჳდრნენ. და გრძღაბთა მართუჱ ისხნენ სახლთა შინა მისთა. და ტაძართა შინა საშუებელისა მათისათა ადრე მოიწიოს, და არა ყოვნოს, და დღენი მისნი არა განგრძნენ.

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიწყალოს უფალმან იაკობი, და გამოარჩიოს მერმე ისრაჱლი. და განისუენებდენ ქუეყანასა მათსა, და ქუეყანისა საზღვარნი შეეძინნენ მათ, და შეერთნენ სახლსა იაკობისსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანნენ იგინი წარმართთა, და შეიყვანნენ იგინი ადგილსავე თჳსსა. დაიმკჳდრონ იგი და განმრავლდენ ქუეყანასა ზედა ღმრთისასა მონებად და მჴევლებად. და იყვნენ წარტ<ყ>უენულ წარმტყუენველნი მათნი. და ეუფლნენ მათ, რომელნი იგი უფლებენ მათ ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა განგისუენოს შენ უფალმან, სალმობისაგან შენისა, და გულის-წყრომისაგან და მონებისაგან ფიცხლისა, რომელსა ჰმონებთ მათ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიღო გოდებაჲ ესე მეფესა ზედა ბაბილონისასა. და სთქუა მას დღესა შინა ვითარმედ დაცხრომილ არს მიმჴდელი იგი, და დადუმებულ არს მასწრაფებელი იგი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A47v  შემუსრა უფალმან უღელი იგი ცოდვილთაჲ,/ და უღელი იგი მთავართაჲ, და მოსრნეს ნათესავნი წყლულებითა უკურნებელითა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მოსრვად წარმართთა გულის-წყრომითა, და წყლვად და არა ერიდა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
განისუენა ქუეყანამან ყოველმან სასოებით და ღაღადებს სიხარულით.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხენი ლიბანისანი იხარებდეს შენდამი, და ნაძუთა ლიბანისათა გრქუან შენ, ვინაჲთგან შენ დაიძინე, არა ვინ აღმოვიდეს კაფად ჩუენდა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჯოჯოხეთი ქუეშჱ კერძო განმწარდა შემთხუევასა შენსა. მო-რაჲ-ხჳდოდე შენ, აღადგინნა შენ ზედა გმირნი, რომელნი ჰმთავრობდეს ქუეყანასა, რომელნი აღდგენ საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ, და შენცა შე-ვე-იპყარ ვითარცა ჩუენ, და ჩუენ თანა შერაცხილ ხარ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
შთაჴდა ჯოჯოხეთა დიდებაჲ შენი და მრავალი მხიარულებაჲ შენი. ქუეშჱ შენსა დაგირეცონ დალპოლვაჲ, და დასაფარველ შენდა მატლი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ გარდამოვარდა ზეცით მთიები იგი, რომელი განთიად აღმოვალს, შეიმუსრა ქუეყანასა რომელი წარავლინებდა ყოველთა მიმართ წარმართთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ სთქუ გონებასა შენსა, ზეცად აღვიდე, და ზედა ვარსკულავთა ცისათა: და დავიდგნე საყდარნი ჩემნი, და დავჯდე მთასა მაღალსა, მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოჲთ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მე მსგავს მაღლისა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე საფუძველთა ქუეყანისათა .

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა გიცოდეს შენ უკჳრდეს შენ ზედა და თქუან: ესე იგი კაცი არს რომელი განარისხებდა ქუეყანასა, რომელი აღსძრვიდა მეფეთა:

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან დადვა ყოველი სოფელი ოჴრად, და ქალაქნი მისნი დაარღჳნა. წარტყუენულნი იგი არა განუტევნა სახიდ მათა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთა მეფეთა წარმართთა Page of ms. J: A48r  დაიძინეს პატივით კაცი სახლსა შინა თჳსსა./

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ განჰვარდე მთათა ზედა ვითარცა მკუდარი საძაგელი, მრავალთა თანა მომკუდართა, განგუმერილთა თანა მახჳლითა შთამავალთა ჯოჯოხეთა, ვითარცა სამოსელი შესუარული სისხლითა არა იყოს წმიდა <. . .>.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანაჲ ჩემი წარსწყმიდე, და ერი ჩემი მოჰსარ, არა დაადგრე უკუნისამდე ჭამთა, ნათესა<ვ>ო ბოროტო.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
განმზადენ შვილნი შენნი კლვად ცოდვისათჳს მამისა შენისა, რაჲთა არა აღდგენ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და აღავსონ ქუეყანაჲ ბრძოლითა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვდგე მათ ზედა, იტყჳს უფალი საბაოთ. და წარვწყმიდო სახ<ე>ლი მისი ნეშტი და ნათესავი. ამას იტყჳს უფალი საბაოთ:

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
დავდვა ბაბილონი ოჴრად, რაჲთა დაიმკჳდრონ მას შინა გრძღაბთა და იყოს არა რაჲ: და დავდვა იგი თიჴისა უყად და წარსაწყმედელად.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ: ვითარცა ვიტყოდე ეგრეცა იყოს: და ვითარცა მიზრახავს ეგრეცა ეგოს:

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
წარწყმედად ასურასტანელნი იგი ქუეყანით ჩემით, და მთათაგან ჩემთა, და იყვნენ დასათრგუნველ: და მოიღოს მათგან უღელი მათი, და საჴივი მათი ქედთაგან მათთა მოეღოს.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ზრახვაჲ არს რომელ უზრახავს უფალსა ყოველსა ზედა სოფელსა. და ესე არს ჴელი მაღალი ყოველთა ზედა წარმართთა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ რაჲ იგი ღმერთსა წმიდასა უზრახავს ვინ განაქარვოს. და ჴელი მისი მაღალი ვინ მოაქციოს.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ხილვაჲ მეექუსჱ ფილისტიმელთა ზედა. წელსა მას, რომელსა მოკუდა აქაზ მეფჱ, იყო სიტყუაჲ ესე.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გიხარინ ყოველთა უცხოთესლთა, რამეთუ შეიმუსრა უღელი მტანჯველისა მის თქუენისაჲ. რამეთუ თესლისაგან გუელთაჲსა გამოჴდენ ნაშობნი ასპიტთანი. და ნაშობთა მათთაგან, გამოვიდენ გუელნი Page of ms. J: A48v  მფრინვალენი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
დასრულდენ გლახაკნი უფლისა მიერ, და/ დავრდომილნი კაცნი მშჳდობით განისუენებდენ. ხოლო მოსრას სიყმილმან ნათესავი შენი, და ნაშტი შენი მოესრას.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღადებდით ბჭენი ქალაქისანი, ვალალაებდით ქალაქნი შეძრწუნებულნი, დაწესებულთა შორის მისთა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჲ მიუგონ მეფეთა წარმართთა, რამეთუ უფალმან დააფუძნა სიონი, და მის მიერ ცხოვნდენ მდაბალნი ერისანი.

Chapter: 15  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ მოაბისი. ღამჱ წარწყმდა მოაბელი იგი რამეთუ ღამჱ წარწყმდეს ზღუდე იგი მოაბელისაჲ მის.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მწუხარე იქმნენით თავთა თჳსთა თჳს, რამეთუ წარწყმდა დებონი, სადა იგი ბომონი შენებულ იყო. მუნ ახჳდეთ ტირიდ ნაბავსა მოაბელისასა. ვალალაებდით. ყოველსა თავსა სიმტიერე, და ყოველნი მკლავნი დაჭრილ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
უბანთა მისთა ზედა მოირტყთ ძაძაჲ, და იტყებდით ერდოთა მისთა ზედა, და უბანთა მისთა ყოველნი ვალალაებდით ტირილით,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ღაღად-ყო ესებონმან, და ელვალემან: ვიდრე ისადმდე ისმა ღაღადებაჲ მათი. ამისთჳს წელნი მოაბელისანი ღაღადებენ: სულმან მისმან ცნას.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
გული მოაბელისაჲ ღაღადებს თავსა თჳსსა ზედა ვიდრე სეგორადმდე, რამეთუ დიაკეული არს სამ წლისაჲ. ხოლო აღსავალსა მას ლუითისასა ტირილით აღვიდოდიან შენდა გზასა ზედა ადუნიიმ: ღაღაღებდეს შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ და ძრვაჲ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
წყალი იგი ნებრიმისაჲ ოჴერ იყოს, და განჴმეს, და ყოველი თივაჲ მისი მოაკლდეს, რამეთუ თივაჲ ნედლი არა იყოს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუჱ ესეცა განრინებად არს, რამეთუ მოვჰჴადნე ჴევნებსა მისსა არაბიელნი, და წარიღონ იგი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შეუდგა ღაღადებაჲ ღაღადებასა, საზღუარისაჲ მის მოაბელისაჲ აგალიმ. Page of ms. J: A49r  ვალალაებაჲ მისი, ვიდრე ჯურღმულადმდე ელიმისა./

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო წყალი იგი რემონისაჲ აღივსოს სისხლითა, რამეთუ მოვჴადნე რემონსა ზედა არაბიელნი, და აღვიღო ნათესავი მოაბისაჲ და არიელისაჲ და ნეშტნი იგი ადამაჲსანი.

Chapter: 16  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
განვავლინნე ვითარცა ქუე-წარმავალნი ქუეყანასა ზედა. ნუ უკუჱ პეტრაჲცა ოჴერ არს მთაჲ იგი ასულისა სიონისაჲ,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იყო შენ ვითარცა მფრინ<ვ>ელისა აფრენილისა მართუენი გამოკრებულნი,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრე იყო შენ ასულო მოაბისაო, ხოლო არნონსა ზედა უმრავლესი ზრახე, უქმენით მათ საფარველი გლოვისაჲ მარადის, შოვა-სამხრის ვითარცა ბნელსა ივლტოდიან. განკრთეს. ნუ გი<მ>ძიმნ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
დაგიმკჳდრონ შენ მეოტთა მოაბისათა: გექნმმენ თქუენ საფარველ წინაშე პირსა მდევნელთასა, რამეთუ მოგიხუნეს შემწენი შენნი, და მთავარი იგი წარწყმდა, რომელი იგი დასთრგუნვიდა ქუეყანასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღემართოს წყალობითა საყდარი, და ჯდეს მას ზედა ჭეშმარიტებით, საყოფელსა დავითისსა შჯიდეს, და გამოეძიებდეს სამართალსა, და იწრაფდეს სიმართლესა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გუესმა გინებაჲ მოაბისაჲ, და მაგინებელ არს ფრიად. ამპარტავანებაჲ მისი აღვიღე: არა ეგრე მისნობაჲ შენი არცა ესრეთ

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღადებს მოაბელმან მოაბელისა მიმართ. ყოველნი ღაღადებდენ დამკჳდრებულთა მათ ზედა კედელსა კეცისასა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრცხუენეს ველთა ესებონისათა, იგლოვდენ სავენაჴენი სებემაჲსანი, შთათქმიდენ წარმართნი, დათრგუნენით სავენაჴენი მისნი ვიდრე <ი>ეზერდმდე. არა შეჰკრბეთ შესცეთით უდაბნოსა, მოვლინებულნი მის მიერ დაშთეს, რამეთუ წიაღ-ჴდეს ზღუასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ვტიროდი ვითარცა ტირილსა იაზერისასა Page of ms. J: A49v  ვე/ნაჴსა სებამჱსასა, ხენი შენნი მოკაფნეს ესებონელთა და ელეალელთა, რამეთუ სამკალი შენი და სასთულებელი შენი დავთრგუნო, და ყოველი დაეცეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოეღოს სიხარული და მხიარულებაჲ სავენაჴეთაგან. და ვენაჴთა შენთა ზედა არა იხარონ, და არა დაწნიხონ ღჳნოჲ საწნეხელთა, რამეთუ დაცხრომილ არს .

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მუცელი ჩემი მოაბსა ზედა ვითარცა ქნარი ოხრიდეს, და ნაწლევნი ჩემნი ვითარცა ზღუდე, რომელი განაახლე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ვითარცა გრცხუენოდის შენ, რამეთუ დაშურეს მოაბი ბომონთა მისთა ზედა, და შევიდეს ჴელით-ქმნულთა მისთა ლოცვად, და ვერ უძლოს განრინებად მისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი მოაბსა ზედა, ოდესცა იგი იტყოდა:

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ იტყოდა უფალი და თქუა. სამთა წელთა სასყიდლით-მოდგინისაჲ შეურაცხ ექმნეს დიდებაჲ მოაბისაჲ ყოველსა ზედა სიმდიდრესა მრავალსა. და დაშთეს მცირითა ერითა, და უპატიო იქმნეს.

Chapter: 17  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ დამასკისათჳს. აჰა ესერა დამასკჱ აღიღოს ქალაქთაგან, და იყოს დასაცემელ,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაშთომილ საუკუნოდ, სადგურ სამწყსოთა, და განსასუენებელ: და არა ვინ იყოს შინა განმავალ:

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა იყოს ძლიერებაჲ შესავედრებელად იგი ეფრემისა, და არცა იყოს მეფობაჲ დამასკეს, და ნეშტი ასურთაჲ: რამეთუ არა შენ უმჯობეს ხარ ძეთა ისრაჱლისათა და დიდებისა მათისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ: იყოს მას დღესა შინა მოკლებაჲ დიდებისაჲ იაკობისი, და უმრავლესი დიდებისა მისისაჲ შეიძრას,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ვითარცა ვინ Page of ms. J: A50r  შეკრიბის, სამკალი მდგომარჱ მკლავითა თჳსითა: და თავი/ ჴუვილისაჲ გამუსრის, და იყოს ვითარცა იგი ვინ შეკრიბის თავი ჴუვილისაჲ ჴევსა შინა მყარსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაშთის მას შინა წუელი, ანუ ვითარცა მარცუალნი ზეთის-ხილისანი, ორნი ანუ სამნი მწუერვალთა სიმაღლესა, ოთხი ანუ ხუთი რტოთა ზედა მაღალთა დაშთიან. ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ:

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა მოსავ იყოს კაცი შემოქმედისა თჳსისა, და თუალნი მისნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა მსტოვარ იყვნენ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა მოსავ იყვნენ ბომონთა მათთა, არცა ქმნულთა ჴელთა მათთასა, რომელნი ქმნნეს თითითა მათითა: და არღარა იხილნენ ხენი არცა საძაგელნი მათნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა იყვნენ ქალაქნი შენნი დაშთომილ, ვითარცა იგი დაუტევნეს ამორეველთა და ეველთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. და იყვნენ ოჴერ,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაუტევე ღმერთი მაცხოვარი შენი, და უფალი შემწე შენი არა მოიჴსენე, ამისთჳს დაჰნერგო ნერგი ურწმუნოჲ:

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დღესა მას რომელსა დაჰნერგო სცთე. უკუეთუ განთიად სთესო ყუაოდის სამკლად, და რომელსა დღესა მოიმკო განჰნაწილო, და ვითარცა მამამან კაცისამან განუნაწილის შვილთა თჳსთა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ სიმრავლესა წარმართთა მრავალთასა. ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ეგრე შესძრწუნდეთ, და ზურგნი მრავალთა წარმართთანი ვითარცა ზღუაჲ ოხრიდენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა წყალნი მრავალნი ნათესავნი მრავალნი. ვითარცა წყლისა მრავლისაჲ სიმძაფრით მომავალისაჲ. და შეურაცხ-ყვნეს იგინი, და შოვრის სდევნიდეს მათ. ვითარცა მტუერა ბზისა მქრეველთაჲ წინაშე ქარსა, და ვითარცა მტუერი ურმის-თუალთაჲ რომელი ნიავქარსა მიმოაქუნ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიმწუხრი იყოს გლოვაჲ. უწინარეს ცისკრისა, და Page of ms. J: A50v  არა იყოს./

Verse: 15   Link to septLink to armat   
ესე ნაწილი არს თქუენთა მათ მტყუენველთაჲ. და სამკჳდრებელი რომელთა თქუენ დაგიმკჳდრეს.

Chapter: 18  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ ქუეყანასა ნავთა ფრთეთასა მიერ კერძო მდინარესა ეთიოპისასა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი წარავლინებს ზღუასა ზედა მძევლებსა და სამოციქულოჲ წიგნები ზედა წყალთა. რამეთუ ვიდოდიან მოციქულნი მალენი ნათესავთა მიმართ შორიელთა, და უცხოთა ერისა ბოროტისა, ვაჲ მიერ კერძო ნათესავსა უსასოსა და დათრგუნვილსა. აწ აღჭრნენ მდინარენი ქუეყანისანი ყოველთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა სოფელი დამკჳდრებული დაეშენოს სოფელი მათი: ვითარცა ნიში აღიღოს მთისაგან, და ვითარცა ჴმაჲ საყჳრისაჲ სასმენელ იყოს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე მრქუა მე უფალმან: კრძალულებაჲ იყოს ჩემსა ქალაქსა. ვითარცა ნათელი ცხელსა შოვა-სამხრის, და ვითარცა ღრუბელი ცუარისაჲ დღეთა არისათა იყოს

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უწინარეს მკისა. რაჟამს დაესრულის ყუავილი, და კაწახი ყუავინ ყუავილსა შინა, გამოკაწახნებინ, და მოჰკუეთის ტევნები მცირე მანგლითა: და ნასხლევსა მოშჭრინ, და მოჰკუეთნ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაუტევის ერთბამად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა. და შეკრბენ მას ზედა მფრინველნი ცისანი, და მჴეცნი ქუეყანისანი მას ზედა მოვიდენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მას ჟამსა შინა შეიწიროს ძღუენი უფლისა საბაოთისა ერისაგან ჭირვეულისა, და ურვ<ილ>ისა, და ერისაგან დიდისა ამიერითგან, და უკუნისამდე ჟამთა ერისაგან მოსავისა და დათრგუნვილისა. რომელი არს ადგილსა მდინარისა სოფლისა მისისასა, ადგილსა სადა იგი სახელი უფლისაჲ საბაოთისი წოდებულ არს მთაჲ სიონი.

Chapter: 19  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხილვაჲ ეგჳპტისაჲ. აჰა უფალი საბაოთ ზედა ზის ღრუბელთა სულ-/მცირეთა, Page of ms. J: A51r  და / მოვალს ეგჳპტედ: და შეიძრნენ ჴელით-ქმნულნი ეგჳპტისანი პირისა მისისა გან: და გულნი მათნი მოუძლურდენ მათ შორის.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგენ ეგჳპტელნი ეგჳპტელთა ზედა, და ჰბრძოდის კაცი ძმასა თჳსსა, და კაცი მოყუასსა თჳსსა. ქალაქი ქალაქსა ზედა, და შჯული შჯულსა ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეძრწუნდეს სული ეგჳპტელთა მათ შორის. ზრახვანი მათნი განვაქარვნე, და ჰკითხვიდენ ღმერთთა მათთა, და ძეგლებსა მათსა, და ქუეყანით-მჴმობელთა, და მუცლით-მეზღაპრეთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე ეგჳპტე ჴელთა კაცთა, უფალთა ფიცხელთასა, და მეფენი ფიცხელნი უფლებდენ მათ ზედა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს მფლობელი უფალი საბაოთ .

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და სუმიდენ ეგჳპტელნი წყალსა ზღჳს-კიდისასა, ხოლო მდინარესა მას მოაკლდეს და განჴმეს. და მოაკლდენ მდინარენი, და რტონი მდინარისანი, და განჴმენ შესაკრებელნი წყალთანი, და ყოველი რწყურნები ლერწმოანთაჲ, და ჭილისაჲ,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მდინარის კიდისაჲ მდელოჲ, ყოველი გარემო მდინარისაჲ, და ყოველი სათესავი მდინარისაჲ მისგან განჴმეს ხორშაკითა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და სულთ-ითქუმიდენ მესათხევლენი. და სულთ-ითქუმიდენ ყოველნი მესამჭედურენი მის მდინარისანი, და რომელნი სდებდეს ბადესა, და მესათხევლენი იგლოვდენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და სირცხჳლმან შეიპყრნეს მოქმედნი სელისა მის პებით-სთულისანი, და რომელნი იქმოდეს ბისონსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ მოქმედნი იგი მათნი სალმობასა შინა, და ყოველნი მოქმედნი ხმელისანი დაწუ<ხ>ნენ, და გული მათი ელმოდის.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და განცოფნენ მთავარნი ტანეოსისანი, ბრძენნი იგი თანა-მზრახვალნი მეფისანი, და იყოს ზრახვაჲ იგი მათი სულელ. ვითარ იგი ჰრქჳთ მეფესა: Page of ms. J: A51v  ძენი გონიერნი ვართ ჩუენ, ძენი მეფეთანი დასაბამითგან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
სადა/ არიან აწ ბრძენნი იგი შენნი, და გითხრედ შენ და გაუწყედ შენ, რაჲ უზრახავს უფალსა საბაოთსა ეგჳპტესა ზედა,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაკლდეს მთავარნი ტანეოსისანი, და აღმაღლდეს მთავარნი მე<მ>ფისანი, და აცთუნებდენ ეგჳპტესა ტოჰმად,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უფალმან შეურია მათ სული მაცთურებისაჲ, და შეაცთუნა ეგჳპტე ყოველთა შინა საქმეთა მათთა, ვითარცა იგი შესცთის მთრვალი <და> რომელი სთხევნ ერთბამად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა იყოს ეგჳპტელთა საქმჱ, რომელმან ქმნეს თავი და ბოლოჲ, დასაბამი და დასასრული.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა იყვნენ ეგჳპტელნი ვითარცა დედანი შიშსა შინა და ძ<რ>წოლასა, პირისაგან შიშისა უფლისა საბაოთისა, რომელი მოაწიოს მათ ზედა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს სოფელი იგი ჰურიასტანისაჲ საშინელ ეგჳპტელთა: ყოველმან რომელმან სახელ-სდვას მას მათ შორის შეეშინეს, ზრახვისა მისთჳს რომელი უზრახავს მას ზედა უფალსა საბაოთს ყოვლისა-მპყრობელსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა იყვნენ ხუთნი ქალაქნი ეგჳპტეს, რომელნი იტყოდიან ენასა ქანანელთასა, და ფუცვიდენ სახელსა უფლისა საბაოთისსა. ქალაქი ასედეკ ეწოდოს ქალაქსა ერთსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა იყოს საკურთხეველი უფლისაჲ სოფელსა ეგჳპტისასა, და ძეგლი საზღვართა მისთა თანა უფლისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს სასწაულ საუკუნო უფლისა საბაოთისა სოფელსა ეგჳპტისასა. რამეთუ ღაღადებდენ უფლისა მიმართ, მაჭირვებელთა მათთათჳს, და მოუვლინოს მათ უფალმან კაცი რომელმან აცხოვნნეს იგინი, საშჯელით აცხოვნნეს იგინი,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და საცნაურ იყოს უფალი ეგჳპტელთა, და იცნან ეგჳპტელთა უფალი მას დღესა შინა, და შეწირონ მსხუერპლი და შესაწირავი. და აღუთქუან აღთქუმაჲ Page of ms. J: A52r  უფალსა, და/ მისცენ მას.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და გუემნეს უფალმან მეგჳპტელნი წყლულებითა, და განკურნნეს იგინი კურნებით, და მოიქცენ იგინი უფლისა, და ისმინოს მათი. და განკურნნეს იგინი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა იყოს გზაჲ ეგჳპტით ასურასტანელთა, <. . .> და ჰმონებდენ მეგჳპტელნი ასურასტანელთა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა იყოს მესამე ისრაჱლისაჲ ასურასტანელთა შორის და ეგჳპტელთა კურთხეულ ქუეყანასა მას.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი აკურთხა უფალმან საბაოთ, და თქუა: კურთხეულ არს ერი ჩემი, რომელი არს ეგჳპტეს და ასურასტანს, და სამკჳდრებელი ჩემი ისრაჱლი.

Chapter: 20  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
წელსა მას რომელსა შევიდა ტანათან აზოტედ: ოდეს იგი მოივლინა სარნასარისგან მეფისა ასურასტანელთაჲსა: და ჰბრძო მას, და დაიპყრა აზოტჱ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ ეტყოდა უფალი ესაიას ძესა ამოსისსა წინაწარმეტყუელსა და ჰრქუა. წარვედ, და განიძარცუე ძაძაჲ ეგე წელთა შენთა, და სანდალნი შენნი წარიჴადენ ფერჴთაგან შენთა. და ყო ეგრე ესაია, და ვიდოდა შიშუელი და უჴამური.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა უფალმან: ვითარცა ეგე ვალს მონაჲ ჩემი ესაია შიშუელი და უჴამური, სამ წელ იყოს სასწაულები და ნიშები ეგჳპტელთა და ეთიოპელთა ზედა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ მოიყვანნეს მეფემან ასურასტანისამან ტყუენი ეგჳპტელთანი და ეთიოპელთანი ჭაბუკნი და მოხუცებულნი შიშუელნი და უჴამურნი, და გამოაჩინოს სარცხჳნელი ეგჳპტისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუძლურდენ უძლურებით ეთიოპელთა მიმართ, რომელთა იგი ესვიდეს მათ ეგჳპტელნი, რომელნი იგი იყვნეს მათა დიდება.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუან დამკჳდრებულთა ამის ჭალაკისათა მას დღესა შინა, აჰა ესერა Page of ms. J: A52v  ჩუენ მოსავ ვიყვენით მივლტოლად მათდა შეწევ/ნისათჳს, და მათ ვერ უძლეს განრინებად მეფისაგან ასურასტანელთაჲსა, და ჩუენ ვითარ მე განვერნეთ.

Chapter: 21  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხილვაჲ უდაბნოჲსაჲ. ვითარცა ნიავქარი უდაბნოჲთ გამოვიდის, უდაბნოჲთ მომავალი, ქუეყანისაგან საშინელისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
საშინელ არს, ხილვაჲ ახალი მომეთხრა მე, რომელი შეურაცხ-ჰყოფს შეურაცხ-ჰყოფდინ და რომელი უშჯულოებს უშჯულოებდინ: ჩემდა მომართ ელამიტელნი, და მოციქულნი სპარსთანი ჩემდა მოვლენ: აწ სულთ-ვითქუნე და ნუგეშინის-ვსცე თავსა ჩემსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აღივსნეს წელნი ჩემნი დაჴსნითა, და სალმობათა შემიპყრეს მე ვითარცა შობადი: ვცოდე არა სმენად, ვისწრაფე არა ხილვად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
გული ჩემი სცთების, და უშჯულოებაჲ დამფარავს მე: სული ჩემი მიიწია შიშსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
განჰმზადეთ ტაბლაჲ, ჭამეთ და სუთ: აღდეგით მთავარნო, განმზადეთ ფარები.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან, წარვედ და დაადგინე თავისა შენისა მსტუარი და რაჲცა იხილო მითხარ მე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილენ მჴედარნი ორნი მჴედარი ვირსა და მჴედარი აქლემსა: ისმინე ჰამბავი <მრავალი>.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდე ურიას სამსტოვროსა, უფალი იტყოდა: დავდეგ საცოსა ჩემსა დღჱ ყოველ და ბანაკსა ჩემსა ზედა მე დავდეგ ღამჱ ყოველ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა მოვიდოდა მჴედრები კრებულთაჲ: მომიგო და მრქუა: დაეცა ბაბილონი და ყოველნი საკერპონი მისნი, და ყოველი ჴელით-ქმნული მისი შეიმუსრა ქუეყანასა ზედა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ დაშთომილთა მაგათ და ლმობიერთა: ისმინეთ რაჲ იგი მესმა უფლისაგან საბაოთისა, რომელი იგი ღმერთმან ისრაჱლისამან გითხრა თქუენ./ Page of ms. J: A53r 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ იდუმიაჲსათჳს. ჩემდა მოჰხადის სეირისგან, დაიცვენ არდაბაგნი,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსა ჰღაღადებ მცველისა მიმართ ღამითგან ესრეთ, თქუა მცველი: მოვიდა განთიად და ღამჱ: უკუეთუ ეძიებთ ეძიებდით. და ჩემ თანა დაადგერით მაღნარსა შინა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ არაბიაჲსაჲ. მაღნარსა მწუხრი დაიძინან გზასა დედანიმისასა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიგებად წყურიელთა, მოიღეთ წყალი, მკჳდრთა სოფლისა თემანისათა. პურითა მიეგებვოდეთ მეოტთა

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმრავლისათჳს მეოტთაჲსა, და სიმრავლისათჳს შეცთომილთაჲსა, და სიმრავლისათჳს მახჳლისა, და სიმრავლისათჳს მბრძოლთაჲსა, და სიმრავლისათჳს ისართა მორთხმულთა, და სიმრავლისათჳს დაცემულთა ბრძოლასა შინა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე მრქუა მე უფალმან ვითარმედ წელიწადი <ვითარცა> მორეწისაჲ, და მოაკლდეს დიდებაჲ ძეთა კედარისათაჲ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნეშტნი იგი მეისართაჲ, ძეთა კედარისათაჲ რიცხჳთ ძლიერთაჲ იყვნენ მცირედ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ ესრეთ იტყოდა.

Chapter: 22  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ ღელესა [!] სიონისაჲ. რაჲ ეგე გეყო შენ აწ, რამეთუ ახუედით თქუენ ყოველნი ერდოებსა ამაოთასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აღივსო ქალაქი ღაღადებითა: ქალაქი მოზახული, წყლულნი შენნი არა წყლულნი მახჳლითა, არცა მკუდარნი შენნი მკუდარ ბრძოლითა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი მთავარნი შენნი ვლტოლილ არიან, და რომელნი შეიპყრნეს ფიცხლად შეიკრნეს, და ძლიერნი იგი რომელ იყვნეს შენ შორის შოვრად ივლტოდეს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ვთქუ, მაცადეთ და ვტიროდი მწარედ: ნუ Page of ms. J: A53v  მძლევთ მე ნუგეშინის-ცემად შემუსრ/ვილებასა ზედა ასულისა ნათესავისა ჩემისასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დღჱ შეძრწუნებისაჲ და წარწყმედისაჲ და დათრგუნვისაჲ და ცთუნებისაჲ უფლისა მიერ საბაოთისა. ჴევსა სიონისასა სცთებიან: მცირითგან ვიდრე დიდადმდე მათდა სცთებიან მთასა ზედა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ელამიტელთა მოიღეს ფარები, აღმჴედრებულნი კაცნი ცხენებსა, და კრებული განწყობილთაჲ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და რჩეული ჴევნები აღივსოს ეტლებითა, ხოლო მჴედართა დაჰჴსნენ ბჭენი შენნი,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოაცხადნენ ბჭენი იუდაჲსნი, და მიჰხედონ მას დღესა შინა რჩეულსა სახლებსა ქალაქისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოაცხადნენ დაფარულნი სახლთანი საკიდურთა დავითისთანი, და იხილეს რამეთუ მრავალ არიან, და მოაქციეს წყალი იგი პირველისა მის ტბისა საბანელისაჲ ქალაქად.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაარღჳეს სახლები იჱრუსალემისაჲ განსაძნელებელად ქალაქისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰყავთ თავისა თქუენისა წყალი შორის ორთა მათ ზღუდეთა შინა კერძო პირველისა მის ტბისა საბანელისა, და არა აღიხილენ<ი>თ თუალნი თქუენნი მისა მიმართ, რომელმან იგი პირველად აღაშჱნა იგი, <და> შემოქმედი მისი შორით არა იხილეთ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდა უფალმან საბაოთ მას დღესა შინა ტირილსა და ტყებასა, და პარსვასა, და მორტყმასა ძაძისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მათ ყვეს სიხარული და მხიარულებაჲ, და სწყუდიდეს ზუარაკებსა, და დაჰკლვიდეს ცხოვარსა, რაჲთა ჭამდენ ჴორცსა და სუმიდენ ღჳნოსა. და იტყოდეს: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდეთ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განცხადებულ არს ესე ყურთა მიმართ უფლისა საბაოთისთა, რამეთუ არა მიგეტეოს თქუენ ცოდვაჲ ესე, ვიდრემდე Page of ms. J: A54r  მოსწყდეთ თქუენ, იტყჳს უფალი ღმერთი ძალთაჲ./

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ, წარვედ და შევედ ტაძრად სომნაჲსა მეუნჯისა მის, და არქუ მას.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ ძეს შენი აქა: ანუ რაჲ არს შენი აქა, რამეთუ გამოჰკუეთე შენ თავისა შენისა საფლავი: და ჰქმენ აქა თავისა თჳსისა სამარჱ მაღალსა ზედა: და გამოსწერე თავისა თჳსისა კლდესა კარავი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა უფალი საბაოთ განაძებს კაცსა: და შეგმუსროს შენ, და განგძარცოს სამკაული შენი, და გჳრგჳნი შენი დიდებული.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგაგდოს შენ სოფელსა <დიდსა> განუზომელსა, და მუნ მოჰკუდე. და დადვას ეტლი იგი შენი კეთილი უპატიოდ, და სახლი იგი მთავრისა შენისაჲ დასათრგუნველად.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოეღო შენ სამნოჲსაგან შენისა და დგომისაგან შენისა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა მოუწოდი მონასა ჩემსა ელიაკიმს, ძესა ქელკიაჲსსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევჰმოსო მას სამკაული შენი, და გჳრგჳნი შენი მივსცე მას სიმტკიცედ, და სამნოჲ შენი მივსცე ჴელთა მისთა. და იყოს იგი ვითარცა მამაჲ მკჳდრთა იჱრუსალემისათა, და კაცთა იუდაჲსთა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე მას დიდებაჲ დავითისი, და მთავრობდეს, და არა <ვინ> იყოს სიტყჳს-მიმგებელ. <და> დაჰჴშას, და არა ვინ იყოს განმღებელ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავადგინა იგი მთავრად ადგილსა სარწმუნოსა, და იყოს იგი საყდრად დიდებისა სახლსა მამისა თჳსისასა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მისა მოსავ ყოველი დიდებული სახლსა შინა მამისა მისისასა მცირითგან ვიდრე დიდადმდე, და იყვნენ მისა მსტუარ იგინი მას დღესა შინა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ, შეირყიოს კაცი დამტკიცებული ადგილსა სარწმუნოსა, და Page of ms. J: A54v  მოეღოს და <და>ეცეს./ და მოისპოს დიდებაჲ იგი რომელი იყო მის ზედა, რამეთუ უფალი იტყოდა.

Chapter: 23  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ ტჳროსისაჲ. ღაღადებდით ნავები კარქიდონისაჲ რამეთუ წარწყმდეს, და არღარა მოვიდენ ქუეყანით კიტიელთაჲთ. წარიყვანნეს ტყუედ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვისა მსგავს არიან, მკჳდრნი ამის ჭალაკისანი, ვაჭარნი ზღჳს-კიდისანი, რომელნი წიაღ-ვლენ ზღუასა, წყალთა ზედა მრავალთა, ნათესავნი ვაჭართანი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ხუავი სალეწავისაჲ შეაქუს მოფარდულთა წარმართთასა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
გრცხუენოდენ, სიდონ, თქუა ზღუამან, ხოლო ძალმან ზღჳსამან თქუა: არა მელმოდა არცა ვშუერ: არცა განვზარდენ ჭაბუკნი, არა აღვამაღლენ ქალწულნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს ისმეს ეგჳპტეს, ეწიოს მათ სალმობაჲ ტჳროსისათჳს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
წარვედით კარქედონდ, ღაღადებდით, დამკჳდრებულნი ამის ჭალაკისანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ესე იყო თქუენი გინებაჲ დასაბამითგან ვიდრე პირველ განცემადმდე მისა:

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ ზრახა ესე ტჳროსსა ზედა, ნუ უკუე ნაკლულევან არს, ანუ ვერ ძალ-უც. ვაჭარნი მისნი მთავარნი არიან, და მფრდელნი მისნი დიდებულნი ქუეყანისანი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალმან საბაოთ ზრახა განქარვებად გინებაჲ დიდებულთაჲ, და შეურაცხებად ყოველი დიდებული ქუეყანასა ზედა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
იქმოდე ქუეყანასა შენსა, რამეთუ ნავნი არღარა მოვლენ კარქედონით,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴელსა შენსა არღარა ეძლოს ზღუასა ზედა, რომელი განარისხებდა მეფეთა: უფალმან ძალთამან ამცნო ქანანისათჳს წარწყმედად ძალი მისი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუან: არღარა შესძინოთ გინებად და ვნებად ქალწულსა ასულსა სი<დ>ონისასა. დაღათუ მიხჳდე კიტიელთა, არცა მუნ განსუენება იყოს შენ<და>, Page of ms. J: A55r 

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქუეყანად ქალდეველთად:/ და იგიცა მო-ვე-ოჴრებულ არს ასურასტანელთაგან, არცა მუნ განსუენება იყოს შენდა, რამეთუ დაეცა ზღუდე მისი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღადებდით ნავები კარქედონისაჲ, რამეთუ წარწყმდა ძნელოვანი თქუენი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, დაშთეს ტჳროსი სამეოც და ათ წელ, ჟამთა მეფისა ერთისაჲ, ვითარცა ჟამი კაცისაჲ, და იყოს შემდგომად სამეოც და ათ წლისა იყოს ტჳროსსა ვითარცა სახიობაჲ მეძვისაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიღე ქნარი, გურიობდ, ქალაქი მეძავი დავიწყებული, კეთილად ებნიდ. ფრიად სახიობდ, რაჲთა საჴსენებელ შენდა იყოს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს შემდგომად სამეოც და ათისი წლისა, მოხედვაჲ ყოს უფალმან ტჳროსისაჲ, და კუალად მო-ვე-ეგოს პირველსა მას. და იყოს იგი სავაჭრო ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს სავაჭროჲ მისი, <და> სასყიდელი მისი წმიდა უფლისა. არა მათთჳს შეკრბებოდეს, არამედ დამკჳდრებულთათჳს წინაშე უფლისა. ყოველი სავაჭროჲ მისი, ჭამად და სუმად, და სიმაძღრედ, შესაბამად საჴსენებელისა წინაშე უფლისა.

Chapter: 24  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა უფალი განჰრყუნის სოფელსა, და მოაოჴროს იგი და გამოაცხადოს პირი ქუეყანისაჲ, და მიმოსთესნეს მკჳდრნი მისნი მას ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ერი იგი ვითარცა მღდელი, და მონაჲ იგი ვითარცა უფალი, და მჴევალი ვითარცა დედოფალი, და იყოს განმსყიდელი იგი ვითარცა მომსყიდელი, და მვასხებელი იგი ვითარცა მავასხებელი, და თანა-მდები იგი ვითარცა მიმცემელი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
განხრწნით განიხრწნეს ქუეყანაჲ, და ტყუენვით წარიტყუენოს ქუეყანაჲ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამას.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
იგლოვდა ქუეყანაჲ, და განიხრწნა სოფელი. იგლოვდეს მაღალნი ქუეყანისანი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ქუეყანამან უშჯულოებაჲ ქმნა მკჳდრთა მისთაგან, რამეთუ გარდაჰჴდეს შჯულსა, და ცვალნეს ბრძანებანი, და განაქარვეს აღთქუმაჲ საუკუნოჲ./ Page of ms. J: A55v 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს წყევაჲ შეშჭამდეს ქუეყანასა, რამეთუ ცოდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, ამისთჳს გლახაკ იყვნენ მკჳდრნი ქუეყანისანი, და დაშთენ კაცნი მცირედნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
იგლოვდეს ღჳნოჲ და იგლოვდეს ვენაჴი, სულთ-ითქუმიდენ ყოველნი მოხარულნი გულითა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
დაცხრომილ არს სიხარული ბობღანთაჲ: დაცხრომილ არს სილაღე და სიმდი<დ>რე უღმრთოთაჲ, დაცხრომილ არს ჴმაჲ ქნარისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრცხუენა და არა სუეს ღჳნოჲ. მწარე იყო თაფლუჭი რომელნი სუმიდეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მოოჴრდეს ყოველნი ქალაქნი, დაეჴშას სახლები, რაჲთა არა ვინ შევიდეს,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ვალალაებდინ ღჳნისათჳს ყოველსა ადგილსა. დაცხრომილ არს სიხარული ქუეყანისაჲ,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
დაშთენ ქალაქნი ოჴრად, და სახლები დატევებული წარწყმდეს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ყოველი იყოს ქუეყანასა ზედა წარმართთა შორის, ვითარცა იგი ვინ მოჰკუფხლავნ ზეთის-ხილსა, ეგრეთ მოკუფხლნენ იგინი, დაღათუ დასცხრეს სასთულებელი:

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ესენი ჴმითა ღაღადებნ, ხოლო რომელნი დაშთომილ იყვნენ ქუეყანასა ზედა იხარებდენ ერთბამად, რამეთუ დიდებითა უფლისაჲთა შეძრწუნდენ წყალნი ზღჳსანი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს დიდებაჲ უფლისაჲ იყოს ჭალაკთა ზედა, და სახელი უფლისაჲ ღმრთისაჲ ისრაჱლისაჲ დიდებულ იყოს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ღმერთო ისრაჱლისაო კიდითგან ქუეყანისაჲთ ნიშები გუესმა, სასოებაჲ უღმრთოჲსაჲ, და თქუან: ვაჲ შეურაცხის-მყოფელთა, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ შჯულსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
შიში და ჯურღმული და საფრჴე თქუენ ზედა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ ქუეყანასა ზედა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს რომელი ივლტოდის შიშისაგან, შთავარდეს მღჳმესა, და რომელი გამოვიდეს მღჳმისაგან, შეიპყრას საბრჴითა, რამეთუ სარკუმელნი ზეცით განეხუნენ, და შეიძრნენ საფუძველნი ქუეყანისანი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მისდრკეს, შეძრწუნებით შეძრწუნდეს ქუეყანაჲ. და Page of ms. J: A56r  დასულებით/ დასულბეს ქუეყანაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მთრვალი და შესულებული, და შეიძრას ვითარცა ხილის-საცავი: კარავი ქუეყან<ის>აჲ დაეცეს და შე-ვერ-უძლოს აღდგომად, რამეთუ განძლიერდა მას ზედა უშჯულოებაჲ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოავლინოს ღმერთმან სამკაულსა ზედა ცისასა ჴელი მისი მას დღესა შინა <და> მეფეთა ზედა ქუეყანისათა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრიბოს კრებულები მათი საპყრობილესა, და დაჰჴშას კარები, მრავლითგან ნათესავით მოხედვაჲ იყოს მათი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაითრგუნნენ ალიზნი, და დაეცეს ზღუდე, რამეთუ მეუფებდეს უფალი სიონს, იჱრუსალემს და წინაშე მოხუცებულთა იდიდოს.

Chapter: 25  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ღმერთო ჩემო, გადიდებდე შენ, და უგალობდე სახელსა შენსა, რამეთუ ჰქმნენ საკჳრველნი საქმენი. ზრახვაჲ დასაბამისაჲ ჭეშმარიტ. იყავნ უფალო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დასხენ ქალაქნი მიწად, და ქალაქნი ძლიერნი დაცემად იგი საფუძველითგან. უღმრთოთა ქალაქი უკუნისამდე არა აღეშენოს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს გაკურთხევდეს შენ ერი გლახაკი, და ქალაქნი კაცთა დაჭირვებულთანი გაკურთხევდენ შენ,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იქმენ შენ ყოველსა ქალაქსა მდაბალსა შემწე, და სულ-მოკლეთა ნაკლულევანებისაგან მფარველ. კაცთაგან უკეთურთა იჴსნენ იგინი. მფარველ წყურიელთა, და სულთა კაცთა დაწუნებულთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა კაცნი სულ-მოკლენი წყურილითა სიონს შინა კაცთა მათ <გან> უღმრთოთა, რომელთა მიმცენ ჩუენ,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და უყოს უფალმან საბაოთ ყოველთა წარმართთა, მთასა მას ზედა სუმიდენ სიხარულსა, სუმიდენ ღჳნოსა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
იცხებდენ ნელსაცხებელსა, მოეცნენ მთასა ამას მოცემით. მიეც ესე ყოველი წარმართთა, რამეთუ ზრახვაჲ ესე ყოველთა მიმართ წარმართთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
შთანთქა სიკუდილმან და შეუძლო. და კუალად მოუსპო უფალმან ყოველი ცრემლი ყოვლისაგან პირისა. ყუედრებაჲ ერისა მისისაჲ მოუღო ყოვლისაგან ქუეყანისა, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა./

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A56v  და თქუან მას დღესა შინა, აჰა ღმერთი ჩუენი, რომელსა ჩუენ ვესევდით, და ვიხარებდეთ მაცხოვარებასა ჩუენსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
განსუენებაჲ მოსცეს ღმერთმან მთასა ამას ზედა და დაითრგუნოს მოაბელი იგი ვითარცა იგი დაითრგუნის კალოჲ კევრითა,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და დააცადნეს ჴელნი მისნი. ვითარცა სახედ მან დაამდაბლნა და წარწყმიდნა, ეგრეთვე დამდაბლდეს იგი და დამდაბლდეს სიმაღლე მისი, სადა იგი ჴელნი მისნი დაასხნა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიმაღლე იგი ზღუდისაჲ მის შესავედრებელისა შენისაჲ. დაამდაბლოს, და შთავიდენ ვიდრე იატაკადმდე.

Chapter: 26  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა აქებდენ ქებასა ამას ქუეყანასა იუდაჲსსა და თქუან, აჰა ქალაქი ძლიერი და მაცხოვარებისა ჩუენისაჲ. დადვას ზღუდე და ზღუდის ზღუდე.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
განახუენით ბჭენი და შევედინ ერი რომელი იმარხვიდა სიმართლესა, და იმარხავს ჭეშმარიტებასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემწჱ არს ჭეშმარიტებისა, და იმარხავს მშჳდობასა, რამეთუ შენდამი სასოებით

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
გესვიდეს უფალო ვიდრე უკუნისამდე, ღმერთო დიდო და საუკუნეო,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან დაამდაბლენ და გარდამოიყვანენ დამკჳდრებულნი მაღალთა ზედა, ქალაქნი ძლიერნი დაამჴუნე, და შთაჰჴადნე ვიდრე მიწადმდე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასთრგუნვიდენ მათ ფერჴნი მდაბალთანი

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
გზანი ღმრთის-მსახურთანი წრფელ არიან, წრფელ იქმნნეს გზანი ღმრთის-მსახურთანი და განმზადებულ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გზანი უფლისანი განკითხვით არიან. ვესევდით სახელსა შენსა და ჴსენებასა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლისათჳს გული უთქუმიდა სულსა ჩემსა. ღამითგან აღიმსთო სულმან ჩემმან შენდამი ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა: ისწავეთ სიმართლჱ მკჳდრთა ქუეყანისათა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ: რომელმან არა ის<წ>ავოს სიმართლე ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტებაჲ Page of ms. J: A57r  არა ყოს./ მოისჴენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ იგი უფლისაჲ:

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო, მკლავი შენი მაღალი: მათ არა იცოდეს, ხოლო ცნან და ჰრცხუენოდის. შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი, და აწ ცეცხლმან შეჭამნეს მტერნი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ღმერთო ჩუენო, მომეც ჩუენ მშჳდობაჲ, რამეთუ ყოველი მომაგე ჩუენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ღმერთო ჩუენო, მომიპოვენ ჩუენ. უფალო, შენსა გარეშჱ სხუაჲ არა ვინ ვიცით. სახელსა შენსა სახელი სდებთ,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მკუდართა ცხორებაჲ არა იხილონ, არცა მკურნალთა აღადგინონ, ამისთჳს მოჰჴადე და წარსწყმიდე ყოველი წული მათი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
შესძინე მათ ბოროტი უფალო, შესძინე ბოროტი, შესძინე ბოროტი დიდებულთა ქუეყანისათა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო, ჭირსა მოგიჴსენეთ შენ, რამეთუ მცირე არს სწავლაჲ შენი ჩუენ ზედა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, რომელი მიახლებულ არს შობად, სალმობისა მისგან ღაღადებნ, ეგრე ვექმენით ჩუენ საყუარელსა მას შენსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
შიშითა შენითა, უფალო, მიუდეგით: გუელმოდა და ვშევით. სული მაცხოვარებისა შენისაჲ ვყავთ ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა დავეცნეთ ჩუენ, არამედ დაეცნენ დამკჳდრებულნი ქუეყანისანი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდვგენ მკუდარნი, და განიღჳძონ რომელნი არიან სამარებსა, და იხარებდენ რომელნი დაძინებულ არიან ქუეყანასა ზედა: რამეთუ ცუარი იგი შენ-მიერი საკურნებელ არს მათა, ხოლო ქუეყანაჲ იგი უღმრთოთაჲ დაეცეს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
წარვედ, ერო ჩემო: შევედ საუნჯესა შენსა, დაჰჴშნენ კარნი შენნი წინაშე შენსა, და ემალე მცირედ რაოდენ მე, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ უფლისაჲ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა უფალი ადგილით წმიდით მისით მოავლინებს რისხვასა მისსა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა, და გამოაცხადოს ქუეყანამან სისხლი თჳსი. და არა დაფარნეს მოკლულნი იგი. Page of ms. J: A57v 

Chapter: 27  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა მოავლინოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ, და/ დიდი, და ძლიერი, ვეშაპსა მას ზედა გუელსა დრკუსა, და მოკლას ვეშაპი იგი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულის-სათქუმელი მთავროგად მას ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ქალაქო ძლიერო, ქალაქო გარემოცეულო, ამაოებაჲ ასუა მას: შეიპყრას იგი ღამჱ, ხოლო დღისი დაეცეს იგი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ზღუდე არა არს, რომელსაცა დაემტკიცა მას შინა. ვინ დამადგინოს ცვად წუელისა ველსა ზედა, ბრძოლისა ამისთჳს შეურაცხ-ვყავ იგი, აწ უკუე ამისთჳს ყო უფალმან ყოველი რომელიცა ბრძანა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
დამწუვარნი ღაღადებდენ დამკჳდრებულნი მას ზედა. ვყოთ მშჳდობაჲ მის თანა, მშჳდობაჲ ვყოთ,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მომავალთა მაგათ შვილთა იაკობისთა: აღმოცენდეს, და ყუაოდის ისრაჱლი, და აღივსოს სოფელი ნაყოფითა მისითა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუე ვითარ მან წყლა, ეგრეცა იგი იწყლას. ანუ ვითარ იგი მან მოკლა, ეგრეცა იგი მოიკლას.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ბრძოლითა და ყუედრებითა გამოავლინნეს იგინი. ანუ არა შენ ხარ, რომლით იწურთიდ სულითა შენითა ფიცხლითა მოკლვად მათა, სულითა გულის-წყრომისაჲთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მოეღოს უშჯულოებაჲ იაკობსა, და ესე არს კურთხევაჲ მისი, რაჟამს მოუსპო მას ცოდვაჲ თჳსი, რაჟამს დასხნენ ყოველნი ლოდნი ბომონთანი, დაგლილნი ვითარცა მტუერნი, წულილნი, და არა დაადგრენ კერპნი მათნი. და ხენი მათნი მოკაფულნი ვითარცა მაღნარი შორიელი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და დამკჳდრებული სამწყსოჲ განტევებულ იყოს, ვითარცა სამწყსოჲ დატევებული, და იყოს მრავალ ჟამ საძოვრად, და მუნ განისუენებდენ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემდგომად ჟამისა არა იყოს მდელოჲ მას ზედა სიჴმელისაგან. Page of ms. J: A58r  დედანი/ ეგე მომავალნი ხილვით, მოვედით, რამეთუ არა არს ერი ეგე რომელსა აქუნ გულის-ჴმის-ყოფაჲ: ამისთჳს არა შეიწყალნეს იგინი შემოქმედმან მათმან, არცა დამბადებელმან <მათ>მან შეიწყალნეს იგინი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა დაჰჴშას უფალმან ჴევითგან მდინარისაჲთ ვიდრე ჰრინოკორურედმდე, ხოლო თქუენ შეკრიბენით ძენი ისრაჱლისანი თითოეული.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა დაჰბერონ საყჳრსა მას დიდსა, და მოვიდენ წარწყმედულნი იგი ეგჳპტეს, და რომელნი წარწყმედულ იყვნეს სოფელსა ასურასტანისასა, და თაყუანის-სცემდენ უფალსა მთასა წმიდასა მისსა იჱრუსალემს.

Chapter: 28  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ გჳრგჳნსა მას, გინებისა, ნადთა მათ ეფრემისთა, ყუავილსა დაყრილსა დიდებისასა, თხემსა მის მთისა ზრქელისასა, რომელთა გთრავს თჳნიერად ღჳნისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ძლიერ და ფიცხელ უფლისა მიერ გულის-წყრომაჲ უფლისაჲ. და რისხვაჲ მისი, ვითარცა სეტყუაჲ გარდამომავალი, სადა არა არნ საფარველი, სასტიკად გარდამომავალი, ვითარცა [!] წყლისა მრავლისაჲ, რომელი წარჰრღუნინ სოფელსა. ქუეყანამან ყოს განსუენებაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴელითა და ფერჴითა დაითრგუნოს გჳრგჳნი იგი გინებისაჲ, ნადნი იგი ეფრემისნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ყუავილი დაცჳვნებულ სასოებისა მის დიდებისა მისისაჲ მწუერვალსა ზედა მთისა მაღლისასა, ვითარცა მსთუაჲ ლეღჳ, რომელმან იხილოს იგი ვიდრე მოღებადმდე ჴელთა, უნდეს შთანთქმაჲ მისი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა იყოს უფალი საბაოთ: გჳრგჳნი იგი სასოებისაჲ, რომელი შეითხზა დიდებისაჲ, ნეშტისათჳს ერისა მისისა. Page of ms. J: A58v 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაშთენ სულითა საშჯელისაჲთა/ საშჯელად ძლიერად დაბრკოლებად მოკლვისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესენი ღჳნითა შეცთომილ არიან, შეცთეს თაფლუჭითა. მღდელი და წინაწარმეტყუელი განკრთეს თაფლუჭისათჳს. დაინთქეს ღჳნისათჳს. შეიძრნეს მთრვალობითა თაფლუჭისაჲთა: შესცთეს. ესე იგი არს ჰამბავი, ამისთჳს წყევაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
შეჭამდეს ზრახვასა ამას, რამეთუ ზრახვაჲ ესე ანგაჰრებისათჳს არს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ვის მიუთხრათ ესე ძჳრი, და ვის მიუთხრათ თხრობაჲ, განყენებულნო სძისაგან, გამოტაცებულნო ძუძუთაგან,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ჭირი ჭირსა ზედა. მოელოდე მცირედ რე, სასოებაჲ სასოებასა ზედა მცირედ რე.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
განქარვებითა ბაგეთაჲთა, ენითა სხჳთა ეტყოდიან ერსა მას,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუან მათ: ესე განსუენებაჲ მშიერსა, და ესე ბრძანებაჲ: და არა ინებეს სმენად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მათა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ: ჭირი ჭირსა ზედა და სასოებაჲ სასოებასა ზედა. მცირედ ღა, მცირედ, რაჲთა წარვიდენ, და დაეცნენ მართლ-უკუნ. და შეიმუსრნენ, და ჭირვეულ იყვნენ, და შეიპყრნენ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, კაცთა მაგათ ჭირვეულთა, და მთავართა ამის ერისათა რომელნი ხართ იჱრუსალემს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სთქუთ ვითარმედ ვყავთ აღთქუმაჲ ჯოჯოხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ნაძლევი. ნიავქარი მოღებული, უკუეთუ მოვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს, და ვდევით ტყუვილით სასოებაჲ ჩუენი და ტყუვილითა დავეფარნეთ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ღმერთი. აჰა ესერა დავსდებ საფუძველთა სიონისათა ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა საკიდურსა, პატიოსანსა საფუძველსა საფუძველთა მისთა: და რომელსა ჰრწმენეს იგი არა სადა ჰრცხუენეს. Page of ms. J: A59r 

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და და<ვ>დვა საშჯელი სასოებად, ხოლო მოწყალებაჲ ჩემი სასწ/ორით, და რომელნი ესვენ ამაოდ ტყუვილსა, <რამეთუ> არა თანა-წარმჴდეს ჩუენ ნიავქარი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუ<ე> მიგჳღოსცა ჩუენ აღთქუმაჲ იგი სიკუდილისაჲ, და სასოებაჲ ჩუენი არა ჯოჯოხეთსა თანა დაადგრეს, ნიავქარი მომავალი უკუეთუ წარვიდეს, რამეთუ იყვენით თქუენ მისა დასათრგუნველ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს წარვიდეს, წარგიხუნეს თქუენ, განთიად წარვიდეს დღისი, და ღამჱ იყოს სასოებაჲ ბოროტი. ისწავეთ სმენაჲ,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
შეიწრებულნო: ვერ ძალ-გჳც ლალვად: ჩუენ უძლურ ვართ შეკრებად ჩუენდა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მთაჲ უღმრთოთაჲ, აღდგეს უფალი ჴევსა მას გაბაონისასა, გულის-წყრომით ყოს საქმჱ თჳსი, სიმწარისა საქმჱ. ხოლო გულის-წყრომაჲ იგი იჴუმევდეს უცხოდ და სიმწარჱ მისი უცხო იყოს.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუენ ნუ იხარებთ, ნუცა განძლიერდებიედ საკრველნი თქუენნი, რამეთუ აღსრულებულნი და შემოკლებულნი საქმენი მესმეს უფლისა მიერ საბაოთისა, რომელი ყოს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ყურად-იღეთ და ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ. ერჩდით და ისმინენ<ი>თ სიტყუანი ჩემნი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუჱ დღჱ ყოველ ჴნვნ კაცი საჴნავსა თჳსსა თესვად, ანუ არა პირველად მოჰმზადის წინაჲსწარ, და მოქმნის ქუეყანაჲ თჳსი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს მოაწრფელის პირი მისი, მაშინ მცირედ სთესის გულის-სარეველი <და> ძირაკი, და მერმე სთესი<ს> იფქლი და ქრთილი, ფეტჳ და ასლი, საზღვართა შენთა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და გა<ნ>ისწავლო სამართალითა ღმრთისაჲთა, და იხარებდე,

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა სიფიცხლით გამოწმიდნებინ გულის-სარეველი, არცა ურემ-კევრი გარე-მოუვლის ძირაკსა, არამედ კუერთხითა გამოიყარების გულის-სარეველი, Page of ms. J: A59v  ხოლო ძირაკი არგ/ნითა,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და პურსა თანა იჭამოს, რამეთუ არა უკუნისამდე განგირისხნას თქუენ, არცა ჴმამან სიმწარისა ჩემისამან დაგთრგუნნეს თქუენ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე უფლისაგან საბაოთისა განვიდა ნიშები. ზრახეთ და აღამაღლეთ ამაოჲ ნუგეშინის-ცემაჲ. :

Chapter: 29  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ შენდა არიელ ქალაქსა, რომელსა დავით გბრძოდა. შეკრიბეთ ნაყოფი წელიწადითი წელიწადად, რამეთუ შჭამდეთ მოაბისა თანა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჭირო არიელსა, და იყოს ძალი და სიმდიდრჱ მისი ჩემდა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარე-მგადგე შენ ვითარცა დავით, და გარე-მოგადგა შენ ლაშქარი, და გარე-მოგაშჱნო შენ გოდლები.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დამდაბლდენ ქუეყანად სიტყუანი შენნი ვიდრე ქუესკნელადმდე, და დაჰმდაბლდე ქუეყანად: იტყოდი და სიტყუანი შენნი შთაჴდენ ქუეყანად, და იყოს ვითარცა რომელნი ქუეყანით ჴმობედ ჴმაჲ შენი, და იატაკადმდე ქუეყანისა ჴმაჲ შენი მოუძლურდეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს, ვითარცა მტუერი კედლისაჲ, სიმდიდრჱ იგი ყოველთა მათ უღმრთოთაჲ, და ვითარცა მიწაჲ რომელი მოაქუნ ქარსა, და იყოს ვითარცა თუალისა წამსა მეყსეულად

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
უფლისა მიერ ყოვლისა-მპყრობელისა, რამეთუ მოხედვა ყოს მისა, ქუხილითა და ძრვითა და ჴმითა დიდითა, და ნიავქარითა მოწევნულითა, და ალითა ცეცხლისა შემწუველისაჲთა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ვითარცა სიზმარი ძილსა შინა ღამჱ, სიმდიდრჱ იგი ყოველთა მათ წარმართთაჲ, რომელნი იგი განეწყვნეს იჱრუსალემსა ზედა, და ყოველნი რომელნი აღდგომილ იყვნეს ისრაჱლსა ზედა და ყოველნი რომელნი შეკრებულ იყვნეს იჱრუსალემსა ზედა, და რომელნი აჭირვებდეს მას,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნედ ვითარცა რომელნი ძილსა შინა ჭამედ და სუმედ, და აღ-რაჲ-დგიან ცუდ არნ ჩუენებაჲ იგი მათი: და ვითარცა რომელსა ძილსა შინა სწყურინ, და სუამნ, და აღ-რაჲ-დგის მერმე სწყურინვე, ხოლო სული Page of ms. J: A60r  მისი/ ცუდად ესვიდა: ესრე იყოს სიმდიდრე იგი ყოველთა წარმართთაჲ რომელნი იგი განეწყვნეს იჱრუსალემსა ზედა და მთასა სიონსა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
გიკჳრდინ და განკერთით, და დაითრვენით ნუ ღჳნისაგან და შესულებით ნუ თაფლუჭისაგან, ნუცა ღჳნითა აღიძრვით,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მასუა ჩუენ უფალმან სული მწუხარებისაჲ, და გიწუხნეს თუალნი თქუენნი და მთავართა თქუენთანი და წინაწარმეტყუელთა თქუენთანი, რომელნი ხედვენ დაფარულსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ ყოველნი ესე სიტყუანი, ვითარცა სიტყუანი წიგნისა დაბეჭდულისანი, რომელი იგი მისციან კაცსა მეცნიერსა წიგნისასა, და ჰრქჳან, აღმოიკითხე ესე, და ჰრქჳს, ვერ ძალ-მიც აღმოკითხვად, რამეთუ დაბეჭდულ არს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიეცეს წიგნი ესე ჴელსა კაცისასა, რომელ არა იცის წიგნი, და ჰრქჳან მას, აღმოიკითხე ესე, და ჰრქჳს, არა ვიცი წიგნი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა უფალმან, მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა, და ბაგითა მათითა მადიდებენ მე: ხოლო გულნი მათნი შორად განყენებულ არიან ჩემგან. ცუდად მსახურებენ მე, აწავებენ მცნებასა კაცთასა და მო<ძ>ღურებასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესერა შევსძინო გარდაცვალებად ერისა ამის, და გარდავცვალნე იგინი, და მოუღო სიბრძნე ბრძენთა, და გულის-ჴმის-ყოფაჲ იგი გულის-ჴმის-მყოფელთაჲ დაუფარო.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ მათდა რომელნი ღრმად ჰყოფენ ზრახვასა და არა უფლისა მიერ, რომელნი იდუმალ ზრახვა<სა> ჰყოფენ, და იყვნენ ბნელსა შინა საქმენი მათნი. და თქუან: ვინ მხედავს ჩუენ და ვინ მიცნას, რომელსა ესე ჩუენ ვიქმთ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ვითარცა თიჴაჲ მეკეცისაჲ შერაცხილ ხართ თქუენ, ნუ ჰრქჳს სადა მე ქმნულმან მოქ<მ>ედსა თჳსსა, არა შემქმენ. ანუ დაბადებულმან დამბადებელსა: Page of ms. J: A60v  არა მეცნიერად შემქმენ მე./

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
არა მცირედისა ჟამისა შემდგომად და გარდაიცვალოს ლიბანჱ, ვითარცა მთაჲ ქერმელისაჲ, და ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმოდის მას დღესა შინა ყრუთა სიტყუანი მის წიგნისანი, და რომელნი ბნელსა შინა იყვნენ, და ნისლსა თუალნი ბრმათანი ხედვიდენ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხარებდენ გლახაკნი უფლისა მიმართ სიხარულით. და განწირულნი კაცთაგანნი აღივსნენ მხიარულებითა. <. . .>

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
<. . .> და ყოველთა მამხილებელთა ბჭეთა ზედა დასაბრკოლებელი დაუდვან.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, სახლსა ზედა იაკობისსა, რომელი გამოირჩია აბრაჰამისგან, არა აწ ჰრცხუენოდის იაკობსა, არცა აწ პირი მისი გარე-მიიქციოს.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ რაჟამს იხილნენ შვილთა მათთა საქმენი ჩემნი, ჩემთჳს წმიდა ყონ სახელი ჩემი, და წმიდა ყონ წმიდაჲ იგი იაკობისი: და ღმრთისათჳს ისრაჱლისა ეშინოდის,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან შეცთომილთა სულითა გულის-ჴმის-ყოფაჲ, და რომელნი დრტჳნვიდენ ისწაონ სმენად, და ენათა ბრგუნვილთა ისწავონ სითყუად მშჳდობისა.

Chapter: 30  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ შვილთა განდგომილთა, იტყჳს უფალი, ჰყავთ ზრახვაჲ არა ჩემ მიერ, და აღთქუმაჲ არა სულითა ჩემითა, შეძინებაჲ ცოდვაჲ ცოდვასა ზედა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი მიხუალთ შთასლვად ეგჳპტედ, და მე არა მკითხეს, შეწევნად ფარაოჲს მიერ, და დაფარვად ეგჳპტელთაგან,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იყოს თქუენდა დაფარვაჲ იგი ფარაოჲსი სირცხჳლად, და რომელნი ესვენ ეგჳპტელთა ყუედრებად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არიან ტანის შინა წინამძღუარნი მოციქულნი ბოროტნი,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ცუდად დაშურენ ერისა მის მიმართ, რომელ არაჲ არგოს მათ შეწევნაჲ, არამედ სირცხჳლი და ყუედრებაჲ. Page of ms. J: A61r 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხილვაჲ ოთხფერჴთაჲ, რომელნი არიან უდაბნოს./ ჭირსა მას შინა, და იწროებასა, ლომი და ლეკჳ ლომისაჲ მიერ, და ასპიტნი და ნაშობნი ასპიტთა მფრინველთანი, რომელთა მოაქუნდა ვირებითა და აქლემებითა სიმდიდრჱ მათი ნათესავთა მიმართ, რომელთა არაჲ არგონ მათ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგჳპტელთა ამაოდ და ცუდად რომელთა არაჲ გარგონ თქუენ. უთხრათ მათ, რამეთუ ამაო არს ნუგეშინის-ცემაჲ ესე თქუენი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუჱ დაჯედ და დაწერე ფიცარსა და წიგნსა, რამეთუ იყოს ესე დღედმდე და ჟამსა ვიდრე უკუნისამდე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ერი ურჩი არს, და ნაშობნი ტყუვილისანი, რომელთა არა ჰნებავს სმენად შჯული უფლისაჲ:

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი ეტყჳან წინაწარმეტყუელთა ვითარმედ ნუ მითხრობთ ჩუენ, <და> რომელნი ჩუენებასა იხილვენ, ნუ მეტყჳთ ჩუენ მართლ, არამედ მეტყოდეთ ჩუენ წრფელად, და მითხართ ჩუენ <. . .>.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომაქციენით ჩუენ გზისა ამისგან, და მიმიხუენით ჩუენგან ალაგნი ესე, და მომისპეთ ჩუენგან სიტყუაჲ იგი წმიდისა ისრაჱლისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ, რამეთუ ურჩ ექმნენით სიტყუათა ამათ, და ესევდით ტყუვილსა. და რამეთუ სდრტჳნევდით, და გული შეგეპყრა სიტყუასა ამას.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს იყოს თქუენდა ცოდვაჲ ესე, ვითარცა ზღუდჱ დაცემული მეყსეულად ქალაქისა ძლიერისა მოცვულისაჲ, რომლისაჲ მეყსეულად მოიწიოს დაცემაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაცემაჲ მისი იყოს ვითარცა შემუსრვაჲ ჭურჭლისა კეცისაჲ დაწულილებული, რომლისაჲ არა იპოვის მას შინა კეცი, რომლითამცა ცეცხლი აღიღე, და რომლითამცა მოსწრიდე წყალი მცირედ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ იტყჳს უფალი წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ: რაჟამს მოიქცე და სულთ-ითქუნა, მაშინ Page of ms. J: A61v  ჰსცხონდე, და ჰსცნა სადა იყავ, ოდეს იგი მოსავ იყავ ამაოთა/ მათ, ცუდად იქმნა ძლიერებაჲ ეგე თქუენი, და არა ინებეთ სმენად.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ სთქუთ: ცხენებითა ვივლტოდით, <ამისთჳსცა ივლტოდით>, და მერმე სთქუთ, მალეთა საჴედართა ზედა აღვსხდეთ, ამისთჳს მალე იყვნენ მდევარნი თქუენნი,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ივლტოდიან ათასნი ჴმისაგან ერთისა, და ჴმისაგან ხუთისა ივლტოდიან მრავალნი, ვიდრემდე დაშთენ, ვითარცა ქსელი მთასა ზედა, და ვითარცა სამსტოვროჲ, რომელი დგან ბორცუსა ზედა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მერმე კუალად გგებდესვე და ღმერთი წყალობად თქუენდა. და ამისთჳს აღმაღლდეს შეწყალებად თქუენდა, რამეთუ მსაჯულ თქუენდა უფალი ღმერთი ჩუენი. ნეტარ არიან ყოველნი რომელთა დაუთმონ მას,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ერმან წმიდამან სიონს შინა დაიმკჳდროს, და იჱრუსალემი ტირილით ტიროდა. შემიწყალე მე წყალობით, შეგიწყალოს შენ ჴმისა-ებრ ღაღადებისა შენისა, რაჟამს გიხილა, შეისმინა შენი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგცეს თქუენ უფალმან პური ჭირისაჲ და წყალი იწროებისაჲ, და არღარა მოგეხნენ შენ მაცთუნებელნი შენნი, რამეთუ თუალნი შენნი ხედვიდენ მაცთუნებელთა მათ შენთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყურთა შენთა ესმოდიან სიტყუანი მართლ-უკუნ მაცთუნებელთა შენთანი, რომელნი იტყჳან, ესე არს გზაჲ, და ვიდოდით მას შინა გინა მარჯუნ, გინა მარცხნ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეაგინენ კერპნი ვეცხლით მოსილნი და ოქროჲთ მოსილნი, და დაამწულილნე იგინი, ვითარცა წყალი დედაკაცისა გამოჯდომილისაჲ, და ვითარცა სკორჱ განსთხინე იგინი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ იყოს წჳმაჲ თესლსა ქუეყანისა შენისასა, და პური ნაყოფისა ქუეყანისა შენისაჲ, იყოს მაძღრივ და პოხილ, და ძოვდეს საცხოვარი შენი მას დღესა შინა ადგილსა პოხილსა და ფართოსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ზუარაკნი თქუენნი <და> ზროხანი, რომელნი იქმოდიან ქუეყანასა, ჭამდენ ბზესა Page of ms. J: A62r  აღრეულსა ქრთილითა/ გამონქრეულითა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ბორცუსა განსაცხრომელსა, წყალი გამომდინარე მას დღესა შინა, რომელსა წარწყმდენ მრავალნი, და რაჟამს დაეცნენ გოდოლნი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ნათელი იგი მთოვარისაჲ, ვითარცა ნათელი მზისაჲ, და ნათელი იგი მზისაჲ შჳდ წილ დღესა მას, რაჟამს განკურნოს უფალმან შემუსრვილებაჲ იგი ერისა თჳსისაჲ, და სალმობასა მას წყლულებისა მისისასა ულხინოს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა სახელი უფლისაჲ მოვალს მრავალით ჟამით, აღგზებული გულის-წყრომაჲ მისი: დიდებით სიტყუაჲ ბაგეთა მისთაჲ, სიტყუაჲ რისხვითა სავსე. და რისხვაჲ გულის-წყრომისა მისისაჲ ვითარცა ცეცხლი შეშჭამდეს.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და სული მისი ვითარცა წყალი ჴევსა წარმოჰრღუნიდეს, მოიწიოს ვიდრე ქედადმდე, და განიყოს შეძრწუნებად წარმართთა მაცთუნებელად ამაოდ. და სდევნიდეს მათ საცთური, და წარმოიხუნეს იგინი წინაშე მათსა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუჱ მარადის ჯერ არსა თქუენდა სიხარული, და შესლვად სიწმიდესა ჩემსა ოდესვე, ვითარცა რომელნი დღესასწაულობედ, და ვითარცა მოხარულნი შესლვად ნესტჳთა მთასა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და სასმენელ ყოს უფალმან დიდებაჲ იგი ჴმისა თჳსისაჲ, და გულის-წყრომაჲ მკლავისა თჳსისაჲ, ჩუენებად გულის-წყრომაჲ რისხვისაჲ, ალითა შემწუველითა, მეხის-ტეხითა სასტიკითა, და ვითარცა წჳმაჲ და სეტყუაჲ ერთბამად გარდამოვალნ მძაფრ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴმისაგან უფლისა მოუძლურდენ ასურასტანელნი წყლვითა რომლითა დასცნეს იგინი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მისა გარემო, ვინაჲ იგი იყო მისა სასოებაჲ Page of ms. J: A62v  შეწევნისაჲ, რომელსა იგი/ ესვიდა ესე ბობღნითა, და ნესტჳთა, და ქნარითა ჰბრძოდიან მას მსხორითა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა წინაჲსწარ დღისა მის ჰსცთე შენ, ნუ უკუჱ შენცა განგემზადოს, მეუფებაჲ ჴევისა მის ღრმისაჲ, შეშითა სავსისაჲ, ცეცხლ და შეშა დიდძალ, გულის-წყრომაჲ უფლისაჲ ვითარცა ჴევი წუმწუბითა აღგზებული.

Chapter: 31  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელნი იგი შთახუალთ ეგჳპტეს შეწევნად, რომელნი ცხენებსა ესავთ და ეტლებსა, რამეთუ არს მრავალ ეტლებ, და მჴედარი მრავალ ფრიად, და არა იყვნეს მოსავ წმიდისა მიმართ ისრაჱლისა, და უფალი არა გამოიძიეს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და რამეთუ თავადი ბრძენ არს, მოავლინა მათ ზედა ბოროტი, და სიტყუაჲ მისი არა შეურაცხ იქმნეს, და აღდგეს სახლთა ზედა კაცთა უკეთურთასა, და სასოებასა მას მათსა ზედა ცუდსა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგჳპტელსა კაცსა და არა ღმერთსა, ცხენთა ჴორცთა, რომელთაგან არა არს შეწევნაჲ, ხოლო უფალმან მოაწიოს ჴელი მისი მათ ზედა, და დაშურენ შემწენი იგი, და ერთბამად ყოველნი წარწყმდენ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე მრქუა მე უფალმან, ვითარცა რაჲ იზახის ლომმან, გინა ლეკუმან ლომისამან ნადირსა ზედა, რომელი შეიპყრის და იყჳრის მას ზედა, ვიდრემდე აღავსნეს მთანი ჴმამან მისმან, და განკრთენ მრავალნი გულის-წყრომისაგან მისისა, და შეძრწუნდენ. ეგრე გარდამოჴდეს უფალი ყოვლისა-მპყრობელი განწყობად მთასა ზედა სიონსა, და მთათა ზედა მისთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მფრინ<ვ>ელი მფრინვალჱ, ეგრე შეეწიოს უფალი ძალთაჲ იჱრუსალემსა, შეეწიოს და განარინოს იგი, და შეიწყნაროს და გარდამოჴდეს, და იჴსნას. Page of ms. J: A63r 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქეცით რომელნი ეგე ღრმასა ზრახვასა/ ზრახავთ და უშჯულოსა, ძენი ისრაჱლისანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მას დღესა შინა გამოიხუნენ კაცთა ჴელით-ქმნულნი მათნი ვეცხლისანი, და ოქროჲსანი, რომელ ქმნნეს ჴელთა მათთა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეცეს ასურ არა მახჳლითა მამაკაცისაჲთა, არცა მახჳლი კაცისაჲ შეშჭამდეს: და ივლტოდის არა პირისაგან მახჳლისა, და ჭაბუკნი მისნი იყვნენ მოუძლურებულ, რამეთუ კლდესა შეეყენნენ, ვითარცა ღობესა. რამეთუ რომელი ივლტოდის შეიპყრას, და მოუძლურდეს. და რომელი იგი განსთქრებოდის, ძლევასა მიეცეს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიეცნენ ძლევასა სივლტოლისასა მთავარნი მათნი, თქუა უფალმან. რომელსა აქუს ცეცხლი სიონით, და საჴუმილი იგი იჱრუსალემით, და რომელნი ივლტოდიან ძლევასა მიეცნენ. ,

Chapter: 32  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, ნეტარ არს რომელსა ესუას სიონს ნათესავი, და სახლეული იჱრუსალემს, რამეთუ აჰა ესერა მეუფჱ მართალი მეუფებდეს, და მთავარნი სამართ<ა>ლით მთავრობდენ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს კაცი რომელი ჰფარვიდეს სიტყუათა თჳსთა: და დაეფაროს, ვითარცა წყალთაგან სასტიკად მომავალთა. და წარმოჩნდეს სიონს, ვითარცა მდინარჱ მომავალი დიდებული, ქუეყანასა წყურიელსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა მოსავ იყვნენ კაცთა, არამედ ყურნი მათნი მიუპყრნენ სმენად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და გულნი უძლურთანი ერჩდენ სმენად, და ენათა ბრგუნვილთა ადრე ისწაონ სიტყუაჲ მშჳდობისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა ჰრქუან უგუნურსა მას, მთავრობდ, და არღარა იტყოდიან მსახურნი შენნი, დუმენ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უგუნური იგი უგუნურებასა იტყოდის, და გულმან მისმან უგუნურებაჲ Page of ms. J: A63v  ცნას, აღსრულებულად უშჯულოებისა,/ და სიტყუად უფლისა მიმართ საცთურისა, და განგნევად სულთა მშიერთა, და სულთა წყურიელთა დაცუდებად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ზრახვაჲ უკეთურთაჲ, უშჯულოებასა ზრახვიდეს, განხრწნად მდაბალთა სიტყჳთა ცრუჲთა, და განქარვებად სიტყუასა მდაბალთასა საშჯელსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ღმერთის-მსახურთა მათ გულის-ჴმის-ყოფაჲ იზრახეს, და იგიცა ზრახვაჲ ეგოს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
დედანი ეგე მდიდართანი, აღდეგით და ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ: ასულნი ეგე სასოებით ისმენდით სიტყუათა ჩემთა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
დღეთა წელიწადისათა ჴსენება ყავთ სალმობით სასოებასა თანა. რამეთუ დასრულებულ არს სთუელი, და დაცხრომილ და არღარა მოვიდეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
განკჳრდით, და დაწუხენით, დედანი ეგე, რომელნი ესავთ სიმდიდრესა, განიძუარცუეთ და განშიშულდით, და შეირტყთ წელთა თქუენთა ძაძაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძუძუთა თქუენთა ზედა იტყებდით აგარაკთათჳს გულის-სათქუმელთა, და ვენაჴისა ნაყოფთათჳს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანასა ერისა ჩემისასა ეკალი და თივაჲ აღმოსცენდეს, და ყოველთაგან სახლთა მოისპოს სიხარული. ქალაქნი მდიდარნი,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და სახლნი დაშთენ. სიმდიდრჱ ქალაქისაჲ დაუტეონ და სახლნი გულის-სათქუმელნი. და იყოს დაბნები ქუაბებ ვიდრე უკუნისამდე, და განსაცხრომელ კანჯართა, და საძოვარ მწ<ყ>ემსთა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე მოიწიოს თქუენ ზედა სული მაღლით: და იყოს უდაბნოჲ იგი ვითარცა ქერმელი, და ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და განისუენებდეს უდაბნოსა მშჯავრი, და სიმართლე კარმელსა ზედა დაემკჳდროს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს საქმჱ იგი სიმართლისაჲ მშჳდობით, და დაიპყრას Page of ms. J: A64r  სიმართლემან განსუენებაჲ,/ და მოსავ იყვნენ უკუნისამდე.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეშჱნოს ერი ჩემი ქალაქსა მშჳდობისასა [!], და დაემკჳდრნენ სასოებით, და განისუენებდენ სიმდიდრით.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სეტყუაჲ თუ გარდამოჴდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს, და იყვნენ მკჳდრნი მაღნართანი მოსავ, ვითარცა ველსა ზედა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ნეტარ არს რომელი სთესვიდეს ყოველსა სარწყავსა, სადა ჴარი და ვირი ვიდოდიან.

Chapter: 33  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ უბადრუკთა მათ. ხოლო თქუენ არა ვინ გყვნეს უბადრუკ, რომელი შეურაცხ-გყოფს არა თქუენ შეურაცხ-გყოფს, რამეთუ შეიპყრნენ შეურაცხის-მყოფელნი, და მიეცნენ, და ვითარცა მღილი სამოსელსა, ეგრე მოუძლურდენ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ჩუენ შენ გესავთ. იქმნა ნათესავი ურჩთაჲ წარსაწყმედელ, ხოლო ცხორებაჲ ჩუენი შენ მიერ ჟამსა ჭირისასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმითა შიშისა შენისაჲთა განჰკრთეს ერნი, და სიმაღლისაგან შენისა განეთესნეს წარმართნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ შეკრბენ ტყუენი ჩუენნი მცირითგან ვიდრე დიდადმდე, ვითარცა ვინ შეკრიბის მკალი, ეგრეთ გემღერდენ თქუენ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
წმიდა არს ღმერთი, რომელი დამკჳდრებულ არს მაღალთა შინა: აღივსო სიონი მშჯავრითა და სიმართლითა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შჯულსა მიეცნენ. საუნჯეთა შინა არს მაცხოვარებაჲ ჩუენი: მოიწევის სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ და ღმრთის-მსახურებაჲ უფლისა მიმართ, ესე არიან საუნჯენი სიმართლისანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა შიში თქუენი მათ ეშინოდის, რომელთათჳს გეშინოდა, ეშინოდის თქუენდა. მოციქულნი მოივლინნეს ვედრებად მშჳდობისა, მწარედ ტიროდიან,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოოჴრდეს გზანი ამათნი, დაცხრომილ არს შიში წარმართთაჲ, და ამათა მიმართ აღთქუმაჲ მოღებულ Page of ms. J: A64v  <არს>, და არა შეჰრაცხნეთ იგინი კაცად/.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
იგლოვდა ქუეყანაჲ: ჰრცხუენა ლიბანსა. მწყურნებ იქმნა ასერონი, განცხადებულ იყო გალილეაჲ და კარმელი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ აღვდგე, იტყჳს უფალი. აწ ვიდიდო, აწ ა<ღ>ვმაღლდე,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ იხილოთ, აწ გრცხუენოდის, და ამაო იყოს ძალი სულისა თქუენისაჲ, ცეცხლი შეგჭამდეს თქუენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ ნათესავნი დამწუარ ვითარცა ეკალნი ველსა ზედა, განბნეულნი და დამწუარნი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ესმეს შორიელთა რაჲ იგი ვქმენ, და ცნან მახლობელთა ძალი ჩემი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განდგეს რომელნი იყვნეს სიონს შინა უშჯულონი, და ძრწოლამან შეიპყრნეს უღმრთონი, ვინ გითხრას თქუენ, რამეთუ ცეცხლი აღატყდების. ანუ ვინ გითხრას თქუენ ადგილი საუკუნე.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი ვიდოდის სიმართლით, და იტყოდის სიწრფოებისა გზასა, და სძულდეს უშჯულოებაჲ და სიცრუვჱ, და ჴელნი განაშორნეს ქრთამისაგან. და დაიმძიმნეს ყურნი არა სმენად საშჯელისა სისხლისა სიცრუვისაჲ: და დაიწუხნეს თუალნი მისნი რაჲთა არა იხილოს სიც<რ>უვჱ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამან დაიმკჳდროს მაღალსა მას ქუაბსა კლდისა ძლიერისასა. პური მოეცეს მას, და წყალი მისი სარწმუნოჲ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
მეუფჱ დიდებით იხილოთ, და თუალთა თქუენთა იხილონ შორით ქუეყანაჲ იგი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და სულმან თქუენმან იწუართოს შიში. სადა არიან მწიგნობარნი, ანუ სადა არიან მზრახვალნი, სადა Page of ms. J: A65r  არს, რომელი იგი რაცხდა მათ, რომელნი იგი/ იქცევიან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მცირჱ და დიდი რომელსა არა აზრახა, არცა ჴმა მაღლისა მიერ, ვითარმცა არა ესმა. ერი განქარვებული არს, და არა არს მსმენელისა მის გულის-ჴმის-ყოფა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა სიონი ქალაქი მაცხოვარებისა ჩუენისაჲ, თუალთა შენთა იხილონ იჱრუსალემ. ქალაქო მდიდარო, კარავნი რომელნი არა შეიძრნენ, არცა შეირყინენ მანანი კარვისა მისისანი უკუნისამდე ჟამთა, არცა საბელნი მისნი განსთქდენ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სახელი უფლისაჲ დიდ არს თქუენ ზედა. ადგილ თქუენდა იყოს, სადა მდინარენი და ჴევნი ფართონი, არა ხჳდოდი შენ ამას გზასა. ნუ ვლენედ ნავნი შენნი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ღმერთი ჩემი დიდ არს, არა თანა-წარმჴდეს მე. უფალი მსაჯულ ჩუენდა, უფალი მთავარ ჩუენდა, უფალი მეუფჱ ჩუენდა, უფალი მაცხოვარ ჩუენდა, და მან თავადმან მიჴსნნეს ჩუენ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
განსთქდეს საბელნი შენნი, რამეთუ არა განაძლიერა. კარვის ძელი შენი მიდრკა. არა მოელხუნენ კარვისა ძელნი შენნი. არა აღიღოს სასწაული, ვიდრემდე მიეცე წარსატყუენველად. აწ უკუჱ მრავალთა მკელობელთა ტყუე წარმოიღონ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა თქუან ვითარმედ დავშუერით ერი რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა. რამეთუ მიეტევა მათ ცოდვაჲ.

Chapter: 34  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მოუჴედით წარმართნი და ისმინეთ, და მთავარნი ერჩდით, ისმინენ ქუეყანამან და რომელნი არიან მას ზედა, სოფელმან და ერმან და რომელნი დამკჳდრებულ არიან მას ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გულის-წყრომაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა წარმართთა, და რისხვაჲ მისი ყოველთა ზედა რიცხუთა მათთა და წარწყმედად იგინი და მიცემად იგინი კლვასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო წყლულნი მათნი, და მკუდარნი განითხინენ გარე, და აღვიდოდის სულ-მყრალობაჲ მათი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და Page of ms. J: A65v  დაილტვნენ მთანი/ სისხლითა მათითა, და წარიგრაგნოს ვითარცა წიგნის ტყავი ცაჲ. და ყოველნი ვარსკულავნი დაცჳვენ, ვითარცა დასცჳვის ვენაჴსა ფურცელი, და ვითარცა დასცჳვის ფურცელი ლეღჳსაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაითრო ჴრმალი ჩემი ცათა შინა. აჰა ესერა იდუმეასა ზედა გარდამოჴდეს, და ერსა მას ზედა წარსაწყმედელსა საშჯელითა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მახჳლი უფლისაჲ განძღა სისხლითა, და განზრქნა ცმელითაგან, და სისხლითა ვაცთაჲთა და კრავთაჲთა, და ცმელითაგან ზუარაკთა და ვერძთაჲთა. რამეთუ მსხუერპლი უფლისაჲ ბოსორს, და კლვაჲ დიდი იდუმეას.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეცნენ მდიდარნი იგი მათ თანა და ვერძნი და ზუარაკნი, და დაითროს ქუეყანაჲ სისხლითა მათითა, და განძღეს მიწაჲ ცმელითა მათითა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დღჱ საშჯელისაჲ არს უფლისაჲ, და წელიწადი კუალად გებისაჲ საშჯელისა სიონისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარდაიქცენ ღელენი მისნი ფისად, და ქუეყანაჲ მისი წუნწუბად, და იყოს ქუეყანაჲ მისი ვითარცა ფისი აღგზებული

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ღამჱ და დღჱ: და არა დაშრტეს უკუნისამდე ჟამთა. და აღვიდოდის კუამლი მისი ზე, და ნათესავითი ნათესავად მოოჴრდეს, და ჟამამდე მრავლად. და არა იყოს თანა-წარმავალი მის მიერ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრნენ მას შინა მფრინველნი და გრძღაბნი, და ყორანნი მკჳდრ იყვნენ მას შინა. და განემარტოს მას ზედა საბელი ქუეყანის-საზომი ოჴრებისაჲ, და ვირდევნი იყოფოდიან მას შინა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამეთუ მეფენი მისნი და მდიდარნი მისნი და მთავარნი მისნი წარსაწყმედელად Page of ms. J: A66r  მიეცნენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმო<ს>ცენდენ ქალაქთა მისთა /ეკალთა ხენი, და ძნელოვანნი იყვნენ საყოფლად ურჩხულთა, და სამკჳდრებელ სირთა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიმთხჳნენ ეშმაკნი და ვირდევნი ურთიერთას, და ღაღადებდეს მოყუასი მოყუსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირდევნი, რამეთუ პოვეს თავისა თჳსისა განსასუენებელი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ მართუე ისხან გრძღაბთა, და გამოზარდნა ქუეყანამან <შვილნი თჳსნი> კრძალულებით. მუნ შეკრბენ ნადირნი, და იხილნენ პირნი ურთიერთას,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რიცხჳთ წარმოჴდეს, და ერთიცა მათგანი არა წარწყმდა: მოყუასი მოყუასსა ეძიებდენ, რამეთუ უფალმან ამცნო მათ, და სულმან მისმან შეკრიბნა იგინი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან თავადმან დასდვას მათ წილი, და ჴელმან მისმან განუყოს მათ ძოვნად უკუნისამდე ჟამთა, და დამკჳდრებად იგი თესლითი თესლადმდე, და განისუენებდენ მას ზედა.

Chapter: 35  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
იხარებდ უდაბნოჲ ესე წყურიელი, და მხიარულ იყავნ, უდაბნოჲ ეგე, და ყუაოდენ ვითარცა შროშანი ყუაოდის,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოსცენდეს, და მხიარულ იყვნენ, უდაბნონი იგი იორდანისანი. და დიდებაჲ ლიბანისაჲ მოეცა მას, და პატივი კარმელისაჲ, და ერმან ჩემმან იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ და სიმაღლჱ ღმრთისაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
განძლიერდით ჴელნი დაშთომილნი, და მუჴლნი დაჴსნილნი ნუგეშინის-ეცით.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუთ სულ-მოკლეთა გონებითა: განძლიერდით, ნუ გეშინინ. აჰა ესერა ღმერთი ჩუენი საშჯელსა მოაგებს, და კუალად აგოს. თავადი მოვიდეს, და მიჴსნნეს ჩუენ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ აღეხუნენ თუალნი ბრმათანი, და ყურთა ყრუთა ესმოდის. Page of ms. J: A66v 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ ხლდებოდის მკელობელი ვითარცა ირემი, და განემარ/ტოს ენაჲ ბრგუნვილი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გამოეცა უდაბნოსა წყალი, და მდინარჱ ქუეყანასა წყურიელსა. და იყოს ურწყული იგი მწყურნებად, და ქუეყანასა წყურიელსა წყაროჲ წყალთაჲ იყოს. მუნ იყოს სიხარული მფრინველთაჲ, და საყოფელი ურჩხულთაჲ, და ლერწამი, და მწყურნები.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მუნ გზაჲ განწმედილი, და გზა წმიდა ეწოდოს მას. არა წარვიდეს მიერ არა-წმიდაჲ, არცა იყოს მუნ გზაჲ არა-წმიდებისაჲ. ხოლო განბნეულნი იგი ვიდოდიან მის მიერ, და არა შესცთენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა იყოს მუნ ლომი, და არცა მჴეცთა ბოროტთაგანი აღვიდეს მას, და არცა იპოვოს მუნ. არამედ ვიდოდიან მას შინა ჴსნილნი იგი,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრებულნი უფლისა მიერ, და მოიქცენ და მოვიდენ სიონდ სიხარულით და მხიარულებით. და სიხარული საუკუნოჲ თავსა ზედა მათსა, რამეთუ თავსა ზედა მათსა ქებაჲ, და მხიარულებაჲ და სიხარული ეწიოს მათ. ივლტოდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ, და სულთქუმაჲ.

Chapter: 36  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მეათოთხმეტესა წელსა, მეფობასა ეზეკიაჲსსა, აღმოვიდა სენაქერიმ მეფჱ ასურასტანელთაჲ ქალაქებსა მას ზედა ჰურიასტანისასა ძნელოვანსა, და დაიპყრნა იგინი. [!]

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინა მეფემან ასურასტანისამან ჰრაფსაკ ლაქისით იჱრუსალემდ მეფისა ეზეკიაჲსა ერითა მრავლითა: და დადგა შესაკრებელსა მას წყალთასა, საბანელსა მას ზემო კერძოსა [!], გზასა მას აგარაკსა მურკნველთასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა მისა, ელ<ი>აკიმ ძჱ ქელკიაჲსი მნე, და სომნა მწიგნობარი, Page of ms. J: A67r  და იოაქ ძჱ ასაფისი მოსაჴსენებელთ-მწერალი./

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ჰრაფსაკ, არქუთ თქუენ ეზეკიას, ამას იტყჳს მეფჱ ასურასტანისაჲ, ვისა მოსავ ხარ შენ,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუჱ ზრახვითა და სიტყჳთა ბაგეთაჲთა წყობაჲ იქმნის. და აწ ვის ესავ შენ, და ურჩ მექმენ მე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ესავ შენ კუერთხსა მას ლერწმისასა განტეხილისა ეგჳპტით კერძო, რომელი დაემტკიცოს მას ზედა კაცი განესვას ჴელსა მისსა, და განუჴურიტოს იგი, ეგრეცა არს ფარაო მეფჱ ეგჳპტისაჲ და ყოველნი მოსავნი მისნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ სთქჳთ ვითარმედ უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვესავთ, ესე იგი სამე არს რომელ დაარღჳნა ეზეკია მაღალნი და ბაგინები მათი, და ამცნო ყოველსა ჰურიასტანსა, და ჰრქუა: წინაშე ერთისა ხოლო საკურთხეველისა იჱრუსალემს თაყუანის-სცემდით მას.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ მოვედით და წარუდეგით თქუენ უფალსა ჩემსა, მეფესა ასურასტანელთასა, და მე მიგცე თქუენ ორათასი საჴედართაგანი, უკუეთუ შეუძლოთ თქუენ გამოცემად მჴედარი თქუენი მას ზედა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარ მე შემძლებელ ხართ მიქცევად პირსა სოფლის-მთავართა მათ მცირეთა, მონა არიან იგი უფლისა ჩემისა, რომელნი ეგე ესავთ ეგჳპტელთა მათ, და საჴედართა და მჴედართა მათთა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუჱ ჩუენ უფლისა ღმრთისა თჳნიერად ნუ მოსრულ ვართ ამას ქუეყანასა ბრძოლად თქუენდა. უფალმან ღმერთმან მრქუა მე გამოსლვაჲ და განრყუნაჲ ქუეყანისაჲ ამის:

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს ჰრაფსაკს ელიაკიმ და სომნა და იოაქ: ეტყოდე მონათა შენთა სპარს-ებრ ასურ-ებრ, რამეთუ მესმის ჩუენ, და ნუ მეტყჳ ჩუენ ჰურიაებრ, და რაჲ სარგებელ არს შენდა სიტყუაჲ ეგე ჰურია-ებრი ყურთა მიმართ ამის Page of ms. J: A67v  ერისათა, რომელნი ესე წარმოსხდომილ არიან ზღუდეთა ზედა./

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ჰრაფსაკ და ჰრქუა მათ: ნუ უკუჱ უფლისა თქუენისა, ანუ თქუენდა მომავლინა მე უფალმან ჩემმან სიტყუად სიტყუათა ამათ ერისა მაგის, რომელნი სხენან ზღუდეთა ზედა, რაჲთა არა შეცვულ იყვნენ, და შეჭამონ სკორჱ თჳსი, და შესუან ფსელი თჳსი თქუენ თანა ერთბამად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიდგა ღჳნის-მნე იგი ჰრაფსაკ ადგილსა ერთსა მაღალსა განცხადებულად ქალაქსა, ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ჰურია-ებრ, და თქუა. ისმინენ<ი>თ სიტყუანი მეფისა დიდისანი მეფისა ასურასტანისანი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს მეფჱ, ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია სიტყჳთა, რომლითა ვერ შემძლებელ არს განრინებად თქუენდა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნუ გეტყჳნ თქუენ ეზეკია ვითარმედ გიჴსნნეს ღმერთმან, და არა მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ასურასტანისათა .

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ისმენთ თქუენ ეზეკიაჲსსა. ესრე იტყჳს მეფჱ ასურასტანისაჲ, უკუეთუ გნებავს ქველის-მეტყუელობის, გამოვედით ჩემდა, და იხარებდეთ თქუენ ნაყოფსა ზედა თქუენსა, და ჭამენ კაცად-კაცადმან ვენაჴისაგან თჳსისა, და ლეღჳსაგან თჳსისა, და სუნ წყალი ჯურღმულისაგან თჳსისა,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელ იგი არს ვითარცა ქუეყანაჲ ესე თქუენი. ქუეყანაჲ იფქლისაჲ, და ღჳნისაჲ, და პურისაჲ, და ვენაჴოვანი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია, და გეტყჳნ ვითარმედ ღმერთმან თქუენმან გიჴსნნეს თქუენ. იჴსნნეს ნუა ღმერთთა მათ ნათესავთა თითოეულმან თჳსი იგი სოფელი ჴელთაგან მეფისა ასურასტანისათა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
სადა არს ღმერთი იგი ემათისაჲ, და არფათისაჲ, და სადა არს ღმერთი იგი ქალაქისაჲ მის სეფფარიმისაჲ. Page of ms. J: A68r  შე-ნუ-უძლესა, სამარიაჲსა ჴსნაჲ ჴელისაგან ჩემისა./

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ ღმერთთაგანმან ყოველთა ამათ ნათესავთამან იჴსნას ქუეყანაჲ თჳსი ჴელისაგან ჩემისა, და აწ ვითარ მე ღმერთმან მაგან ისრაჱლისამან იჴსნეს იჱრუსალემი ჴელთაგან ჩემთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადუმნეს, და არა ვინ მიუგო მას სიტყუაჲ. <რამეთუ> ებრძანა მეფესა ეზეკიას, ვითარმედ ნურარას ვინ მიუგებთ მას რაჲთურთით სიტყუასა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა ელიაკიმ ძჱ ქელკიაჲსი მნე, და სომნა მწიგნობარი ერისაჲ, და იოაქ, ძჱ ასაფისი მოსაჴსენებელთ-მწერალი ეზეკიაჲსა, სამოსელ-დაპებულნი, და უთხრნეს მას სიტყუანი ესე ჰრაფსაკისნი.

Chapter: 37  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ვითარცა ესმა ესე ეზეკიას, დაიპო სამოსელი თჳსი, და ძაძაჲ შეიმოსა, და აღვიდა იგი ტაძრად უფლისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინა მან ელიაკიმ მნჱ, და სომნა მწიგნობარი, და მოხუცებულნი მღდელთანი შემოსილნი ძაძითა, ესაიაჲსა ძისა ამოსისა წინაწარმეტყუელისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მას, ამას იტყჳს ეზეკია: დღჱ ჭირისა და ყუედრებისაჲ, და მხილებისაჲ და რისხვისაჲ არს დღენდელი ესე დღჱ. რამეთუ მოწევნულ არს სალმობაჲ შობადისაჲ, და ძალ არა უც შობად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
შეესმედ უფალსა ღმერთსა შენსა სიტყუანი ესე ჰრაფსაკისნი, რომელი მოავლინა მეფემან ასურასტანისამან უფალმან მისმან, ყუედრებად ღმრთისა ცხოველისა სიტყჳთა მით, რომელი იგი მოჰრქუა, რომელი ესმა თავადსა უფალსა ღმერთსა შენსა. და აწ აღდეგ, და ილოცე უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა ნეშტთა ამათთჳს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს მონანი იგი მეფისა ეზეკიაჲსნი ესაია წინაწარმეტყუელისა:

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ესაია: ესრე არქუთ უფალსა მას თქუენსა. ამას იტყჳს უფალი: ნუ გეშინინ შენ სიტყუათა მათგან, რომელი გესმა ღჳნისა-მნისა მის\გან, Page of ms. J: A68v  რომელი მოავლინა მოციქულად მეფემან ასუ/რასტანისამან ყუ<ე>დრებად სიტყჳთა, რომელი ესმა უფალსა ღმერთსა ჩემსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ეგერა მე შთაუგდო მას ზრახვაჲ განსაკრთომელი, რაჲთა ესმეს ჰამბავი შორით, და გარე-მოიქცეს იგი წრაფით სოფლად თჳსა, და შევარდეს მახჳლსა ქუეყანასა თჳსსა, და მუნვე შეიმუსროს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს გარე-მოიქცა მიერ დჳნის-მნე იგი, და ეწია და პოვა მეფჱ იგი ასურასტანისაჲ, რამეთუ წარმოსრულ იყო ლაქისით, და მოწევნულ, და გარე-მოდგომილ იყო, და მოეცვა ქალაქი იგი ლიბანელთაჲ ლობნაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მუნ ესმა მეფესა მას ასურასტანელთასა, ვითარმედ გამოსრულ არს, და წარმოტევებულ განფენილ აღუვსებია სოფელი მისი თარჰაკთას, მეფესა მას ჰინდოეთისასა, მოცვად მისა, და ვითარცა ესმა, მეყსეულად შეკრბა, იტრა, იძრა, წარვიდა წრაფით სოფლადვე თჳსა. და უკუნ ავლინნა მოციქულნი მუნვე ეზეკიაჲსა, მეფისა მის ჰურიასტანისა, და ჰრქუა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე არქუთ ეზეკიას მეფესა ჰურიასტანისასა, ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი ეგე შენი, რომელსა შენ ესავ, ვითარმედ არა მიცემად არს იჱრუსალემი ჴელთა მეფისა ასურასტანისათა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
გასმიეს სამე შენ, რაჲ იგი უყვეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ყოველსა ქუეყანასა, ვითარ მოაოჴრნეს იგინი, და მოსრნეს, და წარწყმიდნეს. აწ უკუე შენ გან-ნუ-რინებად ხარა ჴელთაგან ჩემთა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
იჴსნნეს ნუ იგი ნათესავნი ღმერთთა მათ მათთა, რომელნი იგი მოსრნეს მამათა მათ ჩუენთა, ქუეყანაჲ იგი ქოზაჲსი და <ა>რრანი, და ჰრაფესი, და ძენი იგი ნადანისნი, რომელ დამკჳდრებულ იყვნეს სოფელსა მას თემანისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ სადა არიან მეფენი იგი ემათისანი, და Page of ms. J: A69r  არფათისანი. და სადა არიან მეფენი იგი ქალაქისა სემფა/რიმისაჲ, ენა და გავდ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო ეზეკია მეფემან წიგნი იგი ჴელთაგან მათ მოციქულთა, და აღმოიკითხა, და შევიდა ეზეკია ტაძარსა მას უფლისა ღმრთისასა, და განჰფინა წიგნი იგი წინაშე უფლისა ღმრთისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
თაყუანის-ჰსცემდა ეზეკია მუჴლ-დადგმით წინაშე უფლისა ღმრთისა და იტყოდა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაჱლისაო, რომელი ჰზი ქერობინთა ზედა, შენ ხარ მხოლოჲ ღმერთი ყოველთა ზედა მეუფეთა ქუეყანისათა. შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
მოყავ ყური შენი და ისმინე უფალო, და ისმინენ სიტყუანი ესე სენაქერიმ მეუფისანი, რომელ მოავლინნა ყუედრებად ღმრთისა ცხოველისა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჭეშმარიტად მოაოჴრეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ყოველი ქუეყანაჲ და სოფლები მათი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცეცხლითა შეწუეს კერპები მათი, რამეთუ იყვნესვე იგინი არა ღმერთ, არამედ ჴელთა ქმნულნი იყვნეს იგინი კაცთანი, ძელისანი და ქვისანი, და წარწყმიდნეს იგინი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მისთა, რაჲთა ცნან ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი <მხოლოჲ>.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოივლინა ესაია ძჱ ამოსისი ეზეკიაჲსა, და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: მესმა მე ლოცვაჲ ეგე შენი, ილოცევდ რაჲ ჩემდა მომართ სენაქერიმისთჳს მეუფისა მის ასურასტანელთაჲსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არს სიტყუაჲ, რომელსა იტყოდა მისთჳს უფალი ღმერთი. განგბასრა, და გეკიცხევდა შენ ქალწული ასული ჩემი სიონი. შენ ზედა თავი შეხარა, ასულო იჱრუსალემისაო.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ჰკითხე ღა, ვის თქუა: აყუედრე, ანუ ვინ განარისხე. ანუ ვის ზედა აღამა<ღ>ლე ჴმაჲ ეგე შენი, და არა აღიხილენ მაღლად თუალნი შენნი წმიდისა მის მიმართ ისრაჱლისაჲსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოციქულთა შენთა მიერ, აყუედრე შენ უფალსა ღმერთსა შენსა, რამეთუ შენ სთქუ, ფრიად სიმრავლითა Page of ms. J: A69v  ეტლთა ჩემთაჲთა აღ/ვედ მე სიმაღლესა მთათასა, და მივიწიე დასასრულთა ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლჱ ნაძუთაჲ, და ფიჭუთაჲ, და შუენიერებაჲ საროთაჲ. და შევედ მაღლოვანით კერძო მაღნარსა კარმელისასა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვასხენ ჴიდნი და დავარღჳენ წყალნი და ყოველნი შესაკრე<ბე>ლნი წყალთანი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ესრე გესმაა წინაჲსწარ, რაჲ იგი ვყავ. დღეთა მათ პირველთა რომელი მე ვბრძანე, ხოლო აწ განვაჩინენ მოოჴრებად წარმართნი ძლიერნი ძნელოვანთა შინა, და მკჳდრნი ქალაქთა ძლიერთანი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
დაუტევენ ჴელისაგან ჩემისა, და განჴმეს, და იქმნნეს ვითარცა თივაჲ ჴმელი ზედა ბედედსა, და ვითარცა ბანჯარი შემჭ<კ>ნარი, ვიდრე არღა განმტკიცებულ არნ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ სადგურნი განსასუენებელისა შენისანი მე თჳთ უწყნი, და გამოსლვაჲ შენი და შესლვაჲ შენ<ი> მე ვიცი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
გულის-წყრომაჲ ეგე შენი, რომლითა განჰრისხენ ჩემდამო, და სიმწარჱ შენი მოაწიე ჩემდა. ხოლო აწ განგაცუა ხარტუკი ცხჳრთა, და აღჳრნი ღაწუთა შენთა, და მიგაქციო შენ გზასა მას ვინაჲცა მოხუედ.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე იყავნ სასწაულად შენდა. შეშჭამო წელიწადსა ამას, რომელი დასთესე, და მეორესა წელიწადსა ნეშტი მისი, ხოლო მესამესა ჰსთესეთ და განლეწეთ, და დაასხთ ვენაჴი და ჭამეთ ნაყოფი მისი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ ნეშტნი იგი ჰურიასტანს, დაიბ<ნ>ენ ძირნი ქუჱ კერძო და ყონ თესლი ზედა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იჱრუსალემით იყვნენ დაშთომილნი იგი, და განრინებულნი მთისაგან სიონისა. შურმან უფლისა ყოვლისა-მპყრობელისამან Page of ms. J: A70r  ყო ესე.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ძალთაჲ მეფისა მიმართ ასურ/ასტანელთაჲსა: არა შემოვიდეს ქალაქსა ამას, არცა სტყორცოს ისარი, არცა მოიღოს მას ზედა ფარი, არცაღა მოადგას ზღუდის ზღუდე.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მას გზასა რომელსაცა მოვიდა, მიერვე წარვიდეს, და ამას ქალაქსა ნუ შემოვალნ, თქუა უფალმან. ესრეთ იტყჳს უფალი:

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
ზედა-მდგომელ ვეყო ქალაქსა მას განრინებად მაგისა ჩემთჳს, და დავითისთჳს მოხისა ჩემისა.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდა ანგელოზი ღმრთისაგან, და სცა და მოსრა ბანაკისა მისგან ასურასტანელთაჲსა, ას ოთხმეოც და ხუთ ათას მამაკაცი. აღდგეს, იხილეს განთიად, და პოვეს ეგოდენი იგი გუამი მომკუდარი.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარე-მოიქცა მოციქული იგი მუნვე. იტრა, წარვიდა მიერ სენაქერიმ მეუფე იგი ასურასტანელთაჲ. მოვიდა და დაემკჳდრა ნინევეს შინა.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
და მუნ შესრულ იყო თაყუანის-ცემად ტაძარსა მას ასადრაქისსა კერპთა თჳსთა, მუნ სცეს, და მოკლეს იგი ადრამელექ და სარასარ ძეთა თჳსთა მახჳლითა, და იგინი მეოტად წარვიდეს მთათა სომხეთისათა, და შარავანდი შეიბნა ნაქორდან ძემან მისმან მის წილ.

Chapter: 38  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მას ჟამსა შინა სიკუდილისა სენითა დასნეულდა ეზეკია მეუფჱ. და მოვიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი, ძჱ ამოსისი, და ჰრქუა მას. ესრე იტყჳს უფალი ღმერთი: ბრძანე სახლისა შენისაჲ, რამეთუ მოჰკუდები და არა სცხონდე შენ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ესმა ესე ეზეკიას, მიიქცია პირი თჳსი კედლად. ილოცვიდა უფლისა მიმართ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: მოიჴსენე ჩემი უფალო, რამეთუ ვიდოდე მე შენ წინაშე ჭეშმარიტებით, და გულითა სრულითა სათნოებათა შენ წინაშე ვჰყოფდი. და ტიროდა ეზეკია ტირილითა დიდითა სინანულით.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ Page of ms. J: A70v  უფლისაჲ ესაიაჲსა/ მიმართ, და ჰრქუა"

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მივედ შენ ადრე ეზეკიაჲსა, და არქუ მას, ე<ს>რე იტყჳს უფალი ღმერთი დავითის მამისა შენისაჲ, ვისმინე ჴმაჲ ლოცვისა შენისაჲ, და ვიხილენ ცრემლნი შენნი. აჰა ეგერა შევსძინებ დღეთა შენთა ათხუთმეტ წელ:

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჴელთაგან მეფისა ასურასტანისათა განგარინო შენ და ქალაქი შენი, და ზედა-მდგომელ ვექმნე მე ქალაქსა მაგას.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სასწაული ესე იყოს უფლისა მიერ, რამეთუ აღასრულოს ღმერთმან სიტყუაჲ იგი თჳსი რაჲცა თქუა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე გარე-მოვაქციო აჩრდილი მზისაჲ მენაკთაჲ მაგათ, რომელ შთასრულ არს აჩრდილი ათსა მენაკსა, ტაძართა მაგათ აქაზის მამისა შენისათა. და გარე-მოვაქციო მე აჩრდილი იგი მზისაჲ მუნვე ათად მენაკად. და კუალად იქცა აჩრდილი იგი მზისაჲ მუნვე ათსა მენაკსა ვინაჲცა დამოსრული იყო.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ლოცვაჲ. ეზეკიაჲსი. მეფისა. ჰურიასტანისაჲ. რაჟამს დასნეულდა. და აღდგა სნეულებისაგან <თჳსისა>.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვთქუ აღმაღლებასა დღეთა ჩემთასა: მივიდე მე ბჭეთა ჯოჯოხეთისათა, და უტევენ ყოველნი შედგომნი [!] ჩემნი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ ვითარმედ არღარა ვიხილო მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, ქუეყანასა ზედა ცხოველთასა. არღარა ვიხილო კაცი თანა-მკჳდრითურთ ჩემით.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვაკლდი მე ნათესავისაგან ჩემისა. ამიერითგან დაუტევე, და დამშთა ცხორებაჲ ჩემი: განვიდა და წარვიდა და განმეშორა ჩემგან სული ჩემი, ვითარცა იგი რომელმანმცა დაარღჳა ტალავარი აღდგომილი სული ჩემი. და იყო ვითარცა ქსელი ნადთაჲ მოახლებული მოკუეთად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
დღესა შინა მას მიცემულ ვიქმენ ცისკრითგან, ვითარცა ჴელთა ლომისათა, ეგრე შეფქვნა, და შემუსრნა ძუალნი Page of ms. J: A71r  ჩემნი, რამეთუ განთიადითგან მი-ღამედმდე მივეცი/

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მერცხალი ეგრე ეჭრტინევდ, და ვითარცა ტრედი ეგრე ვღუმინევდ, რამეთუ მოაკლდა თუალთა ჩემთა ხედვაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
აღვიხილე სიმაღლესა ცისასა უფლისა ღმრთისა ჩემისა მიმართ, რომელმან მიჴსნა მე, და განაქარვა სალმობაჲ გუამისაჲ ჩემგან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ამისთჳსცა მიგეთხრა შენ, განაღჳძე გონებაჲ ჩემი: მოაქციე სული ჩემი. ნუგეშინის-ცემულ ვიქმენ, და ვცხოვნდი. აჰა მშჳდობასა მოიქცა, სიმწარე ჩემი,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იჴსენ სული ჩემი, რაჲთა არა წარვწ<ყ>მდე: განსთხიენ ჩემგან ყოველნი ცოდვანი ჩემნი,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა არა რომელნი ჯოჯოხეთს შინა იყვნენ, მათ აღგიარონ შენ, და არცა მკუდარნი გაკურთხევდენ შენ, არცა ესვიდენ ჭეშმარიტებასა, და წყალობასა შენსა, რომელნი შთავიდოდიან მღჳმესა,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ცხოველნი გაკურთხევდენ შენ, ვითარცა ესე მე, რამეთუ ამიერითგან ყრმა ვისხნე, რომელნი მიუთხრობდენ ამას სიმართლესა, და წყალობასა შენსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, არა დავსცხრე კურთხევად შენდა, გალობითა ახლითა, ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, წინაშე უფლისა და ტა<ძ>რისა ღმრთისაჲსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა ესაია წინაწარმეტყუელმან ეზეკიას, მოიღე შენ კუერი ლეღჳსაჲ და მობალე, და დაიდევ წყლულებასა შენსა, და განსცოცხლდე.

Verse: 22   Link to septLink to armat   
და თქუა ეზეკია: ესე სასწაული არსა, ვითარმედ აღვიდე ტაძრად ღმრთისა.

Chapter: 39  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მას ჟამსა შინა, მოავლინნა მაროდაქ ბალდან, ძემან ბალდანისმან მეფემან ბაბილონისამან, მოციქულნი, და ჰროარტაკები, და ძღუენი ეზეკიაჲსა, რამეთუ ესმა ვითარმედ დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე, და აღდგა სნეულებისაგან თჳსისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიხარა ეზეკია მოსლვაჲ იგი მოციქულთაჲ მათ, და წარიყვანნა იგინი სიხარულითა მით, და მოუჩუენა მათ სახლები იგი საუნჯეთაჲ: ვეცხლისაჲ, და ოქროჲსაჲ, შტახსისაჲ, და საკუმეველთაჲ, და ნელსაცხებელთაჲ. Page of ms. J: A71v  და/ ყოველნი სახლნი სანოვაგისა და საფასისანი, და ყოველი რაჲცა ედვა მას საფასეთა მისთაჲ. და არა რაჲ იყო რომელი არა უჩუენა მათ ეზეკია სახლსა შინა თჳსსა, და ყოველსავე შინა ჴელმწიფებასა მისსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდა ესაია წინაწარმეტყუელი ეზეკია მეფისა, და ჰრქუა მას, რასა იტყჳან კაცნი ესე, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან შენდა. მიუგო ეზეკია და ჰრქუა: ქუეყანით შორით მოსრულ არიან ჩემდა, ქუეყანით ბაბილონელთაჲთ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ესაია: რაჲ იხილეს სახლსა შინა შენსა, მიუგო ეზეკია და ჰრქუა მას: ყოველივე რაჲცა იყო სახლსა შინა ჩემსა იხილეს, და არა რაჲ არს სახლსა შინა ჩემსა, რომელი არა იხილეს, არამედ საუნჯენიცა ჩემნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ესაია: აწ ისმინე სიტყუაჲ უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, და წარიღონ ყოველივე რაჲცა არს სახლსა შინა შენსა, და რაოდენი შეგიკრებიეს [!] მამათა მათ შენთა ვიდრე აქა დღედმდე, და შეიღონ იგი ქუეყანასა მას ბაბილონისასა, და არა რაჲ დაშთეს, თქუა უფალმან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შვილთაგანნიცა შენნი რომელნი ჰშვნე წარიყვანნენ, და ყვნენ იგინი საჭურის სახლსა შინა მეფისა ბაბილონისასა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ეზეკია და ჰრქუა ესაიას, ქველ და კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ თქუა უფალმან: იყავნ მშჳდობაჲ და სიმართლე დღეთა ჩემთა, ხოლო დღეთა ნაშობთა ჩემთასა ვითარცა ჰნებავს. :

Chapter: 40  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, თქუა უფალმან.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მღდელნი ეტყოდეთ გულსა იჱრუსალემისასა, ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლითა მისითა, და განჰჴსნდეს ცოდვანი მისნი, რამეთუ მოიღო ჴელისაგან უფლისა მრჩობლი მისაგებელი ცოდვათა თჳსთათჳს./

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A72r  ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, და წრფელ ყვენით ალაგნი უფლისა ღმრთისა ჩემისანი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი მაღალნი და ბორცუნი დამდაბლდენ, და ძნელოვანნი ყოველნი ადვილად გარდაიქცენ, და იყოს ღჳრღუარები ველებად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოჩნდეს დიდებაჲ უფლისაჲ, და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ რომელი იტყოდა: ღაღად-ყავ, და ვთქუ: რასა ვღაღადებდე. ყოველი ჴორციელი თივა არს, და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ ვითარცა ყუავილი თივისაჲ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
განჴმა თივაჲ იგი, და ყუავილი მისი დასცჳვა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სიტყუაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აღვედ მთასა მაღალსა, მახარებელი ეგე სიონისაჲ, აღიმაღლე ძლიერად ჴმაჲ შენი, მახარებელმან მაგან იჱრუსალემისამან. აღიმა<ღ>ლეთ: ნუ გეშინინ, არქუთ ქალაქთა იუდაჲსთა: აჰა ესერა ღმერთი ჩუენი,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა უფალი ძლიერებით მოვალს, და მკლავი მისი უფლებით: აჰა ესერა სასყიდელი მისი მის თანა, და საქმენი წინაშე მისსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მწყემსი ჰმწყსიდეს სამწყსოსა თჳსსა, და მკლავითა თჳსითა შეიკრიბნეს კრავნი, და მუცლად-ღებულთა მათ ნუგეშინის-სცეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ აღწყნა პევშითა თჳსითა წყალნი, და ცაჲ მტკავლითა თჳსითა, და ყოველი ქუეყანაჲ ციდითა თჳსითა. ვინ აღწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა სასწრისაჲთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ მე უკუე ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანა-მზრახვალ ეყო მას, რომელმანცა კუალს ადგინა იგი. ანუ ვინ აზრახა, და მან აცნობა მას,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ვინ უჩუენა მას საშჯელი, ანუ გზაჲ გულის-ჴმის-ყოფისაჲ ვინ აუწყა მას.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ყოველნი წარმართნი ვითარცა ნაწუეთნი კარდლისანი, და ვითარცა წამი სასწორისაჲ შეირაცხნეს, და ვითარცა ნერწყუაჲ პირისაჲ შეირაცხნეს./ Page of ms. J: A72v 

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ლიბანი ვერ კმა არს საგზებელად, და ყოველნი ოთხფერჴნი ვერ კმა არიან საკუერთხად.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი წარმართნი ვითარცა არა რაჲ არიან, და არცა რად შერაცხილ არიან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ვის ამსგავსეთ უფალი, ანუ რომელსა მე მსგავსებასა ამსგავსეთ იგი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუჱ ხატად შექმნა იგი ხურომან, ანუ ოქროჲს-მჭედელმან ნუ ბრძმედთა შინა შებერა ოქროჲ, და მსგავსად ხატისა სახედ აღმოდგმით გამოწერა იგი მეცნიერებითა სიჴელოვნისა თჳსისაჲთა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ძელი სამე ულპოლველი გამოარჩიის ხურომან ტყისაგან, და სიბრძნითა მით სიჴელოვნისა თჳსისაჲთა აღჰმართის იგი კერპად. პირად-პირადსა ზაკუვასა იძმაცავნ, რაჲთამცა არა შეიძრა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ არა გესმის, და არა გულის-ჴმა-გიყოფიეს: არა მიგეთხრა თქუენ დასაბამითგან. იცით მეა, ვინ დაამტკიცნა საფუძველნი ქუეყანისანი,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისაჲ და დამკჳდრებულნი მას ზედა ვითარცა მკალნი, რომელმან აღჰმართნა ცანი ვითარცა კამარანი, და გარდაართხნა ვითარცა კარავნი, საყოფელნი, და დაამტკიცა ქუეყანაჲ მკჳდრობად მას ზედა,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაამდაბლნა მთავარნი ვითარცა არარანი სამთავროჲთ მათით, და ქუეყანაჲ არარასა ზედა შექმნა,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არცა სთესვიდენ, არცა ასხმიდენ ნერგსა, არცა დაიბნენ ქუეყანასა ზედა ძირნი მათნი. ანქრევდეს მათ ზედა ქარი, და განჴმენ, და ნიავქარმან ვითარცა ქარქუეტნი შეკრიბნეს იგინი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ რომელსა მსგავსებასა მამსგავსეთ მე, და აღვმაღლდე, იტყჳს მაღალი იგი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიხილენით სიმაღლესა თუალნი თქუენნი, და იხილეთ ვინ დაამტკიცა Page of ms. J: A73r  ყოველი ესე. ვის უტჳრთ/ავს თითოეულად რიცხჳ ამის სოფლისაჲ, და ყოველთა სახელით უწესს, და დიდძალითა დიდებითა, ძლიერებითა მით მკლავისა მისისაჲთა, ერთიცა მათგანი შენგან არა დაფარულ არს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ იტყჳ ამას, იაკობ, ანუ რასა ეგე იტყჳ, ისრაჱლ. ვინ უწყის, სთქუა ვითარმედ დაეფარნეს გზანი ჩემნი ღმრთისაგან. და დმერთმან ჩემმან თანა-წარმცოდა სამართალი ჩემი ჩემგან.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ აწმცა არა უწყოდე, არა თუმცა გესმინა ვითარმედ მარადის საუკუნე არს. უფალმან რომელმან დაამტკიცნა კიდენი ქუეყანისანი, არა ჰმშიოდის, არცა დაშურეს, და ვერ შესაძლებელ არს გამოძიებაჲ მეცნიერებისა მისისაჲ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰსცის ძალი მშიერთა, და მიჰფინის გულის-სიტყუაჲ გულის-თქუმისაჲ უსნოთა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰმშიოდის ჭაბუკთა, და დაშურენ ძლიერნი, და რჩეულნი მათნი უძლურ იქმნნენ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, იგინი განახლდენ ძლიერებითა მათითა, და აღიმკვნენ ახლითა ნაბრდღუენითა ვითარცა ორბნი, რბიოდიან და არა დაშურენ, ვიდოდიან და არა ჰმშიოდის.

Chapter: 41  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
განახლდებოდეთ, განახლდებოდეთ, ჩემდამო ჭალაკები ეგე ყოველი, რამეთუ მთავარნი განახლდენ ძლიერებითა მათითა. შემომეახლნედ, და იტყოდედ, და ერთბამად სამართალსა მიუთხრობდედ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ განაღჳძა მზის-აღმოსავალით სიმართლჱ, და მოუწოდა მას მსგავსად წესისა თჳსისა. მიიმართოს და აღავსნეს წარმართნი, განაცოფნეს, და დააკჳრვოს მეფეთა მათ, და მისცეს მიწასა მახჳლები იგი მათი. და ვითარცა ქარქუეტი შეღუერფოს მშჳლდები იგი მათი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იგინი დევნულნი და მეოტნი წარიქცინეს, და თავადი განჴდეს Page of ms. J: A73v  გზათა მათ მშჳდობისათა. /

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰჱ, აწ სთქჳთ, ვითარმედ არა მოვალს. რომელმან დაჰბადა და განიგულა და შექმნა ესე ყოველი. ვინ მოუწოდა ამას ნათესავითგან საუკუნოჲთ. მე ვარ უფალი ღმერთი პირველი, და მე ვარ მერმე, და მერმე შემდგომად მევე ვარ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მიხილეს მე წარმართთა მათ, და შეეშინა: შეძრწუნდეს, და დაუკჳრდა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, მოიმართეს, მომეახლნეს, გარე-მომადგეს, მოვიდეს, შეკრბეს ერთბამად ყოველნი ჩემდა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიდვა გულსა კაცმან მოყუასსა თჳსსა, და ძმასა თჳსსა შეწევნად, და ჰრქუან ურთიერთას.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
უზახებდეს ხუროჲ იგი მჭედელსა მას ჭედად, კუერვად, უროჲსა ცემად, დამშჭუალვად, აღმართებად, დადგმად, და დამტკიცებად, რაჲთა არა შეირყიოს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ შენ ისრაჱლ მონაო ჩემო, და იაკობ რჩეულო ჩემო, ნათესავი ეგე აბრაჰამისი, რომელი შეგიყუარე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელსა მაგას შევეწიე კიდითგან ქუეყანისაჲთ, და საებგუროჲთ მისით მოგიწოდე შენ, და გარქუ შენ ვითარმედ მონაჲ ჩემი ხარი შენ. გამოგირჩიე შენ, და არა დაგაგდო შენ ჴელისა გან:

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ მე, ნუ შესცთები, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, და შეგეწიე შენ, და ვეკრძალე შენთჳს, და გიცევ შენ მკლავითა ამით მარჯუენითა სიმართლისა ჩემისაჲთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ეგერა ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ ყოველნი მტერნი შენნი, და იყვნენ იგინი ვითარცა არა ყოფილნი. წარწყმდენ ყოველნივე იგი, რომელნი გეშჯოდიან შენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვძიებდე მათ, და არა ჰპოვნე იგინი, კაცთა მათ რომელთა შეურაცხ-გყვეს შენ. რამეთუ იყვნენ იგინი ვითარცა არა ყოფილნი, და არღარა იყვნენ მჴდომნი იგი შენნი,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან Page of ms. J: A74r  გიპყარ ჴელი ეგე მარჯუენე შენი, და გარქუ შენ ვითარმედ ნუ/ გეშინინ, მე ვარ მწე შენი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ შვილო ჩემო იაკობ და მცხუედო ჩემო ისრაჱლ. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გიჴსენ შენ, იტყჳს ღმერთი მჴსნელი შენი წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა გყავ შენ, ვითარცა თუალი ურმისაჲ, მლეწველი, ახალი ხერხის სახჱ, და ჰლეწნე მთანი, და დაჰმწულილნე ბორცუნი, და შეჰქმნნე იგინი ვითარცა მტუერნი,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და განაქრინე იგინი, და ქართა წარიხუნენ, და ღრუბელთა განიყვნენ, და ნიავქარმან განაბნინეს იგინი. ხოლო შენ იხარებდე უფლისა მიმართ, და მხიარულ იყო წმიდისა მიმართ ისრაჱლისა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხარებდენ გლახაკნი მშიერნი და ნაკლულევანნი. ეძიებდენ წყალსა, და არა ჰპოებდენ, და ენანი მათნი წყურილითა განჴმენ. მე უფალმან ღმერთმან ვისმინო მათი, მე ღმერთმან ისრაჱლისამან არა დავსთხინნე იგინი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ განვახუნე მდინარენი მთათა მათ ზედა, შორის ველებსა მას წყაროჲს-თავები აღმოვადინო. ვყო უდაბნოჲ იგი მწყურნებად წყალთა, და ქუეყანასა მას წყურიელსა ნაკადულები ვავლინო.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
აღმოვაცენო ურწყულსა მას ქუეყანასა ნაძჳ და ფიჭჳ, ბზაჲ, ძელ ქვაჲ, და საროჲ, და თელაჲ, და ვერხჳ, და წყუედაჲ, და მურტი, და ხე იგი ზეთისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა იხილონ და ცნან, და გულის-ჴმა-ყონ, და ჰრწმენეს ერთბამად ვითარმედ ჴელმან უფლისამან ყო ესე, და წმიდამან ისრაჱლისამან დაჰბადა ყოველი ესე.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
მოახლებულ არს საშჯელი თქუენი, თქუა უფალმან ღმერთმან. მოახლებულ არიან სამართალნი თქუენნი, იტყჳს უფალი ღმერთი. მოახლებულ არიან ზრახვანი თქუენნი, იტყჳს მეუფჱ იგი იაკობისი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ მოგეახლნედ, და გითხრ<ნ>ედ თქუენ, რაჲ იგი შეგხუდეს, ანუ პირველი იგი რაჲ იყო, თქუთ და გულის-ჴმა-ვყოთ Page of ms. J: A74v  და ვცნათ, რაჲ არს/ აღსასრულსა, და მომავალი იგი მითხრათ ჩუენ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მითხართ ჩუენ მოწევნადი იგი უკუანაჲსკნელი, და ვცნათ რაჲთა უწყოდით ღმერთნი თუ ხართ. კეთილი ყავთ, და ბოროტი ყავთ, და გჳკჳრდეს, და ვიხილოთ თანად,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარმედ ვინანი ხართ, და ვინაჲ არს ქმნულებაჲ თქუენი, რამეთუ ქუეყანით საძაგელნი გამოგირჩინეს თქუენ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე განვაღჳძე ჩრდილოჲთ იგი, და მზის-აღმოსავალით იწოდნენ სახელითა ჩემითა. მოვიდენ, შეკრბენ მთავარნი, ვითარცა თიჴაჲ მეკეცისაჲ. და ვითარცა მეკეცემან და დატკებნის თჳსი იგი თიჴაჲ, ეგრე დაიტკებნნენ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვინ მე არს იგი რომელმან მითხრას პირველი, რაჲთა უწყოდით, ანუ თქუა ყოფილი იგი, რაჲთა უწამოთ ვითარმედ ჭეშმარიტ არს, არა ვინ არს იგი, რომელთა გრქუან ანუ ისმინნენ სიტყუანი იგი თქუენნი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიწყო სიონით, და იჱრუსალემსა ნუგეშინის-ვსცე შესლვად,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წარმართთაგანი აჰა ესერა არა ვინ არს, და კერპთა მათთაგანი არა ვინ არს მიმთხრობელ, და უკუეთუ ვჰკითხო მათ ვინანი ხართ, არარაჲ მომიგონ მე.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არიან მოქმედნი თქუენნი ცრუნი, და ამაო გამომსახველნი თქუენნი.

Chapter: 42  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
იაკობს მონასა ჩემსა შევეწიო მას, და ისრაჱლ რჩეული ჩემი შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან. მივსცე სული ჩემი მის ზედა და სამართალი წარმართთაჲ გამოიღოს:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მან არა ჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა განისმეს უბანთა ზედა ჴმაჲ მისი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ლერწამი დაჩხერილი არა განტეხოს, და პატრუკი მბდვინვარე არა დაშრიტოს. ვიდრემდე გამოიღოს სამართალი და მშჯავრი სიმართლისაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
გამობრწყინდეს და არა შეიმუსროს, ვიდრემდე დადვას ქუეყანასა ზედა Page of ms. J: A75r  მშჯავრი, და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ./

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნნა ცანი, და დაამტკიცნა იგინი, რომელმან დაჰბადა ქუეყანაჲ, და ყოველი რაჲ არს მას შინა, და მისცა საშუმინველი <ერსა თჳსსა>, რომელნი არიან მას ზედა, და სული ყოველთაჲ რომელნი ვლენან მას ზედა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე შენ სიმართლედ, და გიპყარ ჴელი მარჯუენე შენი, და განგაძლიერე შენ, და მიგეც შენ აღნათქუემად ნათესავთა, და ნათლად წარმართთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აღხილვად თუალთა ბრმათასა, და გამოყვანებად პყრობილებისაგან კრულთა, და სახლისაგან საჴყრობილისა რომელნი სხენან ბნელსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ უფალი ღმერთი, და ესე არს სახელი ჩემი, და დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე, და არცა სათნოებაჲ ესე ჩემი გამოქანდაკებულთა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელ იგი დასაბამითგან იყო თხრობად, იგი ესერა მოვიდა, და მოიწია, და ახალსა თუ რას მე გეტყჳ თქუენ, იგიცა გითხრა თქუენ. და ვიდრე არღა თხრობილ იყო, წინაწარგეუწყა თქუენ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ დასაბამი მისი, მაღალთა შინა იდიდების, და სახელი მისი დიდებულ არს კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, რომელნი შთავლენან ზღუასა ნავითა, და ვლენან მას ზედა, ჭალაკნი და მკჳდრნი მისნი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
იხარებდ უდაბნოჲ და მყოფნი მისნი, უხაროდენ სავანებსა მას და ბანაკებსა კედარისასა, უხაროდენ მკჳდრთა კლდისათა: წუერთაგან მთისათა იმუღრო<ო>ბდენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მისცენ დიდებაჲ ღმერთსა, და სიმჴნესა მისსა ჭალაკთა მიუთხრობდენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალსა ღმერთსა ძალთასა მოუმართავს, და მოვალს განღჳძებად ბრძოლისა, აღდგინებად შურისა, ნესტჳსა დაბერვად: ზახებად და მისლვად ზედა მტერთა თჳსთა ძალითა მრავალითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
დავიდუმე დასაბამითგან, აწცა ნუ Page of ms. J: A75v  დავდუმნეა./ აწ არღარა დავდუმნე, და თავს-ვიდვა, დაღათუ ვითმინე ვითარცა შობადმან. აწ განვაცხადო და ვაკჳრვო ყოველივე ერთბამად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
განვაჴმო ბორცუნი და ვამჴუნე. და ყოველი თივაჲ მათი ერთბამად განვაჴმო. ჭალაკი ჭალაკსა თანა დავადგინა მდინარეთა მათთაჲ, და ყოველნი მქანარებანი მისნი განვაჴმნე .

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და უძღოდი ბრმათა გზასა, რომელი იგი მათ არა იცოდიან, და ალაგნი რომელ არა უწყოდიან ვავლინნე იგინი. უყო მათ ბნელი იგი ნათლად, და ძნელი იგი ქუეყანაჲ ადგილად წრფელად. ესე სიტყუანი აღვასრულნე მათ თანა, და არა დავსთხინე იგინი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იგინი უკუნ-იქცეს კუალსავე მათსა. ჰრცხუენოდენ სირცხჳლითა დიდითა რომელნი იგი ესვენ კერპთა, რომელთა იგი ჰრქჳან ჭედილთა მათთა, ვითარმედ თქუენ ხართ ღმერთნი ჩუენნი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ ყრუნო ისმინეთ, და ბრმანო აღიხილენ<ი>თ თუალნი თქუენნი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუე ვინ მე არს ბრმაჲ იგი, არა თუ ერი იგი ჩემი. ანუ ვინ არიან ყრუნი იგი, არა თუ იგინი არიან რომელნი უფლებენ მათ ზედა. და დაბრმეს მონანი იგი ღმრთისანი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილეთ თქუენ მრავალ-გზის, და <არა> ვკრძალენით, განღებულ იყვნეს ყურნი თქუენნი, და თქუენ არა ისმინეთ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალმან ღმერთმან ჩუენმან იზრახა ზრახვაჲ, რაჲთამცა თქუენ განჰმართლდით, და აღამაღლებდით ქებასა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
მიხედა და იხილა ვითარ იყო ერი იგი წარტყუენულ და მიმოდატაცებულ: რამეთუ ყოველთა საუნჯეთა მახე განმზადებულ იყო, და ყოველი ტაძრები ე<რ>თბამად სავსე იყო საცთურითა. და ექმნა მათ სატაცებელ და არა ვინ იყო განმარინებელ. ტყუენვად მიეცენით. და არა ვინ იყო ვინმცა თქუა: გამომეცით.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ მე არს თქუენ შორის, რომელმან Page of ms. J: A76r  გულის-ჴმა-ყოს ესე, და ისმინოს მერმე მომავალი იგი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ/ მისცა მიმოსატაცებელად იაკობი, და ისრაჱლი წარსატყუენველად, ანუ არა თავადმან ღმერთმან, რომელსაცა იგი შესცოდეს. რამეთუ არა უნდა სლვაჲ გზათა მისთაჲ, არცა სმენად შჯულისა მისისა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოავლინა, და მოაწია მათ ზედა რისხვაჲ გულის-წყრომისა მისისაჲ, და სძლო მათ ბრძოლითა, და გარემო მათსა მოდგომილ იყვნეს მომწუველნი, და არა უწყოდეს, და არა იცნეს ურთიერთას, და არცა დაიდვეს ესე გულსა მათსა, და აღატყდა შორის მათსა.

Chapter: 43  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ესერა იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ იაკობი, და რომელმან დაგბადა შენ ისრაჱლი, ნუ გეშინინ რამეთუ გიჴსენ შენ, და გიწოდე შენ სახელითა ჩემითა, ვითარმედ ჩემი ხარ შენ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
გან-თუ-ხჳდოდი შენ წყალთა მრავალთა, შენ თანა ვარ, და მდინარენი შენ ნუ სადა წარგრღუნიდ, და თუ განჰჴდე ცეცხლსა, ნუ შეიწუები შენ, და ალი მისი შენ ნუ შეგწუავნ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ, რომელი გიჴსნი შენ. აჰა ესერა მიყოფიეს ეგჳპტჱ ნაცვალად შენდა, და ქუეყანაჲ იგი ჰინდოეთისაჲ, და სჳჰჱნე იგი ქალაქი მრგულიად შენდა ნას<ა>ხურ მიყოფიეს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინაჲთგან შენ პატიოსან იქმენ წინაშე თუალთა ჩემთა, იდიდე, და მეცა შეგიყუარე შენ, და აწ მივსცნე კაცნი მრავალნი ნაცვალად შენდა, და მთავარნი მდიდარნი ნას<ა>ხურად თავისა შენისა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ რამეთუ მე შენ თანა ვარ: მზის-აღმოსავალით მოვიყვანო ნათესავი შენი, და მზის-დასავალით შეგკრიბო შენ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
უბრძანო ჩრდილოსა მოკრებად, და ბღუარსა ვითარმედ ნუ აყენებ. მოიყვანენ<ი>თ, შემოკრიბენით ძენი ჩემნი ქუეყანით შორიელით, და ასულნი იგი ჩემნი კიდით ქუეყანისაჲთ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი რომელნი იგი სახელსა ზედა ჩემსა Page of ms. J: A76v  წოდებულ არიან, რამეთუ დიდებითა ჩემითა განვჰმზადე/ იგი, და დავჰბადე იგი, და შევქმენ იგი,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიყვანე იგი, ვითარცა ერი ერთი ბრმაჲ, და თუალნი მათნი ეგრეთვე ბრმანი ჰგიან, და ყურთა მათთა არა ესმის.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად, და მთავარნი შეკრბენ მათგან. ვინ უთხრას მათ ესე: ანუ რაჲ იგი დასაბამითგან იყო. ვინ გასმინოს თქუენ, მოიყვანნედ მოწამენი იგი მათნი, და განმართლდედ, და ისმინედ, და თქუედ ჭეშმარიტი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მეყვენით მე მოწამჱ, და მე ვარ მოწამჱ თქუენდა, იტყჳს უფალი ღმერთი. და მონაჲ ჩემი რომელი გამოვირჩიე, რაჲთა სცნათ, და გრწმენეს ჩემი, და გულის-ჴმა-ჰყოთ, რამეთუ მე ვარ რომელი პირველითგან ვიყავ. უწინარეს ჩემსა სხუაჲ ღმერთ არა ვინ იყო, და ჩემსა შემდგომად არა ვინ იყოს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ ღმერთი, და არა ვინ არს ჩემსა გარეშჱ მაცხოვარ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მე გითხარ და მე გიჴსნენ თქუენ. მე ვარ იგი რომელ ცხადად მაყუედრებელ გექმენ თქუენ, და თქუენ ვერ მიჩუენეთ მე სხუაჲ ღმერთ: თქუენ თავადად ჩემდა მოწამჱ ხართ, და მე უფალი ღმერთი:

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
დასაბამითგანვე მე ვარი, და სხუა არა ვინ რომელმან ჴელთა ჩემთაგან მიგხუნეს თქუენ, ვყო და ვინ მოაქციოს იგი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი მჴსნელი თქუენი წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ. თქუენთჳს წარვავლინო ბაბილონდ, და ავადგინნე და განვაკრთვნე ყოველნი მეოტად, და ნათესავნი იგი ქალდეველთანი ნავებითა მოიცვნენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ უფალი ღმერთი წმიდაჲ თქუენი, რომელმან განგიჩინე თქუენ მეუფჱ იგი ისრაჱლისაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან ქმნა გზაჲ ზღუასა ზედა, და წყალთა ზედა სასტიკებისათა ალაგნი გამოაჩინნა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან გამოიყვანა ეტლები და ჰუნები და ერი მრავალი და ძლიერი, არამედ დაიძინეს და არა Page of ms. J: A77r  აღდ/<გ>ენ, და დაშრტეს ვითარცა პატრუკი დაშრეტილი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ მოიჴსენებთ წინა<ნ>დელთა მათ, და მას რომელ იგი წინაჲსწარ იყო, რაჲსა დაიდებთ გულთა თქუენთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ესერა ვქმნე ახალი, რომელი აწვე გამობრწყინდეს, და სცნათ იგი. და ვყო უდაბნოსა ზედა გზაჲ, და ქუეყანასა მას ურწყულსა მდინარენი გამოჩნდენ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
მაკურთხევდენ მე მჴეცნი იგი ველისანი, და დედაჭუავნი და ასულნი ველურთანი. რამეთუ მივეც უდაბნოსა ზედა წყალი, და ქუეყანასა მას ურწყულსა მდინარენი აღმოვადინენ სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერისა რომელი მოვიგე, სათნოებათა ჩემთა მიუთხრობდით.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
არა თუ აწ გიწოდე შენ იაკობ, არცაღა დაგაშურვე შენ ისრაჱლ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
არა მომგუარე შენ ცხოვარი მსხუერპლთა შენთაჲ, და არცაღა შესაწირავთა შენთა ზედა მადიდე მე. არა მმონე მე შესაწირავითა, და არცაღა დაგაშურვე შენ გუნდრუკისათჳს.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
არა მიყიდე მე ვეცხლითა საკუმეველი, არცა ცმელისათჳს მსხუერპლთა შენთაჲსა გული მითქუმიდა მე, არამედ მარადის ცოდვითა შენითა წარმომიდგი მე, და უშჯულოებითა შენითა მეჩუენე მე.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ მე ვარ, რომელმან აღვჴოცენ უშჯულოებანი შენნი ჩემთჳს, და ცოდვანი შენნი არღარა მოვიჴსენნე.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მოიჴსენე და ვისაჯნეთ ერთბამად, თქუ შენ უშჯულოებაჲ შენი პირველად რაჲთა განჰმართლდე.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მამათა თქუენთა პირველ შემცოდეს, და მთავარნი თქუენნი უშჯულოებდეს ჩემდა მომართ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
შეაგინეს მთავართა თქუენთა სიწმიდე ჩემი: და მივეც წარსაწყმედელად იაკობი, და ისრაჱლი საყუედრელად. :

Chapter: 44  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ ისმინე <ი>აკობ მონაო ჩემო, და ისრაჱლ რომელი გამოგირჩიე.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, და რომელმან დაგბადა Page of ms. J: A77v  შენ დედის მუცლითგან. მე შეგეწიო შენ./ ნუ გეშინინ მონაო ჩემო იაკობ, და საყუარელო ჩემო ისრაჱლ, რომელი გამოგირჩიე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე მოვსცე წყალი წყურიელსა, მათ რომელნი ვიდოდიან ურწყულსა, და დავდვა სული ჩემი ნათესავსა ზედა შენსა, კურთხევანი ჩემნი შვილთა შენთა ზედა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოცენდენ ვითარცა შორის წყალთა თივაჲ, და ვითარცა ძეწნი თანა-წარსადინელსა წყალთასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამან თქუას, ღმრთისაჲ ვარი მე, და ესე იტყოდის სახელითა იაკობისითა. და სხუამან დაწეროს ჴელითა თჳსითა, ვითარმედ ღმრთისაჲ ვარი მე, და სახელითა ისრაჱლისაჲთა ღაღადებდეს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი მეუფჱ ისრაჱლისაჲ, რომელმან იჴსნა იგი ღმერთი საუკუნე. მე ვარ დასაბამი, და მე აღსასრული, და ჩემსა გარეშე სხუაჲ არა ვინ არს ღმერთ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ მე არს სხუაჲ ვითარ მე უფალი: დადეგინ, და უწოდენ, და უთხრან, და განმემზადენ მე, ვინაჲთგან შევქმენ კაცი საუკუნოდ, და მომავალი იგი მოსლვადმდე გითხრედ თქუენ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ დამეფარვით, და ნუცა შესცთებით. დასაბამითგან გესმა სამვა. ვერ მითხრათ თქუენ: აწ თქუენ მოწამჱ ხართ ჩემდა. არს მე ვინა ჩემსა გარეშჱ სხუაჲ ღმერთ. და მაშინცა არავე ვინ რაჲ იყვნეს,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი იგი გამოსახვიდეს ცუდთა მათ და გამოჰქანდაკებდეს კერპსა ურგებსა: რამეთუ ყოველნივე რომელნი ამაო არიან ვლენან გულის-თქუმითა გონებისა მათისაჲთა, რომელნი არაჲ სარგებელ ეყვნენ მათ. და თქუენცა მოწამჱ ხართ მათა რომელნი იგი არა ხედვენ, და არცა გულის-ჴმა-ჰყოფენ, რაჲთა ჰრცხუენოდეს,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი იგი გამოსახვენ გამოსახულსა მას, და ქანდაკებულსა და გამოწერილსა ურგებად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი რომელნი იგი იქმნნეს მისგან განიჴმეს, და ჰრცხუენოდის Page of ms. J: A78r  ყოველთა, რომელნი გამოჰსახვიდეს კერპებსა, და ქანდაკებენ ურგებსა/ მას, და ყოველნი ვინაჲ იგი იყვნეს განჴმენ. დაყრუებულნი კაცთაგან შეკრებდ ყოველნი და შეეტყუებოდედ ერთბამად: ურთიერთას ჰრცხუენოდენ, და კდემულ იყვნედ თანად ყოველნი: რამეთუ ხურონი არიან იგინი, და კაცნი არიან კაცთაგანნი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ კაცმან ხურომან გამოყარა საქმარი თჳსი, ეჩუჱ (!) აღილესა, და გამოთალა მით. სატეხითა შექმნა, და გამოჭრა იგი, და ძლიერებითა მკლავისა თჳსისაჲთა აღჰმართა იგი. ჰმშიოდის და სწყუროდის და მოუძლურდეს და ვერ სუმიდეს წყალსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცმან ხურომან გამოარჩია ძელი იგი მაღნარისაგან: ზომით განწონა და გამოსახა იგი მსგავსად სახისა ხატისაჲსა: სატეხითა განგეგმა იგი, და შეამტკიცა წყბოჲთა ხატად კაცისა, აღჰმართა იგი, და ქმნულ კეთილობითა მამაკაცისაჲთა დაამტკიცა იგი სახლსა შინა თჳსსა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ძელი იგი საროჲ გინა თუ ცაცხჳ, მუხაჲ ანუ თელაჲ, რომელ იგი დაჰნერგა უფალმან, და აღაორძინა უხუებითა წჳმათაჲთა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და განუმზადა კაცთა საგზებელად. იგი მოიღო კაცმან, შეიგზნა და განტფა, და მოიწიფა მითა ჭამადი, და განძღა, და ნეშტი იგი ძელისაჲ მის მოიღო, და შექმნნა კერპნი, აღჰმართნა, და თაყუანის-სცა მათ. აწ უკუჱ იგი რომელი თავით თჳსით კერპად შექმნა დაცემულ არს, და თაყუანის-სცემს მას.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ზოგი იგი მის ძელისაჲ შეწუა საჴუმილმან, და ზოგითა მით ძელითა შექმნა პური, და ზოგითა მის ძელისაჲთა შეიწუა ჴორცი, ჭამა, განძღა, იკუსვოდა, და განტფა და თქუა: ვაშა, რამეთუ განვტფი:

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ზოგი ნამუსრევისაჲ მის გამოთალა, გამოჭრა, გამოქანდაკა, გამოქმნა კერპი, და სახელი ჰრქუა Page of ms. J: A78v  მას ღმერთ,/ დავრდომილ არს და თაყუანის-სცემს, უგორავს წინაშე, და იტყჳს: განმარინე მე რამეთუ ღმერთი ჩემი შენ ხარ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
არა გულის-ხმა-ყვეს გონებითა, რამეთუ განუდგეს თუალნი ხილვად, და შესულებულ იყვნეს ზრახვითა გულისა მათისაჲთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა შეირაცხეს გულითა მათითა, და არა განიგულეს გულის-ხმითა მათითა: და ვერ მოიჴსენეს, რამეთუ ზოგი იგი მის ძელისაჲ დაწუეს ცეცხლითა, და მით პური შეიცხეს, და ზედა ნაკუერცხალთა მისთა ჴორცი შეიწუეს, და შეჭამეს. და ნეშტი იგი მის ძელისაგანი კერპად შექმნეს, და ხატად აღდგეს, და თაყუანის-სცემდ მას, და თქჳან, მიჴსნენ ჩუენ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა უწყოდი აწ რამეთუ ნაცარ არს გული მათი. შეცთომილ არიან, და ვერ ვინ განარინნეს მათგანმან სულნი თჳსნი. იგულეთ, ეკრძალენით, ვინ უწყის, სთქუათ ვითარმედ არაჲ არს სიცრუვჱ ჴელთა შინა ჩუენთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
მოგეჴსნენ ესე შენ, იაკობსა და ისრაჱლსა, რამეთუ მონაჲ ჩემი ხარი შენ, ჩემდად მოგიგე შენ, მონაჲ ჩემი ხარი შენ. და შენცა ისრაჱლ, ნუ დამივიწყებ მე.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ეგერა აღვჴოცენ, ვითარცა ღრუბელნი, ყოველნი უშჯულოებანი შენნი, და ყოველნი ცოდვანი შენნი ვითარცა ნისლნი განგაშოვრენ. მოიქეც ჩემდა და გიჴსნე შენ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
იხარებდით ცანი, და მხიარულ იყავნ ქუეყანაჲ, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ისრაჱლი. დაჰბერეთ ნესტუსა საფუძველთა ქუეყანისათა, ყჳროდეთ მთანი, და ბორცუნი, ყოვლითურთ მაღნარით, რამეთუ იჴსნა ღმერთმან იაკობი, და ისრაჱლი იდიდოს.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ იტყჳს უფალი რომელმან გიჴსნა შენ, და დაგბადა დედის მუცლითგან: მე ვარ უფალი, რომელი ვიქმ და განვაგებ ამას ყოველსა. გარდავართხენ ცანი მხოლომან, და დავამტკიცე Page of ms. J: A79r  ქუეყანაჲ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ მე უკუჱ სხუამან განაქარვოს იგი:/ მე ვარ რომელმან განვაქარვე სასწაულები იგი მუცლით-მეზღაპრეთაჲ, და მისნობაჲ გულისა გან: გარემოვაქცინე გონიერნი მართლ-უკუნ, და ზრახვანი მათნი განვაცოფნე.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავამტკიცო სიტყუაჲ მონისა ჩემისა თანა, და ზრახვანი მოციქულთა მისთანი განვაჭეშმარიტნე. მე ვარ რომელმან ვჰრქუა იჱრუსალემსა ვითარმედ აღეშენე, და ქალაქსა მას ჰურიასტანისასა ვითარმედ დაემკჳდრენით, და ყოველნი ოჴერნი მისნი აღვჰმართნე.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ რომელმან ვჰრქუა უფსკრულსა: მოოჴრდი, და ყოველნი მდინარენი შენნი განვაჴმნე.

Verse: 28   Link to septLink to armat   
მე ვარ რომელმან ვჰრქუა კჳროსს, განგრძნდი, და ყოველი ნებაჲ ჩემი აღასრულოს. მე ვარ რომელმან ვჰრქუა იჱრუსალემსა, აღეშჱნე, და ტაძარი იგი სიწმიდისა ჩემისაჲ აღვჰმართო. :

Chapter: 45  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ცხებულსა ჩემსა კჳროსს, რომელსა უპყარ მარჯუენე ჴელი მისი დამორჩილებად წინაშე მისსა წარმართნი, და ძალი მეფეთაჲ განვხეთქო განღებად წინაშე მისსა ბჭენი, და ქალაქნი მას ვერ განუძნელდენ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მე წარვიდე წინაშე შენსა, და მთანი დავავაკნე, და ბჭენი იგი რვალისანი დავფქვნე, და მოქლონნი რკინისანი შევმუსრნე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიგცნე შენ ფასნი იგი ბნელისანი, და აღგიხუნე შენ ნამალევნი იგი, დაფარულნი, უხილავნი, რაჲთა ჰსცნა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე შენ სახელი ღმრთისა ისრაჱლისაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
იაკობისთჳს მონისა მის ჩემისა, და რჩეულისა მის ჩემისათჳს ისრაჱლისა, მე გიწოდე შენ სახელითა ჩემითა, და შეგიწყნარე შენ, ხოლო შენ არა მიცან მე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა ვინ არს მერმე სხუა ღმერთ ჩემსა გარეშჱ: განგაძლიერე შენ და შენ არა გულის-ჴმა-ჰყავ,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა ცნან მზის-აღმოსავალით და მზის-დასავალით, რამეთუ არა Page of ms. J: A79v  ვინ არს ჩემსა გარეშჱ სხუა ღმერთ./ მე ვარ უფალი ღმერთი, და არა ვინ არს მერმე სხუა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მე განვჰმზადე ნათელი და შევქმენ ბნელი. ვყავ მშჳდობაჲ და დავჰბადე ბოროტი. მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან ვქმენ ესე ყოველი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
იხარებდით ცანი ზეგარდამო, და ღრუბელნი მიმოდააპკურებდედ სიმართლესა: აღმოაცვნენ ქუეყანამან წყალობაჲ, და სიმართლჱ ერთბამად გამოსცედ. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან დაგბადე შენ, და გქმენ უმჯობჱს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
შეგმზადე შენ, ვითარცა თიჴაჲ მეკეცისაჲ. ნუ უკუჱ დღჱ ყოველ ჴნავნ მჴნველი იგი ქუეყანასა, ანუ ჰრქჳს მეა თიჴამან მან მეკეცესა მას, რასა ჰზამ, ანუ რასა იქმ. და ქმნულმან მან ჰრქჳს მეა, არა გასხენ ჴელნი, ანუ სიტყუა უგოს დაბადებულმან მან დამბადებელსა მას თჳსსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა, რაჲსა მშევ, და დედასა თჳსსა, რაჲსათჳს გელმოდა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ: რომელმან დაჰბადა იგი, რომელმან შექმნნა მოწევნადნი იგი ჟამნი. მკითხეთ მე ძეთა ჩემთათჳს, და ქმნულთა ჴელთა ჩემთათჳს მამცენით მე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მე შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი მას ზედა. მე ჴელითა ჩემითა დავამყარენ ცანი, და მე თავადმან მცნებითა ჩემითა განვადასენ ყოველნი ვარსკულავნი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მე აღვადგინე იგი სიმართლით სუფევად, და ყოველნი გზანი მისნი წრფელ არიან. ამან აღაშენოს ქალაქი იგი ჩემი და ტყუე ერისა ჩემისაჲ მოაქციოს არა საჴსრითა არცა ქრთამითა, თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ძალთაჲ. დაშურა ქუეყანაჲ იგი ეგჳპტისაჲ, და ვაჭარნი იგი ჰინდოეთისანი და საბაითელნი იგი კაცნი მდიდარნი შენ ქუეშჱ დადგენ, და შენ გმონებდენ და კუალსა Page of ms. J: A80r  შენსა მიგდევდენ, კრულნი ჴელთ-ბორკილითა მივი/დენ შენდა, და თაყუანის-გცემდენ შენ. და შენ აღნათქუემსა აღგითქუმიდენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შენ თანა არს ღმერთი, და არა ვინ არს სხუაჲ ღმერთ შენსა გარეშე. შენ ხარ ღმერთი, და ჩუენ არა უწყოდეთ ღმერთი მაცხოვარი იგი ისრაჱლისაჲ, და ჩუენ არა გიცანთ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრცხუენოდენ, და კდემულ იყვნენ ყოველნი იგი მტერნი მისნი, და ვიდოდიან სირცხჳლეულნი. განახლდებოდეთ ჩემდა მომართ ჭალაკნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ისრაჱლი იჴსნა უფლისა მიერ ცხორებითა საუკუნოჲთა. არა ჰრცხუენოდის მათ, არცა კდემულ იყვნენ უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი რომელმან შექმნა ცანი, ესე არს ღმერთი რომელმან დაჰბადა ქუეყანაჲ, და შექმნა ესე. ესე არს რომელმან დაჰბადა იგი, და არა ცუდად რაჲ შექმნა იგი, არამედ სამკჳდრებელად შენებისად შექმნა იგი და დაჰბადა. მე ვარ უფალი, და არღარა ვინ არს სხუაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ფარულად გეტყოდე, და არცა ქუეყანასა ბნელსა, არა სადა ვარქუ მე ნათესავსა მას იაკობისსა ვითარმედ თქუენ უნდოთა მათ ეძიებდეთ. მე ვარ უფალი რომელი ვიტყჳ სიმართლესა, და გითხრობ ჭეშმარიტებასა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკერბით ერთად და მოვედით, და ზრახეთ ერთბამად ცხორებულთა მაგათ წარმართთაგანთა, არა იცნეს რომელთა იგი აღეკიდა, და მოაქუნდა ძელი იგი წახნაგებული, გამოტორონტოსებული, და თაყუანის-ღა-ჰსცემდეს, და სახელ-ჰსდებდეს მას ღმერთით, და ვერ განარინებდეს იგინი მათ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ უწყის, გითხრანცა რაჲ-მე-თქუენ-ძი ღმერთსა. მოვიდედ, მომეახლნედ, და ცნედ ერთბამად ვინ სასმენელ ყო ესე დასაბამითგან მაშინ დ<ღ>ითგან ვიდრე მოგეთხრა თქუენ. მე ვარ ღმერთი და არა ვინ არს მერმე ჩემსა გარეშე, მართალ და მაცხოვარ, და არა ვინ არს ჩემსა გარეშჱ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქეცით ჩემდა, და სცხოვნდეთ, რომელნი ეგე ხართ დასასრულსა ქუეყანისასა. მე ვარ ღმერთი, და Page of ms. J: A80v  არა ვინ არს სხუაჲ ჩემსა გარეშჱ./

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
თავსა ჩემსა ვფუცავ, რამეთუ გამოვიდეს პირისაგან ჩემისა სიმართლე, და სიტყუანი ჩემნი არა კუალად იქცენ. რამეთუ ჩემდამო შედრკეს ყოველი მუჴლი, და ფუცვიდეს ყოველი ენაჲ ჭეშმარიტსა ღმერთსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუან სიმართლჱ და დიდებაჲ მისა მივიდეს, და ჰრცხუენოდის ყოველთა, რომელნი განაშოვრებენ თავთა თჳსთა უფლისაგან.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო განმართლდენ, და ღმრთისა მიმართ იდიდებოდიან ყოველნი თესლნი.

Chapter: 46  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
დაეცა ბელი, და დაიმუსრა დაგონი. და იქმნა გამოქანდაკებულები მათი მჴეცად და პირუტყუად: აღიხუნიან იგინი შეკრულნი, ვითარცა ტჳრთი, რომელმან დააშრვის.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერ ძალ უცნ ტჳრთვად, და ჰმშიინ და დაჰჴსნდის ერთბამად, რომელთა ვერ უძლავს განრინებად ბრძოლისაგან, და იგი თჳთ ტყუედ წარიხუნიან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი სახლმან იაკობისმან, და ყოველმან ნეშტმან ისრაჱლისამან რომელნი გამორჩეულ ხართ დედის მუცლითგან, და სწავლულ სიყრმითგან.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრე სიბერედმდე მე ვარ, და ვიდრემდე დაჰბერდეთ მევე ვარ. მე თავს-ვიდებ თქუენსა. მე ვყავ, და მე გილხინო, და მე აღგამაღლნე, და გაცხოვნნე თქუენ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ვის მამსგავსეთ მე. იხილეთ და გამოიკულიეთ ცთომილთა მაგათ,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა შეჰყვით ოქროჲ პაჲვასიკისაგან, და ვეცხლი უღლითა სასწორისაჲთა აღწონიან, და მოიყიდიან ოქროჲს-მჭედელი, და ქმნიან ჴელით-ქმნულნი, და მოდრკიან, და თაყუანის-სცემედ მათ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიხუნიან იგინი მჴართა მათთა ზედა და წარვიდიან. უკუეთუ დასხნენ იგინი ადგილობანსვე ისხნენ, და ვერ შეიძრნენ. და უკუეთუ ვინ მე ღაღადებდეს მათა მიმართ, მათ ვერ Page of ms. J: A81r  ესმეს, და ბოროტისაგან ვერ განარინნენ იგინი./

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიჴსენეთ ესე, და სულთ-ითქუემდით, და შეინანეთ ცთომილთა მაგათ, მოიქეცით გულითა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიჴსენეთ პირველი იგი საუკუნითგანი, რამეთუ მე ვარ ღმერთი, და არა არს სხუაჲ ჩემსა გარეშჱ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან მიუთხრი პირველი და უკუანაჲსკნელი, ვიდრე ყოფადმდე მისა ერთბამად აღესრულოს. და ვთქუ ვითარმედ ყოველივე ზრახვაჲ ჩემი ეგოს, და ყოველი რაოდენი მიზრახავს, ვყო.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მოუწოდი მზის-აღმოსავალით მფრინველსა, და ქუეყანით შორიელით რომელთათჳს ვიზრახე, ვიტყოდე, და მოვიყვანე, <. . .> და წარუმართენ გზანი მისნი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი რომელთა წარგიწყმედიეს გული თქუენი, რომელნი შორს ხართ სიმართლისაგან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მოახლებულ არს სიმართლე ჩემი: და არა განგრძნეს, და მაცხოვარებამან ჩემ-მიერმან არა ყოვნოს. მივეც სიონს შინა მაცხოვარებაჲ ისრაჱლსა სადიდებელად.

Chapter: 47  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდამოჴედ, დაჯედ ქუეყანასა ქალწული ეგე ასული ბაბჳლონისაჲ. დაჯედ ქუეყანასა, რამეთუ არა არს შენდა საჯდომელ. დაჯედ ბნელსა, ასული ეგე ქალდეველთაჲ, რამეთუ არღარა შესძინონ წოდებად შენდა ნუკეულ, ჩჩჳლ, ფუფუნეულ, დედოფალსა მაგას ქალდეველთასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიხუენ ფქველნი, ფქევდ ფქვილსა. აღიძარცუე პირის საფარველი ეგე შენი. გამოაჩინენ მჴცენი შენნი. აღიკრიბე კუბასტი შენი. გამოაჩინენ წჳვნი შენნი. წიაღ-ჴედ მდინარეთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოცხადნეს სარცხჳნელი შენი, და გამოჩნდენ საყუედრელნი შენნი. რამეთუ მოგიღე და განგაშოვრე სამართალი შენი, არღარა მიგცე შენ კაცთა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან გიჴსნა შენ, უფალმან ღმერთმან ძალთამან სახელი მისი წმიდაჲ ისრაჱლისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ დაჯედ სინანულით, შევედ ბნელსა მას ასული ქალდეველთაო. ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ ძლიერება შარავანდედთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე განრისხებულ ვიყავ, და მე ერისა მის ჩემისათჳს მიგცენ Page of ms. J: A81v  იგინი ჴელთა შენთა, ამისთჳს რამეთუ შეაგინეს სამკჳდრებელი/ იგი ჩემი, და შენ არა ჰყავ მათ ზედა წყალობა არცა ერთ: მოხუცებულთა მათ ზედა, დაამძიმე უღელი ფრიად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუ ვითარმედ უკუნისამდე ვიყო მბრძანებელ, და ესე არა სადა დაიდევ გულსა შენსა, და არცა მოიჴსენე უკუანაჲსკნელი იგი შენი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ ისმინე ესე, ფუფუნეულო, რომელი ეგე ჰზი უზრუნველად, თავისა მოსავად და თავის-მოთნედ, რომელმან ეგე სთქუ გულითა შენითა ვითარმედ მე ვარ, და სხუა მყარვე არა ვინ არს. არა დავჯდე ქურიობასა, და არა ვაგრძნეობლობაჲ რაჲთურთით.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ უკუჱ მოიწიოს შენ ზედა მეყსეულად ორივე ესე ერთსა შინა დღესა. ქურიობაჲ და ობლობაჲ მოიწინენ შენ ზედა უგრძნულად. დადეგ აწ მრავლითა გრძნებითა შენითა, და ძლიერებითა ულუკთა შენთაჲთა ფრიადითა,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და სასოებითა სიძვათა შენთაჲთა, რამეთუ შენ სთქუ, მე ვარ და არა ვინ არს სხუაჲ. ცან, რამეთუ გულის-ხმის-ყოფაჲ ამათი, და სიძვანი შენნი იყვნენ შენდა სირცხჳლ. და სთქუ გულსა შენსა, მე ვარ და არა ვინ არს სხუა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედაჲ, და ვერ აგრძნე, და მღჳმესა შთაჰვარდე, და მოგიჴდეს შენ უბადრუკებაჲ, და ვერ გეძლოს განწმედად. და მოიწიოს შენ ზედა მეყსეულად წარსაწყმედელი და ვერ სცნა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
დადეგ აწ მისნობითა შენითა, და მრავლითა მით გრძნებითა შენითა, რომელსა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო სარგებელ ყოფად თავისა შენისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
დაჰშუერ ზრახვათა შინა შენთა. დადეგ აწ: გიჴსნედ შენ ვარსკულავის-მეტყუელთა ცისათა, რომელნი ჰხედვედ ვარსკულავთა. გითხრედ შენ, რაჲ იგი მოწევნად არს შენ ზედა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ყოველნი ვითარცა ქარქუეტნი ცეცხლითა, ეგრე დაიწუნენ. Page of ms. J: A82r  და ვერ განირინნენ თავნი მათნი ალისა მისგან, რამეთუ ნაკუერ/ცხალთა ზედა ცეცხლისათა დაჰშჯდე შენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ იყვნენ იგინი შემწე შენდა. დაჰშუერ შენ ვაჭრობითა შენითა სიჭაბუკითგან. კაცი თავით თჳსით შესცთა, ხოლო შენდა არა იყოს ცხოვრება.

Chapter: 48  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ესე სახლო ისრაჱლისაო, რომელნი წოდებულ ხართ სახელითა ისრაჱლისაჲთა, და რომელნი იუდაჲსგან გამოსრულნი ხართ. რომელნი ჰფუცავთ სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა, და ღმრთისა მიერ მოჴსენებულნი, არა ჭეშმარიტებით და არცა სიმართლით,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელნი მოსავ ხართ სახელსა ქალაქისა წმიდისასა, და ღმრთისა მიმართ ისრაჱლისა დაჰმტკიცნებით. უფალ, და ყოვლისა-მპყრობელ არის სახელი მისი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
პირველი იგი მაშინ დ<ღ>ითგანვე გითხარ შენ, და პირისაგან ჩემისა გამოჴდა, და სასმენელ გექმნა შენ. მეყსეულად ვყავ, და მოიწია.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიცი მე, რამეთუ ფიცხელ ხარ შენ, და ძარღჳ რკინისაჲ არს ქედი შენი, შუბლი შენი რვალისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და გითხარ შენ მაშინვე ვიდრე მოწევნადმდე შენ ზედა, გასმინე შენ, ნუ უკუჱ სთქუა ესე ვითარმედ კერპთა მიყვეს ესე მე, არამედ რაჲთა არა იტყოდი, გამოქანდაკებულთა და გამოდნობილთა მათ მითხრეს მე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გესმინა ესე, და თქუენ არა სცანთ, არამედ მერმეცა გასმინევე ახალი იგი ამიერითგანვე რომელ ყოფად არს, და არა სცან იგი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ იქმნეს, და არა მაშინ და არცა პირველთა დღეთა, და არა გესმინა იგი, ნუ იტყჳ: ჰჱ ვიცი იგი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
არცაღა გესმინა იგი, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან, განვახუენ სასმენელნი შენნი, რამეთუ უწყოდე ვითარმედ შეურაცხებით შეურაცხ-ჰყო, და უშჯულო მიერვე დედის მუცლით გეწოდოს შენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
სახელისათჳს ჩემისა გიჩუენო შენ გულის-წ<ყ>რომაჲ ჩემი, და დიდებითა ჩემითა მოვაწიო შენ ზედა, რაჲთა მოგსპო შენ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა განგყიდე შენ არა ვეცხლისათჳს. განგარინე Page of ms. J: A82v  შენ საჴუმილისა მის გან/ სიგლახაკისა,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჩემთჳს გიყო შენ ესე, რამეთუ სახელი ჩემი შეიგინების და დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინა ჩემი იაკობ, და ისრაჱლ რომელსა მე გიწოდე შენ. მე ვარ პირველი და მე ვარ უკუნისამდჱ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ, და მარჯუენამან ჩემმან დაამყარა ცაჲ. უწოდო მათ, და წარმოდგენ ერთბამად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრბენ ყოველნი, და ისმინონ. ვინ უთხრა მათ ესე: სიყუარულითა შენითა ვყავ ნებაჲ შენი აღებად ბაბილონით ნათესავი ქალდეველთაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვიტყოდე, და მე უწოდე, და მოვიყვანა, და წარმოუმა<რ>თენ გზანი მისნი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიყვანენ<ი>თ ჩემდა, და ისმინეთ ესე. არა დასაბამითგანვე ფარულად ვიტყოდე, რაჟამს იქმნებოდა მუნ ვიყავ. და აწ უფალმან მომავლინა მე, და სულმან მისმან.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი მჴსნელი შენი წმიდაჲ ისრაჱლისაჲ: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა ზედა ხჳდოდი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუმცა გესმინნეს მცნებანი ჩემნი, გექმნამცა შენ ვითარცა მდინარე მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი ვითარცა ღელვანი ზღჳსანი,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყომცა ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ ნათესავი შენი, და ნაშობნი შენნი ვითარცა მიწაჲ ქუეყანისაჲ. და არცაღა აწ აღიჴოცო არცა წარწყმდეს სახელი შენი წინაშე ჩემსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოვედ ბაბილოვნით სივლტოლით ქალდეველთაგან. ჴმაჲ სიხარულისაჲ მიუთხართ, და სასმენელ იქმენინ ესე. მიუთხართ ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა. და თქუთ ვითარმედ იჴსნა უფალმან მონაჲ თჳსი იაკობი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა უტევა მას წყურიდ, და უდაბნოჲთ მოუწოდა მას, და წყალი კლდისაგან გამოუდინოს მათ. განსთქდენ კლდენი და დიოდიან წყალნი, და სუმიდეს ერი ჩემი.

Verse: 22   Link to septLink to armat   
არა არს სიხარული უღმროთაჲ, იტყჳს უფალი.

Chapter: 49  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი ჭალაკთა, და ერჩდით წარმართნი მრავალ ჯამითგან [?]: Page of ms. J: A83r  დადეგით: იტყჳს უფალი. საშოჲ/თგან დედის მუცლით ჩემით მიწოდა სახელი ჩემი,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყო პირი ჩემი ვითარცა მახჳლი ლესული, და საფარველსა ჴელისა მისისასა დამმალა მე. და დამდვა მე ვითარცა ისარი რჩეული, და კაბარჭსა მისსა დამფარა მე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარი შენ ისრაჱლ. და შენდა მიმართ ვიდიდო.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, და ამაოდ და არა რად მივეც ძალი ჩემი: ამისთჳსცა საშჯელი ჩემი უფლისა მიერ, და სალმობაჲ ღმრთისა მიერ ჩემისა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ესრე იტყჳს უფალი, რომელმან დამბადა მე საშოჲთვე მონად თჳსა, შეკრებად იაკობი მისა, და ისრაჱლი მოახლებად მისა. და ვიდიდო მე წინაშე უფლისა, და ღმერთი ჩემი იყოს ჩემდა ძალ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა, დამტკიცებად ტომნი იაკობისნი, და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრებად. აჰა ესერა მიგეც შენ აღნათქუემად ნათესავთა და ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი მჴსნელი შენი ღმერთი ისრაჱლისაჲ. წმიდა ყავთ დამდაბლებული იგი თავით თჳსით, მოძაგებული იგი წარმართთაგან მონათაგან მთავართასა. მეფეთა იხილონ იგი და ზჱ აღუდგენ, და მთავარნი თაყუანის-სცემდენ მას უფლისათჳს, რამეთუ სარწმუნო არს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ. და გამოგირჩია შენ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი, და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღნათქუემად წარმართთა დამტკიცებად ქუეყანისა, და დამკჳდრებად სამკჳდრებელი ოჴრისაჲ,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიტყუად პყრობილთა მათ, ვითარმედ გამოვედით, რომელნი იყვნენ ბნელსა შინა, გამოჩნდით. ყოველთა გზათა ზედა ძოვდენ, და ყოველთა ალაგთა ზედა იყოს საძოვარი მათი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ჰმშიოდის, და არცა სწყუროდის, არცა დაეცეს მათ ხორშაკი, არცა ავნოს მათ მზემან, არამედ Page of ms. J: A83v  / რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცეს მათ, და თავთა წყაროთასა უძღოდის მათ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავსხნე ყოველნი მთანი გზად, და ყოველნი ალაგნი საძოვრად მათა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესენი შორით მოვიდენ, და რომელნი მე ბღუარით და ზღჳთ, და სხუანი ქუეყანით სპარსეთით.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
იხარებდით ცანი, და მხიარულ იყავნ ქუეყანაჲ, გამოსცედ მთათა სიხარული, და ბორცუთა სიმართლჱ. რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა თჳსისათა ნუგეშინის-სცა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუა სიონმან, დამიტევა მე უფალმან, და ღმერთმან ჩემმან დამივიწყა მე.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და-ნუ-ივიწყნისა დედაკაცმან ყრმანი თჳსნი, ვითარმცა არა შეიწყალნა ნაშობნი მუცლისა თჳსისანი და-ღა-თუ-ივიწყნეს ესენი დედაკაცმან, ხოლო მე არა დაგივიწყო შენ, თქუა უფალმან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ჴელითა ჩემითა გამოვწერენ ზღუდენი შენნი, და წინაშე თუალთა ჩემთა ხარი შენ მარადის,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ადრე აღიშენო შენ, რომელთა განცა დაირღუე, და მომაოჴრებელნი შენნი ადრე განვიდენ შენგან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიხილენ გარემოჲს თუალნი შენნი, და იხილენ ყოველნი შვილნი შენნი, რამეთუ აჰა ესერა შეკრებს, და მოვიდეს შენდა, და გარე-მოგადგეს შენ ყოველნი ნაშობნი შენნი. ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, რამეთუ ყოველნივე იგი შეიმოსნე, და შეიმკვნე იგინი ვითარცა სამკაული სძალმან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ოჴერნი შენნი, და დარღუეულნი, და დაცემულნი შენნი აწ იწრო იყვნენ მკჳდრთა გან: და განგეშოვრნენ შენგან რომელნი იგი შთაგთქმიდეს შენ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გეტყოდიან შენ ყურთა შენთა ძენი იგი შენნი, რომელნი წარსწყმიდენ, ფართო მიყავ ჩუენ ადგილი სამკჳდრებელად, რამეთუ იწრო არს ჩუენდა ადგილი ესე.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუა გულსა შენსა, ვინ მიშვნა მე ესენი, რამეთუ მე უშვილო ვიყავ, და ქურივ, მწირ და მოკლებულ. ესენი ვინ განმიზარდნა მე. მე დაშთომილ ვიყავ მარტოჲ, ესენი სადა იყვნეს.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი: აჰა ესერა აღვიღო Page of ms. J: A84r  წარმართთა შორის ჴელი ჩემი./და ჭალაკთა მიმართ აღვჰმართო ნიში ჩემი, და მოჰყვანდენ ძენი შენნი წიაღითა, და ასულნი შენნი მჴრითა მოჰქონდენ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ მეფენი მძუძე შენდა: და მთავარნი დედანი მზარდულ შენდა. პირსა ზედა ქუეყანისასა თაყუანის-გცემდენ შენ, და მიწასა ქუეშე ფერჴთა შენთასა ლოშნიდენ, და გულის-ჴმა-ჰყო, რამეთუ მე ვარ უფალი, და არა ჰრცხუენოდის, რომელთა დამითმონ მე.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
მო-მე-ვინ-უღისა გმირისაგან ნატყუენავი, და უკუეთუ წარმო-ვინ-მე-ტყუენოს, სიცრუვით გან-მე-ერესა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი, უკუეთუ წარ-ვინ-მე-ტყუენოს გმირი, და მოიღოს ნატყუენავი, მო-რაჲ-იღოს ძლიერისაგან გან-მე-ერესა. ხოლო მე საშჯელი შენი ვსაჯო, და მე ძენი შენნი ვიჴსნნე.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიჭამდენ მაჭირვებელნი შენნი ჴორცთა თჳსთა, და სუმიდენ, ვითარცა ღჳნოსა ახალსა, სისხლსა მათსა, და დაითრვნენ, და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან გიჴსენ შენ და შეგეწიე შენ, განმაძლიერებელი შენი იაკობ.

Chapter: 50  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი: ვქმენ წიგნი განტევებისაჲ დედისა თქუენისაჲ, რომლითა განვავლინე იგი. ანუ ვისა მე თანა-მდებ ვიყავ, და განგყიდენ თქუენ. აჰა ეგერა ცოდვითა თქუენითა განიფრდენით, და უშჯულობითა თქუენითა განუტევე დედაჲ თქუენი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოვედ, და არა ვინ იყო კაცი, და უწოდე, და არა ვინ იყო, რომელმანმცა ისმინა. აწ უკუჱ ვერ მე შემძლებელ არსა ჴელი ჩემი ჴსნად, ანუ ვერ მე ძალ მიცა განრინებად. აჰა ესერა მხილებითა ჩემითა მოვაოჴრო ზღუაჲ, და დავსხნე მდინარენი ოჴრად, და განჴმენ თევზნი მათნი ნაკლულევანებითა წყალთაჲთა, და წყურილითა მოსწყდენ იგინი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
შთავაცუა Page of ms. J: A84v  ცათა ბნელი, და/ ვითარცა არა რაჲ დავდვა სამოსელი მათი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალმან ღმერთმან მცეს მე ენაჲ მეცნიერებისაჲ, რაჲთა უწყოდი მე სიტყუაჲ ჟამსა. განმაკრძალა მე განთიად ზრახვასა, და ცისკარს შემძინა მე ყური სმენად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და სწავლამან უფლისამან განახუნა ყურნი ჩემნი, ხოლო მე არა ურჩ ვექმნე, არცა სიტყუა-უგო.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ზურგი ჩემი მისცე გუემად, და ღაწუნი ჩემნი ყურიმლისცემად. და პირი ჩემი არა გარე-მივიქციო სირცხჳლისა მისგან ნერწ<ყ>ჳსა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალი შემწე მეყო მე. ამისთჳსცა არა მრცხუენა, არამედ ვყავ პირი ჩემი ვითარცა მყარი კლდე, და გულის-ჴმა-ვყავ, რამეთუ არა მრცხუენეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოახლებულ არს განმამართლებელი ჩემი: ვინ არს მოსაჯული ჩემი: წინა-აღმიდეგინ მე. და ვინ არს განმკითხველი ჩემი, მო-მე-ახლენ მე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა უფალი შემწე არს ჩემდა, ვინ არს ბოროტის-მყოფელ ჩემდა. აჰა ესერა თქუენ ყოველნი ვითარცა სამოსელნი დასძუელდეთ, და ვითარცა მღილმან შეგჭამნეს თქუენ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ არს თქუენ შორის მოშიში უფლისაჲ: ისმინენ ჴმაჲ მონისა მისისაჲ, რომელნი ვლენან ბნელსა, და არა არს მათ შორის ნათელი. ესევდით სახელსა უფლისასა, და განმტკიცენით ღმრთისა მიმართ ჩუენისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ეგერა თქუენ ყოველნი ცეცხლისა აღაგზნებთ, და განაძლიერებთ ალსა. აწ ვიდოდეთ ნათელსა მას ცეცხლისა თქუენისასა, და ალითა მით რომელი აღაგზენით, ჩემთჳს გეყოს ესე თქუენ: მწუხარებით დაიძინეთ.

Chapter: 51  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი რომელნი სდევთ სამართალსა, და ეძიებთ უფალსა: მიხედეთ მყარსა მას კლდესა, რომლისაგან გამოიკოდენით, და ღრმასა მას ჯურღმულსა, რომლისაგან აღმოითხარენით.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მიხედეთ აბრაჰამს მამასა თქუენსა, Page of ms. J: A85r  და სარრას მშობელსა თქუენსა, რამეთუ ერთი იყო,/ და უწოდე მას, და ვაკურთხე იგი, და შევიყუარე იგი, და განვამრავლე იგი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ აწ ნუგეშინის-გცე სიონ, და ნუგეშინის-ვსცე ყოველთავე ოჴერთა შენთა, და დავსხნე ყოველნი უდაბნონი შენნი, ვითარცა სამოთხე საშუებელისაჲ, და მზის-დასავალით მისით, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ, სიხარული და მხიარულებაჲ პოონ მას შინა, აღსაარებაჲ, და ჴმაჲ ქებისაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი, ისმინეთ ჩემი, და მეფეთა ყურად-იღეთ ჩემი, რამეთუ შჯული ჩემი მიერ გამოვიდეს, და საშჯელი ჩემი ნათლად წარმართთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მოახლებულ არს ადრე სიმართლჱ ჩემი, და გამოვიდეს ვითარცა ნათელი მაცხოვარებაჲ ჩემი, და მკლავსა ჩემსა წარმართნი ესვიდენ. მე ჭალაკნი მელიან, და მკლავსა ჩემსა ესვენ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიხილენ<ი>თ ზეცად თუალნი თქუენნი, და მიხედეთ ქუეყანასა, რამეთუ ცაჲ ვითარცა კუამლი დამყარებულ არს, და ქუეყანაჲ ვითარცა სამოსელი დაძუელდეს. ხოლო დამკჳდრებულნი მისნი, ვითარცა იგინივე წარწყმდენ, და მაცხოვარებაჲ ჩემი უკუნისამდე იყოს, და სიმართლე ჩემი არა მოაკლდეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი, რომელთა იცით სამართალი, ერო ჩემო, შჯული ჩემი გულთა შინა თქუენთა არს, ნუ გეშინინ ყუედრებისაგან კაცთაჲსა: შეურაცხებასა მათსა ნუ მოუძლუ<რ>დებით.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა სამოსელნი მრავალ-ჟამისანი დაძუელდენ, და ვითარცა მატყლნი მღილთაგან შეიჭამნენ, ხოლო სიმართლე ჩემი უკუნისამდე ეგოს, და მაცხოვარებაჲ ჩემი თეს<ლ>ითი თესლამდე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ-აღდეგ, იჱრუსალემ, და შეიმოსე ძალი მკლავისა შენისაჲ: აღდეგ ვითარცა დასაბამსა მას დღეთასა, ანუ არა შენ ხარ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან მოაოჴრე ზღუაჲ და წყალნი უფსკრულისანი მრავალნი. რომელმან დასდევ სიღრმე ზღჳსაჲ გზად წიაღ-სავალად განრინებულთა,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჴსნილთა. რამეთუ უფლისა მიერ მოიქცენ, და მოვიდენ სიონდ/ Page of ms. J: A85v  სიხარულითა და მხიარულებითა საუკუნოჲთა, რამეთუ თავსა ზედა მათსა იყოს ქებაჲ, და მხიარულებაჲ ეწიოს მათ. წარვიდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ, და სულთქუმაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ რომელი ნუგეშინის-გცემ შენ მე თავადი. ცან რაჲ იგი იყავ. და შეგეშინა კაცისაგან მოკუდავისა, და ძისაგან კაცისა უცხოთესლისა, რომელნი იგი ვითარცა თივაჲ განჴმენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაივიწყე ღმერთი შემოქმედი შენი, რომელმან ქმნა ცაჲ და დააფუძნა ქუეყანაჲ: და გეშინოდენ შენ მარადის ყოველთა დღეთა, პირისაგან გულის-წყრომისა მაჭირვებელისა შენისა<ჲსა>, ვითარცა იგი ზრახა აღებად შენდა. და აწ სადა არს ღმერთი იგი მაჭირვებელისა მის შენისაჲ,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ცხორებასა მას შენსა ვერ დადგეს იგი, არცაღა დაყოვნოს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან შევძრი ზღუაჲ, და ოხრიედ ღელვანი მისნი. უფალ ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი ჩემი,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავსხნე სიტყუანი ჩემნი პირსა შენსა, და საგრილსა ქუეშე ჴელისა ჩემისასა დაგიფარო შენ, რომლითა აღვჰმართენ ცანი, და დავაფუძნე ქუეყანაჲ, და ვარქუ სიონსა, ვითარმედ ერი ჩემი ხარი შენ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
განიღჳძე, განიღჳძე, აღდეგ იჱრუსალემ, რომელმან შეჰსუ ჴელისაგან უფლისა სასუმელი გულის-წყრომისა მისისაჲ, რამეთუ სასუმელი დაცემისაჲ, და ბარძიმი გულის-წყრომისა ჩემისაჲ შეჰსუ და წარმოაცალიერე.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ვინ იყო ნუგეშინის-მცემელ შენდა ყოველთაგან შვილთა შენთა, რომელნი ჰშვენ, და არა არს რომელმანმცა აღგიპყრა ჴელი შენი ყოველთაგან ძეთა შენთა, რომელნი აღამაღლენ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ორნი ესე არიან მჴდომ შენდა. ვინ მე შეწუხნეს შენ თანა, დაცემაჲ და შემუსრვაჲ, Page of ms. J: A86r  სიყმილი და მახჳლი, ვინ მე ნუგე/შინის-გცეს შენ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეთა მათ შენთა, რომელნი იგი თავადნი ჴუებულ არიან, რომელთა ეძინა მებოძირთა ზედა ყოვლისა გზისათა. ვითარცა იგი ჭაკუნტელი ზოგს მგბარი, რომელი სავსე არს გულის-წყრომითა უფლისაჲთა, დაჴსნილ უფლისა მიერ ღმრთისა შენისა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ისმინე, დამდაბლებულო, რომელსა გთრავს, და არა ღჳნითა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი შენი, რომელი შჯის ერსა თჳსსა. აჰა ესერა მოგიღე ჴელისაგან შენისა სასუმელი დაცემისაჲ, ბარძიმი იგი გულის-წყრომისა ჩემისაჲ, და არღა შესძინო მერმე სუმად იგი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე იგი ჴელთა მავნებელთა შენთასა, და დამდაბლებელთა შენთასა, რომელთა ჰრქჳან სულსა შენსა მოდერკ, რაჲთა ზედა გარდაგჴდეთ შენ, და დასდევ ვითარცა მიწაჲ საშოვალი შენი წინაშე ყოველთა თანა-წარმავალთა.

Chapter: 52  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
განიღჳძე, განიღჳძე, სიონ, განიღჳძე, და განაღჳძე ძალი შენი სიონმან, და შენცა შეიმოსე დიდებულებაჲ შენი იჱრუსალემ, ქალაქო წმიდაო, ამიერითგან არღარა შესძინოს განსლვად შენ შორის წინადაუცუეთელმან და ბილწმან.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
განიყარე მტუერი ეგე შენგან, აღდეგ და დაჯედ, იჱრუსალემ: განიჴსენ საკრველი ეგე ქედისაგან შენისა, ტყუენმან მაგან ასულმან სიონისამან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი. მედად განიფრდენით თქუენ, და არა ვეცხლითა მოიჴსენენით თქუენ აქავე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ იტყჳს უფალი: ეგჳპტედ შთავიდა ერი ჩემი პირველად მწირობად მუნ, და ასურასტანდ ძლით წარიყვანეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ რასა ეძიებდა აქა. ამას იტყჳს უფალი, რამეთუ წარიყვანა ერი იგი ჩემი მედად: გიკჳრდინ, და ღაღადებდით. ამას იტყჳს უფალი, თქუენ ძლით მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ცნას ერმან ჩემმან სახელი ჩემი მას დღესა შინა, რამეთუ მე ვარ Page of ms. J: A86v  თავადი, რომელი ვიტყჳ: მოსრულ ვარ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ჟამი მთათა ზედა/ ვითარ და შუენიერ არიან ფერჴნი, რომელნი ახარებდენ მშჳდობასა, რომელნი ახარებენ კეთილსა, რამეთუ სასმენელ ვყო ჴმაჲ მაცხოვარებისა შენისაჲ, რაჟამს ვჰრქუა მე სიონსა, ვითარმედ სუფევდეს შენ ზედა ღმერთი შენი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴმაჲ მცველთა მათ შენთაჲ აღმაღლდა, და მითვე ჴმითა ერთბამად იხარებდენ. რამეთუ თუალითა შენითა პირის-პირ იხილო, რაჟამს შეიწყალოს უფალმან სიონი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მთანი ღაღადებდენ უდაბნოებითურთ იჱრუსალემისაჲთ, სიხარულსა მას, რამეთუ შეიწყალა უფალმან ერი თჳსი და იჴსნა იჱრუსალემი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოაცხადოს უფალმან მკლავი თჳსი წმიდაჲ წინაშე ყოველთა წარმართთა, და იხილონ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
განეყენენით, განვედით, განეშოვრენით მიერ, და არა-წმიდასა მას ნუ შეეხებით. გამოვედით შორის მათსა, და გამოეყენენით, რომელთა მოაქუს ჭურჭელი უფლისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა შფოთით, არცა მეოტად გამოხჳდეთ, არამედ წინაგიძღოდის თქუენ უფალი, და შეგკრიბნეს თქუენ ღმერთმან ისრაჱლისამან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა გულის-ჴმა-ყოს მონამან ჩემმან, და აღმაღლდეს, და იდიდოს ფრიად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იგი უკჳრდა შენთჳს მრავალთა, ეგრეთ უდიდებელ იყოს ხილვაჲ შენი კაცთაგან, და დიდებაჲ შენი ერთაგან კაცთასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ უკჳრდეს თესლთა მრავალთა მის ზედა, და დაიყვნენ მეფეთა პირნი მათნი, რამეთუ რაოდენთა არა თხრობილ იყოს მისთჳს, იხილონ, და რომელთა იგი არა ესმინოს, გულის-ჴმა-ყონ. :

Chapter: 53  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ვინ მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი, და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
უთხრათ ჩუენ ესე მის წინაშე ვითარცა ყრმაჲ, ვითარცა ძირნი ქუეყანასა ურწყულსა ვიხილეთ ჩუენ იგი, და არა იყო ხილვაჲ იგი მისი, არცა დიდებაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ხილვაჲ იგი მისი უპატიო, და დაკლებულ უფროჲს ძეთა Page of ms. J: A87r  კაცთასა./ კაცი გუემასა შინა იყო, და იცის დათმენაჲ სალმობათაჲ, რამეთუ არა გარე-მიიქცია პირი თჳსი, იგინი და არა შეირაცხა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამან უძლურებანი ჩუენნი იტჳრთნეს, და სალმობათა ჩუენთათჳს ნუგეშინის-გუეცეს, და ჩუენ შეგუერაცხა იგი სალმობათა შინა, და გუემათა და ძჳრთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იგი იწყლა უშჯულოებათა ჩუენთათჳს, და იგუემა ცოდვათა ჩუენთათჳს. სწავლაჲ მშჳდობისა ჩუენისაჲ მისა მიმართ, და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი ვითარცა ცხოვარნი შეცთომილ ვიყვენით: კაცი გზასა თჳსსა შესცთა, და უფალმან მისცა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იგი განბოროტებისა მისგან, არა აღაღებს პირსა თჳსსა. ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად დგა, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო, და თესლტომი მისი ვინ მე უძლოს მითხრობად, რამეთუ მიღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი, და უშჯულოებისათჳს ერისა ჩემისა მიეცა იგი სიკუდიდ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ, და მდიდარნი იგი სიკუდილისა მისისა წილ. რამეთუ უშჯულოებაჲ მან არა რაჲ ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალსა ჰნებავს განწმედად იგი წყლულებისა მისგან. უკუეთუ მისცეთ თქუენ ცოდვათა მათთჳს, თუალთა თქუენთა იხილონ ნათესავი მყოვარ-ცხორებული, და უფალსა ჰნებავს მოსპოლვად მისგან სალმობაჲ სულისა მისისაჲ,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჩუენებად მისა ნათელი, დაბადებად გულის-ჴმის-ყოფითა, განმართლებად მართლისა მის, დამონებად მრავალთა, და ცოდვანი მათნი მან, თავადმან აღიხუნეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი, და ძლიერთაჲ Page of ms. J: A87v  განუყოს ნატყუენავი. ამისთჳს რამეთუ მიეცა სიკუდილსა/ სული მისი და უშჯულოთა თანა <შეირაცხა>, და მან ცოდვანი მრავალნი თავს-ისხნა, და უშჯულოებათა მათთათჳს მიეცა.

Chapter: 54  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
იხარებდ ბერწი ეგე, რომელი არა ჰშობდ, წიოდე, და ღაღადებდ და ჴმობდ, რომელსა ეგე არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი მის, უფროჲს ვიდრე არა მას, რომელსა ესუა ქმარი: და თქუა უფალმან:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
განავრცე ადგილი კარვისა შენისაჲ, და ეზოთა შენთაჲ აღჰმართე. ნუ ერიდები: განაგრძელენ საბელნი შენნი, და მანანი შენნი განაძლიერენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
უფროჲს მარჯუნ და მარცხნ განჰმარტე იგი, და ნათესავმან შენმან წარმართნი დაიმკჳდრნეს, და ქალაქნი მოოჴრებულნი დაიმკჳდრნე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ რამეთუ გრცხუენა, ნუცა გეკდიმებინ, რამეთუ იყუედრე. რამეთუ სირცხჳლი საუკუნოჲ დაივიწყო, და ყუედრებაჲ ქურიობისა შენისაჲ არღარა მოიჴსენო.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უფალმან რომელმან შეგქმნა შენ, უფალ ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი მისი, და რომელმან გიჴსნა შენ, ღმერთმან ისრაჱლისამან, იგი თავადი ღმერთ ითქუას ყოველსა ქუეყანასა ზედა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვითარცა დედაკაცსა დატევებულსა და სულ-მოკლესა გიწოდა შენ უფალმან: ვითარცა დედაკაცი სიჭაბუკითგან მოძულებული, თქუა უფალმან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
წუთ რაჲ მე, მცირედ, ჟამ ერთ, დაგიტევე შენ. და წყალობითა დიდითა შეგიწყალო შენ,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
გულის-წყრომითა მცირედ გარე-მივიქციე პირი ჩემი შენგან, და წყალობითა საუკუნოჲთა შეგიწყალო შენ, იტყჳს მჴსნელი შენი უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
წყლით-რღუნითგან ნოვესით ესე არს ჩემდა. რამეთუ ვეფუცე მას, მას ჟამსა შინა ქუეყანასა არღარა განრისხებად მერმე,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და არცაღა თქუმითა ჩემითა მთანი მისნი გარდავცვალნე, და არცაღა ბორცუნი მისნი შეირყინენ, ეგრევე არცაღა ჩემ მიერ შენ წყალობაჲ ჩემი მოგაკლდეს, და არცა აღთქუმაჲ მშჳდობისა შენისაჲ განგეშოვროს, თქუა უფალმან. ლხინება იყავნ შენდა. Page of ms. J: A88r 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დამდაბლებულო და განუსუენებე/ლო, ვიდრემდე ნუგეშინის-გეცეს შენ. აჰა ესერა მე განგიმზადო შენ ანთრაკი, და კარქიდონი ქვად შენდა, და საფუძველნი შენნი საფირონისანი აღვჰმართნე,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვაშჱნნე ზღუდენი შენნი თუალითა პატიოსანთა, და აღვჰმართნე ბჭენი შენნი ფიცრულითა კურასტანითა, და მოვზღუდნე ზღუდენი შენნი რჩეულითა ანთრაკითა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი ძენი შენნი ღმრთით სწავლულნი, და მრავლითა მშჳდობითა იყვნენ შვილნი შენნი,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიმართლითა აღეშჱნო: განეშოვრე სიცრუვისაგან, და არა გეშინოდის, და ზარი არა შეგეხოს შენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მწირნი მოგიჴდენ შენ ჩემთჳს, და დაგიმკჳდრონ შენ, და შენდა მოივლტოდიან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე დაგბადე შენ, არა ვითარ იგი მჭედელი ჰბერავნ ცეცხლისა ნაკუერცხალთა, და გამოიღებნ ჭურჭელსა საქმედ. ხოლო მე დაგბადე შენ არა წარსაწყმედელად და განსარყუნელად.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველსა ჭურჭელსა განხრწნადსა შენდა მიმართ არა წარემართოს, და ყოველი ჴმაჲ, რომელი აღდგეს შენ ზედა საშჯელად: ყოველთა მათ სძლო შენ, ხოლო თანა-მდებნი იგინი იყვნენ მწუხარებასა შინა. არს სამკჳდრებელი მსახურთა უფლისათაჲ, და თქუენ იყვნეთ ჩემდა მართალ, თქუა უფალმან.

Chapter: 55  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა გწყურის, წარვედით წყლად, და რომელთა არა გაქუს ვეცხლი, მივედით და იყიდეთ თჳნიერ ვეცხლისა და სასყიდლისა ღჳნოსა და ცმელსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს იყიდით ვეცხლითა, და შრომაჲ იგი თქუენი არა მაძღრივ არს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ ჩემი და ჭამეთ კეთილი, და იშუებდენ კეთილსა შინა სულნი თქუენნი. და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ საუკუნოჲ, წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა საწამებელად წარმართთა მივსცე იგი მთავრად და მბრძანებელად ნათესავთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ნათესავთა, რომელთა არა გიცოდიან შენ, Page of ms. J: A88v  სახელით გხადოდიან შენ, და ერ/თა, რომელთა არა გიცოდიან შენ, შენ შეგევედრნენ ღმრთისა შენისათჳს, წმიდისა ისრაჱლისა, რამეთუ გადიდა შენ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ეძიებდით ღმერთსა, და რაჟამს ჰპოოთ თქუენ იგი, ჰხადოდეთ მას, და ოდეს მოგეახლოს თქუენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
დაუტევენინ უღმრთომან გზანი თჳსნი, და კაცმან უშჯულომან ზრახვანი თჳსნი, და მოიქეცინ უფლისა, და შეიწყალოს იგი, და ღმერთმან ჩუენმან მოგჳტევნეს ცოდვანი ჩუენნი მრავალნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა ეგრე არიან ზრახვანი ჩემნი, ვითარ ეგე ზრახვანი თქუენნი, არცაღა გზანი ჩემნი, ვითარ გზანი თქუენნი, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ვითარცა განჰშორებიან ცანი ქუეყანით, ეგრეთ განჰშორებიან გზანი ჩემნი გზათაგან თქუენთა, და ზრახვანი ჩემნი ზრახვათაგან თქუენთა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა გარდამოჴდის წჳმაჲ გინა თოვლი ზეცით, და არა კუალად იქცის მუნვე, ვიდრემდე განაძღოს ქუეყანაჲ, და გამოშვეს, და აღმოაცენოს, და მოსცეს თესლი მთესვარსა, და პური საზრდელად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეთ იყვნენ სიტყუანი ჩემნი, რომელნი გამოვიდენ პირისაგან ჩემისა, არა კუალად მოიქცეს ჩემდა ცალიერი, ვიდრემდე აღასრულოს ყოველი რომელი ვინებე, და წარვჰმართნე გზანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სიხარულით განხჳდეთ, და მხიარულებით იქცეოდით. რამეთუ მთანი და ბორცუნი ხლდებოდიან, და მოგეგებვოდიან თქუენ სიხარულით, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ რტოებითა მათითა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ძეძჳსა მის წილ აღმოგიცენდეს შენ საროჲ, და ღჳვისა წილ მურტი, და იყოს უფალი სახელად, და სასწაულად საუკუნოდ, და არა მოაკლდეს.

Chapter: 56  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი. დაიმარხეთ სამართალი და ყავთ სიმართლჱ, რამეთუ მოახლებულ არს მაცხოვარებაჲ ჩემი მოწევნად, და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ნეტარ არს მამაკაცი, რომელმან ყოს ესე, და კაცი რომელმან შეიწყნაროს ესე და დაიმარხნეს შაბათნი ჩემნი შეუგინებელად, და დაიცვნეს ჴელნი თჳსნი, Page of ms. J: A89r  რაჲთა არა ქმნეს სიცრუვჱ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ იტყჳნ უცხოთესლი იგი/ რომელი მოსრულ იყოს უფლისა, გან-მე-მაშოროსა უფალმან ერისაგან თჳსისა. და ნუ იტყჳნ საჭურისი იგი, რამეთუ მე ვარ ხჱ ჴმელი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას ეტყჳს უფალი საჭურისთა მათ, რომელნი იმარხვიდენ შაბათთა ჩემთა, და რომელთა გამოირჩიონ, რაჲ იგი მე მნებავს, და რომელთა თავს-ისხნენ აღთქუმანი ჩემნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ვსცე მათ სახლსა შინა ჩემსა, და ზღუდესა ჩემსა, ადგილი სახელოვანი, უმჯობჱს რომელთა ესხენ ძეებ და ასულებ. სახელი საუკუნოჲ მივცე მათ, და არა მოაკლდეს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და უცხოთესლთა მათ, რომელნი მოვიდენ უფლისა მონებად მისა, და შეიყუარონ სახელი უფლისაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი მონად და მჴევლად, და ყოველთა რომელთა დაიმარხონ შაბათი ჩემი, და არა შეაგინონ იგი, და შეიწყნარნენ აღთქუმანი ჩემნი,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
შევიყვანნე იგინი მთასა წმიდასა ჩემსა, და ვახარო მათ ტაძარსა შინა სალოცველსა ჩემსა, მსხუერპლნი მათნი და შესაწირავნი მათნი იყვნენ სათნო საკურთხეველსა ჩემსა. რამეთუ სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს შორის ყოველთა წარმართთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
თქუა უფალმან, რომელმან შეკრიბნეს განბნეულნი ისრაჱლისანი, რამეთუ შევკრიბო მათ ზედა შესაკრებელი ყოველთა მჴეცთაჲ ველურთაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვედით და ჭამდით, ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ იხილეთ რამეთუ დაბრმეს ყოველნივე, და არა ცნეს გულის-ჴმის-ყოფად. ყოველნივე არიან ძაღლ მცბიერ, რომელნი ვერ შემძლებელ არიედ ყეფად: საჩუენებელსა იხილვედ საწოლსა თჳსსა, და უყუარს ძილი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ძაღლნი არიან უძღებნი გულითა, და არა იციან მაძღრობაჲ, და არიან ყოველნი უკეთურ, და არა იციან გულის-ხმის-ყოფაჲ. ყოველნივე გზათა თჳსთა შეუდგან კაცად-კაცადი გონებასა თჳსსა.

Chapter: 57  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილეთ ვითარ წარწყმდა მართალი იგი, და არა ვინ მოელის გულითა. Page of ms. J: A89v  და კაცნი მარ/თალნი აღიღებიან და არა ვინ განიცდის, რამეთუ პირისაგან სიცრუისა აღებულ არს მართალი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მშჳდობით საფლავი მისი. აღებულ არს შორის.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო თქუენ მოიყვანეთ აქა, ძენო უშჯულონო, ნათესავნო <მე>მრუშეთანო, და მეძვისანო,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელითა იგი იშუებდით, და ვის ზედა აღაღეთ პირი თქუენი, და ვის ზედა განსძართ ენაჲ თქუენი. ანუ არა თქუენ ხართ შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უშჯულონი,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი ევედრებით კერპთა ხეთა ქუეშჱ სერტყოვანთა, და დაუკლევდით შვილთა თქუენთა ჴევთა შინა და შორის კლდეთა და ადგილთა ღელეთასა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
იგი არს ნაწილი შენი, და ესე არს სამკჳდრებელი შენი, და მათა შესწირენ შესაწირავნი შენნი, და მათ მიართუენ მსხუერპლნი შენნი. აწ ამათ ზედა არა მე განარისხნეა, იტყჳს უფალი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მთასა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, მუნ არს საწოლი შენი. მუნ მიიხუენ მსხუერპლნი შენნი ზურგით კერძო.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და წირთხლთა თანა კარისა შენისათა დასდევ საჴსენებელი შენი. უკუეთუ ჩემგან განსდგი, უფროჲს რაჲ მე გევნოს, რამეთუ შეიყუარენ მწოლნი იგი შენ თანა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და განამრავლენ სიძვანი შენნი მათ თანა, და მრავალნი ჰყვნენ შორს შენგან, და მიავლინენ მოციქულნი მიერ კერძო საზღვართა შენთა, დაჰმდაბლდი ვიდრე ჯოჯოხეთადმდე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მრავალთა გზათა შენთა დაჰშუერ, და არა სთქუ ვითარმედ დავაცადო, რამეთუ განსძლიერდი, და ჰქმენ ესე. ამისთჳსცა არა მევედრე მე.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ვისა ჰზრუნევდ, და შეგეშინა, და მეცრუვე მე და არა მომიჴსენა მე, და არა განიზრახე გონებითა შენითა, და არა დამიდევ გულსა შენსა, და მე ხილვით გიხილე, და უგულებელს-გყავ შენ, და ჩემდა არა შეიშინა შენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე Page of ms. J: A90r  გითხრა სიმართლჱ ჩემი, და უკეთურებაჲ შენი,/ რომელმან არაჲ გარგოს შენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს ჰღაღადებდე შენ მათა მიმართ, განგარინად შენ ჭირისაგან შენისა, რამეთუ ესე ყოველნი ქარმან წარიხუნეს, და ნიავქარმან განაბნინეს, ხოლო რომელნი მე მესვენ, დაემტკიცნენ ქუეყანასა ზედა, და დაიმკჳდრონ მთასა წმიდასა ჩემსა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუან: განწმიდენით პირისა მისისაგან გზანი, და აღიღეთ დასაბრკოლებელი გზისაგან ერისა ჩემისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს მაღალი იგი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს საუკუნეთა: წმიდაჲ წმიდათა შორის სახელი მისი, უფალ და მაღალ წმიდათა შინა განსუენებულ, და სულ-მოკლეთა მოსცის სულ-გრძელებაჲ, და მოსცის <ცხორებაჲ> დამდაბლებულთა გულითა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა უკუნისამდე მანკიერ ვექმნე შურის-გებად, და არცა მარადის განგირისხნე თქუენ. რამეთუ სული ჩემ მიერ გამოვიდეს, და ცხორებაჲ ყოველი მე შევქმენ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ცოდვისათჳს მცირედ რაჲ მე შევაწუხე იგი, და ვტანჯე იგი, და გარე-მივიქც<ი>ე პირი ჩემი მისგან, და შეწუხნა და ვიდოდა მწუხარე გზათა მისთა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და გზანი მისნი ვიხილენ, და განვკურნე იგი. გულ-დებულ ვყავ იგი, და მივეც მას ნუგეშინის-ცემაჲ ჭეშმარიტი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მშჳდობაჲ მშჳდობასა ზედა შორიელთა, და რომელნი მახლობელ არიან. და თქუა უფალმან, ულხინო მათ,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ცრუნი იგი ვითარცა ზღუაჲ აღდუღებულნი, ეგრე ღელვიდენ და ვერ უძლონ განსუენებად, რამეთუ წარწყმდენ წყალნი მათნი თიჴასა და დასათრგუნველსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
არა არს სიხარული უღმრთოთაჲ, იტყჳს უფალი.

Chapter: 58  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღად-ყავ ძლიერად, და ნუ სდუმ, და ვითარცა საყჳრმან აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და მიუთხრენ ერსა ჩემსა ცოდვანი მათნი, და იაკობსა უშჯულოებანი მათნი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მე დღითი დღედ მეძიებენ, და ცნობად გზათა ჩემთა: გული ეტყჳს Page of ms. J: A90v  ვითარცა ერსა, რომელსა/ სიმართლჱ უქმნიენ, და სამართალი ღმრთისა თჳსისაჲ არა დაუტევებიენ. აწ მთხოვენ მშჯავრსა სიმართლისასა, და მიახლებად ღმრთისა გული-უთქუამს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყჳან, რაჲ არს, რამეთუ ვიმარხევდით, და შენ არა იხილე, და ვიმდაბლენით სულნი ჩუენნი, და არა სცან, ამისთჳს რამეთუ დღეთა მათ მარხვისა თქუენისათა, იპოვის ნებაჲ თქუენი აღსრულებული, და ყოველთა უძლურთა, რომელნი არიედ ჴელმწიფებასა თქუენსა ქუეშჱ. მათ დაჰკორტნიდით,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ საშჯელად და ლალვად იმარხავთ თქუენ. და ჰგუემთ ჴჳრთითა მოყუასსა მას მედად. აწ უკუე რაჲსა მიჴმს მე ეგე-ვითარი ეგე მარხვაჲ, მოსლვაჲ, და ღაღადებაჲ თქუენი ჩემ წინაშე, და მემცა ვისმინე თქუენი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ესე-ვითარი მარხვაჲ გამოვირჩიე, და დღჱ დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისაჲ, რომელითა იგი შეიდრიკ<ე>ნით თავნი თქუენნი. აწ მო-ღათუ-იდრიკო ვითარცა გრკალი ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაიფინო, მითცა არავე ჰრქჳან მარხვა და დღჱ სათნო უფლისა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ არა ეგე-ვითარი მარხვაჲ გამოვირჩიე, იტყჳს უფალი. არამედ ყოვლისა პირველად განჴსენ სკული გულისა შენისაჲ, და ყოველი კრულებაჲ სიცრუვისაჲ, და განხეთქე ყოველივე გულარძნილებაჲ მძლავრობით ვაჭრობისაჲ. განუტევენ პყრობილნი მიტევებით, და ყოველი ჴელით-წერილი სიცრუვისაჲ განხეთქე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და უნაცუე მშიერთა პური შენი, და გლახაკნი უსახლონი შეიყვანენ სახედ შენდა. იხილო თუ შიშუელი, შემოსე <იგი>, და თჳსი ნათესავისა შენისაჲ არა უგულებელს-ჰყო.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ წარმოგემართოს მსთუაჲ ნათელი შენი, და ლხინებაჲ შენი ადრე აღმოსცენდეს, და ვიდოდის წინაშე შენსა სიმართლჱ Page of ms. J: A91r  შენი, და დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ გარე-მოგადგეს შენ./

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ ჰღაღადებდე, და ღმერთმან ისმინოს შენი. და ვიდრე თხოვადმდე შენდა მისგან გრქუას ვითარმედ აქა ვარ. უკუეთუ მოისპო შენგან კრულებანი, და ჴელურიდობაჲ, და სიტყუაჲ დრტჳნვისაჲ,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცე მშიერსა პური შენი გულითა ჴსნილითა, და სული ჴუებული განაძღო. მაშინ გამოგიბრწყინდეს ბნელსა შინა ნათელი შენი. და ბნელი შენი ვითარცა შუვა-სამხარი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ღმერთი შენი შენ თანა მარადის. და განსძღე შენ ვითარცა გული უთქუამს სულსა შენსა, და ძუალნი შენნი გან<ი>პოხნენ, და იყო შენ ვითარცა მტილი მორწყული, და ვითარცა წყაროჲ წყლისაჲ რომელსა არა მოაკლდეს წყალი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღეშჱნნენ ოჴერნი შენნი საუკუნენი, და იყვნენ საფუძველნი შენნი საუკუნო თესლითი თესლადმდე. და გეწოდოს შენ მაშჱნებელ ზღუდეთა, და ალაგთა შენთა შორის ნათელი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გარე-მოაქციო შაბათთაგან ფერჴი შენი, რაჲთა არა ჰყო ნებაჲ შენი დღესა მას წმიდასა, და უწოდი შაბათსა მას ფუფუნეულ წმიდად ღმრთისა და დიდებულად. არა წარსდგა ფერჴი შენი საქმედ, არცა იტყოდი სიტყუასა რისხვით პირისაგან შენისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყავ შენ მოსავ უფლისა, და აღგიყვანოს შენ კეთილთა მის ქუეყანისათა, და გაჭამოს შენ ნაწილი იგი იაკობის<ი> მამისა შენისაჲ. რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამას.

Chapter: 59  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვერ ნუ შემძლებელ არსა ჴელი უფლისაჲ ჴსნად, ანუ და-მე-ყოვნაა ყურმან მისმან არა სმენად.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ცოდვანი ეგე თქუენნი განაშოვრებენ შორის ღმრთისა და თქუენსა, და ცოდვათა თქუენთათჳს გარე-მიიქცია პირი მისი თქუენგან არა შეწყალებად.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴელნი თქუენნი შებღალულ არიან სისხლითა, და თითნი თქუენნი ცოდვასა შინა. ბაგენი თქუენნი იტყჳან უშჯულოებასა, და ენაჲ თქუენი სიცრუვესა ზრახავს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვინ იტყჳს სამართალსა, და არცა არს საშჯელი ჭეშმარიტი. ესვენ ამაოთა <და> იტყჳან ცუდსა, რამეთუ Page of ms. J: A91v  მიუდგებიან/ სალმობასა, და შობენ ამაოებასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს, და ქსელსა დედა-ზარდლისასა ქსოვენ, და რომელსა ეგულებოდა კუერცხთა მათ ჭამაჲ, განტეხა, და ღრიაკალი პოვა, და მას შინა იქედნჱ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ქსელი იგი მათა არა იყოს სამოსელ, არცა შეიმოსონ საქმეთა მათთაგან. რამეთუ საქმენი მათნი საქმჱ უშჯულოებისა, და საქმენი სიცრუვისანი იპოვნეს ჴელთა მათთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მოსწრაფე არიან ფერჴნი მათნი, დათხევად სისხლისა უბრალოჲსა, და გულის-ზრახვანი მათნი ზრახვა უგუნურთა, შემუსრვაჲ, და უკეთურებაჲ არს გზათა მათთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს სამართალი გზათა მათთა, რამეთუ ალაგნი მათნი დრკუ არიან, რომელსა ვლენან, და არა იციან მშჳდობაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს განეშოვრა სამართალი მათგან, და არა მოუჴდეს მათ სიმართლჱ. მოელოდეს იგინი ნათელსა, და ექმნა მათ ბნელ. ჰგებდეს იგინი ცისკარსა, და უჟამოსა შინა ვიდოდეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ეფეშუებოდეს ვითარცა ბრმანი კედელსა, და ვითარცა თუალითა ბრმანი, ეგრე ბრინვიდენ იგინი. დაეცნენ იგინი შოვა-სამხრის ვითარცა შოვა-ღამეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და დათუნი მოსიკუდიდნი ეგრე სულთა ჰბერვიდენ, და ვითარცა ტრედნი ცთომილნი ფქურებოდიან. მოველოდეთ სამართალსა, და არა არს ცხორებაჲ, შორად განწურთა ჩუენგან იგი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მრავალ არიან უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა, და ცოდვანი ჩუენნი წინა-აღმიდგეს ჩუენ, და უშჯულოებანი ჩუენნი ჩუენ შორის არიან. სიცრუვჱ ჩუენი ვცანთ,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უღმრთო ვიქმნენით, ვეცრუვენით უფალსა, და განვეშორენით შედგომად ღმრთისა ჩუენისა. ვიტყოდეთ სიცრუვესა, და ურჩ ვიქმნენით, მუცლად-ვიღეთ, და ვიწურთიდით/ Page of ms. J: A92r  გულისაგან ჩუენისა სიტყუათა ცრუთა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვეშოვრენით შედგომად სამართალისა, და ზურგით ვიქციეთ მშჯავრი, და სიმართლჱ შორად განგუწურთა. რამეთუ განკფდა გზათა მათთაგან ჭეშმარიტებაჲ, და წრფელსა გზასა ვერ ეძლო სლვად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჭეშმარიტებაჲ მოეღო მათ, და გარდაიქცა გონებაჲ მათი გულის-ჴმის-ყოფისაგან, და იხილა უფალმან, და არა სთნდა ესე, რამეთუ არა იყო სამართალი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მიხედა, და არა ვინ იყო კაცი: განიცადა, და არა ვინ იყო შემწჱ. და სძლო მათ მკლავითა თჳსითა, და დაიყენა მოწყალებაჲ თჳსი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიმოსა სიმართლჱ, ვითარცა ჯაჭჳ, და დაიდგა თავსა ვითარცა ჩაფხუტი მაცხოვარებაჲ თჳსი, და შეიმოსა სამოსელი შურის-გებისაჲ, და სამკაული შურისაჲ,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლითა მიგებით მიაგოს მტერთა თჳსთა ყუედრებაჲ,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეშინოდის მზის-დასავალისათა სახელისათჳს უფლისა, და მზის-აღმოსავალისათა სახელისა მისისათჳს დიდებულისა. რამეთუ წარმოეცეს ვითარცა მდინარჱ სასტიკი რისხვაჲ უფლისაჲ, და მოიწიოს იგი გულის-წყრომით.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს სიონისათჳს მჴსნელი, და გარე-წარაქციოს უღმერთოებაჲ იაკობისგან, თქუა უფალმან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე არს მათა მიმართ ჩემ მიერ აღთქუმაჲ, იტყჳს უფალი. სული ჩემი, რომელ არს შენ ზედა, და სიტყუანი რომელ მიგცენ პირსა შენსა, არა მოგაკლდეს პირისაგან შენისა, და პირისაგან ნათესავისა შენისა, თქუა უფალმან, ამიერითგან და უკუნისამდე.

Chapter: 60  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ნათელ-იღე ნათელ-იღე იჱრუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, <და> დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ, და ნისლი წარმართთა ზედა: ხოლო შენ ზედა გამოცხადნეს უფალი, და დიდებაჲ მისი შენ ზედა გამოჩნდეს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიდოდიან მეფენი ნათელსა Page of ms. J: A92v  შენსა, და წარმართნი ბრწყინვალებასა აღმოსავალისა შენისასა./

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიხილენ გარემოჲს თუალნი შენნი, და იხილენ ყოველნი შეკრებულნი შვილნი შენნი. რამეთუ მოვლენან ყოველნივე ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი მჴრითა მათითა მოაქუნდენ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ იხილო შენ, და გიხაროდის, და შეგეშინოს, და დაგიკჳრდეს გულითა. რამეთუ მოაქციოს შენდა სიმდიდრე ზღჳსაჲ, და ნათესავთაჲ, და ერთაჲ, და მოვიდეს შენდა

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რემაკები აქლემთაჲ, და გფაროს შენ აქლემებმან მადიამისამან, და გეფაჲსამან. მოვიდოდიან ყოველნი საბაჲთ, და მოაქუნდეს ოქროჲ, და გუნდრუკსა შესწირვიდენ შენდა <და> მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველივე ცხოვარი კედარისაჲ შენდა მოკრბეს, და ვერძნი იგი ნაბეოთისანი გარე-მოგადგენ შენ, და შეიწირვოდიან სათნოდ საკურთხეველსა ჩემსა ზედა, და ტაძარი იგი სალოცველი ჩემი იდიდებოდის.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ არიან ესე, რომელნი ვითარცა ღრუბელნი ფრინვენ, და ვითარცა ტრედნი მართუეთა მათთა თანა ჩემდა მომართ, არს სიონი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ჭალაკნი მომელიან, და ნავთა თარშისათა პირველად მოჰყვანდენ შვილნი შენნი შორით, ოქროჲ იგი, და ვეცხლი მათი მათ თანა, სახელისათჳს უფლისა წმიდისა, და წმიდისათჳს ისრაჱლისა, რაჲთა დიდებულ იყოს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღაშჱნნენ უცხოთესლთა ზღუდენი შენნი. და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაგეც შენ, და წყალობითა ჩემითა შეგიყუარე შენ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და განღებულ იყვნენ ბჭენი შენნი მარადის, დღჱ და ღამჱ, და არა დაეჴშნენ, და შემოიღებდენ შენდა ძალსა წარმართთასა, და მეფენი მათნი მოგგუარნენ შენ,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ნათესავნი და მეფენი, რომელნი არა გმონებდენ შენ, წარწყმდენ, და წარმართნი მოოჴრებით მოოჴრდენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და დიდებაჲ იგი ლიბანისაჲ შენ ზედა მოიწიოს, საროჲთა, და ფიჭჳთა, და ნაძჳთა. ერთბამად იდიდოს Page of ms. J: A93r  ადგილი წმიდაჲ ჩემი./

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდოდიან შენდა შიშით ძენი იგი, და მამდაბლებელთა შენთანი, და განმარისხებელთა შენთანი, და გერქუას შენ ქალაქი უფლისაჲ სიონი წმიდისა ისრაჱლისაჲ,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ იყავ შენ დატევებულ და მოძულებულ, და არა ვინ იყო შემწე შენდა. და გეყო შენ სიხარულ საუკუნო, და მხიარულება თესლითი თესლადმდე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და სწოვდე შენ სძესა წარმართთასა, და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა შენ რამეთუ მე ვარ უფალი მაცხოვარი შენი, და მჴსნელი შენი უფალი წმიდაჲ ისრაჱლისაჲ,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და რვალისა წილ მოგართუან შენ ოქროჲ, და რკინისა წილ მოგართუან შენ ვეცხლი, და ძელისა წილ მოგართუან შენ რვალი, და ქვისა წილ რკინაჲ. და დავადგინნე მთავარნი იგი შენნი <მშჳდობით, და მოღუაწენი შენნი> სიმართლით.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა ისმეს ქუეყანასა შენსა სიცრუვჱ, და არცა შემუსრვაჲ და გლახაკებაჲ საზღვართა შენთა, არამედ ერქუას ცხორება ზღუდეთა შენთა, და ბჭეთა შენთა ქანდაკებულ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა თუ მზჱ იყოს ნათლად შენდა დღისი, და არცა აღმოსავალი მთოვარისაჲ გნათობდეს შენ ღამჱ: არამედ იყოს შენდა ღმერთ-1 <ნათელ> საუკუნჱ, და უფალი დიდება შენდა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა დაჰჴდეს მზჱ იგი შენი და მთოვარჱ შენი არა მოგაკლდეს. რამეთუ იყოს შენდა ღმერთი თავადი ნათელ საუკუნჱ, და სრულ იყვნენ დღენი იგი ნათესავისა შენისანი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერი იგი შენი მართალ საუკუნოდ, და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და დაიმარხონ აღმოცენებული იგი ნერგისა ჩემისაჲ ქმ<ნ>ული ჴელთა ჩემთაჲ სადიდებელად.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
მცირედი იგი იყოს ათასეულად, და უმრწემჱსი იგი ნათესავად დიდად. და მე უფალმან ჟამად ჟამად შევკრიბნე იგინი.

Chapter: 61  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სული უფლისაჲ ჩემ ზედა: ამისთჳსცა მცხო მე უფალმან მახარებელად გლახაკთა. მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა Page of ms. J: A93v  განტევებასა, და ბრმათა ახილვად:/

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
წოდებად წელიწადი უფლისაჲ სათნოჲ. და დღჱ იგი კუალად-გებისა ღმრთისა ჩუენისაჲ, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მოცემად მგლოვარეთა სიონისათა დიდებაჲ მათი. ნაცრისა მის წილ საცხებელი სიხარულისაჲ მგლოვარეთა მათ, და სამკაული დიდებისაჲ სულისა მის წილ მოწყინებისაჲსა. და ეწოდოს მათ ნათესავ სიმართლისა, და ნერგ უფლისა სადიდებელად,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღეშჱნნენ უდაბნონი საუკუნითგანნი, <და> პირველითგან მოოჴრებულნი იგი აღემართნენ, და განახლდენ ქალაქნი ოჴერნი მოოჴრებულნი ნათესავითი ნათესავითგან.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდენ უცხოთა ნაშობნი მწყსად ცხოვართა შენთა, და უცხოთესლნი მჴნველად და ვენაჴის-მოქმედად თქუენდა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო თქუენ მღდელ უფლისა გეწოდოს, და მსახურ ღმრთისა თქუენისა გერქუას თქუენ. ძალსა წარმართთასა შჭამდეთ, და სიმდიდრესა მათსა ზედა საკჳრველ იყვნეთ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳსცა ქუეყანაჲ მათი მეორედ დაიმკჳდრონ, და სიხარული საუკუნჱ თავსა ზედა მათსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე ვარ უფალი, რომელსა მიყუარს სიმართლჱ, და მოვიძულე ტაცებაჲ სიცრუვისაჲ, და მივსცე ნაშრომი იგი მათი მართალთა, და აღთქუმაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და საცნაურ იყოს წარმართთა შორის ნათესავი მათი, და ნაშობნი მათნი შორის ერთა. ყოველმან რომელმან იხილნეს, იცნნეს იგინი, რამეთუ ესე არიან ნათესავნი კაცთანი კურთხეულნი ღმრთისა მიერ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიხარულით იხარებდენ უფლისა მიმართ. იხარებდინ სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი ცხორებისაჲ, და სამკაული სიხარულისაჲ: ვითარცა სიძესა დამადგა მე გჳრგჳნი, და ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა ქუეყანაჲ, რომელმან აღაორძინის ყუავილი მისი, და ვითარცა მტილმან თესული თჳსი აღმოაცენის, ეგრეთ გამოაბრწყინოს უფალმან სიმართლჱ, და მხიარულებაჲ წინაშე ყოველთა თესლთა. ( 94)

Chapter: 62  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიონისათჳს არა დავდუმნე,/ და იჱრუსალემისათჳს არა დავაცადო, ვიდრემდე გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლჱ ჩემი, და მაცხოვარებაჲ ჩემი, ვითარცა ელვაჲ აღატყდებოდის.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილონ წარმართთა სიმართლჱ ჩემი, და მეფეთა დიდებაჲ ჩემი. და გეწოდის შენ სახელი შენი ახალი, რომელ იგი უფალმან თავადმან სახელ-სდვა<ს> მას.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შენ გჳრგჳნ სიკეთის ჴელსა უფლისასა, და შარავანდ სამეუფო ჴელსა ღმრთისა შენისასა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა გერქუას შენ დატევებულ, და ქუეყანასა შენსა არღარა ერქუას ოჴერ, ხოლო შენ გეწოდოს სახელი ჩემი, და ქუეყანასა შენსა ერქუას სოფელ <. . .>.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა იგი დაიმკჳდრის ჭაბუკმან ქალწულისა თანა, ეგრეთ დაიმკჳდრონ ძეთა შენთა. და იყოს ვითარცა იგი იხარებნ სიძჱ სძლისა მიმართ, ეგრეთ იხარებდეს უფალი შენდამი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ზღუდეთა შენთა მიმართ იჱრუსალემ დავადგინნე მცველნი დღჱ ყოველ და ღამჱ ყოველ, რომელნი იგი სრულიად არა დადუმნენ მოჴსენებითა უფლისაჲთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა ვინ არს მსგავს თქუენდა, უკუეთუ წარიმართოთ. და იყოს იჱრუსალემი სიხარულ ქუეყანასა ზედა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ფუცა უფალმან დიდებასა თჳსსა, და სიმტკიცესა მკლავისა თჳსისა ვითარმედ არღარა მივსცე იფქლი შენი, და საზრდელი შენი მტერთა შენთა. და არღარა სუმიდენ ძენი უცხოთესლთანი ღჳნოსა შენსა, რომელსა შენ დაჰშუერ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ რომელთაცა დაკრიბონ, მათცა შეჭამონ იგი, და აქებდენ უფალსა, და <რომელთა> დაკრიბეს იგი, სუმიდენ მას ეზოთა შინა ჩემთა წმიდათა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
განვედით ბჭეთაგან ჩემთა, და გზა უყავთ ერსა ჩემსა, და ქვები გარდასთხიეთ გზათაგან, და აღიღეთ ნიში წარმართთა მიმართ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა უფალმან სასმენალ ყო ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა. არქუთ ასულსა მას სიონისასა რამეთუ აჰა ესერა მაცხოვარი შენი მოვალს, და Page of ms. J: A93v  აქუს სასყიდელი მისი მის თანა, და საქმენი მისნი წინაშე მისსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და/ უწოდის მას ერი წმიდაჲ, ჴსნილი უფლისა მიერ, ხოლო შენ გერქუას ქალაქი გამოძიებული, და არა დატევებული.

Chapter: 63  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ არს ესე რომელი მოვალს ედომით, და სიმეწამულჱ სამოსლისა მისისაჲ ბოსორით გამო. ესე შუენიერ არს სამკაულითა თჳსითა, და სასტიკად ძლიერებითა მრავლითა. მე ვიტყჳ სიმართლესა, და მშჯავრსა ცხორებისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს მეწამულ არს სამკაული შენი, და სამოსელი შენი ვითარცა მწნეხართაგან საწნეხლისათა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
სავსჱ დათრგუნვილებითა, და წარმართთაგანი არა ვინ არს კაც ჩემ თანა. და დავთრგუნენ იგინი გულის-წყრომითა ჩემითა, და დავმუსრენ იგინი რისხვითა ჩემითა და დავსთხიე სისხლი მათი ქუეყანასა ზედა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დღჱ იგი კუალად-გებისაჲ მოიწია მათ ზედა, და წელიწადი ჴსნისაჲ მოწევნულ არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე ვიხილე, და არა ვინ იყო შემწე, და განვიცადე, და არა ვინ იყო ჴელის-ა<ღ>მპყრობელ, და მიჴსნა მე მკლავმან ჩემმან, და გულის-წყრომაჲ ჩემი მოიწია.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავთრგუნენ იგინი რისხვითა ჩემითა, და დავათრვენ იგინი გულის-წყრომითა ჩემითა, და დავსთხიე სისხლი მათი ქუეყანასა ზედა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წყალობაჲ უფლისაჲ მოვიჴსენე, სათნოებანი უფლისანი ყოველთა ზედა, რომელი მომაგო ჩუენ. უფალი მსაჯულ კეთილ სახლსა ზედა ისრაჱლისასა. მოავლინოს ჩუენ ზედა წყალობისა-ებრ თჳსისა <. . . ,>.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: ანუ არა ერი ესე ჩემი შვილი ჩემი არსა, და არა შეურაცხ-მყონ მე, და ექმნა მათ მაცხოვარ

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოვლისაგან ჭირისა მათისა, რამეთუ არა მოციქულმან ვინ, არცა ანგელოზმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი, რამეთუ უყუარდეს იგინი, და დაიცვნა იგინი. და თავადმან იჴსნნა იგინი, და აღჰმართნა იგინი და აღამაღლნა იგინი ყოველთა დღეთა საუკუნათა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს, და განარისხეს Page of ms. J: A95r  სული წმიდაჲ მისი, და გარდაექცა მათ მტერად./ თავადმან უფალმან ჰბრძო მათ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიჴსენნა დღენი საუკუნენი. სადა არს რომელმან აღმოიყვანა მწყემსი იგი ცხოვართაჲ, და სადა არს რომელმან დადვა სული წმიდაჲ მათ ზედა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან იგი მოიყვანა მარჯუვნითა თჳსითა მოსჱ, მკლ<ა>ვითა დიდებისა მისისაჲთა განაძლიერნა წყალნი წინაშე მისსა ყოფად თავისა თჳსისა სახელი საუკუნოჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
განიყვანნა იგინი უფსკრულისაგან, ვითარცა ცხენი ერთი უდაბნოჲთ, და არა დაშურეს,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა კაჰრაული ერთი ველით. და მოიღო სული უფლისა მიერ და უძღოდა მათ. ესრეთ მოიყვანე ერი შენი, და ჰყავ თავისა შენისა სახელი დიდებული.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქეც ზეცით უფალო და გარდამოიხილე ტაძრით წმიდით დიდებისა შენისაჲთ. <. . .> სადა არს სიმრავლჱ წყალობათა შენთაჲ, და შეწყნარებათა შენთაჲ ოდეს იგი თავს-იდებდ ჩუენსა უფალო.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შენ ხარ მამაჲ ჩუენი. რამეთუ აბრაჰამ არა მიცნოდა ჩუენ, <. . .> არამედ შენ ხარ მამაჲ ჩუენი, მიჴსნნან ჩუენ, რამეთუ დასაბამითგან სახელი შენი ჩუენ ზედა არს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსა-თჳს-მე მაცნუნენ ჩუენ უფალო გზისაგან შენისა, და განაფიცხენ გულნი ჩუენნი, რაჲთა არა მეშინოდის ჩუენ შენდა. მოიქეც მონათა შენთათჳს, და ნათესავისათჳს სამკჳდრებელისა შენისა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა <მცირედ რაჲ მე> ჩუენცა დავიმკჳდროთ მთისაგან წმიდისა შენისაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიქმნენით ჩუენ ვითარცა დასაბამსა, რაჟამს იგი არა ჰმთავრობდ ჩუენ ზედა, და არცა წოდებულ იყო სახელი შენი ჩუენ ზედა.

Chapter: 64  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ განახუნე ცანა, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი, დადნენ

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის ცეცხლისაგან. და შესწუვიდეს ცეცხლი მტერთ[ა] შენთა, და განცხადებულ იყოს სახელი შენი მოძულეთა შენთ[ა] ზედა. პირისაგან შენისა წარმართ[ნი] შეძრწუნდენ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს ჰყოფდე დიდებულსა, ძრწოლამან შეიპყრნას შენგან მთანი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
საუკუნითგან არა გუესმინა, არცა იხილეს თუალთა ჩუენთა ღმერთი სხუაჲ თჳნიერ შენსა. და საქმენი შენნი ჭეშმარიტებით Page of ms. J: A95v  არიან, რომელ ჰყო მო/[თ]მინეთა შენთათჳს წყალობაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წინა-მიეგებვოდის წყალობაჲ მათ, რომელნი იქმან სამართალსა, და გზანი შენნი მოიჴსენნენ. აჰა ეგერა შენ განჰრისხენ, და ჩუენ შეგცოდეთ, და ამისთჳსცა შევსცეთით,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიქმნენით არა-წმიდა ჩუენ ყოველნი, ვითარცა ძონძნი დედაკაცისა წიდოანისაჲ, ყოველივე სიმართლე ჩუენი. და დავცჳვით ჩუენ ყოველნი, ვითარცა ფურცელნი უშჯულოებითა ჩუენითა, და ესრჱთ ქარმან წარმიხუნეს ჩუენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ვინ არს რომელმანმცა ჰხადა სახელსა შენსა, და მოიჴსენა შედგომად შენდა, რამეთუ გარე-მიიქციე პირი შენი ჩუენგან, და მიმცენ ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ უფალო მამაჲ ჩუენი შენ ხარ, ხოლო ჩუენ ყოველნი ვითარცა თიჴაჲ ქმნული ჴელთა შენთაჲ,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ განმირისხნები ჩუენ უფალო სრულიად, და ნუ ჟამსა ამას მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთა. და აწ მომხედე<ნ> ჩუენ, რამეთუ ერი შენი ვართ ჩუენ ყოველნი,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქალაქი სიწმიდისა შენისაჲ იქმნა ოჴერ სიონი, და ვითარცა უდაბნოჲ შეიქმნა იჱრუსალემი,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დასაწყეველ იქმნა ტაძარი სიწმიდისა ჩუენისაჲ, და დიდებაჲ იგი რომელ აკურთხეს მამათა ჩუენთა იქმნა ცეცხლით მომწუარ, და ყოველივე დიდებულებაჲ ჩუენი დაემჴუა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამას ყოველსა ზედა თავს-გიდებიეს უფალო. <და> დამამდაბლენ ჩუენ ფრიად.

Chapter: 65  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
განვეცხადე <მათ> რომელნი მე არა მიკითხვიდეს, და ვეპოვე რომელნი მე არა მეძიებდეს. ვარქუ ვითარმედ აქა ვარ ნათესავსა მას, რომელი არა ხადოდა სახელსა ჩემსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
განვიპყრენ ჴელნი ჩემნი დღჱ ყოველ ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა, რომელნი ვლენან გზასა არა კეთილსა, არამედ შემდგომად ცოდვათა მათთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ერმან ამან რომელმან განმარისხა მე წინაშე ჩემსა მარადის, იგინი უზორვენ მტილებსა მათსა, და უკუმევენ საკუმეველსა ეშმაკთა ალიზთა შინა მათთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დამკჳდრებულთა საფლავთა შინა, და ქუაბებსა შინა, დაიძინიან Page of ms. J: A96r  ინიან სიზმართათჳს. რომელნი ჭამენ ჴორცსა ღორისასა,/ და სუმენ წუენსა მსხუერპლთა მათთასა, და ყოველი სამსახურებელი მათი შეგინებულ არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი იტყჳან, განმეშორე ჩემ გან: ნუ მომეახლები მე, რამეთუ წმიდა ვარ. ესე არს კუამლი გულის-წყრომისა ჩემისაჲ. ცეცხლი აღატყდების მის ზედა ყოველთა დღეთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა წერილ არს წინაშე ჩემსა, და არა დავიდუმო ვიდრემდე მივაგო წიაღთა მათთა

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნივე ცოდვანი მათნი, ყოველთა დღეთა მათთა და მამათა მათთაჲ ერთბამად, იტყჳს უფალი. რომელნი იგი უკუმევდეს მთათა ზედა, და ბორცუთა ზედა მაყუედრებდეს, და მივაგნე საქმენი მათნი პირველდა წიაღთა მათთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, ვითარცა იგი იპოვის მარცუალი ტევანსა შინა, და თქჳან, ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევაჲ უფლისაჲ არს მას შინა. ეგრჱთ ვყო მისთჳს რომელი იგი მმონებდეს მე. ამისთჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიყვანო იაკობისგან თესლი, და იუდაჲსგან, და დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა, და მონათა ჩემთა, და დაეშჱნნენ მუნ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ მაღნართა შინა საყოფელნი სამწყსოთანი, და ჴევი იგი აქორისაჲ განსასუენებელ მროწეულთა ერისა მის ჩემისა, რომელნი მეძიებდეს მე.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო თქუენ რომელთა დამიტევეთ მე, და დაივიწყეთ მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და განუმზადებდით ბედსა ტაბლასა, და აღუვსით ეშმაკსა საწდჱ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ მე მიგცნე თქუენ მახჳლსა, და ყოველნივე მოსრვით დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქუენ და არა მერჩდით მე: გეტყოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი, და ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა, და რაჲ იგი მე არა მინდა გამოირჩიეთ თქუენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა, რომელნი მმონებდენ მე, იგინი ჭამდენ, ხოლო თქუენ გმშიოდის, და რომელნი მმონებდეს მე, იგინი სუმიდენ, ხოლო თქუენ გწყუროდის <. . .>.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელნი მმონებდენ მე, იგინი იხარებდენ სიხარულითა Page of ms. J: A96v  გულისაჲთა, ხოლო თქუენ ჰღაღადებდეთ სალმობითა/ გულისა თქუენისაჲთა, და ჭირითა სულისა თქუენისაჲთა ჰღაღადებდეთ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დაუტეოთ სახელი ჩემი მაძღრივ რჩეულთა ჩემთა, და თქუენ მოგსრნეს უფალმან: ხოლო რომელნი მმონებდენ მე, მათ ეწოდოს სახელი ახალი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი იკურთხეოდის ქუეყანასა ზედა, რამეთუ აკურთხევდენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, და რომელნი ფუცვიდენ ქუეყანასა ზედა, ფუცვიდენ ჭეშმარიტსა ღმერთსა, რამეთუ დაავიწყდეს ჭირი იგი პირველი, და არღარა მოუჴდეს გულსა მათსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, და არღარა მოიჴსენონ პირველთაჲ მათ, და არცა მოვიდეს გულსა მათსა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ სიხარული და მხიარულებაჲ პოვონ მას შინა, რაოდენ იგი მე დავჰბადო. რამეთუ აჰა ესერა ვყო იჱრუსალემი სიხარულ, და ერი ჩემი მხიარულება,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხარებდე მე იჱრუსალემისა მიმართ, და მხიარულ ვიყო ერსა ჩემსა ზედა, და არღარა ისმეს მას შინა ჴმაჲ ტირილისაჲ, და ჴმაჲ ღაღადებისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა იყოს მუნ უჟამოდ შობილი და უსრული, და მოხუცებული რომელმან არა აღასრულნეს ჟამნი თჳსნი. რამეთუ ყრმაჲ იგი ძჱ ასისა წლისაჲ მოკუდეს, და მოხუცებული იგი ყრმაჲ აღესრულოს, და ყრმაჲ რომელი არა ას წლისაჲ აღესრულოს, იგი წყეულ იყოს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღაშჱნნენ სახლნი, და იგინი დაემკჳდრნენ მას შინა. და დაასხან ვენაჴი, და იგინივე ჭამდენ ნაყოფსა მათსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა აღაშჱნებდენ, რაჲთა სხუანი დაემკჳდრნენ, და არცა იგინი დაჰნერგვიდენ, და სხუანი ჭამდენ. რამეთუ დღისა მის-ებრ ხისა ცხორებისა იყვნენ დღენი ერისა ჩემისანი, და საქმენი შრომათა მათთანი დააძუელნენ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რჩეულნი ჩემნი არა შურებოდიან ცუდად, და არცა შვილთ-ისხმიდენ საწყეველად, რამეთუ ნათესავნი კურთხეულნი არიან ღმრთისა მიერ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ვიდრე ღაღადებადმდე მათა Page of ms. J: A97r  მე ვისმინო მათი, და ვიდრე სიტყუადმდე/ მათა ვჰრქუა: აქა ვარ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
მას ჟამსა მგელნი და კრავნი ერთად ძოვდენ, და ლომი ვითარცა ჴარი ჭამდეს ბზესა, და გუელი ჭამდეს მიწასა ვითარცა პურსა, და არა ვის ავნებდენ, და არცა უნასებდენ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, იტყჳს უფალი.

Chapter: 66  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ იტყჳს უფალი: ცაჲ საყდარი ჩემი არს, და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი ფერჴთა ჩემთა: რაბამი სახლი მიშჱნოთ მე, თქუა უფალმან, ანუ რაჲ მე ადგილი იყოს განსუენებელისა მის ჩემისაჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესე ყოველი შექმნა ჴელმან ჩემმან, და ჩემი არს ესე ყოველი, თქუა უფალმან. და მე ვის მე მივხედო, არამედ მდაბალსა მას და მყუდროსა, და რომელი ძრწის სიტყუათათჳს ჩემთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უშჯულოჲ იგი რომელი შესწირვიდეს ჩემდა ზუარაკსა მსხუერპლად, ეგრეთ არს ჩემდა ვითარცა ვინ ჰგუემნ კაცსა. და რომელი იგი შესწირვიდეს ცხოვარსა ეგრე იყოს, ვითარცა რომელი იგი მოჰკლავნ ძაღლსა. და რომელსა მოაქუნდეს სამინდოჲ, ეგრე იყოს ვითარცა ვინ დასთხიის სისხლი ღორისაჲ, და რომელმან დაასხას საკუმეველი საჴსენებელად, იყოს იგი ვითარცა მგმობარი. რამეთუ მათ გამოირჩინეს გზანი მათნი, და საძაგელებანი მათნი, და იგი ინება სულმან მათმან.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე გამოვარჩინე საკიცხევანი მათნი, და ცოდვაჲ მათი მივაგო მათ, რამეთუ უწოდე მათ და არა ისმინეს ჩემი, <. . .> და ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა, და რაჲ იგი არა მინდა გამოირჩიეს მათ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელნი სძრწით სიტყუათა მისთათჳს. არქუთ ძმად თჳსა მოძულეთა მათ თქუენთა, და რომელთა შეურაცხ-უყოფიედ თქუენ, რაჲთა სახელი უფლისაჲ იდიდებოდის, და განცხადნეს სიხარულითა იჱრუსალემს შინა. თქუენ გიხაროდის და მათ ჰრცხუენოდის.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ ღაღადებისაჲ ქალაქით გამო, და ჴმაჲ ტაძრით გამო, ჴმაჲ უფლისაჲ Page of ms. J: A97v  კუალად-საგებელი: მიაგოს მისაგებელი მტერთა მისთა./

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრე არღა მუცელქუმულსა მას ეშვას, და ვიდრე არღა მოწევნულ იყვნეს სალმობანი შობისანი, განერა და შვა წულ ყრმა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვის ესმა, ანუ ვინ იხილა ესე-ვითარი საკჳრველებაჲ, ვითარმედ მიუდგა ქუეყანაჲ ერთსა შინა დღესა, და შვა ნათესავი ერთი მრგულიად. რამეთუ მიუდგა, და შვა სიონმან ყრმანი თჳსნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე მივეც სასოებაჲ ესე-ვითარი, და შენ არა მომიჴსენე მე, თქუა უფალმან. ანუ არა მშობელი იგი და ბერწი მე შევქმენ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
გიხაროდენ ერთბამად იჱრუსალემ, და შეკერბით ყოველნივე მოყუარენი მისნი მას შინა, და იხარებდეთ მის თანა სიხარულითა ყოველნივე, რომელნი ეგლოვდეს მას,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა სწოვდეთ და განსძღეთ ძუძუთაგან ნუგეშინის-ცემისა მისისათა, რაჲთა მაძღრივ იშუებდეთ შემოსლვისაგან დიდებისა მისისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრჱთ იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე მოვაქციო მათა ვითარცა მდინარჱ მშჳდობაჲ, და ვითარცა ღუარსა მოაქუნდეს დიდებაჲ წარმართთაჲ. ყრმანი მათნი მჴრითა მოაქუნდენ, და მუჴლთა მათთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იყვნენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა დედაჲ რაჲ ნუგეშინის-სცემნ, ეგრე ნუგეშინის-გცე თქუენ და იჱრუსალემს ნუგეშინის-ცემულ იქმნნეთ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილოთ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და ძუალნი თქუენნი ვითარცა მწუანვილნი აღმოსცენდენ, და გამოეცხადოს ჴელი უფლისაჲ მოშიშთა მისთა, და უთქუმიდეს ურჩთა მათ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა უფალი ვითარცა ცეცხლი მოიწიოს, და ვითარცა ნიავქარი მძაფრი ეტლები მისი, მიგებად გულის-წყრომით შურის-გებაჲ მისი, და შეურაცხებაჲ თჳსი ალითა ცეცხლისაჲთა .

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ცეცხლითა მით უფლისაჲთა ისაჯოს ყოველი ქუეყანაჲ, და მახჳლითა მისითა ყოველი ჴორციელი, რამეთუ მრავალნი წყლულნი იყვნენ უფლისა მიერ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რომელნი განმართლდებოდეს, და განწმიდნებოდეს Page of ms. J: A98r  მტილებსა შინა./ და კართა წინაშე ჭამდეს ჴორცსა ღორისასა, და საძაგელებანი იგი და თაგჳ ერთბამად მოიჴოცნენ, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე საქმეთა მათთათჳს და ზრახვათა მათთათჳს მოვალ შეკრებად ყოველთა ნათესავთა და ენათა. მოვიდენ და იხილონ დიდებაჲ ჩემი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაუტეო მათ თანა სასწაული, და განვავლინნე მათგანნი ჴსნილნი წარმართთა მიმართ თარშიდ, და ფუდდ, და ლუდდ, და მოსოქდ, და თობელდ, და ელადად <და> ჭალაკთა შორიელთა, რომელთა არა ასმიეს სახელი ჩემი, და არცა უხილავს დიდებაჲ ჩემი, და მიუთხრობდენ დიდებასა ჩემსა წარმართთა შორის.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანნენ ძმანი თქუენნი ყოველთაგან ნათესავთა ძღუნად უფლისა ცხენებითა და ეტლებითა, კარვებითა და ჯორებითა და საგრილობელითა წმიდასა ქალაქსა იჱრუსალემს, თქუა უფალმან, ვითარცა იგი შესწირვიდეს ძენი ისრაჱლისანი მსხუერპლებსა მათსა ჩემდამო გალობითა ტაძარსა შინა უფლისასა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მათგანნი მო<ვ>იყვანნე მღდელად და ლევიტელად, იტყჳს უფალი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა იგი ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რომელი ვქმნე მე, რაჲთა ეგოს წინაშე ჩემსა: ამას იტყჳს უფალი, ეგრჱთ ეგოს ნათესავი თქუენი, და სახელი თქუენი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს თთუჱ თთუეთაგან, და შაბათი შაბათისა გან: და მოვიდეს ყოველი ჴორციელი თაყუანის-ცემად წინაშე ჩემსა იჱრუსალემდ, თქუა უფალმან.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდენ და იხილონ ძუალები იგი კაცთაჲ მათ გარდამავალთაჲ ჩემდა მომართ, რამეთუ მატლი მათი არა დაკუდეს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ იგინი სახილველად ყოვლისა ჴორციელისა . . .
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Book: Jer. 
Jeremiah

წინაწარმეტყუელებაჲ იერემიაჲსი



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: A98r  სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ ქელკიანისა მღდელთაგანისა, რომელი დამკჳდრებულ იყო ანათოთს ქუეყანასა ბენიამენისსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ მისა მიმართ დღეთა მათ იოსიაჲსთა ძისა Page of ms. J: A98v  ამონისთა მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეათცა/მეტესა მეფობასა მისსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო დღეთა მათ იოაკიმისთა ძისა იოსიაჲსთა მეფისა იუდაჲსთა, ვიდრე მეათერთმეტედ წლადმდე სედეკიაჲსა მეფისა იუდაჲსა, ვიდრე წარტყუენვად იჱრუსალემისა თთუესა მეხუთესა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ მისა მიმართ,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრე შთავრდომადმდე მუცელსა დედისასა გიცან შენ, და ვიდრე გამოსლვადმდე შენდა საშოჲთ წმიდა გყავ შენ, წინაწარმეტყუელად წარმართთა და ნათესავთა ზედა დაგადგინე შენ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ: რომელი ეგე ხარ უფალო, აჰა ესერა არა ვიცი სიტყუაჲ, რამეთუ ყრმა ვარი მე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან, ნუ იტყჳ ვითარმედ ყრმა ვარი მე, რამეთუ ყოველთა მიმართ რომელთა მიგავლინო შენ მიხჳდე, და ყოველი რაოდენი გამცნო შენ იტყოდი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, და ნუცა ზარ გაც<ნ> შენ წინაშე მათსა, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოყო უფალმან ჴელი მისი ჩემდა, და შემახო პირსა ჩემსა, და მრქუა მე უფალმან, აჰა ესერა მიგცენ სიტყუანი ჩემნი პირსა შინა შენსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა დაგადგინე შენ დღეს ნათესავთა ზედა და მეუფებათა აღფხურად და დათხრად, წარწყმედად და დარღუევად; აღშჱნებად და დანერგვად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ <უფლისაჲ> ჩემდა მომართ, და მრქუა მე; რასა ხედავ შენ, იერემია. და ვთქუ; არგანსა ნიგოზისასა ვხედავ მე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან, კეთილად იხილე, რამეთუ განმიღჳძებიეს მე სიტყუათა ჩემთა ზედა ყოფად მათა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეორედ, და მრქუა; რასა ჰხედავ შენ. და ვთქუ, სიავსა ერთსა ქუეშჱ მგზებარესა ვხედავ მე, და პირი მისი პირით ჩრდილოჲთ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; პირისაგან ჩრდილოჲსა აღატყდეს Page of ms. J: A99r  ძჳრი ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა./

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა მე მოუწოდო ყოველთა მეფეთა მეფ<ობა>თასა ჩრდილოჲთ ქუეყანით, იტყჳს უფალი, და მოვიდენ და დაიდგნენ თითოეულად საყდარნი მათნი ზღურბლთა ზედა ბჭეთა იჱრუსალემისათა, და ყოველთა ზედა ზღუდეთა გარემო მისა, და ყოველთა ზედა ქალაქთა იუდაჲსთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიტყოდი მე საშჯელით მათა მიმართ ყოვლისა უკეთურებისა მათისა თჳს, რამეთუ დამიტევეს მე, და უზორვიდეს ღმერთთა უცხოოა, და თაყუანის-სცემდეს ქმნულსა ჴელთა მათთასა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ შეიმტკიცენ წელნი შენნი, და აღდეგ და არქუ მათ ყოველი რაჲცა გამცნო შენ, ნუ გეშინინ შენ პირისაგან მათისა, ნუცა შესძრწუნდები წინაშე მათსა, რამეთუ მე შენ თანა ვარ განძლიერებად შენდა, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე ესერა დაგდევ შენ დღეს დღჱ ვითარცა ქალაქი ძლიერი, და ვითარცა სუეტი რკინისაჲ, და ვითარცა ზღუდჱ რვალისაჲ ყოველთა მიმართ მეფეთა იუდაჲსთა, და მთავართა მისთა, და მღდელთა მათთა, და ერსა ქუეყანისასა,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
გბრძოდიან და შენ ვერ გძლონ, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა, იტყჳს უფალი.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა; მივედ და აღმოუკითხე <ყურთა> ძეთა ისრაჱლისათა; მიუგე და არქუ,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; მოვიჴსენე წყალობით სიჭაბუკე შენი და სიყუარული სრულებისა შენისაჲ შედგომასა შენსა წმიღასა ისრაჱლისასა, თქუა უფალმან, უდაბნასა ქუეყანასა და უთესველსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
წმიდა უფლისა ისრაჱლი, დასაბამ ნაყოფთა მისთა, ყოველნი მჭამელნი მისნი ინანდენ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ სახლმან იაკობისმან, და ყოველთა ტომთა სახლისა ისრაჱლისათა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ, რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად, და შეუდგეს იგინი კუალსა ცუდთასა, და ამაო იქმნნეს,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა თქუეს; სადა არს უფალი გამომყვანებელი ჩუენი ქუეყანით ეგჳპტით, რომელი გჳძღოდა ჩუენ უდაგნოსა, ქუეყანასა უცხოსა და უგზოსა, Page of ms. J: A99v  ქუეყანასა ურწყულსა და უნაყოფოსა, და აჩრდილსა სიკუდილისასა,/ ქუეყანასა რომელსა არა სრულ იყო მუნ კაცი, არცა დაიმკჳდრა მუნ ძემან კაცისამან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეგიყვანენ თქუენ კარმელსა ჭამად თქუენდა ნაყოფთა მისთა კეთილთა; და შეხუედით და შეაგინეთ ქუეყანაჲ იგი ჩემი, და სამკჳდრებელი ჩემი დასდევით საბილწებელად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მღდელთა არა თქუეს; სადა არს უფალი, <და> მეცნიერთა მათ შჯულისათა არა მიცოდეს მე, და მწყემსნი უღმრთოებდეს ჩემდამო, და წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ბაალისგან, და კუალსა ურგებსა შეუდგეს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს კუალად გეშჯოდი თქუენ, იტყჳს უფალი, და შვილთა მიმართ ძეთა თქუენთასა ვეშჯოდი ვე, თქუა უფალმან

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ წიაღ-ვედით ჭალაკთა ქეტიმისთა, და იხილეთ, და კედარდ წარავლინეთ და ცანთ ფრიად, უკუეთუ იქმნა ესე-მლევანი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ცვალნენ თუ წარმართთა ღმერთნი მათნი, და იგინი არა არიან ღმერთ, ხოლო ერმან ჩემმან ცვალა დიდებაჲ ჩემი, რომლისაგან არა რაჲ ერგოს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკჳრდა ცათა ამას ზედა, და შეძრწუნდა უმეტესად ქუეყანაჲ, თქუა უფალმან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ორი ბოროტი ქმნა ერმან ჩემმან, მე დამიტევეს წყაროჲ წყლისა ცხოველისაჲ, და აღმოთხარეს თავისა მათისა ჯურღმული პურელოანი, რომლითა ვერ უძლონ დაპყრობად წყლისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მონაჲ ნუ არს ისრაჱლი, ანუ სტრუკი არს იაკობი, რამეთუ სატყუენველ იქმნა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მის ზედა იბრდღუვნდენ ლომნი, და გამოსცენ ჴმაჲ მათი, რომელთა დადვეს ქუეყანაჲ მისი განსარყუნელად, და ქალაქები მისი დაიქცა უმკჳდროებისაგან. Page of ms. J: A100r 

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მერმე ძეთაცა მემფისათა და ტაფნაჲსათა გიცნეს შენ,/ და გეკიცხევდეს შენ, რაჲ ესე გიყო შენ დატევებამან ჩემმან,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ რაჲ ძეს შენი და გზისა ეგჳპტისაჲ სუმად შენდა წყალი გეონისაჲ, და რაჲ ძეს შენი და გზისა ასურეთისაჲ სუმად შენდა წყალი მდინარეთაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
განსწავლენ შენ განდგომილობამან შენმან, და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და გულის-ჴმა-ყავ და იხილე, რამეთუ მწარე და ბოროტ არს შენდა დატევებაჲ, თქუა უფალმან ღმერთმან შენმან, და არა მთნდი შენ, იტყჳს უფალი ღმერთი შენი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დასაბამითგან შეჰმუსრე უღელი შენი, და განჰხეთქენ აპაურნი შენნი, და სთქუ, არა გმონო შენ, არამედ მივიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა, და ქუეშჱ ყოველსა ხესა საგრილსა მუნ განვსცუთე სიძვითა ჩემითა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე დაგნერგე შენ ვენაჴად ნაყოფიერად ყოვლად ჭეშმარიტად; ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი ეგე უცხოჲ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და გან-თუ-იბანო ბავრუკითა, და განამრავლნე შენდად განსაწმედელნი, შეგინებულვე იყო უშჯულოებათა შინა შენთა წინაშე ჩემსა, თქუა უფალმან.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ იტყჳ ვითარ<მედ> არა შევიგინე, და კუალსა ბაალისსა არა მივედ. იხილენ გზანი შენნი სამარობანსა, და ცან რაჲ გიქმნიეს შენ, მწუხრი ჴმითა თჳსითა გოდებდა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
გზანი მისნი განაფართნა წყალთა ზედა უდაბნოჲსათა, გულის-თქუმითა სულისა თჳსისაჲთა იკრვოდა; მიეცა; ვინ მოაქციოს იგი. ყოველნი რომელნი ეძიებდენ მას არა დაშურენ, სიმდაბლესა შინა მისსა პოვონ იგი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაქციენ ფერჴნი შენნი გზისაგან ფიცხლისა, და ჴორჴი შენი წყურიელისა გან; და მან თქუა, განვძლიერდე და არა გერჩდე შენ, რამეთუ შეიყუარნა უცხონი, და კუალსა მათსა მისდევდა. Page of ms. J: A100v 

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ჰრცხუენინ მპარავსა რაჟამს დაეპყრის, ეგრე ჰრცხუენოდის ძეთა ისრაჱლისათა მათ, და მეფეთა მათთა, და მთავართა/ მათთა, და მღდელთა მათთა, და წინაწარმეტყუელთა მათთა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუეს ძელსა, მამაჲ ჩემი ხარი შენ, და ქვასა; შენ გიშობიე მე. და მოიქცინეს ჩემდა ზურგნი და არა პირნი მათნი, და ჟამსა ძჳრისა მათისასა თქჳან, აღდეგ და განგუარინენ ჩუენ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და სადა არიან ღმერთნი შენნი რომელ იგი ჰქმენ შენ, აღ-სამე-დგენ და განგარინონ შენ ჟამსა ჭირისა შენისასა, რამეთუ სწორად რიცხუთა ქალაქთა შენთასა იყვნეს ღმერთნი შენნი, იუდა, და სწორად რიცხუთა გამოსავალთა იჱრუსალემისათა უზორვიდეს ბაალსა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსა და იტყჳთ ჩემდამო; ყოველნი თქუენ უღმრთო იქმნენით, და თქუენ ყოველნი უშჯულოებდით ჩემდამო, იტყჳს უფალი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ცუდად მოვსრენ შვილნი თქუენნი. მოძღურებაჲ თქუენ არა შეიწყნარეთ, მახჳლმან შეჭამნა წინაწარმეტყუელნი თქუენნი ვითარცა ლომმან მომსრველმან, და არა შეიშინეთ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ. ესრე იტყჳს უფალი; უდაბნო ნუ ვექმენ სახლსა ისრაჱლისასა, ანუ ქუეყანა დაყამირებულ. რაჲსათჳს თქუა ერმან ჩემმან, უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღარა მოვიდეთ მერმე.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და-ნუ-ივიწყოსა სძალმან სამკაული თჳსი, და ქალწულმან მკ<ე>რდის სამკაული ზოსტერი თჳსი, ხოლო ერმან ჩემმან დამივიწყა მე დღეთაგან, რომელთა არა არს რიცხჳ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ რაჲ კეთილ მოიზაკო გზათა შენთა თხოვად სიყუარულისა. არა ესრე, არამედ შენცა უკეთურებდე შებილწებად გზათა შენთა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჴელთა შინა შენთა იპოვა სისხლი სულთა უბრალოთაჲ; არა თუ გუერდის თხრასა ვპოვენ იგინი, არამედ ყოველთა თანა მუხანა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუ ვითარმედ უბრალო ვარი მე, და გარე-მიიქვცინ გულის-წყრომაჲ მისი ჩემგან. აჰა ესერა მე გეშჯი შენ, რამეთუ სთქუ ვითარმედ არა ვცოდე. Page of ms. J: A101r 

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შეურ/აცხ-ვიყავ ფრიად დარჩოდებად გზათა შენთა, და ეგჳპტითცა სირცხჳლეულ იქმნე, ვითარცა სირცხჳლეულ იქმენ ასურასტანით, რამეთუ ამიერ <სა>დაცა გან-ვე-ხჳდე და ჴელნი შენნი თავსა ზედა შენსა დაისხნე, რამეთუ განიშოვრა უფალმან სასოებაჲ შენი, და არა წარემართო მათ შინა.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ განუტეოს კაცმან ცოლი თჳსი, და წარვიდეს მისგან, და იყოს იგი ქმრის სხჳსა, მო-ნუ-იქცეს მოქცევით მერმე მისა ვე, არამედ შეგინებით შეიგინის დედაკაცი იგი, და შენ ისიძვე მწყემსთა თანა მრავალთა, და მოიქეც ჩემდა ვე, იტყჳს უფალი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ათიხილენ თუალნი შენნი, და იხილე სადა არა შეიგინე, გზათა ზედა დაშჯედ, და ილოდე ვითარცა ყუავი უდაბნოსა შინა მარტოჲ; შეაგინე ქუეყანაჲ იგი სიძვითა შენითა და უკეთურებითა შენითა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და გესხნეს შენ მწყემს მრავალ საცთურად შენდა; პირი ვითარცა როსკიპისაჲ გექმნა შენ, ურცხჳნა იქმენ ყოველთა მიმართ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვითარ სახლ მიწდე მე, და მამა და მფლობელ სიქალწულე შენი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და-ნუ-ადგრესა უკუნისამდე, ანუ და-ნუ-იმარხოსა ძლევად. აჰა ესე<რა> სთქუ, და ჰყავ ძჳრი ესე, და განსძლიერდი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან დღეთა იოსია მეფისათა; იხილე რაჲ მიყვეს მკჳდრთა ისრაჱლისათა. მივიდეს ყოველთა მთათა მაღალთა და ქუეშჱ ყოველთა ხეთა სერტყთა, და ისიძვიდეს მუნ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ შემდგომად სიძვისა მისისა, მოიქეც ჩემდა ვე, და არა მოიქცა. და იხილა სიცრუვჱ მისი უწესომან იუდა დამან მისმან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე რამეთუ ყოველთათჳს, რომელთაგან გარდავარდა იგი რომელთაგან იმრუშებდა მკჳდრი ისრაჱლი, და განვავლინე იგი, და მივეც მას წიგნი განტევებისა ჴელთა მისთა, და არა შეიშინა უწესომან იუდა დამან Page of ms. J: A101v  მისმან, და წარვიდა, და ისიძვა მანცა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იქმნა სიძ/ვაჲ იგი მისი არად, და შეაგინა ქუეყანაჲ, და იმრუშა ძელსა და ქვასა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამათ ყოველთაგან არა მოიქცა უწესოჲ იუდა დაჲ მისი ყოვლითა გულითა მისითა, <არამედ სიცრუვით>.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; განიმართლა სული თჳსი განდგომამან ისრაჱლისამან უწესოჲსაგან იუდაჲსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მივედ და აღმოიკითხენ სიტყუანი <ესე> ჩრდილოჲთ კერძო, და არქუ; მოიქეც ჩემდა მკჳდრი ისრაჱლისაჲ, იტყჳს უფალი, და არა დავიმტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მოწყალე ვარ მე, იტყჳს უფალი, და არა გრისხვიდე თქუენ უკუნისამდე.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
გარნა გულის-ჴმა-ყავ უშჯულოებაჲ შენი, რამეთუ უფლისა ღმრთისა შენისა მიმართ უღმრთო იქმენ, და განამრავლენ გზანი შენნი უცხოთა მიმართ ქუეშჱ ყოველსა ხესა სერტყოანსა, ხოლო ჴმისა ჩემისაჲ არა ისმინე, იტყჳს უფალი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქეცით შვილნი განდგომილნი, იტყჳს უფალი, რამეთუ მე გეუფლო თქუენ, და მოვიღო თქუენგან ერთი ქალაქისაგან, და ორი ნათესავისაგან, და მოგიყვანნე თქუენ სიონდ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და გცე თქუენ მწყემს ნებად გულისა ჩემისა, და მწყსით გმწყსიდეს თქუენ მეცნიერებით .

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს გან-თუ-ჰმრავლდეთ და აღორძნდეთ ქუეყანასა ზედა, თქუა უფალმან; მათ დღეთა შინა, იტყჳს უფალი, არღარა თქუან ვითარმედ კიდობანი აღთქუმისაჲ წმიდისა ისრაჱლისაჲ, არა მოუჴდეს გულსა, არცა სახელ-ედვას მას შინა, და არა მოიძიოს მერმე, და არცა იქმნას მერმე.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მათ დღეთა შინა და მას ჟამსა უწოდიან იჱრუსალემსა საყდრად უფლისად, და შეკრბენ მუნ ყოველნი წარმართნი სახელითა უფლისაჲთა იჱრუსალემდ, და არღარა ვიდოდიან იგინი მერმე შემდგომად ნებათა გულისა მათისა უკეთურისათა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ დღეთა შინა შეკრბეს სახლი იუღაჲსი სახლსა თანა ისრაჱლისასა, და მოვიდენ ერთბამად Page of ms. J: A102r  ჩრდილ/ოჲთ ყოველთაგან სოფელთა ქუეყანად, რომელ დაუმკჳდრე მამათა მათთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე ვთქუ; იყავნ უფალო, რამეთუ დაგადგინენ თქუენ შვილად, და მიგეც თქუენ ქუეყანაჲ რჩეული სამკჳდრებელი სახელოვანი ღმრთისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ. და გარქუ; მამად მიწოდეთ მე, და ჩემგან ნუ გარე-მიიქცევით.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ვითარცა ეცრუვის ცოლი თანა-მყოფსა თჳსსა, ეგრე მეცრუვა მე სახლი ისრაჱლისაჲ და სახლი იუდაჲსი, იტყჳს უფალი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ ბაგეთაგან ისმა ტირილისა და ვედრებისაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ, რამეთუ უშჯულოებდეს გზათა თჳსთა, და დაივიწყეს ღმერთი წმიდაჲ მათი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქეცით, შვილნო, მოქცევით, და მე გილხინო წყლულებათა თქუენთა; აჰა ესერა ჩუენ ვიყვნეთ შენდა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ნანდჳლ ნაცილ იყვნეს ბორცუნი და ძალი მთათაჲ, ხოლო უფლისაგან არს ღმრთისა ჩუენისა ცხორებაჲ სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და სირცხჳლმან განკაფნა შრომანი მამათა ჩუენთანი სიჭაბუკით მათითგან, და იყო ცხოვარი მათი და ზუარაკები მათი, ძენი მათნი და ასულნი მათნი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
დავწევით სირცხჳლითა ჩუენითა, და დაგუფარნა ჩუენ გინებამან ჩუენმან, რამეთუ წინაშე უფლისა ჩუენისა ვცოდეთ ჩუენ და მამათა ჩუენთა სიჭაბუკით ჩუენითბან მო-აქა-დღედმდე, არა ვისმინეთ ჴმაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოიქცეს ისრაჱლი, თქუა უფალმან, ჩემდა მოიქცეს, და გან-თუ-იშოვრნეს საძაგელნი პირისაგან მისისა, და შეიშინოს პირისაგან ჩემისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ფუცოს; ცხოველ არს უფალი, ჭეშმარიტებით და განკითხვით და სიმართლით, და აკურთხევდენ მას ნათესავნი, და მისგან აქებდენ ღმერთსა იჱრუსალემს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა; ითერძეთ თერძულები, და ნუ სთესავთ ეკალთა ზედა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
წინადაიცჳთეთ ღმრთისა თქუენისა მიმართ, და წინადაიცჳთეთ წინადაცუეთილებაჲ გულთა თქუენთაჲ კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა. ნუ Page of ms. J: A102v  უკუე გამოჴდეს ვითარცა ცეცხლი გულის/-წყრომაჲ ჩემი; აღატყდეს და არა ვინ იყოს დამშრეტელ პირისაგან უკეთურებისა სლვათა თქუენთაჲსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუთხართ ჰურიასტანსა და მიისმინ შორის იჱრუსალემსა; თქუთ; აუწყეთ ნესტჳთა ქუეყანასა ზედა; ღაღად-ყავთ ფრიად და არქუთ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკერბით და შეხჳდეთ ქალაქთა მოზღუდვილთა; აღდეგით და ივლტოდით სიონდ, ისწრაფეთ და ნუ დასდგებით, რამეთუ მე ძჳრსა მოვავლინებ ჩრდილოჲთ და მუსრვასა დიდსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოჴდა ლომი საყოფლით თჳსით <მოსპოლვად ნათესავთა>, წარიღო და განვიდა ადგილით მისით დადებად ქუეყანისა შენისაჲ აღსაოპრებელად, და ქალაქნი შენნი დაეცნენ, რამეთუ არა იყო მაშჱნებელ მათა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას ზედა მოირტყით ძაძაჲ და იტყებდით და გოდებდით, რამეთუ არა გარე-მიიქცია რისხვაჲ გულის-წყრომისა უფლისაჲ თქუენგან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, წარწყმდეს გული მეუფისაჲ და გული მთავართაჲ, და მღდელნი შესულბენ, და წინაწარმეტყუელთა დაუკჳრდეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ; უფალო უფალო, ანუ ტყუვილით მე შეიტყუვე ერი ესე და იჱრუსალემი, რამეთუ იტყოდე, მშჳდობა იყოს თქუენდა; და აჰა ესერა მიიწია მახჳლი სულად მათამდე.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მას ჟამსა შინა ჰრქუან ერსა მას და იჱრუსალემსა ვითარმედ სული მაცთუნებელი უდაბნოსა ზედა, გზაჲ ასულისა ერისა ჩემისაჲ არა განწმედილ არცა სიწმიდე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
სული სავსებისაჲ ამათგან მოვიდეს ჩემდა; აწ მეცა ვიტყოდი საშჯელსა ჩემსა მათა მიმართ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ვითარცა ღრუბელი აღმოვიდეს, და ვითარცა ნიავქარი ეტლები მისი. უმალჱს ორბთა ცხენნი მისნი, ვაჲ ჩუენდა, რამეთუ დავგლახაკენით.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განიბანე უკეთურებისაგან გული შენი იჱრუსალემ, რაჲთა განერე, ვიდრემდის იპოვნენ შენ თანა ზრახვანი სალმობათა შენთანი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴმაჲ ღაღადებისაჲ დანით მოიწიოს, და ისმეს სალმობაჲ მთავართაგან ეფრემისთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიჴსენენით ნათესავნი, ესერა მოვლენ იჱრუსალემდ, მიუთხართ, აჰა Page of ms. J: A103r  ესერა/ გუნდი მოვალს ქუეყანით შორით, და მისცეს ქალაქთა იუდაჲსთა ჴმაჲ მათი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მცველნი აგარაკისანი იყვნეს გარემო მისა, რამეთუ მე შეურაცხ-მყავ, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
გზათა შენთა და სლვათა შენთა გიყვეს შენ <ესე>; ესე არს უკეთურებაჲ შენი, რამეთუ მწარე არს შენდა, რამეთუ მიიწია გულად შენდა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მუცელი ჩემი მუცელი ჩემი მელმის, და გულის-ჴმის-საყოფელნი გულისა ჩემისანი, კუნესის სული ჩემი, და გული ჩემი მეჴების, ვერ დავდუმნე, რამეთუ ჴმაჲ ნესტჳსაჲ ესმა სულსა ჩემსა, ღაღადებაჲ ბრძოლისაჲ,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბადრუკებისაჲ; შემუსრვასა ჰხადის, რამეთუ უბადო იქმნა ყოველი ქუეყანაჲ; მეყსეულად დამდაბლდა კარავი ჩემი, განსთქდეს ეზონი ჩემნი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდის ვხედვიდე მეოტთა, და მესმოდის ჴმაჲ ნესტუთაჲ;

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მთავართა მათ ერისა ჩემისათა მე არა მიცნეს. შვილნი უგუნურნი არიან და არა გონიერნი, ბრძენ არიან ძჳრის-საქმედ, ხოლო კეთილისა საქმჱ ვერ გულის-ჴმა-ყვეს.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მივხედე ქუეყანასა, და არა რაჲ ჩნდა; და ცასა, და არა იყო ნათელი მისი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიხილენ მთანი, და ესერა იყვნეს შეძრწუნებულ, და ყოველნი ბორცუნი ირყეოდეს;

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
მივხედე და აჰა ესერა არა იყო კაცი, და ყოველნი მფრინველნი ცისანი დანებულ იყვნეს.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
მივხედე და ესერა კარმელი ოჴერ იყო, და ყოველნი ქალაქნი მომწუარ იყვნეს ცეცხლითა პირისაგან უფლისა, და პირისაგან რისხვისა გულის-წყრომისა მისისა განიჴნეს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; უდაბნო იყოს ყოველი ქუეყანაჲ, ხოლო ოხჭნება ხოლო არა ვყო ამას ზედა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
იგლოვდინ ქუეყანაჲ, და დაბნელდინ ცაჲ ზესკნელ, რამეთუ ვთქუ; განმზადებულ ვარ, და არა შევინანო, მივჰმართე, Page of ms. J: A103v  და არა უკმოვიქეც მისგან.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმისაგან მჴედართაჲსა და გარდაცუმულთაგან მშჳლდთა ივლტოდა ყოველი ქუეყანაჲ, შეძურეს ქუაბებსა, და სერტყთა შინა დაემალნეს, და კლდეებსა/ ზედა აღვიდეს, და ყოველი ქალაქი მათი დაეტევა. არა დაშჱნებულ არს მათ შინა კაცი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ უბადრუკმან რაჲ მე ჰყო, შე-თუ-იმოსო მეწამულითა, და შეიმკო სამკაული ოქროჲსაჲ, და იცხო <თუ> თუალთა შენთა საგლემველი. ცუდადვე იყოს შუენიერებაჲ შენი; განგიშორეს შენ ტრფიალთა შენთა; სულსა შენსა ეძიებდენ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴმაჲ ვითარცა სალმობისაჲ მესმა; კუნესისა შენისაჲ ვითარცა პირველად მშობელისაჲ, ჴმაჲ ასულ<ი>სა სიონისაჲსა განერეს და დაჰჴსნდეს ჴელნი მისნი. ვაჲ მე, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა მოსრვილთა ზედა.;

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
რბიოდეთ გზათა იჱრუსალემისათა, და იხილეთ და გულის-ჴმა-ყავთ, და ეძიებდით უბნებსა მისსა, ჰპოოთ თუ კაცი მუნ, უკუეთუ იპოვოს ხოლო ვინ მე მყოფელ სამართალისა და მეძიებელ სარწმუნოებისა, და ულხინო მას, იტყჳს უფალი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოველ არს უფალი თქჳან, ამისთჳს, არა ნუ ცილი ფუციან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო, თუალნი შენნი სარწმუნოება; ჰგუემენ იგინი, და არა ელმოდა მათ; აღასრულენ იგი<ნი>, და არა ინებეს თავს-დებად სწავლისა; განიმტკიცნეს პირნი მათნი უფროჲს ლოდისა, და არა ინებეს მოქცევად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე ვთქუ ვითარმედ გლახაკ არიან და ვერ შეუძლეს, და რამეთუ ვერ გულის-ჴმა-ყვეს გზაჲ უფლისაჲ, და სამართალი ღმრთისა მათისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მივიდე მდიდართა, და ვეტყოდი მათ რამეთუ მათ გულის-ჴმა-ყვეს გზაჲ უფლისაჲ და სამართალი ღმრთისაჲ, და ესერა ერთბამად შემუსრეს უღელი, და განხეთქნეს საკრველნი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ეწია მათ ლომი მაღნარით, და მგელი ვიდრე სახლებად მათდამდე მოჰსრვიდა მათ, და ვეფხმან განიღჳძა ქალაქთა მათთა ზედა; ყოველნი რომელ გამოვიდენ მათგან მოინადირნენ, რამეთუ განამრავლეს უღმრთოებაჲ მათი; იძლინეს გარდაქცევითა მათითა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლითა ამათ ზედა მლხინებელ Page of ms. J: A104r  გეყო შენ; შვილთა შენთა დამიტევეს/ მე, და ფუცვიდეს არა არსთა მათ ღმერთთა, და აფუცებდეს მათა. განვაძღენ იგინი, და იმრუშებდეს, და სახლსა შინა როსკიპთასა დაადგრებოდეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხენ ჴდალთ-მდრანჯობელ იქმნნეს, კაცად-კაცადი ცოლისა მიმართ მოყუსისა თჳსისა იქჳრნობდა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ამას ზედაა ძიება ვყო, იტყჳს უფალი, ანუ ნათესავსა შორის ესე-მლევანსა არა ნუ იძიოს შური სულმან ჩემმან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აღჴედით ზედა არდაბაგებსა მისსა, და გარდაარღჳეთ, და აღ-ხოლო-ნუ-ასრულებთ, დაუტევენით საფუძველნი მისნი, რამეთუ უფლისაჲ არს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შეურაცხებით შეურაცხ-მყო მე სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან იუდაჲსმან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰტყუვეს უფალსა მათსა, თქუა უფალმან, და თქუეს; არა არს ესე, არა მოვიდეს ჩუენ ზედა ძჳრი, და მახჳლი და სიყმილი ჩუენ არა ვიხილოთ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელნი თქუენნი ქარ იყვნეს, და სიტყუაჲ უფლისაჲ არა იყო მათ თანა; ესრე ეყოს მათ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, რამეთუ თქუეს სიტყუაჲ ესე; აჰა ესერა მიგცემ შენ სიტყუათა ჩემთა პირსა შინა შენსა ცეცხლად, და ერსა ამას შეშად, და შეჭამნეს იგინი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე მოვავლინებ თქუენ ზედა ნათესავსა შორით, სახლო ისრაჱლისაო, იტყჳს უფალი; ნათესავი წინანდელი არს, ნათესავი საუკუნითგანი არს, ნათესავი რომლისაჲ არა გესმის ენისა მისისაჲ, არცაღათუ გესმეს რასა იტყოდის.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
კაპარჭნი მათნი ვითარცა სამარჱ აღებული. ყოველნი ძლიერ არიან, და მოჭამონ სამკალი თქუენი,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და პური თქუენი, შეჭამნენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, შეჭამონ ცხოვარი თქუენი და ზროხაჲ თქუენი; მოჭამნენ ვენაჴნი თქუენნი და ლეღოვანი თქუენი და ზეთის-ხილოვანი თქუენი, და დალეწნენ ქალაქნი თქუენნი მტკიცენი, რომელთა თქუენ ესავთ მახჳლითა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მათ დღეთა შინა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი, არა ვყო თქუენთჳს აღცდა./ Page of ms. J: A104v 

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს რაჟამს სთქუათ, რაჲსათჳს გჳყო ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ესე ყოველი; და ჰრქუა მათ; მის წილ რამეთუ დამიტევეთ მე, და ჰმონეთ ღმერთთა უცხოთა ქუეყანასა თქუენსა, ეგრე ჰმონებდეთ უცხოთა ქუეყანასა მას არა თქუენსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუთხართ ესე სახლსა იაკობისსა, და <ესმოდენ სახლსა იუდაჲსსა> .

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ესმოდენ ესე ერსა ცოფსა და უგულოსა. თუალ არიან მათა და არა ხედვენ, ყურ არიან მათა და არა ესმის.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
<ანუ> ჩემდა არა გეშინოდის იტყჳს უფალი, ანუ პირისაგან ჩემისა არა შეიკდიმოთ, რომელმან დავდევ მქჳშაჲ საზღვრად ზღუასა საუკუნედ, და არა გარდაჴდეს იგი, და აღიძრას და ვერ შეუძლოს, და ოხრიდენ ღელვანი მისნი და ვერ გარდაჴდენ მას.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ერსა მას ექმნა გული უსმ და ურჩ, განდრკეს და წარვიდეს.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა თქუეს გულსა შინა მათსა, შევიშინოთ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, რომელმან მოგუცა ჩუენ წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი ჟამსა თჳსსა, ჟამად ჟამად ბრძანებანი არეთანი დაგჳმარხნა ჩუენ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
უშჯულოებათა თქუენთა გარდააქციეს ესე, და ცოდვათა თქუენთათჳს განგეყენა კეთილი თქუენგან.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იჴოვნეს შორის ერსა ჩემსა უღმრთონი, და მახჱ დაარწყუეს განსაპრწნელად კაცთა და შეიპყრობდეს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მახჱ დადგომილი სავსჱ მფრინველითა, ეგრეცა სახლები მათი სავსე არს ზაკუვითა; ამისთჳს რამეთუ განდიდნეს და განმდიდრდეს და განსუქნეს და განჴოხნეს, და გარდაჴდეს სიტყუათა ჩემთა უკეთურებად.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამართალსა არა შჯიდეს, და საშჯელსა ობლისა და ქურივისასა არა განიკითხვიდეს.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ მას ზედა არა მე ძიება ვყო, იტყჳს უფალი, ანუ შორის ნათესავსა ესე-მლევანსა არა მე იძიოს შური სულმან ჩემმან.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
საკჳრველი და საზარელი იქმნა ქუეყანასა ზედა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ცრუსა და მღდელნი უქებდეს ჴელითა მათითა, და ერმან ჩემმან შეიყუარა ესრე, და რაჲ უყოთ შემდგომთა ამისთა./ Page of ms. J: A105r 

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
განძლიერდით ძენი ბენიამენისნი შორის იჱრუსალემსა, და თეკუეს აუწყეთ ნესტჳთა, და მიერ კერძო ბეთაკარიმსა აღიღეთ ნიში, რამეთუ ძჳრი გამოჩნდა ჩრდილოჲთ, და შემუსრვაჲ დიდი იყოს

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
შუენიერსა ზედა და ფუფუნეულსა; და მიგეღოს სიმართლჱ ეგე შენი, ასულო სიონისაო.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ მოვიდენ მწყემსნი და სამწყსონი მათნი, და აღიდგან მას ზედა კარვები გარემოჲს, და მწყსიდეს თითოეული ჴელითა თჳსითა სამწყსოსა თჳსსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
განემზადენით მას ზედა ბრძოლად; აღდეგით და აღხჳდეთ მუნ სამხრის. ვაჲ ჩუენდა რამეთუ მიდრკა დღჱ, რამეთუ მოაკლდებიან აჩრდილნი ზღჳსანი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგით და აღჰხჳდეთ ღამჱ, და განაჴრწნნეთ საფუძველნი მისნი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ; მოკაფენით ხენი მისნი, მოადგინეთ იჱრუსალემსა ძალი ქალაქსა მაგას ცრუსა ყოვლად, რამეთუ მძლავრობაჲ არს მას შინა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა განაცივის ჯურღმულმან წყალი მისი, ეგრე განაცივის უკეთურებამან მისმან, უღმრთოებაჲ და უბადრუკებაჲ ისმეს შორის მისსა წინაშე პირსა მისსა მარადის სალმობითა და გუემითა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
განისწავლე, იჱრუსალემ, ნუ უკუე განგეშოვროს შენგან სული ჩემი, და გყო შენ ქუეყანად უგზოდ, რომელ ვერ ვინ დაეშჱნოს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ; მოჰკუფხლევდით <მოჰკუფხლევდით> ვითარცა ვენაჴსა ნეშტსა ისრაჱლისასა. მიყავთ ჴელი ვითარცა მესდულემან საგოდრებელსა ზედა თჳსსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ვისა მიმართ ვიტყოდი და ვწამებდე, და ისმინოს. აჰა ესერა წინადაუცუეთელ არიან სასმენელნი მათნი, და ვერ უძლავს სმენად. აჰა ესერა სიტყუაჲ უფლისაჲ ექმნა მათ საყუედრელ; არა სადა ინებონ სმენად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და გულის-წყრომაჲ ჩემი აღვავსე და დავაყენე, და არა მოვასრულენ იგინი. მივჰფინო ჩჩჳლთა ზედა გარეშე და კრებულთა ზედა ჭაბუკთასა ერთბამად; Page of ms. J: A105v  რამეთუ ქმარი და ცოლი ერთბამად შეიპყრნენ, მოხუცებული/ აღსრულებულითურთ დღეთა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდაიცვალნენ და შეიპყრნენ უცხოთაგან სახლნი მათნი, აგარაკები მათი და დედები მათი ერთბამად, და მივყო ჴელი ჩემი მკჳდრთა ზედა ამის ქუეყანისათა, იტყჳს უფალი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ კნინით მათითგან ვიდრე დიდად მათდამდე ყოველთა აღასრულეს უშჯულოებაჲ; მღდელითგან მი-ცრუ-წინაწარმეტყუელადმდე ყოველთა ქმნეს სიცრუვჱ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰკურნებდეს შემუსრვილებათა ერისა ჩემისათა უკეთურებასა ზედა; შეურაცხ-მყოფდეს მე და იტყოდეს; მშჳდობა იყოს, მშჳდობა, და სადა არს მშჳდობაჲ;

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრცხუენა რამეთუ მოაკლდა, და არა ვითარ სირცხჳლეულთა შეიკდიმეს, და გინებაჲ მათი ვერ გულის-ჴმა-ყვეს. ამისთჳს დაეცნენ იგინი შემუსრვასა შინა მათსა, და ჟამსა ხილვისა მათისასა მოუძლურდენ, თქუა უფალმან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; დადეგით გზასა ზედა და იხილეთ, და იკითხენ<ი>თ გზანი უფლისანი საუკუნენი, და გულის-ჴმა-ყავთ რომელ არს გზაჲ კეთილი, და ვიდოდეთ მას შინა, და ჰპოვოთ სიწმიდე სულოა თქუენთაჲ; და თქუეს; არა მივიდეთ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვადგინენ თქუენ ზედა ებგურნი, ისმინეთ ჴმაჲ ნესტჳსაჲ, და თქუეს, არა ვისმინოთ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესმა წარმართთა, და რომელნი მწყსიდეს სამწყსოთა მათ შორის.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
გესმოდენ ქუეყანაო; აჰა ესერა მე მოვავლინო ერსა ამას ზედა მსგავსად ნაყოფისა მის განდგომისა მათისაჲსა, რამეთუ სიტყუათა ჩემთა არა მერჩდეს, და შჯული ჩემი განიშორეს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რად მოგაქუს ჩემდა გუნდრუკი საბაჲთ, და კინამომაჲ ქუეყანით შორით. იმრგულივ-დასაწუველნი თქუენნი არა შეწირულ არიან, და საკუერთხნი არა მთნდეს მე.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მივსცე ერსა ამას უძლურებაჲ, და მოუძლურდენ მას შინა მამანი და შვილნი ერთად. მოძმჱ და მოყუასი მისი წარწყმდენ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; აჰა ესერა ერი მოვალს ჩრდილოჲთ, და ნათესავი დიდი და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულით ქუეყანისაჲთ./ Page of ms. J: A106r 

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მშჳლდოსანნი და ლახუროსანნი, ურიდ არს, და არა გწყალობდეს. ჴმაჲ მათი ვითარცა ზღუაჲ ოხრიდეს, ჰუნებითა და ეტლებითა განეწყვნენ ვითარცა ცეცხლნი ბრძოლად შენ ზედა, ასულო სიონისაო.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
გუესმა სმენაჲ მათი, და დაგუჴსნდეს ჴელნი ჩუენნი, ჭირმან შეგჳპყრნა ჩუენ, სალმობათა ვითარცა შობადისათა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გამოხუალთ აგარაკებად, და გზათა ნუ ხუალთ, რამეთუ მახჳლი მტერთაჲ დაშჱნებულ არს გარემოჲს.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ასულო ერისა ჩემისაო, მოირტყ ძაძაჲ და გარდაისხ ნაცარი; ვითარცა გლოვასა საყუარელისასა ყავ თავისა შენისათჳს ტყებაჲ სატკივარი, რამეთუ მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა უბადოებაჲ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოსაცდელად მიგეც შენ შორის ერსა ჩემსა შეყენებულსა, და გულის-ჴმა-ჰყო, და გამოსცადო შენ გზაჲ მათი.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნივე ურჩ არიან და ვლენან დრკუდ, ვითარცა რვალი და რკინაჲ ყოველნივე განჴრწნილ არიან,

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდად ჭედს ვეცხლის-მჭედელი ვეცხლსა. უკეთურებანი მათნი ვერ დადნეს,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ვეცხლ გამოუცდელ უწოდეთ მათ, რამეთუ შეურაცხ-ყვნა იგინი უფალმან.;

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
დადეგ ბჭეთა სახლისა უფლისათა, და აღმოიკითხე სიტყუაჲ ესე, და არქუ; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან ჰურიასტანმან, რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ თაყუანის-ცემად უფლისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ, განჰმართენ<ი>თ გზანი თქუენნი და სლვანი თქუენნი, და დაგამკჳდრნე თქუენ ამას ადგილსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ესავთ თავთა თქუენთა გინა თუ სიტყუათა სიცრუვისათა, რამეთუ მებრვე არაჲვე სარგებელ გეყვნენ თქუენ. იტყჳან, ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ განმართებით განჰმართნეთ გზანი თქუენნი და სლვანი თქუენნი, და ყოფით თუ ჰყოთ სამართალი შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მსხემსა და ობოლსა და ქურივსა არა ჰმძლავრობდეთ, და სისხლი Page of ms. J: A106v  უბრალოჲ არა დასთხიოთ/ ამას ადგილსა, და კუალსა ღმერთთა უცხოთასა არა მიხჳდეთ ძჳრად თქუენდა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაგამკჳდრნე თქუენ ამას ადგილსა, ქუეყანასა მას, რომელი მივეც მამათა თქუენთა საუკუნითგან მი-უკუნისამდე.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ესვიდეთ თავთა თქუენთა სიტყუათა ზედა სიცრუვისათა, რომელთაგან არა რაჲ ირგოთ,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იპარვიდეთ, და კაცს ჰკლვიდეთ, და იმრუშებდეთ, და ჰფუცვიდეთ ცილსა, და უკუმევდეთ ბაალსა, და შეუდგეთ კუალსა ღმერთთა უცხოთასა, რომელ არა იცნით,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა ბოროტი გეყოს თქუენ, და მოხუედით და წარმოსდეგით წინაშე ჩემსა სახლსა მას შინა, სადა იგი წოდებულ იყო სახელი ჩემი მას ზედა, და სთქუთ, განვეშორენით ყოფად ყოველთა საძაგელებათა მათ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუაბ ნუ ავაზაკთა იქმნა სახლი იგი ჩემი, რომელსა ზედა იგი წოდებულ იყო სახელი ჩემი მუნ წინაშე თქუენსა, და აწ <მე ესერა ვიხილე, იტყჳს უფალი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და> მივედით ადგილსა მას ჩემსა რომელ იყო სელომს, სადა იგი დავამკჳდრე სახელი ჩემი მუნ პირველად, და იხილეთ რაჲ იგი უყავ მას პირისაგან უკეთურებისა ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ რამეთუ ჰყავთ ყოველი ესე საქმჱ, თქუა უფალმან, და გეტყოდე თქუენ; აღვიმსთობდი და გეტყოდი თქუენ, და არა ისმინეთ ჩემი, გხადოდე თქუენ, და არა ჴმა მიყავთ მე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვყო ამას სახლსა, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მუნ, რომელსა იგი თქუენ ესავთ, და ადგილსა ამას, რომელი მოგეც თქუენ და მამათა თქუენთა, ვითარცა იგი უყავ სელომსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგთხინე თქუენ პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვსთხიენ ძმანი თქუენნი, ყოველი ნათესავი ეფრემისი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ შენ ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, და ნუ მევედრები შეწყალებად მათა, და ნუ თაყუანის-სცემ და ნუ მოხუალთ ჩემდა მათთჳს, რამეთუ არა ვისმინო შენი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ჰხედავ რასა იგი იქმან შორის ქალაქთა იუდაჲსთა და გამოსავალთა იჱრუსალემისათა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი მათნი კრებენ შეშასა, და მამანი მათნი აღაგზნებენ ცეცხლსა. დედანი მათნი ზელენ ცმელსა რაჲთა უქმნენ მსუნევანი ძალთა ცისათა, და უგებდეს საგებელსა ღმერთთა უცხოთა, რაჲთამცა Page of ms. J: A107r  განმარის/ხეს მე.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ნუ განმარისხონ, იტყჳს უფალი, არამე თავნი თჳსნი, რაჲთა და ჰრცხუენეს პირსა მათსა;

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა რისხვაჲ ჩემი და გულის-წყრომაჲ ჩემი განეფინოს ამას ადგილსა ზედა და კაცთა ზედა და საცხოვართა ზედა და ყოველსა ზედა ხესა ველისასა და ყოველსა ზედა ნაყოფსა ქუეყანისასა, და აღატყდეს და არა დაშრტეს,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; რამეთუ მრგულიად-დასაწუველნი თქუენნი შეკრიბენ<ი>თ მსხუერპლთა თანა თქუენთა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვარქუვე არა მამათა თქუენთა არცა ვამცენ მათ დღესა მას, რომელსა აღმოვიყვანენ <იგინი> ქუეყანით ეგჳპტით, სიტყჳსათჳს მრგულიად-დასაწუველთაჲსა <და შესაწირავთაჲსა>,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ესე სიტყუაჲ ვამცენ მათ და ვარქუ; ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, და ვიყო მე თქუენდა ღმრთად და თქუენ იყვნეთ ჩემდა ერად; და ვიდოდეთ ყოველთა გზათა ჩემთა, რომელთაცა გამცენ თქუენ, რაჲთა კეთილი გეყოს თქუენ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ისმინეს ჩემი, არცა მერჩდა ყური მათი, არამედ ვიდოდეს იგინი ზრახვათა გულისა მათისა უკეთურისათა, და იქმნნეს იგინი უკუანა და არა წინა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლით დღითგან გამოვიდეს მამანი მათნი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდრე აქა დღედმდე, და მიგივლინენ თქუენ ყოველნი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი დღისი, <და> განთიად მივავლინენ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ისმინეს ჩემი არცა მერჩდეს მე ყურითა მათითა. განიფიცხნეს ქედნი მათნი, <და ძჳრსა იქმოდეს> უფროჲს მამათა მათთა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ ჰრქუა მათ სიტყუაჲ ესე, და არავე ისმინონ შენი, უჴმობდე მათ, და არა ჴმა გიყონ შენ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ამან ნათესავმან რომელმან არა ისმინა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, არცა მიიღეს სწავლაჲ, მოაკლდა სარწმუნოებაჲ, და მოეღო პირისაგან მათისა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიპარსე თავი შენი, და განაგდე, და აღიღე ბაგითა შენითა გოდებაჲ, რამეთუ შეურაცხ-გყო უფალმან და განიშოვრა ნათესავი მოქმედი ამათი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ქმნეს ძეთა იუდაჲსთა ბოროტი წინაშე ჩემსა, იტყჳს უფალი, და Page of ms. J: A107v  დასხნეს ბილწნი/ იგი მათნი სახლსა შინა ჩემსა, რომელსა იგი წოდებულ იყო სახელი ჩემი მას ზედა, რაჲთამცა შეაგინეს იგი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღაშჱნეს ბაგინი იგი ტაფეთისაჲ, რომელ არს ჴევსა შინა ძისა ენომისსა, დასაწუველად ძეთა და ასულთა მათთა ცეცხლითა, რომელ არა ვამცენ მათ, არცა ვიზრახე გულითა ჩემითა;

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა თქუან მერმე ბაგინი ტაფეთისი და ჴევი ძისა ენომისი, არამედ ჴევი მოსრვულთაჲ, და დაეფლნენ ტაფ<ეთ>ს შინა, რამეთუ არა იყოს მათა ადგილი.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ მკუდარნი ამის ერისანი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა, და არა ვინ იყოს განმაყენებელ.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავარღჳო ქალაქთაგან იუდაჲსთა, და გზათაგან იჱრუსალემისათა ჴმაჲ მშუებელთაჲ, ჴმაჲ მოხარულთაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ და ჴმაჲ სძლისაჲ, რამეთუ უდაბნოჲ იყოს ქუეყანაჲ. ;

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მას ჟამსა შინა, იტყჳს უფალი, გამოიხუნენ ძუალნი მეფეთა იუდაჲსთანი, და ძუალნი მთავართა მათთანი, და ძუალნი მღდელთანი, და ძუალნი წინაწარმეტყუელთანი, და ძუალნი მკუდართა იჱრუსალემისათანი სამარეთაგან მათთა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და განჴმენ იგინი წინაშე მზისა და წინაშე მთოვარისა და წინაშე ყოველთა ვარსკულავთა და წინაშე ყოველთა ძალთა ცისათა, რომელ შეიყუარნეს, და რომელთა ჰმონებდეს, და რომელთასა კუალსა შეუდბეს, და რომელთა ერჩდეს, და რომელთა თაყუანის-სცეს მათ; არა შეიკრიბნენ იგინი არცა დაეფლნენ, <არამედ> საკიცხელად იყვნენ პირსა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღირჩიეს მათ სიკუდილი ვიდრე ცხორებასა, და საწადელ იყო სიკუდილი უფროჲს ცხორებისა ყოველთა ნეშტთა, რომელნი დაშთომილ იყვნენ ნათესავისა მისგან უკეთურისა <ყოველსა ადგილსა>, სადაცა განვიშოვრნე იგინი მუნ, იტყჳს უფალი ძალთაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუა მათა მიმართ; ესრე იტყჳს უფალი; ანუ რომელ იგი დაეცის, არღარა ნუ აღდგისა; ანუ რომელმან მიაქციის, არღარა ნუ მოაქციისა. Page of ms. J: A108r 

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს მიაქცია ერმან ჩემმან ესრე,/ და იჱრუსალემმან მიქცევითა ლირბებისაჲთა, და დაემტკიცნეს იგინი გონებათა შინა მათთა, და არა ინებეს მოქცევად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ყური მოყავთ და ისმინეთ, <არა ესრე იტყოდიან>; არა არს კაცი მონანული უკეთურებისაგან თჳსისა, რომელმანმცა თქუა; რაჲ მიყოფი<ე>ს, არა მოაკლო მორბედმან სრბისაგან თჳსისა, ვითარცა ცხენმან ოფლიერმან ჴჳვილსა შინა მისსა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მთიებმან ცასა შინა იცნა ჟამი თჳსი, გურიტმან და მერცხალმან და მჭურინავმან <და> ველისა სირთა დაისწავლნეს ჟამნი მოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა გულის-ჴმა-ყვნა სამართალნი უფლისანი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ იტყჳთ ვითარმედ ბრძენ ვართ ჩუენ, და შჯული უფლისაჲ არს ჩუენ თანა, ცუდად იყო ნაწილი იგი სიცრუვისაჲ მწიგნობართა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრცხუენა ბრძენთა, და შესულბეს, და დამედგრეს, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ შეურაცხ-ყვეს. რაჲ მე სიბრძნჱ არს მათ თანა;

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მივსცნე ცოლნი მათნი სხუათა, და აგარაკნი მათნი უცხოთა მკჳდრთა, რამყთუ კნინით მათითგან მი-დიდადმდე ყოველნი მიტრიონებდეს ანგაჰრებასა. წინაწარმეტყუელით მათითგან და ვიდრე მღდელა<დ>მდე ყოველი იქმს უშჯულოებასა.

Verse: 11   Link to mcatLink to armat   
და განჰკურნებდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა შეურაცხებად ჩემდა, და თქუეს; მშჳდობა, მშჳდობა, და არა არს მშჳდობა.

Verse: 12   Link to mcatLink to armat   
ჰრცხუენა რამეთუ ყვეს საძაგელი, და ესრეცა სირცხჳლითა არავე ჰრცხუენა, და კდემულებაჲ არა გულის-ჴმა-ყვეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულთა თანა და ჟამსა ძიებისა მათისა<სა> მოუძლურდენ, თქუა უფალმან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჰკრებდენ ნაყოფთა მათთა, თქუა უფალმან, არა არს ყორძენი ვენაჴებსა, და არა არს ლეღჳ ლეღუებსა, და ფურცელი დაცჳვა. რომელ იგი მივეც მათ გარა-წარჰჴდა <მათ>.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ჩუენ რაჲსა ვსხ<დ>ეთ, შეკერბით და შევიდეთ ქალაქებსა მას ძნელსა, და შევცჳვეთ მუნ, რამეთუ უფალმან ღმერთმან შეგუთხინნა ჩუენ, და გუასუა ჩუენ წყალი სიმწარისაჲ, რამეთუ ვცოდეთ წინაშე მისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
შევკერბით მშჳდობად, და არა იყო კეთილი, ჟამად ლხინებისად, და აჰა ესერა ურვაჲ./ Page of ms. J: A108v 

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
დანით გუესმეს ჴმაჲ სიმრავლისაჲ ჰუნეთა მისთაჲ; ჴმისაგან ჴჳვილისა აღმჴედრებულთა ჰუნეთა მისთასა შეიძრას ყოველი ქუეყანაჲ, და მოვიდეს, და მოჭამოს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ქალაქი და მკჳდრნი მისნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა მე მოვავლინ<ნ>ე თქუენ ზედა გუელნი მომსრველნი, რომელთა მიმართ არა არს სახრვა, და გიკბენდენ თქუენ, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
უკურნებელსა სალმობითურთ გულთა თქუენთა განცოფებულთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ჴმაჲ ღაღადებისაჲ ასულისა ერისა ჩემისა ქუეყანით შორით, არა ნუ არსა უფალი სიონს, ანუ მეუფჱ მისი არა ნუ არსა მუნ. რაჲსათჳს განმარისხნეს მე კერპებითა მათითა და ცუდთა მათგან უცხოთა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
წარჴდა მკაჲ და დაესრულა ლეწვაჲ, და ჩუენ ვერ განვერნეთ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა შევიმუსრე, დავბნელდი შესულებითა; მძლეს მე სალმობათა ვითარცა შობადისათა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუმცა მკურის-კევი არა არსა გალაად<ს>, ანუ მკურნალი არა არსა მუნ. რაჲსა მე არა იყო კურნება ასულისათჳს ერისა ჩემისა.;

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ სცეს თავსა ჩემსა წყალი, და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლისაჲ, და ვსტიროდი ერსა ამას დღჱ და ღამჱ, წყლულთა ასულისა ერისა ჩემისათა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ მცეს უდაბნოსა ზედა საყოფელი მცირედ<ი>, და დაუტეო ერი ესე ჩემი, და წარვიდე მათგან, რამეთუ ყოველნი იმრუშებენ, კრებული უწესოთაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიმზადნეს ენანი მათნი ვითარცა მშჳლდნი, ტყუვილი და არა სარწმუნოებაჲ; განძლიერდა ქუეყანასა ზედა, რამეთუ უკეთურთაგან უკეთურებაჲ გამოჴდა, და მე არა მიცნეს, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისაგან ეკრძალეთ, და ძმათა თჳსთა ნუ ესავთ, რამეთუ ყოველი ძმაჲ ტყუვილით ტყუვოდის, და ყოველი მეგობარი ზაკუვით ვიდოდის.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცად-კაცადი მიყუარსა თჳსსა ეკიცხევდეს; ჭეშმარიტსა <არა> ეტყოდიან; უსწავიეს ენასა მათსა Page of ms. J: A109r  სიტყუაჲ სიცრუვისაჲ; მოჰხუეჭდეს და არა მოაკლდეს/ დართვად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აღნადგინები აღნადგინებსა ზედა და ზაკუვაჲ ზაკუვასა ზედა; არა ინებეს ცნობად ჩემდა, თქუა უფალმან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; აჰა ესერა მე განვაჴურვნე იგინი, და განვცადნე იგინი, რამეთუ რაჲ ვყო პირისაგან უკეთურებისა ასულისა <ერისა> ჩემისაჲსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ისარ მწყლველ არს ენაჲ მათი; მზაკუვარ არიან სიტყუანი პირისა მათისანი, მოყუასსა თჳსსა ეტყჳნ მშჳდობასა, და გულსა შინა თჳსსა დაიდვის მტერობაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
არა მე ძიება ვყოა ამას ზედა, იტყჳს უფალი, ანუ შორის ერსა ესე-მლევანსა არა ნუ იძიოსა შური სულმან ჩემმან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მთასა ზედა აღიღეთ ჴმაჲ ტირილისაჲ, და გზათა ზედა უდაბნოჲსათა გოდებაჲ, რამეთუ მოაკლდეს არა ყოფისაგან კაცთა მავალთაჲსა. არა ისმა მუნ ჴმაჲ პირუტყუთაჲ; მფრინველთაგან ცისათა მი-საცხოვრადმდე შესულბეს და წარწყმდეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე იჱრუსალემი წარსატყუენველად და საყოფლად ვეშაპთა, და ქალაქნი იუდაჲსნი დავსხნე განსარყუნელად უმკჳდროებად.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ არს კაც ბრძენ, და გულის-ჴმა-ყავნ ესე, და რომლისა თანა იყოს სიტყუაჲ პირ<ი>სა უფლისაჲ, გითხარნ თქუენ, რომლისათჳს იგი წარწყმდა ქუეყანაჲ, და იტევა ვითარცა უდაბნოჲ არა მიმავალთაგან მისთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან, დატევებისათჳს შჯულისა ჩემისა, რომელ მივეც წინაშე პირსა მათსა, და არა ესმა ჴმაჲ ჩემი, და არა ვიდოდეს მას შინა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ვიდოდეს იგინი კუალთა ნებისა <გულისა> მათისა უკეთურისათა, და კუალსა კერპთასა, რომელ ასწავლნეს მამათა მათთა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე ვაჭამო მათ ურვაჲ, და ვასუა მათ წყალი სიმწარისაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაბნინე იგინი შორის წარმართთა, რომელ არა იცნოდეს <მათ და> მამათა მათთა, და მოვავლინო მათ ზედა მახჳლი, ვიდრემდის არა აღვცადნე იგინი , მას შინა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; გულის-ჴმა-ყავთ და მოჰხადეთ მტირალთა, და მოვიდედ; და მეცნიერთა დედათა მიავლინეთ, და შეგასხმიდენ Page of ms. J: A109v  <და> ადრე ყვედ/.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიღედ თქუენ ზედა გოდებაჲ; გარდამოსთხევდედ თუალნი თქუენნი ცრემლთა, და წამნი თქუენნი გამოადინებედ წყალსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴმაჲ საწყალობელი ისმა სიონს, ვითარ დავგლახაკენით, გურცხუენა ფრიად, რამეთუ დაუტევეთ ქუეყანაჲ ჩუენი, და განვსთხიენით საყოფელნი ჩუენნი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ აწ, დედანო, სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და შეიწყნარნედ ყურთა თქუენთა სიტყუანი პირისა ჩემისანი, და ასწავეთ ასულთა თქუენთა ჴმაჲ ტკივილისაჲ, და დედაკაცმან მოყუასსა თჳსსა გოდებაჲ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შთაგიჴდა სიკუდილი სარკუმლებით თქუენით; შეჴდა ქუეყანად თქუენდა მოსპოლვად ჩჩჳლთა გარემოჲს, და ჭაბუკთა უბნებთაგან სიკუდილითა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; და იყვნენ მკუდარნი კაცთანი საყრტიობელ პირსა ზედა ველთა ქუეყანისა თქუენისათა, <და ვითარცა თივაჲ უკუანა მთიბელისა>, და არა ვინ იყოს შემკრებელ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი, ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელ იგი იქადოდის, გულის-ჴმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან ვყვი წყალობაჲ და განკითხვაჲ და სიმართლჱ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამათ შინა არს ნებაჲ ჩემი, იტყჳს უფალი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღხილვა ვყო ყოველთა ზედა წინადაცუეთილთა წინადაცუეთილებაჲ მათი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგჳპტელთა ზედა, და ჰურიასტანსა ზედა, და ედომსა ზედა, და ძეთა ზედა ამონისთა, და ძეთა ზედა მოაბისათა, და <ყოველთა> ზედა წინამოკუეცილთა პირით კერძო მათით, რომელნი დამკჳდრებულ არიან უდაბნოსა, რამეთუ ყოველნი წარმართნი წინადაუცუეთელ არიან, და ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ წინადაუცუეთელ არიან გულითა მათითა.;

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ სიტყუაჲ, რომელ თქუა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი, მსგავსად გზათა წარმართთა-ებრ ნუ ისწავებთ, და სასწაულთაგან ცისათა ნუ გეშინინ, რამეთუ ეშინის მათ პირისაგან Page of ms. J: A110r  მათისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შჯული წარმართთაჲ ცუდ არს,/ ძელი მაღნარისაგან მოკუეთილი, ქმნული ხუროჲსაჲ,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შებერილი, თმროჲთა და ვეცხლითა შემკობილ არიან, კუერითა და სამშჭულებითა დაამტკიცნეს იგინი, რაჲთა არა შეიძრნენ.

Verse: 5a   Link to septLink to armat   
ვეცხლი გამოტორანტოსებული არს, და არა ვიდოდის.

Verse: 9a   Link to mcatLink to septLink to armat   
ვეცხლი დასხმული თარშით მოღებული, ოქროჲ მოფათი, ჴელთა ოქროჲს-მჭედელთა, ქმნული ჴელოვანთაჲ ყოველი; იაკინთი და ძოწეული შეჰმოსიან მათ.

Verse: 5b   Link to septLink to armat   
აღებით აღიხუნიან იგინი, რამეთუ ვერ ვლენედ. ნუ გეშინინ მათა, რამეთუ ბოროტი ვერ გიყონ, და კეთილი არსვე არა მათ თანა.

Verse: 6   Link to mcatLink to armat   
ვინ მე არს მსგავს შენდა, უფალო; დიდ ხარ შენ, და დიდ არს სახელი შენი ძალისა შენისაგან.

Verse: 7   Link to mcatLink to armat   
ვის მე არა ეშინოდის, მეუფეო წარმართთაო, რამეთუ შენდა შუენის თაყუანის-ცემაჲ, რამეთუ ყოველთა შორის ბრძენთა წარმართთასა, და შორის მეუფეთა მათთა ვინ იყოს მსგავს შენდა, უფალო.

Verse: 8   Link to mcatLink to armat   
და ერთბამად უგულის-ჴმო იქმნნენ და უგუნურ იქმნნენ, რამეთუ მოძღურებაჲ ამაოთაჲ არს მათ შორის, ძელი არს.

Verse: 9b   Link to septLink to armat   
ვეცხლი ჭედილი თარშით მოღებული, და ოქროჲ სოფერით, ქმნული ხუროჲსაჲ, და ჴელთა ოქროჲს-მჭედელთაჲ; იაკინთი და ძოწეული. სამოსელი მათი, საქმჱ მეცნიერებისაჲ ყოველივე.

Verse: 10   Link to mcatLink to armat   
ხოლო უფალი ჭეშმარიტ არს ღმერთი, ღმერთი ცხოველ და მეუფჱ საუკუნე. გულის-წყრომისა მისისაგან შეიძრა<ს> ქუეყანაჲ, და ვერ დაუთმონ ნათესავთა მკსინვარებასა მისსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე ჰრქუათ მათ; ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არა შექ<მ>ნეს, წარწყმდედ იგინი ქუეყანისაგან, და ქუეშე ცასა ამას.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალმან რომელმან შექმნა ქუეყანაჲ ძალითა თჳსითა, მან აღმართა სოფელი სიბრძნითა თჳსითა, და გულის-ჴმითა თჳსითა გარდაართხა ცაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმა სცის მან, სიმრავლესა წყალთასა ზეცად, და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ, ელვანი წჳმად შექმნნა, და გამოიყვანნა ქარნი საუნჯეთაგან მისთა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განცოფნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან, და ჰრცხუენა ყოველსა Page of ms. J: A110v  ოქროჲს/-მჭედელსა ქანდაკებულთა ზედა მისთა, რამეთუ ნაცილად შებერა; არა არს სულ მათ თანა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ცუდ არიან ნაქმნევნი იგი საკიცხელნი, ჟამსა აღხილვისა მათისასა წარწყმდენ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
არა არს ესე-ვითარი ნაწილი იაკობისი, არამედ რომელმან დაჰბადა ყოველი, იგი თავადი ნაწილ არს მისა, და ისრაჱლი კუერთხ მკჳდრობისა მისისა, უფალ ძალთა არს სახელი მისი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
შეკრიბა გარემოჲს ძალი შენი, დამკჳდრებულო რჩეულთა შორის,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი; მე დავაბრკოლნე დამკჳდრებულნი ამის ქუეყანისანი ჭირითა, და ვაჭირო მათ რაჲთა ემხილოს, იპოვა;

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ შემუსრვასა ზედა თქუენსა, სალმობიერ არს წყლულებაჲ ეგე შენი. და მე ვთქუ; ნანდჳლვე წყლულებაჲ იგი ჩემი არს, და მეწია მე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
კარავი ჩემი დაგლახაკნა და წარწყმდა, და ყოველნი ეზონი ჩემნი განიჴნეს, შვილნი ჩემნი და საცხოვარი ჩემი განჴდეს ჩემგან, არღარა არს ადგილ მერმე კარვისა მის ჩემისა და ადგილი ეზოთა ჩემთაჲ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მწყემსნი უგუნურებდეს, და უფალი არა მოიძიეს, ამისგან არა გულის-ჴმა-ყო ყოველმან სამწყსომან მათმან, არამედ განიბნინეს.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ სმენისაჲ აჰა ესერა მოიწევის, და ძრვაჲ დიდი ქუეყანით ჩრდილოჲთ დასხმად ქალაქთა იუდაჲსთა განსარყუნელად და საბუდებელად სირთა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
უწყი, უფალო, რამეთუ არა კაცისაგან არს გზაჲ მისი, არცა კაცი ვიდოდის და განჰმართოს გზაჲ მისი, და წარემართნენ სლვანი მისნი./ Page of ms. J: A111r 

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
გუსწავლენ ჩუენ, უფალო, <გარნა> განკითხვით, და ნუ გულის-წყრომით, რაჲთა არა შეგუამცირნე ჩუენ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდაასხ რისხვაჲ შენი წარმართთა ზედა, რომელთა არა გიციან შვნ, და მეუფეთა ზედა რომელთა სახელსა შენსა არა ჰხადეს, რამეთუ შეჭამეს იაკობი და აკასრულეს, და საძოვარი მისი მოაოჴრეს.

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინენ<ი>თ სიტყუანი ამის შჯულისანი, და ეტყოდი ყოველთა მიმართ კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა მიმართ იჱრუსალემისათა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ; წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან არა ისმინნეს სიტყუანი ამის შჯულისანი,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელ ვამცენ მამათა თქუენთა დღესა მას, რომელსა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, საჴუმილისაგან რკინისაჲსა, და ვარქუ; ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, და ყავთ ყოველი, რაჲცა მე გამცნო თქუენ. და მე ვიყო თქუენდა ღმრთად, და იყვნეთ თქუენ ჩემდა ერად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა დავამტკიცო ფიცი იგი ჩემი, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა, მიცემად მათა ქუეყანაჲ, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი ვითარცა დღჱ ესე. და მე მიუგე და ვთქუ; იყავნ უფალო.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; ქადაგებდ სიტყუათა ამათ ქალაქთა შინა იუდაჲსთა და გარემო იჱრუსალემსა, და იტყოდე; ისმინენ<ი>თ სიტყუანი ამის შჯულისა<ნი>, და ყვენ<ი>თ იგინი.

Verse: 7   Link to mcatLink to armat   
რამეთუ წამებით ვწამე მამათა თქუენთა დღესა მას, რომელსა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და მო-აქა-დღედმდე. აღვიმსთობდი და უწამებდ და ვეტყოდე; ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ისმინეს, და არა მოყვნეს ყურნი მათნი, და ვიდოდა კაცი განმარჯუებასა გულისა მათისა უკეთურისასა, და მოვავლინენ მათ ზედა ყოველნი სიტყუანი ამის შჯულისანი, რომელ ვამცენ მათ ყოფად, და არა ყვნეს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; იპოვა ნახჭი კაცთა შორის იუდაჲსთა და მკჳდრთა შორის იჱრუსალემისათა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მიაქციეს უშჯულოებასა მამათა მათთა პირველთასა, რომელთა არა ინებეს სმენად სიტყუათა ჩემთაჲ; და აჰა ესერა იგინი ვლენან კუალთა ღმერთთა უცხოთასა მონებად მათა. განაქარვა სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან იუდაჲსმან/ Page of ms. J: A111v  აღთქუმაჲ ჩემი, რომელ აღუთქუ მამათა მათთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე მოვავლინო მათ ზედა ძჳრი, რომელთაგან ვერ შეუძ<ლ>ონ განრინებად მათ გან; ღაღადებდენ ჩემდამო, და მე არა ვისმინო მათი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდენ ქალაქნი იუდაჲსნი და მკჳდრნი იჱრუსალემისანი, და ღაღადებდენ ღმერთთა მათ მიმართ, რომელთა იგი უკუმევდეს, და ჴსნით ვერ იჴსნ<ნ>ენ იგინი ჟამთა მათ ჭირისა მათისათა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სწორად რიცხუთა ქალაქთა შენთასა იყვნეს ღმერთნი შენნი, იუდა, და სწორად რიცხუთა გზათა იჱრუსალემისათა დაჰმზადენ<ი>თ ბაგინნი სირცხჳლის-საგებელნი კუმევად ბაალისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, და ნუ მევედრები მათთჳს ლოცვით და თაყუანის-ცემით, რამეთუ არა ვისმინო მე მათი ჟამსა მას, რომელსა მხადოდიან მე, ჟამსა ჭირისა მათისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რად საყუარელმან შენმან შორის სახლსა ჩემსა ქმნა საძაგელი; აღნათქუემთა ნუ და ჴორცთა წმიდათა განგყარნენ უკეთურებანი შენნი, ანუ ამით ნუ განერე შენ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ზეთის-ხილად შუენიერად საგრილად ხილვით, გიწოდა შენ უფალმან სახელი შენი, ჴმად წინადაცუეთისა აღატყდა ცეცხლი მას ზედა, დიდი ჭირი შენ ზედა, უნდო იქმნნეს რტონი შენნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალმან ძალთამან, რომელმან დაგნერგა შენ, თქუა შენთჳს ძჳრი უკეთურებისა წილ სახლისა ისრაჱლისა და სახლისა იუდაჲსა, რამეთუ ყვეს თავით მათით განრისხებაჲ ჩემი, რაჟამს უკუმევდეს იგინი ბაალს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო გულის-ჴმა-მიყავ მე, და ვცნა, რამეთუ მაშინვე ვიხილენ ზაკულებანი მათნი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე ვითარცა კრავმან უმანკომან მიგურასა ჩემსა დაკლვად, არა ვაგრძენ, ჩემ ზედა იზრახეს ზრახვაჲ <ბოროტი> და თქუეს; მოვედით და შეურიოთ ძელი პურსა მისსა, და შევმუსროთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ, და სახელი მისი არღარა მოვიჴსენოთ მერმე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ უფალო ძალთაო, მსაჯულო სიმართლისაო, გამომცდელო გულთა და თირკუმელთაო, მიხილავსმცა შენ-მიერი შურის-გებაჲ მათ შორის, რამეთუ შენდამი განვაცხადენ სამართალნი ჩემნი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი კაცთა ზედა ანათოთელთა მეძიებელთა Page of ms. J: A112r  სულისა/ ჩემისათა, რომელნი იტყჳან, არა ჰწინაწარმეტყუელებდე სახელითა უფლისაჲთა, არა თუ მოჰკუდე ჴელთა შინა ჩუენთა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; აჰა ესერა მე ძიება ვყო მათ ზედა, ჭაბუკნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი მათნი და ასულნი მათნი სიყმილითა აღესრულნენ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ვინ იყოს მათგანი დაშთომილ, რამეთუ მოვავლინო ძჳრი მკჳდრთა ზედა ანათოთისათა წელსა მას ძიებისა მათისასა.

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მართალ ხარ შენ, უფალო, და მე მიგიგო შენ, ხოლო სამართალივე ვთქუა შენდამი; რაჲსათჳს გზაჲ უღმრთოთაჲ წარემართის. განიშუეს ყოველთა, რომელნი გეცრუვნეს შენ სიცრუვით.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
დაჰნერგენ იგინი, და დაიმტკიცნეს ძირნი, შვილიერ იქმნნეს, და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირსა მათსა, და ჰშორავ თირკუმელთა მათთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ უფალო მიცი მე; მიხილე მე, გამოჰცადე გული ჩემი წინაშე შენსა. შეკრიბენ იგინი ვითარცა ცხოვარნი კლვად, და განწმიდენ იგინი დღესა მას დაწყუედისა მათისასა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ, და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს უკეთურებისაგან მკჳდრთა ქუეყანისათა. განირყუნ<ნ>ეს პირუტყუნი და მფრინველნი <, , ,> უკუეთუ არა იხილნეს ღმერთმან გზანი ჩუენნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ფერჴნი შენნი რგიან, და დაგაშრობენ შენ, ვითარ განემზადები შენ ჰუნეთა ზედა, და ქუეყანასა მშჳდობისასა არა ესავ; ვითარ მე ჰყო აღ<ძ>რვასა იორდანისასა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ძმანიცა შენნი და სახლი მამისა შენისაჲ, ესენიცა გეცრუვნეს შენ და იგინიცა ღაღადებდეს უკუანა შენსა, და შეკრბეს შენ ზედა. ნუ გრწამნ მათი, რამეთუ გეტყოდიან შენ კეთილსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
დაუტევე სახლი ჩემი, და დავაცადე სამკჳდრებელი ჩემი. მივეც საყუარელი სული ჩემი ჴელთა მტერთა მისთასა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
იქმნა სამკჳდრებელი ჩემი ვითარცა ლომი მაღნარსა შინა, გამოსცა ჴმაჲ მისი ჩემ ზედა; ამისთჳს მოვიძულე იგი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴურელი ნუ აფთრისაჲ არს სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბი ნუ არს გარემო მისსა. წარვედით, შეკრიბენ<ი>თ ყოველნი მჴეცნი ველისანი, და მოვიდედ ჭამად მისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მწყემსთა მრავალთა განრყუნეს საყურძენი ჩემი, <...> მისცეს ნაწილი იგი ჩემი გულის-სათქუმელი უდაბნოდ უგზოდ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
იქმნა იგი განსარყუნელად წარსაწყმედელად; ჩემთჳს განრყუნით Page of ms. J: A112v  განირყუნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ/ არა არს კაცი, რომელმანმცა დაიდვა ესე გულსა თჳსსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთა ზედა ალაგთა უდაბნოჲსათა მოვიდეს დაგლახაკებულნი უდაბნოსა ზედა, რამეთუ მახჳლმან უფლისამან შეჭამოს კიდითგან ქუეყანისაჲთ მი-კიდედმდე ქუეყანისა, არა არს მშჳდობაჲ ყოველსა ჴორციელსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ითესეთ იფქლი, და ეკალსა მოიმკით. ნაწილნი თქუენნი არა სარგებელ გეყვნენ თქუენ, გრცხუენოდენ სიქადულისაგან თქუენისა ყუედრებისაგან წინაშე ღმრთისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ყოველთათჳს მოძმეთა თქუენთა უკეთურთა მწყემსთა, რომელნი ავნებენ სამკჳდრებელსა ჩემსა, რომელ განუყავ ერსა ჩემსა ისრაჱლსა. აჰა ესერა მე აღვიხუნე იგინი ქუეყანით მათით, და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს რაჟამს გამოვიყვანნე მე იგინი, მოვაქციო და შევიწყალნე იგინი, და დავაშჱნნე იგინი თითოეულად სამკჳდრებელსა თჳსსა, და კაცად-კაცადი ქუეყანასა თჳსსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს და ასწაონ თუ სწავლით ერსა ჩემსა გზაჲ ჩემი ფიცად სახელითა ჩემითა, ვითარმედ ცხოველ არს უფალი, ვითარცა იგი ასწავეს ერსა ჩემსა ფიცად ბაალისა, აღეშჱნნენ იგინი შორის ერსა ჩემსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა მოიქცენ, მოვსპო ნათესავი იგი მოსპოლვით და წარწყმედით, თქუა უფალმან.;

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე მრქუა მე უფალმან; წარვედ და მოიგე შენდად სახუეველი მჩურისაჲ, და იხჳე წელთა შენთა, და წყლითა არა განირცხეს იგი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიგე სახუეველი, ვითარცა მრქუა მე უფალმან, და შევიხჳე წელთა ჩემთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეორედ და მრქუა მე;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიღე სახუეველი ეგე შენი, რომელ მოიგე, რომელ არს წელთა შენთა ზედა, და აღდეგ და მივედ შენ კიდესა ევფრატისასა, და დამალე იგი მუნ ჴურელსა შინა კლდისასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივედ და ვმალე იგი კიდესა ევფრატისასა, ვითარცა მამცნო მე უფალმან,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად მრავლისა დღისა, და მრქუა მე უფალმან; აღდეგ და მიგუალე ევფრატად, და მოიღე მიერ სახუეველი იგი, რომელ გიბრძანე შენ დამარხვად მუნ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვედ ევფრატად; აღმოვთხარე და მოვიდე სახუეველი Page of ms. J: A113r  იგი მიერ ადგი/ლით, სადა იგი მუნ დამეფლა, და აჰა იყო იგი მუნ განრყუნილ, რომელ რა<დ>ადვე არღარა საჴმარ იყო.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა მე;

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; ესრე განვრყუნე გინებაჲ იუდაჲსი და გინებაჲ იჱრუსალემისაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მრავალი ესე გინებაჲ; ერი ესე უკეთური, რომელთა არა ინებეს სმენად სიტყუათა ჩემთაჲ, და ვლენან განმარჯუებასა გულისა მათისა უკეთურისასა, და რომელნი ვლენან კუალსა ღმერთთა უცხოთასა მონებად მათა და თაყუანის-ცემად მათა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ ვითარცა სახუეველი ესე, რომელ არღარა საჴმარ იყოს მერმე რადად ვე, რამეთუ ვითარცა შეეხჳის სახუეველი წელთა კაცისათა, ეგრე შემოვიახლე მე სახლი ისრაჱლისაჲ და ყოველი სახლი იუდაჲსი, თქუა უფალმან, ყოფად ერად სახელოვნად და სიქადულად და სადიდებელად, და არა ისმინეს ჩემი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ჰრქუა ერსა ამას სიტყუაჲ ესე; ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა, და იყოს უკუეთუ გრქუან შენ, ვერ ვცანთ ცნობით, რამეთუ ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე აღვავსნე ყოველნი მკჳდრნი ამის ქუეყანისანი, და მეფენი რომელნი სხენან ძენი დავითისნი საყდართა ზედა მისთა, და მღდელნი და წინაწარმეტყუელნი, და იუდაჲ და ყოველნი მკჳდრნი იჱრუსალემისანი აღვავსნე მთრვალობითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაბნინე იგინი კაცი ძმისაგან და მამანი მათნი ერთბამად, იტყჳს უფალი; არა მწადიან, და არცა ვჰრიდო, <და არცა შევიწყალნე> განჴრწნისაგან მათისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ და ყურად-იღეთ, და ნუ აღჰმაღლდებით, რამეთუ უფალი იტყოდა;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მიეცით დიდებაჲ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ვიდრე შერიჟუებადმდე და ვიდრე წარკუეთად ფერჴთა თქუენთა მთათა ზედა დაბნელებულთა; მოელოდეთ ნათელსა, და მუნ იყოს აჩრდილი სიკუდილისაჲ, და დაისხნეთ ბნელად.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ არა ისმინოთ მისი, დაფარულად ტიროდის სული თქუენი პირისაგან გინებისაჲსა, და ცრემლოით ცრემლოოდის, და გარდამოსთხინენ თუალთა თქუენთა ცრემლნი, რამეთუ შეიმუსრა სამწყსოჲ უფლისაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუთ მეფესა Page of ms. J: A113v  და რომელნი გმძლავრ/ობდენ თქუენ, დამდაბლდით <და> დასხედით, რამეთუ აღგძარცუა თავისაგან თქუენისა გჳრგჳნი დიდებისა თქუენისაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ქალაქნი ბღუარით კერძონი დაიჴშნეს, და არა ვინ იყო განმღებელ. წარიტყუენა იუდაჲ; აღასრულეს აღფხურაჲ სრულიადი მისაგებელისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიხილენ თუალნი შენნი, იჱრუსალემ, და იხილენ მომავალნი ჩრდილოჲთ. სადა არს სამწყ<ს>ოჲ შენი, რომელ მოცემულ იყო შენდა, ცხოვარნი დიდებისა შენისანი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ სთქუა ოდეს აღგიხილვიდენ შენ, და შენ ასწავე მათ შენ ზედა მოძღურებაჲ დასაბამად შენდა; სალმობათა შეგიპყრან შენ ვითარცა დედაკაცი მშობელი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და <თუ> სთქუა გულსა შინა შენსა, რაჲსათჳს შემემთხჳნეს მე ესე; სიმრავლისათჳს უშჯულოებისა შენისა აღგეკეცა ქუემოჲ შენი განსაქიქებელად ტერფთა შენთა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ცვალოს ჰინდომან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელე თჳსი, <და> თქუენცა უძლოთ კეთილისა საქმედ, რომელთა გისწავიეს ძჳრი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგაბნინე თქუენ ვითარცა ქარქუეტნი წარმიტაცებულნი ქარისაგან უდაბნოდ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არს ნახუედრები შენი, და ნაწილი ურჩებისა შენისაჲ ჩემდამო, იტყჳს უფალი, რამეთუ დამივიწყე მე და ესევდი სიცრუვესა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე წარგკეცნე ქუემონი შენნი პირად შენდა, და გამოჩნდეს გინებულებაჲ შენი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მრუშებაჲ შენი და ბოლბოლებაჲ შენი და უცხოებაჲ სიძვისა შენისაჲ, ბორცუთა ზედა და ველთა შინა ვიხილე საძაგელებაჲ იგი შენი. ვაჲ შენდა იჱრუსალემ, რამეთუ არა განჰწმიდნი შემდგომად ჩემსა, ვიდრემდის იყოს შენდა მერმე.;

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ გუალვისათჳს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მგლოვარე იქმნა ჰურიასტანი, და ბჭენი მისნი დაცუდნეს, დაჰბნელდა ქუეყანასა ზედა, და ღაღადებაჲ იჱრუსალემისაჲ აღმაღლდა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მდიდართა მათთა წარავლინნეს ჭაბუკნი მათნი წყლის, რამეთუ მივიდეს ჯურღმულებსა და არა პოვეს წყალი, <და> მიაქცინეს სარწყულნი მათნი ცუდნი, და ჰრცხუენა და კდემულ იქმნნეს, აღმოიგურნეს თავთა მათთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და საქმეთა ქუეყანისათა მოაკლდა, რამეთუ არა იყო წჳმაჲ ქუეყანასა ზედა; <ჰრცხუენა მოქმედთა ქუეყანისათა> Page of ms. J: A114r  და აღმოიბურნეს/ თავსა მათსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ირემნიცა იზუნეს ველსა გარე, და დაუტევნეს ნუკრნი, რამეთუ არა იყო მწუანე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
კანჯარნი დადგეს ველთა ზედა, და წოვდეს ქარსა ვითარცა ვეშაპნი. მოაკლდა თუალთა მათთა, რამეთუ არა იყო თივაჲ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ცოდვანი ჩუენნი წინააღმიდგებიან ჩუენ, უფალო, ყავ წყალობა სახელისა შენისათჳს, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი წინაშე შენსა, <რამეთუ შენ შეგცოდეთ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
თმენაო ისრაჱლისაო> უფალო, გჳჴსნენ ჩუენ ჟამსა ჭირისასა, რაჲსათჳს იქმენ ვითარცა მსხემი ქუეყანასა ზედა და ვითარცა მკჳდრი და მიაქცევნ საყოფლად თჳსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ იყოფი ვითარცა კაცი მძინარჱ, და ვითარცა მამაკაცი ვერ შემძლებელი განრინებად, და შენ ჩუენ შორის ხარ უფალო, და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა, ნუ დაგჳვიწყებ ჩუენ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ერისა ამისთჳს, შეიყუარეს ძრვაჲ ფერჴთა მათთაჲ, და არა ჰრიდეს, და ღმერთმან არა ინება მათ შორის, აწ მოიჴსენოს უშჯულოებათა მათთაჲ, და აღხილვა ყოს ცოდვათა მათთაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან, ნა ილოცავ ამის ერისათჳს კეთილობად,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო იმარხვიდენ ღათუ, არავე ვისმინო ლოცვისა მათისაჲ; და შე-ღათუ-წირნენ მრგულიად-დასაწუველნი საკუერთხთანი, არა მთნდენ იგინი, არამედ მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა მე მოვასრულნე იგინი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვთქუ; რომელი ეგე ხარ თავადი უფალ, აჰა ესერა წინაწარმეტყუელნი მათნი უთხრობენ მათ, ვითარმედ არა იხილოთ მახჳლი, და სიყმილი არა იყოს თქუენ შორის, არამედ ჭეშმარიტებაჲ და მშჳდობაჲ მოვსცე ქუეყანასა და ადგილსა ამას.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; ჱილსა <წინაწარმეტყუელნი> წინაწარმეტყუელებენ სახელითა ჩემითა; არა მივავლინენ იგინი და არა ვამცენ მათ, და არცა ვიტყოდე მათა მიმართ, რამეთუ ხილვათა ტყუილისათა და ცუდისათა და ნებათა გულისა მათისათა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; წინაწარმეტყუელნი, რომელნი წინაწარმეტყუელებენ სახელითა ჩემითა, და მე არა მივავლინენ იგინი, რომელნი იგი იტყჳან, მახჳლი და სიყმილი არა იყოს ქუეყანასა ამას ზედა, სიკუდილითა და სენითა წრტიალითა და მახჳლითა და სიყმილითა აღესრულნენ წინაწარმეტყუელნი იგი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერი ეგე, რომელთა იგინი უწინაწარმეტყუელებდენ მათ. და იყვნენ დაგდებულ გზათა ზედა იჱრუსალემისათა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა, Page of ms. J: A114v  და არა ვინ იყოს/ მფლველ მათა, იგინი და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და ასულნი მათნი, და გარდავასხა მათ ზედა ძჳრი მათი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ სიტყუაჲ ესე; გარდამოადინნედ თუალთა თქუენთა ცრემლნი დღჱ და ღამჱ, და ნა მოაკლებედ, რამეთუ შემუსრვითა დიდითა შეიმუსრა ქალწული ასული ერისა ჩემისაჲ და წყლულებითა სალმობიერითა ფრიად.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
გან-თუ-ვიდე ველად, და აჰა მუნ მოწყლულნი მახჳლისანი, და შე-თუ-ვიდე ქალაქად, აჰა ესერა სალმობაჲ სიყმილისაჲ, რამეთუ წინაწარმეტყუელი და მღდელი წარვიდეს ქუეყანად, რომელ არა იცოდეს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუმცა შეურაცხებით შეურაცხ-ჰყავ იუდაჲ, ანუ სიონით განეშორა სული შენი, რად გუწყლენ ჩუენ, და არა არს ჩუენდა კურნება. ვითმენდით მშჳდობად, და არა არს კეთილი, ჟამად ლხინებისა, და აჰა ესერა აღტეხაჲ;

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
უწყნით, უფალო, ცოდვანი ჩუენნი და უშჯულოებანი მამათა ჩუენთანი, რამეთუ ვცოდეთ წინაშე შენსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
დააცხრვე სახელითა შენითა; ნუ წარს<წ>ყმედ საყდარსა დიდებისა შენისასა, მოიჴსენე, ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა, რომელ არს ჩუენ თანა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
არს ნუ ვინ კერპთა შორის წარმართთასა მაწჳმებელ, და ცამან მოსცეს სიმაძღრჱ თჳსი, არამედ შენ ხარ თავადი უფალ, და დაგითმოთ შენ, რამეთუ შენ შეჰქმენ ესე ყოველი.;

Chapter: 15  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან, და-თუ-დგენ მოსე და სამოელ წინაშე პირსა ჩემსა, არავე არს სული ჩემი მათა მიმართ. განავლინე ერი ესე და განვიდედ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს უკუეთუ გრქუან შენ, ვიდრე განვიდეთ, და ჰრქუა მათ; ესრე იტყჳს უფალი; რომელნი მე სიკუდილით მოჰკუდეთ, და რომელნი მე მახჳლითა მოისრნეთ, და რომელნი მე სიყმილითა აღვსრულნეთ, და რომელნი მე ტყუედ წარიტყუენნეთ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიძიო შური მათ ზედა ოთხითა ფერითა, იტყჳს უფალი, მახჳლითა მოწყუედად და ძაღლთა განსაბძარველად და მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა საჭმლად და განსარყუნელად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე იგინი Page of ms. J: A115r  ურვასა ყოველთა შორის მეუფეთა ქუეყანისათა,/ მანასჱსთჳს ძისა ეზეკიაჲსა მეუფისა იუდაჲსა, ყოველთათჳს რომელ ქმნა იჱრუსალემს შინა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ ყოს რიდობა შენ ზედა, იჱრუსალემ, და ვინ დაწუ<ხ>ნეს შენ ზედა, ანუ ვინ მოაქციოს კითხვად მშჳდობისა შენისათჳს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ უკუნ-იქეც ჩემგან, იტყჳს უფალი, უკუმართცა ხჳდოდი, და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და განგჴრწნე შენ, და არღარა ულხინო <მათ>.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
<და> განესთესნე იგინი განბნევით, ბჭეთა ზედა ერისა ჩემისათა უშვილო იქმნ<ნ>ეს, წარვწყმიდე ერი ჩემი უკეთურებისა მათისათჳს, და არა მოიქცენ იგინი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
განმრავლდეს ქურივნი მათნი უფროჲს ქჳშისა ზღჳს-კიდისაჲსა. მოუვლინე დედასა ზედა ჭაბუკთასა უბადოობაჲ შუვა-დღესა; დავსდევ მას ზედა მეყსეულად ძრწოლაჲ და წრაფაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მშობელი შჳდთაჲ დაცუდნა; მოეწყინა სულსა მისსა, დაჰჴდა მის ზედა მზჱ განზოგებასა ოდენ დღის<ა>სა, ჰრცხუენა და ყუედრებულ იქმნა. ნეშტნი მათნი მახჳლსა მივსცნე წინაშე მტერთა მათთა, თქუა უფალმან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჲ ჩემდა, დედაო ჩემო, ვითარცა ვინ მშევ მე კაცი დაშჯილი და განკითხული ყოველსა ქუეყანასა, არა რაჲ თანა-მედვა ვისი, არცა თანა ვის რაჲ <თანა>-ედვა ჩემი; ძალსა ჩემსა მოაკლდა მწყევართაგან ჩემთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
იყავნ უფალო წარმომართება მათა, არა თუმცა წარვდებ წინაშე შენსა ჟამსა ბოროტებისა მათისასა, და ჟამსა ჭირისა მათისასა კეთილობად მტერისა მიმართ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
საცნაურ ღათუ იყოს რკინად, და ზღუდჱ შენი რვალისად ძალი შენი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და საფასენი შენნი აღსაჭრელად მივსცნე ნაცვალად ყოველთათჳს ცოდვათა შენთა ყოველთა ზედა საქმეთა შენთა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ემონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა, რომელ არა იცოდე, რამეთუ ცეცხლი აღტყინებულ არს გულის-წყრომისაგან ჩემისა თქუენ ზედა, და აღეგზნეს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ უწყი, უფალო; მომიჴსენე მე უფალო, და მომხედე მე, და უბრალო მყავ მე მდევართა ჩემთაგან. ნუ სულ-გრძელებად შენდა დამმარხავ მე; გულის-ჴმა-ყავ რაოდენი მოვიღე შენთჳს ყუედრებაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მათგან რომელ შეურაცხ-ყვნეს სიტყუანი შენნი, აღასრულენ იგინი, და იყოს სიტყუაჲ შენი ჩემდა სიხარულ და მხიარულება გულისა ჩემისა, რამეთუ Page of ms. J: A115v  წოდებულ/ არს სახელი შენი ჩემ ზედა, უფალო მერთისა-მპყრობელო.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
არა დავჯედ შორის კრებულსა მათსა რაჟამს ლაღობედ, არამედ მეშინოდა პირისაგან ჴელისა შენისაჲსა; მარტოდ დავჯდი, რამეთუ სიმწარითა აღვივსე.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს მავნებელნი ჩემნი მძლევენ მე; წყლულებაჲ ჩემი დამტკიცებულ არს, ვინაჲ განვიკურნო, ყოფით მეყო მე ვითარცა წყალი ცრუჲ, რომელსა არა აქუ<ნ> სარწუნოებაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; მო-თუ-აქციო, კუალად გაგო, და წინაშე პირსა ჩემსა დასდგე; და გამო-თუ-იყვანო პატიოსნად არა ღირსთაგანი, ვითარცა პირი ჩემი იყო, და მოიქცენ იგინი შენდა, და შენ არა მიიქცე მათა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიგცე შენ ერსა ამას ვითარცა ზღუდე რვალისაჲ მტკიცე, და გბრძოდიან, და ვერ გძლონ შენ, რამეთუ მე შენ თანა ვარ ჴსნად შენდა და განრინებად შენდა, თქუა უფალმან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგარინო შენ ჴელთაგან უკეთურთასა, და გიჴსნე შენ ჴელთაგან მომსრველთასა. ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ.;

Chapter: 16  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ ნუ ისუამ ცოლსა, თქუა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან, და არა გესუას შენ ძჱ არცა ასულ ამას ადგილსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძეთათჳს და ასულთათჳს, რომელნი იშვნენ ამას ადგილსა; და დედათა მათთათჳს, რომელთა შვნენ იგინი, და მამათა მათთათჳს რომელთა ყვნენ იგინი ამას ქუეყანასა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
სიკუდილითა და სენითა წრტიალითა მოსწყდენ, არა ეტყებდენ არცა დაეფლნენ, საქიქელად იყვნენ პირსა ზედა ქუეყანისასა, და მახჳლითა დაეცნენ, და სიყმილითა აღესრულნენ. და იყოს მძორები მათი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; ნუ შეხუალთ გლოვასა ამათსა, და ნუ მიხუალ ტყებად მათა, და ნუცა ეგლოვ მათ, რამეთუ განმიშოვრებიეს მშჳდობაჲ ჩემი ამის ერისაგან, თქუა უფალმან, და წყალობაჲ ჩემი და შეწყნარებანი ჩემნი, და მოსრნენ დიდდიდნი და მცირედნი ამას ქუეყანასა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
არა დაეფლნენ არცა ეტყებდენ მათ, არცა დაეპაპნენ, არცა დაიყჳნნენ თავნი მათნი, არცა დასტიროდიან მათ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა განტყდეს პური ჴუეზაჲ Page of ms. J: A116r  გლოვასა შინა მათსა ნუგეშინის-საცემელად/ მკუდართა ზედა, არცა ასუან მას სასუმელი განსამხიარულებელად მამისა ზედა, გინა თუ დედისა მისისა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
სახლსა ტოზიკობისა მათისასა არა შეხჳდე დაჯდომად მათ თანა ჭამად და სუმად,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე დავარღჳო ამის ადგილისაგან წინაშე თუალთა თქუენთა <და დღეთა თქუენთა> ჴმაჲ შუებისაჲ, <და> ჴმაჲ სიხარულისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ და ჴმაჲ სძლისაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს რაჟამს მიუთხრნე ყოველნი ესე სიტყუანი ერსა მას, და გრქუან შენ, რაჲსათჳს თქუა უფალმან ჩუენ ზედა ყოველი ესე ძჳრი დიდდიდი, რაჲ არს ბრალი ჩუენი, და რაჲ არს ცოდვაჲ ჩუენი, რომელი ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ რამეთუ დამიტევეს მე მამათა თქუენთა, თქუა უფალმან, და მივიდეს კუალსა ღმერთთა უცხოთასა, და ჰმონეს მათ, და თაყუანის-სცეს მათ; და მე დამიტევეს, და შჯული ჩემი არა იმარხეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუენ ბოროტი ჰქმენით უფროჲს მამათა თქუენთა, და აჰა ესერა თქუენ ხუალთ კაცად-კაცადი კუალსა სათნოებისა გულისა თქუენისა უკეთურისასა, რაჲთა არა ისმინოთ ჩემი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგთხინე თქუენ ამის ქუეყანისაგან ქუეყანად, რომელ არა იცოდეთ თქუენ და მამათა თქუენთა, და ჰმონებდეთ მუნ ღმერთთა უცხოთა დღჱ და ღამჱ, რომელთა არა გცენ თქუენ წყალობაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა თქუან მერმე, ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ჩრდილოჲთ, და ყოველთაგან სოფელთა, სადაცა განიბნინეს იგინი მუნ, და კუალად ვაგნე იგინი ქუეყანად მათა, რომელი მივეც მამათა მათთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე მივავლინებ მესათხევლეთა მრავალთა, თქუა უფალმან, და შეიპყრნენ იგინი, და ამისა შემდგომად მივავლინნე მრავალნი მონადირენი, და მონადირნენ იგინი ზედა ყოველსა მთასა, და ყოველსა ზედა ბორცუსა, და ჴურელთაგან კლდისათა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ თუალნი ჩემნი ყოველთა მიმართ გზათა მათთა, არა დაემალნენ პირისაგან ჩემისა, და ვერ დაემალნენ უშჯულოებანი Page of ms. J: A116v  მათნი წინაშე თუალთა ჩემთა./

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივაგო მათ პირველად მრჩობლ უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი, რომელთაგან შეაგინეს ქუეყანაჲ ჩემი მძორებითა მათითა და საძაგელებითა, და უშჯულოებითა მათითა, რომლითა აღავსეს სამკჳდრებელი ჩემი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და შესავეღრებელო ჩემო დღესა შინა ბოროტისასა, შენდა წარმართნი მოვიდენ კიდითგან ქუეყანისაჲთ, და თქუან ვითარმედ ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი, და არა არს მათგან სარგებელ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
იქმნნეს თუ კაცმან ღმერთნი თავისად, და იგინი არა არიან ღმერთ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა მე განუცხადო მათ ჟამსა ამას ჴელი ჩემი, და ძალი ჩემი ვაუწყო მათ, და ცნან რამეთუ სახელი ჩემი უფალ არს.

Chapter: 17  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ცოდვაჲ იუდაჲსი დაწერილ არს წიგნთა შინა რკინისათა ფრცხილითა ადამანტიანისაჲთა; გამოდგმულ არს მკერდსა ზედა გულთა მათთასა, და კიდესა ზედა ტაბლათა მათთასა ესრეთ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს მოიჴსენონ შვილთა მათთა შესაწირავთა მათთა, და სერტყთა მათთაჲ ხეთა ზედა მაღნარისათა, და ბორცუთა ზედა მაღალთა

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მთათა ველისათა; ძალი შენი, და საფასენი შენნი აღსაჭრელად მივსცნე, და მაღალნი იგი შენნი ცოდვათა შენთათჳს, რომელ იყვნეს ყოველთა საზღვართა შენთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაშთე მარტოჲ, <და> დაჰგლახაკნე მკჳდრობისაგან შენისა, რომელ მიგეც შენ, და დაგამონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა ჩემსა, და გულის-ჴმა-ჰყო რამეთუ ცეცხლი აღგზებულ არს გულის-წყრომასა შინა ჩემსა, მი-უკუნისამდე ეგზებოდის.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელსა სასოებაჲ თჳსი აქუნდეს კაცისა მიმართ, და ესვიდეს ჴორცთა მკლავთა თჳსთასა, და უფლისაგან განდგეს გული მისი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს იგი ვითარცა გრიკი ყელისაჲ უდაბნოსა შინა, და არა იხილოს მან, რაჟამს მოიწიოს კეთილი და ეშჱნოს იგი ბიცოანსა ქუეყანასა, უდაბნოსა, ქუეყანასა მარილოვანსა, რომელსა ვერ ვინ დაეშჱნეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და კურთხეულ იყავნ Page of ms. J: A117r  კაცი იგი რომელი ესავს/ უფალსა;

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს იგი ვითარცა ხჱ ნუყიერი წყალსა ზედა, <და> ნოტიოსა ზედა დაიმტკიცნის ძირნი მისნი, და არა შეიშინოს, რაჟამს მოიწიოს სიცხჱ, და იყოს მას ზედა მორჩები სერტყოვნები წელსა მას გუალვისასა. არა ეშინოდის და არა მოაკლოს გამოღებად ნაყოფისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ღრმა არს გული უფროჲს ყოველთა, და კაც არს, და ვინ ცნას იგი,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მე უფალმან, რომელმან განვკითხნა გულნი <და> გამოვცადნი თირკუმელნი, მიცემად კაცად-კაცადსა გზათა თჳსთა-ებრ, და მსგავსად ნაყოფთა საქმეთა მისთა-ებრ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმა ყო კაკაბმან და შეიკრიბნა მართუენი, რომელ არა სცნა ყოფად სიმდიდრისა მისისა არა განკითხვით, განზოგებასა ოდენ დღეთა მისთასა დაუტეონ იგი; აღსასრულთა მისთა იყოს იგი უგუნურ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
საყდარ დიდების აღმაღლებულ, სიწმიდეო ჩუენო, დასაბამითგან ადგილ სიწმიდის ჩუენდა,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
თმენაო ისრაჱლისაო უფალო, ყოველთა რომელთა დაგიტევეს შენ ჰრცხუენოდენ, რომელნი განგიდგეს შენგან ქუეყანასა ზედა დაიწერნენ, რამეთუ დაგიტევეს წყაროჲ ცხორებისაჲ უფალი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განმკურნე მე უფალო, და განვიკურნო, და მაცხოვნე და ვცხოვნდე, რამეთუ სიქადული ჩემი შენ ხარ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა იგინი მეტყჳედ მე ვითარმედ სადა არს სიტყუაჲ უფლისაჲ; მოვედინ ჩუენდა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე არა დავშუერ შედგომად კუალსა შენსა, და დღჱ კაცისაჲ არა მწადოდა. შენ უწყი, რაჲ იგი გამოვალს ბაგეთა <გან> ჩემთა, წინაშე შენსა არს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ მექმნები შენ უცხო; მილხინე მე დღესა ბოროტსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრცხუენოდენ მდევართა ჩემთა, და ნუ მრცხუენებინ მე, შეძრწუნდედ იგინი, და ნუმცა მე შევძრწუნდები, მოავლინე მათ ზედა დღჱ ბოროტი; მრჩობლითა შემუსრვითა შემუსრენ იგინი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე მრქუა მე უფალმან; მივედ და დადეგ ბჭეთა <ძეთა> ზედა ერისა შენისათა, რომელსა შევლენ მეფენი იუდაჲსნი, და გამოვლენ მათგან და ყოველთა ბჭეთა იჱრუსალემისათა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, მეფეთა იუდაჲსთა და ყოველმან ჰურიასტანმან და ყოველთა მკჳდრთა/ Page of ms. J: A117v  იჱრუსალემისათა, და რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; ეკრძალენით თავთა თქუენთა, და ნუ აღიკიდებთ ტჳრთსა დღესა შაბათსა, და ნუ გამოხუალთ ბჭეთა იჱრუსალემისათა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნუ გამოგაქუნ ტჳრთი სახლით თქუენით დღესა შაბათსა, და ყოველთა საქმეთა ნა იქმთ, და წმიდა ყავთ დღჱ შაბათთაჲ, ვითარცა იგი ვამცენ მამათა თქუენთა; და არა ისმინეს და არცა მოყვეს ყური მათი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიფიცხნეს ქედნი მათნი უფროჲს მამათა მათთა არა მორჩილებად ჩემდა, და არა შეწყნარებად სწავლისა ჩემისა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და <იყოს>, უკუეთუ სმენით ისმინოთ ჩემი, იტყჳს უფალი, არა შემოღებად ტჳრთისა ბჭეთა ამის ქალაქისათა დღეთა შაბათთასა, და განწმედად დღენი შაბათთანი არა საქმედ მათ შინა ყოვლისა საქმისა,

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემოვლენ ამიერ ბჭით ქალაქსა ამას მეფენი <და მთავარნი> მსხდომარენი საყდარსა ზედა დავითისსა, და აღმჴედრებულ ეტლთა ზედა და ჰუნეთა მათთა, იგინი და მთავარნი მათნი, მთავარნი იუდაჲსნი და მკჳდრნი იჱრუსალემისანი და ეშჱნოს ქალაქი ესე უკუნისამდე.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდენ ქალაქთაგან იუდაჲსთა, და რომელნი არიან გარემო იჱრუსალემსა, და ბენიამ<ენ>ისით, და ველით და მთით და ბღუარით კერძო, მოაქუნდეს შესაწირავი, და საკუმეველი, მანანაჲ, და გუნდრუკი მოიღონ შესაწირავად სახლსა უფლისასა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ არა ისმინოთ ჩემი, წმიდა ყოფად დღეთა შაბათთა, აღკიდებად ტჳრთისა და შესლვად ბჭეთა იჱრუსალემისათა, და აღვაგზნე ცეცხლი ბჭეთა მისთა, და შეჭამნეს ზღუდენი იჱრუსალემისანი და არა დაშრტეს.

Chapter: 18  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, და ჰრქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ და შთავედ სახიდ მეკეცისა, და მუნ გესმნენ სიტყუანი ჩემნი,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შთავედ სახედ მეკეცისა, და აჰა იქმოდა იგი საქმეთა ქვათა ზედა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განერა ჭურჭელი იგი ჴელთა შინა მისთა, რომელსა იქმოდა თიჴისაგან, და კუალად Page of ms. J: A118r  შექმნა იგი ჭურჭრად სხუად, ვითარცა/ სთნდა წინაშე მისსა საქმედ იგინი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა; არქუ მათ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მეკეცემან ამან ვერ უძლო შესაქმედ, თქუა უფალმან. აჰა ესერა ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეცა თქუენ ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აღსასრული ვთქუა ნათესავთა ზედა და მეუფებათა მოსპოლვად მათა, და დარღუევად მათა, და წარწყმედად მათა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცეს ნათესავი იგი უკეთურებათაგან მათთა, და მე შევინანო ბოროტებათა მათთათჳს, რომელ ვზრახენ ყოფად მათა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და სრულიად ვთქუა ნათესავთა ზედა და მეუფებათა ზედა აღშჱნებად მათა, და დანერგვად მათა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ ყონ ბოროტი წინაშე ჩემსა არა სმენად ჴმისა ჩემისა, და მეცა შევინანო კეთილისა მისთჳს, რომელ ვთქუ ყოფად მათა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ არქუ კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა; ესრე იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე შევქმნე თქუენ ზედა <ძჳრი, და ვზრახო თქუენ ზედა> ზრახვაჲ, მოიქეცით კაცად-კაც<ად>ი გზისაგან <თჳსისა> უკეთურისა, და უკეთჱს ყვენ<ი>თ გზანი თქუენნი და სლვანი თქუენნი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუეს; განვძლიერდეთ და კუალსა განდრეკილებისა ჩუენისასა ვიდოდით, და კაცად-კაცადმან ნებაჲ გულისა ჩუენისა უკეთურისაჲ ვყოთ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი, იკითხეთ და წარმართთა შორის, ესმინოს მე ვის ესე-მლევანი საზარელი დიდი, რომელ ყო ქალწულმან იჱრუსალემისამან.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მო-ნუ-აკლდენ კლდისაგან ძუძუნი, ანუ თოვლი ლიბანით; უკუნ-ნუ-აქციის წყალი სასტიკებით ქარისა მოსლვამან.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დამივიწყა მე ერმან ჩემმან, და ცუდად უკუმევდეს, და მოუძლურდენ იგინი გზათა მათთაგან ნაწილთა საუკუნეთა სლვად მათა ალაგთა, რომელთაჲ არა არს გზაჲ;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოფად ქუეყანაჲ მათი განსარყუნელად და სასტჳნველად საუკუნოდ. ყოველთა თანა-წარმავალთა დაუკჳრდეს, და შეხარონ თავი მათი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ქარმან შემწუველმან განვაბნინე იგინი წინაშე პირსა მტერთა მათთასა; უჩუენო მათ ზურგი და არა პირი დღესა მას წარწყმედისა მათისასა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუეს; Page of ms. J: A118v  მოვედით და ვზრახოთ/ ზრახვაჲ იერემიაჲს ზედა, რამეთუ არა წარწყმდის შჯული მღდელისაგან და ზრახვაჲ ბრძნისაგან და სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაგან. მოვედით და ვგუემოთ იგი ენითა, და ვისმინნეთ ყოველნი სიტყუანი მისნი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინე ჩემი, უფალო, და ისმინე ჴმაჲ სამართალისა ჩემისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მისა დაეგის ბოროტი კეთილისა წილ, რამეთუ შეიზრახნეს სიტყუანი სულისა ჩემისათჳს, <და> ტანჯვაჲ ჩემი ეგულების, მოიჴსენე დგომაჲ ჩემი წინაშე შენსა სიტყუად მათთჳს კეთილისა, რაჲთამცა გარე-მიიქცა გულის-წყრომაჲ შენი მათგან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მისცენ შვილნი მათნი სიყმილსა, და შეაყენენ იგინი ჴელთა მახჳლისათა. იქმნნედ ცოლნი მათნი უშვილო და ქურივ, და ქმარნი მათნი იყვნედ მოსრვულ სიკუდილითა, და ჭაბუკნი მათნი დაცემულ მახჳლითა ბრძოლასა შინა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
იყავნ ღაღადებაჲ სახლებსა შინა მათსა; მოავლინენ მათ ზედა ავაზაკნი მეყსეულად, რამეთუ იწყეს სიტყუაჲ შეპყრობად ჩემდა, <და> მახჱ დამირწყუეს მე.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ უფალო უწ<ყ>ი ყოველი ზრახვაჲ მათი ჩემ ზედა სიკუდიდ; ნუ უბრალოს ჰყოფ უშჯულოებათა მათთა, და ცოდვათა მათთა ნუ აჰჴოც, <და> იყავნ უძლურებაჲ მათი წინაშე შენსა, ჟამსა გულის-წყრომისა შენისასა ყავ მათთჳს.

Chapter: 19  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ მრქუა მე უფალმან, მივედ და მოიგე შენდად ყჳბარი ერთი ქმნული მეკეცისაჲ, და მოიყვანნე მოხუცებულთაგანნი ერისა<თა>ნი და უხუცესთაგანნი მღდელთანი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და განხჳდე შენ სამაროვანსა შვილთა მათთასა, რომელ მომკუდარ არიან, რომელ არს ბჭეთა გარეშჱ ქარსისათა, და წარიკითხნე ყოველნი ესე სიტყუანი მუნ, რომელთა გეტყოდი შენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, მეფეთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა. ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე მოვავლინო ამას ადგილსა ზედა ძჳრი, რაჲთა ყოველსა, რომელსა ესმეს იგი, აღუქავნენ ყურნი მისნი,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მის წილ, რამეთუ დამიტევეს მე, და უცხო ქმნეს ადგილი ესე, და უკუმევდეს იგინი მას შინა ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდნეს მათ <და მამათა მათთა>, Page of ms. J: A119r  და მეფეთა/ იუდაჲსთა აღავსეს ადგილი ესე სისხლითა უბრალოჲთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღაშჱნნეს მაღალნი ბაალისნი, რაჲთამცა დაწუნეს შვილნი მათნი ცეცხლითა მსხუერპლად ბაალისა, რომელ არა ვამცენ მათ, არცა ვთქუ, არცა მომიჴდა გულსა ჩემსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა ერქუას ადგილსა მას მერმე, თქუა უფალმან, დასაცემელ და სამაროვან დასრვის.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვსპო ზრახვაჲ იუდაჲსი და ზრახვაჲ იჱრუსალემისაჲ ამას ადგილსა, და დავსცნე იგინი მახჳლითა წინაშე მტერთა მათთა და ჴელითა, რომელნი ეძიებენ სულსა მათსა, და მივსცნე მკუდარნი მათნი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავდვა ქალაქი ესე განსარყუნელად და სასტჳნველად; ყოველი რომელი თანა-წარჰვიდოდის დაწუხნეს მის ზედა, და დაისტჳნოს ყოვლისა მისთჳს წყლულებისა მისისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჭამნენ ჴორცნი ძეთა მათთანი და ჴორცნი ასულთა მათთანი, და კაცად-კაცადმან ჴორცნი მოყუსისა თჳსისანი შეჭამნეს იწროებისაგან და ჭირისა, რომელ აჭირონ მათ მტერთა მათთა, და რომელნი ეძიებდენ სულთა მათთა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჰმუსრო ყჳბარი იგი წინაშე თუალთა მათ კაცთასა, რომელნი გამოვიდენ შენ თანა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ, ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; ესრე შევმუსრო ერი ესე და ქალაქი ესე, ვითარცა შეიმუსრის ჭურჭელი კეცისაჲ, რომელ ვერღარა შესაძლებელ არნ განკურნებად მერმე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე ვყო მე ამის ადგილისათჳს, იტყჳს უფალი, და რომელნი დამკჳდრებულ არიან მიცემად ქალაქი ესე, ვითარცა ქუეყანაჲ დაცემული.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს სახლები იჱრუსალემისაჲ და სახლნი მეფისა იუდაჲსნი ვითარცა ადგილი დაცემული არა-წმიდებისა მათისათჳს, რომელ ყვეს სახლებსა შინა მათსა, რომელთა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა ყოველთა ძალთა ცისათა, და უზორვიდეს საზორველსა ღმერთთა უცხოთა, და თაფეთს დაფლნენ, რამეთუ არა იყოს მათა ადგილი დასაფლველად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდა Page of ms. J: A119v  იერემია დასასრველით თაფეთისაჲთ, ვიდრე იგი/ მიავლინა უფალმან წინაწარმეტყუელებად, და დადგა ეზოსა სახლისა უფლისასა, და ჰრქუა ყოველსა ერსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე მოვავლინო ქუეყანასა ამას ზედა, და ყოველსა ზედა ქალაქებსა მისსა და დაბნებსა მისსა ყოველი ძჳრი, რომელ ვთქუ მას ზედა, რამეთუ განიფიცხნეს ქედნი მათნი არა სმენად სიტყუათა ჩემთა.;

Chapter: 20  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა პასქორს, ძესა ემერისსა, მღდელსა, რომელი იყო მთავარ სახლსა შინა უფლისასა, იერემიაჲს წინაწარმეტყუელებაჲ ამათ სიტყუათაჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცა პასქორ იერემიას წინაწარმეტყუელსა, და შთააგდო იგი მღჳმესა, რომელ იყო ბჭესა ბენიამ<ენ>ისსა სახლსა მას ქორედსა, რომელ იყო სახლსა შინა უფლისასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ხვალისაგან გამოიყვანა პასქორ იერემია მღჳმისა მისგან, და ჰრქუა მას იერემია; არა პასქორ გიწოდა უფალმან სახელი შენი, არამედ ტყუე გარემო;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე მიგცე შენ წარსატყუენველად, და ყოველნი მეგობარნი შენნი, და დაეცნენ იგინი მახჳლითა მტერთა მათთაჲთა, და თუალთა შენთა იხილონ, და შენ და ყოველი იუდაჲ მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და წარტყუენნენ იგინი ბაბილონდ, და მოსწყჳდნენ იგინი მახჳლითა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე ყოველი სიმდიდრე ამის ქალაქისაჲ, და ყოველნი ნაშრომნი მისნი, და ყოველი პატივი მისი, და ყოველნი საფასენი მეფისა იუდაჲსნი მივსცნე ჴელთა მტერთა მათთასა, და იავარ ყვნენ იგინი, და წარიხუნენ იგინი, და მიიხუნენ იგინი ბაბილონდ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ პასქორ და ყოველნი მკჳდრნი სახლისა შენისანი წარხჳდეთ ტყუედ, და ბაბილონდ მიხჳდეთ, და მუნ მოჰკუდეთ, და მუნ დაეფლნეთ შენ და ყოველნი მეგობარნი შენნი, რომელთა იგი უწინაწარმეტყუელებდ ცრუსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
შემიტყუვე მე უფალო და შევსცეთ; შემიპყარ მე, და მძლე; ვიქმენ მე საცინელ; ყოველნი დღენი აღვასრულენ კიცხევით.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განმწარებულითა სიტყჳთა Page of ms. J: A120r  ვიცინოდი, სიცრუვესა და უბადოებასა ვხადოდი, რამეთუ მექმნა/ მე სიტყუაჲ უფლისაჲ საყუედრელ და საგიობელ ყოველთა დღეთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ; არღარა სახელ ვსდვა სახელსა უფლისასა, და არღარა ვიტყოდი სახელითა მისითა, და იქმნა გულსა შინა ჩემსა ვითარცა ცეცხლი აღგზებული, შემწუველი და შემყენებელი ძუალთა შინა ჩემთა. შეუცავ გარემო, და ვერ შეუძლებ თავს-დებად.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მესმა გმობაჲ მრავალთა<ჲ>, რომელნი შეკრბებოდეს გარემო ჩემსა; აღდეგით და აღვდგეთ მის ზედა, ყოველნი კაცნი მიყუარნი მისნი, და უმზიროთ ზრახვასა მისსა, ცთეს ხოლო თუ; და ვსძლოთ მას, და მოვიგოთ შური ჩუენი მისგან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და უფალი ჩემ თანა ვითარცა მბრძოლი ძლიერი, ამისთჳს მდევნეს, და ცნობად ვერ შეუძლეს, და ჰრცხუენა ფრიად, რამეთუ არა გულის-ჴმა-ყვნეს შეურაცხებანი მათნი, რომელნი მიმდემი ვერ დაივიწყნენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო ძალთაო, გამომცდელო სიმართლისაო და მცნობელო გულთა და თირკუმელთა, მიხილავსმცა შენ-მიერი შურის-გებაჲ მათ შორის, რამეთუ შენდამი განვაცხადენ ვედრებანი ჩემნი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უგალობდით უფალსა; აქებდით მას, რამეთუ განარინა სული გლახაკისაჲ ჴელთაგან უკეთურთასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
წყეულ იყავნ დღჱ იგი, რომელსა ვიშევ მას შინა. დღჱ იგი რომელსა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, ნუ იყოფინ სალოცველ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან ახარა მამასა ჩემსა, და ჰრქუა, გესუა შენ წულ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მხიარულმცა არს კაცი იგი ვითარცა ქალაქნი, რომელ დააქცინა უფალმან გულის-წყრომით, და არა შეინანა, ესმოდენ ვალალაებაჲ დილითი და ღაღადებაჲ სამხრის,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა მომკლა მე საშოსა შინა, და მექმნამცა დედაჲ ჩემი სამარე ჩემდა, და საშო მიდგომის საუკუნო.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსა მე გამოვედ საშოჲთ ხილვად შრომისა და ლმობისა, და აღესრულნეს სირცხჳლით დღენი ჩემნი.

Chapter: 21  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ, რაჟამს მიავლინა მისა მეფემან სედეკია პასქორ, ძჱ მელქისი, და სოფონია, ძჱ მაასესი მღდელისაჲ, და ჰრქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰკითხე ჩუენთჳს უფალსა, რამეთუ მეფჱ ბაბილოვნელთაჲ Page of ms. J: A120v  მოდგომილ არს/ ჩუენ ზედა, ყოს ხოლო თუ უფალმან ყოვლითა საკჳრველებითა <მისითა>, და წარვიდეს ჩუენგან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ იერემია; ესრე არქუთ სედაკიას.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე გარდავაქცინე საჭურველნი საბრძოლნი, რომლითა ჰბრძავთ თქუენ ქალდეველთა, რომლითა შეუცავთ გარემო ზღუდესა შორის ქალაქსა ამას,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და გბრძოდი მე თქუენ ჴელითა განმზადებულითა და მკ<ლ>ავითა მაგრითა, გულის-წყრომითა და რისხვითა და მრისხანებითა დიდითა;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვსწყჳდნე ყოველნი დამკჳდრებულნი ამას ქალაქსა შინა კაცნი და საცხოვარი სიკუდილითა დიდითა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისა შემდგომად ესრე იტყჳს უფალი; მივსცე სედეკია, მეფჱ იუდაჲსაჲ, <და> მონანი მი<ს>ნი და ერი მისი, რომელ დავრდომილ არს ქალაქსა ამას შინა, სიკუდილსა და სიყმილსა და მახჳლსა, და ჴელთა მტერთა მათთასა და მეძიებელთა სულთა მათთასა. დაჭრნენ იგინი პირითა მახჳლისაჲთა, და არა ვერიდო მათ, და არცა შევიწყალნე იგინი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერსა მას ჰრქუა, ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მიგცე წინაშე პირსა თქუენსა გზაჲ ცხორებისაჲ და გზაჲ სიკუდილისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი ჯდეს ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლითა და სიყმილითა, და რომელი გამოვიდოდის და მიადგებოდის ქალდეველთა, რომელთა შეუყენებიედ თქუენ, ცხოვნდეს, და იყოს თავი მისი ტყუჱ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დამიმტკიცებიეს პირი ჩემი ამას ქალაქსა ზედა ბოროტისად და არა კეთილისად, ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა მიეცეს, და დაწუას იგი ცეცხლითა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
სახლმან მეფისა იუდაჲსმან ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
სახლო დავითისო, ესრეთ იტყჳს უფალი; შჯიდით დილითი საშჯელსა, და განაგებდით; განარინეთ მიტაცებული ჴელისაგან მავნებელისა მისისა, რაჲთა არა აღატყდეს ცეცხლ-ებრ გულის-წყრომაჲ ჩემი. აღეგზნეს და არა ვინ იყოს დამშრეტელ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე შენდამი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ღელესა ასურისასა Page of ms. J: A121r  ველსა, რომელნი იტყჳან, ვინ შეგუაძრწუნნეს ჩუენ, ანუ/ ვინ შემოვიდეს საყოფლად ჩუენდა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
აღვაგზნე ცეცხლი მაღნართა მისთა, და შეჭამნეს ყოველნი გარემოჲს მისსა.

Chapter: 22  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; წარგუალე და შთავედ სახლსა მეფისა იუდაჲსსა, და იტყოდე მუნ სიტყუასა მას,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მეფემან იუდაჲსმან, რომელი ჰზი საყდარსა დავითისსა, შენ და სახლმან შენმან და მონათა შენთა და ერმან შენმან, და რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; ჰყოფდით საშჯელსა და სიმართლესა, და განარინეთ მიტაცებული ჴელისაგან მავნებელისა მისისა, და ვედრსა და ობოლსა და ქურივსა ნუ ჰმძლავრობთ, და ნუ უღმრთო იქმნებით, და სისხლსა უბრალოსა ნუ დასთხევთ ამას ადგილსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ყოფით ჰყოთ სიტყუაჲ ესე, და შევიდენ ბჭეთა ამის სახლისათა მეფენი მსხდომარენი საყდართა ზედა დავითისთა, და ზე-მსხდომარენი ეტლებსა <და> ჰუნებსა, იგინი და მონანი მათნი და ერი მათი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა ჰყვნეთ სიტყუანი ესე, თავსა ჩემსა ვფუცავ, იტყჳს უფალი, რამეთუ აღსაოჴრებელად იყოს სახლი ესე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი სახლისათჳს მეფისა იუდაჲსისა, გალაად, შენ ხარ ჩემდა დასაბად ლიბანისა, უკუეთუ არა დაგდვა შენ ოჴრად, ქალაქებად ოჴრად დაუშჱნებელად.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვავლინო შენ ზედა კაცი მომსრველი, და ცული ჴელთა შინა მისთა, და მოკაფონ ყოველი <რჩეული ნაძჳ შენი>, და დაასხან ცეცხლსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვლონ წარმართთა ქალაქი ესე, და თქუას კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა, რაჲსათჳს უყო უფალმან ქალაქსა ამას <ესრეთ> დიდსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუან; მისთჳს რამეთუ დაუტევეს ესრე შჯული უფლისა ღმრთისა მათისაჲ, და თაყუანის-სცეს ღმერთთა უცხოთა, და ჰმონეს მათ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ სტირთ მომკუდარსა, ტიროდეთ ტირილით განმავალსა, რამეთუ არღარა მოიქცეს მერმე, არცა იხილოს ქუეყანაჲ ესე სოფლისა თჳსისაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი სელემისათჳს, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, რომელი მეფობდა იოსიაჲს წილ მამისა თჳსისა, რომელ განჴდა ამის Page of ms. J: A121v  ადგილისაგან, არა მოიქცეს <მუნ ვე> მერმე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ/ ადგილად რომლად წარტყუენეს, მუნ მოკუდეს და ქუეყანაჲ ესე ვერღარა იხილოს მერმე.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი აშჱნებდეს სახლსა თჳსსა არა სიმართლით, და ქორებსა თჳსსა არა განკითხვით, მოყუასთაგანი მოიქმნიეს უსასყიდლოდ, და სასყიდელი მისი არა მისცეს მას.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
იშჱნე თავისა თჳსისა სახლ შემგუვედ, ქორები ფართოვები, განწესებული სარკუმლებითა, მოფიცრული ნაძჳთა, განგლორწნილი წარნაქითა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ჰმეფობდე ნუ; რამეთუ განჰრისხნი ნაძჳსა მიმართ, მამამან შენმან არა ნუ ჭამა და სუა, და ყო განკითხვაჲ და სიმართლჱ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ უკეთჱს იყო მისა, საჯა საშჯელი მდაბლისა და დავრდომილისაჲ, და კეთილ იყო მისა, ანუ არა მე ესე <ნუ> არს ცნობაჲ იგი, თქუა უფალმან.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა არა არიან თუალნი შენნი, და არცა გული შენი კეთილ, არამედ ანგაჰრებასა შინა <შენსა>, და სისხლსა ზედა უბრალოსა დათხევად და ცილის-დებასა ზედა, და საქმედ კაცის-კლვასა და ვნებასა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი იოაკიმისთჳს, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა; ვაჲ კაცსა მას ზედა, არა დაიტყებონ იგი; ვაჲ ძმაო არცა სტიროდიან მას, ვაჲ მე უფალო და ვაჲ მე ძმაო.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ფლვით ვირ-<ებრ> დაეფლას; შემჴალი გარდადვან გარჱ ბჭეთა იჱრუსალემისათა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
აღვედ ლიბანდ და ჴმა ყავ, <და> ბასანდ მიაწიე ჴმაჲ შენი, და ღაღად-ყავ წიაღ ზღუასა, რამეთუ შეიმუსრნეს ყოველნი ტრფიალნი შენნი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
გეტყოდე შენ ცთომასა შენსა, და სთქუ, არა ვისმინო. ესე არს გზაჲ შენი სიჭაბუკითგან შენით, არა ისმინე ჴმისა ჩემისაჲ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთავე მწყემსთა შენთა მწყსიდეს ქარი, და ტრფიალნი შენნი წარვიდენ ტყუედ, რამეთუ მაშინ გრცხუენოდის და შეურაცხ-იქმნე ყოველთაგან მიყუართა შენთა

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
დამკჳდრებულთა ლიბანს, დაბუდებული ნაძუთა შინა, ჰკუნესოდი, რაჟამს მოგიჴდენ შენ სალმობანი ვითარცა შობადისანი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოველ ვარ მე, თქუა უფალმან, Page of ms. J: A122r  დაღათუ ყოფით მეყოს მე იექონია, ძჱ იოაკიმისი, მეუფჱ იუდაჲსაჲ;/ ნაბეჭდავ ჴელსა ზედა მარჯუენასა ჩემსა; მიყრ გამოგკუეთო შენ;

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიგცე შენ ჴელთა მეძიებელთა სულისა შენისათა, რომელთაგან გეშინის პირისაგან მათისა, ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისათა, და ჴელთა ქალდეველთასა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგაგდო შენ და დედაჲ შენი, რომელმან გშვა შენ, ქუეყანად სხუად, ქუეყანად სადა არა იშვენით მუნ, და <მუნ> მოჰსწყდეთ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ქუეყანასა რომელსა ილოცვიდენ იგინი სულითა მათითა მოქცევად მუნ, ვერღარა მოიქცენ,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
პირი ეგე შეურაცხი და განგდებული კაცი ესე. შეურაცხ-იქმნა იექონია ვითარცა ჭურჭელი არა საჴმარი, რამეთუ განიგდო იგი და ნათესავი მისი, და განვარდა ქუეყანასა რომელ არა იცოდა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანაო, ქუეყანაო, ქუეყანაო, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ;

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; დაწერე კაცი ესე განვრდომილად კაცად, წარმოუმართებელად კაცად დღეთა მისთა, რამეთუ არღარა აღორძნდეს ნათესავისაგან მისისა კაცი მჯდომარჱ საყდარსა ზედა დავითისსა მთავრად იუდაჲსა.;

Chapter: 23  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მწყემსნო, რომელნი განაბნევთ და წარსწყმედთ ცხოვართა საძოვრისაგან ჩემისა, თქუა უფალმან;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ მწყემსთა ზედა <ერისა ჩემისათა>. თქუენ განაბნიენით ცხოვარნი ჩემნი, და განაშორენ<ი>თ იგინი, და უგულებელ-ჰყვენ<ი>თ იგინი, აჰა ესერა მე შური ვიძიო თქუენგან მსგავსად უკეთურებისა სლვისა თქუენისა, თქუა უფალმან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე შევიწყნარნე ნეშტნი ერისა ჩემისანი ყოვლისაგან ქუეყანისა, სადაცა განვიშოვრენ მე იგინი მუნ, და დავადგინნე იგინი საძოვარსა ზედა მათსა, და აღორძნდენ და განმრავლდენ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუდგინნე მათ მწყემსნი, რომელნი მწყსიდენ მათ, და არღარა ეშინოდის მერმე არცა შეძრწუნდენ, იტყჳს უფალი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი, და მეუფებდეს მეუფჱ მართალი; <და> ცნას და ყოს განკითხვაჲ, და სიმართლჱ ქუეყანასა ზედა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
დღეთა მისთა ცხოვნდეს იუდაჲ, და ისრაჱლმან დაიმკჳდროს სასოებით; Page of ms. J: A122v  და ესე სახ<ე>ლები მათი, რომელ დასდვ/ას მათ უფალმან, იოსედეკიმ იგი, წინაწარმეტყუელთა შორის.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა თქუან; ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმომ იყვანა და მოიყვანა ნათესავი სახლისა ისრაჱლისაჲ ქუეყანით ჩრდილოჲთ, და ყოველთაგან სოფელთა, სადაცა განვაბნიენ იგინი. და კუალად ვაგნე იგინი, და დაეშჱნნენ ქუეყანასა მათსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელთათჳს. განტყდა გული ჩემი ჩემ თანა, და შეიძრნეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, ვიქმენ მე ვითარცა მამაკაცი განკაფული, და ვითარცა კაცი შეპყრობილი ღჳნითა პირისაგან უფლისა და პირისაგან შუენიერებისა დიდებისა მისისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მრუშებითა აღივსო ქუეყანაჲ, და პირისაგან მათისა იგლოვდა ქუეყანაჲ. განჴმეს საძოვარნი უდაბნოჲს<ა>ნი, და იყოს სრბაჲ მათი უკეთურ და ძლიერებაჲ მათი არა რაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მღდელნი და წინაწარმეტყუელნი შეიბილწნეს, და სახლსა შინა ჩემსა ვიხილე უკეთურებაჲ მათი, თქუა უფალმან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ექმენინ მათ გზაჲ მათი საძრომელ ნისლსა შინა, და შეუბრკუმენ, და დაეცნედ მას შინა, რამეთუ მოვავლინო მათ ზედა ძჳრი წელსა მას მოძიებისა მათისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და შორის წინაწარმეტყუელთა სამარიაჲსათა ვიხილენ უშჯულოებანი; წინაწარმეტყუელებდეს სახელად ჩემდა ბაალის გამო, და აცთუნეს ერი ჩემი ისრაჱლი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შორის წინაწარმეტყუელთა იჱრუსალემისათა ვიხილე საზარელი, მრუშებდეს და ვიდოდეს სიცრუვით, და შეეწეოდეს ჴელთა ბოროტთა, რაჲთამცა არა მოაქცია კაცად-კაცადმან გზისაგან თჳსისა უკეთურისა, და მექმნ<ნ>ეს მე ყოველნი ვითარცა სოდომეთი, და მკჳდრნი მისნი ვითარცა გომორთაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ წინაწარმეტყუელთა ზედა, ესე<რა> ვაჭამო მათ სალმობაჲ, და ვასუა მათ წყალი მწარჱ, რამეთუ წინაწარმეტყუელთაგან იჱრუსალემისათა გამოჴდა სიბილწე ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, ნუ ისმენთ სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იგი წინაწარმეტყუელებენ ცუდსა, ხილვასა Page of ms. J: A123r  გულისა მათისა უკეთუ/რისასა იტყჳან, და არა პირისაგან უფლისა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ეტყჳან განშორებელთა სიტყუათა უფლისა გან; მშჳდობა იყოს <თქუენდა, და ყოველთა მავალთა ნებათა შინა მათთა ყოველთა მავალთა> საცთურითა გულისა თჳსისაჲთა ჰრქუეს, არა მოვიდეს თქუენ ზედა ბოროტი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვინ დადგა სამყაროსა უფლისასა, და იხილვიდა სიტყუასა მისსა, ანუ ვინ მიეახლა, და ესმა ყურთა მისთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ძრვაჲ უფლისა მიერ და რისხვაჲ გამოვალს შესაძრველად; ერთბამად მოვიდეს უღმრთოთა ზედა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა მიიქცეს რისხვაჲ უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს და ვიდრემდის დაამტკიცნეს მან ყოველნი მოსრულნი გულისა თჳსისანი. აღსასრულსა დღეთასა გულის-ჴმა-ყვნენ იგინი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
არა მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არა ვეტყოდე მათ, და იგინი წინაწარმეტყუელებდეს.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუმცა დადგეს ქუეშჱ სამყაროსა ჩემსა, და ესმეს სიტყუანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა, და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და უკეთურისაგან სლვისა მათისა,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ღმერთი მახლობელი მე ვარ, იტყჳს უფალი, და არა ღმერთი შორიელი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ და-მე-იმალოს კაცი სამარხველსა, და მე არა ვიხილო, თქუა უფალმან; ანუ არა ცაჲ და ქუეყანაჲ მე აღმივსიეს, თქუა უფალმან.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
მესმა რასა იტყჳან წინაწარმეტყუელნი, რომელსა წინაწარმეტყუელებენ სახელად ჩემდა ცრუდ, და იტყჳან, მეჩუენა მე ჩუენებაჲ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდე იყოს გულსა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ სიცრუვესა, და წინაწარმეტყუელებასა მათსა ნებასა გულისა მათისასა

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი ზრახვენ დავიწყებად ერისა ჩემისა შჯულსა ჩემსა ჩუენებითა მათითა, რომელსა მიუთხრობს კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა, ვითარცა დაივიწყეს მამათა მათთა სახელი ჩემი ბაალისგან.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელი, რომლისა თანა არს ჩუენებაჲ, წართქუნ ჩუენებაჲ თჳსი; და რომლისა თანა სიტყუაჲ ჩემი არს, წართქუნ სიტყუაჲ ჩემი ჭეშმარიტად. რაჲ არს ბზჱ იფქლისა თანა, ეგრეცა სიტყუანი ჩემნი, თქუა უფალმან.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა სიტყუანი ჩემნი ვითარცა ცეცხლი მოტყინარჱ, იტყჳს უფალი, და ვითარცა წერაქჳ, რომელმან განკუეთის კლდჱ,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, იტყჳს უფალი, რომელნი Page of ms. J: A123v  იპარვენ სიტყუათა/ ჩემთა თითოეულად მოყუსისა თჳსისაგან.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, თქუა უფალმან, რომელნი გამოიღებენ წინაწარმეტყუელებასა ენათასა, და შეიქმან ტყუვილით საუცრებასა, და ჰრულის რული მათი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს ჩუენებათა ცრუთა, თქუა უფალმან, და უთხრობდეს მათ, და აცთუნეს ერი ჩემი ტყუვილითა მათითა და სიცრუვითა მათითა, და მე არა მივავლინენ იგინი არცა ვამცენ მათ, და სარგებელი <ა>რაჲ არგონ ერსა ამას, თქუა უფალმან.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ გკითხოს შენ ერმან ანუ მღდელმან ანუ წინაწარმეტყუელმან, რაჲ არს იგავი უფლისაჲ, და ჰრქუა მათ; თქუენ ხართ იგავნი უფლისანი, და დაგამჴუნე თქუენ, თქუა უფალმან.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელმან და მღდელმან და ერმან, რომელთაცა თქუან იგავი ესე უფლისაჲ, ვიძიო შური მის კაცისაგან და სახლისაგან მისისა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჰრქჳს კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა და კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა, რაჲ მოგიგო უფალმან, და რაჲ თქუა უფალმან.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და იგავსა უფლისასა ნუ სახელს-დებთ, რამეთუ იგავად უფლისად ექმნეს მას კაცსა სიტყუაჲ თჳსი, და გარდააქციენ<ი>თ სიტყუანი ღმრთისა ცხოვ, ელისანი უფლისა ძალთაჲსაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ ჰრქუათ წინაწარმეტყუელთა; რაჲ მოგიგო უფალმან, და რაჲ გრქუა უფალმან; და იგავად უფლისა ნუ იტყჳთ,

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; რამეთუ სთქჳთ სიტყუაჲ ესე, იგავი უფლისაჲ, მივავლინე თქუენდა, და ვთქუ; არა სთქუათ იგავად უფლისად,

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესერა მე მოგიხუნე თქუენ იგავითა, და დაგამჴუნე თქუენ, და ქალაქი რომელ მოგეც თქუენ და მამათა თქუენთა პირისაგან ჩემისა.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვავლინო თქუენ ზედა ყუედრებაჲ საუკუნოჲ, და გინებაჲ საუკუნე, რომელ არა დაივიწყოს.

Verse: 7   Link to septLink to armat   
[!] ამისთჳს ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა თქუან მერმე, ვითარმედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით,

Verse: 8   Link to septLink to armat   
[!] არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანა და შეკრიბა ყოველი ნათესავი ისრაჱლისაჲ ქუეყანით ჩრდილოჲთ, Page of ms. J: A124r  და ყოველთაგან სოფელთა, სადაცა განიშოვრნა იგინი მუნ;/ და კუალად აგნა იგინი ქუეყანასა მათსა.;

Chapter: 24  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მიჩუენა მე უფალმან ორი კიშტჱ ლეღჳ მდგომარენი წინაშე ტაძარსა უფლისასა, შემდგომად წარტყუენვისა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲსა, იექონია, ძჱ იოაკიმისი, მეფჱ იუდაჲსი, და მთავარნი იუდაჲსნი, და ჴელო<ვ>ანნი, და შემწირველნი, და მდიდარნი, რომელ წარტყუენნა იჱრუსალემით, და მიიყვანნა იგინი ბაბილონდ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
კიშტჱ ერთი ლეღჳთა ტკბილითა ფრიად ვითარცა ლეღჳ მსთუაჲ, და კიშტჱ ერთი ლეღჳთა ჯერკულითა ფრიად, რომელი ვერ საჭმელ იყო სიმწარითა თჳსითა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; რასა ჰხედავ შენ, იერემია. და ვთქუ; ლეღუსა და ლეღუსა ტკბილსა ფრიად და ლეღუსა ჯერკუალსა ფრიად, რომელი არა იჭამოს სიჯერკულისაგან თჳსისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა;

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, ვითარცა ლეღჳ ესე ტკბილი, ეგრე ვიცნნე წარტყუენულნი იგი იუდაჲსნი, რომელ განვავლინენ ამის ადგილისაგან ქუეყანად ქალდეველთა <კეთილისად>.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავამტკიცნე მათ ზედა თუალნი ჩემნი კეთილობით, და უკუ-მოვაგნე იგინი ამას ქუეყანასა, აღვაშჱნნე იგინი და არა დავარღჳნე, <და> დავჰნერგნე იგინი, და არა აღვფხურნე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვსცე მათ გული, რომლითა მიცნან მე, რამეთუ მე ვარ უფალი; და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად, რამეთუ მოიქცენ ჩემდამო ყოვლითა გულითა მათითა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა ლეღჳ ჯერკუალი, რომელი ვერ იჭამოს სიჯერკულისაგან თჳსისა, ესრე იტყჳს უფალი; ეგრე მივსცე სედეკია, მეფჱ იუდაჲსი, და მდიდარნი მისნი და ნეშტნი იჱრუსალემისანი, რომელ დაშთომილ არიან ქუეყანასა ამას, და დამკჳდრებულნი ეგჳპტისანი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე იგინი განსაბნეველად ყოველთა მეუფებათა ქუეყანისათა, და საყუედრელად და იგავად და საძულელად და საწყეველად ყოველსა ადგილსა, სადაცა განვიშოვრნე იგინი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივავლინო მათ ზედა სიყმილი და სიკუდილი და მახჳლი, ვიდრემდის მოაკლდენ ქუეყანისაგან, რომელ მივეც მათ და მამათა მათთა . ;

Chapter: 25  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ, რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ ყოვლისათჳს ერისა იუდაჲსა, Page of ms. J: A124v  წელსა მეოთხესა/ იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, წელსა მას პირველსა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ყოვლისა მიმართ ერისა იუდაჲსა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა, და თქუა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მეათცამეტით წლითგან იოსია, ძისა ამონისა, მეფისა იუდაჲსა, მო-აქა-დღედმდე, ოც და მესამედ წლად, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და გეტყოდე თქუენ, აღვიმსთობდი და გეტყოდე თქუენ, და არა ისმინეთ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივავლინენ თქუენდა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი; განთიად მივავლინებდ, და არა ისმინეთ, და არა ვრჩდა ყური თქუენი სმენად სიტყუათა ჩემთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ; მოიქეცით კაცად-კაცადი გზისაგან თქუენისა ბოროტისა და უკეთურებისაგან სლვისა, და დაეშჱნენით ქუეყანასა ზედა, რომელ მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა საუკუნითგან და მი-უკუნისამდე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნუ შეუდგთ კუალთა ღმერთთა უცხოთა<სა> მონებად მათა, <და> თაყუანის-ცემად მათა, რაჲთა არა განმარისხოთ მე საქმითა ჴელთა თქუენთაჲთა ბოროტის-ყოფად თქუენდა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ისმინეთ ჩემი, თქუა უფალმან, რაჲთა განმარისხოთ საქმითა ჴელთა თქუენთაჲთა; მედგრის-ყოფად თქუენდა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ არა გრწმენა სიტყუათა ჩემთაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე მივავლინო, და მოვიყვანნე ყოველნი ტომნი ჩრდილოჲსანი, თქუა უფალმან, და ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, მონაჲ ჩემი, და მოვიყვანნე იგინი ქუეყანასა ამას ზედა, და მკჳდრთა ზედა ამისთა, და ყოველთა ზედა ნათესავთა გარემო მისა; და მოვაოჴრნე იგინი, და მივსცნე იგინი განსარყუნელად და სასტჳნველად და საყუედრელად საუკუნოდ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვწყმიდო მათ <გან> ჴმაჲ შუებისაჲ, და ჴმაჲ სიხარულისაჲ, და ჴმაჲ სიძისაჲ, და ჴმაჲ სძლისაჲ, და ჴმაჲ ფქვილთაჲ, და ნათელი სანთლისაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ყოველი ქუეყანაჲ განსარყუნელად და აღსაოჴრებელად, და Page of ms. J: A125r  ჰმონებდენ ნათესავნი ესე წარმართთა შორის/ მეფესა ბაბილოვნისასა სამეოცდა ათ წელ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს აღესრულნენ სამეოც და ათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვნისასა, და ძიება ვყო ნათესავსა ამას ზედა, თქუა უფალმან, ძიებით უშჯულოებათა მათთა ქუეყანასა მას ქალდეველთასა, და დავსხნე იგინი განსარყუნელად საუკუნოდ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვავლინნე ქუეყანასა ამას ზედა ყოველნი სიტყუანი ჩემნი, რომელ ვთქუ მისთჳს, ყოველი წერილი წიგნსა ამას შინა.

Verse: 14   Link to mcatLink to armat   
რომელსა წინაწარმეტყუელებდა იერემია ყოველთათჳს წარმართთა, რამეთუ დაიმონნენ იგინი ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდდიდთა. და მე მივაგო <მათ> საქმეთა მათთა-ებრ, და მსგავსად უკეთურებისა სლვისა მათისა-ებრ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე მრქუა მე უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან, მიიღე სასუმელი ესე ღჳნისა ურწყოჲსაჲ ჴელისაგან ჩემისა, და ასუა ეგე ყოველთა წარმართთა, რომელთა მიმართ მე მიგავლინა შენ მათა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და სუან, და წარმოსთხიონ, და განბორგნენ პირისაგან მახჳლისა, რომელ მივავლინო შორის მათსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიღე სასუმელი იგი ჴელისაგან უფლისაჲსა, და ვასუ ყოველთა წარმართთა, რომელთა მიმართ მიმავლინა მე უფალმან მათა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იჱრუსალემსა და ქალაქთა იუდაჲსთა და მეფეთა მისთა და მთავართა მისთა, დასხმად იგინი მოსაოჴრებელად და უგზოდ <და> დასასტჳნველად და საწყეველად.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ფარაოს მეფესა ეგჳპტისასა და მონათა მისთა და მდიდართა მისთა,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველსა ერსა მისსა, და ყოველთა შემყოფთა მისთა, და ყოველთა მეფეთა ჭალაკისათა, და ყოველსა არაბიასა, და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა ოზისთა, და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა უცხოთესლთასა, და ასკალონსა, და გაზასა, და აკარონსა, და ნეშტსა აზოტისასა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და იდუმიასა, და მოაბსა, და ძეთა ამონისთა,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა მეფეთა ტჳროსისთა, და ყოველთა მეფეთა სიდონისათა, და ყოველთა მეფეთა ჭალაკთასა, რომელნი არიან წიაღ ზღუასა;

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და დედანსა, და თემანსა, და გუზსა,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა წინაგარდამარჯულ პირითა, და ყოველთა მეფეთა არაბიაჲსათა, და ყოველთა მეფეთა შეყოფილთა, რომელნი დგებიან უდაბნოსა ზედა, და ყოველთა/ Page of ms. J: A125v  მეფეთა ზამბრისთა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა მეფეთა ელამისთა, და ყოველთა მეფეთა არშაკთასა, და სპარსთასა,

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა მეფეთა აღმოსავალითგან შორიელთა და მახლობელთა კაცად-კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა, და ყოველთავე მეუფებათა ქუეყანისათა, რომელ არიან პირსა ზედა ქუეყანისასა, და მეფემან სისაქ სუას უკუანაჲსკნელ მათსა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი ღმერთი ისრაჱლისაჲ; სუთ, დაითრვენით, და წარმოსთხიეთ და დაეცნეთ, და ვერღარა ა<ღ>სდგეთ პირისაგან მახჳლისა, რომელი მე მოვავლინო შორის თქუენთა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს რაჟამს არა უნდეს მიღებად სასუმელი ეგე ჴელისაგან შენისა სუმად იგი, და ჰრქუა მათ; ესრე თქუა უფალმან ძალთამან სუმით ჰსუათ,

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესერა ქალაქისაგან, რომელსა ზედა სახელ-დებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, მისგან მე ვიწყებ ბოროტებად; და თქუენ განწმედით განწმიდნეგით, ვერ სადა განწმიდნეთ, რამეთუ მე მახჳლსა მოუწოდებ ყოველთა ზედა მსხდომარეთა ქუეყანისათა, თქუა უფალმან ძალთამან.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ წინაწარმეტყუელებდი ყოველთა ამათ სიტყუათა მათა მიმართ, და არქუ მათ; უფალი მაღლით ბრძანებს, და ადგილით წმიდით გამოსცეს ჴმაჲ თჳსი, <და> სიტყუას ბრძანებს ადგილით თჳსით, ხოლო იგინი ვითარცა მსთულებელნი მოუგებდენ, ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა მოვალს მოსრვაჲ

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანად კერძო, რამეთუ საშჯელი არს უფლისაჲ წარმართთა მიმართ, ეშჯის იგი ყოველსა ჴორციელსა, ხოლო უღმრთონი მიეცნენ მახჳლსა, თქუა უფალმან.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; ესერა ძჳრი მოვალს ნათესავისაგან ნათესავად, და ნიავქარი დიდი გამოვალს დასასრულით ქუეყანისაჲთ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ წყლულებანი უფლისაგან დღესა მას უფლისასა კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა, არა იტყებდენ, არცაღა შეკრბენ, არცა დაეფლნენ, სკორედ იყვნენ პირსა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
დაღადებდით მწყემსნი, და ჴმა ყავთ; იტყებდით, ვერძნი ცხოვართანი, რამეთუ აღესრულნეს დღენი მოწყუედისანი და განბნევანი თქუენნი, და დაეცნეთ ვითარცა ვერძნი რჩეულნი./ Page of ms. J: A126r 

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარწყმდეს სივლტოლაჲ მწყემსთაგან, და განრინებაჲ ვერძთაგან ცხოვართასა.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ ღაღადებისაჲ მწყემსთაჲ, და ვალალაებაჲ ვერძთა ცხოვართასაჲ, რამეთუ მოსპო უფალმან საძოვარი მათი.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეცა კეთილი მშჳდობისაჲ პირისაგან რისხვისა გულის-წყრომისა უფლისაჲსა.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
დაუტევა კაცად-კაცადმან ვითარცა ლომმან საყოფელი თჳსი, რამეთუ იქმნა ქუეყანაჲ იგი მათი უგზო პირისაგან რისხვისა, მახჳლისაგან დიდისა, და პირისაგან რისხვისა გულის-წყრომისა მისისა.

Chapter: 26  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
დასაბამსა მეფისა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲ<ს>სა, იყო სიტყუაჲ უფლისა მიერ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე მრქუა უფალმან; დადეგ ეზოსა შინა ტაძრისა უფლისასა, და უბრძანე ყოველსა იუდასა მომავალსა თაყუანის-ცემად ტაძარსა შინა უფლისასა ყოველნი სიტყუანი, რომელ გიბრძანენ შენ თხრობად მათა; ნუ მოაკლებ სიტყუასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ უწყის, ისმინონ ხოლო თუ, და მოიქცეს კაცად-კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და ვსცხრე ძჳრისაგან, რომელი მე განმიზრახავს ყოფად მათა უკეთურთათჳს სლვათა მათთათჳს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ესრე თქუა უფალმან, არა თუ ისმინოთ ჩემი სლვად შჯულსა ჩემსა, რომელ მიგეც წინაშე პირსა თქუენსა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
სმენად სიტყუათა წინაწარმეტყუელთა მონათა ჩემთაჲ, რომელ მე მოვავლინენ განთიად, და არა ისმინეთ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე სახლი ესე ვითარცა სელომი, და ქალაქი ესე მივსცე საწყეველად ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა მღდელთა და ცრუ-წინაწარმეტყუელთა და ყოველსა ერსა იერემიაჲს სიტყუაჲ, იტყოდა რაჲ იგი სახლსა შინა უფლისასა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ვითარცა დადუმნა იერემია სიტყჳსაგან ყოველი რომელი უბრძანა მას უფალმან თხრობად ყოვლისა ერისა, და შეიპყრეს იგი მღდელთა და ცრუ-წინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან, და ჰრქუეს, სიკუდილით მოჰკუდე,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სწინაწარმეტყუელებ სახელითა უფლისაჲთა, და იტყჳ; ვითარცა სელომი იყოს სახლი ესე, და ქალაქი ესე აღოჴრდეს მკჳდრთაგან, და განკრბა ყოველი ერი იერემიაჲს ზედა სახლად უფლისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე მთავართა იუდაჲსთა, და აღმოვიდეს ტაძრით მეფისაჲთ Page of ms. J: A126v  სახლად უფლისა, და დასხდეს წინაშე კართა/ ბჭეთა უფლისა ახალთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მღდელთა და ცრუ-წინაწარმეტყუელთა მთავართა მიმართ და ყოველსა ერსა, საშჯელი სიკუდილისაჲ არს ამის კაცისაჲ, რამეთუ წინაწარმეტყუელებდა ქალაქისა ამისთჳს, ვითარცა გესმა ყურთა თქუენთა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა იერემია მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა, უფალმან მომავლინა მე წინაწარმეტყუელებად სახლსა ამას ზედა და ქალაქსა ამას ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელ გესმეს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ უმჯობეს ყვენით გზანი თქუენნი და საქმენი თქუენნი, და ისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, და დასცხრეს უფალი ბოროტებათაგან, რომელ თქუა თქუენ ზედა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესერა მე ჴელთა შინა თქუენთა ვარ; მყავთ მე ვითარცა ჯერ არს, და ვითარ უმჯობეს გიჩს თქუენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უწყებით უწყოდეთ, უკუეთუ მომკლათ მე, რამეთუ სისხლსა უბრალოსა დასთხევთ თქუენ ზედა და ქალაქსა ამას ზედა და დამკჳდრებულთა ზედა მას შინა, რამეთუ ჭეშმარიტად მომავლინა მე უფალმან თქუენდა, სიტყუად ყურთა თქუენთა ყოველთა ამათ სიტყუათა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუეს მთავართა და ყოველმან ერმან მღდელთა მიმართ და ცრუ-წინაწარმეტყუელთა; არა არს ამის კაცისათჳს საშჯელი სიკუდილისაჲ, რამეთუ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა იტყჳს ჩუენდამო.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგეს კაცნი მოხუცებულთაგანნი ერისანი, და ეტყოდეს ყოველსა კრებულსა ერისასა, და თქუეს;

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მიქეა მორათიტელი წინაწარმეტყუელებდა დღეთა ეზეკია მეფისა იუდაჲსთა, და ყოველსა ერსა იუდაჲსსა ჰრქუა; ეს<რ>ე თქუა უფალმან; სიონი ვითარცა აგარაკი მოიჴნას, და იჱრუსალემი ვითარცა ხილის-საცავი იყოს, და მთაჲ იგი სახლისა უფლისაჲ იყოს სერტყ მაღნარის.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკლვით ნუ მოკლა ეზეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველმან იუდამან, არამედ შეეშინა მათ უფლისა, და ევედრნეს პირსა უფლისასა, და დასცხრა უფალი ბოროტებათაგან, რომელ თქუა მათ ზედა, და ჩუენ ვქმენთ ძჳრი დიდი სულთა ზედა ჩუენთა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და კაცი ერთი ვინ მე წინაწარმეტყუელებდა სახელითა უფლისაჲთა; ურია, ძჱ სამეაჲსი კარიათიარიმელი, ქალაქსა ამას ზედა და ქუეყანისა ამისთჳს მსგავსად ყოველთა სიტყუათა იერემიაჲსთა .

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა მეფესა იოაკიმს და ყოველთავე მდიდართა მისთა და ყოველთა Page of ms. J: A127r  მთავართა/ ყოველნი სიტყუანი მის-მიერნი, და ეძიებდეს მას მოკლვად, და ესმა ურიას, და შეეშინა, და ივლტოდა და შევიდა ეგჳპტედ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარავლინნა იოაკიმ მეფემან კაცნი ეგჳპტედ, ელდათან, ძჱ აქაბორისი, და კაცნი მის თანა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოიყვანეს იგი მიერ, და მოიყვანეს იგი მეფისა იოაკიმისა, და მოკლა იგი მახჳლითა, და შთააგდო მძორი მისი სამარესა ძეთა ერისა მისისათა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ჴელი აქიკამისი, საფანის ძისაჲ, იყო იერემიაჲს თანა, რაჲთამცა არა მიეცა იგი მოკლვად ჴელთა ერისათა.

Chapter: 27  
Verse: 1   Link to mcatLink to armat   
დასაბამსა მეფისა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, იყო სიტყუაჲ ესე იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე მრქუა მე უფალმან; იქმნენ შენდად შესაკრველნი და საჴივნი, და დაისხენ ქედსა შენსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუძღუანენ იგინი მეფესა იუდაჲსსა და მეფესა ძეთა ამონისთასა და მეფესა ტჳროსისა და მეფესა სიდონისასა ჴელითა მოციქულთაჲთა, რომელნი მივიდოდიან შემთხუევად მათა იჱრუსალემდ სედეკიაჲსა, მეფისა იუდაჲსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამცენ უფალთა მათ მიმართ, და არქუ; ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე არქუთ უფალთა თქუენთა; მე შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი და საცხოვარი, რაოდენნი არიან პირსა ზედა ქუეყანისასა, ძალითა ჩემითა დიდითა, და მკლავითა ჩემითა მაღლითა; და მივეც იგი მას, რომელიცა მთნდა წინაშე თუალთა ჩემთა. და აწცა მე ვარ;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მივსცე ყოველი ესე ქუეყანაჲ ჴელსა ნაბუქო<დო>ნოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, მონისა ჩემისასა, და მჴეცნიცა ველისანი საქმედ,

Verse: 7   Link to mcatLink to armat   
მიმიცემიან მას დამონებად მისა ყოველნი ნათესავნი, და ძესა მისსა და ძესა ძისა მისისასა, ვიდრე მოსლვადმდე ჟამისა რისხვისა მისისაჲსა, და ჰმონოს მას ნათესავმან მრავალმან და მეფეთა დიდთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ნათესავი და მეუფებაჲ, რომელთა არა ჰმონონ ნაბუქოდონოსორ, მეფესა ბაბილოვნისასა, რომელთა არა შეყონ ქედი მათი Page of ms. J: A127v  უღელსა ქუეშჱ მეფისა ბაბილოვნისასა, მახჳლითა და სიყმილითა და/ სიკუდილითა მე მოვიძინე იგინი, თქუა უფალმან, ვიდრემდე მოაკლდეს მათ ჴელსა შინა მისსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუენ ნუ ისმენთ ცრუ-წინაწარმეტყუელთა თქუენთასა, და მისანთა თქუენთასა, და ჩუენებათა თქუენთა, და მლაღობელთა თქუენთასა, და მზმნელთა თქუენთასა, და მეწამლეთა თქუენთასა, რომელნი გეტყჳან; ნუ იქმთ საქმესა მეფისა ბაბილოვნისასა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ცილსა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ, რაჲთამცა განგაშორნა თქუენ ქუეყანისაგან თქუენისა, და განგაბნინე თქუენ, და წარსწყმდეთ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნათესავმან, რომელმან შეყოს ქედი თჳსი უღელსა ქუეშჱ მეფისა ბაბილოვნისასა, და უქმნეს მას, დაუტევო იგი ქუეყანასა ზედა, თქუა უფალმან, იქმოდის მუნ და დაეშენოს მუნ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსა, ვიტყოდე მსგავსად ყოველთა ამათ სიტყუათა, და ვთქუ; მიუპყართ ქედი თქუენი უღელსა ქუეშჱ მეფისა ბაბილოვნისასა, და ჰმონეთ მას და ერსა მისსა, და სცხომდეთ.

Verse: 13   Link to mcatLink to armat   
და რაჲსათჳს მოჰკუდები შენ და ერი შენი მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა, ვითარცა თქუა უფალმან ნათესავისა მიმართ, რომელმან არა ჰმონოს მეფესა ბაბილოვნისასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნუ ისმენთ სიტყუასა ცრუ-წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გეტყჳან თქუენ, არა უქმოდით მეფესა ბაბილოვნისასა, რამეთუ იგინი ცრუსა წინაწარმეტყუელებენ თქუენდა მომართ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა მივავლინენ იგინი, იტყჳს უფალი, და იგინი გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა სიცრუვით, რაჲთა წარგწყმიდნენ თქუენ, და წარწყმდენ თქუენ თანა წინაწარმეტყუელნიცა იგი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მღდელთა და ყოველსა ერსა ვეტყოდე და ვარქუ; ესრე თქუა უფალმან, ნუ ისმენთ სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ, და იტყჳან, აჰა ესერა ჭურჭერი სახლისა უფლისაჲ მოიქცევის ბაბილონით აწ ადრე, რამეთუ ცრუსა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ. არა მივავლინენ იგინი და არა არს სიტყუაჲ უფლისაჲ მათ შორის.

Verse: 17   Link to mcatLink to armat   
ნუ ისმენთ მათსა, ჰმონებდით მეფესა ბაბილოვნისასა, და სცხომდეთ; და რაჲსათჳს იქმნების ქალაქი ესე ოჴერ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელნი თუ არიან, და არს სიტყუაჲ უფლისაჲ მათ შორის, სიტყუას უგებედ უფალსა ძალთასა, რაჲთა არა წარიღოს ნეშტი იგი Page of ms. J: A128r  ჭურ/ჭერა სახლისა უფალისაჲ და სახლისა მეფისა იუდაჲსისაჲ და იჱრუსალემისაჲ ბაბილონდ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ სუეტთათჳს, და ზღჳსათჳს და მექონოთთათჳს, და ნეშტთა ზედა ჭურჭერთა, რომელ დაშთომილ არიან ქალაქსა ამას შინა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელ არა წარიღო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან, რაჟამს წარტ<ყ>უენა იექონია და იოაკიმ მეფენი იუდაჲსნი იჱრუსალემით ბაბილონდ, და ყოველნი აზნაურნი იუდაჲსნი და იჱრუსალემი.

Verse: 21   Link to mcatLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, ჭურჭელსა ზედა, რომელ დაშთომილ არს სახლსა შინა უფლისასა, და სახლსა შინა მეფისა იუდაჲსსა, და იჱრუსალემს შინა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ბაბილონდ წარიღონ, და მუნ იყოს ვიდრე დღედმდე მოძიებისა მათისა, ესრე იტყჳს უფალი, და აღმოვიღო იგი და მო<ვ>აქციო იგი ამასვე ადგილსა.;

Chapter: 28  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო წელსა მას დასაბამსა მეფობასა სედეკიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, წელსა მეოთხესა, თთუესა მეხუთესა, თქუა ანანია, ძემან აზორისმან, ცრუ-წინაწარმეტყუელმან გაბაონელმან სახლსა შინა უფლისასა წინაშე თუალთა მღდელთასა და ყოვლისა ერისა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; შემდგომად ორისა წლისა <დღეთა> შევმუსრო უღელი მეფისა ბაბილოვნისაჲ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვაქციო ამას ადგილსა ყოველი ჭურჭერი სახლისა უფლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონუსორ მეფემან ბაბილონისამან ამის ადგილისაგან, და შეიღო იგი ბაბილონდ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იექონია, ძჱ იოაკიმისი, მეფჱ იუდაჲსაჲ, და ყოველი ტყუჱ იუდაჲსაჲ, რომელნი მივიდეს ბაბილონდ, მე მოვაქციო ამასვე ადგილსა, <თქუა> უფალმან ეგრე, და ნატყუენავი იუდაჲსი, რამეთუ შევმუსრო უღელი მეფისა ბაგილოვნისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ანანიას ცრუ-წინაწარმეტყუელსა წინაშე თუალთა მღდელთასა, და წინაშე თუალთა ყოვლისა ერისათა, რომელ დგეს სახლსა შინა უფლისასა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან; ჭეშმარიტად ეგრე ყავნ უფალმან და დაამტკიცენ უფალმან სიტყუაჲ ეგე შენი, რომელსა შენ ჰწინაწარმეტყუელებ, Page of ms. J: A128v  მომცევად ჭურჭრისა მის სახლისა უფლისაჲსა,/ და ყოვლისა ნატყუენავისაჲ ბაბილონით ამასვე ადგილსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ისმინეთ სიტყუაჲ ესე, რომელსა მე ვიტყჳ ყურთა შენთა და ყურთა ყოვლისა ერისათა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელნი რომელნი იყვნეს პირველად ჩემსა და ჴირველად თქუენსა საუკუნითგან, და წინაწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალთა, და მეუფებათა ზედა დიდთა ბრძოლად და ბოროტის-ყოფად და სიკუდიდ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელი იგი, რომელ წინაწარმეტყუელებდა მშჳდობად, მოსლვასა სიტყჳსა მის წინაწარმეტყუელისასა, საცნაურ იყოს წინაწარმეტყუელი იგი, რომელი მოუვლინა მათ უფალმან, სარწმუნოდ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიხუნა ანანია ცრუ-წინაწარმეტყუელმან წინაშე თუალთა ყოვლისა ერისათა საჴივნი იგი ქედისაგან იერემიაჲს წინაწარმეტყუელისა, და შემუსრნა იგინი,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგო ანანია წინაშე თუალთა ყოვლისა ერისათა, და ჰრქუა; ესრე თქუა უფალმან; ესრე შევმუსრო უღელი ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲ, შემდგომად ორისა წლისა დღეთა ქედისაგან ყოველთა ნათესავთა, და წარვიდა იერემია წინაწარმეტყუელი გზად თჳსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ შემუსრვისა შემდგომად საჴივთა ანანია ცრუ-წინაწარმეტყუელისა მიერ ქედისაგან მისისა, და თქუა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მივედ <და> ეტყოდე ანანიას, და არქუ; ესრეთ თქუა უფალმან; საჴივნი ძელისანი დაჰმუსრენ, და ვქმნნე მათ წილ რკინისა საჴივნი;

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; უღელი რკინისაჲ მივეც ქედსა ზედა ყოველთა ნათესავთასა, რაჲთა უქმოდიან ნაბუქოდონოსორ, მეფესა ბაბილონისასა, და ჰმონონ მას, და მჴეცნიცა ველისანი მიმიცემიან მას.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ანანიას ცრუ-წინაწარმეტყუელსა; ისმინე ანანია, არა მოგავლინა შენ უფალმან, და შენ მოსავ ჰყავ ერი ესე სიცრუვესა ზედა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე თქუა უფალმან; აჰა ესერა მე განგავლინებ შენ პირისაგან ქუეყანისაჲსა; ამას წელსა მოჰკუდე, რამეთუ განდრეკასა იტყოდე უფლისა მიმართ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოკუდა ანანია ცრუ-წინაწარმეტყუელი მას წელსა თთუესა მეშჳდესა. Page of ms. J: B13r 

Chapter: 29  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ მიუძღუანა/ იერემია წინაწარმეტყუელმან იჱრუსალემ<ი>თ მოხუცებულთა წარტყუენულთა და მღდელთა, ცრუ-წინაწარმეტყუელთა და ყოვლისა მიმართ ერისა წიგნი ბაბილოვნდ, წარტყუენულთა მიმართ და ყოვლისა მიმართ ერისა, რომელ წარტყუენა ნაბუქოდონოსორ ჰჱრუსალემით ბაბილოვნდ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
შემდგომად გამოსლვასა იექონია მეფისა და დედოფლისა და საჭურისთასა და მთავართა იუდაჲსთა იჱრუსალემით, და ყოვლისა აზნაურისა და ჴელოვნისა და პყრობილთასა იჱრუსალემით.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴელითა ელასაჲსითა, საფანის ძისაჲთა, და გამარიაჲსითა, ძისა ქელკიაჲსა, რომელ წარავლინნა სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ბაბილონისა, ბაბილონდ, და ჰრქუა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, წარტყუენელთა ზედა, რომელ წარიტყუენა იჱრუსალემით ბაბილონდ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
იშჱნეთ სახლებ, და დაეშჱნენით, დაასხთ სამოთხეები, და ჭამეთ ნაყოფი მათი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ისუთ ცოლებ, და ისხთ შვილებ ძეებ და ასულებ. უსხენით ძეთა თქუენთა ცოლ, და ასულნი თქუენნი მისცენით ქმართა, და შვედ ძეებ და ასულებ, და განმრავლდით, და ნუ შეჰმცირდებით.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცხომდებოდეთ მშჳდობად მის ქუეყანისა, რომელსა მიგავლინენ თქუენ მუნ, და ილოცევდით მათთჳს უფლისა მიმართ, რამეთუ მშჳდობასა შინა მათსა თქუენთჳსცა იყოს მშჳდობა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; ნუ აღგაცთუნებედ თქუენ ცრუ-წინაწარმეტყუელნი თქუენნი, რომელ არიან თქუენ შორის, და ნუ აღგაცთუნებედ თქუენ მისანნი თქუენნი, და ნუ ისმენთ სიზმართა თქუენთა, რომელ გეზმანებიან თქუენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ცრუსა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ იგინი სახელითა ჩემითა; არა მივავლინენ <იგინი>, თქუა უფალმან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე თქუა უფალმან, რაჟამს აღასრულებდეთ ბაბილონს სამეოც და ათსა წელსა, მოგიძინე თქუენ, და დავამტკიცნე თქუენ ზედა სიტყუანი ჩემნი კეთილნი მთმცევად თქუენდა ამას ადგილსა./ Page of ms. J: B13v 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე უწყი ზრახვაჲ, რამეთუ მე ვარ, და ვზრახო თქუენ ზედა ზრახვაჲ მშჳდობისაჲ, თქუა უფალმან, და არა ძჳრი, მოცემად თქუენდა დიდდიდი ესე და სასოებაჲ; და მხადოდით მე, და მპოოთ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ილოცევდით ჩემდამო, და მე ვისმინო თქუენი;

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მეძიებდით მე და მპოოთ, რაჟამს მეძიებდეთ მე ყოვლითა გულითა თქუენითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოგეცხადო თქუენ, თქუა უფალმან, და მოვაქციო ტყუჱ თქუენი, და შეგკრიბნე თქუენ ყოველთაგან წარმართთა, და ყოველთაგან ადგილთა, სადაცა განგაბნიენ თქუენ, თქუა უფალმან. და მოგაქცინე თქუენ ადგილსა ამას, ვინაჲცა წარგტყუენენ თქუენ მიერ.

Verse: 16   Link to mcatLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი მეფისა მიმართ, რომელი ზის საყდართა ზედა დავითისთა, და ყოველსა ერსა, მკჳდრთა ამის ქუეყანისათა, ძმათა თქუენთა არა განსრულთა თქუენ თანა ტყუედ.

Verse: 17   Link to mcatLink to armat   
ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ; ესერა მივავლინებ მე მათა მახჳლსა და სიყმილსა და სიკუდილსა, და ვყვნი იგინი ვითარცა ლეღუნი სუარიმისანი, რომელი ვერ იჭამოს სიჯერკულისაგან.

Verse: 18   Link to mcatLink to armat   
და გამოვდევნნე იგინი მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა, და მივსცნე იგინი საყუედრელად ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და საფიცებელად და განსარყუნელად და სასტჳნველად, და საყუედრელად ყოველთა შორის წარმართთა, სადა იგი განვაბნინე <მუნ>.

Verse: 19   Link to mcatLink to armat   
მისთჳს რამეთუ არა ისმინეს სიტყუათა ჩემთაჲ, თქუა უფალმან, რამეთუ მივავლინენ მათა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი, აღვიმსთობდი და მივავლინებდ, და არა ესმა, თქუა უფალმან.

Verse: 20   Link to mcatLink to armat   
და თქუენ ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ყოველთა წარტყუენულთა, რომელ განვავლინენ იჱრუსალემით ბაბილონდ.

Verse: 15   Link to septLink to armat   
[!] და სთქუთ; დაადგინა უფალმან ჩუენ ზედა წინაწარმეტყუელი ბაბილონს შინა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, აქიაბის ზედა, ძისა კოლაჲსისა, და სედეკიაჲს ზედა, ძისა მანასჱსა, რომელ იგი წინაწარმეტყუელებენ სახელად ჩემდა ცრუსა. აჰა ესერა მე მივსცნე ჴელთა ნაბუქოდონოსორ, Page of ms. J: B14r  მეფისა ბაბილოვნისათა,/ და მოწყჳდნეს იგინი წინაშე თუალთა თქუენთა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიღონ მათ ზედა წყევაჲ ყოველთა შორის წარტყუენულთა <იუდაჲსთა> ბაბილონს შინა, და თქუან, გყავნ შენ უფალმან, ვითარცა სედეკიას უყო და ვითარცა აქიაბს, რომელნი იგი შეწუნა მეფემან ბაბილონისამან ცეცხლითა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ქმნეს უშჯულოებაჲ შორის ისრაჱლსა, და იმრუშებდეს იგინი ცოლთა თანა-მოქალაქეთასა, და სიტყუას უთხრობდეს სახელითა ჩემითა ცრუსა, რომელ არა უბრძანე მათ; და მე იგი ვარ მეცნიერი და მოწამე, იტყჳს უფალი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამეას ელამიტელსა არქუ,

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ შენ მიუძღუანე სახელითა ჩემითა წიგნი ყოველსა ერსა იჱრუსალემდ. არა მიგავლინე შენ სახელითა ჩემითა; და სოფონია ძესა მანასჱსა,

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალმან დაგადგინა შენ მღდელად იუდაჲს წილ მღდელისა, და გყო შენ ზედა-მდგომელ სახლსა შინა უფლისასა ყოვლისა კაცისა წინაწარმეტყუელისა თჳს, და ყოვლისა კაცისა მცბიერისათჳს, რაჲთა მისცნეთ იგინი საპყრობილესა სინუქისსა და მღჳმესა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ რად არა შეჰრისხენით იერემიას ანათოთელსა, რომელი გიწინაწარმეტყუელებდა თქუენ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოავლინა თქუენდა ბაბილონდ, და გრქუა; შორს და არს, იშჱნეთ სახლი, და დაეშჱნენით, დაჰნერგეთ სამოთხეები, და ჭამეთ ნაყოფი მათი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოუკითხა სოფონია მღდელმან წიგნი ესე ყურთა იერემიაჲს წინაწარმეტყუელისათა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ, და ჰრქუა,

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
მიავლინე ყოველთა მიმართ წარტყუენულთა, და არქუ, ესრე თქუა უფალმან სამეაჲსთჳს ელამიტელისა, რამეთუ გიწინაწარმეტყუელებდა თქუენ სამეა, და მე არა მივავლინე იგი, და მოსავ გყვნა თქუენ სიცრუვესა ზედა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე თქუა უფალმან, აჰა ესერა მე ძიება ვყო სამეაჲს ზედა ელამიტელისა, და ნათესავისა მისისა ზედა, და არა იყოს მისი კაცი მჯდომარჱ შორის თქუენსა ხილვად კეთილისა მის, რომელ მე ვყო თქუენთჳს, იტყჳს უფალი, რამეთუ განდრეკასა იტყოდა უფლისათჳს.

Chapter: 30  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, და ჰრქუა; Page of ms. J: B14v 

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან/ ისრაჱლისამან, დაწერენ შენდად ყოველნივე ესე სიტყუანი წიგნსა ზედა, რომელ გიბრძანენ შენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და მოვაქციო ტყუჱ ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ, და იუდაჲსი, თქუა უფალმან, და მოვაქცინე იგინი ადგილსა ამას, რომელი მივეც მამათა მათთა, და ეუფლნენ მას.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი ისრაჱლსა ზედა და იუდასა ზედა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ჴმაჲ შიშისაჲ გესმეს, საზარელი შიში, და არა არს მშჳდობა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
იკითხეთ და იხილეთ, თუ შვა წულ, და შიში რომლისანი შეპყრობილ იყვნენ ფერცხ<ა>ლნი განრინებაჲ, რამეთუ ვიხილე ყოველი კაცი, და ჴელნი მისნი ფერცხ<ა>ლთა ზედა თჳსთა ვითარცა შობადისანი, გარდაიქცეს ყოველნი პირნი, დანდალუკ იქმნნეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დიდ არს დღჱ იგი, და არა არს ეგე-მლევანი; და ჟამი იწროებისაჲ არს და ჭირისაჲ იაკობისი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამის განცა გან-ვე-ერეს, მას დღესა შინა, თქუა უფალმან ძალთამან, შევმუსრო უღელი ქედისაგან მათისა, საკრველნი მათნი განვხეთქნე, არღა უქმოდიან იგინი უცხოთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და უქმოდიან იგინი უფალსა ღმერთსა მათსა, და დავით მეფჱ აღუდგინო მათ.

Verse: 10   Link to mcatLink to armat   
და შენ ნუ გეშინინ მონასა ჩემსა იაკობს, თქუა უფალმან, ნუცა შესძრწუნდები ისრაჱლ, რამეთუ ესერა გან<გ>არინო შენ შორით, და ნათესავი შენი ტყუეობისაგან მათისა, მოიქცეს იაკობ, და დაეყუდოს, და განიშუას, და არა ვინ იყოს მაფრთხობელ მათა.

Verse: 11   Link to mcatLink to armat   
რამეთუ მე შენ თანა ვარ, იტყჳს უფალი, განრინებად შენდა, რამეთუ ვყო მოკლებაჲ ყოველთა ნათესავთაჲ, რომელთა მიმართ განგაბნიე შენ, ხოლო შენი არა ვყო მოკლებაჲ, და განგსწავლო შენ განკითხვით, და განმართლებით არა განგამართლო შენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; ძლიერ არს შემუსრვაჲ ეგე შენი, სალმობიერ არს წყლულებაჲ ეგე შენი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
არა არს განმკითხველ საშჯელისა შენისა, სალმობიერად იკურნე, და სარგებელ <არა> არს შენდა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთა მეგობართა შენთა დაგივიწყეს შენ, არა იკითხო<ნ> შენთჳს, რამეთუ Page of ms. J: B15r  წყლულე/ბითა მტერისაჲთა გწყალ შენ; სწავლაჲ მტკიცჱ ყოველსა ზედა უშჯულოებასა შენსა, რამეთუ განმრავლდეს ცოდვანი შენნი. გძლეს უშჯულოებათა შენთა,

Verse: 15   Link to mcatLink to armat   
რაჲსა ჰღაღადებ შემუსრვილებასა შენსა ზედა, ძლით არს სალმობაჲ ეგე შენი სიმრავლითა უშჯულოებათა შენთაჲთა, რამეთუ გძლეს შენ ცოდვათა შენთა, და გიყვეს შენ ესე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ყოველნი შემჭამელნი შენნი შეიჭამნენ, და ყოველთა მტერთა შყნთა ჴორცნი მათნი ყოველნი მოიჭამნან. სიმრავლითა უშჯულოებათა შენთაჲთა განმრავლდეს <და ცოდვათა შენთა გიყვეს შენ ესე>. ყოველნი მაჭირვებელნი შენნი ტყუედ წარვიდენ, და იყვნენ მდევარნი თქუენნი სადევნელ, და ყოველნი წარმტყუენველნი თქუენნი მივსცნე ტყუედ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოვავლინო კურნებაჲ შენი წყლულებისაგან სალმობიერისა, და განგკურნო, იტყჳს უფალი, რამეთუ განბნეულად იწოდე სიონი, ესე მონადირებული თქუენი არს, რამეთუ არა არს მეძიებელ მისა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე მოვაქცინე აღფხურილნი საყოფელთა იაკობისთანი, და ტყუენი მისნი შევიწყალნე, და აღიშჱნოს ქალაქი სიმაღლესა ზედა მისსა, და ტაძარი სიმართლითა მისითა აღემართოს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდენ მათგან მძნობარნი და ჴმაჲ მემღერთაჲ, და განვამრავლნე იგინი, <და არა მოაკლდენ, და განვაორძინნე იგინი>, და არა შემცირდენ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდენ ძენი მათნი ვითარცა პირველად, და წამებანი მათნი წინაშე პირსა ჩემსა განემართნენ, და ძიება ვყო ყოველთა ზედა მაჭირვებელთა მათთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ უმძლავრესნი მათნი მათ ზედა, და მთავარი მათი მათგან გამოვიდეს, და შევკრიბნე იგინი, და მოიქცენ ჩემდა, რამეთუ ვინ არს ესე, რომელმანმცა გული თჳსი მოიქცია ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 22   Link to mcatLink to armat   
და იყვნენ ჩემდა ერ, და მე ვიყო მათა ღმერთ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ რისხვაჲ უფლისაჲ გამოჴდა გულის-წყრომით, გამოჴდა რისხვაჲ მიქცეულად; უღმრთოთა ზედა მივიდეს.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
არა უკუნ-იქცეს რისხვაჲ გულის-წყრომისა უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს <და> ვიდრემდის დაამტკიცოს ნებ<ა>ჲ გულისა თჳსისაჲ, აღსასრულთა დღეთა სცნათ ესე.;/ Page of ms. J: B15v 

Chapter: 31  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მას ჟამსა შინა, თქუა უფალმან; ვეყო ღმერთ ნათესავსა ისრაჱლისასა, და იგინი იყვნენ ჩემდა ერ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან; ვპოე სიწრფოებაჲ უდაბნოსა მომსრველთა თანა მახჳლითა, რომელნი მივიდეს მაწამებელად ისრაჱლისა, ვიდოდეთ და ნუ მოჰსრავთ ისრაჱლსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
შორით უფალი გამოუჩნდეს მათ, სიყუარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ, ამისთჳს მოგიზიდე შენ შეწყალებად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღგაშჱნო შენ, და აღგეშჱნას, ქალწული ისრაჱლი, მერმე მოიღო ბობღანი შენი, <და> გამოიღო კრებულთა თანა მომღერთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მერმე აშჱნოთ ვენაჴები მთასა სამარიაჲსასა. დაჰნერგეთ ნერგი და აქებდით;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დღჱ ნუგეშინის-ცემისაჲ არს მვედრებელთაჲ მთათა ზედა ეფრემისთა, აღდეგით და აღვიდეთ სიონდ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ ეტყჳს უფალი იაკობსა, იხარებდით და იშუებდით და იმღერღით თავთა ზედა წარმართთასა, სასმენელ ყავთ და აქებდით და თქუთ; იჴსნა <უფალმან> ერი თჳსი, ნეშტი ისრაჱლისაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე მოვიყვანნე იგინი ქუეყანით ჩრდილოჲთ, და შევკრიბნე იგინი კიდით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა ფასეკისასა. და გესხნენ შენ ერნი მრავალნი, მათ შორის და მკელობელი და ბრმაჲ, მუცელ-ქუმული და მშობელი, ერთბამად კრებული დიდი, და მოიქცენ აქა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ტირილით განვიდეს შენგან, და ნუგეშინის-ცემით მოვიყვანნე იგინი, და განუსუენო ნაკადულსა ზედა წყალთასა გზასა წრფელსა, და არღარა შესცთენ მერმე მას შინა, რამეთუ ვექ<მ>ნე მე ისრაჱლსა მამად, და ეფრემ პირმშოჲ ჩემი არს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ წარმართნო, და მიუთხართ ჭალაკთა შორიელთა. არქუთ, რომელმან განაქრია ისრაჱლი შეკრიბოს იგი, და დაიცვას ვითარცა მწყემსმან სამწყსოჲ თჳსი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იპსნა უფალმან იაკობი, და განარინა იგი ჴელთაგან უმძლავრჱსთა მისთა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდენ და იხარებდენ და იშუებდენ მთასა ზედა სიონსა, Page of ms. J: B16r  მოვიდენ და დაუკჳრდეს კეთილთა/ ზედა უფლისათა, ქუეყანასა ზედა იფქლისასა და ღჳნისასა და ნაყოფთასა და საცხოვართასა და ზროხათასა, და იყოს სული მათი ვითარცა ხჱ ნაყოფიერი, და ვითარცა სამოთხჱ დამთრვალი, და არღარა ეშინოდის მათ მერმე, არცა ჰმშიოდის.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ იხარებდენ ქალწულნი შორის კრებულსა ჭაპუკთასა, და მოხუცებულნი მხიარულ იყვნენ ერთბამად, და გარდავაქციო გლოვაჲ მათი სიხარულად, და ნუგეშინის-ვსცე მათ, და ვყვნე იგინი სახარულევან, და ვახარო მათ ჭუვილსაგან მათისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განვადიდო და დავათრო სული მღდელთაჲ ძეთა ლევისთაჲ, და ერი ჩემი კეთილითა ჩემითა განძღეს, იტყჳს უფალი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან; ჴმაჲ ჰრამად ისმა, გლოვაჲ, ტირილი და გოდებაჲ; ჰრაქელ ტიროდა ძეთა მათ თჳსთა ზედა, და არა უნღა ნუგეშინის-ცემაჲ შვილთა თჳსთა ზედა, რამეთუ არა არიან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; დასცხერინ ჴმაჲ შენი ტირილისაგან, და თუალნი შენნი ცრემლთაგან, რამეთუ არს სასყიდელი საქმეთა შენთაჲ, თქუა უფალმან, და მოიქცეს ქუეყანით მტერთაჲთ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს სასოება აღსასრულსა შენსა, თქუა უფალმან, და მოექცენ შვილნი შენნი საზღვართა მათთა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
სმენით მესმა ეფრემის გოდებაჲ, განმსწავლე მე და განვისწავლო, ვითარცა სამწყული უმწყი ვერ დავიმწყე. მომაქციე მე და მოვიქცე, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩემი ხარ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შემდგომად ტყუეობისა მის ჩემისა შევინანე, და შემდგომად გულის-ჴმის-ყოფისა ვკუნესოდე დღეთა ზედა სირცხჳლისა ჩემისათა; კდემულ ვიქმენ და დაგემორჩილე შენ, რამეთუ მოვიღე ყუედრებაჲ სიჭაპუკით ჩემითგან.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ძჱ ხარ საყუარელი ჩემი, ეფრემ, ყრმაჲ განცხრომისაჲ შუებასა, რამეთუ ვინაჲთგან სიტყუანი ჩემნი მის თანა არიან, ჴსენებით მოვიჴსენო მისი მერმე. ამისთჳს მოვიძივ იგი; წყალობით შევიწყალო იგი, იტყჳს უფალი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაადგინენ შენდად ებგურნი, სიონ, იყავნ შენდა გუემაჲ განმწარებული, მიეც გული შენი ბეჭთა შენთა, გზასა, რომელსა ხუალ; მოიქეც ქალწულო Page of ms. J: B16v  ისრაჱლ, მოიქეც ქალ/აქებად შენდა მგლოვარჱ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდის მიაქცევდე, ასულო შეურაცხო, რამეთუ დაგბადა შენ უფალმან ცხორებად, და დასანერგველად ახლად, ცხოვრებად იქცეოდიან კაცნი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, მერმე თქუან და სიტყუაჲ ესე ქუეყანასა იუდაჲსსა, და ქალაქებსა მისსა, რაჟამს მოვაქციო ტყუჱ მათი. კურთხეულ არს უფალი მთასა ზედა მართალსა წმიდასა მისსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და დამკჳდრებულნი მუნ იუდა და ყოველი ქალაქები მისი ერთბამად მოქმედითურთ ქუეყანისაჲთ, და განიშუან სამწყსოჲთურთ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დავათრვე ყოველი სული წყურიელი, და ყოველი სული მშიერი განვაძღე კეთილითა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს განვიღჳძე, და ვიხილე, და ძილი ჩემი ტკბილ მეყო მე.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და დავსთესო სახლი ისრაჱლისაჲ და სახლი იუდაჲსი თესლითა კაცთაჲთა და თესლითა საცხოვართაჲთა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ვითარცა განვიღჳძე მათ ზედა აღფხურად და <და>რღუევად და დამჴულვად და ბოროტებად და წარწყმედად, ეგრე განვიღჳძო მე მათ ზედა აღშჱნებად და დანერგვად, იტყჳს უფალი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ დღეთა შინა არღარა თქუან მერმე, მამათა ჭამეს კაწახი, და შვილთა კბილნი მოლბეს,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ კაცად-კაცადი ცოდვათა შინა თჳსთა მოკუდეს ყოველი კაცი, და რომელმან ჭამოს კაწახი, მოჰლბენ კბილნი მისნი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღთქუმა ვყო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი;

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
არა აღთქუმისა მის-ებრ, რომელ აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ჴელი მათი გამოყვანებად მათა ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქუმათა ჩემთა, და მე შ<ე>ურაცხ-ვყვნე იგინი, თქუა უფალმან.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელ აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსსა შემდგომად მათ დღეთა, თქუა უფალმან; მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა, და მკერდსა ზედა მათსა დაუწერო მათ, და ვიყო მე მათა ღმრთად, და იგინი იყვნენ Page of ms. J: B17r  ჩემდა ერად/.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა ასწავებდეს კაცად-კაც<ად>ი მოყუასსა თჳსსა, და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა, და ჰრქუას, გულის-ჴმა-ყავ უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე კნინითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე, თქუა უფალმან, მოვიჴსენნე.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან, რომელმან მოსცა მზჱ ნათლად დღისა <და> მთოვარე და მარსკულავები განმანათლებელად ღამისა, და სცის ღაღადება ზღუასა და მხრიედ ღალვანი მისნი, უფალ მერთისა-მპყრობელ არს სახელი მისი.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ დასცხრენ შჯულნი ესე პირისაგან ჩემისა, თქუა უფალმან, და ნათესავმან ისრაჱლისამან დააცადოს ყოფად თესლებად წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა.

Verse: 35   Link to septLink to armat   
[!] ესრე იტყჳს უფალი; აღ-თუ-მაღლდეს ცაჲ უზესკნელეს, და და-თუ-მდაბლდეს იატაკი ქუეყანისაჲ ქუესკნელად, მეცა შეურაცხ-ვყო ნათესავი ისრაჱლისაჲ, თქუა უფალმან, ყოველთათჳს, რომელ ქმნეს.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღიშჱნოს ქალაქი უფლისაჲ გოდლითგან ანამელისით ვიდრე ბჭედმდე კიდისათა.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოჴდეს მერმე სასოებაჲ და საბელი საზომისაჲ წინაშე მათსა მი-ბორცუადმდე გარებდ, და მოიქმნეს რჩეულთაგან ქვათა გაბათად კერძო, და ყოველთა ზედა ღელეთა ფაგარიმისათა.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველსა ასარემოთსა ჴევადმდე ნაძუთად, ვიდრე კიდედმდე <ბჭეთა> საცხენისათა აღმოსავალით სიწმიდედ უფლისა, და არღარა აღიფხურეს, არცაღა დაირღუეს უკუნისამდე.

Chapter: 32  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ, წინაწარმეტყუელებაჲ; წელსა მეათესა სედეკია, მეფისა იუდაჲსსა, ესე წელი მეათრვამეტჱ ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲ,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძალი მეფისა ბაბილოვნისაჲ ჰბრძოდა იჱრუსალემსა, და იერემიას წინაწარმეტყუელსა სცვიდეს ეზოსა შინა საპყრობილისასა, რომელ არს სტოვათა მეფისა იუდაჲსთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელსა შინა Page of ms. J: B17v  შეაყენა იგი სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ჰრქუა,/ შენ რად სწინაწარმეტყუელებ, და იტყჳ; ესრჱ თქუა უფალმან. აჰა ესერა მე მივსცემ ქალაქსა ამას ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და დაიპყრას იგი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და სედეკია, მეფჱ იუდაჲსი, არა განერეს ჴელთა ქალდეველთასა, რამეთუ მიცემით მიეცეს ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და იტყოდეს პირი მისი პირისა მიმართ მისისა, და თუალთა მისთა თუალნი მისნი იხილნენ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბაბილონდ წარიყვანოს სედეკია, და მუნ დაჯდეს, ვიდრემდის მოვიძიო იგი, თქუა უფალმან, რამეთუ ჰბრძავს ქალდეველთა, რომელთა მიმართ ვერ წარმოემართოს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან; იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და თქუა;

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ანამელ, ძჱ სალომისი, ძმისა მამისა შენისაჲ, მოვიდეს შენდა, და გრქუას, დაიპყარ აგარაკი იგი ჩემი ანათოთისაჲ, რამეთუ შენი არს სამართალი მახლობელებისაჲ დაპყრობად იგი სამკჳდრებელად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდა ჩემდა ანამელ, ძჱ სალომისი, ძმისა მამისა ჩემისაჲ, ვითარცა თქუა უფალმან, ეზოსა მას საპყრობილისასა, და მრქუა; დაიპყარ აგარაკი იგი ჩემი ანათოთისაჲ, რომელ არს ქუეყანასა მას ბენიამენისსა, რამეთუ შენდა წეს არს დაპყრობად სამკჳდრებელისა მის, რამეთუ შენ ხარ უხუცჱსი, და გულის-ჴმა-ვყავ რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ არს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავიპყარ აგარაკი იგი ანამელისგან, ძისა სალომისა, ძმისა მამისა ჩემისა, რომელი იყო ანათოთს ქუეყანასა მას ბენიამენისსა, და მიუწონე მას ვეცხლი შჳდი სიკლაჲ, და ათი ვეცხლი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავწერე წიგნსა შიდა, და ვიწამენ მოწამენი, და მიუწონე ვეცხლი იგი სასწორითა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიღე წიგნი იგი მოგებისაჲ დაბეჭდული იგი, მცნებაჲ, და სამართალი აღმოკითხული და განცხადებული.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივეც წიგნი იგი მოგებისაჲ ბარუქს, ძესა ნერისსა, ძისა მაასჱსისა, წინაშე თუალთა ანამელისთა, ძისა <სალომისა>, ძმისა მამისა ჩემისა, წინაშე თუალთა მდგომარეთა მოწამეთასა <და მწერალთასა>, წიგნსა მას მოგებისასა და წინაშე თუალთა <ყოველთა> ჰურიათასა, Page of ms. J: B18r  რომელ სხდეს ეზოსა მას საპყრობილისასა./

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანე ბარუქს წინაშე თუალთა მათთა, და ვარქუ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, ღმერთი ისრაჱლისაჲ. მიიღე წიგნი ესე მოგებისაჲ დაბეჭდული, და წიგნი აღმოკითხული და განცხადებული, და შთასდვა იგი ჭურჭერსა კეცისასა, რაჲთა დათმოს დღეთა მრავალთა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე თქუა უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან ღმერთმან ისრაჱლისამან, მერმეცა მოიგონ სახლები და აგარაკები და ვენაჴები ამას ქუეყანასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვილოცე უფლისა მიმართ შემდგომად მიცემისა მის წიგნისა მოგებისაჲსა ბარუქს, ძესა ნერისსა, და ვთქუ;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი ხარ უფალ, აჰა ესერა შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა, და არა დავმალოს შენგან რაჲ ვე.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰყვი წყალობაჲ მი-ათასამდე ნათესავად, და მიაგი ცოდვაჲ მამათაჲ წიაღთა შვილთა მათთასა შემდგომად მათსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ღმერთო დიდო და ძლიერო, უფალ ძალთა არს სახელი შენი, რომელი დიდ ხარ ზრახვითა და ძლიერ საქმითა, ყოვლისა-მპყრობელო, სახელ დიდო უფალო, თუალნი შენნი განხუმულ არიან ყოველთა მიმართ გზათა ძეთა კაცთასა, მიცემად თითოეულსა გზისა-ებრ თჳსისა, და ნაყოფთა სლვათა თჳსთა-ებრ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან ჰყავ სასწაულები და ნიშები ქუეყანასა ეგჳპტისასა, და ვიდრე აქა დღედმდე ისრაჱლსა შორის და ნაშობთა შორის კაცთასა, და ჰყავ შენდა სახელ ვითარცა დღჱ ესე.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოიყვანე ერი შენი ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით სასწაულებითა და ნიშებითა, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჩუენებითა დიდითა; და მიეც მათ ქუეყანაჲ ესე, რომელ ეფუცე მამათა მათთა მიცემად მათა, ქუეყანაჲ გამომცემელი სძისა და თაფლისაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
შევიდეს და დაიპყრეს იგი, და არა ისმინეს ჴმისა შენისაჲ, და შჯულსა შენსა არა ვიდოდეს; ყოველი რავდენი ამცენ მათ ყოფად, არა ყვეს, და ყვეს შემთხუევად მათა ყოვლისა ამის ძჳრისა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ერი მოწევნულ არს ქალაქსა ამას ზედა დაპყრობად მისა, და Page of ms. J: B18v  ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა, რომელნი ჰბრძვანან/ მას პირისაგან მახჳლისა, სიყმილისა და სიკუდილისა. და ვითარცა სთქუ, ეგრეცა არს, და ესერა შენ ჰხედავ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ მეტყჳ მე თავადი უფალი; დაიპყარ აგარაკი იგი ვეცხლითა, და დავიპყარ, და დავწერე წიგნი და დავჰბეჭდე, და ვიწამენ მოწამენი, და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და თქუა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ უფალი ღმერთი ყოველთა ჴორციელთაჲ; ანუ და-მე-ემალოს ჩემგან ყოველი სიტყუაჲ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისათა, და წარიღონ იგი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემოვიდენ ქალდეველნი, რომელნი ჰგრძვანან ამას ქალაქსა, და მოწუან იგი ცეცხლითა, და დაწუან სახლები, რომელსა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა მათსა ბაალსა, და უზორვიდეს საზორველსა ღმერთთა სხუათა, რაჲთამცა განმამწარეს მე.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იყვნეს ძენი <ისრაჱლისანი და ძენი> იუდაჲსნი ყოვლად მყოფელ ბოროტისა წინაშე თუალთა ჩემთა სიჭაპუკით მათითგან, ხოლო ძეთა ისრაჱლისათა განმარისხეს მე საქმითა ჴელთა მათთაჲთა, თქუა უფალმან.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განრისხებასა ოდენ ჩემსა და გულის-წყრომასა ჩემსა იყო ჩემდა ქალაქი ესე, ვინაჲთ [!] დღითგან აღვაშჱნე ვიდრე აქა დღემდე, და მოვსპო იგი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოვლისათჳს ძჳრისა ძეთა ისრაჱლისათა <და ძეთა იუდაჲსთა>, რამეთუ განმამწარეს მე მათ და მეფეთა მათთა და მღდელთა მათთა და წინაწარმეტყუელთა მათთა <და> კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცეს ჩემდა ზურგი და არა პირი, და ვასწავებდ მათ; აღვიმსთობდ და ვასწავებდ, და არა ისმინეს და არა ინებეს მიღებად სწავლისა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
<და> დასხნეს ბილწნი მათნი სახლსა შინა, რომელსა ზედა წოდებულ იყო სახელი ჩემი, რაჲთამცა შეაგინეს იგი არა-წმიდებითა მათითა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღაშჱნნეს ბაგინნი ბაალისნი, Page of ms. J: B19r  რომელ იყვნეს ჴევსა შიდა ძისა ენომისთა, გოდლებსა მას გებს შინა,/ რაჲთამცა დაუკლნეს ძენი მათნი მოლთმს, რომელ არა ვამცენ მათ, არცა მომიჴდა გულსა ჩემსა ყოფად საძაგელი ესე, საცოდველად იუდაჲსა.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ ესრე თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან, ქალაქსა ამას ზედა, რომელისათჳს თქუენ იტყჳთ, ვითარმედ მიეცეს ჴელთა მეფისა ბაბილონისათა მახჳლითა, სიყმილითა და ტყუეობითა.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე შევკრიბნე იგინი ყოველთაგან ადგილთა, სადა განვაგნიენ იგინი მუნ, რისხვითა ჩემითა და გულის-წყრომითა ჩემითა; და რისხვითა დიდითა და მოვაქცინე იგინი ადგილსა ამას, და დავსხნე იგინი სასოებით.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათა ღმრთად.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვსცე მათ გულ სხუა და გზა სხუა, რაჲთა ეშინოდის მათ ჩემდა ყოველთა დღეთა, რაჲთა კეთილი ვყოს მათ და შვილთა მათთა შემდგომად მათსა.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ საუკუნჱ, რომელ არა გარდავაქციო შემდგომად მათსა, რაჲთა კეთილი უყო მათ, და შიში ჩემი მივსცე გულთა მათთა, რაჲთა არა განდგენ იგინი ჩემგან.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიძინე იგინი და ვიხარებდე მათ ზედა, რაჲთა კეთილი უყო მათ, <და> დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა მას ჭეშმარიტებით, და ყოვლითა გულითა ჩემითა <და ყოვლითა სულითა ჩემითა>.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; ვითარცა მოვავლინე ერსა ამას ზედა ყოველი ძჳრი დიდი, ეგრე მოვავლინო მათ ზედა ყოველი კეთილი, რომელ ვთქუ მათ ზედა.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიგნენ მერმე აგარაკნი ამას ქუეყანასა, რომლისათჳს შენ იტყჳ, ვითარმედ უგზო არს კაცთაგან და საცხოვართაგან, და მიეცეს ჴელთა ქალდეველთასა.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიგნენ აგარაკნი ვეცხლითა, და დაიწეროს წიგნსა, და დაიბეჭდოს, და იწამნენ მოწამენი ქუეყანასა ბენიამენისსა, და გარემო იჱრუსალემსა, და ქალაქთა იუდაჲსთა, და ქალაქთა მთისათა, და ქალაქთა სეფელაჲსათა, და Page of ms. J: B19v  ქალაქთა ნაგებისთა/; და მოვაქციო ტყუჱ მათი, თქუა უფალმან.;

Chapter: 33  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ იერემიაჲსა მიმართ, და იგი კრულ და იყო ეზოსა შინა საპყრობილისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან, რომელმან დაჰბადა ქუეყანაჲ, და შექმნა იგი აღმართებად იგი; უფალ სახელი მისი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმა ყავ ჩემდამო, და მე მიგიგო შენ, და გითხრნე შენ დიდდიდნი და ძლიერნი, რომელ არა იცოდენ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან, სახლთათჳს ამის ქალაქისათა, და სახლისათჳს მეფისა იუდაჲსისა, დარღუევად არდაბაგებისა და საბრძოლთა მახჳლისათჳს ზედა-მიმავალთაჲსა;

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ბრძოლად ქალდეველთასა და აღვსებად მისა მკუდრებითა კაცთაჲთა, რომელ მოვსრნე გულის-წყრომითა ჩემითა და რისხვითა ჩემითა; გარე-მივიქციე პირი ჩემი მათგან ყოველთა უკეთურებათა მათთათჳს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე განვაშორო მას მახჳლი, და ესერა მოვავლინო მის ზედა შებრძჳნებაჲ. ულხინო და განვკურნნე იგინი, და ვყო მათთჳს მშჳდობა და სარწმუნოება.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვაქციო ტყუჱ იუდაჲსი და ტყუჱ ისრაჱლისაჲ, და აღვაშჱნნე იგინი ვითარცა პირველად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვწმიდნე იგინი ყოველთა უშჯულოებათა მათთაგან, რომელ შემცოდეს მე, და არა მოვიჴსენნე ცოდვანი მათნი, რომელ შემცოდეს მე, და ულხინო ცოდვათა მათთა, რომელთა განდგეს ჩემგან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს იგი ჩემდა სახელ სიხარულის და საქებელად და განსა<დი>დებელად ყოველთაგან ნათესავთა ქუეყანისათა, რომელთა ესმეს ყოველი ესე კეთილი, რომელ მე ვყო მათთჳს. შეეშინოს და დაუკჳრდეს და განმწარდენ ყოველთათჳს კეთილთა და ყოვლისა მშჳდობისათჳს, რომელ მე ვყო მათთჳს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან, მერმე ისმეს და ამას ადგილსა, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ; ოჴერ არს კაცთაგან და საცხოვართაგან ქალაქთა შინა იუდაჲსთა და გარემო იჱრუსალემსა აღოპრებულთა არა-ყოფისაგან კაცთაჲსა და საცხოვართაჲსა. Page of ms. J: B20r 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ სიხარულისაჲ/, <ჴმაჲ მხიარულებისაჲ>, ჴმაჲ სიძისაჲ, და <ჴმაჲ> სძლისაჲ, <და> ჴმაჲ მეტყუელთაჲ; აუვარებდით უფალსა მერთისა-მპყრობელსა, რამეთუ სახიერ არს უფალი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; და შეწირონ გალობაჲ უფროჲს სახლსა უფლისასა, რამეთუ მოვაქციო ტყუჱ ამის ქუეყანისაჲ ვითარცა პირველად, თქუა უფალმან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ იყოს ამას ადგილსა ა<ღ>ოჴრებულსა; არა-ყოფისაგან კაცთაჲსა და საცხოვართაჲსა, და ყოველსა შინა ქალაქებსა მისსა, სადგური მწყემსთაჲ და მადგინებელთა სამწყსოჲსა მათისათაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ქალაქთა მთისათა და სეფელაჲსათა, და ქალაქთა ნაგებისთა, და ყოველსა ქუეყანასა ბენიამენისსა და გარემოთა იჱრუსალემისათა, <და> ქალაქთა იუდაჲსთა, მერმე წარმოჴდეს ცხოვარი ჴელითა აღმრიცხველისაჲთა, თქუა უფალმან.

Verse: 14   Link to mcatLink to armat   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და დავამტკიცო სიტყუაჲ ჩემი კეთილი, რომელ ვთქუ სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა ზედა იუდაჲსსა.

Verse: 15   Link to mcatLink to armat   
მათ დღეთა შინა და მას ჟამსა აღმოუვლინო დავითს აღმოსავალი მართალი, და ყოს განკითხვაჲ და სიმართლჱ ქუეყანასა ზედა.

Verse: 16   Link to mcatLink to armat   
მათ დღეთა შინა იჴსნეს ჰურიასტანი, და იჱრუსალემი დაეშჱნოს სასოვებით, და სახელი ესე რომელ ერქუა<ს>, უფალი სიმართლე ჩუენდა.

Verse: 17   Link to mcatLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი; არა მოაკლდეს დავითისი კაცი მჯდომარჱ საყდარსა ზედა სახლისა ისრაჱლისასა.

Verse: 18   Link to mcatLink to armat   
და მღდელთა ლევიტელთაჲ არა მოაკლდეს კაცი პირისაგან ჩემისა შემწირველი მსხუერპლისაჲ, და მკუმეველი საკუმეველისაჲ, და მყოფელი საკუერთხთაჲ ყოველთა დღეთა.

Verse: 19   Link to mcatLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ, და ჰრქუა.

Verse: 20   Link to mcatLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; უკუეთუ განქარდეს აღთქუმაჲ ჩემი დღისაჲ და აღთქუმაჲ ჩემი ღამისაჲ, არა ყოფად დღისა და ღამისა ჟამსა მათსა,

Verse: 21   Link to mcatLink to armat   
და იგიცა აღთქუმაჲ ჩემი გან-ვე-ქარდეს, რომელ არს დავითის თანა, Page of ms. J: B20v  მონისა ჩემისა, არა ყოფად მისა შვილი მეუფჱ საყდარსა ზედა/ მისსა, და მღდელთაჲ და ლევიტელთაჲ, მსახურთა ჩემთაჲ.

Verse: 22   Link to mcatLink to armat   
ვითარცა ვერ აღირაცხოს ძალი ცისაჲ, ვერცა აღიწყოს მქჳშაჲ ზღჳსაჲ, ეგრე განვამრავლო ნათესავი დავითის, მონისა ჩემისაჲ, და ლევიტელთაჲ, მსახურთა ჩემთაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ, და ჰრქუა.

Verse: 24   Link to mcatLink to armat   
ანუ არა მე იხილე რასა იტყჳს ერი ესე, და თქუან; ორნი ესე ტომნი, რომელ გამოირჩინა უფალმან მათ შინა, და აჰა ესერა განიშოვრნა იგინი, და განარისხეს ერი ჩემი, არა ყოფად მერმე ნათესავად წინაშე ჩემსა.

Verse: 25   Link to mcatLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; უკუეთუ აღთქუმაჲ ჩემი დღისაჲ და ღამისაჲ, განწესებაჲ ცისაჲ და ქუეყანისაჲ არა განმიგიეს,

Verse: 26   Link to mcatLink to armat   
უკუჱ ნათესავიცა იაკობისი <და> დავითისი, მონისა ჩემისაჲ, შეურაცხ-ვყო; არა მოუღო მთავარი თესლისაგან მისისა ნათესავისა მიმართ აბრაჰამისისა, ისაკისისა და იაკობისისა, რამეთუ მოვაქციო მოსაქცეველი მათი, და შევიწყალნე იგინი.

Chapter: 34  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისაგან, და ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, და ყოველი ერი მისი, და ყოველნი მეუფენი მთავრობისა მისისანი, და ყოველნი ერნი ბრძოდეს იჱრუსალემსა. და ყოველთა ქალაქთა იუდაჲსთა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა უფალმან; მიგუალე სედეკიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, და არქუ მას, ესრე იტყჳს უფალი; მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და დაიპყრას იგი, და დაწუას იგი ცეცხლითა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ არა განერე ჴელისაგან მისისა, რამეთუ შეპყრობით შეიპყრა, და ჴელთა მისთა მიეცე, და თუალთა შენთა თუალნი მისნი იხილნენ, და პირი მისი პირსა შენსა ეტყოდის, და ბაბილონდ შეხჳდე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ისმინენ სიტყუანი უფლისანი, სედეკია, მეფეო იუდაჲსო; ესრე თქუა უფალმან, არა მოჰკუდე მახჳლითა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მშჳდობით მოჰკუდე; და ვითარცა სტიროდეს მამათა შენთა, რომელნი მეუფებდეს პირველ შენსა, ეგრე გტიროდიან შენცა; ვაჲ უფალო; და გეტყებდენ შენ, რამეთუ დიდდიდი ვთქუ მე, თქუა უფალმან./ Page of ms. J: B21r 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყოდა იერემია წინაწარმეტყუელი სედეკიაჲსა მიმართ, მეფისა იუდაჲსა, ყოველთა ამათ სიტყუათა იჱრუსალემს შინა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძალი მეფისა ბაბილოვნისაჲ ჰბრძოდა იჱრუსალემსა ზედა და ქალაქებსა იუდაჲსსა დაშთომ მილთა, ლაქის<სა> ზედა და აზეკსა ზედა, რამეთუ იგინი დაშთეს ქალაქთაგან იუდაჲსთა ქალაქად მტკიცედ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, ოდეს იგი აღასრულა მეფემან სედეკია აღთქუმაჲ ერისა მიმართ, რომელ იყო იჱრუსალემს შინა, თქუმად მათა მიტევებაჲ,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა განავლინოს კაცად-კაცადმან მონაჲ თჳსი, და კაცად-კაცადმან მჴევალი თჳსი ებრაელი, თავის-უფლად, რაჲთა არა ჰმონემდეს მათ კაცი ისრაჱლისაგანი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინეს და მოიქცეს ყოველნი მდიდარნი და ყოველნი ერნი, (რომელნი) მოვიდეს აღთქუმასა მას, განვლინებად კაცად-კაცადი მონისა თჳსისა, და კაცად-კაცადი მჴევლისა თჳსისა, რაჲთა არღარა დაიმონნენ იგინი მერმე, და ისმინეს, და განავლინნეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცეს შემდგომად განვლინებისა მის, და უკუნ-იქცინეს მონანი და მჴევალნი, რომელნი იგი განავლინნეს თავის-უფლებად, და შეიდგინებდეს მათ მონად და მჴევლად.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ, და ჰრქუა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან, მე დავდევ აღთქუმაჲ ესე მამათა თქუენთა მიმართ დღესა მას, რომელსა განვარინენ იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტისა სახლისაგან კირთებისაჲსა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს აღესრულოს ექუსი წელი, განავლინო ძმაჲ შენი ებრა<ე>ლი, რომელ მიგეყიდოს შენ, ექუსსა წელსა გიქმოდის შენ, და <მეექუსისა წლისა შემდგომად> განავლინო იგი განთავის-უფლებული შენგან, და არა ისმინეს ჩემი მამათა თქუენთა, და არა მოიდრიკეს ყური მათი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცეს დღეს ყოფად კეთილისა წინაშე თუალთა ჩემთა, თქუმად მიტევებაჲ თითოეულად მოყუსისა თჳსისათჳს, და აღასრულეს აღთქუმაჲ წინაშე პირსა ჩემსა შორის სახლსა მას, რომელსა ზედა წოდებულ იყო სახელი ჩემი მას ზედა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაქციეთ, და შეაგინეთ სახელი ჩემი, და უკუნ-იქციეთ კაცად კაცადმან Page of ms. J: B21v  ადმან მონაჲ თჳსი, და კაცად-კაცადმან მჴევალი თჳსი, რომელნი/ იგი განავლინენით თავის-უფლად ნათესავად მათა, და დაიმორჩილენით იგინი, რაჲთა იყვნენ თქუენდა მონად და მჴევლად.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; თქუენ არა ისმინეთ ჩემი, თქუმად მიტევებაჲ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა, და კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა, აჰა ესერა გიწოდე თქუენ, თქუა უფალმან, მიტევებად თქუენდა მახჳლისა და სიკუდილისა და სიყმილისა, და მიგცნე თქუენ განსაბნეველად ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე კაცნი იგი გარდამავალნი აღთქუმისა ჩემისანი, რომელ ყვეს წინაშე პირსა ჩემსა, ჴბოჲ იგი, რომელ განყვეს ორგან, და განჴდეს საშუალ ნაკუეთთა მისთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავართა იუდაჲსთა და მთავართა იჱრუსალემისათა, მდიდართა და მღდელთა და ყოველმან ერმან ქუეყანისამან, რომელნი იგი განჴდეს საშუალ ნაკუეთთა მათ ჴბოჲსათა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა, და ჴელთა მტერთა მათთასა, და მივსცე მძორები მათი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და სედეკია მეფჱ ჰურიასტანისაჲ, და მთავარნი მისნი მივსცნე ჴელთა მტერთა მათთასა, <და> ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა, და ჴელთა ძალისა მეფისა ბაბილოვნისა ოტებულთა მათგან.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე უბრძანო მათ, იტყჳს უფალი, და უკმოვაქცინე იგინი ამასვე ქალაქსა, და ჰბრძონ მას, და დაიპყრან იგი, და დაწუან იგი ცეცხლითა, და ქალაქნი იუდაჲსნი მივსცნე განსარყუნელად არა-ყოფისაგან მკჳდრთაჲსა.;

Chapter: 35  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, დღეთა იოაკიმისთა, ძისა იოსიაჲსთა, მეფისა იუდაჲსთა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მიგუალე სახლსა რექაბისსა, და მოუწოდე მათ, და შეიყვანენ იგინი სახლსა უფლისასა ერთსა ეზოთაგანსა, და ასუ მათ ღჳნოჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიყვანე ეზონია, ძჱ იერემიაჲსი, ძჱ Page of ms. J: B22r  ქაბაზისი, და ძმანი მისნი და ძენი მისნი, და ყოველი სახლი რექაბისი./

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიყვანენ სახლსა უფლისასა დალიჭსა ძეთა ანანიაჲსთა, ძისა გოდოლია<ჲ>სა კაცისა ღმრთისაჲსა, რომელ ახს სახლსა მთავართასა ზეშთა დალიჭსა მას მაასჱსსა, ძისა სელომისსა, რომელ სცვიდა კართა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავდგი წინაშე პირსა <მათსა> ძეთა რექაბისთა ლაგჳნები სავსჱ ღჳნითა და სასუმლები, და ვარქუ მათ; სუთ ღჳნოჲ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუეს; ვერ ვსუათ ღჳნოჲ, რამეთუ იონადაბ, ძემან რექაბისმან, მამამან ჩუენმან, გუამცნო ჩუენ, და გურქუა; ნუ ჰსუამთ ღჳნოსა თქუენ და შვილნი თქუენნი მი-უკუნისამდე,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
სახლებსა ნუ აშჱნებთ, და თესლსა ნუ სთესავთ, და ვენაჴებსა ნუ დაასხამთ, ნუცა <რაჲ> იყოფინ თქუენდა, და კარვებითა ეშჱნებოდეთ ყოველთა დღეთა თქუენთა, რაჲთა სცხომდეთ მრავალ დღჱ ქუეყანასა ზედა, რომელსა ხუალთ თქუენ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვისმინეთ ჴმაჲ იონა<და>ბისი, მამისა ჩუენისაჲ, ყოველივე რაოდენიცა გუამცნო ჩუენ, რაჲთა არა ვსუათ ღჳნოჲ ყოველთა დღეთა ჩუენთა ჩუენ, და დედათა ჩუენთა, <და> ძეთა ჩუენთა, და ასულთა ჩუენთა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა არა ვიშჱნოთ სახლებ, და არა დავეშჱნნეთ მუნ, და ვენაჴი და ყანაჲ და თესლი არა ყოფილ არს ჩუენდა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შჱნ ვიყვენით კარვებითა, და ვისმინეთ და ვყავთ, რაოდენიცა გუამცნო ჩუენ იონადაბ, მამამან ჩუენმან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს აღმოჴდა ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, ქუეყანასა ზედა; და ვთქუთ; მოვედით და აღვედით და შევიდეთ იჱრუსალემდ პირისაგან ქალდეველთაჲსა და ძალისაგან ასურასტანელთაჲსა, და დავეშჱნნეთ იჱრუსალემს შინა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა;

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიგუალე და არქუ კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა; არღავე მიიღოთ სწავლაჲ სმენად სიტყუათა ჩემთაჲ, იტყჳს უფალი, დაამტკიცეს სიტყუაჲ ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისისაჲ, რომელ ამცნო შვილთა თჳსთა არა სუმად ღჳნისაჲ, და არა სუეს მო-აქა-დღედმდე, რამეთუ ისმინეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ. და მე Page of ms. J: B22v  გეტყოდე თქუენ, აღვიმსთობდ და/ გეტყოდე თქუენ, და არა ისმინეთ ჩემი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვავლინენ <თქუენდა> მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი; აღვიმსთობდ და მივავლინებდ, და გეტყოდე თქუენ; მოიქეცით კაცად-კაცადი გზისაგან თჳსისა უკეთურისა, და უმჯობჱს ყვენით სლვანი თქუენნი, და ნუ მიხუალთ კუალსა ღმერთთა უცხოთასა მონებად მათა, და დაეშჱნენით ქუეყანასა ზედა, რომელ მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა. არა მოჰყავთ ყური თქუენი, და არა ისმინეთ ჩემი .

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, დაამტკიცეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ, რომელ ამცნო მათ, ხოლო ერმან ამან არა ისმინა ჩემი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, აჰა ესერა მე მოვავლინებ იუდაჲს ზედა და მკჳდრთა ზედა იჱრუსალემისათა ძჳრსა, რომელ ვთქუ მათ ზედა ყოველი მის წილ, რამეთუ ვეტყოდე მათ, და არა ისმინეს ჩემი, უჴმობდი მათ, და არა ჴმა მიყვეს მე.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და სახლსა რექაბისსა არქუ, იერემია, ამისთჳს ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, რამეთუ ისმინეს ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, მცნებაჲ იონადაბისი, მამისა მათისაჲ, და დაიმარხნეს ყოველნი მცნებანი მისნი ყოფად ყოვლისა, რაჲცა ამცნო მათ მამამან მათმან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; არა სადა მოაკლდეს კაცი ძეთა იონადაბისთაჲ, ძისა რექაბისისაჲ, მდგომარჱ წინაშე <პირსა> ჩემსა ყოველთა ღღეთა ქუეყანისათა.

Chapter: 36  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიღე შენდად ქარტაჲ წიგნისაჲ, და დაწერენ მას ზედა ყოველნი სიტყუანი, რომელ გიბრძანენ შენ, ისრაჱლსა ზედა და იჱრუსალემსა და იუდასა ზედა და ყოველთა ზედა წარმართთა, რომლით დღითგანცა მე გეტყოდე შენ, დღეთაგან იოსია, მეფისა იუდაჲსისა, და ვიდრე აქა დღედმდე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინოს ხოლო თუ სახლმან იუდაჲსმან Page of ms. J: B23r  ყოველი ესე ძჳრი, რომელსა ესე მე ვზრახავ ყოფად მათა, და მოიქცენ/ თითოეულად გზისაგან თჳსისა უკეთურისა, და მლხინებელ ვექმნე უშჯულოებათა მათთა და ცოდვათა მათთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდა იერემია ბარუქს, ძესა ნერისსა, და დაწერნა ბარუქ პირისაგან იერემიაჲსისა ყოველნი სიტყუანი უფლისანი, რომელ უბრძანნა მას, ქარტასა მას ზედა წიგნისასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამცნო იერემია ბარუქს, და ჰრქუა, მე მცვენ, და ვერ ჴელმეწიფების შესლვად სახლად უფლისა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევედ, და აღმოიკითხე ამის წიგნისაჲ, რომელსა დაგიწერიან პირისაგან ჩემისა, სიტყუანი უფლისანი, ყურთა ერისათა, სახლსა შინა უფლისასა, დღეთა მარხვისათა, და ყურთა ყოვლისა იუდაჲსთა, რომელნი მოვლენან ქალაქებით მათით, <აღმოუკითხო მათ>.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
შე-ხოლო-თუ-იწიროს ლოცვაჲ მათი წინაშე უფლისა, და მოიქცეს კაცად-კაცადი გზისაგან მათისა უკეთურისა, რამეთუ დიდ არს გულის-წყრომაჲ უფლისაჲ და რისხვაჲ, რომელ თქუა უფალმან ერსა ამას ზედა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყოდა ბარუქ, ძჱ ნერისი, ყოველსა, რომელ ამცნო მას იერემია წინაწარმეტყუელმან, აღმოკითხვად წიგნისა მისგან სიტყუათა უფლისათა, სახლსა შინა უფლისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო წელსა მეხუთესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, თთუესა მეცხრესა, შეკრბეს მარხვად წინაშე უფლისა ყოველი ისრაჱლი, და ყოველი ერი მომავალი ქალაქებით იუდაჲსიო.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იკითხვიდა ბარუქ წიგნსა მას შიდა სიტყუათა იერემიაჲსთა, სახლსა შინა უფლისასა, სახლსა შინა გამარიაჲსსა, ძისა საფანის მწიგნობრისასა, ეზოსა მას ზემო-კერძოსა, გარეშჱ ბჭეთა სახლისა უფლისათა ახალთა, ყურთა ყოვლისა ერისათა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა მიქეას, ძესა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, ყოველნი სიტყუანი უფლისანი წიგნისა მისგან,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და შთავიდა იგი სახიდ მეფისა შესაკრებელსა მას მთავართასა <სახლსა მწიგნობრისასა>, და მუნ სხდეს ყოველნი მთავარნი, ელისამა მწიგნობარი, და დალეა, ძჱ სამეაჲსი, და ელდათან, ძჱ აქაბორისი, და გამარია, ძჱ საფანისი, და სადაკია, ძჱ ანანიაჲსი, და ყოველნი მთავარნი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუთხრნა მათ მიქეა ყოველნი სიტყუანი, რომელ ესმეს, აღმოკითხვასა ბარუქისსა Page of ms. J: B23v  მის წიგნისაგან ყურთა/ ერისათა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინეს ყოველთა მთავართა ბარუქისა იუდი, ძჱ ნათანისი, ძისა სელემისი, ძისა ქუსიაჲსი, და ჰრქუეს, წიგნსა მაგას, რომელსა იკითხავ ყურთა ერისათა, მოიღე ჴელითა შენითა, და მოვედ; და მოიღო წიგნი ბარუქ, ძემან ნერისმან, ჴელითა თჳსითა, და შთავიდა მათა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მთავართა ბარუქს, კუალად აღმოიკითხე ყურთა ჩუენთა, და აღმოუკითხა ბარუქ ყურთა მათთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ვითარცა ესმა ყოველთა მთავართა ყოველნი იგი სიტყუანა, აზრახა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა, და ჰრქუეს ბარუქს, თხრობით მიუთხრნეთ მეფესა ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბარუქს ჰკითხეს და ჰრქუეს, <გჳთხარ>, ვინაჲ დასწერენ ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ბარუქ; პირისაგან იერემიაჲსისა, რამეთუ მითხრობდა მე იგი ყოველთა ამათ სიტყუათა, და მე დავსწერდი წიგნსა ზედა მელანითა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს ყოველთა მთავართა ბარუქს, წარვედ, და დაემალენით შენ და იერემია, და კაცმანმცა ნუ იცის სადა იყვნეთ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდეს მთავარნი იგი <მეფისა> ეზოდ, და წიგნი იგი მისცეს მარხვად სახლსა ელისამა მწიგნობრისასა, და მიუთხრნეს მეფესა ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინა მეფემან იუდი მოღებად წიგნისა მის, და მოიღო იუდი სახლით ელისამა მწერალისაჲთ, და აღმოუკითხა იუდი ყურთა მეფისათა, და ყურთა ყოველთა მთავართასა, რომელნი დგეს გარემო მეფისა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეფჱ ჯდა სახლსა საზამთროსა თთუესა მეცხრესა, და კერაკნი საცეცხლენი დგეს წინაშე მისსა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს აღმოიკითხის იუდი სამი კეფი ანუ ოთხი, მოჰხიის მან სახეველითა მით მწიგნობრისაჲთა, და შთააგდის ცეცხლსა, რომელ იყო ბრძმედთა მათ ზედა, ვიდრე მო-არა-აკლდა წიგნსა მას ცეცხლსა მას შინა კერაკთასა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა გამოიძიეს უფალი, და არცა დაიპეს სამოსელი მათი მეფემან და ყოველთა მონათა მისთა, რომელთა ესმეს სიტყუანი ესე.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ელდათან Page of ms. J: B24r  და დალეა და გამარია/ ასმენდეს მეფესა, რაჲთამცა არა დაწუა წიგნი იგი; და არა ისმინა მათი,

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა მეფემან იერემიელს, ძესა მეფისასა, და სარიას, ძესა ეზრიელისსა, და სელემიას ძესა აბიელისსა, შეპყრობაჲ ბარუქის მწიგნობრისაჲ და იერემიაჲს წინაწარმეტყუელისაჲ, და დაიმალნეს იგინი უფლისა მიერ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ შემდგომად დაწუვისა მის, ოდეს დაწუა მეფემან წიგნი იგი, რომელსა წერილ იყვნეს ყოველნი ესე სიტყუანი, რომელ დაწერნა ბარუქჱ პირისაგან იერემიაჲ<სი>სა, და თქუა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
მერმე მოიღე შენ ქარტაჲ სხუაჲ, და დაწერენ ყოველნი იგი სიტყუანი, რომელნი იყვნეს ქარტასა მას შინა, რომელ დაწუნა იოაკიმ მეფემან იუდაჲსმან.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და იოაკიმს, მეფესა იუდაჲსსა, ჰრქუა; ესრე იტყჳს უფალი; შენ დასწუ წიგნი ესე, და სთქუ; ოად დასწერე წიგნი ესე. ამისთჳს შემოსლვით შემოვიდეს მეფჱ ბაბილოვნისაჲ, და განრყუნეს ქუეყანაჲ ესე, და მოაკლდეს მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე თქუა უფალმან იოაკიმის ზედა, მეფისა იუდაჲსა; არღარა იყოს მისი მჯდომარჱ საყდარსა დავითისსა, და მძორი მისი დაგდებულ იყოს სიცხესა ქუეშჱ დდისასა და ნეფხვასა ღამისასა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძიება ვყო მის ზედა, და ზედა თესლისა მისისა, და მონათა მისთა ზედა უშჯულოებათა მათთა თჳს; და მოვავლინო მათ ზედა და მკჳდრთა ზედა იჱრუსალემისათა და ქუეყანასა ზედა იუდაჲსსა ყოველი ძჳრი, რომელ ვთქუ მათ ზედა, რამეთუ არა ისმინეს ჩემი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო იერემია ქარტაჲ სხუაჲ, და მისცა ბარუქს, ძესა ნერისსა, მწიგნობარსა, და დაწერნა მას ზედა ბარუქჱ პირისაგან იერემიაჲსისა ყოველნი სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ დაწუა მეფემან იოაკიმ ცეცხლითა, და უფროჲს შეეძინნეს მას სიტყუანი უმრავლჱსნი მათსა.

Chapter: 37  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეუფებდა სედეკია, ძჱ იოსიაჲს მეფისაჲ, იექონიაჲს წილ, ძისა იოაკილისა, რომელი მეფჱ ყო ნაბუქონონოსორ მეფემან ბაბილონისამან, მეუფედ იუდასა ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ისმინნა მან და მონათა მისთა და ერმან ქუეყან<ისა>მან Page of ms. J: B24v  სიტყუანი/ უფლისანი, რომელ თქუნა იერემია წინაწარმეტყუელმან უფლისა მიერ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინა სედეკია მეფემან იოაქაზ, ძჱ სელჱმისი, და სოფონია, ძჱ მაასესი, მღდელი იერემიაჲსა წინაწარმეტყუელისა, და ჰრქუა; ილოცე ჩემთჳს უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იერემია შევიდოდა და გამოვიდოდა შორის ერისა მის, და არა მიიყვანენ იგი საპყრობილედ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძალი ფარაოჲსი გამოჴდა ეგჳპტით, და ესმა ქალდეველთა, რომელნი აჭირვებდეს იჱრუსალემსა, სმენაჲ მათი, და წარვიდეს იჱრუსალემით.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ წინაწარმეტყუელისა, და ჰრქუა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; ესრე არქუ მეფესა იუდაჲსსა, რომელმან მოგავლინა შენ ჩემდა გამოძიებად; აჰა ესერა ძალი ფარაოჲსი, რომელ გამოსრულ არს შემწედ თქუენდა, უკუნ-იქცეს ქუეყანადვე მათა ქუეყანად ეგჳპტისად;

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცენ ქალდეველნი; ჰბრძონ ამას ქალაქსა, და დაიპყრან იგი და მოწუან იგი ცეცხლითა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; ნუ ჰგონებთ სულითა თქუენითა, და იტყჳთ, ვითარმედ წარსლვით წარვიდენ ჩუენგან ქალდეველნი, რამეთუ არა სადა წარვიდენ იგინი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მო-ღათუ-ჰსრათ ყოველი ძალი ქალდეველთაჲ, რომელნი გბრძვანან თქუენ, და და-ვინმე-შთენ კაცნი მოწყლულნი ამათგანნი, კაცად-კაცადი შუაგებსა შინა, იგინი აღდგენ და მოწუან ქალაქი ესე ცეცხლითა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს წარვიდა ძალი იგი ქალდეველთაჲ <იჱრუსალემით> პირისაგან ძალისა ფარაოჲსისა,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოვიდა იერემია იჱრუსალემით მისლვად ქუეყანად ბენიამენისა სყიდად მიერ პურისა შორის ერისა მისისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიწია იგი ბჭესა ბენიამენისსა, და იყო მუნ კაცი ერთი, რომლისა დაადგრის, არუი, ძჱ სელემიაჲსი, ძისა ანანიაჲსი, და შეიპყრა იერემია წინაწარმეტყუელი, და ჰრქუა; ქალდეველთა მიმართ შენ ივლტი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იერემია; ნაცილსა იტყჳ; არა Page of ms. J: B25r  ქალდეველთა მიმართ ვივლტი მე. და არა ისმინა მისი, და შეიპყრა/ არუი იერემია, და შეიყვანა იგი წინაშე მთავართა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და განუმწარდეს მთავარნი იგი იერემიას, და გუემეს იგი, და მისცეს იგი სახიდ საპყრობილისად სატანჯველად სახლსა იონათან მწიგნობრისასა, რამეთუ სახლი მისი საპყრობილჱ იყო, რამეთუ მოვიდა ერი სახლსა მას მღჳმისასა და ქერეთდ;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა იერემია სახლსა მას მღჳმისასა შესაწყდომელსა, და დაჯდა მუნ მრავალ დღჱ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინა სედეკია მეფემან, და მოუწოდა იერემიას, და ჰკითხვიდა მას მეფჱ იგი სახლსა შინა იდუმალ, და ჰრქუა მას; არს თუ სიტყუაჲ უფლისაჲ. და თქუა იერემია; არს, და შენ ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა , მიცემად ხარ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან მეფესა სედეკიას; რაჲ შეგცოდე შენ და მონათა შენთა და ერსა ამას, რამეთუ თქუენ მიმეცით საპყრობილედ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და სადა არიან წინაწარმეტყუელნი თქუენნი, რომელნი იგი გიწინაწარმეტყუელებდეს თქუენ და გეტყოდეს; არღარა მოვიდეს მეფჱ ბაბილოვნისაჲ თქუენ ზედა ქუეყანასა ამას.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ისმინე ჩემი, გლოცავ შენ, უფალო მეუფეო, შეგივრდინ წყალობაჲ ესე ჩემი წინაშე პირსა შენსა, რაჲთა არა მიმაქციო მე სახლსა იონათან მწიგნობრისასა, რაჲთა არა მოვკუდე მუნ.

Verse: 21   Link to septLink to armat   
და უბრძანა მეფემან სედეკია, და შთააგდეს იგი სახლსა საპყრობილისასა, და სცემდეს მას ერთსა პურსა დღესა შინა გარეშე სადა ქმნიან, ვიდრემდის მოაკლდა პური ქალაქსა. და ჯდა იერემია ეზოსა მას შინა საპყრობილისასა.

Chapter: 38  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა სოფონიას, ძესა ნათანისსა, და გოდოლიას, ძესა პასქორისსა, და იოაქაზს, ძესა სელემისსა, და პასქორს, ძესა მელქისსა, სიტყუათა, რომელთა იტყოდა იერემია ყოვლისა მიმართ ერისა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჰრქუა; ესრე თქუა უფალმან, რომელი ჯდეს ქალაქსა შინა მოკუდეს მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა, და რომელი განვიდოდის ქალდეველთა მიმართ ცხონდეს, და იყოს სული მისი მოპოვნებულ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი; მიცემით მიეცეს Page of ms. J: B25v  ქალაქი ესე ჴელთა ძალისა მეფისა/ ბაბილოვნისათა, და დაიპყრას იგი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მთავართა მათ მეფესა; მოკუედინ კაცი იგი აწ, რამეთუ იგი დაჰჴსნის ჴელთა კაცთა მბრძოლთასა, რომელ დაშთომილ არიან ქალაქსა შინა, და ჴელთა ყოვლისა ერისათა დაჰჴსნის, რამეთუ იტყჳს მათ მსგავსად სიტყუათა მათთა, რამეთუ კაცი ესე არა სარგებელად უთხრობს ძჳრსა ერსა ამას.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა მეფემან სედეკია, აჰა ესერა იგი ჴელთა შინა თქუენთა არს, რამეთუ ვერ მძლჱ იყო მეფჱ იგი მათა მიმართ სიტყუად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიპყრეს იერემია, და შთააგდეს იგი მღჳმესა მას მელქისა, ძისა მეფისასა, რომელ იყო ეზოსა მას საპყრობილისასა, და შთაუტევეს იგი საბლითა ჯურღმულსა მას შინა, ხოლო ჯურღმულსა მას შიდა არა დგა წყალი, არამედ მწჳრჱ, და იყო იერემია მწჳრესა მას შიდა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა აბ<დ>იმელექს ეთიოპელსა, კაცსა საჭურისსა, და იყო იგი ეზოსა შინა მეფისასა, ვითარმედ შთააგდეს იერემია მღჳმესა, და მეფჱ იგი ჯდა ბჭესა ზედა ბენიამენისსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა მისა აბდიმელექ, და ეტყოდა აბდიმელექ მეფესა, და ჰრქუა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო მეუფეო, ბოროტად ყვეს კაცთა მათ ყოველი, რაოდენი უყვეს იერემიას წინაწარმეტყუელსა, რამეთუ შთააგდეს იგი მღჳმესა მას, და მოკუდეს იგი მუნ შინა. ბოროტად ჰზამ, რამეთუ მოკლვად სცემ კაცსა ღმრთისასა პირისაგან სიყმილისა, რამეთუ არღარა არს პური ქალაქსა ამას შინა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და უბრძანა მეფემან აბდიმელექს ეთიოპელსა, და ჰრქუა; მიიყვანე შენ თანა ამიერ ოც და ათი კაცი და აღმოიყვანე იგი მღჳმისა მისგან, რაჲთა არა მოკუდეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარიყვანნა აბდიმელექ კაცნი, და შევიდა სახლსა მეფისასა ქუეშესა, და გამოიღო მიერ ძუელი ძონძი და ძუელი საბლები, და შთაუგდო იგი იერემიას წინაწარმეტყუელსა მღჳმედ; და მოიხუნა ფარტენანი მატყლისანი,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა Page of ms. J: B26r  მას აბდიმელექ ეთიოპელმან; დაუპყ<ა>რ ძუელი ესე ძონძი/ და ფარტენანი ესე მატყლისანი საბელთა მაგათ ღლიათა ქუეშჱ ჴელთა შენთასა, და ყო ეგრე იერემია.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოიყვანეს მღჳმისა მისგან, და დაჯდა იერემია ეზოსა მას საპყრობილისასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიავლინა სედეკია მეფემან, და მიუწოდა მას მისა სახლად ასელისა, რომელ იყო სახლსა შინა უფლისასა, და ჰრქუა მეფემან იერემია წინაწარმეტყუელსა; სიტყუას გკითხავ მე შენ, და ნუ დაჰმალავ ჩემგან სიტყუასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იერემია მეფისა; გითხრა თუ, არა ნუ სიკუდლით მომაკუდინო მე;; და გაზრახო თუ შენ, არავე ისმინო ჩემი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეფუცა მას მეფჱ სედეკია იდუმალ, და ჰრქუა; ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა სული ესე ჩუენი, თუ მოგკლა შენ, და თუ მიგცე შენ ჴელთა მათ კაცთასა, რომელნი ეძიებენ სულსა შენსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას იერემია; ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, უკუეთუ განსლვით განხჳდე მთავართა თანა მეფისა ბაბილოვნისათა, ცხომდეს სული შენი და ქალაქი ესე არა დაიწუას ცეცხლითა, და სცხომდე შენ და სახლი შენი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა განხჳდე შენ მთავართა თანა მეფისა ბაბილოვნისათა, მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა, და დაწუან იგი ცეცხლითა, და შენ არა განერე ჴელთა მათთა

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან სედეკია <იერემიას>, მე სიტყუა მაქუს ჰურიათაჲ, რომელნი მიდგომილ არიან ქალდეველთა, ნუ უკუჱ მიმცენ მე ჴელთა მათთა, და ბაგეს მიყოფდენ მე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იერემია; არა სადა მიგცენ შენ, გარნა ისმინენ სიტყუანი უფლისანი, რომელსა მე გეტყჳ შენ, <და> უმჯობჱს იყოს შენდა, და ცხომდეს სული შენი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ არა გნებავს გამოსლვად, ესე არს სიტყუაჲ, რომელ მიჩუენა მე უფალმან.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა ყოველნი დედანი, რომელ დაშთომილ იყვნეს სახლსა შინა მეფისა იუდაჲსსა, განიყვანნეს მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა, და იგინი იტყჳან, შეგიტყუვეს შენ და გერეოდეს შენ კაცნი მშჳდობისა შენისანი, გძლონ შენ ძრომასა შინა ფერჴისა შენისასა, და მიაქციონ შენგან. Page of ms. J: B26v 

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი ცოლნი შენნი/ და შვილნი შენნი განგუარნენ ქალდეველთა, და შენ ვერ განერე ჴელთა მათთაგან, რამეთუ ჴელითა მეფისა ბაბილოვნისაჲთა შეიპყრა, და ქალაქი ესე დაიწუას ცეცხლითა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას მეფემან, კაცი ნუ აგრძნობნ სიტყუათა ამათგანსა, და შენ არა მოჰკუდე.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ ესმეს მთავართა რამეთუ გეტყოდე შენ, და მოვიდენ შენდა, და გრქუან შენ, გჳთხარ ჩუენ რასა გეტყოდა შენ მეფჱ და ნუ დაჰმალავ შენ ჩუენგან რასა ეტყოდე შენ მეფესა, და არა მოგკლათ შენ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ შენ მათ; ვედრებად შესრულ ვიყავ მე წინაშე მეფისა, რაჲთა არა მიმაქციოს მე მერმე სახლსა იონათანისსა მოსიკუდით ჩემდა მუნ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს ყოველნი მთავარნი იერემიაჲსა, და ჰკითხვიდეს მას, და უთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელ ამცნო მას მეფემან, და დაუდუმნეს მას, რამეთუ არა განისმა სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჯდა იერემია <ეზოსა მას საპყრობილისასა მი>-ჟამადმდე დაპყრობისა იჱრუსალემისა.;

Chapter: 39  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს გამოიპყრა იჱრუსალემი წელსა მეცხრესა სედეკია, მეფისა იუდაჲსსა, თთუესა მეათესა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, და ყოველი ძალი მისი იჱრუსალემსა ზედა, და ჰბრძოდეს მას.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეათერთმეტესა წელსა სედეკიაჲ<ს>სა, თთუესა მეოთხესა, ცხრასა თთჳსასა, შეიტეხეს ქალაქსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჴდეს ყოველნი მთავარნი მეფისა ბაბილოვნისანი, და დასხდეს ბჭესა მას საშუალსა, ნერგელ სარასარ სამაგად და ნაბუსარ სექქიმ ლაფსარის ნერგელ სარასარ და რაბამაქ, და ყოველნი შემდგომნი მთავარნი მეფისა ბაბილოვნ<ელ>თაჲსანი.

Verse: 4   Link to mcatLink to armat   
და იყო რაჟამს იხილნა იგინი სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველთა კაცთა მბრძოლთა, ივლტოდეს, და გამოჴდეს ღამჱ ქალაქით გზით მტილისაჲთ სამეუფოჲთ ბჭით, რომელ იყო საშუალ ორთა ზღუდეთა, და განჴდეს გზად უდაბნოისად.

Verse: 5   Link to mcatLink to armat   
და დევნა უყო ძალმან ქალდეველთამან უკუანა მათსა, და შეეწია სედეკიას არაბუთს შინა იერიქოჲსასა, და შეიპყრეს იგი, და მოიყვანეს Page of ms. J: B28r  წინაშე ნა/ბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, დებლათად ქუეყანასა ემათისასა, და ეტყოდა მას მშჯავრ.

Verse: 6   Link to mcatLink to armat   
და მოწყჳდნა მეფემან ბაბილოვნისამან ძენი სედეკიაჲსნი დებლათას შინა წინაშე თუალთა მისთა, და ყოველნი აზნაურნი იუდაჲსნი მოწყჳდნა მეფემან ბაბილოვნისამან.

Verse: 7   Link to mcatLink to armat   
და თუალნი სედეკიაჲსნი აღმოჰჴადნა, და შეკრა იგი ბორკილითა რვალისაჲთა, რაჲთა მიიყვანონ იგი ბაბილოვნდ.

Verse: 8   Link to mcatLink to armat   
და სახლნი მეფისანი და სახლები ერისაჲ მოწუეს ქალდეველთა ცეცხლითა, და ზღუდე იჱრუსალემისაჲ დაარღუეს.

Verse: 9   Link to mcatLink to armat   
და სხუაჲ იგი ერი, რომელ დაშთომილ იყო ქალაქსა შინა, და მეოტნი იგი, რომელ ჴელთ-ესხნეს მას,

Verse: 10   Link to mcatLink to armat   
და ნეშტნი იგი ერისანი, რომელ განრინებულ იყვნეს, წარტყუენნა ნაბუზარდან მატაკარანმან ბაბილონდ, ხოლო ერისა მის გლახაკნი, რომელთა არა რაჲ აქუნდა, დაუტევნა ნაბუზარდან მატაკარანმან ქუეყანასა მას იუდაჲსსა, და სცა მათ ვენაჴები და სარწყული მას დღესა შინა.

Verse: 11   Link to mcatLink to armat   
და ამცნო ნაბუქუდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ნაბუზარდანს მატაკარანსა იერემიაჲსთჳს, და ჰრქუა.

Verse: 12   Link to mcatLink to armat   
მოიყვანე იგი და ყვენ თუალნი შენნი მას ზედა, და ნუ უყოფ მას რასავე ბოროტსა, არამედ ვითარცა გრქუას შენ, ეგრეცა ყავ მისთჳს.

Verse: 13   Link to mcatLink to armat   
და მიავლინა ნაბუზარდან მატაკარა<ნ>მან და ნაბუსარ სექქიმ ლაფსარის ნერგელ სარასარ ჰრაბამაქ და ყოველთა მდიდართა მეფისა ბაბილოვნისათა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდეს და მოიყვანეს იერემია ეზოჲთ საპყრობილისაჲთ, და მისცეს იგი გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისა, და განიყვანეს იგი აფესდ, და დაჯდა იგი მუნ შორის ერსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იერემიაჲსა მიმართ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ, ოდეს იგი შეყენებულ და იყო ეზოსა მას საპყრობილისასა, და ჰრქუა;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მივედ და არქუ აბდიმელექს ეთიოპელსა, ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, აჰა ესერა მე მომაქუს სიტყუაჲ ჩემი ქალაქსა/ Page of ms. J: B28v  ამას ზედა ბოროტებად, და არა კეთილად, და იყვნენ იგინი წინაშე პირსა შენსა ამას დღესა შინა, თქუა უფალმან.

Verse: 17   Link to septLink to armat   
და არა მიგცე შენ ჴელთა კაცთასა, რომელთათჳს გეშინის შენ პირისაგან მათისა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განრინებით განგარინო შენ, და მახჳლითა არა დაეცე შენ, და იყოს სული შენი შენდა მოპოვნებულ, რამეთუ მესევდი მე, თქუა უფალმან.;

Chapter: 40  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, შემდგომად ოდეს იგი წარავლინა ნაბუზარდან მატაკარანმან დებლათაჲთ, რამეთუ წარიყვანა იგი კრული ჴელთ-ბორკილითა შორის ყოვლისა ნატყუენავისა იჱრუსალემისაჲსა და იუდაჲსა, რომელნი წარჰყვანდეს ბაბილოვნდ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანა ნაბუზარდან იერემია, და ჰრქუა მას; უფალმან ღმერთმან შენმან ბრძანა ძჳრი ესე ამას ადგილსა ზედა, და ამას ქალაქსა მოავლინა;

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყო უფალმან ვითარცა თქუა, რამეთუ შესცოდეს მას, და არა ისმინეთ ჴმისა მისისაჲ, და გეყო თქუენ <სიტყუაჲ> ესე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ აჰა ესერა განგჴსენ შენ დღეს ჴელთ-ბორკილთა მაგათგან, რომელ იყვნეს ჴელთა შინა შენთა, და კეთილ თუ არს წინაშე შენსა მოსლვაჲ ჩემ თანა ბაბილონდ, მოვედ, და ვყვნე თუალნი ჩემნი შენ ზედა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ არა ჯერ გიჩს წინაშე თუალთა შენთა მოსლვად ჩემ თანა ბაბილონდ, დადეგ, და აჰა ესერა ყოველი ქუეყანაჲ წინაშე შენსა არს. სადაცა კეთილ არს, და სადაცა ჯერ არს მისლვად შენდა, მუნ მიგუალე; და ვიდრე წარსლვადმდე ჩემდა, ვიდოდე შენ და მიიქეც გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისა, რომელ დაადგინა მეფემან ბაბილოვნისამან ქუეყანასა იუდაჲსსა, და დაეშჱნე შენ მის თანა შორის ერსა შენსა. უკუეთუ არა ყოველი კეთილი წინაშე შენსა რომელიცნ გთნავს, მას; შეუდეგ, და სცა მას მატაკარანმან საგზალი და ნიჭი, და წარავლინა იგი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივიდა იერემია გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, მასჱფათდ, და დაჯდა მის თანა შორის ერისა მისისა, რომელ დაშთომილ იყვნეს ქუეყანასა მას.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა ყოველთა მთავართა მის ძალისათა, რომელ იყვნეს ველსა შინა, მათ და ძალსა მას მათსა, რამეთუ დაადგინა მეფემან ბაბილოვნისამან გოდოლია, ძჱ Page of ms. J: B29r  აქიკამისი, ქუეყანასა მას, და რამეთუ შეევედრა მამები/ და დედები <მათი> და ერი მრავალი გლახაკთაგანნი ქუეყანისაგანნი, რომელ არა წარტყუენნა ბაბილონდ,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს გოდოლიაჲსა მასჱფათდ ისმაელ, ძჱ ნათანისი, <და იონან, ძჱ კარიაჲსი>, და სარეა, ძჱ ნათემისი, და ძენი უფეთისნი მეთუფათიტელისანი, იგინი და კაცნი მათნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეფუცა მათ გოდოლია, ძჱ აქიკამისი, ძისა საფანისი, და ჰრქუა, ნუ გეშინის თქუენ პირისაგან მონათა ქალდეველთასა; დაეშჱნენით ქუეყანასა ამას, და უქმოდეთ მეფესა ბაბილოვნისასა, და უმჯობჱს იყოს თქუენდა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა მე დავჯდე მასჱფათს შინა დადგომად წინაშე პირსა ქალდეველთასა, რომელნიცა მოვიდენ თქუენ ზედა, და თქუენ დაიკრიბეთ ღჳნოჲ, იფქლი და ხილი, და იკრიბეთ ზეთი ჭურჭერთა თქუენთა, და დაეშჱნენით ქალაქთა თქუენთა, რომელ გეპყრნეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი ჰურიანი, რომელნი იყვნეს ქუეყანასა მას მოაბის<ა>სა და ძეთა ამონისთა და იდუმიას, და რომელნი იყვნეს ყოველსა ქუეყანასა, ესმა რამეთუ დაუტევა მეფემან ბაბილოვნისამან ნეშტი ჰურიასტანსა, და რამეთუ დაადგინა მათ ზედა გოდოლია, ძჱ აქიკამისი, ძისა საფანისი, მოიქცეს ჰურიანი ყოველთაგან ადგილთა, სადა მიმოდაბნეულ იყვნეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს ქუეყანად იუდაჲსა გოდოლიაჲსა მასეფათდ, და შეიკრიბეს ღჳნოჲ და ხილი დიდ ძალი ფრიად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იონან, ძჱ კარესი, და ყოველნი მთავარნი ძალისანი, რომელ იყვნეს ველსა ზედა, მოვიდეს გოდოლიაჲსა მასჱფათად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს გოდოლიას, უკუეთუ უწყებით უწყი, რამეთუ ბელია, მეფემან ძეთა ამონისთამან, მოავლინა შენდა ისმაელ, ძჱ ნათანისი, მოკლვად შენდა, და არა ჰრწმენა მათი გოდოლიას, ძესა აქიკამის<ს>ა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იონან, ძემან კარესმან, მიუგო გოდოლიას ფარულად მასჱფათას შინა, და ჰრქუა; წარვიდე მე აწ, და მოვკლა ისმაელ, ძჱ ნათანისი, და ნუმცა ვინ აგრძნობს, ნუ უკუე მო-სადა-მე-გკლას შენ, და Page of ms. J: B29v  განიბნინენ ყოველნი ესე ჰურიანი რომელნი შემოკრებულ/ არიან შენდა, და წარწყმდენ ნეშტნი იგი იუდაჲსნი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა გოდოლია, ძემან აქიკამისმან, იონანს, ძესა კარესსა, ნუ სადა ჰყოფ შენ სიტყუასა მაგას, რამეთუ ცილსა იტყჳ შენ ისმაელისთჳს.

Chapter: 41  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო თთუესა მეშჳდესა მოვიდა ისმაელ, ძჱ ნათანისი, ძისა ელისამაჲსი, ნათესავისაგან მეუფეთაჲსა, და მონანი მეფისანი და ათი კაცი მის თანა, გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, მასეფთად; და ჭამეს მის თანა პური მასეფთას შინა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღდგა ისმაელ, ძჱ ნათანისი, და ათნი იგი კაცნი მისთანანი, და სცეს გოდოლიას, ძესა აქიკამის<ს>ა, ძისა საფანისა, მახჳლითა, და მოკლეს იგი, რომელ დაედგინა მეფესა ბაბილოვნისასა ქუეყანასა მას ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი ჰურიანი, რომელნი იყვნეს გოდოლიაჲს თანა მასეფთას შინა, და ყოველნი ქალდეველნი, რომელ იპოვნეს მუნ <და> კაცნი <იგი> მბრძოლნი, მოწყჳდნა ისმაელ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მეორესა დღესა, ოდეს მოკლა ისმაელ გოდოლია, და კაცმან არა აბრძნა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს კაცნი სექემით და სალემით და სამარიაჲთ ოთხმეოცნი <კაცნი> წუერ-ყჳნულნი და კუართ-დაპებულნი და მგლოვარენი, და შესაწირავი და გუნდრუკი, აქუნდა ჴელთა შინა მათთა, მიღებად სახლად უფლისა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდა ისმაელ, ძჱ ნათანისი, წინამიგებებად მათა მასეფათით, და ვიდოდა სლვით და ტიროდა; და იყო რაჟამს მიეახლა მათ, ჰრქუა მათ; შევედით გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს შევიდეს იგინი შოვა ქალაქსა, მოწყჳდნა იგინი ისმაელ, და შთასთხინა იგინი ჯურღმულსა მან და კაცთა მათ მისთანათა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ათნი კაცნი იპოვნეს მუნ, და ჰრქუეს ისმაელს, ნუ და მოგუწყუდი ჩუენ, რამეთუ არიან ჩუენნი საფასენი ქრთილი და ზეთი და თაფლი, და გარე-წარჴდა მათ, და არა მოწყჳდნა იგინი შორის ძმათა მათთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ჯურღმული იგი, რომელსა შთააბნია ისმაელ ყოველი მძორები მათ კაცთაჲ, რომელნი Page of ms. J: B30r  მოსრნა გოდო/ლიას თანა, ჯურღმული დიდ არს, რომელ იგი ქმნა მეფემან ასა პირისაგან ბაასა, მეფისა ისრაჱლისა. ესე აღავსო ისმაელ წყლულებითა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიაქცია ისმაელ ყოველი ერი ტყუედ, რომელ დაშთომილ იყო მასეფთას შინა, და ასულნი მეფისანი, რომელნი დაეტევნეს ნაბუზარდანს მატაკარანსა გოდოლიაჲს თანა, ძისა აქიკამისა, და აღიმსთო ისმაელ, ძემან ნათანისმან, და წარვიდა წიაღ ძეთა ამონისთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა იონანს, ძესა კარესსა, და ყოველთა მთავართა ძალისათა, რომელ იყვნეს მის თანა, ყოველი ესე ძჳრი, რომელ ქმნა ისმაელ, ძემან ნათანისმან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიკრიბეს ყოველი ერი მათი, და აღემზადნეს ბრძოლად, და დევნა უყვეს ისმაელს, ძესა ნათანისსა, და პოვეს იგი წყალსა ზედა დიდსა გაბაონს შინა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს იხილა ყოველმან ერმან, რომელ წარჰყვანდა ისმაელს, იონან, ძჱ კარესი, და ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი მის თანა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განიხარეს, და უკუ-მოიქცა ყოველი ერი, რომელ წარტყუენა ისმაელ მასჱფათით, და მოიქცეს, და მოვიდეს იონანისა, ძისა კარესისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ისმაელ, ძე ნათანისი, განერა რვითა კაცითა პირისაგან იონანისა, და მივიდა ძეთა ამონისთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკმოიღო იონან, ძემან კარესმან, და ყოველთა მთავართა ძლიერებისათა, რომელ იყვნეს მის თანა, ნეშტი ერისაჲ მის, რომელ უკმოიქცინეს ისმაელისგან, ძისა ნათანისა, შემდგომად მოკლვისა გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, [რომელ მის თანა მოწყდეს] ძლიერნი კაცნი ბრძოლასა შინა, რომელ უკმოიქცინეს გაბაონით ნაშტნი იგი და დედები და საჭურისნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდეს და დადგეს ქუეყანასა ბეროთქამაამისასა ბეთლემით კერძო წარსლვად და შთასლვად ეგჳპტედ

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
პირისაგან ქალდეველთაჲსა, რამეთუ შეიშინეს პირისაგან მათისა, რამეთუ მოკლა ისმაელ გოდოლია, ძჱ აქიკამისი, რომელ დაადგინა მეფემან Page of ms. J: B30v  ბაბილოვნისამან/ ქუეყანასა მას. ,

Chapter: 42  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივიდეს ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი, იონან, ძჱ კარესი და იეზორია, ძჱ ანანიაჲსი, და აზარია ძჱ იოსჱსი, და ყოველი ერი კნინითგან მი-დიდამდე,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს იერემიას წინაწარმეტყუელსა; შეგივრდინ წყალობაჲ ჩუენი წინაშე პირსა შენსა, და ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა ნეშტთა ამათთჳს, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან, ვითარცა ეგე თუალნი შენნი გუხედვენ ჩუენ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და გჳთხარნ ჩუენ უფალმან ღმერთმან შენმან გზაჲ, რომელსა ვიდოდით, და სიტყუაჲ, რომელ ვყოთ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ იერემია წინაწარმეტყუელმან; მესმა, აჰა ესერა მე ვილოცო უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა მსგავსად სიტყუათა თქუენთა, და იყოს, სიტყუაჲ, რომელ მრქუას მე უფალმან, გითხრა თქუენ, და არა დავმალო თქუენგან სიტყუაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მთავართა მათ იერემიას, იყავნ უფალი ჩუენ შორის მოწამჱ მართალ და სარწმუნო, რამეთუ ყოვლითა სიტყჳთა, რომლითა მოგავლინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჩუენდა, ეგრეცა ვყოთ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გინა თუ კეთილად გინა თუ ბოროტად, ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, რომლისა მიგავლინებთ შენ მისსა, ვისმინოთ, რაჲთა უმჯობჱს იყოს ჩუენდა, რამეთუ ვისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შემდგომად ათისა დღისა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდა იერემია იონანს, ძესა კარესსა, და მთავართა მათ ძლიერებისათა, რომელ იყვნეს მის თანა, და ყოველსა ერსა კნინითგან მი-დიდადმდე,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ესრე თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელსა იგი მიმავლინეთ მე, დათხევად წყალობისა თქუენისა წინაშე მისსა, უკუეთუ დასხდომით დასხდეთ ქუეყანასა ამას, აღგაშჱნნე თქუენ, და არა დაგარღჳნე, და გნერგნე თქუენ, და არა აღგფხურნე, რამეთუ დაცხრომილ ვარ ბოროტებისაგან, რომელ ვთქუ ყოფად თქუენდა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ნა გეშინის პირისაგან მეფისა ბაბილოვნისაჲსა, რომლისაგან თქუენ Page of ms. J: B31r  გეშინის, პირისაგან მისისა ნუ გეშინინ, თქუა უფალმან,/ რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, განრინებად თქუენდა, და ჴსნად თქუენდა ჴელისაგან მისისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და გცე თქუენ წყალობაჲ, და შეგიწყალნე თქუენ, და მიგაქცინე თქუენ ქუეყანად თქუენდა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ სთქუათ თქუენ, ვითარმედ არა დავსხდეთ ჩუენ ქუეყანასა ამას, და არა ვისმინოთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, და სთქუათ არა,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ქუეყანად ეგჳპტედ შევიდეთ, და არღარა ვიხილოთ ბრძოლაჲ, და ჴმაჲ ნესტჳსაჲ არა გუესმეს, და პურითა არა გუმშიოდის, და მუნ დავეშჱნნეთ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ისმინენით სიტყუანი უფლისანი, ნეშტთა ჰურიასტანისათა, ესრეთ იტყჳს უფალი; უკუეთუ თქუენ მიიქცინეთ პირნი თქუენნი ეგჳპტედ კერძო, და შეხჳდეთ დაშენებად მუნ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მახჳლი იგი, რომლისათჳს გეშინის თქუენ პირისაგან მისისა, გპოვნეს თქუენ ეგჳპტეს შინა, და სიყმილმან, რომლისათჳს სიტყუაჲ აღგითქუამს თქუენ სი<ვ>ლტოლად პირისაგან მისისა, გეწიოს თქუენ ეგჳპტეს შინა, და მუნ მოსწყდეთ თქუენ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ ყოველნი იგი კაცნი, რომელთა დასხნეს პირნი მათნი შესლვად ეგჳპტედ და დაშჱნებად მუნ, მოაკლდენ მახჳლითა, სიყმილითა და სიკუდილითა; და არღარა ვინ იყოს მათი რომელი განერეს ძჳრთაგან, რომელ მე მოვავლინო მათ ზედა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; ვითარცა დავაწთვე რისხვაჲ ჩემი და გულის-წყრომაჲ ჩემი მკჳდრთა ზედა იჱრუსალემისათა, ეგრე დაგწუთეს გულის-წყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა, რომელნი შეხუალთ ეგჳპტედ; და იყვნეთ უგზო და საწუნელ და საწყეველ და საყუედრელ, და არღარა იხილოთ მერმე ადგილი ესე.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან ნეშტთა ზედა იუდაჲსთა, ნუ შეხუალთ ეგჳპტედ; აწ უწყებით უწყოდეთ, რამეთუ მე გიწამებ თქუენ დღეს,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ძჳრი ჰქმნეთ თავთა თქუენთა ზედა, და ინანდეთ, რამეთუ თქუენ მიმავლინეთ მე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, და სთქუთ; ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, და ყოველი რაჲცა გრქუას შენ უფალმან ღმერთმან, ეგრეცა გჳთხარ ჩუენ, და ვყოთ;/ Page of ms. J: B31v  და გითხარ თქუენ,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ისმინათ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ ყოვლისა სიტყჳსა თჳს, რომლისათჳს მომავლინა მე თქუენდა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ უწყებულ იყვენით, რამეთუ მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა მოაკლდეთ ადგილსა მას, რომელსა თქუენ ჰზრახავთ მისლვად და დამკჳდრებად მუნ.

Chapter: 43  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო რაჟამს დააცადა იერემია სიტყუად ყოვლისა მიმართ ერისა ყოველთა სიტყუათა უფლისა ღმრთისა მათისათა, რომელ მოავლინა უფალმან; ღმერთმან მათა ყოვლისა ამისთჳს სიტყჳსა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა აზარია, ძემან იოსესმან, და იონან, ძემან კარესმან, და ყოველთა კაცთა ამპარტავანთა, რომელთა ჰრქუეს იერემიას, ევედრე ჩუენთჳს უფალსა, მიუგეს იერემიას და ჰრქუეს, ცილსა იტყჳ შენ, არა მოგავლინა შენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჩუენდა, და გრქუა შენ, ვითარმედ ნუ შეხუალთ ეგჳპტედ დაშჱნებად მუნ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ბარუქ, ძჱ ნერისი, განგარისხებს შენ ჩუენდა მომართ, რაჲთა მიგუცნე ჩუენ ჴელთა ქალდეველთასა, მოკლვად ჩუენდა და წარწყმედად ჩუენდა ბაბილონს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ერჩდა იონან, ძჱ კარესი, და ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი და ყოველი ერი ჴმასა უფლისასა დაშჱნებად ქუეყანასა იუდაჲსსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარტყუენნა იონან, ძემან კარესმან, და ყოველთა მთავართა ძლიერებისათა ყოველნი ნეშტნი იუდაჲსნი, რომელნი მოქცეულ იყვნეს ყოველთაგან ნათესავთა, სადა იგი განბნეულ იყვნეს მუნ, დაშჱნებად ქუეყანასა იუდაჲსსა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მამები და დედები და ყრმები და ერი და ასულნი მეფისანი, და კაცები იგი, რომელ დაუტევა ნაბუზარდან მატაკარანმან გოდოლია<ჲ>ს თანა, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისა, და იერემია წინაწარმეტყუელი, და გარქე, ძჱ ნერისი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდეს ეგჳპტედ, რამეთუ არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ, და მივიდეს ვიდრე ტაფნადმდე.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს<ა> მიმართ ტაფნას შინა, და ჰრქუა;

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიხუენ შენ ქვანი დიდნი, და დამალენ იგინი სამალველსა ალიზსა Page of ms. J: B32r  შინა წინაშე კართა სახლისა/ ფარაოჲსა, წინაშე თუალთა ძეთა იუდაჲსთა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მათ; ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, აჰა ესერა მე მოვავლინო და მოვიყვანო ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, მონაჲ ჩემი, და დაიდგას საყდარი მისი ზედა ქვათა მაგათ, რომელ დაჰმალენ, და დადვას საჭურველი მისი მაგათ ზედა, და აღიღოს საჭურველი მაგათგან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემოვიდეს და მოსრას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, რომელნი სიკუდილად სიკუდილსა, და რომელნი ტყუეობად ტყუეობასა, და რომელნი <მახჳლად> მახჳლსა, და აღუდვას ცეცხლი სახლებსა ღმერთთა ეგჳპტელთასა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოწუნეს იგინი, და წარტყუენნეს იგინი, და განტისნოს ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, ვითარცა განტისნის მწყემსმან სამოსელი თჳსი, და განვიდის მშჳდობით.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემუსრნეს სუეტნი მზის ქალაქისანი, რომელ არიან ენონს, და სახლნი ღმერთთა მათთანი დაწუნეს ცეცხლითა.;

Chapter: 44  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ ყოველთა ზედა ჰურიათა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეგჳპტეს შინა, და რომელნი სხდეს ტაფნას და მაგდალონს და მემფეს და ქუეყანასა პათურესსა, და ჰრქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, თქუენ იხილეთ ყოველი იგი ძჳრი, რომელ მოვავლინე იჱრუსალემსა ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსთა, და აჰა არიან იგინი ოჴერ დღეს მკჳდრთა გან;

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
პირისაგან უკეთურებისა მათისა, რომლითა განმამწარეს მე, მივიდეს კუმევად და მსახურებად ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცოდეს მათ და მამათა მათთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივავლინენ თქუენდა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი, აღვიმსთობდ და მივავლინებდ, და გეტყოდე, ვითარმედ ნუ იქმთ საქმესა ამის ბილწებისასა, რომელ მოვიძულე;

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი, მოქცევად უკეთურებისაგან მათისა, რაჲთამცა არა უკუმევდეს ღმერთთა უცხოთა. Page of ms. J: B32v 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და და/სწუთა რისხვაჲ ჩემი და გულის-წყრომაჲ ჩემი, და აღეგზნა ცეცხლი ბჭეთა იუდაჲსთა და გარემო იჱრუსალემსა; და იქმნნეს იგინი აღსაოჴრებელად და უგზოდ, ვითარცა არს ესერა დღეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე თქუა უფალმან; საბაოთ, ღმერთმან ისრაჱლისამან, რად იქმთ თქუენ ძჳრთა დიდდიდთა სულთა თქუენთათჳს მოსრვად მამათა თქუენთა და დედათა თქუენთა, ჩჩჳლთა და მწოართა შორის იუდაჲსა, რაჲთა არღარა დაშთეს თქუენგანი არა ვინ,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
განმწარებად ჩემდა საქმითა ჴელთა თქუენთაჲთა, კუმევად ღმერთთა უცხოთა ქუეყანასა ეგჳპტისასა, სადა იგი შეხუედით მწირობად მუნ, რაჲთა მოისჴნეთ და რაჲთა იქმნნეთ საწყეველად და საყუედრელად ყოველთა შორის ნათესავთა ქუეყანისათა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ დაივიწყებთ თქუენ ძჳრსა მამათა თქუენთასა, და ძჳრთა თქუენთა, და ძჳრთა მეფეთა იუდაჲსთასა, და ძჳრთა ცოლთა თქუენთასა, რომელ ქმნეს ქუეყანასა იუდაჲსსა და გარემო იჱრუსალემსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა დასცხრეს მო-აქა-დღედმდე, და არა შეიშინეს, და არცა ერჩდეს შჯულსა ჩემსა, და არა შეუდგეს კუალსა ბრძანებათა ჩემთასა, რომელ მივეც წინაშე პირსა მამათა მათთასა და წინაშე პირსა მათსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, აჰა ესერა მე დავამტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა ბოროტებად,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა აღვჴოცო ყოველი იუდაჲ, და წარიყვანნან ყოველნი ნაშტნი იუდაჲსნი, რომელ განიზრახეს შესვლაჲ ქუეყანასა ეგჳპტის<ა>სა მწირობად მუნ, რაჲთა წარწყმდენ ნეშტნი იუდაჲსნი, რომელ არიან ეგჳპტეს შინა, და დაეცნან მახჳლითა და სიყმილითა და მოაკლდენ კნინითგან მი-დიდადმდე, მახჳლითა და სიყმილითა მოსწყდენ დე იყვნენ იგინი საფიცებელად და წარსაწყმედელად და საწყეველად და საყუედრელად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღხილვა ვყო მათ ზედა, რომელნი სხენან ეგჳპტეს, ვითარცა აღხილვა ვყავ იჱრუსალემსა ზედა, მახჳლითა, სიყმილითა და სიკუდილითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა იყოს Page of ms. J: B33r  მათი განრინებულ, არცა/ დაშთომილ არა ვინ ნაშტთა მათ იუდაჲსთაჲ, რომელნი მოვიდეს მწირობად ქუეყანასა ეგჳპტისასა, რაჲთამცა მიიქცეს ქუეყანად იუდაჲსა, რომელსა ზედა იგინი გიცნობენ სულითა მათითა მიქცევად მუნ გარნა ოტებულნი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუგეს იერემიას ყოველთა კაცთა, რომელთა უწყოდეს რამეთუ უკუმევენ დედანი მათნი ღმერთთა უცხოთა, და ყოველმან დედებმან, რომელ დგა მუნ კრებული დიდი, და ყოველმან ერმან, რომელნი სხდეს ქუეყანასა ეგჳპტისასა ქუეყანასა პათურესსა, და ჰრქუეს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ ჩუენდამო სახელითა უფლისაჲთა, არა ვისმინათ შენი,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ყოფით ვყოთ ყოველი სიტყუაჲ, რომელი გამოჴდეს პირით ჩუენით, კუმევად დედოფალსა ცისასა და ზორვად მისა საზორველი, ვითარცა ვყავთ ჩუენ და მამათა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა <და მეფეთა ჩუენთა> ქალაქთა შინა იუდაჲსთა და გარე-მოსავალთა იჱრუსალემისათა, და განვძეღით პურითა, და ვიქმნენით ტკბილ, და ძჳრი არა ვიხილეთ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა მოვაკლდეთ კუმევად დედოფალსა ცისასა, და ზორვად მისა საზორველი, ნაკლულევან ვიქმნენით ჩუენ ყოველნი, და მახჳლითა და სიყმილითა მოვაკლდით.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და დედებმან მან თქუა, რამეთუ უკუმევდით ჩუენ დედოფალსა ცისასა, და უზორავთ მას საზორავსა, თჳნიერად ნუ ქმართა ჩუენთა უქმ<ე>ნით მას მსუნოანი და უგებდით საგებელსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა ძლიერსა, დედებსა, და ყოველსა ერსა, რომელთა მოუგეს მას სიტყუაჲ ესე, და ჰრქუა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
არა კუმევისაგან, რომელსა უკუმევდით ქალაქთა შინა იუდაჲსთა და გზათა იჱრუსალემისათა თქუენ და მამანი თქუენნი და მეფენი თქუენნი და მთავარნი თქუენნი და ერი ქუეყანისაჲ, მოიჴსენა უფალმან, და განიზრახა გულსა თჳსსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა უძლებდა მერმე თავს-დებად უფალი უკეთურებისაგან , სლვათა თქუენთაჲსა, და საძაგელებათაგან თქუენთა, რომელ ჰქმ<ნ>ენით, და იქმნა ქუეყანაჲ თქუენი ოჴერ და უგზო, და საწყეველ არა-ყოფისაგან მკჳდრთაჲსა, ვითარცა ესე დღეს,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
პირისაგან რომელთა უკუმევდით და რომელ Page of ms. J: B33v  შესცოდეთ უფალსა, და არა ისმინეთ ჴმაჲ უფლისაჲ, და შჯულსა/ მისსა და წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა არა ხჳდოდეთ. და გპოვნა თქუენ ძჳრმან ვითარცა ესე დღეს.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა და დედებსა; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ყოველთა ჰურიათა, რომელნი ხართ ქუეყანასა ეგჳპტისასა,

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალითაჲ, ღმერთი ისრაჰლისაჲ, თქუენ და დედათა თქუენთა სთქუთ პირითა თქუენითა <და ჴელითა თქუენითა და სთქუთ> ვითარმედ ყოფით ვყოთ აღსაარებაჲ ჩუენი, რომელ აღუთქუთ კუმევად დედოფალსა ცისასა, და ზორვად მას საზორველი; და დაადგერით აღსაარებათა თქუენთა, და ყოფით ყვენ<ი>თ აღთქუმანი თქუენნი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ყოველთა ჰურიათა, რომელნი ჰსხდეთ ქუეყანასა ეგჳპტისასა, აჰა ესერა ვფუცე სახელსა ჩემსა დიდსა, თქუა უფალმან ღმერთმან, უკუეთუ იყოს მერმე სახელი ჩემი თქუმულ პირითა ყოველთა ჰურიათაჲთა, და თქუან ვითარმედ ცხოველ არს უფალი ღმერთი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა,

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა განვიღჳძე მათ ზედა ბოროტებად მათა და არა კეთილობად, და მოაკლდეს ყოველი იუდაჲ, რომელნი დამკჳდრებულ არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა მახჳლითა და სიყმილითა, ვიდრე არა მოაკლდენ;

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და განრინებულნი მახჳლისაგან მიიქცენ ქუეყანით ეგჳპტით ქუეყანად იუდაჲსა მცირედნი რიცხჳთ, და გულის-ჴმა-ყონ ყოველთა ნეშტთა იუდაჲსთა, რომელნი მსხემ არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა სიტყუაჲ, ვისი ძი დაადგრეს, ჩემი ანუ მათი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე იყავნ თქუენდა სასწაულ, თქუა უფალმან, რამეთუ მე აღხილვაჲ ვყო თქუენი ამას ადგილსა ბოროტებითა, რაჲთა სცნათ, რამეთუ დამტკიცებით დამტკიცნენ სიტყუანი ჩემნი თქუენ ზედა ბოროტებად.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან, აჰა ესერა მე მივსცე ფარაო მეფჱ ჴელთა მტერთა მისთასა, და <ჴელთა> მეძიებელთა სულისა მისისათა, ვითარცა მივეც მეფჱ იუდაჲსი ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, მტერისა მისისათა, და მეძიებელ<ი>სა სულისა მისისასა.

Chapter: 45  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ, რომელ ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ბარუქს, ძესა Page of ms. J: B34r  ნერისსა, რაჟამს დაწერნა სიტყუანი ესე წიგნსა/ პირისაგან იერემიაჲსისა წელსა მეოთხესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან, შენ ზედა, ბარუქ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სთქუ; ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ შესძინა უფალმან შრომაჲ სალმობასა ჩემსა; დავწევ კუნესით, და არა ვპოე განსუენებაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ თქუა უფალმან, ესრე არქუ მას, აჰა ესერა რომელ აღვაშჱნე, მე დავარღჳო, და რომელ მე დავჰნერგენ, მეცა აღვფხურნე მით ქუეყანითურთ ყოვლით.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ ითხოვდე თავისა შენისა დიდდიდსა, ნუ ითხოვ, რამეთუ აჰა ესერა მე მოვავლინო ძჳრი ყოველსა ზედა ჴორციელსა, იტყჳს უფალი, და მიგცე სული შენი მოპოვნებულად ყოველსა ადგილსა სადა ხჳდოდი შენ მუნ.

Chapter: 49  
Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელსა წინაწარმეტყუელებდა იერემია ნათესავთა ზედა ელამისთა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; შეიმუსრენ მშჳლდი ელამისი, დასაბამი ყოვლისა ძლიერებისა მათისაჲ;

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვავლინნე ელამის ზედა ოთხნი ქარნი ოთხთაგან კიდეთა ცისათა, და განვაბნინე იგინი შორის ყოველთა ქართა, და არა იყოს ნათესავი, რომელთა არა მივიდენ განბნეულთაგანნი ელამისნი.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევაძრწუნნე იგინი წინაშე მტერთა მათთა, რომელნი ეძიებენ სულთა მათთა, და მოვავლინო მათ ზედა რისხვაჲ გულის-წყრომისა ჩემისაჲ, და მოვავლინო შემდგომად მათსა მახჳლი ჩემი, ვიდრემდის არა მოვსრნე იგინი.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავიდგა საყდარი ჩემი ელამისსა შინა, და წარვწყმიდო მისგან მეფჱ და მდიდარნი მისნი.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს აღსასრულსა დღეთა<სა>, მოვაქციო ტყუჱ ელამისი, <თქუა უფალმან>. ,

Chapter: 46  
Verse: 1   Link to mcatLink to armat   
დასაბამსა მეფობისა სედეკია მეფისასა იყო სიტყუაჲ ესე ელამისთჳს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი იყო უფლისა მიერ იერემია წინაწარმეტყუელისა მიმართ ყოველთა ზედა წარმართთა ეგჳპტისა, კალსა ზედა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისასა, რომელი იყო მდინარესა ეზდა ევფრატსა ქარმის შინა, რომელი იგი მოკლა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან, წელსა მეოთხესა იოაკიმისსა, Page of ms. J: B34v  ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიღეთ საჭურველი და ფარი, და მო/ვედით ბრძოლად,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
დაასხენ<ი>თ ჰუნეთა თქუენთა; აღემჴედრენით მჴედარნი, შთაიცუთ ჯაჭუები თქუენი, და დაიდგთ ჩაფხუტები თქუენი; წარმოიღეთ ჰორლები თქუენი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს ესენი შეძრწუნდებიან და ივლტიან უკუმარო, რამეთუ ძლიერნი მათნი მოისრნან. ვლტოლით ივლტოდეს და არა მოიქცეს შეცვულნი გარემოჲს, თქუა <უფალმან>.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ივლტინ მალჱ, და ნუ განერებინ ძლიერი ჩრდილოჲთ კერძო; ევფრატსა <ზედა მოუძლურდენ და დაეცნენ>.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ არს ესე, რომელი ვითარცა მდინარჱ აღმოვალს, და ვითარცა მდინარენი ღელვიდენ წყალნი მისნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგჳპტჱ ვითარცა მდინარჱ აღდგეს, და <ვითარცა მდინარენი> აღიძრნენ ღელვანი მისნი, და თქუა; აღვიდე და დავფარო ქუეყანაჲ, და წარვწყმიდო ქალაქი და მკჳდრნი მისნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
აღსხედით ჰუნებსა, განმზადეთ ეტლები; გამოვედით, მბრძოლნი ეთიოპელნი, <და> ლჳბიელნი ჭურვილნი, <და> ლუდ<ი>ელნი; აღვედით, გარდააცუთ მშჳლდსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და დღჱ იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, დღჱ შურის-ძიაბისაჲ შურის-გებად მტერთა მისთა, შეჭამნეს მახჳლმან და განძღეს და დაითროს სისხლითა მათითა, რამეთუ შეწირვაჲ არს უფლისა საბაოთისაჲ ქუეყანასა ჩრდილოჲსასა მდინარესა ზედა ე<ვ>ფრატსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
აღვედ გალაადდ, და აღიღე მკურის-კევი ქალწულისათჳს ასულისა ეგჳპტისა; ცუდად განამრავლე კურნებაჲ შენი. სარგებელ არა არს შენდა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ესმა წარმართთა ჴმაჲ შენი, და ღაღადებითა შენითა აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ <მბრძოლი> მბრძოლისა მიმართ მოუძლურდა, ერთბამად დაეცნეს ორნი ვე.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელ თქუა უფალმან პირითა იერემიაჲს წინაწარმეტყუელისაჲთა მოსლვისათჳს ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა, დამოსრვად ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუთხართ ეგჳპტედ და სასმენელ ყავთ მაგდალონდ, და ამცენ<ი>თ მემფეს და ტაფნას. არქუთ, აღდეგ და განიმზადე თავი შენი, <რამეთუ შეჭამა მახჳლმან მროწეული შენი>.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ივლტოდა ზუარაკი იგი შენი რჩეული, ვერ დადგა, რამეთუ უფალმან დაჰჴსნა იგი. Page of ms. J: B35r 

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიმრავლე მისი მოუძლურდა და დაეცა./ კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა იტყოდა და თქუა; აღვდგეთ და მივიქცეთ ერად ჩუენდა და ქუეყანად სოფლისა ჩუენისა პირისაგან მახჳლისა წარმართთაჲსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
უწოდეთ სახელი ფარაო, მეფესა ეგჳპტისასა, <სა>ჵნ ებირთა მოეთ, ჟამი მოიწია;

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, მეუფჱ ძალთა<ჲ> სახელი მისი, რამეთუ ვითარცა არს თაბორი შორის მთათა, და კარმელი შორის ზღუასა შინა, ეგრეთ მოვიდეს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ჭურჭერი ტყუეობისაჲ იქმენ შენდად, მკჳდრმან ასულისა ეგჳპტისამან, რამეთუ მემფი განსარყუნელად იყოს, და ერქუას მას ვაჲ არა-ყოფისაგან მკჳდრთა მისთაჲსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
დიაკეული შუენიერი ეგჳპტჱ; მტევებარნი ჩრდილოჲთ მოვიღეს მის ზედა,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მორეწ<ე>ნი მისნი ვითარცა ზუარაკნი მართებულნი მუნ შინა, რამეთუ იგინიცა უკუნ-იქცეს, და ივლტოდეს ერთბამად, ვერ დადგეს, რამეთუ დღჱ წარწყმედისაჲ მოიწია მათ ზედა და ჟამი შურის-გებისაჲ მათისაჲ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ მათი ვითარცა გუელისა მსტჳნვარისაჲ, რამეთუ მქჳშასა შინა ვიდოდიან; ცულოსანნი მოუჴდენ მას.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მკაფელნი ხისანი მოკაფეთ მაღნარი მისი, იტყჳს უფალი ღმერთი, რამეთუ არღარა ელხინოს, მრავალ არს უფროჲს მკალისა, და არა არს რიცხჳ მათი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრცხუენა ასულსა ეგჳპტისასა, მიეცა ჴელთა ერისა ჩრდილოჲსათა, თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე შური მოვაგო ამოსს, ძესა მისსა, ფარაოჲს ზედა, და ღმერთთა ზედა მისთა, და მოსავთა ზედა მათთა.

Verse: 26   Link to mcatLink to armat   
და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა, და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისათა, და ჴელთა მონათა მისთასა, ამისა შემდგომად დაყუდნეს მსგავსად დღეთა მათ პირველთა, თქუა უფალმან.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ ნუ გეშინინ, მონაო ჩემო იაკობ, ნუცა შესძრწუნდები, ისრაჱლ, რამეთუ აჰა ესერა მე გიჴსნე შენ შორით და ნათესავი შენი ქუეყანისაგან ტყუეობისა Page of ms. J: B35v  მათისაჲსა, და მოიქცეს იაკობ და დაეყუდოს;/ და დაიძინოს და არღარა ვინ იყოს მაჭირვებელ მისა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ ნუ გეშინინ, მონაო ჩემო იაკობ, თქუა უფალმან, რამეთუ მე შენ თანა ვარ, რამეთუ ვყო აღსასრული ყოველთათჳს ნათესავთა, რომელთა მიმართ მიგავლინო შენ მუნ, ხოლო შენი არა ვყო მოკლება, და განგსწავლო შენ განკითხვით, და უბრა<ლ>ოებით არავე უბრალო გყო შენ.;

Chapter: 47  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
უცხოთესლთა ზედა, რომელ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ წინაწარმეტყუელისა უცხოთესლთა ზედა მოსრვისა წინა ფარაოჲსა გაზაჲსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; და აჰა ესერა წყალი აღმოჴდეს ჩრდილოჲთ, და იყოს მდინარედ წარმრღუნელად, და წარრღუნეს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი; ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა, და ღაღადებდენ კაცნი და გოდებდენ ყოველნი მკჳდრნი ქუეყანისანი,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმისაგან წარმომართებისა მისისა, და საჭურველთაგან მისთა ძლიერთა, და ძრვისაგან ეტლთაჲსა და ჴმითა ურმის-თუალთა მისთაჲთა; არა მოიქცეს მამანი შვილთა ზედა მათთა დაჴსნისაგან ჴელთა მათთაჲსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
დღესა მას მომავალსა წარწყმედად ყოველთა უცხოთესლთა, და განვრყუნე ტჳროსი და სიდონი, და ყოველნი ნეშტნი შემწეთა მათთანი, რამეთუ აღჴოცნეს უფალმან უცოთესლნი, რომელ დაშთომილ არიან ჭალაკთა შინა, <და> კაბადუკიას.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მოახს სიმტიერე გ<ა>ზასა ზედა, <და განვარდა ასკალონ>, და ნეშტნი იგი რომელ არიან აკიმს შინა ვიდრემდის შეჰკრბებოდით.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრემდის ჰკუეთდე, მახჳლო უფლისაო, ვიდრემდის არა დასცხრე კუალად ეგე ქარქაშსა შენსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
განისუენე და <და>მშჳდენ, და უფალმან ამცნო მას ასკალონისათჳს, და რომელნი არიან ზღჳს-კიდესა, და ნეშტთა ზედა აღდგომად. ;

Chapter: 48  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაბისათჳს. ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, ვაჲ ნაბავსა, რამეთუ წარწყმდა; მოისჴო, წარიღეს კარიათიმი, ჰრცხუენა/ Page of ms. J: B36r  სიძნელესა მოაბისასა და სძლეს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
არღარა არს მერმე მხიარულება ესებონს შინა მოაბისასა, ზრახეს მის ზედა ძჳრი. მივედით და გამოვჰკუეთოთ იგი თესლთაგან, და მადებემა დაცხრომით დასცხრეს, შემდგომად შენსა ვიდოდეს მახჳლი,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴმაჲ მღაღადებელთაჲ ორონემით წყმედითა <და შემუსრვითა> დიდითა;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
შეიმუსრა მოაბი. მიუთხართ ზოგორასა <და> ჭაპუკთა მისთა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
<რამეთუ აღივსო ალაოთ ტირილითა>, რამეთუ აღსავალსა ფიქლოანსა აღვიდეს; ტიროდეს ტირილით, რამეთუ შთამართსა ორონემისასა იყვნეს მტერნი. ღუაწლი და ღაღადებაჲ შემუსრვისაჲ ესმა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ივლტოდეთ და განირინენით თავნი თქუენნი, და იქმნენით ვითარცა კანჯარნი უდაბნოსა შინა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესევდ სიძნელესა შენსა, მოგიჴდენ შენ ჭირნი, და შეგიპყრან, და გამოვიდეს ქამოს ტყუედ და ქურუმნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიწიოს მოსრვაჲ ყოველსა ზედა ქალაქსა, და ქალაქი არა განერეს, და წარწყმდენ ღელენი და აღოჴრდენ ველნი, ვითარცა თქუა უფალმან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ეცით სასწაული მოაბსა, რამეთუ დატევებით დაიტევა იგი; და ყოველი ქალაქები მისი უგზო იყოს არა-ყოფისაგან მკჳდრთა მისთაჲსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
წყეულ იყავნ, რომელი იქმოდის საქმესა უფლისასა უდებად, და წყეულ იყავნ, რომელი განაშორებდეს მახჳლსა მისსა სისხლისაგან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
განისუენა მოაბ სიყმითგან, და მოსავ იყო დიდებასა მისსა, და არა შთაისხა ჭურჭ<რ>ისაგან ჭურჭელსა, და ტყუედ არა წარვიდა. ამისთჳს იყო გემოჲ მისი მის თანა, და სული მისი არა მოაკლდა;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და მოუვლინნე მას დამდრეკელნი, <და> დადრიკონ იგი, და ჭურჭერი მისი დააწულილონ, და რქანი მისნი შემუსრნენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრცხუენა მოაბსა ქამოსისაგან, ვითარცა ჰრცხუენა სახლსა ისრაჱლისასა ბეთელით Page of ms. J: B36v  <სასოჲსა მათისა გან>,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ იტყჳთ/, ვითარმედ მტკიცე ვართ, და კაცნი შემძლებელნი ბრძოლად,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
წარწყმდა მოაბი და ქალაქნი მისნი, და რჩეულნი ჭაბუკნი მისნი შთაჴ<დ>ეს საკლავად, თქუა მეუფემან; უფალ ძალთა არს სახელი მისი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
მოახს დღჱ მოაბისი მოსლვაჲ და უკეთურებაჲ მისი ადრე ფრიად.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
შეძართ იგი და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, ყოველთა რომელთა იცით სახელი მისი, არქუთ მას, ვითარ შეიმუსრა არგანი დიდებისაჲ და კუერთხი სიმდიდრისაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდამოჴედ დიდებისაგან და დაჯედ ნოტიოსა ზედა ჯდომით, ასული დებონისო, რამეთუ წარწყმდა მოაბი; აღვიდა შენდა განმრყუნელი სიძნელეთა შენთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
დადეგ გზასა ზედა და იხილე, რომელი ეგე ჰზი აროერს შინა, და ჰკითხე მეოტსა და განრინებულსა, და თქუ; რაჲ იყო.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრცხუენა მოაბსა, რამეთუ შეიმუსრა, გოდებდა და ღაღადებდა; მიუთხართ არნონდ, რამეთუ წარწყმდა მოაბი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და საშჯელი მოვალს ქუეყანასა ზედა მისსორისასა, ქელონსა ზედა, და ასასა და მოვფათსა ზედა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და დებონსა ზედა, და ნაბავსა ზედა, და სახლსა ზედა დებლათემისსა,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და კარიათიმსა ზედა, და სახლსა ზედა აგამოჲსსა, და სახლსა ზედა მაოთისსა,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
<და სახლსა ზედა კარიოთისსა>, და ბოსორასა ზედა, და ყოველსა ზედა ქალაქებსა ქუეყანისა მოაბისასა შორიელთა და მახლობელთა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
მოსტყდა რქაჲ მოაბსა, და ამპარტავანებაჲ მისი შეიმუსრა, თქუა უფალმან.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
დაათრვეთ იგი, რამეთუ უფლისა ზედა მდიდრად იტყოდა, და იცემდეს მოაბი ჴელითა თჳსითა, და იყოს საკიცხელ იგი თავადი,

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა საკიცხელ იყო შენდა ისრაჱლი, ანუ პარვასა ნუ შენსა იპოვა, რამეთუ ჰბრძოდე მას; აწ მისა მიივლტოდი.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
დაუტევნეს ქალაქნი, და დაეშჱნნეს კლდესა ზედა მკჳდრნი მოაბისანი, იქმნეს იგინი ვითარცა ტრედნი მბუდებელნი კლდესა შინა პირსა სოროთასა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
მესმა მოაბისი გინებაჲ, რამეთუ მაგინა ფრიად, სილაღე Page of ms. J: B37r  მისი და/ გინებაჲ მისი და ამპარტავანებაჲ მისი ვიხილე, და აღმაღლდა გული , მისი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე ვცნენ საქმენი მისნი, თქუა უფალმან; არა რაოდენ კმა ეყო მისა, მკლავნი მისნი არა ყვნა ეგოდენ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მოაბსა ზედა ჴჳობდით მოაბსა ზედა გარემოჲს; ღაღადებდით კაცთა ზედა ზღუდისათა ვარჯ-პარსულთა, და ჴმაჲ აღიღოს,

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ტირილი იაზერისი გტიროდიან შენ, ვენაჴო სებოიმისო; მწუერვალნი შენნი განჴდეს ზღუასა, ქალაქო იაზერისო, მოიწია ხილსა ზედა შენსა და სამკალსა ზედა შენსა, და მესდულეთა ზედა შენთა დაეცა მოსრვაჲ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიტაცა შუებაჲ და სიხარული ქუეყანისაგან მოაბიტელთაჲსა, და ღჳნოჲ იყო საწნეხელთა შიდა შენთა, არა დაწნიხეს იგი დილითი არცა მწუხრი.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ჴმაჲ ესებონისი მი-ელიადმდე, და იასადმდე გამოსცეს ჴმაჲ მათი; ქალაქთა მათთა გამოსცეს ჴმაჲ მათი სეგორითგან ორონედმდე აღათსალისა, რამეთუ დიაკეული სმნიერი არს, რამეთუ წყალიცა იგი ნებრიმისაჲ შემწუველადვე იყოს.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვწყმიდო მოაბისაჲ<თ>, თქუა უფალმან, აღმავალი ბაგინსა ზედა, და მკუმეველი კერპთა მათთა.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს გული მოაბისა ვითარცა ნესტჳ ოხრიდეს, გული ჩემი კაცთა ზედა კედელსა თანა, რომელნი პარსვენ ვარჯსა, ვითარცა ნესტჳ ოხრიდეს, ამის თჳს; რომელ იგი განირინა, წარწყმდა კაცთაგან.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი თავნი ყოველთა ადგილთა დაიყჳნნენ, და ყოველნი წუერნი დაიყჳნნენ, და ყოველნი ჴელნი იტყებდენ, და ყოველთა ზედა ჰასაკთა იყოს ძაძაჲ.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველსა ზედა ერდოებსა მოაბისასა და უბნებსა მათსა ყოველსა იყოს ტყებაჲ, რამეთუ შევმუსრე მოაბი ვითარცა ჭურჭერი, რომელ არღარა საჴმარ არნ, თქუა უფალმან.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ იძლია, ჴჳობდით; ვითარ შეაქცია ზურგი მოაბმან. ჰრცხუენა და იქმნა მოაბი საკიცხელ, და საშინაბელ ყოველთაგან გარემოჲსთა მისთა,

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი, აჰა ესერა ვითარცა ორბმან მოიმართოს, და განემარტნეს ფრთენი მისნი მოაბსა ზედა. Page of ms. J: B37v 

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
და იპყრა კარიოთი, და სიძნელენი მისნი შეიცვნა,/ და იყოს გული ძლიერთა მოაბელთაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა სალმობიერისაჲ.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარწყმდეს მოაბი სიმრავლისაგან მისისა, რამეთუ უფლისა ზედა მდიდრად იტყოდა.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
შიში და ჴნარცჳ და საბრჴჱ შენ ზედა, რომელ ეგე ჰზი შორის მოაბსა, თქუა უფალმან.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელი ივლტოდის პირისაგან შიშისაჲსა, შთავარდეს ჴნარცუსა, და რომელი აღვიდოდის ჴნარცჳთ, შეიპყრას იგი საბრჴითა, რამეთუ მოვავლინო ესე მოაბსა ზედა წელსა მას, რომელსა აღვიხილნე იგინი, თქუა უფალმან.

Verse: 45   Link to mcatLink to armat   
საფარველსა ესებონისასა დადგეს, რომელნი ივლტოდეს საბრჴისაგან, რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესებონით, და ალი ქალაქით სეონით, და შეჭამნა წინამძღუარნი მოაბისნი, და გამოიძინა ძენი სეონისნი.

Verse: 46   Link to mcatLink to armat   
ვაჲ შენდა, მოაბ; წარსწყმდი, ერო ქამოსისო, რამეთუ წარიხუნას ძენი შენნი ნატყუენავად, და ასულნი შენნი ტყუედ.

Verse: 47   Link to mcatLink to armat   
და მოვაქციო ტყუჱ მოაბისი აღსასრულთა დღეთა, თქუა უფალმან. მოაქამდე საშჯელი მოაბისი.;

Chapter: 49  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეთა ზედა ამონისთა. ესრე თქუა უფალმან; არა ნუ არიანა შვილნი ისრაჱლისანი, ანუ მემწყნარებელ არა ვინ არსა მათა. რაჲსათჳს დაიპყრა მელქონ გალაადი, და ერი მისი ქალაქთა მათთა შინა დაშჱნებულ არს.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, თქუა უფალმან, და ვასმინო ჰრაბათსა ზედა ძეთა ამონისთა ამბოხი ბრძოლისაჲ, <და იყოს უბზო> და წარსაწყმედელ, და ბაგინნი მისნი ცეცხლითა დაიწუნენ, და დაიპყრას ისრაჱლმან მთავრობაჲ თჳსი, თქუა უფალმან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღადებდ, ესებონ, რამეთუ წარწყმდა ძალი გეაჲსაჲ; ღაღადებდით, ასულნი რაბათისანი, მოირტყთ ძაძაჲ და იტყებდით, და რბიოდეთ ზღუდეთა ზედა, რამეთუ მელქონ ტყუედ წარვიდეს, ქურუმნი მისნი <და მთავარნი მისნი> ერთბამად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ გიხაროდის ველთა <ენაკიმისთა>, განაფდეს ველნი შენნი, ასულო ურიდებისაო, რომელ ეგე ესავ საფასეთა თჳსთა, რომელი იტყჳ; Page of ms. J: B38r  ვინ მოვიდეს ჩემ ზედა./

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე მოვავლინო შენ ზედა შიში, თქუა უფალმან ძალთამან, ყოველთაგან მოსაზღვრეთა შენთა, და განიბნიოს კაცად-კაცადი პირით კერძო თჳსით, და არა ვინ იყოს შემკრებელ განბნეულთა მათ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამისა შემდგომად მოვაქციო ტყუჱ ძეთა ამონისთაჲ, თქუა უფალმან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
იდუმიასა ზედა. ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; არღარა არს სიბრძნჱ მერმე თემანს შინა, წარწყმდა ზრახვაჲ გონიერთა გან; წარვიდა სიბრძნა მათი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღრმეთ თქუენდა შთასაჯდომელად, მკჳდრთა მაგათ დედანი<სათა>, რამეთუ კნელ იქმნა. მოვავლინნე მის ზედა ჟამსა მას, რომელსაცა აღხილვა ვყო მისი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოვიდენ მესდულენი შენ ზედა, რომელთა არა დაგიტეონ შენ მოსაკუფხლველი; ვითარცა მპარავთა ღამჱ დაგდვან შენ ჴელი მათი,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მე დავამჴუ ესავი; განააცხადნე დაფარულნი მათნი, დამალვად ვერვარა უძლონ; წარწყმდა თესლი მათი ჴელითა ძმისა მისისაჲთა <და მოძმისა მისისაჲთა>, და არა არს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმანცა თქუა დატევებაჲ ობოლთა შენთაჲ, რაჲთა განერნენ, და მე განვარინნე იგინი, და ქურივნი შენნი მესვიდენ მე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა რომელთა არა წეს იყო სუმად სასუმელი მათ სუეს, და შენ განმართლებით არა განჰმართლდე,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვფუცე ჩემდა, თქუა უფალმან, რამეთუ უგზოდ და საყუედრელად და საწყეველად იყო შორის მისსა, და ყოველნი ქალაქნი მისნი იყვნენ ოჴერ მი-უკუნისამდე,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
სმენაჲ მესმა უფლისაგან, და მიუვლინნა მოციქულნი წარმართთა, შეკერბით და მოვედით მისა, და აღდეგით ბრძოლად მისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მცირედ ღა, და მიგეც შენ წარმართთა საწუნელად შორის კაცთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
შეურაცხებამან შენმან შეგამთხჳა შენ ესე, ურიდებამან გულისა შენისამან მყოფ გქმნა შენ ჴურელთა შინა კლდეთასა. შეიპყრა ძლიერებაჲ ბორცუთა მაღალთაჲ, რამეთუ აღიმაღლე ვითარცა ორბმან ბუდჱ შენი, და მიერცა გარდამო-ვე-გაგდო, თქუა უფალმან.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს იდუმიაჲ უგზო; Page of ms. J: B38v  ყოველი რომელი თანა-წარჰვიდოდის, და/უკჳრდეს და <და>ისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულებასა მისსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა დაიქცა სოდომეთი და გომორეთი და მოსაზღვრენი მისნი, თქუა უფალმან მერთისა-მპყრობელმან; და არღარა დაჯდეს მუნ კაცი, და არცა დაეშჱნოს მუნ ძჱ კაცისაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ვითარცა ლომი აღმოჴდეს იორდანით ადგილსა ეთამისასა, რამეთუ მსთუად განვდევნნე იგინი მისგან, და ჭაბუკნი დაადგინნენ მის ზედა, და ვინ არს რჩეულ მისა მიმართ. აღხილვა ვყო, რამეთუ ვინ არს ვითარ მე, და ვინ წინადამიდგეს მე, და ვინ არს მწყემსი ესე, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ისმინეთ ზრახვაჲ უფლისაჲ, რომელ ზრახა იდუმიასა ზედა, და გულის-ჴმაჲ, რომელ გულის-ჴმა-ყო მკჳდრთა ზედა თემანისათა, უკუეთუ არა მოიხილნენ ნეშტნი ცხოვართა მათთანი, უკუეთუ არა უგზო იქმნეს მათ ზედა საყოფელი მათი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმითა დაცემისა მათისაჲთა შეიძრა ქუეყანაჲ; ღაღადებაჲ შენი ზღუასა შინა ერჳთრასა, განისმა ჴმაჲ შენი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ვითარცა ორბი აღმოჴდეს, და დაჰშრიალდეს, და განიმარტნეს ფრთენი მისნი სიძნელეთა ზედა მისთა; და იყოს გული ძლიერთა იდუმიაჲსათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა სალმობიერისაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
დამასკისათჳს. ჰრცხუენა ემათსა და არფათსა, რამეთუ სმენაჲ ბოროტი ესმა; შესულბეს ზღუასა შინა <და განრისხნეს>, განსუენებად ვერ უძლონ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
დაჰჴსნდა დამასკჱ; მიიქცა სივლტოლად, განვარდა, და ძ<რ>წოლამან შეიპყრა იგი, და სალმობამან შეიპყრა იგი ვითარცა შობადი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ არა დაუტევა ქალაქი ჩემი საყუარელი ჩემი; სოფელი შეიყუარა საქებელი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს დაეცნენ ჭაპუკნი შენნი უბნებსა შინა შენსა, და ყოველნი მამანი შენნი მბრძოლნი დაეცნენ მას დღესა შინა, თქუა უფალმან ძალთამან.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვაგზნე ცეცხლი ზღუდეთა დამა<ს>კისათა, და შეჭამნეს ურაკპარაკნი ძისა ადერისნი.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
კედარსა ზედა დედოფალსა ეზოჲსასა, რომელი მოკლა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან. ესრე თქუა უფალმან; აღდეგით და Page of ms. J: B39r  აღვედით კედარდ,/ და მოსრენით შვილნი კედემისნი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
კარვები მათი და საცხოვარი მათი წარიღონ, სამოსელი მათი და აქლემები მათი და ყოველი ჭურჭერი წარიღონ თავისა მათისად. თქუთ მათ ზედა წარწყმედაჲ გარემოჲს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ივლტოდეთ ფრიად, და განკერთით, და აღრმეთ შთასაჯდომელად მსხდომარეთა ეზოჲსათა, თქუა უფალმან, რამეთუ ზრახა თქუენ ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან ზრახვაჲ,/ <და> გულის-ჴმა-ყო თქუენ ზედა გულის-ჴმაჲ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ და აღვედ ნათესავსა ზედა დაყუდებულსა, რომელი ზის განსუენებით, თქუა უფალმან, რომელთა არა არიან კარ, არცა მოქლონ მათა; მარტოდ დაშჱნებულ არიან.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს აქლემები მათი ტყუჱ, და სიმრავლჱ საცხოვრისა მათისაჲ წარსაწყმედელად იყოს; და განვაქრინე იგინი ყოველსა ქარსა, რომელთა მოუჴარსავს პირები მათი, და ყოვლისაგან ნათესავისა <ვყო> ძლევა<ჲ> მათი, თქუა უფალმან.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ეზოჲ იგი საყოფლად სირაქლემთა, და უგზო იყოს მი-უკუნისამდე. არა დაეშჱნოს მუნ კაცი, და არცა დაჯდეს მუნ ნაშობი კაცთაჲ . ;

Chapter: 50  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ, რომელ თქუა უფალმან ბაბილონსა ზედა ქუეყანასა ქალდეველთასა ჴელითა იერემია წინაწარმეტყუელისაჲთა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუთხართ წარმართთა შორის, და სასმენელ ყავთ, და აღიღეთ ნიში, ასმინეთ, ნუ დაჰმალავთ, არქუთ; აღოჴრდა ბაბილონი; ჰრცხუენა ბელს უშიშსა. ფუფუნეული მიეცა მაროდაქ; ჰრცხუენა ქანდაკებულთა მათ მისთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აღჴდა მის ზედა ნათესავი ჩრდილოჲთ; მან დადვას ქუეყანაჲ მისი განსარყუნელად, და არა იყოს მკჳდრ მას შინა კაცითგან მი-პირუტყუადმდე. შეირყინეს და წარჴდეს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ დღეთა შინა, თქუა უფალმან, <და> მას ჟამსა მოვიდენ ძენი ისრაჱლისანი. იგინი და ძენი იუდაჲსნი ერთბამად ვიდოდიან, და ტიროდიან, და წარვიდენ, და ეძიებდენ უფალსა ღმერთსა მათსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აქა მოიქცინენ პირნი მათნი, და მოვიდენ, და შეივლტოდიან უფლისა, რამეთუ აღთქუმაჲ საუკუნოჲ არა დაივიწყოს.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ცხოვარნი წყმედულნი <ეგრე იქმნა> ერი ჩემი; მწყემსთა მათთა Page of ms. J: B39v  განსთხინეს იგინი მთათა ზედა;/ შეაცთუნნეს იგინი, მთათაგან ბორცუთა ზედა ვიდოდეს; დაავიწყდა საყოფელი მათი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი რომელნი ჰპოებდეს მათ აღიცრიდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს, არა ულხინოთ მათ მის წილ, რამეთუ შესცოდეს უფალსა, შჯული სიმართლისაჲ, რომელმან შეკრიბნა მამანი მათნი უფალმან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
უცხო იქმნენით ბაბილოვნისაგან, და ქუეყანისაგან ქალდეველთაჲსა გამოვედით, და იქმნენით ვითარცა ვეშაჴნი წინაშე პირსა ცხოვართასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჰა ესერა მე აღვადგინნე და მოვიყვანნე ბაბილოვნსა ზედა კრებულნი წარმართთა დიდთანი ქუეყანით ჩრდილოჲთ, და ეწყვნენ მას, და მისგან მოისრნენ იგინი. ისარნი მათნი ვითარცა ისარი მბრძოლისა მეცნიერისაჲ, არა მოიქცის ცუდი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ქალდეაჲ წარსატყუენველად; ყოველთა რომელთა ტყუენონ იგი, განძღენ, თქუა უფალმან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იხარებდით და იქადოდეთ მიტაცებასა სამკჳდრებელისა ჩემისასა, და რამეთუ სტრიობდით ვითარცა ზროხანი მწუანესა შინა, და ირქენდით ვითარცა კურონი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრცხუენა დედასა თქუენსა ფრიად, დაეფლა მშობელი დედაჲ თქუენი კეთილად, და აჰა ესერა აღსასრული წარმართთაჲ ოჴერ და ურწყულ და უგზო.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რისხვისაგან უფლისაჲსა არა დაეშჱნოს, და იყოს განსარყუნელად; ყოველი რომელი განვიდოდის ბაბილონს შინა დაწუხნეს, და დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულებასა მისსა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
განეწყვენით ბაბილონსა ზედა ყოველნი მშჳლდ-გარდაცუმულნი გარემოჲს; ესროდეთ მას; ნუ სწყალობთ ისართა თქუენთა, რამეთუ უფალსა შესცოდა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მძლე იქმნენით მის ზედა გარემოჲს, და ჰჴსნდეს ჴელნი მისნი, და დაემპუნეს არდაბაგნი მისნი, <და> დაირღუა ზღუდე მისი. რამეთუ შურის-გებაჲ უფლისა მიერ არს, შური იძიეთ მისგან. ვითარცა ყო, უყავთ მას.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
აღჴოცეთ თესლი ბაბილოვნისაჲ მპყრობელი მანგლისაჲ ჟამსა მკისასა პირისაგან მახჳლისა წარმართთაჲსა; კაცად-კაცადი ერად თჳსა უკუნ-იქცეს, <და> კაცად-კაცადი ქუეყანადთჳს მიივლტოდის.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოვარი ცთომილი არს/ Page of ms. J: B40r  ისრაჱლი, ლომთა განიკრთვეს იგი. პირველად შეჭამა იგი მეფემან ასურასტანისამან, და შემდგომად მეფემან ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ ძუალნი მისნი შეჭამნა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვნისასა და ქუეყანასა ზედა მისსა, ვითარცა შური ვიძიე მეფესა ზედა ასურასტანისასა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და კუალად ვაგო ისრაჱლი საძოვარსა თჳსსა, და ძოვდეს იგი კარმელსა შინა და ბას<ა>ანს და მთასა ეფრემისსა და ქუეყანასა გალაადისასა, და განძღენ სულნი მათნი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ დღეთა შინა და მათ ჟამთა, თქუა უფალმან, ეძიებდენ უშჯულოებასა ისრაჱლისასა, და არა იყოს, და ცოდვათა იუდაჲსთა, და ვერ პოვნენ, რამეთუ მლხინებელ ვექმნე ნეშტთა მათ ქუეყანასა ზედა, თქუა უფალმან,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანასა ზედა განმამწარებელთასა მიიწიე განმწარებულად, და მკჳდრთა ზედა მისთა შური იძიე, მახჳლო, და განრყუენ, რამეთუ შემდგომად მათსა ძჳრი, თქუა უფალმან, და იქმოდე ყოველსავე რავდენი გამცნო შენ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ ბრძოლისაჲ და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ქალდეველთასა,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ იგი განტყდა და შეიმუსრა უროჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა განსარყუნელ ბაბილონი შორის წარმართთა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელებაჲ იერემიაჲსი. მე გბრძავ შენ, და გეწინენ შენ, და შეგიპყრან, ბაბილონ, და ვერ სცნა, იპოვე და შეიპყარ, რამეთუ უფალსა უჴდებოდე;

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
განაღო უფალმან საფასჱ თჳსი, და გამოიღო ჭურჭერი რისხვისა მისისაჲ, რამეთუ საქმჱ არს უფლისა ღმრთისა ძალთაჲსაჲ ქუეყანასა ქალდეველთასა;

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოწევნულ არიან ჟამნი მისნი, განახუენ<ი>თ საუნჯენი მისნი, აღიხილეთ იგი ვითარცა ქუაბი; აღიჴოცეთ იგი; ნუ იყოფინ მისა ნეშტ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
აღაჴმეთ ყოველი ნაყოფი მისი, და შთავიდედ კლვად; ვაჲ მათა, რამეთუ მოახს დღჱ მათი და ჟამი შურის-გებისა მათისაჲ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ მეოტთაჲ და განრინებულთაჲ ქუეყანისაგან ბაბილოვნელთაჲსა, მითხრობად სიონს შურის-ძიებაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, შურის-ძიებაჲ ტაძრისა მისისაჲ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ამცენით ბაბილოვნისა ზედა მრავალთა, ყოველსა გარდამცუმელსა მშჳლდისასა, მოადეგით მას გარემოჲს; Page of ms. J: B40v  ნუ იყოფინ მისი განრინებული, მიაგეთ მას საქმეთა მისთა-ებრ, ყოველი რაოდენი ყო, თქუენ<ცა> უყავთ მას, რამეთუ უფალსა უჴდებოდა ღმერთსა წმიდასა ისრაჱლისასა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი მისნი უბანთა შორის მისთა, და ყოველნი მამანი მისნი მბრძოლნი დაცჳვენ მას დღესა შინა, თქუა უფალმან.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე შენ ზედა, იტყჳს უფალი ძალთაჲ, მაგინებელო; რამეთუ მოვალს დღჱ დაცემისა შენისაჲ, და ჟამი შურის-გებისა შენისაჲ.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუძლურდეს გინებაჲ იგი შენი, და დაეცეს, და არა ვინ იყოს აღმმართებელ მისა, და აღვაგზნე ცეცხლი მაღნართა მისთა, და შეჭამოს ყოველი გარემოჲს მისსა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; ჰმძლავრობენ ძეთა ისრაჱლისათა და ძეთა იუდაჲსთა ერთბამად, ყოველნი წარმტყუენველნი მათნი ჰმ<ძლავ>რობენ მათ, რომელთა იგი არა ინებეს განტევებაჲ მათი.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და მჴსნელი მათი ძლიერი, უფალ ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი მისი, საშჯელი საჯოს მტერთა მისთა მიმართ, რაჲთა მოისპოს ქუეყანაჲ იგი, და განურისხოს მკჳდრთა ბაბილონისათა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
მახჳლი ქალდეველთა ზედა, თქუა უფალმან, და მკჳდრთა ზედა <ბა>ბილოვნისათა და მდიდართა მისთა,

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
მახჳლი გრძნებათა ზედა მისთა, და მოისპნენ, მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა, და მოუძლურდენ, მახჳლი ჰუნეთა ზედა მისთა და ეტლთა ზედა მისთა;

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა და შერთულსა შორის მისსა, და იყვნენ იგინი ვითარცა დედანი, მახჳლი საფასეთა ზედა მისთა, და აღსაჭრელ იქმნნენ,

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
მახჳლი წყალსა ზედა მისსა, რომელსა ესვიდა, და განჴმეს.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
და სირცხჳლეულ იქმნეს გამოქანდაკებულთაგან, და ჭალაკთა მათგან, რომელთაგან იქადოდა, ამისთჳს დაეშჱნნენ ურჩხულნი ჭალაკთა, და დაემკჳდრნენ მუნ ასულნი დედაჭუავთანი, და არღარა აღეშენოს უკუნისამდე, და არა დაიმკჳდრონ იგი თესლითი თესლამდე.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორაჲ და საზ<ღ>ვარნი მისნი, თქუა უფალმან, არაჲ დაეშჱნოს მუნ კაცი, არცა დაადგრეს მუნ ძჱ კაცისაჲ.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ერი მოვალს ჩრდილოჲთ, და ნათესავი დიდი და მეფენი Page of ms. J: B41r  მრავალნი აღდგენ დასასრულით/ ქუეყანისაჲთ.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
მშჳლდოსანნი და ლახუროსანნი ურიდ არიან, და არა შეიწყალნენ იგინი, ჴმაჲ მათი ვითარცა ზღუაჲ ოხრიდეს, ჰუნეთა ზედა აღმჴედრნენ, განმზადებულნი ვითარცა ცეცხლნი ბრძოლად შენ ზედა, ასულო ბაბილონისაო.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
ესმა მეფესა ბაბილოვნისასა სმენაჲ მათი; დასცჳვეს ჴელნი მისნი, ჭირმან შეიპყრა იგი სალმობათა ვითარცა შობადისათა.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ვითარცა ლომი აღმოჴდეს მაღნართაგან იორდანისათა ადგილსა მას ეთამისსა სამკჳდრებელსა მას ზედა პირველსა, რამეთუ მსთუად განვდევნენ იგინი მისგან, და ყოველნი ჭაპუკნი დავადგინნე მას ზედა, რამეთუ ვინ არს ვითარ მე, და ვინ წინა-აღმიდგეს მე, და ვინ არს ესე მწყემსი, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ისმინეთ ზრახვაჲ უფლისაჲ, რომელ უზრახავს ბაბილონსა ზედა, და გულის-ჴმაჲ, რომელ გულის-ჴმა-უყოფიეს მკჳდრთა ზედა ქალდეაჲსათა, ვიდრემდის არა მოისრნენ კრავნი ცხო<ვ>ართა მათთანი, ვიდრემდის არა განირყუნეს მათგან საძოვარი.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴმითა მოსრვისა ბაბილოვნისაჲთა შეიძრას ქუეყანაჲ, და ღაღადებაჲ მისი შორის ნათესავთა ესმეს.

Chapter: 51  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე განვაღჳძო ბაბილონსა ზედა და მკჳდრთა ზედა ქალდეაჲსთა გული აღმმსთობელთაჲ, ნიავქარი შემწუეველი და განმჴრწნელი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუვლინნე ბაბილონსა მეკიცხეველნი, და ეკიცხევდენ მას, და მოსრან ქუეყანაჲ მისი, რამეთუ ვაჲ იყოს ბაბილონსა გარემოჲს დღესა ურვისა მისისასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მის ზედა გარდაიცუნ გარდამცუმელმან მშჳლდი თჳსი, და მის ზედა შეისხნ, რომლისა თანა იყოს საჭურველი; ნუ სწყალობთ ჭაპუკთა მისთა, განრყუენით ყოველი ძალი მისი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეცნენ წყლულნი ქუეყანასა ქალდეველთასა და გუმერილნი გარეშე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა დაქურივდა ისრაჱლი და იუდაჲ ღმრთისა მათისაგან უფლისაგან ყოვლისა-მპყრობელისა, რამეთუ ქუეყანაჲ მათი აღივსო უშჯულოებითა წმიდათაგან ისრაჱლისათა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ივლტოდეთ ბაბილონისაგან და განირინეთ კაცად-კაცადმან თავი თჳსი, და ნუ შეჰვარდებით უშჯულოებათა მათთა, რამეთუ ჟამი შურის-გებისა Page of ms. J: B41v  მისისაჲ არს უფლისა მიერ, მისაგებელსა იგი მიაგებს მას./

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
სასუმელი ოქროჲსაჲ არს ბაბილონი ჴელთა შინა უფლისათა, მათრობელი ყოვლისა ქუეყანისაჲ, ღჳნისაგან მისისა სუეს წარმართთა, და მისთჳს აღიძრნეს წარმართნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეყსეულად დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა, ჰგოდებდით მას და სდევით მკურის-კევი წყლულებასა მას მისსა, გან-ხოლო-თუ-ვითარ-იკურნოს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ვჰკურნებდით ბაბილონსა, და არა განიკურნა, დაუტევეთ იგი და წარვედით კაცად-კაცადი ქუეყანად თჳსა, რამეთუ მიიწია ცად საშჯელი მისი, და აღმაღლდა ცათამდე განკითხვაჲ მისი, და მი-ვარსკულავთამდე აღიწია.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოიღო უფალმან საშჯელი თჳსი, მოვედით და მიუთხრნეთ <სიონსა> საქმენი უფლისა ღმრთისა ჩუენისანი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიმზადენ<ი>თ ისარნი, აღავსენით კაპარჭნი თქუენნი. განაღჳძა უფალმან სული მეფისა მის მართაჲ, რამეთუ ბაბილონსა ზედა რისხვაჲ მისი მოსპოლვად მისა; შურის-ძიებაჲ უფლისაჲ არს, შურის-ძიებაჲ ტაძრისა მისისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ბაბილონსა ზედა აღიღეთ ნიში, და<ა>დგინენ<ი>თ მცველნი; აღადგინენ<ი>თ მჴუმილნი, განიმზადეთ საჭურველი, რამეთუ იწყო და ყოს უფალმან რაოდენი თქუა მკჳდრთა ზედა ბაბილოვნისათა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
დამკჳდრებულთა წყალთა ზედა მრავალთა და მრავალთა ზედა საფასეთა მისთა, მოახს აღსასრული შენი ჭეშმარიტად ეზოთა გულისა შენისათა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ფუცა უფალმან მკლავსა თჳსსა, რამეთუ აღგავსო შენ გუნდითა ვითარცა მკალითა, და იტყოდიან შენ ზედა შესხმით ვითარცა მწნეხარნი საწნეხლისანი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან შექმნა ქუეყანაჲ ძალითა თჳსითა, განჰმზადა სოფელი სიბრძნითა თჳსითა, და გულის-ჴმითა თჳსითა გარდაართხა ცაჲ;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმად ქუხილისად დადვა სიმრავლე წყალთაჲ ცასა შინა, და აღმოიყ<ვ>ანნა ღრუბელნი კიდით ქუეყანისაჲთ, და ელვანი წჳმად შექმნნა, <და> გამოიყვანა ნათელი საუნჯეთაგან თჳსთა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
განცოფნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან თჳსისა, ჰრცხუენა ყოველსა ოქროჲს-მჭედელსა ქანდაკებულთაგან თჳსთა, რამეთუ ნაცილად შებერა; არა არს სულ მათ თანა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ცუდ არიან Page of ms. J: B42r  <ქმნულნი> ბაგის-საყოფელნი; ჟამსა აღხილვისა მათისასა წარწყმდენ./

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
არა არს ესე-მლევანი ნაწილი იაკობისი, რამეთუ რომელმან დაჰბადა ყოველი; იგი თავადი ნაწილ მისა არს, და ისრაჱლი კუერთხ მკჳდრობისა მისისაჲ, უფალ ძალთა არს სახელი მისი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ განმიბნევ მე ჭურჭერსა ბრძოლისასა, და მე განვაბნინე შენგან ნათესავნი, და მოვსპნე შენგან მეფენი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაბნინე შენგან ჰუნენი და ზედა-მსხდომელნი მათნი,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაბნიო შენგან ეტლები და მჯ<დ>ომელები მათ ზედა, და განვაბნიო შენგან მამაკაცი და დედაკაცი; და განვაბნიო შენგან მოხუცებული და ჭაბუკი, და განვაბნიო შენგან წული და ქალი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაბნიო შენგან მწყემსი და სამწყსოჲ მისი, და განვაბნიო შენგან ქუეყანის-<მოქმედნი> და ნაყოფი მისი, და განვაბნინე შენგან მთავარნი და წინამძღუარნი შენნი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივაგო ბაბილონსა და მკჳდრთა ქალდეაჲსათა ყოველნი უკეთურებანი მათნი, რომელ ყვნეს სიონს შინა წინაშე თუალთა თქუენთა, იტყჳს უფალი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მე შენ ზედა, მთაო განრყუნილო, იტყჳს უფალი, განმრყუნელო ყოვლისა ქუეყანისაო, მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და გარდამოგაგდო შენ კლდეთაგან, და გყო შენ ვითარცა მთაჲ მომწუარი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა მოიღონ შენგან ქვაჲ საკიდური და ქვაჲ საძირკუველად, რამეთუ განსარყუნელად იყო უკუნისამდე, თქუა უფალმან.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
აღიღეთ ნიში ქუეყანასა ზედა; დაჰბერეთ ნესტუსა წარმართთა შორის, წმიდა ყავთ მის ზედა თესლები, ამცენით მისთჳს მეფეთა არარატისათა ჩემ მიერ, და ასქანაზელთა; მოადგთ მას ზედა არდაბაგები; აღივლინენ<ი>თ მის ზედა ჰუნენი ვითარცა სიმრავლჱ მკლისაჲ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
წმიდა ყვენ<ი>თ მის ზედა ნათესავნი, მეფჱ მართაჲ და მთავარნი მისნი და ყოველნი წინამძღუარნი მისნი ყოვლისა ქუეყანისა ჴელმწიფებისა მისისანი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
შეიძრა ქუეყანაჲ და ელმოდა, რამეთუ განიღჳძა ბაბილონსა ზედა ზრახვამან უფლისამან, დადებად ქუეყანაჲ ბაბილონისაჲ განსარყუნელად, რაჲთა არღარა აღეშჱნოს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაკლდეს მბრძოლნი ბაბილოვნისანი ბრძოლად; დასხდენ იგინი მოცეულნი, და ელხუა მძლავრობაჲ მათი, და იქმნნეს Page of ms. J: B42v  ვითარცა დედანი; მოიწუნეს საყოფელნი მათნი,/ შეიმუსრნეს მოქლონნი მისნი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
მეოტი შემთხუევად მეოტსა სდევდეს, და მებავთჱ შეემთხუეოდის ღაღადის-მგდებელსა, თხრობად მეფესა ბაბილოვნისასა, ვითარმედ წარწყმდა ქალაქი იგი მისი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
კიდითგან გამოსავალთა მისთაჲთ შეიპყრნეს და სავსებაჲ იგი მათი დაიწუეს ცეცხლითა, და კაცნი მისნი მბრძოლნი გამოჴდენ მისგან.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; სახლნი მეფისა ბაბილოვნისანი ვითარცა კალონი მსთუანი დაილეწნენ, მცირედ და და მოიწიოს ლეწვაჲ მისი.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
განმყო მე, და შემჭამა მე, და მეწია მე ვითარცა ბნელი მცირჱ, ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან, დამდვა მე ვითარცა ჭურჭერი ცუდი; შთამთქა მე ვითარცა ვეშაპმან, და აღივსო მუცელი თჳსი საშუებელისაგან ჩემისა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
განმაშოვრნა შრომანი ჩემნი, <და> სიგლახაკენი ჩემნი ბაბილონსა ზედა; თქუას მკჳდრმან სიონისამან, და სისხლი ჩემი მკჳდრთა ზედა ქალდეაჲსთა, თქუა<ს> ისრაჱლმან.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე ვსაჯო მჴდომი იგი შენი, და შური მოგაგო შურის-გებისა შენისაჲ, და აღვაოჴრო ზღუდჱ მისი, და განვაჴმნე წყალნი მისნი.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ბაბილონი განსარყუნელად და საყოფლად ვეშაპთა, და ბორცუებად და სასტჳნველად, და არღარა აღეშჱნოს.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთურთით ერთბამად ვითარცა ლომნი აღდგენ ჭაპუკნი მისნი, და ვითარცა ლეკუნი ლომთანი.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
განტფობასა შინა მათსა შევასუა სასუმელი მათი, და დავათრვნე იგინი, რაჲთა დასულბენ, და დაიძინონ ძილი საუკუნჱ, და ვერღარა განიღჳძონ უკუნისამდე, იტყჳს უფალი.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და შთავჴადნე იგინი ვითარცა კრავნი კლვად, და ვითარცა ვერძები თიკნებითურთ.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ წარწყმდა <სისაქ>, და მოინადირა სიქადული ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა ბაბილონი განსარყუნელად შორის ყოველთა ნათესავთა.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
აღმოჴდა ბაბილონსა ზედა ზღუაჲ ოხრითა ღელვათა მისთაჲთა, <და> დაფარა. Page of ms. O: 305რ  

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
იქმნნეს ქალაქნი მისნი განსარყუნელად ქუეყანაჲ, ურწყულ/ [და უგზო ქუეყანაჲ, რომელსა არა ვინ დაეშჱნას მუნ კაცი, არცა დაადგრეს მუნ ძჱ კაცისაჲ.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
და შური ვიძიო ბაალსა ზედა ბაბილონს შინა, და მოუღო რომელი შთანთქა პირისაგან მისისა, და არღარა შეკრბენ მერმჱ ნათესავნი, და ზღუდეცა ბაბილონისაჲ და-ვე-ეცეს.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოვედით მისგან, ერო ჩემო, და განირინეთ მისგან კაცად-კაცადმან თავი თჳსი გულის-წყრომისაგან უფლისაჲსა.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ სადა შეძრწუნდენ გულნი თქუენნი, და ნუ გეშინ<ინ> სმენისა მისისაგან, რომელი ი<ს>მის ქუეყანასა მაგას, და შემოვიდეს მას წელსა სმენაჲ იგი, და მის თანა მას წელსა სმენაჲ და უშჯულოებაჲ ქუეყანასა, და ფლობილებაჲ ფლობილებასა ზედა, იგავი იგავსა ზედა.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, და ახილვა ვყო ყოველსა ზედა ქანდაკებულსა ბაბილონისასა, და ყოველი ქუეყანაჲ მისი სირცხჳლეულ იქმნეს, და ყოველნი წყლულებანი მისნი დაეცნენ შორის მისსა.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხარებდენ ბაბილონსა ზედა ცანი და ქუეყანაჲ, და ყოველი რაჲ Page of ms. O: 305v   არს მას შინა,/ რამეთუ ჩრდილოჲ<თ> მოვიდენ განმრყუნელნი მისნი, თქუა უფალმან.

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბაბილონს შინა დაეცნენ ყოველნი წყლულებანი ყოვლისაგან ქუეყანისა.

Verse: 50   Link to mcatLink to septLink to armat   
განრინებულნი ქუეყანით მისით ვიდოდეთ, და ნუ დასდგებით; მოიჴსენეთ შორიელთა მაგათ უფალი, და იჱრუსალემი გულთა თქუენთა მოიჴადეთ;

Verse: 51   Link to mcatLink to septLink to armat   
გრცხუენა, რამეთუ გესმა ყუედრებაჲ ჩუენი; დაფარა გინებამან პირი ჩუენი, შევიდეს უცხოთესლნი სიწმიდეთა ჩუენთა, ტაძარსა უფლისასა.

Verse: 52   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და შური ვიძიო ქანდაკებულთა ზედა მისთა, და ყოველსა ქუეყანასა ზედა მისსა დაეცნენ წყლულნი მისნი.

Verse: 53   Link to mcatLink to septLink to armat   
დაღათუ აღმაღლდეს ბაბილონი ვითარცა ცაჲ, და თუ განიძნელოს სიმაღლჱ იგი სიმტკიცისა მისისაჲ, ჩემგან მოვიდენ მომსრველნი მისნი, იტყჳს უფალი.

Verse: 54   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმაჲ ღაღადებისაჲ ბაბილონს შინა, და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ქალდეველთასა,

Verse: 55   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ აჴოცა უფალმან ბაბილონი, და წარწყმიდა მისგან ჴმაჲ დიდი ოხრისაჲ ვითარცა წყალნი მრავალნი; მისცა წარსაწყმედელად ჴმაჲ მისი;

Verse: 56   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოიწია ბაბილონსა ზედა სიგლახაკჱ, მოისრნეს ბრძენნი მისნი, უსუსურ იქმნნეს მშჳლდნი მათნი, რამეთუ ღმერთი მიმგებელ არს.

Verse: 57   Link to mcatLink to septLink to armat   
თავადმან უფალმან მიაგოს მას მისაგებელი; დაითრვნენ მთრვალებითა მბრძოლნი მისნი და მსაჯულნი მისნი, და წინაწარმეტყუელნი მისნი და ძლიერნი მისნი, და დაიძინონ Page of ms. O: 306r   ძილი საუკუნოჲ, და არღარა განიღჳძონ, იტყჳს უფალი,/ მერთისა-მპყრობელ არს სახელი მისი.

Verse: 58   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; ზღუდე ბაბილონისაჲ განვხრ<წ>ნა, გარდაარღჳნით და ირღუენ, და ბჭენი იგი მისნი ცეცხლითა დაიწუნენ, შურებოდიან ერნი ცუდად, და ნათესავნი პირველადვე მოაკლდენ.

Verse: 59   Link to mcatLink to septLink to armat   
სიტყუაჲ რომელი ამცნო იერემია წინაწარმეტყუელმან თქუმად სარეაჲსა, ძისა ნერისა, ძისა მანასჱსა, რაჟამს წარვიდოდა სედეკიაჲსგან, მეფისა იუდაჲსა, ბაბილონდ, წელსა მეოთხესა მეფობისა მისისასა, და სარეა იყო ნიჭთ-მთავარ.

Verse: 60   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაწერა იერემია ყოველი ესე ძჳრი, რომელი მოსლვად არს ბაბილონსა ზედა წიგნსა ზედა ერთსა ყოველთა ამათ სიტყუათა თანა, რომელ წერილ არიან ბაბილონისათჳს.

Verse: 61   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა იერემია სარეას, რაჟამს მიხჳდე ბაბილონდ, და იხილო, და აღმოიკითხნე ყოველნი ესე სიტყუანი,

Verse: 62   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუა; უფალო, სთქუ ამას ადგილსა ზედა ა<ღ>ჴოცაჲ მისი, რაჲთა არა იყოს მას შინა მკჳდრი კაცითგან მი-პირუტყუადმდე, რამეთუ განრყუნაჲ მისი იყოს უკუნისამდე.

Verse: 63   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს რაჟამს დააცადო კითხვაჲ წიგნისაჲ ამის, გამოაბა მას ქვაჲ, და შთააგდო იგი საშუვალ ევფრატსა.

Verse: 64   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუა; ესრეთ დაითქას ბაბილონი, და არღარა აღდგეს პირისაგან ძჳრთაჲსა, რომელ შემოავლინნეს მის ზედა. და დაესრულნეს აქამდე სიტყუანი იერემიაჲსნი.

Chapter: 52  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ოც და ერთის წლის იყო სედეკია, რაჟამს დადგა იგი მეფედ, და ათერთმეტ/ Page of ms. O: 306v   წელ მეფობდა იგი იჱრუსალემს შინა, და სახელი დედისა მისისაჲ ამიტალ, ასული იერემიაჲსი, ლობეთით.

Verse: 2   Link to mcatLink to armat   
და ყო მან ბოროტი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარცა იოვაკიმ ყო.

Verse: 3   Link to mcatLink to armat   
რამეთუ გულის-წყრომაჲ უფლისაჲ იყო] / Page of ms. O:    Page of ms. J: B43r  იჱრუსალემისათჳს <და იუდაჲსთჳს> ვიდრე არა განსთხინა იგინი პირისაგან მისისა, და განდგა სედეკია მეფისაგან ბაბილოვნისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო წელსა მას მეცხრესა, თთუესა მეათესა, ათსა თთჳსასა, მეუფებასა სედეკიაჲსსა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილონისაჲ, და ყოველი ძალი მისი იჱრუსალემსა ზედა, და ზღუდის ზღუდე აქმნეს მას გამოთლილითა ქვითა გარემოჲს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიწია ქალაქი იგი იწროებად ვიდრე ათერთმეტ წლადმდე მეფისა სედეკიაჲსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
თთუესა მეოთხესა, ცხრასა თთჳსასა, განძლიერდა სიყმილი ქალაქსა შინა, და არღარა იყო პური ერისათჳს ქუეყანისაჲსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერ დამდგომ იქმნა ქალაქი იგი, და ყოველნი მბრძოლნი ივლტოდეს, და გამოვიდა მეფჱ და ყოველი ერი მისი ღამჱ ქალაქით გზით ბჭისაჲთ საშუვალ ზღუდესა და ზღუდის ზღუდესა, რომელ იყო მტილსა ოდენ სამეუფოსა გარემო, და ქალდეველნი იყვნეს გარემოჲს ქალაქსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვიდეს იგინი გზასა არაბიაჲსასა, და დევნა უყო ძალმან ქალდეველთამან უკუანა მეფისა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეწინეს მეფესა სედეკიას წიაღ იერიქოჲსა უდაბნოსა, და ყოველნი მონანი მისნი განიბნინეს, და შეიპყრეს მეფჱ სედეკია, და მოიყვანეს მეფისა ბაბილონისა დებლათად ქუეყანასა ემათისასა, და ეტყოდა ნაბუქოდონოსორ მეფჱ საშჯელით სედეკიას.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიაჲსნი წინაშე თუალთა მისთა, და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი მოწყჳდნა დებლათას შინა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუალნი სედეკიაჲსნი აღმოჰშრიტნა, და შეკრა იგი ბორკილითა, და მიიყვანა იგი მეფემან ბაბილოვნისამან ბაბილონდ, და მისცა იგი სახიდ საფქველისად ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეხუთესა თთუესა, ათსა თთჳსასა, ესე წელი მეათცხრამეტჱ ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისაჲ, მოვიდა ნაბუზარდან მატაკარანი წინაშე-მდგომელი მეფისა ბაბილოვნისაჲ იჱრუსალემდ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოწუა ტაძარი იგი უფლისაჲ და სახლი მეფისაჲ, და Page of ms. J: B43v  ყოველი სახლები ქალაქისაჲ/ და ყოველი ტაძრები დიდდიდები მოწუა ცეცხლითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველი ზღუდჱ იჱრუსალემისაჲ გარემოჲს დაარღჳა ძალმან ქალდეველთამან, რომელ იყო მატაკარანისა მის თანა.

Verse: 15   Link to mcatLink to armat   
ხოლო დავრდომილნი იგი ერისანი, და ნეშტი იგი ერი, რომელ დაშთომილ იყო ქალაქსა შინა, და მეოტნი იგი, რომელ შეუცჳვეს მეფესა ბაბილონისასა, და ნეშტი იგი ერისაჲ წარტყუენა ნაბუზარდან მატაკარანმან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უპოვარნი იგი ქუეყანისანი დაუტევნა ნაბუზარდან მატაკარანმან ვენაჴის-მოქმედად,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და სუეტნი იგი რვალისანი, რომელ იყვნეს სახლსა შინა უფლისასა, და სუეტ-დასადგომელნი, და ზღუაჲ იგი რვალისაჲ, რომელ იყო სახლსა შინა უფლისასა, შემუსრეს ქალდეველთა, და წარიღეს ყოველი იგი რვალი ბაბილონდ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და პატივნი და აღსაპყრობელნი და გჳრგჳნ<ნ>ი და სიავნი და ფეშხუემები და ფუცხუები და ყოველი ჭურჭერი რვალისაჲ, რომლითა ჰმსახურებდეს, წარიღეს, და სასაკუმევლები და ვეხნები,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და საპფუთნი და მასმაროთნი და საწურველნი და სასანთლენი და სფარნი და ჭაშაკები, რომელ იყო ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ წარიღო ყოველი მატაკარანმან მან.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და სუეტთა ორთაჲ და ზღჳსა ერთისაჲ და ზუარაკთა ათორმეტთა რვალისათაჲ, რომელ იყვნეს ზღუასა მას ქუეშჱ, რომელ ქმნნა სოლომონ მეფემან სახლსა შინა უფლისასა. არა იყო სასწორ მის რვალისა ყოველთა მათ ჭურჭერთა,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და სუეტთაჲ, ოც და ათხუთმეტ წყრთა იყო სიმაღლჱ სუეტისაჲ მის ერთისაჲ, და საბელი ათორმეტისა წყრთისაჲ გარემო შე-ოდენ-სწულებოდა მას, და იყო სიზრქჱ მისი ოთხთით გარემოჲს,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და სუეტის-თავნი მათ ზედა რვალისანი, და სიმაღლჱ სუეტის-თავისაჲ მის ერთისაჲ ხუთ წყრთა, და კანკელი <და> მროწეულები სუეტის-თავსა ზედა გარემოჲს ყოველი რვალისაჲ; ეგრევე მსგავსად ამისა იყო სუეტსა მას მეორესა რვაჲ მროწეული წყრთად წყრთად Page of ms. J: B44r  ათთა მათ წყრთათა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ყოველი იგი მროწეულები ოთხმეოც და ათექუსმეტ ერთ კერძო ხოლო, და იყო ყოველი იგი მროწეულები ას კანკელსა მას ზედა გარემოჲს.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარიყვანა მატაკარანმან მან სარეა, მღდელი იგი მთავარი, და სოფონია, მღდელი შემდგომი, და სამნი იგი კართ-მცველნი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი, რომელ ზედა-მდგომელ იყო კაცთა მათ მბრძოლთა, და შჳდნი კაცნი სახელოანნი წინაშენი მეფისანი, რომელ იპოვნეს ქალაქსა შინა, და მწიგნობარი იგი მთავარი ძლიერთაჲ, რომელ მწიგნობრებდა ყოველსა ერსა ქუეყანისასა, და სამეოცი კაცი ერისაგან მის ქუეყანისაჲსა, რომელ იპოვნეს მას ქალაქსა შინა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარიყვანა ნაბუზარდან მატაკარანმან, და მიიყვანნა იგინი მეფისა ბაბილოვნისა დებლ<ა>თად.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცა მათ, და მოწყჳდნა იგინი მეფემან ბაბილოვნისამან დებლათას შინა შუეყანასა ემათისასა, და წარ<ი>ტყუენა იუდაჲ ქუეყანისაგან თჳსისა.

Verse: 28   Link to mcatLink to armat   
და ერი ესე, რომელ წარტყუენა ნაბუქოდონოსორ მეფემან წელსა მას მეშჳდესა ჰურიათაჲ სამ ათას ოც და გ̂.

Verse: 29   Link to mcatLink to armat   
და წელსა მას მეათრვამეტესა ნაბუქოდონოსორისსა წარტყუენა იჱრუსალემით რვაას ოც და ათორმეტი სული.

Verse: 30   Link to mcatLink to armat   
და წელსა მას ოც და მესამესა ნაბუქოდონოსორისსა წარტყუენა ნაბუზარდან მატაკარანმან ჰურიათაჲ შჳდას ორმეოც და ხუთ სული, და იყო ყოველი იგი სულები ოთხ ათას და ექუსას.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ოც და მეათჩჳდმეტესა წელსა წარტყუენვასა იოაკიმისსა, მეფისა იუდაჲსსა, და მეათესა თთუესა, ოც და მეოთხესა თთჳსასა, უკუეცა თავი იოაკიმს, მეფესა იუდაჲსსა, ულამარდაქ, მეფემან ბაბილონისამან, წელსა მას, რომელსა დადგა იგი მეფედ, და გამოიყვანა იგი სახლით საპყრობილისაჲთ.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდა მას ტკბილად, და სცა მას საყდარი უზეშთაესი ყოველთა საყდართა მეფეთასა; რომელ იყვნეს მის თანა ბაბილონს შინა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და უცვალა მას სამოსელი პყრობილებისა მისისაჲ, და ჭამდა პურსა წინაშე მისსა მარადის ყოველთა დღეთა მისთა, რაოდენ ცხომდა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეაბა მას როჭიკი მარადის, და მოუვიდოდა მას მეფისაგან ბაბილოვნელთაჲსა დღითი დღედ მი-დღედმდე სიკუდილისად/ Page of ms. J: B44v  ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. .
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Book: Bar. 
Baruch

ბარუქი



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B44r  და ესე სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ დაწართა ბარუქ, ძემან ნერისმან, ძისა მაასესმან, ძისა სედეკიაჲსმან, ძისა ასადესმან, ძისა ქელკიაჲსმან, ბაბილონს შინა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
წელსა მას მეოთხესა, მეშჳდესა თთუესა, ჟამსა, რომელსა წარიღეს ქალდეველთა იჱრუსალემი, და მოწუეს იგი ცეცხლითა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოუკითხნა ბარუქჱ სიტყუანი ესე ამის წიგნისანი ყურთა იექონიაჲსთა, ძისა იოაკიმისთა, მეფისა იუდაჲსთა, და ყურთა ყოვლისა ერისათა, რომელნი მოვიდოდეს მის წიგნისა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყურთა ძლიერთასა და ძეთა მეფისათა, და ყურთა მოხუცებულთასა, და ყურთა ყოვლისა ერისათა, კნინითგან ვიდრე დიდადმდე ყოველთა დამკჳდრებულთა ბაბილონისათა მდინარესა ზედა სუდსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტიროდეს და იმარხვიდეს და ილოცვიდეს წინაშე უფლისა;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეკრიბეს ვეცხლი რაოდენ შემძლებელ იყო კაცად-კაცადისა ჴელი,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიუძღუანეს იჱრუსალემს იოაკიმს, ძესა ქელკიაჲსა, ძისა სალომისა, მღდელსა, და სხუათა მღდელთა, და ყოვლისა მიმართ ერისა, რომელნი იპოვნეს მათ თანა იჱრუსალემს შინა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს მოიღო მან ჭურჭერი სახლისა უფლისაჲ, რომელ იგი წარიღეს ტაძრისა მისგან, მიქცევად მისა ქუეყანად იუდაჲსა მეათესა სიუანისასა, ჭურჭერი ვეცხლისაჲ, რომელ ქმნა სედეკია, ძემან იოსიაჲსმან, მეფემან იუდაჲსმან,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
შემდგომად წარტყუენვისა მის ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲსა, ოდეს წარტყუენა იჱრუსალემით იექონია და მთავარნი მისნი და შემწირველნი და ჴელოვანნი და მდიდარნი და ერი ქუეყანისაჲ, და შეიყვანნა იგინი ბაბილონდ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუეს; აჰა ესერა მიგიძღუანეთ თქუენ ვეცხლი, და იყიდეთ ვეცხლითა შესაწირავი თქუენი ცოდვათათჳს, <და> გუნდრუკი, და ყავთ მანანაჲ, და შეწირეთ საკურთხეველსა ზედა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ილოცეთ ცხორებაჲ ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისაჲ, და Page of ms. J: B45v  ცხორებაჲ ბალტ/ასარისი, ძისა მისისაჲ, რაჲთა იყვნენ დღენი მათნი ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
<და> რაჲთა გუცეს ჩუენ უფალმან ძალი, და განგჳნათლნეს თუალნი ჩუენნი, რაჲთა ვცხომდებოდით საგრილსა ქუეშჱ ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისასა, და საგრილსა ქუეშჱ ბალტასარისსა, ძისა მისისასა, და ვჰმონოთ მათ მრავალ დღჱ, და ვჰპოვოთ მადლი წინაშე მათსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, და არა უკუნ-იქცა გულის-წყრომაჲ უფლისაჲ და რისხვაჲ მისი ჩუენგან ვიდრე მო-აქა-დღედმდე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარიკითხოთ წიგნი ესე, რომელ მიგიძღუანეთ თქუენ, აღსაარებად სახლსა შინა უფლისასა დღესა უქმელებისასა, და დღეთა შინა ჟამთასა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუათ; უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლჱ, ხოლო პირთა თქუენთა სირცხჳლი, ვითარცა ესე დღეს კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და წინაწარმეტყუელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა წინაშე უფლისა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ურჩ ვექმნენით მას,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ვისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, სლვად ბრძანებათა უფლისათა, რომელ მოგუცა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მიერ დღითგან, ოდე[ს] გამოიყვანნა მამანი ჩუენნი ქუეყანით ეგჳპტით და მო-აქა-დღედმდე, ვიყვენით ურჩ უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვერიდებოდეთ, რაჲთამცა არა ვისმინეთ მისი,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და გუეწია ჩუენ ძჳრი და წყევაჲ, რომელ ამცნო უფალმან მოსეს მონასა თჳსსა, დღესა მას, რომელსა გამოიყვანნა მამანი ჩუენნი ეგჳპტით, მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ, რომლისაგან გამოსდის სძჱ და თაფლი, ვითარცა ესე დღეს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ვისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ ყოველთაგან <სიტყუათა> წინაწარმეტყუელთასა, რომელ მოავლინნა ჩუენდა;

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიდოდეთ კაცად-კაცადი გონებასა გულისა თჳსისა უკეთურისასა მსახურებად ღმერთთა უცხოთა, ყოფად ბოროტისა წინაშე თუალთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღასრულა უფალმან სიტყუაჲ მისი, რომელ თქუა ჩუენ ზედა და მსაჯულთა ჩუენთა ზედა, რომელნი შჯიღეს ისრაჱლსა, და მეფეთა <ზედა> Page of ms. J: B45r  ჩუენთა, და მთავართა ზედა/ ჩუენთა, და კაცთა ზედა ისრაჱლისათა და იუდაჲსთა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვლინებად ჩუენ ზედა ძჳრი დიდი, რომელ არა სადა ყოფილ არს ცასა ქუეშჱ, ვითარ იგი ყო იჱრუსალემს შინა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა ვჭამდეთ ჩუენ კაცი ჴორცთა ძისა თჳსისათა და კაცი ჴორცთა ასულისა თჳსისათა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცნა იგინი საწუნელად ყოველთა მეუფებათა გარემოთა ჩუენთა საყუედრელად, და უგზოდ შორის ყოველთა ერთა გარემოთა ჩუენთა, სადა განაბნინა იგინი უფალმან მუნ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იქმნნეს იგინი ქუემო და არა ზემო, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა არა სმენითა ჴმისა მისისაჲთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლჱ, ხოლო ჩუენ და მამათა ჩუენთა სირცხჳლი პირთა ჩუენთაჲ, ვითარცა ესე დღეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ძჳრი, რომელ თქუა უფალმან ჩუენთჳს, მოიწია ყოველი ჩუენ ზედა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ვევედრენით პირსა უფლისასა, მოქცევად გონებათა გულისა თჳსისა უკეთურისათა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიღჳძა უფალმან ბოროტებად ჩუენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა, რომელ გუამცნო ჩუენ;

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ სლვად ბრძანებათა უფლისათა, რომელ მოგუცა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, ვითარცა გამოიყვანე ერი შენი ქუეყანით ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და სასწაულებითა და ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა, და ჰყავ შენდა სახელ ვითარცა დღჱ ესე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვცოდეთ, და უღმრთო ვიქმნენით, და უშჯულოჲ ვყავთ, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოველთათჳს სამართალთა შენთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
გარე-მიიქეცინ გულის-წყრომაჲ შენი ჩუენგან, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან შორის წარმართთა, სადა იგი განგუაბნიენ ჩუენ მუნ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინე, უფალო, ლოცვისა ჩუენისაჲ და თაყუანის-ცემისა ჩუენისაჲ, და განგუარინენ ჩუენ შენთჳს, და მეც ჩუენ მადლი წინაშე პირსა წარმტყუენველთა ჩუენთასა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა გულის-ჴმა-ყოს ყოველმან ქუეყანამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და სახელი შენი წოდებულ არს ისრაჱლსა ზედა და ნათესავსა მი<ს>სა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო, გარდამოიხილე ტაძრით წმიდით შენით, და მოგუხედენ ჩუენ, მოყავ, უფალო, ყური შენი, და ისმინე <ჩუენი>;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
აღახუენ, უფალო, თუალნი Page of ms. J: B46v  შენნი, და იხილე რამეთუ არა მკუდართა მიგცენ დიდებაჲ და/ სამართალი უფალსა, რომელნი არიან ჯოჯოხეთს შინა, რომელთანი მიხუმულ არიან სულნი მათნი გონებათა მათთაგან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და სული ჭუენიერი სიმდიდრესა ზედა, რომელ ვალნ იღუნალ, და უძლურებითა თუალთა მოკლებულთა, და სულმან მშიერმან მიგცენ შენ დიდებაჲ და სამართალი უფალსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა სამართალთა ზედა მამათა ჩუენთასა და მეფეთა ჩუენთასა ჩუენ განვჰფენთ წყალობასა ჩუენსა წინაშე პირსა შენსა, უფალო ღმერთო ჩუენო;

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოიღე გულის-წყრომაჲ და რისხვაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა სთქუ ჴელითა მომათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრე თქუა უფალმან; მოიდრიკენ<ი>თ ბეჭნი თქუენნი, და ჰმსახურეთ მეფესა ბაბილონისასა, და დაეშჱნენით ქუეყანასა ზედა, რომელ მივეც მამათა თქუენთა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ არა ისმინოთ ჴმაჲ უფლისაჲ მსახურებად მეფესა ბაბილონისასა,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მოკლება ვყო ქალაქთა <გან> იუდაჲსთა და გარემო იჱრუსალემსა, ჴმაჲ შუებისაჲ <და> ჴმაჲ სიხარულისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ <და> ჴმაჲ სძლისაჲ, და იყოს ყოველი ქუეყანაჲ უგზო უმკჳდროებისაგან.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
დ<ა> არა ვისმინეთ ჴმისა შენისაჲ მსახურებად მეფესა ბაბილონისასა, და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რომელ სთქუენ ჴელითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲთა, გამოხუმად ძუალნი მეფეთა ჩუენთანი და ძუალნი მამათა ჩუენთანი ადგილით მათით.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა განბნეულ არიან იგინი სიცხესა ქუეშჱ დღისასა და ნეფხვასა ღამისასა, რამეთუ მიისრნეს იგინი სალმობითა, სიყმილითა, და მახჳლითა და ტყუეობითა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასდევ სახლი იგი, რომელსა ზედა წოდებულ იყო სახელი შენი მუნ, ოჴრად, ვითარცა ესე დღეს, უკეთურებისათჳს სახლისა ისრაჱლისა და სახლისა იუდაჲსისა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და <ჰ>ყავ ჩუენთჳს, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა ყუდროებითა შენითა, <და მოწყალებითა შენითა> დიდითა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა სთქუ ჴელითა მონისა შენისა მოსესითა დღესა მას, რომელსა უბრძანე შენ მას, დაწერად შჯულისა შენისა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და სთქუ;

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
არა თუ ისმინოთ ჴმისა ჩემისაჲ, ნუ უკუე სადა ორხაჲ ეგე დიდი და მრავალი უკუნ-იქცენ შორად/ Page of ms. J: B46r  წარმართთა შორის, სადა განვაბნიენ იგინი მუნ,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უწყი ვითარმედ არა ისმინონ ჩემი, რამეთუ ერი ქედ-ფიცხელი არს, და მოიქცენ გულითა მათითა ქუეყანასა მას ტყუეობისა მათისასა,

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და გულის-ჴმა-ყონ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, და ვსცე მათ გული გონიერი და ყურნი მორჩილნი,

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და მაქებდენ მე ქუეყანასა მას ტყუეობისასა, და მოიჴსენონ სახელი ჩემი,

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცენ ქედ-ფიცხელობისაგან მათისა და უკეთურთაგან საქმეთა მათთა, რამეთუ მოიჴსენონ გზისა მამათა მათთაჲსაჲ, რომელნი ცოდვიდეს წინაშე უფლისა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვაქცინე იგინი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს; და ეუფლნენ მას, და განვამრავლნე იგინი, და არღარა შემცირდენ.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავამტკიცო მათ თანა აღთქუმაჲ საუკუნოჲ, რაჲთა ვიყო მე მათა ღმრთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად; და არღარა შევარყიო მერმე ერი ჩემი ისრაჱლი ქუეყანით მისით, რომელ მივეც მას.;

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო მერთისა-მპყრობელო, ღმერთო ისრაჱლისაო, სულმან შეიწრებულმან და სულმან მოწყინებულმან ღაღად-ყო შენდამი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინე, უფალო, და მიწყალენ, რამეთუ ღმერთი მოწყალე ხარ, და შეგჳწყალენ, რამეთუ ვცოდეთ წინაშე შენსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შენ ჰგიე უკუნისამდე, და ჩუენ წარვწყმდებით უკუნისამდე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უფალო მერთისა-მპყრობელო, ღმერთო ისრაჱლისაო, ისმინე ჴმაჲ მომწყდართა ისრაჱლისათაჲ და ნაშობთა შეცოდებულთაჲ წინაშე შენსა, რომელთა არა ისმინეს ჴმაჲ უფლისა ღმრთისა მათისაჲ; და მოიწია ჩუენ ზედა ძჳრი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ მოიჴსენებ უშჯულოებასა მამათა ჩუენთასა, არამედ მოიჴსენე ჴელისა შენისაჲ და სახელისა შენისაჲ ჟამსა ამას.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და გაქებდეთ შენ, უფალო.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამით მოგუეც შიში შენი გულთა ჩუენთა, რაჲთა ვხადოდით სახელსა შენსა, და გაქებდეთ <შენ> ტყუეობასა შინა ჩუენსა, რამეთუ გარე-წარვაქციეთ გულით ჩუენით ყოველი უშჯულოებაჲ მამათა ჩუენთაჲ, რომელთა ცოდეს წინაშე შენსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ჩუენ დღეს ტყუეობასა შინა ჩუენსა, ვიდრე იგი Page of ms. J: B47v  განგუაბნიენ ჩუენ მუნ საყ/უედრელად და საწყეველად და თანა-მდებად ყოველთა უშჯულოებათათჳს მამათა ჩუენთასა, რომელნი განდგეს უფლისაგან ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ისმინენ, ისრაჱლ, მცნებანი ცხოვრებისანი, ყურად-იღეთ გულის-ჴმის-ყოფად სიბრძნისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ არს ისრაჱლ, რამეთუ ქუეყანასა მტერთასა, განჰკფდი ქუეყანასა უცხოთასა; შეიბილწე მკუდართა თანა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
შეირაცხე რომელნი არიან ჯოჯოხეთს,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
დაუტევე წყაროჲ სიბრძნისაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
გზასა თუმცა ღმრთისასა ხჳდოდე, შენ იყავმცა მშჳდობით საუკუნეთა ჟამთა;

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
იკითხეთ სადა არს სიბრძნჱ, სადა არს ძალი, სადა არს გონება<ჲ>, გულის-ჴმის-ყოფად ერთბამად სადა არს დღე-გრძელება<ჲ> და ცხორებაჲ; სადა არს ნათელი თუალთაჲ და მშჳდობაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ პოვა ადგილი მისი, და შევიდა საფასეთა მისთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
სადა არიან მთავარნი წარმართთანი, და რომელნი ეუფლებოდეს მჴეცთა ქუეყანისათა,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მფრინველთა ცისათა ეკიცხევდეს, და ვეცხლსა დაიუნჯებდეს და ოქროსა, რომელსა ესვიდეს კაცნი, და არა არს აღსასრულ მოგებისა მათისაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი ვეცხლსა გამოჰქანდაკებდეს და გულს-ეტყოდეს, და არა არს გამოძიება საქმეთა მათთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
განირყუნნეს და ჯოჯოხეთად შთაჴდეს, და სხუანი ჭაბუკნი აღდგეს მათ წილ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილეს ნათელი და <და>ეშჱნნეს ქუეყანასა ზედა, ხოლო გზაჲ მეცნიერებისაჲ არა იცნეს,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
არცა გულის-ჴმა-ყვნეს ალაგნი მისნი, არცა შეიწყნარეს იგი, შვილნი მათნი გზისა მათისაგან განეშორნეს.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
არცაღა ისმა ქანაანს, არცა გამოჩნდა თემანს,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
არცა ძეთა აგარისთა გამომეძიებელთა გონიერებისა<თა> ქუეყანასა ზედა, მთავართა მერრანისათა და თემანისათა, და მევეპეთა და გამომეძიებელთა მ<ე>ცნიერებისათა, ხოლო გზაჲ სიბრძნისაჲ არა გულის-ჴმა-ყვეს, არცა მოიჴსენნეს ალაგნი მისნი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ისრაჱლ, ვითარ ეგე დიდ არს სახლი ღმრთისაჲ, და Page of ms. J: B47r  გრძელ ადგილი საყოფლისა მისისაჲ,

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
დიდ არს, და/ არა არს დასასრულ, მაღალ არს, და უსაზომო.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ იშვნეს, გმირნი სახელოვანნი, რომელნი იგი დასაბამითგან იყვნეს დიდ; მეცნიერნი ბრძოლად,

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ესენი გამოირჩინა ღმერთმან, არცა გზაჲ მეცნიერებისაჲ მისცა მათ;

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარწყმდეს, რამეთუ არა აქუნდა მათ გულის-ჴმაჲ; წარწყმდეს უგუნურებითა მათითა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ აღჴდა ცად, და დაიპყრა იგი, და მოიღო იგი ღრუბელთა გან;

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინ წიაღჴდა წიაღ ზღუასა, <და> პოვა იგი; და მოიღო იგი ოქროჲთა რჩეულითა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვინ არს მცნობელ გზისა მისისა, არცა გულის-ჴმის-მყოფელ ალაგთა მისთა,

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ რომელმან იცის ყოველი, მან იცის ყოველი; გამოიძია იგი გულის-ჴმითა თჳსითა, რომელმან განჰმზადა ქუეყანაჲ მი-უკუნისამდე ჟამთა. აღავსო იგი საცხოვრითა ოთხფერჴითა,

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელმან მოავლინის ნათელი და ვიდოდის, უწოდა მას, და ჴმა-უყო მან ძ<რ>წოლით,

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მარსკულავნი გამოაბრწყინდეს ჟამთა თჳსთა, და იხარებდეს.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
უწოდა მათ <და> თქუეს; აქა ვართ; ჰნათობდეს სიხარულით შემოქმედსა მათსა.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არს ღმერთი ჩუენი, ვერ ესწოროს მას სხუაჲ.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
განაცხადა ყოველი გზაჲ მეცნიერებისაჲ, და მისცა იგი იაკობს მონასა თჳსსა და ისრაჱლსა საყუარელსა თჳსსა.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისა შემდგომად ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, და კაცთა შორის იქცეოდა.;

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არს წიგნი ბრძანებათა ღმრთისათაჲ და შჯული, რომელ არს უკუნისამდე. ყოველთა რომელთა შეიწყნარონ იგი ცხომდენ, და რომელთა დაუტეონ იგი მოისრნენ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქეც, იაკობ, და შეიკრძალე იგი, და ვიდოდე წინაშე ბრწყინვალებასა ნათლისა მისისასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ მისცემ სხუასა დიდებასა შენსა, და კეთილსა შენსა ნათესავსა უცხოსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
სანატრელ ვართ ჩუენ, ისრაჱლ, რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ ჩუენდა უწყებულ არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ, ერო ჩემო ჴსნებულო ისრაჱლო,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მიიყიდენ<ი>თ წარმართთა შორის <არა> წარსაწყმედელად, არამედ განრისხებისა თქუენისაგან ღმრთისა მიეცენით მტერთა თქუენთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განარისხეთ შემოქმედი თქუენი გებითა ეშმაკთაჲთა და არა ღმრთისაჲთა;/

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B48v  დაივიწყეთ გამომზრდელი თქუენი ღმერთი საუკუნჱ, შეაჭუვნეთ მპოხელი თქუენი იჱრუსალემი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იხილა მოწევნული თქუენ ზედა რისხვაჲ <ღმრთისა გან>, და თქუა, ისმინეთ, მსხემნო სიონისანო, რამეთუ მოავლინა ჩემ ზედა დმერთმან გლოვაჲ საუკუნჱ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვიხილე ტყუეობაჲ ძეთა ჩემთაჲ და ასულთა ჩემთაჲ, რომელ მოავლინა მათ ზედა საუკუნემან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განვზარდენ იგინი სიხარულით, და განვავლინენ იგინი ტირილით და გლოით.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ ვინ ფერჴსა მიცემნ მე ქურივსა და დავრდომილსა მრავალთაგან, ოჴერ ვიქმენ ცოდვათაგან შვილთა ჩემთასა, რამეთუ გარდააქციეს შჯულისაგან ღმრთისაჲსა,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამართალნი მისნი არა გულის-ჴმა-ყვნეს, არცა ვიდოდეს გზათა მცნებათა ღმრთისათა, არცა ალაგთა მოძღურებისა ჭეშმარიტებისა სიმართლისა მისისათა დადგეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვედით, მსხემნი სიონისანი, და მოიჴსენეთ ტყუეობაჲ ძეთა ჩემთაჲ და ასულთა ჩემთაჲ, რომელ მოავლინა მათ ზედა საუკუნემან.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მოუვლინა მათ ნათესავი შორით, ნათესავი ურიდი და ენაჲ უცხოჲ, რამეთუ არა ჰრიდეს მათ მოხუცებულთა, და ყრმაჲ არა შეიწყალეს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარიყვანნეს საყუარელნი ქურივისანი, და ასულთაგან მე მარტოჲ დამიტევეს ქურივად.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე რაჲ შემძლებელ ვარ შეწევნად თქუენდა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ რომელმანცა მოგივლინა თქუენ ძჳრი, მან განგარინნეს თქუენ ჴელთაგან მტერთა თქუენთასა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდოდეთ, შვილნო, ვიდოდეთ, რამეთუ მე დავშთი ოჴერი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
განვიძარცუე სამკაული მშჳდობისაჲ, და შევიმოსე ძაძაჲ ვედრებისა ჩემისაჲ, და ვღაღადებდე საუკუნისა მიმართ დღეთა ჩემთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ, შვილ<ნ>ო, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ, და განგარინნეს თქუენ მძლავრობისაგან ჴელთა მტერთაჲსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მე ვესავ საუკუნესა განრინებად თქუენდა, რამეთუ მოვიდა ჩემდა სიხარული წმიდისაგან მოწყალებასა ზედა თქუენსა, რომელ მოიწიოს მსთუად საუკუნისაგან მაცხოვარისა ჩუენისა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განგავლინენ თქუენ გლოვით და ტირილით, კუალად მაგნეს მე თქუენ ღმერთმან სიხარულით და მხიარულებით უკუნისამდე.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ Page of ms. J: B48r  ვითარცა აწ იხილეს მსხემთა სიონისათა ტყუეობაჲ თქუენი,/ ეგრე იხილონ განრინებაჲ თქუენი მსთუად ღმრთისაგან თქუენისა, რომელ მოვიდეს თქუენდა დიდებითა დიდითა და ბრწყინვალებითა საუკუნისაჲთა;

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
შვილნო, დაითმინეთ ღმრთისაგან რომელ მოგიჴდა თქუენ რისხვაჲ, რამეთუ გდევნა შენ მტერმან შენმან, და იხილო წარწყმედაჲ მისი <მსთუად>, და ქედსა მისსა ზედა მიიწიო.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ფუფუნეულნი ჩემნი ვიდოდეს გზათა ფიცხელთა; მიიტაცნეს ვითარცა სამწყსოჲ წარტაცებული მტერთაგან.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ, შვილ<ნ>ო, და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ, რამეთუ იყოს თქუენთჳს ჴსენებაჲ, რომელმან მოავლინა ესე თქუენ ზედა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა იყო გული თქუენი ცთომად თქუენდა ღმერთსაგან, ათ წილ მოიქეცით გამოძიებად მისა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ რომელმან მოგივლინა თქუენ ძჳრი, მან მოგივლინოს თქუენ საუკუნე სიხარული განრინებისა თანა თქუენისა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ გეშინინ, იჱრუსალემ; ნუგეშინის-გცემს შენ, რომელმან დაგდვა შენ სახელი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
საწყალობელ არიან ბოროტის-მყოფელნი შენნი, და რომელთა მოსჱხრა დაცემაჲ შენი;

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
საწყალობელ არიან ქალაქნი იგი, რომელთა ჰმონებდეს შვილნი შენნი, საწყალობელ არს მიმღებელი ძეთა შენთაჲ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა მოსცხრა დაცემაჲ შენი, და იხარა დაცემულებასა ზედა შენსა, ეგრე შეზრუნდეს აღოჴრებასა ზედა თავისა თჳსისასა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაშოვ<რ>ო მას სიხარული ერ-მრავლობისაჲ, და მხიარულებაჲ მისი იყოს გლოვად.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ცეცხლი მოუჴდეს მას საუკუნისაგან დღეთა გრძელთა, და დაეშჱნნენ ეშმაკნი უმრავლჱსთა ჟამთა.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
მიიხილე აღმოსავალად, იჱრუსალემ, და იხილე სიხარული რომელ მოვალს ღმრთისაგან შენდა.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მოვლენ შვილნი შენნი, რომელ განავლინენ, მოვლენ კრებულად აღმოსავალითგან მი-დასავალადმდე სიტყჳთა წმიდისაჲთა მხიარულნი ღმრთისა დიდებითა.;

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
განიძარცუე, იჱრუსალემ, სამოსელი გლოვისა შენისაჲ და ურვილებისა შენისაჲ, და შეიმოსე შუენიერებაჲ [!] დიდებისაგან ღმრთისაჲსა უკუნისამდე,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B49v  შეიმოსე ჩოტკეცი სიმართ/ლისაგან ღმრთისაჲსა, და დაიდგ ხოირი თავსა შენსა დიდებისა საუკუნოჲსაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ღმერთმან უჩუენოს ყოველთა ცისკიდეთა ბრწყინვალებაჲ შენი,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გერქუას შენ სახელი შენი ღმრთისაგან უკუნისამდე, მშჳდობა სიმართლის და დიდება ღმრთის სასოების.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აღდეგ, იჱრუსალემ, და დადებ ზედა მაღალსა, და მიიხილე აღმოსავალად, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი მზის-დასავალითგან მი-აღმოსავალ<ა>დმდე; სიტყჳთა წმიდისაჲთა უხარის მოჴსენებითა ღმრთისაჲთა;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განვიდეს შენგან მკურცხილნი წარქცეულნი მტერთაგან, ხოლო შემოიყვანნეს იგინი ღმერთმან შენდა აღმაღლებულნი დიდებითა ვითარცა საყდარნი მეუფეთანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უბრძანა ღმერთმან დამდაბლებად ყოველთა მთათა მაღალთა და ბორცუთა საუკუნეთა, და ჴევთა აღმოვსებად მოსაწყნარებელად ქუეყანისა, რაჲთა ვიდოდის ისრაჱლი კრძალულ<ა>დ დიდებითა ღმერთისაჲთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დააგრილეს მაღნართაცა <და> ყოველთა ხეთა სულნელთა ისრაჱლი ბრძანებითა ღმრთისაჲთა;

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ უძღოდის ღმერთი ისრაჱლსა სიხარულითა ნათლისა დიდებისა მისისაჲთა ერთბამად მოწყალებითა <და> სიმართლითა მისითა.
Page of ms. J:  



Book: Lam.Jer. 
Lamentations of Jeremiah

გოდებანი იერემიაჲსნი



Chapter: 1 
Verse: 0  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B49r  და იყო შემდგომად წარტყუენვისა ისრაჱლისა და აღოჴრებისა იჱრუსალემისა, ჯდა იერემია და ტიროდა და გოდებდა გოდებასა ამას იჱრუსალემსა ზედა, და თქუა.

Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ა̂. ალეფ ვითარ დაჯდა მარტოჲ ქალაქი ესე განმრავლებული ერითა: იქმნა ვითარცა ქურივი განმრავლებული შორის თესლთა, მთავარი სოფლისაჲ იქმნა მოხარკჱ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ბ̂. ბეთ ტირილით ტიროდა ღამჱ, და ცრემლნი მისნი ზედა საკეთეთა მისთა, და არა იყო ნუგეშინის-მცემელ მისა ყოველთაგან მოყუარეთა მისთა. ყოველნი მეგობარნი მისნი ეცრუვნეს მას, და ექმნნეს <მას> მტერ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
გ̂. გამელ წარიტყუენა იუდაჲ სიგლახაკითა თჳსითა, და სიმრავლითა ურვისა თჳსისაჲთა, დაჯდა შორის წარმართთა, არა პოვა განსუენებაჲ: ყოველნი მდევარნი Page of ms. J: B49v  მისნი/ ეწინეს მას შორის მაჭირვებელთა <მისთა>.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
დ̂. დალეთ გზანი სიონისანი იგლოვენ, რამეთუ არა არიან მომავალ<ნ>ი დღესასწაულსა, ყოველნი ბჭენი მისნი გა<ნ>რყუნილ არიან, მღდელნი მისნი კუნესიან, ქალწულნი მისნი ტყუე არიან, და იგი თავადი განმწარებულ არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ე̂. ჰჱ იქმნნეს მაჭირვებელნი მისნი თავ, და მტერნი მისნი იხარებენ. ხოლო ღმერთმან დაამდაბლა იგი სიმრავლისათჳს უღმრთოებათა მისთაჲსა, და ყრმანი მისნი ტყუედ წარვიდეს წინაშე პირსა მაჭირვებელთასა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ვ̂. ვავ წარვიდა ასულისაგან სიონისა ყოველი შუენიერებაჲ მისი. იქმნნეს მთავარნი მისნი ვითარცა ვერძნი, არა ჰპოვებდეს საძოვარსა, და ვიდოდეს უძლურებით წინაშე პირსა მდევართასა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ზ̂. ზჱ მოიჴსენნა იჱრუსალემმან დღენი სიგლახაკისა თჳსისანი, და განგდებისა მისისანი, და ყოველთა გულის-სათქუმელთა მისთაჲ, რაოდენი იყო დღეთაგან პირველთაჲ, დაცემასა ერისა მისისასა ჴელითა მაჭირვებელთაჲთა: და არა ვინ იყო მწე მისა, იხილეს მტერთა მისთა, და იცინოდეს ტყუეობასა ზედა მისსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ჱ̂. ხეთ ცოდვაჲ ცოდა იჱრუსალემმან, ამისთჳს სარყეველ იქმნა იგი. ყოველთა მაქებელთა მისთა შეურაცხ-ყვეს იგი, რამეთუ იხილეს გინებულებაჲ მისი, და იგი თავადი სულთ-ითქუმიდა, და უკუნიქცა უკუმართ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
თ̂. ტჱთ არა-წმიდებაჲ მისი წინაშე ფერჴთა მისთა: არა მოიჴსენა დასასრული მისი. დაეცა საკჳრველად, და არა ვინ არს ნუგეშინის-მცემელ მისა. იხილე, უფალო, სიმდაგლჱ ჩემი, რამეთუ განდიდნა მტერი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ი̂. იოდ ჴელი თჳსი მიყო მაჭირვებელმან ყოველთა ზედა გულის-სათქუმელთა მისთა, რამეთუ იხილნა წარმართნი შესრულნი სიწმიდეთა <მისთა>, რომელთაჲ ამცენ არა შესლვად ეკლესიასა შენსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ია̂. ქაფ ყოველი ერი სულთ-ითქუმიდა: ეძიებდა პურსა, გულის-სათქუმელნი მისნი მიეცნეს საჭმლისათჳს, რაჲთამცა მოიქცინეს სულნი. გარდამოიხილე, უფალო, და იხილე რამეთუ ვიქმენ შეურაცხ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
იბ̂. ლამედ თქუენ გეტყჳ ყოველთა თანა-წარმავალთა გზისათა, მოიხილეთ და იგულეთ, Page of ms. J: B50r  არს თუ სალმობა/ სალმობისა ჩემისა-ებრ, რომელ შემემთხჳა მე. თქუა ჩემ ზედა უფალმან, და დამამდაბლა მე დღესა მას რისხვისა გულის-წყრომისა მისისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
იგ̂. მემ მაღლით თჳსით გარდამოავლინა ცეცხლი ძუალთა ჩემთა, და დამიდგა ბადჱ ფერჴთა ჩემთა, და უკუნ-მაქცია მე მართლ-უკუნ. მიმცა მე განრყუნასა მარადღე ურვასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
იდ̂. ნოჳნ განიღჳძა უღმრთოებათა ზედა ჩემთა: ჴელთა შინა მისთა შემმუსრა მე, დაამძიმა უღელი მისი ზედა ქედსა ჩემსა: მოუძლურდა ძალი ჩემი, რამეთუ მოსცა უფალმან სალმობაჲ ჴელთა ჩემთა, რომელთა ვერ უძლებ დადგომად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
იე̂. სამქათ მოსპნა ყოველნი ძლიერნი ჩემნი უფალმან შორის ჩემსა, და მოუწოდა ჩემ ზედა ჟამსა განტეხად რჩეულთა ჩემთა: საწნეხლ-ებრ დაწნიხა უფალმან ქალწული ასული იუდაჲსი: ამას ზედა მე ვტირ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ივ̂. ეჲ თუალთა ჩემთა გარდამოადინეს წყალი, რამეთუ განმეშოვრნეს ჩემგან ნუგეშინის-მცემელნი, რომელთამცა მოაქციეს სული ჩემი. იქმნნეს შვილნი ჩემნი განრყუნილ, რამეთუ განძლიერდა მტერი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
იზ̂. ფჱ აღიპყრნა სიონმან ჴელნი თჳსნი, და არა არს რომელმანმცა ნუგეშინის-სცა მას: ამცნო უფალმან იაკობ<სა> გარემო მისა მაჭირვებელნი მისნი, იქმნა იჱრუსალემი ვითარცა დედაკაცი განჯდომილი შორის მათსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
იჱ̂. წადჱ მართალ არს უფალი, რამეთუ განვამწარე მე პირი მისი, აწ ისმინეთ ყოველმან ერმან და იხილეთ სალმობაჲ ჩემი, რამეთუ ქალწულნი ჩემნი და ჭაპუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუედ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ით̂. კოფ ვხადოდე მიყუართა ჩემთა, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე. მღდელნი ჩემნი და მოხუცებულნი ჩემნი ქალაქით მოაკლდეს, რამეთუ ითხოვდეს ჭამადსა თავისა მათისა, რაჲთამცა მოიქცინეს სულნი მათნი, და არა პოვეს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
კ̂. რეშ იხილე, უფალო, რამეთუ მჭირს მე, მუცელი ჩემი შეძრწუნდა, და გული ჩემი გარდაიქცა ჩემ თანა, რამეთუ განმწარებით განმამწარე მე: გარეშე უშვილო მქმნა მე მახჳლმან ვითარცა სიკუდილმან სახლსა შინა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
კა̂. შინ ისმინეთ აწ, რამეთუ ვკუნესი, არა ვინ არს ნუგეშინის-მცემელ ჩემდა. ყოველთა მტერთა ჩემთა ესმა ძჳრი ჩემი და მოსცხრებოდა, რამეთუ შენ ჰყავ: მოავლინე ჩემ ზედა დღჱ, მოუწოდე ჟამსა, და მექმნნეს იგინი ვაჲ მე, ვაჲ მე.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
კბ̂. თავ/ Page of ms. J: B50v  შევედინ ყოველი უკეთურებაჲ მათი წინაშე პირსა შენსა, მოკუფხლენ იგინი ვითარცა მომკუფხლე მე ყოველთათჳს ცოდვათა ჩემთა, რამეთუ განმრავლდეს სულ თქუმანი ჩემნი, და გული ჩემი ზრუნავს.


Chapter: 2  
Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
კგ̂. ალეფ ვითარ დააბნელა უფალმან რისხვითა თჳსითა ასული სიონისაჲ. გარდამოაგდო ცით ქუეყანად დიდებულებაჲ ისრაჱლისაჲ, და არა მოიჴსენა კუარცხ<ლ>ბეკი ფერჴთა მისთაჲ დღესა რისხვისა მისისასა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
კდ̂. ბეთ და<ან>თქა უფალმან უწყალოდ ყოველი შუენიერებაჲ იაკობისი: დააქცინა გულის-წყრომითა თჳსითა სიმტკიცენი ასულისა იუდაჲსნი, ქუეყანად მიაწი<ნ>ა: შეაგინნა მეფენი მისნი და მთავარნი მისნი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
კე̂. გამელ შემუსრა რისხვითა გულის-წყრომისა თჳსისაჲთა ყოველი რქაჲ ისრაჱლისაჲ: გარე-მიაქცია პირისაგან მტერისაჲსა, და აღაგზნა ცეცხლი შემწუველი შორის იაკობსა, და შეჭამა ყოველი გარემო მისა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
კვ̂. დალეთ გარდაიცუა მშჳლდსა თჳსსა ვითარცა მტერმან, განიძლიერა მარჯუენაჲ თჳსი ვითარცა მჴდომმან, და მოსრა ყოველი გულის-სათქუმელი ჩემი საყოფელსა შინა ასულისა სიონისასა, მიჰფინა ვითარცა ცეცხლი გულის-წყრომაჲ თჳსი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
კზ̂. ჰჱ მექმნა მე უფალი ვითარცა მტერი: დააქცია იჱრუსალემი, და დაანთქა ყოველი ტაძრები მისი, განრყუნა ყოველი სიძლიერჱ მისი, და განამრავლნა ყოველნი ასულნი იუდაჲსნი დაგლახაკებულნი და დავრდომილნი.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
კჱ̂. ვავ აღფხურა ვითარცა ვენაჴი კარავი თჳსი, განრყუნნა დღესასწაულნი თჳსნი, ავიწყა უფალმან სიონსა დღესასწაულნი და შაბ<ა>თნი, განარისხა მკსინვარებითა გულის-წყრომისა მისისაჲთა მეფჱ და მღდელი და მთავარი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
კთ̂. ზჱ განიშოვრა უფალმან საკურთხეველი თჳსი, და განაბნია სიწმიდჱ თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერთაჲთა ზღუდე ტაძართა მისთაჲ: ჴმა სცა ბრძოლის სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა გალობაჲ ლევიტელთაჲ დღესა შინა უქმელებისასა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ლ̂. ხეთ გულს-იდგინა უფალმან განრყუნაჲ ზღუდეთა ასულისა სიონისათაჲ: წარჰმატა Page of ms. J: B51r  საზომი, და არა კუალად აქცია ჴელი მისი დაცე/მისაგან, იგლოვდა ძლიერებაჲ და ზღუდე ერთბამად მოუძლურდეს.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ლა̂. ტეთ დაითქნეს ქუესკნელად ბჭენი მისნი, წარწყმდეს და შეიმუსრნის მოქლონნი მისნი, მეუფჱ მისი და მთავარნი მისნი შორის წარმართთა, და არა არს შჯულ, და წინაწარმეტყუელთა მისთა არა იხილეს ჩუენებაჲ უფლისაგან.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ლბ̂. იოდ დასხდეს ქუეყანასა და დადუმნეს მოხუცებულნი ასულისა სიონისანი, გარდაისხეს მიწაჲ თავსა მათსა: მოირტყეს ძაძაჲ: შთაავლინნეს ქუეყანად წინამძღუარნი ქალწულისა ასულისა იჱრუსალემისაჲსა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
ლგ̂. ქაფ მოაკლდა ცრემლი თუალთა ჩემთა: შეძრწუნდა მუცელი ჩემი: განიგნია ქუეყანასა ზედა დიდებაჲ ჩემი, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, მოკლებასა ყრმათა მწოვართასა უბნებსა შინა ქალაქისასა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
ლდ̂. ლამედ დედათა მათთა ეტყოდეს: სადა არს იფქლი და ღჳწოჲ, რაჟამს მოაკლდებოდა მათ ვითარცა წყლულებასა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა სულთა მათთასა წიაღთა შინა დედათა მათთასა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
ლე̂. მემ რაჲ გიწამო შენ, ანი რაჲ გამსგავსო შენ, ასულო იჱრუსალემისაო. ვინ გიჴსნეს შენ, ანი ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო ასულო სიონისაო, რამეთუ განდიდნა სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, ვინ გკურნოს შენ.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ლვ̂. ნოჳნ წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს ამაოებაჲ შენი და უგუნურებაჲ: განაცხადეს უშჯულოებაჲ შენი, რაჲთამცა მოიქცა ტყუე შენი, და იხილეს შენ თანა იგავი ამაოებისაჲ და განგაგდეს შენ.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
ლზ̂. სამქათ შეიტყუელნეს ჴელნი მათნი ყოველთა თანა-წარმავალთა გზისათა, დაისტჳნეს და შეხარეს თავი მათი ასულსა ზედა იჱრუსალემისასა, უკუეთუ ესე არს ქალაქი იგი, რომლისათჳს თქჳან გჳრგჳნი დიდებისაჲ, კეთილი შუენიერებაჲ, სიხარული ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
ლჱ̂. ეჲ ქმნა უფალმან რაჲცა უნდა, აღასრულა სიტყუაჲ თჳსი, რომელ ამცნო დღეთაგან საუკუნეთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, ახარა შენ ზედა მტერსა, და აღამაღლა რქაჲ მაჭირვებელთა შენთაჲ.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
ლთ̂. ფჱ Page of ms. J: B51v  აღაღო შენ ზედა პირი მისი, ყოველნი მტერნი შენნი ისტუენდეს და და/იღრჭინნის კბილნი მათნი, და თქუეს. შთავთქათ იგი, რამეთუ ესე არს დღჱ რომელსა მოველოდეთ, და ვპოვეთ და ვიხილეთ იგი.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
მ̂. წადე ღაღადებდა გული მათი უფლისა მიმართ, ზღუდემან ასულისა სიონისამან, გარდამოადინენ ვითარცა ნაღუარევნი ცრემლნი დღჱ და ღამჱ. ნუ სცემ განსუენებასა თავსა შენსა, ნუცა დასცხრებიედ გუგანი თუალთა შენთანი.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
მა̂. კოფ აღდეგ ღამჱ, იწურთიდ დასაბამსა ჴუმილვისა შენისასა, განჰფინე გული შენი ვითარცა წყალი წინაშე პირსა უფლისასა, აღიპყრენ ჴელნი შენნი ასულთა ჩჩჳლთა შენთათჳს, რომელნი შეყმედილ არიან სიყმილითა დასაბამსა ყოველთა გამოსლვათასა.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
მბ̂. რეშ იხილე, უფალო, და გარდამოიხილე ვისთჳს მოჰკუფხლე ესრჱთ, უკუეთუ ჭამონ დედათა ნაყოფი მუცლისა მათისაჲ. მოკუფხლვა ყო მზარ<ე>ულმან, დაიკლნენ ყრმანი ძუძუჲს-მწოარნი, უკუეთუ მოკლან სიწმიდესა შინა <უფლისასა> მღდელი და წინაწარმეტყუელი.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
მგ̂. შინ დაიძინეს გამოსავალთა ზედა გზისათა ყრმათა და მოხუცებულთა. ქალწულნი ჩემნი და ჭაპუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუედ: მოჰსრენ იგინი დღესა რისხვისა შენისასა, განჰმზარენ იგინი და არა ჰრიდე.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
მდ̂. თავ მოუწოდე ვითარცა დღესა უქმელებისასა მრევლთა ჩემთა გარემოჲს, და არა ვინ იყო განრინებულ დღესა რისხვისა უფლისასა. დაშთომილ<ნი> განვზარდენ და განვამტკიცენ და განვამრავლენ, და მტერმან ჩემმან ყოველი აღასრულა.


Chapter: 3  
Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
მე̂. ალეფმე კაცი რომელი ვხედევდ უჴოვარებასა კუერთხითა რისხვისა მისისაჲთა: შემიწყნარა მე, და მიმიყვანა მე ბნელსა და არა ნათელსა, რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია და ცვალა ჴელი მისი მარადღჱ.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
მვ̂. ბეთ განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი, და შემუსრნა ძუალნი ჩემნი, აღზღუდა ჩემთჳს და გარე-შემიცვა მე: დააშრვო თავი ჩემი, და მსუა მე ბნელსა ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
მზ̂. გამელ აღმიზღუდა მე, და ვერ განვალ, დაამძიმა უღელი ქედსა ჩემსა: და თუმცა ვჴმობდი Page of ms. J: B52r  და ვღაღადებდი,/ დაეყენა ლოცვაჲ ჩემი, და ყენა გზანი ჩემნი მარმარინოჲთა, და ალაგნი ჩემნი გა<ნ>რყუნნა დათუმან მზირმან.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to armat   
მჱ̂. დალეთ და თუ მზირ მექმნა მე იგი, და ვითარცა ლომი სამალველით მდევდა მე განშორებულსა, მეწია მე, განმბძარა მე და განმრყუნა მე, გარდაიცუა მშჳლდსა თჳსსა, და განმავსო მე ვითარცა განი ისრითა.

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to armat   
მთ̂. ჰჱ განსწონა თირკუმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთაჲ, და ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, განსაცხრომელ ვექმენ მე მათ მარადღჱ, განმაძღო მე სიმწარითა, და დამათრო მე ნავღელითა.

Verse: 50   Link to mcatLink to septLink to armat   
ნ̂. ვავ შთამფხურნა კბილნი ჩემნი ქვითა, და მაჭამა მე ნაცარი: განაგდო მშჳდობისაგან სული ჩემი, და დამავიწყდა კეთილი. ვთქუ: ძლევაჲ ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.

Verse: 51   Link to mcatLink to septLink to armat   
ნა̂. ზჱ მოვიჴსენე სიგლახაკითა ჩემითა, და დევნულებითა ჩემითა სიმწარისა ჩემისაჲ, და სინანულისა ჩემისაჲ: ჴსენებით მოვიჴსენნე ესენი, და განკფდეს სული ჩემი ჩემ თანა, ესე დავიდევ გულსა ჩემსა, და ამისთჳს ვესავ მას.

Verse: 52   Link to mcatLink to septLink to armat   
ნბ̂. ხეთ წყალობანი უფლისანი მრავალ არიან და არა მოაკლდენ, რამეთუ არა აღესრულნეს მოწყალებანი მისნი, განაახლენ იგინი ვითარცა ცისკარი განთიად: განამრავლა სარწმუნოებაჲ შენი განთიად: მრავალ არიან სულთქუმანი ჩემნი, და გულსა ჩემსა მოაკლდა. ნაწილი ჩემი არს უფალი, თქუა სულმან ჩემმან, ამისთჳს დაუთმო მას.

Verse: 53   Link to mcatLink to septLink to armat   
ნგ̂. ტეთ სახიერ არს უფალი რომელთა დაუთმონ მას, სულმან რომელმან მოიძიოს იგი: კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებასა უფლისასა, კეთილ არს კაცისა, რაჟამს აღიღოს უღელი მძიმჱ სიჭაბუკითგან თჳსით, დაჯდეს მარტოდ და დადუმნეს, აღიღო უღელი მძიმე სიჭაბუკესა შინა თჳსსა.

Verse: 54   Link to mcatLink to septLink to armat   
ნდ̂. იოდ მისცეს მიწასა პირი მისი, უკუეთუ არს სასოება თმენის, მიუპყრას მცემელსა ღაწჳ თჳსი, და აღივსოს ყუედრებითა.

Verse: 55   Link to mcatLink to septLink to armat   
ნე̂. ქაფ რამეთუ არა უკუნისამდე განიშოვროს უფალმან, რამეთუ რომელმან დაამდაბლა, Page of ms. J: B52v  მანვე შეიწყალოს მრავლითა წყალობითა თჳსითა, რამეთუ არა თქუა და/ დაამდაბლნა ყოვლითა გულითა თჳსითა, და არცა განიშორნა ძენი კაცთანი.

Verse: 56   Link to mcatLink to septLink to armat   
ნი̂. ლამედ დაამდაბლნა ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველნი კრულნი ქუეყანისანი, განდრეკად სამართალი კაცისაჲ წინაშე პირსა მაღლისასა, დაშჯად კაცისა შჯულსა შინა თჳსსა, უფალმან არა თქუა.

Verse: 57   Link to mcatLink to septLink to armat   
ნზ̂. მემ ვინ ესრე თქუა და იყო. უფალმან არა ამცნო: პირისაგან უფლისა არა გამოჴდა ძჳრი და კეთილი. რად დრტჳნავს კაცი ცხოველი და მამაკაცი ცოდვათა თჳსთათჳს .

Verse: 58   Link to mcatLink to septLink to armat   
ნჱ̂. ნოჳნ გამოიძია გზაჲ ჩუენი და გამოიკითხა, მოვიქცეთ უფლისა: აღვიპყრნეთ გულნი ჩუენნი ჴელითა ჩუენითა, და ვხედვიდეთ მაღალსა, რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ჩუენ შეგცოდეთ და უღმრთო ვიქმნენით, და შენ არა გჳლხინე.

Verse: 59   Link to mcatLink to septLink to armat   
ნთ̂. სამქათ დაგუფარენ ჩუენ გულის-წყრომით და გუდევნენ ჩუენ, <და> მოგუსრენ ჩუენ და არა გუ<ე>რიდე: განჰმარტე ღრუბელი მტკიცე შენ ზედა, რაჲთა არა შევიდეს შენდა ლოცვაჲ ჩუენი: სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერთა.

Verse: 60   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲ̂. ეჲ თუალთა ჩუენთა ჰეურვების, და არა დასცხრენ, ნუ იყოფინ ქარვება: ვიდრემდის არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით, თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა ასულთა ზედა ერისა ჩემისათა.

Verse: 61   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲა̂. ფჱ აღიღეს ჩემ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა განტეხასა ზედა ერისა ჩემისასა.

Verse: 62   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲბ̂. წადჱ ნადირობით მომნადირეს მე ვითარცა სირი მტერთა ჩემთა ცუდად: მოაკუდინეს მღჳმესა შიდა ცხოვრებაჲ ჩემი: დამდვეს ჩემ ზედა ქვაჲ: გარდაეცა წყალი თავსა ჩემსა, და ვთქუ: განგდებულ ვარ.

Verse: 63   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲგ̂. კოფ ვხადოდე სახელსა შენსა, უფალო: მღჳმით ქუესკნელისაჲთ ჴმაჲ ჩემი გესმა. ნუ დაიმძიმებ ყურთა შენთა ღაღადებასა ჩემსა: მოყავ დღესა მას, რომელსა დღესა გხადოდი შენ, და მარქუ მე: ნუ გეშინინ.

Verse: 64   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲდ̂. რეშ საჯენ, უცალო, საშჯელნი სულიერნი, და იჴსენ ცხორებაჲ ჩემი: იხილენ Page of ms. J: B53r  უფალო, შერყევანი ჩემნი, განამართლე/ საშჯელი ჩემი: იხილენ ყოველნი შურის-გებანი მათნი და ყოველნი ზრახვანი მათნი ჩემ ზედა.

Verse: 65   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲე̂. შინ გესმა ყუედრებაჲ მათი, უფალო, და ყოველნი სიტყუანი მათნი ჩემთჳს. ჴდომაჲ ბაგეთა მათთაჲ და ზრახვანი მათნი ჩემთჳს მარადღჱ, და დაჯდომასა და აღდგომისა მათსა მოჰხედე, რამეთუ მე ვიქმენ სასიტყუელ მათა.

Verse: 66   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲვ̂. თავ მიაგე მისაგებელი მათი, უფალო, მახჱ გულისა მათისაჲ: საქმეთა ჴელთა მათთაებრ, მიაგე მათ შეწევნაჲ გულისა ჩემისაჲ: იყავნ მათა შრომა: დევნენ იგინი რისხვითა შენითა, უფალო, და მოსრენ იგინი ცასა ქუეშჱ.


Chapter: 4  
Verse: 67   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲზ̂. ალეფვითარ მრუმე იქმნა ოქროჲ: გარდაიქცა ვეცხლი კეთილი: განიბნინეს ქვანი ნოიდანი დასაბამსა ზედა ყოველთა გამოსავალთასა.

Verse: 68   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲჱ̂. ბეთ ძენი სიონისანი აღმაღლებულნი უფროჲს ოქროჲსა ვითარ შეირაცხნეს ჭურჭრად კეცისად ქმნულად ჴელითა მეკეცისაჲთა.

Verse: 69   Link to mcatLink to septLink to armat   
ჲთ̂. გამელ და ვეშაპთაცა განიძარცუნეს ძუძუნი, აწოებდეს ლეკუთა მათთა: ასულნი ერისა ჩემისანი უკურნებელ იქმნნეს ვითარცა სირნი უდაბნოსა შინა.

Verse: 70   Link to mcatLink to septLink to armat   
ო̂. დალეთ განექუა ენაჲ სასასა მათსა წყურილითა: ნინველნი ითხოვდეს პურსა, და არა ვინ იყო განმყოფელ მათა.

Verse: 71   Link to mcatLink to septLink to armat   
ოა̂. ჰჱ რომელნი ჭამდეს საჭმელსა ფუფუნებისასა, განირყუნნეს იგინი გამოსავალთა ზედა, განპოხილნი მეწამულსა ზედა შეიბღალნეს სკორესა.

Verse: 72   Link to mcatLink to septLink to armat   
ობ̂. ვავ და განდიდნა უშჯულოებაჲ ასულისა ერისა ჩემისაჲ უფროჲს სოდომეთისაჲ, რომელ დააქცია დაქცევითა საუკუნოჲთა, და არა ვინ ილმნა ჴელნი მას შინა.

Verse: 73   Link to mcatLink to septLink to armat   
ოგ̂. ზჱ განწმიდნეს მლოცველნი მისნი უფროჲს თოვლისა: განსპეტაკნეს უფროჲს სძისა, და განწითნა ფერი მათი უფროჲს ქვისა საფირონისა.

Verse: 74   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდ̂. ხეთ დაშავნა უფროჲს ნაჴშირისა ფერი მათი: უცნაურ იქმნნეს გამოსავალთა ზედა მათთა, და ექუა ტყავი მათი ძუალთა ზედა მათთა: განჴმეს და დაიმუსრნეს ვითარცა შეშანი.

Verse: 75   Link to mcatLink to septLink to armat   
ოე̂. ტეთ Page of ms. J: B53v  კეთილ იყვნეს წყლულებანი/ მახჳლისანი ვიდრე წყლულებასა სიყმილისასა, ვზრუნავ დაგუმერილთა ზედა ნაშობთაგან ხეთა მაღნარისათა.

Verse: 76   Link to mcatLink to septLink to armat   
ოვ̂. ჲოდ ჴელითა დედათა მოწყალეთაჲთა შეიგბნეს ყრმანი მათნი, იქმნნეს იგინი საჭმლად მათა შემუსრვასა ასულისა ერისა ჩემისასა.

Verse: 77   Link to mcatLink to septLink to armat   
ოზ̂. ქაფ აღასრულა უფალმან გულის-წყროსაჲ თჳსი, მიჰფინა რისხვაჲ თჳსი: აღაგზნა ცეცხლი სიონს შინა, და შეჭამნა საფუძველნი მისნი.

Verse: 78   Link to mcatLink to septLink to armat   
ოჱ̂. ლამედ არა ჰრწმენა მეფეთა ქუეყანისათა და ყოველთა მკჳდრთა სოფლისათა, რამეთუ შევიდოდა მტერი და მაჭირვებელი ბჭეთა იჱრუსალემისათა.

Verse: 79   Link to mcatLink to septLink to armat   
ოთ̂. მემ ცოდვათაგან წინაწარმეტყუელთა მისთასა და უშჯულოებათაგან მღდელთა მისთასა, რომელნი დასთხევდეს სისხლსა მართალსა.

Verse: 80   Link to mcatLink to septLink to armat   
პ̂. ნოჳნ დაეცნეს ჭაბუკნი მისნი გამოსავალთა მისთა: შეიბღალნეს სისხლითა, უძლურებითა მათითა შეიჭამნეს სამოსლითურთ მათით.

Verse: 81   Link to mcatLink to septLink to armat   
პა̂. სამქათ განეშორენით არა-წმიდათაგან არა-წმიდად. მრქუეს ჩუენ, განეშორენით არა-წმიდათაგან, განეშორენით, და ნუ შეეხეგით მათ, რამეთუ განარისხეს. არქუთ წარმართთა შორის, არღარა შესძინოთ მწირობად წინაშე პირსა უფლისასა.

Verse: 82   Link to mcatLink to septLink to armat   
პბ̂. ეჲ თუალთა ჩუენთა მოაკლდა შეწევნისაგან ჩუენისა ცუდად სტუანვისაგან ჩუენისა, რამეთუ ვხედევდით ნათესავსა ვერ განმარინებელსა.

Verse: 83   Link to mcatLink to septLink to armat   
პგ̂. ფჱ პირი უფლისაჲ ნაწილ მათა, არღარა შესძინოს მოხილვად მათა, რამეთუ არა თუალ-ახუნეს მღდელთა, და არცა შეიწყალნეს მოხუცებულნი.

Verse: 84   Link to mcatLink to septLink to armat   
პდ̂. წადე მონადირნეს ყრმანი ჩუენნი, რაჲთა არა შევიდოდიან უბნებსა ჩუენსა, კუალნი ჩუენნი უჩინო იქმნ<ნ>ეს, და მოგუეახლა ჟამი ჩუენი: აღესრულნეს დღენი ჩუენნი, მოიწია უოხჭნოებაჲ ჩუენი.

Verse: 85   Link to mcatLink to septLink to armat   
პე̂. კოფ მალე არიან მდევარნი ჩუენნი უფროჲს ორბთა ცისათა: მთათა ზედა განითხინნეს, უდაბნოსა ზედა გჳმზირდეს ჩუენ.

Verse: 86   Link to mcatLink to septLink to armat   
პვ̂. რეშ სულ პირისა ჩუენისა ქრისტჱ უფალი, შეიპყრა იგი განპრწნილებათა შინა მათთა, რომლისა ვთქუთ: საგრილსა მისსა ქუეშჱ ვცხონდებოდით შორის წარმართთა.

Verse: 87   Link to mcatLink to septLink to armat   
პზ̂. შინ/ Page of ms. J: B54r  იხარებდ და იშუებდ, ასულო იდუმიაჲსო, რომელ დამკჳდრებულ ხარ ქუეყანასა უზისს, რამეთუ შენ ზედაცა მოიწიოს სასუმელი უფლისაჲ: ჰსუა და დაითრო და წარმოსთხიო.

Verse: 88   Link to mcatLink to septLink to armat   
პჱ̂. თავ მოაკლდა უშჯულოებაჲ შენი, ასულო სიონისაო, არღარა შესძინოს წარტყუენვად მერმე: აღხილვა ვყო უშჯულოებათა შენთა, ასულო სიონისაო, განცხადნა უღმრთოებანი შენნი. . .
Page of ms. J:  



Book: Or.Jer. 
Prayer of Jeremiah

ლოცვაჲ



Chapter: _ 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B54r  მოიჴსენე, უფალო, რაჲ ესე გუეყო ჩუენ: გარდამოიხილე და იგულე ყუედრებაჲ ჩუენი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰხუედა სხუათა სახლები ჩუენი უცხოთა:

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ობოლ ვიქმნენით ვითარცა რომელთა არა უვინ მამა. დედანი ჩუენნი იქმნნეს ვითარცა ქურივნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
წყალი ჩუენი ფასით ვსუთ, რომელ პირველთა დღეთა ჩუენთა იყო. შეშაჲ ჩუენი სასყიდლით მოვიღეთ ზურგითა ჩუენითა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
დევნულ ვიქმნენით და დავშუერით, და ვერ განვისუენეთ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგჳპტემან მისცა ჴელი ასურს განსაძღებელად მათა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მამათა ჩუენთა ცოდეს, და არღარა არიან, და ჩუენ უშჯულოებანი მათნი დაგჳკრბეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მონანი გუეუფლნეს ჩუენ, არა ვინ არს მჴსნელ ჴელისაგან მათისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
თავთა ჩუენთათჳს მოვიღოთ პური ჩუენი პირისაგან მახჳლისა ჴელისაჲსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ტყავი ჩუენი ვითარცა თორნე დაგჳშავნა, შეიოჭა პირისაგან ნიავქარისა სიყმილისაჲსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დედანი სიონს შინა დაამდაბლნეს, და ქალწულნი ქალაქთა შინა იუდაჲითა შეაგინნეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარნი ჴელითა მათითა დამოეკიდნეს, პირი მოხუცებულთაჲ არა ადიდეს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რჩეულნი ფქვილითა ფქვიდეს, და ჭაბუკნი ძელსა ზედა ჯუარსა-აცუნეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მომდედ<რ>ებულნი ბჭეთაგან დაესრულნეს, და რჩეულნი გალობისა მათისაგან დასცხრეს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაირღუა სიხარული გულისა ჩუენისაჲ, გარდაიქცა გლოვად ძნობაჲ ჩუენი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
გარდამოვარდა გჳრგჳნი თავისაგან ჩუენისა. ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ვცოდეთ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს იქმნა ჭუენიერ გული ჩუენი: ამისთჳს დაბნელდეს Page of ms. J: B54v  თუალნი ჩუენნი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
მთასა ზედა სიონსა, რამეთუ/ განირყუნა და მელნი ვიდოდეს მას შინა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ხარ, და საყდარი შენი თესლითი თესლადმდე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს სრულიად დაგჳვიწყებ ჩუენ, <და> დაგჳტევებ ჩუენ განსაგრძობელად დღეთა:

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
მოგუაქციენ ჩუენ შენდა, უფალო, და მოვიქცეთ: და განაახლენ დღენი ჩუენნი ვითარცა პირველნი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განთხევით განგჳშორენ ჩუენ, და განჰრისხენ ჩუენ ზედა ფრიად. .
Page of ms. J:  



Book: Ep.Jer. 
Letter of Jeremiah

ებისტოლე



Chapter: _ 
წიგნი სამოციქულოჲ, რომელ მიუძღუანა იერემია ტყუედ წარტყუენულთა ბაბილონდ მეფისაგან ბაბილონელთაჲსა, უწყებად მათა, რამეთუ უბრძანა მას უფალმან.


Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B54v  ცოდვათათჳს რომელ სცოდეთ წინაშე ღმრთისა მიჰყავთ ბაბილონდ ტყუედ ნაბუქოდონოსორისა მეფისა ბაბილონისა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს შეხჳდეთ ბაბილონდ, და დაჰყვნით მუნ მრავალ წელ, და ჟამნი გრძელნი ვიდრე შჳდად ნათესავადმდე: და შემდგომად მისა გამოგიყვანნე თქუენ <მიერ> მშჳდობით.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ ეგერა იხილნეთ ბაბილონს შინა ღმერთი ოქროჲსანი და ვერცხლისანი და ძელისანი, აღღებულნი მჴართა ზედა, რომელ უჩუენებდენ შიშსა შორის წარმართთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ეკრძალენით ნი უკუე სადა მე მიემსგავსნეთ უცხოთესლთა, და გეშინოდის მათა, და ზარმან შეგიპყრას თქუენ მათთჳს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
იხილოთ და ერი წინა მათსა და უკუანა მათსა, და თაყუანის-სცემდენ მათ. თქუთ უკუჱ გულითა თქუენითა: შენდა ჯერ არს თაყუანის-ცემაჲ, უფალო.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ანგელოზი ჩემი თქუენ თანა არს, და მან მოიძინეს სულნი თქუენნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ენაჲ მათი გამოხუეწილ არს ხუროჲსაგან, და იგი თავადნი შემოსილ არიან ოქროჲთა და ვეცხლითა, და ნაცილ არიან, და ვერ უძლავს სიტყუად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა ქალწულსა მომკაულსა მოიღიან ოქროჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაქმნიან გჳრგჳნად თავსა ზედა ღმერთთა მათთასა, <არნცა ოდეს> დაიყენიან ქურუმთა მათ ღმერთთაგან მათთა ოქროჲ და ვეცხლი, და თავსა თჳსსა შეიმსახურიან. Page of ms. J: B55r 

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისციან მისგანი სასყიდლად/ როსკიპთა, და შეამკვნიან იგი ვითარცა კაცნი სამოსლითა, ღმერთნი ოქროჲსანი <და> ღმერთნი ვეცხლისანი და ძელისანი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ესენი ვერ განერნენ გესლისაგან და მჭამელისაგან, მოსილ არიან სამოსლითა ძოწეულითა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
განჴოცნიან პირნი მათნი მტუერისათჳს სახლისაჲსა, რომელ არნ ფრიად მათ ზედა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და კუერთხი აქუნ ვითარცა კაცსა მსაჯულსა სოფლისასა, რომელ შეცოდებული თავისა თჳსისა არა მოკლის.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
უპყრიეს მარჯუენითა ლახუარი და ტაპარაკი, ხოლო თავი თჳსი ბრძოლისაგან და ავაზაკთაგან ვერ განირინოს, რომლისაგან საცნაურ არიან არა ღმრთად, ნუ სადა გეშინინ მათა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა ჭურჭერი კეცისაჲ, რაჟამს შეიმუსრის, და უჴმარ იქმნის,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრე არიან ღმერთნი მათნი, დამტკიცებულ არიან იგინი სახლთა შინა, და თუალნი მათნი სავსე არიან მტუერითა ფერჴთაგან შემავალთაჲთა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვითარცა შეცოდებულისა ვისი მე მეფისა მიმართ მოჭურვილ არიან ეზონი, ვითარცა სიკუდიდ მიცემადისანი, სახლნი მათნი განაძნელნიან ქურუმთა მათთა კარებითა და კლიტებითა და მოქლონებითა, რაჲთა ავაზაკთაგან არა იტყუენნენ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
სანთლები აღანთიან უმრავლჱს<ი> თავისა მათისა, რომელ არა ვისა შემძლებელ არიან ხილვად.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო არიან იგინი ვითარცა მოსელნი სახლისანი, და გულთა მათთა ჰლოშნიედ ქუე-წარმავალნი ქუეყანისანი, ვითარ თქჳან ღმრთად, და შეჭამნიან იგინი და სამოსელი მათი, და არა აგრძნიან,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
დაშავებაჲ პირისა მათისაჲ კუამლისაგან სახლისაჲსა გუამსა ზედა მათსა,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და თავთა ზედა მათთა ფრინიედ მღამიობნი, <და> მერცხალნი და მფრინველნი ეგრეთცა მრელნი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელითა გულის-ჴმა-ჰყოთ, რამეთუ არა არიან ღმერთ, ნუ გეშინინ მათა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ოქროჲცა იგი, როსელ შეაც მათ საშუერად, არა თუ ვინ განჴოცოს გესლი მისი, ვერ ბრწყინვიდეს, არცაღა რაჟამს შეიბერვოდეს გულის-ჴმა-ეყო.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოვლითა სასყიდლითა მოსყიდულ Page of ms. J: B55v  არიან, რომელთა თანა არა არს სულ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
უფერჴონი მჴართა/ ზედა მოიხუნიან, შეასწავიან თავისა მათისა გინეგულებაჲ კაცთა: ჰრცხუენოდენ მსახურთა მათ მათთა .

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ და-სადა-მე-ეცნენ ქუეყანასა ზედა, ვერ უძლონ თავით თჳსით <ზე> აღდგომად, არცა მართლ თუ ვინ მე დადგნეს იგინი, თავით მათით შეიძრნენ, არცა და-თუ-სხნენ, აღდგომად უძლონ, არამედ ვითარცა მკუდართა შესაწირავი იგი მათი დაუგიან.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და მსხუერპლი იგი მათი გამს ქურუმთა მათთა საჴმრად თჳსა, ეგრეცა ცოლთა მათთა მისგანი დაიაპოხტიან, და არა სციან გლახაკთა არცა უძლურთა

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
შესაწირავთა მათთაჲ: დაშტანი და მშობიარჱ ჰრევედ მათ პირველად მათ, გულის-ჴმა-მყოფელ ამათგან, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, ნუ გეშინინ მათა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინაჲ ითქუნენ იგინი ღმრთად, სადა დედათა დაუგიან ღმერთთა ოქროჲსათა და ვეცხლისათა და ძელისათა:

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და სახლთა მათთა შინა დასხდიან ქურუმნი მათნი კუართ-დაპებულნი, და თავით წუერით ყჳნულნი, რომელთა თავნი დაუბურველ არიან.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
მოვიდიან და ღაღადებენ წინაშე ღმერთთა მათთა, ვითარცა რომელნი იგი პურსა ზედა მკუდრისასა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სამოსლისა მათისაგან მოიღიან ქურუმთა მათთა, და შეჰმოსიან ცოლთა მათთა და შვილთა მათთა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
არცაღა ბოროტი თუ ვის მე შეამთხჳონ, ვერცა კეთილი შეუძლონ მიგებად, არცა მეფისა დადგინებად უძლავს, არცაღა მოღებად.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეთვე არცა სიმდიდრე და ვეცხილ უძლონ მოცემად, აღნათქუემი თუ ვინ მე აღუთქუას, და არა მისცეს მათ, ვერ მოჰჴადონ მას.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
სიკუდილისაგან კაცი ვერ განარინონ, არცა უსუსურნი მძლავრებისაგან იჴსნნენ.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცი ბრმაჲ მხილვარედ ვერ ავლინონ,

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
ქურივი ვერ შეიწყალონ, არცა ობოლსა კეთილი უყონ:

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
მთისა ქვათა მიმსგავსებულ არიან ღმერთნი ძელისანი, ვეცხლითა მოსილნი და ოქროჲთ მოსილნი, ხოლო მსახურნი მათნი/ Page of ms. J: B56r  სირცხჳლეულ იქმნ<ნ>ენ

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ საგონებელ არს რქუმად მათა ღმრთად.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იგინიცა ქალდეველნი აგინებედვე მათ, რომელთა რაჟამს იხილნიან იგინი განლიგებულნი სიტყუად ვერ შემძლებელნი, რომელთა მიართუან ეზოჲ და ევედრებიედ ვითარცა შემძლებელთა სიტყუად:

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერ უძლიან მათ, გულის-ჴმა-ყვიან და დაუტევნიან იგინი, რამეთუ არა არს მათ თანა გულის-ჴმა.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო დედათა საგლები მოიგიან, და დასხდიან გზათა ზედა, და უკუმევედ ქატოსა,

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო რაჟამს მათგანთა ვიეთ მე მიჰზიდიან თანა-წარმავალთა გზისათა, და დაწვიან მის თანა, აყუედრებნ მოყუასსა თჳსსა, რამეთუ არა ღირს იქმნა ვითარცა იგი, არცაღა განწყდა საბელი მისი.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველივე რაჲცა იქმნების მათგან ნაცილ არს, ვითარ საგონებელ არიან იგინი ღმრთად, ანუ სახელის-დებად მათა ღმრთად.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
ხუროთაგან და ოქროჲს-მჭედელთაგან შექმნულ არიან, სხუა არა რაჲ იქმნის, გარნა რაჲცა ჰნებავნ ჴელოვანთა შესაქმედ მათდა.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
იგინი შემოქმედნი მათნი ვერ იქმ<ნ>ნიან დღჱ გრძელ,

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ იყვნენ ქმნულნი იგი მათნი ღმერთ, რამეთუ დაუტევეს სიცრუვჱ და ყუედრებაჲ, რომელნი ყოფად არიან,

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს მოიწიის მათ ზედა ბრძოლაჲ და ძჳრი: ზრახვედ ქურუმნი ურთიერთას, სადამცა დაემალნეს იგინი მათ თანა:

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ არა გულის-ჴმის-საყოფელ არს, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, არამედ ქმნულნი ჴელთა კაცთანი, რომელთა ვერ განარინნენ იგინი არცა ბრძოლისაგან არცა ბოროტისაგან.

Verse: 50   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მონაგებნი ძელისანი ოქროჲთ მოსილნი და ვეცხლით მოსილნი არიან, ცნან ამისა შემდგომად ყოველთა წარმართთა, რამეთუ ნაცილ არიან, ხოლო მეფეთა მიმართ განცხადებულ იყოს, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, არამედ ქმნულნი ჴელთა კაცთანი, და რაჲთურთით ღმრთისა საქმჱ არა არს მათ შორის.

Verse: 51   Link to mcatLink to septLink to armat   
ვისა უკუჱ არა გულის-ჴმის-საყოფელ არს, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ.

Verse: 52   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მეფჱ სოფლისაჲ ვერ დაადგინონ, არცაღა წჳმაჲ კაცთა Page of ms. J: B56v  მოსცენ,

Verse: 53   Link to mcatLink to septLink to armat   
საშჯელით ვერ განსა/ჯონ ერთი მათგანი, არცაღა იჴსნენ ვნებული: უძლურ არიან იგინი.

Verse: 54   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ყუავნი შორის ცისა და ქუეყანისა, ხოლო რაჟამს ცეცხლი დაეცეს სახლსა ღმერთთა ძელისათა ანუ ვეცხლით მოსილთასა ანუ ოქროჲთ მოსილთასა, ქურუმნი იგი მათნი ივლტოდიან და განერნიან, ხოლო იგინი დაიწუნენ საშოვალ ვითარცა მოსელნი.

Verse: 55   Link to mcatLink to septLink to armat   
მეფეთა და მბრძოლთა ვერ წინა-დაუდგენ:

Verse: 56   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარ შესაწყნარებელ არს ანუ საგონებელ ვითარმედ ღმერთნი არიან იგინი, არცა მპარავთაგან არცა ავაზაკთაგან განერნენ ღმერთნი ძელისანი ვეცხლით მოსილნი და ოქროჲთ მოსილნი.

Verse: 57   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა მრავალთა განსძარცჳან ოქროჲ და ვეცხლი, და სამოსელი როსელ ჰმოსიედ მათ წარიღიან, და ვერ შეეწინიან თავთა თჳსთა.

Verse: 58   Link to mcatLink to septLink to armat   
უმჯობჱს არს მეუფჱ რომელმან გამოაჩინოს თჳსი სიმჴნჱ, ანუ ჭურჭერი საჴმარი სახლსა შინა, როსელ იმსახურის მომგებელმან ვიდრე არა ნაცილთა მათ ღმერთთა, რამეთუ კარიცა სახლსა შინა სცავნ, რაოდენი იგი არნ მას შინა, ვიდრე ნაცილნი იგი ღმერთნი, და სუეტიცა ძელისაჲ ტაძარსა შინა სამეუფოსა ვიდრე ნაცილნი იგი ღმერთნი.

Verse: 59   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მზჱ და მთოვარჱ და ვარსკულავნი მბრწყინვალე არიან, და მოივლინნიან იგინი საჴმრად, და მორჩილ არიან.

Verse: 60   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეცა ელვაჲ მბრწყინვალე არს და სახილველ, ხოლო იგივე სული ყოველსა ადგილსა განეფინების.

Verse: 61   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღრუბელთა, რაჟამს უბრძანის ღმერთმან მისლვად ყოველსა ზედა სოფელსა, აღასრულიან ბრძანებაჲ იგი.

Verse: 62   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრეცა ცეცხლი გამოივლინის ზეგარდამო დაწუვად მთათა და ბორცუთა და მაღნართა, და ყვის ბრძანებული: ხოლო ესენი არცა ჰასაკთა არცა ძალთა ერთისათა მ<იმ>სგავსებულ არიან.

Verse: 63   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლითა არცა სათქუმელ არცა საგონებელ არიან იგინი ღმრთად, ვერ შემძლებელ არიან იგინი შჯად საშჯელისა, არცა კეთილის-ყოფად კაცთა.

Verse: 64   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B57r  გულის-ჴმა-ყავთ, რამეთუ/ არა არიან იგინი ღმერთ, ნუ გეშინინ მათა.

Verse: 65   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვერ წყეონ მეფჱ ვერცა აკურთხონ,

Verse: 66   Link to mcatLink to septLink to armat   
სასწაული შორის წარმართთა ცით ვერ აჩუენონ, არცა ვითარცა მზჱ ბრწყინვიდენ, არცა ნათობდენ ვითარცა მთოვარჱ.

Verse: 67   Link to mcatLink to septLink to armat   
მჴეცნი უმჯობჱს არიან მათსა, როსელნი შემძლებელ არიან განრინებად საყოფელსა შინა, სარგებელად თავისა თჳსისა.

Verse: 68   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლითავე სახითა ვერ გამოგჳჩნდებიან ჩუენ ვითარმედ არიან იგინი ღმერთ, ამისთჳს ნუ გეშინინ მათა.

Verse: 69   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ვითარცა სახილესა შინა საფრთხოლმან ვერარაჲ დაჰმარხის, ეგრეცა ღმერთნი იგი მათნი არიან ძელისანი ვეცხლოვანნი და ოქროვანნი.

Verse: 70   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრევე სახედ არიან რომელ ზღუდესა მტილისასა ძეძჳ, რომელსა ზედა ყოველნი და მფრინველნი დაადგრე ბიედ, ეგრეთვე მკუდარსა ბნელსა შინა დაგდებულსა მიმსგავსებულ არიან ღმერთნი მათნი ძელისანი ოქროვანნი და ვეცხლოვანნი,

Verse: 71   Link to mcatLink to septLink to armat   
ძოწეულისაგან და მარმარინოჲსა რომელ მათ ზედა დალპების, გულის-ჴმა-ჰყოთ, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, და იგინიცა უკუანაჲსკნელ შეიჭამნენ და იყვნენ საყუედრელად სოფელსა შინა.

Verse: 72   Link to mcatLink to septLink to armat   
უმჯობეს არს უკუჱ კაცი მართალი, რომელსა არა ესხნენ კერპ, რამეთუ იყოს იგი შოვრს ყუედრებათაგან. .
Page of ms. J:  



Book: Ez. 
Ezekiel

ეზეკიელი



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B37r  და იყო შემდგომად ოც და ათისა წლისა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა. და მე ვიყავ შორის წარტყუენულთა მათ მდინარესა მას ზედა ქობარისასა. და განეხუნეს ცანი, და ვიხილე ხილვაჲ ღმრთისაჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მეხუთესა თთჳსასა, ესე იყო მეხუთჱ წელი ტყუეობისა მეფისა იოაკიმისი. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ეზეკიელისა მიმართ, ძისა ბუზისა, მღდელისა, ქუეყანასა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე, და აჰა ესერა სული აღმაღლებული მოვიდოდა ჩრდილოჲთ, და ღრუბელი დიდი მას შინა, და ნათელი გარემო მისსა, და ცეცხლი ელვარჱ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და შორის მისსა ვითარცა ხილვაჲ ფერისა ილიკტრონისაჲ, რომელ იგი ოქროჲ და ვეცხლი და/ Page of ms. J: B37v  რვალი ერთად შედნობილ არნ შორის ცეცხლსა მას, და ნათელი მას შინა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შორის მისსა ვითარცა მსგავსებაჲ ოთხთა ცხოველთაჲ. და ესე იყო ხილვაჲ მათი; მსგავსებაჲ კაცისაჲ მათ ზედა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოთხნი პირნი იყვნეს ერთისანი, და ოთხნი ფრთენი ერთისანი, და წჳვნი მართლ, და ფრთოვან ფერჴნი მათნი, და ნაბერწყალნი გამოჰკრთებოდეს ვითარცა ელვარესა რვალსა, და თხელ ფრთენი მათნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჴელი კაცისაჲ ქუეშჱ კერძო ფრთეთა მათთა ოთხკერძოსავე მათსა. და პირები მათი ოთხთაჲვე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
არა გარე-შეიქცეოდა სლვასა მათსა; თითოეული მათი წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდა,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მსგავსებაჲ პირებისა მათისაჲ, პირი კაცისაჲ, და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთა მათ, და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთა მათ, და პირი ორბისაჲ ოთხთა მათ თანა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ფრთენი მათნი განმარტებულ ზედა კერძო ოთხთავე მათ, და თითოეულსა ორორი შეუღლვილ ურთიერთას, და ორითა იფარვიდეს ზედა კერძო გუამთა მათ მათთა,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ორკერძოვე წინაშე პირსა მათსა ვიდოდეს, ვიდრეცა ვალს სული იგი, ეგრევე იგინიცა მივიდიან, და არა გარე-შეიქციან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და შორის ცხოველთა მათ ხილვაჲ, ვითარცა ნაკუერცხალთა ცეცხლისაჲ, აგზებულ,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა პირი ლამპრებისა შეკრებულისაჲ შორის ცხოველთა მათ, და ნათელი ცეცხლისაჲ, და ცეცხლისა მისგან გამოვიდოდეს ელვანი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე, და აჰა ესერა ეტლის-თუალი ერთი ქუეყანასა მახლობელად ცხოველთა მათ ოთხთა .

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხილვაჲ მათ ეტლის-თუალთაჲ, ვითარცა ხილვაჲ თარშისაჲ, და მსგავსებაჲ შორის ოთხთაჲვე მათ ერთ, და ქმნულებაჲ მათი, და ხილვაჲ მათი სწორ, ვითარმცა იყო ეტლის-თუალი ეტლის-თუალსა შინა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ოთხკერძოვე მათსა ვიდოდეს, და არა გარე-შეიქცეოდეს სლვასა მათსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და არცა ზურგნი მათნი მოიქციან, და სიმაღლჱ მათი იყო დიდ; და ვიხილენ იგინი და ზურგნი Page of ms. J: B58r  მათნი/ სავსე იყვნენ თუალებითა გარემო ოთხთაჲვე.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და სლვასა მას ფხოველთასა ვიდოდეს ეტლის-თუალნიცა იგი მახლობელად მათსა; აღმაღლებასა მას ცხოველთასა ქუეყანით აღმაღლდიან ურმის-თუალნიცა იგი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და სადაცა არნ ღრუბელი იგი, მუნცა სული იგი მივალნ; ვლენედ ცხოველნი იგი და ეტლის-თუალნი, და აღმაღლდიან მათ თანა, რამეთუ სული ცხოველი იყო ეტლის-თუალთა მათ შინა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და სლვასა მას მათსა ვლენედ, და დგომასა მას მათსა დგანედ, და აღმაღლებასა მას მათსა ქუეყანით აღმაღლდიან მათ თანა, რამეთუ სული ცხოველი იყო ეტლის-თუალთა მათ შინა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მსგავსებაჲ ზედა კერძო თავსა მას ზედა ცხოველთასა ვითარცა სამყროჲ, ვითარცა ხილვაჲ ბროლისაჲ გარდამა<რ>ტებულ ფრთეთა მათთა ზედა კერძო.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქუეშჱ კერძო სამყაროსა მას ფრთენი მათნი განმარტებულ. ფრინვიდეს ერთი ერთისა თანა, თითოეული ორორი შეუღლვილი იფარვიდეს გუამებსა მას მათსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მესმოდა ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ სლვასა მას მათსა, ვითარცა სლვაჲ წყალთა მრავალთაჲ; ვითარცა ჴმაჲ სიმრავლისაჲ სლვასა მას მათსა, და ჴმაჲ სიტყუათა მათთაჲ ვითარცა ჴმაჲ ბანაკისა მრავლისაჲ. დადგომასა მას მათსა დასცხრიან ფრთენიცა მათნი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა ჴმაჲ ზედა კერძო სამყაროსა მას, რომელ იყო ზედა კერძო თავსა მათსა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ხილვაჲ ქვისა საფირონისაჲ, და მსგავსებაჲ საყდრისაჲ მას ზედა. და მსგავსებასა მას ზედა საყდრისასა, მსგავსებაჲ ხატისა კაცისაჲ და ზედა კერძო მას.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე ვითარცა ხილვაჲ ილიკტრონისაჲ, რმმელ არნ ოქროჲ და ვეცხლი და რვალი ერთად შედნოგილი, ეგრე იყო ბრწყინვალებაჲ ხილვითგან წელთაჲთ და აღმართ, და ხილვითგან წელთაჲთ დამართ ვიხილე ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ, და ნათელი მისი გარემო.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ხილვაჲ მშჳლდისაჲ, რომელი დგან ღრუბელთა შინა დღესა წჳმისასა, ესრე იყო ხილვაჲ/ Page of ms. J: B58v  ბრწყინვალებისაჲ მის გარემო.;

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ხილვაჲ მსგავსებისა დიდებისა უფლისაჲ. ესე ვიხილე და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა. და მესმა ჴმაჲ მეტყუელისაჲ, და მრქუა მე. ძეო კაცისაო, დადეგ ფერჴთა შენთა ზედა, და გეტყოდი შენ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდა ჩემ ზედა სული, და აღმიღო მე, და აღმადგინა მე, და დამადგინა მე ფერჴთა ზედა ჩემთა, და მესმოდა მე მისი, მეტყოდა რაჲ მე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე. ძეო კაცისაო, მიგავლინო შენ სახლისა მის ისრაჱლისა, განმამწარებელთა მათ ჩემთა, რომელთა განმამწარეს მე მათ და მამათა მათთა ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ამას იტყჳს უფალი,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ისმინონ გინა შეძრწუნდენ, რამეთუ სახლი განმ<ა>მწარებელთაჲ არს, და ცნან, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შორის მათსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, ნუ გეშინინ მათა, ნუცა განჰკრთები წინაშე მათსა, რამეთუ განგარისხონ შენ, და შეგკრბენ შენ ზედა გარემოჲს შენსა, რამეთუ შორის ღრიაკალთა დამკჳდრებულ ხარ შენ. სიტყუათა მათთათჳს ნუ გეშინინ, და პირისა მათისაგან ნუ განჰკრთები, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყოდი სიტყუათა ჩემთა მათა მიმართ. უკუეთუ ისმინონ ვითარ ანუ თუ შეძრწუნდენ, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, ისმინე მეტყუელისა შენისაჲ შენდა მიმართ. ნუ იქმნები განმამწარებელ, ვითარცა სახლი იგი განმამწარებელთაჲ. აღაღე პირი შენი, და შეჭამე რომელი მე მიგცე შენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე, და აჰა ესერა ჴელი განრთხმული ჩემდამო, და მას შინა თავი წიგნისაჲ, და განარღჳა იგი წინაშე ჩემსა, და მას შინა წერილ იყო. წინა, უკუნ, და უკუანაწარ, დაწერილ იყო მას გოდებაჲ, უბადრუკებაჲ და ვაებაჲ.;

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ძეო კაცისაო, შეჭამე თავი ესე წიგნისაჲ ამის, და წარვედ, და არქუ ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და განაღო პირი ჩემი, და შემაჭამა მე თავი იგი წიგნისაჲ მის, და მრქუა მე;

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, პირმან შენმან შეჭამოს, და მუცელი Page of ms. J: B59r  შენი აღივსოს თავითა ამით/ წიგნისაჲთა, რომელი მიგეცა შენ. და შევჭამე იგი, და იყო პირსა შინა ჩემსა ვითარცა თაფლი ტკბილ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ძეო კაცისაო, წარვედ და შევედ სახლსა მას ისრაჱლისასა, და იტყოდე სიტყუათა ჩემთა მათა მიმართ,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა ერისა მიმართ ენა-მძიმისა მიგავლინებ შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
არცა მრავალთა ერთა უცხო-ჴმათა, და უცხო-ენათა, არცა რომელნი იგი ენითა ძნელ არიედ, რომელთაე არა გესმეს სიტყუაჲ მათი. დაღათუმცა ეგევითართა მიგავლინებდ შენ, მათმცა ისმინეს შენი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სახლმან ისრაჱლისამან არა ისმინოს შენი, რამეთუ არა ჰნებავს სმენად ჩემი, რამეთუ ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ მაცილობელი არს და გულ-ფიცხელი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ეგერა მიგეც პირი შენი ძლიერი წინაშე პირსა მათსა, და ძლევაჲ შენი განვამტკიცო წინაშე ძლევისა მათისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მარადის უძლიერჱს კლდისა. ნუ გეშინინ მათგან, ნუცა შესძრწუნდები პირისა მათისაგან, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, ყოველთა სიტყუათა რომელთა გეტყოდე შენ, დაისხენ გულსა შენსა, და ყურითა შენითა ისმინენ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვედ და შევედ ტყუეთა მათ, ძეთა ერისა შენისათა, <და> ეტყოდე და არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი, ისმინონ ხოლო თუ, და დასცხრენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმიღო მე სულმან, და მესმოდა შემდგომად ჩემსა ჴმაჲ ძრვისა დიდისაჲ. კურთხეულ დიდბაჲ უფლისაჲ ადგილით თჳსით.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე ჴმაჲ ფრთეთაჲ ცხოველთაჲ მათ, ფრინვიდეს რაჲ ერთი ერთისა მიმართ, და ჴმაჲ ეტლის-თუალთაჲ მათ მახლობელად მათსა, და ჴმაჲ ძრვისაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და სულმან აღმიღო მე, და აღმამაღლა მე, და ვიდოდე მე სიმძაფრითა სულისა ჩემისაჲთა. და ჴელი უფლისაჲ იყო ჩემ ზედა ძლიერი;

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევედ ტყუეთა მათ აღმაღლებული განცხ<რ>ომით, და მიმოვლენ დამკჳდრებულნი მდინარისა მის ქობარისანი, რომელნი იგი იყვნეს მუნ, და ვიყავ მუნ შჳდ დღჱ, და ვიქცეოდე მათ შორის.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და შჳდისა დღისა შემდგომად იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და Page of ms. J: B59v  თქუა;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, მსტურად მიგეც შენ/ სახლსა ისრაჱლისასა, და ისმინნე პირისა ჩემისაგან სიტყუანი, და უთქუემდი მათ ჩემ მიერ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს ვჰრქუა მე უშჯულოსა მას, სიკუდილით მოჰკუდე, და არა უთხრა მას არცა ეტყოდი განშოვრებად უშჯულოსა მას, რაჲთა მოიქცეს იგი გზათაგან მისთა და ცხომდეს. უშჯულოჲ იგი უშჯულოებითა თჳსითა მოკუდეს, და სისხლი მისი ჴელთაგან შენთა ვიძიო.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ უკუეთუ უთხრა უშჯულოსა მას, და იგი არა მოიქცეს უშჯულოებისაგან თჳსისა, და გზისაგან თჳსისა ბოროტისა, უშჯულოჲ იგი უშჯულოებითა თჳსითა მოკუდეს, და შენ სული თჳსი განირინო.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ გარდაიქცეს მართალი იგი სიმართლეთაგან თჳსთა, და ქმნეს ცოდვაჲ, და მოვსცე ტანჯვაჲ პირსა მისსა, და იგი მოკუდეს, რამეთუ არა ამცენ მას, და ცოდვათა შინა თჳსთა მოკუდეს, რამეთუ არა მოიჴსვნნენ სიმართლენი მისნი, და სისხლი მისი ჴელთაგან შენთა ვიძიო.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ შენ ამცნო მართალსა მას, რაჲთა არა ცოდოს, და მან ისმინოს, და არა ცოდოს, მართალი ცხოვრებით ცხომდეს, რამეთუ უმხილე მას, და შენ სული შენი იჴსნე.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ, და მრქუა მე, აღდეგ და განვედ ველად, და მუნ გეთხრნენ შენ სიტყუანი ჩემნი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვდეგ, და განვედ ველად. და აჰა ესერა მუნ დგა დიდებაჲ უფლისაჲ, ვითარცა იგი ხილვაჲ და ვითარცა იგი დიდებაჲ, რომელი ვიხილე მდინარესა მას ზედა ქობარისასა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდა ჩემ ზედა სული, და აღმადგინა მე ფერჴთა ზედა ჩემთა, და მეტყოდა მე და მრქუა; შევედ და შეეყენე სახლსა შინა შენსა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, აჰა ეგერა მიგეცნენ შენ კრულებანი, და შეგკრან შენ მათ შორის, და არა გამოხჳდე მათგან.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ენაჲ შენი შევკრა და დაჰყრუვდე, და არა იყო კაც მამხილებელ მათა, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს გეტყოდი მე შენ, მაშინ აღვაღო პირი შენი, და არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; რომელსა Page of ms. J: B60r  გესმის გესმოდენ, და რომელ ურჩ იყოს,/ ურჩ იყავნ, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.,

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა ალიზი, და დასდვა იგი წინაშე პირსა შენსა, და გამოსწერო მას ქალაქი იჱრუსალემი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოსცე მას გარემოდგომაჲ, და აშენო მას ზედა არდაბაგები, და მოადგა მას ლაშქარი, და მოადგინო მას ბანაკები, და განაწყო მას გარემო მეისრები.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ მოიღე თავისა შენისა ტაპაკი რკინისაჲ, და დასდვა იგი თავისა შენისა, ვითარცა კედელი რკინისაჲ, შორის შენსა, და შორის ქალაქისა მის, და განჰმზადო პირი შენი მას ზედა. და იყოს იგი შეყენებულებასა, და შეაყენო იგი; სასწაული არს ესე ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარცხენესა, და დასდვა სიცრუვჱ სახლისა ისრაჱლისაჲ მას ზედა, რიცხჳსა-ებრ დღეთა მათ ას ოთხმეოც [!] და ათთაჲსა, რომელსა სწვე მას ზედა. მოიხუნე სიცრუვენი მათნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე მიგცენ ორნი სიცრუვენი მათნი რიცხუად ას ოთხმეოც და ათთა მათ დღეთა. და მოიხუნე სიცრუვენი სახლისა ისრაჱლისანი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღასრულნე ესენი, და დასწვე შენ გუერდსა შენსა ზედა მარჯუენესა. და მოიხუნე სიცრუვენი სახლისა იუდაჲსნი ორმეოც დღჱ, დღჱ წელიწადად ერთად დაგდევ შენ,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეყენებად იჱრუსალემისა. განჰმზადე პირი შენი, და მკლავი შენი განიმტკიცო მის ზედა, და სწინაწარმეტყუელებდე მის ზედა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ეგერა მიგცენ შენ საკრველნი. და შენ ნუ გარდაიქცევი გუერდისაგან შენასა, ვიდრემდე აღესრულნენ დღენი შეყენებისა შენისანი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ მოიღე თავისა შენისა იფქლი და ქრთილი, და ცერცჳ და ოსპნი, და ფეტჳ და ასლი, და შთაასხა იგი ჭურჭერსა კეცისასა, და შეიქმნე იგი თავისა შენისა პურად რიცხჳსა-ებრ მათ დღეთაჲსა, რომელსა სწვე შენ გუერდსა შენსა ზედა; ას ოთხმეოც და ათთა მათ დღეთა შჭამდე მას.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და საჭმელსა რომელსა შჭამდე, სასწორით შჭამდე. ოცი სიკლაჲ დღესა ერთსა, ჟამითი ჟამად შჭამდე მას. Page of ms. J: B60v 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
წყალი სასწორით სუ შენ, მეექუსჱ ნაწილი/ დორაკისაჲ, ჟამითგან ჟამადმდე სუემდი მას.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყურბეული ქრთილისაჲ ჭამე შენ იგი, ფუნასა სკორისა კაცობრივისასა დაჰფლა იგი წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ; ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ; ესრეთ ჭამდენ ძენი ისრაჱლისანი არა-წმიდა<სა> წარმართთა შორის.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ; ნუ სადა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, რამეთუ არა სადა შეგინებულ არს სული ჩემი არა-წმიდითა; მკუდრისაჲ და ნამჴეცავი არა მიჭამიეს შობით ჩემითგან ვიდრე აქამომდე, არცა შესრულ არს პირსა ჩემსა ყოველი ჴორცი ბილწი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; აჰა ეგერა მიგეც შენ ფუნაჲ ზროხათაჲ, სკორისა წილ კაცობრივისა, და შეჰქმნე პური შენი მას ზედა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, აჰა ესერა შევმუსრო მე ძალი პურისაჲ იჱრუსალემს, და ჭამდენ პურსა სასწორით და ნაკლულევანებით, და წყალსა საწყაულით და განრყუნილებით სუმიდენ,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა ნაკლულევან იყვნენ პურითა და წყლითა, და განირყუნეს კაცი და ძმაჲ მისი, და დადნენ სიცრუვეთა შინა მათთა.,

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე შენდა მახჳლი ლესული უფროჲს საყჳნველისა მკუეცარისა, და მოიგე იგი თავისა შენისა. და მოიღო იგი თავსა შენსა და წუერთა შენთა, და მოიღო უღელი სასწორისაჲ, და აღსწონო იგი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეოთხჱ ნაწილი მისი ცეცხლითა დასწუა შორის ქალაქსა, აღსასრულსა მას დღეთა შეყენებულებისა შენისათა, და მოიღო მეოთხჱ მისი, და დასწუა იგი შორის მისსა, და მეოთხჱ მისი დაჰჭრე მახჳლითა გარემო მისსა, და მეოთხჱ მისი განაბნიო ყოველსა ქარსა. და მახჳლი მოვავლინო შემდგომად მათსა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანნე მიერ რიცხჳთ მცირედნი, და შენ შეისხნე იგინი სამოსელსა შენსა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამათგანნი მოიყვანნე მერმეცა, და შესთხინე იგინი ცეცხლსა მას შორის, და დასწუნე იგინი ცეცხლითა, და მისგან გამოვიდეს ცეცხლი. და არქუ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ესე არს იჱრუსალემი. შორის წარმართთა დავდევ იგი, და გარემო-სოფლები მისი. Page of ms. J: B61r 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და უთხარ/ სამართალი ჩემი უშჯულოსა მას წარმართთაგანსა, და შჯული ჩემი სოფლებსა მას გარემო მისსა, რამეთუ სამართალნი ჩემნი განიშოვრნეს, და შჯულსა ჩემსა არა ვიდოდეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაი უფალი უფალი, რამეთუ მიზეზი თქუენი წარმართთაგან არს, რომელნი არიან გარემო თქუენსა, და შჯულსა ჩემსა არა ხჳდოდეთ, და სამართალნი ჩემნი არა დაიმარხენით, არამედ არცაღა სამართალთა-ებრ წარმართთასა ხჳდოდეთ, რომელნი იყვნეს გარემოჲს თქუენსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე შენდამი,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვყო შენ შორის საშჯელი წინაშე წარმართთა, და ვყო შორის შენსა, რომელი არა მიყოფიეს და არა ვყო მსგავსი მათი მერმე საძაგელებისაებრ თქუენისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მამანი შეშჭამდენ შვილთა შენ შორის, და შვილნი შეჰჭამდენ მამათა, და ვყო შორის შენსა საშჯელი, და განვაბნიო ყოველი ნეშტი შენი ყოველსა ქარსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ცხოველ ვარ მე; იტყჳს უფალი უფალი, რამეთუ სიწმიდჱ ჩემი შეაგინე ყოვლითა საძაგელებითა შენითა, მეცა განგიშორო შენ. არღარა გერიდოს თუალი ჩემი, და არცა შეგიწყალო შენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მეოთხჱ ნაწილი შენი სიკუდილითა აღიჴოცოს, და მეოთხჱ მისი სიყმილითა აღესრულოს შორის შენსა. <და> მეოთხე შენი ყოველსა ქარსა განვაბნიო, და მეოთხე შენი მახჳლითა დაეცეს გარემო შენსა, და მახჳლი აღვიღო შემდგომად მათსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღესრულოს გულის-წყრომაჲ ჩემი, და რისხვაჲ ჩემი მათ ზედა. და გულის-ჴმა-ჰყო, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე შურითა ჩემითა, რაჲთა დავასრულო რისხვაჲ ჩემი მათ ზედა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაგდვა შენ ოჴრად, და ასულნი შენნი გარემო შენსა, წინაშე ყოვლისა თანა-წარმავალისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შენ სულთქუმით და ურვით წარმართთა შორის გარემოთა შენთა. რაჟამს ვყო მე საშჯელი შენ ზედა შურის-გებით გულის-წყრომითა ჩემითა. და მე უფალი ვიტყოდე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს გამოვავლინნე მე ისარნი სიყმილისანი მათ ზედა, და იყვნენ შენ შორის ნაკლულევანებანი, და შევმუსრო შენ შორის სიმტკიცჱ პურისა შენისაჲ. Page of ms. J: B61v 

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვავლინო შენ შორის/ სიყმილი და მჴეცი ბოროტი, და გტანჯო შენ, და სიკუდილი და სიყმილი განვიდენ შენ შორის, და მახჳლი მოვჰჴადო შენ ზედა გარემო შენსა, მე უფალი ვიტყოდე.;

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდამო სიტყუაჲ უფლისაჲ, და მრქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი მთათა მიმართ ისრაჱლისათა, და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, და ჰრქუა;

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ. ამას იტყჳს უფალი უფალი მთათა და ღელეთა, და ბორცუთა და ჴევნებსა, აჰა ესერა მე მოვჰჴადო თქუენ ზედა მახჳლი, და მოისრნენ მაღალნი თქუენნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიმუსრნენ საკურთხეველნი თქუენნი და ბაგინები თქუენი, და დავსცნე წყლულნი თქუენნი წინაშე კერპთა თქუენთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაბნინე ძუალნი თქუენნი გარემო საკურთხეველებსა თქუენსა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა. ქალაქნი მოოჴრდენ და მაღალნი იგი განირყუნენ, რაჲთა მოვსრა საკურთხე<ვე>ლები თქუენი, და შეიმუსროს კერპები თქუენი, და მოოჴრდეს ბაგინები თქუენი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეცნენ წყლულნი შორის თქუენსა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს იყოს თქუენგანი განრინებული წარმარ<თ>თა შორის მახჳლისაგან ჩემისა, და განბნევასა მას თქუენსა სოფლებსა შორის.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომიჴსენონ მე განრინებულთა მათ თქუენთა წარმართთა შორის, სადა იგი წარიტყუენნეს მუნ, რამეთუ ვფუცე გულსა მას მათსა განდგომილსა ჩემგან, და თუალთა მათთა მსიძავთა შე<მ>დგომად კუალსა სლვათა მათთასა, და იცემდენ პირთა მათთა უკეთურებათა მათთათჳს, რომელი ქმნეს ყოველთა შინა საძაგელებათა მათთა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და გულის-ჴმა-ყონ რამეთუ მე ვარ უფალი; უფალი ვიტყოდე.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი; დაიტყუელენ ჴელითა, და დაიბგერენ ფერჴითა, და თქუ; ვაშა ყოველთა ზედა საძაგელებათა სახლისა ისრაჱლისათა; მახჳლითა და სიკუდილითა და სიყმილითა დაეცნენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მახლობელი იგი სიკუდილითა Page of ms. J: B62r  დაეცეს და შორიელი/ იგი სიკუდილითა აღესრულოს, და გარე-მოცეული იგი სიყმილითა მოისპოს, და აღვასრულო რისხვაჲ ჩემი მათ ზედა,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს იყვნენ წყლულნი თქუენნი შორის კერპთა თქუენთა გარემო საკურთხეველთა თქუენთა, ყოველთა ზედა ბორცუთა მაღალთა, და ყოველსა ქუეშჱ ხესა საგრილსა, სადა იგი მისცეს საყნოსელი სულნელებისაჲ კერპთა მათთა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვირთხა ჴელი ჩემი მათ ზედა, და დავდვა ქუეყანაჲ განსარყუნელად და მოსასრველად, უდაბნოჲთგან დებლათაჲსაჲთ ყოვლისაგან სამკჳდრებელისა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.;

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, თქუ; ამას იტყჳს უფალი უფალი ქუეყანასა ისრაჱლისასა, აღსასრული მოიწევის ოთხთა ზედა ფრთეთა ქუეყანისათა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიწევის აღსასრული შენ ზედა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
დამკჳდრებულსა მაგას ქუეყანისასა. მოიწევის ჟამი, მოახლებულ არს დღჱ არა შფოთით არცა სალმობით.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ ახლოდ მოვჰფინო რისხვაჲ ჩემი შენ ზედა, და აღვასრულო გულის-წყრომაჲ ჩემი შენ შორის, და გსაჯო შენ გზათა შენთა, და მოგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
არა გერიდოს თუალი ჩემი, არცა შეგიწყალო შენ. რამეთუ გზანი შენნი შენ ზედა მოგცნე, და საძაგელებანი შენნი შორის შენსა იყვნენ, და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი ეჰგუემ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
აწ აღსასრული მოიწევის შენდა, და მოვავლინო მე შენ ზედა, და შური ვიძიო მე გზათა შენთა, და მოგცნე შენ ზედა საძაგელებანი შენნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
არა გერიდოს თუალი ჩემი, არცა შეგიწყალო შენ, რამეთუ გზანი შენნი შენ ზედა მოგცნე, და საძაგელებანი შენნი შენ შორის იყვნენ, და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა დასასრული მოიწევის. აჰა ესერა დღჱ უფლისაჲ, და კუერთხი ყუავის; გინებაჲ აღდგომილ არს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევმუსრო სიმტკიცე უშჯულოჲსაჲ, და არა შფოთით, არცა წრაფით;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიწევის ჟამი. აჰა ესერა დღჱ, რომელი მოიგებდეს, ნუ უხარინ, და რომელი Page of ms. J: B62v  განჰყიდდეს, ნუ გოდებნ,/

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ რომელი მოიგებდეს განმსყიდელისა მის არღარა მიიქცეს, და კაცმან თუალთა მისთა წინაშე ცხორებაჲ, თჳსი ვერ დაიპყრას.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
დაჰბერეთ ნესტუსა, და საჯეთ საშჯელი ყოველითურთ,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ბრძოლაჲ და მახჳლი გარეშჱ, სიკუდილი და სიყმილი შინაგან. რომელი ველსა გარე იყოს, მახჳლითა აღესრულოს, ხოლო რომელნი ქალაქსა შინა იყვნენ, სიყმილითა და სიკუდილითა მოესრულნენ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და გან-თუ-ერნენ განრინებულნი მათგანნი, და იყვნენ მთათა შინა, ყოველნი მოვწყჳდნე, კაცად-კაცადი სიცრუვესა შინა მათსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი ჴელნი დაჴსნდენ, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიმოსონ ძაძაჲ, და დაფარნეს იგინი დასულებამან, და ყოველსა პირსა სირცხჳლი მათ ზედა, და ყოველსა თავსა სიმტიერჱ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ვეცხლი მათი განიბნიოს უბანთა ზედა, და ოქროჲ მათი შეურაცხ-იყოს. სულნი მათნი ვერ განძღენ, და მუცელნი მათნი ვერ აღივსნენ, რამეთუ ტანჯვაჲ სიცრუვეთა მათთაჲ შეეყო მათ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რჩეულნი სამკაულთა მათთანი ამპარტავანებად დასხნეს იგინი, და ხატნი საძაგელთა მათთანი ქმნნეს მათგან. ამისთჳს მივაგე იგი მათ არა-წმიდებისათჳს, და მივსცნე იგინი არა-წმიდებასა,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე იგინი ჴელთა უცხოთასა მიმოსატაცებელად, და ბილწთა ქუეყანისათა ტყუედ, რაჲთა შეაბილწნენ იგინი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარე-მივიქციო პირი ჩემი მათგან, და შეაბილწნენ მიხედვანი ჩემნი. და შევიდოდიან მას უმცველოდ, და შეაგინნენ იგინი მათ,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქმნენ შეგინებულ, რამეთუ ქუეყანაჲ აღივსო სისხლითა საშჯელისაჲთა, და ქალაქი სავსე არს უშჯულოებითა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარე-წარვაქციო სიმრავლჱ ძლიერებისა მათისაჲ, და შეიგინოს სიწმიდჱ მათი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ლხინებაჲ მოვიდეს, და ეძიებდეს მშჳდობასა, და არა იყოს,

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰამბავი ჰამბავსა ზედა იყოს, ვაჲ ვასა ზედა იყოს, და იძიებოდის Page of ms. J: B63r  ხილვაჲ წინაწარმეტყუელისაგან, და შჯული/ წარწყმდეს მღდელისაგან, და ზრახვაჲ მოხუცებულთაგან.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მთავარმან შეიმოსოს განრყუნილებაჲ, და ჴელისაგან ერისა ქუეყანისა დაჴსნდენ. გზათა-ებრ მათთა უყო მათ, და საშჯელითა მათითა შური ვიძიო მათგან, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.;

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო წელსა მას მეექუსესა, ხუთსა თთჳსასა, მე ვჯედ სახლსა შინა ჩემსა, და მოხუცებულნი ისრაჱლისანი სხდეს წინაშე ჩემსა. და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე და აჰა ესერა მსგავსებაჲ მამაკაცისაჲ, წელთა მისთაჲთგან და დამართ, ცეცხლ; და წელთა მისთაჲთგან და აღმართ, ვითარცა ხილვაჲ, ოქროჲ, და ვეცხლი, და რვალი რაჲ ერთად შედნობილ არნ, ეგრე იყო ფერითა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და განირთხა მსგავსებაჲ ჴელისაჲ, და აღმიღო მე ვარჯითა თავისა ჩემისაჲთა, და აღმამაღლა მე სულმან მან შორის ცასა და შორის ქუეყანასა, და მომიყვანა მე იჱრუსალემდ ხილვითა ღმრთისაჲთა, წინაშე ბჭეთა ეზოჲსა მის, რომელი ხედავს ჩრდილოჲთ კერძო, სადა იგი იყო ძეგლი იგი მომგებელისაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა მუნ დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ ხილვისა მის-ებრ, რომელი ვიხილე ველსა მას.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ძეო კაცისაო, აღიხილენ თუალნი შენნი ჩრდილოდ, და აღვიხილენ თუალნი ჩემნი ჩრდილოდ. და აჰა ესერა ჩრდილოჲთ მზისა აღმოსავალად კერძოსა მას ბჭესა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ძეო კაცისაო, იხილეა, რასა ესე ზმენ, უშჯულოებასა დიდსა იქმან ესენი აქა, რაჲთა განეშოვრნენ სიწმიდეთაგან ჩემთა, და მერმეცა იხილნენ ღავე უშჯულოებანი უფროჲსნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე წინაშესა მას ბჭისასა ეზოჲსასა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე, ძეო კაცისაო, დათხარე, და დავთხარე, და აჰა ესერა კარი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; შევედ და იხილენ უშჯულოებანი, რომელთა იქმან ესენი აქა,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევედ და ვიხილე, და აჰა ესერა ამაოებაჲ საძაგელებათაჲ, და ყოველი კერპები სახლისა ისრაჱლისაჲ გამოხატული მათ შინა გარემო. Page of ms. J: B63v 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამეოც და ათნი კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისანი და იექონია, ძჱ საფანისი, შორის მათსა დგა წინაშე მათსა, და კაცად-კაცადსა მათსა სასაკუმევლჱ აქუნდა ჴელსა მათსა; და კუამლი იგი საკუმეველისაჲ აღვიდოდა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან: იხილეა, ძეო კაცისაო, რასა ესე მოხუცებულნი სახლისა ისრაჱლისანი იქმან, თითოეული საწოლსა ფარულსა თჳსსა, რამეთუ თქუეს: არა ხედავს უფალი, და უტევა უფალმან ქუეყანაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; მერმეცა იხილნევე უშჯულოებანი უფროჲსნი, რომელთა იქმან ეგენი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე წინაშესა მას ბჭისასა სახლისა უფლისასა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ, და აჰა ესერა მუნ დედანი სხდეს, და ჰგოდებდეს თამუზსა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; იხილეა, ძეო კაცისაო; და კუალად იხილნე და სხუანი საქმენი უდიდესნი ამათსა .

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე ეზოსა სახლისა უფლისასა შინაგანსა, წინაშე საკარეთა ტაძრისა უფლისათა, შორის ელამსა და შორის საკურთხეველსა, ვითარ ოც ოდენ კაცნი. ზურგნი მათნი მიექცინეს ტაძრად უფლისა და პირნი მათნი წაღმართ, და ესენი თაყუანის-სცემდეს მზესა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; იხილეა, ძეო კაცისაო; ნუ უკუჱ მცირე არსა ესე სახლისა იუდაჲსა ყოფად უშჯულოებისა, რომელსა ესე იქმან აქა; რამეთუ აღავსეს ქუეყანაჲ უშჯულოებითა, და აჰა ესერა ესენი ვითარცა შეურაცხის-მყოფელნი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე უყო მათ გულის-წყრომით, არა ერიდოს თუალი ჩემი არცა შევიწყალო.;

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღაღად-ყო ყურთა ჩემთა ჴმითა დიდითა, და თქუა. მოწევნულ არს შურის-გებაჲ ქალაქისაჲ, და თითოეულსა მათსა აქუნდა ჭურჭერი მოსრვისაჲ ჴელსა თჳსსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა ექუსნი კაცნი მოვიდოდეს გზისა მისგან ბჭისა მაღლისა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ. და კაცად-კაცადისა ცული ჴელსა მისსა, და ერთი კაცი შორის მათსა შემოსილი ჴამლითა, და სარტყელი შაფირისაჲ წელთა მისთა. და შევიდეს და დადგეს მახლობელად საკურთხეველისა მის რვალისაჲსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და დიდებაჲ იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ აღვიდა ქერობინთა მათ/გან, Page of ms. J: B64r  რომელი იყო მათ ზედა, უსაფრთულოსა მას საკურთხე/ველისა ტაძრისასა. და უწოდა კაცსა მას, რომელსა ემოსა ფერჴთ-შესასხმელი იგი, რომელსა იგი ერტყა სარტყელი წელთა მისთა;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას, განვედ შორის იჱრუსალემსა, და მიეც სასწაული შუბლთა კაცთა მათ რომელნი სულთ-ითქუმენ, რომელთა იგი ელმის ყოველთა ზედა უშჯულოებათა, რომელნი იქმნებიან შორის მათსა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამათ ჰრქუა სმენასა ჩემსა; შევედით შემდგომად მაგისა ქალაქად, და დაჰჭრიდით, და ნუ ერიდებით თუალითა თქუენითა, და ნუ შეიწყალებთ,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მოხუცებულსა და ჭაპუკსა, და ჩჩჳლსა და ქალწულსა, და დედაკაცსა მოჰკლევდით აღსაჴოცელად. ხოლო ყოველთა რომელთა ზედა არს სასწაული, ნუ შეეხებით, და წმიდათა ჩემთაგან იწყეთ. და იწყეს კაცთა მათგან მოხუცებულთა, რომელნი იყვნეს შინაგან სახლსა მას.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰრქუა მათ; შეაბილწეთ სახლი ეგე, და აღავსენით გზანი მკუდრებითა, გამოვიდოდეთ და მოჰსრევდით.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მოსრვასა მას მათსა, და მე დავვარდი პირსა ზედა ჩემსა ღაღად-ვყავ და ვთქუ; ვაჲ მე, ვაჲ მე, უფალო, უფალო, აღსაჴოცელად შეიქმ შენ ნეშტთა ამათ ისრაჱლისათა, მიფენასა ამას რისხვისა შენისასა იჱრუსალემსა ზედა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; სიცრუვენი სახლისა ისრაჱლისანი და იუდაჲსნი განმრავლებულ არიან დიდად ფრიად, რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ ერითა მრავლითა, და ქალაქი სავსე არს სიცრუვითა და არა-წმიდებითა, რამეთუ თქჳან; დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ; არა ხედავს უფალი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ერიდოს თუალი ჩემი, და არცა შევიწყალნე, გზანი მათნი თავთა მათთა ზედა მივსცენ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა კაცი იგი რომელსა ემოსა პოდერჱ, და ერტყა წელთა მისთა სარტყელი, მიუგო და ჰრქუა, ვყავ ვითარცა მიბრძანე მე.,

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე, და აჰა ესერა ზედა სამყაროსა მას, რომელი ზედა კერძო Page of ms. J: B64v  თავსა მის ქერობინისასა, ვითარცა ლოდი საფირონისაჲ მსგავსი/ საყდრისაჲ მათ ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ემოსა სამოსელი იგი; შევედ საშუვალ ეტლის-თუალთა, რომელნი არიან ქუეშჱ კერძო ქერობინთა, და აღივსე მჭელი შენი ნაკუერცხალითა ცეცხლისაჲთა შორის ქერობინთა, და განაბნიე ქალაქსა ზედა, და შევიდა იგი წინაშე ჩემსა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქერობინი დგა მარჯუენით კერძო ტაძრისა მის, შესლვასა მას მის კაცისასა, და ღრუბელმან აღავსო ეზოჲ იგი შინაგანი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიმაღლა დიდებამან უფლისამან ქერობინთა მათგან უსართულოსა მას ტაძრისასა. და აღავსო ღრუბელმან [!] სახლი იგი, და ეზოჲ იგი აღივსო ნათლითა დიდებისა უფლისაჲთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჴმაჲ ფრთეთა ქერობინთაჲ მათ ისმოდა ვიდრე ეზოდმდე შინაგანად, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისაჲ სადაჲსაჲ, იტყჳნ რაჲ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ვითარ იგი უბრძანებდა კაცსა მას, რომელსა ემოსა სამოსელი წმიდაჲ, და ჰრქუა; მოიდე ცეცხლი შორის ეტლის-თუალთა მათ შორის ქერობინთასა, და შევიდა და დადგა მახლობელად ეტლის-თუალთა მათ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და განირთხა ჴელი თჳსი შორის ცეცხლსა მას, რომელი იყო შინაგან ქერობინთა მათ, და მოიღო და მისცა ჴელთა კაცსა მას, რომელსა ემოსა სამოსელი იგი წმიდაჲ. და მოიღო და გამოვიდა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილენ ქერობინნი იგი, და მსგავსებაჲ ჴელთა კაცისათაჲ ქუეშჱ ფრთეთა მათთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე, და აჰა ესერა ეტლის-თუალნი ოთხნი დგეს მახლობელად ქერობინთა მათ. ეტლის-თუალი ერთი მახლობელად ქერობინისა ერთისა, და პირი იგი ეტლის-თუალთაჲ მათ ვითარცა პირი ქვისა ანთრაკისაჲ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და პირნი მათნი ერთ მსგავსება ოთხთაჲვე, ვითარცა სახედ არნ ეტლის-თუალი ეტლის-თუალსა შინა,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და სლვასა მას მათსა ოთხკერძოვე ვიდოდეს, არა გარე-შეიქცეოდეს Page of ms. J: B65r  სლვასა მას მათსა, რამეთუ ადგილსა მას ვიდრეცა/ მიიხილის ერთკერძომან მან პირველმან ვლენედ, და არა გარე-შეიქციან სლვასა მათსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ზურგნი მათნი და ჴელნი მათნი და ფრთენი მათნი, და ეტლის-თუალნი იგი სავსე იყვნეს თუალებითა გარემო ოთხთავე მათ ეტლის-თუალთა;

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო ეტლის-თუალთა მათ ეწოდა გელგელ, ვითარცა იგი მესმა მე,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქერობინნი ესე იყვნენ იგი ცხოველნი, რომელნი ვიხილენ მდინარესა მას ქობარისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
სლვასა მას ქერობინთასა <ვლენედ> ეტლის-თუალნიცა იგი, და ესენი მახლობელად მათსა, და აღპყრობასა მას ქერობინთასა ფრთეთა მათთა სიმაღლედ ქუეყანით, არა გარე-შეიქცეოდეს ეტლის-თუალნი იგი მათგან.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
დგომასა მას მათსა დგანედ, და აღმაღლებასა მას ქერობინთასა, აღმაღლდიან ეტლის-თუალნიცა იგი მათ თანა, რმეთუ სული ცხოვრებისაჲ იყო მათ თანა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდა დიდებაჲ უფლისაჲ ტაძრისა მისგან, და აღჴდა ზედა ქერობინთა მათ,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიმაღლნეს ქერობინთა ფრთენი მათნი, და აღმაღლდეს ქუეყანით წინაშე ჩემსა, გამოსლვასა მას მათსა, და ეტლის-თუალნი იგი მახლობელად მათსა; დადგეს წინაშე კარსესა მას ბჭისა მის სახლისა უფლისასა წინაშესა, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზედა, ზედა კერძო,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე იგი არს, ცხოველთა მათ, რომელ იგი ვიხილენ ქუეშჱ ღმრთისა ისრაჱლისასა, მდინარესა მას ქობარისასა, და ვცან რამეთუ ქერობინი არს,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ოთხი პირი ერთსა, და მსგავსებაჲ ჴელთა კაცისათაჲ ქუეშჱ კერძო ფრთეთა მათთა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხილვაჲ პირთა მათთაჲ, ესე იგი პირები არს, რომელ იგი ვიხილე ქუეშჱ დიდებისა ღმრთისა ისრაჱლისასა, მდინარესა მას ზედა ქობარისასა, და ესენი თითოეული წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდეს.;

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმიღო მე სულმან, და მომიყვანა მე ბჭეთა მათ სახლისა უფლისათა წინაშე, რომელი ჰხედავს აღმოსავალად. და აჰა ესერა წინაშე კარსესა მას ეზოჲსასა, Page of ms. J: B65v  ვითარ ოც და ხუთ ოდენ კაც, და ვიხილე მათ შორის/ იექონია, ძჱ იეზერისი, და ფალტია ბანეაჲსი, ძისა საფანისი, წინამძღუარნი ერისანი.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან, ძეო კაცისაო, ესე კაცნი არიან, რომელნი განიზრახვენ ამაოსა, და ზრახვენ ზრახვასა ბოროტსა ქალაქსა ამას შინა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყჳან; არა აწ და ახლოდ შენებულ არს სახლები, ესე არს სიავი, და ჩუენ ვართ ჴორცნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და დამეცა ჩემ ზედა სული, და მრქუა მე; ამას იტყჳს უფალი უფალი; ესრე არქუთ სახლსა ისრაჱლისასა, ზრახვანი გულისა თქუენისანი მე ვიცნი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
განამრავლენ<ი>თ მკუდარნი თქუენნი ქალაქსა ამას, და აღავსენ<ი>თ წყლულებითა გზანი მათნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; მკუდარნი იგი თქუენნი, რომელნი მოსწყჳდენით მის შორის, ესენი არიან ჴორცნი, და ეგე ქალაქი არს სიავი, და თქუენ გამოგიყვანნე შორის მისსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მახჳლისა გეშინის, და მახჳლი მოვჰჴადო თქუენ ზედა, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოგიყვანნე თქუენ შორის მისსა, და უცხოთესლთა ჴელთა მიგცნე თქუენ, და ვყო თქუენ შორის საშჯელი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მახჳლითა დაეცნეთ; მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
იგი თქუენდა არა იყოს სიავად, და თქუენ არა იყვნეთ მას შინა ჴორცად მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო წინაწარმეტყუელებასა მას ჩემსა, და ფალტია, ძჱ ბანეაჲსი, მოკუდა. და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა, ღაღად-ვყავ ჴმითა დიდითა, და ვთქუ; ვაჲ მე, უფალო, უფალო. აღასრულებ შენ ნეშტთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და თქუა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, ძმანი შენნი, და კაცნი ტყუეობისა შენისანი, და ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ, აღსრულებულ არიან, რომელთა იგი ჰრქუეს მკჳდრთა იჱრუსალემისათა; შოვრად განშოვრებულ ხართ უფლისაგან. ჩუენდა მოცემულ არს ქუეყანაჲ სამკჳდრებელად; ამისთჳს არქუ მათ./ Page of ms. J: B66r 

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი, ვითარმედ განვიშოვრნე იგინი წარმართთა შორის, და განვაბნინე იგინი ყოველსა ქუეყანასა, და ვეყო მათ სიწმიდე მცირე სოფლებსა შორის, ვიდრეცა შევიდენ მუნ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; და შევიწყნარნე იგინი წარმართთაგან, და შევკრიბნე იგინი სოფელთაგან, სადა იგი განვაბნიენ იგინი მათ შორის. და მივსცე მათ ქუეყანაჲ იგი ისრაჱლისაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდენ მუნ, და აღიხუნენ საძაგელებანი მათნი, და ყოველნი უშჯულოებანი მისნი მისგან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვსცე მათ გული სხუაჲ, და სული ახალი მოვსცე მათ, და აღმოვსტაცო მათ გული ქვისაჲ ჴორცთაგან მათთა, და მოვსცე მათ გული ჴორციელი,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა ბრძანებათა ჩემთა ვიდოდიან, და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ, და ჰყოფდენ მათ; და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათა ღმრთად.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და გულსა საძაგელებისა მათისასა და უშჯულოებისა მათისასა, ვითარცა გული მათი უძღოდა, ვიდოდეს, და გზანი მათნი თავთა მივსცენ, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიპყრნეს ქერობინთა მათ ფრთენი მათნი, და ეტლის-თუალნი იგი მახლობელად მათსა, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მათ ზედა, ზედა კერ<ძ>ო მათსა,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმაღლდა დიდებაჲ უფლისაჲ შორის ქალაქისა მის, და დგა მთასა მას ზედა, რომელი იყო წინაშე ქალაქსა მას.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და სულმან აღმიღო მე, და მომიყვანა მე ქუეყანად ქალდეველთა, წარტყუენულთა მათ, ხილვით სულითა ღმრთისაჲთა. და აღმოვედ ხილვისა მისგან, რომელი ვიხილე,

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვეტყოდე ტყუენულთა მათ ყოველთა სიტყუათა უფლისათა, რომელნი მიჩუენნა მე . ,

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა მე.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, შორის სიცრუვეთა მათთა დამკჳდრებულ ხარ შენ, რომელთა ასხენ თუალნი ხედვად, და არა ჰხედვენ; და ყურნი ასხენ სმენად, და არა ესმის, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭერი ტყუეობისაჲ დღისი წინაშე მათსა, და წარიტყუენო ადგილით შენით ადგილად Page of ms. J: B66v  სხუად წინაშე მათსა, რაჲთა იხილონ,/ რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიღო ჭურჭერი შენი ჭურჭერი ტყუეობისაჲ, დღისი წინაშე თუალთა მათთა, და განხჳდე მწუხრი, ვითარცა იგი განვიდის ტყუჱ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაშე მათსა განაღე შენდად კედელი, და განხჳდე მისგან.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაშე მათსა ბეჭითა აღჰმაღლდე, და დაფარულად განჰხჳდე, პირი შენი დაიფარო, და არა იხილო ქუეყანაჲ, რამეთუ ნიშად მიმიცემიე შენ სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვყავ ეგრე ვითარცა მამცნო მე უფალმან ყოვლისა მის-ებრ სიტყჳსა, და ჭურჭერი ტყუეობისაჲ განაიღე დღისი და მწუხრი, და ვითხარე თავით ჩემით კედელი, და დაფარულად განვედ, ბეჭითა აღვმაღლდი წინაშე მათსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ განთიად ჩემდა მომართ, და მრქუა მე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, არა გარქუა შენ ვითარმედ სახლი ისრაჱლისაჲ სახლი განმამწარებელთაჲ არს, გრქუან შენ, რასა ეგე ჰზამ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი, მთავარსა და წინამძღუარსა იჱრუსალემისასა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისასა, რომელნი არიან შორის მისსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუ მათ ვითარმედ მე ნიშებსა ვჰყოფ. ვითარცა სახედ ვყავ, ეგრეთ იყოს მას შინა, მწირობად და ტყუედ განვიდენ,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მთავარი იგი შორის მათსა ბჭით აღიტაცოს, და ფარულად განვიდეს კედლით, და დათხაროს განსლვად იგი. ამისთჳსცა პირი თჳსი დაიფაროს, რაჲთა არა იხილოს თუალითა, და მან ქუეყანაჲ არა იხილოს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვმარტო მახჱ ჩემი მის ზედა, და შეიპყრას გარე-მოცვითა ჩემიჴ<თა>. და მოვიყვანო იგი ბაბილონდ ქუეყანად ქალდეველთა; და იგი არა იხილოს, და მუნ აღესრულოს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველნი გარემონი მისნი, და ყოველნი შემწენი მისნი და ყოველნი იგი მილ,-კერძონი განვაბნინე ყოველსა ქარსა. და მახჳლი ვიჴადო შე<მ>დგომად მათსა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, ოდეს განააბნინე მე იგინი წარმართთა შორის, და მიმოვსთესნე იგინი სოფლებსა შორის.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაუტევნე მათგანნი კაცნი რიცხჳთ მახჳლისაგან, და სიკუდილისა, Page of ms. J: B67r  და სიყმილისა, რაჲთა/ მიუთხრობდენ ყოველთა უშჯულოებათა მათთა წარმართთა შორის, ვიდრე იგი შევიდენ მუნ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, პური შენი სალმობით ჭამე, და წყალი შენი ჭირით და ტანჯვით სუ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ ერსა მას ქუეყანისასა. ამას იტყჳს უფალი უფალი მკჳდრთა მიმართ იჱრუსალემისათა, ქუეყანასა ისრაჱლისასა, პურსა მათსა ნაკლულევანებით ჭამდენ, და წყალსა მათსა განრყუნილებით სუმიდენ, რაჲთა განიჴრწნეს ქუეყანაჲ სავსებითურთ თჳსით, რამეთუ უღმერთოებით არიან ყოველნი, რომელნი მკჳდრ არიან მას ზედა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქალაქნი რომელნი მყოფ არიან მას ზედა მოოჴრდენ, და ქუეყანაჲ განსარყუნელად მიეცეს, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, რაჲ არს იგავი ესე თქუენი ქუეყანასა ისრაჱლისასა, რომელი სთქჳთ, შოვრს არიან დღენი, წარწყმდეს ხილვანი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; გარემოვაქციო იგავი ეგე, და არღარა იტყოდის იგავსა მაგას სახლი <ისრა>ჱლისაჲ, არამედ ეტყოდე მათ; მოახლებულ არიან დღენი, სიტყუანი ყოვლისა ხილვისანი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არღარა იყოს მერმე ყოველი ხილვაჲ ტყუვილისაჲ და მისნობისაჲ, მოსამადლებელად, შორის ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი, ვიტყოდი სიტყუათა ჩემთა, ვიტყოდი და ვყო, და არა განვაგრძვნე მერმე, რამეთუ დღეთა თქუენთა, სახლო განმამწარებელთაო, ვიტყოდი სიტყუასა და ვყო, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და თქუა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, რამეთუ აჰა ესერა სახლი ისრაჱლისაჲ, განმამწარებელი ჩემი, იტყოდის და თქუან. ხილვასა ამას რომელსა ესე იხილავს, დღეთა მრავალთა და ჟამთა გრძელთასა ესე წინაწარმეტყუელებს.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი ძალთაჲ; Page of ms. J: B67v  არღარა განგრძნენ ყოველნი სიტყუანი ჩემნი, რომელთა/ ვიტყოდე, ადრე და მსწრაფლ ვყო, იტყჳს უფალი უფალი.;

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ წინაწარმეტყუელთა მიმართ ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ, და არქუ მათ. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ვაჲ რომელნი ეგე წინაწარმეტყუელებენ გულისაგან თჳსისა, და ყოვლადვე არა რას ჰხედვენ;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მელნი უდაბნოსა ზედა, წინაწარმეტყუელნი შენნი, ისრაჱლ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
არა დაადგინნეს სიმტკიცით, და შეკრიბეს სამწყსოჲ სახლსა ისრაჱლისასა, არა აღდგეს, რომელნი <იგი> იტყოდეს; დღესა უფლისასა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელნი ჰხედვიდეს ტყუვილსა, და იმისნიდეს მისნობასა ამაოსა; რომელნი იგი იტყჳან, იტყჳს უფალი, და უფალმან არა მოავლინნა იგინი, და იწყეს აღდგინებად სიტყუასა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ არა ტყუვილისა სიტყუაჲ იხილეთ, და მისნობაჲ ამაოჲ სთქუთ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ მათ. ამას იტყჳს უფალი უფალი; ამისთჳს რამეთუ სიტყუანი თქუენნი ტყუვილ არიან, და მისნობანი თქუენნი ამაო, ამისთჳს აჰა ესერა მე თქუენ ზედა, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვირთხა ჴელი ჩემი წინაწარმეტყუელთა მათ ზედა, რომელნი ჰხედვენ ტყუვილსა, და იტყჳან ამაოსა. სწავლასა ერისა ჩემისასა არა იყვნენ იგინი, არცა წიგნსა სახლისა ისრაჱლისასა დაიწერნენ, და ქუეყანასა ისრაჱლისასა არა შევიდენ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ ერი ჩემი შეაცთუნეს, და იტყოდეს; მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ, და არა არს მშჳდობაჲ. ესე აშენებს კედელსა, და ესენი გოზენ მას, უკუეთუ დაეცეს,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუ მგოზელთა მათ, ვითარმედ დაეცეს, და იყოს წჳმაჲ წარმრღუნელი, და მოვჰსცნე ლოდნი კლდისა მყარისანი შესამტკიცელთა მისთა, და დაეცეს; და ქარი, რომელმან აღიღოს, და განსთქდეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა დაეცა კედელი, და არა გრქუან თქუენ, სადა არს ნაგოზი იგი თქუენი, რომელი განჰგოზეთ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; დავსცე ქარი, რომელმან აღიღოს გულის-წყრომით, და წჳმაჲ რღუნისაჲ იყოს რისხვითა ჩემითა, და ლოდნი კლდისა მყარისანი Page of ms. J: B68r  მოვავლინნე/ რისხვითა ჩემითა მათ ზედა აღსასრულად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავარღჳო კედელი იგი, რომელი განჰგოზეთ, და დაეცეს. და დავდვა იგი ქუეყანასა ზედა, და გამოჩნდეს საფუძველი მისი. დაეცეს, და მოესრულოს მხილებით, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვსრულო რისხვაჲ ჩემი კედელსა მას ზედა, და მგოზელთა მისთა ზედა, და დაეცეს, და გარქუ თქუენ; არა არს კედელი იგი, არცა მგოზელნი მისნი არიან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
წინაწარმეტყუელ<ნი> ისრაჱლისა <რომელნი> წინაწარმეტყუელებენ იჱრუსალემისა მიმართ, და რომელნი ჰხედვენ მშჳდობასა მისსა, და მშჳდობაჲ არა იყოს, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ასულთა მიმართ ერისა შენისათა, რომელნი იგი წინაწარმეტყუელებენ გულისაგან მათისა. წინაწარმეტყუელებდ მათ მიმართ,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ, ამას იტყჳს უფალი უფალი; ვაჲ რომელნი შეაკერვენ სასთაულსა ყოველსა ქუეშჱ იდაყუსა ჴელისასა, და რომელნი იქმან სადგმელებსა ყოველსა თავსა ყოვლისა ჰასაკისასა, გარდაქცევად სულთა. სულნი გარდაიქცეს ერისა ჩემისანი, და სულთა შეეწეოდეს,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემაგინებდეს მე ერისა მიმართ ჩემისა მჭელისა ერთისათჳს ქრთილისა, და პატრისათჳს პურისა, მოკლვად სულისა, რომელთაჲ არა ჯერ იყო სიკუდილი, და შეწევნად სულისა, რომელთაჲ არა ჯერ იყო ცხოვრებაჲ, რომელთა გამო იტყჳთ თქუენ ერისა მიმართ მსმენელისა ამაოთა სიტყუათა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ძალთაჲ; აჰა ესერა მე სასთაულთა მათ მიმართ თქუენთა, სადა იგი თქუენ შეკრებდით მუნ სულთა, და განვხეთქო იგი მკლავთაგან თქუენთა, და განვავლინნე სულნი იგი მათნი განბნევად.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვხეთქო სადგმელები თქუენი, და ვიჴსნე ერი ჩემი ჴელთაგან თქუენთა, და არა იყვნენ იგინა ჴელთა შინა თქუენთა შეკრებად, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ გარდააქცევდით სულსა მართლისასა, და მე არა გარდავაქცევდ მას, და განაძლიერებდით ჴელთა უშჯულოჲსათა Page of ms. J: B68v  ყოვლადვე არა მოქცევად გზისა მისისა გან/ უკეთურისა, რაჲთამცა ცხოვნდა იგი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ტყუვილი არა იხილოთ, და მისნობასა არა იმისნვიდეთ, და ვიჴსნე ერი ჩემი ჴელთაგან თქუენთა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.;

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს ჩემდა კაცნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათანი, და დასხდეს წინაშე ჩემსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და თქუა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, მაგათ კაცთა დაისხნეს ზრახვანი მათნი გულთა მათთა, და ტანჯვანი სიცრუვეთა მათთანი დაისხნეს წინაშე პირთა მათთა, უკუეთუ მიგებით და თუ სიტყუაჲ მიუგო მე მათ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ეტყოდე მათ და არქუ. ამას იტყჳს უფალი უფალი; კაცმან კაცმან სახლისაგან ისრაჱლისამან, რომელმან დაიხსნეს გულსა თჳსსა ზრახვანი თჳსნი, და ტანჯვაჲ სიცრუვისა თჳსისაჲ დააწესოს წინაშე პირსა თჳსსა, და მოვიდეს წინაწარმეტყუელისა. მე უფალმან მიუგო მას სიტყუაჲ მათ შინა, რომლითა იგი შეპყრობილ არნ გონებაჲ მისი,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა განდრიკოს სახლი ისრაჱლისაჲ მსგავსად გულისა მათისა უცხო ქმნულისა ჩემგან ზრახვითა მათითა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა, ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; მოიქეცით და მოაქციეთ საქმეთა თქუენთაგან, და ყოველთაგან უღმრთოებათა თქუენთა, და მოიქციენით პირნი თქუენნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ კაცი კაცი სახლისაგან ისრაჱლისა, გინა თუ მწირთაგანი, რომელი მწირობდეს ისრაჱლსა შორის, რომელი უცხო იქმნეს ჩემგან, და დაისხნეს ზრახვანი თჳსნი გულსა თჳსსა, და ტანჯვაჲ სიცრუვისა თჳსისაჲ დააწესოს წინაშე პირსა თჳსსა. და მოვიდეს იგი წინაწარმეტყუელისა, კითხვად მისა ჩემ მიერ. მე უფალმან მიუგო მას, რომელსა შინა შეპყრობილ არს იგი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, და დავდვა იგი ოჴრად და განსარყუნელად, და აღვიღო იგი შორის ერისაგან ჩემისა, და ჰსცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელი Page of ms. J: B69r  თუ იგი სცთეს, და იტყოდის, მე უფალმან ვაცთუნე წინაწარმეტყუელი/ იგი, და განვირთხა ჴელი ჩემი მის ზედა, და განვრყუნე იგი შორის ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიხუნენ სიცრუვენი მათნი მსგავსად სიცრუვისა მის მკითხველისა, და ეგრევე სახედ სიცრუვისა მის-ებრ წინაწარმეტყუელსა მას ეყოს,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა არა სცთეს მერმე ჩემგან სახლი ისრაჱლისაჲ, და რაჲთა არღარა შეიგინებოდიან მერმე შეცოდებათა მათთა შინა. და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათა ღმრთად, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო ქუეყანამან, რომელმან შემცოდოს მე, და შეემთხჳოს შეცოდებაჲ, და განვირთხა ჴელი ჩემი მის ზედა, და შევმუსრო მისგან სიმტკიცე პურისაჲ, და მოვავლინო სიყმილი, და აღვჴოცო მისგან კაცი და პირუტყჳ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი მის შორის, ნოე, და იობ, და დანიელ, ესენი სიმართლითა მათითა განერნენ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
გინა თუ მჴეცი ბოროტი მოვჰჴადო მას ზედა, და ვტანჯო ქუეყანაჲ იგი, და იქმნეს განსარყუნელ, და არა ვინ იყოს მავალ მას ზედა პირისაგან მჴეცთაჲსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
სამნი ესე კაცნი მის შორის იყვნენ, ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი უფალი, გინა ძენი გინა ასულნი ოდენ განერნენ, ხოლო ქუეყანაჲ იგი მოსრვასა მიეცეს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ თუ მახჳლი, მოვჰჴადო მას ქუეყანასა, და ვთქუა; მახჳლი განვედინ მას ქუეყანასა, და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამნი ესე კაცნი შორის მისსა იყვნენ, ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, ვერ იჴსნენ ძენი გინა ასულნი. იგინი ხოლო განერნენ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
გინა თუ სიკუდილი მიუვლინო მას ქუეყანასა, და მივჰფინო გულის-წყრომაჲ ჩემი მის ზედა სისხლით, აღჴოცად მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნოე, და იობ, და დანიელ იყვნენ შორის მისსა, ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, გინა ძენი გინა ასულნი ოდენ დაშთენ, ხოლო მათ სიმართლითა მათითა განირინნენ სულნი მათნი. Page of ms. J: B69v 

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, უკუეთუ ოთხნი ესე შურის-გებან/ი ჩემნი ბოროტნი, მახჳლი და სიყმილი, და მჴეცი ბოროტი და სიკუდილი მოვავლინო იჱრუსალემსა ზედა, მოსპოლვად მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაშთომილნი იყვნენ მას შინა, განრინებულნი მისგან, ამათ გამოიყვანნენ მიერ ძენი გინა ასულნი, აჰა ესერა გამოვიდენ თქუენდა, და იხილნეთ გზანი მათნი, და ზრახვანი მათნი, და ინანდეთ ბოროტთა მათ ზედა, რომელმან მოვჰჴადე იჱრუსალემისა ზედა ყოველი ბოროტი, რომელი მოვაწიე მას ზედა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და გევედრებოდიან თქუენ, რამეთუ იხილნეთ გზანი მათნი და ზრახვანი მათნი, და სცნათ რამეთუ არა ცუდად მოვჰჴადე მას ზედა, რომელ იგი ვყავ მის ზედა, იტყჳს უფალი.;

Chapter: 15  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, რაჲ მე ეყოს ძელსა მას ვენაჴისასა ყოველთაგან ძელთა რტოთა, რომელნი არიან ძელთა შორის მაღნარისათა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მოიღონ მისგან ძელი საქმედ საქმარისა, უკუეთუ მოიღონ მისგან მანაჲ დაკიდებად მას ზედა ყოველივე ჭურჭერი,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
თჳნიერ მისა რომელ იგი ცეცხლსა მიეცეს დასაწუველად, წელილადითი წელიწადად განწმედილი იგი მისგანი, რომელი შეჭამის ცეცხლმან, და მოაკლდის სრულიად. ნუ უკუე საჴმარ იყოს იგი საქმარად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
არცაღა იყოს და თუ იგი თავადი, ვერვე იყოს იგი საქმარად, გარნა რომელ იგი ცეცხლმან შეჭამოს სრულიად, და არღარა იყოს საქმარად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; ვითარცა იგი ხჱ ვენაჴისაჲ ხეთა შორის მაღნარისათა, რომელი მივეც ცეცხლსა შესაწუველად, ეგრეთ მივსცნე მკჳდრნი იჱრუსალემისანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივჰსცე პირი ჩემი მათ ზედა. ცეცხლისაგან გამოვიდენ, და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი. და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს განვიმტკიცო პირი ჩემი მათ ზედა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივჰსცე ქუეყანაჲ მათი განსარყუნელად, ამისთჳს, რამეთუ შეცჳვეს იგინი შეცოდებათა, იტყჳს უფალი უფალი.;/ Page of ms. J: B70r 

Chapter: 16  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, უწამენ იჱრუსალემსა უშჯულოებანი მისნი,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მას, ამას ეტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ იჱრუსალემსა; ძირი შენი და შობაჲ შენი ქანაანისაგან. მამაჲ შენი ამორეველი, და დედაჲ შენი ქეტელი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შობასა მას ოდეს იშევ, არა შეგიხჳეს უპჱ შენი, და წყლითა არა განიბანე, არცა მარილითა დაიმარილე, და სახუეველითა არა წარიხჳე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და არცა ბერიდა თუალი ჩემი შენ ზედა ყოფად შენდა ერთი ამათგანი, მიცემად რაჲ მე შენ ზედა, და განჰვარდი პირსა ზედა ველისასა გულ-არძნი<ლ>ებითა სულისა შენისაჲთა, დღესა მას რომელსა იშევ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვლე შენ ზედა, და გიხილე შენ შებღალული სისხლითა შენითა; და გარქუ შენ, სისხლისაგან შენისა ცხოვრებაჲ შენი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
განამრავლე, ვითარცა აღმოსავალი ველისაჲ მიგეც შენ, და განჰმრავლდი, და განსდიდენ, და შეხუედ ქალაქთა ქალაქთასა. ძუძუნი შენნი აღემართნეს, და თმანი შენნი აღმოსცენდეს, ხოლო შენ იყავ შიშუელ და სარცხჳნელ,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვლე შენ მიერ, და ვიხილე შენ, და აჰა იყო ჟამი შენი და ჟამი მოდგინეთაჲ, და განვიპყრენ ფრთენი ჩემნი შენ ზედა, და დაგიფარე სარცხჳნელი შენი, და გეფუცე შენ, და შევედ აღთქუმასა შენ თანა, იტყჳს უფალი უფალი. და მეყავ შენ ჩემდა,

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
<და განგბანე შენ წყლითა> და განგრეცხ სისხლი შენი შენგან, და გცხე შენ ზეთი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეგმოსე შენ ჭრელითა, და შეგასხ ფერჴთა შენთა იაკინთე, და შეგარტყ შენ ბისონი, და შეგმოსე შენ ნემსულითა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეგამკვე შენ სამკაულითა, და შეგასხენ სალტენი ჴელთა შენთა, და მანიაკი ყელსა შენსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგაცუ საყური და გრკალი ყურთა შენთა, და გჳრგჳნი სიქადულისაჲ თავსა შენსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიმკვე ოქროჲთა და ვეცხლითა, და სამოსელი შენი ბისონი, და ნემსული და ჭრელი. სამინდოჲ და ზეთი და თაფლი ჰშჭამე, და იქმენ კეთილ ფრიად.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განითქუა სახელი სიკეთისა შენის[აჲ] თესლებსა შორის, რამეთუ განსრულებულ იყო შუენიერებითა და/ Page of ms. J: B70v  სახილველებითა, რომელი დაგაწესე შენ ზედა, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესევდი სიკეთესა შენსა, და ისიძვე სახვლითა შენითა, და განჰფინე სიძვაჲ შენი ყოველსა თანა-წარმავალსა გზისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღე სამოსელთაგან შენთა, და იქმენ თავისა შენისა კერპნი კერულნი, და ისიძევდ მათა მიმართ, და არა შეხჳდე და არცაღა იყოს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღე ჭურჭერი იგი სიქადულისა შენისაჲ ოქროჲსა მისგანი, და ვეცხლისა ჩემისაჲ მისგანი, რომელი მიგეც შენ, და იქმნენ თავისა შენისა ხატნი წულისანი, და ისიძევდ მათ თანა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღე სამოსელთაგან შენთა თითოფერთა, და შეჰმოსე იგი მათ, და ზეთი ჩემი და საკუმეველი ჩემი დასდევ წინაშე მათსა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და პური ჩემი რომელი მიგეც შენ, სამინდოჲ და ზეთი და თაფლი გაჭამე შენ, და დააგე იგი წინაშე მათსა საყნოსელად სულნელებისად, და იყო ესე, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანენ ძენი შენნი და ასულნი შენნი, რომელნი ჰშვენ, და დაუკლენ იგინი კერპთა შესაჭმელად, ვითარცა მცირედ რაჲ მე ისიძვე.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასწყჳდენ შვილნი შენნი, და მიჰსცენ იგინი მართლ-უკუნ საქცეველად შენდა მათ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე იყო უფროჲს ყოველთა სიძვათა შენთა; და არა მოიჴსენე სიჩჩჳლისა შენისაჲ, დდესა მას ოდეს იგი იყავ შიშუელ და სარცხჳნელ. შესუარული სისხლსა შინა შენსა სცხოვნდი,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყავ ყოველსა თანა ბოროტსა შენსა, იტყჳს უფალი, და იშჱნე თავისა შენისა საყოფელი სასიძველი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰყავ თავისა შენისა გამოგებაჲ ვითარცა სავაჭროჲ, ყოველთა უბანთა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და დასაბამსა ყოველთა გამოსავალთასა <აღ>აშჱნენ სასიძველნი შენნი, და განჰრყუენ სიკეთე შენი, და განავლინენ ბარკალნი შენნი ყოველსა თანა-წარმავალსა გზისასა, და განამრავლენ სიძვანი შენნი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და ისიძევდ ძეთა მიმართ ეგჳპტისათა მოზღვარეთა შენთა სხეულ-/დიდთა, Page of ms. J: B71r  და მრავალ/-გზის ისიძვე განსარისხებელად ჩემდა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა, და აღვიღო შჯულიერებაჲ შენი, და მიგცე შენ სულთა მოძულეთა შენთასა, ასულთა უცხოთესლთასა, რომელთა განგდრიკეს შენ გზისაგან შენისა, და უღმერთო იქმენ,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და ისიძევდ ასულთა მიმართ ასურთასა, და არცაღა ეგრჱთ განსძეღ, და ისიძევდ და არა განსძღებოდე.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და განამრავლენ აღთქუმანი შენნი ქუეყანად მიმართ ქანაანელთა და ქალდეველთა; და არცაღა ამათ თანა გა<ნ>სძედ.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲ აღუთქუა ასულსა შენსა, იტყჳს უფალი უფალი. რამეთუ ჰყავ შენ ესე ყოველი დედაკაცისა მეძვისაჲ სამ წილ ასულთა შენთა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
სასიძველნი აშჱნენ ყოველსა დასაბამსა გზისასა, და ჰყავ სლვაჲ შენი ყოველთა უბანთა; და იქმენ ვითარცა მეძავი, რომელი შეიკრებნ სასყიდელსა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
დედაკაცი მემრუშჱ მსგავსი შენი, რომელი მიიღებნ სასყიდელსა ქმრისაგან თჳსისა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველთა მსიძავთა მისთა კუალად სასყიდელსა მისცემდა. და შენ სასყიდელსა მიჰსცემდ ყოველთა ტრფიალთა შენთა, და აღაგებდ მათ ტჳრთითა მოსლვად შენდა გარემოჲს სიძვითა შენითა;

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და გექმნა შენ გულარძნილება უფროჲს დედათა სიძვაჲ შენი, და შენ-ებრ არა ვინ ისიძვიდა, რომელი დაურთევდ სასყიდელსა, და სასყიდელი შენ არა გეცა, და იქმნა შენ თანა გულარძნილებაჲ.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მეძაო, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ;

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ამისთჳს რამეთუ მიჰფინე რვალი შენი, და გამოჩნდა სარცხჳნელი შენი სიძვითა შენითა ტრფიალთა მიმართ შენთა და ყოველთა მიმართ განზრახვათა შენთა, და სისხლითა შვილთა შენთაჲთა, რომელი მიეც მათ.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა მე შენ ზედა შევკრიბნე ყოველნი ტრფიალნი შენნი, რომელთა იგი აღერიე მათ შორის, და ყოველნი რომელნი შეიყუარენ მითურთ, რომელნი გძულდეს; და შევკრიბნე იგინი შენ ზედა გარემო, და გამოვაცხადო უკეთურებაჲ შენი მათ წინაშე და იხილნენ ყოველნი სარცხჳნელნი Page of ms. J: B71v  შენნი.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
და შურ-ვიგო შენგან შურის-გებაჲ მემრუშისაჲ,/ და დაგდვა შენ სისხლითა გულის-წყრომისა და შურისაჲთა.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიგცე შენ ჴელთა მათთა, და დაარღჳონ სასიძავი შენი, და დაჴსნენ საფუძველი შენი, და განგძარცონ შენ სამოსელი შენი, და მიგიღონ შენგან ჭური სიქადულისა შენისაჲ, და დაგიტეონ შენ შიშუელი და სარცხჳნელი.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვან<ნ>ენ შენ ზედა ერნი, და დაგკრიბონ შენ ზედა ქვაჲ; და დაგჭრან შენ მახჳლითა მათითა.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაწუნენ სახლნი შენნი ცეცხლითა, და ყონ შენ ზედა შურის-გებაჲ წინაშე დედათა მრავალთა. და მოგაქციო შენ სიძვისაგან შენისა, და სასყიდელსა არღა სცემდე.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივჰფინო რისხვაჲ ჩემი შენ ზედა, და აღვასრულო შური იგი ჩემი შენგან, და განვისუენო, და არღა ვზრუნვიდე.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
ამის თჳს, რამეთუ არა მოიჴსენენ დღენი სიჩჩჳლისა შენისანი, და შემაწუხებდ მე ამას ყოველსა ზედა, და აჰა ესერა მე გზანი შენნი თავსა შენსა ზედა მოგცნე, იტყჳს უფალი უფალი, და ესრეთ ჰყავ უღმრთოებაჲ ყოველთა თანა უშჯულოებათა შენთა.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე იგი არს ყოველი რომელი თქუეს იგავი შენთჳს. და თქუან, ვითარცა დედაჲ,

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
ეგრჱთცა ასული. ასული იგი დედისაჲ შენ ხარ, რომელმან განიშოვრის ქმარი თჳსი და შვილნი თჳსნი. და დათა შენთა რომელთა განიშოვრნეს ქმარი თჳსი და შვილნი თჳსნი. დედაჲ თქუენი ქეტელი, და მამაჲ თქუენი ამორეველი.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჲ თქუენი უხუცესი სამარიაჲ. იგი და ასულნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან მარცხენით შენსა. და დაჲ შენი უმრწემჱსი, რომელი დამკჳდრებულ არს მარჯუენით შენსა. სოდომაჲ და ასულნი მისნი.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
და არცა ეგრეთ გზათა მათთა-ებრ ხჳდოდე, და არცა უშჯულოებათა მათთა-ებრ ჰყავ მცირედ ღა; და გარდა-ვიდრე-მე-ჰმატე გზათა შენთა.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი უფალი, უკუეთუ სოდომამან ყო ეგრეთ და ასულთა მისთა, Page of ms. J: B72r  ვითარცა ეგე ჰყავ შენ და ასულთა შენთა./

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to armat   
გარნა ესე უშჯულოებაჲ სოდომელთაჲ, დისა შენისა, ამპარტავანებაჲ, სიმაძღრითა პურისაჲთა და ნაყოფიერებითა საშუებელთა მისთა, და ასულთა მისთაჲთა. ესე აქუნდა მას, და ასულთა მისთა, და ჴელსა დავრდომილისასა და გლახაკისასა არა აღუპყრობდეს,

Verse: 50   Link to mcatLink to septLink to armat   
და დიდად მაღლოვოდეს, და იქმოდეს უშჯულოებასა წინაშე ჩემსა, და აღვიხუენ იგინი ვითარცა იხილე.

Verse: 51   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამარიამან ზოგსცა შენსა არა ცოდა. და შენ განამრავლე უშჯულოებაჲ უფროჲს მისსა, და განამართლენ დანი შენნი ყოვლითა უშჯულოებითა შენითა, რომელსა იქმოდე.

Verse: 52   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ მოიღე ტანჯვაჲ შენი მისთჳს, რომელ განჰრყუნენ დანი შენნი უშჯულოებითა შენითა, რომელ უშჯულოჲ ჰქმენ უფროჲს მათსა, და განამართლენ იგი<ნი> უფროჲს შენსა, და შენ გრცხუენეს, და მიიღე გინებაჲ შენი განმართლებისათჳს დათა შენთაჲსა,

Verse: 53   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვაქციო გარემიქცევაჲ მათი, გარემიქცევაჲ სოდომისაჲ და ასულთა მისთაა. და მოვაქციო გარე-მიქცევაჲ სამარიაჲსაჲ და ასულთა მისთაჲ, და მოვაქციო გარე-მიქცევაჲ შენი შორის მათსა.

Verse: 54   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა მოიღო ტანჯვაჲ შენი, და საგინებელ იყო ყოველთაგან, რომელთა იქმოდე განსარისხებელად ჩემდა.

Verse: 55   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჲ შენი სოდომაჲ და ასულნი მისნი კუალად მოეგნენ, ვითარცა იყვნეს პირველ. და სამრიაჲ და ასულნი მისნი კუალად მოეგნენ, ვითარცა იყვნენ პირველ. და შენ და ასულნი შენნი კუალადვე მოგნეთ, ვითარცა იყვენით პირველად.

Verse: 56   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუმცა იყო სოდომაჲ დაჲ შენი, სასმენელსა შენსა და პირსა, დღეთა ამპარტავანებისა შენისათა,

Verse: 57   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრე გამოჩინებადმდე უკეთურებისა შენისა, ვითარცა ეგე აწ შენ საყუედრელ ხარ ასულთა ასურეთისათა, და ყოველთა გარემოთა მისთა, ასულთა უცხოთესლთასა, რომელნი მახლობელ არიან გარემო შენსა,

Verse: 58   Link to mcatLink to septLink to armat   
უღმრთოებანი შენნი და უშჯულოებანი შენნი მოიხუნენ, იტყჳს Page of ms. J: B72v  უფალი უფალი.

Verse: 59   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, და გიყო შენ/ ვითარცა ეგე შენ ჰყავ. ვითარცა ეგე შეურაცხ-ჰყავ გარდასლვად აღთქუმასა ჩემსა, რომელ იყო შენდა მიმართ.

Verse: 60   Link to mcatLink to septLink to armat   
<, , ,> დღეთა სიჩჩჳლისა შენისათა, და აღგიდგინო შენ აღთქუმაჲ საუკუნე.

Verse: 61   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგეჴსენნენ გზანი შენნი, და შეურაცხ-იქმნე, მოყვანებასა მას შენსა დათა შენთა უცხოთესლთასა, და მოგცნე შენ იგინი აღსაშჱნებელად, და არა აღთქუმისაგან შენისა.

Verse: 62   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვადგინო მე აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა, და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 63   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჲთა მოგეჴსენოს და გრცხუენოდის, და არა იყოს შენდა მერმე აღებად პირისა შენისა პირისაგან გინებულებისა შენისა, რაჟამს გილხინო მე შენ ყოვლისა მისთჳს რომელი ჰყავ, იტყჳს უფალი უფალი.;

Chapter: 17  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, მიუთხარ თხრობაჲ და არქუ იგავი სახლსა ისრაჱლისასა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეტყოდე მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; ორბმან დიდმან, და ფრთითა დიდმან, და გრძელმან ჰასაკითა, სავსემან ფრცხილითა, რომელსა აქუს მიმართებაჲ შესლვად ლიბანესა, მოიხუნა რჩეულთა ნაძუთა მისთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
მწუერვალნი სიჩჩოჲსა მისისანი მოჰკუეთნა, და მოიხუნა იგი ქუეყანად ქანაანისა, ქალაქსა მოზღუდვილსა დასხნა იგინი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღო თესლისაგან ქუეყანისა, და მოსცა იგი ველსა ნერგად წყალთა ზედა მრავალთა; სასხურად დააწესა იგი,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოსცენდა იგი და იქმნა ვენაჴად, უძლურ და მცირე სიდიდითა გამოჩინებად იგი, და რტონი მისნი ზედა, და ძირნი მისნი ქუე მისსა. და იქმნა იგი ვენაჴ, და ყვნა წიდნენი, და განირთხნა ბაბილონი თჳსნი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სხუაჲ ორბი დიდი; და დიდი ფრთითა მრავალი ფრცხილითა. და აჰა ესერა ვენაჴი იგი მოხუეულ იყო მას, და ძირნი მისნი მისა მიმართ, და რტონი მისნი განუტევნა მის Page of ms. J: B73r  ზედა ყოფად იგი მძორსა მას თანა ნერგისა/ მისისასა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ველსა კეთილსა წყალთა ზედა მრავალთა <, , ,> იგი, რაჲთა განმწჳსნეს, და მოიღოს ნორჩი, და გამოსცეს ნაყოფი, და რაჲთა იქმნეს ვენაჴ დიდ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; უკუეთუ წარიმართოს, ანუ არა ძირნი სიჩჩოჲსა მისისანი და ნაყოფი მისი დალპეს, და განჴმეს ყოველი პირველ აღმოცენებული მისი. და არა მკლავითა დიდითა და არცა ერითა მრავლითა აღმოიფხურეს იგი ძირითურთ მისით.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა განჴოხნების, ნუ უკუჱ წარემართოს, ანუ არა მობერვასა თანა ქარისა ცეცხლისასა განჴმეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ და მრქუა მე;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, არქუ სახლსა მას განმამწარებელთასა; არა იცითა რაჲ არს ესე. არქუ მათ; ოდეს მოვიდეს მეფჱ ბაბილონისაჲ იჱრუსალემდ, და წარიყვანოს მეფჱ მისი, და მთავარნი მისნი, და მიიყვანნეს იგინი მის თანა ბაბილონდ,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიყვანოს სამეუფოჲსა <გან> ნათესავისა, და დადვას მის თანა აღთქუმაჲ, და შეიყვანოს იგი წყევასა ქუეშჱ. და წინამძღუარნი ქუეყანისანი მიიყვანნეს,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა ყვნეს სამეუფო უძლურ ყოვლადვე, რაჲთა არა აღმაღლდენ, და რაჲთა დაიმარხონ აღთქუმაჲ მისი დამტკიცებად იგი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და განდგეს იგი მისგან, და მიავლინნეს მოციქულნი თჳსნი ეგჳპტედ, რაჲთა მოსცეს მას ცხენები და ერი მრავალი, უკუეთუ წარემართოს ანუ განერეს, რომელმან ქმნეს წინაა<ღ>დგომაჲ, და გარდაჴდეს აღთქუმასა, უკუეთუ განერეს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოველ ვარი მე, იტყჳს უფალი უფალი. უკუეთუ არა ადგილსა მას მეფჱ იგი, რომელმან მეფჱ ყო იგი. რომელმან შეურაცხ-ყო ფიცი იგი, და გარდაჰჴდა აღთქუმასა მას ჩემსა, რომელი ვყავ მის თანა, ბაბილონს შინა აღესრულოს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ძალითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ყოს მის თანა ბრძოლაჲ ფარაო, ლაშქრის მოდგმითა, და არდაბაგის შჱნებითა საისართაჲთა Page of ms. J: B73v  აღებად სულთა კაცთასა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეურაცხ-ყო/ ფიცი იგი, და გარდაჰჴდა აღთქუმასა. და აჰა ესერა მისცა ჴელი, და ესე ყოველი უყო მას, ნუ უკუჱ განერეს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ, ამას იტყჳს უფალი უფალი; ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა ამისთჳს, რამეთუ ფიცი ჩემი შეურაცხ-ყო, და აღთქუმასა ჩემსა რომელსა გარდაჰჴდა, მისთჳს მივაგო თავსა მისსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვჰმარტო მახჱ ჩემი, და შეიპყრას გარე-მოდგომითა მისითა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოვლითა განწყობითა მისითა, მახჳლითა დაეცნენ, და ნეშტნი იგი მათნი ყოველსა ქარსა განვაბნინე, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი ვიტყოდე.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი უფალი; და მოვიღო მე ნაძუთა მათგან, თხემისაგან გულისა მათისა მოვჰკუეთო, და დავჰნერგო მთასა მაღალსა,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვჰკიდო იგი; მთასა აღმაღლებულსა ისრაჱლისასა დავჰნერგო იგი, და გამოიღოს ნორჩი და ნაყოფი. და იყოს ნაძუად დიდად, და განისუენებდენ ქუეშჱ მისსა ყოველნი მფრინველნი, და ყოველნი მჴეცნი ველისანი საგრილსა მისსა ქუეშჱ განისუენებდენ, და რტონი მისნი კუალად მოეგნენ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან ყოველთა ხეთა ველისათა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან დავამდაბლი ხჱ მაღალი, და აღვამაღლი ხჱ მდაბალი. და განვაჴმო ხჱ ნედლი, და აღმოვაცენო ხჱ ჴმელი. მე უფალი ვიტყოდე და ვყო.;

Chapter: 18  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაჱლისათა, რომელი თქჳან ვითარმედ მამათა ჭამეს კაწახი, და ძეთა კბილნი მოჰლბეს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაჱლსა შორის.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარცა სული მამისაჲ, ეგრეცა სული ძისაჲ ჩემი არს. სულმან რომელმან ცოდოს, იგიცა მოკუდეს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო კაცი რომელი იყოს მართალ, რომელმან ქმნეს სიმართლჱ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მთათა ზედა არა ჭამოს, და თუალნი მისნი არა განუტევნეს გულის-/სათქუმელთა Page of ms. J: B74r  სახლისა ისრაჱლისათა./ და ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ არა შეაგინოს, და დედაკაცსა წიდოვნებასა მისსა რაჲ იყოს, არა შეეხოს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და კაცსა არა ჰმძლავროს, და ნაჴუთევი თანა-მდებსა მისცეს, და ნატაცები არა იტაცოს. პური მისი მშიერსა სცეს, და შიშუელი შემოსოს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვეცხლი თჳსი აღნადგინებად არა მისცეს, და აღნადგინები არა მოიღოს. და სიცრუვისაგან გარე-მოაქციოს ჴელი მისი. და საშჯელი სიმართლისაჲ ქმნეს შორის კაცისა და მოყუსისა მისისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბრძანებათა ჩემთა სრულ იყოს, და სამართალნი ჩემნი დაემარხნეს ყოფად იგინი. ესე-ვითარი ესე მართალი არს, ცხოვრებით ცხოვნდეს, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ შვეს მან ძჱ ბილწი და მთხეველი სისხლისაჲ და მოქმედი ცოდვისაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და გზასა მამისა მისისა მართლისასა არა ვიდოდის. არამედ მთათა ზედა ჭამა, და ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ შეაგინა,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავრდომილსა და გლახაკსა ჰმძლავრობდა, და ნატაცები იტაცა, და ნაჴუთევი არა უკუნსცა. და კერპთა მიმართ მიადგნა თუალნი თჳსნი. უშჯულოებაჲ ქმნა,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ვახშად ვეცხლი მისცა, და აღნადგინები მოიღო. ესე ცხოვრებით არა ცხონდეს, რამეთუ ესე ყოველნი უშჯულოებანი ქმნნა. სიკუდილით მოკ<უ>დეს, სისხლი მისი მის ზედა იყოს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ შვეს ძჱ, და იხილნეს ყოველნი ცოდვანი <მამისა მისისანი>, რომელნი ქმნნა, და შეიშინოს, და არა ყოს ეგრე სახედ. <15> მთათა ზედა არა ჭამა, და თუალნი თჳსნი არა მიადგნა გულის-სათქუმელთა სახლისა ისრაჱლისათა. და ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ არა შეაგინა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და კაცსა არა ჰმძლავრობდა; და ნაჴუთევი არა იჴუთა, და ნატაცები არა იტაცა. და პური თჳსი მშიერსა სცა, და შიშუელი შემოსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიცრუვისაგან გარე-მოაქცია ჴელი თჳსი; ვახში და აღნადბინები არა მოიღო, და სიმართლჱ Page of ms. J: B74v  ქმნა, და ბრძანებათა ჩემთა ვიდოდა./ არა მოკუდეს ესე ცოდვითა მამისა თჳსისაჲთა, არამედ ცხოვრებით ცხონდეს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მამამან მისმან ჭირი ვის მე აჭირვოს, და ნატაცები იტაცოს, და ბოროტი ქმნა<ს> შორის ერსა ჩემსა, ეგევითარი ეგე მოკუდეს სიცრუვითა თჳსითა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუენ სთქუთ, რაჲ არს ესე, რამეთუ არა მოიღო ცოდვაჲ მამისაჲ ძემან, რამეთუ ძემან მან სიმართლჱ ქმნა, და ყოველი შჯული ჩემი დაიმარხა და ქმნნა იგინი. ესე ცხორებით ცხონდეს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
სულმან რომელმან ცოდოს, იგი მოკუდეს. ძემან არა მოიღოს ცოდვაჲ მამისაჲ, არცა მამამან ცოდვაჲ ძისა თჳსისაჲ. სიმართლჱ მართლისაჲ მის ზედავე იყოს, და უშჯულოებაჲ უშჯულოჲსაჲ მის ზედავე იყოს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და უშჯულომან მან თუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა მისთა, რომელ ქმნნა, და მერმე დაიმარხნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ქმნეს სიმართლჱ და მოწყალებაჲ, ცხორებით ცხოვნდეს, და არა მოკუდეს.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი ცოდვანი მი<ს>ნი რაოდენნი ქმნნა, არა მოიჴსენნენ. სიმართლითა მისითა რომელ ქმნა მით ცხოვნდეს.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ნეფსით ვინებე სიკუდილი ცოდვილისაჲ, იტყჳს უფალი უფალი, არამედ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა ბოროტისა, და ცხოვრებაჲ მისი,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ კუალად მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა, და ქმნეს ბოროტი ყოვლისა მის-ებრ უშჯულოებისა, რომელ იგი ქმნა უშჯულომან, ყოველნი იგი სიმართლენი მისნი რომელ ქმნნა, არა მოიჴსენნენ, შეცოდებითა მისითა, რომელ ქმნა, ცოდვათაცა შინა მისთა, რომელ ცოდა, მასცა შინა მოკუდეს.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუენ სთქუთ. არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ. აწ ისმინე, სახლო ისრაჱლისაო, ნუ უკუე გზაჲ ჩემი არა მართალ არს, ანუ არა გზაჲ თქუენი ვიდრე მე არა მართალ არს.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნეს ცოდვაჲ, და მოკუდეს ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნა, მას შინაცა მოკუდეს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ მოაქციოს უშჯულომან მან უშჯულოებისაგან თჳსისა, რომელ Page of ms. J: B75r  ქმნა,/ და იქმოდის განკითხვასა და სიმართლესა, ამან სული თჳსი დაიმარხა,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაქცია ყოველთაგან უღმრთოებათა თჳსთა, რომელ ქმნ<ნ>ა, ცხოვრებით ცხოვნდეს, და არა მოკუდეს.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და იტყჳან ძენი ისრაჱლისანი, არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ; არა გზაჲ ჩემი არა მართალ არს. არამედ გზაჲ თქუენი არა მართალ არს, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცად-კაცადი გზათა-ებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, იტყჳს უფალი, მოიქეცით. და მოაქციეთ ყოველთაგან უშჯულოებათა თქუენთა, და არა იყვნეთ თქუენ სატანჯველად სიცრუვისა .

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქეცით თავით თჳსით, და განიშოვრენ<ი>თ თქუენგან ყოველნი უშჯულოებანი თქუენნი, რომელნი უშჯულოებანი ჰყვენ<ი>თ ჩემდამო, და ყავთ თავისა თქუენისა გული ახალი და სული ახალი. და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისაჲ მის, იტყჳს უფალი უფალი.;

Chapter: 19  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე გოდებაჲ მთავარსა მას ზედა ისრაჱლისასა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მას, რაჲსათჳს დედაჲ შენი, ვითარცა ლეკჳ შორის ლომთა ძოვდა, და შორის ლომთა განიმრავლნა ლეკუნი თჳსნი,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოხლდა ლეკუთა მიმართ, ლომ იქმნა, და ისწავა ტაცებაჲ ნატაცებთაჲ; კაცებსა ჭამდა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმა მისთჳს წარმართთა, განჴრწნილებასა მათს[ა] შეიპყრა, და მიიყვანეს იგი ჭიმითა ეგჳპტედ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილეს რამეთუ განდგომილ არს მისგან, წარწყმდა ძალი მისი. და მოიყვანა სხუაჲ ლეკუთაგან მისთა, ლომად დააწესა იგი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და იქცეოდა იგი შორის ლომთა, ლომ იქმნა, და ისწავა ტაცებაჲ ნატაცებისაჲ; <კაცებსა> ჭამდა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ძოვდა იგი სიხუესტითა თჳსითა, და ქალაქები მათი მოაოჴრა, და განრყუნა ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴმისაგან ზახებისა მისისა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოსცეს მის ზედა ნათესავთა სოფლებისაგან გარემო, და განჰმარტეს მის ზედა ბადე მათი; განჴრწნითა მათითა შეიპყრა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადვეს იგი Page of ms. J: B75v  ჭიმითა და გალი/აკითა; მოვიდა იგი მეფისა ბაბილოვნელთაჲსა, და შეიყვანეს იგი საპყრობილედ, რაჲთა არა ისმეს ჴმაჲ მისი მთათა ზედა ისრაჱლისა<თა>.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
დედაჲ შენი ვითარცა ვენაჴი. ვითარცა ყუავილი ბროწეულსა წყალთა ზედა დანერგული; მცენარჱ მისი და ნაყოფი მისი იყო წყალთაგან მრავალთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მისა კუერთხი ტოჰმთა ზედა წინამძღუართა, და განმწჳსნა სიდიდითა მისითა შორის ხეთა, და იხილა სიკეთჱ თჳსი სიმრავლითა რტოთა თჳსთაჲთა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიმუსრა გულის-წყრომითა, და დაეცა ქუეყანასა, და ქარმან ცხელმან განაჴმნა რტონი მისნი, და შური იძია მათგან, და განჴმა კუერთხი იგი ძლიერებისა მისისაჲ, და ცეცხლმან განლია იგი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ დაჰნერგეს იგი უდაბნოსა ქუეყანასა ურწყულსა.

Verse: 14   Link to septLink to armat   
და გამოჴდა ცეცხლი კუერთხისაგან რჩეულითა მისთაჲსა, და შეჭამა იგი, და არა იყო მას შინა კუერთხი ძლიერებისაჲ, ტოჰმი, იგავი გოდებისაჲ არს, და იყო<ს> გოდებად.;

Chapter: 20  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო წელსა მას მეშჳდესა, მეხუთესა თთუესა, მეათესა თთჳსასა, მოვიდეს კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათანი კითხვად უფლისაგან, და დასხდეს წინაშე ჩემსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, ეტყოდე მოხუცებულთა მაგათ ისრაჱლისათა და არქუ, ამას იტყჳს უფალი უფალი; უკუეთუ კითხვად ჩემდა მოსრულ ხართ თქუენ, ცხოველ ვარ მე, არა მიგიგო თქუენ სიტყუაჲ, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ არა შურის-გებით შური ვიძიო. ძეო კაცისაო, უშჯულოებანი მამათა მათთანი უწამენ მათ,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მათ. ამას იტყჳს უფალი უფალი; ვინაჲთ დღითგან სათნო ვიყავ სახლი ისრაჱლისაჲ, და გამოვეცხადე ნათესავსა სახლისა იაკობისსა, და გამო-ვე-მეცნე მათ ქუეყანასა ეგჳპტისასა, და აღუპყარ მათ ჴელი ჴელითა ჩემითა, და ვარქუ; მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა უპყარ მათ ჴელი ჴელითა ჩემითა გამოყვანებად მათა Page of ms. J: B76r  ქუეყანით/ ეგჳპტით, ქუეყანასა მას რომელი განუმზადე მათ, მადინებელი სძისა და თაფლისაჲ, გოლი არს იგი უმეტჱს ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ მათ; კაცად-კაცადმან თქუენმან საძაგელი თუალთა თქუენთაჲ განიშორეთ, და საქმითა ეგჳპტისაჲთა ნუ შეიგინებით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იგინი განდგეს ჩემგან, და არა ინებეს სმენად ჩემი. საძაგელებაჲ თუალთა მათთაჲ, არა განიშოვრეს, და საქმენი ეგჳპტისანი არა დაუტევნეს. და ვარქუ მიფენად გულის-წყრომაჲ ჩემი მათ ზედა, აღსრულებად რისხვაჲ ჩემი მათ შორის, ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეგრეთ ვყავ, რაჲთა ყოვლადვე სახელი ჩემი არა შეიგინოს წინაშე წარმართთა, რომელთა შორის არიან იგინი, და რომელთა შორის გამოვეცხადე მათ წინაშე მათსა, გამოყვანებად მათა ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიყვანენ იგინი უდაბნოდ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცენ მათ ბრძანებანი ჩემნი, და სამართალნი ჩემნი ვაუწყენ მათ. რომელმანმცა ყვნა იგინი კაცმან, და ცხონდა მათ შინა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და შაბათნი ჩემნი მივსცენ მათ, რ[აჲთა] იყოს შორის ჩემსა და შორის მათსა სასწაულად, რაჲთა უწყოდიან, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განვსწმედ მათ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ სახლსა ისრაჱლისასა უდაბნოსა ზედა, ბრძანებათა ჩემთა ვიდოდეთ, და არა ვიდოდეს; და სამართალნი ჩემნი განიშოვრნეს, რომელნიმცა ყვნა კაცმან, და ცხონდა მათ შინა. და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს ფ[რიად] და ვთქუ მიფენად გულის-წყრომაჲ მათ ზედა უდაბნოსა ზედა, რაჲთამცა აღვჴოცენ იგინი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეგრეთ ვყავ, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლითურთ არა შეიგინოს წინაშე წარმართთა, რომელთა თუალთა წინაშე მათთა გამოვიყვანენ იგინი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვიპყარ ჴელი ჩემი მათ ზედა უდაბნოსა ზედა, რაჲთურთით არა შეყვანებად მათა ქუეყანასა მას, რომელი იგი მივეც მათ, გამომ<ა>დინებელი სძისა და თაფლისაჲ; გოლი არს იგი უმეტჱს ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ სამართალნი ჩემნი განიშორნეს, და ბრძანებათა ჩემთა Page of ms. J: B76v  არა ვიდოდეს, და შაბათთა ჩემთა შეაგინებდე[ს],/ და შემდგომად ზრახვათა გულისა მათისათა ვიდოდეს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერიდა მათ თუალი ჩემი, რაჲთა არა აღვჴოცნე იგინი, და არა მოვასრულნე იგინი უდაბნოსა ზედა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ შვილთა მათთა უდაბნოსა ზედა; შჯულისა-ებრ მამათა თქუენთაჲსა ნა ხუალთ, და სამართალთა მათთა ნუ იმარხავთ, და სლვათა მათთა ნუ შეერევით.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, ბრძანებათა ჩემთა ვიდოდეთ, და სამართალთა ჩემთა იმარხევდით, და იქმოდეთ მათ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და შაბათნი ჩემნი წმიდა ყვენ<ი>თ, და იყოს სასწაულად შორის ჩემსა და თქუენსა, რაჲთა იცოდით რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და განმამწარეს მე შვილთაცა მათთა; ბრძანებათა ჩემთა არა ვიდოდეს, და სამართალნი ჩემნი არა დაიმარხნეს, რაჲთამცა ყვნეს იგინი. რომელმანმცა ყვნა იგინი კაცმან, ცხონდამცა მათ შინა. და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს, და ვთქუ მიფენად მათ ზედა გულის-წყრომაჲ ჩემი და რისხვაჲ ჩემი,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა ვყავ, რაჲთა ყოვლადვე სახელი ჩემი არა შეიგინოს წარმართთა მათ შორის, რომელთა თუალთა წინაშე მათთა გამოვიყვანენ იგინი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვიღე ჴელი ჩემი უდაბნოსა შინა მათ ზედა განბნევად მათდა წარმართთა შორის, და განთესვად მათა სოფლებსა შორის.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ სიმართალნი ჩემნი არა ყვნეს, და ბრძანებანი ჩემნი განიშორნეს, და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს, და შემდგომად განზრახვასა მამათა მათთასა იყვნეს თუალნი მათნი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე მივსცენ მათ ბრძანებანი არა კეთილნი, და სამართალნი რომლითა ვერ ცხონდენ მათ შინა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევაგინნე იგინი საქმითა მათითა და განსლვასა ჩემსა ყოვლისა მიმართ, რომელმან განაღოს საშოჲ, რაჲთა განვაქარვნე იგინი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ეტყოდე, ძეო კაცისაო, სახლსა მას განმამწარებელთასა, სახლსა ისრაჱლისასა, და არქუ მათ. ამას იტყჳს უფალი უფალი; და ვიდრე აქამომდე განმარისხეს მე მამათა თქუენთა შეცოდებითა მათითა, რომლითა იგი შემცოდეს მე.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და Page of ms. J: B77r  შე/ვიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომლისათჳს აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად მათა, და იხილეს მათ ყოველი ბორცჳ მაღალი, და ყოველი ხე ჩრდილოვანი. და უზორვიდეს მუნ კერპთა მათთა, და დააწესეს მუნ საყნოსელი სულნელებისაჲ, და შეწირეს მუნ მსხუერპ<ლ>ები მათი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ მათ; რაჲ არს ბაალი, რამეთუ მიხუალთ თქუენ მუნ. და ჰრქუეს სახელი მისი ბაალ, ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა. ამას იტყჳს უფალი უფალი; უკუეთუ თქუენ უშჯულობათა შინა მამათა თქუენთასა შეიბილწებით, და შემდგომად საძაგელებათა მათთა მიხუალთ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და პირველთა ნაყოფთა მისაცემელთა თქუენთასა, და განჩინებულთა შესაწირავთა თქუენთა შინა შეიგინებით, ვიდრე დღენდელად დღედმდე. და მიგიგო თქუენ სიტყუაჲ, სახლო ისრაჱლისაო. ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი უფალი, უკუეთუ მიგიგო თქუენ, და უკუეთუ მოგიჴდეს გულსა თქუენსა ესე.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა იყოს ვითარცა ეგე თქუენ იტყჳთ. ვიყვნეთ ვითარცა ყოველნი ნათესავნი და ტომნი ქუეყანისანი მსახურებად ძელთა და ქვათა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი უფალი. უკუეთუ არა ჴელითა მტკიცითა, და მკლავითა მაღლითა, <და> გულის-წყრომითა სასტიკითა ვმეფობდე თქუენ ზედა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოგიყვანნე თქუენ ერთაგან, და მოგიყვანნე თქუენ სოფლებისაგან, სადა იგი განბნეულ იყვენ<ი>თ მათ შორის ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლით[ა] და გულის-წყრომითა სასტიკ[ი]თა.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგიყვანნე თქუენ უ[დაბ]ნოსა ერთსა, და გეშჯოდი თქუენ მუნ პირის-პირ.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იგი ვეშჯოდე მამათა თქუენთა უდაბნოსა ზედა ეგჳპტისასა, ეგრეთ გსაჯნე თქუენ, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგიყვანნე თქუენ ქუეშე კუერთხსა ჩემსა, და შეგიყვანნე თქუენ რიცხჳთ.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვარჩინე თქუენგან უღმრთონი და განდგომილნი. და გამოვიყვანნე იგინი, და ქუეყანად ისრაჱლისა Page of ms. J: B77v  ვერ შევიდენ, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი./

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, ამას იტყჳს უფალი უფალი; კაცად-კაცადმან საქმენი თჳსნი განიშორენით, და მისა შემდგომად უკუეთუ ისმინოთ ჩემი, და უკუეთუ სახელი წიდაჲ ჩემი არა შეაგინოთ, არღარა ძღუენთა თქუენთათჳს და სლვათაებრ თქუენთა გიყო თქუენ.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ მთასა ჩემსა წმიდასა და ადგილსა მაღალსა, იტყჳს უფალი უფალი; მუნ მმონებდეს მე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ სრულიად, და მუნ შევიწირო, და მივჰხედო პირველთა ნაყოფთა თქუენთა, და პირველთა ნაყოფთა განჩემებულთა თქუენთასა.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
სულად სულნელად შეგიწყნარნე თქუენ, რაჟამს გამოგიყვანნე თქუენ ერთაგან, და შეგიწყნარნე თქუენ სოფლებისაგან, რომელთა იგი განბნეულ იყვენით მათ შორის. და წმიდა ვიყო მე თქუენ შორის წინაშე თუალთა ერისათა.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი, ოდეს შეგიყვანნე მე თქუენ ქუეყანასა მას ისრაჱლისასა, ქუეყანასა მას რომლისათჳს განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა თქუენთა.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიჴსენნეთ მუნ გზანი თქუენნი და სლვანი თქუენნი, რომლითა იგი შეიგინებოდეთ მათ შინა. და იცემდეთ პირთა თქუენთა ყოველთათჳს უკეთურებათა თქუენთა.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს გიყო მე თქუენ ესრეთ, რაჲთა სახელი ჩემი არა შეიგინოს გზათა-ებრ თქუენთა ბოროტთა, არცა საქმეთა-ებრ თქუენთა განხრწნილთა, იტყჳს ადონა უფალი.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი თემანსა ზედა, და მიხედე დაგონსა წინაწარმეტყუელებად მაღნარად მიმართ მთავრისა მიმართ ნაგებისა.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მთავარსა ნაგებისასა, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ; ამას იტყჳს ადონა უფალი. აჰა ესერა აღვაგზნე მე შენ შორის ცეცხლი, და შეჭამოს ხე ნედლი შენ შორის და ყოველ იხჱ ჴმელი. და არა დატრტეს ალი იგი აღგზებული, და დაიწუეს მის შორის ყოველი პირი მზის-აღმოსავალითგან და ჩრდილოდ.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი. აღვაგზენ იგი, და არა დაშრტეს./ Page of ms. J: B78r 

Verse: 49   Link to septLink to armat   
და ვთქუ; ნუ სადა, უფალო; იგინი მეტყჳან მე, ანუ არა იგავი თქუმული არს ესე.,

Chapter: 21  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი იჱრუსალემდ მიმართ, და მიიხილე სიწმიდეთა მიმართ მათთა, და წინაწარმეტყუელებდ ქუეყანად ისრაჱლისა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუ. ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე შენდამი ,და გამოვიტაცო ჴელის-საპყრობელი ჩემი გუამისაგან მისისა, და მოვსრა შენგან ყოველი ცრუჲ და უშჯულოჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იგი მოვსრა შენგან, ეგრევე მოისრას ჴელის-საპყრობელი ჩემი გუამისაგან მისისა ყოველსა ზედა ჴორციელსა მზის-აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილოდმდე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნას ყოველმან ჴორციელმან რამეთუ მე ვარ უფალი. გამოვსტაცე ჴელის-საპყრობელი ჩემი გუამისაგან მისისა, და არღარა მოაქციოს მერმე.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, სულთ-ითქუემდ შემუსრვასა ზედა წელთა შენთასა, და სალმობით სულთ-ითქუენ წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს უკუეთუ გრქუან, რაჲსათჳს სულთ-ითქუამ შენ, არქუ მათ; ჰამბავისა მისთჳს რამეთუ მოვალს. და შეძრწუნდეს ყოველი გული, და ყოველნი ჴელნი დაჴსნდენ, და განცივნეს ყოველი ჴორციელი და ყოველი სული, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა. აჰა ესერა მოვალს, და იყოს, იტყჳს ადონა უფალი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და არქუ; ამას იტყჳს ადონა უფალი. მახჳლო, მახჳლო, აღილესე და განრისხენ,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა ჰკლვიდე საკლველებსა. აღმახჳნი, რაჲთა იქმნე ბრწყინვალე, განმზადებულ დაჴსნად, მოჰსრევდ, და შეურაცხ-ჰყოფდ. და ეც ყოველი ხჱ;

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცა იგი, განმზადებული პყრობად ჴელსა მისსა. აღილესა მახჳლი, და მზა არს იგი, განმზადებულ მიცემად ჴელისა განგუმერელთასა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღად-ყავ და დაიყივლე, ძეო კაცისაო, რამეთუ ესე იყო ერსა შორის ჩემსა. ესე ყოველთა შორის წინამძღუართა ისრაჱლისათა, დაიმკჳდრონ მახჳლსა ზედა. ესე იქმნა ერსა ჩემსა. ამისთჳს დაიტყუელენ ჴელითა,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ განმართლებულ არს./ Page of ms. J: B78v  და რაჲ ეგე ხარ, ტომი განშოვრებული, და ეგე არა იყოს, იტყჳს ადონა უფალი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო; წინაწარმეტყუელებდ, და დაიტყუელე ჴელი ჴელსა, და დახარჱოდე მახჳლი. მესამე მახჳლი წყლულებისაჲ არს, მახჳლი წყლულებათაჲ არს დიდი, და განაკრთვნე იგინი,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა შეძრწუნდეს გული, და განმრავლდენ მოუძლურებულნი. ყოველთა ზედა ბჭეთა მიცემულ არიან კლვად მახჳლსა. კეთილ იქმნა კლვად, იქმნა იგი ბრწყინვალე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
განვლე, აღმახუენ, შეჰშჭამდი მარჯუენით და მარცხენით, ვიდრეცა პირმან შენმან მიიმართოს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მე დავიტყუელნე ჴელი ჴელსა, და მიუტეო მათ ზედა გულის-წყრომაჲ ჩემი. მე უფალი ვიტყოდე.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, განაწესენ თავისა შენისა ორნი გზანი. შესლვად მახჳლი მეფისა ბაბილონისაჲ, სოფლისაგან ერთისა გამოვიდენ გუნდნი ორნი. და ჴელი დასაბამსა გზისა ქალაქისასა თავსა გზისასა დააწესო.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
შესლვად მახჳლი რაბათდ ძეთა ამონისთა, და იდუმეად, და იჱრუსალემდ შორის მისსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ დადგეს მეფჱ ბაბილოვნისაჲ პირველსა მას გზასა თავსა ზედა ორთა გზათასა მისნობად მისნობისა, აღმოცენებად კუერთხი, და კითხვად გამოქანდაკებულთა, და ტყირბის მსტურობად. მარჯუენით მისსა

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
იყოს სამისნობელი იჱრუსალემდ მიმართ მოდებად მას ლაშქარი, და აღებად პირისა ღაღადებით, და აღმაღლებად ჴმაჲ ვალალებით, მოდგმად ლაშქარი ბჭეთა მისთა, და მოდებად მიწაჲ და შენებად საისართა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და თავადი იგი მათ მისნობით უმისნიდეს წინაშე მათსა, და მან მოაჴსენოს სიცრუვე მათი მოჴსენებად.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; რამეთუ მოიჴსენეთ თქუენ სიცრუვე თქუენი, Page of ms. J: B79r  რაჲთა განცხადნეს უღმრთოებაჲ/ თქუენი, და ჩნდენ ცოდვანი თქუენნი ყოველთა შინა უღმრთოებათა თქუენთა, და საქმეთა შინა თქუენთა, ამისთჳს რამეთუ მოიჴსენეთ, მათ შინაცა შეიპყრნეთ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, პილწო და უშჯულოო მთავარო ისრაჱლისაო, არღა მოწევნულ არს დღჱ ჟამსა სიცრუვისა. აღსასრული.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონა უფალი. აღიძარცუე ვარშამაგი, და აღიჴადე გჳრგჳნი. ესე არა ესე-ვითარი იყოს, დაამდაბლე მაღალი, და აღამაღლე მდაბალი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვდვა იგი სიცრუვედ, და არცა იგი ესე-ვითარი იყოს, ვიდრემდე მოვიდეს რომლისაჲ იგი ჯერ არს, და მივსცე მას.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ, და არქუ, ამას იტყჳს ადონა უფალი, ძეთა მიმართ ამონისთა, და ყუედრებისა მათისა; და არქუ მათ. მახჳლო, მახჳლო, აღმოჴდილო კლვად, და აღმოჴდილო მოსრულებად, აღდეგ რაჲთა ჰბრწყინვიდე,

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ხილვითა შენითა ამაოჲთა, და მისნობასა შენსა ტყუვილისასა, მიცემად შენდა ქედთა ზედა; წყლულთა ზედა უშჯულოთასა, რომელთაჲ მოვალს დღჱ ჟამსა სიცრუვისა. აღსასრული.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
მოიქეც; ნუ დაადგრები ადგილსა მას, რომელსა შობილ ხარ, ქუეყანასა თჳსსა შენსა გსაჯო შენ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივჰფინო შენ ზედა რისხვაჲ ჩემი; ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოვჰბერო შენ ზედა. და მიგცე შენ ჴელთა წარმართთასა, მოქმედთა ბოროტისათა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ცეცხლისა იყო შესაჭმელ, სისხლი შენი იყოს ქუეყანასა შინა, არა იყოს შენდა ჴსენებაჲ, რამეთუ მე უფალი უფალი ვიტყოდე.;

Chapter: 22  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, არა ჰსაჯოა ქალაქი ესე მოსისხლე, და უჩუენენ მას ყოველნი უშჯულოებანი მისნი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მას, იტყჳს ადონაჲ უფალი; ქალაქო მოსისხლეო, რომელმან დასთხიენ სისხლნი შორის შენსა, რაჲთა მოიწიოს ჟამი შენი, და ჰყოფდი Page of ms. J: B79v  შენ განზრახვასა გულისასა თავისა თჳსისათჳს შეგ/ინებად შენ<და>

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
სისხლითა მათითა, რომელნი დასთხიენ, და დაეცი, და გულის-სიტყჳთა შენითა, რომელსა ჰყოფდი მათ შინა შეიგინებოდე. და მოიახლენ ყოველნი დღენი შენნი, და მოიყვანენ ჟამნი წელთა შენთანი. ამისთჳს მიგეც შენ საყუედრელად წარმართთა, და საკიცხელად ყოველსა სოფლებსა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
მახლობელთა შენთა, და რომელნი შორს არიან შენგან, და გემღერდენ შენ არა-წმიდაო, სახელოვანო, და სავსეო მრავლითა უშჯულოებითა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მთავარნი სახლისა ისრაჱლისანი კაცად-კაცადი ნათესავისა თჳსისა თანა შეიგინებოდა შენ შორის, რაჲთა დასთხიო<ნ> სისხლი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მამისა და დედისათჳს ძჳრსა იტყოდეს შენ შორის, და მწირისა მიმართ სიცრუვით ვიდოდეს შენ შორის. ქურივსა და ობოლსა ჰმძლავრობდეს შენ შორის.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიწმიდეთა ჩემთა შეურაცხ-ჰყოფდეს, და შაბათთა ჩემთასა შეაგინებდეს შენ შორის.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცნი ავაზაკნი იყვნეს შენ შორის, რომელნი დასთხევდეს სისხლსა, და მთათა ზედა ჭამდეს შენ შორის, არა-წმიდებასა იქმოდეს შენ შორის.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სარცხჳნესლა მამისასა გამოაცხადებდეს შენ შორის, და არა-წმიდებასა შინა დედაკაცსა დაამდაბლებდეს შენ შორის.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცად-კაცადი ცოლსა მოყუსისა თჳსისასა უშჯულოებდეს შენ შორის, და თითოეული სძალსა თჳსსა შეაგინებდეს უშჯულოებით, და კაცად-კაცადი დასა თჳსსა, ასულსა მამისა თჳსისასა, დაამდაბლებდეს შენ შორის.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ქრთამსა მიიღებდეს შენ შორის, რაჲთა დასთხევდენ სისხლსა. ვახშსა და აღნადგინებსა მოიღებდეს შენ შორის. და აღვასრულო აღსასრული უკეთურებისა შენისაჲ მძლავრობით; ხოლო მე დამივიწყე შენ, იტყჳს ადონა უფალი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ დაგცე ჴელი ჩემი შენ ზედა, რომლისათჳს აღგისრულებიეს, და რომლისათჳს გიყოფიეს, და სისხლთა მათთჳს, რომელ ყოფილ არიან შენ შორის.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ Page of ms. J: B80r  დადგომით და დამი/დგეს გული შენი, ანუ თუ დამითმონ ჴელთა შენთა მათ დღეთა შინა, რომელთა ვყო მე შენ შორის. მე უფალი ვიტყოდე და ვყო.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგაბნიო შენ წარმართთა შორის, და მიმოგთესო შენ სოფლებსა შორის, და მოაკლდენ არა-წმიდებანი შენგან.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავიმკჳ<დ>რო შენ შორის წინაშე თუალთა წარმართთასა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, აჰა ესერა მექმნა მე სახლი ისრაჱლისაჲ აღრეულ, ყოველნი ვითარცა რვალი და რკინაჲ და ტყჳვი და ბრპენი შორის ვეცხლსა აღრეულ არნ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს ადონა უფალი; ამისთჳს რამეთუ იქმნენით ერთბამად აღრეულ, ამისთჳს მე შეგიყვანნე თქუენ შორის იჱრუსალემსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იგი შეიღიან რვალი და რკინაჲ და ტყჳვი <და ბრპენი> და ვეცხლი შორის საჴუმილსა გამობერვად იგი ცეცხლსა, და გამოდნობად, ეგრე შეგიყვანნე თქუენ რისხვითა ჩემითა, და შეგკრიბნე, და გამოვადნენე თქუენ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვჰბერო თქუენ ზედა ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა, და გამოსდნეთ შორის მისსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა გამოდნის ვეცხლი შორის ბრძმედთა, ეგრეთ გამოსდნეთ შორის მისსა, და ჰსცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი, და მივჰფინო რისხვაჲ ჩემი თქუენ ზედა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, არქუ მას, შენ ხარ ქუეყანაჲ უწჳმებელი, და არცა ცუარი იყო შენ ზედა დღესა რისხვისასა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლისა წინამძღუარნი მისნი, ვითარცა ლომნი მყჳრალნი შორის მისსა, იტაცებდეს ნატაცებსა. სულთა კაცთასა შეჰშჭამდეს მძლავრობით, და სასყიდელსა მოიღებდეს. ქურივნი შენნი განმრავლდეს შენ შორის.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
მღდელთა შენთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი, და შეაგინებდეს სიწმიდეთა ჩემთა. შორის წმიდასა და შეგინებულსა არა განაშორებდეს, და შორის გამორჩეულსა და განურჩეველსა არა განაყენებდეს, და შაბათთა ჩემთაგან დაიფარვიდეს Page of ms. J: B80v  თუალთა მათთა, და შევიგინებოდე შორის მათსა./

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და მთავარნი მისნი შორის მისსა, ვითარცა მგელნი იტაცებდეს ნატაცებსა დათხევად სისხლისა, რაჲთა ანგაჰრობასა ანგაჰრობდენ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინაწარმეტყუელნი მათნი ალბუნებდეს მათ, და დაეცნენ მხედველნი იგი ამაოჲსანი, რომელნი იმისნიდეს ტყუვილსა, და იტყოდეს; ამას იტყჳს უფალი, და უფალი არა ეტყოდა მათ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ერსა ქუეყანისასა გამოსწურავთ სიცრუვით, და მოიტაცებთ ნატაცებსა. დავრდომილსა და გლახაკსა ჰმძ<ლ>ავრობთ, და მწირისა მიმართ არა იქცევით მართლ.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვეძიებდ მათ შორის კაცსა, რომელიმცა ვიდოდა მართლ, მდგომარე წინაშე ჩემსა ყოვლითურთ ჟამსა ქუეყანისასა, რაჲთამცა სრულიად არა აღიჴოცა იგი, და არა ვპოვე.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივჰფინე მათ ზედა გულის-წყრომაჲ ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა აღსრულებად; გზანი მათნი თავთა მათთა ზედა მივაგე მათ, იტყჳს უფალი უფალი.;

Chapter: 23  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, Page of ms. J: B81r  ორნი/ დედანი იყვნეს, ასულნი ერთისა დედისანი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ისიძვიდეს ეგჳპტეს სიჭაბუკესა მათსა. მუნ დაეთხინეს ძუძუნი მათნი, და მუნ გარდაიჴადეს ქალწულებაჲ მათი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და სახელნი მათნი ოოლლია უხუცესი, და ოოლლიბა დაჲ მისი, და იყვნეს იგინი ჩემდა, და შვნეს ძეებ და ასულებ; და სახელნი მათნი სამარიაჲ ოოლლია და იჱრუსალემი ოოლლიბა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ისიძვიდა ოოლლია ჩემ წინაშე, და მიადგა ტრფიალთა თჳსთა ასურასტანელთა მახლობელთა თჳსთა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
შემოსილთა ჳაკინთინონითა, წინამძღუართა და ერის-თავთა, ჭაპუკნი რჩეულნი, ყოველნი მჴედარნი აღმჴედრებულნი ცხენებსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცა სიძვაჲ თჳსი მათ რჩეულთა ძეთა ასურთასა ყოველთა, და ყოველთა რომელთა თუალ-აგნა; და ყოვლითა გულის-თქუმითა თჳსითა შეიგინებოდა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიძვაჲ იგი თჳსი ეგჳპტისაჲ არა დაუტევა, რამეთუ მის თანა წვებოდეს სიჭაბუკესა მისსა, და მათ ქალწულებაჲ მისი გარდაიჴადეს, და ყვეს სიძვაჲ მათი მის თანა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს მივეც იგი ჴელთა ტრფიალთა მისთასა, ჴელთა ასურასტანელთასა, რომელთაცა თუალ-აგნა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
მათ გამოაცხადეს სარცხჳნელი მისი, ძენი და ასულნი მისნი წარიყვან<ნ>ეს, და თჳთ იგი მახჳლითა მოკლეს; და იქმნა იგი სასიტყუელ დედათა შორის, და შურის-გებაჲ ყვეს მის ზედა ასულთა მისთა მიმართ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილა დამან მისმან ოოლლიბა, და განრყუნა ზედა-დართვაჲ თჳსი უფროჲს მისსა, და სიძვაჲ თჳსი უფროჲს სიძვისა დისა თჳსისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეთა ასურასტანელთა მიექცა, მთავართა <და> ერის-თავთა მახლობელთა თჳსთა, შემოსილთა სამკაულითა, მჴედართა აღმჴედრებულთა ცხენთა ზედა, ჭაბუკნი რჩეულნი Page of ms. J: B81v  ყოველნი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე რამეთუ შეგინებულ არიან, გზაჲ ერთი/ ორთაჲვე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და შესძინა სიძვასა თჳსსა ზედა, და იხილნა კაცნი გამოხატულნი კედელსა, ხატნი გამოწერილნი ხატვით,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რომელთა ემოსა ჭრელებული წელთა მათთა, და ფარშამაგები ღებული თავთა მათთა. პირები ყოველთაჲ მსგავსი მსგავსად ძეთა ქალდეველთა ქუეყანისა მამულისა მათისაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუალ-აგნა მათ ხილვითა თუალთა მისთაჲთა, და მიავლინნა მოციქულნი მათა ქუეყანად ქალდეველთა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდეს მისა ძენი ბაბილონისანი საწოლად მოდგურთა, და შეაგინეს იგი სიძვითა მისითა, და შეიბილწა მათ შორის, და არა განეშორა სული მისი მათგან.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოაჩინა სიძვაჲ თჳსი, და განაცხადა სარცხჳნელი თჳსი, და განეშორა სული ჩემი მისგან, ვითარცა იგი განეშორა სული მისი მათგან, და გამოაჩინა სიძვაჲ თჳსი და განაცხადა სარცხჳნელი თჳსი და განეშორა სული ჩემი დისა მისისაგან, ვითარცა იგი განეშორა სული ჩემი დავითისა მამისა მისისაგან.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და განამრავლენ სიძვანი შენნი მოჴსენებად დღეთა სიჭაბუკისა შენისათაჲ, რომელთა ისიძევდ ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიექეც შენ ქალდეველთა, რომელთაჲ ვითარცა ვირთაჲ არს სხეულები მათი, და ქუქუნი ცხენთანი ვითარცა ქუქუნი მათნი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიხედენ უშჯულოებასა სიჭაბუკისა შენისასა, რომელსა იგი იქმოდე ეგჳპტეს სავანესა შენსა, სადა იგი ძუძუნი სიჭაბუკისა შენისანი დაეცნეს.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს, ოოლლიბა, ესრე იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე აღვადგინნე შენ ზედა ტრფიალნი შენნი, რომელთა განეშოვრა სული შენი, და მოგადგინნე იგინი შენ ზედა გარემო.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი ბაბილონისანი და ყოველნი ქალდეველნი, ფაკუელნი და სეკუელნი, და ყოველნი ძენი ასურასტანისანი, და მათ თანა ჭაბუკნი რჩეულნი წინამძღუარნი <და> ერის-თავნი, და ყოველნი მთავარნი და სახელოვანნი აღმჴედრებულნი ცხენებსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი მოვიდენ შენ ზედა ჩრდილოჲთ, ეტლები და ეტლის-თუალები კრებულისა თანა ერთაჲსა; ფარები და ჩელთები და მოგადგინონ Page of ms. J: B82r  მც<ვ>ელნი გარემო შენსა. და მოვსცე წინაშე პირსა მათსა/ საშჯელი, და შურ-იგონ შენ ზედა საშჯელითა მათითა,

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგცე შური ჩემი შენ ზედა, და ყონ შენ თანა რისხვითა გულის-წყრომისა ჩემისაჲთა. ცხჳრნი შენნი და ყურნი შენნი მოგკუეთნენ, და ნეშტნი შენნი მახჳლითა დაამჴუნენ, ძენი შენნი და ასულნი შენნი წარიყვანნენ, და ნეშტი შენი ცეცხლმან შეჭამოს.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგძარცონ შენ სამოსელი შენი, და წარიღონ ჭურჭერი სიქადულისა შენისაჲ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარე-მოვაქციო უმსახურებელბაჲ შენი შენგან, და სიძვაჲ შენი ქუეყანით ეგჳპტით, და ვერ მიადგნე თუალნი შენნი, და ეგჳპტჱ არღარა მოიჴსენო მერმე.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე მიგცე შენ ჴელთა მოძულეთა შენთასა, რომელთაგან განეშორა სული შენი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყონ შენ თანა სიძულილით, და წარიღონ ყოველი ნაშრომი შენი და ყოველი რუდუნებული შენი, და იყო შენ შიშუელ და სარცხჳნელ, და გამოცხადნეს სარცხჳნელი სიძვისა შენისაჲ და უღმრთოებისა შენისაჲ, სიძვამან შენმან

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
გიყო შენ ესე, რამეთუ ისიძევდ კუალსა წარმართთასა, და შეიბილწებოდე ზრახვითა მათითა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და გზასა დისა შენისასა ხჳდოდე, და მიგცე სასუმელი მისი ჴელსა შენსა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; სასუმელი დისა შენისაჲ შეჰსუა ღრმაჲ, და ვრცელი გარდამრჱ აღსრულებად სიმთრვალისა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჴსნითა აღივსო, სასუმელი დისა შენისაჲ სამარიაჲსაჲ, სასუმელი განრყუნილებისაჲ.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
შესუ იგი, და დღესასწაულნი მისნი <და> თთჳს-თავნი მოვაქცინე, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ დამივიწყე მე, და ზურგი შემაქციე მე, და შენცა მიიღე უღმრთოებისა შენისათჳს და სიძვათა შენთათჳს.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, არა ჰსაჯოა ოოლლიაჲ და ოოლლიბაჲ, და უთხრა მათ უშჯულოებაჲ მათი.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იმრუშებდეს, და სისხლი ჴელთა შინა მათთა, განზრახვითა მათითა იმრუშებდეს, და შვილნი მათნი Page of ms. J: B82v  რომელნი მიშვნეს მე, განჰყვანდეს იგინი/ ცეცხლსა.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
ვიდრე ესეცა მიყვეს მე; სიწმიდე ჩემი შეაგინეს, შაბათნი ჩემნი საძაგელ ქმნნეს.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
დაკლვითა მით შვილთა მათთაჲთა კერპთა მათთა, და შევიდოდეს სიწმიდეთა ჩემთა, რაჲთა შეაგინონ იგი, რამეთუ ესრეთ ჰყოფდეს შორის სახლსა ჩემსა.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და რამეთუ კაცთა მათ მომავალთა შოვრით, რომელთა იგი მოციქულთა მიუვლინებდეს მათ, და მოსლვასა ოდენ მათსა იბანებოდე, და იგრემლებდ თუალთა შენთა, და იმკვებოდე სამკაულითა.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჰშჯდი ცხედარსა ზედა დაგებულსა, და ტაბლაჲ აღგებული წინაშე შენსა, და საკუმეველი ჩემი და ზეთი ჩემი, და იხარებდეს მით.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჴმითა აღრეულითა განცხრებოდეს, და კაცთა სიმრავლისაგან კაცთაჲსა მოსრულთა უდაბნოჲთ, შეასხმიდეს სავლტესა ჴელთა მათთა, და გჳრგჳნსა სიქადულისასა თავსა მათსა.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვთქუ; ანუ არა ამათ შინა იმრუშებენ, და საქმისა-ებრ მეძვისა ისიძვა მან.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევ<ი>დოდეს მისა, ვითარცა იგი შევლენედ დედაკაცისა მეძვისა, ეგრე შევიდოდეს ოოლლიაჲსა და ოოლლიბაჲსა, რაჲთა იქმოდიან უშჯულოებასა.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
და კაცთა ამათ მართალთა შურ-იგონ მისგან შურის-გებითა მომრუშისაჲთა, შურის-გებითა სისხლთაჲთა, რამეთუ მომრუშენი არიან, და სისხლი ჴელთა შინა მათთა.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი; აღმოიყვანე მათ ზედა ერი, და მოეც მას შეძრწუნებაჲ და მიმოტაცებაჲ.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქვაჲ დაჰკრიბე მათ ქვისა დაკრებაჲ ერისაჲ, და დაჰგუმერდი მათ მახჳლითა მათითა. ძენი მათნი და ასულნი მათნი მოწყჳდნენ, და სახლები მათი დაწუან ცეცხლითა.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვაქციო უღმრთოებაჲ ქუეყანით, და განისწავლ<ნ>ენ ყოველნი დედანი, და არღარა ყონ უღმრთოებისაებრ მათისა.

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგეცნენ უღმრთოებანი თქუენნი თქუენ ზედა, და ცოდვანი განზრახვათა თქუენთანი მიიხუნეთ, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.; Page of ms. J: B83r 

Chapter: 24  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ/ წელსა მას მეცხრესა, თთუესა მეათესა, ათსა თჳს<ა>სა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, დაიწერე თავისა შენისა დღჱ ესე, ამიერ დღითგან ვინაჲთგან წარიტრა მეფჱ ბაბილოვნისაჲ იჱრუსალემით, ამიერ დღენდელით დღითგან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ სახლსა მას განმამწარებელთასა იგავი, და თქუ; ამას იტყჳს უფალი ადონაჲ; დადგი სიავი, და შთაასხ მას წყალი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შთაადგ მას დრონეული, ყოველი დრონი კეთილი, წჳვი და მჴარი, გამოშოვრებული ძუალისა გან;

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რჩეულთაგან საცხოვართა მართებულთაჲ, და ქუჱ შეუგზენ მათ ძუალი იგი, აღდუღდა შეიზრო, და შეგბა ძუალი მისი შორის მისსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ქალაქო მოსისხლეო, სიავო, რომელსა შინა არს გესლი მისი, და გესლი იგი არა გამოჴდა მისგან, ასოდ-ასოდი მისი გამოიღონ; არა გამოჴდა მას ზედა წილი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სისხლი მისი შორის მისსა არს, კლდესა მყარსა ზედა დავაწესე იგი; არა დავსთხიე იგი ქუეყანასა დაფარვად იგი მიწითა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა აღმოვიდეს გულის-წყრომაჲ შურის-გებად; შურის-გებად მივეც სისხლი მისი მყარსა ზედა კლდესა, რაჲთა არა დაეფაროს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; მე განვადიდო მუგუზი,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვამრავლო შეშაჲ, და აღვაგზნე ცეცხლი, რაჲთა დადნეს ჴორცი და მოაკლდეს წუენი,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადგეს იგი ნაკუერცხალთა ზედა, რაჲთა აღედვას და განჴურდეს რვალი მისი, და დადნეს შორის მისსა არა-წმიდებაჲ მისი, და მოაკლდეს გესლი მისი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა გამოვიდეს მისგან ფრიად გესლი, და ჰრცხუენეს გესლსა მას მისსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ შეიგინებოდე შენ, და რაჲ უკუეთუ არა განსწმიდნე შენ მერმე, აღ-ვე-ვავსო გულის-წყრომაჲ ჩემი შენგან.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
მე უფალი ვიტყოდე; და მოიწიოს და ვყო; არა ვყო შენდობა, არცა შევიწყალო; გზათა შენთა\\ებრ, Page of ms. J: B83v  და ზრახვათა შენთა-ებრ გსაჯო შენ,/ იტყჳს ადონაჲ უფალი. ამისთჳს მე გსაჯო შენ სისხლთა-ებრ შენთა, არა-წმიდაო სახელოვანო, ფრიად განმამწარებელო.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და მრქუა;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, აჰა ესერა მე მოვიხუნე შენგან გულის-სათქუმელნი თუალთა შენთანი განწყობით; არა დაიტყებო, არცა დაიტირო.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
სულთქუვითა სისხლითა ნაწლევთა, გლოვითა იყო შენ, არა იყოს თმაჲ შენი შეთხზულ შენ ზედა, და ჴამლნი შენნი ფერჴთა შენთა, არა ნუგეშინის-იცე ბაგითა მათითა, და პური კაცთაჲ ჰშჭამო.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვეტყოდე ერსა მას განთიად, ვითარცა იგი მამცნო მე უფალმან მიმწუხრი, და ეგრეთ ჰყავ განთიად, ვითარცა მიბრძანე მე.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე ერმან მან, არა მითხრაა ჩუენ, რაჲ არს ესე, რომელსა შენ იქმ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვარქუ მათ; სიტყუაჲ უფლისაჲ იყო ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუ სახლსა ისრაჱლისასა, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შევაგინო სიწმიდე ჩემი, შეკრებაჲ ძალისა თქუენისაჲ და გულის-სათქუმელი თუალთა თქუენთაჲ, და რომლისათჳს ერიდებიან სულნი თქუენნი, და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, რომელნი დაგიშთეს, მახჳლითა დაეცნენ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰყოთ ეგრე, ვითარცა სახედ ჰყავ პირისა განვე მათისა, არა ნუგეშინის იცნეთ, და პური კაცისაჲ არა ჰშჭამოთ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და გრძელი თმაჲ თავთა ზედა თქუენთა, და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა თქუენთა; არცა დაიტირნეთ, არცა დაიტყებნეთ, და დასდნეთ სიცრუვითა თქუენითა, და ევედრებოდით კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს იეზეკიელ თქუენდ<ა> ნიშად, ყოვლისა მის-ებრ რომელი ვყავ; ეგრე ყავთ, ოდეს მოიწიოს ესე, მაშინ სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, არა მას დღესა შინა, რომელსა დღესა მოვიღო ძალი მათი მათგან, სიმაღლჱ სიქადულისა მათისაჲ, გულის-სათქუმელი თუალთა Page of ms. J: B84r  მათთაჲ, აღსამაღლებელი სულისა მათისაჲ,/ ძენი მათნი და ასულნი მათნი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა მოვიდეს განრინებული შენდა თხრობად ყურთა შენთა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა აღეღოს პირი შენი განრინებულისა მის მიმართ, და მიერითგან არღარა დაჰყრუვდე, და იყო მათა ნიშად; და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.,

Chapter: 25  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეთა მათ ზედა ამონისთა. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ძეთა მიმართ ამონისთა, და წინაწარმეტყუელებდ მათა მიმართ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ ძეთა ამონისთა, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ; ამას იტყჳს უფალი, ამისთჳს რამეთუ მოგცხრა სიწმიდისათჳს ჩემისა, რამეთუ შეიგინა, და ქუეყანისათჳს ისრაჱლისა, რამეთუ მოოჴრდა, და სახლსა ზედა იუდაჲსსა, რამეთუ წარვიდეს ტყუედ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა მიგცნე თქუენ ჴელთა ძეთა კედემისთა სამკჳდრებელად, და დაიმკჳდრონ ყოვლითურთ ბანაკებით მათით თქუენ შორის, და აღჰმართონ კარვები მათი თქუენ შორის. მათ შეჭამონ ნაყოფი შენი, და მათ შესუან სიპოხჱ შენი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივჰსცნე მათ ქალაქნი ძეთა ამონისთანი საძოვრად აქლემთა მათთა, და ძენი ამონისნი საძოვრად ცხოვართა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ დაიტყუელენ ჴელითა, და იბგერდი ფერჴითა, და განიხარე გულითა შენითა ქუეყანისა მისთჳს ისრაჱლისა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა, და მიგცე შენ მიმოსატაცებელად თესლებსა შორის, და მოგსრა შენ ერთაგან, და წარგწყმიდო შენ წარწყმედით სოფელთაგან, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაბსა ზედა. ამას იტყჳს უფალი უფალი; ამისთჳს რამეთუ თქუეს მოაბ და სეირ, ანუ არა ვითარცა ყოველნი ნათესავნი, ეგრეცა სახლი ისრაჱლისაჲ და იუდაჲსი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა მე დავ<ა>რღჳო მჴარი მოაბისაჲ ქალაქთაგან მწუერვალთა Page of ms. J: B84v  მისთა, რჩეული ქუეყანაჲ, სახლი ბეთსიმოთისი ზემო კერძო წყა/როსა ქალაქისასა ზღჳთ კერძოჲსასა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეთა კედემისთა ვიდრე ძეთამდე ამონისთა მივსცე იგი სამკჳდრებელად, რაჲთა არა იყოს სამკჳდრებელი ძეთა ამონისთაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაბსა ზედაცა ვყო შურის-გებაჲ, და ცნან <რამეთუ> მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ედომელთა ზედა. ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ ყო იდუმეამან შურის-გებაჲ მათი შურის-მოგებად სახლსა ზედა იუდაჲსსა, და ძჳრი იჴსენეს, და შური მოიგეს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; განვირთხა ჴელი ჩემი იდუმეასა ზედა, და მოვსრა მისგან კაცი და საცხოვარი, და დავდვა იგი ოჴრად, და თემანით დევნულნი მახჳლითა დაეცნენ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვსცე შურის-გებაჲ ჩემი იდუმეასა ზედა ჴელითა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲთა, და ყონ იდუმეასა ზედა რისხვითა ჩემითა და გულის-წყრომითა ჩემითა, და ცნან შურის-გებაჲ ჩემი, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ფილისტიმელთა ზედა. ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ ყვეს უცხოთესლთა შურის-გებით, და აღადგინეს შურის-გებაჲ მოცხრომით გულითად აღჴოცად ვიდრე უკუნისამდე.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; მე განვირთხა ჴელი ჩემი უცხოთესლთა ზედა, და მოვსრნე მსაჯულნი, და წარვწყმიდნე დამკჳდრებულნი იგი ზღჳს-კიდისანი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვყო მათ შორის შურის-გებაჲ დიდი, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს მივსცე შურის-გებაჲ ჩემი მათ ზედა.;

Chapter: 26  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
წორსა ზედა. და იყო მეათერთმეტესა წელსა, ერთსა თჳსასა, იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, ამისთჳს რამეთუ თქუა წორ იჱრუსალემსა ზედა ვაშა, შეიმუსრა, წარწყმდეს წარმართნი, მოაქცია ჩემდა; სავსე იგი მოოჴრებულ არს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, სორ, და აღმოვიყვანნე შენ ზედა ერნი მრავალნი, ვითარცა Page of ms. J: B85r  იგი/ აღმოჴდის ზღუაჲ ღელვითა თჳსითა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაამჴუნენ ზღუდენი შენნი, და დაარღჳნენ გოდოლნი შენნი, და განვაქრიო მიწაჲ მისი მისგან, და მივსცე იგი კლდედ მოწრფელებულად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
საჴმობელად ბადეთა იყოს შორის ზღუასა, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე, იტყჳს ადონაჲ უფალი; და იყოს იგი წარსატყუენველ წარმართთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ასულნი მისნი ველსა ზედა მახჳლითა დაეცნენ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე მოვავლინო შენ ზედა, სორ, ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილონისაჲ, ჩრდილოჲთ; მეფჱ მეფეთაჲ არს იგი, ცხენებითა და ეტლებითა და მჴედრებითა და კრებულითა ნათესავთა მრავალთაჲთა ფრიად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამან ასულნი შენნი, რომელნი იყვნეს ველსა გარე, მახჳლითა მოსწყჳდნეს, და მოგცნეს შენ ზედა მჴუმილნი, და გარე-მოგაშენოს ზღუდე, და მოგადგას შენ ლაშქარი, და მოგადგინოს ერი ჭურვილი, და ლახურები მისი შენ წინაშე მოგადგას.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ზღუდენი შენნი და გოდოლნი შენნი დაამჴუნეს მახჳლითა თჳსითა,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმრავლითა ჰუნეთა მისთაჲთა დაგფაროს შენ მტუერმან მისმან, და ჴმისაგან ცხენთა მისთაჲსა და ეტლების-თუალთა <ეტლთა> მისთაჲსა შეიძრნენ ზღუდენი შენნი, შესლვასა მას მისსა ბჭეთა შენთა, ვითარცა ვინ შევალნ ქალაქად ველით.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
საჭურველითა ცხენთა მისთაჲთა დაითრგუნნენ უბანნი შენნი, ერი შენი მახჳლითა მოსრას, და სიმტკიცე ძალისა შენისაჲ ქუეყანად დასცეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარმოიღოს ძალი შენი, და წარტყუენოს ყოველი ნაყოფი შენი, და დასცეს ზღუდე შენი, და სახლნი გულის-სათქუმელნი შენნი დაარღჳნეს, და ქვანი შენნი და ძელი შენი და მიწაჲ შენი შორის ზღუასა შთაყაროს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და დააცხრვოს Page of ms. J: B85v  სიმრავლე სახიობელთა შენთაჲ, და ჴმაჲ შემასხმელთა შენთაჲ/ არღარა ისმეს მერმე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიგცე შენ კლდესა მყარსა ზედა, საჴმობელად ბადეთა იყო შენ, და არა აღიშჱნო, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე; იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი უფალი სორსა, ჴმისაგან დაცემისა შენისა სულთქუმასა შენსა წყლულებათათჳს მოკლვასა მახჳლითა შორის შენსა შეიძრნენ ჭალაკნი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარდამოჴდენ საყდართაგან მათთა ყოველნი მთავარნი ნათესავთა ზღჳსათანი, და აღიჴადნენ გჳრგჳნნი მათნი თავთაგან მათთა, და სამკაულნი თითოფერნი განიძარცუნენ, განკრთომით განჰკრთენ, და ქუეყანასა დასხდენ, და შეშინდენ წარწყმედისათჳს შენისა, და კუნესოდიან შენ ზედა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიღონ შენ ზედა გოდებაჲ, და გრქუან შენ, ვითარ დაირღჳ ზღჳთ, ქალაქი ეგე ქებული, რომელმან მიეც შიში შენი გარემო მკჳდრთა შენთა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეეშინეს ჭალაკთა დღითგან დაცემისა შენისაჲთ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ოდეს დაგდვა შენ ქალაქად მოოჴრებულად; ვითარცა ქალაქნი არა დამკჳდრებულნი, რაჟამს აღმოიყვანო შენ ზედა უფსკრული, და დაგფარონ შენ წყალთა მრავალთა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და შთაგიყვანო შენ შთამავალთა თანა მღჳმისათა ერისა მის საუკუნოჲსა, და დაგამკჳდრო შენ სიღრმესა ქუეყანისასა ვითარცა ოჴერი საუკუნე, და შთამავალთა თანა მღჳმისათა რაჲთა არა დაიმკჳდრო, არცა აღსდგე ცხორებასა.

Verse: 21   Link to septLink to armat   
წარსაწყმედელად მიგცე შენ, და არღარა იყო მერმე უკუნისამდე, იტყჳს ადონა<ჲ> უფალი.;

Chapter: 27  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, მიიღე გოდებაჲ სორსა ზედა, და არქუ სორსა, რომელი დამკჳდრებულ არს შესავალსა ზღჳსასა, სავაჭროსა ერთასა ჭალაკთაგან მრავალთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი სორსა, შენ სთქუ, მე შევიმოსე თავით ჩემით სიკეთჰ ჩემი;

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B86r  გულსა ზღჳსასა გეელიმ/ ძეთა შენთა შეგასხეს შენ სიკეთე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ნაძჳ სანერით გეშენა შენ, პებული ფიცართაჲ საროჲსაჲ ლიბანით მოგართუეს შენ საქმედ ნავის-სახერველთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ბასანით გიქმნნეს შენ საჭენი შენნი, ტაძარნი შენნი ქმნნეს პილოჲს-ძუალთაგან; სახლნი სერტყოვანნი ჭალაკთაგან ქეტიმისთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ბისონი ეგჳპტით ჭრელებული გიქმნიეს შენ სარეცელად შემოსად შენდა დიდებაჲ, და შემკობად შენდა ჳაკინთჱ და ძოწეული ჭალაკთაგან <ე>ლისეველთა, და გექმნა სამოსელი შენი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მთავართა შენთაჲ, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სიდონს, და არადიელნი იყვნეს მესაჭე შენდა. ბრძენნი შენნი, სორ, რომელნი იყვნეს შენ შორის, ესენი იყვნეს მენავე შენდა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მოხუცებულნი ბაბილონისანი და ბრძენნი მათნი, რომელნი იყვნეს შენ შორის, ესენი განაძლიერებდეს ზრახვასა შენსა, და ყოველნი ნავნი ზღჳსანი და საჭის-მხერვალნი მათნი გეყვნეს შე ნმზის-დასავალით მზის-დასავალთაჲთ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სპარსნი და ლჳდიელნი და ლჳბიელნი იყვნეს ძალად შენდა, კაცთა მბრძოლთა ფარები და ჩაფხუტები დაჰკიდეს შორის შენსა, ამათ მოგცეს დიდებაჲ შენი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი არადიელთანი <და> ძალი შენი ზღუდეთა შენთა, მც<ვ>ელნი გოდოლთა შენთა იყვნეს, კაბარჭები მათი დაჰკიდეს მთათა შენთა გარემო; ამათ სრულ ქმნეს სიკეთჱ შენი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
კარქედონელნი ვაჭრად შენდა სიმრავლისაგან ყოვლისა ძლიერებისა შენისა. ვეცხლი და ოქროჲ და რკინაჲ და რვალი და ტყჳვი და ბრპენი მოსცეს უბანთა შენთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ელადაჲ და ყოვლითურთ და გარემონი, ესენი ვაჭრობდეს შენ შორის სულსა კაცთასა; ჭურჭელი რვალისაჲ მოსცეს სავაჭროსა შენსა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
სახლისაგან თერგამაჲსა ცხენები და მჴედრები მოსცეს Page of ms. J: B86v  სავაჭროსა შენსა./

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი როდელთანი ვაჭარნი ჭალაკთაგან განამრავლებდეს სავაჭროთა შენთა შუვათაგან პილოჲსათა, და შემართუმელთა მათ მისცემდ სასყიდელსა შენსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
კაცთა სავაჭროდ შენდა სიმრავლისაგან მწირთა შენთაჲსა, შტახსი და თითოფერი ღებილი თარშით, და ლამოთი და ქორქორი მოსცეს სავაჭროსა შენსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ძენი იუდაჲსნი და ისრაჱლი ესენი ვაჭარ შენდა, იფქლისა ფრდითა, ნელსაცხებელი და კასიაჲ და თაფლი რჩეული და ზეთი და რეტინჱ მოსცეს სავაჭროთა შენთა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
დამასკჱ ვაჭარ შენდა სიმრავლისაგან ძალისა შენისა, ღჳნოჲ ქელბონით და მატყლი მილეტონით და ღჳნოჲ სავაჭროთა შენთა მოსცეს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ასაელით რკინაჲ ქმნული და ეტლის-თუალები მწირთა შორის შენთა არს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
დედანი ვაჭარ შენდა ცხენთაგან რჩეულთა ეტლებისათჳს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
არაბიაჲ, მთავარნი კედარისანი, ესენი ვაჭარ <შენდა> ჴელითა შენითა, აქლემებსა და ვერძებსა და ტარიგებსა, რომელსა გვაჭ<რ>ობდეს შენ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჭარნი საბაისანი და რაბაისანი, ესენი ვაჭარ შენდა სულნელითა რჩეულითა, და ანთრაკი კეთილი და ოქროჲ მოსცეს სავაჭროსა შენსა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
ქარრანი და ქაანანი ვაჭარ შენდა, ასურ და ქარმან, ესენი ვაჭარ შენდა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
მოაქუნდა სავაჭროჲ ჳაკინთჱ და საუნჯენი რჩეულნი შეკრულნი საგლებითა, და საროჲსა ნავებითა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
კარქედონელნი ვაჭარ შენდა, სიმრავლითა მწირთა შენთაჲთა აღივსე; და დაჰმძიმდი ფრიად გულსა ზღჳსასა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
წყალთა მრავალთა მოჰყვანდი შენ საჭეთა-მხერვალთა შენთა; ქარმან სამხრისამან შეგმურსა შენ გულსა ზღჳსასა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
რომლისა ძალი და სასყიდელი Page of ms. J: B87r  შენი და / მწირთა შენთაჲ, და საჭით-მხერვალნი შენნი, და ნავის-მთავარნი მოღუაწენი შენნი, თანა-მზრახვალნი შენნი და მწირნი შენნი, და მენავენი შენნი მწირთაგან შენთა, და ყოველნი მბრძოლნი კაცნი შენნი შენ შორის, და ყოველი კრებული შენი შროის შენსა დაეცნენ გულსა ზღჳსასა დღესა მას დაცემისა შენისასა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღადებისა-ებრ ჴმისა შენისა მენავეთ-მოღუაწეთა შენთა შეეშინა;

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და გარდამოჴდენ ნავით მათით ყოველნი საჭით-მხერვალნი და მას შინა მსხდომნი, და ყოველნი <ნავთა> მხერვალნი ზღჳსანი, და ქუეყანასა დადგენ,

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
ღაღად-ყონ ჴმითა დიდითა შენ ზედა. და ვალალ<ა>ებდენ მწარედ, და გარდაისხან მიწაჲ თავთა მათთა, და ნაცარი დაირიცონ.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღიღონ ძეთა მათთა გოდებაჲ, გოდებაჲ სორსა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
რაოდენ ანუ რაჲ ჰპოვე სასყიდელი ზღჳსაგან, აღავსენ ნათესავნი სიმრავლისაგან შენისა, და მწირთაგან შენთა განამდიდრენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ შეიმუსრე ზღუასა შინა, სიღრმესა წყლისასა მწირი შენი, და ყოველი კრებული შენი, და ყოველნივე შენ შორის დაეცნეს, და ყოველნივე საჭით-მხერვალნი შენნი.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
დამკჳდრებულნი ჭალაკთანი შეწუხნეს შენ ზედა, და მეფენი მათნი განკრთომით განჰკრთეს, განუკჳრდა და ცრემლოვოდეს პირნი მათნი.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
ვაჭართა წარმართთაგანთა დაისტჳნეს შენ ზედა, წარსაწყმედელ იქმენ, და არღარა იყო უკუნისამდე.,

Chapter: 28  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
მეფესა ზედა წჳრისასა. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა მას სორისასა, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ აღმაღლდა გული შენი, და სთქუ, ღმერთი ვარ მე, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ დავიმკჳდრე გულსა ზღჳსასა. ხოლო შენ კაცი ხარ, და არა ღმერთი, და ჰყავ გული შენი ვითარცა გული ღმრთისაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუჱ უბრძნეს ხარა შენ დანიელისა, ბრძენთა არა გასწავეს შენ მეცნიერებაჲ Page of ms. J: B87v  / მათი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუე მეცნიერებითა შენითა ანუ სიბრძნითა შენითა ჰყავ თავისა შენისა ძალი, და ვეცხლი და ოქროჲ საუნჯეთა შენთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ მრავლითა მეცნიერებითა შენითა და გულის-ჴმის-ყოფითა შენითა განიმრავლე ძალი შენი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; რამეთუ მიეც გული შენი ვითარცა გული ღმრთისაჲ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამის წილ აჰა ესერა მე მოვავლინნე შენ ზედა უცხოთესლნი ბილწნი ნათესავთაგან, და წარმოაცალიერნენ შენ ზედა მახჳლნი მათნი და სიკეთესა მეცნიერებისა შენისასა, დადვან სიკეთჱ ეგე შენი წარსაწყმედელად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და შთაგჴადონ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა წყლულებისაჲთა გულსა ზღჳსასა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ნუ უკუჱ იტყოდი და სთქუა; ღმერთი ვარი მე წინაშე მომკლველთა შენთა. ხოლო შენ კაცი ხარ, და არა ღმერთი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმრავლითა წინადაუცუეთელთაჲთა მოჰკუდე ჴელითა უცხოთესლთაჲთა, რამეთუ მე ვიტყოდე, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, მოიღე გოდებაჲ მთავარსა მათ ზედა სორისასა, და არქუ მას, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; შენ ხარ ბეჭედ აღტეხილებისა, მსგავსებაჲ და გჳრგჳნ სიკეთის.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
საშუებელსა სამოთხისა ღმრთისასა იყავ შენ. ყოველი ქვაჲ პატიოსანი შეგემოსა, სარდიონი და ტპაზიონი, და ზმარაგდი, ანთრაკი და საფირონი, და იასპი, და ვეცხლი და ოქროჲ, და ლიგჳრიონი და აქატჱ, და ამეთჳსტონი და ოქროქვაჲ, და ბჳრილიონი და ონჳქიონი. და ოქროჲთა აღავსენ საუნჯენი შენნი და საკრებელნი შენნი შენ შორის.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ვინაჲთ დღითგან დაებადე შენ ქერობინისა თანა, დაგადგინე შენ მთასა წმიდასა ჩემსა; იყავ შენ შორის ქვათა ცეცხლისათა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ხჳდოდე შენ უბიწოდ დღეთა შენთა, ვითაჲთ დღითგან დაებადე შენ ვიდრე დღედმდე, ოდეს იპოვა შენ თანა სიცრუვჱ./ Page of ms. J: B88r 

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმრავლისაგან სავაჭროთა შენთაჲსა აღავსენ საუნჯენი შენნი უშჯულოებითა, და სცოდე, და იწყალ; და მთისაგან ღმრთისა გარდაგიყვანა შენ ქერობინმან შორის ქვათა მათგან ცეცხლისათა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
აღმაღლდა გული შენი სიკეთითა შენითა, განიჴრწნა მეცნიერებაჲ შენი სიკეთისა შენისა თანა, სიმრავლისათჳს ცოდვათა შენთაჲსა. ქუეყანად გარდაგაგდე შენ; წინაშე მეფეთა მიგეც შენ განსაოხებელად.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
სიმრავლითა ცოდვათა შენთაჲთა და სიცრუვითა სავაჭროთა შენთაჲთა შეიგინნეს ტაძარნი შენნი, და გამოვიღო ცეცხლი შორის შენსა, ამან შეგჭამოს შენ, და მიგცე შენ ნაცრად ქუეყანასა შენსა წინაშე ყოველთა მხედველთა შენთა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველთა რომელთა გიცოდიან შენ წარმართთა შორის შეწუხნენ შენ ზედა. წარსაწყმედელ იქმენ, და არღარა იყო უკუნისამდე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
სიდონისათჳს. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 21   Link to septLink to armat   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი სიდონსა ზედა, და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, სიდონ, და ვიდიდო შენ შორის, და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს ვყო მე შენ შორის საშჯელი, და განვწმიდნე შენ შორის.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
სისხლი <და> სიკუდილი უბანთა შენთა, და დაეცნენ წყლულნი მახჳლითა შენ შორის გარემო შენსა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა იყვნენ მერმე სახლსა ისრაჱლისა<სა> საწერტელ სიმწარის და ეკალ სალმობის გარემოთაგან მათთა, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ მათ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი,

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი; შევკრიბო ისრაჱლი წარმართთაგან, სადა იგი განიბნინეს მუნ, და განვწმიდნე მე მათ შორის წინაშე ერთა და წარმართთა, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა მათსა, რომელი მივეც მონასა ჩემსა იაკობს.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრნენ მას ზედა სასოებით, და იშენონ სახლები, და დაჰნერგნენ ვენაჴოვანნი, და დაეშჱნნენ მათ შინა სასოებით, რაჟამს ვყო საშჯელი/ Page of ms. J: B88v  ყოველთათჳს შეურაცხის-მყოფელთა მათთა, ყოველთა, რომელნი არიან გარემო მათსა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, და ღმერთი მამათა მათთაჲ.;

Chapter: 29  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
წელსა მას მეათესა, მეათერთმეტესა თთუესა, ერთსა მის თთჳსასა, იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ფარა<ო>ჲს მიმართ, მეფისა ეგჳპტისა, წინაწარმეტყუელებდ მის ზედა და ყოველსა ზედა ეგჳპტესა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, ვეშაჴსა მაგას დიდსა, რომელი ზის შორის მდინარეთა მისთა, რომელი იტყჳს, ჩემნი არიან მდინარენი, და მე შევქმნენ იგინი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და <მე> მოვსცე მახჱ ღაწუთა შენთა, და გამოგაგნე თევზნი მდინარეთა შენთანი ფრთეთა შენთა, და აღმოგიყვანო შენ შორის მდინარისაგან შენისა, და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაგამჴუა შენ ადრე, და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი, პირსა ზედა ველისასა დაეცე, და არა შეჰკრბე, არცა შე-ვინ-გმოსოს. მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა მიგეც შენ შესაჭმელად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან ყოველთა მკჳდრთა ეგჳპტისათა რამეთუ მე ვარ უფალი, ამისთჳს რამეთუ ექმენ კუერთხ ლერწმის სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდეს და გიპყრა შენ ჴელსა მისსა, შეიმუსრე, და ოდეს დაიტყუელნა მათ ზედა ყოველმან <ჴელმან>, და ოდეს განისუენებდა შენ ზედა, განსტყდი და შეჰმუსრე ყოველი ძალი მათი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრეთ იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე მოვჰჴადო შენ ზედა მახჳლი, და წარვწყმიდნე კაცნი შენგან და საცხოვა<რ>ნი ქუეყანით.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ წარწყმედილ და ოჴერ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, ამისთჳს რამეთუ სთქუ შენ, ჩემნი არიან მდინარენი, და მე შევქმნენ იგინი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აჰა ესერა მე შენ ზედა და მდინარეთა შენთა ზედა, და მივსცე ქუეყანაჲ Page of ms. J: B89r  ეგჳპტისაჲ ოჴრად და წარსაწყმედელად, მაგდოლაჲთგან და/ სჳჰენჱთ ვიდრე საზღვრადმდე ეთიოპისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
არა განვიდეს მიერ ფერჴი კაცისაჲ, და ფერჴმან საცხოვრისამან არა დათრგუნოს იგი, და არა დაემკჳდროს ორმეოც წელ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე ქუეყანაჲ მისი წარსაწყმედელად შორის ქუეყანასა მოოჴრებულსა, და ქალაქნი მისნი შორის ქალაქთა მოოჴრებულთა იყვნენ ორმეოც წელ; და განვაბნიო ეგჳპტჱ თესლებსა შორის, და განვაქრინე იგინი სოფლებსა შორის.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი; შემდგომად ორმეოცისა წლისა შევკრიბნე ეგჳპტელნი ნათესავთაგან, სადა იგი განბნეულ იყვნეს მუნ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვაქციო ტყუჱ ეგჳპტისაჲ, და დავამკჳდრნე იგინი ქუეყანასა ფათურესასა, ქუეყანასა მას, ვინაჲცა მოიყვანნეს, და იყოს სამთავრო მცირე.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
უმცირეს ყოველთა სამთავროთა, და არღარა მაღლო<ო>დის მერმე ნათესავთა ზედა, და შევამცირნე იგინი, რაჲთა არა იყვნენ მრავალ თესლებსა შორის.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა იყვნენ სასო სახლისა ისრაჱლისა მომაჴსენებელად უშჯულოებისა, რაჲთა არა შეუდგენ იგინი კუალსა მათსა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი უფალი;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ოც და მეშჳდესა წელსა, ერთსა თთჳსა მის პირველისასა, იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, დაიმონა თავისა თჳსისა ძალი მონებითა დიდითა ტჳროსით კერძო, ყოველსა თავსა სიმტიერჱ, და ყოველი მჴარი მოდრკეს, და სასყიდელ არა ეცეს მას და ერსა მისსა ტჳროსად მიმართ, და მონებისა რომელსა ჰმონებდა მის ზედა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონა<ჲ> უფალი; აჰა ესერა მე მივსცემ ნაბუქოდონოსორს, მეფესა ბაბილონისასა, ქუეყანასა ეგჳპტისასა, და წარმოიღოს ნატყუენავი მისი, და აღიჭრეს ავარი მისი, და იყოს სასყიდელი ძალისა მისისა. Page of ms. J: B89v 

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
მსახურებისა მის წილ, რომელსა ჰმონებდა ტჳროსით/ კერძო, მივეც მას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ. ამას იტყჳს ადონაჲ უფალი;

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა აღმოუცენდეს რქაჲ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა, და შენ მოგცე პირი აღებული შორის მათსა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.;

Chapter: 30  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ, და თქუ. ამას იტყჳს ადონა<ჲ> უფალი; დღჱ,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ახლოს არს დღჱ იგი უფლისაჲ, აღსასრული თესლებისაჲ მოიწევის.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მახჳლი ეგჳპტელთა ზედა, და იყოს შეძრწუნებაჲ ეთიოპიას, და დაეცნენ წყლულნი ეგჳპტეს, და დაირღუენ საყოფელნი მისნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
სპარსნი და კრეტელნი და ლუდიელნი და ლჳბიელნი, და ყოველნი მწირნი, ძენი იგი აღთქუმისა ჩემისანი, მათ თანა მახჳლითა დაეცნენ მას შინა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაეცეს სიმტკიცე ეგჳპტისაჲ, და დამდაგლდეს გინებაჲ ძლიერებისა მისისაჲ მაგდალოჲთბან ვიდრე სჳჰენედმდე, მახჳლითა დაეცნენ მას შინა, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოოჴრდენ შორის სოფელთა მოოჴრებულთა, და ქალაქნი მათნი შროის ქალაქთა მოოჴრებულთა იყვნენ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს მოვსცე ცეცხლი ეგჳპტესა, და შეიმუსრნენ ყოველნი შემწენი მისნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა გამოვიდენ ანგელოზნი მოწრაფენი განრყუნად ეთიოპიაჲსა, და იყოს აღტეხაჲ მათ შორის დღესა მას ეგჳპტისასა, რამეთუ აჰა ესერა მოვალს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, და წარვწყმიდო სიმრავლე ეგჳპტელთაჲ ჴელითა ნაბუქოდონოსორისითა, მეფისა ბაბილოვნისაჲთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴელითა მისითა და ერისა მისისაჲთა, ბილწნი წარმართთაგანნი მოვლინებულნი წარწყმედად ქუეყანისა, და იჴადნენ ყოველთა მახჳლნი ეგჳპტესა ზედა, და აღივსოს ქუეყანაჲ წყლულთაგან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე მდინარენი მათნი ოჴრად; წარვწყმიდო ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴელითა უცხოთესლთაჲთა, რამეთუ მე Page of ms. J: B90r  უფალი ვიტყოდე./

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; წარვწყმიდნე დიდებულნი მემფით, და ქუეყანასა ეგჳპტისასა მთავარნი არღარა იყვნენ მერმე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვწყმიდო ქუეყანაჲ ფათურესაჲ, და მოვჰსცე ცეცხლი თანისსა ზედა, და ვყო შურის-გებაჲ დიოსპოლისს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივჰფინო გულის-წყრომაჲ ჩემი საინსა ზედა, ძალსა მას ეგჳპტისასა, და წარვწყმიდო სიმრავლჱ მემფლეთაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა, და შეძრწუნებით შეძრწუნდეს სჳჰეჱ, და დიოსპოლისს იყოს განხეთქაჲ, და განფინნენ წყალნი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ჭაბუკნი მზის-ქალაქისანი და ბუბასტესანი მახჳლითა დაეცნენ, და ცოლნი მათნი ტყუედ წარვიდენ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტაფანსა ზედა დაბნელდეს დღჱ, რაჟამს შევმუსრო ტომი ეგჳპტისაჲ, და წარვწყმიდო გინებაჲ ძლიერებისა მისისაჲ, და იგი ღრუბელმან დაფაროს, და ასულნი მათნი ტყუედ წარიყვანნენ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვყო საშჯელი ეგჳპტეს, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მეათერთმეტესა წელსა, პირველსა თთუესა, შჳდსა მას თთჳსასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, მკლავნი ფარაო, მეფისა ეგჳპტისანი, შევმუსრენ, და არა შეიხჳნეს, მიცემად მას კურნებაჲ, მიცემად მის ზედა სალბუნი, მიცემად ძალი პყრობად მახჳლისა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე ფარაოს ზედა მეფისა ეგჳპტისასა, და შევმუსრნე მკლავნი მისნი ძლიერნი და განრთხმულნი, და დაუგდო მახჳლი მისი ჴელისაგან მისისა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაბნიო ეგჳპტჱ თესლებსა შორის, და განვაქრინე იგინი სოფლებსა შორის.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, და მივსცე მახჳლი ჩემი ჴელთა Page of ms. J: B90v  მისთა, და ეგჳპტესა ზედა მოავლინოს მახჳლი იგი, და წარიღოს/ ავარი მისი, და წარტყუენოს ნატყუენავი მისი.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, და ფარაოჲსნი დაეცნენ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს მივსცე მე მახჳლი ჩემი ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და განირთხას იგი ქუეყანასა ეგჳპტისასა .

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვსთესო ეგჳპტჱ თესლებსა შორის, და განვაბნინე იგინი სოფლებსა შორის, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.;

Chapter: 31  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მეათერთმეტესა წელსა, და მესამესა თთუესა, ერთსა მის თთჳსასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, არქუ ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და სიმრავლესა მისსა, ვის ამსგავსე თავი შენი სი<მ>აღლითა შენითა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა ასურ ვითარცა საროჲ ლიბანისაჲ, და კეთილ მორჩითა, და მაღალ სიდიდითა, და შორის ღრუბელთა იყო მწუერვალი მისი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
წყალმან განზარდა იგი, და უფსკრულმან აღამაღლა იგი; მდინარენი <მისნი> მოადგინნა გარემო ნერგთა მისთა, და სიჴშიერე რტოთა მისთაჲ განავლინა ყოველთა მიმართ ხეთა ველისათა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აღმაღლდა სიდიდე მისი ყოველთა ზედა ხეთა ველისათა, და განვრცნეს რტონი მისნი წყალთაგან მრავალთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
მორჩთა მისთა ზედა დაიბუდნეს ყოველთა მფრინველთა ცისათა, და ქუეშჱ რტოთა მისთა შობდეს ყოველნი ნადირნი ველისანი, საგრილსა მისსა დაემკჳდრნეს ყოველნი სიმრავლენი თესლებისანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო იგი კეთილ სიმაღლითა თჳსითა, და სიმრავლითა რტოთა მისთაჲთა, რამეთუ იყვნეს ძირნი მისნი წყალთა მრავალთა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და სარონი არა ეგე-ვითარ იყვნეს სამოთხესა ღმრთისასა, და ფიჭუნი არა მსგავს იყვნეს მორჩთა მისთა, და ფინიკნი არა მსგავს იყვნეს რტოთა მისთა, და ყოველი ხჱ სამოთხესა ღმრთისასა არა მსგავს იყო სიკეთესა/ Page of ms. J: B91r  მისსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიმრავლითა რტოთა მისთაჲთა, და ეშურობდეს მას ხენი საშუებელისა სამოთხისა ღმრთისანი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, ამისთჳს რამეთუ იქმენ დიდ სიდიდითა, და მისწუადენ მწუერვალნი შენნი შორის ღრუბელთა, და ვიხილე იგი აღმაღლებასა მისსა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივეც იგი ჴელთა მთავრისა წარმართთაჲსა, და ყო წარწყმედაჲ მისი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოსრეს იგი უცხოთა ბილწთა წარმართთაგანთა, და დაამჴუეს იგი მთათა ზედა, და ყოველსა ჴევნებსა დაეცნეს რტონი მისნი, და შეიმუსრა ხჱ მისი ყოველსა ველსა ქუეყანისასა, და გარდამოჴდეს საფარველისაგან მისისა ყოველნი ერნი თესლებისანი, და დატკებნეს იგი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
დაცემასა მას მისსა განისუენეს ყოველთა მფრინველთა ცისათა, და ხესა მას ქუეშჱ იყვნეს ყოველნი მჴეცნი ველისანი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა არა აღმაღლდენ სიდიდითა მათითა ყოველნი ხენი, რომელნი არიან წყალთა ზედა, და არა მისწუადნენ მწუერვალნი მათნი შორის ღრუბელთა, და არა დადგეს სიმაღლესა მათსა; და ყოველნი რომელნი სუმიდეს მათ თანა წყალსა, ყოველნივე მიეცნეს სიკუდიდ სიღრმესა ქუეყანისასა შორის ძეთა კაცთასა შთამავალთა მღჳმისათა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, რომელსა დღესა შთაჴდა ჯოჯოხეთა, ეგლოვდა მას უფსკრული, და ზედა-მიადგინნა მდინარენი მისნი, და დავაყენენ წყალნი მრავალნი, და დააბნელა მას ზედა ლიბანემან, და ყოველნი ხენი ველისანი მის ზედა დაჴსნდეს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴმისაგან დაცემისა მისისა შეიძრნეს წარმართნი, ოდეს იგი შთაიყვანებდეს მას ჯოჯოხეთა შთამავალთა თანა მღჳმესა, და ნუგეშინის-სცემდეს მას ქუეყანასა ქუეშჱ ყოველნი ხენი საშუებელისანი და რჩეულნი ლიბანისანი, ყოველნი, რომელნი სუმენ წყალსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ იგინიცა შთავიდეს ჯოჯოხეთსა მის თანა წყლულთა შორის მახჳლისაგან, და თესლნი მისნი რომელნი მკჳდრ Page of ms. J: B91v  იყვნეს ქუეშჱ საფარველსა მისსა,/ შორის ცხორებასა მათსა წარწყმდეს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ვის ემსგავსე შენ, გარდაგუალე და შთაჴედ შენ ხეთა თანა საშუებლისათა სიღრმესა ქუეყანისასა. შორის წინადაუცუეთელთა დაიძინო წყლულთა თანა მახჳლისათა, ესრეთ ფარაო და ყოველი სიმრავლჱ ძლიერებისა მისისაჲ, იტყჳს უფალი უფალი.

Chapter: 32  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მეათორმეტესა წელსა, და მე<ა>თორმეტესა თთუესა, ერთსა მის თჳსასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, მოიღე გოდებაჲ [!] ფარაოს ზედა, მეფესა ეგჳპტისასა, და არქუ მას. ლომსა წარმართთასა ემსგავსე შენ, და ვითარცა ვეშაპსა, რომელი არს ზღუასა შინა, ურქენდი მდინარეთა შენთა; და აღამრღუევდ წყალთა ფერჴითა შენითა, და დასთრგუნევდ მდინარეთა შენთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; და გარე-მოგადგა შენ ბადჱ ერთა მრავალთაჲ, და აღმოგიყვანო შენ სამჭედურითა ჩემითა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგართხა შენ ქუეყანასა ზედა, და ველნი განძდენ შენგან, და დაგასხა შენ ზედა ყოველი მფრინველი ცისაჲ, და განვაძღნე შენგან ყოველნი მჴეცნი ყოვლისა ქუეყანისანი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე ჴორცნი შე<ნ>ნი მთათა ზედა, და აღვავსნე იგინი სისხლითა შენითა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოირწყოს ქუეყანაჲ გამონადინებითა შენითა, სიმრავლისა მისგან შენისა მთათა გან; ჴევნები აღვავსო შენგან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაგფარო შენ, რაჟამს დაშრტეს ცაჲ შენ ზედა, და დაბნელდენ ვარსკულავნი მისნი, მზჱ ღრუბლითა დავფარო, და მთოვარემან არა აჩუენოს ნათელი თჳსი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი რომელნი ნათობენ ცათა შინა დაბნელდენ შენ ზედა, და მოვსცე ბნელი ქუეყანასა შენსა, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვარისხნე გულნი ერთა მრავალთანი, რაჟამს აღმოვიყვანო ტყუჱ შენი ნათესავთა მიმართ ქუეყანასა მას, რომელი არა იცოდე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეწუხნენ შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, და მეფენი მათნი განკრთომით განჰკრთენ, ოდეს იგი ფრინვიდეს მახჳლი ჩემი წინაშე პირსა მათსა. მოელოდიან დაცაემასა თჳსსა მიერ დღითგან დაცემისა შენისაჲთ./ Page of ms. J: B92r 

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; მახჳლი მეფისა ბაბილოვნისაჲ მოიწიოს შენ ზედა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
მახჳლითა გმირთაჲთა დავამჴუა ძალი შენი, ბილწნი წარმართთაგან<ნ>ი ყოველნი, და წარწყმიდონ გინებაჲ ეგჳპტისაჲ, და შეიმუსროს ყოველი ძალი მისი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
წარვწყმიდო ყოველი საცხოვარი მისი წყალთაგან მრავალთა, და არღარა აღთქუეფოს იგი ფერჴმან კაცისამან, და კუალმან საცხოვრისამან არა დათრგუნოს იგი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ესრეთ მაშინ დაყუნდენ წყალნი მათნი, და მდინარენი მათნი ვითარცა ზეთნი დიოდიან, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს იგი მივსცე ეგჳპტჱ წარსაწყმედელად, და მოოჴრდეს ქუეყანაჲ სავსებითურთ თჳსით, რაჟამს მიმოვსთესნე ყოველნი მკჳდრნი მისნი, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
გოდებაჲ არს, და ჰგოდებდით მას, და ასულნი წარმართთანი ჰგოდებდენ მას ეგჳპტესა, და ყოველსა ძალსა მისსა ჰგოდებდენ, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მეათორმეტესა წელსა, პირველსა თთუესა, მეათხუთმეტესა მის თთჳსასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, ჰგოდებდ ძალსა ეგჳპტისასა, და შთაიყვანნენ ასულნი მათნი წარმართთა მკუდარნი სიღრმესა ქუეყანისასა შთამავალთა თანა მღჳმისათა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
შორის წყლულთა მახჳლისათა დაეცნენ მის თანა, და დაიძინოს ყოველმან ძალმან მისმან.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და გრქუან შენ გმირთა მათ; სიღრმესა მღჳმისასა შთაჴედ; ვისა უმჯობჱს ხარ შენ. გარდაგუალე და დაიძინე წინადაუცუეთელთა თანა შორის წყლულთა მახჳლითა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ არს ასურ და ყოველნი კერბულნი მისნი, და ყოველნი წყლულნი მახჳლითა მუნ მიეცნეს,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და საცლავი მათი სიღრმესა ქუეყანისასა, და იყო კრებული მისი გარემო საფლავსა მისსა, და ყოველნი წყლულნი მისნი დაცემულნი მახჳლითა, რომელთა მიეცა შიში მათი ქუეყანასა ცხორებისასა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ ელამ Page of ms. J: B92v  და ყოველი ძალი მისი გარემო საფლავსა მისსა,/ ყოველნი წყლულნი დაცემულნი მახჳლითა, რომელნი შთავიდეს წინადაუცუეთელნი სიღრმესა ქუეყანისასა, რომელთა მიეცა შიში მათ<ი> ქუეყანასა ცხორებისასა, და მოიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მღჳმისათა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
შორის წყლულთა მახჳლითა,

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ მიეცნეს მოსოქ და ყოველი ძალი მათი; გარემო საფლავსა მათსა ყოველნი წყლულნი მათნი, ყოველნი წინადაუცუეთელნი <წყლულნი> მახჳლისაგან, რომელთა მოეცა შიში მათი ქუეყანასა ცხოვრებისასა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიძინეს გმირთა თანა დაცემულთა მახჳლითა საუკუნითგან, რომელნი შთავიდოდეს ჯოჯოხეთა საჭურველითა საბრძოლითა, და დაისხნეს მახჳლნი მათნი ქუეშჱ თავთა მათთა, და იქმნნეს უშჯულოებანი მათნი ძუალთა ზედა მათთა, რამეთუ აშინებდეს გმირთა ცხორებასა მათსა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ წინადაუცუეთელთა თანა დაიძინო წყლულთა თანა მახჳლითა,

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ მიეცნეს მთავარნი ასურისანი, რომელთა მისცეს ძალი მისი წყლულებად მახჳლისა, მათ წყლულებით დაიძინეს შთამავალთა თანა მღჳმისათა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
მუნ მთავარნი იგი ჩრდილოჲსანი ყოველნი ერისა მძღუარნი ასურისანი, რომელნი შთავიდოდეს წყლულნი, შიშითურთ მათით და ძალით დაიძინეს წინადაუცუეთელთა წყლულებითა მახჳლისაჲთა, და წარიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მღჳმისათა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
იგინი იხილნეს ფარაო, და ნუგეშინის-იცეს ყოველსა ზედა ძალსა მათსა, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მივეც შიში მათი ქუეყანასა ცხორებისასა, და დაიძინო<ნ> შორის წინადაუცუეთელთა წყლულთა თანა მახჳლითა, ესრჱთ ფარაო და ყოველი სიმრავლჱ მისი, იტყჳს ადონაჲ უფალ.;

Chapter: 33  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეთა მიმართ იაკობისთა. და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, ეტყოდე შენ ძეთა ერისა შენისათა, და არქუ მათ; Page of ms. J: B93r  ქუეყანასა რომელსა/ მოვავლინო მახჳლი, და მოიყვანოს ერმან მის ქუეყანისამან კაცი ერთი მათგანი, და დაიდგინონ თავისა თჳსისა მსტურად.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და იხილოს მან მახჳლი მომავალი ქუეყანასა მას, და დაჰბეროს ნესტუსა, და აუწყოს ერსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესმეს რომელსა იგი ესმეს ჴმაჲ ნესტჳსაჲ, და არა ეკრძალოს, და მოვიდეს მახჳლი იგი, და ეწიოს მას, სისხლი მისი თავსა ზედა მისსა იყოს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ჴმაჲ იგი ნესტჳსაჲ ესმა, და არა ეკრძალა; სისხლი მისი მის ზედა იყოს, და ესე რამეთუ ეკრძალა, სული თჳსი განირინა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მსტუარმან მან რამეთუ იხილა მახჳლი მომავალი, და არა აუწყოს ნესტჳთა, და ერი იგი არა ეკრძალოს. და მოვიდეს მახჳლი იგი, და წარიღოს მათგანი სული, იგი უშჯულოებითა თჳსითა მიეცა, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან მის მსტურისა ვიძიო.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, მსტურად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა, და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისაგან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჟამს ვჰრქუა მე ცოდვილსა; სიკუდილით მოჰკუდე, და შენ არა უთხრა უშჯულოსა მას, რაჲთამცა მოიქცა იგი უშჯულოებისაგან თჳსისა, უშჯულოჲ იგი უშჯულოებითა თჳსითა მოკუდეს, ხოლო სისხლი მისი ჴელთაგან შენთა ვიძიო.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო შენ უკუეთუ წინაჲსწარუთხრა უღმრთოსა მას გზაჲ მისი, რაჲთამცა მოიქცა იგი გზისა მისგან, და არა მოიქცეს იგი გზისა მისგან ბოროტისა, უშჯულოჲ იგი თჳსითა უშჯულოებითა მოკუდეს, და შენ სული თჳსი განირინო.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, არქუ სახლსა ისრაჱლისასა, ესრეთ იტყოდეთ და სთქუთ; საცთურნი ჩუენნი და უშჯულოებანი ჩუენნი ჩუენ ზედა არიან, და მათ შინა ჩუენ დავდნებით, და ვითარ მე ვცხონდეთ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუ მათ; ცხოველ ვარი მე, იტყჳს უფალი, არა მნებავს მე სიკუდილი უღმრთოჲსაჲ, არამედ მოქცევაჲ უღმრთოჲსა მის გზისაგან თჳსისა, და ცხოვრებაჲ Page of ms. J: B93v  მისი. მოქცევით მოიქეცით/ გზისაგან თქუენისა, და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
არქუ ძეთა ერისა შენისათა სამართლემან მართლისამან ვერ განარინოს იგი, რომელსა დღესა სცთეს, და უშჯულოებამან უღმრთოჲსამან არაჲ ბოროტი უყოს მას, რომელსა დღესა მოიქცეს უშჯულოებისაგან თჳსისა, და მართალი ვერ განერეს დღესა მას ცოდვისა თჳსისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ვჰრქუა მე მართალსა მას, ცხორებით სცხონდე, და ესე ესვიდეს სიმართლესა თჳსსა, <და> ქმნეს უშჯულოებაჲ, ყოველნი სიმართლენი მისნი არა მოიჴსენნენ, ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნა, მას შინაცა მოკუდეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და თუ ვჰრქუა მე უშჯულოსა მას ვითარმედ სიკუდილი<თ> მოჰკუდე, და მოიქცეს ცოდვისაგან თჳსისა, და ქმნეს განკითხვაჲ და სიმართლჱ,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნაჴუთევი თანა-მდებისაჲ მისცეს, და ნატაცები მიაგოს, და ბრძანებათა შინა ცხორებისათა ვიდოდის, რაჲთა არღარა ქმნეს ცოდვაჲ, ცხორებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი ცოდვანი მისნი რომელ ცოდა არა მოიჴსენნენ, რამეთუ საშჯელი სიმართლისაჲ ქმნა, მათ შინა ცხოვნდეს,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქჳან ძეთა ერისა შენისათა; არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ, და იგი გზაჲ ეგრე მათი არა მართალ არს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ გარდააქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა, და ქმნეს უშჯულოებაჲ, მოკუდეს იგი მას შინა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და უკუეთუ მოიქცეს ცოდვილი იგი უშჯულოებისაგან თჳსისა, და ქმნეს განკითხვაჲ და სიმართლე, ცხონდეს იგი მათ შინა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე არს რომელ იგი სთქჳთ; არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ; კაცად-კაცადი გზათა-ებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო მეათორმეტესა წელსა და მეათესა თთუესა, ხუთსა მის თჳსასა ტყუეობისა ჩუენისასა, მოვიდა ჩემდა იჱრუსალემით განრინებული, და თქუა; Page of ms. J: B94r  მოიცვეს ქალაქი მტერთა./

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ მწუხრი ვიდრე მოსლვადმდე მისა, და აღედო პირი ჩემი, ვითარცა მოვიდა იგი ჩემდა განთიად; და ა<ღ>-რაჲ-მეღო პირი, არღარა შეიპყრა მერმე.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, რომელნი იგი მკჳდრ არიან მოოჴრებულსა მას ქუეყანასა ისრაჱლისასა იტყჳან, ერთი იყო აბრაჰამ, და დაიპყრა ქუეყანაჲ; და ჩუენ უმრავლჱს ვართ, ჩუენდა მოცემულ არს ქუეყანაჲ დაპყრობად.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამისთჳს არქუ მათ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა მოოჴრებულისანი იგინი მახჳლითა დაეცნენ, და რომელნი იგი პირსა ზედა ველისასა არიან მჴეცთა ველურთა მიეცნენ საჭმლად, და რომელნი მოზღუდვილთა შინა იყვნენ ქალაქთა ქუაბებსა სიკუდილითა მოვსწყჳდნე.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე ქუეყანაჲ იგი ოჴრად, და წარწყმდეს გინებაჲ იგი ძალისა მისისაჲ, და მოოჴრდენ მთანი ისრაჱლისანი, რამეთუ არა ვინ იყოს მას ზედა მავალი.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი. და ვყო ქუეყანაჲ მათი ოჴერ, და მოოჴრდეს ყოველთათჳს საძაგელებათა მათთა, რომელთა იქმოდეს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, ძენი ერისა შენისანი იტყჳან შენთჳს, ზღუდეთა ზედა და ბჭეთა წინაშე სახლთა მათთასა; და იტყჳს კაცი ძმასა თჳსსა და ჰრქჳს, შევკრბეთ და ვისმინნეთ სიტყუანი იგი გამოსრულნი პირისაგან უფლისა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვიდენ შენდა ვითარცა შე-ოდენ-კრბებოდის ერი, და დასხდენ წინაშე შენსა და ისმენდენ სიტყუათა შენთა, და არა ყვნენ იგინი, რამეთუ სიცრუვჱ არს პირსა მათსა, და შეუდგენ სიბილწესა გულნი მათნი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო შენ მათა ვითარცა ჴმაჲ ებნისა, ჴმა შუენიერისა და აღრთულისაჲ, Page of ms. J: B94v  და ისმენდენ სიტყუათა შენთა, და ყვნენ არა იგინი./

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოდეს მოვიდეს, თქჳან, აჰა ესერა მოიწია, და ცნან რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შორის მათსა.,

Chapter: 34  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა მიმართ ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ და არქუ მწყემსთა მათ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; მწყემსთა მაგათ ისრაჱლისათა, არა თავთა თჳსთა აძოვებენა მწყემსნი იგი, არა ცხოვართა აძოებენ მწყემსნი იგი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ეგერა სძესა შეჰშჭამთ, და მატყლსა შეიმოსთ, და მსუქანსა მას დაჰკლავთ, და ცხოვართა ჩემთა არა აძოვებდით.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
უძლური იგი არა განაძლიერეთ, და სნეული იგი არა განასუქეთ, და განტეხილსა მას არა შეუხჳეთ, შეცთომილი იგი არა მოაქციეთ, და წარწყმედული იგი არა მოიძიეთ, და ძლიერი იგი იქმნიეთ შრომით.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი, რამეთუ არა იყო მწყემსი; და იქმნნეს იგინი შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი ყოველთა ზედა მთათა და ყოველთა ზედა ბორცუთა მაღალთა, და განიბნინეს პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განიბნინეს და არა ვინ იყოს მეძიებელ, არცა მომაქცეველ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს, მწყემსნო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოველ ვარ მე, იტყჳს ადონაჲ უფალი, ამისთჳს რამეთუ იქმნნეს ცხოვარნი ჩემნი წარსატყუენველ და შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა, ამისთჳს რამეთუ არა იყვნეს მწყემსნი, და არა გამოიძინეს მწყემსთა მათ ცხოვარნი ჩემნი, და აძოვებდეს მწყემსნი იგი თავთა თჳსთა, და ცხოვართა ჩემთა არა აძოვებდეს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს, მწყემსნო,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე მწყემსთა ზედა, და გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი, Page of ms. J: B95r  და მოგიხუნე იგინი ჴელისაგან თქუენისა, და მოვაქცი/ნე იგინი, რაჲთა არღარა მწყსიდენ ცხოვართა ჩემთა, და არღარა აძოვებდენ მათ მწყემსნი იგი, და განვარინნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა, და არღარა იყვნენ შესაჭმელ მათა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი, და მოვხედო მათ,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იგი ვძიებნ მწყემსი სამწყსოსა თჳსსა დღესა მას ოდეს არნ ღრუბელი და ნისლი შორის ცხოვართა განშოერებულთა; ესრჱთ გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი, და მოვაქცინე იგინი ყოველთაგან ადგილთა, სადა იგი განბნეულ იყვნეს მუნ დღესა მას ღრუბლისასა და ნისლისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიყვანნე იგინი წარმართთაგან, და შევკრიბნე იგინი სოფლებისაგან, და შევიყვანნე იგინი ქუეყანად მათა, და ვაძოვებდე მათ მთათა ზედა ისრაჱლისათა და ჴევნებსა და ყოველსა სამკჳდრებელსა ქუეყანისასა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
საძოვარსა კეთილსა ვაძოვნე იგინი მთათა ზედა მაღალთა ისრაჱლისათა, და იყვნენ სადგურნი მათნი მუნ. მუნ დაიძინონ და მუნცა განისუენონ საშუებელსა კეთილსა, და საძოვარსა პოხილსა ძოვდენ მთათა ზედა ისრაჱლისათა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მე ვაძოვნე ცხოვარნი ჩემნი, და მე განუსუენო მათ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი. ამას იტყჳს ადონაჲ უფალი;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
წარწყმედილი მოვიძიო, და შეცთომილი მოვაქციო, და განტეხილსა შეუხჳო, და მოკლებული განვაძლიერო, და ძლიერი იგი დავიცვე, და ვაძოვნე იგინი სამართალითა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუენ ცხოვართათჳს, ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე ვსაჯო შორის ცხოვრისა და ცხოვრისა, და ვერძისა და ვაცისა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ანუ ვერ კმა არსა თქუენდა, რამეთუ კეთილსა საძოვარსა სძოვდით, და ნეშტსა მას საძოვრისასა ფერჴითა დასთრგუნევდით, და დაწმედილსა მას წყალსა თქუენ Page of ms. J: B95v  ჰსუემდით, და ნეშტსა მას ფერჴითა/ თქუენითა აღამრღუევდით.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცხოვარნი ჩემნი დანათრგუნავსა თქუენსა ძოვდეს, და აღთქუეფილსა ფერჴითა თქუენითა წყალსა სუმიდეს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე განვიკითხო შორის ცხოვარსა ძლიერსა და შორის ცხოვარსა უძლურსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ გუერდითა თქუენითა და მჴრითა თქუენითა აჭენებდით, და რქითა თქუენითა ურქენდით, და ყოველსა უძლურსა აჭირვებდით.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიჴსნნე ცხოვარნი ჩემნი, და არღარა იყვნენ მერმე წარსატყუენველ; და ვსაჯო შორის ვერძსა ვერძისა მიმართ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუდგინო მათ მწყემსი, და მწყსიდეს მათ მონაჲ ჩემი დავით, და იყოს მათა მწყემს.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე უფალი ვიყო მათა ღმრთად, და დავით შორის მათსა მთავრად; მე უფალი ვიტყოდე.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუთქუა დავითს აღთქუმაჲ მშჳდობისაჲ, და განვაქარვო მჴეცი ბოროტი ქუეყანით, და დაემკჳდრნენ რდაბნოთა, და დაიძინონ მაღნართა შინა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე მათ გარემო მთისა ჩემისაჲ, და მოგცე თქუენ წჳმაჲ და წჳმაჲ კურთხევისაჲ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხეთა ველისათა მოსცენ ნაყოფი მათი, და ქუეყანამან მოკცეს ძალი თჳსი, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა მათსა სასოებითა მშჳდობისაჲთა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს შევმუსრო მე უღელი მათი, და განვარინნე იგინი ჴელისაგან მათისა, რომელნი დაიმონებდენ მათ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა იყვნენ წარსატყუენველ წარმართთა, და მჴეცნი ქუეყანისანი არღარა შეშჭამდენ მათ, და დაემკჳდრნენ სასოებით, და არა ვინ იყოს მაშინებელ მათა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუდგინო მათ ნერგი მშჳდობისაჲ, და არღარა იყვნენ წარწყმედილ სიყმილითა ქუეყანასა ზედა, და არღარა მოიღონ ყუედრებაჲ წარმართთაგან.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, და იგინი ერნი ჩემნი, სახლი ისრაჱლისაჲ, თქუა ადონაჲ უფალმან./ Page of ms. J: B96r 

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
ცხოვარნი ჩემნი, და ცხოვარნი სამწყსოჲსა ჩემისანი ხართ თქუენ, და მე უფალი ღმერთი თქუენი, იტყჳს უფალი უფალი.;

Chapter: 35  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ედუმელთა ზედა. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, მიიქციე პირი შენი მთასა მას სეირსა, და წინაწარმეტყუელებდ მას ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, მთასა მაგას სეირსა, და განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა ,და მიგცე შენ ოჴრად, და მოოჴრდე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქალაქნი შენნი ოჴრად დავსხნე, და შენ ოჴერ იყო, და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ იქმენ მტერ საუკუნო, და დაშჯედ შენ სახლსა ზედა ისრაჱლისასა ზაკუვით ჴელითა მტერთა მახჳლითა ჟამსა სიცრუვისასა უკუანაჲსკნელ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ცხოველ ვარი მე, იტყჳს უფალი უფალი, უკუეთუ არა სისხლადმდე სცოდე, და სისხლი გდევნიდეს შენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცე მთაჲ სეირი უდაბნოდ მოოჴრებულად, და წარვწყმიდნე მისგან კაცნი და საცხოვარნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღვავსნე წყლულითა შენითა ბორცუნი და ჴევნი შენნი, და ყოველთა ველთა შენთა წყლულნი მახჳლითა დაეცნენ შენ შორის.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოჴრად საუკუნოდ დაგდვა შენ, და ქალაქნი შენნი არა დაემკჳდრნენ მერმე, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ სთქუ შენ ვითარმედ ორნი ნათესავნი და ორნი სოფელნი ჩემნი იყვნენ, და ვიმკჳდრნე იგინი, და უფალი მუნ არს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ცხოველ ვარ მე, იტყჳს ადონაჲ უფალი, და გიყო შენ მტერობისა-ებრ შენისა და გამოგეცხადო შენ შორის, რაჟამს იგი გსაჯო შენ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი. მესმა ჴმაჲ გმობათა შენთაჲ, რამეთუ სთქუ; მთანი ისრაჱლისანი ოჴერნი ჩუენდა მოცემულ არიან საჭმლად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და დიდდიდსა იტყოდე ჩემდამო პირითა შენითა, რომელნი მესმეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი, სიხარულსა ყოვლისა ქუეყანისასა მოგაოჴრო შენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ოჴერ იყო შენ, მთაჲ Page of ms. J: B96v  ეგე სეირი, და ყოველი იდუმიაჲ მოიჴოცოს, და სცნა რამეთუ/ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.;

Chapter: 36  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
იდომელთა ზედა. და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მთათა მიმართ ისრაჱლისათა, და არქუ მთათა მათ ისრაჱლისათა; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ამისთჳს რამეთუ თქუა მტერმან შენ ზედა, ვაშა, ოჴერ საუკუნე სამკჳდრებელ ჩუენდა იქმნა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და თქუ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ შეურაცხ-იქმნენით თქუენ, და საძულელ გარემოთაგან თქუენთა, რაჲთამცა იყვენით თქუენ საბრძანებელ ნეშტთა მათ წარმართთა, და იქმნენით სასიტყუელ ენათა და საყუედრელ წარმართთა, ამისთჳს, მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი მთათა და ბორცუთა და ღელეთა და ჴევთა და მოოჴრებულთა და განრყუნილთა და ქალაქთა მაგათ დატევებულთა, რომელნი იქმნნეს წარტყუენულ და სათრგუნველ ყოველთაგან ნეშტთა მათ წარმართთა გარემოთა მათთა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; უკუეთუ არაჲ ცეცხლითა გულის-წყრომისა ჩემისაჲთა ვეტყოდე ნეშტთა მათ წარმართთასა და იდუმიასა ზედა ყოველსა, რამეთუ დაიპყრეს ქუეყანაჲ ჩემი თავისა თჳსისა სამკჳდრებელად მოცხრომით, შეურაცხ-ყვნეს სულნი განრყუნად ტყუენვითა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ ქუეყანისა მიმართ ისრაჱლისა, და არქუ მთათა და ბორცუთა და ღელეთა და ჴევთა. ამას იტყჳს უფალი, აჰა ეგერა მე შურითა ჩემითა და გულის-წყრომითა ჩემითა ვიტყოდე ყუედრებისა მის წილ წარმართთაჲსა, რომელ მიიღეთ თქუენ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს აღვიღო ჴელი ჩემი წარმართთა ზედა, რომელნი არიან გარემო თქუენსა, და მიიღონ მათ შეურაცხებაჲ თჳსი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო თქუენ, მთანო ისრაჱლისანო, ყურძენი თქუენი და ნაყოფი თქუენი შეჭამოს ერმან ჩემმან, რამეთუ მოახლებულ არიან მოსლვად;/

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B97r  რამეთუ აჰა ესერა მე თქუენ ზედა, რამეთუ მოხედვა <ვ>ყო თქუენ ზედა, <და> მოიქმნნეთ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვამრავლნე თქუენ ზედა კაცნი, ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ სრულიად, და დაეშჱნნენ ქალაქნი და მოოჴრებულნი იგი აღეშჱნნენ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვამრავლნე თქუენ ზედა კაცნი და საცხოვარნი, და დაგამკჳდრნე თქუენ ვითარცა იგი პირველ იყვენით, და კეთილსა გიყოფდე თქუენ ვითარცა იგი უწინარჱს და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვშვნე თქუენ ზედა კაცნი, ერი ჩემი ისრაჱლი, და დაგიმკჳდრნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მათა სამკჳდრებელად, და არღარა იყვნეთ თქუენ უშვილო მათგან.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ გრქუეს შენ, შემჭამელი კაცთაჲ ხარ შენ, და უშვილო იქმენ შენ თესლებისაგან,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს კაცთა არღარა შჭამდე შენ, და ნათესავნი არა უშვილო ჰყვნე და მერმე, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარმედ არღარა ისმეს თქუენ ზედა მერმე შეურაცხებაჲ წარმართთაჲ, და ყუედრებაჲ ერთაჲ არღარა მოიღოთ, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, სახლი ისრაჱლისაჲ დაემკჳდრა ქუეყანასა მათსა, და შეაბინეს იგი გზითა მათითა, და კერპებითა მათითა, და არა-წმიდებითა მათითა, და არა-წმიდებისა-ებრ დედაკაცისა გამოჯდომილისა იქმნა გზაჲ მათი წინაშე ჩემსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივავლინე გულის-წყრომაჲ ჩემი მათ ზედა,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვსთესენ იგინი წარმართთა შორის, და განვაქრიენ იგინი სოფლებსა შორის, და გზისა მათისა-ებრ და ცოდვისა მათისა-ებრ ვსაჯნე იგინი.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდეს იგინი წარმართთა შორის, ვიდრე იგი შევიდეს, და შეაგინეს სახელი წმიდაჲ ჩემი. ამისთჳს რამეთუ ერქუა მათ ერი უფლისაჲ ესე. და გამოვიდეს იგინი ქუეყანით მათით,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერიდე მათ სახელისა ჩემისათჳს წმიდისა, რომელი შეაგინა სახლმან ისრაჱლისამან წარმართთა შორის, ვიდრე იგი შევიდეს მუნ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; არა თქუენთჳს ვყო Page of ms. J: B97v  მე, სახლო ისრაჱლისაო,/ არამედ სახელისა ჩემისათჳს წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, ვიდრე იგი შეხუედით მუნ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და წმიდა ვყო სახელი ჩემი დიდი, რომელი შეიგინა წარმართთა შორის, და ცნან წარმართთა რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს განვწმიდნე მე თქუენ შორის წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგიყვანნე თქუენ წარმართთაგან, და შეგკრიბნე თქუენ ყოვლისაგან ქუეყანისა, და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა თქუენსა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და გასხურო თქუენ წყალი წმიდაჲ, და განსწმიდნეთ თქუენ ყოველთაგან არა-წმიდებათა თქუენთა, და ყოველთაგან კერპთა თქუენთა, და განგწმიდნე თქუენ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგცე თქუენ გული ახალი, და სული ახალი მოგცე თქუენ; და მოგიღო გული ქვისაჲ ჴორცისაგან თქუენისა, და მოგცე თქუენ გული ჴორციელი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგცე თქუენ ზედა სული ჩემი, და ვყო რაჲთა ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდით, და სამართალთა ჩემთა იმარხვიდეთ, და ჰყოფდეთ მათ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა მას, რომელი მივეც მამათა თქუენთა, და იყვნეთ თქუენ ჩემდა ერად, და მე ვიყო თქუენდა ღმრთად.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და განგარინნე თქუენ ყოველთაგან არა-წმიდებათა თქუენთა, და მოუწოდი იფქლსა, და განვამრავლო იგი, და არა მოგცე თქუენ ზედა სიყმილი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვამრავლო ხილი ხეთაჲ და ნაყოფი ველთაჲ, რაჲთა არღარა მოიღოთ მერმე ყუედრებაჲ სიყმილისაჲ წარმართთა შორის.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიჴსენნეთ გზანი თქუენნი ბოროტნი, და სლვანი თქუენნი არა-კეთილნი, და მოიწყინოთ წინაშე პირსა მათსა უშჯულოებათა შინა თქუენთა.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
არა თქუენთჳს ვყო მე, იტყჳს ადონაჲ უფალი. ცხად იყავნ თქუენდა, შეირცხჳნეთ და შეიკდიმეთ გზათაგან თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონა<ჲ> უფალი დღესა მას, რომელსა განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან უშჯულოებათა, და დავაშჱნნე ქალაქნი, და აღეშჱნნენ ოჴერნი.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქუეყანაჲ Page of ms. J: B98r  განრყუნილი მოიქმნეს, ამისთჳს რამეთუ იყო იგი/ განრყუნილ წინაშე თუალთა ყოველთა თანა-წარმავალთასა, და თქჳან.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
ქუეყანაჲ იგი განრყუნილი იქმნა ვითარცა მტილი საშუებელი, და ქალაქნი იგი ოჴერნი და განრყუნილ<ნ>ი და დარღუეულნი მოძნელებულ და მტკიცედ დაემკჳდრნეს.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან წარმართთა მათ, რაოდენნი დაშთომილ იყვნენ გარემო თქუენსა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან აღვაშჱნენ დარღუეულნი, და დავჰნერგენ განრყუნილნი, მე უფალი ვიტყოდე და ვყავ.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ესე და საძიებელ ვიყო სახლსა ისრაჱლისასა ყოფად მათა; განვამრავლნე მათ შორის ვითარცა ცხოვარნი კაცნი,

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა ცხოვარნი წმიდანი, ვითარცა ცხოვარნი იჱრუსალემისანი დღესასწაულთა მისთაჲ, ესრჱთ იყვნენ ქალაქნი იგი ოჴერნი, სავსე ვითარცა ცხოვრითა კაცთაჲთა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Chapter: 37  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ, და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა, და დამადბინა მე შორის ველსა; და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთაჲთა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიმომიყვანა მე მათ ზედა გარემოჲს გარემო, და აჰა ესერა დიდად იყო ფრიად პირსა ზედა მის ველისასა, და განჴმელ ფრიად.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, უკუეთუ ცხომდეს ძუალები ესე. და ვთქუ; უფალო, შენ იცნი ეგე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; წინაწარმეტყუელებდ ძუალებსა მაგას ზედა, და არქუ მათ; ძუალთა მაგათ ჴმელთა, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი ძუალთა მათ ჴმელთა; აჰა ესერა მე მოგცე თქუენ ზედა სული ცხორებისაჲ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგცე თქუენ ძარღჳ, და აღმოვაცენო თქუენ ზედა ჴორცი, და გარდაგართხა თქუენ ტყავი; და მოგცე თქუენ ზედა სული ჩემი, და სცხონდეთ, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვწინაწარმეტყუელებდ ვითარცა მიბრძანა მე უფალმან, და იყო წინაწარმეტყუელებასა მას ჩემსა, და აჰა ესერა ძრვაჲ, და მოჰყვანდა ძუალები იგი ორ კერძოვე ნაწევარსა თჳსსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე, და აჰა Page of ms. J: B98v  ესერა მათ ზედა ძარღჳ, და ჴორცი აღმოსცენდებოდა,/ და მოეღებოდა მათ ტყავი მათ ზედა, და სული არღა იყო მათ შინა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და არქუ სულსა, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ოთხთაგან ქართა ცისათა მოვედ, სული, და შთავბერე მკუდართა მაგათ, და ცხომდედ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვწინაწარმეტყუელებდ ვითარცა მიბრძანა მე უფალმან, და შევიდა მათა სული, და ცხომდეს, და აღდგეს ფერჴთა თჳსთა ზედა კრებული დიდძალი ფრიად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეტყოდა მე უფალი და მრქუა; ძეო კაცისაო, ძუალები ესე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ არს, და მაგათ თქჳან; განჴმა ძუალები ჩუენი; წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი; მოვისრენით.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და არქუ; ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე აღვაღო საფლავთა თქუენთა, და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავთაგან თქუენთა, და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა ისრაჱლისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს აღვაღო მე საფლავთა თქუენთა, და აღმოგიყვანო საფლავთაგან ერი ჩემი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგცე სული ჩემი თქუენ ზედა, და სცხონდეთ, და დაგსხნე თქუენ ქუეყანასა თქუენსა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი; ვიტყოდე და ვყო, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა კუერთხი, და გამოწერე მას ზედა იუდაჲ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი იგი მის კერძონი არიან, და კუერთხი მეორე მოიღე, და გამოსწერო მას იოსეფი, კუერთხი ეფრემისი, ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, რომელნი იგი მოქცეულ იყვნენ მისა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეჰყო იგი ურთიერთას კუერთხად ერთად შეკრვად იგინი ერთბამად, და იყვნენ ჴელსა შენსა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს, ოდეს გრქუან შენ ძეთა ისრაჱლისათა; არა მითხრაა ჩუენ, რაჲ არს ესე შენდა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე მოვიყვანო ტოჰმი იოსეფისი, რომელი არს ჴელითა ეფრემისათა, და ტოჰმ<ნ>ი ისრაჱლისაჲ,/ Page of ms. J: B99r  რომელნი მოდგომილ არიან მას, და მივსცნე იგინი ტოჰმსა იუდაჲსსა. და იყოს კუერთხად ერთად ჴელსა იუდაჲსსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ კუერთხნი იგინი რომელთა გამოსწერო შენ მათ ზედა ჴელსა შენსა წინაშე მათსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მათ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე მოვიყვანო ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ შორის წარმართთაგან, ვიდრე იგი შევიდეს მუნ, და შევკრიბნე იგინი ყოველთაგან გარემოთა მათთა, და შევიყვანნე იგინი ქუეყანასა ისრაჱლისასა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და მივსცნე იგინი ნათესავად ერთად ქუეყანასა ჩემსა, და მთათა ისრაჱლისათა; და მთავარი ერთი იყოს მათი, და არა იყვნენ მერმე ნათესავად ორად, და არცა განიყვნენ მერმე სამეუფოდ ორად.

Verse: 23   Link to septLink to armat   
რაჲთა არღარა შეიგინებოდიან მერმე კერპებითა მათითა, და ვიჴსნნე იგინი ყოველთაგან უშჯულოებათა მათთა, რომელთა იგი ცოდვიდეს მათ შინა, და განვწმიდნე იგინი, და იყვნენ ერად ჩემდა, და მე უფალი ვიყო მათა ღმრთად.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მონაჲ ჩემი დავით მთავრად შორის მისა, და იყოს მწყემსი ერთი ყოველთაჲ, რამეთუ ბრძანებათა ჩემთა ვიდოდიან, და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ, და ყოფდენ მათ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაემკჳდრნენ ქუეყანასა მათსა, რომელი იგი მივეც მონასა ჩემსა იაკობს, სადა იგი მკჳდრ იყვნეს მამანი მათნი, და დაემკჳდრნენ მას ზედა, და დავით მონაჲ ჩემი მთავარ მათა იყოს საუკუნოდ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ მშჳდობ<ის>აჲ; აღთქუმაჲ საუკუნჱ იყოს მათ თანა, და დავამტკიცო სიწმიდე ჩემი შორის მათსა საუკუნოდ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მკჳდრობაჲ ჩემი მათ შორის, და ვიყო მე მათა ღმერთ, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან წარმართთა რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი იგი განვსწმედ მათ, რაჟამს იყოს სიწმიდჱ ჩემი შორის მათსა საუკუნოდ.,

Chapter: 38  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
გოგის ზედა. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგის ზედა, ქუეყანასა მაგოგისსა, მთავრისა Page of ms. J: B99v  მის როს, მოსოქ და თობელისა; და წინაწარმეტყუელებდ/ მის ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და არქუ მას, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, გოგ, მთავრისა როს, მოსოქ და თობელისა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეგკრიბო შენ და ყოველი ძალი შენი, ცხენები და მჴედრები შეჭურვილნი ყოველნი ჯაჭჳთა, კრებულნი მრავალნი ფარებითა და ჩაფხუტებითა და მახჳლითა;

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
სპარსნი და ეთიოპელნი და ლჳბიელნი, ყოველნი თორნითა და ჩაფხუტებითა;

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გომერ და ყოველნი გარემონი მისნი, სახლი თჳრგამაჲსი დასასრულითგან ჩრდილოჲსაჲთ, და გარემონი მისნი ყოველნი, და ნათესავნი მრავალნი შენ თანა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
განემზადე და განჰმზადე თავი შენი, შენ და კრებული შენი ყოველი, რომელნი შეკრებულ არიან შენ თანა, და მეყავ მე წინაჲსწარ დამარხულ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
დღითგან მრავალით განემზადოს, და უკუანაჲსკნელთა წელთა შენთა მოვიდეს და მოიწიოს ქუეყანასა მას გარე-მიქცეულსა მახჳლისაგან, შეკრებულთა ნათესავთაგან მრავალთა ქუეყანად ისრაჱლისა, რომელ იგი იქმნა ყოვლად ოჴერ. და ესე წარმართთაგან გამოვიდა, და დაემკჳდრნენ ყოველნივე მშჳდობით.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოხჳდე ვითარცა წჳმაჲ, და მოიწიო ვითარცა ღრუბელი დაფარვად ქუეყანისა, და იყო შენ და ყოველნი შენთანანი და ნათესავნი მრავალნი შენ თანა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; და იყოს მას დღესა შინა, აღმოვიდენ სიტყუანი გულსა შენსა, და განიზრახო განზრახვაჲ ბოროტი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და სთქუა; აღვიდე ქუეყანასა მას განგდებულსა, და მოვიდე დაყუდებულთა ზედა ყუდროებით, და დამკჳდრებულთა მშჳდობით, ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა, სადა იგი არა არიან ზღუდენი, არცა მოქლონნი, არცა კარები არს მათი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
წარმოღებით წარმოვიღო, და წარმოვტყუენო ტყუჱ მათი მოქცევად ჴელი ჩემი ქუეყანასა მოოჴრებულსა, რომელი დაეშჱნა, და Page of ms. J: B100r  ნათესავთა შეკრებულთა თესლთაგან მრავალთა/ რომელთა უყოფიეს მონაგები, და დამკჳდრებულ არიან უპესა ქუეყანისასა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
საბა და დედან და ვაჭარნი კარქეღონელნი და ყოველმან დაბნებმან მათმან გრქუან შენ, უკუეთუ ავრის ყოფად მოხუალ შენ, და ტყუენვად ნატყუენავისა შეიკრიბე კრებული შენი მიღებად ვეცხლისა და ოქროჲსა, მიღებად მონაგებისა, და ტყუენვად ნატყუენავისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს სწინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და არქუ გოგს, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ანუ არა მას დღესა შინა, რაჟამს დაემკჳდროს ერი ჩემი ისრაჱლი მშჳდობით, აღსდგე შენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოხჳდე ადგილით შენით დასასრულით ჩრდილოჲსაჲთ და ნათესავნი მრავალნი შენ თანა, აღმოვიდენ ჰუნებითა, ყოველი კრებული დიდი და ერი მრავალი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმოხჳდე ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა ვითარცა ღრუბელი დაფარვად ქუეყანისა. უკუანაჲსკნელთა დღეთა იყოს, და აღმოგიყვანო შენ ქუეყანასა ჩემსა, და მიცნან მე ყოველთა თესლთა, რაჟამს ვიდიდო მე შენ ზედა წინაშე მათსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი უფალი გოგს; შენ ხარ, რომლისათჳს ვიტყოდე უწინარჱს დღეთა მათ პირველთა ჴელითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა ისრაჱლისათაჲთა, მათ დღეთა შინა და წელთა აღმოყვანებასა მას შენსა მათ ზედა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, დღესა მას რომელსა მოვიდეს გოგ ქუეყანასა ისრაჱლისასა, იტყჳს ადონაჲ უფალი. აღმოვიდეს გულის-წყრომაჲ ჩემი,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და შური ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა, და ვიტყოდე რამეთუ მას დღესა შინა იყოს ძრვაჲ დიდი ქუეყანასა ისრაჱლისასა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეიძრნენ პირისაგან უფლისა თევზნი ზღჳსანი, და მფრინველნი ცისანი, და მჴეცნი ველისანი, და ყოველნი ქუე-წარმავალნი ქუეყანისანი, და ყოველნი კაცნი პირსა ზედა ქუეყანისასა. განსთქდენ მთანი, და დაეცნან ჴევნი, და ყოველი ზღუდჱ ქუეყანასა დაემჴუას.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდი მას ზედა ყოველსა შიშსა მახჳლისასა, იტყჳს უფალი. Page of ms. J: B100v  მახჳლი კაცისაჲ ძმასა ზედა თჳსსა იყოს./

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვსაჯო იგი სიკუდილითა და სისხლითა და წჳმითა რღუნისაჲთა და ქვითა სეტყჳსაჲთა, და ცეცხლი და წუმწუბი ვაწჳმო მის ზედა და ყოველთა ზედა მისთანათა და ნათესავთა ზედა მრავალთა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვდიდნე და ვიდიდო, და განვწმიდნე და გამოვეცხადო წინაშე თესლთა მრავალთა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.;

Chapter: 39  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ გოგის ზედა, და არქუ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, გოგ, მთავრისა როსისა, მოსოქ და თობელისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
შეგკრიბო შენ, და წარმოგიძღუე შენ, და აღმოგიყვანო შენ დასასრულითგან ჩრდილოჲსაჲთ, და მოგიყვანო შენ მთათა ისრაჱლისათა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვწყმიდო მშჳლდი შენი ჴელისაგან შენისა მარცხენისა, და საისრელნი შენნი ჴელისაგან შენისა მარჯუენისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაგცე შენ მთათა ზედა ისრაჱლისათა; და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი, და ნათესავნი იგი შენთანანი მიეცნენ საჭმლად სიმრავლესა მფრინველთასა, ყოველთა მფრინველთა ცისათა, და ყოველთა მჴეცთა ველისათა მიგეც შენ შესაჭმელად.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
პირსა ზედა ველისასა დაეცე, რამეთუ მე ვიტყოდე, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოვავლინო ცეცხლი გოგის ზედა, და დაემკჳდრნენ ჭალაკნი მშჳდობით, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და სახელი წმიდაჲ ჩემი საცნაურ იყოს შორის ერსა ჩემსა ისრაჱლსა, და არღარა შეიბინოს სახელი ჩემი წმიდაჲ, და ცნან წარმართთა რამეთუ მე ვარ უფალი წმიდაჲ ისრაჱლსა შორის.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
აჰა ესერა მოვალს, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი. ესე არს დღე იგი რომლისათჳს ვიტყოდე.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოვიდენ დამკჳდრებულნი ქალაქთა ისრაჱლისათანი, და აგზებდენ საჭურველთა, ფარებსა და ჰორლებსა და მშჳლდსა, და ისარსა და კუერთხებსა ჴელთასა და ლახურებსა, და აგზებდენ მით ცეცხლსა შჳდ წელ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B101r  და არა მოიღონ/ შეშაჲ ველით, არცა აგზებდენ ტყეთაგან, არამედ საჭურვე<ლ>სა დასწუვიდენ ცეცხლითა, და წარმოტყუენნენ წარმ<ტ>ყუენველნი მათნი, და წარმოიღონ ავარი მათი, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, მივსცე გოგს ადგილი სახელოვანი საფლავი ისრაჱლსა შორის მრავალ-კაცობისაჲ მომავალ<თ>აჲ ზღუად კერძო, და გარემო აღაშჱნონ პირი ჴევისაჲ მის.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჰფლან მუნ გოგ და ყოველი სიმრავლჱ მისი, და ეწოდოს ადგილსა მას მრავალ-კაცობისა გოგისა, და ყოვლისა სიმრავლისა მისისაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაჰფლას იგი ისრაჱლმან, რაჲთა განწმიდნეს ქუეყანაჲ შჳდსა თთუესა, და დაჰფლას იგი ყოველმან ერმან ქუეყანისამან, და იყოს მათა სახელოვნებად დღესა მას, რომელსა ვიდიდე, იტყჳს უფალი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და კაცთა მარადის განავლინებდენ მოხილვად ქუეყანისა, და დაფლვად დაშთომილთა პირსა ზედა ქუეყანისასა, და განწმედად იგი შემდგომად შჳდისა თჳსა, და გამოეძიებდენ

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველნი მიმომავალნი ქუეყანისანი, და რომელმან იხილოს ძუალი კაცისაჲ, აჰმართოს სასწაული, რაჲთა დაჰფლან იგი დამფლველთა მათ ადგილსა მას მრავალ-კაცობისა გოგისსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და რამეთუ სახელიცა ქალაქისაჲ მის მრავალ-კაცობის, და განწმიდნეს ქუეყანა[ჲ].

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, თქუ; ამას იტყჳს უფალი, არქუ ყოველსა მფრინველსა მფრინვალესა და ყოველსა მჴეცსა ველისასა, შეკერბით და მოვედით; შეკერბით ყოველთაგან გარემოთა საკლველსა ამას ჩემსა, რომელ დაგიკალ თქუენ, საკლველი დიდი მთათა ზედა ისრაჱლისათა. ჭამეთ ჴორცი და სუთ სისხლი.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ჴორცი გმირთაჲ ჭამეთ, და სისხლი მთავართა ქუეყანისათაჲ სუთ, ვერძთაჲ, ზუარაკთაჲ და ვაცთაჲ, და ზუარაკნი განსუქებულნი ყოველნი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B101v  და ჭამდით ჴორცსა მაძღრივ, და ჰსუემდით სისხლსა/ სიმთრვალედ საკლველთაგან ჩემთა, რომელ მე დაგიკალ თქუენ.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და განსძღეთ ტაბლასა ზედა ჩემსა ცხენი, და ზედა-მჯდომელი მისი, გმირი, და ყოველი კაცი მბრძოლი, იტყჳს უფალი.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოგცე დიდებაჲ ჩემი თქუენ შორის, და იხილონ ყოველთა თესლთა საშჯელი ჩემი, რომელ ვყავ, და ჴელი ჩემი, რომელი მოვაწიე მათ ზედა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნას სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი ამიერითგან და მერმეცა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნას ყოველმან თესლებმან რამეთუ ცოდვათა მათთათჳს წა<რ>იტყუენა სახლი ისრაჱლისაჲ, რამეთუ შეურაცხებაჲ ყვეს ჩემდამო; და გარე-მივიქციე პირი ჩემი მათგან, და მივსცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და დაეცნეს ყოველნივე მახჳლითა.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა-წმიდებათა მათთათჳს და უშჯულოებათა მათთათჳს უყავ მათ, და გარე-მივიქციე პირი [!] ჩემი მათგან.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ესრე იტყჳს ადონაჲ უფალი; აწ მოვაქციო ტყუჱ იაკობისი, და შევიწყალო სახლი ისრაჱლისაჲ, და შევიშურო სახელისა ჩემისათჳს წმიდისა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და მიიხუნენ გინებანი და სიცრუვენი, რომელ ქმნეს ცოდვაჲ, დამკჳდრებასა მას მათსა ქუეყანასა მათსა მშჳდობით, და არა ვინ იყოს მაშინებელ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
ოდეს მოვაქცინე მე იგინი წარმართთაგან, და შევკრიბნე იგინი სოფლებისაგან წარმართთაჲსა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, რაჟამს იგი გამოუჩნდე მათ წარმართთა შორის

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და არღარა გარე-მივიქციო პირი ჩემი მათგან, ამისთჳს რამეთუ მივჰფინე გულის-წყრომაჲ ჩემი სახლსა ზედა ისრაჱლისასა, იტყჳს უფალი უფალი.;

Chapter: 40  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
შენებულისა მისთჳს ტაძრისა. და იყო ოც და მეხუთესა წელსა ტყუეობისა ჩუენისასა, პირველსა თთუესა, ათსა თჳსასა, მეათხუთმეტესა წელსა შემდგომად დაპყრობისა მის ქალაქისა. მას დღესა შინა იყო ჴელი უფლისაჲ ჩემ ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომიყვანა მე ხილვითა ღმრთისაჲთა ქუეყანად ისრაჱლისად, და დამსუა მე მთასა ზედა მაღალსა ფრიად, და მას ზედა ვითარცა შენებულებაჲ ქალაქისაჲ/ Page of ms. J: B101r  მას წინაშე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე მას შინა, და აჰა ესერა კაცი, და ხილვაჲ მისი ვითარცა რვალისა ბრწყინვალისაჲ, და იყო ჴელსა მისსა საბელი მაშჱნებელისაჲ, <და> ლერწამი საზომელი; და იგი დგა ბჭეთა ზედა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე კაცმან მან, იხილეა ესე, ძეო კაცისაო; თუალითა შენითა იხილე, და ყურითა შენითა ისმინე, <და> დაიდევ გულსა შენსა ყოველი რომელი გიჩუენო შენ, რამეთუ ჩუენებისათჳს შენისა შემოვედ აქა; და უჩუენე ესე ყოველი რომელსა ჰხედავ შენ სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიხილე, და აჰა ესერა ეზოჲ გარეშე კერძო სახლსა გარემოჲს გარემო, და აქუნდა ჴელსა მის კაცისასა ლერწამი საზომით ექუს წყრთა წყრთითა და ციდ ერთ, და განზომა წინაშე-ზღუდისაჲ მის, სივრცჱ სწორად ლერწმისა მის, და სიმაღლჱ სწორად ლერწმისა მის.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა ბჭესა მას, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად შჳდ აღსავალ, და განზომა ელამი იგი ბჭისაჲ მის სწორად ლერწმისა მის.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და თეე იგი სწორად ლერწმისა მის, და სიგრძჱ სწორად ლერწმისა მის, და სივრცე სწორად ლერწმისა მის, და ელამი შორის თეესა მას წყრთითა ექუს, და თე<ე> იგი მეორე სწორ ლერწმისა მის სივრცჱ, და სწორ ლერწმისა მის სიგრძე, და ელამი იგი წყრთითა ხუთ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და თეე იგი მესამე სწორ ლერწმისა მის სივრცჱ, და სწორ ლერწმისა მის სიგრძჱ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და ელამი იგი ბჭისაჲ მახლობელად ელამსა მას ბჭესა მას შინაგან სწორად ლერწმისა მის, და განზომა ელამი იგი ეზოჲსაჲ მის წყრთითა რვა, და ელევი გარემო მისსა წყრთითა ორ, და ელამები ბჭისაჲ მისი შინაგან.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და თეე იგი ბჭისაჲ მის, თეენი წინაშე, სამნი იმიერ და სამნი ამიერ, და საზომი ერთ იყო სამთაჲ ვე; და საზომი ერთ ელამთაჲ მათ იმიერ და ამიერ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და განზომა სივრცე ბჭისაჲ მის წყრთითა ათ, და სიფართოე ბჭისაჲ მის ათცამეტ წყრთა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და წყრთასა ერთსა შეკრბებოდა წინაშე პირსა მათ Page of ms. J: B101v  თეეთასა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ, და თეეთა მათ ექუს წყრთა იმიერ/ და ექუს წყრთა ამიერ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და განზომა ბჭჱ იგი კედლითგან თეესაჲთ, სივრცჱ ოც და ხუთ წყრთა, ეგრეთვე ბჭითგან ბჭედმდე.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და აეროვანი იგი ელამისაჲ ბჭისა მის გარეშესაჲ ოც წყრთა, თეენი ბჭისაჲ გარემო.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და უსართულოჲ იგი ბჭისაჲ მის გარეშე უსართულოდმდე ელამისა ბჭისა მის შინაგანისა ერგასის წყრთა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და სარკუმლები ფარული თეიდ მიმართ ორმეოც, და ელამადმდე შინაგან ბჭესა მას ეზოჲსასა გარემო, და ეგრევე ელამსა მას გარემო შინაგან კერძო, და ელამად მიმართ დანაკის-კუდები იმიერ და ამიერ.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე ეზოსა მას შინაგანსა, და აჰა ესერა კერთ-საბმელი და სუეტები გარემო ეზოსა მას, ოც და ათი კერთ-საბმელები სუეტებსა მას.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და სტოვაები სამხრით კერძო ბჭეთა მათ საზომისა-ებრვე ბჭეთაჲსა სასუეტესა ქუეშჱ კერძო.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და განზომა სივრცჱ იგი ეზოჲსაჲ მის აეროვნისა მისგან ბჭისა შინაგანისა გარეშე უსართულოდ მიმართ, ესე იგი არს აეროვნად ბჭისა მის, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად; და მომიყვანა მე ჩრდილოდ კერძო.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ესერა ბჭე ერთი, რომელი ჰხედვიდა ჩრდილოდ ეზოსა მას შინაგანსა, და განზომა იგი სიგრძჱ მისი და სივრცე.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და თეენი სამნი იმიერ და სამნი ამიერ, და ელევნი, და ელამონნი, და დანაკის-კუდები ხჱ მისი, და იყო საზომისა მის-ებრვე ბჭისა, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად; ერგასის წყრთა სიგრძჱ მისი, და ოც და ხუთ წყრთა სივ<რ>ცჱ მისი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და სარკუმლები მისი, და ელამონნი, და ხჱ დანაკის-კუდებისაჲ მისისაჲ ვითარცა ბჭისაჲ მის, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად; და შჳდნი კიბენი აღვიდოდეს მას ზედა, და ელამონნი შინაგან,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბჭჱ ეგე-ვითარი-ვე Page of ms. J: B103r  შინაგან, რომელი ჰხედვიდა პირის-პირ ჩრდილოჲსასა, ვითარცა/ ბჭისაჲ მის, რომელი აღმოსავალად ჰხედვიდა, და გა<ნ>ზომა ეზოჲ იგი ბჭითი ბჭედ წყრთითა ას.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომიყვანა მე სამხრით კერძო, და აჰა ესერა ბჭჱ, რომელი ჰხედვიდა სამხრად, და განზომა იგი, და თეე იგი, და ელევი, და ელამონი, მისვე საზომისაებრ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და სარკუმლები მისი და ელამონი გარემო, ვითარცა იგი სარკუმლები ელამისაჲ; წყრთითა ერგასის სიგრძჱ მისი, და წყრთითა ოც და ხუთ სივრცჱ მისი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და შჳდნი კიბენი მისნი, და ელამონნი შინაგან, და ხენი დანაკის-კუდისანი იყვნეს მას, ერთი იმიერ და ერთი ამიერ ელევთა მათ მიმართ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბჭჱ ერთი წინაშე ბჭისა მის ეზოჲსა შინაგანისა სამხრად კერძო, და განზომა ეზოჲ იგი ბჭითგან ბჭედმდე წყრთითა ას, და სივრცჱ სამხრად კერძო წყრთითა ოც.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე ეზოსა მას უშინაგანჱსსა ბჭისასა მას, რომელი ჰხედავს სამხრად, და განზომა ბჭჱ იგი მისვე საზომისა-ებრ.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და თეენი და ელევნი და ელამონნი მისვე საზომისა-ებრ, და სარკუმლები იყო მას და ელამონები გარემო; წყრთითა ერგასის სიგრძჱ მისი, და წყრთა ოც და ხუთ სივრცჱ მისი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და ელამი ბჭესა მას შინაგანსა, და დანაკის-კუდნი ელევსა მას, და რვანი კიბენი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე ბჭესა მას, რომელი ჰხედავს აღმოსავალად; და განზომა იგი საზომისა-ებრვე მისისა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და თეენი და ელევნი და ელამონნი მისვე საზომისა-ებრ, და სარკუმლები მას და ელამონი გარემო; ერგასის წყრთა სიგრძჱ მისი, და ოც და ხუთ წყრთა სივრცჱ მისი.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და ელამონნი ეზოსა მას გარეშესა, და დანაკის-კუდები ელევდ მიმართ იმიერ და ამიერ, და რვანი კიბენი იყვნეს მას.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე ბჭესა მას ჩრდილოჲთ კერძოსა, და განზომა იგი საზომი. Page of ms. J: B103v 

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to armat   
და თეენი/ იგი, და ელევნი, და ელამონნი, და სარკუმლები მას გარემო, და ელამონნი მისნი, ერგასის წყრთა სიგრძჱ მისი, და ოც და ხუთ წყრთა სივრცჱ მისი.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to armat   
და ელამონნი ეზოსა მას გარეშესა, და დანაკის-კუდები ელევსა მას იმიერ და ამიერ, და რვანი კიბენი იყვნეს მას.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to armat   
კერთ-საბმელები მისი <და საკარები მისი>, და ელამოთი მისი ბჭესა მას მეორესა, და გამოსადინელი,

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲთა და<ი>კლოდიან მუნ, რომელი ცოდვათათჳს არნ, და უმეცრებათათჳს.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამხრით კერძო გამოსადინელისა მის ყოვლად-დასაწუელთაჲსა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ, ორნი ტაბლანი მზის-აღმოსავალით, და სამხრად კერძო მეორისა მის, და ელამისა მის ბჭისაჲსა, და რვანი ტაბლანი აღმოსავალით.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to armat   
ოთხნი იმიერ და ოთხნი ამიერ სამხრით კერძო ბჭისა მის, მათ ზედა დაკლიან საკლველები იგი ყოვლად-დასაწუველთაჲ, წინაშე რვათა მათ ტაბლათა საკლველთასა.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to armat   
და ოთხნი ტაბლანი ყოვლად-დასაწუველთანი ქვისანი გამოთლილნი, წყრთა და კერძო სივრცით, და ორ წყრთა და კერძო სიგრძით, და წყრთა ერთ სიმაღლით, მათ ზედა დადვიან ჭურჭერი, რომლითა დაკლიან მუნ ყოვლად-დასაწუველები იგი და საკლველები.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to armat   
და ციდ ერთ იყო მათი გ<რ>ძილი ბაკოდ გამოთლილ შინაგან გარემოჲს გარემო, და ტაბლათა მათ ზედა იყო სართული საფარველად წჳმისა და სიჴმელისა.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე ეზოსა მას შინაგანსა, და აჰა მუნ დგეს ორნი საყდარნი ეზოსა მას შინაგანსა, ერთი სამხრით კერძო ბჭესა მას, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ, და მოვალს იგი სამხრად კერძო, და ერთი სამხრით ბჭისა მის სამხრით კერძოჲსა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ კერძო.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to armat   
Page of ms. J: B104r  და მრქუა მე, საყდარი ესე, რომელი ჰხედავს სამხრად, მღდელთაჲო არს, რომელნი სცვენ საცავსა მას ტაძრისასა.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to armat   
და სარდარი ესე, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ, მღდელთაჲ მათ არს, რომელნი სცვენ საცავსა მას საკურთხეველისასა, ესე არიან ძენი სადუკისნი, რომელნი მიეახლებიან ლევისგანნი უფალსა მსახურება<დ> მისა.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to armat   
და განზომა ეზოჲ იგი სიგრძით წყრთითა ას და სივრცით წყრთითა ას ოთხ-კერძოსავე მისსა, და საკურთხეველი იყო წინაშე ტაძარსა მას.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე ელამსა მის ტაძრისასა, და განზომა ელამი იგი, წყრთითა ხუთ სივრცჱ ამიერ, და წყრითა ხუთ სივრცჱ იმიერ, და სიფართოჱ საკარეთაჲ მათ წყრთითა მით ათოთხმეტ, და სამჴსრენი იგი კარისა მის ელამისანი ათ წყრთა ამიერ.

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიგრძით ელამი იგი წყრთითა ოც, და სივრცე ათორმეტ წყრთა, და ათნი კიბენი აღვიდოდეს მას ზედა, და სუეტნი იყვნეს ელამსა მას, ერთი ამიერ და ერთი იმიერ.,

Chapter: 41  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე ტაძარსა მას, და განზომა ელამი იგი, ექუს წყრთა სივრცე ამიერ, და ექუს წყრთა სივრცე იმიერ,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიფართოჱ იგი ბჭისაჲ მის ათ წყრთა, და სამჴრენი იგი ბჭეთანი ხუთ წყრთა ამიერ, და ხუთ წყრთა იმიერ. და განზომა სიგრძჱ მისი წყრთითა ორმეოც, და სივრცჱ მისი წყრთითა ოც.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა ეზოსა მას შინაგანსა, და განზომა ელამი იგი კართაჲ წყრთითა ორ, და კარები მისი წყრთითა ექუს, და სამჴრენი იგი კართანი წყრთითა შჳდ ამიერ, და წყრთითა შჳდ იმიერ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განზომა სიგრძჱ კართაჲ მათ წყრთითა ორმეოც, და სივრცჱ ოც წინაშე პირსა მის ტაძრისასა, და თქუა; ესე წმიდაჲ წმიდათა არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და განზომა კედელი იგი ტაძრისაჲ მის წყრთითა ექუს, და სივრცჱ გუერდისაჲ მის წყრთითა ოთხ გარემო.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
გუერდითი გუერდ<ის>აჲთ ვიდრე გუერდადმდე სხუად ოც და სამ ორგზის, და განშორებულ იყო შორის კედელსა მას ტაძრისასა და გუერდთა მათ Page of ms. J: B104v  გარემო, რაჲთა იყოს მათა/ რომელნი იგი შეეახლებოდიან მას სახედველ, რაჲთა ყოვლადვე არა შეეხებოდიან კედელსა მას ტაძრისასა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და სივრცჱ იგი ზემოკერძოთა მათ გუერდთაჲ შესაძინებელსა მის კედლისასა ზემოკერძოდ-მი გარემო ტაძრისა მის, რაჲთა განვრცნებოდის ზედა კერძო, და ქუემო კერძოჲთგან აღვიდოდიან ზედა კერძოსი მას სართულსა, და შუვათაგან სამსართულსა მას.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და თეე იგი სახლისაჲ მის სიმაღლჱ გარემო, განშორებაჲ იგი გუერდთა მათ სწორად ლერწმისა მის წყრთითა ექუს განშორებულად.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და სივრცჱ გუერდისაჲ მის გარეშესაჲ წყრთითა ხუთ, და ნეშტი იგი შორის გუერდთა მათ სახლისათა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შორის საყდართა მათ სივრცჱ წყრთითა ოც, გარზე-მოსლვაჲ გარემო ტაძარსა მას.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და კარნი იგი სასხდომელთა მათ საყდართანი ნეშტთა მათ მიმართ კარისა მის ერთისა ჩრდილოჲთ კერძოჲსა, და კარი ერთი სამხრად კერძო, და სივრცე საშოვლისა მის ნათლისაჲ ნეშტისაჲ წყრთითა ხუთ სივრცჱ გარემო.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და განყოფილებაჲ იგი წინაშე პირსა მის ნეშტისასა ვითარცა ზღუად მიმართ; წინაშე იგი სახლისაჲ მის სიგრძჱ წყრთითა ას, და ნეშტნი იგი და განშოვრებული იგი და კედელნი მათნი სიგრძჱ წ<ყ>რთითა ას.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და სივრცჱ წინაშე პირსა მის ტაძრისასა, და ნეშტი იგი მას წინაშე წყრთითა ას.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და განზომა სიგრძჱ იგი განსაყოფელისაჲ მის წინაშე პირსა მის ნეშტისასა ზურგით კერძოთა მათ მის ტაძრისათა და ნემტისაჲ მის იმიერ და ამიერ წყრთითა ას სიგრძჱ, და ტაძარი იგი და საკიდურნი და ელამავი გარეშე დართულ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და სარკუმლები კანკლედი განსანათლებელ გარემო სამთა მათ, რაჲთა Page of ms. J: B105r  სახედველ იყოს,/ და ტაძარი იგი და მახლობელი მისი ძელით რჩუნვილ გარემო, <და> იატაკი და იატაკითგან ვიდრე სარკუმლებადმდე, და სარკუალები განღებულ სამ წილად, რაჲთა სახედველ იყოს.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვიდრე მახლობელადმდე შინაგანისა და ვიდრე გარეშედმდე, ყოველსა მას კედელსა გარემო შინაგანსა და გარეშესა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოქანდაკებულ ქერობინები და ხჱ დანაკის-,კუდისაჲ შორის ქერობინსა და ქერობინსა. ორი პირი იყო ქერობინისაჲ მის.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
პირი კაცისაჲ დანაკის-კუდად კერძო იმიერ და ამიერ, და პირი ლომისაჲ დანაკის-კუდად კერძო იმიერ და ამიერ, გამოქანდაკებულ ყოველივე იგი ტაძარი გარემოჲს გარემო.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
იატაკითგან ვიდრე სართულადმდე ქერობინები და დანაკის-კუდები გამოქანდაკებულ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და სიწმიდჱ და ტაძარი იგი განღებულ ოთხ-კიდედ მოთხვილად წინაშე პირსა მას სიწმიდეთასა, და ხილვაჲ იგი მისი ვითარცა პირი

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
საკურთხეველისა ძელისა, ორ წყრთა სიმაღლჱ მისი, და სამ წყრთა სიგრძჱ მისი, და ორ წყრთა სივრცჱ მისი, და რქანი ჰდგეს, და ხარისხი მისი და კედელნი მისნი ძელისანი, და მრქუა მე; ესე ტაბლაჲ არს პირისაგან უფლისაჲ,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ორნი კარნი მის ტაძრისანი, და სიწმიდისანი მის ორნი კარნი,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
ორთა მათ კართა ქცევილთა ორი კარი ერთსა, და ორი კარი კარსა მას მეორესა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქანდაკი მათ ზედა, და კართა მის ტაძრისათა ქერობინები, და დანაკის-კუდები, ქანდაკებულისა მის-ებრვე წმიდათაჲსა, და მწრაფლი ძელები წინაშე პირსა ელამავისასა გარეშჱ .

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და სარკუმელნი დაფარულნი, და განზომა იმიერ და ამიერ სართულთა მათ ელამავისათა, და გუერდნი იგი ტაძრისანი შეუღლვილ იყვნეს.,

Chapter: 42  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე ეზოსა მას შინაგანსა აღმოსავალით წინაშე ბჭეთა მათ Page of ms. J: B105v  ჩრდილოჲთ კერძოთა შემიყვანა მე, და/ აჰა ესერა საყდარნი ხუთნი მახლობელად დაკლებულისა მის, და მახლობელად განსაყოფელისა მის ჩრდილოდ კერძო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
ასით წყრთით ჩრდილოდ მიმართ სიგრძით, და სივრცით ერგასის წყრთა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
გამოწერილ ვითარცა იგი ბჭენი ეზოჲსა მის შინაგანისანი, და ვითარცა იგი სუეტები ეზოჲსა მის გარეშჱსანი, განწესებულ პირის-პირ ვითარცა ს<ა>მოდეულად.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინაშე საყდართა მათ ადგილი სამოთხველი ათ წყრთა სივრცით და ას წყრთა სიგრძით მიმართ კერძო, და კარები მათი ჩრდილოდ კერძო.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამოთხველნი მათნი ზედა ქორებისანი ეგრევე, რამეთუ გამომატებულ იყო სუეტი იგი მისგან ქუემო კერძოთაგან სუეტისათა, და განშოვრებულ, ეგრეთვე სუეტსა მას განშორებულ, და ეგრეთცა სტოები.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სამკეცად იყო, და სუეტები არა იყო, ვითარ იგი სუეტები იყო საყდართაჲ მათ; ამისთჳსცა გამომატებულ იყვნეს ქუემო კერძო და საშუალთაგან ქუეყანით.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ნათელი გარეშჱ ვითარცა იგი საყდარნი ეზოჲსა მის გარეშჱსანი, რომელნი ჰხედვიდეს წინაშე საყდართა მათ ჩრდილოჲთ კერძოთა, სიგრძჱ წყრთითა ერგასის.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ სიგრძჱ იგი საყდრებისაჲ მის, რომელი ჰხედვიდეს ეზოსა მას გარეშესა, იყო წყრთითა ერგასის, და ესენი არიან პირის-პირ ურთიერთას ამათსა, და ყოველი წყრთითა ას.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და კარნი იგი ამათ საყდართანი შემოსავალისა მის აღმოსავალისაჲთ შესლვად მიერ ეზოჲთ გარეშჱთ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ნათელსა მას დასაბამსა მის სამოთ<ხ>ველისასა და სამხრით კერძოჲ იგი წინაშე პირსა სამხრისასა, და წინაშე პირსა მის ნეშტისასა, და წინაშე პირსა მის განსაყოფელისასა, და საჯდომელნი იგი განსაყოფელისანი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
პირის-პირ მათსა საზომისავე მის-ებრ საყდართაჲსა, რომელნი იყვნეს Page of ms. J: B106r  ჩრდილოჲთ კერძო, და სიგრძისა-ებრ ვე/ მათისა და სივრცისა მათისა, და ყოვლისა მის-ებრ გამოსავალისა მათისა, და ყოვლისა მის-ებრ მოსაქცეველისა მათისა, და ნათლისა-ებრ მათისა, და კარებისა-ებრ მათისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
სასხდომელთა მათ სამხრით კერძოთა, და მსგავსად კარებისა მის დასაბამისა სამოთხველისა, ვითარცა ნათლად კერძო განშოვრებულად საზომით ერთის ლერწმის, და მზის-აღმოსავალად შევიდოდიან მათ მიერ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; საყდარნი ესე ჩრდილოჲთ კერძონი და საყდარნი ესე სამხრით კერძონი, რომელნი არიან წინაშე პირსა განშოვრებულთასა, ესენი არიან სასხდომელნი სიწმიდისანი, რომელთა შინა ჭამოდიან მუნ მღდელთა ძეთა სადუკისთა, რომელნი მიეახლებიან უფალსა. იგი არს წმიდაჲ წმიდათაჲ; მუნ დადვოდიან წმიდაჲ წმიდათაჲ, და საკლველნი, და რომელი ცოდვისათჳს არნ, და რომელი იგი უმეცრებისათჳს არნ, რამეთუ ადგილი წმიდაჲ არს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
არა ვინ შევიდენ მუნ გარნა მღდელთასა, და არა გამოვიდენ სიწმიდისა მისგან ეზოსა მას გარეშესა, რაჲთა მარადის წმიდა იყვნენ, რომელნი მოუვიდოდიან უფალსა; და არა შეეხნენ სამოსელსა მათსა, რომლითა იგი ჰმსახურებდენ, რამეთუ წმიდა არს, და შეიმოსოდიან სამოსელი სხუაჲ, რაჟამს შევიდოდიან ტაძრად.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაასრულა განზომაჲ იგი შინაგანისა მის ტაძრისაჲ, და გამომიყვანა მე გზისა მისგან ბჭისა, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად, და განზომა სახით ხილვაჲ იგი ტაძრისაჲ მის გარემო განწესებით.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადგა სამხრით კერძო ბჭისა მის, რომელი ჰხედავს მზის-აღმომავალად, და განზომა ხუთ ასი ლერწმითა მით საზომელითა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცა ჩრდილოდ კერძო, და განზომა წინაშე პირსა ჩრდილოჲსასა ხუთას წყრთა ლერწმითა მით საზომელითა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოაქცია ზღუად კერძო, და განზომა წინაშე პირსა მის ტაძრისასა ხუთასი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიქცა სამხრით, და განზომა წინაშე ტაძარსა Page of ms. J: B106v  მას/ ხუთასი ლერწმითა მით საზომელითა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ოთხნივე იგი ადგილნი მითვე ლერწმითა, და განაწესა იგი, და გარემო ზღუდჱ იყო მას ხუთას წყრთა აღმოსავალით, და ხუთას წ<ყ>რთა სივრცჱ განსაწვალებელად შორის წმიდათა, და შორის წინაშჱსა მის ზღუდისა განწესებულებისა მის-ებრვე ტაძრისა.,

Chapter: 43  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომიყვანა მე მზის-აღმოსავალად კერძო, რომელი ჰხედვიდა ადგილი, და განმიყვანა მე გარჱ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესერა დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მოვიდოდა გზასა მას მზის-აღმოსავალით კერძოსა, და ჴმაჲ ბანაკისა მისისაჲ ვითარცა ბმაჲ ორწილად სიმრავლეთაჲ მრავალთაჲ; და ქუეყანაჲ ბრწ<ყ>ინვიდა ვითარცა ნათელი დიდებისა მისისაგან გარემო.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხილვა<ჲ>, რომელ ვიხილე, იყო ხილვისა მის-ებრ, ოდეს შევიდოდე ცხებად ქალაქისა; და ხილვაჲ იგი ჩუენებისაჲ, რომელ ვიხილე, ხილვისა მის-ებრ იყო, რომელი ვიხილე მდინარესა მას ქობარისასა. და მე დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და დიდებაჲ უფლისაჲ შევიდა ტაძარსა მას გზასა მას ოდენ, რომელი ჰხედავს ბჭესა მას მზის-აღმოსავალისასა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და აღმიღო მე სულმან, და შემიყვანა მე ეზოსა მას შინაგანსა, და აჰა ესერა სავსე იყო დიდებითა უფლისაჲთა ტაძარი იგი.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დავდეგ, და აჰა ესერა ჴმაჲ ტაძრით გამო, და მეტყოდა მე, და კაცი იგი დგა მახლობელად ჩემსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე, იხილეა, ძეო კაცისაო, ადგილი საყდრისა ჩემისაჲ, და ადგილი კუალთა ფერჴთა ჩემთაჲ, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს სახელი <წმიდაჲ> ჩემი შორის სახლსა ისრაჱლისასა საუკუნოდ, და არა შეაგინონ ამიერითგან სახლმან ისრაჱლისამან სახელი წმიდაჲ ჩემი მათ და მთავართა მათთა, სიძვითა მათითა და კაცის-კლვითა წინამძღუართა მათთაჲთა შორის მათსა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
დადგმითა მათითა წინაშე კარსეთა ჩემთა კართა Page of ms. J: B107r  მათთაჲთა, და ზღრუბლნი/ ჩემნი მახლობელად ზღრუბლთა მათთა, და ყვეს კედელი ჩემი ვითარცა შეპყრობილი ჩემი და მათი, და შეაგინებდეს სახელსა წმიდასა ჩემსა უშჯულოებითა მათითა, რომელსა იქმოდეს. შევმუსრენ იგინი გულის-წყრომითა ჩემითა და მოსრვითა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ განიშოვრნედ სიძვანი მათნი და კაცის-კლვანი მთავართა მათთანი ჩემ წინაშე, და დავემკჳდრო მათ შორის საუკუნოდ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და შენ, ძეო კაცისაო, უჩუენე სახლსა ისრაჱლისასა ტაძარი ესე ჩემი, და დასცხრედ ცოდვათა მათთაგან, და ხილვაჲ მისი და განწესებულებაჲ მისი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და მათ მიიღონ ტანჯვაჲ მათი ყოველთათჳს საქმეთა მათთა, რომელ ქმნ<ნ>ეს, და გამოუხატო მათ სახლი ესე, და გამოსავალნი მისნი, და ძალი მისი, და ყოველნივე ბრძანებანი მისნი, და ყოველი შჯულიერებაჲ მისი აუწყე მათ, და გამოუხატე იგი წინაშე მათსა, და დაიცვნედ ყოველნი სამართალნი ჩემნი და ყოველნი ბრძანებანი ჩემნი, და ჰყოფდედ მათ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოხატვაჲ იგი სახლისაჲ მის თხემსა ზედა მის მთისასა, და ყოველნი საზღვარნი მისნი გარემო წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე საზომი არს საკურთხეველისაჲ მის წყრთითა წყრთა და ციდ წიაღად ღრმა წყრთადმდე, და წყრთა ერთ სივრცჱ, და გ<რ>ძილი გარემო ბაკოთა მისთა მტკაველ ერთ, და ესე სიმაღლჱ ს<ა>კურთხეველისაჲ მის.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
სიღრმითგან წიაღისა მისისაჲთ სალხინებელად დიდად მიმართ ქუემო კერძო წყრთით ორით, და სივრცჱ წყრთა ერთ, და სალხინებელით მცირით სალხინებელად დიდადმდე წყრთითა ოთხ, და სივრცე წყრთა ერთ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და არიელი წყრთითა ოთხ, და არიელითგან ვიდრე ზემო რქათამდე წყრთა ერთ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და არიელი ათორმეტ წყრთა სიგრძით წყრთა მიმართ ათორმეტად ოთხ-კედლად ოთხთავე კიდეთა მისთა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და სალხინებელი იგი წყრთა Page of ms. J: B107v  ათოთხმეტ სივრცე ოთხად მიმართ ადგიდ მისა, და გრძილი მისი/ გარემოჲს გარემო მრგულ<ი>ად ზოგი წყრთისაჲ, და გარემოჲ მისი წყრთა ერთ გარეშე კერძო; და კიბენი მისნი ჰხედვიდეს აღმოსავალად კერძო.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ძეო კაცისაო; ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ; ესე არს ბრძანებაჲ საკურთხეველისაჲ დღესა მას საქმისა მისისასა შეწირვად მას ზედა ყოვლად-დასაწუველნი, და პკურებად მას ზედა სისხლისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მისცე ლევიტელთა მათ მღდელთა ნათესავსა სადუკისთა, რომელნი მომეახლებოდიან მე, იტყჳს უფალი ღმერთი, მსახურებად ჩემდა, ჴბოჲ ზროხათაგანი ცოდვისათჳს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღონ სისხლისა მისისაგანი, და სცხონ ოთხთა რქათა საკურთხეველისათა და ოთხთა კიდეთა სალხინებელისათა და ხარისხთა გარემო; ლხინება ყონ მისთჳს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღონ ჴბოჲ იგი, რომელ ცოდვისათჳს არს, და დაწუან იგი განშორებულსა ადგილსა მის ტაძრისასა გარეშჱ სიწმიდეთა მათ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
<და> მეორესა დღესა მოიხუნენ ორნი თიკანნი თხათაგან უბიწოთა ცოდვისათჳს, და ლხინება ყონ სალხინებელისა მისთჳს, ვითარცა ლხინება ყვეს ჴბოჲთა მით.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემდგომად დასრულებისა მის ლხინებისა შესწირო ჴბოჲ ზროხათაგან უბიწოჲ, და ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და შესწიროთ წინაშე უფლისა, და დაასხან მას ზედა <მღდელთა> მარილი, და შეწირონ იგი ყოვლად-მწუვარად უფლისა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
შჳდ დღე შესწირვიდე თიკანსა ცოდვისათჳს დღითი დღედ, და ჴბოჲ ზროხათაგან და ვერძი ცხოვართაგან უბიწონი შეწირნოდიან

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
შჳდ დღჱ, და ლხინებაჲ ყონ საკურთხეველისა მისთჳს, და განწმიდონ იგი, და აღავსნენ ჴელნი მათნი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და <ი>ყოს მერვით დღითგან და მიმართ, შესწირვიდენ მღდელნი მრგულიად-დასაწუველთა თქუენთა საკურთხეველსა მას ზედა ყოვლად-დასაწუველთა თქუენთა, და ცხოვრებისა თქუენისათჳს, და შეგიწყნარნე თქუენ, იტყჳს ადონაჲ უფალი.;/ Page of ms. J: B108r 

Chapter: 44  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და მომაქცია მე გზასა მას ბჭისა მის წმიდათაჲსა გარეშჱსა, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად; და იგი იყო დაჴშულ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან; ბჭჱ ესე დაჴშულ იყოს, და არა განეღოს, და არცა გან-ვინ-ვიდეს მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ წინამძღუარი ესე დაჯდეს მას შინა ჭამად პურისა წინაშე უფლისა. გზისა მისგან ელამავისა ბჭისა შევიდეს, და მისვე გზისაგან გამოვიდეს.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე გზასა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ კერძო, წინაშე ტაძარსა მას, და ვიხილე, და აჰა ესერა სავსე იყო დიდებითა უფლისაჲთა ტაძარი იგი უფლისაჲ. და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე უფალმან, ძეო კაცისაო, დააწესე გულსა შენსა, და იხილე თუალითა შენითა, და ყურითა შენითა ისმინე ყოველი ვე, რომელსა ვიტყჳ შენ თანა ყოვლისა მის-ებრ ბრძანებისა სახლისა უფლისაჲ<სა>, ყოვლისა-ებრ შჯულიერებისა მისისა, და დააწესო გულსა შენსა შესავალსა სახლისასა ყოვლისა მის-ებრ გამოსავალისა მისისა ყოველთა შორის წმიდათა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა სახლსა მას განმამწარებელსა, სახლსა ისრაჱლისასა, ამას იტყჳს უფალი უფალი; კმა იყავნ თქუენდა ყოველთაგან უშჯულოებათა თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
შემოყვანებაჲ ძეთა უცხოთესლთაჲ წინადაუცუეთელთაჲ გულითა და ჴორცითა, ყოფად სიწმიდეთა შინა ჩემთა, და შეაგინებდეს მათ შეწირვითა მით თქუენითა პურთა, ჴორცსა და სისხლსა, და გარდახჳდოდეთ შჯულსა ჩემსა ყოვლითა უშჯულოებითა თქუენითა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და განაწესენ<ი>თ ცვად მცველნი სიწმიდეთა შინა ჩემთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, ყოველი ნაშობი უცხოთესლი წინადაუცუეთელი გულითა <და> წინადაუცუეთელი ჴორცითა არა შევიდეს სიწმიდესა ჩემსა, ყოველი ნაშობი უცხოთესლთაჲ, რომელნი არიან შორის სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ლევიტელნი, Page of ms. J: B108v  რომელნი/ შემომიდგეს მე ცთომასა მას ისრაჱლისასა ჩემგან, შედგომად ზრახვათა მათთა, და მიიხუნენ მათ სიცრუვენი მათნი.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ სიწმიდეთა შინა ჩემთა მსახურად <და> მეკარედ ბჭეთა სახლისა ჩემისათა, და ჰმსახურებდენ სახლსა მას ესენი, და დასწყუდიდენ ყოვლად-დასაწუ<ვ>ელთა და საკლველებსა ერისასა, და ესენი დგენ წინაშე ერისა მს<ა>ხურებად მათა;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა იგი ჰმსახურებდეს მათ წინაშე კერპთა მათთა, და ექმნა სახლსა ისრაჱლისასა ტანჯვა სიცრუვის. ამისთჳს აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა მომეახლნენ მღდელობად ჩემდა, არცა შეწირვად სიწმიდესა ძეთა ისრაჱლისათასა, არცა წმიდასა წმიდათა ჩემთასა, და მოიღონ გინებაჲ მათი ცთომისათჳს, რომლითა შესცთეს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და განაწესონ ცვად საცოსა სახლისასა ყოველსავე საქმესა მისსა, და ყოველსა რასაცა იქმოდიან.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
მღდელნი ლევიტელნი იგი, ძენი სადუკისნი, რომელთა დაიცვეს საცოჲ იგი წმიდათა ჩემთაჲ, რაჟამს იგი შესცთა სახლი ისრაჱლისაჲ ჩემგან. ესენი მოვიდენ მსახურებად ჩემდა, და დადგენ წინაშე ჩემსა შეწირვად ჩემდამო მსხუერპლისა, ცმელისა და სისხლისა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ესენი შევიდოდიან სიწმიდეთა ჩემთა, და ესენი მოვიდოდიან ტაბლასა ჩემსა მსახურებასა ჩემსა, და დაცვად საცავთა ჩემთა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს რაჟამს შევიდოდიან იგინი ბჭეთა ეზოჲსა მის შინაგანისათა, სამოსელი სელისაჲ შეიმოსოდიან, და არა შეიმოსმდიან მატყლისაჲ მსახურებასა მას ბჭითგან შინაგანისა ეზოჲსაჲთ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და არმენაგი სელისაჲ ებუროს თავსა მათსა და ნიფხავი სელისაჲ ემოსოს წელთა მათთა, და ნუ შეიმოსედ მას იწროდ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამოსლვასა მათსა ეზოსა მას გარეშესა ერისა მიმართ, განიძარცოდიან სამოსელი მათი, რომლითა ჰმსახურებდეს Page of ms. J: B109r  <მათ>, და დადვოდიან იგი/ საჯდომელსა მას წმიდათასა, და შეიმოსოდიან სამოსელი სხუაჲ, და რაჲთა არა განწმიდონ ერი სამოსლითა მათითა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
თავი მათი არა დაიყჳნონ და თმაჲ მათი არა განიშიშულონ, დაბურვით დაიბუროდიან თავთა მათთა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ღჳნოსა ნუ სუამნ ყოველი მღდელი შესლვასა მას მათსა ეზოსა მას შინაგანსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ქურივი და განტევებული არა მოიყვანონ თავისა თჳსისა ცოლად, არამედ ქალწული ნათესავისაგან ისრაჱლისა, უკუეთუ იყოს ქურივი იგი მღდელთაგანი, შეირთენ.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და ერსა ჩემსა ასწავებდედ შორის წმიდასა და შეგინებულსა, და შორის განრჩეულსა და ურჩეველსა აუწყებდედ მათ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და საშჯელსა სისხლისასა ესენი დგენ განშჯად; სამართალნი ჩემნი განამართლნენ, და საშჯელსა ჩემსა შჯიდენ, და შჯულს<ა> ჩემსა და ბრძანებათა ჩემთა ყოველთა დღესასწაულთა ჩემთა იმარხვიდედ, და შაბათთა ჩემთა წმიდა ჰყოფდედ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და სულსა ზედა კაცისა მკუდრისასა არა შევიდენ, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ მამასა ზედა და დედასა და ძესა და ასულსა და ძმასა ზედა და დასა მისსა, რომელი არღა იყო ქმრისა, შევიდენ და შეიგინნენ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემდგომად განწმედის<ა> მისისა შჳდნი დღენი აღირაცხნეს თავისა თჳსისა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და რომელსა დღესა შევიდენ ეზოსა მას შინაგანსა მსახურებად სიწმიდესა შინა, და შესწირვიდენ სალხინებელსა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა იყოს მათა სამკჳდრებელად. მე ვიყო სამკჳდრებელ მათა. და ქუეყანაჲ არა ეცეს მათ ძეთა შორის ისრაჱლისათა; მე ქუეყანა სამკჳდრებელ მათა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
და შესაწირავთა და რომელი ცოდვისათჳს და უმეცრებისათჳს არნ მსხუერპლი, მას ესენი ჭამდენ, და ყოველი განჩემებული და აღნათქუემი ისრაჱლსა შორის მათა იყოს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
პირველი ნაყოფი ყოველთაჲ და პირმშოთაჲ და შესაწირავი Page of ms. J: B109v  ყოველი პირველთა ნაყოფთა თქუენთაჲ/ მღდელთა <თჳს იყავნ>, და პირველი ნაყოფი თქუენი მიეცით მღდელსა, რაჲთა დაადგრეს კურთხევაჲ თქუენი სახლთა თქუენთა .

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველი მკუდრისაჲ და ნამჴეცავი მფრინველთაგან და პირუტყუთა არა ჭამონ მღდელთა.;

Chapter: 45  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და განყოფასა თქუენსა ქუეყანისასა სამკჳდრებელად, განუჩემოთ უფალსა პირველ ნაყოფად სიწმიდედ ქუეყანისაგან ოც და ხუთ ათასი წყრთაჲ სიგრძით, და სივრცით ოც ათასი. წმიდა იყოს ყოველთა შორის საზღვართა მისთა გარემო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ამისგანი სიწმიდედ ხუთასი წყრთაჲ ხუთასსა ზედა მოთხვილად გარემო, და ერგასის წყრთა განშოვრებულ გარემო.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და ამის განზომისა-ებრ განჰზომო სიგრძჱ ოც და ხუთი ათასი, და სივრცჱ ოც ათასი; და მას შინა იყოს წმიდაჲ წმიდათაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
<ქუე>ყანისა მისგან იყოს მღდელთა, რომელნი ჰმსახურებდენ სიწმიდესა მას შინა, და იყოს რომელნი მიეახლებოდიან უფალსა მსახურებად, და იყოს მათა სახლებად განჩემებულად სიწმიდედ მათა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ოც და ხუთ ათასად სიგრძით, და ოც ათას სივრცით, და ლევიტელთა, რომელნი ჰმსახურებდენ ტაძარსა მას ღმრთისასა მათა დაპყრობად ქალაქი სამკჳდრებელად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
დასაპყრობელად ქალაქი მისცე ხუთ ათასი სივრცით, და სიგრძით ოც და ხუთ ათასი, ვითარცა პირველ ნაყოფი იგი წმიდათაჲ ყოვლისა სახლისა ისრაჱლისა იყოს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და წინამძღუარსა მას ამისგან და მისგან პირველ ნაყოფად წმიდათა და სამკჳდრებელად ქალაქისა, წინაშე პირველ ნაყოფთა მათ წმიდათასა, და წინაშე პირსა სამკჳდრებელისა მის ქალაქისასა ზღჳთ კერძო და ზღჳთ მომართ მზის-აღმოსავალად, და სიგრძჱ ვითარცა ერთი ნაწილთაგანი საზღვართა ზღჳს კერძოთაჲ, და სიგრძჱ საზღვრად კერძო მზის-აღმოსავალად ქუეყან<ის>ად.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მათა სამკჳდრებლად ისრაჱლსა შორის, და არღარა ჰმძლავრობდენ Page of ms. J: B110r  მთავარნი ისრაჱლისანი ერსა ჩემსა, და ქუეყანაჲ დაიმკჳდრონ/ ძეთა ისრაჱლისათა ტოჰმად-ტოჰმადმან მათმან.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი; კმა იყავნ თქუენდა, მთავარნო ისრაჱლისანო, სიცრუვჱ და უბადრუკებაჲ განიშოვრეთ, და განკითხვასა და სიმართლესა იქმოდეთ, და აღიღეთ მძლავრობაჲ ერისაგან ჩემისა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
სასწორი მართალი და საწყაული სიმართლისაჲ და კაბიწი სიმართლისაჲ იყავნ თქუენდა საწყაულად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და კაბიწი იგი ეგრევე ერთი იყოს მოღებად და მიცემად; მეათჱ ჴჳმირისაჲ კაბიწი, და მეათჱ ჴჳმირისაჲ, ჴჳმირისა მის-ებრ იყოს სწორად.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და სასწორი ოც და ხუთ ობოლი; ათხუთმეტი სიკლაჲ მნაჲ იგი იყავნ თქუენი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე არს პირველ ნაყოფი, რომელი განაჩინოთ. საწყაული ჴჳმირისაგან იფქლისა, და მეექუსჱ მისი სათველი ოც და ათისაგან გრივისა ქრთილისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბრძანებაჲ ზეთისაჲ ასისაგან გუერდისა ათი გუერდი, და ათისაგან გუერდისა ერთი გუერდი, რამეთუ ათი გუერდი არს გომორ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ათისაგან ცხოვრისა ერთი ცხოვარი შესაწირავად ყოველთაგან ტოჰმთა ისრაჱლისათა საკლველად და ყოვლად-დასაწუველად, <და> საცხოვრებელად რაჲთა ლხინება იყოს თქუენთჳს, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოველმან ერმან მოსცეს პირველი ნაყოფი მთავარსა მას ისრაჱლისასა,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მთავრისა მისგან იყოს ყოვლად-დასაწუველნი იგი, და საკლველნი, და შესაწირავნი დღესასწაულთა და თთჳს-თავთა და შაბათთა, და ყოველთა დღესასწაულთა სახლისა ისრაჱლისათა, მანვე ყოს ცოდვისათჳს, და შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველნი და ცხორებისაჲ სალხინებელად სახლისათჳს ისრაჱლისაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი; პირველსა თთუესა, ერთსა მის თთჳსასა, მოიბათ ჴბოჲ ზროხათაგან უბიწოჲ სალხინებელად სიწმიდისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან სალხინებელისა, და სცხოს Page of ms. J: B110v  წყირთლთა კარისათა და ოთხთა საკიდურთა ტაძრისათა/ და საკურთხეველსა და წყირთლთა ბჭისა მის შინაგანისა ეზოჲსათა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და ეგრეთვე ყოს თთუესა მას მეშჳდესა, ერთსა მის თჳსასა, მოიღოს თითოეულისაგან შესაწირავი, და ლხინება ყოს სახლისა მისთჳს.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და პირველსა მას თთუესა, მეათოთხმეტესა თთჳსასა, იყოს თქუენდა პასექი, რომელ არს ვნებისაჲ დღესასწაული. შჳდ დღჱ უცომოსა ჰშჭამდეთ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოს მთავარმან შესაწირავი თავისა თჳსისათჳს და სახლისათჳს და ყოვლისათჳს ერისა ქუეყანისა, ჴბოჲ ერთი ცოდვისათჳს.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და შჳდთა მათ დღეთა დღესასწაულისათა ჰყოფდეს ყოვლად-დასაწუველთა უფლისა, შჳდი ზუარაკი და შჳდი ვერძი უბიწოჲ დღითი დღედ შჳდთა მათ დღეთა, და ცოდვისათჳს თიკანი თხათაჲ დღითი დღედ და შესაწირავი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
პური ცხობილი ჴბოსა თანა, და ცხობილი ვერძისა თანა, და ზეთი ექუს ქსესტისაჲ ცხობილსა თანა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და მეშჳდესა მას თთუესა, ათოთხმეტესა მის თთჳსასა დღესასწაულსა ჰყოფდე ეგრევე შჳდ დღჱ, ვითარცა იგი ცოდვისათჳს, და ვითარცა იგი მანნაჲ, და ვითარცა იგი ზეთი.;

Chapter: 46  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი; ბჭჱ იგი, რომელი არს ეზოსა მას შინაგანსა, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად; იყოს დაჴშულ ექუსთა მათ დღეთა საქმისათა, ხოლო დღესა მას შაბათთასა განეღოდის, და დღესა თთჳს-თავისასა განეღოდის.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდოდის მთავარი იგი გზასა მას ელამონისასა ბჭისა მის გარეშჱსა, და დადგეს კართა წინაშესა მის ბჭისასა, და შეწირონ მღდელთა ყოვლად-დასაწუველები მისი და ცხოვრებისა მისისაჲ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
და თაყუანის-სცეს კართა წინაშესა მას მის ეზოჲსასა, და გამოვიდეს მღდელი იგი და ბჭჱ იგი არა დაეჴშას Page of ms. J: B111r  მწუხრადმდე,/ და თაყუანის-სცეს ერმან კართა წინაშესა მას მის ეზოჲსასა შაბათთა და თთჳს-თავთა წინაშე უფლისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და ყოვლად-დასაწუველები იგი შეწიროს მთავარმან მან უფლისა დღესა შაბათთასა, ექუსნი ტარიგნი უბიწონი და ვერძი ერთი უბიწოჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და მანნაჲ, ცხობილი ვერძსა და ტარიგთა მათ თანა შესაწირავი მისაცემელი ჴელისა მისისაჲ, და ზეთისა საწყაული ექუსისა ქსესტისაჲ ცხობილსა მას.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და დღეთა მათ თთჳს-თავთასა ზუარაკი უბიწოჲ და ექუსნი ტარიგნი და ვერძი უბიწოჲ იყოს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ცხობილი ვერძსა და ცხობილი ზუარაკსა თანა იყოს მანანაად, და ტარიგთა მათ რაოდენცა ძალ-ედვას ჴელსა მისსა, და ზეთისა საწყაული ექუსისა ქსესტისაჲ ცხობილსა მას თანა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და შესლვასა მას მთავრისასა, გზით ელამისაჲთ ბჭისა მისგან შევიდეს, და გზისა მისგან მისვე ბჭისა განაიღეს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და რაჟამს შევიდოდის ერი იგი ქუეყანისაჲ წინაშე უფლისა დღესასწაულთა, რომელი შევიდეს გზისა ჩრდილოჲსასა თაყუანის-ცემად, გამოვიდეს იგი გზისა მის განვე ბჭისაჲსა, და რომელი შევიდეს გზასა მას ბჭისა სამხრისასა, გამოვიდეს გზასა მას ბჭისა ჩრდილოჲსასა. არა უკუნ-იქცეს კუალად ბჭესა მას, ვინაჲცა შევიდა, არამედ მართლ მისსა გამოვიდეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და მთავარი იგი შორის მათსა შესლვასა მას მათსა შევიდეს მათ თანა, და გამოსლვასა მას მათსა გამოვიდეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
დღესასწაულთა და კრებათა იყოს მანნააჲ და ცხობილი ზუარაკსა თანა, და ცხობილი ვერძსა მას თანა <და> ათთა მათ ტარიგთა, რაოდენცა ეძლოს ჴელსა მისსა, და ზეთისა ექუსი ქსესტი ცხობილსა მას თანა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ ყოს მთავარმან აღსაარებაჲ ყოვლად-დასაწუველი ცხოვრებისაჲ უფლისა, განაღოს Page of ms. J: B111v  თავისა თჳსისა ბჭე იგი, რომელი/ ჰხედავს მზის-აღმოსავალად, და შეწიროს ყოვლად-დასაწუველები მისი და ცხოვრებისა მისისაჲ, ვითარცა იგი ყვის დღესა შაბათთასა, და გამოვიდეს, და დაჰჴსას კარი იგი შემდგომად გამოსლვისა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ტარიგი წელიწადეული უბიწოჲ შეწიროს ყოვლად-დასაწუველად დღითი დღედ უფლისა, განთიად ყოს იგი.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და მანნააჲ ყოს მას ზედა განთიად მეექუსჱ საწყაულისაჲ, და ზეთი მესამჱ საწყაულისაჲ, ორი ქსესტი შესუარვად სამინდოჲსა მანნაად უფლისა ბრძანებად სამარადისოდ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ჰყვით ტარიგი, და მანააჲ და ზეთი იგი ჰყვით განთიად, და ყოვლად-დასაწუველი მარადის.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი; უკუეთუ მთავარმან მან საცემელი სცეს ძეთაგანსა მისსა სამკჳდრებელისაგან თჳსისა, ესე ძეთა მისთა იყოს, და ეპყრას სამკჳდრებელად მათა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
უკუეთუ მონათა მისთაგანსა სცეს საცემელი, იყოს იგი მისა ვიდრე წლადმდე მიტევებისა, და კუალად მოსცეს მთავარსავე მას, თჳნიერ სა<მ>კჳდრებელისა მის ძეთა მათთაჲსა მათა იყოს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა მოიღოს მთავარმან სამკჳდრებელისა მისგან ერისა, ვითარმცა ჰმძლავრა მათ, არამედ თჳსისაგან ქუეყანისა დაუმკჳდროს ძეთა თჳსთა, რაჲთა არა განიგნიოს ერი ჩემი კაცად-კაცადი სამკჳდრებელისაგან თჳსისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე შესავალსა მას სამხრით კერძოჲსა მის ბჭისასა, და სასხდომელსა მას წმიდათა მღდელთასა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ, და იყო მუნ ადგილი განშოვრებული.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ესე ადგილი არს, სადა იგი შეგბიან მღდელთა შესაწირავი უმეცრებისათჳს და ცოდვისათჳს, და მუნ შეგბიან მანააჲ ყოვლადვე, რაჲთა არა გამოიღონ ეზოსა მას გარესა, და წმიდა ყონ ერი. Page of ms. J: B112r 

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და განმიყვანა მე ეზოსა მას გარეშესა, და გარე-მომიყვა/ნა მე ოთხთავე კიდეთა მის ეზოჲსათა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
და აჰა ეზმოჲ საკიდური ეზოისაჲ, კიდესა და კიდესა ეზოჲ, ოთხთავე კიდეთა მის ეზოჲსათა, ეზოჲ მცირჱ სიგრძით ორმეოც წყრთა, და სივრცით ოც და ათ წყრთა, საზომი ერთ იყო ოთხთაჲვე.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამზარაულოჲ ქმნული ქუეშჱ კერძო სარდომელთა მათ გარემო.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ესე სახლნი არიან სამზარაულონი, სადა იგი შეგბიან მუნ მსახურთა მათ ტაძრისათა საკლველები ერისაჲ.,

Chapter: 47  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და შემიყვანა მე წინაშე კარსესა მას ტაძრისასა, და აჰა ესერა წყალი გამოვიდოდა ქუეშჱ კერძო უსართულოსა მას მზის-აღმოსავალად კერძო, და წყალი იგი გარდამოვიდოდა კიდით კერძო მარჯუენით სამხრით-მო საკურთხეველად კერძო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და გამომიყვანა მე გზასა მას ბჭისა მის ჩრდილოჲთ კერძოჲსა, და გარე-მომიყვანა მე გზასა მას გარეშესა ბჭედ ეზოჲსა მის, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად კერძო; და აჰა ესერა წყალნი გარდამოეცემოდეს კიდით კერძო მარჯუენით.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა გამოსავალი მამაკაცისაჲ წინაშე პირის-პირ, და საზომი აქუნდა ჴელსა მისსა, და გა<ნ>ზომა ათასი საზომითა მით, და განჴდა წყალსა მას წყალი მიტევებისაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განზომა ათასი, და განვლო წყალი იგი წყალი ვიდრე ბარკალ სხჳლადმდე, და განზომა ათასი, და განვიდა წყალსა მას ვიდრე სარტყლადმდე.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ვერღარა უძლო წიაღ-მოსლვად, რამეთუ აღქავნებოდა წყალი იგი ვითარცა სიმძაფრჱ ჴევისაჲ, რომელსა ვერ წიაღ-ვიდიან.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; იხილეა, ძეო კაცისაო; და მომიყვანა მე კიდესა მას მდინარისასა.

Verse: 7   Link to septLink to armat   
მოქცევასა ჩემსა და აჰა კიდესა მის მდინარისასა ხეები მრავალი ფრიად იმიერ და ამიერ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ესე წყალი, რომელი გამოვალს გალილეად Page of ms. J: B112v  მზის-აღმოსავალად და გარდა/მოვიდოდა არაბიად, და მოვიდოდა ვიდრე ზღუადმდე წყალსა მას წიაღ-სავალისასა, და განაცოცხლებს წყალთა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს ყოველი სული საცხოვართაჲ, რომელი გამოვიდოდის, რომელსა ზედა მივიდეს მუნ მდინარჱ იგი, ცხომდეს და იყოს მუნ თევზი მრავალი ფრიად, რამეთუ წყალი ესე მოვალს და განჰკურნებს, და ცხოვნდენ ყოველნი რომელთა ზედა მივიდეს მდინარე ესე, და განცოცხლდენ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და დადგენ მუნ მესათხევლენი ენგადიმითგან საჴმობელ ბადეთა იყოს, და თევზნი ზღჳსა დიდისანი სიმრავლჱ დიდი ფრიად.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და წიაღ-სავალსა მისსა და უფროჲსად აღმალებასა მისსა არა განიკურნნენ, მარილად მიცემულ არიან.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და მდინარესა მას კიდეთა მისთა აღმოსცენდეს იმიერ და ამიერ ყოველი ხჱ საჭმელი, და არა დაძუელდეს მისგანი, არცა მოაკლდეს ნაყოფი მისი, სიახლისა მისისაჲ პირველ გამოიღოს; ამისთჳს რამეთუ წყალნი მათნი წმიდათაგან გამოვლენ, და იყოს ნაყოფი მათი საჭმლად, და აღმოცენებაჲ მათი სიცოცხლედ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი; ესე საზღვარნი არიან, რომელი დაუმკჳდროთ ქუეყანისაჲ, ათორმეტთა ტოჰმთა ძეთა ისრაჱლისათა შეძინებაჲ განზომისაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და დაიმკჳდრეთ იგი კაცად-კაცადმან ვითარცა ძმამან მისმან, რომლისათჳს აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად მამათა მათთა, და იყოს ქუეყანაჲ ესე თქუენდა სამკჳდრებელი განწილვით.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე საზღვარნი არიან ქუეყანისანი, ჩრდილოჲთ კერძო, ზღჳთგან დიდით, რომელი გარდამოვალს და განჰყოფს შესავალსა ემათისასა, ელდაამაა,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
ბეთარს, ებრემს, ელიამს შორის საზღვართა დამასკისათა, და შორის Page of ms. J: B113r  საზღვართა ემათისათა, ეზონი სავნანისანი, რომელნი არიან/ ზემო კერძო საზღვართა აჳრანიტელთასა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე საზღვარნი ზღჳთგან, ეზოჲთ სავნანისით, საზღვარით დამასკისაჲთ და ჩრდილოდ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და მზის-აღმოსავალად, შორის აჳრანიტელთასა და შორის დამასკესა, და შორის გალაადელთა და შორის ქუეყანასა ისრაჱლისასა, იორდანე საზღვარ არს ზღუად და მზის-აღმოსავალად კერძო დანაკის-კუდოვნისა, ესე მზის-აღმოსავალად.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამხრად კერძო და ჩრდილოდ, თემანითგან და დანაკის-კუდოვნით ვიდრე წყლადმდე არიმოთისა კადესა, მიიწევის ვიდრე ზღუადმდე დიდად.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ადგილი სამხრით და ჩრდილოჲთ; ესე ადგილნი ზღჳსა დიდისანი ეზღვარვის ვიდრე წინაშემდე შესავალად ემათისა, ვიდრე შესავალადმდე მისა; ესე არს ზღუად კერძო ემათისა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და განუყავთ მათ ქუეყანაჲ ესე ტოჰმად ტოჰმად ისრაჱლსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
განუყავთ მათ თქუენ წილით და გარე-მოსრულთა მათ, რომელნი მწირობენ თქუენ შორის, რომელთა ისხნენ შვილნი თქუენ თანა, იყვნედ იგინი თქუენდა ვითარცა თჳთ მპყრობელნი ქუეყანისანი ძეთა შორის ისრაჱლისათა; თქუენ თანა ჭამდენ მკჳდრობით შორის ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყვნენ ტოჰმად მწირთა შორის, რომელნი იყვნენ მათ თანა, მუნ მიეცით სამკჳდრებელი მათი, იტყჳს უფალი ღმერთი.,

Chapter: 48  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე სახელები ტოჰმებისაჲ დასაბამითგან ჩრდილოჲთ კერძოჲსაჲთ ადგილით კერძო გარდამოსავალით, რომელი განიყოფვის შესავალსა ემათისა, ეზოჲ ავნანისი, საზღვარ დიმასკესა ჩრდილოჲთ ემათით კერძო ეზოჲსა, იყოს მათა მზის-ავმოსავალით ვიდრე ზღუადმდე დანისი ერთ.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვარითგან Page of ms. J: B113v  ასერისით აღმოსავალითგან ვიდრე ზღუადმდე ნეფთალემისი ერთ./

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
(?) და საზღვრითგან ნეფთალემისით აღმოსავალითგან ვიდრე ზღუადმდე ეფრ[!!!!!]

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვრითგან მანასჱსით მზის-აღმოსავალით ვიდრე ზღუადმდე ეფრემისი ერთ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვრითგან ეფრემისით მზის-აღმოსავალით ვიდრე ზღუადმდე რუბენისი ერთ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვრითგან რუბენისით მზის-ავმოსავალით ვიდრე ზღუადმდე იუდაჲსი ერთ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვრითგან იუდაჲსით მზის-აღმოსავალითგან ვიდრე ზღუადმდე იყოს პირველ ნაყოფ განჩემებულ ოც და ხუთ ათას სივრცჱ, და სიგრძჱ ვითარცა ერთი ნაწილთაგანი მზის-აღმოსავალითგან ვიდრე ზღუადმდე, და იყოს სიწმიდჱ იგი შორის მათსა , , ,.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
პირველი ნაყოფად რომელ განუჩემონ უფალსა, სიგრძით ოც და ხუთ ათას.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე იყოს პირველ ნაყოფ სიწმიდეთა მღდელთათჳს, ჩრდილოდ კერძო ოც და ხუთ ათას, ზღ<უ>ად მიმართ ათ ათას, და სამხრად კერძო ოც და ხუთ ათას; და მთაჲ იგი წმიდათაჲ იყოს შორის მისსა .

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
მღდელთათჳს განწმედილთა ძეთა სადუკისთა, რომელნი სცვენ საცოსა მას სახლისასა, რომელნი არა სცთეს ცთომასა მას ძეთა ისრაჱლისათასა, ვითარცა იგი სცთეს ლევიტელნი.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს მათა პირველი ნაყოფი მიცემულ ნაყოფთაგან ქუეყანისათა წმიდაჲ წმიდათაჲ საზღვართაგან ლევიტელთა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო სხუათა ლევიტელთა მახლობელი საზღვართა მათ მღდელთაჲ, სიგრძით ოც <დ>ა ხუთ ათასი და სივრცით ათი ათასი; ყოველი სიგრძჱ ოც და ხუთ ათას, და სივრცჱ ოც ათას.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
არა განიყიდოს მისგანი, არცა განიზომოს, არა გამოეჴუას პირველი ნაყოფი ქუეყანისაჲ, რამეთუ წმიდაჲ უფლისაჲ არს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და ხუთი იგი ათასი მეტი სივრცე ოც და ხუთ ათასსა მას, ზღუდის ზღუდე იყოს ქალაქისა სამკჳდრებელად და განსაგრძობელად მისა, და იყოს ქალაქი შორის ამათსა. Page of ms. J: B114r 

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე საზომი მისი, მზის-ავმოსავალით ხუთას, და ოთხ ათას/ და სამხრით ხუთას და ოთხ ათას, და ჩრდილოჲთ ოთხ ათას და ხუთას, და ზღჳთგან ოთხ ათას და ხუთას.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და იყოს განშოვრებულ ქალაქსა ჩრდილოჲთ კერძო ას ერგასის, და მზის-აღმოსავალით ას ერგასის, და ზღჳთ კერძო ას ერგასის.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და უმეტჱს<ი> იგი სიგრძისაჲ მახლობელად პირველსა მას ნაყოფსა წმიდათასა ათი ათასი მზის-აღმოსავალით, და ათი ათასი ზღუად მიმართ; და იყვნენ პირველნი ნაყოფნი წმიდისანი, და იყოს ნაყოფი მისი პურად მოქმედთა ქალაქისათა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მოქმედნი იგი ქალაქისანი იქმოდედ მას ყოველთა <გან> ტოჰმთა ისრაჱლისათა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველი პირველ ნაყოფი ოც და ხუთ ათას ოთ<ხ>-კიდედ განუჩემოთ იგი პირველ ნაყოფად სიწმიდისა საბრძანებელისაგან ქალაქისა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო უმეტჱსი იგი მთავრისა მის იყოს ამისგან და იმისგან პირველთა ნაყოფთაგან წმიდათაჲსა, და დასაპყრობელად ქალაქისა ოც და ხუთ ათას სიგრძედ ვიდრე საზღვრადმდე ზღჳთ კერძოთა მახლობელად საზღვართა მთავრისათა, და იყოს პირველ ნაყოფ წმიდათა და სიწმიდჱ იგი სახლისაჲ შორის მისსა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ლევიტელთაგან და საბრძანებელისაგან ქალაქისაჲ შორის მთავართასა მას იყოს შორის საზღვართა იუდაჲსთა და შორის საზღვართა ბენიამინისთა მთავართაჲ მათ იყოს.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
და უმეტესთაჲ მათ ტოჰმთაჲ მზის-აღმოსავალთაჲ ვიდრე ზღუად მიმართთაჲ ბანიამინისი ერთ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვრითგან ბენიამინისით მზის-აღმოსავალით ვიდრე ზღუად მიმართ სჳმეონისი ერთ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვართაგან სჳმეონისთა მზის-აღმოსავალით ვიდრე ზღუად მიმართ ისაქარისი ერთ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვართაგან ისაქარისთა მზის-აღმოსავალით ვიდრე ზღუად მიმართ ზაბულონისი ერთ.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვართაგან ზაბულონისთა მზის-აღმოსავალით ვიდრე ზღუად მიმართ გადისი ერთ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to armat   
და საზღვართაგან გადისთა მზის-აღმოსავალით ვიდრე ბღუარად მიმართ, და იყოს საზღვარი მისი თემანითგან Page of ms. J: B114v  ვიდრე წყლადმდე/ არიმოთისა კადესა სამკჳდრებელი ვიდრე ზღუადმდე დიდად.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე არს ქუეყანაჲ, რომელი განუყოთ ნაწილად ტოჰმთა ისრაჱლისათა, <და> ესე არს განყოფაჲ მათი, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to armat   
და ესე არიან განსავალნი ქალაქისანი ჩრდილოჲთ კერძონი ოთხ ათას და ხუთას საზომითა.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to armat   
და ბჭეები ქალაქისაჲ სახელებითა ტოჰმთა ისრაჱლისათა, ბჭენი სამ ჩრდილოჲთ, ბჭჱ ჰრბენისი ერთ, და ბჭჱ იუდაჲსი ერთ, და ბჭჱ ლევისი ერთ,

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to armat   
და მზის-აღმოსავალით ოთხ ათას და ხუთას, და ბჭენი სამ, ბჭჱ იოსეფისი ერთ, და ბჭჱ ბენიამინისი ერთ, და ბჭჱ დანისი ერთ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to armat   
და სამხრით ოთხ ათას და ხუთას, და ბჭენი სამ, ბჭჱ სჳმეონისი ერთ, და ბჭჱ ისაქარისი ერთ, და ბჭჱ ზაბულონისი ერთ.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to armat   
და ზღუად კერძო ოთხ ათას და ხუთას საზომითა, და ბჭენი სამ, ბჭჱ გადისი ერთ, ბჭჱ ასერისი ერთ, ბჭჱ ნეფთალემისი ერთ.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to armat   
გარემო ათრვამეტ ათას და სახელი ქალაქისაჲ, რომლისაგანცა იყოს იგი, იყოს სახელი მისი.: .: .:
Page of ms. J:  



Book: Sus. 
Susanna

დანიელ წინაწარმეტყუელისაჲ <სუანა>



Chapter: _ 
Verse: 1  Link to septLink to septLink to armat   
Page of ms. J: B114v  და იყო კაცი ერთი დამკჳდრებულ ბაბილონს, და სახელი მისი იყო იოაკიმ;

Verse: 2   Link to septLink to septLink to armat   
და ისუა მან თავისა თჳსისა ცოლი, და სახელი მისი სუსანა, ასული ქელკიაჲსი, ქმნულ კეთილი ფრიად, და მოშიში უფლისაგან.

Verse: 3   Link to septLink to septLink to armat   
და მშობელნი მისნი მართალ წინაშე უფლისა, და განსწავლეს ასული იგი თჳსი შჯულითა მოსესითა.

Verse: 4   Link to septLink to septLink to armat   
და იყო იოაკიმ შუებულ ფრიად, და იყო მისი სამოთხჱ მახლობელად ტაძართა მისთა თანა, და მისა შეკრბიან ყოველნი ჰურიანი, რამეთუ უდიდებულეს იყო იგი უფროჲს ყოველთა ნათესავთა მათთა.

Verse: 5   Link to septLink to septLink to armat   
და გამოჩნდეს ორნი მოხუცებულნი კრებულისა მისგან მსაჯულად წელიწადისა მის, რომელთაჲ იგი თქუა უფალმან, ვითარმედ გამოვიდა უშჯულოებაჲ ბაბილონით Page of ms. J: B115r  მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელთა იგი შეერაცხა წინამძღურობაჲ ერისაჲ მისი.

Verse: 6   Link to septLink to septLink to armat   
და იგინი არიედ მარადის სახლსა შინა, და მოვიდოდიან მათა ყოველნი საშჯელად.

Verse: 7   Link to septLink to septLink to armat   
და არნ მას ჟამსა კრებული იგი მიმოდაიგის სამხრის ოდენ, შთაჴდის სუსანა და იქცევინ სამოთხესა ქმრისა თჳსისასა.

Verse: 8   Link to septLink to septLink to armat   
და ჰხედვიდეს მას ორნი იგი მოხუცებულნი მარადის, ვითარ იგი შთაჴდის სამოთხესა მას და იქცევინ, და სწადოდა მისი რაჲთამცა აღისრულეს ნებაჲ თავისა თჳსისაჲ მის ზედა.

Verse: 9   Link to septLink to septLink to armat   
და გარდაიქცეს გონებაჲ მათი მისა მიმართ, და აქცინეს თუალნი მათნი არა ხილვად ზეცად, და არცა შედგინეს შჯულისაგან, და არცა მოიჴსენეს საშჯელისაჲ.

Verse: 10   Link to septLink to septLink to armat   
და იყვნეს ორნივე იგი ტრფიალებულ მისა, და არა უთხრიან ურთიერთას სალმობანი იგი თავისა თჳსისანი,

Verse: 11   Link to septLink to septLink to armat   
რამეთუ ერიდებოდეს ურთიერთას თქუმად გულის-თქუმათა მათ თჳსთა, რამეთუ ენება მათ შეპყრობაჲ მისი.

Verse: 12   Link to septLink to septLink to armat   
და უმზირდეს მას წუსწუთ მარადის ხილვად მისა,

Verse: 13   Link to septLink to septLink to armat   
და თქუეს ურთიერთას, მივიდეთ ჩუენ სახიდ, რამეთუ სადილისა ჟამი არს, და გამოვიდეს და განიყვნეს იგინი ურთიერთას.

Verse: 14   Link to septLink to septLink to armat   
და მერმე მუნვე მოვიდეს კუალად ერთი ერთისა, და იკითხეს და ურთიერთას მიზეზი იგი (უკმოქცევისაჲ), და აღიარეს გულის-თქუმაჲ იგი მათი, და მაშინ ზოგად განაჩინეს ოდეს მარტოჲ პოონ იგი.

Verse: 15   Link to septLink to septLink to armat   
და იყო ვითარ უმზირდეს იგინი დღესა ერთსა, შევიდა სუსანა სამოთხესა მას ვითარცა გუშინდელსა დღესა და ძუღანდელსა დღესა ორთა ხოლო მჴევალთა თანა, და უნდა ბანაჲ სამოთხესა მას შინა ქმრისა თჳსისასა, რამეთუ ციხელ იყო.

Verse: 16   Link to septLink to septLink to armat   
და არა ვინ იყო მუნ შიდა გარნა ორნი იგი მოხუცებულნი დამალულნი, რომელნი იგი უმზირ<დ>ეს მას,

Verse: 17   Link to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა სუსანა მჴევალთა მათ თჳსთა; მომართჳთ მე ზეთი და განსაწმედელი, და კარი სამოთხისაჲ მის დაჰკრძალეთ Page of ms. J: B115v  რაჲთა ვიბანო.

Verse: 18   Link to septLink to septLink to armat   
და მათ ყვეს ეგრე ვითარცა უბრძანა მათ, და და/ჰჴსეს კარი სამოთხისაჲ, და განვიდეს კიდით კერძოსა მას კარსა, რაჲთა მოართუან მას რომელი იგი უბრძანა მათ. და არაჲ იცოდეს მოხუცებულთაჲ მათ ვითარმედ მუნ დამალულ არიან,

Verse: 19   Link to septLink to septLink to armat   
და იყო ვითარცა განვიდეს ქალნი იგი, აღდგეს ორნი იგი მოხუცებულნი. მირბიოდეს მის ზედა,

Verse: 20   Link to septLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მას, აჰა ესერა კარნი სამოთხისანი ჴსულ არიან, და არა ვინ გუხედავს ჩუენ, და გულის-თქუმასა ვართ შენთჳს, ამისთჳს თავს-იდევ ჩუენ თანა და ნება მეც ჩუენ.

Verse: 21   Link to septLink to septLink to armat   
უკუეთუ არა, შეგწამოთ შენ ვითარმედ იყო ვინ მე შენ თათა ჭაბუკი, და მისთჳს განავლინენ შენგან ქალნი იგი.

Verse: 22   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო სუსანა სულთ-ითქუნა და ჰრქუა, იწრო არს ჩემდა ვინაჲვე კერძო უკუეთუ ვქმნე, სიკუდილი არს ჩემდა; უკუეთუ არა ვქმნე, ვერ განვერე ჴელთაგან თქუენთა.

Verse: 23   Link to septLink to septLink to armat   
უმჯობჱს არს ჩემდა რაჲთა არა ვქმნე, და შევვარდე ჴელთა თქუენთა ვიდრე და არა ცოდვასა წინაშე უფლისა.

Verse: 24   Link to septLink to septLink to armat   
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა სუსანა, ღაღად-ყვეს ორთა მათცა მოხუცებულთა მის თანა.

Verse: 25   Link to septLink to septLink to armat   
და მირბიოდა <ერთი მათგანი> და განახუნა კარნი მის სამოთხისანი.

Verse: 26   Link to septLink to septLink to armat   
და ვითარცა ესმა ჴმაჲ ესე სამოთხესა მას შინა სახლისა მისისათა, შერბიოდეს ერთ კერძოჲსა მის კარისაგან ხილვად რაჲ ძი შემთხუეულ არს მას.

Verse: 27   Link to septLink to septLink to armat   
და ვითარ იგი იტყოდეს მოხუცებულნი იგი სიტყუათა ამათ მათთა, ჰრცხუენოდა მონათა მისთა ფრიად, რამეთუ არა სადა ითქუა სიტყუაჲ ეგე-ვითარი სუსანაჲსთჳს.

Verse: 28   Link to septLink to septLink to armat   
და იყო ხვალისაგან ვითარცა მოვიდა ერი იგი ქმრისა მისისა იოაკიმისა, მოვიდეს ორნიცა მოხუცებულნი სავსენი უშჯულოებისა ზრახვითა სუსანაჲსთჳს მოკლვად მისთჳს. და თქუეს წინაშე ყოვლისა მის ერისა.

Verse: 29   Link to septLink to septLink to armat   
მიავლინეთ სუსანაჲსა ასულისა ქელკიაჲლ1ა, რომელ არს ცოლი იოაკიმისი; ხოლო Page of ms. J: B116r  მიავლინეს,/

Verse: 30   Link to septLink to septLink to armat   
და მოვიდა სუსანა და მამა-დედანი მისნი და შვილნი მისნი და ყოველნი ნათესავნი მისნი.

Verse: 31   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო სუსანა იყო ფუფუნეულ ფრიად და კეთილ ხილვითა;

Verse: 32   Link to septLink to septLink to armat   
უშჯულოთა მათ უბრძანეს აღძარცუვაჲ საბურველისაჲ, რამეთუ იყო იგი დაბურვილ, რაჲთა განძღენ სიკეთითა მისითა.

Verse: 33   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო თჳსნი და ნათესავნი იგი და ყოველთა რომელთა იცოდეს იგი ტიროდეს.

Verse: 34   Link to septLink to septLink to armat   
აღდგეს ორნი იგი მოხუცებულნი შორის ერისა მის, და დაასხნეს ჴელნი თავსა მისსა.

Verse: 35   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო სუსანა ღაღადებდა და ტიროდა; და აღიხილნა თუალნი ზეცად, და გულითა თჳსითა ესვიდა უფალსა.

Verse: 36   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო მოხუცებულთა მათ თქუეს; ვიქცეოდეთ რაჲ სამოთხესა მას შინა ჩუენ ხოლო მარტოდ, შემოვიდა ეგე ორთა მჴევალთა თანა, და დაჰჴსა კარი იგი სამოთხისაჲ, და განავლინნა მჴევალნი იგი.

Verse: 37   Link to septLink to septLink to armat   
და მოვიდა მაგისა ჭაბუკი ვინ მე, რომელი დამალულ იყო მას შინა, და დაწვა მაგის თანა.

Verse: 38   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო ჩუენ ვიყვენით კიდესა მის სამოთხისასა, და ვიხილეთ უშჯულოებაჲ იგი, და მივრბიოდეთ მათ ზედა,

Verse: 39   Link to septLink to septLink to armat   
და ვიხილენით ეგენი ერთად მწოლარენი. მას ვერ შეუძლეთ შეპყრობად, ხოლო უძლიერჱს იყო ჩუენსა, და განახუნა კარნი სამოთხისანი და განივლტოდა,

Verse: 40   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო ეგე შევიპყართ და ვჰკითხევდით ვინ იყო ჭაბუკი იგი.

Verse: 41   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო მაგან არა გჳთხრა ჩუენ. ამას ესერა წინაშე ყოველთა ვწამებთ. ხოლო კრებულსა მას ყოველსა ჰრწმენა მათი, რამეთუ მოხუცებულნი იყვნეს ერისანი და მსაჯულნი, და განაჩინეს იგი სიკუდიდ.

Verse: 42   Link to septLink to septLink to armat   
და ღადად-ყო ჴმითა დიდითა სუსანა და თქუა; ღმერთო საუკუნეო დაფარულთა მეცნიერო, რომელმან იცნი ყოველნი ვიდრე ყოფადმდე მათა,

Verse: 43   Link to septLink to septLink to armat   
შენ იცი რამეთუ ნაცილად შემწამებენ მე, და აჰა ესერა მოვკუდები და მე არა რაჲ ბოროტი მიქმნიეს რაჲვე, რომელსა ესენი ბოროტსა მიყოფენ მე.

Verse: 44   Link to septLink to septLink to armat   
და შეისმინა უფალმან ჴმაჲ მისი,

Verse: 45   Link to septLink to septLink to armat   
და ვითარცა წარჰყ<ვ>ანდა იგი მოსიკუდიდ, აღადგინა ღმერთმან სული წმიდაჲ ყრმისა მიერ ჭაბუკისა, რომლისა სახელი დანიელ, Page of ms. J: B116v 

Verse: 46   Link to septLink to septLink to armat   
და/ ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და თქუა; უბრალომცა ვარ სისხლისაგან მაგისისა.

Verse: 47   Link to septLink to septLink to armat   
და მოიქცა ყოველივე იგი ერი და ჰრქუეს, რაჲ არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა იტყოდე,

Verse: 48   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო იგი დადგა შორის მათსა და თქუა; ესოდენ ცოფ ხართ ძენი ისრაჱლისანი, რამეთუ არა განიკითხეთ არცა განცხადებულად გულის-ჴმა-ჰყავთ, და დასაჯეთ ასული ისრაჱლისაჲ სიკუდილდ.

Verse: 49   Link to septLink to septLink to armat   
მოაქციეთ სამშჯავროსავე მას ადგილსა, რამეთუ ნაცილად შეწამებენ ეგენი მავას.

Verse: 50   Link to septLink to septLink to armat   
და მოაქცია ერმან მან მწრაფლ, და ჰრქუეს მას მოხუცებულთა მათ; მოვედ და დაჯედ ჩუენ შორის და გჳთხარ ჩუენ, რამეთუ შენ მოგცა ღმერთმან მოხუცებულებაჲ.

Verse: 51   Link to septLink to septLink to armat   
და თქუა დანიელ, განაშოვრენით ეგე ურთიერთას, და განვიკითხნე ეგენი.

Verse: 52   Link to septLink to septLink to armat   
და ვითარცა განაშოვრნეს იგინი ურთიერთას, მოუწოდა ერთსა მათგანსა და ჰრქუა მას; დაძუელებულო ბოროტთა დღეთაო, აწ მოიწინეს ცოდვანი შენნი რომელთა იქმოდე პირველ.

Verse: 53   Link to septLink to septLink to armat   
დაშჯიდ საშჯელსა ცრუსა, და უბრალოთა დაშჯიდ, და ბრალეულთა განუტევებდ, რამეთუ უფალი იტყჳს; უბრალოჲ და მართალი არა მოჰკლა.

Verse: 54   Link to septLink to septLink to armat   
აწ უკუეთუ იხილე, თქუ რომელსა ხესა ქუეშჱ დააპყრენ იგინი ზრახვასა ურთიერთას, ხოლო მან თქუა; განპებულსა ქუეშჱ.

Verse: 55   Link to septLink to septLink to armat   
ჰრქუა მას დანიელ, მართლ სტყუვი თავისა შენისა, რამეთუ აწვე ეგერა ანგელოზსა ღმრთისასა მოუღეგიეს საშჯელისა განჩინებაჲ, და განგაპოს შენ ორად,

Verse: 56   Link to septLink to septLink to armat   
და გარდაადგინა იგი. და ბრძანა ერთისაჲ მის წარმოდგინებად, და ჰრქუა მას; თესლო ქანაანისო და არა იუდაჲსო, სიკეთემან გაცთუნა შენ, და გულის-თქუმამან გარდააქცია გული შენი.

Verse: 57   Link to septLink to septLink to armat   
რამეთუ ესრე უყოფდით ასულთა ისრაჱლისათა, და იგინი მოშიშებით გზრახვედ თქუენ, არამედ ასულმან იუდაჲსმან არა თავს-იდვა უშჯულოებაჲ თქუენი.

Verse: 58   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო აწ მითხარ მე Page of ms. J: B117r  რომელსა ხესა ქუეშჱ იხილენ იგინი ზრახვასა/ ურთიერთას. ხოლო მან თქუა; განხერხულსა ქუეშჱ.

Verse: 59   Link to septLink to septLink to armat   
ჰრქუა მას დანიელ, მართლ სტყუვი შენცა, რამეთუ გელის ანგელოზი ღმრთისაჲ, და მახჳლი აქუს, და განგხერხოს შენ საშოვალ, რაჲთა მოგსრნეს თქუენ.

Verse: 60   Link to septLink to septLink to armat   
და ღაღად-ყო ყოველმან ერმან ჴმითა დიდითა, და აკურთხეს ღმერთი, რომელმან იჴსნნა მოსავნი თჳსნი.

Verse: 61   Link to septLink to septLink to armat   
და აღდგეს ორთა მათ ზედა მოხუცებულთა, რამეთუ შეატყუნა იგინი დანიელ პირისაგანვე მათისა ცილის შემწამებელად. და უყვეს მათ ვითარცა იგი ბოროტი უზრახეს

Verse: 62   Link to septLink to septLink to armat   
ყოფად მოყუასსა თჳსსა მსგავსად შჯულისა მოსესისა, და მოსრნეს იგინი, და განერა სისხლი უბრალოჲ მას დღესა შინა.

Verse: 63   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო ქელკია და ცოლი მისი ჰმადლობდეს ღმერთსა ასულისა მათისათჳს იოაკიმის თანა ქმრისა მისისა ყოვლითურთ ნათესავით მათით, რამეთუ არა იპოვა სარცხჳნელი საქმჱ მის თანა.

Verse: 64   Link to septLink to septLink to armat   
და დანიელ იქმნა დიდ წინაშე ერისა მის მიერ დღითგან და მერმეცა.
Page of ms. J:  



Book: Dan. 
Daniel

დანიელ წინაწარმეტყუელისაჲ



Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
Page of ms. J: B117r  წელსა მესამესა მეფობასა იოაკიმისსა მეფესა იუდაჲსსა მოვიდა ნაბუქოდონოსორ მეფჱ ბაბილონისაჲ იჱრუსალემდ, და გარე-მოადგა მას.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მისცა უფალმან იოაკიმ მეფჱ იუდაჲსი ჴელსა მისსა, და ზოგისაგანი ჭურჭრისაჲ სახლისა უფლისაჲ, და მოიღეს იგი ქუეყანად სენაარისად, და სახლსა ღმრთისა თჳსისასა ზედა და ჭურჭერი იგი შეიღო სახლსა ღმრთისა თჳსისასა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან ასტოფანეს საჭურის<თ>-მთავარსა თჳსსა შეყვანებად ძეთაგან ნატყუენავისა ისრაჱლისათაჲ და ნათესავისაგან სამეუფოჲსა,

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ნატყუენავთაგა<ნ>ნი ჭაბუკნი, რომელთა თანა არა იყოს ბიწი, და კეთილნი ფრიად, და გულის-ჴმის-მყოფელნი ყოველსა სიბრძნესა, რომელთა იცოდიან მეცნიერებაჲ, და განმზრახველნი გონიერებისანი, რომელთა თანა იყოს ძალი დგომად სახლსა შინა მეფისასა, რაჲთა ისწაონ წიგნი და ენაჲ ქალდეველთაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და განუწესა მათ როჭიკი დღისაჲ დღესა ტაბლისაგან თჳსისა, და ღჳნისაგან სასუმელისა თჳსისა, რაჲთა იზარდებოდიან იგინი სამ წელ. და ამისა შემდგომად რაჲთა დგენ იგინი წინაშე მეფისა. Page of ms. J: B117v 

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და იყვნეს მათ შორის ძეთა იუდაჲსთა დანიელ ანანია აზარია მისაელ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დასდვა მათ საჭურის<თ>-მთავარმან მან სახელები, დანიელს ბალტასარ, ანანიას სედრაქ, აზარიას მისაქ, მისაელს აბედნაგო.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დაიდვა დანიელ გულსა თჳსსა, რაჲთა არა შეიგინოს ტაბლისა მისგან სამეუფოჲსა, და ღჳნითა მით სასუმელისა მისისაჲთა, და ევედრა საჭურისთ-მთავარსა მას რაჲთა არა შეიგინოს.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოსცა ღმერთმან დანიელს მოწყალებაჲ და შეწყნარებაჲ წინაშე საჭურის<თ>-მთავრისა მის,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა საჭურის<თ>-მთავარმან მან დანიელს, მეშინის მე უფლისა ჩემისა მეფისა, რომელმან დაგაწესა თქუენ ზედა საზრდელი თქუენი და სასუმელი, ნუ უკუე იხილნეს პირნი თქუენნი უმწუხარეს პირთა ყრმათა მათ, რომელნი თქუენნი ჰასაკით სწორნი არიან, და დაისაჯოს თავი ჩემი სიკუდიდ მეფისაგან.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა <დანიელ> ამელსადასს, რომელი იგი დაედგინა საჭურისთ-მთავარსა მას დანიელეთ ზედა ანანია და აზარია და მისავლეთ ზედა;

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
გამომცადენ მონანი შენნი ათსა ოდენ დღესა, და მომცემდედ ჩუენ თესლთაგან ქუეყანისათა და ვჭამდეთ, და წყალსა ვსუმიდეთ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და გამოცადენ წინაშე შენსა პირნი ჩუენნი და პირნი მათ ყრმათანი, რომელნი ჭამენ ტაბლისა <გან> სამეუფოჲსა, და ვითარცა იხილო, ეგრეცა ყავ მონათა შენთა თანა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ისმინა მათი, და გამოიცადნა იგინი ათ დღჱ ოდენ;

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შემდგომად აღსრულებისა მის ათთა დღეთაჲსა, იყვნეს პირნი მათნი უკეთჱს და უძლიერჱს ჴორცითა უფროჲს ყრმათასა მათ, რომელნი ჭამდეს ტაბლისა მისგან სამეუფოჲსა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მიერითგან მოუღებდა ამელსად საზრდელსა მას მათსა და ღჳნოსა მას სასუმელსა, და მისცემდა მათ თესლსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყრმათა ამათ ოთხთა მოსცა ღმერთმან გულის-ჴმის-ყოფა და გონიერებაჲ ყოვლისა მწიგნობრობისა და სიბრძნისაჲ, და დანიელ გულის-ჴმა-ჰყოფდა ყოველსა და ჩუვნებათა./ Page of ms. J: B118r 

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შემდგომად აღსრულებისა მათ დღეთაჲსა თქუა მეფემან შეყვანებაჲ მათი მის წინაშე, და შეიყვანნა იგინი საჭურის<თ>-მთავარმან მან წინაშე ნაბუქოდონოსორისა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ეტყოდა მათ მეფჱ, და არა ვინ იპოვა მათ ყოველთაგანი მსგავსი და სწორი დანიელისა ანანია, <აზარია და მისაელისი>, და დგეს ესენი წინაშე მეფისა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყოველსა სიბრძნესა და სიტყუასა და მეცნიერებასა, რომელსა ეძიებდა მეფჱ მათგან, პოვნა იგინი ათ წილ უფროჲს ყოველთა მსახრვალთა და მოგუთა, რომელნი იყვნეს ქუეშჱ სამეუფოსა მისსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და იყო დანიელ ვიდრე პირველად წლადმდე კჳროს მეფისა სპარსთაჲსა.

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მეორესა წელსა მეფობასა ჩუენებაჲ იხილა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და განჰკრთა სული მისი ჩუენებისა მისთჳს, და ძილი მისი განეშოვრა მისგან.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან მოწოდებაჲ მოგუთაჲ და მსახრვალთაჲ და გრძნეულთაჲ, რაჲთა უთხრან მეფესა ჩუენებაჲ მისი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე მეფისა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა მათ მეფემან; მეჩუენა მე ჩუენებაჲ, და განმიკრთა მე სული ჩემი ცნობად ჩუენებისა მის.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ ეტყოდეს ქალდეველთა იგი მეფესა ასურ-ებრ, მეფეო უკუნისამდე ცხონდი, შენ გჳთხარ ჩუენებაჲ შენი მონათა შენთა, და შეტყუებაჲ მისი ჩუენ გითხრათ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მიუგო მეფემან ქალდეველთა მათ და ჰრქუა; სიტყუაჲ იგი განმეშორა ჩემგან. უკუეთუ არა მაუწყოთ ჩუენებაჲ ჩემი, და შეტყუებაჲ მისი მითხრათ მე, წარსაწყმედელად მიეცნეთ და სახლ<ნ>ი თქუენ<ნ>ი იავარის-ყოფად.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
უკუეთუ ჩუენებაჲ ჩემი და შეტყუებაჲ მისი მითხრათ მე, ნიჭი და პატივი და მისაცემელი ფრიად მიიღოთ ჩემგან, გარნა ჩუენებაჲ ჩემი და შეტყუებაჲ მისი მითხრათ მე.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მიუგეს მათ მეფესა მეორედ; მეფემან უთხრას ჩუენებაჲ მისი მონათა თჳსთა, და შეტყუებაჲ მისი გით<ხ>რათ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მიუგო მეფემან და ჰრქუა მათ; ჭეშმარიტად ვიცი რამეთუ ჟამსა თქუენ გამოჰფრდით ამისთჳს, რამეთუ იხილეთ ვითარმედ სიტყუაჲ იგი განმეშორა ჩემგან;

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
უკუეთუ ჩუენებაჲ Page of ms. J: B118v  იგი არა მითხრათ მე, ვიცი ვითარმედ სიტყუაჲ ტყუვილისაჲ,/ და განხრწნილი გიზრახავს სიტყუად წინაშე ჩემსა; ვიდრემდე ჟამი წარჴდეს, ჩუენებაჲ ჩემი მითხრათ მე, და მაშინ ვცნა რამეთუ შეტყუებაჲცა მისი მითხრათ მე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მიუგეს მერმე ქალდეველთა მათ წინაშე მეფისა; არა ვინ არს კაცი ქუეყანასა ზედა, რომელმან შეუძლოს სიტყუაჲ ეგე თხრობად მეფისა, რამეთუ ყოველი მეფჱ დიდი და მთავარი სიტყუასა ესე-ვითარსა არა იკითხავნ ყოვლისაგან მისნისა მოგჳსა და ქალდეველისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
სიტყუასა რომელსა მეფჱ იკითხავს მძიმე არს, და სხუაჲ არა არს რომელმან უთხრას იგი წინაშე მეფისა, გარნა ღმერთთაჲ რომელთაჲ მკჳდრობაჲ არა არს ყოვლისა თანა ჴორციელისა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ მეფემან გულის-წყრომით და რისხვით ბრძანა წარწყმედაჲ ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათაჲ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ბრძანებაჲ იგი გამოჴდა, და ბრძენნი იგი მოწყდებოდეს, და ეგულვა დანიელისა და მეგობართა მათ მისთაჲ მოკლვაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ დანიელ მიუგო ზრახვაჲ და ცნობაჲ არიოქს მთავარსა საჭურისსა მეფისასა, რომელი იგი გამოვიდა მოწყუედად ბრძენთა ბაბილონისათა,

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ჰკითხვიდა მას და ჰრქუა, მთავარო მეფისაო რაჲსათჳს გამოვიდა ბრძანებაჲ ესე ბოროტი პირისაგან მეფისა. მაშინ სიტყუაჲ იგი აუწყა არიოქ დანიელს.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დანიელ შევიდა და ევედრა მეფესა რაჲთა ჟამი დროჲსაჲ მოსცეს მას, და შეტყუებაჲ ჩუენებისაჲ მის უთხრას მეფესა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შევიდა დანიელ სახლსა თჳსსა, და ანანიას და აზარიას და მისაელს მეგობართა თჳსთა სიტყუაჲ იგი აუწყა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და წყალობასა ითხოვდეს ღმრთისაგან ცათაჲსა საიდუმლოჲსა ამისთჳს, რაჲთა არა წარწყმდენ დანიელ და მეგობარნი მისნი სხუათა თანა ბრძენთა ბაბილოვნისათა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ დანიელს ჩუენებასა ღამისასა საიდუმლოჲ ესე გამოეცხადა, და აკურთხა ღმერთი ზეცათაჲ დანიელ,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
<და> თქუა; იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდჱ, რამეთუ Page of ms. J: B119r  სიბრძნე და გულის-ჴმის-ყოფაჲ/ მისი არს,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და რამეთუ იგი სცვალებს ჟამთა და წელთა, და ადგინებს მეფეთა და გარდაადგინებს. მოსცის სიბრძნჱ ბრძენთა და გონიერებაჲ რომელთა იციან გულის-ჴმის-ყოფაჲ.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მან გამოაცხადნის სიღრმენი, და დაფარულნი იცნის ბნელსა შინა, და ნათელი მის თანა არს,

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შენ ღმერთო მამათა ჩუენთაო აგიარებ და გაქებ, რამეთუ სიბრძნჱ და ძალი მომეც მე, და გამომიცხადე მე, რომელსა ვილოცევდ შენგან, და ჩუენებაჲ იგი მეფისაჲ მაუწყე მე.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოვიდა დანიელ არიოქისა, რომელი იგი დაადგინა მეფემან წარწყმედად ბრძენთა მათ ბაბილონისათა, და ჰრქუა მას; ბრძენთა ბაბილონისათა ნუ წარწყმედ, არამედ შემიყვანე მე წინაშე მეფისა, და შეტყუებაჲ იგი ჩუენებისაჲ უთხრა მეფესა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ არიოქ წრაფით მიიყვანა დანიელ წინაშე მეფისა, და ჰრქუა მას; ვპოვე კაცი ნატყუენავისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲ ჰურიასტანით, რომელმან შეტყუებაჲ იგი ჩუენებათაჲ უთხრას მეფესა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მიუგო მეფემან დანიელს და ჰრქუა; რომლისა სახელი ბალტასარ. უკუეთუ ძალ-გიც თხრობად ჩუენებაჲ რომელ ვიხილე და შეტყუებაჲ მისი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მიუგო დანიელ წინაშე მეფისა და თქუა; საიდუმლოსა მას, რომელსა მეფჱ იკითხავს არა არს ბრძენთაჲ და მოგუთაჲ და მისანთაჲ და გაზარინელთაჲ თხრობად მეფესა,

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
არამედ არს ღმერთი ცათა შინა რომელი გამოუცხადებს საიდუმლოთა, და გამოუცხადნა ნაბუქოდონოსორს მეფესა, რომელი ჯერ არს ყოფად უკუანაჲსკნელთა დღეთა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ჩუენებაჲ შენი და ხილვაჲ თავისა შენისაჲ საწოლთა შენთა ზედა ესე არს მეფჱ. გულის-ზრახვანი შენნი მოგიჴდეს სარეცელთა შენთა ზედა ვითარმედ რაჲ მე ყოფად არს ამისა შემდგომად, და რომელი საიდუმლოთა გამომაცხადებელი არს, გაუწყა შენ რომელ იგი ყოფად არს.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მე არა სიბრძნითა რომელ არს ჩემ თანა უფროჲს ყოველთა ცხოველთა საიდუმლოჲ ესე გამომეცხადა, არამედ ამისთჳს რაჲთა შეტყუებაჲ იგი ჩუენებათაჲ მეფესა ეუწყოს, რაჲთა სცნნე გულის-სიტყუანი გულისა შენისანი./ Page of ms. J: B119v 

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შენ მეფჱ ჰხედვედ, და აჰა ესერა ხატი ერთი დიდი, და ხატი იგი და პირი მისი უფროჲსად იქცევის; დადგა წინაშე შენსა და ხილვაჲ მისი საშინელ.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ხატი რომლისა თავი მისი ოქროჲსა წმიდისაჲ; ჴელნი და მკერდი და მკლავნი მისნი ვეცხლისანი, მუცელი და ბარკალნი რვალისანი,

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და წჳენი რკინისანი. ფერჴნი რომელი მე ზოგ-რკინისაჲ და ზოგ-კეცისაჲ.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ჰხედევდ ვიდრემდე გამოსთქდა ლოდი მთისაგან თჳნიერ ჴელთა; დაეცა ხატსა მას ფერჴთა მათ რკინისათა და კეცისათა, და დაამწული<ლ>ნა იგინი სრულიად.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მაშინ დამწულილდეს იგინი ერთად რკინაჲ იგი და კეცი და რვალი და ვეცხლი და ოქროჲ, და იქმნნეს იგინი ვითარცა მტუერი კალოჲსაჲ ზაფხულისაჲ, და აღიღო იგი სიმძაფრემან ქარისამან, და ყოველი ადგილი არა ეპოვა მათ, და ლოდი იგი რომელი დაეცა ხატსა მას იქმნა მთა დიდ, და აღავსო ყოველი ქუეყანაჲ.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ესე არს ჩუენებაჲ იგი და შეტყუებაჲცა მისი ვთქუათ წინაშე მეფისა.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შენ მეფჱ მეფეთაჲ. რომელი ღმერთმან ცათამან მეფობაჲ ძლიერი და მტკიცჱ და პატიოსანი მოგცა შენ.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ყოველსა ადგილსა სადაცა დამკჳდრებულ არიან ძენი კაცთანი, მჴეცნი ველისანი და მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი მოსცნა ჴელსა შენსა. და დაგადგინა შენ უფლად ყოველთა. შენ ხარ თავი იგი ოქროჲსაჲ.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შენსა შემდგომად აღდგეს მეფობაჲ სხუაჲ უდარესი შენსა, და მეფობაჲ მესამჱ, რომელ არს რვალი, რომელი უფლებდეს ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მეფობაჲ მეოთხჱ იყოს ძლიერ ვითარცა რკინაჲ, და ვითარცა იგი რკინამან დაამწულილის და დაამწყსის ყოველი ქუეყანასა ზედა, ეგრეთ ყოველნი დაამწულილნეს და დაამწყ<ს>ნეს.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და რამეთუ იხილენ ფერჴნი და თითნი, ზოგი რავდენი მე რკინისაჲ და რავდენი მე კეცისაჲ. მეფობაჲ განყოფილ იყოს და ძირისა მისგან რკინისა იყოს Page of ms. J: B120r  მას შინა, ვითარცა იგი იხილე რკინაჲ აღრეული კეცსა./

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და თითნი იგი ფერჴთანი ზოგი რომელი მე რკინისაჲ და რომელი მე კეცისაჲ. ზოგი რაჲ <მე> მეფობისა მის იყოს ძლიერ, და მისგანი კუალად შემუსრვილ,

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რამეთუ იხილე რკინაჲ აღრეული კეცსა, შერეულ იყვნენ თესლითა კაცთაჲთა, და არა იყვნენ შეყოფილ ერთი ერთისა თანა, ვითარცა იგი არა შეერთის რკინაჲ კეცისა თანა.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დღეთა მათ ოდენ მათ მეფეთასა აღადგინოს ღმერთმან ცათამან მეუფებაჲ, რომელი საუკუნეთამდე არა განჴრწნეს, და მეუფებაჲ მისი ერსა სხუასა არა დაემორჩილოს, და დაამწულილოს და განაქრიოს ყოველი მეუფებაჲ ქუეყანისაჲ, და იგი აღდგეს საუკუნედ.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვითარცა იხილე რამეთუ მთისაგან გამოეკუეთა ლოდი თჳნიერ ჴელისა, და დაამწულილა კეცი იგი და რკინაჲ იგი და რვალი იგი და ვეცხლი იგი და ოქროჲ იგი, ღმერთმან დიდმან გამოუცხადა მეფესა რომელი იგი ყოფად არს მერმე, და ჭეშმარიტ არს ჩუენებაჲ, და სარწმუნო არს შეტყუებაჲ მისი.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფჱ დავარდა პირსა თჳსსა ზედა, და თაყუანის-სცა დანიელს, და შესაწირავი და საკუმეველი შეწირა მისსა.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიელს, ჭეშმარიტად ღმერთი თქუენი იგი თავადი არს ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ და მეუფჱ მეუფებათაჲ. გამოუცხადებს საიდუმლოთა, რამეთუ შეუძლე უწყებად ჩემდა საიდუმლოჲ ესე.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და განადიდა მეფემან დანიელ და ნიჭი დიდძალი და მრავალი მისცა მას, და დაადგინა იგი ყოველსა <ზედა> სოფელსა ბაბილონისასა და მთავრად ნახპეტთა და ყოველთა ზედა ბრძენთა ბაბილონისათა დაადგინა იგი.

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დანიელ გამოითხოვნა მეფისაგან სედრაქ მისაქ და აბედნაგო, და დაადგინნა საქმესა მას სოფლისა ბაბილონისასა, და დანიელ იყოფოდა ეზოსა მეფისასა.

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
წელსა მეათრვამეტესა ნაბუქოდონოსორ მეფემან ქმნა ხატი ოქროჲსაჲ. Page of ms. J: B120v  სიმაღლჱ მისი სამეოც წყრთა,/ და სივრცჱ მისი ექუს წყრთა, და აღჰმართა იგი ველსა მას დეირაჲსასა სოფელსა ბაბილონისასა,

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და წარავლინა შეკრებად მარზაპნებისა ერის-თავთა და სოფლისა მთავართა შერ<ა>ცხილთა და ძლიერთა და ჴელმწიფეთა და ყოველთა მთავართა სოფლებისათა მოსლვად სატფურებასა მის კერპისასა, რომელი ა<ღ>ჰმართა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შეკრბეს მარზაპნები და ერის-თავები შერაცხილნი და ძლიერნი და დიდდიდნი იგი ჴელმწიფებისანი, და ყოველნი მთავარნი სატფურებასა მას კერპისასა, რომელ ა<ღ>ჰმართა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე მის კერპისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ქადაგი ღაღადებდა ძლიერად; თქუენ გეტყჳ ერთა ტომთა და ენათა,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რომელსა ჟამსა გესმეს ჴმაჲ საყჳრისაჲ ნესტჳსაჲ სტჳრისაჲ და ქნარისაჲ და ებნისაჲ და სახიობისაჲ და ყოვლისა თითოსახისა სახიობისაჲ, დაცჳოდეთ და თაყუანის-სცემდით ხატსა მას, რომელი ა<ღ>ჰმართა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და რომელი არა დავარდეს, და არა თაყუანის-სცეს, მასვე ჟამსა შევარდეს საჴუმილსა მას ცეცხლისა აღგზებულისასა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და იყო ოდეს ესმოდა ერსა მას ჴმაჲ იგი საყჳრისაჲ სტჳრისაჲ და ქნარისაჲ და ებნისაჲ და სახიობისაჲ და შესხმისაჲ და ყოვლისავე თითოსახისა სახიობისაჲ, დაცჳოდეს ყოველნი ტომნი და ენანი და თაყუანის-სცემდეს ხატსა მას ოქროჲსასა, რომელი ა<ღ>ჰმართა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ მოუჴდეს კაცნი ქალდეველნი, და შეასმინნეს ჰურიანი

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ნაბუქოდონოსორს მეფესა, და ჰრქუეს მას, მეფჱ უკუნისამდე ცხოვნდი,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შენ მეფჱ დასდევ ბრძანებაჲ, ყოველსა კაცსა, რომელსა ესმეს ჴმაჲ სტჳრისაჲ საყჳრისაჲ და ქნარისაჲ და ებნისაჲ და სახიობისაჲ,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და არა დავარდეს და თაყუანის-სცეს ხატსა მას ოქროჲსასა, შევარდეს Page of ms. J: B121r  იგი საჴუმილსა მას ცეცხლისა ა<ღ>გზნე/ბულისასა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
არიან კაცნი ჰურიანი, რომელნი დაგიდგინებიან საქმესა სოფლისა ბაბილონისასა, სედრაქ მისაქ და აბედნაგო, რომელთა არა ისმინეს ბრძანებაჲ შენი მეფჱ. ღმერთთა შენთა არა ჰმსახურებენ, და ხატსა მას ოქროჲსასა რომელი შენ აღჰმართე არა თაყუანის-სცემენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან გულის-წყრომითა რისხვისაჲთა ბრძანა მოყვანებაჲ სედრაქ მისაქ და აბედნაგოჲსი, და მოიყვანნეს კაცნი ესე წინაშე მეფისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მიუგო ნაბუქოდონოსორ მეფემან და ჰრქუა მათ; უკუეთუ ჭეშმარიტად სედრაქ მისაქ და აბედნაგო ღმერთთა ჩემთა არა ჰმსახურებთ, და ხატსა მას ოქროჲსასა, რომელი მე ა<ღ>ვჰმართე, არა თაყუანის-სცემთ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აწ უკუეთუ განმზადებულ ხართ, რაჲთა რაჟამს გესმეს ჴმაჲ საყჳრისაჲ ნესტჳსაჲ ქნარისაჲ ებნისაჲ და სახიობისაჲ და შესხმისაჲ და ყოვლისა თითოსახისა სახიობისაჲ დავარდით და თაყუანის-ეცით ხატსა მას ოქროჲსასა, რომელი ა<ღ>ვჰმართე. უკუეთუ არა თაყუანის-სცეთ, მასვე ჟამსა შეჰვარდეთ საჴუმილსა ცეცხლისა ა<ღ>გზნებულისასა, და ვინ არს ღმერთი რომელმან განგარინოს თქუენ ჴელისაგან ჩემისა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მიუგეს სედრაქ მისაქ და აბედნაგო და ჰრქუეს მეფესა ნაბუქოდონოსორს, არა მიჴმს ჩუენ სიტყჳსა მაგისთჳს მიგებად შენდა,

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რამეთუ არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებთ ჩუენ, შემძლებელ არს განრინებად ჩუენდა საჴუმილისა მისგან ცეცხლისა ა<ღ>გზებულისა და ჴელთა განცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ მეფჱ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
უკუეთუ არა, უწყებულ იყავნ შენდა, ღმერთთა შენთა არა ვჰმსახუროთ, და კერპსა მას ოქროჲსასა რომელი ა<ღ>ჰმართე არა თაყუანის-ვცემთ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ მეფჱ ნაბუქოდონოსორ აღივსო გულის-წყრომითა, და ფერი პირისა მისისაჲ იქცეოდა სედრაქ მისაქ და აბედნაგოჲს ზედა და თქუა; აღაგზენით საჴუმილი ეგე შჳდ წილად ვიდრემდის სრულიად აღატყდეს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და კაცთა Page of ms. J: B121v  ძლიერთა ძალითა/ ჰრქუა შეკრვაჲ სედრაქ მისაქ და აბედნაგოჲსი, და შეთხევაჲ მათი საჴუმილსა მას ცეცხლისა ა<ღ>გზებულისასა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ კაცნი ესე შეიკრნეს ნიფხავ-კუართითურთ მათით და ვარშემანგით და საწმართულით და ყოვლითურთ სამოსლით მათით, და შეითხინეს იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისა ა<ღ>გზებულისასა შეკრულნი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რამეთუ სიტყუაჲ იგი მეფისაჲ განძლიერდებოდა, და საჴუმილი იგი ცეცხლისაჲ აღგზებულ იყო უმეტჱს, და კაცნი იგი რომელთა შესთხინეს სედრაქ მისაქ და აბედნაგოჲ მოსრნა იგინი ალმან გარემო.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და კაცნი ესე სამნი სედრაქ მისაქ და აბედნაგო შეითხინეს შორის საჴუმილსა მას ცეცხლისა ა<ღ>გზებულისასა კრულნი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვიდოდეს შორის ალსა მას ცეცხლისასა, უგალობდეს ღმერთსა <და> აკურთხევდეს უფალსა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და წარდგა აზარია და ილოცვიდა ესრჱთ, და აღაღო პირი თჳსი შორის ცეცხლსა მას და თქუა.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რამეთუ მართალ ხარ ყოვლისავეთჳს, რომელი მიყავ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებით არიან, და წრფელ გზანი, და ყოველი მშჯავრი შენი ჭეშმარიტ არს.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და საშჯელი სიმართლისაჲ მოავლინე ჩუენ ზედა, ყოვლისავეთჳს რომელი მოავლინე ჩუენ ზედა, ყოვლისავეთჳს რომელი მიყავ ჩუენ, და ქალაქსა ზედა წმიდასა მამათა ჩუენთასა იჱრუსალემსა, რამეთუ ჭეშმარიტითა საშჯელითა ჰყავ ესე ყოველი ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რამეთუ შეგცოდეთ და უშჯულოჲ ვყავთ ყოვლითავე.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა ვიმარხეთ, არცა ვყავთ, ვითარ იგი შენ მამცენ ჩუენ, რაჲთამცა კეთილ მეყო ჩუენ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყოველი რავდენი მოავლინე ჩუენ ზედა, და ყოველი რავდენი მიყავ ჩუენ ჭეშმარიტითა საშჯელითა ჰყავ.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა ჩუენთასა უშჯულოთა ფიცხელთა განდგომილთასა, მეფესა ცრუსა და უბოროტჱსსა უფროჲს ყოვლისა ქუეყანისასა.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აწ არა არს აღებად პირისა ჩუენისა, Page of ms. J: B122r  რამეთუ სირცხჳლი/ და ყუედრებაჲ შეიქმნა მონათა შენთა ზედა და მსახურთა შენთა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად სახელისა შენისათჳს, ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა,

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს საყუარელისა შენისა, ისაკ მონისა შენისა, და ისრაჱლ წმიდისა შენისა,

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რომელთა ეტყოდე და სთქუ; განვამრავლო ნათესავი თქუენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს კიდისაჲ.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აწ უფალო შევმცირდით ჩუენ ყოველთა უფროჲს წარმართთა, და ჩუენ დაგლახაკებულ ვართ ყოველსა ქუეყანასა ზედა დღეს ცოდვათა ჩუენთათჳს.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
არა არს ჟამსა ამას მთავარ წინაწარმეტყუელ და წინამ<ძ>ღუარ არცა საკუერთხი არცა მსხუერპლი არცა შესაწირავი არცა საკუმეველი არცა ადგილი ნაყოფისა შეწირვად შენ წინაშე და პოვნად წყალობისა,

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
არამედ თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკებისაჲთა შე-მცა-წირულ ვართ ჩუენ,

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვითარცა ყოვლად-მსხუერპლნი ვერძთანი ზუარაკთანი, და ვითარცა ბევრეულნი კრავთა მართებულთანი, ეგრე შეწირულ იყავნ მსხუერპლი ესე ჩუენი დღეს შენ წინაშე, რაჲთა სრულ ვიყვნეთ ჩუენ შედგომად შენდა, და რაჲთა არა ჰრცხუენოდის ყოველთა რომელნი გესვენ შენ.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აწ გამოსრულ ვართ კუალსა შენსა შედგომად შენდა ყოვლითა გულითა ჩუენითა, და მეშინის ჩუენ შენგან, ვეძიებთ პირსა შენსა უფალო.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ნუ მა<რ>ცხუენ ჩუენ, არამედ შენ ყავ წყალობაჲ შენი ჩუენ თანა სიტკბოებითა შენითა და მრავლითა წყალობითა შენითა.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
განმარინენ ჩუენ საკჳრველებითა შენითა, და დიდებულ ჰყავ სახელი შენი უფალო,

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რაჲთა ჰრცხუენოდის ყოველთა, რომელნი შეაჩუენებენ მონათა შენთა ძჳრსა, სირცხჳლეულ იქმნედ მძლავრებანი მათნი, და ყოველი ძლიერებაჲ მათი შეიმუსრენ,

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ცნედ რამეთუ შენ (ხარ) უფალი ღმერთი მხოლოჲ ყოველსა ზედა სოფელსა.

Verse: 46   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და არა დასცხრებოდეს მსახურნი იგი მეფისანი, რომელთა შესთხინეს Page of ms. J: B122v  სამნი იგი ყრმანი. ა<ღ>გზებდეს საჴუმილსა მას ნავთსა ფისსა ნაძეძსა და/ ნასხლევსა.

Verse: 47   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აღვიდოდა ალი იგი ზედა საჴუმილსა მას ორმეოც და ცხრა წყრთა.

Verse: 48   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მიმოვიდოდა და შესწუვიდა რავდენთა ჰპოებდა ქალდეველთაგანსა გარემოჲს საჴუმილსა მას.

Verse: 49   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ხოლო ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა შორის აზარიაეთსა, და მიმოდაყარა ალი იგი ცეცხლისა მისგან საჴუმილისა.

Verse: 50   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყო შორის საჴუმილსა მას ვითარცა ქარი ცუარისაჲ რაჲ ნიავინ, და არა შეეხებოდა მათ რაჲთურთით ცეცხლი იგი. არა შეაწუხებდა არცა ავნებდა რას.

Verse: 51   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ სამნივე იგი ვითარცა ერთისაგან პირისა უგალობდეს აკურთხევდეს ადიდებდეს ღმერთსა შორის საჴუმილსა მას და იტყოდეს;

Verse: 52   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
კურთხეულ ხარ შენ უფალი ღმერთი მამათა ჩუენთაჲ; ქებულ და დიდებულ და ა<ღ>მაღლებულ საუკუნეთა. კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა შენისაჲ, ქებულ დიდებულ და ა<ღ>მაღლებულ საუკუნეთა.

Verse: 53   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
კურთხეულ ხარ შენ ტაძარსა წმიდასა დიდებისა შენისასა, ქებულ დიდებულ და ა<ღ>მაღლებულ საუკუნეთა.

Verse: 55   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
[!] კურთხეულ ხარ შენ რომელი <ჰ>ზი ქერაბინთა და ჰხედავ უფსკრულთა, ქებულ დიდებულ და ა<ღ>მაღლებულ საუკუნეთა.

Verse: 54   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
კურთხეულ ხარ შენ საყდართა ზედა სუფევისა შენისათა, ქებულ დიდებულ და ა<ღ>მაღლებულ საუკუნეთა.

Verse: 56   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
კურთხეულ ხარ შენ სამყაროსა ზედა ცასა ცათასა, ქებულ დიდებულ კურთხეულ და უფროჲსად ა<ღ>მაღლებულ საუკუნეთა.

Verse: 57   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა; უგალობდით და ა<ღ>მაღლებდით მას საუკუნეთა;

Verse: 59   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
[!] აკურთხეთ ცანი უფალსა,

Verse: 58   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ანგელოზნი უფალსა,

Verse: 60   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ წყალნი ყოველნი ზესკნელს ცათანი უფალსა;

Verse: 62   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ მზჱ და მთოვარჱ უფალსა,

Verse: 63   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ვარსკულავნი ცისანი უფალსა,

Verse: 64   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ყოველი წჳმაჲ და ცუარი უფალსა,

Verse: 65   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ყოველნი ქარნი უფალსა,

Verse: 66   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ცეცხლი და ცხელი უფალსა,

Verse: 71   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
[!] აკურთხეთ ღამენი და დღენი უფალსა,

Verse: 72   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ნათელი და ბნელი უფალსა,

Verse: 67   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ყინელი და ტფილი უფალსა,

Verse: 70   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ თრთჳლი და თოვლი უფალსა,

Verse: 73   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ელვანი და ღრუბელნი უფალსა,

Verse: 74   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ქუეყანაჲ უფალსა,

Verse: 75   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ მთანი და ბორცუნი უფალსა,

Verse: 76   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ყოველი მცენარჱ ქუეყანისაჲ უფალსა.

Verse: 78   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
[!] აკურთხეთ ზღუაჲ და მდინარენი უფალსა,

Verse: 77   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ წყაროები უფალსა,

Verse: 79   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ვეშაპნი და ყოველი იძრვისნი წყალთა შინა უფალსა,

Verse: 80   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ყოველნი მფრინველნი ცისანი უფალსა,

Verse: 81   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი უფალსა,

Verse: 82   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ძენი კაცთანი უფალსა,

Verse: 83   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
Page of ms. J: B123r  აკურთხეთ/ ისრაჱლი უფალსა,

Verse: 84   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ მღდელნი უფლისანი უფალსა,

Verse: 85   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ მონანი უფლისანი უფალსა,

Verse: 86   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ სულები და სულნი მართალთანი უფალსა,

Verse: 87   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ღირსნი და მდაბა<ლ>ნი გულითა უფალსა,

Verse: 88   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ანანია აზარია მისაელ უფალსა, უგალობდით და აღმაღლებდით მას უკუნისამდე. რამეთუ მიჴსნნა ჩუენ ჯოჯოხეთისაგან და ჴელისაგან სიკუდილისა მაცხოვნნა ჩუენ, და განმარინნა ჩუენ შორის საჴუმილისაგან ცეცხლისაჲსა და ალისაჲსა და შორის ცეცხლსა გამომიჴსნნა ჩუენ.

Verse: 89   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აღუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

Verse: 90   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აკურთხეთ ყოველნი მსახურნი უფლისანი უფალსა. ღმერთსა ღმერთთასა უგალობდით და აუარებდით მას, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

Verse: 91   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ნაბუქოდონოსორს ვითარცა ესმა გალობაჲ იგი მათი, დაუკჳრდა და მოვიდა კარსა მას საჴუმილისასა სწრაფით, მოუწოდა იგი უფლებასა მას და ჰრქუა მათ; არა სამნი მამაკაცნი ჴელით-ფერჴით შეკრულნი შთავსთხიენითა შორის საჴუმილსა მას. მიუბეს და ჰრქუეს, .ჱ მეფჱ.

Verse: 92   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან; და უკუჱ ეგე რაჲ არს რომელსა ვხედავ კაცთა ოთხთა; ჴსნილთა ფერჴითა და ჴსნილთა ჴელითა შესრულ არიან და იმოთხვიან შორის საჴუმილსა მაგას, და განრყუნილებაჲ არა რაჲ არს მათ თანა, და ხილვაჲ მეოთხისაჲ მის მსგავს არს ძესა ღმრთისასა.

Verse: 93   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მას ჟამსა მიდგა ნაბუქოდონოსორ კარსა მას საჴუმილისა მის ცეცხლისასა ა<ღ>გზებულ<ი>სა, და თქუა. სადრაქ მისაქ და აბედნაგო, მონანი ეგე ღმრთისა მაღლისანი, გამოვედით საჴუმილსა მაგას ცეცხლისა მისგან.

Verse: 94   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შეკრება მთავრები იგი და ერის-თავები და სოფლის-მთავრები და ძლიერნი იგი ერისანი, რავდენნი იყვნეს მეფისანი, და ჰხედვიდეს კაცთა მათ, რამეთუ არა ეუფლა ცეცხლი იგი ჴორცთა მათთა, და თმაჲ თავისა მათისაჲ არა შეიტუსა, და სამოსელი მათი არა განირყუნა, და სული ცეცხლისაჲ ყოვლად არა იყო მათ თანა.

Verse: 95   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მიუგო ნაბუქოდონოსორ და ჰრქუა; კურთხეულ არს Page of ms. J: B123v  უფალი ღმერთი სედრაქ მისაქ და აბედნაგოჲსი, რომელმან/ მოავლინა ანგელოზი თჳსი, და განარინნა მონანი თჳსნი, რამეთუ ესვიდეს მას, და სიტყუაჲ მეფისაჲ შეურაცხ-ყვეს, და მისცნეს ჴორცნი მათნი ცეცხლსა, რაჲთა არა ჰმსახურონ არცა თაყუანის-სცენ სხუასა ღმერთსა, არამედ ღმერთსა მათსა მხოლოსა,

Verse: 96   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ხოლო მე მიმოვსცემ ბრძანებასა, რაჲთა ყოველმან [!] ერმან ტომმან და ენამან, რომელმან თქუას გმობაჲ ღმრთისათჳს სედრაქ მისაქ და აბედნაგოჲსისა წარსაწყმედელსა მიეცნენ, და სახლნი მათნი აღსაჭრელად ამისთჳს, რამეთუ არა ვინ არს სხუაჲ ღმერთი რომელმან იჴსნნეს ესრჱთ.

Verse: 97   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ მეფემან წარჩინებულ ყვნა სედრაქ მისაქ და აბედნაგო სოფელსა მას ბაბილონელთასა, და პატივ-სცა წინამძღურად ყოველთა ჰურიათა რომელნი იყვნეს სამეუფოსა ქუეშჱ მისსა.

Verse: 98   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მე ნაბუქოდონოსორ მეფჱ ყოველთა ერთა ტომთა და ენათა რომელნი მკჳდრ ხართ ყოველსა ქუეყანასა, მშჳდობაჲ თქუენ განგიმრავლდინ.

Verse: 99   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
სასწაულები და ნიშები, რავდენნი ქმნნა ჩემ თანა ღმერთმან მაღალმან, სათნო მიჩნდა წინაშე ჩემსა თხრობად თქუენდა,

Verse: 100   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვითარმედ დიდ და ძლიერ არიან, სუფევაჲ მისი სუფევა საუკუნჱ, და ჴელმწიფებაჲ მისი თესლითი თესლად.

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მე ნაბუქოდონოსორ შუებულ ვიყავ სახლსა შინა ჩემსა და კეთილი მცენარჱ ერსა ზედა ჩემსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ჩუენებაჲ ვიხილე და შემეშინა მე და შევძრწუნდი საწოლსა ზედა ჩემსა, და ხილვაჲ თავისა ჩემისა<ჲ> შემაძრწუნებდა მე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჩემ მიერ დაიდვა ბრძანებაჲ წინაშე ჩემსა შემოყვანებაჲ ყოველთა ბრძენთაჲ, რაჲთამცა მითხრეს ჩუენ განმარტებაჲ იგი მის სიზმრისაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შემოსრულ იყვნეს, დგეს ჩემ წინაშე ყოველნი ბრძნეულნი იგი მოგუნი და ქალდეველნი; სიზმარი იგი მათ თანა ვთქუ, და მათ განმარტებაჲ იგი მისი ვერ მითხრეს,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვიდრემდის შემოვიდა დანიელ, რომელსა ჰრქუან ბალტასარ, მსგავსად სახელსა მას ღმრთისა ჩემისასა, რამეთუ სული წმიდაჲ ღმრთისა მისისაჲ არს მის Page of ms. J: B124r  თანა,/ ბალტასარ მთავარმან უწოდა. რომელ ეგე მე ვიცი უწყი, რამეთუ სული წმიდაჲ არს შენ თანა,

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყოველივე ზრახვაჲ არა დაეფარების შენგან. აწ ისმინე შენ ჩუენებაჲ იგი სიზმრისა მის ჩემისაჲ, და განმარტებაჲ იგი მითხარ მე ერსა ზედა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ხჱ მდგომარე შორის ქუეყანასა, სიმაღლჱ მისი მრავალ ფრიად,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აღმაღლდებოდა აღდუღნებოდა აღსწუდებოდა მი-ღრუბლადმდე ცისა, და განვრცენებოდა და განავსებდა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ფურცელი იგი შუენიერ იყო, და ნაყოფი იგი მისი მრავალ იყო, და საჭმელი ყოველთაჲ მას შინა იყო, და ქუეშჱ მის<ს>ა დაბანაკებულ იყვნეს ყოველნი მჴეცნი ველისანი, და რტოთა მისთა დამკჳდრებულ იყვნეს ყოველნი მფრინველნი ცისანი, და მისგან იზარდებოდა <!> ყოველი ჴორციელი.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვხედევდ ჩუენებასა ღამისასა საწოლსა ზედა ჩემსა, და აჰა ესერა ილისტიკი წმიდაჲ ზეცით გარდამოჴდა,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჴმა ყო ძალითა ესრჱთ და თქუა, მოკუეთეთ ხჱ ეგე და მოჰკაფენ<ი>თ რტონი მისნი, და დაჰყარეთ ფურცელი მისი, და განაბნიეთ ნაყოფი მისი, და შეიძრნედ მჴეცნი ქუეშჱ მისა, <და> მფრინველნი რტოთაგან მისთა,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
გარნა მორჩი ხოლო ძირთა მისთა აცადეთ, და ბორკილითა რკინისაჲთა და რვალისაჲთა და მდელოჲთა ველისაჲთა და ცუარითა ცისაჲთა დაწვეს, და მჴეცთა თანა ველისათა ნაწილი მისი, თივასა ქუეყანისასა ჭამდეს,

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და კაცთაგან გული მისი იცვალოს, და გული მჴეცთაჲ მოეცეს მას, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შეტყუებითა ილისტიკისაჲთა სიტყუაჲ და თქუმული წმიდათაჲ კითხული რაჲთა უწყოდიან, რომელნი ცხო<ვ>ელ არიან, რამეთუ უფალი მაღალი არს რომელი უფლებს მეუფებასა ზედა კაცთასა, და რომლისაცა უნდეს მისცეს იგი, და შეურაცხებაჲ კაცთაჲ აღადგინის მის ზედა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ესე ჩუენებაჲ რომელ ვიხილე ნაბუქოდონოსორ მეფემან, და შენ ბალტასარ Page of ms. J: B124v  შეტყუებაჲ მისი მითხარ, რამეთუ ყოველთა ბრძენთა სუფევისა/ ჩემისათა ვერ შეუძლეს შეტყუებაჲ მისი უწყებად ჩემდა, ხოლო შენ ძალ-გიც, და სული წმიდაჲ ღმრთისაჲ არს შენ თანა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ დანიელ რომლისა სახელი ბალტასარ განკჳრდა ვითარ ჟამ ერთ ოდენ, და გულის-სიტყუანი შეაძრწუნებდეს მას. მიუგო მეფემან და ჰრქუა მას. ბალტასარ ჩუენებაჲ იგი და შეტყუებაჲ მისი ნუ გასწრაფებნ შენ. ხოლო ბალტასარ ჰრქუა მას, ჩუენებაჲ ეგე მეფე მოძულეთა შენთა, და შეტყუებაჲ მისი მტერთა შენთა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ხჱ იგი რომელ იხილე განდიდებული და განძლიერებული, რომლისაჲ სიმაღლჱ მისწუდა ზეცად, და სივრცჱ მისი ყოველსა ქუეყანასა,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ფურცელნი მისნი შუენიერ, და ნაყოფი მისი ფრიად, და საზრდელი ყოველთაჲ მას შინა, და მის ქუეშჱ დამკჳდრებულ იყვნეს მჴეცნი ველისანი, და რტოთა მისთა მფრინველნი ცისანი.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შენ ხარ იგი მეფჱ, რამეთუ განსდიდენ და განსძლიერდი, და სიმდიდრე შენი განდიდნა და მიიწია ცად, და უფლებაჲ შენი კიდეთა ქუეყანისათა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რამეთუ იხილე მეფჱ ილისტიკი და წმიდაჲ გარდამომავალი ზეცით, და თქუა; მოკაფენით რტონი ხესა მას, და განრყუენით იგი, გარნა მორჩი ხოლო ძირთა მისთაჲ აცადეთ ქუეყანასა ზედა, და საკრველითა რკინისაჲთა და რვალისაჲთა და მდელოჲთა ველისაჲთა, და ცუარითა ცისაჲთა იქცეოდის, და მჴეცთა თანა ველისათა ნაწილი მისი ვიდრემდე შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ესე არს შეტყუებაჲ მისი მეფჱ, და შეტყუებაჲ ესე მაღლისაჲ არს, რომელი მოიწია უფალსა ჩემსა ზედა მეფესა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შენ განგდევნონ კაცთაგან და მჴეცთა თანა ველისათა იყოს მკჳდრობაჲ შენი, და თივასა ვითარცა ზროხასა გაჭამებდენ შენ, და ცუარსა ქუეშჱ ცისასა იქცეოდი. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა ვიდრემდე სცნა, რამეთუ უფლებს მაღალი მეფობასა ზედა Page of ms. J: B125r  კაცთასა, და ვისაცა უნდეს მისცეს იგი.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და რამეთუ/ თქუა; აცადეთ მორჩი ძირთა მის ხისათაჲ; მეფობაჲ შენი შენვე გელოდის, ვიდრემდე სცნა მეუფებაჲ ზეცისაჲ.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ამისთჳს მეფჱ ზრახვაჲ ჩემი სათნო გეყავნ შენ, და ცოდვანი შენნი ქველის-საქმითა იჴსნნე, და სიცრუვენი შენნი მოწყალებითა გლახაკთაჲთა. ვინ უწყის იყოს ხოლო თუ სულ-გრძელებაჲ ცოდვათა შენთათჳს.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ესე ყოველი მოიწია ნაბუქოდონოსორის ზედა,

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შემდგომად ათორმეტისა თთჳსა ტაძარსა მას შინა სამეფოსა იმოთხვიდა ბაბილოვნს,

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მიუგო და თქუა; არა ესე არსა ბაბილონი დიდი, რომელი მე ვაშჱნე სახლად სამეუფოდ სიმტკიცითა ძლიერებისა ჩემისაჲთა პატივად დიდებისა ჩემისა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვიდრე იყო და სიტყუაჲ ესე პირსა შინა მეფისასა, ჴმაჲ იყო ზეცით გარდამო და თქუა; შენ გერქუმის ნაბუქოდონოსორ, მეფობაჲ შენი წარვიდა შენგან,

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და კაცთაგან განგდევნონ, და მჴეცთა თანა ველისათა მკჳდრობაჲ შენი; თივასა ვითარცა ზროხასა გაჭამებდენ შენ, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრემდე სცნა რამეთუ მაღალი უფლებს მეუფებასა ზედა კაცთასა, და ვისაცა უნდეს მისცეს იგი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მასვე ჟამსა შინა აღესრულა ნაბუქოდონოსორის ზედა, და კაცთაგან განიდევნა, და თივასა ვითარცა ზროხაჲ ჭამდა, და ცუარისაგან ცისა ჴორცნი მისნი შეიღებნეს, ვიდრემდე თმანი მისნი ვითარცა ლომისანი იქმნნეს, და ფრცხილნი მისნი ვითარცა მფრინველისანი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შემდგომად აღსრულებისა მათ დღეთაჲსა მე ნაბუქოდონოსორ თუალნი ზეცად აღვიხილენ, და გონებანი ჩემნი მომეცნეს მე, და მაღალი იგი ვაკურთხე, და ცხოველი იგი უკუნისამდე ვაქე და ვადიდე, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მისი ჴელმწიფება საუკუნო, და სუფევაჲ მისი ნათესავითი ნათესავად.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი ვითარცა არარანი შერაცხილ არიან. და ნებისა-ებრ თჳსისა ყვის ძალითა ცისაჲთა და სამკჳდრებელსა ქუეყანისასა, არა ვინ არს რომელი წინა-აღუდგეს ჴელმწიფებასა მისსა, და ჰრქუა<ს> მას, რაჲ Page of ms. J: B125v  ესე ჰყავ./

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მას ჟამსა შინა გონებანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და პატივსა ვე სუფევისა ჩემისასა მოვედ, და ფერი შუენიერებისა ჩემისაჲ მოიქცა ჩემდავე, და ძლიერთა ჩემთა და დიდდიდთა ჩემთა გამომიძიეს მე, და მეუფებასა ზედა ჩემსა დავმტკიცენ, და დიდებაჲ უმეტესი მომეცა მე.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აწ მე ნაბუქოდონოსორ ვაქებ და ა<ღ>ვამაღლებ და ვადიდებ მეუფესა ცათასა, რამეთუ ყოველნი საქმენი მი<ს>ნი ჭეშმარიტ არიან, და გზანი მისნი სამართალ, და ყოველნი რომელნი ვლენან ამპარტავანებით შემძლებელ არს დამდაბლებად.

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ბალტასარ მეფემან ყო პური დიდი მთავართა მისთათჳს ათასთა კაცთა, და წინაშე ათასთა მათ ღჳნოჲ;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და სუმიდა ბალტასარ გემოჲს-ხილვითა ღჳნისაჲთა, და თქუა მოღებად ჭურჭერი იგი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რომელი გამოიღო ნაბუქოდონოსორ მამამან მისნან ტაძრისა მისგან იჱრუსალემით.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და სუმიდეს მით მეფჱ და მთავარნი მისნი და ხარჭნი მისნი და გარე-მომცველნი მისნი.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
სუმიდეს ღჳნოსა, და აქებდეს კერპთა ოქროჲსათა და ვეცხლისათა და რვალისათა და რკინისათა და ძელისათა და ქვისათა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მას ჟამსა შინა გამოჩნდა ჴელი კაცისაჲ თითითურთ, და წერდა წინაშე სანთელსა ნაგოზსა კედლისასა სახლისა მის მეფისასა, და მეფჱ ხედვიდა ჴელსა მას თითითურთ რომელი წერდა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ ხატი პირისა მეფისაჲ იცვალა, და გულის-სიტყუანი მისნი შეაძრწუნებდეს მას, და შემტკიცებულნი იგი წელთა მისთანი დაჰჴსნდებოდეს, და მუჴლნი ერეკებოდეს.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ღაღად-ყო მეფემან ძლიერად, და თქუა შემომყვანებაჲ მოგუთაჲ და ქალდეველთაჲ და გაზარინელთაჲ, და ჰრქუა ბრძენთა მათ ბაბილონისათა, რომელმან აღმოიკითხოს წერილი ესე და შეტყუებაჲ მისი მაუწყოს მე, ძოწეული შეიმოსოს, და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა მისსა, და მესამედ სუფევისა ჩემისა მთავრობდეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შევიდოდეს ყოველნი ბრძენნი მეფისანი,/ Page of ms. J: B126r  და ვერ შეუძლეს წერილსა მას აღმოკითხვად, და ვერცა შეტყუებაჲ მისი უწყებად მეფისა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ბალტასარ მეფჱ შეძრწუნებულ იყო, და ფერი პირისა მისისაჲ ექცეოდა, და დიდდიდნი იგი მის თანა ძრწოდეს.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შევიდა დედოფალი სახლსა მას სადა იგი სუმიდეს, და ჰრქუა; მეფჱ უკუნისამდე ცხოვნდი, გულის-სიტყუანი შენნი ნუ შეგაძრწუნებედ შენ, და ფერი პირისა შენისაჲ ნუ გექცევინ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
არს კაცი სუფევასა შენსა ქუეშჱ, რომლისა თანა არს სული წმიდაჲ ღმრთისაჲ, და დღეთაცა მამისა შენისათა მღჳძარებაჲ და გულის-ჴმის-ყოფაჲ იპოვა მის თანა. და ნაბუქოდონოსორ მეფემან მამამან შენმან მთავრად დაადგინა იგი ულუკთა მოგუთა გაზარინელთა და ქალდეველთა,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რამეთუ სული უმეტჱსი იპოვა მის თანა, და გონიერებაჲ და გულის-ჴმის-ყოფაჲ, შეტყუებაჲ ჩუენებათაჲ და თხრობაჲ დაფარულთაჲ ყოველი ესე გამოთქუა დანიელ, და განჴსნაჲცა კრულებათაჲ, და მეფემან დასდვა მას სახელი ბალტასარ. აწ მოუწოდე მას, და შეტყუებაჲ მისი გითხრას შენ.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ დანიელ შეიყვანეს წინაშე მეფისა, და ჰრქუა მეფემან დანიელს, შენ ხარა დანიელ ძეთაგანი ნატყუენავისათაჲ ჰურიასტანისაჲ, რომელნი მოიყვანნა ნაბუქოდონოსორ მეფემან მამამან ჩემმან,

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მასმიეს შენთჳს ვითარმედ სული წმიდაჲ ღმრთისაჲ არს შენ თანა, და მღჳძარებაჲ და გულის-ჴმის-ყოფაჲ და სიბრძნჱ უმეტჱსი იპოვა შენ თანა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აწ შემოვიდეს ჩემ წინაშე ბრძენნი მოგუნი და გაზარი<ნ>ელნი და ქალდეველნი, რაჲთამცა წერილი ესე აღმოიკითხეს, და შეტყუებაჲ მისი მითხრეს მე, და ვერ უძლეს თხრობად ჩემდა,

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მესმა შენთჳს ვითარმედ განკითხვანი შეატყუნი; აწ უკუეთუ ძალ-გიც წერილი ესე აღმოკითხვად, და შეტყუებაჲ მისი თხრობად ჩემდა, ძოწეული შეიმოსო და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა შენსა, და მესამედ მეფობისა Page of ms. J: B126v  ჩემისა ჰმთავრობდე./

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დანიელ თქუა წინაშე მეფისა; ნიჭი შენი და მოსაცემელი სახლისა შენისაჲ სხუასა მიეც, ხოლო წერილი ეგე აღმოვიკითხო, და შეტყუებაჲ მისი გაუწყო შენ.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მეფჱ ღმერთმან მაღალმან მეფობაჲ და სიდიდე და პატივი მოსცა ნაბუქოდონოსორს მამასა შენსა,

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და სიდიდისა მისგან რომელ მოსცა მას ღმერთმან ყოველნი ერნი ტომნი და ენანი ძრწოდეს და ეშინოდა პირისაგან მისისა. ვისი უნდა მას მოჰკლვიდა, და რომლისაჲ უნდა მას ტანჯვაჲ სტანჯვიდა, და რომლისაჲ უნდა მას აღმაღლებდა, <და> რომლისაჲ უნდა მას დაამდაბლებდა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ოდეს აღმაღლდა გული მისი, და სული მისი ამპარტავანებასა, გარდამოვარდა მეფობისა მისისაგან და საყდრისაგან თჳსისა, და პატივი მიეღო მისგან,

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და კაცთაგან განიდევნა იგი, და გული მჴეცთაჲ მიეცა მას, და ვირთა თანა ველურთა იყო მკჳდრობაჲ მისი; თივასა ვითარცა ზროხასა აჭამებდეს მას, და ცუარისაგან ცისა ჴორცნი მისნი შეიღებნეს, ვიდრემდე ცნა რამეთუ უფლებს ღმერთი მაღალი მეფობასა ზედა კაცთასა, და ვისაცა უნდეს მისცეს იგი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შენ ძემან მისმან ბალტასარ არა დაიმდაბლე გული შენი წინაშე ღმრთისა, რამეთუ ესე ყოველი უწყოდე

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და უფლისა ღმრთისა ცათაჲსა ზედა აჰმაღლდი და ჭურჭელი ტაძრისა მისისაჲ მოიღე წინაშე შენსა, და შენ და მთავარნი შენნი და ხარჭნი შენნი და თანამწოლნი შენნი ჰსუემდით ღჳნოსა მით, და კერპთა ოქროჲსათა და ვეცხლისათა და რვალისათა და რკინისათა და ძელისათა და ქვისათა, რომელნი არა ხედვენ და არცა ესმის და არცა უწყიან რაჲ აქებდით, და ღმერთი შენი, რომლისა სულნი შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჴელთა შინა მის<თ>ა არს, იგი დაივიწყე და არა ადიდე.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ამისთჳს პირისა მისისაგან Page of ms. J: B127r  მოივლინა ჴელი ესე კაცისაჲ, და წერილი ესე დააწესა;/

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ესე არს წერილი ესე დაწესებული. მანე თეკელ ფარეზ,

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ესე არს შეტყუებაჲ სიტყჳსაჲ ამის; მანე აღრაცხა ღმერთმან მეფობაჲ შენი და აღასრულა იგი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
თეკელ; აღიწონა სასწორითა და იპოვა დაკლებულ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ფარეზ, განივთა მეფობაჲ შენი, და მიეცა უჟიკთა და სპარსთა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და თქუა ბალტასარ, და შეჰმოსეს დანიელს ძოწეული, და მანიაკი ოქროჲსაჲ გარდააცუეს ყელსა მისსა, და ქადაგი იგი განავლინა მისთჳს რაჲთა იყოს მესამედ სუფევისა მისისა.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მას ღამესა მოიკლა ბალტასარ ქალდეველი.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დარიოს უჟიკმან წარიღო მეფობაჲ, და იყო იგი სამეოც და ორ წლის.

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და სათნო უჩნდა წინაშე მისსა, და დაადგინ<ნ>ა სამეუფოსა თჳსსა ზედა მთავარნი იგი ას და ოცნი, რაჲთა იყვნენ იგინი ზედა სამეუფოსა მისსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მათ ზედა სხუანი დაწესებულნი სამნი, დანიელ იყო ერთი მათგანი, რაჲთა მისცემდენ მთავარნი იგი სიტყუასა, რაჲთა მეფჱ არა რაჲთ უცალო იყოს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და იყო დანიელ უფროჲს მათსა, რამეთუ სული უმეტჱსი იყო მის თანა, და მეფემან დაადგინა იგი ყოველსა ზედა სამეუფოსა თჳსსა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დაწესებულნი იგი და მთავარნი ეძიებდეს მიზეზსა პოვნად დანიელისთჳს, და ყოველი მიზეზი და შეცოდებაჲ და შეურაცხებაჲ არა პოვეს მისთჳს, რამეთუ სარწმუნო იყო დანიელ;

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და თქუეს დაწესებულთა მათ, არა ვპოვეთ დანიელისთჳს მიზეზი გარნა შჯულიერებითა ღმრთისა თჳსისაჲთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ დაწესებულნი იგი და მთავარნი მოუჴდეს მეფესა და ჰრქუეს მას, დარიოზ მეფჱ უკუნისამდე ცხონდი,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შეიზრახნეს ყოველნი სუფევისა შენისანი ერის-თავნი და სოფლებისა მთავარნი მარზ<ა>პნები და ნახპეტები დამტკიცებად სიმტკიცჱ სამეუფოჲ და განძლიერებად განჩინებაჲ, რაჲთა რომელმან Page of ms. J: B127v  ითხოვოს თხოვაჲ ყოვლისა ღმრთისა და კაცისა/ ვიდრემდე დღედმდე ოც და ათად, არამედ შენგან ხოლო მეფჱ შთავედინ ჯურღმულსა მას ლომთასა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აწ მეფჱ დაამტკიცე ბრძანებაჲ და მიმოეც წიგნები, რაჲთა არა იქცეს ბრძანებაჲ უჟიკთა და სპარსთაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ დარიოზ მეფემან უბრძანა დაწერად შჯული ესე; და ვითარცა ესმა დანიელს რამეთუ დაწერა ბრძანებაჲ ესე,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შევიდა სახლსა თჳსსა, და სარკუმელნი იყვნეს მისნი განღებულ ქორსა მას ზედა მისსა წინაშე იჱრუსალემსა, და სამსა ჟამსა დღესა მოიდრიკნის მუჴლნი ილოცავნ და აღუვარებნ ღმერთსა თჳსსა ვითარცა იგი ჰყოფნ პირველცა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ კაცთა მათ მზირ უყვეს მას, და პოვეს დანიელ ვედრებასა ზედა და ლოცვასა ღმრთისა თჳსისასა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოუჴდეს და ჰრქუეს მეფესა; არა ბრძანებაჲ დააწესეა, რაჲთა ყოველმან კაცმან, რომელმან ითხოვოს ყოვლისაგან ღმრთისა და კაცისა სათხოველი, ვიდრე დღედმდე ოც და ათად, არამედ შენგან ხოლო მეფჱ, შთავარდეს იგი ჯურღმულსა მას ლომთასა. და თქუა მეფემან; ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ, და ბრძანებაჲ უჟიკთა და სპარსთაჲ არა წარჴდეს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ მიუგეს და ჰრქუეს წინაშე მეფისა; დანიელ ძეთაგანი ნატყუენავისა ჰურიასტანისათაჲ არა დაემორჩილა ბრძანებასა შენსა მეფჱ, და ჟამთა სამთა დღესა შინა ითხოვს ღმრთისაგან თჳსისა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ მეფესა ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე, ფრიად შეწუხდა დანიელისთჳს, და შურებოდა მისთჳს რაჲთა განარინოს იგი, და ვიდრე მწუხრადმდე ღუაწლსა შინა იყო რაჲთამცა განარინა იგი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ კაცთა მათ ჰრქუეს მეფესა; უწყოდე მეფჱ რამეთუ ბრძანებაჲ უჟიკთაჲ და სპარსთაჲ და განჩინებაჲ და წესი, რომელი მეფემან დაამტკიცოს, არა ჯერ არს ცვალებად.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ მეფემან თქუა, და მოიყვანეს დანიელ და შთააგდეს იგი ჯურღმულსა ლომთასა; და ჰრქუა მეფემან დანიელს, ღმერთმან შენმან, რომელსა Page of ms. J: B128r  ჰმსახურებ მარადის, მან განგარინოს შენ./

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოიღეს ლოდი და დასდვეს პირსა მის ჯურღმულისასა, და დაჰბეჭდა მეფემან ბეჭდითა თჳსითა და ბეჭდითა მთავართა თჳსთაჲთა, რაჲთა არა იქცეს რაჲ მე საქმჱ დანიელის ზედა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და წარვიდა მეფჱ სახედ თჳსა, და დაწვა უსეროდ, და საჭმელი არა რაჲ მოითხოვა, და ძილი განეშოვრა მისგან, და დაჰჴშნა ღმერთმან პირნი მათ ლომთანი, და არა შეეხნეს დანიელს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ მეფჱ აღდგა მსთუად განთიად, და წრაფით მივიდა ჯურღმულსა მას ლომთასა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვითარცა მიიწია ჯურღმულსა მას, ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა; დანიელ მონაო ღმრთისა ცხოვლისაო, ღმერთსა რომელსა ჰმსახურებდ შენ მარადის, უკუეთუ შეუძლო განრინებად შენდა პირისაგან ლომთაჲსა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა დანიელ მეფესა; მეფჱ უკუნისამდე ცხონდი.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ღმერთმან ჩემმან მოავლინა ანგელოზი თჳსი, და დაუყენა პირნი ლომთანი, და არა შემჭამეს მე, რამეთუ წინაშე მისსა სიწრფოებაჲ ჩემი იპოვა; შენ წინაშეცა მეფჱ შეცოდებაჲ არა რაჲ მექმნა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ მეფემან განიხარა მის ზედა, და ბრძანა აღმოყვანებაჲ დანიელისი ჯურღმულისა მისგან, და აღმოიყვანეს დანიელ მღჳმისა მისგან, და განრყუნილებაჲ არა რაჲ იპოვა მის თანა, რამეთუ ჰრწმენა მას ღმერთი თჳსი.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და უბრძანა მეფემან, და მოიყვანნეს კაცნი იგი შემასმენელნი დანიელისნი, და შთასთხინეს ჯურღმულსა მას ლომთასა იგინი და ძენი მათნი და ცოლნი მათნი, და ვიდრე არღარა მიწევნულ იყვნეს იატაკსა ჯურღმულისა მის, ეუფლნეს მათ ლომნი იგი, და ყოველნი ძუალნი მათნი დამუსრნეს და დაამწულილნეს.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მაშინ დარიოზ მეფემან მიწერა ყოველთა მიმართ ერთა ტომთა და ენათა, რომელნი მკჳდრ ხართ ყოველსა ქუეყანასა, მშჳდობაჲ თქუენ ზედა განმრავლდინ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
პირისა ჩემისაგან დაიდვა ბრძანებაჲ ყოველთა მიმართ სამთავროთა Page of ms. J: B128v  სუფევისა ჩემისათა, რაჲთა ეშინოდის და ძრწოდიან/ პირისაგან ღმრთისა დანიელისისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი, და ჰგიეს საუკუნეთა, და სუფევაჲ მისი არა განირყუნეს, და უფლებაჲ მისი ვიდრე სრულიად.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შეეწევის და იჴსნის და იქმს სასწაულებსა და ნიშებსა ზეცასა და ქუეყანასა, რომელმან იჴსნა დანიელ პირისაგან ლომთაჲსა.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დანიელ წარჩინებულ იყო სუფევასა დარიოს მეფისასა, და სუფევასა კჳროს სპარსისასა.

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
პირველსა წელსა ბალტასარისსა მეფისა ქალდეველთაჲსა ჩუენებაჲ იხილა დანიელ, და ხილვაჲ იგი თავისა თჳსისაჲ საწოლსა თჳსსა ზედა, და ჩუენებაჲ იგი დაწერა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მე დანიელ ვხედევდ, და აჰა ესერა ოთხნი ქარნი ცისანი მოიწინეს ზღუასა მას დიდსა,

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ოთხნი მჴეცნი გამოვიდოდეს მიერ ზღჳთ ერთი ერთისა უმჯობჱსი ურთიერთას.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
პირველი იგი ვითარცა ლომი ძუვი, და ფრთენი ესხნეს მას ვითარცა ორბისანი, და ვხედევდ მას ვიდრემდე მოეფხურნეს ფრთენი იგი მისნი, და აღიღო ქუეყანით და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა, და გული კაცისაჲ მოეცა მას.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აჰა ესერა მჴეცი მეორჱ მსგავსი დათჳსაჲ, და ერთ კერძო განდგა, და სამნი ფერცხალნი პირსა მისსა შორის კბილთა მისთა, და ეტყოდეს მას, აღდეგ და ჭამდი ჴორცსა მრავალთასა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შემდგომად ამისა ვხედევდ, და აჰა ესერა მჴეცი სხუაჲ ვითარცა ვეფხი, და მას ედგნეს ფრთ<ე>ნი ოთხნი მფრინველისანი ზედა კერძო მისა, და ოთხნი თავნი მჴეცისანი მის, და ჴელმწიფებაჲ მოეცა მას.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა ესერა მჴეცი იგი მეოთხჱ საშინელი <და> ზარის-განსაჴდელი უძლიერესი პირველთა მათ; შუანი მისნი რკინისანი დიდნი. შეშჭამდა ყოველთა, და დაამწულილებდა, და ნეშტსა მას ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა, და ესე Page of ms. J: B129r  უმჯობჱს იყო ყოველთა უმეტჱს უფროჲს სხუათა მათ მჴეცთა უწინარჱს/თა მისთა, რქანი ედგნეს მას ათნი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
განვიცდიდ რქათა მათ მისთა, და აჰა ესერა რქაჲ მცირჱ სხუაჲ აღმოვიდოდა შორის მათსა, და სამნი რქანი წინაშე მი<ს>სა განიფხურნეს უწინარჱსნი მისსა, და აჰა ესერა თუალნი ვითარცა კაცისანი რქასა მას, და პირი რომელი იტყოდა დიდდიდსა, და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვხედევდ მე ვიდრემდე საყდარნი დაედგნეს, და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა; სამოსელი მისი სპეტაკ ვითარცა თოვლი; თმაჲ თავისა მისისაჲ ვითარცა მატყლი წმიდაჲ; საყდარი მისი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, ეტლის-თუალნი მისნი ცეცხლ-ებრ შემწუველ.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მდინარე ცეცხლისაჲ იძრეოდა წინაშე მისა; ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას, და ბევრნი ბევ<რ>თანი დგეს წინაშე მის<ს>ა. სამშჯავროჲ დაეგო, და წიგნნი განეხუნეს.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვხედევდ მაშინ ჴმისა მისგან სიტყუათაჲსა დიდდიდსა რომელსა რქაჲ იგი იტყოდა, რომელი მოიკლა მჴეცი იგი და წარწყმდა, და ჴორცნი მისნი მიეცნეს დასაწუველად ცეცხლსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ნეშტთა მათ მჴეცთაჲ მთავრობაჲ გარდადგა, და სიგრძჱ ცხორებისაჲ მოეცა მათ ვიდრე ჟამადმდე.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვხედევდ ჩუენებასა ღამისასა, და აჰა ესერა ღრუბელთა ზედა ცისათა ვითარცა ძჱ კაცისაჲ მომავალი, და ვიდრე ძუელისა მის დღეთაჲსა მოიწია, და წარდგა წინაშე მის<ს>ა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მას მოეცა მთავრობაჲ და პატივი და სუფევაჲ, და ყოველნი ერნი ტომნი და ენანი ჰმონებდეს მას, ჴელმწიფებაჲ მისი ჴელმწიფება საუკუნო, რომელი არა წარჴდეს, და მეუფებაჲ მისი არა განირყუნეს.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შეძრწუნდა გული ჩემი გუამსა ჩემსა, და მე დანიელს ხილვაჲ თავისა ჩემისაჲ შემაძრწუნებდა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოუჴედ ერთსა მდგომარეთა მათგანსა, და განჩინებულად ვეძიებდ სწავლად მისგან ამის ყოვლისათჳს, და მითხრა მე განცხადებულად, შეტყუებაჲ Page of ms. J: B129v  იგი სიტყუათაჲ/ მათ მაუწყა მე და თქუა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ესე მჴეცნი ოთხნი ოთხნი მეფენი აღდგენ ქუეყანასა ზედა, რომელი აღიხუნენ,

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და წარმოიღონ მეუფებაჲ წმიდათა მაღლისათა, და დაიპყრან იგი ვიდრე საუკუნოდ და ვიდრე საუკუნეთა საუკუნეთასა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვეძიებდ გამოჭეშმარიტებულად მჴეცისა მისთჳს მეოთხისა, რამეთუ იყო იგი უმჯობჱს და საშინელად უმეტჱსად. კბილნი მისნი რკინისანი და ფრცხილნი მისნი რვალისანი, ჭამდა <და> დაამწულილებდა, <და> ნეშტსა მას ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და რქათა მათთჳს ათთა რომელნი იყვნეს თავსა მისსა <და> ერთისა მისთჳს რქისა, რომელი აღმოჴდა უკუანაჲსკნელ <და> განჰფხურნა პირველნი იგი სამნი, რომლისა იგი თუალნი და პირი იტყოდა დიდდიდსა, და ხილვაჲ მის მჴეცისაჲ უფროჲს ყოველთა მათ მჴეცთაჲ სხუათა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვხედევდ, და რქაჲ იგი ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა თანა, და განძლიერდა მათა მიმართ,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვიდრემდე მოვიდა ძუელი იგი დღეთაჲ, და საშჯელი მიეცა წმიდათა მაღლისათა, <და> ჟამი მოიწია, და მეფობაჲ დაიპყრეს წმიდათა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და თქუა; მჴეცი იგი მეოთხჱ მეუფებაჲ მეოთხჱ იყოს ქუეყანასა ზედა, რომელი წარემატოს ყოველთა მეუფებათა, და შეჭამოს ყოველი ქუეყანაჲ, <და> დათრგუნოს იგი, და მოსრას.

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ათნი იგი რქანი მისნი, ათნი მეფენი <აღ>დგენ, და შემდგომად მათსა აღდგეს სხუაჲ, რომელმან გარდაჰმატოს სიბოროტითა ყოველთა უწინარჱსთა მისთა, და სამნი მეფენი დაამდაბლნეს.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და სიტყუასა მაღლისა მიმართ იტყოდის, და წმიდათა მაღლისათა ჰბრძოდის, და ჰგონებდეს ცვალებად ჟამთა და შჯულსა, და მიეცეს ჴელთა მისთა ჟამთა და ჟამთა და კერძოდ ჟამისაჲ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ზრახვაჲ იზრახეს და გულის-ჴმა-ყვეს, რაჲთა მთავრობაჲ Page of ms. J: B130r  გარდაადგინონ განრყუნად/ და წარწყმედად ვიდრე სრულიადმდე.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და სუფევაჲ და ჴელმწიფებაჲ და სიმდიდრე მეუფებათაჲ ქუეშჱ ყოველსა ცასა მიეცა წმიდათა მაღლისათა, და სუფევაჲ მისი სუფევა საუკუნე, და ყოველნი მთავრობანი და ჴელმწიფებანი მას ჰმონებდენ, აქამომდე დასასრული სიტყუათაჲ.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მე დანიელს გულის-სიტყუანი ჩემნი უფროჲსად შემაძრწუნებდეს, და ფერი პირისა ჩემისაჲ იცვალა, და სიტყუაჲ იგი გულსა ჩემსა დამემარხა.

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
წელსა მესამესა ბალტასარ მეფისასა ხილვაჲ მეჩუენა მე დანიელს შემდგომად ჩუენებისა მის ჩემისა პირველისა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვიყავ მე შოშს ციხესა, რომელ არს სოფელსა მას შინა ელამისასა, და ვდებ უბალს.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აღვიხილენ თუალნი ჩემნი, და ვიხილე, და აჰა ესერა ვერძი ერთი მდგომარე უბალსა ზედა, და <ესხნეს> მას რქანი მაღალნი, და ერთი იგი უმაღლჱს ერთისა მის, და უმაღლჱსი იგი აღმოვიდოდა უკუანაჲსკნელ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვიხილე; ვერძი იგი ურქენდა ზღჳთ კერძო და ჩრდილოჲთ და სამხრით, და ყოველნი მჴეცნი ვერ დადგეს წინაშე მისსა, და არა ვინ იყო განმარინებელი ჴელისაგან მისისა, და ყო ნებისა-ებრ თჳსისა, და განდიდნა.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მე ვითარცა განვიზრახევდ, და აჰა ესერა ვაცი თხათაჲ მოვიდოდა ბღუარით კერძო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და არა დაეხებოდა ქუეყანასა, და ვაცსა მას რქაჲ შორის თუალთა მისთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოიწია ვიდრე მის ვერძისამდე, რომელსა იგი რქანი ესხნეს, რომელი ვიხილე მდგომარჱ წინაშე უბალსა, და მორბიოდა მისა სიმძაფრითა ძალისა თჳსისაჲთა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვიხილე იგი მოწევნული ვიდრე მის ვერძისამდე, და განძჳნდა მისა მიმართ, <და> ეცა ვერძსა მას, და შემუსრნა ორნი რქანი მისნი, და არა იყო ძალი ვერძსა მას დადგომად წინაშე მისა, და დასცა იგი ქუეყანად, და დათრგუნა იგი, და არა ვინ იყო განმარინებელ ვერძისა მის ჴელისაგან მისისა,

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვაცი Page of ms. J: B130v  იგი თხათაჲ განდიდნა ფრიად, <და> ძლიერებასა ოდენ მის<ს>ა/ შეიმუსრა რქაჲ იგი მისი დიდი, და აღმოჴდეს ოთხნი რქანი ქუეშჱ მის<ს>ა ოთხთა ქართა ცისათა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ერთისა მათგანისაგან გამოჴდა რქაჲ ერთი მცირჱ, და განდიდნა უმეტჱს სამხრით კერძო და ძალთა კერძო.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
განდიდნა ვიდრე ძალადმდე ცისა, და გარდამოვარდა ქუეყანად ძალისა მისგან და ვარსკულავთა, და დათრგუნნა იგინი,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვიდრემდე მთავარმან ერის-მძღუარმან იჴსნეს ტყუჱ, და მისთჳს შესაწირავი აღიღონ, და ყო, და წარემართა მას, და სიწმიდე მოოჴრდეს.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოეცა შესაწირავსა ცოდვაჲ, და დავარდა ქუჱ სიმართლჱ, და ყო, და წარემართა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მესმა ერთისა წმიდისა სიტყუაჲ, და თქუა ერთმან წმიდამან ფელმონას რომელი იგი იტყოდა; ვიდრემდე ხილვაჲ ესე დგეს, და მსხუერპლი ესე რომელი აღიღო; ცოდვაჲ იგი მოოჴრებისაჲ, რომელ მოეცა, და წმიდაჲ იგი და ძალი დაითრგუნოს.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას; ვიდრე მწუხრადმდე და განთიადმდე დღენი ორათას სამას, და განწმიდნეს სიწმიდჱ იგი.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და იყო ხილვასა მას ჩემსა მე დანიელ ჩუენებისა მის, და ვეძიებდ გულის-ჴმის-ყოფასა; და აჰა ესერა დადგა წინაშე ჩემსა ვითარცა ხილვაჲ კაცისაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მესმა ჴმაჲ კაცისაჲ შორის უბალსა და თქუა; გაბრიელ გულის-ჴმა -უყავ მაგას ხილვაჲ;

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოვიდა და დადგა მახლობელად დგომისა ჩემისა, და მოსლვასა მას მისსა შევსულბი, და დავეცი პირსა ზედა ჩემსა, და მრქუა მე; გულის-ჴმა-ყავ ძეო კაცისაო, რამეთუ აღსასრულსა იყოს ხილვაჲ ესე.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და იტყოდა რაჲ ჩემდამო დავსულბი, და დავვარდი პირსა ჩემსა ზედა ქუეყანად; და შემახო მე, და დამადგინა ფერჴთა ჩემთა ზედა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მრქუა მე; აჰა ესერა მე Page of ms. J: B131r  გაუწყო შენ, რომელი ყოფად არს უკუანაჲსკნელსა/ რისხვასა, რამეთუ არს და ჟამი აღსასრულადმდე.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვერძი რომელი იხილე, რომელსა ედგნეს რქანი, მეფჱ არს სპარსთაჲ და უჟიკთაჲ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვაცი იგი თხათაჲ მეუფჱ იონთაჲ არს, რქაჲ იგი დიდი რომელი იყო შორის თუალთა მისთა იგი არს მეფჱ პირველი,

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
რომელი იგი შეიმუსრა, რომლისა იგი ქუეშჱ აღდგეს ოთხნი რქანი, ოთხნი მეფენი ნათესავისა მისისაგან აღდგენ არა თჳსითა ძალითა მათითა;

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და უკუანაჲსკნელ მეფობისა მათისა რაჟამს აღივსნენ ცოდვანი მათნი, აღდგეს მეფჱ ურცხჳნოჲ პირითა და გულის-ჴმის-მყოფელი იგავთაჲ;

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მტკიცე იყოს ძალი მისი და არას ძალითა თჳსითა, და საკჳრველნი იგი განრყუნნეს, და წარემართოს, და ყოს, და განრყუნნეს ძლიერნი და ერი წმიდაჲ.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და უღელი ჴელისა მისისაჲ წარემართოს, ზაკუვაჲ ჴელთა მისთაჲ და გული მისი განდიდნეს, და ზაკუვით განრყუნნეს მრავალნი, და წარწყმედად მრავალთა დადგეს, და ვითარცა კუერცხნი ჴელითა შემუსრნეს .

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ხილვაჲ იგი მწუხრისაჲ და განთიადისაჲ, რომელი აღეღო, ჭეშმარიტ არს, და შენ დაჰბეჭდე ჩუენებაჲ, რამეთუ დღედმდე მრავლად არს.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მე დანიელ დავსნეულდი, და დავწევ, და მერმე აღვდეგ, და ვიქმოდე საქმესა მეფისასა. და მიკჳრდა ხილვაჲ იგი, და არა ვინ იყო გულის-ჴმის-მყოფელ.;

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
პირველსა წელსა დარიოზისა ძისა ასუერის<ს>ა ნათესავისაგან უჟიკთაჲსა, რომელი მეფობდა მეფობასა ქალდეველთაჲსა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მე დანიელ გულის-ჴმა-ვყავ წიგნთაგან რიცხვსა წელთაჲსა, რომელ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა წინაწარმეტყუელისა აღსრულებისა მის მოოჴრებისა იჱრუსალემისა სამეოც და ათ წელ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ გამოძიებად Page of ms. J: B131v  ლოცვისა და ვედრებისა მარხვითა და ძაძითა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვილო/ცევდ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა, და აუვარებდ, და ვთქუ; უფალო ღმერთო დიდო და საკჳრველო და ძლიერო, რომელმან დაუმარხი აღთქუმაჲ და წყალობაჲ მოყუარეთა შენთა, რომელთა დაიმარხნიან მცნებანი შენნი,

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შეგცოდეთ; უმსახურებელ ვიქმნენით, და განგიდეგით შენგან, და გარდავიქეცით მცნებათაგან შენთა და სამართალთაგან შენთა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და არა ვისმინეთ მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲ, რომელნი ეტყოდეს მეფეთა ჩუენთა და მთავართა სახელითა შენითა და ყოველსა ერსა ქუეყანისასა,

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
შენდა უფალო სიმართლჱ, და ჩუენდა სირცხჳლი პირისა ჩუენისაჲ, ვითარცა დღესა მას კაცისა ჰურიასტანელისა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა და ყოველთა ისრაჱლისათა, რომელნი იგი ახლოს არიან, და რომელნი იგი შორიელ არიან ყოველსა ქუეყანასა ზედა, და მიმოდააბნიენ შენ იგინი ურჩებითა მათითა, რომელნი იგი არა დაგემორჩილნეს შენ.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
უფალო ჩუენდა სირცხჳლი პირისა ჩუენისაჲ და მეფეთა მათ ჩუენთა და მამათა მათ ჩუენთა, რომელთა იგი შეგცოდეს შენ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
უფალსა ღმერთსა ჩუენსა, შენნი არიან წყალობანი, და შენნი არიან ლხინებანი, რამეთუ განგიდეგით,

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და არა ვისმინეთ ჴმაჲ შენი უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ სლვად შჯულთა შინა შენთა, რომელნი იგი მისცენ პირის-პირ ძამათა ჩუენთა ჴელითა მით წინაწარმეტყუელთა შენთაჲთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყოველი ისრაჱლი გარდაჰჴდა შჯულსა შენსა, და გარდააქციეს, რაჲთა არა ისმინონ ჴმისა მაგის შენისა, და მოვიდა და მოიწია ჩუენ ზედა წყევაჲ იგი, და ფიცი იგი რომელ წერილ არს შჯულსა მოსესსა მონისა შენისასა, რამეთუ შევსცოდეთ ჩუენ მას.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და განამტკიცნა მან სიტყუანი იგი მისნი, რომელთა იგი იტყოდა ჩუენ ზედა, და მსაჯულთა მათ ჩუენთა ზედა, რომელნი იგი გუსჯიდეს ჩუენ მოვლინებად ჩუენ ზედა ესე-ვითარი ჭირი დიდდიდი, რომელი არა სადა ყოფილ იყო, და არცა ყოფად არს ცასა ქუეშჱ ყოველსა რაჲ იგი დღენი ედგნეს იჱრუსალემსა.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვითარცა იგი წერილ არს შჯულსა მოსე<ს>სა, ესე ყოველი მოვიდა და მოიწია ჩუენ ზედა, და ვერ ვაგეთ ჩუენ ლოცვად წინაშე Page of ms. J: B132r  პირსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა/ მოქცევად ჩუენდა უშჯულოებისაგან ჩუენისა, და გულის-ჴმის-ყოფად ჩუენდა ყოველი ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩუენისაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და განიღჳძა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ძჳრის-საქმესა მას ჩუენსა ზედა, და მოავლინა ესე ყოველი რაჲვე ჩუენ ზედა, რამეთუ მართლ არს უფალი ღმერთი ჩუენი ყოველსა ზედა ყოფასა მისსა, რაჲცა მიყო ჩუენ, რამეთუ არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აწ უფალო დმერთო ჩუენო, რომელმან გამოიყვანე ერი შენი ქუეყანით ეგჳპტელთაჲთ ჴელითა შენითა მტკიცითა, და <ჰ>ყავ შენ სახელი ვითარცა დღე ესე, ვცოდეთ ჩუენ; უშჯულო ვიქმნენით.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
უფალო ყოველსა შინა არს წყალობაჲ შენი; გარე-მიაქციე გულის-წყრომაჲ რისხვისა შენისაჲ ქალაქისა შენისაგან იჱრუსალემისა, და მთისაგან წმიდისა შენისა, რამეთუ ცოდვითა ჩუენითა და უშჯულოებითა მამათა ჩუენთაჲთა იჱრუსალემი და ერი იგი შენი საყუედრელად მიეცნეს ყოველსა შორის, რომელნი იგი იყვნეს გარემოჲს ჩუენსა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აწ შეგესმინ ჩუენი უფალო ღმერთო ჩუენო ლოცვაჲ მონისა შენისაჲ, და შეიწირენ თაყუანის-ცემანი მისნი, გამოაჩინე პირი შენი სიწმიდესა ზედა შენსა, რომელი იგი მოიოჴრა შენთჳს უფალო.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მოყავ ყური შენი ღმერთო, და ისმინე ჩუენი; აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე განრყუნილებაჲ ჩუენი და ქალაქისა მის შენისაჲ, რომელსა დაედვა სახელი შენი მას ზედა, რამეთუ არა სიმართლითა ჩუენითა მიმიპყრიეს გული შეწყნარებასა ჩუენსა, არამედ წყალობისა შენისა-ებრ.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ისმინე ჩუენი უფალო, და მილხინე ცოდვათა ჩუენთაგან, მოხედენ უფალო; ყავ უფალო, და ნუ მაყოვნებ სახელისა შენისათჳს უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ სახელი შენი დებულ არს ზედა ქალაქსა ამის შენსა.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
მე ვიდრე ვიტიყოდე და მიუთხრობდ ცოდვათა ჩემთა და ცოდვათა ერისა ჩემისა ისრაჱლისათა, და მე შე-ოდენ-ვაწყალებდ თავსა ჩემსა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა მთისა მის წმიდისა უფლისა ღმრთისა ჩემისა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
იყვნენ ოდენ სიტყუანი იგი ლოცვისანი პირსა შინა ჩემსა და აჰა ესერა ვხედევდ კაცსა მას გაბრიელს, რომელი იგი ვიხილე პირველსა მას ჩუენებასა Page of ms. J: B132v  ჩემსა ფრინვით მომავალსა;

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შემომეახლა მე ჟამსა ოდენ მწუ/ხრისა მსახურებასა, და მეცნიერ მყო მე, და მეტყოდა მე და თქუა; დანიელ აწ მოსრულ ვარ უწყებად შენდა.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვითარცა დასაბამსა მას ლოცვათა შენთასა გამოვიდეს სიტყუანი პირისაგან შენისა, და მე მოვედ თხრობად შენდა, რამეთუ კაცი სანატრელი ხარი შენ. აწ განიზრახე სიტყჳთა მაგით შენითა და გულსა დაიდევ ჩუენებაჲ ეგე რომელი იხილე;

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
სამეოც და ათნი შჳდეულნი დაებადნეს ერსა მას შენსა ზედა და ზედა ქალაქსა მას წმიდასა შენსა, ვიდრემდე დაძუელდენ აღსრულებად ცოდვათა, და დაბეჭდვად მათ, და აჴოცად უშჯულოებისა, და ლხინებად სიცრუვეთა, და მოწევნად სიმართლისა საუკუნოჲსა, და დაბეჭდვად ხილვათა და წინაწარმეტყუელებათა, და ცხებად წმიდა<სა> წმიდათასა.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და სცნა და გულის-ჴმა-ჰყო გამოსლვისაგან სიტყჳსა მიგებად და აღშჱნებად იჱრუსალემსა ვიდრე ქრისტჱსადმდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოც და ორ; და მოაქციოს, და აღაშჱნოს უბნები და ზღუდჱ, და განახლდენ ჟამნი.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შემდგომად სამეოცთა და ორთა შჳდეულთა მოისრას ცხებულებაჲ, და სამართალი არა იყოს მას შინა და ქალაქსა, და სიწმიდეცა განირყუნეს თანად მთავრისა მის მომავალისა და მოიკუეთნენ დარღუნითა, და ვიდრე აღსრულებადმდე ბრძოლისა შემოკლებულისა და განრყუნისა.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და განუძლიეროს აღთქუმაჲ მრავალთა შჳდეულ ერთ და ზოგსა შჳდეულისასა, აღიღოს მსხუერპლი და შესაწირავი, და ტაძარსა მას საძაბელი მოოჴრებისაჲ, და ვიდრე აღსრულებადმდე ჟამისა აღსასრული მოეცეს მოოჴრებასა.

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
წელსა მესამესა კჳროს მეფისა სპარსთაჲსა სიტყუაჲ გამოეცხადა დანიელსა, რომლისა სახელი ბალტასარ, და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ; და ძალი დიდი და გულის-ჴმის-ყოფაჲ მოეცა მას ხილვასა მას.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მათ დღეთა შინა მე Page of ms. J: B133r  დანიელ ვიყავ/ გლოვასა შინა სამთა შჳდეულთა დღეთა.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
პური გულის-სათქუმელი არა ვჭამე, და ჴორცი, და ღჳნოჲ არა შევიდა პირსა ჩემსა, და საცხებელი არა ვიცხე ვიდრე აღსრულებადმდე სამთა მათ შჳდეულთა დღეთა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
დღესა მას ოც და მეოთხესა თთჳსა მის პირველისასა წელსა მას მესამესა მისრულ ვიყავ, და ვდეგ მდინარესა მას დიდსა, ესე იგი არს ტიგრისი, ეკდეკელს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აღვიხილენ თუალნი, და ვიხილე; და აჰა ესერა კაცი შემოსილი ბადენითა, და წელნი მისნი მორტყმულ ოქროჲთა ოფაზითა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და გუამი მისი ბრწყინვალე და წმიდა, და პირი მისი ვითარცა ხილვაჲ ელვისაჲ, და თუალნი მისნი ვითარცა ლამპარნი ცეცხლისანი, და მკლავნი და წჳვნი მისნი ვითარცა რვალი ბრწყინვალჱ, და ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ ვითარცა ჴმაჲ ერისა მრავლისაჲ.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მე დანიელ მარტომან ვიხილე ხილვაჲ ესე, და რომელნი იყვნეს ჩემ თანა არა იხილეს ჩუენებაჲ იგი, არამედ განკჳრვებაჲ დიდი დაეცა მათ ზედა, და ივლტოდეს შიშით.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მე მარტოჲ დავშთი, და ვიხილე გამოჩინებაჲ ესე დიდი, და არა დაშთა ჩემ თანა ძალი, და დიდებაჲ ჩემი გარდაიქცა განრყუნილებად, და არა დამადგრა ძალი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მესმა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ, და ვითარ მესმოდა, ვიქმენ მე მწუხარე, და პირი ჩემი დამედრიკა ქუეყანად.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აჰა ესერა ჴელი რომელი შემახო მე, და აღმადგინა მე მუჴლთა ჩემთა ზედა,

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მრქუა მე, დანიელ კაცო გულის-სათქუმელო გულის-ჴმა-ყვენ სიტყუანი, რომელთა უიტყჳ შენდა. და დეგ სადგომელსა შენსა ზედა, რამეთუ მოვივლინე შენდა, და ვითარცა მეტყოდა სიტყუათა მათ, აღვდეგი ძრწოლით,

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მრქუა მე; ნუ გეშინინ დანიელ, რამეთუ პირველით დღითგან ვინაჲთგან მიეც გული შენი გულის-ჴმის-ყოფად და ძჳრის-ხილვად წინაშე ღმრთისა, შეისმეს სიტყუანი შენნი, და მოვედ მე სიტყუათა შენთათჳს.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მთავარი იგი სპარსთა მეფობისაჲ დგა წინაშე ჩემსა ოც და ერთ დღჱ, და აჰა მიქ<ა>ელ Page of ms. J: B133v  ერთი მთავართა/განი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა, და იგი დაუტევე მთავრისა მის თანა მეფ<ობ>ისა სპარსთაჲსა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოვედ გულის-ჴმის-ყოფად შენდა რავდენი შეემთხუეოდის ერსა შენსა უკუანაჲსკნელთა დღეთა, რამეთუ ხილვაჲ ესე დღეთა მათ ოხჭნისათა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და სიტყუასა მას მისსა ჩემდა მომართ მსგავსად სიტყუათა ამათ მივეც პირი ჩემი ქუეყანად.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აჰა ესერა მსგავსმან ძისა კაცისამან შემახო ბაგეთა ჩემთა, და აღვაღე პირი ჩემი, და ვიტყოდე და ვარქუ მდგომარესა მას ჩემ წინაშე; უფალო ხილვასა მას შენსა გარდაიქცეს ნაწლევნი ჩემნი ჩემ შორის, და არა იყო ჩემ თანა ძალი .

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვითარ უძლოს მონამან შენმან დგომად და სიტყუად უფლისა ამის ჩემისა თანა, და ჩემ თანა ამიერითგან არღარა დაშთეს ძალი, და სული არა დაადგრეს ჩემ თანა.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შესძინა და შემახო ვითარცა ხილვამან კაცისამან, <და> განმაძლიერა მე.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მრქუა; ნუ გეშინინ კაცო გულის-სათქუმელო; მშჳდობაჲ შენდა; მჴნე იყავ, და განძლიერდი, ვითარცა მეტყოდა მე ანგელოზი იგი, განვძლიერდი და ვარქუ;

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
იტყოდენ უფალი ჩემი, და განმაძლიერა მე და მრქუა მე; უკუეთუ უწყი რაჲსათჳს მოსრულ ვარ შენდა, და აწ მოვაქციო ბრძოლაჲ მთავრისა მის თანა სპარსთაჲსა, და მე გარდამოვიდოდე, და მთავარი იგი იონთაჲ მოვიდოდა;

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
არამედ გითხრა შენ დაწერილი წიგნსა ჭეშმარიტებისა, და არა ვინ არს ერთიცა შემწე ჩემ თანა მათთჳს, გარნა მიქ<ა>ელ მთავარი თქუენი.

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მე წელსა პირველსა კჳროსისსა დავდეგ ძალად და სიმტკიცედ;

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აწ გითხრა შენ ჭეშმარიტი. აჰა ესერა სამნი და მეფენი აღდგენ სპარსეთს და მეოთხჱ იგი განმდიდრდეს სიმდიდრითა დიდითა უფროჲს ყოველთა, და შემდგომად დაპყრობისა მის სიმდიდრისა აღდგეს ყოველთა ზედა მეფეთა იონთასა. Page of ms. J: B134r 

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აღდგეს სხუაჲ მეფჱ ძლიერი, და უფლებდეს უფლებასა/ მრავალსა და ყოს ნებისაებრ თჳსისა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვითარცა და-ოდენ-ემტკიცოს მეფობაჲ იგი მისი, შეიმუსროს და განიყოს ოთხთა ქართაგან ცისათა, და არა უკუანაჲსკნელსა მას მისსა და არა უფლებისაებრ მისისა <იყოს აღსასრული მისი> რომელსა უფლებდა, რამეთუ აღიფხურეს მეუფებაჲ იგი მისი და სხუანი გარეშე მისა ათნი.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და განძლიერდეს მეფჱ იგი სამხრისაჲ, და ერთი მისთაგანი განძლიერდეს მის ზედა, და უფლებდეს უფლებასა მრავალსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შემდგომად წელთა მათ მისთა შეერთნენ, და შევიდეს ასული მეფისა მის სამხრისაჲ, მოვიდეს მეფისა მის ჩრდილოჲსა ყოფად მის თანა აღთქუმისა, და ვერ დაიპყრას ძალი მკლავისაჲ, და ვერ დადგეს ნათესავი მისი, და მისცეს ქალი იგი <და> რომელთა მოიყვანეს იგი, და ჭაბუკი იგი ქალი და რომელმან განაძლიერა იგი მათ ჟამთა შინა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
აღდგეს ყუავილისაგან ძირისა მისისა განმზადებულისა მისისა, და მოვიდეს ძალად მიმართ და შევიდეს სიმტკიცეთა მათ მეფისა მის ჩრდილოჲსათა, და ყოს მათ შორის და განძლიერდეს.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ღმერთნიცა მათნი გამოდნობილთა მათთა თანა, და ყოველი ჭურჭერი გულის-სათქუმელი მათი და ოქროჲ და ვეცხლი ტყუენვით წარმოიღონ ეგჳპტედ, და იგი დადგეს უფროჲს მეფისა მის ჩრდილოჲსა.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და იგი შევიდეს სამეუფოსა მას მეფისა სამხრისასა, და მოიქცეს ქუეყანასა თჳსსა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ძეთა მისთა შეკრიბონ კრებული ერისა ძლიერთაჲსა მრავლისაჲ, და მოვიდეს მოსლვით, და წარმოჰრღუნიდეს, და წარმოვიდეს, და დაჯდეს ვიდრე ძლიერებადმდე მისა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და განრისხნეს მეფჱ იგი სამხრისაჲ, და გამოვიდეს, და ჰბრძოდის მეფესა მას ჩრდილოჲსასა, და დაადგინოს ერი მრავალი, და მისცეს ერი იგი ჴელსა მისსა.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და წარმოიყვანოს ერი იგი, და აღმაღლდეს გული მისი დაცემად Page of ms. J: B134v  ბევრეულთა და ვერ უძლოს./

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოაქციოს მეფემან ჩრდილოჲსამან, და მოიყვანოს ერი მრავალი უფროჲს პირველისა, და დასასრულსა ჟამთასა და წელიწადთასა შევიდეს შესლვით ძალითა დიდითა და საფასითა მრავლითა.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მათ ჟამთა შინა აღდგენ მრავალნი მეფესა ზედა სამხრისა, და ძენი ბილწნი ნათესავისა შენისანი აღმაღლდენ დამტკიცებად ხილვისა, და მოუძლურდენ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შევიდეს მეფჱ იგი ჩრდილოჲსაჲ, და მოადგას პატნეზი, და შეიპყრნეს ქალაქნი ძლიერნი, და მკლავნი მეფისა მის სამხრისანი ვერ დაუდგენ; რჩეულნი მისნი და ძალი არა იყოს დადგომად;

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყოს შემავალმან მან მისა ნებისაებრ მისისა, და არა ვინ არს დამდგომ წინაშე მის<ს>ა, და დარჩეს ქუეყანასა მას საბირისასა, და აღესრულოს ჴელითა მისითა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და განმზადოს პირი თჳსი შესლვად ძალითა ყოვლისა სუფევისა თჳსისაჲთა, და სიწრფოებაჲ ყოველი ყოს მის თანა, და ასული დედათაჲ მისცეს მას განჴრწნად იგი, და არა დაადგრეს და არცა მისა იყოს.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოიქციოს პირი თჳსი ჭალაკთა მომართ, და შეიპყრნეს ქალაქნი მრავალნი, და დაწუნეს მთავარნი ყუედრებითა მათითა, ხოლო ყუედრებაჲ იგი მისი მას ვე მიექცეს.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოიქციოს პირი თჳსი ძალსა ქუეყანისა თჳსისასა, და მოუძ1ურდეს, და დაეცეს.

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და დადგეს განმზადებულებასა მისსა ზედა, და წარმოიღებდეს დიდებასა მეფობისასა, და მათ დღეთა შინა შეიმუსროს და არცა პირითა და არცა ბრძოლითა.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
დადგეს განმზადებულსა მას ზედა მისსა, შეურაცხ-იქმნა, და არა მოეცეს მის ზედა დიდებაჲ მეფობისაჲ, და მოვიდეს ნაყოფიერებით, და განაძლიეროს მეფობაჲ შეპკოლებითა.

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მკლავნი წარმომრღუეველისანი დაიწუნენ Page of ms. J: B135r  პირისაგან/ მისისა, და შეიმუსრნენ და წინამძღუარმან აღთქუმისამან

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ნადთაგანისამან ყოს მისა მიმართ ზაკუვაჲ, და აღმოვიდეს, და განძლიერდეს უფროჲს მის<ს>ა მცირითა ნათესავითა,

Verse: 24   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
სიმდიდრითა და უმრავლჱსითა სოფლებითა მოვიდეს, და ყოს რომელი არა ყვეს მამათა მისთა და მამათა მამათა მისთასა, ავარი და ნატყუენავი, და საფასჱ მათ განუყოს და ეგჳპტედ იზრახოს ზრახვაჲ, და ვიდრე ჟამადმდე.

Verse: 25   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აღდგეს ძალი მისი, და გული მისი მეფესა ზედა სამხრისასა ძალითა დიდითა, და მეფემან სამხრისამან ყოს ბრძოლაჲ ძლიერი ფრიად, და ვერ დაუდგეს, რამეთუ იზრახონ მის ზედა ზრახვაჲ.

Verse: 26   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შეჭამონ ნაყოფი მისი, და შემუსრონ იგი, და ძალნი წარმოიხუნეს, და დაეცნენ წყლულნი მრავალნი.

Verse: 27   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ორთავე მათ მეფეთა გულნი მათნი უკეთურებად, და ერთსა ტაბლასა ზედა ნაცილსა იტყოდიან, და არა წარემართოს, რამეთუ არს და დასასრულადმდე ჟამი.

Verse: 28   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოიქცეს ქუეყანად თჳსა საფასითა მრავლითა, და გული მისი აღთქუმისა მიმართ წმიდისა, და ყოს, და მოიქცეს ქუეყანად თჳსა.

Verse: 29   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ჟამსა მის<ს>ა მოიქცეს, და მოვიდეს სამხრად, და არა იყოს იგი პირველ უკუანაჲსკნელი მისი.

Verse: 30   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შევიდენ წელიწადსა გამომავალნი იგი კიტიელნი, და დამდაბლდეს, და მოაქციოს, და განრისხნეს შჯულისა მიმართ წმიდისა, და ყოს, და მოიქცეს, და გულის-ჴმა-ყოს მათ ზედა, რომელთა დაუტევეს შჯული წმიდაჲ.

Verse: 31   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ნათესავნი მისგანნი აღდგენ, და შეაგინონ სიწმიდე იგი ძლიერებისაჲ, და გარდაადგინონ მსახურებაჲ იგი მსხუერპლთაჲ, და მოსცენ საძაგელებაჲ იგი განრყუნილი.

Verse: 32   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და რომელნი უშჯულო იქმნ<ნ>ენ, შჯულსა მოაწიონ Page of ms. J: B135v  შეპკოლებაჲ; და იტყოდიან ამაოსა, და ერმან რომელმან იცოდის ღმერთი/ მათი ჰმძლავრობდენ მათ და ყონ.

Verse: 33   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და გულის-ჴმის-მყოფელთა ერისა შენისათა გულის-ჴმა-ყონ ყოვლად, და მოუძლურდენ მახჳლითა, და ალითა ცეცხლისაჲთა და ტყუეობითა და მიტაცებითა დღეთაჲთა.

Verse: 34   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მოუძლურებასა მას მათსა შეწევნა<ჲ> ეცეს მათ, შეწევნაჲ მცირედი, და შეერთნენ მათ მრავალნი ზაკუვით.

Verse: 35   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და გულის-ჴმის-მყოფელთაგანნი მოუძლურდენ გამოჴურვებად მათა და მოლოდებად და გამოცხადებად ვიდრე ჟამადმდე დასასრულად, რამეთუ ჟამადმდე იყოს.

Verse: 36   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყოს ნებისა-ებრ თჳსისა მეფემან მან, და ა<ღ>მაღლდეს და განდიდნეს ყოველღა ზედა ღმერთთა, და იტყოდეს გარდარეულსა, და წარემართოს ვიდრე აღსრულებადმდე რისხვისა, რამეთუ აღსასრულსა იყოს.

Verse: 37   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყოველთა ზედა ღმერთთა მამათა მისთა არა გულის-ჴმა-ყოს, და გულის-თქუმაჲ დედათაჲ; და ყოველთა ზედა ღმერთთა არა გულის-ჴმა-ყოს, რამეთუ ყოველთა ზედა განდიდნეს.

Verse: 38   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ღმერთი მაუზ<ე>ნი ადგილსა თჳსსა ადიდოს, და ღმერთი რომელი არა იცოდეს მამათა მისთა, ვეცხლითა და ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და გულის-სათქუმელითა.

Verse: 39   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ყოს მოძნელებულთა შესავედრებელად რომელნი ივლტოდიან ღმრთისა უცხოჲსა, და განიმრავლოს დიდებაჲ; და დაიმორჩილნეს მან მრავალნი, და ქუეყანაჲ განყოს ნიჭითა.

Verse: 40   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჟამსა დასასრულისასა ერქინოს მეფისა მის თანა სამხრისა, და შეკრბეს მის ზედა მეფჱ ჩრდილოჲსაჲ ეტლებითა და მჴედრებითა <და ნავებითა> მრავლითა.

Verse: 41   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შევიდეს ქუეყანად, და შემუსროს იგი, და თანაწარვლოს ქუეყანაჲ იგი საბირისაჲ, და მრავალნი მოუძლურდენ, და ესენი განერნენ ჴელსა მისსა, ედომი და მოაბი და მთავარნი ძეთა ამონისთანი.

Verse: 42   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და განირთხას ჴელი თჳსი ქუეყანასა ზედა, და ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ვერ იყოს საცხორებელად.

Verse: 43   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და Page of ms. J: B136r  უფლებდეს დაფარულთა ზედა ოქროჲსათა და ვეცხ/ლისათა და ყოველთა ზედა გულის-სათქუმელთა ეგჳჴტისათა და ლჳბიელთასა და ეთიოპელთასა და მოზ<ღ>უდვილთა მათთა.

Verse: 44   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰამბავნი და წრაფანი შეაძრწუნებდენ მას მზის-აღმოსავალით და ჩრდილოჲთ, <და> მოვიდეს გულის-წყრომითა მრავლითა განრყუნად მრავალთა.

Verse: 45   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და აღიდგას კარავი თჳსი ზედა აბანოთა შორის ორთა ზღუათა მთასა წმიდასა საბირს, და მოვიდეს ვიდრე ზოგადმდე მისა, და არა ვინ იყოს მჴსნელ მისა სხუაჲ.;

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაელ დიდი იგი მთავარი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისაჲ, ჭირი რომელი არა იყო ვინაჲთგან იქმნა ნათესავი მუნ ჟამადმდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი ყაველი რომელი იპოვოს დაწერილ წიგნსა მას ცხოვრებისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მრავალნი რომელნი დაძინებულ იყვნენ ქუეყანისა მიწასა, აღდგენ ესენი ცხორებად საუკუნოდ, და რომელნი მე ყუედრებად და სირცხჳლად საუკუნოდ.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და გულის-ჴმის-მყოფელნი გამობრწყინდენ ვითარცა ბრწყინვალებაჲ სამყაროჲსაჲ, და მართალთაგანნი მრავალნი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი საუკუნოდ-მი და მერმეცა.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შენ დანიელ დაჰკლიტე სიტყუათა ამათ, და დაჰბეჭდე წიგნსა ვიდრე ჟამადმდე აღსასრულისა, ვიდრე ისწაონ მრავალთა და განმრავლდეს ცნობაჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ვიხილე მე დანიელ, და დგეს ორნი სხუანი, ერთი ამიერ კიდესა მის მდინარისასა და ერთი იმიერ.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და ჰრქუეს კაცსა მას, რომელსა ემოსა ბადენი, რომელი იყო ზედა მდინარესა მას წყალთასა; ვიდრემდე დასასრული რომელნი იგი სთქუენ საკჳრველებანი.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მესმა კაცისაჲ მის, რომელსა ემოსა ბადენი, რომელი იყო წყალსა ზედა მის მდინარისასა, და აღიმაღლა ჴელი მარჯუენჱ და მარცხენჱ მისი ცად, და ფუცა ცხოველსა მას საუკუნესა, რამეთუ ვიდრე ჟამადმდე და ჟამთა და კერძოსა ჟამისასა, აღსრულებასა მას განბნეულებისასა ცნან ესე ყოველი./ Page of ms. J: B136v 

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და მესმა <და> გულის-ჴმა-ვყავ და ვთქუ; უფალო რაჲ მე იყოს აღსასრული ამათი და თხრობაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
<. . .> მოვედ დანიელ, რამეთუ დაჴსულ და დაბეჭდულ არიან სიტყუანი ვიდრე ჟამადმდე დასასრული.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ვიდრემდე გამოერჩინენ <და> გამოსპეტაკნენ და გამოიჴურვნენ მრავალნი, და უშჯულო იქმნ<ნ>ენ უშჯულონი და არა გულის-ჴმა-ყონ, და მცნობელთა მათ გულის-ჴმა-ყონ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ჟამისა მისგან ცვალებისა მარადის-მსახურებისა, და მოცემით საძაგელისა მოოჴრებისაჲთა დღენი ათას ორას ოთხმეოც და ათ.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
ნეტარ რომელი მიიწია, და დაითმინა დღედმდე ათას სამას ოც და ათხუთმეტად.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to septLink to armat   
და შენ მოვედ, და განისუენე; რამეთუ არიან და დღენი აღვსებადმდე აღსასრულისა, და განისუენო და აღსდგე ნაწილსა შენსა აღსასრულსა დღეთასა.;
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Book: Bel 
Bel and the Dragon

<ბელ და ვეშაპი>



Chapter: _ 
Verse: 1  Link to septLink to septLink to armat   
და მეფჱ ასტჳაგ შეეძინა მამათა თჳსთა თანა. წარიღო კჳროს სპარსმან მეფობაჲ მისი.

Verse: 2  Link to septLink to septLink to armat   
და იყო დანიელ თანა-მყოფ მეფისა, და დიდებულ უფროჲს ყოველთა მეგობართა თჳსთა.

Verse: 3  Link to septLink to septLink to armat   
და იყო კერპი ბაბილონელთაჲ, რომლისა სახელი ბელ; და მიეცემოდა მას დღითი დღედ სამინდოჲსაჲ ათორმეტი გრივი, და ცხოვარი ორმეოცი, და ღჳნოჲ საწყაული ექუსი.

Verse: 4  Link to septLink to septLink to armat   
და მეფჱ ჰმსახურებდა მას, და მივიდის დღითი დღედ თაყუანის-ცემად მისა, ხოლო დანიელ თაყუანის-სცემდა ღმერთსა თჳსსა. ჰრქუა მას მეფემან; რაჲსათჳს არა თაყუანის-სცემ ბელს.

Verse: 5  Link to septLink to septLink to armat   
ხოლო დანიელ ჰრქუა მას; რამეთუ არა თაყუანის-ვსცემ კერპსა ჴელით-ქმნულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და აქუს ჴელმწიფებაჲ ყოვლისა ჴორციელისაჲ.

Verse: 6  Link to septLink to septLink to armat   
ჰრქუა მას მეფემან; და აწ შენ არა ჰგონებ ბელს ღმერთ ცხოველად; ანუ Page of ms. J: B137r  არა ჰხედავ რავდენსა ჭამს და სუამს დღითი დღედ./

Verse: 7   Link to septLink to septLink to armat   
განიცინა დანიელ და ჰრქუა მას; ნუ სცთები მეფჱ, რამეთუ ესე შინაგანი თიჴაჲ არს, და გარეშე რვალი, და არა სადა რაჲ უჭამიეს არცა უსუამს.

Verse: 8   Link to septLink to septLink to armat   
და განრისხნა მეფჱ, და მოუწოდა ქურუმთა მათ მისთა, და ჰრქუა მათ; უკუეთუ არა მითხრათ ვინ ჭამს ესოდენსა ამას როჭიკსა, თქუენ მოსწყდეთ, უკუეთუ მიჩუენოთ მე, რამეთუ ბელი ჭამს მას, მოკუდეს დანიელ რამეთუ გმობელი.

Verse: 9   Link to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა დანიელ მეფესა; იყავნ სიტყჳსა-ებრ შენისა.

Verse: 10   Link to septLink to septLink to armat   
და იყვნეს ქურუმნი იგი ბელისნი სამეოც და ათ თჳნიერ ცოლთა და შვილთა მათთა, და მოვიდა მეფჱ დანიელის თანა სახლსა მას ბელისსა.

Verse: 11   Link to septLink to septLink to armat   
და თქუეს ქურუმთა მათ ბელისთა, ვიდრე აჰა ესერა ჩუენ განვიდეთ გარჱ, ხოლო შენ მეფჱ დაუგე საჭმელი, და ღჳნოჲ განზავე; დაუგე და დაჰკლიტე კარი, და დაჰბეჭდე ბეჭდითა შენითა.

Verse: 12   Link to septLink to septLink to armat   
და მოვედ განთიად, უკუეთუ არა ჰპოვო ყოველი შეჭამული ბელისგან, მოვწყდეთ ჩუენ ანუ დანიელ რომელმან ცილი თქუა ჩუენთჳს.

Verse: 13   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო მათ შეურაცხ-ეყო, რამეთუ ექმნა ტაბლასა მას <ქუეშჱ> დაფარულად შესავალი, და მიერ შევიდიან მარადის, და შეჭამიან იგი.

Verse: 14   Link to septLink to septLink to armat   
და იყო ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, და მეფემან დაუგო საჭმელი იგი ბელსა. და დანიელ უბრძანა მონათა თჳსთა, და მოიღეს ნაცარი, და მოაცრეს წინაშე მეფისა, და გამოვიდეს, და დაჰჴსეს კარი, და დაჰბეჭდეს ბეჭდითა მეფისაჲთა, და წარვიდეს.

Verse: 15   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო ქურუმნი იგი შევიდეს ღამე ვითარცა ჩუეულ იყვნეს და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი, და შეჭამეს ყოველი, და შესუეს ღჳნოჲ.

Verse: 16   Link to septLink to septLink to armat   
და აღიმსთო მეფემან განთიად და დანიელ მის თანა,

Verse: 17   Link to septLink to septLink to armat   
და თქუა მეფემან; ჰგიან ბეჭედნი დანიელ, და დანიელ თქუა; ჰგიან მეფჱ.

Verse: 18   Link to septLink to septLink to armat   
და იყო ვითარცა განახუნეს კარნი მიხედნა მეფემან ტაბლასა მას, და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა, და თქუა; დიდ ხარ ბ[ელ], და არა არს შენ თანა ზაკუვა არცა ერთ./ Page of ms. J: B137v 

Verse: 19   Link to septLink to septLink to armat   
განიცინა დანიელ, და შეიპყრა მეფჱ რაჲთა არა შევიდეს შინა, და ჰრქუა; იხილე აწ ევატაკი, და ცან ვისი არს კუალი ესე.

Verse: 20   Link to septLink to septLink to armat   
და თქუა მეფემან; ვხედავ აქა კუალსა მამათასა და დედათასა და ყრმებისასა.

Verse: 21   Link to septLink to septLink to armat   
და ვითარცა იხილა ესე, განრისხნა მეფჱ, და შეიპყრნა ქურუმნი იგი და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი, და უჩუენნეს მას ფარულნი იგი კარნი, ვინაჲ იგი შევიდიან, და შეჭამიან დაგებული იგი ტაბლასა მას ზედა.

Verse: 22   Link to septLink to septLink to armat   
და მოწყჳდნა იგინი მეფემან, და მისცა დანიელს ჴელმწიფებაჲ ბელისთჳს, და დაამჴუა იგი, და ტაძარი მისი დაარღჳა.

Verse: 23   Link to septLink to septLink to armat   
და იყო ვეშაპი დიდი მასვე ადგილსა, და ჰმსახურებდეს მას ბაბილონელნი იგი.

Verse: 24   Link to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა მეფემან დანიელს, აჰა ესერა აწ ვერ ჴელგეწიფების სიტყუად ვითარმედ არა არს ესე ღმერთი ცხოველი, არამედ მოვედ და თაყუანის-ეც მას.

Verse: 25   Link to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა დანიელ, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვსცე, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი.

Verse: 26   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო შენ მეფჱ მომეც მე ჴელმწიფებაჲ, და მოვკლა ვეშაპი იგი თჳნიერ მახჳლისა და წათებისა, <და> ჰრქუა მეფემან; მოგცე შენ.

Verse: 27   Link to septLink to septLink to armat   
და მოიღო დანიელ ფისი და ცმელი და თმაჲ, და შეგბა იგი ერთბამად, და ქმნა იგი გრგოლად, და შთაუგდო პირსა ვეშაპისასა, და განსთქდა ვეშაპი იგი.

Verse: 28   Link to septLink to septLink to armat   
და თქუა დანიელ; აწ იხილეთ სამსახურებელი თქუენი. და იყო ვითარცა ესმა ბაბილონელთა, განრისხნეს ფრიად, და შეკრბეს მეფისა ზედა და თქუეს; ჰურია იქმნა მეფჱ; ბელი დაამჴუა, <და> ვეშაპი მოკლა; მღდელნი მოწყჳდნა.

Verse: 29   Link to septLink to septLink to armat   
და ჰრქუეს მეფესა; მომეც ჩუენ დანიელ, უკუეთუ არა მოგკლათ შენ, და ყოველი სახლი შენი იავარ ვყოთ.

Verse: 30   Link to septLink to septLink to armat   
და იხილა მეფემან, რამეთუ დაესხმიან მას ფრიად, იიძულა უნებლიაჲთ, და მისცა მათ დანიელ.

Verse: 31   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო მათ შთააგდეს იგი მღჳმესა მას ლომთასა, და იყო იგი მუნ ექუს Page of ms. J: B138r  დღჱ.

Verse: 32   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო იყვნეს მღჳმესა მას შინა შჳდნი ლომნი,/ და მიეცემოდა მათ ორი კაცისა გუამი და ორი ბატრუჭაკი დღითი დღედ, და მაშინ არა რაჲ მისცეს, რაჲთა შეჭამონ დანიელ.

Verse: 33   Link to septLink to septLink to armat   
და იყო ამბაკუმ წინაწარმეტყუელი ჰურიასტანს, და მან შექმნა მგბარი, და შთანეცუა პური, და შთააგო იგი გუადრაკსა, და განვიდოდა იგი ველად მირთუმად იგი მომკალთა.

Verse: 34   Link to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ა<მ>ბაკუმს [!]; მიართუ სადილი ეგე რომელ გაქუს ბაბილონდ დანიელს ჯურღმულსა მას ლომთასა.

Verse: 35   Link to septLink to septLink to armat   
და ჰრქუა ამბაკუმ; უფალო ბაბილონი არა მიხილავს, და ჯურღმული იგი არა ვიცი.

Verse: 36   Link to septLink to septLink to armat   
და უპყრა ანგელოზმან უფლისამან თმაჲ თავისა მისისაჲ, და აღიღო იგი თმითა თხემისა მისისაჲთა სიმძაფრითა სულისა თჳსისაჲთა, და <და>სუა იგი ბაბილონს ჯურღმულსა მას.

Verse: 37   Link to septLink to septLink to armat   
და ჴმა უყო ა<მ>ბაკუმ და თქუა; დანიელ დანიელ, მიიღე საზრდელი ესე, რომელი მოგიძღუანა შენ უფალმან.

Verse: 38   Link to septLink to septLink to armat   
და თქუა დანიელ რამეთუ მომიჴსენე მე უფალო, და არა დასთხიენ მოყუარენი შენნი.

Verse: 39   Link to septLink to septLink to armat   
და აღდგა დანიელ, და ჭამა; ხოლო ანგელოზმან მან უფლისამან კუალად მიიყვანა ამბაკუმ მეყსეულად ადგილსავე თჳსსა.

Verse: 40   Link to septLink to septLink to armat   
ხოლო მეფჱ მოვიდა დღესა მეშჳდესა გლოვად დანიელისა, და მოვიდა ჯურღმულსა მას ზედა, შთაიხილა და იხილა დანიელ მჯდომარჱ.

Verse: 41   Link to septLink to septLink to armat   
და ღაღად-ყო მეფემან ჴმითა დიდითა, და თქუა; დიდ ხარ უფალო ღმერთო დანიელისო, და არა ვინ არს სხუაჲ ღმერთი შენსა გარეშჱ.

Verse: 42   Link to septLink to septLink to armat   
და აღმოიტაცეს დანიელ ჯურღმულისა მისგან, ხოლო ბრალეულნი იგი წარწყმედისა მისისანი შთასთხინა მეფემან ჯურღმულსა მას, და შეჭამნეს იგინი ლომთა მათ მეყსეულად წინაშე მის<ს>ა . .
Page of ms. J:  
Page of ms. O:  


Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.